Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format |
თბილისის ფორუმი > ბიზნესი და ეკონომიკა > კრიპტო ტრეიდინგი |
Posted by: white 1 Feb 2024, 23:03 |
ამ თემას ვხსნი რადგან 2-3 ადამიანმა მომწერა ვინც იცის რომ დიდი ხანია ტრეიდინგით ვარ დაკავებული და სათითაოდ რჩევების მიცემას ბარემ ერთ თემაში მექნება. დაახლოებით ორი თვის წინ გადავწყვიტე ბინანსზე დამეწყო ექსპერიმენტი, 100$ ის საწყისი კაპიტალით რამდენზე ავიდოდი საერთოდ ამ საქმიანობით მერვე წელია დაკავებული ვარ და ესაა ჩემი შემოსავლის წყარო, ბინანსზე იმიტომ რომ არ ვიყენებდი ჩემი პორტფოლიოსთვის (kraken/bitfinex და აწ უკვე დახურული bittrex მირჩევნია) შედეგი ორი თვის შემდეგ ასეთია ყოველ საღამოს დავდებ ხოლმე გახსნილი ორდერების სიას. რას ვყიდულობ და რას ვყიდი. ამ თემით არ მოგიწოდებთ ჩადოთ ფული, პირიქით, როგორც საგანმანათლებლო საგანს ისე მიუდექით, განსაკუთრებით თუ გამოცდილება არ გაქვთ ან ცოტა გაქვთ. არის რამოდენიმე წესი რაც ჩემთვის შევიმუშავე და ეს წლებია მივყვები. 1. არასოდეს არ ჩადოთ რაიმე საქმისთვის გადადებული ფული (იქნება ეს ბინის, მანქანის, ნასესხები, სწავლის და ა.შ.), წააგებთ მაგ ფულს. იტრეიდეთ მხოლოდ იმ ფულით რისი დაკარგვაც შეგიძლიათ 2. არსოდეს გახვიდეთ ე.წ. All In -ს, შეიძლება ერთხელ გაგიმართლოთ, ორჯერ, 10-ჯერ, მეთერტმეტე ცდაზე წააგებთ, მე მაქვს წესი თითო ორდერი არასოდეს აღემატება 2-3% მთლიანი პორტფოლიოსი, ხოლო ორდერების ჯამი არასოდეს აღემატება 25%-ს 3. აზარტი არის დამღუპველი ამ საქმეში, "მოდი კიდევ დაველოდები", "მოდი ჯერ არ გავყიდი, "ცოტა კიდევ აიწიოს და მერე" არის წამგებიანი მიდგომა, მოგების ზღვარს ყველა თვითონ აყენებს, მე პირადად მაქსიმუმი 5% მაქვს, ანუ ყიდვის ორდერს რომ ვხსნი რაიმე X, ასევე ვხსნი გაყიდვის ორდერს 2-5% მატების შემდეგ. კი ხდება ისეც როცა თქვენი კოინი 5%-ის მაგივრად 10-15%ს დებს, მაგრამ უნდა გაითავისოთ რომ მოგება მოგებაა, 2-5% ერთ ტრეიდზე არის ძალიან კარგი შედეგეი 4. მე პირადად მარჯინზეც ვვაჭრობ, future კონტრაქტებზეც მაგრამ აქ არ ვაპირებ არც ამ ტიპის ვაჭრობაზე რჩევის მოცემას და არც ჩემი აზრის დაფიქსირებას, თუ დამწყები ხართ არ შეეხოთ სანამ გარკვეულ გამოცდილებას არ დააგროვებთ, წააგებთ, აქ რა ორდერებსაც ვწერ არის ყველა SPOT ორდერი 5. ეს არ არის გემბლინგი (თამაში) რომ წითელზე ან შავზე დადოთ, ბევრი ფაქტორი მოქმედებს კონკრეტული კოინების ზრდაზე და კლებაზე, შეიძლება რჩევა მიიღო მაგრამ საბოლოოდ გადაწყვეტილებას ყველა თავისთვის იღებს. 6. პორტფოლიო ყოველთვის უნდა იყოს დაბალანსებული, გასაგებია რომ ბიტკოინი მთავარი კრიპტო ვალუტაა, მაგრამ 100% მარტო ბიტკოინზე ვაჭრობაც არ არის გამოსავალი. ცოტა ხნის წინ ბინანსზე აფილიაციაში მოვხვდი (განსხვავდება რეფერალისგან %-ებით) შემდეგი ლინკი აფილაციის ლინკია, ყველა განხორციელებულ ტრეიდზე გადახდილი fee-ს 15% გერიცხებათ უკან თქვენ (მეც). https://accounts.binance.com/register?ref=TB0R57CF სეტინგებში დააყენეთ რომ fee გადაიხადოს BNB-თ (ოდნავ ეკონომიას მოგცემთ) ორდერებში შეიძლება შეგხვდეთ ერთიდაიგივე ქოინი გაყიდვა / ყიდვაში რამოდენიმეჯერ, ეს იმიტომ რომ სხვადასხვა ფასში ვყიდულობ/ვყიდი, რაოდენობა როგორც წესი ერთიდაიგივეა ვყიდულობ 50$-ისას X რაოდენობას, და იგივე X რაოდენობას ვყიდი უკვე 2-5% მატებით * * * |
Posted by: white 1 Feb 2024, 23:10 |
დავარესეტე ორდერები რომ ერთმანეთის მიყოლებით იყოს და მარტივად გასაგები ყიდვის ორდერები მიმდინარე რაც ეხლა არის დაყენებული : გაყიდვის ორდერები: * * * ეს სულ ახალი ორდერი |
Posted by: ZLOOOOO 3 Feb 2024, 21:47 |
საღამო მშვიდობის კითხვების დასმა შეიძლება? თუ აქ მხოლოდ პორტფოლიოს აქვეყნებ? |
Posted by: white 3 Feb 2024, 22:21 |
ZLOOOOO დასვი კაცო, მაგრამ როგორც დავწერე მარჯინს თუ არ ეხება პ.ს. XMR ვარდება და ეს ტრეიდები მაქვს ეხლა გახსნილი ეს შეივსო უკვე და იგივე მონეროზე უკვე გაყიდვის ორდერი |
Posted by: ZLOOOOO 3 Feb 2024, 22:44 |
რომელი ბანკით სარგებლობ თანხის ჩარიცხვისთვის და განაღდებისთვის? ბანკი რაიმე %-ს ხომ არ გართმევს? თვით ბინანსი რაიმე %-ს იტოვებს ტრანზაქციებიდან? ამ ბინანსზე, შესაძლებელიათუ არა, შეიძინო სხვადასხვა კოინები (მაგ.: ბიტკოინი, ეთერიუმუ, ლაითკოინი და ა.შ.) და შემდეგ, მაგალითად 2-3 თვეში გაყიდო? ანუ საიტზე არ შედიხარ, არაფელს არ აკეთებ და მერე უბრალოდ ჰყიდი? ამ პერიოდის განმავლობაში კოინების ფასი შეიცვლება და ან მოგებაში იქნები ან წაგებაში. (იმედია მიხვდი რისი თქმა მინდოდა, ცოტა არეულად დავწერე) ქართულ საიტზე mycoin-ზე თუ იტყვი რაიმეს? გაქვს რაიმე გამოცდილება? დილით ბინანს ჩავუჯდები, ნაინტერესებს რას წარმოადგენს საიტი |
Posted by: white 3 Feb 2024, 22:56 | ||||||||
ZLOOOOO
საქართველოს ბანკს ვიყენებ, ადრე პრობლემა არ ქონიათ არასდროს, AML მთხოვდა ხოლმე ამონაწერს ტრეიდების და აქეთ გამოგზავნილი ტრანზაქციების სურათებს(ვუგზავნიდი რათქმაუნდა სკრინებს) ეს ჩვეულებრივი ამბავიადა მისაღებია, თუმცა ბოლო ტრანზაქცია უკან გააბრუნეს ყველანაირი შეკითხვის გარეშე. ეხლა სახარჯო ფული თუ მჭირდება კრიპტალს ვიყენებ, ბინანსიდან ვაგზავნი კრიპტალზე და კრიპტალიდან პირდაპირ ბარათზე ვაგზავნი. აგერაა ლინკი რეფერალური https://cryptal.com/en/referral/K1XyJB0kmA რეგისტრირდები ვერიფიკაციას გადიხარ, ბარათს აბავ და ეგაა. ბინანსიდან გამოგზავნიას USDT-ს გამოგზავნა ჯობია ძალიან მიზერულ თანხას იხდი fee-ებში
კაპიკებს, მაგალითად USDT-ს ტრანზაქციისას ესაა მაგათი % Network fee 0.15 ~ 4.5 USDT
კი უმრავლესობა მასეც აკეთებს, პრინციპში თანხას გააჩნია, პატარა თანხაზე თუ მიდის საუბარი დატოვე ბინანსზე ოღონდ 2fa ავტორიზაცია ჩართე, ყყოველი შემთხვევისთვის, თუ 10000+ დოლარზე მიდის ლაპარაკი, ჯობია საკუთარ ე.წ. ქოლდ ვოლეთზე შეინახო.
კი მაქვს, თავიდან მაგას ვიყენებდი სახარჯო ფულის გამოსატანად, მაგრამ მერე დაუკრეფავში გადავიდნენ, არა მარტო ტრანზაქციების ამონაწერი, ვოლეთზებზე ჩემი კრიპტოს რაოდენობის ამსახველი სკრინები მომთხოვეს, ნახუიზე გავუშვი რათქმაუნდა. არ გირჩევ მაგა საიტს |
Posted by: GEORGEXIII 4 Feb 2024, 17:21 |
სადღააა მოკვდა ბიტკოინი და ბოტასების თემაა.. არადა რა ბუმი იყო, ხალხმა რა ფულები მაზა.. |
Posted by: ZLOOOOO 4 Feb 2024, 20:41 |
ვერიფიკაციისას, ქართულად ჩავბეჭდო სახელი და გვარი? და მისამართი? შენი ლინკით ვისარგებლე რეგისტრაციის დროს |
Posted by: white 4 Feb 2024, 22:09 | ||
ZLOOOOO მე ინგლისურად ჩავწერე GEORGEXIII
ვიღაცისთვის მოკვდა, ვიღაცისთვის არა |
Posted by: ZLOOOOO 4 Feb 2024, 23:06 |
white მადლობა კონსულტაციისთვის და დახმარებისთვის!!! |
Posted by: n-i-c-k 5 Feb 2024, 06:23 |
GEORGEXIII ეხლაც შეგიძლია , ამჟამინდელ დაცემაზე შეიძინო რამე ჯერ კიდევ დაეცემა (ია ტაკ დუმაიუ) |
Posted by: ZLOOOOO 5 Feb 2024, 10:45 |
white გუშინ გავიარე ვერიფიკაცია და მომცეს ვაუჩერი 20 usdt რებეიტზე, რას ნიშნავს და რაში შეიძლება გამოვიყენო? |
Posted by: GEORGEXIII 5 Feb 2024, 10:47 |
white პაქტია ისეთი ბუმი აღარ არის თავიდან რომ იყო. n-i-c-k არა მადლობა, მასეთებს არ ვეკარები. |
Posted by: ჯორჯია 6 Feb 2024, 05:06 |
ვინმე არის აქ ტრეიდინგით ფულს რო უშოვია ან შოულობს რაღაც ეჭვის თვალით ვუყურებ მაგ წამოწყებას და იქნებ ვცდები |
Posted by: ZLOOOOO 6 Feb 2024, 09:57 |
ჯორჯია დღეს დავდებ თანხას, ვიყიდი რამოსენიმე კოინს სხვადასხვას (ამ მათ რაღაც ნაწილს) და ერთ თვეში გადავხედავ თუ რამდენით შეიცვლება თანხა. პლიუსში წავა თყ მინუსში. თან რეინვესტირებას გავაკწთებ და ყოველთვიურად დავამატებ (დავაზუსტებ რომ დიდ თანხაზე არ ვსაუბრობ, ისეთზე რომელიც ოჯახის ბიუჯეტს არ ავნებს) თუ გექნა რაიმე კითხვა - მომწერე და თუ ვიცი - გიპასუხებ |
Posted by: white 6 Feb 2024, 10:05 | ||
GEORGEXIII ნუ ხო საქართველოში შეიძლება, სხვაგან ეხლა რომ არის ისეთი არც ყოფილა მგონი უბრალოდ რაღაც რაღაცეები გაიფილტრა, ICO-ებშიც მასიურად აღარ იდება ფული არც NFT-ებში ჯორჯია კი, ნუ გააჩნია ფულს რას ეძახი, მილიარდები არ ვიცი, არც მაგ დონეზე ვიცი ტრეიდინგი და არც მაგ დონის ტრეიდერებთან შეხება არ მაქ ZLOOOOO
ბინანსზე?, ეგ კონკრეტული კამპანია არ ვიცი ეტყობა ეხლა გაუშვეს, მაგრამ იდეაში 20 უსდტ-ს ჩადებაზე ალბათ გიბრუნებენ ბონუსად, წესებში ეწერება დიდი ალბათობით ეს დაიხურა ესენი ორდერები მაქ გახსნილი ეხლა |
Posted by: ZLOOOOO 6 Feb 2024, 21:39 |
მინდოდა დარიცხვა საქართველოს ბანკით და არაო... ვიზა გჭირდებაო ვისა მაქვს ლიბერთის და რავი, შევიკავე თავი რომ ბანკს არ გაეჩერებინა ტრანზაკცია |
Posted by: kete-1 7 Feb 2024, 00:15 |
გამარჯობა, მადლობა ინფორმაციისთვის, როგორ ვიყიდო Satoshi VM ხომ ვერ მეტყვით? ეთერიუმი რომ გადავცვალო ეგ მეთოდი ვიცი, მაგრამ დიდი საკომისიო აქვს, სხვა გზა არსებობს? |
Posted by: WP-Rex 7 Feb 2024, 14:23 |
ZLOOOOO საქბანკის ციფრული ვიზა გააკეთე |
Posted by: ZLOOOOO 7 Feb 2024, 16:13 |
WP-Rex ვა... მადლობა! ვეცდები ახლა ვნახო დამატებითი ინფო საიტზე თუ როგორ კეთდება |
Posted by: n-i-c-k 7 Feb 2024, 20:29 |
იფ, ვინც ამ 3000% ზრდაზე იხეირა, თან ერთ დღეში 30% მარტო დილის 9 საათიდან ამ დრომდე იყო |
Posted by: turist 7 Feb 2024, 23:19 |
white მშვენიერი თემა გაგიხსნია რაღაც კითხვები მაქვს მერე, დავწერ თანდათან, უცებ რომ არ დაგაყაროთ )) ისე, რამე ტელეგრამ ან ვატსაპის ჯგუფიც ხომ არ გაქვთ, იქ უფრო ადვილი იქნებოდა კითხვების დასმა |
Posted by: white 9 Feb 2024, 03:38 |
ეს ბოლო 3 დღეა სპოტზე დიდად არ გამიხსნია ორდერები, მონეროს დელისტინგის გამო ძირითადად მარჯინზე მაქ გახსნილი სამაგიერდო BTC-ს ზრდასთან ერთად sell ორდერების დიდი ანწილი დაიხურა, ახლა ოდნავ კორექცია თუ იქნება კარგი იქნება ხელახლა რომ გაიხსნას ყიდვაზე turist არა ჯგუფი არ მაქვს, სამეგობროს ჯგუფებიც დამუთული მყავს აქ მკითხე და თუ ვიცი გიპასუხებ ZLOOOOO ყველაზე მარტივი ვირტუალური ბარათის გაკეთებაა საქ ბანკში * * * ეს ტრეიდი მაქ ჯერჯერობით ახალი |
Posted by: ZLOOOOO 9 Feb 2024, 21:32 |
ბიჭებო, მინდა რჩევა თუ სწორად მოვიქეცი: ვიყიდე 4 კრიპტოვალუტა, მაგრამ ვაჭრობას არ ვაპირებ. ანუ იგივე ბიტკოინის მაგალითზე: ვიყიდე, დევს ე.წ. საფულეში და დავუშვათ 1 თვეში რომ გავყიდო, ლარში ხომ იგივე თანხა არ დამერიცხება? არამედ ან მეტი ან ნაკლები? რომელიც იქნება დამოკიდებული უშუალოდ ამ კრიპტოვალუტის კურსის შეცვლაზე, ხომ ეგრეა? (მესმის რომ არეულად ვწერ და შეიძლება გაუგებრად, მაგრამ იმედია ინტუიტურად მიმიხვდებით) |
Posted by: GG322 9 Feb 2024, 21:59 |
ZLOOOOO იყიდე იაფად გაყიდე ძვირად. როცა გაძვირდება მერე გაყიდე, მინუსში არ გაყიდო წაგებას დააფიქსირებ. თუ არ იცი ვაჭრობა ჯობს შეინახო კოინები და ბულრანზე გაყიდო. ეხლა აღმავალი ტრენდი მინდის, ბულრანში შევდივართ |
Posted by: turist 9 Feb 2024, 23:51 | ||
white
ოკ, მოკლედ, ტრეიდერი არ ვარ და საერთოდ აზრზე არ ვიყავი კრიპტოზე, ნახევარი წელია რაც დავინტერესდი. ვიყიდე რაღაც კოინები და ბულრანზე მინდა ექსიტ-სტრატეგიაზე ცოტა უკეთ გავერკვე. ანუ, თუ გაამართლა და სადღაც 10 X-მდე გამომივიდა, მაგ ალტკოინების USDT ან USDC-ზე გადაცვლა და შემდეგ საქართველოს ბანკში განაღდებაზე მინდა უფრო დეტალურად ვიცოდე. რამე სირთულეები ხომ არ არის მაგ პროცედურაში, ან რამე უკეთესი გზა თუ იცი ქეშ აუთის? პ.ს. ახალბედა კრიპტოელის)) ფიქრები, ბულრანს მერე ცოტა უკეთ ვიქნები |
Posted by: Frаnknstein 10 Feb 2024, 14:27 |
10,000 Dogecoin მაქვს წლებია, mycoins.ge-ზე. არც იზრდება, არც მცირდება არადა რადენიმე წლის წინ თვით მასკი არეკლამებდა, მომავლის ქოინიაო ხო და რას ფიქრობთ, ოდესმე, მომავალში, ეშველება რამე ამ ქოინს? |
Posted by: white 10 Feb 2024, 15:47 | ||
Frаnknstein რავი გააჩნია რამდენზე გაქ ნაყიდი, ეშველება არ ეშველება ცოტა ისეთი პონტია მე რო მკითხო იმაზე ძვირია ეხლაც ვიდრე უნდა იყოს მარა მომავლის ამბავში მარტივი გამოსათვლელია ეხლა მტელი კრიპტოებსი საერთო მარკეტ კაპი არის 1.78 ტრილიონი დოლარი Dogecoin-ის მარკეტკაპია 11 მილიარდი და ღირს 8 ცენტი 80 ცენტზე რო ავიდეს მარკეტკაპი დოგესი უდნა იყოს 110 მილიარდი 8 დოლარზე 1.1. ტრილიონი რეალურად ამ ფასზეც მასკის გამოა, თორე ბევრად უკეთესი ქოინები არსებობენ იგივე მიმ ქოინები მაგრამ ტექნოლოგიურად ბევრად უკეთესი turist
10X-ს ახალი კოინები ტუ დადებენ, თორე უკვე კაი ხანი რაცაა მარკეტზე 10X-ს დადება ძალიან იშვიათობაა აი თეორიაში XMR-ს შეეძლო დაედო, უდნა რირდეს კიდეც 1000-1500 $ მაგრამ ხელოვნურად შეზღუდეს ფაქტიურად და ვერ ადის |
Posted by: Frаnknstein 10 Feb 2024, 16:34 | ||
white
რავიცი, ამ ფასად მგონი, ზუსტად აღარ მახსოვს... ხო, მასკის გამო ვიყიდე, ეგდოს, იქნება როდესმე მეც მილიონერი გავხდე, ბიტკოინის მფლობელები როგორც გახდნენ მეთქი აღარც მახსოვს ხოლმე, წელიწადში 2-3-ჯერ გამახსენდეს და შევდივარ და იგივეა და გამოვიტანო და ერთი ვიქენდი კარგად გავერთო თუ ღირს დალოდება, თეორიულად |
Posted by: white 10 Feb 2024, 17:24 | ||
Frаnknstein იმანიდან გამოტანა და შენ საკუთარ ვოლეთზე დადება ღირს, ეგეთი არღაცეები იმანის ტიპის კანტორის ვებსაიტზე არ შეინახო რაიმე მარტივი ვოლეთი გადმოწერე Trust wallet (ქრომი/იოს/ანდროიდი) ან Exodus wallet ვინდოუსზე და შეინახე მანდ
რავი ჩემთვის გართობა ყოველთვის ღირს, მარა 2-5x კი შეიძლება დადოს როცა იქნება |
Posted by: Frаnknstein 10 Feb 2024, 17:33 | ||||
white
ლიბერთი ბანკისაა ეს მაიქოინსი და ლიბერთი ბანკს უფრო ვენდობი, ვიდრე მაგ უცხოურ საიტებს. ბოლო-ბოლო საქართველოშია და მოთხოვ ვიღაცას პასუხს კონკრეტულად ვის აგინო, ეგ მაინც გეცოდინება, თუ გააქრეს კრიპტოპია.ორგ რო იყო, მანდ მქონდა ადრე ქოინები, რაღაცეებს ვყიდულობდი და ვყიდდი ხოლმე, ბუმი რო იყო კრიპტოვალუტების, სადღაც 2017-2018-ში და მერე ხო დაჰაკეს მთლიანად საიტი და გამიქრა საერთოდ სადღაც 200$-მდე მექნებოდა და ვის მოვკითხო ან ვის ვაგინო, ეგეც არ ვიცი
ეგდოს, იქნება გაასმაგდეს |
Posted by: turist 10 Feb 2024, 21:59 | ||||
white
XRP-ზეც მაგას ამბობენ. არ დაადგა საშველი. ada, matic, algo არ არის ახლები, მაგრამ არ აქვს პოტენციალი? ach და vra - ზე რას იტყვი? აქვთ ვითომ კარგი პერსპექტივა ამ ბულრანზე? * * * Frаnknstein
დაელოდე 2025-ს, რაღა დარჩა, სადღაც შემდეგი წლის გაზაფხულ-ზაფხულში ვარაუდობენ ფასების ავარდნას ბიტკოინზე და მერე ყველა ალტკოინზე, ოღონდ თუ გაყიდვა დააგვიანე, მერე ისევ ფსკერისკენ წავა თურმე )) |
Posted by: white 10 Feb 2024, 23:11 | ||||||||
Frаnknstein
საიატებს რო არ უნდა ენდო მაგას გეუბნები, შენ კომპიუტერს /მონბილურს უნდა ენდო მარტო Not your key not your crypto კარგი გამოთქმაა ამ სფეროში რეალურად შენ არ გაქვს ეხლა კჯრიპტო, ლიბერთი ბანკი გეუბნება რომ როცა უნდა/გინდა მოგცემს რაც მოგწერე საიტები არაა, შენ კომპიუტერზე დაყენებული პროგრამებია
ზუსტად, რომ დაჰაკონ ან "დაჰაკონ" სიტყვაზე მაიკოინი არაფერს დაგიბრუენბენ, ფორს მაჟორი და ათასი ###ობა უწერიათ ხელშეკრულებაში turist
კი ვიცი ამ ფორუმზეც ამბობდნენ ავა 10$ზეო, აქაც მარკეტ კაპიტალიზაციას უნდა შეხედო, მაქმდე რო ავიდეს 100 მილიარდი რიპლი, 1 ტრილიონის კაპი უნდა ქონდეს მარტო რიპლს
კარდანოს (ადა) კი, დანარჩენს ვერ გეტყვი არ მჯერა დიდად |
Posted by: turist 11 Feb 2024, 00:50 | ||
თან სასამრთლოც არ არის მორჩენილი და რომც მორჩეს წელს, არა მგონია 3-4 დოლარზე ზევით წავიდეს, ისიც მეეჭვება რაცხა. აი, თუ მართლა დაიწყო ტრანსნაციონალური გადარიცხვები ჩერეზ xrp, მერე კი ავარდება ფასი, ოღონდ ეგ მოხდება თუ არა და როდის მოხდება, კაცმა არ იცის... |
Posted by: white 11 Feb 2024, 01:17 | ||
turist
რიპლთან როგორც ქოინთან ეგ არაფერ შუაშია რიპლის ნეთვორქი შეგიძლია გამოიყენო, გინდა დოლარი გადარიცხე გინდა ბიტკოინი რიპლის ნეთვორქით სხვადასხვა რამეა |
Posted by: turist 11 Feb 2024, 01:58 |
white ეგ აზრიც მსმენია, კი, მაგრამ მაგაზე სადღაც თქვა დევიდ შვარცმა (რიპლის ტექნიკურმა დირექტორმა), რიპლის მომავალი "ლონგ თერმ", დამოკიდებულია xrp-ს ფასის ზრდასთანო. ანუ მაგ კოინიც იქნებაო გადარიცხვებში ინტეგრირებული და წვა ექნებაო, ასეთი ინტერპრეტაცია მოვისმინე ვიღაც კრიპტოიუთუბერებისგან და რას გაიგებ, ისინი ყველა თავის საქმეს აკეთებენ მსგავსი ინფოების გავრცელებაში )) არ გეკამათები, შენ უკეთ გეცოდინება, თუ ამდენი ხანია ამ საქმეში ხარ |
Posted by: white 11 Feb 2024, 02:05 | ||
turist
მაგდენი რიპლი მომცა რაც მაგას აქვს უარესებსაც ვიტყვი, მსოფლიო შიმშილსაც დავამარცხებინებდი XRP-ს |
Posted by: turist 11 Feb 2024, 02:08 |
white სკემია ეგ xrp მე მგონი, არადა მეც წამოვეგე |
Posted by: white 11 Feb 2024, 06:55 |
turist სქემი არაა, ძაან კარგი ნეთვორქია, უბრალოდ ახლა აქ რომ ეგონათ რომ რიპლით მილიარდერები გახდებოდნენ ეგრეც არაა |
Posted by: Frаnknstein 11 Feb 2024, 08:21 | ||||
ეგ როგორ უნდა დავაყენო, რომელი ჯობია. და ბანკს რო აქვს, ანაბარი რო მქონდეს ან ანგარიშზე თანხა, მასე არ აქვს? ბანკის ანგარიშებიდან თანხების გაქრობის რისკი ბევრად დაბალი არ არის ვიდრე მაგ კრიპტოსაფულეების დაჰაკვის? |
Posted by: white 11 Feb 2024, 21:59 | ||||||
Frаnknstein
ექსოდუსი გადმოწერე კომპზე დაყენდება მარტივია ძაან
მე არ ვინახავ დიდი თანხას ბანკშI
თუ მაინცდამაინც შენი კონკრეტული კომპი არ დაჰაკეს არა ძალიან პატარა შანსია რომ ვინმემ ან private key გაარტყას ან 12 სიტყვა (12 სიტყვიანბი ფრაზით იშიფრება ვოლეთი) |
Posted by: ThisTooShallPass 13 Feb 2024, 00:55 | ||
არა და ორივეს მეტი პოტენციალი აქვს. . რა კოინებს ფლობთ ეხლა ? ჰალვინგის პერიოდში ესაა მნიშვნელოვანი. |
Posted by: white 13 Feb 2024, 10:49 | ||||
ThisTooShallPass
ჩემთვის დიდად არ აქვთ
ხან რომელს ხან რომელს, ტრეიდების ორდერებს ხომ ვდებ , რასაც ვყიდულობ იმას რაღაც პერიოდი ვფლობ, როცა ვყიდი აღარ მაგალითად ბტც აქ გავყიდე 49700-ზე ყიდვის ორდერი ამქ ეხლა |
Posted by: ThisTooShallPass 13 Feb 2024, 10:58 | ||||
ნუ ვნახავთ ბულრანში პიკში.
