Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format |
თბილისის ფორუმი > სპორტი > ჰეთთრიქი |
Posted by: SPIRIT CRUSHER 29 Jul 2019, 16:56 |
[IMG]http://www.picz.ge/img/s3/1503/8/7/72327a4a60f5.jpg[/IMG] ეს არის საუკეთესო და ყველაზე მრავალრიცხოვანი ონლაინ საფეხბურთო მენეჯერი. განსხვავებით სონისა და PC თამაშებისგან, ეჯიბრები 800-ზე მეტ ქართველსა და დაახლოებით მილიონ მენეჯერს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ხარ საკუთარი საფეხბურთო გუნდის მენეჯერიცა და მწვრთნელიც. http://www.hattrick.org/ ძალიან ადვილია თავის დანებება რთული!!! როგორ დაიწყო თამაში? 1. შენს ბრაუზერში აკრიფე http://www.hattrick.org/ და გაიარე რეგისტრაცია (რომლისთვისაც აუცილებლად დაგჭირდება შენი საფოსტო ინდექსი. თუ არ იცი ზუსტად, შედი ამ ბმულზე და დააზუსტე მისამართის მიხედვით http://www.yell.ge/Info_pages/pages/indeqsebi.html 2. დაელოდე რამდენიმე საათი (მაქსიმუმ 7-8) და გუნდის მიღების შესახებ ინფორმაცია მეილზე მოგივა. 3. შეასრულე დავალებები და აიღე მენეჯერის ლიცენზია. (მენეჯერის ლიცენზიის აღება აუცილებელია სრულფასოვანი თამაშისთვის, ასევე, დავალებების შესრულების დროს, ნელ-ნელა ითვისებ თამაშის მნიშვნელოვან დეტალებს და ივსებ ბიუჯეტს (ყოველი დავალების შესრულების შემდეგ საჩუქრდები გარკვეული რაოდენობის თანხით). 4. აუცილებელად წაიკითხე ჰეთთრიქის სახელმძღვანელო და გაეცანი წესებს (აუცილებელი არ არის სახელმძღვანელოს ერთ ჯერზე თავიდან ბოლომდე წაკითხვა. იგი დაყოფილია პუნქტებად, რაც საშუალებას იძლევა კონკრეტული სიტუაციისათვის კონკრეტული ინფორმაცია მოგაწოდოს). 5. ეფექტური ვარჯიშისათვის აუცილებელია აიყვანო კარგი მწვრთნელი ცუდი ლიდერობის უნარით (დამწყებისთვის მწვრნთელის ლიდერობას მიზერული მნიშვნელობა აქვს, მთავარია მწვრთნელობის უნარი ჰქონდეს კარგი, რათა შეძლო ფეხბურთელების ვარჯიშით უნარების განვითარება, მწვრთნელის ლიდერობა საჭიროა გუნდურობის მაღალი მაჩვენებლის შესანარჩუნებლად, რაც მხოლოდ მაღალი მიზნებისთვის ბრძოლის დროსაა საჭირო). 6. აირჩიე ერთ-ერთი სავარჯიშო პოზიცია და დააკომპლექტე იგი 17 წლის ფეხბურთელებით, რომელთა მთავარი უნარი მინიმუმ ნორმალური იქნება (დაწვრილებით ქვემოთ განვიხილავ). 7. აუცილებლად დანიშნე ამხანაგური შეხვედრები, რათა შეძლო მეტი ფეხბურთელის ვარჯიში. 8. სურვილისამებრ, შეგიძლია დააარსო ახალგაზრდული აკადემია, სადაც შეძლებ მომავალი ტალანტების აღზრდას. 9. ნებისმიერი კითხვა, რაც თავში გაგიელვებს ამ თამაშთან დაკავშირებით, დააფიქსირე ამ თემაში და გამოცდილი მოთამაშეები აგიხსნიან მის ავკარგიანობას. ჰეთთრიქს აქვს ფეხბურთელების თავისუფალი სატრანსფერო ბაზარი, რაც წარიმართება აუქციონის პრინციპით; შემოსავლების გასაზრდელად შეგიძლია გაადიდო შენი სტადიონის მოცულობა, თუმცა აუცილებლად ყურადღება უნდა მიაქციო შენი გუნდის გულშემატკივართა რაოდენობას, განწყობას და ა.შ; შემოსავლის კიდევ ერთი წყაროა სპონსორები, რომელთა გულის მოსაგებადაც შეგიძლია დაიქირავო პიარ მენეჯერები პერსონალიდან; და რაც ყველაზე მთავარია, შენი საფინანსო მდგომარეობის გამყარება შეგიძლია ფეხბურთელების ვარჯიშით, უნარის მომატებით და შემდეგ კარგ ფასად გაყიდვით; ასევე შემოსავლის წყაროა ახალგაზრდული აკადემია და სკაუტების ქსელი. ამ თამაშში მთავარი ეკონომიკაა, ასე რომ შეეცადეთ სანამ ცოტა არ გაერკვევით ფული არ ხარჯოთ. აუცილებლად გაეცანით ჰეთთრიქის http://wiki.hattrick.org/wiki/Main_Page, http://wiki.hattrick.org/wiki/Ru http://wiki.hattrick.org/wiki/Ka/ და წინა თემების პირველ გვერდებს http://forum.ge/?showtopic=33753738&f=&st=0&#entry6157198, http://forum.ge/?showtopic=33763962&f=&st=0&#entry6517036 და http://forum.ge/?f=75&showtopic=33782468&st=0. აუცილებლად დააყენეთ მოზილას https://www.mozilla.org/en-US/firefox/new/ ან https://www.google.com/intl/en/chrome/browser/desktop/index.html?brand=CHKZ რადგან არის ბევრი საჭირო და საინტერესო ფლაგინი, რომლებსაც ინტერნეტ ექსპლორერსა და ოპერაში ვერ ჩადგამთ. აბა წარმატებებს გისურვებთ და ველით თქვენს შეკითხვებს 1. http://wiki.hattrick.org/wiki/Formations სანამ მენეჯერის ლიცენზიას აიღებთ, ერთადერთი შესაძლო განლაგება, რომლის გამოყენებაც შეგიძლიათ, არის 4-4-2. ლიცენზიის აღების შემდეგ კი, თქვენი ვარჯიშის ტიპის შესაბამისად, შეგიძლიათ არჩევანი გააკეთოთ შემდეგი სტანდარტული განლაგებებიდან ერთ-ერთზე: 5-5-0 5-4-1 5-3-2 5-2-3 4-5-1 4-4-2 4-3-3 3-5-2 3-4-3 2-5-3 დაცვის ვარჯიშის შემთხვევაში, თქვენ აუცილებლად უნდა აირჩიოთ ხუთმცველიანი ტაქტიკა, რადგან ავარჯიშოთ ფეხბურთელთა მაქსიმალური რაოდენობა. თუ თქვენი არჩეული ვარჯიშის ტიპია ნახევარდაცვა, მაშინ უნდა ეცადოთ, რომ მოედანზე გაიყვანოთ 3 ცენტრალური (რომლებიც იღებენ ვარჯიშის 100%-ს) ნახევარმცველი და 2 ფლანგის ნახევარმცველი, რომლებიც ასევე იღებენ ნახევარდაცვის ვარჯიშის 50%-ს. თავდასხმის ვარჯიშისას, აუცილებელია ითამაშოთ 3 თავდამსხმელით, რათა მიიღოთ მაქსიმალური ეფექტი. არასტანდარტული განლაგების გამოყენება (მაგ. 2-4-4) არ არის რეკომენდებული, რადგან მან შეიძლება გამოიწვიოს ვარჯიშის ჩაშლა, გუნდის განწყობის დაქვეითება. 2. http://wiki.hattrick.org/wiki/Training ჰეთთრიქში ვარჯიშის დღე ხუთშაბათია. 21:30 საათზე ხდება ვარჯიშის განახლება. შეგიძლიათ ფეხბურთელები ავარჯიშოთ ძირითადი უნარების (მეკარე, დაცვა, ნახევარდაცვა, თავდასხმა, ფლანგი), ან მეორადი უნარების (გამძლეობა, პასი, სტანდარტები) გასავითრებლად. ამისათვის სასურველია სავარჯიშო პოზიციაზე 17 წლის ნორმალური(6) ან კარგი(7) ძირითადი უნარის მქონე ფეხბურთელების აყვანა, კარგი http://wiki.hattrick.org/wiki/Coach (მწვრთნელის უნარი კარგი, ლიდერობა ცუდი) შეძენა, და http://wiki.hattrick.org/wiki/Staff აყვანა. იმისათვის რომ თქვენი ვარჯიშიდან მაქსიმალური სარგებელი მიიღოთ, კვირის 2 მატჩში, რომლიდანაც ერთი დივიზიონში ტარდება ყოველ კვირას, ხოლო მეორე თასზე (თასიდან გამოვარდნის შემთხვევაში უნდა დანიშნოთ ამხანაგური შეხვედრები) ოთხშაბათობით, სავარჯიშო პოზიციებზე უნდა დააყენოთ განსხვავებული შემადგენლობა. მაგალითად: თუ თქვენ ავარჯიშებთ დაცვას, კვირის მატჩში დაყენებული 5 კონკრეტული მცველი აღარ უნდა ათამაშოთ ოთხშაბათის მატჩში, რადგან ფეხბურთელი ვარჯიშს იღებს მაქსიმუმ 90 წუთის პროპორციულად. ამიტომ, მეორე მატჩში დააყენეთ სხვა 5 სავარჯიშო მცველი, რათა ჯამში გამოგივიდეთ 10 ფეხბურთელის ვარჯიში. 3. თამაში არსებობს თამაშის შემდეგი http://wiki.hattrick.org/wiki/Tactics ნორმალური კონტრშეტევები (თმობთ მოედნის ცენტრს და კარგი დაცვის ხარჯზე ახორციელებთ კონტრშეტევებს) შეტევა ცენტრში (შეტევების უმეტესობას ახორციელებთ ცენტრალური თავდასხმის საშუალებით, ნაკლებად უტევთ ფლანგებიდან) შეტევა ფლანგებზე (შეტევების უმეტესობას ახორციელებთ ფლანგებზე, ნაკლებად უტევთ თავდასხმის ცენტრიდან) პრესინგი (ძირითადად გამოიყენება ყაიმის მისაღწევად, თქვენი ფეხბურთელთა მაღალი გამძლეობების ხარჯზე შეგიძლიათ ჩაშალოთ მეტოქის შეტევები) შემოქმედებითი თამაში (ამ შემთხვევაში სასურველია გყავდეთ რაც შეიძლება მეტი ფეხბურთელი (მინიმუმ 7-8) სხვადასხვა სპეციალიზაციით) შორეული დარტყმები ამას გარდა გუნდი შეგიძლიათ ათამაშოთ: ნახევარი ძალით (ამ შემთხვევაში სუსტდება თქვენი ნახევარდაცვა, მაგრამ იმატებს გუნდის განწყობა) ნორმალურად სეზონის მატჩი (მცირდება გუნდის განწყობა, ძლიერდება თქვენი ნახევარდაცვა) გუნდის შემართება უნდა არეგულიროთ, რადგან როდესაც მაღალია შემართება, გუნდი მატჩებში აჩვენებს მაღალ ცენტრს (ნახევარდაცვას). ამიტომ, უნდა ეცადოთ მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში ითამაშოთ სეზონის მატჩი. - - - - - - - - - - - - - - - - - აუცილებლად წაიკითხეთ ჰეთთრიქის წესები, სახელმძღვანელო და ვიკიპედია. და რაც მთავარია არ მოგერიდოთ შეკითხვების დასმა. არ გადადგათ არცერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ინფორმაციის დაზუსტებისა და შეკითხვის დასმის გარეშე. - - - - - - - - - - - - - - - - - საჭირო ბმულები: 1) ფოქსტრიკი დამხმარე ფლაგინი, რომელიც ალამაზებს ჰეთთრიკს და გაწვდით დამატებით სტატისტიკურ ინფორმაციას. ასევე აღარ გჭირდებათ ცალკე ფსიქოტისიაის დაყენება რომელიც გეხმარებათ ფეხბურთელის უნარების შეფასებისას, რადგანაც უკვე ეს ფლაგინი მიბმულია ფოქსტრიკთან. ფოქსტრიკი მოზილასთვის, ქრომისთვის და უკვე ოპერასთვის https://www.foxtrick.org/download 2) http://sourceforge.net/projects/ho1/files/ho1/1.430/HO_143.zip/download, http://java.com/en/download/windows_xpi.jsp ფორმატში დაწერილი პროგრამა, რომელიც ახდენს გუნდის შესახებ ყველანაირი ინფორმაციის მობილიზებას და იძლევა გუნდის უკეთ მართვის საშუალებას. გამოყენების მოკლე ინსტრუქცია: უბრალოდ დააინსტალირეთ გადმოწერილი ფაილი, აუცილებლად დააყენეთ ჯავა, რომლის გადმოსაწერი ბმულიც ზემოთ არის მითითებული (რათა შეძლოთ პროგრამა HO-ს გაშვება თქვენს კომპიუტერში). შემდეგ თქვენს HO-ში უნდა მოახდინოთ განახლება, ჩამოტვირთოთ ინფორმაცია თქვენი გუნდის შესახებ, რომლის გასაკეთებლადაც დაგჭირდებათ თქვენი ჰეთთრიქის ანგარიშის იუზერნეიმი და პაროლი. თქვენი გუნდის ინფორმაციის ჩამოტვირთვის შემდეგ, თქვენ ხედავთ თუ რომელი პოზიციაა თქვენი კონკრეტული ფეხბურთელისთვის საუკეთესო. თქვენ შეგიძლიათ დატესტოთ განლაგება ამინდის, გუნდის შემართების, საშინაო და გასვლითი მატჩების გათვალისწინებით. ასევე შეგიძლიათ ნახოთ მომავალი მატჩის სავარაუდო შედეგი თქვენი მეტოქე გუნდის შედარებით და უამრავი საჭირო დეტალი. HO არაოფიციალური პროდუქტია და მისი ვარაუდი ემყარება ჰეთთრიქში ჩატარებული მატჩების შედეგების სტატისტიკას, ამიტომაც ნუ მოითხოვთ მისგან მაქსიმალურ სიზუსტეს. თუკი რამეს ვერ გაიგებთ, შეგიძლია იკითხოთ და გიპასუხებენ, რადგან ყველაფრის პირველ პოსტში ახსნა შეუძლებელია. ის, რისი გაკეთებაც ჰეთთრიქის თამაშის პირველ დღეებში არ ღირს! (შემდეგ რომ მტკივნეული არ იყოს)!!! არ დაარეგისტრიროთ რამდენიმე გუნდი და არ დაიწყოთ ტრანსფერებით ფულის გადაქაჩვა ერთი გუნდიდან მეორეში. ჰეთთრიქს ძალიან მკაცრად აკონტროლებენ და გუნდის წართმევის შემდეგ სინანული გვიანი იქნება სიბრაზე კი ფუჭი. ვარჯიშის ტიპის მუდმივი ცვლა - არაეფექტური და უსარგებლოა. სტადიონზე ადგილების დანგრევა - ახალბედებში გავრცელებული უგუნურება. 21-23 წელზე ასაკოვანი ფეხბურთელების შეძენა. განსაკუთრებით იმ პოზიციებზე, რომლებსაც ავარჯიშებთ. 100%-ზე დაბალი ვარჯიშის ინტენსივობა - დროის ფუჭი კარგვა. 5%-ზე მეტი გამძლეობის წილი - თქვენთვის მთავარი ვარჯიშია და არა გუნდის შედეგი მატჩებში. შემადგენლობის ბრმად დაყენების მცდელობა(პირველი თამაშის გარდა) - არსებობს უამრავი დამხმარე პროგრამა, რომლებიც დაგეხმარებიან გუნდის უკეთ მართვაში. თქვენი ფეხბურთელების სანაკრებო ბაზაში დასააფდეითებლად გამოიყენეთ ბმული http://hattrickportal.pro/Tracker მაშ ასე! საფეხურები: 1. შედიხართ აქ:(http://hattrickportal.pro/Tracker) 2.აუცილებლად გადართეთ ქართულ ენაზე, რადგან ინგლისურ ვარიანტში ბევრი არაფერი წერია და მე კი ქართულ ვარიანტში ,,ჩემებურად" ჩავამატე რაღაცეები და ინსტრუქციის სახე მივეცი. 3. ყურადღებით წაიკითხეთ ავტორიზაციის ინსტრუქცია. საჭიროა ორჯერ ავტორიზაცია და იმიტომ. თანაც ავტორიზაციებს შორის შესაძლოა შეკითხვაც გამოვიდეს და იმასაც უნდა დაეთანხმოთ. თუკი მაგ ინსტრუქციას ზედმიწევნით შეასრულებთ, აღარ დაგვჭირდება ყოველკვირეული აფდეითების შეხსენება და ესეთი რაღაცეები. ვისაც უკვე შესრულებული გქონდათ ავტორიზაციები, გთხოვთ, რომ კიდევ გააკეთოთ ყოველი შემთხვევისათვის! იმ ინსტრუქციას აქაც დავდებ იმიტომ, რომ პირველი ავტორიზაციის მერე რომ რაღაც დაგავიწყდეთ, იმ ინსტრუქციაზე ვეღარ დაბრუნდებით და აქ შემოხვალთ და ნახავთ საჭიროების შემთხვეევაში: ინსტრუქცია ძალიან გთხოვთ, რომ ყურადღებით წაიკითხოთ! სულ ორჯერ არის ავტორიზაცია საჭირო და იმიტომ. მაშ ასე: იმისათვის, რომ ფეხბურთელები დაამატოთ ბაზაში, თქვენ უნდა გაიაროთ ავტორიზაცია (ჯერ დააჭირეთ ქვემოთ მითითებულ ღილაკს ,,შესვლა") CHPP-ის ოფიციალური ვებგვერდის საშუალებით. უფრო მარტივად რომ ვთქვათ: როდესაც დააწვებით ,,შესვლა", გადაერთვებით საიტზე https://chpp.hattrick.org, სადაც ჰეთთრიკის სახელითა და პაროლით გაივლით ავტორიზაციას და ამით თქვენი ფეხბურთელები დაემატებიან ბაზას. ამ დროს შეიძლება შეკითხვა გამოვიდეს ,,განვაახლო თუ არა ფეხბურთელები ავტომატურად?" და დააჭირეთ დათანხმებას და ფეხბურთელები მერე უკვე ავტომატურად განახლდება ხოლმე. ამით დასრულდა პირველი ავტორიზაცია. ამ პირველი ავტორიზაციის მერე მარჯვენა მხარეს, წითელი ზოლის ბოლოში, კიდევ გამოჩნდება ,,შესვლა/login" და კიდევ შედით მეორედ. ავტორიზაცია ისევ იმ დამხმარე საიტის საშუალებით მოხდება. ფორუმელი ჰეთთრიქელები: ვინაიდან წინა თემა საკმაოდ ძველია და უმეტესობა აღარ თამაშობს, მიზანშეწონილად მივიჩნიე, რომ ძველი სია აღარ წამომეღო და ახალი სიის ფორმირება მოვახდინოთ ამ თემაში. დაწერეთ თქვენი გუნის სახელი და და ავტომატურად დაემატება სიაში წარმატებები ყველას !!! თუ სიაში თქვენი თავი ვერ იპოვნეთ, PM-ის საშუალებით მომწერეთ თქვენი გუნდის სახელი და დივიზიონის სერია და შემდეგ თემაში აუცილებლად დაგამატებთ. ესეც ჰეთთრიკის თემების არქივი სეზონებისა და თარიღების მიხედვით: » სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ « |
Posted by: SPIRIT CRUSHER 2 Aug 2019, 15:12 |
არავინ აღარ თამაშობთ? ______________________ |
Posted by: forum-ge 16 Aug 2019, 20:53 | ||
serjhanti
მდიდრების სტატისტიკა ქართულ გუნდებში: ეს არის იმ გუნდების სია, რომელთაც ამჟამად ყველაზე მეტი ფული და აქცია აქვთ ბიუჯეტში. გაითვალისწინეთ, რომ შემოსავალი ფეხბურთელების გაყიდვიდან და სხვა ასეთი ბიუჯეტის ცვლილება ამ რეიტინგზე მოქმედებს მხოლოდ ყოველკვირეული ფინანსური განახლების შემდეგ. ყველაზე მდიდარი 1. ochamchiris amirani III.6 279 622 655 Lari 2. FC.Lazio.Geo IV.48 278 998 983 Lari 3. F.C. toretto IV.2 269 611 949 Lari 4. Chemicals IV.62 268 011 298 Lari 5. MTSKHETA IV.27 266 926 514 Lari 6. FC XVLIKEBI IV.33 261 981 005 Lari 7. FC Ksniskhevi IV.18 261 759 168 Lari 8. Chope IV.42 250 285 209 Lari 9. imereti IV.58 245 373 938 Lari 10. FCL Husia III.2 245 225 160 Lari 11. f.c. juventinoo IV.47 231 255 862 Lari 12. Rebellious Team IV.13 230 121 171 Lari 13. FC.Qiziki IV.35 227 305 511 Lari 14. FC Kutaisi IV.55 222 821 728 Lari 15. Mimino IV.12 213 690 751 Lari Erovnuli Liga: 1. Datire Erovnuli Liga 33 879 179 Lari 2. LETSA Erovnuli Liga 29 752 136 Lari 3. noodle Erovnuli Liga 21 143 084 Lari 4. italianità Erovnuli Liga 18 613 196 Lari 5. ARKA Erovnuli Liga 15 189 976 Lari 6. REAL KUTAISI Erovnuli Liga 8 430 346 Lari 7. Juventus_ F.C. Erovnuli Liga 7 855 119 Lari 8. FC Gudauri Erovnuli Liga 3 616 648 Lari II დივიზიონი 1. A n g e l's II.2 86 335 982 Lari 2. F.C. Sazani II.4 79 233 436 Lari 3. Gareji FC II.1 73 431 446 Lari 4. name II.3 64 669 837 Lari 5. F.C. Pirveli Mercxali II.1 58 191 523 Lari 6. Enguri 88 II.4 38 033 630 Lari 7. Gulebi II.1 37 344 397 Lari 8. GORIS DILA #1 II.3 34 562 261 Lari 9. Abanoeti II.4 27 404 442 Lari 10. nikorcminda II.2 27 383 149 Lari 11. FC Bayern Tbilisi II.3 22 850 775 Lari 12. F.C. Feola II.2 22 055 092 Lari 13. F.C. Bogano II.2 20 706 493 Lari 14. brolia II.2 19 538 272 Lari 15. BJOLEBI II.4 18 046 727 Lari III დივიზიონი 1. ochamchiris amirani III.6 279 622 655 Lari 2. FCL Husia III.2 245 225 160 Lari 3. F.C. Apheni III.2 173 552 953 Lari 4. Shavnabada01 III.4 164 880 653 Lari 5. Milanello Club Football III.12 137 480 247 Lari 6. F.C. Viper III.12 133 485 550 Lari 7. antibiotiki III.15 120 781 934 Lari 8. TUSHUREBI III.11 119 400 309 Lari 9. GIO GEORGIA III.5 110 608 566 Lari 10. GeoReal III.15 109 610 237 Lari 11. Mtatsminda III.12 105 979 588 Lari 12. koknara III.14 86 670 931 Lari 13. FC_Dinamo Tbilisi III.14 83 987 335 Lari 14. Zenit II III.6 83 717 179 Lari 15. hey hey ALEX III.13 82 791 268 Lari IV დივიზიონი 1. FC.Lazio.Geo IV.48 278 998 983 Lari 2. F.C. toretto IV.2 269 611 949 Lari 3. Chemicals IV.62 268 011 298 Lari 4. MTSKHETA IV.27 266 926 514 Lari 5. FC XVLIKEBI IV.33 261 981 005 Lari 6. FC Ksniskhevi IV.18 261 759 168 Lari 7. Chope IV.42 250 285 209 Lari 8. imereti IV.58 245 373 938 Lari 9. f.c. juventinoo IV.47 231 255 862 Lari 10. Rebellious Team IV.13 230 121 171 Lari 11. FC.Qiziki IV.35 227 305 511 Lari 12. FC Kutaisi IV.55 222 821 728 Lari 13. Mimino IV.12 213 690 751 Lari 14. TroLEbi F.c IV.3 212 147 907 Lari 15. Spritzer IV.46 202 473 801 Lari V დივიზიონი 1. 13. V.32 148 591 342 Lari 2. Goali C.F. V.86 143 374 811 Lari 3. Yohji Yamamoto V.114 120 116 922 Lari 4. Borussia Tbilisi V.48 95 629 617 Lari 5. Bekauri V.249 89 802 156 Lari 6. BASSAFAR EST-93 V.215 72 586 525 Lari 7. A.C. Milan 90 V.152 65 425 952 Lari 8. IMEDI KUTAISI 2017 V.109 63 948 332 Lari 9. Georgian Legends V.243 63 380 949 Lari 10. FC Mazeri V.187 56 979 705 Lari 11. SADGURI V.162 54 353 332 Lari 12. FC Gorda V.150 52 077 107 Lari 13. GoodFella'S Club V.149 50 146 435 Lari 14. betxovichebi V.88 44 067 196 Lari 15. A.C. SULORI V.163 36 168 263 Lari |
Posted by: SPIRIT CRUSHER 16 Aug 2019, 21:01 | ||||
ასე მგონია ამდენ თანხებს ვერასდროს მოვაგროვებთ |
Posted by: forum-ge 16 Aug 2019, 21:05 | ||
SPIRIT CRUSHER
რატომ? მეც ვარ მაგ სიაში, ასე რომ მთავარია მოინდომო და გამოვა |
Posted by: SPIRIT CRUSHER 17 Aug 2019, 00:28 |
forum-ge ეგრევე ტალანტებში დავხარჯავ და ინფრასტრუქტურაში ხოლმე)))) |
Posted by: Masha_Sharapova 18 Aug 2019, 12:18 |
ეჰ, სანამ 200 მილიონს დავაგროვებ, დავანებებ ალბათ თავს ) |
Posted by: SPIRIT CRUSHER 18 Aug 2019, 12:55 | ||
Masha_Sharapova
იდეაში ძალიან რთულიც არ არის მაგ ყოველივეს მიღწევა სწორად განავითარე ასაკობრივი გუნდი, საიდანაც პერიოდულად მიიღებ შემოსავლებს პლიუს ამას ახალგაზრდა სავარჯიშო ფეხბურთელები აიყვანე, მოამზადე და გაყიდე ტრანსფერიდანაც აიღებ ფულს და მომდევნო ტრანსფერიდანაც |
Posted by: Masha_Sharapova 18 Aug 2019, 14:52 |
SPIRIT CRUSHER მასეც ვაკეთებ |
Posted by: SPIRIT CRUSHER 18 Aug 2019, 16:15 | ||
Masha_Sharapova Masha_Sharapova
წარმატებები ასოციაციაში ხარ? |
Posted by: SPIRIT CRUSHER 18 Aug 2019, 16:38 |
Masha_Sharapova https://www.facebook.com/groups/HATTRICKGEORGIA/ |
Posted by: Masha_Sharapova 19 Aug 2019, 16:27 | ||||
SPIRIT CRUSHER
რომელში?
