Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format |
თბილისის ფორუმი > სპორტი > ცურვა (ნაწილი 4) |
Posted by: სერაფიტი 7 Mar 2020, 15:25 |
ისტორია უხსოვარი დროიდანვე ცურვას ადამიანისთვის უდიდესი პრაქტიკული მნიშვნელობა ჰქონდა, განსაკუთრებით თევზაობისას, ნადირობისა და მტერთან ბრძოლისას. სამეფო ოჯახებში ცურვის გაკვეთილების სცენები ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე IV ათასწლეულით თარიღდება. ძველი საბერძნეთის ცნობილი პოლიტიკური მოღვაწე სოლონი უბირ ადამიანს ასე ახასიათებდა: "არც ცურვა იცის, არც კითხვა". ცურვა ადამიანისთვის მინიჭებული მეორე სიცოცხლეა, ამიტომაც აქცევდნენ საუკუნეების განმავლობაში მის შესწავლას განსაკუთრებულ ყურადღებას. ცურვა სპორტის სახეობად XV-XVI საუკუნეების მიჯნაზე ჩამოყალიბდა. პირველი შეჯიბრება 1515 წელს გაიმართა ვენეციაში. ოლიმპიური თამაშების პროგრამაში კაცებისთვის 1896, ქალებისთვის კი 1912 წლიდან შეიტანეს. ევროპის ჩემპიონატები - 1926, მსოფლიოს ჩემპიონატები კი 1973 წლიდან ეწყობა. ცურვის სტილები ბატერფლაი(დელფინი) მუცელზე ცურვის სტილი, რომლის დროსაც სხეულის მარჯვენა და მარცხენა ნაწილები უნდა ასრულებდნენ სიმეტრიულ და ერთდროულ მოძრაობას. ხელები ასრულებენ ერთდროულ მძლავრ განსაზღვრული ტრაექტორიის მოსმას, რომელიც შესამჩნევად წევს მოცურავის კორპუსს წყლის ზედაპირზე, ხოლო ფეხები ასრულებენ ერთდროულ ტალღისებურ მოძრაობას. ყველაზე მძიმე და ენერგომხარჯველი ცურვის სტილი. ეს სტილი ითვლება სისწრაფით მეორე, კროლის შემდეგ. გულაღმა ზურგზე ცურვის სტილი, რომელიც ვიზუალურად ჰგავს კროლს (ხელები ასრულებენ მონაცვლეობით მოსმას, ხოლო ფეხები მონაცვლეობით ასრულებენ განუწყვეტლივ აწევა/დაწევას) ოღონდ აქვს შემდეგი განსხვავება: ადამიანი ცურავს ზურგზე, და არა მუცელზე, და წყლის ზედაპირზე გადასროლა სრულდება გაშლილი ხელით და არა მოხრილით, როგორც კროლში. სისწრაფით მესამე ცურვის სტილი. ამ სახეობის განსაკუთრებულობა იმაშია, რომ ადამიანს არ უწევს წყალში ამოსუნთქვა, რადგან სახე მუდამ წყლის ზედაპირზე მდებარეობს. ამ სტილის კიდევ ერთი განსაკუთრებულობა - არის ის, რომ სტარტი სრულდება წყლიდან და არა სასტარტო ტუმბოდან, როგორც ყველა დანარჩენ სტილში. ბრასი მუცელზე ცურვის სტილი, რომელშიც ხელები ერთდროული მოსმის შემდეგ იშლება მკერდიდან წინ. ფეხები ასრულებენ ერთდროულ ბიძგს, რომლის დროსაც ისინი იხრებიან მუხლში, სრულდება ბიძგი და ბოლოს იშლებიან. ყველაზე ნელი ცურვის სახეობა, ამავდროულად ითვლება ყველაზე რთულად კროლი მკერდზე (მუცლით ქვევით) ცურვის სტილი, რომლის დროსაც ხელები ასრულებენ მონაცვლეობით მოსმას, ხოლო ფეხები მონაცვლეობით ასრულებენ განუწყვეტლივ აწევა/დაწევას, მაკრატელის მოძრაობის პრინციპით. ეს არის ცურვის უსწრაფესი სახეობა. გილოცავთ ახალ თემას! მე ჯერ ასე ვარ, მაგრამ სანამ ეს თემა დაიხურება, ოლიმპიადაზე გავალ ალბათ) წინა თემის ბმული: https://forum.ge/?f=38&showtopic=34209980&hl=%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%A4%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%98&st=0 წინა თემის ტოპ 10 მპოსტავი: murjo Schwimmer tonikroos Fast Skin ALEX_&_ER სნეგირი pxovela Krusty_the_Clown Heinz Doofenshmirtz Hif |
Posted by: Krusty_the_Clown 7 Mar 2020, 15:29 |
სერაფიტი ვაა, რა კარგად გაგიფორმებია, ყოჩაღ! ბევრი ცურვა ჩვენს ცხოვრებაში, შესაბამისად ბევრი პოზიტივი, მეტი სიჯანსაღე და უბრალოდ კარგი რელაქსი) |
Posted by: stasi1 7 Mar 2020, 16:19 |
მეც შემოვცურე ახალ თემაში. დავფიქსირდები |
Posted by: სერაფიტი 7 Mar 2020, 16:58 |
stasi1 მალე აუზზეც შემოგეცუროს) შენც ხო "ბლექ სი 2"-ზე ცურავდი. გელოდები) |
Posted by: რასტრელი 7 Mar 2020, 17:54 |
ახალი თემა, ბევრი ცურვა, ბევრი "დიხანია" <3 --------------------- |
Posted by: Krusty_the_Clown 8 Mar 2020, 15:13 | ||
გილოცავთ ქალებო! stasi1
სერაფიტი |
Posted by: სერაფიტი 8 Mar 2020, 16:36 |
Krusty_the_Clown აქაც მადლობას გიხდი მოლოცვისთვის და რჩევებისთვის )) ვიმედოვნებ, ოდესმე ვიცურებ შენსავით) stasi1 დღეს გახსენეთ აუზზე, იქნებ ფორუმული შეკრება მოვცხოთ, "ბლექ სი 2"-ზე ვინც დავდივართ) |
Posted by: stasi1 8 Mar 2020, 19:43 |
Krusty_the_Clown დიდი მადლობა ) სერაფიტი ნუთუ ბოლო-ბოლო შედგა თქვენი შეხვედრა? გილოცაავთ ცოტა დრო მჭირდება ჩემი საათები დავალაგო და აუცილებლად მოვალ. პირველ რიგში აუზის ამბავს მოვაგვარებ |
Posted by: სერაფიტი 8 Mar 2020, 19:53 |
stasi1 კი, შედგა და აღიარა, რომ ნამდვილად შეიძლებოდა ჩემი ცნობა საცურაო კოსტიუმითა და სათვალით :დდ |
