Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format |
თბილისის ფორუმი > Georgianisation > ქართული ანბანის შესატყვსი ინგლისური ანბანი |
Posted by: apocalips 7 Jul 2009, 11:46 | ||
ეს სეკითხვა პირველს არ გამჩენია და არც უკანასკნელი ვარ ვიცი დიდიხანია მაინტერესებს ქართული გვარები როგორ იწერება ინგლისურად ასე მაგ.:
ყველაზე პრობლემატურ სიმბოლოებს ჩამოვწერდა განვმარტოდ რომელი შეესაბამება რეალურად კითხვის ნიშნით აღვნიშნავ რომელის მეეჭვება
ბევრი ვეძებე და მიღებული, აღიარებული სტანდარტი ვერ ვიპოვე განვიხილოთ ეს თემა და რაღაც კონსესუსამდე მივიდეთ |
Posted by: ჰეისან 7 Jul 2009, 12:49 | ||||||||||||
apocalips
??? მე ასე დავწერდი - Qarqarashvili
Zhvania
Paghava
Ghlonti
Tsiklauri
Tchqonia |
Posted by: apocalips 7 Jul 2009, 13:09 | ||
ჰეისანი
ეხლა რო გენახა სადმე Qarqarashvili და გინდოდეს მისი ქართულად დაწერა... სწორი როგორ იქნება "ქარქარაშვილი" თუ "ყარყარაშვილი"? ეს აროს აქ პრობლემა ძირითადში ქართულიდან ვთარგმნით მაგრამ პირიქით ვიბნევით, სტანდარტის არცოდნის/არარსებობის გამო |
Posted by: georgy 7 Jul 2009, 13:20 |
ინგლისურში Q არის ძალიან იშვიათი ასო და თითქმის ყოველთვის u-სთან ერთად გამოიყენება (qu). გარდა მაგისა მახინჯია. ამიტომ q-ს გამოყენება ქართულ გვარ-სახელებში ცოტა არ იყოს და მარაზმად მეჩვენება. ზოგადად მიღებული სტანდარტი არსებობს და ისეა, როგორც დაწერე, ჭ-ს გარდა: ყ = k ც = ts ჟ = zh თ = t ფ = f ღ = gh ხ = kh წ = ts შ = sh ჭ = tch ჩ = ch პლუს ძ = dz ჯ = dj ყარყარაშვილი - Karkarashvili ჟვანია - Zhvania ფაღავა - Faghava ღლონტი - Ghlonti წიკლაური - Tsiklauri ჭყონია - Tchkonia p-ს რატომ ხმარობენ ფ-ს მაგივრად ზოგიერთები, როცა არსებობს f, არ მესმის ჩემი გვარია ქერეჭაშვილი და ძალიან მაღიზიანებს როცა არასწორად წერენ, მით უმეტეს Q-თი იწერება ასე: Keretchashvili |
Posted by: ჰეისან 7 Jul 2009, 14:34 | ||
georgy
ყველაფერში შეიძლება დათანხმება, ამის გარდა. ეგ რუსულის კალკია |
Posted by: apocalips 7 Jul 2009, 16:16 | ||
georgy
ეს ყველაფერი გასაგებია ჯ = dj აი ამას რატომღაც ვერც მე ვეთანხმები... არალოგიკურად მიმაჩნია http://fonts.ge/uni2lat/ აქ ეგ ყველაფერი გათვალისწინებული გაქვშ? ჯ-ს ჩათვლთ? ალბათ კი ხო? |
Posted by: georgy 7 Jul 2009, 16:32 | ||||
ჰეისანი
მგონი მართალი ხარ, უბრალოდ j-ც საკმარისია, ინგლისურში ხო j თითქმის ყოველთვის ისედაც ჯ-დ გამოითქმება
ეს რა შუაშია, ჟ ისედაც ფაქტია, რომ გამოითქმება როგორც dʒ |
Posted by: nefro 7 Jul 2009, 16:45 | ||
მაპატიე, მარგამ აი ზუსტად აქ ცდები. ქართულ "ფ"-ს რატო უნდა შეესაბამებოდეს ინგლისური "f" როდესაც არსებობს ასო "p" რომელიც დაახლოებით ისე ჟღერს როგორც ქართული "ფ"? ანუ Faghava იკითხება როგორც [ f ]. ასეთი არც ასო და არც ბგერა ქართულში არაა. ჯ ბუნებრივია არის J და არა dj ყ მართლა რთული საკითხია და ბევრი მიფიქრია. კი ზოგიერთი მიიჩნევს, რომ Q უნდა დავწეროთ, რომ განვასხვავოთ ქართული ქ-სგან. მაგრამ მგონი აზრი არაა, უცხოელისთვის ასობგერა "ყ" არ არსებობს, ხოდა ჩვენ გინდა K დავუწეროთ და გინდა Q რა შეიცვლება მაგით ? |
Posted by: apocalips 7 Jul 2009, 17:11 | ||
nefro
ალბათ იმიტომ რომ P შეესაბამება პ-ს დამგონია რო ფ = F -ს კარგი. ქართულად რო ვნახავთ "ყურაშვილი" გადავთარგმნით "kurashvili" ... მაგრამ.. ინგლისურს რომ ვნახავთ "Kurashvili" რატომ გადავთარგმნით როგორც ყურაშვილი და არა კურაშვილი გრამატიკულ ბრუნვებში ჩასწორება დამეზარა, მომიტევეთ შეცდომები |
Posted by: georgy 7 Jul 2009, 18:09 | ||||
apocalips
კარგი რა, მასე რამდენი სახელი და გვარია თუნდაც ინგლისურში, რომელიც თვითონ ინგლისურენოვანებმაც კი არ იციან როგორ წარმოითქმება? ან პირიქით, როგორ იწერება. თუ არ იცი ყურაშვილია თუ კურაშვილი, იკითხავ და გაარკვევ. თუ გარკვევა შეუძლებელია, დაწერ ყურაშვილს, იმიტომ რომ ეს უფრო გავრცელებული გვარია და მეტი შანსია, რომ ეს იყოს. * * * საერთოდ ქართული გვარის ინგლისურიდან ისევ ქართულზე დაბრუნება ძალიან იშვიათადააა საჭირო და თუ მანდამაინც რამე გაუგებრობაა, გარკვევა შეიძლება. ესაა ძალიან უმნიშვნელო, თითქმის არ არსებული პრობლემა. |
Posted by: gegi_juve 7 Jul 2009, 18:41 |
Posted by: georgy 7 Jul 2009, 19:14 |
gegi_juve აქ ჩეთზე და/ან sms-ზე არა საუბარი |
Posted by: შაქროII 7 Jul 2009, 21:42 |
მაგას ტრანსლიტერაცია ქვია. ქარტული სტანდარტი ოფიციალურად არ მინახავს. მე ამას ვიყენებ "a=0x10D0", // Ⴀ "b=0x10D1", // Ⴂ "g=0x10D2", // Ⴂ "d=0x10D3", // Ⴃ "e=0x10D4", // Ⴄ "v=0x10D5", // Ⴅ "z=0x10D6", // Ⴆ "th=0x10D7", // Ⴇ "i=0x10D8", // Ⴈ "k=0x10D9", // Ⴉ "l=0x10DA", // Ⴊ "m=0x10DB", // Ⴋ "n=0x10DC", // Ⴌ "o=0x10DD", // Ⴍ "p=0x10DE", // Ⴎ "zh=0x10DF", // Ⴏ "r=0x10E0", // Ⴐ "s=0x10E1", // Ⴑ "t=0x10E2", // Ⴒ "u=0x10E3", // Ⴓ "f=0x10E4", // Ⴔ "q=0x10E5", // Ⴕ "gh=0x10E6", // Ⴖ "y=0x10E7", // Ⴗ "sh=0x10E8", // Ⴘ "ch=0x10E9", // Ⴙ "c=0x10EA", // Ⴚ "dz=0x10EB", // Ⴛ "w=0x10EC", // Ⴜ "tch=0x10ED", // Ⴝ "x=0x10EE", // Ⴞ "j=0x10EF", // Ⴟ "h=0x10F0", // Ⴠ "q1=0x10F4", // Ⴤ "e0=0x10F1", // Ⴡ "o1=0x10F5", // Ⴥ "i1=0x10F2", // Ⴢ "w1=0x10F3", // Ⴣ "f1=0x10F6", // "y1=0xF0F7", // Letter not in Unicode. "e1=0xF0F8", // Letter not in Unicode. "A=0x10A0", // ა "B=0x10A1", // ბ "G=0x10A2", // გ "D=0x10A3", // დ "E=0x10A4", // ე "V=0x10A5", // ვ "Z=0x10A6", // ზ "TH=0x10A7", // თ "I=0x10A8", // ი "K=0x10A9", // კ "L=0x10AA", // ლ "M=0x10AB", // მ "N=0x10AC", // ნ "O=0x10AD", // ო "P=0x10AE", // პ "ZH=0x10AF", // ჟ "R=0x10B0", // რ "S=0x10B1", // ს "T=0x10B2", // ტ "U=0x10B3", // უ "F=0x10B4", // ფ "Q=0x10B5", // ქ "GH=0x10B6", // ღ "Y=0x10B7", // ყ "SH=0x10B8", // შ "CH=0x10B9", // ჩ "C=0x10BA", // ც "DZ=0x10BB", // ძ "W=0x10BC", // წ "TCH=0x10BD", // ჭ "X=0x10BE", // ხ "J=0x10BF", // ჯ "H=0x10C0", // ჰ "Q1=0x10C4", // ჴ "E0=0x10C1", // ჱ "O1=0x10C5", // ჵ "I1=0x10C2", // ჲ "W1=0x10C3", // ჳ "F1=0x10C6", // ჶ "Y1=0xF0C7", // Letter not in Unicode. "E1=0xF0C8", // Letter not in Unicode. |