აჰა გასაგებია.. მე იმიტომ ვიკითხე რომ წელს ყველაზე მნშვნელოვანი სწორი ნარატივის შერჩევა იქნება რაც შედეგს დადებს.. მე არ ვვაჭრობ და არც ვაპირებ!! . ბიტკოინის კლებაზე დადებას გამბედაობა ჭირდება ეხლა ისე. . წარმატებები ამ საკმაოდ რისკიან საქმეში. |
Posted by: white 13 Feb 2024, 22:09 | ||||||
ThisTooShallPass
მაგას ვამბობ არ აქვს ჩემთვის მნიშვნელობა ბულრანია თუ ბეარრანი, კოინებს ჩემთვის მნიშვნელობა აქვს თუ რამდენად ვოლატური არიან
მესმისს ყველას თავის მიდგომა აქვს
ნუ ფაქტია ადის 50ზე და ჩამოდის 48-ზე ან 49ზე და მერე 47ზე, ამ დროს ვაკეთებ მე ფულს პ.ს. ეს თრეიდები მაქვს ეხლა |
Posted by: ThisTooShallPass 13 Feb 2024, 23:27 | ||
გასაგებია.ძალიან კარგია თუ ფულს აკეთებ . .წარმატებები. . მონერო გაქვს ნაყიდი 120 დოლარზე 3 ცალი ხომ ასეა?? ამავდროულად ბიტკოინს შორთავ ალბათ 44-45 მდე ხო?? და რა არ მესმის ეხლა: მონერო ბაინანსიდან გაქრა და ეხლა იმედი გაქვს რომ მოიმატებს მაშინ როცა ბიტკოინის დაბლა სვლას ელოდები? |
Posted by: turist 14 Feb 2024, 00:10 | ||||||
ThisTooShallPass
სავარაუდოდ AI კოინები მოიტანს ყველაზე მეტ მოგებას, არა?
მეც მასე ვარ და ერთერთი მიზეზი ისაა, რომ სადაც ვცხოვრობ იმ ქვეყანაში ტვინს დღნავენ კრიპტოვაჭრობაზე. ჰოლდერი თუ ხარ და 1 წლის მერე გაყიდი, მაშინ არ გიწევს გადასახადის გადახდა, სხვა მხრივ, დაჟე სვეპ-იც იბეგრება და თან საფინანსოს ყველაფერი დეტალურად უნდა აუხსნა... საქართველო სამოთხეა ამ მხრივ
|
Posted by: ThisTooShallPass 14 Feb 2024, 01:17 | ||
სამწუხაროდ არ ვიცი რომელი მოიტანს ყველაზე მეტ მოგებას, მაგრამ ეჭვი მაქვს რამოდენიმე ნარატივზე. ბიტკოინის ინფრასტრუქტურა, გეიმინგ ლანჩპადები, ინტეროპერაბილითი, ბიარსი20. ამათზე ვდებ ფსონს, და რენდერი მაქვს როგორც AI და DEPIN. შენ??? |
Posted by: turist 14 Feb 2024, 01:45 | ||
ThisTooShallPass რენდერ, ფეჩ აი და მსგავსი ცოტა არ იყოს დაგვიანებულია შესვლა, გავმაზე (ახალბედა ვარ კრიპტოსივრცეში))
ხო, AI-სთან ერთად ესეც უნდა მეხსენებინა, მაგარი ჰაიპ-თემა იქნება ეგეც. მე უფრო ინტეროპერაბილითის მხრივ ავიღე ორიენტაცია. xrp-ზე დავდე ფსონი თავიდან, როგორც ახლობელმა მირჩია, მერე თავად რომ გავერკვიე, თურმე სჯობდა უფრო მეტი დივერსიფიცირება და ნაკლები იქსარპე, მარა აწი რა დროსია, მინუსში ვარ ისე ავაქს, ადა, მეტიკ, ალგო, ვიჩეინ, ჰედერა, ქვანტი და მსგავსებიც მაქვს ცოტა პორტფელში და ვნახოთ რა გამოვა )), კიდევ "ცოტა" ალქემი პეი და ვერასიტიც მივამატე ამ დღეებში, მაგრამ ეს ორიც ისეთი პროექტებია, შეიძლება ჩაისვარონ ამ ბულრანზე )) ვრისკავ ერთი სიტყვით |
Posted by: ThisTooShallPass 14 Feb 2024, 02:02 | ||||||||||
რენდერი ვფიქრობ არ არის დაგვიანებული...დანარჩენები სიმართლე გითხრა შორეულ პერსპექტივად მიმაჩნია. ნუ რენდერისგან 10X კმაყოფილი ვიქნები სრულიად.
ხო მაქვს რამოდენიმე მაგრამ კიდევ უნდა ვიყიდო.
რომლებს ფიქრობ მაგ ნარატივიდან.??
მაღალი ალბათობით მოკვდება. ქუანტი ჯობს ახალა თან, მაგრამ ცენტრალური ბანკების დიჯითალ ვალუტები როდის იქნება და როგორ რეგულირებული და .აშ არავინ იცის .
ავაქსი მეც მინდა ვიყიდო ძლიერია კრიპტოა. ალგოც მევასება და არის შანსი სერიოზულად გაიზარდოს, ვიჩეინის დიდად არ მჯერა, ჰედერა ასევე კარგი ტიპია. ინტეროპერაბილითის კუთხით მუნბიმს ვფიქრობ და ეხლა გამოვიდა ზეტა ჩეინი რომელიც ბლოკჩეინ აგნოსტიკურია და ბიტკოინზეც მუშაობს. |
Posted by: turist 14 Feb 2024, 02:16 | ||||||
პოლკადოტი, მგონი კიდევ არის საინტერესო. ჩეინლინკი მქონდა და მაგ ახლობელის რჩევით, ისიც იქსარპეზე გადავცვალე ))
საინტერესოა, გავეცნობი
ჰო, თუ 40 დოლარამდე აქაჩა, მაგარია. თუ ჰალვინგამდე კიდევ იქნება კორექტურა, დავამატებ "კოლექციას" ) |
Posted by: ThisTooShallPass 14 Feb 2024, 02:26 | ||||||
სერიოზულია ლინკი. მუნბიმი პოლკადოტის პარაჩეინია რომელიც უკავშირდება ეთერიუმს. პოლკადოტის მაგივრად მყავს კოლექციაში.
რავი 50 დოლარს ვფიქრობ თან წლის ბოლომდე. . რაც იქნება ის იქნება იმედები დიდი მაქვს მაგრამ მოლოდინი კონსერვატიული. თუ კორექცია მოხდა საგრძნობი შენ იყიდე მე დეპრესიას ჩავუჯდები
ყველა ვრისკავთ ძმის გულო. პროსტო ფუჩერსებს არ გავეკაროთ და სულელურ სქემ კოინებს და რაღაცას დადებს ვფიქრობ.. |
Posted by: turist 14 Feb 2024, 03:05 | ||||
100 %-იანი ხარ ძმა. რისკი ყველგან არის. აქ, ქე მაინც გონივრული რისკია. იმედია, მთლიანობაში მაინც კაი მოგებაში ვიქნებით |
Posted by: white 14 Feb 2024, 08:50 | ||||
ThisTooShallPass
არა ვყიდულობა რაც სკრინზეა მაგ ფასებში თითოს, ეხლა ზემოთ ქვემოტ სანამ დადის ვყიდულობა ქვემოთ ვყიდი ზემოთ ბიტკოინსაც მსგავსად
ბიტკოინის კორექციას კი ველოდები იდეაში, მაგრამ შეიძლება არც მოხდეს დიდი მააგრამ არა უბრალოდ სანამ საშუალება და დროა, ფასის ცვლილებაზე ვიგებ აი ამ სკრინზე 1 საათიანი ქენდელებია ქვემოთ ვყიდულობ, იმატებს ფასი ვყიდი, მაგიტო მიწერია 120-ს ქვემოთ ბაი ორდერები (სელ ორდერებიშეივსო 127-128-129ზე) |
Posted by: ThisTooShallPass 14 Feb 2024, 09:11 |
turist white წარმატებები ყველას! იმაზე მეტი გვეშოვოს ვიდრე ველოდებით! |
Posted by: simohaya 16 Feb 2024, 09:45 |
ტელეგრამზე როგორ ვიყიდო კრიპტო ვალუტა ამიხსნის ვინმე...რაიფიზენ ბანკის ბარათი მაქვს და ვერ ვახერხებ |
Posted by: white 17 Feb 2024, 11:44 |
simohaya ტელეგრამზე რატომ უნდა იყიდო? სქემერებით და გადამგდებებითაა სავსე იქაურობა აგერ ბინანსზე შედი და იყიდე https://accounts.binance.com/register?ref=TB0R57CF ან ბიტფინექსზე შედი და იყიდე: https://www.bitfinex.com/sign-up?refcode=IYFyjjwDU ორივეგან ვერიფიკაცია დაგჭირდება მინიმალური თუ ძალიან დიდ თანხაზე არ მიდის საუბარი არც ფული დაგეკარგება და არც შენი ბარათის მონაცემები გაბაზრდება |
Posted by: white 20 Feb 2024, 01:11 |
ღამე ასეთ ორდერებს ვტოვებ იმ შემთხვევისთვის თუ მინი კორექცია იქნება |
Posted by: don gajetino 20 Feb 2024, 21:24 |
მორჩა ბულრანი? :დ პიზდეცად ეცემა ფასები |
Posted by: white 21 Feb 2024, 08:09 |
don gajetino რისი ფასი ეცემა ? |
Posted by: don gajetino 21 Feb 2024, 14:46 |
white 52 900-დან 51 250-ზე ჩამოვიდა ბტს ფასი ....... |
Posted by: ThisTooShallPass 21 Feb 2024, 15:04 | ||
50700 ზე ჩამოვიდა და ეგ თუ დაცემაა მაგაზე მეტი დაცემა არ გვენახოს არასდროს ეთერეუმს კარგად უჭირავს და იმედია დადებითად აისახება ახლო დღეებში ლეიერ 2 ებზე |
Posted by: white 21 Feb 2024, 23:16 |
don gajetino დაცემა და ბულ რანის დამთავრება/შეფერხება არი 25-30-ზე რო ჩამოვა. მაგ ლოგიკით შუადღისას ისევ დაიწყო ბულ რანი და საღამოს ბეარში გადავიდა ? ჩვეულებრივი ბაზრის სვლა არის 2-3-4 ათასიც ტან მარტო ბიტკოინი არაა, აგერ ბნბ მშვენიერ ხოდზეა |
Posted by: turist 22 Feb 2024, 00:10 | ||
ეგ აწი ნაკლებად სავარაუდოაო, როგორც ამბობს ჩახედული ხალხი. ქუანტზე და პოლკადოტზე რა აზრის ხართ? ახლა რომ იყიდო კაცმა, დადებს ბულრანზე მინიმუმ 5 X-ს ? )) სხვა კოინებთან შედარებით კიდევ მისაღები ფასები მგონია. xdc-ც ოკ-ია, არა? |
Posted by: ThisTooShallPass 22 Feb 2024, 17:21 | ||||
5 ჯერ ყველა სოლიდური კრიპტო გაიზრდება, საქმე იმაში ჩვენი ფსიქიკა არის თუ არა მზად იმისთვის ამ მომენტს დაელოდოს, გაუძლოს ცდუნებას გაქეშების და სტრატეგიის შესაბამისად მოიქცეს... და ამავდროულად დაკმაყოფილდეს მოგებით და ამ ძალიან სარისკო საქმიდან გამოვიდეს მანამდეც კი სანამ მდიდარი გამოვა, ეგ თუ გამოვა შენ სახლში ნაკლებს წაიღებ. ანუ ჩვენ მაღალი ალბათობით იმ წერტილში ამ კოინებს ვერ დავიჭერთ სადაც უმაღლეს წერტილში არიან. . შენ გჭირდება ის კრიპტო რომელიც ექსით სტრატეგიას მოერგება ხომ ასეა?? ანუ ისეთი ასეტი რომელიც სტაბილურად იმკვიდრებს ადგილს და იმატებს ფასში და მარკეტის პარაბოლურობისას აუცილებლად მიაღწევს პიკს. ესეთი კრიპტოები არის ახალი კრიპტოები. ეს კრიპტოები წყვეტენ ტექნიკურ პრობლემას ბლოკჩეინ სამყაროში და ამიტომ იწვევენ ინტერესს ინვესტორებისას. ან უბრალოდ მოგვიანებით მაგრამ მაინც მათი ფუნქცია დღეს უფრო აქტუალურია ვიდრე იყო მანამდე. მაგალითად: ეთერეუმი რომელმაც სახელი წინის წინა ბულრანზე გაითქვა მისი ტექნოლოგიური უპირატესობით, წინა ბულრანზე სოლანას დაუთმო პოზიციები მაგ საკითხებში. დღეს სოლანაზე მიმ კოინი უფრო მეტ აუდიენციას იპყრობს ვიდრე ეთერეუმზე. ანუ ეთერეუმი გადავიდა საკულტო დეცენ. აპლიკაციების კრიპტოს ნარატივში. დოტისთვის ძალიან მოკლე იყო ნულმარკეტი და მაგ დროს იქმნებოდა მისი ინფრასტრუქტურა და დღეს მეტი შანსი აქვს წარმატების ვიდრე წინაზე, ოღონდ სხვა კრიპტ ნარატივებმა მისი მნიშვნელობა არ უნდა გადაფარონ. დოტი რეალურად ძელი თაობის კრიპტოა რომელიც იძლევა საშუალებას ინტერურთიერობის ბლოკჩეინებს შორის, ზეტა ჩეინი მაგალითად, არ ცნობს ბლოკჩეინ ენას და მისი დაპები ყველა ბლოკჩეინებს ებმევა. ასევე ბიტკოინს. ეს უკვე წინსვლაა ბლოკჩეინ სამყაროში და ეს კრიპტო სანამ ბულმარკეტი პიკზე ავა მანამდე მოიმატებს სტაბილურად. მეორეს მხრივ დოტს ჩამოყალიბებული და ბულმარკეტში არ მყოფი ეკოსისტემა აქვს და ერთერთი მაღალი რეპუტაციის ბლოკჩეინია. მაგრამ პრობლემა რასაც ყოველ ჯერზე ვეჯახებით ხოლმე, არის ბეარ მარკეტი რომელიც სპობს ყველა ინტერესს კრიპტოს მიმართ მისი ფასების მკვეთრი დაწევის გამო. ანუ პოლკადოტის ეკოსისტემამ რომ გაილაღოს დრო არ ყოფნის, ამიტომ მის პარაჩეინებს უფრო მეტი შანსი ექნებათ ზრდის ვიდრე თვითონ ლაიერ 0 პოლკადოტს
XDC Network (formerly known as XinFin Network) is a hybrid (public / private) blockchain platform that combines the transparency of public blockchains with the speed and security of private networks. With the help of blockchain technology and state-of-the-art infrastructure, the project intends to provide streamlined financial services to its users. რამე გაიგე რისთვის არსებობს ეს და რას აგვარებს ან რატომ გვჭIრდება ან ვიყიდოთ??? შეიძლება იყოს კიდეც ეგეთი, მაგრამ როცა 10 ათასობით ბლოკჩეინი არსებობს ესეთი ბუნდოვანი დახასიათება პროექტს არ უნდა ქონდეს. უნდა გესმოდეს რატომ იხდი ფულს მასში ხოო?? შენ რატომ იხდი მაგაში ფულს. . . რაც ფასებს შეეხება მინდა გირჩიო ნუ უყურებ ფასებს დიდად. ის ასეტები რომლებიც უმკლავდებიან ვოლატილურობას იქნებიან გამარჯვებული და არა ისინი ვინც ტრენდს მიყვება |
Posted by: erekle123 22 Feb 2024, 21:05 |
მეგობრებო USDT და TRON თან დაკავშირებით რა ხდება? |
Posted by: turist 22 Feb 2024, 23:43 | ||||
ThisTooShallPass დიდი მადლობა გამოხმაურებისთვის
ვერც ბოთომში შევედი და ვერც ტოპში გავყიდი სავარაუდოდ, მაგრამ ამაზე დიდად არ ვიდარდებ. ექსით სტრატეგიას რაც შეეხება, ვეცდები 1 წლის ჰოლდერობის მერე ისე გავყიდო 5X მაინც ავიღო საშუალოდ. მერე კიდევ 10 ჯერ რომ გაიზარდოს ფასი, არ ვინერვიულებ მაგაზე )) ვიცი რომ ბევრად მეტი პოტენციალია კრიპტოში, მაგრამ ყველას თავისი სიტუაცია აქვს და მიდგომაც ინდივიდუალურია.
https://tangem.com/en/blog/post/xdc-network/ მე როგორც ვიცი, აქციების, უძრავი ქონების და ა. შ ტოკენიზირებას აპირებენ და თუ გამოუვიდათ...ვნახოთ )) მის უკან დიდი ჩინური კომპანია კი არის, რისკია მაგრამ იუზკეისი აქვსო, ტოკენიზირების სფეროში ყველაზე გაპიარებული კია და რავი )) Use cases Tokenization: Real-world assets like commodities and real estate can be tokenized, enabling fractional ownership and efficient trading. |
Posted by: ThisTooShallPass 23 Feb 2024, 10:57 | ||||||
კი ბატონო ვფიქრობ კარგ მოგებას დადებს ეს ნარატივი წელს..
ვნახოთ აბა იმედია სერიოზულ კრიპტოებს გაუწევენ კონკურენციას.
მანდ ვარ სადღაც მეც. გამოგივა დარწმუნებული ვარ.. ოქროს შუალედი გაქვს აღებული. ტოკენებიც კარგები გაქვს. |
Posted by: n-i-c-k 23 Feb 2024, 16:42 | ||
ტრონი თვეებია სტაბილურად ნელ ნელ მიიწევს ზევით აგრეთვე რამდენჯერმა მოხდა მონეტების დაწვა , მარტო ტრონი არა ბიტტორენტმაც ერთი ორი თვის წინ კარგი % დადო , თუმცა 2021 წლის მონაცემამდე არ ასულა.. |
Posted by: *Irresistible* 23 Feb 2024, 20:32 |
ამ სფეროს შესასწავლად უფასო რესურსები თუ მოიპოვება ნეტში და რომელს მირჩევდით აგრეთვე, რამდენად ღირს მწირი ბიუჯეტის დაბანდება კრიპტოვალუტაში დღეს? |
Posted by: white 23 Feb 2024, 23:33 |
*Irresistible* ბიჯუეტს გააჩნია, ეხლა რაღაცისთვის საჭირო ფულის არა და ისე ცალკე გადადებულსი კი ღირს Reminiscences of a stock Operator Disciplined trader New market Wizards The intelligent investor კარგი წიგნებია ძალიან, ტრეიდინგით ვინცაა დაინტერესებული |
Posted by: white 24 Feb 2024, 12:25 |
ცოტა ნაკლები დრო მრჩება სპოტზე სატრეიდოდ მაგრამ ეხლა ეს ორდერები მაქვს გაშვებული სელზე |
Posted by: don gajetino 25 Feb 2024, 23:39 |
ეთერიუმმა მაგრად აიწყვიტა ადას ვწურავ იქნებ ავიდეს 0.595-მადე matic უნდა ავწიო 1.0-ზე |
Posted by: ThisTooShallPass 27 Feb 2024, 11:09 |
don gajetino არბიტრუმი მქონდა გახსნილი სპოტზე 3L. იმავე დღეს მივხვდი რომ სისულელე ვქენი და კიდევ კარგი წაგებით არ გამოვედი გამიმართლა. აწი არასდროს სტრატეგიიდან არ გადავუხვევ, ამას მივხვდი კიდევ ერთხელ. ცოტა იქედან ცოტა აქედან და ბევრი მექნება არ მიმაჩნია მომგებიან სტრატეგიად. ბევრმა დაშორთა კიდეც ბიტკოინი და ალტები და ზიან ეხლა ყბაჩამოგდებულნი და შეშინებულნი. ბულმარკეტია ეს 2 წელი ველოდებოდით და ბიტკოინს შორთავ ტეხავს, არა ეთიკურიც კია, რისგანაც ელოდები გამდიდრდე იმის წინააღმდეგ ფსონი არ უნდა დადო კაცმა. ბიტკოინს ნათელი ფუნქციონალობა აქვს უკვე ყველა დონეზე, ვფიქრობ კიდევ მოიმატებს დომინანსი. საინტერესო ისაა რომ ეს ბულრანი უკვე შეიძლება დანამდვილებით ითქვას არის განსხვავებული წინებისგან. სტრატეგიაც შესაბამისად უნდა აეწყოს. |
Posted by: iMaximuSi 28 Feb 2024, 00:37 |
ბულრანის მერე როცა ფასები დავარდება რის ყიდვას მირჩევთ გრძელვადიან პერსპექტივაში? გარანტირებული რომ არაფერია ვიცი უბრალოდ თქვენ რას იყიდიდით, ორი ჰალვინგია ვნანობ რო არაფერი ვიყიდე და შემდეგზე მაინც რო გამოვასწორო |
Posted by: ThisTooShallPass 28 Feb 2024, 11:51 | ||
ბულრანი ჯერ არც დაწყებულა ლოგიკაში. . მცირე ინვესტორების ინტერესი ჯერ არც ჩანს. ეხლა ხდება ინსტუტიციური ინვესტორების აკუმულირება ცალკეულ ალტკოინებში და ბიტკოინში. . ვფიქრობ მაქსიმუმ 100 პროცენტ მოგებაში იქნება ყველა მცირე ინვესტორი, ეს კიდე არაფერია, შეიძლება ითქვას დასაწყისი. ანუ იმის თქმა მინდა რომ ეხლა უკეთესი მომენტია ვიდრე ოდესმე. შემდეგ ბულრანზე ფიქრი ცოტა ალოგიკურად მეჩვენება ეს იმაზე იქნება დამოკიდებული რა მოხდება შემდეგი ორი წელი. თან ბევრი ვარაუდობს რომ ეს ციკლი ყველას აჯობებს. ითიეფმა სრულიად შეცვალა ბიტკოინის ციკლის მიმდინარეობა ჯერჯეობით და შეიძლება ესეც გაგრძელდეს, ნუ ყველა ლოგიკით უნდა გაგრძელდეს. რაც ალტკოინებს შეეხება ეს გემოვნების და ხედვის საკითხია და ინდივიდუალურია სრულიად. ეს არის ახალი ასეტ კლასი, და ყველა სფეროს შეეხება საბოლოოდ, შენ იმის მიხედვით უნდა ჩადო ინვესტიცია თუ რა მიმართულებით პოვებს ბლოკჩეინი გამოყენებას სამომავლოდ და დროის რა მონაკვეთში. |
Posted by: bach_ka 29 Feb 2024, 17:18 | ||
მართალი ხარ ეხლა რაიმე ალტკოინის ყიდვას აზრი არ აქვს. მომავალში რისი ყიდვა ღირს ცოტა ძნელი სათქმელია, იმიტო რომ ჯერ ბულრანი უნდა გავიაროთ, შემდეგ კორექცია იქნება და ვინ რას იზამს და რა პოტენციალი ექნება გამოჩდება. ბევრი ალტი 2 წელიწადში საერთოდ განულდება კიდეც, ყოფილა ბევრი მაგალითი. თუმცა ჩემი აზრით არის ფუნდამენტალური ალტ კოინები რომლის ველიუ ძაან არ დავარდება და დიდი ალბათობით მუდმივ ზრდაში იქნება (ხანგრძლივ პერიოდში) და მუდმივად უნდა დააკვირდე, არის: Cainlink, ATOM, Polkadot, AVAX, Solana, ICP, Mina. უცბად რაც გამახსენდა |
Posted by: white 29 Feb 2024, 22:32 | ||||
bach_ka
ყოველთვის აქვს, ბულრანზეც, ბეარზეც სულ, უბრალოდ მაინცდამაინც პიკში არ უნდა იყიდო iMaximuSi
კაი ხანი მოგიწევს ლოდინი მე ყოველ დღე პროფიტებიდან ვამატებ ცოტ ცოტას ძირიტადი პორტფოლიო შედგება ამ ქოინებიდან BTC ETH ADA SOL BNB XMR XRP SHIBA PEPE LUNC |
Posted by: ThisTooShallPass 29 Feb 2024, 23:23 | ||
დიდი ხანია ამ სფეროთი ხარ დაინტერესებული??? |
Posted by: white 1 Mar 2024, 00:22 | ||
ThisTooShallPass
2012-2013 დან, აი აქ პირველი თემა რო გაიხსნა ფორუმზე მაშინ უკვე დაინტერესებული ვიყავი მგონი მარტო მე და Roy (ჩვენი თანაფორუმელია) ვიყავით მაგ დროს ამ ამბებში |
Posted by: ThisTooShallPass 1 Mar 2024, 00:50 | ||
გამიკვირდა უბრალოდ იმედია საწყენად არ მიიღებ მაგრამ ძალიან დილეტანტური პორტფოლიო გაქვს. როცა 2012 წლიდან კრიპტოთი დაინტერესებული ადამიანი ვაჭრობას ანიჭებ უპირატესობას და არა ინვესტირებას ესეც უცნაურია რბილად რომ ვთქვათ. იმაზე არაფერს ვამბობ რომ 1000 დოლარით მილიონერი ბევრჯერ უნდა გამხდარიყავი ამ წლების განმავლობაში. . უამრავი შანსი იყო ! |
Posted by: bach_ka 1 Mar 2024, 02:53 | ||||
ყოველთვის აქვს აზრი იყიდო ბიტკოინი და ეთერიუმი ჩემი აზრით, თუმცა პიკზე რატო ეგ არ მესმის, მითუმეტეს ალტები.
პირველის დრო (დეშთან ერთად) წავიდა ჩემი აზრით, ანონიმურ კოინებს მომავალი არ აქ, პირიქით თეთრდება ბაზარი. სერიოზულმა მარკეტებმა დელისტინგი გააკეთეს უკვე. Xrp - საუკუნის აფიორაა, მაგისი შემქმნელის დამსახურებით. იმისმიუხედავად რომ სასამართლო მოიგო არაფერი შეიცვალა და არც შეიცვლება იმდენი კოინია მიმოქცევაში. თუმცა ზოგს ჯერაც მაინც გასროლის. შიტ კოინების საერთოდ არ მესმის, მითუმეტეს რომ მანდ ხალხმა იშოვა უკვე ფული, და შიბა რომ სიტყვაზე 10 ცენტი გახდეს მაგის შანსი ნოლია. კოინების რაოდენობა კაპიტალიაზაციაზე რომ გაამრავლო. ნუ ტრილიონი რომ იყოს მარკეტ კაპი, ეგრე ხო, თეორიაში. ერთადერთი შით კოინებზე შეიძლება იფიქრო მაშინ როცა ახალია ბაზარზე და თუ მოასწრებ ყიდვას თავიდანვე, მაგრამ იმდენი გამოდის დღიურად რომ ძნელია წინასწარ გამოიცნო. ნუ ლუნას რაც შეეხება , იმდენი მაზარალა მაგ სკამ პროექტმა რომ კიდე როგორ უნდა დაიჯერო რომ ზრდას დადებს ვერ ვიგებ, მაგის შემქმნელი ვონგი თუ არ ვცდები ციხეშია ბოლობოლო ნუ ხალხმა 6 საათში რომ მილიონები დაკარგა ეგ კიდე ცალკე უბედურება. ისე არ მინდა გამომივიდეს რომ ვპროფესორობ, მაგრამ მეც დამიგროვდა ასე თუ ისე გამოცდილება, 2014 დან ვუზივარ კრიპტო თემას. ახალ კოინებზე რას ფიქრობ რომელს აქვს პოტენციალი მომავალში შენი აზრით? |
Posted by: white 1 Mar 2024, 08:39 | ||||||||||||
ThisTooShallPass
და ვინ გითხრა რომ არ გავხდი ? bach_ka
იმიტომ რომ 100% ით არასდროს იცი ზუსტად პიკი არის თუ ჯერ არ დამდგარა
ბოლომდე არასდროს წავა, თავის კლიენტურა სულ ეყოლება და გადაცვლაც სულ იქნება შესაძლებელი დეში და ზეკი არასდროს მომწონდა მონეროს რაც შეეხება ჩემთვის დღემდე ყველაზე კარგი ქოინია
არ მჯერა გასროლის სიმართლე გითხრა, არც დიდად მომწონს ქოინი და შემქმნელზეც გეთანხმები, მაგრამ ჯვარი არცერთ ქოინზე დაწერილი არ მაქ, პორტფელს მასე რო ვადგენდე მარტო მონერო იქნებოდა მაგრამ პოტენციურად რასაც ფულის დაწერა შეუძლია ვყიდულობ მაინც
არა რა ათი ცენტი, 1 ცენტზეც ვერ ავა, ვერცეთი მაქედან, მაგრამ 3-4X-ის დადება ყველას შეუძლია და რატომ არა ? პლიუს თავში რა დაარტყავთ კაცმა არ იცის, ლუნა კლასიკს ბარნინგის მექანიზმი აქვს, შიბასაც თუ დაამატებენ ეგრევე გაიზრდება ფასი ჰაიპზე, მაგიტომ მაქვს
ცოტ ცოტა ამ AI ქოინებს ვეპარები, ოღონდ მართლა ცოტ ცოტას, ფაქტია კარგი ზრდა აქვთ მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში რა იქნება არ ვიცი ახლებზე კიდე რავი თიტქმის ყველა პრე სეილში 400-500-1000 დოლარს ვდებ, 10 დან 9 იჯვავს კი გეცოდინება მაგრამ ხანდახან ამართლებს და ერთიანად წერს 20-100ხ-ს |
Posted by: pinkman 1 Mar 2024, 08:49 |
სიკეთეს აკეთებ მეგობარო და შემდეგ გახსნაზე მეც გამოგყვები (მცირე თანხით), ეხლა თუ მირჩევ რა კოინებზე გავხსნა ბარემ დავიწყებდი რა, მდალობა. სხვები თუ ფიქრობთ რომ ამ ადამიანზე უკეთ იცით ეს საქმე თქვენც დადეთ, თქვენი აზრით რომელ ქოინზე უნდა დავდოთ რო მცირე მონაკვეთში 5-8% მოვუგოთ. |
Posted by: ThisTooShallPass 1 Mar 2024, 10:27 | ||||||||||
ყველაფერში გეთანხმები!! უბრალოდ არ დავწერე, მომერიდა არ მინდა ადამიანს სტრატეგია ჩავუშალო.