Posted by: Krusty_the_Clown 8 Mar 2020, 23:47 | ||
სერაფიტი კი კი, ნამდვილად ადვილად იდენტიფიცირებადი ხარ ) რა რჩევები, კაი რა... პირიქით მადლობა მასალის გაზიარებისთვის) ცურვას რაც შეეხება, არ ვცურავ მე კარგად, ეს სამოყვარულო დონეა stasi1
რას გვილოცავ კაცო |
Posted by: stasi1 10 Mar 2020, 12:40 | ||
Krusty_the_Clown
შეხვედრას, პირადად გაცნობას რა ინტრიგაა რა ხდება? |
Posted by: Krusty_the_Clown 11 Mar 2020, 13:19 |
stasi1 Just social friends, nothing more) სხვათაშორის, გუშინაც ვნახე სერაფიტი, ძალიან დიდი გულმოდგინებით აკეთებდა მასწავლებლის დვალებებს) |
Posted by: stasi1 11 Mar 2020, 15:01 |
Krusty_the_Clown უი,მგონი არ მიკითხავს ვინ არის მისი ინსტრუქტორი. ამ ვირუსის ფონზე რა ხდება, ბევრი ხალხია ? |
Posted by: Krusty_the_Clown 11 Mar 2020, 20:07 |
stasi1 ალბათ მასეთი ადგილები ყველაზე უსაფრთხოა ასეთ დროს) დეზინფექციას ვგულისხმობ წყალში... ისე, შედარებით მაინც შეთხელებულია ხალხი, მაგრამ მანდ სხვა მიზეზებიცაა, ბევრმა გამოთქვა უკმაყოფილება ხალხმრავლობის გამო. |
Posted by: stasi1 11 Mar 2020, 23:10 |
Krusty_the_Clown ხალხმრავლობა ჩემთვისაც შემაწუხებელი იყო ბოლოს. ალბათ დღის პირველ ნახევარში არ იქნებიან უფრო. ეგ კი არა ოცნებად მაქვს სერფინგის სწავლა. რა გახდა საქართველოში ერთი ოკეანე |
Posted by: Krusty_the_Clown 11 Mar 2020, 23:49 |
stasi1 კი, დღის პირველ ნახევარში არ არის ხალხი, სპორტული ჯგუფებია და ერთმანეთს არ უშლით ხელს. ოო, სერფინგი კიი... ფილმი რომაა, პატრიკ სუეიზი მონაწილეობს, მაგაზეა რა. აი ეგრე შევიდოდი მეც სერფინგით, ძალიან მაგარი რამეა, სულ სხვა რამეა, ალბათ მაგაზე დიდი კაიფი არ არსებობს. ნეტა ვიცოდე |
Posted by: stasi1 12 Mar 2020, 00:35 |
Krusty_the_Clown ,,ტალღის ქიმზე'' ქვია მგონი ხო. მეც ფილმებით და ფბ ლაივებით ვტკბები ხოლმე :დ არ მჯერა რომ ერთხელ მაინც არ მექნება მაგის შანსი. ძალიან რთული და ძააააალიან მაგარი მგონია. მანამდე ცურვას ვისწავლი კარგად და იქნებ სიბერეში შვილიშვილებმა ამიხდინონ ეგ ოცნება |
Posted by: სერაფიტი 13 Mar 2020, 01:21 |
დღეს ჩავაგდე აკვა. ალბათ უიქენდზეც ჩავაგდებ ცურვის გაკვეთილებს. ოჯახი წუწუნებს ვირუსის ამბავში. თან რაღაც ვერ ვარ ხოდზე და დაველოდები მომდევნო კვირას. არ მოიწყინოთ უჩემოდ) იმედია, არ დამავიწყდება, რაც ვისწავლე. აკვაზე მწყდება გული, ძალიან მომწონს და მამხნევებს ყველა ვარჯიში. |
Posted by: Krusty_the_Clown 14 Mar 2020, 14:58 |
stasi1 ძალიან მაგარია, სიამოვნებით დავეუფლებოდი <3 სერაფიტი არ იზარმაცო, თორე ფორმიდან ამოვარდები) დღეს 1100მ მივეცი |
Posted by: სერაფიტი 14 Mar 2020, 15:41 | ||
Krusty_the_Clown
არ ვარ ზარმაცი, მითუმეტეს აუზის პონტში. მაგრამ შიდაიზოლაციისკენ მიდის საქმე, ყველა საქმე დისტანციურად გადავიდა, რასაც ვაკეთებ და ალბათ მოვერიდები ნებისმიერ ხალხმრავალ ადგილს. ძალიან მთრგუნავს ეს. ერთი ადგილი რომ ამერჩია, სადაც ამ დროს ვივლიდი, აუცილებლად აუზს ავირჩევდი ვიცი, რომ ქლორიანი წყალი ნაკლებად სარისკოა, მაგრამ არ მინდა ჩემ გარშემო დავძაბო ადამიანები იმის გამო, რომ მე აუზზე დავეხეტები) ეჰ... როდის გადაივლის პანიკა? გადმოვიღებ ჩემს სავარჯიშო ხალიჩას და შინ გავაკეთებ რამე აერობიკას, თორე ცურვა კი არა, მგონი, სიარულიც დამავიწყდება ) |
Posted by: stasi1 14 Mar 2020, 21:41 |
სერაფიტი ახლა არ დამცინოთ, მაგრამ მე ვარჯიშის დროს ვაკეთებ ცურვის ვარჯიშს მხოლოდ ხელებით. საკმაოდ რთულია, მაგრამ სასარგებლო ზურგისთვის და ბეჭებისთვის : )) ასე რომ გააგრძელე ხმელეთზე ცურვა, გამოგადგება მერე |
Posted by: რასტრელი 14 Mar 2020, 21:45 | ||
stasi1
ქუთაისის უბასეინო საცურაო სექციების არ იყოს ხო? მაგრამ ეგ ჩვეულებრივი მომენტია სწორი ცურვისთვის.. წყლის გარეშე ხდება ხოლმე ხელების და თუნდაც ფეხების სწორი მოძრაობის ვარჯიში. ეგ დასაცინი ნამდვილად არ არის. თუ არ შეაჩვევ წესიერად ხელსაც, ფეხსაც, თავის მოძრაობასაც.. წყალში გაგიჭირდება ამის კეთEბა. უბრალოდ იმიტომ, რომ საკუთარი ბასეინი არავის აქვს თითქმის.. რო მაგის დრო ქონდეს ვინმეს. ბილიკებზე რიგ-რიგობით ჩავდივართ ხოლმე. იმდენი ხალხია. |
Posted by: Krusty_the_Clown 14 Mar 2020, 21:52 |
სერაფიტი კი გასაგებია, სიზარმაცე არ დაგაბრალე, გიყურებდი, როგორც შრომობდი ნუ ხო, ქვეყნის სიტუაციიდან გამომდინარე, როგორც აჯობსბს, ისე უნდა მოიქცე, იმედია დამშვიდდება გარემო. მე კი, ვრისკავ, მაგრამ მაინც დავდივარ, რა ვქნა?! stasi1 რასტრელი გეთანხმებით |
