Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > სპორტი > კრიკეტი არავის აინტერესებს აქ?


Posted by: boone 14 Feb 2014, 20:00
აბა დაწერეთ smile.gif
კრიკეტს მე ბაქსვუდის ბანაკში ვთამაშობდი .
წესები ცოტა რთული აქვს
თუმცა რაღა ცოტა .
მარა არის რაღაც მუღამი მანდაც .
ინდოეთი შრი ლანკა , პაკისტანი , ბრიტანეთის გაიანა , ავსტრალია, ბანგლადეშის ყველაზე პოპულარული სპორტია ..
დანარჩენი თქვენ შეავსეთ .

Posted by: boone 18 Feb 2014, 00:53
წესებს მაინც ვერ დაწერთ ?
ბეისბოლის თემაში დაწვრილებითაა ყველაფერი smile.gif

Posted by: boone 23 Feb 2014, 09:48
კრიკეტი. ინგლისური გუნდური თამაში ბურთითა და ტაფელით.
სავარაუდოდ, კრიკეტის ისტორია XII საუკუნიდან იწყება. ინგლისის მაშინდელი მეფის ედუარდ I-ის 1300 პირად ნივთს შორის კრიკეტის აღჭურვილობაც ყოფილა. 1477 წელს ედუარდ IV-მ ეს თამაში აკრძალა, იმ მიზეზით, რომ ლონდონის გარეუბანში მშვილდოსნობას უშლიდა ხელს. XVII საუკუნის დასაწყისში პურიტანებმა კრიკეტი მორალისა და რელიგიის საწინააღმდეგო მოვლენად შერაცხეს. მას აზარტულ თამაშებთან აიგივებდნენ. 1748 წელს, დიდი კამათის შემდეგ, კრიკეტს პირვანდელი უფლებები დაუბრუნეს და მამაკაცთა თამაშად გამოაცხადეს. სამეფო სასამართლოს დადგენილებით პირველი თამაში 1728 წელს გაიმართა კენტისა და სარის საგრაფოებს შორის, 1744 წელს დაარსდა ლონდონის კრიკეტ-კლუბი.
თანამედროვე კრიკეტის საბაზისო წესები პირველად 1788 წელს მიიღეს, 1784 წლიდან იტონის კოლეჯდამთავრებულთა ჯგუფმა თამაშის პოპულარიზაცია ინდოეთში დაიწყო. შემდეგ იგი გავრცელდა ავსტრალიაში, სამხრეთ აფრიკაშიც.
ინგლისში ლიგის მატჩები საგრაფოთა შორის 1873 წლიდან ტარდება. ამჟამად მსოფლიოს კრიკეტის თემს 9 სრულუფლებიანი წევრი ჰყავს, თუმცა სპორტის ამ სახეობამ ოცამდე ქვეყანაში მოიკიდა ფეხი. მსოფლიოს თასის გათამაშება პირველად ინგლისში გაიმართა 1975 წელს.
1980-იანი წლებიდან კრიკეტისადმი ინტერესმა შედარებით იკლო. ამის ერთ-ერთი მიზეზი თამაშის ხანგრძლივობაა _ ხშირად ერთი მატჩი ხუთ დღეს გრძელდება. ამიტომაც შემოიღეს ე.წ. მოკლე, ერთდღიანი მატჩებიც.
კრიკეტს თამაშობენ დაახლოებით 70 მეტრის რადიუსის მქონე წრიული ან ოვალური ფორმის ბალახის მოლზე. შუაგულში ბალახი საგანგებოდ გაკრეჭილია და გაკეთებულია მართკუთხა ზოლი, რომლის თავსა და ბოლოში კარიბჭეებია დამაგრებული. ამ ზოლის სიგრძე 20 მეტრია, სიგანე კი _ 3,5. კარიბჭე შედგება მიწაში ჩარჭობილი 72 -სანტიმეტრიანი სამი პალოსგან და ზედ დადებული ორი ძელაკისაგან. კარის ასაღებად სწორედ ამ ძელაკების ჩამოგდებაა საჭირო. ხის ტაფელა დაახლოებით ერთი მეტრის სიგრძისაა. ბურთი პატარა და მკვრივია. მას კორპის გული აქვს. კორპზე ბაწარია დაგორგლილი, რომელზეც წითლად შეღებილი ტყავისგან დამზადებული გარსია შემოკრული. კრიკეტის გუნდში 11 მოთამაშეა. თითეული გუნდი მორიგეობით ხან დაცვაში თამაშობს, ხან თავდასხმაში.
