Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ბიზნესი და ეკონომიკა > ელექტროენერგიის გენერაცია


Posted by: Mamuka_O 15 Dec 2018, 17:48
მოგესალმებით,

მაქვს რამდენიმე იდეა ელექტროენერგიის გენერაციის შესახებ.

იდეის დონეზე ამოუწურავი თემაა.

ჩემი აზრით ასეთი თემები დაცული უნდა იყოს, უფრო მეტად თუ არა სახელმწიფო საიდუმლოს დონეზე მაინც.

საკითხების დამუშავებას და სარეალიზაციოდ გამზადებულ ფორმაში მოყვანას ვერ ვახერხებ, პირადი სივრცის არქონის გამო.

მჭირდება სერიოზულად დაინტერესებული, თემის მასშტაბის შესაბამისი და ფინანსური მხარის უზრუნველყოფის შესაძლებლობის მქონე ადამიანი ან ჯგუფი.

დარწმუნებული არ ვარ, რომ ამ ფორმით მივიღებ სასურველ შედეგს მაგრამ წინასწარი წარმოდგენის შესაქმნელად მემგონი არაუშავს ...

Posted by: safety 16 Dec 2018, 14:24
რა ოდენობის დენზე გაქვს საუბარი ?

რამდნი რომ გამოიმუშაო და გაყიდო?

Posted by: Mamuka_O 16 Dec 2018, 15:23
იდეაში პატარა გენერატორიდან ელექტროსადგურამდე.


სირთულეების შესახებ ზემოთ დავწერე.

Posted by: safety 16 Dec 2018, 15:27
10 კვ მდე ამომუშავებას არაფერი არ ჭირდება არის საიტები რომელიც აყენებენ მზის პანებელს და მერე სეპციალური სოჩიკით დენი მიაქვს სადისტრიბუციო

მაგრამ მგონია რომ 10 თეტრად მიაქვთ ეგეც გათვალე. და ისე კი 19-23 ტეტრად გყიდიან უკან

Posted by: Mamuka_O 16 Dec 2018, 16:01
ელექტროსადგური, რომელიც გამოიმუშავებს დღესდღეობით მსოფლიოში არსებულ საშუალებებთან შედარებით ყველაზე იაფ და ყველაზე მეტ ელექტროენერგიას.

Posted by: Mamuka_O 19 Dec 2018, 13:27
ასე ვთქვათ საუბარი მაქვს რამოდენიმე გამოგონებაზე (თუ გინდათ მიგნება დავარქვათ), რომლების წარმატებით რეალიზაციის შემთხვევაში, ინსტალაციის შემდეგ დენი გექნება უფასოდ.

Posted by: Avitron 19 Dec 2018, 15:02
Mamuka_O

შეგიძლია ცოტა მეტი დაწერო?

Posted by: Mamuka_O 20 Dec 2018, 15:23
QUOTE (Avitron @ 19 Dec 2018, 15:02 )


შეგიძლია ცოტა მეტი დაწერო?



შემიძლია ვრცლად ჩამოყალიბება, შემიძლია სკეჩების დადებაც, ოღონდ:

1) თემა არის საინტერესო და სერიოზულ თანხებთან დაკავშირებული, მე ამაში თანხის მიღება მინდა;

2) აქ თუ გამოვაქვეყნე, თანხის გადამხდელიც რომ გამოჩნდეს ვინმე, ისიც ვერ დაიმტკიცებს ვერც საკუთრების და ვერც საავტორო უფლებას. (საავტორო უფლება მე არ მინდა);

3) მე ვფიქრობ თანხის გადახდის და ტექნოლოგიის შემუშავების პროცესშიც კი, თუნდაც სანიმუშო მოდელების დამზადება, გადამხდელსა და რამოდენიმე კვალიფიციურ სპეციალისტს შორის საიდუმლოდ უნდა დარჩეს.


დანარჩენზე პირველ პოსტში მიწერია

Posted by: Mamuka_O 23 Dec 2018, 17:40

ელექტროენეგიის გენერაცია - ინსტალაციის მერე უფასო დენი

Posted by: safety 23 Dec 2018, 18:15
Mamuka_O
QUOTE
ელექტროენეგიის გენერაცია - ინსტალაციის მერე უფასო დენი

უცხო თვალით გადახედე მოდი ამ ტემას

დ ამიხსენი ვინმეს რატომ უნდა გაუჩნდეს საერთოდ ამ თემაში წერის სურვილი ან საერთოდ რატომ უნდა ჩადოს ფული ა ნსაერთოდ ინტერესი რომ გაუჩნდეს

Posted by: Mamuka_O 23 Dec 2018, 18:32
თემამ გაამართლოს და ელექტროსადგური რომ დადგა. შენ გინდა თქვა რომ ენერგეტიკაში საინტერესო არაფერია?

რამდენ ქვეყანას უჭირს ელექტროენერგია იცი?

რამხელა თანხები იხარჯება ჰიდროსგან განსხვავებულ (სიძვირის და ეკოლოგიური პრობლემების გამო) ელექტროენერგიის წყაროების შემუშავებაში იცი?

ამ თემაში წერის სურვილი ვინმეს გაუჩნდეს თქო ამ მიზნით არც გამიხსნია ...

Posted by: safety 23 Dec 2018, 18:47
Mamuka_O

მე მგონი არ დამიწერია რომ ელექტრო ნერგია ცუდია ან რამე მასეთი
მე იმაზე გავაზმახვილე ყურადღება რომ ძაან უინტერესო ტემა . არ ინფორმაცია არც შინაარსი არც სილამაზე.

მე ვიცი რომ სახლი რომ მექნება როგორი უნდა იყოს ის , რამდნეი მზის პანელი უნდა შეგდო ზემოდან , წყლის კორექოორები და ასე შემდეგ

უბრალოდ ვინმე რომ დააინტერესო , ინვესტორი რომ დაიტერესდეს მათვის საინტერესო ინფორმაცია უნდა დადო და არა ის თუ რა კაია დენის გაყიდვა .
ინვესტორისთვის საინტერესო გახადე თუ გაინტერესებს ეს საკიტხი თორემ აქ ისე მკვდარია ეს ბანყოფილება

Posted by: Mamuka_O 23 Dec 2018, 19:09

რა კაია დენის გაყიდვა - მე არც მითქვამს არც მიგულისხმია


მე ვთქვი - მაქვს რამოდენიმე იდეა

მჭირდება დაინტერესებული ადამიანი ან ჯგუფი, თანხა და პირადი სივრცე ტექნოლოგიის შესამუშავებლად და საიდუმლოს უზრუნველსაყოფად საავტორო უფლების საკუთრების დამტკიცებამდე (თანხის გადამხდელის სასარგებლოდ).

გაუგებარი რა არის აქ?

Posted by: neo> 23 Dec 2018, 23:04
QUOTE
მჭირდება დაინტერესებული ადამიანი ან ჯგუფი, თანხა და პირადი სივრცე ტექნოლოგიის შესამუშავებლად

ეს ყველაფერი რომ მიიღო
მინიმუმ დეტალურად უნდა გქონდეს აღეწერილი ყველაფერი
(იდეა, ტექნოლოგია, შესრულების სირთულე, საწყისი კაპიტალის რაოდენობა, მოსალოდნელი შედეგი/სარგებელი, და ა.შ.)

ამ თემიდან ვერაფერი გავიგე გარდა იმისა რომ რაღაც იდეაგაქვს დენის წარმოქმანზე და რესურსი გჭირდება

Posted by: Mamuka_O 26 Dec 2018, 13:05
QUOTE (neo> @ 23 Dec 2018, 23:04 )
QUOTE
მჭირდება დაინტერესებული ადამიანი ან ჯგუფი, თანხა და პირადი სივრცე ტექნოლოგიის შესამუშავებლად

ეს ყველაფერი რომ მიიღო
მინიმუმ დეტალურად უნდა გქონდეს აღეწერილი ყველაფერი
(იდეა, ტექნოლოგია, შესრულების სირთულე, საწყისი კაპიტალის რაოდენობა, მოსალოდნელი შედეგი/სარგებელი, და ა.შ.)

ამ თემიდან ვერაფერი გავიგე გარდა იმისა რომ რაღაც იდეაგაქვს დენის წარმოქმანზე და რესურსი გჭირდება


ამ ყველაფრის მომზადება და ამ კონდიციაში მოყვანა რომ დავიწყო, 100K $ მაინც მჭირდება წინასწარ და გარკვეული დრო, დაახლოებით წელიწადი.


ფანტასტიკის სფეროა ხო თქვენი აზრით?


ჩემი მხრიდან: თემა გაამართლებს - მარტო საავტორო უფლებას გაყიდი რამდენიმე მილიონად(თუ გაყიდვა გადაწყვიტე), თემა არ გაამართლებს, თანხას სესხივით დავაბრუნებ.

საავტორო უფლების გაყიდვას ელექტროსადგურ(ებ)ის დადგმა უნდა ჯობდეს მემგონი არააა?