Posted by: apocalips 8 Jul 2009, 13:38 | ||
ფ = F ? რამდენიმე მოწინააღმდეგე გამოჩნდა ფიქრობენ რომ ფ = P-ს ან PH |
Posted by: ჰეისან 8 Jul 2009, 13:46 |
apocalips ფაქტიურად F და Ph ერთნაირად გამოითქმის (რუსული ф-ს ჟღერადობა აქვს). მაგას ისევ ცარიელი P-ს დაწერა სჯობს. მაგალითად, ჯობია კაცმა პანჯიკიძე წარმოთქვას, ვიდრე фანჯიკიძე |
Posted by: შაქროII 8 Jul 2009, 18:06 |
ც ზე ახალის მოფიქრება რა საჭიროა? ც-c |
Posted by: ჰეისან 8 Jul 2009, 18:17 |
შაქროII ალბათ მასე ჯობია. თუნდაც იმიტომ, რომ Ts დავწეროთ "წ"-ს პონტში |
Posted by: georgy 8 Jul 2009, 20:59 | ||
შაქროII
მაგალითად: Cicino Cincadze-ს წაიკითხავენ დაახლოვებით ასე: "სისინო სინკაც" Tsitsino Tsintsadze კი გამოითქმის როგორც "ციცინო ცინცაძე" |
Posted by: ჰეისან 8 Jul 2009, 21:25 | ||
georgy
თუ გვარს ასე დაწერ - Tsintsadzeh, მაშინ კი. h-ს გარეშე წაიკითხება, როგორც "ცინცაძ" |
Posted by: apocalips 9 Jul 2009, 11:41 |
მოკლედ საბოლოდ ალბათ შევთახმდით ყ = k ც = ts ჟ = zh თ = t ფ = ph და არა f ღ = gh ხ = kh წ = ts შ = sh ჭ = tch ჩ = ch ძ = dz ჯ = j დიდი მადლობა georgy-ს გაწეული დახმარებისათვის. http://fonts.ge/uni2lat/ |
Posted by: 7th Guest 9 Jul 2009, 19:02 | ||||||||||
georgy
Paghava უნდა იყოს.
იქნებ იმიტომ, რომ სტანდარტი მოითხოვს? კსტატი, ფრიდონი წესით უნდა იწერებოდეს Pridon, მაგრამ თვითონ ფრიდონებს არ მოსწონთ და Fridon-ს წერენ ხოლმე, რაც ისევ და ისევ მიღებული სტანდარტის დარღვევაა. არა გჯერა, რომ სტანდარტები ასე მოითხოვს? მაშინ ნახე, როგორ იწერება "ფოთი". * * * apocalips
ჩვენ რომ შევთანხმდით კარგია, მაგრამ არსებობს მიღებული სტატუს-კვო, რომელიც ერთ მომენტში არ ემთხვევა ამ ჩვენს შეთანხმებას:
ფ-ს ტრანსლიტერაცია ხდება p-თი -- Poti, Pasanauri და არა Photi, Phasanauri, Foti, Fasanauri. Ph, ისევე როგორც F, ჟღერს როგორც ф, ამიტომ ისინი არ გამოიყენება ოფიციალური ტრანლიტერაციის დროს ფ-ს სანაცვლოდ. * * * ჰეისანი
არავინ კითხულობს "ცინცაძე-ს როგორც "ცინცაძ" -- ძალიან კარგად იციან "-ძე" სუფიქსის სპელინგი შევარდნაძის დამსახურებით. |
Posted by: შაქროII 9 Jul 2009, 20:03 | ||||||
apocalips
ვერა .ე მაგ ზოგიერტ ტრანსლიტერაციას არასდროს გამოვიყენებ და არც სხვას ვურჩევ
მაშინ კ რაღაა წ და ც ტქვენს ჩამონატვალში 1 და იგივეა ყ შეიძლება იყო "qh" --იგივე q ოღონდ ხორხისმიერი აი ISO სტანდარტი ქარტულისტვის...ვინ შეადგინა არ ვიცი http://en.wiktionary.org/wiki/Wiktionary:Georgian_transliteration ტრანსლიტერაციული სტანდარტი რუსულისტვის http://en.wikipedia.org/wiki/Romanization_of_Russian http://translit.cc/ http://en.wiktionary.org/wiki/Appendix:Russian_alphabet სხვა ენები http://www.absoluteastronomy.com/topics/Romanization_of_Russian ასე რომ ჩვენტვის პრობლემა რჩება მხოლოდ ქარტულის სპეციფიური კლასი ღ ყ წ ჭ ძ ღ gh ყ qh წ ts ჭ tch ძ dz c არ კტხულობესნ როგორც -ს ს არის s ასე რომ ც c ბუნებრივია. მაგალითი cincinati-გამოიტქმის როგორც ცინცინატი და არავიტარი პრობლკემა არ აქვტ ამ სიტყვის წარმოტქმის
არა ეს რუსულის გავლენაა. შეიძლება იყოს Ph ან F |
Posted by: 7th Guest 10 Jul 2009, 06:27 | ||
შაქროII ვერ გამიგე შენ. მე იმას არ ვამბობ, როგორ უნდა იყოს, ან როგორ სჯობს. მე ვამბობ, რა არის დე ფაქტო.
რა შუაშია რუსულის გავლენა? ერთი მაგალითი მომიყვანე, სადაც Ph ან F იკითხება როგორც "ფ" და არა "ф". მერე კი წარმოიდგინე, როგორ გამოთქვამს იგივე ამერიკელი ან ინგლისელი სიტყვებს ფოთი, ფასანაური, ფარნავაზი, თუ P-ს ნაცვლად მათ გამოვიყენებთ –– фоти, фасанаури, фарнаваз -- იფ იფ რა სასიამოვნოდ ხვდება ყურს ბიჯო... შენ ვერ მიაყოლებ წაკითხვის ინსტრუქციას თან. ყველა წაიკითხავს მაინც ისე, როგორც სკოლაში უსწავლია. შენი გამოგონილი qh და ეგეთები არაფერს ეუბნება არავის და პირიქით, უფრო აბნევს. ყარყარაშვილი წაიკითხება ინგლისელის მიერ როგორც ქარქარაშვილი ყველა ვარიანტში, გინდა q ჩასვი, გინდა k, იტალიელი კი ყველა ვარიანტში კარკარაშვილად წაიკითხავს. რაის ყ დ წ და ჭ ხალხო? ამდენი წელი იმას ვერ მივაღწიეთ, "ხ" წავაკითხოთ ნორმალურად, რომელიც უმარტივესი ბგერაა გერმანელისთვის ან ესპანელისთვის, მაგრამ ინგლისელისთვის ან იტალიელისთვის გადაულახავი დაბრკოლებაა და ამ შენს KH-ს კითხულობენ მაინც როგორც ქ-ს ან კ-ს. (მისთერ აქობადძე ფრომ ქაშური, რაით? ნო? ჰიზ ფრომ აქალციქე? ვაუ!) |
Posted by: შაქროII 10 Jul 2009, 19:16 | ||||
7th Guest
რუსულის გავლენაა მეტქი..რუსები ამბობენ პოტი. თორემ phone მშვენივრად ამბობს ამერიკელი ასევე cicero-ციცერონი cicncinati-ცინცინატი. მეორე მაგალითი ინგლისურად function ქართულად ფუნქცია. ანუ ფ ქართულისა fთან უფრო ახლოსაა ვიდრე პ-სტან
როგორც უნდატ ისე წაიკიტხონ ეგ წამკიტხავის gamotqma ar sheudzlia პრობლემაა. ხ ტრანსკრიფცია მIღებულია და არის kh აკრიფე გუგლში borkhes და ნახავ ხორხესაც და ბორხესსაც დაწერილს kh ტრანსკრიფციით |
Posted by: 7th Guest 10 Jul 2009, 20:27 | ||||
შაქროII
phone-ში სადაა მერე "ფ", ф არის მანდა. ხოდა მშვენივრად ამბობს ამერიკელი фоун და ასევე მშვენივრად იტყვის მერე фоти. გვინდა ახლა ჩვენ фоти?
