Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > კულტურა და ხელოვნება > ჩიბუხის კულტურა საქართველოში


Posted by: Sabadamenia 5 May 2021, 16:40
სალამი მეგობრებო. გადავწყვიტე მსგავსი თემა წამომეწყო ფორუმზე, თუმცა არც ვიცი ექნება თუ არა გამოხმაურება.

წლებია უკვე, თუ შეიძლება ესე ითქვას, გატაცებული ვარ ჩიბუხით. პატარა, მაგრამ მაინც, კოლექცია მაქვს ჩიბუხების (ერთი ბრიარის, 3 სიმინდის). თუთუნს ამერიკიდან ვიწერ, ჩიბუხებიც თავისთავად იქიდანაა გამოწერილი.

მაინტერესებს საქართველოში და აქ თუ ხართ მსგავსი ჩიბუხისტები. სად ყიდულობთ თუთუნს, რას ეწევით. თუ არსებობს რამე შეკრების ადგილები, ან რამე კლუბი.

ჩვენს მეზობელ ქვეყნებში (რუსეთში, უკრაინაში, სომხეთში და ა.შ.), აღარაფერს ვამბობ ევროპაზე, სადაც ჩიბუხის მოწევის უძველესი კულტურაა შემონახული. არსებობს ჩიბუხის მწეველთა კლუბები, იმართება საერთაშორისო ჩემპიონატები ე.წ. ნელ მოწევაში და ა.შ. ჩვენთან მსგავსი არაფერი არსებობს სამწუხაროდ.

ჩემი ჩიბუხები:

user posted image user posted image user posted image user posted image

Posted by: Fredo_Corleone 5 May 2021, 18:09
მაგარია

QUOTE
რსებობს ჩიბუხის მწეველთა კლუბები, იმართება საერთაშორისო ჩემპიონატები ე.წ. ნელ მოწევაში

ვიდეოები არაა ამ თემაზე?

Posted by: Sabadamenia 5 May 2021, 23:31
QUOTE (Fredo_Corleone @ 5 May 2021, 18:09 )
მაგარია

QUOTE
არსებობს ჩიბუხის მწეველთა კლუბები, იმართება საერთაშორისო ჩემპიონატები ე.წ. ნელ მოწევაში

ვიდეოები არაა ამ თემაზე?

კონკრეტულად ჩემპიონატებზე, უფრო რუსულენოვან ვიდეოებს ვუყურებ. აი ერთერთი. https://www.youtube.com/watch?v=MTPONLo4EjQ

ზოგადად ჩიბუხებს რაც შეეხება, https://www.youtube.com/channel/UCJVGbsrZAfvvFCvMOqXrLDw - ამას თავის დროზე ძალიან კარგი არხი ქონდა. რატომღაც შეწყვიტა წაყვანა, მაგრამ ძალიან ბევრი ვიდეოა, თუთუნებზეც ცალკე და ზოგადად მოწევის ტექნიკაზე

Posted by: humanoidi 13 May 2021, 02:06
. user posted image

Posted by: GEORGEXIII 26 May 2021, 10:52
მოსაწევის ჩასაყრელად კარგია ხოლმე

yes.gif yes.gif

Posted by: კაპიტანი 26 May 2021, 11:14
გამარჯობა,
2014 წლიდან ვეწევი ჩიბუხს,
4 ცალი მაქვს, პეტრსონები, ძირითადად დანჰილის ლატაკიას და ვირჯინიას თამბაქოებს ვანიჭებ უპირატესობას, მაგრამ დანილმა შეწყვიტა საერთოდ ჩიბუხის თამბაქოს წარმოება, პეტერსონის ბრენდით გამოდის ახლა იგივე თამბაქოები, ჯერ არ გამისინჯავს

ამ რუსული ფორუმით გავერკვიე ძალიან ბევრ რამეში, ყველა კითხვაზეა პასუხი, გადახედეთ საინტერესოა

https://pipeclub.net/index.php?/forum/66-%d0%a2%d0%b5%d0%be%d1%80%d0%b8%d1%8f-%d0%b2-%d1%82%d1%80%d1%83%d0%b1%d0%be%d1%87%d0%bd%d0%be%d1%82%d0%b0%d0%b1%d0%b0%d1%87%d0%bd%d0%be%d0%bc-%d0%b4%d0%b5%d0%bb%d0%b5/

ჩიბუხები და თამბაქო ამ საიტიდან ჩამომაქვს

https://www.smokingpipes.com/
* * *
QUOTE (Fredo_Corleone @ 5 May 2021, 18:09 )
მაგარია

QUOTE
რსებობს ჩიბუხის მწეველთა კლუბები, იმართება საერთაშორისო ჩემპიონატები ე.წ. ნელ მოწევაში

ვიდეოები არაა ამ თემაზე?