თამაში წილისყრით იწყება. წილისყრაში გამარჯვებული გუნდის კაპიტანი მინდორს ან ტაფელას ირჩევს. გუნდი, რომელსაც მოედანი ერგება, კარიბჭეს ბურთით უტევს და მის დანგრევას _ ძელაკების ჩამოგდებას ცდილობს, თანაც ისე განლაგდება, რომ ბურთი იოლად დაიჭიროს. გუნდი, რომელსაც ტაფელა შეხვდება, მართკუთხა ზოლის შიგნითა განლაგებული და კარიბჭეებს ტაფელებით იცავს, თანაც სწრაფი გარბენებით ქულებს აგროვებს.
ტაფელოსნის უკან დგება მეტოქე _ დამჭერი. იმ შემთხვევაში, თუ ტაფელოსანმა ბურთი ვერ გადააგდო, იგი შეეცდება თავად დაიჭიროს. ამ მოთამაშეს ევალება ტაფელოსნის სისუსტეების შემჩნევა და თავისი კაპიტნის გაფრთხილება, რის შემდეგაც ამ უკანასკნელმა, შესაძლოა, მოედანზე ძალთა გადაჯგუფება ამჯობინოს, ოღონდ მოწინააღმდეგე გუნდის კაპიტნის ნებართვით. ტაფელოსანი ორია. ისინი სხვადასხვა კარიბჭესთან დგანან, მაგრამ თამაშში ერთია ჩაბმული. მტყორცნელის მიზანია ბურთი ისე ისროლოს, რომ მეტოქის ტაფელოსანმა ვერ მოიგერიოს, კარიბჭეს მოხვდეს და დაამსხვრიოს. ბურთის ტყორცნა სხვადასხვანაირად შეიძლება, მაგრამ აკრძალულია ტაფელოსნის მოტყუება: მტყორცნელი რომელ ტყორცნასაც თავიდან ირჩევს, თამაში იმით უნდა გააგრძელოს. თუ მაინც შეცვლას გადაწყვეტს, მსაჯი უნდა გააფრთხილოს, რათა მან ეს ტაფელოსანს უთხრას. ტყორცნის მერე შესაძლოა: 1. კარიბჭე დაეცეს; 2. ბურთი კარიბჭის უკან ჩასაფრებულმა დამჭერმა დაიჭიროს და კარიბჭეს დაარტყას; 3. ბურთი ტაფელოსანს სხეულზე მოხვდეს და კარიბჭეს ასცდეს, რაც კრიკეტში ყველაზე დიდი დავის მიზეზია (მტყორცნელი ხშირად ამტკიცებს, რომ არა წესის დარღვევა, კარიბჭე დაეცემოდაო); 4. ბურთი ტაფელოსანმა მოიგერიოს და იგი მოედანზე განლაგებულმა მეტოქემ იგდოს ხელთ; 5. ტაფელოსანმა უნებურად დაამტვრიოს კარიბჭე; 6. როდესაც ტაფელოსანი ბურთს მოიგერიებს და მეორე ტაფელოსანთან ადგილის გასაცვლელად გაიქცევა, მოედნის მოთამაშემ ბურთი დაიჭიროს და კარიბჭე დასცეს.
როდესაც ტაფელოსანი ბურთს შორს გადააგდებს, ის და მეორე, პასიური ტაფელოსანი შეეცდებიან რაც შეიძლება მეტჯერ გაცვალონ ადგილები. ისინი რბენას შეწყვეტენ მაშინ, როდესაც მოედნის მოთამაშე ბურთს გამოეკიდება და დაიჭერს. როცა კარიბჭე ინგრევა, მისი დამცველი მოედანს ტოვებს. თამაშის არსი სწორედ მოწინააღმდეგის გუნდიდან რაც შეიძლება მეტი (თერთმეტიდან ათი) კარიბჭის მცველის გაგდებაა. ტაფელოსანი შეიძლება სხვა შემთხვევაშიც გააგდონ, კერძოდ, როცა მცველის მიერ მოგერიებულ ბურთს მეტოქე ჰაერშივე იჭერს, ან როცა ტაფელოსანი ბურთს ტანით ან ფეხით შეეხება. ამის შემდეგ გუნდები ტაფელას და მოედანს ცვლიან.


