Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ბიზნესი და ეკონომიკა > საქართველოს ცხოვრება და ეკონომიკის ფუნდამენტალური კანონები


Posted by: INKVISITOR 1 Apr 2024, 23:32
მე ეკონომიკაში აბსოლუტური დილეტანტი ვარ, მარქსის კაპიტალიც კი არ მაქვს გადაშლილი.
მაგრამ საქართველოში ხომ ყოველი მეორე ან სამდიპლომიანი იურისტია ან სამდიპლომიანი ეკონომისტი
და ეგებ აგვიხსნან ორჯერ ორი.
ერთი მხრივ, იძახიან, საცოდავი საქართველოო, ღატაკი, უბედური, ბეჩავი და უიღბლო, მეორე მხრივ, ფასებით მალე შვეიცარიას გავუსწრებთ.
ერთი მხრივ, საწვავი ძვირია, მეორე მხრივ, ფეხით ვერ გაივლი, ყველგან მანქანებია.
ერთი მხრივ, ქვეყნის ნახევარი - პენსიონერი და სოცდაუცველია, მეორე მხრივ, ყველას ხელში აიფონები უჭირავს.
ა.შ...
არის ღატაკი ქვეყნები, მაგრამ იქ ფასებიც და სოციუმიც შესაბამისია. არის მდიდარი ქვეყნები, იქაც ამ მხრივ ყველაფერი რიგზეა.
ჰოდა, რაღაც ვერ ჯდება ლოგიკაში და ეგებ ერთი ცვლადი ან კონსტანტა აკლია იმ ფორმულას, რომელიც ამ ქვეყნის ეკონომიკას მეცნიერულად დაასაბუთებს ?


Posted by: azzurro 1 Apr 2024, 23:36
QUOTE
ყველას ხელში აიფონები უჭირავს.

განვადებით აქვთ გამოტანილი და უმეტესად "კაპიკი" არ უდევთ ბალანსზე. სულ ვიღაცის ვაიფაიზე ზიან.

QUOTE
ერთი მხრივ, საწვავი ძვირია, მეორე მხრივ, ფეხით ვერ გაივლი, ყველგან მანქანებია.

პრიუსი გაზზე ჩვენ გამოვიგონეთ.

Posted by: dega 1 Apr 2024, 23:37
არადა ძალიან მარტივია მაგ კითხვებზე პასუხი

Posted by: INKVISITOR 1 Apr 2024, 23:41
dega
QUOTE
არადა ძალიან მარტივია მაგ კითხვებზე პასუხი

ჰოდა გვითხარი მერე, რას გვაწვალებ.

Posted by: Kakha.G 1 Apr 2024, 23:46
INKVISITOR
მშვენივრად ვცხოვრობთ
ესეთი ცხოვრების მაღალი დონე საქართველოში არასდროს ყოფილა
რასაც გვინდა ვჭამთ
რაც გვინდა გვაცვია
რასაც გვინდა ვუყურებთ
სოვოკიდან გამოსული კაცი რომ კიდევ იწუწუნებს
რავი აბა
სადაც გვინდა მივდივართ

Posted by: borjgali1964 1 Apr 2024, 23:46
კაფე-რესტორანები+კლუბები-ც გადატენილია-ო= ამბობენ .
==
რანეირად?



Posted by: Interman 1 Apr 2024, 23:46

QUOTE
იძახიან, საცოდავი საქართველოო, ღატაკი, უბედური, ბეჩავი და უიღბლო,


მიშა რომ მოვა შეწყდება ეს ოხვრა-გოდება.
შენც დაისვენებ და ისინიც.
biggrin.gif

Posted by: dega 1 Apr 2024, 23:48
INKVISITOR
QUOTE
ჰოდა გვითხარი მერე, რას გვაწვალებ.

მოსახლეობის უმეტესობა ქართველია

Posted by: playstation 1 Apr 2024, 23:50
QUOTE (INKVISITOR @ 1 Apr 2024, 23:41 )
dega
QUOTE
არადა ძალიან მარტივია მაგ კითხვებზე პასუხი

ჰოდა გვითხარი მერე, რას გვაწვალებ.

ე.წ. ჩრდილოვანი ეკონომიკა

ანუ ლევი შემოსავლები

იქ სახელმწიფო ტეხავს ცალკე მაყუთს, იქ ცალკე ლევი ეკონომიკა ხალხი ცდილობს თავის ლევი შემოსავლები ქონდეს


გეუბნევით რა.ამ ქვეყანაში ყველა პატიოსნად რომ იხდიდეს გადასახადს და სახელმწიფოც პატიოსნად მოახმარდეს ამ თანხება ქვეყანას და ხალხს ერთი სრულყოფილი საშუალო დონის ევროპული ქვეყნის დონეზე უნდა ვიყოთ.

Posted by: INKVISITOR 1 Apr 2024, 23:56
Kakha.G
QUOTE
მშვენივრად ვცხოვრობთ
ესეთი ცხოვრების მაღალი დონე საქართველოში არასდროს ყოფილა
რასაც გვინდა ვჭამთ
რაც გვინდა გვაცვია

მთავრობის წევრი ხარ ?
QUOTE
სოვოკიდან გამოსული კაცი რომ კიდევ იწუწუნებს

facepalm.gif

dega
QUOTE
მოსახლეობის უმეტესობა ქართველია

ანუ ისევ იქ მივდივართ, რომ მენტალიტეტის ბრალია ?


