Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format |
თბილისის ფორუმი > სპორტი > მძლეოსნობა |
Posted by: Valensieli 3 Feb 2006, 06:17 |
უცნაურია, რომ ამდენ ხანს მძლეოსნობის თემა არ არის ფორუმზე მძლეოსნობას სპორტის დედოფალს უწოდებს ბევრი. ძალიან სპეციფიური და საინტერესო სპორტია. ჩემი ერთერთი საყვარელი სახეობა ათჭიდია, რომელშიც დღესდღეობით ჩემი აზრით უძლეველი რომამ სებრლე გამოდის. ქალებსაც გამოკვეთილი ლიდერი ჰყავთ კაროლინა კლუფტის სახით, თუმცა ქალებში ათჭიდი არარ არის, დისციპლინები ნაკლებია კაცებთან შედარებით. ეს არანაირად არ აკნინებს კაროლინას დამსახურებებს სირბილზე მოკლე დისტანციებზე დომინაცია ტრადიციულად ამერიკელებს აქვთ. დღევანდელი სპრინტერებიდან მარტო ჯასტინ გეტლინი რად ღირს მოკლე დისტანციებზე ამერიკელებს კონკურენციას იამაიკელები, ბაჰამელები, ბრიტანელები, ფრანგები და ხანდახან აფრიკელები უწევენ. კოლინზიც გვახსოვდეს სენტ კიტსისთანა უცნობი სახელმწიფოდან. ასე რომ, აქ სენსაციები ხშირად ხდება. უფრო ხანგრძლივ დისტანციებზე კი აფრიკა ბატონობს. კენიელები და ეთიოპიელები ცალკე აღნიშვნის ღირსები არიან. გებრე ჯერ კიდევ ცოცხალია, მაგრამ დაბერდა სამაგიეროდ ბეკელე და კიპჩოგე ჯანზე არიან. გრძელ დისტანციებზე არაბული ქვეყნების წარმომადგენლებიც კარგები არიან. ბოლო დროს ყატარი გააქტიურდა, მაგრამ ძირითადად კენიელების ნატურალიზაციის ხარჯზე. სიმაღლეზე ხტომაში გამოკვეთილი ლიდერი არ ჩანს მაინც, თუმცა ქალებში თუ ბერგკვისტი ოდნავ მაინც ჯობნის სხვებს, კაცებში მაგარი ბარდაგია, ჭოკით ხტომაშიც კაცებში ძალიან უნიჭო თაობა წამოვიდა, აი ქალებში კი ელენა ისინბაევა ყოველ ტურნირზე თითო სანტიმეტრს უმატებს სიგრძეზე ხტომაში ახლაც, როგორც ყოველთვის გარდამავალი უპირატესობით რუსები და ამერიკელები ჭამენ ერთმანეთს, ტყორცნებიც ძალიან კარგი საყურებელია ახლა, მით უმეტეს, რომ შემადგენლობები დაახლოებით თანაბარია და ყოველ ტურნნირზე დიდია სენსაციის ალბათობა. ერტადერთი ქალებში ჩაქუჩში იპსი მორენო აჩაქუჩებს ყველას და ძალიანაც კარგი, რუსებს არ აბლატავებს შუბის ტყორცნაც საინტერესოა. სამწუხაროდ პარიზში ჩემმა ფავორიტმა პიტკამიაკიმ იმედები გამიცრუა აქაც ტყორცნების მსგავსად კუბელები არიან ტრადიციულად ძლიერები, თუმცა იუსი სასიამოვნო გამონაკლისია მარათონში კაცებშიც და ქალებშიც კენია, ეთიოპია, მაროკოს მიყავთ ძირიტაად პარადი, თუმცა ქალებში გამოდის ისეთი პიროვნება, როგორიცაა პოლა რედკლიფი |
Posted by: soso_j 3 Feb 2006, 06:20 |
Valensieli ისე მე შემხვდა ასეთი თემა სადღაც არ მახსოვს ზუსტად შეიძლება ვცდები. |