ისევე როგორც "ფ" ტრანსკრიფცია მიღებულია და არის P, რასაც ვერც შენ შეცვლი განხილვად მომავალში, ვერც მე და დაჟე ვერც მიშიკო. |
Posted by: apocalips 10 Jul 2009, 23:27 | ||
7th Guest
აგაშენა ღმერთმა. მე ხუშტური კიარ მაქვს ან ისე დავწერო ან ასე... სტანდარტი მაინტერესებს.. ვისერჩერე სანამ თემას გავხსნიდი და ვერაფერი საინტერესო ვერ ვნახე ჰოდა გადავწყვიტე სხვისი აზრიც მომესმინა,, --- სადმე სტანდარტის დამადასტურებელი დოკუმენტი ან წყარო არის? მე არ მინდა შევცდე.. ათასობით მაილი მაქვს გასაკეთებელი _ რაც უფრო შორს მიდის თემა მით უფრო ვეღარ ვიღებ პასუხს --- რა გაუხდათ ენათმეცნიერებს შეექმნათ ოფიციალური სტანდარტიდა მერე ადვილად ხელმისაწვდომი გაეხადათ დაინტერესებულთათვის მე ენათმეცნიერს ვკითხე და დამიდასტურა ის რაც ზევით მაქვს დაწერილი - თვითონ ფაღავა ს ვკითხე და გვარს წერს Pagava (აქ G-ს წერს GH-ს მაგივრად) მარაზმია რა |
Posted by: ჰეისან 11 Jul 2009, 00:01 | ||
ძალიანაც მიჰქარამს |
Posted by: 7th Guest 11 Jul 2009, 10:12 | ||||
apocalips
არ სწერს სწორად მერე, gh ზოგადად მიღებული სუბსტიტუციაა ღ-ს ნაცვლად, არა მხოლოდ ქართულში (იხ. Afghanistan -- ავღანეთი)
მაგ საკითხს გავარკვევ და დავპოსტავ -- მყავს ერთი ძალიან ნაცნობი ლინგვისტი. |
Posted by: შაქროII 11 Jul 2009, 10:38 | ||
არაა ერტიანი სტანდარტი.რუსულის შესაბამისი აშშ კონგრესის ბიბლიოთეკიდან http://www.loc.gov/catdir/cpso/romanization/russian.pdf ესაა ენებისტვის http://en.wikipedia.org/wiki/Romanization მატ შორის ქარტული http://en.wikipedia.org/wiki/Romanization_of_Georgian#Transcription აქაც ფ არაა სუფტა p არამედ p' Letters Unicode Name National ISO 9984 BGN Laz IPA ა U+10D0 an A a A a A a A a /ɑ/ ბ U+10D1 ban B b B b B b B b /b/ გ U+10D2 gan G g G g G g G g /ɡ/ დ U+10D3 don D d D d D d D d /d/ ე U+10D4 en E e E e E e E e /ɛ/ ვ U+10D5 vin V v V v V v V v /v/ ზ U+10D6 zen Z z Z z Z z Z z /z/ თ U+10D7 tan T t T' t' T' t' T t /t ი U+10D8 in I i I i I i I i /i/ კ U+10D9 k'an K' k' K k K k K' k' /k ქარტულის სვეტებში ყურადღება მიაქციეთ ISO9984 ესაა სტანდარტების საერტაშორისო ორგანიზაციიის სტანდარტი. 2. სტანდარტი დოგმა არაა სტანდარტს ადამაინები ქმნიან და როცა რარაცას აკეტებ ახლო უნდ აიყოს საღ აზრტან და არა დოგმასტან. 3. სტანდარტი იქნება ის რასაც მიიღებენ და რაზედაც შედგება შეტანხმება. function--ფუნქცია figure--ფიგურა favorite-ფავორიტი. 1მაგალიტი მაინც მოიყვანეტ სადაც f იტარგმნება როგორც პ და შესაბამისად ქარტული ფ ახლოა f სტან ვიდრე p სტან |
Posted by: 7th Guest 11 Jul 2009, 10:47 | ||
შაქროII
აზრობრივად რომ ახლოსაა, არ გეკამათები მაგაზე, ფონეტიკურად არაა ახლოს, ეს კი უფრო მნიშვნელოვანი ფაქტორია ტრანსლიტერაციის დროს. სტანდარტიზაციისას ფონეტიკას ენიჭება უპირატესობა. |
Posted by: kobalsky 11 Jul 2009, 10:51 |
სტანდარტები დადგენილია უკვე რის მიხედვიტაც პასპორტში გიწერენ სახელს და გვარს... პ.ს მაგრამ სიმკაცრე მაინც არ არის რადგანაც ყველა წერს chavchavadze, vaja-pshavela, vazka-pshavela (ეხლახან ჩამიწერა ნოტარიუსის თარჯიმანმა) |
Posted by: 7th Guest 11 Jul 2009, 10:54 |
kobalsky წყარო გვინდა, წყარო. |
Posted by: შაქროII 11 Jul 2009, 10:59 |
7th Guest ნუ გადამაყოლებ ამ "ფოტს " აი http://en.wikipedia.org/wiki/ISO_9984 სტანდარტი ISO=International Standarsds Organization პ--p ფ––p' მაგრამ p'aliashvili არავინ წერს არამედ paliashvili. ტუმცა სწორი იქნებოდა phaliashvili ან faliashvili. და ტუ function-->ფუნქცია უკან თუ წავალთ როგორ გამპოდის p? ' ნავლად კი h ხმარება მიღებული ფორმაა. მაგალიტად კ–k ხ–k' -kh თ t' th ანუ სოფტ ასოსტან ' და/ან მის ნაცვლად h ეს მიუღიატ სტანდარტად ჩვენტან ამ ინსტიტუტებს ანუ ადამაინებს This system, adopted in February 2002 by the State Department of Geodesy and Cartography of Georgia and the Institute of Linguistics, Georgian Academy of Sciences, establishes a transliteration system of the modern Georgian alphabet in Latin characters. http://en.wikipedia.org/wiki/Georgian_national_system_of_romanization აქაც ' ნახმარი სამწუხაროდ, რასაც არავინ არასდროს იყენებს. |
Posted by: kobalsky 11 Jul 2009, 11:01 |
7th Guest წყარო ალბათ საიმედო აქვთ საპასპორტოში ძირითადი აქცენტი როგორც თქვი რატქმაუნდა ფონეტიკას უნდა მიენიჭოს. ანუ 1 ენიდან მეორე ენაში გადასვლის შემთხვევაში მთავარია ფონეტიკური ალფაბეტი რაც შეიძლება მცირედ დამახინჯდეს. შაქროII პასპორტში თამუნა მაგივრად thamuna-ს წერენ? |
Posted by: 7th Guest 11 Jul 2009, 11:08 |
შაქროII P უფრო ახლოს დგას ჟღერადობით ფ-სთან, ვიდრე F. სორი. |
Posted by: შაქროII 11 Jul 2009, 11:09 |
kobalsky ტ და თ ერთია საბჭოთა ყურისტვის ამიტომ ბერძნულ ტეტას არავინ წერს ეს ყოფილა სტანდარტი http://en.wikipedia.org/wiki/Georgian_national_system_of_romanization როგორც ზემოტ დავწერე იდეალური არაა აქაც ' ნახმარი სამწუხაროდ, რასაც არავინ არასდროს იყენებს. 7th Guest გადამრევენ ლინგვისტები.მაშIნ function რატომ არა ქარტულად როგორც პუნქცია? მოვიყვანე ეგერ ლინკები იზო სტანდარტი--ქარტული ინსტიტუტების და რუსულისტვის აშშ კონგრესის ბიბლიოტეკის. სრულიად შესაძლებელია ამაზე დაყრდნობიტ ქარტულის ტვის ანალოგიური სტანდარტის შექმნა/შესწორება ტუ საჭიროა. სახელებს კი ისევ ვწერ ინგლისურად როგორც ამას საჭიროდ მივიჩნევ ხოლმე. |
Posted by: 7th Guest 11 Jul 2009, 11:09 | ||
