Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > სპორტი > ქართული სპორტი ეხლა ვს სსრკს დროს , სად ვიყვით და სადვართ


Posted by: Osaikomi 31 Oct 2023, 09:48
მოკლედ საინტერესოა ამ პოლიტიკური გამოწვევების ფონზე , სად დგას ქართული სპორტი , და კერძოდ ფეხბურთი, როგორც ვხედავ , ძირითადში ძიუდო დებს ძალიან მაღალ შედეგებს სხვა სახეობებთან შედარებით. აი, ყველა კვარაცხელიაზე გიჟდება , გასაგებია , მაგრამ მაინც 17 ადგილი აუღია, ეხლა ვნახე ძველი მონაცემები და აი:

1961 წელი - მიხეილ მესხი (მე-17 ადგილი), სლავა მეტრეველი (23)1965 წელი - სლავა მეტრეველი (17)1968 წელი - მურთაზ ხურცილავა (24)1972 წელი - მურთაზ ხურცილავა (11)1981 წელი - რამაზ შენგელია (7), ალექსანდრე ჩივაძე (8), დავით ყიფიანი (11)

ჯობნიან თანამედროვე ქართველი სპორცმენები ძველ საბჭოთა-საქართველოს სპორცმენებს რეზულტატებით?

Posted by: senpai 31 Oct 2023, 09:53
ინდივიდუალურ სპორტში ყოველთვის უფრო წარმატებულები ვიქნებით, ვიდრე გუნდურში. ქართველი ფუჭდება გუნდში, იმდენად ადვილად ხდება ზეგავლენის ობიექტი სხვების მხრიდან.

QUOTE
რამაზ შენგელია (7), ალექსანდრე ჩივაძე (8), დავით ყიფიანი (11)

ამათ დონემდე ვინ მივა ?

Posted by: kikucha 31 Oct 2023, 09:58
ჩემი აზრით საბჭოთა საქართველოს შედარება ეხლანდელთან არ შეიძლება - იმიტომ რომ არათანამბარ პირობების შედარებაა

როცა საქართველოს დააგროვებს მშივდობის 70/80 წელს მერე უნდა შედარდეს


Posted by: მამაო ენუქი 31 Oct 2023, 10:01
ვინ იყო კომუნისტების დროს ტალახაძის ნაირი დომინანტი ? boli.gif

Posted by: root_admin 31 Oct 2023, 10:14
QUOTE (მამაო ენუქი @ 31 Oct 2023, 10:01 )
ვინ იყო კომუნისტების დროს ტალახაძის ნაირი დომინანტი ?  boli.gif

ან სანდრო ბაზაძის მსგავსი?

ვინც არ იცის - #1 ხმლით მოფარიკავეა მსოფლიოში.

Posted by: dega 31 Oct 2023, 10:25
QUOTE
ვინ იყო კომუნისტების დროს ტალახაძის ნაირი დომინანტი ?

გაფრინდაშვილი არ წავა?
ვინაა ტალახაძე მასთან

Posted by: მამაო ენუქი 31 Oct 2023, 10:33
root_admin
ბაზაძეს ის ვიღაც უნგრელი მაინც ყავს მეტოქე.
dega
მაგის წინ კაი ხანია პოლგარი დგას.

Posted by: dega 31 Oct 2023, 10:42
მამაო ენუქი
QUOTE
მაგის წინ კაი ხანია პოლგარი დგას.

ჯერ ერთი ქარტველებზე იყო საუბარი
და მერე მეორე ნონა 16 წელი იყო
პოლგარი არ ყოფილა მაგდენი
QUOTE
ბაზაძეს ის ვიღაც უნგრელი მაინც ყავს მეტოქე.

და ტალახაძეს ვინ ყავს მეტოქე?
აი ნონას დროს კიდევ მეტოქეების ცვენა იყო
ჭადრაკს მაშინ დღევანდელ ისრაელი პალესტინის დონეზე უცქერდნენ

Posted by: ცქიფო 31 Oct 2023, 10:50
kikucha
QUOTE
ჩემი აზრით საბჭოთა საქართველოს შედარება ეხლანდელთან არ შეიძლება - იმიტომ რომ არათანამბარ პირობების შედარებაა

როცა საქართველოს დააგროვებს მშივდობის 70/80 წელს მერე უნდა შედარდეს

+1

Posted by: მამაო ენუქი 31 Oct 2023, 11:12
dega
შენ სხვა დედამიწაზე ცხოვრობ, 20+ წელი იყო პოლგარი პირველი ნომერი ქალებში biggrin.gif

ქართველებზე რომ იყო საუბარი მაგას ვამბობ, ტალახაძის ნაირი დომინანტი სპორტსმენი არ გვყოლია ჩვენ არასდროს არცერთ სახეობაში. მაგის დონე ერთეულებია, ფელპსი მაგალითად. უბრალოდ სპორტია არა პოპულარული.