Posted by: boone 25 Feb 2014, 20:48
მადლობა ბიჭებო ასეთი აქტიურობისთვის . biggrin.gif
კრიკეტს ალბათ თბილისშI მცხოვრები ინდოელ პაკისტანელები გაცნობენ . ისინი ჩოგბურთის ბურთით თამაშობენ ხოლმე (ბანაკშიც მაგით ვთამაშობდი) სინამდვილეში კრიკეტის ბურთი უფრო მაგარი და პატარაა

Posted by: Pickering 25 Feb 2014, 23:18
მშვიდობა აქა! tongue.gif
რა სიხალვათეა...

boone
საკუთარ თავთან ბაასით იქცევ თავს?! biggrin.gif

იყო დრო ფეხბურთიც არავის აინტერესებდა ჯორჯიაში... ფუი ეშმაკს, გუირჯისტანში, მაგრამ ისტორიამ ლეგენდებად შემოინახა იმ სულკურთხეულ პიროვნებათა სახელები, რომელნის საუკუნის წინ ფეხბურთის სიდიადეს ჩააგონებდნენ ჩვენს ბნელს ერს. დღეს ჩვენ მათ სურათებთან სანთლებს ვანთებთ...
ასე იქნება კიკეთის... ფუი ეშმაკს, კრიკეტის შემთხვევაშიც. არ შედრკე, განგრძე საკუთარ თავთან ბაასი და მატიანე იბაასებს შენზე.
და ოდეს კვირის მერვე დღეს მზე დასავლეთიდან ამოვა, შთამომავლები ერის განმნათლებლად მოგიხსენიებენ... lol.gif მოგიძღვნიან პოსტებს.
გახსოვდეს, ენთუზიასტები საკუთარი მხრებით ეზიდებიან პროგრესის ურემს. მშვიდობით! არ შედრკე!

Posted by: boone 28 Feb 2014, 12:25
Pickering
მაგ სიბრძნის მო##ას არაფერი დაგეწერა სჯობდა

Posted by: Darkside Of Me) 28 Feb 2014, 14:51
ერთი სამჯერ ვუყურე და იმნა ვერაფერი ვერ გავუგე biggrin.gif ტოტოში რომ მიდევს მარტო მაშინ თუ შევავლებ ხოლმე თვალს.

Posted by: ქუთაისო 28 Feb 2014, 17:56
boone
ვიდეო დადე თუ ძმა ხარ... რაც არუნდა ამიხსნა ვიდეო თუ არ ვნახე მაინც ვერ დავიმახსოვრებ :დ

Posted by: boone 28 Feb 2014, 18:16
Darkside Of Me)
QUOTE
ერთი სამჯერ ვუყურე და იმნა ვერაფერი ვერ გავუგე biggrin.gif ტოტოში რომ მიდევს მარტო მაშინ თუ შევავლებ ხოლმე თვალს.

წესები საკმაოდ რთული აქვს . მეც არ ვიცი კარგად მაგრამ მსოფლიოში ბეისბოლზე და ამერიკულ ფეხბურთზე ნაკლებად არაა გავრცელებული რომელთაც ამდენი თემა ეძღვნება .
ქუთაისო
QUOTE
boone
ვიდეო დადე თუ ძმა ხარ... რაც არუნდა ამიხსნა ვიდეო თუ არ ვნახე მაინც ვერ დავიმახსოვრებ :დ

აბა ვნახოთ



Posted by: ქუთაისო 28 Feb 2014, 18:49
boone
არ არის ჩემი სტიქია
------------------------------------------------

Posted by: boone 1 Mar 2014, 04:04
სპორტის რუკა კრიკეტის გავრცელების არეალი კარგად სჩანს თუმცა ინგლისშია კიდევ ზალიან პოპულარული ახალ ზელანდიაშიც და სამხრეთ აფრიკელ თეთრებში

Posted by: Tom Brady 1 Mar 2014, 16:44
QUOTE
კი  [ 4 ]  [33.33%]


ევროსპორტზე ვუყურებ ხოლმე.

დიდი გუნდების თამაში საკაიფო საყურებელია.