apocalips ესეც წყარო (მადლობა შაქრო II-ს) http://en.wikipedia.org/wiki/Georgian_national_system_of_romanization საკითხი ამოწურულია. * * * შაქროII
იყენებენ, თან საკმაოდ ხშირად. google map იყენებს, თუ არ ვცდები და საერთოდ ბევრგან შემხვედრია. თუმცა მე პირადად არ ვიყენებ და 100 წელი არ გამოვიყენებ -- მეუშნოება სუფტა ესთეტიკურად. |
Posted by: შაქროII 11 Jul 2009, 11:16 | ||
7th Guest
გუგლე მაპმა ჩინურიც იცის T'bilisi წერია გუგლემაპში კი. მაგრამ რეალში არავინ იყენებს ქარტულისტვის T'bilisi თუმცა ვტვლი რომ T'bilisi სწორია და Tbilisi --არა. T' შესატყვისი მიღებული ტრანსკრიფციად Th საც იყენებენ.( როგორც Theta -ს პირველ ორ ასოს) ეს კი ახლოსაა თ-სტან. წერტილმძიმე არ დამისვამს და მე ტვიტონ ვერ გავიგე რა დავწერე ------------- კ k' და ქ k სრულიად გაუგებარია როცა არის ქ შესატყვისი q --ქ .. მოკლედ არაა ეს სტანდარტი ისე კარგი როგორც ჩანს. ' ნაცვლადაც h გამოყენება სჯობდა. |
Posted by: Metalliana 11 Jul 2009, 11:31 |
7th Guest შაქროII http://en.wikipedia.org/wiki/Georgian_national_system_of_romanization საფუძველი არის http://en.wikipedia.org/wiki/International_Phonetic_Alphabet, რომელიც ძაან ძველია და რომელშიც შემდეგი ფონეტიკური ტრანსკრიპციაა (გამოთქმის გამო): კ [k'] ქ [k] ან ”k” პატარა ”h” (superscript)-ით ანუ სუნთქვით (აქ სუპერსკრიპტს ვერ ვაკეთებ, ნახე სურათებს ქვემოთ და http://www.langsci.ucl.ac.uk/ipa/IPA_chart_%28C%292005.pdf თუ http://www.omniglot.com/writing/ipa.htm) ყ [q'] პ [p'] ფ [p] ან ”p” პატარა ”h” (superscript)-ით ანუ სუნთქვით ტ [t'] თ [t] ც [ts] წ [ts'] და ასე შემდეგ. ტრანსლიტერაციაში დიაკრიტიკა არ იწერება, ეს პატარა ნიშნები მხოლოდ ფონეტიკურ ტრანსკრიპციაში იწერება. |
Posted by: 7th Guest 11 Jul 2009, 11:33 |
შაქროII მე უფრო ის მაინტერესებს, ეს რაღა ოხრობაა: http://en.wikipedia.org/wiki/ISO_9984 ეგ სტანდარტი კაციშვილს ცხოვრებაში არ გამოუყენებია, რამდენადაც ვიცი. ხოდა რატომ არსებობს, ვის სჭირდება საერთოდ. აშკარა კონფლიქტშია 2002 წელს მიღებულ სტანდარტთან: http://en.wikipedia.org/wiki/Georgian_national_system_of_romanization თუმცა, აშკარად უფრო სრული მოცვა აქვს ქართული ანბანის -- სპეციალურ ასოებს ვგულისხმობ. ა -- a ბ -- b გ -- g დ -- d ე -- e ვ -- v ზ -- z ჱ -- ē თ -- t' ი -- i კ -- k ლ -- l მ -- m ნ -- n ჲ -- y ო -- o პ -- p ჟ -- ž რ -- r ს -- s ტ -- t ჳ -- w უ -- u ფ -- p' ქ -- k' ღ -- ḡ ყ -- q შ -- š ჩ -- č' ც -- c' ძ -- j წ -- c ჭ -- č ხ -- x ჴ -- ẖ ჯ -- ǰ ჰ -- h ჵ -- ō ჶ -- f * * * ჭყონია იქნება čqonia მაგ სტანდარტის მიხედვით. რა კოშმარია. * * * Metalliana ამაზე იცი რამე? http://en.wikipedia.org/wiki/ISO_9984 |
Posted by: Metalliana 11 Jul 2009, 11:49 |
7th Guest http://lt.wikipedia.org/wiki/ISO_9984 უფრო ძველია (1996 წელში გამოვიდა) და ცოტა სხვა მიზნით გაკეთებულია, http://www.iso.org/iso/iso_catalogue/catalogue_tc/catalogue_detail.htm?csnumber=17892 ნახე: Establishes a system for the transliteration of Georgian characters into Latin characters to permit international information exchange, particularly by electronic means. როგორც ვიცი, ოფიციალურ საბუთებში, მაგალითად სახელები და გვარები სხვა სტანდარტით იწერება. |
Posted by: 7th Guest 11 Jul 2009, 11:55 | ||
Metalliana
I see... უბრალოდ არასოდეს მინახავს ეგ სტანდარტი მოქმედებაში. შენ? |
Posted by: შაქროII 11 Jul 2009, 12:10 |
7th Guest როგორც აქ მასალიდან ირკვევა არის 2 განსხვავებული რაღაც არალატინო ენებისტვის: 1. ტრანსლიტერაცია სადაც გაფარტოებული ლატინური + უმლაუტ დიარესები და ა.შ. გამოიყენება. ეგაა იზო 2. რომანიზაცია ანუ ასობგერების გადმოცემა უმლაუტ დიარესები და ა.შ. გარეშე მხოლოდ ლატინური ასეო ნიშნებიტ. სწორედ ეს უკანასკნელი გვესმის ჩვენ როგორც ტრანსლიტერაცია..იგივე გაგებით იყენებდნენ რუსების ამ ტერმინს ქსელზე არსებული დოკუმენტაციის ტანახმად. ეს ქარტული ინსტიტუტების ტრანსლიტერაცია რაღაც საშუალოა რომანიზაციას და იზო ტრანსლიტერაციას შორის. ამიტომ არაა მტლად სრულყოფილი და გამოყენებადი. რომანიზაციის რუსულის მაგალიტია http://www.loc.gov/catdir/cpso/romanization/russian.pdf წყარო---აშშ კონგრესის ბიბლიოტეკა. ტუმცა გამოყენებაში გვხვდება სხვაგვარიც. მაგ ც-c rusuli c satvis. ამიტომაც ქარტლისტვის მე ვიყენებდი და კლავიატურის მაპინგისტვის ახლაც ვიყენებ: 1. რუსულის მაგალითი + ქარტულისტვის დამახასიატებელი ბგერები, სადაც ' ჩანაცვლებულია h. (როგორც Metalliana აღნიშნა h როგორც წესი გამოიყენება ზედა ინდექსად.) ჩემი ვარიანტი ასეთია: ხ kh ქ q ძ dz წ ts ჭ tch ჯ j კ k პ p ფ ph (an f) ყ qh (სახელგვარებში და ყოფაცხოვრებაში კი დამკვიდრებულია k) ეს მოხერხებულია კიდევ იმიტ რომ ქჰ კჰ კომბინაცია ქარტულ სიტყვებში არსად არ გვხვდება და ასეტი რომანიზაციის გადაკოდირება /კლავიატუირის მაპინგი არავიტარ გაუგებრობას არ იწვევს. Metalliana ყიდვას ტხოულობენ ეგენი და როგორ ვიყიდოთ ..ტუ დაშვება გაქვს იქნებ დაქაჩო და დადო სადმე. |
Posted by: Metalliana 11 Jul 2009, 12:10 |
7th Guest მე მინახავს რამოდენიმე სამეცნიერო სტატიების ბიბლიოგრაფიაში, მაგრამ ბევრი არა |
Posted by: apocalips 11 Jul 2009, 12:29 | ||
შაქროII http://en.wikipedia.org/wiki/Romanization_of_Georgian#Transcription მშვენივრად არის ყველაფერი ახსნილი მაგრამ ჩემზე კარგად მაინც ლინგვისტები გაიგებენ 7th Guest
სტანდარტი ვაღიაროდ და ვიკიზე დავდოთ. სხვასაც დაჭირდება მოდით შემაჯამებელი პოსტი გავაკეთოთ მინდა ისეთი სიმბოლოებით დავწეროთ რომლის გამოყენებაც შეიძლება ვთქვათ მაილში |