Posted by: dega 31 Oct 2023, 11:24
მამაო ენუქი
QUOTE
შენ სხვა დედამიწაზე ცხოვრობ, 20+ წელი იყო პოლგარი პირველი ნომერი ქალებში

რეიტინგით ბელგია მუდამ პირველია ფეხბურთში
როგორც გინდა ისე /წრი დაკერავ....
მსოფლიო ჩემპიონი ზედიზედ რამდენი იყო ნონა და რამდენი პოლგარი გადახედე,,,
აღარაფერს ვამბობ ოლიმპიადებზე,,,,
QUOTE
ტალახაძის ნაირი დომინანტი სპორტსმენი არ გვყოლია ჩვენ არასდროს არცერთ სახეობაში.

სანეევის შესახებ გსმენია რამე? biggrin.gif

Posted by: Osaikomi 31 Oct 2023, 11:54
აქ მთელი აქცენტი ტალახაძეზეა?
ფეხბურთი, ჭიდაობა, კალათბურთი..პოპულარული სპორტის სახეობები,.

Posted by: მამაო ენუქი 31 Oct 2023, 12:07
dega
ნონას 2500 არ აქვს დადებული რეიტინგი, პოლგარმა 2700 დადო, აზზე რო იყო რას ნიშნავს ეგ ჭადრაკში ნონას პოლგარს არ შეადარებდი, დაახლოებით იგივეა პელეს წიტაიშვილი რომ შეადარო biggrin.gif
პოლგარი არ გამოდიოდა ქალთა მსოფლიო ჩემპიონატზე.

სანაევიც მსმენია, კარტოზიაც და ა.შ. და არცერთი არ არის მაგ დონის თავის სახეობაში, საიდანაც გინდა ატრიალე.

Posted by: dega 31 Oct 2023, 12:39
მამაო ენუქი
QUOTE
ნონას 2500 არ აქვს დადებული რეიტინგი, პოლგარმა 2700 დადო, აზზე რო იყო რას ნიშნავს ეგ ჭადრაკში ნონას პოლგარს არ შეადარებდი, დაახლოებით იგივეა პელეს წიტაიშვილი რომ შეადარო

რეიტინგზე გითხარი ზემოთ,,,
მსოფლიო ჭემპიონი იყო ზედიზედ 5 ჯერ
და ეს მაძლევს იმის უფლებას რომ ვთქვა დომინანტი იყოო
QUOTE
ოლგარი არ გამოდიოდა ქალთა მსოფლიო ჩემპიონატზე.

და ეგ ნონას ბრალია?
მასე ილოიე კალანდარიშვილიც არ გამოდის მსოფლიოზე და კრაზის მატორს ათრევს აქეთ იქეთ
და ეგ ტალახაძის ბრალია ?
QUOTE
სანაევიც მსმენია, კარტოზიაც და ა.შ. და არცერთი არ არის მაგ დონის თავის სახეობაში, საიდანაც გინდა ატრიალე.

სანეევი არის....
მაგრამ ეტყობა რამეს რომ აიჩემებ ეტყობა არ გადათქვამ

Posted by: მამაო ენუქი 31 Oct 2023, 13:29
dega
https://en.wikipedia.org/wiki/Lasha_Talakhadze
აქ არის ტალახაძის მედლები და რეკორდები, სანაევს ერთი თუ ორი რეკორდი აქვს დამყარებული რომელიც დაამხეს კაი ხანია უკვე biggrin.gif 30 კილოთი მეტს წევს ტიპი ხოლმე ვერცხლის მედალოსანზე, სანააევი ნახევარი მეტრით წინ ხტებოდა თავის მოწინააღმდეგეებზე ?

პოლგარზე აღარ გავაგრძელებ, შავზე თეთრს ამტკიცებ.

Posted by: sulo 31 Oct 2023, 16:05
QUOTE (dega @ 31 Oct 2023, 11:24 )
მამაო ენუქი
QUOTE
შენ სხვა დედამიწაზე ცხოვრობ, 20+ წელი იყო პოლგარი პირველი ნომერი ქალებში

რეიტინგით ბელგია მუდამ პირველია ფეხბურთში
როგორც გინდა ისე /წრი დაკერავ....
მსოფლიო ჩემპიონი ზედიზედ რამდენი იყო ნონა და რამდენი პოლგარი გადახედე,,,
აღარაფერს ვამბობ ოლიმპიადებზე,,,,
QUOTE
ტალახაძის ნაირი დომინანტი სპორტსმენი არ გვყოლია ჩვენ არასდროს არცერთ სახეობაში.