Posted by: Valensieli 3 Feb 2006, 06:23 | ||
soso_j
რავიცი აბა, შესაბამის თემაში ვიკითხე თუ არის და არაო მითხრეს ->ისე ცოტა ხანგრძლივი შესვენება კი გამოვიდა. კარგი იქნებოდა, IAAF-ს ცოტა უფრო მჭიდროდ ჩაესვა მოვლენები კალენდარში. შემდეგი დიდი მოვლენა IAAF-ის დახურული ჩემპიონატი იქნება მოსკოვში მარტის პირველ დეკადაში |
Posted by: soso_j 3 Feb 2006, 06:27 | ||
ხო ეხლა ვნახე ძალიან ძველი თემა ყოფილა. გუდმენ ჩემი ბოლო პოსტი წაშალე მერე. |
Posted by: ტანკე 3 Feb 2006, 10:41 |
Valensieli მე მორის გრინზე და მერიონ ჯონსზე მაფანატებს,მართალია ძველი და წარმავალი თაობაა,მაგრამ მაინც. დრემდე ვერ მომინელებია ამერიკელი სპრინტერების ესტაფეტაში მარცხი 100 მეტრზე დისტანციაში ათენის ოლიმპიადაზე ეს წარმოუდგენელი სენსაცია იყო.ბრიტანელების მოსაგებიც რომ გახდება ესტაფეტა,ჰმმმმ |
Posted by: Valensieli 4 Feb 2006, 01:31 |
el tanke ეგენი მეც მომწონს, მაგრამ მაინც მართლა უფრო წარმავალი თაობაა. ამერიკელებს ახლაც მაგარი ხალხი ყავთ. კაცებში: ჯასტინ გეტლინი, ტაისონ გეი (მაგარი გვარი კი აქვს ისე ტაისონას ), სპერმონი, უორინერი, დომინიკ ერნოლდი, ჯექსონი, კარტერი ქალებში: ლორენ უილიამსი, ელისონ ფელიქსი, სენია რიჩარდსი, დემუსი, მიშელ პერი... |
Posted by: Valensieli 4 Feb 2006, 04:56 |
Posted by: ტანკე 4 Feb 2006, 18:02 |
აჩაქუჩ აი ეს ქალი თუ იცი ვინ არის და რას წარმოადგენს? გეილ დევერსი |
Posted by: likushia 4 Feb 2006, 18:41 |
აუ მძლეოსნობა მართლა უძლიერესია....... დედაჩემი სულ მახარბებს 78-ში ბუბკას რეკორდი ჩემი თვალით მაქ ნანახი დინამოზეო ... მეც მინდააააააააა........ მე ისინბაევას ფანი ვარ... სქესშეცვლილი ბუბკაა |
Posted by: likushia 4 Feb 2006, 19:12 |
ეს იურაც მაგარი კაცია!!!!!!!!!!!..................... |
Posted by: Valensieli 5 Feb 2006, 04:26 | ||
el tanke
წავიდა მაგის დრო ერთი დრო ისე ყველაზე პრესტიჟულ სტომეტროვკაზე ამინდს ქმნიდა likushia ისინბაევა ძალიან მომწონს მეც, აი იურა ბარზაკოვსკის კი ატანა არ მაქვს, უბრალოდ ძალიან მინდოდა მულაუძის მოეგო მაშინ პარიზში |
Posted by: likushia 5 Feb 2006, 11:41 |
ქალების სიმაღლეში ხტომაში ახალი ადგილობრივი რეკორდია !!!! შვედი კაისა ბერგკვისტი 2.08-ზე გადახტა გუშინ გერმანიის ქალაქ არნსტადტში სიმაღლეზე მხტომთა საერთაშორისო შეხვედრაზე |
Posted by: likushia 5 Feb 2006, 11:49 |
აი კიდევ ერთი უძლიერესი კაცი ვისი ფანიც ვარ ჯასტინა..... |
Posted by: Valensieli 5 Feb 2006, 20:03 |