Posted by: gugusha-l 26 Dec 2018, 17:52
QUOTE (Mamuka_O @ 26 Dec 2018, 13:05 )
QUOTE (neo> @ 23 Dec 2018, 23:04 )
QUOTE
მჭირდება დაინტერესებული ადამიანი ან ჯგუფი, თანხა და პირადი სივრცე ტექნოლოგიის შესამუშავებლად

ეს ყველაფერი რომ მიიღო
მინიმუმ დეტალურად უნდა გქონდეს აღეწერილი ყველაფერი
(იდეა, ტექნოლოგია, შესრულების სირთულე, საწყისი კაპიტალის რაოდენობა, მოსალოდნელი შედეგი/სარგებელი, და ა.შ.)

ამ თემიდან ვერაფერი გავიგე გარდა იმისა რომ რაღაც იდეაგაქვს დენის წარმოქმანზე და რესურსი გჭირდება


ამ ყველაფრის მომზადება და ამ კონდიციაში მოყვანა რომ დავიწყო, 100K $ მაინც მჭირდება წინასწარ და გარკვეული დრო, დაახლოებით წელიწადი.


ფანტასტიკის სფეროა ხო თქვენი აზრით?


ჩემი მხრიდან: თემა გაამართლებს - მარტო საავტორო უფლებას გაყიდი რამდენიმე მილიონად(თუ გაყიდვა გადაწყვიტე), თემა არ გაამართლებს, თანხას სესხივით დავაბრუნებ.

საავტორო უფლების გაყიდვას ელექტროსადგურ(ებ)ის დადგმა უნდა ჯობდეს მემგონი არააა?

შენ ფიქრობ რომმოიძებნება ერთი ადამიანი მაინც ვინც 100 $ მაინც ჩადებს შენი ასეთი განცხადების გამო რომ გაქვს იდეა და რა იდეა გაქვს იმასაც კი რომ არ წერ? 100k ზე ხო ლაპარაკიც არაა.

აი ძალიან დეტალურად რომ გაგეშიფრა ეს ყველაფერი კიდე შეიძლებოდა რომ შანსი ყოფილიყო 1%

Posted by: neo> 26 Dec 2018, 18:38
Mamuka_O
QUOTE
ამ ყველაფრის მომზადება და ამ კონდიციაში მოყვანა რომ დავიწყო, 100K $ მაინც მჭირდება წინასწარ

იდეის, დეტალების, მოგება ზარალის, და ესეთი დეტალების მომზადებას თუ 100K უნდა, მაშინ კარგად გქონია სამქე biggrin.gif

და ისე რჩევის სახით გეტყვი: ზევით რაც ჩამოვწერე ეგ ის მინიმუმია რაც მანამდე უნდა გქონდეს მომზადებული სანამ ინვესტორს შეხვდები
მაგის გარეშე უბრალოდ არავინ მოგისმენს,....
შენ უნდა გაიარო კონსულტაცია ბიზნეს გეგმის შედგენაზე, სადაც ჩამოწერ ყველაფერს დეტალურად, თავისი სვოთ ანალიზით, მოგება ზარალი, მოთხოვნა მიწოდება, ბაზრის კონკურენცია და ა>შ.

1 ფურცელი არ გეგონოს, შეილება 10-30 გამოვიდეს, იდეის და ტექნოლოგიიდან გამომდინარე, ყველაფერი უნდა აღწერო, თითოეული დეტალი
მაგის გარეშე 100კ კი არა, 1 ლარს არ მოგცემს არავინ და ტყუილად აგიცრუვდება გული

შეილება მართლა გაქვს ის რაც შეილება დაპატენტო, ამიტო სწორი გზა მიეცი შენს იდეას და ცადე, რა იცი იქნებ გამოვიდეს....
ოღონდ ისე არა: '' ინოვაციური იდეა მაქვს და ვინ მეტს გადაიხდის'' ,

მილიონობით იდეა იწერება და მათგან 0.0000 რაღაცა ხორციელდება, და ამ განხორციელებულიდან კიდე საკიტხავია რომელი აღწევს წარმატებას

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

Posted by: Mamuka_O 26 Dec 2018, 23:35
გასაგებია და გეთანხმებით ყველაფერში ეს რომ იყოს სტანდარტული სიტუაცია ნორმალურ დალაგებულ ქვეყანაში.

მე მაქვს ინდივიდუალური საკითხი - არ (შეზღუდული) მაქვს პირადი სივრცე - თემის მომზადება რომ დავიწყო თანხის გადამხდელამდე ვერ მიაღწევს ასე რომ ვთქვათ.

ამის გარდა აქ იმიტომ ვწერ რომ იმედი მაქვს ვინმე ისეთი წაიკითხავს ვინც იცის თემის ფასი, მოთხოვნადობა და მასშტაბები.

თანხა როგორც ესეთი არ ირისკება - გინდ დამიჯერეთ გინდ არა.

საუბარი მაქვს იდეალურ შემთხვევაში ჰიდროელექტრო ან უფრო მძლავრი სადგურის დადგმის შესაძლებლობაზე, სიტყვაზე რომ ვთქვათ 1000-ჯერ თუ არა 100-ჯერ იაფად მაინც, კაშხლების დატბორვების და ა. შ. გარეშე.

თემა გაცილებით უფრო შორსაც მიდის ოღონდ ამაზე დეტალურად აქ კიარა და ... თანხის გადამხდელთან ერთი-ერთზე კონფიდენციალურობიხ უზრუნველყოფის შემთხვევაში შეიძლება საუბარი.

მოგწონთ თუ არ მოგწონთ ესეა

მარტივი და იოლი რომ არ იქნება დიდი ხნის წინ ვიცოდი yes.gif

Posted by: Mamuka_O 29 Dec 2018, 16:04
მოდი დავაზუსტებ:

ეს თანხა რომელიც ვთქვი საინვესტიციოდ, საქმეში ჩასადებად არ მჭირდება.

თანხა მჭირდება როგორც გარანტია საკითხით სერიოზულად დაინტერესებულობისა, ასევე საჭირო წინაპირობების მოსამზადებლად (თანხის მცირე ნაწილი)

ამიტომაც ვთქვი თვითონ თანხა როგორც ესეთი არ ირისკება, თუ თემა არ გაამართლებს დავაბრუნებ ჩვეულებრივად.


Posted by: Avitron 29 Dec 2018, 21:12
Mamuka_O

არამგონია ასე ვინმე დაინტერესდეს და ჩადოს 100კ

Posted by: gipiani 29 Dec 2018, 22:45
გამარჯობა, საკმაოდ დიდი ხანია ელექტროენერგეტიკის სფეროში ვმოღვაწეობ, მათ შორის, კარგად ვიცნობ სადგურებს და ასევე ბევრ ინოვაციურ იდეას გენერაციასთან დაკავშირებულს, რომლებიც ვერ განხორციელებულა სხვადასხვა მარტივი მიზეზების გამო.

სანამ სხვა კითხვებს დავსვავ, პირველ რიგში მაინტერესებს გენერაცია რაზეც საუბრობთ, ენერგიის პირველადი წყარო რა იქნება? - წყალი, გაზი, ნახშირი, ბიო გაზი, მზე, ქარი თუ რა?

Posted by: Mamuka_O 29 Dec 2018, 23:08
გამარჯობა,

გენერატორი იმუშავებს (იდეაში) არაფერზე.

სამომავლოდ მაქვს იდეა მაგნიტურ-გრავიტაციული ვარიანტისაც, ოღონდ ამით მინდა დაწყება.

მერე დამუშავების პროცესში გამოჩნდება თუ აჯობა კომპოზიციაც შეიძლება მეტი ეფექტურობის მისაღებად.


P.S. კიდე უფრო სამომავლოდაც მაქვს იდეა (ცოტა მართლა ფანტასტიკის სფეროდან) ოღონდ იმის განმხორციელებელი ტესლას ან მიცუბიშის მეტი არ მეგულება პლანეტა დედამიწაზე biggrin.gif

Posted by: Avitron 29 Dec 2018, 23:41
Mamuka_O

არაფრით როგორ ამუშავებ გენერატორს?

1 კვირის მშიერი 25 კილომეტრს სირბილით დაფარავ?

Posted by: gipiani 30 Dec 2018, 02:33
მაგ იდეას, რომ გენერატორი იმუშავებს "არაფერზე" ბევრი შეეჭიდა, თუნდაც მაგნიტურ-გრავიტაციული მეთოდების გამოყენებითაც, იუთუბი სავსეა მსგავსი ვიდეოებით, მაგრამ გენერატორის მამუხრუჭებელი ძალა, რომელიც ე.წ. დატვირთვა არის ანუ მოხმარებული სიმძლავრე ამას ვერც ერთი მსგავსი გენერატორი ვერ უძლებს ინერციის მუდმივის სიმცირის გამო, თორემ კი, ეგრე ლიმონიდანაც შეიძლება ელექტროენერგიის მიღება და პატარა ლედ-ნათურის ანთება smile.gif
მოკლედ თუ შეიძლება, რომ დაწეროთ რა სიმძლავრეებზეა საუბარი? და ცდები თუ გაქვთ ჩატარებული? რა სიმძლავრეებზე ჩაატარეთ?