აჰ, ვნახე |
Posted by: SPIRIT CRUSHER 19 Aug 2019, 17:23 | ||
Masha_Sharapova
|
Posted by: კომუნისტ 25 Aug 2019, 18:29 |
https://www74.hattrick.org/Club/Matches/Match.aspx?matchID=645655883&SourceSystem=Hattrick არაა რა, აზრი არ აქვს ამ ძრავის პირობებში.. ყველა კომპონენტით ვაჯობე, მაგრამ ჰა.. |
Posted by: SPIRIT CRUSHER 25 Aug 2019, 23:44 |
კომუნისტ ტაქტიკამ და შეცვლებმა იმუშავა კარგად როგორც ჩანს |
Posted by: Masha_Sharapova 26 Aug 2019, 17:49 |
კომუნისტ უეჭველი მოსაგები თამაში გქონდა,იმისმა მეტმა სპეცმა გადაწყვიტა |
Posted by: კომუნისტ 27 Aug 2019, 10:17 |
SPIRIT CRUSHER Masha_Sharapova ტაქტიკამ ნაკლებად, იმისმა სპეცებმა კიდევ შეიძლება, იმიტომ რომ ამინდი იყო ძალიან ცუდი და ჩემები (4 დეფორით ვთამაშობ..) ტექნიკურები არიან და ვერაფერი ქნეს... მიუხედავად ყველაფრისა, პირველ ტაიმში 4-5 მომენტი მქონდა და 1 გაიტანეს... 3 უპასუხო გოლი მეორეში, ძალიან უსამართლო იყო რა... ახლა უკვე გადათამაშებაში ჩავჯდები დიდი ალბათობით, თორემ ჯგუფში პირველზე მაინც გავალ.. |
Posted by: SPIRIT CRUSHER 28 Aug 2019, 18:02 |
ახალგაზრდულში დამიგროვდა რამდენიმე საინტერესო ბიჭი დროის ამბავია და გაირკვევა, რომელი უფრო კარგი იქნება სატრანსფეროდ |
Posted by: Masha_Sharapova 4 Sep 2019, 11:28 |
SPIRIT CRUSHER იუზქლაბში გატესტე |
Posted by: SPIRIT CRUSHER 4 Sep 2019, 11:36 | ||
კი, კი და ეტაპობრიდავ მომყვებიან პროგრესის ამბავში |
Posted by: Alix 4 Sep 2019, 16:42 | ||||
რამდენ წელიწადში მოახერხე? |
Posted by: SPIRIT CRUSHER 4 Sep 2019, 16:44 | ||
დიდი დრო არ ჭირდება თუ ახალგაზრდულ აკადემიას მიხედავ და ოდნავ თუ გაგიმართლა |
Posted by: Masha_Sharapova 4 Sep 2019, 18:22 |
თან ახლა აღარ არის აუცილებელი 200 მილიონი სატიტულო გუნდის მოსაგებად |
Posted by: forum-ge 7 Sep 2019, 00:07 | ||
Alix
100 მილიონამდე მაქვს, დიდი ხანია ვთამაშობ, ოღონდ დაგროვება დაახლოებით 2 წლის წინ დავიწყე თუ სწორად მახსოვს. მეტიც მექნებოდა, უბრალოდ არ მივყევი თანმიმდევრულად, შიგადაშიგ ვხარჯე ფული. ძალიან მარტივია ტრანსფერებით ფულის კეთება. მაგალითად იყიდი 17 წლის ბიჭს, რომელსაც 1 ვარჯიში აკლია ძირითადი სქილის მომატებისთვის და გაყიდი 1 კვირაში თითქმის ორმაგ ფასში |
Posted by: Szpilman 7 Sep 2019, 21:59 | ||
ფოქსტრიქსი გეხმარება ხო მაგაში? როგორ ვნახო ეგ რამდენი აკლია ვარჯიში. გოოგლ ქრომი მაქვს და რა დავამატო შეგიძლია მითXრა ? მადლობა წინასწარ |
Posted by: forum-ge 7 Sep 2019, 22:40 | ||||
Szpilman
კი
ფოქსტრიქსი დაამატე, მე მეტი არაფერს ვიყენებ. იქ ჩანს რამდენი აქვს "ქვედონე". მაგალითად რომ შეხედავ და 7.85 უწერია, ესე იგი თუ კარგი ან ჩინებული მწვრთნელი გყავს 1 ვარჯიშში 17 წლის ბიჭს უნდა აუწიოს 8-მდე თავისუფლად. უბრალოდ ეგეთი ბიჭების იაფად პოვნისთვის ჩაჯდომა უნდა სატრანსფერო ბაზარზე. |
Posted by: SPIRIT CRUSHER 13 Sep 2019, 18:11 |
ამ კვირას გადამწყვეტი თამაში მაქვს ან დავასრულებ პირველ ადგილზე და ვითამაშებ დიდი ალბათობით 3 ლიგის ფლეი-ოფისში ან კიდევ მომდევნო სეზონს ისევ 4 დივიზიონში დავიწყებთ |
Posted by: SPIRIT CRUSHER 21 Sep 2019, 15:01 |
99% პირველზე დავასრულებთ სეზონს, მაგრამ ფლეი-ოფში თუ მოვხვდით, ვერ გადავალთ : ) |
Posted by: brdzolisunariani 22 Sep 2019, 22:00 |
შემდეგ სეზონში , თუ ძლიერი გუნდი არ ჩამოქვეითდა ჩემს დივიზიონში გადავალ შემდეგ საფეხურზე |
Posted by: SPIRIT CRUSHER 24 Sep 2019, 01:00 | ||
წარმატებები |
Posted by: brdzolisunariani 24 Sep 2019, 18:58 | ||
მადლობა. ასევე ... |
Posted by: SPIRIT CRUSHER 30 Sep 2019, 17:00 |
გადათამაშება გარდაუვალია იმედია ვინმე მონსტრი არ შეგხვდება |
Posted by: kutaisi1 4 Oct 2019, 20:43 |
გამარჯობათ. დაბადების მიხედვით ძებნა აღარ ჩანს და რა ხდება რამე ხომ არ შეიცვალა? * * * ფოქსტრიკის ოფციები არ მუშაობს და ხომ ვერ დამეხმარებით? |
Posted by: SPIRIT CRUSHER 7 Oct 2019, 16:12 |
ფლეი-ოფში კი ვართ, მაგრამ განწირული |
Posted by: forum-ge 8 Oct 2019, 11:29 | ||
kutaisi1
ახლიდან დააყენე |
Posted by: Szpilman 10 Oct 2019, 23:24 |
გამარჯობათ რა მაინტერესებს იცით სეზონში საშუალოდ რამდენ მილიონიან მოგებას ნახულობთ. ?? |
Posted by: forum-ge 11 Oct 2019, 12:44 | ||
Szpilman
ეგრე ზუსტი ციფრი არ არსებობს. აგერ მაგალითად ჩემი ბოლო სეზონის ფინანსების შეჯამება სეზონის შეჯამება, სეზონი 48 (კვირა 1 - 14) ჯამში შემოსავალი შემოსავალი მატჩიდან 7 898 561 Lari სპონსორები 5 200 860 Lari ფეხბურთელთა გაყიდვით 28 127 378 Lari საკომისიო 373 913 Lari სხვა 323 180 Lari ახალი შენაძენები* 985 664 Lari დანახარჯი ხელფასები 4 644 892 Lari არენის გადასახადი 1 330 420 Lari არენის მშენებლობა 125 000 Lari პერსონალი 1 485 120 Lari ახალგაზრდულის სკაუტინგი 560 000 Lari სხვა 122 000 Lari პროცენტი 0 Lari ჯამური შემოსავალი 41 923 893 Lari ჯამური დანახარჯი 9 253 096 Lari სეზონის შედეგი 32 670 797 Lari |
Posted by: SPIRIT CRUSHER 11 Oct 2019, 20:28 |
დაბალ ლიგებს გამოადგებათ წესით |
Posted by: SPIRIT CRUSHER 13 Oct 2019, 16:13 |
სპეცით არის, თუ ვინმეს აინტერესებს, ფასზე შევთანხმდებით უპრობლემოდ |
Posted by: Vakho_J 14 Oct 2019, 21:55 |
ამოყვანის მერე დატოვება მინდა ნაკრებისთვის და პასი ვავარჯიშო რაღაც პერიოდი? რას მირჩევთ? |
Posted by: joniloo 15 Oct 2019, 11:51 |
როგორ დავიწყო თამაში, ვიყიდო 17 წლის ფეხბურთელები და რამდენიმე სეზონი დავიკიდო შედეგები თუ რას მირჩევთ? |
Posted by: forum-ge 15 Oct 2019, 19:38 | ||
joniloo
17 წლის ფეხბურთელები მარტო სავარჯიშო პოზიციაზე გჭირდება, თორემ დანარჩენზე შეგიძლია ბებრებიც ათამაშო. შედეგები ვარჯიშის დროსაც შეიძლება გქონდეს. ნუ ეხლა უმაღლეს ლიგაში ვერ გადახვალ, მაგრამ სადღაც მესამე ლიგაში შეგიძლია იბუქსაო. უმაღლესში გადასასვლელად საკმაოდ დიდი ფინანსური რესურსი იქნება საჭირო. მე ეხლა 100 მილიონზე მეტი მიდევს თანხა, მაგრამ ჯერ არ ვფიქრობ ზემოთ ასვლას. მესამე ლიგაში ვარ. |
Posted by: joniloo 16 Oct 2019, 02:32 |
forum-ge მადლობა. რომელია შენი გუნდი? |
Posted by: SPIRIT CRUSHER 16 Oct 2019, 16:19 |
ამოსვლამდე რომელ კომპონენტს მივაწვეთ? |
Posted by: forum-ge 16 Oct 2019, 20:40 | ||
joniloo
https://www81.hattrick.org/Club/?TeamID=1903052 FC_Dinamo Tbilisi III.14 ლიგა |
Posted by: SPIRIT CRUSHER 16 Oct 2019, 23:41 |
თუ ვინმე დაინტერესედება აქედან |
Posted by: SPIRIT CRUSHER 22 Oct 2019, 12:53 |
საკმაოდ კარგი შემოსავალი ვნახე ამ სამი ტრანსფერიდან ჯამში |
Posted by: vormana 25 Nov 2019, 18:44 |
ფიქსირ. რა მაინტერესებს მოკლედ, ფეხბურთელი დივიზიონის თამაშზეც რომ ვათამაშო და ამხანაგურზეც სხვადასხვა პოზიციაზე რომელ ვარჯიშს მიიღებს? |
Posted by: forum-ge 25 Nov 2019, 20:09 | ||
vormana
რომელიც გაქვს ვარჯიშად დაყენებული, იმას მიიღებს. მაგალითად ავარჯიშებ თავდასხმას, ერთ თამაშში თავდამსხმელად გეყენა, მეორეში მცველად. თავდასხმის ვარჯიშს მიიღებს. იგივე ვარჯიშის ტიპზე, ვთქვათ ერთ შეხვედრაში ნახევარმცველად ათამაშე, მეორეში მცველად. ამ შემთხვევაში საერთოდ ვერ ივარჯიშებს, იმიტომ, რომ თავდასმას ავარჯიშებ და თავდამსხმელად არ ათამაშე. |
Posted by: vormana 26 Nov 2019, 08:33 | ||||
მადლობა ეგ მაინტერესებდა. თავდასხმას ვავარჯიშEბ და დივიზიონის თამაშებში ფლანგზე უნდა ვათამაშო. |
Posted by: Vakho_J 22 Dec 2019, 05:16 |
კითხვა for sure, ამხანაგურიც და ლიგის თამაშიც ვარჯიშზე ხო თანაბარ გავლენას ახდენს? |
Posted by: Masha_Sharapova 23 Dec 2019, 19:40 |
Vakho_J კი, ვარჯიშისთვის სულ ერთია, უბრალოდ გამოცდილებას იღებს მეტს ლიგის თამაშში |
Posted by: Ve()_Fobos 6 Jan 2020, 01:24 |
როდის გვაღირსებენ ნეტა მხარდამჭერის არმქონეებს ყველაზე მდიდარი გუნდების ნახვას |
Posted by: Bexx 6 Jan 2020, 10:32 |
Ve()_Fobos ეს არის საერთო სტატისტიკა, ყველა დივიზიონის ერთად. გუნდის სახელის შემდეგ დივიზიონის ნომერი წერია და ბოლოს ბიუჯეტი. დაკოპირებულია და გარკვევით არ არის დაცილებული ეგ ციფრები ერთმანეთს. პირველ გუნდზე გავამუქებ რომ აღიქვა უკეთ 1. MTSKHETA IV.27 293 639 607 Lari 2. FC Ksniskhevi IV.18 292 347 229 Lari 3. FC XVLIKEBI IV.33 286 376 019 Lari 4. FC.Lazio.Geo IV.48 285 770 779 Lari 5. Chope IV.42 280 418 977 Lari 6. Chemicals IV.62 278 979 750 Lari 7. ochamchiris amirani III.6 274 827 136 Lari 8. F.C. toretto IV.2 274 704 783 Lari 9. Mimino IV.12 261 637 750 Lari 10. imereti IV.58 256 024 111 Lari 11. f.c. juventinoo IV.60 246 188 706 Lari 12. Rebellious Team IV.13 238 675 573 Lari 13. FC.Qiziki IV.35 238 304 233 Lari 14. FC Kutaisi IV.55 226 726 645 Lari 15. FCL Husia III.2 218 138 076 Lari ეს მხოლოდ უმაღლესის გუნდების 1. F.C. Sazani Erovnuli Liga 95 272 490 Lari 2. noodle Erovnuli Liga 35 786 244 Lari 3. italianità Erovnuli Liga 25 585 850 Lari 4. ARKA Erovnuli Liga 20 465 461 Lari 5. Luis chelsea Erovnuli Liga 18 368 191 Lari 6. F.C.Tiflisi City Erovnuli Liga 11 709 031 Lari 7. Juventus_ F.C. Erovnuli Liga 8 693 256 Lari 8. FC Gudauri Erovnuli Liga 1 989 180 Lari მე-2 დივიზიონი 1. Georgian club 1991 II.4 73 284 780 Lari 2. Gareji FC II.1 63 097 429 Lari 3. REAL KUTAISI II.4 58 265 769 Lari 4. Samegrelo FC II.1 57 592 008 Lari 5. tegeta II.4 49 123 222 Lari 6. Gulebi II.1 42 397 871 Lari 7. Bambarbia II.4 39 017 777 Lari 8. Datire II.3 37 317 744 Lari 9. Abanoeti II.4 34 874 563 Lari 10. GORIS DILA #1 II.3 34 338 969 Lari 11. BJOLEBI II.4 32 398 048 Lari 12. F.C. Feola II.2 31 821 032 Lari 13. brolia II.2 29 077 448 Lari 14. El Diablos U. II.2 27 354 663 Lari 15. nikorcminda II.2 25 964 524 Lari მე-3 დივიზიონი 1. ochamchiris amirani III.6 274 827 136 Lari 2. FCL Husia III.2 218 138 076 Lari 3. TroLEbi F.c III.3 216 435 397 Lari 4. imereti.vani III.14 186 755 392 Lari 5. F.C. Viper III.12 150 527 554 Lari 6. KoMaRoVi III.10 150 351 216 Lari 7. Milanello Club Football III.12 142 682 640 Lari 8. antibiotiki III.15 137 236 090 Lari 9. GeoReal III.15 119 769 251 Lari 10. F.C. Old Tbilisi III.7 97 989 680 Lari 11. koknara III.14 95 512 301 Lari 12. TUSHUREBI III.11 95 213 890 Lari 13. F.C. Mtatsminda III.12 94 013 301 Lari 14. A n g e l's III.5 92 876 346 Lari 15. Fc_Digomi III.4 90 374 518 Lari ეს მე-4 1. MTSKHETA IV.27 293 639 607 Lari 2. FC Ksniskhevi IV.18 292 347 229 Lari 3. FC XVLIKEBI IV.33 286 376 019 Lari 4. FC.Lazio.Geo IV.48 285 770 779 Lari 5. Chope IV.42 280 418 977 Lari 6. Chemicals IV.62 278 979 750 Lari 7. F.C. toretto IV.2 274 704 783 Lari 8. Mimino IV.12 261 637 750 Lari 9. imereti IV.58 256 024 111 Lari 10. f.c. juventinoo IV.60 246 188 706 Lari 11. Rebellious Team IV.13 238 675 573 Lari 12. FC.Qiziki IV.35 238 304 233 Lari 13. FC Kutaisi IV.55 226 726 645 Lari 14. Honda CR-V IV.52 214 304 092 Lari 15. Spritzer IV.46 211 294 746 Lari ესეც მე-5 1. Lotzwil Rangers V.43 174 072 604 Lari 2. Chiaturis Magaroeli V.153 140 284 391 Lari 3. Aisi V.2 121 007 298 Lari 4. Yohji Yamamoto V.114 117 522 356 Lari 5. Borussia Tbilisi V.48 98 450 103 Lari 6. FC Mazeri V.187 77 723 554 Lari 7. IMEDI KUTAISI 2017 V.109 65 264 694 Lari 8. A.C. Milan 90 V.152 62 822 104 Lari 9. F.C. B@rcelon@ V.153 51 043 906 Lari 10. kowie V.245 34 599 355 Lari 11. SS TBILISI V.97 13 941 989 Lari 12. Peace Death 1990 V.1 2 479 994 Lari 13. FC Outdoorgia V.9 2 369 257 Lari 14. Kohnis mglebi V.11 1 989 164 Lari 15. old school 2019 V.1 1 926 250 Lari |
Posted by: Ve()_Fobos 6 Jan 2020, 20:50 |
Bexx გაიხარე უღრმესი მადლობა! |
Posted by: LUNATIKI 7 Jan 2020, 02:42 |
მეგობრებო. ვისაც გყავთ მიგდებული გუნდი, იქნებ მომცეთ რა თუ არ უვლით.... ძალიან მეძნელება 0 დან დაწყება. თუ აღარ თამაშობთ და გუნდი დამწყებზე უკეთესია, იქნებ მომცეთ. მადლობელი დაგრჩებით და ვალშიც ვიქნები. |
Posted by: Vakho_J 25 Jan 2020, 03:34 |
რა სომეხა გავჩითე ჰა?! |
Posted by: achi-anchabeli 14 Feb 2020, 09:42 | ||
მესმის ამ თამაშის დანიშნულება და არსი მაგრამ 148 მილიონი რომ გაქვს, ცოტა შეგედზეც არ უნდა იფიქრო? |
Posted by: კომუნისტ 18 Feb 2020, 13:15 | ||
achi-anchabeli
მაგდენი მქონდა რომ დავიწყე ამოსვლა + 4 გაზრდილი დეფორი, რომელთაგან 2 გავყიდე. ვნახოთ რას ვიზამთ... ოთხეულისთვის ვიბრძვით ჯერ-ჯერობით. |
Posted by: Szpilman 19 Feb 2020, 00:29 |
დივიზიონის მოსაგებად გამძლეობის წილს რამდენს აყენებთ, ანუ მაქსიმალურად რო არ დაიღალნონ ფეხბურთელები ?? |
Posted by: Masha_Sharapova 19 Feb 2020, 09:48 |
Szpilman divizions gaachnia |
Posted by: Ronaldo9 19 Feb 2020, 17:31 |
გამარჯობათ, 2010 წლიდან არ მითამაშია და დამავიწყდა სიმართლე რომ გითხრათ თამაშის მუღამები თავიდან ავიყვანე გუნდი და ყურადღებასაც არ ვაქცევდი ახლა ნორმალურები მივაყიდე და 10 ლიმონამდე მაქვს თანხა ძალიან გთხოვთ დამეხმაროთ, როგორ დავიწყო გუნდის შენება (სახელმძღვანელო არ მითხრათ ზეპირად ვიცი) აი მუღამები მაინტერესებს, როგორი ფეხბურთელები ვიყიდო და როგორ ვავარჯიშო არ დაიზაროთ |
Posted by: Vakho_J 20 Feb 2020, 03:42 |
ჩემ სომეხას რატო არ იმჩნევთ?! ))))))) |
Posted by: Ronaldo9 20 Feb 2020, 12:22 | ||
|
Posted by: კომუნისტ 25 Feb 2020, 10:34 |
Ronaldo9 1) ტექნიკური დაცვითი თავდამსხმელები გაზარდე. იყიდე 17 და არაუმეტეს 20 დღის ხალხი, მაღალი პასით, ნახევარდაცვითა და თავდასხმით... ავარჯიშე სამივე სკილი + ფლანგი (ცოტა ოღონდ, 9-10 მდე უნდა) გაყიდე 20+ ლიმონებად. 2) მეკარეების ვარჯიში. ყიდულობ მეკარეებს, ავარჯიშებ დაცვას და მერე ჰყიდი... 3) მცველების (10 სლოტი მუშაობს) ანალოგიურად, პატარა ბიჭებს ყიდულობ, ზოგს ფლანგით, ზოგიერთს ნახევარდაცვით და პასით და ავარჯიშებ დაცვას... დღეს რომელია ყველაზე მომგებიანი ვერ გეტყვი... არის კიდევ პასების ვარიანტი... ყველაზე მეტი სლოტი ვარჯიშობს, მაგრამ არაა იმდენად მომგებიანი, ნუ, ასე იყო. პ.ს. ახლა უმაღლესში ვარ ამოსული და რომელი ვარჯიშიდან შემოდის ყველაზე მეტი ფული არ ვიცი. |
Posted by: Edilson 27 Feb 2020, 00:20 |
გამარჯობა, Foxtrick აღარ აჩვენებს PsicoTSI-ს და თქვენთანაც იგივეა ? |