სანეევის შესახებ გსმენია რამე? biggrin.gif

ყველა დროის საუკეთესო ქალი მოჭადრაკეები :
https://www.chess.com/article/view/best-female-chess-players-of-all-time

მაია ნონას წინ არის...smile.gif

Posted by: dega 31 Oct 2023, 16:25
მამაო ენუქი
QUOTE
აქ არის ტალახაძის მედლები და რეკორდები

საღინაშვილისაც ნახე .....
QUOTE
სანაევს ერთი თუ ორი რეკორდი აქვს დამყარებული რომელიც დაამხეს კაი ხანია უკვე

ე.ი რას ამბობ
ტალახაძის რეკორდი როცა დაემხობა იტყვი რომ ტალახაძე დომინანტი არ იყოო?
რა სისულელეებზე კამათობ ვერ ვხვდები,,,
ნონა იმ დროს იყო დომინანტი და მორჩა,,,
მაგაზე იყო საუბარი თავიდან და ბავშვურ მესი სჯობს ტუ მარადონაზე გადახვედი,,,

Posted by: მამაო ენუქი 31 Oct 2023, 16:34
dega
სანაევის რეკორდი დაამხო სანაევის დროინდელმა და მის გვედით მოასპარეზე ძალოსანმა. ტალახაძე კიდე ათი თავით მაღლა დგას თავის მეტოქეებზე, ეგ არის დომინანტობა. ტალახაძის ნაირი დომინანტი იქნებოდა სანაევი მსოფლიო რეკორდებით რომ დაედო ის ოლიმპიადები და ევროპები.

Posted by: dega 31 Oct 2023, 18:17
მამაო ენუქი
QUOTE
სანაევის რეკორდი დაამხო სანაევის დროინდელმა და მის გვედით მოასპარეზე ძალოსანმა

კი როცა ეს 90 წლის იყო და ის მისი მოსწავლე 18 წლის...
ოკ
მოვრჩეთ
არც ნონა იყო დომინანტი და არც სანაევი...

Posted by: მამაო ენუქი 31 Oct 2023, 18:29
dega
QUOTE
კი როცა ეს 90 წლის იყო და ის მისი მოსწავლე 18 წლის...

ტყუილს კადრულობ საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად.
user posted image

Posted by: dega 31 Oct 2023, 20:00
მამაო ენუქი
გითხარი მოვრჩეთო და ისეთ რამეს დებ...
მაქ რა წერია,ის რაც დააციტირე?
10 წლით უფროსი იყო
სპორტში ეგ ცოტაა?
და კიდევ
9 წელი და რვა თვე ქონდა ვიქტორს რეკორდი
ესეც ცოტაა?
თან კამათი რაზე დავიწყეთ?
დომინანტობაზე ხომ?
და თუ ეგ არაა დომინანტი,არც ნონა და მარტო ტალახაძეა
კამათი მოვრჩეთ,უძლური ვარ ორჯერ ორი ოთხია გიმტკიცო...
მე ჩემპიონები იყვნენ ვწერ და შენ რეიტინგიო....
იმას მოუხსნეს რეკორდი ამას არაო,,,,
ტალახაზის რეკორდი რომ მოიხსნება 20 წლის მერე იტყვი დომინანტი არ იყოო ტუ რა,,,
სამი ოლიმპიადა ზედიზედ
მაგარი ბანძი იყო,,,,მეოთხეში ვერცხლი აიღო
მოვრჩეთ
აგერ სულოს ეკამათე,,,მაია ნონაზე მეტი იყო

Posted by: მამაო ენუქი 31 Oct 2023, 20:24
dega
სულ აქვს 3 მსოფლიო რეკორდი, 2 აქვს ერთი და იგივე ტურნირზე, დაამყარა რეკორდი, შემდეგ გამოსვლაზე მოწინააღმდეგემ მოუხსნა, მერე ისევ ამან ახალი დაამყარა (მოიგო ოლიმპიადა), რომელიც 3 წელში მოხსნეს. შემდეგ ისევ დაამყარა და ისიც სამ წელში მოხსნეს. საიდან მოგაქვს 10 წლის სხვაობა, ერთი თაობის სპორცმენებია მანდ. შენ კიდე ამის და ლაშას დომინანტობას ერთ ისბრტყეში განიხილავ.
ნონა რა თქმა უნდა იყო თავის დროის უდიდესი და დომინანტი, მაგრამ პოლგარმა ააყირავა, დღეს იუდიტა უფრო დიდ მოჭადრაკედ ითვლება, ლაშაზე დიდი კიდე მაგ სპორტს ჯერ არ ყოლია. როცა ეყოლება მერე შევადაროთ ნონა gigi.gif