Posted by: რასტრელი 14 Mar 2020, 22:00 | ||
Krusty_the_Clown
სერაფიტის არ იყოს, მეც 8 დღე არ ვყოფილვარ.. და არა იმიტო რო წყალში რაიმესი მეშინოდეს, უბრალოდ აი გასახდელის სიტუაცია რო მახსენდება, რამდენი ვიღაც -ხელს კიდებს- ახველებს.. გული მიწუხდება. გადავედი დილით სირბილზე. კი მაინც ვიცი, რომ არავინ არ გადამკოცნის და არ შემეხება სირბილის დროს. და მეც არ მოვკიდებ ხელს - კარადას, სკამს და ა.შ.. რაც გასახდელშია ხოლმე. კი ატარებენ დეზინფექციას.. მაგრამ იმდენი ხალხი მოძრაობს მაინც.. თან ფიტპასებით - დიდი კომპანიის თანამშრომლები. დაზღვეული არაფრისგან ხარ. ცოტა გადაიროს.. ან ჩაწყნარდეს და განვაახლებ. |
Posted by: Krusty_the_Clown 14 Mar 2020, 22:16 |
რასტრელი რა დღეში ჩავვარდით ეს კაცო, თავი ფილმში მგონია დედას გეფიცები. |
Posted by: რასტრელი 14 Mar 2020, 22:23 | ||
Krusty_the_Clown
ეგა თქვი. მთავარია არ გაექცეთ ხელიდან და მესამე-მეოთხე ხელიდან გადადების ფაქტები არ გახშირდეს, თორე ფილმში ნაჩვენები მონაგონი იქნება ჩვენი პანიკის ფონზე |
Posted by: stasi1 14 Mar 2020, 22:26 | ||
რასტრელი
მეც ეგ მახსენდება ხოლმე არადა ხმელეთზე ბევრად რთულია ვიდრე წყალში. :დ მართლა ჯობს ყველა მოვერიდოთ ხალხმრავალ ადგილებს. კორონაზე არანაკლები ვირუსი მაქვს ახლა და სახლში ვარ ორი დღეა, მაგრამ მშობლების გამო მეშინია უფრო, თორემ ჩემი იმუნიტეტი ყველაფერს გაუძლებს Krusty_the_Clown ორი უკიდურესობაა: ზოგი პანიკაშია და გარბის, ზოგი მოგზაურობიდან ბრუნდება და თვითიზოლაციაც არ უნდა. მოდი შენც ცოტახანს სახლში იცურე |
Posted by: სერაფიტი 14 Mar 2020, 22:31 |
ხო, ხმელეთზე ვარჯიშს მივაწვეთ. ლევანი მინიშნავდა ხმელეთზე ცურვას ) იმედია, ეს დისტოპია მალე გაივლის. |
Posted by: murjo 18 Mar 2020, 23:33 |
დავფიქსირდები როგორც წინა თემის ავტორი და ტოპ მპოსტავი |
Posted by: რასტრელი 18 Mar 2020, 23:54 | ||
murjo
ამ თემაში სიტუაციიდან გამომდინარე, მგონი მხოლოდ ხმელეთზე ვარჯიშებზე იქნება პოსტები დახურეს დღესა არენა სხვებიც დახურეს ნეტა? |
Posted by: murjo 19 Mar 2020, 10:26 |
რასტრელი კი,ყველა აუზი დაიხურა უკვე ეტაპობრივად.ჩვენ(ჯინოს ცურვის აკადემია) უკვე ერთი კვირაა დავკეტეთ თვითონ აუზში არაა საშიში,ქლორით ისედაც კეთდება დეზინფექცია,მაგრამ აუზის ტერიტორიაა საშიში. ცურვის მთლიანი სპორტული სეზონი ჩაიშალა,შეიძლება ოლიმპიადაც გადაიდოს |
Posted by: რასტრელი 19 Mar 2020, 10:31 |
murjo კი ბატონო, ეგრეა ნამდვილად. წყალში არ არის საშიში, მაგრამ მიმდებარე ტერიტორიას ვერ გააკონტროლებ ყოველთვის. სეზონიც ჩაიშალა. არა და როგორ ველოდები ხოლმე ოლიმპიადაზე ცურვას ბავშვობიდან ვუყურებ. ჟენია სადავოი , პოპოვი და პანკრატოვი რო ცურავდა იმ დროიდან. * * * ნუ სალნიკოვი რო მეუღლესთან ერთად ოლიმპიადისთვის ბათუმის ბასეინზე ვარჯიშობდა და მთელი დღეები ცურავდა შეუჩერებლივ - ეგ უკვე ღრმა ბავშვობის თემაა. მთელი უბნის ბავშვები დავდიოდით საყურებლად |
Posted by: სერაფიტი 18 Apr 2020, 00:39 |
დავფიქრდი და ამ კარანტინობას გარესამყაროში ორი რაღაც მენატრება მართლა გულით: ჩემი ბიჭი და აუზი თან როგორი ლამაზი საცურაო კოსტიუმი ჩამომივიდა |
Posted by: Orange 23 Apr 2020, 09:14 |
ახალი თემა |
Posted by: რასტრელი 23 Apr 2020, 11:24 | ||
Orange
ახალი უწყლო თემა <3 |
Posted by: Strangelove 24 Apr 2020, 00:28 |
წყალს როდის ჩაგვისხამენ, რა ისმის? |
Posted by: Orange 29 Apr 2020, 16:44 |
უკვე ძაან აღარ შემიძლია უწყლოდ |
Posted by: რასტრელი 29 Apr 2020, 17:50 | ||
Orange
6 პუნქტიან გეგმაში მგონი მე 6 ვართ ხო ჩვენ ჩასმული? დდშვეცი ჩვენ და სილამაზის სალონები |
Posted by: სერაფიტი 20 May 2020, 00:06 | ||
სასწრაფოდ გადმოწიეს ამათი გახსნა. მე აუზები მერჩივნა. სულ არ მინდა სალონი. |
Posted by: რასტრელი 20 May 2020, 18:35 | ||
სერაფიტი
ნუ ეხლა სალონისც საჭიროა, თორე ასე დავდიოდი მაგრამ წყალი ჩაგვისხან ბოროტებმა აუზში |
Posted by: სერაფიტი 20 May 2020, 22:08 |
რასტრელი აშკარად კაცებს უფრო სჭირდებათ. )) |
Posted by: Sno 28 May 2020, 10:08 |
ვაჰჰ გასულ დღეებში ჩავუჯექი ყველა დისტანციას რიოში. ყველაზე მეტად ცურვის გამო ველოდებოდი ოლიმპიადას |
Posted by: Krusty_the_Clown 18 Jun 2020, 12:35 |
სულმოუთქმელად ველი საცურაო აუზების გახსნას. საერთოდ დიდ სისულელედ მიმაჩნია ყველანაირი შეზღუდვა. |
Posted by: Krusty_the_Clown 29 Jun 2020, 17:31 |
რაიმე არ ისმის? ცურვა მოგვანატრეს |
Posted by: რასტრელი 29 Jun 2020, 18:51 |
ცურვა დამავიწყდა მგონი ------------------------ |