Posted by: Ronaldo9 27 Feb 2020, 17:00 | ||
17 წლის და 20 დღის თუ რას ნიშნავს ეგ? |
Posted by: კომუნისტ 1 Mar 2020, 12:58 |
Ronaldo9 კი კი არაუმეტეს 17 წლის და 20 დღის ფეხბურთელები |
Posted by: Szpilman 4 Mar 2020, 21:26 |
გამარჯობათ თასის თამაშში მიიღო ყვითელი (მეორე ჯამშ) და ეხლა მიჩვენებს გაწითლებულს, მაინტერესებს ეს ფეხბურთელი რო დავაყენო ლიგის თამაშზე თუ შევძლებ ?? |
Posted by: Alix 17 Mar 2020, 04:02 |
კორონას გამო არ გადაიდო მატჩები? |
Posted by: forum-ge 17 Mar 2020, 21:43 | ||
Alix
კი, ამბობენ 2 თვეში განახლდებაო |
Posted by: DeNiro94 24 Mar 2020, 21:32 |
ფორუმზე ხართ აქტიური მოთამაშეები? |
Posted by: RealMadridZaqro 29 Mar 2020, 19:40 |
გაუმარჯოს ბიჭებს ნაადრევი ბიდი მჭირდება და იქნებ დამეხმაროთ ვინმე :/ Ferdynand Drożyński (405085007) |
Posted by: Vakho_J 29 Mar 2020, 20:29 |
RealMadridZaqro დაგიბიდე DeNiro94 |
Posted by: RealMadridZaqro 29 Mar 2020, 21:07 |
Vakho_J გაიხარე, მადლობა დიდი!: |
Posted by: Fermin 5 Apr 2020, 21:49 |
დღეს ცხოვრებაში მეორედ დავიწყე, 2011-მდე ვთამაშობდი ადრე ძაან ძველი გუნდები მახსოვს, ინტერ თბილისი, მაგალითად ხართ რომელიმე იმ წლებიდან? |
Posted by: SPIRIT CRUSHER 21 Apr 2020, 23:23 |
ქართველი გეიმ მასტერი დაუბლოკიათ სენიორ გეიმ მასტერებს |
Posted by: სერჟანტი 27 Apr 2020, 07:04 |
ჩემი კაი, დღეს 12 წლის გახდა ჩემი გუნდი.... რა დრო იყო, ერთ სეზონზე რამდენიმე 100 გვერდიანი თემა ივსებოდა ხოლმე.... |
Posted by: SPIRIT CRUSHER 27 Apr 2020, 17:09 | ||
სერჟანტი
ადრე ნამდვილად ბევრი თამაშობდა საქართველოში მაგრამ, იმასაც, რასაც ქართველი GM-ები და მათი მოდერები აკეთებდნენ მთელი წლების მანძილზე, აისახა კიდევაც ქართულ ჰეთთრიქზე მესამე ლიგაშიც კი საკმაო ოდენობის ბოტებს შეხვდები უკვე, რომ არაფერი ვთქვათ მეოთხე და მეხუთე დივიზიონებზე ზუსტად მაგის გამო დაბლოკეს ქართველი GM ახლახანს ეროვნულ ნაკრებს და ახალგაზრდულ ნაკრებს ვერ გაეკარებოდი მწვრთნელის რანგში, თუ მაგათი გუნდიდან არ იყავი თვითონ კი თითო კაცი 4-5 გუნდს მართავდა უამრავი არაოფიციალური ფარმი იყო შესაბამისად ლოგიკურია ის, რომ არც აქ და არც თვითონ ჰეთთრიქში არ არის ისეთი აქტიურობა, როგორც ადრე იყო |
Posted by: Vakho_J 1 May 2020, 00:52 |
სერჟანტი მახსოვს შენი გუნდი ))) ეხლა ფულის დაგროვებაზე ვარ გადასული, 200 მილიონამდე მაქვს. შენ რას შვები? |
Posted by: Duff 7 May 2020, 11:22 |
სერჟანტი ჩემი ცამეტს გადაახტა ))) Vakho_J სტაბილურად ვაგროვებ ფინანსებს მეც და იქნება ერთდღეს თავს დავესხმები ჰეთრიქის თასებს |
Posted by: SPIRIT CRUSHER 8 May 2020, 21:12 |
Duff კარგი დრო იყო რომ აქტიურობდი ბორუსია თბილისის დარი გუნდიც რომ აღარაა უმაღლესში გულდასაწყვეტია მაგრამ ჰტ-ს გმ-ებმა და მოდ-ებმა ძაან დაუკარგეს ბევრ ქართველს მუღამი |
Posted by: Alix 8 May 2020, 23:31 |
ხინკალი საბურთალოც აღარ არსებობს |
Posted by: Duff 8 May 2020, 23:45 | ||||
SPIRIT CRUSHER
ეგ არაა ჩემი გუნდი და ისე აქტიურად ვარ თამაშში )) * * *
ჰო ჩემს დროსაც ეგრე იყო ნეტა ? ) მე აქტიურობა და ბუმი მახსოვს ამგ დროს )) |
Posted by: SPIRIT CRUSHER 9 May 2020, 11:14 | ||||
Duff
ვიცი კი
აშკარად არა, მახსოვს ეგ დროც მშვენივრად გმ-ს რომ 5-6 ფარმი ეყოლება (არალეგალური) და ასეთი 5-6 კაციანი სასტავი რომ ტრიალებს ნაკრებ-მოდერაციის გარშემო, მაგიტომაცაა, უკან-უკან რომ წავიდა აქაური ჰტ პ.ს. ისე ზოგადად თვითონ ჰტ-ც მაგრად ურევს განვითარებაზე საერთოდ არ ფიქრობენ |
Posted by: Duff 9 May 2020, 17:47 | ||
SPIRIT CRUSHER
ესეიგი ჩემმა შთამომავლობამ ძღნერი ჭამა ))) |
Posted by: SPIRIT CRUSHER 9 May 2020, 18:45 |
არადა ისეთი თამაშია, რომ საქართველოში ძალიან პოპულარული იქნებოდა, ჯანსაღი გარემო რომ იყოს თამაშში |
Posted by: Duff 9 May 2020, 19:40 |
ამ კარანტინში თუ დრო ვერ იპოვე დაანებო უნდა თავი ))) ტან მე პარალელურად ტროფიმენეჯერსაც ვთამაშობ )) |
Posted by: SPIRIT CRUSHER 9 May 2020, 22:41 | ||
Duff
ჰო მანდ მეც ვარ გადასვლა-გადმოსვლა არ მაინტერესებს ინფრასტრუქტურის 100% გაუმჯობესება მაქვს ჯერ გეგმა რაც შეეხება ჰტ-ს და კარანტინში დაბრუნებულ მენეჯერებს, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან საკმაოდ სერიოზული სტატისტიკა დაიდო. ჩვენთან არ მგონია, რა ვიცი |
Posted by: Duff 9 May 2020, 23:04 | ||
SPIRIT CRUSHER
შეილება აქაც მომატებულია |
Posted by: SPIRIT CRUSHER 10 May 2020, 11:18 | ||
Duff
არ მჯერა |
Posted by: Duff 10 May 2020, 17:17 |
იემდია მოიმატებს, მაინც ვიტოვებ იმედს )) |
Posted by: SPIRIT CRUSHER 10 May 2020, 21:28 | ||
დაბრუნდი გმ-დ და შექმენი ჯანსაღი გარემო |
Posted by: Duff 15 May 2020, 10:44 | ||
SPIRIT CRUSHER
დრო არა მაქვს ამგდენი ნამდვილად |
Posted by: SPIRIT CRUSHER 15 May 2020, 12:50 | ||||
ცუდია |
Posted by: hattrick 25 May 2020, 19:06 |
Ai ra mindoda prosta ratom shevyavi tavi... Amdeni weli davisvene ht-gan da exla isev narkomanivit dalomkili davdivar |
Posted by: Guram@@ 26 May 2020, 14:12 |
მე თავს ვიკავებ არადა მქონდა მაყუთი საკაიფოდ |
Posted by: MAKIAVELI_ 26 May 2020, 20:59 |
ეს კიდევ არსებობს ? ბავშვობაში ვთამაშობდი მახსოვს. |
Posted by: hattrick 28 May 2020, 23:51 |
Archevnebshi vin monawileobt??? |
Posted by: king888 17 Jun 2020, 10:05 |
გამარჯობათ როგორც დამწყებ მოთამაშეს ხომ ვერ ამიხსნით ჰაოს როგორ აყენებთ ბევრი ვცადე და ვერ გადმოვწერე თუ არ დამზარდებით იქნებ ამიხსნათ??? აქ პორველ გვერდზე კი არის მოცემული ინსტრუქცია მაგრამ ვერ გავერკვიე... ჯავა კი გადმოვწერე და მეორეში ვერ გავერკვიე... |
Posted by: კომუნისტ 19 Jul 2020, 23:59 |
გუნდი დავშალე და დემნა ლიპარტელიანი არავის გინდათ? შედარებებში რაც აქვს გაცილებით იაფად ვყიდი. FuriousLaddies უმაღლესში ვარ, 14/10/14/14 სკილებით. |
Posted by: Bergkamp 28 Jul 2020, 16:20 |
რა დონეზეა ჰეთრიქი, ვართ ხოდზე ქართული გუნდები? რა დროა აღარ მითამაშია. |
Posted by: hattrick 2 Aug 2020, 12:14 |
Bergkamp ისეთი განვითარდით რომ მსოლფლიო დავიპყარით დიდი ნაკრებით და ახალგაზრდულით :დ ვბუქსაობთ ერთ ადგილას |
Posted by: Ve()_Fobos 23 Aug 2020, 19:44 |
ნეტავ თუ მოუვათ ჰეთთრიქის ბოსობას თავში იდეა რომ ტოპ მდიდარი კლუბების ჩამონათვალი არ იყოს მხოლოდ მხარდამჭერის ფუნქციაში საინტერესოა მდიდარი გუნდების როგორც ქართული ისე გლობალური ჩამონათვალი |
Posted by: Ronaldo9 3 Sep 2020, 16:24 |
ფეხბურთელის გამწვრთნელების კალკულატორი სად შეიძლება ინახოს? ანუ რამდენი გამოცდილებით რამდენი დაჯდება მისი მწვრთნელობა |
Posted by: SCHWARZENEGGERA 6 Sep 2020, 20:41 |
აუუ ხალხო აქ ხართ? დამეხმარეთ რა ისევ განვაახლე ჰეთთრიკის თამაში დაცვითი გუნდისთვის როგორი ტრენერია კარგი? |
Posted by: Pazzini 6 Sep 2020, 23:47 | ||
Ronaldo9
http://ht.alergromania.ro/tools/player-into-coach-cost/ ევროებშია და ლარში რომ გადაიყვანო ორზე უნდა გაამრავლო (ჰეთთრიქის კურსით ) SCHWARZENEGGERA თუ ეხლა იწყებ, მეშვიდე დონის (კარგი, Solid) მწვრთნელი აიყვანე მესამე დონის (Poor, ცუდი) ლიდერობის უნარით, რომ ვარჯიშის ეფექტი მაქსიმალურთან მიახლოვებული მიიღო, დანარჩენი (შემტევი/დაცვითი) მეორეხარისხოვანია, რგოლებზე ახდენს ეს ზეგავლენას და თავიდან მთავარია 10 მცველი ავარჯიშო და ფული იშოვნო. |
Posted by: Masha_Sharapova 7 Sep 2020, 17:41 |
Pazzini ვა, შენც თამაშობ? რა ჰქვია შენს გუნდს? |
Posted by: Pazzini 7 Sep 2020, 18:04 | ||
Masha_Sharapova
ახლიდან დავრეგისტრირდი, 3 წელი დანებებული მქონდა. GeoFighter 2020, სადღაც მეოთხე დივიზიონში, ჯერ-ჯერობით. შენი გუნდის სახელიც გამოუშვი, ვუგულშემატკივრებ შორიდან. |
Posted by: Master_N1 7 Sep 2020, 22:27 |
კარგია, ხალხი კიდევ თამაშობს ამას |
Posted by: Masha_Sharapova 8 Sep 2020, 11:37 |
Pazzini dream theater georgia ჰქვია ჩემს გუნდს, მეც ქვემოთ ვარ ჯერჯერობით, აგერ მასტერისგან განსხვავებით )) |
Posted by: SCHWARZENEGGERA 8 Sep 2020, 14:07 | ||||
ოქეი დავითირე დავლოდები განვიათარებას 30 მილიონამდე დავხარჯე გუნდი სრულიად მოვხოდე დალშე 80 მილიონი დამრჩა დიდი მადლობა ბიჭებო თუ რამე შეგაწუხებთ ხოლმე |
Posted by: Masha_Sharapova 8 Sep 2020, 17:31 |
SCHWARZENEGGERA არ მოგერიდოს )) |
Posted by: LUNATIKI 8 Sep 2020, 17:34 |
ვახ აქ კიდევ ხართ კაცო? )))))))))))) ხო მეც ვთამაშობ............... |
Posted by: Pazzini 8 Sep 2020, 18:21 |
სხვათაშორის, საკმაოდ წინ არიან წასულები ბოლო პერიოდში. ძრავიც გაცილებით დახვეწილი ჩანს, რგოლების ვიზუალიზაცია, მენ მარკინგი და ა.შ. თან, როგორც დაწერეს, დიდი ხნის პაუზის შემდეგ, გასულ წელს უფრო მეტი მენეჯერი შემოუერთდა თამაშს, ვიდრე გაბოტდა. ერთადერთი, ეს უაზრო გასართობი ტურნირები, ლედერები და დივიზიონის ომები მიშლის ნერვებს და ჯერ ვერ მივაგენი საიდან გამოვიდე ყველადან ერთიანად, მემგონი არცაა შესაძლებელი. Masha_Sharapova იმედია ისე გაცოცხლდება აქაურობაც როგორც ადრე, და პირველ პოსტში ფორუმელებს და მათ გუნდებსაც ჩამოვწერთ. |
Posted by: SCHWARZENEGGERA 8 Sep 2020, 21:59 | ||
* * * დადეთ აბა თქვენებიც |
Posted by: SPIRIT CRUSHER 15 Sep 2020, 19:35 |
SCHWARZENEGGERA რა გუნდით ხარ? ტიტულები კი გქონია დაბალი ლიგების ბლომად |
Posted by: ranhh 18 Sep 2020, 14:01 |
მეხუთე დივიზიონის გაუქმებას არ აპირებენ? გუნდების 95 % ბოტია მეტი თუ არა |
Posted by: Pazzini 18 Sep 2020, 14:31 | ||
ranhh
არამგონია, პატარა ბიძგი უნდა და ისევ მოგროვდება ის რაოდენობა, რომელსაც 4 დივიზიონი არ ყოფნის. |
Posted by: ranhh 18 Sep 2020, 15:54 | ||
სადღაც 10 წელია ჰატრიკს ვთამაშობ და რავი, რაც თავი მახსოვს სულ ესეთი სიტუაცია იყო.ძალიან ცოტა დაიტნერესებაა ქართულ კომუნაში.4 დივიზიონი ,რომ იყოს კონკურენციაც უფრო გაიზრდება. |
Posted by: Pazzini 19 Sep 2020, 17:00 | ||
ranhh
1000-ზე მეტი აქტიური მენეჯერი იყო საუკეთესო დროს, როგორც მახსოვს. სადღაც 700-მდე მენეჯერს ეყოფა 4 დივიზიონი, ასე რომ არაა შეუძლებელი ამ რაოდენობის დაბრუნება. |
Posted by: SPIRIT CRUSHER 19 Sep 2020, 20:24 |
ქართველი GM-ების და მოდერების დამსახურებაა ვინაიდან ხალხს მოტივაციას უკლავენ ნაკრებ გუნდებში მხოლოდ თვითონ არიან მწვრთნელ-სკაუტები თავიანთი არალეგალური ფარმ–კლუბების ფეხბურთელებით ყავთ დაკომპლექტებული ნაკრები შედეგი სახეზეა, არავის სურს ეგეთ გარემოში თამაში |
Posted by: Pazzini 20 Sep 2020, 15:01 | ||
კარგი რა. ნაკრებისთვის თამაშობს 5%, მთავარია სტრატეგიულ-ტაქტიკურად რა შეგიძლია ეგ აჩვენო შენი გუნდით. და ნაკრებსაც თუ გამოადგება შენი აღზრდილები + შენი ცოდნა და გამოცდილება, ეგ ბონუსი იქნება. |
Posted by: MegaBit 21 Sep 2020, 19:49 |
სალამი, მოვუბრუნდი ჰეთრიკს და რაღაცების გახსნებეა მინდა. მოკლედ ამ ეტაპზე მინდა ფულის შოვნა და დავიწყე ნახევარმცველების ვარჯიში. ვიყიდე 6 ფეხბურთელი, 7-ნახევარდაცვის სკილით, 17 წლის და 30 დღემდე ტიპები. 3-ს ლიგის მატჩებში ვავარჯიშებ 3-ს ამხანაგურებში. ხოდა რა მიანტერესებს, ნახევარდაცვა კაი ავუწიე და პასის სკილი როგორ უნდა მოვუმატო? 3-5-2 წყობით ვათამაშობ |
Posted by: SPIRIT CRUSHER 21 Sep 2020, 21:51 |
Pazzini ეგრე ჯიგარსონ ეგრე რასაც ვწერ სამწუხაროდ რეალობაა რამდენი გუნდი დაიბლოკა ამ ბოლოს ქართულ ჰეთთრიქში იცი? რამდენი ფარმი იყო იცი? |
Posted by: Pazzini 21 Sep 2020, 22:28 |
SPIRIT CRUSHER და რას გიშლის ფარმი. თუ ნაკრების კაცს ავარჯიშებენ და ნაკრების საქმე კეთდება, რა არის პრობლემა. და თუ იცი, რომ ვინმე მერე თანხას ქაჩავს თავისთან, რეპორტი მარტივად და მოგვარდება. ანუ პრობლემის შინაარსი რა არის, ვერ ჩავწვდი. * * * MegaBit პარალელურად ვერ მოუმატებ, შეგიძლია რაღაც პერიოდის მერე, სიტყვაზე 12-ზე რო აუყვან მაგათ ნახევარდაცვას, გადართო პასზე. ან გაყიდო, და მხოლოდ ნახევარდაცვა ავარჯიშო ხოლმე. მზა რეცეპტების არ მჯერა, პატარა კვლევა უნდა ქნა, ნახო თულებით დაახლოებით რა ასაკში რა სქილი ექნებათ, შემდეგ საბაზრო ფასებს გადახედო. შემდეგ პასის მომატების შემთხვევაში რა ფასად გაყიდი და რა დრო დაჭირდება, და შედეგების მიხედვით გადაწყვიტო. ცოტა კი საწვალებელი ეს გზა, მაგრამ ეგაა ჰეთთრიქის მუღამი, რომ გრძელვადიანი გეგმა დასახო სწორად და მიყვე. და კიდევ ერთი, ნახევარდაცვას ფლანგებიც ვარჯიშობენ, მართალია 50% იანი ეფექტი ხვდებათ, მაგრამ არამგონია წყალში გაშვებას არ ჯობდეს შედარებით სუსტი სავარჯიშოების მანდ დაყენება და გაზრდა. |
Posted by: MegaBit 21 Sep 2020, 22:53 | ||
Pazzini
ეგაა მადლობა |
Posted by: SPIRIT CRUSHER 22 Sep 2020, 17:17 | ||
Pazzini
თამაშის წესების თანახმად 1 ადამიანს შეუძლია ყავდეს 1 უფასო გუნდი, სხვა შემთხვევაში საპორტერი და შესაბამისი რეგულაციები ეს ჯიგრები კიდევ 1 აიპიდან 10 გუნდით თამაშობენ : )) |
Posted by: Masha_Sharapova 22 Sep 2020, 18:46 | ||||
SPIRIT CRUSHER
და მერე რატომ დაიბლოკა, ხომ იცი? შენი საჩივრების გამო ვაფშე რაღას შემოდიხარ კიდევ და პოსტავ ამ თემაში, ჩვეულებრივი პერსონა ნონ გრატა ხარ ქართული კომუნისთვის 12 წელია ჰეთთრიკს თამაშობ და მესამე ლიგას ვერ გაცდი, რაც უკეთ გამოგდის, ის გააკეთე * * * SPIRIT CRUSHER
ჯერ ერთი, „არ თამაშობდნენ" - ეგ იყო გასაბოტებლად მიყრილი გუნდები, რომლებიც მენეჯერებმა მიატოვეს, ზოგს დრო არ ჰქონდა, ზოგმა ბოლომდე ვერ გაუგო და მრავალი მიზეზი. მაგ გადარჩენილ გუნდებში ფარმები ვარჯიშობდნენ და ნაკრებს ასე თუ ისე ეხმარებოდნენ, არავინ მანდ ფულს არ ქაჩავდა და ერთმანეთში ტრანსფერებს არ აკეთებდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მეინ კლუბებსაც დაუბლოკავდნენ. ახლა თითო კლუბი დაუტოვეს ყველას და ნაკრები დარჩა დიდ სირზე/ |
Posted by: Pazzini 22 Sep 2020, 19:10 |
დიდი ამბები ყოფილა აბა. მსგავსი გუნდები, დარწმუნებული ვარ, სხვა ქვეყნებშიც ყავთ და ამუშავებენ ნაკრებზე. ანუ მაგ საზომითაც უკან დავრჩით. |
Posted by: SPIRIT CRUSHER 22 Sep 2020, 19:15 | ||
დარწმუნებული ხარ მაგაში? |
Posted by: Masha_Sharapova 23 Sep 2020, 13:34 | ||
SPIRIT CRUSHER მე რომ დავიწყე, უკვე გყავდა სვარჩიკი და 11 წელი გადის, რაც ჰეთთრიკში ვარ Pazzini
როგორ არ ჰყავთ, აბა მასეთ მონსტრებს ტიტულისთვის მებრძოლ გუნდებში ვერ გაზრდი/ |
Posted by: SPIRIT CRUSHER 23 Sep 2020, 14:06 | ||
Masha_Sharapova