Posted by: PAINKILLER 2 Apr 2024, 00:00
QUOTE (INKVISITOR @ 1 Apr 2024, 23:32 )
მე ეკონომიკაში აბსოლუტური დილეტანტი ვარ, მარქსის კაპიტალიც კი არ მაქვს გადაშლილი.
მაგრამ საქართველოში ხომ ყოველი მეორე ან სამდიპლომიანი იურისტია ან სამდიპლომიანი ეკონომისტი
და ეგებ აგვიხსნან ორჯერ ორი.
ერთი მხრივ, იძახიან, საცოდავი საქართველოო, ღატაკი, უბედური, ბეჩავი და უიღბლო, მეორე მხრივ, ფასებით მალე შვეიცარიას გავუსწრებთ.
ერთი მხრივ, საწვავი ძვირია, მეორე მხრივ, ფეხით ვერ გაივლი, ყველგან მანქანებია.
ერთი მხრივ, ქვეყნის ნახევარი - პენსიონერი და სოცდაუცველია, მეორე მხრივ, ყველას ხელში აიფონები უჭირავს.
ა.შ...
არის ღატაკი ქვეყნები, მაგრამ იქ ფასებიც და სოციუმიც შესაბამისია. არის მდიდარი ქვეყნები, იქაც ამ მხრივ ყველაფერი რიგზეა.
ჰოდა, რაღაც ვერ ჯდება ლოგიკაში და ეგებ ერთი ცვლადი ან კონსტანტა აკლია იმ ფორმულას, რომელიც ამ ქვეყნის ეკონომიკას მეცნიერულად დაასაბუთებს ?


საგარეო ვალი კარლ, რომელიც ქოცებმა შეეიტყაპუნეს და საკუთარ პარტიაში გაანაწილეს, ზოგს ცოტა შეხვდა ზოგს ბევრი, ზოგი აიფონით დადის, ზოგი გელენდვაგენით wink.gif





დაახლოებით მასეთი რამე ხდებოდა საბერძნეთში ასე 5-6 წლის წინ, ოღონდ იქ რეალურად მოსახლეობას ჰქონდა ეგ ფული ათვისებული მეტნაკლებად

Posted by: burke 2 Apr 2024, 00:03
INKVISITOR

მარტივი პასუხია - ფულადი გზავნილები
2023 წელს 4 მილიარდი დოლარი გადმორიციხა საქართველოში smile.gif

ამას დამატებული ბიზნესები, აქეთური -იქითური და მიიღებს სრულ სურათს
ჩვენ არ ვართ მწარმოებელი ქვეყანა - ვართ იმპორტორი
შესაბამისად ლოგიკურია ის რაც ხდება

ღარიბი და დაბალშემოსავლიანი ადამიანისთის ვისაც საზღვარგარეთ არ ყავს ადამიანი საქართველო არის ჯოჯოხეთი

Posted by: Kakha.G 2 Apr 2024, 00:11
INKVISITOR
არასდროს მიმიცია წყეული ქოცებისთვის ხმა და არასდროს არ მივცემ მომავალში
მაგრამ რა გინდა? რა გაკლია? მე ყველაფერი მაქვს რაც მინდა, დეპრესია დამეწყო რომ აღარაფერი არ მინდა
გინდა ძმაო? იშრომე და ყველაფერი გექნება
ვიცი რომ მენტალურად სოვოკი ხარ და თვლი რომ შენი ცხოვრების აქტიური პერიოდი უკვე უკანაა და დღეს კარგი არაფერია
რავი, მე ეგრე არ მიმაჩნია
არ მევასება ეს წუწუნი, ქართული ოცნება, ნაცარი, კაცი ხარ? იმოქმედე რა, შესფერის დროს თუ ელოდე მთელი ცხოვრება ისე გაივლის
პროსტა სხვა ხალხი ჩვენზე ბევრად უარესად ცხოვრობს და ერთს არ დაიწუწუნებენ, დადიან პირზე ღიმილით
აი ქართველების წუწუნით ტვინია #####ული წლეეეებიიიი
გაააავიგეეეე გააააააავიიიიიგეეეე

Posted by: PAINKILLER 2 Apr 2024, 00:14
QUOTE
პროსტა სხვა ხალხი ჩვენზე ბევრად უარესად ცხოვრობს



user posted image

Posted by: dega 2 Apr 2024, 00:17
INKVISITOR
QUOTE
ანუ ისევ იქ მივდივართ, რომ მენტალიტეტის ბრალია ?

რავი რაც გინდა ის დაარქვი,,,,,,,,,,
გემოვნება შესაძლებლობებზე მეტად.....
ქართველი ყველაფერს გააკეთებს რომ კარგად ჩაიცვას დაიხუროს და იცხოვროს......
შორს არ გაიხედავს და დღეს იყოს კარგად,,,,,,,
გზავნილები,ბანკის ვალები,სესხები ,
ხელოსნები ბიზნესმენები ,ამდენი პარლამენტარი ,მათი ოჯახები
ენჯეო მენჯეო
ყოველი მეათე რომ კარგად ცხოვრობდეს ისიც კი ისე გამოჩნდება როგორც პირველ პოსტში წერ....
პ.ს
ფეხბურთია ამ ბოლო დროს აქტუალური თემა
მარტო ჩემს სოფელში ვიცი დაახლოებით ოცი ახალგაზრდა მაინც რომელთა შემოსავალი ბებიაბაბუის პენსიაა
და გერმანიაში მიდიან
yes.gif

Posted by: Ess 2 Apr 2024, 00:20
მხოლოდ ბოლო რამოდენიმე წელიწადში 150 00 ქართველმა დატოვა ოჯახი და სამშობლო.
ეს ნიშნავს რომ 150 000 ქართველი არ დაიძინებს, თავის გემოზე ვერ იცხოვრებს, არ შეჭამს, არ ჩაიცმევს, არ იგულავებს მაგრამ საქართველოში დატოვებულ თავის პარაზიტებს ექნებათ ტელეფონი, მანქანა და ბენზინის ფული.
ეგაა და ეგ.

