Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ბიზნესი და ეკონომიკა > გადავსებულია ავტობაზრობა - ბევრი ზარალდება


Posted by: tintoreto 17 Mar 2024, 22:46
„გადავსებულია ავტობაზრობა - ბევრი ზარალდება, რადგან მარტივი ჰგონია ავტომობილის ჩამოყვანა და გაყიდვა

„ავტობაზრობა გადავსებულია მანქანებით“, - ამბობს ავტოიმპორტიორი კომპანია Dove Line-ის წარმომადგენელი ჯაბა გოგინაშვილი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბარში.

მისი თქმით, საქართველოში ძალიან მარტივი ჰგონიათ მანქანების ყიდვა-გაყიდვა, ჩამოყვანა, გაკეთება, ბაზარზე განთავსება და ბოლოს გასხვისება, მაგრამ რეალობა სრულიად სხვაგვარია, ამიტომაც ბევრი ადამიანი ზარალდება გამოუცდელობის გამო.

„საქართველოში ეს ბიზნესი მარტივი ჰგონიათ, რჩევის სახით გეტყვით, რომ ეს ჩვეულებრივი ბიზნესია, როგორც სხვები, რასაც სტაბილურობა, მართვა და მიხედვა სჭირდება. ის, რომ მე ვიმუშავებ, ცალკე ხელფასს ავიღებ, მანქანას ჩამოვიყვან და ა.შ. არის ძალიან ძნელი. წლების წინ გავაკეთე არჩევანი და თავი დავანებე სამსახურს, რადგან კონკურენცია ბაზარზე ძალიან დიდია და 100%-იან ჩართულობას მოითხოვს“, - ამბობს ჯაბა გოგინაშვილი.

ავტოიმპორტიორი კომპანიის წარმომადგენელმა ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ ბაზარი 2023 წლის შემდეგ გადავსებულია და მიწოდება მოთხოვნას დაახლოებით 70%-ით აჭარებს.

„ბაზარი გადაივსო შარშანდელს მერე. ჩემი გადმოსახედიდან, მიწოდება მოთხოვნას 70%-ით აჭარბებს და ამაში სწორედ იმ გარემოებამ ითამაშა დიდი როლი, რომ უკვე თითქმის ყველას მანქანა ჩამოჰყავს და ეს საქმე ძალიან მარტივი ჰგონია,“ - აღნიშნავს ჯაბა გოგინაშვილი.

რესპონდენტი ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ავტომობილების ის ფასები, რომლებსაც ჩვენი მოქალაქეები სხვადასხვა ვებ-გვერდებზე ნახულობენ, ხშირად არასწორ სურათს იძლევა და არასწორ წარმოდგენას უქმნის ყველა იმ ადამიანს, რომელსაც მანქანის ჩამოყვანა და გაყიდვა სურს.

„ხშირად საიტზე ნახულობენ, რომ მანქანა ღირს 13 000, ჰგონიათ, რომ თავადაც ამ ფასში გაყიდიან და რეალურად ჩვენთან, რუსთავის ავტრობაზარზე ეს მანქანები 11 000-ად იყიდება. ვებ-გვერდი ვერ მოგცემთ რეალურ სურათს და შედეგს, რეალობა აბსოლუტურად სხვაა. ვისაც უნდა, რომ მანქანა ჩამოიყვანოს, ჯერ ჩამოვიდეს ჩვენთან, გაეცნოს ბაზარს და მერე დაიწყოს ეს საქმიანობა,“ - თქვა ჯაბა გოგინაშვილმა „ბიზნესპრესნიუსთან“.

https://www.bpn.ge/article/121762-gadavsebulia-avtobazroba-bevri-zaraldeba-radgan-martivi-hgonia-avtomobilis-chamoqvana-da-gaqidva

user posted image

Posted by: Interman 17 Mar 2024, 22:47
tintoreto
QUOTE
„გადავსებულია ავტობაზრობა - ბევრი ზარალდება, რადგან მარტივი ჰგონია ავტომობილის ჩამოყვანა და გაყიდვა


პოლიტიკასთან რა შუაშია ეს?

Posted by: idallgo 17 Mar 2024, 22:52
QUOTE
პოლიტიკასთან რა შუაშია ეს?


+1

ანუ ვიღაცა ჯემალა კოპარტიდან ჩანაძირ-დამტვრეულ ჯართს ჩამოიყვანს, გელასთან ელიავაზე გააკუკლავებს და მერე მე უნდა ვიყიდო? biggrin.gif

ჩორტუს დვა... smile.gif

Posted by: Cadmus 17 Mar 2024, 22:55
გადავსებული იქნება კანეშნა მიეზიდებიან შუა აზიაში
ამერიკა, გერმანია, იაპონიის შემდეგ მეოთხე ჰაბი გაიჩითა გურჯისტანი საიდანაც ევრაზიაში გაედინებიან პიპიები
ზოგადად მაგ სფეროს წარმომადგენლებს უყვართ წუწუნი
თუმცა 1 მანქანაში მაინც იმაზე 5-10ჯერ მეტი რჩებათ ვიდრე ორინაბიჯის კონსულტანტის ხელფასი, რომელმაც მთელი თვე იპახავა

Posted by: PFU 17 Mar 2024, 23:04
QUOTE (Interman @ 17 Mar 2024, 21:47 )
tintoreto
QUOTE
„გადავსებულია ავტობაზრობა - ბევრი ზარალდება, რადგან მარტივი ჰგონია ავტომობილის ჩამოყვანა და გაყიდვა


პოლიტიკასთან რა შუაშია ეს?