გენაცვალე! ვისაც შენი მილიონრობა ეწყინოს იმის დედაც. . . შემოთავაზება მაქვს 20000 დოლარი გამოყავი და განსხვავებულ პორტფოლიოს გაგიკეთებ, რომელიც შენსაზე 5 ჯერ მეტად მოიმატებს, მოგება პაპალამ
მოდი ჯერ შენ ივაჭრე ბულმარკეტში. . თან სკაპლინგ მეთოდით, გინდა დეიტრეიდინგით და ერთ კვირაში დიაზეპამი სად იყიდება გაგიმხელ. . |
Posted by: iMaximuSi 1 Mar 2024, 11:17 | ||
მადლობა პასუხებისთვის არ მოგნიშნავთ ცალცალკე
ვიცი ბიტკოინის პირველი გავარდნიდან ვადევნებ თვალს კრიპტოს და ზოგადი წარმოდგენა მაქვს უბრალოდ თრეიდინგის გარტყმაში არ ვარ შორსაა ჩემგან ვერ ვამუღამებ, უფრო გასართობად და ლატარიის პონტში ვუყურებ ისეთი ფულის ჩადებას რაც არ დამენანება თუ დაიკარგება კიდე ერთი კითხვა მაქვს, ბულრანის დაწყების ინდიკატორი რა არის ზოგადად, წინა ჰალვინგის პიკის გადაცდენას თვლიან ბულრანის დაწყებად? |
Posted by: white 1 Mar 2024, 19:38 | ||
ThisTooShallPass
შეიძლება, არ გედავები, აგერ ჩემი მეგობარია Ai ქოინებს აწვება და ჩემზე უკეთესი შედეგი აქვს მაგრამ მე ჩემი მიდგომა მაქვს რაც არ ვიცი დიდ თანხას არ შევდივარ იმაზე სანამ არ შევისწავლი, ფულის გამოყოფას რაც შეეხება ასიმარტლე გითხრა არავისთვის არ ვტრეიდობ (ანუ სხვისი ფულით) და არც სხვამ მინდა ჩემი ფულით იტრეიდოს. მილიონჯერ უთქვიათ მკიდია ეგ ფული მოგცემ და რაც გიდნა უყავიო, არ ვართმევ მაგრამ ეჭვი მაქვს მე და შენ სხვადასხვაგვარად ვუყურებთ კრიპტოს, მე დიდი ხანი ქოინს არ ვაჩერებ, ვყიდი ვყიდულობ, ვყიდულობ ვყიდი. ასეც და ისეც ფული სპოტზე ბევრად ნაკლები კეთდება ვიდრე მარჯინზე, ცათვალე რომ ჰობია უბრალოდ ჩემი სპოტზე ტრეიდინგი |
Posted by: ThisTooShallPass 1 Mar 2024, 21:55 | ||||
სერიოზულად არც მითქვამს, პირველ რიგში იმიტომ რომ არარეალურია.
ფუჩერსებზე ვაჭრობ ანუ? |
Posted by: pinkman 2 Mar 2024, 00:42 | ||
დიაზეპამი არა მარა ეს ბულმარკეტი რა არის თუ მეტყვი მადლობას გეტყვი, რამე ბეგინერების პლატფორმაა? ბაინანსზე ვბუქსაობ მე და რამე საინტერესოს და გამოსადეგს თუ მეტყვი დამავალებ ნამდვილად |
Posted by: ThisTooShallPass 2 Mar 2024, 01:42 | ||
მე ბევრი ვაჭრობაში არაფერი ვიცი ტექნიკურ ანალიზში და ვერაფერს გამოსადეგს ვერ გეტყვი მაგრამ კოპი ტრეიდინგი რომ არსებობს გეცოდინება და თუ კარგ ტრეიდერს გაყვები შეგიძლია მისი სტრატეგიით ივაჭრო. საინტერესო რაღაც ვიპოვე. https://www.aethir.com/ გადახედეთ თქვენც. Distributed GPU Cloud Infrastructure for Gaming & AI და ყველაზე საინტერესო ეს ინფორმაციაა მაგ კრიპტოზე The Node Sale, which starts on March 20, 2024, offers 100,000 nodes through a tiered pricing system, with nodes starting at $500 each. The sale will be conducted on the Arbitrum network via a public sale, powered by Impossible, the team behind the Xai node sale—with no cap on the number of nodes one can purchase. Nodes are transferable one year post-sale, and rewards will be accrued and earned upon a vesting logic for each user. As a node operator in Aethir's ecosystem, participants stand to earn up to a total of 15% of the total supply of $ATH set aside for Checker Node Operators over the next four years. სანამ ეიაი იარსებებს მოთხოვნა გიპიუზე ყოველთვის იქნება. ვფიქრობ ეგ გრძელვადიანი ინვესტიცია ძალიან მომგებიანი იქნება |
Posted by: white 2 Mar 2024, 08:37 | ||
ThisTooShallPass
კი, უმეტესად როგორც წესი 3-4 პარას ვირჩევ და მივყვები რაღაც პერიოდი, ნუ ეხლა XMR-ს ძირითადად (ძალიან ლოგიკურად ადის ჩადის ბოლო 2 კვირაა) |
Posted by: ThisTooShallPass 2 Mar 2024, 10:14 |
white ანუ შენ ფაქტობრივად გამოცდილი ტრეიდერი ხარ. მაგარია! ბიტკოინ 1000X ფუჩერსზე რას იტყვი? ღირს გამბლინგად?? ლუქს ალგოს ინდიკატორი რომ ვიყიდო და შორთ თაიმფრეიმში გამოვიყენო...ან უბრალოდ რას მირჩევ რა ინდიკატორით ვიხემზღვანელო, ვაფშე აზრი აქვს რამე ტექნიკურ სიგნალს მაგხელა X ზე?? |
Posted by: white 2 Mar 2024, 11:07 | ||
ThisTooShallPass
არ ვიცი სად იძლევიან 1000-ს სიმართლე გითხრა მაგრამ თუ სადმეა, ძალიან სარისკო გემბლინგია მართლა და მე მგონი არ ღირს. მე 10-20X ვიყენებ ინდიკატორების რა გითხრა არანაირი ინდიკატორი მე რო მკითხო ეხლა არ მუშაობს, გამოეხეტება გრეისქეილი გაყიდის - ვარდება ბიტკოინი შემოეხეტება ბლექროკი - იყიდის აუარებას ადის ზემოთ, არც ერთი ინდიკატორი ამას ვერ გეტყვის წინასწარ. ყველანაირი ისტორიული გამოცდიოლებით და ინდიკატორით ჰალვინგის წინ კორექცია უნდა ყოფილიყო/უნდა იყოს (მარა ჰა, არ არის) მე RSI-ს ვაქცევ უფრო ყურადღებას, ასე თუ ისე გაჩვენებს როდის ადის ლოკალურ პიკზე (ფაქტიურად ქენდლებით ვხსნი ოირდერებს, ესეც გემბლინგია მარა ამართლებს ჯერ ჯერობით) |
Posted by: ThisTooShallPass 2 Mar 2024, 12:30 | ||||
ნამდვილად. 2016 არც ისე დიდი კორექცია ყოფილა, 2019 ში კიდე პანდემია დაემხთვა და თან ბიტკოინ ითიეფი, ინსტუტიციური ინტერესი, დიდი ფული და ჰალვინგი რომ აიღო ყველაფერი ერთად არ გამიკვირდება მნიშვნელოვანი კორექცია არც გვქონდეს 100კ მდე, ნუ 20+ პროცენტს ვგულისხმობ
ხო რა თქმა უნდა. .მესმის რასაც ამბობ მიუხედავად იმისა რომ ძალიან გარკვეული არ ვარ. არის კი 1000X აი რომ ვცდი გეტყვი რა გამოვიდა |
Posted by: white 3 Mar 2024, 15:58 | ||||||||||||
15%
14%
132%
282%
37% ბოლო ერთ კვირაში ThisTooShallPass bach_ka არ აღმოჩნდა ცუდი პორტფოლიო ThisTooShallPass
რავი მე ფრთხილად ვიქნებოდი ოდნავ ლიკვიდაციაზე სწრაფად გაგიყვანოს შეიძლება, ნუ თუ გაარტყი გაშოვნინებს კიდეც ძაან ბევრს |
Posted by: ThisTooShallPass 3 Mar 2024, 16:52 | ||
ვერ ვმალავ სიმართლე გითხრა გაოცებას, არასდროს მესმოდა მიმ კოინში ინვესტირების იდეა ნამდვილად მომგებიანი კვირა გქონდა, ვერ შეგეკამათები!!! მაგრამ ჩემი მთავარი კოინები წინა თვეში გაორმაგდნენ, stx render როცა ესენი ერთ წერტილში იდგნენ. თან სპეკულატიური კოინებია იმენნა ყველა თითქმის და მე მაინც არ გავეკარებოდი. მეორეს მხრივ ჯერჯერობით შენი იდეები ამართლებს, გილოცავ კარგი შედეგია ერთ კვირაში ნამდვილად. ჩემი პორტფოლიო სრულიად გაშეშებულია. |
Posted by: kush 3 Mar 2024, 16:52 |
ვინმე გამარკვიეთ რა ასეთი იდიოტობა ჯერ არ მინახავს რასთან მაქვს საქმე? დაახლოებით 3 თვის უკან რაღაცის ყიდვა მინდოდა საიტზე ფეიფალით ჰქონდა დიდი საკომისიო და ბინანსზე არა, დავარეგისტრირე და ლაიტკოინის კრიპტო ვიყიდე ასე 40$ ფარგლებში, მერე ვცადე ვცადე ვერ გადავრიცხე ეს ლაიტკოინი ვერც გამოვიტანე უკან, გადარიცხვისას მიწერს რო არ მაქ ანგარიშზე არა და მიჩვენებს ანგარიშზე თანხა დევს. გადარიცხვისას 0.000 მიჩვენებს. რა შარში გავიჩითე ?? ეხლა გამრავლდა ეს ჩემი 40$ ლაიტკოინი რო გაძვირდა და გამოტანა მინდა ამ ფულის. ბალანსზე მიჩვენებს ექაუნთზე რო მაქვს თანხა და კრიპტო ლაიტკოინი, გაყიდვა ან გადარიცხვა რო მინდა ტრანზაქციას არ მაკეთებინებს ბალანსზე თანხა 0 გაქოო . რა თაღლითობაა ეს? დამეხმარეთ |
Posted by: white 3 Mar 2024, 17:08 | ||
ThisTooShallPass
ეგ იყო იდეა, ბულ მარკეტი ჰაიპი, ალბათ კიდე გაიზრდებიან მაგრამ ეხლა სიმართლე გითხრა მაგ კოინებიდან უმეტესი წილი გადამაქ ბტც/ეთერი/ადა/სოლანაში (ალბათ შიბას ბარნის შესახებ დაველოდები ინფორმაციას, მაგის მიხედვით ვნახავ და ლუნა კლასიკს დავიტოვებ) kush Funding-ზე გაქ დიდი ალბათობით და სპოტიდან ცდილობ გატანას მარჯვნივ Assets რო არის დააჭირე, და ნახე სპოტზე გაქ თუ funding-ზე |
Posted by: ThisTooShallPass 3 Mar 2024, 17:26 | ||
მივხვდი კი.. სწორი ტაქტიკაა ვფიქრობ. შეიძლება ერთ კვირაში ჩამოყაროს მოგება ზოგადად ისე ეს კარგია მარკეტისთვის რაც მოხდა მაგ მიმებთან დაკავშირებით ორშაბათიდან არის შანსი მთელ მარკეტს მოედოს. იმედია იმედია. |
Posted by: kush 3 Mar 2024, 18:11 | ||
white
შევედი და მაგ ბალანსზე ლაიტკოინს არ მიჩვენებს საერთოდ, უსდტ ბალანსზე მაქვს რარაც ცენტები და იმას მიჩვენებს ყველა კრიპტოს აჩვენებს გარდა ლაიტკოინისა. ანუ გამქრალია ეს კრიპტო. რა ვუყო? როგორ გამოვაჩინო? ადრე მახსოვს ჩამონათვალში იყო მგონი ლაიტკოინი რო გადავდიოდი აქ, ეხლა აღარ არის. თქვენთანაც არ იძებნება ლაიტკოინი Funding-ზე? |
Posted by: white 3 Mar 2024, 18:34 |
kush მარჯვნივ რაცაა ერთ ერთ მაგ ვოლეთზე გაქვს, მონახე სადაა და მერე სამიწ ერტილი და თუ ვიზდროვალი არ არის, გადაატრანსფერე სპოტზე, მერე იქედან ვიზდროვალ მიეცი არა არ იკარგება მასე რო რამე საპორტს მიწერ და დაგეხმარებიან |
Posted by: kush 3 Mar 2024, 18:48 | ||
white
ლაიტკოინი მოვნახე მარა 0000ებია სულ, თანხის მიხედვით დავალაგე და მხოლოდ უსდტ ამოაგდო და აჩვენა სადაც ბალანსი მაქ. არა და პროფილის ბალანსზე მიჩვენებს რო უსდტ ზე და ლაიტკოინზე მაქ თანხები აქ ვიპოვე მიჩვენებს და აქედან რა უნდა ვქნა? |
Posted by: white 3 Mar 2024, 19:29 |
kush ხოდა მაქ გქონია, ავტო ერნზეა, მაქედან უნდა გადაიტანო და გამოტანას შეძლებ |
Posted by: kush 3 Mar 2024, 21:45 | ||
white
ვერა და ვერ მოვნახე გადასატანი, საიდან გადავიტანო ხო არ იცი? |
Posted by: ThisTooShallPass 4 Mar 2024, 14:23 |
kush https://www.youtube.com/watch?v=l4nbSunnE1c * * * white რიპლი გამოიყურება ძალიან კარგად. . ვფიქრობ რიპლი თუ რამეს დადებს ახლო მომავალში იქნება ამ თვეში. ვყიდულობ, ესე ორი სამი კვირა ვაცდი და ვნახოთ იქნებ წარსული გაიხსენოს |
Posted by: ROBERY 5 Mar 2024, 17:19 |
white ბინანსზე პ2პ გადარიცხვისას უსტდ-ვყიდი დავუშვათ 1000 დოლარზე მიჩვენებს რომ 1014 უნდა მქონდეს და ამაში ტრანზაქციის საკომისიოც შესულია თუ იცი თუ უბრალოდ ვისაც ვუცვლი მისი კურსია? |
Posted by: don gajetino 6 Mar 2024, 00:25 |
რა მოლოფინებია როდის დასტაბილირდება სიტუაცია? ფიუჩერსებზე ვაჭრობა თუ სფოთზე? |
Posted by: chicharito12 6 Mar 2024, 10:59 |
გუშინ სკალპებზე ტერა ლუნა ვშორთე და გავასხი 1700 დოლარი ხანდახნა ის მიაქვს ფასი ლიკვიდაციისკენ მგონია კაზინოზე ვარ ბირჟაზე კი არაა |
Posted by: ThisTooShallPass 6 Mar 2024, 12:35 | ||
chicharito12 ცუდი ამბავი შეგმთხვევია
იმდენი ლიკვიდაცია იყო გუშინ ლონგიც და შორთიც მგონი რამოდენიმე დღე არავინ გაეკარება. . ზოგადად ფუჩერსებს მე არ ვეკარები და არც ვინმეს ვურჩევ. white შენსკენ რა ხდება? |
Posted by: don gajetino 6 Mar 2024, 13:56 |
chicharito12 ცუდია…. XAI მაქვს სფოთზე ნაყიდი და -200 უსდ ში მაქვს, იმედია მალე ავა |
Posted by: chicharito12 6 Mar 2024, 14:24 |
don gajetino ხაი მეც მაქვს კაი რამეა გეიმინგში გალას მირჩევნია, თან ახალია მანტა მევასება კიდე, ახალი გამოსული. 7K დოლარი მაგაში შევუშვი, პროსტო ცუდი ენთრი მაქვს ThisTooShallPass ბოლოს დროს სკალპზე ვაჭრობდი და კარგად მიმდიოდა საქმე გუშინდელ დღემდე ცოტა კიდე უნდა დამემატებინა ფული და გადავრჩებოდი |
Posted by: ThisTooShallPass 6 Mar 2024, 17:23 | ||
ცოტა არ იყოს საშიში პერიოდია ეხლა სკაპინგი. . მაგრამ იმაზე უფროა დამოკიდებული რამდენად გამოცდილი ხარ. თან არის ალტები რომლებსაც არ გამოუღვიძიათ იმ ლოგიკით რომ ბიტკოინთან მიმართებაში საკმაოდ დაბლა არიან და მომენტს ელოდებიან. წარმატებები!!! |
Posted by: chicharito12 6 Mar 2024, 17:49 |
დისციპლინით ვაჭრობის გამოცდილება არ მაქვს, თორე ისე კარგი სტატისტიკა მაქვს შენც წარმატებებიი |
Posted by: white 6 Mar 2024, 22:27 | ||||||||||
ROBERY
„პ2პ„ს დიდად არ ვხმარობ მარა წესით შესული უნდა იყოს ThisTooShallPass
მაქვს ცოტა მარა, აი მჯერათქო რო გითხრა დიდად არა, მარა მაინც მაქვს don gajetino
გააჩნია რამდენის წაგება შეგიძლია, და რამდენად გესმის ფუჩერსის მარკეტი, საერთოდ სპოტი ბევრად უსაფრთხოა ფუჩერსი რეალურად ამ მარკეტის პირობებში გემბლინგია, მე ვაჭრობ, ბევრს ვაგებ და ბევრს ვიგებ, ხან როგორ ხან როგორ. ძირიტადად ვიგებ „xmr/usdtს პარაზე (ძაან ლოგიკურად დადის) ThisTooShallPass
რავი გაყიდვას ვაპირებდი მიმ ქოინების მაგრამ ისე წავიდა საქმე, და იმდენი მოგება მოიტანა ცოტა დავფიქრდი კიდე ხო არ შევინახოთქო chicharito12
აქ დიდად არ მინდა ფუჩერსის რეკლამირება, მაგრამ მაქ მარტივი გამოსავალი არის კროსით ხსნი ორდერს, და შენი ბალანსის 2-3% ზე მეტს არა გადიხარ თითო ორდერზე, ლიკვიდაცია ისეთ ტრაკში იქნება რომ არასდროს დალიკვიდდები მესმის რო პროფიტიც $-ებში ნაკლები გექნება, მაგრამ ფუჩერზე ასე თუ ისე უსაფრთხო თუ გიდნა იტრეიდო ეგ ყველაზე კაი სტრატეგიაა ჩემი აზრით, %-ულად მოიგე და ბალანსი რო გაიზრდება ეგ შენი 2-3% იც გაიზრდება $$ებში სიტყვაზე 1000$ თუ გაქვს, 20-30$ ზე მეტს არ გადიხარ, 980 $ ის მარჯინი ლიკვიდაციას დაგისვავს ისეთ ციფრებშI რო 99.999999% არ მოხდება |
Posted by: ThisTooShallPass 7 Mar 2024, 16:23 | ||||||||
ეგ რომ გასამმაგდება რამოდენიმე დღეში ეს უეჭველია. დადგება თუ არა ეს მომენტი მალე ესაა საკითხავი. რისკ რევარდი დაბალანსებულია, 2-3 კვირა ღირს ლოდინი. თან ბრიკსი ბლოკჩეინ საგადასახადო სისტემაზე გადადის არა მგონია ამერიკულ კომპანისთან საქმე დაიჭირონ მაგრამ მაინც იმოქმედებს ფასზე ვფიქრობ როგორც საგადასახადო სისტემაზე.
ქუდიანმა ცუგამ მოიმატა კიდევ.
პროგნოზირებადია ძალიან მონერო, მართალი ხარ
დეიტრეიდერის სტრატეგიაა, იმენნა უნდა ვაჭრობა უნდა იყოს შენი სამსახური. თუ ოდესმე საკმარისი კაპიტალის მოგროვება შევძელი, მაგ თემებს მეც ჩავუჯდები ასე მგონია. ვფიქრობ მაგ სტრატეგიას 50 მდე ათასი მაინც უნდა რომ სტაბილურად იშოვო პური შენი არსობისა :დ |
Posted by: david1928 7 Mar 2024, 17:09 | ||||
ხოდა მაგ ქუდიან ცუგას გამოუჩნდა კონკურენტი shibwifhat. გაქვთ ვინმეს? |
Posted by: Z SAZANO 7 Mar 2024, 17:24 |
ეს რას ნიშნავს. საქართველოს კანონმდებლობა კრძალავს რამეს? |
Posted by: chicharito12 7 Mar 2024, 19:12 |
Z SAZANO შენი ნაცრიონალური ვალუტა აირჩიეეოო, გელა უნდა აირჩიო |
Posted by: ThisTooShallPass 7 Mar 2024, 22:20 |
სავარაუდოა რომ მარკეტზე ნარატივები ძალიან ხშირ ხშIრად შეიცვლება. ხან მიმ კოინები დაიწყებს კოლექტიურად ზრდას ხან ეიაი, ხან ლეიერ 1 ები ხან გეიმები ხან რავი რა გინდა. . საინტერესო ისაა რომ კრიპტო უკვე ასეტ კლასია. ლარი ფლინკმა აღიარა კიდეც რომ ეს ასეა. შესაბამისად რახან ახალი ტექნოლოგიაა ბლოკჩეინი დრო და დრო კიდევ ბევრ რამეს მოედება. ამ ბულრანზე კიდე იქნება აღმასვლები კონკრეტულ კატეგორიებში, კორექცია და მერე ისევ აღმასვლა და ა.შ.. ასევე იქნება 20-30-40 და მეტი კორექციები ზოგად მარკეტზე და კრიპტო კატეგორიებზე. ამიტო ვფიქრომ ბოტის დახმარება გამოვიყენო და რასაც გადავხედე 3commas.io არის ოპტიმალური ვარიანტი. კარგი იქნებოდა რამოდენიმე პორტფოლიოს გაკეთება და ერთი კლიკით გადარებალანსება მეორე პორტფოლიოს ასეტებში. აუცილებლად გავეცნობი კარგად და გამოვიყენებ. თუ ვინმეს გაქვთ გამოცდილება ბოტებთან და მათ გამოყენებასთან იქნებ გაგვიზიაროთ? |
Posted by: white 7 Mar 2024, 23:04 | ||
david1928
კი მაგრამ სულ ორდერებშია, ქვემოტ ყიდვა ზემოტ გაყიდვა |
Posted by: ribo 8 Mar 2024, 14:14 | ||||
______________________________________________________________________________________________ სად ყიდულობთ ამ Shibwifhat-ს? დექსზე? |
Posted by: lobja 8 Mar 2024, 15:19 |
ბინანსზე რამე შეიცვალა? უპრობლემოდ ვყიდულობდი ვიზა ბარათით და ეხლა აღარ მამატებინებს ბარათს? |
Posted by: ribo 8 Mar 2024, 16:11 |
lobja ___________________________________________________________________- არაფერი შეცვლილა დღეს ვიყიდე. |
Posted by: white 8 Mar 2024, 23:25 | ||
ribo
ბინანსზე |
Posted by: ribo 9 Mar 2024, 00:30 | ||||
ეს მემ კოინი რო ვერ ვიპოვე ბინანსზე, თუ web3-ს გულისხმობ? |
Posted by: Jeunesse 9 Mar 2024, 02:54 |
ამ თემას რო კაცი გადაიკითხავს, ნაწილობრივ მიხვდება რატოა ეს ქვეყანა ტრაკში. უოლ სტრიტის სასტავის 30% პირადი ფსიქიატრი ყავს აყვანილი, იმდენად სტრესული საქმეა, თან ის ხალხია, მთელი ცხოვრება რო ვაჭრობს, და აქ ფორუმის პრაფესორები, 100 დოლარებიდან კუშის მოხსნას და გერჩიკობას აპირებენ, ერთი კვირის წინ რო გაიგეს კრიპტო და ტრეიდინგი რა არის. რა სკალპინგი, რა ფიგურები, რაზეც კურსის ცვალებადობაა დამოკიდებული მაგ ინფორმაციებს ფიზიკურად ვერ გაანალიზებთ და ვერც იმ სისწრაფით მოვა ეგ ინფო თქვენამდე. ბლეკჯეკში და რულეტკაში უფრო მეტი შანსი აქვს კაცს ფული იშოვოს. მესამე თუ მეოთხე წელია ისეთ შესაძლებლობას ვთავაზობ ხალხს, არც კი დაინტერესებულან, რეგისტრაციაც კი ეზარებათ რო პროსტა კაბინეტში შევიდნენ და ნახონ რა ხდება. ასობით ადამიანმა უკვე რამდენიმე წელიწადში ცხოვრება აიწყო, ყოველგვარი სკალპინგების და სტრესების გარეშე, აქ კიდე ბულრანების იმედზე არიან რო 100 დოლარიდან 10კ-ს მოხსნიან ერთ თვეში, 1500$ რო ჩადოთ და სტაბილურად თვეში 70-80$ აიღოთ, ეგ ცოტაა. შენით ხარჯო დრო და ნერვები, ეგ უკეთესია. ყველას უცებ უნდა დიდი ფულის შოვნა. შევედი აპარატებში, მარწყვებში ვხიე კნოპკას, სამი ვაშლი ჩამოვარდა, ავიწყე ცხოვრება. არანაირი სურვილი რო რაღაც სიახლე გაიგონ. ზატო ბოტასებში ჩადეს ეგრევე, რო გაიგეს 2კ-დან ერთ თვეში მაგდენივეს ამოიღებდნენ. ნახევარი ქალაქი დარბოდა ღამ-ღამობით. ბოლო პერიოდში რაღაც აღარ მხვდება ეგ სასტავი. ტესლავიდეო, თუ რა იყო კიდე. ვიღაც მარნეულელმა 10კ ჩადოო. ცოტა ხანში მონახავენ რამე ახალ კრანს, 2-3 თვეში რო გამდიდრებას შეპირდება. |
Posted by: david1928 9 Mar 2024, 07:47 | ||||||
ბიტმარტზე შეგიძლია ან დექსზე |
Posted by: chicharito12 9 Mar 2024, 12:55 |
ფაილკოინმა და ფანტომა აშკარად ბულიში დაიჭიერაა 100% მეტს მიწერს |
Posted by: ThisTooShallPass 9 Mar 2024, 13:54 | ||||
არ ვიცი საიდან მოიტანე ეს, იქნებ დააკოპირო ტექსტი???!! შენი შეხედულებელი კრიპტოზე არის სრულიად საფუძველს მოკლებული და იუთუბიდან გამოტანილი, შენი ნაწერით მხოლოდ იმ შტერებს თუ მოატყუებ რომელთან ვითომ ჭკუას არიგებ. დადე აბა რას არეკლამებ აქ. პირდაპირ დადე გადავხედავთ.