Posted by: სერაფიტი 6 Jul 2020, 16:21 |
იწყება შემოწმება და მალე გაიხსნებაო https://commersant.ge/ge/post/sacurao-auzebi-da-sportdarbazebi-ixsnebashemowmebis-procesi-xvalidan-daiwyeba |
Posted by: რასტრელი 7 Jul 2020, 23:31 |
მგონი გვეშველა ხო? ------------------------------- |
Posted by: Krusty_the_Clown 8 Jul 2020, 14:42 |
ეჭვი მაქვს, რომ მოთხოვნების დაკმაყოფილება გაიწელება. (საშხაპეების მოწესრიგება და ა. შ.) |
Posted by: Moor 10 Jul 2020, 21:21 |
რა აზრი აქვს ეგეთ გახსნას -------------- |
Posted by: რასტრელი 10 Jul 2020, 22:12 |
Moor რატო? არენა გაიხსნა ორი დღეა, მაგრამ ცოტაა ჯერ ხალხი. * * * ---------------------------------------- |
Posted by: stasi1 12 Jul 2020, 17:45 |
აუზების გახსნას გილოცავთ მეგობრებო :დ ორშაბათიდან ბლექ სი 2 იხსნება გლდანში |
Posted by: Krusty_the_Clown 13 Jul 2020, 15:20 | ||
stasi1
საკმაოდ ცუდი შედეგია, წარმომიდგენია რა მდგომარეობა იქნება გახსნილ დარბაზებში და აუზებში, ხალხის სიმრავლის მხრივ. https://www.interpressnews.ge/ka/article/609070-shemocmebuli-64-pitnes-centridan-motxovnebi-25-ma-30-auzidan-ki-17-ma-daakmaqopila |
Posted by: Krusty_the_Clown 19 Jul 2020, 17:39 |
ზაფხულის სეზონი გახსნილად გამომიცხადებია |
Posted by: ashley judd 22 Jul 2020, 13:41 |
მთელი ცხოვრებაა ცურვის სწავლა მინდა. ვერ მოვაბი თავი სად ასწავლიან ზრდასრულებს? ან თუ შევძლებ ნეტა სწავლას |
Posted by: Krusty_the_Clown 24 Jul 2020, 00:03 |
ashley judd თითქმის ყველგან ასწავლიან. აუცილებლად შეძლებ, თუ გინდა სწავლა მშვენიერი იყო დღეს, 1000მ. |
Posted by: Doctordoge 16 Aug 2020, 13:10 |
გამარჯობათ, საბურთალოს ტერიტორიაზე სადმე ხომ არ იცით აუზი სადაც კვირაში 3 ჯერ სიარული 100 ლარის ფარგლებში იქნება შესაძლებელი? |
Posted by: Krusty_the_Clown 20 Aug 2020, 12:26 |
რა კარგია ზაფხული და ვირუსის შიში (ალბათ) არაჩვეულებრივი სიხალვათეა აუზზე, ხანდახან მარტოც ვარ ხოლმე მალე ჩამომივა ეს არაჩევულებრივი Mesh swim bag |
Posted by: Krusty_the_Clown 24 Aug 2020, 14:38 |
გუშინ 1500მ გავცურე, ფაქტიურად შესვენებების გარეშე 2000მ-საც გავცურავდი, უბრალოდ ჩავთვალე, რომ ახლა მყოფნის, როგორც ადრე 1000მ მყოფნიდა. მგონი მარტო ვწერ ამ თემაში შეურაცხადივით |
Posted by: რასტრელი 24 Aug 2020, 15:37 |
Krusty_the_Clown კი მარტო წერ, ოღOნდ გულდასმით გკითხულობ 2000 ზე რო ახვალ შეუჩერებლივ, მაშინ დავწერთ ჩვენც |
Posted by: Krusty_the_Clown 24 Aug 2020, 23:03 |
რასტრელი წესით 40 აუზზე ასვლა არ უნდა გამიჭირდეს... დავდებ შედებს |
Posted by: Krusty_the_Clown 27 Aug 2020, 22:59 |
უკვე 30 აუზი დავალიმიტე, რომ შევეჩვევი კარგად, მერე ავწევ |
Posted by: რასტრელი 27 Aug 2020, 23:20 | ||
30 ცოტა არ არის. ყოჩაღ შენ. შემახსენე სად ცურავ შენ? გლდანში? ხალხი დადის? თუ მარტო ხარ ხაზში? |
Posted by: Krusty_the_Clown 29 Aug 2020, 15:38 | ||
რასტრელი
კი, მანდ დავდივარ. დროს გააჩნია, მთელი აგვისტო და ივლისის ცოტა ხანი, სიხალვათეა. არის სიტუაციები, როცა ხაზზე კი არა, აუზზე ვარ ხოლმე მარტო და ვმღერი დღეს უკვე 32 აუზი (1600მ) |
Posted by: რასტრელი 29 Aug 2020, 16:12 | ||
მდა სან იანგის დედა ვატირე მე |
Posted by: Krusty_the_Clown 29 Aug 2020, 20:16 |
რასტრელი მახსოვს, რომ 8-10 წლის ბავშვებს გვაკეთებინებდნენ ხოლმე 30 აუზს, არც ისე ბევრია ყოფილი მოცურავისთვის |
Posted by: stasi1 3 Sep 2020, 12:59 |
ვფიქრობ შაბათიდან შემოგიერთდებით. ღია აუზებს გამოვემშვიდობე. Krusty_the_Clown 30 აუზიოო? ერთ-ორს თუ გავფართხალდები ამ ეტაპზე, წესით კმაყოფილი უნდა დავრჩე |
Posted by: სერაფიტი 4 Sep 2020, 00:24 |
აუ, რა დაემართა გლდანის ბლექს სის. მისვლიდან მისვლამდე მეჩვენება, რომ სიბინძურე მატულობს გასახდელებში * * * Krusty_the_Clown შენ რეკორდებს ამყარებ, ვატყობ) მე ისეევ აკვააერობიკაზე გადავბარგდი ამ თვეში. ცურვა ვერ ვისწავლე და მოტივაცია დავკარგე. თუმცა რაღაც დროის მერე ისევ გავაგრძელებ ალბათ. |
Posted by: Krusty_the_Clown 4 Sep 2020, 22:37 | ||
stasi1
მობრძანდი სერაფიტი კაი რა, რა რეკორდებს, უბრალოდ ნელ-ნელა ვზრდი დისტანციებს. ადრე თუ 20 აუზი სრულად მყოფნიდა, ახლა აღარ არ დანებდე, შენ მაშინაც გამოგდიოდა და ტყუილად იკომპლექსებ თავს, აუციებლად გამოგივა თუმცა, აკვაც მშვენიერია... |
Posted by: სერაფიტი 5 Sep 2020, 22:57 |
Krusty_the_Clown 14-დან სამსახურში გავალ და ვნახოთ როგორ ავაწყობ გრაფიკს. არ მინდა დანებება, დიახ. იქამდე ვარჯიშებით მოვძლიერდები, ჩემი ხერხემალი და წელი მლოცავს, ძალიან კარგია აკვა(ც),კი) |