შუაში კი არა თავშია.

რასსიაში იყიდებოდა ხოლმე მანქანები...

განსაკუთრებით ომის დაწყების შემდეგ მიაწყდნენ...

ახლა კი სანქციები მუშაობს...


Posted by: B-E-R-U 17 Mar 2024, 23:06
კომპლექსური პრობლემაა. ამასთან ერთად საშინელ დღეში ჩავარდნენ ავტონაწილების მაღაზიები(კუზაოს დეტალებზე ვინც მუშაობდა), ძირითადად მანქანის გადამყიდველებით მუშაობდა ეგ ბიზნესი და ახლა 50% ჩაწვა... ცუდი ფაქტია ძალიან.
* * *
PFU
QUOTE
რასსიაში იყიდებოდა ხოლმე მანქანები...

აღმოსავლეთ უკრაინაში გადიოადა კიდევ საკმაოდ დიდი რაოდენობა.

Posted by: Thunder88 17 Mar 2024, 23:26
QUOTE
ავტოიმპორტიორი კომპანიის წარმომადგენელმა ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ ბაზარი 2023 წლის შემდეგ გადავსებულია და მიწოდება მოთხოვნას დაახლოებით 70%-ით აჭარებს.

გააიფონ და გაეყიდებათ. ბოდიში ახლა 100% მოგებას თუ ვერ დადებენ.

Posted by: alex_noza 17 Mar 2024, 23:29
ხო, მანაქანის ჩამოყვანა, გაკეთება უფრო იოლია, ვიდრე ყანაში თოხნა ...


Posted by: keandra 17 Mar 2024, 23:35
Cadmus
QUOTE
ზოგადად მაგ სფეროს წარმომადგენლებს უყვართ წუწუნი
თუმცა 1 მანქანაში მაინც იმაზე 5-10ჯერ მეტი რჩებათ ვიდრე ორინაბიჯის კონსულტანტის ხელფასი, რომელმაც მთელი თვე იპახავა

100%

Posted by: chombe 17 Mar 2024, 23:46
QUOTE
გადავსებულია ავტობაზრობა - ბევრი ზარალდება, ავტომობილის ჩამოყვანა და გაყიდვა აღარაა ადვილი

ა/ჩ/ყ-ს !

Posted by: Ess 17 Mar 2024, 23:46
სტაჟიან მანქანის გადამყიდველებზე უფრო ყველაფრის მკადრებელი ხალხი არ მინახავს არსად საქართველოს ფარგლებს გარეთ.
განსაკუთრებით როდესაც მანქანის პირველი ხელიდან საყიდლად მიდიან facepalm.gif

Posted by: IOSKAMAN 18 Mar 2024, 00:04
მერე დაუკელით ფასებს თქვე დადანაქაჩებოთქო

Posted by: MoSalah 18 Mar 2024, 00:06
რაღას მოყავთ მერე:დდ

მაგარი შენძრეული კასტაა, ბევრმა დაიწყო ჩამოყვანა ჩვეულებრივმა ხალხმაც დამატებითი შემოსავალი რომ ქონდეთ და მაგათი შეშინება და მოცილება უნდათ ალბათ

Posted by: PFU 18 Mar 2024, 02:12
QUOTE (alex_noza @ 17 Mar 2024, 22:29 )
ხო, მანაქანის ჩამოყვანა, გაკეთება უფრო იოლია, ვიდრე ყანაში თოხნა ...


ადვილიაზე არაა...

თოხნით თავს ვერ შეინახავს კაცი... მანქანებით კი მშვენიერი შემოსავალი აქვს როგორც ჩამომყვან გამყიდველს, ასევე ხელოსანს... იმდენი შეკვეთა ჰქონდათ და იმდენია გახსნილი ეს სახელოსნოები ყველა დირკაში, რომ...

Posted by: GEORGEXIII 18 Mar 2024, 09:34
ჩემს გარშემო 3 კაცი ვიცი ვინც თავი დაანება ეს ბოლო პერიოდია. ძლივს მოიშორეს ბოლო მანქანები და აწი ჩამომყვანები არ ვართო
boli.gif

Posted by: Plat_7 18 Mar 2024, 12:48
alex_noza
PFU
ამ მანქანის საბურავები აქ არ იშოვება, შესაბამისად ალბათ გამოწერა და სანამ ჩამოვა ლისი პაკრიშკებით ხო არ ივლის smile.gif

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)