რამე ხდება ფანტომთან დაკავშირებით?? ფაილკოინი რომ იმატებს კარგია, ცოტა რაციონალი არ აწყენდა კრიპტო მარკეტს დღეს!! |
Posted by: Jeunesse 9 Mar 2024, 14:52 | ||||||
ThisTooShallPass
არ უნდა დაკოპირება, კონტექსტი ეგაა ბევრი პოსტის. აბა დოლარი-ევროზე ბულრანები და კუშის აგდებები არ ხდება.
სად მიწერია საერთოდ კრიპტოზე შეხედულებები? უბრალოდ დღესდღეობით მანდ ვაჭრობს უმეტესობა, იმიტო რო ბევრად დიდი რყევებია და უფრო მეტის მოგების შანსია. ვალუტაზე კიდე ეგეთი რყევები არ ხდება, სტაბილური ბაზარია, მაგიტომაც მოგება იმდენი არაა. ბიტკოინივით 40კ-ზე ვერ შეხვალ 100$ და მერე 2 თვეში 70კ კურსზე ვერ გაყიდი. ეგ უსწორდებათ სწორედ აქ, კაზინოს პრინციპით მოთამაშე სასტავს. რატო უნდა რისკო, როცა არსებობს საინვესტიციო ფონდები, სადაც ათასნაირი ტექნოლოგია მუშაობს, ამაში ფული მიაქვთ, მაგრამ შენც სტაბილურად გირიცხავენ თანხას, არ გჭირდება ანალიზების კეთება და ნერვების შლა.
ამ გვერდზევე დევს ჩემი ერთადერთი თემა, არაა რთული მოსაძებნი. 3 წლის განმავლობაში მონახავდა ვიღაც და დაინტერესდებოდა. |
Posted by: chicharito12 9 Mar 2024, 14:59 |
ThisTooShallPass სონიკი უნდა გაუშვან, აპდეითია მაინეტის და მულტიჩეინს სასამართლო მოუგეს, ტექნიკური საკითხები დარჩა სასამართლოში გასარკვევი. მულტიჩეინზე კაი ფუდი აუგორეს ფანტომს, არადა ფანტომი არაფერ შუაში იყო |
Posted by: ThisTooShallPass 9 Mar 2024, 15:16 | ||||
ა.ჩ.ყ თუ არ დადებ. მე ჩემის მხრიდან ყველას ვურჩევ შენ არ გენდოს არასდროს !! თან ნათლად ავლენ პირად ინტერესს , უკვე ლაპარაკშიც კი გეტყობა რომ სკამერი ხარ!!! აქ არ დაპოსტო მსგავსი ცილისწამებები რაც დაწერე, ხალხმა ვიცით რომ ყველაფერი შეიძლება წავაგოთ და იმდენს ვრისკავთ რამდენის დაკარგვა შეგვიძლია, მაგრამ შენ ამ შესაძლებლობას გამორიცხავ და სტაბილურ შემოსავალს პირდები ადამაინებს საკმაოდ დიდი თანხმების ჩადების შემდეგ. კაროჩე ჩემს თვალში მატყუარა ხარ!! რამოდენიმეჯერ უკვე მოიტყუე ერთ პოსტში და საქმეში რას იზამ წარმომიდგენია
გადავხედავ. წინა რანზე მაგრად მოიმატა ვნახოთ აბა წელს რას იზამს. |
Posted by: Jeunesse 9 Mar 2024, 15:46 | ||
ThisTooShallPass
საოცარი ლოგიკური ბმებია და აზრი. დანარჩენ სიბრძნეებს რაც შეეხება, სტაბილურ შემოსავალს თავად ის ფონდი არ პირდება, პირდაპირ წერს ხელშეკრულებაში რო ერთ დღეს შეიძლება ყველაფერი დაკარგოთო. მაგრამ ჯერ-ჯერობით მეექვსე წელია არავის არაფერი დაუკარგავს, ანუ სკამი უკვე საკმაოდ გაიწელა, ბოტასების მსგავსად 2 თვე არ გაგრძელებულა. და არც იმას გამოვრიცხავ რო ვიღაცას შეიძლება გაუვარდეს და ერთ ღამეში აშენდეს კრიპტოზე, ისივე როგორც კაზინოში. თუმცა ასეთი შემთხვევები ძაან ცოტაა. უბრალოდ სანამ პოსტის პირველ და ბოლო ნაწილის ნაირ სისულელეს დაუწერ უცხო ადამიანს, როგორც მინიმუმ ჯერ ის მაინც უნდა გაიგო საერთოდ რაზეა საუბარი და რას გთავაზობენ. მაგრამ სამწუხარო სწორედ ისაა რო მაგის გაგებაც კი არ უნდათ. ასე რო გააგრძელეთ გერჩიკობა და შიბლა კოინების, თუ რაც ქვია, ბულ რანების ლოდინი, იქნებ ერთ დღეს თქვენს გაგივარდეთ. |
Posted by: ThisTooShallPass 9 Mar 2024, 16:16 |
Jeunesse შენ და შენი ეს გრუპი ხართ სკამერები. . უამრავი ადამაინი ლაპარაკობს ამას რედიტზე. იმასაც ლაპარაკობენ რომ შენ და ბევრი სხვა სხვა ადამიანების მაგ პირამიდაში ხალხის ჩართვის გამო იღებთ პროცენტებს. ჩვეულებრივი სკამია ეგ ყველაფერი. . ეხლა დავძებნე ინფორმაცია მაგრამ ისე ლაპარაკობ რომ არც კი მჭირდებოდა, ეგრევე გეტყობოდა. კაროჩე პირამიდაა ძმებო და თუ ვინმეს კითხვები გაქვთ დაგუგლეთ და ნახავთ, თან არანაირი საბაბი მანდ ინვესტირების არ არსებობს, თან შენი დადებული სტატისტიკით წაგება არცერთ თვეში არ ქონიათ რავი უამრავი რამ მიუთითებს რომ სკამია. მორჩა |
Posted by: Jeunesse 9 Mar 2024, 16:34 | ||||||||||
ThisTooShallPass
მესამედ დაწერე კიდე, უფრო დამაჯერებლად გაიჟღერებს. დამისახელე სკამ პროექტები, რომლებიც 6 წელი გრძელდებოდა.
ხო ნუ, მანდ თუ ლაპარაკობენ, უეჭველი ეგრეა. ვინც ფონდშია და ფულს შოულობს, ის არ დაწერს მაგას და შენნაირები რას წერენ, რატო უნდა იყოს მნიშვნელოვანი? პირადად ვიცნობ ხალხს ვინც მილიონები იშოვეს. მომელანდა ხო ყველა? რეალური ხალხი არაა, ჰოლოგრამები არიან ალბათ.
სასწაული ანალიტიკის უნარია. შენნაირებმა მართლა მარტო კრიპტოზე უნდა ივაჭრონ, გავარდნის იმედათ.
ბლეკროკში რა საბაბია ინვესტირების, სადაც მინიმუმ ნახევარი მილიონი უნდა შეიტანო? თუ ეგეც სკამია? მაგაზე რას ამბობენ რედიტზე, და რა იგუგლება?
რთული არაა დასერჩო, ვინაა ალექს გერჩიკი. კაცი იძახის ინტერვიუში რო 20 წელი მანძილზე სუ 6 დღე მქონდა წაგებაო. ადამიანს თუ შეუძლია მაგ დონეზე შეისწავლოს, იმ ტექნოლოგიას რატო არა, რომელიც მილიონები ღირს? იქნებ ისიც დასერჩო, რას ნიშნავს რობოტი ნეირონულ ქსელებზე და ხელოვნური ინტელექტით ვაჭრობა. 50$ რო ღირს რაღაც რობოტი, ფორექსს რო მიამაგრებ, ეგ არაა. წაგება როგორ არა აქვთ. დღეში 10 ტრეიდიდან, 2 შეიძლება წააგოს, მაგრამ 8 მოიგოს. მაგიტოა სუ პლიუსში. მაგრამ ვაჭრობის დღეებში სწორედ მაგიტოა განსხვავება. ერთ დღეს შეიძლება 0,24 დაირიცხოს, მეორე დღეს 0,72. პირამიდობას რაც შეეხება, საერთოდ არაა აუცილებელი ვინმეს მოყვანა, შეგიძლია მარტო შენი თანხა ჩადო და იქიდან მიიღო მოგება. მაგრამ ამისთვის დიდი თანხაა საჭირო, სწორედ მაგიტო შექმნეს რეფერალური სისტემა, რო ვისაც სიტყვაზე 100 ან 500$ მეტი არა აქ, იმათმა მაგით იშოვონ, თორე ერთმა საერთოდ მილიონი ჩადო და ყოველ თვე 100კ ერიცხება, იმას საერთოდ არ ჭირდება ვინმეს მოყვანა. |
Posted by: ThisTooShallPass 9 Mar 2024, 16:40 |
მაგ მაგალითებით მოატყუე შტერი ხალხი. რა საკაფოდ გაქვს გაწერილი ისე ყველაფერი. სიტყვებში იტყუები და მცოდნე მაგას მიხვდება. უცოდინარი კიდე ცოდოა, და გცხვენოდეს რომ შენი ქვეყნის ხალხს ატყუებ. აღარ მომწერო რამე წაიღე უკვე ტვინი. |
Posted by: Jeunesse 9 Mar 2024, 17:01 | ||
ThisTooShallPass
რაღაც დედაბერის პოსტს გავს. ბოტასების თემაშიც ასე აქტიურობდი, შენი ქვეყნის ხალხს რო ატყუებდნენ? ერთიც უნდა მოგწერო, ბლეკროკზე გამირკვიე რას წერენ რედიტზე, ხალხს აინტერესებს, ნახევარი ლიმონის ჩადება გვინდა, მაგრამ ვერ გაგვირკვევია რა ვქნათო. |
Posted by: white 9 Mar 2024, 18:12 | ||
Jeunesse
ზუსტად ბევრი ფული რო მოიგო მაგიტომ კი რისკია, მაგრამ ურისკო აგერ ნიკორაში მუშაობაა ნუ ხო კიდე QNET-ებშI დებენ ფულს |
Posted by: Sean 9 Mar 2024, 19:52 |
ხალხო (სავარაუდოდ გატეხილი) მეილის აღდგენა როგორ ხდება ხომ არავინ იცით? ტელეფონის ნომრის და დამატებითი მეილის გარეშე. იქნებ იცოდეთ ვინმემ ძალიან დამავალებთ |
Posted by: white 10 Mar 2024, 12:28 |
ეს ორდერები მაქვს ეხლა გაშვებული ცოტა შორია შევსებამდე მაგრამ შაბათ-კვირას არ მიყვარს ტრეიდინგი ვოლუმი რო იკლებს და ასე ვტოვებ ხოლმე ყოველი შემთხვევისთვის ეს კი 10 მარტისთვის შედეგი |
Posted by: ThisTooShallPass 10 Mar 2024, 13:31 | ||
გემრიელობააა... |
Posted by: don gajetino 10 Mar 2024, 15:12 |
white კარგი ნამუშევარია... პროცენტულად დაახლოებით რამდენ მოგებიან ლიმიტს აყენებ? მე 3-5% მეტს ვერ ვრისკავ, დღეს გავიჭედე ცოტა, მარტო ბნბ გავყიდე 535-ზე რო ავიდა სადღაც 6-7% მოგება დავიტოვე |
Posted by: white 10 Mar 2024, 15:39 |
don gajetino ქოინს გააჩნია მაგრამ 5-15% როგორც წესი |
Posted by: Jeunesse 10 Mar 2024, 16:21 | ||
white
ანუ კაზინოს პრინციპი. სიტყვაზე 1500$ თვეში სტაბილურად რო მოგიტანოს 80$, ცოტაა? უბრალოდ ვცდილობ ამოვხსნა ადამიანის აზროვნების ფენომენი. ეგ არაა ის თანხა, რომელიც ვინმეს გაამდიდრებს ან გააღარიბებს. ბევრმა ისეთმა ჩადო, ვისაც საერთოდ არ ქონდა და ვისაც აქ, იმათ ჩადება არ უნდათ, ალბათ წარსულში ცუდი გამოცდილების გამო, ან სხვა რა მიზეზია ვერ ვხვდები. უბრალოდ რო რაღაც ახალი ცადონ, იქნებ რას სთავაზობ, მაგრამ ინტერესიც კი არაა. |
Posted by: white 10 Mar 2024, 18:15 | ||||
Jeunesse
კი ცოტაა, მსგავს მოგებას ბევრი სხვა რამეც მომიტანს
მარტივი მიზეზია, რატომ ჩავდო ისეთ რამეში თანხა ნებისმიერი რაც ნაკლებ შემოსავალს მომიტანს? იქნება ეს მშენებლობა, სამრეცხაო, საშაურმე თუ ნებისმიერი სხვა რამ რატომ დავაკლო ნებისმიერი თანხა ჩემ საქმეს და ჩავდო ნებისმიერ სხვა ადგილას რომელიც აპრიორი ნაკლებ მოგებას დაწერს ? თუნდაც ეგ 1500$ შემიძლია ნებისმიერ პრისეილზე ICO-ში გავუშვა, პოტენციური 500-5000% იანი მოგებით მომავალში ვიდრე 4-5-6-10% იანი მოგებაზე ვამუშაო |
Posted by: Jeunesse 10 Mar 2024, 19:49 | ||
white
მაგ ლოგიკით ბანკები დიდი ხნის გაკოტრებულები უნდა იყვნენ, იქ თვეში 10% კი არა წლიური 5%-ია მაქსიმუმ, რომელსაც ერთ წელიწადში მთლად დაუნი თუ არაა ადამიანი, ისედაც იშოვის. შენ თუ მაგხელა კუშებს ხსნი, მილიონერი უნდა იყო. ჩადებულ თანხასა და შენ ნავაჭრს შორის ის სხვაობაა რო, პირველ შემთხვევაში შავი დღისთვის გადადოსავით, რო ვაიდა ნოლზე დარჩი, ის რაღაც მაინც გქონდეს, თუნდაც მინიმალური შემოსავლით, მეორეში კიდე რისკია, სადაც იმის შანსია რო უცებ დიდი ფული იშოვო, იქ იმის რისკიც მაღალია რო უცებვე დაკარგო. ნუ ეხლა თუ გერჩიკი ხარ, სხვა საქმეა. |
Posted by: white 10 Mar 2024, 20:48 | ||||||
Jeunesse
ვარ
არა სხბვაობა ისაა ჩემ ფულს მევე ვაკონტროლებ და ვირაცის ###ობაში არ ვდებ
ბანკებს აქვთ 5% თუ ბანკების დაგოიმებულ კლიენტებს ? |
Posted by: Jeunesse 10 Mar 2024, 22:21 | ||||
white
და სანამ არ გაეცნობი რასთან გაქ საქმე, ფულს არ ჩადებ და თავად არ გამოცდი რა როგორ მუშაობს, როგორ არკვევ რა არის ღლეობა და რა ნორმალური? ბლეკროკიც ღლეობაა? გერჩიკის სისტემაც? რატო გამორიცხავ რო ვიღაცას მართლა უნდა ხალხის დახმარება და ქმნის პროექტს, სადაც ხალხიც იშოვის და თითონაც? ყველას ხო არა აქ იმის ნერვები და ცოდნა რო თავად ივაჭროს და იმკითხაოს, რომელ კრიპტოს რა მოუვა.
კლიენტებს. მაგრამ ეგ დაგოიმებულები რო არა, საბანკო სისტემა ვერ იარსებებდა. მაგ ლოგიკით ყველაფერი არასანდოა, ბანკიც შეიძლება დაიხუროს, სამშენებლოში რო შეაქვთ, ის კორპუსიც შეიძლება არ აშენდეს და ა.შ. |
Posted by: white 10 Mar 2024, 22:59 | ||||
Jeunesse
ვისაც არ აქვს იმან ტავისით გადაწყვიტოს, მე მაქვს, აქ ვდებ კონკრეტულად რას ვაკეთებ არც ხალხს ვასწავლი და არც ფულის ჩადებას ვთხოვ სადმე, ვისაც უნდა შეხედავს თვითონბაც მოიფიქრებს და ისე იზამს ბლექ როკიც ###ობაა კი, თვიტონაც იცოდნენ ეს, მაგიტომაც წამოვიდნენ კრიპტოსკენ
ზუსტად მაგიტომ არ ვიყიდე სახლი სანამ არ აშენდა, ზუსტად მაგიტომ ვინახავ ბანკში მხოლოდ სახარჯო ფულს ზუსტად მაგიტომ ვყიდულობ მანქანებს და საერთოდ ყველაფერს საკრედიტო ბარათით/კრედიტით, მიუხედავად იმისა რომ შემიძლია ერთიანად ვიყიდო მაგრამ მირჩევნია ბანკს ვუხადო ის % და ჩემი ფული იმავე დროს ვამუშაო გაზრდაზე |
Posted by: 123omari123 11 Mar 2024, 00:38 |
რას ფიქრობთ 4-5კ დოლარად 9-10 კოინის ყიდვა ჯობია ფასები როცა დაიწევს რა თქმა უნდა თუ ვაჭრობა? |
Posted by: white 11 Mar 2024, 07:17 |
123omari123 ყიდვა ალბათ, ასეც ისეც აიწევს, ვაჭრობისთვის შეგიძლია რაიმე პატარა თანხა გამოყო და იმით დაიწყო სწავლას საკმაოდ დიდი დრო მიაქვს |
Posted by: lobja 11 Mar 2024, 14:24 | ||
ribo
რომელი ბანკის და რომელი ბარათით თუ შეგიძლია რომ მითხრა? აქამდე მეც უპრობლემოდ ვიყენებდი უბრალოდ ბარათს ვადა გაუვიდა და ახალს აღარ მამატებინებს. the issuing country of this card is not supported. please change a card and try again (RC000007) პ.ს. ვცადე სამი ბანკის ვიზა ბარათები და არცერთს არ მამატებინებს... |
Posted by: 123omari123 11 Mar 2024, 15:02 |
white ხო რომ ვნახე მეტნაკლებად ცნობილი კოინები/ტოკენები 1 წლის წინანდელი ფასები და ახლანდელი უმრავლესობა 4-5 ჯერ არის გაზრდილი. შერჩევაა მთავარი მოკლედ და ცოტა თანხა 10-20 დოლარი არ დებს მოგებას ალბათ მინიმუმ 400-500 დოლარი ჩადო თითო კოინში. მაგრამ როდის დაიწყება ალხა ბეარ მარკეტი :დ |
Posted by: ThisTooShallPass 11 Mar 2024, 16:04 |
POOH და Gorilla მიმ კოინები, 15 მილიონამდე მარკეტ კაპი ორივეს. gate.io ზე დევს ორივე, ტექნიკური თვალსაზრისით კარგად გამოიყურებიან, მარგამ კარგად დაფიქრდით სანამ ფულს ჩადებთ, განსაკუთრებით თუ 10 პროცენტზე მეტს აპირებთ. 150 მილიონამდე ასვლა დღეების საკითხი შეიძლება იყოს. ანუ 10X და მაინც ძალიან ფრთხილად!!! |
Posted by: ribo 11 Mar 2024, 18:32 |
lobja tbc ვიზა მაქ ციფრული მიბმული რავი სხვის მიბმაც ვცადე და ამატებდა მასტერქარდსაც. თუ ვერ აბავ p2pით შეიტანე არაა ძნელი, თან ჩარჯიც ცოტააქ უფრო. ან იკითხე ტელეგრამის ბაინანსის ქართულ ჯგუფში და დაგეხმარება ადმინი. |
Posted by: bedauri 11 Mar 2024, 20:31 |
Jeunesse white ვვაჭრობ კრიპტოთიც, აქციებითაც ოქროთიც და ბევრი სხვა რამით (ნუ ფორექსი არ მიცდია) ყველგან მოგება რისკის შესაბამისია, კრიპტოში მეტი რისკია და შესაბამისად მოგებაც მეტია და წაგებაც, აქციები ნაკლებად რისკიანია და იმათაც თავისი რისკი და მარჟა აქვთ. 1500$ -ზე ყოველთვიური 80$ ცოტა არაა ზოგადად, გააჩნია რისკს. მაგ ლოგიკით ხალხი ოქროს არ უნდა ყიდულობდეს იმიტომ რომ სარგებელი არ მოაქვს მის ქონას (პროცენტი, დივიდენდი და ა.შ) მაგრამ საკმაოდ მოტხოვნადი და დიდი ბაზარია. ყველაფერს იმის მიხედვით არჩევ შენ რა რისკი გინდა გაწიო და შესაბამისად ელოდები მოგებასაც და წაგებასაც. |
Posted by: ThisTooShallPass 11 Mar 2024, 20:40 | ||
https://www.youtube.com/watch?v=KkyHCHyqIRg ამ ვიდეოს მოუსმინე. . და ზოგადი წარმოდგენა გაგიჩნდება რა უნდა გააკეთო და რა არა. . წლებია ეს ტიპი მაგ თემაშია. . bedauri ყველაფერი გასაგებია ვაჭრობ და ა.შ მაგრამ აქ ეს ტიპი არეკლამებს კონკრეტულ კომპანიას სადაც ხალხს პროცენტებს აძლევენ ხალხის მიყვანის გამო, და რას ამბობს დააკვირდი ფულიო ჩაურიცხეო ვიღაცასო ვისაც ექნებაო წვდომა შენს ფულზე და დაელოდე მოგებასო, ხოდა გამოცდილი ხალხი ხართ აქ, ვინმე რომ არ მოტყუვდეს აუხსენით რომ მსგავსი რამ არის უდიდესი შეცდომა, ცოდოა ხალხი. |
Posted by: bedauri 11 Mar 2024, 21:18 |
ThisTooShallPass სიმართლე გითხრა ვერ გავიგე რაში აძლევენ 80$ თვეში, დიდი ალბათობით მეც სკამი მგონია. ეგ რომ სიმართლე იყოს ხალხი ბიზნესების კეთებას კი არ დაიწყებდა მანდ ჩადებდნენ თანხას და ფეხს ფეხზე გადაიდებდნენ. ჩემი ცხოვრებისეული და პროფესიული გამოცდილებით უშრომლად არაფერი არ მოდის და მეორეც სადაც შენ არ ხარ იქ საქმე არ კეთდება. white -თუ ფულს შოულობს ღმერთმა გაუმარჯოს, საკმაოდ რისკიან სფეროშია და ამ რისკს თავისი ცოდნით და გამოცდილებით ამცირებს. მაგრამ უღირს ამ კაცს და აკეთებს, რატომაც არა. რაც დრო გავა უფრო მეტ გამოცდილებას აიღებს და უფრო წინ წავა. არ მჯერა მე იოლი ფულის და რავქნა... |
Posted by: ThisTooShallPass 11 Mar 2024, 21:28 | ||
ნამდვილად. . ნამდვილად მასეა. ვერაფერს დავამატებ, მითუმეტეს გამოცდილი ხალხი ხართ აქ და დაგეჯერებათ. კრიპტო ახალი ასეტ კლასია და ჭკვიანი სტრატეგიით თუ მიუდგები და მისი განვითარების მაჯისცემას შეიგრძნობ შანსი ნამდვილად არის ფულის შოვნის, მაგრამ ყველაზე მიშვნელოვანი მაინც რეალისტური მოლოდინებია. და მაინც ხვალ რა მოხდება არავინ იცის white მგონი რიპლის და სტელარის რანი იწყება, იმედი მაქვს ყოველ შემთხვევაში!!! |
Posted by: white 11 Mar 2024, 22:41 | ||||||
bedauri
ოქროს მოგებისთვის არ ყიდულობენ როგორც წესი, ინფლაციისგან თავდაცვა უფროა
კი მასეა, აქციებით ვაჭრობა არ მიზიდავს სიმართლე გითხრა ჩემთვის აქციებში ფულის ჩადება, უბრალოდ გრძელვადიანი ინვესტიციაა, ნვიდეას მაგალითი სახეზეა საკმაოდ მომგებიანია გრძელ ვადაში ThisTooShallPass
არ ვიცი, დღეს ისეთი რაღაცეები მოხდა რო ჯერ კიდე შოკში ვარ |
Posted by: Jeunesse 11 Mar 2024, 22:44 | ||
bedauri
https://forum.ge/?f=41&showtopic=35278178 ფორექსზე ვაჭრობით. ნაქირავები აქ ეს რობოტი. https://dds-corp.com/pages/partners.html სიტყვაზე ჩადებული გაქ 10კ. ამ შემთხვევაში ზიხარ 75/25 მოგების კორიდორში. ერთი დღის მოგება არის 0,50%, ანუ 50$, მაქედან 25% მიაქ კომპანიას, შენ გიხდის 75-ს. ესაა კომპანიის მოგება. ხალხია 10კ კი არა ასიათასობით აქვთ ჩადებული. არის აწყობილი სისტემა, სადაც ყოველთვიურად კომპანიას შესდის დიდი მოგება. მეექვსე წელია უკვე არსებობს. მაგდენი ხანი არც ერთი სკამ პროექტი არ ქაჩავს. და არც არის საფუძველი რო გასკამდეს. სუ ახლახან დაამატეს ე სიმის მიმართულება, ცალკე პროვაიდერს უშვებენ, იქნება სესტ ტოკინი და მანდაც რეფერალურები, ვინ რამდენ გიგაბაიტ ინტერნეტს გამოიყენებს, იქიდანაც პროცენტები დაირიცხება. მაგრამ ეგ ტოკინები უკვე გაიყიდა, იყო 3 პული. აწი მარტო ბაზარზე იქნება შეძენა შესაძლებელი. და ამ დროს ზის ვიღაც ტიპი, აზზე რო არაა რა როგორ მუშაობს და რედიტზე ვნახე კომენტარები, სკამია, არ ჩადოთ ფულიო. ესეთ ხალხს რა თქმა უნდა სერიოზულად ვერაფერს აუხსნი. პირიქით, რამდენიმე ეგეთ კაცს კომპანიამ დაუბრუნა თავის ფული და დაახვევინა, ინტრიგანები და თავის ტკივილები არ გვჭირდებაო. |
Posted by: bedauri 11 Mar 2024, 23:05 |
Jeunesse თუ ასე კარგად მუშაობს რატომ ითხოვს ხალხისგან ფულის ჩადებას? რაში ჭირდება შენი ან ჩემი ფული ? აბრუნოს თავის ფული და ყველანაირი მოგება თვითონ დარჩება, რატომ გვიყოფს მე და შენ თავის წილ მოგებას როცა მე და შენ ფეხი ფეხზე გვაქ ამ დროს გადადებული? |
Posted by: Jeunesse 11 Mar 2024, 23:16 | ||
bedauri
არ ითხოვს. როცა პირველად დაიწყეს ტესტვა, თავად ხედავ რა პროცენტები იყო. ხალხი საერთოდ არ ყავდათ, მარტო რამდენიმე იურიდიული პირი. თავისი საწყისი კაპიტალი ქონდათ 5 მილიონი ფუნტი. ინგლისის ოფიციალურ რეესტრშია ყველანაირი საბუთი, + ლეი კოდი, რომლის აღებასაც არავინ თხოვდათ. ბევრ ქართულ ბანკს არა აქ ეგ კოდი. შემდეგ, როცა ნახეს რო სისტემა მუშაობს, ოფიციალურად გაეშვა და დაიწყეს მასაზე გასვლა. მაგრამ ფბ-ზე რეკლამებმა არ იმუშავა, ამიტომ შემოიტანეს რეფერალური სისტემა. პირამიდა რო იყოს, საერთოდ არ იქნებოდა ეგ სისტემა, პირდაპირ შეგეძლებოდა საიტზე შესვლა და რეგისტრაცია, იმ ფულს კიდე მომწვევს არ გაუყოფდნენ, პირდაპირ კომპანიაში წავიდოდა. ფონდის CEO პირდაპირ კავშირშია ხალხთან, სუ აცნობს ახალ ინფორმაციებს, დუბაიში აღნიშნავენ დაბ. დღეებს. თავად ამბობს, ჩემი მიზანია ბლეკროკზე სწორება და ის რო რთული გავხადო მარტივიო. რა თქმა უნდა შეეძლო მარტო თითონ ეტრიალება ის ფული და არავისთვის არაფერი ეთქვა, მაგრამ ყველა ხო ეგოისტი არაა, ზოგს ხალხისთვისაც უნდა სიკეთე, რაოდენ ძნელად დასაჯერებელი არ იყოს. ვინც დაუჯერა, ბევრმა დიდი ფულიც იშოვა და კომპანიის დაფუძნებიდან მოყვებიან. როგორც ბლეკროკში არ ჩადებს ყველა, მიუხედავად 32 წლიანი სტაჟისა და 9 ტრილიონი ბრუნისა, ისევე ამ და სხვა ფონდებში არ მოვა ყველა. მაგრამ ჯერ უნდა გაიგო რაზეა საერთოდ საუბარი და რედიტზე ვიღაცეების კომენტარებისგან არ აკეთო დასკვნები. არც ოფიციალური ხელშეკრულება იქნებოდა მაშინ, სადაც პირდაპირ წერია რო გარანტირებული შემოსავალი არ გექნებათ და შემოდიხართ მაღალ რისკიან ბიზნესშიო. ვინმეს რამეს ეტყოდა თუ რა, ჩამოწერდა ზღაპრებს, თვეში 30-40% გექნებათო და ეგაა, ზოგს ზუსტად ეგეთი ზღაპრების უფრო ჯერა. ერთ-ერთ შეხვედრაზე რო კითხეს, ვიცით, მოაგროვებ ფულს და დაითესებიო. მაგ დროს რა უნდა უპასუხო. ჰოდა დამფუძნებელმა კითხა, შენი აზრით რამდენი მაქ გეგმაში რო შევაგროვო და დავითესოო. მაგ მომენტისთვის უკვე 400 მილიონამდე იყო ფონდში. ეყოფოდა ვითომ კაი ცხოვრებისთვის? ან სად უნდა დაითესოს, მარსის კოლონიზაცია ჯერ არ დაწყებულა. კომპანიაში 70 კაცამდეა შტატი, პროგრამისტები, ფინანსისტები, იურისტები. რამდენიმე წლის მანძილზე ეწყობოდა ეს საქმე. |
Posted by: bedauri 11 Mar 2024, 23:52 |
Jeunesse ეგ ჩემ კითხვაზე პასუხი არაა.......რატომ ჭირდებათ ჩემი და შენი ფული??? თუ იმას ამბობ რომ ეგოისტები არ არიან ხალხს უნდათ გაუყონო ეგ ზღაპრებია უკვე, არცერთი ბიზნესი მასე არ შვება, მაგისათვის რიცხავენ საქველმოქმედო ორგანიზაციებში თანხებს მიზნობრივად. ბიზნესს არც შენ და არც მე იმისთვის არ გავაკეთებთ რომ სხვას ფული ვაშოვნინოთ, ბიზნესს იმისთვის ვაკეთებთ რომ ჩვენ ვიშოვოთ ფული ხომ ასეა? თუ საწყისი კაპიტალი 5 მილიონი ქონდათ და თანხა ჭირდებოდათ, კაპიტალის მოზიდვის ბევრი გზა არსებობს და ასეთ გამოცდილ ფორექსის ტრეიდერებს მაგის მოზიდვა არ გაუჭირდებოდათ. ეგ თუ რეალლურია რასაც ამბობ და მართლა ამხელა მარჟაზე მუშაობენ ბირჟაზე რატო არ ილისტებიან? 400 მილიონის კაპიტალიზაციით კომპანია რომ დაილისტოს და ეგ შედეგები დადოს რასაც შენ ამბობ სად გაფრინდებიან ხომ იცი??? რატო არ აკეთებენ? შენი და ჩემი კი არა თავისი სად წაიღონ ის არ ეცოდინებათ. |
Posted by: iMaximuSi 11 Mar 2024, 23:55 | ||
საერთოდ წარმოდგენა არ მაქვს რა პროექტზე წერ მაგრამ ეს თუ მართლა გჯერა რავი სექტაა რამე? |
Posted by: Jeunesse 12 Mar 2024, 00:12 | ||||
bedauri
რავიცი, ალბათ იმიტო რო 4 წელიწადში 400 ლიმონამდე ვერ ავიდოდნენ 5-დან. ფულის შოვნა რა შუაშია. 100კ-ზე მეტი ინვესტორია ფონდში და ყველას მოგებიდან წილი მიაქვთ, თვეში აქვთ ასიათასობით შემოსავალი. რაში აინტერესებს მე და შენ რას ვშოულობთ, ჩვენ ფულს იყენებს თავისი ბიუჯეტის და კრედიტული მხარის გასაზრდელად, და იმ მოგებიდან გიხდის პროცენტს. რა არი ამაში გასაკვირი? იგივე ბლეკროკს რაში ჭირდებოდა ფული? მაგ ფორექსის გარდა კომპანიამ შემოიღო თავისი კრიპტო, გახსნა სამედიცინო კანაბისის მიმართულება, რომელშიც რიგით ხალხს არც კი მიასუნინებენ. ასევე ქონდათ ipo, აქციების განხრა, რომელიც წელიწადზე მეტია შეაჩერეს. პირდაპირ გამოვიდა დამფუძნებელი და თქვა, ეხლა არაა აქციებისთვის კაი დრო და არც მოგებაა იმდენიო, ამიტო გაიტანეთ თქვენი ფულიო. დათესვისთვის გამზადებული კაცი მაგას იზავს? სუ ეხლახან ესიმის მიმართულება დაანონსდა, ასევე მიწის ნაკვეთები ბალიზე თავისი ვილებით, სადაც კვ. მეტრით შეგეძლო ყიდვა და იქიდან პროცენტების მიღება. გახსნეს თავისი საფულე, ს ვალეტი, რომელიც ეპლ სტორზეც დევს, ცოტა ხანში მაგის დექს ვერსიაც იქნება, ეს ყველაფერი დიდი თანხები ჯდება.
