Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ჯანმრთელობა და მედიცინა > ნევროზი, დეპრესია და სტრესი


Posted by: Elene30 29 Apr 2018, 01:17
მოკლედ, დახმარება მჭირდება გთხოვთ თუ ვინმე შემოხვალთ წაიკიტხავტ დამარიგეთ, მირჩიეთ რამე როგრ მოვიქცე, ან თუ გსმენიათ რამე ჩემი მაგალითის მსგავსი გამიზიარეთ...)))
შვილი მყავს ახალი გაჩენილი,5 თვის არის ჯერ... ესეც გავაჩინე 11 წლის მერე ეხლა ვარ 30 —ის)))...
რამდენი სტრესი მაქ გადატანილი უსიტყვოდაც მიხვდებით...
ძალიან დიდი ხნის წინ რომ გავთხოვდი, დამეწყო 1,2 წელში სტრესი დეპრესია, პანიკური აშლილობა, ვიყავი სულ ცუდად, არ მინდოდა არაფერი არავინ,,დავდიოდი წამლების პარკით და გზადაგზა ვსვავდი...მეგონა მოვკვდებოდი , ცუდად გავხდებოდი.. ა.შ..
ბევრი ვიწვალე ბოლოს მოვერიე ჩემს თავს და ნერვოზს და ყველაფერი წარსულს ჩავაბარე... მერეც კი მქონდა ხოლმე ამ დრომდე ანუ პატარპატარა გამოხტომებინმარა უმნიშვნელო იყო.... მეგონა შვილს რომ გავაჩენდი ბოლომდე მეშველებოდა მარა აი გავაჩინე და უარესი დამეწყო... ჩემ შვილს რომ ვუყურბ მეცოდება ესეთი დედა რომ შეხვდა...

სულ ცუდად ვარ, სულ მეშინია კიბო მაქ მეშინია მალე მოვკვდები თქო, მგონია რომ სიკვდილი კართან მაქ მომდგარი, ყველაფერი მტკივა, ყველაფრის ეიმთან დავდივარ ისტერიულდ.... ეხლა მაქ თავბრუსხვევები აი, მგონია რამეს რომ მივეყუდები გადავვარდები, ან რომ ვზივარ მგონია ვყირავდები, ყველა ამის განმეორებაზე ოფლი მასხავს მგონია კიბო მაქ და ამის გამო ვარ ასე...
2 დღის წინ ტვ შოუს ვუყურე, რესპოდენტი ყავდათ რომელმაც კიბო დაამარცხა.. ის ყვებოდა რომ წონასწორობას კარგავდა, მერე ფერი დარკარგა მერე ქავილები ქონდა, და ბოლოს ნაღველზე ქონდა სიმსივნე... ვსო ეს გავიგე და ქექვით დავდივარ, მეც ის მჭირს ალბათ თქო, მოჩვენებითია თუ მართლა მექავება ყველაფერი არ ვიცი, ხან ვეღარ ვუძლებ ასეთინპატარა ვარ და სულლ სტრესი შიში აღარ შემილია...

დავდგები მერე ვგუგლავ , ჩემ სიმპტომების მსგავს თემებს ახლა ის ამეკვიატება აი ის სიმპტომი იმის ბრალია ის. იმისი და ვგიჟდები რა, აი როგორი ძნელია, შიშის ქვეშ არსებობა...
ხან მგონია რომ აი ჩემს გარშემო რაცხდება ტყუიილია, დერეალიზაციის განცდა მაქ.. ეგებ შვილიც არ მყავს თქო და სიზმარია პროსტა ლამაზი თქო და მერე ამიყვება და მეწყება პანიკა.....sad.gif((( ჯოჯოხეთი ამაზე უღესი იყოს შანსი არაა

კისევ მშობიარობის მერე დამეწყო, აი ბავსვს რამე არ დავმართო, უცებ არ გავგუდო, ხელს რომ ცხვირთან მივუტან რომ ვაწესრიგებ, შიში მიპყრობს უცებ არ გავგუდო არ გავგიჟდე თქო...
გთხოვთ გამომეხმაურეთ..((

-------------

https://forum.ge/?f=43&showtopic=33639512&st=0
https://forum.ge/?act=ST&f=43&t=34637172

Posted by: POKERISBLUFF 29 Apr 2018, 01:30
Elene30

თუ არის ირგვლივ ვინმე ვინც ბავშვს დაიტოვებს დაუტოვე
ცოტახნით გეცადა იქნებ დასასვნებლად წასვლა? თუნდაც 2-3 დღით რომ კარგად დაფიქრდე
მიზეზი კი გაქვს რომ იბრძოლო და არ დანებდე.
ბევრი რამის დამარცხებაა შესაძლებელი გონებით, მთავარია როგორ გინდა შენ ეს
დანებებაზე არც კი იფიქრო პირველი,რაც აუცილებლად გჭირდება დასვენებაა ჩემი აზრით.
რწმენას მართლა დიდი ძალა აქვს, თუნდაც იმ მომენტში როცა სიცხე მაქვს ხოლმე არ მჭირდება თერმომეტრი ხასიათზე აისახება, და ვგრძნობ როცა მაქვს , მიცდია წამლის არ დალევა და გონებით "ბრძოლა" და ძალიან მალე აღარ მქონია

რეალურად როცა რამე წამალს, სვავ
იმ წამლის მოქმედებაზე მეტად ეფექტური, იმის დაჯერება და რწმენაა რომ ის წამალი შენ გიშველის
მე, ვერ ვერკვევი მედიცინაში კარგად
თუმცა ვფიქრობ, წამლის დალევის დროს თუნდაც ფსიქოლოგიური ფაქტორი რომ, სჯერა ადამიანს რომ უშველის ის რაღაც რასაც სვავს უფრო მეტია ვიდრე წამლის ეფექტურობა.

1ხელ, როცა ვცადე და ძლივს გადავყლაპე ტაბლეტი (სიცხის დამწევი) და არ მჯეროდა რომ დამიწევდა
არ დამიწია)
და ძალიან გამიხარდა, მოკლედ ესეთ პატარა დაკვირვებებს ვაკეთებ ხოლმე.
ჰოდა, ვფიქრობ ყველაფერი გაქვს იმისთვის, რომ იბრძოლო სიმშვიდისთვისსსს თან ასეთი რთული რაღაცეების შემდგომ 100მაგად ტკბილი იქნება.

პ.ს ნევროზის ხარისხსაც გააჩნია
არის ანტიბიოტიკები რომლებიც გეხმარებიან რაღაც დოზით
მაგრამ მთავარი მაინც შენი ტვინია, დაიმახსოვრე.

გულწრფელი წარმატებები smile.gif

Posted by: SLACKERR 29 Apr 2018, 01:41
Elene30
ნეგატიური ფიქრები ამოიგდე თავიდან უყურე მხოლოდ პოზიტიურ გადაცემებს დააჯერე შენი თავი რო არაფერი გჭირს და ეს მხოლოდ შენი ნეგატიური ფიქრების ბრალია. ეს წონასწორობობის დაკარგვა და ქავილი ნერვიულობის ბრალია... ვარჯიშს თუ დაიწყებ კარგი იქნება ასევე ნუ ჩაიკეტები საკუთარ თავში გადააყოლე გული სხვებთან ურთიერთობით და ყველაფერი კარგად იქნება smile.gif

Posted by: Elene30 29 Apr 2018, 11:26
POKERISBLUFF
SLACKERR
ღმერთო რა საშინელებააა, მენატრება ის დრო ჩვეულებრივი ადამიანი რომ ვიყავი მეც,.... გარეთ გასვლის მეშინია, ბავშვი ვერ გამყავს რომ ცუდად ვხდები როგორც გარეთ გავალ და მეშინია ასე არ დამრჩეს ჩემი გოგო ;(((((

Posted by: Volker 29 Apr 2018, 11:48
Elene30
როგორც უფროს დას ისე მოგმართავ, რომ არაფერი უცხო და საპანიკო მაგაში დღეს უკვე აღარაა. გადახედე ფორუმზე სხვა თემებსაც და ადვილად ამოიცნებ შენს თავს მრავალ ადამიანში. ერთხელ დათო ტურაშვილმა თქვა, დასავლეთში ხალხი აღარ იხოცებაო. თავიდან ვიფიქრე ეს რა სისულელე მობოდა, პროდასავლური სირეგვენეა მეთქი, მაგრამ რომ დავუფიქრდეთ და ჩვენს ქვეყანას შევადაროთ ძალიან ადვილად დავინახავთ ჭეშმარიტებას. ეს არის ერთ-ერთი გამონაკლისი სახელმწიფო, სადაც ამოსავალი წერტილი არა მოსახლეობაზე ზრუნვაა, რაზეც დასავლეთი კარგა ხნის წინ შეთანხმდა, არამედ ფული. ესაა მიზეზი, რატომაც სტრესში ცხოვრობს უმრავლესობა როგორც შენ, მე და კიდევ ათი ათასობით სხვა და იმ დასავლეთში კიდევ რა სოციო-პოლიტიკური კრიზისიც არ უნდა ჰქონდეთ იმას მაინც შეძლებენ, რომ სასიკვდილოდ არ გაიმეტონ საკუთარი ხალხი. ამიტომაცაა, რომ იმ ტურაშვილის მეგობარი დასავლეთში პანაშვიდზე დიდი ხანია არ ყოფილა, თორემ ხო სისულელე ნათქვამია თავისთავად. შორს წავედი, მაგრამ უბრალოდ რეალობას ასე ვხედავ და მაგიტომაცაა, რომ ჩვენ მომართულები ვართ უარესისკენ. მაგიტომაც ვლაპარაკობთ სულ სიკვდილზე, რომელიც ყველგანაა თითქოს. ჩენს პოლიტიკას უნდა, რომ ასე გვჯეროდეს. მე მაგალითად ცუდად ვხდები მასეთ გადაცემებზე. ერთხელ კინაღამ სუფრა დავტოვე ამხელა ხალხი კიბოზე რომ ალაპარაკდა. სხვა თემას რომ ვერ ნახავ სასაუბროდ უკვე სერიოზული პრობლემაა, ჩემი აზრით. მე რაც გადავიტანე ამ ახალგაზრდა ასაკში ძალიან ბევრს არ ექნება გადატანილი. მიზეზი კი რამდენიმეა ძალიან დიდი სისუსტე და რაც ზემოთ დავწერე იმის გაუაზრებლობა. 90% დარწმუნებული ვარ რომ არაფერი გვჭირს. აი წარმოიდგინე სიმპტომები რო მიჩნდება ხოლმე მერე რამდენიმე კვირაში იცვლება და სხვა ლოკაცია აქვს. ხომ შეუძლებელია ამდენი რაღაცის კიბო მქონდეს, ამიტომ ვმშვიდდები, მაგრამ პრევენციის მიზნით ექიმი მაინც აუცილებლად მიმაჩნია;
პ.ს. ისე ბავშვიანებს რასაც ვუყურებ მართლა ძალიან ხშირად იპყრობთ პანიკა და 100-დან 100 შემთხვევაში უბრალოდ ნევროზულია მეტი არაფერი.

Posted by: Elene30 29 Apr 2018, 12:42
Volker
კი გეთანხმები მარა მე ასე მგონია ხელოვნურად ვმნი პანიკას...
სულ მგონია რომ ცუდად ვარ და რაღაც მჭირს, მერე ის ორგანოებიც ტკივილიათ მპასუხობენ და უარესი ისტერიკა მეწყება... სულ რაღაც მტკივა თუ ვიტკიებ ვერ ვიგებ... ეხლა ატავი მაქ აკვიატებად და ნაღველი

Posted by: SLACKERR 29 Apr 2018, 15:29
Elene30
ნერვიულობის და შენი მდგომარეობის ბრალია ეგ ყველაფერი რო გგონია სულ რაღაც გტკივა და გჭირს. სახლში ჩაკეტვა არაა გამოსავალი უარესად ჩაგითრევს შეეცადე კარგზე იფიქრო ნუ გეშინია არაფერი არ მოგივა.

Posted by: cosmia 29 Apr 2018, 16:19
Elene30
იქნებ მშბიარობისშემდგომი დეპრესიის ნიშნებია? იყავით ექიმთან? შფოთვებს მოგიიხსნიდათ და დაგეხმარებოდათ ადაპტაციაში smile.gif შვილი ხომ პოზიტივია, ეცადეთ პოზიტივზე გადაერთოთ გაზაფხულია ყველაფერი ყვავის, თუ მცენარები გიყვართ სულ გქონდეთ ვაზაში, მზეზეც მეტი დრო დაჰყავით ისეირნეთ, მეტი სექსი გქონდეთ, მოეშვით მოკლედ და გაანებივრეთ პატარა რაღაცებით საკუთარი თავი love.gif

Posted by: nina-nina 29 Apr 2018, 16:27
Elene30
შეეცადე თავისუფალი დრო მინიმუმამდე დაიყვანო, მოიგონე უფრო მეტი საქმე, ჰობი თუნდაც. უბრალოდ დრო არ დაიტოვო არაჯანმრთელი ფიქრენისთვის

Posted by: Elene30 30 Apr 2018, 01:36
SLACKERR
cosmia
nina-nina
ნუ სი არც სექსი მინდა არც მზეარც ყვავილი არც არაფერი , მთელი დღე ვზივარ სახლში ბავშვთან ერთად, მეშინია ყველაფრის რამე
რომ
წამომტკივდება ვსო აი მანდ მეკეტება... სწორედ ესაა პრობლემა რომ სიშები მაქ;(((((
არადა 11 წელი ვოცნევობდი ჩემს ბაოსთან ერთადსეირნობაზე დაა.შ
ახლა კი ვზივარ სახლში და ვკვდები ხან რისდარდით ხან რისი...(((

Posted by: nina-nina 30 Apr 2018, 09:41
Elene30

სასწრაფოდ ფსიქოლოგი
მგონი უფრო მარტივად გაქვს საქმე - აცნობიერებ პრობლემას, ანუ 1 ნაბიჯით წინ ხარ, ეხლა გჭირდება ვინმე ვინც აზრებს დაგილაგებს
ყვეაზე რთული პრობლემის აღიარებაა და შენ არ გაქვს, ასე რომ წარმატებები და კარგი ფსიქოლოგი
პ.ს. მგონი აქ ბევრი სხვადასხვანაირი აზრი უფრო აგრევს

Posted by: Elene30 30 Apr 2018, 14:06
nina-nina
როდისმე თუ ვიქცევი ცვეულებრივ ადამიანად აღარ მგონია...

Posted by: Elene30 2 May 2018, 11:39
დავიჯერო ეს პანიკური აშლილობა მარტო მე მაქ,?
დაწერეთ თუ ვინმეს გქონიათ, ან რა სიმპტომებით ან როგორ გაუმკლავდით, ფლზზზ

Posted by: MmSs 2 May 2018, 11:47
QUOTE (Elene30 @ 2 May 2018, 11:39 )
დავიჯერო ეს პანიკური აშლილობა მარტო მე მაქ,?
დაწერეთ თუ ვინმეს გქონიათ, ან რა სიმპტომებით ან როგორ გაუმკლავდით, ფლზზზ

ზუსტად შენაირად ვიყავი,მეორე ბავშვი,რომ მეყოლა თავისით “გადამიარა“
რამეს ხომ არუკავშირებ?საიდან შეიძლბა წამოსულიყო ეს ყველაფერი?
მშობიარობა,როგორი გქონდა?

Posted by: Elene30 2 May 2018, 11:57
MmSs
კონკრეტულად ვერაფერს ვერ ვუკავშირებ, საკეისროთი გავაჩინე.... მშვენივრად ჩაიარა ყველაფეა.. პროსტა მთელი 9 თვე მეგონა მომეშლებოდა ან მე
მოვკვდებოდი, ანუ შიშები ...

გთხოვ თუ არ გეზარებათ, ზუსტად დამიწერერას განიცთიდი

Posted by: MmSs 2 May 2018, 12:34
QUOTE (Elene30 @ 2 May 2018, 11:57 )
MmSs
კონკრეტულად ვერაფერს ვერ ვუკავშირებ, საკეისროთი გავაჩინე.... მშვენივრად ჩაიარა ყველაფეა.. პროსტა მთელი 9 თვე მეგონა მომეშლებოდა ან მე
მოვკვდებოდი, ანუ შიშები ...

გთხოვ თუ არ გეზარებათ, ზუსტად დამიწერერას განიცთიდი

დავწერ აუცილებლად,ცოტახანში popcorn.gif

Posted by: Elene30 2 May 2018, 12:37
MmSs
ოკკ, :****




2kiss.gif yes.gif

Posted by: MmSs 2 May 2018, 13:16
Elene30
ორსულობის 9თვე სერიოზული სტრესის ქვეშ გავატარე,მეგონა ბავშვი არ იქნებოდა სრულყოფილი,წარმოუდგნლი მეჩვნა ცოცხალი ბავშვის დაბადება,ამას ცუდი ფიზიოლოგიური მშობიარობაც დაემატა,შემდგ ბავშვის ცუდი ხასიათი(სულ ტიროდა,ზნექონდა ასეთი უბრალოდ)ეს ყვლაფერი ერთად და დამეწყო პანიკური შიშები,ბავშვთან ერთად გარეთ გასვლის შიში,შორ გზაზე მითუმეტეს,მეგონა,რომ ეს იყო ჩემი სამუდამო მდგომარეობა,სახლშიც მემართებოდა,როცა ბავშვთან ერთად მარტო ვრჩებოდი,მაგრამ ამას იშვიათი სახე ქონდა...
მეორე ბავშვის მერე კი გაქრა ესყველაფერი

Posted by: Elene30 2 May 2018, 14:15
MmSs
აი ჩემი უზომოდ კაი ბავშვია, მშვიდი მხიარული, ძილი იცის ჭამა იცის.. მარა მე მაქ აშლილობები... მეშინია რამე არ დავმართო, უცებ არ გავგიჟდე თქო....
ეხლა ქექვები დამეწყო, მგონია რაღაც მჭირს

Posted by: MmSs 2 May 2018, 15:35
Elene30
QUOTE
უცებ არ გავგიჟდე თქო....

ნუ გეშინია არ გაგიჟდები,ეს უბრალოდ ფიქრებია...
QUOTE
ეხლა ქექვები დამეწყო, მგონია რაღაც მჭირს

ნერვების ბრალია,ექიმს არ მიმართე?დაგინიშნავს დამამშიდებელს.

Posted by: Elene30 2 May 2018, 17:17
MmSs
აუ არ ვიცი, ალერგიული არ ვარ და ეხლა თუ დამეწყო არ ვიცი... ბავშვი ბუნებრივზე მყავს და ვერ ვსვავ ვერაფერს

Posted by: MmSs 2 May 2018, 17:24
QUOTE (Elene30 @ 2 May 2018, 17:17 )
MmSs
აუ არ ვიცი,  ალერგიული არ ვარ და ეხლა თუ დამეწყო არ ვიცი... ბავშვი ბუნებრივზე მყავს და ვერ ვსვავ ვერაფერს

ნუ გეშინია ყველაფერი დალაგდება:*
21 -ე საუკუნის სენია ეს პანიკური აშლილობები,ძალიან მგრძნობიარე ხარ ალბათ(Like me)
30 წლამდე ვითმენთ,ვითმენთ და მერე ვეღარ ვუქაჩავთ და შედეგიც სახეზეახოლმეsad.gif

Posted by: Elene30 2 May 2018, 17:30
MmSs
ხო ნუ ჩემს გარშემო მარტო მემაქ, ყველა ძაან ლაღია.. მე კიდე სულ შიშებში ვარ ვირთხასავით....
არადა ისე უნდა ვიყო ბევრს შურდეს მარა აი ვერ ვარ....
ეს ნანუკას შოუ მაინც არ მენახა, ქექვით ვკვდები.... აი რა არის ხო? მაგანაც კი იზმენა ამკიდა

Posted by: MmSs 2 May 2018, 17:33
QUOTE (Elene30 @ 2 May 2018, 17:30 )
MmSs
ხო ნუ ჩემს გარშემო მარტო მემაქ, ყველა ძაან ლაღია.. მე კიდე სულ შიშებში ვარ ვირთხასავით....
არადა ისე უნდა ვიყო ბევრს შურდეს მარა აი ვერ ვარ....
ეს ნანუკას შოუ მაინც არ მენახა, ქექვით ვკვდები.... აი რა არის ხო? მაგანაც კი იზმენა ამკიდა

კონკრეტულად რა ადგილებში გექავება?არცმე ვარ ალეეგიული,მაგრამ კანის ქავილი მაქვსხოლმე პერიოდულად,სიმშრალე,მეჭიმება და მექავება წელის მიდამოებში...

Posted by: Elene30 2 May 2018, 18:21
MmSs
ყველგან აი თითით რო იქავებ ისე კი არა რო იგლეჯავ, პროსტა თითს რომ გაისვამ, თავიც ეგრე მეწავება

Posted by: MmSs 2 May 2018, 18:24
QUOTE (Elene30 @ 2 May 2018, 18:21 )
MmSs
ყველგან აი თითით რო იქავებ ისე კი არა რო იგლეჯავ, პროსტა თითს რომ გაისვამ, თავიც ეგრე მეწავება

სუსტი დამამშვიდებელი აუცილებელია,ისე რომ ბავშვს არ ავნოს.

Posted by: Elene30 3 May 2018, 01:52
MmSs
ვსვავ კი მარა ვფიქრობ ამ ნერვოზს მედიკამენტზე კარგად განწყობა შველის.... ვებრძვი რავი;((

Posted by: seito_i 3 May 2018, 09:34
ადრე დაძინება-გაღვიძება, ბუნებასთან მეტი კონტაქტი, ფილმების ყურება, სეირნობა, ყურადღების მაქსიმალური გადატანა. მეც შენს დღეში ვიყავი და ეხლაც ვებრძვი მაგას, თუმცა აშკარა პროგრესი მაქვს მას შემდეგ რაც სიგარეტს შევეშვი, რეჟიმში ცხოვრება და ქალაქგარეთ სიარული, ფიზიკური აქტიურობა დავიწყე.

Posted by: MmSs 3 May 2018, 10:55
QUOTE (Elene30 @ 3 May 2018, 01:52 )
MmSs
ვსვავ კი მარა ვფიქრობ ამ ნერვოზს მედიკამენტზე კარგად განწყობა შველის.... ვებრძვი რავი;((

გეთანხმები...
მედიკამენტები მაშინაა საჭირო,როცა ვეღარ ეხმარები საკუთარ თავს.

Posted by: Elene30 3 May 2018, 11:10
seito_i
სიგარეტი რას უშლის??


Posted by: seito_i 3 May 2018, 12:14
Elene30
სიგარეტი, ყავა-ჩაი-კოკაკოლა-ენერგეტიკული და მსგავსნი ძალიან ცუდად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე. რამდენჯერმე მქონდა პანიკის შეტევა, ყველა სიგარეტის ან ყავის შემდეგ. ეცადე მოერიდო. ადრე დაძინება-გაღვიძება უმნიშვნელოვანესია. ბუნებრივი დამამშვიდებლები მიიღე, უვნებელია

Posted by: Elene30 3 May 2018, 12:25
seito_i
სად ავიკიდე ეს უბედურება რა, გამიმწარა სიცოცხლე... ვერსად დო ვერ დავდივარ და ეხლა თუ ყავაც ხელს უშლის სულ დავშტერდები და ეგაა wink.gif)))
ნუ ისე დაავადებების შიში ამ პანიკის ბაწილია ნეტა?

Posted by: soul 3 May 2018, 15:13
Elene30

არის უკოფეინო ყავა და ჩაი smile.gif კარფურში იყიდება. რაც შეეხება აკიდებას - საკმაოდ ხშირია და ამა თუ იმ ფორმით ძალიან ბევრ ადამიანს აქვს. განსაკუთრებით ქალებს. უნდა მიიღო ეს როგორც მოცემულობა და შეეცადო გააგრძელო ცხოვრება. მედიკამენტებით და ფსიქოთერაპიით შესაძლებელია მიაღწიო კონსენსუსს საკუთარ ფსიქიკასთან...

Posted by: Elene30 3 May 2018, 15:34
soul
იცით რას ვერ ვშველი? აი ჩემს შემთხვევაში ეს მაგდებს პანიკაში. ამეკვიატება აზრი რომ კიბო მჭირს ამა თუ იმ ორგანოზე , მერე ეს ორგანო მართლა სიგნალივით მაძლევს, მტკივდება ან მისივდება ან მექავება ან რავიცი რაა, ხან მოვერევი ხოლმე ხან კიდე ვფიქრობ ეგებ მართლა მაწუხებს და ყურადღება უნდა მივაქციო თქო....
იმდღეს ვუსმენდი , ბევრჯერ დავწერე აქ გადაცემას თქო,
მსაზიობი იყო ნუ მოკლედ თქვა “იყო წონასწორობის დაკარგვაო, ფერის შეცვლაო და ქავილიო, ეს დაავადების ბრალი ყოფილაო ნაღველაზე ქონდა სიმსივნე აი ეგ იყო და მოსვენება დამეკარგა, მეც სულ ბარბაცით დავდივარ და გაფითრებუკი, მაგას რომ ვუსმინე ქავილი მაქ ისეთი ვიგლეჯავ ხელებს ფეხებს და თავს...
მე აი ეს მიქმნის პანიკას

Posted by: ZEPTER 3 May 2018, 16:33
რას აღარ მოისმენს კაცი smile.gif Elene30

Posted by: Elene30 3 May 2018, 16:39
ZEPTER
მაინც რომელმა გაგაოცა?))) ბევრი ითქვა აქ

Posted by: ZEPTER 3 May 2018, 16:40
Elene30 რომ აიკვიატებ რაღაცას უმიზეზოდ და მართლა რომ გაწუხებს შემდეგ

Posted by: Elene30 3 May 2018, 16:44
ZEPTER
ხო ნუ რა ვქნა, ტვინს რასაც ვაწვდი იმას მპასუხობს ორგანიზმი... ამას არ ვდარდობ ამხელა ქალი?)))

Posted by: ZEPTER 3 May 2018, 16:50
Elene30
კარგი ინფორმაცია რომ მიაწოდო არ მოქმედებს კარგად?

Posted by: Elene30 3 May 2018, 16:53
ZEPTER
აძაან ბევრი კარგი რამე ხდება ჩემს თავს, რომ მიცნობდე შენც იტყოდი რაღა ასტეესავს ამ გოგოსო მარა ნუ აი ის სტრესი მომსდევს რაც გადავიტანე..... და ვერ ვერევი

Posted by: სტალინი. 3 May 2018, 23:40
19 წლის ვარ და ქსანაქსებზე ვზივარ დაიკიდე biggrin.gif პროსტა ჩემ შემთხვევაში ალკოჰოლი და ნარკოტიკი იყო გამომწვევი (მგონიbiggrin.gif)
* * *
Elene30
კაროჩე ვარჯიში, ძილის მოწესრიგება ძაან დაგემხარება. რამე საქმით უნდა დაკავდე სასურველია ფიზიკურით და ძაან გიშველის

Posted by: Elene30 3 May 2018, 23:47
სტალინი.
რამე არ მჭირდესო ამის შიში გაქ შენც?ანუ ზევით რაც დავწერე...

არა წამალი არ მინდა ღმერთო წამალზე შეჯდომა და ეგრე კარგად ყოფნაც ძააან ცუდია

Posted by: სტალინი. 3 May 2018, 23:53
Elene30
პირველი თვეები მჭირდა თავბრუსხვევები, გულის აჩქარებები, მაღალი წნევები, შფოთი, უძილობა, ნერვული კანკალი და ვერაფრით ვერ ვიჯერებდი რო ნერვული იყო. მერე გავიკეთე ყველაფრის ექოები და ანალიზები და სრულიად ჯანმრთელი ვიყავი მერე მივედი ნევროპათოლოგთან და დამინიშნა ქსანაქსი. ნუ ეს ქსანაქსი შფოთის მოსახსნელად კარგია მარა დამოკიდებულებას იწვევს და გარკვეული უკუჩვენებებიაქ მე ქსანაქსმა კიარა იმან მიშველა რო ძილის წამალს ვსვამ დილით ადრე ვდგები, ვვარჯიშობ და მუდმივად რაღაცას ვაკეთებ. სახში თუ მარტო დავრჩი უკვე ვსიო შეილება სასწრაფო გამოვიძახო ტყუილად biggrin.gif

Posted by: Elene30 3 May 2018, 23:57
სტალინი.
სტალინი.
ვაიმეეე რა კოშმარიაააააააა, მე აი პანიკური აშლილობის მართვა ვისწავლე ვაიგნორებ თვითონ მაგ პროცეს მარა იმას ვერაფერი ვუშველე ეხლა რომ ვიქექები და მგონია რაღაც მჭირს

Posted by: night-blue 3 May 2018, 23:58
სტალინი.

აუ რატო დაწერე ის რაც ზემოთ წერია? CK (ფენი) და რაღაცეებს ვუბერავდი მეც 2.5 თვეა არ გავკარებულვარ არაფერს ) და მეც ( ირველი თვეები მჭირდა თავბრუსხვევები, გულის აჩქარებები, მაღალი წნევები, შფოთი, უძილობა, ნერვული კანკალი და ვერაფრით ვერ ვიჯერებდი რო ნერვული იყო.)

აი ეს მჭირს შეიძლება ვიწვე საწოლზე და ბრახ წამოვხტე გული მისკდება თქო ან რაღაც უბედურება sad.gif რამდენ ხანში გამივლის ეს ყველაფერი? :
\

შიშები დამიტოვა მოკლედ რა ოღონდ ვერ გავიგე რამ help.gif

დაჟე ეხლაც რო ვკითხულობ ამ ნაწერებს მგონია რო მე მჭირს რაღაც


Elene30

მე ვიცი რაც გიშველის 100000% უბრალოდ ტაბლეტია და შეჩვევა იცის იმ ტაბლეტმა ასე რომ არ გეტყვი) ისე კი არ ხარ მარტო
user.gif

Posted by: სტალინი. 3 May 2018, 23:59
Elene30
გამოკვლევები გაიკეთე ყველაფრის შენც და რო დარწმუნდები რო არაფერი არ გჭირს რეალურად უფრო ადვილად დააიგნორებ
* * *
night-blue
გააჩნია რამდენი ხანია რაც გაწუხებს. რაც უფრო მალე მიხვალ ნევროპათოლოგთან და ადრე დაიწყებ კურსის გავლას უფრო კარგია. დიდი ხანი თუ გჭირს უფრო რთულდება და ანტიდეპრესანტებს დაგინიშნავენ რომელიც არუნდა დალიო biggrin.gif ყველაზე კარგი რჩევა რაც შემიძლია მოგცე მელაქსენი ან მელატონინი დალიე ძილის მოსაწესრიგებლად თუ რეჟიმი გაქვს არეული და ღამე შფოთით გძინავს. გულისთვის ვამელანი შეგიძლია და მთავარია ბევრი წყალი სვი და ივარჯიშე და გაგივლის რაა ნელნელა. ეგ წამლები რაც გითხარი ყველა ურეცეპტოა და შეგიძლია შენით იყიდო.

Posted by: Elene30 4 May 2018, 00:05
სტალინი.
აუუუ ვიკვლევ თაან უკვე ძაან მერიდება, ოჯახის ექიმები უკვე შევაწუხეეე.... ნანუკა ჟორჟოლიანის გადაცემას გასცხოს დედამიწამ, ეს გრუზი გადაცემები რომ აქ

Posted by: night-blue 4 May 2018, 00:05
QUOTE
გააჩნია რამდენი ხანია რაც გაწუხებს. რაც უფრო მალე მიხვალ ნევროპათოლოგთან და ადრე დაიწყებ კურსის გავლას უფრო კარგია. დიდი ხანი თუ გჭირს უფრო რთულდება და ანტიდეპრესანტებს დაგინიშნავენ რომელიც არუნდა დალიო  ყველაზე კარგი რჩევა რაც შემიძლია მოგცე მელაქსენი ან მელატონინი დალიე ძილის მოსაწესრიგებლად თუ რეჟიმი გაქვს არეული და ღამე შფოთით გძინავს. გულისთვის ვამელანი შეგიძლია და მთავარია ბევრი წყალი სვი და ივარჯიშე და გაგივლის რაა ნელნელა. ეგ წამლები რაც გითხარი ყველა ურეცეპტოა და შეგიძლია შენით იყიდო.


ნწ რა მინდა ნევროპათოლოგთან კაცო )) ძაან დიდი ხანი ვუბერავდი კალიკებს და CK ს ხოდა ყოველგვარი ანტიდეპრესანტების და ყველაფრის გარეშე გადავაგდე ორივე ქსანაქსი ვსვი 1 კვირა და ვსო და სუბოს თერაპია ჩავიტარე რა სუბოტექსით გადავაგდე 1.5 თვე დავჯექი ფაქტიურად სუბოზე)

ხოდა ეხლა ვეღარ გამიგია ლომკაში ვარ სუბოსი თუ შიშები დამიტოვა იმ კალიკებმა და რაღაცეებმა sad.gif

აუ მელაქსანი კაი გამახსენე ფორუმელმა მირჩია ადრე რაღაცეებს ვაგდებდი მაშინაც ხვალ ვიყიდი

Posted by: Elene30 4 May 2018, 00:07
night-blue
არ მინდაა მე კაპლს რომ დავლევ უკვე კარგად ვარ,

Posted by: სტალინი. 4 May 2018, 00:09
QUOTE
ნწ რა მინდა ნევროპათოლოგთან კაცო )) ძაან დიდი ხანი ვუბერავდი კალიკებს და CK ს ხოდა ყოველგვარი ანტიდეპრესანტების და ყველაფრის გარეშე გადავაგდე ორივე ქსანაქსი ვსვი 1 კვირა და ვსო და სუბოს თერაპია ჩავიტარე რა სუბოტექსით გადავაგდე 1.5 თვე დავჯექი ფაქტიურად სუბოზე)

ხოდა ეხლა ვეღარ გამიგია ლომკაში ვარ სუბოსი თუ შიშები დამიტოვა იმ კალიკებმა და რაღაცეებმა

აუ მელაქსანი კაი გამახსენე ფორუმელმა მირჩია ადრე რაღაცეებს ვაგდებდი მაშინაც ხვალ ვიყიდი

აა მე სხვანაირად გავიგე biggrin.gif მე ქსანაქსბზე ჩემით კიარ ვარ შემჯდარი ნევროპათოლოგმა დამინიშნა შფოთის მოსახსნელად თორე კალიკებს არ ვეკარებოდი მე ელესდემ და ენბაუმებმა გამიქნია და დამტოვა გაქნეული. მოსაწევსაც ძაან ბევრს ვეწეოდი და სმითაც ბევრს ვსვამდი და ერთი ბედ თრიფის მერე დამეწყო შიშები და შფოთები. ეხა ქსანაქს როგორც სამკურნალოს ისე ვსვამ.

Posted by: Elene30 4 May 2018, 00:11
სტალინი.
ნერვოპათოლოგი ვინ გყავს??

Posted by: სტალინი. 4 May 2018, 00:13
Elene30
მარინა ჯანელიძე
ხეჩინაშვილის კლინიკაში, ვაკეში.
https://www.youtube.com/watch?v=zbNb9SUFLkk&t=511s
უსმინე თუგინდა :დ

Posted by: Elene30 4 May 2018, 00:17
სტალინი.
მანდ კარგი ექიმები არიან კი...
მე ტომოგრაფია მთხოვეს და ვფიქრობ მანდ გადავიღო, თან კლაუსტროფობია ცალკე შემეკვეტა ამ ნერვოზების ფონზე და მაგას ცალკე ვდარდობ რომ ვერ ვიღებ...
მე წლების წინ რომ მქონდა მიშველა საზლიდან გასვლამ, ვმუშაობდი და ისე ვიყავი გადართული სადრა მქონდა არ მახსოვდა...
ეხლა კიდე ვზივარ და სად რა მტკივა ვერ ვითვლი

Posted by: night-blue 4 May 2018, 00:18
სტალინი.


ძილის პრობლემა არ მაქვს პირიქით ერთს რომ დავიძინებ ვეღარ ვიღვიძებ ხოლმე ძალიან ბევრი მძინავს sad.gif ძილიანობა მჭირს.
ნბაუმი და ლსდ არ არის არც ჩემთვის ისე უცხო))


მივალ ხო ნევროპათოლოგთან სხვა გზა არ არის რამდენი ხნით დაგინიშნა ისე ქსანაქსი? რამდენი ხანი უნდა სვა? მაგანაც სერიოზული მიჩვევა იცის რო იცოდე:

QUOTE
არ მინდაა მე კაპლს რომ დავლევ უკვე კარგად ვარ,


ნევროპათოლოგი მაშინ


Posted by: Elene30 4 May 2018, 00:20
ძაან ბევრი ცნობადი სახე ყოფილა ჩვენ დღეში, ბადურაშვილი, ჟორჟოლიანი, ხაზარაძე ა.შ..
ყველამ გვეშველაო და იმედია ჩვენც გვეშველება...
* * *
night-blue
ფსიქოლოგს უფრო ვითხპვ მგონი ))))
შენ ისეთები დაწერე სანამ დრო გაქ უშველე

Posted by: სტალინი. 4 May 2018, 00:58
QUOTE
მივალ ხო ნევროპათოლოგთან სხვა გზა არ არის რამდენი ხნით დაგინიშნა ისე ქსანაქსი? რამდენი ხანი უნდა სვა? მაგანაც სერიოზული მიჩვევა იცის რო იცოდე:

1 თვე დამინიშნა იმიტორო დიდხნიანმა კურსმა შეჩვევა იცისო და მერე ვეღარ გადააგდებო
1 თვე ვსვამ დღესი 3ჯერ და მერე 2 კვირა დოზას ვამცირებ პირდაპირ მოხსნა არ შეიძლებაო მაგის.
QUOTE
ფსიქოლოგს უფრო ვითხპვ მგონი ))))

ფსიქოლოგები ფულის და დროის ტყუილი ხარჯვაა არ გირჩევ მითუმეტეს ქართველ ფსიქოლოგებს
ნევროპათოლოგთან უკეთესია შენს შემთხვევაში მგონი

Posted by: Elene30 4 May 2018, 01:07
სტალინი.
ეგენი კიდე წამლებს ნიშნავენ გჭირდება არ გჭირდება და არ მინდა სასტიკად...
რავიცი რააა, ფაქტია რო ჩემ თავზე ძააან ნერვები მეშლება რო შემეძლოს ძააან ვცემდი

Posted by: სტალინი. 4 May 2018, 01:16
QUOTE
ეგენი კიდე წამლებს ნიშნავენ გჭირდება არ გჭირდება და არ მინდა სასტიკად...

ფსიქოტროპული წამლების კურსი ნევროპათოლოგის პროფილი უფროა ვიდრე ფსიქოლოგის და სხვათაშორის ფსიქოლოგებიც არ აკლებენ წამლებს biggrin.gif რავიცი როგორც გინდა შეიძლება მონახო ისეთი ფსიქოლოგი ვინც თავს კარგად გაგრძნობინებს მარა საბოლოოდ ეგეთი პრობლემა საკუთარი თავის გარდა არაფრით არ გვარდება. ფსიქოლოგი წამლები და ასე შემდეგ უბრალოდ დამხმარეა. კიდე ერთხელ გეტყვი რო აქტიური ცხოვრების წესი, ვარჯიში და სწორი ძილის რეჟიმი ძალიან დაგეხმარება. ხო და კიდე იცოდე რო შენ რაც გჭირს საქართველოშიც ძალიან ბევრს ჭირს და საზღვარგარეთ ხო საერთოდ biggrin.gif ამიტო ისეთი საგანგაშო არაფერი არგაქვს, წარმატებები.

Posted by: Elene30 4 May 2018, 01:25
სტალინი.
ხო მეც ვკითხულობ ხოლმე მარა ძააან დისკომფორტს მიქმნის მე, ცხოვრებას მიმწარებს და რამე უნდა ვქნა... ამდენ ექიმთან სიარულშიც გავღატაკდები მალე,
ის მინდოდა მეკითხა, თავბრუსხვევა რა სახის გაქ ხოლმე, აღწერო შეგილია?

Posted by: სტალინი. 4 May 2018, 09:24
Elene30
აი დაახლოებით ახალგაღვიძებული რო ხარ და არ ხარ ჯერ კიდე გამოფხიზლებული ეგეთი გაბრუებები მაქვს ხანდახან და თრობის შეგრძნება. თვალის "გაშტერება", ტექსტის წაკითხვა მიჭირს ხოლმე.

Posted by: shshsh 4 May 2018, 09:36
ელენე, ბევრს სჭირს ის რაც შენ.ამიტომ ნუ გეშინია. სტრესული ცხოვრებაა დღეს. ექიმებთან სიარული თუ აუცილებელია რადგან მართლა გტკივა, მაშინ ნევროპათოლოგთან გირჩევდი მისვლას, მაგრამ ყველაზე კარგი ფსიქოლოგთან სიარულია. შეიძლება ცოტა ძვირია, მაგრამ ექიმებთან აქეთ-იქით სირბილს ჯობია. ამის გარდა გირჩევ რომ ივარჯიშო, ფიზიკური დატვირთვის ვარჯიშები ნელ-ნელა დაიწყე და პარალელურად კიდე ცოტა ''სულიერი'' ვარჯიშები, იოგა მაგალითად. არის სუნთქვის ვარჯიშებიც უცებ მოვარდნილი პანიკური მდგომარეობა რომ დააკმაყოფილოს. იუთუბზე ბევრი ვიდეოა და რამე აარჩიე. მართლა დაგეხმარება. იმედია სახლში ვარჯიშის საშუალება გაქვს

Posted by: Elene30 4 May 2018, 10:45
shshsh
კი ბევრს ჭირს მარა ეგ მდგომარეობას არ მიმსუბუება მე, ძააან მეშინია იმის რო შეილება რამე მჭირდეს...

Posted by: soul 4 May 2018, 14:42
Elene30

QUOTE
soul
იცით რას ვერ ვშველი? აი ჩემს შემთხვევაში ეს მაგდებს პანიკაში. ამეკვიატება აზრი რომ კიბო მჭირს ამა თუ იმ ორგანოზე , მერე ეს ორგანო მართლა სიგნალივით მაძლევს, მტკივდება ან მისივდება ან მექავება ან რავიცი რაა, ხან მოვერევი ხოლმე ხან კიდე ვფიქრობ ეგებ მართლა მაწუხებს და ყურადღება უნდა მივაქციო თქო....
იმდღეს ვუსმენდი , ბევრჯერ დავწერე აქ გადაცემას თქო,
მსაზიობი იყო ნუ მოკლედ თქვა “იყო წონასწორობის დაკარგვაო, ფერის შეცვლაო და ქავილიო, ეს დაავადების ბრალი ყოფილაო ნაღველაზე ქონდა სიმსივნე აი ეგ იყო და მოსვენება დამეკარგა, მეც სულ ბარბაცით დავდივარ და გაფითრებუკი, მაგას რომ ვუსმინე ქავილი მაქ ისეთი ვიგლეჯავ ხელებს ფეხებს და თავს...
მე აი ეს მიქმნის პანიკას


კი მაგას ქვია იპოქონდრია. ირაციონალური და გადამეტებული შიში, რომ ადამიანს რაღაც ჭირს, მაგრამ როგორც წესი გამოკვლევით არაფერი დასტურდება. ასეთი ადამიანები გუგლავენ თავის სიმპტომებს და ცდილონ მიუსადაგონ რომელიმე დაავადებას.

Posted by: AnneSh 4 May 2018, 15:06
ეს თემაა ამოწეული და ბარემ, რამე დამამშვიდებელი მირჩიეთ რა, ვალერიანის წვეთები არ მშველის საერთოდ. აშკარად ვატყობ, რომ ახლა უფრო ხშირად და მარტივად ვღიზიანდები,
კიდევ რაღაც tranquiplant ვცადე რამდენჯერმე, მაგრამ მაგასაც დიდად არ უმოქმედია.

Posted by: Rogue_one 4 May 2018, 15:25
AnneSh
ვალოსედია კარგი და ვალოკორდინი, ორივე მცენარეულია
ვალოკორდინი გული როცა გაქვს აჩქარებული მაშინ ძალიან ეფექტურია

Posted by: soul 4 May 2018, 15:45
AnneSh

ბენზოდიაზეპინები, მაგრამ ექიმთან უნდა მიხვიდეთ. და კიდევ ერთი რამ - ყველაფერი რითიც შფოთვის შემცირებას შეეცდებით - მიჩვევას იწვევს. ვალერიანიც კი... ამიტომ ყველაზე ეფექტური გრძელვადიან პერსპექტივაში კოგნიტურ ქცევითი თერაპიაა.

Posted by: ZEPTER 4 May 2018, 15:50
წამლებით საბოლოოდ გამოდის ხალხი დეპრესიიდან ან ნერვოზს შველიშ თუ ამსუბუქებს უბრალოდ?

Posted by: Elene30 4 May 2018, 16:21
soul
უღრმასეი მადლობა, მარტთლა დამამშვიდებელი იყო თქვენი პოსტი...

მარა ერთი რაც გუგლში ვერ მოვიძიეა , პანიკურთან იყოს დაკავშირებული არის თავბრუსხვევა , არა სიმყარის შეგრძნება მაქ, აი რომ ყანყალებ, რომ ყველაფერი ცერად დგას, ან ტოკავს აი რაზვალი რო აქ მანქანს გასასწორებელი ეგრე ვარ მეც

Posted by: AnneSh 4 May 2018, 20:44
Rogue_One
ვალოსედი არ ვიცი, ვნახავ აბა რა არის.

soul
ბენზოდიაზეპინი დავგუგლე და კარგი არაფერი ამომიგდო. biggrin.gif



გმადლობთ რჩევებისთვის up.gif

Posted by: Rogue_one 4 May 2018, 20:51
AnneSh
ბენზოდიაზეპინი არ გინდა ეგ ძაან ძლიერმოქმედია და მგონი მიჩვევასაც იწვევს
ვალოსედი მსუბუქია, როგორც ვალერიანი დალიო ისეა, ოღონდ ვალერიანზე ეფექტურია
ასევე ვალოკორდინიც მაგრამ ის უფრო მაშინ უნდა დალიო როცა გული გაქ ცუდად

Posted by: AnneSh 4 May 2018, 21:07
Rogue_One
ჰოო, სტატია ამომიგდო 9 ყველაზე საშიში ნარკოტიკიო :დ
ვალოკორდინს ვიცნობ yes.gif
მოკლედ, ვცდი მაგ ვალოსედს და თუ არ მიშველა, აგკუწავ. mad.gif

Posted by: Rogue_one 4 May 2018, 21:12
AnneSh
თუ არ გიშველა ვარჯიშიც მიაშველე, ჯანსაღი ცხოვრების წესი და ყურადღების გადატანა სხვა რამეზე mad.gif biggrin.gif

Posted by: AnneSh 4 May 2018, 21:17
Rogue_One
ვვარჯიშობ და ვცდილობ ჯანსაღად ვიკვებო კიდევაც mad.gif
მაგრამ აი ყურადღების გადატანა არ გამომდის.

Posted by: Rogue_one 4 May 2018, 21:21
QUOTE (AnneSh)
ვვარჯიშობ და ვცდილობ ჯანსაღად ვიკვებო კიდევაც mad.gif

ძილით როგორ გძინავს? mad.gif
ყურადღების გადატანა უნდა ისწავლო ეგ ერთ ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია

Posted by: AnneSh 4 May 2018, 21:24
Rogue_One
ხანდახან მიჭირს ხოლმე ჩაძინება, ხანდახან ძალით ვათენებ user.gif

Posted by: Rogue_one 4 May 2018, 21:28
AnneSh
ნუ ეგ არაუშავს. მოკლედ ანტიდეპრესანტები არა მგონია გჭირდებოდეს, შეიძლება დამოკიდებულება გამოიწვიოს, თან ცოტა მძიმე მდგომარეობის დროს ინიშნება უფრო.
მხოლოდ მცენარეული წამლის იმედზე ნუ იქნები, თან ფსიქოლოგიური მეთოდებითაც უნდა ებრძოლო, რელაქსი, დასვენება, სწავლა...

Posted by: AnneSh 4 May 2018, 21:33
Rogue_One
ხო, რა თქმა უნდა, ანტიდეპრესანტები არ მჭირდება ნამდვილად.

QUOTE
მხოლოდ მცენარეული წამლის იმედზე ნუ იქნები, თან ფსიქოლოგიური მეთოდებითაც უნდა ებრძოლო, რელაქსი, დასვენება, სწავლა...

up.gif

Posted by: Elene30 5 May 2018, 11:40
AnneSh
biggrin.gif biggrin.gif
ერთი შენადა ფხანვებიც ხომ არგაწუხებს ტანის და ასევე თავბრუსხვევები

Posted by: soul 5 May 2018, 14:48
Elene30

ამ ყანყალის შეგრძნებას ქვია shaking

https://www.calmclinic.com/anxiety/symptoms/shaking

გაქვს შეგრძნება თითქოს გაყანყალებს ან წონასწორობას კარგავ მაგრამ სინამდვილეში ეს არ ხდება - ეს უფრო წაქცევის ან თავბრუსხვევის შიშია. თუ გინდა დარწმუნდე რომ სინამვილეში ეს ასე არაა - შეგიძლია გაჩერდე ფეხი ფეხს მიადო და დააკვირდე - შეგრძნება გაქრება. ერთერთი ყველაზე აუტანელი სიმპტომია smile.gif

Posted by: Elene30 5 May 2018, 15:16
soulაი ეს არ მქონია არასდროს, ეხლა დამეწყო, აი შემაანებს ხოომე თითქოს ყველაფერი არა მყარია, ოტო რინო რანიგოლოგთანაც ვიყავი ყურიდან ხომ არაა თქო, რომდავგუგლე საშინელ რაღაცეებს ახასიათებს ეს წონასწორობის დაკარგვა

Posted by: soul 5 May 2018, 15:50
Elene30

ეგეც შფოთვის და პანიკის შეტევებს ახასიათებს. მომენტალური შეგრძნება თითქოს დატრიალდა ყველაფერი და საყრდენი დაკარგე... ამ შეგრძნებას ახლავს შიში.

Posted by: Elene30 5 May 2018, 16:14
soul
ტვინი წამიღოვო არ თქვა მარა ერთსაც გკიტხავთ, ნუ აი პანიკური შეტევა ხოა უცებ გული გიჩქარდება , წამოცხელება, სისუსტე
მე არა აი ვზივარ და პროსტა თავბრუ მეხვება თითოს ვყირავდებიო და მერე ღებინების შეგრძნება მეუფლება... ანუ პანიკას ექვემდებარება? რახან სხვა სიმპტომები მაინც არ მაქ .

Posted by: DICOM 5 May 2018, 17:36
Elene30

ეგეც პანიკური შეტევის სიმპტომია.

Posted by: AnneSh 5 May 2018, 23:29
Elene30
არა. ეგენი არ მაწუხებს. biggrin.gif
შენი მსგავსი სიტუაცია არ მაქვს.

Posted by: Elene30 7 May 2018, 14:59
ყველას დიდი მადლობა გამოხმაურებისთვის, იქნება ეს თემა არ დავხურავ და ვისაც გენდომებათ თქვენი ისტორიაც მოგვიყევით, გამოსავალიც და შედეგიც)))

Posted by: Alcoholic 8 May 2018, 14:24
გამარჯობა, არ ვიცი სად ვიკითხო, მოკლედ ერთი თვის უკან დავეცი და გავითიშე წამიერად, გადავიღე კატე და არაფერი მჭირდა საერთოდ შიშები და რავიცი რა აღარ ამყვა , რაიმე დარღვევა რომ ყოფილიყო ტვინში თუ თავში აჩვენებდა ხო კატე წესით

Posted by: Elene30 8 May 2018, 14:40
Alcoholic
აუცილებლად აჩვენებდა კი..
სად გადაიღე და როგორია პროცესი თვითონ? მეც მიწევს გადაღება

Posted by: Alcoholic 8 May 2018, 15:48
Elene30 - ბლექველში გადამიყვანა სასწრაფომ და იქ გადამიღეს, წევხარ გაურხევლად რაღაცა ტრიალებს .

Posted by: Elene30 8 May 2018, 16:41
Alcoholic
კუბოსავით როა იქწვები?

Posted by: chicharito12 8 May 2018, 16:50
რაო აბა ვინ რას სვავთ აქ, ურეცეპტოთ?

Posted by: Alcoholic 8 May 2018, 17:19
Elene30 - ხო უსიამოვნო შეგრძნება კი აქვს მე ვლოცულობდი გულში biggrin.gif

Posted by: Elene30 8 May 2018, 18:02
Alcoholic
კლაუსტროფობია მაქ , ეგრევე გული მხევს მანდ თუ ჩამაკვეტეს

Posted by: likalika11 8 May 2018, 21:40
სალამი ხალხს ახლა გეტყვით ჩემ მდგომარეობას მოკლედ მთლად ჯანსაღად ვერ აღვიქვავ რეალობას ფაქტია

მოკლედ ორი წლის განმავლობაში ყოველ დღე თუ არა ყოველ მესამე დღეს ვეწეოდი მარიხუანას და პრობლემა არ იყო ნორმალურად ვიყავი მაგრამ შემდეგ დამეწყო პრობლემები

ანუ ძალიან ღრმად მივდიოდი და რეალობას ძალიან ემოციურად აღვიქვავდი, მაგალითად მე მიყვარს კოსმოსი, ნაწილაკებიც და ზოგადად მაძიებელი ვარ დოგმები ვერ მაკავებს ხოდა ვინ ვარ მე, როგორ ვაზროვნებ, სად ვარ, ჩემს ზემოთ რა არის, ჩემს შიგნით რა არის და ათსი სისულეეები, ამ ყველაფერს რომ ვაცნობიერებდი ემოციურად ვეღრ ვაკონტორლებდი თავს და შიშებში ვარდებოდი და ასე გრძელდებოდა თვეები. მერე მარიხუანას დავანებე თავი რადგან წავიკითხე რომ მარიხუანა არღვევვს ვის ქარეის წინა ნათხემს სადაც ემოცირუი კონტროლის ბალანსი ხდება.

ამავე პერიოდში ფსიქოლოგთანაც მივედი და მირჩია მარიხუანა აღარ მომეწია და რალურად ემოციების აღქმა დასტაბილურებოდა, ერთ წელიწადში კი მარიხუანა სრულად გამოიდევნებოდა ორგანიზმიდან.

ნუ ასეც მოხდა ცოტა დავძლიე მარგამ ერთი წლის შემდეგ ისევ მოვწიე მარიხუანა ბათუმში ამ ზაფხულს, ნუ სამი თვე ვეწეოდი სულ მაგრამ ისე ინტენსიურადაც არა.

ეხლა 8 თვეა გასული და არ მომიწევია თუმცა ისევ აქტიურად დამწეყო ამ ჩათლახი ემოციების შემოტევები ისევ მგონია რომ ახლა ცუდად გავხდები აი ახლა დამერხა და მერე ვცდილობ როგორმე გადავრთო გონება ხოდა გადავრთავ და მერე ვსტაბილურდები არადა დამღალა უკვე ნერვები მეშლება რა ცოტა სტრესულ გარემოში კი ვარ ამჟამად მაგრამ სხვა გამოსავალიც არ მაქვს და რას მირჩევთ ან წამალი ტუა რამე დავლიო და დავიკიდო ეს იდოტი ემოციური შფოთვებია თუ რა დედააფეთქებაცაა ან როგორ დავაკონსერვო რომ ტვინი არ შემოჭამოს და ეგდოს სადაცაა, როგორც კი მოვდუნდები ეგრე მიტევს და რაციონალურ აზროვნებას ამარცხებს და იყოლიებს sad.gif

Posted by: Elene30 8 May 2018, 22:07
likalika11
likalika11
კაი რაა, მაგაზე ნაფიქრი ყველას გვაქ ერთხელ მაინც, ვინ ვართ საიდან მივდივართ და ა.შ..
დამამშვიდებელი გინდა რამე შენც და საქმე ისეთი რაზეც გადაერთვები, ისევე როგორც მე

Posted by: dadu____ 8 May 2018, 22:21
თვითშეცნობაში წასულხარ, სულაც არაა ცუდი, შეეგუე ცხოვრებას არ იქნება ცუდი, მიეცი თავს დამშვიდების საშვალება, ვინ ვართ, საიდან მოვედით და რა აზრი აქ ჩვენს არსებობას ყველაზე საინტერესო კითხვებია

Posted by: likalika11 9 May 2018, 15:30
Elene30
QUOTE
კაი რაა, მაგაზე ნაფიქრი ყველას გვაქ ერთხელ მაინც, ვინ ვართ საიდან მივდივართ და ა.შ..
დამამშვიდებელი გინდა რამე შენც და საქმე ისეთი რაზეც გადაერთვები, ისევე როგორც მე


ჰოო ერთხელ კიარა ჩემთის ყოველი ახალი აღმოჩენა ახალი ლოგიკური ჯაჭვის ნაწილია და არ მინდა ეს დაკვირვებები და სისულელეები დამღალა და მოდუნება მინდა რა.

dadu____
QUOTE
თვითშეცნობაში წასულხარ, სულაც არაა ცუდი, შეეგუე ცხოვრებას არ იქნება ცუდი, მიეცი თავს დამშვიდების საშვალება, ვინ ვართ, საიდან მოვედით და რა აზრი აქ ჩვენს არსებობას ყველაზე საინტერესო კითხვებია


არადა წესით ეპ პერიოდ გადალახული მაქვს მაგრამ ემოციური კონტროლი მაქვს დარღვეული და ვერ ვაკავებ იმ ბნელ ქვეცნობიერ აზრებს sad.gif

ანუუ მოდის ლოგიკურ ჯაჭვს აგებს ყველა კითვხას პასუხს სცემს და დაპყრობას სცდილობს, მერე მე ვცდილობ გონება გადავრთო და აზრები გადავიტანო სხვა პოზიტიურ რაღაცეებზე და ამით ვამარცხებ.

ასევე ვამარცხებ იმ აზრებით რომ მეცნიერებმა და ფსიქოლოგებმა ჩემზე მეტი იციან და სტაბილურობას ინარჩუნებენ და უბრალოდ უნდა მივიღო ის მოცემულობა რომელშიც მიწევს ყოფნა და ვაცნობიერებ რომ ეს ჩემი გადაჭარბებულად და ემოციურად აღქმის ბრალია.

ამაგვარი სისულელეებით დამღალა ამ აზრებმა მინდა რომ ჩავაბეტონო ქვეცნობიეში vik.gif

ვხვდები ვიცი ვაცნობიერებ მაგრამ კონკრეტულ მომენტში ძლიერია და მიყოლიებს sad.gif

Posted by: soul 9 May 2018, 15:58
likalika11

მოკლედ ერთადერთი რაც შემიძლია გითხრა რომ მარიხუანას და ზოგადად კანაბინოიდებს უნდა დაემშვიდობო ეს ცალსახაა. როგორც ჩანს გაქვს მიდრეკილება შფოთვითი აშლილობისკენ და კანაბინოიდები ხელს უწყობს გამოვლინებას. ეფექტი გრძელდება საკმაოდ დიდი ხანი. ასე რომ არც 8 თვეში ერთხელ და არც 2 წელიწადში - უნდა შეეშვა მოწევას.
* * *
QUOTE
ამაგვარი სისულელეებით დამღალა ამ აზრებმა მინდა რომ ჩავაბეტონო ქვეცნობიეში


რაც მეტს შეეცდები ჩაბეტონებას მით მეტად შეგაწუხებს. გამოუშვი და თვალი გაუსწორე. ერთის მხრივ ცნობიერების შეცვლა ცუდი სულაც არაა... საკუთარი გამოცდილებით ვამბობ ამას smile.gif

Posted by: likalika11 9 May 2018, 17:28
soul

ხო რა გამოდის ცუდად მოქმედებს ეს მარიხუანა და უნდა შევეშვა საერთოდ.

მაგრამ ახლა მთავარია ეს პროცესიც მივიღო მოცემულობად და გაუფასურდეს. წამალი რაიმე თუ იქნებოდა ალბათ უფრო დამეხმარებდა sad.gif



Posted by: Elene30 9 May 2018, 23:54
ხალხო კიდე რა მინდა ვიკითხო, ნანიკო ხაზარაძემ გადაცემა ექიმებში თქვა რომ ასე მეგონა საგნები ჩემკენ მოდიოდნენო, ეს პანიკური აშლილობა იყოვო დაფსიქოატრთან
ვიმკურნალეოო,,, ეს როგორრაა აშლილობა ვერ ვიგებ...

Posted by: soul 9 May 2018, 23:57
likalika11

აი წამლების მერე ნახე შენ ცნობიერების შეცვლა smile.gif თუ ისე ძლებ - შეეცადე გაძლო უწამლოდ. ფსიქოთერაპიით. წამლები კიდევ ცალკე უბედურებაა...


* * *
Elene30

QUOTE
ხალხო კიდე რა მინდა ვიკითხო, ნანიკო ხაზარაძემ გადაცემა ექიმებში თქვა რომ ასე მეგონა საგნები ჩემკენ მოდიოდნენო, ეს პანიკური აშლილობა იყოვო დაფსიქოატრთან
ვიმკურნალეოო,,, ეს როგორრაა აშლილობა ვერ ვიგებ...


ეგ მემგონი უფრო ჰალუცინაციაა smile.gif ისე ტელეწამყვანები ხშირად სისულეებს აბრეხვებენ რომ მაყურებელში ემპათია გამოიწვიონ. ისე შფოთვის დროს ადამიანის ტვინი ყველაფერს აღიქვამს როგორც საშიშროებას ამიტომ სრულიად უწყინარმა სიტუაციამაც კი შეიძლება შფოთვის/პანიკის შეტევა გამოიწვიოს. განსაკუთრებით თუ ტვინი წარმოიდგენს რაიმე სიტუაციას რომელშიც მას საფრთხე დაემუქრებოდა. ტვინისთვის რეალური და წარმოსახული საფრთხე ექვალენტურია smile.gif

Posted by: Elene30 10 May 2018, 00:15
soul
მე ბოლოდროს ასეთირამე შევატყვე ჩემ თავს, ჩემ სვილს რომ ხინავს და გადავხედავ მგონია რომ ტვალები აქ ღია, ან თითქოს ჩემი ოჯახის წევრი დავინახე რომ გაიარა და ამდროს არავინაა ესეც ჰალუცინაციაა? და თუ აქ საშველი ზოგადად

Posted by: soul 10 May 2018, 00:22
Elene30

არა. ეგ უფრო გარემოს გადამეტებულად საშიშ ადგილად აღქმიდან გამომდინარეობს.

Posted by: Elene30 10 May 2018, 00:23
soul
ნუ სახლია ჩემი, არ მაქ შიშები არავის მიმართ პირიქით, შვილზე აღარაფერს ვიძახი...
რეები მჭირს რა კაი გოგოვიყავი ერთ დროს))))

ექიმი ხართ?

Posted by: soul 10 May 2018, 00:36
Elene30

განათლებით კი. პლუს შფოთვის და პანიკის მსხვერპლი smile.gif ასე რომ ნაცნობი თემაა და შეგრძნებები.

Posted by: Elene30 10 May 2018, 00:45
soul
ჩემი მსგავსი სიმპტომები გქონდათ? ან თუ გაქვთ ეხლაც

Posted by: soul 10 May 2018, 00:52
Elene30

ხანდახან კი. ადრე უფრო. ახლა ნაკლებად მაგრამ მაინც მიტევს ხოლმე...

Posted by: Elene30 10 May 2018, 01:05
soul
რა ბედნიერია ვისაც ეს არ ჭირს და არ გამოუცფია...

Posted by: soul 10 May 2018, 03:03
Elene30

შეეცადე აღიქვა როგორც გამოწვევა. რაც არ გვკლავს - გვაძლიერებს.

Posted by: Elene30 10 May 2018, 10:15
soul
მაგნიტო რეზონანსულ ტომოგრაფიას სად იღებენ ამათგან ყველაზე კარგად ხომ არ იცით,
ხეჩინაშვილი
ტატიშვილი
ინგოროყვა

Posted by: taka26 10 May 2018, 12:29
რას არ გაიგებს კაცი რაა...://
yes.gif

Posted by: soul 10 May 2018, 15:25
Elene30

სამივე კარგია მაგრამ რატომ smile.gif

Posted by: giorgevich23 10 May 2018, 20:54
აკვიატებაზე და შიშზე ადრე რექსეტინს ვსვავდი და სუ ფეხებზე მეკიდა მერე ყველაფერი smile.gif ძალიან სწრაფი შედეგი ქონდა დალევის დაწყებიდანვე,სულ ორჯერ დავლიე თითო კოლოფი და მგონი ამდენი წლის მერე ისევ მჭირდება 1 კოლოფის მიღება smile.gif

Posted by: taka26 10 May 2018, 21:25
giorgevich23
giorgevich23
რა აკვიატებები გქონდათ?

Posted by: giorgevich23 10 May 2018, 21:43
taka26
QUOTE
რა აკვიატებები გქონდათ?

არ ვპასუხობდი უცხო ზარს ტელეფონზე.
ნარკოტიკს არასდროს მივკარებივარ მაგრამ ხშირად წარმოვიდგენდი როგორ ვიკეთებდი შპრიცით smile.gif
როცა რამდენიმე კაცი შეიკრიბებოდა ერთად,სახლში წასვლის დაუძლეველი სურვილი მიჩნდებოდა.
უცხო ადამიანების გაცნობის სურვილის დაკარგვა,ყველანაირად ვარიდებდი თავს ვინმე ახალი გამეცნო.
მაგრამ ამ მიზეზების გამო არ დამიწყია ამ წამლის მიღება,უბრალოდ ამ წამალმა გაიყოლა ეს ყველაფერი smile.gif
რის გამოც დავიწყე ყველაზე საშინელი მიზეზი იყო,სპნტანურად მოხდა ერთ გოგოსთან სექსის სიტუაცია და გახდისას აღმოჩნდა რომ არაჰიგიენური იყო,ამან ისე იმოქმედა ჩემზე,ყველასთან ვისაც ვცდილობდი ურტიერთობას სულ ის სიბინძურე წარმომიდგებოდა ხოლმე თვალწინ-ამას მოყვა ის რომ ნაადრევად ვამთავრებდი სექსს და ბოლოს ვატყობდი უკვე სექსის სურვილი საერთოდ მიქრებოდა smile.gif

Posted by: taka26 10 May 2018, 21:59
giorgevich23
ეგ პანიკურიაშლილობის ბრალი იყოს არ მგონია , მარა არ შეგმთხვევია კაი ამბავი ))))))))))

Posted by: soul 10 May 2018, 22:45
giorgevich23
taka26

ეგ გავს obsessive compulsive disorder-ს... ობსესია და მერე მისგან გათავისუფლების დაუძლეველი სურვილი, რომელიც მოქმედებაში აისახება.

Posted by: Elene30 10 May 2018, 22:46
soul
ანუ ნერვოლოგმა
მითხრა თავის ტკივილები რახან მაქ და თავბრუსხვევები, რავი რაღაც უცნაურად ცუდად ვარ გადაიღეო.. თოფუაშია ჩემი ექიმი მარა ის პროვაიდერი არაა


ეხლა დავგუგლე და წერია ხაირად პანიკურის დროს გონიათ რომ გულის დაავადება აქვთ რამეო ანუ მეც ეგრე ვარ, ნეტა როგორ უნდა განვასხვავო რომ პანიკური შეტევის მგან მაქ გულის რაცხები რომ არ გამომეპაროს მართლა გულის დაავადება

Posted by: Bushti999 11 May 2018, 00:15
QUOTE (Elene30 @ 10 May 2018, 22:46 )
soul
ანუ ნერვოლოგმა
მითხრა თავის ტკივილები რახან მაქ და თავბრუსხვევები, რავი რაღაც უცნაურად ცუდად ვარ გადაიღეო.. თოფუაშია ჩემი ექიმი მარა ის პროვაიდერი არაა


ეხლა დავგუგლე და წერია ხაირად პანიკურის დროს გონიათ რომ გულის დაავადება აქვთ რამეო ანუ მეც ეგრე ვარ, ნეტა როგორ უნდა განვასხვავო რომ პანიკური შეტევის მგან მაქ გულის რაცხები რომ არ გამომეპაროს მართლა გულის დაავადება

ფსიქოთერაპია ცადე ვინმე კარგი ფსიქოლოგი მონახე და კველაფერი დალაგდება

Posted by: Elene30 11 May 2018, 00:26
Bushti999
ისეთი მშიშარა ვარ აი ყველა ქალი ვარ 1 ში

Posted by: soul 11 May 2018, 00:42
Elene30

ასაკი, სქესი და ანამნეზი... ნუ აი გაიკეთებ გამოკვლევებს მაგრამ შიშს ეს არაფერს დააკლებს მაინც... მერე ისევ რაღაც ჩაგიძვრება თავში.

Posted by: Elene30 11 May 2018, 00:50
soul
აქ კიდე არ ვწერ იმდენი რამე მაქ აკვიატებული, დაავადებები.. მერიდება ჩემთავთანაც კი უკვე

Posted by: Bushti999 11 May 2018, 17:07
QUOTE (Elene30 @ 11 May 2018, 00:26 )
Bushti999
ისეთი მშიშარა ვარ აი ყველა ქალი ვარ 1 ში

მესმის მე ტყვიამ გამიარა თავში მოყვა ეპილეფსია მერე პანიკური შფოთითი აშლილობა მაგ შიშების ყველანაირი ფორმა და გამოხატულება ვიცი თავს უნდა მოერიო და მსგსვსი სისულელეები უარესად მოქმედებს რო შეელოს თვითონაც დააღწევდა და აქამდე აღარ მოვიდოდა ხო... და თერაპია არის ყველაზე კარგი გადაწყვეტა მიდი ფსიქოლოგთან ანტიდეპრესანტებს და წამლებს მაქსიმალურად მოერიდე და იცოდე სანამ რამეს არ გადაწყვიტავ და არ გააკეთებ მუდმივ შიშებში იქნები შენზეა იცოდე ძალიან ბევრი რამე დამოკიდებული მე გირჩევ კამარაში მიხვიდე ძალიან მაგარი კოლექტივია და აუცილებლად დაგეხმარებიან

Posted by: pepo_pepo23@mail.com 13 May 2018, 02:32
შევღონდით ამდენი რეკლამით უკვე. ბარე მეშვიდე თემაა.


ბანი 10 დღე და შემდეგში კიდევ თუ დაიწყებ იგივეს, გაიზრდება ბანის ხანგრძლივობაც.

Posted by: soul 13 May 2018, 03:24
pepo_pepo23@mail.com

პა ხოდუ პენისიც გაგვიდიდდება და ტიტანგელს მოგვყიდის ხო? smile.gif

Posted by: Solveig 13 May 2018, 23:40
Elene30
QUOTE
ნეტა როგორ უნდა განვასხვავო რომ პანიკური შეტევის მგან მაქ გულის რაცხები რომ არ გამომეპაროს მართლა გულის დაავადება

ძალიან მარტივად..
გაიკეთე გულის და წნევის 24 საათიანი მონიტორინგი,
გულის ექოსკოპია, კარდიოგრამა...
თუ რამეა-გამოჩნდება აუცილებლად.

Posted by: Miria 14 May 2018, 04:19
pepo_pepo23@mail.com
QUOTE
შევღონდით ამდენი რეკლამით უკვე. ბარე მეშვიდე თემაა.
ბანი 10 დღე და შემდეგში კიდევ თუ დაიწყებ იგივეს, გაიზრდება ბანის ხანგრძლივობაც.


Newbie-ებს როდიდან გაქვთ იუზერის და-ბან-ის უფლება?
rolleyes.gif
.
user posted image

Posted by: taka26 14 May 2018, 17:18
ყურებშიმაქ ხომე მოულოდნელად რახაც შუილი თითქო რაღაც დადისო, ეს რა ჯანდაბაა?

Posted by: soul 14 May 2018, 21:09
taka26

ეგ ტინიტუსია. შუილი ყურებში.

Posted by: დოჩანა 14 May 2018, 21:22
დღეს ცოტა ვიარე თუ ბევრი, ამიკანკალდა ორივე მუხლი, უფრო მეტად მარცხენა.
რისი ბრალი შეიძლება იყოს?
დაღლილობის? ნერვების?

Posted by: taka26 15 May 2018, 03:38
soul
ნუ წამიერად მაქ და მერე მივლის, გულიდან ხომ არ მოდის თქო და კიდე აქ თუ ვინმემ იცით, ტრომბსყ რა იწვევს მოულოდნელად რომ ხდებაა რა წინა პირობა აქვს და კიდე წამიერ ტახიკარდიას, დღეში რამდენჯერმე ამიჩქარდება ხოლმე

Posted by: weasel 15 May 2018, 22:29
ხანდახან ჰაერი არ მყოფნის, ან მგონია რომ არ მყოფნის.
ასე მგონია გული მიმდის. ძალიან შეუძლოდ ვხდები უცებ და მუცელში ცუდი შეგრძნება მაქვს. საჭმელს ვერ ვჭამ მაგ დროს.

არ ვიცი რას დავაბრალო, ექიმმა სტრესის ბრალიაო, მაგრამ მაინც ეჭვებში ვარ პერიოდულად. biggrin.gif

გქონიათ ვინმეს მსგავსი?

Posted by: natalia_dia 17 May 2018, 09:38
საშინელი დეპრესია მაქვს მეც sad.gif აი თუ გადავიტან არ მგონია.. არავინ და არაფერი არ მინდა, არაფრის გაგონება არ მინდა საერთოდ იმ რეალობს სადაც ვარ, აფობაზოლის დალევა დავიწყე და რავიცი თუ მიშველის, ისე შემთხვევით ეციტალოპრამის შემცველი წამალი ხომ არ იცით რომელიმე? ამბობენ რომ ძალიან მაგარია ამ დროს.. მადლობა წინასწარ <3 sad.gif
* * *
QUOTE (weasel @ 15 May 2018, 22:29 )
ხანდახან ჰაერი არ მყოფნის, ან მგონია რომ არ მყოფნის.
ასე მგონია გული მიმდის. ძალიან შეუძლოდ ვხდები უცებ და მუცელში ცუდი შეგრძნება მაქვს. საჭმელს ვერ ვჭამ მაგ დროს.

არ ვიცი რას დავაბრალო, ექიმმა სტრესის ბრალიაო, მაგრამ მაინც ეჭვებში ვარ პერიოდულად. biggrin.gif

გქონიათ ვინმეს მსგავსი?

კი ასე ვარ ზუსტად, ეს ყველაფერი სტრესის ბრალია.. დაგროვდა რაღაც შიგნით და.. sad.gif ეხლა ვებრძვი რაღაც საშინელებას.. ისე ცუდად ვარ ასე არასდროს არ ვყოფილვარ ჩემს ცხოვრებაში, მგონია რო ვგიჟდები, სახლში შესვლის მეშინია.. მეზიზღება ყველაფერი
* * *
QUOTE (Elene30 @ 29 Apr 2018, 01:17 )
მოკლედ, დახმარება მჭირდება გთხოვთ თუ ვინმე შემოხვალთ წაიკიტხავტ დამარიგეთ, მირჩიეთ რამე როგრ მოვიქცე, ან თუ გსმენიათ რამე ჩემი მაგალითის მსგავსი გამიზიარეთ...)))
შვილი მყავს ახალი გაჩენილი,5 თვის არის ჯერ... ესეც გავაჩინე 11 წლის მერე ეხლა ვარ 30 —ის)))...
რამდენი სტრესი მაქ გადატანილი უსიტყვოდაც მიხვდებით...
ძალიან დიდი ხნის წინ რომ გავთხოვდი, დამეწყო 1,2 წელში სტრესი დეპრესია, პანიკური აშლილობა, ვიყავი სულ ცუდად, არ მინდოდა არაფერი არავინ,,დავდიოდი წამლების პარკით და გზადაგზა ვსვავდი...მეგონა მოვკვდებოდი , ცუდად გავხდებოდი.. ა.შ..
ბევრი ვიწვალე ბოლოს მოვერიე ჩემს თავს და ნერვოზს და ყველაფერი წარსულს ჩავაბარე... მერეც კი მქონდა ხოლმე ამ დრომდე ანუ პატარპატარა გამოხტომებინმარა უმნიშვნელო იყო.... მეგონა შვილს რომ გავაჩენდი ბოლომდე მეშველებოდა მარა აი გავაჩინე და უარესი დამეწყო... ჩემ შვილს რომ ვუყურბ მეცოდება ესეთი დედა რომ შეხვდა...

სულ ცუდად ვარ, სულ მეშინია კიბო მაქ მეშინია მალე მოვკვდები თქო, მგონია რომ სიკვდილი კართან მაქ მომდგარი, ყველაფერი მტკივა, ყველაფრის ეიმთან დავდივარ ისტერიულდ.... ეხლა მაქ თავბრუსხვევები აი, მგონია რამეს რომ მივეყუდები გადავვარდები, ან რომ ვზივარ მგონია ვყირავდები, ყველა ამის განმეორებაზე ოფლი მასხავს მგონია კიბო მაქ და ამის გამო ვარ ასე...
2 დღის წინ ტვ შოუს ვუყურე, რესპოდენტი ყავდათ რომელმაც კიბო დაამარცხა.. ის ყვებოდა რომ წონასწორობას კარგავდა, მერე ფერი დარკარგა მერე ქავილები ქონდა, და ბოლოს ნაღველზე ქონდა სიმსივნე... ვსო ეს გავიგე და ქექვით დავდივარ, მეც ის მჭირს ალბათ თქო, მოჩვენებითია თუ მართლა მექავება ყველაფერი არ ვიცი, ხან ვეღარ ვუძლებ ასეთინპატარა ვარ და სულლ სტრესი შიში აღარ შემილია...

დავდგები მერე ვგუგლავ , ჩემ სიმპტომების მსგავს თემებს ახლა ის ამეკვიატება აი ის სიმპტომი იმის ბრალია ის. იმისი და ვგიჟდები რა, აი როგორი ძნელია, შიშის ქვეშ არსებობა...
ხან მგონია რომ აი ჩემს გარშემო რაცხდება ტყუიილია, დერეალიზაციის განცდა მაქ.. ეგებ შვილიც არ მყავს თქო და სიზმარია პროსტა ლამაზი თქო და მერე ამიყვება და მეწყება პანიკა.....sad.gif((( ჯოჯოხეთი ამაზე უღესი იყოს შანსი არაა

კისევ მშობიარობის მერე დამეწყო, აი ბავსვს რამე არ დავმართო, უცებ არ გავგუდო, ხელს რომ ცხვირთან მივუტან რომ ვაწესრიგებ, შიში მიპყრობს უცებ არ გავგუდო არ გავგიჟდე თქო...
გთხოვთ გამომეხმაურეთ..((

როგორ მესმის შენი... მეც დიდი ხანია ამ ყველაფერს ვებრვი, ბოლო პერიოდში აღარ მივაქციე ყურადღება დაგროვდა დაგროვდა და ეხლა მაქვს საშინელება... sad.gif მართლა არ მგონია თუ გადავიტან, მგონია რო უნდა გავგიჟდე.. შევიშალო, იმდენად მაღიზიანებს გარშემო ყველაფერი რომ ვერ ვუძლებ ამ ზიზღს, მოკლედ ძალიან ცუდად მაქვს საქმე.. თან საზღვარგარეთ ვარ sad.gif ეს ხო საერთოდ საშინელებაა ასეთ მდგომარეობაში აქ ყოფნა და ეხლა ვეძენ წამალს რომელიც ეციტალოპრამს შეიცავს, მაგრად შველისო ამ მდგომარეობას და იქნებ შენც გეცადა...
* * *
რომ ამბობენ თავი ხელში აიყვანეო? აი ამას როგორ ახერხებენ? ისეთ მდგომარეობაში როგორშიც ახლა მე ვარ როგორ უნდა ავიყვანო თავი ხელში? smile.gif იქნებ იცით ვინმემ და გამიმხილეთ..

Posted by: aragorn 17 May 2018, 17:07
გამარჯობა მეგობრებო,

გთხოვთ დამეხმარეთ და ამიხსენით რა დამემართა გუშინ. შეიძლება ეს ნევროზული საერთოდ არაა, უბრალოდ არ ვიცი სად დავწერ, რადგან ნევროპათოლოგის თემა ვერ ვნახე.

მოკლედ ცუდად მძინავს და გვიან ვწვები ხოლმე. ზოგადად, შემიძლია ვთქვა, რომ გადატვირთულ სამუშაო გრაფიკში ვარ და ისედაც, გუშინ საკმაოდ დიდი რაოდენობით სტრესი მქონდა და მაგას ვაბრალებ თავად, მაგრამ მაინც მსურს რომ ვიკითხო:

დაახლოებით 2 საათზე დავწექი ღამით. მობილურში რაღაც სულელურ ვიდეოებს ვუყურებდი და ვფიქრობდი რომ მალე ჩამეძინებოდა, როცა უეცრად რაღაც საოცარი ზანზარისა და კანკალის შეგრძნებამ მხია და გამაშეშა. მოკლედ ძალიან მიჭირს ახსნა რა მომივიდა, მაგრამ დაახლოებით რომ გითხრათ დამაზანზარა, დამარტყა რაღაცამ და გადამიარა ზედ. თითქოს კრუნჩხვითი შეგრძნებაც მქონდა და აი შეგრძნება რომ რაღაც მოკლე ჩართვა მოხდა თითქოს ტვინში. თითქოს თან მთელი ტანი დაიძაბა უცებ და გული ამომიხტა ლამის საგულედან. თვალები არ დამბნელებია. რაღაც ასეთი შეგრძნება იყო. დაახლოებით წამის მეათედი გაგრძელდა ეს უეცარი შეტევა და ეგრევე გამიარა. შემდეგ კი დამიბუჟდა ფეხები და ხელები, მაგრამ არც ისე ძლიერ. მერე უცებ შეშინებულმა ტელეფონი გამოვრთე და დაძიინება ვცადე, მაგრამ არ გამომდიოდა დიდხანს მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ დაღლილი ვიყავი. მთელი ღამე რაღაც სულელური, უაზრო და წარმოუდგენელი ვიზუალური ფანტაზია მეხატებოდა ტვინში ჩაძინებამდე. ანუ როცა ვფიქრობ - წარმოვიდგენ რამეს მე თავად, აქ კი ვერ ვფიქრობდი, თავისით მოდიოდა რაღაც სულელური აზრები. ყველა საგანი იბერებოდა და სკდებოდა და რაღაც ასეთები მეხატებოდა. თან მეძინებოდა, თან არა. ეპილეპსიური შეტევა ნამდვილად არ მგონია, თანაც წამის მეასედი გაგრძელდა და მე ეს ყვეალფერი ვიგრძენი ანუ არ გავთიშულვარ.

ისე ვარ 23 წლის და მემგონი ყველანაირი ნევროზი მქონია smile.gif პანიკური აშლილობები, დეპერსონალიზაცია, დერეალიზაცია, ფსიხასთენია, იპოქონდრია და დეპრესიის ტალღები. გავლილი მაქვს უკვე ეს ყველაფერი და ამიტომ ხელ-ფეხი რომ დამიბუჟდა ამ შეტევის შემდეგ, მაგრად დავიკიდე. ჩვეულებრივ პანიკურ შეტევას, კანკალი რომ გიტანს უეცრად და კბილები რომ გიკაწკაწებს არ ჰგავდა. უცებ დამარტყა, აი არაფრიდან. საერთოდ არ ვფიქრობდი ასეთ რამეებზე, რაღაც სულელურ ვიდეოს ვუყურებდი, რომ უცებ მგლიჯა რა მოკლედ. სავარაუდოდ, უძილობის და გადაღლის ბრალი იყო, მაგრამ რამე სერიოზული ხომ არ იქნება? ან ხომ არ განმეორდება? საშინელი შეგრძნება იყო, ნამდვილად არ მინდა განმეორდეს.

ჰო, ინტერნეტში რომ დავსერჩე ყველაზე მეტად სიმპტომებით ჰგავს - Brain Zaps Disorder - ს, მაგრამ რატომღაც არ მგონია ეს იყოს. სხვა ვერაფრით დაკავშირე, იმიტომ რომ ეს დისორდერი ცოტა სხვანაირად ვითარდება როგორც გავიგე. თანაც Brain Zaps არის მედიკამენტების, ანტიდეპრესანტების გვერდითი მოვლენა და მე არაფერ წამალს არ ვსვამ საერთოდ ამჟამად. დაახლოებით 3 თვეა არაფერი არ დამილევია, მანამდე ცოტა ხანს ვსვამდი 5ჰტპ - ს - მცენარეულ ანტიდეპრესანტს და მაშინ არაფერი მქონია ნამდვილად.

Posted by: Hemera 17 May 2018, 17:56
Elene30
QUOTE
სულ ცუდად ვარ, სულ მეშინია კიბო მაქ მეშინია მალე მოვკვდები თქო, მგონია რომ სიკვდილი კართან მაქ მომდგარი, ყველაფერი მტკივა, ყველაფრის ეიმთან დავდივარ ისტერიულდ



ზუსტად იგივე მჭირდა განქორწინების დროს, აი ზუსტად.
მეც ანალოგიურად ორსულობა, ბავშვის გაჩენა, განქორწინება მიმძიმებდა ფონს და თან ხმას არ ვიღებდი, ასე უაზროდ დამქონდა გული ხელით.
საბოლოოდ ხომ იცი ყველა შიშს ჯობია პირდაპირ შეხედო და არ ვიცი რაც კი რამ ანალიზი არსებობს ყველაფერი გავიკეთე და როცა ფაქტის წინაშე დავდექი რომ გრიპიც კი არ მჭირდა მოუწია ჩემს გონებას შეეგნო რომ სხვანაირად ეაზროვნა. მაგრამ რასაც ჰქვია ნახევარი წელიწადი ჯოჯოხეთში ვიცხოვრე მაგ ნერვული შემოტევების გამო

Posted by: soul 17 May 2018, 19:42
weasel

QUOTE
ხანდახან ჰაერი არ მყოფნის, ან მგონია რომ არ მყოფნის.
ასე მგონია გული მიმდის. ძალიან შეუძლოდ ვხდები უცებ და მუცელში ცუდი შეგრძნება მაქვს. საჭმელს ვერ ვჭამ მაგ დროს.

არ ვიცი რას დავაბრალო, ექიმმა სტრესის ბრალიაო, მაგრამ მაინც ეჭვებში ვარ პერიოდულად.

გქონიათ ვინმეს მსგავსი?


კი მაგას შფოთვა ქვია. გვქონია smile.gif
* * *
aragorn

QUOTE
მთელი ღამე რაღაც სულელური, უაზრო და წარმოუდგენელი ვიზუალური ფანტაზია მეხატებოდა ტვინში ჩაძინებამდე. ანუ როცა ვფიქრობ - წარმოვიდგენ რამეს მე თავად, აქ კი ვერ ვფიქრობდი, თავისით მოდიოდა რაღაც სულელური აზრები. ყველა საგანი იბერებოდა და სკდებოდა და რაღაც ასეთები მეხატებოდა. თან მეძინებოდა, თან არა. ეპილეპსიური შეტევა ნამდვილად არ მგონია, თანაც წამის მეასედი გაგრძელდა და მე ეს ყვეალფერი ვიგრძენი ანუ არ გავთიშულვარ.


Hypnagogic or hypnopompic hallucinations are visual, tactile, auditory, or other sensory events, usually brief but occasionally prolonged, that occur at the transition from wakefulness to sleep (hypnagogic) or from sleep to wakefulness (hypnopompic).

მანამდე რაც აღწერე ეგ ისევ პანიკის შეტევას გავს.

Posted by: Miria 17 May 2018, 23:15
aragorn
დიდი ხანი ხომ არ იწექი ერთ გვერდზე, ერთ პოზაში?
შეიძლება რომელიმე არტერია გადაიკეტა ზეწოლის გამო და ამან გამოიწვია ეს.

Elene30
პირველ რიგში, თავბრუსხვევა ძალიან ბევრმა რამემ იცის, დაწყებული - ენმიით (სისხლნაკლებობა), რაც ადამიანს არ კლავს.
მიიღებ შესაბამის მედიკამენტებს, აღდგება სისხლის და მორჩა smile.gif

მერე.......
თავბრუსხვევა, რამდენადაც ვიცი, იცის თავის ტვინში არსებულმა სიმსივნემ.
სიმსივნეს ადგენენე მაგნიტო რეზონანსული კვლევით ან კომპიუტერული ტომოგრაფიით.
გამოიკვლიე ტვინი და რომ ნახავ რომ არაფერი არ გჭირს - დაწყნარდები.

