Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ჩოგბურთი > 100 თამაში , რომელიც უნდა ნახო სანამ ცოცხალი ხარ


Posted by: Corvette 17 Mar 2016, 17:50
შეიძლება 100 თამაში ცოტაა , იმდენი კარგი თამაში ახსოვს ისტორიას , მაგრამ ეს უბრალოდ თემის სახელისთვის biggrin.gif

მოკლედ , შევეცადოთ ყოველგვარი ის რატომ არ დადე , ის იმ თამაშს ჯობია და მსგავსი უაზრო კომენტარების გარეშე დავდოთ თამაშები , თუ მასე თვლი დადე შენ რომელიც დაგამახსოვრდა ( გადმოსაწერი ლინკები - ვინც კარგად დაძებნის , ინტერნეტში არ უდნა გაუჭირდეს მოძიება ) ჰაილაითები ( იუთუბი და სხვა საიტები - გვერდი რომ არ გადაიტვირთოს ჩასვით სპოილერში ) და მაინცდამაინც ანგარიშსაც ნუ დაწერთ biggrin.gif

მოკლედ ვიწყებთ biggrin.gif

1. 2001 წლის უიმბლდონი ( 1/8 ფინალი ) - ფედერერი-სამპრასი
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

2. 2001 წლის უიმბლდონი ( ფინალი) - ივანიშევიჩი-რაფტერი
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

3. 2004 წლის როლან გაროსი (ფინალი) - კორია-გაუდიო
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

4. 2008 წლის უიმბლდონი (ფინალი) - ნადალი - ფედერერი
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

5. 2009 წლის ავსტრალია (1/2 ფინალი ) - ნადალი - ვერდასკო
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

6. 2009 წლის როლან გაროსი ( 1/2 ფინალი) - დელ პოტრო - ფედერერი
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

7. 2009 წლის როლან გაროსი (1/8 ფინალი ) - სოდერლინგი - ნადალი
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

8. 2009 წლის იუს ოფენი (ფინალი) - ფედერერი - დელ პოტრო
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

9. 2012 წლის ავსტრალია (ფინალი) - ნადალი - ჯოკოვიჩი
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

10. 2009 წლის ავსტრალია (ფინალი) - ნადალი - ფედერერი
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «


Posted by: annaRAFA 17 Mar 2016, 18:08
ჩემი ფავორიტი 2008 წლის უიმბლდონის ფინალია,როჯერი - რაფა,საუკეთესო თამაშია,რაც როდესმე მინახავს.

Posted by: Corvette 17 Mar 2016, 18:21
WTA

1. 2004 წლის უიმბლდონი (ფინალი) - სერენა უილიამსი - მარია შარაპოვა
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

2. 2015 წლის იუს ოფენი (1/2 ფინალი) - სერენა უილიამსი - ვინჩი
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

3. 2008 წლის როლან გაროსი (1/2 ფინალი) - იანკოვიჩი - ივანოვიჩი
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

4. 2013 წლის უიმბლდონი (1/8 ფინალი) - სერენა - ლისიცკი
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

5. 2013 წლის უიმბლდონი (1/2 ფინალი) - ლისიცკი - რადვანსკა
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

6. 2003 წლის ავსტრალია (ფინალი) - სერენა უილიამსი - ვენუს უილიამსი
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

7. 2005 წლის უიმბლდონი (ფინალი) - დევენპორტი - ვენუს უილიამსი
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

8. 2008 წლის ავსტრალია (1/4 ფინალი) - შარაპოვა - ენინ არდენი
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

9. 2013 წლის იუს ოფენი (ფინალი) - აზარენკა - სერენა უილიამსი
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

10. 2012 წლის იუს ოფენი (ფინალი) - სერენა უილიამსი - აზარენკა
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «



დავიღალე biggrin.gif

დანარჩენები სხვა დროს .

Posted by: Criminall 18 Mar 2016, 23:56
2008 წლის უიმბლდონი (ფინალი) - ნადალი - ფედერერი პირველია love.gif

Posted by: Barcel 19 Mar 2016, 00:16
1) 2012 წლის ავსტრალიის ფინალი: ნადალი-ჯოკოვიჩი
2) 2013 წლის როლან გაროსის ნახევარფინალი: ნადალი - ჯოკოვიჩი
3) 2011 წლის ამერიკის ნახევარფინალი: ფედერერი- ჯოკოვიჩი
4) 2008 წლის უიმბლდონის ფინალი: ფედერერი-ნადალი
5) 2012 წლის შანხაის მასტერსის ფინალი: მარი-ჯოკოვიჩი
6) 2009 წლის ამერიკის ფინალი: დელპოტრო-ფედერერი
7) 2009 წლის ავსტრალიის ნახევარფინალი: ნადალი-ვერდასკო
8) 2013 წლის უიმბლდონის ნახევარფინალი: ჯოკოვიჩი-დელპოტრო
9) 2015 წლის როლან გაროსის ფინალი: ვავრინკა-ჯოკოვიჩი
10) 2009 წლის როლან გაროსის მერვედფინალი: ნადალი-სოდერლინგი

Posted by: ratomac aRa 19 Mar 2016, 01:07



Posted by: GS88 19 Mar 2016, 01:27
ვიდეოები სპოილერში ჩასვით რა


ფენდია ნადალი რომის ფინალი

და იუმის ფინალი

სასწაული იყო

Posted by: Corvette 19 Mar 2016, 01:37
ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი თამაში , ნადალი-კორია რომის მასტერსის ფინალი 2005 წელს.

მომავალი თიხის მეფე და მაშინდელი ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე თიხაზე , თუ საუკეთესო არა .

გირჩევთ უყუროთ ჰაილაითებს . ამ თამაშს პირდაპირში ვუყურე , მახსოვს სადღაც 5 საათამდე გაგრძელდა .

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

Posted by: todo_n 19 Mar 2016, 05:00
ვახ რა მაგარი ტემა გაედზრო... ტიტქმის ყველა შეხვედრა მაქვს ნანახი ჰაილაიტები... დავწერ მერრ ჩემთვის საუკეტესო ტამაშებს

Posted by: GS88 19 Mar 2016, 06:25
დავიწყოთ ქალებით

ვენუსი - ენინი 2007 წლის ამერიკის ღია პირველობა სემი ფინალი

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «


სერენა : ვენუსი 2009 წლის დოჰა

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «


სერენა: დემენტიევა იუმბლდონი 2009

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «


ჰინგისი : კლაისტერსი ავსტრალია 2007

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «


სერენა: ვიკა 2010 ავსტრალია

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «


სერენა: კაისტერსი 2003 ავსტრალია
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «


ენინი : კაპრიატი 2003 ამერიკა

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

Posted by: bruno 19 Mar 2016, 11:29
პროგნოზირებადები ხართ ძალიან
ნანახი გვაქ ყველა

მაგარი დღე იყო ეს ძალიან. ამის შემდეგაც 5 სეტიანი მატჩი დაიწყო ღამის 3 ზე თუ 4 ზე

ხო და იანკო კიდე ცალკე სიყვარულის ისტორიაა user.gif იმედია დაბრუნდება ღირსეულად

Posted by: Urindanger 19 Mar 2016, 12:42
QUOTE
1) 2012 წლის ავსტრალიის ფინალი: ნადალი-ჯოკოვიჩი

+1

Posted by: GS88 19 Mar 2016, 23:54
bruno


სპოილერის მნიშველობა იცი ?

Posted by: Qetusi 20 Mar 2016, 00:40
აუუ ეს კარგი თემაა smile.gif
მეც დავდებ მერე რაღაცეებს რომ მოვიცლი smile.gif



Posted by: bruno 20 Mar 2016, 13:31
GS88
და რა აზრი აქ სპოილერს თორე მნიშვნელობა ვიცი


არავის არ დაგიდიათ
არადა ბოლო წლებში ყველაზე დაძაბული ფინალი იყო


ეკუთვნოდა ენდის კიდე ერთი სლემი კარიერით

Posted by: GS88 20 Mar 2016, 13:37
bruno
იჭედება ეს დედანატირები იჭედება

ეგ აზრი აქ 3 საათია ვერ შემოვდივარ

ჩასვი რა ეს ვიდეობი


Posted by: Duncan 20 Mar 2016, 14:19
ბრუნოს დადებულ თამაშებს ჩემგან ბევრი პლუსები

ტიპსარევიჩი-ფედერერის თამაშის დაჟე თარიღიც მახსოვს 19 იანვარს იყო biggrin.gif გაცხოველებული ვგულშემატკივრობდი იანკოს

აი, 2009 წლის უიმბლდონის ფინალის ნახვას კიდე ყოველთვის ვერიდები, მაგრად დავიგრუზე იმ დღეს ისე განვიცადე ენდის ( love.gif love.gif love.gif ) წაგება user.gif user.gif

ისე 2008 წლის უიმბლდონის ფინალი: ფედერერი-ნადალი მარტო მე მგონია overrated, რაღაც დრამებს რომ ქმნიან მაგ ფინალზე?

პ.ს მეც დავამატებ რამდენიმე თამაშს მოგვიანებით

Posted by: bruno 20 Mar 2016, 14:42
Duncan
არ არსებობს ბოლო წლებში მაგ ფინალზე დაძაბული ფინალი და სანახაობრივიც მამენტ
არ დადო არავინ
არც ახსენა. კი გამიკვირდა ისე
ბევრი თამაშია ზედმეტი შეფასებებით კაცო და აქ ამ სიებში მითუმეტეს
GS88
კაი ბატონო
არ იჩხუბო შენ და biggrin.gif

Posted by: Duncan 20 Mar 2016, 15:27
QUOTE (bruno @ 20 Mar 2016, 14:42 )
ბევრი თამაშია ზედმეტი შეფასებებით კაცო და აქ ამ სიებში მითუმეტეს

ნუ ჰო, სუბიექტური დამოკიდებულების მომენტია ეგ. ზოგს ის მოსწონს, ზოგს-ის.

