Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > პოლიგონი > Listen.ge - მუსიკალური სოციალური ქსელი


Posted by: kazaka 11 Mar 2011, 11:56

სტატია შეგიძლიათ იხილოთ აქ: http://notepad.ge/2011/03/listenge-%E1%83%9B%E1%83%A3%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98-%E1%83%9E%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98/

http://listen.ge

http://www.facebook.com/pages/ListenGE/167806716588437

http://twitter.com/listenattwitt


[IMG]http://notepad.ge/wp-content/uploads/2011/03/1-300x170.png[/IMG]

მაქვს ბედნიერება წარმოგიდგინოთ 2011 წლის ერთ-ერთი საუკეთესო ინტერნეტ პროექტი. ამ საიტმა ჩემი დიდი სიმპათიები დაიმსახურა მისი სიმარტივით და მრავალ ფუნქციონალურობით. საიტი ექსკლუზიურად გამოადგებათ ისეთ ადამიანებს, რომლებიც მუსიკის გარეშე ვერ ცოცხლობენ მინდოდა ამ საიტისათვის რაიმე სახელი მომეფიქრებინა, თუმცა ეს ვერ მოვახერხე, რადგან ეს სრულიად ახალი კონცეფციაა, რაც აქამდე ქართულ ინტერნეტ სივრცეში არ ყოფილა. მოდი ამ ყველაფერს Music+Social Network დავარქვათ საიტზე შესაძლებელია მუსიკის ატვირთვა და გაზიარება. ასევე მომხმარებლის მეგობრებში დამატება და სხვა მრავალი რამ რასაც დეტალურად გაგაცნობთ კითხვის გაგრძელების შემდეგ

[IMG]http://a.pix.ge/m/clk6e.png[/IMG]

დავიწყოთ პირველ რიგში კომფორტით. მოგეხსენებათ, რომ ამ ბოლო ხანებში ბევრმა საიტმა მოახერხა ინტეგრაცია Facebook-თან. ანუ ავტორიზაცია უკვე მისი ანგარიშიც არის შესაძლებელი. ამ საიტის ადმინისტრაციამაც არ გაურთულა თავის მომხმარებელს საქმე და დაამატა ეს ფუნქცია საიტზე. რა თქმა უნდა შესაძლებელია ასევე ცალკე რეგისტრაციაც. სოციალური ქსელის ანგარიშით შესვლა სისტემას ავტომატურად აწვდის ისეთ განახლებებს, როგორიცაა მაგალითად ავატარის შეცვლა.

[IMG]http://a.pix.ge/j/dx0fw.jpg[/IMG]

საიტის გამოყენებისას აუცილებლად ჩართავთ მუსიკას. თუ არ ჩართავთ ჩაგერთვებათ მაინც საიტზე ”სერფინგს” მოსახერხებელს ხდის ის, რომ Player-ი გვერდებზე გადასვლისას არ ითიშება. ეს საიტის ერთ-ერთი დადებითი მხარეა. შესაძლებელია ასევე მისი კონტროლი. ჯერჯერობით მხოლოდ ხმის აწევა დაწევა, გადახვევა და გადმოხვევაა შესაძლებელი. იმედია ადმინისტრაცია ფუნქციებით დატვირთავს მას ახლო მომავალში

[IMG]http://b.pix.ge/r/ergmv.jpg[/IMG]

გადავინაცვლოთ სოციალურ ქსელში. ერთი შეხედვით საკმაოდ სადა ინტერფეისი აქვს შერჩეული ადმინისტრაციას. დამეთანხმებით, რომ ყველაფერი სიმარტივით გამოირჩევა. ეს ასეც უნდა იყოს. სტატისტიკურად რთული Web გვერდები მომხმარებელს არ მოწონს. სოციალურ ქსელს გააჩნია მენიუ სადაც განთავსებულია შემდეგი ფუნქციები:

კედელი
ფლეილისტი
ჩემი ატვირთული
მეგობრები
პირადი გზავნილები

სიახლეების კედელზე გამოტანილი იქნება თბილისის კვირის რამოდენიმე ვიქენდი და სასარგებლო ინფორმაციები. სოციალურ ქსელს აქვს თითქმის ისეთივე ფუნქციები რაც Facebook-ს გააჩნია. სამწუხაროდ ამ ეტაპზე, როდესაც საიტის განხილვას ვაკეთებდი, საიტი სრული ფუნქციებით ვერ დავათვალიერე. სანდო წყაროებიდან ვიცი, რომ საიტს ბევრი სასარგებლო და საინტერესო ფუნქცია დაემატება.
საიტზე შესაძლებელია მუსიკის ატვირთვა და ჩამოტვირთვა, მათი გაზიარება და Playlist-ების შექმნა. მოკლედ და კონკრეტულად შექმნილია იდეალური გარემო, რათა ნამდვილმა მუსიკის მოყვარულებმა და მცოდნეება თავი კომფორტულად იგრძნონ

----------------------------------------

მადლობა ლაშას ესეთი სასიამოვნო სტატიისთვის smile.gif :*

ვებ-გვერდი გაშვებულია სატესტო რეჟიმში და რამე შეცდომა თუ იპოვეთ აქ დაგვიწერეთ, აგრეთვე ვებ-გვერდს დაემტება კიდე ბევრი სასარგებლო ფუნქციები...