მე, რაც თავი მახსოვს(ბავშვობიდან), თავბრუსხვევა მაქვს როდესაც ჩამუხლული ვარ და ავდგები, ვწევარ და უცბად ავდგები.
რამეს თუ არ მივეყრდენი - წავიქცევი smile.gif
თვალები მიბნელდება(არა და თვალები გახელილი მაქვს, უბრალოდ უცბად ყველაფერი შავდება) და თავბრუ მეხვევა, წონასწორობას ვკარგად.
დაბალწნევინი ვარ და ალაბთ ამიტომ.
37 წლის ვარ და დღემდე ასე ვარ.
არც არასოდეს შეიცვლება და შეგუებული ვარ ამას.
smile.gif

Posted by: weasel 17 May 2018, 23:20
soul
როგორ ვუშველო? [b] [\b]

Posted by: BaTuMiFuN 17 May 2018, 23:55
natalia_dia
Elene30

როგორ მესმის თქვენი რომ იცოდეთ
მე გავიარე სრულად მეთქი ვერ ვიტყვი, მაგრამ რაც არ უნდა სასაცილო და საოცარი იყოს ეგ ყველა შიში ბოლოს იმით დავძლიე , რომ სიკვდილის აზრს შევეჩვიე
ხომ ვფიქრობდი რომ ვკვდებოდი ხომ მეშინოდა და მეგონა არ მეშველებოდა არაფერი
ხოდა ბოლოს მივეჩვიე ამ ყველაფერს. აღვიქვი რომ ჩემი სიკვდილით დიდი ტრაგედია არ დატრიალდებოდა. ერთ დღეს მაინც ხომ უნდა მოკვდეს ყველა
სადღაც წავიკითხე დაახლოებით ასეთი ფრაზა: სანამ ცოცხალი ხარ რა გაშინებს და თუ მოკვდები მერე რისი უნდა გეშინოდეს , მაშინ ხომ ყველაზე დიდი სიცოცხლე იწყებაო. დაახლოებით ეგ აზრები ჩამიჯდა თავში და მიშველა თითქოს smile.gif
ახლაც ნორმასთან შედარებით მაღალი წნევები მაქვს , მაგრამ იშვიათად ვიზომავ. უფრო დავიკიდე
ყველა ექიმმა ნერვული სტრესის დიაგნოზი დამისვა. რა წამლები არ მივიღე , მაგრამ არაფერმა მიშველა
ბოლოს მაინც ყველაფერს ეჩვევა ადამიანი
წარმატებებს გისურვებთ smile.gif

დავამატებ კიდევ ერთხელ, რომ სრულად არ გამიქრა შიში, მაგრამ ძალიან დიდი სხვაობაა ადრინდელ და ახლანდელ ჩემს მდგომარეობებს შორის

Posted by: soul 18 May 2018, 23:04
weasel

QUOTE
როგორ ვუშველო? [b] [\b]


თუ ძალიან არ გტანჯავს, კოგნიტურ ქცევითი თერაპიით. ყველაზე ეფექტურია. სხვა ვარიანტია მკურნალობა წამლებით.

Posted by: taka26 19 May 2018, 00:29
Miria
რა მაგრად დაამშვიდე ხო? lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: weasel 19 May 2018, 13:17
soul
მგონი სეირნობა, ვაჯიში და კარგი ძილის რეჟიმითაც ეშველება. თუ არა და მომიწევს ეგ.

Posted by: natalia_dia 19 May 2018, 18:29
QUOTE (BaTuMiFuN @ 17 May 2018, 23:55 )
natalia_dia
Elene30

როგორ მესმის თქვენი რომ იცოდეთ
მე გავიარე სრულად მეთქი ვერ ვიტყვი, მაგრამ რაც არ უნდა სასაცილო და საოცარი იყოს ეგ ყველა შიში ბოლოს იმით დავძლიე , რომ სიკვდილის აზრს შევეჩვიე
ხომ ვფიქრობდი რომ ვკვდებოდი ხომ მეშინოდა და მეგონა არ მეშველებოდა არაფერი
ხოდა ბოლოს მივეჩვიე ამ ყველაფერს. აღვიქვი რომ ჩემი სიკვდილით დიდი ტრაგედია არ დატრიალდებოდა. ერთ დღეს მაინც ხომ უნდა მოკვდეს ყველა
სადღაც წავიკითხე დაახლოებით ასეთი ფრაზა: სანამ ცოცხალი ხარ რა გაშინებს და თუ მოკვდები მერე რისი უნდა გეშინოდეს , მაშინ ხომ ყველაზე დიდი სიცოცხლე იწყებაო. დაახლოებით ეგ აზრები ჩამიჯდა თავში და მიშველა თითქოს smile.gif
ახლაც ნორმასთან შედარებით მაღალი წნევები მაქვს , მაგრამ იშვიათად ვიზომავ. უფრო დავიკიდე
ყველა ექიმმა ნერვული სტრესის დიაგნოზი დამისვა. რა წამლები არ მივიღე , მაგრამ არაფერმა მიშველა
ბოლოს მაინც ყველაფერს ეჩვევა ადამიანი
წარმატებებს გისურვებთ smile.gif

დავამატებ კიდევ ერთხელ, რომ სრულად არ გამიქრა შიში, მაგრამ ძალიან დიდი სხვაობაა ადრინდელ და ახლანდელ ჩემს მდგომარეობებს შორის

მადლობა გამოხმაურებისთვის, მე ვიყავი ნევროლოგთან და ორი წამალი დამინიშნა ატარაქსი და ციპრალექსი, დღეს დავიწყე მიღება დილას და მიმაძინა მიმთიშა და რო გამეღვიძა წნევა მქონა 90 ს ქვემოთ და კანი მიხურდა განსაკუთრებით ზურგის და მხრების არეში, რავი რა.. sad.gif არ ვიცი ეს რა არის.. შეიძლება გვერდით მოვლენა იყოს?

Posted by: soul 20 May 2018, 20:04
natalia_dia

QUOTE
წნევა მქონა 90 ს ქვემოთ


ეგ ატარაქსის შედეგია. მე თუ მკითხავ ატარაქსს ისევ ბენზოდიაზეპინები სჯობს. ნაკლები გვერდითი მოვლენა აქვს თუ მაინცა და მაინც საჭიროა.


QUOTE
კანი მიხურდა განსაკუთრებით ზურგის და მხრების არეში,


აი ეგ ხურების შეგრძნება ციპრალექსს (ესციტალოპრამს) ახასიათებს. იდეაში უნდა გაგიაროს.

Posted by: taka26 20 May 2018, 20:18
ხალხო, გული მტკივა მთელი დღეა მწიწკნის და მარცხენა ხელი მტკივა, ბეჭებიც წამომტკივდება ხოლმე...
არ მიყუჩებს არაფერი,, 1 კვირის წინ შემაშინეს ღამე რაღაც ცუდი ამბავი გამაგებინეს და იმის მერე დამეწყო, უცებ წნევამ ამკრა 150 ზე და ასე ვარ 1 კვირაა გულის ჩხვლეტები.....
წამიერად მაქ გულის აჩქარებები მოკლედ მე იმ ემოციას ვუკავშირებ მარა რითი ვუშველო ეხლა..

Posted by: soul 20 May 2018, 22:53
taka26

დიაზეპამით უნდა უშველო. მოკლე კურსი.

Posted by: taka26 20 May 2018, 23:01
soul
ბავშვს ძუძუს ვაჭმევ , ამიტომ ვერ ვრიაკავ ვერაფერს არადა მეშინია არ გავჭიმო ფეხები

Posted by: BaTuMiFuN 21 May 2018, 12:59
natalia_dia
QUOTE

მადლობა გამოხმაურებისთვის, მე ვიყავი ნევროლოგთან და ორი წამალი დამინიშნა ატარაქსი და ციპრალექსი, დღეს დავიწყე მიღება დილას და მიმაძინა მიმთიშა და რო გამეღვიძა წნევა მქონა 90 ს ქვემოთ და კანი მიხურდა განსაკუთრებით ზურგის და მხრების არეში, რავი რა..  არ ვიცი ეს რა არის.. შეიძლება გვერდით მოვლენა იყოს?

ჩემი რჩევა იქნება თუ დარწმუნებული ხარ, რომ ნამდვილად ნერვული პრობლემები გაქვს მედიკამენრებს მოერიდე
80 დღე ფსიქოტროპულ აბებს ვღებულობდი ექიმის რეკომენდაციით და ძალიან ცუდი შედეგი მივიღე ბოლოს
ასე რომ საკუთარ თავთან მუშაობა მაინც მოგიწევს და მედიკამენტებზე დამოკიდებული ნუ გახდები
წარმატებები

* * *
taka26
QUOTE
ხალხო, გული მტკივა


რა სახის ტკივილი გაქვს?
იქნება მოგონილია
თან რიის შემდეგაც დაგეწყო ნერვული უნდა იყოს
უბრალოდ აღარც წნევა გაიზომო და აღარც ტკივილს მიაქციიო ყურადღება
ან ექიმებთან უნდა იარო

Posted by: taka26 21 May 2018, 14:07
BaTuMiFuN
კი მივდივარ ეხლა , კარდიოგრამაზე ჩანს ნეტა ყველაფერი თუ ეხოსკოპია ჯობია ნეტ?? არ ვიცი ნერვიულია თუ რა ჯანდაბაა მარა ფაქტია გული კუჭი, მარცზენა ხელი და ფეხი მტკივა, ხო არ მხია რამემ ნეტა

Posted by: მაკრინე 21 May 2018, 14:44
QUOTE (taka26 @ 21 May 2018, 14:07 )
BaTuMiFuN
კი მივდივარ ეხლა , კარდიოგრამაზე ჩანს ნეტა ყველაფერი თუ ეხოსკოპია ჯობია ნეტ?? არ ვიცი ნერვიულია თუ რა ჯანდაბაა მარა ფაქტია გული კუჭი, მარცზენა ხელი და ფეხი მტკივა, ხო არ მხია რამემ ნეტა

არაფერი არ გჭირს დამიჯერე,პატარა გყოლია და იცის მაგ დროს სუსტი ფსიქიკის ადამიანებში...
მეც ასე ვიყავი და არაფერი აღმომაჩნდა.

Posted by: BaTuMiFuN 21 May 2018, 15:18
taka26
QUOTE
კი მივდივარ ეხლა , კარდიოგრამაზე ჩანს ნეტა ყველაფერი თუ ეხოსკოპია ჯობია ნეტ?? არ ვიცი ნერვიულია თუ რა ჯანდაბაა მარა ფაქტია გული კუჭი, მარცზენა ხელი და ფეხი მტკივა, ხო არ მხია რამემ ნეტა


ექიმი არ ვარ, მაგრამ ნერვული მდგომარეობა გავიარე და მაგ საკითხში ვერკვევი ცოტას
დარწმუნებული უნდა იყო მართლა გტკივა თუ არა
მე მაგალითად ამ დილით 150/100 მქონდა წნევა და იმის ნაცვლა, რომ ნერვიულობა დამეწყო ცოტა არაყი დავლიე და მეშველა
biggrin.gif biggrin.gif
ანუ იმას ვიძახი, რომ ნერვულ მდგომარეობაში შეიძლება ყველაფერი გტკიოდეს, მაგრამ ამ დროს ჯანმრთელი იყო

Posted by: ToyotaMR2 21 May 2018, 15:56
Mteli kani mixurs mzeze dantsvarivit da rames rom vicnmev ntkivasavit titqos nemsebi merchoba 8 dgea ukve gaminatari arsad maq .nervizzia vinmes ggoniat?

Posted by: taka26 21 May 2018, 17:08
BaTuMiFuN
მაკრინე
არაფერი არ გაქო, რავიცი ემოციური ხარო? წამოვედი სერცხვენილი ეს ექიმები. ყველაფერს ნერვებს აბრალებენ, სანამ გაგსინჯავენ ჯერ გეკითხებიან შენა შვილო ნერვოზი ხო არ გაქო

Posted by: მაკრინე 21 May 2018, 17:23
taka26
თავისტკივილები მქონდა საშინელი,მეგონა ანევრიზმა მქონდა ,ტომოგრაფიამ აჩვენა,რომ "ვერ ვარ დალაგებულად" და ანტიდეპრესანტი დამინიშნეს,მაგრამ ვინ მიიღო?


gigi.gif

Posted by: taka26 21 May 2018, 18:50
მაკრინე
აუუუ გეხვეწები შენ ამიღწერე ეგ პროცედურა, მეკიდე მგონია კიბო მაქ biggrin.gif ექიმმა გაიკეთეო და ახლა ეგ მაშინებს კუბოსავით რომაა

Posted by: მაკრინე 21 May 2018, 19:21
taka26
თოდუაში გადაიღე,მანდ კარგი აპარატი აქვთ,მე ქართულ-ამერიკულ კლინიკაში გავიკეთე,ცოტა ხმა ქონდა და დამღალაsmile.gif
თავით შედიხარ,მკერდამდე,(ლიფს გაგახდევინებენ,ამიტომ ჩემსავით არ შერცხვე და თეთრი მაისური არ ჩაიცვაsmile.gif),შარვლის გახდას,ძლივს გადავურჩი gigi.gif ,დაახლოებით ასე რახარუხში ვიყავი მაქსიმუმ 30 წუთი,საგანგაშო არაფერი არააsmile.gif

Posted by: ქეთათო 21 May 2018, 20:17
QUOTE (მაკრინე @ 21 May 2018, 17:23 )
taka26
თავისტკივილები მქონდა საშინელი,მეგონა ანევრიზმა მქონდა ,ტომოგრაფიამ აჩვენა,რომ "ვერ ვარ დალაგებულად" და ანტიდეპრესანტი დამინიშნეს,მაგრამ ვინ მიიღო?


gigi.gif

lol.gif lol.gif lol.gif კარგი იყო ჩაგეთვალა lol.gif

Posted by: taka26 21 May 2018, 22:17
მაკრინე
კლაუსტროფობია მაქ გაქანებული და მეშინია ამის გამო მეც, მეგონა ნახევარი ტანით შეყავდათ, თოდუაში მითხრეს კი მანდ მყავს დალი ბერულავა ნერვოლოგი

Posted by: მაკრინე 22 May 2018, 08:26
taka26
მეც თოდუაში მყავს ნევროლოგი:მარინა ჭანტურიაsmile.gif

Posted by: taka26 22 May 2018, 09:46
მაკრინე
რა ღირს ტომოგრაფია?? აქებენ თოდუას ყველა ექიმს

Posted by: მაკრინე 22 May 2018, 10:21
QUOTE (taka26 @ 22 May 2018, 09:46 )
მაკრინე
რა ღირს ტომოგრაფია?? აქებენ თოდუას ყველა ექიმს

თოდუაში არ ვიცი რა ღირს,მე სადაც გადავიღე 200 რაღაც დამიჯდა (ზუსტად არ მახსოვს)მანდ იმ იტომ გავიკეთე,რომ არასასურველი პასუხის შემთხვევაში ამერიკაში აგზავნიდნენ.

Posted by: Elene30 23 May 2018, 23:08
ვაიმეეე ისევ დამეწყო თავბრუსხვევები არადა აღარ მქონდა ვაფშე,, დღეს მანქანაში ვინექი რომ გაჩერდა ოდნავ აღმართზე
მეგონა უკან მივგორავდი , ან მივცურავდი ლამის გავგიჟდი, გაჩერებულ მანქანაში მეგონა რომ უკან მივდიოდი;((((

Posted by: weasel 23 May 2018, 23:33
რა საშინელი რაღაცაა.
უჰაერობა და გულის აჩქარება მემართება მომენტებში, ტონი სოპრანო მგონია თავი. drug.gif

Posted by: Elene30 29 May 2018, 11:31
ხალხო ეს რამ
იცისწამიერდ თავში მეწვის ადგილები, ისე არა რო მტკივ ან მაგიჟებს ან რამე
მსგავსი, პროსტა აი ალაგ ალაგ მეწვის ხოლმე

Posted by: weasel 6 Jun 2018, 20:14
ნერვოჰელი მიგიღიათ ვინმეს?

Posted by: irosali 8 Jun 2018, 11:48
QUOTE (Elene30 @ 29 May 2018, 11:31 )
ხალხო ეს რამ
იცისწამიერდ თავში მეწვის ადგილები, ისე არა რო მტკივ ან მაგიჟებს ან რამე
მსგავსი, პროსტა აი ალაგ ალაგ მეწვის ხოლმე

აკვიატებულმა აზრებმა იცის, რაღაცაზე რომ ჩაიციკლები მერე ნევროტულად მოქმედებს და წვა იცის, მაგ დროს შეიძლება წნევაც მაღალი გქონდეს.
* * *
მეგობრებო ძალიან გთხოვთ გამიზიაროთ თქვენი, აზრი ანტიდეპრესანტ ადეპზე, როგორ მოქმედებს? თავიდან რომ დავლიე ძალიან ცუდად ვიყავი და და მეორე დღეს აღარ დამილევია, ძაან გაბრუებული ვიყავი და შფოთვა მომატებული მქონდა საოცრად, მომწერეთ რა თქვენი გამოცდილებები.

Posted by: qetiqeti76 10 Jun 2018, 13:40
ოხერი რამეა ნერვოზი.თავბრუსხვევა,ყურებში ხმაური,თავში სისხლის მოწოლა,სხეულზე ჭიანჭველების ცოცვის შეგრძნება,თითქოს თავში რაღაცეები დადისო...მოკლედ,ეს ყველაფერი გავიარე.ახლა შიგადაშიგ თუ მაქვს ხოლმე უჰაერობა და ვალიუმით ვიხსნი.ნერვოზის მკურნალობისას,როგორც მივხვდი,საჭიროა შენნაირი ადამიანი გვერდით,რომელიც დაგამშვიდებს და არ დაირლება.ყოველ შეტევაზე დაქალს ვიძახებდი ხოლმე,რომელსაც უარესი ნერვოზი აქვს.

Posted by: Rogue_one 10 Jun 2018, 15:12
რექსეტინი როგორი წამალია თუ იცით, დამოკიდებულებას ხომ არ იწვევს ძალიან?

Posted by: qetiqeti76 10 Jun 2018, 16:36
რექსეტინს ვსვამ უკვე მეექვსე წელია.მე მიშველა კარგად,მაგრამ დამოკიდებულებას იწვევს,იმიტომ,რომ რამდენჯერმე არ დავლიე და ცუდად ვიგრძენი თავი.ალბათ ნელ-ნელა უნდა მოუკლო დოზას.

Posted by: Rogue_one 10 Jun 2018, 17:29
QUOTE (qetiqeti76)
რექსეტინს ვსვამ უკვე მეექვსე წელია.მე მიშველა კარგად,მაგრამ დამოკიდებულებას იწვევს,იმიტომ,რომ რამდენჯერმე არ დავლიე და ცუდად ვიგრძენი თავი.ალბათ ნელ-ნელა უნდა მოუკლო დოზას.

უკუჩვენებები ძალიან არის გამოხატული თუ მხოლოდ თავიდან რომ დაიწყებ?

Posted by: qetiqeti76 10 Jun 2018, 17:42
არა,მცირედ გამოხატული სისუსტე და გაბრუება,რომელ8ც ორი დალევის შემდეგ გაქრა

Posted by: miamia1010 13 Jun 2018, 01:35
Gogoebo rogor mesmis tqveni, sashineleba maqvs gamovlili da dges bednieri deda var, minda davexmaro yvelas visac eg sashineli grdznoba gamoucdia magram me am yvelaferma gamadzliera, xval davpostav rogorc unda gaumklavdet.

Posted by: WednesdayVoodou 15 Jun 2018, 04:26
QUOTE (qetiqeti76 @ 10 Jun 2018, 13:40 )
ოხერი რამეა ნერვოზი.თავბრუსხვევა,ყურებში ხმაური,თავში სისხლის მოწოლა,სხეულზე ჭიანჭველების ცოცვის შეგრძნება,თითქოს თავში რაღაცეები დადისო...მოკლედ,ეს ყველაფერი გავიარე.ახლა შიგადაშიგ თუ მაქვს ხოლმე უჰაერობა და ვალიუმით ვიხსნი.ნერვოზის მკურნალობისას,როგორც მივხვდი,საჭიროა შენნაირი ადამიანი გვერდით,რომელიც დაგამშვიდებს და არ დაირლება.ყოველ შეტევაზე დაქალს ვიძახებდი ხოლმე,რომელსაც უარესი ნერვოზი აქვს.

ნუ მთლად ასე არ ვარ, მაგრამ დავასკვენი რომ ნევროზის ლაითი ფორმა მაქვს.
კარგი, პროფესიონალი ნევროპათოლოგი ვინც იცით მომწერეთ რა.
და სანამ მივალ რა მედიკამენტი იცით უძილობაზე და შფოთვაზე რო დამეხმაროს?://:
დავიღალე უკვე მართლა რა

Posted by: qetiqeti76 15 Jun 2018, 07:13
კარგი ნევროპათოლოგი ნამდვილად არ ვიცი.ვისთანაც დავდიოდი,ის არ მომეწონა.ნევროზის ლაით ფორმაზე ვაგოსტაბილი,ან რამე მსუბუქი დაგეხმარება.

Posted by: chicharito12 20 Jun 2018, 19:37
ნევროზისტვის რამე ძლიერი მედიკამენტი არ იციიტ??


* * *
qetiqeti76
QUOTE
ვაგოსტაბილი

რამდენად კარგიაა?

ვალერიანი, ნევროზანი და ეგეტ სირობებს ჩუსტვა არ აქ ვაფშე .

რამდენად ეფექტიანია ეგ, რას იტყვიი?

Posted by: WITTMA_NN 22 Jun 2018, 16:42
chicharito12
ვაგოსტაფილი გულის კუნთს კვებავს როგორც ვიცი დასამშვიდებლად არ გამოგადგება. ერთადერთი წამალი რაც მართლა მშველის არის კლონაზეპამი.ექიმის დანიშნულების გარეშე არ მიიღო საკმაოდ ძლიერია და დამოკიდებულებასაც იწვევს

Posted by: chicharito12 22 Jun 2018, 18:48
WITTMA_NN

მაგას ექიმი დაგინიშნავდა.

მე დასამშვიდებელი მინდა უბარლოთ

Posted by: ToyotaMR2 23 Jun 2018, 10:58
10 dgea kani metsvis tansacmels rom vicmev titqos sakutari tmebi merchoba.rom vtsvebi titqos nemsebze vtsvebi ..vinmes gqoniat.akergiuki tsamlebi ar mshvelis. Heeeeelp me

Posted by: Elene30 25 Jun 2018, 01:28
ღმერთო გუშინ აფთიაქში შევედი, ძაან კღგად მყოფი და უცებ ვიგრძენი თავში სიმძიმე და თითქოს ფეხებში მიწა გამომეცალა... ეგრევე ჩავიცუცქე და ხუდათ ვარ თქო..
წნევა გამიზომეს140-80 იყო, არ ვიცი მერე ეგ ნერვიულობაზე ამისი თუ მართლა მაღალი მქონდა ან ვაბშე დაბალი, ეგ იყო და დღეს უკვე სულ ცუდად ვარ, 2 ჯერ კიდე ვიგრძენი რომ გული მიმდიოდა შემტოკა....... რას მირჩევთ??

Posted by: chicharito12 27 Jun 2018, 23:32
Elene30

ყავას სვავ?


______________

Posted by: Elene30 28 Jun 2018, 10:37
chicharito12
კი ერთხელ..://

Posted by: chicharito12 28 Jun 2018, 11:06
Elene30

სეეშვი ვაფსე ყავას. არაფრიდტვისაა კარგი, მიტუმეტეს დეპრესსიისტვის მერე კიდე წნევას ზრდიის

ჩაი ჯობია ატასჯერ.

წნევის დასაგდრბად ბევრ წყალს მიეძალე

Posted by: Shredinger 1 Jul 2018, 14:30
მოკლედ, ქართულ ტერმინოლოგიას არ ვიცნობ, ძირითადად ინგლისურ ენოვან თემებს ვათვალიერებ და ვფიქრობ, რომ მაქვს "General Anxiety Disorder(GAD)" - ალბათ ამას უფრო შფოთვითი აშლილობას ქვია ქართულად. ხოდა არვიცი ნერვოზი და შთოთვითი აშლილობა თუ ერთი და იგივეა, არ ვარ სპეციალისტი მაგრამ სიმპტომებს ჩამოგიწერთ.

1. თავში წნევის მიწოლის შეგრძნება,თითქოს მიმძიმდება, კისერი მეძაბება პლიუს თვალები, თვალების ვარჯიშის დროს ვგრძნობ რომ თვალის კუნთები დაძაბულია. შუბლის არეში და მის გარშემო დაძაბულობა თითქოს რაღაც მაქვს შემოჭერილი.
2. თუ გამიჩნდა შიში გულის წასვლის, იწყება გულის ცემის აჩქარება, ოფლიანობა, პანიკურ შეტევამდე ცოტაღა მაკლია, მაგრამ როგორღაც ვახერხებ თავის დამშვიდებას.
3. პანიკური შეტევის ზღვარზე(უაზრო შიშის დროს) თითქოს მუხლების კანკალი მეწყება და მიწაზე მყარად ვეღარ ვდგავარ.
4. რამდენჯერმე მქონია ისეთი შემთხვევა რომ მეგონა წნევა 300-400 ზე მქონდა(ასეთი ილუზია მქონდა) თავის არეში სერიოზული შეგრძნებები წნევის მიწოლის.
5. თავბრუსხვევა

არცერთხელ არ ყოფილა გული წამსვლოდა. და ეს ყველაფერი ჩემი გამოცდილებით რასაც დავაკვირდი არის 2 მიზეზის გამო:
1. შიში - შიში რომ რაიმე მომივა. შიშები თუ დამეწყო ზემოთ აღნიშნული 4 სიმპტომი ერთდროულად მოდის.
2. გაღიზიანება,აკვიატება. თუ რაიმე პროცესი პერიოდულად ხდება და მე თუ ამოვიჩემე რომ ეს მაღიზიანებს, მეწყება ზემო აღნიშნული სიმპტომები. მაგალითად, თუ ახლა ამეკვიატა რომ ამ ფორუმზე ამ პოსტის წერა ნერვიულად მაღიზიანებს ზემოთა სიმპტომები მეწყება ნელ-ნელა.

ექიმთან ვარ ნამყოფი, ანალიზები გავიკეთე და არაფერი გჭირსო მითხრეს. ნერვოლოგთან გამაგზავნეს და იმან წამლები დამინიშნა შფოთვის მოსახსნელი. ცოტა მიშველა მაგრამ დროებითი იყო.

ჩემი აზრით სავარაუდო მიზეზები:
1. ყავა, დღეში 4 ჯერ ვსვამ ყავას.
2. ხასიათი მაქვს ემოციური.
3. ვარ პედანტი, ყველაფერი 100% ით უნდა შესრულდეს თავის დროზე. თუ რამე ისე არ წავიდა დისკომფორტი მაქვს. მაგალითად თუნდაც ამ პოსტს რომ ვწერ ყველა ასო სწორი და სასვენი ნიშნები სწორად უნდა იყოს დასმული.
4. ზოგი ადამიანი იმდენად უაზროა არ მიჩნდება სურვილი ურთიერთობის, ასეთი ადამიანები კი 70% შემთხვევებშია. სრული #$%ები smile.gif ყველა ადამიანში ვამჩნევ სიყალბეს და მაღიზიანებს smile.gif თუნდაც დიდიხნის ნაცნობი, 95% შემთხვევებში რომ შეგხვდება ქუჩაში და კილომეტრებიან ტექსტებს, რომ გეტყვის როგორახარ რაშვები თითქოს ძაან აინტერესებდეს.
5. ჩაციკვლვა ვიცი 1 რამეზე და იმაზე ვტრიალებ მთელი დღე.
6. 24 საათი იმაზე ფიქრი ვინმეს რამე ხომ არ ვაწყენინე. შეიძლება ვერ მივხვდი და ვინმეს ცუდი გავუკეთე.

რას მირჩევთ რა მოვიმოქმედო? smile.gif

შეიძლება მე თვითონაც ვიცი რა არის გასაკეთებელი მაგრამ გამიგებთ smile.gif სხვა რომ გეტყვის იმას უფრო ითვალისწინებ ვიდრე საკუთარი თავის აზრს.

Posted by: Bushti999 1 Jul 2018, 16:52
სოლოლაკში ოქროყანის ქუჩა 17 მიდით და აუცილებლად დაგეხმარებიან ფსიქოსარეაბილიტაციო ცენტრი "კამარა"

Posted by: Hannigram 2 Jul 2018, 02:59
ჰეი ✋ ძალიან მაგარია, რომ ამ თემაზე საუბარი გადაწყვიტე. დიდწილად შენი ეს მდგომარეობა ალბათ იმითაა გამოწვეული, რომ პოზიტიურ ემოციებს ვერ იღებ ვერსაიდან. ეძებე ის, რაც გსიამოვნებს, და დაიწყე საკუთარი თავის ენდორფინებით გამოკვება. იცოდე, რომ მე მჯერა შენი!

Posted by: Elene30 28 Jul 2018, 21:28
მოკლედ დავიიწყე თოდუაში დალი ბერულავასთან მკურნალობა.. გამიკეთა დოპლერი, ოდნავი სპაზმიაო მეტი არაფერიო...
დამინიშნა ასევე ატარაქსი ძილის წინ , ნუ მოკლედ 500 ლრი გადავიხადე წამლებში, არის ტვინის მკვებავები, ნემსები სისხლის მიმოქცევისთვის, ბ ჯგუფია ვიტამინები, და ა.შ
მარა არ მაქ შედეგინუკვე ვგრძნობ რომ არ მშველის ...
ისევ ისტერიულად მაქ სიკვდილის აიში, მგონია რომ
ვკვდები, წარმოვიდგენ როგორ მოვკვდი ან გული
გამისკდა ან თავში დამემართარა ღავ.... მაქასევე გულის აჩქარებები თავში თითქოს სიახლის მიმოქცევას ვგრძნობ, არ მტკივა მარაშეგრძნებააა ცუდდი

რა გავაკეთო რითი ვუშველო თავს არ ვიცი, არადა არ ვზივარ ასე უმოქმედოდ

Posted by: aragorn 30 Jul 2018, 15:13
Elene30

რა უნდა გააკეთო და ფსიქოთერაპევტთან უნდა მიხვიდე. დასავლური მედიცინა არ არის იმდენად ძლიერი რიგ შემთხვევებში ასეთ საკითხებში.

წამლებით მკურნალობა ჩემი აზრით შეცდომაა ეგეთ დროს. ბევრს სჭირს ეგ. არ ინერვიულო. გავრცელებული სიმპტომია და იკურნება.

Posted by: taka26 30 Jul 2018, 23:51
Elene30
aragorn
აუუ ეგ შიშები მეც მაქ, დღე არ გავა არ ვიფიქრო რა უსუსური ვარ რო შეილება უცებ ანევრიზმა დამემართოს და მოვკვდე, რომ რაღაც პროცესები მიმდინარეობს ჩემს ორგანიზმში, მერე მეწყება თავის ტკივილი, თითქოს თავში რაღაცამ გაგიელვაო და მეც ეგრე მერე ვზივარ და ვგლოვობ

Posted by: soul 31 Jul 2018, 02:00
მოკლედ ჩამოვთვლი სიმპტომებს და შეგრძნებებს რაც შფოთვის შეტევას ახასიათებს:

1. არამდგრადობის, ყანყალის შეგრძნება გრძნობ თითქოს თავბრუ უნდა დაგეხვეს, მაგრამ სინამდვილეში, რომ ჩერდები ხვდები რომ არ გეხვევა. მხოლოდ შეგრძნებაა...ასევე შეიძლება იგრძნო, რომ უკან უნდა გადავარდე მაგრამ ეს არ ხდება რა თქმა უნდა.
2. გულისცემის შეგრძნება - გრძნობ გულისცემას არადა გულისცემის სიხშირე დიდი სულაც არაა ამ დროს. სულაც 70 შეიძლება იყოს მაგრამ გრძნობ როგორ ცემს გული.
3. თავის კუნთების დაძაბვის შეგრძნება, განსაკუთრებით შუბლის, კეფის და ა.შ
4. კუჭის სპაზმების შეგრძნება ნაწილავების პერსიტალტიკის გაძლიერებული აღქმა. შეიძლება მივიდეს ფაღარათამდეც თუ შფოთვა ძლიერია...
6. სუნთქვის უკმარისობის შეგრძნება...

ეს ფიზიკური სიმპტომებია, კიდევ ბევრის ჩამოთვლა შეიძლება მაგრამ ესენი ყველაზე ხშირია

ფსიქიკურიდან აღსანიშნავია შემდეგი:

1. შეგრძნება რომ რაღაც ცუდი უნდა მოხდეს. ცუდის მუდმივი მოლოდინი.
2. შიში იმისი, რომ რაღაც გჭირს - სიმპტომების მუდმივი ძიება და მათი დაკვაშირება აუცილებლად ცუდ პროგნოზთან.
3. სიკვდილის შიში
4. მარტო დარჩენის შიში
5. ჭკუიდან შეშლის/გაგიჟების შიში
6. ჩაძინების და ძილში სიკვდილის შიში

Posted by: weasel 31 Jul 2018, 07:57

როცა დაგეწყებათ გაიხსენეთ რომ განსაკუთრებული არაფერი ხდება, მაგისგან არასდროს არავინ მომკვდარა და თქვენც არაფერი მოგივათ.

უბრალო დამშვიდება ხომ არაა ეს, მართლა არაფერი მოგივათ.

Posted by: ☣♉Anubis♉☣ 31 Jul 2018, 08:14
weasel
სისულელეა ქრცვინო. მაგან შეიძლება თვითგანადგურებისაკენ გიბიძგოს და შეასრულო ერთხელაც. იმჰო

Posted by: taka26 31 Jul 2018, 09:58
soul
soul
ანუ მე ფსიქიკური პრობლემები მაქ?

Posted by: soul 31 Jul 2018, 14:14
taka26

QUOTE
ანუ მე ფსიქიკური პრობლემები მაქ?


ალბათ უფრო ფსიქიკური კონსტიტუცია გაქვს ასეთი. ზოგადად გენერალიზებული შფოთვითი აშლიობა ფსიქიკურ აშლილობებში გადის ოღონდ ეს ცხადია არაა ისეთი რანგის რაც ფსიქოზია smile.gif საკმაოდ გავრცელებული თემაა შფოთვა - ბევრი ვერც აცნობიერებს რომ ეს ჭირს. განსაკუთრებით მამაკაცები - რადგანაც იქ ეს ეფექტურად ინიღბება ლოთობით ან ნარკომანიით და ა.შ.

Posted by: taka26 31 Jul 2018, 16:36
soul
აი მე თავში მაქ აკვიატება რომ რაღაც მჭირს მეჭიმება და უნდა გაწყდეს სადაცაა და ამდეოა ვფიქრობ როგორ მოვკვდი და ა.შ..
ეს როგორ უნდა დამალო? ხო არ დავიწყო დალევა ისე კაი იდეაა ://:D

Posted by: soul 31 Jul 2018, 17:01
taka26

არა დალევა არაა კარგი იდეა. მერე ლოთობაში გადავა. რაც არ უნდა დალიო, ყველაფერს ეჩვევა ორგანიზმი - ტოლერანტობას ივითარებს. იდეაში მხოლოდ ფსიქოთერაპიით და თვითშთაგონებით შეიძლება ამის შველა...

Posted by: weasel 31 Jul 2018, 19:03
☣♉Anubis♉☣
ვერ დაგეთანხმები.
პანიკური შეტევების დროს თუ სუიციდალური აზრები გაგიჩნდა ადამიანს მიზეზი არის არა ის რომ სიცოცხლე აღარ გინდა არამედ ის რომ პანიკურ შეტევას და ტანჯვას გაექცე.
ანუ ცნობიერად და ქვეცნობიერად ადამიანს სურს კარგად ყოფნა და სუიციდისკენ მიდრეკილებად ეს ვერ ჩაითვლება.

თვითგანადგურებაში თუ სუიციდი იგულისხმე ესაა ჩემი პასუხი.

და თუ პირდაპირ სუიციდი არ გიგულისხმია მაშინ კიბატონო, გეთანხმები, თუ არ იმკურნალე, არ შეებრძოლე, უფრო და უფრო ღრმად ჩაეფლე, აგორაფობია თუ ჩამოგიყალიბდა და დეპრესია დაგეწყო ადამიანსა, მიხვალ ალბათ სუიციდამდე.

მოკლედ იმის თქმა მინდოდა რომ უბრალო პანიკური შეტევის დროს არც გული გაგისკდება, არც შიზოფრენია დაგეწყება, არც ტვინში სისხლი ჩაგექცევა და არც კიბო დაგემართება ადამიანს.

biggrin.gif

Posted by: taka26 31 Jul 2018, 23:15
weasel
soul
ეს ორგანიზმის პასუხები ხო ვაბშე მაგიჟებს, აი სიგარეტს რო მოვწევ მეხვევა თავბრუ, თავში მეწყება უსიამოვნო სეგრძნებები, გული მტკივდება ვერ ვაუნთქავ, ეს მემართება იმიტომ რო ვუსატკავებ აბა ეხლა მოვწევ და ცუდად გავხდები ალბათ იმიტომ რო სიგარეტი ცუდია... ან აი ეხლა თავსი რაღაც მაქ და ზუსტად მტკივდება იქ და ა.შ
ეს რამდენადაა ოანიკური შეტევა

Posted by: weasel 31 Jul 2018, 23:49
taka26
ისე, იშვიათად რომ ეწევი სიგარეტს მოქმედებს და გაბრუებსავით, ყველა ეგრეა. იშვიათად მწეველები.

რაც შეეხება პანიკური აშლილობის დროს მოწევაზე რეაქციას.

მე როცა მჭირდა შფოთვები, ორი ნაფასის დარტყმის შემდეგაც კი გულის რევის შეგრძნება და მუცლის ტკივილი მეწყებოდა.
ორი თვე ნაფასიც არ მქონდა მაგის გამო დარტყმული.

ახლა ვეწევი, მაგრამ ცოტას, დიდად არ მიზიდავს.


თავზე გადაღებული გაქვს?
სისხლის ანალიზი ჩააბარე, ტომოგრაფია გაიკეთე. დარწმუნდი რომ არაფერი გჭირს და მერე რომ დაგეწყება ცუდზე ფიქრი ანალიზების პასუხები გაიხსენე.

ისე, ყოველ ექვს თვეში ყველამ უნდა გაიკეთოს სისხლის, შარდის, განავლის ანალიზები, ცე ჰეპატიტის..
ტომოგრაფიის რა მოგახსენო, მგონი არ ღირს იაფი, მაგრამ რაც ჩამოვთვალე მაგას საყოველთაო დაზღვევა ფარავს.

Posted by: taka26 1 Aug 2018, 00:21
weasel
დიდი მწეველი არც მე ვარ, საღამოს რომ გავისეირნებ ხოლმე 1,2 ღერს თუ მოვწევ და მაშინაც ეგ მეწყება რომ ვიცი ცუდია მგონია ეგრევე რეაქციაში შედის...
სისხლს ისტერიულად ვაბარებ, ტომოგრაფია მაქ აკვიატება მარა კლაუსტროფობია მაქ და ეგ შიში ცლკე მკლავს... მოკლედ ცოცხალი მკვდარი ვარ

ეხლა ზღვაზე მივდივარ და უკვე შიშები მაქ იქ რომ ცუდად გავხდე, თავში რამე არ გამიწყდეს , ტომოგრაფია ხო არ გადავიღო მარა როგორ გადავიღო? და აეეეეე მეწყება ისტერიკა
თავის ერთი მხარე მაწუხებს სულ, მარცხნივ ყურის ზევიდან, აი თავის კუთხე ასე რომ ვთქვათ, არ მტკივა უბრალოდ თითქოს მეჭიმება აი საშინელი შეგრძნებაა

Posted by: weasel 1 Aug 2018, 00:36
taka26
რამდენი ხანია რაც გაწუხებს?
ექიმთან მიდი. ტომოგრაფიის გარდა რაიმე სხვა საშუალებაც იქნება.

Posted by: taka26 1 Aug 2018, 00:39
weasel
იქნება 3,4 წელი მარა ეხლა უფრო მოუხშირა, ან მე ვაკვირდები გაასმაგებულად...
აი აღარ შემილია, ეს რა არის ტკივილს კიდე ახსნი და ეს ტკივილიც არაა ერთ ადგილას მირტყავს ......
დავდივარ ნევროლოგთან დაა რავიცი აბაა

Posted by: soul 1 Aug 2018, 00:43
taka26

შეეშვი ნევროლოგებს თორემ შეგსვაენ ანტიდეპრესანტებზე და მერე ამ წამლებიდან ჩამოსვლა კიდევ ცალკე უბედურებაა...

Posted by: taka26 1 Aug 2018, 00:48
soul
არა არ ვანიშნინებ მსგავს არაფერს, წამლის ფობია ცალკე მაქ... სისხლის მიმოქცევისთვის და ვიტამინების ნემსები მომცა... მარა ჩუსტვა არ მაქ biggrin.gif

Posted by: weasel 1 Aug 2018, 02:05
taka26
რა გითხრა მერე ნევროლოგმა?
ნევროზის ბრალიაო?

ყველა ვარიანტშ გამოკვლევა უნდა გაგიკეთოს და გამორიცხოს ყველაფერი სანამ ნერვოზს დააბრალებს.

Posted by: ☣♉Anubis♉☣ 1 Aug 2018, 08:55
weasel
სწორად მიმიხვდი მაგრამ პარადოქსია რასაც ამბობ.
თავის მოტყუებით უარეს შედეგამდე მივა უმრავლესობა,საკუთარი გამოცდილებიდან ვამბობ რათქმაუნდა. ცუდი რჩევა იყო. სანამ მკურნალობას ექვემდებარება,მანამდე სჯობს მიიხედოს, სანამ სერიოზულ ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ლაფსუსამდე მივა.
გაქცევა ბევრი ხერხით შეიძლება მაგრამ, ფინიში მაინც ტრაგიკული და ფატალურია. ვიმეორებ: უმეტეს შემთხვევაში.

taka შენ რაც შეგეხება, ერთადერთი რეალური გამოსავალი აზიურ კულტურაშია დამიჯერე,სანამ გაგრთულებია. მედიტაცია სცადე. ბუდიზმს გაეცანი. არ ვარ სექტის წევრი მაგრამ, თავის დროზე რომ აღნიშნულს მივყოლოდი, ყველაზე რეალურ გამოსავლად მესახება ეს და ვფიქრობ რომ ძალიან მიშველიდა.
მაგრამ მე გავექეცი და თავი ალკოჰოლს და ტრაგიზმს შევაფარე. ეხლა კი ჩემი წლები დათვლილია. ფიზიკურად იმხელა ზიანი მივიყენე ჩემდა უნებურად რომ უკვე ვეღარაფერს შევცვლი.

Posted by: taka26 1 Aug 2018, 13:37
weasel
Kი მევროზიაო და სტრესის ბრალიაო , დარწმუნებული ვარ მეც რომ ეგრეა ..
პროსტა აი თავში რა მჭირს ამას ვერ ვიგებ...სხვა ყველაფერი რაც მაქ ნევროზულია ეს სიშები და ემოცია....


☣♉Anubis♉☣
ვერ მიგიხვდით რა იგულისხმეთ შველაში tongue.gif
* * *
იცით რა მაინტერესებს ვინც ინფორმირებული ხართ, დოპლერს რატომ აკეთებენ თავზე ზოგადად კი ვიცი მარა უფრო კონკრეტულად მაინტერესებს... რა ჩანს ან რას გამორიცხავენ მაგითი....

Posted by: soul 1 Aug 2018, 15:14
taka26

დოპლერს თუ რამეა მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფია სჯობს. ეგრევე გამორიცხავს ყველაფერს რაზეც გაქვს ეჭვი.

Posted by: taka26 1 Aug 2018, 15:39
soul
დოპლერი უკვე გამიკეთეს და არაფერი იყო, სპაზმია პატარო და ვსო... ვერ გევიგე რა იყო ეგ რას ემსაზურებიდა

Posted by: soul 1 Aug 2018, 15:43
taka26
QUOTE
დოპლერი უკვე გამიკეთეს და არაფერი იყო, სპაზმია პატარო და ვსო... ვერ გევიგე რა იყო ეგ რას ემსაზურებიდა

დაგამშვიდეს smile.gif

Posted by: taka26 1 Aug 2018, 15:47
soul
რა ბოროტი ხარ :///

Posted by: soul 2 Aug 2018, 01:07
taka26

ანუ მართლა არაფერი იყო დაგამშვიდეს და ეგ გამოკვლევებიც არ გჭირდებოდა იდეაში smile.gif იდეალური პაციენტი ხარ - არაფერი სომატური არ გჭირს - სამაგიეროდ გამოკვლევაზე დაყოლიება იოლია და ფულიც დნება smile.gif

Posted by: taka26 2 Aug 2018, 12:49
soul
დაყოლიება ადვილია გეთანხმები მარა, თუ მაგ დოპლერში არ ჩანს რამე საშიში თუა რაღატო გამიკეატა ნეტა , მაგნიტური მაინც არ ამცთება ვატყობ

Posted by: soul 2 Aug 2018, 14:05
taka26

კი მაგნიტურ რეზონანსული ჯობს რა თქმა უნდა და ისეთი საშიშიც არაა smile.gif ტექნო თუ გიყვარს გაერთობი smile.gif ხმა აქვს საყვარელი

Posted by: taka26 5 Aug 2018, 17:05
soul
რავი მივალ ერთხელაც დავიკიდებ ალბათ კლაუსტროფობიას.....
იცი რა მჭირს? ზოგჯერ ალაგ ალაგ თავში მეწვის რაღაც,, ://

Posted by: Domaci 6 Aug 2018, 15:13
taka26
QUOTE
ეს ორგანიზმის პასუხები ხო ვაბშე მაგიჟებს, აი სიგარეტს რო მოვწევ მეხვევა თავბრუ, თავში მეწყება უსიამოვნო სეგრძნებები, გული მტკივდება ვერ ვაუნთქავ, ეს მემართება იმიტომ რო ვუსატკავებ აბა ეხლა მოვწევ და ცუდად გავხდები ალბათ იმიტომ რო სიგარეტი ცუდია... ან აი ეხლა თავსი რაღაც მაქ და ზუსტად მტკივდება იქ და ა.შ
ეს რამდენადაა ოანიკური შეტევა



ზუსტად ესე ვარ მეც.
17 წელია ვეწევი. ეს ბოლო 3-4 წელია ესე ვარ. მოვწევ ტვინში თითქოს ნიკოტინი ჩაიღვარა, გამაბრუებს. მომადუნებს და მერე ეგრვეე გულზე მიჭერს.
როგორც კი ვეტყვი ჩემ თAვს რომ ეს მეჩვენება, ეგრევე გამდის

Posted by: taka26 7 Aug 2018, 01:06
Domaci
17 წელი თუა ეწევი, ანუ თქვენ მართლა მოჩვენებითი უნდა გქონდეთ, მე კიდე პერიოდულად თუ მოვწევ ისიც დარეში ორი ღერი და ეგრევე მეწყება ალიაქოთი ორგანიზმში.....
მოკლედ ყველასი მშურს ვინც გაწონასწორებული ბუნებია არის და ნერვების არის

Posted by: taka26 8 Aug 2018, 22:57
მოკლედზღვიდან ცამოვედი დღეს და სახლში რომ მოვედი გავხდი ცუდად, წნევა მაქ ძაან დაბალი.. ვერ ავიწიე 80-50 ზე მაღლა რა აღარ დავლიე და ვწამე
რაღქმა უნდა პანიკა მაქ ხომ არ ვკვდები თქო

Posted by: PagsOn 11 Aug 2018, 18:01
15 დან 18 წლამდე ხართ აქ ვინმე?
* * *
QUOTE (taka26 @ 7 Aug 2018, 01:06 )
Domaci
17 წელი თუა ეწევი, ანუ თქვენ მართლა მოჩვენებითი უნდა გქონდეთ, მე კიდე პერიოდულად თუ მოვწევ ისიც დარეში ორი ღერი და ეგრევე მეწყება ალიაქოთი ორგანიზმში.....
მოკლედ ყველასი მშურს ვინც გაწონასწორებული ბუნებია არის და ნერვების არის

მეც ვეწეოდი და 2-3 წლის წინ მქონდა რეგულარულად პანიკური შეტევები ჰოდა ერთ დღესაც მოწევის დროს დამემართა შეტევა და მაგის შემდეგ მეშინოდა და შევეში 3 წელია არ მომიწევია

მაგრამ ეხლა დავიწყე ისევ თუმცა როგორც კი მოვწევ 1 ღერს ეგრევე ირევა თითქოს ორგანიზმში რაღაც ანუ რთულია პროცესის ახსნა სიტყვებით
მახსოვს როგორი იყო ჩემი ცხოვრება იქამდე სანამ დამეწყებოდა ეს პანიკები და ნევროზული რამე რუმეები ... სულ არ ვფიქრობდი ხოლმე დეტალებზე და მას შემდეგ თითქოს მე ჩემი თავი აღარვარ ანუ ... როგორ ავხსნა თითქოს შინაგანი ხმა დამოუკიდებელია და შიგნიდან მკარნახობს რომ ყველაფრით დავვინტერესდე და პასუხები ვეძებო

მოკლედ ძაან ცუდად ვიყავი რა ერთი პერიოდი და ფსიქიატრთან მივედი მოვუყევი რაღაცეები ძირითადად ყველაზე მეტადა რისიც მეშინოდა და ორიენტირებული ვიყავი ამიტომ ასევე ბევრი რაღაც გამომრჩა და ვფიქრობ ვერც გაიგო ჩემი ... და რაღაც იდიოტობები გამომიწერა რომელიც არ მიმიღია
ასე გამოდის რომ ჩემით დავამარცხე პანიკური შეტევა რადგან 1 წელი იქნება ალბათ უკვე გასული რაც არ მომსვლია შეტევა
თუმცა სულ ცუდად რომ მგონია თავი და გულისცემას ყველგან და ყოველთვის ვგრძნობ და საშინლად აუტანელია მაგას ვერაფერი მოვუხერხე
* * *
ნუ კიდევ ზომიერების შეგრძნება არ გამაჩნია ... ვერ ვხვდები რა არის საკმარისი და რა არა ... მაგალითად არ მშივდება ხოლმე მაგრამ როცა ვჭამ შეიძლება მთელი სუფრა შევჩამო იმ მომენტში ვერაფერი ვიგრძნო მაგრამ მერე მო*****ნება კარგის****ი

Posted by: breakingbad1 14 Aug 2018, 03:05
გამარჯობათ, მოკლდ აქამდე ჩემ თავს ამას არ ვატყობი და რამდენიმე თვეა და ეს ბოლოხანებია უკვე სისტემატიურად მემართება პანიკური შიშები რასაც ყველაზე პიზდევცი გრძნობა მოსდევს, გულოს აჩქარება სუნთქვა მეკვრება და ასე მგონია რომ ჰაერი აღარ მყოფნის მერე თითქოს ყველაფერი თავისით წყჯარდება..ლ საქკე იმაშია რომ ელემენტარული სრულიად უმნიშვნელო დეტალმაც კი შეიძლება ისე გამანერვიულოს და დამძაბოს რომ მერე მემართება პანიკური შეტებლვები. გთხოვთ მირჩიეთ რით შეიძლება ვუშველო ამ პრობლემას, გამიგია ვალერიანის ფესფლვები არის კარგიო, უბრალოდ მინდა მშვიდად ვიყო და ასეთი რაღაცეები არ მემართებდეს თორე სანერვიულოს ამ ქვეყანაში რა გამოლევს.

Posted by: weasel 14 Aug 2018, 10:46
breakingbad1
ნორმალური ძილი, სუფთა ჰაერზე სეირნობა, ნორმალური კვება. შეძლებისდაგვარად ხშირად აკეთე ისეთი რაღაცეები რაც გსიამოვნებს. სახლში არ ჩაჯდე.
კარგია ვალერიანი, ჩაის მაგიერ დალიე ხოლმე, წყენით არ გაწყენს, პირიქით.

PagsOn
კაია რომ არ დალიე, ზერელედ და უყურადღებოდ გამოწერილი წამლების დდშვც.

Posted by: taka26 14 Aug 2018, 11:29
ასეთი რამე თუ მოგსვლიათ ვინმეს, აი ვეცდები გარკვევით დავწერო.
ამ წამს მომივიდა ასე ... ვიჯექი ვლაპარაკობდი და ვგრძნობდი რომ თავში დამიტრიალდა რაღაც,, თითქოს სიახლის მიმოქცევა შეწყდაო ან პირიქით და უცებ წამოვედი წამოვწექი ასე მეგონა ვითიშებოდი.. მერეთავი ამტკივდა, მარა ოდნავ.... აი მეშინია კიბო არ მქონდეს რა გავაკეთო ისტერიკა მაქ

Posted by: soul 15 Aug 2018, 02:41
taka26

პანიკის შეტევაა ჩვეულებრივი.

Posted by: taka26 15 Aug 2018, 12:25
soul
ვითომ? მარტო ეგ მქონდა მეგონა წნევა დამივარდს და მთიშავდა........

Posted by: soul 15 Aug 2018, 14:41
taka26

კი ეგ მხოლოდ შეგრძნებებია ხოლმე. სინამდვილეში არაფერი არ ხდება. გულისცემის აჩქარებაც შეგრძნებაა. სინამდვილეში რომ დაითვალო ხოლმე ნორმის ფარგლებში იქნება უმეტესად.

Posted by: PagsOn 15 Aug 2018, 14:51
QUOTE (taka26 @ 14 Aug 2018, 11:29 )
ასეთი რამე თუ მოგსვლიათ ვინმეს, აი ვეცდები გარკვევით დავწერო.
ამ წამს მომივიდა ასე ... ვიჯექი ვლაპარაკობდი და ვგრძნობდი რომ თავში დამიტრიალდა რაღაც,, თითქოს სიახლის მიმოქცევა შეწყდაო ან პირიქით და უცებ წამოვედი წამოვწექი ასე მეგონა ვითიშებოდი.. მერეთავი ამტკივდა, მარა ოდნავ.... აი მეშინია კიბო არ მქონდეს რა გავაკეთო ისტერიკა მაქ

ნწ ნერვების ბრალია ...
მე სიცილის დროს სახე მიბუჟდება და ცუდად ვხდები ხოლმე ...

Posted by: taka26 15 Aug 2018, 16:47
soul
აი ვითომ ძაან კარგად ვარ ხოლმე, კარგ ხასიათზე ვერთობი და ბრახ და უცებ ისეთი დამემართება დომ მგონია ვკვდები, მოწმენდილ ცაზე ვხდები ცუდად.....

PagsOn
ბოდიში მარა ძაააან გამეცინა, ჩაგეთვალა biggrin.gif

Posted by: sagaki 16 Aug 2018, 12:50
taka26
QUOTE
ასეთი რამე თუ მოგსვლიათ ვინმეს, აი ვეცდები გარკვევით დავწერო.
ამ წამს მომივიდა ასე ... ვიჯექი ვლაპარაკობდი და ვგრძნობდი რომ თავში დამიტრიალდა რაღაც,, თითქოს სიახლის მიმოქცევა შეწყდაო ან პირიქით და უცებ წამოვედი წამოვწექი ასე მეგონა ვითიშებოდი.. მერეთავი ამტკივდა, მარა ოდნავ.... აი მეშინია კიბო არ მქონდეს რა გავაკეთო ისტერიკა მაქ

მოულოდნელად მომდის ხოლმე მეც მსგავსი რამ. მაგალითად, გავიღვიძი დილით. არაფერი განსაკუთრებული. კარგად ვგრძნობ თავს, ენერგიულად ა.შ. და უცებ მოულოდნელად დღის რომელიმე მონაკვეთში დამიტრიალდება და იქვე მაწვენს. lol.gif

რა მაცინებს facepalm.gif

Posted by: chicharito12 16 Aug 2018, 15:56
ვისაც სტრესი ქრონიკულში აქ გადაზრდილი , საჭმლის მონელებასთან როგორ ხართ?

Posted by: sagaki 16 Aug 2018, 16:24
chicharito12
QUOTE
ვისაც სტრესი ქრონიკულში აქ გადაზრდილი , საჭმლის მონელებასთან როგორ ხართ?

გამიუარესდა ეს ბოლო ხანია. ამას ვაბრალებ გარკვეულწილად ანტიბიოტიკების გაკეთებას რომელიც ძალიან ბევრი მომიწია. დღეში ორი ნემსი ორი კვირის განმავლობაში.

Posted by: chicharito12 16 Aug 2018, 16:33
sagaki

ანტიბიოტიკი რატო?

ღვიძლის პრობლემა გაქ?

Posted by: sagaki 16 Aug 2018, 16:35
chicharito12
QUOTE
ანტიბიოტიკი რატო?

ღვიძლის პრობლემა გაქ?

არა, შარდ-სასქესო დაავადების გამო.

Posted by: chicharito12 16 Aug 2018, 16:37
მე ვერ ვიგებ, რისი ბრალია, ოფლიანობა მაქ სახსრებზე , მასთან ერთად კიდე ჭამის შემდეგ მცივდება, ხანდახან.

თან კიდე ვატყობ, რო საჭმლის ჭამის შემდეგ მიფუჭდება ხასიათი

ტუ ცხიმიან და მძიმე საკვებს ვეშვები, ეგრევე ყველაფერი რიგში მოდის, პროსტა ოფლიანობა რჩება

Posted by: taka26 16 Aug 2018, 17:07
sagaki
ბიჭი ხარ?
ალბათ ეს სიკვდილამდე უნდა ვატარო ამის განკურნება ოცნებაა მგონი...

chicharito12
ნაღველა ღვიძლი კუჭნაწლავი გამოიკვლიე. იდეაში არასწორი კვების ბრალია

Posted by: chicharito12 16 Aug 2018, 17:15
taka26
QUOTE
ღვიძლი

ღვიძლი არაა;

QUOTE
კუჭნაწლავი

ეს რანარიად გამოვიკვლიო, ?უფრო ამაზე ვფიქრობ, აუტოიმუნური ხო არ მაქ განვითარებული-მეთქი?
QUOTE
იდეაში არასწორი კვების ბრალია


ც ვიტამინებს ვიღებ ყოველ ჭამაზე და ვერიდები ცხიმიანს, ცუდი რაცაა ორგანიზმისთვის;


Posted by: taka26 16 Aug 2018, 18:06
chicharito12
ზონდი უნდა გადაყლაპო და მუცლის ღრუა ექოსკოპია გაიკეთე, მარტო ცხიმი ხომ არაა,? ათასი რამეა რაც კუჭნაწლავს ანადგურებს...
მოკლედ შენ უნდა ესტუმრო გასტროენტეროლოგს

Posted by: chicharito12 16 Aug 2018, 18:13
taka26

QUOTE
ზონდი უნდა გადაყლაპო


ეუფფ;

რა საშინელებაა !

Posted by: taka26 16 Aug 2018, 18:42
chicharito12
არც ისე,5 წთ გრძელდება და არაფერი ისეთი მთავარია ერთი გადაყლაპო

Posted by: sagaki 16 Aug 2018, 18:46
chicharito12
QUOTE
მე ვერ ვიგებ, რისი ბრალია, ოფლიანობა მაქ სახსრებზე , მასთან ერთად კიდე ჭამის შემდეგ მცივდება, ხანდახან.

თან კიდე ვატყობ, რო საჭმლის ჭამის შემდეგ მიფუჭდება ხასიათი

ტუ ცხიმიან და მძიმე საკვებს ვეშვები, ეგრევე ყველაფერი რიგში მოდის, პროსტა ოფლიანობა რჩება

შეიძლება რამე ალერგიული რეაქციაა ორგანიზმის მხრიდან საკვების რომელიმე კომპონენტისადმი.

taka26
QUOTE
ბიჭი ხარ?

კი.

Posted by: taka26 16 Aug 2018, 19:02
sagaki
აუ დამიწერე რა ზუსტად თუ შეძლებ როგორ გემმართება ანუ აი რა შეგრძნებაა, მე მგონია მარტო მე მაქ მსგავსი რამ

Posted by: chicharito12 16 Aug 2018, 21:28
QUOTE
შეიძლება რამე ალერგიული რეაქციაა ორგანიზმის მხრიდან საკვების რომელიმე კომპონენტისადმი.


მაშინ დამაყრიდა კანზე.ე.ე...

Posted by: sagaki 16 Aug 2018, 21:53
taka26
QUOTE
აუ დამიწერე რა ზუსტად თუ შეძლებ როგორ გემმართება ანუ აი რა შეგრძნებაა, მე მგონია მარტო მე მაქ მსგავსი რამ

ზუსტად ისე როგორც შენ დაწერე. თავბრუს ხვევა, თითქოს ტვინს აღარ მიეწოდება ჟანგბადი, ცოტა თვალთაც ჩამომებინდება ხოლმე.
განსაკუთრებით გადაღლილობის შემთხვევაში მემართება. ეს არ არის რაღაც განსაკუთრებული დაღლა, მაგალითად კიბეზე სახში ცოტა ზედმეტად რო ავიდე და ჩავიდე უკვე ვიღლები და თავში მაწვება. ემოციური ფონის დროსაც მომდის. რამეს თუ განვიცდი ან ვნერვიულობ თვალებში მებინდება და მსგავსი შეგრძნება მაქვს.
chicharito12
QUOTE
მაშინ დამაყრიდა კანზე.ე.ე...

მე გლუტენის მიმართ მაქვს ალერგია და არასდროს დაუყრია, ქავილიც არ მქონია, სრულიად სხვა სიმპტომებით მიდის თუ რამე შევჭამე გლუტენის შემცველი.

Posted by: taka26 16 Aug 2018, 22:32
sagaki
მე რეზონანსული უნდა გადავიღო აუცილებლად პროსტა კლაუუსტროფობია მაქ და ვემზადები ფსიქოლოგიურად....
თან მეშინია ძაან, რამე რომ მჭირდეს რა Vქნა

Posted by: chicharito12 17 Aug 2018, 00:42
sagaki
არა, უფრო, ერტი 90% დარწმუნებული ვარ, ნაწლავების ბრალია , გასაწმენდი მაქ, იმუნიტეტიც არ მივარგა, ამ ზაფხულში მაგრად მცივა ხოლმე.


Posted by: sagaki 17 Aug 2018, 01:30
taka26
QUOTE
თან მეშინია ძაან, რამე რომ მჭირდეს რა Vქნა

არაა გამორიცხული. ისევე როგორც ჩემს შემთხვევაში.
chicharito12
QUOTE
არა, უფრო, ერტი 90% დარწმუნებული ვარ, ნაწლავების ბრალია , გასაწმენდი მაქ, იმუნიტეტიც არ მივარგა, ამ ზაფხულში მაგრად მცივა ხოლმე.

ალბათ.

Posted by: taka26 17 Aug 2018, 20:27
sagaki
Nუ ძაან დამამშვიდე biggrin.gif

Posted by: soul 17 Aug 2018, 23:28
taka26
sagaki

გენერალიზებული შფოთვითი აშლილობის, პანიკური აშილობის და იპოქონდრიის კლასიკა ხართ smile.gif ფიზიკურად ჯანმრთელები ხართ smile.gif

Posted by: sagaki 18 Aug 2018, 01:01
taka26
QUOTE
Nუ ძაან დამამშვიდე

lol.gif

Posted by: chicharito12 18 Aug 2018, 01:47
დეპრესიასტან დაკავშირებით, რომელ ექიმს მირჩევთ?


Posted by: Strangelove 18 Aug 2018, 11:50
chicharito12

'დეპრესიის ექიმი' და სულიერი სწავლებები კიარა, ჩემი დიაგნოზით, შენ გჭირდება კარგი ფსიქიატრი და თერაპევტი პირდაპირ. + მეტი კონტაქტები, კლუბები, ლაშქრობები, ცურვა, სექსები, ძილი.

Posted by: taka26 18 Aug 2018, 12:01
soul
soul
მე კიდე სხვა რაღაც მჭირს, რა ჰქვია ამას აღარ მახსოვს მარა აინორგანოებს რომ უსადკავებ და იკვლევ უსაარულო დ და მერე 1,2 კვირა მშვიდად არ და მერე უი ფეხის ფრჩხილზეც მივალ და ეგრე გადის დროო....

Posted by: chicharito12 18 Aug 2018, 14:00
Strangelove

დიაგნოზს რის საფუძველზე აკეთეებ ))?

ეგენი რაც ჩამოთვალე, მაკლია, სხვათაშორის ძილი მშვენიერი მაქ.ვერ ვიტყვი რო უხარისხოა.

ფსიქიატრი რატო? ეგგ მგონი ძან გადამეტეებული ნევროზიანებისტვისაა

Posted by: soul 18 Aug 2018, 17:29
taka26
QUOTE
მე კიდე სხვა რაღაც მჭირს, რა ჰქვია ამას აღარ მახსოვს მარა აინორგანოებს რომ უსადკავებ და იკვლევ უსაარულო დ და მერე 1,2 კვირა მშვიდად არ და მერე უი ფეხის ფრჩხილზეც მივალ და ეგრე გადის დროო....


მაგას ქვია იპოქონდრია სწორედ smile.gif შენ ასევე გგონია რომ რაღაცა განსაკუთრებული გჭირს მარა არაა ეგრე smile.gif ზეპირად არ გეუბნები - ჩემ თავზე მაქვს გამოცდილი ყველაფერი რასაც ვწერ.

* * *
chicharito12
QUOTE
დეპრესიასტან დაკავშირებით, რომელ ექიმს მირჩევთ?


დეპრესიას მკურნალობს ფსიქიატრი. მდიდარი არჩევანია ზოგადად.

აქ შეგიძლია მიხვიდე: https://www.facebook.com/mentalhealthcenter.ge/

Posted by: chicharito12 18 Aug 2018, 21:39
soul
j

mand წერია რო მძიმრ ფსიქოლოგიური პრობლემებზეა ეგო

Posted by: Strangelove 19 Aug 2018, 19:16
chicharito12

არ მითხრა, რო გიტყდება 'გიჟების ექიმთან' მისვლა smile.gif

ერთხელ მაინც მიდი კონსულტაციაზე და ნახავ, რამდენად ღირს. ოღონდ კარგი პროფესიონალი აარჩიე, მე ვერ გირჩევ ვერავის.

Posted by: chicharito12 19 Aug 2018, 19:20
ფასი რა არის სAშუალოოო?

..........

Posted by: taka26 20 Aug 2018, 00:38
soul
მართლაა,? ეხლა აღარ გჭირს??
შწნც ორივე გქონდდა პანიკური პლიუს ეს??
კიბო მაქო სენც გეგონაა? ო ბოჟე რა

Posted by: Elene30 20 Aug 2018, 00:45
გამარჯობა ხალხოო, რა მაინტერესებს ეხლა, რახან სიგარეტზე დაწერეთ მეც ვიკითხავ,, ბიჭები უფრო მიხვდებით...
დღეს სიგარეტი მოვწიე პირველი ღერი იყო ანუ დღეს, ზოგადად გსართობად ვეწევი დღეში ორ. ღერს ხოდა. აქამდე არ მომსვლია მოწევის მერე ორივე ყური დამეხშო და თიტქოს რაღაც ხმები ისმოდა და 2 წუთში ასე გადამიარა, რა მოხდა????



ეხლა ასეთი კითხვა,
თავი მეფხანება ისტერიულად, ბოლო დროს, აი თითქოს სისხლი დადისო და მთელი თავის ფხანვა მინდება, ნუ ეხლა ვიცი რო
ჭიანჭვის სინდრომია თითქოს დაგადის და ნევროზულია მარა ნუ ეს აი სხვა სეგრძნებაა, მთელი თავი მიბუჟდება მეღუტუნება პახოდუ, და მინდა ვიფხანო თითქოს ყველა წერტილშია,
სისხლის მიმოქცევაა ვითომ?

Posted by: chicharito12 20 Aug 2018, 17:33
ეს რაღაც ძაან კაი წამალი ჩანს :

http://www.vidal.ge/drugs/5-htp

Posted by: taka26 21 Aug 2018, 22:52
რა მაინტერესებს კიდეე, რამეს რომ ვუყურებ ცოტა გაშტერებული უცებ ტავბრუ მეხვევა. ანუ ტვალს რომ ვძაბავ. და კიდე მაგნიტური ტომოგრაფია გაგიკეთებიათ ვინმეს? პროცესი მაინტერესებს

Posted by: N-GEO 22 Aug 2018, 12:08
მეგონა მარტო მე მჭირდა ეს... რამდენი ყოფილხართ. sad.gif

Posted by: Elene30 22 Aug 2018, 12:17
N-GEO
ეს თემა მაგისთვის გავაკეთე რომ ერთმანეთს გავუზუაროთ ჩვენი პრობლემები გამოცდილება და ბევრი გავიგოთ ამ მდგომარეობაზე.
ხოდა გისმენთ, აბა თქვენი ამბავი მოგვიყევით რა და ეოგორ მოგდით

Posted by: N-GEO 22 Aug 2018, 18:12
Elene30
რავი მოულოდნელად დამემართა, ცუდად გავხდი, სასწრაფო გამოვიზახე და პანიკის შეტევა გაქვსო. მერე კიდევ გამიმეორდა, ისევ სასწრაფო ისევ იგივეო. მერე ნევროპათოლოგთან წავედი და დავიწყე წამლები. ჯერ ისევ ვმკურნალობ მაგრამ ჩემი აზრით წამლები უეფექტოა თუ შენთვითონ არ შეეწინააღმდეგე ფსიქოლოგიურად.

Posted by: Elene30 22 Aug 2018, 19:53
N-GEO
კიიი მე ადრე მქონდა ვუსველე როგორ იცი,? უნიში ჩავაბარე , ნერე მისაობა დავიწყე და ვსო გამიარა და ეხლა ვზივარ სახლში და ინ წლებისაც უკან მომიტრიალდა.. კოშმარიაა ტომ გგონია აი ეხლა კვდები ვსო და შანსი აღარ გაქ

Posted by: chicharito12 23 Aug 2018, 14:37
ნევროლოგთან რო მიდიხართ, დეპრესიაზე ტომოგრაფიას გთხოვეეენ?

Posted by: taka26 23 Aug 2018, 19:05
chicharito12
კი უეჭველი

Posted by: chicharito12 24 Aug 2018, 00:06
taka26

vaax, ფსიქიატრთანად ეგრეაა?

ან დავადებას არ აქ მნიშვნელობა?

Posted by: taka26 24 Aug 2018, 12:53
chicharito12
მოგატყუე, მე თავის ტკივილები მაქ და თავბრუსხვევები, ამასთანავე ემოციური ამიტომ მირჩია გადაღება, თან არაფერი გაიპარებაო და თან დამშვიდდებიო.. ნუ ჯობია ერთხელ მაინც ყველამ გადაიღოს

Posted by: chicharito12 24 Aug 2018, 13:14
taka26
რამდენი გადაიხადეე?

Posted by: taka26 24 Aug 2018, 14:08
chicharito12
ჯერ არ გამიკეთებია, კლაუსტროფობია მაქ და მეშინია ოთახში შესვლის... 350 ღირს რასაც მე ვიცკეთებ

Posted by: მაკნატუნა 25 Aug 2018, 15:36
QUOTE (chicharito12 @ 23 Aug 2018, 14:37 )
ნევროლოგთან რო მიდიხართ, დეპრესიაზე ტომოგრაფიას გთხოვეეენ?

Aრანაირად...
Gააჩნია რა სიმპტომები გაქვს

Posted by: night-blue 29 Aug 2018, 21:58
აუ ძაან დამენ..ა


ღამე რო ვწვები გულის მხარეს რო ვწვები ბრახ და ხან მგონია ჩერდება ხან ბრბრბრბრბრ ძაან ჩქარა ცემს.


ღამით მემართებოდა ხოლმე მარტო, ეხლა დღეც დამეწყო. დღეს სასწრაფო გამოვიძახე გადამიღეს კარდიოგრამა თუ რაღაც და არაფეირ გჭირსო.

ვიცი რო ნერვოზია. დარწმუნებული ვარ. რამე წამალი საცდელად just 1 დღე რომ დავლიო (მიშველის არ მიშველის ვარიანტში) მითხარით რა..


100000% ვიცი რო ნერვოზია


არ მინდა კლონაზეპამი, დიაზეპამი, ბაკლოსანი, გრომო ან რამის დალევა ძლივს დავანებე მაგეებს თავიsad.gif


რამე არა ფსიქოტროპული მირჩიეთ რა. და გპირდებით თუ მომიხსნა ჩემი ფეხით მივალ ექიმთანsmile.gif

Posted by: taka26 30 Aug 2018, 23:59
გავიკეთე მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფია, რადიოლოგმა ჩინურ ენაზე ამიხსნა რა დასკვნაა ეს ანუ, თანდაყოლილიაო თან კითხვისნიშნითო, ნებვროლოგმა ვაბშე დაიკიდა და არაფერი არ გაქო..
ვინც გაიგებთ რას ნიშნავს პლზ მეც გამარკვიეთ

Posted by: Adi 31 Aug 2018, 11:58
მოკლედ ბოლო ერთი კვირაა ასეთი რამ მემართება. დიდ სახში ვცხოვრობ საკმაოდ, ოთხ სართულიანია. სრულიად მარტო გახლავართ ამ სახში. მესამე სართულზე მაქვს ჩემი ყველაფერი მოწყობილი ძირითადად. ჰოდა დავწვები თუ არა ზედა სართულიდან მესმის ფეხებით სიარულის ხმა, აშკარად ისმის თითქოს ვიღაც დადის შენს მაღლა, გუშინ ამომასხა მაგალითად, იარაღს დავავლე ხელი და გიიჟივით ავვარდი მაგრამ ჩემი ფეხები, არავინაა, არც არაფერი ჭრაჭუნობს, ყველაფერი შევამოწმე რამეს ხო არ შეეძლო მსგავსი ხმის გამოწვევა მაგრამ არაფერი საეჭვო. პირველად რო გავიგე ხმა ვიფიქრე ფანჯარა დავტოვე ღია და ვინმე შეიძლება მართლა გადმოძვრა თქო მაგრამ იმის მერე აღარც გამიღია არაფერი მაგრამ ეს ხმები მაინც ისმის. მოკლედ ფაქტია იმ ოთახში არავინ არაა, სულებისაც არ მჯერა ანუ გამოდის მეჩვენება ეს ფეხის ნაბიჯები? არადა დავწვები თუ არა ვერ ვიძინებ იმის მოლოდინში ვარ რო კიდე უნდა გავიგონო. მოსვენება მაქვს დაკარგული. ვფიქრობ ამხელა სახში მარტო რომ ვარ გამძარფრებული მაქვს სახლის დაცვის პასუხისმგებლობა და აქედნაც შეიძლება გამომდინარეობდეს. ნევროზი კი დამემართა უკვე.

Posted by: taka26 31 Aug 2018, 12:02
Adi
შენ ტვითონ როგორი ხარ? გაწონასწორებული ადამიანი ხარ?
რატო გეკიტხები იცი? ეკოციური თუ ხარ შეილება მოჩვენებითი გქონდეს, აი როცა რამის გეშინია ან ელოდები ზუსტად ის გეჩვენება... მარა არც სულებს გამოვრიცხავდი მიტუმეტეს თუ ძველი სახლი გაქვთ.

Posted by: Adi 31 Aug 2018, 12:10
taka26
საკმაოდ გაწონასწორებული ვარ. ემოციური ზოგადად ვარ მაგრამ არა იმდენად რომ მომეჩვენოს.
ძველი სახლი არაა.
რომელ სულებზეა საუბარი 21 საუკუნეში.
მე მგონია წარსულს ჩაბარდა სულებზე საუბარი. თურმე ძველ სახლებში არსებობენ. biggrin.gif

Posted by: taka26 31 Aug 2018, 12:13
Adi
წარსულს როგორ ჩაბარდებოდა სული ადრეც იყო ეხლაც და მომავალშიც უნდა იყოს იდეაში biggrin.gif
მარა თუ არც სულია და არც ქურდი მაშინ მოჩვენებები გაქ

Posted by: Adi 31 Aug 2018, 12:14
taka26
მეც ასე ვფიქრობ რომ მეჩვენება.
არადა თან ვერ ვიჯერებ. ძალიან ეჭვიანი ადამიანი ვარ და რატომღაც ესე მგონია ვიღაც დადის ჩემს გასაგიჟებლად biggrin.gif
არადა რა სისულელეა facepalm.gif

Posted by: taka26 31 Aug 2018, 12:15
Adi
biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
ატარაქსი დალიე აბა ძილს რომ დააპირებ..

Posted by: Adi 31 Aug 2018, 12:22
taka26
QUOTE
ატარაქსი დალიე აბა ძილს რომ დააპირებ..

ურეცეფტოდ მომცემენ?
წინა დღეებში საერთოდაც გადავწყვიტე მეოთხეზე დავიძინებ და გავიგებ ბოლოს და ბოლოს რა დადის თქო.
ჰოდა ვიფიქრე ა, ეტყობა იქიდან ჩამომდიოდა მესამეზე. ახლა იქ ავვარდი მაგრამ იქაც არაფერი.
ძაან გადამეკეტა მაგ დროს. ამ დროს ჩემი მეზობელი არაა ფანჯარაში გამოყუდებული სგარეტს აბოლებს ღამის 4 საათზე
რას აკეთებო მკითხა ამ დროს სახურავზეაო, კი გამიტყდა რო დამინახა ამ დროს მაგრამ ისღა მოვიფიქრე მეთქვა ისე დამცხა რო აქ ამოვედი გასაგრილებლად თქო biggrin.gif
facepalm.gif
ეხლა მეცინება მაგრამ მალე საგიჟეთში არ მოვხვდე მეშინია vis.gif

Posted by: taka26 31 Aug 2018, 12:26
Adi
კი ძილის წამალია, თან შეტევა თუ გაქ დაგამშვიდებს პაწა....
დარწმუნებული ვარ მოჩვენებითი გაქ, რო უსატკავებ იასნია მოგეჩვენება უკვე მარა მაგან სეილება მართლა გაგაგიჟოს, ამიტომ ჯობია ერთი მისვლა სანამ გაგიჟებულხარ ფსიქიატრს სტუმრო.....
მარა ხმაც რომ რეალურინიყოს არც ეგ არის გამორიცხული მართლა, სულებმა საუკუნე არ იხის , თუ თავი აქ მოკლი ვინმეს ან რაღაც მსგავსია მაშინ არისნხოლმე სული რომ ვერ ტოვებს სააქაოს biggrin.gif biggrin.gif
და ვაბშე ღამე ტელეფონი დატოვე მაგ სართულზე აბა ჩაიწერს რამე ხმას

Posted by: Adi 31 Aug 2018, 12:31
taka26
QUOTE
დარწმუნებული ვარ მოჩვენებითი გაქ, რო უსატკავებ იასნია მოგეჩვენება

დავდევ მართლა გიჟივით lol.gif კიდევ კარგი ვაზნები არ მაქ.
QUOTE
თუ თავი აქ მოკლი ვინმეს ან რაღაც მსგავსია მაშინ არისნხოლმე სული რომ ვერ ტოვებს სააქაოს 

არა მგონია. მაგრამ მე რას მაგიჟებს. რო ავდივარ დამხვდეს კაცურად givi.gif
QUOTE
და ვაბშე ღამე ტელეფონი დატოვე მაგ სართულზე აბა ჩაიწერს რამე ხმას

ეს ვცადე მაგრამ ტელეფონში არაფერი ისმის.
აქედან დავეჭვდი უკვე რო რაღაც ვერაა თქო ჩემს ფსიქიკაში.

Posted by: taka26 31 Aug 2018, 12:34
Adi
მართლა მიდი ან ფსიქიატრთან ან ფსიქო თერაპევტთან, რატო იგიჟებ თავს??
ასაკი ხო არ გაქ ისეთი რომ უკვე დგეწყო biggrin.gif

Posted by: Adi 31 Aug 2018, 12:37
ალბათ იმის ბრალიცაა არ ვიცი, ბავშვაში მენინგიტი გადავიტანე. სასწაულად გადავრჩი. მერე უკვე მოტოდან გადმოვარდი და მანდაც მაგრად გამიმართლა.
მაგრამ მას მერე არაფერს შევუცუხებივარ გარდა იმისა რომ თუ ცოტა ფეხი დაიტვირთა წამომატკიებს ხოლმე. დანარჩენი არაფერი ყველაფერი რიგზე იყო ამდენი წლის შემდეგ. ახლა იჩინა ვითომ თავი?
taka26
28 წლის ვარ და რა ივიცი აბა.
უკვე იცის ეგეთები?biggrin.gif

Posted by: taka26 31 Aug 2018, 12:42
Adi
რავი 29 ის მევარ და კიდე კაი არ იცის biggrin.gif
ხოდა მაგიტომ გეუბნები, ვაბშე მიდი ნევროლოგთან, მე დავდივარ თოდუაში და ის გადაგამისამართებს თუ შეგატყო ვერ გაქ რაღაც, თან მენინგიტი გქონია გადატანილი....)) 55 ლარი ღირს კონსულტაცია დაზღვევა თუ გაქ ხო უფრო კაი

Posted by: Adi 31 Aug 2018, 12:46
taka26
QUOTE
რავი, 29-ის მე ვარ და კიდე კაი არ იცი

რა არ ვიცი, რომ უკვე დროა მოჩვენებების? biggrin.gif
QUOTE
ხოდა მაგიტომ გეუბნები, ვაბშე მიდი ნევროლოგთან, მე დავდივარ თოდუაში და ის გადაგამისამართებს თუ შეგატყო ვერ გაქ რაღაც, თან მენინგიტი გქონია გადატანილი....)) 55 ლარი ღირს კონსულტაცია დაზღვევა თუ გაქ ხო უფრო კაი

დაზღვევა რ მაქვს მაგრამ ექიმთან მისვლის ფული არაა პრობლემა.
ორი დღეც შევხედავ და თუ არაფერი მივალ.

Posted by: taka26 31 Aug 2018, 12:51
Adiშემეშალა სიტყვა...



დღეს თუ შეატყე კიდე რომ გესმის ხმა, შენ თავს ჩაუტარე ფსიქო თერაპაი, მშვიდად ინექი და შენ ტავს ელაპარაკე ჩუმად რომ გეჩვენება და არაფერი არაა, რომ რ შეილება რამე იყოს ან ვინმე რომ წარმოუდგენია და შენ გაქ ემოციური ფონი და გეჩვენება პროსტა, ხო მოგჩვენებია რომ ვიღაც გეძახია ოჯახის წევრი და ამდროს ვაბშე არ დაუძახიათ, ან სხვა რამე
მარტივი...
შენ თვითონ რომ იგრძნობ რომ მშვიდად ხარ და მაინც ისმის
ხმები მერე უკვე შეგილია იფიქრო რომ მამაო მიიყვანო და ალოცინო biggrin.gif

Posted by: Adi 31 Aug 2018, 16:45
taka26
QUOTE
მამაო მიიყვანო და ალოცინო

lol.gif 2kiss.gif

Posted by: taka26 31 Aug 2018, 17:03
Adi
დაწერე როგორ განვითარდება მოვლენები :დდ

Posted by: Adi 31 Aug 2018, 17:04
taka26
QUOTE
დაწერე როგორ განვითარდება მოვლენები

ოკ, დავწერ აუცილებლად.

Posted by: N-GEO 31 Aug 2018, 20:45
ვინც პანიკას ებრძვით, შეტევისდროს ენის დაბუჟება/ჩხვლეტა გქონიათ?

Posted by: taka26 1 Sep 2018, 00:07
Adi
ჰა აბა მოგაკითხეს? biggrin.gif


N-GEO
კი კაცო

Posted by: Adi 1 Sep 2018, 13:21
taka26
QUOTE
ჰა აბა მოგაკითხეს?

გუშინ შევეცოდე ეტყობა. დაწოლა და ჩაძინება ერთი იყო ისეთი მოქანცული ვიყავი.
ვერაფერი ვერ გავიგე საერთოდ biggrin.gif

Posted by: taka26 1 Sep 2018, 13:36
Adi
აჰა ძაან კაი... სული ძილს არ დაგაცთიდა biggrin.gif

Posted by: Adi 1 Sep 2018, 13:46
taka26
QUOTE
აჰა ძაან კაი... სული ძილს არ დაგაცთიდა

აჰა, ანუ სული გამოირიცხა biggrin.gif

Posted by: chicharito12 3 Sep 2018, 23:13
კაი ფსიქიატრი მირჩიეთ, და ისიც მიტხარიტ რომელ საავადმყოფოში მუშაობს

Posted by: taka26 4 Sep 2018, 00:23
Adi
აბა მოყევი , გადაგიარა?

Posted by: leva09 4 Sep 2018, 22:54
გამარჯობათ..ვინმეს შეუძლია დამეხმაროს..
დავიწყებ იმით რომ მაქვს უცაბედად აი მომენტალურად, არ აქვს მნიშვნელობა ვისვენებ, ვწევარ თუ რამეს ვაკეთებ, გულის აჩქარება 10-20 წამით და გამივლის, ამის პარალელურად მაქვს მუცელში რაღაც სკდებაო შებერვის შეგრძნება და გზაში ამოდის ყელში და ამ დროს მოჩქარდება გული ისე რომ ზოგჯერ ოფლსაც მასხავს იმ მომენტში..გადავიღე ეკგ...ალბათ 20 ჯერ სხვადასხვა დროს ..არაფერი..გადავიღე დატვირთვის ტესტიც..სირბილზე..იქაც ჩვეულებრივ რიგორც ჯამრთლემა გულმა ისე ჩაიარა..მაქვს ეროზიები ნაწლავებში..მოკლედ ნერვოზი და შიში მაქვს უკვე რომ აი როდისმე ამიჩქარდება გული და მეშინია იმ 10-20 წამიანი მომენტის..ისეთი შეგრძნებაა რომ აი ვსიო გული წამივა და საშინლად ბრაგუნობს გული..პ.ს. ასევე მაქვს გლანდები ძალიან ცუდ დღეში.ზოგი ამას აბრალებს..ზოგი ჯირკვალს..ზოგი კი ეროიზებს და ბოლოს ბევრი ნერვოზს.....თუ გქონიათ მსგავსი შემთხვევა ვინემს წამიერად გიჩქარდებოდეთ გული და მაგდროს ამომაბოყინებს ერთი ორჯერ და გუკიც დაწყნარდება..ან არც ამომაბოყინებს ისე დაწყნარდება..გთხოვთ მიპასუხოთ ან შესაბამის თემაში მიმითითოთ

Posted by: night-blue 5 Sep 2018, 00:11
ნევროპათოლოგი მირჩიეთ რა.

1 კვირაა ესე ვარ გავრეკავ უკვეsad.gif

მარცხენა მხარეს ნეკნებთან სადღაც მტკივა, ყრუ ტკივილია, შეიძლება უკანაც ამტკივდეს ან მუცელში სადმე ამტკივდეს. გულზე მაწვება და ისეთი შეგრძნება მაქვს ეს ესაა გასკდება ან ინფარქტი დამემართება ან მოვკვდები ან გული გამისკდება, გამოვიძახე სასწრაფო გადამიღეს გულზე არაფერი არ გჭირსო. მაინც თუგინდა მიდი ექიმთანო სადღაც დიღომში მითხრეს..

ღამე რო ვწვები გვერდებზე ვერ ვწვები, ვწვები მაგრამ "წამოვხტები" ხოლმე უცებ გული მიჩქარდება და რაღაცეები მემართება, ჩაძინების მომენტში რო უკვე უნდა გავითიშო მაშინაც ბრახ და მგონია გული მისკდება და უცებ "წამოვხტები" ისევ.

კაროჩე რა მჭირს ვერ გავიგე.

კორვალ ჯი და რაღაცეები ვცადე არაფერი არ მშველის.


ნერვოზია ვითომ? თუ რამე სხვაც შეიძლება იყოს?

პლანს არ ვეწევი, ნარკოტიკს აღარ მოვიხმარ კაი ხანია (აბსტინენტური სინდრომი) გამორიცხულია.

დაჟე ლუდი რო დავლიო უფრო ცუდად მხდისsad.gif

2 დღეში ჩამოდიან ჩემები მანამდე ვერ მივალ ექიმთან

პ.ს და შიშები მაქვს ეს არ მჭირდეს ის არ მჭირდეს.

დავგუგლავ ხოლმე და რო ვკითხულობ უნდა ნახოთ რა დღეში მაქვს გული facepalm.gif

Posted by: weasel 6 Sep 2018, 18:00
leva09
თუ ყველაფერი გამორიცხულია და ნერვოზია არაფერს გიზამს.

ნერვოზის და პანიკური შიშების დროს ზუსტად უდროოდ იწყება მსგავსი.
რეალურად არც გული გაგისკდება და არაფერი.
რომ გეწყება შიში გაქვს რომ რაღაც დაგემართება და უარესად ხდები.
მერე რომ არ გჭირს შიში გაქგს რომ დაგეწყება და ეგეც აპროვოცირებს.

მოკლედ, ჩემი აზრით, მთავარია კარგად გაითავისო რომ არაფერი მოგივა მაგ მომენტში და დაიკიდო როცა დაგეწყება.

ისე კი სტრესის წყარო უნდა მოსპო, ეს ოღონდ ლონგ რანში.

night-blue
სანამ ექიმთან წახვალ ძილის წინ სუფთა ჰაერზე გასეირნება და კატაბალახა, მელისა სცადე. უფრო დაგამშვიდებს წესით.