ეგ თამაში ძალიან მაგარი იყო თავისი სცენარით მაგაზე არც ვდავობ, უბრალოდ ბევრს ისტორიაში საუკეთესო მატჩად მიაჩნია და იმიტომ ვთქვი. (ამაზე დავა არ ღირს ახლა, სცილდება თემის მიზნებს biggrin.gif)

ბოდიშით ოფტოპიკისთვის

[QUOTE]არ არსებობს ბოლო წლებში მაგ ფინალზე დაძაბული ფინალი და სანახაობრივიც მამენტ [QUOTE]

მეორე სეტის ტაიბრეიკი თავიდან არ ამომდის

Posted by: TheProdigy 20 Mar 2016, 16:21





Posted by: GS88 20 Mar 2016, 16:30
TheProdigy


სპოილერში ჩასვი რა


ნუთუ ასე ძნელია

facepalm.gif

Posted by: bruno 23 Mar 2016, 21:12
ამ გახსენებაზე

შატრიეზე 10 წლის მეოთხედფინალი
სერენა სტოსური
კლასიკა ჟანრა yes.gif
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

Posted by: todo_n 23 Mar 2016, 22:56
რა კარგი თამაშებია ჩამონათვალში, smile.gif
მე მახსენდება ქალებში კლასიკა, ვენუს და სერენა 2008 ამერიკის ღია მე4 წრე ... უფფ სასწაული თამაში...
კაცებში ამერიკის ღია ფინალი როჯერი-დელ პოტრო 2009
კაცებში ნოვაკი-ნადალი 2011 წლის ამერიკის ღია ფინალი, ავსტრალიის ღია ფინალი 2012.
ქალებში 2014 წლის უილბდონი კვიტოვა-ვენუსი მე4 წრე. ძალიან მაგარი თამაშI იყო...

Posted by: pink_floyd667 24 Mar 2016, 20:39
QUOTE (Duncan @ 20 Mar 2016, 13:19 )


ტიპსარევიჩი-ფედერერის თამაშის დაჟე თარიღიც მახსოვს 19 იანვარს იყო biggrin.gif გაცხოველებული ვგულშემატკივრობდი იანკოს




ძალიან გიჟი თამაში იყო
სასტიკად დამწყდა გული
როგორ მინდოდა დაედო ბოლო სეტში აჩკარიკას ფეძია
ტიპსა შემიყვარდა ამ თამაშით

Posted by: bruno 24 Mar 2016, 20:57
და მაგის მერე ავსტრალიის დროით რა თამაში დიაწყო გახსოვთ?
ბაგდატისი ჰიუიტი
დაათენდათ თავზე ისიც 5 სეტიანი
მეოთხე სეტში ჰიუიტი 5-1 ს იგებდა და წააგო ის სეტი

იხილეთ ვიდეო biggrin.gif
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

Posted by: Corvette 24 Mar 2016, 22:22
აი კიდევ ძაან მაგარი თამაში . 2005 წლის შემაჯამებელის ფინალი ნალბანდიანი-ფედერერი .


» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

Posted by: ratomac aRa 25 Mar 2016, 13:06


ბარანკა მოუგო ენინმა და მეორე სეტში მატჩზე აწვდიდა

მიასერმინატორა მაინც lol.gif

Posted by: bruno 25 Mar 2016, 20:25
QUOTE
აი კიდევ ძაან მაგარი თამაში . 2005 წლის შემაჯამებელის ფინალი ნალბანდიანი-ფედერერი .


ძალიან მაგარი
არ მინახავს ეს თამასი და ეხლა ვნახე

ნალბოს ისე სლემი როგორ ეკუთვნოდა baby.gif
რო არა ის დაწყევლილი ნახევარფინალი ავსტრალიაში 2006 ში ბევრი ამბობს მოიგებდა სლემსო
სად გამოხტა ის ემარკოსი ? biggrin.gif
მეც მგონია რო მოუგებდა მაშინ როჯერს ნალბო
რიჯერიც არ იყო საუკეთესო ფორმაში და თან ნალბანდიანი იყო ძალიან კარგი
ბარემ დავდებ მარკოსას ვაჟკაცობას 2006 ის

ეეეჰ რა ცუდად განვითარდა ამის კარიერა cry.gif
გიმელსტობი გრემელმაიერი ლუბიჩიჩი როდიკი ნალბანდიანი
ვაფშე დამკაში უნდა გასულიყო და მოეგო ფედიასთვის
იმენა საფილმე სიუჟეტს დადებდა biggrin.gif
არადა პირველი სეტი რო მოუგო მეთქი ეგარი biggrin.gif

ბარემ მთლიან თამაშის ვიდეოს დავდებ

იხ. სპოილერი
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

Posted by: norika 26 Mar 2016, 10:58
კარგი თემაა მაგრამ ჩატვირთვა უჭირს, სპოილერში ხალხო
ავსტრალიის თამაშები ჭარბობს და ამ თამშს ვერ მოვკარი თვალი, თან თემატურია, ქალების ჩოგბურთით რამხელა სიამოვნებას მიღება შეიძლება!! ეს მატჩი ბევრ უაზრო 5 სეტიანს გადაყლაპავს
ეს ის მატჩია ჩაი 99-ჯერ რომ გავაცხალე და ფეხზე დამდგარი ვჭამდი კარაქიან პურს, არა ეხლა დამთავრდება, არა ეხლა დამთავრდება მეთქი

სკიავონე-კუზნეცოვა, ჰაილაითები და სრული მატჩი სპოილერში ზის

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «


გაროსზეც ეპიკი დადეს ამ ბოლოს

Posted by: Natemate 26 Mar 2016, 14:24
ბევრი თამაში არაა youtube-ზე თორე 100-ზე ბევრად მეტია biggrin.gif

როდიკი - ელ აინაუი AO 2003

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «


გონსალესი - გასკე AO 2009

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «


ნადალი - სიმონი მადრიდი 2008

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

Posted by: მოთამაშე.. 26 Mar 2016, 18:00
არ ვიცი იდო თუ არა

წაწრო-ჯოკო

2013 ავსტრალია

https://www.youtube.com/watch?v=pleqYnR2JPo

ბოლო პერიოდის ერთერთი საუკეთესო თამაში
მეოთხე რაუნდია მარა ფინალის დონის

Posted by: Corvette 27 Mar 2016, 15:03
კაი თამაშები იდება , ნელ-ნელა ვუყურებ ყველას .

მოთამაშე..
QUOTE
ბოლო პერიოდის ერთერთი საუკეთესო თამაში
მეოთხე რაუნდია მარა ფინალის დონის


მეც ვაპირებდი ამის დადებას biggrin.gif ბოლო წლების ერთ-ეთი ფავორიტი თამაშია ჩემთვის . მაგ თამაშიდან იწყება ვავრინკა-ჯოკოვიჩის 5 სეტიანი და ლამაზი თამაშები დიდ სლემებზე . იმავე წელს ამერიკაზე , ერთი წლის შემდეგ ისევ ავსტრალიაზე , შემდეგ როლან გაროსზე .


ეხლა უნდა დამედო მაგრამ იუთუბზე ვერ ვნახე , ფერნანდო გონსალესი - რობინ სოდერლინგის თამაში 2009 წლის როლან გაროსზე , გახსოვთ ? ძაან სერიოზული თამაში იყო , თქვენ თუ ნახავთ სადმე , გირჩევთ უყუროთ .

Posted by: Duncan 27 Mar 2016, 17:53
ჯოკოვიჩის თამაშებით დავიწყებ თავიდან მაინც biggrin.gif (ნუ, რაც არ დადებულა და რაც უცებ ამომიტივტივდა თავში)

ნადალი - ჯოკოვიჩი ( მადრიდი 2009, ნახევარფინალი). სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, ნამდვილი ბრძოლა იყო კორტზე, ურთულესი გათამაშებებით
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

ჯოკოვიჩი - ფედერერი (ამერიკის ღია პირველობა 2011, ნახევარფინალი). ცივსისხლიანობის გამოვლენის უკიდურესი ფორმა biggrin.gif
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

ჯოკოვიჩი - ფედერერი (ამერიკის ღია პირველობა 2010, კვლავ ნახევარფინალი). აქაც ბეწვის ხიდზე გაიარა და აქაც მატჩპოინტები ამოიღო
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

ჯოკოვიჩი - მარი (შანხაი 2012, ფინალი)
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

ჯოკოვიჩი - ცონგა (როლანდ გაროსი 2012, მეოთხედფინალი). სამწუხაროდ, ჰაილაითები ვერ ვნახე.
ჯოკოვიჩი - სტეფანეკი (ამერიკის ღია პირველობა 2007, მესამე რაუნდი). ოღონდ მხოლოდ ბოლო სეტის ტაიბრეიკი ვნახე.
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

ფედერერი - ჯოკოვიჩი (როლანდ გაროსი 2011, ნახევარფინალი). ულამაზესი (გივის ინტონაციით) გათამაშებებით biggrin.gif
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

ჯოკოვიჩი - ვავრინკა (ავსტრალია 2014, მეოთხედფინალი). რევანში სტენისგან
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «


მარი - გასკე (უიმბლდონი 2008, მე-4 რაუნდი). რაღა დაგიმალოთ და ძალიან გამაღიზიანა მარიმ ამ თამაშში. კაი ხანი არ მევასებოდა მერე აქედან მოყოლებული biggrin.gif
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

ბაღდატისი - ნალბანდიანი (ავსტრალია 2006, ნახევარფინალი). საოცრად ითამაშა მთელი ტურნირი მარკოსმა, რა თამაშები მოიგო და თან ვინებს მოუგო
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

ჰიუიტი - ნალბანდიანი (ავსტრალია 2011)
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

ვავრინკა - გასკე (როლანდ გაროსი 2013, მეოთხე რაუნდი). ვერ ვნახე ამის ვიდეოც mad.gif
ფედერერი - ნადალი ( რომი 2006, ფინალი). თამაშის ყველა ნაწილი დევს იუთუბზე და შეგიძლიათ ნახოთ. სრული ჰაილაითები ვერ ვნახე

ვილიამსი - შარაპოვა (ავსტრალია 2005, ნახევარფინალი)
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

ენინი - მისკინა (ათენი 2004, ნახევარფინალი). სრული თამაში ნაწილებად დევს იუთუბზე
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «


Posted by: bruno 27 Mar 2016, 19:40
QUOTE
ფერნანდო გონსალესი

გონზო ვისაც არ გახსოვთ
ერთ ერთი საუკეთესო ფორჰენდი ქონდა ტიპს ჩოგბურთის ისტორიაში

დაუყევით მის თამაშებს
მეფე იყო გონზო biggrin.gif

Posted by: Natemate 27 Mar 2016, 19:54
bruno

უდაოდ საუკეთესო ფორჰენდი ჰქონდა. ვერავის ვერ შეადარებ.