Posted by: dega 31 Oct 2023, 20:43
მამაო ენუქი
რა რეკორდებს მესაუბრები
სამჯერ ზედიზედ ოლიმპიური ოქრო
მორჩა და გათავდა
QUOTE
ნონა რა თქმა უნდა იყო თავის დროის უდიდესი და დომინანტი, მაგრამ პოლგარმა ააყირავა,

თავად წერ იყოო ხომ?
აბა რა გინდა სხვა დავწერე რამე?
რაც შეეხება აყირავებას
ლაშას რომ ააყირავებენ იტყვი არ იყო დომინანტიო?
რას საუბრობ თავადაც არ იცი რა.....
QUOTE
დღეს იუდიტა უფრო დიდ მოჭადრაკედ ითვლება,

ხო
ისევ მესი მარადონა
დეტსკი სად....
სხვას ეკამათე biggrin.gif
როცა გინდა ჩემპიონი,როცა გინდა რეიტინგი ..........
ქალი 5 გზის მსოფლიო ჩემპიონიа ჭადრაკში ,ამდენი ოლიმპიადა და ადარებ ტვირთის ამწევს


lol.gif

Posted by: მამაო ენუქი 31 Oct 2023, 20:46
dega
თუ ააყირავებენ, იქნება რა თქმა უნდა თავის ეპოქის დომინანტი, მაგრამ ყველა დროის საუკეთესო არ იქნება. ეგ განსხვავებაა ნონასა და ლაშას შორის. ისტორიაში საუკეთესოა თავის სახეობაში.

dega
ხო ელო რეიტინგია დეტსკი სადი, და შენ პროფესორი.
შენ ადესაც ღვინო გგონია, მაგრამ არ არის ეგრე lol.gif

Posted by: dega 31 Oct 2023, 21:00
მამაო ენუქი
QUOTE
თუ ააყირავებენ, იქნება რა თქმა უნდა თავის ეპოქის დომინანტი

ხოდა მაგი ვთქვი ნონაზე და დაიწყე უაზრო კამათი.,,,
გადახედე პირველივე პოსტებს,,,,
QUOTE
ეგ განსხვავებაა ნონასა და ლაშას შორის.

ცხრაასი კილო რომ აწიოს მარცხენა ხელით
ნონაზე დიდი მაინც ვერ გახდება
QUOTE
შენ ადესაც ღვინო გგონია, მაგრამ არ არის ეგრე

ღვინო არ მაინტერესებს
ერთი სირია ყველა გინდ ადესა იყოს და გინდრქაწითელი

Posted by: მამაო ენუქი 31 Oct 2023, 21:17
dega
სხვათა შორის ნონა ბილიარდს თამაშობდა კარგად, იმ დროს ბილიარდი პადპოლნი თამაში იყო, თორე ვინ იცის მანდაც მოეგო რამე biggrin.gif

Posted by: dega 31 Oct 2023, 21:19
მამაო ენუქი
რა პადპოლნი კაცო
ლისის ტბაზე ვთამაშობდით სტუდენტობის დროს...
biggrin.gif
პ.ს
საღინაშვილზე რას იტყვი?

Posted by: მამაო ენუქი 31 Oct 2023, 21:37
dega
მაყუთზე თამაშს ვგულისხმობ, ტურნირებს შავები აწყობდნენ biggrin.gif
მაგაზე რა უნდა ვთქვა, ეგ იმდენ სტეროიდებს ყლაპავს არა მგონია ბრზენკის ასაკს ჯამრთელმა მიაღწიოს, ეგერ ციპლენკოვმა კინაღამ წაიღო წერილი, 80 წლის მოხუცს გავს biggrin.gif

Posted by: dega 31 Oct 2023, 22:04
მამაო ენუქი
QUOTE
მაყუთზე თამაშს ვგულისხმობ, ტურნირებს შავები აწყობდნენ

მაყუთი არ ვიცი და ჩვენ დისკებზე ვთამაშობდით,,,
აბბას ვატერლოო წავაგე და დღემდე ვერ მომინელებია
ორიგინალი იყო თან
sad.gif

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)