Posted by: 7th Guest 11 Jul 2009, 13:11 |
apocalips როგორც ირკვევა, tch ჭ-ს ნაცვლად არც ერთ სტანდარტში არ ყოფილა. საიდან გაჩნდა ეს tch მაშინ, საინტერესოა -- ეტყობა მოფრანგულე ან მოგერმანულე ქართველების "ხალხური შემოქმედებაა" არადა, ფართოდ გამოიყენება გვარებში... Tchkuaseli, Tchkonia საინტერესოა, პასპორტებში როგორ იწერება ეს ორი გვარი? |
Posted by: შაქროII 11 Jul 2009, 13:21 | ||
apocalips ერტაედრტი "გაუგებრობა" რასაც ვამბობ არის ' ნაცვლად h გამოყენება. ნახე მაგ გვერდზე რა რომანიზაციის სტანდარტია და მერე დახედე ცხინვალის ნიშანს თუ სწორად წერია... ეგეც კი არ შეესაბამება იმ "სტანდარტს" რაზედაც საუბარია მაგ გვედზე. ამიტომაცაა მსგავსი გამოუყენებადი სტანდარტები მკვდარი. (სნაგვსი მკვდარი სტანდარტის მაგალიტია იზოს რუსული კოდირების ვ სტანდარტი რომელიც ტიტქმის არ გამოიყენებოდა და არც გამოიყენება ვინაიდან მიკროსოფტს ჰქონდა ტავისი ცპ1251 მაკს ტავისი, ხოლო უნიქსლინუქსებზე კოი8-რ.) ts' არავინ არ წერს
მაგ კომბინაციას ბევრი იყიენებს ჯერ კიდევ 90იანი წლებიდან. ტეხში იკრიფებოდა ეგრე რომანიზილებულად (ტრანსლიტერაციულად). ამიტომაც ვამბობ სტანდარტი არის ის რასაც გამოყენება ექნება, რაც ადვილია და ახლოა საღ აზრტან. ლინგვისტებს ტუ სურტ შეიმუშაონ ტავიანტი სტანდარტი ... მე რაც ჩამოვწერე ჩემეული ვარიანტი ესაა "მუშა" ტრანსლიტერაციები რაც გამოყენებულია როგორც სხვადასხვა ენებში რუსული ესპანური (ხ-kh, sh, c) ასევე ქარტულისტვის ბუნებრივი. მაგ. ძ-dz . რაც შეეხება ჭ -ს 90იან წლებიდან მახსოვს როგორც tch და ასეც გამოიყენება. ღ და ყ yoveltvis problema იყო . ღ--gh და ყ კი ლატინურად k-ს წერენ ყველგან..კლავიატურაზე კი y . თUმცა qh შეიძლებოდა მაგრამ გამოყენებაში (გვარები დასახელებები) k გამოიყენება. ესეც ალბატ ყარყარაშვილი--> каркарашвили-->karkarashvili გზით. |
Posted by: Metalliana 11 Jul 2009, 13:23 | ||||
7th Guest
იქნებოდა TSCH, არა TCH, მაგალითად Tschkuaseli, Tschkonia * * * შაქროII
სამწუხაროდ, არ მაქვს |
Posted by: შაქროII 11 Jul 2009, 13:43 | ||
Metalliana
არა TCH გამოიყენებოდა "ტჩ-კუასელი--- ჭ-კუასელი" იდეალური არაა მაგრამ ახლოსაა. შეჯამება: არის 2 სტანდარტი რომელსაც არავინ ან იშვიატად იყენებენ არის დეფაქტო სტანდარტი როემლსაც იყენებენ. ტემის ავტორს შეუძლია გაიტვალისწინოს დაგროვილი გამოცდილება და გამოიყენოს რაც ტავად სურს.... ოღონდ ფუნქცია-ს თუ პუნკცია-დ დაწერს პრბლემები შეექმნება ტრანსლიტერაცია--> ქარტულის რაიმე სტანდარტი გადაკოდირებისას. |
Posted by: Metalliana 11 Jul 2009, 15:11 | ||||
შაქროII
ან მაშინ არ არის გერმანულიდან. იმიტომ რომ გერმანულად TCH იკითხება ”ტხ”, არა ”ჩ” თუ ”ჭ”. ”ჩ” და ”ჭ” გერმანული ტრანსლიტერაციის შემდეგ იქნება TSCH ნახე: Revaz Tschcheidze http://congress-georgia.org/de/news Temur Tschkonia http://www.erkanet.de/georgien-news/oldarchiv/archive/issue_004_2403/hintergrund/shevi.htm |
Posted by: შაქროII 11 Jul 2009, 15:17 | ||
Metalliana
არაა გერმანულიდან. უბრალოდ ჭ გადმოცემულია როგორც "ტჩ"(ტეიბლ ჩილდრენ) მეტი არაფერი. ანალოგია როგორც მაგ. ძ---დზ. ჭ-ტჩ. შესაბამისად წ-ტს ძმა--დზმა წიწილა-ტსიტსილა ჭიქა--ტჩიქა. ანუ ქარტულის არ მცოდნეს წარმოდგენა მაინც შეექმნას როგორ ისმის და მიახლოებით შეძლოს წარმოტქმა..რომანიზაცია სწორედ ამისტვისაა..ანუ არალინგვისტებისტვის ყოველდღიურ ხმარებაში... ტორემ სპეციალისტი ლინგვისტი როგორ აღნიშნავს ფონემებს ამის სტანდარტები არის დიდიხანია არსებობს..ე.წ. ინსტიტუტების სტანდარტი კი წარმოდგენას ვერ უქმნის რიგიტ ინგლისელს ტუ გერმანელს რა განსხვავებაა ts და ts' შორის..ტუნდაც იგივე სტანდარტის საიტზე ამის მაგალიტია ცხინვალის გადასახვევის ნიშანი..რომელიც არაა შემუშავებული სტანდარტის მიხედვიტ დაწერილი..მაშ რა საჭიროა ასეტი არამუშა სტანდარტი? რომანიზაციის მსგავსი "გლეხური" სქემა აქვს რუსულს როცა ტექსტის აკრეფა გსურს ლატინური ასეონიშნებით..ტესტქს კრიფავ რომანიზებულ "სტანდარტში" იმიტომ რომ არ იცი ან არშეგიძლია რუსულად აკრეფა..და ეს ტექსტი გადადიოდა რეალურ ასო ნიშნებში... მაგ. ქარტულისტვის: gamarjobath dzmebo qarthvelebo kargia tsitsila niortskalshi აქ ყ პრობლემაა შეიძლება qh ჯობდეს niortsqhalshi khom lamazia es chemi coli magram me uf(ph)ro lamazi minda |
Posted by: Metalliana 11 Jul 2009, 15:36 |
შაქროII სტანდარტს არ ვგულისხმობდი, როდესაც ვლაპარაკობდი, გერმანულიდან არ არისო და ასე შემდეგ. ვგულისხმობდი "ხალხურ შემოქმედებას" ლინგვისტების მიერ შემქნილი სტანდარტი არ არის არც ერთი ენიდან, უნივერსალურია, როგორც IPA ანბანი. მაგრამ მხოლოდ ლინგვისტებმა იციან, რა ნიშანი რასაც ნიშნავს, უბრალო იუზერებისთვის, რომლებმა ენათმეცნიერება ან უცხო ენები არ იციან, რთულია, ასერომ არ მუშაობს ეს სტანდარტი. |
Posted by: შაქროII 11 Jul 2009, 15:41 |