აი ეს არხიც არაა ცუდი, ცალკე აქვს ფლეილისტი დამწყებებისთვის

https://www.youtube.com/watch?v=-tYyoWB-DM0

Posted by: Sabadamenia 2 Jun 2021, 17:57
კაპიტანი
მახარებს თქვენი გამოხმაურება.

მეც ძირითადად Smokingpipes-დან ვიწერ. და ასევე ლატაკიას ვანიჭებ უპირატესობას, ჯერჯერობით. თუმცა სხვა და სხვა თუთუნების გემოს აღქმა ჯერ კიდევ დასახვეწი მაქვს.
Peterson-ის მხოლოდ Irish Oak მაქვს გასინჯული, ძალიან მომეწონა. Dunhill -ს რაც შეეხება - მისი ლეგენდარული Early Morning Pipe. როგორც ამბობენ მომავალში დანჰილი ისევ გააგრძელებს ჩიბუხის თამბაქოს გამოშვებას, მაგრამ ვინ იცის.

იუთუბ არხს რაც შეეხება, სოლიდარული ვარ, თუმცა ბოლო დროს იშვიათად დებს ვიდეოებს და ძირითადად სიგარებზე. მე Muttnchop-ს ვუყურებდი, მაგრამ სამწუხაროდ მან საერთოდ შეეშვა ბლოგერობას. კარგი არხი ქონდა.

რუსულ ფორუმს რაც შეეხება, გამოცდილების დაბევების პერიოდში, დიდ დროს ვატარებდი იქ. ზღვა მასალაა.

Posted by: SoulPrayer13 2 Jun 2021, 22:48
ერთი თვეა თუთუნის შეხვევას დავანებე თავი თან ხელით ვახვევდი და ვეიპზე გადავედი და რავიცი კმაყოფილი ვარ ოთახში სუნი აგრეთვე თითებს აღარ მიშავებს, ხოლო რაც შეეხება ჩიბუხს მოსაწევის ჩასაყრელად მაქვს რამოდენიმე ადრე მეც ვფიქრობდი ჩიბუხზე და შესაბამისი მაღაზია ვერ გავჩითე, ხოლო ეხლა რაც 40 მიუხლოვდი მცდილობ უფრო ჯამრთელობას მივაწვე, ზოგი იძახის ვეიპი უფრო მავნეა მარა ეგ ზღაპარია სად ორთქლი და სად კვამლი ყველაფერს თავის, რომ დავანებოთ

Posted by: Sabadamenia 3 Jun 2021, 23:07
SoulPrayer13
ვეიპი ნამდვილად უფრო მავნეა, თავისი ქიმიური შემადგენლობით. ფაქტობრივად თამბაქოს მწარმოებლების მიერაა შექმნილი, ვინაიდან შეზღუდვების გამო ბაზარს კარგავდნენ. შესახვევ თუთუნს რაც შეეხება, ჩვენთან რაც იყიდება და მე რაც ვნახე, სრული ნაგავია. არცაა ფაქტობრივი განსხვავება სიგარეტისგან, შეიძლება მიზერული მხოლოდ. ჩიბუხის შემთხვევაში, ვერც სიგარეტი, ვერც ვეიპი ვერ შეედრება ჩიბუხის მოწევის სიამოვნებას.

ჩიბუხს რაც შეეხება და ჩიბუხის თუთუნს. ამ შემთხვევაში დარწმუნებული ვარ რასაც ვეწევი, თან ჩიბუხის თუთუნის დამუშავება დღემდე უძველესი ელემენტარული ტრადიციების დაცვით მიდის. ჩვენთან სამწუხაროდ თითქმის მიუწვდნელია. მხოლოდ სმარტში იყიდება კარგი თუთუნი, მაგრამ ფასების რა მოგახსენოთ, ამერიკიდან იგივეს გამოწერა უფრო იაფი ჯდება.