Posted by: Adi 7 Sep 2018, 15:17
taka26
QUOTE
აბა მოყევი , გადაგიარა?

მეორე სახლიდან დავბრუნდი ახლა და აშკარად იქ არაფერი ხდება მსგავსი. ბოლოს აქაც სიარულის ხმაც აღარ ისმოდა. უფრო მსუბუქი დარტყმების ხმა.
ძაან ბევრი რამე ალაგია ზედა სართულზე, ძველებური დიდი სარკე კიდია ოქროში, ანტიკვარული ჭურჭელი, ძალიან დიდი ჭაღი, როიალი, კიდევ უამრავი ნივთი და ალბათ ესენი გამოსცემენ მსგავს ხმებს. ამდენი ფიქრისა და დაკვირვების შემდეგ ისიც კი ვიფიქრე რომ ახალგაზრდა ცოლქმარი რომლებსაც საძინებელი სწორედ ზედა სართულის გასწვრივ აქვთ (კედელი სქელია მაგრამ ყრუდ მაინც გამოდის ხმები) ღამე ბიძგებს იძლევიან და ეს ბიძგები იწვევენ ამ ნივთების ახმაურებას რომელიც მე ჩამომდის უკვე საეჭვო ხმებად biggrin.gif

Posted by: taka26 7 Sep 2018, 16:07
Adi
აუარე მეზობლებს მერეbiggrin.gif
საოცარ ამბავში ხარ

Posted by: Adi 7 Sep 2018, 16:11
taka26
QUOTE
აუარე მეზობლებს მერე
საოცარ ამბავში ხარ

რო ავუარო რა ვუთხრა ღამე ნუ იმასიზავ თქო? biggrin.gif
იმას ჯობია რო ვინმე მეგონა დადიოდა. მაგას ავიტან
თითქოს რაც ეგ დავასკვენი აღარ მესმის ისე მძაფრად ხმა და აღარ მაწუხებს biggrin.gif


Posted by: Facee 7 Sep 2018, 16:57
Elene30
ეხლა როგორ ხარ??
როგორ გრძნობ თავს??
რო შემოხვალ გამეცი პასუხი, ერთ კარგ რჩევას მოგცემ smile.gif


night-blue

QUOTE
ღამე რო ვწვები გულის მხარეს რო ვწვები ბრახ და ხან მგონია ჩერდება ხან ბრბრბრბრბრ ძაან ჩქარა ცემს.


ღამით მემართებოდა ხოლმე მარტო, ეხლა დღეც დამეწყო. დღეს სასწრაფო გამოვიძახე გადამიღეს კარდიოგრამა თუ რაღაც და არაფეირ გჭირსო.


ანალოგიურ სიტუაციაში ვარ მეც, ისე ვგრძნობ გულის ცემას ასე მგონია ამომივარდება
მაგრამ მე მოსაწევმა მიქნა
თვეობით რო არ გამოვფხიზლდი ეგ ნერვოზი მაქვს ფხიზელზე

Posted by: taka26 7 Sep 2018, 18:16
Adi
მთავარია მოჩვენებები არ გაქ, მე როცა სახლში მარტო ვარ მაზსინ მეჩვენება რომ ვიღაც დადის ან მიყურებს , ხან მგონია ეშმაკია ალბათ თქო და გულ წასული დავიარები.. როგორც კი გადავერთვები ეგრევე ქრება ყველაფერი

Posted by: Adi 7 Sep 2018, 19:01
taka26
QUOTE
მთავარია მოჩვენებები არ გაქ,

სავარაუდოდ და ჩემი დაკვირვებით ასე უნდა იყოს.
ცალსახად ვერ ვიტყვი მაინც. ამ ბოლო დროს ნერვები გამიფუჭდა და არც ეგაა გამორიცხული რომ მომჩვენებოდა და სულ ტყუილად ვაბრალებ ნივთებს და მეზობლებს :დ

QUOTE
მე როცა სახლში მარტო ვარ მაზსინ მეჩვენება რომ ვიღაც დადის ან მიყურებს , ხან მგონია ეშმაკია ალბათ თქო და გულ წასული დავიარები.. როგორც კი გადავერთვები ეგრევე ქრება ყველაფერი

ეშმაკი lol.gif ყველაფერი ფსიქიკის ბრალია. შენც ვერ გაქვს როგორც ჩანს ნორმალურად lol.gif

Posted by: taka26 7 Sep 2018, 19:58
Adi
მე შიშისგან მომდის მიზეზი ვიცი, და შენ მაგასაც არ აღიარებ ანუ ჭანჭიკი გაქ დააშვებული biggrin.gif biggrin.gif

Posted by: Adi 7 Sep 2018, 21:16
taka26
QUOTE
მე შიშისგან მომდის მიზეზი ვიცი, და შენ მაგასაც არ აღიარებ ანუ ჭანჭიკი გაქ დააშვებული

ვაღიარებ yes.gif

Posted by: Facee 8 Sep 2018, 04:53
taka26
მე მქონდა ეგ შეგრძნება ვითომ ვინმე მიყურებდა და მაკვირდებოდა. სულ იმას ვფიქრობდი აი იმ - ფანჯრიდან,ბუჩქიდან ა.შ მაკვირდებოდა და მეც სხვათაშორის სულ ეშმაკზე ვფიქრობდი თვალს არ მაცილებსთქო biggrin.gif
მარა ეგ უფრო ბავშვობაში მქონდა მოზარდობის პერიოდში
მერე გადამიარა მაგ ფიქრებმა და აზრებმა როცა დავსაქმდი და ყურადღება სხვა რამეზე გადამქონდა..
სწავლა-ვარჯიში
და "ფაფუ" ეგ აზრები smile.gif

Posted by: taka26 8 Sep 2018, 13:55
Adi
გმადლობ biggrin.gif


Facee
მე უძილობა მიშვრება ბევრ რამეს, არ მძინავს სრულყოფილად და მაგის შედეგად მჭირს რაღაცეები,

Posted by: Facee 8 Sep 2018, 18:30
taka26
უძილობა ყველაფრის მტერია

ბოლო 3 წელიწადია ვერ ვალაგებ ძილის პრობლემას

Posted by: night-blue 8 Sep 2018, 19:48
QUOTE
ანალოგიურ სიტუაციაში ვარ მეც, ისე ვგრძნობ გულის ცემას ასე მგონია ამომივარდება
მაგრამ მე მოსაწევმა მიქნა
თვეობით რო არ გამოვფხიზლდი ეგ ნერვოზი მაქვს ფხიზელზე


აუ რა ცუდი გრძნობაა ტო sad.gif მთელი დღე მაწვება გულზე.

/////////////////
მოკლედ ვიყავი ექიმთან

წინასწარი დიაგნოზები: icpc2-r: p99: ფსიქოლოგიური აშლილობები ეს ნევროლოგის დასკვნა დამინიშნა წამლები:

1) ბეტამაქსი 50მგ 1/2 ტაბლეტი 2ჯერ დღეში ჭამის შემდეგ 1 თვე. (დილა საღამოს)

2) ტრუქსალი 25მგ: 1 ტაბლეტი 1 ჯერ დღეში ძილის წინ.

ვიყავი ასევე კარდიოლოგთან გადამიღეს გულზე არაფერი არ გჭირსო რაღაც ერთი კუნთია გულს უკან თU რაღაც და ეგ ცოტა ატრაკებსო არაფერი საგანგაშო.

დამინიშნა მილდრონატი 500მგ 1 კაფსულა 1 ჯერ დღეში ჭამის შემდეგ.

ხოდა რა ხდება.

გუშინ საღამოს ვიყავი ექიმთან და გუშინდელი დღიდან დავიწყე ამ წამლების სმა.

თითქოს შედეგი არ აქვს ამ წამლებს. თუ ესე მალე არ იწყებს მოქმედებას?

გუშინაც ღამIთ ძლივს დავიძინე 5 ზე ჩამეძინაsad.gif თვლებს რო ვხუჭავდი მეღვიძებოდა და ვხტებოდი თანით.


როგორ მოვიქცე მირჩიეთ რამე)


Posted by: aladini 8 Sep 2018, 20:25
ბევრი იარე სუფთა ჰაერზე.
როგორც.ვხვდები რაიმე საქმეთი დაკავებული შენ არ ხარ და ამიტო,იარე ბევრი, ძილის წინ განსაკუთრებით,რომ არაქათგანოცლილი მოხვიდე სახლში.
ძილითაც დაიზინებ და სიარულისასას შენთვის საინტერესო თემებს გადაეყრები ( შემხვედრი გაგიჩენს ინტერესს ან თვითინ დაამუღამებ რამე ახალს ... )

Posted by: night-blue 8 Sep 2018, 20:33
aladini

და დღისით რა ვქნა? დღეც ძაან ცუდად ვარ sad.gif


სულ ხომ არ ვივლი

Posted by: Elene30 9 Sep 2018, 00:47
Facee
რავი ვარ რა, ხან ძაან კარგად ხან ისევ ისე ... მარა უფრო ცუდად ვარ...




ისეთი აზრები გამიელვებს ხოლმე თავში არ ვიცი, ეშმაკი მებრძვის ფსიქოკა თუ რააა ვერ ვასკვნი... ასე მგონია მსგავსი რამ არავის აქვს...
აგერ დღეს ჩემი მეუღლე პერანგს იღებდა შავს, უნდა ჩაეცვა და გადაიფიქრა და უცებ ვაბშე
მოწმენდილზე მომდია ასეთი ფიქრი ეხ მაგას ჩემ პანაშვიდზე ჩაიცმევ.. მერე მეწყება ისტერიკა აუ ვკვდები? ვაიმე წინათგრძნობა იყო, აუუ ეხლა ვსო აი ვკვდები და სტრესი მახრჩობს მერეეე...
აღარ ვწერ კიდე მსგავს საშინელებებს რაც შვილზე გამეფიქრება და ვინც მსობი ხართ ყველა
მოხვდებით რამხელა
ტკივილა განვიცდი თან რომ ჩემდა უნებურად მომდის ესეთი კუკუ ფიქრები ;(((((((((((((

Posted by: taka26 9 Sep 2018, 00:55
Facee
მე ორი შვილი მყავს და ვაბშე ადამიანური ძილი არ ვიხი რა არის.... ღამე იმდენჯერ ვდგები გულ გახეთქილი ბავშვის ტირილზე პილსი 200 ზე ამდის და შესაბამისად გამოვჭედე

Posted by: Facee 9 Sep 2018, 01:32
taka26
და რამდენი წლისები არიან ბავშვები?
არ გამოვიდნენ ტირილის ასაკიდან?
არ შეიძლება ეგრე გაგაგიჟებენ....
ბავშვები ძილის რეჟიმში თუ გყავს?

Posted by: taka26 9 Sep 2018, 02:19
Facee
ტყუპები 1.2 თვის

Elene30
ექიმთან იყავი??

Posted by: Facee 10 Sep 2018, 11:53
taka26
ღმერთმა ჯანმრთელები გაგიზარდოს love.gif love.gif



Elene30
ელენე მოდი შევცვალოთ შენი ცხოვრება უკეთესობისკენ smile.gif
მე გირჩევ ისეთ რაღაცეებს, რაც შენს ცხოვრებას გამოასწორებს.
ეხლა მაინტერესებს ფიზიკურად, წონაში როგორ ხარ??
კიდევ მაინტერესებს ბავშვს მარტო შენ ზრდი თუ გეხმარება ვინმე ?

Posted by: Elene30 10 Sep 2018, 12:10
Facee
წონა მაქ არაჩვეულებრივი, ანუ გამხდარი.. დამხმარევ მხ ბევრი მყავს მარა მაინც მე ვზედი იასნია ყველაზე მერი დროით...
და რო გამეცნო? სტატუსით ანუ

Posted by: Facee 10 Sep 2018, 12:28
Elene30
სტატუსით არავინ გოგონა
უბრალოდ ანალოგიური სიტუაცია ქონდა ჩემ ოჯახის წევრს
ბევრი წამალიც ვცადეთ, ბევრი ექიმიც, მაგრამ ისეთ მძიმე ფორმაში იყო მაინც ვერ ვშველოდით
ბოლოს ერთ კარგ ხერხს მივაგენით, რომლითაც გავაბედნიერეთ ადამიანი და სიცოხლის ხალისი დაუბრუნდა
მოკლედ ახლიდან დაიწყო ცხოვრება
შენ ნუ ეძებ ჩემს რანგს და ვარსკვლავებს
მე უბრალოდ გირჩევ ეტაპობრივად როგორ მოიქცე
თუ შეასრულებ, ჩემი აზრით ანალოგიურად შენც დაგიბრუნდება ის ცხოვრების ხალისი, რაც ბავშვობაში გქონდა

Posted by: Elene30 10 Sep 2018, 12:56
Facee
გისმეენთ ყურადღებით, ძალიან მაინტერესებს

Posted by: niniferra 12 Sep 2018, 11:45
თქვენი დახმარება მჭირდება და გთხოვთ კომპეტენტურები რომ გამომეხმაუროთ . ჩემს 5 წლის შვილს , 2 წლიდან შიშის ნიადაგზე დაეწყო ენის ბორძიკი . ვიარეთ ნევროპათოლო გია ნატრიაშვილთან , შედეგი ვერ ვნახეთ . ამჟამად დავდივართ ლოგოპედთან მაგრამ მაინც ვერ ვიღებთ ისეთ შედეგს , როგორიც უნდა იყოს .

შეგიძლიათ მირჩიოთ ნევროპათოლოგი , რომელსაც მსგავსი პრობლემით მყოფ პაციენტებთან შედეგი ქონია ?

Posted by: taka26 12 Sep 2018, 12:20
niniferra
დალი ბერულავასთან მიდით აბა თოდუაში.

Posted by: shavi_kheli 12 Sep 2018, 15:42
QUOTE (taka26 @ 9 Sep 2018, 02:19 )
Facee
ტყუპები 1.2 თვის


Tyupebio lol.gif love.gif love.gif love.gif love.gif


Posted by: taka26 12 Sep 2018, 17:30
shavi_kheli
აბა ბიჭოოო biggrin.gif

Posted by: Tovlis_Panteli 12 Sep 2018, 19:20
როგორც კი დღისით რაიმე ცუდი და დეპრესიული აზრი გაგიჩნდება, თუ შეძლებ მოკიდე ბავშვს ხელი და გადი გარეთ ეგრევე smile.gif დამიჯერე, ამართლებს.

ნაკლები დრო დახარჯე სოც. ქსელებში, მაგ. დღე ჩააგდე და საერთოდ არ შეხვიდე.

ჰობი გამოძებნე სახლში. მაგ. ბავშვის მოვლის, საჭმლის და ნამცხვრის კეთების და ა.შ. ინტერნეტში უამრავი საინტერესო ვიდეოა., ქსოვა, ქარგვა, ხატვა და გადაიტან ყურადღებას.

მით უმეტეს ბავშვი თუ გყავს , სულ საქმეში ხარ და არ უნდა გეცალოს ცუდი აზრებისთვის. იმდენი რამეა რაც ვიცით smile.gif

Posted by: Elene30 12 Sep 2018, 21:21
Tovlis_Panteli
ხოდა აი გარეთ არ გამყავს მე არაადროს, სხვებს უფრო გაყავთ... მეშინია ხუდად არ გავხდე და ეგრევე ვხდები კიდეც როგორც გარეთ გავალ.....
ეს რამდენად ნეგატიურია და დეპრესიულია რაც დავწერე მარა სიკვდილის ტოლფასია ეგეთი აზრები მომდის უნებლიედ დღეში 700ჯერ....
ქუჩააი რომ გავალ და თუ გავიგე სასმე მიცვალწბულია აი აზრები მომდისს სააიკვდილო დარტყმით

Posted by: სერაფიტი 14 Sep 2018, 18:37
პულსის წარამარა აჩქარება, ცვალებადი წნევა, უენერგიობა, ინდიფერენტულობა, შიშები საკუთარ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, უძილობა. ნებისმიერ ფიზიკურ ტკივილზე (კუჭის, წელის) კანკალი და შფოთი. შიმშილის გრძნობა და ვერჭამა. ოციოდე წლის წინ გადატანილი ნევროზი.
ახლა 60 წლისაა.


ნევროზია ეს?
ნევროპათოლოგთან იყო და 1თვიანი კურსი დაუნიშნა. კიდევ რა შეიძლება გავაკეთოთ?sad.gif


Posted by: Elene30 14 Sep 2018, 22:20
სერაფიტი
პანიკური აშლილობა ეწყება , მაგას ვჩივი მეც...
სულ მგონია კიბო მაქ და რამე რომ ამტკივდება ვსო მეკეტება

Posted by: jumbo 14 Sep 2018, 23:59
ჩემს გოგონას რომელიც 17 წლის არის დაეწყო შიშები, ტირის ნებისმიერ წვრილმანზე, მუებნება რომ არ ჯერა თავისი თავის, ეშინია ეროვნული გამოცდების, ეშინია რომ წარუმატებელი იქნება, მეუბნება რომ გულთან რაღაც აწვება და მოსვენებას არ აძლევს...არა და მედალზე გადის, ძალიან კარგად სწავლობს, კარგად ხატავს და უცებ ასეთი შიშები...სულ ველაპარაკები, არასოდეს არაფერი დამიძალებია, მაგრამ ვგრძნობ ვერ ვშველი...თვითონ მთხოვა ფსიქოლოგთან მიმიყვანეო....
იქნებ იცოდეთ და მირჩიოთ ამ ასაკის ბავშვებთან ვინ მუშაობს....ძალიან მინდა დავეხმარო....

Posted by: სერაფიტი 15 Sep 2018, 13:38
Elene30

ხო,კიბო .აქვსო,მგონიაო. ვიცი, რო არ მაქვს,მაგრამ მგონიაო.
სკრინინგებზე წავა და რო დარწმუნდება არ აქვს, იქნებ ცოტა მოეშვასმეთქი.

Posted by: Facee 17 Sep 2018, 15:31
Elene30
მოდი თუ შეძლებ ასე რომ ვქნათ
ყოველ დილას შეძლებ რო ირბინო?
ასე ვთქვათ ივარჯიშე ყოველ დილას 5დღის განმავლობაში
ამ 5დღის შემდეგ უკვე ორმაგ დატვირთვაზე გადადი
დილასაც ირბინე და საღამოსაც
2კვირის განმავლობაში არ გაჩერდე და დაიზარო
დილას და საღამოს რო ფიზიკურად ჩადგე ფორმაში
არ არის აუცილებელი ძაან გადატვირთვა თავიდან
როგორც შეძლებ ისე ირბინე, რო მორჩები სირბილს ბუქნებიც აკეთე
2 კვირის შემდეგ ფიზიკურად რო მოხვალ "ხასიათზე"
ბოქსზე შედი smile.gif
დამიჯერე ელენე და ძალიან მალე იგრძნობ უკეთესობისკენ თავს smile.gif
ბოქსი აუცილებელია!
არ იფიქრო რო გეხუმრები, ვლაზღანდარაობ ან რაიმე მსგავსი, არც ბოქსიორი ვარ და არც ბოქსის მასწავლებელი
უბრალოდ გეტყვი, რომ ბოქსი მხოლოდ სპორტი არ არის
მისი ვარჯიშები ყველაფერ ნეგატიურს გაცლის ორგანიზმიდან, ტვინიდან, ფიქრებიდან
მაგრამ დილაობით ირბინე პირველი 5დღე, 5დღის მერე ორმაგ დატვირთვაზე გადადი და საღამოსაც ირბინე.
შენთვითონ შეამჩნევ უკეთესობისკენ, რომ წავა ყველაფერი.


Posted by: shavi_kheli 17 Sep 2018, 19:24
QUOTE (Facee @ 8 Sep 2018, 18:30 )
taka26
უძილობა ყველაფრის მტერია

ბოლო 3 წელიწადია ვერ ვალაგებ ძილის პრობლემას

Boqsze Ro iaro uarkopiti energia gamogecleba da daiglebi kidec da uket dagedzineba.

Boqsi mxolod sporti ar aris damijere, uarkopit energias da fiqrebs aclis rac adamians xels ushlis dadzinebashi

Boqsi aucilebelia Damijere


LoooooooL

Me tavisit, tavisit lol.gif

Posted by: DICOM 17 Sep 2018, 19:28
ბოქსი, სექსი და ასე შემდეგ smile.gif ყველაფერი ეგეთი კარგია smile.gif პროსტა არ უნდა იფიქრო რომ სექსის დროს წნევა აგიწევს და რაიმე დაგემართება და ორგაზმის დროს პანიკური შეტევა არ უნდა დაგემართოს smile.gif

Posted by: shavi_kheli 17 Sep 2018, 19:32
QUOTE
shavi_kheli
აბა ბიჭოოო

Mogklaven qalo shen egeni egre "avadoba" TU ganagrdze

Saiqioshi me dagxvdebi didi gudronis qvabit


lol.gif


500 lari dadade gaimete shentvis da midi karg fsiqoterapevttan, dalie wamlebi da isaubre am shishebze (seansze)
Da gamoxval mdgomareobidan
Gamoucdelistvis (pacienti vinc tavis tavze mushaoba ar icis) sul albat 2 tvis lailaia

Daisveneb blin, 2balgi xelshi da fobiebi da panikebi, codo xar shenc da bavshvebic...
Dedis foriaqs da shinagan ganwkobas bavshvebi grdznoben...


Posted by: taka26 17 Sep 2018, 22:15
shavi_kheli
ყველა ფანჯიკიძეს მირჩევს ნეტა კარგია თუ პროსტა პიარია აქვს კარგი

Posted by: Mimi7777 17 Sep 2018, 23:22
მე გირჩევთ, დავით კავკასიძეა, ბალახეულობით მკურნალობს და აქვს კარგი შედეგები, მე პირადად მაგან მიხსნა და მერე საკუთარ თავთან მუშაობით დავამარცხე ნერვოზი, გარეთ ვერ გავდიოდი მეგონა გული წამივიდოდა, მარტო ვერ ვრჩებოდი, საშინრლი სპაზმები, ამ დიაგნოზით ჩემს ირგვლი ბევრი მკურნალობდა და შედეგი თითქმის ყველს აქვს

Posted by: shavi_kheli 18 Sep 2018, 17:01
Mimi7777
Iman XO boqsit gangvkurna da axla shen balaxebit

lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: Thunder) 18 Sep 2018, 17:18
QUOTE (shavi_kheli)
უძილობა ყველაფრის მტერია

ბოლო 3 წელიწადია ვერ ვალაგებ ძილის პრობლემას


7 წელია უძილობას ვებრძვი...


Posted by: Elene30 18 Sep 2018, 19:25
shavi_kheli
შენ რა ყველას დასცინიხარ, რა ქაჯური ხოდებია რა არის... მარტო შენ გაქ ბრძნული აზრები ?!
ეს თემა იმიტომ არის რომ ყველამ ერთმანეთს გამოცდილება გავუზიაროთ და რჩევები მივცეთ, ვისაც უნდა გააკეთოს ვისაც არა დააიგნორეთ.... ეს ცინიკური. პოსტები ცოტა უადგილოა ამ თემასთან

Posted by: Solveig 18 Sep 2018, 20:28
shavi_kheli
QUOTE
Mogklaven qalo shen egeni egre "avadoba" TU ganagrdze

Saiqioshi me dagxvdebi didi gudronis qvabit

კორექტულად წერე და ქართული შრიფტი გამოიყენე კიდევ yes.gif

შემდეგში ლათინური შრიფტის გამოყენებაზე იქნება ვორნი, ცინიზმზე´-ბანი!

Tovlis_Panteli
QUOTE
როგორც კი დღისით რაიმე ცუდი და დეპრესიული აზრი გაგიჩნდება, თუ შეძლებ მოკიდე ბავშვს ხელი და გადი გარეთ ეგრევე  დამიჯერე, ამართლებს.

გარეთ გასვლა კარგი აზრია, ნამდვილად.

Elene30
QUOTE
მეშინია ხუდად არ გავხდე და ეგრევე ვხდები კიდეც როგორც გარეთ გავალ.....


ბავშვი რამდენი ხნისაა? პოსტპარტუმ დეპრესია ხომ არ გაქვს?


მე მგონი, აჯობებს, რომ ფსიქოთერაპევტს მიმართო და გირჩევს რამეს. თუმცა, შენზე და შენს ოჯახზეც ბევრია დამოკიდებული.

1. უთხარი მეუღლეს და მეგობრებს, რომ არ დაგტოვონ მარტო, ხშირად იყონ შენს გვერდით და გელაპარაკონ, ან ერთად დაკავდეთ რაიმეთი.
2. რისიც გეშინია, რომ მოგკლავს-ჩაიტარე სამედიცინო გამოკვლევები და არაფერი რომ არ აღმოგაჩნდება საშიში, ცოტა მოგეშვება smile.gif
3. დადექი სარკის წინ და უთხარი შენს თავს, რომ არაფერი არ დაგემართება. რომ ახალგაზრდა და ჯანმრთელი ადამიანი ხარ და არაფერი გჭირს შესაშინებელი. რომ პატარა ბავშვი გყავს, სჭირდები მას და კარგად უნდა იყო მის გამო.
4. უსმინე მუსიკას, ან ხელსაქმით დაკავდი (ქარგვა და ქსოვა შველის ყურადღების გადატანას). გაიხსენე, ამ მდგომარეობამდე რა გიყვარდა და განიჭებდა სიამოვნებას და სცადე იმის გაკეთება, რაღაც კორექტივების შეტანაც მასში, რომ უფრო საინტერესო გახდეს..
5. ზოგადად-ეცადე, არ მოდუნდე. ანუ, რაღაც აკეთო სულ.

Posted by: Mimi7777 18 Sep 2018, 21:04
QUOTE (shavi_kheli @ 18 Sep 2018, 17:01 )
Mimi7777
Iman XO boqsit gangvkurna da axla shen balaxebit

lol.gif lol.gif lol.gif

მე არავის არ ვკურნავ და არც სასაცილო ვთქვი რამე, აქ ყველა თავის მოსაზრებას წერს და რჩევას იძლევა, ვისაც ქონია ეგ პრობლემა და რითაც დაძლია იმას წერენ,ამიტომ დაიწყნარე ნერვები smile.gif

Posted by: Elene30 18 Sep 2018, 23:50
Solveig
ამ თემაზესაუბარი მერიდება ზოგადად ყველასთან , იმიტომ რომ ყველა ძაან ლაღია ჩემ გარშემო, ვერ წამოიდგენებ ვერ გაიაზრებენ რომ
მე ასეთი რამე მჭირს, შეილება საღადავო ობიექტადაც ვიქცე ... ამიტომ
ჩუმად ვარ და ვთამაშობ რომ ვითომ ზააან კარგად ვარ...
იცით რა არის? ვიკვლევ ყველაფერს მარა რამდენიმე თვე და ისევ ხელმეორედ მიბრუნდება შიშები... ვერ ვიპოვე გზა რომელიც გამანთავისუფლებს......
როგორც კი კარგ ხასიათზე დავდგები უცებ ნეგატიური აზრი მომდის, აი იქნებ კიბო მაქ ნეტა რა მიხარია აზრი არ აქ არაფერს, აი ალბათ მოვკვდები მალე და ა.შ
ეხლა სამსახურს ვეძებ, ყველაზე დიდი გამოსავალი ეგ მგონია მარა როგორ გინდა იშოვო საქართველოში!

Posted by: Mimi7777 19 Sep 2018, 00:14
QUOTE (Elene30 @ 18 Sep 2018, 23:50 )
Solveig
ამ თემაზესაუბარი მერიდება ზოგადად ყველასთან , იმიტომ რომ ყველა ძაან ლაღია ჩემ გარშემო, ვერ წამოიდგენებ ვერ გაიაზრებენ რომ
მე ასეთი რამე მჭირს, შეილება საღადავო ობიექტადაც ვიქცე ... ამიტომ
ჩუმად ვარ და ვთამაშობ რომ ვითომ ზააან კარგად ვარ...
იცით რა არის? ვიკვლევ ყველაფერს მარა რამდენიმე თვე და ისევ ხელმეორედ მიბრუნდება შიშები... ვერ ვიპოვე გზა რომელიც გამანთავისუფლებს......
როგორც კი კარგ ხასიათზე დავდგები უცებ ნეგატიური აზრი მომდის, აი იქნებ კიბო მაქ ნეტა რა მიხარია აზრი არ აქ არაფერს, აი ალბათ მოვკვდები მალე და ა.შ
ეხლა სამსახურს ვეძებ, ყველაზე დიდი გამოსავალი ეგ მგონია მარა როგორ გინდა იშოვო საქართველოში!

ყველაზე კარგია, საკუთარი თავი აიყვანო ხელში, ცუდზე ნუ იფიქრებ, იცხოვრე ისე როგორც სხვები ცხოვრობენ, ზოგი მართლა ისეთ დაავადებას ატარებ და ამ დროს შენ სრულიად ჯანმრთელი ხარ, მასეთი ფიქრებით თავს ნუ იტანჯავ, აქ სამუდამოდ არავინ დარჩება, რაც მეტ დროს გაატარებ ხალხში და არ იფიქრებ უფრო მალე დაახწევ თავს მაგ საშინელ ნერვოზს smile.gif

Posted by: Elene30 19 Sep 2018, 00:25
Mimi7777
მენატრება ის დრო როცა ლაღი ვიყავი, სიცოცხლე მიხაროდა, ოჯახზე ვოცნებობდი და მოკლედ დავფრინავდი.. ეხლა ვარ დაჩაჩანაკებული მოხუცივით შინაგანად , ფიზიკურად ისე ვარ წარმოდგენა შეგექმნება თითიც არ აჭრია არასდროსო... მადლობა უფალს ამის ძალა მაინც შემწევს რომ თავს მოვუარო

Posted by: Mimi7777 19 Sep 2018, 00:33
QUOTE (Elene30 @ 19 Sep 2018, 00:25 )
Mimi7777
მენატრება ის დრო როცა ლაღი ვიყავი, სიცოცხლე მიხაროდა, ოჯახზე ვოცნებობდი და  მოკლედ დავფრინავდი.. ეხლა ვარ დაჩაჩანაკებული მოხუცივით შინაგანად , ფიზიკურად ისე ვარ წარმოდგენა შეგექმნება თითიც არ აჭრია არასდროსო... მადლობა უფალს ამის ძალა მაინც შემწევს რომ თავს მოვუარო

ეცადე შინაგანად გაძლიერდე, შენ თავს უმეორე რო ყველაფერს გადალახავ და ლამაზი ოჯახი გექნება, რაც მეტს კარგს იფიქრებ მით უკეთესია, იმედი არასდროს უნდა დაკარგო და ხელი არ უნდა ჩაიქნიო ცხოვრებაზე, ყველაფერი კარგად იქნება smile.gif

Posted by: Elene30 19 Sep 2018, 00:39
Mimi7777
უღრმესი მადლობა...
ხან რა მგონია იცით? ეკლესია ხომ არ მიშველის თქო... ხან მგონია ეშმაკი მებრძვის, უფსს ღმერთმა ქნას ვცდებოდე.... საშინელი აზრები მომდის თავში რითიც სულს ვიმ ძიმებ სული კი სხეულსს.... არ ვიცი შეილება ესეც ნევროზის ბრალია უკონტროლო აზრები რომლებიც ზოგჯერ რელიგიაზეც მონდის თავის ავ კარგით.......

Posted by: Thunder) 19 Sep 2018, 00:40
QUOTE (Mimi7777)
ამ თემაზესაუბარი მერიდება ზოგადად ყველასთან , იმიტომ რომ ყველა ძაან ლაღია ჩემ გარშემო, ვერ წამოიდგენებ ვერ გაიაზრებენ რომ
მე ასეთი რამე მჭირს, შეილება საღადავო ობიექტადაც ვიქცე ... ამიტომ
ჩუმად ვარ და ვთამაშობ რომ ვითომ ზააან კარგად ვარ...
იცით რა არის? ვიკვლევ ყველაფერს მარა რამდენიმე თვე და ისევ ხელმეორედ მიბრუნდება შიშები... ვერ ვიპოვე გზა რომელიც გამანთავისუფლებს......
როგორც კი კარგ ხასიათზე დავდგები უცებ ნეგატიური აზრი მომდის, აი იქნებ კიბო მაქ ნეტა რა მიხარია აზრი არ აქ არაფერს, აი ალბათ მოვკვდები მალე და ა.შ
ეხლა სამსახურს ვეძებ, ყველაზე დიდი გამოსავალი ეგ მგონია მარა როგორ გინდა იშოვო საქართველოში!


არ უნდა მოგერიდოს smile.gif იმაზე ფიქრიც კი გაზიანებს რომ შეიძლება შენი ტკივილი შენიანებისთვის სასაცილო გახდეს...

Posted by: Elene30 19 Sep 2018, 00:47
Thunder)
Thunder)
რამდენიც რამე ვთქვი ზოგმა ისტერიჩკა ხარო, ზოგმა უძილობამ იცისო ზოგმა აჰაჰაჰაო wink.gif)))))) მოკლედ სხვისი ჭირი ღობეს ჩხირიო ტყუილა არ უთქვას იმ ჭკვიანს))))

Posted by: Mimi7777 19 Sep 2018, 00:48
QUOTE (Elene30 @ 19 Sep 2018, 00:39 )
Mimi7777
უღრმესი მადლობა...
ხან რა მგონია იცით? ეკლესია ხომ არ მიშველის თქო... ხან მგონია ეშმაკი მებრძვის, უფსს ღმერთმა ქნას ვცდებოდე.... საშინელი აზრები მომდის თავში რითიც სულს ვიმ ძიმებ სული კი სხეულსს.... არ ვიცი შეილება ესეც ნევროზის ბრალია უკონტროლო აზრები რომლებიც ზოგჯერ რელიგიაზეც მონდის თავის ავ კარგით.......

კი, ეგ ყველაზე კარგი გამოსავალია,შინაგანად უფრო გაგაძლიერებს, უფრო სიმშვიდეს მოიპოვებ, მაგრამ ბრძოლები იქაც გექნება და უნდა გადალახო, თუ მოძღვარი გეყოლება უფრო დაგეხმარება, მთავარია არ დანებდე smile.gif

Posted by: Elene30 19 Sep 2018, 00:52
Mimi7777
Mimi7777
თქვენ ბოლომდე განიკურნეთ?? იმ ბალახზე რომ მიამბოთ ან თვითონ პროცესზე

Posted by: Thunder) 19 Sep 2018, 01:00
Elene30
QUOTE
რამდენიც რამე ვთქვი ზოგმა ისტერიჩკა ხარო, ზოგმა უძილობამ იცისო ზოგმა აჰაჰაჰაო )))))) მოკლედ სხვისი ჭირი ღობეს ჩხირიო ტყუილა არ უთქვას იმ ჭკვიანს))))


სამწუხაროდ ჩემს გარშემოც მსგავსი სიტუაციააა, დიაგნოზის დასმაში პროფესიონალები არიან...
თუმცა არ მჯერა იმის რომ არ არსებობს ისეთი ადამიანი რომელიც გაგვიგებს))

Elene30
QUOTE
თქვენ ბოლომდე განიკურნეთ?? იმ ბალახზე რომ მიამბოთ ან თვითონ პროცესზე


ბალახებით განკურნვა... რა აბსურდულად ჟღერს ))

Posted by: Mimi7777 19 Sep 2018, 01:02
მე კი, ფაქტიურად ბოლომდე არ ჩავამთავრე კურსი, მალევე მიშველა, მე ისეთი რამეები მჭირდა მეგონა ვერასოდეს დავახწევდი თავს, საშინელება იყო
* * *
QUOTE (Thunder) @ 19 Sep 2018, 01:00 )
Elene30
QUOTE
რამდენიც რამე ვთქვი ზოგმა ისტერიჩკა ხარო, ზოგმა უძილობამ იცისო ზოგმა აჰაჰაჰაო )))))) მოკლედ სხვისი ჭირი ღობეს ჩხირიო ტყუილა არ უთქვას იმ ჭკვიანს))))


სამწუხაროდ ჩემს გარშემოც მსგავსი სიტუაციააა, დიაგნოზის დასმაში პროფესიონალები არიან...
თუმცა არ მჯერა იმის რომ არ არსებობს ისეთი ადამიანი რომელიც გაგვიგებს))

Elene30
QUOTE
თქვენ ბოლომდე განიკურნეთ?? იმ ბალახზე რომ მიამბოთ ან თვითონ პროცესზე


ბალახებით განკურნვა... რა აბსურდულად ჟღერს ))

ხო, ნუ მეც მასე მეგონა, მაგრამ ფაქტია, არის ბალახები რომელიც ნერვიულ სისტემაზე მოქმედებს და ამშვიდებს, მე პირადად ქიმიური წამლებით გაჭყეპვას ეს მირჩევნია,

Posted by: Thunder) 19 Sep 2018, 01:09
Mimi7777
QUOTE
ხო, ნუ მეც მასე მეგონა, მაგრამ ფაქტია, არის ბალახები რომელიც ნერვიულ სისტემაზე მოქმედებს და ამშვიდებს, მე პირადად ქიმიური წამლებით გაჭყეპვას ეს მირჩევნია


კი, მჯერა. უბრალოდ ვრცლად რომ დაგვიწერო თუარ შეწუხდები კარგს იზავ)
თუმცა მე მაინც მგონია რომ ყველა ადამიანს არ შველის ერთიდაიგივე, თუნდაც ეგ ბალახები...

თუკი დაგვიწერ ვრცლად აუცილებლად ვცდი "მკურნალობას".

Posted by: Mimi7777 19 Sep 2018, 01:14
მე მიშველა და დამეხმარა, მტკიცებას არ დავიწყებ რო სხვასთანაც შეიძლება ესეთი ეფექტი ჰქონდეს, ისე საშინელი დასალევი, პირველად რო მივედი და დავინახე ის კაცი იმედი არც მქონდა, ამან როგორ უნდა მიშველოს ამ ბალახებით, მაგრამ ფაქტი ჩემზე იმოქმედა და განმკურნა.
* * *
რამდენიმე კურსია, 1 კვირის ბალახებს გატანს, უნდა დააყენო, საღამოს წყალი უნდა დაასხა და დილით გადაწურო და მიიღო ისე, ძალიან მწარე ცუდი დასალევია, მე წვეთებსაც მასმევდა ძილის პრობლემა მქონდა, ამ წვეთებმაც იმოქმედა ძილის მხრივ

Posted by: Solveig 19 Sep 2018, 01:42
Elene30

ძალიან ნაცნობია ყველაფერი, რასაც წერ. ზოგადად, დეპრესიის დამახასიათებელია გულჩახვეულობა, განცდა იმისა, რომ გარშემო ხალხი ვერ გაუგებს და დასცინებს, აპათია და შიშები, რომელიც ხან გადის, მაგრამ, მომენტებში უკან ბრუნდება და გულს და გონებას ჭამს.

რაიმე ავადმყოფობა ხომ არ გადაგიტანია ახლო ან შორეულ წარსულში და იმის ნიადაგზე ხომ არ დაგეწყო ეგ? ან, ოჯახურ/პირად ან პროფესიულ ნიადაგზე ხომ არ განგიცდია რაიმე იმედგაცრუება? ხშირად ეგენია ხოლმე ბიძგი.

QUOTE
ვიკვლევ ყველაფერს მარა რამდენიმე თვე და ისევ ხელმეორედ მიბრუნდება შიშები... ვერ ვიპოვე გზა რომელიც გამანთავისუფლებს......


რეალურად, გასაღები მხოლოდ შენშია. ცხადია, გარემოსაც აქვს მნიშვნელობა, მაგრამ, ისევ შენ უნდა დაინახო და შეაფასო ეს გარემო და გადაწყვიტო, რომ უნდა ისარგებლო ამ ყველაფრით და თავი არ შეაჭმევინო შიშებს.

აი, თავად დაუკვირდი-ამბობ-მაშინებს, რომ არ დამიჯერებენ და დამცინებენო. ალბათ, შენს თავსაც კი ვერ უტყდები ამაში, მაგრამ, ეგ უკვე უნდა მიგანიშნებდეს იმაზე, რომ შენს შიშებს რეალური საფუძველი არ გააჩნია. მით უფრო, რომ გამოკვლევები არაფერს აჩვენებს საშიშს.

კითხვა თუ გიყვარს, შეგიძლია, ფსიქოანალიზის შესახებ იკითხო წიგნები. შეისწავლო ის, რაც გაწუხებს და მერე უფრო იპოვი გასამკლავებელ გზას. მაგალითად, მიხაილ ზოშჩენკომ ეგრე უშველა თავს, თორემ, ლამის სიგიჟემდე იყო მისული (ბავშვობის ტრავმა ჰქონდა-მამამისი მის თვალწინ გარდაიცვალა. მერე პირველ მსოფლიო ომში იბრძოდა, იქ გაზით მოიწამლა და ნანახმა და გადატანილმა ძალიან დაუმძიმა მდგომარეობა).

და ბოლოს, გადახედე შენს ოჯახურ ცხოვრებას და დაფიქრდი-რამე ხომ არ არის, რაც ხელს გიშლის, რომ ქმართან გულახდილად ილაპარაკო შენი პრობლემის შესახებ? ამას იმიტომ ვამბობ, რომ, საყვარელი ადამიანი (მეუღლე, შეყვარებული) ამ დროს შეიძლება საუკეთესო დამხმარე აღმოჩნდეს. ვიცი ადამიანი, რომელსაც ისეთი შიშები ჰქონდა, რომ სახლიდან ვერ გამოდიოდა (კუჭის წყლული აწუხებდა, რამდენჯერმე ჰქონდა სისხლდენა, ოპერაციამაც არ უშველა და აკვიატებული შიში დასჩემდა, რომ ქუჩაში დაეწყებოდა და მოკვდებოდა). მისი ცოლი რომ არ ყოფილიყო, ის კაცი, დიდი ალბათობით, თვითმკვლელობით დაასრულებდა, ან ფსიქიატრიულში. ცოლი პატარა ბავშვივით უვლიდა, სულ ელაპარაკებოდა და როგორღაც, გამოიყვანა სააქაოს.

სამსახურს თუ იშოვი, ეგ ძალიან კარგი იქნება. დაგეხმარება.



Posted by: Thunder) 19 Sep 2018, 01:50
QUOTE (Solveig)
რეალურად, გასაღები მხოლოდ შენშია. ცხადია, გარემოსაც აქვს მნიშვნელობა, მაგრამ, ისევ შენ უნდა დაინახო და შეაფასო ეს გარემო და გადაწყვიტო, რომ უნდა ისარგებლო ამ ყველაფრით და თავი არ შეაჭმევინო შიშებს.


100% smile.gif

Posted by: Elene30 19 Sep 2018, 09:53
Solveig
კი, იმდენი რამ მაქ გადატანილი ვინ მოთვლის))) ეხლა ვფიქრობ ხოლმე და მახსოვს ღრმა ბავშვიბაშივე მქონია პანიკური აშლილობა , სიკვდილის შიში.... დედას ვეხუტებოდი სულ რომ არ მომკვდარიყო)) ღამე ვაღვიძებდი ცუდად ვარ თქო, კანკალი მქონდა შიში რომ ოდესმე მოვკვდებოდით და ვერ ვნახავდით ერთმანეთს.... მარა მაშინ იოლად ვიტანდი დედაც ვერ ხვდებოდა ალბათ,, ისე გადავაკეთებდი ხოლმე სიტუაციას რომვწყნარდებოდიიიიი....
5 წლისამ ბრმანალავი ამოვიჭერი...
6 წლისას ფილტვებში წყალი ჩამიდგა და მომაბრუნეს საიქიოდან..3 თვე ვიწექი საავადმყოფოში.... ჩემ პალატაში ბავშვი დაიღუპა, ....... კოშმარი...
მას მერე ძაანმიფრთხილდებოდნენ, ელენე კედელს არ მიეყუდო ისევ გაცივდები და ისევ ის მოგივა,, ანუ არასწორი მიდგომით მიფრთხილდებოდნენ....
ნარკოზები მახსოვს ცუდად იმ დროინდელი..... სახეში მირტყავდნენ ძლივს გამომიყვანეს .... დღემდე ისტერიულად მეშინია....... ბოლო 11 წელია უამრავი რამ გავიკეთე რაც აუცილებელი იყო რომ შვილი მყოლოდა.. ოპერაცია, გამოკვლევები მიჭრა მოჭრაwink.gif))) აგვისტოს ომი კიდე-))))
ეხლა მყავს პატარა ბიჭიი,10 თვის რომელიც ხელოვნურით გავაჩინეთ.... და სულ ვეუბნები რა დააშავე ასეთი ცუდი დედიკო რომ შეგხვდა თქო;((((((((((

Posted by: Rogue_one 19 Sep 2018, 12:01
მარიხუანის შემდეგ რამდენდად შეიძლება განვითარდეს ეს რაღაცები?

Posted by: IONx64 19 Sep 2018, 12:06
QUOTE
რეალურად, გასაღები მხოლოდ შენშია. ცხადია, გარემოსაც აქვს მნიშვნელობა, მაგრამ, ისევ შენ უნდა დაინახო და შეაფასო ეს გარემო და გადაწყვიტო, რომ უნდა ისარგებლო ამ ყველაფრით და თავი არ შეაჭმევინო შიშებს.

100 % ბაზრობ. მეგობარო ეს ციტატა წაიკითხე დღეში ბევრჯერ და იბრძოლე. გაიხედე გარეთ ძმაო შეხედე მზეს დატკბი მისი სითბოთი და ღრმად ჩაისუნთქე. დაიწყე ვარჯიში იარე ცურვაზე ძმაო. წადი ზღვაზე და არავითარ შიშს არ მისცე უფლება იბატონოს შენზე. საკუთარი თავის წამალი ხარ შენ.

Posted by: Thunder) 19 Sep 2018, 12:12
Rogue_one
QUOTE
მარიხუანის შემდეგ რამდენდად შეიძლება განვითარდეს ეს რაღაცები?


ანუ? რას გულისხმობ...

QUOTE (Elene30)
ბოლო 11 წელია უამრავი რამ გავიკეთე რაც აუცილებელი იყო რომ შვილი მყოლოდა.. ოპერაცია, გამოკვლევები მიჭრა მოჭრა))) აგვისტოს ომი კიდე-))))
ეხლა მყავს პატარა ბიჭიი,10 თვის რომელიც ხელოვნურით გავაჩინეთ.... და სულ ვეუბნები რა დააშავე ასეთი ცუდი დედიკო რომ შეგხვდა თქო;((((((((((


ჯამრთელი და ბედნიერი ყოფილიყოს love.gif

და რატომ ეუბბნები? ისე უნდა გაზარდო შვილი რომ შენ რაც გამოიარე არცკი გააკარო მსგავსი განცდები მას,
ძლიერი უნდა იყო პირიქით და სულ კარგი შთააგონო..
და მე არ მჯერა უამრავი ტკივილის გამოვლის შემდეგ ადამიანი ცუდი დედა იყოს, პირიქით... ის კარგი უნდა იყოს..


Posted by: papala 19 Sep 2018, 12:17
Elene30
მონასტერში წასვლაზე არ გიფიქრია? თუდაც 2 დღით..სულ სხვანაირად დაიწყებ ფიქრს ყველაფერზე smile.gif დამშვიდდები smile.gif

Posted by: Elene30 19 Sep 2018, 12:27
Thunder)
უღრმესი მადლობა... შეეიძლება კარგი დედაც ვარ კიდეც მარა მე მაქ დანაშაულოს გრძნობა უბრალოდ რომ ვერ ვასეირნებ ბერ გამყავს ხშირად, ამ შიშების გამო....))

მონასტერში ეხლა საერთოდ ვერ წავალ, ბავშვს რა ვუყო მარა ადრე როცა მინდოდა მამაომ
იმდენი პროცესურები ჩამომითვალა იქ მისვლამდე პროსტა სურვილი დამეკარგა

Posted by: Thunder) 19 Sep 2018, 12:38
QUOTE (papala)
მონასტერში წასვლაზე არ გიფიქრია? თუდაც 2 დღით..სულ სხვანაირად დაიწყებ ფიქრს ყველაფერზე  დამშვიდდები


მონასტერში ასე უბრალოდ ვერ წახვალ... თანაც ორი დღით

QUOTE
უღრმესი მადლობა... შეეიძლება კარგი დედაც ვარ კიდეც მარა მე მაქ დანაშაულოს გრძნობა უბრალოდ რომ ვერ ვასეირნებ ბერ გამყავს ხშირად, ამ შიშების გამო....))


გასაგებია.. უბრალოდ შეეცადე ბავშვს შენი მოწყენილი სახე არ დაანახო, სულ უღიმე და სულ ეცადე პოზიტიურ გარემოში იყოს..

უკვე იცი რამხელა გავლენააქვს ბავშვობაში დამახსოვრებულ კადრებს წინ მერე ცხოვრებაში))


Posted by: papala 19 Sep 2018, 12:44
Thunder)
რატო? როცა გიჭირს და უფალთან ახლოს გინდა ყოფნა, მაშინ ვინ გეტყვის უარს მიღებაზე?

Posted by: Thunder) 19 Sep 2018, 12:55
QUOTE (papala)
რატო? როცა გიჭირს და უფალთან ახლოს გინდა ყოფნა, მაშინ ვინ გეტყვის უარს მიღებაზე?


მამაოს კურთხევა გინდა, რამდენჯერაც მინდოდა გზები დამიკვლანჭეს.
ტურისტულ პახოდს აკეთებო smile.gif

Posted by: Elene30 19 Sep 2018, 13:28
Thunder)
papala
აი ზუსტად მეც ასე , მჭირდება თქო ვუთხარი,, ავუხსენი ,8 ჯერ მარხვაო ,26 ჯერ ზიარება გინდაო და ა.შ
ისე
მიკიბ მოკიბა დამიკარგა ხალისი.. ესეც ჩვენი ეკლესია როცა გიჭირს როცა გინდა თავსს უშველომმაშინ არ ან ვერ ახერხებ!

Posted by: Thunder) 19 Sep 2018, 15:31
QUOTE (Elene30)
აი ზუსტად მეც ასე , მჭირდება თქო ვუთხარი,, ავუხსენი ,8 ჯერ მარხვაო ,26 ჯერ ზიარება გინდაო და ა.შ
ისე
მიკიბ მოკიბა დამიკარგა ხალისი.. ესეც ჩვენი ეკლესია როცა გიჭირს როცა გინდა თავსს უშველომმაშინ არ ან ვერ ახერხებ!

Elene30

ჰოო..

საკუთAრი თავი რომ იპოვო აუცილებელი არაა რომ მონასტერში წახვიდე ან ეკლესიაშიო facepalm.gif
მოკლედ ზოგი ისე გაგესაუბრება და ისეთ რამეებს გეტყვის უფრო განსაცდელში ჩაგაგდებს...

Posted by: papala 19 Sep 2018, 15:37
არ ვიცი, ვის როგორ და რანაირად..ძალიან გული მწყდება მსგავს რამეებს რომ ვისმენ..მაგრამ ყველაზე რთული პერიოდი როცა მქონდა ცხოვრებაში, ზუსტად მაშინ მივედი ჩემს მოძღვართან, ავუხსენი ყველაფერი და მომცა კურთხევა რომ წავსულიყავი მონასტერში..მონასტერში რომ მივედი ტაძრის იღუმენი დამიჯდა და მელაპარაკა.რატომ მინდოდა იქ ყოფნა და რამდენ ხანს შემეძლო გაჩერება..ძალიან გულახდილად ვისაუბრეთ..ჩემი პრობლემებიც ვუთხარი, გულთან ისე მიიტანა ვერ აგიხსნით..დავრჩი მონასტერში ერთი კვირა..მეორედ 10 დღე და ასე...მესამედ ქორწილის წინ ცავედი რომ დედაოს დაველოცე და დავერიგებინე, რა იყო ჩემთვის მნიშვნელოვანი ოჯახის შექმნის მომენტში...

Posted by: Solveig 19 Sep 2018, 20:15
Elene30

QUOTE
6 წლისას ფილტვებში წყალი ჩამიდგა და მომაბრუნეს საიქიოდან..3 თვე ვიწექი საავადმყოფოში.... ჩემ პალატაში ბავშვი დაიღუპა, ....... კოშმარი...
მას მერე ძაანმიფრთხილდებოდნენ, ელენე კედელს არ მიეყუდო ისევ გაცივდები და ისევ ის მოგივა,, ა

QUOTE
ბოლო 11 წელია უამრავი რამ გავიკეთე რაც აუცილებელი იყო რომ შვილი მყოლოდა.. ოპერაცია, გამოკვლევები მიჭრა მოჭრ


ყველაფერი გასაგებია უკვე..
QUOTE
ეხლა მყავს პატარა ბიჭიი,10 თვის რომელიც ხელოვნურით გავაჩინეთ.... და სულ ვეუბნები რა დააშავე ასეთი ცუდი დედიკო რომ შეგხვდა თქო;((((((((((

ჰოდა, რატომ ეუბნები მერე. ხომ ბედნიერი ხარ, რომ ამდენი ხნის ნატვრის მერე დედა გახდი? შენი შვილისათვის შენ საუკეთესო არსება ხარ დედამიწის ზურგზე და ნუ შეეცდები, საწინააღმდეგო შთააგონო. უჩვენე სიყვარული, ღიმილი და ალერსი და არა სინანული ან შიში. შვილი შენგან მოელის ხსნას. პატარასათვის დედა და ღმერთი დაახლოებით ერთი და იგივეა smile.gif ჰოდა, შენშიც თუ შიში დაინახა, ძალიან გაუჭირდება, დაითრგუნება.... აი, Thunder)-მაც იგივე გითხრა აგერ.
QUOTE
უკვე იცი რამხელა გავლენააქვს ბავშვობაში დამახსოვრებულ კადრებს წინ მერე ცხოვრებაში))


ელაპარაკე ბევრი, გაიხსენე, რაც კარგი შეგმთხვევია ხოლმე და მოუყევი. ჯერ კი ვერ გაიგებს, მაგრამ, ჯერ ერთი, ესიამოვნება, რომ ელაპარაკები (თან, ენასაც მალე ამოიდგამს მერე) და მეორე-შენთვისაც კარგია სასიამოვნო მოგონებების გახსენება. წიგნები დაათვალიერებინე. არის წიგნები სულ პატარებისათვის, ფერადი სურათებით ან პუზლებით. აი, ნახავ, შენც თუ არ გაგახალისოს მაგ ყველაფერმა.

/////////////

რაც შეეხება რელიგიას და მონასტერში წასვლას-თუ მანამდე არ ცხოვრობდა ადამიანი იმ წესებით, რასაც მისი რელიგია ავალებს მორწმუნეს, ჩემი აზრით, ძალიან დიდი სიფრთხილეა საჭირო ამ ნაბიჯის გადადგმამდე. მით უმეტეს, თუ "წინა ცხოვრებაში" ადამიანს არ ჩაუდენია ის, რასაც რელიგია მომაკვდინებელ ცოდვად თვლის (ქურდობა, მკვლელობა, სიძვა, ღვთისგმობა... ), ან რაიმეზე არ ყოფილა დამოკიდებული (ნარკოტიკზე, სპირტიან სასმელზე, თამაშზე).
პირველ შემთხვევაში ადამიანებს სინდისი ქენჯნით და ამ სინდისის დამშვიდების ერთადერთ საშუალებად ეჩვენებათ ღმერთთან განდობა.
მეორე შემთხვევაში კი, მონანიებასთან ერთად, მონასტერი ერთადერთი ადგილია, სადაც ადამიანი შეიძლება სრულად მოსცილდეს იმას, რაზეც ავადმყოფურადაა მიჯაჭვული და ასევე, იმ საზოგადოებას, რაც მას ფსკერისაკენ მიაქანებს. ანუ, თვითიზოლაციაცაა და მონანიებაც, ერთდროულად.

ამისაგან რადიკალურად არის განსხვავებული ისეთი ადამიანების მდგომარეობა, ვისაც არაფერი განსაკუთრებული არ ჩაუდენია ცხოვრებაში, ვნება არ მიუყენებია არც სხვისათვის და არც საკუთარი თავისათვის. უბრალოდ, ცხოვრებისეულმა ფაქტორებმა გაუჩინა მიმდინარე და მომავალი ყოფის შიში.

მე ვიცი ადამიანი, რომელმაც ეკლესიის დახმარებით დაძლია დეპრესია და რელიგიაში ნახა შვება, მაგრამ, საზოგადოებისაგან იზოლირდა, თითქმის ყველაფერში მოძღვარზეა დამოკიდებული. იმის იქით აღარაფერი აღარ არსებობს მისთვის. ჰოდა, რა ვიცი, აბა? ჭირი მოიცილო, მაგრამ, დაპროგრამებულ არსებად იქცე და ლოცვის, მარხვის და რელიგიური წიგნების კითხვის მეტი აღარაფერი აკეთო-ეგეც არაა, ალბათ, კარგი...

Thunder)
QUOTE
საკუთAრი თავი რომ იპოვო აუცილებელი არაა რომ მონასტერში წახვიდე ან ეკლესიაშიო

ჰოდა, რას ერჩი, ტყუილი არ უთქვამს.
საკუთარ თავს ქმედებით იპოვი ყველაზე უკეთ და სად და როგორ იმოქმედებ-სოფელში წახვალ და დახნავ-დათესავ, მონასტერში წახვალ და მორჩილებას შეასრულებ, თუ ალბერტ შვაიცერივით მძიმედ დაავადებულ და გაჭირვებულ ადამიანებს მოევლინები შემწედ-ეგ უკვე პირადი გემოვნების, რწმენის და კიდევ სხვა ფაქტორების ამბავია.. მონასტერში წასასვლელად მთავარი არის ღმერთის რწმენა. მონასტერი თავშესაფარი და გასაქცევი ადგილი არაა.


papala
QUOTE
მივედი ჩემს მოძღვართან,

ისე გამოდის, რომ შენ თავიდანვე იყავი რელიგიური და როცა გაგიჭირდა, ბუნებრივიცაა, რომ ეკლესიას მიაკითხე. ვისაც მანამდე არ უცხოვრია ეკლესიური ცხოვრებით, იმისათვის სხვაა.

Posted by: Thunder) 19 Sep 2018, 20:48
Solveig
QUOTE
ჰოდა, რას ერჩი, ტყუილი არ უთქვამს.
საკუთარ თავს ქმედებით იპოვი ყველაზე უკეთ და სად და როგორ იმოქმედებ-სოფელში წახვალ და დახნავ-დათესავ, მონასტერში წახვალ და მორჩილებას შეასრულებ, თუ ალბერტ შვაიცერივით მძიმედ დაავადებულ და გაჭირვებულ ადამიანებს მოევლინები შემწედ-ეგ უკვე პირადი გემოვნების, რწმენის და კიდევ სხვა ფაქტორების ამბავია.. მონასტერში წასასვლელად მთავარი არის ღმერთის რწმენა. მონასტერი თავშესაფარი და გასაქცევი ადგილი არაა.


მგონია რომ ადამიანს მსგავს რამეს არ უნდა ეუბნებოდე, ყველა ადამიანი საკუთარ თავს ვერ პოულობს.
ზოგს მის მოძებნაში ხელს უწვდიან, მაგ შენ შეიძლება ჩემი თავი მაპოვნინო.
მონასტერი თავშესაფარი და გასაქცევი რომ არაა ვიცი, მე უბრალოდ ის ავღნიშნე თუ რას ამბობს ზოგი მამაო,
ჰომ შეიძლება ადამიანს ლამაზად და ტკბილად უთხრა და აუხსნა რომ ეს ასე არაა, იქ მოხვედრა თუ გინდა ეს უნდა გააკეთო.
ერთი ხისტი სიტყვაც კი ღუპავს ადამიანს, ყველა ერთნაირი არაა...

Posted by: Elene30 19 Sep 2018, 23:08
მოკლედ უფალს ვტხოვ მარტო რომ კარგად ვიყო და ძალა მომცეს უველაფერს მაგრად სევხვდე... სხვა არც ექიმის მწამს და არც არაფრის პირადად მე....
ყველაზე მეტად კი რაც მისიბუქებს ამ ყველაფერს არის ის რომ ვიგებ მარტო არ ვარ, სხვებსაც აქვთ ეს დაავადება თუ რაც არის ...))) არაფა ყოველთვის მგონია მე ერატი ვარ ვისაც ასეთი უცნაურობები ჭირს ამიტომ გამიზიარეთ გამოცდილება ყველამ ჩათვალეთ მოწყალებას ჩადიხართ....

Posted by: Shredinger 19 Sep 2018, 23:10
როგორ მოვაგვარო ჩემში ზედმეტი ემოციურობის პრობლემა?

მაგრამ "ზედმეტ ემოციურობაში" არ ვგულისხმობ ჩვეულებრივ ემოციურობას. ყოველდღე, თითოეულ ყოველდღიურ ასპექტში ვარ ზე-პედანტი ადამიანი და მაქსიმალისტი. სიმპტომების გადმოცემა რომ გამარტივდეს მოკლედ ვიტყვი და 100% ვარ დარწმუნებული ამაში:
General Anxiety Disorder(GAD)
ასევე მაქვს Social Anxiety Disorder 100%. ყველანაირი ფაქტი და სიმპტომი მეტყველებს ამაზე,ბევრი მაქვს წაკითხული.
ასევე არ გამოვრიცხავ Obsessive Compulsive Disorder(OCD) - საც.

ადვილად ვიღლები და ვიფიტები ენერგიისგან, ადამიანებთან ურთიერთობისას + გავურბივარ ურთიერთობებს ხშირად.


ჩვეულებრივი მდგომარეობა -> წამიერი ოფლიანობა -> გულმკერდის არეში სიმძიმის შეგრძნება -> სუნთქვის გაძნელება, ჩაკეტილ სივრცეში მცირე და მოკლეპერიოდიანი პანიკური შეტევა. თან ესენი ხდება თითქმის ყოველდღე რამდენიმე წელიწადია რაც სერიოზულად მიშლის ყოველდღიურ ცხოვრებაში.

ხოდა, რავი. იქნებ რამე მირჩიოთ smile.gif რამე დამამშვიდებლები არიცით ან რაღაცა smile.gif

Posted by: Elene30 20 Sep 2018, 00:26
Shredinger
ეჩიყვი გამოკვლეული გაქვთ?

Posted by: Shredinger 20 Sep 2018, 01:15
Elene30
კი 2 წლის წინ, ექოსკოპიაც გადამიღეს და რიგზე მაქვს ყველაფერი. ზოგადად ამ თემაზე მისაუბრია ექიმებთან, რამდენჯერმე და ნევროპათოლოგთანაც, ანალიზებიც მქონდა აღებული პლიუს თავის ტვინი კომპიუტერული ტომოგრაფიაც 4 წლის წინ გადამაღებინეს ყველა დიაგნოზი მთავრდებოდა მხოლოდ ერთი სიტყვით: "ნერვიულობა" რაც რეალურად Anxiety(შფოთვა) ქრონიკული უფროა, ანუ რომელიც არ არის მოკლე ვადიანი 1 კვირა 2 კვირა. არამედ არის სულ წლებია ასე ვარ. შიგადაშიგ დეპრესიული განწყობაც მარა დეპრესიას აქ უფრო ნაკლებად ვუჩივი. ზოგჯერ მგონია, რომ ყველა ან რამდენიმე მენტალური დარღვევა ერთად მაქვს smile.gif

Posted by: Elene30 20 Sep 2018, 01:18
Shredinger
ზოგადად ექიმთან პირს რომ გახსნი ეგრევე, თქვენ ნევროზი გაქვთ, ყველაფერს მაგას აწერენ...’მე პირადად ამიტომ აღარ მაქ სურვილი ვიარო მაგათთანwink.gif))))
მეც ყველაფერი წესრიგში მაქ მარა ფაქტია ვერ ვარ მატორზე)))))

Posted by: Shredinger 20 Sep 2018, 01:24
Elene30
ვგრძნობ, რომ რაც მე მაწუხებს არ არის ჩვეულებრივი მოკლევადიანი გადაღლილობის შედეგი და ბევრჯერ მივსულვარ ექიმთან იმ იმედით, რომ ბოლო-ბოლო გავერკვევი რეალურად რახდება. გამომიწერეს ტაბლეტები 6 თვე ვსვი ჯამში ალბათ, შფოთვითI აშლილობის საწინააღმდეგო რაც არ მიშველა.

ჩვეულებრივი ექიმი ფაქტია ვერ შველის რაღაცა სხვა მინდა. პრინციპში ერთმა ექიმმა კი გამიშვა ერთ ადგილას უფროსწორად რეკომენდაცია მომცა, რაღაც დაწესებულებაა მენტალური თერაპია თუ რაღაც ქვია უზნაძის ქუჩაზეა მარა არ მივსულვარ.

დღეს გასაუბრება მქონდა სამსახურის თაობაზე, ისე ვინერვიულე ზედა ტანსაცმელი თითქმის ნახევრად დამისველდა biggrin.gif

Posted by: Thunder) 20 Sep 2018, 01:35
Shredinger
QUOTE
ვგრძნობ, რომ რაც მე მაწუხებს არ არის ჩვეულებრივი მოკლევადიანი გადაღლილობის შედეგი და ბევრჯერ მივსულვარ ექიმთან იმ იმედით, რომ ბოლო-ბოლო გავერკვევი რეალურად რახდება. გამომიწერეს ტაბლეტები 6 თვე ვსვი ჯამში ალბათ, შფოთვითI აშლილობის საწინააღმდეგო რაც არ მიშველა.

ჩვეულებრივი ექიმი ფაქტია ვერ შველის რაღაცა სხვა მინდა. პრინციპში ერთმა ექიმმა კი გამიშვა ერთ ადგილას უფროსწორად რეკომენდაცია მომცა, რაღაც დაწესებულებაა მენტალური თერაპია თუ რაღაც ქვია უზნაძის ქუჩაზეა მარა არ მივსულვარ.

დღეს გასაუბრება მქონდა სამსახურის თაობაზე, ისე ვინერვიულე ზედა ტანსაცმელი თითქმის ნახევრად დამისველდა


smile.gif ნაცნობი განცდებია.

Shredinger,Elene30

არ ვიცი უსმენთ თუ არა მამა თეოდორეს მაგრამ გირჩევთ რომ როცა ცუდად იქნებით მის ქადაგებებს მოუსმინოთ.
მაწყნარებს ხოლმე...

Posted by: Elene30 20 Sep 2018, 10:58
Shredinger
ხოდა ყველას ასე გგვგონია რომ აი მე რომ მჭირს უცნაურობები სხვას არავის არ ჭირს, ამდროს ყველას ერთიდა იგივე გვჭირსsmile.gif))

Thunder)
არააა ადრე ყველაფერს ყველას ვუსმენდი ეხლა გამოვექვჯთე გარდა ამ
ფორუმისა ყველაფერს....


კითხვა, წონასწორობის დარღვევა შეილება ტვალიდან მოდიოდეს?
* * *
გუშინ წინ სხვა შუადღეში იყო გადავემა შფოთვებზე და მოუსმინეთ....
ფსიქოლოგი ფანჯიკიძე სსდ მუშაობს როგორ გავიგო??

Posted by: Adi 21 Sep 2018, 15:44
პარანოია მაქვს მგონი. გარეთ რო გავდივარ ესე მგონია მითვალთვალებენ. ყველა მე მიყურებს და რაღაცას ლაპარაკობს.
გარეთ გასვლის შიში მაქვს სერიოზული. რამე თუ არ ჩავიდე ჯიბეში თავის დასაცავი მაღაზიაშიც ვერ ჩავდივარ ისე.



Posted by: Elene30 21 Sep 2018, 16:56
Adi
და რას იდებ ჯიბეში?? რამ გამოიწვია? მე ძალიან კარგი ფსიქოატრი მირჩიეს და აუცილებლად უნდა მივიდე.. ისიც ამიხსნენს რომ პანიკა არის ფსიქოატრის საქმე და არა ნევროლოგი და ა.შ.
ისიც გამარკვიესბრომ ფსიქოატრთან რომ მიხვიდე არაა აუცილებელი გიჟი იყო

Posted by: Adi 22 Sep 2018, 02:06
Elene30
QUOTE
და რას იდებ ჯიბეში?

იმას, რითიც შეიძლება კანონ საწინააღმდეგო მოქმედება ჩავიდინო და საფრთხე მივაყენო ადამიანის ჯამრთელობას.
QUOTE
მე ძალიან კარგი ფსიქიატრი მირჩიეს და აუცილებლად უნდა მივიდე.. ისიც ამიხსნენს, რომ პანიკა არის ფსიქიატრის საქმე და არა ნევროლოგის და ა.შ.

მეც უნდა მივიდე. აშკარად ვატყობ რომ მჭირდება. მაგრამ ვიცი არ მივალ მაინც vis.gif

Posted by: Elene30 22 Sep 2018, 07:49
Adi
Adi
აუცილებლად მიდი... ჰალუცინაციები გაქ დს ვინმე არ იმახვერპლო ან პირიქით....

Posted by: night-blue 22 Sep 2018, 16:42
QUOTE (night-blue @ 8 Sep 2018, 19:48 )
QUOTE
ანალოგიურ სიტუაციაში ვარ მეც, ისე ვგრძნობ გულის ცემას ასე მგონია ამომივარდება
მაგრამ მე მოსაწევმა მიქნა
თვეობით რო არ გამოვფხიზლდი ეგ ნერვოზი მაქვს ფხიზელზე


აუ რა ცუდი გრძნობაა ტო sad.gif მთელი დღე მაწვება გულზე.

/////////////////
მოკლედ ვიყავი ექიმთან

წინასწარი დიაგნოზები: icpc2-r: p99: ფსიქოლოგიური აშლილობები ეს ნევროლოგის დასკვნა დამინიშნა წამლები:

1) ბეტამაქსი 50მგ 1/2 ტაბლეტი 2ჯერ დღეში ჭამის შემდეგ 1 თვე. (დილა საღამოს)

2) ტრუქსალი 25მგ: 1 ტაბლეტი 1 ჯერ დღეში ძილის წინ.

ვიყავი ასევე კარდიოლოგთან გადამიღეს გულზე არაფერი არ გჭირსო რაღაც ერთი კუნთია გულს უკან თU რაღაც და ეგ ცოტა ატრაკებსო არაფერი საგანგაშო.

დამინიშნა მილდრონატი 500მგ 1 კაფსულა 1 ჯერ დღეში ჭამის შემდეგ.

ხოდა რა ხდება.

გუშინ საღამოს ვიყავი ექიმთან და გუშინდელი დღიდან დავიწყე ამ წამლების სმა.

თითქოს შედეგი არ აქვს ამ წამლებს. თუ ესე მალე არ იწყებს მოქმედებას?

გუშინაც ღამIთ ძლივს დავიძინე 5 ზე ჩამეძინაsad.gif თვლებს რო ვხუჭავდი მეღვიძებოდა და ვხტებოდი თანით.


როგორ მოვიქცე მირჩიეთ რამე)

ცუდად ვარ ისევ რამდენი დღეა ვსვავ მაგ წამლებს.

ღამით ვიძინებ უკვე ასე თუ ისე.

უბრალოდ დღისით გულზე მაწვება და მაქვს ჭვალივით თითქმის ყოველ დღე.


როგორ მოვიქცე მირჩიეთ რა.


რამე დამამშვიდებელი მირჩიეთ კიდევ რა დავლიო დღისით? ბალახეული ოღონდ yes.gif

Posted by: Alcoholic 26 Sep 2018, 16:08
გამარჯობა, ორი დღის უკან მოვწიე მარიხუანა, ძალიან ცუდათ იმოქმედა საერთოდ ამერია გონება, ხელები მიოფლიანდება მადა დამეკარგა ვეღარ ვჭამ საჭმელს აღარ მინდება sad.gif როგორ მოვიქცე?? sad.gif(

Posted by: პოლიმათი 26 Sep 2018, 18:39
Alcoholic
აღარ მოწიო და ალაგდება.

Posted by: Alcoholic 26 Sep 2018, 20:14
პოლიმათი ისედაც არ მიყვარდა ეხლა საერთოდ აღარ მოვწევ ლიჟბი გამოვიდე ამ მდგომარეობიდან ისეთაც ძაან იშვიათად ვეწეოდი წელიწადში 2-3 ჯერ

Posted by: night-blue 26 Sep 2018, 23:44
ნევროზი ინკურნება საერთოდ?


დღეს მომივიდა ვიჯექი გარეთ და ბრახ მუცელზე სადღაც სიმხურვალე ვიგრძენი და ბრრრ ესეთი რაღაცეები და მეგონა გავითიშებოდი sad.gif

ჯერ მექონა თირკმელი გამეთიშა, მერე ფილტვზე ვიფიქრე, მერე წყალი შევისხი სახეზე და გადამიარა ბოლოს.

არადა ვსვავ წამლებს რაც ექიმმა დამინიშნა მაგრამ შედეგი ფაქტიურად 0 აქვს sad.gif

რას მირჩევთ?>

Posted by: KhAtiaAa 26 Sep 2018, 23:58
გამარჯობა, იქნებ ვინმე დამეხმაროს, ორი დღეა, რაც შევნიშნე რომ რაღაც მომენტებში, კუნთები მითამაშებს, ოღონდ ძალიან უმნიშვნელოდ, დღეს მაგალითად, დაახლოებით 5 -ჯერ ვიგრძენი თითქოს ფეხის ან ზურგის კუნთი ათამშდა და ვინმეს ხომ არ გქონიათ მსგავსი შემთხვევა, ნევროზული ხომ არ შეიძლება რომ იყოს ან საშიში ხომ არაა? ან გადაღლას ხომ ა რ შეეძლო გამოეწვია?
* * *
QUOTE (night-blue @ 26 Sep 2018, 23:44 )
ნევროზი ინკურნება საერთოდ?


დღეს მომივიდა ვიჯექი გარეთ და ბრახ მუცელზე სადღაც სიმხურვალე ვიგრძენი და ბრრრ ესეთი რაღაცეები და მეგონა გავითიშებოდი sad.gif

ჯერ მექონა თირკმელი გამეთიშა, მერე ფილტვზე ვიფიქრე, მერე წყალი შევისხი სახეზე და გადამიარა ბოლოს.

არადა ვსვავ წამლებს რაც ექიმმა დამინიშნა მაგრამ შედეგი ფაქტიურად 0 აქვს sad.gif

რას მირჩევთ?>

რამდენი ხანია რაც წამლებს სვამ? როგორც ვიცი შედეგს გარკვეული დრო სჭირდება,ისე ესეთი რაღაცეები დაახლოებით 5 წლის წინ მქონდა, მეგონა რომ რაღაც მჭირდა და ასე რომ ვფიქრობდი, მერე ხან რას ვიტკიებდი, ხან რას, ყველაფერი მჭირდა მეგონა, მაგრამ ყოველგვარი წამლების გარეშე, თავისით გამიარა, ნუ ეხლაც პატარა რაღაცასაც ყურადღებას ვაქცევ,მაგრამ ეს იმასთან ახლოსაც ვერ მივა, ასე რომ, შენც გადაგივლის yes.gif

Posted by: night-blue 27 Sep 2018, 00:36
QUOTE
რამდენი ხანია რაც წამლებს სვამ?


17 დღეა


QUOTE
როგორც ვიცი შედეგს გარკვეული დრო სჭირდება


ფაქტია რაც დამინიშნეს არ მშველის ბეტამაქსი დამინიშნა

Posted by: KhAtiaAa 27 Sep 2018, 00:43
QUOTE (night-blue @ 27 Sep 2018, 00:36 )
QUOTE
რამდენი ხანია რაც წამლებს სვამ?


17 დღეა


QUOTE
როგორც ვიცი შედეგს გარკვეული დრო სჭირდება


ფაქტია რაც დამინიშნეს არ მშველის ბეტამაქსი დამინიშნა

რამდენიბხნით დაგინიშნა ექიმმა? როგორ ც ვიცი ერთი თვ მაინც უნდა მიიღო წამლები შედეგი რომ მიიღო, ესეთი რწღაცეები ყოველდღე გაქვს თუ ზოგჯერ?

Posted by: night-blue 27 Sep 2018, 00:56
KhAtia11111

1 თვით დამინიშნა.

ძირითადად ღამით მემართებოდა ან საღამოს.

ან მაშინ როდესაც თუნდაც 1 ჩიქა ლუდს დავლევდი (ეს პერიოდი საერთოდ არაფერი არ მიმიღია) და დღისით მომივიდა ესეsad.gif


კიდევ გულზე თითქოს 20 კილო გაწვება რაღაც და გგონია უნდა გასკდეს ან გულმა მხიოს ან რაღაც.


Posted by: Razm 27 Sep 2018, 01:00
QUOTE (night-blue @ 26 Sep 2018, 23:44 )
ნევროზი ინკურნება საერთოდ?


დღეს მომივიდა ვიჯექი გარეთ და ბრახ მუცელზე სადღაც სიმხურვალე ვიგრძენი და ბრრრ ესეთი რაღაცეები და მეგონა გავითიშებოდი sad.gif

ჯერ მექონა თირკმელი გამეთიშა, მერე ფილტვზე ვიფიქრე, მერე წყალი შევისხი სახეზე და გადამიარა ბოლოს.

არადა ვსვავ წამლებს რაც ექიმმა დამინიშნა მაგრამ შედეგი ფაქტიურად 0 აქვს sad.gif

რას მირჩევთ?>

აუ ეგეთი რაღაცეები მჭირს უკვე 2 თვეა გამარეკინა ბეტამაქსი მეც დამინიშნეს 14 სხვადასხვა წამალს ვსვამდი მარა მაინც ვერ მოვიხოდე.
მოსაწევის ბრალია მგონი ეს ჩივილები.

Posted by: KhAtiaAa 27 Sep 2018, 01:04
QUOTE (night-blue @ 27 Sep 2018, 00:56 )
KhAtia11111

1 თვით დამინიშნა.

ძირითადად ღამით მემართებოდა ან საღამოს.

ან მაშინ როდესაც თუნდაც 1 ჩიქა ლუდს დავლევდი (ეს პერიოდი საერთოდ არაფერი არ მიმიღია) და დღისით მომივიდა ესეsad.gif


კიდევ გულზე თითქოს 20 კილო გაწვება რაღაც და გგონია უნდა გასკდეს ან გულმა მხიოს ან რაღაც.

ისე, სხვათა შორის ერთი პერიოდი გული მეც ეგრე მქონდა და თურმე ცხვირის ნიჟარები მქონდწ გადიდებული და რომ ვერ ვსუნთქავდი ეგ მატკიებდა გულს

Posted by: night-blue 27 Sep 2018, 01:08
QUOTE
აუ ეგეთი რაღაცეები მჭირს უკვე 2 თვეა გამარეკინა ბეტამაქსი მეც დამინიშნეს 14 სხვადასხვა წამალს ვსვამდი მარა მაინც ვერ მოვიხოდე.
მოსაწევის ბრალია მგონი ეს ჩივილები.


მოსაწევს ბევრს მე არც არასდროს ვეწეოდი თუმცა კი ბოლო 2 თვე საერთოდ არ მაქვს მოწეული.

"კალიკებს" ვსვავდი ძაან დიდი ხანი ძლივს დავანებე და ორი თვის მერე მომცა უკუჩვენებები.

QUOTE
აუ ეგეთი რაღაცეები მჭირს უკვე 2 თვეა გამარეკინა ბეტამაქსი მეც დამინიშნეს 14 სხვადასხვა წამალს ვსვამდი მარა მაინც ვერ მოვიხოდე.
მოსაწევის ბრალია მგონი ეს ჩივილები.


ცალი ნესტოთი ვსუნთქავ ბავშვობიდან მაგრამ არმგონია მაგის ბრალი იყოს

Posted by: KhAtiaAa 27 Sep 2018, 01:14
QUOTE (night-blue @ 27 Sep 2018, 01:08 )
QUOTE
აუ ეგეთი რაღაცეები მჭირს უკვე 2 თვეა გამარეკინა ბეტამაქსი მეც დამინიშნეს 14 სხვადასხვა წამალს ვსვამდი მარა მაინც ვერ მოვიხოდე.
მოსაწევის ბრალია მგონი ეს ჩივილები.


მოსაწევს ბევრს მე არც არასდროს ვეწეოდი თუმცა კი ბოლო 2 თვე საერთოდ არ მაქვს მოწეული.

"კალიკებს" ვსვავდი ძაან დიდი ხანი ძლივს დავანებე და ორი თვის მერე მომცა უკუჩვენებები.

QUOTE
აუ ეგეთი რაღაცეები მჭირს უკვე 2 თვეა გამარეკინა ბეტამაქსი მეც დამინიშნეს 14 სხვადასხვა წამალს ვსვამდი მარა მაინც ვერ მოვიხოდე.
მოსაწევის ბრალია მგონი ეს ჩივილები.


ცალი ნესტოთი ვსუნთქავ ბავშვობიდან მაგრამ არმგონია მაგის ბრალი იყოს

გული სავარაუდოდ გამოკვლეული გაქვს ხომ? აჩქარებული ხომ არ გაქვს?

Posted by: night-blue 27 Sep 2018, 01:16
KhAtia11111

არა გული გამორიცხულია კი გამოკვლეული მაქვს

Posted by: KhAtiaAa 27 Sep 2018, 01:21
QUOTE (night-blue @ 27 Sep 2018, 01:16 )
KhAtia11111

არა გული გამორიცხულია კი გამოკვლეული მაქვს

ფარისებრი? დაბალმა თიესეიჩმაც იცის მსგავსი რამ

Posted by: night-blue 27 Sep 2018, 01:56
QUOTE (KhAtia11111 @ 27 Sep 2018, 01:21 )
QUOTE (night-blue @ 27 Sep 2018, 01:16 )
KhAtia11111

არა გული გამორიცხულია კი გამოკვლეული მაქვს

ფარისებრი? დაბალმა თიესეიჩმაც იცის მსგავსი რამ

ფარისებრზე უნდა მივიდე ეგ დამრჩა მხოლოდ yes.gif

Posted by: night-blue 6 Oct 2018, 16:33
QUOTE (night-blue @ 27 Sep 2018, 01:56 )
QUOTE (KhAtia11111 @ 27 Sep 2018, 01:21 )
QUOTE (night-blue @ 27 Sep 2018, 01:16 )
KhAtia11111

არა გული გამორიცხულია კი გამოკვლეული მაქვს

ფარისებრი? დაბალმა თიესეიჩმაც იცის მსგავსი რამ

ფარისებრზე უნდა მივიდე ეგ დამრჩა მხოლოდ yes.gif

ვიმკურნალე ნევროზი givi.gif givi.gif



1 თვე ხომ სვავდი იმ წამლებს რაც ექიმმა დამინიშნა? ბეტამაქსი და რაღაცეები..

შედეგი იყო -0


3 დღე დავლიე დიაზეპამი (ნახევარი აბი ენის ქვეშ დილით ნახევარი საღამოს) მიღებიდან 5-10 წუთში საერთოდ ყველა ტკივილი ჭვალი ყველაფერი მიქრებოდა.


სულ დამჭირდა 3 დღიანი კურსი. ჯამში 3 ტაბლეტი


და ღადაობა გითხრათ? აღარანაირი არც შიში, არც პანიკური აშლილობა,არც გულზე ჭვალი, არც ღამე ვე რდაძინება. აღარ მაქვს old.gif

Posted by: POKERISBLUFF 7 Oct 2018, 22:26
night-blue

რა მაინტერესებს დანიშნულების გარეშე
არ იყიდება ხო აფთიაქში?
და ექიმმა დაგიწერა მაგალითად ის რაღაც რაც გჭირდება
შეგიძლია იმაზე მეტი იყიდო რამდენსაც გამოგიწერს?

Posted by: night-blue 9 Oct 2018, 00:00
POKERISBLUFF


რომელ პრეპარატზე მეკითხები?


ექიმთან რომ ვიყავი დამინიშნა ბეტამაქსი 50მგ იანი და მილდრონატი და რაღაც კიდევ ძილის წინ.

პროსტა ფურცელზე დამიწერა წავედი ვიყიდე რავი რეცეპტი ქვია მაგას ? )

ჩვეულებრივ აფთიაქში ვიყიდე. (რაოდენობა რამდენსაც მინდოდა იმდენს ვიყიდდი) რეცეპტი არც მქონდა და არც მოუთხოვიათ.


და დიაზეპამს რაც შეეხება მეთვითონ წავედი ფსიქოტროპულ აფთიაქში და ვიყიდე არანაირი რეცეპტი.

P.S

დიაზეპამის ყიდვას თუ გადაწყვეტ მეგობრული რჩევაა საერთოდ არ იყიდო) მიჩვევას იწვევს თან ძალიან მალე.

თუ მაინც აპირებ ყიდვას 1 კვირაზე მეტი არ დალიო არავითარ შემთხვევაში მითუმეტეს ექიმის დანიშნულების გარეშე smile.gif

Posted by: პოლიმათი 9 Oct 2018, 00:02
night-blue
და ბეტა მაქსს რას ერჩი? სულპირიდია ჩვეულებრივი, უცებ არ მოგცემს შედეგს, გვერდითი ეფექტებიც იმდენი არ აქვს, ძალიან იშვიათად ოდნავ დაგაძინებს და ეგაა.


Posted by: POKERISBLUFF 9 Oct 2018, 05:20
night-blue

ვაახ მე ვიცოდი რო დიაზეპამს ისე არ ყიდიდნენ
მაგაზე გკითხე კი
მადლობა: *

Posted by: chicharito12 9 Oct 2018, 10:29
ჰეი, გამოცდილები ვინც ხართ, ვინც ყოფილხართ ფსიქიატრთან, სად ჩავეწერო?

ვინმე გამოცდილი მინდა რო ეგრევე კარგი წამლები დამინიშნოს

Posted by: DICOM 10 Oct 2018, 16:34
chicharito12

ქართული ფსიქიატრია ჩვენი ტკივილია smile.gif

Posted by: anchoancho123 10 Oct 2018, 23:24
რეკომენდაციას ვუწევ ნათია ფანჯიკიძეს კამარაში, მან გამომიყვანა მდგომარეობიდან , აკვიატებული მქონდა რომ ფსიქიატრის გარეშე ვერ მოვრჩებოდი
არდა დამიჯერეთ ფულის ყრა და სხეულის ტაბლეტებოთ გაჭყიპვაა მეტიბარაფერი
თქვენს თავს მხოლოდ თქვენ უშველით! ქრ იფიქროთ ფსიქიატრთან მიხვალ წამალს დალევ და მორჩები არამც და არამც, საკუთარ თავზე მუშაიბა არია გამოსავალი
მე ხვალ მოგიყვებით რა დაგამარცე და რამდენი ხანი სადარბაზოს შესასვლელს არ ვცსებოდი მარტო როცა ვიყავი, ასევე რამდენი ხანი ვიარებ180 პულსით სა ორასი წნევებიით ახალგაზრდა გოგომ smile.gif) მაგრამ წარსულშია და ყველაფერა გავაკეთებ რომ გასწავლოთ როგირ მართოთ ეა საზიზღრობა...
რაც შეეხება წამლებს , ვალერიანი +შავბალახა + კუნელი 20-20 წვეთი ვიააც აჩქარება და კარდიო ფობია გაწუხებთ ფანტასტიურია.
ასევე შემიძლია უვნებელი და ძალიანვეფექტრური მცენარეული დამამშვიდებელუ გირჴიოთ ლინისტრესი ფარმადეპოში იყოდება

Posted by: tsira11 11 Oct 2018, 16:50
შეიძლება ვინმეს დაგაინტერესოთ smile.gif

http://psychoeducation.ge/wp-content/uploads/2018/09/Pschoeducation_interactive1.pdf

https://www.facebook.com/Angiology/posts/1978025755554258

Posted by: Elene30 13 Oct 2018, 20:08
anchoancho123
გელოდებით მოგვიყევით ყველაფერი რაა....



Posted by: WITTMA_NN 17 Oct 2018, 16:15
20 წლიანი ბრძოლის შემდეგ თამამად შემიძლია ვთქვა რომ დავამარცხე ვეგეტონევროზი smile.gif კარგად ვარ მართლა მაგრამ ერთი რაღაც მაინც დამიტოვა.ჯიბეში კლონაზეპამი რო არ მედოს ვერსად ვერ მივდივარ biggrin.gif საერთოდ არ მჭირდება მაგრამ მაინც იმედია რა.ქვეცნობიერში სულ პატარა შიში მაინც მაქვს რომ სადმე ცუდად გავხდები.

Posted by: keen 19 Oct 2018, 13:34
კარგი ნევროლოგი შეგიძლიათ მირჩიოთ? უბრალოდ დაპიარებული კი არა, არამედ ჭკვიანი და აზრიანი... rolleyes.gif

Posted by: taka26 23 Oct 2018, 00:51
WITTMA_NN
სულ რამდენი წლის ხარ ? biggrin.gif

ალვიატებული აზრები თუ გაწუხებდათ და რა სახის იყო გთხოვთ ყველამ გამიზიარეთ ...


keen
თოდუაში, დალი ბერულავა

Posted by: Mmerisi 23 Oct 2018, 10:12
ანაფრალინი არის მშვენიერი მედიკამენტი, დღის ანტიდეპრესანტი ორონდ ექიმმა დოზები უნდა შეგირჩიოს და ზოგ ექიმს სიტემა აქვს თავისი რომ გაანაწილოს წამალი.