ტრეიდერები არ არიან. ხელოვნური ინტელექტი აქვთ ნაქირავები, რომელსაც იყენებს მსოფლიოში სუ რამდენიმე ბანკი. 2024-მდე ქონდათ ლიცენზია, მაგრამ ჯერ კიდე რამდენიმე წლის წინ 2029-მდე გააგრძელეს. ეგ 50 დოლარიანი რობოტი არაა, ძაან ძვირია მაგის ქირაობა და ყველას არც მიაქირავებენ. რა ბირჟაზე დალისტვას გულისმობ არ ვიცი, რობოფორექსია ასეთი ბროკერი და იქ ქონდათ ანგარიში. მერე რაღაც კონფლიქტი მოხდა იმის გამო რო დუბაიში სახალხოდ გახსნა ანგარიში და ანახა ინვესტორებს, სადაც ყველამ ნახა 450 მილიონი და როგორ მიდის ვაჭრობა რეალურ დროში, რო ჰაერიდან მოტანილი ციფრები არაა. ეგ ყველაფერი იმიტო ქნეს რო დაენახებინათ გამჭვირვალეობა, რო ძაან ბევრს მაინც არ ჯეროდა და პირამიდა ეგონა. კომპანიაში შესულია 700 მილიონი და პრემიების სახით გაცემულია 900, რაც უკვე გამორიცხავს პირამიდობას, იმიტო რო მანდ ყოველთვის ბევრად მეტი უნდა შევიდეს ვიდრე გასცემ. ამის გამო მოივიდათ კონფლიქტი და მოუწიათ ახალ ბროკერზე გადასვლა, მულტიბანკზე. მაგხელა მარჟაში რას გულისმობ არ ვიცი, თვეში 10-12% ბანკთან შედარებითაა დიდი ფული, თორე მაგაზე მეტს ზოგს ტრეიდერი შოულობს. უბრალოდ ესენი არ რისკავენ, უფრთხილდებიან ხალხის ფულს. რობოტო დაყენებულია დაბალ რისკიან ნასტროიკებზე. იმ 450 მილიონიდან სავაჭროდ იყენებენ მხოლოდ 10%-ს, რამე რო მოხდეს, ზაპასში რო იყოს თანხა. ეს ფონდი არის იმათთვის, ვისაც არ უნდა ტვინის ბურღვა და ყოფნის სტაბილური შემოსავალი. თორე ვისაც საკუთარი თავის იმედი აქ და თვეში 1000$-დან ათმაგს შოულობს, ის არც მოვა აქ. |
Posted by: white 12 Mar 2024, 00:12 | ||
ვაახ, ლეპრიკონების და უნიქორნებისაც ჯერა ხალხს ეგეთი სისტემა მქონდეს და ვინმეს რამეს ვეტყვი ? |
Posted by: Jeunesse 12 Mar 2024, 00:26 | ||
white
რა სისტემა? 2000-ის შუიდან მოდის ეგ კომპანია, რომელმაც შეიმუშავა ხელოვნური ინტელექტი. აქირავებენ, იღებენ დიდ ფულს. რამე გასაკვირია? შენ რო სიტყვაზე ფულის შოვნის შანსი გქონდეს, ვიღაცამ 1000$ მოგცეს, ის ატრიალო, მოგება მიიღო, თვეში 50-100$ არ გადაუხდი? მაგას ლეპრიკონობა ქვია? |
Posted by: bedauri 12 Mar 2024, 01:28 |
Jeunesse თვეში რომ 8-10%-ია წელიწადში ხოა 96-120% ?? ეს ნორმალური მარჟა გგონია? ის რობოტი რომ ძვირი ღირს გავიგე მაგრამ იმას ვერ ვხვდები მაგაზე 10-ჯერ დიდი საბროკერო კომპანიები და 100-ჯერ დიდი ბანკებია და ისინი რატო არ იყენებენ მაგ რობოტს თავისი ხელოვნური ინტელექტით? ბირჟაზე დალისტვას ვგულისხმობ საფონდო ბირჟაზე დალისტვას აქციების გამოშვებას, კაპიტალის მოზიდვის ყველაზე იაფი გზაა თან საკმაოდ დიდის, ერთ კაპიკს არ გადაუხდიდა ინვესტორებს და სულ ჩაატრიალებდა ბიზნესში და ეგ კიდე აქეთ გვიხდის მე და შენ ფეხი-ფეხზე გადადებაში საკმაოდ კარგ პროცენტებს. რავი საღოლ მაგათ!!! მოკლეთ ბევრი რომ არ გავაგრძელო წარმატებებს გისურვებ შენ საქმეში, ჩემთვის კი ეგ სკამ პროექტია. |
Posted by: Jeunesse 12 Mar 2024, 03:20 | ||||||
bedauri
რავიცი, ხალხია აგერ თვეში 500% აკეთებს და წელიწადში 100-120% გაგიკვირდა? კაცს ვიცნობ, ვიღაც უკრაინელების შექმნილი რობოტი მქონდა და თვეში 8-9% ტოვებდაო. რაღაც ხანიგური რობოტი, ხზ ვისი შექმნილი, 50$ რო ღირს, თუ მაგდენს ტოვებს, რაა გასაკვირი გაცილებით ძვირადღირებულმა რობოტმა და დატოვოს მაგაზე ცოტა მეტი.
საიტი რო დავდე, გადახვედი მაინც? 5-6 დიდი ბანკი იყენებს მაგ რობოტს. ან რატო უნდა გამოიყენოს ყველამ? ეს ფონდი კრიპტოზე არ ვაჭრობს, სასწაულ პროცენტებს არ დასდევს, ვაჭრობს მარტო სტაბილურ ვალუტაზე, სადაც დიდი რყევები არ ხდება. მე და შენ რო სიტყვაზე მილიონი გვქონდეს, ორივე ერთ ბიზნესს გავხსნით? ერთმა შეიძლება ბინები იყიდოს და გააქირავოს, მეორემ რესტორანი გახსნას, მესამემ ბენზოკალონკა, მეოთხე რამე საქონელი ჩამოიტანოს და გაყიდოს. ყველას თავისი სფერო და ინტერესი აქ. ანუ ყველამ მილიონით დავიწყეთ, მაგრამ სხვადასხვა შემოსავალი გვაქ. ვერაფერს ვერ ვხედავ აქ განსაკუთრებულს. კაი, ეს ახალი ფონდია, 6 წელი არაა დიდი დრო, მაგრამ იგივე ბლეკროკი ხო უკვე ბრენდია, 9 ტრიოლიონი აქ ეგეთი ფული, ხალხისგან აღებული. სტაბილურად დებენ 25-30% წლიურს. რატო ყველას არ შეაქ ფული? დაახლოებით იგივე რამეს ამბობ. ვიღაც არ იცის მაგ რობოტის შესახებ, ვიღაცა შენნაირად არ ენდობა, ვიღაცას ფული არა აქ, ვიღაცა აგერ ვაიტი როა, არავის არ ვანდობ ჩემ ფულსო და ა.შ.
აქციების გამოშვება არაა ეგრე იოლი. 450 მილიონი საერთოდ ფულიც კი არაა კომპანიისთვის და მითუმეტეს ფორექსისთვის, რომელშიც მარტო დღიური ბრუნვა ტრილიონია. ამერიკის საფონდო ბირჟაზე რო გახვიდე, გარკვეული ბრუნვა და პირობებია საჭირო, 450 მილიონიანი კომპანიის აქციები ვის ჭირდება? რამდენი კრიპტოა? ასობით. მაგრამ იქიდან სუ რამდენიმეა პოპულარული. + ფონდი უკვე რამდენიმე წელია საკუთარი ბანკის გახსნას ცდილობს. დუბაიში აპირებდნენ, მაგრამ ძაან ბიუროკრატიული ქვეყანაა, გაიწელა, მერე ლატვიაში ცადეს, იქ კიდე რაღაც პირობები წაუყენეს, ჩაიშალა. მერე კიდე ერთ-ერთი ელ. ბანკი დაასახელეს, რომელსაც 32 მილიარდი აქ კაპიტალი, და ეგაა ყველაზე მათხოვრული ბანკი. 6 კომპანიამ ბევრი ისეთი რამე შეძლო, რაც მრავალწლიანმა ვერ ქნა, მიუხედავად ათასი ხელის შეშლისა. იუთუბზე შედი, ყოველი მეორე ბლოგერი მაგათზე წერს ათას სისულელეს, სუ იმის მოლოდინში არიან როდის გასკამდება, არადა თითონ მართლა რო რაღაც პირამიდებს და სკამებს არეკლამებენ. კომპანიამ ბროკერის ანგარიში ანახა საჯაროდ. ეგეთი რამე საერთოდ არავის გაუკეთებია. მიდი ერთი რამე ბანკში და უთხარი, რამდენი გაქვთ კაპიტალიო და სად გაგიშვებენ ნახავ. 3 წელზე მეტია ამ ფონდში ვარ და ვიცი ე.ი. რაღაცეები, რაც რიგითმა ვიღაცეებმა არ იციან. პირადად ვიცნობ ხალხს, 100 დოლარიდან რო 3-4 წელიწადში მილიონერები გახდნენ. თუ იცი რამე ეგეთი შესაძლებლობა, დაწერე. კომპანია შანსს აძლევს ადამიანს ფაქტიურად ნულიდან მილიონები იშოვოს. ვინც დაიჯერა, კი აიწყო ცხოვრება, ვინც რედიტის კომენტარებს უჯერებს, მონახავს სხვა ვარიანტს. |
Posted by: ThisTooShallPass 12 Mar 2024, 10:27 |
კომპანია რომელსაც ბრიტანელი მომხმარებელი არ ყავს. .50 და მეტი პროცენტი რუსი მომხმარებელი, ანუ დამპიარებელი. ბენეფიტების მიღების სანაცვლოდ. ევროპაში არავის აინტერესებს, მხოლოდ აზიაშია ცნობილი. იუთუბზე ყველა ვიდეოს კომენტარები გათიშული, www.trustpilot.com ზე მომხმარებლის ორი კატეგორია, ერთნი აქაბენ და ჩემი ცხოვრება შეცვალაო და მეორენი კონკრეტულად ამბობენ რომ საფორთი არ მუშაობს და ფულის გამოტანის პრობლემებია. დასკვნა: რუსების შექმნილი და დაპიარებული ყალბი საინვესტიციო ფონდი, ბრიტანული კომპანიის საფარქვეშ, რომლის შესახებ არავის ევროპაში არ იცის, მომხმარებელზე ლაპარაკი ზედმეტია, არანაირ ევროპულ მარეგულირებლის ქვეშ არ იმყოფება, კლასიკური პირამიდა!!! Jeunesse მინდა მჯეროდეს რომ ამ კომპანიაში რამე ფული გიდევს და მართლა გჯერა ამ ყველაფრის მაგრამ კლასიკური სკამერის მეთოდიკით საუბრობ და არ მჯერა. არადა სიამოვნებით გნახავდი გადაგდებულს მაგ კომპანიისგან!!! |
Posted by: bedauri 12 Mar 2024, 11:53 |
Jeunesse კი მიკვირს იმიტომ რომ მოგება რისკის შესაბამისია, იმიტომ რომ ნორმალურ ბიზნესში ეგ კოლოსალურად დიდი მარჟაა, 500% რომ იშოვის ერთ თვეში მეორე და მესამე თვეში რამდენს კარგავს ხომ არ იცი? ეგ რობოტები კიდევ უნიკალურ შესაძლებლობებს რომ გაძლევდნენ ყველა მაგას გამოიყენებდა. ტრეიდინგის სფეროში ბევრგან გამოიყენება ეგ რობოტები მაგრამ არა ისე ფართოდ იმიტომ რომ თავის ბევრი მინუსიც ააქვს. ასე, რომ კომპანია რომელიც საჯარო არაა არასანდოა. ბანკის კაპიტალს კიდე რაც გაინტერესებს ნებისმიერი ნორმალური ბანკის კაპიტალს და ფინანსურ ანგარიშგებას ნახავ გინდა ქართულისას გინდა ევროპულ ამერიკულისას. * * * კაცურად ერთი ამ კომპანიის აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგება დამიდე გადავხედო, ვერსად ვერ ვნახულობ.... ეგ კია არა დამფუძნებლები ვინ არიან ეგეც არ უდევთ საიტზე ან დირექტორები.... |
Posted by: Jeunesse 12 Mar 2024, 20:35 | ||||||||||||
ThisTooShallPass
ამას ის მიზეზი აქ რო ერთ-ერთი დამფუძნებელი უკრაინელია, რომელიც დუბაიში ცხოვრობს. ყველაზე ახალგაზრდა უკრაინელი მილიონერი. დაწერა ინსტაგრამის რაღაც პროგრამა, რომელიც შემდეგ მიყიდა ამერიკელებს 15 მილიონად, არის აიტიშნიკი, პერიოდი მუშაობდა გუგლში. შესაბამისად როცა რაღაც საქმეს იწყებ, ჯერ შენ მოქალაქეებს უნდა გააგებინო. რუსეთის გარდა საკმაოდ დიდი ორგანიზაციაა უკვე ხორვატიაში და სლოვენიაში, ესპანეთშიც, გერმანიაშიც, უკვე არგინტინაშიც არიან რამდენიმე კაცი, ნელ-ნელა ფართოვდება. არცაა სავალდებული მთელი მსოფლიო იყოს აქ, და ვერც იქნება.
და იმ მომხმარებლებს ვინც კაის წერს, იმათ რატო არ დაეჯერებათ და მაინცდამაინც ცუდს ვინც წერს, იმათ რატო უჯერებ? საფორთი მშვენივრად მუშაობს, დაჟე საიტზეც იყო პირდაპირ, კაბინეტში შეუსვლელათ, მაგრამ ეხლა მარტო კაბინეტიდან შეგიძლია მიწერა. ფულის გამოტანაც მშვენივრად ხდება. ფონდი რო დაარსდა, ბევრი რამე არ ქონდა, კაცმა მიწერა, 3კ შემოტანა მინდაო, და არ ვიცით როგორო, მაგდენი ჯერ არავის შემოუტანიაო. სადღაც 2020-ში სვალეტი შექმნეს, თავისივე საფულე, რომლიდანაც ხდება თანხის შეტანა-გატანა. ეპლ სტორზე სისულელეს არავინ დაგადებინებს. რუსული თუ იცი, ან ინგლისური, აქამდე მონახავდი ვინმეს პრეზენტაციას და იქ მოისმენდი უფრო დეტალურ ინფოს, მაგრამ რა საჭიროა, როცა რეიდიტის და ტრუსტპილოტის ხალხის ნაირი ექსპერტები გყავს. bedauri
რავიცი, აგერ ვაიტმა მილიონერი ვარო, ყოველგვარი რობოტების გარეშე
ყველა ვერ გამოიყენებს. მაგ რობოტს შენ არავინ მოგაქირავებს. თან ეს რობოტი არაა, ხელოვნური ინტელექტია, შეგიძლია დასერჩო რას ნიშნავს რობოტი ნეირონურ ქსელებზე და როგორ ვაჭრობს. 2021 წლის მარტში, კორონა რო დაიწყო, ერთ-ერთი რიცხვი შევიდა ტრეიდინდის ისტორიაში როგორც შავი დღე. რობოტების 80% მთელი ფული წააგეს, იმიტო რო ისეთი რყევები მოხდა, ფიზიკურად მზად არ აღმოჩდნენ. რობოტების დიდი ნაწილი მუშაობს კაზინოს პრინციპით, დაკარგავს თანხას და მერე აორმაგებს. ფონდის რობოტმა კიდე იმ დღეს პლიუსში ივაჭრა. სუ მოგებაში არაა, აქვს 80% შედეგი. შეიძლება დღეში 10 ორდერი გახსნას, იქიდან 2 წააგოს, მაგრამ 8 მოიგოს, ამის გამო არის სუ პლიუსში.
ფონდი რაში ხარჯავს მოგებას, მაგის აჩოტები უნდა ჩაგაბაროს? ბანკში რო ანაბარზე შეგაქ 1 წლით, ეკითხები, იმ 3% საიდან მიხდითო? არის რაღაც ინფორმაცია რომელსაც არავინ გეტყვის და არცაა ვალდებული. კაცმა ბროკერის ანგარიში გახსნა და ლაივში ანახა ვაჭრობის პროცესი, მეტი რა საჯაროობას ითხოვ?
თუ ღადაობ, პირდაპირ თქვი. ვინ დადებს მაგას ინტერნეტში? ან რატო უნდა დადოს? ეგ ინფო მარტო დამფუძნებელმა თუ იცის. საჯარო რაცაა აგერ დევს. ინგლისის ოფიციალური რეესტრი, თავისი ინფოთი. და რა სახის საქმიანობა შეუძლია რო აწარმოოს. 62090 - Other information technology service activities 64301 - Activities of investment trusts 64304 - Activities of open-ended investment companies 66110 - Administration of financial markets https://find-and-update.company-information.service.gov.uk/company/12695421 ესეც ლეი კოდი, რომლის აღებასაც არავინ თხოვდა. თუ რა კოდია და რისთვისაა, გუგლში შეგიძლია ნახო. https://search.gleif.org/#/record/894500BIN67A9YJS0E81 ესეც კომპანიის საიტი. ხელშეკრულებაში რა წერია, ეგეც შეგიძლია ნახო. https://backoffice.s-group.io/sign_in |
Posted by: bedauri 12 Mar 2024, 21:23 |
ბანკში თანხას რომ დებ იცი სად მიდის და რაში იყენებს ბანკი და იმ ანაბრის პროცენტს საიდან გიხდის ეგეც ცნობილია, რაში ხარჯავს მოგებას მაგის აჩოტი ნაღდად უნდა ჩამაბაროს იმიტომ რომ ჩემი ფული აქვს მიმაგრებული, რას ვღადაობ და რა ვინ დებს ინტერნეტში???? ამას სერიოზულად თუ ამბობ რომ აუდირებულ ფინანსურ ანგარიშგებას ვინ დებს ინტერნეტშიო წარმოდგენა არ გქონია საერთოდ ფინანსურ სამყაროზე. საქართველო რომ საქართველოა აქ არის ხელმისაწვდომი ნებისმიერი საშუალო დონის კომპანიის ფინანსური ანგარიშგება ხელმისაწვდომი და საჯარო, რა მაგას ვინ განახებს? არ განახებს იმიტომ რომ, რომ ჩახედავს ნებისმიერი ფინანსურ ანგარიშგებაში გარკვეული ადამიანი და დასკვნას წაიკითხავს მიხვდება რასთან და ვისთან ააქვს საქმე. * * * https://financialcommission.org/2021/04/06/scam-alert-sincere-systems-group-added-to-warning-list/ ეს სად არიან რეალურად https://www.chainbits.com/scam-brokers/sincere-systems-group-limited/ ეს მაგთი მიმოხილვა და შედარება თუ ვინები არიან სანამ ჩვენ გვირჩევდი კარგად რომ დაგესერჩა ჯობდა. |
Posted by: Jeunesse 12 Mar 2024, 21:55 | ||||||||||||
bedauri
სად მიდის აბა, გაგვანათლე, ან რაში იყენებს.
რატო უნდა ჩაგაბაროს? ფული ჩადე, შესაბამის მოგებას გიხდის. კომპანიის მოგება რაცაა და დამფუძნებელს რამდენი რჩება, ეგ რაში გაინტერესებს?
დამიდე აბა ერთი მაიკროსოფტის ფინანსური ანგარიშები და აუდიტორული დოკუმენტები. ამაზონის, გუგლის, აიფონის, ტესლასი. რატო უნდა იძებნებოდეს საერთოდ ეგ ინფორმაცია და რატო უნდა იყოს ნებისმიერისთვის ხელმისაწვდომი?
ფონდის საქმიანობაა ფორექსზე ვაჭრობა. არის გარკვეული თანხა, 450 მილიონი, რომელიც დევს ბროკერზე და რომელიც ნახეს ხალხმა. მოიგო ამდენი, დაგირიცხა შენი დეპოზიტის შესაბამისი. რას ელოდები საბუთებში, რა უნდა ეწეროს? კომპანიამ ჩაგსვა დიდი ბიზნესის წილში. გაქ იმის ცოდნა რო 10კ-დან თვეში 800-900$ იშოვო, ყოველგვარი თავის ტკივილის გარეშე? მაშინ იშოვე. მაგრამ თუ არა გაქ, აგერ მოგცა შესაძლებლობა. ბევრმა გამოიყენა და მშვენივრადაა დღეს. დაგიდე აგერ ლინკები, რისი ლიცენზია მიიღო ინგლისში, რა საქმიანობის უფლება აქ. ინგლისი საქართველო და რუსეთი არაა, ჩააწყო და რაღაცეები იყიდო. კომპანია მუშაობს ლეგალურად და სადღაც ოფშორში არა აქ გახსნილი ანგარიში. ლეი კოდი შეგიძლია ასევე ნახო რა არი და ვის აძლევენ. ფინანსურ თემებში თუ ასე ერკვევი, კი უნდა იცოდი რაცაა. ეგ ლეი კოდი საქ. ბანკს და თიბისისაც კი შეიძლება არ ქონდეს. არავინ აძალებდა დამფუძნებელს ინგლისის საჯარო რეესტრში რეგისტაციას, არც 5 მილიონი ფუნტის ჩადებას, არც ლეი კოდის აღებას. გოიმი ისედაც დაგოიმდებოდა, როგორც ბოტასებში, ტესლავიდეოში და სხვა სისულელეში, რომელზეც საერთოდ არანაირი ინფო არ ქონდა ხალხს, მაგრამ მაინც შექონდათ ფულები. * * *
რომელი წლის სტატიაა, ხედავ? რამდენი დრო გავიდა მაგის მერე? ეგეთები იცი რამდენი დაიდო? ვინაა ეგ საიტი და რის საფუძველზე ასკვნის. რუსეთის ცენტრო ბანკიო თუ ვიღაც, მაგათმაც შეიტანა შავ სიაში. ზოგადად სადაც რეფერალურ სისტემას ხედავენ, პირამიდა გონიათ. არადა ლიბერთი ბანკმაც შემოიღო მგონი ეგ და ტინკოფსაც აქ რეფერალური სისტემა. უბრალოდ კომპანიის ხელშეკრულებაში რაღაც მომენტები არ მოეწონა ზოგს, რო ის პუნქტები შეიძლება სათავისოდ გამოიყენენო. პირდაპირ უწერიათ ფორს-მაჟორებზე, არანაირი გარანტია არაა შემოსავლის და მაღალ რისკიან ბიზნესში შემოდიხართო. შენი აზრით სკამისთვის გამზადებულ პროექტში ეგეთი რამეები ეწერება? პირიქით, ათას ზღაპარს ჩამოგიწერენ რო დაიჯერო. რეფერალურ სისტემას რაც შეეხება, კომპანია არ აკეთებს იმას რო რეგისტრაციის საშუალება მოგცეს რეფერალის გარეშე. პირამიდა რო იყოს, პირიქით იქნებოდა. იმ რეფერალს საერთოდ არ მისცემდა სპონსორს და იმ ახალი ინვესტორის ფულს თითონ კომპანია აიღებდა, ბევრად ნაკლები ხარჯი იქნებოდა.