Posted by: SoulPrayer13 3 Jun 2021, 23:46
ვეიპი რაც შეეხება გლიცერინის, პროპილოგლიკოლის და თუ გინდა თუთუნის არომატს დაუმატებ, ეს ყველაფერი აფთიაქში იყიდება და როგორც ვიცი უსაფრთხოა ნუ ყოველ შემთხვევაში განსხვავება დიდია ვეიპია ორთქლი და დანარჩენი უკვე კვამლია, დავიწყოთ იქიდან რომ არ აშავებს ფილტვებს, როგორც თუთუნი, ხოლო რაც შეეხება თამბაქოს გახვევას იგივე ჩიბუხია ნუ ერთი განსხვავებით, რომ ისე ხშირად არ ეწევი, ხოლო სიგარეტი სიკვდილია პირდაპირ რა

პ.ს. საერთოდ ჯობია თავის დანებება მარა ჩაი მევასება და ძაან უხდება რა თან ერთი თვეში ვეიპში 4 ბოთლი მყოფნის რაც დაახლოებით 40-50 ლარია ნუ მოტანიანათ ხოლო არომატები იცოცხლე უამრავია, ხოლო ჩიბუხის თუთუნი რა ჯდება წარმოდგენა არ მაქვს

Posted by: Sabadamenia 4 Jun 2021, 21:45
SoulPrayer13
სიგარეტი სიკვდილია, ერთმნიშვნელოვნად. ჯერ ერთი რომ თუთუნის ნატამალიც არ არის მანდ, პლიუს უამრავი სახის ქიმიკატები. ვეიპი თავის არომატიზაციით, გულწრფელად რომ ვილაპარაკოთ, კიდევ უფრო უარესი ქიმიაა. შეუძლებელია ნატურალური იყოს ის, რისი არომატიზაციაც ხდება. როგორც მინიმუმ.

რაც შეეხება ჩიბუხს. თუთუნს ირჩევ შენს გემოზე. არის რა თქმა უნდა არომატიზირებული და სოუსირებული, ისიც ხშირად ბუნებრივად ხდება არომატიზაცია. მაგრამ ძირითადი ბაზარი უკავია ნატურალურ ნაზავებს, ძირითადად ესენია ე.წ. ინგლისური ნაზავები. ვირჯინიის, ბიორლის, კენტუკის, კავენდიშის, ლატაკიის და აღმოსავლური (ბასმა მაგალითად) თუთუნების სხვადასხვა პროპორციებით შეზავებით. ამ ნაზავების შექმნა ერთგვარი ხელოვნებაც კია. და გემოვნებაზეცაა დამოკიდებული. ზოგს სუფთა ვირჯინია უყვარს, ზოგს ვირჯინია/პერიკი ან ვირჯინია/ბიორლი, ზოგს ლატაკია და ა.შ. ყოველი თუთუნის ჯიშს თავისი გემო აქვს, თავისი არომატი და თავისი წვის განსაკუთრებულობები. მაგალითად ვირჯინიაში მაღალი რაოდენობაა ბუნებრივი შაქრების, ამიტომ უფრო მხურვალედ იწვის, მწეველისგან ნელ ტემპს მოითხავს, რომ არ გადახურდეს, სამაგიეროდ ძალიან ნაზი და მოტკბო გემო აქვს. ლატაკია პირიქით, უფრო ცივ ბოლს იძლევა, აბსოლუტურად სხვა გემო აქვს და ა.შ.

რაც მთავარია. ნამდვილი თუთუნი არასდროს არ იწვევს მიჩვევას. ჩემიძლია ყოველ დღე ვეწეოდე, მერე გადავდო ჩიბუხი, ერთ კვირაში მოვწიო, ან როცა მინდა. სიგარეტის შემთხვევაში სწორედ ქიმიკატები იწვევენ მიჩვევას და არა ნიკოტინი. ასევე, ნამდვილი თუთუნის მოწევისას მას არ უშვებენ ფილტვებში, შესაბამისად ფილტვებს საერთოდ არ ეხება. არც სუნთქვის უკმარისობას არ იწვევს, არც ქშვინვას, არც ბრონხებს არ ვნებს და ა.შ. არ იწვევს ყელში სიმძიმესაც, როგორც სიგარეტი, ისევ და ისევ ქიმიკატების გამო.

თამბაქოს გახვევას რაც შეეხება, თავისი გემოთიც, მოწევის ტემპითაც აბსოლუტურად განსხვავდება ჩიბუხისგან. გასახვევ თუთუნს რასაც ყიდიან ისეთივე ქიმია და ნაგავია, რაც სიგარეტებში. მითუმეტეს, ერთი ჩიბუხის მოწევა იკავებს ყველაზე ცოტა 40 წუთს, ჩემი საშუალო ზომის ჩიბუხი სადღაც 2 საათი ძლებს, ერთი დატენვისგან, ეს სადღაც 5-7 გრამი თუთუნია. ასე რომ დღეში საშუალოდ 2 ჩიბუხს ეწევიან. ეს უფრო მედიტაციის ფორმაა, ვინაიდან ჩიბუხის მწეველს არ აქვს ნიკოტინის მიმართ დამოკიდებულება და არანაირი ლომკები, მოწევა წმინდად რელაქსაციას და თუთუნის ნამდვილი გემოთი ტკბობას წარმოადგენს.

