Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ბიზნესი და ეკონომიკა > Drop shipping - დროპშიფინგი ქართულად;


Posted by: აპოლდა 27 May 2020, 15:08
მოგესლამებით,

პირველ რიგში ბოდიშს მოვიხდი, თემა ონლაინ კომერციას ეხება, თუმცა შევეცდები ჩვენს განყოფილებაში წარმოვაჩინო offline ბიზნესის კუთხით. ამიტომ, თავს უფლებას მვცემ, აქც გაიხსნას თემა.

ჩვენს განყოფილებაშიც არაერთმა დასვა კითხვა დროპშიფინგზე. ამ თემის გარშემო საიტიც შევქმენი და რავიცი, იქნებ უფრო გამოაცოცხლოს ჩვენთვის ეს საყვარელი განყოფილება ამ საინტერესო თემამ. მე თავად ვაკეთებ დროპს წლებია და ამიტომ უფრო აქტიურად ვუპასუხებ თქვენს კითხვებს.

ეხლა კი საქმეს დავუბრუნდეთ და გავცეთ მთავარ კითხვას პასუხი: რა არის დროპშიფინგი ?

Dropshipping – ქართულად დროპშიფინგი ეს არის 2 ბაზრის შეერთება !

თქვენ პოულობთ პროდუქციას იქ, სადაც იაფია და ყიდით იქ, სადაც იგივე პროდუქტი უფრო ძვირად ფასობს ! ეს ყოველივე ხდება რათქმაუნდა ონლაინ რეჟიმში.
ეს ყოველივე რომ უფრო სიღრმისეულად გავიდოთ, მოგიყვანთ რელურ მაგალითს:

თქვენ მოძებნეთ გარკვეული პროდუქტი ალიექსპრესზე 1 დოლარად, ხოლო იბეიზე იგივე პროდუქტი 6-7 დოლარი ღირს ! თქვენ შეგიძლიათ განათავსოთ იბეიზე პროდუქტი ისე, რომ საერთოდ არ გქონდეთ ეს პროდუქტი თქვენ ! ანუ, დროპშიფინგი ეს არის ონლაინ კომერციის ის სახეობა, როდესაც თქვენ ყიდით სხვის პროდუქტს ! ანუ ყიდით ისე, რომ არანაირი მარაგი არ გაგაჩნიათ ამ პროდუქტის !

ამ საქმიანობის დაწყება ნულოვანი სასტარტო კაპიტალით არის შესაძლებელი !

დროპშიფინგი ისეალური საშუალებაა, ონლაინ კომერციის დასაწყებად ! თუკი არ გაქვთ საკმარისი სასტარტო კაპიტალი და გსურთ გამოიმუშავოთ უნარები პროდუქტის ონლაინ გაყიდვის პროცესში, მაშინ დროპშიფინგი თქვენთვისაა !

თუმცა დაიმახსოვრეთ, რომ ეს სუალაც არ არის მარტივი პროცესი, ისეთი, როგორსაც ინტერნეტში ზოგიერტები აღწერენ, პირიქით, ეს არის საკმაოდ შრომატევადი და ამასთანავე ძლიან საინტერესო გზა, რათა შეძლოთ ონლაინ კომერცით თანხის გამომუშავება. ეს არის რეალური საშუალება, აკეთოთ ფული ონლაინ, ანუ კომპიუტერის საშუალებით ! თუმცა თქვენ ბევრი სწავლა და კიდევ უფრო მეტი მუშობა დაგჭირდებათ !

დროპშიფინგი შეგიძლიათ აკეთოთ უკვე შემდგარ საიტებზე, რომლებსაც ყავთ საკუთარი ტრაფიკი (მაგალითად ამაზონი იბეი, ეთსი, ვოლმარტი), თუმცა, ყველაზე ,,მაღალ დონედ”, მომგებიან და უსაფრთხო გზად მიიღჩევა დროპშიფინგის კეთება საკუთარი საიტის საშუალებით. მაგალითი ჩვენს სურათზეა ნაჩვენები !

გაითავლისწინეთ, რომ მსოფლიო იცვლება, ტექნოლოგიები ვითარდება, ყიდვა-გაყიდვა ონლაინ სფეროში ინაცვლებს, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ თქვენ საწყის ეტაპზევე დაიწყოთ უნარების გამომუშვება ამ მიმართულებით !


ესეც ქართულენოვანი საიტი: www.dropshipping.ge



http://dropshipping.ge

თხოვნა მექნება, განვიხილოთ offline /online დროპშიფინგი, რათა ელექტრონული კომერციის თემა არ გამოგვივიდეს, არამედ გამოვიდეს უფრო გლობალური, მოიცავდეს ტრადიციულ ბიზნესსაც.


პ.ს. მე თავად ვაკეთებ დროშიფინგის წლებია, ასე რომ, სიამოვნებით გაგიზიარებთ ჩემს მოკრძალებულ გამოცდილებას.

Posted by: magistra_vitae 27 May 2020, 15:47
Dropshipping – ქართულად დროპშიფინგი ეს არის 2 ბაზრის შეერთება !


ძაან საინტერესო ცნებაა, resell ანუ resale -ის ვარიანტია ხომ პროდუქტებთან/ საქონელთან მიმართებაში ?

Posted by: აპოლდა 28 May 2020, 10:21
magistra_vitae


ხო, ეგ მე მოვიფიქრე, ალბათ ეტყობა კიდეც smile.gif ოფიციალურად, ვიკიპედიას განმარტებით, ეს არის ვაჭრობის პროცესი სასაქონლო მარაგების ქონის გარეშე, მაგრამ მე უფრო ჩემი ვარიანტი მომწონს...

Posted by: bigmaster 28 May 2020, 11:08
http://www.dropshipacademy.ge/

ეს რა აკადემიაა ხო ვერ მეტყვით? :დ

Posted by: აპოლდა 28 May 2020, 12:28
bigmaster

ეგ სასწავლო კურსები გახლავთ დროშიფინგის შესახებ smile.gif

პ.ს. ვიცი თქვენი მიღწევები დროშიფინგში, რაც ძლიან მახარებს და ასევე ბევრისთვის დიდი მოტივაციაა yes.gif

Posted by: bigmaster 28 May 2020, 18:28
აპოლდა
QUOTE
ეგ სასწავლო კურსები გახლავთ დროშიფინგის შესახებ

ლექტორი ვინ არის?

QUOTE

პ.ს. ვიცი თქვენი მიღწევები დროშიფინგში, რაც ძლიან მახარებს და ასევე ბევრისთვის დიდი მოტივაციაა

მადლობა, მაგრამ რა მიზანი აქვს იმას ვერ ვხვდები ვინც მაგ კურსებს ატარებს თუ უფასოა

Posted by: აპოლდა 28 May 2020, 23:59
bigmaster


ლექტორთა სია, მაგ საიტზევეა ჩამონათვალში, ერთერთი თავად ვარ smile.gif უბრალოდ, სიმართლე რომ ვთქვა, ამ თემაში არ მინდოდა აქცენტი სასწავლო კურსებზე გამემახვილებინა, ამ საიტზე მაქსიმალურად შევეცადე საინტერესო ინფორმაციისთვის მომეყარა თავი. უმეტესობა სტატიების ჩემი ხელითა რის დაწერილი, ძალიან მცირე ნაწილი გადათარმგნილია.

Posted by: magistra_vitae 29 May 2020, 00:05
QUOTE (აპოლდა @ 28 May 2020, 10:21 )
magistra_vitae


ხო, ეგ მე მოვიფიქრე, ალბათ ეტყობა კიდეც smile.gif ოფიციალურად, ვიკიპედიას განმარტებით, ეს არის ვაჭრობის პროცესი სასაქონლო მარაგების ქონის გარეშე, მაგრამ მე უფრო ჩემი ვარიანტი მომწონს...

ყოჩაღ კარგი ვარიანტია... ნახე აბა რა გამოვა. მივესალმები უკეთეს ოფციებს.

Posted by: bigmaster 29 May 2020, 00:23
აპოლდა
იუთუბის არხიც ვნახე მაგარია საქართველოდან გაყიდვის ამბები გაქვს ახსნილი up.gif პროსტა აღარ წავიკითხე და ამაზონიდან ებაიზე დროპშIპინგს თუ ასწავლით ან ალიექსპრესიდან ამაზონზე და ასე შემდეგ წესებს ეწინააღმდეგება ებაის და ამაზონის და ადრე თუ გვიან დაიბლოკება მაგასაც თუ ეტყვით უკეთEსი იქნება

Posted by: აპოლდა 29 May 2020, 09:53
bigmaster


კი, საქართველოდან გაყიდვებს აქტიურად ვაკეთებთ შეძლებისდაგვარად, ეხლა ახალი გადამზიდიც შემოვიდა, რომელმაც გააიაფა გადაზიდვები. აქტიური კონსულტაციები მქონდა, დავარწმუნე, რომ საინტერესო იქნებოდა ქართულ ბაზარზე ოპერირება და ფასებიც გაანახევრეს ფოსტასთან შედარებით (მინიმუმ). დარწმუნებული ვარ, გაიზრდება ტვირთების მოცულობა საქართველოდან და კიდევ დაწევენ ტარიფს.

პირველ რიგში დიდი მადლობა რჩევისათვის, შენნაირი ადამაინის გამოცდილება და რჩევები მნიშვნელოვანია 2kiss.gif ვიცი იბეის ამბები, კარგა ხანი ვაკეთებდი დროპშიფნგის იბეიზე, რამდენიმე წლის წინ ეთსისა და კერძო საიტებზე გადავერთე დროპშიფინგით და კარგი შედეგები რომ მივიღე, მერე მივეცი თავს უფლება გამეზიარებინა ჩემი პატარა გამოცდილება საზოგადოებისთვის.

ცალკე იუთუბ არხის გაკეთებას ვგეგმავთ და იქ დეტალურად ვისაუბრებ იბეის რისკებზე, პოლისზე და ძირითად საკითხებზე, როგორ გააკეთონ შედარებით დაცული და უსაფრთხო დროპშიფინგი. აუცილებლად გავითვალისწინებ შენს რჩევას love.gif

თუმცა ძირითადად უფრო უკეთ რაც ვიცი - ეთსისა და კერძო საიტებით დროპშიფინგს ,,ვაწვები". იბეიზე ერთი ლექტორი გვყავს, ძალიან წარმატებული დროპშიფერია საქართველოდან (საიტზეც დევს ლექტორთა შორის მასზე იფო), ეს თემა მას მივანდე, იმიტომ რომ ამ მიმართულებაში პროფესიონალია.

ძალიან მინდა, რომ ამ კუთხით ბევრი ადამიანი დაინტერესდეს და ჩაერთოს საქართველოდან, ვნახოთ რა გამოვა rolleyes.gif

Posted by: onlyfighter 30 May 2020, 20:44
აპოლდა

QUOTE
ეხლა ახალი გადამზიდიც შემოვიდა, რომელმაც გააიაფა გადაზიდვები. აქტიური კონსულტაციები მქონდა, დავარწმუნე, რომ საინტერესო იქნებოდა ქართულ ბაზარზე ოპერირება და ფასებიც გაანახევრეს ფოსტასთან შედარებით (მინიმუმ


ძალიან კარგი ინფორმაციაა, რომელი კომპანიაა? ანუ ამერიკაში აგზავნის ხომ საქართველოდან?

Posted by: Alfred Shnobel 30 May 2020, 23:08
მგონი ალიექსპრესი თვითნ მთავაზობდა ყიდვის დროს მაგ ფუნქციას. უბრალოდ, რისკები როგორია? ვთქვათ იმ საიტზე მარაგი ამოიწურა, ან გადაგაგდო. იმის რეფანდს ელოდებო, რომ მერე შენ შემძენს დაუბრუნო ფული ?

Posted by: zuziko 31 May 2020, 00:20
აპოლდა
დროპშიპ საიტების ყიდვა მინდა და კონსულტაციებს თუ გამიწევ?

რაღაცა ფუფლო რომ არ შემასაღონ

პ.ს კარგი თემაა, უფრო მეტი საჭირო ინფორმაციაა ელ. კომერცისს შესახებ.

Posted by: აპოლდა 31 May 2020, 14:17
onlyfighter


კი, ადრე ამერიკაში ბითუმად აგზავნიდნენ, თავიანთ საწყობში აგზავნიდნენ. მე ეგრე ვაგზავნიდი ჩემს პროდუქციას დიდი ოდენობით, მაგრამ არ აქვს უმეტესობას საშუალება, ბითუმად აგზავნოს, ამას არც თუ ისე მცირე თანხები ჭირდება. კომპანიის დასახელებას პირადში მომწერე და მოგწერ. მე გავაგზავნე პარასკევს ჩემი 4 ამანათი და ვნახოთ აბა რას იზამენ. ველაპარაკე და ტვირთის გაზრდის შემთხვევაში კიდევ დავწევოთ ტარიფს, ვნახოთ...

Alfred Shnobel

ალიექსპრესს თავად აქვს დროპშიფინგის მიმართულება. რაც უშუალოდ შენს შეკითხვას შეეხება - ეს პროცესები ავტომატურად ხდება: არსებობს პლაგინები, რომლებიც ავოტმატიზირებას უკეთებენ პროცესებს, აკონტროლებენ მარაგებს და ასე შემდეგ. აი, აქ წერია უფრო მეტი ამ ყველაფერზე: http://dropshipping.ge/%e1%83%93%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%9e%e1%83%a8%e1%83%98%e1%83%a4%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%92%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%90%e1%83%95%e1%83%a2%e1%83%9d%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%a2%e1%83%98%e1%83%96%e1%83%90/


zuziko


გაგიწევ, ოღონდ ძალიან გთხოვ პირადში არა, აქვე ვისაუბროთ. სხვისთვისაც შეიძლება საინტერესო იყოს ეს ინფორმაცია და ერთად განვიხილოთ ყველაფერი. თან სხვა ადამიანებიც დაინტერესდებიან დროპშიფინგით, ჩემი მიზანიც ეს არის.

Posted by: ig1988 31 May 2020, 15:10
აპოლდა

რაღაც არ ხსნის ამ საიტს http://www.dropshipacademy.ge

Posted by: აპოლდა 1 Jun 2020, 11:07
ig1988


მადლობა შეხსენებისთვის. უცებ გამოვასწორე, პატარა პრობლემა იყო. ეხლა უკვე გახსნის.

Posted by: BlueOcean 1 Jun 2020, 12:22
აპოლდა

ამ თემას დიდი ხანი ველოდი love.gif თუ შგიძლია, უფრო მეტი ინფორმაცია რომ დაწერო კერძო ეთსიზე დროპშიფინგთან დაკავშირებით, როგორც ვიცი, საკმაოდ დიდი გამოცდილება გაქვს მაგ მიმათულებით

Posted by: bes_ka888 2 Jun 2020, 22:38
აპოლდა მშვენიერი წამოწყებაა წარმატებები

Posted by: აპოლდა 3 Jun 2020, 08:06
BlueOcean


სიამოვნებით. აქ უფრო მეტია წერი ამის შესახებ: http://dropshipping.ge/etsy-dropshipping/
ეთსიზე დროპშიფინგის მთავარი ,,მუღამი" ისაა, რომ ეთსიზე მაღალი მოგებია მარჟის დაჭერრაა შესაძლებელი. განსხვავებით იბეისგან, სადაც ძირითადი აქცენტი ბრუნვაზეა გადატანილი და შედარებით დაბალ მოგების მარჟაზე, აქ პირიქითაა სიტუაცია - ბრუნვა დაბალია, მაგრამ მარჟა მაღალი. პირდაპირ ალიექპსრესიდან არ გამოდის დროპში, თუმცა სხვადასხვა საწყობებიდან უშუალოდ ლოკალური ქვეყნის - რატომაც არა.

bes_ka888

დიდი მალდობა love.gif

Posted by: В.И. Ленин 3 Jun 2020, 12:08

Posted by: Skvanchi 3 Jun 2020, 23:03
კითხვა მაქვს, 20$ იანი ნივთი მიდევს გადასაყიდად და 2 დღა ზედიზედ 5 სხვადასხვა ტიპი მთავაზობს Offer-ს ზოგი 40, ზოგი 100$-ს და თან მწერენ რომ დაინტერესებული არიან ჩემი ნივთით და ყიდვა უნდათ, მთხოვენ რომ ოფფერს დავეთანხმო და მივწერო ტელეფონის ნომერზე ჩემი ფეიფალის იმელი რომ ფული დარიცხონ, რა თქმა უნდა ვხდები რომ ეს არარეალურია მაგრამ ამინტერესებს მაგით რა? რას გააკეთებენ?