likushia ჯასტინა მართლა მაგარი კაცია, მაგრამ ფრთხილკად უნდა იყოს სტეროიდებზე. ახალგაზრდობისდროინდელი შეცდომები არ უნდა გაიმეოროს. |
Posted by: likushia 5 Mar 2006, 21:40 |
რა ჭირს კაცო ამ თემას????? მოემზადეთ ხალხო 10-12 მარტს მსოფლიო ჩემპიონატია მოსკოვში და იმედია ენტევე აჩვენებს (ეგენი მაგას არ გამაზავენ). აბა ჰე პარასკევამდე. |
Posted by: Valensieli 6 Mar 2006, 00:37 | ||
likushia
დახურულ დარბაზში არის თუ არ ვცდები არა? ვერ ვამუღამებ იმდენად. აი, ნაღდი მსოფლიო ჩემპიონატი მაინც სულ სხვა სიხარულია |
Posted by: likushia 6 Mar 2006, 22:27 |
Valensieli აბსოლუტურად გეთანხმები მარა ამასაც არა უშავს სულ არაფერს კი ჯობია |
Posted by: JORJ MORISSONI 7 Mar 2006, 00:00 |
მე თავსი დროზე ატო ბოლდონის ფანი ვიყავი. ________________________________________ |
Posted by: ladushka 10 Mar 2006, 20:04 |
ვაუ ვაუ ვაუ... ჩემი სპორტი..)))) არც ვიცოდი ...თურმე მძლეოსნობაც ცოდნიათ საქართველოში.. ეს თემა მე მეძღვნება... მეც მძლეოსანი ვარ )) JORJ MORISSONI შენ სპეციალურად.. |
Posted by: likushia 12 Mar 2006, 01:18 | ||
ladushka
მძლეოსნობა გევასება როგორც მაყურებელს თუ თავად ხარ ამ სპორტით დკავებული?? ეეჰ სამწუხაროდ ძალიან მცირე პოპულარობით სარგებლობს ეს სპორტი ჩვენთან, ამის დასტურად ისიც საკმარისია რომ სულ 5 ადამიანს აქვს აქ დაპოსტილი მოსკოვში მსოფლიოს უყურებთ????? მართალია რასაც ველოდით ვერ ქნა მარა ეს ქალი მაინც უძლიერესია |
Posted by: Valensieli 12 Mar 2006, 01:23 | ||
მართალია, მაგრამ ამჯერად მსოფლიო რეკორდი ვერ დაძლია ძალიან ლამაზი და სექსუალური ქალია ისე |
Posted by: amikoo 12 Mar 2006, 05:36 |
ხალხო დღეს ილარიანს გამოსვლა ჰქონდა მოსკოვში რა ქნა, ხომ არ იცით? |
Posted by: ladushka 12 Mar 2006, 10:36 |
likushia დაკავებული ვარ )) დღეს დღეობით მე ვარ ყველაზე სწრაფი ამ პატარა ქვეყანაში..))) amikoo დათო მეხუთე მივიდა გარბენში..და ვერ შევიდა ნახევარფიალში.. არ არის ჯერ ფორმაში..ეხლა ჩამოვიდა უკრაინიდან..4 დღის წინ ვნახე..წონაშია ცოტა მომატებული ((( |
Posted by: Heinz Doofenshmirtz 18 Sep 2023, 14:18 |
ბრილიანტის ლიგის დახურვაც ასეთი უნდა. |
Posted by: რასტრელი 18 Sep 2023, 21:16 |
Heinz Doofenshmirtz გიჟია ეს ჩემისა. მეორე ადგილს რა შედეგი ქონდა |
Posted by: Heinz Doofenshmirtz 19 Sep 2023, 10:39 |
რასტრელი ზოგადად 5.92-6.00-ის ფარგლებში არიან ხოლმე მეორე ადგილოსნები. მაგრამ ამ შემთხვევაში 5.82 მთელი 41 სანტიმეტრით გაუსწრო ტიპმა სხვებს. სპორტში, სადაც თითოეული სანტიმეტრიც კი უმნიშვნელოვანესია. |