Posted by: Mamuka_O 30 Dec 2018, 13:35
დაინტერესებულობის შემთხვევაში, გთხოვთ ყურადღებით გადაიკითხოთ თემა თავიდან ბოლომდე (ბევრი არ არის)

მე მაქვს ესეთი ჩანაფიქრი, თანხის მიღებიდან წლის განმავლობაში დავდებ მოდელს (ნიმუშს). თუ მოდელი გაამართლებს დაინტერესებული მხარის მოლოდინს, თემა გახდება სერიოზული მსჯელობის და დაგეგმვის საგანი და იმედი მაქვს კიდევ დამატებით თანხის მიღების.

თუ მოდელი არ გაამართლებს დაინტერესებული მხარის მოლოდინს თანხას ვაბრუნებ.

რადგან ამის შესრულებას ვაპირებ მარტო, ვთქვი მინიმალური თანხა და მაქსიმალური დრო. თუ იქნება მეტი თანხა და გარკვეული ხელშეწყობა დაინტერესებული მხრიდან, შეიძლება შესრულების დროის შემცირება.

რეალურ ღირებულებასთან მიახლოებული მაინც თანხის გადახდის შემთხვევაში შემიძლია დაინტერესებულ მხარეს პირდაპირ გადავცე იდეა მაგრამ ამ ვარიანტის იმედი საქართველოს რეალობიდან გამომდინარე არ მაქვს.

გარკვეული დრო და თანხა მხოლოდ იმისთვის მჭირდება რომ ჩემი მხრიდან კონფიდენციალურობის უზრუნველყოფა მოვახერხო (ასე მიდგას საკითხი). ამ აუცილებელი პირობის გარეშე საკუთრების უფლება იკარგება როგორც ჩემთვის ასევე დაინტერესებული მხარისთვისაც.

Posted by: Avitron 30 Dec 2018, 14:04
Mamuka_O

მაშინ შენ ესეთი რამ გჭირდება სტარტაპ დაფინანსება
https://www.startuperi.ge/
http://startup.gov.ge/geo/home

აქ არავინ მოვა და არ გეტყვის "მოდი ძმაო ფულს მოგცემ და ააწყე შენ რაც გინდა ვნახოთ რა შედეგს დადებსო" 100კ არაა პატარა ფული, ესე მაშინ მზის პანელებს იყიდის ვიღაცა და იმას დაამონტაჟებს ან ქარის ტურბინას 100% ეცოდინება რომ იმუშავებს და ცდები არ დაჭირდება. შეიძლება მართლა გაქვს ინოვაციური იდეა მართლა იმუშაოს მაგრამ ძალიან მწირე ინფორმაციას გასცემ იმისთვის რომ შენ სამაგისოდ დაფინანსება მიიღო.

Posted by: neo> 30 Dec 2018, 14:59
არა მგნონია ვინმე სერიოზულად დაინტერესედეს ''არაფრისგან მომუშავე'' გენერატორით

სტარტ აპ საქართველოზე თუ გაიტან იდეას, და როგორმე პირველი ეტაპი გადალახე, ბიზნეს გეგმის გარეშე ჩაფლავდები

ბიზნეს გეგმის წერა კიდე ადვილია, დაიდებ შაბლონს და დაწერ,, არ ჭირდება მაგას თანხა
ან 30 ლარს მისცემ ვინმეს და სტუდენტიც დაგიწერს


მე კი ისეთი სუნი მცემს, რომ ეს არაფრისგან მომუშავე გენრაოტირ იმათ ჰგავს, იუთუბზე რომ დევს ვიდეოები :დ

Posted by: gipiani 30 Dec 2018, 16:09
რავიცი, რავიცი, რაღაც არადამაჯერებელი საუბარია, მაგ დროს პირიქით მეცნიერები ცდილობენ თავიანთ გამოგონებაზე ისაუბრონ საჯაროდ, რომ აღიარება მოიპოვონ. ჯერ აღიარება უნდა და მერე დაგაფინანსებენ, თუნდაც სტარტაპერი ან სამეცნიერო ფონდი, ასე ფულს ვინ მოგცემს, მხოლოდ იმკს ძახილით მე მაგარი რაღაც ვიციო... მოკლედ თუ მზად ხარ ვისაუბროთ ტექნიკაზე და არა დეტალებზე. სიმძლავრეც კი არ გითქვამს რაზეა საუბარი
ანუ ჯერ კვლევაც არ გაქვს, არც თეოროული არც პრაქტიკული. ხოდა არაფერში ფულს თუ იხდის დღეს ვინმე, მე იმდენი იდეა მაქვს ელექტროენერგეტიკის გენერაციის სფეროში, რო რა გითხრა... მეც სიამოვნებით მოვძებნიდი სპონსორს 100კ ვინც მომცემს : ))))

Posted by: Mamuka_O 31 Dec 2018, 13:37
Avitron
neo>

მემგონი ვერ გაიგეთ, მე არ ვაპირებ ბიზნესის გაკეთებას. მე მინდა გავყიდო იდეა, მჭირდება საგარანტიო (რომ ვიღაცა არ მიითვისებს, ესე ხდება ხოლმე) თანხა და დავდებ მუშა ნიმუშს დათქმულ დროში.

იუთუბის ვიდეოები ნანახი მაქვს და იქ საინტერესო ვერაფერი ვნახე.

gipiani

იდეის დაპატენტებამდე გასაჯაროების (გამოქვეყნების) შემთხვევაში საავტორო უფლებას ვეღარავინ იმტკიცებს, (ზუსტად ვიცი)

ამის გარდა თუ მოდელმა სათანადოდ იმუშავა, თემა შეიძლება სტრატეგიული მნიშვნელობის აღმოჩნდეს, ესეც ვიფიქრე.

Posted by: The13thFloor 31 Dec 2018, 15:25
QUOTE
გენერატორი იმუშავებს (იდეაში) არაფერზე.

აქ დამთავრდა ეს თემა

რაც შეეხება დედამიწის გრავიტაციის და მაბრუნი მომენტის გამოყენებას მაგის გამკეთებელი არავინაა ამჟამად

იგივე ეხება იონოსფეროდან დამუხტული ნაწილაკების წამოღებას

ძალიან რთული პროექტებია ტექნიკურად

Posted by: Mamuka_O 31 Dec 2018, 15:55
QUOTE (The13thFloor @ 31 Dec 2018, 15:25 )
QUOTE
გენერატორი იმუშავებს (იდეაში) არაფერზე.

აქ დამთავრდა ეს თემა



ესე იმიტომ დავწერე რომ არ მინდა დეტალებში შესვლა


ანუ შეკითხვა იყო პირველად წყაროებზე, ჩამონათვლით.

QUOTE
მაგის გამკეთებელი არავინაა ამჟამად


"მემგონი" ან "ჩემი აზრით" დაგეყოლებინა მაინც

Posted by: neo> 31 Dec 2018, 17:36
Mamuka_O
QUOTE
მე მინდა გავყიდო იდეა

რა კაი რამე გდომებია biggrin.gif

სანამ იდეას გაყიდი მანამდე იცი რამდნეი რამეა მოსაზადებელი?
შენ ელემნტარული ბიზნეს გეგმაც კი არ გაქ შედგენილი (რომელიც დაწერა შენც და უნივერსიტეტის სტუდენტსაც შეუძლია) , რომ დაანახო ინვესტორს საერთოდ რატომ უნდა გადაიხადოს ფული იდეაში
რა ანიჭებს შენს იდეას თუნდაც 1$ ღირებულებას?

ეგეთი იდეები ტონა ლარათ ან უფასოდ არის ფორუმებზე, ვიდეო პორტალებზე, რომლებიც ვერასდროს ვერ ხორცილდება, რადგან:
1. არის რეალობას აცდენილი და ამის გამო არ აქვს ღირებულება
2. უბრალოდ ყალბია (უარეს შემთხვევაში)

ბიზნეს გეგმის მერე აღარ დავწერ რა არის საჭირო, თუნდაც ინვესტორამდე მისასვლელად, რადგან მაგის გარეშე არავინ მოგისმენს
ეგეთი მიდგომით კიდე არა მგონია ფორუმს გაცდე.

Posted by: Mamuka_O 31 Dec 2018, 19:56
neo>

მემგონი სხვაგანა ხარ მეგობარო. საწყენად არ ვამბობ.

კაი, მოდი დავრჩეთ ჩვენ-ჩვენ აზრზე.



დამდეგს გილოცავ მართლა

Posted by: Mamuka_O 18 Jan 2019, 21:31

შეგახსენებთ ყოველშემთხვევაში




........................




Posted by: აპოლდა 18 Jan 2019, 21:45
https://www.youtube.com/watch?v=i9PyXmucpqU ამაზე ხომ არ არის საუბარი შემთხვევით ?

Posted by: maverick16 19 Jan 2019, 23:14
Mamuka_O
დღეს გავრცელებული ელ ენერგიის გენერაციის მეთოდები რაცაა ატომური ელექტროსადგურის გარდა (ქარი,მზე) ყველაზე შეიძლება პატარა მოდელის დამზადება და შედეგის მიღება, შენ გინდა იდეის გაყიდვა, მაგრამ შენ თუ გაქ გამოცდილი მცირე მასშტაბზე ეგ იდეა მუშაობს თუ არა?