ეს საერთოდ არ ვიცი რა არი, საიტზე რო გადავედი, სუ სხვა ფირმისაა. მაგ სახელით რამდენიმე კომპანიაა, თან არცაა მაგათი ლოგო. FINACOM PLC LTD. и её аффилированные лица («Финансовая Комиссия») осуществляют услуги по разрешению споров специально для трейдеров Форекс и CFD, а также для брокерских фирм-членов с 2013 года в качестве независимой негосударственной саморегулируемой организации и внешнего форума по разрешению споров (EDR), финансируемого членскими взносами, взимаемыми с брокеров-членов. Финансовая Комиссия не является государственным регулирующим органом и не претендует на это. Комиссия не имеет лицензии ни от одного регулятора. Организация была создана исключительно с целью мирного разрешения споров между трейдерами Форекс и CFD и брокерами. Организация не принимает и/или обрабатывает жалобы, связанные с торговлей или хранением цифровых активов, таких как криптовалюты и токены. Только в 2023 году организация рассмотрела более 2 100 споров и выплатила трейдерам более 783 000 долларов. Все заинтересованные стороны могут ознакомиться с квартальными публичными отчетами о деятельности Финансовой Комиссии и статистикой претензий. Для получения дополнительной информации ознакомьтесь с нашими Часто задаваемыми вопросами (FAQ). მაგარი საიტია. |
Posted by: bedauri 12 Mar 2024, 22:13 |
ბანკს სად მიაქვს და ნაწილს არეზერვებს ეროვნულ ბანკში დაახლოებით 20%-ს სნი მიღებული ანაბრის (განსხვავებულია ლარში და უცხოურ ვალუტაში %) დანარჩენს კიდე სესხებათ გასცემს. იმიტომ უნდა ჩამაბაროს რომ ჩემ ფულს ატრიალებს და იმით შოულობს, ხვალ რომ კრიპტოვალუტით ვაჭრობა დაიწყოს მისაღები იქნება შენთვის ? ან სულაც სახლში წაიღოს რას იზავ? ეგ კომპანია კია რეგისტრირებული ლონდონში მაგრამ ლიცენზია არ ააქვს, არალიცენზირებულია. აგერ ძმაო ამაზონის და რომელი კომპანიებიც ჩამოთვალე ყველასას დაგიდებ მანდ. https://www.nasdaq.com/market-activity/stocks/amzn/financials მოგება-ზარალიცაა, ქეშფლოუც, ბალანსიც და ფინანსური რეპორტიც და სხვა ბევრი მონაცემიც და კოეფიციენტიც თან არა ერთი წლის არამედ მინიმუმ 10 წლის. ძალიან შორს ხარ ფინანსური სფეროდან და ძალიან გთხოვ ნუ გვიმტკიცებ რაღაცეებს. ყოველგავრი თავის ტკივილის გარეშე რომ გჯერათ ფულის შოვნის იმიტომ იყო საქართველოში ტესლავიდეოები და ქიუნეტები და ბოტასები პოპულარული . ეგეც არაფრით განსხვავებულია მათგან და აგერ შEნ და აგერ მე ვნახავთ მაგის დასასრულს თუ ვერა.... |
Posted by: Jeunesse 12 Mar 2024, 22:58 | ||||||||
bedauri
მაქედან მოაქ შენი წლიური 3%? და შენი აზრით ხალხის რა პროცენტმა იცის ან აინტერესებს, საიდან მოაქ ბანკს ის პროცენტები, როცა მიაქვთ ანაბარზე დასადებად? ეროვნულ ბანკში ვის რა ხელფასი აქ და პრეზიდენტს რამდენი რჩება, ეგეც გაინტერესებს?
სახლში რო წაიღოს, პირდაპირ წერია ხელშეკრულებაში, სად და ვის შეგიძლია უჩივლო. ჯერ-ჯერობით არ მიაქ და მომავალშიც არ ჩანს მიზეზი, რატო უნდა წაიღოს. კრიპტოზე სანამ გადავა, გკითხავს, გინდა თუ არა. აგერ ხედავ რამდენი ფორექსია? ის პირველი, ყველაზე ნაკლები პროცენტი როა, სუ პირველი ანგარიშია, ბოლო 2 წელია ძაან იკლო მოგებამ. ჰოდა ხალხს არ მოეწონა. ამიტომ გახსნა ახალი ანგარიში, სადაც რობოტი დააყენა მაღალ რისკიან მოგებაზე, ვისაც გინდათ დიდი პროცენტები, აქ შემოდითო, ოღონდ ყველას არ მისცა მაგის უფლება. მარტო იმათ, ვისაც პირველ ფორექსზე ქონდა 25კ, ან რანგით იყო 13%. ეს ის ხალხია ვინც უკვე რაღაც გააკეთა, ფული იშოვა და იცის სადაცაა. ნებისმიერისთვის რო მიეცა უფლება, შეიძლება ახალ გაფორმებულს შეეტანა, პირველივე თვეს დაკარგულიყო ის თანხა და მერე ის კაცი რას იტყოდა? იმიჯს გაუფრთხილდა და ინვესტორის ფულს. შენი აზრით ის პროექტი რომელიც გასაქცევად ემზადება, ასეთ რამეს აკეთებს?
კომპანიის ლიზენცია რას ქვია? სად ან რატო უნდა აიღოს? მულტიბანკი არის მულტილიცენზირებული პლატფორმა, იქ აქვს ანგარიში, კომპანიის ლიცენზია რას ქვია?
ეგეთ რამეს თუ ითხოვდი, იმ საიტზეც დავდე სტატისტიკა, რომელ თვეს რა პროცენტი ქონდა და ტელეგრამში ყოველ დღე იდება აჩოტები. ციფრები გაინტერესებს თუ აუდიტორების სახელი და გვარები და იმათი დასკვნები? ან მაგ საიტზე რო ციფრებია, ვინ როდის გადაამოწმა, ან რას გაძლევს. აგერ ციფრები აქაცაა. შევამოწმოთ, რეალურად ივაჭრა რობოტმა ასე? |
Posted by: white 12 Mar 2024, 23:04 | ||
Jeunesse
ის რომ FCA ლიცენზია ჭირდება ნებისმიერ არაყლე არასქემერ ფინანსურ ორგანიზაციას ეგენი კიდე სქემერი ###ები არიან ნუ მიოფებ თემას წადი და ცალკე გახსენი მაგ ###ობის რეკლამით |
Posted by: bedauri 12 Mar 2024, 23:19 |
white ეხლა გააქ რამე პოზიციები გახსნილი?? შორთ თერმში არ ფიქრობ რომ პატარა კორექცია გვექნება? |
Posted by: Jeunesse 12 Mar 2024, 23:25 | ||
white
შენთვის რა იცვლება რო, ბლეკროკიც ღლეობააო, არადა მაგათ კი ექნებათ ლიცენზია, თან არაერთი, და ჩემი ფული ჩემთან უნდა იყოს, თვეში 500% უნდა დავდოო. თუ კაცი მიზეზებზეა, არანაირი ლიცენზია არ დაარწმუნებს. |
Posted by: white 12 Mar 2024, 23:32 |
Jeunesse შენ თუ გიდნა სახლი გაყიდე და ჩადე მაგ ###ობაში სხვებს ნუ კერავ რო ფული ჩადონ დედა#####ულ სქემ პროექტში |
Posted by: Jeunesse 12 Mar 2024, 23:44 | ||
white
იქნებ გავყიდე კიდევაც. საიდან დაადგინე რო სქამია? თვეში 10% გებევრა, შენი 500-ის ფონზე? |
Posted by: ribo 13 Mar 2024, 01:04 |
Jeunesse აქ ტრეიდინგზეა თემა და საინტერესო აზრების გაზიარებაზე. იქნებ არ გააოფოთ თემა მაგ თქვენი შემოთავაზებით! არ აინტერესებს ხალხს, და გვაცადეთ რა ამ ბულრანით სიამოვნება. |
Posted by: ThisTooShallPass 13 Mar 2024, 10:02 |
Jeunesse აღარ დაპორტო რა.. ჩვენ მიგვაჩნია რომ სქემია ეს კომპანია, უამრავი მიზეზის გამო!! აქ თემა კრიპტო ვაჭრობაზეა!! თუ შენ ფული მანდ გიდევს წარმატებები, მაგრამ სხვასაც მოუსმინო უნდა და გაითვალისწინო. |
Posted by: MiXA1L 13 Mar 2024, 23:11 |
white რამდენი ხანი აჩერებ შესყიდულ კოინებს? იყიდე გაყიდეს შორის რა დროის სხვაობაა? |
Posted by: white 15 Mar 2024, 09:47 |
MiXA1L ყიდვის ორდერთან ერთად გაყიდვის ორდერიც მაქვს ზემოთ და პირიქით გაყიდვის ორდერი როცა ივსება ყიდვის ორდერს ვხსნი ქვემოთ ექაუნთზე რათქმაუნდა ჩერდება (სანამ ფასი არ ავა ან ჩავა) მაგრამ რეალურად ასე რომ იდოს ქოინები არა სულ ორდერებშია |
Posted by: MiXA1L 16 Mar 2024, 10:07 |
white გასაგებია მადლობა. დრეში რამდენ ორდერს აკეთებ საშუალოდ ? და რა დროს ხარჯავ * * * white რამე საიტი თუ არის სადაც ანალიტიკას აკეთებ? * * * სტოპ ლიმიტებიტ ვაჭრობ აკეთებ ორდერებს? |
Posted by: white 16 Mar 2024, 15:01 | ||||||
MiXA1L
ხან როგორ ხან როგორ, 30-40 ორდერი დღეში ჩვეულებრივად სპოტზე მთელ დღეს, ესაა ჩემი შემოსავლის წყარო
ასე კონკრეტულად ერთ საიტზე არა
მარჯინზე კი |
Posted by: iMaximuSi 17 Mar 2024, 04:02 |
გამარჯობათ ერთი კითხვა მაქვს, გუშინ მიმქოინებზე დავაკვირდი whale sell/whale buy მესიჯებს ქოინმარკეტქაფზე და თითქოს პროგნოზირებადი იყო ფასის აწევ დაწევა სპოთისთვის სავაჭროდ, მაინტერესებს რამდენად ზუსტად ხდება ტექნიკურად ამ მესიჯების ჩვენება, ნებისმიერ ბირჟაზე სადაც დალისტულია ქოინი დააფიქსირებს ქოინმარქეთქაფი ასეთ ტრანზაქციებს თუ შეიძლება სადღაც დაიწყოს მაგალითად დიდი რაოდენობის გაყიდვა ვინმემ და ეს მესიჯი არ გაიჩითოს ისე დავარდეს ფასი? არ დამცინოთ თუ სისულელეს ვკითხულობ ბოლომდე არ მესმის ეს თემა უბრალოდ რამდენიმე იტერაცია გავარტყი როდის მოიმატებდა როდის დიკლებდა და დამაინტერესა |
Posted by: white 19 Mar 2024, 10:14 |
მშვენიერი ვარდნაა თითქმის ყველა ქოინი დავამატე, მაგრამ იმედი მაქ კიდე უფრო ცამოიწევს, 50-ზე რო ჩამოვიდეს სულ იდეალური იქნება |
Posted by: bedauri 19 Mar 2024, 18:35 |
white ერთადერთი ბითკოინი მაქ შორტში აღებული X25-ზე, დანარჩენზე კარგი მსუყე ორდერები მაქ გახსნილი ფიუჩერსებზე ვნახოთ ხვალ საღამომდე რა მოხდება, ბითკოინის თარგეტი რამდენზე გაქ ? ანუ სად გაჩერდება შენი აზრით? |
Posted by: white 19 Mar 2024, 22:49 | ||
bedauri
ვარდნა თუ ასვლა ასვლით ვერ გეტყვი ალბათ 100-120 შეიძლება მეტიც ვარდნიტ 50-ზე ქვემოთ ცამოსვლა გაუჭIრდება პანიკ სელი თუ არ დაიწყო რაღაც მომენტში 50-იც ძალიან კარგი იქნება, ძ ძაან ჭირდება ბაზარს კორექცია ეხლა |
Posted by: bedauri 20 Mar 2024, 09:22 |
შორტი კლებას ნიშნავს, 56500 უკვე ლიმიტ ორდერი მაქ და მაგ ფასს თუ მიაღწევს ავტომატურად დამიხურავს |
Posted by: white 21 Mar 2024, 09:06 |
bedauri საერთოდ მეკიტხებოდი მეგონა მე როცა ვშორთავა სტოპ ლოსი ჩამომაქ ნელ ნელა ქვემოთ, სიტყვაზ ემოგებას თუ წერს 1000$-ს, სტოპ ლოსი ჩამოდის 400$-ის მოგებაზე 1500-ზე ჩამოდის 700$ ის მოგებაზე და ასე |
Posted by: bedauri 22 Mar 2024, 12:10 |
white შეგიძლია უფრო დეტალურად აღწერო შენი სტრატეგია? ცოტა არ იყოს ვერ ვხვდები რას როგორ აკეთებ? ასევე რამდენი X-ით ხსნი ორდერს? |
Posted by: white 22 Mar 2024, 21:05 |
bedauri აქ დიდად არ მიდნა მარჯინის რეკლამირება, მაგრამ X20-25 დიდ ტრეიდებზე, X100 როცა გემბლინგის ხასიათზე ვარ დაახლოებით ესე სპოტზე უბრალოდ ქვემოთ ვყიდულობ ზემოთ ვყიდი, 5-12% იანი სხვაობით ისეთი ვოლატურობაა ეხლა თიტქმის ყოველდღე ივსება ბაიც და სელ ორდერებიც |
Posted by: bedauri 22 Mar 2024, 22:55 |
white მშვენიერია მაგრამ Cross-ით მე ვერ ვრისკავ სწორედ მაღალი ვოლატურობის გამო Isolated -ამას ვიყენებ ყოველთვის ამე ტექნიკურ ანალიზს აკეთებ თუ უბრალოდ დაკვირვებით და გამოცდილებით ხსნი პოზიციებს? |
Posted by: white 22 Mar 2024, 23:27 |
bedauri ბეარ მარკეტზე ტექნიკური, ეხლა რავი ვთვლი რო აზრი არ აქვს და RSI+ ქენდლებით ქროსი მირჩევნია რომ ლიკვიდაციის საშიშროება ნაკლები იყოს |
Posted by: bedauri 22 Mar 2024, 23:43 |
white ხო მაგრამ მთლიანი ბალანსის ლიკვიდაციის საშიშროებააა მაგ დროს, რისკი დიდია და მოგებაც შესაბამისი |
Posted by: white 22 Mar 2024, 23:54 |
bedauri კი, მე უბრალოდ მთლიანი თანხის 5-12% ით ვხსნი ორდერს შესაბამისად დიდი მარჯინ ბალანსი მაქ და ლიკიდაციაც ნაკლებად სავარაუდო არის პლიუს სპოტზეც სულ მაქვს ორდერები, სიტყვაზ ეპირველ სკრინზე სალიკვიდაციოთ ბტც უნდა ასულიყო 79-ზე 79ზე რო ასულიყყო იმდენს მოვიგებდი სპოტზე რო პირიქით გამიხარდებოდა |
Posted by: bedauri 23 Mar 2024, 00:01 |
მაგ დროს მთლიანი ბალანსი არ არის რისკის ქვეშ? მათ შორის ისიც სპოტზე რაც გაქვს? თუ მე მეშლება. მაგ დროს ხომ სპოტსაც დაგალიკვიდურებს? |
Posted by: white 23 Mar 2024, 08:33 |
bedauri არა სპოტს არ ეხება, მარტო ფიუჩერსის ბალანსი |
Posted by: ribo 25 Mar 2024, 19:07 |
white 20-25x მე მებევრება 3x ვხსნი ხოლმე ლონგზე ისოლირებულზე და კაი ხანი ვტოვებ, თავისი სტოპლოსით და აგარ ვარ დაძაბული და სუ რო მოძრაობას ვუყურო. ზოგჯერ მავიწყდება კიდეც )) ნუ მე ბულ მარკეტის დროს ვაქტიურობ მარტო ფუჩერსებზე. |
Posted by: Volkssturm 31 Mar 2024, 23:11 |
გამარჯობათ, რა მაინტერესებს, ამ ჯგუფში არიან ხალხი, ვინც კრიპტო ბირჟაზე ვაჭრობისას იყენებს პროფესიულ სავაჭრო პლატფორმებს, როგორიცაა Tiger Trade, CScalp, Vataga? სადაც გვაქვს, სტანდარტული გრაფიკების გარდა, კლასტერები, ჭიქა და ლენტი და სადაც ჩანს მსხვილი მოთამაშის მოცულობები და რობოტების ქმედებები ბირჟაზე? მაგალითი: შესვლა ასხლეტვაზე სკალპერულ ჭიქაში არსებულ მსხვილი მოცულობიდან. სტოპი: 0,2%, take-profit: 4% |
Posted by: ThisTooShallPass 7 Apr 2024, 22:19 |
white თითქოს არა მაგრამ ძალიან რთულია ამ პერიოდში ფულის კეთება კრიპტოში. შენ ეს თუ გამოგდის ძალიან კარგი ტრეიდერი ყოფილხარ. ყველა დანარჩენ დამწყებს ინვესტორს ჩემი ჩათვლით ისევ უნდა შევახსენო რომ კრიპტო არის ძალიან სარისკო ინვესტიცია და სანამ წლები არ გექნება გამოცდილება ვაჭრობის თავი არაფერზე არ უნდა დადო. . .ყველაზე უსაფრთხო (შედარებით) სტრატეგია არის გესმოდეს სად მიდის მარკეტი ნარატივების თვალსაზრისით და აირჩიო კოინები ყველა ნარატივიდან და მიყვე ბოლომდე სტრატეგიას. წარმატებები ყველას! |
Posted by: n-i-c-k 8 Apr 2024, 00:05 |
EPX რაღაცა აპირებს მგონი |
Posted by: white 8 Apr 2024, 00:59 |
ThisTooShallPass კი მასეა. და რაც არ უდნა გამოცდილი იყო ყველა რაღაც მომენტში აგებს მე არ მინახია ვინმე სულ მოგებაში იყოს, იმდენი მაქ წაგებული არც მინდა გახსენება უბრალოდ რისკები მინიმუმამდე უნდა შეამცირო და ისე ივაჭრო წინასწარგანსაზღვრული სტრატეგიით და წინასწარგანსაზღვრული მოგების ლიმიტით + დამწყებებისთვის მაინც მტავარ ქოინებსზე უფრო ღირს ვაჭრობა, ბევრად უფრო ლოგიკურად მოძრაობენ |
Posted by: ThisTooShallPass 8 Apr 2024, 01:19 | ||
15 წუთი დამჭირდა განულებას ფუჩერსებზე 2021 ში. რთული გადასატანია ძალიან სანამ არ წავაგე ვერ მივხვდი რა რთულია ეს ყველაფერი. რამდენი შანსი გამიშვია ხელიდან ამაზე არ ვლაპარაკობ. გუშინწინ Cheems ვყიდულობდი, უკვე გადაწყვეტილი მქონდა და ბაინანსმა სოლანას გატანა ეხლა არ შეგიძლიაო და მეთქი დაველოდები ხვალამდე რა მოხდება. 15 წუთში დაიწყო მატება და დღის ბოლოს 800 პროცენტზე ავიდა მაგრამ საოცარი ისაა რომ გული არ დამწყვეტია არც კი გამკვირვებია. წაგების გარეშე და უიღბლობის გარეშე ვერაფერს მიაღწევ კაცი. არ მეგონა ამხელა კვერცხები თუ მქონდა 1000 დოლარი 1500 დოლარი დღეში კლება მერე მატება მერე კლება მერე შუაში და მერე სად კიდევ არავინ იცის. არა და ამ დროს ეს ფული ჩემთვის ბევრს ნიშნავს. იმედია ამხელა სტრესი დაგვიფადება საბოლოოდ. წარმატებები ისევ ვაით. ჩემი აზრით მაგარი ტრეიდერი ხარ!! |
Posted by: DPavlenishvili 8 Apr 2024, 15:14 |
მე 2 წელია დაკავებული ვარ თუმცა უშედეგოდ, არ გეგონოთ დებილი ან რამე ) უბრალოდ 1 პატარა სისულელის მჯეროდა,ახლა ვიცი რაც უნდა ვაკეთო იდიაში და მაგას გავაკეთებ შესაძლებლობა როგორც კი მომეცემა, მე მეგონა ისეთი ტრეიდი უნდა გავაკეთო რომ 1 ტრეიდით 100-500 დოლარით მთელი ჩემი ცხოვრება უნდა შეიცვალოს,თუმცა არა! როგორც პოსტის ავტორმა აღნიშნა 2-5-10 % ებით რომ დავკმაყოფილებულვიყავი კარგი შედეგები მექნებოდა. რამდენადაც არა რეალურად ჟღერდეს 10-20-30 % ებს ვდებდი მაგრამ ისევ ტრეიდში შევდიოდი და დავემსგავსე გემბლერს იმენა,არადა არასოდეს არ მევასებოდა გემბლინგი ერთ პატარა რჩევას მოგცემს თუ ვინმეს გჭირდებათ ტყუილია რომ მყიდველები და გამყიდველები აბალანსებენ ფასს და ასე შემდეგ,ეს არაა რეალური ბაზარი სადაც კიტრს ყიდის ვიღაც და ვიღაც ყიდულობს დღეს ყველაფერს აკონტროლებენ ბირჟები, და ავტომატურად კომპიუტერი წყვიტავს ფასი საით წაიყვანოს ისე რომ რაც შეიძლება ბევრი მოგება ნახოს ბირჟამ, არ დაგრთავთ ნებას რომ რასაც მე მოველოდი რომ 1 ტრეიდით უნდა შეიცვალოს ჩემი ცხოვრება ) ამიტომ ტექ ანალიზის დროს დაუკვირდით თუ დადასტურდა თქვენი ანალიზი "სტაბილური" რასაც ყველა სწავლობს და ყველას ასწავლიან.და ხედავთ რომ ხალხი შედის LONG-SHORT მნიშვნელობა არ აქვს,დაელოდეთ დასტურს და გააკეთეთ პირიქით,ოღონდ აქ მნიშვნელოვანია დაელოდოთ მომენტს უცებ არ დაეტაკოთ რადგან რომ დაუდასტურებს დავუშვათ აღმავალ ტრენდს და ხალხი შევა ფულებით შევა,კიდევ უფრო დაუდასტურებს და კიდევ უფრო ბევრით შევა,მაშინ აკეთებენ ბირჟა შორთს და პარსავს ხალხს ყველაზე მეტი მომგებიანი თრეიდები შორთზე დავდე რადგან ხალხის უმეტესობა მხოლოდ აღმავალ ტრენდზე ყიდულობს კარგი იქნებოდა რამე გახსნილი ჯგუფი რომ ერთმანეთს დავხმარებოდით, ამ საკითსხს რაც უფრო ჩავუჯექი დანარჩენი ყველაფერი უაზროდ მეჩვენება, მუშაობა,პროფესიის შესწავლა და ასე შემდეგ, ვმუშაობ იმიტომ რომ ტრეიდში მქონდეს ბალანსი და ვისწავლო კარგად ! არ ვიცი სულელობაა თუ ჭკვიანური მაგრამ ასეა ! წარმატებები |
Posted by: Volkssturm 8 Apr 2024, 17:48 |
მაისიდან ვაპირებ ჩელენჯის დაწყებას, $400 ვეცდები 6 თვეში კაპიტალი $5000 ავიყვანო, აქტიური სკალპინგით. აქაც დავდებ ხოლმე ტრეიდების ვიდეოებს და ავხსნი, თუ რატომ შევედი და რატომ გამოვედი პოზიციიდან. დავდებ, როგორც წამგებიან, ასევე მომგებიანი გარიგებების ვიდეოებსაც. ვნახოთ, აბა რა გამოვა. |
Posted by: ThisTooShallPass 8 Apr 2024, 19:00 | ||
და რატო აკეთებ იმას რაც არ მოგწონს?? ნუ ეხლა ვაითი არის ტრეიდერი. ძირითადად ფუჩერსებზე ვაჭრობს და წლებია ამას აკეთებს, მიკვირს რატომ ცდილობთ ხალხი მარკეტისთვის რამის გამოძალვას ყოველდღე და ყოველ წამს. როცა უბრალოდ იყიდო სპოტზე და დაელოდო შეიძლება უფრო მომგებიანი იყოს. ნუ სამუდამოდ დაელოდო არა მაგრამ სტრატეგიის მიხედვით გაყიდო. მაგალითად 4 დღის წინ ვიყიდე კოინი MUBI და 4 დღეში 90 პროცენტი დადო ზედმეტი ნერვების მოშლის გარეშე, იმატებდა და იმატებდა სტაბილურად მაგრამ არ გამიყიდია, იმიტომ რომ პორტფოლიოს 5 პროცენტი დევს ამ კოინში. ეხლა 70 პროცენტზე ჩამოვიდა მაგრამ მკიდია, თუ ეხლა გა5მაგდა და გა10მაგდა ბაზარი არაა ნახევარს სიტყვაზე გამოვიტან და სხვა რამეს ვიყიდი, რომელსაც ჯერ კიდევ აქვს ძალა დარჩენილი მატების, ბოლომდე მაინც ვერაფერს გაწურავ. ესე როგორც შენ ამბობ რომ ვაკეთებდე გამიჭირდებოდა ძალიან რაციონალური გადაწყვეტილებების მიღება, დავკარგავდი და გაბრაზდებოდი და მომინდებოდა უკან დაბრუნება და მსგავს ხაფანგებში გავებმებოდი. ერთი თვის წინ მეტი მქონდა ვიდრე ეხლა მაქვს, მაგრამ იმ პროექტების რომლებიც ნაყიდი მაქვს მჯერა, თუ მარკეტი მაღლა წავა აუცილებლად მოიმატებს, სულ მოგებაზე ფიქრი მგონი ვერაფერსაც ვერ მოგაგებინებს. ტექნიკური ანალიზი როდესაც ზოგადი მარკეტი ოპტიმისტურია და ნარატივი არსებობს მაშინაა აზრიანი თორე ეგრე უამრავ ტრენდს დაგიხატავს ყოველდღე და მაგეებს ზდიო რას მოგცემს ვერ ვხვდები. კრიპტომ ცუდად იცის დავარდნა როცა ვარდება ის რაც მთელი თვე იწვალე და იშოვე 3 დღეში შეიძლება დაკარგო. როცა პროექტების მიხედვით ანაწილებ ალოკაციას ყველა მათგანში იმდენს დებ რომ რისკი დააბალანსო. თუ სიტყვაზე ბიტკოინი 15 ათასზე ჩამოვა, აზრი არ ექნება მაგ კოინების გაყიდვას კიდევ 3 წელი დაველოდები. ფული ვის არ უნდა მალე და ბლომად იშოვოს |