და მერე დარწმუნებული ხარ, რომ მე ვთამაშობ ამ თამაშს ან ეგ 11 წელი ვთამაშობდი? |
Posted by: Masha_Sharapova 23 Sep 2020, 18:39 |
SPIRIT CRUSHER ნუ გვაბოლებ სპირიტ, გიცნობთ 10 წელია რადიო რეპორტაჟები მიგყავდა დაჟე ჰეთთრიკის მატჩების, შენ და მშინდელ ჯიემს/ მეილზეც კი მომდიოდა ხოლმე შენგან ათასი სპამი სახელი და გვარიც ვიცი შენი, თუ გინდა პმ გეტყვი, აქ არ დავწერ... რავი, ათასი რაღაც შემიძლია კიდევ ვთქვა სპამერობით ნაკრების მწვრთნელის არჩევნებში რომ გაიმარჯვე და სპამერობა დაგიმტკიცეს და მოგხსნეს, მას მერე ხარ დაბოღმილი! |
Posted by: SPIRIT CRUSHER 23 Sep 2020, 19:42 |
Masha_Sharapova ძალიან ცდები მგონი ერთი დეკადაა აღარ ვთამაშობ |
Posted by: Ve()_Fobos 23 Sep 2020, 21:50 | ||
მე ორჯერ მახსოვს მსგავსი პრეცედენტი რაც ამ თამაშს ვთამაშობ, პირველად შორეულ წარსულში და მერე სამართლიანად გახდა bekan მწვრთნელი, ჩემი აზრით ყველა დროის ყველაზე ძლიერი ქართველი მენეჯერი რომელიც მაგრად დააკლდა ამ თამაშს ფარმების გამოაშკარავებას რაც შეეხება, ყველაზე მეტად ჩვენს ისედაც არაკონკურენტუნარიან ნაკრებზე აისახება, აქ ეროვნულ ნაკრებზეა ლაპარაკი, რომლის საქმეც ისევ ქართველმა გააფუჭა, აქ ხომ რაციონალური მიზეზი არ არსებობს, გარდა ვიწრო პირადი ბოროტი ინტერესისა, მაგრამ ეს ხომ საქართველოა, ციხე ყოველთვის შიგნიდან ტყდება |
Posted by: RAULA 25 Sep 2020, 00:52 |
ბიჭებო გამძლეობა როცა მუდმივად ეცემა რისი ბრალი შეიძლება რომ იყოს ?? |
Posted by: Pazzini 25 Sep 2020, 11:26 | ||
ასაკი და უთამაშებლობა, ეს ორი ძირითადად. სხვა მხრივ ეს ფაილი გამოგადგება, შეიყვანე მონაცემები ფეხბურთელის და გაჩვენებს საითკენ მისი გამძლეობა: https://docs.google.com/spreadsheets/d/1xSSL1WE-7zVviajtRYDsIsqjWLUw1gpfvG37wqo56uo/edit |
Posted by: RAULA 25 Sep 2020, 22:34 |
Pazzini ხო უფრო ბებრები მყავს გუნდში და მადლობა ძმაო |
Posted by: Masha_Sharapova 26 Sep 2020, 20:36 | ||
Ve()_Fobos
მაგ შემთხვევაზე ვეუბნები ზუსტად )) პირდაპირ ლინკებს უგზავნიდა მენეჯერებს, ყველას პირადში მისდიოდა ფოსტაზე და ლინკს რომ აკლიკავდი, სპირიტას აძლევდი ხმას არჩევნებზე მერე მოხსნეს და დაიკარგა ჰეთთრიკიდან, მაგისი სვარჩიკ(ებ)ი (რამდენი ჰყავდა, კაცმა არ იცის) გაბოტდა. ცოტა ხნის წინ დაბრუნდა, რაღაც კომუნების შეკრება დაიწყო, ეს თემაც გახსნა, ვიაქტიუროთო, მერე ისევ ნაკრების მწვრთნელობა მოუნდა და რომ მიხვდა, მაგისი მენეჯერობა მინიმუმ ეჭვს იწვევდა, ასეთი ამბავი დაგვმართა და ფაქტობრივად 3-4 სეზონში უბანძესი ნაკრები გვეყოლება/ ახლა მე მეუბნება, სხვაში გეშლებიო, რა მეშლება, მაგისი ყველა გაფაჩუნება ვიცი ჰეთთრიკში )) |
Posted by: achi-anchabeli 29 Sep 2020, 10:31 | ||
ვინმემ ამიხსენით რატომ არ ღირს 23 წელზე უფროსი ასაკის ფეხბურთელის ყიდვა მაგალითად თავდამსხმელის პოზიციაზე, როდესაც დაცვას ავარჯიშებ? გასაგებია რომ ასაკოვანი ფეხბურთელების უნარები ეცემა მაგრამ რატომ გადავიხადო მაგალითად 24 წლის თავდამსხმელში ბევრი მილიონი, როცა შემიძლია ერთ მილიონად ასაკიანი თავდამსხმელი ვიყიდო და ერთი-ორი სეზონი კარგად გამოვიყენო? კიდევ რამე არგუმენტი არსებობს გარდა უნარების დაცემისა? |
Posted by: Pazzini 29 Sep 2020, 11:56 |
achi-anchabeli ნებისმიერი მსგავსი 'წესი' სისულელეა. ელემენტალური საწყისები უნდა იცოდე თამაშის (ასაკიანის უნარების მოსალოდნელი კლება როგორი გექნება, ტრავმის მკურნალობის ეფექტიანობა და ა.შ.), და შემდეგ საბაზრო ფასების მიხედვით უნდა გადაწყვიტო. პირობითად, თუ 2 სეზონით გინდა ფეხბურთელი, შეილება გიღირდეს უფრო მეტის გადახდა და 27 წლის ტიპის ყიდვა, რადგან 2 სეზონში თითქმის უდანაკარგოდ გაყიდი. მაგალითს ვამბობ, ყველა ინდივიდუალური შემთხვევა კარგად უნდა გამოიკვლიო ბაზარზე და შემდეგ გადაწყვიტო. ეგეთი 'წესები' დამწყებებისთვის უფროა, სანამ თამაშის პრინციპებს ისწავლიან, მთელი ფინანსები რომ არ გაანადგურონ. შემდეგ, როცა დეტალებში ეცნობი სახელმძღვანელოს და არანაკლებ მნიშვნელოვან - დაუწერელ სახელმძღვანელოს, + პრაქტიკაში ხედავ რაღაცებს, მაგ 'წესებისგან' თავისუფლდები და რაც სწორად მიგაჩნია, იმას აკეთებ კონკრეტულ გათვლებზე დაყრდნობით. |
Posted by: MegaBit 5 Oct 2020, 01:08 |
რანაირად წავაგე ეს თამაში უბრალოდ ვერ ვხვდები, 4 კაცი ყავდა ნახევარდაცვაში რომელიც 22-30 წლისაა და დიდი TSI აქვს დანარჩენი არ ვიცი, მეკარს საერთოდ 0 აქვს TSI, დანარჩენს 90 10 და მასე, 36-39 წლის ტიპები სულ. რავი, რა ალგორითმია ამისთანა, კაი ცნეტრი წავაგე იმ 4 ტიპის ხარჯზე მარა როგორ 1 გოლი მანც როგორ ვერ გავუტანე ამხელა მაჩვენებლით? ანუ რა გამოდის 4 კარგი იგროკი იგებს თამაშს? P.S გასვლაზეა ჩემი მაჩვენებლები |
Posted by: Pazzini 5 Oct 2020, 02:07 | ||
MegaBit
ესენი დაიკიდე, მთავარია საბოლოოდ რა რგოლებს დებს. სავარაუდოდ, სპეცით გაგიტანა, რაც იდეაში ხდება და რთულია გამორიცხო. თან რგოლებზე არაა დამოკიდებული უმეტესწილად. მეორე მხრივ შენც უნდა გაგეტანა, 2-3 რეგულარული მომენტი გეკუთვნოდა მაგ ფლობაზე, და თავისუფლად შეილებოდა ყველა გოლით დასრულებულიყო. მაგრამ ძალიან იშვითად ხდება და არ გადის. პირობითად, 100 თამაშიდან ერთხელ ამოხტება ეგეთი. ისევე როგორც რეალურ ფეხბურთში. P.S. თუ კონტრს არ თამაშოbდი, ეგეთ დროს ყოველთვის კონტრით გადი. მინიმუმ 2 მომენტს წამოიღებდი დამატებით. |
Posted by: MegaBit 5 Oct 2020, 10:05 | ||
Pazzini
გასაგებია, მადლობა გავითვალისწინებ ამის შემდეგ ასეთი შემთხვევები რო მექნება |
Posted by: Pazzini 5 Oct 2020, 11:56 | ||
MegaBit
ჩემი ფავორიტი ტაქტიკაა, ცენტრს როცა უმოწყალოდ ვაგებ. მითუმეტეს შეტევაში და დაცვაში ეგეთი უპირატესობის შემთხვევაში, იდეალურია. |
Posted by: MegaBit 5 Oct 2020, 20:07 |
Pazzini კიი მართალია, თავის დროზე ვერ ვიმოზგავე მაგდენი არ მეგონა მაქამდე თუ მივიდოდა საქმე, მარა კაი გაკვეთილი გამოდგა |
Posted by: Masha_Sharapova 6 Oct 2020, 13:30 |
MegaBit თამაშის ID დადე აბა? |
Posted by: MegaBit 6 Oct 2020, 21:08 |
Masha_Sharapova 666755396 დასაწყისი აქვს ID-ს ისეთი, ეგრევე უნდა მესქესა რო რაღაც ნიტოდ წავიდოდა |
Posted by: Pazzini 7 Oct 2020, 01:22 | ||
40%-იან ფლობაზე მარტო ერთი რეგულარული მომენტი მოგცა 73%-იანში, და ისიც არ გავიდა... მოკლედ ძაან არ გაგიმართლა. მეტოქემ პირდაპირი ჯარიმით გაგიტანა, უნდა ვივარაუდოთ, რომ შენს მეკარეს დაბალი სტანდარტულები აქვს, თუმცა რაც არ უნდა იყოს, სერიოზული უიღბლობის შედეგია საბოლოო ანგარიში. ნებისმიერ შემთხვევაში, კონტრი აუცილებლად გამოიყენე, როცა ცენტრს ეგრე აგებ და დანარჩენ რგოლებში კარგად ხარ. |
Posted by: MegaBit 7 Oct 2020, 10:12 |
Pazzini გამოვიყენებ აუცილებლად დაჟე ეხლა უკვე მუღამი მაქვს ისევ გამეჩითოს ასეთი პონტი რო დავტესტო |
Posted by: Masha_Sharapova 14 Oct 2020, 14:07 |
Pazzini ოჰო, სკაუტად მოგვევლინე ეროვნულ ნაკრებში? |
Posted by: MegaBit 14 Oct 2020, 18:21 |
668241477 თასის თამაში იყო და დიდად არ მაინტერესებდა შედეგი, მარა ესე უმოწყალოდ უნდა წამეგო ვითომ? ზამენა ნახევარდაცვა მეყენა და ვჯობნიდი მაინც + დაცვაშიც ძირითადის 3 კაცი დაემტვრა და გოლი მაინც ვერ გავუტანე ფლანგებიდან შეტევას იყენებდა და მაინტერესებს ასეთ დროს რა შეიძლება დავუპირისპირო |
Posted by: Pazzini 15 Oct 2020, 02:16 | ||||||
Masha_Sharapova
კი, არ ვთქვი უარი შემოთავაზებაზე, მიუხედავად იმისა, რომ არც სკაუტინგის გამოცდილება მაქვს და ბოლომდე ჯერ არც ვიცი რა მევალება. იმედია დავეხმარები ნაკრებს ღირსეულ გამოსვლაში, პირველი ტურის ჩეპეს მერე გასვლის თეორიული შანსიც ნაკლებად გვაქვს ალბათ. MegaBit
არა, უმეტესობა ასეთ თამაშს მოიგებ კიდეც, მაგრამ დაახლოებით ისეთი უიღბლობაა, როგორიც მეტოქეს ტრავმების შემთხვევაში მოსვლია. 3 კაცი ერთ თამაშში ძაან ბევრია.
ფლანგებიდან შეტევა უბრალოდ გარდაქმნის რამდენიმე ცენტრალურ შეტევას ფლანგის შეტევად. ამ შემთხვევაში მეტოქეს ცენტრიდან უფრო ქონდა უპირატესობა, შესაბამისად ცალსახად გაუმართლებელი იყო მაგ ტაქტიკით თამაში მისი მხრიდან. |
Posted by: MegaBit 15 Oct 2020, 12:45 | ||
Pazzini
რავიცი სახე კი გამაძრო და.. არ ველოდი ნაღდად წაგებას, ანუ მეორე შემთხვევაა უკვე როცა მგონია რო 100% მოვუგებ მაშინ ვაგებ. ამიტომ მაინტერესებს მე ხომ არ ვუშვებ შეცდომას და ამის ხარჯზე მიგებს. ან რგოლებს ვერ ვანაწილებ წესიერად ან რავი, მეტი რა უდნა მექნა... |
Posted by: Masha_Sharapova 15 Oct 2020, 17:07 |
MegaBit Seni მოსაგები იყო 90%, ის 10-იც ვთქვათ, რენდომი იყო და ეგრეც დაგიჯდა/ |
Posted by: MegaBit 15 Oct 2020, 21:28 |
Masha_Sharapova ამის რენდომაიზერი ვატირე მე არაუშავს, ჯერ მაინც ფულის მოგროვებაზე ვარ და სანამ რამეზე გავიწევ კი ვისწავლი მანამდე ტაქტიკებს 130 მილიონიანი გუნდი გამიბოტდა, აღარც მეგონა თუ მოვუბრუნდებოდი ოდესმე მარა სასწაულ მუღამზე ვარ, ნეტა პროსტა შემოვსულიყავი ხოლმე და არ გამებოტებინა |
Posted by: Masha_Sharapova 18 Oct 2020, 15:54 |
MegaBit მაშინ მალე აბოტებდნენ, ახლა ვადა გაზარდეს, მგონი 7 კვირაა/ |
Posted by: MegaBit 19 Oct 2020, 20:04 |
ამხანაგური გასვლითი მატჩებიდან შემოსავალი იყოფა როგორც თასის თამაშებზე თუ სულ ოპონენტს რჩება? აღარ მახსოვს როგორ იყო, მგონი იმიტო უნდა ვიარო გასვლებზე ამხანაგურებში რო მერე სახლი როცა მომიწევს მეტი მაყურებელი მოვიდეს სწორად მახსოვს? თუ ვურევ რაღაცას |
Posted by: Pazzini 20 Oct 2020, 00:53 | ||
MegaBit თანაბრად იყოფა. შესაბამისად, თუ უფრო დიდი ფანკლუბის მქონე გუნდს ეთამაშები, გასვლა ჯობია. თუმცა, ასეც და ისეც მინიმალურია ამხანაგურიდან შემოსავალი.
არანაირ კავშირში არაა ლიგის დასწრებასთან ამხანაგურის გასვლა-სახლი. |
Posted by: MegaBit 20 Oct 2020, 01:09 |
Pazzini გასაგეეებ, მადლობა |
Posted by: Alix 20 Oct 2020, 05:22 |
გუნდი გამიუქმეს კი მეკიდა უკვე და 2 წლის წინ მეორედ დაწყების შემდეგ ერთ წელიწადში ისევ მივატოვე, მაგრამ ძალიან გული დამწყდა ახლა რომ ვნახე. თან 100 მილიონი მქონდა სადღაც. ახლიდან შევქმნიდი, მარა ფსიქოლოგიურად მოქმედებს 100-მილიონიანი გუნდი რომ გყავდა და გაგიბოტდა. წარმატებები ყველას, ძალიან მიყვარს ეს თამაში და ცუდია, რომ ვერ ჩავუჯექი. 2010 წლიდან ვთამაშობდი პ.ს. ვერანაირად აღვადგენ ისე, ხო? |
Posted by: sikete 20 Oct 2020, 11:45 |
Alix წნორის მილანი დააარსე და ისე გამოდი მასტერსზე (Y) |
Posted by: Alix 20 Oct 2020, 13:56 | ||
მაქსიმუმ საქართველოს თასის მერე რომ სხვა თასებია, მანდ გავიდე |
Posted by: MegaBit 20 Oct 2020, 19:57 |
Alix ზაიმნა ნეტა შეიძლებოდეს აღდგენა 130 მილიონიანი გამიბოტდა |
Posted by: Alix 21 Oct 2020, 01:55 |
MegaBit რა პონტია, აღდგენის უფლება უნდა გქონდეს რა პ.ს. ჩემი გუნდი შეგიძლიათ ნახოთ? წესით სახელი არ შეეცვლებოდა ჯერ. F.C. Old Tbilisi. ისე ვუგულშემატკივრებ ხოლმე, სანამ ბოტია |
Posted by: sikete 21 Oct 2020, 12:42 |
Alix პროსტა რა უნდა გვთხოვო, რომ არ გიჯიგროთ <3 ბოტებშიც ბოლო ადგილზე რომ იქნები https://ibb.co/DKMGr40 |
Posted by: Alix 21 Oct 2020, 13:31 |
sikete შემადგენლობაც ჩამიგდე მერე |
Posted by: sikete 21 Oct 2020, 14:07 |
Alix ცრემლები არ დამანახო! https://postimg.cc/v18Fhm6G ბიჭო, მურღულას 23-ში დაბადების დღე აქვს და არ დაგავიწყდეს შარშანდელივით. ფენოვანები და ფანტები დაითრიე, მზიურში მოვსხდეთ <3 |
Posted by: კომუნისტ 22 Oct 2020, 18:00 | ||
MegaBit
აუფ, ტეხავს. პირველი გუნდი მეც გამიბოტდა, ოღონდ 2012 წელს ახლა ისევ ფულის მოგროვებაზე ვარ, 100+ ლიმონი და სავარჯიშო მცველები. |
Posted by: MegaBit 22 Oct 2020, 19:48 |
კომუნისტ მეც ფულის მოგროვებაზე ვარ ისევ, ნახევარმცვებელს ვავარჯიშებ. აუ 130-ად ეხლა კაი კამანდას შევკრავდი და ვიკაიფებდი ჩემ პონტში იმდენი ხანია არ მითამაშია ეს ფარმაობაც მისწორებს მე, პროსტა მაშინდელივით აღარ მივქარავ და აღარ გავაბოტებ სულ რო შევეშვა თამაშს კვირაში 1-ხელ მაინც შევალ რო არ გაბოტდეს მარა ეხლა ისე ვარ რო დღეში ერთი 10-ჯერ შევდივარ, ადრინდელივით შევჯექი |
Posted by: კომუნისტ 23 Oct 2020, 12:50 |
MegaBit ვერ შეკრავდი მაგ კუშად, მე მქონდა მაგაზე ბევრი + 4 გაზრდილი დეფორი. 3 ახალგაზრდულ გამოვლილი იყო, მაგრამ მე-3 თუ მე-4 ზე გავედი უმაღლესში და თასი ნახევარ ფინალი წავაგე. ანუ, საჩემპიონოს ვერ შეკრავდი-მეთქი, თორემ ისე კი გაგისწორდებოდა რა თქმა უნდა და უმაღლესშიც რამდენიმე სეზონი დარჩებოდი. ძააან ავარდნილია ფასები, ლარი გაუფასურდა |
Posted by: MegaBit 23 Oct 2020, 20:24 |
კომუნისტ ხო ანუ უმაღლესზე არც მაქვს პრეტენზია პროსტა ეს ფარმის სტატუსი რო მოვიხსნა ეგ მინდა ერთი ორი სეოზნი მაინც და რაღაც თასი დადო თაროზე რა 100 მილიონად კი შეძლებ მაგას მგონი, მეორე და მესამე დონის თასები როა მაგას მაინც ეყოფა და 3-2 დივიზიონებიც შეიძლება დადო |
Posted by: კომუნისტ 24 Oct 2020, 01:39 |
MegaBit ააა, კი, მაგას თავისუფლად იზამ. |
Posted by: Masha_Sharapova 26 Oct 2020, 10:35 | ||
თაროზე როგორც კი რაღაც თასი ჩნდება (ქვედა ლიგების არა) ეგრევე მოტივაცია იმატებს, ახალი გინდება )) |
Posted by: Adza 14 Nov 2020, 10:31 |
დარჩით კიდე ვინმე, ძველებიდან ? :დ :დ პ.ს. მდიდრების სია დადეთ რა |
Posted by: MegaBit 27 Nov 2020, 12:43 |
რა მაინტერესებს, "ნახევარი ძალით" თამაშის დროს უბრალოდ ცენტრი მაკლლდება თუ ყველა სხვა კომპონენტში მოუკლებენ თამაშისას? მიინდა განწყობა ავწიო და სეზონის მატჩი ვგლიჯო და რამე არ მივქარო ან ნახევარი ძალის დროს |
Posted by: Pazzini 27 Nov 2020, 15:09 |
MegaBit ცენტრი მხოლოდ. ეს გამოიყენე: http://ht.alergromania.ro/tools/team-spirit-organizer/ |
Posted by: MegaBit 27 Nov 2020, 16:25 |
Pazzini მადლობა <3 |
Posted by: MegaBit 29 Nov 2020, 13:40 |
------------------------------------------------------- |
Posted by: MegaBit 6 Dec 2020, 21:53 |
ამ ნახევარი ძალით თამაშზე ისეთი შთაბეჭდილება მრჩება რო ცენტს გარდა კიდე მალკდება რამე, აი ძლივს მოვუგე ბოტს რომელსაც უპრობლემოდ ვუგებდი. + სახლში მქონდა თამაში ნახევარი ძალით თამაშზე ცენტრი 70/30 ზე იყო + მარა 1 გოლი ძლივს გავიდა ისიც ჯაარიმიდან და მომენტებიც პაჩწი თანაბრად გვქონდა გუნდის განწყობა მაქვს გაღიზიანებული (3) და აწევა მინდა, ბოლო თამაშზე რომ სეზონის მატჩი ვაჯახო და თუ მოვიგე ლიგასაც ვიგებ ხოდა როგორ მოვიქცე გავურისკო კიდე ერთ ბოტტან იგივე? გასვლა მიწევს |
Posted by: Pazzini 8 Dec 2020, 01:14 | ||||
MegaBit
ოფიციალურად ვიცით, რომ მხოლოდ ცენტრზე მოქმედებს. დანარჩენი დამთხვევის ამბავია.