Posted by: აპოლდა 4 Jun 2020, 12:23
Skvanchi


სავაურაუდოდ იბეიზე გიდევს ამნაათი და იბეის პირად წერილებში იწერებიან. თუკი დაიეთანხმები და მიწერ ფეიფალის ანგარიშს პირადში იბეის გავლით, კანონდარღვეავაა. უამრავი რამის მოფიქრება შეუძლიათ თანხის გამოძალვისათვის შემდგომ.
როგორც წესი მერე აგზავნიან იმეილს, რომ თანხა გადმორიცხულია, უბრალოდ ,,პატარა შეფერხებაა" და თქვენ უნდა დაადასტუროთ პეიპალის აიდი და პაროლი, გამოაგზავნიან ფიშერულ სიატებს, მოგთხოვენ შეასრულო CPA დავალება.

მოკლედ მაქინაციური სქემა უამრავია, კონკრეტულად რას უმიზნებენ შენს შემთხვევაში ვერ გეტყვი, თუმცა, როგორც შენ აღნიშნე, აფიორაა და არ გირჩევ მათთან კომუნიკაციის ქონას.

Posted by: bes_ka888 4 Jun 2020, 16:40
user posted image

ეს არის უფტკრის ჩარჩოების მავთული და აქ ღირს 4-5 ლარი

https://www.amazon.com/Little-Giant-Farm-Ag-MFRLITE/dp/B00PX95MQ0/ref=mp_s_a_1_1?dchild=1&keywords=Frame%20of%20bees&qid=1590945414&sr=8-1&fbclid=IwAR2HgZypuiai7YLuHm9Xt2YSwNI7rLm7Y4hvpd5k6XvHEb71Cs0wLwreBzM

ესეთი ჩარჩოები შემიძლია ავაწყო და გაყიდვები მაინტერესებს როგორ იყიდება? (ანუ კარგად იყიდება თუ აზრი შევიცვალო?

Posted by: აპოლდა 5 Jun 2020, 10:28
bes_ka888


ერთი რჩევა smile.gif არასდოდეს დადო და აჩვენო კარგი პროდუქტი საჯაროდ. რაც შეეხება უშუალოდ მაგ პროდუქტს, ამაზონზე საშუალო ბესთსელერ რანკი აქვს. ამაზონზევე თუ აპირებ მაგ პროდუქტის დროპშიფინგს საქართველოდან - არ გირჩევ, წაგებაში გახვალ. თუ იქ დაასაწყობებე - მაშინ უკვე მომგებიანი შეიძლება აღმოჩნდეს.

Posted by: bes_ka888 5 Jun 2020, 22:47
QUOTE (აპოლდა @ 5 Jun 2020, 10:28 )
bes_ka888


ერთი რჩევა smile.gif არასდოდეს დადო და აჩვენო კარგი პროდუქტი საჯაროდ. რაც შეეხება უშუალოდ მაგ პროდუქტს, ამაზონზე საშუალო ბესთსელერ რანკი აქვს. ამაზონზევე თუ აპირებ მაგ პროდუქტის დროპშიფინგს საქართველოდან - არ გირჩევ, წაგებაში გახვალ. თუ იქ დაასაწყობებე - მაშინ უკვე მომგებიანი შეიძლება აღმოჩნდეს.

მადლობა რჩევისთვის ახალბედა ნებისმიერ რჩევს მივიღებ, აქ დასაწყობება როგორ ხდება? ანუ ეგ სერვისც ააქ ამაზონს?

Posted by: misha2005 6 Jun 2020, 04:11
bes_ka888
https://sell.amazon.com/fulfillment-by-amazon.html

Posted by: zuziko 6 Jun 2020, 10:56
აპოლდა
QUOTE
zuziko


გაგიწევ, ოღონდ ძალიან გთხოვ პირადში არა, აქვე ვისაუბროთ. სხვისთვისაც შეიძლება საინტერესო იყოს ეს ინფორმაცია და ერთად განვიხილოთ ყველაფერი. თან სხვა ადამიანებიც დაინტერესდებიან დროპშიფინგით, ჩემი მიზანიც ეს არის.

ოკ, მაშინ მაგალითისთვის ავიღოთ ეს საიტი და განვიხილოთ

https://flippa.com/10543804-e-commerce-health-and-beauty

Posted by: lexanna 6 Jun 2020, 14:27
აპოლდა
QUOTE
ახალი გადამზიდიც შემოვიდა, რომელმაც გააიაფა გადაზიდვები.

რომ დაწეროთ ეგ კომპანია?



კარგი და საჭირო თემაა ამდენ უმუშევარს გამოადგეს ეგებ

Posted by: spichuka 6 Jun 2020, 14:55
lexanna

Posted by: lexanna 6 Jun 2020, 16:56
QUOTE
ახალი გადამზიდიც შემოვიდა, რომელმაც გააიაფა გადაზიდვები.

ეს არის იაფი? biggrin.gif

Calculated according to the actual weight. $7-$8.5 for Georgia
https://boxette.com/#tariffs

Posted by: Rezzik0 6 Jun 2020, 19:11
აპოლდა
პირველ რიგში, წარმატებას გისურვებ, საინტერესო თემაა, მე ახლა დავიწყე, ჯერ 1 ნივთი გავყიდე და ნელ-ნელა ვსწავლობ წესებს smile.gif იმედი მაქვს, ეს ის თემა იქნება, სადაც კიხვაზე პასუხის გაცემა არავის დაეზარება smile.gif
მე 2.6 კგ ნივთი მაქვს 30 ცალი და თითო იბეიზე ღირს 23 დოლარი, + თვითღირებულება და წაგებაში გავდივარ, 1კგ - 8.5 დოლარი საფასურიანი გამგზავნი სერვისით. უფრო იაფი თუ რამეა და მირჩევთ, გამიხარდება smile.gif

Posted by: აპოლდა 6 Jun 2020, 21:21
Rezzik0


დიდი მადლობა ! მე გირჩევ რომ მსგავსი ნივთები ბითუმად გააგზავნო ამერიკის საწყობში, იქ დასაწყობდება და ემდგომში შეძლებ საყობიდან უშUალოდ კლიენტამდე გაგზვანას. ეგრე ბითუმად გაგზვანა იაფი ჯდება უფრო. ეგ დროპი აღარ გამოდის უკვე, მარა მაინც smile.gif

Posted by: spichuka 7 Jun 2020, 22:18
აპოლდა
ლევან რამე მეთოდს/წყაროს ხომ ვერ მეტყვი ფოტოებისთვის ? სად შეიძლება ალიექსპრესსზე ნაპოვნი პროდუქტისთვის კარგი ფოტოების შოვნა თუ იქვე არ უდევთ ხარისხიანი და lifestyle ფოტოები ? One Product Store -ს ვაწყობ შოპიფაიზე, პროდუქტიც ვიპოვე უბრალოდ არანაირად არ მეყოფა ალიექსპრესის სურათები.. სხვაგან ვეძებე იგივე პროდუქტი, მაგრამ იგივე შინაარსის და დანიშნულების პროდუქტები არის, თუმცა სხვა ფასიანები და სხვა დიზაინის.. როგორ მოვიქცე ასეთ დროს ?

home page-ზეც ხო მჭირდება რამდენიმე დიდი სურათი კარგი ხარისხის და + პროდუქტის გვერდზეც ფოტოებშიც :X

კონკურენტებშიც ვერაფერს ვნახულობ.. ძირითადად სხვადასხვა დიდი მაღაზიის ლინკებია სადაც დევს ძირითადად ის მსგავსი პროდუქტები( არა ზუსტად ეგ ანუ ) და ვერ ვიღებ მანდედანაც ვერაფერს..


პ.ს საერთოდ ასეთი ქმედება ლეგალურია ? ანუ შენს საიტზე რომ სხვისი ლისტინგიდან აღებულ ფოტოებს დებ არ არის კანონის დარღვევა?

Posted by: აპოლდა 8 Jun 2020, 23:31
spichuka


საერთოდ პლაგინებს ვიყენებ ხოლმე, რომლებიც ავტომატურად ამატებენ ყველაფერს, პროდუქციას, სურათებს და ასე შემდეგ. სურათებს ზოგჯერ კანვაში ვამუშვებ სპეციალურად, თუკი განსაკუთრებული ზომა მჭირდება ან ლენდინგებისთვის ვამზადებ.

დანარჩენი ინფორმაცია პირადში მოგწერე smile.gif

Posted by: აპოლდა 11 Jun 2020, 09:03
ხვალ, ანუ პარასკევს (12.06.2020) , საღამოს რვის ნახევარზე (19:30) იქნება დიიდ უფასო სემინარი დროპშიფინგის შესახებ. თუ სურვილი გექნებათ, შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ. სემინარი ზუმით ჩტარდება.

https://mailchi.mp/dfe5122e2464/tm5jr6h7yy?fbclid=IwAR09dxZto0zmRrtt2f204KRTFfw_gFlI5OP7F83E6t7Wp1LC6EyRio7uj0E

Posted by: Rezzik0 11 Jun 2020, 12:18
გამარჯობა,

იბეიზე გავიდე 2 ნივთი, ბოლო 1 კვირაში. new activity has not yet invoiced და წერია 5,4 $ . ეს არის ebay fee როგორც ვხვდები.

paypal ზე რომ წერია, ebay fee ამას ავტომატურად ხომ მაჭრის და თუ ასეა, მაშინ ჯერ დაუინვოისებელში რატომ მიწერს? თუ ჯერ ინვოისი არ შემდგარა და ამ გადასახადს ფეიფალი დაუჯენს თვითონ?

ანუ, მე მაინტერესებს, გარდა იმისა, რასაც ფეიფალი მიწერს, რომ ebay fee არის, რაიმე გადასახადი ხომ არ მექნება?

იმიტომ რომ, ამ 2 ნივთიდან ჯამურად 6 $ მოგება ვნახე და ინვოისი 5,4 $ მიწერს, გამოდის, რომ რაღაცას არასწორად ვაკეთებ smile.gif

Posted by: diversified 13 Aug 2020, 17:07
არ უნდა დაგეხურა ეგ თემა smile.gif ეს ვაბშე სხვა ამბავია და ტრეფიკის მოყვანა ონლაინ შოფში ვაბშე სხვა
* * *
მთავარ კითხვაზე მაინც ვერ მპასუხობს თუ როგორ მოვიყვანოთ ტრეფიკი ალბათ ჯერ თქვენც არ იცით ))))))

Posted by: ბუდარია 13 Aug 2020, 19:37
diversified
QUOTE
მაინც ვერ მპასუხობს თუ როგორ მოვიყვანოთ ტრეფიკი ალბათ ჯერ თქვენც არ იცით


ვერ მიიყვან, ძალიან ძვირი ჯდება.

ამიტომ ყველა ვარიანტში სხვისი ტრაფიკით უნდა ისარგებლო.

Posted by: აპოლდა 13 Aug 2020, 22:18
diversified
ბევრი ხერხი არსებობს, მთავარია ერთერთი დაამუღამო. მაგალითად იმეილ მაკეტინგი, ფუშაფ საიტები, პინტერესტი, რეკლამიებული ტრაფიკი და ასე შემდეგ.

ესე ერთი პოსტით თითქმის შეუძლებელია ვინმემ კონკრეტული გზა გირჩიოს ტრაფიკის მოზიდვის. მე გირჩევდი ჩამოთვლილიდან ერთერთი კარგად დაამღამო და შემდეგში გამოიყენო. მე პირადად საიტის გახსნამდე ვხოდავ რელევანტურ სეგმენტს, ვამზადებ აქტიურად და როდესაც უკვე გარკვეულ ეტაპზე მივა ამის შემდეგ ვცდილობ საიტზე გადაყვანას. ეგ ნაწილია ამოსავალი წერტილი.

Posted by: diversified 14 Aug 2020, 15:20
QUOTE (აპოლდა @ 13 Aug 2020, 22:18 )
diversified
ბევრი ხერხი არსებობს, მთავარია ერთერთი დაამუღამო. მაგალითად იმეილ მაკეტინგი, ფუშაფ საიტები, პინტერესტი, რეკლამიებული ტრაფიკი და ასე შემდეგ.

ესე ერთი პოსტით თითქმის შეუძლებელია ვინმემ კონკრეტული გზა გირჩიოს ტრაფიკის მოზიდვის. მე გირჩევდი ჩამოთვლილიდან ერთერთი კარგად დაამღამო და შემდეგში გამოიყენო. მე პირადად საიტის გახსნამდე ვხოდავ რელევანტურ სეგმენტს, ვამზადებ აქტიურად და როდესაც უკვე გარკვეულ ეტაპზე მივა ამის შემდეგ ვცდილობ საიტზე გადაყვანას. ეგ ნაწილია ამოსავალი წერტილი.

ჯერ ფეისბუქ ფეიჯზე მინდა მივიყვანო ქართული აუდიტორია და ქართული ბაზარი მაქვს ჯერ გეგმაში და შემდეგ გლობალი შოფიფაის და ობერლოს გამოყენებით...
ქართულ ბაზარზე იმეილ მარკეტინგი არამგონია რაიმე შედეგს იძლეოდეს მგონი ისევ ბუსთი და გათამაშებების გაკეთება ჯობია ყველაფერს :/ ჯგუფებში 24 საათიანი პინიც არანაირ შედეგს არ იძლევა vik.gif

Posted by: ბუდარია 14 Aug 2020, 16:32
diversified
QUOTE
მგონი ისევ ბუსთი და გათამაშებების გაკეთება ჯობია ყველაფერს


ისევ ტყუილად გადაყრი ფულს.

თავისუფლად შეგიძლია სხვისი ჯგუფებით ისარგებლო და თუ მაინცდამაინც შენი გინდა გქონდეს, მაშინ იყიდე დიდი ჯგუფები 10 000 ლარის და გეყოლება მუდმივი კლიენტურა.

Posted by: Brdzenkaci 14 Aug 2020, 17:29
მოიხოდა ეს ამბავი? ძააან საინტერესოა ბრავო!!!

Posted by: diversified 14 Aug 2020, 20:54
ისე გლობალი ბევრად უფრო ნაკლებ ენერგიას და ნერვებს მოითხოვს აქ საშინელებაა ყველა ყველაფერზე გეწუწუნება თან ბოლო დონემდე მიდიან და მერე აღარ ყიდულობენ შაშინელებაა ქართველი კლიენტურა სხვისი შრომა არ უნდა დაფასდეს თურმე და ალიექსპრესის ფასებს გითვლიან vik.gif vik.gif

ამიტომ ვინც გადაწყვეტთ კონკრეტული ნივთის გაყიდვას ჯობია ჯერ დიდი კაპიტალი იშოვოთ და მერე ბრენდირებული პროდუქტი განათავსოთ რათა მერე ვერავინ შეგედავოთ რა ფასსში ნახეს ჩინეთში help.gif

Posted by: spichuka 15 Aug 2020, 15:36
diversified
ყველგან არის ეგეთი კლიენტურა, არამარტო საქართველოში
გლობალი ბევრად უფრო მეტ ენერგიას და ნერვებს მოითხოვს
გლობალი ბევრად უფრო მეტ ფინანსებს მოითხოვს
გლობალი ბევრად მეტ რისკებთანაა დაკავშირებული
გლობალი ბევრად მეტ ცოდნას და გამოცდილებას მოითხოვს
დიდი კაპიტალი და ბრენდინგი დამწყებისთვის ყველაზე არასწორი რჩევაა.. სჯობს საშუალო კაპიტალით და სტანდარტული დროპშიპინგით დაიწყოს დამწყებმა და გამოცდილებას რომ დააგროვებს და winning product-იც ექნება ყოველდღიური სტაბილური გაყიდვებით, მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გადავიდეს ბრენდინგზე და დიდ ინვესტიციაზე..

p.s ზოგადად მე გლობალი მირჩევნია ლოკალს, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა მიუდგე ისე, რომ უფრო მარტივია/სწრაფია და ა.შ..

ქართულ აუდიტორიას რაც შეეხება, ინფლუენსერ მარკეტინგს უნდა ჰქონდეს საქართველოში დღესდღეობით ერთ-ერთი ყველაზე დიდი ძალა ონლაინში.. ინსტაგრამ ინფლუენსერებს დაუკავშირდი.. იუთუბერებს დაუკავშირდი და შესთავაზე ან ეფილიეიტ სისტემით თანამშრომლობა ან ფიქსირებულ სარეკლამო ბიუჯეტზე შეთანხმდით... ეფილიეიტი ჯობია შენთვის ყველა ვარიანტში, იმასაც მეტი მოტივაცია ექნება რომ რაც უფრო მეტს გაყიდის მით მეტს იშოვის და შენც წინასწარ რამდენიმე ასეული თუ ათასეული ლარის გადახდა არ მოგიწევს.. მინუსი ის აქვს ეფილიეიტს რომ წარმატების შემთხვევაში ბევრად მეტი გამოგივა გადახდილი ინფლუენსერისთვის ვიდრე ფიქსირებულის შემთხვევაში გადაუხდიდი...