Posted by: ლაშა117 11 Mar 2011, 12:02
პოსტი ჩასწორდა





===================================

Posted by: ბექექს 11 Mar 2011, 12:11
მშვენიერია yes.gif
-----------------------------

Posted by: pastorius 11 Mar 2011, 12:14
ლამაზი დიზაინია, უბრალოდ ცოტა მუსიკაა...

Posted by: ლაშა117 11 Mar 2011, 12:17
pastorius
არც ისე ცოტა smile.gif ძებნაში A ჩაწერე და ამოგიყრის ბევრ სიმღერას + ახალი გახსნილია და მომხმარებელი თუ ეყოლება საიტს შესაბამისად მუსიკაცბევრი იქნება

Posted by: jabajaja 11 Mar 2011, 12:32
მაგარი საიტიაა მომეწონაა მე ავტივრთავ ხოლმე სიმღერებს :პ წარმატებები

Posted by: Don George 11 Mar 2011, 12:38
ძაან მაგარი პროექტია, ბაზა დაამატეთ დიდი და ყველას აჯობებთ.

mus.ge - ს ჩაისვავთ ჯიბეში smile.gif

Posted by: ჯ ა ნ ო 11 Mar 2011, 12:43
CGeorge
QUOTE
mus.ge - ს ჩაისვავთ ჯიბეში

პროექტებით დაფუნქციონალურად შეილება მარა ხალხით ვერა.

საიტი მომეწონა მაგარია,წარმატებები.

Posted by: abazi 11 Mar 2011, 12:50
http://prostopleer.com/
ამის ანალოგია მაგრამ უფრო ლამაზი ჩემი აზრით.
თუ ბლომად მუსიკები იქნება საკმაოდ რეიტინგული გახდება

Posted by: I-♥-Georgia 11 Mar 2011, 12:59
ანბანს თუ დაამტებთ და დაყოფილი იქნება ანბანით მომღერლების კატეგორიები უკეთესი იქნება : ))

Posted by: ჯ ა ნ ო 11 Mar 2011, 13:04
I-♥-Georgia
QUOTE
ანბანს თუ დაამტებთ და დაყოფილი იქნება ანბანით მომღერლების კატეგორიები უკეთესი იქნება : ))

yes.gif up.gif

Posted by: დილა 11 Mar 2011, 13:32
ყველაფერი დაემატება კაცო, აცადეთ ჯერ ...
ბაზების შევსებაზე იზრუნეთ რაც მთავარია და სერვერ(ების)ის გამართულებაზე, ძრავი დაწერილია თუ ნაყიდი ?

Posted by: ლაშა117 11 Mar 2011, 13:35
დილა
დაწერილი აქვთ smile.gif



დაემატება ყველაფერი ჯერ ახალია biggrin.gif


მუსიკის შესანახად საუკეთესო საშუალებაა smile.gif

Posted by: DarK 11 Mar 2011, 13:55
მაგარია ძალიან yes.gif
სიამოვნებით გავაკეთებდი ასეთ ანალოგს ჩინელებისთვის biggrin.gif
წარმომიდგენია როგორ მოეწონებოდათ wink.gif

Posted by: DeViLz 11 Mar 2011, 14:27
სიმღერების ატვირთვა ადვილია biggrin.gif
ასე რომ გაუზიარეთ თქვენი ლისტები საიტს smile.gif
ჩემი აზრით ღირსეული პროექტია...

აი რა ვიშრომე უკვე biggrin.gif
პროფილის სურათს ნუ შევიმჩნევთ,
ავტომატურად მოაქვს facbook-დან givi.gif

http://pix.ge/

Posted by: ლაშა117 11 Mar 2011, 14:30
DeViLz
ჰო სწრაფად იტვირთება biggrin.gif



მინდოდა დამემატებინა ჩემი მუსიკალური ბიბლიოთეკა მაგრამ სულ წამეშალა sad.gif 10 000 სიმღერაზე მეტი იყო sad.gif(

Posted by: ჯ ა ნ ო 11 Mar 2011, 14:32
მე ვამატებ და ვამატებ ))))

და რო ეწერებოდეს ეს სიმღერა ამდენჯერაა გადაქაჩილი კაი იქნებოდა.

Posted by: Luka211 11 Mar 2011, 14:57
კაია მაგრად მომეწონა
დავრეგისტრირდი
მე თუ დავრეგისტრირდი ესეიგი ის საიტი მაგრად მომწონს biggrin.gif

Posted by: DarK 11 Mar 2011, 15:15
პატარა იდეა: საიტზე რომ შემოდიხარ, ხო რანდომზე აგდებს ქვემოტ სიმღერებს? რამე button დაამატეთ რომ დაჭერისას ისევ რანდომზე ამოაგდოს სხვა სიმღერები, refresh რომ არ მოგიწიოს biggrin.gif მაგარი იქნება yes.gif

Posted by: caRL 11 Mar 2011, 15:56
მაგარია ძალიან , ყოჩაღ !
წარმატებები smile.gif

Posted by: Wormy 11 Mar 2011, 15:59
ყველაფერი კარგია მაგრამ ერთი რამ მაგრად გამიტყდა.