Posted by: სანი 23 Oct 2018, 11:43
გამარჯობათ...
როგორც მე დავადგინე biggrin.gif მემგონი anxiety disorder-მჭირს sad.gif
ყველაფერზე ვნერვიულობ და ვდარდობ..საშინელი რამეა , რაღაცა ყოველთვის თითქოს მაკავებს
აი მაგალითად რაღაც მაქვს გასაკეთებელი..ეგრევე მოდის ჩემს თავში კითხვები : ვაიმე როგორ გავაკეთო , რა შეიძლება მოხდეს , რა მოყვება ამ ყველაფერს
მოკლედ შიშები მაქვს რა ყველაფრის sad.gif sad.gif ძალიან მიშლის ხელს , განსაკუთრებით სწავლაში , ვარჯიშში და ა.შ
რა უნდა მოვიმოქმედო ?

Posted by: Leleco 23 Oct 2018, 16:12
ნევროზი, პანიკური აშლილობა და ა.შ თავისით არ იკურნება (ზოგიერთ პოსტს მოვკარი თვალი შინაარსით: თავისით გადამიარა და ა.შ).

აუცილებლად და სასწრაფოდ უნდა დაიწყოს ამ დროს ადამიანმა მკურნალობა, ვიდრე მდგომარეობა გაუარესდება და უარესი შიშები დაეწყება.

სამწუხაროდ, ჩვენს საზოგადოებაში მსგავსი პრობლემების დროს ნევროპათოლოგს ან ფსიქოლოგს აკითხავენ, რაც არის ძალიან დიდი შეცდომა, გაუნათლებლობა და გზა ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუარესებისკენ (თავად რატომ კიდებენ ამ პრობლემას ხელს ფსიქოლოგები და ნევროპათოლოგები, როდესაც მათი კომპეტენცია არ არის, ეგ კიდევ ცალკე საკითხია)

მოკლედ მიდით ფსიქიატრთან და გეშველებათ

ერთ ერთი საუკეთესოა, საუკეთესო თუ არა ფსიქიატრი ვიტალი კაშია. მუშაობს ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში ქავთარაძეზე.

ის რომ სიტყვა "ფსიქიატრი" მაინცდამაინც სიგიჟესთან ასოცირდება და ზოგს ამის გამო ფსიქოლოგთან ურჩევნია მისვლა ესეც არის საზოგადოების გაუნათლებლობის შედეგი

ჯანმრთელობას და შიშებისგან მალე გათავისუფლებას გისურვებთ. არ შეგეშინდეთ, იმკურნალეთ და ძალიან მალე გამოხვალთ მდგომარეობიდან და დაუბრუნდებით ჩვეულ ცხოვრებას!



bis.gif bis.gif bis.gif bis.gif

Posted by: WITTMA_NN 23 Oct 2018, 21:21
taka26 40 ის ვარ wink.gif მე აკვიატებული აზრები მქონდა მტეეეერს ისეთი
biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif სულ მეგონა რო რაღაც მჭირდა.აი მაგალითად ერთხელ ავიკვიატე რო შაქარი მქონდა.დილით წავედი საავადმყოფოში გავიზომე მითხრეს ნორმაააო.შუადღეც ავედი იქნებ შეგეშალათ მაინც გადამიმოწმეთქო.გამისინჯეს და ნორმააო გამომიშვეს.საღამოს კიდე მივედი და გამომაგდეს biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif ეს არაფერია მე მართლა ძალიან ცუდად ვხდებოდი გული მქონდა სულ ცუდად და ჰაერის უკმარისობა საშინელება იყო

Posted by: taka26 24 Oct 2018, 00:28
WITTMA_NN
მეხ მაქ ეგ აკვიატებული აზრები რომ აი ვსო რაღაც მჭირს ვკვდები ვსო, აი დღეს ალბათ ბოლო დღეა ეგებ ხვალ არ გამოთენდეს მერე მეწყება შიშები უარესად ვხდები.. კიდე სხვა აკვიატებული აზრები მაქ რასაც აქ ვერ დავწერ ბევრი მიცნობს და მაგრად მიტყდება biggrin.gif

Posted by: WITTMA_NN 24 Oct 2018, 01:40
taka26 ხო ეგრე იცის ნევროზმა smile.gif შენიც ვეგეტოა?

Posted by: taka26 24 Oct 2018, 23:22
WITTMA_NN
ჩემთვის ვეგეტო და პანიკური აშლილობა ერთიდა იგივეა, ანუ ვტვლი ორივე მაქ

Posted by: მიმი2011 26 Oct 2018, 11:05
მეგობრებო, ამ თემაში რასაც ვკითხულობ, ჩემთვის ძალიან ნაცნობია. 26 წლის ვარ და არ მახსოვს ჩემი ცხოვრება ნევროზის გარეშე. უბრალოდ სულ სხვადასხვა გამოვლიენბით მაქვს. ჯერ კარდიოფობია მჭირდა. მერე მეც მეგონა რომ კიბო და მსგავსი უკურნებელი სენები მქონდა და სულ ექიმებში დავრბოდი. ყველა სიმპტომს საკუთარ თავზე ვგრძნობდი, რომელსაც კი ვინმესგან გავიგებდი.
მაგრამ მაინც, ყველაზე საშინელი რამ ახლა მჭირს და ესაა აკვიატებულ მოქმედებათა ნევროზი და მიზოფობია. ფაქტიურად სახლიდან გარეთ გასვლა აღარ მინდა, მეშინია ინფექციების, კარის სახელურებს ვერ ვკიდებ ხელს. ყოველ წამს მგონია რომ რამე ინფექცია შემეყრება, ვითვალიერებ ხელებს ხომ არ გამეკაწრა სადმე, რომ ჰეპატიტი ან შიდსი ხომ არ შემეყაროს, ეს არის შოკი, უბრალოდ წარმოიდგინეთ მანქანის სახელური გაღების მერე რომ იყურები ხელზე, ხელს ვერ ართმევ ხალხს, გადაკოცნას ხომ საერთოდ პანიკამდე მიყავხარ. ვერდიები ყველგან წასვლას.
ნევროლოგთან ვმკურნალობ პერიოდულად, თუმცა აქვს ხოლმე ძალიან მოკლე შედეგი და მერე ან თავიდან უნდა დავიწყო ან შევეშვა.
მოკლედ თუ ვინმე ხართ ასე, იცოდეთ რომ მარტო არ ხართ და გთხოვთ, გამიზიარეთ, რას აკეთებთ რომ ეს ყველაფერი დაძლიოთ

Posted by: ORIONI 26 Oct 2018, 17:37
გამარჯობა
მირჩიეთ ნევროლოგი თუ შეიძლება, გამოცდილი და კარგი, უძილობის პრობლემის გადასაჭრელად..
მადლობა

Posted by: night-blue 29 Oct 2018, 23:31
QUOTE (night-blue @ 6 Oct 2018, 16:33 )
QUOTE (night-blue @ 27 Sep 2018, 01:56 )
QUOTE (KhAtia11111 @ 27 Sep 2018, 01:21 )
QUOTE (night-blue @ 27 Sep 2018, 01:16 )
KhAtia11111

არა გული გამორიცხულია კი გამოკვლეული მაქვს

ფარისებრი? დაბალმა თიესეიჩმაც იცის მსგავსი რამ

ფარისებრზე უნდა მივიდე ეგ დამრჩა მხოლოდ yes.gif

ვიმკურნალე ნევროზი givi.gif givi.gif



1 თვე ხომ სვავდი იმ წამლებს რაც ექიმმა დამინიშნა? ბეტამაქსი და რაღაცეები..

შედეგი იყო -0


3 დღე დავლიე დიაზეპამი (ნახევარი აბი ენის ქვეშ დილით ნახევარი საღამოს) მიღებიდან 5-10 წუთში საერთოდ ყველა ტკივილი ჭვალი ყველაფერი მიქრებოდა.


სულ დამჭირდა 3 დღიანი კურსი. ჯამში 3 ტაბლეტი


და ღადაობა გითხრათ? აღარანაირი არც შიში, არც პანიკური აშლილობა,არც გულზე ჭვალი, არც ღამე ვე რდაძინება. აღარ მაქვს old.gif

გავიდა 23 დღე და ისევ ბედნიერი ვარ აღარანაირი აშლილობა


უკვე შემიძლია ლუდიც დავლიო და არ გამხადოს ცუდად old.gif


მე დავამარცხე ნევროზი smile.gif)

Posted by: KhAtiaAa 30 Oct 2018, 08:48
QUOTE (night-blue @ 29 Oct 2018, 23:31 )
QUOTE (night-blue @ 6 Oct 2018, 16:33 )
QUOTE (night-blue @ 27 Sep 2018, 01:56 )
QUOTE (KhAtia11111 @ 27 Sep 2018, 01:21 )
QUOTE (night-blue @ 27 Sep 2018, 01:16 )
KhAtia11111

არა გული გამორიცხულია კი გამოკვლეული მაქვს

ფარისებრი? დაბალმა თიესეიჩმაც იცის მსგავსი რამ

ფარისებრზე უნდა მივიდე ეგ დამრჩა მხოლოდ yes.gif

ვიმკურნალე ნევროზი givi.gif givi.gif



1 თვე ხომ სვავდი იმ წამლებს რაც ექიმმა დამინიშნა? ბეტამაქსი და რაღაცეები..

შედეგი იყო -0


3 დღე დავლიე დიაზეპამი (ნახევარი აბი ენის ქვეშ დილით ნახევარი საღამოს) მიღებიდან 5-10 წუთში საერთოდ ყველა ტკივილი ჭვალი ყველაფერი მიქრებოდა.


სულ დამჭირდა 3 დღიანი კურსი. ჯამში 3 ტაბლეტი


და ღადაობა გითხრათ? აღარანაირი არც შიში, არც პანიკური აშლილობა,არც გულზე ჭვალი, არც ღამე ვე რდაძინება. აღარ მაქვს old.gif

გავიდა 23 დღე და ისევ ბედნიერი ვარ აღარანაირი აშლილობა


უკვე შემიძლია ლუდიც დავლიო და არ გამხადოს ცუდად old.gif


მე დავამარცხე ნევროზი smile.gif)

რა კარგია, გილოცავ!ხომ გეუბნებოდი გადაგივლისთქო rolleyes.gifადრეც მოგინიშნივარ თურმე და არ მინახავს, წარმატებები. bis.gif

Posted by: penkrop 4 Nov 2018, 18:35
გამარჯობა,

ზოგადად სულ მქონდა ფობიები და შიშები, მარგამ შარშან ზაფხულში ისეთი რამე შემემთხვა, რომელმაც საბოლოოდ შეცვალა ჩემი ცხოვრება უარესობისაკენ. არ დავწერ რა და როგორ, მაგრამ შეცდომით მოვყევი სერიოზულ კონფილქტში (ძალიან სერიუზულ), რომელმაც ისეთი დარტყმა მომაყენა ფქსიკიკაზე რომ აგერ 1 წელია გასული და ისევ შიშები მაქვს, ღამით მარტო გასვლის სახლიდან. პირველი თვეები იმ ამბებიდან მქონდა შიშები და ფობიები. ვიყავი ბევრ ფსიქლოგათან, დავლიე და ახლაც ვსვა, უამრავ წამალს, მაგრამ არა პირიქით დღითიდღე უფრო უარესად ვხდები ფსიქიკურად. ისეთი ტრავმა მივიღე მაშინ. ყველაფერი რაც იმ ფაქტებს და ადამიანებს მახსენებს ეგრევე რამდნიმე დღე დეპრესიაში ვარ და საშინლად ცუდად ვარ. წავშალე ყველა ადამიანი ვინც თეორიულადაც კი მახსენებდა მაგ ამბავს მაგრამ მაინც როგორც კი რამეს მოვკრავ ყურს,ვსიო ეგრევე ცუდად ვხდები და პანიკური შეტევა მეწყება.

ამ ქველაფრის ფონზე განვითარდა უძილობა, ღამით შფოთვები, სამსახურში ვერ ვმუშაობ, სულ დეპრესია მაქვს, ვშფოთავ, მადა ხან ძლიერი მაქვს ხან საერთოდ არ მაქვს, დავიწყე ჯანმრთელობაზე განსაკუთრებული შფოთვები, მგონია რომ რაღაც მჭირს და მალე მოვკვდები. ასეთი დატანჯული არასოდეს ვყოფილვარ.

იქნებ რამე მირჩიოთ.

მადლობა

Posted by: pilo772 4 Nov 2018, 20:54
ისე ვინ იცით, ნერვოზისგან არის ვარიანტი რო კანზე ლაქები გაჩნდეს? ზაფხულში შედარებით მშვიდი გარეო მქონდა და ლაქები რაც მაქვს იყო გაბაცებული, სექტემბრის მეორე ნახევრიდან დამეწო ლამის ცოფის ყრა ხო და ისეა გაწიტლებული გეგონება ნაკვერჩხალიაო sad.gif შეიძLება ამის ბრალი იყოს? მეტს ვერაფერს ვუკავშირებ, არც ალერგიულ გამონაყარს გავს არც რამე სხვა დაავადებას...
თავად ლაქები არც მტკივა არც მექავება არც არაერი რო არ ვხედავდე ვერც გავიგებდი რომ მაქვს, კანის ფაქტურც კი არ იცვლება ისეთია

Posted by: Miria 7 Nov 2018, 20:03
night-blue
QUOTE
გავიდა 23 დღე და ისევ ბედნიერი ვარ აღარანაირი აშლილობა


უკვე შემიძლია ლუდიც დავლიო და არ გამხადოს ცუდად :old:


მე დავამარცხე ნევროზი smile.gif

რა კარგია.
გილოცავ
bis.gif

ეგ დიაზეპამი ექიმის რეცეპტის გარეშე იყიდება ყველა აფთიაქში?
თუ მხოლოდ რეცეპტით და ფსიქოტროპულ აფთიაქებში?

Posted by: GeorgeSword 7 Nov 2018, 20:05
ნევროზი იწვევს მწვავე უძილობას

ეთანხმებით ამ მოსაზრებას?

Posted by: IONx64 7 Nov 2018, 21:14
დამამშვიდებელი საშუალებები რა გეგულებათ კარგი და სრულად უსაფრთხო ჯანმრთელობისთვის?

Posted by: besiko 7 Nov 2018, 21:24
QUOTE
გამარჯობა,

ზოგადად სულ მქონდა ფობიები და შიშები, მარგამ შარშან ზაფხულში ისეთი რამე შემემთხვა, რომელმაც საბოლოოდ შეცვალა ჩემი ცხოვრება უარესობისაკენ. არ დავწერ რა და როგორ, მაგრამ შეცდომით მოვყევი სერიოზულ კონფილქტში (ძალიან სერიუზულ), რომელმაც ისეთი დარტყმა მომაყენა ფქსიკიკაზე რომ აგერ 1 წელია გასული და ისევ შიშები მაქვს, ღამით მარტო გასვლის სახლიდან. პირველი თვეები იმ ამბებიდან მქონდა შიშები და ფობიები. ვიყავი ბევრ ფსიქლოგათან, დავლიე და ახლაც ვსვა, უამრავ წამალს, მაგრამ არა პირიქით დღითიდღე უფრო უარესად ვხდები ფსიქიკურად. ისეთი ტრავმა მივიღე მაშინ. ყველაფერი რაც იმ ფაქტებს და ადამიანებს მახსენებს ეგრევე რამდნიმე დღე დეპრესიაში ვარ და საშინლად ცუდად ვარ. წავშალე ყველა ადამიანი ვინც თეორიულადაც კი მახსენებდა მაგ ამბავს მაგრამ მაინც როგორც კი რამეს მოვკრავ ყურს,ვსიო ეგრევე ცუდად ვხდები და პანიკური შეტევა მეწყება.

ამ ქველაფრის ფონზე განვითარდა უძილობა, ღამით შფოთვები, სამსახურში ვერ ვმუშაობ, სულ დეპრესია მაქვს, ვშფოთავ, მადა ხან ძლიერი მაქვს ხან საერთოდ არ მაქვს, დავიწყე ჯანმრთელობაზე განსაკუთრებული შფოთვები, მგონია რომ რაღაც მჭირს და მალე მოვკვდები. ასეთი დატანჯული არასოდეს ვყოფილვარ.

იქნებ რამე მირჩიოთ.

მადლობა


ჩემი აზრით ღიად უნდა გამოთქვა რა არის შენი შიშების მიზეზი...თუნდაც ილაპარაკო იმაზე რა შეგემთხვა...მთავარია მიზეზი გაირკვეს საიდან მოდის შენი შიშები...

Posted by: taka26 7 Nov 2018, 23:15
მოკლედ მე დავადგინე ჩემი პანიკური შეტევის მიზეზს..
ეს არის შიში სიკვდილის და დაავადებების. როგირც კი რამდენიმე დღე ავაყოლებ ფიქრს აი ვკვდები აი ალბათ იმ დრომდე ვერ მივაღწევ, ან აი რაღაც მჭირს ან კიბო ან ი ახლა რო უცებ ინსულტმაკრას წარმოვიდგენ რა უსუსური ვარ და მერე მეწყება შფოთვები..
თუ ვთქვათ უცებ ამტკივდა თავი, მუცელი თავბრუ დამეხვა ეგრევე ვაწერ ეომ ეს არის სასიკვდილო სიმპტომები...
თუ არ მახსენდება მსგავსი ფიქრები ძააან კარგად ვარ აი თიტქოს შეტევა ამრა არის არც იცისო....


ვინმემ იცანით თავი??

Posted by: mMichaelll 10 Nov 2018, 15:22
ფსიქოტროპულ წამლებს ფსიქოლოგები ნიშნავენ ? თუ მარტო ფსიქიატრები ?

Posted by: WITTMA_NN 11 Nov 2018, 23:37
mMichaelll ნევროპათოლოგი ნიშნავს სხვა არვიცი.

Posted by: GeorgeSword 12 Nov 2018, 11:23
ლორაზეპამი მშველის აშკარად დაძინებაშიც და მერე დღის განმავლობაშიც წნევა აღარ მეწევა ხოლმე, გულიც იშვიათად მიხდება ცუდად
მაგრამ მიჩვევა რომ იცის ამ პრეპარატმა ტეხავს
ნელნელა იქნებ ამოვიღო , თუ 2 კვირა ბარემ და მერე შევამცირო?
მე 4 დღეა დღეს
1მილიგრამიან ტაბლეტს ვიღებ ძილის წინ ყოველ ღამე ერთხელ მხოლოდ

საიდ ეფექტზეც უნდა დავწერო:
1 ხანდახან კაეშანი მიტევს :დ ნუ ეს ნორმაა ამ წამლოსთვის
2 ცოტა კოორდინაციაში ოდნავ და ხანდახან თუ წამაბარბაცა
3 პარანოიალური აზრები იშვიათად
4 ზოგადი უმადობა
5 ხანდახან სისუსტე და პირის სიმშრალე, ოდნავ ისიც


შედეგი იმხელა აქვს რომ ეს საიდ ეფექტები ჩემთვის მეორეხარისხოვანია smile.gif

Posted by: Ghost-warrior 12 Nov 2018, 12:01
მოგესალემებით . აი მოვიდა დრო დავწერო შინაგანად ვარ დანგრეული (დედა მაქვს ნატირები ) სად წავიდე რითი ვუშველო თავს ძალიან არ მინდა ტაბლეტებზე შევჯდე მითუმეტეს დალევა კატეგორიულად ავუკრძალე ჩემ თავს . ჰელპ რა... იმის ტრაკიც არა მაქვს წინა პოსტები წავიკითხო

Posted by: GeorgeSword 12 Nov 2018, 14:21
Ghost-warrior

გაუმარჯოს

დამიჯერე მიდი ფსიქოტერაპევტთან, წამლებს დაგინიშნავს და ნუ გეშინია არ შეჯდები თუ უაზროდ არ გაზრდი დოზას
დაგეხმარება ბევრად პრობლემის გადალახვაში
შვებას იგრძნობ ეგრევე მეორე მესამე დღეს....ნუ დაიტანჯავ თავს დამამშვიდებლების არ მიღებით ,ამით უფრო არ გაიუარესო ნერვული სისტემა და ფსიქიკა
ხანდახან წახმარება ჭირდება ორგანიზმს ტაბლეტების სახით

Posted by: Ghost-warrior 12 Nov 2018, 15:12
GeorgeSword
მადლობა მეგობარო გამოხმაურებისათვის . ვინმეს ხომ ვერ მირჩევ მართლა დახმარება მინდა , 3 დღეა წყლის მეტს ვერაფერს ვიღებ , აკიდებული და რამე არა მაქვს ანუ დიდი ხანი არ არის რაც დამემართა უბრალოდ ისეთი შემემთხვა მომენტალურად დავისტრესე და რაც უფრო დრო გადის მით უფრო გონკებში ვარ

Posted by: GeorgeSword 12 Nov 2018, 15:26
Ghost-warrior

არაფრის მეგობარო
მეც სტრესები,უზილობები,შიშები შფოთვები და ნევროზები გამოვიარე ეს ბოლო 2 კვირაა, ნელნელა უკეთ ვხდები ყოველდღიურად
ლორაზეპამი 1 აბი ზილის წინ 1 მგ იანი ძააან დამეხმარა , აი უზომოდ დამეხმარა მისწრება ყოფილა ....ყველა ჩივილი და უძილობის ტანჯვა ქრება ნელნელა
მე საზღვარგარეთ ვიმყოფები და მანდ ვერავის გირჩევ, უბრალოდ მოძებნე რომელიმე ფსიქოტერაპევტი (ფსიქიატრი-ნუ შეგეშინდება ამის, კაკრაზ დღეს მქონდა ვიზიტი ფსიქიატრთან მაგრამ ჯანსაღად ვარ და ქვებს არ ვისვრი biggrin.gif )
ხოდა მდგომარეობის შესაბამისად დაგინიშნავს წამლებს :
1- დამაწყნარებლებს თუ ზედმეტად აღგზნებული ხარ
2-პირიქით ცოტა აღმგზნებს თუ ზედმეტად მოდუნებული ხარ
მოკლედ თვითნებურად არ მიიღო ჯერ პრეპარატი, ექიმი მდგომარეობის და მიხედევით გამოგიწერს და დამიჯერე შვებას იგრძნობ, ნუ გეშინია ყველას გვაქვს გამოცდილი მსგავსიც და უარესიც ...კარგად იქნები , უბრალოდ მიდი ფსიქოტერაპევტთან და ადრეულ სტადიაზევე იმკურნალე და ყველაფერი იქნება კარგად

Posted by: tnx 18 Nov 2018, 01:54
გამარჯობა

მოკლედ შევეცდები ყველასთვის გასაგებად ავხსნა ჩემი პრობლემა, რომელშიც საკმაოდ დიდი ხანია ვიმყოფები..

1. მაქვს სულ ცუდის მოლოდინი რომ რაღაც აუცილებლად ცუდი უნდა მოხდეს

2. პერიოდულად ვიგრუზები იმ ტიპებზე ვინც 3 წლის წინ რაღაც გადაბრუნებული სიტყვა მითხრა და საშუალება არ მომეცა რომ ფიზიკურად შევხებოდი

3. გონებაში წარმოვიდგენ ხოლმე ვინმე ტიპს რომელიც არ მევასება დავუშვათ და უცებ მეწყება ფიქრები რომ "ეს რომ მოვიდეს ხვალ და რაღაც რომ მითხრას ხომ მოვკლავ ცემაში"

არადა რეალურად არაფერი არ ხდება თვეებია უკვე ესე ვარ და ხომ ზუსტად ვიცი რომ არაფერი ცუდი არ მოხდება, ვხვდები რომ ეს მხოლოდ ჩემი ფიქრის ნაწილია და მეტი არაფერი, ვიცი რომ ეს არარეალობაა მაგრამ ამ დედა#$%^&ულ ფიქრებს ვერ ვიშორებ მაინც თავიდან, დაახლოებით 1 თვეა რაც ვარჯიში დავიწყე, ძილიც მოვიწესრიგე თითქოს (თუ დღევანდელ დღეს არ ჩავთვლით) მაგრამ მაინც ვატყობ რომ ვერ ვარ კარგად ფსიქოლოგიურად, რეალურად ერთი წლის წინ ნამყოფილი ვარ 2-3 ფსიქოლოგთან და ისეთი სისულელეები მითხრეს რომ გამოვიქეცი და ეხლა ვფიქრობ რა ვუშველო თავს ..

იქნებ დამეხმაროთ/დამაკვალიანოთ ადამიანებო

Posted by: Elene30 18 Nov 2018, 11:12
ყველაზე ძააან იცით რა მომანატრა ამ დგომარეობამ???


გარეთ თავისუფლად სიარული, შოპინგზე სიხარულით წასვლა დასეირნობა.....
ყველაზე მეტად ამას განვიცდი რომმეშინია წასვლა რადგან ცუდად ვხდები სულ და მერე ეს მსტრესავს ...........
რა ბედნიერია ის ვინც ვხოვრებით ტკბება

Posted by: Miria 19 Nov 2018, 02:00
tnx
შენ ფსიქოლოგის პაციენტი არ ხარ.
შენ ხარ ფსიქიატრის პაციენტი და უნდა მიმართო აუცილებლად.
მე დავდიოდი ერთ მოხუც ფსიქიატრთან.
სამწუხაროდ გარდაიცვალა sad.gif
იქნებ ნახო ვინმე, პროფესიონალი.

Elene30
ელენე, რისგან ხდები ცუდად?
რა სიმპტომები გეწყება?

Posted by: tnx 19 Nov 2018, 10:37
QUOTE (Miria @ 19 Nov 2018, 02:00 )
tnx
შენ ფსიქოლოგის პაციენტი არ ხარ.
შენ ხარ ფსიქიატრის პაციენტი და უნდა მიმართო აუცილებლად.
მე დავდიოდი ერთ მოხუც ფსიქიატრთან.
სამწუხაროდ გარდაიცვალა sad.gif
იქნებ ნახო ვინმე, პროფესიონალი.

Elene30
ელენე, რისგან ხდები ცუდად?
რა სიმპტომები გეწყება?

ძალიან დიდი მადლობა პირველ რიგში პასუხისთვის და ყურადღების გამოჩენისთვის .. 2kiss.gif

მივმართავ აუცილებლად უბრალოდ მათ კომპედენციაშიც ეჭვი მეპარება ხოლმე ხშირ შემთხვევაში

ვინმე გამოცდილი იქნებ მირჩიოთ ვინც მართლა კარგია თავის საქმეში


Posted by: Elene30 19 Nov 2018, 15:31
Miria
მე ზოგადად პანიკური შეტევა მეწყება რომ მგონია სულ კიბო მაქ ან რამე მკვლელი დაავადება მაქვს და მერე მეწყება შეტევა.. ყველა სიმპტომს ვუკავშირებ რომ ცუდი დაავადების წინა პირობაა...

გარეთ რომ გავდივარ მგონია ცუდად გავხდები, ოდნავ თუ თავბრუ დამეხვა არ გავატარებ ეგრევე თავში ვიგდებ და ცუდად ვხდები ....

Posted by: Miria 19 Nov 2018, 23:44
Elene30
შეტევაში რა იგულისხმება?

პ.ს. ასეთ დროს კარგი ხომ არ იქნებოდა მედიცნით დაინტერესებულიყავი და სამედიცინო სტატიები წაგეკითხა, ოღონდ დეტალებში დაწერილ-აღწერილი.
იქიდან ხომ გაიგებ, რომ არაფერი მომაკვდინებელი დაავადება არ გჭირს, ანუ დამამტკიცებელი საბუთები გექნება საკუთარ თავთან, რომ ჯანმრთელი ხარ და აქედან გამომდინარე - არაფერი არ გაქვს სანერვიულო.
იმედია გარკვევით დავწერე.
ანუ ფაქტებით დაუსაბუთე შენს თავს, რომ კარგად ხარ.

* * *
tnx
იმედია ვინმე გამოჩნდება და შეგეხმიანება.

პ.ს. რა შუაშიაო იტყვი, მაგრამ.....
პირით სუნთქავ თუ ცხვირით?
smile.gif

Posted by: პოლიმათი 20 Nov 2018, 00:40
tnx
ფსიქიატრი არა შკურკა. smile.gif

ბავშვობიდან ეგრე ვარ უკვე 11 წელია მაგრამ არ მომკვდარვარ.

საუკეთესო შემთხვევაში გჭირდება ფსიქოლოგი.

საკუთარ თავზე იმუშავე და გამოხვალ.

Elene30
ნევროზი გაქვს.

Posted by: ლ.დანელია 20 Nov 2018, 01:03
გამარჯობათ. გადავიკითხე მთელი თემა, ნუ მიუდგებით ასე ზერელედ ნევროზს, თუ არ მიხედეთ დროთა განმავლობაში ჩათრევა იცის და ძნელია გამოსვლა.
არ მივაქციე თავის დროზე ყურადღება, თითქმის 7 თვეა წამლებს ვსვამ და მაინც მიჭირს ნორმალურ მდგომარეობას დავუბრუნდე. თან მე მგონია გული მიხდება ცუდათ, ისე მაქ ჩემს თავზე დაჯერებული ეს რომ პულსი მეწევა ეგერევე, როცა ვინერვიულებ ან შიში დამეწყება რაიმის. არადა გამოვიკვლიე გული და არაფერი არ მჭირს smile.gif
რისი რჩევაც შემიძლია ჩემი გამოცდილებით, სახლში ნუ ჩაიკეტებით! მთლად აგჭრით და გარეთ გასვლის შიშიც დაგეწყებათ ნელ-ნელა sad.gif
დასავლეთში თუ ხართ, ქუთაისშია, უმაღლესი დონის ფსიქოლოგი ნინო თალაკვაძე, აუცილებლად გიშველით.
ერთი სიტყვით მიხედეთ თავს და ნუ ეხუმრებით ნევროზს.

Posted by: Elene30 20 Nov 2018, 01:17
Miria
პანიკა გამოიხატება: თავბრუსხვევა, გული მიჩქარდება უჰაერობა, მინდა გავიქცე და მარტო ვიყო მაგ დროს... მგონია ვკვდები და აშ..
ყველაფერი გამოკვლეული მაქ, ეს ფულიც აღარ მაქ 20 ჯერ წავიდე კრუგზე...
დღესმაწუხებს რომ აი ძუძუს კიბო მაქ, კიდე გულის პრობლემები მაქ რომ ზშეება გამისკდეს და ვარ ეგრე სტრესში სანამ არ გამოვიკვლევ ახლა ამათ!!!!
ნუ აი აღარ შემილია......



პოლიმათი მე
მაქვს გარეთ გასვლის შიში... მგონია ცუდად გავხდები და შევრცხვები..ეგრევე უჰაერობა მეწყება და თავბრუსხვევა

Posted by: night-blue 20 Nov 2018, 01:24
QUOTE (night-blue @ 29 Oct 2018, 23:31 )
QUOTE (night-blue @ 6 Oct 2018, 16:33 )
QUOTE (night-blue @ 27 Sep 2018, 01:56 )
QUOTE (KhAtia11111 @ 27 Sep 2018, 01:21 )
QUOTE (night-blue @ 27 Sep 2018, 01:16 )
KhAtia11111

არა გული გამორიცხულია კი გამოკვლეული მაქვს

ფარისებრი? დაბალმა თიესეიჩმაც იცის მსგავსი რამ

ფარისებრზე უნდა მივიდე ეგ დამრჩა მხოლოდ yes.gif

ვიმკურნალე ნევროზი givi.gif givi.gif



1 თვე ხომ სვავდი იმ წამლებს რაც ექიმმა დამინიშნა? ბეტამაქსი და რაღაცეები..

შედეგი იყო -0


3 დღე დავლიე დიაზეპამი (ნახევარი აბი ენის ქვეშ დილით ნახევარი საღამოს) მიღებიდან 5-10 წუთში საერთოდ ყველა ტკივილი ჭვალი ყველაფერი მიქრებოდა.


სულ დამჭირდა 3 დღიანი კურსი. ჯამში 3 ტაბლეტი


და ღადაობა გითხრათ? აღარანაირი არც შიში, არც პანიკური აშლილობა,არც გულზე ჭვალი, არც ღამე ვე რდაძინება. აღარ მაქვს old.gif

გავიდა 23 დღე და ისევ ბედნიერი ვარ აღარანაირი აშლილობა


უკვე შემიძლია ლუდიც დავლიო და არ გამხადოს ცუდად old.gif


მე დავამარცხე ნევროზი smile.gif)

რამდენი თვე გასულა popcorn.gif popcorn.gif


ლაღად მშვიდად ბედნიერად ყოველ გვარი ნევროზის გარეშე ვაგრძელებ ცხოვრებას old.gif

Posted by: ლ.დანელია 20 Nov 2018, 01:29
Elene30

რა სიმპტომებიც ჩამოთვალე დაახლოებით მასე ვიყავი მეც, გული ისე მიჩქარდებოდა 150 მდე ადიოდა პულსი და სასწრაფოს გამოძახება მიწევდა ხოლმე, რადგან ჩემით ვერ ვმშვიდდებოდი. თავბრუსხვევა, ძალაც გამოლეული მქონდა. ფსიქოლოგის გარეშე გაგიჭირდება შენით გამოსვლა, რამოდენიმე დამამშვიდებელი გჭირდება, არის წამლები რომლებიც ენერგიას გაძლევს და სიცოცხლის ხალისს გიბრუნებს. ამ წამლებთან ერთად კარგია გარემოს შეცვლა და ვარჯიში.
მოკლედ აუცილებლად მიდი ფსიქოლოგთან! ნინო თალაკვაძესთან თუ მიხვალ მე გაძლევ პირობას გამოგიყვანს მასეთი მდგომარეობიდან, ადვილად თან. ოღონდ რიგებია მაგასთან და ძაან დაკავებულია, ოღონდ ქუთაისშია გაითვალისწინე.

Posted by: N.D 20 Nov 2018, 11:25
პანიკა როცა მოდის რას აკეთებთ, რამე ხერხი ხომ არ გაქვთ რომ ძალიან საშინლად არ შემომიტიოს.. და კიდევ საჭმელს ვერ ვიღებ sad.gif არ შემიძლია და არაუშავს? გული მერევა ყველაფერზე, მარტო წყალი sad.gif

Posted by: Miria 20 Nov 2018, 16:26
N.D
მხოლოდ წყლით ადამიანი ვერ იცოცხლებს(იმედია იცი).
რამდენი ხანია მხოლოდ წყალს სვამ?
რამდენი ხანია რაც საჭმელს ჭამ და გული გერევა?
კუჭიც გტკივა? თუ მხოლოდ გულის რევა გაქვს?
* * *
პოლიმათი
QUOTE
ბავშვობიდან ეგრე ვარ უკვე 11 წელია მაგრამ არ მომკვდარვარ.

აუცილებელია მომაკვდინებელი სენი გჭირდეს რომ ექიმს მიაკითხო?
smile.gif

ისე, შენნაირი აზროვნების მქნენენი ბოლოს მაინც იცვლიან ხოლმე აზრს და მიდიან ექიმთან(ან მიყავთ ექიმთან), მაგრამ ხშირ შემთხვევაში გვიანია-ხოლმე ექიმთან მისვლა.
მედიცინა ყოვლისშემძლე ჯადოქარი არ არის.
smile.gif
* * *
Elene30
QUOTE
დღესმაწუხებს რომ აი ძუძუს კიბო მაქ

კი, მაგრამ ეს რომ იფიქრო ხომ გჭირდება ხელჩასაჭიდი მიზეზი, სიმპტომები?
იფიქრე იმაზე, რომ მიზეზი არ გაქვს.


Posted by: Elene30 20 Nov 2018, 17:46
Miria
სიმპტომებიც რომ ვფიქრობ ავადმყოფობაზე მერე მოდის ყველაფერი ერთად ზუსტად...
ვისაც ეს გამოუცდია ზუსტად გამიგებ და ეგებ აქაც დაწერონ....

Posted by: GeorgeSword 20 Nov 2018, 18:12
ფსიქოლოგიაში დავწერე ეს პოსტი და აქაც მინდა გავუზიარო ხალხს
საკუთარ თავზე რაც გამოვცადე იმაზე დაყრდნობით ვწერ სრული პასუხისმგებლობით :

მთავარია შიში არ შემოუშვათ თქვენში ....შიში ანგრევს!!!!
ეგაა ყველაფრის თავი და თავი, ეგ უკეთებს მერე პროვოცირებას
არასოდეს იფიქროთ რომ არასოდეს გაგივლით
ეჭვი არ შეიტანოთ საკუთარ თავში არასოდეს
პანიკური შემოტევის დროს(უმეტესად შემდგომ პერიოდში) ნუ შეგეცოდებათ საკუთარი თავი ამ დროს და უსუსურად ნუ იგრძნობთ , მერე ამას უარესი მოყვება
აი წარმოიდგინეთ ვინმე არასასურველი სტუმარი გიბრახუნებთ კარზე და თქვენ არ უნდა გაუღოთ არამც და არამც ....მობეზრდება და წავა დამიჯერეთ ...იგივეა აქაც ,ერთი ერთში .....პატარა გამარჯვებას რომ ნახავთ თუ როგორ გადალახეთ და გააგდეთ, მერე კიდევ უფრო მტკიცედ დაუხვდებით და არც მაშინ გაუღებთ კარს და ბოლოს საერთოდ აღარ მოვა ...რადგან იცის რომ თქვენ მას კარს არასოდეს გაუღებთ !!!
მოკლედ მაქსიმალურად ეცადეთ დაიკიდოთ ასეტი მდგომარეობა და მიიღოთ რეალობა როგორიც არის პანიკურად ნუ შეეწინააღმდეგებით-,,ეხლა მე კარგად უნდა ვიყო და რატო არ ვარ''(ამის აკვიატებას არ გირჩევთ) ,ეს მაგრად ეხმარება და მერე გადის თავისით, ორგანიზმი თავისით დაალაგებს დამიჯერეთ
როცა ადამიანი სულ დაძაბულია და ორიენტირებულია , აკვირდება საკუთარ ორგანიზმს 24/7 ზე ეს უარესად ღლის და სტრესავს ორგანიზმს მერე და ამიტომაც იწელება დროში გამოჯანმრთელება
ერთი რამ დაიმახსოვრეთ რომ გონებით ყველაფრის მართვაა შესაძლებელი.....შიშია ყველაფრის მიზეზი ხალხო, შიში დაივიწყეთ შეიძულეთ გადააგდეთ .....საკუთარი თავი დაარწმუნეთ რომ თქვენ თქვენს შიშებზე მაღლა ხართ და მასზე ძლიერი ხართ
დილეტანტურად ვეცადე ამეხსნა მეთოდი თუ როგორ უნდა გაუმკლავდეთ ამას
იმედია ვინმეს მაინც გამოადგება , მე ძალიან დამეხმარა ეს , ამან გადამარჩინა !

Posted by: Elene30 20 Nov 2018, 23:51
GeorgeSword
ძაან მომეწონა,თქვენი მეთოდი.. მე ერთი ექიმის კონსულტაცია მაკლია დასამშვიდებლად და ემრე უკვე გავამყარებდი ამ მეთოდს საკუთარ გამოცდილებაზე

Posted by: GeorgeSword 22 Nov 2018, 19:19
Elene30

QUOTE
მე ერთი ექიმის კონსულტაცია მაკლია დასამშვიდებლად და ემრე უკვე გავამყარებდი ამ მეთოდს საკუთარ გამოცდილებაზე


ეგ თუ დაგამშვიდებს აუცილებლად გაიარე კონსულტაცია რაც შეიძლება მალე
დარწმუნებული ვარ რომ ნევროზის გარდა არაფერი გჭირს
და მერე კი იცი როგორც უნდა მიხედო ნევროზს

Posted by: tnx 23 Nov 2018, 03:52
Miria

ცხვირით ვსუნქავ ძირითადად, ნაოპერაციები ვარ ცხვირზე და წესით პრობლემა არ მაქვს.

პოლიმათი

გამოხვედი მდგომარეობიდან ? თუ როგორ შველი ხოლმე თავს როდესაც ესეთი ფიქრები მოგდის ?

Posted by: პოლიმათი 23 Nov 2018, 17:50
tnx
რაღაც ფიქრები სულ მომდის, იმკურნალებ და ცოტა ხანში შენც დაგიბრუნდება, აზრი არ აქვს.

როგორ და საკუთარ თავს ვასწავლე რომ ავადმყოფური აზრია ეს და უკუ უნდა ვაგდო.

ასე ბანალურად და მარტივად ჟღერს, შესასრულებლად ცოტა რთულია.

Posted by: Gi000 23 Nov 2018, 18:37
ერთ ჩემ შემთხვევას დავწერ და იქნებ შემოხვიდეთ ჩემ მდგომარეობაში და დახმარების სახით რჩევაც მომცეთ.. გთხოვთ
რამდენიმე კვირის წინ ავიკვიატე რომ მჭირდა შიდსი... მივედი ცენტრში გავიკეთე ანალიზები და რათქმაუნდა იყო უარყოფითი (მანამდეც მეუბნებოდნენ ექიმები , რომ ტყუილად ნერვიულობო).. მერე ამეკვიატა ფიქრები, რომ ხომ იმ ვადებში გავიკეთე რა ვადებშიც გამოჩნდებოდა სისხლში თქო (გავიკეთე ყველაზე მაღალტექნოლოგიური კვლევით) იმდენჯერ ვიარე ამ პასუხების მერე რომ უკვე სასაცილო ვხდებოდი ვატყობდი მეუბნებოდნენ რომ ჩვენთან საქმე არ გაქვს აღარ ვიცით როგორ აგიხსნათ, რომ არაფრი არ გჭირსო. ამ ყველანაირ აკვიატებულ შიშებს მოვერიე და განვდევნე ჩემი ტვინიდან მაგრამ ეხლა რა დამეწყო რო გითხრათ ..... ეხლა მგონია, რომ იმ ექიმმა რომელმაც ანალიზი ამიღო ვენიდან წინა პაციენტის შპრიცი გამოიყენა (არ შემიხედავს ამ პროცედურისთვის, გვერდით ვიყურებოდი და არ მახსოვს არაფერი) ..... ამაზე რომ ვიკითხე ისევ და მივედი გამორიცხულია ეეგეთი რაღაც რო თეორიულადაც მოხდესო, უჯრიდან იღებს ახალ გაუხსნელს, ხსნის, იღებს სისხლს ასხავს სინჯარაში და უტილიზაციის ყვეითელ ყუტში აგდებს მომენტალურად, იმას მაგიდაზე არავინ დებს და ასე შEმდეგო .... არადა რომ ვერ ვიღდგენ მხედველობითად მაგ კადრებს ძაან ვერ ვიჯერებ, უფრო და უფრო მიღრმავდება ეჭვები... რა ვქნა აღარ ვიცი. რამდენ ექიმს ვკითხე სხვადასხვა კლინიკებში და ყველა მეუბნება გამორიცხულია ეგეთი რამე, იხსნება იღება და აგდებენ მომენტალურად იმასო....
ვიშლები ჭკუიდან აღარ ვიცი რა გავაკეთო. კიდე ანალიზებზე ხო არ ვივლი შEშლილივით
* * *
იმ დასკვნამდე მივედი რომ ანალიზის პასუხებს უნდა დავუჯერო, იმას უნდა დავუჯერო, რომ 5 სხვადასხვა ამ პროფილის ექიმი რომ გეუბნება არაფერი არ გჭირს, ეს პასუხი არ ცდება, რამე რომ იყოს საეჭვო ვინ აიღებდა პასუხისმგებლობას და გაგიშვებდა.. დავწყნარდი რამდენიმე დღე და თითქოს ქვეცნობიერმა თუ რაღაც შინაგანმა ხმამ ეხლა მითხრა რომ ეგ ყველაფერი კარგი მაგი აღარ არის სანერვიულო, ის ხო არაა სანერვიულო, რომ არ შეგიხედავს სისხლის აღების დროს ახალი შპრიცი გახსნა თუ არა?? ან იქნებ სულაც ძალით გაგიკეთა წინას ნახმარი... აი ესეთი ფსიქოზური თუ არ ვიცი რა ვუწოდო ფიქრები მომდის და რა ვქნაა რაააა sad.gif(((((

Posted by: GeorgeSword 24 Nov 2018, 00:46
Gi000


კარგია რომ აცნობიერებ რომ ეგაა აკვიატებული აზრი

რჩევის პონტში შემიძლია ის გითხრა რომ რაღაც ასკარად გსტრესავს, რაღაც ფაქტორი, გარემო უფრო
ხოდა ცვლილება უნდა შეიტანო აშკარად
ჩემ მაგალითზე გეტყვი, მოკლედ ნევროზი უზილობა და დეპრესია ხო მჭირდა , მერე დამეწყო ცალ ყურში წუილი და ცოტა დამაკლდა სმენა ამაზე სულ გადავირიე მეგონა რომ ნერვი დამიზიანდა თქო და ხვალ მეორე ყურს დავკარგავ და ზეგ სინათლესაც დავკარგავ თქო თვალებში, ეს აზრი მთელი სერიოზულობით ავიგდე თავში, მოსვენებას არ მაძლევდა, ცხოვრების ხალისი დამიკარგა იმენნა, მეგონა რომ ვსო ყველაფერი დამთავრდა , მერე მივედი ექიმთან და თურმე გოგირდის საცობი მქონია ყურში და გამომიწმინდა და ჯერ სანამ გამომირეცხავდა უკვე იქამდე დავწყნარდი რომ არიქა აღარ ვყრუვდები თქო...ანუ ხვდები ფსიქიკა რა მაიმუნი რამეა? ეგრევე დავმშვიდდი და ნუ მოკლედ რა
გარემო გამოიცვალე, დამატებითი სტრეს ფაქტორები უნდა შეამცირო მაქსიმალურად, მეტი დასვენება, მეტი პოზიტივი, ყურადღების სხვა რამეზე გადატანა მაქსიმალურად ....ადამიანები ირგვლივ ვინც გამოგიყვანს ამ სტრესიდან მნიშვნელოვანია ძაან
ხანდახან ერთ ადამიანს გაესაუბრები და ზოგს ისეტი აურა აქვს ეგრევე აზრზე მოყავხარ ...ამას გადაჭარბების გარეშე ვწერ
აუცილებლად გადაგივლის, დროის ფაქტორია.....იცი რას დავაკვირდი, ადამიანის ფსიქიკას აქვს ასეტი უნარი რაღაცაზე ძაან ხშირად როცა ფიქრობს მერე ,,ტრუხდება'' წყინდება და უბრალოდ აღარ ფიქრობს და აგდებს აზრებს და ისევ კალაპოტში დგება მერე სიტუაცია
და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ, ასეთ დროს ადამიანს გონია რომ არასოდეს გაივლის ,მაგრამ დამიჯერე გაივლის! აკვიატებული აზრები ვიცი რაცაა გამოცდილი მაქვს და ვიცი რასაც გრძნობ,
გაივლის აუცილებლად,მაქსიმუმ 1 თვეში wink.gif

Posted by: Gi000 24 Nov 2018, 01:26
GeorgeSword
მადლობა ძალიან დიდი რომ წაიკითხე ჩემი პრობლემა და მადლობა ჩემ მდგომარეობაში რომ შეხვედი... იცი რას დავაკვირდი მე ? ეტაპობრივად რომ მივყვე მიხვდები რასაც ვამბობ. 1. არ ვუჯერებდი ექიმებს, რომ იმ გზით რაც მე შემემთხვა დაინფიცირების შანსი ფაქტიურად 0 არის. 2. ავდექი და მაინც გავიკეთე ანალიზი და რათქმაუნდა უარყოფითი იყო პასუხი .3 ამის მერე ტვინმა უკუაგდო ის ფაქტორი რომ ექიმებიც ამბობდნენ ანუ ეგ დავიჯერე და ანალიზის პასუხებს აღარ ვუჯერებდი. 3. მერე იქამდე მივიდა ჩემი გონება რომ ანალიზის პსუხები როგორც კი დავიჯერე და გავიაზრე რომ სიმართლე იყო უცბად ახალი თემა ჩამეწვეთა ტვინში რომ ექიმმა მექანიკურად წინ პაციენტის (რომელიც ინფიცირებული იყო ) იმის შპრიცი ხო არ გამოიყენა მექანიკურად ჩემზეც თქო. მაგაზე იმ ექიმსაც ველაპარაკე და ნუ ეგეთი რამე ფიზიკურად ვერ მოხდება აგერ პროცედურა ნახე რა და როგორო. მერე კიდე გადავამოწმე ამათი კლინიკის სხვა ექიმთან და სინჯარაშI სისხლს ასხავენ თუ არა ეგრევე აგდებენ უტილიზაციის ყუთშიო. ეს ვირწმუნე თუ არა რომ ეს სიმართლე იყო მერე ტვინმა ახალი თემა შემომიგდო იქნება ადგა და ჯიბრზე გადაინფფიცირა. ან დაფინანსება შესდით პაციენტების მომატებით ან იქნებ ვიღაცა სატანისტია თქო. ( ხვდები რა ალოგიკურს ვამბობ) მაგრამ დალექილი მაქვს როგორი ფაქტები იცი გონებაში? აი აშშ ში რო ვიღაც ექთნებს იჭერენ და ექიმებს 40 და 50 კაცი რო ყავთ დაბრედილები თავიანთI მოღვაწეობის დროს....
აღარ ვიცი სადამდე გაგრძელდება ეს. უკვე ვეღარც ვმუშაობ, ვეღარც ვჭამ, ვეღარც კონცეტრაციას ვახდენ ვერაფერზე. მარტო ყავას ვსვავ და ალბათ 200 ღერამდე ვეწევი უკვე

Posted by: Spirited__Away 24 Nov 2018, 22:01
თუ იცით რომელიმე კლინიკიდან ფსიქიატრის ან ფსიქოლოგის ბინაზე გამოძახება არის შესაძლებელი? ადამიანის მდგომარეობის ადგილზე შესაფასებლად.

Posted by: night-blue 24 Nov 2018, 22:57
QUOTE (Gi000 @ 23 Nov 2018, 18:37 )
ერთ ჩემ შემთხვევას დავწერ და იქნებ შემოხვიდეთ ჩემ მდგომარეობაში და დახმარების სახით რჩევაც მომცეთ.. გთხოვთ
რამდენიმე კვირის წინ ავიკვიატე რომ მჭირდა შიდსი... მივედი ცენტრში გავიკეთე ანალიზები და რათქმაუნდა იყო უარყოფითი (მანამდეც მეუბნებოდნენ ექიმები , რომ ტყუილად ნერვიულობო).. მერე ამეკვიატა ფიქრები, რომ ხომ იმ ვადებში გავიკეთე რა ვადებშიც გამოჩნდებოდა სისხლში თქო (გავიკეთე ყველაზე მაღალტექნოლოგიური კვლევით) იმდენჯერ ვიარე ამ პასუხების მერე რომ უკვე სასაცილო ვხდებოდი ვატყობდი მეუბნებოდნენ რომ ჩვენთან საქმე არ გაქვს აღარ ვიცით როგორ აგიხსნათ, რომ არაფრი არ გჭირსო. ამ ყველანაირ აკვიატებულ შიშებს მოვერიე და განვდევნე ჩემი ტვინიდან მაგრამ ეხლა რა დამეწყო რო გითხრათ ..... ეხლა მგონია, რომ იმ ექიმმა რომელმაც ანალიზი ამიღო ვენიდან წინა პაციენტის შპრიცი გამოიყენა (არ შემიხედავს ამ პროცედურისთვის, გვერდით ვიყურებოდი და არ მახსოვს არაფერი) ..... ამაზე რომ ვიკითხე ისევ და მივედი გამორიცხულია ეეგეთი რაღაც რო თეორიულადაც მოხდესო, უჯრიდან იღებს ახალ გაუხსნელს, ხსნის, იღებს სისხლს ასხავს სინჯარაში და უტილიზაციის ყვეითელ ყუტში აგდებს მომენტალურად, იმას მაგიდაზე არავინ დებს და ასე შEმდეგო .... არადა რომ ვერ ვიღდგენ მხედველობითად მაგ კადრებს ძაან ვერ ვიჯერებ, უფრო და უფრო მიღრმავდება ეჭვები... რა ვქნა აღარ ვიცი. რამდენ ექიმს ვკითხე სხვადასხვა კლინიკებში და ყველა მეუბნება გამორიცხულია ეგეთი რამე, იხსნება იღება და აგდებენ მომენტალურად იმასო....
ვიშლები ჭკუიდან აღარ ვიცი რა გავაკეთო. კიდე ანალიზებზე ხო არ ვივლი შEშლილივით
* * *
იმ დასკვნამდე მივედი რომ ანალიზის პასუხებს უნდა დავუჯერო, იმას უნდა დავუჯერო, რომ 5 სხვადასხვა ამ პროფილის ექიმი რომ გეუბნება არაფერი არ გჭირს, ეს პასუხი არ ცდება, რამე რომ იყოს საეჭვო ვინ აიღებდა პასუხისმგებლობას და გაგიშვებდა.. დავწყნარდი რამდენიმე დღე და თითქოს ქვეცნობიერმა თუ რაღაც შინაგანმა ხმამ ეხლა მითხრა რომ ეგ ყველაფერი კარგი მაგი აღარ არის სანერვიულო, ის ხო არაა სანერვიულო, რომ არ შეგიხედავს სისხლის აღების დროს ახალი შპრიცი გახსნა თუ არა?? ან იქნებ სულაც ძალით გაგიკეთა წინას ნახმარი... აი ესეთი ფსიქოზური თუ არ ვიცი რა ვუწოდო ფიქრები მომდის და რა ვქნაა რაააა sad.gif(((((

კიბოზე გაესინჯე მეგობარო?

ჩემი მეზობელია რაღაც მასეთი ეჭვები ქონდა ერთი 10 ჯერ მივიდა ექიმთან და იმ დაავადებაზე რაზეც ემოწმებოდა სულ უარი იყო.

2 თვის მერე გაიგო რომ კიბო აქვს user.gif













































გავიხუმრე ონკოლოგიურში არ ახვიდე ეხლა მაგაზეsmile.gif)


Posted by: N.D 4 Dec 2018, 15:23
QUOTE (GeorgeSword @ 24 Nov 2018, 00:46 )
Gi000


კარგია რომ აცნობიერებ რომ ეგაა აკვიატებული აზრი

რჩევის პონტში შემიძლია ის გითხრა რომ რაღაც ასკარად გსტრესავს, რაღაც ფაქტორი, გარემო უფრო
ხოდა ცვლილება უნდა შეიტანო აშკარად
ჩემ მაგალითზე გეტყვი, მოკლედ ნევროზი უზილობა და დეპრესია ხო მჭირდა , მერე დამეწყო ცალ ყურში წუილი და ცოტა დამაკლდა სმენა ამაზე სულ გადავირიე მეგონა რომ ნერვი დამიზიანდა თქო და ხვალ მეორე ყურს დავკარგავ და ზეგ სინათლესაც დავკარგავ თქო თვალებში, ეს აზრი მთელი სერიოზულობით ავიგდე თავში, მოსვენებას არ მაძლევდა, ცხოვრების ხალისი დამიკარგა იმენნა, მეგონა რომ ვსო ყველაფერი დამთავრდა , მერე მივედი ექიმთან და თურმე გოგირდის საცობი მქონია ყურში და გამომიწმინდა და ჯერ სანამ გამომირეცხავდა უკვე იქამდე დავწყნარდი რომ არიქა აღარ ვყრუვდები თქო...ანუ ხვდები ფსიქიკა რა მაიმუნი რამეა? ეგრევე დავმშვიდდი და ნუ მოკლედ რა
გარემო გამოიცვალე, დამატებითი სტრეს ფაქტორები უნდა შეამცირო მაქსიმალურად, მეტი დასვენება, მეტი პოზიტივი, ყურადღების სხვა რამეზე გადატანა მაქსიმალურად ....ადამიანები ირგვლივ ვინც გამოგიყვანს ამ სტრესიდან მნიშვნელოვანია ძაან
ხანდახან ერთ ადამიანს გაესაუბრები და ზოგს ისეტი აურა აქვს ეგრევე აზრზე მოყავხარ ...ამას გადაჭარბების გარეშე ვწერ
აუცილებლად გადაგივლის, დროის ფაქტორია.....იცი რას დავაკვირდი, ადამიანის ფსიქიკას აქვს ასეტი უნარი რაღაცაზე ძაან ხშირად როცა ფიქრობს მერე ,,ტრუხდება'' წყინდება და უბრალოდ აღარ ფიქრობს და აგდებს აზრებს და ისევ კალაპოტში დგება მერე სიტუაცია
და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ, ასეთ დროს ადამიანს გონია რომ არასოდეს გაივლის ,მაგრამ დამიჯერე გაივლის! აკვიატებული აზრები ვიცი რაცაა გამოცდილი მაქვს და ვიცი რასაც გრძნობ,
გაივლის აუცილებლად,მაქსიმუმ 1 თვეში wink.gif

გარემო მსტრესავს ზუსტად, საზღვარგარეთ ვცხოვრობ და აქაურობა მაგიჟებს, თუმცა სხვა გზა არ მაქვს ამ ეტაპზე და როგორ შევცვალო გარემო.. sad.gif თორემ მე რო საქართველოში ჩამოვიდე ბეევრად, ბევრად უკეთ ვიგრძნობდი თავს... მარა არ გამოდის.. არ კი არა ვერ გამოდის.. და რა ვქნა აბა... ამიტომ იძულებული ვარ რაღაცნაირად.. რაღაცნაირად შევეგუო აქაურობას რავი რა.......

Posted by: anaila 4 Dec 2018, 15:52
night-blue
შენ გინდა სულ გადარიო ხო?
aba.gif lol.gif
* * *
ერთი კითხვა მაქვს,

ახლობელი მყავს ღრიალა, ყველაფერზე ღრიალებს, უბრალო რაღაცაზეც და მნიშვნელოვანზეც ერთიდაიგივე რეაქცია აქვს, ანუ ბოლო ხმაზე ყვირილი,
ეს დამპალი ხასიათია თუ ნერვოზი?


Posted by: IONx64 4 Dec 2018, 16:24
ყველაზე მთავარია გონებას არ მისცეთ საშუალება გმართოთ. გონება ადამიანში იწვევს ქაოსს. გონებაა მოუსვენრობის მიზეზი. მიმართეთ მედიტაციას ე.ი. იოგას.

ან სადმე მონასტერში 3 თვით მორჩილად. სახლში დატოვეთ ოღონდ მობილური და მორჩილად სადმე მონასტერში.

Posted by: N.D 4 Dec 2018, 16:37
QUOTE (IONx64 @ 4 Dec 2018, 16:24 )
ყველაზე მთავარია გონებას არ მისცეთ საშუალება გმართოთ. გონება ადამიანში იწვევს ქაოსს. გონებაა მოუსვენრობის მიზეზი. მიმართეთ მედიტაციას ე.ი. იოგას.

ან სადმე მონასტერში 3 თვით მორჩილად. სახლში დატოვეთ ოღონდ მობილური და მორჩილად სადმე მონასტერში.

ამაშია საქმე რომ ვერ ვმართავ გონებას... ზუსტად ეგ ქაოსი მკლავს და მაგიჟებს sad.gif როგორ? რანაირად შევძლო რო დავამარცხო ეს შფოთვა და პანიკა, იოგა კი დავიწყე, ცოტ ცოტას ვვარჯიშობ კიდეც ფიზიკურად ვიტვირთები.. ხო შველის ეს?
* * *
გუშინ რომ შევატყე რომ პანიკა მეწყებოდა.. ანუ რო მოვიდა შეგრძნებები საშინელი, ავდექი და ვარჯიში დავიწყე, როგორც შემეძლო რაც შემეძლო ვივარჯიშე, მიკანკალებდა ყველაფერი მარა მაინც... გული ამოვარდნას მქონდა მარა არ შევეშვი და რაღაც ადვილად გადავატარე თითქოს, რომ გავჩერდი თითქოს კიდეც მიტევდა მაგრამ სუსტად და მალევე გაქრა შეგრძნებები... არ ვიცი თუ გამოგიცდიათ ეს ხერხი მარა გუშინ გაამართლა ჩემს შემთხვევაში sad.gif((

Posted by: GeorgeSword 4 Dec 2018, 17:49
https://www.nutreance.com/products/redicalm


მოკლედ ძაან აქებენ ამ პროდუქტს
გვერდითი ეფექტები არ აქვს
არის 100% ნატურალური და მაგარი ეფექტურიაო
ღირს ცდად მგონი ხალხო
გამოხმაურებებს შეგიძლიათ გაეცნოთ

Posted by: kompasa mio 12 Dec 2018, 20:07
ფენიბუტი დაგილევიათ ვინმეს?

კონცენტრაციისთვის მინდა დაწყება

Posted by: melodyman/ 12 Dec 2018, 20:29
თავში უცნაურმა მოძრაობებმა - თითქოს რაღაცა დაძბვრებაო,კინაღამ ჭკუიდან შემშალა
უფრო სწორად ისეთ მდგომარეობამდე მივედი,რომ უკვე დარწმუნებული ვიყავი,რომ მეოთხე სტადიის კიბო მაქვს და სიკვდილის მოლოდინის რეჟიმში ვცოვრობდი
ნუ სოციალურად აქტიური ისედაც არ ვყოფილვარ,თან საკმაოდ და ამის შემდეგ ხომ საერთოდ
თავში მოძრაობები,კუნთების თამაში და ა.შ. ყველაფერი საშინელი დაავადებების სიმპტომად ჩავთვალე.
ერთმა ექიმმა არაფერი გაქვსო,სხვა პრობლემაზე მისულს იგივე მითხრა ექიმმა მაგრამ ანალიზები მაინც ჩაიტარე თუ მასე გინდაო.ხოდა ველოდები ანალიზებს.
ამ შემთხვევაში ყველაზე მოულოდნელი განა ის იყო რომ არ ვკვდები და სრულიად ჯანმრთელი,თუ არა როგორც მინიმუმ რამე სერიოზული არაფერი მჭირს,არამედ ის რომ ასე შევცდი და ირაციონალურ შიშებს ავყევი და არაადეკვატური გავხდი.ეს ყველაზე ცუდი გასააზრებელი იყო რაც არ უნდა პარადოქსულად ჟღერდეს
დიდად ბედნიერი არც ახლა ვარ,როცა თითქმის დავრწმუნდი რომ სერიოზული არაფერი მჭირს.ახლა სხვა გზა არაა გარდა იმისა რომ ისევ ნორმალურ ცხოვრებას დავუბრუნდე ამდენ ხნიანი სრული იზოლაციისა და უმოქმედობის შემდეგ და ეს კიდე ერთი პრობლემაა.
სირცხვილის გრძნობაზე საშინელი არაფერია

Posted by: Elene30 12 Dec 2018, 22:07
melodyman/
მეც ეგ მჭირს აკვიატებები მაქ და სულ ჩემს თავ დავტირი, რომ რა საწყალი ვარ სულ რაღაც მტკივა სულ რაღაცას ვიკვლევ ... სულ რაღაც ეჭვი მკლავს რო აი ეგებ ექიმმა ვერ დაინახა , იქნებ აპარატი არ ვარგოდა და ა.შ
კიბოზე აღარ ვსაუბრობ ეგ ჩემი ტვინის რკივილია

Posted by: thug 13 Dec 2018, 08:50
N.D

როცა ატყობ რომ პანიკა გიტევს, მაგ დროს გონების მართვა, ყურადღების გადატანა, სიტუაციიდან გაქცევა და ა.შ. უარესად მოქმედებს და უფრო აძლიერებს, ახანგრძლივებს პანიკას.

ცადე ესეთი მიდგომა: მიუშვი პანიკა მოვიდეს არ გაუძალიანდე, არც დაემალო, არც ეცადო სხვა რამეზე გადაიტანო ყურადღება. ყველაზე ადვილად და მალე ეგრე წავა საიდანაც მოვიდა wink.gif



* * *

GeorgeSword

რომელ ქვეყანაში ხარ მეგობარო?

წამლების დახმარებით დაძლიე თუ წამლების გარეშე?
ფიზიკური სიმპტომები ბევრნაირი ახლდა თუ მარტო "თავში" ?


Posted by: GeorgeSword 13 Dec 2018, 12:31
thug
QUOTE
რომელ ქვეყანაში ხარ მეგობარო?

წამლების დახმარებით დაძლიე თუ წამლების გარეშე?
ფიზიკური სიმპტომები ბევრნაირი ახლდა თუ მარტო "თავში" ?


შვეიცარიაში

წამლები ლაითად, მალევე გავეშვი
სტრესები მაქსიმალურად შევამცირე და შედეგმაც არ დააყოვნა
მარტო თავში არა, წნევები ტაქიკარდია სისუსტე, შემცივნება , ინხომნია და აშ...
მთელი პაკეტი smile.gif

Posted by: taka26 13 Dec 2018, 14:29
ასე მგონია, მართო მე ელენეს და ერთი ორს გვჭირს დაავადების აკვიატება რომ რაღაც გვჭირს..35 წლის ვარ და ეხლა მგონია გული გამისკდება და ბოლო დღეები მაქ, თავ ვაჯერებ კიდე რომ წინათგრძნობები მაქ და ალბათ მართლა ასე მოხდება და მეწყება სიში ისეთი ვერ გადმოგცემთ...
ასე ყოფილხართ ვინმე?

Posted by: Gi000 13 Dec 2018, 16:18
QUOTE (taka26 @ 13 Dec 2018, 14:29 )
ასე მგონია, მართო მე ელენეს და ერთი ორს გვჭირს დაავადების აკვიატება რომ რაღაც გვჭირს..35 წლის ვარ და ეხლა მგონია გული გამისკდება და ბოლო დღეები მაქ, თავ ვაჯერებ კიდე რომ წინათგრძნობები მაქ და ალბათ მართლა ასე მოხდება და მეწყება სიში ისეთი ვერ გადმოგცემთ...
ასე ყოფილხართ ვინმე?

ზუსტად ეგრე ვიყავი. იმ დონეზე ვიყავი, რომ ვერც წარმოიდგენთ, არც ერთ თქვენგანზე ანალოგიური არ წამიკითხავს აქ. ყველაფერს კიდევ ვერ ვიტყვი რაც მჭირდა და რაც გადავიტანე.. დღეს კი იმაზე ბედნიერი ვარ ვიდრე ოდესმე ვყოფილვარ, ყველაფრისგან სიამოვნებას და ბედნიერებას ვიღებ..

Posted by: IONx64 13 Dec 2018, 16:30
QUOTE
იოგა კი დავიწყე, ცოტ ცოტას ვვარჯიშობ კიდეც ფიზიკურად ვიტვირთები.. ხო შველის ეს?

დამიჯერე ეს შველის. უბრალოდ არ აგიცრუვდეს გული. ვარჯიში ყველაფერს შველის.

Posted by: taka26 13 Dec 2018, 18:56
Gi000
როგორ გამახარეთ, იქნებ დაგეწერათ თქვენზე? ან როგორ მოერიეთ? მე მგონია მხოლოდ მე მჭირს მსგავსი რაღაცეები .. სიკვდილზე ფიქრი და მოლოდინი უკვე ყოველ წუთიერია ჩემს გინებაში

Posted by: Gi000 13 Dec 2018, 19:01
პმ ში არ იგზავნება შენთან მესიჯი და იქნებ შენ მომწერო და მე გიპასუხებ. საჯაროდ არ მინდა უბრალოდ დეტალებზე საუბარი.

Posted by: AGONIA 13 Dec 2018, 19:11
გამარჯობათ. მეც მჭირს დეპრესია აკვიატებული იდეების ნევროზი. ბევრი წამალი ვცადე მაგრამ ჯერჯერობით უშედეგოდ ჯერ ვეძებ გზას რომ როგორმე დავაღწიო თავი ამ საშინელებას. წამლებს აღარ ვსვავ.

Posted by: thug 13 Dec 2018, 19:46
taka26

გული გამოიკვლიე?

GeorgeSword

რავი სტრესები შევამცირე მგონი მეც მარა დიდ შედეგს ვერ ვხედავ ჯერ-ჯერობით...


Posted by: AGONIA 13 Dec 2018, 23:05
QUOTE (thug @ 13 Dec 2018, 19:46 )
taka26

გული გამოიკვლიე?

GeorgeSword

რავი სტრესები შევამცირე მგონი მეც მარა დიდ შედეგს ვერ ვხედავ ჯერ-ჯერობით...

სტრესებში რა იგულისხმება იქნებ მეც დამეხმაროს

Posted by: thug 13 Dec 2018, 23:22
AGONIA

რავი ზოგადად რაც სტრესავს ადამიანს და რაც ნეგატიურია



Posted by: GeorgeSword 13 Dec 2018, 23:26
AGONIA
QUOTE
სტრესებში რა იგულისხმება იქნებ მეც დამეხმაროს


შფოთის მიზეზი
ქვეცნობიერში უნდა ეძებოს ადამიანმა
ხანდახან არც ვიცით რა გვაწუხებს, მაგრამ კარგად თუ დავუფიქრდებით შფოთი ესაა ქვეცნობიერის რეაქცია როგორც ფსიქოლოგები ამბობენ , ასე რეაგირებს სტრესებზე
როცა დადგინდება ეს ფაქტორები, საკუთარ ქვეცნობიერში ჩაღრმავებით გამოჯანმრთელებამდე უდიდესი ნაბიჯია



thug

მოსაწევმა ხომ არ დაგმართა შემთხვევით?

Posted by: taka26 13 Dec 2018, 23:44
thug
thug
კი გამოკვლეული მაქ, მარ ხან ექიმის არ მჯერა ხან დიაგნოზის ხან გამეხარდება, ჰაჰ ჰა 2 დღე და მერე ისევ ახლოდან მეწყება...
Gi000
მოგწერეთ

Posted by: Gi000 14 Dec 2018, 01:46
ერთ ერთ იუზერს მივწერე და იგივეს დავაკოპირებ, რომ იქნებ რამეში მაინც დაგეხმაროთ:

მოკლედ რატო და რაზე დამემართა ეგ სხვა საკითხია და ვფიქრობ არსებითი მნიშვნელობა არ აქვს.უბრალოდ ამეკვიატა ერთ-ერთი დაავადების შიში, ანალიზების , ექიმებთან გაუთავებელი სიარულის მიუხედავად ვერ ვიშორებდი ამ შიშს, იმ დონეზე ამერია აზროვნება, რომ ანალიზების პასუხებს ვაყენებდი კითხვის ნიშნის ქვეშ, ექიმების კვალიფიკაციას, იმას ვფიქრობდი წინა პაციენტის ნახმარი შპრიცით ხო არ ამიღეს მექანიკურად სისხლი თქო. როგორც კი ერთ შიშს განვდევნიდი უარესი მომდიოდა თავში, რომ იქნებ ძალით დამაავადეს ეს ჯანმრთელი ადამიანი თქო, იმდენად მოჯადოებულ წერეზე შევედი, იმდენად სასტიკი და შემაძრწუნებელი იყო ეს ყველაფერი რომ ალტერნატიულ სამყაროში ვიწყებდი ცხოვრებას, ვერ აგიღწერთ ეს რას ნიშნავს. აქ რასაც ვკითხულობ მონაგონია იმასთან შედარებით რაც მე გადავიტანე, აი ფილმებში რომ არის ფლეშ ბექები ან რაღაც მსგავსი, ოთახს ვუყურებდი და უცბად თვალის ერთი დახამხამების შემდეგ ბნელ, ცივ, უფანჯრო ოთახში ვხვდებოდი ( არასოდეს არანაირი ნარკოტიკი არ მიმიღია, არც მოსაწევი) და ოთახის კედლები ნელ ნელა იწყებდა დაპატარავებას,, აი ეს მომენტი იყო და მეწყებოდა ცივი ოფლის დასხმა სახეზე, ტანზე, მიხშირდებოდა სუნთქვა, მეწყებოდა გულის ტკივილი და ერთადერთი გამოსავალი რასაც ვპოულობდი დამაძინებელების დალევა და დაძIნება იყო თუმცა აზრი არ ქონდა იმ ძილს, დილით გაღვიძებული მარტო ვრჩებოდი ისევ....
სანამ ამდენს წაიკითხავთ ან თუ საერთოდ წაიკითხავთ გეტყვით, რომ გამოსავალი არის !! გამოსავალი არის თითოეულ ჩვენგანში. შეიძLება ბევრს უთქამს ეს და გაცვეთილი გგონიათ მაგრამ არა ! წ ა ი კ ი კ ი თ ხ ე თ კარგად ! გამოსავალი არის და ამას ქვია : ქ ვ ე ც ნ ო ბ ი ე რ ი !!!
მერე ერთი მომენტი იყო, საერთოდ ყველასგან განმარტოება დავიწყე და ჩემ თავთან საუბარი, შეკითხვების დასმა, რომელზეც პასუხებს მხოლოდ ჩემივე თავი გასცემდა და არა სხვა. ნერვოზის და ესეთი მდგომარეობის დროს რა გვინდა ყველაზე მეტად? ვიღაცამ თავზე ხელი გვისვას და კარგად ხარ არაფერი არ გჭირს ხო? არა !! მხოლოდ შენი თავი მიგიყვანს მაგ აზრამდე. მთავარია სწორი შეკითხვები დაუსვა შენ თავს და შენი ქვეცნობიერი თვითონვე გიპასუხებს , შენთვითონვე მიხვალ სწორ პასუხებამდე. რაზე ნერვიულობ რატო ნერვიულობ ვაბშე რა ხდება საერთოდ. ადამიანის ტვინში რაც ხდება ისევ იმ ადამიანიდანვე ხდება ეს ყველაფერი. ეს არის მთავარი და ეს ყველაფერი მოდის შ ი შ ი ს გ ა ნ ! ცხოვრებისეული მაგალითები გაიხსენე რისიც შეგშინებია გამართლებულა? მნიშვნელობა არ აქვს ვინ ხარ რა რელიგიის ხარ სადაური ხარ... გინდა ბოროტი უწოდე, გინდა შინაგანი ხმა, რაც გინდა ის. ადამიანს თავისი თავი ებრძვის !. მე აი ესე ხმამაღლა ვეკითხებოდი ჩემივე ქვეცნობიერს რა გინდა? რატო მებრძვი და პასუხებს ასევე ხმამაღლა მეთვითონ ჩემდა უნებურად ვცემდი. და იცი სადამდე მივედი ? რა პასუხამდე? იქამდე რომ ჩემივე ქვეცნობიერი იმდენად ჩემი რეალური ჩემი თავის დაცვაზე იყო ორიენტირებული, რომ ეს ყველა შიში გამოიწვია, რომ ავად არ გავხმდარიყავი, გარეთ არ გავსულიყავი, იმიტომ რომ რამე არ მომსვლოდა, საჭესთან არ დავჯდარიყავი იმიტომ რომ ავარიაში არ მომკვდარიყავი და ასე უსასრულოდ !! ეს იყო პირველი ეტაპი იმაზე არგუმენტების მოპოვებისა რომ მე რეალურად არაფერი არ მჭირს, უბრალოდ ჩემ თავში რაღაც კოდი ამოქმედდა, რომელიც იმდენად ეგოიზმით, ნარცისიზმით , სილაჩრითა და სიფრთხილით იყო გავსებული რომ მეთვითონვე მიცავდა ამ ნაჭუჭში ჩაკეტვით, ჩათვალე ძველი ბიოსია რომელიც უნდა გადაფლეშო რომ ახალი სისტემა ჩაწერო.. ამის მერე ერთი საფეხურით წინ წავედი, წამლების და ანტიდეპრესანტების დალევას დავანებე თავი, გადავწყვიტე, რომ თვალებჩაშავებულმა და გაბომჟებულმა კი არ უნდა ვიარო ისევ ხოდზე უნდა ვიყო და ისევ ჩვეულ ცხოვრებას დავუბრუნდე, ვარჯიში დავიწყე, ჰაერზე სეირნობა, ფეხბურთის ყურება, ყველაფრის იმის კეთება რისგანაც სიამოვენბა მიმიღია ცხოვრებაშI, ეხლა უკვე იქამდე მივედი, რომ გემრიელი 1 ჭიქა ყავის დალევისასაც კი სიამოვნებას ვიღებ... ჩვენივე თავშია გასაღები, სხვაგან, მეგობრებში, წარსულში ძიებაში, ინტერნეტში ქექვაში, ექიმებთან სიარულში კი არა ჩვენივე თავში ! იმედია ოდნავ მაინც დაგეხმარეთ ჩემი ამ ისტორიით

Posted by: rinfit 14 Dec 2018, 02:17
მარიხუანა მართლა იწვევს დეპრესიების საბოლოოდ?

Posted by: thug 14 Dec 2018, 03:24
GeorgeSword

კი მოსაწევმა დამმართა.
რავი ეხლა არ მინდა 100% მოსაწევს დავაბრალო მაგრამ მაგ პერიოდში ვეწეოდი როცა დამეწყო. + ალბათ ყოველდღიური სტრესი.
ეხლა რომ მახსენდება ადრე რამდენჯერაც პანიკური შეტევა მქონდა ყოველთვის როცა ვეწეოდი გადაბმულად მაშინ მომსვლია.

სულ ბოლოს კიდევ განებებული მქონდა პლანზეც სიგარეტზეც არც ვსვავდი და მაგ დროს მომივიდა პანიკური შეტევა.(ყველაფერს 1 დღეს იმიტომ გავანებე თავი რომ მაშინაც მოწეულზე გულში გამიარა მოკლედ ფიზიკური სიმპტომები დამეწყო და შემეშინდა მაგრად მეგონა გულზე დამერხა, ლაითი პანიკ ატაკი მქონდა მოკლედ მაშინაც)
ჩემი დასკვნა ასეთია რომ ადრე ადვილად ვაგორებდი როცა მოწეულზე მომსვლია რამე ვაბრალებდი დაბოლილი ვიყავი დავისიცხე ან რავი სხვა რამე.
ყველაფერს რომ გავანებე თავი და ფხიზელზე დამემართა უკვე სერიოზულად ჩავიციკლე მაგაზე ანუ უფრო დავიჯერე და ეხლა დავიწყე ძლივს გამოსვლა 2 თვე გავიდა...



taka26

წაიკითხე Gi000 ის პოსტი კარგი რჩევები აქვს.

მეც ეგრე ვიყავი ეხლა ვარ გამოსწორების გზაზე ბოლომდე არ ვარ გამოსული მაინც.
როცა ფიზიკური სიმპტომები ახლავს ნევროზს ეგ არის ყველაზე ძნელი დასაძლევი თითქოს აანალიზებ რომ არაფერი გჭირს გამოხვალ კიდეც კარგად ხარ და ბრახ უცბად რაღაც გრძნობა ან თავბრუსხვევა ან გულში გაგივლის ან რამე და გითრევს ისევ უკან.
მოკლედ არ უნდა აყვე ამ გრძნობებს ყველაფერი რაც ხდება გაანალიზე რომ არის ნევროზისგან. არ უარყო რათქმაუნდა დისკომფორტია და არაა კარგი გრძნობა მაგრამ როცა შენ ამ გრძნობას ემალები ან ცდილობ ყურადღება გატაიტანო ან გადადო ან დაემალო ეს არ გადაჭრის პრობლემას უარესად იძირები ესე.

გაანალიზე როცა გიტევს ეს აზრები ან პანიკური შეტევა გაქვს არ ეცადო დააღწიო თავი არ ეცადო გადაიტანო ყურადღება არც შეგეცოდოს შენი თავი მოკლედ მიუდექი ისე როგორც არის რეალობაში: ეს არის პანიკური შეტევა, ეს არის ნევროზი, არ არის სასიამოვნო რათქმაუნდა მაგრამ უნდა დაუდგე და მიიღო ისე როგორც არის და პირველი წავიდეს ის შენგან და არა შენ დაემალო მას.

კიდევ ერთი რამე დაიმახსოვრე ნევროზს ახლავს უამრავი ფიზიკური სიმპტომი და რეაქცია რომელიც ჩვეულებრივი რეალური გრძნობებია მაგრამ არ არის საშიში რადგან ეს არის ნევროზი და არა სხვა რამე ავადმყოფობის გამო გამოწვეული.


Posted by: Adi 14 Dec 2018, 04:15
დავიღალე უკვე. ბრძოლის თავი აღარ მაქვს.
გამოვიფიტე საკმაოდ. დასვენება და სიკვდილი მინდა.
ჯამრთელობაზე მუდმივი კონცენტრირება და კონტროლი არის ჯოჯოხეთი.
არადა მუდმივად კვების კონტროლი მიწევს რამაც უკვე საბოლოოდ შეიწირა ჩემი ნერვები.
აღარაფერი მინდა საერთოდ.. ამის იქით არ არსებობს ჩემი ცხოვრება.
ღამის გათენება არ შეიძლებაო, არაფერზე უნდა ვინერვიულო ზედმეტად, არ შეიძლება გულისთვის დაძაბულობა და ემოციებიო..


vis.gif vis.gif




*უბრალოდ რო ქრებოდეს ადამიანი არ შეიძლება?! cry.gif

Posted by: omari21c 14 Dec 2018, 05:44
გამარჯობა, ყველაფერი გასაგებია რაც კი წავიკითხე უმეტესობა მე ვარ უკვე 1 წელია ,4 პანიკური შეტევა მქონდა ერთი ყველაზე ძლიერი მარიხუანის მოწევის შემდეგ, საკმაოდ დიდიხანი გაგრძელდა და ყველაზე მწვავეთ ამ ოთხიდან, თუმცა დღემდე ვერ გამიგია პანიკური შემოტევა იყო თუ მარიხუანას ეფექტი ( რატომღაც მგონია რო დაახლოებით 1 საათი, არ შეიძლება იყოს პანიკური შეტევა).

რაც კი რამე შეიძლება ადამიანმა გულზე იგრძნოს ეგ ყველაფერი გასაგებია მივეჩვიე ასეა თუ ისე, ცოტა მომატებულ წნევასაც ( თავისტკივილთან ერთად) მაგასაც და სხვა ყველა ჩივილს მაგრამ არის ერთი გამუდმებით მაღალი პულსი რომელმაც უკვე დამღალა და თან ეს დიდიხანია მაწუხებს უკვე რამდენიმე წელია, 23 წლის ვარ და აქედან 3 წელი ალბათ პულსი მუდმივად 100 მაქვს ხან ოდნავ ნაკლები ხან მეტი, ესეც ნერვოზია?

სასმელს აღარვსვამ, აღავეწევი მარიხუანას, ყავას აღარ ვსვამ მაინც ისევ ისევარ , ერთადერთი სიგარეტს ვეწევი დღეში 1 კოლოფს და აშკარად ვგრძნობ რო ესეც ხელს უწყობს ჩემს პულს რო არ ჩამოცდეს 100ს,
ექიმთან მივდივარ ყოველ ორშაბათ იკვე 4-5 თვეა ჯერ ვერ მივაღწიე, სანამ ამ პოსტ ვწერდი და ვცდილობდი გამეხსენებინა რამდენი პანიკური შეტევა მქონდა და რა სიმპტომები მაწუხებდა კიდევ ერთი პანიკური შეტევის მცდელობა შეემატა ამჯერათ გამიმართლა და მხოლოდ მცდელობა იყო
* * *
დამატება: გარდა იმისა რაც დავწერე მაინტერესებს, ყურებში ხმაური ( ძირითადათ მაშინ იგრძნობა როცა ვიძინებ),
კიდურები მიხურს და ესეც ერთერთი მიზეზია რაც ხელს მიშლის ჩაძინებაში ( შუა ზამთარშიც კი, მიღუმეტეს ოთახს ვანიავებ და ზუსტამ ამმიზეზის გამო გათბობა გათიშულიმაქვს ოთახში, საყინულიეა მაგრამ მაინც მცხელა უნეტესწილად კიდურებზე),
უმეტესწილად დაძაბულივარ და ხანხახან კბილებს ერთმანეთზე ვაჭერ და ცოტქხნისნმერე ვხვდები ხოლმე ამას ( ნუ ეს დარწმუნებულივარ ნერვოზულია),
მხედველობის და მეხსიერებაზე აღადერს ვიტყვი.
მოკლედ მაინტერესებს აქედან ყველაფერი ნერვოზს მივაწერო ? თუ ზოგ შემთხვევაში რეალურ პრობლემასთან მაქვს საქმე?

Posted by: thug 14 Dec 2018, 07:08
omari21c

პირველ რიგში უნდა გამოიკვლიო თავი და გამორიცხო სხვა დანარჩენი.
მერე დაიწყო ნევროზის დაძლევა.


Posted by: Gi000 14 Dec 2018, 10:06
განწყობაზეა ყველაფერი დამოკიდებული, რაზეც ვფიქრობთ იმას ვიზიდავთ. The secret ამას უყურეთ იუთუბზე და ნახავთ ფიქრებს რა შეუძლიათ

Posted by: GeorgeSword 14 Dec 2018, 12:09
thug

ძაან გახშირდა
უამრავი ადამიანისგან გავიგე რომ მოსაწევმა დამართა ნევროზი
მეც ჰაშიშმა დამმართა და ძლივს გამოვძვერი , 5 კვირა იმენა გამაწამა და მერე როგორც იქნა გადავაგორე გამოვედი რა მოკლედ ამ დამპალი მდგომარეობიდან
აღარასოდეს გავეკარები , ძაან აპასნია რა მართლა , ცენტრალურ ნერვულს ურხევს ეგრევე მით უმეტეს სხვა სტრეს ფაქტორებიც თუ აქვს ადამიანს რისკი ათმაგდება


Gi000

ხომ გითხარი 1 თვეში გაგივლის მეთქი
ძალიან კარგია რომ მოერიე smile.gif

Posted by: AGONIA 14 Dec 2018, 12:52
მე ხანდახან იმას ვნატრულობ ხოლმე ნეტა ეს უბედურება თავს დამანებებდეს და ბედნიერი ვიქნებოდი ან ტვინის გამოცვლის საშუალება მქომდეს. დამღალა მაგრად

Posted by: IONx64 14 Dec 2018, 12:55
QUOTE
სიკვდილზე ფიქრი და მოლოდინი უკვე ყოველ წუთიერია ჩემს გინებაში


ამაზე ფიქრით ნუ დაკავდებით . ეს არავის არ აგვცდება და რაღაზე ვიტანჯოთ ამაზე თავი? ხვალ ზეგ მეც მოვკვდები დიდი ამბავი ახლა პირველი ხომ არ ვარ. ერთი ჩვეულებრივი ამბავია სიცოცხლის დასასრულია სიკვდილი მერე რა იქნება ეს უკვე ჩვენს რწმენაზეა დამოკიდებული. მთავარია უდროოდ არავინ წავიდეს იმ ქვეყნად და არავის ოჯახში არ ყოფილიყოს ტკივილი. უფალმა დაიფაროს ყველა განსაცდელისაგან.

Posted by: Gi000 14 Dec 2018, 12:59
რა საოცარი ფენომენია ისე ყველამ ვიცით რომ მოვკვდებით და ამის შიში არ გვაქვს. მხოლოდ სიკვდილის მოახლოების შიში აქვს ადამიანს

Posted by: omari21c 14 Dec 2018, 17:40
thug
თავის გამოკვლევაში რას კონკრეტულად რამე ანალიზს გულისხმობ თუ ზოგადად უნდა გავესინჯო ?

რაც დავწერე იქიდიან ყველაფერი ნერვოზის ბრალიც შეიძლება იყოს?

Posted by: thug 14 Dec 2018, 20:27
omari21c

კი შეიძლება იყოს
მაგრამ შეიძლებაზე რომ იყო ნევროზი არ გაგივლის და სულ გექნება ეჭვი რაც ხელს შეგიშლის ნევროზის დაძლევაში

რა სიმტომებიც გაწუხებს ის გამოიკვლიე. მაგალითად გული. ასევე სისხლის საერთო ანალიზიც არ იქნება ცუდი ბევრ რამეს აჩვენებს.


Posted by: omari21c 15 Dec 2018, 00:05
thug
სასწრაფოს შემთხვევაშიც და რამდენჯერაც ექიმთან შეხება მქონი ყველამ ნერვოზს მიაწერა ეს ყველაფერი, ერთადერთი რაც მეთვითონ მეეჭვება კიდურების ოფლიანობა და მუდამ სიმხურვალეა ეს არვიცი ახასითებს ნერვოზს?