Posted by: diversified 15 Aug 2020, 16:47
QUOTE (spichuka @ 15 Aug 2020, 15:36 )
diversified
ყველგან არის ეგეთი კლიენტურა, არამარტო საქართველოში
გლობალი ბევრად უფრო მეტ ენერგიას და ნერვებს მოითხოვს
გლობალი ბევრად უფრო მეტ ფინანსებს მოითხოვს
გლობალი ბევრად მეტ რისკებთანაა დაკავშირებული
გლობალი ბევრად მეტ ცოდნას და გამოცდილებას მოითხოვს
დიდი კაპიტალი და ბრენდინგი დამწყებისთვის ყველაზე არასწორი რჩევაა.. სჯობს საშუალო კაპიტალით და სტანდარტული დროპშიპინგით დაიწყოს დამწყებმა და გამოცდილებას რომ დააგროვებს და winning product-იც ექნება ყოველდღიური სტაბილური გაყიდვებით, მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გადავიდეს ბრენდინგზე და დიდ ინვესტიციაზე..

p.s ზოგადად მე გლობალი მირჩევნია ლოკალს, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა მიუდგე ისე, რომ უფრო მარტივია/სწრაფია და ა.შ..

ქართულ აუდიტორიას რაც შეეხება, ინფლუენსერ მარკეტინგს უნდა ჰქონდეს საქართველოში დღესდღეობით ერთ-ერთი ყველაზე დიდი ძალა ონლაინში.. ინსტაგრამ ინფლუენსერებს დაუკავშირდი.. იუთუბერებს დაუკავშირდი და შესთავაზე ან ეფილიეიტ სისტემით თანამშრომლობა ან ფიქსირებულ სარეკლამო ბიუჯეტზე შეთანხმდით... ეფილიეიტი ჯობია შენთვის ყველა ვარიანტში, იმასაც მეტი მოტივაცია ექნება რომ რაც უფრო მეტს გაყიდის მით მეტს იშოვის და შენც წინასწარ რამდენიმე ასეული თუ ათასეული ლარის გადახდა არ მოგიწევს.. მინუსი ის აქვს ეფილიეიტს რომ წარმატების შემთხვევაში ბევრად მეტი გამოგივა გადახდილი ინფლუენსერისთვის ვიდრე ფიქსირებულის შემთხვევაში გადაუხდიდი...

დამწყები არ ვარ გლობალზე ძალიან დიდი გამოცდილება მაქვს smile.gif უბრალოდ ჩვენს ლოკალურ ბაზარს არ ვიცნობ და ცოტა გამიჭირდა ამ ხალხე მორგება smile.gif

მაგაში გეთანხმები ინფლუენსერებს დავუკავშირდი უბრალოდ ჯერ ბრენდინგი მაქვს გეგმაში და მერე მინდა მსგავსი პიარი გამოვიყენო

ისე საქართველოში რომელი ბრენდია მსგავსად შექმნილი რომელიც ჩვენი ქვეყნის გარეთ არ არსებობს ?
* * *
ისე მაგრად გაასწორებდა ერთმანეთს რომ შევხვდეთ დროფშიფინგის გამოცდილების მქონე ხალხი და ერთმანეთს გავუზიაროთ ჩვენი გამოცდილება... იქნებ ერთიანადაც მოგვინდეს რამის გაკეთება გლობალური მასშტაბით

Posted by: აპოლდა 18 Aug 2020, 09:42
diversified


საინტერესო ინიციატივაა, ერთი ონლაინ ჩართვაც შეიძლება, მაინცდამაინც ფიზიკური შეხვედრა თუ არ გამოვიდა

Posted by: diversified 19 Aug 2020, 00:37
QUOTE (აპოლდა @ 18 Aug 2020, 09:42 )
diversified


საინტერესო ინიციატივაა, ერთი ონლაინ ჩართვაც შეიძლება, მაინცდამაინც ფიზიკური შეხვედრა თუ არ გამოვიდა

კი აუცილებლად მთავარია კომუნიკაცია მოხდეს და გინდა ონლაინ იყოს და გინდა პიზიკურად yes.gif

ნურავის შეეშინდება იდეების გაზიარება იმხელა ბაზარია 3 მილიონი ქართველიც გავიყობთ gigi.gif

Posted by: bigmaster 19 Aug 2020, 01:13
კონკრეტულად ამაზონზე დროპშიპინგ რაც შეეხება კაპიტალის გარეშე წარმოუდგენელია , ათას დოლარზე მეტი მაქვს დაგროვილი ვერ გამომაქვს ჯერ ერთი თვეა დავიწყე უბრალოდ ყინავენ ფულს გარკვეული დრო სანამ ჩაუვათ, კაპიტალის გარეშე გამორიცხულია აქაუნთის გაკეთებაც ძაან რთულია თუმცა მე FBA ვაკეთEბდი შარშან და მანდედან მაქვს აქაუნთი და ეხლა საკაიფოდ მიდის ყველაფერი ჩემი მეთოდით ჯერჯერობით

აპოლდა
საღოლ ძმაო რასაც შენ აკეთEბ გგულშემატკივრობ 2kiss.gif

Posted by: Brdzenkaci 19 Aug 2020, 14:56
მეგობრებო, მოკლედ ძააან ცუდ ამბავში აღმოვჩნდი რა. ცოლი მოვიყვანე და დამემთხვა კორონა, სამსახური დავკარგე და დავრჩი გაღიმებული, აგარაკი ავიშენე და სესხის აღემა მოგვიწია ოჯახს დასამთავრებლად მოკლედ ძააან *რაკში გავიჩითე არსაიდან უცებ))
ხოდა ამ თემაზ წავაწყდი და რაღაც მეიმედებასავით და ნაღდად მაინტერესებს რომ დავიწყო და ვიჩალიჩო, უბრალოდ არ ვიცი რამდენად გამოდის, წარმატებულია თუ არა, რა გამოცდილება გაქვთ ღირს ამ საკითხზე სერიოზული დაფიქრება და საქმის წამოწყება თუ რამე სხვა ვიფიქრო?...

Posted by: iase 19 Aug 2020, 15:58
QUOTE (აპოლდა @ 27 May 2020, 16:08 )
მოგესლამებით,

პირველ რიგში ბოდიშს მოვიხდი, თემა ონლაინ კომერციას ეხება, თუმცა შევეცდები ჩვენს განყოფილებაში წარმოვაჩინო offline ბიზნესის კუთხით. ამიტომ, თავს უფლებას მვცემ, აქც გაიხსნას თემა.

ჩვენს განყოფილებაშიც არაერთმა დასვა კითხვა დროპშიფინგზე. ამ თემის გარშემო საიტიც შევქმენი და რავიცი, იქნებ უფრო გამოაცოცხლოს ჩვენთვის ეს საყვარელი განყოფილება ამ საინტერესო თემამ. მე თავად ვაკეთებ დროპს წლებია და ამიტომ უფრო აქტიურად ვუპასუხებ თქვენს კითხვებს.

ეხლა კი საქმეს დავუბრუნდეთ და გავცეთ მთავარ კითხვას პასუხი: რა არის დროპშიფინგი ?

Dropshipping – ქართულად დროპშიფინგი ეს არის 2 ბაზრის შეერთება !

თქვენ პოულობთ პროდუქციას იქ, სადაც იაფია და ყიდით იქ, სადაც იგივე პროდუქტი უფრო ძვირად ფასობს ! ეს ყოველივე ხდება რათქმაუნდა ონლაინ რეჟიმში.
ეს ყოველივე რომ უფრო სიღრმისეულად გავიდოთ, მოგიყვანთ რელურ მაგალითს:

თქვენ მოძებნეთ გარკვეული პროდუქტი ალიექსპრესზე 1 დოლარად, ხოლო იბეიზე იგივე პროდუქტი 6-7 დოლარი ღირს ! თქვენ შეგიძლიათ განათავსოთ იბეიზე პროდუქტი ისე, რომ საერთოდ არ გქონდეთ ეს პროდუქტი თქვენ ! ანუ, დროპშიფინგი ეს არის ონლაინ კომერციის ის სახეობა, როდესაც თქვენ ყიდით სხვის პროდუქტს ! ანუ ყიდით ისე, რომ არანაირი მარაგი არ გაგაჩნიათ ამ პროდუქტის !

ამ საქმიანობის დაწყება ნულოვანი სასტარტო კაპიტალით არის შესაძლებელი !

დროპშიფინგი ისეალური საშუალებაა, ონლაინ კომერციის დასაწყებად ! თუკი არ გაქვთ საკმარისი სასტარტო კაპიტალი და გსურთ გამოიმუშავოთ უნარები პროდუქტის ონლაინ გაყიდვის პროცესში, მაშინ დროპშიფინგი თქვენთვისაა !

თუმცა დაიმახსოვრეთ, რომ ეს სუალაც არ არის მარტივი პროცესი, ისეთი, როგორსაც ინტერნეტში ზოგიერტები აღწერენ, პირიქით, ეს არის საკმაოდ შრომატევადი და ამასთანავე ძლიან საინტერესო გზა, რათა შეძლოთ ონლაინ კომერცით თანხის გამომუშავება. ეს არის რეალური საშუალება, აკეთოთ ფული ონლაინ, ანუ კომპიუტერის საშუალებით ! თუმცა თქვენ ბევრი სწავლა და კიდევ უფრო მეტი მუშობა დაგჭირდებათ !

დროპშიფინგი შეგიძლიათ აკეთოთ უკვე შემდგარ საიტებზე, რომლებსაც ყავთ საკუთარი ტრაფიკი (მაგალითად ამაზონი იბეი, ეთსი, ვოლმარტი), თუმცა, ყველაზე ,,მაღალ დონედ”, მომგებიან და უსაფრთხო გზად მიიღჩევა დროპშიფინგის კეთება საკუთარი საიტის საშუალებით. მაგალითი ჩვენს სურათზეა ნაჩვენები !

გაითავლისწინეთ, რომ მსოფლიო იცვლება, ტექნოლოგიები ვითარდება, ყიდვა-გაყიდვა ონლაინ სფეროში ინაცვლებს, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ თქვენ საწყის ეტაპზევე დაიწყოთ უნარების გამომუშვება ამ მიმართულებით !


ესეც ქართულენოვანი საიტი: www.dropshipping.ge



http://dropshipping.ge

თხოვნა მექნება, განვიხილოთ offline /online დროპშიფინგი, რათა ელექტრონული კომერციის თემა არ გამოგვივიდეს, არამედ გამოვიდეს უფრო გლობალური, მოიცავდეს ტრადიციულ ბიზნესსაც.


პ.ს. მე თავად ვაკეთებ დროშიფინგის წლებია, ასე რომ, სიამოვნებით გაგიზიარებთ ჩემს მოკრძალებულ გამოცდილებას.

საწყისი კაპიტალი რამდენი გჭირდება?.

Posted by: აპოლდა 24 Aug 2020, 23:14
bigmaster


დიდი მადლობა, ჩემთვის ეს დიდი მოტივაციაა 2kiss.gif 2kiss.gif

Brdzenkaci
iase


შეკითხვა მემგონი გავს გარკლვეულწილად ერთმანეთს და შევეცდები გავაერთიანო ჩემი აზრი ამასთან დაკავშირებით - საქმე რეალურია, ოღონდ საკმაოდ რთული. 90 პროცენტი, რაც ,,ზემოთ" ჩანს ,,უფულოდ ფულის კეთება" არარეალურია. შეიძლება ნულოვანი კაპიტალითაც, თუმცა მაშინ დრო უნდა ჩადოთ თქვენი საკუთარი საკმმაოდ ბევრი, ასევე გარკვეული უნარები და ცოდნა უნდა გააჩNდეს ადამიანს ელექტრონული კომერციის მიმართულებით.

ალბათ მთავარი ამ საქმეში არის შემდეგი: ნუ იფიქრებთ, რომ 1 ან 2 დღეში ან თუნდაც 1 თვეში მოვა უცებ შედეგი. ბევრი ექაუნთების გახსნა, ჩალიჩი და ნერვების გლეჯა ჭირდება - თუმცა შედეგიც მოდის და მთელი იკომერსი ძAლიან აქტიურად მოდის თავისი შესაძელებლობებით. მე ვიტყოდი, რომ დიდი წვალება უნდა, თუმცა ნამდვილად ღირს. არამრტო ღირს, რასაც ვუყურებ მსოფლიო ეკონომიკას, იკომერსი უალტერნატივოა, ასე რომ სასწრაფოდ უნდა ჩაერთოს ადამიანი ამ ყველაფერში.

Posted by: Brdzenkaci 25 Aug 2020, 01:20
აპოლდა
დიდი მადლობა რჩევისთვის <3
როგორ მირჩევთ ჩართვას, რით დავიწყო ან სად ვისწავლო? რაღაც სკილები მაქვს ანალიტიკური აზროვნებაც და ინგლისურის დონეც შესაბამისი.

Posted by: აპოლდა 25 Aug 2020, 10:48
Brdzenkaci

http://dropshipping.ge ეს ქართული საიტია, ჩემი აწყობილი. ვერ გეტყვი რომ მომწონს, ან აქედან ბვრს რამეს გაიგებს კაცი biggrin.gif მაგრამ მაინც ქართულ ენაზეა და შედარებით ენთუზიაზმით დაწერილი, გირჩევ გადახედო. შემდგომ უკვე მიმართულება აირჩიე: ამაზონზე გინდა, იბეიზე, ეთსიზე თუ შენი საკუთაირი საიტით დროპშიფინგი. მე საკუთარ საიტს გირჩევ, რთულია, მაგრამ ყველაზე სტაბილური და დიდი ცოდნის მომცემი ჩემი პატარა გამოცდილებით.
ძალიან მინდა განვაახლო ლექციები და აუცილებლად გავაკეთებ ონლაინ ჩართვებს, შევეცდები უფრო აქტიურად ვისაუბრო ამ თემაზე, რავიცი, იქნებ საინტერესო იყოს დამწყებთათვის...

Posted by: ტყისმეფე 25 Aug 2020, 17:12
აპოლდა
ვიღაც ჩინელმა თუ სხვა პროდუქტზე დადო ინფორმაცია და ყიდვის მერე სხვა პროდუქტი გამოაგზავნა და შენც აქედან გამომდინარე დროფშიფინგით გაუგზავნე სხვა პროდუქტი ამისათვის შენ ხომ გსჯის იბაი ექაუნთის დაბლოკვით? ხოდა იმ ვიღაც ჩინელს ვთქვათ ამაზონზე ან ალიექსპრესზე ექაუნთი არ ებლოკება მასეთ დროს როცა სხვა სურათი უდევს და სხვა პროდუქტს როცა ყიდის? შენც შეგიძლია იგივენაირად ინფორმაცია მიაწოდო და დააბლოკინო მისი ექაუნთი იგივე მიზეზით რის გამოც შენი იბლოკება?

Posted by: აპოლდა 26 Aug 2020, 10:36
ტყისმეფე


არულიად მართალი ხართ. ეგ რიკი ყოველთვის არის დროპშიფინგში - ყიდულობთ ერთს, კლიენტი იღებს მეორეს (სხვა ხარისხის, სხვა ფერის პროდუქციას). მაგის საწინააღმდეგდ, უნდა აარჩიოთ ისეთI მომწოდებელი, რომელი დიდი ხანი მუშAობს ბაზარზე და გაქვთ გარკვეული საქმიანი ურთიერთობა. მსგავსი გაუგებრობები როგორც წესი თავიდან ხდება, მერე შედარებით ნაკლებად.

Posted by: diversified 29 Aug 2020, 09:05
მოკლედ გასაყიდად ჩამოვიტანე რაოდენობაში 20 ცალი ნივთი და შემოსავლების სამსახურმა დაათვალიერა ანუ გახსნა ამანათი და ყველა ყუთი გახსნეს შეამოწმეს რა იდო ინსტრუქციები ამოყარეს და მერე ეგრევე ჩატენეს დამიკუჭეს შეფუთვა რაც ნივთს გარშემო ჰქონდა ზოგს საერთოდ აღარ უკეთია და ეს მიღებულია ?
სანაგვე....

