Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > კულტურა და ხელოვნება > ახალი ქართული ტელევიზიები.


Posted by: jujuna 7 Jun 2005, 04:54
ბევრს საუბრობენ რო იხსნება ახალი ტელევიზიები,თქვენ რა იცით???

Posted by: დათიკო 7 Jun 2005, 09:55
jujuna
იქნება ენტევეს ტიპის ციფრული საკაბელო ქსელის ტელევიზია. იმუშავებს კარტებით. ანუ, კარტას ჩადებ და რა პაკეტის მფლობელიც ხარ იმდენ არხს უყურებ. ამბობენ ხელმისაწვდომი იქნებაო. თან ამ ტელევიზიას პლიუსი ის აქვს, რომ საზღვარგარეთაც რომ წახვიდე იქაც შეგიძლია ისარგებლო ამ კარტით და შენი გადაცემები სხვაგანაც ნახო.

Posted by: Ultimate_Insight_Story 7 Jun 2005, 13:41
კი იხსნება ექსტაზი ტვ
ოღონდ საკაბელო პონტია და თუ კაბელი არ გაქ ვერ დაიჭერ
იქნება სულ გასართობი პროგრამები ტიპა მაესტრო და სტერეო რა

Posted by: veigan 13 Jun 2005, 13:40
დათიკო
QUOTE
ამ ტელევიზიას პლიუსი ის აქვს, რომ საზღვარგარეთაც რომ წახვიდე იქაც შეგიძლია ისარგებლო ამ კარტით და შენი გადაცემები სხვაგანაც ნახო
ეგ როგორ უნდა მოახერხო? ბარათთან ერთაკ კაბელსაც ხომ არ წაიღებ?

Posted by: NinaNoir 13 Jun 2005, 13:46
QUOTE
იქნება სულ გასართობი პროგრამები ტიპა მაესტრო და სტერეო რა

ეს ორი არხიც არ არის საჭირო და...ეგეთი ტიპის ერთი არხიც სავსებით საკმარისი იქნებოდა სადაც მარტო SMS-ებს კითხულობენ პიტრდაპირ ეთერში და ეხლა კიდევ მესამეც უნდა შეემატოს?????? (ისე 202-იც მაგ კატეგორიაში გადის დაახლოებით)
არ ვიცი რამდენად გამართლებულია ეგეთი არხების გამრავლება,იმის მაგივრად რომ აამაღლონ ახალაგაზრდების გემოვნება უქვეითებენ...გაუნათლებელი და ლაპარაკი რომ არ იციან ისეთი წამყვანებით და გადაცემები კი არც შეიძლება ეწოდოს იმას,რასაც ისინი აკეთებენ... puke.gif
მოკლედ,ჩემი აძრით,ძალიან საშინელი მდგომარეობაა მაგ მხრივ...შეაჩვიეს ხალხი ჩლუნგებს

Posted by: BEKO 13 Jun 2005, 13:47
Ultimate_Insight_Story

QUOTE
იქნება სულ გასართობი პროგრამები ტიპა მაესტრო და სტერეო რა


რაღა გვიჭირს biggrin.gif

Posted by: დათიკო 13 Jun 2005, 14:19
veigan
QUOTE
ეგ როგორ უნდა მოახერხო? ბარათთან ერთაკ კაბელსაც ხომ არ წაიღებ?

არა, სისტემა იქნება ერთი, კარტას ჩადებ და უყურებ. საკაბელო აღარ იქნება, არამედ ციფრული, როგორც ინტერნეტი.

Posted by: Anna Ricci 3 Jul 2020, 12:52
კი როგორ არა.
მაგალითად მთვრალი ტვ.
სადაც სხვა(სვია) ნანუკა იძახის, რომ მამა შიოს მღვდლობა შეუჩერესაო.
ანდა ავადაა უბრალოდ კაცი და ეს მთვრალი და სვია მძორები წამოესივნენ


ყვავ-ყორნებივით.
--------------------------------------------------
საქართველო ქვია ახლა ამას ?
მიტომ არ მიყვარდა სიტყვა აყვავება
არც აღორძინება

Posted by: ajax-amsterdam 23 Jul 2020, 19:45
ამ არხებს რა მოგება აქვთ ვინმე მეტყვის? 50 არხია არც რო მქონდა გეგბული.გრანტებს აძლევენ პარტიებივით?

Posted by: kriketi-1985 3 Jan 2021, 19:13
ახალ ტვ გაჩნდა ტოკ ტვ , ძირითადად რუსულენოვანია, მულტფილმი გადის, მსოფლიო ლიდერები არიან.
კიდევ რაღაც ინტელექტუალური გადაცემაა ბავშვები და ზვიად ქორიძე მონაწილეობენ biggrin.gif

Posted by: Stormtrooper1 8 Jan 2021, 22:27
რაღა დროს ტელევიზიაა. მარტო პენსიონერები და უფროსი თაობის რაღაც ნაწილი უყურებს ტელევიზორს რეგულარულად. 6-7 არხია სულ რეიტინგული და აქედან ძირითადები ყველა პოლიტიზირებულია და პოლიტ პარტიების დაფინანსებით უდგათ სული. ანუ ყველა ნორმალური არხი ბიუჯეტიდან იღებს დაფინანსებას პირდაპირ თუ ირიბად არ აქვს მნიშვნელობა.

რეგიონების და რაღაც ქრინჯ ტელევიზიებზე აღარ მაქვს საუბარი biggrin.gif

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)