300 კბ თიდ აიწყო აპლოადი და ჩამოვიდა 39 ზე.


ატვირთულია: 1.6 MB, სიჩქარე: 47.6 kB/s, დარჩენილი დრო: 3 m, 44 s sad.gif

+ 70 სიმღერაზე მეტი ვერ მივუთითე არადა ერტი 5 გბ სიმღერებით მოვამარაგებდი. ხელით ნაგროვები ფაილებით

Posted by: ლაშა117 11 Mar 2011, 16:00
Wormy
რა ინტერნეტი გაქვს? ჩემთან 700-ით ტვირთავს მინიმუმ

Posted by: Wormy 11 Mar 2011, 16:05
ლაშა.
QUOTE
რა ინტერნეტი გაქვს? ჩემთან 700-ით ტვირთავს მინიმუმ

4მბ მაქვს სიჩქარე. ( ახალი ქსელები ) ეგრისი ჯაგრისი ახტელი რაც გინდათ ის დაარქვით უნაგვესია. თუ გინდა მტელი დაწყევლო ეს ინტერნეტ პროვაიდერი უდნა უსურვო .

Posted by: LazGame_COM 11 Mar 2011, 16:12
საღოლ მაგრია

You must enter a message to post! Minimum 30 c

Posted by: ლაშა117 11 Mar 2011, 16:32
Wormy
ჰო მაგაზე არ ვიცი როგორაა სიჩქარე მაგრამ GELINK და SILKNET კარგად ტვირთავს ვიცი

Posted by: motherboard777 11 Mar 2011, 16:34
რაშუაშIა ანბანი?
ჩაწერეთ ძებნაში ა დ. ამოგიყრით ყველა ა ზე ყველა სიმღერას
* * *
რეფრეში არაა საჭირო, ლოგოს დააჭირეთ

* * *
ატვირთვის სიჩქარე დამოკიდებულია პროვაიდერზე და არა საიტზე, ეს მაშინ, როცა ყველა პროვაიდერს დაბალი სიჩქარე არა აქვს.

Posted by: saqmiANY 11 Mar 2011, 16:42
კედელზე დაწერილი ტექსტის წაშლაც რომ შეიძლებოდეს უკეთესია..

Posted by: ჯ ა ნ ო 11 Mar 2011, 16:54
user posted image

Posted by: DeViLz 11 Mar 2011, 17:07
motherboard777
QUOTE
რაშუაშIა ანბანი?
ჩაწერეთ ძებნაში ა დ. ამოგიყრით ყველა ა ზე ყველა სიმღერას
* * *
რეფრეში არაა საჭირო, ლოგოს დააჭირეთ

* * *
ატვირთვის სიჩქარე დამოკიდებულია პროვაიდერზე და არა საიტზე, ეს მაშინ, როცა ყველა პროვაიდერს დაბალი სიჩქარე არა აქვს.


ჩაწერე გამოიწერე გასაგებია მაგრამ როცა თვალსაჩინოდ არის გამოტანილი
ბევრად უფრო მოხერხებული და გასაგებია...
სათითაოდ უნდა ჩაწერო ყველაფერი "ხელით"
რაც ხალხს ეზარება...
განყოფილებები და ანბანი გამოსაყვანია ნამდვილად wink.gif
ყველა მაგას ვერ მიხვდება და რეიტინგს ვერ მოიპოვის მასე.
ახლა ჩვეულებრივი არქივივით გამოიყურება...
პორტალის სახე უნდა მიეცეს რომ ხალხმა დაუმუღამოს და რეიტინგმა იმატოს...

სანამ "დეტალურ ძებნაზე" იქნება საიტი, მანამდე არქივის სახე ექნება...
დაამატეთ განყოფილებები, ანბანი, აქტიური მომხმარებლები საიტის, "last wall update" მაგალითად და ა.შ რომ "დროის გაყვანის" საიტი გახდეს და არა "გადმოიწერე და გახვედი" wink.gif

Posted by: motherboard777 11 Mar 2011, 17:08
კედელზე დაწერილი ტექსტის წაშლა შესაძლებელია. მაგრამ მხოლოდ პოსტების და მხოლოდ საკუთარ კედელზე დაწერილი პოსტების

Posted by: pastorius 11 Mar 2011, 17:10
ლაშა.
აი ჯაზს და ბლუზს რომ მიაწვეთ მთლად მაგარი იქნება!!! smile.gif
alk.gif

Posted by: ლაშა117 11 Mar 2011, 17:14
pastorius
მომხმარებელმა უნდა იაქტიუროს და ატვირთოს მუსიკა smile.gif



მე მაგალითად პრომო მუსიკას ვტვირთავ რასაც ინტერნეტში იშვიათად წააწყდება მომხმარებელი smile.gif