განოკვლევებისთვის ჯერ ვერ მოვიცალე, ეგ მაგრად დამეხმარებოდა ისე ყველაფერს რო გავარკვევდი

Posted by: Gi000 15 Dec 2018, 00:15
სისხლძარღვებზე შეამოწმე, გამორიცხე ეგ და დარჩა ნერვები. ნერვებს ეგ კი არა 1 საათში ადამიანი გაუჭაღარავებია

Posted by: omari21c 15 Dec 2018, 01:11
ხო სისხლძარღვები შევიჭროვენულაქვს მწეველივარ სტაჟიანი, მითუმეტეს თითქმის არ ვმოძრაობ და ეგ ყველაფერი ერთად = მუდმივალდ მაღალი პულსის , ზაფხულიბით სისხლძარღვები მებერება ( სიცხეზე ), პულსი უფრო მიჩქარდება

Posted by: Gi000 15 Dec 2018, 01:40
ხო მითუმეტეს მიზეზი გქონიადა გცოდნია. ნევროზი კი არა ჯანსაღი კვება. სუფთა ჰაერზე სეირნობა. უსიგარეტობა და შენზე კარგი ფსიქიკის არავინ იქნება. აქ აღარ ესაქმება დამიჯერე

Posted by: omari21c 15 Dec 2018, 01:46
ხო იმდენიახანია ვფიქრობ ამაზე რო მივედი იმ დასკვნამდე რო ნერვოზი მაქვს და ეხლა ცოტა უკვე მომეშვა რა შედარებაა, რაღაცეებზე ვფიქრობ მაინც და მაგაასაც რო გავარკვევ მერე დავსივენებ ინედია, მადლობა
* * *
ვარჯიშის მცდელობა მქონდა მარა ერთხელ ზუსტად ვარჯიშის დროს მქონდა პანიკური შეტევა და ცოტა მეშინიასავით , თუმცა იმის მერე 1 თბვე ვვარჯიშობდი მსუბუქად აშკარად ვგრძნობდი რო მიხდებოდა ვარჯიში პროსტა ეხლა ვეღარ ვახერხებ და უეჭველი უნდა დავიწყო, კარგი რამეა დილით რო ვივარჯიშე. მთელი დღე უკეთესად ვარ ხოლმე

Posted by: thug 15 Dec 2018, 03:15
omari21c

კი მგონი ახასიათებს ეგეც...

თუ გამოკვლევისთვის ვერ იცლი ესეიგი ყოველდღიურ ცხოვრებაში არ გიშლის ხელს ანუ არც ისე მძიმე ნევროზი გქონია.


Posted by: Gi000 15 Dec 2018, 04:02
QUOTE (omari21c @ 15 Dec 2018, 01:46 )
ხო იმდენიახანია ვფიქრობ ამაზე რო მივედი იმ დასკვნამდე რო ნერვოზი მაქვს და ეხლა ცოტა უკვე მომეშვა რა შედარებაა, რაღაცეებზე ვფიქრობ მაინც და მაგაასაც რო გავარკვევ მერე დავსივენებ ინედია, მადლობა
* * *
ვარჯიშის მცდელობა მქონდა მარა ერთხელ ზუსტად ვარჯიშის დროს მქონდა პანიკური შეტევა და ცოტა მეშინიასავით , თუმცა იმის მერე 1 თბვე ვვარჯიშობდი მსუბუქად აშკარად ვგრძნობდი რო მიხდებოდა ვარჯიში პროსტა ეხლა ვეღარ ვახერხებ და უეჭველი უნდა დავიწყო, კარგი რამეა დილით რო ვივარჯიშე. მთელი დღე უკეთესად ვარ ხოლმე

გადახედე შენი ცხოვრების სტილს და მიხვდები რა გაქვს გამოსასწორებელი. გვიან დაძინება, სწრაფი კვება, ნაკლები მოძრაობა და ა.შ

Posted by: omari21c 15 Dec 2018, 06:21
thug
ხან ძალიან მაწუხებს და უკვე მზად ვარ წავიდე ექიმთან, მერე ცოტა მივივიწყებ და არცმახსენდება, ძირითადათ ღამის საათებში ( 3-4 ზე, გამთენიისას ვგრძნობს ცუდათ თავს)
ძალიან ბევრი წავიკითხე ამ თემაზე და დიდი ალბათობით ისაა რასაც ვფიქრობ და რავი კერ კიდევ თავს ვიკავებ ხოლმე რა, ნუ ექიმთან არასდროს ვყოფილვარ და ეგ მომენტიც მაქვს ...

Gi000
ბევრი რამემაქვს გამოსასწორებელი და ზუსტად ვიცი რეებიც, ერთადერთი პრობლემა ისაა რო მეზარება,ღამის საათებში ისევარ მთებს გადავდგავ გათენდება თუარა ეგრევე ვიკიდებ, მავიწყდება, მეზარება რავი აღასი მიზეზია.

ვარჯიში, ნორმალური კვება ( შუაღამემდე საჭმელს ვერ ვეკარები, მთელი ღამის განმავლობაში რამდენჯერმე ვჭამ სანამ დავიძინებ) , სიგარეტის გადაგდება ( არცმინდა რო გადავაგდო, უბრალოდ ვიცი რო საჭიროა და იმ დონემდე ვერ მივედი რო მოვინდომო ისე რო აღარასდროს მოვწიო( მცდელობები მქონდა ახალი მოწეული რო მქონდა, სანამ კიდევ მომინდებოდა იქამდე ) ) სამსახური მჭირდება და ჩქარი მანქანა ( ჰობია).

ყველაფერთან ერთი ძალიან ცუდი რამ მახასიათებს ქვეყანა რო დაინგრეს შეიძლება რეაქცია არ მქონდეს, მაგრამ სულ უმნიშვენო რამეზე შეიძლება ისე მოვიქცე რო მერე მეცინება ხოლმე, რის გამო თქო?! , ესაა ყველაზე ცუდი ჩვევა( რომელიც ალბათ ილექება ქვეცნობიერში და იჩინა თავი უკვე).

მოკლედ მადლობა, გაიხარე

Posted by: thug 15 Dec 2018, 07:45
omari21c

აუცილებელია გამოკვლევა თუნდაც არაფერი გჭირდეს წელიწადში ერთხელ სისხლის ანალიზი მაინც უნდა გაიკეთო.


Posted by: omari21c 15 Dec 2018, 08:38
thug


მართალია, ვაპირებ მისვლას გამოვიკვლევ ყველაფერს რაც საჭირო იქნება თუმცა როდის არვიცი , იმედია მალე

Posted by: AGONIA 15 Dec 2018, 12:54
QUOTE (Gi000 @ 15 Dec 2018, 04:02 )
QUOTE (omari21c @ 15 Dec 2018, 01:46 )
ხო იმდენიახანია ვფიქრობ ამაზე რო მივედი იმ დასკვნამდე რო ნერვოზი მაქვს და ეხლა ცოტა უკვე მომეშვა რა შედარებაა, რაღაცეებზე ვფიქრობ მაინც და მაგაასაც რო გავარკვევ მერე დავსივენებ ინედია, მადლობა
* * *
ვარჯიშის მცდელობა მქონდა მარა ერთხელ ზუსტად ვარჯიშის დროს მქონდა პანიკური შეტევა და ცოტა მეშინიასავით , თუმცა იმის მერე 1 თბვე ვვარჯიშობდი მსუბუქად აშკარად ვგრძნობდი რო  მიხდებოდა ვარჯიში პროსტა ეხლა ვეღარ ვახერხებ და უეჭველი უნდა დავიწყო, კარგი რამეა დილით რო ვივარჯიშე. მთელი დღე უკეთესად ვარ ხოლმე

გადახედე შენი ცხოვრების სტილს და მიხვდები რა გაქვს გამოსასწორებელი. გვიან დაძინება, სწრაფი კვება, ნაკლები მოძრაობა და ა.შ

ჩემი ცხოვრების რიტმი ზუსტად ასეთია. მაგრამ გამოსავალი რა არის ვერ ვხვდები. არ შეიძლება ადამიანმა ასე იცხოვროს და ნევროზი არ ქონდეს. ყველას ხო არ აწუხებს ეს პრობლემა.

Posted by: omari21c 15 Dec 2018, 16:58
ეგრე თი ცხოვრობენ არებთუ გვიან შაწუხებთ ეგ პრობლემა, ჩმს შემთხვევაში მოხდა დამხმარე მოვლენებიც რომელმაც ხელი შეუწყო

Posted by: AGONIA 15 Dec 2018, 18:38
QUOTE (omari21c @ 15 Dec 2018, 16:58 )
ეგრე თი ცხოვრობენ არებთუ გვიან შაწუხებთ ეგ პრობლემა, ჩმს შემთხვევაში მოხდა დამხმარე მოვლენებიც რომელმაც ხელი შეუწყო

ესეიგი შეიძლება მარტო რეჟიმის ბრალოც იყოს. კაი ცხოვრება მაც კი მინდა მაგრამ სადაა.

Posted by: omari21c 16 Dec 2018, 01:04
რასაც ვუყურებ ძირითადად ცხოვრების არასწორი წესია ერთერთი მთავარი, ნუ სტრესებიც რათქმაუნდა და ბევრი რამეა ზოგადად მაგრამ ხშირად მთავარი მიზეზი ცხოვრების არასწორი წესია ხოლმე

Posted by: melodyman/ 18 Dec 2018, 17:26
მოსაწევი ნევროზის დროს ცუდი შედეგების მომტანია?
ხშირ მოხმარებას არ ვგულისხმობ

Posted by: chicharito12 20 Dec 2018, 22:00
რა ვუყო ამ ###ობაას?

http://ka.remedy-info.com/anafranil.html

ისედაც ნახევარზე ვტეხავ ისე ვსვამ და მაგასაც გვერდიტი ეფექტი აქ.


* * *
გაივლის ეგ სიმპტომებიი?

სუ მაძინებს და ხასიათს მიფუჭებს


* * *
melodyman/

ყველა შემთხვევაში ნერვების მტერია.
გინდ გონების. ..

Posted by: >gorski*JDM*lover> 20 Dec 2018, 22:50
ჩუტყვავილის დროს ხომ გაგიგიათ არ შეიძლება გაბრაზებაო უნდა შეუსრულო რასაც გთხოვსო ბავშვობიდან მესმის და მორიგი
ლეგენდა მეგონა ყოველთვის მოგონილი ზღაპრები სანამ ჩემ თავზე არ გამვცადე,,,,ზრდასრულებში ეს დაავადება იწვევს ცნს ზე მოქმედებას
და საკმარისია ვინმემ გაგაღიზიანოს პანიკური შეტევა იწყება თუიწყება,,,მაგრად შემეშინდა თუარ იცი რომ ეს დაავადების სიმპტომია შეიძლება გაგიჟდე შიშIთ
გული ამოვარდნას და ტკივილი და სრული პანიკა თან მოვლითი ,,,ტვინშI იცი რომ ეს ამის ბრალია მარა ვერ აჩერებ ,,,,მოკლედ მაგარი შიშI ვჭამე
* * *
გადავიკითხე რამდენიმე გვერდი და ჩემი აზრი მინდა გითხრათ...ყველა იძახის რომ შენ უნდა მართო გონება შიშებს აზრებს უნდა მოერიო
შენვე გამოასწორო,,,,პირველ რიგში კარგი ფსიქოლოგია საჭირო მარა ძვირია როგორც ვიცი...
მეორე ..უნდა დაიხმარო ის რაც სიამოვნებას განიჭებს და მშვიდდები ვარჯიშI,,,,ვიცით რომ ვარჯიშისას ენდორფინი გამოიყოფა და სტრესს ამცირებს,,,
სიყვასე თევზაობა იქნება თუ ბუნება,,,უნდა მოგეხმაროს ეკლესიაც ,,კარგი მღვდელი იგივე ფსიქოლოგია,,,რელიგია და რწმენა საუკეთესო
ფსიქოთესაპიაა თუარხარ მორწმუნე უნდა ეცადო მაინც,,,მოკლედ უნდა დაიხმარო რაღაცეები ან ვიღაცეები აუცილებლად და გამოხვალ
დღეს 90% ზე მეტს ნევროზი აქ თავისი პატარ პატარა შიშებით და ყველა თავისებურად უმკლავდება

Posted by: omari21c 23 Dec 2018, 07:52
melodyman/


რაც კოწევა დავიწყე აშკარად უფრო ხშირად მქონდა შემოტევები, ერთერთი მოწევის დრო ალბათ მინიმუმ 1 საათი მქონდა პანიკური შეტევა ( დღემდე ვერ გამიგია, კაიფის თემა იყო თუ მართლა ნერვების) სასწრაფოც განოვიძახდ გამთენიისას სანამ მოვიდა უკვე ცოტა დაწყნარებული ვიყავი, ყველაზე მაგარი ისაა რო აი ეხლა გადამივლის აი ეხლა ში გავიდა 40-45 წუთი მაგრამ სანამ სასწრაფო არ გამოვიძახე იქამდე ვერ დავნშვიდი, ერთი ფაქტორია კიდე რაც მე მოვწიე კაკრად ეგ დრო აქვს მაქსიმალური ეფექტი და ცოტა დაბნეულობა დამიტოვა დღემდე ვერ გამოგია ნერვული შეტევა იყო თუ დაბოლილზე დავიზმენდი, მოვრჩი ფუარა მოწევას 10-20 წამში ერთი რო დამიარა 1 საათია საშინელება გადავიტანე, ნერვებზე არციმეაქვს კარგად საქმე და პლანი ხშირად იწვევს ნერვების პრობლემებს მითუმეტეს ხშირი მოხმარება, მოკლედ რო ვთქვათ პლანი კარგია მაგრამ ნამდვილად შეუძლია პრობლემები შეგიქმნას

Posted by: POKERISBLUFF 23 Dec 2018, 14:49
იმდენად ბევრი რაღაც დაგროვდა ემოციების თვალსაზრისით ნეგატიური, რომ შეუძლებელი იყო თავის შეკავება
პირველად მქონდა დღეს აფექტი

არც ალკოჰოლი
არც მოსაწევი
არანაირი ტაბლეტები

საერთოდ არაფერს ვეკარები ისე ვუძლებ ძალიან ბევრ უარყოფით ემოციას
დღეს პირველად გასკდა
და ვგრძნობ ისევ არის რაღაც რასაც ისევ უნდა ვურტყა რამეს
ეს ყველაფერი 21 წლის ასაკში, სამომავლოდ წარმომიდგენია რამდენად ცუდ რაღაცას აკეთებს ის ყველაფერი რაც ჩემგან დამოუკიდებლად ხდება, და ზოგადად მე

30 დედა#####ული ნევროზი





Posted by: mziako 25 Dec 2018, 14:50
ნერვიულ ფონზე ვინმეს თუ გქონიათ მუცლის სპაზმი და და მუცლის კუნთები დაჭიმული? მეშინია რამე არ გამომეპაროს თან ვფიქრობ რომ სტრესის ფონზე დამეჭიმა და მტკივა

Posted by: DICOM 26 Dec 2018, 04:24
chicharito12

ტრიციკლურ ანტიდეპრესანტს რატომ გასმევენ? სხვას არ ქონდა ეფექტი?

Posted by: chicharito12 26 Dec 2018, 09:20
DICOM


აზე არ ვარ. ეხლა მაგატტაც სევესვი


Posted by: სტალინი. 26 Dec 2018, 11:46
melodyman/
გააჩნია ადამიანს ყველაზე ინდივიდუალურად მოქმედებს
მე მაგალითად არ მომწონს და პირიქით მირხევს ნერვულ სისტემაზე სამაგიეროდ ალკოჰოლი პირიქით მოქმედებს კარგად

Posted by: melodyman/ 31 Dec 2018, 00:16
სტალინი.


ადრე კი მაქ მოწეული,არც გამხმსენებია.დიდი რამე ცვლილება ნევროზის მხრივ არ შემიმჩნევია,მაგრამ ახლა მაინც ვიკავებ თავს
სამაგიეროდ საახალწლოდ გაყლევებამდე დავლევ და ვნახოთ აბა
მოსაწევი და ალკოჰოლი არამგონია პრობლმეა იყოს მაგრამ ახლა რომ ლსდ მივიღო ალბათ ცნობიერ ცხოვრებას ვეღარ დავუბრუნდები


ისე კი წამლებმა ცოტა მიშველა,პანიკის შეტევები აღარაა
ერთხელ რომ გავიღვიძე მაშინ მქონდა ის ძველი,ნაცნობი საშინელი ტკილი გულთან და მთლიანდ მუცელში,შიშისა და დაუცველობის გრძნობა
დამესიზმარა რომ ისევ იმ მდგპმარეობაში ვიყავი სანამ ექიმებთან სიარულს დავიწყებდი
ანუ პრობლემა ჯერ არაა მოგვარებული,ნუ ეს ისედაც ცხადი იყო ასე მალე რომ ვერ დავაღწევდი თავს

Posted by: Razm 31 Dec 2018, 00:38
melodyman/
რა გჭირდა თუ საიდუმლო არ არის, როგორ მიხვედი მაქამდე? ეგეთი რაღაც მჭირს დაახლოებით და დამაინტერესა..

Posted by: melodyman/ 31 Dec 2018, 01:09
Razm

მეგონა ჯანმრთელობის ისეთი პრობლემა მქონდა,რაც ნორმალურად ფუნქციონირების საშუალებას არ მომცემდა.ამ აზრის სხვებისთვის გაზიარება შემრცხვა.ჩემი განსაკუთრებით ინტროვერტული და ჩაკეტილი ხასიათი დაემატა ამ ყველაფერს და წაახალისა კიდეც სირცხვილის და შიშის გრძნობა და ჩემი ეს პრობლემა უფრო სერიოზული გახადა.
დავკარგე ყველაფრისადმი ინტერესი,ადამიანებთან ურთიერთობის სურვილი,თვითრეალიზებისა და პიროვნულ განვითარებაზე აღარაფერს ვამბობ.მოლედ ყველა და ყველაფერი დავიკიდე და სრული იზოლაცია მოვახდინე.
ეს გაგრძელდა დიდი ხანი
მერე უბრალოდ დავიღალე და ექიმთან მივედი,რომელმაც მითხრა რომ ის არ მჭირდა რაც მეგონა.მივედი სხვა ექიმთან სხვა პრობლემაზე,ამანაც ამ სხვა პრობლემაზე მითხრა,რომ სერიოზული არაფერი მჭირდა.ყველა ექიმმა ნევროლოგთან გამიშვა.ნევროლოგმა ფსიქოლოგთან გადამამასამართა
ხოდა როგორც მითხრეს ეს რაღაც სიმპრომები ნერვული აშლილობის ბრალი იყო(ობსესიურ კომპულსიური აშლილობა ქვია) და არ ვკვდები და კიბო და მასეთი რაღაცები არ მჭირს
ზოგი სიმპტომი ისევ მაქვს,რაც ზემოთ დავწერე ისინი აღარ მაქვს


Posted by: Razm 31 Dec 2018, 01:47
melodyman/
პმ მოგწერე და რო მოიცლი იქნებ მიპასუხო რაღაცეები მაინტერესებს კიდევ.

Posted by: StandFor 5 Jan 2019, 11:38
QUOTE (Razm @ 31 Dec 2018, 01:47 )
melodyman/
პმ მოგწერე და რო მოიცლი იქნებ მიპასუხო რაღაცეები მაინტერესებს კიდევ.

აქეთაც გამოუშვი კითხვები თუ გინდა , მაგაზე უარეს დღეში ვიყავი

Posted by: Anicobanico 10 Jan 2019, 17:34
გამარჯობა, ეს ჩემი პირველი გამოხმაურებაა. გამომდინარე იქიდან რომ მეც ვიტანჯებოდი პანიკური აშლილობით, შემიძლია დავადასტურო რომ ეს არის ადამიანისთვის ცოცხალი სატანჯველი.
პანიკური აშლილობის გამოწვევია ის პატარ-პატარ სტრესები რომლებიც ჩვენ ყოველდღიურობაში გვაქვს და ბოლოს ვეღარ უძლება ორგანიზმი და ამოხეთქავს ხოლმე.
2016 წლის ერთ დღეს, შემემთხვა ტრაგიკული შემთხვევა, რასაც თან ახლდა რა თქმა
უნდა ძალიან დიდი სტრესი. თავდაპირველად თითქოს ცხოვრება ჩვეულებრივ გავაგრძელე, მაგრამ ერთ დღესაც დავლიე 3 ჭიქა ღვინო და ღამე გამეღვიძა საშინელი აჩქარებული გულის შეგრძნებით და გულის ტკივილით, დაბუჟებული მქონდა კიდურები. სასწრაფო დახმარებამ გადამიყვანა ერთ-ერთ საავადმყოფოში სადაც ჩამიტარეს გამოკვლევები და მითრეს რომ სრულიად ჯანმრთელი და გამომიშვეს, თუმცა არ უთქვამთ რომ ეს შეიძლებოდა უოფილიყო სტრესის ბრალი. ამის შემდეგ დაიწყო სრული ჯოჯოხეთი , საერთოდ ვერ ვიძინებდი ღამე, მქონდა შიშები, ღამეში დაახლოებით 5 ჯერ მემართებოდა პანიკის შეტევა, მქონდა აგორაფობია, დეპერონალიზაცია, დეპრესია, უენერგიობა და რავიცი თუ რამე შეიძლება სჭირდეს ადამიანს. მივედი ნევროლოგთან რომელმაც დამისვა დიაგნოზი პანიკური აშლილობა და დამინიშნა დღეში 2 აბი ქსანაქსი. რადგანაც უკვე ვიცოდი ჩემი დიაგნოზის შესახებ დავიწყე ინტერნეტში ინფორმაციის მოძიება და მათ შორის ფორუმზე აქ არის ერთი ძალიან კარგი თემა ამ საკითხთან დაკავშირებით სადაც ერთი ადამიანი ძალიან სრულყოფილად აზიარებდა თავის გამოცდილებას. მოკლედ მივხვდი რომ ფსიქოთერაპევტთან სიარულის გარეშე არ მეშველებოდა არაფერი, თავი ხელში აიყვანე, მოინდომე, შენ თავს აჯობე და მსგავსი ფრაზები არაფრის მომცემია. უბრალოდ რაც შემიძლიათ გითხრათ არის ის რომ უბრალოდ მართლა უნდა გინდოდეთ ის რომ იყოთ კარგად და ყველანაირად მოინდომოთ. დაუნეროთ და მიჰყვეთ ფსიქოთერაპევტს როგორც გინდა პრიმიტიულად მოგეჩვენოთ, ნამდვილად აქვს ამას შედეგი რა თქმა უნდა მედიკამენტებთან ერთად. ფსიქოთერაპევტთან 6 თვიანო კონსულტაციის და 6 თვიანი მედიკამენტოზური მკურნალობის , ოღონდ არაფსიქოტრუპული, შედეგად, 2017 წლის ივმისის მერე, ერთხელაც აღარ მქონია
პანიკის შეტევა. ცხოვრება გავაგრძელე, როგორც ჩვეულებრივმა ადამიანმა და უფრო მეტიც, ცხოვრება უფრო მეტად დავაფასე და შემიყვარდა. ერთადერთი პრობლემა რაც დამრჩა და რომელსაც ვებრძვი არის შიში ცივილიზაციას (ექიმებს) მოკლებულ ადგილებში სიარულის, მიუხედავად იმისა რომ მაინც დავდივარ ეგ მინის დიაკომფორტს. მოკლედ შემიძლიათ გითხრათ რომ ამ თემაზე ძალიან ბევრი მაქვს წაკითხული და მოსმენილი და ვინმეს თუ დავეხმარები ძალიან გამიხარდება, რადგანაც ვიცი ეს რა საშინელი მსგომარეობაა.

Posted by: DICOM 10 Jan 2019, 23:55
Anicobanico

QUOTE
ცხოვრება გავაგრძელე, როგორც ჩვეულებრივმა ადამიანმა და უფრო მეტიც, ცხოვრება უფრო მეტად დავაფასე და შემიყვარდა. ერთადერთი პრობლემა რაც დამრჩა და რომელსაც ვებრძვი არის შიში ცივილიზაციას (ექიმებს) მოკლებულ ადგილებში სიარულის, მიუხედავად იმისა რომ მაინც დავდივარ ეგ მინის დიაკომფორტს. მოკლედ შემიძლიათ გითხრათ რომ ამ თემაზე ძალიან ბევრი მაქვს წაკითხული და მოსმენილი და ვინმეს თუ დავეხმარები ძალიან გამიხარდება, რადგანაც ვიცი ეს რა საშინელი მსგომარეობაა.


აგორაფობია.

ხოო... პანიკის პირველი შეტევა დაუვიწყარი შეგრძნებაა და ყველაზე ცუდი ისაა, რომ ვისაც არ განუცდია ის ვერც გაიგებს ვერასოდეს...

Posted by: Anicobanico 11 Jan 2019, 18:32
ვისაც არ გამოუცდია საერთოდ ვერ ხვდება რაზეა საიბარი, თან მაშინ როცა შენ ყველაზე ცუდად ხარ და გარეგნულად არაფერი არ გეტყობა. ყველაფერში პოზიტივი რომ უნდა დაინახო ადამიანმაო და ამ მდგომარეობამ მიმახვედრა, რომ თურმე იმაზე ძლიერი ვყოგილვარ ვიდრე მეგონა და კიდევ თვითკმაყოფილების განცდა, რომ მე ეს შევძელი.

Posted by: vakho318 11 Jan 2019, 19:30
Anicobanico

მეც დაახლოებით მსგავსი მდგომარეობა მქონდა, ვიყავი ნევროლოგთან - ანაფრანილი და ბუსპირონი დამინიშნა, 6 თვე ვსვამდი, შედარებით კარგად გავხდი, მომიხსნა. მერე მომიწია სისხლის აღება რაზეც სინკოპე დამემართა, ეხლახან სტრესების გამო კიდევ თავიდან დამეწყო მსგავსი სიმპტომები, ჯერ შიშები ეხლა რაღაც თავბრუსხვევის შეგრძნება და ასევე იმის შიში რომ შეიძლება ტვინი გამეთიშოს, ვერ აღვიქვა სიტყვები და ა,შ..... ეს მედიკამენტების გაგრძელება კიდევ იგივე მგონია, დიდად არაფერს მიშველის

Posted by: Anicobanico 11 Jan 2019, 21:15
შემიძლია რეზო კორინთელი გირჩიოთ. ნევროზის და აშლილობების მკურნალობა ფსიქოთერაპევტრის პრეროგატივაა და ნევროლოგები ვერ არიან მთლად კომპეტენტურები მაგ საკითხში. მე სანდრო ცისკარიძემ გამომიშვა სრულიად ჯანმრთელი ხარ და ანაპრილინი დალიეო. ნევროლოგის თვალსაზრისით რა თქმა უნდა ჯანმრთელი ხარ, მაგრამ რეალურად ცუდად ხარ. ამიტომ მსგავსი პრობლემებით ფსიქოთერაპევტს უნდა მიმართოთ. თუ ფინანსური პრობლემა არ არის უმჯობესია სიანსებზე სიარული, თუ არადა დანიშნულებას მოგცემთ და შიგადაშიგ კონსულტაციაზე მიხვალთ

Posted by: Gi000 11 Jan 2019, 22:23
Anicobanico
გააჩნია რა პრობლემასთან გვაქვს საქმე. პირადად ჩემი გამოცდილებით ფსიქოთერაპევტი დამეხმარა ბევრ რაღაცაში და დღემდე მეხმარება (აი შავლეგო როგორც დადის ეგრე ვარ ზუსტად : )) ) რეზო კორინთელი ფსიქიატრია.

Posted by: vakho318 11 Jan 2019, 22:30
Gi000

იდეაში საკუთარ თავზე მუშაობა არის ყველაზე შედეგიანი. სპეციალისტის დახმარება რა თქმა უნდა კარგია.
აი მაგალითად ჩემს მიერ მოყვანილი სიმპტომებით ვის უნდა მივმართო?
* * *
შავლეგომდე ჯერ ტონი სოპრანო დადიოდა ფსიქოთერაპევტთან

Posted by: Anicobanico 11 Jan 2019, 22:46
ფსიქიატრია რომელიც ფსიქოთერაპიაში მუშაობს, ვინმე თუ არსებობსაგ სფეროში მომუშავე ყველასთან ვარ მგონი ნამყოფი. თვეები ჯოჯოხეთში ვცხოვრობდი და მე მართლა ძალიან კმაყოფილი ვარ, მითუმეტეს არც ერთ ფსიქოტროპულ პრეპარატს არ ნიშნავს. პრინციპში მგონი ყველა ფსიქოთერაპევტი საქართველოში ფსიქიატრია პროფესიით.
* * *
სიმპტომებს რაც შეეხება, ამ მდგომარეობაში თუ შეიძლება რამე გჭირდეს ყველაფერი მჭირდა : აჩქარებული გულისცემა, მაღალი წნევა, ტრემორი, სიმხურვალის შეგრძნება, კიდურების დაბუჟება, გულის წასვლის შეგრძნება, გაბრუება, სიკვდილის შიში, გაგიჟების შიში, აგორაფობია, დეპერსონალიზაცია. რამდენიმე თვე ღამეში რამდენჯერმე მემართებოდა პანიკის შეტევა. და ამ შეტევების გაძლების გამო ისეთი დაღლილი ვიყავი რომ ფეხზე ვეღარ ვდგებოდი. დაახლოებით ორი თვე არ მივლია არც ფსიქოთერაპევტთან და ჩემით ვცდილობდი მოვრეოდი მაგრამ უშედეგოდ და თან ისე დამღალა და გამომგიტა, ძლივს აღვიდგინე ენერგია. უბრალოდ მე ერთი რაც არ დამიკარგავს არის ის რომ აქტიური ცხოვრება მიყვარს და მიუხედავად იმისა რომ ხშირად სადმე წასვლისას ცუდად ვხდებიდი და გამოვრბოდი იქიდან, მაგის გამო სახლში არ დავჯდარვარ. არ მიტყდებოდა რომ მეთქვა რომ ცუდად ვარ და უნდა წავიდე თქო., მიუხედავად იმისა რომ ბევრი საერთოდ ვერ იგებდა ან არასწორად იგებდა ამ ყველაფერს და სხვა ინტერპრეტაციებს აძლევდა. ანუ ყველას გიჟი გონიხარ

Posted by: Shredinger 12 Jan 2019, 01:01
Anicobanico
QUOTE
სიმპტომებს რაც შეეხება, ამ მდგომარეობაში თუ შეიძლება რამე გჭირდეს ყველაფერი მჭირდა : აჩქარებული გულისცემა, მაღალი წნევა, ტრემორი, სიმხურვალის შეგრძნება, კიდურების დაბუჟება, გულის წასვლის შეგრძნება, გაბრუება, სიკვდილის შიში, გაგიჟების შიში, აგორაფობია, დეპერსონალიზაცია. რამდენიმე თვე ღამეში რამდენჯერმე მემართებოდა პანიკის შეტევა. და ამ შეტევების გაძლების გამო ისეთი დაღლილი ვიყავი რომ ფეხზე ვეღარ ვდგებოდი. დაახლოებით ორი თვე არ მივლია არც ფსიქოთერაპევტთან და ჩემით ვცდილობდი მოვრეოდი მაგრამ უშედეგოდ და თან ისე დამღალა და გამომგიტა, ძლივს აღვიდგინე ენერგია. უბრალოდ მე ერთი რაც არ დამიკარგავს არის ის რომ აქტიური ცხოვრება მიყვარს და მიუხედავად იმისა რომ ხშირად სადმე წასვლისას ცუდად ვხდებიდი და გამოვრბოდი იქიდან, მაგის გამო სახლში არ დავჯდარვარ. არ მიტყდებოდა რომ მეთქვა რომ ცუდად ვარ და უნდა წავიდე თქო., მიუხედავად იმისა რომ ბევრი საერთოდ ვერ იგებდა ან არასწორად იგებდა ამ ყველაფერს და სხვა ინტერპრეტაციებს აძლევდა. ანუ ყველას გიჟი გონიხარ

აქ აღწერილი ძალიან გავს ჩემს შემთხვევას. თუმცა ცოტა მსუბუქ ფორმებში მთლად ასეც არა. თვეში 5-6 ჯერ მაქვს პანიკის შეტევა, მაგარი ცუდი შეგრძნებაა, ფეხების კანკალი ოდნავ, ცოტა სიმხურვალე ფეხებიდან, გროვდება სიმხურვალე და მერე მუცელზე გადადის და ზემოთ გულისკენ ადის, შემდეგ თავში, თითქოს გახურებული ბურთი მოძრაობს სწრაფად. მეწყება გულის აჩქარება, დაუცველობის შეგრძნება, საკუთარ თავს რთულად ვაკონტროლებ ამ დროს. თითქოს საერთოდ მე კი არა ჩემი ტვინი აკონტროლებს ყველაფერს.

ისე დაალაგებს და მოალაგებს და ისეთ აზრებს მიჩენს რომ მიჭირს ხანდახან მოვერიო ჩემივე ტვინს. ყველაფერი ტვინიდან მოდის smile.gif ამ დროს კარგ რამეზე ვიწყებ ფიქრს და სიმპტომები მიქრება. როგორც კი ცუდ რამეზე ვიწყებ ფიქრს რო ვთქვათ ეხლა ცუდად გავხდები და ა.შ უფრო იმატებს შიში და პანიკა ამ დროს გულისრევის შეგრძნებაც ემატება.
პლიუს თავის არეში მუდმივად დაძაბულობას ვგრძნობ ხშირად.

თუ ძილის რეჟიმი ამერევა, გვიან ვიძიებ და გვიან ვიღვიძებ მაშინ უარესად მერხევა. რეჟიმში უნდა ვიყო. ცოტა ადრე ვწვებოდე და ცოტა ადრე ვდგებოდე.

ნევროლოგთან ვიყავი და ველაქსინი გამომიწერა, ანტი-დეპრესანტი. მკურნალობის საწყის ეტაპზე(პირველი რამდენიმე დღე) კარგად მოქმედებდა, თუმცა თითქოს მერე ეფექტი დაკარგასავით ისევ ისე ვარ როგორც ვიყავი. არ მშველის აშკარად ეს ანტი-დეპრესანტი.

ეს არის მეორე ნევროლოგი ვისთანაც ვცადე მკურნალობა. იდეაში ჯერ არ დასრულებულა მკურნალობა, 2 კვირაზე ცოტა მეტი დამრჩა. დაველოდები შედეგებს.

პირველ ნევროლოგთან რომ ვიყავი ბუსპირონი დამინიშნა 2 თვე ვსვავდი და ოდნავ მიშველა მარა რომ მომიხსნა მერე დაბრუნდა ისევ ეს შფოთვები.

პრობლემა აშკარად რაღაც სხვაშია ალბათ
QUOTE
ფსიქოთერაპევტი
მჭირდება მემგონი?

Posted by: Anicobanico 12 Jan 2019, 01:08
ჩემი გამოცდილებით აუცილებელია ფსიქოთერაპევტი, რადგანაც ანტიდეპრესანტები და დამაშვიდებლებები( ვალიუმი, ქსანაქსი) ხსნია სიმპტომს და არ შველის გამომწვევ მიზეზს. ამიტომ გამომწვევ მიზეზს უნდა ებრძოლო და არა სიმპტომს.

Posted by: Shredinger 12 Jan 2019, 01:16
Anicobanico
QUOTE
ჩემი გამოცდილებით აუცილებელია ფსიქოთერაპევტი, რადგანაც ანტიდეპრესანტები და დამაშვიდებლებები( ვალიუმი, ქსანაქსი) ხსნია სიმპტომს და არ შველის გამომწვევ მიზეზს. ამიტომ გამომწვევ მიზეზს უნდა ებრძოლო და არა სიმპტომს.

მადლობა, მეც იგივე აზრზე ვარ.
ვცდი ნევროლოგთან მკურნალობას და შემდგომ გადავალ ფსიქოთერაპევტთან smile.gif რეზო კორინთელი ადრეც მირჩიეს ამ თემაში ადრე მაქ დაპოსტილი თუმცა რატომღაც არ მივმართე, რატო არვიცი smile.gif

თუა შესაძლებელი მითხრა რა ხარჯებთანაა დაკავშირებული რეზო კორინთელთან მკურნალობა?

Posted by: Anicobanico 12 Jan 2019, 01:20
ერთი ვიზიტი 50 ლარი თირს. შეგიძლია მხოლოდ პრეპარატები დააბიშნინო და ხანდახან მიხვიდე, ან სისტატიურად იარო. ფულზე დახამებული ტიპი არ არის და არ გაგწეწავს. მე ძალიან კმაყოფილი ვარ. ამ დროს ზოგადად ძალიან მნიშვნელოვანია იპოვო ისეთი ადამიანი ვისაც ენდობი და გჯერა რომ გიშველის, მე ცუდად თუ გავხდებოდი ეგრევე რეზოსყან გავრბოდი. მოკლედ ცუდად ყოფნის დროს დიდი იმედია. ახლაც პრრიოდულად მივდივარ ხოლმე. მაგალითად ფრენის წინ როცა ცოტა ვიძააბები ხოლმე

Posted by: kenj 18 Jan 2019, 04:07
QUOTE (melodyman/ @ 18 Dec 2018, 17:26 )
მოსაწევი ნევროზის დროს ცუდი შედეგების მომტანია?
ხშირ მოხმარებას არ ვგულისხმობ

ჩემზე ძალიან ცუდად მოქმედებს მაგის გამო საერთოდ შევეშვი ,, ადრე ვეწეოდი ბევრს და ბოლო დროს საერთოდ გადავაგდე ( მაშინ არ მაწუხებდა საერთოდ პირიქით მისწორებდა) , ჰოდა მეთქი მომავალში ისეთი პონტში მოვწევ იშვიათად კარგ სიტუაციაში თქო და მაგრად მგრუზავს აი ყველა პრობლემა რაც მაწუხებს პირდაპირ წინ მიდგება, რამდენიმემ მითხრა კიდევ იგივე პრობლემა მაქვსო იგივე მიზეზებით.

Posted by: melodyman/ 18 Jan 2019, 14:54
kenj


მოვწიე ამ ბოლოს რამდენიმეჯერ და განსაკუთრებული არაფერი
პირიქით,იმაზე მოთენთილი და დაღლილი ვიყავი ვიდრე ვარ ხოლმე
შიშები და შფოთვები არ მიბრუნდება რაც მთავარია



QUOTE
რეზო კორინთელთან მკურნალობა


მეც მიხსენა რამდენიმემ ეს სახელი და მერე რაღაცები წავიკითხე - ფულის შოვნაზეა გადასულიო :დ
ფსიქოთერაპევტი ნამდვილად საჭიროა,მარტო პრობლემის მოგვარება ძალიან რთულია,მაგრამ ნორმალურს რამდენად იშოვი ეგაა საქმე
რაღაცა ###ობა უნდა გამიძროს დაახლოებით ასეთი - სულია მთავარი,სხეული არაფერიაო და ვიცი ასეთების მოსმენის მერე უფრო დეპრესიაში უნდა ჩავვარდე

Posted by: გამოწვევა 18 Jan 2019, 14:58
ხალხო მაქვს საშინლი აზარტომანიული ჩვევები. ბოლო გროშამდე ვტყავდები მუდამ. რამე მეშველება?

Posted by: chicharito12 21 Jan 2019, 13:41
იტოკშიი, დ ვიტამინს ვსვავდი რაღაც პერიოდი და შევატყე, რომ ძილი გამიფუჭა ძაან.

ჩაძინება არ მიჭირდა, არც მიჭირს, უბრალოდ ღრმა ძილი დამაკლდა;

შეიძლება დღესაც უცებ წამოვხტე და მივხვდე, რომ რაც ვნახე სიზმარი იყო, მაგრამ ძაან გამიფუჭა ასეთმა ძილმა ნერვები, გინდ ხასიათი

ამასთან ერთად მელატონინს ვსვავ და მაინც არაფერს შვება მგონი.

ძილის მოსაწესრიგებლად რას იღებთ?

Posted by: Tathagata 21 Jan 2019, 16:16
ყველაზე ბუნებრივი საშუალება რააა ნევროზისთვის? საერთოდ ემოციური ადამიანისთვის?

Posted by: 1imereli1 21 Jan 2019, 21:02
არ ვიცი მგონი მეც ეგ მჭირს

ჯერ იყო და მეგონა საყლაპავი მილის კიბო მქონდა დაახლოებით 10 წლის წინ
ისე ვინერვიულე 15 კილო დავიკელი
მერე რო აღარ მოვკვდი თავისით გადამიარა და ისევ ავკრიბე წონა
მერე მეგონა ფილტვის კიბო მქონდა
მივედი გადავიღე რენტგენი არაფერი
დავმშვიდდი როგორც იქნა
მერე მეგონა გული მქონდა დაავადებული
შიდსის შიშიც მქონდა
მერე ღორის გრიპის
ახლა ისევ ფილტვის კიბოს დავუბრუნდი :დდდ


მოკლედ მაგრად მაქ ხო დარხეული , მეშველება რამე ? :დდდ

Posted by: Scoorp 22 Jan 2019, 00:32
რექსეტინს სვამთ ვინმე?
კმაყოფილი თუ ხართ?

Posted by: gnostik 23 Jan 2019, 09:59
გამარჯობა.სახლში ყველაფერი დალეწილი და დაღუნული მაქვს, ხშირად გამოვდივარ მდგომარეობიდან და სანამ რამეს არ დავამტვრევ, ან კედელს თავს, ან მუშტებს არ ვურტყავ და ტკივილი არ გამაჩერებს ვერ ვწყნარდები,მოკლე დროით საერთოდ ვკარგავ საკუთარ თავზე კონტროლს და ეგ მაშინებს ძალიან... განსაკუთრებით თამაშის დროს მემართება, დამტვრეული მონიტორების და სხვადასხვა აქსესურარების მთა მიდგას,ამას გარდა ვატყობ რომ არაფრის ხალისი აღარ მაქვს, მეგობრებს ნელ-ნელა ვშორდები, სახლში მარტო ჯდომა მირჩევნია გარეთ გასვლას, ვღიზიანდები ყველანაირ წვრილმანზე, განსაკუთრებით როდესაც რაიმე ისეთის გაკეთებას მთხოვენ რაც არ მინდა, საკუთარი თავისთვის რაიმეს იძულება უფრო და უფრო მიძნელდება, სამსახურშიც რაღაცას რომ დამავალებენ რაც გათვლილი არ მქონდა ვბრაზდები...კიდევ ბევრი რაღაცის ჩამოთვლა შეიძლება, მაგრამ წერის ნერვებიც არ მაქვს.რას მირჩევთ მივმართო ვინმეს?
პ.ს.უბრალოდ ხანდახან ისე ამიტანს რისხვა (თუ რა ვიცი რა დავარქვა), მერე რო ჩაივლის საკუთარი თავის მეშინია ხოლმე, ვინმეს რამე არ დავუშავო.

Posted by: vakho318 23 Jan 2019, 17:12
gnostik

სპეციალისტთან გასაუბრება კარგი იქნება. შენ რას ფიქრობ რა არის ამ აგრესიის მიზეზი ?

Posted by: gnostik 23 Jan 2019, 19:45
vakho318
QUOTE
შენ რას ფიქრობ რა არის ამ აგრესიის მიზეზი ?

ალბათ ბევრი ფაქტორია.მონოტონური ცხოვრება მაქვს, ხშირი სტრესული სიტუაციები, სამსახური თითქოს ნორმალური, მაგრამ ძალიან დიდი ხანია შვებულება აღარ მქონია ...ალბათ ამ ყველაფრისგან ბევრი ნეგატივი მიგროვდება და განტვირთვის საშუალება არ მაქვს...მთელი დღე სამსახური, საღამოს სახლი, მეგობრები არ მყავს მეთქი ვერ ვიტყვი, მაგრამ უკვე ყველასთან მეზარება ურთიერთობა და მისვლა-მოსვლა...ჩემთვის ერთადერთი "ფანჯარა"უფრო განსხვავებულ და ფერად რეალობაში თამაშებია, "გადართვის" საშუალებას მაძლევს რაღაცნაირად...მაგრამ ბოლო დროს ესეც მბეზრდება ;(


Posted by: Miria 24 Jan 2019, 22:10
gnostik
ფსიქიატრს მიაკითხეთ.
კონკრეტულს ვერ გირჩევთ.
მე ვისთანაც დავდიოდი წლების წინ, მოხუცი იყოდა გარდაიცვალა სამწუხაროდ.

პ.ს. პირველ რიგში თამაშებს უნდა მოეშვათ, მითუმეტეს ამ თამაშებში თუ ძალადობაა და ეს თამაშები სხვა რამით ჩაანაცვლოთ.
რით უნდა ჩაანაცვლოთ - ამას კარგი ფსიქიატრიც გირჩევთ.
წარმატებები.

პ.პ.ს. ჩემი მეგობრის ძმა იყო ასე, მაგრამ ის ნარკოტიკების მიღების შემდეგ ამტვრევდა სახლში რაღაცეებს, დას და 2-3 წლის დის შვილს დანით დასდევდა ყვირილით 'უნდა მოგკლათო'.
საშინელი დღეები აქვს გამოვლილი ჩემს მეგობარს.
დღეს მისი ძმა აღარ არის ცოცხალი, მაგრამ თვითონ ამ გოგოს ფსიქოლოგიური პრობლემები დარჩა.
sad.gif
რომ ველაპარაკები - თითქოს ადეკვატურია, ყველაფერზე ნორმალურად ვსაუბრობთ.
გავა ნახევარი საათი, ისეთ რაღაცა იდიოტობას დაპოსტავს ფეისბუქზე - სულ სხვა პიროვნებამ დაპოსტა, მგონია.
sad.gif


Posted by: chicharito12 4 Feb 2019, 22:32
ნევროზი მენტალურ დეგრადაციას იწვევს?

სიტყვაზე ვინმეს თუ აქ გონნებრივი პრობლემები, მეხსიერევის ან კონცენტრაციის პრობლემა

Posted by: dato-011 4 Feb 2019, 23:40
chicharito12
ნევროზული რეგისტრის არაერთი აშლილობაა. თუ კონკრეტულს დაწერ უფრო ადვილი იქნება პასუხის გაცემა. ყოველ შემთხვევაში, თუ იწვევს კოგნიტურ გაუარესებას, არა შეუქცევადს.
სიტყვა "მენტალური" ბევრ სხვა რამეს მოიცავს მეხსიერების და კონცეტრაციის გარდა. შენ რასაც გულისხმობ ეგ არის კოგნიტური სფერო( ყურადღება, აღქმა, მეხსიერება და სხვა). დეგრადაციას რასაც ეძახი ეგ არის გაუარესება ანუ " კოგნიტური გაუარესება" ( cognitive impairment). ეს ყველაფერი იმიტომ დავწერე რომ ასე უფრო ადვილია სასურველი ინფორმაციის მოძიება.

Posted by: chicharito12 5 Feb 2019, 14:57
dato-011


ჩვენ აქ რასაც ვეძახით ნევროზს, ეგეთი სიტყვით უცხოეთში არაფერი არსებობს.

ნევროზი კიდე აქ ყველამ იცის რას ნიშვას და რა ფსიქოლლგიური მდგომარეობაა.

ზოგადად მე როგორც ვიცი ნევროზი არაა, მენტალური დავაადება.

ხო კოგნიტურს ვგულისზმობ
* * *
დაკვირვებული ვარ რო ეს ბოლო ხანები, აგრესია მაწუხებს.

ცუდი ძილიც, და ვერ ვარკვევ, ზოგადად მენტალიტეტი რატო დამისუსტდა

დ ვიტამინს ვიღებდი, ერტი პერიოდიბდა მაგია მერე შევამჩნიე , ახლა მხოლოდ ომეგა 3 ვზივარ

Posted by: pilo772 8 Feb 2019, 22:04
თუ ვინმე ხართ საქმის კურსში, ნერვოზულად შეიძლება რომ სარდვა გახშირდეს? აი ემოციის ფონზე ვთქვათ.

Posted by: Miria 9 Feb 2019, 04:21
chicharito12
მე უძილობა და უგუნებობა-აგრესია ცხვირის ოპერაციამდე მაწუხებდა როდესაც ცხვირი გადაკეტილი მქონდა და პირით მიწევდა სუნთქვა.
sad.gif

pilo772
ჩემს მეგობარს აქვს ფსიქოლოგიური ''პრობლემა'':
თუ ავტობუსით ან სხვა ტრანსპორტით უწევს მგზავრობა სადაც ტუალეტი არ არის(თუნდაც მანქანა იყოს) - ყოველ 5-15 წუთში უჩნდება შარდზე გასვლის სურვილი.
და თუ ვერ გავიდა ტუალეტში (არ არის ტუალეტი ახლო-მახლოს) - პანიკა ეწყება.
smile.gif
და ტუალეტში რომ შედის - ვერაფერს შვრება, მხოლოდ შეგრძნება აქვს რომ მოშარდვა უნდა.

არ არის გამორიცხული ხშირი შარდვაც იყოს გამოწვეული ნერვების გამო.
rolleyes.gif

Posted by: pilo772 9 Feb 2019, 09:20
Miria
QUOTE
არ არის გამორიცხული ხშირი შარდვაც იყოს გამოწვეული ნერვების გამო.

ჩემს შემთხვევაში მხოლოდ შეგრძნება არაა sad.gif
ისე მაღალი წნევის დროს მაქვს ხოლმე გახშირებული შარდვა და თუ ნერვიულობის ფონზე ამიწია წნევამ ... მოკლედ კომპლექტია რა.

Posted by: chicharito12 9 Feb 2019, 13:09
pilo772


მე ვარ ეგრეე. შანსი არაა ღამე მოსაფსმელად არ ავდგე.

სიცივემაც იცის ეგ

Posted by: pilo772 9 Feb 2019, 22:52
კიდევ ერთი რაღა მინდა შემოგჩივლოთ, იქნებ ნერვოის ბრლია ესეც.
წარმოიდგინეთ ადილი. მარცხენა მხარეს ტორსზე ზემოთ, სადღაც აი აქ
user posted image
მტკივდება ხოლმე.
ანუ როგორ, არაფერი არ მჭირს, არც წნევა მაქვს არც არაფერი. ხასიათზეც მშვენიერზე ვარ. უცბად მაგ ადგილზე მეწყება ტკივილი. თუ მაშინათვე გვიზომავ წნევას არ მაქვს. მაგრამ ცოტა ხანში ტკივილი მიმატებს, რომელიც შემდეგნაირია, თითქოს რაღაც მაქვს ჩარჭობილი მაგ ადგილზეო. ტკივილის მატებასთან ერთად მიმატებს წნევაც. წნევა ხან 160-90 ზეც ადის, ხან კიდე 140 -90 ს არ ცდება.
ამ მომენტსი მომენტალურად მესპობა ხასიათი. სასტიკ დეპრესიას ვგრძნობ, შიშებს.
ამ დროს არც მაჯის ცემა მიხშირდება, ნორმაზე ზემოთ არ ადის.
კაპტი არ მშველის რომ წნევა დამიგდოს მაგ დროს, კაპტოპრილი მშველის. 25 მგ იანი.
თან წნევა კი მიწევს მაგრამ ის ტკივილები და დისკომფორტები რაც დამეწყება ხოლმე მაინც არ გამდის.
მაგ ადგილიდან მერე ტკივილი გადადის ბეჭში, თავიდან ისეა რომ ერთად მტივა ორივე ადგილი, მერე მარტო ბეჭი მტკივდება, ამ დროს ვარ ხოლმე რაღაცნაირად გაკავებული, დაძაბული.
მერე ბეჭიდან ეგ ტკივილი დაბლა გადის წინ, მუცელში ხანდახან, ან თავი მტკივდება, და კისერიც აუცილებლად. თან აუცილებლად თავბრუ მეხვევა და მეწყება მთქნარება
ამ დროს შესაძლოა წნევა საერთოდაც არ მქონდეს.
ეს ტკივილები ახალი არაა. წლებია ეგ მტკივდება ხოლმე, ადრე ნევროლოგმა მითხრა რომ ნერვოზის ბრალიაო და მკურნალობის კურსით მომირჩა კიდეც, მაგრამ მასინ წნევას არ მიწევდა. ახლა ტკივილი მეწყება და წნევაც მიმატებს.
ყველაზე მთავარია რომ მომენტალურად დამეწო, სადღაც 3 კვირის უკან. მანამდე არაფერი მსგავსი არ მჭირდა sad.gif
პირველად რომ დამეწყო და წნევა ვერ დავიგდე, ჩემმა დამ სასწრაფო გამოიძახა.
ეკიპაჟი რომ მოვიდა კარდიოგრამაც გადამიღეს. მაგ მომენტში 160-100 ზე მქონდა. წნევის ეფექტების გარდა არაფერია გულის პრობლემაო ასე მითხრეს, მომცეს კაპტოპრილი და რაღაც დამამსვიდებელი, მერე მთელი 2 დღე წნევა არ მქონდა, მის მერე ისევ ამიწია რამდენიმეჯერ. მაგ დღეებში რაღაც ვირუსიც მქონდა და იმ ვირუსს დავაბრალე. იმიტომ რომ ვისგანაც გადამედო ანალოგიურ სიმპტომებს იძახოდა ისიც. არა და ახალგაზრდაა ჩემთან შედარებით და წნევა ქონდა.
მაგრამ იმის მერე გავიდა 3 კვირა და...
რისი ბრალია რას ფიქრობთ? გული არააო იმ სასწრაფოს ეკიპაჟმა. sad.gif
ვერც მივდივარ ექიმამდე. დროის უქონლობის გამო.

Posted by: Miria 12 Feb 2019, 06:03
pilo772
მგონი წნევა სტრესის განო აგდის მაღლა , და არა - ტკივილის გამო.

ოსტეოქონდროზი ხომ არ გაქვს?
(ეგრეთწოდებული მარილები ხერხემალში)

Posted by: pilo772 12 Feb 2019, 09:38
Miria
QUOTE
ოსტეოქონდროზი ხომ არ გაქვს?(ეგრეთწოდებული მარილები ხერხემალში)

რას გაიგებ ადამიანი? კისრის რენტგენი რომ გადამიღეს, ლარდოზი გასწორებულია. უკვე დიდი დარღვევაა sad.gif
QUOTE
მგონი წნევა სტრესის განო აგდის მაღლა , და არა - ტკივილის გამო

არ ვიცი რის გამო, აი ის ტკივილირო მეწყება, მერე თიქოს რაღაც შხამი გაიღვარა ორგანიზმშიო და მეწყება წნევის აწევა. sad.gif
არა და კი დავწერე კიდეც,ეგ ტკივილები ახალიარაა, წლებია მასე ვარ, უბრალოდ ახლა წნევაც ემატება

Posted by: Miria 13 Feb 2019, 06:48
pilo772
ლორდოზი თუ გაგისწორდა - უნდა გიხაროდეს.
რატომ არის დარღვევა?
ლორდოზი თუ სწორდებოდა ზრდასრულ ასაკში - ეგ არ გამიგია.
ხო და თუ გაგისწორდა - ე.ი. კარგია.
არა?
rolleyes.gif

QUOTE
,ეგ ტკივილები ახალიარაა, წლებია მასე ვარ, უბრალოდ ახლა წნევაც ემატება

ასაკთან ერთად რომ ორგანიზმი ირყევა - ამას არ ეთანხმები?

Posted by: pilo772 13 Feb 2019, 09:48
QUOTE
ლორდოზი თუ გაგისწორდა - უნდა გიხაროდეს.

არა რას ამბობ, მრუდე უნდა იყოს, რკალივით. მე კიდე ლამის სვეტივიტ მაქვს, ეგ სერიოზული დარღვევაა.
QUOTE
ლორდოზი თუ სწორდებოდა ზრდასრულ ასაკში - ეგ არ გამიგია

აბა თიაქრები რანაირად ჩნდება?ჯერ ლორდოზის ფორმა ირღვევა, მერე იწყება მალთაშორისის რღვევა და პულპოზა მოცოცავს გარეთ.
QUOTE
ასაკთან ერთად რომ ორგანიზმი ირყევა - ამას არ ეთანხმები?

არა.
წნევას მუდამ რაღაცა იწვევს. ასაკშიც კი წნევას აქვს თავისი მიზეზი, თუ ვინმე ექიმი იტყვის რომ ასაკობრივია წნევა და მარეგულირებელს დანიშნავს, შეგიძლია ეგ ექიმი 3 ასოზე გაუშვა.
რაც ასაკშიშედის ადამიანი ფიზიოლოგიაში მეტი და მეტი პრობლემები ემატება და წნევებიც მაგიტომ აქვს. მე პირადად ვიცნობ ხალხს რომლებსაც აბსოლუტურად სტაბილური წნევები ქონდათ არა და ასაკით80 მიკაკუნებულები იყვნენ. უბრალოდ ის პრბლემები რაც იწვევს წნევის ამატებას არ ქონდთ.
არ მიიღეს ის დოზა სტრესი, არ ქონდათ დაზიანებული კუჭნაწლავი, თირკმელები, სისხლძარღვები არ გადავსებიათ ქოლესტერინით...
თუ ნებისმიერ ადამიანს რომელსაც ქრონიკულად წნევები აქვს წესივრად უმკურნალებ, თან კომპლექსურად. დამიჯერე ყოველგვარიმ არეგულირებლის გარეშე დაურეგულირებ წნევას. უბრალოდ ამას არავინ არ აკეთებს, იმიტომ რომ საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა და ხანგრძლივი.

მეც ეს უბედურება ახლახანს,20 იანვრის მერე მაქვს.
როგორ ფიქრობ? ასაკობრივი დამეტაკა ასე 2 კვირაში?

Posted by: Miria 17 Feb 2019, 16:11
pilo772
QUOTE
რაც ასაკშიშედის ადამიანი ფიზიოლოგიაში მეტი და მეტი პრობლემები ემატება

აი, ამას ვამბობ მეც.
სხვა კი არაფერს.
ადრე რაც პრობლემას არ იწვევდა შენში - დროთა განმავლობაში - იწვევს.
ადრე სტრესის გამო რომ არაფერი გემართებოდა - ასაკთან ერთად, სტრესის დროს ჯერ თავის ტკივილები დაგეწყება და შემდეგ წვენაც არ დაგრჩება უკან, ისივ მოგაკითხავს და ა.შ.

Posted by: pilo772 18 Feb 2019, 09:24
Miria
ხო მაგრამ ახლა რო აღარ მაქვს? სტაბილურად მაქვს წნევები და ის რაღAც კიდე მჭირს რაც მჭირდა.

Posted by: gramatikikina 21 Feb 2019, 02:56
pilo772
QUOTE
არ ვიცი რის გამო, აი ის ტკივილირო მეწყება, მერე თიქოს რაღაც შხამი გაიღვარა ორგანიზმშიო და მეწყება წნევის აწევა.
არა და კი დავწერე კიდეც,ეგ ტკივილები ახალიარაა, წლებია მასე ვარ, უბრალოდ ახლა წნევაც ემატება

არ ვიცი, ზუსტად ეგეთი არ გამიგია, მაგრამ მე შენს ადგილას წნევას არ გავისინჯავდი მაგ დროს
დავლევდი ვურდონს(გამაყუჩებელი) და თუ არ მიშველიდა წავიდოდი ექიმთან მივხედავდი ხერხემალს. იქნება ნერვს ედება რამე და მაგიტომ გტკივდება?
ჩემი აზრით დამამშვიდებლებმა იმიტომ გიშველა, რომ დაძაბული ხარ და ამით შენს კუნთოვან სხეულს და ხერხემალს აზიანებ.
ვარჯიშებს აკეთებ რამეს? სუნთქვითი ვარჯიშები, ოსტეოქონდოროზის საწინააღმდეგო, ხერხემლის ტკივილის საწინააღმდეგო ვარჯიშები არის იუტუბში.
წნევის დასაგდებად ფეხებს რომ აყოფინებენ ცხელ წყალში, ხომ იცი? იმიტომ რომ ცხელი წყალიც ადუნებს, სისხლძარღვებს აფართოებს
წნევა როცა აქვთ ხოლმე პირიქით აკანკალებთ, სცივათ. ანუ დაძაბულები არიან.
ცოტა სხვანაირად უნდა მოუსმინო შენს ორგანიზმს, როგორც მე მგონია
გული ჯანმრთელი გაქვს, როგორც ჩანს

Posted by: pilo772 21 Feb 2019, 09:12
gramatikikina
QUOTE
ვარჯიშებს აკეთებ რამეს?

კი ხეხემლისთვის გამჭIმავ ვარჯიშებს ვაკეთებ დილა საღამოს. ყოველ დღე ლამის ჩაუგდებლად.
QUOTE
როგორც მე მგონია გული ჯანმრთელი გაქვს, როგორც ჩანს

მეც ასე მგონია, იმიტომ რომ ფიზიკური მუშაობა არ მიჭირს. შემიძლია მაგალითად შეუჩერებლად გავიარო 5 კილომეტრი, თან ინტენსიური ჩქარი ნაბიჯებით და პულსი არც კი მიჩქარდება დიდად, 65 დან ჰა ჰა 85 მდე ავიდეს. ეგეც მოძრაობის დროს, გაჩერებიდან ცოტა ხანში ისევ 65 ან 70 მდე დადის. არც წნევა მეზრდება და არც სუნთქვა მიხშირდება.
რა ვიცი დღეს მივდივარ ისევ ნევროლოგთან sad.gif
იმან ფილტვებზე აიღო ეჭვი, გამოკვლევით არაფერი მჭირს. კარდიოლოგმაც წესით გული არ უნდა იყოსო მარა მაინც გადავამოწმოთო და ახლა მაგის ანალიზებისთვის მიმართვებს ველოდები biggrin.gif.... რავი. sad.gif
ნერვოზია ალბათ. მაგრამ ასე უცნაური არ მქონია ჯერ, საიდან მოვიდა? სტრესული გარემო არ მაქვს ისეთი რომ რამეზე ბოლომდე გავიხარჯო ნერვებით.

Posted by: tanamshromeli 25 Feb 2019, 00:12
დავიღალე უკვე ყველა დაავადების მეშინია და თან ყველაფრის სიმპტომი ვიცი, მკურნალობის მეთოდები და ა.შ. მარტო სიმსივნის კი არა თითქმის ყველაფრის ლეტალურისა თუ არალეტალურის. ყოველ ორ თვეში ერთხელ ექიმთან დავდივარ და თან კარგად რო შემამოწმონ 1-2 სიმპტომს ვამატებ რომ დავაეჭვო ექიმი.

ერთ მილიმეტრიანი ჰემანგიომა მქონდა ხელის გულზე და დერმატოლოგთან წავედი აკრალური მელანომა ხომ არ არის მეთქი. ექიმმა უბრალო ჰემანგიომაა. თან დავიჯერე თან არა მერე მთელი დღე ვგუგლავდი "მელანომა მიმიკინგ ჰემანგიომა" და სამედიცინო რეპორტებს ვეცნობოდი. ამის შემდეგ საიდანღაც ქონდროსარკომა და იუნგის სარკომა დამესიზმრა და რბილი ქსოვილის ექო და რენტგენი გადავიღე. გულის ექოებზე, ანალიზებსა და სხვა რენტგენებზე ხო არაფერს ვამბობ. რატო დამემართა ასეთი აშლილობა ვერ ვხვდები, სიმსივნით დავაადებული ნათესავი არ მყოლია არავინ, თან ასე თუ ისე, დღეგრძელია ჩემ სანათესაოში ყველა.

რა ვქნა არ ვიცი, როგორც ვიცი იპოქონდრიას წამლები არ კურნავს, ფსიქოლოგებთან სესიებია დავიჯერო ერთადერთი გამოსავალი?

Posted by: subterranean 25 Feb 2019, 02:54
tanamshromeli
მესმის შენი. აი, ჩემი თავისთვის დასმული დიაგნოზების მცირე ჩამონათვალი:
თირკმლის უკმარისობა (ექიმთან იმ განწყობით მივედი, რომ დღე-დღეზე დიალიზზე შემართებდნენ. აღმოჩნდა, რომ წყალს არ ვსვამდი lol.gif)
მელანომა (უწყინარი ხალი, რომელიც სულ ისეთი იყო, როგორიც არის, მაგრამ რატომღაც ავიკვიატე, რომ იზრდებოდა)
პირის ღრუს და ენის კიბო (რაღაც 2-3 წერტილი მქონდა, სტრესის ფონზე)
ყელის კიბო (ღამით ვგუგლავდი ამას, მეუღლე გავაღვიძე და შევატყობინე, კიბო მაქვს-მეთქი. რეაქცია ძნელი წარმოსადგენი არაა. გაციება აღმოჩნდა ბოლოს)
ლიმფომა და ტვინის კიბო (დეტალებში ჩასვლა მეზარება, მაგრამ ბოლოს იმ დასკვნამდე მივედი, რომ სიმპტომები საძინებელში მშრალი ჰაერით იყო გამოწვეული smile.gif )
ნუ, ესენი სასიკვდილოები და არალეტალურს მგონი თვეში სამ დაავადებას ვპოულობ, რომელიც მგონია, რომ მჭირს biggrin.gif ლუპუსი, ცელიაკი და სულო და გულო, რაც გაგიხარდება.
მგონი სანამ მართლა რამე არ დამემართება, ვერ მოვისვენებ.

ბოლოს რომ ვიყავი ექიმთან (მგონი ნოემბერში), მითხრა, აუცილებლად უნდა მივხედოთ მაგასო, ფსიქოლოგთან უნდოდა ჩემი გაშვება თუ ფსიქიატრთან, არ მახსოვს, მაგრამ იმის მერე ცოტა შევამცირე სხვათა შორის გუგლვა და უკეთ ვგრძნობ თავს. საკუთარ თავზე მუშაობა ძალიან მნიშვნელოვანია.

Posted by: Tathagata 25 Feb 2019, 10:45
QUOTE
Miria

სალამი,
შენ გეტყობა კარგად ერკვევი მედიცინაში, რა მაინტერესებს, ისეთი ბუნებრივი პრეპარატი ან რამე რომელსაც ცუდი გარე ეფექტი არ აქვს და სრულად უსაფრთხო რომელია რომელიც ნერვებსაც დაგიმშვიდებს და ემოციურობისგანაც დაგიცავს? აი ნავთივით რო არ აფეთქდე უცებ smile.gif)

პ.ს. ომეგა 3 ზე რრას იტყვი?

Posted by: Miria 25 Feb 2019, 17:12
Tathagata
ომეგა სამი მეხსიერებისთვის არის კარგი.
ნერვებთან რა შუაშია - არ ვიცი, არ მსმენია.

ნერვებისთვის ბევრი ვალერიანს იღებს და შველით.
იქნებ ჰქონდეთ მწვანე აფთიაქში ვალერიანის მცენარის ძირები.
ის იყიდე და ნაყენი გააკეთე და ის დალიე.
ზოგს ესეც შველის.
(მომზადება:
თუ წვრილად არ არის დამტვრეული - დაამტვრიე, დაალაგე სუფრის კოვზზე. დაახლოვებით 1 სუფრის კოვზი უნდა იყოს, არა ''თავმობმული'' კოვზი.
ჩაყარე ეს დაქუცმაცებული ძირები ჭიქაში და დაასხი მდუღარე წყალი.
20 წუთის შემდეგ ამოიღე ვალერიანის ძირები).
ეს ნაყენი სვი დღეში 3-ჯე თითო სუფრის კოვზი.
მე ძალიან მიყვარს.
გემრიელია.
smile.gif

ზოგი ვალერიანის ჩვეულებრივ ტაბლეტებს სვამს და ის შველის.
დანარჩენი სხვა წამლები (სააფთიაქო წამლები, ასე ვთქვათ) - ყველა ძალიან ინდივიდუალურია:
შენ თუ დაგაწყნარებს, სხვა შეიძლება გააფსიხოს.
sad.gif

პ.ს. ღამე 8 საათი გადაბმული ძილი - მინიმუმ 50%-ით გაგიუმჯობესებს ნერვების მდგომარეობას - თავს ვდებ.
smile.gif

Posted by: Tathagata 2 Mar 2019, 19:08
მადლობა რჩევისთვის. ამ ვალერიანზე კატები გიჟდებიან. მათაც ნერვები ეშლებათ? smile.gif))) ვიკითხავ აფთიაქში

Posted by: roshen 5 Mar 2019, 01:19
გამარჯობათ, მოკლეს რისი ბრალი შეიძლება იყოს გაბრუება და თავბრუსხვევა? როცა თავბრუსხვევა მეწყება მაგ დროს ვიწყებ ნერვიულობასაც და მერე მგონია რო უნდა დავეცე და გავითიშო მარა მასე არასდროს მომსვლია, არც წავქცეულვარ არც გავთიშულვარ, არის 2-3 დღე რო გამოვდივარ მდგომარეობიდან და მერე ისევ მეწყება რამოდებიმე დღე ისევ ესე ვარ, ექიმთან ვიყავი, თავზეც გადამიღეს, ფილტვზეც გადამიღეს რენტგენი, გულზე ექოსკოპია, სისხლის საერთო, ჩიყვზე TSH თუ რაც ქვია ეგეც და შაქარზეც შემამოწმეს, ყველაფერი რიგზე მაქ. სხვა იდეები ხო არ გაქვთ კიდე რა ანალიზი ან გამოკვლევა შეიძლება რომ გავიკეთო? ძალიან დიდ დისკომფორტს მიქმნის და ამაზე რო ვფიქრობ მაშინ უფრო მემატება ეს შეგრძნებები, მაგ მომენტში ვგრძნობ რომ თვალებიც მიჭრელდება ხოლმე და შორს ხედვაც მიჭირს.

Posted by: giorgiddd 5 Mar 2019, 22:15

ბუსპირონის და რექსეტინის ერთად მიღება შეიძლება? ან ბუსპირონის მიღება რომ შევწყვიტო და მეორე დღეს რექსეტინი დავიწყო უკუჩვენება ხომ არ ექნება?

Posted by: thug 14 Mar 2019, 06:33
roshen

დიდი ალბათობით რის თემაშიც დაპოსტე ეხლა ეგ გჭირს
ნევროზი
Anxiety Disorder, Panic Disorder.

რავი თუ გინდა გადაიღე თავი მაინც...

Posted by: charliXL 20 Mar 2019, 11:54
თქვენი რჩევა მჭირდება, ეს დღეები ნერვები მღალატობს, ყველაფერზე მეშლება ნერვები თან ისეთ დონეზე რომ მეტირება და თმების დაგლეჯვა მინდა, ყოველდღე ასე ვარ, სულ მეტირება. მირჩიეთ რამე თუნდაც დამამშვიდებელი

Posted by: Elene30 21 Mar 2019, 17:12
აბა როგორ ხართ?
გაინტერესებთ ამ თემის ავტორი როგორ ვარ?! smile.gif)))
მოკლედ ღვთის წყალობით კარგად ვარ, მოვეჩვიე ამასთან ერთად ცხოვრებას.. პანიკური სეტევით ყოფილა დაავადებული საქართველოს ნახევარი მეტი თუ არა... ამან ძალიან მიშველა რომ გავიგე, მარტო მე არ ვარ ისტერიჩკა ))))))
ცუდად რო ვხდები ეგრევე ვთიშავ იმაზე ფიქრს, რომ შეილება მოვკვდე. არ მოვკვდები ვიცი გადამივლის და ეგრევ ხდება..
ყველაზე მეტად, მე რაც მაწუხებს არის ამჯერად ფეხით, რომ გავდივარ თავბრუ მეხვევა გადაჩვეულიც ვარ აქტიურ ცხოვრებას .. მანქანით დავდივარ ძირითადად მარა ბოლო დროს შვილთან ერთად დავიწყე პატარ პატარა მანძილებზე სიარული და რომ ვხედავ ცუდად გავხდი მარა არ მოვკვდი მეორე დღეს უფრო ვზრდი სასეირნო მანძილს .....
მოკლედ ჩვენ თავს ჩვენ თუ ვუშველით რა!

Posted by: DICOM 23 Mar 2019, 15:25
Elene30

QUOTE
მოკლედ ჩვენ თავს ჩვენ თუ ვუშველით რა!


ცხადია smile.gif

Posted by: Nathramatic 25 Mar 2019, 20:44
მეც დავფიქსირდები ამ თემაში ბარემ
დაახლოებით ორი კვირის წინ მქონდა პირველი შეტევა
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

მივედი ექიმთან ქუთაისში "ზაოდის სავაადმყოფოში" ფესტვანიძე მაიასთან
[სხვათაშორის კარგი ექიმია]
მოკლედ ნერვოზის დაწყებითი სტადია მაქვს და მარტივად ნერვებს ვარ აყოლილი
ბოლო ორი კვირაა გრანდაქსინზე , პეკამერცზე ვარ

ბარემ თბილისშინორმალური ფსიქოლოგი სად ავიყვანო , აი თერაპიებზე რომ ვიარო

Posted by: ldr 26 Mar 2019, 16:21
გამარჯობა,მირჩიეთ გამოცდილი ნევროლოგი ქუთაისში რომელიც ენის ბორძიკს მკურნალობს მოზრდილებში.
* * *
გამარჯობა,მირჩიეთ გამოცდილი ნევროლოგი ქუთაისში რომელიც ენის ბორძიკს მკურნალობს მოზრდილებში.

Posted by: Nathramatic 28 Mar 2019, 21:40
ldr
ზაოდის სავაადმყოფოში
ფესტვენიძე მაია
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «


კარგი ექიმი , მე მაგრად დამეხმარა მაგ კუთხით

Posted by: ეკაკო 1 Apr 2019, 15:28
მყავს 50 წლის დედა, 2 წელია აქვს გაბუჟება ტუჩების და ენის არეში, გამოკვლევებით ვერაფერი დაუდგინდა, ვერ გადაჭრით გვეუბნებიან რომ ნერვოზულია. მედიკამენტებით შვებაც ვერ მიიღო. ვინმეს რამე გამოცდილება თუ გაქვთ, ან რჩევა ვის მივაკითხოთ?

Posted by: TTTGGG 1 Apr 2019, 17:48
QUOTE (Elene30 @ 21 Mar 2019, 17:12 )

მოკლედ ჩვენ თავს ჩვენ თუ ვუშველით რა!

ნევროზი ნამდვილად ყველას აქვს. უბრალოდ ფორმებია სხვადასხვა. როგორც სხვა ორგანოებს ჭირდებათ მოვლა (მაგ: სწორად უნდა იკვებო რომ კუჭი არ დაავადდეს და ა.შ) ასევე გონებას. თუ არ ვცდები ფროიდმა თქვა ,, რომ იცოდნენ ადამიანებმა რამხელა გავლენა აქვთ მათ ფიქრებს მათზე სულ პოზოტიურად იფიქრებდნენო'' გონებრივ დაავადებებს წამალი არ შველით, როგორ სხვა დანარჩენს, დალევ წამალს უყურებ ფილმს და გამოკეთდები, გონებრივ დაავადებებს უნდა ებრძოლო და ამიტომაც ცოტა რთულია.

მაგრამ

დადებითაც შეხედეთ აბა ამ ყველაფერს? ეს გვასწავლის საკუთარი თავის მართვას მომავალში. თუ შენ დაიმორჩილებ ნერვოზთან ბრძოლით შენს ნერვებს, და მოერევი, დამიჯერე მომავალში უფრო მეტს შეძლებ საკუთარ თავთან მიმართებაში. ისწავლი ამით როგორ მართო სხვა მდგომარეობის დროს საკუთარი თავი. უბრალოდ ცხოვრების გამოწვევად მიიღე რომელიც გაგაძლიერებს. ,,წყნარი ზღვა კარგ მეზღვაურად ვერ გვაქცევს'' თუ გვინდა ძლიერები ვიყოთ მაშინ ამისთვის ბრძოლაა საჭირო. ბრძოლა ყველაფერთან . მათ შორის ამ რაღაც მაიმუნობასთან ნევროზი რომ ჰქვია biggrin.gif და საერთოდაც გონებაზე იზრუნეთ და გონება იზრუნებს შემდეგ თქვენზე. უსმინეთ მშვიდ მუსიკას, ისეირნეთ საღამოობით, ივარჯიშეთ სუფტა ჰაერზე დილაობით და რაც მთავარია იკითხეთ ბევრიი.

მეც გამომიცდია ეს და ვიცი რაცაა. ახლა ბევრად უკეთ ვარ : ))))
წარმატებები ყველას.

Posted by: david572 7 Apr 2019, 22:59
არ ვიცი დეპრესია სტრესი ან რა დავარქვა, უბრალოდ ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში არის გარკვეული პერიოდი, როცა სისტემატიურად უხასიათოდაა, ამდროს ყველაფერი ორმაგად გაწუხევს, მე სახეზე მეტყობა ხოლმე, 2 კვირის უძინარის და მაგარი ნახიშტარის სახე მაქვს, თვალები ჩალურჯებული და გამონაყარი რაღაც ალერგიულის მსგავსი. ყველა ადამიანს აქ ნევროზიც და გარკვეული სტრესიც, ესეთ დროს რთულია ვინმეს გვერდში დგომის გარეშე არსებობა. მეც გამომიცდია, მგონი ეხლაც მაქვს რაღაც მაგდაგვარი, აი ქრონიკული სტრესის მაგვარი სრული უხასიათობა და აქტიური ცხოვრებაა საჭირო, სულ სახლში არ უნდა იყო უბრალოდ, ხვალინდელი დღის მუღამით უნდა ცხოვრობდე რაა სახლში მარტო ყოფნა და ჩაკეტვა ამძაფრებს

Posted by: Dostoyevsky 11 Apr 2019, 21:42
ძაან ბევრს ვეწეოდი ერთდღეს როცა მოვწიე თითქოს სამყარო შეიცვალა გარემო და ყველაფერი ჩემთვის უცხო გახდა თითქოს მაშინ მივხვდი რო ადამინებიც რაღაც უცრო არსებები ვართ... ანუ ადამიანს უცხოპლანეტელივით უყურებდი ჩემს ირგვლივ და რაღაც სამყარო რო ამოგიტრიალდება და თავზე დაგემხობა ისეთი შეგრძნება მქონდა.. მის მერე ეს გრძნობა მიმეორდებოდა ხოლმე ნუ არც ისე ხშირად თუ გავიხსენებდი იმ კონკრეტულ მომენტს პირველად რო მომივიდა ეგ ხო აი მაშინ მიმეორებდა შეტევასავით მქონდა რა... ნუ დროთა განმავლობაში თითქმის მთლად გამიქრა და აღარ მქონა ეგ შეტევა მაგრამ ძილი არ მქონია აგერ უკვე 3 წელია წესივრად ღამეში 4-5 საათი მაქსიმუმ და ამასთანავე დეპრესია აკვიატება რამის უსაფუძვლო შიში და ა.შ რა ვქნა რა გავაკეთო? ყველაზე მეტად უძილობა გახდა ჩემთვის გაუსაძლისი და ეგ პრობლემა მინდა დავძლიო თორე დანარჩენს მოევლება დარწმუნებული ვარ იმიტორო ვარჯიში დავიწყე და როცა ვარჯიშობ მშვენივრად ვარ მაგრამ უძილობა საშინლად მიშლის ხელს.. 5 მილიგრამი დიაზეპამი არ მაძინებს მაინც მაღვიძებს ღამე, არც ადეპი მშველის ვიცი ყველაზე კაი ვარიანტი ექიმთან მისვლაა მაგრამ აქაც იქნებ თქვენი აზრი მომწეროთ ან ვინმემ პირადი გამოცდილებიდან ან კიდევ ვინმე მედიცინის მცოდნემ ეს ჩემთვის დიდი დახმარება იქნება და მადლობელი დაგრჩებით !

Posted by: Dostoyevsky 18 Apr 2019, 10:33
მარიხუანას ვეწეოდი საკმაოდ დიდიხანი, ეხლა დავანებე თავი 1 წელი იქნება მარა გამუდმებით მაქვს მოუსვენრობის შეგრძნება და უძილობა ანუ შუაღამეზე გამომეღვიძება და აი არ არსებობს რო ძილი შევიბრუნო. როგორ მოვიქცე? ექიმთან ვიყავი ერთხელ 20 დღე მასვლა რაღაც წამლები მარა არმიშველა

Posted by: Agonist 22 Apr 2019, 21:26
Dostoyevsky
ივარჯიშე საღამოს არ დაინდო თავი აღარაფრის თავი როარგექნება მერე დაგეძინება მე პირადად ველოსიპედით დავდიოდი საღამოა ბევრს და კარგად რო დავიღლებოდი კარგად მეძინებოდა. არადა მარიხუანა ინსომნიას კურნას მარა ზომა არვიცით ჩვენ

Posted by: chipstarrr1 24 Apr 2019, 21:55
მოკლედ არვიცოდი სად მეკითხა და აქ ვიკითხავ.. სახის მარცხენა მხარე მაქვს აი თითქოსდა ანესთეზია გამიკეთეს. ენის მარცხენა ნახევარიც და ტუჩების მარცხენა ნახევარიც ისეა თითქოსდა სტომატოლოგთან ვიყავი ) . თვალი სულ მიცრემლიანდება და დაპაჭუნებისდროს მარცხენა მხარე აგვიაებს და ფაქტიურად არ პაჭუნდება givi.gif .. ლაპარაკის დროს ტუჩებსი მარცხენა ნახევარი ვერ მოძრაობს ნორმალურად
QUOTE
ნევროზი, დეპრესია და სტრესი

ესენი შეიძლება იყვნენ დამნაშავე ?! ).

Posted by: namr 26 Apr 2019, 09:22
QUOTE
ნევროზი, დეპრესია და სტრესი


გამარჯობა. ვარ 24 წლის. ბოლო წლებია და რაც დრო გადის თითქოს უფრო და უფრო მირთულდება, აი თითქოს შრომისუნარიანობა დამიქვეითდა, ყველაფრის მიმართ ხალისი დავკარგე. აი არაფრის გაკეთების ენერგია და ხალისი არ მაქვს, თუმცა სურვილი მაქვს. მთელი დღე ვზივარ სახლში, კომპიუტერთან და ეგეც მწყინდება ხოლმე, მაგრამ სხვა რამის კეთებაც არ მინდება. სახლიდანაც იშვიათად გავდივარ, ახლო მეგობრები ფაქტიურად არ მყავს, ანუ ურთიერთობა არავისთან არ მაქვს. ყოველი დღე ერთფეროვანია ჩემთვის. არ ვიცი რა მჭირს. თავს ვგრძნობ სრულიად უსარგებლო არსებად და საკუთარი მომავალიც ვერ წარმომიდგენია. ვერ წარმომიდგენია გოგოსთან ურთიერთობა, ცოლის მოყვანა, ბავშვის ყოლა, ზოგადათ როგორც ნორმალური ადამიანი ცხოვრობს ისეთი ცხოვრება ვერ წარმომიდგენია. არადა სურვილი ნამდვილად მაქვს, მაგრამ ეს ყველაფერი შეუძლებლად წარმომიდგენია... ამ ბოლო დროს ზოგჯერ ისე ვარ ხოლმე, რომ ვფიქრობ ჩემს სიცოცხლეს არანაირი აზრი არ აქვს, თუმცა არც ისეთი გამბედავი ვარ რომ თავი მოვიკლა, თან გულის სიღრმეში მაინც ვთვლი რომ იმედი არ უნდა დავკარგო და რომ მომავალში ყველაფერი დალაგდება, რომ ამ ქვეყნად ერთხელ მოვდივართ ყველა და რაცარუნდა მძიმე იყოს ცხოვრება მაინც უნდა ვიცხოვროთ და არ ვთქვათ უარი იმ ერთხელ ნაჩუქარ სიცოცხლეზე.....

მადლობთ ყურადღებისთვის და დიდი სიამოვნებით მივიღებდი თქვენგან ეს იქნება რჩევა, თუ საკუთარი გამოცდილების გაზიარება თუ ოდესმე რომელიმე თქვენთაგანიც ყოფილხართ ჩემს მდგომარეობაში... smile.gif

Posted by: kenj 26 Apr 2019, 11:51
namr
მესმის შენი მდგომარეობა, მეც ეგრე ვიყავი ბოლოს შფოთვები დამეწყო და მივხდი ძაან დავევშვი, არავისთან კონტაქტი აღარ მინდოდა ვაფშე ჩავიკეტე ძმაკაცებს აღარ ვეკონტაქტებოდი ვცდილობდი დისტანცია დამეჭირა ყველასგან, აბსოლუტურად ყველაფრის ხალისი დავკარგე, სუიციდური აზრებიც საკმაოდ მქონდა, იგივე სიტუაცია მე 25 ის ვარ და მეთქი რას ვაკეთებ რა მინდა ''მოსიარულე გვამი'' რასაც ქვია, თანაც უკან რო მოვიხედე არაფერი არ ჩანდა რას ვაკეთებდი ეს პერიოდი აი დღეს რო დავიბრიდო როგორ ვიცხოვრე რა მაინტერესებდა როგორი ტიპი ვარ მოკლედ ძაან გავჭედე მაგრამ, მთავარი მომენტი ის არის რო ეგ ყველაფერი იყო ჩემი ბრალი ანუ მე გავიჩალიჩე ეგ სიტუაცია და ჩემივე მოსაგვარებელი იყო ასე ვთქვათ და დავიწყე ყველაფერი ნოლიდან რასაც ქვია, ყველაფერი შევცვალე მოწევას შევეშვი კვებაც კი შევცვალე გონება გავიწმინდე 2 დღე ვიშიმშილე ახლა პერიოდულად ვაკეთებ და მაგრა მეხმარება, ეს იმიტო ავღნიშნე რო საკუთარი თავის ძიება ''ჩვენნაერ'' ტიპებს ყველაზე მეტად სჭირდება და ძალიან მაგრა დამეხმარა, ხო ნუ ამის მერე გავანალიზე რა მინდა რა მომწონს მაინტერესებს რისი გაგეთების სურვილი მაქ და დავიწყე მოქმედება და დამეწყო ისევ აკვიატებები ისევ უკან მექაჩებოდა რაღაც დედდა..მოდღნული თითქოს მარა იგნორი და ვცდილობ ამოვიდე და საგრძნობლად უკეთ ვარ მოტივაცია მივეცი ჩემს თავს და შედარებაც არაა, თანაც რა პრობლემაა 24 ის ხარ 54 ის ხო არა ჩამოყალიბდი რა გინდა რა მოგწონს და მიაწექი არ წახვიდე შენი სურვილის წინააღმდეგ მაგარი ცუდია ისევ ისტრესები, მითუმეტეს შენვე აღნიშნე სურვილი მაქვსო ჰოდა რას ელოდები მიდი რისი სურვილიც გაქვს ის გააკეთე არ წახვიდე სურვილის წინააღმდეგ ეგ გაამოვცადე და ყველაზე ცუდია გააკეთე რაც გინდა აი ყველაფერი შეცვალე რისი შეცვლაც გინდა პრობლემა არი შენში ჩემში და არა სხვაგან, ის ტიპი გახდი ვინც გინდა აი ყოველდღიურად დაიწყე და ჰკითხე შენს თავს რა შევცვალე დღეს და ასე შემდეგ..
მოკლედ ვერ ჩამოვაყალიბე კარგად მარა ნუ ჩემი აზრია მე ეს მეხმარება და ვიცი რო ამოვალ იმ ჭაობიდან სადაც მე თვითონ დავეშვი ჩემივე არასწორი გადაწყვეტილებებით, + გამოცდილება მწარე მიღებული გაქ და საკმარისია.

Posted by: Tornike Alashvili 27 Apr 2019, 12:19
namr
QUOTE
ამ ქვეყნად ერთხელ მოვდივართ ყველა და რაცარუნდა მძიმე იყოს ცხოვრება მაინც უნდა ვიცხოვროთ და არ ვთქვათ უარი იმ ერთხელ ნაჩუქარ სიცოცხლეზე.....

რა თქმა უნდა არა მარტო უნდა იცხოვრო. უნდა იცხოვრო როგორც უფლის შვილი. უკვდავი სულის მატარებელი და ყველაფერი გააკეთო უფლისთვის და ამ უკვდავი სულისთვის. რათა გყავდეს ამ ცხოვრებიდან წასვლისას საყვარელი ადამიანები, ვისაც გულს დაწყვიტავ და ვინც ილოცებს შენთვის - შვილები, შვილიშვილები, მეგობრები,ახლობლები და კიდევ სხვა მრავალი,ვისაც გაუკეთებს სიკეთეს . მთავარია იპოვნო აზრი ცხოვრების და მიზანი. შემდეგ გაბედო ...
-----
სტრესები თუ გაქვს გადატანილი.... ტოქსიკური რამე ზემოქმედება - შეიძლება მძიმე ტვირთად გაწვებოდეს და გაკავებდეს, მაგრამ არის მათი გადალახვის გზები და ახალი სიჩქარის აკრეფვააა საჭირო შემსუბუქებული და სიხალისით.

ქართველობა ძნელია, მაგრამ აუცილებელი და საპატიო

Posted by: namr 27 Apr 2019, 13:22
Tornike Alashvili
QUOTE
რა თქმა უნდა არა მარტო უნდა იცხოვრო. უნდა იცხოვრო როგორც უფლის შვილი. უკვდავი სულის მატარებელი და ყველაფერი გააკეთო უფლისთვის და ამ უკვდავი სულისთვის. რათა გყავდეს ამ ცხოვრებიდან წასვლისას საყვარელი ადამიანები, ვისაც გულს დაწყვიტავ და ვინც ილოცებს შენთვის - შვილები, შვილიშვილები, მეგობრები,ახლობლები და კიდევ სხვა მრავალი,ვისაც გაუკეთებს სიკეთეს


smile.gif

QUOTE
ტოქსიკური რამე ზემოქმედება


ამაში რა იგულისხმება? არ ვეწევი, არ ვსვავ და არც ნარკოტიკებს არ მოვიხმარ. ადრე ფიზიკურად ვვარჯიშობდი კიდეც, მაგრამ ბოლო წლებია მაგის ხალისი და ენერგიაც აღარ მაქვს თუმცა სურვილი ძალიან დიდი. მოკლედ არ ვიცი რა მჭირს. შეიძლება ორგანიზმში რამე პრობლემა მაქვს და მაგის ბრალიც იყოს...