როდიკი - აგასი ცინცი 2004

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «


გასკე - ნადალი მონტე-კარლო 2005

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

Posted by: bruno 29 Mar 2016, 14:12
ისე საყურებელი დიდი არაფერი მარა იზნერი მაიო არ უნდა იდოს მაგის დედაც ვატირე? biggrin.gif
თამაში ლეგენდა
Natemate
გონზოზე მეც მასე ვფიქრობ რო საუკეთესო ფორჰენდერი იყო ყველა დროის
მარა რავი მერე მეკიდებიან სიტყვებზე და biggrin.gif

უზრდელურად გამოდიოდა ისე ხანდახან რაღაცეები user.gif

Posted by: Corvette 30 Mar 2016, 03:09
QUOTE (ratomac aRa @ 25 Mar 2016, 13:06 )


ბარანკა მოუგო ენინმა და მეორე სეტში მატჩზე აწვდიდა

მიასერმინატორა მაინც  lol.gif

თამაში სუპერი იყო ნაღდად , მაგრამ შემდეგში წინასწარ თუ არ დაწერ ანგარიშებს , კარგს იზამ biggrin.gif

მე არ მახსოვდა ეგ თამაში და თამაშის მსვლელობიდან გამომდინარე , გამიტყდა ის რაც მოხდა biggrin.gif

არა რაა , ენინზე ლამაზად მოთამაშე ქალი ჩოგბურთელი , არ ვიცი რაა , ბექ-ჰენდი love.gif ქალების ფედერერი იყო biggrin.gif

Posted by: Duncan 30 Mar 2016, 10:13
QUOTE (bruno @ 29 Mar 2016, 14:12 )
ისე საყურებელი დიდი არაფერი მარა იზნერი მაიო არ უნდა იდოს მაგის დედაც ვატირე? biggrin.gif
თამაში ლეგენდა

კიი.
მაგრამ მაგას რომ მომკლა, მეორეჯერ ვერ ვუყურებ biggrin.gif გავიტანჯე მაშინ

ისეთი დაღლილი და გამოფიტული იყო იზნერი როგორც ფიზიკურად, ასევე ემოციურად, რომ მეორე დღეს დე ბეკერთან განადგურდა რასაც ჰქვია.

ამ თამაშს ვერ შეედრება ხანგრძლივობით, მაგრამ იზნერი - მატიოს თამაშიც (2012 წლის როლანდ გაროსი) კარგი ეპიკი იყო. დეილიმოუშენზე დევს მოკლე ჰაილაითი.

ცონგა-ჯოკოვიჩის ჰაილაითიც ყოფილა მანდ, თან 20 წუთიანი

Posted by: norika 30 Mar 2016, 11:50
Duncan
QUOTE
ამ თამაშს ვერ შეედრება ხანგრძლივობით, მაგრამ იზნერი - მატიოს თამაშიც (2012 წლის როლანდ გაროსი) კარგი ეპიკი იყო.

ბევრად ჯობდა ეგ თამაში ხარისხით უიმბლდონის 3 დღიანს, ის თამაში უბრალოდ ძალიან გაიწელა თორემ არაფერი განსაკუთრებული სხვა მხრივ


QUOTE
დეილიმოუშენზე

ჰო ეგ კარგი საიტია, ბევრი მატჩი რომელიც იუთუბზე არ დევს მანდ არის, სრულიც და ჰაილაითებიც. გაროსის მატჩების მიმიხოლვებს მანდ ვპოულობ ხოლმე, იუთუბზე აღარ დევს




Posted by: bruno 3 Apr 2016, 15:29
თამაში დიდი არაფერი მაგრამ ტაი ბრეიკი უნდა გქონდეს ამ თამაშის ნანახი
ალბათ საუკეთესო ტაიბრეიკი ჩოგბურთის ისტორიაში biggrin.gif
კუერტენი პიოლინი 99 ის იუს ოუფენი

ერთი კუერტენი უნდა ყავდეს ისე სულ ტურს biggrin.gif
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

Posted by: evalota 3 Apr 2016, 23:20
QUOTE
მარი - გასკე (უიმბლდონი 2008, მე-4 რაუნდი).

love.gif
QUOTE
ენინი - მისკინა

love.gif

QUOTE
არა რაა , ენინზე ლამაზად მოთამაშე ქალი ჩოგბურთელი , არ ვიცი რაა , ბექ-ჰენდი  ქალების ფედერერი იყო

love.gif


ოლ თაიმ ფავორიტი გოგონებში.
ის ბადესთან გათამაშება ახლაც მახსოვს.
თურმე სუნთქვას ვიკავებდი და ვინუსმა რომ როგორღაც მოიგო პოინტი, ჰალკი რომ დამშვიდების მერე იჩუტება, ისე დავიჩუტე biggrin.gif



და ეს მატჩი.
პროსტა რა მინდოდა, რატომ ვუყურე.
სამი ღამე რომის ქუჩები მესიზმრებოდა, ბედნიერი დავდიოდი სტრაჩატელათი და უცბაშად კოლისეუმის დიდ სკრინზე ენდი-ნოვაკის მატჩპოინტებს რთავდნენ. drug.gif


Posted by: grigalaaa 3 Apr 2016, 23:42
2008 წლის ფედია - რაფას ფინალზე უკეთესი არც ერთია.

ზეობა და ჩოგბურთის დაბადება იყო ეგ შეხვედრა.

Posted by: bruno 5 Apr 2016, 12:29
ნამდვილი ჩოგბურთი იბადება მელბურნში
სხვა ტემპერამენტი ემოცია დაძაბულობა ქულებს შორის სუნთქვა და რა თქმა უნდა 5 სეტი
რო დააკვირდეთ ესეა რა . სხვა პეწი აქ და უფრო მეტია აი ასეთი თამაშები დაჟე ჰაილაითების დროსაც რო იძაბები და ინუსხები

ტიპსარევიჩები კოლშრაიბერები ბაგდატისები მონფისები და ძმანნი მათნი
ერთი შეხედვით მეორე ხარისხოვანი ჩოგბურთელები პირველხარისხოვანი თამაშებით

კიდე ერთი ლეგენდარული თამაში სხვათა შორის biggrin.gif
უყურეთ აუცილებლად
2008 წლის კოლშრაიბერი როდიკის დიდი ჰაილაითია ოღონდ ვერც იგრზნობთ რო დიდია იმდენად ლამაზი და შთამბეჭდავი თამაშია
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

Posted by: norika 5 Apr 2016, 13:57
პენსიაზე გასულების საპატივცემულოდ
2010 წლის ავსტრალიის ერთ-ერთი ცენტრალური შეხვედრა, ჩოგბურთში ახლად დაბრუნებული ენინი და კარგ ფორმაში მყოფი დემენტიევა, რომელმაც წინა კვირაში სიდნეის ტურნრიი მოიგო სერენასთან ფინალში

ენინის ალე VS დემენტიევას მალადეც

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

Posted by: WarriorX 5 Apr 2016, 14:01
bruno
QUOTE
გონზო ვისაც არ გახსოვთ
ერთ ერთი საუკეთესო ფორჰენდი ქონდა ტიპს ჩოგბურთის ისტორიაში

დაუყევით მის თამაშებს
მეფე იყო გონზო

ტიპი ფორჰენდის მამა იყო იმენა..მაგის თამაშის ყურებით რაღაც სხვანაირ, მაგარ სიამოვნებას ვიღებდი..09-ში გაროზე მარეის რო bagel მიართვა იმენა ეპიკი იყო..სამწუხარო ისაა რომ ტიტულების მხრივ მეტი ეკუთვნოდა აშკარად, 250-იანების მეტი არ აქვს მოგებული..არადა ავსტრალიის ფინალშიც იყო და მასტერსების, თუმცა 2ჯერ ფედიასთან და ერთხელაც ნადალთან წააგო..
თამაშთან და ფორჰენდთან ერთად გონზო ბონზოს ის ხიბლიც ქონდა რომ იმენა პუბლიკის მასტი იყო, მაგის თამაშზე არ მოიწყენდი..და ნუ ის მკვლელი ფორჰენდი ხო სასწაული იყო..
თამაშის დადება არ ვიცი და ლინკს დავდებ
https://www.youtube.com/watch?v=4UOVDDlURVA
მართალია ასაკშია, ღიპითაა და ისე ვეღარ, თუმცა მაინც ურახუნებს ფორჰენდებს..და 8-4ზე ბოლოში 129მილით ჩააწოდა ტიპმა smile.gif მეტოქეც არანაკლებად სახასიათო ფიგურა ატპ-ში და არანაკლებ გულდასწყვეტი, რომ მასაც არ აქვს სლემი (რაც გონზოზე მეტად ეკუთვნოდა აშკარად).
კომენტარშიც მაგარი გააძრო, ტურში მოთამაშეს ბევრს აჯობებს დღესაცო biggrin.gif ორივე მაგარი მასტი იყო sad.gif

Posted by: Corvette 9 Apr 2016, 18:32
ეს თამაში ნაღდად არ ვიცოდი , ნალბანდიანის სტატისტიკას ვათვალიერებდი , შემთხვევით შემხვდა და დამაინტერესა .
კარგად ჩანს ამ თამაშში მთლიანად ნალბანდიანის კარიერა , ისე 1 სლემი როგორ ვერ მოიგო მართლა .
ეს თამაში და ავსტრალიაზე ბაგდატისთან , მართლა დასანანი იყო .