გააჩნია. ბოტები გაცილებით ძლიერები არიან დამწყები გუნდებისთვის ვიდრე ეს ადრე იყო, მაგრამ ერთი უზარმაზარი პლიუსი გვაქვს - რაც დავაკვირდი არასდროს ცვლიან განლაგებას, და რგოლებსაც თითქმის ზუსტად იდენტურს დებენ. ნახე Preview-თი რა რგოლებს უნდა ელოდო (ყურადღება მიაქციე სახლი/გასვლის თემას მანდ, ცენტრი განსხვავებული ექნება თუ პირობითად სახლში არიან და შენ გასვლის მატჩის რგოლებს ნახავ) და იმის მიხედვით გადაწყვიტე. მყავს დივიზიონში ბოტი, რომელიც სხვა ბოტებს სახეს აცლის. გააჩნია შენი გუნდის რგოლებსაც და რამდენად შეგილია მოარგო ის კონკრეტულ მატჩს. მოკლედ ესე ზოგადად რთული სათქმელია, მითუმეტეს რენდომის შანსი თითქმის სულ არის (თითქმის იმიტომ, რომ აგერ ნაკრების ბოლო მატჩზე 0 შანსი იყო რენდომის, 100 სიმულაციიდან ყველა ჩვენს სასარგებლოდ მთავრდებოდა, ასეთებიც ხდება). |
Posted by: MegaBit 8 Dec 2020, 01:28 |
Pazzini კაიი გადავხედავ უეჭველი, ბოტის შესწავლა მიწევს |
Posted by: Pazzini 8 Dec 2020, 02:04 |
MegaBit მძიმე დრო დაგვიდგა. მეც, რო არ მიმეგდო თავის დროზე გუნდი, სუ რო ლიგის მატჩებით მევარჯიშებინა ხალხი, დღეს მეოთხეში ბრძოლები არ მომიწევდა, მარა რას ვიზამთ. |
Posted by: RealMadridZaqro 13 Dec 2020, 04:02 |
გაუმარჯოს ბიჭებო ირლი ბიდი მჭირდება ამ ორ კაცზე და, იქნებ მიჯიგროთ, თუ რამე და არ გადაბიდეს, მე თვითონ გადავბიდავ მერე Sergi Chikobava (448287020) და Emilian Para (422307340) * * * გაუმარჯოს ბიჭებო ირლი ბიდი მჭირდება ამ ორ კაცზე და, იქნებ მიჯიგროთ, თუ რამე და არ გადაბიდეს, მე თვითონ გადავბიდავ მერე Sergi Chikobava (448287020) და Emilian Para (422307340) * * * აღარ დაბიდოთ //////////////////// |
Posted by: MegaBit 20 Dec 2020, 20:12 |
ორი ყვითელი როცა აქვს და სასტარტოში ვაყენებ, თამაშის მომენტში კიდევ 1 რო მიიღოს ხო არ გააგდებს იმ მატჩიდან? |
Posted by: RealMadridZaqro 21 Dec 2020, 04:26 |
MegaBit არა შემდეგ თამაშს გამოტოვევს უბრალოდ |
Posted by: MegaBit 21 Dec 2020, 12:53 |
RealMadridZaqro მადლობა, და კიდევ ერთი რამ, კვირაში 3 თამაშს რო ნიშნავდი სატესტოს, ეგ გამიქრა და რა პონტში ვერ მივხვდი. რაღაცების დატესტვა მინდა და აღარ მაქვს ეგ გრაფა |
Posted by: Szpilman 22 Dec 2020, 18:48 |
გამარჯობათ, ესეთი კაცი გამეზარდა ფაქტიურად ) და რა მაინტერესებს იცით, ანუ მე რო ეხლა ამას თავდასხმა ვავარჯიშო სულ, არის ვარიანტი რო როცა ამოვიყვან 1 ვარჯიშში ვთქვათ 9 გაუხდეს თავდასხმა ?? (8.9 ზე რო ამოვიდეს თუ აღარ ემატება მეტი 8 იქით ახალგაზრდულში ??)) |
Posted by: RealMadridZaqro 23 Dec 2020, 07:35 |
MegaBit სატესო თამაშებზე ვერ მივხვდი, ამხანაგური+დივიზიონის თამაში. მეტი, ან ტურნირები ვიცი ან გამოწვრვები კრედიტით. სატესტო თამაში, ნო იდეა Szpilman არის შანსი კი, 8 რაც გაუხდა, მაგის მერე რამდენ ვარჯიშს მიიღებს გაყვითლებამდე, ეგ დაითვალე და სავარაუდო ქვესკილსაც მიხვდები ამოყვანის დღეს |
Posted by: MegaBit 24 Dec 2020, 02:29 |
RealMadridZaqro 7 დღის განმავლობაში 3 მოსამზადებელი მატჩის დანიშვნის საშუალება მქონდა, არაფერზე რო არ ახდენს გავლენას, ვაჭერდი და 30 წუთი იწყებოდა უკვე თამაში ვიღაც გუნდთან შეიძლება რო დავიწყე თავიდან ქონდა ეგ ფუნქცია და მერე მომეხსნა?? |
Posted by: RealMadridZaqro 24 Dec 2020, 07:30 |
MegaBit ალბათ ახალი მენეჯერებისთვის იყო მხოლოდ, თამაშში გასარკვევად .. |
Posted by: Pazzini 26 Dec 2020, 21:18 |
Szpilman 8.1 -ზე ზევით არ მიდის ახალგაზრდულში სქილი, თუმცა გაყვითლებული რადგან არაა, შეგილია ეგ 0.1 ააღებინო 1 ვარჯიშში. |
Posted by: RAULA 27 Dec 2020, 22:14 |
მწვრთნელის უნარები უფრო რომელი ჯობია და რა დონის მწვრთნელი რა სქილებით იქნება სასარგებლო მე 4 მე 3 ლიგებზე ?? მადლობა |
Posted by: Pazzini 28 Dec 2020, 10:53 | ||
RAULA
7 დონის მწვრთნელი გჭირდება აუცილებლად, ვარჯიში რომ მაღალი ეფექტიანი გამოგივიდეს. მე-8 დონის ჯობია, თუმცა იმდენად მცირე ეფექტს იძლევა თავის ფასთან შედარებით, რომ სანაკრებო ხალხის გაზრდის შემთხვევაშია რეკომენდირებული. ლიდერობას რაც შეეხება, შედეგზე თუ არ ხარ ორიენტირებული, მე-3 დონეც საკმარისია. თუ შედეგი მნიშვნელოვანია, მინიმუმ მე-5 დონე გჭირდება, რომ ნახევარი ძალით თამაშის შემდეგ განწყობა მაღალზე შეინარჩუნოს, სასურველია მე-6 დონე. ნუ მე-7 ყველას ჯობია, მაგრამ ძვირი ჯდება. |
Posted by: MegaBit 28 Dec 2020, 23:05 |
სალამი, სტადიონის გადიდებას ვაპირებ და ძალიან ცოტა მაკლდება თანხა, ხოდა რაიმე კრედიტივით არაა? კვირის ბოლოს კი დაირიცხება დივიზიონის მოგების ფული მაგრამ უცებ მინდა რო მოვასწრო სეზონის დაწყებამდე, 19 დღე უინდა და ეს კვირა რო არ დავკარგო. 2.3 kk მაქვს და 2.5 მჭირდება წავიკითხე თითქოს რაღაც არისო და მერე აბრუნებ %-ით, გადიდებასაც რო მივაჭირო ეხლავე არ მინდა, მინუსში არ წაიღოს ბალანსი და არ მივკოტრდე |
Posted by: Pazzini 28 Dec 2020, 23:48 |
MegaBit -400'000 მდე იყენებ ჩვეულებრივად. კვირას რამდენიმე ათასს წაგართმევს სესხის პროცენტის პონტში. შეილება ეგეც არა, დივიზიონის ფული რადგან გერიცხება. გაკოტრება მილიონის მინუსის მერეა, ისიც რაღაც პერიოდი უნდა იყოს მაგ მინუსში და მერე. |
Posted by: MegaBit 29 Dec 2020, 00:21 |
Pazzini აა ანუ ეხლავე რო მივაჭირო რეკონსტრუქციას არანაირი პრობლემა არ იქნება ვერი გუდ |
Posted by: RAULA 30 Dec 2020, 18:52 |
Pazzini მადლობა და მე 7 დონის მწვრთნელი , მე -5 ლიდერობა რა ფასი დაჯდება ანუ რა არის მისი ნორმალური ფასი ?? ) და კიდევ ფასები სავარაუდოდ სეზონის დასრულების მერე უფრო იწევს და აჯობებს დაწყებულ სეზონზე შევიძინო უფრო ? * * * აქვს შესანიშნავი(9) გამოცდილება და სუსტი(4) ლიდერობის უნარი. აქვს ღვთაებრივი(20) ლოიალობა. წავა?? ესეთი მწვრთნელი მყავს ამჟამად მეკარეებს ვავარჯიშებ და ყველაზე მომგებიანი რომელი პოზიციის ვარჯიშია რეკომენდირებული მეტი ფულის საშოვნელად ? * * * კარგი მწვრთნელი, რომელიც არის ნეიტრალური სტილის. სასიამოვნო, რომელიც არის გაწონასწორებული და სამართლიანი. აქვს შესანიშნავი(9) გამოცდილება და სუსტი(4) ლიდერობის უნარი. აქვს ღვთაებრივი(20) ლოიალობა. |
Posted by: Pazzini 31 Dec 2020, 13:59 | ||||
RAULA
დაახლოებით 15 გამოცდილებიანი 5 ლიდერობის მოშნად ასაკიანი, ლამის 0 სქილიანი ტიპი რო იყიდო კაპიკები ჯდება, პირობითად 20 000. და 1 სეზონის მერე ამწვრთნელებ, 15 გამოცდილებიანი მე-7 დონის ტრენერად გადაქცევა ჯდება სადღაც 700 000-მდე. ეხლა არ ვიცი ფასები როგორია, აღარ ჩამიხედია, შეილება 6 ლიდერობიანი 12-15 გამოცდილების ტიპიც იაფად საშოვნელი იყო და იდეალური ეგ იქნება.
შედეგი თუ მეორე ხარისხოვანია ამ წუთას, არანაირი განსხვავება არაა მაგ მწვრთნელსა და ზევით როგორზეც ვილაპარაკეთ, იმას შორის. მწვრთნელობის დონე ახდენს ვარჯიშზე გავლენას, და ლიდერობა - გუნდის განწყობაზე (რაც მერე ნახევარდაცვის დონეზე აისახება). რაც შეეხება მომგებიან ვარჯიშს, ეგ მოშნად ინდივიდუალურია. გააჩნია რა თანხა გაქვს ან რა თანხის მობილიზება შეგილია და შემდეგ უკვე უნდა ჩაუჯდეს სატრანსფერო ბაზარს, დაიხმარო ვარჯიშის თული და მაგის მიხედვით შეაფასო რისი ვარჯიშის შემთხვევაში მიიღებ მეტ მოგებას. ეს ვარჯიშის კალკულატორი: https://ht.8ic.ro/training |
Posted by: RAULA 1 Jan 2021, 01:08 |
Pazzini მადლობა გაიხარე ) ანუ სავარჯიშოდ ვარგა ეგ ტრენერი ხომ ?? ისე შევეცდები ისეთი ვიპოვნო რაც მირჩიე |
Posted by: REVERS 6 Jan 2021, 12:55 | ||
RAULA
ტრენერად ივარგებს ეგ შენი ტრენერი მანამდე სანამ ლიდერობა უვარგისამდე არ ჩამოუვარდება მერე უკვე ვარჯიშზეც ახდენს გავლენას და აღარ არის იმდენად ეფექტური ეგ ერთი ორი სეზონი კიდე გაგიქაჩავს, ამ პერიოდში იყიდე ვინმე 7 ლიდერობით და 5-6 გამოცდილებით ლიგის თამაშებში და თასის თამაშებში თუ ათამაშებ ერთ სეზონზე 1 გამოცდილებას მოიმატებს და სანამ შენი ტრენერი შესაცვლელი გახდება, ეგეც 7 ლიდერობითა და 7 გამოცდილებით გეყოლება 7 ლიდერობა მნიშვნელოვანია როცა ლიგის მოგებას დაგეგმავ და მაღალი გუნდურობის შენარჩუნება დაგჭირდება |
Posted by: ნარდი 7 Jan 2021, 00:32 |
დამხმარე სტაფი ვინ და რანაირები დავიქირავო? 10 წლის წინ ვთამაშობდი ამას, ბევრი რაღაა არ მახსოვს. |
Posted by: RealMadridZaqro 7 Jan 2021, 08:23 |
ნარდი 2 მეხუთე დონის დამხმარე მწვრთნელი, 1 ექიმი ახალი გუნდით თუ დაიწყე |
Posted by: MegaBit 9 Jan 2021, 03:04 |
--------------------------------------- * * * რა მიანტერესებს, ლიგა რამდენჯერ უნდა მოიგო ზედიზედ რომ საკავალიფიკაციოს გარეშე დაგაწინაუროს? 2 ჯერ ზედიზედ მოვიგე მეოთხე და არ მინდა მესამეში ასვლა, ესეც რო მოვიგო არის რამე შანსი რო საკვალიფიკაციოს გარეშე ამწიოს? |
Posted by: Pazzini 9 Jan 2021, 21:23 |
MegaBit ზედიზედ მოგება არაფერ შუაშია. დივიზიონის პირველადგილოსნების საუკეთესო ნახევარი (ქულები, შემდეგ ბურთები) ეგრევე ადის, მეორე ნახევარი საკვალიფიკაციოს თამაშობს. დივიზიონის გვერდზე არის მარჯვენა მენიუში Promotion status თუ რაღაც მსგავსი (ქართლად არ ვიცი როგორ აწერია), რომ აკონტროლო ეგ. |
Posted by: peppe_N 10 Jan 2021, 00:13 |
მე ვიყიდე 12 გამოცდილება 6 ლიდერობა 24000 ათასად და შემდეგ სეზონში გავამწვრთნელებ. თან პახოდუისეთ ასაკშია თამაშიც შეუXლია და ერთი სეოზნი ვაყომარებ :დ |
Posted by: MegaBit 10 Jan 2021, 01:21 |
Pazzini ააა გასაგებიაა, ძალიან დიდი მადლობა |
Posted by: RAULA 12 Jan 2021, 23:09 |
ბიჭებო იცით რა უნდა გთხოვოთ , ადდონები დამილინკეთ რეები დავაყენო და როგორ ?? ანუ რამდენვარჯიშში იმატებს სქილს მოვარჯიშე და სხვადასხვა დამხმარე ადონები რომ დამილინკოთ მადლობა წინასწარ ) |
Posted by: Pazzini 13 Jan 2021, 01:11 |
RAULA ქრომი/ოპერასთვის: https://chrome.google.com/webstore/detail/foxtrick-beta/bcbhbklnhonhojfmkobhhjkfaggkoali ეს არის მთავარი ადონი, რომელიც ქვე-სქილებს დაახლოებით ანგარიშობს TSI-ზე დაყრდნობით, და ამის გარდაც სხვადასხვა ინფოს ამატებს. |
Posted by: Christopher_Smith 14 Jan 2021, 16:36 |
ჯობია დამხმარე მწვრთნელების და ექიმის გარდა ჯერარავინ აიყვანოთ ფინ დირექტორი საჭიროა,როცა დიდი ფულის პატრონი ხდებით )) სხვა წევრები უმაღლეს, მეორე დივიზიონამდე არ გჭირდებათ |
Posted by: Adza 15 Jan 2021, 09:47 | ||
ვითომ? ვგონებ III დივიზიონშიც საჭიროა, მითუმეტეს თუ თასზეც ცოტას იქაჩები )) ბევრი წელია სახელმძღვანელო არ წამიკითხავს, ბევრი წელია IV დივიზიონში ვარ, ამ სეზონზე ავედი მესამეში, მოვუსინჯავ ძალებს, მარა აშკარად რაღაცას ვერ ვაბალანსებ. ნუ კი ვიცი რასაც ვერ ვაბალანსებ, ვინც ეს რეზერვი მოიგონა, არ ეღირსოს ქალის ალერსი და რამის მოგება საერთოდ ანუ რეალურად ტიპები, ვინც ფულს აგროვებდნენ, გუნდს ერთი ხელის მოსმით ვეღარ ააწყობენ. არადა ქვედა ლიგიდან რო გინდა თასის მოგება, 50 მილიონი შეიძლება 2 ფეხბურთელში არ გეყოს კიდე სასწაულად არის გაზრდილი ფასები ფეხბურთელებზე. 33+ ცალსქილა ნახევარმცველი რატო უნდა ღირდეს 4-5-6 მილიონი |
Posted by: Christopher_Smith 15 Jan 2021, 10:32 |
Adza მე რომ დავიწყე, შენ უკვე თამაშობდი, არა და ერთი 10 წლის სტაჟი მაქვს ))) კი, ბევრი რამე შეიცვალა, თუ სულ ჩართული არ ხარ, ვერაფერს მოიგებ, მით უმეტეს ქვედა ლიგებიდან |
Posted by: Adza 15 Jan 2021, 11:25 |
Christopher_Smith რომელია შენი გუნდი? ხო, მე 2009-ში დავიწყე და ალბათ როგორც ყველას, პირველი გუნდი მეც დამიბლოკეს :დ ჩემი აზრით, რეზერვი მაინც სისულელეა და დიდი ალბათობით პეტიცია რო გაკეთდეს, შეიძლება შეცვალონ |
Posted by: Pazzini 15 Jan 2021, 12:21 |
ჰეთრიქის ფორუმზე არის 'დაუწერელი სახელმძღვანელო', ეგეთი თემა. მანდ არის დაახლოებით 20 საკითხი, დღეში თითო საათი რო დაუთმოს ადამიანმა, 1 კვირაში აუცილებელი ცოდნის 90%-ს აკრეფს. გლობალის განყოფილებაშია იგივე თემის ინგლისური ვარიანტი, ენის ცოდნის შემთხვევაში, თავისთავად ის ვარიანტი ჯობია, განახლებულია და უფრო სრულყოფილი. რასაც ვუყურებ, ჩვენთან არა თუ ეგ, მანუალის საკითხებშიც ერთეულები ერკვევიან მაღალ დონეზე. არადა, თეორიული ცოდნის გარეშე გუნდის აწყობა და შემდეგ შედეგის დადება მოშნად იღბალზეა ხდება დამოკიდებული. |
Posted by: Christopher_Smith 15 Jan 2021, 12:55 |
Adza მე ძველი გუნდები გამიბოტდა, ახლა მეოთხე ლიგაში ვარ ჯერ )) |
Posted by: peppe_N 17 Jan 2021, 14:29 |
ეჰ 100 ლიმონი მქონდა და გამიბოტდა მეც ძველი გუნდი, არშევედი დავიკიდე :დ მარა იმდენად ვკაიფობ ამ თამაშით წელს ისევ დავიწყე :დ |
Posted by: Christopher_Smith 17 Jan 2021, 16:41 |
peppe_N ახლა უფრო დიდხანს არ აბოტებენ, ზოგს მართლა ისთს გაუბოტეს, გული რომ დაწყდა |
Posted by: peppe_N 17 Jan 2021, 16:43 |
Christopher_Smith რამე თუ იმახინაცია ეგ მესმის მარა დიდი ფული მოვაგროვე ))) და დავიკიდე ვაბშე, იტოგში თუ აქტიურად არ თამაშობ მოგბეზრდება დიდი ფულის გროვებაში რა :დ |
Posted by: Christopher_Smith 17 Jan 2021, 16:54 |
peppe_N არა, დააგვიანეს შემოსვლა, ადრე სწრაფად აბოტებდნენ, 2-3 კვირაში ახლა მასე აღარაა, მე პირადად ერთი წლის წინ განვაახლე, ახლა ანგარიშზე 15 მილიონი, ორი 15-20 მილიონიანი სავარჯიშო ბიჭი და პლუს კიდევ 6-8 ბავშვი მყავს, მათშიც ერთი 30 მილიონი მომიგროვდება, ერთი 20-25 კიდევ გასამწვრთნელებლებში დავაბანდე. ეს ჩემი პრი ინერი რომ გაიზრდება, კაი საბრძოლო გუნდი და ერთი 50 მილიონი მედება ანგარიშზე, ერთი 2-2.5 წლის მერე )) |
Posted by: peppe_N 17 Jan 2021, 17:02 |
Christopher_Smith ჩინებული მწვრთნრლი გინდა? თუ გყავს უკვე? 20-25 გამწვრთნელებაზე ვამბობ |
Posted by: MegaBit 21 Jan 2021, 22:42 |
სალამი, მოკლედ რამე ტაქტიკა არსებობს რაც იმ შემთხვევაში გეხმარება თუ შეტევაში ძალიან დაბალი % გაქვს? ანუ როგორც ცენტრს რომ აგებ კონტრშეტევა გიმატებს რამდენიმე მომენტს ისე თუ არსებობს ამ შემთხვევისთვის რამე? ფაქტობრივად ყველა რგოლს რომ უგებ და შეტევაში 2% 1% 3% გაქვს რა უნდა ქნა შემოქმედებითი თამაში ან რამე არ შველის ასეთ დროს? |
Posted by: Christopher_Smith 22 Jan 2021, 10:44 | ||||
peppe_N
მყავს, მაგით დავიწყე ) MegaBit
ყველაზე კარგი ამ დროს შორეული დარტყმებია, მაგრამ ჯერ ერთი ძალიან მაღალი დაცვები გინდა და მეორეც, უმეტესობა ფეხბურთელს მაღალი სტანდარტები და შეტევის სქილები უნდა ჰქონდეს. ცოტა სპეციფიური ფეხბურთელები სჭირდება შორეულ დარტყმებს, მასეთი კაი გუნდი რომ ააწყო, კაი ძებნა და ვარჯიში მოგიწევს |
Posted by: peppe_N 22 Jan 2021, 15:31 |
MegaBit ჩემი აზრით ცენტრის დაკლება და შეტევის რომელიმე ფლანგის აწევა ჯობია მაგ დროს :დ ესე ზედაპირულად |
Posted by: MegaBit 22 Jan 2021, 16:06 |
peppe_N Christopher_Smith მადლობა'თ გავითვალიწინებ და ვნახოთ აბა რა გამოვა |
Posted by: ნარდი 22 Jan 2021, 16:49 |
ვარჯიშის ინტენსივობა 100% ზე დავაყენე, გამძლეობა 5% მთელი გუნდი გამძლეობას იმატებს ამის მიუხედავად. პირიქით ხომ არ უნდა დამეყენებინა გამძლეობის ვარჯიში? ) |
Posted by: peppe_N 22 Jan 2021, 18:45 |