ერთი მეგობარი ქალი მყავს იტალიაში. ქმარი და ორი მუტრუკი ჰყავს დატოვებული მანდ.
6 თვის განმავლობაში 20-ჯერ არის სამსახურიდან გასული სულ და 6 თვეში 150 ევრო არ აქვს თავისთვის გადადებული, რომ ექიმი რომ დასჭირდეს თავისთვის ჰქონდეს.
ოჯახი მაქედან დედისტრაკს ახურავს დამატებით, რომ ემანდ არ გაბოზდეს.
უბრალოდ დაელაპარაკეთ ემიგრანტებს, ისეთ ისტორიებს მოისმენთ, საუკეთესო დრამებში და ჰორორებში რომ ვერ ამოიკითხავთ და ნახავთ.
კაცებიც თუნდაც მომპარავები ვინც არიან და არ მუშაობენ, ჯოჯოხეთს გადიან იმისთვის რომ ოჯახები შეინახონ. სისხლში კი არ აქვთ წვრილმანი ქურდობები.
სხვა გზა არ დაუტოვეს

მეორეს მხრივ, ქართველებს ხამსტვა გვჭირს. ამდენ კარგ მანქანას მგონი ვერსად ვერ ნახავ. თამამად შეიძლება ითქვას, რომ საშუალოსტატისტიკურ ქართველს ბევრ ევროპელზე კარგად აცვია.

Posted by: PAINKILLER 2 Apr 2024, 00:29
QUOTE
თამამად შეიძლება ითქვას, რომ საშუალოსტატისტიკურ ქართველს ბევრ ევროპელზე კარგად აცვია.

Ess

საშუალოსტატისტიკური ქართველი არ გინახავს ალბათ, ან საშუალოსტატისტიკური ევროპელი biggrin.gif


QUOTE
ამდენ კარგ მანქანას მგონი ვერსად ვერ ნახავ


რა კარგ მანქანებს ხედავთ საქართველოში და თან ამდენს? ცენტრიდან ვისაც გამოჰყავს ძირითადად არიან ქოცჩინოვნიკები და მათი მონაგარ-ნათესაობა, ან მსხვილი ბიზნესის მფლობელ-მენეჯერები-ოჯახის წევრები

დანარჩენი არის ამერიკიდან ჩამოთრეული გადაკრასკულ-გადაკერებული ჯართი



2015 წლის ჰიუნდაი სონატა ჰიბრიდი არის მაგარი მანქანა თუ იგივე წლოვანების ფორდ მუსტანგი? თუ რადგან იტალიელებივით ფიატ 500-ებით არ დადის ხალხი პაგალოვნად, იმას ნიშნავს რომ ბევრი ფული აქვთ? ეგ ფიატ 500-ები იტალიელებს ცენტრიდან გამოჰყავთ და იმაზე მეტს იხდიან ვიდრე ჩვენთან ეგ ჰიუნდაი და ფორდ მუსტანგი ღირს







10.000 ევროიანი ნაგვის ბუნკერები კი გვაქვს, კალოშას მადლმა

user posted image

Posted by: Bettoro 2 Apr 2024, 00:34
QUOTE
ერთი მხრივ, ქვეყნის ნახევარი - პენსიონერი და სოცდაუცველია, მეორე მხრივ, ყველას ხელში აიფონები უჭირავს.

არის ხალხი, ვინს უმწეოთა დახმარებას იღებს, რაღაც შეღავათები აქვს გადასახადებზე და კი ბატონო, აიფონიც აქვს და მანქანაც. ჩალიჩIს ამბავია.

QUOTE
ეგებ აგვიხსნან ორჯერ ორი.
უამრავი ვიცი გზავნილებით ცხოვრობს, ათობით. რომ არა ეგ, საერთოდ არაფრის მაქნისები არიან. ოფიციალურა კი უმუშევრად და უფულოდ ითვლება ეგ ხალხი.

Posted by: HCl 2 Apr 2024, 00:45
QUOTE (INKVISITOR @ 1 Apr 2024, 23:32 )
მე ეკონომიკაში აბსოლუტური დილეტანტი ვარ, მარქსის კაპიტალიც კი არ მაქვს გადაშლილი.
მაგრამ საქართველოში ხომ ყოველი მეორე ან სამდიპლომიანი იურისტია ან სამდიპლომიანი ეკონომისტი
და ეგებ აგვიხსნან ორჯერ ორი.
ერთი მხრივ, იძახიან, საცოდავი საქართველოო, ღატაკი, უბედური, ბეჩავი და უიღბლო, მეორე მხრივ, ფასებით მალე შვეიცარიას გავუსწრებთ.
ერთი მხრივ, საწვავი ძვირია, მეორე მხრივ, ფეხით ვერ გაივლი, ყველგან მანქანებია.
ერთი მხრივ, ქვეყნის ნახევარი - პენსიონერი და სოცდაუცველია, მეორე მხრივ, ყველას ხელში აიფონები უჭირავს.
ა.შ...
არის ღატაკი ქვეყნები, მაგრამ იქ ფასებიც და სოციუმიც შესაბამისია. არის მდიდარი ქვეყნები, იქაც ამ მხრივ ყველაფერი რიგზეა.
ჰოდა, რაღაც ვერ ჯდება ლოგიკაში და ეგებ ერთი ცვლადი ან კონსტანტა აკლია იმ ფორმულას, რომელიც ამ ქვეყნის ეკონომიკას მეცნიერულად დაასაბუთებს ?

საქართველო არის ღატაკი, იმიტომ რომ აწარმოებს 0 რამეს. რასაც აწარმოებს ფასები აქვს იმის დედა ....
ბორჯომი ლიტრიანი 2 ლარი ღირს დედას რომ შევახტი.
მაგრამ საქართველოში ტრიალებს დიდი თანხები, ნახე რა მანქანებით დადის ხალხი, 20 წლის ბიჭი რომ კორვეტებით დადიან საიდან?
ბარიგობა, ქოცობა, ქოლცენტრები, ემიგრანტის ოჯახები, მომპარავების ოჯახები. ტრიალებს ეგ გარედან ფული და ეგაა.

ვინც მართლა რამეს აკეთებს და მუშაობს ალბათ 10-15% იქნება მოსახლეობის.

Posted by: PAINKILLER 2 Apr 2024, 00:53
QUOTE
ბარიგობა, ქოცობა, ქოლცენტრები, ემიგრანტის ოჯახები, მომპარავების ოჯახები. ტრიალებს ეგ გარედან ფული და ეგაა.