Posted by: აპოლდა 29 Aug 2020, 09:32
diversified
ტერმინალ გადის ტვირთი როდესაც შემოდის. გირჩევ ეგ ადგილზე გაასაჩივრო, გადამზიდკომპანიასთან უშუალოდ. შენს წინაშე გადამზიდი კომპანიაა პასუხისმგ33ლი.გადამზიდის წინაშე შემოსავლების სამსახური. როგოც წესი გადსმზიდი შემოსავლბის სამსახურს ტენის, პასუხისმგლობას, მაგრამ ეგრე არაა.
ადრე, მე რომ ვმუშაობდი, გადამზიდი კომაპნიის წარმომადგენლი ხსნიდა ტერმინალზე ნივთს შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლის მოთხოვნით და ისვე ფუთავდა უკან. ეხლა ზუსტად არ ვიცი, კარგა ხანია ტერმინალზე აღარ ვმუშაობ ქართულზე, ეხლა ამერიკაში ვასაწყობებ ნივთებს. იქაურ ტერმინალს არ ვუჩივი

Posted by: diversified 29 Aug 2020, 13:49
QUOTE (აპოლდა @ 29 Aug 2020, 09:32 )
diversified
ტერმინალ გადის ტვირთი როდესაც შემოდის. გირჩევ ეგ ადგილზე გაასაჩივრო, გადამზიდკომპანიასთან უშუალოდ. შენს წინაშე გადამზიდი კომპანიაა პასუხისმგ33ლი.გადამზიდის წინაშე შემოსავლების სამსახური. როგოც წესი გადსმზიდი შემოსავლბის სამსახურს ტენის, პასუხისმგლობას, მაგრამ ეგრე არაა.
ადრე, მე რომ ვმუშაობდი, გადამზიდი კომაპნიის წარმომადგენლი ხსნიდა ტერმინალზე ნივთს შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლის მოთხოვნით და ისვე ფუთავდა უკან. ეხლა ზუსტად არ ვიცი, კარგა ხანია ტერმინალზე აღარ ვმუშაობ ქართულზე, ეხლა ამერიკაში ვასაწყობებ ნივთებს. იქაურ ტერმინალს არ ვუჩივი

შენ გლობალზე ხარ და იქ ხარისხიც სხვაა მომსახურების ....
ისე რომელ კომპანიას იყენებ აი მაგალითად ჩინეთიდან რომ ჩავიტანო ამერიკაში და დაალაგონ საწყობში და ვინმე ჩემს გლობალ საიტზე რომ შეიძენს ნივთს ამ კომპანიამ რომ გაუგზავნოს საწყობიდან ნივთი მყიდველს ?

Posted by: niangiko 30 Aug 2020, 13:21
აპოლდა

კარგი თემაა წარმატებები მაგრამ მემგონი ჯობია ამაზონით დროპშიპინგზე გაიხსნას ცალკე თემა, ეხლა როგორც ვატყობ ტრენდში უფრო ამაზონზე მუშაობაა ვიდრე იბეიზე ან თუნდაც საკუთარი საიტით გაყიდვა

Posted by: diversified 30 Aug 2020, 14:13
QUOTE (niangiko @ 30 Aug 2020, 13:21 )
აპოლდა

კარგი თემაა წარმატებები მაგრამ მემგონი ჯობია ამაზონით დროპშიპინგზე გაიხსნას ცალკე თემა, ეხლა როგორც ვატყობ ტრენდში უფრო ამაზონზე მუშაობაა ვიდრე იბეიზე ან თუნდაც საკუთარი საიტით გაყიდვა

რას ლაპარაკობ givi.gif ამაზონზე აკეთებს ვინმე საერთოდ დროფშიფინგს ? givi.gif

FBA ზე თუ საუბრობთ მაგას ალბათ მართლა ცალკე თემა სჭირდება იმდენი დეტალია

Posted by: niangiko 30 Aug 2020, 14:29
QUOTE (diversified @ 30 Aug 2020, 14:13 )
FBA ზე თუ საუბრობთ მაგას ალბათ მართლა ცალკე თემა სჭირდება იმდენი დეტალია

დროპშიპინგი ზოგადად ქვია საქმიანობას როცა ნივთს ფიზიკურად არ ეხები და ელექტრონულად აგზავნი ისე კი არბიტრაჟია ეგ ფბა-ზე გაგზავნა და მერე იქიდან გაყიდვა, მე სხვა რამეს ვამბობ ,ცალკე თემა ჯობია ყოველ საქმიანობას ქონდეს თქო, სულ ესაა

Posted by: diversified 30 Aug 2020, 19:03
QUOTE (niangiko @ 30 Aug 2020, 14:29 )
QUOTE (diversified @ 30 Aug 2020, 14:13 )
FBA ზე თუ საუბრობთ მაგას ალბათ მართლა ცალკე თემა სჭირდება იმდენი დეტალია

დროპშიპინგი ზოგადად ქვია საქმიანობას როცა ნივთს ფიზიკურად არ ეხები და ელექტრონულად აგზავნი ისე კი არბიტრაჟია ეგ ფბა-ზე გაგზავნა და მერე იქიდან გაყიდვა, მე სხვა რამეს ვამბობ ,ცალკე თემა ჯობია ყოველ საქმიანობას ქონდეს თქო, სულ ესაა

მერე ამაზონზე დროფშიფინგი თუ გაინტერესებს კონკრეტულად და არა ფბა მაშინ ამ თემითაც უნდა დაკმაყოფილდე smile.gif რადგან თემა ეხება დროფშიფინგს და არ აქვს მნიშვნელობა აბა მასე ამაზონის იბეის ეთსის და ბენგგუდის ხალხი ყველა ცალკე თემებს ხოარ გავიხსნით ისედაც თითზე ჩამოსათვლელად ვართ smile.gif

Posted by: niangiko 30 Aug 2020, 21:10
diversified

როგორ არ არის ებაის დროპშიპინგის თემა არის ცალკე, ეგრევე სასურველია იყოს ამაზონის დროპშიპინგზე, ფბა არის მოდელი, პროდუქტის სორსინგი კი როცა ხდება მომწოდებლისგან ან რეტაილ პლატფორმიდან მაგას ქვია დროპშიპინგი, რა მნიშვნელობაა აქვს ფბა მოდელით კეთდება, პრიავით ლეიბლით თუ არბიტრაჟით, ერთი სიტყვით მე ჩემი აზრი ვთქვი და იქ როგორც გნებავთ ისე გააკეთეთ

Posted by: აპოლდა 31 Aug 2020, 17:07
diversified


გადამზიდები უამრავია, წონაზეა დამოკიდებული. ერთი მათგანის აქ დაწერას მემგონი არ აქვს დიდად აზრი. ზოგადად ჩინეთიდან ამერიკაში აგზავნა ჰაერIთ საშუალოდ 4.5 დოლარის ფარგლებშია (3.5 - 5.5). გემით 0.5 დოლარიდან 2 დოლარამდე კილოგრამი. მთლიან კონტეინერზე ეს ციფრები კატასტროფულად შემცირდება.

niangiko


ამაზონზე ძნელია ძალიან დროპი, ამაზონ პრაივიტ ლებელინგი მუშAობს, ბოლო დროს იმასაც მაგრად უჭირს. ამაზონზე დროპთან შედარებით იბეი გაცილებით, შეუდარებლად მარტივია.

მე თU მკითხავთ, საკუთარ საიტს არ ჯობია არაფერი, თუმცა რათქმაუნდა ყველაფერი ძალიან, ძალიან ინდივიდუალურია.

Posted by: GeoDevil 31 Aug 2020, 18:30
გამარჯობა, როგორ ვიპოვო ევროპული მწარმოებლები? რაიმე საერთო ბაზა არ არის? აი როგორც ალიბაბაა. პროდუქტით რო დავძებნო და მერე დავუკავშირდე მწარმოებელს

Posted by: bigmaster 31 Aug 2020, 19:06
აპოლდა
QUOTE

გადამზიდები უამრავია, წონაზეა დამოკიდებული. ერთი მათგანის აქ დაწერას მემგონი არ აქვს დიდად აზრი. ზოგადად ჩინეთიდან ამერიკაში აგზავნა ჰაერIთ საშუალოდ 4.5 დოლარის ფარგლებშია (3.5 - 5.5). გემით 0.5 დოლარიდან 2 დოლარამდე კილოგრამი. მთლიან კონტეინერზე ეს ციფრები კატასტროფულად შემცირდება.

საქართველოდან რა ფასებია ხოარ იცი დახლოებით

ტყუილად უყურებთ ეჭVის თვალით საქართველოდან ამერიკაში ნივთების გაგზავნას yes.gif ამ თვეშI გავყიდე იმენა საქართველოდან 30 ნივთამდე ჩვეულებრივ ყიდულობს ხალხი ბევრი არ უყურებს შიპინგის დროს, მთავარია რას ყიდი
* * *
ბიჭO აი რაღაც რკინა როა და ზედ კრანი აქვს ეგ რატო ვერ უნდა გააკეთებინო აქ ძაან იაფად :დ რაღაც ბრენდის ნივთი როა იმენა მაგრად დარანკული ამაზონზე ეგეთს შენ გაგზავნი საქართველოდან ვითომ მაგ ბრენდის არი რა პრობლემაა? რკინაა ეგ დედა აფეთქებული

Posted by: აპოლდა 31 Aug 2020, 20:59
bigmaster


აუ მადლობა ამ პოსტისთვის bis.gif ათასობით) პროდუქტი გამიყიდია საქართველოდან უპრობლემოდ და თან მოგების არც თუ ისე მცირე მარჟით ამაზონზეც, იბეიზეც და ეთსიზეც, ასევე საკუთარი საიტებით. ჯერ კიდევ მაშინ, ფოსტის გარდა არანაირი ალტერნატივა რომ არ იყო და ეხლა უკვე გაცილებით ბევრი შესაძლებლობაა. ამერიკაში ბოქსეტით ვაგზავნი. ვთხოვე, რომ შემოსულიყვნენ საქართველოში, თან ჩემი ფბ ჯგუფი ეთსიზე, სადაც თითქმის 1000 ჰენდმეიდერია, ,,შევაშველე". კლიენტთა უმეტესობა გადავიდა და გამოიყენა მათი სერვიის. თან ძალიან კმაყოფილები არიან. ბოქსეტის დამფუძნებლებიც ჯგუფში არაინ გაწევრიანებული და თუ რაიმე პრობლემაა, მარტივად დგება კომუნიკაცია. ფასები შედაებით ნორმალური აქვთ, 250 გრამიან ნივთზე 10 დოალრიდან იწყება. კილოგრამიანზე სადღაც 20 დოლარამდე ვანგარიშობ ხოლმე.
ევროპაზე ბევრი ალტერნატივაა. თუ დაგჭირდება, პმ-ში მოგწერ.
* * *
bigmaster

ჩვენთან კიდევ ერთმა თქვა, რომ ,, გადაზიდვები ძვირია და საქართველოდან არაფერს აზრი არ აქვს". აიტაცა თითქმის ყველამ. არადა რეალობას საერთოდ არ შეესაბამება. იბეიზე ერთი ქართული საქარო პირადად მე ავამუშავე. დახურვის პირად იყვნენ მისული, ავუხსენი ექაუნთი, კარგი ოპტიმიზაცია გავუკეთე ლისტინგებს და იმ საწარმომ (ტანსაცმელი სამკერვალო იყო) რამდენიმე თვეში ჩემზე მეტი შემოსავალი დააგენერირა biggrin.gif პეიპალმა ვერიფიკაცია მოთხოვა და მე მთხოვეს დახმარება, რომ დავხედე ბრუნვებს, მაგრად გამისწორდა, ჩემზე მეტი ქონდათ გამომუშავებული biggrin.gif

Posted by: bigmaster 31 Aug 2020, 22:26
აპოლდა
საღOლ მაგარი ამბები დაგიტრიალებია ამასობაში ))

QUOTE
250 გრამიან ნივთზე 10 დოალრიდან იწყება. კილოგრამიანზე სადღაც 20 დოლარამდე ვანგარიშობ ხოლმე.
ევროპაზე ბევრი ალტერნატივაა. თუ დაგჭირდება, პმ-ში მოგწერ.

ამდლობა, ნორმალური ფასია სულაც არ არი კატასტროფა ზოგს როგორც გონია


Posted by: niangiko 1 Sep 2020, 08:33
აქედან თუ აგზავნით მაშინ ეგ უკვე სელერი გამოდიხართ რა, რავი ეგ ვარიანტი ძნელი იქნება, იბეიზე მაგალითად ანუ გაიყიდა რამე დაუშვათ, ყოველდღე უნდა ირბინო ფოსტაში რომ სწრაფად ჩაუვიდეს, მერე დაბრუნება მოგთხოვა ვთქვათ, ლეიბლი ხო უნდა უყიდო და გაუგზავნო, ყველას დაურეფანდებ ექაუნთი გაგიფუჭდება, პრეპ სერვისი რომ გამოიყენო ვთქვათ ძალიან გიძვირებს ხარჯებს, რა უნდა მონახო ისეთი რომ გაყიდვადი იყოს აქედან და თან მარჟიანი რომ გიღირდეს არ ვიცი. ამაზონზე როგორ აგვარებთ ამ პრობლემებს ?

Posted by: აპოლდა 1 Sep 2020, 14:21
bigmaster


ხო რაა, ძალიან ვცდილობ ჩემი პატარა ძალებით, რომ ელექტრონული კომერცია საქართველოში ამუშავდეს. როგორც მინიმუმ, ის მცირე ცოდნა, რაც დამიგროვდა, გავუზიარო ადამიანს, ვინც დამწყებიადა ეხლა იწყებს ნაბიჯების გადადგმას. ვინც ჩემზე გამოცდილია, იმისგან თავადაც საკმაოდ ბევრს ვსწავლობ chups.gif



niangiko


აქედან რაც გამიგზავნია, არც ერთი არ ყოფილა ჩემი პროდუქტი.ეგ კლასიკური დროპშიფინგია. არ დავრბივარ, ერთიანად ვაგროვებ ამანათებს და კურიერს ვატან ბოქსეტის საწყობში. რათქმაუნდა არის რაღაც პრობლემები, თუმცა როდესაც მოგების მარჟა კარგი გაქვს და იცი თითოეული გაგზავნილი ნივთიდან 50 ლარი გრება მინიმუმ - რატომაც არა.

თავიდან, ცოტა გაყიდვა რომ იყო, ფოსტის კარებთან ვიყავი ატუზული, მაგრამ ნელნელა, გაყიდვები რომ იზრდება, არ გჭიდება ბევრი სრბილი. სირბლი კი არა, ეხლა ხალხს ტურისტების ,,არხი" რომ ჩეკეტა, ვერ ყიდიან საერთოდ პოდუქციას, სახლში მოაქვთ მანქანებით და უთვაავ მადლობას აყოლებენ, შენ გვამუშავებ, თორემ ისე ცუდ დღეში ვართ ჩავარდნილებიო.

რეფანდს რაც შეეხება, ეგ პრობლემაა, თუმცა არ ისე გადაუჭრელი. პირველ რიგში უშუალოდ მყიდველთან შეგიძლია კომუნიკაცია და სიტუაცის ახსნა. სხვათაშორის, თავისებური მიდგომა ჭირდება, თორემ უმეტესობა უპრობლემოდ იგებს ყველაფერს. მაქსიმუმ თანხა გადადის ჰოლდში და 21 დღის შემდეგ გიჯდება ისევ ადგილზე. უკან დაბრუნების პრობლემა კიდევ ადვილად არის მოგვარებადი პრეპ ცენტრის საშუალებით, მაგრამ ეგ ჩემი აზრით მაშინ ჭირდება ადამიანს, როდესაც დიდი ბრუნვა აქვს. საწყის ეტაპზე მე უფრო მარტივად ვუყურებ სისტემას, რავიცი... სიმარტივეში რათქმაუნდა უშრომელობას არ ვგულისხმობ, უბრალოდ პრობელემები დღეისათვის უკვე გადაწყვეტადია ტექნიკურად.

Posted by: niangiko 1 Sep 2020, 15:27
QUOTE
მაქსიმუმ თანხა გადადის ჰოლდში და 21 დღის შემდეგ გიჯდება ისევ ადგილზე.


ამაზონზე ჰოლდზე რატომ ჯდება. ფეიფალი ხომ არაა აქ გადახდის საშუალება, ფეონიიერით არ ხდება ფულის გამოტანა?

QUOTE
უკან დაბრუნების პრობლემა კიდევ ადვილად არის მოგვარებადი პრეპ ცენტრის საშუალებით, მაგრამ ეგ ჩემი აზრით მაშინ ჭირდება ადამიანს, როდესაც დიდი ბრუნვა აქვს.

და მცირე ბრუნვა თუ არის პრეპ ცენტრის გარეშე გამოვა რამე ახალი ექაუნთით ხო დახურავს სხვადასხვა მისამართებიდან თუ დაიდროპა საქონელი თუ აქედან გაგზავნის ვარიანტს გულისხმობ?

Posted by: diversified 1 Sep 2020, 16:09
საკუთარი საიტი და პრაივეიტ ლებლინგი ცოტა მეტ კაპიტალს მოითხოვს თორემ ყველაზე გამართლებული და მაგარი ვარიანტია...