Posted by: დილა 11 Mar 2011, 17:23
მე 15 MB-თი ვტვირთავ, მაგ მხრივ უპრობლემოა რავი.. biggrin.gif

Posted by: Luka211 11 Mar 2011, 17:48
რამდენი ზეპელინი ავტივრთე biggrin.gif

Posted by: LASHA_X_X 11 Mar 2011, 18:23
ძაან კაია მომეწონა იმედია მალე ბევრი მუსიკა იქნება წარმატებები

Posted by: sokxrata 11 Mar 2011, 19:04
საღოლ ძალიან კარგი პროექტი! დიდი მომავალი აქვს ამ პროექტს

Posted by: CiceronX 11 Mar 2011, 19:18
ძალიან კარგი საიტია, დახვეწილი დიზაინით და ფუნქციებით!
წარმატებები smile.gif

Posted by: 2poster 11 Mar 2011, 19:30
ქართული ინტერნეტის განვითარების მხრივ კარგია რომ წესიერი ვებ-გვერდი გამოჩნდა სოციალური ქსელის ინტეგრაციით...
ზოგადად საიტის დიზაინი ზალიან კარგია და მოხერხებული!
ეტყობა რომ პროფესიონალების შესრულებულია. 2.0 სტილში
ძალიან მომწონს მარტივი ინტერფეისი და აიაქსის გამოყენებაც...

Posted by: lasha_andg 11 Mar 2011, 20:00
Duck Sauce - Barbra Streisand.mp4
დაფიქსირდა შეცდომა: სიმღერის დასახელების და შემსრულებლის დადგენა ვერ მოხერხდა

ეს რაარის კაი რაა.... იმენნა ამდენი შემსრულებელი თუ ხელით უნდა შეიყვანოთ არ ვიცი რაა...

Posted by: DeViLz 11 Mar 2011, 20:03
lasha_andg

IDV ტეგებიდან იღებს სკრიპტი სახელს smile.gif
ტეგებში თუ არ წერია ვერ ატვირთავს smile.gif

Posted by: Domaci 11 Mar 2011, 20:09
დიზაინი ჩემი აზრით კაზაკას ეკუთვნის
ძააან მომეწონა მეც წარმატებული პროექტი იქნება დარწმუნებული ვარ

ერთადერთი რაც არ მომწონს პლაყერია , ბატონებზე ჰოვერები დასვით

Posted by: ლაშა117 11 Mar 2011, 20:14
რაც მთავარია საიტი გამოადგებათ მათ ვინც აქტიურ ცხოვრებას ეწევა ღამის თბილისში smile.gif



კვირის რამოდენიმე ვიქენდი ბევრს გამოადგება

Posted by: kazaka 11 Mar 2011, 20:57
მადლობა ყველას ესეთი შეფასებისთვის.. smile.gif

დაწერეთ რის დამატებას ისურვებდით საიტზე.. რა ფუნქციებს და ა.შ


love.gif

Posted by: Don George 11 Mar 2011, 21:55
Luka211
QUOTE
რამდენი ზეპელინი ავტივრთე

ზეპელინებს შენ ტვირთავ? დილიდან ჩართული მაქვს biggrin.gif

სთერვეის მაგარი ვერსიები გავაძრე smile.gif

Posted by: join 11 Mar 2011, 22:05
ძიებაში სახელს რო წერს სანამ ბოლომდე დაწერ მანამდე რო ამოგიგდოს შესაძლო ვარიანტები ეგ გააკეთეთ რა იმედია გარკვევით დავწერე და კიდე რაც ვნახე ძალიან ბევრია 128კბ ხარისხში და ეს ცოტა არ მომეწონა

Posted by: ლაშა117 11 Mar 2011, 22:07
join
ანუ ძიებსი ველში მაგალითად a-ს რომ ჩაწერ და დაბლა ჩამოწეროს შესაძლო ვარიანტები ჰო?

Posted by: Luka211 11 Mar 2011, 23:05
CGeorge
ხო დღEს ავტივრთე smile.gif
ისადა ჯასტინ ბიბერებიც იქნება?

Posted by: kazaka 12 Mar 2011, 15:57
ბანერებს ვერ დადებთ საიტებზე? smile.gif

ზომები მითხარით და დავამზადებ ბანერებს....


მადლობა წინასწარ.

Posted by: nuGa 12 Mar 2011, 16:25
ვა მაგარია smile.gif
ლამაზი დიზაინია და სკრიპტიც მაგარია smile.gif

Posted by: ლაშა117 12 Mar 2011, 16:29
მგონი ბაზა შეივსო საკმაოდ დიდი რაოდენობის სიმღერები დევს smile.gif

Posted by: MrChorna 12 Mar 2011, 16:53
ზევით 570/80 ბანერს 2 კვირით რამდენად დამიდებ? smile.gif

Posted by: join 12 Mar 2011, 20:45
QUOTE
ანუ ძიებსი ველში მაგალითად a-ს რომ ჩაწერ და დაბლა ჩამოწეროს შესაძლო ვარიანტები ჰო?


yes.gif

Posted by: scarfacelo 12 Mar 2011, 21:04
ძააან მაგარიაა საღოოლ,

მარა თუ კატეგორიებს ან ანბანს დაამატებთ უფრო მაგარი იქნება..