როდიკი-ნალბანდიანი იუს ოფენი 2003 ნახევარფინალი
ბოლო სეტში მგონი იქ ტყუილად დაუფიქსირეს აუტი ნალბანდიანს 3-4-ზე

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

Posted by: Duncan 10 Apr 2016, 20:41
QUOTE
მეტოქეც არანაკლებად სახასიათო ფიგურა ატპ-ში და არანაკლებ გულდასწყვეტი, რომ მასაც არ აქვს სლემი (რაც გონზოზე მეტად ეკუთვნოდა აშკარად).
კომენტარშიც მაგარი გააძრო, ტურში მოთამაშეს ბევრს აჯობებს დღესაცო biggrin.gif ორივე მაგარი მასტი იყო sad.gif


როდიკზე თუ ამბობ, აქვს სლემი მოგებული ამერიკა 2003 წელს. უბრალოდ კარიერით უფრო მეტს იმსახურებდა, უიმბლდონი ერთხელ მაინც უნდა მოიგო.

სხვა ფაქტორებთან ერთად, ყველაზე მეტად იმაში არ გაუმართლა, რომ ფედერერის პრაიმში მოუწია მოღვაწეობა user.gif ამასთან, როჯერსაც დამუღამებული ჰქონდა ენდის სტილი, უმეტეს შემთხვევებში უპრობლემოდ უგებდა. ფსიქოლოგიურადაც წაგებული გადიოდა სათამაშოდ როდიკი ფედერერთან. ბოლო თამაში მაინც ხომ მოუგო და ისე ხომ წავიდა mad.gif biggrin.gif

ენდიმ გამიმწარა ბავშვობა, მაგრამ მაგისი დამსახურებაა ჩოგბურთის ყურება რომ დავიწყე love.gif პროსტა ზოგჯერ ვინებთან აგებდა სლემებზე რომ მახსენდება, ნერვებზე ვიშლები mad.gif მიულერი, კოლშრაიბერი, ლუ და ა.შ. facepalm.gif

თემატურად, აგერ როდიკი-გონსალესის 1/8 ფინალური თამაში 2010 წლის ავსტრალიაზე. მოკლე მონაკვეთებია მატჩიდან.
ხუთ სეტში მოიგო როდიკმა, ბოლო სეტში გატყდა უკვე გონსალესიც. არადა ჯობდა მანამდე თამაშით.


Posted by: bruno 11 Apr 2016, 22:08
ისე ტიპს ფორჰენდი რა ქონდა ყველამ ვიცით
ბეკჰენდიც ძალიან კარგი ქონდა მითუმეტეს როცა ასეთი ფორჰენდი ქონდა
ნუ მოწოდებაც არაუშავს
ამასტან ერთად უკანა ხაზზე ძალიან კარგი იყო გონზო. ყველაფერი ქონდა იმისთვის რო ძალიან ძალიან ბევრისთვის მიეღწია და მაინც პრინციპში დიდ ვერაფერს ვერ მიაღწია
10ეულში იყო და მორჩა და ის ავსტრალიის ფინალი

ხო გონზოს 250 იანების გარდა ბაზელიც ააქ მოგებული 500 იანი
მარკოსისთვის. ეს რაც მახსოვს
ისე პრინციპში 250 იანების გარდა არ მახსოვს გონზოს რამე გაეკეთებინა მართლა biggrin.gif
უცნაური პერსონა იყო ცოტა
ასეთი შესაძლებლობები და დიდი არაფერი


Posted by: WarriorX 12 Apr 2016, 12:59
Duncan
QUOTE
როდიკზე თუ ამბობ, აქვს სლემი მოგებული ამერიკა 2003 წელს. უბრალოდ კარიერით უფრო მეტს იმსახურებდა, უიმბლდონი ერთხელ მაინც უნდა მოიგო.

მართალი ხარ, ეგ სულ გადამავიწყდა..სულ უიმბლდონის ფინალები მაქვს მეხსიერებაში და მაგ პონტშიsmile.gif მართლა საცოდაობა იყო რო უიმი ვერ მოუგო ვერცერთხელ, განსაკუთრებით ის ბოლო მარათონი იყო სასწაული..bruno
QUOTE
ასეთი შესაძლებლობები და დიდი არაფერი

კი, გასაგებია, მაგრამ ჩილიჩისნაირ მსგავს დალბაიობებს მაინც მირჩევნია გონზო-ბონზო..მირჩევნია კიარა ჩემი 1-1 უსაყვარლესი მოთამაშე იყო თავის დროზე..პროსტა არასტაბილური მასტი იყო რა..+ მაგას კარიერის სტარტზე ფედია იყო თავის ფრაიმში და მერე ნადალი..და მაგათ გარდა კიდე ძაან ბევრი კარგი მოთამაშე ტურში, დღევანდელი გოფინებისგან და ბაუტისტა აგუტებისგან განსხვავებითsmile.gif

Posted by: norika 12 Apr 2016, 14:00
მთავარი გავიწყდებათ მთავარი!
ისტორიული ჩოგბურთელია ნანდო, ნუ ფორჰენდის,სლემის და 2 მასტერსის ფინალის გარდა( მადრიდის დარბაზი და რომის თიხა) კიდევ აქვს სერიოზული ღირშესანიშნავი რეზულტატები

ოლიმპიური მედლები


2004 წელს ათენში 2 ჩილელი შეხვდა ოქროს მედლისთვის, მასუ და გონსო და წააგო ნანდომ მაგრამ წყვილებში მასუსთან ერთად ოქრო აიღო
2008 ში კი ნადალთან წააგო პეკინის ოლიმპიადის ფინალი


ანუ 2 ვერცხლი აქვს ერთეულებში და 1 ოქრო წყვილებში, მაგარია

ბლეიკთან სასწაული მატჩი მოიგო პეკინის 1/2 ფინალში, MP ები გადაარჩინ არადა ბლეიკიც მაგარ ხოდზე იყო მაშინ. 1/4 ფინალში ფედერერს მოუგო თუ სწორად მახსოვს 2 სეტში




Posted by: WarriorX 12 Apr 2016, 15:27
norika
QUOTE
ოლიმპიური მედლები

გასაგებია, თუმცა მაგ ყველაფერს ერთი სლემი მოეგო მერჩივნაsmile.gif
2004-ში მასუ და გონზო ერთმანეთს არ შეხვედრიან, ნახ/ფინალში იყო ორივე და ფინალი მოიგო მერე მასუმ და მე-ს ადგილი ბონზომ..დიდი შანსი იყო ორი ჩილელის ფინალის მაგრამ ფიშთან წააგო ნანდომ 1/2 ფინალი.
შესაბამისად, თითო ვერცხლი და ბრინჯაო აქვს სინგლებში და 1 ოქროც წყვილებში..
თუმცა რა თქმა უნდა გეთანხმები რომ
QUOTE
ისტორიული ჩოგბურთელია ნანდო

შეიძლება ცოტა სუბიექტურიც ვარ, მაგრამ მაინც smile.gif

Posted by: norika 12 Apr 2016, 17:33
WarriorX
QUOTE
2004-ში მასუ და გონზო ერთმანეთს არ შეხვედრიან, ნახ/ფინალში იყო ორივე და ფინალი მოიგო მერე მასუმ და მე-ს ადგილი ბონზომ..დიდი შანსი იყო ორი ჩილელის ფინალის მაგრამ ფიშთან წააგო ნანდომ 1/2 ფინალი.

უი ფიში როგორ გადამავიწყდა, ნუ კოლექცია აქვს ანუ, ოქრო,ვერცხლი და ბრინჯაო

დოკუმენტური ფილმი ვნახე ამ ბოლოს როგორ შეხვდნენ ათენის ოლიმპიადის შემდეგ ჩილელ ჩოგბურთელებს და გადამავიწყდა ფიშთან წაგება


QUOTE
შეიძლება ცოტა სუბიექტურიც ვარ, მაგრამ მაინც

ჩილეს ისტორიაში უდავოდ შესულია, მარსელო რიოსსაც 1 ფინალი აქვს წაგებული და მასაც ავსტრალიაში, მაგრამ ეგ N1 იყო და მასტერსებიც აქვს მოგებული

მოკლედ ძალიან დადებითი პერსონა იყო.


Posted by: Vanpersie18 19 Apr 2016, 19:25
ორი ლეგენდის თამაში.ისტორიაში საუკეთესოების იგრა


დზალიან მაგარი იგრააააააა


რა მაგრად მახსოვს ეს იგრა NTV TENNIS ზე იყო პირდაპირი


Posted by: Corvette 2 Dec 2016, 17:33
მორჩა სეზონი და მოდი დავდოთ წლევანდელი თამაშები , ვის რომელი თამაში მოეწონა და დაამახსოვრდა .