ლევან მირჩიე რომელი კომპანია გამოვიყენო ჩინეთიდან ამერიკაში გადასაგზავნად საკუთარ საწყობში რომ შეინახონ და შემდეგ მყიდველებს თვითOნ გაუგზავნონ

Posted by: აპოლდა 2 Sep 2020, 12:01
niangiko

არა, ფეიფალის აქვს 21 დღე, ამაზონს 14 დღე აქვს ფეიონერზე გადასატანად, მართალია. კი, მართალი ხარ, მე გირჩევ, რომ აქაური პროდუქცია მონახო, სურათი გადაუღო და განათავსო, რომ გაიყიდება - შემდგომ უგზავნი მყიდველს. რვიცი, მე ამ სქემით დავიწყე. მთავარია კარგი პროდუქტი მოიძიო. გირჩევმ ჯერ იბეიზე ნახო კარგი ვარიანტები და შემდეგ ის პროდუქტები აქ იაფად დაამზადებინო. ჩემს შემთხვევაში ყველაზე კარგად მაგან იმუშავა. ჩვენს შორის დარჩეს და ცოტათი ბრენდის გაყალბებაც მოსულა, ოღონდ ცოტათი biggrin.gif

diversified


წონაზეა საკმაოდ დამოკიდებული. ერთერთ მათაგნს პირადში მოგწერ ალბათ აჯობებს.

Posted by: Desmond Miles 2 Sep 2020, 12:14
ამ თემაში წაკითხული პოსტების გარდა, სხვა ინფორმაცია არ მაქვს ამ სფეროს შესახებ და მაინც, რა კარგად ჟღერს..
QUOTE
რომელი კომპანია გამოვიყენო ჩინეთიდან ამერიკაში გადასაგზავნად საკუთარ საწყობში რომ შეინახონ და შემდეგ მყიდველებს თვითOნ გაუგზავნონ


საქართველოში თუ გვაქვს ასეთი სისტემა?
ცნობისთვის ვკითხულობ..

რომ დაფიქრდე, რა მაგარი რამეა..
ვიღაცას შენი ნივთი მიაქვს, მოაქვს, სხვას უგზავნის და ა.შ..

წარმატებები მეგობრებო.. თემას აქტიურად ვკითხულობ და ერთ დღესაც თუ გადავწყვიტე, შემოგიერთდებით..

Posted by: niangiko 2 Sep 2020, 13:06
აპოლდა

არის რამე ამაზონის ქართველი სელერების ბაზა რომ ინახოს რას ყიდიან აქედან ანუ? მე იბეიდან ვდროპავ რა საკმაო ხანი უკვე მანდ არა იყო ეგეთი ჩახლართული სქემები საჭირო რა, ბოლო ხანებში გაფლაგეს უბრალოდ ექაუნთები დროპერების და ეხლა 1-2 თუ ყიდის ძველებურად აქედან. მაგიტომ მაინტერესებს ამაზონი რა ეხლა უფრო, თან ელექტრონული დროპი უფრო ვიდრე აქაურ გამყიდველებთან და ფოსტასთან საქმის დაჭერა რავი, მადლობა გამოხმაურებისთვის

Posted by: diversified 2 Sep 2020, 17:02
QUOTE (Desmond Miles @ 2 Sep 2020, 12:14 )
ამ თემაში წაკითხული პოსტების გარდა, სხვა ინფორმაცია არ მაქვს ამ სფეროს შესახებ და მაინც, რა კარგად ჟღერს..
QUOTE
რომელი კომპანია გამოვიყენო ჩინეთიდან ამერიკაში გადასაგზავნად საკუთარ საწყობში რომ შეინახონ და შემდეგ მყიდველებს თვითOნ გაუგზავნონ


საქართველოში თუ გვაქვს ასეთი სისტემა?
ცნობისთვის ვკითხულობ..

რომ დაფიქრდე, რა მაგარი რამეა..
ვიღაცას შენი ნივთი მიაქვს, მოაქვს, სხვას უგზავნის და ა.შ..

წარმატებები მეგობრებო.. თემას აქტიურად ვკითხულობ და ერთ დღესაც თუ გადავწყვიტე, შემოგიერთდებით..

საქართველოში ჩემით ვაკეთებ lol.gif

Posted by: ბუდარია 2 Sep 2020, 19:02
ჩემს საიტზე მიდევს ხელით შესრულებული ნამუშევრები, ვიღაცა გოგო აკეთებს, ფეისბუქიდან მაქვს წამოღებული.

მგონია რომ შეიძლება ასეთი რაღაცეების კაი ფასად გაყიდვა უცხოეთში, საწარმოს აწყობაც შეიძლება პერსპექტივაში.

ნახეთ აბა, როგორი ნამუშევრებია:
https://www.hipermarket.ge/Market/UserAllProducts/?mobile=555575799&Pageindex=0
user posted image
user posted image
user posted image
user posted image
user posted image

Posted by: აპოლდა 2 Sep 2020, 19:13
Desmond Miles


Aრის საქართველოშI მსგავსი სისტემა, დამირეკეს ერთხელ, მაგრამ ფასები არ მომეწონა. რავიცი, საქართველოდან თავადაც შეგიძლია მემგონი ააწყო... დიდი სიამოვნებით, შემოგვიერთდი 2kiss.gif

niangiko

აუ ამაზონი დროპსითვის ძალიან ტვინის ბურღვაა, რავიცი biggrin.gif


ბუდარია


კაი ნამუშევრებია, ეთსიზე გირჩევ განთავსებას.

Posted by: ireallydonwtknow 3 Sep 2020, 00:57
ბუდარია
საქართველოშია ეს გაკეთებული?

Posted by: niangiko 3 Sep 2020, 14:08
QUOTE (აპოლდა @ 2 Sep 2020, 19:13 )
აუ ამაზონი დროპსითვის ძალიან ტვინის ბურღვაა, რავიცი biggrin.gif



პლატფორმიდან პრეპ ცენტრზე და მერე პრეპ ცენტრიდან ფბა-ზე რომ გაიგზავნოს საქონელი მაინც არ ღირს ჩალიჩი?

Posted by: აპოლდა 3 Sep 2020, 15:24
niangiko

კი, ეგ თითქმის ჩვეულებრივი ფბა გამოდის. ამ პრეპ ცნტრის იდეას დიდად მე ვერ ვხვდები სიმართლე რომ ვთქვა, მაგრამ ხალხი აქტიურად იყენებს.

Posted by: diversified 12 Sep 2020, 21:28
ჩინეთიდან რომელ გადამზიდს იყენებთ ? ამანათი 7.5$ იღებს ძალიან კმაყოფილი ვარ თუმცა 7.5$ ძალიან მეძვირება არ იცით რამე უფრო იაფი გადამზიდი სახმელეთო ან სარკინიგზოს რომ იყენებდეს ?

Posted by: აპოლდა 13 Sep 2020, 12:33
diversified

ჩვენ ჩინეთიდან ამერიკაში ვაგზავნით. ალბათ ეგ უფრო ონლაინ შოფინგ განყოფილებაში უნდ აიკითხო, იქ არიან საქართველოში ჩAმოტანებით უფრო დაინერესებული

Posted by: Alameda 13 Sep 2020, 13:46
აპოლდა
ჩინეთიდან ამერიკაში როგორ აგზავნი? მცირე მოცულობის ტვირთები მიაქვს ვინმეს?
შეგიძლია დამაკვალიანო აქ ან PM?

Posted by: spichuka 13 Sep 2020, 16:00
Alameda
ძირითადად 2 ვარიანტია დროპშიპერისთვის ჩინეთიდან ამერიკაში პროდუქტის გაგზავნის

ა) პირდაპირ სელერი ანუ გამყიდველი/მწარმოებელი გიგზავნის სასურველ მისამართზე
ბ) პოულობ აგენტს, რომელიც შენთვის მოიძიებს(ან უკვე ექნება საკუთარ საწყობში) შენთვის სასურველ ნივთს ჩინეთში, დაგისვამს შენთვის მისაღებ ფასს და ის გამოგიგზავნის სასურველ მისამართზე..

ბ ვარიანტი უფრო სწრაფი და ხარისხიანია, თუმცა თითქმის ყველა წესიერი აგენტი ითხოვს შეკვეთების სტაბილურობას და მინიმალურ ზღვარს დღეში/კვირაში..

Posted by: Mateo Falcone 13 Sep 2020, 19:42
ამაზონის საწყობში (ფბა თუ რა ჯანდაბაც ჰქვია) რომ გავგზავნო სიტყვაზე 200 ცალი მაისური, ან ჩანთა ან ნებისმიერი რამ... საწყობი თვითონ აკეთებს ყველაფერს (გაშლა, ეტიკეტები და ა.შ.)?

საერთოდ მოსულა პირდაპირ ჩინეთიდან ამაზონის საწყობში გაგზავნა ნივთების?



ტაქსები?


პ.ს. 4-5K მინდა ჩავატრიალო და ხიოლპ sad.gif

არსებობს ისეთი საწყობი, რომელიც ფბა-ზე იაფი დაჯდება და პლუს მოხერხებულიც იქნება?



დროპშიპინგი არაა, მარა მაინც sad.gif

Posted by: აპოლდა 13 Sep 2020, 23:18
Alameda


კი, მიაქვთ, შეგიძლია ალიბაბაზე მოიძიო გადამზიდები.

Mateo Falcone


QUOTE
საერთოდ მოსულა პირდაპირ ჩინეთიდან ამაზონის საწყობში გაგზავნა ნივთების?



მოსულა,ოღონდ პრაივიტ ლებელინგით, ნუ შენი ბრენდის ქვეშ ქმნი და ისე უშვებ შენი ბრენდის ქვეშ პროდუქტებს ამერიკსის აწყობშI.

QUOTE
ტაქსები?


10კ-მდე არაფერი, 10კ-დან 100 კ-მდე საქართველოში ინდ. მეწარმე.

QUOTE
არსებობს ისეთი საწყობი, რომელიც ფბა-ზე იაფი დაჯდება და პლუს მოხერხებულიც იქნება?


კი, მაქვს მე დასაწყობებული ტვირთები.

Posted by: Mateo Falcone 13 Sep 2020, 23:58
აპოლდა
QUOTE
10კ-მდე არაფერი, 10კ-დან 100 კ-მდე საქართველოში ინდ. მეწარმე.

ამერიკულ გადასახადებს ვგულისხმობდი, განბაჟებას მაგალითად ჩინეთიდან აშში რომ შედი სსაქონელი... საქართველო როგორ გახდევინებს თუ საერთოდ არ ეხები საქართველოს?

QUOTE
კი, მაქვს მე დასაწყობებული ტვირთები.

ტრანსპორტირებაც (აშშ ტერიტორიაზე) ეგ საწყობი აკეთებს?


მე ესპანეთში ვარ, აქ მინდოდა, მარა აქ ჩიტიც რომ გადმოფრინდეს გარედან იმას იჭერენ და აბაჟებენ... მომსახურებიან ყველაფრიანად ძალიან ძვირდება ფასი... პლუს გაგზავნა. ფბა ძალიან ძვირი ჯდება, არადა პრაიმზეა ჩაბჟირებული ხალხი (მეც მათ შორის, პრაიმი თუ არაა, არ ვყიდულობ არაფერს... არც ვეძებ ფაქტიურად)

Posted by: bigmaster 14 Sep 2020, 02:57
Mateo Falcone
QUOTE
ფბა ძალიან ძვირი ჯდება,

საწყობები ამერიკაშI ბევრად იაფია

Posted by: აპოლდა 14 Sep 2020, 11:57
Mateo Falcone


არ იხდი 2კ დოლარამე,თუკი ალუმინს არ შეიცავს. ტან გააჩნიე რითი შეგაქვს, გემით თუ ჰაერით და რა საქონელია. ძირითად შემთხვევში არ იხდი, ისე ბევრი პატარა ნიუანსია.
კი, შიდა ტრანსპორტირებასაც საწყობი აკეთებს.

Posted by: diversified 18 Sep 2020, 14:25
ისე გინვენტორის დამტენები ყველას გეცოდინებათ და რას ფიქრობთ რომ იძახიან ქართული დამტენიო შეიძლება ასე ამის ლაპარაკი? ქართული საერთოდ არ არის ეგ დამტენი უბრალოდ ლოგო აქვს დარტყმული ზემოდან ჩინეთში smile.gif

Posted by: black hawk 23 Sep 2020, 00:15
აპოლდა
QUOTE
შემდგომ უკვე მიმართულება აირჩიე: ამაზონზე გინდა, იბეიზე, ეთსიზე თუ შენი საკუთაირი საიტით დროპშიფინგი. მე საკუთარ საიტს გირჩევ, რთულია, მაგრამ ყველაზე სტაბილური და დიდი ცოდნის მომცემი ჩემი პატარა გამოცდილებით.


საკუთარი საიტი როგორ უნდა შევიძინოთ? ამაზე რა რჩევას მომცემთ?
ცოტა მიამიტური შეკითხვა მაქვს მაგრამ მაპატიეთ ჯერჯერობით არაფერი გამეგება იკომერსზე და დროფშიპინგზე smile.gif

Posted by: spichuka 23 Sep 2020, 12:03
diversified
აბა ამერიკელები სხვა რამეს შვებიან გგონია ? ან ამაზონზე რაც იყიდება 70% მინიმუმ ჩინეთში ლოგო დარტყმული პროდუქტია smile.gif)

black hawk
თუ შეძენა გნებავთ flippa-ზეც იყიდება საიტები და შოპიფაისაც აქვს საიტების მარკეტი https://exchangemarketplace.com/

თუ საკუთარი საიტის გაკეთებას გულისხმობდით ეგ სხვა საკითხია

Posted by: black hawk 23 Sep 2020, 14:25
spichuka
QUOTE
თუ შეძენა გნებავთ flippa-ზეც იყიდება საიტები და შოპიფაისაც აქვს საიტების მარკეტი https://exchangemarketplace.com/


გასაგებია, მადლობა

QUOTE
თუ საკუთარი საიტის გაკეთებას გულისხმობდით ეგ სხვა საკითხია


კი ეგეც ვიგულისხმე, ანუ, უნდა შევუკვეთო ვინმე ვებ დეველოპერს, თუ არის რამე საიტები მარტივად რომ იძლეოდეს საშუალებას შენ თვითონ რომ ააწყო?

Posted by: diversified 23 Sep 2020, 15:34
QUOTE (spichuka @ 23 Sep 2020, 12:03 )
diversified
აბა ამერიკელები სხვა რამეს შვებიან გგონია ? ან ამაზონზე რაც იყიდება 70% მინიმუმ ჩინეთში ლოგო დარტყმული პროდუქტია smile.gif)

black hawk
თუ შეძენა გნებავთ flippa-ზეც იყიდება საიტები და შოპიფაისაც აქვს საიტების მარკეტი https://exchangemarketplace.com/

თუ საკუთარი საიტის გაკეთებას გულისხმობდით ეგ სხვა საკითხია

ამაზონზე რაც ხდება ვიცი პრაივეიტ ლებილინგი ძალიან კარგად მესმის უბრალოდ როცა აიპლიუსმაც მსგავსი რამ გააკეთა ამათმა დაიწყეს რომ აიპლიუსმა ჩვენი დამტენები დააპატენტაო და ძალიან იბრალებენ რო ლოგო დარტყმული მათი წარმოებაა yes.gif facepalm.gif

Posted by: wox1997 23 Sep 2020, 18:26

Posted by: spichuka 23 Sep 2020, 18:54
black hawk
კი, არსებობს ონლაინში ბევრი თული და პლატფორმა სადაც შეგიძლია მარტივად ააწყო შენი მაღაზია.. მაგალითად shopify, woocommerce, wix და ა.შ..

Posted by: აპოლდა 23 Sep 2020, 19:25
black hawk


აი, ქართულად არის. დიდი ვერაფერი, მაგრამ მინიმალურ ამბავში წესით დაგეხმარება, ჩემი ვიდეოებია smile.gif ეხლა დავამატებ კიდევ : https://www.youtube.com/channel/UCyaLtmVpkNTYCYZ9fU1J23g

Posted by: black hawk 23 Sep 2020, 19:26
spichuka
აპოლდა

მადლობა, გაიხარეთ up.gif
საბსქრაიბიც გავაკეთე არხის.

Georgia 2 Etsy ესეც თქვენი არხია ხო? ამასაც გამოვიწერ და ჩავუჯდები smile.gif

Posted by: აპოლდა 24 Sep 2020, 00:13
black hawk


დიახ, ჩემი გახალვთ smile.gif მოხარული ვიქნები, თუკი თქვენთვის საინტერესო ინფორმაციის გადმოცემას შევძლებ smile.gif

Posted by: wox1997 26 Sep 2020, 02:14
აპოლდა

დროპსერვისზე ამბობენ მომავალი მაგისია უფრო ვიდრე დროპშიფინგისო.
მე არ მჯერა, მაგრამ შენი აზრის მოსმენა საინტერესო იქნებოდა ჩემთვის.