Metalliana ამიტომაცაა შემოტანილი "გლეხური" რომანიზაცია..მაქსიმალურად გადმოსცე ლატინური ასო ნიშნებიტ სხვა არალატინური ენის სიტყვა/ფონემა . აქ ამ ტიპის ტრანსლიტერაციაზე იყოს საუბარი ტუ არ ვცდები... ლინგვისტურ სტანდარტებს სახელგვარების და დასახელებების წერისას (ქუჩის ნიშნებზე) არ იყენებენ č რომ ბამოტქვას ვინმემ ხომ უნდა იცოდეს როგორ? ასეტი "გლეხური" სტანდარტი ოფიციალურად არ არსებობს. როგორც ვტქვი იყო ხალხი რომელიც იყენებდა ლატინიზებულ შეტანას TEXში რუსულისტვის და ქარტულისტვის..არსებობს ლატინიზებული შეტანა ბერძნულისტვის, სომხურისტვის, არაბულისტვის და ცხადია კირილიცაზე ბაზირებული ენებისტვისაც. იყო ასევე ტრანსლიტერაციული (ოღონდ ამ გლეხური რომანიზაციის გაგებით) შეტანა ინტერნეტის გვერდებისტვის ვებ ფორმები(ძებნა) კლავიატურის არ არსებობისას შეგაქვს ლატინიზირებული სიტყვა ძებნისას კი ბრუნდება ან მშობლიური ანბანზე ნაპოვნი მასალა ან ისევ ლატინიზირებული....ამის გადამყვანი სკრიპტი მქონდა ადრე გაკეტებული ქარტულისტვის..მაგრამ ეხლა აქტუალობა დაკარგული აქვს ... მაგ. ვებ გვერდი ტუა უნიკოდში და ვერ კიტხულობ ავტომატურად შეგიძლია ნახო ასეტიც: gamarjobath es chemi veb gverdia. kethili iqhos thqveni mobrdzaneba am saithze. ან ასეტიც ე.წ. ლიტნუსხური: gamarjobaT es Cemi veb gverdia. keTili iyos Tqveni mobrZaneba am saiTze. ამას ყველაფერს კონვერტორი აკეტებს. |
Posted by: Metalliana 11 Jul 2009, 16:00 | ||
შაქროII
მე ყოველთვის ასე ვწერ, როდესაც ქართული სრიფტი არ მაქვს |
Posted by: შაქროII 11 Jul 2009, 16:03 |
Metalliana ჰო მაგრამ ეგ ფონტის კოდირებაა და არა რომანიზირებული შეტანა. ტან მაგას ქარტველი ტუ გაიგებს მხოლოდ და არა ინგლისელი ან გერმანელი... რომ უკეტ მიხვდე რაზეა საუბარი ნახე ეს რუსულიტვის რამდენი "სტანდარტები" აქვტ http://en.wikipedia.org/wiki/Romanization_of_Russian ჩვენ რასაც ვსაუბრობტ ამას შეესაბამება სვეტი British Standard და ან BGN/PCGN |
Posted by: Metalliana 11 Jul 2009, 16:08 | ||||
შაქროII
ამ შემთხვევაში კი. მაგრამ ჩემს კომპიუტერში Georgian [Latin] keyboard layout მაქვს da ase vwer momwons aseTi sistema |
Posted by: Davion 11 Jul 2009, 16:49 | ||
სტანდარტი არ არსებობს საქართველოში და ვისაც როგორ უნდა ისე წერს ეს dz=ძ, zh=ჟ და ა.შ. რუსული სტანდარტებიდან შემოვიდა, აქ შეგიძლიათ ნახოთ: http://en.wikipedia.org/wiki/Romanization_of_Russian ქართული ტრანსლიტის სტანდარტიზირებაც შეიძლება, საერთაშორისო ფონეტიკურ ანბანის და ამ ანბანის ASCII კოდებთან თავსებადობის სტანდარტებთან თანხმობაში თუ იქნება: http://en.wikipedia.org/wiki/International_Phonetic_Alphabet http://en.wikipedia.org/wiki/Kirshenbaum http://en.wikipedia.org/wiki/SAMPA http://en.wikipedia.org/wiki/X-SAMPA მე ესე ჩავსვავდი:
|
Posted by: 7th Guest 11 Jul 2009, 16:52 | ||
Metalliana
შენ კი მოგწონს, მარა აბა მე მკითხე. |
Posted by: შაქროII 11 Jul 2009, 16:55 | ||||||||||||
გკ-ს წარმოტქმას ისევ ქ წარმოტყვას ჯობია ქვეყანა--> ქვეგკანა---.ქვექანა qh
ადგილებს შევუცვლიდი.
ფაქტიურად იგივეა რაc ts პრინციპული ნიშვნელობა არ აქვს. ტსიტსილა----ტციტცილა..მაგრამ ს უფრო ადვილი გამოსატქმელია დანარჩენი როგორც ტექსტშია
კი..და უცხოელისტვის მოსახერხებელია. სხვადასხვა ენის 1 ფონემეს ერტნაირი აღნიშვნა...სწორედ ეგაა ტრანსლიტერაცია და რუსულის გავლენა არ ახსენო რა ...
არ ვარგა..ეგ ცუდია..უცხოელს როგორ გინდა წააკიტხო? |
Posted by: 7th Guest 11 Jul 2009, 16:55 | ||
Davion
გკ... გყ.. ყყყ... დავიხრჩე. |
Posted by: Metalliana 11 Jul 2009, 16:56 | ||
7th Guest
რა იყო? any problems? |
Posted by: Davion 11 Jul 2009, 17:11 | ||
რატო, sopheli gkandaura=იკითხება როგორც "სოფელი ყანდაურა" და არა გკანდაურა აქ დაცულია "გ"-ს გამკვეთრება "კ"-თი სასით (ენის ფუძე) და დანარჩენი პარალელუღი თანხმოვნებისთვის "h"-ის დამატება (ფილტვებიდან ჰაერი) , კ-ქ, ტ-თ, და ა.შ. კონვერტირება ხდება ორივე მიმართულებით უშეცდომოდ, რაც კარგია ასევე არ შეიცავს აპოსტროფებს და სხვა სპეც სიმბოლოებს. |
Posted by: Metalliana 11 Jul 2009, 17:13 | ||
შაქროII
ისა... მეც ხომ უცხოელი ვარ მაგრამ ვკითხულობ უცხოელს უბრალოდ უნდა აუხსნა |
Posted by: შაქროII 12 Jul 2009, 13:05 |
Metalliana C ნაცვლად ch რომ დაუწერ ახსნა ნაკლები დაგჭირდება |
Posted by: apocalips 27 Jul 2009, 11:51 |
georgy ვარკვიე ვარკვიე და გავარკვიე.. ესენია სწორი ფორმები ყ = k ც = ts ჟ = zh თ = t ფ = p ღ = gh ხ = kh წ = ts შ = sh ჭ = ch ჩ = ch ძ = dz ჯ = j ქ = k თუ შეგიძლია იქნებ ცაასწორო http://fonts.ge/uni2lat/ <-აქ |
Posted by: georgy 27 Jul 2009, 14:05 |
apocalips განსხვავება როგორც ვხვდები არის ფ-ში (იყო f და გინდა p) და ჭ-ში (იყო tch და გინდა ch). ჭ-ზე კატეგორიულად არ გეთანხმები - ჩემი გვარიდან გამომდინარე, დანამდვილებით მჯერა რომ tch უნდა იყოს. p-ჩავასწორე და შეგიძლია პირდაპირ ისარგებლო: http://fonts.ge/uni2lat/ თუ ჭ-ც გინდა (რასაც კატეგორიულად არ გირჩევ), შეგიძლია გადმოწერო სორსი, ჩაასწორო, განათავსო ნებისმიერ სერვერზე, რომელსაც php-ს მხარდაჭერა აქვს და გამოიყენო: http://fonts.ge/uni2lat/uni2lat.zip სამწუხაროდ მანადამაინც პორტაბელური ვერ იქნება იქიდან გამომდინარე, რომ php-შია დაწერილი. |
Posted by: apocalips 27 Jul 2009, 14:23 | ||
georgy
მართალი გითხრა არც მე ვეთანხმმები.. ვთვლი რომ ჭ უნდა იყოს tch მაგრამ... მოსინჯე აბა და დასერჩე ჭ-ზე გვარები გუგლში მაგალითად.. Chiabrishvili მერე ნახე Tchiabrishvili chiaberashvili ... tchiaberashvili chanturia ... tchanturia აი თუნდაც შენი გვარი http://www.google.ge/search?client=opera&rls=en&q=keretchashvili&sourceid=opera&ie=utf-8&oe=utf-8 http://www.google.ge/search?client=opera&rls=en&q=kerechashvili&sourceid=opera&ie=utf-8&oe=utf-8 როგორც მივხვდი ვისაც როგორ უნდა ისე წერს.. უმრავლესობა სამწუხაროდ ch-ს იყენებს tch-ს მაგივრად მე საჯარო რეესტრს მეილი მივწერე და ვკითხე როგორ წერდნენ პასპორტებში მაგრამ 4 დღეა უშედეგოდ ველოდები მათგან პასუხს * * * მოკლედ ეს არის [B]ყ = k ც = ts ჟ = zh თ = t ფ = p ღ = gh ხ = kh წ = ts შ = sh ჭ = ch ჩ = tch ძ = dz ჯ = j ქ = k[SIZE=7] დიდი მადლობა გამოხმაურებისათვის ვხურავ თემას. |