Posted by: Tornike Alashvili 6 Jun 2019, 10:55


https://www.youtube.com/watch?v=8X56vaMwqMg

ფსიქოლოგის ან ჰომეოპათის ჩარევა იქნება კარგი

Posted by: ___GRUZIN__ 9 Jun 2019, 14:59
გამარჯობა.20 წლის ვარ.2 სლის უკან მქონდა ნერვოზი და წამლებით ნელნელა გამოვედი.2 კვირის უკან გავცივდი და სიცხე მომცა თან ყელიც გამიცივდა და მოკელდ 1 კვირა ვისიცხიანე.ვინერვიულე ამ ყველაფერზე და სავარაუდოდ ნერვოზი მაქვს ახლაც.ვარ დაღლილი.არაფერს არ ვაკეთებ თუმცა დაღლილობას ვგრძნობ.თავის ტკივილსაც ვგრძნობ.მქონდა პანიკური შეტევა ორჯერ.მაინტერესებს ჩამოთვლილი სიმპტომები დამახასიათებელი თუა ნერვოზისთვის? და ბარემ თუ გქონიათ ისეთი შემთხვევა როდესაც ნერვოზის მდგოამრეობაში ტემეპრატურას ეთამაშა 37 ზე ასულიყოს ,ან 1 ხაზით გადაცდენილიყოს

Posted by: niniaa 11 Jun 2019, 15:51
ნევროზი და არა ნერვოზი... პანიკური შეტევა ფსიქოტროპულ მედიკამენტებსაც ახასიათებს და ვითომ რეკრიაციული მოხმარების ნარკოტიკებსაც... ხომ არ იღებდით რამე ასეთს?

Posted by: Tornike Alashvili 12 Jun 2019, 00:40
არსებობს ნევროზი და ნევროზისმსგავსი მდგომარეობები, ნევროზი სტრასის ფონზე ან გადაღის შედეგად წარმიშვება. ნევროსის მზგავსი დარღვევევი სხვა დაავადებრების ფონზე წარმოქმნილი ნერვული აშლილობებია. რაც აღწერე წააგავს ნევროზისმგავს დართვევას + ნიკოტინით გამოწვეულ პანიკურ აშლილობებს

https://forum.ge/?f=15&showtopic=35088553

Posted by: Natuka NGN 12 Jun 2019, 15:32
სანამ ტემას გახსნიდეთ, იცილეთ კატალოგი: https://forum.ge/?f=43&showtopic=35021764&st=0
უერთდება

Posted by: wolf-larsen 13 Jun 2019, 07:29
მართლა ექიმების თემა მეგონა და ნინია არ გაიჩითა ტო........ facepalm.gif

მაგის არცერთი რეკომენდაცია არ გაითვალისწინოთ ხალხო ჯანმრთელობას თუ აფასებთ smile.gif

Posted by: Kakasha 18 Jun 2019, 22:48
თუ დამეხმარებით ვინმე დიდი მადლობელი დაგჩებით,, <3 დავიტანჯე , ორი თვის უკან სამსახურში რესტორანსი სოკო ვჭამე სახში რო მივედი ცუდად ვგრძნობდი თავს პაღარათი და გულის რევის შეგრძნება მქონდა მუცელი არ მტკიოდა,,, წნევა მქონდა ავარდნილი მაღლა გული უფრო და პლიუს პულსი თავბრუსხვევა მქონდა და გათიშვის შეგრძნება,,, სავადმყოფოში გადამიყვანეს კუჭი ამომირეცხეს გადასხმები დამიდგეს სისხლის ანალიზი გამიკეთეს და გამომიშვეს დილით უკან და იმის მერე დამეწყო ორ თვე ნახევარია უკვე,,, ძირითადად გულის წნევები, თავბრუსხვევა, გათიშვის შეგრძნება, ოფლიანობა, გულის რევის შეგრძნება, უჰარეობა თითქოს ფილტვები არ მომყვება ბოლომდე, თვალებში გაორება და თვალების ჩაწითლება, სუსტად ყოფნა, თითქოს ვკვდები ხოლმე და კისრის დაჭიმულობა თითქოს ლოდი მადევს კისერზე სულ,, ძილით კარგად მძინავას,, ანალიზები გავიკეთე სისხლის, შარდის, კოაგულოგრამა, კარდიოგრამა რამდენჯერმე, მუცლის ღრუს ეხო, თავის ტვინის კატე, ფარისებრზე ანალიზი,, თითქმის ყველაფერი ნორმაშია კატემ მიჩვენა ჰაიმორიტი რაზეც ვმკურნალობ და ფარისებრზე ანტისხეულები ამომივიდა ზედმეტობა,,დანარჩენი ნორმაშია ,,, ნერვოპათოლოგთან ვიყავი მამუკა მაკარიძესთან დამინიშნა წამლები პანიკური შეტევები დამისვა დიაგნოზად მაგრამ ჯერ თავს ვიკავებ ფსიხოტროპულების დალევისგან,,, იქნებ ვინმე ხართ კომპეტენტური ამ საკითზში გთხოვთ დამეხმარეთ, ცხოვრების 2 თვე წამართვა ამ ყველაფერმა sad.gif

Posted by: thug 24 Jun 2019, 00:05
Kakasha

გააგრძელე ჩვეულებრივი ცხოვრება სხვანაირად ვერ დაგეხმარება ვერავინ
რა წამლები გამოგიწერა?
დატესტე წამალი ნახე თუ გშველის როცა შეტევა გაქვს
მერე ჩაიდე ჯიბეში წამალი და გააგრძელე (ეცადე გააგრძელო) ჩვეულებრივი ცხოვრება
თუ რამე იცი დალევ წამალს და არ მოკვდები smile.gif)


Posted by: Kakasha 24 Jun 2019, 09:57
thug
( ციტომაქსი, მედაზეპამი და ვენრლაქსორი ) დღის განმავლობაში და შეტევების დროს დიაზეპექსი ჩაღეჭეო... გუშინ დავიწყე დალევა წამლების და ძააან მიმძიმს არ მიყვარს გაბრუებულ მდგომარეობააი ყოფნა თან... წუხელ ღამე გამეღვიზა თან თითქოს წამიერად საგნები გაიწელა სანამ თვალის ოპტიკას გავასწორებდი :დ მერე ძლივს მოვახერხე ჩაძინება ისევ
* * *
thug
მგონი სიცოცხლის საფრთხის შემქმნელი არაფერი უნდა მჭირდეს ხო იმდენი ანალიზები გავიკეთე

Posted by: thug 24 Jun 2019, 17:09
Kakasha

არა რამე რომ გჭირდეს გამოჩნდებოდა ანალიზებში

იმდენნაირი ფიზიკური სიმპტომები აქვს ნევროზს რაც კი წარმოგიდგენია ყველაფერი შეიძლება დაგემართოს. მაგრამ არ ნიშნავს რომ რამე მოგივა და მოკვდები მაგის გამო.
სწორედ ფიზიკური სიმპტომებია რაც აძლენებს ნევროზთან ბრძოლას. მარტო თავში რომ იყოს გაანალიზებ რომ ნევროზია და უფრო ადვილად გადააგდებ... როცა ფიზიკურად ხარ ცუდად ძნელია უფრო.

დიაზეპექსი რატო გაბრუებს თუ დიდი დოზა არაა უბრალოდ უნდა დაგაწყნაროს.

ღამე გაღვიძება და უცნაური დაბნეული შეგრძნებაც ეგაა ნევროზია...
მოკლედ რომ დარწმუნდები რომ ნევროზია და სხვა არაფერი ნელ-ნელა მიხვდები და ადრე რომ მოწამვლა ან სხვა რამე გეგონა დააკავშირებ ყველაფერს ნევროზთან...

Posted by: Kakasha 24 Jun 2019, 17:31
thug
თირკმელებზე,ფილტვებზე და კუჭნწლავზე არ გამიკეთებია გამოკვლევა მარტო დანარჩენი თითქმის ყველაფეი გავაკეთე ენცეფალოგრამის გადაღებას ვაპირებ ეხლა თვალების სიწითლე მაქვს გამუდმებით და შიდა ქალი წნევაც გამოვრიცხო დაჟე ტოქსიკოლოგთან მისვლას კი თავში მიტრიალებს, პირშიც ცუდი გემო დამეწყო sad.gif ,,, ეჭვიანი ადმიანი ვარ და დაჯერება მიჭირს რომ მართლა ნერვოზია მთელი დღე თავბრუსხვევა და სუსტად ყოფნა :// ,, ძირითადად ამის გამო ვიტარებ ამდენ ანალიზსს sad.gif თანნ ფინანსებიც გამითავდა ეხა.. 5 მილიგრამიანია დიაზეპექსი,, იგივე დიაზეპამია მოგეხსენაბათ,, მაგრამ ვფიქრობ აღარ დავლევ მაგას ძლიერი შეტევის დროს და ჩემით გამოვიყვანო მაგ დროს თავი ძალიან არ მომეწონასავით თან წავიკითხე მიჩვევას იწვევსო რაც ნამდვილად არ მინდა ,, ხო ააქამდე არ მქონია ეგ ღამე უეცარი გაღვიძება და sad.gif( ოორი დღეა დავიწყე ნერვოპათოლოგის წამლები ცოტა მიმძიმს შეგუება,, ნერვოპათოლოგის წამლები ჩამოგითვალეთ და ამ წამლებთან ერთად ძილის წინ კატაბალახას ნაყენი რომ დავლიო ხოლმე ასე 40 50 წვეთი ანდაც გლიცინი ორი ტაბლეტი რომ ღამე აღარ გამეღვიძოს ან დიაზეპექსის ჩაღეჭვა რომ აღარ მომიწიოს შეიძლება ?

Posted by: thug 24 Jun 2019, 22:14
Kakasha

დიაზეპამს რომ სვავ მაინც გეღვიძება და ცუდად გძინავს?
ხო ყოველდღიურად ცუდია დიაზეპამი.
სხვა ვარიანტები რავი ცადე და შენ თითონ ნახავ თუ იმუშავებს დალიე ხოლმე.

ანტიდეპრესანტებს სვავ? მაგას დრო უნდა თან კაი ხანი 1 თვე მაინც რომ იგრძნო შედეგი.

Posted by: Kakasha 25 Jun 2019, 08:01
thug
დავლიე გუშინ წინ ნახევარი დიაზეპამი ჩავღეჭე და შუა ღამეს გამეღვიძა უეცრად საგნების გაწელვა და ამბ3ბი :დდ დღეს დანიშნულებასთან ერთად 40 წვეთი კატაბალახა დავლიე გამეღვიძა ღამე მაინც მერე ირი გლიცინი ჩავიდე ების ქვ3შ და დამაძინა
* * *
კი ერთი ტრანკვილიზატორი მაქ გამოწერილი და ორი ანტიდეპრესანტი

Posted by: shavi_kheli 25 Jun 2019, 20:36
Antidepresanti ratom panikuri shetebebis da akviatebuli azrebs dros AR mesmis.


Dopamin gamoikopa tvinshi meti da magas Antidepresanti rogor ushvelis

Magas unda Neuroleptika

Posted by: Kakasha 25 Jun 2019, 20:54
shavi_kheli
არ ვიცი :/ როგორც ყველა ამბობს საქართველოში საუკეთესო ნერვოპათოლოგთაბ ვიყავი ბატონ მამუკა მაკარიძესთან .. ( ციტომაქსი, მედაზეპამი და ვენრლაქსორი) დამინიშნა დღის განმავლობაში

Posted by: thug 26 Jun 2019, 00:26
shavi_kheli

ხშირ შემთხვევაში იყენებენ ანტიდეპრესანტებს პანიკური აშლილობის სამკურნალოდ
ბევრი კარგი გამოხმაურებაც აქვს



Posted by: shavi_kheli 26 Jun 2019, 13:33
thug
Kakasha
AR vici da arc arasodes wamikitxavs

Seratonins da Dopamin s Rom erti Wamali aregulirebdes.


Pesimisturi fiqrebi sxvaa
Da soko vchame
Dzaglma mikbina da amitom var cudad EG akviatebebia


Saqartveloshi Sanam shizofrenia AR dagemartebs aseti Rom qvebs isvri maqamde AR Midian neuroleptikastan radgan rtuli dasaregulirebelia da raze aitkion autkivari tavi.

Posted by: thug 26 Jun 2019, 17:50
shavi_kheli

ნუ ფაქტია რომ არა მარტო საქართველოში ყველა ფსიქიატრი წერს ანტიდეპრესანტს პანიკის სამკურნალოდ...

Posted by: Kakasha 26 Jun 2019, 18:49
shavi_kheli
ჩემი ტექსტი თუ წაიკითხე ნუ კი მაქვს აკვიატებული რომ ვფიქრობ რაღაც მჭირს ანალიზების ჩაბარების მიუხედავად და ძირითადად სუფთა ვარ .. აკვიატებული უფრო იმიტო მაქვს რომ იმენა შეტევა მემართება ხოლმე ძირითადად სულ დაძაბული ვიყავი თავბრუსხვევა დღის განმავლობაში თვალების სიწითლე და კისრის დაჭინულობა წნევების თამაში გულის წნევა ამდის ხოლმე 100ამდე..პლიუს პულსი100 + ზე.. და შეტევის დროს თითქოს ვკვდები ამას თან ერთვის ხოლმე გათიშვის შეგრძნება, თავბრუსხვევა , გულის რევის შეგრძნება ხანდახან უჰაერობა, ხშირი ბოყინი თითქოს უნდა მღებინოს მარა ჰაერი ამომდის .. პლიუს კუჭ ნაწლავის პრობლემა ხან შეკრული ვარ ხან გახსნილი კუჭში :/ ნეტა მარტო აკვიატებული მქონდეს რაღაც და ასეთი შეტევები არ მემართებოდეს პლიუს წონაში დავიკელი ძალიან თან მადა დამიქვეითდა sad.gif

Posted by: shavi_kheli 26 Jun 2019, 21:02
thug
Piradad shen gaqvs amisi gamocdileba?

Posted by: thug 27 Jun 2019, 00:24
shavi_kheli

რისი?
გამომიწერა მეც
ვსვი და არ მიშველა


* * *
shavi_kheli
აგერ გადახედე ხშირად გამოყენებულ მედიკამენტებს პანიკური დისორდერის სამკურნალოდ

https://www.anxieties.com/152/introduction-common-medications-for-anxiety-disorders#.XRQrAehKiUk

Posted by: Kakasha 27 Jun 2019, 09:22
thug
თუ არ გიშველა ანტიდეპრესანტებმა როგორ უშველე თავს ?

Posted by: thug 27 Jun 2019, 16:51
Kakasha

ვერ ვუშველე...

ცუდად თუ ვარ ლორაზეპამს ვსვავ...


Posted by: shavi_kheli 27 Jun 2019, 18:31
thug
Ramdeni xania rac ase xar


Lorazepams mec vsvam

Posted by: Kakasha 27 Jun 2019, 18:51
thug
სიმპტომები ჩემნაირი გაქვს ზუსტად ?
შეტევეჰი რამდენ ხანში ერთხელ გაქვს ხოლმე

Posted by: shavi_kheli 27 Jun 2019, 21:04
Kakasha
Kakasha
Dro chirdeba da swori mkurnaloba da mainc ver inkurnebian male.


Me mqonda sheni msgavsi simptomebi, magram mag dros saavadmkoposhi viweqi.

Shetevebi dasawkishi lorazepami momces da Agar mqonda araferi, mere shechvevas iwvevso da momixsnes da icocxle, xan koveldge mqonda sheteva xan dgeshi 2 jer
Gamitac magvidzebda Shetevebi.

Koshmari iko 2-3 tve

Posted by: thug 27 Jun 2019, 23:19
shavi_kheli

1 წელია სადღაც...
შენ?
ლორაზეპამს ვსვავ სადღაც 2-3 თვეა ოღონდ ძაან პატარა დოზას და ისიც ყოველ დღე არა.. 0.5 ტაბლეტები მაქვს

შენ რა სიხშირით და რამხელა დოზას სვავ?


Kakasha

რავი იმენა შეტევა რასაც ქვია ეგენი მქონდა თავიდან და ემერჯენსიშიც ვიყავი 2-3 ჯერ მეგონა ინფარქტი მარტყავდა smile.gif))
ეხლა შეტევები არ მაქვს უბრალოდ ტვინი მე*ყვნება ხოლმე დაძაბულობისგან და ლორაზეპამს ვსვავ რომ დავიკიდო
შეიძლება ეხლაც შეტევები მაქვს უბრალოდ არ ვანიჭებ მნიშვნელობას.
ანუ თავიდან როცა არ ვიცოდი რა იყო ეს ნევროზი ვპანიკდებოდი
ეხლა თუ რამე მემართება ვიცი რომ ნევროზისგანაა და უბრალოდ ველოდები გამიაროს. თუ კაი ხანი არ გადის ლორაზეპამს ვსვავ და ეგაა ...





Posted by: shavi_kheli 28 Jun 2019, 08:45
thug
10 tve zustad

Lorazepams me tavidanve vsvavdi, mere momixsnes da mere isev sxva eqimma daminishna.

1 mg vsvavdi dgeshi, exla 0,5
Dadzabulobas mixsnis magram Dzaan manelebs.


Principshi shens msgavsad unda damelia mec mxolod sawiroebis shemtxvevashi.

Posted by: Kakasha 28 Jun 2019, 10:25
shavi_kheli
thug
ვიმკურნალებ მაკარიძის მეთოდით 2 თვე ნახევრიანი კურსი მოგვიწევსო მითხრა და ვნახოთ რა იქნება ,,, ლორაზეპამი არ მარა შეტევის დროს დიაზეპექსი დამინიშნა მე 5 მგ მაგრამ მაინც ვცდილობ ხოლმე ცუდად გახდომის დროს ხშირად არ მივიღო არ მინდა დამოკიდებული გავხდე მაგაზე,, სამჯერ ჩაღეჭე 1 კვირის მანძილზე და ვყოფ ხოლმე ტაბლეტს და 2,5 ვსვავ

Posted by: shavi_kheli 28 Jun 2019, 11:03
Kakasha
Gmerti shensken

Netavi martla 2,5 tveze meti AR dagchirdes

Posted by: Kakasha 28 Jun 2019, 13:09
shavi_kheli
გაიხარე მადლობა... არადა საკმაოდ პატარა ვარ ნერვოზისთვის sad.gif

Posted by: shavi_kheli 28 Jun 2019, 14:39
Kakasha
Ramdeni wlis xar?


Exla vkitxulobdi adaptolze
Mgoni AR unda ikos Cudi medikamenti

Posted by: thug 28 Jun 2019, 18:08
shavi_kheli

ანუ 10 თვე ყოველ დღე სვავ?
გიცდია რამდენიმე დღე არ დაგელია?

Kakasha

დიაზეპამი, ლორაზეპამი, ზანაქსი და ა.შ. ყველა ერთი კლასში გადის ანუ ერთი წამალია რა
ბენზოდიაზეპინია ყველა

მაქსიმალურად ეცადე რომ მხოლოდ მაშინ დალიო როცა აუცილებლობაა.



Posted by: shavi_kheli 28 Jun 2019, 19:31
thug
Xo daaxloebit

Tu Ar chavtvlit dasawkishi Rom momixsnes

AR micdia magram tu damaviwkda daleva xelebshi makankalebs da cudad var.

Vfiqrob adaptolit xo AR chavanacvlo.


Meshinia isev shetevis

Posted by: Kakasha 28 Jun 2019, 20:47
shavi_khelithug
23 წლის ვარ.. კი როცა აუცილებელია ხოლმე მაშინ ვსვავ ხანდახან თავსაც ვიკავებ არ დავლიო და დაჟე მთლიან ტაბლეტს არ ვსვავ ნახევარს ვტეხავ ხოლმე და ისე ვსვავ

Posted by: makmanus 28 Jun 2019, 21:51
Kakasha
რა ქენი იყავი გამოკვლევაზე?მასეთი შეტევები ნაღველმაც იცის,14 დღიანი მკურნალობა მაქ და თუ არ გამივლის ოპერაციას გამიკეთებენ,სანამ ნევროზამდე მიხვალ ყველაფერი უნდა გამოიკვლიო რომ არ გაგეპაროს ხო იცი

Posted by: Kakasha 28 Jun 2019, 22:24
makmanus
ხვალ ვაპირებ მისვლას სიმონასთან თირკმელები და მუცლის ღრუ უნდა გადავაღებინო შეილება გულიც გადავაღებინო ვნახოთ.. თუ იცი მუშაობს ხოლმე შაბათს ? კუჭ ნაწლავზე არ მივსულვარ ჯერ არსად .. ხალხო ამ ანტიდეპრესანტებმა ან ტრანკვილიზატორმა კუჭის აშლა იცის?

Posted by: makmanus 28 Jun 2019, 22:42
Kakasha
კი მუშაობს შაბათს ,დილითვე მიდი 10 საათიდან,ყველა დამამშვიდებელი და ანტიდეპრესანტი ნაღველს აღიზიანებს,ციტომაქსი გაქ როც ვიცი დანისნული და გასტრიტსაც იწვევს რაც ჯერ არ გაქ გამოკვლეული და შეიძლება ისედაც გაქ,

Posted by: thug 29 Jun 2019, 00:10
shavi_kheli

დამოკიდებული ხარ ესეიგი ლორაზეპამზე...
ცუდია...


Posted by: Kakasha 29 Jun 2019, 09:10
makmanus
პირველად მივდივარ მაგ კაცთან და იმედი მაქვს მარტო ეხოს არ გადამიღებს და არ გამომიშვებს უკან იქნებ მომისმინოს და მირჩიოს კიდეც რამე

Posted by: makmanus 29 Jun 2019, 11:44
Kakasha
რომ გადაიღებ და რას გეტყვის მითხარი აბა

Posted by: Kakasha 29 Jun 2019, 12:44
makmanus
მივედი თირკმელები და შარდის ბუშტი გადავაღებინე და ავერსში გადაღებული მუცლის ღრუს ეხო ვანახე და ყველაფერი ნორმაშიაო,,, მუცლის ღრუს გადაღებას წესით არ საჭიროებო,,,

Posted by: makmanus 29 Jun 2019, 13:04
Kakasha
ავერში გადაღებულ ეხოში ნაღველზე არაა ყველაფერი წესრიგში,ენაზე ნადები გაქ?

Posted by: Kakasha 29 Jun 2019, 13:39
makmanus
როგორი ნადები ? ნადებში რას გულისხმობ ანუ ?

Posted by: makmanus 29 Jun 2019, 13:53
Kakasha
თეთრი ან ყვითელი ენა

Posted by: Kakasha 29 Jun 2019, 14:05
makmanus
ნუ არა არამგონია მასეთი არაფერი მგონი რააც ვუყურებ ეხა.. კუჭ ნაწლავი ვიკითხე მანდ კლინიკაში და ქალაქის სავადმყოფოში ირაკლი ბებიაშვილი თუ რაღაც მასეთი გვარის მირჩია რეგისტრატორმა

Posted by: makmanus 29 Jun 2019, 15:01
Kakasha
კი მე ვიყავი ბებიაშვილთან ოთხშაბათს და მომეწონა,

Posted by: Kakasha 29 Jun 2019, 16:05
makmanus
რა ღირს კონსულტაცვია და ზონდის გადაყლაოვა?>

Posted by: makmanus 29 Jun 2019, 16:21
Kakasha
ჯამში 99 ლარი დაგიჯდება,ოთხშაბათობითაა ირაკლი ბებიაშვილი,დანარჩენ დღეებში ირმა იმნაძე,უზმოდ მიდი დილიდანვე,არც წყალი არ დალიო

Posted by: Kakasha 29 Jun 2019, 16:39
makmanus
ძვირია საკმაოდ .. ჯერ მინდოდა ენცეფალოგრამა გამეკეთებინა და სად გავიკეთო ვეღარ გავიგე აზოტში ნეტა ნორმალური აპარატი აქვთ ? 30 ლარი მიტხრეს

Posted by: makmanus 29 Jun 2019, 17:02
Kakasha
არ არი ძვირი თბილიში 170 დამიჯდა ექიმი და ზონდი,გაიკეთე აზოტში ბევრი იკეთებს მანდ,არამგონია ცუდად აკეთებდნენ

Posted by: Kakasha 29 Jun 2019, 20:36
makmanus
ხო ანუ ავერსმა 100 დამიფასა და ფასში სხვაობამ დამაეჭვა ,, ანუ აქ მოძველებული ტექნიკა ხომ არ აქვთქო მაგას ვფიქრობ

Posted by: thug 30 Jun 2019, 05:43
shavi_kheli
ლორაზეპამი როცა გაქვს დალეული
დაგილევია სასმელი?

Posted by: shavi_kheli 30 Jun 2019, 09:21
thug
Ara

Rame saswauls shveba?

....................................

Posted by: thug 30 Jun 2019, 17:23
shavi_kheli

რავი არ შეიძლებაო ერთად და მაინტერესებს ვინმეს თუ დაულევია რა ხდება მაგ დროს

Posted by: shavi_kheli 30 Jun 2019, 18:11
thug
Tavtan da Tavis tkivilebtan rogor xar?


Me damitova tavze shegrdzneba titqos shemocherili maq ragac, samkaroc dzalian bevria da Tavis tkivilebi.

Posted by: thug 30 Jun 2019, 18:38
shavi_kheli

საბედნიეროდ თავის ტკივილები არ მაწუხებს საერთოდ

მე არ ვსვავ ლორაზეპამს ყოველ დღე
ზოგჯერ 2 კვირა გავა არ დავლევ

გირჩევ ნელ-ნელა მოუკლო დოზას და გაანებო.

Posted by: WITTMA_NN 2 Jul 2019, 10:01
კლონაზეპამიც არ შეიძლება ნასვამზე და პახმელიაზე მაგრამ მაგაზე მაგრად არაფერი მშველის ნაბახუსევზე და აბა რა ვქნა.10 წელზე მეტია ვსვავ

Posted by: Sean 2 Jul 2019, 12:29
QUOTE
ლორაზეპამი როცა გაქვს დალეული
დაგილევია სასმელი?

რა ლორაზეპამი და სასმელი თავს რატომ იკლავთ sad.gif

არც ბენზოებზე და არც ანტიდეპრესანტებზე არათუ სასურველი არაა, კატეგორიულად არ შეიძლება, ძალიან მძაფრი რეაქცია შეიძლება ქონდეს ორგანიზმს რაც კარგად არ დასრულდება

Posted by: shavi_kheli 2 Jul 2019, 19:51
thug
Xo, vecdebi...
Tu shevdzeli...

...............................................

Posted by: Kakasha 3 Jul 2019, 09:01
ფეხებში სიცივე გაყინვის შეგრძნება ნერვოზის სიმპტომია? ვეგეტო ნერვოზს ვებრძვი

Posted by: NankA2203 3 Jul 2019, 15:53
თუ იცით ვერტიგოს დროს თავბრუსხვევა რომა ქვს ადმაინას , რამდენ ხანს გრძელდება ან ემდიკამენტებსი გარდა რა უდნა გააკეთოს რო მ გაიაროს ამ თავბრუსხვევებმა

Posted by: shavi_kheli 3 Jul 2019, 22:22
Kakasha
Shen pm ver kitxulob xom?


...........................

Posted by: Kakasha 5 Jul 2019, 15:07
shavi_kheli
მოგწერე ეხა ვნახე,,,

Posted by: WITTMA_NN 10 Jul 2019, 10:38
Kakasha მეც ვეგეტო მაქვს კი ზუსტად მასე ვიყავი მეც.ნუ გეშინია არაფერია თავისით გაივლის.20 წელზე მეტია მაქვს და შემიძლია თამამად გითხრა რომ დავამარცხე smile.gif

Posted by: Schweiger 15 Jul 2019, 01:58
გამარჯობა.
ვისაც გაქვთ ან გქონიათ ნევროზი, თხოვნა მაქვს მომწეროთ პირადში.
ძალიან მჭირდება ამ თემაზე ვინმესთან საუბარი.

Posted by: marimari11 3 Sep 2019, 18:49
ძაან რთული ყოფილა საკუთარ თავზე და ნერვებზე კონტროლის დაკარგვა
სანამ არ გამოცდი საკუთარ თავზე, მაქამდე ვერ მიხვდები


Posted by: thug 4 Sep 2019, 07:58
marimari11
QUOTE
ძაან რთული ყოფილა საკუთარ თავზე და ნერვებზე კონტროლის დაკარგვა
სანამ არ გამოცდი საკუთარ თავზე, მაქამდე ვერ მიხვდები


user posted image


Posted by: Kikunaa 4 Sep 2019, 20:16
WITTMA_NN
QUOTE
Kakasha მეც ვეგეტო მაქვს კი ზუსტად მასე ვიყავი მეც.ნუ გეშინია არაფერია თავისით გაივლის.20 წელზე მეტია მაქვს და შემიძლია თამამად გითხრა რომ დავამარცხე

შეგიძლია მითხრა როგორ დაამარცხე? ასე უბრალოდ თავისით გაგიარა?

Posted by: f4rloww 23 Sep 2019, 17:58
ვისაც შფოთვა და პანიკური შეტევები გაქვთ მომწერეთ ფბზე ჯგუფში გაგაწევრიანებთ <3

Posted by: Schweiger 2 Oct 2019, 02:24
QUOTE
ვისაც შფოთვა და პანიკური შეტევები გაქვთ მომწერეთ ფბზე ჯგუფში გაგაწევრიანებთ <3


მე ვერ გწერთ, იქნებ თქვენ მომწეროთ.

Posted by: makmanus 2 Oct 2019, 11:39
Schweiger
როგორ ხარ?დაიწყე წამლები?

Posted by: Schweiger 2 Oct 2019, 15:36
makmanus

არა ჯერ არც მივსულვარ...

Posted by: bach1la 12 Oct 2019, 17:31
f4rloww
გამარჯობა იქნებ გამაწევრიანოთ ჯგუფში .

მოკლედ ერთი შეხედვით მაქვს კარგი ცხოვრება, ვმუშაობ მაქვს საკუთარი ნორმალური შემოსავალი, მაგრამ ამ ბოლო დროს სამსახურში ცოტა დავიტვირთე ფსიქოლოგიურად, ასევე ვგრძნობ რომ მაქვს ნერვოზი . პარტნიორთან სექსუალური კავშირის შემდეგ მგონია ხოლმე რომ რამე ინფექციურ დაავადებას ავიკიდებ , ამასწინათ კიდევ დავლიე რამდენიმე დღე დალევა მომიწია და ძალიან ცუდად ვიყავი , შემდეგ მოსაწევიც დავამატე და ესე მეგონა ჩამტოვა კაიფში , ექიმთნ ვიყავი ანალიზები გავიკეთე და ყველაფერი რიგზეა . უბრალოდ კარდიოგრამას რომდახედეს მითხრეს, რომ ნიკოტინის ეფექტიაო , არ ვარ მწეველი ზოგადად, უბრალოდ ძაან ბევრი მოვწიე მთვრალზე ერთჯერადად და ამის შემდეგ დაიწყო ყველაფერი, ცუდად რომ გავხდი დამეწყო უაზრო ფიქრები, ნერვიულობამ ფსიქოლოგიურად გამოიწვია წნევის მაღლა ავარდნა .

ახლა მაქვს შემდეგი სიმპტომები:
ასე მგონი თავბრუმეხვევა (უფროსწორად გაბრუებულია თავი) , ასევე ზოგჯერ ძილის წინ როცა ჩაძინებისკენ მივდივარ მგონია რომ ცუდად ვხტები და შევხტები ხოლმე, . წნევებიც მქონდა 150 , ასაკით 23 წლის ვარა . ეს წნევები მოგვარდა ასე თუ ისე , ასევე გულზე ცოტა სიმძიმესაც ვგრძნობ, არადა ყველა ანალიზი აჩვენებს რომ კარგად ვარ . ასე მეგონა სამსახურმა დამღალა და დასვენება მიშველიდა, მაგრამ გვიანობამდე რომ მძინავს ვიღვიძებ დაღლილი უკვე, თავბრუსხვევით .

მოკლედ დამინიშნა ექიმმა რაღაც ტრანკვილიზატორი (ადაპტოლი) - ამასაც უწერია უკუჩვენებაში თავბრუსხვევა . ვეღარ გავიგე რომელი ერთს დავაბრალო . ამ წამლებს რომ ვსვავ, ლაპარაკი მეზარება თითქოს, რომ ვლაპარაკობ რაღაც გულს ეხამუშება ... ადაპტოლთან ერთად ვსვავ საძილეს, "სეროლეპი" ქვია მაგრამ მთელი დღე მეძინება და ფინთდ ვარ ..

Posted by: Schweiger 12 Oct 2019, 22:46
bach1la

QUOTE
დამინიშნა ექიმმა რაღაც ტრანკვილიზატორი


ტრანკვილიზატორი რისთვის გამოიყენება საერთოდ იცის მაგ ექიმმა? დაანებე თავი და მსუბუქი ბუნებრივი დამამშვიდებელი მიიღე. მე გარეკილი მქონდა და გლიცინით გამოვედი. 2 ლარამდე ღირს, 50 აბია, ენის ქვეშ დღეში სამჯერ და შფოთვებს მოგიხსნის. არც დამოკიდებულებას გამოიწვევს და არც გავნებს.

რაც შეეხება შენ სიმპტომებს. ემოციურ ფონზე დაგეწყო და თუ არ აყვები დამიჯერე მალევე გაქრება, აღარ გემახსოვრება. ცოტა დაისვენე, მარიხუანა დაივიწყე სამუდამოდ, ნუ სიგარეტს თუ ეწევი წნევები და გულის აჩქარება არ უნდა გიკვირდეს.

სექსს რაც შეეხება ეგ ბევრს ჭირს, ინფექციების და ბაქტერიების შიში ძალიან გავრცელებულია, ამიტომ უნდა იხმარო პრეზერვატივი.

მოკლედ ექიმი არ ვარ, უბრალოდ ცოტათი ვერკვევი ფსიქოლოგიურ საკითხებში და ჩემი რჩევაა ცოტახანი დაასვენო შენი თავი, ბევრს ნუ მოწევ, ნუ დალევ, ძილი მოიწესრიგე, როცა დრო გექნება სახლში არ ჩაჯდე და რამე სასიამოვნო აკეთე. პლიუს გლიცინიც მიაშველე და ეგაა : )

Posted by: pilo772 13 Oct 2019, 09:44
ამას რამე ეშველება? smile.gif
https://www.facebook.com/kax31/videos/532813167468684/

Posted by: night-blue 15 Oct 2019, 20:29
QUOTE (pilo772 @ 13 Oct 2019, 09:44 )
ამას რამე ეშველება? smile.gif
https://www.facebook.com/kax31/videos/532813167468684/

სიმულიანტია ეგ.. ნევროზი არაა ეგ lol.gif

Posted by: Schweiger 16 Oct 2019, 00:42
pilo772
QUOTE
ამას რამე ეშველება?
https://www.facebook.com/kax31/videos/532813167468684/


biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
მაგას არ ვიცი და მე რაც მაგ ვიდეოს ვუყურე ფსიქიკა უფრო შემერყა

Posted by: bach1la 16 Oct 2019, 16:18
Schweiger
გამარჯობა მეგობარო მადლობა პასუხისთვის .

მოკლედ წნევები ასე თუ ისე დამირეგულირდა, 120-80 ზე მაქვს სტანდარტულად . შევწყვიტე ყველანაირი წამლის მიღება , ასევე გავიკეთე ანალიზები თითქმის ყველაფერზე, მათ შორის აივზე ბ და ც ჰეპატიტზე, სუფთა ვარ .
ახლა უბრალოდ დამრჩა თავის ტკივილი, აი თავი მაქვს გაბრუებული თითქოს მაგარ პახმელიაზე ვარ . ეს თავის ტკივილი ძირითადად ტრანკვილიზატორების მიღების შემდეგ დამეწყო , ეს ნევროზული არამგონია იყოს იმიტო რო მაწუხებს ცვეტში .

ყოველდღიურად ბოლო წლების განმავლობაში 10 დან 7 მდე ვზივარ კომპთან ვმუშაობ, პახოდუ ცოტა სტრესი შემხვდა და აღარ ვიცი რას დავაბრალო, განსაკუთრებით ღამე მაწუხებს ხოლმე თავის ტკივილი სახლში რო ვრჩები და ვწვები დასაძინებლად, რაც შეეხება დეპრესიას , იქედან გამომდინარე რომ მთელი დღე მუშაობა მიწევს, სახლში ჩაჯდომის დროც არ მაქვს . პახოდუ არვიცი თავის გაბრუების ბრალია თუ რისი ბრალია, მაგრამ სმენა მაქვს გაღვივებული, აი მესიჯი რომ მომდის ტელეფონზე მაგის ხმაც კი მკაფიოდ მესმის ..
* * *
Schweiger
სიგარეტის და მარიხუანის მწეველი საერთოდ არ ვარ, დასალევსაც ძაან ნაკლებად ვსვავ, უბრალოდ 2-3 კვირის წინ ისე მოხდა რომ რამდენიმე დღე მომიწია გადაბმული სმა და მოწევა, და შესაძლოა ამითაც დაისტრესა ორგანიზმი . კარდიოლოგმა როგორც კი დახედა ჩემს კარდიოგრამას თქვა რომ მწეველების კარდიოგრამააო .

Posted by: Schweiger 16 Oct 2019, 17:45
bach1la
QUOTE
გადაბმული სმა და მოწევა


პირველი მტერი ორგანიზმის. სიგარეტი იმდენ პრობლემას იწვევს.... მეც მწეველი ვარ და რაც მჭირს 80 % მაგის გამო მჭირს.

* * *
QUOTE
კარდიოლოგმა როგორც კი დახედა ჩემს კარდიოგრამას თქვა რომ მწეველების კარდიოგრამააო


მწეველ ადამიანს რამე თუ აწუხებს პირველ რიგში უნდა დააბრალოს სიგარეტს ჩემი აზრით. წნევები, თავის ტკივილი, გულის აჩქარება-ნიკოტინმა იცის.

Posted by: qetiqeti76 28 Oct 2019, 15:34
მეგობრებო,პერიოდულად მაწუხებს სუნთქვის უკმარისობა.ჩასუნთქვა მიძნელდება,მერე მთქნარება მეწყება.ადრეც მქონდა იშვიათად და ნახევარი ვალიუმი მშველოდა.ორი დღეა ისევ შემომიტია.თითქოს ყელში მახრჩობს,ვალიუმი აღარ მშველის.შეიძლება ისევ ვეგეტონვროზია? თუ რამე სხვა მჭირს?
* * *
ერთი თვის წინ ძილში უჰაეეობამ გამაღვიძა
მეორე დღესვე წავედი კარდიოლოგთან,მითხრეს,რომ გულის ამბავი არ არის.მოსმენით არც ფილტვების.შეიძლება ვეგეტონევროზმა გამოიწვიოს მსგავსი სიმპტომები? ადრე ნახევარი ვალიუმი მიხსნიდა,ეს ორი დღეა ვალიუმიც არ მშველის.თითქოს ფილტვები არ მევსება და უნდა გავიგუდო.ვის მივაკითხო,რა გავაკეთო? 
* * *
ხო,კიდევ,გაზაფხულზე ვიყავი გვილიასთან,მქონდა გამუდმებითი ბოყინ-სლოკინი.გვილიამ მითხრა,რომ ეს გამოწვეული იყო ვეგეტონევროზით.ვიმკურნალე ბიჯეტრიკით და გრანდაქსინით და ძალიან შემიმცირდა.ახლა,როცა ღრმად ჩასუნთქვას ვცდილობ,მეწყება მთქნარება და ისევ ბოყინი. 
* * *
ვარ ცხვირის წვეთებზე დამოკიდებული,მაქვს ჰიპოთირეოზი,თუმცა ვმკურნალობ და რემისიის სტადიაში ვარ.ხშირად მიწევს სტრესულ გარემოში ყოფნა.გასაგებია,რომ ეს ყველაფერი ვეგეტატიური ნევროზის ნიშნებია,მაგრამ არ მინდა გამომეპაროს რამე ორგანული დაავადება.ვის მივმართო არ ვიცი... 
* * *
ერთი თვის წინ ოტო-რინო-ლარინგოლოგთანაც ვიყავი,ვუთხარი,რომ წვეატებზე ვარ დამოკიდებული.დამინიშნა ანტიჰისტამინები და ჩასაწვეთებელი,მითხრა,რომ აეროზოლს არ უნდა გავეკარო,მაგრამ ვერ შწვძელი.ვიგუდები თუ ცხვირით არ ვსუნთქავ.შეიძლება ალერგიის ბრალიც იყოს? რა ხდება ჩემს თავს,არაფერი დამიმალოთ 
* * *
გუშინ წინ დამემართა ასე.დავლიე ვალიუმი და ასე თუ ისე მომიკლო,გუშიმაც მქონდა,ისევ ვალიუმი+ნოშპა.დღეს ისევ დამეწყო.ნახევარ რექსეტინს ვსვამ წლებია,დღეს გრანდაქსინიც დავლიე,მერე ბიჯეტრიკი
ახლა ერიუსიც.იქნებ ალერგიულია? სალბუტამოლის სპრეი გამოვიყენო? მიპასუხეთ რა

Posted by: Зайцева 28 Oct 2019, 18:06
qetiqeti76
თუ რამე დაავადება არ ჩანს გამოკვლევებში ფსიქოთერაპევტს მიმართეთ

Posted by: A kingdom of dreams 8 Nov 2019, 16:34
პანიკური აშლილობა, პანიკის შეტევების ჯგუფში კი დავწერე, მაგრამ თქვენთანაც დავწერ, ძალიან მჭირდება თქვენი რჩევები.

ბოლო 6 თვეა შევიცვალე სამსახური და მიწევს უფრო დიდ დისტანციაზე მგზავრობა სამარშრუტო ტაქსებით, ვიდრე ბოლო 3 წლის განმავლობაში, 6 თვის წინ გადაადგილებისთვის მუდმივად მეტროს ვიყენებდი და ნუ მეტნაკლებად კომფორტულად ვიყავი.
ბოლო პერიოდში დამეწყო ასეთი შეგრძნებები, შუა გზაში საშინლად მცხელა, გული მიჩქარდება, მუცელში უსიამოვნო შეგრძნებები მაქვს და მგონია რომ გული წამივა. პირველი ასეთი შეტევის დროს დავაბრალე საკვებს და დიარეას, შემდეგ თვეში ერთხელ მემართებოდა, ახლა კიდევ ბოლო კვირაში თითქმის ყოველ დღე. როგორც კი სამარშრუტოდან ჩამოვალ, ჰაერზე გავივლი ან ტაქსიში გადავჯდები, სადღაც 20-30 წუთში ეს სიმპტომები მიქრება. მსგავსი რამ არასოდეს დამმართნია სახლში ან სამსახურში.
ვერ ვხვდები რა არის, შფოთვა, პანიკური შეტევები თუ რა, მაგრამ ამ შემთხვევების პარალელურად ბოლო ერთი წელი ისე გავატარე, რომ არაფერი მნიშვნელოვანი არ გამიკეთებია. ვერაფერზე ვკონცენტრირდები, ვეღარც ვსწავლობ, ვეღარც ვკითხულობ, მეხსიერება ისე გამიუარესდა და ისეთი მარტივი რაღაცები აღარ მახსოვს, უკვე მეწყება ფიქრები რომ ვერაფერს შევქმნი ცხოვრებაში. მთელი ჩემი ცხოვრებაა ვკითხულობდი, ვსწავლობდი და რა? მაინც აღარაფერი მახსოვს.

სამსახურზე მაინც დავამატებ, ახალ სამსახურში ვარ ბევრად უფრო მშვიდ გარემოში, ჯანსაღი აზროვნების მქონე ხალხში და სამსახურის მხრივ თითქმის აღარ მაქვს სტრესი. არადა მანამდე ყველა წინა სამსახური ისეთი სტრესული იყო, მუშაობის გარდა ცხოვრებას ნაკლებად ვახერხებდი ხოლმე. ამის მიუხედავად, ნებისმიერ ახალ თასქზე, რომელზე 10ჯერ და 100ჯერ რთულს წინა სამსახურებში მთელი მონდომებით ვებრძოდი ხოლმე, ახლა ბოლო წამამდე ვწელავ, ვერ ვუდებ გულს რომ ბოლომდე ჩემებურად გამოვიკვლიო. არადა ანაზღაურებაც ორჯერ მეტი მაქვს და საქმეც ორჯერ უფრო საინტერესო. ჩემი უფროსი ვერ ამჩნევს ამას, საბოლოო ჯამში მაინც კარგი ხარისხით ვასრულებ ჩემ საქმეს, მაგრამ მე ხომ ვიცი რომ ეს არაა ჩემი მაქსიმუმი და სრულიად დაშტერებული ვარ ჩემი ამ მდგომარეობით.

წინასწარ მადლობა ყველას, ვინც გამომეხმაურებით და არ დაგეზარებათ ჩემი პრობლემების წაკითხვა. იმდენად უჩვეულოა ჩემ ირგვლის მყოფი ხალხისთვის ჩემი ეს მდგომარეობა, მათი რჩევები დიეტით და მართვის მოწმობის აღებით შემოიფარგლება და ეს კიდევ უფრო მეტად მაღიზიანებს და იწვევს გაუცხოების შეგრძნებას.

Posted by: freeandhappy 15 Nov 2019, 16:28
მაინტერესებს უმადობა ვის გქონიათ და ყლაპვის შიში..

Posted by: pilo772 20 Nov 2019, 11:36
წუხელ დაძინებას რო ვაპირებდი დმეწყო შემდეგნაირი მომენტი, როგორც კი ღრმა ძილის ფაზაში გადავდიოდი, მაშIნვე მაღვიძებდა მწვავე ხველება. როგორც კი გამომეღვიძებოდა ხველება მიწყდებოდა და არანაირი სურვილი დახველების არ მქონდა....

12 ხდებოდა რო დავწექი და კაი 1 საათი მაინც იყო როცა ბოლო ბოლო დამეძინა მაგ წვალებაში sad.gif
ხო და არის ვარიანტი რომ ეს ნერვოზული იყო?

Posted by: Agonist 20 Nov 2019, 11:45
A kingdom of dreams
პირიქით ის რო უფრო მშვიდ გარემოშიხარ და არაფერი გაწუხებს შეიძლება ცუდად სწორედ ეგ მოქმედებდეს. ისეთ დროს მქონდა პანიკური შეტევები როცა არც პირად ცხოვრებაში მქონია პრობლემები და არც სამსახური მაწუხებდა. მეტროში ხშირად მემართებოდა ეგრე მეგონა გულიწამივიდოდა ამოვდიოდი და ფეხით გავდიოდი 1-2 სადგურს. პანიკურია დარწმუნებულივარ არაფერი გჭირს ზოგჯერ უმოქმედობამ უფრო იცის მეტი საფიქრალიგაქ მზგავს სიტვაციაზე უფრო დატვირთული სამსახური როქონდა სხვა საფიქრალები გქონდა ალბათ და ანეიტრალებდა. კითხვა დაიწყე ტრანსპორტში ყურადთების გადასატანად თუ მაინც დაგემართა არაუშავს ღრმად ჩაისუნთქე იმაზე იფიქრე რო პანიკური შეტევისდროს გამორიცხულია რამე მოგივიდეს და რომც მოგივიდეს ტრანსპორტში ხალხია და ყველა ვარიანტში გიშველიან. ყურადღება უნდა გადაიტანო სხვა რამეზე ფიქრებმა არუნდა წაგიღოს

Posted by: Henyd0r1 20 Nov 2019, 18:28
ვინმე ნორმალური ნევროოლოგი მირჩიეთ რა
მესამესთან ვიყაივუკვე
ყველა თავის წამალს მინიშნავს, ვსვამ, ვითომ რაღც ეფექტი აქვს, გადის რამდენიმე თვე და პრობლემა ოდნავდაც არ გვარდება.

პულსის და გულისცემას ვგრძნობ მთელ სხეულში, სულ ოდნავ შეხებაზეც კი. და პრინციპში, ისედაც. კი მივეჩვიე უკვე და იმდენად აღარ მაწუხებს, მაგრამ თელი ცხოვრება ესე ხოარუნდა ვიყო ? - _ -

მირჩიეთ რა ვინმე

Posted by: Erovnuli_ligaa 21 Nov 2019, 05:05
ხალხო 25წლამდე ვინმეს პერიოდები წნევები გქონიატ ??160 170 თუ მარტო ავღმოჩნდი მსოფლიოში ))

Posted by: Henyd0r1 21 Nov 2019, 09:35
Erovnuli_ligaa

მე არასოდეს მქონია - 26ის ვარ
მაგრამ ჩემ მირგვლივ რამდენსაც გინდა, განსაკუთრებით გოგოებს

Posted by: m1n10na 26 Nov 2019, 19:27
Saxamomshvidobis..gtxovt iqneb mitxrat es wamali konkretulad ristvis aris da rame sashishi ukuchveneba xom ar aqvs .. morfintan ertad tu sheidzleba rom mivixouser posted image

Posted by: AGONIA 26 Nov 2019, 20:30
წამლებს აზრი არ აქვს მე არაფერს მშველის მაგრამ გამოსავალი რაშია არ ვიცი ალბათ 21 საუკუნის სენია

Posted by: ladusha2 27 Nov 2019, 14:20
Schweiger


რამდენი ხანი ეწევი? მეც ვეწევი და ერთი 13 წელია დიდად არმაწუხეს, ანუ წნევები და რაც შენ დაწერე დანარცენი. მაწუხებს მხოლოდ ის რო დანებება მინდა და ვერფრით მოვიკრიბე ძალები.

Posted by: ნინა 30 Nov 2019, 20:40
მუსიკის თერაპია ერთერთი უძლიერესია სხვა თერაპიებს შორის. მუსიკის მოსმენის სიკეთეს ყოველი ადამიანი გრძნობს. ხოლო მუსიკის შესრულება კიდევ უფრო აქტიურად მოქმედებს ადამიანის შინაგან სამყაროზე: აწესრიგებს, აორგანიზებს, უმძაფრებს კოორდინაციას, უხსნის სტრესს, აძლევს თავისუფალი მოქმედების და სწორი გადაწყვეტილებების მიღების უნარს. რაც შეეხება ფიზიკურ ჯანმრთელობას უშუალოდ აძლიერებს სასუნთქ სისტემას, რაც არეგულირებს სისხლის მიმოქცევას, შესაბამისად წნევას. გუნდში სიმღერა ააქტიურებს შემოქმედებით იმპულსებს, ადამიანს მატებს სიმხნევეს და სიცოცხლის სიხარულს.
„საავტორო სტუდია“ სწორედ ასეთ მომსახურებას გპირდებათ. გუნდში სიმღერა შესაძლებელი იქნება ყველა ასაკის ადამიანისთვის, რომელსაც ექნება სიმღერის სურვილი, შესაბამისი მუსიკალური მონაცემების ფონზე.
მეცადინეობა ჩატარდება კვირაში ერთხელ ორი აკადემიური საათი, შესვენებით.
მომსახურების საფასური: 50 ლარი, გადარიცხვით, ხელშეკრულების საფუძველზე.
დაგვიკავშირდით
595 355846
saavtorostudia@gmail.com

Posted by: whitecaucasian 9 Dec 2019, 22:41
პანიკური შეტევების თემაც ყოფილა სადღაც მაგრამ ვერ ვიპოვნე. აქ დავწერ და იქნებ მერე ვიპოვნო
მოკლედ ჩემს პრობლემასაც ვიტყვი.
დამეწყო წნევის უცებ აწევებით,გულის პულსი 120-130 ამდიოდა. შიში,სტრესი,საშინელი მდგომარეობა.
ხან ყოველდღე მემართებოდა,ხან ორ-სამ დღეში ერთხელ. რამოდენიმე თვეა უკვე.
ბოლო 10 დღეა ეს მაღალი წნევა აღარ მაქვს და უეცარი გულის აჩქარება,მაგრამ მაქვს სტრესი საშინელი დაძაბულობა,დაჭიმული ვარ სულ,პანიკური შიში რაღაცის,კონკრეტულად არაფრის. მოკლედ ძაან ცუდ დღეში ვარ. რაღაც წამალი გამომიწერეს სიპრალექსა 10მგ მაგრამ დავლიე 2.5 მგ და კინაღამ გავგიჟდი. საშინელება. ანოტაციაში ჩონჩხი უხატია. მოკლედ ერთ თვეში დაიწყებს მოქმედებასო და ერთ თვეში მე გავრეკავ,თან დამშალა ერთმა დალევამ და სხვა რას მიზავს.
მემართება ჭამის შემდეგ.
ორი დღე არ ვჭამე მაინტერესებდა თუ დამემართებოდა და არ მომსვლია.
ვჭამე თუ არა დამეწყო ეგრევე.
ექიმებს ვეკითხები და კიდიათ,დალიე ანტიდეპრესანტიო. მე კიდევ მოზეზი მინდა გავიგო. ამ ანტიდეპრესანტს ვერ ვსვავ.
ვსვავ ომეგა 3,ბ ვიტამინებს,მცენარეული ანტიდეპრესანტები მაქვს კიდევ.
იქნებ თქვენ იცოდეთ რა კავშირში უნდა იყოს ჭამა და ეს პანიკური შეტევები?
ბალახეული წამალიც ვიპოვნე იგივე მოქმედებით რასაც ეს სიპრალექსა აკეთებს ჰიპერიპლანტ ქვია,ზვერაბოი ყოფილა,ქართულად არ ვიცი რა ქვია. იმანაც ცუდ დღეში ჩამაგდო. ეხლა აქ წავიკითხე სადღაც 5 ჰტპ.
მაგას ვიყიდი ხვალ სავარაუდოდ.
იქნებ იმ თემაშიც ჩააგდოთ რა ეს პოსტი ან ლინკი გამომიგზავნეთ მე დავწერ.
ვინმე კომპეტენტური იქნებ გამოჩნდეს ვინც მიზეზს მეტყვის.
ამ საზღვარგარეთ თავის განძრევა არ უნდათ ამ ექიმებს,აქ ფორუმზე უიფრო მეტი გავიგე ვიდრე ექიმებისგან.
მადლობა.

Posted by: makmanus 10 Dec 2019, 00:05
whitecaucasian
მაღალი წნევა არა მე დაბლა მივარდება წნევა და ყველაფერი ჭამის შემდეგ,ნაღველის ბრალია ჩემთან,ისე ანტუდეპრესანტს რომ გინიშნავენ ასე ადვილად,ნევროზამდე რომ მიხვიდე ჯერ ყველაფერი უნდა გამორიცხო

Posted by: illuminatiQUEEN 10 Dec 2019, 03:44
makmanus
ენაზე თეთრი ნადები ნაღველის ბრალი შეიძლება იყოს? ნაღველი შეიძლება იყოს რაიმე ნერვულის ან პანიკურის მაპროვოცირებელი?
ყველაფერი გამოცდილი მაქვს თითქმის რაცკი ამ თემაში დაწერეს
წლის განმავლობაში ბენზოებს ვსვავდი ახლდა შევწყვიტე ნელნელა 2 თვე კარგად ვიყავი და ამ კვირაში ისევ დამეწყო პანიკური შეტევები

Posted by: Domaci 10 Dec 2019, 05:46
whitecaucasian
კუჭ- ნაწლავის პრობლემა ხომ არ გაქვს? დიაფრაგმის.

მე მაქვს დიაფრაგმის პრობლემა. როცა ვჭამ ისეთ საჭმელებს მაგ. დროჟიანს, ციტრუსებს, მოკლედ სადაც ბევრი გაზებია ეგრევე არითმიის შეგრძნება მეწყება დიაფრაგმის პონტში. მერე ტვინი ამას პანიკად აღიქვავს და ეგაა ნერვიული დაძაბულობა.

მუცელზე გძინავს?
* * *
illuminatiQUEEN

კი მქონდა მეც თეთრი ნადები

სტრესი და ნერვიული აშლილობა კუჭზე მაგრად მოქმედებს. ნაღველსაც აღიზიანებს და ნადებიც ჩნდება

თავბრუს ხვევებიც ხომ არ გაქვთ?

Posted by: makmanus 10 Dec 2019, 08:14
illuminatiQUEEN
კი ენაზე ნადები ნაღვლიდან არის დიდი ალბათობით მეც მასე მაქ,ნევროპათოლოგმა მითხრა ნაღველო აღიზიანებს ნერვიულ სისტემას და მიხედე მაგასო ციცხალი თავით არ მინიშნავს ანტიდეპრესანტებს
,Domaci
დიაფრაგმა აწვება გულის კოვზს და იწვევს მასეთ შეგრძნებებს,ამ დროს ერთვება ნერვიულ სისტემა და შიში გიპყრობს,გგონოა რომ პანიკურიბშეტევაა,როგორ მოიცილე მადები ეგ მასწავლე

Posted by: whitecaucasian 10 Dec 2019, 10:23
დიაფრაგმა რა არის ?
კუჭნაწლავი საშინელ მდგომარეობაში მაქვს ბავშობიდან. ომეპრაზოლს ვსვავ 40 მგ მაგრამ რამდენიმე დღეში ერთხელ. ადრე სულ ვსვავდი. ჰერნია გაქვსო საყლაპავის. ეხლა ვკითხულობდი ბ ვიტამინებს და რაღაც მინერალებს ვერ ითვისებსო ორგანიზმი დროთაგანმავლობაში როდესაც ომეპრაზოლს სვავ. ხოდა ბ ვიტამინი აუცილებელი ყოფილა სეროტონინის გამომუშავებისთვის. ნაღვლისბუშტის ეხოსკოპია გამიკეთეს და არაფერი გჭირსო. დილას პირი გამომშრალი მაქვს.
მოკლედ შეიძლება ეხო იძახდეს არაფერიაო და ფუნქცია დარღვეული იყოს ნაღველის ისე რომ ასეთ დღეში მაგდებდეს?
შეტევებიც აღარაა სულ მაქვს უკვე. გუშინ მთელი დღე ესე ვიყავი საღამოს გამიშვა. დღეს დილიდან ესე ვარ. არც მიჭამია. ორი დღე არ ვჭამე იმ დღეს და კარგად ვიყავი.
მოკლედ ლამისაა გავგიჟდე. ამ ანტიდეპრესანტებსაც ვერ ვსვავ. უარესად მხდის. რაც ეს სიპრალექსაა თუ რაა ეგ დავლიე გაბრუებული ვარ მგონია დამაშტერა.
* * *
შეიძლება ამ ანტიდეპრესანტმა ესეთი შედეგი მისცეს ადამიანს??
“გამომათაყვანა” ეს სიტყვა ყველაზე კარგად შეეფერება.
გაბრუებული ვარ.
* * *
თან სულ რამდენიმე დღე ვსვი და აღარ გამოდის თუ რა უბედურებაა

Posted by: makmanus 10 Dec 2019, 12:48
whitecaucasian
კი შეიძლება ეხოზე არ ჩანდეს,ნაკეცი ხო არ იყო?თუ ნაღვლის პრობლემაა ანტიდეპრესანტი უარესდღეში ჩაგიგდებს ნაღველს,დიეტა დაიცავი

Posted by: Domaci 10 Dec 2019, 14:57
makmanus

სიგარეტს მოუკელი თუ მწეველი ხარ
კვება გამოსწორე . საუზმე არ გამაზო
ყავა დროებით ამოიღე.
და ფიზიკური ატივობა. ისეირნე 30-40 წუთი




2 კვირაში აღარ მქონდა

ხოდა კიდე რაღაც წამალს ვსვავდი ჭამის წინ, პაკეტებშია სეროფის სახით
ჭამამდე 30 წუთით ადრე უნდა მიიღო . მონელებას უწყობს ხელს.

Posted by: whitecaucasian 10 Dec 2019, 15:47
სიგარეტს არ ვეწევი,აქაიქა ვეწეოდი და იმასაც დავანებე ეს ბოლო პერიოდი. ყავა ამოღებული მაქვს
ყავის დალევა და ერთი კვირა ვერ დავიძინებ მგონი ისეთ დღეში მაგდებს. არადა გონებას მისუფთავებს და ეს გაბრუებულ მდგომარეობას მიხსნის.
დილაიბით სირბილი დავიწყე.
თუმცა ყველაზე მეტად ვინმესთან რაიმე საქმეზე ლაპარაკი მშველის. საკმარისია 5 წუთით გადავიტანო ყურადღება და დავივიწყო ეს პრობლემა ეგრევე მიშვებს. რაღაც პერიოდი კარგად ვარ და მერე ისევ ვიწვევ ჩემით.
ესე ცუდად ცზოვრებაში არ ვყოფილვარ ტო. ამას ჯობია რამე გჭირდეს ადამიანს. ეს ყოფილა საშინელება.

Posted by: Domaci 10 Dec 2019, 16:11
whitecaucasian

მესმის შენი კარგად.
2014 დან რომ დამეწყო ძლის მოვიშორე. ცენტრალურ ნერვიულ სისტემაზე მქონდა მპრობლემა და რავი ყველა ქუჩაზე ვარ ცუდად გამხდარი. წსანაქსებზე და ანტიდეპრესიულებზე ვიჯექი 2-3 თვე. არადა ამ პრობლემის მოგვარება წამლების გარეშე უფრო ეფექტურია შენი თავი დაარწმუნო რომ არაფერი გჭირს.
გულის ეხოსკოპიებს ვიკეთებდი კვირაში ერთხელ.


გაგივლის მეგობარო მთავარია შეტევის დროს მიაჩვიო ტვინი რომ გაბოლებს და არაფერი გჭირს. მაგას რომ მიეჩვევი ვსო დაიძინებს პანიკა. თუ თავს არ მიხედავ ისევ გაიგვიძებს. ესეა ეს ნერვოზული დაავადება.

და კიდე პანიკური შიში სავალალო მდგომარეობით არ სრულდრბა.
ისეთი დოზა ადრენალინი გამოიყოფა შენს ირგანიზმში რომ დაცული ხარ სავალალო მდგომარეობისგან.

მოკლედ ყველაფერი წავა უბრალოდ დროის ფაქტორია როდის სეძლებ ამას.


კიბატონო , კომუნიკაცია ხალხგან . სახლს არ მიეჩვიო
აზარტული ხომ არ ხარ? მე თამაშმა დამანგრია

ძილი როგორი გაქვს? გყოფნის ძილი? ღამის შიში გააქვს? პირი გიშრება ღამე? არითმიებივით გაქვს როცა ძილს აპირებ?



მემგონი არასწორად გიპსუხე . შენ სხვა პრობლემა გაქვს ხო? ნაღველიო მგონი

Posted by: whitecaucasian 11 Dec 2019, 07:14
Domaci
სწორად მიპასუხე.
ნაღველიც ისეა რა იდეაში თორემ რა არის არ ვიცი სინამდვილეში. გუშინ შუადღისას დამეძინა და საღამოს კარგად ვიყავი. დღეს გავიღვიძე 3 საათზე ღამე და უკვე კაი მისტრესილი ვარ. რაღაცა მცენარეული დავლიე სედისტრესი ქვია. ადრე მთელი დღე მიჭერდა ეხლა ვერც ვიგრძენი ვერაფერი. ხო მართლა გუშინ მითხრა ჩემი საკის ექიმმა. სექტემბერში რაღაც ძილის ტესტი გამიკეთეს და ჟანგბადი არ მიეწოდება ტვინსო. რაღაცნაერად გძინავსო,ხვრინავო. ზოდა ტვინი ვერ ისვენებსო. თან ღამე მეღვიძება და ვერ ვიძინებ. რაღაც უნდა გაიკეთოო მასკასავით და ჟანგბადს მოგაწვდისო და იმით ინდა იძინოო. ისე ვერ მძინავს და მასკით რა დამაძინებს ტო?ძაან ცუდ დღეში ვარ მოკლედ.
გუშინ ამ თემას ვკითხულობდი და დამაწყნარა. ეს სიმპტომები მაქვს მეც,არადა მგონია რომ უარესი მაქვს რაღაც და იმან გამაგიჟა. რაც ეგ გავივლენგონებაში მისმერე გავრეკე. არადა ვნატრობ იმ დროს დღეში ერთხელ რომ მომდიოდა გამივლიდა და ვიყავი კარგად

Posted by: Sean 11 Dec 2019, 10:02
whitecaucasian
QUOTE
სექტემბერში რაღაც ძილის ტესტი გამიკეთეს და ჟანგბადი არ მიეწოდება ტვინსო

კონკრეტულად რა ტესტი გაიკეთე და სად, მეც მინდა

ისე უძილობა და ნევროზი სხვა კი არაფერია, სისხლის მიმოქცევის დარღვევა და ჟანგბადის ნაკლებობა, მაგას არც უნდა დიდი გამოკვლევა

Posted by: whitecaucasian 12 Dec 2019, 07:54
Sean
არ ვიცი რა ქვია. მთელ სხეულზე და ვანსაკუთრებით თავზე დამაწებეს ალბათ ერთი ასი მავთული. კარდიოგრამის დროს რომ აწებებენ ეგეთი დაახლოებით.
მეძინა კამერებიან ოთახში საავადმყოფოში და მთელი ღამე იწერდნენ რაღაცეებს რა ვიცი. ხოდა პასუხზე არც მივსულვარ,დავიკიდე. მეთქი ეს რა მაიმუნობაა. ხოდა აღმოჩნდა რომ ძილის რაღაც პრობლემებია. ექიმთან უნდა მივიდე რომ მითხრას რა კონკრეტულად. გაზომეს რაღაც ძილის ფაზები თუ რაღაც რა ვიცი.
ხოდა გამოშვეს პულმონოლოგთან და სახლის ექიმმა მითხრა რაღაცა მასკით უნდა დაიძინოო რომ ჟანგბადი სწორად მიეწოდოს ტვინსო. თორემ ეგ იწვევს ბევრ რაღაცეებსო. რა ვიცი რამდენადაა ამის ბრალი მაგრამ მასკით კი არა ისე ვერ მძინავს მასკით რა სამაძინებს არ ვიცი. ყოველშემთხვევაში ძილი გავაუმჯობესო შევეცდები. თუნდაც საძილეებით რომ დაისვენოს ტვინმა ცოტა.
ბელგიაში ვცხოვრობ მე და აქ მოხდა ეს ყველაფერი.

Posted by: Henyd0r1 12 Dec 2019, 09:25
QUOTE (Henyd0r1 @ 20 Nov 2019, 18:28 )
ვინმე ნორმალური ნევროოლოგი მირჩიეთ რა
მესამესთან ვიყაივუკვე
ყველა თავის წამალს მინიშნავს, ვსვამ, ვითომ რაღც ეფექტი აქვს, გადის რამდენიმე თვე და პრობლემა ოდნავდაც არ გვარდება.

პულსის და გულისცემას ვგრძნობ მთელ სხეულში, სულ ოდნავ შეხებაზეც კი. და პრინციპში, ისედაც. კი მივეჩვიე უკვე და იმდენად აღარ მაწუხებს, მაგრამ თელი ცხოვრება ესე ხოარუნდა ვიყო ? - _ -

მირჩიეთ რა ვინმე

+++++++++++++++++++++++++++++++++++++++

განსაკუთრებით მაწუხებს, როცა ვსვამ, ან ოდნავ ნოყიერად ვჭამ.

გული არ მაწუხებს, შემოწმებული მაქვს 9ჯერ + ვვარჯიშობ კვირაში 3-4 დღე საკმარისი დატვირთვით, არ ვეწევი და კაროჩე, ნერვების თემაა რა

Posted by: makmanus 12 Dec 2019, 23:02
whitecaucasian
ცხვირის პრობლემები ხომ არ გაქ?ძგიდე ხო არაა გამრუდებული ან პოლიპები?

Posted by: gvelco 12 Dec 2019, 23:27
QUOTE (tnx @ 18 Nov 2018, 01:54 )
გამარჯობა

მოკლედ შევეცდები ყველასთვის გასაგებად ავხსნა ჩემი პრობლემა, რომელშიც საკმაოდ დიდი ხანია ვიმყოფები..

1. მაქვს სულ ცუდის მოლოდინი რომ რაღაც აუცილებლად ცუდი უნდა მოხდეს

2. პერიოდულად ვიგრუზები იმ ტიპებზე ვინც 3 წლის წინ რაღაც გადაბრუნებული სიტყვა მითხრა და საშუალება არ მომეცა რომ ფიზიკურად შევხებოდი

3. გონებაში წარმოვიდგენ ხოლმე ვინმე ტიპს რომელიც არ მევასება დავუშვათ და უცებ მეწყება ფიქრები რომ "ეს რომ მოვიდეს ხვალ და რაღაც რომ მითხრას ხომ მოვკლავ ცემაში"

არადა რეალურად არაფერი არ ხდება თვეებია უკვე ესე ვარ და ხომ ზუსტად ვიცი რომ არაფერი ცუდი არ მოხდება, ვხვდები რომ ეს მხოლოდ ჩემი ფიქრის ნაწილია და მეტი არაფერი, ვიცი რომ ეს არარეალობაა მაგრამ ამ დედა#$%^&ულ ფიქრებს ვერ ვიშორებ მაინც თავიდან, დაახლოებით 1 თვეა რაც ვარჯიში დავიწყე, ძილიც მოვიწესრიგე თითქოს (თუ დღევანდელ დღეს არ ჩავთვლით) მაგრამ მაინც ვატყობ რომ ვერ ვარ კარგად ფსიქოლოგიურად, რეალურად ერთი წლის წინ ნამყოფილი ვარ 2-3 ფსიქოლოგთან და ისეთი სისულელეები მითხრეს რომ გამოვიქეცი და ეხლა ვფიქრობ რა ვუშველო თავს ..

იქნებ დამეხმაროთ/დამაკვალიანოთ ადამიანებო

ზუსტად ეგრე ვარ მეც.სოციოპათი გავხდი უკვე მგონი.
რათქმაუნდა გადახრაა და ნორმ.არ არის,მაგრამ დაკვირვებულ და განათლებულ ადამიანებს უფრო ემართებათ(ბევრი გვინახავს განათლებული შემდეგ რომ გაგიჟდა)
როცა ხედავ რამდენი სიყალბეა ადამიანში ზოგადად

Posted by: Shredinger 12 Dec 2019, 23:39
27 წლის ბიჭი ვარ.
მოკლედ ვიტყვი, ემოციური ტიპი ვარ, მაწუხებს შფოთვა წლებია. პანიკური შეტევა ხშირად არ მაქვს. წელიწადში ალბათ 1-2 ჯერ თუ მექნება.
ბოლო 1 წელია ანტიდეპრესანტებზე ვიყავი. სადღაც 10 თვე ანტიდეპრესანტები: ველაქსინი და ბუსპირონი, ბოლო 2 თვე 5 HTP ს ვსვავდი. ცოტა დამეხმარა და პანიკური შეტევა 1 წლის მანძილზე ვაფშე არ მქონია, მქონდა ცოტა შფოთვები მაგრამ ეგ არაფერი, ჩვეულებრივად გადავიტანე ვითომც არაფერი.

ჰოდა მოკლედ, ნელ-ნელა წამლები მომიხსნა ნევროლოგმა, ეტაპობრივად. ერთბაშად უცბად არ მოუხსნია. ხოდა ახლა საერთოდ აღარ ვსვავ წამლებს და თითქმის იგივე სტადიაზე დავბრუნდი მემგონი სანამ მკურნალობას დავიწყებდი. ნუ ახლა ცოტა ნაკლებად შფოთვიანი ვარ ვიდრე 1 წლის წინ მკურნალობის დაწყებამდე. თუმცა უკვე მაწუხებს რა.

რაც წამლები მომიხსნა მაწუხებს გულის ფრიალი თუ არითმია, აი თითქოს რიტმს არღვევს რა. 1 ბიჯს ტოვებს. ძილის დროს თავთან მარტო რო ვრჩები და ეს გულისცემა მესმის ხანდახან შფოთვა იზრდება. გუშინ კი ისე გაფრიალდა გული უცებ გავოფლიანდი პანიკური შეტევის პიკზე ვიყავი. ხანდახან მკერდის არეში ცოტა დაძაბულობას ვგრძნობ. მოკლედ ეს გულის თემები და მკერდში დაძაბულობა იზრდება სტრესის ფონზე და რაც უფრო მეტად ვფიქრობ ჩემს პრობლემაზე მით უფრო იზრდება.

წინა გვერდებზე წავიკითხე და კვებაც თურმე მოქმედებს გულის რიტმზე და სანამ გულის ფრიალი დამეწყებოდა გუშინ, წიწიბურა და კეჩუპი ვჭამე ბევრი, პლიუს იმ დღეს 2 ძლიერი ყავა დავლიე(ყავა ძაან მიყვარს დღეში 4 ჯერ მაინც ვსვამ) და ამას პლიუს კომპიუტერთან ვატრებ ძირითად დროს, ესეთი პროფესია მაქვს.

ჰოდა რას მირჩევთ? მთელი ცხოვრება ესე ხომ არ ვიქნები შფოთვიანი. სულ წამლებზე ხომ ვერ ვიქნები smile.gif

Posted by: Moor 12 Dec 2019, 23:51
Shredinger
QUOTE
ამას პლიუს კომპიუტერთან ვატრებ ძირითად დროს, ესეთი პროფესია მაქვს.


ცხოვრების წესია პრობლემა, ვარჯიში, სექსები, ბუნება, რეგულარული ძილი, მეტი ენერგიის ხარჯვა და წამლებიც ჩანაცვლდება


* * *
+ ხშირი დალევა, მოწევა და ყავაც პრობლემაა. ე.წ. ხსნადი ყავები დაივიწყე

Posted by: pilo772 13 Dec 2019, 09:34
ამ ბოლო დროს სერიოზული საისტერიკო სიტუაცია მაქვს. არის ვარიანტი რომ 1 თებერვლიდან უსახლკაროთა რიგს შევუერთდე. ხო და ახლა კიდე რო დავრბივარ და ვფაფხურობ რამე გავაკეთო საწინააღმდეგო.. სერიოზული ნერვების ფასი მიჯდება.
გუშინ დამემართა შემდეგი, დილისკენ გულმა სულ რამდენიმე დარტყმით ოდნავ განსხვავებული რეჟიმით იმუშავა. ეს ადრეც არა ერთხელ დამმართნია და მგონი დაწერილიც მაქვს აქ.
ეს სხვა რეჟიმი როგორია ახლა, არც პულსი ამჩქარებია არც რიტმი შეიცვალა, უბრალოდ მე ვიგრძენი გულის ცემა ხმამაღლა, ცნობისთვის მაგ მომენტში 120 80 ზე მქონდა. ანუ ცუდად არ ვიყავი. ხო და რამდენიმე წამიანი რეჟიმის შედეგად მერე მეწყება კოშმარი. თითქოს რაღაც შხამქიმიკატი გაიხსნაო სისხლში, მთელი დღე მომესპო გუშინაც და დღესაც ცუდად ვარ. ვალერიანები ლამის ბოთლით დავლიე. შედეგი 0
ვინმემ იცით რა ვქნა რომ ეს ავირიდო დიდი წამლების და უბედურებების გარეშე? მცენარეულ დამამშვიდებლებს ვსვავ და ვერ ვიტყვი რომ მთლად არ მშველისო (ალბათ გავრეკავდი ეგენიც რო არა) მაგრამ არც დიდი შედეგი აქვს. არ იცით რა გავაკეთო, რა მოვიფიქრო მაგისთვის რომ ნერვიულობა და სტრესი დავამუხრუჭო? მიდის მოდის გონება ამ თემას უბრუნდება. კიდევ კარგი ღამე მაინც მძინავს კარგად და სიზმარშიც ამ კოშმარებს არ განვიცდი

Posted by: whitecaucasian 15 Dec 2019, 15:15
რა მაინტერესებს იცით??
ადრე მქონდა დღეში ერთხელ მაგალითად მომივიდოდა ეს შეტევა,წნევა და დავლევდი წამლებს მივლიდა. მთელი დღე კარგად ვიყავი მეორე შემთხვევამდე. მეორე შემთხვევა ან მეორე დღეს ხდებოდა ან ერთი კვირის მერე.
ეხლა სულ ესე ვარ,დილას ვიღვიძებ და უკვე დასტრესილ დანერვოზებულ მიდეპრესირებული,პროსტა წნევა აღარ მიწევს. დავლევ წამლებს და სანამ მოქმედებს უკედ ვარ. მერე ისევ ცუდად.
სრული პიზდეცია თუ მაქვს კიდევ შანსი ის მაინტერესებს.
ცოტა დამრჩა გაფრენამდე.

Posted by: makmanus 15 Dec 2019, 17:51
whitecaucasian
შიშები მოიშორე,არ შეგეშინდეს როცა ესეთი შეტევა გაქ,ხომ ხედავ რო არ კვდები.რა წამლებს სვავ

Posted by: whitecaucasian 15 Dec 2019, 23:18
კაპტოპრილს,წნევისთვის.
და ტემესტა ქვია სტრესს მიხსნის უცებ. რაღაც უცნაური ტაბლეტია.

Posted by: RINO8 14 Apr 2020, 22:33
...............................................

Posted by: LaBohemia 15 Apr 2020, 20:21
1 კვირაა ვმკურნალობ ნევროზალით, მქონდა ტახიკარდიები და თავზე დაწოლის შეგრძნება...
სულ სახლში ვარ ეს პერიოდი რა თქმა უნდა...
დღეს გავედი სასწირნოდ და ვიარე დაახლოებით 1 კმ.
სახლში რომ მოვედი თავზე საშინელი სიმძიმის შეგრძნება გამიჩნდა, სისუსტე ვიგრძენი, თითქოს სამუაროს გამოვეთიშე, მეხვეოდა თავბრუ და სახეზე ვხურდი
დავლიე მეოთხედი დიაზეპამი და თავზე სპაზმი მომიხსნა
გარეთ გასვლის მეშინოდეს უნდა ანუ? sad.gif

რისი ბრალი შეიძლება იყოს?

Posted by: Sonix 16 Apr 2020, 17:01
ყველას... ყველას მოგმართავთ თემის ავტორიდან დაწყებული, მისი თითოეული მონაწილით დამთავრებული.. ვისაც პანიკის შეტევები, პანიკური აშლილობა და სხვა მსგავსი რამ გაწუხებთ იცოდეთ რომ ყველას აქვს გამოცდილი მსგავი ჯოჯოხეთური მდგომარეობა. გამონაკლისი არც მე ვარ.
ეს ნახეთ, კარგად მოუსმინეთ, დაფიქრდით და ნახავთ როგორ იგრძნობთ თავს.
https://www.youtube.com/watch?v=UWHvyZjhdrc
* * *
მეგობრებო ძალიან მაინტერესებს ვინმეს პანიკური აშლილობის/შეტევის/ ზოგადად ნერვოზის დროს, თუ გქონიათ შემდეგი სიმპტომები...
1. სხეულის / თავის გაბრუება (თითქოს ახალგაღვიძებული ხარ)
2. თრობის შეგრძნება (არადა წვეთი არ გაქვს დალეული)
3. მხედველობის დაბინდვა (დაქვეითება)
4. ცნობიერების მოშლა.

Posted by: LaBohemia 17 Apr 2020, 00:26
Sonix

მქონია თავის გაბრუება, თავზე სიმძიმის დადების შეგრძნება რომელიც მთელს სხეულს გადაეცემა
თრობის შეგრძნებაც - თუთქოს გაბრუებული ხარ ან სასტიკად გეძინება და ბარბაცებ, მაგრამ რეალურად არ ბარბაცებ...
მხედველობის დაქვეითება დაბინდვაც
ცნობიერება ჯერჯერობით არ მომშლია, მაგრამ ლაპარაკის დროს ეჭვებში ჩავვარდნილვარ, მე ვლაპარაკობ თუ ვინმე სხვა თქო

Posted by: Sonix 17 Apr 2020, 14:37
QUOTE (LaBohemia @ 17 Apr 2020, 00:26 )
Sonix

მქონია

ოო ჩემნაირად ყოფილხარ... და თუ დააღწიე თავი მაგ მდგომარეობას... ან რა გეხმარება მის შემსუბუქებაში ? )
* * *
[QUOTE=Elene30,29 Apr 2018, 01:17 ]გთხოვთ გამომეხმაურეთ..((

ახლა როგორ ხარ?

Posted by: LaBohemia 17 Apr 2020, 21:27
Sonix
ჯერჯერობით ვებრძვი, ვცდილობ ვიყო უფრო აქტიური, მაგრამ სიმპტომები მგრუზავს და მგონია, რომ ორგანიზმს ვტანჯავ და უარესს დავმართებ
ეს სიმპტომები დავაკვირდი რომ ჭამის მერე მიმწვავდება, ამიტომ ვფიქრობ რომ ჩემმა ნერვულმა აშლილობებმა გამოიწვია გასტროენტეროგიური გაღიზიანება.. დავაკვირდი, რომ ყოველი პანიკური შეტევის მერე მაქვს მუცლის შებერილობა, კუჭის მოქმედების გააქტიურება.
მეხმარება ის, რომ არ მინდა ამ მდგომარეობაში ყოფნა და ჰიპერაქტიულად ვცდილობ ვიპოვო განკურნების გზა.... ჩემს ავადმყოფობას უნდა, რომ ლოგინში ვიწვე მთელი დღე და არ ავდგე, ეს სიამოვნებს მაგრამ მე ამას ვუპირისპირდები და ვცდილობ არ გადავიქცე ოთახის მცენარედ...


Posted by: საქმიანნი 23 Apr 2020, 00:58
მე მგონი ნევროზი დამეწყო სახლში ყოფნისგან
10-11 საათზე ბედნიერად მეძინა ხოლმე, ახლა ვეღარ ვიძინებ
გულიც მჩხვლეტს და რაღაც ვცმუკავ sad.gif

სომნა-რიცი ვიყიდე, არ მშველის
რამე უკეთესი დამამშვიდებელი ხომ არ იცით?

Posted by: pilo772 23 Apr 2020, 07:51
ამდენი დებილობების მერე რაც ქვეყანაში ხდება და პლიუს კიდე ქალაქის თავის ასეთი უგუნური გადაწყვეტილებების მერე... რო ამოფრინდა ეს ნერვოზი ბუდიდან და ვეღარ ვსვავ რა ვუშველო? sad.gif აღარ მშველის ნევროზალი.


Posted by: shavi_kheli 23 Apr 2020, 10:30
pilo772
ფსიქიატრთან გაიარე კონსულტაცია.



Posted by: makmanus 23 Apr 2020, 18:33
pilo772
არ გინდა ამდენი წამლები,შეეგუე ამ უგუნურ გადაწყვეტილებებს და გაგიადვილდება ყველაფერი

Posted by: Sonix 23 Apr 2020, 18:49
წამალი არაა გამოსავალი არც ალკოჰოლი.. ეცადე ერთი თვე ივარჯიშო, ზომიერად იძინე, სწორად იკვებე, წამლები, ალკოჰოლი, სიგარეტი ამოიღე რაციონიდან. ეცადე სახლში არ ჩაიკეტო გადი გარეთ ეზოში ბაღში ... გაისეირნრ სადმე თუნდაც მარტო თუნდაც უაზროდ.. ერთი თვე ასე გააკეთე და მერე დააკვირდი აბა თუ შეიცვლება რამე... )))

Posted by: Sl1pKn0T 22 May 2020, 06:27
აქ ნერვოლოგი არის? კითხვა მინდა დავუსვა
* * *
მოკლედ აქვე დავწერ.

შფოთვითი აშლილობა მაქვს, წინა წელი მქონდა საშინელი, პანიკური შეტევები ყოველ დღე, მოკლედ ნერვოლოგთან ვიყავი და ფსიქიატრთანაც, დამინიშნეს წამლები და დაახლოებით ხუთი თვის განმავლობაში ვიღებდი, მეც ვარჯიში დავიწყე ყოველ დილით დავრბივარ ბუნებაში სუფთა ჰაერზე რაც საშინლად სასიამოვნოა, აღარ ვეწევი შემზიზღდა, სიმთვრალე აღარ მსიამოვნებს, სიფხიზლისგან ვიღებ არა ამ ქვეყნიურ სიამოვნებას, ჩიტების ჭიკჭიკი სიმწვანეში ყოფნა საოცარი კაიფია biggrin.gif პანიკის შემოტევის მცდელობებსაც ადვილად ვუმკლავდები, ნუ შფოთვა მაინც მაქვს მაგრამ ვახერხებ ყურადღების გადატანას, მოკლედ სერიოზული გამოცდილება მომცა, სხვა პიროვნება ვარ, ძველი მე კალაპოტიდან ამოვარდნილი ბინძური მდინარე იყო, ახლა კალაპოტში და იდეალური სიკამკამისკენ და სიმშვიდისკენ მიისწრაფვის, მაგრამ მაინც დამიტოვა მცირე კვალი ან შეიძლება ითქვას, რომ ბოლომდე არ ვარ გამოჯანმრთელებული... ნეგატივი მაღიზიანებს და შფოთვა და გაღიზიანება მეწყება მომენტალურად, მერე სპაზმები, მოკლედ ჩემ პროგრესზე მინდოდა პატარა შესავალი და ძალიან გავაგრძელე მგონი, პირდაპირ პრობლემას დავწერ ახლა.. ორგაზმის შემდეგ ნერვული სისტემა მიღიზიანდება, თავს საზიზღრად ვგრძნობ ხოლმე, სუნთქვა და ბოლომდე ჩასუნთქვა მიჭირს, გაღიზიანებული ვარ მთელი დღე, გამოძინება მშველის, მაგრა ორგაზმის შემდგომი შეგრძნებები და შფოთვა ჯოჯოხეთია, ვგრძნობ როგორ მერეცა შიში შეპარვით facepalm.gif იქნებ რამე დაწეროთ, მადლობა love.gif

Posted by: pilo772 3 Jun 2020, 13:06
ნევროლოგთანვიყავი და დამინიშნა 2 პრეპარატი
დღეში 2 ჯერ დასალევი ფენიბუტი და ძIლის წინ დასალევი სეროლეპტი.
ხო და ვინმეს თუ მიგიღიათ ეს პრეპარატები?
მე ფენიბუტი რო დავლიე სერიოზულად უკუჩვენება მომცა, თავბრუს ხვევა თავის ტკივილი დეზორიენტაცია.
ანოტაცია რო წავიკითხე ორივე პრეპარატი კოშმარია sad.gif

makmanus
QUOTE
არ გინდა ამდენი წამლები,შეეგუე ამ უგუნურ გადაწყვეტილებებს და გაგიადვილდება ყველაფერი

არის რაღაც რაც ზედმეტად ცუდად მოქმედებს და ვერ შეეგუები.
shavi_kheli
QUOTE
ფსიქიატრთან გაიარე კონსულტაცია.

რატო? ფსიქოლოგიური პრობლემები კი არ მაქვს? შიზოფრენიაში კი არ ვარ გადავარდნილი? ნერვოზი მაქვს და უძილობას ვუჩივი სულ რაღაც, ისიც იმიტომ რომ მეზობლები ხმაურობენ ღამის 2 საათამდე და არ მაძინებენ.
ფსიქიატრი რას იზავს? მეზობლებს მოაკეტინებს?

Posted by: ElChico 14 Jun 2020, 23:48
ნერვოზი თუ გინდათ ნახოთ რა არის,
პოლიტიკის განყოფილებაში უნდა შეიხედოთ

Posted by: pilo772 15 Jun 2020, 10:47
ElChico
QUOTE
ნერვოზი თუ გინდათ ნახოთ რა არის,პოლიტიკის განყოფილებაში უნდა შეიხედოთ

lol.gif lol.gif
მანდ დავნერვოზდი თავიდან

Posted by: ___GRUZIN__ 19 Jun 2020, 02:44
ნევროზი მაქვს გაქანებული და უძილობა მაქვს საშინელი. ბოლო 4 დღის მანძილზე საერთო ჯამში 10 საათი თუ მეძინა , ყველაზე ცუდი ისაა რო ვგრძნობ ხანდახან ძილის მთხოვნას მაგრამ ვერ ვიძინებ. გამთენიას მეძინება და მალევე ადგომა მიწევს სამსახურის გამო.უძილობა რამდენად დამახასიათებელია ნევროზისთვის? პ.ს. როცა დაძინებას ვცდილბო წამომახტუნებს და ვერ ვიძინებ

Posted by: Schweiger 22 Jun 2020, 03:50
გამარჯობა. რჩევა მჭირდება.
რამოდენიმე თვის წინ აქეთ ვაწყნარებდი აქ ხალხს, წამლები არ დალიოთ-მე დავამარცხე ნევროზითქო, მაგრამ აჰა smile.gif დაბრუნდა ისევ.

