Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ჯანმრთელობა და მედიცინა > ლოგოპედებს, მასაჟისტებს და სხვა ამგვარებს!


Posted by: Solveig 26 May 2012, 21:19
უკანასკნელ ხანს ძალიან ბევრი თემა იხსნება ლოგოპედების, მასაჟისტების, სამედიცინო საშუალებების ან აპარატურის შემომტანების ან უბრალოდ, გამყიდველების მიერ, სადაც ისინი სთავაზობენ ადამიანებს თავიანთ მომსახურებას ან საქონელს; ვინაობის, ტელეფონების, მისამართების და ა. შ. მითითებით.

ეს განყოფილება განკუთვნილია მხოლოდ ადამიანის ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ თემებზე სასაუბროდ. კომერციული ხასიათის თემების ადგილი აქ არ არის და ძალიან გთხოვთ, ნუ გახსნით. ამისათვის არსებობს სათანადო განყოფილებები ფორუმზე...

ყველაფერი ეს მითითებულია ფორუმის წესებშიც

http://forum.ge/rules.html

QUOTE
კერძოდ, იკრძალება:
.
.
.
.
.
4.3.4. რეკლამის შემცველი

4.3.4.1. რეკლამის ქვეშ იგულისხმება ნებისმიერი ინფორმაციის გამოქვეყნება იმ მიზნით, რომ დიდი ინტერესი გამოიწვიოს, მასზე მოთხოვნილების გაჩენა უზრუნველყოს ან საქონლის, მომსახურების, რესურსების და სხვ. პოპულარობის მხარდაჭერა მოახდინოს.


ამიტომ, ამგვარი თემების გახსნა არის ფორუმის წესების დარღვევა და დასჯადია....თუმცა, ჩვენი თვითმიზანი ნამდვილად არაა ცერბერის როლში ყოფნა ამ განყოფილების მომხმარებლებისათვის. შესაბამისად, ძალიან გთხოვთ, პატივი სცეთ ფორუმის წესებს.

წინასწარ დიდი მადლობა ყურადღებისა და გაგებისათვის.

პატივისცემით,

მოდერაცია

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)