Posted by: georgy 29 Jul 2009, 13:38 | ||
თუ პირიქით? |
Posted by: tamunia_ch 29 Jul 2009, 18:13 |
ჭ არის TCH ჩ არის CH ფ არის PH მე ასე ვიცი! |
Posted by: apocalips 30 Jul 2009, 10:25 | ||
tamunia_ch
ქ = ? |
Posted by: tamunia_ch 30 Jul 2009, 13:53 | ||
apocalips
ჩემი სუბიექტური აზრით ქ = Q |
Posted by: DrAcid 31 Jul 2009, 01:37 |
tamunia_ch სწორია... ახლა.. ვთქვათ, ჩამოყალიბდა ნამდვილად კარგი, ორმხრივი სტანდარტი... ეეე... რას ვუზამთ? საპასპორტოში მაინც არასწორად დაწერენ... oO |
Posted by: PagSoft 30 Aug 2009, 15:20 |
ფაღავა ვარ და პასპორტში მიწერია Phagava |
Posted by: win22 10 Sep 2009, 18:58 |
ყარყარაშვილი - YarYaraSvili ჟვანია - Jvania ფაღავა - FaRava ღლონტი - Rlonti წიკლაური - Wiklauri ჭყონია - wyonia ასე არის კანონით და ასე იქნება |
Posted by: shoshia 13 Sep 2009, 17:26 |
პასპორტში ვინ რას წერს ერტია..ტავადაც არ იციან და უცხოელისტვის ტრანსლიტერაცია სხვა, ლინგვისტისტვის კიდევ უფრო სხვა ვეტანხმები ტამუნიაჩ დასკვნას |
Posted by: apocalips 15 Sep 2009, 00:06 |
საპასპორტოს 3 წერილი მივწერე და არცერთზე არ გამომეხმაურა აღნიშნული თემის განხილვაში ხშირათ მოაქვთ არგუმენტათ პასპორტში "ასე მიწერია" არაერთი პაქთიც ვნახე როცა პასპორტებში სხვადასხვანაირად ეწერა ერთიდაიგივე გვარი თუნდაც ჩემი გვარი მესხორაძე > Meskhoradze (სწორი ფორმა) და მინახავს სხვის პასპორტში > Mesxoradze .. მოკლედ სახელმწიფომ რაღაც გადაწყვეტა უნდა ნახოს,, ასე მიშვებულად არ შეიძლება,, აგერ მაგალითად georgy- დაწერა მშვენიერი პროგრამა. რომელსაც ქართულ გვარ სახელები გადაყავს ინგლისურად ეს დაწერა.. მაგრამ აბა პირიქით ვთხოვოთ ) ასე არ უნდა იყოს |
Posted by: apocalips 9 Dec 2009, 14:14 |
('ა','ბ','გ','დ','ე','ვ','ზ','თ','ი','კ','ლ','მ','ნ','ო','პ','ჟ','რ','ს','ტ','უ','ფ','ქ','ღ','ყ','შ','ჩ','ც','ძ','წ','ჭ','ხ','ჯ','ჰ'); ('a','b','g','d','e','v','z','t','i','k','l','m','n','o','p','zh','r','s','t','u','p','k','gh','q','sh','ch','ts','dz','ts','ch','kh','j','h'); ქ = q ? საინტერესო ლინკი ვნახი ვიკიზე http://ka.wikipedia.org/wiki/ქართული_დამწერლობა#.E1.83.90.E1.83.9C.E1.83.91.E1.83.90.E1.83.9C.E1.83.98 |
Posted by: MONTY 9 Jun 2011, 04:21 |
გაირკვა რამე ამაზე ამდენიხნის განმავლობაში? |
Posted by: MONTY 31 Mar 2018, 02:06 | ||
დასახლებული პუნქტებისთვის არის გამოყენებული openstreetmap.org ზე |
Posted by: ჰეისან 1 Apr 2018, 14:14 |
აუ, რა კარგი თემა გაცოცხლდა |
Posted by: შაქროII 5 Apr 2018, 23:17 |
MONTY "კ", "ქ" და "ყ" ერთი და იგივეა მანდ? ასევე "ჩ" და "ჭ"? ჭ აჯობებდა tch ქ -q "ყ"-სთვის ქ,კ-ც შეიძლება.... y-იც. ყაველაშვილი-kavelashvili-qavelasjvili-yavelashvili |
Posted by: MONTY 6 Apr 2018, 14:05 | ||
შაქროII
კი ეგრეა და ჩემი აზრით კარგი ვარიანტიც არის არ მომწონს q და y Chavchavadze Chiatura ყ ზე K არის დამკვიდრებული ჩემი დაკვირვებით , ასევე ქ ზე და კ ზეც K ( Kutaisi და ა.შ ) |
Posted by: MONTY 13 Apr 2018, 15:28 |
რუსული მაინტერესებს დას.პუნქტის სახელებისთვის მინდა |
Posted by: Temperance 13 Apr 2018, 15:36 |
ყველაფერი სწორია, ერთადერთი რუსულიდან ნუ გადმოგაქვთ. დღეს ორჯონიკიძეების უმეტესობა ესე წერს გვარს - Ordzonikidze - არასწორია! უბრალოდ Orjonikidze. და კიდევ აჭარა - Achara და არა Adjara. რამდენიც არ უდნა ეხვეწო ვერ ჩაასწორებინებ ვიკიპედიას, მაგიტო არ ვენდობი იქაურებს. რუსებმა გააფუჭეს საქმე, ეს ორი შეცდომა მაგათი ბრალია, მაგათ ხო ჯ არააქვთ. ამიერიდან იცოდეთ!... |
Posted by: MONTY 13 Apr 2018, 20:56 | ||
Temperance
თითქმის ყველგან Adjara დ არის ISO GE.AJ ასევე GG04 - Ajaria ( FIPS region codes) |
Posted by: ჰეისან 14 Apr 2018, 00:26 | ||
MONTY
ეგ არაფერს ნიშნავს... მასე, ბოლშევიკი სირი "მეცნიერების" წყალობით, ქართულში რუსულის გავლენით დამკვიდრდა "ადეკვატური" და "კვოტა" არადა, ლათინურში Q ასოთი იწერება ერთიც და მეორეც. ანუ, ადექვატური და ქვოტა უფრო მართებულია, ვიდრე "კ"-თი წარმოთქმა ამ სიტყვების. |
Posted by: Temperance 14 Apr 2018, 16:13 |
MONTY შენ ვერ გამიგე. არის და იყოს კიბატონო, მაგრამ სწორია როგორც არის? - არა! თუ ასობგერა ჭ-ს ლათ. შესატყვისი არის - Ch, შესაბამისად იქნება - Achara, და არა Adjara/"ადჯარა", რაც საკმაოდ რუსულად ჟღერს, გამომდინარე იქიდან რომ რუსებს არა აქვთ - ჯ. ჰეისან შენ კი საერთოდ სხვა (და ცოტა უმნიშვნელო) თემას ეხები. მოგწონს ეხა სიტვა "ადექვატური" როგორც ჟღერს? ყველაფერი რაც ლათინურში Q-თი იწერება ქ-თი ხოარ უნდა ჩაანაცვლო? აქ ჟღერადობაც გასათვალისწინებელია, არცერთი ნორმალური ადამიანი "ადექვატურს" და "რუქას" არ უნდა ამბობდეს, მე არ ვიტყვი ყოველშემთხვევაში. ამიტომ აჭარის თემა უფრო ბევრს ნიშნავს, ვიდრე ადექვატურის და მგონი ბევრად "ადეკვატური" იქნება რო მნიშვნელოვან სიტყვებზე და სახელებზე გავამახვილოთ ყურადღება. |
Posted by: MONTY 14 Apr 2018, 20:28 | ||
Temperance
გასაგებია , უბრალოდ ძაან დამკვიდრებულია და დიდიხნით ადრე უნდა შეცვლილიყო ოფიციალურადაც სახელმწიფო დონეზე Adjara არის გამოყენებული ბრიტანიკაში არის Ajaria და ალტერნატიული Adjara, Adzhariya, or Adžarija |
Posted by: Temperance 14 Apr 2018, 20:41 | ||
საბჭოთა კავშირის დიდი გავლენაა მაინც რა... |
Posted by: ჰეისან 15 Apr 2018, 01:37 | ||||||
Temperance
ნუთუ?!
ჯერ ერთი, "ეხა" კი არა, "ახლა". მეორეც ის, რომ მე კი არ მომწონს, მასე უნდა იყოს.