Posted by: SoulPrayer13 5 Jun 2021, 15:46
სიგარეტი მერე გასახვევი თამბაქო და მერე ჩიბუხი ჩემთვის ერთი და იგივე შხამია მეგობარო და ეხლა ახალი, რომ გამოვიდა აიქოსი ნუ იასნია ჩამოვწერე რის მერე მავნე რა არის, ეხლა რასაც ვეწევი არც თითებს, არც მუშტუკს და არც ბამბას აშავებს და მანდ არის ჩემთვის ამომავალი წერტილი რა
* * *
თამბაქო თავის დროზე იყენებდნენ იმიტომ, რომ აბრუებს ანუ მედიტციისთვის აი ერთი ნახევარი დღე არ მოწიო და მერე ცადე და მერე საუკენეების განმავლობაში არომატიზირებელი საშუალება მაგალითად ძველ ეგვიპტეში იყო ძირითადათ და ვეიპი სუფთა ზეთებით არის დამზადებული, რომელიც აფთიაქში იყიდება და შეგიძლია გაეცნო, რომ სამკურნალოა და ცოტა თამბაქოც ურევია ასე, რომ იმის მტკიცება,რომ თამბაქო კვამლი უკეთესია ორთქლზე არის უბრალოდ უცოდინრობა რა

Posted by: Sabadamenia 5 Jun 2021, 19:41
SoulPrayer13
ესე ეს თემა მალე გადავა თემაში რა უფრო მავნეა და რა სასარგებლო. მაგ მიდგომით თვითონ ცხოვრებაც მავნე რამეა და სიკვდილით მთავრდება, მაგრამ .. ყველა თავისთვის თავის მავნე სიამოვნებებს ირჩევს, პრიორიტეტებისგან განსხვავებით. ასე რომ ჯობია ჩიბუხის ჩარჩოებში დავრჩეთ, თორემ უკვე ოფტოპიკი გამოდის.

რაც შეეხება ნახევარ დღეს. ერთკვირიანი შუალედებიც მქონია და მეტიც, განწყობის მიხედვით. ნამდვილი თუთუნი არასდროს არ იწვევს მიჩვევას.

Posted by: სისონა 6 Jun 2021, 16:08
ჩიბუხი უფრო განწყობის აქსესუარია. ახლა მაგალითად ჩიბუხის ამინდია

Posted by: margali21 24 Jul 2021, 19:26
QUOTE
ჩიბუხის კულტურა საქართველოში


იშვიათია აქ.ისე იმ მყრალი სიგარეტების მოწევას ეგ არ სჯობს?

Posted by: kriketi-1985 4 Aug 2021, 12:10
ჩემს გარშემო ჩიბუხს იშვიათად, მაგრამ მუნდშტუკს ეწეოდნენ უფრო.

Posted by: chicharito12 21 Aug 2021, 16:03
Sabadamenia

რაღაც კარგად მჯელობ, მაგრად ალბათ მე ვერ ვერკვევი ამდენად

ჩიბუხში ხო ჩვეულებრივი თუთუნი იყრება, აბა, თუთუნს არ ყიდულობ მაღაზიაში რო ეგ მოწიო? ხო ამბობ, კოლოფებში რაცა ეგ სიგარეტები არ ვარგაო, როგორც გასაყიდი თუთუნები

ვერაფერი გავიგე, აბა რას ეწევით?! ეს ვირჯინია , მირჯინია , პირველად მესმის და ისიც პირველად გავიგე ნიკოტინი არ იწვევს დამოკიდებულებას, მისი ქიმიკატები იწვევსო. უიმეე, ნიკოტინი აწინაურებს იმ ჰორმონებს , რაც მერე კრავში გაგდებს მოგვიანებით
* * *
აა, ნაღდ თუთუნს თუ ფილტვებში არ უშვეებ, აბაა, ნაღდი კი არა, სუ რო პლანი მოწიო , ისე პირიდან გამოუშვა - ეგ სისხლში არ გავა

ვერ გავიგე, ვინ რას ეწევით და რაზეა საუბარი. ეს ნაღდი სიგარეტი რასაც ამბობთ - გემოს პონტში ეწევით?

მე ვიცი რიჩმონდია ნაღდი, რაც მაღაზიაშიც იყიდება და ეგ როგორ უნდა მოვწიო აბა

Posted by: GEORGEXIII 21 Aug 2021, 17:21
რავი მოსაწევს ეწევიან ხოლმე ახლა ძირითადად ჩიბუხით ნუ რამდენიც შემხვედრია... გამონაკლის თუ არ ჩავთვლით სოფლებში მოხუცებს.

