Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ჩოგბურთი > წესები!


Posted by: Duff 10 Oct 2010, 04:23
1. გინება და უცენზურო ტექსტი, რომელიც #$%#$ - მსგავსი სიმბოლოებით მთლიანად ან ნაწილობრივ დაფარვის გარეშეა დაწერილი, ვორნით ან/და ბანით არ დაისჯება მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში (მაგალითად თუ იმ წუთას თქვენმა რჩეულმა წააგო და ა.შ.), თუმცა წაშლით ესეთი პოსტები ყველა შემთხვევაში წაიშლება; დანარჩენ შემთხვევებში (ანუ უკიდურესი მიზეზის გარეშე ეგეთ პოსტებზე) გაფრთხილების მერე განმეორების შემთხვევაში გამოყენებული იქნება ვორნი/ბანი.
ყველანაირ შემთხვევაში, პოსტის ფორმის და შემთხვევის განსაკუთრებულობის მიუხედავად, ვორნით/ბანით დაისჯება პირადი შეურაცხყოფა და შეურაცხყოფა რასობრივი/ეროვნული/ენობრივი/რელიგიური/სქესობრივი და სხვა ნიშნით.

2. ჩეთი და ოფტოპიკები წაიშლება, ოღონდ იმასაც ნუ მოგვთხოვთ რო ყველა თემაში მაშინვე იშლებოდეს - PM მაგისთვისაც არსებობს რო მოგვწეროთ თუ სადმე გამოგვრჩა.

3. უაზრო ან/და სხვისი რჩეული სპორტსმენის შეურაცხმყოფელი ან/და დამცინავი პოსტები ("გავარტყი ფედეს", "რაფა კაცმაიმუნა", "ვოზნიაცკის კაი ტრაკი აქვს" etc.) და თემები წაიშლება.

4. სხვისი რჩეული სპორტსმენის თემაში დადებული სხვა სპორტსმენის და მათთან დაკავშირებული შეურაცხმყოფელი ან დამცინავი სურათები წაიშლება. წაიშლება იმ სპორტსმენის საწინააღმდეგო პოსტებიც, თუ იმ ფანკლუბის ხალხი ამას მოინდომებს.

5. იკრძალება უკვე არსებული თემის გახსნა - იმის გასაგებად, უკვე არსებობს თუ არა თემა, რომლის გახსნასაც აპირებთ, იკითხეთ თემაში http://forum.ge/?act=Search&f=4; არსებული თემის შესაბამის თემად ითვლება მაგალითად თემა "გაუმარჯოს YYY-ს ფანებს", თუ YYY-ს ფანკლუბი უკვე არსებობს.

6. 100 გვერდზე დიდი თემა იხურება (სერვერის გადატვირთვასთან დაკავშირებული პრობლემების გამო) და იხსნება ამ თემის ახალი ნაწილი; ახალი თემის პირველ პოსტში იდება ძველი თემის ლინკი.

7. გამოკითხვების გახსნა შეიძლება მხოლოდ პოლის გარეშე, ანუ უბრალოდ თემის გახსნა, სადაც შეთავაზებული იქნება ვარიანტები, რადგანაც მივიღოთ ამა თუ იმ გამოკითხვის რეალური შედეგი.

8. იკრძალება უაზრო და უცენზურო სათაურიანი თემების გახსნა ("X-ს ხმარობენ", "ხვალ Y წაიკუზება", "ავოეეეე", etc.). სათაური ინფორმატიული უნდა იყოს - უნდა ჩანდეს თემის არსი.

9.იკრძალება VS თემები რომლებიც ზიანს მიაყენებს ცალკეულ თემებს პოპულარიზაციის მხრივ.

10. წინასწარი თემების გახსნა დაუშვებელია სანამ ესა თუ ის ტურნირის დასაწყისი არ მოახლოვდება და/ან არ იქნება დღის რეჟიმში.

11. ფორუმის ყველა განყოფილებაში სავალდებულოა ქართული შრიფტით პოსტვა. გამომდინარე აქედან, იგივეს მოვითხოვთ ჩოგბურთის განყოფილების იუზერებისგან. კლავიატურაზე ქართული კოდირების დაყენების ინსტრუქცია იხილეთ http://forum.ge/?showtopic=33630169&view=findpost&p=2391061.

12. ტოტალიზატორთან და კუშებთან დაკავშირებული საკითხები გაირჩევა შესაბამის თემაში.



ასევე ნახეთ http://forum.ge/rules.html

P.S.: ყველა კონკრეტულ შემთხვევაში ვიტოვებთ უფლებას გადავწყვიტოთ, მივცეთ თუ არა იუზერს ვორნი ან/და ბანი: ეს წესები ზოგადად გასარკვევად არი, თორე ყოველ კონკრეტულ სიტუაციას კონკრეტული მიდგომა ჭირდება.

შეკითხვებისთვის და წინადადებებისთვის მოგვმართეთ შესაბამის თEმაში

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)