QUOTE
მეც არ ვიცი კარგად მაგრამ მსოფლიოში ბეისბოლზე და ამერიკულ ფეხბურთზე ნაკლებად არაა გავრცელებული რომელთაც ამდენი თემა ეძღვნება .


მიუხედავად იმისა, რომ გემოვნებაზე არ დავობენ, სად ერეკლე და სად თეკლეო givi.gif

კრიკეტისადმი დიდი პატივისცემის მიუხედავად ახლოსაც ვერ მივა დასახელებულ სახეობებთან, განსკაუთრებით სანახაობრივად.

QUOTE
სპორტის რუკა კრიკეტის გავრცელების არეალი კარგად სჩანს თუმცა ინგლისშია კიდევ ზალიან პოპულარული ახალ ზელანდიაშიც და სამხრეთ აფრიკელ თეთრებში


მაგ რუკას როგორ ენდობი, როდესაც ჰოკეის გავრცელების არეალად აშშ-კანადა და ფინეთია წარმოდგენილი lol.gif lol.gif

შვედეთს, შვეიცარიას, ნორვეგია-დანიას, გერმანიას, ჩეხეთს, სლოვაკეთს, ავსტრიას თავი რომ დავანებოთ (იტალია-საფრანგეთ-ბრიტანეთ-პოლონეთს აღარ ვწერ, ხოლო მაროკო-იორდანია-ჩინეთს არ ვახსენებ, მიუხედავად იმისა, რომ მანდაც თამაშობენ), რუსეთში ჰოკეი ეროვნულ, #1 სპორტად არის მიჩნეული და სადაა რუკაზე ??? biggrin.gif

Posted by: ქუთაისო 1 Mar 2014, 22:07
Tom Brady
დღეს სუპერ რაგბის მერე დაიწყო სამხრეთ აფრიკა აუსტრალიის თამაში მარა ვეღარ ვუყურე სტუმარი მომივიდა სახლში smile.gif)

Posted by: boone 2 Mar 2014, 00:42
Tom Brady

QUOTE
სპორტის რუკა კრიკეტის გავრცელების არეალი კარგად სჩანს თუმცა ინგლისშია კიდევ ზალიან პოპულარული ახალ ზელანდიაშიც და სამხრეთ აფრიკელ თეთრებში


მაგ რუკას როგორ ენდობი, როდესაც ჰოკეის გავრცელების არეალად აშშ-კანადა და ფინეთია წარმოდგენილი lol.gif lol.gif

შვედეთს, შვეიცარიას, ნორვეგია-დანიას, გერმანიას, ჩეხეთს, სლოვაკეთს, ავსტრიას თავი რომ დავანებოთ (იტალია-საფრანგეთ-ბრიტანეთ-პოლონეთს აღარ ვწერ, ხოლო მაროკო-იორდანია-ჩინეთს არ ვახსენებ, მიუხედავად იმისა, რომ მანდაც თამაშობენ), რუსეთში ჰოკეი ეროვნულ, #1 სპორტად არის მიჩნეული და სადაა რუკაზე ??? biggrin.gif

აქ იგულისხმება ყველაზე პოპულარული სპორტის სახეობა, ანუ საქართველოში რაგბი და კალათბურთიც პოპულარულია მაგრამ ფეხბურთს ვერ შეედრება . მაგ სარ-ში კრიკეტი ნომერ მეორე სპორტია ფეხბურთის შემდეგ . და თეთრკანიან ინგლისურენოვანებს შორისაა ძაან პოპულარული .
და მე რამდენადაც ვიცი და ვიკიპედიაც დამემოწმება რუსეთშიც ფეხბურთია ყველაზე პოპულარული .

Posted by: Tom Brady 2 Mar 2014, 12:13
boone

QUOTE
და მე რამდენადაც ვიცი და ვიკიპედიაც დამემოწმება რუსეთშიც ფეხბურთია ყველაზე პოპულარული .


ჰოკეიზე პოპულარული ? ნამეტანი მეეჭვება.

შეიძლება უფრო მასობრივია, მაგრამ პოპულარობისა რა მოგახსენო, როდესაც ჰოკეიზე ნებისმიერ რუსს აბოდებს, ქალებსაც კი.

ვიკიპედიასაც ნამეტანი ნუ ენდობი.

Posted by: boone 2 Mar 2014, 12:51
Tom Brady
QUOTE
ვიკიპედიასაც ნამეტანი ნუ ენდობი.