Posted by: Mamuka_O 20 Jan 2019, 01:26
QUOTE (აპოლდა @ 18 Jan 2019, 21:45 )
https://www.youtube.com/watch?v=i9PyXmucpqU  ამაზე ხომ არ არის საუბარი შემთხვევით ?


არა
* * *
maverick16

ყველა პრინციპის, წესის და რიგის მიხედვით უნდა იმუშაოს.

მოდელს ვერ ვამზადებ, მიზეზები მიწერია ზემოთ.

Posted by: Mamuka_O 17 Feb 2019, 16:16
ამოვწიე, იქნებ დაინტერესდეს ვინმე სერიოზულად

Posted by: Mamuka_O 24 Feb 2019, 14:35

ამოვწიე ...

თემა თუ გაამართლებს შეიძლება გლობალური მასშტაბის აღმოჩნდეს და მოგვესიჯა თქო არაა?

Posted by: Mamuka_O 22 Aug 2020, 18:46
უკეთესი მომავლის იმედით...




....



Posted by: Kaxab 23 Aug 2020, 11:43
QUOTE (Mamuka_O)
თემა თუ გაამართლებს შეიძლება გლობალური მასშტაბის აღმოჩნდეს და მოგვესიჯა თქო არაა?

გაარჩიე მერე მეცნიერება განათლების განყოფილებაში და აგიხსნიან რომ არ გამოვა. ყველა იძახის არ გამოვაო და მართლა დიდი შანსია არ გამოვიდეს.

Posted by: Mamuka_O 23 Aug 2020, 14:40
Kaxab

მადლობა მეგობარო...

შუა საუკუნეებში ყველა იძახოდა დედამიწა ბრტყელიაო მაგრამ მრგვალი აღმოჩნდა biggrin.gif

ყველა ჩვეულებრივი ადამიანები არიან და მე (ნახევრად ხუმრობით) წავუგენიოსებ ცოტას biggrin.gif

Posted by: Kaxab 23 Aug 2020, 17:43
Mamuka_O
კარგი სხვანაირად ვცადოთ აბა.
მთელი შენი პროექტი კი არ დადო გასარჩევად, არამედ მხოლოდ ის ნაწილი, რომელშიც კარგი ცოდნა არ გაქვს და მხოლოდ ის გავარჩიოთ, ზუსტად მანდ იქნება პრობლემა. თუ ამის გაკეთება არ გინდა, მაშინ რაშიც ყველაზე კარგად ერკვევი, ის ნაწილი დადე და განიხილე (ახსენი). ამით წარმოდგენა შეექმნება ხალხს შენზე, რომ რაღაც მართლა იცი. ხოლო თუ ვერ ახსნი, აღარ გარისკავენ და გადარჩებიან.
გააკეთებ ამეებს?

Posted by: Mamuka_O 23 Aug 2020, 21:11
Kaxab

ბიზნესში ძალიან კარგად ვერკვევი, პროფესიით ბანკირი ვარ...

გარისკვაზე და გადარჩენაზე საუბარი არ იქნება (ესეც დამუშავებული მაქვს)

ჯერ მარტო მსგავსი ტიპის პროექტზე, თან ამ ქვეყანაში, თან ჩემ შემთხვევაში ვარიანტებზე "გაამართლებს", "არ გაამართლებს" იქნება დეტალურად გასავლელი შეთანხმების პირობები.

თემა თუ გადაათვალიერე, "გაამართლებს" შემთხვევაში შეიძლება ძალიან სერიოზული აღმოჩნდეს, მოკლედ რომ ვთქვა და ამიტომ აქ პირდაპირ ტექნიკურ საკითხებზე და "რა საინტერესოა"-ს დონეზე განხილვა უფრო მგონია გარისკვა-გადარჩენის ვარიანტი.

თუ გამოჩნდა სერიოზულად დაინტერესებული ადამიანი ან ჯგუფი (მონაცემებს და მახასიათებლებს არ ჩამოვთვლი), უნდა მოვახერხო და რამენაირად პირადად დაველაპარაკო.

Posted by: Kaxab 24 Aug 2020, 12:27
Mamuka_O
არ ვიცი, შეიძლება ვცდები მაგრამ ვფიქრობ, რომ გგონია მუშაობს და სინანდვილეში არ მუშაობს. თუმცა ეს ჩემი აზრია და არ არის მნიშვნელოვანი.
ასევე ვფიქრობ, თუ კარგად ერკვევი ტექნიკაში, უნდა შეგეძლოს ზოგადად აღწერო რატომ უნდა იმუშაოს, ანუ ძაან ზოგადად კი არა, მხოლოდ იმ დონეზე სხვებმა რომ ვერ შეძლონ განხორციელება.

ის მაინც თქვი, ფიზიკის რა სფეროა, საიდანაც ენერგიას იღებ. ორი დღის წინ გადავხედე ამ თემას და დამამახსოვრდა რომ გრავიტაციიდან იღებ ენერგიას. ხელთავიდან ამ თემის გადაკითხვა არ მინდა, დროს წაიღებს და როგორც დამამახსოვრდა არაფერი წერია საინტერესო. მგონი ახლაც ტყუილად ვკარგავ დროს.

ეგ გასაგებია რომ კარგი სარგებელი გინდა ნახო და რომ არ წერ დეტალებში გასაგებია. თუმცა მაინც ვფიქრობ, უნდა შეგეძლოს იმ დონეზე დაწერა რომ ტექნიკის სპეციალისტი ან ფიზიკოსი დააფიქრო. ამას იქიდან გამომდინარე ვწერ, რომ მეცნიერების განყოფილებაში მასეთ იდეებ უფრო მაღალ დონეზე წერენ ხოლმე. ანუ უფრო მეტ დასაფიქრებელს წერენ ხოლმე, თუმცა რეალურად არაფერი გამოდის.

ასევე მომავლისთვის შეგიძლია გაითვალისწინო, (ერთ ბიზნესის სპეციალისტს მოვუსმინე და იმან თქვა) ვიღაცა ისეთი უნდა მონახო, ვისაც ენდობი და ყველაფერი მოუყვე დეტალებში თორემ იდეა დარჩება იდეად, განუხორციელებელი. (იგულისხმება განხორციელებადი იდეა). იმ იდეაზეა ლაპარაკი რომლის განხორციელებასაც ვერ ერევი.

ასევე ვთვლი, ეგ იდეა განხორციელებადი რომ იყოს, ძალიან იაფად და ხელსაყრელი პირობებით დაგეხმარებიან მცოდნე ადამიანები, ამ ფორუმზეც კი არიან. თუ განუხორციელებელია, ვფიქრობ, მაგას სულ უფასოდ აგიხსნიან.
თუმცა ჩემთან რომ მოხვიდე და მითხრა შენ უნდა მოგიყვე ყველაფერიო, არ მინდა. ცოტა საშარო საქმეა და იმიტომ.

Posted by: Mamuka_O 24 Aug 2020, 23:16
Kaxab

ყველაფერი სწორია

თან ისეთი თემაა, ჯობია ვერ განახორციელო ვიდრე გააფუჭო...

Posted by: Kaxab 25 Aug 2020, 18:27
Mamuka_O
კარგი ეგრე იყოს, მაგრამ მე მინდა რამე საინტერესო დაპოსტო. ანუ ვინმე დააინტერესო და ვერ ვიძვრით ადგილიდან.
***
ქვას რომ აწევ... მას ენერგია აქვს გრავიტაციის გამო, მაგრამ დაბლა რომ ჩამოვა, მისი ენერგია სხვა ფორმაში გადავა. ისევ რომ აწიო, ისევ უნდა მონახო ენერგია. ჰოდა თხა ვიყიდე თხა გავყიდე გამოდის და რანაირად გრავიტაციიდან მუდმივად ენერგიის ამოღება? თუ გრავიტრონების რეაქციას ანხორციელებ?

არ მუშაობს, არა. ამას შენ გულის გასახეთქად კი არ ვამბობ. უბრალოდ არასწორი აზრი გაქვს და ხელს გიშლის. რომ მოიშორებ დაუბრუნდები სწორ ცხოვრებას. biggrin.gif

ოდნავ თეორიაც კი არ გითქვამს.

Posted by: Mamuka_O 29 Aug 2020, 04:08
Kaxab

კარგი, ვეცდები მოკლედ, დროისა და არა მარტო დროის მოგების მიზნით...

შენ თუ თემა გადაათვალიერე და საინტერესო ვერაფერი ვერ ნახე მაშინ მე ესე გეტყვი:

მე მაქვს ტრილიონი საინტერესო რამ, მაგრამ ერთ-ერთ საინტერესოს დავპოსტავ

GE73BG0000000701933400

ეს ჩემი საბანკო ანგარიშია, მაგრამ შეიძლება შენთვის საინტერესო არ აღმოჩნდეს.