რუკა არც ერთი უცხოური სიტყვიდან არაა გადმოკალკებული, ასე რომ მე ეგ არ მეშლება და თუ ვინმეს ეშლება, იმისი პრობლემაა. რუქა ვეზირის სახელია სულხან-საბას ერთ-ერთი იგავ-არაკიდან. |
Posted by: Temperance 15 Apr 2018, 22:43 |
ჰეისან აუ "ახლა" "მასე უნდა იყოსები" ჩემთან არ გინდა რა, მე როგორც მინდა ისე ვიტყვი! არ გამოდგები შენ მართლწერის შემსწორებლად. სრულიად სწორი ფორმაა ადეკვატური, სწორად გადმოტანილი და სწორად ჟღერადი. წერტილი. |
Posted by: ჰეისან 16 Apr 2018, 00:35 | ||
Temperance
მაქედან უნდა დაგეწყო, შვილო... ამ თემას საერთოდ აზრი არ აქვს, რადგან, ვისაც როგორ უსწორდება, ისე საუბრობს. აკრიფე ახლა შენი "არგუმენტები" და გაუდექი გზას. ადექვატური უფრო მართებულად ჟღერს. ეგ შენ არ გამოდგები არაფრის შემსწორებლად. |
Posted by: MONTY 16 Apr 2018, 01:55 |
ჰეისან რუსულის ვარიანტი მაინტერესებს სახელების გადაყვანა მინდა |
Posted by: ჰეისან 16 Apr 2018, 02:02 | ||
MONTY
ანუ? |
Posted by: MONTY 16 Apr 2018, 02:19 | ||
ჰეისან
ქართული სახელების რუსულზე გადაყვანა მინდა და კონვერტორისთვის მინდა ქართულის შესატყვისი რუსული ასოები |
Posted by: ჰეისან 16 Apr 2018, 03:24 |
MONTY ოფიციალური, თუ მართებული? |
Posted by: Temperance 18 Apr 2018, 00:19 |
ჰეისან შენ კიდე მართლა "არადექვატური" ხარ! ნუ წამლავ სხვების გონებას შენი არაადეკვატური უცოდინრობით! MONTY სხვა მომხმარებელს სხთოვე დახმარება, ეს ნაღდად ვერ ერკვევა ქართულ ენაში. (სმენაში ხო საერთოდ)... |
Posted by: MONTY 19 Apr 2018, 05:27 | ||
ჰეისან
ორივე |
Posted by: ჰეისან 20 Apr 2018, 02:40 |
Temperance შენ კიდევ, დაახვიე რა... არ შეჭამა ტვინი ბლიად?! უზრდელი ესა... |
Posted by: Temperance 20 Apr 2018, 19:24 |
ჰეისან წყნარად ვეღარ ლაპარაკობ და ჩხუბზე გადადიხარ. ხო. არაუშავს ყველას არ ეხერხება წესიერად კამათი. |
Posted by: ჰეისან 21 Apr 2018, 00:32 |
უაზრო ირონიას თავი დაანებო, აჯობებს... |
Posted by: AUTOCRAT 30 Apr 2018, 19:52 | ||
ჰეისან
"ტ" ბოლოში რომელ მათგანში გესმის? მაშინ: ადექვათური და ქვოთა თვალსა და ხელს შუა ქართულიდან თათრულ-ქურთულ ჟღერადობას ვიღებთ |
Posted by: MONTY 23 Aug 2018, 05:07 | ||
Tschinvali რატო აწერია ? * * *
IPA ISO 9984 რომანიზაცია NGR სხვაობა არის |
Posted by: thenotoriousbig 1 Sep 2019, 11:36 |
სწორი ვარიანტი არის ეს: ა -- a ბ -- b გ -- g დ -- d ე -- e ვ -- v ზ -- z თ -- t ი -- i კ -- k ლ -- l მ -- m ნ -- n ო -- o პ -- p ჟ -- zh რ -- r ს -- s ტ -- t უ -- u ფ -- p ქ -- k ღ -- gh ყ -- q შ -- sh ჩ -- ch ც -- ts ძ -- dz წ -- ts ჭ -- tch ხ -- kh ჯ -- j ჰ -- h სამწუხაროდ ეს არც იუსტიციის სამინისტროში იცის ყველა თანამშრომელმა და არც იმ უწყებაში, რომელიც გზის ტრაფარეტებს უკვეთავს და ამზადებს. ამიტომ ზოგ ჭყონიას სწორად უწერია პასპორტში Tchqonia, ზოგს კი რუსულიდან ნათარგმნი Chkonia. ასევე ტრაფარეტებზეც ხანდახან სასაცილო ვარიანტებს ვხედავ, მაგალითად Jognari, Qanda და ა.შ. ჯერ არ გვაქვს ჩამოყალიბებული ეს სტანდარტი ისე როგორც საჭიროა არა და დროა. არაა სწორი როდესაც ყოფილ და მომავალ შს მინისტრს ფეისბუქში უწერია Garibashvili და არა Gharibashvili. სერიოზული პიარი ჭირდება ამ სტანდარტების დამკვიდრებას და მითუმეტეს ე.წ. "ქაჯური ტრანსლიტის" დავიწყებას, რომელმაც ჭირივით დააავადა ქართველები (ai roca ase arasworad weren vigac soflelis damkvidrebuli yalbi wesit). |
Posted by: ninoto 2 Sep 2019, 18:46 | ||
thenotoriousbig
გვარი ყენია როგორ დაიწერება? ან სახელი ყარამანი? |
Posted by: MONTY 3 Sep 2019, 05:31 | ||||
|
Posted by: thenotoriousbig 3 Sep 2019, 10:06 | ||||||
კი, ზუსტად ვიცი რას ვწერ. Tchiatura, Qazaishvili. და ზოგადადაც რომ დააკვირდე ძაან ლოგიკურია. tch ბევრად მეტად ჰგავს ჟღერადობიდ ჭ და q იგივე არაბულიდანაც ითარგმნება ყ. მაგალითად Iraq, Qatar. |
Posted by: thenotoriousbig 3 Sep 2019, 10:12 | ||||
Qenia, Qaramani. ჩვენს საბეხბურთო ნაკრებში გვყვს ყენია და მას არასწორად უწერია Kenia, თუმცა სწორი მაგალითიც გვყავს - ყაზაიშვილი, რომლესაც Qazaishvili უწერია. |
Posted by: MONTY 3 Sep 2019, 18:56 | ||||||
thenotoriousbig
Chiatura არის დამკვიდრებული და ოფიციალური Chavchavadze
Kutaisi Keda Kobuleti Kareli
პასპორტში როგორც უწერიათ , ეგრე ექნებათ |
Posted by: thenotoriousbig 4 Sep 2019, 03:01 | ||||||||
და იქნებ არ დაწერო იმაზე, რაშიც ვერ ერკვევი? შედი ჭიათურაში და დაინახავ ტრაფარეტზე რა წერია (Tchiatura). ეს აშკარად არაა რუსეთის თემა. უბრალოდ არ იყო ჭიათურა კომუნისტების დროს ისეთი პოპულარული მსოფლიოში რომ რამე ჩამოყალიბებულიყო ასეთი. Chavchavadze აი ეს ნამდვილად ჩამოყალიბდა სამწუხაროდ, თუმცა ამის შეცვლაც შეგვიძლია თუ მოვინდომებთ. ქ რა პონტში ახსენე კიდევ ვერ ვხვდები, საერთოდ არ დაობს არავინ ქ ასოზე. ქ = K და ეს ყველა არადეგენერატმა იცის. |
Posted by: kurshaaa 22 Sep 2020, 15:35 |
ვერ გავიგე ვის როგორ ესმის მაგრამ, მთელი ცხოვრებაა ვცდილობ გავიგო ჩემი გვარი როგორ იწერება Kurashvili თუ Qurashvili Yurashvili ეს რო ძაან უაზრობაა ყველა ვთანხმდებით მგონი.. ვინმემ ხომ არიცით თუ არსებობს ამთემაზე მომუშავე ჯგუფი? რატომ არ შეიძლება შევთანხმდეთ: ქ - Q კ - K ყ - QH ეს უფრო ლოგიკური მგონია.. |
Posted by: AirDidgori 5 Oct 2020, 05:15 | ||||||||
kurshaaa
ასეა სწორი
ქიურაშვილი
იურაშვილი
არავითარი ლინგვისტური და სტანდარტული საფუძველი არ აქვს thenotoriousbig მეგობარო სისულელეების წერას მოეშვი და წყალი დალიე |
Posted by: MONTY 15 Oct 2020, 21:54 | ||
კ და ქ ზე K მგონი არც უნდა იყოს საკამათო ყ - K მგონია ნორმალური მაგრამ სამივეზე ( კ-ქ-ყ) ერთიდაიგივე რამდენად გამართლებულია ? |
Posted by: Desmond Miles 17 Oct 2020, 07:33 | ||
მე ასე ვიყენებ: ყ = k + ც = ts + ჟ = zh + თ = t + ფ = ph და არა f (რატომღაც f უფრო ხშირად მეწერინება და ასევე ვიყენებ - ph-ს.. არასოდეს - P_ს) ღ = gh + ხ = kh + წ = ts + შ = sh + ჭ = tch - (ch) ჩ = ch + ძ = dz + ჯ = j + ბევრი ცდომილება არ მქონია. გმადლობთ. |
Posted by: შაქროII 24 Nov 2020, 19:47 | ||
MONTY
რუსულის გავლენაა ეგ. |
Posted by: kurshaaa 11 Dec 2020, 19:37 | ||
AirDidgori
არავითარი ლინგვისტური და სტანდარტული საფუძველი არ აქვს ///////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////// რას გულისხმობთ ლინგვისტურ სტანდარტში და ვინ ადგენს ამ სტანდარტებს? ზიან სადმე? უფრო მეტი არგუმენტი მინდა ვიდრე ის რომ არ ვარ მართალი და გავჩუმდე.. მაინტერესერბს თუ იმსჯელა ვინმემ ამ თემაზე, და რატომ არ შეიძლება იქცეს სტანდარტად მსგავსი ასოთშეთანხმება, თუ აქვს ხ-ს, ჭ-ს, ჩ-ს, და ასე შემდეგ |