Posted by: Aleqto 24 Aug 2021, 00:26
ჩხუბის კულტურა წავიკითხე და დიდის ინტერესით შემოვედი biggrin.gif facepalm.gif

თურმე ჩიბუხი ყოფილა და იყოს, ჩემით გავალ punch.gif

Posted by: Pakusa1 15 Oct 2021, 00:10
QUOTE
ასევე, ნამდვილი თუთუნის მოწევისას მას არ უშვებენ ფილტვებში


აბა როგორ ეწევიან ჩიბუხს.. ნაფაზს რომ დაარტყამ ეგრეევე ჰაერში უშვებ?

Posted by: Heahmund 11 Apr 2022, 04:07
ჩხუბი წავიკითხე, შემოვიხიე მაისური და შემოვარდი.
უკაცრავად, 5 წელია აღარ ვეწევი.

Posted by: Snow93 4 Aug 2022, 14:07
გამარჯობათ, ახლა აღმოვაჩინე ეს თემა smile.gif

დავიწყოთ იმით რომ სიგარეტი ყოველთვის მეზიზღებოდა და კიდევ უფრო შემზიზღდა რაც ორი წლის წინ სიგარების+სიგარილების ე.წ. occasionally მომხმარებელი გავხდი, ამის მერე კარგად ვხვდები რა ნაგავი იყიდება აქ... ვიწერ ხოლმე რეგულარულად მეც.

მახსოვს ადრე აქაც იყიდებოდა მაგრამ შემდეგ ძალიან გაძვირდა და გაიშვიათდა კაპიტან ბლექსის სიგარილები, მაგისი ალუბლის თამბაქოთი ვკაიფობდი მაგრად და მინდა რომ გამოვწერო იგივე ოღონდ ჩიბუხის თუთუნი, ნუ ჩიბუხის მუღამიც გამიჩნდა ბოლო პერიოდში.

ზუსტად ვერ მეტყვით რამდენ გრამიანი შეფუთვის ჩამოტანა შემიძლია? და კიდევ აქ გეგულებათ რამე მაღაზია ნორმალური ჩიბუხების და მისი ხელსაწყოების? 3 in 1 Tobacco Pipe Tool Cleaner ვგულისხმობ, დამწყებისთვის რაიმე ნორმალური ჩიბუხის ყიდვა სად შეიძლება და რა ფასში? გუდვილშია ვიცი მაღაზია და ფბ-ზეც წავაწყდი მაგრამ არ ვიცი რა ჯობია
* * *
250 გრამიო ახლა ვნახე ერთგან. მგონი არაფერი შეიცვლებოდა

Posted by: RAW187 7 Aug 2022, 18:49
პატარა სიგარები სად ვიყიდო აი ჩვეულებრივი რო სამ ნაწილად გაყო ადრე ვეწეოდი ევროში და მინდა დაუბრუნდე რა

Posted by: Sabadamenia 20 Aug 2022, 19:39
Snow93
ჩვენთან ჩიბუხების და მისი აქსესუარების მხრივ რაც ვნახე ყურადღებადაც არ ღირს. სხვათაშორის ადრე სმარტში, ფოსტის შენობაში, იყიდებოდა ჩიბუხებიც, კარგი პეტერსონის ჩიბუხები, და თუთუნიც, ასევე პეტერსონის, მაკბარენის და ა.შ. მაგრამ სმარტი დაიხურა სამწუხაროდ. ამბობენ ვაკეში გუდვილშიაო, მაგრამ მე არ ვყოფილვარ და არ ვიცი. ხვალ ვაპირებ წასვლას და შემიძლია დავწერო რა არჩევანია და ღირს თუ არა ყურადღებად.

სხვათაშორის დღეს, Davidoff of Geneva-ში ვიყავი, ლეონიძის პარკთან რომელიცაა. როგორც სიგარები და სიგარილები იყიდება, ისევე ჩიბუხის თუთუნი. მაგრამ საქმე რაშია. ამერიკიდან რო გამოიწერო დავიდოვის თუთუნი, 8$-დან 10$ ღირს დაახლოებით. დღეს შევდივარ გამყიდველს ვეკითხები რა ღირს მეთქი და ... მოკლედ 98 ლარი დამიფასა ერთი 50 გრამიანი ქილა, რომელიც ამერიკაში, სმოქინგფაიფსზე, ზუსტად იგივე ქილა 10$ ღირს. არ ვიცი ამას რა დავარქვა. ასე რომ, ხვალ ვნახავ გუდვილში რა ხდება, მაგრამ ჩიბუხების მხრივ და არა მარტო, სიგარებიც იყიდება, smokingpipes com-ს სხვა ალტერნატივა არ აქვს ჯერ.