მე მაქვს რაღაც-რაღაცეების წინასწარ გათვლა-გაანგარიშების, უნარი (პროგნოზირებას არ დავარქმევდი)

ამიტომ შემიძლია წინასწარ გითხრა:

მე კი არ მაქვს არასწორი აზრი და მე კი არ დავუბუნდები სწორ ცხოვრებას, არამედ

ესეთი პროექტები რომ გაამართლებს და წარმატებითაც განხორციელდება კიდვაც სადმე ნორმალურ ადგილას, ამ საგონებაჩლუნგეთ, საუინჩიბინჩო-სამათხოვრეთ საქართველოში ყველა მერეც იძახებს არ გამოვა, არ გამოვაო...

სხვანაირადაც შემეძლო მეთქვა...


Posted by: Kaxab 29 Aug 2020, 17:42
Mamuka_O
QUOTE
ესეთი პროექტები რომ გაამართლებს და წარმატებითაც განხორციელდება კიდვაც სადმე ნორმალურ ადგილას, ამ საგონებაჩლუნგეთ, საუინჩიბინჩო-სამათხოვრეთ საქართველოში ყველა მერეც იძახებს არ გამოვა, არ გამოვაო...

სულ რომ ძაან უჭრიდეს ადამიანს გონება, რაც გიწერია, იმაზე როგორ უნდა თქვას ვინმემ გამოვაო, წარმოუდგენელია.

მე მაინც ვფიქრობ, უნდა შეიძლებოდეს ისეთნაირად დაწერა, რომ ვინმე მაინც დაინტერესდეს. ახლა თქვენი შეფასებით, თუ არ ხერხდება ასეთნაირად დაწერა, ვერაფერს ვიტყვი. (იმას კი არ ვგულისხმობ ისე დაწერო რომ ვინმემ განახორციელოს).

QUOTE
მე მაქვს ტრილიონი საინტერესო რამ,


დიახ, ის, პროექტი რასაც აქ წერ, მაგის გარდა უნდა გქონდეს სხვა საინტერესო პროექტებიც. ეს ზოგადი წესია.
QUOTE
ერთ-ერთ საინტერესოს დავპოსტავ

ეგ შენი გადასაწყვეტია რას დაპოსტავ და დაპოსტავ თუ არა. მე კი გეტყვი ჩემ აზრს, რა მოლოდინები უნდა გქონდეს ამ დაპოსტვიდან გამომდინარე:
1) დიდი ალბათობით აქ კარგად გაირჩევა რასაც დაპოსტავ; და ალბათ უფრო სწორად შემოგხედავენ, ამჯერად უცნობი ხარ.
2) თუ მართლა კარგი რამე იქნება, შეიძლება ვინმემ გააკეთოს და არც არაფერი გადაგიხადოს. მე თუ შევნიშნე აღნიშნული, მხარს დაგიჭერ იმით, რითაც შემეძლება. მაგრამ ბევრი არაფერი შემიძლია და ვფიქრობ კიდევ იქნებიან აქ ჩემნაირები.
3) შეიძლება მართლა ვინმესთან ერთად გააკეთო.
4) შეიძლება ხალხმაც კი ჩაგირიცხოს ფული მის გასაკეთებლად. ჩემი აზრით, არაფრით არ ჩამოუვარდება კარგი რამის დაფინანსება, გაჭირვებულის დაფინასებას.
5) შეიძლება სულაც ვერ მიიღო კარგი გამოხმაურება. გონება საჩლუნგეთის გამო თუ სხვა.

მე აქ ვერც ვერაფრის დაწერას დაგიშლი და ვერც დაგაძალებ, შენი საქმისა, შენ უკეთ იცი.

Posted by: LuxoNika 29 Aug 2020, 19:27
გამარჯობა, რომელიმე ბიზნეს ცენტრი ხომ არიცით, საოფისე ფართთან ერთად სასაწყობე ფართებიც რომ ქონდეს გასაქირავებელი? დიდუბეპლაზა არ მაწყობს...

Posted by: Mamuka_O 29 Aug 2020, 23:36
Kaxab
LuxoNika

მე მაქვს ესეთი ვარიანტი: მილიონ დოლარს თუ დამირიცხავთ ეხლავე ჩემ საბანკო ანგარიშზე, ამ თემას გაგატარებთ თავიდან ბოლომდე პუნქტების მიხედვით არც იდეაზე და არც გაამართლებს თუ არ გაამართლებს საუბარი არ გვექნება.

ამისათვის მაქვს დრო 15-20 წუთი.

ოღონდ წინასწარ გეტყვით რომ არ დაგელოდებით.

Posted by: Kaxab 30 Aug 2020, 09:13
Mamuka_O
QUOTE
გამოგზავნილია: 29 Aug 2020, 23:36  #56760927

QUOTE
მილიონ დოლარს თუ დამირიცხავთ ეხლავე ჩემ საბანკო ანგარიშზე, ამ თემას გაგატარებთ თავიდან ბოლომდე.
ამისათვის მაქვს დრო 15-20 წუთი.
ოღონდ წინასწარ გეტყვით რომ არ დაგელოდებით.

მე რომ ახლა ვნახე 15-20 წუთი უკვე გასულია. დამაგვიანდა მგონი ხომ?

ნუ გეწყინება სიმართლეს თუ გეტყვი, შორს ხარ რეალობისგან.

Posted by: Elianora 30 Aug 2020, 19:46
QUOTE (Mamuka_O @ 26 Dec 2018, 13:05 )
QUOTE (neo> @ 23 Dec 2018, 23:04 )
QUOTE
მჭირდება დაინტერესებული ადამიანი ან ჯგუფი, თანხა და პირადი სივრცე ტექნოლოგიის შესამუშავებლად

ეს ყველაფერი რომ მიიღო
მინიმუმ დეტალურად უნდა გქონდეს აღეწერილი ყველაფერი
(იდეა, ტექნოლოგია, შესრულების სირთულე, საწყისი კაპიტალის რაოდენობა, მოსალოდნელი შედეგი/სარგებელი, და ა.შ.)

ამ თემიდან ვერაფერი გავიგე გარდა იმისა რომ რაღაც იდეაგაქვს დენის წარმოქმანზე და რესურსი გჭირდება


ამ ყველაფრის მომზადება და ამ კონდიციაში მოყვანა რომ დავიწყო, 100K $ მაინც მჭირდება წინასწარ და გარკვეული დრო, დაახლოებით წელიწადი.


ფანტასტიკის სფეროა ხო თქვენი აზრით?


ჩემი მხრიდან: თემა გაამართლებს - მარტო საავტორო უფლებას გაყიდი რამდენიმე მილიონად(თუ გაყიდვა გადაწყვიტე), თემა არ გაამართლებს, თანხას სესხივით დავაბრუნებ.

საავტორო უფლების გაყიდვას ელექტროსადგურ(ებ)ის დადგმა უნდა ჯობდეს მემგონი არააა?

აქ გაგიჭირდება ისეთი ადამიანის მონახვა ვისაც შენ ეძებ. ძირითადად ბანკის მევახშეები შემოდიან ხოლმე რომლებიც ცდილობენ იდეა მოგპარონ და თავად შენს გარეშე გააკეთონ.


ნურავის გაუმხელ რაცარუნდა გითხრან რო დამარწმუნე და მოგცემ ფულსო.

Posted by: neo> 30 Aug 2020, 20:22
QUOTE
მე მაქვს ესეთი ვარიანტი: მილიონ დოლარს თუ დამირიცხავთ ეხლავე ჩემ საბანკო ანგარიშზე, ამ თემას გაგატარებთ თავიდან ბოლომდე პუნქტების მიხედვით არც იდეაზე და არც გაამართლებს თუ არ გაამართლებს საუბარი არ გვექნება.
ამისათვის მაქვს დრო 15-20 წუთი.
ოღონდ წინასწარ გეტყვით რომ არ დაგელოდებით.


lol.gif drug.gif drug.gif

Posted by: Bettoro 31 Aug 2020, 17:23
Mamuka_O
QUOTE
მე მაქვს ესეთი ვარიანტი: მილიონ დოლარს თუ დამირიცხავთ ეხლავე ჩემ საბანკო ანგარიშზე, ამ თემას გაგატარებთ თავიდან ბოლომდე პუნქტების მიხედვით არც იდეაზე და არც გაამართლებს თუ არ გაამართლებს საუბარი არ გვექნება.

დააპატენტე, არ დაგიჯდება ძვირი და მერე სადაც გინდა პოსტე და ისაუბრე, ვერ წაგართმევს ვერავინ იდეას smile.gif

Posted by: Kaxab 1 Sep 2020, 09:17
Bettoro
QUOTE
დააპატენტე, არ დაგიჯდება ძვირი და მერე სადაც გინდა პოსტე და ისაუბრე, ვერ წაგართმევს ვერავინ იდეას 

არის მასეთი ვარიანტი, დაწეროს დეტალებში და შეიტანოს საპატენტოში. ასლები დაამოწმებინოს კანცელარიაში და თვითონ შეინახოს.
შემდეგ აქ ან სადმე ინტერნეტში დადოს დეტალებში;
თუ სწორია, ვიღაც მიხვდება, წესით ვიღაც კი არა, ბევრი უნდა მიხვდეს და გაყიდის. იმ დაპატენტების პრობლემებსაც მყიდველი აიღებს თავის თავზე.
მაგრამ ერთ წელში თუ ვერავინ მიხვდა, მერე გაცილებით დიდი ფულია სახდელი.
შეიძლება ძალიან კარგი რამე გამოიგონო, მაგრამ რეალიზაცია ვერ მოახდინო და რომ ჩამოგერთმევა ქონებრივი უფლებები გამოგონებაზე, მერე შეიძლება ვისაც მოუნდება იმან გააკეთოს. საპატენტო კანონები უშვებს ამას. ან უფლებებიც რომ არ ჩამოგერთვას, ისედაც ბევრის დათმობა მოგიწევს.