ეგეც მართალია . მარა იაპონიაზეცეგ იყო ყველაზე ყურებადი სპორტი ბეისბოლიაო . ფილიპინებზეც კალათბურთიო და რაღა რუსეთი არ ემთხვევა ?
ისე აგშ-ს ( ეს ტერმინი შენ მოგპარე biggrin.gif ) სოკერის ნაკრები გევასება ? მგონი ჩემს გარდა არავინ გულშემატკივრობს http://forum.ge/?showtopic=34611405&st=0&hl=

Posted by: Badura 18 Mar 2014, 00:59
რამოდენიმეჯერ ნათამაშევი მა ქვს
დიიდი არაფერი

თუმცა ბეისბოლს მირჩევნია
up.gif

Posted by: boone 18 Mar 2014, 14:47
Badura
QUOTE
რამოდენიმეჯერ ნათამაშევი მა ქვს
დიიდი არაფერი

თუმცა ბეისბოლს მირჩევნია
up.gif

რა ეროვნების წარმომადგენლებთან ითამაშე ?
დიდი ხანი გრძელდება ხომ ?

Posted by: ronald_wesley 22 Sep 2017, 00:58
სპორტის ძალიან ბევრი სახეობა არსებობს, რომელიც ქართული მენტალიტეტისათვის მიუღებელი აღმოჩნდა. სპორტის კონკრეტული სახობისადმი სიყვარულს ამა თუ იმ ხალხის მენტალიტეტი განსაზღვრავს და როგორც ჩანს, ბრიტანეთში უზომოდ პოპულარულის სპორტი – კრიკეტი სწორედ იმ სახეობათაგანია, რომელსაც ქართველები სერიოზულად არასოდეს არ ითამაშებენ.

კრიკეტი სპორტის ნაკლებად პოპულარული სახეობაა, თუმცა ყოფილი ბრიტანეთის იმპერიის ტერიტორიაზე იგი უდავოდ პირველია. ინგლისელთათვის კრიკეტი, უბრალოდ თამაში არ არის, იგი სიმბოლოა. 22 მოთამაშისგან შემდგარი გუნდები ამ ქვეყნის მცხოვრებთა ფილოსოფიურ-რელიგიურ წარმოდგენების პერსონიფიცირებას ახდენენ.

ინგლისში კრიკეტი, საზაფხულო დასვენების ნაციონალურ ფორმად ითვლება. სოფლის ნებისმიერ მდელოზე იხილავთ თეთრებში გამოწყობილ და წრეში მდგარ ადამიანთა ჯგუფს, რომლებიც ერთი შეხედვით რაღაცის მოლოდინში არიან.

თავის დროზე, ინგლისელებმა კრიკეტი მთელ მსოფლიოში განავრცეს და ყველგან ყველას უგებდნენ. თუმცა დროთა განმავლობაში სხვა ქვეყნებში კრიკეტის თამაში ინგლისელებზე უკეთ ისწავლეს და დღეს ინგლისური გუნდი ყველგან და ყოველთვის აგებს. ბრიტანელები ყოველი მარცხის მიზეზად ამინდს, მოედნის უსწორმასწორობას ან ქარის წინააღმდეგობის შემცირების მიზნით ერთ-ერთი მოწინააღმდეგის მიერ გადაპარსულ თავს ასახელებენ. (ეს გადაბრალებები ქართველებისათვის მართლაც რომ ტკივილამდე ნაცნობია) სინამდვილეში კი, ყოფილი ბრიტანეთის იმპერიის ზოგ ქვეყანაში კრიკეტის განვითარებისათვის საუკეთესო პირობები შეიქმნა და იქაური ნაკრებებიც დღეს ინგლისურზე მაღლა დგას.

კრიკეტი სპორტის ნაციონალურ სახეობად ინდოეთსა და პაკისტანში იქცა. ამ ორ დაპირისპირებულ ბირთვულ ქვეყანაში გაჩნდა ტერმინი "კრიკეტის დიპლომატია”. ინდოეთისა და პაკისტანის პოლიტიკოსები კრიკეტს ქვეყნებს შორის დაძაბულობის განსამუხტავად იყენებენ. ზემოთ ნახსენები ტერმინი 80-იან წლებში პაკისტანის დიქტატორმა ზია ულ-ჰაკმა შემოიღო. მან პირველმა დაიწყო კრიკეტის მატჩებზე ინდოეთში სიარული და იქააურ ლიდერებთან საჭირბოროტო საკითხებზე მოლაპარაკება. საამისოდ კი დრო საკმაოდ ჰქონდა, რადგან კრიკეტის ერთი საერთაშორისო მატჩი 5 დღეს გრძელდება.