Posted by: -Beka- 12 Mar 2011, 21:39
მომეწონა საიტი ! smile.gif წარმატებები ...

Posted by: 4comp_info 12 Mar 2011, 21:44
http://4google.net/index.php?cat=4&title=%E1%83%9B%E1%83%A3%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90


მუსიკის კატეგორიაში დაგიმატე საიტი tongue.gif

Posted by: ლაშა117 12 Mar 2011, 21:46
4comp_info
იქნებ ჩემი საიტი ჩაამატე http://notepad.ge

Posted by: trash 12 Mar 2011, 21:52
კაია მომეწონა ნამდვილად წარამბები ავტვირთავ მეც

Posted by: 4comp_info 12 Mar 2011, 21:58
ერთი პატარა პრობლემა აქვს და გაასწორეთ პლზ




მარტო ერთი სიმღერა როდესაც არის მაშინ გვერდითა მენიუ არ ჩამოდის და ამის გამო სიმგერსა ვერ დაამატებ ფავორიტებში user posted image

Posted by: Basher 12 Mar 2011, 22:10
კარგია ძალიან მაგარი პროექტიააა წარმატებებიიი

Posted by: GIORGI :) 12 Mar 2011, 22:18
მაგარია რეკლამის ფასები მაინტერესებს

Posted by: ერეკლე! 12 Mar 2011, 22:40
ვოტ ამას ვეძახი მე კაი პროექტს up.gif
უმარტივესი, მოსახერხებელი, მაგარი!

ისღა დამრჩენია წარმატებები გისურვოთ და რათქმაუნდა ბევრი მუსიკები დადეთ

Mus.ge-ს მართლაც ჯიბეში ჩაისვამს
* * *
P.S: არ შედის, რატო ჭედავს smile.gif)

Posted by: motherboard777 12 Mar 2011, 23:00
ყველაფერი რასაც დაწერთ უახლოეს მომავალში გათვალისწინებული დ. გამოსწოებული იქნება. გმადლობთ ))

Posted by: lasha_andg 13 Mar 2011, 00:16
აუ კიდევ ვერ ვტვირთავ რაღაც სიმღერებს და Duck Sauce დაამატეთ რაა.. თორე ვერ ვტვირთავ და პლეილისტში ვერ ვამატებბ.. sad.gif

ეს შეცდომაც გაასწორეთ

პს: ჩრომზე შვება ესე

user posted image

ხო კიდე ფლეილისტში დასამატებელი ღილაკი გააკეთეთ თორე მოუხერხებელია პარამეტრებში შესვლა და ისე დამატება smile.gif

პს წარმატებები

Posted by: ლაშა117 13 Mar 2011, 00:52
ეს შეზღუდვა ატვირთვაზე ცუდია რა smile.gif 10 იდან 8 ვერ ვტვირთავ

Posted by: Luka211 13 Mar 2011, 01:21
იცი რა გააკეთეთ აი შენი ატვირთული ვიდეო ვინ რამდენჯერ გადმოწერა ეგ რო ნახო

Posted by: ერეკლე! 13 Mar 2011, 01:22
ხვალ გადავავლებ თვალს საიტს კარგად და ჩემ იდეებს შემოგთავაზებთ yes.gif

Posted by: newmusge 13 Mar 2011, 02:45
http://pix.ge/პიზდეეეეეეეეეეცცცცცცცცცცც givi.gif givi.gif givi.gif givi.gif givi.gif

Posted by: ერეკლე! 13 Mar 2011, 13:52
newmusge
თუ გაქაჩეს ეგ პროექტი, შედეგი სწორედ ეგ იქნება : )))

Posted by: IAGO_ 13 Mar 2011, 16:06
newmusge
სრულიად მართალი ხარ biggrin.gif გაედო MUS.GE-ს biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

----

ყველაფერი კარგია მე ძალიან მომეწონა მაგარი პროეკტია მთავარია არ გათიშოთ და მუს.გე კი არა ავოესაც შეჭამთ biggrin.gif

Posted by: lasha_andg 13 Mar 2011, 20:02
remember me გააკეთეთ რაა...................................

Posted by: ფროდი 13 Mar 2011, 20:05
IAGO_
QUOTE
ავოესაც შეჭამთ biggrin.gif


მდაჰ boli.gif

რა გადაეკიდეთ ავოეს?

Posted by: ერეკლე! 13 Mar 2011, 20:24
ფროდი
სწორედ ყოველთვის ყველაზე რეიტინგულზეა smile.gif

Posted by: Svani91 13 Mar 2011, 20:28
lasha_andg
QUOTE
Duck Sauce დაამატეთ რაა


მე ავტვირთავ

პს

დაფიქსირდა შეცდომა: სიმღერის დასახელების და შემსრულებლის დადგენა ვერ მოხერხდა

რას მერჩის


motherboard777
kazaka

ბარემ რადიოც დაამატეთ

პროსტაპლეერს აქვს

რადიო რა, რადიოს ტოპ სიმღერები

Posted by: tamashi 13 Mar 2011, 21:04
newmusge
ასიანი ხარ დზმაო biggrin.gif

Posted by: არტექს 13 Mar 2011, 21:42
ძალიან მომეწონა,...
წარმატებები .