ნარდი 10% გამძლეობა 100% ინტენსივობა - წესით და რიგით ესე უნდა გქონდეს, მაქსიმალური შედეგი რო მიიღო ვარჯიშისგან |
Posted by: ნარდი 22 Jan 2021, 19:19 |
peppe_N ასე ხო? უბრალოდ ესე დაბალ გამძლეობაზე ვერ მივხვდი ატომ აეწია ყველა ფეხბურთელს გამძლეობა. |
Posted by: peppe_N 22 Jan 2021, 19:25 |
ნარდი არა, ბოლომდე აწიე ეგეც და გამძლეობაზე უნდა დაეწეროს 10% , ეხლა 90% ზე გაქვს გამძლეობა |
Posted by: Christopher_Smith 22 Jan 2021, 19:57 |
ნარდი უეჭველი 95% გაქვს დაყენებული, რადგან 10-ზე დაბალი პროცენტი არ არსებობს |
Posted by: ნარდი 22 Jan 2021, 21:33 |
მადლობა ბრატცი, მეც ვიეჭვე ბატიბუტა კუნთები რომ დაყარეს ბიჭებმა, მეთქი სხვა რაღაცაშია საქმე. |
Posted by: Christopher_Smith 24 Jan 2021, 15:48 |
აბა, ვის გაქვთ საინტერესო თამაშები, ჩაყარეთ |
Posted by: peppe_N 24 Jan 2021, 19:24 | ||
აუ ბოტთან ისეთი გავწურე დღეს ნახ. ძალით რო რავიცი :დ 1-2 |
Posted by: Christopher_Smith 25 Jan 2021, 15:20 | ||
peppe_N
|
Posted by: peppe_N 25 Jan 2021, 18:42 |
Christopher_Smith ეხლა შაბათს მექნება კაი თამაში, ნუ ამ სეზონში და უახლოეს სეზონებში არც მაქ რამე გეგმა, ფულის გროვეება ჯერ. რომელ დივიზიონში ხარ? |
Posted by: Christopher_Smith 26 Jan 2021, 13:53 |
peppe_N შაბათს? რანაირად, ქართულ ლიგაში არ ხარ? ჩმი ლიგა მეოთხ ლიგბში 64-ეა დონით )) |
Posted by: peppe_N 26 Jan 2021, 19:51 |
Christopher_Smith შაბათი რაიყო და კვირას ))))) |
Posted by: Christopher_Smith 29 Jan 2021, 18:31 |
ტროლები რომ არის მეორე ლიგაში, ვინმე ხომ არ იცნობთ მაგის მენეჯერს, ან აქ ხომ არ პოსტავს? |
Posted by: MegaBit 29 Jan 2021, 20:52 |
სალამი ჰეთრიკელებს, ჯერ ჯერობით სულ კითხვებს სვამ, მაგრამ ავალ ალბათ ისეთ ლევეზლე რო მეც დავეხმარები მერე ვინმეს მოკლედ ესეთი შემთხვევაა, მყავს მეკარე - ვიყიდე შემცვლელი მეკარე (იდეაში მთავარი უნდა იყოს) აბსოლიტურად ყველაფრით ჯობს პირველ მეკარეს მარა რო ვაყენებ დაცვას მაკლებს მოშნად, რისი ბრალია? დაცვითაც და მეკარეობიტაც მგონი რომ ჯობს პირველს |
Posted by: peppe_N 30 Jan 2021, 00:52 |
MegaBit ფორმა ან გამძლეობა როგორ აქვს? მაგას დააკვირდი :დ |
Posted by: MegaBit 30 Jan 2021, 01:38 |
peppe_N ზედა წესით უნდა ჯობდეს ქვედას მარა პრაქტიკაში და ციფრებში ქვედა ჯობს, როცა ვაყენებ შემადგენლობაში |
Posted by: peppe_N 30 Jan 2021, 11:55 |
ამ შემთხვევაში იმიტომ სჯობს რო შენ მეკარეს ლოიალურობა აქვს 20 ღვთაებრივი და ეგ უმატებს უნარებს. ახალი რო გადმოგყავს გუნდში ლოიალურობა უნულდება ყველას და გუნდში რაც უფრო დიდიხანი გყავს იმატებს იმის მიხედვით. ზოგადად დიდად კარგი არც ეგ მეკარეა. თუ დაბალ ლიგაში თამაშობ 4 ან 5 და ფულის კეთებაზე ხარ, ჩემი რჩევაა ცენტრის მოსაგებადაც და არასავარჯიშო პოზიციებზე იყიდო ბებრები 50კ მაქს 100 კ |
Posted by: Pazzini 30 Jan 2021, 13:40 |
გუნდში 'დაბადებულ' ფეხბურთელს ლოიალურობა მატებს 1.5 სქილს ყველა უნარში. გარედან მოყვანილი ფეხბურთელი ნელ-ნელა კრიფავს იგივეს, მაგრმ მაქსიმუმი 1.0 სქილია, ისიც 2 სეზონის შემდეგ. და ოკუჯავა უკეთეს ფორმაშია, ეგეც უმატებს უნარს. ეს ფორმის გავლენა უნარებზე: Form % Excellent (8) 100% Solid 96.70% Passable 89.70% Inadequate 82% Weak 73.20% Poor 62.90% Wretched 50% Disastrous 30.50% |
Posted by: MegaBit 30 Jan 2021, 14:46 | ||||||||
peppe_N
კი 1.5+ აქვს ბონუსად ლოიალურობის ამბავში მარა რაღაც პონტში რო დაუმატო ეგ 1.5 მაინც პირველი უნდა ჯობდეს ობში შოტში
კიი ვიცი რო არაა კარგი, უბრალოდ ამ ეტაპზე მეტი არ მჭირდება, ამაზე უარესი მეკარით მოვიგე მეოთხე 2 ჯერ ზედიზედ ხოდა მყოფნის ჯერ. კი ფულის კეთებაზე ვარ, ნახევარდაცვას ვავარჯიშებ და მერე მივაყიდი, არასავარჯიშო პოზიციებზე კიდე ვცდილობ მობებრო სასტავი ვიყიდო დაახლოებით 7-8 სკილით და თავზე გადამდის ისე მყოფნის ჯერ. მადლობა Pazzini
ავაკრეფინებ იმასაც ფორმას და ვნახოთ აბა რას შეცვლის
ესენი არ ვიცოდი, მადლობა დიდი |
Posted by: peppe_N 30 Jan 2021, 15:11 | ||
MegaBit
ეუფ ))) შემდეგ სეზონზე უნდა შევიცვალო ლიგა, მაგარი ბედი მაქვს 4 -ში ვარ და მარტო 2 ბოტი. რეალურად გადასვლას არ ვაპირებ მარა დივიზიონის მოგებით მეტ შემოსავალს მივიღებ და შესარჩევზე წავაგებ მერე )))))))) |
Posted by: MegaBit 30 Jan 2021, 16:49 |
peppe_N ხო მასე ვაკეთებ მეც თორე სხვანაირად შანსი არაა, პახოდუ სტადიონიც სულ სავსეა და შემოდის ასე თუ ისე თანხა. პროსტა დივიზიონს როცა იგებ უნდა აკონტროლო რო პირდაპირ საკვალიფიკაციოს გარეშე არ აგაგდოს მესამეში |
Posted by: peppe_N 30 Jan 2021, 17:33 |
MegaBit საკვალიფიკაციოს გარეშე იმ შემთხვევაში ადიხარ თუ ისეთი შედეგები გაქვს რო მოწინავე პოზიციაზე ხარ დივიზიონებს შორის :დ მანდ ქულები და ბურთების სხვაობა მიდის მერე, მენიუში გაჩვენებს მოკლედ მაგას კი გეცოდინება ) |
Posted by: MegaBit 30 Jan 2021, 19:35 |
peppe_N კი, დაწინაურების სტატუსშია ეგ ინფო ეგეც ფორუმიდან გავიგე, მადლობა Pazzini-ს |
Posted by: Adza 31 Jan 2021, 09:30 |
ზოგს როგორ უმართლებს :დ :დ მილიონი + ТSI მქონდა და მეორე ადგილზე გავედი მეოთხეში 2 სეზონის წინ :დ :დ ახლა კი ვარ მესამეში, მარა მეორე თამაშშივე ძრავმა დედა იმასიქნა და მოსაგები ფრედ დამიმთავრა პ.ს. კიდე ერთხელ, ვინც რეზერვი გამოიგონა, არ მოეგოს არაფერი!!! |
Posted by: peppe_N 31 Jan 2021, 12:16 | ||
ეს სისტემა როგორ მუშაობს ზუსტად არ ვიცი, ზედაპირულათ, დაწერეთ ვინც იცით :დ |
Posted by: Pazzini 4 Feb 2021, 14:14 | ||||
30 მილიონს თუ გაცდება ქეში, დანარჩენი მიდის რეზერვში, რომელსაც ვერ იყენებ. 30-ს თუ ჩამოცდები, მაგ რეზერვიდან კვირაში 100კ-ს გიბრუნებს. ეს ფინანსური დირექტორის გარეშე. და მე-5 დონის ფინანსურ დირექტორს თუ აიყვან, 50 მილიონზე ადის ლიმიტი, და კვირაში მილიონამდე იზრდება რეზერვიდან თანხის გადმოტანის სიჩქარე. თეორიულად ასეა, და პრაქტიკაში არ გამომიცდია და სავარაუდოდ არც გამოვცდი სავარჯიშოებში დავაბანდებ მუდმივად. |
Posted by: peppe_N 5 Feb 2021, 14:32 | ||
4-3 -ში უპრობლემოდ გეყოფა, შეილება მეორეშიც გეყოს მაგდენი 50 ₾. აი უმაღლესში ხზ არვარ ნამყოფი )))) მანდ ერთი 100 ₾ დაგჭირდებათ ალბათ მეტიც |
Posted by: Pazzini 5 Feb 2021, 14:50 | ||||
ეგ წესი ყველასთვის ერთნაირად მოქმედებს, შესაბამისად თუ ადრე იწყობოდა 200 მილიონიანი გუნდები, დღეს ეგ ვეღარ მოხდება. მოკლედ იმის თქმა მინდა, რომ დიდი ფულის მქონე გუნდები მოკლევადიანზე კი დაიჩაგრნენ, მაგრამ სწორად თუ დაგეგმავენ გრძელვადიან სტრატეგიას, ისევ უზარმაზარი პლიუსი ექნებათ ახალ გუნდებთან მიმართებაში. |
Posted by: peppe_N 5 Feb 2021, 19:56 | ||
Pazzini
წარმოიდგინე, ვიღაცას ვისაც მთლიანი მაყუთით გუნდი ყავს აწყობილი, ყველა პონჩი წაგებაში წავა, ასაკთან ერთად აკლდება ხალხს წლები და ფასიც და სავარჯიშო პოზიციებით ვერ მოაგროვებ მაყუთს, მაღალ ლიგაში იბრძვი ძირითადად მოგებისთვის და ვინც შეაგროვა და უდევს თანხა, სასტავის მობერებაც არ არის საშიში, გაქვს რესურსი სულ... |
Posted by: Pazzini 6 Feb 2021, 17:13 | ||||
კონკრეტული ქეისების გარჩევა შორს წაგვიყვანს, მაგრამ მოყვანილ მაგალითშიც შესაძლებელია: 1. გარკვეული თანხის დატოვება ანგარიშზე (30 მ. თუნდაც); 2. ვარჯიში სადღაც 50% ეფექტიანობით; 3. სეზონის ბოლოს მაქსიმალურად სწორი ყიდვა-გაყიდვა ფეხბურთელების. მაგრამ მთავარი მომენტი ჩემთვის მაინც ისაა, რომ გრძელვადიანში კვლავ ყველა თანაბარ პირობებში ვიქნებით. და მოკლევადიანში, თავისთავად, გუნდების ნაწილი დაიჩაგრა, ზედმეტად იჩქარეს ჩემი აზრით ჰეთთრიქის ბოსებმა ამ ცვლილებების შემოტანა. |
Posted by: peppe_N 7 Feb 2021, 12:22 | ||
რეალურად უფრო მეტ ხიბლს მისცემდა ეგ ამ თამაშშს, განა რაარის არასამართლიანი?! ხოარ გაათეთრა და მოიპარა ფული:დ პატიოსნად მოაგროვა ვარჯიშით ან ვაჭრობით :დ და ჰეთრიკი ატორმუზებს იმენა.მარა ეხლა აღარ უნდა მოიხსნას ზოგ 250 -300 ლიმონამდე მდე აქ მოგროვილი და ჩათვალე რო ეგ თუ მოიხსნა სატრასნფეროზე ხო წაოსი ატყდება ))) კაცს ვეღარ იყიდი თან მოიმატებს ფასები და ა.შ |
Posted by: Pazzini 7 Feb 2021, 13:01 | ||||
არც არაფერია არასამართლიანი. იდეაში ორივე მხარის არგუმენტები მესმის, ერთი მხრივ კაცმა ფული მოაგროვა, რატო უზღუდავ ხარჯვას როგორც უნდა და როცა უნდა. მეორე მხრივ, ნულიდან წარმატების მიღწევას ასე გაცილებით ნაკლები დრო დაჭირდება, ვიდრე წლებით დაძინებულ გუნდებთან ჭიდაობის შემთხვევაში. |
Posted by: Christopher_Smith 13 Feb 2021, 16:01 | ||
Adza
|
Posted by: Adza 14 Feb 2021, 08:21 |
მე მაინც არ ვარ მომხრე ამ რეზერვის. როდესაც ფულს აგროვებ 2-3 წელი და მერე აწყობ გუნდს, რეალურად რო დავფიქრდეთ, მეორე დივიზიონამდე არ გჭირდება ძვირიანი ფეხბურთელები, მარა მეორეში ასასვლელად მაინც გიწევს მინიმუმ 50 მილიონის გასროლა, ეგეც მინიმუმ. სხვას როგორ უმართლებს არ ვიცი, მარა მე აგერ თითქმის 100 დავხარჯე და აშკარად ამ მესამეს ვერ მოვიგებ. ანუ ჩათვალე გაქვს 200 ლიმონი და მაქედან 100 მარტო იმაში ხარჯავ რო მეორეში ახვიდე. მერე ეგე ფეხბურთელები მეორესთვის ძალიან სუსტები არიან, გიწევს გაყიდვა რო უფრო ძლიერები იყიდო, მარა ამ დროს ფინანსები ვეღარ ნაწილდება. ორი კარგი თავდამსხმელი რო იყიდო, უკვე ეგ არის 50 მილიონი, ისეა გაბერილი ბაზარი. პლიუს მაგას, ადრე შედარებით მარტივი იყო, ავარჯიშებდი დაცვას ან თავდასხმას და ნახევარდაცვაში იაფად გამოდიოდი, მაღალი მიზნებისთვის ცალსქილა ნახევარმცველი არ გაწყობს, ნახევარდაცვა + პასი + ფლანგი, ზოგი ფეხბურთელი 30 მილიონსაც ურტყამს ანუ რეალურად რო ავიღოთ, ფულის დაგროვებას აზრი აღარ აქვს ამ რეზერვის გამო. რაც შეეხება თასს, ჩათვალე გაუქმდა ფულიანი გუნდებისთვის, 50 მილიონიანი ან თუნდაც 100 მილიონიანი გუნდით თასს ვეღარ იგებ. მოკლედ, იმის ნაცვლად რო ხალხი მოიზიდონ და ძველები თამაშს დაუბრუნონ, სისულელე გააკეთეს რა. ასევე არ ვეთანხმები ძირითადი თასის გარდა შემართებას რომ ვერ უთითებ სხვა თასებზე. იქნება გამოვვარდი პაიჭაძიდან და მაგ დროს ლიგაში ცუდი სიტუაცია მაქვს, არ უნდა მქონდეს უფლება რო ლიგა დავიკიდო და იმ თასზე ხან ნორმალით, ხან ნახევარი და ხანაც მთელი ძალით შევუბერო? |
Posted by: peppe_N 14 Feb 2021, 18:19 | ||
ეს ძაან სისულელეამართლა, ბოლო ბოლო იქნებ ლიგას ვიკიდებ და მინდა კონკრეტულ თასს მივაწვე ბოლომდე, მაგაშიც კი დაჩაგრული ხარ ძლიერ გუნდთან ))) |
Posted by: Adza 14 Feb 2021, 20:12 |
კაროჩე, რო დავზვერე, რაც არ უნდა მექნა, ამხელა ცენტრს ვერ დავუდებდი, ნუ კი დავდებდი, ამასაც და უფრო დიდსაც, მარა თავდასხმა და დაცვა აღარ მეყოლებოდა. ხოდა მგონი კ-შ-ს იდეალური ვერსია დაჯდა :დ |
Posted by: peppe_N 14 Feb 2021, 21:50 |
ვაუუუ, ამხელა ცენტრის წაგება და 0-3 ?! მარააა, დაცვებს ვერ არღვევდა, შენ კი.. და თან 3 დან 3 ივე მომენტი გამოიყენე და სპეც მომენტებიც არყოფილა )))) მე მქონდა პირველად დღეს შემთხვევაა, კი ბოტი იყო მარა 3 პენალი და 2 ჯარიმა და 5-0 მოვუგე )))) ესეთი რამე არმინახავს |
Posted by: Masha_Sharapova 9 Mar 2021, 19:55 |
Adza საოცრად გაგიმართლა * * * იმან ან თამაში არ იცის, ან ვერ ხვდება, რომ როცა ფლანგებიდან უტევს, ფლანგები აწიოს |
Posted by: Adza 11 Mar 2021, 08:28 |
Masha_Sharapova ვა, ფორუმელი ხარ? )) ვერ ვიტყვი რო საოცრად, კ-შ-ს მუღამიც ეგ არის. შემეძლო ცენტრის ხარჯზე მეთამაშა, მარა კაცმა არ იცის რა იქნებოდა. გადაავლე ჩემ თამაშებს თვალი, სამჯერ ვითამაშე კ-შ, თითქმის ანალოგიურ სიტუაციებშI და სამივე მოვიგე ა, მოიცა, ანუ არ არის შენი გუნდი )) |
Posted by: Ve()_Fobos 11 Mar 2021, 15:26 |
ვყიდი გუნდს ფინანსები 300+ ლიმონი ფეხბურთელების ღირებულების ჩათვლით მსურველები პმ |
Posted by: ნარდი 17 Mar 2021, 01:40 |
15 წლის და 27 დღის პასი ?/4 თავდასხმა 5/? 6 ვარსკვლავზე თამაშობს, მგონი კაი ღლაპი მოვათრიე გუნდში. თავდასხმას და პასებს ვავარჯიშებ 2 ვარჯიშია. რამე სკილები ხომ არ გამოუვლინო რას მირჩევთ? |
Posted by: bairamduduki 22 Mar 2021, 12:00 |
ნარდი რაც აქვს ჯერ ის დაუმაქსე და მერე ფლანგი/ნახევარდაცვაც უნახე თავდასხმაში დაყენებითაც შეგიძლია ივარაუდო საიდ სქილები , ფლანგზე გაწეულ თავდამსხმელად თუ უკეთესი ვარსკვლავი აჩვენა , ესეიგი აქვს ფლანგიც , უკან დაწეულზე თუ უკეთესი აჩვენა , ესეიგი ნახევარდაცვაც აქვს |
Posted by: Adza 27 Mar 2021, 07:27 | ||
bairamduduki
ჩემი აზრით ჯობს რო ჯერ სხვა სქილები გაუგოს და თუ არაფერი, ვაბშე შეეშვას ამ ბიჭს დიდი ვერაფერი სქილები ვერ აქვს, რაც აქვს |
Posted by: აბულა 28 Mar 2021, 13:13 |
როგორ მომნატრებია აქაურობა.. ეჰ რა დრო იყო ადრე ერთ კვირაში არც კი ვავსებდოთ 100-მდე პოსტებს ისეთი აქტიურობა იყო ხოლმე აქ |
Posted by: Masha_Sharapova 28 Mar 2021, 13:44 |
ხალხი აქ ადრე იკრიბებოდა, ქეიფობდა ხოლმნე// რა ცხოვრება მოვიდა, მაგის დედაც// |
Posted by: აბულა 28 Mar 2021, 15:03 |
კი ბატონო ვარ ნამყოფი ერთ-ერთ შეკრებაზე ნამყოფი.. ძაან კარგი სიტუაცია იყო ურთიერთობა 11 წელია რაც ამ თამაშს ვთამაშობ უკვე |
Posted by: Adza 4 Apr 2021, 18:10 |
ვინმემ ამიხსენით, ეს თამაში რატო წავაგე ? ჯერ ხო მთელი სეზონი გამამწარა, 5 ფრე მაქვს ნათამაშები და მაგ ხუთიდან მინიმუმ 4 100% მოსაგები მქონდა და ახლა კიდე პირველი წაგებაც ვიგემე |
Posted by: Masha_Sharapova 4 Apr 2021, 20:06 |
Adza მოდი, ჯერ ვთქვათ, რომ შეცდომაა, როცა ფლანგებიდან უტევ და ცენტრში შეტევა მეტი გაქვს, ვიდრე ფლანგებიდან// იმან მყარი დაცვები დაგახვედრა და გოლი ვერ გაიტანე, სამაგიეროდ ერთი გაგიტანა ცენტრში, სადაც სავარაუდოდ თანაბარი შანსები გქონდათ და მეორეც პენალტი, რადგან პირდაპირი და არაპირდაპირი სტანდარტებით გჯობია მოშნად// თუმცა, მაინც რენდომი იყო, რადგან მინიმუმ წაგება არ გეკუთვნოდა// |
Posted by: Adza 4 Apr 2021, 21:56 | ||
Masha_Sharapova
ექსპერიმენტი ჩავატარე, ზოგადად ცენტრიდან შეტევას ვთამაშობ. ცენტრში საეროთდ არც თავდამსხმელი მეყენა არც რამე განსაკუთრებული ნახევარმცველი. დანარჩენს რაც შეეხება, ცენტრი ვაჯობე. იმან სულ ოდნავ დაცვა მაჯობა, მარა იმისმა ხუთმა თავდასხმამ გაუტანა ჩემ მცველებს და ჩემმა 8-10-8-მ ვერ. 100-დან 99 იგებს ეს სტატები და ის 1 ფრე რჩება, ეს რა ჯანდაბაა ვერ გავიგე |
Posted by: MegaBit 5 Apr 2021, 12:35 | ||
სურათზე პრედიქთი რომაა, მატჩის ანალიზი HTMS-ის მიხედვითო, ეგ როგორ გამოვაჩინო? ფოქსტრიკი მიყენია |
Posted by: Masha_Sharapova 7 Apr 2021, 14:49 |
MegaBit პრედიქტს არც მე მაჩვენებს, საბოლოო ანალიზია ეს// Adza აგერ ჩანს კარგად, 46 პროცენტი გქონდა მოგების შანსი, იმას 25, ისარიც აჩვენებს, რომ იმას უფრო გაუმართლა// 100-დან 99 ნაღდად არ იყო// იმისმა ცენტრშეტევამ გაგიტანა, 5 შეტევები რა შუაშია? |
Posted by: MegaBit 7 Apr 2021, 17:24 | ||
Masha_Sharapova
ხო, ანუ თამაშის ბოლოს რომ მანახოს ეს პროცენტების გადანაწილები ვის რამდენი ქონდა მოგების შანსი, რაც აქაა ნაჩვენები. ეხლა სხვა საიტზე შევდივარ და მატჩის ID-ით ვნახულობ ამ პროცენტულობას. პროსტა ქივე რო მქონდეს გამისწორდებოდა როგორც ამ სქრინზეა |