ვინც მართლა რამეს აკეთებს და მუშაობს ალბათ 10-15% იქნება მოსახლეობის.


+111111111111111111111111111111111111111111

Posted by: karlsoni 2 Apr 2024, 01:50
INKVISITOR
QUOTE
მე ეკონომიკაში აბსოლუტური დილეტანტი ვარ, მარქსის კაპიტალიც კი არ მაქვს გადაშლილი.
მაგრამ საქართველოში ხომ ყოველი მეორე ან სამდიპლომიანი იურისტია ან სამდიპლომიანი ეკონომისტი
და ეგებ აგვიხსნან ორჯერ ორი.
ერთი მხრივ, იძახიან, საცოდავი საქართველოო, ღატაკი, უბედური, ბეჩავი და უიღბლო, მეორე მხრივ, ფასებით მალე შვეიცარიას გავუსწრებთ.
ერთი მხრივ, საწვავი ძვირია, მეორე მხრივ, ფეხით ვერ გაივლი, ყველგან მანქანებია.
ერთი მხრივ, ქვეყნის ნახევარი - პენსიონერი და სოცდაუცველია, მეორე მხრივ, ყველას ხელში აიფონები უჭირავს.
ა.შ...
არის ღატაკი ქვეყნები, მაგრამ იქ ფასებიც და სოციუმიც შესაბამისია. არის მდიდარი ქვეყნები, იქაც ამ მხრივ ყველაფერი რიგზეა.
ჰოდა, რაღაც ვერ ჯდება ლოგიკაში და ეგებ ერთი ცვლადი ან კონსტანტა აკლია იმ ფორმულას, რომელიც ამ ქვეყნის ეკონომიკას მეცნიერულად დაასაბუთებს ?

მიზეზი იგივეა, რაც შენ დაწერე. . . .
1.საქართველოს მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა, თანამედროვე ეკონომიკაში სრულიად გაუთვითცნონბიერებელია, სუსურუკუს დროს სხვა იდეოლოგია და შეგრძნება ინერგებოდა.
2.თითქმის არავინ აკეთებს კაპიტალდაბანდებებს და არავის სჯერა "ტკბილი სიბერის", რადგან უახლესმა ისტორიამ ხალხი დაარწმუნა, რომ ნებისმიერი შეიძლება დაათაღლითონ, დააყაჩაღონ, გაძარცვონ, - სახელმწიფომ, ბანკებმა და კაპიტალის დაგროვებას ხარჯვა ურჩევნიათ, ერთი დღით ფიქრობენ.
3.მთლად ახალგაზრდებს თუ არ ჩავთვლით, ხალხი არ მოგზაურობს, შესაბამისად შვებულებების ფული აქვე იხარჯება, რესტორნებში.
4.გართობის დიდი ნაწილიც ისევ ქეიფ-რესტორნებზე მოდის. გინდაც მე, მეფე ლირს და გედების ტბას არ ვუყურებდე ყოველდღე, biggrin.gif შესაბამისად გრჩება შთაბეჭდილება რომ ხალხი ქეიფობს. . . . არადა განტვირთვის საუკეთესო საშუალებაა. . . .
5.ძვირფასი მანქანები და აიფონები, ტრაკშიპეროიანობის ბრალია. . . .
6.რეალურად ტანსაცმელი და საჭმელიც შედარებით იაფია, აქაც თუ ჩინურ ტანსაცმელს დასჯერდი (რაც სხვათა შორის საკმაოდ მაღალი ხარისხისაა) და დესერტად შავი ხიზილალა არ გინდა ყოველდღე. . . .
7.+ ქართული დიდი ოჯახები, საზღვარგარეთიდან გზავნილები და.ა.შ.

მგონი ბაქრაძეს აქვს ასეთი ამბავი მოთხრობილი. . . .
ერთი ცნობილი თბილისელი სომეხი ვაჭარი, კომუნისტება გააკულაკეს და ბოლოს თავისივე აშენებულ შენობაში მუშაობდა სუსურუკუს ხელფასზე. . . .
ცისფერყანწელებიდან რომელიღაცასთვის ეთქვა. . . .
მეფის დროს მდიდარი კაცი ვიყავი, გამოვიხედავდი და სულ ქეიფობდითო, ფული არ გქონდათ და დროსაც უყაირათოდ ხარჯავდითო, არ მდიდრდებოდითო . . . .
ეხლა კაპიკი არ მაქვს, არც თქვენ გაქვთ, გამოვიხედავ და ისევ ქეიფობთო. . . .
ვერაფერი გავიგე ქასრთველებისო. biggrin.gif

Posted by: INKVISITOR 2 Apr 2024, 01:53
QUOTE
საგარეო ვალი კარლ, რომელიც ქოცებმა შეეიტყაპუნეს და საკუთარ პარტიაში გაანაწილეს, ზოგს ცოტა შეხვდა ზოგს ბევრი, ზოგი აიფონით დადის, ზოგი გელენდვაგენით

ქოცებამდეც მასე იყო და ვეჭვობ, რომ მერეც მასე იქნება. ანუ თემა უფრო გლობალურია, ვიდრე ნაც-ქოცები.

burke
QUOTE
მარტივი პასუხია - ფულადი გზავნილები

კიბატონო, ჩემი აზრითაც ეგ ერთ-ერთი მიზეზია ამ ანომალიის. ანუ ხალხი ფაქტიურად მუშაობს სხვაგან, გაცილებით
უფრო ნორმალურ და განვითარებულ ქვეყანაში, მაგრამ "ცხოვრობენ" აქ.

Kakha.G
QUOTE
ვიცი რომ მენტალურად სოვოკი ხარ და თვლი რომ შენი ცხოვრების აქტიური პერიოდი უკვე უკანაა და დღეს კარგი არაფერია

მე რას ვწერ და შენ რას მპასუხობ. რა შუაშია სავოკობა, წუწუნი და უსაქმურობა ?
მიდი კიდევ ერთხელ გადაიკითხე პირველი პოსტი და ეგებ მიხვდე. თუ არა და ნუ ანაგვიანებ თემას.

dega
QUOTE
რავი რაც გინდა ის დაარქვი,,,,,,,,,,
გემოვნება შესაძლებლობებზე მეტად.....