ცალკე საავტორო უფლებებზე შეიძლება შეგიქმნას პრობლემები ექსპერტმა. თუ გაასაჩივრე, იქაც ხარჯები უნდა, სწორად რომ გაასაჩივრო და მერე აქური სასამართლო ლატარია. თუ საზღვარგარეთ გაასაჩივრე იქ კიდე ხარჯები.

Posted by: LARSI 1 Sep 2020, 14:02
Mamuka_O

გაძლევ 100კ-ს,პატენტი მანახე.

Posted by: Mamuka_O 6 Sep 2020, 00:40
Kaxab

შენს ყველა გამოხმაურებაზე, ჩემგან "ყველაფერი სწორია" გქონდეს მომზადებული თუ გინდა წინასარ ...

ოღონდ, ჩემი აზრით საქართველოა შორს დღევანდელი რეალობისგან.

Elianora

ვიცი ... მადლობა...

neo>

ესეც ვიცი ჯერ ვინმე სტუდენტს რომ უნდა დავაწერინო ბიზნეს გეგმა 30 ლარად და მერე ...

LARSI

არ მინდა 100კ და ვერც საპატენტის ვერ განახებ.

Posted by: Kaxab 6 Sep 2020, 12:35
Mamuka_O
QUOTE
"ყველაფერი სწორია"

ამ ნათქვამის სისწორის რომ არ ჯერა არავის, სწორედ აქედან მოდის შენი პრობლემები.

ფორუმელები აქ, დასახმარებლად გთავაზობენ სხვადასხვა ხერხებს, მაგრამ ნორმალურ დისკუსიაშიც კი ვერ თუ არ შედიხარ მათთან.

არსებობს სხვადასხვა წესები, მაგ საკითხის გარკვევის და ისინი უნდა გამოიყენო, ფულს კი ითხოვ, მაგრამ ფული ძნელი ჩასადებია. ამიტომ იფიქრე უფულო ხერხებზეც. თან აქ მაინცდამაინც არ ვართ ფულის ჩამდები ხალხი მაგ საკითხში და რასაც გთავაზობთ, უმჯობესია იმას მიაქციო მეტი ყურადღება.

ჯერ რომ ამბობ, "ყველაფერი სწორია", სწორედ ეგ არის არასწორი: ა) არ დაგიმზადებია, ანუ მკაცრი გამოცდა არ გაუვლია და ასე დარწმუნებით არ უნდა თქვა; 2) მასე რომ ფიქრობ, ეგ გასაგებია, მაგრამ მაგას ხომ ხედავ არ გიჯერებენ, ამიტომ ჯერ სიტყვით უნდა დაამტკიცო სხვადასხვა რამეები. მაგალითად, მასეთი საკითხებში გარკვევის მიდგომა რომ იცი, ეს უნდა აჩვენო. და მასეთ საკითხებში გარკვევის მიდგომა, ერთერთი არის, ის რომ თქვა რეალობა. ანუ უნდა თქვა, მე რაც გამოვთვალე იმაში ეჭვი არ მეპარება, მაგრამ რახან რეალურად არ გამომიცდია, შეიძლება არსებობდეს ისეთი რამ, რაც არ ვიციო. ანუ უნდა უშვებდე, რომ რაღაც შეიძლება არ იცოდე. თუ ამას არ უშვებ, ესეიგი არ ვარგა შენი მიდგომა. ხოლო თუ შენი მიდგომა არ ვარგა, აბა ვინ რას დაგიჯერებს? (სულაც არ არის არარეალური მოვიდეს ვინმე იუზერი, გადათარგმნოს შენი პოსტები, პირველი გვერდის, დადოს უცხოურ ფორუმზე და ნახავ რომ იქაც ასეთებს გიპასუხებენ, მერე ალბათ იტყვი, საქართ ველოსთან ერთად, მთელი მსოფლიო შორსაა რეალობისგანო). ამას ჩემ მაგალითზეც გაჩვენებ, ხომ დარწმუნებული ვარ 100% რომ არასწორს ამბობ, არ იმუშავებს. მაგრამ მაინც ვუშვებ იმას, რომ შეიძლება მუშაობს და იმას ვერ ხსნი, რაზე მუშაობს და როგორ მუშაობს. ამას ვუშვებ იმიტომ, რომ დისკუსიაში შემოვიდე და დაგეხმარო საკითხის გარკვევაში, საკითხის, რომელიც ხელს გიშლის ცხოვრებაში. სანაცვლოდ შენ არც კი უშვებ რომ შეიძლება არ იმუშაოს, ასე ვერ შევალთ დისკუსიაში და ვერაფერს გავარკვევთ.
რომ გაირკვევა ეგ საკითხი, მერე სხვაზე შეგეძლება გადასვლა, უფრო რეალურზე და ის უფრო ყველას გამოადგება.

ხომ გინდოდა მილიონი და წერდი ყველაფერს. არადა ხალხი ფიქრობს, რომ დაწეროს და მართლა იმუშაოს, მილიონს ეგრევე იშოვისო.
მაგრამ რომ დაწერო და გაირკვეს, არ მუშაობს და შოკი ან რამე დაგემართოს?
ამიტომ ჯობია საერთოდ შევეშვათ ამ საკითხს.

Posted by: mamukap 6 Sep 2020, 20:56
უჰ სულ წავიკითხე.

რა გინდათ რას ჩააცივდით, ვირტუალური ბედნიერება რეალურ უპერსპექტივობას რითი ვერ ჯობია? იქნება კვანტურ ფიზიკაშია ახალი აღმოჩენა და გარღვევის მოლოდინში ვართ, ეს სფერო ხომ ასათვისებელი აქვს კაცობრიობას.

ისე აინშტაინი იდეაში საზღვრავდა ყველა აღმოჩენას,აბა ფიზიკურად ცდების განხორციელებისთვის ცერნის ლაბორატორიაც არაა საკმარისი.

Posted by: Kaxab 7 Sep 2020, 12:07
mamukap
QUOTE
რა გინდათ რას ჩააცივდით, ვირტუალური ბედნიერება რეალურ უპერსპექტივობას რითი ვერ ჯობია?

ადამიანს გააჩნია, მე მაგალითად რეალობა მირჩევნია, რაც არ უნდა ცუდი იყოს ის.
შესაბამისად ვფიქრობ, რომ რაელობა უკეთესია ადამიანისათვის.

Posted by: shuma89 8 Sep 2020, 10:21
Mamuka_O
დაახლოებით რა თანხებთანაა დაკავშირებული მაგალითად 1 კილოვატიანი სიმძლავრის გენერატორის აწყობა?
ბუნების დაბინძურებასთან გვექნება თუ არა საქმე?
სპეციფიური ადგილ-მდებარეობა სჭირდება რომ იმუშაოს გენერატორმა?
რა ფართი დასჭირდება 1 კილოვატი სიმძლავრის გენერატორს ასაწყობად და ღია სივრცე არის საჭირო თუ დახურული შენობა?
ელექტროენერგიის სტაბილიზაციის/გამართვის თანხებს ნუ ჩათვლი, უბრალოდ ნებისმიერი ძაბვა რომ მიიღო 1 კილოვატი სიმძლავრის ეგ რა დაჯდება?

Posted by: Mamuka_O 13 Sep 2020, 20:44
shuma89

თბილისის შემთხვევაში და პირობებში მე შემიძლია ავაწყო საჩვენებელი მოდელი მაგალითად 10 კილოვატიანი გენერატორი სადღაც 1000-1500 დოლარის ფარგლებში მაქსიმუმ მაგრამ ეს არ იქნება რეალური ღირებულება კილოვატი-დოლარზე საანგარიშოდ და ჩემი პრობლემა და თემის სირთულე სულ სხვა მომენტებშია.

ჯერ ერთი როგორც თემაში არაერთხელ აღვნიშნე შეზღუდული მაქვს პირადი სივრცე და მოდელის აწყობა რომც დავიწყო, დამთავრებული არ მქონდეს შეიძლება ისე დაიკარგოს.

ამას გარდა მოდელმა თუ იმუშავა (ისევ საქართველოს და თბილისის პირობებში ვამბობ თორემ იაპონელები და ამერიკელები კი გააკეთებენ უეჭველს ჩემი აზრით) შეიძლება აღმოჩნდეს საკმაოდ მასშტაბური და სტრატეგიული მნიშვნელობისაც კი.