Posted by: DPavlenishvili 9 Apr 2024, 16:44 | ||||
მოუთმენლობის თემა იყო, ძირითადად თავიდან მეც სპოტით ვიყავი დაკავებული და მასე იყო კვირაში 5-10% ვდებდი და რადგან დიდი კაპიტალი არ მქონდა კარგ შედეგად არ ჩანდა გადავედი ფიუჩებზე და იქ უკვე კაი თრეიდებს რომ ვიჭერდი სპოტი სულ გადამავიწყა, ვნახოთ ყველაფერი გამოსწორებადია ) რომელ ბირჟას მოიხმარ და ზოგადად რომელ საფულეს ? რატომღაც ყველაფერი ბაინანსზე დავიწყე და მაგის იქით ინტერესი არსად გამჩენია ამიტომ რაღაც ნაწილში მგონია რომ დიდი სპოტ იქსებს ვმაზავ |
Posted by: bedauri 9 Apr 2024, 20:58 |
ან სპოტზე უნდა იყო ან ფიუჩერსებზე, მე პირადად სპოტზე ყველაფერი გავყიდე და კრიპტოს ფიუჩერსებზე ვარ, ფიუჩერსების პროფიტის მვირე ნაწილი 25% სტოკებზე გადამაქვს |
Posted by: white 10 Apr 2024, 10:17 | ||
bedauri არც მთლად მასეა, მე ლონგები არ მიყვარს ფუჩერსზე როგორც წესი ვშორტავ, პროფიტი სპოტზე გადამაქ და ვყიდულობ, პორტფოლიოც იზრდება, ფაქტიურად ლონგიც გამოდის (X1) DPavlenishvili
ჯერ არც არის სადმე წასვლა საჭირო, ბინანსზე ყველაზე დიდი ლიკვიდურობაა, მე კრაკენსაც ვხმარობ ბიტსტამპსაც და ბიტფინექსსაც მაგრამ რეალურად ეხლა ბინანსი ყველას ჯობია საფულე ქოლდი რათქმაუნდა, ტრეზორი იაფია და უსაფრთხო |
Posted by: DPavlenishvili 10 Apr 2024, 13:27 | ||||
ინვესტიცია არ მაქვს მთლად საფულეზე ჯერ არ ვდარდობ ბირჟა და საფულე იმიტომ ვკითხე რაღაც უცნაურ ქოინებს ყიდულობენ TWT იც საკმარისი იქნება ჩემი აზრით დასაწყისისთვის ისე სულ მაწუხებს ერთი კითხვა და რათომღაც არც არანაირ სასტავში არ ვმოძრაობ რომ მეკითხა CRO რატომ არ იზრდება ისე როგორც სხვა ბირჟების მონეტები როგორ გგონიათ ? ანუ ყველა ბირჟას თავისი ქოინი აქვს და 2-5-7-აგერ ბნბ ვაბშე 300-600 ფარგლებშია და CRO იმენა 7-15 ცენტის ფარგლებში ვფიქრობ რომ CRO VET HBAR და ასეთი ძლიერი პროექტები long თერმზე მაგრამ მოუთმენლობა სულ მძლევს ხოლმე |
Posted by: ThisTooShallPass 10 Apr 2024, 14:33 | ||||
გეითზე. და უბრალო და გასაგები მიზეზის გამო, ყველა ის კატეგორია რომლითაც დაინტერესებული ვარ, გეითზე დევს ბევრად დიდი წარმომადგენობით. გეიმინგი, ბიტფაი ანუ ბიტკოინ დეფაი, ორდინალსი, ეი აი, მიმები რავი ყველა მათგანი. ეგეც არ კმარა, დექსებზე ვაჭრობა ყველაზე მომგებიანია ბოლო თვეებია და თუ გჯერა რომ ალტკოინ სეზონი დადგება დექსებზე არებული კოინები, ლოუკაპები ბეევრად მეტს დადებენ. მაგრამ მანდ არის კიდევ ბევრი მომენტი. მაგათმა 10 ჯერ მოიმატეს ფასში და დიდი პროფიტ ტეიკინგები მოხდება, ამიტომ ახალი კოინები ჯობია თუ გამბლერობ რა. . სოლანას მიმები, ორდინალსები, ყველა ახალი ნარატივი სადაც ლოუ კაპ კრიპტოს ნახავ რომელსაც შანსი აქვს წარმატების ფუჩერების დონის მოგენებს დადებენ. მაგრამ რადგან ეს ყველაფერი ნაწილობრივ უკვე მოხდა აწი მე ნაკლებად გავრისკამ მაგ ახალ ტრენდებში, უფრო ვკონცინტრირდები ბულ სეზონის ნარატივებზე, გამომდინარე მოლოდინიდან და რისკებიდან. მაგრამ 500 დოლარი ან 1000 დოლარი რომ მქონდეს, და ფულის შოვნა მინდოდეს დექსებზე ვამჯობინებდი ვაჭრობას და დივერსიფიცირებას ბევრ და დამწყებ კრიპტო პროექტებში. მაგრამ მინდა ამ ეპატზე რაციონალური და მეტად მოსალოდნელი იყოს პორტფოლიოს ბედი. * * *
რათქმა უნდა თავს არ ვდებ მაგრამ მგონი პასუხი ყველამ ვიცით ამაზე, შენც, იმიტომ რომ რეალური ალტსეზონი არ დაწყებულა და ხალხი ჯერ კიდევ სკეპტიკურია. ტრასტვოლეტი ეფტიექსის შემდეგ გავიდა ბულრანზე, მაშინ ეს იყო აქტუალური, ხალხს ფულის დაკარგვის ეშინოდა და ტვტ იყო გამოსავალი როგორც სელფ ქასტოდი კოინი. მაგის მერე მიკრო რანი დაიწყო და დკარგა აქტუალურობა. ლოგიკურიცაა. ეხლა ხალხი ბევრად მეტს შოულობს დექსებით და არა კრიპტო კომის მსგავსი ცენტრალიზებული პლატფორმებით, ეს იასნა არ გამორიცხავს მაგათ წარმატებას, დამოკიდებული იქნება იმაზე რამდეანდ ავანგარდში იქნებიან ესენი კრიპტო ზოგადი არაპტაციის ჩვენს სოციუმში. მაგალითად კრიპტო კომზე რომ ბევრი სასარგებლო ფუქნცია დაემატოს რომელიც ხალხს უფრო გაუადვილებს რეალურ ცხოვრებაში კრიპტოს გამოყენებას, შეიძლება ტოპ ათში აღმოჩნდეს. მე მაინც ზედმეტი მოლოდინისგან თავს შევიკავებდი. |
Posted by: DPavlenishvili 11 Apr 2024, 16:10 | ||||||
რაღაცეებს ვჩითავ საინტერესოს მაგრამ კონტრაქტებში ვერ ვერკვევი კარგად, ერთი რაღაც მაქვს დაჭერილი და სიამოვნებით გადავამოწმებდი თუ გაინტერესებს, დისქორდ ჯგუფი ან რამე ხომ არ გაქვთ ? |
Posted by: Volkssturm 11 Apr 2024, 17:18 |
......................................................................................... |
Posted by: Keyser 12 Apr 2024, 18:14 |
მოსალოდნელ ბულრანზე რას იტყვით? :30ბულრანი: |
Posted by: DPavlenishvili 13 Apr 2024, 17:12 | ||
იდიაში ბულლრანია უკვემ, ოღონდ მხოლოდ სოლანა და ბიტკოინი დებენ პროცენტებს მაგრამ როგორც ავღნიშნე ვერც "ჩემი მოკღძალებული" აზრით ბულრანიც და ბეარ რანიც დამოკიდებულია სად რა თანხებია დაგროვებული |
Posted by: ThisTooShallPass 13 Apr 2024, 19:28 | ||
ისევე როგორც ყველა კრიპტო რანი ესეც ძალიან ძალიან მტკივნეული იქნება. . ძალიან დიდი კორექციები იქნება სავრაუდოდ და მოკლე ვადიანი და პანიკები ყველგან. 90 პროცენტი ფულს დაკარგავს და 10 მოიგებს. ამიტომ მიმაჩნია რომ ნაკლები ვაჭრობა, მეტი დივერსიფიცირება და ზოგადი ნარატივების გაანალიზება და მოთმინება და უემოციობა იქნება ერთადერთი რეცეპტი რომელიც შედეგს მოგვცემს. შემდეგი თვიდან სამუშაოდ მივდივარ ევროპაში და ძალიან მიხარია რომ დრო არ მექნება საერთოდ პორტფელში ხშირი ცვლილებები გავაკეთო. ვფიქრობ ერთადერთი ანალიტიკოსი ვისი მოსმენაც ღირს უშუალოდ ბიტკოინში ინვესტირებისას არის პლან ბი. უბრალოდ უნდა გააკეთო ის რასაც ამბობს. |
Posted by: Nescafe13 13 Apr 2024, 21:04 |
ბულ რანს როდისთვის ვარაუდობთ ? ზუსტად ისე მიდის როგორც ყოველთვის , საშუალო კრიპტო დებს 10-20 $ ზრდას და მერე ვარდნას , ცოტა დიდი კრიპტო 50-100 $ მაისის პირველი რიცხვებიდან უნდა წავიდეს და 10 დღეში რაც იქნება ეგ მერე ისევ დაიწევს და გააგრძელებს როგორც ყოველთვის |
Posted by: Frankens†ein 13 Apr 2024, 23:53 |
ეხლა შევხედე და თურმე ისე მოვდმდირებულვარ და მერე შევღარიბებულვარ, არც გამიგია 0.08 იყო დოჯიქოინი ბოლოს რო მახსოვს და 0.16 არის ეხლა, 0.22-იც ყოფილა... ბიტკოინი არ მაქვს, მაგრამ 72-მდე ასულა, გაორმაგდა ამ რამდენიმე თვეში. ანუ რა ხდება, რა პროგნოზები გაქვთ, დავიწყეთ გამდიდრება თუ ისევ დაბლა წავა... |
Posted by: ThisTooShallPass 14 Apr 2024, 00:27 |
Frankens†ein შენი ნაწერიდან 15 წუთში საინტერესო რაღაცები ხდება უკვე |
Posted by: Keyser 14 Apr 2024, 01:37 |
ყვეეეეეელაფერი წითელშია განსაკუთრებით მემე თოკენები |
Posted by: Volkssturm 21 Apr 2024, 00:59 |
ჩემი აზრით ძალზედ საინტერესო ვიდეოა სკალპინგის შესახებ ბინანსის ფიუჩერსებზე. ეს არ არის ჩემი ვიდეო |
Posted by: shuma89 22 Apr 2024, 13:20 |
კრიპტო მაინინგით დაკავებული ხალხი ამ თემაში არ მოძრაობს ხო? რამე ფეისბუქ გვერდი არ არის ამ თემაზე? სამწუხაროდ ვერ ვიპოვე. |
Posted by: chicharito12 24 Apr 2024, 22:27 |
იმდღეს რაკარგად ჩავარდა მარკეტიი არბს რო დოლარს ქვემოთ ვნახავდი რას წარმოვიდგენი და კი დავითრიე ცოტაა. აშკარად ინფლაციამ ნეგატივი დათესაა მანტას მოძრაობა ძან არ მომწონს. არადა კაი მონეტაა |
Posted by: ThisTooShallPass 26 Apr 2024, 19:09 | ||
ნამდვილად. . მხოლოდ ეგ არ მგონია ოღონდ რომ იყოს. . იტიეფებში შედინება შენელდა ძალიან, არ მოველოდი ესეთს. სტოქ მარკეტი კორექციას განიცდის, ბიტკოინს ძალა აღარ აქვს. ვერაფერს მიყავს წინ. მე გავყიდე ყველაფერი ერთი კვირის წინ. და ველოდები 30-50 პროცენტიანს კლებებს ალტებში. ერთი სიტყვით, კარგი საკუმულაციო პერიოდი იწყება ვფიქრობ. იმედია კარგ ფასებში დადება ალტები. აგერ სანამ ამას ვწერ ბიტკოინმა 1000 დოლარით დაიკლო. |
Posted by: bedauri 27 Apr 2024, 13:06 |
ThisTooShallPass ბაზრის სიჯანსაღისთვის აუცილებელია კლება, რამდენზე გაქვთ მოლოდინი სადამდე ჩამოვა ბტც??? მე 43 ვვარრაუდობ |
Posted by: ThisTooShallPass 28 Apr 2024, 15:36 | ||
ნამდვილად აუცილებელია. . რავი მე მგონია რომ 50 თუ ჩამოცდა მაქსიმუმ 2 ათასით ჩამოცდეს და ესეც მოკლე დროით, ანუ 50 ზე დაბლა მგონია რომ დიდხანს არ გაჩერდება. . 49 ზე მე პირადად 100 პროცენტს ალოკაციას გავუშვებდი. ბიტკოინში და ძლიერ ალტებში. შიძლება უბრალოდ მატება დაიწყოს მალევე და გააგრძელოს ნელნელა სანამ მაკროეკონომიკური სიტუაცია უკეთესი არ გახდება. ვნახოთ რა იქნება. |
Posted by: bedauri 30 Apr 2024, 12:57 |
ამ კვირაში ბევრი ნიუსი გამოდის და ვფიქრობ საკმაო რყევები იქნება, არ იქნება გასაკვირი პატარა ზრდა და შემდეგ კაგად დავეშვათ ქვემოთ |
Posted by: chicharito12 30 Apr 2024, 22:07 | ||
ან პირიქით, როტაცია ახლა მაინც წავიდეს ალტებში. ყველა შემთხვევაში სარისკოა ახლა 10-20 პროცენტისთვის გარისკვა. მაგრა ტეხავს რო ბულრანს გამაზავ მაგასობაში, ნუ რისკი არსებობს თორე წინა თვეში პორტფელი 52კ ზე მქონდა ასული და ახლა 30კ ზე ჩამოვარდა კაი 20კს მოვჭიმავდი ყიდვა გაყიდვიით |
Posted by: ThisTooShallPass 1 May 2024, 12:37 | ||||
ჯერ ალტების კაპიტულაციაა საჭირო, დომინანსი აწევა მკვეთრად და ალბათ ეგ მომენტიც მოყვება მაგას, პროსტო შანსები იზრდება რომ გაწელილი ბულრანი გაიჩითოს. და ამ გაწელილ პროცესებში შიჩარეც არ ვარგა. მთავარი ალტი გავყიდე 3 დილარად, ეხლა 1.95 ღირს. ეს უკვე 35 პროცენტი კორექციაა. მაგრამ მაინც მგონია რომ სადაც 35 დაიკლო იქ ჯერ კიდევ არის ადგილი პანიკისთვის. მთლიანობაში მაგ ალტს აქვს დაკლებული 50 პროცენტი უმაღლესი წერტილიდან. ერთი 25 პროცენტი კიდე მინდა და შეიძლება შევსება
ბარაქა ჩემო ძმაო. |
Posted by: ThisTooShallPass 31 May 2024, 01:10 |
ძალიან საინტერესოდ ვითარდება მოვლენები. ბიტკოინი დამაჯერებლად უბრუნდება უმაღლეს წერტილს. მთვარი ტკივილი ჩავლილია. კი ბუქსაობს ბიტკოინი, ბევრმა ალტკოინმა 50 პროცენტზე მეტი დაიკლო მაგრამ მაინც სიძლიერეს ამჟღავნებენ, ალოკაციის დროა. მე ორი კვირაა რაც უკვე გადავანაწილე. იდეა რომ კრიპტო გაიზრდება უკვე ძალიან რაციონალურ ჭრილს უბრუნდება. წინ დიდი მოგებებია მოსალოდნელი. ამიტომ თუ ყიდვა გინდათ ეხლა უნდა იყოდოთ, როცა საშუალო სტატისტიკური მიკრო კრიპტო ინვესტორი ნიჰილისტურადაა განწყობილი. როცა ყველას მოუნდება მაშინ გვიანი იქნება. ბიტკოინი რომ 100 ათასი გახდება უკვე ეჭვს აღარ იწვევს. გარდაუვალია. სავარაუდოდ ამ წელს, შეიძლება ერთ კვირაშიც მოხდეს, მსოფლიო საზოგადოებას უკვე კარგად ესმის რომ ეს პირამიდა არაა და რომ საქმე გვაქვს ახალ ასეტ კლასთან. ამერიკა კრიპტოს პოპულარიზაციაში ისევ დიდ როლს ითამაშებს, და მას მოყვება დანარჩენი მსოფლიო. ამერიკელებში 100 მილიონი ადამიანი დღეს კრიპტოს ფლობს. ეს ძალიან დიდი ნაწილია, არ შეიძლება ადამიანი ჩამორჩე ამ დოვლათის გადანაწილებას !! |
Posted by: Zotz 31 May 2024, 07:58 |
ვინმემ ხომ არ იცით კრიპტოსაფულე მეტამასკიდან თანხა როგორ გავანაღდო, ჩემი ბანკის ანგარიშზე მინდა გადავიტანო. |
Posted by: ნიკომე 31 May 2024, 16:23 |
სტეიკზე შევიტანე გუშინ და ვნახოთ რა გამოვა საბოლოოდ. |
Posted by: Jeunesse 31 May 2024, 16:59 | ||
ThisTooShallPass
ბიდლოს შეიძლება ესმის. ჩვეულებრივი პირამიდაა როგორც ნებისმიერი სხვა კრიპტო, საბანკო სისტემა, სახელმწიფო და ა.შ. ეკონომიკა სხვანაირად ვერ იმუშავებს. შენ ვიღაცამ მოგცა ფული, მერე შენი ფული ვიღაცის ჯიბეში აღმოჩნდა, იმისი ვიღაცა სხვის და ა.შ. ასე იკვრება წრე, მაგრამ სადღაც ყოველთვის ხდება რღვევა და სწორედ მაგიტო იბეჭდება მერე ახალი ფული, იმ გარღვევის შესავსებად. რაღაც დრო ყოფნის, მერე იგივე კრუგზე. იმიტომაცაა წლიდან წლამდე ყველაფერი რო ძვირდება, და იგივე ამერიკის ვალი ტრილიონებამდე ავიდა 50 წლიდან მოყოლებული. ბიტკოინში თავის დროზე ბევრი ჩაიყარა, ვინაიდან პირველი იყო, და მაგის გამო ცოცხლობს, ლიკვიდურობაა მაღალი. ვიღაცა ყიდის, ვიღაც ყიდულობს და ასე მიდის კურსის თამაში და ამაზე უილ სტრიზე ფული კეთდება. უბრალოდ არასდროს მოხდება ისე რო ყველას ვისაც ბიტკოინი აქ, ერთდროულად მოინდომოს გაყიდვა, თორე უცებ ჩამოვა ნულამდე. აქედან გამომდინარე ვინც კურსს გამოიცნობს, ის იშოვის ხოლმე, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას რო პირამიდა არაა. |
Posted by: ThisTooShallPass 1 Jun 2024, 17:22 |
Jeunesse სკამერი რომ ბიტკოინზე დაიწყებს ლაპარაკს წადი რუს უნიჭო აფერისტებს მოატყუებინე თავი. თან ბიდლოს რომ გვეძახის. |
Posted by: TorrentMann 12 Jun 2024, 19:33 |
ვინმეს თუ დაგაინტერესებთ, ახალი მეგაპროექტ Blum-ის შესახებ და დიდი Airdrop-ი, აგერ ჩემი პოსტი და ინფორმაცია: https://forum.ge/?f=41&showtopic=35283873 |
Posted by: neocyberman 18 Jun 2024, 17:15 |
ღირს გარისკვად ხალხო? მმ ემგონი არაფერი ისეთი საშიში არ არის მინდ არომ გავრისკო |
Posted by: chicharito12 18 Jun 2024, 19:06 |
ფუ რა ფასდაკლებაა ბიჭო, ამ დამფსს აღარ ველოდი და აღარც ფული დავიტოვე რანაირი მარკეტია, ტოტალ 2 კარგად დგაას და ტოტალ 3 იჯვავსს |
Posted by: ZLOOOOO 19 Jun 2024, 22:30 |
white სალამი, შეგიძლია ამიხსნა პუნქტებად თუ როგორ "გამოვიტანო" თანხა ბინანსიდან? |
Posted by: MRlurch 28 Jun 2024, 13:46 |
white სალამი, დროპებიდან პატარა ავაგროვე და ყიდვა-გაყიდვის ორდერები აღარ გიდევს ხოლმე? გამოყოლა მინდოდა ) |
Posted by: neocyberman 30 Jun 2024, 18:43 |
კრპ[ტოშიკებო ვის გინდათ საქართველოდან წასვლა? |
Posted by: ThisTooShallPass 3 Jul 2024, 10:00 | ||
რის გარისკვას აპირებ ვერ მივხვდი. . |
Posted by: neocyberman 3 Jul 2024, 10:18 |
ThisTooShallPass კრიპტოზე ფულის დადება .................................................................... |
Posted by: ThisTooShallPass 3 Jul 2024, 10:34 |
neocyberman გასაგებია. . არ უნდა გამოიყენო ფუჩერსი, არ უნდა ივაჭრო, უბრალოდ უნდა იყიდო და დაელოდო. და მთავარი იყიდო ის რაც მოიმატებს. ყველა მოიმატებს რაღაც რაოდენობას მაგრამ იშვიათი იქნება ის კრიპტოები რომელიც მოიმატებს კარგად და შეინარჩუნებს მოგებებს. |
Posted by: neocyberman 3 Jul 2024, 10:40 |
ThisTooShallPass არ გამოვა მასე ტრეიდინგი მაქვს გეგმაში .......................................... |
Posted by: ThisTooShallPass 3 Jul 2024, 10:56 | ||
მე ჩემი გითხარი და დანარჩენი შენ იცი. . ტრეიდერები არ ვაჭრობენ კრიპტოს დღიურად და შენ თუ მიგაჩნია რომ მაგათ აჯობებ ბაზარი არაა. . ტრედინგს ბულრანი არ ჭირდება, ბოლო 3 თვე იყო იდეალური პატერნ ტრეიდინგისთვის. როცა ბიტკოინი 75 აცდება დღიურად ვაჭრობა ვერანაირ ლოგიკას ვერ დაექვემდებარება. |
Posted by: neocyberman 3 Jul 2024, 11:06 |
ThisTooShallPass დღიურადფ შეძლაბ არ ვივაჭრო არ მაქვს ჯერ არანაერი სტრატეგია ვნახოთ რა იქნება |
Posted by: პადჟიგაწელი 3 Jul 2024, 14:14 |
neocyberman |
Posted by: neocyberman 3 Jul 2024, 14:28 |
პადჟიგაწელი რა იყო? ......................................... |
Posted by: პადჟიგაწელი 3 Jul 2024, 14:37 |
neocyberman |
Posted by: chicharito12 4 Jul 2024, 19:28 |
neocyberman ახლაა კაი დრო საყიდდლად, განსაკუთრებით ალტებიისს გაისად , ბულრანზე 3X მინ უნდა დაიჭირო, სწორად უნდა შერჩევა ასეტებს, ყველა არ გაიქაჩება * * * ამ მარკეტზე , რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, მხოლოდ დოტი დგაას კარგაად , სხვებთან შედარებიით |
Posted by: ThisTooShallPass 8 Jul 2024, 00:23 | ||||
ყველა ალტი მოიმატებს 3x დაახლოებით ერთ თვეში :დ თან სავარაუდოდ წელს.
კარგად დგომაში რა იგულისხმება? რომ არ იკლებს ? კასპას გადახედე აბა. არა მგონია დოტით და მსგავსი ძველი კრიპტოთი რამე მნიშვნელოვანი იშოვო. უბრალოდ ალოგიკურად მეჩვენება მაგეების ყიდვა. |
Posted by: chicharito12 15 Jul 2024, 18:52 |
არ მევასება ეს კასპაა ვინც დაითრია ძირიდან , ეჭიროსს , ჯანდაბაას *** ჩავარდეს მარკეტი კიდეეე და სელესტიას კიდე დავამატეებ |
Posted by: ThisTooShallPass 16 Jul 2024, 18:09 |
chicharito12 ყველაფერი გემოვნების საკითხია მათშორის კრიპტოს არჩევაც. . უბრალოდ ვფიქრობ ის კრიპტოები რომლებიც ითერთან მიმართებაში ვერ ქაჩავენ არ იქნება წელს კარგი არჩევანი. . |
Posted by: chicharito12 17 Jul 2024, 10:39 |
გემოვნების რა გითხრაა, მე იმას ვყიდულობ ,რისიც მჯერა და ძან გაბერილი კაპიტალიზაცია არ აქვს, მანამდე კი პროექტს კარგად ვცდილობ შევისწავლო, რაიმე გამოსადეგარი და განსხვავებული სარგებელი უნდა ჰქონდეს პროექტსს. წინა წელს ვუყურებდი ბონკსს, პეპე დავიკიდე. ბონკი რომ ამოვარდა ინტერესიც იყო და ჩანდა, მერე უცებ ჩაიკარგაა და მაშინ ვთქვი ყიდვის დროა, ახლა იაფია ბევრად, ვიდრე პეპე ან საერთოდ შიბა, მაგრამ მაინც არ ვიყიდე, რადგან არაფერი სარგებელი არ აქვთ მემეებს, მიუხედავად იმისა რომ სახელიც დამევასა, ფასიც და კოინი სოლანას ქსელზე იყო, იმ ნიშნულს რასაც ვუყურებდიი , მის მერე 25 ჯერ გაიზარდა ფასსი. ახლა კი სერიოზული პროექტები კი არა, მემებზეე უფრო არის ინტერესი და მომგებიანიც არიის. ახლა ჩემ პორტფელს რომ ვუყურეეებ უმეტესი ენთრის ქვემოთ არის ჩავარდნილი და ბონკს ამ მომენტში მინ 5X მაინც გავყიდიდი და ახლა გადავიტანდიი დანარჩენებშიი, კაი სვლაც იქნებოდა ფანტომი გასულ წელთან შედარებაში ბევრად კარგად დგაას, და დღესსაც კი იაფია. ის სიახლეები რაც მათ აქვთ ინტერესს და ვოლუმსს ზრდიიის |
Posted by: ThisTooShallPass 21 Jul 2024, 20:46 | ||||
ზოგჯერ და საკმაოდ ხშირად 20 ან 50 მილიონიან პროექტს აქვს გაბერილი კაპიტალიზაცია, და ისიც დაიმახსოვრე რომ შენ რომ ამას წერ ე.ი სხვაც წერს და ბევრისთვის შენი ლიქვიდურობოს გამოყენება ადვილი იქნება. ანუ ორი სიტყვით რიმ ვთქვათ ეს არგუმენტი ვერ გამოდგება, შენ წარმოიდგინე პირიქით უფრო გამოდგება, ის რასაც კაპიტალიზაცია აქვს მაღალი და ზოგჯერ გადამეტებულიც კი იწვევს წვრილი ინვესტორის ინტერესს.