Posted by: Krusty_the_Clown 7 Sep 2020, 10:30 | ||
სერაფიტი
მაგიტომ არ დამიწერია ც |
Posted by: სერაფიტი 8 Sep 2020, 00:59 | ||||
აა, ეგ ჩემ პონტში მივამატე, თავს ვიმხნევებ) |
Posted by: Krusty_the_Clown 9 Sep 2020, 11:22 |
სერაფიტი სხვათაშორის, ამდენი ადამიანი აკვაზე არ მახსოვს, რასაც ბოლო დროს ვაკვირდები. ქალები იხვებივით არიან ხოლმე ჩაწყობილები |
Posted by: სერაფიტი 10 Sep 2020, 17:45 |
Krusty_the_Clown გვიან არ ვიცი და ჩემს ჯგუფში ცოტა დადის, 4-5. პანდემიის გამო ლიმიტი ათია ისედაც. * * * აუ, ფეხი/წვივი მეკვანძება ხშირად და ფეხის თითებს ვეღარ ვამოძრავებ რაღაც დრო, ხან მთელი ვარჯიშიც. რა ვქნა? |
Posted by: Krusty_the_Clown 11 Sep 2020, 12:21 |
სერაფიტი 9-10-სკენ ხოლმე, დიდი ნაკადია მაგ დროს. მე უფრო ტერფზე მომდის ეგ. ეგ ცალსახად სისხლის მიმოქცევის თემაა და საუკეთესო გამოსავალი რაც მე დავამუღამე არის ის, რომ ცურვის წინ კარგად ვხურდები, ყველა კიდურს ვახურებ. |
Posted by: სერაფიტი 11 Sep 2020, 23:34 |
Krusty_the_Clown მადლობა. კი, ჩვენც ვაკეთებთ ვორმ აფს, ანუ გახურებას, მაგრამ მაინც მემართება. მივაქცევ ყურადღებას კიდევ მეტად ვარჯიშის დასაწყისს. ჰო, ნუ ტერფსა და წვივზე მემართება, რა ფეხის თითები იმენა მიშეშდება ხოლმე და მტკივა |
Posted by: Krusty_the_Clown 12 Sep 2020, 11:22 |
სერაფიტი ხო, მასე ვარ მეც. მე მემართება ძირითადად ლასტებით ცურვისას, ფეხის გული მეჭიმება-მეკვანძება და რა თქმა უნდა დიდ ტკივილს მაყენებს. მაგრამ როგორც ზემოთ აღვნიშნე, დინჯად და დაკვირვებით ვხურდები (ადრე ცურვაზე რომ დავდიოდი წყალში ისე არ გვიშვებდნენ, დაჟე დავრბოდით ხოლმე კმ-ს მაინც) მერე კიდე დავამუღამე, როცა გაგეკვანძება და გტკივა, საპირისპირო მიმართულებით უნდა გაშალო ტერფი და თითები, უნდა გახსნა რა. ნაწილობრივ მაგანაც მიშველა და ასევე ფეხის ამოყოფამ წყლიდან, ანუ თავით ქვემოთ რომ წარმოიდგინო და ფეხის მთლიანად გაჭიმვა. |
Posted by: ketevani-psychologist 9 Mar 2021, 01:23 |
პანდემიამდე, ბოლო კვირას 28 აუზზე ვიყავი ასული ყვინთვით თვითნასწავლი ვარ და ისე მიხაროდა ჩემი მიღწევა. იქამდე 4 წელი ზღვაზე ვწვალობდი. ზურგზე დაწოლით ვცურავდი. )) ახლა მთელი კაიფი მაქვს თერაპიული, 'ბუიოკს' რომ გავცდები და მივცურავ ჰორიზონტისკენ მოლივლივე ტალღებში, მშვიდ თბილ ზღვაში საოცარი სპორტია მართლა |
Posted by: Krusty_the_Clown 12 Mar 2021, 11:27 |
15 რიცხვს ველი ისე, როგორც მშიერი მგელი ელის ცხვარს ამათ დებილი დდშვც, რამდენი თვე დამაკარგინეს ამ უგვანოებმა! როგორ მაინტერესებს, როგორ ფორმაში ვიქნები და რამდენს გავცურავ? სავარაუდოდ საშინლად ვიქნები ამოვარდნილი... |
Posted by: რასტრელი 12 Mar 2021, 11:29 | ||
Krusty_the_Clown
აბა ჩემი 85 დან 98 ზე ავედი |
Posted by: Krusty_the_Clown 12 Mar 2021, 11:31 |
რასტრელი არაუშავს მეგობარო, მოიხოდები. უბრალოდ მართლა ტეხავს, რისთვის, რატომ დაკეტეს ეს ყველაფერი? ისეთ დეზინფექციაში ვცურავთ, ხალხი ხელზე არ ისხამს ეგეთ დოზებს და შემცველობებს, მანდ რა უნდა დაგვმართნოდა? მაგრამ რეგვენების ხელში რომ იქნები... |
Posted by: რასტრელი 12 Mar 2021, 11:34 |
Krusty_the_Clown საშხაპეების გარეშე ხსნიან ნეტა? |
Posted by: Krusty_the_Clown 12 Mar 2021, 11:44 |
რასტრელი საცურაო აუზები ჩვეულებრივ, რა თქმა უნდა სახშაპეებით. |
Posted by: ketevani-psychologist 13 Mar 2021, 00:12 | ||
* * * [QUOTE=რასტრელი,12 Mar 2021, 11:34 ] Krusty_the_Clown Krusty_the_Clown ვინმემ ისაუბრა მაგაზე? :O |
Posted by: Krusty_the_Clown 13 Mar 2021, 10:36 | ||
ketevani-psychologist
რაზე, საშხაპეებზე? |
Posted by: ketevani-psychologist 13 Mar 2021, 14:11 | ||||
კიკი საშხაპეებზე. რეგულაციებშია იქნება დამატებული პუნქტი რომ არ უნდა იყოს? |
Posted by: Krusty_the_Clown 13 Mar 2021, 20:00 |
ketevani-psychologist ანუ საცურაო აუზის მენეჯერს ვესაუბრე და საშხაპეებზე არანაირი შეზღუდვა არ იქნებაო, რეგულაციები გავრცელდება ისე, რაც აქამდე იყო. მაგალითად საუნა არ ფუნქციონირებს და ეგ ძალიან ცუდია დანარჩენი სტანდარტულად. აი, ფიტნესებში რა ხდება, არ ვიცი. |
Posted by: Nodo_K 23 Apr 2021, 09:54 |
კონტრასტულ შხაპს ვიღებ ხოლმე და სასქესო ორგანო მტკივდება ქოლმე ამიტომ რაიმე ელასტიკის მსგავსი მინდა წყალს არ გაატარებს, რა და სად შეიძლება რომ შევიძინო? |
Posted by: Sno 20 Jul 2021, 18:02 |
ვაჰჰ რა ოლიმპიადა იქნება!ფელპსის გარეშე,მაგრამ დრესელი,ტიტმუსი,ლედეცკი,პიტი და ა.შ |