კი, ეგეც არის, მაგრამ ეგ ყოველთვის იყო და გრუზინული მენტალიტეტის თავისებურებაა.
მე უფრო იმაზე მაქვს საუბარი, რომ ეკონომიკის მხრივ არანორმალური წყობაა.
მაგალითისთვის რომ მოვიყვანოთ, როგორც სსრკ-ში იყო არანორმალური ეკონომიკა, ისევე აქაა.
ცხდია, ეგ ჩემი, ვიმეორებ, საგნის არამცოდნეს გადმოსახედიდან როგორც ჩანს.

Ess
QUOTE
მხოლოდ ბოლო რამოდენიმე წელიწადში 150 00 ქართველმა დატოვა ოჯახი და სამშობლო.
ეს ნიშნავს რომ 150 000 ქართველი არ დაიძინებს, თავის გემოზე ვერ იცხოვრებს, არ შეჭამს, არ ჩაიცმევს, არ იგულავებს მაგრამ საქართველოში დატოვებულ თავის პარაზიტებს ექნებათ ტელეფონი, მანქანა და ბენზინის ფული.
ეგაა და ეგ.

yes.gif
და მანამ ასეთი მიდგომა არ შეიცვლება, სულ მასეთი არანორმალური ეკონომიკა გვექნება.
ანუ ფული იშოვება მანდ, ეკონომიკურად განვითარებულ სამყაროში, მაგრამ იხარჯება აქ - "ზიმბაბვეში".
თან, პლიუს ამას, პოტენციალურ პარაზიტ მხარჯველს სულ ფეხზე კიდია, რა რამდენი ღირს, მუქთა ფული აქვს ჩათვალე.

karlsoni
მესმის, რასაც წერ და სიმართლეა ეგ, მაგრამ მე უფრო სხვა რამ მაქვს მხედველობაში.
ანუ მარტივად რომ ვთქვათ, ზიმბაბვეში ბორჯომის პატარა ბოთლი 2 ლარი არ და ვერ უნდა ღირდეს. ეგ ანომალიაა. smile.gif
არც მუშა უნდა გთხოვდეს 100 ლარს ნაგვის გატანაში.


Posted by: kush 2 Apr 2024, 02:12
QUOTE
2023 წელს 4 მილიარდი დოლარი გადმორიციხა საქართველოში

აი ამით, ჩასვრილი პამპერსების ქოც-ეკონომიკა! ქოცს სხვა არანაირი ინტელექტრესურსი აქვს რო საქართველოში რამე ბიზნესი იყოს გარდა მევახშე და სასტუმრო რესტორანი!

Posted by: iviko18 2 Apr 2024, 02:27
QUOTE
მარტო ჩემს სოფელში ვიცი დაახლოებით ოცი ახალგაზრდა მაინც რომელთა შემოსავალი ბებიაბაბუის პენსიაა
და გერმანიაში მიდიან


biggrin.gif


Posted by: neo> 2 Apr 2024, 02:28
QUOTE
ერთი მხრივ, საწვავი ძვირია, მეორე მხრივ, ფეხით ვერ გაივლი, ყველგან მანქანებია.


საერთოდ, პირველად, ვინც მანქანების სიმრავლე ეკონომიკურ დოვლათს დაუკავშირა თავპირი უნდა დაალეწონ, ყ9ველი მეორე ამას იმეორებს.

ნუ იმეორებთ ამ *ირობას, არაფერ კავშირშია.

Posted by: iviko18 2 Apr 2024, 02:34
მუდმივად ვაკვირდები რეგიონებში ცხოვრების დონეს, რეგიონულ ცენტრებში და მოზრდილ ურბანულ დასახლებებში შედარებით ნორმალური ცხოვრების დონეა, განსაკუთრებით ბოლო წლებში უამრავი სერვისი და მომსახურება გახდა რეგიონებში ხელმისაწვდომი, ამანაც იმოქმედა ცხოვრების ხარისხზე.

სოფლებში საშინელი სიღარიბეა. ერთეული ოჯახები თუ ცხოვრობენ დალხენილად და მათაც დანარჩენნი შურის და ეჭვის თვალით უყურებენ.

Posted by: დიეგოსანჩესი 2 Apr 2024, 05:04
პაკაზუხა უნიფხვოები არიან 80 პროცენტი. რით იტრაბახონ როარ იციან, სულ არაფერი როარ ქონდეს მეობით მაინც იტრაბახებს ქართველი

Posted by: NorthWest 2 Apr 2024, 06:21
ძალიან ბევრი ემიგრანტი ვიცი აქ ინგლისში, ვინც ერთ ოთახში რამოდენიმე კაცთან ერთად ცხოვრობს, ფასდაკლებულ საჭმელს ჭამს და 80%-ს საქართველოში აგზავნის. Საქართველოში დარჩენილი ოჯახი ისე ცხოვრობს, რომ არაფერი არ აკლიათ. Ფულს უყაირათოდ ხარჯავენ. Იღებენ კრედიტებს, იცვლიან მანქანებს,Აიფონებს და სხვებს აშურებენ ფბ-ზე თავის "წარმატებულ" ცხოვრებას.
Ეს ყველაფერი არის დროებითი. Ის ნაწილი ემიგრანტებისა ვინც წასულია ოჯახით და აგზავნის, მათი უცხოეთში დაბადებული შვილები ვიღას გაუგზავნიან საქართველოში ფულს? დადგება მომენტი როცა დაიწყებს კლებას გადმორიცხვები და საერთოდ შიმშილი ემუქრება მოსახლეობის უდიდეს ნაწილს. Ლობიოს მაინც თესავდა ხალხი სოფელში და ეხლა სოფელშიც აღარავინ დარჩა.
Საშიში ტენდენციაა ის რაც საქართველოში ხდება. Თაობები იკარგება. Შრომისუნარიანი, ამბიციური ნაწილი გასულია და ინახავს უმეტესად უმაქნის, უცოდინარ ოჯახს თუ ნათესავებს.
Ბიზნესი ფულს არ დებს წარმოებაში, თუნდაც პირველადი მოხმარების ნივთების წარმოებაში და მთლიანად იმპორტზეა ქვეყანა მიბმული. Შესაბამისად გადმორიცხული ფულიც იმპორტზე გადის.
Არ არის იაფი ფული, არ იქმნება ახალი ბიზნესი, რომელმაც კადრები უნდა დაასაქმოს. Გაზრდილია ბიუჯეტზე მიბმული წურბელების რაოდენობა. Კორუფცია, მონოპოლია და ნეპოტიზმი წახალისებულია სახელმწიფოს ჩრდილოვანი მმართველის მიერ. Შეუძლებელია მაგ პირობებში საერთოდ ეკონომიკაზე საუბარი.