ცალკე სერვერი დაგჭირდებათ 1 კვირაში ეგეტი ტემპებით.

Posted by: ფროდი 13 Mar 2011, 21:57
Erekle_var_Ra
QUOTE
სწორედ ყოველთვის ყველაზე რეიტინგულზეა smile.gif


mo.gif



Posted by: GROMMN 16 Mar 2011, 15:02
მომეწონა დიზაინიც და ფუნქციებიც.... მარტივი და სწრაფია ....

წარმატებები ;-)

Posted by: ლაშა117 16 Mar 2011, 15:09
QUOTE
ბარემ რადიოც დაამატეთ

მაგაზე მუშაობენ ახლა რადიო არხები დაემატება smile.gif

Facebook-ზე უკვე player-ის სახით შეგიძლიათ გააზიაროთ

http://pix.ge/

Posted by: s1mpsOnA 20 Mar 2011, 12:28
რამდენიც სიმღერა ავტვირთე მიწერს სიმღერის დასახელების და შემსრულებლის დადგენა ვერ მოხერხდა არადა ნორმალურად აწერია ყველაფერი

Posted by: kazaka 20 Mar 2011, 14:39
s1mpsOnA
დეტალებში ნახე აბა თუ აწერია..?



Posted by: lasha_andg 20 Mar 2011, 14:53
რამდენი სიმღერის არჩევა შეიძლება მაქს. ვერ მეტყვით?

Posted by: motherboard777 20 Mar 2011, 21:06
lasha_andg
200 - მდე, შეიძლება მეტიც.

Posted by: s1mpsOnA 22 Mar 2011, 14:43
თქვენი საიტი მონაწილეობას იღებს კონკურსში
http://forum.ge/?f=27&showtopic=34234971

Posted by: kazaka 22 Mar 2011, 15:40
s1mpsOnA

მადლობა )

საიტს მალე დაემატება რამოდენიმე ახალი ფუნქცია smile.gif

Posted by: kazaka 24 Mar 2011, 01:24
მადლობა ყველას...




-------------------------

Posted by: SysOp 24 Mar 2011, 02:25
20 აპრილამდე ვგულაობთ bis.gif


ხო კარგი პროექტია biggrin.gif

Posted by: kazaka 24 Mar 2011, 13:05
SysOp

smile.gif

user posted image

ჩვენი ვიზიტორები ))

Posted by: NUMB 24 Mar 2011, 21:49
სად გაჩითულხართ biggrin.gif მე კი ქვემოთ ვეძებდი. გილოცავთ

Posted by: ლაშა117 24 Mar 2011, 22:21
სულ ატვირთულია 45502 სიმღერა დიდი ტემპებით მიდის მუშაობა biggrin.gif



თემომ ის თუ გააკეთა რაც გუშინ მითხრა რადიოსთან დაკავშირებით, მაგრად გაგეხარდებათ ყველას smile.gif

Posted by: millionpixel 25 Mar 2011, 11:14
რეზოლუცია გაასწორეთ

You must enter a message to post! Minimum 30 chars!

Posted by: kazaka 25 Mar 2011, 11:25
millionpixel

რისი რეზოლუცია გავასწორო,შეგიძLია უფრო დაწვრილებით დაწერო?



მადლობა smile.gif

Posted by: Domaci 28 Mar 2011, 21:14
ცოტა გემოვნებიანი მუსიკებს თუ დამატებთ კაი იქნება.

კაბუს და ბუტილკას ვუსმენ 2 კვირაა ტო.

სულ ატვირთულია 45737 სიმღერა , სად არის დანარჩენი, ან კატეგორია გააკეთეთ ან რენდომი

სულ ერთიდაიგივე ტრიალებს, მოსაბეზრებელია

Posted by: ლაშა117 28 Mar 2011, 21:27
მუსიკას ვერ ვტვირთავთ ნორმალურად გამოასწორე თემო ეგ რა smile.gif გელაპარაკე უკვე ამ თემაზე ისევ ისეა...


მართლა ჯობია კატეგორიებად იყოს ადვილად მიაგნებ თორე ქართულები ტრიალებს მართლა...

Posted by: scarfacelo 28 Mar 2011, 22:28
Domaci

+1 გეთანხმები smile.gif

Posted by: kazaka 29 Mar 2011, 00:28
Domaci

დეტალური ძებნით არ ეძებ?

გადახედე უზერების ატვირთულ სიმღერებს...

ლაშა.

გამოვასწორებთ მაგას.... უკვე მივიღეთ გადაწყვეტილება...