დევისის თასის ნახევარფინალი : მიურეი - დელ პოტრო .
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «


დევისის თასის ფინალი : ჩილიჩი - დელ პოტრო
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

Posted by: Makulatura 4 Dec 2016, 01:16
2011 წლის მემფისის ფინალი, რაონიჩი / როდიკი love.gif

Posted by: Corvette 5 Dec 2016, 22:25
უიმბლდონი 2016
რადვანსკა-ციბულკოვა

საუკეთესოა წლევანდელ WTA-ში.

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

Posted by: Corvette 8 Dec 2016, 16:46
QUOTE (bruno @ 5 Apr 2016, 12:29 )
კიდე ერთი ლეგენდარული თამაში სხვათა შორის biggrin.gif
უყურეთ აუცილებლად
2008 წლის კოლშრაიბერი როდიკის დიდი ჰაილაითია ოღონდ ვერც იგრზნობთ რო დიდია იმდენად ლამაზი და შთამბეჭდავი თამაშია
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

არ ვიცოდი ეს თამაში და აქამდე მაგ წელს AO-ზე ტიპსარევიჩი-ფედერერის თამაში მეგონა საუკეთესო . დამაფიქრა მაგ თამაშმა biggrin.gif კოლშრაიბერის ალბათ საუკეთესო პერფომანსია კარიერაში .

ბარემ აქვე დავდებ ტიპსარევიჩი-ფედერერის თამაშს .

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «


ბარემ მანდვე ვარ და ცონგას პერფომანსი მთლიანად ტურნირზე up.gif
ცონგა-ნადალი

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

Posted by: romis-papi 10 Dec 2016, 02:38
QUOTE
უიმბლდონი 2016
რადვანსკა-ციბულკოვა

საუკეთესოა წლევანდელ WTA-ში.


yes.gif

Posted by: Corvette 4 Dec 2017, 00:17
წლის საუკეთესო თამაში .


Posted by: Natemate 4 Dec 2017, 00:30
Corvette

მეხუთე სეტი ვერ ქაჩავს მანდ თორემ ისე გეთანხმები.

ამიტომ ხარისხის და დრამის შეჯამებით წლის თამაში ნადალი-დიმიტროვი იყო (მნიშვნელობის მიხედვით ფედალი რა თქმა უნდა)



Posted by: Corvette 4 Dec 2017, 00:55
Natemate
ვავრინკა-მიურეი მაგარი ემოციური იყო . ვავრინკა თავისი აგრესიით და მიურეი თავისი დაცვით - მთელი თამაში იმის მოლოდინი ჩანდა როდის გატეხავდა ვავრინკა მიურეის .

ეგ თამაში გამომრჩა ,ახლა უნდა დამედო . ეგეც ძაან მაგარი იყო .

იმ დღეს ატპს ფეისბუქ გვერდმა გააზირა , წლის რაივალი ზვერევი-კირგიოსი . წელს 4-ჯერ შეხვდნენ ( აქამდე არ შეხვედრიან ) ჰ2ჰ 3-1 კირგიოსის სასარგებლოდ . მაგარი მომენტებია ნახე .


წლის ქამბექ რაივალი ფედერერი-ნადალი
წლის ქამბექი - ფედერერის ბოლო სეტი ნადალთან და დელ პოტრო - ტიმი ( ეს წლის ემოციაც შეიძლება biggrin.gif ) . ( ჯოკოვიჩი-ვერდასკოც შეიძლება biggrin.gif დოჰაში - ძაან ბევრი მატჩბოლი რომ გადაარჩინა ჯოკომ ტაი-ბრეიკზე )




Posted by: Natemate 4 Dec 2017, 01:19
Corvette

მაგ თამაშში ვავრინკამაც და მარეიმაც ერთმანეთი გატეხეს. მარეიმ მანდ მიიღო მენჯის ტრავმა თუ რაღაც ეგეთი და გამოტოვა მთელი სეზონი, ვავრინკამაც მაგის მერე გამოტოვა ყველაფერი biggrin.gif
ამერიკაზე დელპო მკვდარი იყო პირველი 2 სეტი. მესამეში გაიღვიძა და მეოთხე-მეხუთე სეტები მართლა ძაან მაგარი იყო up.gif. პროსტა ტიმმა მენტალურად ვერ გაძლო და ბოლო გეიმში ორმაგები დაუშვა. ვაბშე მაგარი აიჭრა როლან გაროსის მერე. უმეტესობა თამაშებში მატჩზე აწვდიდა და მაინც აგებდა მერე.
ფედიამ ნადალს რაც უქნა წელს მემგონი მაგაზე საუბარი არცაა საჭირო biggrin.gif

სამსეტიანებში ფედერერი-კირგიოსი იყო ყველაზე მაგარი თამაში. როგორ მოიგო როჯერმა აზრზე არ ვარ biggrin.gif



მაგრა ველოდები 2018 წლის ავსტრალიას. კაი ტურნირი უნდა გამოდგეს თუ ყველა დაბრუნდა tongue.gif

Posted by: Corvette 4 Dec 2017, 01:22
Natemate
მაგარი თამაში იყო ეგ კირგიოსი - როჯერი . მგონი თუ სწორედ მახსოვს , მაგათი თამაშები სულ ტაი-ბრეიკებია biggrin.gif
ჰ2ჰ სულ ორი თამაში ჩაუტარებიათ biggrin.gif მეტი მახსოვდა მაგრამ ტაიბრეიკები ზუსტად მხსომებია - http://www.atpworldtour.com/en/players/fedex-head-2-head/nick-kyrgios-vs-roger-federer/KE17/F324

ტიმს უკვე ზედიზედ მეორე წელია მასე ემართება , სეზონს მაგრად იწყებს და ზაფხულის მეორე ნახევრიდან ჩავარდნა ეწყება .

QUOTE
მაგრა ველოდები 2018 წლის ავსტრალიას. კაი ტურნირი უნდა გამოდგეს თუ ყველა დაბრუნდა

yes.gif

Posted by: Natemate 4 Dec 2017, 01:26
Corvette

კი მადრიდშიც და მანდაც სულ ტბ-ები იყო. ერთი ლეივერზე არ იყო, მარა ეგ არ ითვლება biggrin.gif
ანუ ტიმი რეალურად არც არის სწრაფი კორტების მოთამაშე, მარა ეგეთი ცუდიც არაა რა შედეგებიც აქვს. ახალი მწვრთნელი უნდა მოიყვანოს თორემ ეს ბრეშნიკი ჩოგბურთელს ვერ ავითარებს. გულბისიც ასეთი სპადებით თამაშობდა მაგის ხელში და იანოვიჩიც.
ავსტრალიაზე ბადე გადაწყვეტს ყველაფერს. ვავრინკა, მარეი, ჯოკოვიჩი, ნიშიკორი, რაონიჩი - არცერთი ტოპ 8 განთესილი არ იქნება და ძაან დიდ დისბალანსს შეიტანს ბადეში. ნუ მარა მაინც პირველი კვირა მაგარი სანახავი იქნება 100%. დარწმუნებული ვარ წინა ამერიკას 100000000-ჯერ აჯობებს biggrin.gif

Posted by: Corvette 4 Dec 2017, 01:31
Natemate
QUOTE
დარწმუნებული ვარ წინა ამერიკას 100000000-ჯერ აჯობებს

ეგეთი ბანძი სლემი არ ვიცი კიდევ როდის ჩატარდება biggrin.gif ისე მთლად ეგეთი ვერა , მაგრამ , უიმბლდონიც მაგარი ცუდი იყო გასულ სეზონში . საერთოდ , მასეთი ცუდი სეზონი არ მახსენდება . ტრამვებით , თამაშებით , ალოგიკური შედეგებით . ბოლოს ფედერერმა დაუსვა ბეჭედი გოფინთან წაგებით. გინდ ქალებში აიღე , ჰალეპის წაგება ოსტაპენკოსთან , იქეთ სტივენსის მოგებული ამერიკა.

QUOTE
ანუ ტიმი რეალურად არც არის სწრაფი კორტების მოთამაშე, მარა ეგეთი ცუდიც არაა რა შედეგებიც აქვს.

yes.gif შეუძლია ჰარდზეც ტიტულების მოგება .

QUOTE
ახალი მწვრთნელი უნდა მოიყვანოს თორემ ეს ბრეშნიკი ჩოგბურთელს ვერ ავითარებს. გულბისიც ასეთი სპადებით თამაშობდა მაგის ხელში და იანოვიჩიც.

ხო რაღაც უნდა შეცვალოს თორემ უკვე კარგა ხანია ერთ ადგილზეა .

Posted by: samuelbeckett 4 Dec 2017, 02:02
დავფიქსირდები----------------------------------------------------------------------------

Posted by: norika 4 Dec 2017, 10:06
Corvette
QUOTE
ტიმს უკვე ზედიზედ მეორე წელია მასე ემართება , სეზონს მაგრად იწყებს და ზაფხულის მეორე ნახევრიდან ჩავარდნა ეწყება .

არასწორად ადგენს კალენდარს და მაგიტომ ემართება მასე, ყველა ტურნირზე თამაშობს და წლის ბოლოს გადამწვარია ხოლმე, თიხაზე კარგია მაგრამ ძალიან ბევრისგან გამიგონია რომ თიხის იგროკია და სხვა საფარზე თამაში არ იცის და კატეგორიულად არ ვეთანხმები ამას, ჰარდზეც კარგია ნუ ისე არა როგორც თიხაზე მაგრამ ჰარდი დღეს ყველამ იცის, აი ბალახზე კი შედარებით სუსტია.

QUOTE
ბოლოს ფედერერმა დაუსვა ბეჭედი გოფინთან წაგებით. გინდ ქალებში აიღე , ჰალეპის წაგება ოსტაპენკოსთან , იქეთ სტივენსის მოგებული ამერიკა.