ქაშმირის პრობლემასთან დაკავშირებით ორი ქვეყნის ლიდერები ერთმანეთს კრიკეტის მატჩზე რამდენიმე წლის წინ შეხვდნენ. ასე რომ, შეიძლება ითქვას კრიკეტი მსოფლიოს ბირთვული ომისგან იცავს.

თუკი ინტერნეტს გვარინად მოვქექავთ, აღმოვაჩენათ, რომ კრიკეტის ისტორიაში უამრავი დასამახსოვრებელი მატჩია, მაგრამ ერთ-ერთი მათგანი არამხოლოდ ისტორიაში შევიდა, არამედ ინგლისისა და ავსტრალიის ტრადიციულ ყოველწლიურ მატჩს სათავე დაუდო. ამ მატჩის სახელწოდებაა Fტრუტ (ფერფლის ურნა). 19-ე საუკუნის ბოლოს ინგლისელები ავსტრალიელებთან პირველად დამარცხდნენ. მაშინ ერთმა ინგლისურმა გაზეთმა დაწერა, რომ ინგლისური კრიკეტი გარდაიცვალა, მისი ნეშტის ფერფლი კი, ავსტრალიას გადაეცა. ერთი წლის შემდეგ ავსტრალიელებმა ინგლისელები კიდევ ერთხელ დაამარცხეს და ამ უკანასკნელთ დამამშვიდებელი პრიზის სახით ერთგვარი ურნა გადასცეს ინგლისური კრიკეტის "ფერფლით”. სინამდვილეში ფერფლი კრიკეტის კარის დამწვარი ძელისა იყო. ტრადიცია კი დღემდე გრძელდება.


Posted by: Mopirmkrtalo 22 Sep 2017, 04:53
ბეისბოლს კი მირჩევნია ბევრად yes.gifchups.gif

Posted by: ronald_wesley 4 Oct 2017, 01:54
ახალი წესები მიუღიათო აი-სისის ანუ კრიკეტის ფიფას . მარა ვიდოს დადებას აზრი არ აქვს ჰინდიზეა.
ნუ ფეხბურთის შემდეგ მშობლიური სპორტი ვისთვისაცაა მეორე ადგილზე 2 მლრდ ადამიანით ჰო მართლა 2006ში გაუხსნია ვიღაცას თEMA.



https://forum.ge/?f=38&showtopic=33688217

Posted by: fexburtistelefoni 15 Nov 2017, 14:54
https://www.flashscore.com/match/6BhteDfo/#match-summary

გთხოვთ მითხრათ ვინ იგებს ამ დროისთვის ამ თამაშს?

Posted by: MRrudd 19 Nov 2017, 18:49
ძველ იპოდრომზე თამაშობენ ხშირად ვხედავ ინდოელების კამანდაა

Posted by: ronald_wesley 21 Dec 2022, 17:14
2 მილიარდი ადამიანისთვის მშობლიური სპორტია...
სოკერის შემდეგ ( 4 მილიარდი ) მეორეზეა...
მსოფლიოს კრიკეტის ასოციაცია აერთიანებს ქვეყნებს :
1.ინგლისი
2.ავსტრალი
3. სამხრეთ აფრიკა
4. ვესტ ინდოეთI ( კარიბის ზღვის ქვეყნები აქ შედიან)
5.ახალი ზელანდია
6 ინდოეთი
7.პაკისტანი
8 შრი-ლანკა
9.ზიმბამბვე
10.ბანგლადეში
11.ირლანდია
12 .ავღანეთი
აი ესენია ჭეშმარიტად საკრიკეტო ქვეყნები .

სამწუხაროდ საქართველოშI ინტერესი ნულზეა....

Posted by: kaiser Soze 8 Feb 2023, 20:25
QUOTE

გაინტერესებთ?
 კი
 არა


3. ###ზე მკიდია.

"არ მაინტერესებს" ძაან რბილადაა ნათქვამი.

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)