Posted by: აპოლდა 26 Sep 2020, 11:47
wox1997
რათქმაუნდა, ეგ უფრო დიდი ნიშაა. ადე, მთლიანი შიგა პროდუქტი მხოლოდ პროდუქტის ნაკრები იყო, წარმებული ქვეყნის შიგნით. ეხლა სერვისს 70 პროცენტზე მეტი უჭირავს განვითარებულ ქვეყნებში. დროპშიფინგიც ვითარდება სერვისის კუთხით აქტიურად, მოვა დრო და პროდუქტებს გადაასწრებს ჩემი აზრით.

Posted by: დოჩანა 26 Sep 2020, 12:31
ამის დაწყება მინდა და ბევრი სწავლა და მუშაობა მომიწევს მანამდე რეალურად თანხის გამომუშავებას შევძლებ?

ვაპირებ გავეცნო ფორუმზე თემებს.

Posted by: wox1997 26 Sep 2020, 16:59
QUOTE (აპოლდა @ 26 Sep 2020, 11:47 )
wox1997
რათქმაუნდა, ეგ უფრო დიდი ნიშაა. ადე, მთლიანი შიგა პროდუქტი მხოლოდ პროდუქტის ნაკრები იყო, წარმებული ქვეყნის შიგნით. ეხლა სერვისს 70 პროცენტზე მეტი უჭირავს განვითარებულ ქვეყნებში. დროპშიფინგიც ვითარდება სერვისის კუთხით აქტიურად, მოვა დრო და პროდუქტებს გადაასწრებს ჩემი აზრით.

შენ არ აკეთებ დროპსერვის? და თუ არა, რატომ?

Posted by: აპოლდა 26 Sep 2020, 22:36
wox1997


არ ვაკეთებჯერჯერობით, კარგი შესწავლა უნდა ბაზარს. ჯერ პროდუქტებზე ვმუშAობ, მარტივია და დიდი ცოდნა არ უნდა შედარებით პირადად ჩემთვის სერვისთან შედარებით.

Posted by: black hawk 27 Sep 2020, 05:27
ეტსიზე რამდენიმე მაღაზია რომ გააკეთო 1 პეიპალის ანგარიშით შეიძლება?

Posted by: აპოლდა 27 Sep 2020, 11:29
black hawk


შეიძლება, ერთი ბარათიც შეიძ₾ება გამოიყენო. მთავარია მეილი იყოს განსხვავებული

Posted by: diversified 27 Sep 2020, 13:01
დროფსერვისს დროფშიფინგამდე ვაკეთებდი...
სიმართლე გითხრათ ჯერჯერობით მხოლოდ ონლაინ კურსების გასაყიდად უფრო იყენებს ხალხი ამ სისტემას ალბათ ბევრ რეკლამას შეხვედრიხართ სადაც ყველა დროფშიფინგს აკნინებს და დროფსერვისს ანიჭებს უპირატესობას თუმცა მათი მიზანი მხოლოდ კურსების გაყიდვაა და მეტი არაფერი....
თუმცა მომავალში როცა თითქმის ყველაფერი დიჯითალი გახდება და უფრო და უფრო მეტი ადამიანი შესთავაზებს სხვადასხვა სერვისს ონლაინ ალბათ ჩვენი დროც მოვა :დ

Posted by: აპოლდა 30 Sep 2020, 00:05
diversified


შეგიძლია უფრო ვრცლად რომ დაწერო ? ტრაფიკის შესახებ, უფრო რა განსხვავებაა ძირითადად სერვისსა და პროდუქტს შორის შენი გამოცდილებით ?

Posted by: დოჩანა 30 Sep 2020, 00:20
აი ეს საქმე რეალურად, თავისი არსით, არის პარაზიტული საქმე, რომელსაც მე პირადად პატივს არ ვცემ.

Posted by: diversified 30 Sep 2020, 12:13
QUOTE (აპოლდა @ 30 Sep 2020, 00:05 )
diversified


შეგიძლია უფრო ვრცლად რომ დაწერო ? ტრაფიკის შესახებ, უფრო რა განსხვავებაა ძირითადად სერვისსა და პროდუქტს შორის შენი გამოცდილებით ?

განსხვავება ისაა რომ ბევრად უფრო რთულია დროფსერვისინგი რადგან ელემენტარული ლოგო შეიძლება ვერ შეუსრულო ზუსტად ისე და ვერ მოარგო მის გემოვნებას მერე ეს უნდა აუხსნა თვითონ იმას ვინც ეს ლოგო შექმნა და ეს ელემენტარულად ლოგოზეა.... აი საიტებზე და ვიდეოების ედითინგზე არც მიცდია და არც ვცდი givi.gif
* * *
QUOTE (დოჩანა @ 30 Sep 2020, 00:20 )
აი ეს საქმე რეალურად, თავისი არსით, არის პარაზიტული საქმე, რომელსაც მე პირადად პატივს არ ვცემ.

რას გულისხმობთ ? დროფშიფინგია მთელი ჩვენი გაყიდვების სამყარო ნებისმიერი პროდუქტი გადის ამ გზას...
აბა პირდაპირ ქარხნიდან არავინ მოგართმევთ ლანგრით თავისი ღირებულებით პროდუქტს

Posted by: spichuka 30 Sep 2020, 21:01
QUOTE
აი ეს საქმე რეალურად, თავისი არსით, არის პარაზიტული საქმე, რომელსაც მე პირადად პატივს არ ვცემ.

rolleyes.gif
diversified
QUOTE
განსხვავება ისაა რომ ბევრად უფრო რთულია დროფსერვისინგი რადგან ელემენტარული ლოგო შეიძლება ვერ შეუსრულო ზუსტად ისე და ვერ მოარგო მის გემოვნებას მერე ეს უნდა აუხსნა თვითონ იმას ვინც ეს ლოგო შექმნა და ეს ელემენტარულად ლოგოზეა.... აი საიტებზე და ვიდეოების ედითინგზე არც მიცდია და არც ვცდი

როგორც შენ გიკვეთავენ, ისე უკვეთავ შენც ფაივერზე ან რომელიმე ფრილანსინგ პლატფორმაზე და ეგაა biggrin.gif რასაც მოგაწვდის შემსრულებელი იმას გაუგზავნი.. რამეს თუ იჯუჯღუნებს იგივენაირად ეჯუჯღუნები შენც შემსრულებელს, რასაც გიპასუხებს იმას უპასუხებს და შეკრავ ასე ვირტუალურ ჯაჭვს biggrin.gif

Posted by: აპოლდა 30 Sep 2020, 21:03
spichuka


QUOTE
როგორც შენ გიკვეთავენ, ისე უკვეთავ შენც ფაივერზე ან რომელიმე ფრილანსინგ პლატფორმაზე და ეგაა  რასაც მოგაწვდის შემსრულებელი იმას გაუგზავნი.. რამეს თუ იჯუჯღუნებს იგივენაირად ეჯუჯღუნები შენც შემსრულებელს, რასაც გიპასუხებს იმას უპასუხებს და შეკრავ ასე ვირტუალურ ჯაჭვს



lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: diversified 30 Sep 2020, 21:20
QUOTE (აპოლდა @ 30 Sep 2020, 21:03 )
spichuka


QUOTE
როგორც შენ გიკვეთავენ, ისე უკვეთავ შენც ფაივერზე ან რომელიმე ფრილანსინგ პლატფორმაზე და ეგაა  რასაც მოგაწვდის შემსრულებელი იმას გაუგზავნი.. რამეს თუ იჯუჯღუნებს იგივენაირად ეჯუჯღუნები შენც შემსრულებელს, რასაც გიპასუხებს იმას უპასუხებს და შეკრავ ასე ვირტუალურ ჯაჭვს



lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif

ხოდა ჯუჯღუნის თავი ვისაც აქვს იმან აკეთოს givi.gif

Posted by: Luarsab1 10 Nov 2020, 08:42
ჩემს მაღაზიას რატომ არ აჩვენებს სერჩში? ახლადგახსნილი მაღაზიაა. etsy ads-იც გაშვებილი მაქვს. თავიდან ემატებოდა view-ებიც და შესაბამისად კლიკებიც.

Posted by: აპოლდა 10 Nov 2020, 11:40
Luarsab1


დრო ჭირდება, თან გააჩნია რა კივორდზე ეძებთ. ეგ არ არის ძAლიან მნიშვნელოვანე ეთსის სეოსთვის.

Posted by: diversified 11 Nov 2020, 22:15
ეთსიზე მაღაზია დამიბლოკეს ადრე შემდეგ ვცდილობდი სხვა მაღაზიის გახსნას მაგრამ როგორცკი ვხსნიდი ეგრევე იბლოკებოდა ახალი მაღაზია და რატომ ? აიპი მისამართს იმახსოვრებს ალგორითმი თუ როგორ შეიძლება რომ ამ ბლოკს ავარიდო თავი :/

Posted by: აპოლდა 12 Nov 2020, 13:04
diversified


აიპი მისამართს იმახსოვრებს, უნდა გამოცვალოთ აიპი, თან ვინდოუსიც გადააყენოთ და სრულიად სხვა მონაცემებით გაიაროთ რეგისტრაცია.

Posted by: Alameda 12 Nov 2020, 13:29
აპოლდა
QUOTE
აიპი მისამართს იმახსოვრებს

MAC მისამართსაც, ბევრი წერდა.

Posted by: diversified 14 Nov 2020, 00:30
QUOTE (აპოლდა @ 12 Nov 2020, 13:04 )
diversified


აიპი მისამართს იმახსოვრებს, უნდა გამოცვალოთ აიპი, თან ვინდოუსიც გადააყენოთ და სრულიად სხვა მონაცემებით გაიაროთ რეგისტრაცია.

VPN ვიყენებ და მაინც მიბლოკავს :/ ბარათიც სხვა გამოვიყენე ფეიფალზე ემაილიც შევცვალე არ ვიწვავ ტავს რა ალგორითმია ეგეთი რითი ხვდება :/

Posted by: corbin 14 Nov 2020, 01:20
QUOTE (დოჩანა @ 30 Sep 2020, 00:20 )
აი ეს საქმე რეალურად, თავისი არსით, არის პარაზიტული საქმე, რომელსაც მე პირადად პატივს არ ვცემ.

პა ბალშომუ ყველა ბიზნესი(მცირე ბიზნესის გარდა) თავისი არსით პარაზიტულია - მინიმალური დანახარჯით მაქსიმალური მოგება - ესაა მთავარი მამოძრავებელი კაპიტალიზმის - უბრალოდ დროპშიპინგი პარაზიტიზმის ვერხუშკაა და ყვირის თორემ არცერთი ბიზნესმენი თვითონ არ წვალობს საბოლოო პროდუქტის შექმნაში და რეალიზებისას - მოვალეობებს უკეთებს დელეგირებას რაღაც ანაზღაურების ფასად. და ყოველთვის ცდილობს რომ ეს ანაზღაურება იყოს მაქსიმალურად დაბალი და მიღებული სარგებელი ამ დაქირავებული შრომისგან მაქსიმალურად მაღალი. სულ ესაა.

Posted by: diversified 14 Nov 2020, 18:04
QUOTE (corbin @ 14 Nov 2020, 01:20 )
QUOTE (დოჩანა @ 30 Sep 2020, 00:20 )
აი ეს საქმე რეალურად, თავისი არსით, არის პარაზიტული საქმე, რომელსაც მე პირადად პატივს არ ვცემ.

პა ბალშომუ ყველა ბიზნესი(მცირე ბიზნესის გარდა) თავისი არსით პარაზიტულია - მინიმალური დანახარჯით მაქსიმალური მოგება - ესაა მთავარი მამოძრავებელი კაპიტალიზმის - უბრალოდ დროპშიპინგი პარაზიტიზმის ვერხუშკაა და ყვირის თორემ არცერთი ბიზნესმენი თვითონ არ წვალობს საბოლოო პროდუქტის შექმნაში და რეალიზებისას - მოვალეობებს უკეთებს დელეგირებას რაღაც ანაზღაურების ფასად. და ყოველთვის ცდილობს რომ ეს ანაზღაურება იყოს მაქსიმალურად დაბალი და მიღებული სარგებელი ამ დაქირავებული შრომისგან მაქსიმალურად მაღალი. სულ ესაა.

რეალურად ის ჩინელი მომწოდებელიც ვისგანაც ჩვენ პროდუქციას მაგალითად ამერიკელ მყიდველს ვუგზავნით არც თვითონ არის პირველი ხაზი. მუთუმეტეს ალიექსპრესზე საცალო ბაზარზე ვერასდროს შეხვდები მწარმოებელს უმეტესად სულ გადამყიდველები არიან და ზუსტად იგივეს აკეთებენ რასაც ჩვენ yes.gif

Posted by: chubinidze1992 17 Nov 2020, 23:14
QUOTE (diversified @ 14 Nov 2020, 00:30 )
VPN ვიყენებ და მაინც მიბლოკავს :/ ბარათიც სხვა გამოვიყენე ფეიფალზე ემაილიც შევცვალე არ ვიწვავ ტავს რა ალგორითმია ეგეთი რითი ხვდება :/

ჯერ აზრზე არ ვარ ამ დროპშიპინგის მაგრამ დამაინტერესა. ვირტუალრი ვინდოუსი რომ დააყენო და იქ ისეთი პროგრამები ჩაწერო რომელსაც შეუძლია აიპი და მაკ მისამართების შეცვლა რა მოხდება?
* * *
იქნებ როგორმე ვინმემ ნორმალურად ამიხსნას რა როგორ რანაირად ხდება? ნულიდან რომ დავიწყო და მივყვე ეტაპობრივად და არა აცა-ბაცა აქა-იქ. როგორც ამ პოსტში ხდება. გამოწერით ვიწერ ნივთებს ებაიდანაც და ალიექსპრესიდანაც მაგრამ გადამყიდველად არ მიმუშავია და გამარკვიეთ გთხოვთ. ველოდები გამოხმაურებას და რჩევებს. მადლობა

Posted by: Tocadero 17 Nov 2020, 23:45
chubinidze1992

მაგას მე დროპშითინგს ვეძახი

ყველა მახინჯი და ცუდი ფორმაა ვაჭრობის

Posted by: აპოლდა 18 Nov 2020, 00:15
chubinidze1992


https://dropshipping.ge ამ საიტს ეწვიე და მემგონი კარგ ინფორმაციას ნახავ ქართულ ენაზე smile.gif

Posted by: chubinidze1992 18 Nov 2020, 16:11
QUOTE
მაგას მე დროპშითინგს ვეძახი

ყველა მახინჯი და ცუდი ფორმაა ვაჭრობის


ანუ არ ღირს გარისკვა? ფულს ტყუილად გადავყრი და ნერვებს ტყუილად გავიფუჭებ?
* * *
QUOTE
https://dropshipping.ge ამ საიტს ეწვიე და მემგონი კარგ ინფორმაციას ნახავ ქართულ ენაზე


ენის პრობლემა არ არის. უბრალოდ პირადი გასაუბრებით უფრო კარგად გავიგებ ყველაფერს.

Posted by: აპოლდა 24 Nov 2020, 01:53
ig1988


გათიშული მქონდა, ჰოსტინგი მაქვს აღებული დიდი პაკეტი, ბევი საიტია ჩაბმული და დრებით გავთიშე. რამდემე დღეში აღვადგენ ისევ. 2-3 დღეშიბაღდგება მასიმუმ განახლებული ინფორმაციით.

Posted by: The DoctoR 26 Nov 2020, 01:09
საინტერესო თემაა ჩემთვის, მერე ვიდეოებსაც ჩავუჯდები.

როგორც მივხვდი, საკუთარი საიტი ჯობს და იმისი განვითარება შემდეგ.
მაგრამ მაინტერესებს რა კატეგორიის ხალხი ყიდულობს ამ მაღაზიებში საქონელს? ვგულისხმობ შოპიფაის, ვიქს და ა.შ.
სანამ ამ თემას გადავაწყდებოდი ეგ საიტები არც ვიცოდი და სიმართლე რომ ვთქვათ, ამაზონზე "წავიდოდი და ვიყიდდი"საქონელს, ვიდრე შოპიფაიზე ვინმე პეტრესთან.


Posted by: anderlain 26 Nov 2020, 13:18
affiliate სგან რითი განსხვავდება დროფშიფინგი

Posted by: spichuka 26 Nov 2020, 16:44
anderlain
საერთოდ სხვადასხვა რამაა, ეფილიეიტში ყიდი სხვის პროდუქტს, სადაც იდეაში უბრალოდ მიგყავს ტრეფიკი და მაინც გამყიდველთან ყიდულობენ და შენ გიხდიან გაყიდულიდან საკომისიოს..