Posted by: SPLIYVI 2 Apr 2024, 07:06
გუჩის და პრადას სათვალეს რომ გამოიტან განვადებით....


ბიუჯეტის ნახევარი თანხა შემოდის გზავნილებით


შრომა ყველას კლეზე კიდია

მეტადონშიკების ქვეყანად ვიქეცით

5,0 მატორებით დადიან და ბენზინის ფული არ აქვთ

პაკაზუხობის თემაა


Posted by: brutal_88 2 Apr 2024, 10:11
ცხოვრების დონეს ასახავს საზოგადოებრივი ტრანსპორტი და არა მანქანა. შეხედე ოკრიბის ავტოსადგურს და მიხვდები სად ვართ რეალურად.

მანქანას რაც შეეხება, ჩემი აზრით რა ღირებულების მანქანაც გყავს, მინიმუმ 3 მაგდენი ბანკში უნდა გედოს შავი დღისთვის. ჩვენთან პირიქით არის, კრედიტით ნებივრობენ.

ერევანში და ბაქოში ჩვენზე ბევრი ლაქშერი მანქანებია, რეალურად კი ცხოვრების დონე ჩვენთან უფრო მაღალია.

Posted by: Trump 2 Apr 2024, 10:30
QUOTE
ცხოვრების დონეს ასახავს საზოგადოებრივი ტრანსპორტი და არა მანქანა. შეხედე ოკრიბის ავტოსადგურს და მიხვდები სად ვართ რეალურად.

მანქანას რაც შეეხება, ჩემი აზრით რა ღირებულების მანქანაც გყავს, მინიმუმ 3 მაგდენი ბანკში უნდა გედოს შავი დღისთვის. ჩვენთან პირიქით არის, კრედიტით ნებივრობენ.



არასწორი წარმოდგენა გაქვს ეკონომიკაზე
იგივეა ვიღაცამ რო გითხრას, რა ფული არა აქვს ხალხს, ჩამოიარე რესტორნები საღამოს ვერსად დაჯდებიო
ოკრიბაზე და რესტორნებში ცალკეულ ფენას ხედავ, რაც არ არის უმრავლესობა.


Posted by: PAINKILLER 2 Apr 2024, 10:34
QUOTE (NorthWest @ 2 Apr 2024, 06:21 )
ძალიან ბევრი ემიგრანტი ვიცი აქ ინგლისში, ვინც ერთ ოთახში რამოდენიმე კაცთან ერთად ცხოვრობს, ფასდაკლებულ საჭმელს ჭამს და 80%-ს საქართველოში აგზავნის. Საქართველოში დარჩენილი ოჯახი ისე ცხოვრობს, რომ არაფერი არ აკლიათ. Ფულს უყაირათოდ ხარჯავენ. Იღებენ კრედიტებს, იცვლიან მანქანებს,Აიფონებს და სხვებს აშურებენ ფბ-ზე თავის "წარმატებულ" ცხოვრებას.
Ეს ყველაფერი არის დროებითი. Ის ნაწილი ემიგრანტებისა ვინც წასულია ოჯახით და აგზავნის, მათი უცხოეთში დაბადებული შვილები ვიღას გაუგზავნიან საქართველოში ფულს? დადგება მომენტი როცა დაიწყებს კლებას გადმორიცხვები და საერთოდ შიმშილი ემუქრება მოსახლეობის უდიდეს ნაწილს. Ლობიოს მაინც თესავდა ხალხი სოფელში და ეხლა სოფელშიც აღარავინ დარჩა.
Საშიში ტენდენციაა ის რაც საქართველოში ხდება. Თაობები იკარგება. Შრომისუნარიანი, ამბიციური ნაწილი გასულია და ინახავს უმეტესად უმაქნის, უცოდინარ ოჯახს თუ ნათესავებს.
Ბიზნესი ფულს არ დებს წარმოებაში, თუნდაც პირველადი მოხმარების ნივთების წარმოებაში და მთლიანად იმპორტზეა ქვეყანა მიბმული. Შესაბამისად გადმორიცხული ფულიც იმპორტზე გადის.
Არ არის იაფი ფული, არ იქმნება ახალი ბიზნესი, რომელმაც კადრები უნდა დაასაქმოს. Გაზრდილია ბიუჯეტზე მიბმული წურბელების რაოდენობა. Კორუფცია, მონოპოლია და ნეპოტიზმი წახალისებულია სახელმწიფოს ჩრდილოვანი მმართველის მიერ. Შეუძლებელია მაგ პირობებში საერთოდ ეკონომიკაზე საუბარი.

100% !!!


იგივე საგარეო ვალიც დროებითია, რომ ვეღარ ავიღებთ ვალებს და დეფოლტი დაგვემუქრება, ვეღარც საზღვარგარეთიდან გზავნილებს მივიღებთ, აი მაშინ იქნება სრული პიზდეცი...




ეკონომიკას ამუშავებს დეველოფერული პროექტებიო, სინამდვილეში ტიპები ფულს ღუნავენ დროზე რომ მოასწრონ და მერე გაიქცნენ ქვეყნიდან თავის ოჯახებიანად, ქვეყანა ფეხებზე ჰკიდიათ...