ესეც ძალიან ბოდიში და დილეტანტური ხედვაა. ბევრი კრიპტო იჩემებს ბევრ მაგარ რამეს მაგრამ მათგან მხოლოდ უიშვიათესი ერთეულები აღწევენ შედეგს. ყველა კრიპტო რეალურად მსოფლიო პრობლემის მოგვარებას და სამყაროს ცვლილებას ცდილობს მაგრამ ეგ ჯერ ბიტკოინმაც კი ვერ გააკეთა, შესაბამიდად რაციონალური მიდგომა უმნიშვნელოვანესია. როცა კრიპტო პროექტი 5 წელია მსოფლიოს გადარიცხვების ლიდერობას იჩემებს და ბუქსაობს ბულ რანში, რომ არაფერი ვთქვათ რომ ბეარ რანში სახე ეხევა, ე,ი ეს პროექტი არ გამოვა და მორჩა, რიპლი, ვი ჩეინი, დოტ.ი ხომ საერთოდ, ჯერ კრიპტო მასებში არ გასულა და ლეიერ ზერო ვარო, ნუ არარაციონალური ნარატივია. ითერის ნარატივი იყო რომ კრიპტოს გადააქცევდა ფინანსურ სისტემად და შედეგი სახეზეა. 450 მილიარდი დოლარი დევს ითერში. სოლანამ ითერის ალტერნატივა ვიქნებიო და გააკეთა კიდეც. ბევრი სქემ კრიპტოა დღეს ბაზარზე, მაგალითად, დოჯი, კარდანო, შიბა, ბიტკოინ ქეში, ინტერნეტ კომპიუტერ, კოსმოს და რავი 100 დან 70 სქემია, დანარჩენი 30 დან 20 არარეალიზირებული პროექტებია რომელბიც ან გაქაჩAვენ ან არა, და ეს ამ სამყაროს სიშტერეზეა დამოკიდებული, და 10 მათგანი კიდე იმსახურებს ყურადღებას , მაგრამ მაგ 10 ში უკვე დიდი ფული დევს და ბევრი ადამიანის ინტერესია რომ საცოდავ ხალხს ფული წატყავონ. დააკვირდი უბრალოდ რამდენი მიმ კოინია 50 ტოპ კრიპტოში, ანუ არ დამდგარა მომენტი ბლოკჩეინის რეალური გამოყენების. ყველას მაგის იმედი აქვს. აი ვინ არის მზად ამისთვის ეს სხვა საკითხია. მსოფლიო ფონდების მენეჯერები ეხლა ამუღამებენ ბიტკოინის ფუნქციას და უჭირთ კიდეც დაიჯერონ რომ სამყარო ასე რადიკალურად შეიცვლება და ეგ პროექტები როდის იპოვნიან რეალურ გამოყენების სივრცეს და ასპარეზზს პროსტო დაფიქრდი რამდენი ხანი გავა. თან უმეტესი მათგანი პრუფ ოფ სტეიკია და ბიტკოინისგან განსხვავებით მმართველი ჯგუფი როცა უნდა და რამდენსაც უნდა იმდენ მაქინაციას ახორციელებენ რომ მოგებაში გავიდნენ. ანუ კრიპტო არის ახალი ასეტ კლასი რომელიც დგას იდეაზე და ტექნოლოგიაზე, მაგრამ რეალური გამოყენების პერსპექტივა ჯერ არ ჩანს. ამიტომ ხალხი იყენებს როგორც მარტივ ინვესტირების შესაძლობობას, სადაც მარტივ და იაფ ფულს იშოვის, მაგიტომაა მიმები რომ ყვავიან. და კრიპტოები რომლებიც სამყაროს შეცვლას იჩემებენ დგანან გაშეშებული. ამიტომ მთავარი ნარატივია, ანუ სად მიდის მასების ფსიქოლოგია და მერე სხვა ტექნიკური საკითხი. ერთადერთი კრიპტო რომელიც არის ბიტკოინის მსგავსად პრუფ ოფ ვორკ, არ არის გადანაწილებული ინვესტორებზე მისი გამოშვების დღიდან და არის ტექნიკურად ყველაზე ძლიერი და ჭრის ბლოკჩეინის ტრილემას არის კასპა. და ამას მიამატე ის რომ არ ქონია დაღმასვლა და არ არის დარეგიტრირებული არცერთ დიდ პლატფორმაზე ხდის ამ კოინს იდეალურ კანდიდატად. ყველაფერი შეიძლება მოხდეს და ბიტკოინის სერიოზული გაუფასურებაც კი არ გამიკვირდება, მაგრამ უკვე ოპონენტი არ ყავს ბიტკოინს და ყურადღებით იყავი ის რაც გგონია ფულს მოგიტანს შეიძლება დაგღუპოს კიდეც. ეს მაქინაციაა და სანამ მე და შენ გავიგებთ ბევრს უკვე მეთოდები აქვს შემუშავებული ჩვენი დაბოლების და ამას დიდი სიამოვნებით გააკეთებენ და ჩვენ იმასაც კი არ ვიტყვით რომ ვიღაცამ გადაგვაგდო, ნორმად მივიღებთ ამას. ეს უნდათ მაგათ. ამავდროულად კრიპტო სამყარო ვითარდება და ახალ ფუქნციებს იჩენს და დოტ კომის არ იყოს მახეში არ უნდა გავებათ. ამიტომ მე პირადად გირჩევდი ითერის და სოლანას გარდა ვინაც რეალურ შედეგს მიაღქია არცერთ ძველ კრიპტოს არ მიეკარო, და შენი ხედვები ახალი და პერსპექტიულ პროექტებზე გადაამისამართო. |
Posted by: melika 23 Jul 2024, 22:17 |
https://t.me/hAmster_kombat_bot/start?startapp=kentId5781680829 ტელეგრამი ვისაც გაქვთ, დამიჯოინდით |
Posted by: chicharito12 24 Jul 2024, 18:42 | ||||||||||||||
ThisTooShallPass
რატოო, კაპიტალიზაცია რო აქვს ამდენი? კაპიტალიზაცია მაგას არ ნიშნავსს
ამას ესე ვერ გავიგებთ. ცალკე აღებული კაპიტალიზაცია არაფერს ნიშნავს, ცირკულაციის გარეშე არაფერ მნიშვნელობას არ მოგვცემს, მითუმეტეს ეკონომიკაში კაპიტალიზაცია თითქმის არაფერს ნიშნავს, ეს ჩვენ ვაძლევთ სხვა დატვირთვაას. მემეები ტოპ 100 ში ადვილად შედიან, რახან დიდ კაპიტალიზაციას აძლევთ თვითონ ცირკულაცია, მართლა ამხელა კაპიტალიზაციას ვერ დაიჭერეენ, რომ ავაქსის და ჩაილინკის მსგავს კარგ პროექტებიც წინაც დგებიან რიგ შემთხვევაში; არის რამდენიმე ვარიანტი. ამ შემთხვევაში გამოდის, რომ მეემებში სხვა დიდ პროექტებზე დიდი ფულია მაგ მარკეტზე შესული, და ამ დროს ასე არაა საერთოდ. მაგ კაი პროექტებს რომ დავატოლოოთ რეალური სკალითა და გამოანგარიშეებით, დავდეებ კიდეც და გამოვაჩნევ რაოდეენ პატარა თანხა დევსსს
მე საერთოდ არცერთის არ მჯერა ,რომ რომელიმე მსოფლიო პრობლემას მოაგვარებს. ტეზერის უფრო მჯერა, ვიდრე დანარჩენებიის. აქ ვარ ფულის გასაკეთებლად და სხვა ინტერესი არ მაქვს, ვუყურებ მხოლოდ ისეთ ფაქტორებს, რაც გვპირდება რომ ფასსიი გაიზრდებაა, გამოცდილება და ხალხის უმრავლესობის ინტერესი.
ამას ვერ ჩავწვდიი. თუ გულისხმობ, რაც მეტად ხალხი ამუღამებს რომ რაღაც კონკრეტული ძირითად შემთხვევაში ამართლებს , ეს დრო და დრო ძველდებადა ნააბაროტ მოდის მერე, ისევ ხალხის მოსატყუეებლად. აი მაგალითად, იყო ადრე ასე, ჩართზე თუ გამოისახებოდა მხრები და თავი უეჭველი ბეარიში იყო და უნდა დაგეშორთა, ასეთ შემთხვევაში მეტი შორთი შედის და პროჭჭებსაც მეტი ინტერესი აქვთ ეს შორთები გაწმინდონ, ეს პათერნი კი აღარ ამართლეებს და ჰოო, ამ ბოლოს დროს მაინც შეგუება მიწევს, რომ რა კოინიც არ უნდა იყოს, ფასი თუ იზრდება და ძაან კარგად დგას, ხალხის მთელი ინტერესი მანდეთ გადადიის. ვარდებაა? ეგრევე გაყიდვები მოდის და ინტერესი ვარდება. მე პირიქიით, არაჯანსაღი ფუდი თუა მარკეტზე - ვიყეენებ და ვყიდულოობ
მაშინ, დოტიიც... ნუ, დოტზე არ მაქვს მოლოდინი მორიგი 50 დოლარი ან 30$. უფრო დაბლა ვათარგეთეებ. კარდანოც მიგდია პორტფელში და 3 დოლარს არ ველოდებიი. ეს კოსმოსი არაფრით მევასება და ისე ქართველებიის სანუკვარიი ქოინიაა
ჩემთვის კასპა კარგად გაპიარებული და ზედმეტად შეფასებული ასეტია, ახალი კოინები, რაც ბულიშსს იჭერსს, ის ვსოო დგაას და იაფი ჰოლდერები აღარ ყიდიან ააგერ ფეტჩი აის მშვენიერი სტარტი ჰქონდა და მერე მერჯიმ ბოლო მოუღოო, და ხალხიც დააშინეეს.
გეთანხმებიიი, მაგათი მუღამიც ესაა, ირაციონალური მიდგომა მარკეტზე, მარა მეც მაქვს ჩემი მუღამი და არა მარტო, რო მაგათ მარტივად ფული არ გავატანოოთ. ყოველ შემთხვევაში ასეთ დროს უმრავლესობის მხარე წაგებულია და მაგათ მხარეს არ უნდა იდგე, თორე უმრავლესობას დასდევენ ისინი |
Posted by: ThisTooShallPass 26 Jul 2024, 19:03 |
chicharito12 დაწერე ბარემ რაზე გიდევს. და რა ალოკაციებით. საინტერესო იქნება. ტაო მინდოდა დამემატებინა პორტფოლიოს მაგრამ არც ფული დამრჩა და თან კარგადაც მოიმატა. კარგი კოინი ჩანს ამ წლისთვის ალბათ 2000 დოლარს დაარტყამს პიკში. რენდერს ეხლაც კაი ფასი აქვს დავითრევ იმედია მალე |
Posted by: chicharito12 26 Jul 2024, 19:39 |
ThisTooShallPass ყოველდღე ვუტრიალებ მარკეტს და პორტფელს ვახარისხებ, ძან მოსვენებას მიკარგავს, რომ ვიცი ცუდი ენთი ამქვს რომელიმეზე. სესხებზე გადავედიი და ვამატეებ ქვემოთ , მერე წლის ბოლო აწეულ მარკეტზე ძვირიანები რომ გავყიდო, დავფარო სესხიი და კარგი ენთრები შემრჩესს, ზოგსაც ახალს ვყიდულოობ, რაც გამაზული მქონდა , მაგალითად ტია, მაგრამ მარკეტი თუ დაიდამფაა, 50%-ს კიდე აიტანს ჩემი სესხები და 70-80% - ვერა. ამ ვარდნებზე, ეს ZK დავითრიეე ახალი, ძან იაფია და გავტესტე, სწრაფი, იაფი ქსელი აქვთ. პით ნეთვორკი ცოტა დავითრიე, 400 დოლარი. და მანტა მაქვს პორტფელში ყველაზე საშინელი ენთრით, მაგაზე კარგი გეგმა მაქვს ენთრის გასასწორებლად , უბრალოდ ძაან არ დაეშვაათ 50 ცენტის ქვემოოოთ. ისე იაფია და მომწონს ინოვაციაც ტიას დღეს ვუტრიალეებ და შემოდგომიდან კაი სერიოზული ინფლაცია იწყება. ესე იგი , იქითა წელს მაისში ისე იქნება გაზრდილი ტირაჟი რომ 26 დოლარზე 14 მილიარდი დასჭირდება კაპიტალიზაცია, ნუუ ისე მარტივად არაა ამბავი, მარტში რომ 21 დდოლარს მოარტყაა. იდეაში მაინც უკეთესი მგონია დოტის გადატანა ტიაში. სუიც კაი ვარიანტია, როგორც ლეიერ ერთი ახალი პროექტი, ინფლაცია არა კატასტროფაა და იაფიც არის ამ ფასსზე. მირია არის კიდე გეიმინგ კოინი, ძაან იაფია, გალა რომ გაიმეოროს კაი ფულლსს მოჭრი მაგაზეე და 800 დოლარი მაგაზე გავურისკეე ახლა სესხებშიც გავიჭედე, ძან არ მინდა მივაყაროო, თორე ამ სუისს ახლა დავითრეევდი უპრობლემოოდ, ან რომელიმეს მაგაში გადავიტანდიი. უფრო დიდი ვარდნის შემდეგ გადავალ დამატებით მცირე სესხებზე, და კიდე მეორე გეგმა მაქვს, - შემოდგომაზე აწყვეტილ მატარებელს შევახტეე მანამდე კი ბიტკოინი ისე მოძრაობს , მომდევნო 58კ რომ მაინც აიღოს გაპის შესავსებად , ალტებზე ახალი ფსკერები გაჩნდება, ასეთი შთაბეჭდილება მაქვს. ტაოს ტირაჟთან შედარებაში ძან დიდი მარკეტ ქაფი აქვს, არ ვიცი როგოორ. რენდერი არ მაქვს, ნუუ 1.5-ზე უნდა მეყიდა ვაღიარეებ, კარგი იქნებოდა. |
Posted by: ThisTooShallPass 30 Jul 2024, 14:19 | ||||||||||
ხო ცუდი გრძნობაა ნამდვილად.
საკმაოდ რისკიანი სტრატეგიაა მაგრამ მეც ვფიქრობ კარგი დროა ეხლა მაქსიმალურად დაააკუმულირო.
უცნაური ჩარტი კი აქვს ისე მაგ პოლიჰიდრას. პითი მეც მომწონს ლინკს თუ აჯობა წელს კარგ მოგებას დადებს ალბათ. ცელესტიაც კარგი რამეა.
ნამდვილად კარგია მირია. და პრაიმიც კარგია უბრალოდ ცოტა მეშინია ეს გეიმინგ კოინები შეიძლება აღარც გატრენდნენ აწი. მაგრამ ეგ ორი ნამდვილად ღირს ყიდვად, ნაკამოტოც საკმაოდ კარგად დგას. ეგ სამი ვფიქრობ საკმარისია გეიმინგიდან.
რავი მე მჯერა რომ რენდერი ლიდერია დეპინში და ისევ ნაღდი ჯობია და ნაკლები ვიდრე რამე რისკიანი და ძალიან პერსპექტიული. მინდა მალევე გამოვიდე ბაზრიდან და ძალიან დაბალ მოლოდინებზე მაქვს გათვლილი სტრატეგია. წარმატებები და გამართლება გვქონოდეს. ! |
Posted by: melika 31 Jul 2024, 14:02 |
ტონ კოინისთვის რომელ საფულეს იყენებთ ? |
Posted by: Jeunesse 6 Aug 2024, 15:40 |
გუშინ ბირჟაზე ტოტალური პიზდეცი იყო, 2021 წლის მარტის ამბები განმეორდა, მაგრამ ჩვენი კომპანიის რობოტმა ძირითადად მაინც დიდი პლიუსები დადო. |
Posted by: Daukvirdi 13 Aug 2024, 12:23 |
კრიპტოთი ვაჭრობა უფრო აზრიანია თუ აქციებით? |
Posted by: chicharito12 10 Sep 2024, 17:16 |
ფომსის გამოსავლა ახლოვდება , იქითა კვირასაა. მგონი ახლაც მაინც დაწევეენ |
Posted by: ThisTooShallPass 15 Sep 2024, 19:18 | ||
დაწევენ მაგრამ რა შედეგს გამოიღებს ეს იქნება საინტერესო. რავი მომავალი რამოდენიმე თვე ოპტიმისტური უნდა იყოს წესით. ერთი სიტყვით ეხლა ზუსტად რომ ის მომენტია როდესაც ფსონის დადება ღირს კრიპტოზე, ფასებიც საკმაოდ დაბალია, მაგრამ გარანტირებული სამწუხაროდ მაინც არაფერია. უბრალოდ იყიდე კაცმა ძლიერი ფუნდამენტალის მქონე კრიპტო და ვფიქრობ იზი 5 იქსი გელოდება ბუნებრივია თუ კარგად გაწერილი ექსიტ სტრატეგია გაქვს. |
Posted by: turist 15 Sep 2024, 21:32 |
ThisTooShallPass კაი გამარჯობა შენი, როგორ ფიქრობ, აქაჩავს ბიტკოინი წლის ბოლომდე 100 K-მდე ? ან უფრო სწორედ, როდის დაიწყებს მერე დაღმასვლას და დაიწყება ალტკოინების სეზონია )) თუ რა ჯანდაბაა, ანუ გა-XX...-ება )), როდისაა დაახლოებით სავარაუდო ? |
Posted by: ThisTooShallPass 16 Sep 2024, 00:51 |
turist ბიტკოინი ყველაზე დრამატულ მატებას დებს 10 დღის განმავლობაში ანუ 20 დეკემბერსაც კი არის შანსი 60 ღირდეს და ახალ წელს 100მდე ავიდეს. მაგრამ 100 მდე ასვლა ვფიქრობ არ იქნება საჭირო დომინანსის დაღმასვლისთვის ვფიქრობ 75 აცდება თუ არა რეალოკაციაც დაიწყება ნელბელა ალტებში თუ რათქმა უნდა ეკონომიკური გარემო იქნება ადვილად ინტერპრეტირებადი ინვესტორების მიერ. ანუ პროგნოზირებადი. თითქოს ნელნელა მივდივართ მაქამდე და რა გითხრა აბა როდის მივალთ ბევრ რამეზეა დამოკიდებული რა მოხდება და ამ მოვლენებს რა ინტერპრეტაცია მიეცემა სმარტ მანის მიერ. გამოცნობაზე თუ ვითამაშებთ მე პირადად ვვარაუდობ ციკლის ტოპს ან თებერვალ მარტში ან ოქტომბერ დეკემბერში 2025. მთავარი ვფიქრობ ისაა რომ ალტებმა არ გაგვიცრუონ იმედები, რომელსაც ავარჩევთ. |
Posted by: chicharito12 16 Sep 2024, 15:13 |
ნოემბერში თუ არ დაიძრა ბაზარიი რაღაც სხვა ამბავიაა |
Posted by: turist 16 Sep 2024, 23:24 | ||||
ThisTooShallPass
მე ისეთი მზეობა ნარატივები ავარჩიე, 2 X-ზეც კმაყოფილი ვიქნები. ახლა საშუალოდ -70 % -ზე ვარ. ცოტა რენდერი, ტაო, სუი და მსგავსებიც მაქვს და იქნებ მაგან ამომაქაჩინოს, დანარჩენი მგონი სულ ღლეობა კოინები მაქვს ნაყიდი და თან ძვირად )) აწი პაწა ქე ვიცი, რა როგორ, მარა აწი რა დროსია ))) chicharito12
არის ხომ თეორიული შანსი, რომ ვაბშე ჩავარდეს ეს ციკლი? აქამდე არ მომხდარა, მაგრამ მგონი ეს არ არის გარანტია. რას ფიქრობთ, მსგავსი ჰორორსცენარის ალბათობა რამდენად მაღალია ? ვიცი რომ ნოსტრადამუსობა არავის შეუძლია )), მაგრამ ვარაუდის დონეზე ვიმარჩიელოთ მაინც )) |
Posted by: Pinkman987 17 Sep 2024, 03:29 |
turist რას შვები გერმანიაში ხარ ისევ? რათ გინდა ეს კოინები და სირობები, რა დროს დაეცემა ფასი ვინ იცის, უძრავ ქონებაში ჩადე, ქონების ფასიც გაიზრდება და ყოველთვე შემოსავალიც შემოგივა |
Posted by: turist 17 Sep 2024, 09:50 | ||||
Pinkman987
კი, ოღონდ 23 წელია ყოველ წელს "ვბრუნდები სამშობლოში" სიმართლე გითხრა, ვერ გიცანი, რომელიღაც ძველი იუზერ-ალტერი )) ხარ ალბათ
მართალ-მართალ )), ყველაზე ნაღდი ინვესტიციაა მაგრამ მაგაშიც გინდა ბედი + ალღო )) ჩავდე 2006-ში ცენტრ-პოინტის მშენებარეში 40 K და საერთოდ დამეკარგა ნეტა მაგიც ლევი-პრავი დამეხარჯა და ამ კოინებში ჩადებულიც, არ გამოვა თურმე ჩემგან ბუზმესმენ-ინვესტორი )) |
Posted by: chicharito12 17 Sep 2024, 10:08 |
turist წინა ორი ბულრანი სხვადასხვა დროს დაიწყო და დასრულდა. არაა გამორიცხული წელსაც სხვანაირად იყოს. ყველაზე კაი ვარიანტი იყო ჰალვიგამდე დაწყებულიყო და ეგეთი პირიც უჩანდა , მარა , აი სად ვართ. ერთკვირიანზე განიავდა ყველაფერი და თუ დაიწყება მეოთხე კვარტალში უნდა დაიწყოს, თუ არადა, იქითა წელს შემოდგომაზე ააგდებენ ფასებს და შეიტყუებენ რეთეილერებს. |
Posted by: BlackMirror@777 17 Sep 2024, 22:02 | ||
40 ად 2006 წელს , კაცი მზა ბინას იყიდიდა 2 ერთად, რათ გინდოდა მშენებარე და რისკი გერმანიაში არ ჯობს ყიდვა? 3-4% ია იპოთეკა |
Posted by: turist 17 Sep 2024, 23:11 | ||||
110 კვადრატს ვერ იყიდდი... ძაან გაოფება გამომივა თემის, რომ ავხსნა თუ რატომ ჩავდე )) დაიკიდე ))
გააჩნია, ათასი ნიუანსია, თუ შენთვის საცხოვრებლად გინდა მაშინ კი, მაგრამ გასაქირავებლად საქართველოში ყიდვა სჯობს... |
Posted by: BlackMirror@777 18 Sep 2024, 01:18 |
turist ხო მეც ასე ვფიქრობდი ბავრისგან მსმენია რომ არვარგა გერმანიაში უძრავი ქონება ბლა ბლა, იქ ვინმე შემოვა ვერ გაასახლებ ან რემონტი ძვირია და ა.შ და დიდი შეცდომაც დავუშვი რომ გერმანიაში თავის დროზე კრედიტი არ ავიღე და არ ვიყიდე, კაი შუფაც მქონდა და შემოსავალიც მეტნაკლებად, არა მარტო გასტუმრებული მექნებოდა ერთი 200-300 კ ევროთი მეტი მექნებოდა ვიდრე ახლა მაქვს ახლა აბსოლიტურად განსხვავებულ აზრზე ვარ აი ამ ვიდეოს გადახედე , ეს ტიპი ლუკასი ეს ძან მაგარ რამეს ჩალიჩობს ამ მხრივ ამერიკაში გერმანელებისთვის https://www.youtube.com/watch?v=YR-cCq-O2uo |
Posted by: turist 18 Sep 2024, 09:45 | ||||||||
BlackMirror@777
მე არ მითქვამს რომ "არ ვარგა გერმანიაში უძრავი ქონება", მასე რომ ვფიქრობდე არ ვიყიდდი იმ ბინას სადაც ვცხოვრობ შენი შეკითხვა იყო:
მე კი ვთქვი:
ავიღოთ საშუალო გერმანული ქალაქი. 50 კვადრატულს ნორმალურ ადგილზე 300 K და მეტი უნდა, რომელსაც გააქირავებ ალბათ (50 კვ. მ.) მაქსიმუმ 1000 ევრომდე. გამოაკელი ამას ჰაუსგელდი, ტაქსები და სუფთა დაგრჩება სადღაც 600-700. ახლა საქართველოში 300 K-ად რას იყიდი და რამდენად გააქირავებ, ანგარიში თქვენთვის მომინდვია მეგობრებო ))
ასეთი შეცდომა მეც დავუშვი, თან აქეთ მთავაზობდა ბანკიც და ბინის მფლობელიც. დღემდე ვერ მოვინელე ეს შეცდომა ((. აწი ფასები ისე დრამატულად აღარ მოიმატებს სავარაუდოდ, თუმცა კრედიტს მარტო გერმანიის უძრავი ქონებისთვის თუ გაძლევენ, მაშინ რა თქმა უნდა ახლაც ღირს ყიდვა. საკუთარ დაგროვებულ კაპიტალს კი (რომ მქონდეს)), უფრო საქართველოში ჩავდებდი ვიდრე გერმანიაში (ზემოთ თქმულის გათვალისწინებით) |
Posted by: Pasadena 18 Sep 2024, 12:05 |
----------------------------------------------- |
Posted by: ThisTooShallPass 18 Sep 2024, 21:03 | ||||||||
კარგია რომ გაორმაგებით იქნები კმაყოფილი. მთავარია ეგ არ დაგავისყდეს როცა უკვე გააორმაგებ. ბარემ 3 იქს იყოს დიდი სხვაობა არაა
ვაა რა ცუდია. . ძალიან ცუდია. ამიტომ დასაკარგი ბევრი აღარ დაგრჩა და დაელოდე, ბევრი ამბობს რომ წინა აღმასვლა მხოლოდ დასაწყისი იყო დიდი ბულრანის.
სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ პირველ ბულრანზე ფულის შოვნა ურთულესი ამოცანაა. რაც დრო გადის უფრო მეტად ხვდები ხოლმე რომ უბრალოდ სხვაგვარად ვერც კი იქნებოდა. ეგენი რაც გაქვს ყველა საკაიფოდ გაქაჩავს, მაგრამ არა მხოლოდ ეგენი ყველა სხვაც. ძალიან დაბალ ნიშნულზეა კრიპტო დღეს და ყველაფერი მოიმატებს. ეხლა გამოსვლა არ შეიძლება უკვე აწი მოგების პერიოდი დაიწყება. ბევრი შანსი იქნება დამიჯერე არ დანებდე. ურბალოდ სტრატეგია კარგად გაწერე და მიყევი. აუცილებლად მობრუნდება მარკეტი. 2025 ში კრიპტომ თუ ჩაიჯვა დამიჯერე 90 პროცენტი წააგებს 90 პროცენტს ინვესტიციის და ალბათ კროპტოც წარსულს ჩაბარდება ზოგადად. და ეს არ მოხდება
ნუ ხარ ეგეთი განწყობით. რაც შენ გჭირს ის ჭირს ბევრს ბაზარზე და არაფერია საერთოდ ამაში უცნაური. ყველა კარგავს ფულს სანამ მოიგებს, სხვაგავრად უბრალოდ არ ხდება ხოლმე. |
Posted by: turist 19 Sep 2024, 09:52 | ||||
ThisTooShallPass
მადლობა გამხნევებისთვის, ვხედავ რომ კარგად ერკვევი ამ საქმეში და შიგადაშიგ შემოვიხედავ აქ, ბულრანიდან ბერმარკეტამდე სულ ბაზრის პულსი უნდა ვსინჯოთ )) და აქაც ვიკითხავ მერე რაღაცეებს
მოკლედ, მოთმინება, დაკვირვება და დროულად გამოსვლა არის, რაც ახლა ჩვენზეა დამოკიდებული, მეტს ვერაფერს ვიზამთ )) გაიხარე ძმა |
Posted by: ThisTooShallPass 19 Sep 2024, 12:58 | ||
აუციოებლად უნდა ვსინჯოთ პულსი და მზად ვიყოთ ყველაფრისთვის. . გარკვევით ვერკვევი თქო ვერ გეტყვი. ნამსვილად გამიჭირდება ამის თქმა უბრალოდ ბოლო ორი სამი წელია თუ რამით ვარ დაინტერესებული ეგაა, ასე მგონია კრიპტო ძალისხმევით შესებამისად გიხდის ადამიანს. . ის ვიცი რომ ფულის შოვნა მინდა და დიდ ფულზე არც მაქვს საუბარი 3 მაქსიმუმ 10 იქსი სრულიად დამაკმაყოფილებდა და ვიცი რომ ამისთვის თუ არ შევცვალე ის რაც შესაცვლელია არაფერი გამოვა. თუ შეცდომებისგან არ ვისწავლე არაფერი გამოვა, თუ რისკები არ გავიაზრე არაფერი გამოვა, კრიპტოს მაჯისცემა თუ ვერ ვიგრძენი და პოტენციალი ზოგ კოინებში და ვერ ვიგრძენი რომელია უკვე მკვდარი როგორც იდეა, ტექნოლოგია არაფერი გამოვა. თუ გამოცდილსაც და ლუზერსაც არ მოვუსმინე არაფერი გამოვა და თუ ბოლომდე არ გავრისკე და ყველა საიდ ფული რომელიც მიჩნდება ისევ კრიპტოში არ ჩავდე იმ დროს როცა სხვას იმედი აქვს ვადაწურული არაფერი გამოვა ამიტომ იძულებული ვარ მაქსიმალურად ჩემი პოტენციალისა მესმოდეს და ვიყო მზად. სხვაგვარად ფულს არავინ დაგვირიგებს ეს არის თამაში სადაც რაც მეტს ისწავლი და გაუმჯობესდები მეტად გამოიყენებ შესაძლებლობებს როცა გამოჩნდება. და მაინც წინა ბუკრანზე ყველაფერი დავკარგე უცებ ჯერ მოუმზადებელი ევედი ბაზარზე და მერე ვერ აციტანე წაგება და 15 წუთში 20იქს ლევრეჯით გავანულე ვოლეთი. და ამის მიუხედავად ეხლა ამ წამს მოგებაში მაინც არ ვარ. ანუ იმის თქმა მინდა რონ ფულის შოვნას დიდი ძალისხმევის გაწევა უნდა და სსმწუხაროდ ესეც არანაირად სამკარისი არაა ხოლმე. გამართლებაც გვჭირდება. ასე რომ წარმატებები ჩემო ძმაო ყველას ჩვენ და დასახული მიზნების განხორცოელება. |