Posted by: Masha_Sharapova 9 Apr 2021, 14:00 |
MegaBit ეს კომპიუტერზე ფოქსტრიკს რომ დააყენებ, მაშინ გამოგიჩნდება, მობილურ ვერსიაში არ არის// |
Posted by: MegaBit 9 Apr 2021, 18:28 |
Masha_Sharapova კი კი კომპში მიყენია, მოზილაზე, მაგრამ ეგ ნწილი მაინც არ ჩანს დამთავრებული მატჩების ქვემოთ |
Posted by: Masha_Sharapova 12 Apr 2021, 16:05 |
MegaBit მოზილა არ უხდება, ქრომზე ყენდება.. შეიძლება მოზილაზეც ყენდება, მაგრამ მე ეგ არასოდეს მქონია// |
Posted by: ნარდი 13 Apr 2021, 23:52 | ||
bairamduduki
კაროჩე გარემარბია მოწოდებით. ვარჯიშის ტიპები მირჩიეთ მაქსიმუმამდე რომ გავაძლიერო. |
Posted by: bairamduduki 14 Apr 2021, 03:04 | ||
ნარდი
არ გაქვს დიდი არჩევანი ფლანგი ავარჯიშე და ნელნელა ნახევარდაცვაც გამოუჩნდება |
Posted by: ნარდი 19 Apr 2021, 23:18 |
ედიტედ.... გადავედი ზედა დივიზიონში, არადა არ მინდოდა ეგრე უცბად დაწინაურება. სტადიონი 24 000 მდე გავზარდე. |
Posted by: hattrick 26 Apr 2021, 23:04 |
დააბრუნეთ ძველი დროოოო ... რა კარგი იყო აქაურობა |
Posted by: Masha_Sharapova 29 Apr 2021, 20:07 |
hattrick feisbuqma გაიწოვა ზოგადად ამ ფორუმიდან ხალხი, მაგრამ ახლა აღარც ფეისბუქზე აქტიურობს ჰეთთრიკის თემა// |
Posted by: MegaBit 30 Apr 2021, 13:10 |
FB-თი ავტორიზაცია ვისაც გაქვთ გიშვებთ? საერთოდ არარ რეაგირებს ფბ-ს ღილაკზე, ქეში შმეში პროთექშენები ყვლაფერი გავთიშე და მაინც არ მიშვებს ყველგან ასეა? |
Posted by: Masha_Sharapova 30 Apr 2021, 19:23 |
MegaBit მაგით არასდროს არ შევსულვარ// |
Posted by: MegaBit 30 Apr 2021, 20:55 |
Masha_Sharapova ტელეფონით ჩვეულებრივ შევდიოდი და გუგლზეც მივაბი ფბ-თი ავტორიზაცია ისევ არ მუშაობს მარა გუგლით შევედი ჩვეულებრივ ალბათ რამე ბაგია და გაასწორებენ |
Posted by: hattrick 30 Apr 2021, 22:18 | ||
ფეისზეც არის ჰეთრიკის ჯგუფი? ეგ როგორ გამომეპარა :-D მილიონი იუზერი ყავდა წლების წინ ჰთ-ს და ეხლა მეოთხედიღა დარჩა, პახოდუ ამ მეოთხედიდან დიდი წილი მიძინებული გუნდებია . ერთი წლის უკან დავუბრუნდი ჰთ-ს და ისევ ისეთი სიტუაცია მინდა იყოს როგორიც ათი წლის წინ იყო :'( |
Posted by: Masha_Sharapova 4 May 2021, 18:34 |
hattrick am ათ წელიწადში ისეთი თამაშები გამოიგონეს, ონლაინ და რამე, აღარ უნდათ ეს შენი წლობით საშენებელი ჰეთთრიკი, აჩქარდა ცხოვრება |
Posted by: Wikinewser 9 May 2021, 11:18 |
ვიკისიახლეები არის ახალი ქართული პროექტი, სიახლეების თავისუფალი წყარო საიდანაც შეგიძლიათ მიიღოთ ახალი ამბები და თავადაც დაწეროთ ის, შეგიძლიათ გადახედოთ, მსგავსი სიახლეების დამატებაც შესაძლებელია https://incubator.wikimedia.org/w/index.php...ctfrom=infopage |
Posted by: ranhh 13 May 2021, 22:15 |
ფორმის მომატებით თიფი მომეცით რამე, იმენა 1-2 ფორმაზეა სულ, 5 იანი მწვრთვნელის მიუხედავად |
Posted by: ნარდი 19 May 2021, 18:22 |
ფულის საშოვნელად თავდასხმის ვარჯიში ხომ არ ჯობია რას იტყვით? ნამეტანი ძვირები ღირს თავდამსხმელები. |
Posted by: RealMadridZaqro 20 May 2021, 23:48 |
გაუმარჯოს ბიჭებო სანაკრებო ხალხის აყვანა და მათი ვარჯიში ხო არ გინდათ რომელიმეს? |
Posted by: Masha_Sharapova 25 May 2021, 20:10 |
ნარდი მეკარეები იყიდე და დაცვა ავარჯიშე )) ფული თუ გაქვს // RealMadridZaqro რა ასაკისანი და რა სკილებზე? |
Posted by: ნარდი 25 May 2021, 22:22 |
Masha_Sharapova დაცვა მეკარეების მეორე სქილია და ძირითადის ვარჯიშზე მეტად მომგებიანია? სუმთლად შეცვლილა ეს ჰეთთრიკი აბა ) კარგი მადლობა, გადავხედავ მაგ ვარიანტს. |
Posted by: RealMadridZaqro 26 May 2021, 12:50 |
Masha_Sharapova სხვადასხვა ასაკის ხალხია ასე, რომ სურვილის შემთხვევაში, სავარჯიშო პოზიციები და სასურველთან მიახლოებული სქილები გვითხარი და ხალხი არის |
Posted by: MegaBit 31 May 2021, 12:51 |
5-X-X - აი ამ წყობას რა შეიძლება დავუპირისპირო? 3-5-2 ვთამაშობ და ნახევარმცველები მყავს ნორმალურები 13 სკილით (ამათ ავვარჯიშებ 19-20 წლის სასტავია) ძლაინ ბევრ მომენტს ვქმნი თამაშში მარა სრედნიკ 5 მცველიანებთან გატანა მიჭირს სასწაულად ფლანგებიდან შეტევა მაქვს 13-ზე და ამ ტაქტიკით რო ვეთამაშო მოიტანს რამე შედეგს ვითომ? თავდამსხმელები ასე თუ ისე ნორმალურები მყავს, მაგრამ 10-12 მომენტიდან 1 გადის ან 2 გუნდის განწყობა 6 თავდაჯერებულობა 5 4 და უფრო ნაკლებ მცველებში საკაიფოდ გამაქ მარა 5 მცველში სასწაულად მიჭირს |
Posted by: Pazzini 31 May 2021, 14:37 | ||
უცნაურად ითვლი. მთავარი არის რგოლები და არა მცველების რაოდენობა. 2 მცველით და მეკარით შეილება 15+ დაცვების დაჭერა, და მეორე მხრივ, 5 სავარჯიშო მცველით და მე-7 დონის მეკარით ამის ნახევარ დაცვებს ვერ ვიჭერდი თავიდან. დააკვირდი მეტოქის რგოლებს, ცენტრალურ დაცვაში რამდენი უჭირავს, ფლანგებზე რამდენი უჭირავს და მაგის მიხედვით ეცადე სუსტ წერტილში დაარტყა. პირობითად სამივე შეტევაში 15%-20%-ების დაჭერას, ჯობია ფლანგებზე შეუტიო შესაბამისი ტაქტიკით და მანდ გქონდეს 40%-ები, მითუმეტეს როცა ფლობას იგებ. მეც მცველებს ვავარჯიშებ და ხანდახან მხოლოდ ერთი ფლანგის შეტევით გავდივარ 5-4-1 ით, წინასწარ თუ ვნახულობ რომ კარგი დაცვებითაა მეტოქე, მირჩევნია ერთი მხრიდან დავარტყა და ნორმალურად. მოკლედ რგოლებს მიაქციე ყურადღება და შენი რგოლების მიხედვით პროცენტებს რომ გიწერს, მაგას. ეგ პროცენტი, საშუალოდ, რეალიზაციის სიხშირეს გიჩვენებს, 10% თუ გაქვს 10 შეტევიდან საშუალოდ 1 გავა, 50% თუ გაქვს, 10-დან 5 და ასე შემდეგ. |
Posted by: MegaBit 31 May 2021, 14:47 | ||||
Pazzini რგოლები ანუ შემადგენლობას რო ნახავ და 4.5 / 5 / 3.5 რო აწერია ფეხბურთელებს ეგ ხო?
გასაგებიაა მადლობა <3 დავტესტავ ეხლა თასზე, მერე დივიზიონების ბრძოლაში და კვირას დაგუგლული შეუვარდები პ.ს
კონკრეტულად მხოლოდ ერთი ფლანგი რო მივუთითო შეიძლება რამენარად? მარჯვენა ან მარცხენა თუ პროსტა ფლანგებიდან შეტევა უდნა დავაყენო და ვილოცო რო რომელ ფლანგზეც მეტი მაქვს იქ დამისვაშ მომენტები |
Posted by: Pazzini 31 May 2021, 15:52 | ||||
MegaBit
სქრინი ნახე, მაგას ვგულისხმობ რგოლებში. ქართულად არ მაქვს ჰეთრიქი და შეილება სხვანაირად ქვია. ფეხბურთელი რამდენი ვარსკვლავს იღებს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, გადამწყვეტი არის ეს, რომელი რგოლი როგორი გაქვს და მეტოქესთან მიმართებაში რამდენი %-ში ხარ. შემადგენლობის დაყენებისასაც შეგილია დაახლოებითი რგოლები ნახო შენი გუნდის და შემდეგ მეტოქესთან შედარებაც.
მეორე. და ფლანგებიდან შეტევის ტაქტიკა ცენტრალურ დაცვას აგდებს, ამიტომ ხანდახან მაგასაც არ ვუთითებ და მარტო ლოცვის იმედზე ვარ. მაგრამ სხვა გზა როცა არაა, ისევ ერთ ან ორ ფლანგზე მირჩევნია მივმართო მთელი ძალები და თუ დამისვამს, მეტი შანსით ვიყო, ვიდრე 5%-იანებში გატანის იმედად. |
Posted by: MegaBit 31 May 2021, 16:19 | ||
Pazzini
აი ეს ვიგულისხმე ეხლა გასაგებია ყვეალფერი აი ესე იყო და 66 წუთამდე მაგრად გამაწურინეს, თან შემთხვევით ისეთ დივიზიონში გადავედი სადაც ჩემი ძმაკაცია და ძაან პრინციპული თამაში იყო |
Posted by: Pazzini 31 May 2021, 16:48 |
MegaBit დროსაც არ მიაქციო ყურადღება, მოსაგები მატჩი გქონდა და მოიგე, ფლობიდან გამომდინარე 10 რეგულარული მომენტი გეკუთვნოდა (მაქსიმუმია) და მაქედან სადღაც 3 უნდა გაგეტანა. რადგან ნახევარდაცვას ვარჯიშობ, კონკრეტულად მანდ შეგეძლო მცველი მოგეხსნა და 3 თავდამსხმელით გასულიყავი, უკან დიდს არაფერს შეცვლიდა მინუს ერთი კაცი, და ზევით სულ რომ 5%-ებით გაეზარდა თავდასხმა, თემაა ეგეთ ფლობაზე. ნუ ეს უკვე ამ გადმოსახედიდან, როცა ვიცით მეტოქის რგოლები, თორე ისე რაც ითამაშე, ეგეც საკმარისია კონკრეტულ შემთხვევაში 10-დან 9-ჯერ. |
Posted by: MegaBit 31 May 2021, 17:05 | ||
Pazzini
ამას გავითვალისწინებ ამის მერე, ვიცი დაახლოებით მსგავსი სიტოაცია რომელ გუნდებთანაც მექნება მადლობა კიდევ ერთხელ |
Posted by: Masha_Sharapova 31 May 2021, 19:23 |
Pazzini იქ პწიჩკა მოუნიშნე ხოლმე და რეალურ რგოლებს დაგიწერს// |
Posted by: Pazzini 31 May 2021, 20:19 |
Masha_Sharapova მაგას ძირითადად ფლობისთვის ვიყენებ, საშუალოდ მომენტების რაოდენობა რომ გავიგო. დაცვა-შეტევის რგოლები 'ახალი სტილით' ჯობია, იდეაში პირდაპირ რეალიზაციის პროცენტს გვაჩვენებს. |
Posted by: MegaBit 2 Jun 2021, 19:47 |
Pazzini გავითვალისწინე ყველაფერი რაც გავიარეთ და აი შედეგი მოკლედ მარჯვნივ ქონდა დირკა, თუ რამე შემტევითი პოტენციალი მქონდა ყველაფერი იქით მივმართე, ფლანგიდან შეტევა დავაყენე და ლოცვა გავაძლიერე თასის თამაშია, წითელი რაღაც რო აქვს, მემგონი მესხის თასია, იდეაში შედეგი მეკიდა გავიდოდი თუ ვერა მარა ტაქტიკამ რო გაამართლა გამისწორდა 5-0 |
Posted by: Pazzini 3 Jun 2021, 01:44 |
MegaBit გილოცავ, რაც მეტ ხანს დარჩები თუნდაც მეორად თასზე, უკეთესი. გამოცდილებასაც მეტს იღებენ ფეხბურთელები და შემოსავალიც მეტია, ვიდრე ამხანაგური. მანდ რაც ჩანს მაგას რაც შეეხება, ალბათ დაემტვრა ან გაუგდეს ვინმე, თორემ ამ ფლობაზე 9 რეგულარი მომენტი შენ და 2 იმას, თითქმის გამორიცხულია. შეტევაც კარგი ქონია, და ჯამურად მაგრად გაგმართლებია. ტაქტიკური გათვლა მშვენიერი, ჩვენთან ზედა ლიგებამდე თითქმის ყველა დაზეპირებული შემადგენლობით გამოდის და სერიოზული უპირატესობის მოპოვება შეილება მაგის ხარჯზე. |
Posted by: MegaBit 3 Jun 2021, 01:52 |
Pazzini არავინ დამტვრეულა ან გაუგდიათ, ალბათ გამძლეობის თემაში ვერ იყვნენ ან ფორმაში და ამის გამო დაეწიათ რაც დრო გავიდა ბოლოს ასეთი გადანაწილებით მორჩა |
Posted by: Pazzini 3 Jun 2021, 02:00 | ||
მოშნად მოუცია. ესაა HT-ს ოფიციალური სტატისტიკა, საშუალოდ რამდენი მომენტი ეკუთვნის გუნდს ბურთის ფლობის მიხედვით. ფლობა განისაზღვრება სუფთა მათემატიკური პროპორციით, აი შენს სქრინზე მოედნის მარცხნივ მაღლა 'რეიტინგების პროპორციულად ჩვენება'-ს რომ დააჭერ, მაშინ ჩანს ცენტრში. მაქსიმუმ 54% გამოგდის, რაც საშუალოდ 6 რეგულარული მომენტია, შენ 9 დაგისვა. |
Posted by: MegaBit 3 Jun 2021, 11:53 |
Pazzini ვაა საინტერესოაა, იქნებ ტაქტიკის უნარი რომ 13-ზეა აწეული მაგანაც იმოქმედა მომენტების შექმნაში |
Posted by: Pazzini 3 Jun 2021, 15:51 | ||
არა, ტაქტიკური უნარი მხოლოდ კონკრეტული ტაქტიკის ეფექტიანად შესრულებას ემსახურება. უბრალოდ ძაან დაბალი ალბათობა იყო 9 შეტევის მაგ ფლობაზე და დაჯდა მაინც, ეს აღვნიშნე. |
Posted by: sul ertia 6 Jun 2021, 22:08 |
ეს რა ლოგიკით წავაგე, ან 7-4 ზე რატო გაანაწილა მომენტები იმის სასარგებლოდ ვერ ვხსნი |
Posted by: peppe_N 7 Jun 2021, 12:51 | ||
:დ რა ტაქტიკით თამაშობდით ორივე ? |
Posted by: sul ertia 7 Jun 2021, 13:09 |
peppe_N ის ცენტრიდან შეტევა ( არამიწიერი 16 ), მე უტაქტიკოდ. ეგეც ცუდად აირჩია ყველაფერთან ერთად, ცენტრიდან ყველაზე ნაკლებად მიგებდა. თასი იყო და მაგის გამო ორმაგად დამწყდა გული ამის დედაც )) |
Posted by: Pazzini 7 Jun 2021, 13:21 |
sul ertia მომენტების განაწილების გათვალისწინებით, ალბათ 100/1-თან შანსი იყო ეგეთი რამე რომ დამჯდარიყო. |
Posted by: sul ertia 7 Jun 2021, 13:28 |
Pazzini ხო, ძაან გამწირა მგონი. ცენტრი მოშნად მოვუგე, სამივე დაცვა გავურღვიე. წამეგო ჯანდაბას, მაგრამ აი ეს მომენტების განაწილება ხო საერთოდ აუხსნელია. ერთხელ მაინც მე გამმართლებოდა ასე არ მახსოვს |
Posted by: peppe_N 8 Jun 2021, 23:46 |
sul ertia ცენტრი მოშნად მოუგე და ცენტრალური დაცვაც საკმაოდ მოუგე, სხვა რგოლებიც :დ რავი არვიცი, არვიცი, მე რო წამეგო ალბად დეპრესიაში ცაარდებოდი |
Posted by: Deleted 20 Jun 2021, 23:28 |
გაუმარჯოს, გუნდი მყავს 140 მილიონი ბიუჯეტით თუ ვინმეს გინდათ ჩაიბარეთ და მიხედეთ ადრეც ავედი 100 ლიმონზე და დამიბლოკეს რო აღარ შევდიოდი და ეხლაც იგივე ბედი ელის ამას |
Posted by: peppe_N 23 Jun 2021, 00:23 |
Deleted სალამი, გამოუშვი პირადში |
Posted by: Szpilman 1 Jul 2021, 15:00 |
ნუგეშის თასის ფინალში ვარ . იმედია მოვიგებ ) |
Posted by: Alix 20 Jul 2021, 04:22 |
გუნდის აღდგენა მინდა, დავიჯერო რამე მეთოდი არ არსებობს? ქართულ ჯიგრულ პონტში? |
Posted by: Triad 26 Jul 2021, 15:47 |
ამინდის პირობები ზოგიერთი სპეციალობები უკეთესად ერგებიან გარკვეული ტიპის ამინდს. ამინდის გავლენა თამაშის დასაწყისიდანვე ერთდროულად ისახება ყველა ფეხბურთელზე. ტექნიკური ფეხბურთელები 5%-ს იმატებენ ყველა სქილებში მზეზე, მაგრამ წვიმის დროს იკლებენ იგივე პროცენტს. ძლიერი ფეხბურთელები 5%-ს იმატებენ წვიმისას, ხოლო მზიან ამინდში 5%-ით ზარალდებიან. სწრაფი ფეხბურთელები 5%-ს კარგავენ წვიმაში და მზეზე. -------------------------------------------------------------------------------------- ღრუბლიან ამინდში რა ემართებათ,მაგალითად სწრაფ ფეხბურთელებს? ან ნახევრად მზიან ამინდში? ტექნიკურებს რა მოსდით ღრუბლიან ამინდში?? ნეიტრალური ხდება?არც იმატებს და არც იკლებს??ანუ შესაბამისად ვერ იყენებს მის ტექნიკურ მხარეს?? ნახევარდაცვის ვარჯიშის დროს 6ზე მეტს ვერ ავარჯიშებ ხო?რომელიც 100% ვარჯიშს მიიღებს? თუ ვინმემ იცით დარწმუნებით პასუხი დაწერეთ ძმურად რა |
Posted by: Pazzini 27 Jul 2021, 03:24 | ||
ღრუბლიან და ნახევრადმოღრუბლულში არაფერი იცვლება, რომელი სპეციც არ უნდა იყოს. დანარჩენი კი წერია მანდ. და ამინდის მიუხედავად სპეცის ივენთები არ იცვლება, რა ამინდიც არ უნდა იყოს სწრაფმა, გამოუცნობმა, ტექნიკურმა და სხვა სპეცის ფეხბურთელებმა ჩვეულებრივად შეილება შექმნან მომენტი სპეცის ხარჯზე. მანუალში და ჰეთრიქის ფორუმზე 'დაუწერელი სახელმძღვანელოს' თემაში კარგადაა ახსნილი ეს თემები. რომელი სპეცი რომელ პოზიციაზე როგორ მუშაობს და მსგავსი დეტალები აუცილებლად უნდა წაიკითხო, სხვანაირად შანსი არაა მაგრად გამოიყენო. |
Posted by: Triad 27 Jul 2021, 09:07 |
Pazzini დიდი მადლობა,გაიხარე |
Posted by: MegaBit 9 Aug 2021, 15:25 |
დიდებულია! დივიზიონის ჯგუფში ჩვენ დავიკავეთ 1 ადგილი, რამაც 3 დივიზიონის საგზური მოგვიპოვა. ნაჩვენები შედეგებიდან გამომდინარე, მომდევნო ყოველკვირეული განახლებისას, ჯილდოს სახით ჩვენ გადმოგვეცემა 1 800 000 Lari და დაწინაურების ბონუსი 800 000 Lari. მეტიც, გულშემატკივრებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს თუ დავუჯერებთ, ჩვენ უნდა ველოდოთ 10%-იან ზრდას ფანკლუბის წევრთა რაოდენობის კუთხით, რამდენადაც მიღწეულმა წარმატებამ ჩვენი კლუბის მიმართ ფეხბურთის გულშემატკივართა ინტერესი რეგიონში და ალბათ მთელს ქვეყანაშიც გაზარდა. რას იძახის ეს ? რა მესამე დივიზიონი არ დამღუპოს დაწინაურების სტატუსში ვაბშე არ ვჩანდი, არც ხაზს ზემოთ და არც ქვემოთ... გადამაგდებს მესამეში ანუ თუ რა გამოვიდა |
Posted by: Pazzini 12 Aug 2021, 16:04 | ||||
MegaBit
ზღვარზე მყოფ გუნდებს აჩვენებს. მათზე უკეთესი შედეგი თუ გქონდა, ზევით იქნებოდი და დაგაწინაურებს ავტომატურად, თუ ქვევით - მაშინ გადათამაშება.