Posted by: mafood 3 Sep 2021, 11:45 |
ხომ არ იცით, რომელიმე აუზი არის ღია ამჟამად? |
Posted by: bususxuna 14 Sep 2021, 01:48 |
ანუ არასწორად კი ვცურავ ჯერ, მაგრამ წელი რომ მტკივა თუნდაც არასწორი ტექნიკით ცურვის გამო ნორმალურია? |
Posted by: lepori 14 Sep 2021, 10:51 | ||
mafood
როგორც ვიცი ოლიმპიკი ღიაა |
Posted by: Krusty_the_Clown 19 Sep 2021, 21:04 | ||||
mafood
კი, თითქმის ყველა ღიაა. bususxuna
იცი ანუ, რომ არასწორად ცურავ ხო? ზოგადად თუ გაქვს წელის/ხერხემლის პრობლემები? |
Posted by: bususxuna 19 Sep 2021, 22:53 | ||
Krusty_the_Clown
ეხლა ვსწავლობ ცურვას 5-6 გაკევეთილ მქონდა სულ და ხან ხელი მავიწყდება ხან ფეხი ხან სუნთვა, კი მაქვს პრობლემები ხერხემალზეც წელზეც |
Posted by: Krusty_the_Clown 20 Sep 2021, 00:22 |
bususxuna გასაგებია, ზოგადად, არასწორად ცურვას, ჯობია არ იცურო (ვგულისხმობ გრძელვადიან პერსპექტივაში და არა სწავლის პერიოდს) რადგან მინიმუმ არაფერს მოგიტანს და მაქსიმუმ გაზარალებს. წელს და ხერხემალს რაც შეეხება, აუცილებლად ჩააყენე საქმის კურსში ინსტრუქტორი, რადგან ამ დროს ყველა სტილით ცურვა არ არის ნებადართული და იძლევიან ცალკეულ რეკომენდაციებს, სიტუაციების მიხედვით. წარმატებები, ისწავლე კარგად ცურვა, წელი და ხერხემალი მოგვარდება (ყველას ჭირს ეგ პრობლემა ამ საუკუნეში ) და მერე იცურებ თევზივით შენი კაიფისთვის, ეს კი შესანიშნავი გრძნობაა, დამიჯერე |
Posted by: bususxuna 20 Sep 2021, 01:01 |
Krusty_the_Clown იდეაში თავადაც დაინახა რომ პრობლემა მქონდა და მეც ვუთხარი, რასაც ვაკვირდები მაინც მომიწევს არააწორად ცურვა ისე ჩანს სანამ მივეჩვევი და გამოვასწორებ , იმედია უარესად არ დავიზიანებ ამასობაში ხერხემალს |
Posted by: Krusty_the_Clown 20 Sep 2021, 12:52 |
bususxuna თავიდან იცურებ არასწორად, აბა, როგორ? მე ვიგულისხმე დიდი პერიოდი. ანუ, ერთ-ორ თვეში შედეგი უნდა გქონდეს ხელშესახები, თუ შენც მოინდომებ და ინსტრუქტორი დილეტანტი არაა, რადგან ახლა სავსეა აუზები უცოდინარი მწვრთნელებით. წარმატებები. |
Posted by: bususxuna 20 Sep 2021, 15:02 |
Krusty_the_Clown მწვრთნელზე არ გადავირიე ,მაგრამ ფიზიკური მდებარებიდან გამომდინარე მივედი აქ და წასასვლელიც არსად მაქვს)) |
Posted by: Krusty_the_Clown 20 Sep 2021, 21:24 |
bususxuna მოკლედ დააკვირდი რა, 2 თვეში შედეგი უნდა დადო, თუ არა, მაშინ ან შენზარმაცობ, ან მწვრთნელი გაგნებაში არაა. შედეგში ვგულისხმობ იმას, რომ მოყვარულის დონეზე უკვე უნდა იცურო ამ დროში. თავი ჩაყავი და წყალში გამოუშვი ხოლმე ჰაერი, შეეჩვიე წყალზე წოლას, გამოიყენე დაფა და მხოლოდ ფეხებით იცურე, გაიჭიმე წელში და ისე, ფეხები უნდა მოხარო ხოლმე მოსმებისას, მერე ვიდეოები დადე ) |
Posted by: bususxuna 20 Sep 2021, 21:47 |
Krusty_the_Clown 8 გაკვეთილი მქონდა უკვე და ბევრად უკეთ ვცურავ , თან ვარჯიშებიც ჩამირთო და ვნახოთ, წყალში თავს ვერ ჩავყოფ პანიკა მეწყება და ტივტივიც ჯერ არვიცი , მაგრამ ზუსტად ვიცი გაზაფხულზე ზვიგენივით ვიცურებ |
Posted by: Heinz Doofenshmirtz 28 Sep 2021, 15:46 |
3 თვეა განვაახლე ცურვა, ძირითადად მაღალ ტემპში ვცურავ 50 მეტრს, მერე ვისვენებ, მერე ისევ 50მ და ა.შ. |
Posted by: Krusty_the_Clown 1 Oct 2021, 13:00 | ||||
bususxuna
წყალში თავი ჩაყავი და ეცადე მაქსიმალურად ჩაყოფილი გქონდეს, ამოსუნთქვა ყოველთვის წყალში გააკეთე, მიეჩვევი. ტივტივი მარტივია, ეგეც სწორი სუნთქვის ხარჯზე მიიღწევა, რომ ჩაისუნთქავ, შეიკავე ხოლმე ცოტა ხნით და ბალონივით იქნები, არ ჩაიძირები (ზურგზე გაწექი და ისე) მერე ამოისუნთქე და ისევ გაბერე ფილტვები და ა. შ. ამ დროს შეეცადე ხელ-ფეხი არ ამოძრაო, მხოლოდ სუნთქვით არეგულირე პროცესი. Heinz Doofenshmirtz
ტემპი დააგდე და შეუსვენებლად იცურე, უკეთესი ეფექტი გექნება. |
Posted by: bususxuna 3 Oct 2021, 16:58 | ||
Krusty_the_Clown
არა არა მზარავს წყალში თავი ჯერ,თან ორი კვირა გამიცდა და რაც ვიცი ის არდამავიწყდეს რეჟიმზე ვარ. ქუდზე მაინტერესებს ორი გამოვიცვალე და ორივეში შემდის წყალი ,მიუხედავად იმისა რომ წყალში თავს არ ვყოფ, ხოდა ცუდს ვყიდულობ თუ ყველანაირში შედის წყალი,ამ სიცივეში თან ( |
Posted by: Heinz Doofenshmirtz 3 Oct 2021, 20:17 |
Krusty_the_Clown ვერ ვიღლები და ვერ ვხარჯავ ენერგიას ეგრე, შესაბამისად ცხიმიც არ იწვება. მირჩევნია მაღალი ტემპი შევინარჩუნო და დისტანცია გავზარდო, 50-ის მაგივრად 75 ან 100. ამას ვაპირებ პრინციპში მალე. |
Posted by: Krusty_the_Clown 3 Oct 2021, 23:31 |