ორი ფედერერის ფინალი მინდოდა, ნამდვილის და ბეიბის , სად გამოხტა ეს გოფინი, როგორ წააგო როჯერმა ეხლაც არ ვიცი. სტივენსი და თითქმის 4-0 დან წაგებული ჰალეპის ფინალი გაროსზე საოცრებათა კატრეგორიებიდანაა. სტივენსი რეკორდებს ხსნის, აშშ-ს მოგებიდან მგონი ყველაზე მეტი წაგებათა ჯაჭვი დააგროვა, 1 მატჩიც კი ვერ მოიგო.


Natemate
QUOTE
ვავრინკა, მარეი, ჯოკოვიჩი, ნიშიკორი, რაონიჩი

ნიშიკორი არ იქნება ავსტრალიაში, დანარჩენები როგორც ვიცი აპირებენ მელბურნში თამაშს.

კაკრას ფბ-ზე მქონდა ჩამოთვლილი წლის მატჩები და რაც დაწერეთ გეთანხმებით, მასე მქონდა დანომრილი 1) რაფა-დიმიტროვი 2) ავსტრალიის ფედალი , და ა.შ. უბრალოდ ერთს დავამატებ, მადრიდში ტიმი დიმიტროვი გაიხსნებეთ, 5 მპ გადაარჩინა ტიმმა

Posted by: samuelbeckett 4 Dec 2017, 10:45
ქალი VS მამაკაცი - სქესთა ბრძოლა საჩოგბურთო კორტებზე


ქალთა პროფესიულ ტურში სერენა უილიამსის ბოლოდროინდელმა დომინირებამ და როლან გაროსზე მისმა მძლავრმა თამაშმა ისევ წარმოშვა ვარაუდების ტალღა იმის შესახებ, რომ ამერიკელმა არა ქალების, არამედ მამაკაცების ტურში უნდა ითამაშოს.

ამიტომაც დღეს გადავწყვიტეთ, გავიხსენოთ ჩოგბურთის ისტორიაში ჩატარებული საჩვენებელი მატჩები, რომლებშიც ერთმანეთის პირისპირ სხვადასხვა სქესის ჩოგბურთელები წარსდგნენ...

ომამდელი ჩემპიონი და ფული
შორეულ და არც ისე შორეულ წარსულში პლანეტის საუკეთესო ქალ ჩოგბურთელებს არაერთხელ მოუსინჯავთ ძალები მამაკაცთა წინააღმდეგ მატჩებში. ყველაფერი ბანალური მიზეზით - ფულის შოვნით იწყებოდა.

1973 წელს 55 წლის ამერიკელმა ბობი რიგსმა საქვეყნოდ განაცხადა, რომ შეძლებდა ქალთა პროფესიული ტურის ნებისმიერი წარმომადგენლის დამარცხებას. ვეტერანის ოსტატობაში ეჭვი არავის ეპარებოდა - აქტიური კარიერის დროს ბობის მოგებული ჰქონდა უიმბლდონი (1939) და აშშ-ის ღია პირველობა (1939, 1941), აგრეთვე, არაერთი პროფესიული ტურნირი.

მისი პირველი მეტოქე გახდა მარგარეტ სმიტ-კორტი, თავად შეხვედრა კი კალიფორნიის შტატის ქალაქ რამონში 1973 წლის 13 მაისს გაიმართა.

როგორც ჩანს, რიგსი არ ხუმრობდა. ის მთელი მატჩი, ფაქტობრივად, ერთ ადგილას იდგა, იმ დროს, როცა სმიტ-კორტი კორტზე თავქუდმოგლეჯილი დარბოდა. საათიც არ იყო გასული, როცა ტაბლოზე ასეთი რიცხვები დაიწერა - 6:2, 6:1, ბუნებრივია, ვეტერანის სასარგებლოდ.

ამ მატჩისადმი ინტერესი იმდენად დიდი იყო, რომ მორიგ სერიას დიდი ხანი ლოდინი არ დასჭირდა. შემდეგმა რიგსის გამოწვევა ბილი ჯინ-კინგმა მიიღო. ამ მატჩის გაპიარება მთელი მსოფლიოს მასშტაბით მოხდა. მისი საპრიზო ფონდი (100 ათასი დოლარი) მთლიანად გამარჯვებულს ერგებოდა. ეს მაშინ ძალიან დიდი თანხა იყო.

შეხვედრის ტრანსლაცია 37 ქვეყანაში ხორციელდებოდა და მას ჯამში 50-მა მილიონმა ადამიანმა უყურა.

მატჩის ჩასატარებლად მამაკაცების ფორმატი აირჩიეს - სამ მოგებამდე. რიგსთან შესახვედრად კინგი ძალიან სერიოზულად ემზადებოდა. დიდი ჰონორარის მიღების სურვილის გარდა, ბილი ჯინს სექსისტური განწყობა ამოძრავებდა. ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ჩოგბურთელი ღიად გამოხატავდა თავის ფემინისტურ შეხედულებებს და იბრძოდა ტურში მამაკაცთა და ქალთა თანასწორუფლებიანობის დამკვიდრებისთვის.

ამ ყველაფერმა სასურველი შედეგი მოიტანა. რიგსმა ისევ სცადა ფაქტობრივად ერთ ადგილზე თამაში, მაგრამ ჰიუსტონში, იმ სექტემბრის საღამოს კინგი შეუჩერებელი იყო. მოგებისთვის ხუთი სეტის ჩატარება საჭირო არ გახდა - 6:4, 6:3, 6:3.

ამით კინგმა წერტილი დაუსვა "სქესთა ბრძოლას" - ამ მატჩების მომწყობმა ჯეკ კრეიმერმა შეწყვიტა აქცია. არადა, კინგის დამარცხების შემთხვევაში, რიგსის შემდეგი მეტოქე უნდა ყოფილიყო სახელგანთქმული კრის ევერტი, საპრიზო ფონდად კი მილიონი დოლარი იყო დასახელებული.

ჯიმბო და მარტინა
ქალებსა და მამაკაცებს შორის მატჩებისადმი ინტერესი, რა თქმა უნდა, არ გამქრალა, მაგრამ ამგვარი დაპირისპირების მესამე რაუნდი თითქმის 20 წლის შემდეგ შედგა. კორტის სხვადასხვა მხარეს აღმოჩნდნენ იმ მომენტისთვის ლეგენდარული ჩოგბურთელები - მარტინა ნავრატილოვა და ჯიმი კონორსი.

ქალთა უიმბლდონის ცხრაგზის ჩემპიონმა თავდაპირველად ჯონ მაკინროისა და რუმინელ ილიე ნასტასეს მიმართა, მაგრამ ორივემ ქედმაღლური უარი განაცხადა. მაკინროიმ ისიც კი თქვა, რომ მის ღირსებაზე დაბლა დგას ისეთ მეტოქესთან თამაში, რომელიც სუსტ სქესს წარმოადგენს. კონორსმა კი თანხმობა განაცხადა.

ლას ვეგასში გამართული მატჩის პრომოუტერებმა ოპონენტთა დონის ნიველირება სცადეს. კერძოდ, კონორსი კარგავდა მეორე მოწოდების უფლებას, აგრეთვე, კორტის მისი ნახევარი ზომაში უფრო გაზრდილი იყო. ნავრატილოვასთან მატჩის წინ "ჯიმბო" ძალიან ნერვიულობდა და შეხვედრას "ომს" უწოდებდა. თანაც, დაახლოებით ისე იქცეოდა, როგორც 20 წლის ასაკში, როცა მას ეკუთვნოდა საჩოგბურთო ტურში "მთავარი ხულიგანის" დიდება.

გამორიცხული არ არის, ამერიკული ჩოგბურთის ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენლის ამგვარმა განწყობამ შემატა შეხვედრას დიდი მნიშვნელობა. 40 წლის კონორსმა მოიგო - 7:5, 6:2, თან აშკარად არ თამაშობდა სრულ დატვირთვით და მეტოქეს თავისი ოსტატობის გამოვლენის საშუალებას აძლევდა.

მოგვიანებით იგეგმებოდა კონორსისა და იმ მომენტისთვის WTA-ს რეიტინგის პირველი ნომრის - მონიკა სელეშის მატჩი, მაგრამ მისი ჩატარება არ მოხერხდა.

სიგარისა და ლუდის ფონზე
საჩოგბურთო კორტზე ქალებსა და მამაკაცებს შორის ბოლო, ყველაზე შთამბეჭდავ დაპირისპირებას 1998 წელს ჰქონდა ადგილი. 16 წლის სერენა უილიამსი დიდი ნაბიჯებით მიიწევდა საჩოგბურთო მწვერვალებისკენ - უკვე მაშინ, უმცროსი უილიამსი ანცვიფრებდა ყველას თავისი ფიზიკური შესაძლებლობებით.

როგორც ჩანს, ამ ეიფორიამ გონება აუბნია ნორჩ სერენას და მან გაუფრთხილებლად გამოაცხადა, რომ შეუძლია მამაკაცთა რეიტინგის პირველი ასეულის წევრებთან თანაბრად თამაში. ეს განცხადება ავსტრალიის ღია პირველობაზე გაკეთდა და ის ყველამ მოისმინა.

გერმანელმა კარსტენ ბრააშმა, რომელიც ATP-ის რეიტინგის 203-ე ნომერი იყო და იმ მომენტში 30 წელი შეუსრულდა, სერენას ერთი პარტიის თამაში შესთავაზა. ამ შეხვედრას პიკანტურ მომენტს სძენდა ის ფაქტი, რომ წინა დღეს კარსტენი დათვრა და ნაბახუსევიდან პირდაპირ კორტზე ლუდის მეშვეობით გამოდიოდა. შემდეგ კი, ერთ-ერთი პაუზის დროს, სიგარაც კი გააბოლა.