ამიტომ ამ ეტაპზე თუნდაც ამ ორი მომენტის გათვალისწინებით, შემიძლია სერიოზულად დაინტერესებულ ადამიანს ან ჯგუფს დაველაპარაკო მხოლოდ "გაამართლებს", "არ გაამართლებს" ვარიანტების შესახებ, მოვისმინო მათი მოსაზრება, ვუთხრა ჩემი აზრი და დაველოდო გადაწყვეტილებას.

ისე რეალურად მსხვილ წარმოებაზე თუ მიდგა საქმე ჩინელები 100-ჯერ თუ არა 10-ჯერ იაფად მაინც გააკეთებენ ევროპელებზეც, ამერიკელებზეც და იაპონელებზეც.

ისიც მაქვს თემაში აღნიშნული, რომ ამ ფორუმზე დაპოსტვით არა მგონია რამე რეალური, დადებითი შედეგი მივიღო მეთქი...

Posted by: niko0099 14 Sep 2020, 17:24
დედამიწის ელექტრომაგნიტური ველის გამოყენებით ხომ არ აპირებ დენის მიღებას ნიკოლო ტესლასავით ( ასე ვარაუდობდნენ)? ის მაინც თქვი, რა ენერგიის გარდაქმნას აპირებ ელექტრულად: კინეტიკურის, მექანიკურის, პოტენციურის, გრავიტაციულის, სითბურის, ქიმიურის, თერმობირთვულის...

Posted by: გიორგი XII 14 Sep 2020, 19:31
lol.gif lol.gif lol.gif facepalm.gif

ეეჰ

Posted by: Mamuka_O 19 May 2021, 17:59

ვიპოვე ხალხი, მიფინანსებენ

ცოტა ხანში ნამახვანჰესის მაგივრად მარტო ტურბინებს დავდგამთ.

საქართველოსაც ეყოფა და თურქეთშიც გავყიდით

კიდევ მსოფლიო პერსპექტივებია მაგრამ ჯერ ცოტა ადრეა

Posted by: adam* 24 May 2021, 14:02
Mamuka_O
QUOTE
ვიპოვე ხალხი, მიფინანსებენ

ცოტა ხანში ნამახვანჰესის მაგივრად მარტო ტურბინებს დავდგამთ.

საქართველოსაც ეყოფა და თურქეთშიც გავყიდით

კიდევ მსოფლიო პერსპექტივებია მაგრამ ჯერ ცოტა ადრეა

გილოცავ, რა საინტერესოა. სად იშოვე მასეთი ინვესტორი? ჩვენც გვასწავლე იქნებ რამეში დაგვჭირდეს.

Posted by: Mamu72 2 Jan 2022, 16:54
Mamuka_O

რას შვებით? როგორ მიდის საქმეები? გამოდის რამე?


Posted by: Mamuka_O 3 Jan 2022, 23:30
QUOTE (Mamu72 @ 2 Jan 2022, 16:54 )
Mamuka_O

რას შვებით? როგორ მიდის საქმეები? გამოდის რამე?


ყველაფერი კარგად მიდის ოღონდ პროექტი გასაიდუმლოებულია.


Posted by: psyxo 4 Jan 2022, 20:57
Mamuka_O
QUOTE
თემის მასშტაბის შესაბამისი და ფინანსური მხარის უზრუნველყოფის შესაძლებლობის მქონე ადამიანი ან ჯგუფი

აქედან უნდა დაგეწყო...."ფული გინდა ყველაფერში" ამბით
არის აქ მსგავსი
https://forum.ge/?showtopic=34505291&view=findpost&p=35347219

Posted by: Mamu72 4 Mar 2022, 23:33
Mamuka_O

ძალიან ეჭვი მეპარება, რომ საქართველოს ყოველმხრივ დაბალი დონის პირობებში, რამე მართლა საინტერესო გამოგივიდეთ

საწყენად არ გეუბნები, რეალობაა ასეთი...


Posted by: shuma89 23 Mar 2022, 14:38
QUOTE (Mamu72 @ 4 Mar 2022, 23:33 )
Mamuka_O

ძალიან ეჭვი მეპარება, რომ საქართველოს ყოველმხრივ დაბალი დონის პირობებში, რამე მართლა საინტერესო გამოგივიდეთ

საწყენად არ გეუბნები, რეალობაა ასეთი...

არაუშავს, გეგონოს არაა პრობლემა.

Posted by: gia1970 10 Apr 2022, 20:49
Mamuka_O
დაპოსტე რომ იპოვე ხალხი.
დაპოსტილი გქონდა რომ
თანხის არსებობის შემთხვევაში
ერთი წელი დაგჭირდებოდა.
გავიდა თითქმის ერთი წელი.
მალე მოხდება გარღვევა თუ
კიდევ დროა საჭირო.

Posted by: Mamu72 18 Aug 2022, 18:45

საქართველოს ეს გენერატორი უნდა შესთავაზო:

yes.gif yes.gif yes.gif

user posted image

Posted by: Mamuka_O 21 Aug 2022, 19:17
QUOTE (Mamu72 @ 18 Aug 2022, 18:45 )
საქართველოს ეს გენერატორი უნდა შესთავაზო:

yes.gif yes.gif yes.gif

user posted image


lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: Mamu72 2 Mar 2023, 01:51

ძაან მაგარი გენერატორი გავჩითე - მამაოზე მუშაობს...

lol.gif lol.gif lol.gif

user posted image

Posted by: Tomek-geo 9 Mar 2023, 16:28
გაუმარჯოს მცოდნე ხალხთან შეკითხვა მაქვს. რამდენად გამართლებულია ინვესტირება ჩვენს პირობებში ე.წ მზის პანელის ,,ფერმის,, აშენების. ისე როგორც ევროპაშია მინდვრებში. ასევე რამდენი წელი ჭირდება განხორციელებული ინვესტიციების თანხის ამოღებას? popcorn.gif

Posted by: Mamu72 10 Mar 2023, 00:17
QUOTE
მცოდნე ხალხთან შეკითხვა მაქვს



შაურმის ბიზნესი ბევრად უფრო მომგებიანია მეგობარო up.gif

yes.gif

Posted by: shuma89 10 Mar 2023, 21:01
QUOTE (Tomek-geo @ 9 Mar 2023, 16:28 )
გაუმარჯოს მცოდნე ხალხთან შეკითხვა მაქვს. რამდენად გამართლებულია ინვესტირება ჩვენს პირობებში ე.წ მზის პანელის ,,ფერმის,, აშენების. ისე როგორც ევროპაშია მინდვრებში. ასევე რამდენი წელი ჭირდება განხორციელებული ინვესტიციების თანხის ამოღებას? popcorn.gif

რა ფასად გაყიდი ენერგიას ეგაა მნიშვნელოვანი.
თუ ადგილზევე მოიხმარ, მაგალითად საწარმოში ან თუნდაც მაინერებით დახარჯავ, მაშინ სხვანაირად უნდა დაითვალო.
კომერციული ტარიფი 32-36 თეთრია საშუალოდ, სახლშI 18-26 თეთრია. 18 თეთრზე რო დათვალო სადღაც 7 წელი უნდა ამოღებას, ანუ წლიური 14% გამოდის შემოსავალი, არც ისე მიმზიდველი ციფრია.
თუ 32-36 თეთრში გაყიდი, მაშინ 5 წელზე ნაკლებში ამოიღებ ჩადებულ ფულს, ანუ წლიური 20%-ზე მეტი გამოდის შემოსავალი და საკმაოდ მიმზიდველი რამეა.

Posted by: Tocadero 10 Mar 2023, 21:35
Tomek-geo

საკუთარი ხარჯი რომ გაქვითო აზრი აქვს ისე რავიცი დიდი აზრი არ აქვს იაფად ყიდულობენ

ან საწარმო თუ გაქვს მაგის ხარჯი გაქვითო ეგეც კაი რამაა

Posted by: 11-F 10 Mar 2023, 23:47
QUOTE (shuma89 @ 10 Mar 2023, 21:01 )
QUOTE (Tomek-geo @ 9 Mar 2023, 16:28 )
გაუმარჯოს მცოდნე ხალხთან შეკითხვა მაქვს.  რამდენად გამართლებულია ინვესტირება ჩვენს პირობებში ე.წ მზის პანელის ,,ფერმის,, აშენების. ისე როგორც ევროპაშია მინდვრებში. ასევე რამდენი წელი ჭირდება განხორციელებული ინვესტიციების თანხის ამოღებას? popcorn.gif

რა ფასად გაყიდი ენერგიას ეგაა მნიშვნელოვანი.
თუ ადგილზევე მოიხმარ, მაგალითად საწარმოში ან თუნდაც მაინერებით დახარჯავ, მაშინ სხვანაირად უნდა დაითვალო.
კომერციული ტარიფი 32-36 თეთრია საშუალოდ, სახლშI 18-26 თეთრია. 18 თეთრზე რო დათვალო სადღაც 7 წელი უნდა ამოღებას, ანუ წლიური 14% გამოდის შემოსავალი, არც ისე მიმზიდველი ციფრია.
თუ 32-36 თეთრში გაყიდი, მაშინ 5 წელზე ნაკლებში ამოიღებ ჩადებულ ფულს, ანუ წლიური 20%-ზე მეტი გამოდის შემოსავალი და საკმაოდ მიმზიდველი რამეა.