bususxuna ქუდი მოტკეცილი უნდა გქონდეს, სილიკონის ქუდებია ძირითადად, ახლა აქ ყველა ერთი ხარისხია ძირითადად და არ მგონია, რომ ცუდს ყიდულობდე. ისე, მე ვიწერ ხოლმე. წყლიდან რომ ამოხვალ გარეცხე, ქლორი ჭამს სილიკონს და გასკდება მალე, წყალი კი გაასუფთავებს ქლორისგან. Heinz Doofenshmirtz კი ბატონო, უბრალოდ დაბალი ტემპი და დიდი დისტანცია არის ერთგვარი კროსივით, რომ დარბიხარ და ეს აპრობირებული მთოდია. სპრინტები უფრო შეჯიბრის დროს. ნუ, დაბალ ტემპში კუსავით ცურვას არ ვგულისხმობ, ცხადია. |
Posted by: bususxuna 4 Oct 2021, 01:12 | ||
Krusty_the_Clown
ამ ფირმის მაქვს რაც ფოტოზეა,ანუ როგორც ჩანს ქუდში საშველი არაა და თმის დასველება გარდაუვალია ცურვისას ,სამწუხაროა (( |
Posted by: Krusty_the_Clown 4 Oct 2021, 21:25 | ||
bususxuna
ფართოდ გამეღიმა. |
Posted by: bususxuna 4 Oct 2021, 23:49 |
Krusty_the_Clown წელამდე თმა რომ/თუ გექნება მერე არამგონია გაგეღიმოს )) |
Posted by: Krusty_the_Clown 6 Oct 2021, 11:40 |
bususxuna მაქამდე შენ ჯანმრთელად იყავი, აწი მე რომ წელამდე მექნება თმა ) უბრალოდ, ჩემი გადმოსახედიდან მეღიმება ხოლმე, ქალები რომ თავამოწეულები დაცურავენ იხვებივით და თმას და მაკიაჟს რომ უფრთხილდებიან წყალში ) თუმცა, ყველაზე ვერ ვიტყოდი ამას. |
Posted by: bususxuna 7 Oct 2021, 01:38 |
Krusty_the_Clown ნუ მაკიაჟი არ მადარდებს , წყალში ყვინთვა და თავის ჩაყოფა უბრალოდ მეშინია, წესიერად ვერც ვცურავ თან ჯერ))) |
Posted by: იუვენტუსი 7 Oct 2021, 20:02 |
კარგი საცურაო აუზი ხომ არ იცით დიღმის მიმდებარედ ან უმჯობესია დიდ დიღომში იყოს? არენა მომეწონა მაგრამ შორია |
Posted by: Seth 21 Dec 2021, 02:35 | ||
გამარჯობა პატივცემულო, 1 წლის წინ ვიკითხე მგონი და თუ შეიცვალა რამე თქვენ გეცოდინებათ, ონლაინ შეიძლება სადმე მოცურავეთა შედეგების ნახვა? მაგალითად საქართველოს ჩემპიონატი თუ ტარდება ჯუნიორებს შორის. დაბადების წლების მიხედვით. |
Posted by: mazila 10 Jan 2022, 09:57 |
სალამი bususxuna ცურვის სწავლა თუ გინდა, თავის წყალში ჩაყოფის სწავლით უნდა დაიწყო მანდედან გამომდინარეიბს = სწორი სუნთქვა>სრიალით და არა ძალით ცურვა>შესაბამისად ენერგიის დაზოგვა> წყლის რეალურად შეყვარება და შენს სტიქიად გადაქცევა... წელის და სხეულის არ ტკივილიც კი მაგის გარეშე ჩათვალე უბრალოდ გულის ჭიას ახარებ, თუ არა ცურვას ვერ ისწავლი მაპატიე უსიამოვნო სიმართლისთვის, მაგრამ არ ცოდნას ცოდნა ჯობია, თუ რეალურად შედეგზე ხარ მომართული |
Posted by: bususxuna 15 Jan 2022, 20:25 | ||
mazila
ნუ ჩემი მიზანი იმ ეტაპზე მეტი არიყო შესაბამისად არც უსიამოვნოა და არც სიმართლე )) თუ წყლის შიში არ გქონია ვერ მიხვდები რას ვგრძნობ მე წყლის ქვეშ ასე რომ )) |
Posted by: pix 26 Jan 2022, 21:46 |
სალამი, ვეძებ თბილისში ღია წყალში ცურვის მოყვარულებს, თბილისის ზღვაა ალბათ ერთადერთი შესაძლებლობა. ვინმეს რამე სმენია ასეთ ხალხზე? |
Posted by: Criminall 4 Mar 2022, 15:49 |
ბარო სასტავს სპორტ თაიმი როა ორთაჭალაში მაგ აუზზე ხოარ დადიხართ ვინმე დაწყებას ვაპირებ და როგორი სიტუაციაა ხოარ იცით |
Posted by: Aunties 12 Mar 2022, 21:33 |
თუ იცით ოლიმპიკი გაიხსნა მოზრდილთათვის |
Posted by: harman 10 Jun 2022, 22:51 |
წყლის სათვალე რომელია კარგი რო არ იორეთქლებოდეს, სად ჯობია ყიდვა? |
Posted by: akkai 13 Jun 2022, 16:18 |
harman სანამ წყალში ჩახვალ ერთი წვეთი შამპუნი დააწვეთე ორივე მხრიდან და გაწმინდე სათვალე წყლით. დაორთქლების პრობლემას აგვარებს : გამოცდილია და დატესტილი |
Posted by: Freestyle 17 Sep 2022, 22:23 |
ბავშვი მინდა ცურვაზე ვატარო და სად მირჩევთ სადაა ნოემალური სიტუაცია ჰიგიენა პირობები ასე შემდეგ |
Posted by: Krusty_the_Clown 27 Feb 2023, 14:16 |
აბა რა ხდება, ვცურავთ? akkai ეგ კარგი რამე დაწერე, ახალ სათვალეს ძირითადად უნდა ქონდეს ცხიმოვნება შესაბამისი და თავიდან ამიტომაც კარგად "მუშაობს". თავიდან ჩემსას არ ქონდა ეგ პრობლემები, მერე რეცხვისას როგორც ჩანს ჩამოშორდა ეგ საფარი. აუცილებლად გავტესტავ მაგ მეთოდს. |
Posted by: გიო88 14 May 2023, 23:43 |
ცურვა კაია, რაც კაია კაია, უჰუუუუ |
Posted by: AmeN Ra 23 Jul 2023, 17:17 |
ფელფსის რეკორდი დაუმხია.. |
Posted by: S A F O 28 Sep 2023, 14:58 |
აუ, ხალხო ფეხის კუნთი დაგჭიმვიათ აუზში ? გუშინ დამეჭიმა ძლივს ამოვიჩხლართე აუზიდან და დღესაც ოდნავ დისკომფორტს ვგრძნობ და ნორმალურია ეს ? ზოგადად ჩემ ფეხეს ვარჯიში არ აკლია, და არც არასდროს მომსვლია ცურვის დროს, არც აუზში არც ზღვაში და ცოტა დავიძაბე, გუშინ აუზში ვიყავი და არაფერია მაგრამ წინა დღეებში ზღვაში საკმაოდ შორს ვიყავი და მანდ რომ ასე დამმართნოდა პანიკაში ჩავარდებოდი და შეიძლება ვეღარც გამომეღწია რა დებილობა რამე ყოფილა |