დაღუპვა რატოა? |
Posted by: MegaBit 12 Aug 2021, 20:46 | ||||
არ მყავს ისეთი გუნდი რო მესამეში ვეჭიოდა ხალხს, ფულს ვაგროვებდი დაბლა ეხლა იქ რო სახე გამახიონ ხალხი ნაკლები ივლის ხო შეხვედრებზე, პახოდუ აღარც ფანკლუბი გაიზრდება ისე... კაროჩე შემოსავლებში მაგრად მაყირავებს მგონია მესამე დივიზიონი |
Posted by: Pazzini 13 Aug 2021, 01:42 |
MegaBit ვერ იტყვი ეგრე. ყველა მატჩის წაგებას თუ აპირებ, ალბათ მართალი ხარ მარა სხვა მხრივ გულშემატკივრების მოლოდინი მუდმივად დაბალი იქნება და მოგებებს არ მოგთხოვენ. ამასობაში, თუ ვერ გაუქაჩავ, კი დაუბრუნდები მეოთხეს. თან გამოცდილებაც არის, ბოტებთან თამაშით რასაც ვერ მიიღებ. |
Posted by: MegaBit 13 Aug 2021, 10:30 |
Pazzini ვნახოთ აბა რა იქნება ოთხეულზე იქნებ გავიწიო მარათალი ხარ, გამოცდილებისთვის კაია და თუ ვერ გავქაჩე ისედაც გამომაბუნძულებენ უკან პროსტა არ მქონდა მოლოდინი რო გადავიდოდი და ეს წერილი რო დამხვდა ცოტა დავიძაბე |
Posted by: პრესცენტრი 13 Aug 2021, 23:18 |
ეს ახალგაზრდული აკადემია ზარალია მგონი სრული, ყველა ფეხბურთელი 2000 ლარი ღირს ამოყვანისას არადა მთელი წელი უნდა ავარჯიშო, თან სკაუტები დარბიან აქეთ იქით მაგ ფულად სხვის გაზრდილ მაგარ იგროკს იყიდი. |
Posted by: Duff 15 Aug 2021, 18:29 | ||
მეც ეგრე მომივიდა ეხლა... ჩემს შემთხვევაში გადათამაშება მქონდა და 2-0 ვაგებდი და 2-3 მოიგეს )))) აი იმენა ჯერ არ მინდოდა მაგრამ არც ახლაა გვიანი... თან მეზარება ჯერ ზემოთ ასვლა ჩალიჩები არადა ფინანსები არის საკმარისი რომ ლიწინით ავიდე ბოლომდე :დდდდდდ |
Posted by: MegaBit 15 Aug 2021, 20:04 |
Duff ფინანსები თუა კიდე არაუშავს ნელ ნელა ჩაუჯდები მარა მე ნაღდად არ მინდოდა ჯერ, მარა რას ვიზამთ. ეხლა ვნახე და საკმაოდ რთულ ჯგუფში ჩამსვა როგორც მეხუთეში და მეოთხეშია, წინა სასეზონო ხუთშაბათ დღეს რო იხსნება გადატრანსფერების ფანჯარა 24 საათიანი და სხვა ჯგუფში გადასვლის საშუალებას გაძლევს, ეგ მესამეშიც მოქმედია? შესაძლო 16 დან 4 რეიტინგის ჯგუფში ვარ, იმენა მე-16-ე ში მინდა გადავიდე |
Posted by: Duff 16 Aug 2021, 01:55 |
MegaBit შესაძლებელი იქნება გადასვლა მაგრამ ცარიელი სლოტი მესამეში იქნება რო? |
Posted by: MegaBit 16 Aug 2021, 10:23 |
Duff ერთგან იყო, ზუსტად მაგ 16 რეიტინგის მქონეში თუ მოვასწარი გადავხტები, თუ არადა ნიჩივო, რაც არი არი |
Posted by: Duff 16 Aug 2021, 15:08 |
MegaBit მეორეა რეიტინგით ჩემი ჯგუფი... გავაკეთებ ეხლა რამოდენიმე ტრანსფერს და მესამე ლიგას გავმაგრდები სანამ ასვლა დამეზარება )) თან მიღწევა გავაკეთე ქამბექების ისეთი დრამატული იგრა მოვიგეთ ...რად გვინდოდა არვიცი :დ |
Posted by: MegaBit 16 Aug 2021, 18:40 | ||
Duff
ძაან მოტივირებულები იყვნენ ალბათ |
Posted by: Christopher_Smith 23 Aug 2021, 09:25 |
Duff დაბრუნებულხარ ხალხო, თქვენთანაც არ შედის საიტზე? |
Posted by: Duff 24 Aug 2021, 22:37 |
Christopher_Smith დაბრუნება ნაკლებად რავი არ მინდოდა ვნახოთ როგორ ხასიათზე ვიქნები )))))))) |
Posted by: svani1989 26 Sep 2021, 01:07 |
სანაკრებო ხალხია.ვინმე ფულიანი თუ ხართ მიძინებული გუნდით ან უბრალოდ გინდათ ნაკრების ხალხის გაზრდა მოიწერეთ |
Posted by: sul ertia 13 Oct 2021, 19:57 | ||
ისევ ეს გუნდი. ვინაა ნეტა რომელ თათართან დადის |
Posted by: RAULA 15 Dec 2021, 00:27 |
გაუმარჯოს ესეთი შეკითხვა მაქვს ანუ ხვალინდელ თამაშზე თასზე რა შემადგენლობაც მიყენია , მათ არ მოუწევთ ამ კვირის ვარჯიში ხომ ? ანუ გამოდის , რომ ძირითადი გუნდი უნდა მივმართო კვირის თამაშზე , რომ ივარჯიშოს ძირითადმა |
Posted by: MegaBit 18 Feb 2022, 15:13 |
RAULA არა, ვარჯიშის შედეგები იდება ყოველ ხუთშაბათს, ანუ რესტარტდება ხუთშაბათ დღეს და ამის მერე იწყება ათვლა. კვირის და ოთხშაბათის შედეგს დებს ხუთშაბათს. ახლა შენ როგორც გინდა ისე გადაანაწილე, თუ გინდა ძირითადი კვირას ათამაშე, თუ გინდა ოთხშაბათს. ერთი აუცილებელირ რაცაა ისაა, რომ განსხვავებული სასტავი უნდა იყოს სავარჯიშო პოზიციებზე, ანუ კვირას რასაც ათამაშებ სავარჯიშო პოზიციაზე, ოთხშაბათს იქ სხვა სასტავი უნდა დააყენო. თარიღს ეხლა დავაკვირდი იმედია გამოგადგება აწი რამეში ეს პასუხი ეხლა მე ის მაინტერესებს ბოლო აფდეითი რომ მოვიდა, დაწინაურების შემდეგ რომ ირჩევ წინასწარ სად გადახვიდე, ეგ ფუნქცია სადაა? ვერსად ვერ ვნახე, ვერც აპლიკაციაში და ვერც დესკტოპზე |
Posted by: Saburtaloeli 21 Feb 2022, 22:42 |
MegaBit სასურველ დივიზიონში შედი და მარჯვნივ შუაში დაპწიჩკე. მე როგორც ვხვდები ეგრევე მანდ არ გახვედრებს მაგრამ შანსი დიდია. რამდენიმეს მონიშვნა შეგიძლია. ესე წერია: სასურველი დივიზიონი მონიშნე თქვნ ამჟამინდელ დონეზე როგორც სასურველი დივიზიონი |
Posted by: MegaBit 22 Feb 2022, 01:47 |
Saburtaloeli გასაგებიაა მადლობა |
Posted by: Adza 27 Feb 2022, 07:33 |
კაროჩე, ამ უდროობის გამო და კიდევ იმის რო ხალისი მაქვს დაკარგული, V დივიზიონში ვარ, ყველა გუნდი ბოტია ჩემ გარდა და ბოლო ადგილზე ვარ 0 მოგებით :დდდ 8 გოლი გამიტანეს და 5-ჯერ წავაგე მაგ რვა გოლით ახლა მცველებს ვზრდი 10+ ნახევადაცვებით, როგორც კი 15-ზე ავა დაცვა, გუნდის აშენებას დავიწყებ და ვნახოთ რა გამომივა. ორჯერ მაქვს III დივიზიონი მოგებული, მარა ვერ მეღირსა II-ში ასვლა. თასზე სულ ჩაკუკულია, მესამეს ვერ გავცდი ცოტა ხანში ახალ ლეპტოპს ვიყიდი, სახელმძღვანელოსაც ჩავაბულბულებ და ვნახოთ რა გამომივა |
Posted by: achi-anchabeli 4 Apr 2022, 11:20 |
მარტო ჩემთან ჭედავს ჰეთთრიკი მას შემდეგ, რაც მეორე გუნდები ჩაეშვა? |
Posted by: RAULA 12 Apr 2022, 15:39 |
MegaBit გასაგებია მადლობა :* |
Posted by: baggio_ge 20 Apr 2022, 17:52 |
Ultras Bianconero III.8 საქართველო პერსპექტიული ახალგაზრდა ფეხბურთელი სად უნდა დავარეგისტრირო,სკაუტები რო ხედავდნენ? |
Posted by: RealMadridZaqro 22 Apr 2022, 13:27 |
baggio_ge https://hattrickportal.pro/Tracker ამ საიტზე გაიარე ავტორიზაცია თუმცა გადავხედე შენ გუნდს და სამწუხაროდ, ვერცერთი ვერაა სანაკრებო თუ გაქვს სურვილი სანაკრებო ბიჭები აცარჯიშო, შემიძლია დაგეხმარო აყვანაში |
Posted by: baggio_ge 22 Apr 2022, 15:01 |
RealMadridZaqro მადლობა გამოხმაურებისთვის ერთი მყავს აკადემიაში და არ ვიცი რამდენად გამოდგება |
Posted by: RealMadridZaqro 22 Apr 2022, 17:42 |
baggio_ge ეგ კარგი ბიჭია ძალიან უსპეცობა ძალიან უტეხავს რატო არ ამოგყავს ? https://www.rate-my.academy/ ეს არის ძალიან კარგი საიტი ახალგაზრდულის ბიჭების “შესაფასებლად” დამალულ სპეცებსაც აგდებს |
Posted by: baggio_ge 24 Apr 2022, 12:29 | ||
RealMadridZaqro
4 თამაშში ფლანგი უხდება ნორმალური და ვიფიქრე ბარემ ვავარჯიშოთქო,7 თამაშში ნახევარდაცვა კარგი(7) ექნება,რას იტყვი? |
Posted by: RealMadridZaqro 24 Apr 2022, 12:47 |
baggio_ge აუცილებლად უნდა ამოიყვანო და დიდებში აცარჯიშო, თუ იტოვებ თუ ყიდი, მითუმეტეს უნდა ამოიყვანო დიდებში უფრო სწრაფად ვარჯიშობს ვიდრე პატარებში |
Posted by: baggio_ge 24 Apr 2022, 17:25 | ||
RealMadridZaqro
მადლობა რჩევისთვის |
Posted by: achi-anchabeli 27 Apr 2022, 20:53 |
ავიყვანე მეორე გუნდი საიუბილეო ლიგაში, მაგრამ თუ სულ 8 სეზონი უნდა გაგრძელდეს, საერთოდ აზრს ვერ ვხედავ ამ გათამაშების. |
Posted by: sul ertia 5 May 2022, 18:55 |
ისევ იგივე გუნდთან მესამედ მოხდა უკვე ამდაგვარი, ისევ თასზე. ჩემშია ვითომ პრობლემა? თან თავდამსხმელი დამაკლდა მეოთხმოცე წუთზე თორე მეტი რგოლებიც მექნებოდა * * * ყველა სპეციანი მყავს თითქმის, ამინდიც მაწყობდა. იმას სპეცები ძაან ნაკლებად და ტაქტიკა ქონდა ცენტრიდან შეტევა. აი რატომ მოხდა ასე ამიხსნით ვინმე? * * * წინა გვერდზე მიდევს ასევე ორი თამაში ამ გუნდთან * * * სამივე თავდასხმა გავურღვიე, სამივე დაცვა ამოვუკეტე, ცენტრი მოვუგე, მეტი რაღა ვქნა აღარ ვიცი ) |
Posted by: Szpilman 6 May 2022, 17:41 |
ყველაზე მდიდარი კლუბები საქართველოდან : რა ფულია დაძინებულიი.... 1. Shavnabada01 IV.57 360 523 320 Lari 2. FC XVLIKEBI IV.33 358 511 378 Lari 3. Chemicals III.7 355 160 843 Lari 4. Mimino IV.12 351 123 423 Lari 5. F.C. toretto III.15 348 298 771 Lari 6. imereti III.8 327 071 927 Lari 7. FC.Qiziki IV.4 305 400 478 Lari 8. Gondor F.C. IV.63 305 381 015 Lari 9. FC - Kutaisi Georgia III.9 273 311 960 Lari 10. FC.Lazio.Geo IV.52 269 644 320 Lari 11. Military_Unit IV.45 269 123 826 Lari 12. Chope III.8 264 371 202 Lari 13. Rebellious Team III.10 263 779 705 Lari 14. Spritzer IV.33 263 630 895 Lari 15. F.C. Sazani V.49 258 608 089 Lari |
Posted by: forum-ge 7 May 2022, 17:56 | ||
რად უნდათ ამდენი? |
Posted by: RAULA 22 Jun 2022, 00:34 |
ფულადი რეზერვებიდან ფული როგორ უნდა დაბრუნდეს უკან ?? |
Posted by: kutaisi1 14 Jul 2022, 14:23 |
გაუმარჯოს ძმებს, მოკლედ გამძლეობის ვარჯიში მაქვს 15% და გაზრდას ვაპირებ გამძლეობის მოსამატებლად. სადღაც 29-30 წლის ფეხბურთელები არიან ძირითადად და რას მირჩევთ რამდენ პროცენტზე დავაყენო გამძლეობის პროცენტული წილი? მაღალი გამძლეობის წილის პირდაპირ დაყენება ზრდის თუ არა ტრავმის მიღების შანსს? ბობია თუ არა, რომ ნელ-ნელა მოვუმატო? |
Posted by: RAULA 23 Jul 2022, 15:53 |
https://www89.hattrick.org/Club/Players/Player.aspx?playerId=440690219 აბა იყიდეთ |
Posted by: RAULA 7 Aug 2022, 21:43 |
სტადიონზე ბილეთის ფასის შეცვლას ვეღავ ვპოულობ დამეხმარეთ რაა |
Posted by: ELguja90 13 Aug 2022, 17:29 | ||
კაი ხანია აღარ მითამაშია, მარა ფას ვერ ცვლიდი როგორც მახსოვს ტრიბუნის სახეობის მიხედვით იყო ფასები პ.ს. ღირს დაწყება? ბოლოს რო ვთამაშობდი ძალიან ცოტა რეალური მოთამაშე იყო და მუღამი დამეკარგა მესამე დივიზიონში რო ახვალ 3 სეზონში გიტრუხდება არადა სულ თავიდან რო დავიწყე ძაან ბევრი ვიწვალე მეხუთედან მეოთხეში ასასვლელად და მესამეში რო ავედი თავი მოურინიო ( მაშინ არ იყო ჩაყლევებული ) მეგონა |
Posted by: RAULA 13 Aug 2022, 18:22 |
ELguja90 მესამე ლიგაში არ არის ხოლმე ბოტები , მე 4 ში არის ) ნუ მე 5 ში თავისთავად , ამიტომ ყველა რეალურ მოთამაშესთან , რომ იყო მე 3 ში უნდა ახვიდე |
Posted by: ELguja90 13 Aug 2022, 18:32 |
RAULA ტეხავს სადღაც 2009 თუ 2010 წელს დავიწყე და დიდ ხანს ვიწვალე სანამ მეოთხეში ავიდოდი ნაკრებიც ძაან სუსტი გვეყოლება მაშინ |
Posted by: RealMadridZaqro 14 Aug 2022, 23:58 |
ELguja90 რაც არ უნდა გასაკვირი იყოს ორივე ნაკრები მაგარი მოხოდილია |
Posted by: RAULA 15 Aug 2022, 00:54 |
ELguja90 ეხლა არაფერი წვალება არ გჭირდება თუ იმენა ასვლა გინდა ბებრები იყიდე 15 იანები და ეგ არის ჩათვალე ასული ხარ ) მე 5 დან ვაბშე იოლია გადმოსვლა და მე 4 დანაც რავი |
Posted by: ELguja90 17 Aug 2022, 10:53 |
RealMadridZaqro RAULA აუ, გამახსენეთ ძმურად თავიდან, სავარჯიშოდ გამძლეობა 5 პროცენტზე უნდა ეყენოს და ვარჯიშის ინტენსივობა ასზე ხო? აღარ მახსოვს |
Posted by: RealMadridZaqro 19 Aug 2022, 20:51 |
ELguja90 გამძლეობას 5-ზე ვეღარ დააყენებ, 10-ია მინიმუმი ინტენსივობა 100-ზე, კი |
Posted by: Alix 30 Aug 2022, 16:02 |
https://twitter.com/Hattrick/status/1564523545589342213 25 years ago today, Hattrick came online for the very first time! Happy birthday, old beauty! |
Posted by: sikete 30 Aug 2022, 18:30 |
Alix დაბრუნდი? |
Posted by: Alix 31 Aug 2022, 21:47 |
sikete არა, სად მაქვს ახლიდან დაწყების ნერვები პ.ს. რომელი ხარ? :დ |
Posted by: sikete 31 Aug 2022, 22:02 |
Alix კახა ვარ. |
Posted by: Alix 1 Sep 2022, 02:33 | ||
|
Posted by: sikete 1 Sep 2022, 11:52 | ||||
|
Posted by: Alix 1 Sep 2022, 18:50 |
sikete თესლი ნიკია, გაყიდე კი მარა, აქ რამ მოგიყვანა? |
Posted by: sikete 1 Sep 2022, 20:26 | ||||
Alix
მარტო ბიტკოინზე, დსმი.
შენ რომ მოდიოდი, მე მივდიოდი :დრუგ: ზაზა სად არის? დაბანეს? გლოვო გამოუშვით, ბოზებო! :მად: :წიტ: |
Posted by: GRAZU 29 Oct 2022, 12:08 |
აუაუ ჩემი 10 წლის ასაკის გუნდი გაუუქმებიათ და ვეღარ აღვადგენ?:დ კაცურად თუ შეიძლება აღდგენა დამეხმარეთ ვინმე |
Posted by: Alix 30 Oct 2022, 15:39 | ||
დაივიწყე |
Posted by: RealMadridZaqro 3 Nov 2022, 01:04 |
https://www.hattrick.org/?inviteRef=GN49SH დაბრუნება თუ უნდა რომელიმე ძველ მოთამაშეს ან ახალს აქვს ინტერესი და არ იცოდა როდის დაეწყო, ამ ლინკიდან დარეგისტრირდით და საჩუქრად სამთვიანი მხარდაჭერით დაიწყებთ + 25 კრედიტი + 1 დაბუსტული მოთამაშე გეყოლებათ კლუბში მენტორად მე გეყოლებით და გაგახსენებთ/გასწავლით თამაშის ძრავის პრინციპებს |
Posted by: SCHWARZENEGGERA 21 Nov 2022, 09:49 |
მწვრთნელზე მირჩიეთ რა როგორი ვიყიდო დაცვითი მინდა რომ იყოს |
Posted by: RealMadridZaqro 23 Nov 2022, 12:27 |
SCHWARZENEGGERA მიზნები / დივიზიონი ? |
Posted by: SCHWARZENEGGERA 27 Nov 2022, 12:09 | ||
დაცვის ვარჯიში მეხუთე დივიზიონი რათა მცველები შემდგომ ძვირად გავყიდო |
Posted by: Adza 27 Nov 2022, 21:05 |
აი ეს თამაში წავაგე :დ ფლობა 51-49 მოვიგე, მომენტები 3-8 წავაგე და ნუ დანარჩენი სტატები აგერ :დ |
Posted by: RealMadridZaqro 28 Nov 2022, 22:35 |
SCHWARZENEGGERA მნიშვნელოვანია 8იანი მწვრთნელი იყოს რაც შეიძლება მაღალ გამოცდილებიანი ფეხბურთელი იყიდე (16+) და 4-5 ის ფარგლებში ქონდეს ლიდერობა |
Posted by: pamplona 30 Nov 2022, 18:04 |
არც მახსოვს როდის ვთამაშობდი კაი დრო იყო |
Posted by: baggio_ge 7 Dec 2022, 15:19 |
ჰეთრიკს ვერ ვხსნი ვერც ბრაუზერიდან და არც ტელეფონიდან შედის ,თქვენთანაც ასეა? |
Posted by: MegaBit 7 Dec 2022, 20:16 |
baggio_ge კი გათიშულია, ნეტა რა დაემართაა |
Posted by: გიო88 14 May 2023, 23:45 |
ნდაააა, აზრზე არ ვარ, პირველად მესმის |
Posted by: Skiamakia 22 Jun 2023, 00:10 |
ღიირს დაწყება? ადრე ვთამაშობდი წლების წინ და არაფერი მახსოვს მამენტ. რაღაც მუღამი გამიჩნდა |
Posted by: RealMadridZaqro 22 Jun 2023, 00:47 |
Skiamakia სამწუხაროდ, თავიდან ძაან გაგიჭირდება სანამ გუნდს/ფინანსებს ააწყობ ისე, ღირს |
Posted by: მეცხვარე 15 Aug 2023, 19:49 |
4 400 000 მაქვს მინუსი ახალგაზრდული გუნდის სკაუტინგისგან, 2 წელია სულ ხარახურა ფეხბურთელები მოყავთ რომ ამომყავს ვერც ვყიდი ისე ვანთავისუფლებ, ხან ლოკაციები შევუცვალე სკაუტებს ხან ახლები მოვიყვანე, სულ ესეა მაინც. ამ ფასად უცხოელ ტალანტებს ვიყიდდი და მინიმუმ 20 მილიონს მოვუგებდი. |
Posted by: serjhanti 28 Sep 2023, 12:10 | ||
Skiamakia
დრო თუ გაქვს, დაიწყე! მეც ეხლა 2-3 თვე იქნება, ისევ დავუბრუნდი. ოღონდ სხვაობა ალბათ ის არის, რომ მე ისევ ძველი გუნდი მაქვს და ფულიც მაქვს. დაახლოებით 1 წელი დაგჭირდება, რომ ცოტა აღმასვლა დაიწყო. კარგია, რომ გამოცდილების გამო რაიმე შეცდომა არ გექნება. დაიწყე თავიდანვე ვარჯიშით 2 სეზონი დაახლოებით. მერე სიტუაცია გიჩვენებს, რა გააკეთო. რა ძალიან ჩამკვდარა ეს თემა. |
Posted by: Sehnsucht 5 Oct 2023, 15:22 |
გაუმარჯოს, ესე იგი გასართობად ვთამაშობ დიდი ხანია, მაგრამ ამ ბოლო დროს უფრო შევედი მუღამში და რა მაინტერესებს. რა ფინანსები უნდა გქონდეს რომ თუნდაც უმაღლეს დივიზიონამდე ავიდე? ამ ეტაპზე 70 ლიმონი მაქვს და 5 პერსპექტიული მცველი. |
Posted by: Amadeo 16 Oct 2023, 16:19 | ||
Sehnsucht
5 კიდევ დაამატე |
Posted by: RAULA 20 Oct 2023, 10:26 |
ბიჭებო როგორი მწვრთნელი დავითრიო ?? მონაცემები რა უნდა ჰქონდეს ? თავდასხმას ვავარჯიშებ |
Posted by: Szpilman 2 Nov 2023, 18:18 | ||
კარგი მწვრთნელი ცუდი ლიდერობით, 3 თავდასხმელი ძირითად მატჩებზე სამი ამხანაგურებზე, გამძლეობა ნაკლებზე დააყენე რაც შეიძლება. 17 წლისები და სპეცით იყიდე გამოუცნობი, სწრაფი, ქვე სკილად პასი და ფლანგი რო ჰქონდეს ცოტა მაინც.. 2 სეზონი ავარჯიშე კაი ფულს გააკეთებ.. 120 მილიონი მოვაგროვე მაგ პრინციპით და ეხლა ვხარჯავ და კი ვარ ოლიგარქივით.. )) |
Posted by: Bexx 3 Dec 2023, 14:15 |
ძველები ვინ თამაშობს კიდე? ვაბშე ჩემპიონი და თასის მფლობელი ვინაა |
Posted by: Vakho_J 17 Mar 2024, 19:04 |
ჯერ კიდევ ვთამაშობ B-) მე-14 წელია :O |
Posted by: chelo123 19 Mar 2024, 08:37 |
როდინდელი თამაშია? ადრე მაგრად ვეჯექი ესეთებს და არ მახსოვს |
Posted by: Adza 26 Mar 2024, 16:38 |
Amadeo როგორ ხარ აჩი? თამაშობ ისევ? ნუ თამაშით მეც ვთამაშობ, მარა კვირაში ერთხელ შევდივარ, ანუ იმენა თუ თამაშობ )) ფული მაქვს "მილიონტრისტა" და პახოდუ რასაც ვავარჯიშებ, მაგარი ფეხბურთელები, მარა აი არც დრო მაქვს და დიდად არც მუღამი რო გუნდი ავაწყო :დ |
Posted by: Ve()_Fobos 19 Apr 2024, 17:34 |
შ.დ. მოთამაშე როგორ გადის 1-ელ ადგილზე? ამდენი ხანია ვთამაშობ და ასეთი შემთხვევა არ მახსენდება. ღირს ალბათ მასეთი გუნდის აწყობა |
Posted by: აბულა 27 May 2024, 09:39 |
ვახ როგორი ჩამკვდარია ეს თემა.. არადა იყო დრო ერთ კვირაში ივსებოდა თემა და ახალი იქმნებოდა ხოლმე |
Posted by: Neptune_^ 8 Jun 2024, 17:37 |
--------------------------------------------- |