დროპშიპინგში უშუალოდ შენ ყიდი სხვის პროდუქტს შენივე პლატფორმიდან, ისე რომ საერთოდ ვერ იგებს მყიდველი პროდუქტის რეალურ წარმომავლობას.. მოგების მარჟასაც შენ აკონტროლებ და არ ხარ დამოკიდებული ფიქსირებულ საკომისიოზე.. თანხასაც შენ იღებ და შემდეგ იხდი ხარჯებს, რაც გამორიცხავს გაყიდვების არ დაფიქსირებას, რაც საკმაოდ ხშირად ხდება ეფილიეიტში, არ გითვლის გაყიდვებს გამყიდველი და მერე უნდა იშალო ნერვები ან უარესი, ვაფშე ვერ მოხვალ აზრზე ისე ჩაგტეხავს..

პლიუს დროპშიპინგში, ეფილიეიტისგან განსხვავებით customer service იც მთლიანად შენი მოსაგვარებელია შიპინგთან ერთად..

და რაც მთავარია, დროპსიპინგის დროს შეგიძლია შენი ბრენდი შექმნა და ბევრად დიდ მასშტაბებზე გახვიდე, ხოლო ეფილიეიტის დროს რაც არ უნდა ბევრი გაყიდვა გქონდეს, ყველაფერი ერთჯერადი შედეგია იმ მარტივი მიზეზით, რომ სხვის წისქვილზე ასხამ წყალს და მაგან რომ წარმოება შეწყვიტოს ან რავიცი ურალოდ დაასრულოს ეფილიეიტ პროგრამა, არაფერს წარმოადგენ და ისევ სხვა კომპანია უნდა მოძებნო..

Posted by: anderlain 29 Nov 2020, 18:28
რა ვერ გავიგე იცი ანუ ვაწყობ საიტს და ვდებ პროდუკტს, როცა კლიენტი შემოდის ჩემს საიტზე მოეწონა პროდუკტი და ყიდულობს გადამისამარტება ხდება იმ საიტზე (ამაზონი,ებაი და ასეთ საიტზე რომლის პრდოუკტიც მიდევს) თუ ჩემს საიტზევე უნდა შეავსოს მონაცემები? თუ გაქვს რაიმე დროფშიფინგ საიტი შეგოძლია რო პმ ში მაჩვენო უფეო კარგად რო გავერკვა მსგავს საკიტხებში

Posted by: tarsinho 4 Dec 2020, 01:45
აი ვთქვათ დროფშიფინგით ალიექსპრეზე რამე ვნახე და დავდე იბეიზე/ეთსი. გაიყიდა ეგ ნივთი და ეხლა ჩინელს რო დავუკავშირდი და ვურიცხავ თანხას, ეგ ხო გააგზავნის მისამართზე ? ხოდა მაგ გაგზავნილს სულ სხვა გამყიდველი რო ეწერება (და არა მე და ჩემი კომპანია) ეგ არ მინდა და რა ალტერნატივა შეიძლება არსებობდეს ?

ან თუნდაც ევროპაში მსგავსი რო იყოს, არ მინდა რომ გამომგზავნი ფიქსირდებოდეს და რა ვქნა ?

Posted by: spichuka 4 Dec 2020, 19:17
anderlain
შენს საიტზევე უნდა იყოდოს.. ეგ ავხსენი ზუსტად წინა პოსტში.. შენთან უნდა იყოდოს და შენ მერე საიდანაც გინდა იქედან გაუგზავმე.. ამაზონი/იბეი დროპშიპინგის პროდუქციის წყაროდ დიდად არ გამოდგება..


tarsinho
ჩინეთიდან ძირითადად თეთრ შეფუთვაში დებენ და ვსო, არაფერი აწერია.. თუ მაინც ეგ პრობლემა გექმნება, მაშინ რაღაც რაოდენობის სტაბილურ გაყიდვებს რომ მიაღწევ, შეგიძლია არა ალიექსპრესის, არამედი "აგენტების" დახმარებით შეიძინო პროდუქცია ჩინეთში.. აგენტები არიან ჩინეთში მცხოვრები ტიპები, რომლებსაც აქვთ თავიანთი საწყობები და გარკვეული გასამრჯელოს სანაცვლოდ მოიძიებს თქვენთვის სასურველი პროდუქტის მწარმოებლებს, შეგიმოწმებთ ხარისხს და ფასზეც შეევაჭრება მწარმოებლებს.. როგორც წესი ინგლისური მწარმოებლებზე უკეთ იციან, რაც უფრო ამარტივებს ჩვენთვის კომუნიკაციას, პლიუს შიპინგი უფრო სწრაფია ხოლმე აგენტებისგან, ასევე შეგიძლიათ გადააფუთინოთ სურვილისამებრ.. თუმცა ფრთხილად უნდა იყოთ და კარგად გაესაუბროთ აგენტს მანამ სანამ თანამშრომლობას გადაწყვეტთ..

კიდევ რომ გაზრდით გაყიდვებს, შემდეგ უკვე შეგიძლიათ საბითუმო რაოდენობით გააგზავნოთ ამერიკულ სასაწყობე ცენტრებში, რომლებიც ყველ გაყიდვას ავტმატურად დაშიპავენ ლოკალურად და ბევრად სწრაფი შიპინგი გამოგივათ, რაც კიდევ უფრო გაზრდის გაყიდვებს..


Posted by: tarsinho 4 Dec 2020, 19:23
spichuka

თუ ეტსიზე მინდა ალიექსპრესიდან გაყიდვა, მაშინ რა ხდება ? აშკარად ეტსიზე არ მეწერება ჩინეთიდან რო ვაგზავნი smile.gif თუმცა ნივთს ჩინეთიდან მიიღებს

ასევე მაინტერესებს იბეიზე რო დავდო რამე ნივთი, რაც ალიექსპრესზე მაქვს მოძიებული, მომხარებელი რამდენად მარტივად შეძლებს პოვნას ? თუ რამე კონკრეტული რეკლამა მინდა ან მსგავსი რამე

და გიწერია რო იბეი არ გამოდგება დროპშიფინგისთვისო და რატო ?

Posted by: spichuka 4 Dec 2020, 19:47
tarsinho
იმიტომ რომ თვითონ პლატფორმები ებრძვიან დროპშიპინგს.. არ ვამბობ გამორიცხულიათქო, იყენებს ხალხი ცნობილ პლატფორმებს,მაგრამ ხშირ შემთხვევაში ბლოკით სრულდება ეგ მცდელობები..

თან მე სხვა კუთხით უფრო არ მომწონს ეგ მიდგომა.. ბებრად შეზღუდული ხარ მასშტაბებშიც.. წესიერად ინვესტიციას ვერ ჩადებ, შენი პირადი კლიენტურა არ გყავს, ბრენდინგიც ბევრად რთულია.. გააფართორბაც ბევრად რთული.. მოკლედ მე პირადად საკუთარი საიტით დროპშიპინგი მირჩევნია.. არც ბლოკის გეშინია და არავინ გაკონტროლებს.. ბრენდინგის საშუალებაც უკეთესი გაქვს და იმის შიში არ გაქვს რომ რეკლამაში დახარჯული ფულით გადმოსული ხალხი სხვის პროდუქტზე არ გადავა და არ იყიდის, ისე როგორც ხშირად ხდება დიდ პლატფორმებზე.. შეიძლება თქვენი პროსუქტი მოეწონოს მაგრამ განარძოს თვალიერება და მერე სხვა იყიდოს.. საკუთარი დიზაინი, საკუტარი ლოგო.. ნუ მოკლედ ბევრი უპირატესობა აქვს საკუთარ საიტს..


ჩინეთიდან რომ იღებს ნივთს ეგ არაა დიდი პრობლემა, 80% ამერიკაში ისედაც ჩინეთიდან იყიდება.. რა ტქმა უნდა არ უნდა ეგონოს ადამიანს რომ პროსუქტი ვაშინგტონშია დამზადებული.. მაგ შემთხვევაში როცა ნახავს რომ მოატყუეს და რეალურად ჩინურია პროდუქტი, საჩივრებიც და რიფანდებიც ბევრი გექნება.. მთავარია კარგი ხარისხის იყოს პროდუქტი და ჩინეთიდან რომ მიდის მაგაას თრექინგიტაც ხედავენ და ეგ არაა პრობლემა..

Posted by: tarsinho 4 Dec 2020, 20:16
spichuka

რამე მაგალითის სახით საიტები ხომ არ იცი მსგავსი ? უბრალოდ რომ დავათვალიერო და წარმოდგენა შემექმნას როგორ საკუთარ საიტებს აკეთებენ

ასევე საკუთარ საიტიდან გადახდა როგორ ხდება ?

და იბეიზე რომ დავდო ალიექსპრესის პროდუქცია არის შანსი რომ დამებლოკოს ?

Posted by: ladusha2 4 Dec 2020, 21:04
spichuka

აქ კითხვა იბადება ვინ შემოვა შენ საიტზე? ამზაონს და იბეის ენდობა ხალხი და მილიონობით მონახულებები აქვთ სღიურად, და ჭ -საიტებს არც მე ვენდობი სიმართლე გითხრა. აი ეს რო კაარგად აგვიხსნა როგორ შეილება შენი საიტი ჯერ გააკეთო და მერე მსოფლიო დონეზე დაარეკლამო?
* * *
tarsinho

მე ახლობელს ვაკითხიე ლონდონში ცხოვრობს ებეიზე , ესეთი რამე უთხრე შენ პროდუქტ ს კი დადებ მარა წარმომავლობაც უნდა დადო საიდან არი, ანუ ჩინეთს მიგათითებიებენ.

Posted by: tarsinho 4 Dec 2020, 21:14
ladusha2

იბეიზე ჩინეთის მითითება პრობლემას არ წარმოადგენს. მივუთითებ და ისე გავყიდი, მე უფრო ამაზონი და ეტსი მაინტერეაებს.

აი რაც შეეხება საკუთარ საიტს, მგონია რო ძალიან რთულია გლობალურად გაარეკლამო. ან რატო იყიდის ჩემთან და არა იბეიზე ერთი და იგივე პროდუქციას ?

მე წლებია ვყიდულობ პროდუქციას მაგრამ იბეი, ალიექსპრესი, ამაზონი და ცნობილ საიტებზე ვყიდულობ. არასოდეს გამიჩნდება სურვილი უცხო საიტზე ვიყიდო რამე.

Posted by: spichuka 4 Dec 2020, 23:45
tarsinho
აუ რავი შოპიფაიზე აწყობილი ყველა საიტი თითქმის დროპშიპინგია.. shopify stores for sale დაგუგლე და მარკეტფლეისს ამოგიგდებს, გადადი და მანდ დაათვალიერე გასაყიდი მაღაზიები და მახავ რა .. ან site:myshopify.com დაგუგლე და ამოგიყრის შოპიფაის დომენებს..

გადახდას რაც შეეხება, საქართველოდან თუ იჩალიჩებ ფეიფალის გადაბმა შეგიძლია მხოლოდ, რაც ერთადერთი მინუსია ქართველებისთვის.. თუმცა ბარათით ეთსიზეც ვერ იყიდიან შენგან.. გამოსავალი არის ვინმე ახლობელი თუ გეყოლება ამერიკა, ბრიტანეთი ან რომელიმე იმ ქვეყანაში სადაც შოპიფაი ფეიმენთსი(ან უბრალოდ სტრაიპი) არის გააქტიურებული და მას თუ გააკეთებინებ შპს-ს და საბანკო ანგარიშს სტრაიპისთვის.. ან თუ ეგეც არარის, მერე არის კომპანიები რომლებიც შენს სახელზე შექმნიან შპს საც და ბანკის ანგარიშსაც, გასამრჯელოს სანაცვლოდ რა თქმა უნდა..

კი არის შანსი რომ დაგებლოკოს, თან დიდი..

ladusha2
არის ელ.კომერციისთვის შეწმნილი პლატფორმები, მაგალითად შოპიფაი, სადაც შეგიძლია მარტივად შექმნა ვებგვერდი 1 დღეში.. უამრავი ვიდეოებია იუთუბზე რასაც შეგიძლია უყურო და დიზაინი დახვეწო თანდათან.. ასევე რა თქმა უნდა შეგიძლია ვინმეს დაუკვეთო და გაალამაზებინო მაღაზია.. ასევე უამრავი თულები აქვს რისი გამოყენებითაც ძალიან მარტივად ძალიან ლამაზი დიზაინის აწყობა შეიძლება.. უფასო არაა რა თქმა უნდა მაგრამ ათასებზეც არაა საუბარი.. რამდენიმე ასეული $ საკმარისი იქნება ..

რაც შეეხება სანდოობას, ეგ პრობლემა არ დგება როცა ნორმალურ დიზაინს გააკეთებ და ყველა სავალდებულო რეკომენდაციას დაიცავ.. სიმართლე გითხრა ისეთი სიმახინჯე საიტებით შოულობენ $$$$$$ ებს რომ შეიძლება გაგიჟდე აქ როგორ იყიდაო ვინმემ.. დროპშიპინგში მთავარია სწორ დროს სწორი პროდუქტით აღმოჩნდე და დამაიმედებელი სტარტის შემდეგ სქეილინგისთვის(გაფართოებისთვის) $ არ დაინანო.. პლიუს მაგ საიტებზე არსაიდან ხომ არ ხვდებიან არა? ქომ დომენი გექნება, ლამაზი სახელი, სოც ქსელის ლინკები, ებაუთ ას, კონტაქტ ინფო, გადახდის მეთოდები, პლიუს არეკლამებ ძირითადად გუგლში ან ფბ-ზე რაც ავტომატურად ნისნავს რომ საწყის პოზიციებზე უგდებს მომხმარებელს და ფიქრობენ რომ აი რადგან აქ ამოხტა ეს საიტი ესეიგი მენაკლებად სანდოა.. საბოლოოდ ეგ მაინც მუდამ განვითარებადი დეტალია, 100 კაცი რო შემოდის და 3 ყოდულობს, 3% კი კარგი კონვერციის რეიტინგია, მაგრამ მიუხედავად ამისა ყოველთვის უნდა იფიქრო როგორ გაზარდო.. ისეც ხდება რომ შემოდის ბევრი მაგრამ არ ყიდულობენ, მანდაც შეიძლება რაღაც ელემენტარული აფრთხობდეს კლიენტს.. ნუ მოკლედ დიდი სფეროა ძაან მაგრამ დიდი ფულიც იშოვება...

tarsinho
tarsinho
ფასით თუ ვერავის აჯობე, ისეთი პროდუქტი თუ აირჩიე რაც ისედაც ყველგან იყიდება რა თქმა უნდა ეგეთ პროდუქტს ძებნას არავინ დაუწყებს.. ისეთი პროდუწტი უნდა სცადო რაც ახალია ბაზარზე, რაც სეზონურია და ჯერ არ გაჯერებულა ბაზარი.. აი მაგალითად წელს მინი, ხელის ბლენდერებზე იყო საოცარი ბუმი.. ბლენდჯეტი თუ შეგხვედრიათ ფბ-ზე პოსტები, ჩვეულებრივი ძაან მარტივი დროპშიპინგ მაღაზიით დაიწყეს და მილიონები იშოვეს ჩვეულებრივად.. ახლა ბლენდჯეტ 2 გამოუშვეს და ნუ მოკლედ სერიოზულ ბრენდად იქცნენ.. აი ეგეთ შედეგს ვერასოდეს დადებ სულ რო ნება დაგრთონ ამაზონმა იბეიმ და ეთსიმ გაყიდვის.. მოთხოვნადი პროდუქტი იყო, ტარგეტში და ვოლმარტში ვერ ყიდულობდნენ ამერიკელები და რო გუგლავდნენ მინი ბლენდერიო უგდებდათ ბლენდჯეტ ქომს და ვაა ეს რა კაი რამე ყოფილა მოდი დავითრიოთო და ზვავივით მიაწყდა ხალხი smile.gif)) ეს ერთი უბრალო მაგალითი რაც გამახსენდა თორემ ეგეთი მილიონი რამეა, განსაკუთრებით ბიუთი ნიშაში ..

Posted by: tarsinho 5 Dec 2020, 00:00
spichuka

ვათვალიერებდი ეთსისაც და იბეისაც. ძალიან ბევრი პროდუქცია ვნახე ზუსტად იგივე თან ალიექსპრესზე. იბეიზე ერთი ერთში სურათები აქვთ გადატანილი და ყიდიან ეგრე. ტრანსპროტირებაც ჩინეთიდანაა. დავიჯერო ყველას ეგრე ბლოკავენ ?