ფასებს რაც შეეხება .. დასაწყისისთვის რამდენიმე ვარიანტია, ისევ სმოქინგფაიფზე. ერთი ვარიანტია, ყველაზე იაფი ბრიარის ჩიბუხის ყიდვა, დაჯდება დაახლოებით 40$-50$ (ბრიგამის, როპის, როსის ჩიბუხები ესე ღირს დ ძალიან კარგი ხარისხისაა), ნებისმიერი ასაწონი თუთუნის (ასაწონს გირჩევ, უფრო ბიუჯეტური გამოდის და ხარისხი იგივეა), საწმენდები და Czech tool. კიდე ერთი ვარიანტია, სმოქინგფაიფსზე იყიდება ე.წ. სტარტერ კიტები. 50$ ჩიბუხია, საწმენდები, თუთუნი, czech tool-ი, მოკლედ ყველაფერი რაც დასაწყისისთვისაა საჭირო. კიდე ერთი ვარიანტია, ყველაზე ბიუჯეტური - სიმინდის ჩიბუხის ყიდვა, რომლის ფასები 5$-10$ იწყება, ამზადებს Missouri meerschaum-ის ფირმა, უკვე ასწლეულების მანძილზე და ძალიან ბევრი მოყვარული ყავს. ობიექტურად მე მაინც ბრიარის ჩიბუხები მირჩევნია, მაგრამ თავისი ხიბლი აქვს, და ჩემი აზრით დასაწყისისთვის განსაკუთრებით გამოდგება.

Posted by: loretashiri 6 Sep 2022, 10:13
QUOTE
 ჩიბუხის კულტურა საქართველოში


Posted by: Andro_forza_Napoli 18 Oct 2022, 17:28
QUOTE
ჩიბუხის კულტურა საქართველოში


Posted by: new_member_ 5 Jul 2023, 11:50
გამარჯობა,
თემა რომ წამოვწიოთ.. ))

ზოგადად სიგარეტის/თამბაქოს/ბალახის აქტიური მწეველი არ ვყოფილვარ არასდროს, მაგრამ ჩიბუხი მომწონდა ყოველთვის.
როგორღაც სიამოვნების და სიმყუდროვის შეგრძნებებთან ასოცირდება ჩემთვის.

ეხლახანს ვიყავი სტამბოლში და სრულიად დაუგეგმავად შემომეყიდა.
ჯერ გამოკვეთილი გემოვნება არ მაქვს თამბაქოსთან დაკავშირებით, მაგრამ როგორც ზემოთ დაიწერა უკვე, https://www.smokingpipes.com - ზე დიდი არჩევანია.
მე დუტი ფრეე-ში შევიძინე captain black-ის საჩიბუხე თამბაქო.
მერე დავსერჩე და საიტიც აქვთ.. https://www.captainblackpipe.com

Posted by: T-mademoiselle 14 Jul 2023, 23:16
QUOTE
როგორღაც სიამოვნების და სიმყუდროვის შეგრძნებებთან ასოცირდება ჩემთვის

ხო, თან უეჭველი ჩაფიქრებული უნდა აბოლებდე, კაი აურა მოაქვს

ეგ არ ვიცი მაგრამ მუნდშტუკს კი ვიყიდდი

Posted by: დავით_IV_აღმაშენებელი 21 Jul 2023, 20:14
QUOTE
მოსაწევის ჩასაყრელად კარგია ხოლმე

თრიაქს უხდება ნამეტანი

Posted by: Pinkman987 24 Jul 2023, 01:52
QUOTE (Sabadamenia @ 5 May 2021, 16:40 )
სალამი მეგობრებო. გადავწყვიტე მსგავსი თემა წამომეწყო ფორუმზე, თუმცა არც ვიცი ექნება თუ არა გამოხმაურება.

წლებია უკვე, თუ შეიძლება ესე ითქვას, გატაცებული ვარ ჩიბუხით. პატარა, მაგრამ მაინც, კოლექცია მაქვს ჩიბუხების (ერთი ბრიარის, 3 სიმინდის). თუთუნს ამერიკიდან ვიწერ, ჩიბუხებიც თავისთავად იქიდანაა გამოწერილი.