2017 წელს დაიწყო ეს ჯოჯოხეთი. თავიდან მხოლოდ დაავადებების შიში, მერე სიკვდილის შიში, მერე ყველაფრის შიში. მოკლედ.
ბევრი რამ ვცადე, იყო პერიოდები როცა მართლა კარგად ვიყავი, მაგრამ დღეს როგორც ვარ ასე არასდროს ვყოფილვარ.

უბრალოდ გთხოვთ მირჩიოთ ფსიქოთერაპევტთან მივიდე, ფსიქიატრთან, მამა ზეციერთან თუ რა გავაკეთო.
სიმპტომები ასეთია: სულ ცუდ ხასიათზე ვარ, სულ წარსულზე ვფიქრობ, სულ რაღაცის მეშინია (გარეთ არაბს რომ ვხედავ მგონია რომ ტერორისტია და უნდა აგვაფეთქოს), გული სულ აჩქარებული, წესიერად ვეღარ ვსუნთქავ, სინათლეზე მაქვს კატასტროული რეაქცია, შუქს ვეღარ იტანს ჩემი თვალი, მგონია რომ კიბო მაქვს, დიაბეტი და ყველა დაავადება რაც არსებობს smile.gif დიდი ხანია მაქვს არარეალურობის შეგრძნება, ანუ ვიცი ვინც ვარ, ვიცი სადაც ვარ მაგრამ ბუნდოვნად აღვიქვამ ყველაფერს, არაა ისეთი რეალური როგორიც ადრე იყო, ნევროზამდე, თითქოს სიზმარში ვარ. თვითმკვლელობის სურვილი არ მაქვს, მაგრამ მეფიქრება ხოლმე ხანდახან, თუ ასე გაგრძელდა ჩემი ცხოვრება ალბათ თავს მოვიკლავთქო.
მეშინია ოჯახის წევრების დაკარგვის, რამე რომ მოუვიდეთ როგორ უნდა გავაგრძელო ცხოვრებათქო. ისიც მინდა დავამატო რომ სიცოცხლე მინდა და ყველანაირად ვცდილობ სიამოვნება მივიღო ჩემი არსებობიდან. მინდა რომ ეს ჯოჯოხეთი დასრულდეს ოდესმე და ისევ ისეთი უშიშარი და ხალისიანი ვიყო, როგორიც ადრე.
რა გავაკეთო?

Posted by: saeki 22 Jun 2020, 05:47
საშინელი ნევროზი მქონდა და ახლა კიდევ უფრო მეტად მაქვს.
სტრესი უკვე დიდი ხანია მაწუხებს და ვატყობ როგორ მანადგურებს დრო და დრო.
მაგრამ არასდროს მქონია შველის სურვილი.
არასდროს მივსულვარ ექიმთან და არ მიმკურნალია.
ვერსდროს ვხედავდი განკურნების აზრს.......

ახლა მით უმეტეს საერთოდ ვერაფრის აზრს ვერ ვხედავ....


* * *
Schweiger
QUOTE
სიცოცხლე მინდა და ყველანაირად ვცდილობ სიამოვნება

ამის სურვილი რო გაქვს ეგ უკვე კარგია.
ანუ შეეცდები დაუძვრე სიტუაციას და გამოჯამრთელდე.

მე სიცოცხლე არასდროს მიყვარდა და ალბათ ამის ბრალიცაა რო არ მაქვს სურვილი უკეთესობისკენ რაიმეს შეცვლის.


ალბათ მერე ყველაფერი მართვადი გახდება...

Posted by: Windmühle 22 Jun 2020, 08:03
saeki
ზუსტად ხვდები სადაცააა საბუნა პრობლემას.
მე ეხლა ვერ დაგიწყებ , ღვთისგან ნაჩუქარი ცხოვრება, ვალდებული ხარ ბედნიერი იყო, გამოიყენო შანსები და ა.შ უბრალოდ მე როცა ძდეპრესიის ძალიან გრძელი ფაზა მქონდა ერთადერთი რაც დამეხმარა განოსასვლელად იყო იმაზე ჩაციკვლა , რომ ამ მდგომარეობას ამ ფორმით არ ვინსახურებდი.
ზედმეტად კარგი ვიყავი უბედური , შავ-თეთრი, უიმედო ცხოვრებისთვის.
განკურნენა არ გინდა ერთია და ამას ვერავინ გაიძულებს, თუმცა იქნებ მიგეცა საკუთარი თავისთვის შანსი სხვანაირი სამყაროც დაგენახა?
როგორ მოგდის იცი, მე რომ მჭირს ლუდზე. არ გამისინჯია მაგრამ მაინც არ მიყვარს.
იქნება და რა გხვდება? იქნება და თავს გაწონებს და უკეთ გაგრძნობინებს?
ერთ შანსს ყველა იმსახურებს და მგონია შენც უნდა მისცე საკუთარ თავს.
სულ რომ არაფერი, დაბრუნება ისევ შეგეძლევა იქ სადაც იყაბი, თუმცა იმას იტყვი , რომ შენ ცადე.

Posted by: Shredinger 26 Jun 2020, 20:58
გამარჯობათ

1 წელი ვიყავი ანტიდეპრესანტ ველაქსინზე, სექტემბერში მომიხსნეს და გადავედი 5 HTP - ზე რათა ველაქსინის უკუეფექტები არ მქონოდა. მერე ესეც 1 თვეში დავამთავრე.

ხოდა მერე და მერე შევატყვე რო ცოტა მოვიმატე წონაში, ეს კორონას გამო 4 თვე სულ სახში ვარ და წონაში მოვიმატე 15-20 კილო 5 თვეში.

ეს ნორმალურია? პლიუს ამას ბევრ ცომეულს ვჭამდი და პლიუს სახში 4 თვეც ხო მოქმედებს ფიზიკური დატვირთვის გარეშე.

წონის მომატევა ანტიდეპრესანტის შეწყვეტას შეეძლო რო გამოეწვია თუ უბრალოდ ბევრი ჭამის მერე დამეწყო? განსაკუთრებით საღამოს. პლიუს ასაკიც მემატება 27 ის ვარ და 27 წელი სულ გამხდარი ვიყავი გენეტიკაში სიგამხდრე მაქ.

კიდე მაინტერესებს ზოგჯერ მგონია რო სუნთქვით ნორმალურად ვერ ვსუნთქავ. განსაკუთრებით სტრესულ პერიოდში და თუ ავიჩემე რო სუნთქვა ცუდად მაქვს smile.gif თუ არ ვფიქრობ სუნთქვაზე, არაფერი პრობლემა არ მაქ, ფიზიკურადაც ვიტვირთები მარა სუნთქვაზე თუ გავამახვილე ყურადღება ვატყობ რო დისკომფორტი მაქ - ეს სუნთქვის თემა ბოლო 4 თვეში დაიწყო მაშინ როცა სახში გამოვიკეტეთ და ფაქტიურად საწოლი-კომპიუტერი-ტვალეტის მეტი სხვაგან არ დავდიოდი.

P.S BMI(Body mass Index) მაქ 25.7.
სიმაღლე 187 სანტიმეტრი
წონა: 90

მოკლედ, რას მირჩევთ?

Posted by: მირიანი 27 Jun 2020, 05:41
თვალებ ქვეშ მეშოკები, ძალიან შესამჩნევი არა მაგრამ მაინც, სტრესს რო დავაბრალო შეიძლება?
სისხლის ანალიზი ნორმალურია რავიცი, საერთოც და მეტაბოლიზმიც , სტრესს შეუძლია ასეთი ცვლილებები? საჭმლის მონელებაზე თუაქ ან გავლენა.... ((

Posted by: Komponent 27 Jun 2020, 11:35
Shredinger
კარგი პარამეტრები გაქვს. მაგრამ რახან გამხდარი იყავი, დაიკელი ცოტა ისევ და უფრო ჯანსაღ ცხოვრების წესზე გადადი ნახევარი საათი მაინც ისეირნე დღეში. საკვებსაც მიაქციე ყურადღება.
კი ბევრი ჭამა მოგამატებიებდა წონაში.

Posted by: metofe 27 Jun 2020, 19:42
...........................................
* * *




მოკლედ ასეთი პრობლემა მაქვს

ვარ 24 წლის



4-5 წლის წინ აღმომაჩნდა ახლომხედველობა და ვატარებდი სათვალეს -1 და ვცხოვრობდი მშვიდად biggrin.gif



დაახლოებით 3 თვის წინ ცოტა გავნერვიულდი რაღაც საკითხზე, ამას დაემატა ძალის დაკარგვა, უძილობა, მერე სიცხეც მომცა, მოკლედ ნევროზული პრობლემები, ექიმთან რო მივედი კიდე ანტიბიოტიკი დამინიშნა რამე ანთება არ იყოსო და ამან მთლად მიმასუსტა და უფრო გავნერვიულდი, მეგონა ვკვდებოდი ისე ცუდად გავხდი, ამის მერე ვიგრძენი რო მხედველობა დამიქვეითდა



შემდეგ მივედი ნევროლოგთან და დამინიშნა 1 თვიანი მკურნალობა და მალევე კარგად გავხდი, ძალაზე მოვედი, ძილიც მეტ-ნაკლებად გამოსწორდა, მაგრამ ეს მხედველობის პრობლემა არ მოგვარდა



მივედი ოფთამოლოგთან და ვერაფერს ვხედავო, სხვა ოფთამოლოგთანაც მივედი, ყველანაირი თვალის გამოკვლევა ჩავიტარე, თავის ტომოგრაფიის ჩათვლით და არაფერი გამოჩნდა

ანუ ციფრებს და ასოებს ვხედავ, მაგრამ ვხედავ არამკვეთრად, როგორც ახლოდან ასევე შორიდან, განსაკუთრებით დაბალი განათების დროს, მოღრუბლულ ამინდში და ა.შ.

სათვალის ტესტის დროსაც 90 %ზე მეტი დავინახე ციფრები მაგრამ ჩანს არამკვეთრად...



მოკლედ არ ვიცი რა ვცადო

ომეგა 3 ვცადე, ახლა მოცვის ნაყოფს ვიღებ




ძალიან დაგრუზული ვარ ეს 3 თვეა,
ცხოვრების ხალისი დავკარგე sad.gif






იქნებ ვინმემ რამე სასარგებლო რჩევა მომცეთ sad.gif

Posted by: Schweiger 30 Jun 2020, 20:33
Shredinger
QUOTE
ეს ნორმალურია?


ნორმალურია კი. ანტიდეპრესანტების მიღების დროს წონაში ყველა იმატებს თითქმის, 15-20 კილოგრამი ბევრია, მაგრამ მე მარტო ჭამით მაქვს მომატებული მაგდენი biggrin.gif
სუნთქვას რაც შეეხება, გეჩვენება smile.gif ნერვიულობამ იცის სუნთქვის გართულება. ნუ ეძებ ინტერნეტში პასუხებს, ჩაიბეჭდე რომ კარგად ხარ და არაფერი გჭირს.

Posted by: Sean 1 Jul 2020, 12:12
https://mkurnali.ge/fsiqonevrologia/fsiqiatria/12397-fsiqikuri-problemebis-mqone-adamianebi-7-10-tslith-naklebs-cockhloben.html

კიდევ ესეთი სტატიები უნდა ნევროზიან ხალხს? უნდა უჩივლო ამ მკურნალი და ვიდალ და ეგეთ საიტებს კაცმა რომ არ იცის რაზე დაყრდნობით აცხობენ ასეთ სტატიებს

Posted by: minos 2 Jul 2020, 10:50
გამარჯობათ, იქნებ მირჩიოთ კარგი სპეციალისტი, მაქვს პანიკური შეტევები, დეპრესია და ზოგადი ნერვული აშლილობა ძალიან მწვავედ. ისიც ვერ გავიგე ფსიქიატრთან მივიდე, ფსიქოლოგთან თუ ნევროლოგთან? ნევროლოგი მირჩიეს არჩილ საყვარელიძე ბევრმა, ასეთ ამბებს ხომ შველის და სეანსები თუ აქვს ამ კაცს, თუ უბრალოდ წამლებს გამომიწერს? ასევე მივედი გუგა სიხარულიძესთან და დღიური სტაციონარი 180 ლარად შემომთავაზა დღეში, კარგი სპეციალისტია მაგრამ 10 დღეში 1800 ლარს ნამდვილად ვერ გავწვდები. იქნებ მირჩიოთ რამე, ან არჩილ საყვარელიძეს თუ ვინმე გაუწევთ რეკომენდაციას?

Posted by: N.D 2 Jul 2020, 11:28
QUOTE (minos @ 2 Jul 2020, 10:50 )
გამარჯობათ, იქნებ მირჩიოთ კარგი სპეციალისტი, მაქვს პანიკური შეტევები, დეპრესია და ზოგადი ნერვული აშლილობა ძალიან მწვავედ. ისიც ვერ გავიგე ფსიქიატრთან მივიდე, ფსიქოლოგთან თუ ნევროლოგთან? ნევროლოგი მირჩიეს არჩილ საყვარელიძე ბევრმა, ასეთ ამბებს ხომ შველის და სეანსები თუ აქვს ამ კაცს, თუ უბრალოდ წამლებს გამომიწერს? ასევე მივედი გუგა სიხარულიძესთან და დღიური სტაციონარი 180 ლარად შემომთავაზა დღეში, კარგი სპეციალისტია მაგრამ 10 დღეში 1800 ლარს ნამდვილად ვერ გავწვდები. იქნებ მირჩიოთ რამე, ან არჩილ საყვარელიძეს თუ ვინმე გაუწევთ რეკომენდაციას?

ფსიქიატრი გჭირდა ამ შემთხვევაში, მე დავდიოდი გუგა სიხარულიძესთან და სტაციონარის გარეშეც გამოვედი მდგომარეობიდან წამლები დამინიშნა და ვმკურნალობდი..

Posted by: minos 2 Jul 2020, 11:31
N.D
გუგასთან პირადად სეანსებზე დადიოდი თუ უბრალოდ კონსულტაციაზე მიდიოდი და წამლებს გინიშნავდა?

Posted by: N.D 2 Jul 2020, 11:42
QUOTE (minos @ 2 Jul 2020, 11:31 )
N.D
გუგასთან პირადად სეანსებზე დადიოდი თუ უბრალოდ კონსულტაციაზე მიდიოდი და წამლებს გინიშნავდა?

პირველად რომ მივედი მოვუყევი ყველა წუხილი და შეგრძნება რაც მქონდა, რაღაც კითხვები დამისვა ცოტა გავისაუბრეთ და დამინიშნა წამლები, დავიწყე ეს წამლები დამიბარა 2 კვირაში მივედი ვუთხარი წამლების რეაქციები როგორ ვიყავი ამ 2 კვირაში მერე ცოტა შემიცვალა დანიშნულება მერე თვეში 1 ელ მივდიოდი და რაღაცეებს მიცვლიდა ან მიმატება ან მიკლებდა

Posted by: minos 2 Jul 2020, 11:43
N.D
და კარგად ხარ ახლა? თუ პირადულში არ ვერევი, მაინტერესებს რამდენად ცუდად იყავი. მე ძაან გამიმწვავდა და იმიტო მივედი.

Posted by: N.D 2 Jul 2020, 11:44
მეც მირჩია სტაციონარი მაგრამ ვუთხარი რომ არ მქონდა შესაძლებლობა რომ ეგ თანხა გადამეხადა და იქნებ წამლებით ვცადოთ თქო და რავიცი წამლებით მკურნალობამ გაამართლა შენც ცადე მედიკამეტნებით მკურნალობა, იგივე მჭირდა მეც პანიკები, შფოთვები დეპრესიული ფონი ნევროზი (( ყველაფერი მჭირდა
* * *
ეხლა კარგად ვარ გამიქრა ყველაფერი <3 არ შეგეშინდეს მეც ასე მეგონა რომ უსასრულო იყო ეს ყველაფერი, ძალიან მძიმედ ვიყავი, ურთულესად (( ძალიან მძიმე დღეები გამოვიარე.... საშინელი შეგრძნებებით, მაგრამ იცოდე რომ ეს ყველაფერი ჩვენი ტვინის დიდი ტყუილია და რეალურად არაფერი, საერთოდ არაფერი არ ხდება.. ეხლა რო მახსენდება ის ყველაფერი ცოტა მეცინება მართლა ოღონდ )))
* * *
QUOTE (minos @ 2 Jul 2020, 11:43 )
N.D
და კარგად ხარ ახლა? თუ პირადულში არ ვერევი, მაინტერესებს რამდენად ცუდად იყავი. მე ძაან გამიმწვავდა და იმიტო მივედი.

ეხლა კარგად ვარ გამიქრა ყველაფერი <3 არ შეგეშინდეს მეც ასე მეგონა რომ უსასრულო იყო ეს ყველაფერი, ძალიან მძიმედ ვიყავი, ურთულესად (( ძალიან მძიმე დღეები გამოვიარე.... საშინელი შეგრძნებებით, მაგრამ იცოდე რომ ეს ყველაფერი ჩვენი ტვინის დიდი ტყუილია და რეალურად არაფერი, საერთოდ არაფერი არ ხდება.. ეხლა რო მახსენდება ის ყველაფერი ცოტა მეცინება მართლა ოღონდ )))

Posted by: minos 2 Jul 2020, 11:50
N.D
დიდი მადლობა პასუხისთვის. რამდენი ხანი დაგჭირდა წამლების მიღება რომ გამოსულიყავი მდგომარეობიდან?

Posted by: N.D 2 Jul 2020, 11:57
QUOTE (minos @ 2 Jul 2020, 11:50 )
N.D
დიდი მადლობა პასუხისთვის. რამდენი ხანი დაგჭირდა წამლების მიღება რომ გამოსულიყავი მდგომარეობიდან?

წამლების დაწყებიდან 2 კვირაში ცოტა ვიგრძენი შვებასავით, დაახლოებით თვენახევარში საერთოდ აღარაფერი მაწუხებდა, ცოტა ფიქრები მომდიოდა უაზრო მაგრამ 2 წამით და ეგრევე გადამივლიდა თავისით, დღითიდღე უკეთ ვხდებოდი, მაგრამ კარგად რო გახდები და შფოთვა და პანიკა გადაგივლის მერე კარგად უნდა გააცნობიერო რა იყო ეს ყველაფერი და მიხვდე რომ სისულელეა და ვერაფერს გავნებს ცარიელი ფიქრი და შეგრძნება.. და მერე აღარც აქცევ ყურადღებას იმ წამიერ რაღაც შეგრძნებებს, წამალთან ერთად უკვე რომ დამშვიდდები შენ უნდა მიხედო შენ თავს ესაა ძალიან მთავარი, მხოლოდ წამალი ვერაფერს გააკეთებს
* * *
წამლებს პირველი 2 კვირა აქვს გვერდით მოვლენები და უნდა გადაიტანო ეს 2 კვირა, შეიძლება უფრო გაგირთულდეს შფოთვა მაგრამ იცოდე რომ ეს მხოლოდ წამლის გვერდითი ეფექტია რომელიც მაქსიმუმ 2 კვირაში გადაივლის და ვეღარც იგრძნობ მაგ ეფექტს და არ შეგაშინოს მაგან და არ შეწყვიტო მკურნალობა, მეც ძალიან გამიჭირდა პირველი 2 კვირა მარა გაუძლებ არაფერი განსაკუთრებული არ იქნება, წამალი ეგრევე შედეგს ვერ მოგცემს, ნელ ნელა იგრძნობ უკეთესობას და დაისვენებ
* * *
QUOTE (minos @ 2 Jul 2020, 11:50 )
N.D
დიდი მადლობა პასუხისთვის. რამდენი ხანი დაგჭირდა წამლების მიღება რომ გამოსულიყავი მდგომარეობიდან?

სპეციალისტის გარეშე მკურნალობა არ დაიწტო შენით.. ეგ ყველაზე ცუდი რამეა, მასე ვცადე ჩემით მირჩიეს თავიდან და არასწორი მკურნალობით დროც დავკარგე ვერც ვუშველე და დიდი სისულელე გავაკეთე მოკლედ, რჩევას გაძლევ შენით არ დაიწყო წამლები <3

Posted by: matemate30 2 Jul 2020, 23:09
გამარჯობა ფორუმელებო. მოკლედ ერთი 6 წლის წინ დამეწყო საყლაპავის სპაზმი. ნუ არაფერი რაღაც გლიცინიო ტუდა სუდა რა, ნევროზიაო, არც ვაქცევდი ყურადღებას. მერე გადამეზარდა ისეთ რაღაცებში, როგორიცაა ტაქიკარდია და ა.შ როგორვ იწყება რა. ექიმმა რაღაც ლოუდეპიო, ბიკომპლექსიო, რაღაც გამოკვლევებიო და მთლიანობაში რაღაც ძაან ზედაპირულად დამისვეს დიაგნოზი - ნცდ. ნუ კაი, მერე როგორც კლასიკურ შემთხვევაში ხდება, დაგუგლვა სიმპტომების და ა.შ. მოკლედ ამდენი წელი გავიდა და უფრო და უფრო ვიუარესებს მდგომარეობას, ფობიებით ვარ გადატენილი ჩვეულებრივად smile.gif ყველანაირი ფობია მაქვს უკვე, ყველაფერს ვერიდები და ყველა ფობია მიდის ერთ დანიშნულებაში - სიკვდილის შიშთან, ისე, როგორიცაა გაგუდვა, უეცარი გულის შეტევა, დახრჩობა და ა.შ. ნუ დაავადებების სახელები და მთელი მახასიათებლებიც რო ვიცი ეგეც ბუნებრივია გეცოდინებათ ჩემი მონაყოლიდან. არ ვსვამ, არ ვეწევი ვაფშე არაფერი და არც რაღაც დრაგებზე ვყოფილვარ და ეგეთებზე, სრულიად უჩვეულოდ დაიწყო და არ ჩერდება. ყველაფერი გააზრებული მაქვს, ვიცი რო თავს უნდა მოვერიო და ჩემი წარმოსახვაა ყველაფერი ვიცი მაგრამ ვერ ვშვრები და ვსო, იმენა ხანდახან შემომიტევს და ვსო ვინგრევი, ჰაერის უკმარისობა, თავბრუხვევა, ოღონდ ეს მაწუხებს ხანდახან, მუდმივად შფოთვებში არ ვარ, აი რაღაც თუ მეტკინა, იმენა მართლა თუ მეტკინა ან შემაწუხა და მაგაზე დავიწყე გონებით ფიქრი აი მაშინ მერხევა.წნევები და ეგეთები არ მაწუხებს. შეწუხებით რაც მაწუხებს და რის გამოც ბევრჯერ დისკომფორტებში ვყოფილვარ და პანიკაც დამწყებია არის გასტრიტი, კუჭის ნაირნაირი პრობლემები, გულძმარვა და ა.შ. გასტროენტოლოგთან მკურნალობა დაწყებული მაქვს, თუმცა ჯერ არ მაქვს შედეგი. ახლაც რაღაც ვჭამე და მძიმედ ვარ, რაღაცნაირად მოშლილი და ნევროზულმაც შემომიტია. აი არ მოვკვდები ეგეც ვიცი მარა მაინც შემოტეული აქვს და ვსო, მეშინია და ბოდიში და ******** smile.gif) მეგობრებიც მყავს, შეყვარებულიც, სამსახურიც. რავი არც ვალები მაქვს, არც მოთამაშე ვარ ვაფშე არაფერი რა იმენა კაი ცხოვრება მქონდა უცებ დამეწყო ჩამითრია და ვსო იმენა რაც დრო გადის მით უფრო მეტი რაღაცის მეშინია და მით უფრო მეტი ფანტაზიები მიჩნდება, ტიპი რო მგონია ვიბრიდები და წნევა 110-80ზე, პულსი 70-80, ჟანგბადის მიწოდების სატურაცია 98-99, მარა მაინც ვიხრჩობი, ან რავიცი რა იტოგში. მძიმედ ვარ ვიცი იმ პონტში რო ბევრ რამეს ვაკავშირებ სიკვდილთან და ნევრნაირი სიკვდილის ვარიაციები მაქვს, თან ისეთი სიკვდილების კიარ მეშინია, აი ქვეყანა რო დაიქცეს ან მანქანა დაგეჯახოს, იმენა კლინიკურების მეშინია: ანაფილაქსიური შოკის, თრომბის გაჭედვის, გულის შეტევით, ინსულტით და ეგეთებით, არადა 24 წლის ვარ კლინიკურად ნორმაში მყოფი, წონა, ვიტამინები, ფარისებრი, დიეტები, შაქარი, სისხლი, იმენა წესრიგია. ზოგჯერ მეშინია რო ვერ მოვრჩე რა ვქნა თქო, სახლში გამოკეტილი არ ვარ სულ გარეთ ვარ რავი აქტიურად. შიში რო ნორმალურია რაღაცის მესმის მარა წარმოსახვები და მერე მე რო შევიგრძნობ სიმხურვალეს და წამოვხტები და რაღაც საშინელებები, ეგ მინდა რო მოვირჩინო რა.
ხო თან იმენა კორსიზია ჩემი უებარი წამალი, 99% ყველაფერს შველის, სულ ორჯერ მქონდა სიტუაცია როცა ვერ მიშველა და სასწრაფომდე მიდგა საქმე და იმათაც რამე მსგავსი დაულევინებიათ. რამე მირჩიეთ, ან დამამშვიდეთ, ან რამე ამიხსენით. ფსიქოლოგთანაც ვეცდები მალე მივიდე. წამლებს ჩემით არ დავლევ, წამლების რჩევას არ ვითხოვ, ბუნებრივია.

Posted by: entoc 3 Jul 2020, 05:21
გამარჯობა ფორუმელებო, ვარ 24 წლის და რამდენიმე კვირაა დამეწყო სტრესული შეტევები და სუნთქვის გართულება ასევე გულის არეში ჭვალვა და ა. შ, კარდიოგრამაზე ვიყავი გული იდეალურ მდგომარეობაში გაავსო, ყველა მეუბნება სტრესულიაო.. კორსიზი მშველის ხოლმე მხოლოდ და ვალემანი, ადრე იშვიათად მქონდა და ახლა სისტემატურში გადავიდა.. ერთს დამახველებს და მგონია კორონა მაქვს პანიკები მეწყება, შიში მაქვს რომ ძილში გავიგუდები და ვერ ვიძინებ.. ერთადერთი შეყვარებულთნ როცა ვარ ხოლმე მაშინ მეძინება, მშვიდად ვგრძნობ თავს.. მოკლედ ცხოვრება არ ვიტყვი რომ იდეალურია მაგრამ, არც ცუდი.. კეთილი ხალხი მყავს გარშემო, გამგები გვერდში მდგომი შეყვარებული და რავი, ცხოვრება არაა ცუდი.. თუმცა მაქვს საშინელი სტრესი არვიცი საიდან მოდის.. არვიცი რავქნა.. მეოთხე დღეა არ მიძინია და აი შემთხვევით თუ გავითიშები გადაღლილობით დამეძინება და მერე 2-3 საათში მეღვიძება.. ახალ ცხოვრებას ვიწყებთ და ბინაც გვაქვს, ყველაფერი არაფერი აი არანაირი პრობლემა ცხოვრებაშ და მკლავს სტრესი. ამ ბოლო დროს დამეწყო სიმპტომების დაგუგლვა და იქ კაი არაფერი წერია და მოკლედ.. უარესად მაპანიკებს.. ვიცი თან რომ არაა ეგრე მარა შინაგანად აი რაღაც შიში მაქვს მაინც... რას მირჩევდით.. სად მივიდე.. იქნებ მსგავსი სიტუაცია გქონდათ და გამოხვედით..

Posted by: matemate30 3 Jul 2020, 12:34
entoc
სასწრაფოდ მიდი ფსიქოლოგთან და ყველაფერი მოუყევი და აღუწერე. დროზე არ მივხედე მე ზუსტად მაგ ყველაფერს და 6 წელია ასე ვარ, უფრო და უფრო მეზრდება ფობიების არეალი და უფრო და უფრო მეტი რამის შიში მიჩნდება ამიტომ სანამ ჯერ კიდევ გარეალიზებული გაქვს შენი მდგომარეობა დროულად მიდი და მარტივად და სწრაფად მოაგვარებ მაგ პრობლემას.
აქ გირჩევენ ალბათ კარგ ფსიქოლოგს, მე არ ვარ თბილისში და თვითონაც ჯერ ვერ მივაღწიე ფსიქოლოგამდე.

Posted by: nerbe 3 Jul 2020, 12:58
QUOTE (matemate30 @ 3 Jul 2020, 12:34 )
entoc
სასწრაფოდ მიდი ფსიქოლოგთან და ყველაფერი მოუყევი და აღუწერე. დროზე არ მივხედე მე ზუსტად მაგ ყველაფერს და 6 წელია ასე ვარ, უფრო და უფრო მეზრდება ფობიების არეალი და უფრო და უფრო მეტი რამის შიში მიჩნდება ამიტომ სანამ ჯერ კიდევ გარეალიზებული გაქვს შენი მდგომარეობა დროულად მიდი და მარტივად და სწრაფად მოაგვარებ მაგ პრობლემას.
აქ გირჩევენ ალბათ კარგ ფსიქოლოგს, მე არ ვარ თბილისში და თვითონაც ჯერ ვერ მივაღწიე ფსიქოლოგამდე.

ფსიქოლოგთან მისვლა ძვირი სიამოვნებაა სამწუხაროდ sad.gif

Posted by: entoc 3 Jul 2020, 21:46
სამწუხაროდ ახლა ბინაზე მიდის მთლიანი ჩემი შემოსავალი და თანხა და არ მაქვს ფსიქოლოზისთვის.. ზოგჯერ გიჭერ მომენტს და თვს ვეუბნები, ტვინი გატყუებს, არაა რეალური, კარგად ხარ.. და გადამდის.. არის მომენტები კიდე როცა არც კი ვფიქრობ რაციონალურად და უბრალოდ მიტაცებს.. აე ვარ დიდად ემოციური ადამიანი.. ყოველ მიჭირდა გამოხატვა და ეს სიახლეა და ორმაგად გაუსაძლისი, მადლობა რჩევისთვის

Posted by: Tatusi_tatu 6 Jul 2020, 12:56
გამარჯობა,

ვინმეს თუ გაქვთ გამოცდილება ე.წ ტიკებთან დაკავშირებით. წიკებს რომ ვეძახით smile.gif
ანუ თუ გქონიათ და გიმკურნალიათ? და თუ კი, ვინ არის ამ მიმართულებით კარგი ექიმი? რომელ ნევროლოგს მირჩევთ?

Posted by: miyvarxar45 13 Jul 2020, 22:43
გთხოვთ მირჩიოთ მახსოვრობის გასაუმჯობესებლად რა მიიღეთ

Posted by: pilo772 15 Jul 2020, 15:00
აი რა უნდა გააკეთო ადამიანმა, როცა ნერვოზი გაწუხებს, მიდიხარ ნევროლოგთან, ის გინიშნავს ჯერ ერთ, მერე მეორეს, სხვა ჯგუფისას, მერე მესამეს კიდე სხვა ჯგუფის ანტიდეპრესანტს, 3 ივე შემთხვევაში ერთი და იგივე კრახი, უარესი ფიზიოლოგიური მდგომარეობა. გადაძაბული ნერვები, შრომის ნაყოფიერების დავარდანა და ასე შემდეგ... რა უნდა ქნა?

Posted by: Kakasha 15 Jul 2020, 22:19
გამრჯობათ მეგობრებო თითქმის 1 წელია ანტიდეპრესანტზე ვზივარ ციტომაქსზე ,, ნერვოპატოლოგმა შეწქყვეტის რეკომენდაცია მომცა და დავიწყე ნახევრით 2 კვირა ვსვამდი შემდეგ მეოთხედი 3 კვირა ვსვამდი და 3 დღეა აღარ დამილევია საშინელი თავბრუსხვევები და არარეალობის შეგრზნება მაქ,,, გამმომიწერა ვიტანგო დრეში ორჯერ და ძილის წინ პლიუს ნევრომედი ერტი აბი,,, დღეს ვიყიდე ეს ყველაერი და ერთი აბი ვიტანგო დაბლიე ჯერ მაგრამ ნუ შედეგი არ მომცა,, მოკლედ ჩემი კითხვა მდგომარეობს ასეტი სიმპტომები უნდა მქონდეს? ტავბრუსხვევა , არარეალობის სეგრზნება და გულის აჩქარებები და პლიუს მთელი სხეული მიცახცახებს ცოტა

Posted by: N.D 16 Jul 2020, 15:28
QUOTE (Kakasha @ 15 Jul 2020, 22:19 )
გამრჯობათ მეგობრებო თითქმის 1 წელია ანტიდეპრესანტზე ვზივარ ციტომაქსზე ,, ნერვოპატოლოგმა შეწქყვეტის რეკომენდაცია მომცა და დავიწყე ნახევრით 2 კვირა ვსვამდი შემდეგ მეოთხედი 3 კვირა ვსვამდი და 3 დღეა აღარ დამილევია საშინელი თავბრუსხვევები და არარეალობის შეგრზნება მაქ,,, გამმომიწერა ვიტანგო დრეში ორჯერ და ძილის წინ პლიუს ნევრომედი ერტი აბი,,, დღეს ვიყიდე ეს ყველაერი და ერთი აბი ვიტანგო დაბლიე ჯერ მაგრამ ნუ შედეგი არ მომცა,, მოკლედ ჩემი კითხვა მდგომარეობს ასეტი სიმპტომები უნდა მქონდეს? ტავბრუსხვევა , არარეალობის სეგრზნება და გულის აჩქარებები და პლიუს მთელი სხეული მიცახცახებს ცოტა

ეგ წამლის მოხსნის ეფექტია აშკარად, სანამ ბოლომდე შეეშვებოდი ხომ კარგად იყავი? ფსიქოლოგიურიც იქნება რომ აღარ სვავ გგონია რომ ცუდად უნდა იყო, გადაგივლის ნუ შეუშნდები smile.gif
* * *
QUOTE (pilo772 @ 15 Jul 2020, 15:00 )
აი რა უნდა გააკეთო ადამიანმა, როცა ნერვოზი გაწუხებს, მიდიხარ ნევროლოგთან, ის გინიშნავს ჯერ ერთ, მერე მეორეს, სხვა ჯგუფისას, მერე მესამეს კიდე სხვა ჯგუფის ანტიდეპრესანტს, 3 ივე შემთხვევაში ერთი და იგივე კრახი, უარესი ფიზიოლოგიური მდგომარეობა. გადაძაბული ნერვები, შრომის ნაყოფიერების დავარდანა და ასე შემდეგ... რა უნდა ქნა?

რამდენი ხანია რაც წამლები დაიწყე?

Posted by: Kakasha 16 Jul 2020, 16:00
N.D
ვცდილობ რომ არ შევუშინდრ.. არა სანამ ბოლომდე არ მოვხსნიდი მანამდე არ მქონდა ხოლმე ასეთი მდგომარეობა.. ეხა როგორცვე მოვხსენი დამეწყო... მთავარია აე მომკლას დდა გაძლებით გავუძლებ ზედმეტია უკვე უნდა მომეხსნა

Posted by: pilo772 16 Jul 2020, 16:16
N.D
QUOTE
რამდენი ხანია რაც წამლები დაიწყე?

მე 3 თვე ვეჩალიჩები და დღEს მცენარეული დამინიშნა

Posted by: N.D 17 Jul 2020, 12:09
QUOTE (Kakasha @ 16 Jul 2020, 16:00 )
N.D
ვცდილობ რომ არ შევუშინდრ.. არა სანამ ბოლომდე არ მოვხსნიდი მანამდე არ მქონდა ხოლმე ასეთი მდგომარეობა.. ეხა როგორცვე მოვხსენი დამეწყო... მთავარია აე მომკლას დდა გაძლებით გავუძლებ ზედმეტია უკვე უნდა მომეხსნა

რათქმა უნდა არ მოკვდები )) ეგ მხოლოდ შენ გგონია შეგრძნებების ფონზე, შეირგე უწამლოდ ყოფნა და ეგ წამლის მოხსნის ეფექტი ძაან მალე გაგიქრება <3
* * *
QUOTE (pilo772 @ 16 Jul 2020, 16:16 )
N.D
QUOTE
რამდენი ხანია რაც წამლები დაიწყე?

მე 3 თვე ვეჩალიჩები და დღEს მცენარეული დამინიშნა

მცენარეული ბევრად მსუბუქი და უსაფრთხოა თუ გიშველის ჯობია რა თქმა უნდა <3

Posted by: zazakax 11 Aug 2020, 12:44
გამარჯობა, მოკლედ 3 წელზე მეტია ნერვოზი მაწუხებს, შიშები და ერთიამბები ნუ აი რაც ელენეს უწერია ასეთი სიმპტომები, ექიმთან ვიყავი ორჯერ, თავიდან რომ დამეწყო, და ახლახანს, 2 თვის წინ დაახლოებით. ჰო და რახდება, სულ ცუდად რომ ვარ რაღაცმტკივა და ასე შემდეგ, ამას რაღაცნაირად შევეჩვიესავით, ნუ რომ დამეწყო მაშნ როგორც ვიყავი ისე არვარ, მაგრამ, ახლა მაქვს რაღაც უცნაური ფიქრები თუ შეგრძნებები მოკლედ არვიცი ვერ ვხსნი, მგონი დეპრესიაც არის არვიცი, აი არაფერი არმინდა ხალისი არმაქვს არაფრის, და აი ის უცნაური ფიქრები, თითქოს რეალობას ვკარგავ თუ აი არვიცი, თუნდაც გუშნდელ დღეს რომ ვიხსენებ რაღაცნაირად მძაბავს თუნდაც კარგი რამე გავიხსენო , არააქვსმნიშვნელობა, აღარ შემიძლია. ეს ფიქრები თუ რაღაცები აქამდეც მაწუხებდა მაგრამ დიდხანს არმიგრძელდებოდა, ახლა 3 თვეა ყოველ დღე, დილით გავიღვიძებ და ვსო საშინელი ხასიათი მაქვს, აი ეს უცნაური ფიქრები, ნეტა ამის ახსნა შემეძლოს. ნერვოლოგმა არმინდა ძლიერი წამლები დაგინიშნოო და დამინიშნა: ეგლონილი 50მგ თითო აბი ჭამის შემდეგ დილით და შუადღეს, 10 დღე. და სომნოკაფსი ფორტე ძილის წინ(5აბი) ამათ რომ მოვრჩი ისევ მივედი ცვლილება არაფერი იყო და ისევ გამიგრძელა ეგლონილი 20 აბი , მხოლოდ დილით, და ტრიტიკო 150მგ 1/3 ძილის წინ. მოკლედ არაფერი ცვლილება არარის მიშველეთ რამე, გამამხნევეთ ან არვიცი, მგონია გავგიჟდები, წნევები მაქვს სულ მაღალი, აიიიი ესს ფიქრეეებიიიი დაა შეგრძნებებიიი მიითრეევს ბოლოს მიღებს ... შეიძლება დეპრესიაც არის აი არვიცი 3 წელი რომ ასე ვარ და ამ ფიქრებით ალბათ დეპრესიაც მაქვს sad.gif

Posted by: kapaferdo 12 Aug 2020, 01:09
ჩემი ისტორია მინდა გაგიზიაროთ იმედია არ დაგეზარებათ გამოხმაურება))

ჩემი აზრით მაქვს სოციალური შფოთვა, გენერალიზებული შფოთვა, დეპრესია, არასრულფასოვნების კომპლექსი

ბავშვობიდან მქონდა შფოთვა სულ ვცდილობდ ყურადღების ცენტრში არ ვყოფილიყავი, სკოლაში ადრე მივსულიყავი და დამეკავებინა ჩემი ადგილი)) უცხო ადამიანებთან მიჭირდა ძალიან. მაგრამ ჩემ ძმაკაცებთან ჩვეულებრივად ვიყავი არანაირი ჩუვილები არ მქონდა

სტუდებტობისას ძმაკაცებთან კონტაქტი გამიწყდა და ახალი წრე ვერ შევიქმენი ვერავისთან ნორმალური ურთ ვერ დავამყარე. აქედან დაიწყო შფოთვები რომ რამეს უნდა მივაღწიო კარგი სამსახური და მაგარი ტიპი გავხდე, მაგრამ არაფერი გამოდიოდა( მეც არ ვიკლავდი თავს აქტიურობით მაგრამ ყოველდღე ვფიქრობდი ამაზე)
მერე 37 სიცხეები მქონდა და ამოვიჩემე აუ კიბო ხო არ მაქვსთქო მეჩვენებოდა მუცლის მარჯვენა მხარეს რაღაც მაწუხებდა
მიკლედ ჩავიკეტე სახლში თამაში ფილმები მუსიკა, არანაირი ახალი ხალხის გაცნობა

სამსახური დასაწყისი იმედისმომცემი რო ვსო აზრზე მოვალ, თუმცა უცებ უამრავ ხალხთამ კონტაქტი პრეზენტაციები თავიუნდა გამოიჩინო ვაიიმმმე მოკლედ ჯჯოჯოხეთი ჩემთვის, მერე უფროსი უმკაცრესი 1 შეცდომა მოგივა და უმკაცრესი სასჯელი, და ნუ ვერ აგიღწერთ.
მოკლედ შეიქმნა ისეატი რეალობა ასეთი დასტრესილი ვერ ვიძინებ გბიანობამდე მეტე 5ჰტპ, ნევრიზალი და რაარაცეებინვცადე. ანუ ვარ ყველაზე ცუდ ადგილზე ჩემთვის ახლობლები მეუბნებიან რომ აბა როგორ გინდა ყველა ეგრრეა))) გამწირეს რა. მე ჩემი მხრიდან ახალს არაფერს ვერ ვეძებ ჯერ ერატი იმიტო რო ძაან დაღლილი ვარ მერე ვფიქრობ რო ვერაფერს ვერ ვიპოვი არაფერი მე არ ვიცი და რთულ რეჟიმს ვერც გაუძლებ

გოგოებს რაც შეეხება იასნა არავისატან არ ვკნტაკტობ, მაგისიც მეშინია არაფერი არ გამოვა მაინც გავბანძდები. ერთადერთი თუ დავლევ და რამე მაშინ მოვდივარ ხოდზე შედარებით

შფოთვა რო ვერაფერს ვაკეთებ დროს ვკარგავ ფულს ვერ ვშოულობ არის უმთავრესი


მოკლედ მივედი ფსიქიატრთან დამინიშნა:

ზოლომაქსი 0.5 1/2 აბი 2ჯერ დღეში

ძილის წინ
ლორაფენი 1 მგ 1 აბი
კეტილწპტი 0.25 1/4 აბი
(ანტიდეპრესანტიც დავჭირდება ოღონდ ჯერ არაო)

თქვენი აზრი მაინტერესებს ამ სიტუაციაზრ ჩემს ჩივილებზე


Posted by: lashachokhonelidze2012 12 Aug 2020, 20:48
Სალამი, MAOI კლასის ანტიდეპრესანტები თუ იშოვება ჩვენთან, რეცეპტი ესაჭიროება თუ არა და თუ ესაჭიროება რამდენად მარტივად წერენ ფსიქიატრები?

Posted by: masai11 12 Aug 2020, 21:08
user posted image

ნატუროპატში იყიდება, ყაზბეგის გამზირზე.
45₾ ღირს.

მცეარეულია, მიჩვევას არ წვევს, დილას-საღამო 20-ოცი წვეთი ენაზე. სპირტზეა დაყენებული.

ძალიან მიშველაო ჩემმა ნათესავმა გოგომ მითხრა.

Posted by: Sonix 19 Aug 2020, 09:10
ყველა წერს აქ თავისი პრობლემის შესახებ. მოდით მეც დავწერ და გაგიზიარებთ ჩემს საწუხარს, ჩვენ ხომ ყველანი ერთი "ოჯახის" წევრები ვართ, "ოჯახის" რომელიც მკაცრი, რთული და ზოგჯერ აუტანელია, თუმც ვფიქრობ რომ დროებითია და ცხოვრება თვითონ აალაგებს/დაალაგებს ყველაფერს.

•ყველაფერი კი დაიწყო ასე: შარშან ამ დროს (აგვისტო_სექტემბერი) სამსახურში 10_15 კგ. ტვირთი გვერდულად ცუდად ჩავდე მანქანაში, მარცხენა მხარეს გადავიხარე რომ მივდგომოდი მანქანას დაუხერხულად ჩავდე უკანა სავარძელზე, გავუშვი თუარა ხელი გულის დაბლა თითქოს რაღაც გაგენასკვაო და ამიჩქარდა ძალიან გული.. ამივარდა წნევა და ნუ ყველა წინაპირობა შემექმნა სიკვდილის, პირველი რაც ვიფიქრე ეგ იყო რომ ვსო სამსახურის ეზოში ვკვდები თქო. ეგრევე მეუღლე გამახსენდა რომელსაც უჩემოდ დავტოვებდი და მშობლები 1 წელი უნახავი ოკუპირებულ ტერიტორიაზე და მათაც რომ ასე ვეღარ ვნახავდი... ველოდები რომ უნდა მოვკვდე მარა არაო :დ მივვარდი წყალთან შევისხი ცივი წყალი და ცოტა გამოვედი.. მერე სასწრაფოს დაურეკეს მოვიდა რაღაც დამამშვიდებელი გამიკეთა და დავწყნარდი ცოტა. იმ დღეს გამომიშვეს წადი დღეს დაისვენეო.
იმ დღემ და მომნდევნო დღეებმა ნორმალური (როგორც მანამდე) გზით დაიწყეს სვლა.

ამ ამბიდან 2-3 კვირის შემდეგ დამეწყო გაბრუების შეგრძნება... თითქოს ნასვამი ან ახალგაღვიძებული ხარო.... ამას მოყვა რამოდენიმეჯერ პანიკური შეტევები რომლებიც 5_10 წუთში ლაგდებოდა... ვფიქრობდი რა მჭირრსთქო.... ექიმებთან მაინც არ მივდიოდი.
მთელი დღეები შფოთვების ფონზე მოდიოდა ვფიქრობდი .... ვფიქრობდი და ჰოპ, მოვიდა ასეთი ფიქრი რომ კონკრეტულ ორგანოზე რაღაც მჭირს თქო გავესინჯე როგზეა ყველაფერიო. მერე გულზე გადავედი თვეები ვიტრიალე გონებაში რაღაც მექნება სერიოზულითქო გადავიღე ბევრგან მაგრამ ყველაფერი რიგზეა... მერე სხვა ორგანოებსაც დავუწყე ქექვა იქაც რიგზეა ყველაფერი...
მაგრამ თავისით ავტომატურად მოდის ეს ჩემივე გამოგონილი ფიქრები...რაღაცას აიკვიატებ და ვსო ჩაიწიხლები იმაზე მთელი დროები.
ნევროპათოლოგმა სეციტა დამინიშნა 10 მგ. 1 თვე ვსვი და თითქოს ქონდა შედეგი თითქოს არა. მაგრამ ღმერთს მადლობა პანიკური და შფოთვითი შეტევები აღარ მქონია საკმაო ხანია.
მაგრამ ეს გაბრუება ვერ მოვიხსენი.. დავაბრალე სასმელს. (მიყვარს დალევა და 6 წელია ვსვავ ზომიერად..)
გადავწყვიტე რომ თავი დამენებებინა სმისთვის.
-არ ვეწევი (არაფერს)
-2თვეა აღარ ვსვავ
+ყავას ვსვავ 3-4 ჭიქა
მაგრამ ეს გაბრუება ვერ მოვიხსენი.
ჰო სასმლის მიტოვების შემდეგ განსაკუთრებით საგრძნობად დამეწყო დერეალიზაცია და უფრო მეტად დეპერსონალიზაციის შეგრძნებები. ხანდახან ვფიქრობ ეს მე ვარ? ეს მე ვთქვი? ხშირად ვერ ვცნობ საკუთარ თავს...
მაგრამ მაინც ვაგრძელებ უალკოჰოლოდ ცხოვრებას.

ახლა ისევ იმ სამსახურში ვმუშაობ და ყოველ დღე როცა იქ მივდივარ იმ ადგილას სადაც ეს ყველაფერი დაიწყო არ მსიამოვნებს, უარესად ვბრუვდები და ვიძაბები.

არის კიდევ ერთი ფაქტორიც.. ზოგადად არ მიყვარს იმაზენერვიულობა რასაც არ ეშველება . გულთან ახლოს არ მიმაქვს ხოლმე ესეთები მაგრამ შარშანდელი წელი ისეთი რთული იყო რომ ბევრ რამეზე ვინერვიულე:
1. მეუღლეს მუცელო მოეშალს
2. ავარიაში მოვყევი სასწაულით გადავრჩი
3. ჩემი რაიონი ჩაკეტეს რუსებმა და ჩემებს ვეღარ ვნახულობ ვერც მე შევდივარ.
ამ სამმა ამბავმა ძალიან იმოქმედა ჩემზე და ალბათ ესეცაა რას , ადამიანები ვითმენთ ვითმენთ და მერრე ერთიანად მოგვაწვება ხოლმე ყველაფერი.

თქვენც გქონიათ ასეთი შემთხვევა? გრძნოობთ გაბრუებას ან დერეალიზაციის შეგრძნებას? ყავა როგორ მოქმედებს ამ დროს ეგ ხომ არ მაბრუებს ნეტა... მარა რაოარ ვსვავ უარესად ვარ :დ
ნეტა გაბრუება/თრობის შეგრძნება და დეპერსონსლიზაცია (მომენტებში) მომშორდეს და აღარ დავეძებ არაფერს.. რავიცი რავიცი იმედია დალაგდება ყველაფერი ღმერთის წყალობით. ✌️

Posted by: ThatGuy 19 Aug 2020, 12:18
QUOTE (kapaferdo @ 12 Aug 2020, 01:09 )
ჩემი ისტორია მინდა გაგიზიაროთ იმედია არ დაგეზარებათ გამოხმაურება))

ჩემი აზრით მაქვს სოციალური შფოთვა, გენერალიზებული შფოთვა, დეპრესია, არასრულფასოვნების კომპლექსი

ბავშვობიდან მქონდა შფოთვა სულ ვცდილობდ ყურადღების ცენტრში არ ვყოფილიყავი, სკოლაში ადრე მივსულიყავი და დამეკავებინა ჩემი ადგილი)) უცხო ადამიანებთან მიჭირდა ძალიან. მაგრამ ჩემ ძმაკაცებთან ჩვეულებრივად ვიყავი არანაირი ჩუვილები არ მქონდა

სტუდებტობისას ძმაკაცებთან კონტაქტი გამიწყდა და ახალი წრე ვერ შევიქმენი ვერავისთან ნორმალური ურთ ვერ დავამყარე. აქედან დაიწყო შფოთვები რომ რამეს უნდა მივაღწიო კარგი სამსახური და მაგარი ტიპი გავხდე, მაგრამ არაფერი გამოდიოდა( მეც არ ვიკლავდი თავს აქტიურობით მაგრამ ყოველდღე ვფიქრობდი ამაზე)
მერე 37 სიცხეები მქონდა და ამოვიჩემე აუ კიბო ხო არ მაქვსთქო მეჩვენებოდა მუცლის მარჯვენა მხარეს რაღაც მაწუხებდა
მიკლედ ჩავიკეტე სახლში თამაში ფილმები მუსიკა, არანაირი ახალი ხალხის გაცნობა

სამსახური დასაწყისი იმედისმომცემი რო ვსო აზრზე მოვალ, თუმცა უცებ უამრავ ხალხთამ კონტაქტი პრეზენტაციები თავიუნდა გამოიჩინო ვაიიმმმე მოკლედ ჯჯოჯოხეთი ჩემთვის, მერე უფროსი უმკაცრესი 1 შეცდომა მოგივა და უმკაცრესი სასჯელი, და ნუ ვერ აგიღწერთ.
მოკლედ შეიქმნა ისეატი რეალობა ასეთი დასტრესილი ვერ ვიძინებ გბიანობამდე მეტე 5ჰტპ, ნევრიზალი და რაარაცეებინვცადე. ანუ ვარ ყველაზე ცუდ ადგილზე ჩემთვის ახლობლები მეუბნებიან რომ აბა როგორ გინდა ყველა ეგრრეა))) გამწირეს რა. მე ჩემი მხრიდან ახალს არაფერს ვერ ვეძებ ჯერ ერატი იმიტო რო ძაან დაღლილი ვარ მერე ვფიქრობ რო ვერაფერს ვერ ვიპოვი არაფერი მე არ ვიცი და რთულ რეჟიმს ვერც გაუძლებ

გოგოებს რაც შეეხება იასნა არავისატან არ ვკნტაკტობ, მაგისიც მეშინია არაფერი არ გამოვა მაინც გავბანძდები. ერთადერთი თუ დავლევ და რამე მაშინ მოვდივარ ხოდზე შედარებით

შფოთვა რო ვერაფერს ვაკეთებ დროს ვკარგავ ფულს ვერ ვშოულობ არის უმთავრესი


მოკლედ მივედი ფსიქიატრთან დამინიშნა:

ზოლომაქსი 0.5 1/2 აბი 2ჯერ დღეში

ძილის წინ
ლორაფენი 1 მგ 1 აბი
კეტილწპტი 0.25 1/4 აბი
(ანტიდეპრესანტიც დავჭირდება ოღონდ ჯერ არაო)

თქვენი აზრი მაინტერესებს ამ სიტუაციაზრ ჩემს ჩივილებზე

ზვიადი ხო არ ქვია შენ ექიმს? მე ვმკურნალობდი ზუსტად მაგ წამლებით ზუსტად მასე.

Posted by: Brdzenkaci 19 Aug 2020, 15:11
წავიკითხე კომენტარები და აი ძმებო დებო, გეფიცებით, ყველას პრობლემა წავიკითხე და ერთ რამეს დავწერ...
არსებობს ნევროლოგი ნანი მანაგაძე, აი ყველგან და ყოველთვის მას გავუწევ რეკომენდაციას, ჩემ გარშემო უამრავ ადამიანს უშველა, მე ცოტა სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი და ჩემი გონებით ვებრძოდი ნევროზს და სტრესს, მერე პანიკური შეტევები დამეწყო და საბოლოოდ ძმაკაცებმა მიმიყვანეს ამ ქალთან და რავიცი აი...უბრალოდ არაფერს არ დავწერ რა..ღმერთმა გამომიგზვნა მართლა...
ნანი მანაგაძე. უბრალოდ როცა ჩათვლით რომ თქვენი ძალებით უძლური ხართ მიდით ამ ქალბატონთან და აი კაცურ სიტყვას გაძლებთ რავიცი რა ვტქვა უბრალოდ აი ვიცი რო გიშველით.
არც არავინ მიხდის ფულს და არც არავის უთხოვია არ სჭირდება მაგ ქალბატონს ჩემი აქ კომენტარები მიუკერძოებლად ალალად ვწერ.

Posted by: Sonix 19 Aug 2020, 16:20
QUOTE (Brdzenkaci @ 19 Aug 2020, 15:11 )
წავიკითხე კომენტარები და აი ძმებო დებო, გეფიცებით, ყველას პრობლემა წავიკითხე და ერთ რამეს დავწერ...
არსებობს ნევროლოგი ნანი მანაგაძე, აი ყველგან და ყოველთვის მას გავუწევ რეკომენდაციას, ჩემ გარშემო უამრავ ადამიანს უშველა, მე ცოტა სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი და ჩემი გონებით ვებრძოდი ნევროზს და სტრესს, მერე პანიკური შეტევები დამეწყო და საბოლოოდ ძმაკაცებმა მიმიყვანეს ამ ქალთან და რავიცი აი...უბრალოდ არაფერს არ დავწერ რა..ღმერთმა გამომიგზვნა მართლა...
ნანი მანაგაძე. უბრალოდ როცა ჩათვლით რომ თქვენი ძალებით უძლური ხართ მიდით ამ ქალბატონთან და აი კაცურ სიტყვას გაძლებთ რავიცი რა ვტქვა უბრალოდ აი ვიცი რო გიშველით.
არც არავინ მიხდის ფულს და არც არავის უთხოვია არ სჭირდება მაგ ქალბატონს ჩემი აქ კომენტარები მიუკერძოებლად ალალად ვწერ.

შენ რატომ არ გიშველა? ან ეხლა როგორ ხარ რითი უშველე თავს?

Posted by: Brdzenkaci 19 Aug 2020, 16:25
როგორ არ მიშველა კაცო, რო მიშველა მაგიტომ ვწერ. ჩემით რო ვერ გავქაჩე და აშკარად დავსუსტდი საკუთარ თავთან ბრძოლით მერე მივედით მაგ ქალთან და აი ახლაც ორჯერ შემთხვევით ამომიგდო ფბზე და აი ისე გამისწორდა რო რავი რა მივწერე ძააან დიდი მადლობათქო და ჰაიჰუი))
ახლა ვარ აი პატარა ბავშვივით, არც ნევროზი,
არც სტრესი მადლობა ღმერთს, არც შფოთვები..ყველაზე მეტად პანიკურიშეტევები მბრიდავდა რა მეგონა რო უკვე ვგიჟდებოდი ისეთი იზმენები ავიკიდე და აი ახლა
რო მახსენდება მგონია რო არ
ყოფილა ეგ პერიოდი საერთოდ...რავიცი მიშველა კი არა
ახლიდან გამაჩინა მგონი იმდენად მაგრად ვგრძნობ თავს.

Posted by: Sonix 19 Aug 2020, 16:31
QUOTE (Brdzenkaci @ 19 Aug 2020, 16:25 )
როგორ არ მიშველა კაცო, რო მიშველა მაგიტომ ვწერ. ჩემით რო ვერ გავქაჩე და აშკარად დავსუსტდი საკუთარ თავთან ბრძოლით მერე მივედით მაგ ქალთან და აი ახლაც ორჯერ შემთხვევით ამომიგდო ფბზე და აი ისე გამისწორდა რო რავი რა მივწერე ძააან დიდი მადლობათქო და ჰაიჰუი))
ახლა ვარ აი პატარა ბავშვივით, არც ნევროზი,
არც სტრესი მადლობა ღმერთს, არც შფოთვები..ყველაზე მეტად პანიკურიშეტევები მბრიდავდა რა მეგონა რო უკვე ვგიჟდებოდი ისეთი იზმენები ავიკიდე და აი ახლა
რო მახსენდება მგონია რო არ
ყოფილა ეგ პერიოდი საერთოდ...რავიცი მიშველა კი არა
ახლიდან გამაჩინა მგონი იმდენად მაგრად ვგრძნობ თავს.

გაბრუება დერეალიზაცია დეპერსონალიზაცია არამდგრადობა გაუცხოვება - ამათგან რომელიმე სიმტომი თუ გქონდა?

Posted by: Brdzenkaci 19 Aug 2020, 16:45
Sonix
აი დარწმუნებული ვარ რომ ეგ ტერმჯენბი გაქ გუგლში ნანახი და არ თქვა არაო smile.gif) ეგრე ვიყავი ყველაფერს გუგლში ვეძებდი და მერე მჯეროდა და ვგიჟდებოდი ისეთ *** კავშირებს ვაბამდი)))) ეგ ყველა სიმპტომი მოაქვს გუგლის სერჩში აღმოცენილ ინფოებს რომლებსაც 16 წლის დეპრესიული გოგოები ექიმების რჩევებად ასაღებენ და მერე ადამიანს გაჭირვებაში მყოფს გგონია რო მართლა ეგრე ხარ. ეგ სახელწოდებებია მხოლოდ სხვა არაფერი. კი მქონი და კი მიშველა. მარტო მე არა. მოსაწევს ეწეოდნენ ძმაკაცები და
ეგ ყველა სიმპტომი ჰქონდათ პლუს ეჭვები და შფოთვები და ათასი მზეობა და მათაც უშველა smile.gif არ ინერვიულო რაც მთავარია ნევროლოგი გჭირდება და დალაგდები ძააან მალე აი ძააან.

Posted by: Sonix 19 Aug 2020, 17:03
QUOTE (Brdzenkaci @ 19 Aug 2020, 16:45 )
Sonix
აი დარწმუნებული ვარ რომ ეგ ტერმჯენბი გაქ გუგლში ნანახი და არ თქვა არაო smile.gif) ეგრე ვიყავი ყველაფერს გუგლში ვეძებდი და მერე მჯეროდა და ვგიჟდებოდი ისეთ *** კავშირებს ვაბამდი)))) ეგ ყველა სიმპტომი მოაქვს გუგლის სერჩში აღმოცენილ ინფოებს რომლებსაც 16 წლის დეპრესიული გოგოები ექიმების რჩევებად ასაღებენ და მერე ადამიანს გაჭირვებაში მყოფს გგონია რო მართლა ეგრე ხარ. ეგ სახელწოდებებია მხოლოდ სხვა არაფერი. კი მქონი და კი მიშველა. მარტო მე არა. მოსაწევს ეწეოდნენ ძმაკაცები და
ეგ ყველა სიმპტომი ჰქონდათ პლუს ეჭვები და შფოთვები და ათასი მზეობა და მათაც უშველა smile.gif არ ინერვიულო რაც მთავარია ნევროლოგი გჭირდება და დალაგდები ძააან მალე აი ძააან.

კიი რაც თქვი 100% ხარ გუგლიიიი
* * *
QUOTE (Brdzenkaci @ 19 Aug 2020, 16:45 )
Sonix
აი დარწმუნებული ვარ რომ ეგ ტერმჯენბი გაქ გუგლში ნანახი და არ თქვა არაო smile.gif) ეგრე ვიყავი ყველაფერს გუგლში ვეძებდი და მერე მჯეროდა და ვგიჟდებოდი ისეთ *** კავშირებს ვაბამდი)))) ეგ ყველა სიმპტომი მოაქვს გუგლის სერჩში აღმოცენილ ინფოებს რომლებსაც 16 წლის დეპრესიული გოგოები ექიმების რჩევებად ასაღებენ და მერე ადამიანს გაჭირვებაში მყოფს გგონია რო მართლა ეგრე ხარ. ეგ სახელწოდებებია მხოლოდ სხვა არაფერი. კი მქონი და კი მიშველა. მარტო მე არა. მოსაწევს ეწეოდნენ ძმაკაცები და
ეგ ყველა სიმპტომი ჰქონდათ პლუს ეჭვები და შფოთვები და ათასი მზეობა და მათაც უშველა smile.gif არ ინერვიულო რაც მთავარია ნევროლოგი გჭირდება და დალაგდები ძააან მალე აი ძააან.

როგორ ვიპოვო ეგ ქალი? სად მუშაობს?

Posted by: Brdzenkaci 20 Aug 2020, 05:12
Sonix
ევექსში მუშაობს კოლმეურნეობაზე როა იქ

Posted by: Vikus 27 Aug 2020, 07:27
ნუ დადიხართ ნევროლოგებთან!
მიდით ფსიქიატრთან!

Posted by: pilo772 27 Aug 2020, 10:17
Vikus
QUOTE
მიდით ფსიქიატრთან!

თუ ფსიქოლოგთან?
იცი ფსიქიატრები რომლებიც არ გაგწეწავენ და სწორად გიმკურნალებენ?
ან როგორი ტიპის მკურნალობა აქვთ? ანტიდეპრესანტებს გინიშნავენ თუ რამე ფსიქოტრენინგებს გიტარებენ თუ რა ხდება საერთოდ?
მე მითხრეს ზუსტად ეგ. ვერ მოვიშორე შფოთები, წინა გერდზეც მიწერია. ამ ნერვოზის გამო კუჭნაწლავიც მიზიანდება, კუნტებიც მეჭიმება და ხან თიაქარი მემართება ხან რა... ამ ბოლოდ როს მეგონა გულის პრობლემა მაქვსთქო. ხო და გასტროენტეროლოგმაც და კარდიოლოგმაც წადი ფსიქიატრთანო.
რა ვიცი ვერ ვწყვიტავ. ჩემთვის ფსიქიატრი შიზოფრენიასთან მებრძოლ ექიმად აღიქვება და... არ ამქვს მე კიდე შიზოფრენია. ნუ ჯერ lol.gif

Posted by: sneh 8 Sep 2020, 17:08
რამდენიმე წლის უკან დამაბრუნა და ის განცდები დააბრუნა მეტი არაფერი მინდა.
ახლა, ამ განცდებით და ამ მოცემულობით ძაან ღლეობაა სიცოცხლე...

ბოლო სამი წელი მუდმივი სტრესისა და დაძაბულობის ქვეშ ვარ.
ძილის ხარისხი ბოლო 4 წლია მკვეთრად დავარდა. რაც სხვა რაღაცეებზე ძალიან ცუდად მოქმედებს.

თითქმის მთელი ორგანიზმი ჩაითრია.


Posted by: Domaci 9 Sep 2020, 02:12
QUOTE (Sonix @ 19 Aug 2020, 09:10 )
ყველა წერს აქ თავისი პრობლემის შესახებ. მოდით მეც დავწერ და გაგიზიარებთ ჩემს საწუხარს, ჩვენ ხომ ყველანი ერთი "ოჯახის" წევრები ვართ, "ოჯახის" რომელიც მკაცრი, რთული და ზოგჯერ აუტანელია, თუმც ვფიქრობ რომ დროებითია და ცხოვრება თვითონ აალაგებს/დაალაგებს ყველაფერს.

•ყველაფერი კი დაიწყო ასე: შარშან ამ დროს (აგვისტო_სექტემბერი) სამსახურში 10_15 კგ. ტვირთი გვერდულად ცუდად ჩავდე მანქანაში, მარცხენა მხარეს გადავიხარე რომ მივდგომოდი მანქანას დაუხერხულად ჩავდე უკანა სავარძელზე, გავუშვი თუარა ხელი გულის დაბლა თითქოს რაღაც გაგენასკვაო და ამიჩქარდა ძალიან გული.. ამივარდა წნევა და ნუ ყველა წინაპირობა შემექმნა სიკვდილის, პირველი რაც ვიფიქრე ეგ იყო რომ ვსო სამსახურის ეზოში ვკვდები თქო. ეგრევე მეუღლე გამახსენდა რომელსაც უჩემოდ დავტოვებდი და მშობლები 1 წელი უნახავი ოკუპირებულ ტერიტორიაზე და მათაც რომ ასე ვეღარ ვნახავდი... ველოდები რომ უნდა მოვკვდე მარა არაო :დ მივვარდი წყალთან შევისხი ცივი წყალი და ცოტა გამოვედი.. მერე სასწრაფოს დაურეკეს მოვიდა რაღაც დამამშვიდებელი გამიკეთა და დავწყნარდი ცოტა. იმ დღეს გამომიშვეს წადი დღეს დაისვენეო.
იმ დღემ და მომნდევნო დღეებმა ნორმალური (როგორც მანამდე) გზით დაიწყეს სვლა.

ამ ამბიდან 2-3 კვირის შემდეგ დამეწყო გაბრუების შეგრძნება... თითქოს ნასვამი ან ახალგაღვიძებული ხარო.... ამას მოყვა რამოდენიმეჯერ პანიკური შეტევები რომლებიც 5_10 წუთში ლაგდებოდა... ვფიქრობდი რა მჭირრსთქო.... ექიმებთან მაინც არ მივდიოდი.
მთელი დღეები შფოთვების ფონზე მოდიოდა ვფიქრობდი .... ვფიქრობდი და ჰოპ, მოვიდა ასეთი ფიქრი რომ კონკრეტულ ორგანოზე რაღაც მჭირს თქო გავესინჯე როგზეა ყველაფერიო. მერე გულზე გადავედი თვეები ვიტრიალე გონებაში რაღაც მექნება სერიოზულითქო გადავიღე ბევრგან მაგრამ ყველაფერი რიგზეა... მერე სხვა ორგანოებსაც დავუწყე ქექვა იქაც რიგზეა ყველაფერი...
მაგრამ თავისით ავტომატურად მოდის ეს ჩემივე გამოგონილი ფიქრები...რაღაცას აიკვიატებ და ვსო ჩაიწიხლები იმაზე მთელი დროები.
ნევროპათოლოგმა სეციტა დამინიშნა 10 მგ. 1 თვე ვსვი და თითქოს ქონდა შედეგი თითქოს არა. მაგრამ ღმერთს მადლობა პანიკური და შფოთვითი შეტევები აღარ მქონია საკმაო ხანია.
მაგრამ ეს გაბრუება ვერ მოვიხსენი.. დავაბრალე სასმელს. (მიყვარს დალევა და 6 წელია ვსვავ ზომიერად..)
გადავწყვიტე რომ თავი დამენებებინა სმისთვის.
-არ ვეწევი (არაფერს)
-2თვეა აღარ ვსვავ
+ყავას ვსვავ 3-4 ჭიქა
მაგრამ ეს გაბრუება ვერ მოვიხსენი.
ჰო სასმლის მიტოვების შემდეგ განსაკუთრებით საგრძნობად დამეწყო დერეალიზაცია და უფრო მეტად დეპერსონალიზაციის შეგრძნებები. ხანდახან ვფიქრობ ეს მე ვარ? ეს მე ვთქვი? ხშირად ვერ ვცნობ საკუთარ თავს...
მაგრამ მაინც ვაგრძელებ უალკოჰოლოდ ცხოვრებას.

ახლა ისევ იმ სამსახურში ვმუშაობ და ყოველ დღე როცა იქ მივდივარ იმ ადგილას სადაც ეს ყველაფერი დაიწყო არ მსიამოვნებს, უარესად ვბრუვდები და ვიძაბები.

არის კიდევ ერთი ფაქტორიც.. ზოგადად არ მიყვარს იმაზენერვიულობა რასაც არ ეშველება . გულთან ახლოს არ მიმაქვს ხოლმე ესეთები მაგრამ შარშანდელი წელი ისეთი რთული იყო რომ ბევრ რამეზე ვინერვიულე:
1. მეუღლეს მუცელო მოეშალს
2. ავარიაში მოვყევი სასწაულით გადავრჩი
3. ჩემი რაიონი ჩაკეტეს რუსებმა და ჩემებს ვეღარ ვნახულობ ვერც მე შევდივარ.
ამ სამმა ამბავმა ძალიან იმოქმედა ჩემზე და ალბათ ესეცაა რას , ადამიანები ვითმენთ ვითმენთ და მერრე ერთიანად მოგვაწვება ხოლმე ყველაფერი.

თქვენც გქონიათ ასეთი შემთხვევა? გრძნოობთ გაბრუებას ან დერეალიზაციის შეგრძნებას? ყავა როგორ მოქმედებს ამ დროს ეგ ხომ არ მაბრუებს ნეტა... მარა რაოარ ვსვავ უარესად ვარ :დ
ნეტა გაბრუება/თრობის შეგრძნება და დეპერსონსლიზაცია (მომენტებში) მომშორდეს და აღარ დავეძებ არაფერს.. რავიცი რავიცი იმედია დალაგდება ყველაფერი ღმერთის წყალობით. ✌️

ხო სტრესიდან ხდება ეს.

1. სასმელს შეეშვი. მითუმეტეს არაყს და ცოტა ძლიერ სასმელებს. ღვინო შეიძლება დოზირებულად. გადათრობა ცუდია, მეორე დღეს მინიმუმ პანიკა აგიყოლიებს გულზე.

2. ყავას შეეშვი. მე ექიმა ამიკრძალა ყავა დამიშველა. გულის ფრიალებს იწვევდა

3. ძილი მოიწესრიგე აუცილებლად. თუ ცუდად გძინავს

4. ადამიანებთან კონტაქტი გააქვს? მე ჩავიკეტე.
მეგონა ვიბრიდები, გულით დავიწყეე , ჩავედი ღვირძლამდე. ყველაფრის ეხოსკოპია და რავი რა აღარ. კიბო, შიდსი.

გადაღლამ იცის , პრობლემებმა, სტრესულმა სამახურმა, თამაშმა, რავიცი 1000 რაღაც შეიძლება იყოს მიზეზი.

მე თამაშმა მიქნა. ნერვებ აშლილი რაღას დავიძინებდი სულ ფულზე და საკუთარ თავის გინებაში ვათენებდი ღამეებს.
პირველად კინოთეატრში დამემართა პანიკური შეტევა . წინა დღეს არაყი მქონდა დალეული ბევრი. ხოდა გულმა ამკენწლა ვითომ ოღონდ.

მის მერე 6 წელი გავიდა. ეხლაც პერიოდულად მემართება ხოლმე, მაგრამ უკვე მართვა შემიძლია. პატარა ნერვიულობაც კი საკმარისია რომ გავაღვიძო ეს მდგომარეობა.
საშიში არაფერია მაგაზე არ ინერვიულო.

Posted by: sasne 13 Sep 2020, 13:32
ძილს ვერ ვიწესრიგებ საერთოდ. წამლების დალევა დავიწყე და უარესები მიქნა საერთოდ წამლებმა.

რა აღარ ვცადე.
კუჭზე იმოქმედა და პირიქით ნერვული სისტემა მთლიანად გამომიყვანა მწყობრიდან.
ამიტომ შევეშვი.
მერე კვებაც მოვიწესრიგე სიარული დავიწყე მაგრამ მაგანაც არ მიშველა.

აზრზე არ ვარ საერთოდ რას მივმართო.

ექიმი წამლებს მინიშნავს მაგრამ წამლებს ჩემი ორგანიზმი ვერ იღებს.
პირიქით უკუ ეფექტებს მიყენებს.
ბუნებრივი საშუალებით რა ვცადო არ ვიცი და მამენთ უკვე ღლეზეც დავიკიდე.
არაფერი არ გამოდის და რა ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი.

რესურსები და ნერვული სისტემა ამოწურვადია და მაგ ბრძოლასაც აქვს თავისი ლიმიტი.


* * *
გამოსავალი არ ყოფილა არაფერში საერთოდ.
ბუნებრივი გზით ვერ დადგა გამოსავალი. მედიკამენტოზურმა საერთოდ უარესი მიქნა.
მესამე გზა რა არის?
არაფერი.
ან სუიციდი!

Posted by: regorego 13 Sep 2020, 20:12
გამარჯობა, მინდა ჩემს პრობლემაზე დავწერო და თან რჩევები მივიღო თქვენგან.
4 წლის წინ დამიდგინდა აივ ინფექცია და ვფიქრობ მაშინ დაიწყო ყველაფერი. ვიყავი სრულიად მარტო და დიდი ხანი დამჭირდა იმის დაჯერება რომ არ ვკვდებოდი და ქრონიკული, მართვადი დაავადება მქონდა. რამდენიმე თვე გაღვიძებიდან შუადღრმდე მაკანკალებდა, სულ განგაში მქონდა, არც ჭამა მინდოდა და არაფერი. არავისთვის არაფერი მითქვამს ერთი ახლობლის გარდა და რომ ვხედავდი მის შეშინებულ სახეს ვფიქრობდი რომ არ უნდა მეთქვა, რქდგან მეც მაშინებდა მისი შეშინებული მზერა. დროთაგანმქვლობქში ყველაფერი ოს რაც ადრე მომწონდა და ვაკეთებდი შევწყვიტე. ახლობლებთან, მეგობრებთან ყოფნა აღარ მინდოდა, მარტო მშვიდათ და კარგად ვიყავი, მოკლედ ბევრი რამე გავიარე. მკირნალობა დავიწყე, ჩემი ჯანმრთელობა დასტწბილურდა, ყველა ანალიზი წესრიგში მაქვს, მქგრამ ემოციების მართვის პრობლემა გამიჩნდა, ხასიათი სწრაფად მეცვლებოდა და თითქოს ბედნიერების გრაზნობა დავკარგე. წუწუნი და შიშები თანმდევი გახდა, თუმცა წელს-იქნვარში საჭესთან დამეწყო კანკქლი, ოფლმა დამასხა და შფოთვა მქონდა. მეგობარმა მოთხრა რომ სავარაუდოთ პანიკური შეტევა მქონდა. მეგონა ვკვდებოდი და გული მიჩერდებოდა. წავედი კარდიოლოგთან და ყველაფერი გამოვიკვლიე და აღმოჩნდა რ9მ გული ჯანმრთელი მაქვს. დამეწყო ცუდათ გახდომის შიში, ყველაფერზე განგაში მერთვებოდა. მაგალითად თმა მცვიოდა, კბილების ყელი გამიშიშვლდწ, მეგონწ ფრჩხილები დამეზოლა. პატარა ჯანმრთელობის პრობლემები სულ მქონდა ამ პერიოდში, მაგრამ მცირე მკურნალობით გვარდებოდა და მეც მავიწყდებოდა, თუმცა ახლა აყვა ყველაფერი ერთმანეთს. მივედი ფსიქოლოგტან და რამდენიმე ვიზიტის შემდეგ მივხვდი ვერ დამეხმარებოდწ, მივედი ჩემს ექიმთან, რომელიც აივს მკურნალობს და მოვუყევი ყველა ჩემი სიმპტომი, ჩამიტარა გამოკვლევა (ისედაც მოტარდება ყოველ 6 თვეში ერთცელ) და ყველაფერი წესრიგში მქონდა. გადავწყვიტე ფსიქიატრთან მისვლა.ლ, რომლებმაც წამლები დამინიშნა აკვიატებების და დეპრესიის სამკურნალოდ. დაახლოებით 2 თვე კარგად ვიყქვი, მერე ფეხზე შევამჩბიე სილირჯე და მაქედან დაიწყო ყველაფერი. დავიწყე სხეულის თვალიერება, რომელიც აკვიატებად მექცა და ყოველი სილურჯის გქვლოს შემდეგ ახალი ჩნდებოდა, ხელის დადებაზე მტკივნეული, მაგრამ ვერ ვიხსენებ ვერასდროს რას და როდის მივარტყი. 3 თვეა კიდურებზე ვამჩნევ ამ ყველაფერს. ამასობქში გეგმიურმანკვლევამ მომოწია და სისხლის ანალიზი და ზოგადად ყველა ანალიზი ბორმაში მქონდა, თუმცა ჩემი დსლურჯებები ისევ ჩნდებოდა და გამუდმებით ამაზე ვფიქრობდი, რომ ლეიკემია მჭირს ან რამე ეგეთი, მერე დამეწყო თითქმოს ყველაფრის ტკივილი, ხან ფეცებო, ხან გვერდები, ხან რა და ხან რა, ამას ყველაფერს მოყვება შფოთვა და განგაში. წავედი ჰემატოლოგთან, ჩავიტარე გამოკვლევები და რაიმე მნისვნელოვანი გადახრა ნორმიდან არ დაფიქსირდა. დამინიშნა ასკურობინი, დაახლოებით 3 კვირაა ვსვამ და მაინც შევამჩნიე სილირჯე, ჯეტ ფეხზე და მერე ხელზე. მიუხედწვად იმისქ რომ ექიმმა მითხრა ლეიკემია გამორიცხე და ამოიგდე თავიდანო მაინც სულ გამუდმებით ცუდზე ვფიქრობ, ხან რა მტკივა და ხან რა მაწუხებს, მოკლედ ყოველდღე სხვადასხვა რაღაცა. ხან მეწყება შფოთვა, უჰაერობა და განგაშის გრძნობა, ფეხების და ხელების ოფლიანობა, ზოგადად ოფლიანობა, კუნთების ტკივილი, საწოლიდან მეზარება ადგომა და მოკლედ სულ ნეგატიურ ფიქრებში ვარ. ვერ ვაჯერებ ჩემს თავს რომ არაფერი მჭირს, მგონია რომ რაღაც არის და ვერ ვაგნებ, ვეძებ და ცუდის მოლოდინი მაქვს და მაშინებს. ვიცი, რომ უნდა ვიმუშაო ჩემს თავზე, მაგრწმ არ ვიცი როგორ. ყველა ტკივილი და შეგრძნება იმდენად რეალურია თითქოს, რომ ნამდვილი მგონია და ეჭვი მეპარება რომ რამე კიბო ან სხვა რაღაც არ მჭირს.

Posted by: sasne 13 Sep 2020, 20:21
regorego


ამდენი ექიმი ვერ დაგეხმარა და მეეჭვება აქ ვინმე დაგეხმაროს და რამე კომპეტენტური რჩევას მოგცეს.
ჩემი რჩევა იქნება ისევ ფსიქოლოგს ან ფსიქიატრსმიმართო და გააგრძელო მკურნალობა.

Posted by: regorego 13 Sep 2020, 20:33
QUOTE (sasne @ 13 Sep 2020, 20:21 )
regorego


ამდენი ექიმი ვერ დაგეხმარა და მეეჭვება აქ ვინმე დაგეხმაროს და რამე კომპეტენტური რჩევას მოგცეს.
ჩემი რჩევა იქნება ისევ ფსიქოლოგს ან ფსიქიატრსმიმართო და გააგრძელო მკურნალობა.

ჩემმა ფსიქიატრმა.მოთხრა, რომ ასეთი ხასიათი მაქვს და მუდამ წამლებზე ვერ ვიქნები და უნდა ვიმუშაო ჩემს თავზე. სხვა ადამიანების გამოცდილება ვფიქრობ სასარგებლოა, თუ როგორ მართავენ ამ ყბელაფერს

Posted by: sasne 13 Sep 2020, 20:57
regorego
QUOTE
ჩემმა ფსიქიატრმა.მოთხრა, რომ ასეთი ხასიათი მაქვს და მუდამ წამლებზე ვერ ვიქნები და უნდა ვიმუშაო ჩემს თავზე. სხვა ადამიანების გამოცდილება ვფიქრობ სასარგებლოა, თუ როგორ მართავენ ამ ყბელაფერს

ჰო მესმის. იმედია რამე სასარგებლოს მოისმენ.

ჩემი ორგანიზმი საერთოდ წამლებს ვერ იღებს.
ან თუ იღებს იმის საპირისპიროდ მოქმედებს ვიდრე უნდა იმოქმედოს.

მე საერთოდ უიმედო მდგომარეობა მაქვს.
ბუნებრივი საშუალებებიც ვერ მშველის
კვება, ფიზიკური აქტივობა.


Posted by: regorego 13 Sep 2020, 21:02
მე მეხმარება იმის თქმა, რომ არაფერი მჭირს და გაივლის ყველაფერი. შეყვარებული მყავს და ძალიან მეხმარება, გვერდში მიდგას და ხშირად მჯერა მისი და მართლა რომ არაფერი მჭირს მაჯერებს. მან ყველწზე კარგად იცის ჩემი მდგომარეობა, უბრალოდ ვგრძნობ რომ შემაწუხებელი გავხდი მისთვის. ))))

Posted by: sasne 13 Sep 2020, 21:04
regorego
QUOTE
მე მეხმარება იმის თქმა, რომ არაფერი მჭირს და გაივლის ყველაფერი. შეყვარებული მყავს და ძალიან მეხმარება, გვერდში მიდგას და ხშირად მჯერა მისი და მართლა რომ არაფერი მჭირს მაჯერებს.


up.gif

ვიღაც მაინც გყოლია გვერდში.

Posted by: regorego 13 Sep 2020, 21:08
კი, მაგრამ როგორც ვთქვი ვგრძნობ, რომ ძაან რთულია მისთვისაც და სხვა გზებს ვეძებ ამ ყველაფრის სამართავად. ვიფიქრე დამეხმარებოდა თუ გავიგებდი, რომ მარტო არ ვარ, ჩემსავით სხვაც არის და უმკლავდება

Posted by: sasne 13 Sep 2020, 22:42
regorego
QUOTE
კი, მაგრამ როგორც ვთქვი ვგრძნობ, რომ ძაან რთულია მისთვისაც და სხვა გზებს ვეძებ ამ ყველაფრის სამართავად. ვიფიქრე დამეხმარებოდა თუ გავიგებდი, რომ მარტო არ ვარ, ჩემსავით სხვაც არის და უმკლავდება

ბევრზე უკეთეს მდგომარეობაში ხარ
ჩემზე მაგალითად.ეგეთი რაღაცეები არ მაქვს მაგრამ სხვა ბევრად ისეთი პრობლემა მაქვს სოციალურად ფაქტიურად მკვდარი ვარ.
ადამიანებთანაც კი აღარ ვურთიერთობ.
შეყვარებულზე ზედმეტია საუბარი.

არც მეგობრები მყავს. ოჯახის წევრებთანაც კი არ მაქვს ნორმალური ურთიერთობა.
თან წლებია ესე ვარ და გამოსავალი არ არსებობს ასე გამოდის უამრავი მცდელობის.

შენ კიდევ მაგ შიშებს დაამარცხებ როგორღაც და გამოხვალ.
თან მართლა თუ არაფერი გჭირს და მხოლოდ შიშებია ეშველება მაგ ამბავს.
ზოგს მართლა ჭირს ისინი რისიც შენ მხოლოდ შიშები გაქვს.



გვერდზე ეგეთი გულშემატკივარი როგორიც შენ გყავს მე და კიდევ ბევრს არავინ არ ყავს.



Posted by: regorego 13 Sep 2020, 22:55
ანუ, ახლა განგაში მაქ ამ ჩალურჯებებზე. ჰემატოლოგმა დამინიშნა მხოლოდ ვენების წამალი, სუსტი კაპილარებისთვი, რომელიც 60 თეთრი ღირს, მაგრამ მაინც მაშინებს ეს სილურჯეები და ხან ვფიქრობ რამე ხომ არ გამორჩათ მეთქი. აივ ინფექციის სიმპტომები რომ მქონდა შემოვიარე ექიმები და ბოლოს გლანდები ამომაჭრეს და არავის მოუვიდქ თავში აზრათ რომ აივზე ტესტი აეღოთ. ხოდა ალბათ ჩარჩა ქვეცნობიერში თუ რა ხდება არ ვიცი, ავტომატურად ეგ გამოცდილება მოდის წინა პლანზე და ცუდის მოლოდინი მიჩნდება. ვხვდებო რომ.პოსტტრამვული აშლილობა თუ რაღაც არის. 3 თვეა ვამჩნევ ამ სილურჯეებს, შეილება მანამდეც მქონდა და ვარტყამდი რამეს, მაგრამ მაისში დავიწყე დაკვირვება, ხოდა მაგის მერე ორჯერ ავირე სისხლის ანალიზი, ბოლოს მედიცინის მეცბიერებათა დოქტორთან, პროფესორ ქალთან ვიყავი რომელმაც ვენების წამალი დამინიშნა და მაინც ვერ დავმშვიდდი. პასუხი გამომიგზავნა მეილით, ვერ დაველაპარაკე, ვერბალურად ვერ მოვისმინე რომ არაფერია და შეილება მაგიტომ, არ ვიცი

Posted by: sasne 14 Sep 2020, 09:42
regorego
QUOTE
ანუ, ახლა განგაში მაქ ამ ჩალურჯებებზე. ჰემატოლოგმა დამინიშნა მხოლოდ ვენების წამალი, სუსტი კაპილარებისთვი, რომელიც 60 თეთრი ღირს, მაგრამ მაინც მაშინებს ეს სილურჯეები და ხან ვფიქრობ რამე ხომ არ გამორჩათ მეთქი. აივ ინფექციის სიმპტომები რომ მქონდა შემოვიარე ექიმები და ბოლოს გლანდები ამომაჭრეს და არავის მოუვიდქ თავში აზრათ რომ აივზე ტესტი აეღოთ. ხოდა ალბათ ჩარჩა ქვეცნობიერში თუ რა ხდება არ ვიცი, ავტომატურად ეგ გამოცდილება მოდის წინა პლანზე და ცუდის მოლოდინი მიჩნდება. ვხვდებო რომ.პოსტტრამვული აშლილობა თუ რაღაც არის. 3 თვეა ვამჩნევ ამ სილურჯეებს, შეილება მანამდეც მქონდა და ვარტყამდი რამეს, მაგრამ მაისში დავიწყე დაკვირვება, ხოდა მაგის მერე ორჯერ ავირე სისხლის ანალიზი, ბოლოს მედიცინის მეცბიერებათა დოქტორთან, პროფესორ ქალთან ვიყავი რომელმაც ვენების წამალი დამინიშნა და მაინც ვერ დავმშვიდდი. პასუხი გამომიგზავნა მეილით, ვერ დაველაპარაკე, ვერბალურად ვერ მოვისმინე რომ არაფერია და შეილება მაგიტომ, არ ვიცი



დაიკიდე შენ თავს უთხარი რაც იქნება იქნებაო.
რა აზრი აქვს ასე პატარ პატარა ჩალურჯებების გამო სულ შიშსა და მანდრაჟში ცხოვრებას.
თან ახლა რაც შენთავს შეიძლება უქნა ასეთი ფიქრებით შეიძლება სხვამ ვერაფერმა გიქნას.

მაგ მიმართულებით იფიქრე.

Posted by: pilo772 24 Sep 2020, 15:35
ნერვოზისგან არის ვარიანტი რომ ოფლდენა დაიწყოს? ვინმეს გქონიათ? მომენტალურად წამომცხება ხოლმე უმიზეზოდ და ოფლი მომდის ნიაღვარი.
შაქარი გაზომილი მაქვს, ნორმაშია.