Posted by: Domaci 29 Mar 2011, 12:00
kazaka


არა დეტალური ძებნა არაფერ შუაშია. თუ რამე კონკრეტული მუსიკის მოსმენა მ,ომინდება მაგჰისთვის youtube.com არსებობს, აქ სხვა რაგაცაა, ხალხი მხოლოდ რაგაც კონკრეტული მუსიკის მოსაძებნად არ შემოვა საიტზე, ხალხი რაგაც სიახლეს ეძებს იქნება რამე ახალი გაეჩითოს და ამ დროს ლექსენები და ბუტილკები ბაზის 60% იკავებს. ამის თქმა მინდოდა

Search ს ამ საიტზე ძააან ცოტა % გამოიყენებს.
უზერების მუსიკები არ ჩანს ჩემთან იმიტომ რომ არ ვარ შესული უზერით. მე მხოლოდ მუსიკის მოსმენა მინდა )

ეს გაითვალისწინეთ და გაქაჩავთ

Posted by: kazaka 31 Mar 2011, 09:11
Domaci

მადობა... ინფორმაციისთვის...

ყველაფერს ვითვალისწინებთ,მალე გაეშვება ვებ-გვერდის ახალი ვერსია ახალი ფუნქციებით... ახალი დიზაინით...

Posted by: 4comp_info 31 Mar 2011, 13:26
kazaka

tongue.gif ერთი ბანერი არ მეკუთვნის ? დღეში მინ 200-300 კაცი გადმოდი ჩემიდან და ეს ჯერ დაწყებაა.

Posted by: imichael 6 Apr 2011, 21:59
kazaka

ძალიან მაგარია up.gif

წარმატებებს გისურვებ.

Posted by: ჯ ა ნ ო 6 Apr 2011, 22:04
ვაა აპინეს? კაია )))

Posted by: PILOTI 7 Apr 2011, 02:09
მომწონს
ძალიან კარგი საიტია
პლეიერზეც რო ქონდეს გადმოწერის ფუნქცია უფრო მოსახერხებელი იქნება

Posted by: ბექექს 19 Apr 2011, 02:35
1200 + სონგი გადავწერე
yes.gif
-------------------

Posted by: ლაშა117 19 Apr 2011, 10:43
PILOT777
ახალ დიზაინში იქნება მგონი smile.gif




===========

Posted by: yamahabiker 19 Apr 2011, 19:10
გამარჯობათ ერთი კითხვა მაქვს ყველასთან, უბბრალოდ კითხვა მეტი არაფერი,

ეს თემა რატო აიპინა ? ანუ მიზეზი რაარის რითია სხვა საიტებისგან განსხვავებული? მართლა მაინტერესებს არაფერი პირადული ან რაგაცა ეგეთი პირიქით განვითარებას ვუსურვებ ამ საიტს
smile.gif

Posted by: sokxrata 19 Apr 2011, 19:37
yamahabiker
პოლიგონში გახსნილი საიტებიდან ამოარჩიეს რამოდენიმე საიტი და კონკურსი მოაწყვეს და ხმების მიხედვით გაიმარჯვა ლისტენ.ჯიმ და მაგ პონტში აიპინა

Posted by: yamahabiker 19 Apr 2011, 21:44
sokxrata
გასაგებია ძალიან კარგი წარმატებები ამ საიტს ცოტა თუ გააუმჯობესებენ და რამე ორიგინალურს გააკეთებენ საიტზე ნამდვილად აქვს მომავალი ჩემიაზრით smile.gif


Posted by: kazaka 19 Apr 2011, 22:47
BeQeX
ლაშა.
yamahabiker
sokxrata


მალე გაეშვება საიტის ახალი ვერსია რომელშიც იქნება ბევრი საინტერესო რამ...

რათქმაუნდა ახალი დიზაინით smile.gif

მადლობა,რომ გვისმენთ smile.gif

Posted by: yamahabiker 19 Apr 2011, 23:38
kazaka
QUOTE
მადლობა,რომ გვისმენთ

და არა მარტო გისმენთ smile.gif შეძლებიდაგვარად გეხმარებით smile.gif
http://ipovne.com/index.php?do=cat&category=klipebi-bbbbbb

Posted by: ლაშა117 21 Apr 2011, 13:17
გასწორდა ატვირთვის პრობლემა : X


სიმღერებს რომლებსაც შემსრულებელი და სახელწოდება არ უწერია ხელით ჩაუწერთ : X

Posted by: ხორდი ალბა 22 Apr 2011, 01:36
http://listen.ge/79476

up.gif up.gif

Posted by: PROiSERV 29 Apr 2011, 11:49
ერთი შეკითხვა მაქვს ამ პროექტის ადმინთან. უფრო სწორად - მაინტერესებს.
კარზე რომ მოგადგეთ პოლიცია და გითხრათ, ეს კარგი პროექტი მოგიგონებიათ, მაგრამ ყველა ულიცენზიო მუსიკაა და ან იყიდეთ ან კიდევ დახურეთ საიტიო, რას იზამთ? ხომ ჩაგივარდათ პროექტი?
არადა ვერაფერს ეტყვით, ყველა არალიცენზირებულია. ვიცი მომხმარებელი რომ მონაწილეობს ატვირთვაში, მაგრამ ამ პრობლემას მაინც ვერ აუვლით გვერდს. მომავალზეც თუ იფიქრებთ, კარგი იქნება.