მაინტერესებს საქართველოში და აქ თუ ხართ მსგავსი ჩიბუხისტები. სად ყიდულობთ თუთუნს, რას ეწევით. თუ არსებობს რამე შეკრების ადგილები, ან რამე კლუბი.

ჩვენს მეზობელ ქვეყნებში (რუსეთში, უკრაინაში, სომხეთში და ა.შ.), აღარაფერს ვამბობ ევროპაზე, სადაც ჩიბუხის მოწევის უძველესი კულტურაა შემონახული. არსებობს ჩიბუხის მწეველთა კლუბები, იმართება საერთაშორისო ჩემპიონატები ე.წ. ნელ მოწევაში და ა.შ. ჩვენთან მსგავსი არაფერი არსებობს სამწუხაროდ.

ჩემი ჩიბუხები:

user posted image user posted image user posted image user posted image

bis.gif bis.gif bis.gif bis.gif bis.gif bis.gif bis.gif bis.gif

Posted by: bliad123 29 Jul 2023, 18:28
ძალიანბევრი ფული მეხარჯება სიგარეტში, არის თუთუნი და ჩიბუხი უკეთესი ალტერნატივა? ბევრადძერსკიროა ეგ ვიცი :დ

Posted by: Marakana 9 Aug 2023, 09:44
bliad123
უფრო იაფიაო ამბობენ და რავი.
თან ბევრადძერსკიც თავისას აკეთებს.

Posted by: kiknalex 11 Mar 2024, 22:33
QUOTE (bliad123 @ 29 Jul 2023, 18:28 )
ძალიანბევრი ფული მეხარჯება სიგარეტში, არის თუთუნი და ჩიბუხი უკეთესი ალტერნატივა? ბევრადძერსკიროა ეგ ვიცი :დ

ბევრად იაფია ჩიბუხი, უბრალოდ სიგარეტს ჩიბუხით ვერ ჩაანაცვლებ, საერთოდ სხვა მუღამი აქვს

Posted by: Skrat24 18 Mar 2024, 17:20
სამწუხაროდ დანჰილმა შეწყვიტა ჩიბუხის თამბაქოს წარმოება, 2014 დან მარტო მაგას ვეწეოდი, პეტერსონი უშვებს უშვებს ახლა ზოგიერთ მიქსს თავისი სახელით, შეფუთვა იგივეა, მაგრამ მაინც არ მინდა გარისკვა გადავედი G.L. Pease ის თამბაქოებზე, ოდნავ ძვირია, მაგრამ ხარისხი უმაღლესი.
* * *
QUOTE (Marakana @ 9 Aug 2023, 09:44 )
bliad123
უფრო იაფიაო ამბობენ და რავი.
თან ბევრადძერსკიც თავისას აკეთებს.

1 ცალი 50 ან 57 გრამიანი ქილა 1 თვე მყოფნის დაახლოებით, ადგილზე ღირს საშუალოდ 12-13 დოლარი. დღეში ორჯერ ვეწევი. დაახლოებით საათნახევარი-2 საათი უნდა 1 ჩიბუხის მოწევას, სტანდარტული ზომის ჩიბუხს ვგულისხმობ 19Х34 კამერით. სიგარეტის თემა სულ სხვაა, არაფერი აქვს საერთო ჩიბუხთან.

Posted by: chelo123 19 Mar 2024, 07:58
სადმე იყიდება წესიერი?
აი ისეთი დანებს რო ამზადებენ და თავის ხელით ყიდიან? რამდენიმე წიგნში მაქვს წაკითხული რო აჭარაში ყოფილა უდიდესი კულტურა ამის

Posted by: Skrat24 19 Mar 2024, 13:58
QUOTE (chelo123 @ 19 Mar 2024, 07:58 )
სადმე იყიდება წესიერი?
აი ისეთი დანებს რო ამზადებენ და თავის ხელით ყიდიან? რამდენიმე წიგნში მაქვს წაკითხული რო აჭარაში ყოფილა უდიდესი კულტურა ამის

https://www.smokingpipes.com/pipes/new/peterson/

აი აქ შეგიძლია ნახო, კი ძვირია, მაგრამ ხელნაკეთია ყველა, კონკრეტულად ის ჩიბუხებია რაც ფოტოებზეა, სათითაოდ ყველა დასურათებულია. მე 2014 დან ვაგროვებ 4 ცალი მაქვს და ჯერ ჯერობით მყოფნის, მინიმუმ 2 ცალი დაგშჭირდება თავიდან ერთი ლატაკიასთვის, მეორე ვირჯინიასთვის, გემოები რო არ აურიო, ძალიან მძაფრი სუნი აქვს ლატაკიას და იგივე ჩიბუხით ვირჯინიას მოწევა არაა მთლად კარგი აზრი. თამბაქოებსაც გირჩევ, თუ დაინტერესებული ხარ, რომლით უნდა დაიწყო რო გაერკვე სხვადასხვა სახეობის თამბაქოში. საქართველოში ყიდვას არ გირჩევ, უაზროდ მაღალი ფასები ადევს.