Posted by: Trump 2 Apr 2024, 10:56
ეკონომიკა საქართველოში გახდა ძალიან პირადული და ინტიმური.

თუ ადამიანი 1000 ლარიან ხელფასზე იჯდა 2012 წელს და მას შემდეგ არ მომატებია, ის ან უკვე წასულია საქართველოდან და ან იგინება 24 საათი.
ადამიანს თუ ჰქონდა 1000 ლარი და 10 წლის შემდეგ ავიდა 3000 ზე ის სხვანაირად ხედავს, ვინც 5 ზე ავიდა ის კიდე სხვანაირად და ა.შ
მაგრამ არიან სხვა კატეგორიაც, ვინც გამოგზვანილზე ზიან და არც ეძებენ არაფერს. განსაკუთრებულად სოფლებში 50 ლარად ვერ ააყენებ რაჭაში კაცს, არ უღირს ძმაო.






Posted by: INKVISITOR 2 Apr 2024, 12:39
NorthWest
QUOTE
ძალიან ბევრი ემიგრანტი ვიცი აქ ინგლისში, ვინც ერთ ოთახში რამოდენიმე კაცთან ერთად ცხოვრობს, ფასდაკლებულ საჭმელს ჭამს და 80%-ს საქართველოში აგზავნის. Საქართველოში დარჩენილი ოჯახი ისე ცხოვრობს, რომ არაფერი არ აკლიათ. Ფულს უყაირათოდ ხარჯავენ.

ე.ი. მარტივად რომ ვთქვათ, ისევ და ისევ მტკიცდება ზემოთხსენებული ვერსია.
მოსახლეობის ტვინიანი და აქტიური ნაწილი წასულია განვითარებულ ქვეყნებში, ხოლო ნაშოვნ ფულს (და არც თუ ისე პატარას, რადგან იქაური შემოსავალი საკმაოდ განსხვავდება აქაური შემოსავლისგან) იქ კი არ ხარჯავენ,
არამედ - აქ და თან რაც მთავარია, აქ დარჩენილი დეგენერატების ხელით.
ვინაიდან ამ დეგენერატს მუქთა ფული აქვს, ის ვერანაირად ვერ გრძნობს თავის დანახარჯს და ამიტომ, ხვალ რომ
ბორჯომი 2 ლარი კი არა, 10 გახდეს, ის მაინც გადაიხდის, რადგან მისთვის ფული უბრალოდ ქაღალდის კუპონია,
რომლის საშოვნელად მას არანაირი ენერგია არ დაუხარჯია. ჰოდა ის პირობითად მაღაზიის პატრონიც კიდევ აწევს ფასს, რადგან არის მოთხოვნა - დეგენერატი მაინც იყიდის.
ჯამში, საქართველოში მცირე თუ დიდი კაპიტალის მქონე ხალხი იყოფა სამ ნაწილად: სახელმწიფოსთან მიახლოვებული
სხვადასხვა ჯიშის ნახევრადმუქთახორა კლანები, გზავნილებზე მომჯდარი პარაზიტი დეგენერატები
და ცალკეული ტვინიანი პროფესიონალი მშრომელი ტიპები. პრობლემა კი იმაშია, რომ ამ კაპიტალისტების პირველი ორი კატეგორია (ანუ მუქთა ფულის მქონე) აბსოლუტურ უმრავლესობაშია და მთელი ქვეყნის ეკონომიკა მათზეა ორიენტირებული.




Posted by: ingfari 2 Apr 2024, 13:46
უამრავი გარემოება დაიწერა, ზოგიერთი მათგანი ნამდვილად სწორი. მაგრამ მთავარი არის ის, რომ ცხოვრების დონე საქართველოში ასე თუ ისე იზრდება (უპირველეს ყოვლისა თბილისსა და ბათუმში), ამას ვინმეს საქებრად და „გასაპრავებლად“ არ ვამბობ. ეკონომიკა ისეთი რამაა თუ ხელი არ შეუშალე (ომით, არასტაბილურობით, შლეგური სოციალისტური ექსპერიმენტებით) და სახელმწიფო ინსტიტუციებმაც მეტ-ნაკლებად გამართულად იფუნქციონირა, ფული ფულს მოიტანს და შემოსავლებიც მოიმატებს. ამიტომ ახლანდელ და 10-15 წლის წინანდელ საქართველოს შორის საკმაოდ დიდი სხვაობაა, თითქმის ისეთივე, რაც ვთქვათ 2010-იანების დასაწყისსა და 1990-იანების ბოლოს არსებულ რეალობას შორის იყო. ეს პროცესი უახლოესი რამდენიმე წლის განმავლობაში დანამდვილებით გაგრძელდება თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა. 2020-იანების ბოლომდე აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების უმეტესობის ამჟამინდელ ცხოვრების დონეს მივაღწევთ, ოღონდ იქამდე ისინი კიდევ უფრო წინ წავლენ.

არის კიდევ ერთი ფაქტორიც - მიგრაცია. აქ ბევრი დაიწერა ფულად გზავნილებზე, მაგრამ ამაზე არანაკლებ მნიშვნელოვანი არის სოციალური დაძაბულობის განმუხტვა. რადგან უცხოეთში სამუშაოდ წასვლა არც ისე რთულია, ბევრი ამ გზას დაადგა. ამან კი დაუსაქმებელი და აქედან გამომდინარე შექმნილი მდგომარეობით უკიდურესად უკმაყოფილო მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის ქვეყნიდან გასვლა გამოიწვია. ახლა რომ უკვირთ პოლიტიკოსებს დიდი აქციები და მრავალკვირიანი მიტინგები რატომ აღარ იკრიბებაო, უმთავრესი მიზეზი სწორედ ესაა - ყველა რაღაცას აკეთებს, ზოგი საქართველოში, სხვები უცხოეთში. რომელიმე ცალუჯრედიანი დემაგოგის დაუსრულებელი ლაქლაქის მოსასმენად ვიღას სცალია?