წარმატებები! smile.gif

Posted by: ჯ ა ნ ო 1 May 2011, 13:22
მუსიკები რამდენჯერაა გადაწერილი ეგ რო ჩანდეს კაი იქნება

Posted by: პაპა 20 Nov 2011, 19:05
google chrome-ით ვერ ვრთავ სიმღერებს და რატომ?

user posted image

აი ამას წერს და არ ირთვება და რა ვუშველო?

ოპერა ჩვეულერბივად ხსნის...

Posted by: Onlines 20 Nov 2011, 19:14
მაგრად მევასება ეს საიტიი smile.gif))


.......................................

Posted by: more 20 Nov 2011, 19:26
კატეგორიების გარეშე უაზრობაა
30 ჩარს

Posted by: lasha_andg 20 Nov 2011, 19:43
PROiSERV
ჰაჰ, და იუთუბს რატო არავინ არ ადგება ხომ ვერ მეტყვი? ბეზ ბაზარა აქვს ლიცენზირებული მაგრამ რამდენია არალიცენზირებული? 20 იმდენი რაც ლიცენზირებულია

Posted by: TheSky 20 Nov 2011, 21:47
ამ საიტმა კარგად დაიწყო თავის საქმე, მაგრამ რაც დატვირთვა დაემატა აღარ მომწონს, მაგალითად საიტი რა სწრაფად იტვირთებოდა და ეხლა 2 ჯერ ნელა იტვირთება smile.gif

Posted by: androba 20 Nov 2011, 21:50
ძალიან კარგი საიტია, ყოველდღიურად ვიყენებ. რაც მთავარია სწრაფად იტვირთება როგორც საიტი ასევე მუსიკები smile.gif

Posted by: slim4you 20 Nov 2011, 21:57
QUOTE
რაც მთავარია სწრაფად იტვირთება როგორც საიტი ასევე მუსიკები


+1

ძალიან მომწონს, მართლა კარგია smile.gif

Posted by: ლაშა117 20 Nov 2011, 21:58
androba
slim4you
ამ საიტის V2 უკვე ნანახი მაქვს და დამიჯერეთ ეს არაფერია იმასთან შედარებით

Posted by: corbin 21 Nov 2011, 06:25
8 თვის განმავლობაში კატეგორიების ჩამატება როგორ ვერ მოახერხეთ?.მუსიკალური პორტალისთვის ეგ აუცილებელია.
პ.ს. საწენია კარგად დაწყებული პროექტების დაშათდაუნება

Posted by: kazaka 21 Nov 2011, 10:16
corbin

მალე გაეშვება ახალი ვერსია სადაც გათვალისწინებულია ყველაფერი... smile.gif


დაშათდაუნებაში ვერგავიგე რას გულისხმობ? smile.gif

Posted by: motherboard777 21 Nov 2011, 10:23
corbin
რა კატეგორიების ჩამატებაზე საუბრობ? კატეგორიები არის საიტზე, დეტალურ ძებნას დააჭირე.

ახალი ვერსია თითქმის მზადაა და სატესტო რეჟიმშია თუმცა გაშვება მაინც გვიანდება.

ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს მომავალში იხილავთ ახალ ვერსიას ))

Posted by: ლაშა117 21 Nov 2011, 15:17
motherboard777
ძალიან კარგი smile.gif
kazaka
რადიოს ამბავს ველოდები ყველაზე მეტად biggrin.gif

Posted by: Mr_Li 2 Jun 2012, 02:42
მომწონს ეს წებსაიტი მაგრამ ბოლო რამდენიმე დღეა

QUOTE
მომსახურების გაუმჯობესების მიზნით სერვერზე მიმდინარეობს სამუშაოები, რის გამოც დროებით სიმღერის მოსმენა და გადმოწერა შეუძლებელია. მადლობას გიხდით მოთმინებისათვის.

პატივისცემით listen.ge -ს ადმინისტრაცია!

არ აპირებენ ჩართვას?

Posted by: giorgi7777777 15 Jul 2012, 21:47
QUOTE
არ აპირებენ ჩართვას?

აუ როდის ჩართავენ? მგონი ეხლა დასასვენებლად არიან წასულები biggrin.gif

იმედია მალე ამუშავდება.

Posted by: kazaka 3 Nov 2015, 16:55
გავაცოცხლოთ ეს პროექტი?


გაუხარდება ხალხს? smile.gif

Posted by: HedPe 3 Nov 2015, 17:02
QUOTE (kazaka @ 3 Nov 2015, 16:55 )
გავაცოცხლოთ ეს პროექტი?


გაუხარდება ხალხს? smile.gif

კარგი იყო. მომწონდა. დაბრუნდეს.

Posted by: iBoss 6 Nov 2015, 04:31
kazaka
მეც მომწონდა, კომერციულად არვიცი რამდენად გამოდგება მარა ისე კაი იყო..

Posted by: Get_Off_of_My_Cloud 18 Jan 2023, 00:06
user posted image
2023

Posted by: Dainteresebuli 24 Jan 2023, 18:34
უკვე დაიხურა? თუ რა ბედი ეწია ასე მალე?

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)