Posted by: kiknalex 10 Apr 2024, 22:12
QUOTE (Skrat24 @ 19 Mar 2024, 13:58 )
QUOTE (chelo123 @ 19 Mar 2024, 07:58 )
სადმე იყიდება წესიერი?
აი ისეთი დანებს რო ამზადებენ და თავის ხელით ყიდიან? რამდენიმე წიგნში მაქვს წაკითხული რო აჭარაში ყოფილა უდიდესი კულტურა ამის

https://www.smokingpipes.com/pipes/new/peterson/

აი აქ შეგიძლია ნახო, კი ძვირია, მაგრამ ხელნაკეთია ყველა, კონკრეტულად ის ჩიბუხებია რაც ფოტოებზეა, სათითაოდ ყველა დასურათებულია. მე 2014 დან ვაგროვებ 4 ცალი მაქვს და ჯერ ჯერობით მყოფნის, მინიმუმ 2 ცალი დაგშჭირდება თავიდან ერთი ლატაკიასთვის, მეორე ვირჯინიასთვის, გემოები რო არ აურიო, ძალიან მძაფრი სუნი აქვს ლატაკიას და იგივე ჩიბუხით ვირჯინიას მოწევა არაა მთლად კარგი აზრი. თამბაქოებსაც გირჩევ, თუ დაინტერესებული ხარ, რომლით უნდა დაიწყო რო გაერკვე სხვადასხვა სახეობის თამბაქოში. საქართველოში ყიდვას არ გირჩევ, უაზროდ მაღალი ფასები ადევს.

ქართული ჩიბუხის თამბაქო გვაქვს რამე? ვერ ვნახე ვერაფერი

Posted by: chelo123 15 Apr 2024, 10:08
ადრე მახსოვს აჭარიდან დაიდო სიუჟეტი ერთი ქართველი ჯიგარი ამზადებდა

Posted by: GAMARJVEBULI 13 May 2024, 11:03
მქონდა

და ყოველი მოწევის მერე გაწმენდა მეზარებოდა biggrin.gif

Posted by: Skrat24 21 May 2024, 12:58
QUOTE (kiknalex @ 10 Apr 2024, 22:12 )
QUOTE (Skrat24 @ 19 Mar 2024, 13:58 )
QUOTE (chelo123 @ 19 Mar 2024, 07:58 )
სადმე იყიდება წესიერი?
აი ისეთი დანებს რო ამზადებენ და თავის ხელით ყიდიან? რამდენიმე წიგნში მაქვს წაკითხული რო აჭარაში ყოფილა უდიდესი კულტურა ამის

https://www.smokingpipes.com/pipes/new/peterson/

აი აქ შეგიძლია ნახო, კი ძვირია, მაგრამ ხელნაკეთია ყველა, კონკრეტულად ის ჩიბუხებია რაც ფოტოებზეა, სათითაოდ ყველა დასურათებულია. მე 2014 დან ვაგროვებ 4 ცალი მაქვს და ჯერ ჯერობით მყოფნის, მინიმუმ 2 ცალი დაგშჭირდება თავიდან ერთი ლატაკიასთვის, მეორე ვირჯინიასთვის, გემოები რო არ აურიო, ძალიან მძაფრი სუნი აქვს ლატაკიას და იგივე ჩიბუხით ვირჯინიას მოწევა არაა მთლად კარგი აზრი. თამბაქოებსაც გირჩევ, თუ დაინტერესებული ხარ, რომლით უნდა დაიწყო რო გაერკვე სხვადასხვა სახეობის თამბაქოში. საქართველოში ყიდვას არ გირჩევ, უაზროდ მაღალი ფასები ადევს.

ქართული ჩიბუხის თამბაქო გვაქვს რამე? ვერ ვნახე ვერაფერი

ჩვენთან სამწუხაროდ არაა მაგის კულტურა, უნდა გამოიწერო. ჩიბუხის თამბაქოს ქვია ბლენდი, ანუ სხვადასხვა ტიპის და ჯიშის თამბაქოს გამოყენებით მზადდება. აი აქ შეგიძლია ნახო. ინგლისურად ვერ ვნახე და რუსული ფორუმიდან წამოვიღე

https://pipeclub.net/index.php?app=tabak&act=01

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)