ქცევის ამგვარმა ეპატაჟურმა სტილმა ხელი არ შეუშალა ბრააშს, გაენადგურებინა ქალთა ჩოგბურთის ამომავალი ვარსკვლავი. ნაბახუსევმა გერმანელმა ამერიკელს მხოლოდ ერთი გეიმი დაუთმო.

მელბურნის საჩოგბურთო არენის მე-12 კორტზე შეკრებილი პუბლიკა დაშლას აპირებდა, მაგრამ მათ, თურმე, წარმოდგენის მეორე ნაწილი ელოდათ. ვინუსმა სერენას მარცხის გამო რევანში მოითხოვა და ბრააშმა მანდილოსანს უარი ვერ შეჰკადრა. უფრო მეტიც, კარსტენმა ქედმაღლურად გამოაცხადა - კარგად გავხურდი და ბრძოლისთვის მზად ვარო.

უფროს უილიამსთან მატჩის შედეგი ოდნავ უკეთესი იყო - კარსტენმა 6:2 მოიგო და თავის მეტოქეებს ურჩია - უფრო მეტი ევარჯიშათ. რაც შეეხება ამერიკელი დების მამაკაცებთან გაჯიბრების სურვილს, გერმანელმა განაცხადა, რომ არც სერენას, არც ვინუსს და არც სხვა რომელიმე ქალ ჩოგბურთელს ATP-ის TOP 500-ის ნებისმიერ წევრთან მოგების შანსი არ ექნება.

ბრააშს მხარი აუბა ჯონ მაკინროიმ. ლეგენდარული ამერიკელის აზრით, მისი თანამემამულეები, საუკეთესო შემთხვევაში, ბრძოლას მოახვევდნენ თავს იმ მამაკაც ჩოგბურთელებს, რომლებიც რეიტინგის TOP 900-ის მიღმა იმყოფებიან.

ახლა ისევ წარმოიშვა საუბრები იმის შესახებ, რომ სერენა მიუახლოვდა მამაკაცთა ელიტას, მაგრამ მსოფლიოს პირველი ჩოგანი, სავარაუდოდ, აღარ გაიმეორებს 15 წლის წინანდელ მწარე გამოცდილებას.

ასეა თუ ისე, ბრააშმა კარგად დაანახვა დებს, რომ მამაკაცთა და ქალთა ჩოგბურთს შორის მთელი უფსკრულია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"-2013

Posted by: Mr-Raptor 4 Dec 2017, 10:53
1. უიმბლდონის ფინალი რაფა ვს როჯერი
2. ამერიკის ნახევარფინალი ჟიუსტინ ენინი ვს ვენუსი
უცბად ეს 2 გამახსენდა

Posted by: Corvette 4 Dec 2017, 18:50
norika
QUOTE
თიხაზე კარგია მაგრამ ძალიან ბევრისგან გამიგონია რომ თიხის იგროკია და სხვა საფარზე თამაში არ იცის და კატეგორიულად არ ვეთანხმები ამას, ჰარდზეც კარგია ნუ ისე არა როგორც თიხაზე მაგრამ ჰარდი დღეს ყველამ იცის, აი ბალახზე კი შედარებით სუსტია.

+1

წლის ქამბექში ეს როგორ გამომრჩა popcorn.gif



და ეს სასწაული . 49 გათამაშება და მპ-ს გადარჩენა wow.gif


Posted by: norika 5 Dec 2017, 16:58
Corvette
ამ დღეებში ძველი თამაშების ჰაილაითებს ვუყურებ ხოლმე, 2000 იანების დასაწყისის და დიდ სიამოვნებას ვღებულობ, სერენა, კაპრიატი, ჰინგისი, ენინი, კლაისტერსი. ოსტაპენკო და სტივენსები აღარც მახსოვს მაგათ მერე, როგორ დაეცა დონე და გული მტკივა

ეს ნახეთ?
http://www.pushsquare.com/news/2017/12/ao_tennis_takes_a_shot_at_ps4_in_time_for_the_australian_open

Posted by: giolagvilava 5 Dec 2017, 18:08
მარატ საფინმა ახალგაზრდა ჩოგბურთის მოთამაშეები გააკრიტიკდა და თქვა, რომ პოტენციალი სუპერვარსკვლავობისა მათგან მხოლოდ ალექსანდრ ზვერევს გააჩნია. "ფედერერი და ნადალი ახლაც კი იგებენ მიყოლებით დიდ ტურნირებს, ესეიგი რაღაც არ ხდება სწორად. მე ვერ ვხედავ ახალ თაობაში მომავალ სუპერვარსკვლავს. როდესაც მე საკმაოდ მოზრდილი ვიყავი, 16-17 და 18 წლის მოთამაშეები ატპ-ის ტურნირებს იგებდნენ. ახლა კი მოთამაშეები პროფესიონალებად 25 წლამდე ვერ ყალიბდებიან. არ ვიცი რატომ ხდება ასე. ფედერერი და ნადალი უდიადესი მოთამაშეები არიან, მაგრამ მათ უკვე საკმაო ასაკს უწიეს. ამ ასაკში უკვე აღარ ააქვს მნიშვნელობა იმას, თუ როგორ დაიყვან მინიმუმამდე ვარჯიშების ინტენსივობას. იგი ასაკის მატებასთან ერთად უფო და უფრო რთული ხდება. ასაკი ნებისმიერ მოთამაშეს ატყობს თავის კვალს. eek.gif sad.gif

Posted by: Corvette 5 Dec 2017, 18:35
ატრაკებს საფინი biggrin.gif თავისი პოხუისტი ხასიათის გამართლებას ცდილობს ასაკზე რომ ამახვილებს ყურადღებას biggrin.gif თვითონ 29 წლის ასაკში რომ დაანება თამაშს თავი - მანამდე კიდევ იმხელა ჩავარდნები ქონდა . 2005 წლის მერე ვერაფერი რომ ვეღარ მოიგო .
იმაში , რომ, ახალგაზრდებს დიდი დრო სჭირდებათ , შეიძლება მართალიცაა - ბოლო-ბოლო ზვერევს რა კარგი შედეგები აქვს , მაგრამ დიდ სლემებზე 3-4 რაუნდზე მეტს ვერ გადის , როცა იგივე საფინნმა 19 წლის ასაკში უს ოპენზე ფინალში სამპრასს მოუგო . ჰიუიტს 2 სლემი ქონდა 21 წლის ასაკში , როდიკს , დელ პოტროს და რავიცი . როცა დღევანდელებიდან ტიმს აქვს საუკეთესო შედეგი ნახევარფინალი საფრანგეთში - ზვერევი საერთოდ 3-4 რაუნდში ვარდება ყველგან .
ზვერევი , ტიმი და კირგიოსი კი იგებენ ატპ ტიტულებს , მაგრამ , სხვა მართლა არავინ არ ჩანს .

norika
QUOTE
ეს ნახეთ?
Tennis Game

რა პონტია ?

Posted by: norika 5 Dec 2017, 21:10
Corvette
ფლეისთეიშენის და იქს ბოქსის თამაში იქნება

სადღაც მართალია საფინი, სუსტია ტური, ფედალი დომინირებდა წელს, ზვერევმა და გრიშამაც მოიგეს დიდი ტურნირები მაგრამ სლემზე ვერ ქაჩავენ, ნუ გრიშა ავსტრალიაში ძალიან კარგი იყო, პროგრესი თუ გააგრძელა გაიქაჩება სლემზე

Posted by: giolagvilava 5 Dec 2017, 21:43
გრიშას ვგულშემატკივრობ ძაან. იმედია გაქაჩავს. კირგიოსს იმედია რა ხასიათიც აქვს, თამაშიც იგივე ხარისხის არ ექნება ხოლმე. ქალებიდან რავი გაქაჩავს ნეტავ ოსტაპენკო? არავინ იცის. ან ვინაა ქალებიდან ახალგაზრდებში ყველაზე პერსპექტიული? ანუ ვინ ითვლება?

Posted by: dendo 5 Dec 2017, 23:01
2008 წლის ფინალიმართლამაგარი იყო ჩემი ფავორიტიაsmile.gif)

Posted by: bruno 6 Dec 2017, 21:21
Corvette
რატო რუბლევი ? აგერ მეოთხედფინალი დადო ძალიან რთული ბადით
მაგ ბიჭს თავის სათამაშო.სტილით ყველაფერი შეუძლია მთავარია დასტაბილურდეს


მე არ მახსენდება ესეთი შემტევი ჩჯგბურთელი
დოლგოპოლოვი იყო ადრეულ წლებში კაი რიკოშეტი მარა ამისნაირი ფორჰენდი არ ქონია არასდროს

Posted by: DelPotroN1 10 Dec 2017, 09:22
ტიემი-დელპო-ოღონდ მესამე სეტიდან biggrin.gif ვუყურებდი და ბოკა ხუნიორსის თამაშზე მეგონა თავი, საღოლ არგენტინელ ფანობას-მაგათი დიდი დამსახურებაა რო ჯერ ავსტრიელთან ამოატრიალა და მერე ფედიას მოუგო yes.gif

Posted by: dendo 21 Dec 2017, 22:52
ყველაზე საინტერესო ფინალი მირჩიეთ საყურებლაად

Posted by: giolagvilava 22 Dec 2017, 20:17
ამას უყურე ////////////////////////////////////

Posted by: Hounddog 26 Jan 2018, 13:47
2005 წლის ავსტრალიან ოუპენის ნახევარფინალი
საფინი - ფედერერი...ამაზე მაგარი მატჩი არასდროს მინახავს..გინდ ხარისხით, გინდა დრამატულობით

Posted by: Pistons04 26 Jan 2018, 14:19
QUOTE (giolagvilava @ 22 Dec 2017, 16:17 )
ამას უყურე ////////////////////////////////////