რისკებიც გასათვალისწინებელია. 5 წელში ბევრი რამ შეიძლება მოხდეს.

სეტყვა რამდენად აზიანებს მაგ პანელებს?

Posted by: Mamu72 11 Mar 2023, 00:29


ვაბშე ყველაზე მომგებიანია, მეზობლის სოჩიკზე რომ დააჯდე up.gif


yes.gif

Posted by: shuma89 11 Mar 2023, 01:46
QUOTE (11-F @ 10 Mar 2023, 23:47 )
QUOTE (shuma89 @ 10 Mar 2023, 21:01 )
QUOTE (Tomek-geo @ 9 Mar 2023, 16:28 )
გაუმარჯოს მცოდნე ხალხთან შეკითხვა მაქვს.  რამდენად გამართლებულია ინვესტირება ჩვენს პირობებში ე.წ მზის პანელის ,,ფერმის,, აშენების. ისე როგორც ევროპაშია მინდვრებში. ასევე რამდენი წელი ჭირდება განხორციელებული ინვესტიციების თანხის ამოღებას? popcorn.gif

რა ფასად გაყიდი ენერგიას ეგაა მნიშვნელოვანი.
თუ ადგილზევე მოიხმარ, მაგალითად საწარმოში ან თუნდაც მაინერებით დახარჯავ, მაშინ სხვანაირად უნდა დაითვალო.
კომერციული ტარიფი 32-36 თეთრია საშუალოდ, სახლშI 18-26 თეთრია. 18 თეთრზე რო დათვალო სადღაც 7 წელი უნდა ამოღებას, ანუ წლიური 14% გამოდის შემოსავალი, არც ისე მიმზიდველი ციფრია.
თუ 32-36 თეთრში გაყიდი, მაშინ 5 წელზე ნაკლებში ამოიღებ ჩადებულ ფულს, ანუ წლიური 20%-ზე მეტი გამოდის შემოსავალი და საკმაოდ მიმზიდველი რამეა.

რისკებიც გასათვალისწინებელია. 5 წელში ბევრი რამ შეიძლება მოხდეს.

სეტყვა რამდენად აზიანებს მაგ პანელებს?

2 სმ დიამეტრის სეტყვა 144 კილომეტრ საათი სიჩქარით უნდა რომ გაბზაროს.

5 წელიწადში უკეთესობისკენ შეიძლება შეიცვალოს საქმე იმით რომ გარანტირებულად გაიზრდება დენის ტარიფი. ეს მსოახლეობისთვის ცუდია, მაგრამ ელექტრო ენერგიის მწარმოებელი რო იქნები პირიქით უკეთესია.

ცუდი შეიძლება ის მოხდეს, რომ თუ ვირტუალური ნეტო აღრიცხვით ყიდი დენს, გატარების საფასურს არ იხდი ამჟამად, 2026 წელს გადაისინჯება ეს კანონი, შესაძლებელია შეიცვალოს და ენერგოპრო წილში ჩაგიჯდეს smile.gif უხეშად ნათქვამია ეს, მაგრამ გატარების საფასურს მოგთხოვს 2-4 თეთრის შუალედში. ეს ზარალია, მაგრამ დაქცევა არაა.
ამავე პერიოდში, ანუ 2026 წელს უწევს ტარიფებს გადასინჯვას ექვემდებარება და ყველა ვხვდებით, რომ მინიმუმ 2-4 თეთრით ისედაც გააძვირებენ, ლოგიკურად ერთმანეთს გააბათილებს.

Posted by: 11-F 11 Mar 2023, 02:21
shuma89
საინტერესოა. smile.gif

მოვლა პატრონობა რა ჯდება? დადგავ და მოიწველის არ იქნება ალბათ.

ლიცენზია უნდა?

Posted by: Mamu72 12 Mar 2023, 22:41


კიდევ უფრო მაგარი ვარიანტია, გარე განათებიდან გადმოიყვანო ლევი ხაზი... ოღონდ მაგ დროს მთავარია სტოლბიდან არ ჩამოვარდე და ფეხი არ მოიტეხო... up.gif


yes.gif

Posted by: shuma89 13 Mar 2023, 11:08
QUOTE (11-F @ 11 Mar 2023, 02:21 )
shuma89
საინტერესოა. smile.gif

მოვლა პატრონობა რა ჯდება? დადგავ და მოიწველის არ იქნება ალბათ.

ლიცენზია უნდა?

500 კილოვატამდე სიმძლავრის სადგურს არ უნდა ლიცენზია მზეს და ქარს.
მიერთება რა დაჯდება ქსელთან ეგ მეორე საკითხია.
ფაზანოლი 400 ლარი ჯდება 10 კვ სიმძლავრის მიერთება.
სამი ფაზა 10 კილოვატი მიერთება 1800
სამიო ფაზა 30 კილოვატი სიმძლავრის მიერთება 7000 ლარი.
მეტი სიმძლავრის აღარ მიკითხავს, აზრი არ ჰქონდა იმხელაზე გააფრინეს ციფრები.

Posted by: Bastiat 12 Apr 2023, 16:58
შემთხვევით აღმოვაჩინე ეს თემა და მთლიანად წავიკითხე. ნეტავი პატივცემული Mamuka_O რას შვება როგორ აქვს საქმე.

Posted by: Mamu72 12 Apr 2023, 17:13
Bastiat
QUOTE
ნეტავი პატივცემული Mamuka_O რას შვება როგორ აქვს საქმე.


რომელიღაც განყში ... ... ... ... ... ... ... ბანი დაუდიათ 2122 წლამდე...

ხანდახან ვეკონტაქტები ხოლმე და საქმეები ისევ ისე აქვს...

... ... ...

Posted by: Bastiat 13 Apr 2023, 12:33
QUOTE (Mamu72 @ 12 Apr 2023, 17:13 )
Bastiat
QUOTE
ნეტავი პატივცემული Mamuka_O რას შვება როგორ აქვს საქმე.


რომელიღაც განყში ... ... ... ... ... ... ... ბანი დაუდიათ 2122 წლამდე...

ხანდახან ვეკონტაქტები ხოლმე და საქმეები ისევ ისე აქვს...

... ... ...

მადლობა პასუხისთვის. გასაგებია...........

Posted by: Mamu72 27 Jul 2023, 13:04


არადა სულ რაღაც სტოტიშად იასნდებოდა ეს გრანდიოზული თემა...

ეხლა შეიძლება 10M არ ეყოს... ... ...

Posted by: chocho13 16 Aug 2023, 12:22
არადა ტყუილად იცინით როცა თქვა ,,არაფრით,, იმუშავებსო

არის ამის თეორიული შანსი მაგრამ პრაქტიკაში არ ვიცი რამდენად შესაძლებელია.
აი მაგალითად მთაწმინდის პარკთან აღმართზე მიდის მანქანა
ხომ შეიძლება ისე მოეწყოს რომ სხვა მონაკვეტზე დაეშვას რკინის კონსტრუქცია და იმ მონაკვეთზე აღმართზე ამოვიდეს ...
მგონი ცოტა უაზროდ ავხსენი

მზის ენერგია კაია ოღონდ შენ თითონ უნდა მოიხმარო და რაც დარჩება გაყიდო
ანუ საკუთარ სახლში.

* * *
user posted image

ესაა ჩემი მზის მიკროსადგური.
აკუ 65 ამპერი მანქანიდან ვხსნი როცა საჭიროა
პანელი 4.5 ამპერამდე სადღაც
გარდამქმნელი 500 ვატიანი და ყველაზე ბანძი კონტროლერი smile.gif
3 ეკონომ ნათურას ყოფნის
სადაც დენი არაა მშვენიერია

Posted by: 20LarianiKukuri 13 Nov 2023, 22:46
ჩემმა ძმაკაცმა გადმოიყვანა ეგრე ლევი დენი და კარგად არ ცოდნია ელექრტრობა და ტელევიზორი გადაეწვა

Posted by: HyperAI-HyperWhy 10 May 2024, 12:13
გუშინ დენი წავიდა და სანამ შევარდნაძის გინებას დავიწყებდი გამახსენდა რომ პრეზიდენტი ზურაბიშვილი ყოფილა

Posted by: David2018 24 May 2024, 01:36
რა ქნა თემის ავტორმა, ააწყო ზაოდი?

Posted by: EverComingNever 25 May 2024, 22:21
David2018
QUOTE
რა ქნა თემის ავტორმა, ააწყო ზაოდი?


საქართველოშიი???


lol.gif lol.gif lol.gif lol.gif
* * *
ამ სამათხოვრეთ საჩლუნგეთში ამაში?

lol.gif lol.gif lol.gif
* * *
ზაოდი არ აუწყვია მაგრამ ამბობენ თურმე ერთი ენერგეტიკის მინისტრი იმსხვერპლაო

lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)