Posted by: AmeN Ra 29 Sep 2023, 09:13 | ||
კარგად ვცურავ მაგრამ ზღვაში შორს გასვლას მაინც ვერ ვბედავ.. |
Posted by: S A F O 29 Sep 2023, 23:26 |
AmeN Ra კუნთები გეჭიმებათ ხოლმე თუ რატომ? მე მაგალითად ნაპირთან ცურვა არ მიყვარს, მრცხვენია რომ მიყურებენ ,დისკომფორტს მიქმნის. მირჩევნია შორს ვიყო. |
Posted by: AmeN Ra 30 Sep 2023, 09:13 | ||
არა რა კუნთები აუზში მინიმუმ 2 კმ ს ვცურავდი ხოლმე ერთი რაც მაწუხებდა შეიძლება ბრმა ნაწლავი ამტკივებოდა.. ზღვაში შორს რომ გავდივარ ინტუიციური შიში მერთვება ხოლმე ) |
Posted by: kaiser Soze 2 Oct 2023, 11:57 |
S A F O ან უნდა მაგრად იჩქმიტო, ასევე გამიგია რომ ზოგს ბულავკა გქონდეს და დაირჭო. რამდენჯერმე მომსვლია აუზში და არაა პრობლემა. ხელებით მაინც ცურავ და ფეხს გააქვავებ. ზღვაში არც მე მიყვარს შორს გასვლა, რადგან კატერების მეშინია. მაგრამ ბუიოკებს იქით ვცურავ ხოლმე, სადაც ხალხი არაა. ზოგადად მიზეზია რომ ელექტროლიტების დისბალანსი გაქვს და დეჰიდრაცია. |
Posted by: S A F O 17 Nov 2023, 08:23 |
kaiser Soze მადლობა, კარგი რჩევები მომეცით. ცივ წყალზე რას ფიქრობთ? სიცივითაც შეიძლება მგონი ხომ? ჩქმეტაც კარგია და ზუსტად ასე გამოვცურე , ხელებით .ფეხები გაქვავებული მქონდა. ერთადერთი ბულავკაზე მითხრეს რომ არაფრით არ შეიძლებაო თურმე. არადა,მეც ასე ვიცოდი. ბავშობაში მასწავლეს.)) |
Posted by: xx3xx 16 Dec 2023, 02:46 |
თბილისში კაი აუზი ზამთრის რომელია? |
Posted by: S A F O 27 Dec 2023, 10:09 |
.............................................................................................................................................. |
Posted by: Criminall 6 Jan 2024, 23:33 |
არენაზე ხოარ დადიხართ ვინმე ?? |
Posted by: S A F O 30 Jan 2024, 01:56 |
Criminall მე დავდივარ ორივე არენაზე. რა გაინტერესებთ? |
Posted by: AmeN Ra 30 Jan 2024, 22:14 | ||
თემას არ ეხება ვიცი.. |
Posted by: Criminall 31 Jan 2024, 01:11 | ||
როგორია წყალი ამ ამინდებში ?? |
Posted by: S A F O 31 Jan 2024, 21:13 |
AmeN Ra კარგი წიგნია. * * * Criminall 26-28 გრადუსში მერყეობს. თუმცა იანვარს დასაწყისში ერთი ორჯერ ნამდვილად ცივი იყო.განსაკუთრებით გარეთ პატარა აუზში. მაგრამ პრობლემა სხვა რამეა - ბევრი ხალხი ყოველთვის + ეხლა კიდევ მოემატა, საბურთალოზე რაღაც აუზი გაუქმებულა, კორპუსს თუ რაღაცას აშენებენო, და ის ხალხიც ჩვენთან გადმოვიდა. სადმე თუ იცით ისეთი ადგილი რომ ბევრი ხალხი არ იყოს და + არც ძალიან არაადეკვატურად მაღალი ფასი, გთხოვთ გაგვიზიარეთ )) |
Posted by: Criminall 3 Feb 2024, 14:39 |
S A F O ყოველ დღე დადიხარ ? |
Posted by: GEORGEXIII 12 May 2024, 19:28 |
გამარჯობათ მეგობრებო, ადრე დიღმის სპორტ კომპლექსში დავდიოდი და საკმაოდ კარგი მასწავლებელი გვყავდა ბავშობაში ვამბობ დავალებებს გვაძლევდა რამდენი კილომეტრი რა სახეობა უნდა გვეცურა და ა.შ ახლა რაც ვნახე მარტო ცურვას გასწავლიან და მერე მიშვებულები არიან რაც გინდა ის აკეთე. მინდა მირჩიოთ რამე ადგილი სადაც ასე ავარჯიეებენ. ბავშვების შეყვანა მინდა. |
Posted by: ratomac aRa 13 May 2024, 14:48 | ||
გლდანში, ბლექ სიზე თუმცა დროს გააჩნია |
Posted by: GEORGEXIII 14 May 2024, 13:02 |
ratomac aRa კაი აბა ვნახავ ერთი რა სიტოაციაა. |
Posted by: TopGear 21 May 2024, 16:11 | ||
გამარჯობა ერთ-ერთი ყველაზე მაგარი სპორტის მოყვარულებს ratomac aRa
ხშირად დავდივარ, პირობები შეიძლევა იდეალური არაა, მაგრამ ოპტიმალურია GEORGEXIII იყავი? მოდის ღია აუზის სეზონი მაინც დახურულს არაფერი ჯობია წვიმაში, ქარში, თოვლში... |
Posted by: GEORGEXIII 21 May 2024, 18:05 |
TopGear მეუღლე იყო მე არ ვყოფილვარ და ოთხშაბათს მიყავს პირველად. |
Posted by: Neptune_^ 8 Jun 2024, 17:38 |
--------------------------------------------- )))) |
Posted by: Ignazio 12 Jul 2024, 21:22 |
მოკლედ კონტრასტული შხაპის მიღებას ვაპირებ, სისტემატიურად, ისეთი საცურაო ტრუსი მინდა რომელიც დამიცავს დასველებისგან, არსებობს ასეთი ნუ 100 % არ დაიცავს არცერთი მაგრამ მაღალი პროცენტით რომ იცავდეს ? * * * Criminall GEORGEXIII ratomac aRa TopGear GEORGEXIII Neptune_^ სერაფიტი Krusty_the_Clown stasi1 რასტრელი stasi1 Krusty_the_Clown |
Posted by: speed 1 Aug 2024, 00:39 |
მარშანი მაგარ ხოდზეა მგონი ახალი ფელფსი გაიჩითა |