ამ დრო არადა რა მაგრები იყვნენ
--------------

Posted by: ირაკლი17 28 Jan 2018, 12:56
QUOTE (giolagvilava @ 22 Dec 2017, 20:17 )
ამას უყურე ////////////////////////////////////

2011 ის ჯოკო დაბრუნდეს ერთი sad.gif


ნადალიც არაა ის ნადალი



Posted by: dendo 23 Mar 2018, 16:15
2009 wlis finali martla kargi iyo . maxsovs da siamovnebit vuyurebdi kidev

Posted by: bruno 23 Nov 2018, 14:15
წაშლილია თითქმის ყველა ვიდეო
არადა უნდა დაუყვე და უყურე დადებული თამაშების 90 % baby.gif baby.gif
* * *



ამ წლის გრუნტის ჯოკოვიჩი თუ გახსოვთ
და ვაფშე ამ წლის ჯოკოვიჩი მარა გრუნტზე ნნადალს 2 ჯერ შეხვდა და სეტი არ წააგო
მაგრამ აი ეს თამაში კი არადა ეს ვავრინკას პერფორმანსი იყო ალბათ არვიცი საუკეთესო კონკრეტული მოთამაშის
ამაზე კაი თამაში ვინმეს თუ აქ ნათამაშები სადმე არ მჯერა
არ შეიძლებოდა იმ ჯოკოვიჩის დამარცხენა smile.gif არ არსებობდა შანსი მაგრამ ვავრინკა ღმერთები დაეხმარნენ ისეთები აკეთა

Posted by: Corvette 23 Nov 2018, 17:20
ვაა მართლა რა ყველა თამაში ამოიღეს ერთდროულად . მაგრამ ყველა ვიდეოს აღწერაშია მითითებული რა რომელი თამაშია და ვისაც ყურება მოუნდება კი უნდა დასერჩოს იუთუბზე ან დეილიმოუშენზე . დეილიზე საერთოდ ზოგჯერ ისეთი რაღაც მიპოვნია რომელიც იუთუბზე ვერა .

bruno
ხო ძაან მაგარი თამაში დადო ვავრინკამ , თან როლანგაროსს მოწყურებული ჯოკოვიჩის წინააღმდეგ . თან პირველი სეტის წაგების შემდეგ .
საერთოდ მაგათი თამაში დიდ სლემებზე 2013 წლის ავსტრალიიდან მოყოლებული , ყოველთვის მაგარი გამოდის , აი 2 სეტიანებში მარტივად უგებს ჯოკოვიჩი . 2013 წლის თამაში ნახე თუ არგინახავს .
2016 წელსაც როგორ მარტივად მოუგო ამერიკის ფინალში . ხელი არ გაანძრევინა .

Posted by: bruno 24 Nov 2018, 02:17
Corvette
QUOTE
2016 წელსაც როგორ მარტივად მოუგო ამერიკის ფინალში . ხელი არ გაანძრევინა .

ეგ იყო კიდე ერთი სრულყოფილი თამაში ვავრინკასი
QUOTE
13 წლის თამაში ნახე თუ არგინახავს .

კი მაქ ნანახი ლაივში სხვათა შორის
მარა კაი გამახსენე ჩავრთავ ჰაილაითს ვუყურებ კიდე

გული დამწყდა უბრალოდ ძალიან ბევრი კაი თამასი იყო დადებული
რო დევს სხვაა მაინც ჩართავ უყურებ
დასერჩე ჩართე სხვა თემაა საერთოდ smile.gif ვინ წაშალა ესე ერთაბაშად ყველა
დაიწყეს ამათმაც ქეთათოსავით ამ შიბაქებმა? რა კაი მულტიმედია იდო არადა

არ არსებობს ისე ჩოგბურთზე ესთეტიური და საინტერესო სპორტი

Posted by: norika 27 Nov 2018, 10:08
Corvette
მაგ ამერიკაზე ევანსთან უმაგრესი მატჩი ჰქონდა ვავრინკა,ს მატჩპოინტიც გადაარჩინა, მაგ მატჩის შემდეგ ვთვქი რომ მოიგებდა სლემს...ბალახზე სუსტია თორემ ვიფიქრებდი კარიერულ სლემზე. კარიერულ სლემზე ჩამოვარდა საუბარი და აქვე ეკრბერს ვახსენებ, მასეთივე სიტუაციაა, გაროსი დარჩა მოსაგები დ აკარიერულს დებს, მაგრამ ჰალეპი, სვიტოლინა, მუგურუზა, თიხაზე გაცილებით უკეთ თამაშობენ ვიდრე ენჯი და არამგონია ოდესმე მოიგოს ეგ სლემი, პატარაც აღარაა მაგრამ ქალების ჩოგბურთში ყველაფერი მოსულა, ვერაფერს გამორიცხავ. კერბერის მონაწილეობით ძალიან მაგარი თამაშები დაიდო ბოლო წლებში, წელს ავსტრალიაში ჰალეპთან მატჩი, სარშან უიმბლდონზე მუგურუზასთან, 2015 წელს ამერიკაში აზარენკასთან და კიდევ ბევრია.


Posted by: Corvette 6 Dec 2018, 16:54


biggrin.gif

Posted by: Rati03 7 Dec 2018, 15:33
ვავრინკა ჯოკოვიჩი ძალიან მაგარი იყო გაროსზე 2015
ფედერერი ნადალი 2008
ფედერერი ნადალი 2007
ჯოკო ნადალი 2012 იუეს ოუფენი
ვავრინკა ჯოკო 2014 წლის ნახევარფინალი ავსტრალიაზე

Posted by: Corvette 23 Mar 2021, 01:53
რა მაგარი თამაში გამახსენა ეი ტი პი-ს ოფიციალურმა არხმა .



დელ პოტრო user.gif მაგრად საწყენია რაც მაგას დაემართა მაგრად .

Posted by: რასტრელი 23 Mar 2021, 10:30
Corvette

ოლიმპიადაზე მინდა გამოსვლაო, დღეს ვკითხულობდი smile.gif

Posted by: Corvette 23 Mar 2021, 14:52
რასტრელი
ხო მეც ვნახე ეგ . ჩიკაგოშია ეხლა და ისევ ოპერაციას იკეთებს user.gif მერვე ოპერაციაა მას შემდეგ რაც დიდი სლემი მოიგო . წარმოიდგინე , ტიპს სეზონები აქვს გამოტოებული , განა ისე რომ აი 2-3 თვე გამოტოვოს და დაბრუნდეს მერე . არა , იმენა სეზონები აქვს გამოტოვებული თან 2-2 წელი ერთდროულად , ერთი წელი და რავიცი ყველაფერი ამას დაემართა . . ჯერ ხო ორივე მაჯამ დატანჯა , ეხლა 2 წლის წინ მუხლის ოპერაცია გაიკეთა და იმავე მუხლზე იკეთებს ისევ მეოთხე ოპერაციას vis.gif თან როცა საუკეთესო თამაშს აჩვენებდა მაშინ წვებოდა საოპერაციო მაგიდაზე user.gif

რა მაგარი მებრძოლია ტიპი . ერთიც დაბრუნდეს და ერთხელაც გაისროლოს რა , რა მაგარი იქნება .

Posted by: ani-salivani 23 Mar 2021, 14:59


მაგარი ტურნირი იყო როტერდამში 2016 წელს თითქმის ყველა თამაშში მატჩ პოინტები არჩინა კლიჟანმა და ისე მოიგო ტურნირი popcorn.gif ფინალიც დონე იყო

მეტი ლინკი არაა lol.gif

Posted by: Corvette 23 Mar 2021, 15:15
ani-salivani
ხო მეც მახსოვს კლიჟანის ეგ ტურნირი . მართლა მაგარი რაღაცეები აკეთა biggrin.gif

Posted by: ani-salivani 23 Mar 2021, 15:17


აი ფინალი

სასწაულად ითამაშა ეგ ტურნირი :დ

Posted by: ladusha2 27 Mar 2021, 23:49
მეც მახსოვს ძაან მაგრად მოიგო კლიჟნმა ეგ ტურნირი მერე ხოდზე იყო ცოტახანი და დაყვინა ნელნელა.

Posted by: Corvette 23 Aug 2022, 21:03
არ მახსოვდა ეს შედეგი .

ფედერერი-ცონგა უიმბლდონი 2011


Posted by: Corvette 10 Oct 2022, 22:45
ძალიან მაგარი . ნალბანდიანი-ჰიუიტი 2011 წლის ავსტრალია .

ნალბანდიანს რა საოცარი ბექ-ჰენდი ქონდა . 16:05 , 20:24 .


Posted by: kiyoshika 10 Oct 2022, 23:54
QUOTE (Corvette @ 10 Oct 2022, 22:45 )
ძალიან მაგარი . ნალბანდიანი-ჰიუიტი 2011 წლის ავსტრალია .


ეს სასწაული თამაში იყო და საერთოდ ნალბანდიანს და ჰიუიტს რა მაგარი rivalry ქონდათ, სულ ექვსი შეხვედრა და სამართლიანი ფრე საბოლოოდ

Nalbaldian won again. But so did Hewitt. What separated them were points not heart, skill or passion. In that respect, this tennis was not boxing but prizefighting, a mill to the finish, not a dignified contest according to etiquette or form. love.gif

Posted by: Corvette 14 Dec 2022, 22:32
ნიშიკორი-ნადალი მადრიდის ფინალი 2014 .



.

Posted by: pato-7 21 Dec 2022, 02:32
თავიდან ბოლომდე ჰაილაითი იყო მთელი მატჩი

Posted by: Corvette 13 Mar 2023, 22:58
გასკე-ვავრინკა
2013 წლის როლან გაროსის 1/8 ფინალი

ბექ-ჰენდების ჭიდილი .


Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)