Posted by: INKVISITOR 2 Apr 2024, 14:08
ingfari
QUOTE
უამრავი გარემოება დაიწერა, ზოგიერთი მათგანი ნამდვილად სწორი. მაგრამ მთავარი არის ის, რომ ცხოვრების დონე საქართველოში ასე თუ ისე იზრდება (უპირველეს ყოვლისა თბილისსა და ბათუმში), ამას ვინმეს საქებრად და „გასაპრავებლად“ არ ვამბობ.

მესმის და გეთანხმები. პრობლემა იმაშია, რომ "უცნაური მათემატიკაა" და უშუალოდ ამის მიზეზია საინტერესო.
ისევ იმ აზრზე ვარ, რომ ზემოთხსენებული მცირე თუ დიდი კაპიტალის მქონე პირების სამი კატეგორიიდან
პირველი ორია უმრავლესობაში. როცა იქნება პირიქით, ანუ მესამე კატეგორია იქნება აბსოლუტურ უმრავლესობაში, ჩემი აზრით ეგ "მათემატიკაც" მთლიანად მოგვარდება. საკითხავია, როგორ და რა ხერხით უნდა მოხდეს ეგ.



Posted by: Trump 2 Apr 2024, 15:12
ingfari
QUOTE
ახლა რომ უკვირთ პოლიტიკოსებს დიდი აქციები და მრავალკვირიანი მიტინგები რატომ აღარ იკრიბებაო, უმთავრესი მიზეზი სწორედ ესაა - ყველა რაღაცას აკეთებს, ზოგი საქართველოში, სხვები უცხოეთში. რომელიმე ცალუჯრედიანი დემაგოგის დაუსრულებელი ლაქლაქის მოსასმენად ვიღას სცალია?


გეთანხმები თუმცა მარტის აქციებზე მაინც ძლაიან ბევრი ხალხი დადგა

Posted by: NorthWest 2 Apr 2024, 15:30
Სრულიად გეთანხმები. Ფული არის სამშობლოს გამყიდველი ელიტის ხელში და მათ ბიზნესებში მხარჯველი უტვინო საშუალოსტატისტიკური მურთაზების ხელში.
Პრობლემის სათავე არის ქართული კუდაბზიკობა და მოჩვენებითი წარმატება. Თუ რაიმე გლობალური კატასტროფა არ მოხდა, ქართული ემიგრაცია ვეღარ დაბრუნდება, ჩათვალე რომ დაკარგულია.
Როდესაც ქვეყნიდან ესე მასიურად გარბის ხალხი, იმ ხალხს როელსაც სახელმწიფო ეკუთვნის მომავალი არა აქვს.
Სადღაც 10-15 წლის ამბავია და ქართველი გადავა უმცირესობაში.
Როცა გადავა უმცირესობაში უმალ გამოუჩნდება საქართველოს "კარგი" პატრონი უცხო ქვეყნებიდან.

Posted by: ingfari 2 Apr 2024, 15:53
Trump
მარტის აქციები სხვა ტიპის იყო, დიდწილად სპონტანურად დაიწყო და იმიტომაც იყო ასეთი ჩართულობა, რომ ევროინტეგრაციას ე.ი. ირიბად კეთილდღეობასა და კომფორტს უქმნიდა თვალნათელ საფრთხეს. ამის თაობაზე უპირველეს ყოვლისა თავად ევროპის დედაქალაქებიდან ლაპარაკობდნენ. ამიტომ იყო ნეტარმა გრეჩიხამ რომ დაყვლიპა თვალები და განწირული ხმით ბღაოდა - „როგორ, ამსტერდამში ამათ უვიზოდ ფრენას საფრთხე თუ შეექმნა ესენი თავზე დაგვამხობენ ყველაფერს და კანონს ვეღარ მივიღეეებთ???“ რაღაც მომენტში ტიპს ჩაუვიდა გოგრაში და შეძრწუნდა, რომ არის რაღაცები, რასაც აქ ვერ გააკეთებ შენ ნებაზე, რადგან გადასახდელი ფასი იმხელა იქნება, რომ ამას ვერანაირი ხელისუფლება ვერ გაუძლებს.

ეს ერთია და მეორეა პარტიული მიტინგები, გინდა ერთი პარტიის იყოს და გინდა მთელი ოპოზიციური სპექტრის, ან თუნდაც მთავრობის. არ დადგება ხალხი მაგ აქციებზე, აღარ ივლის და მოისმენს ვიღაც თამადების დაუსრულებელ ყაყანს და ლოზუნგებს დილიდან საღამომდე - საკუთარი საქმე აქვთ, იმათ ვინც აქ არიან და უცხოეთში წასულებზე ხომ არცაა საუბარი. არადა ედოს და მიშას დროს უპრობლემოდ იკრიბებოდა მასა. მაშინ ამაზე უფრო განვითარებული პოლიტ.კლასი კი არ ყოფილა, პირიქით უფრო მეტი დებილიც იყო შეყრილი მანდ, მაგრამ დრო იყო სხვა. აი ამას ვგულისხმობდი.
* * *
QUOTE (NorthWest @ 2 Apr 2024, 15:30 )

Როდესაც ქვეყნიდან ესე მასიურად გარბის ხალხი, იმ ხალხს როელსაც სახელმწიფო ეკუთვნის მომავალი არა აქვს.
Სადღაც 10-15 წლის ამბავია და ქართველი გადავა უმცირესობაში.
Როცა გადავა უმცირესობაში უმალ გამოუჩნდება საქართველოს "კარგი" პატრონი უცხო ქვეყნებიდან.

დამშვიდდი, აპოკალიფსი არ იქნება. ქართველებზე არანაკლები არაქართველები გადიან ქვეყნიდან, შობადობა კი იმათშიც ისევე და ზოგიერთ შემთხვევაში უფრო მეტადაც არის დაცემული, როგორც ჩვენთან.

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)