და ეთსიზე კიდე აშკარად იგივე პროდუქციაა უბრალოდ სხვა სურათებით. ნუ ეგეც მარტივია რა და როგორ გააკეთო


Posted by: spichuka 5 Dec 2020, 00:31
tarsinho
წარმატებები ^_^

Posted by: ladusha2 6 Dec 2020, 01:27
spichuka

კარგათ ახსენი ნამდვილად, ძალიან საინტერესო თემაა, როცა რაღაცას ყიდი რათქმაუნდა შეილება მომენტიც ჩაგივარდეს ან მომენტს მოარტყა რო შენ გაქვს ის პროდუქცია რას ბაზარს ჭირდება იმ მომენტში.

1 კითხვაც მაქვს შენთან, ფინანსებიდან გამოდინარე კი იცით ამ ქვეყნის შვილები რომ არვართ მდიდრები და სარისკოთ/სატესტოთ 10 000 დოლარი არ გვაქვს, მინიმალური $კაპიტალით რომ ვცადო გავტესტო თემა საიდან დავიწყო იქნებ დამაკვალიანო ანუ პროდუქტს მეთვითონ ავარჩევ. 500-1000 ბიუჯეტში. სატესტოთ რომ გავერკვე ყველაფერში მერე კი გამოჩნდებაsmile.gif

Posted by: spichuka 6 Dec 2020, 10:39
ladusha2
პროდუქტს შენთვითონ შეარჩევ 500-1000 ბიუჯეტში რას გულისხმობ უფრო ზუსტად მითხარი ჯერ.. თუ პროდუქტის გასაყიდ ფასს გულისხმობ არასწორი სტრატეგიაა დამეყევისთვის.. ერთი დაინახსოვრე, დროპშიპინგში თუ დიდი წარმატების და ფულის შოვნა გინდა ძირითადი შემოსავლსი წყაროა ინვესტიცია სწორ მარკეტინგში, ანუ დახარჯო რეკლამაში და გაყიდვებით იშოვო მეტი.. მერე გააჩნია რომელ გზას აირჩევ მარკეტინგისთვის, ფბ ზე რეკლამირებას თუ გუგლში, საერთოდ სხვადასხვა პრინციპია და სხვადასხვა აუდიტორია.. კოდევ შესაძლებელია ინსტაგრამ/ტვიტერ/ტიკტოკ ინფლუენსერებთან თანამშრომლობაც(ზოგი უფასოდაც იკერება შემდგომში შემოსავლიდან წილის გაყოფით)..ნებისმიერ შემთხვწვაში სატესტო პროდუქტის გასაყიდ ღირებულებაზე რამდენჯერმე, 3-4 ჯერ მაინც, მეტი თანხა უნდა გქონდეს რომ ტესტინგის ბოლოს წარმოდგენა შეგექმნას აქვს თუ არა პროდუქტს პოტენციალი..

პროდუქტის შერჩევაა ყველაზე მნიშვნელოვანი პროცედურა დროპშიპინგში..

პლიუს სხვადასხვა ფასთა კატეგორიის მიხედვით იყოფა მყიდველთა ფსიქოლოგიაც.. 50$ მდე ნივთის ყიდვის დროს სხვანაირად აზროვნებს ადამიანი, 150$ მდე ნივთის დროს სხვანაირად და ასეულების გადახდის დროს კიდევ უფრო სხვანაირად.. 50-80$ მდე ღირებულების მქონე ნივთს უფრო იმპულსურად ყიდულობენ ადამიანები, რადგან დიდ თანხას არ წარმოადგენენ და უღირთ დაუყოვნებლივ გადახდა ეფექტის მოხდენის ანუ მოწონებისთანავე.. ანუ დამწყებისთვის ეგ არის ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი, რომ დაიწყო ისეთი პროდუქტით რომელიც გიჯდება 10-20-30$ და ბაზარზე ფასი აქვს 50-60-70$.. ძირითადი კრიტერიუმები არის რამდენიმე შერჩევის დროს.. პროდუქტი უნდა ჭრიდეს რამე პრობლემას ან უნდა ჰქონდეს წოწ"ვაუ" ეფექტი, გუგლში თუ არეკლამებ აუცილებლად ქივორდ რისერჩი უნდა ჩაატარო და გაიგო ძებნა რამდენი აქვს პროდუქტს და ტრენდსაც უნდა დააკვირდე სეზონური ხო არაა ეგ ძებნა, კიდევ უნდა ეცადონისეთი პროდუქტი აარჩიო რითიც გაძეძგილი არაა ბაზარი, პლიუს უნდა ეცადონისეთი პროდუქტი ნახო რასაც ამერიკელები ტარგეტ/ვოლმარტში ვერ ნახავენ ან გაუჭირდებათ ნახვა..

ფბ რეკლამის დეოს მნიშვნელოვანია სწორი ტარგეტირება ადამიანთა ინტერესთა სფეროზე, მნიშვნელოვანია მოკლე და საინფორმაციო ლამაზი ვიდეო კონტენტი და აგრეთვე მნიშვნელოვანია ლამაზი და სწორად გაკეთებული ად კოპი(პოსტის აღწერა ანუ ტექსტი რა)..

ნებისმიერ შემთხვევაში როდესაც რეკლამირებას იწყებ, სტრატეგიები არაებობს როგორც ფბ ზე ისევე გუგლშიც, რის მიხედვითაც გეგმავ მთელს კამპანიას წინასწარ და მიყვები.. ისე არაა რო დავწერე პოსტი დავაჭირე რეკლამას და წავიდა.. უნდა შეიქმნას სხვადასხვა რეკლამები, სხვადასხვა ვარიაციების ტექსტებით, ვიდეოებით, ფოტოებით, ქივორდებით(გუგლში), შემდეგ 1-2 დღე უნდა დააკვირდე და რომელიც აღმოცნდება რომ ტყუილად მუშაობს იმას გამორთავ და უკეთესებს დატოვებ, მერე ამ უკეთესებს გააუმჯობესებ და კიდევ 1-2 დღეში ყველაზე ცუდს გათიშავ და ასე უნდა იპოვო ის საუკეთესო მარკეტინგული გზა რომელიც ყველაზე კარგ გაყიდვებს გაძლევს, ანუ ის მარკეტინგული გზა უნდა იპოვო რომელსაც მაქსიმალური სიზუსტით მიყავხარ სწორ აუდიტორიამდე.. ზუსტად ეს არის ტესტინგი.. არ უნდა დახარჯო რეკლამაში დღეში 500 ან 1000 $ .. თითო კამპანიაზე რომ 5-10$ დახარჯო დღეში ისე რომ ჯამში მაგალითად 100$ გამოგდიოდეს, უკვე კარგი საწყისი პოზიციაა.. თუმცა გაითვალისწინე შეიძლება არ გამოდგეს პროდუქტი და ის რამდენიმე დღის ხარჯი ვერ ამოიღო, თუმცა გამოცდილებას მიიღებ ნამდვილად შემდეგი პროექტებისთვის..

ხო კიდევ, ჩემი რჩევა იქნება თუ საქმეს ხელს მოკიდებ ვალით ან ბოლო ლუკმის ფულით ნუ დაიწყებ, მაგას ჯობია პარტნიორი იპოვო ვინც მოგცემს ფულს პოტენციური წარმატების შემთხვევაში წილში გაყვანის პირობით, რადგან ამ საქმეში ნერვიულობა და სიჩქარე კარგს არაფერს მოგიტანს, პირიქით, მაქსიმალურად შრომისმოყვარე და მომთმენი უნდა იყო..

მოკლედ, თუ 500-1000 ში გულისხმობდი პროსუქტის ფასს არ გირჩევ, იაფიანებით დაიწყე ხოლო თუ საწყის ბიუჯეტს გულისხმობდი პირველი პროდუქტის გასატესტად და გამოცდილების მისაღებად, კი 1000$ მისაღები თანხაა, თუმცა კიდევ ერთხელ ვიტყვი რომ პროდუქტ რისერჩი არის ყველააზე მნიშვნელოვანი ეტაპი და კარგად უნდა დაამუღამო..

იუთუბზეც შეგიძლია დასერჩო და უამრავი ვიდეო და გაკვეთილია სადაც საკმაოდ კარგად ხსნიან ბევრ რამეს..

Posted by: ladusha2 6 Dec 2020, 13:13
spichuka

დიდი მადლობა, კი 1000$ ვგულისმობდი პირველი პროდუქტის გასაშევბად და სატესტოთ. დავიწყებ ყურებას იუთუბზე ცოტა აზე რო მოვიდე. როგორც ვხდები ბევრი ნაშრომი გაქვს შენ.

Posted by: spichuka 6 Dec 2020, 14:09
ladusha2
კარგია, წარმატებებს გისურვებ..

ერთი მთავარი რჩევა რაც მექნება არის ის რომ ფეილების არ შეგეშინდეს არასოდეს.. ყოველი ჩავარდნილი პროექტი ნიშნავს წარმატებისკენ გადადგმულ ნაბიჯს.. ოღონდ მართლა.. ისეთი სფეროა, რომ შეიძლება უკან დახევამ და სიზარმაცემ ან დანებებამ უდიდეს პროექტი გაგაშვებინოს ხელიდან რომელსაც შეეძლო $$$$ მოეტანა მოგება დღეში..

Posted by: აპოლდა 7 Dec 2020, 17:40
tarsinho
ladusha2

საინტერესო შეიძლება იყოს: https://www.facebook.com/DropshippingGe/posts/228189118872341

Posted by: diversified 7 Dec 2020, 21:37
heysilkyskin ალბათ ყველაზე სამაგალითო ვარიანტია შოფიფაი დროფშიფინგზე რაც მახსენდება. თუმცა ვფიქრობ ჯერ უბრალოდ დროპშიფინგი სცადონ ალიდან იბეიზე დამწყებებმა ან ეთსიზე და შემდგომ იფიქრონ პრაივეიტ ლეიბლინგზე და შოფიფაიზე ...

Posted by: BlackBeard 24 Mar 2021, 03:38
გამარჯობა ,
მოკლედ ჩემთვის ვმაიმუნობდი შოპიფაიზე , ვაპირებ საიტის გაკეთებას და ერთ პრობლემას წავაწყდი,
!! გადახდის სისტემა !!
თუ არის ვინმე ისეთი ვისაც აქვს შოპიფაის საიტი, იქნებ დამაკვალიანოთ , ჩვენ ქვეყანაში როგორ შეიძლება მიიღო თანხა საიტიდან ?
უნიფეი ვცადე და მგონი ესენი მარტო ქართულ ბარათებს იღებენ :|
მოკლედ ველოდები რჩევებს smile.gif
მადლობა

Posted by: Unlucky11 24 Mar 2021, 23:11
BlackBeard
ფეიფალით გადახდა შეგიძლია დაამატო.


Posted by: აპოლდა 26 Mar 2021, 22:01
ეხლა უფასო ვებინარია, თუ დაგაინტერესებთ, შეგიძლიათ რეგისრაცია გაიაროთ აქედან:

https://dropshipping.ge/%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%92%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%a2%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%aa%e1%83%98%e1%83%90/

Posted by: Riljarouz 31 Mar 2021, 20:22
შოპიფაი მთხოვს კომპანიის დოკუმენტებს, და კომპანიის დარეგისტრირების გარეშე შეუძლებელია დროპშიპინგი?

Posted by: აპოლდა 2 Apr 2021, 13:40
Riljarouz


პეიპალი მოითხოვდა, ისიც თუ ბიზნეს პეიპალს აირჩევდი თორემ თავად შოპიფაი არ ითხოვს ხოლმე როგორც წესი. ინდივიდუალური გეგმა აირჩიე და არაფერი არ დაგჭირდება.

Posted by: Riljarouz 2 Apr 2021, 16:36
QUOTE (აპოლდა @ 2 Apr 2021, 13:40 )
Riljarouz


პეიპალი მოითხოვდა, ისიც თუ ბიზნეს პეიპალს აირჩევდი თორემ თავად შოპიფაი არ ითხოვს ხოლმე როგორც წესი. ინდივიდუალური გეგმა აირჩიე და არაფერი არ დაგჭირდება.

ვაბშე ჩემი პირადი ვებსაიტით რო გავაკეთო store ეგ შესაძლებელია კომპანიის რეგისტრაციის გარეშე? სტრაიპის ინტეგრაცია მინდა როგორც გადახდის საშუალებად და ეგენი ითხოვენ კომპანიის საბუთებს, არის რამე სხვა გზა გადახდის სისტემა რო ჩავნერგო ვებსაიტზე და იმათმა კომპანია არ მომთხოვონ?

Posted by: აპოლდა 4 Apr 2021, 19:54
სტრაიპის შემტხვევაში აუცილებელია ვებსაიტის ქონა.

Posted by: Riljarouz 5 Apr 2021, 03:14
QUOTE (აპოლდა @ 4 Apr 2021, 19:54 )
სტრაიპის შემტხვევაში აუცილებელია ვებსაიტის ქონა.

ალბათ კომპანია იგულისხმე. შეგიძლია მირჩიო სტრაიპის ალტერნატივა რომელიც კომპანიას არ მომთხოვს?

Posted by: აპოლდა 10 Apr 2021, 18:59
Riljarouz

სამწუხაროდ არ არსებობს ალტერნატივა მე როგორც ვიცი.

Posted by: champions_league 19 Jul 2022, 07:25
აპოლდა

შოპიფაი და ფეიფალი რა შემთხვევაში გბლოკავს?

Posted by: RAW187 19 Jul 2022, 13:58
კომპანია და საგადასახადო კოდი თუ დაგჭირდათ დამიკავშირდით მე მაქვს და ან ჩემით ან თქვენ დაგარეგისტრირებთ რა

Posted by: lUnkNown 10 Apr 2023, 13:31
გამარჯობა

შოპიფაიზე მჭირდება დახმარება და გთხოვთ მომწეროთ პირადში თუ დახმარების სურვილი აქვს ვინმეს... საიტი მზად მაქვს ფეიფალიც მივმული მაქვს

რაღაც დეტალი ვერ გვარკვიე და თუ შეუძლია ვინმეს გვერდში დამიდგეს

წინასწარ დიდი მადლობა

Posted by: Droid 11 Apr 2023, 02:10
აპოლდა
ეთსიზე რეგისტრაციის შანსი აღარ არის??

Posted by: diversified 16 Apr 2023, 22:09
QUOTE (Droid @ 11 Apr 2023, 02:10 )
აპოლდა
ეთსიზე რეგისტრაციის შანსი აღარ არის??

არის მაგრამ განსაკუთრებული მეთოდებით რომელიც რისკებთან არის დაკავშირებული givi.gif

Posted by: Droid 26 May 2023, 13:36
QUOTE (diversified @ 16 Apr 2023, 22:09 )
QUOTE (Droid @ 11 Apr 2023, 02:10 )
აპოლდა
ეთსიზე რეგისტრაციის შანსი აღარ არის??

არის მაგრამ განსაკუთრებული მეთოდებით რომელიც რისკებთან არის დაკავშირებული givi.gif

მაინც რა მეთოდებია? პმ მომწერე თუ იციი smile.gif)

Posted by: mywebber 21 Dec 2023, 19:08
რამე ქომუნითი არ არსებობს სადაც ამ სფეროში კომპეტენტური ხალხია თავმოყრილი ერთად? ფბ ჯგუფი ან რამე?

Posted by: keandra 26 Dec 2023, 08:00
mywebber
საინტერესო თემაა და როგორ ჩაძირულა.

Posted by: spichuka 27 Dec 2023, 18:37
mywebber
QUOTE
რამე ქომუნითი არ არსებობს სადაც ამ სფეროში კომპეტენტური ხალხია თავმოყრილი ერთად? ფბ ჯგუფი ან რამე

რაც seo.ge დაიხურა მას შემდეგ ჩაკვდა ზოგადად ინტ მარკეტინგის პოპულარიზაცია საქართველოში.. 1-2 ადამიანს თუ არ ჩავთვლით და იქაც აქტიურობა იმდენად დაბალია რომ მუღამი ეკარგებათ მალევე..

Posted by: ჯორჯია 27 Jan 2024, 22:01
საკუთარი საიტი რო მოვხოდოთ და აი მაგალითისთვის გადახდის სისტემა პეიპალის ჯეტონები რო დავამატო სათითაოდ პროდუქტს უბრალოდ მისამართი იქნება შესავსები მანამდე მარტივი ფორმა ოღონთ ნიშა ვერ მოვიფიქრე და ვნახოთ თორე ვორპრესზე მარტო დომეინს ვიყიდიდდი და შემდეგ ამ სხემას მივდევდი

Posted by: NIKO-83 13 Mar 2024, 17:54
გამარჯობა. ვინც ხართ ჩახედული, ამაზონზე დროფშიფინგისთვის შპს-ს ქონა აუცილებელია თუ ინდივიდუალური სტატუსითაც შეძლებ დროფშიფინგს?

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)