Posted by: regorego 24 Sep 2020, 18:55
QUOTE (pilo772 @ 24 Sep 2020, 15:35 )
ნერვოზისგან არის ვარიანტი რომ ოფლდენა დაიწყოს? ვინმეს გქონიათ? მომენტალურად წამომცხება ხოლმე უმიზეზოდ და ოფლი მომდის ნიაღვარი.
შაქარი გაზომილი მაქვს, ნორმაშია.

კი, ეგრე ვარ ზუსტად. ყველაფერი შეიძლება ნევროზმა გამოიწვიოს

Posted by: makmanus 25 Sep 2020, 01:15
pilo772
დ ვიტამინი შეიმოწმე
regorego
რკინის ანალიზი თუ ჩააბარე ცალკე?მაგანაც უცის სილურჯეები,მე მქონდა მაგისგან,შწმდედებელიბსისტემაც თუ ნორმაშია დაიკიდე როგორმე.ერთხწლ ვცხოვრობთ და თავს ნუ გაიმწარემ ამით,თუ რამე ახალი სიმპტომი გამოჩნდება აუცილებლად გაესინჯე ექიმთ და თუ გეტყვის ყველაფერი რიგზეაო შეეშვი სიმპტომს
არ მიკვირს რომ ასე ხარ,როგორც მოყევი სანამ აივს დაგიხგენდნენ მანამდე დაუმართიათ შენთვის ნევროზი ამ ძიების პროცესში,შენ უნდა მოინდომო რომ გამოძვრე ამ სიტუაციიდან

Posted by: Lana25 25 Sep 2020, 20:26
regorego მხოლოდ შენთვითონ შეგიძლია გამოიყვანო თავი მაგ მდგომარეობიდან, ვერც წამალი და ვერც ფსიქოლიგი გიშველის. გავლილი მაქვს ეგ ყველაფერი და მხოლოდ შენი თავია წამალი მასეთ დროს...

Posted by: Sonix 2 Oct 2020, 21:53
QUOTE (Lana25 @ 25 Sep 2020, 20:26 )
regorego მხოლოდ შენთვითონ შეგიძლია გამოიყვანო თავი მაგ მდგომარეობიდან, ვერც წამალი და ვერც ფსიქოლიგი გიშველის. გავლილი მაქვს ეგ ყველაფერი და მხოლოდ შენი თავია წამალი მასეთ დროს...

შენ რამ გიშველა? რა მეთოდებს მინართე ? ყავა ან ლუდი ალკოჰოლი რამეშუაშია? ადრემაგრად მსიამოვნებდა სასმელი ახლა კი საერთოდ ვეღარ ვკაიფობ... აი ყავის გარეშე კი ძაან მიჭირს... კონსულტანტი ვარ და პლუს დღეში 1467756 ხალხის კითხვებს ვცემ პასუხს და სტრესს უფრო მმატებს ეგ... შენ რა დაგეხმარა ?

Posted by: chicharito12 6 Oct 2020, 19:46
მშვენიერია რომ აქ თავს ამბებს ყვებით..

ცისკარიძეს მე დიდ რეკომენდაციას გავუწევ ნევროლოგებში..

ძალიან კმაყოფილივარ
* * *
QUOTE (pilo772 @ 24 Sep 2020, 15:35 )
ნერვოზისგან არის ვარიანტი რომ ოფლდენა დაიწყოს? ვინმეს გქონიათ? მომენტალურად წამომცხება ხოლმე უმიზეზოდ და ოფლი მომდის ნიაღვარი.
შაქარი გაზომილი მაქვს, ნორმაშია.

ოფლდენა მეც მაქვს, მარა სახეზე არ მასხავს არაფრით. კიდურებზე უფრო..

შარდი ჩააბარე, ალბუმინი განსაზღვრე.

ისე წავიკითხე თქვენი პოსტებიც. კუნთზეც გაქ პრობლმები, როგორც მე.
რა ვიცი, ნევროზი მერე კუნთებზე გადადის კიი, ოღOნდ გააჩნია. ზოგს ენასკვებაა, ზოგს პწიწკნის და ა.ს.შ.

Posted by: eternalrose 6 Oct 2020, 20:55
ახლა წავიკითხე ძველ თემაში ნევროზალზე
იდეალურია მართლა,თან მცენარეულია და შეჩვევას არ იწვევს და შედეგიანია თან ექიმის დანიშნულების გარეშე შეგიძLიათ მიიღოთ და დაიბრუნოთ სიცოცხლის ხალისი

ასევე შემდეგი საგულიხმო პოსტი რაც ძალინა მენიშნა და გიზიარებთ

/სვი წყალი დღეში 2,5 ლიტრა, და ნახევარი სუფრის კოვზი ზღვის მარილი მიიღე. ხშირ შემთხვევაში გაუწყლოვანებით არის გამოწვეული დეპრესია. რადგან ტრიპტოფანი აღარ ასრულებს პირდაპირ მოვალეობას გაუწყლოვანების დროს, არამედ ორგანიზმი ტოქსინების გასანეიტრალებლად იყენებს, რომელი ტოქსინებიც გარეთ ვერ გამოდის შარდის სახით წყლის არ მიღების გამო... შედეგად ტრიპტოფანი ვეღარ მონაწილეობს და ვერ ასრლებს თავის პირდაპირ ფუნქციას და ვერ მონაწილეობს სეროტონინის გამოყოფაში... იწყება დეპრესია..

მე ძაან ცუდად ვგრძნობდი თავს წლების განმავლობაში, სტრესები , დეპრესია, ნერვოზი...

დავიწყე ამ მეთოდით მკურნალობა , აბსოლუტურად ყველა სპაზმი და სტრესი მომეხსნა, დაახლოებით 2 კვირაში დაინახავ შედეგს/


მე კი ჩემს გამოცდილებას დავწერ წყალის სმასთან დაკავშირებით, როცა წყალს არ ვსვამ საშინლად გადაქანცული ვარ და შევამჩნიე როცა ვსვამ არა, გამოდის დეპრესიასაც შველის?

* * *
regorego
QUOTE
გამარჯობა, მინდა ჩემს პრობლემაზე დავწერო და თან რჩევები მივიღო თქვენგან.
4 წლის წინ დამიდგინდა აივ ინფექცია და ვფიქრობ მაშინ დაიწყო ყველაფერი. ვიყავი სრულიად მარტო და დიდი ხანი დამჭირდა იმის დაჯერება რომ არ ვკვდებოდი და ქრონიკული, მართვადი დაავადება მქონდა. რამდენიმე თვე გაღვიძებიდან შუადღრმდე მაკანკალებდა, სულ განგაში მქონდა, არც ჭამა მინდოდა და არაფერი. არავისთვის არაფერი მითქვამს ერთი ახლობლის გარდა და რომ ვხედავდი მის შეშინებულ სახეს ვფიქრობდი რომ არ უნდა მეთქვა, რქდგან მეც მაშინებდა მისი შეშინებული მზერა. დროთაგანმქვლობქში ყველაფერი ოს რაც ადრე მომწონდა და ვაკეთებდი შევწყვიტე. ახლობლებთან, მეგობრებთან ყოფნა აღარ მინდოდა, მარტო მშვიდათ და კარგად ვიყავი, მოკლედ ბევრი რამე გავიარე. მკირნალობა დავიწყე, ჩემი ჯანმრთელობა დასტწბილურდა, ყველა ანალიზი წესრიგში მაქვს, მქგრამ ემოციების მართვის პრობლემა გამიჩნდა, ხასიათი სწრაფად მეცვლებოდა და თითქოს ბედნიერების გრაზნობა დავკარგე. წუწუნი და შიშები თანმდევი გახდა, თუმცა წელს-იქნვარში საჭესთან დამეწყო კანკქლი, ოფლმა დამასხა და შფოთვა მქონდა. მეგობარმა მოთხრა რომ სავარაუდოთ პანიკური შეტევა მქონდა. მეგონა ვკვდებოდი და გული მიჩერდებოდა. წავედი კარდიოლოგთან და ყველაფერი გამოვიკვლიე და აღმოჩნდა რ9მ გული ჯანმრთელი მაქვს. დამეწყო ცუდათ გახდომის შიში, ყველაფერზე განგაში მერთვებოდა. მაგალითად თმა მცვიოდა, კბილების ყელი გამიშიშვლდწ, მეგონწ ფრჩხილები დამეზოლა. პატარა ჯანმრთელობის პრობლემები სულ მქონდა ამ პერიოდში, მაგრამ მცირე მკურნალობით გვარდებოდა და მეც მავიწყდებოდა, თუმცა ახლა აყვა ყველაფერი ერთმანეთს. მივედი ფსიქოლოგტან და რამდენიმე ვიზიტის შემდეგ მივხვდი ვერ დამეხმარებოდწ, მივედი ჩემს ექიმთან, რომელიც აივს მკურნალობს და მოვუყევი ყველა ჩემი სიმპტომი, ჩამიტარა გამოკვლევა (ისედაც მოტარდება ყოველ 6 თვეში ერთცელ) და ყველაფერი წესრიგში მქონდა. გადავწყვიტე ფსიქიატრთან მისვლა.ლ, რომლებმაც წამლები დამინიშნა აკვიატებების და დეპრესიის სამკურნალოდ. დაახლოებით 2 თვე კარგად ვიყქვი, მერე ფეხზე შევამჩბიე სილირჯე და მაქედან დაიწყო ყველაფერი. დავიწყე სხეულის თვალიერება, რომელიც აკვიატებად მექცა და ყოველი სილურჯის გქვლოს შემდეგ ახალი ჩნდებოდა, ხელის დადებაზე მტკივნეული, მაგრამ ვერ ვიხსენებ ვერასდროს რას და როდის მივარტყი. 3 თვეა კიდურებზე ვამჩნევ ამ ყველაფერს. ამასობქში გეგმიურმანკვლევამ მომოწია და სისხლის ანალიზი და ზოგადად ყველა ანალიზი ბორმაში მქონდა, თუმცა ჩემი დსლურჯებები ისევ ჩნდებოდა და გამუდმებით ამაზე ვფიქრობდი, რომ ლეიკემია მჭირს ან რამე ეგეთი, მერე დამეწყო თითქმოს ყველაფრის ტკივილი, ხან ფეცებო, ხან გვერდები, ხან რა და ხან რა, ამას ყველაფერს მოყვება შფოთვა და განგაში. წავედი ჰემატოლოგთან, ჩავიტარე გამოკვლევები და რაიმე მნისვნელოვანი გადახრა ნორმიდან არ დაფიქსირდა. დამინიშნა ასკურობინი, დაახლოებით 3 კვირაა ვსვამ და მაინც შევამჩნიე სილირჯე, ჯეტ ფეხზე და მერე ხელზე. მიუხედწვად იმისქ რომ ექიმმა მითხრა ლეიკემია გამორიცხე და ამოიგდე თავიდანო მაინც სულ გამუდმებით ცუდზე ვფიქრობ, ხან რა მტკივა და ხან რა მაწუხებს, მოკლედ ყოველდღე სხვადასხვა რაღაცა. ხან მეწყება შფოთვა, უჰაერობა და განგაშის გრძნობა, ფეხების და ხელების ოფლიანობა, ზოგადად ოფლიანობა, კუნთების ტკივილი, საწოლიდან მეზარება ადგომა და მოკლედ სულ ნეგატიურ ფიქრებში ვარ. ვერ ვაჯერებ ჩემს თავს რომ არაფერი მჭირს, მგონია რომ რაღაც არის და ვერ ვაგნებ, ვეძებ და ცუდის მოლოდინი მაქვს და მაშინებს. ვიცი, რომ უნდა ვიმუშაო ჩემს თავზე, მაგრწმ არ ვიცი როგორ. ყველა ტკივილი და შეგრძნება იმდენად რეალურია თითქოს, რომ ნამდვილი მგონია და ეჭვი მეპარება რომ რამე კიბო ან სხვა რაღაც არ მჭირს.

გაქვს ნერვოზი და ერთი წამალი დაწერეს სახელი არ მახსოვს, ასეთი მდგომარეობა ქონდა 22 წლ ბიჭს სად არ ატარეს არაფერმა უშცველა და მერე ერთს უსწვლებია ეს წამალი და უცბად თავიდან დაიბადაო. უნდა მოვძებნო ეგ წამალი 4ლ არ ღირს ფასი მახსოვს სახელი არა, მოვძებნი ამ დღეებში მანამ ეგებ ვინმემ იცოდეს და დაწეროს , 3.80 ღირს აფთიაქში

Posted by: chicharito12 6 Oct 2020, 22:35
ტრიტიკო რაღაც ყველგან ჩანს,, ჩვეულებრივი წამალია თუ იშვიათად ნიშნავენ?!

როგორც ვნახე ბეტა ვერსიაა და არაა ჯერ სრულყოფილი. ბევრი გვერდითი ეფექტი უწერია, მარა ერთი მხოლოდ გულმა შემაწიხა, მჩხველატავს რაა. თორე ჩვილივით მძინავს ღამე smile.gif

Posted by: LaBohemia 6 Oct 2020, 22:57
ვიფიქრე ამ თემაში აღარ მომიწევდა დაპოსტვა მაგრამ....))

მოკლედ სამსახური მაქვს სტრესული და მჯდომარე.
ამ ბოლო დროს უკვე ვეღარც ვმუშაობ, ენერგია 0,
როგორც კი კომპიუტერს მივუჯდები სამუშაოდ მიჩნდება ძილის შეგრძნება, გაბრუებული ვარ მთელი დღე, ლანჩის მერე საშინელი სისუსტე და გულის ფრიალი, მერე ხშირი შარდვა ( გლუკოზა შევიმოწმე და ნორმაში მაქვს), დერეალიზაციის შეგრძნება, მთელი დღე ვზივარ და ადგომისას ეგრევე გულის აჩქარება და თავში სისხლის მოწოლა, სახლსი მანქანით რომ ვბრუნდები გზაში ჰაერის უკმარისობა მეწყება და მგონია რომ შუა გზაში მოვკვდები.... კორსიზს ან მეთხედ დიაზეპამს თუ დავლევ მეხსნება...
ბრინქებში სპაზმს ვგრძნობ, მგონია რომ ხველება მინდა მაგრამ არ მახველებს ....

მოკლედ, ცხოვრება აღარ ჰქვია ამას.
გავიკეთე სსხლის საერთო - ნორმაშია
დ ვიტამინი მაქვს დაბალი, დავიწყე დ ვიტამინის დალევა და მგონი უარესად გავხდი))))
ალბათ მალე თავს მოვიკლავ, ასე ცხოვრებას მართლა მირჩევნია მოვკვდე!

Posted by: chicharito12 6 Oct 2020, 23:39
LaBohemia


დ ვიტამინმა თუ ცუდად გაგხადაა დაანებე თავიიი, თორე მანდედან ახალი პრობლემები დაგეწყება. სავარაუდოდ დოზას რო მიიღებ განერვოზებს და იმ ღამით არ გძინავს ხარისხიანად ხო?

** შენ მოძრაობა გაკლია, აი ცადე და ნახავ შედეგს... მანქანა ცოტა შორს დააყენე ხოლმე, აქედანაც და იქიდანაც და დილით საღამოს გამოგივა ფეხით აზრიანი სიარული

Posted by: LaBohemia 7 Oct 2020, 00:35
chicharito12

ღამე პირიქიტ ძილს არ ვუჩივი...
ჩემი ნება რომ იყოს, სულ ვიწვებოდი..(((
ყავა თითქოს უარესს მიშვრება..
არადა, საპასუხისმგებლო სამსახური მაქვს, დაავენების დროც კი არ მაქვს და ზოგჯერ ტირილამდე მივდივარ(
მოკლედ, ცხოვრება არ ჰქვია ამას, ამას ჰქვია ჯოჯოხეთი

Posted by: Sonix 7 Oct 2020, 08:54
ყავა და ალკოჰოლო (ლუდი) მგონი მეც ვატყობ ასეთ სიტუაციაში უარრეესსს მიშვრება... მაგრამ თავს მაინც ვერ ვანებებ ... ყავას რო დავლევ თითქოს ვბრუვდები.... გაბრუება ნევროზმა სტრესმა და შფოთვამ იცის... ყავის მიღება კი როგორც ვაკვირდები ამ სიტუაციას უფრო ამძაფრებს... არადა სამსახურში რომ მივდივარ სანამ შევალ წინ ყავას ვყიდულობ... ტრადიციად მექცა უკვე. იმდღეს ორი დღით დავანებე თავი და ძაან გამიჭირდა.. ღამეც ყავა მესიზმრებოდა... მოკლედ რაააა არ უხდება ჩვენს სიტუაციას მარა მაინც ვსვავ რქვი რაა...

Posted by: chicharito12 7 Oct 2020, 09:07
Sonix

მასე გადაგდება ჭირს ყავის, შენ კი არა, მეც გამიჭირდა , მითუმეტეს ახალი დანებებული მაქვს.

ნელ ნელა დაუკელი დოზას. რავი თავს როგორ ვერ ერევი. სიგარეტა ორჯერ დავანებე თავი უკვე.

აშკარაა ყავისა და სასმლის ბრალია. ელექტროლიტებზე მოქმედებენ ორივენი.

Posted by: Sonix 7 Oct 2020, 09:58
QUOTE (chicharito12 @ 7 Oct 2020, 09:07 )
Sonix

მასე გადაგდება ჭირს ყავის, შენ კი არა, მეც გამიჭირდა , მითუმეტეს ახალი დანებებული მაქვს.

ნელ ნელა დაუკელი დოზას. რავი თავს როგორ ვერ ერევი. სიგარეტა ორჯერ დავანებე თავი უკვე.

აშკარაა ყავისა და სასმლის ბრალია. ელექტროლიტებზე მოქმედებენ ორივენი.

ალკოჰოლი (ძირითადად ლუდს ვსვავ ) თითწოს გამშვიფებს / გაწყნარებს მარა მეორე მესამე დღეს უარესია... ასეა კოფეინიც... ორი კვირით უნდა დავანებო ორივეს თავი და ვნახოთ რაიმე განსხვავებასს თუ ვიგრძნობ... თუ უკეთესობისკენ წავიდა საქმე სერთოდ ამოვიღებ ორივეს.

Posted by: chicharito12 16 Oct 2020, 17:27
სედატიური წამლები ხომ არ იცით, იწვევს გავლენას შაქარზე?!

მაგალითად; ტრიტიკო

რატომღაც მაქ დიდი მოთხოვნილება შაქარზე.

Posted by: >gorski*JDM*lover> 16 Oct 2020, 22:32
ამიტრიპტილინი ღირს ძაან იაფი და შედეგიანია
ზოგი ძან ცუდად ახასიათებს კურსის მერე
ტკივილბს აძლევს სხეულის აბსტინენციის მსგავსს,
მეც დავლიე შედეგი აქ 1 2 კვირის მერე
თავი დავანებე ჩვეულებრივად

Posted by: Sean 18 Oct 2020, 17:11
QUOTE
მაგალითად; ტრიტიკო

ყველაზე ხშირად ამას ნიშნავენ მე მგონი, ამ ჯგუფის წამლებიდან
ყველაზე ლაითი მგონია,
ჩემზე პირის სიმშრალის გარდა სხვა გვერდითი არაფერი გამოვლენილა
მაგანაც მალე გამიარა
თან ლიბიდოზეც არ მოქმედებს და არც წონაში მატებას იწვევს

Posted by: chicharito12 19 Oct 2020, 12:35
Sean
თავიდან პირის სიმშრალე მეც მქონდა, ისევე როგორც გულზე ჩხვლეტები.

ახალგაზრდებისთვისაა ეს წამალი, უფროსი ახალგაზრდებისთვის.

მე მომიხდა, მაგრამ ძალიან ბევრს ვჭამ და მეხსიერება გამიქვეითა

Posted by: MISTERIA7777 8 Dec 2020, 01:50
იცი რა ვერ გავიგე, რატო არაა ისეთი მედიკამენტი, შფოთი მთლიანად რო მოხსნას, ვითომ ერთ პრეპარატს დაუმუღამებ, მაგრამ რამდენიმე მოხმარების მერე არარ მოქმედებს, კი ამ საქმეშ ჩახედული ვარ , მეც ექიმი ვარ, მაგრამ ბიოინჟინერია ისეთ დონეზეა განვითარებული, და აი შფოთი რო 3 წუთში მოხსნას და გაგანებოს ამ დაავადებამ თავი რატო არ არსებობს, ტკივილგამაყუჩებელი ხო არის, დალევ და გაგივლის, რატო არაა მასე შფოთზე?

Posted by: Sonix 10 Dec 2020, 17:11
QUOTE (MISTERIA7777 @ 8 Dec 2020, 01:50 )
იცი რა ვერ გავიგე, რატო არაა ისეთი მედიკამენტი, შფოთი მთლიანად რო მოხსნას, ვითომ ერთ პრეპარატს დაუმუღამებ, მაგრამ რამდენიმე მოხმარების მერე არარ მოქმედებს, კი ამ საქმეშ ჩახედული ვარ , მეც ექიმი ვარ, მაგრამ ბიოინჟინერია ისეთ დონეზეა განვითარებული, და აი შფოთი რო 3 წუთში მოხსნას და გაგანებოს ამ დაავადებამ თავი რატო არ არსებობს, ტკივილგამაყუჩებელი ხო არის, დალევ და გაგივლის, რატო არაა მასე შფოთზე?

ყველაზე სწორი, საჭირო და სწრაფმოქმედი მედიკამენტი საუთარი თავია.

Posted by: BERITA 10 Dec 2020, 21:09
QUOTE
ყველაზე ხშირად ამას ნიშნავენ მე მგონი, ამ ჯგუფის წამლებიდან
ყველაზე ლაითი მგონია,
ჩემზე პირის სიმშრალის გარდა სხვა გვერდითი არაფერი გამოვლენილა
მაგანაც მალე გამიარა
თან ლიბიდოზეც არ მოქმედებს და არც წონაში მატებას იწვევს


ძაან მაგარია ამიტრიპტილინი
ეგრევე გაძინებს

Posted by: Kakasha 11 Dec 2020, 23:38
უკვე ერთი თვეა მაწუხებს ტემპერეატურა , 37 37,1 37,2 37,3 ,,ვფიქრობ კორონაც გამოვლილი მაქვს,,, ანალიზები სუფთა მაქვს ც რეაქტიული, დ დიმერი სისხლის საერტო,,, ფილტვებიც სუფთა მაქ,,, შესაზლებელია ეს სიცხეები ნერვოზული ფონის გამო იყოს? ვეგეტონერვოზის მატარებელი ვარ,,,კონრკეტულად მძიმე შფოთვითი აშლილობა , მაკარიძის პაციენტი ვიყავი,,, სესაზლებელია ნერვოზული ფონი იყოს ეს სიცხეები თუ ვეზებო ორგანიზმში ?პს . ქრონკული ჰაიმორიტის მატარებელიც ვარ

Posted by: pilo772 12 Dec 2020, 23:20
ხალხო ამ ბოლო დროს ნერვიულობაზე წნევა მეწევა ძალიან, მირჩეთ რა რამე რა ვუშველო თავს. ამ წუთას 160 100 ზე მაქვს. კაპტოპრილი ძლივს მიწევს 50 მგ. sad.gif

Posted by: max-14 13 Dec 2020, 20:52
სასწრაფოდ მჭირდება- რომელ ნევროპათოლოგს მირჩევთ ონკოლოგიური ავადმყოფის მიყვანას?
აქვს ნერვიული შეტევები .
მადლობთ


Posted by: BaTuMiFuN 15 Dec 2020, 02:42
MISTERIA7777

შფოთმა რომ უცებ გაგიაროს რამდენადაც ვიცი არის მასეთი ფსიქოტროპული მედიკამენტები, მაგალითად კლომაზეპამი.

მე კიდევ უძილობები დამეწყო. მეძინება ძაან , მაგრამ ვერ ვიძინებ sad.gif + ამ ყველაფერს კანის ქავილი. სადაც არ უნდა მოვიკიდო ხელი მექავება ეგრევე. ჭკუიდან გადაგიყვანს ადამიანს. ადრე მქონდა ანალოგიური შემთხვევა და მერე გადამივიდა. აღარ ვიცი რა ვქნა , ან ვისთან მივიდე , ან კიდევ რა წამალი მიშველის.

მქონდა ძალიან ცუდი 1 წელი. სიკვდილის შიშები და რამე. მეგონა სულ რაღაც მჭირდა . მაღალი წნევები და ამისი შიში ცალკე დამატებული. წნევას ვერავინ ვერ მიწევდა დაბლა. მერე ზოგიც ვიმკურნალე და ზოგიც ფსიქოლოგიურად მივეჩვიე.

ახლა შეიძლება პირველ რიგში ძილის წამლის მიღება ვცადო, თორე ამდენი უძილობა მერე გადაღლას იწვევს და წნევების თამაშიც დამეწყება. მთელი დღე გათიშული ვარ.

Posted by: pilo772 15 Dec 2020, 11:54
BaTuMiFuN
უძიობაზე ერთი კარგი რამე შემიძლია გირჩიო.
შეეცადე მედიტაციით დაკავდე. სადმე მოყუჩდი და ყველაფერი გააკეთე რომ არაფერზე არ იფიქრო, რამე ფრაზა იმეორე თუგინდა. რწმენაში თუ ხარ, თუნდაც უფალო შემიწყალე. მეტი არაფერზე არ იფიქრო. იჯექი წყნარად, სასურველია ლოტოსის ფორმაში და ესე აკეთე. რაც მეტი ხანი მით უკეთესი. თან დღეში 2 ჯერ. დილას და საღამოს დაძინებამდე 1 საათით ადრე ან 20 წუთით ადრე მაინც. არ გეგონოს მარტივია, საკმაოდ რთულია.
ამავე დროს რამე წიგნი დაიდე სასთუმალთან ტუმბოზე. თუ დაატყე რომ ვერ გძინავს გააძრე ეგ წიგნი და იკითხე. მაინც ვერ იძინებ და დრო მაინც მიგდის. თან რაც მეტად დაიტანჯები ლოგინში მასე კანის ქავილით (მეც ხშირად მომსვლია ეგ. შიგნიდან გექავება თითქოს ზოგჯერ.) ამ მომენტში კიდევ იჯდები და წიგნს წაიკითხავ. ადექი, სააბაზანოში ცივი წყალი შეისხი პირზე, მერე დაჯექი და იკითხე. გარკვეული პერიოდის მერე, სადღაც 20 30 წუთში, დაგეწყება მთქნარება. შეეცადე რომ დაძინების კონდიციამდე მიხვიდე. მერე უცბად გადადე წიგნი და შებრუნდი ლოგინში. ხო ამ დროს უნდა იჯდე. არ იკითხო წამოწოლილმა. აუცილებლად დაგეძინება.

Posted by: MISTERIA7777 17 Dec 2020, 19:04
QUOTE (BaTuMiFuN @ 15 Dec 2020, 02:42 )
MISTERIA7777

შფოთმა რომ უცებ გაგიაროს რამდენადაც ვიცი არის მასეთი ფსიქოტროპული მედიკამენტები, მაგალითად კლომაზეპამი.

მე კიდევ უძილობები დამეწყო. მეძინება ძაან , მაგრამ ვერ ვიძინებ sad.gif + ამ ყველაფერს კანის ქავილი. სადაც არ უნდა მოვიკიდო ხელი მექავება ეგრევე. ჭკუიდან გადაგიყვანს ადამიანს. ადრე მქონდა ანალოგიური შემთხვევა და მერე გადამივიდა. აღარ ვიცი რა ვქნა , ან ვისთან მივიდე , ან კიდევ რა წამალი მიშველის.

მქონდა ძალიან ცუდი 1 წელი. სიკვდილის შიშები და რამე. მეგონა სულ რაღაც მჭირდა . მაღალი წნევები და ამისი შიში ცალკე დამატებული. წნევას ვერავინ ვერ მიწევდა დაბლა. მერე ზოგიც ვიმკურნალე და ზოგიც ფსიქოლოგიურად მივეჩვიე.

ახლა შეიძლება პირველ რიგში ძილის წამლის მიღება ვცადო, თორე ამდენი უძილობა მერე გადაღლას იწვევს და წნევების თამაშიც დამეწყება. მთელი დღე გათიშული ვარ.

სამედიცინოს ლექციებზე დიაზეპამს ვიღებდი, შფოთვა თითქოს იხსნებოდა, მაგრამ მერე ბრურნდებოდა უარესი შერძNება ეს იყო უჰაერობა და ისეთი შეგრძნება ითიშები და ძალა გეკარგებაო, მაგ დროს ცუდათ ვარ თქო ვიძხდი და გარეთ გავდიოდი, ანუ ერთ ადგილას გაჩერება მაინც არ შემეძ₾ო, ბიოინჟინერიაა ამ დონეზე განვითარებული და მთელი ფსიქიატრები ერთ უბრალო შფოთვას ვერ მოერივნენ, რო დაიწყება ეს დედა აფეთქებული დავლიო და გამიაროსსს,
* * *
QUOTE (Sonix @ 10 Dec 2020, 17:11 )
QUOTE (MISTERIA7777 @ 8 Dec 2020, 01:50 )
იცი რა ვერ გავიგე, რატო არაა ისეთი მედიკამენტი, შფოთი მთლიანად რო მოხსნას, ვითომ ერთ პრეპარატს დაუმუღამებ, მაგრამ რამდენიმე მოხმარების მერე არარ მოქმედებს, კი ამ საქმეშ ჩახედული ვარ , მეც ექიმი ვარ, მაგრამ ბიოინჟინერია ისეთ დონეზეა განვითარებული, და აი შფოთი რო 3 წუთში მოხსნას და გაგანებოს ამ დაავადებამ თავი რატო არ არსებობს, ტკივილგამაყუჩებელი ხო არის, დალევ და გაგივლის, რატო არაა მასე შფოთზე?

ყველაზე სწორი, საჭირო და სწრაფმოქმედი მედიკამენტი საუთარი თავია.

საკუთარი თავი მაშინაა, როცა იმას არ აკეთებ რაც არგინდა, მშობლების ძალდატანებით რო გიწევს იმის სწავლას რაც არგინდა და გაშნებს ადვილი სათქმელია, შენ აქ შფოთვა გაქვს და კიდევ ტუფტ დისპანსერში ტუპერკულიოზებით დაავადებული ადამიანების ფატალურ შედეგებს ისმენ, დიდი ხანია დავამთავრე უნივერსიტეტი, შფოთვაც დიდი პერიოდი არ მემართებოდა სანამ ძაან დიდ საცობში არ მოვყევი, მაშნ დამეწყო ისევ, და ეხლა დღე ვერიდები საცობებშ გასვლას, ეს დედა არღნიანი გირჩის მარიხუანის კანონიც ხო ეხლა მიიღეს, რამე პრეპარატი რო მივიღი საცობში დასამშვიდებლად პატრულმა ცხიეშ უნდა ჩამსვას, რა უნდოდა გირჩს ვინ ეკითხებოდა, მოწეულზე პირდაპირ რო გსროკავენ საჭეზე ეგაა ნორმალური?(ცხოვრებაშ არასდროს მომიწევია, მაგრამ დიაზეპამზე რო ამომიგდოს ან ატარაქსზე? ვიღაც ნარკომანი მართლა კაიფობს, კარგადაა და უკეთესად უნდა იყოს, არადა მე მართლა მჭირდება და ვიღაცის პაცანობისთის მეც შეიძ₾ება გამსროკონ)

Posted by: chicharito12 22 Dec 2020, 22:36
ტრიტიკოს 300 მგ დოზაზე დღეში რას ფიქრობთ?

ძან ბევრი ხო არაა

?

Posted by: Sean 23 Dec 2020, 11:13
QUOTE
ტრიტიკოს 300 მგ დოზაზე დღეში რას ფიქრობთ?

ძან ბევრი ხო არაა

400 მგ მაქსიმუმი ოღონდ ეგ სტაციონარში, 300 სახლის პირობებშია მაქსიმუმი
რავი სხვა წამლებსაც თუ არ იღებ კომბინაციაში მგონი არაა პრობლემა, სხვას თუ იღებ კიდე რამეს ჯობია ექიმს დაეკითხო

Posted by: MISTERIA7777 23 Dec 2020, 22:05
QUOTE (Sean @ 23 Dec 2020, 11:13 )
QUOTE
ტრიტიკოს 300 მგ დოზაზე დღეში რას ფიქრობთ?

ძან ბევრი ხო არაა

400 მგ მაქსიმუმი ოღონდ ეგ სტაციონარში, 300 სახლის პირობებშია მაქსიმუმი
რავი სხვა წამლებსაც თუ არ იღებ კომბინაციაში მგონი არაა პრობლემა, სხვას თუ იღებ კიდე რამეს ჯობია ექიმს დაეკითხო

პანიკური შეტევების დროს საუკეთესო რომელია? და რა დოზირებით?

Posted by: LaBohemia 26 Dec 2020, 00:44
მეგობრებო, ჭამის შემდეგ ენით აუწერელი სისუსტე რამ იცის? (გლუკოზა ნორმაში მაქვს)
დილით საუზმის მერე ვარ ხოლმე მივარდნილო, მერე სამსახურში ლანჩის მერე და ა.შ. მეძინება, გაბრუებული ვარ და შრომისუუნარო(
პერიოდილად მიმწვავდება ხოლმე. კუჭნაწლავის ბრალი შეიძლება იყოს?

Posted by: MISTERIA7777 31 Dec 2020, 00:28
QUOTE (LaBohemia @ 26 Dec 2020, 00:44 )
მეგობრებო, ჭამის შემდეგ ენით აუწერელი სისუსტე რამ იცის? (გლუკოზა ნორმაში მაქვს)
დილით საუზმის მერე ვარ ხოლმე მივარდნილო, მერე სამსახურში ლანჩის მერე და ა.შ. მეძინება, გაბრუებული ვარ და შრომისუუნარო(
პერიოდილად მიმწვავდება ხოლმე. კუჭნაწლავის ბრალი შეიძლება იყოს?

ჭამის მერე სისხლი გადაისროლება ნაწლავებში, და მთელი ენერგია საჭმლის მოხმარებას ხმარდება, მცირე მოდუნება ნორმალურია
* * *
QUOTE (MISTERIA7777 @ 31 Dec 2020, 00:28 )
QUOTE (LaBohemia @ 26 Dec 2020, 00:44 )
მეგობრებო, ჭამის შემდეგ ენით აუწერელი სისუსტე რამ იცის?  (გლუკოზა ნორმაში მაქვს)
დილით საუზმის მერე ვარ ხოლმე მივარდნილო, მერე სამსახურში ლანჩის მერე და ა.შ. მეძინება, გაბრუებული ვარ და შრომისუუნარო(
პერიოდილად მიმწვავდება ხოლმე. კუჭნაწლავის ბრალი შეიძლება იყოს?

ჭამის მერე სისხლი გადაისროლება ნაწლავებში, და მთელი ენერგია საჭმლის მოხმარებას ხმარდება, მცირე მოდუნება ნორმალურია

თუ გაგრძელდა მოვლენები და სეზონურობამ არ გამოასწორა, ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების შემოწმება მოგიწევს

Posted by: chicharito12 8 Jan 2021, 20:45
ბუსპირონს არავი სვავთ?

დედა #####ან მაგ წამლისსს, დამაქციაა. რა კლეობებს ნიშნავენ ეს ექიმები

ცხოვრება შემაძულა ვაფშე

Posted by: MissTako 10 Jan 2021, 21:58
ე.ი მეც მოგიყვებით ჩემ ისტორიას, პირველად უნუვერისტეტში გამოცდის დროს ცუდად გავხდი, აღმოჩნდა მაღალი წნევა როცა ლექტორებმა გამიზომეს და ამის შემდგე ამეკიდა იზმენები ყველგან ცუდად გახდომის და ა.შ, იმ პერიოდში მარტო მიწევდა ცხოვრება და ცოტა რთული და სტრესული გარემო მქონდა ხოდა ამ სტრესული გარემოდან დაიწყო ყველაფერი. 5 წელი გავიდა იმის მერე და ყოველთვის მაქვს შიში იმისა რომ რაღაც მჭირს, დავდივარ ექიმებთან, ყველაფერი ყოველთვის ნორმაში მაქვს მაგრამ გავა 2 კვირა და ისევ თავიდან იწყება. მკერდი ამტკივდება და გადავწყვეტ რო მკერდის სიმსივნეა, თავის ტკივილის დროს მგონია რომ ტვინის სიმსივნე მაქვს, ავყვები პანიკას და ვრწმუნდები იმაში რომ რაღაც მჭირს. გადამივლის სიმსივნის შიში ახლა თრომბის შიში იწყება, შემდეგ გულის შეტევის, შემდეგ რაიმე ორგანოს გათიშვის და ვარ ასე ბედნიერად

Posted by: GATSBY77 10 Jan 2021, 22:15
QUOTE (MissTako @ 10 Jan 2021, 22:58 )
ე.ი მეც მოგიყვებით ჩემ ისტორიას, პირველად უნუვერისტეტში გამოცდის დროს ცუდად გავხდი, აღმოჩნდა მაღალი წნევა როცა ლექტორებმა გამიზომეს და ამის შემდგე ამეკიდა იზმენები ყველგან ცუდად გახდომის და ა.შ, იმ პერიოდში მარტო მიწევდა ცხოვრება და ცოტა რთული და სტრესული გარემო მქონდა ხოდა ამ სტრესული გარემოდან დაიწყო ყველაფერი. 5 წელი გავიდა იმის მერე და ყოველთვის მაქვს შიში იმისა რომ რაღაც მჭირს, დავდივარ ექიმებთან, ყველაფერი ყოველთვის ნორმაში მაქვს მაგრამ გავა 2 კვირა და ისევ თავიდან იწყება. მკერდი ამტკივდება და გადავწყვეტ რო მკერდის სიმსივნეა, თავის ტკივილის დროს მგონია რომ ტვინის სიმსივნე მაქვს, ავყვები პანიკას და ვრწმუნდები იმაში რომ რაღაც მჭირს. გადამივლის სიმსივნის შიში ახლა თრომბის შიში იწყება, შემდეგ გულის შეტევის, შემდეგ რაიმე ორგანოს გათიშვის და ვარ ასე ბედნიერად

საშინელებაა. მეც ნერვიულობა შემხვდა და საერთოდ არავის ნახვა აღარ მინდა. ისეთ ადგილას ვცხოვრობ ძილი არ მივარგა, ფეისბუქზეც შესვლა აღარ მინდა იმდენი ნეგატივით სავსე ადამიანია. ყოველ წუთში ყველგან სანერვიულო. მშვიდი ცხოვრება კოშმარად გადამექცა 3 წელია. თავდაჯერების დონე დაბლა დამეწია ამდენი სტრესის შემდეგ. რა ვქნა?

Posted by: MissTako 11 Jan 2021, 01:46
QUOTE (GATSBY77 @ 10 Jan 2021, 22:15 )
QUOTE (MissTako @ 10 Jan 2021, 22:58 )
ე.ი მეც მოგიყვებით ჩემ ისტორიას, პირველად უნუვერისტეტში გამოცდის დროს ცუდად გავხდი, აღმოჩნდა მაღალი წნევა როცა ლექტორებმა გამიზომეს და ამის შემდგე ამეკიდა იზმენები ყველგან ცუდად გახდომის და ა.შ, იმ პერიოდში მარტო მიწევდა ცხოვრება და ცოტა რთული და სტრესული გარემო მქონდა ხოდა ამ სტრესული გარემოდან დაიწყო ყველაფერი. 5 წელი გავიდა იმის მერე და ყოველთვის მაქვს შიში იმისა რომ რაღაც მჭირს, დავდივარ ექიმებთან, ყველაფერი ყოველთვის ნორმაში მაქვს მაგრამ გავა 2 კვირა და ისევ თავიდან იწყება. მკერდი ამტკივდება და გადავწყვეტ რო მკერდის სიმსივნეა, თავის ტკივილის დროს მგონია რომ ტვინის სიმსივნე მაქვს, ავყვები პანიკას და ვრწმუნდები იმაში რომ რაღაც მჭირს. გადამივლის სიმსივნის შიში ახლა თრომბის შიში იწყება, შემდეგ გულის შეტევის, შემდეგ რაიმე ორგანოს გათიშვის და ვარ ასე ბედნიერად

საშინელებაა. მეც ნერვიულობა შემხვდა და საერთოდ არავის ნახვა აღარ მინდა. ისეთ ადგილას ვცხოვრობ ძილი არ მივარგა, ფეისბუქზეც შესვლა აღარ მინდა იმდენი ნეგატივით სავსე ადამიანია. ყოველ წუთში ყველგან სანერვიულო. მშვიდი ცხოვრება კოშმარად გადამექცა 3 წელია. თავდაჯერების დონე დაბლა დამეწია ამდენი სტრესის შემდეგ. რა ვქნა?

ეჰ რა გითხრა აბა საკუთარ თავს ვერ ვშველი spy.gif

Posted by: Sonix 17 Jan 2021, 00:19
ფეისფუქზე ჯგუფი გაკეთდა იქაც წამოდით მეგობრებო.

https://www.facebook.com/groups/762251120874014/?ref=share


Posted by: da2cha 19 Jan 2021, 02:07
QUOTE (Sonix @ 17 Jan 2021, 00:19 )
ფეისფუქზე ჯგუფი გაკეთდა იქაც წამოდით მეგობრებო.

https://www.facebook.com/groups/762251120874014/?ref=share

აი მანდაურებს ასხიათ თუ ასხიათ.............

Posted by: anona 3 Mar 2021, 18:29
იმედია ეს პოსტი გიშველით, ფბზე წავაწყდი და გადმოვიტანე

ვდებ ფბ პოსტს! ///ჩემმა დამ გაიკეტა რესპუბლიკურში ოპერაცია იქ პალატაში იწვა ერტი ქალი.ჩემი დის სანახავად მივედიტ მე და ჩემი ძმა.ჩემს ძმას შეატყო რომ ვერ იყო კარგად.და გამოჰკიტხა ჩივილები რომ უტხრა.ეს წამალი/სპაზმატონი/ მისცა იქვე დაალევინა და სასწაული მოახდინა ამ წამალმა.ვიყიდეტ ასე უექიმოდ და ღმერტიტ გამოკეტდა.ხომ გეუბნევიტ კვდებოდა.ინგოროყვაში გვეწვინა ვერ გაუგეს ჯანმრტელი ხარ წადიო.კერზოდ მყავდა სამ ექიმტან ქვეყანა წამლები დაუნიშნეს დალია არაფერი ეშველა.ფსიკონერვოპატოლოგტან გვყავდა წამლები დაუნიშნა და უფრო ცუდად გახდა.და ამ წამალმა უშველა მხოლოდ!სპაზმატონი! /// https://www.aversi.ge/ka/aversi/act/drugDet/?MatID=42506

Posted by: shavi_kheli 4 Mar 2021, 06:09
MISTERIA7777
QUOTE
პანიკური შეტევების დროს საუკეთესო რომელია? და რა დოზირებით?

უკაცრავად შემოგეჭერით

შენი პოსტები წავიკითხე და არ გაქვს შენ პანიკური შეტევები
ეგ შფოთვაა
(პანიკური შეტევები მე მაქვს გადატანილი და ვიცნობ ხალხს ვინც გადაიტანა, ყველა ერთი და იგივეს ვყვებით და მაგ დროს უკონტროლო ხარ და ბლა ბლა
შფოთვაც ვიცი რაც არის)

(დიაზეპამი და მსგავსი პრეპარატები იმ წუთში კი ხსნის შფოთის შეტევას მაგრამ მოთენთილოვა და სისუსტე 24 საათი მაინც მოგყვება.)

მე შენს ადგილას საჭეს 1-2 თვე მივატოვებდი და დავიწყებდი მკურნალობას კარგ ფსიქიატრთან
(კერძო კლინიკებში კონფიდენციალურია ინფო, აღრიცხვაზე არ ხარ)

2 თვე იმკურნალო კომპლექსურად და შემდეგ განაგრძო მშვიდი ცხოვრება არ გირჩევნია, ვიდრე იყო პერიოდულად დაძაბული?

პ.ს. ზემოთ წერდი კიდევ ტუბ დისპ. მუშაობ მგონი და უნდა ემოციურად გაემიჯნო ადამიანებს, მოვლენებს, გარემოს, ამაში ფსიქოლოგი დაგეხმარება.
მეც მძიმე სამუშაო მქონდა, მძიმე მდგ. ჯანმრთელობის და ა.შ. და კომპლექურად ვიმკურნალე.


* * *
chicharito12
QUOTE
ბუსპირონს არავი სვავთ?

მე ვსვამდი, ჩვეულებრივი ტრანკვილიზატორია.

შენ თუ შეგიძლია გააცნობიერე ის რომ დამნაშავეს ეძებ აქეთ-იქეთ.
რეალურად კი ეგ შენი ხასიათია.


* * *
MissTako
ანუ გინდა რომ სულ რაღაცის გეშინოდეს? biggrin.gif

ასე გაგზარდეს რომ ყველაფერი საშიშია?
ახლა ხომ აღარ ხარ პატარა და შენ თავად შეგიძლია შეაფასო რა არის საშიში რეალურად და რა არა?

სიმპათიკური ნერ. სისტემის სიმპათია გაქვს? და ადრენალინზე კაიფობ? givi.gif

* * *
GATSBY77
QUOTE
ყოველ წუთში ყველგან სანერვიულო. მშვიდი ცხოვრება კოშმარად გადამექცა 3 წელია. თავდაჯერების დონე დაბლა დამეწია ამდენი სტრესის შემდეგ. რა ვქნა?

რასაც ეშველება იმაზე არ უნდა ინერვიულო და რასაც არ ეშველება არც იმაზე.
ემოციურად უნდა გამოეყო მოვლენებს.
(მე არ ვიცი შენი ასაკი, მაგრამ საქართველოში არაა ის კულტურა რომ რაციონალური აზროვნება გვასწავლიან აღზრდისას)

რაც არ გვკლავს გვაძლიერებს, ამბობდა ნიცშე.

უნდა გაემიჯნო მოვლენებს, ხალხის შეფასებებს და ა.შ.
ან შეიცვალო გარემო
თუმცაღა , მაინც გამოჩნდება რაიმე ან ვინმე რაც გაგანერვიულებს
ამიტომ
სჯობს პირველი.

Posted by: mziako 5 Mar 2021, 17:36
განარჯობა. ადრე მქონდა პანიკური შეტევები. მეგონა გული მიმდიოდა და საასწრაფოს ვიძახებდი დღეში ორჯერ. ვეღარ ვმუშაობდი. ყველაფრის მეშინოდა ვიჯექი ფეხზე წამოდგომის მეშინოდა და ა.შ. შემდეგ ანტიდეპრესანტები ვსი და გამიარა. მაგის მერე 2 ორსულობა, მშობიარობა, ჩვილების მოვლა თავის ღამის თენებებით და ბწვრი სტრესი გავიარე.
ახლა ვარ ისევ ცუდად ოღონდ ისეთი პანიკური შეტევები აღარ მაქვს. თავს ვმართავ თითქოს. მაშინ მეწყებოდა კანკალი. ვწვებოდი ძირს ცუდად ვხდებოდი და ა. შ. ახლა უვრალოდ შინაგანად მაქ ეს პანიკები. ბა შვებს ერთხელაც რომ დაახველოს ვარდები პანიკაში. მგონია სულ რაღაც დაემართებათ. მეც ახლა მაქვს კისრის და ბეჭის ტკივილი. ვერ მივედი ექიმთან და ვარ პანიკაში. ვეღარ ვფუნქციონირებ ბავშვებს ვერ ვუვლი, ვერც თავს. სულ ვფიქრობ რომ რაღაც საშიში მჭირს და ვკვდები. ექიმთან მისვლისაც მეშინია სულ წარმოვიდგენ რომ მეტყვიან საშიშ დიაგნოზ. რომ სიმსივნე მაქვს.ეს ტკივილები ნერვილობის დროს ძალიან მემატება. შეიძლება სტრესული დაძაბულობის ტკივილი იყოს?

Posted by: merkantil 6 Mar 2021, 00:02
mziako
სტრესი კისერს აავადებს. უკვე რამდენიმე ქეისი მაქვს გარშემო ნევროზიანების და ყველას კისრის და ზურგის ტკივილი ჰქონდა. შემდეგ კარდიოლოგმა გვითხრა, რომ სტრესის დროს კისრის, გულმკერდის და ზურგის კუნთები ძალიან იჭიმება და მტკივნეულია, რაც მეტად ანერვიულდები, მით უფრო დაგეჭიმება, ამიტომ დამშვიდდი smile.gif

Posted by: ketevani-psychologist 8 Mar 2021, 01:57
QUOTE (mziako @ 5 Mar 2021, 17:36 )
განარჯობა. ადრე მქონდა პანიკური შეტევები. მეგონა გული მიმდიოდა და საასწრაფოს ვიძახებდი დღეში ორჯერ. ვეღარ ვმუშაობდი. ყველაფრის მეშინოდა ვიჯექი ფეხზე წამოდგომის მეშინოდა და ა.შ. შემდეგ ანტიდეპრესანტები ვსი და გამიარა. მაგის მერე 2 ორსულობა, მშობიარობა, ჩვილების მოვლა თავის ღამის თენებებით და ბწვრი სტრესი გავიარე.
ახლა ვარ ისევ ცუდად ოღონდ ისეთი პანიკური შეტევები აღარ მაქვს. თავს ვმართავ თითქოს. მაშინ მეწყებოდა კანკალი. ვწვებოდი ძირს ცუდად ვხდებოდი და ა. შ. ახლა უვრალოდ შინაგანად მაქ ეს პანიკები. ბა შვებს ერთხელაც რომ დაახველოს ვარდები პანიკაში. მგონია სულ რაღაც დაემართებათ. მეც ახლა მაქვს კისრის და ბეჭის ტკივილი. ვერ მივედი ექიმთან და ვარ პანიკაში. ვეღარ ვფუნქციონირებ ბავშვებს ვერ ვუვლი, ვერც თავს. სულ ვფიქრობ რომ რაღაც საშიში მჭირს და ვკვდები. ექიმთან მისვლისაც მეშინია სულ წარმოვიდგენ რომ მეტყვიან საშიშ დიაგნოზ. რომ სიმსივნე მაქვს.ეს ტკივილები ნერვილობის დროს ძალიან მემატება. შეიძლება სტრესული დაძაბულობის ტკივილი იყოს?

ბუნებრივ პირობებში ყველა დაავადება გენეტიკურია-ფსიქოსომატური, და ეს ყველაფერი იქამდე, სანამ ადამიანი თავისი ცხოვრების გათვიცნობიერებას დაიწყებს.
1. ცხოვრების გათვიცნობიერება იწყება, ბუნებრივ პირობებში-სტრესისი ფონზე (სტრესი არის მდგომარეობა როდესაც კონტროლს ვკარგავთ საკუთარ თავზე)-ე.წ.ეგზისტენციალური კრიზისის დროს
ან
2. ფსიქოთერაპიაზე, რომელიც ანალოგიურად სტრესისა მტკივნეული პროცესია.
ბუნებრივ პირობებში კრიზისის გადალახვა აისახება ვეგეტატიკაზეც :/
თერაპიის დროს შემაწუხებელია მენტალური ტკივილია-გრძნობების და ემოციების დონეზე.
თქვენი შემთხვევის ანალიზი, რომ გავაკეთოთ დღეს (იმედია უახლოეს ხანში კვლევას ჩაიტარებთ), საწყისს სტადიაზე სიმსივნემ ტკივილი არ იცის და პირველი გამოვლინებაა მომატებული ტემპერატურა.
სიმსივნე გენეტიკურია.
და ბოლოს შეკითხვა უნდა დავსვა smile.gif რა დროს აიღეთ თქვენს თავზე ზედმეტი პასუხისმგებლობა (რაღაცის გაკეთება არ გინდოდათ და გააკეთეთ) ?

Posted by: mziako 1 Apr 2021, 00:16
ketevani-psychologist
დღეს ვიყავი ნევროლოგთან და ძალიან დათრგუნული წამოვედი. მთეკი აქცენტი ჩემა შფოთვებზე გადაიტანა და არა მხრის თუ ხერხემლის პრობლემაზე. არ ვიხი მე მხვდება ყველა ასეთი ექიმკ თუ ყველა ასეთი გულგრილია არ ვიცი. ნუ ვთქვათ ეს ტკივილი მომდინარეობს ხერხემლიდანო და ვთქვათ გაქვს თიაქარი ან ოსტეოქონდროზიო რას შვებიო? არაფერსო მაგის მკურბალობა არ ხდება მხოლოდ ვარჯიშებიო და რა აზრი აქვსო ეხლა ანალიზებს და ტომოგრაფიებსო. მოკლედ დამინიშნა ანტიდეპრესანტი და ტრანკვილიზატორი 1 თვე რომლის მიღებაც არ მინდა და მეშინია. ასევე მიგ 400 ამ ტკივილისთვის 5 დღე და აი ტკივილგამაყუჩებელი როგორ მომიგვარებს ამ პრობლემას ვერენაირად ვერ ვხვდები 5 დღე გამიყუჩდა და მერე ისევ რომ ამტკივდეს რა?? ანუ 2 თვე სვიო ეს ანტიდეპრესანტი და თუარ გაგიარა მერე მოდი და გამოიკვლიე მიზეზიო და პირდაპირ ტკივილის მიზეზი რომ დაადგინოს ვერა sad.gif მოკლედ მხოლოდ შფოთვა გმიძლიერა და იმედი გადამიწყურა რომ როდესმე ეს ტკივილი მომეხსნება. კოშმარი ქართული ჯანდაცვის სისტება და კოშმარი ექიმები

Posted by: ketevani-psychologist 3 Apr 2021, 23:26
QUOTE (mziako @ 1 Apr 2021, 00:16 )
ketevani-psychologist
დღეს ვიყავი ნევროლოგთან და ძალიან დათრგუნული წამოვედი. მთეკი აქცენტი ჩემა შფოთვებზე გადაიტანა და არა მხრის თუ ხერხემლის პრობლემაზე. არ ვიხი მე მხვდება ყველა ასეთი ექიმკ თუ ყველა ასეთი გულგრილია არ ვიცი. ნუ ვთქვათ ეს ტკივილი მომდინარეობს ხერხემლიდანო და ვთქვათ გაქვს თიაქარი ან ოსტეოქონდროზიო რას შვებიო? არაფერსო მაგის მკურბალობა არ ხდება მხოლოდ ვარჯიშებიო და რა აზრი აქვსო ეხლა ანალიზებს და ტომოგრაფიებსო. მოკლედ დამინიშნა ანტიდეპრესანტი და ტრანკვილიზატორი 1 თვე რომლის მიღებაც არ მინდა და მეშინია. ასევე მიგ 400 ამ ტკივილისთვის 5 დღე და აი ტკივილგამაყუჩებელი როგორ მომიგვარებს ამ პრობლემას ვერენაირად ვერ ვხვდები 5 დღე გამიყუჩდა და მერე ისევ რომ ამტკივდეს რა?? ანუ 2 თვე სვიო ეს ანტიდეპრესანტი და თუარ გაგიარა მერე მოდი და გამოიკვლიე მიზეზიო და პირდაპირ ტკივილის მიზეზი რომ დაადგინოს ვერა sad.gif მოკლედ მხოლოდ შფოთვა გმიძლიერა და იმედი გადამიწყურა რომ როდესმე ეს ტკივილი მომეხსნება. კოშმარი ქართული ჯანდაცვის სისტება და კოშმარი ექიმები

mziako ცალსახად უნდა ჩაეტარებინათ საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დიაგნოსტიკა. ნებისმიერი ფსიქოლოგიური აშლილობის დიაგნოზის დასმის წინ, პირველ რიგში ირიცხება ორგანიკა, რაც გულისხმობს აპარატურულ თუ საჭირო გახდება ბიოლოგიურ დიაგნოსტიკას.
იმ დღეს, რაც ზემოთ მოგწერეთ, ზოგადად რა ხდება სტრესის დროს, ის მოვყევი და არა კონკრეტულად თქვენი შემთხვევის ანალიზი. თან გეშინიათ, ამიტომ მოერიდეთ მედიკამენტებს. ტკივილგამაყუჩებელი ხომ, მხოლოდ სიმპტომის მოხსნაზე მუშაობს, ისიც დროებით
თიაქარის სამკურნალოდ, სიმძიმის გათვალისწინებით, პირველ რიგში ინიშნება ფიზიოთერაპია უებარია, ან იოგა თუ ფიზიო არ შველის მერე ამისამართებენ ინსტრუმენტულ ჩარევაზე.



Posted by: merkantil 4 Apr 2021, 02:11
mziako
ამიტომ უნდა მიხვიდეთ ფსიქიატრთან და არა-ნევროლოგთან. ნევროლოგი არ არის ნევროზული დაავადებების ექიმი და ამის გაგება უჭირთ საქართველოში, თვითონ ნევროლოგები კი უბრალოდ უსინდისოდ იქცევიან, როდესაც იღებენ პაციენტს შფოთვებით, ნევროზით და ა.შ.
მე არ ვიცი თქვენ რატომ გაწუხებთ ხერხემალი და არანაირი უფლება არ მაქვს რაიმე გირჩიოთ. უბრალოდ შემიძლია საკუთარი გამოცდილება გაგიზიაროთ:
3 ახლობელს(აქედან ორი ოჯახის წევრია) ჰქონდა ნევროზი, პანიკის შეტევებით და ა.შ. სამივეს ჰქონდა ზურგის ტკივილი, კისრის დაჭიმულობა, ყურებში ხმაური, თავბრუსხვევა. აქედან ერთს დაუსვეს დიაგნოზი საქართველოში, ხოლო ორს გერმანიაში.ქართული დიაგნოზი იყო ოსტეოქონდროზი, შემდეგ თიაქარები, შემდეგ ვესტიბულარული აპარატის რაღაც დარღვევა. ხოლო გერმანიაში დასმული დიაგნოზები იყო პანიკური აშლილობა და ნევროზი. გამოკვლევევი ჩატარდა კარდიოლოგებთან (რადგან გულის არეში ჩხვლეტებიც ახლდა ამ ყველაფერს), ორთოპედებთან, დაინიშნა ფიზიოთერაპიაც, რომელიც რა თქმა უნდა შველის, რადგან კუნთები ძალიან იჭიმება სტრესის დროს. მაგრამ პრობლემა საიდანაც მოდის, იმ მიზეზს უნდა უმკურნალო და არა სიმპტომს.
ხერხემალზეც აღმოაჩნდა ერთ-ერთს პატარა ცვლილებები, მაგრამ ადამიანი, რომელიც 24 საათი კომპიუტერთან ზის,იმას ვერ ექნება ხერხემალი იდეალურ მდგომარეობაში და ეს უთხრა კიდეც ორთოპედმა, სხვათაშორის საუკეთესო ორთოპედმა. მან უთხა, რომ ასეთ მდგომარეობას ეს ცვლილებები არ გამოიწვევდა და ძალიან დელიკატურად ურჩია ფსიქიატრი. თუმცა მანამდე მისვლას დაჭირდა ერთი წელი, იმიტომ, რომ ეს ჯიუტად არ იჯერებდა, რომ ჰქონდა ფსიქიური პრობლემა. ორივე პაციენტი პასიურ ცხოვრებას ეწეოდა, კომპიუტერთან ჯდომით, ნუ სამუშაო ჰქონდათ ასეთი. საბოლოოდ უშველათ ფსიქიატრმა და მოუწიათ ანტიდეპრესანტების მიღება. მესმის, რომ არ გსიამოვნებთ და არ გინდათ მიღება, მაგრამ ზოგჯერ სხვანაირად არ გამოდის. სამაგიეროდ გადალახა ორივემ ეს პერიოდი და ეხლა ცხოვრობენ ჩვეულებრივად. რაც შეეხება მესამეს, ძლივს მივიყვანეთ ფსიქიატრთან, სანამ ორთოპედებმა და ნევროლოგებმა სულ არ დააავადეს. ბოლოს უკვე ისტერიკაში იყო, რომ ეტლში მოუწევდა ჩაჯდომა, ისეთი დიაგნოზი დაუსვეს. ხომ წარმოგიდგენიათ, ეს ისტერიკა და შიშები რა მდგომარეობამდე მიიყვანდა? უფრო გაურთულდა მდგომარეობა და ფეხს ვეღარ ადგამდა დამოუკიდებლად, თავბრუ ისე ეხვეოდა. ეხლა იღებს ანტიდეპრესანტებს და კარგად არის, ნელ-ნელა უმცირებს ექიმი დოზას. ადამიანი დაგვიბრუნდა, თავიდან დაიბადა! გაუარა თიაქარებმა და ოსტეოქონდროზებმა?
თუ შფოთვა ძლიერია, შეიძლება ტრანკვილიზატორიც გახდეს თავიდან საჭირო, სანამ ანტიდეპრესანტი იმოქმედებს, დაახლოებით ორი კვირა ჭირდება.


Posted by: Razm 6 Apr 2021, 15:17
მოკლედ 2 წელია ნევროზებᲨი ვარ, არვიცი საიდან რა დამემარᲗა მარა მე რაც მᲭირს ეგეᲗი რამე არ გამიგია, მოკლედ ბოლოს მოსაწევს ვეწეოდი უაზროდ და მაგას ვაბრალებ მაინც არევას. სხვაობას Ძაან დიდს ვგრᲫნობ ამ 2 წლის მერე ფაქტიურად სრული ერᲗი წელიწადი სიფხიზლეᲨი გავატარე არაფერს ვსვამდი რეგულარულად და არც ვეწევი დᲦემდე აᲗასᲨი ერᲗხელ, ლირიკაზე დავჯექი უკვე კაი ხანია ახალ წელს Ჩავწექი გადავაგდე ერᲗი 10 დᲦე და ისევ იმის მერე ვუბერავ და ვუბერავ არადა კაიფი არაქ ᲩემᲗვის ეხლა ამას ერᲗი და იგივე დოზას ვიᲦებ სულ 1 ცალ 300 იანს და მერე საᲦამოს ვაყოლებ ან Შეილება არც Ჩავაყოლო. აი ეს წამალი Ძაან საზიანოა საᲩემოდ? კალიკებზე აქამდე დამოკიდებული არ ვყოფილვარ ეს პირველია გასინჯული რაც რამე არი მგონი ყველაფერი გავსინჯე და ეს რასაც მაᲫლევს ესე მᲗლიანობაᲨი სხვა პრეპარატიᲗ ვერ ვიᲦებ...

Posted by: ketevani-psychologist 6 Apr 2021, 23:47
Razm
[QUOTE]აი ეს წამალი Ძაან საზიანოა საᲩემოდ?[QUOTE]
თუ ფსიქიატრის(გამონაკლისი შემთხვევისას ნევროპათოლოგის) დანიშნულებით იღებთ საზიანო არ არის და ისე კი თვითნებური მიღება საზიანოა. თავისი არსით პრეპარატი მუშაობს მხოლოდ სიმპტომის მოხსნაზე

Posted by: Razm 8 Apr 2021, 03:30
QUOTE (ketevani-psychologist @ 6 Apr 2021, 23:47 )
Razm
[QUOTE]აი ეს წამალი Ძაან საზიანოა საᲩემოდ?[QUOTE]
თუ ფსიქიატრის(გამონაკლისი შემთხვევისას ნევროპათოლოგის) დანიშნულებით იღებთ საზიანო არ არის და ისე კი თვითნებური მიღება საზიანოა. თავისი არსით პრეპარატი მუშაობს მხოლოდ სიმპტომის მოხსნაზე

არა ექიმები ᲫირიᲗადად ქსანაქსს მიწერენ და რაᲦაც ანტიდეპრესანტებს რომლებსაც არც Შედეგი აქვს და საერᲗოდ წამლების არ მჯერა, Თან ისიცაა რო არცერᲗი წამალი ბოლომდე სიმპტოპებს არ მიᲩერებს და საერᲗოდ არ Შველის ამას რაც მე მაეუხებს.
ფსიქოლოგᲗან დავდივარ ვიᲗომ მარა "ფსიქოლოგია" ერᲗი სული აქვს როდის გამომიᲨვებს ხოლმე.
ამაზე უკეᲗესი გზა რო რაᲦაც უფრო პროდუქტიული ვიყო და რაᲦაც ვაკეᲗო ვერ მოვნახე.
სოციოფობიის მაგვარი რაᲦაც მᲭირს ზოგადად ხალხმრავლობააწუხებს იმდენად რო ხალხმრავალ ქალაქებᲨი მანქანიᲗაც რო გადავაადგილდები მაᲦიზიანებს.

Posted by: ketevani-psychologist 8 Apr 2021, 23:37
Razm
მედიკამენტოზური მკურნალობა თერაპიასთან ეფექტურია გარკვეული მდგომარეობების დროს, მაგალითად მწვავე ფსიქოზი ან შიზოფრენიის დროს
ისე

QUOTE
ერᲗი სული აქვს როდის გამომიᲨვებს ხოლმე


ეს სავარაუდოდ თქვენი დაკვირვებაა??

მე ვერ ჩავერევი თქვენს თერაპიაში, მაგრამ უნდა გკითხოთ, სოციოფობია თქვენმა თერაპევტმა გიხსენათ?
სოციოფობია და მისი მაგვარი რაღაც, როგორც თქვენ ახსენეთ ზოგადად აშლილობებია, რომელსაც არ სჭირდება წამლების დამატება თერაპიის დროს.


Posted by: Razm 9 Apr 2021, 02:20
QUOTE (ketevani-psychologist @ 8 Apr 2021, 23:37 )


QUOTE
ერᲗი სული აქვს როდის გამომიᲨვებს ხოლმე


ეს სავარაუდოდ თქვენი დაკვირვებაა??

მე ვერ ჩავერევი თქვენს თერაპიაში, მაგრამ უნდა გკითხოთ, სოციოფობია თქვენმა თერაპევტმა გიხსენათ?
სოციოფობია და მისი მაგვარი რაღაც, როგორც თქვენ ახსენეთ ზოგადად აშლილობებია, რომელსაც არ სჭირდება წამლების დამატება თერაპიის დროს.

კი Ჩემი დაკვირვებაა, სოციოფობია ეს მე მოვიგონე არაფერი უხსენებია მოკლედ ამ ექიმს რო ველაპარაკე მეუბნება ესეᲗ რამეს რო მოკლედ დაზᲦვევა არ ანაზᲦაურებს ფსიქოლოგსო ანუ მე რაᲦაც სხვანაირი დახმარება მᲭირდება როგორც Ჩანს და მეც რავი რაც მოვიᲫიე ᲩემიᲗ, არსებობს რაᲦაც Თერაპიები, კოგნიტურ ბიჰევიორისტული Თუ სწორად მახსოვს რაᲦაც ასეᲗი მᲭირდება და ექიმმაც დამიდასტურა. საფრანგეᲗᲨი ვცხოვრობ და ექიმᲗან აქ ᲫირიᲗადად სუბუტექსის მორფის და ა. Შ ესეᲗი რამეებისᲗვის დადიან. მე პირველი პაციენტი ვარ მგონი ვინც მარᲗლა მიაკიᲗხა პრობლემიᲗ lol.gif აქ ცოტა სხვანაირი სიტუაციაა Თან ენის ბარიერი მაქვს ფრანგული არ ვიცი და სხვა ენები ამაᲗმა არ იციან.
ზოგადად ფსიქოლოგᲗან არასდროს ვყოფილვარ, ეხლა ვცდილობ მოვიᲫიო ვინმე ვინც ქარᲗულად ინგლისურად ან რუსულად ლაპარაკობს რო რაᲦაცნაირად გავაგებინო მარა დიდი იმედი არმაქვს, უფრო საქარᲗველოდან Თუ ვნახავ მარა ონლაინ ფსიქოლოგი Თუ არსებობს არც ვიცი.

Posted by: ketevani-psychologist 9 Apr 2021, 13:25
QUOTE (Razm @ 9 Apr 2021, 02:20 )
QUOTE (ketevani-psychologist @ 8 Apr 2021, 23:37 )


QUOTE
ერᲗი სული აქვს როდის გამომიᲨვებს ხოლმე


ეს სავარაუდოდ თქვენი დაკვირვებაა??

მე ვერ ჩავერევი თქვენს თერაპიაში, მაგრამ უნდა გკითხოთ, სოციოფობია თქვენმა თერაპევტმა გიხსენათ?
სოციოფობია და მისი მაგვარი რაღაც, როგორც თქვენ ახსენეთ ზოგადად აშლილობებია, რომელსაც არ სჭირდება წამლების დამატება თერაპიის დროს.

კი Ჩემი დაკვირვებაა, სოციოფობია ეს მე მოვიგონე არაფერი უხსენებია მოკლედ ამ ექიმს რო ველაპარაკე მეუბნება ესეᲗ რამეს რო მოკლედ დაზᲦვევა არ ანაზᲦაურებს ფსიქოლოგსო ანუ მე რაᲦაც სხვანაირი დახმარება მᲭირდება როგორც Ჩანს და მეც რავი რაც მოვიᲫიე ᲩემიᲗ, არსებობს რაᲦაც Თერაპიები, კოგნიტურ ბიჰევიორისტული Თუ სწორად მახსოვს რაᲦაც ასეᲗი მᲭირდება და ექიმმაც დამიდასტურა. საფრანგეᲗᲨი ვცხოვრობ და ექიმᲗან აქ ᲫირიᲗადად სუბუტექსის მორფის და ა. Შ ესეᲗი რამეებისᲗვის დადიან. მე პირველი პაციენტი ვარ მგონი ვინც მარᲗლა მიაკიᲗხა პრობლემიᲗ lol.gif აქ ცოტა სხვანაირი სიტუაციაა Თან ენის ბარიერი მაქვს ფრანგული არ ვიცი და სხვა ენები ამაᲗმა არ იციან.
ზოგადად ფსიქოლოგᲗან არასდროს ვყოფილვარ, ეხლა ვცდილობ მოვიᲫიო ვინმე ვინც ქარᲗულად ინგლისურად ან რუსულად ლაპარაკობს რო რაᲦაცნაირად გავაგებინო მარა დიდი იმედი არმაქვს, უფრო საქარᲗველოდან Თუ ვნახავ მარა ონლაინ ფსიქოლოგი Თუ არსებობს არც ვიცი.

Razm
QUOTE
მე პირველი პაციენტი ვარ მგონი ვინც მარᲗლა მიაკიᲗხა პრობლემიᲗ  lol.gif

არც მათ აკლიათ გამოწვევები smile.gif)))) მხოლოდ მათ სხვა ფსიქოლოგიური ნიადაგი აქვთ, ქართველებს სხვა. ბუნებრივ პირობებში როგორც ფიზიკურობაშია სოციო-კულტურული ჭრილი, ისეა ფსიქოლოგიაშიც., სანამ თერაპიაში მოვა ადამიანი.
QUOTE
მოკლედ ამ ექიმს რო ველაპარაკე მეუბნება ესეᲗ რამეს რო მოკლედ დაზᲦვევა არ ანაზᲦაურებს ფსიქოლოგსო ანუ მე რაᲦაც სხვანაირი დახმარება მᲭირდება როგორც Ჩანს და მეც რავი რაც მოვიᲫიე ᲩემიᲗ, არსებობს რაᲦაც Თერაპიები, კოგნიტურ ბიჰევიორისტული Თუ სწორად მახსოვს


როგორც გავიგე დადიხართ თერაპევტთან, რომელსაც უბრალოდ ფსიქოტროპული მედიკამენტების დანიშვნულებაზე აქვს წვდომა.
კი ეგრე ქვია CBT, იგივეა რაც კოგნიტურ-ქცევითი თერაპია.
კი ვართ ონლაინ ფსიქოლოგები smile.gif და 'ლოქდაუნების' ფონზე კიდევ უფრო მეტი დაგვემატა. განსაკუთრებით საზღვარგარეთ მცხოვრებნი არიან ონლაინ კონტაქტზე

Posted by: Razm 10 Apr 2021, 15:09
QUOTE (ketevani-psychologist @ 9 Apr 2021, 13:25 )
QUOTE (Razm @ 9 Apr 2021, 02:20 )
QUOTE (ketevani-psychologist @ 8 Apr 2021, 23:37 )


QUOTE
ერᲗი სული აქვს როდის გამომიᲨვებს ხოლმე


ეს სავარაუდოდ თქვენი დაკვირვებაა??

მე ვერ ჩავერევი თქვენს თერაპიაში, მაგრამ უნდა გკითხოთ, სოციოფობია თქვენმა თერაპევტმა გიხსენათ?
სოციოფობია და მისი მაგვარი რაღაც, როგორც თქვენ ახსენეთ ზოგადად აშლილობებია, რომელსაც არ სჭირდება წამლების დამატება თერაპიის დროს.

კი Ჩემი დაკვირვებაა, სოციოფობია ეს მე მოვიგონე არაფერი უხსენებია მოკლედ ამ ექიმს რო ველაპარაკე მეუბნება ესეᲗ რამეს რო მოკლედ დაზᲦვევა არ ანაზᲦაურებს ფსიქოლოგსო ანუ მე რაᲦაც სხვანაირი დახმარება მᲭირდება როგორც Ჩანს და მეც რავი რაც მოვიᲫიე ᲩემიᲗ, არსებობს რაᲦაც Თერაპიები, კოგნიტურ ბიჰევიორისტული Თუ სწორად მახსოვს რაᲦაც ასეᲗი მᲭირდება და ექიმმაც დამიდასტურა. საფრანგეᲗᲨი ვცხოვრობ და ექიმᲗან აქ ᲫირიᲗადად სუბუტექსის მორფის და ა. Შ ესეᲗი რამეებისᲗვის დადიან. მე პირველი პაციენტი ვარ მგონი ვინც მარᲗლა მიაკიᲗხა პრობლემიᲗ lol.gif აქ ცოტა სხვანაირი სიტუაციაა Თან ენის ბარიერი მაქვს ფრანგული არ ვიცი და სხვა ენები ამაᲗმა არ იციან.
ზოგადად ფსიქოლოგᲗან არასდროს ვყოფილვარ, ეხლა ვცდილობ მოვიᲫიო ვინმე ვინც ქარᲗულად ინგლისურად ან რუსულად ლაპარაკობს რო რაᲦაცნაირად გავაგებინო მარა დიდი იმედი არმაქვს, უფრო საქარᲗველოდან Თუ ვნახავ მარა ონლაინ ფსიქოლოგი Თუ არსებობს არც ვიცი.

Razm
QUOTE
მე პირველი პაციენტი ვარ მგონი ვინც მარᲗლა მიაკიᲗხა პრობლემიᲗ  lol.gif

არც მათ აკლიათ გამოწვევები smile.gif)))) მხოლოდ მათ სხვა ფსიქოლოგიური ნიადაგი აქვთ, ქართველებს სხვა. ბუნებრივ პირობებში როგორც ფიზიკურობაშია სოციო-კულტურული ჭრილი, ისეა ფსიქოლოგიაშიც., სანამ თერაპიაში მოვა ადამიანი.
QUOTE
მოკლედ ამ ექიმს რო ველაპარაკე მეუბნება ესეᲗ რამეს რო მოკლედ დაზᲦვევა არ ანაზᲦაურებს ფსიქოლოგსო ანუ მე რაᲦაც სხვანაირი დახმარება მᲭირდება როგორც Ჩანს და მეც რავი რაც მოვიᲫიე ᲩემიᲗ, არსებობს რაᲦაც Თერაპიები, კოგნიტურ ბიჰევიორისტული Თუ სწორად მახსოვს


როგორც გავიგე დადიხართ თერაპევტთან, რომელსაც უბრალოდ ფსიქოტროპული მედიკამენტების დანიშვნულებაზე აქვს წვდომა.
კი ეგრე ქვია CBT, იგივეა რაც კოგნიტურ-ქცევითი თერაპია.
კი ვართ ონლაინ ფსიქოლოგები smile.gif და 'ლოქდაუნების' ფონზე კიდევ უფრო მეტი დაგვემატა. განსაკუთრებით საზღვარგარეთ მცხოვრებნი არიან ონლაინ კონტაქტზე

საქმეც მაგაᲨია რომ ამაᲗ სხვა ფსიქოლოგიური ნიადაგი აქვᲗ + მენტალური.
და ფსიქოლოგზე კარგად ვერ დავწერე მოვიარე რამდენიმე Ჩვეულებრივი ფსიქოლოგები არიან არანაირი Თერაპერტი, უბრალოდ სხვა სტილი აქვᲗ დაზᲦვევა ანაზᲦაურებს სინამდვილეᲨი Ჩვეულებრივად ამ ვიზიტებსაც მედიკამენტებსაც არ ანაზრაურებენ გარკვეულ ᲭრილᲨი ალბაᲗ ნამდვილ პროფესიონალ ექიმებᲗან მუᲨაობას და Თან ისაა რო ზოგი ექიმი საერᲗოდ არ იᲦებს დაზᲦვევას, და ვინც იᲦებენ დაზᲦვევას ფულის კეᲗებაზე არიან გადასული სხვა სფეროᲨიც " საყოველᲗაო დაზᲦვევაა" დასახელმწიფოს წველიან მოკლედ რომ ვᲗქვა. საქარᲗველოს იქიᲗ ნაყიდ დიპლომს Თუ გავიგებდი არმეგონა ისე

Posted by: mziako 10 Apr 2021, 23:51
merkantil
მადლობა გამოხმაურებისთვის. არ მიჭირს იმის აღიარება და გაცნობიერება რაც მჭირა. ვიცი რომ მაქვს პანიკური აშლილობა და შფოთვა საშინელი. ძალიან სტრესული წელი მქონდა და ყოველდღიური სტრესი ახლაც მაქვს. იბრალოდ ვუმკლავდებოდი აქამდე და ახლა ნევროლოგთან იმიტომ არ მივსულვარ რომ შფოთვა ემკურნალა. ბეჭის ტკივილი მინდა მიმკურნალოს უბრალოდ რომ გაეკეატებინა რამე კვლევა, ან გავესინჯე და ისე გამოეტანა დასკვნა და მე უფრო დარწმუნებული ვყოფილიყავი მისი დიაგნოზის სიზუსტეში იქნებ შფოთვასაც გაევლო და სიმპტომებსაც. მქონია სხვა დროა მსგავსი რამ ანუ კუჭის პრობლემების დროს რადგან ვერ დამიდგინეს რა მჭორდა პანიაკ და შფოთვა გამიძლიერდა. ძალიან ცუდად ვიუავი ვიდრე დიაგნოზი არ დაისვა სწორად. როცა დიაგნოზი დამისვეს ძალიან მარტივად მოვახერხე გამოჯანმრთელება. არ ვიცი მე რატომ გადავეყრები ხოლმე სულ.ასეთ არაპროფესიონალ ექიმებს sad.gif ისე კი მითხრა მანაც რომ ტიაქარი და ოსტეოქონდროზის რომ იყოს მერე რაო მაგის მკურნალობა არ ხდებაო და ეს ჩემთვის მკსაღები პასუხინარ იყო. რატომ არ ხდება მკურნალობა თინდაც საწყის ეტაპზე იმ ვარჯიშებს უფრო შედეგი არ მოქავს ვიდრე დაგვიანებულზე? მოკლედ რა საშინელი უ დობლობა ჩამომიყალიბდა ექიმებია მიმართ. ახლა ისევ ბრძოლებში ვარ საკუთარ თავთან არ ვიცი ვცადო სხვა ნევროლოგთან გასინჯვა თუ დავიწყო ეს ანტიდეპრესანტი. მეშინია მისი დაწყება ადრე დავლიე 6 წლის წინ 6 თვე ვსვამდი და კარჰი შედეგი მქონდა მაგრამ ახლა წინასწარგანწყობაც ცუდი მაქვს. მგონია რომ.არ მიშველის უფრო გამიუარესებს მდგომარეობას და ა.შ ასეთი განწყობით წამლის დაწყებამ.არ ვიხი რა შედეგი.უნდა მომცეს თან პლიუს თავა ვერ ვარწმუნებ რომ ეს ტკივილი ნევროზილია და sad.gif

Posted by: Razm 11 Apr 2021, 00:27
mziako
Თქვენი პოსტი წავიკიᲗხე და მე მქონდა ესეᲗი ტკივილები კუᲭის და ვერაფერი დამიდგინეს, 2 წელი გავიდა მას Შემდეგ და ეხლაც ᲨიგადაᲨიგ ტკივილივიᲗ მაქვს მაგრამ იმასᲗან ᲨედარებიᲗ აᲦარაფერია ᲗავისიᲗ გაქრა ტკივილი უბრალოდ მუცლის Შებერილობა დამიტოვა რაᲦაც საᲨინელი, ექიმᲗან ვიყავი 1 Თვის წინ და ავუხსენი რო ესე და ესე გასტროაკოპია გამიკეᲗეს და აი საერᲗოდ არაფერიაო არადა აი ვკვდები ამ სიმპტომიᲗ უკვე აᲦარ ᲨემიᲫლია...

Posted by: merkantil 11 Apr 2021, 01:42
mziako
სამწუხაროდ სტრესს შეუძლია დააავადოს ბევრი ორგანო. მე მაგალითად კუჭი დამიავადა, ოღონდ ალბათ 10 წელი გავიდა, სანამ არ დავიჯერე ბოლოს და ბოლოს, რომ სტრესმა ავნო ჩემს კუჭს.
მე ვერ გავიგე, ნევროლოგთან რატომ მიხვედით? მეგონა შფოთვების გამო... ბეჭის ტკივილი საერთოდ რა შუაშია ნევროლოგთან? ორთოპედთან არ უნდა მისულიყავით? მე არ ვცხოვრობ საქართველოში 20 წელია დაახლოებით, ერთ-ერთ განვითარებულ ქვეყანაში ვარ, სადაც მედიცინაც შესაბამისად მაღალ დონეზეა განვითარებული და აქ ნევროლოგის კომპეტენცია არ არის ზურგის, მხრის, ბარძაყის და ა.შ. დაავადებები. ნევროლოგს ეხება ეპილეფსია, დემენცი, პარკინსონი, ტვინის და ზურგის ტვინის დაავადებები და ა.შ. ამიტომ ჩვენ მივედით ზურგის და ხერხემლის ტკივილზე ორთოპედთან, მკურნალმა ექიმმა მასთან გაგვაგზავნა. გაკეთდა მრტ, სადაც გამოჩნდა კიდეც პატარა ცვლილებაც, მაგრამ არა ისეთი სერიოზული, რომ ამას გამოეწვია ისეთი ძლიერი ტკივილები და კისრის დაჭიმულობა, როგორიც ჰქონდა. თან საოცარი ის იყო, რომ საშინელი ტკივილებით როდესაც მიდიოდა ორთოპედთან, იქ უვლიდა ყველაფერიbiggrin.gif მშვიდდებოდა ანუ და ექიმის იმედი ჰქონდა. მაშინვე უნდა მიხვედრილიყო, რომ სტრესი იწვევდა ყველაფერს, მაგრამ ნუ ვერაsmile.gif
რა თქმა უნდა, ძალიან დიდი მნიშვენლობა აქვს ექიმის მიმართ ნდობას. როდესაც უნდობლობა იწვევს, მისი დანიშნული მკურნალობის მიმართაც ეჭვები ჩნდება. მითუმეტეს, თუ ექიმი გაპანიკებებს და გთრგუნავს, აბა რა ეშველება ოსტეოქონდროზსო, ნუ რა უნდა ელაპარაკო საერთოდ? მითუმეტეს ხედავს, რომ გაქვთ შფოთვა.
თუ ასე გეშინიათ ანტიდეპრესანტის ნუ დალევთ, მოძებნეთ კარგი ფსიქიატრი და დაგინიშნავთ მკურნალობას, არაა აუცილებელი, რომ ეგრევე ანტიდეპრესანტი გაჯახოთ. ჩვენს შემთხვევაშიც არ ყოფილა ასე, თავიდან თერაპიამაც გამოიღო შედეგი და ძალიან კარგად იყო, უბრალოდ ერთ წელიწადში მოულოდნელად ძალიან ცუდი ამბავი მოხდა და მაშინ გაუუარესდა მდგომარეობა, ისევ დაეწყო ზურგის ტკივილი, შფოთვები და პანიკის შეტევები, ასევე დიდი როლი ითამაშა პანდემიამ და სახლში გამოკეტვამ. ამიტომ დაუნიშნა ფსიქიატრმა ანტიდეპრესანტი. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ანტიდეპრესანტის შერჩევასაც, დეპრესიის დროს სხვა ჯგუფი ინიშნევა, პანიკური აშლილობის დროს-სხვა. პარალელურად მიმდინარეობს ქცევის თერაპია, რომელიც ნევროლოგმა ნამდვილად არ იცის, ამიტომ არ უნდა მიიღოს მან ფსიქიატრის პაციენტი. მხოლოდ ანტიდეპრესანტით მკურნალობა არ არის სწორი.
რა ანტიდეპრესანტი დაგინიშნათ?

Posted by: pilo772 11 Apr 2021, 20:15
ხალხო ერთი რა მინდა გკითხოთ, თუ ხართ ვიმე საქმის კურსში.
მყავს ერთი მეგობარი. მანდილოსანია. 15 წლმდე შვილის დედა. მარტოა, ქმარს დაცილებული. აქვს ფსიქოლოგიური პრობლემები. უნდა რომ იმკურნალოს, მაგრამ ამ პანდემიის გამო, სამსახურიც დაკარგა. არაფრის ფული არ აქვს, შვილიც კი გახიზნა ნათესავთან სანამ რამე გამოჩნდებაო რომ სახლში საჭმელი არ მიდევსო. ცხოვრობს გორის რაიონში რომელიღაც სოფელში. ხო და ლამის გარეკოს ისეა.
ფსიქიატრიული მკურნალობა სჭირდება.
არის რამე სახელმწიფო პროგრამა რომ ჩაეწეროს და ფსიქიატრმა მიხედოს?
თან ისე რომ საავადმყოფოში არ დააწვინონ, დედობის უფლება არ ჩამოართვან და კიდევ რა ვიცი მე ჯვარს არ გააკრან.
მაგისი პრობლემა იპოხინდრიაა. შარშან ამ დროს დაეწყო ამ კოვიდ ისტერიის პარალელურად ეს უბედურება. ხან რა იმიზეზა რომ ჭირს ხან რა, ხან დიაბეტი დაისვა დიაგნოზი ხან კიბო ხან რაღც ბაქტერია... მერე ვიღაც არაკეთილსინდისიერთან მოხვდა და იმანაც მთელი ბიუჯეტი აახია... 40 აბი ანტიბიოტიკი დაალევინეს ისე იმ ბაქტერიას ვერ მოვკლავთო. რო მიწერდა სიმპტომებს მივხვდი რომ ეგეც იმ იპოხონდრიიდან მოსდიოდა.. ნუ მე ასე დავასკვენი. იმიტომ რომ იმ 40 აბის მერე, ჯერ რომ 3 თვე ჯოჯოხეთური მუცლის ტკივილები ქონდა, მერე კიდე გარკვეული პერიოდის მერე იგივე სიმპტომები ქონდა. ხელახალი ანალიზებით დაუდგინეს რომ არაფერიც არ ჭირდა....
მერე აიკვიატა რომ სახლში ნესტი ქონდა და მთელი 1 კვირა ისტერიკა ძლივს დაიწყნარა.
აქვს შფოთვა, აქვს შიშები. თან ისე გამოხატულად რომ შვილსაც კი აშნებს. არა კი არ ძალადობს ან რამე ეგეთი. უბრალოდ რო ხედავს დედამისს აკანკალებულს და მოკუნტულს კუთხეში როგორია? 15 წლის ბავშვია ბოლო ბოლო...
ხო და რა გააკეთოს ამ ადამიანმა შეგიძლიათ მირჩიოთ?

Posted by: ketevani-psychologist 11 Apr 2021, 21:52
QUOTE (pilo772 @ 11 Apr 2021, 20:15 )
ხალხო ერთი რა მინდა გკითხოთ, თუ ხართ ვიმე საქმის კურსში.
მყავს ერთი მეგობარი. მანდილოსანია. 15 წლმდე შვილის დედა. მარტოა, ქმარს დაცილებული. აქვს ფსიქოლოგიური პრობლემები. უნდა რომ იმკურნალოს, მაგრამ ამ პანდემიის გამო, სამსახურიც დაკარგა. არაფრის ფული არ აქვს, შვილიც კი გახიზნა ნათესავთან სანამ რამე გამოჩნდებაო რომ სახლში საჭმელი არ მიდევსო. ცხოვრობს გორის რაიონში რომელიღაც სოფელში. ხო და ლამის გარეკოს ისეა.
ფსიქიატრიული მკურნალობა სჭირდება.
არის რამე სახელმწიფო პროგრამა რომ ჩაეწეროს და ფსიქიატრმა მიხედოს?
თან ისე რომ საავადმყოფოში არ დააწვინონ, დედობის უფლება არ ჩამოართვან და კიდევ რა ვიცი მე ჯვარს არ გააკრან.
მაგისი პრობლემა იპოხინდრიაა. შარშან ამ დროს დაეწყო ამ კოვიდ ისტერიის პარალელურად ეს უბედურება. ხან რა იმიზეზა რომ ჭირს ხან რა, ხან დიაბეტი დაისვა დიაგნოზი ხან კიბო ხან რაღც ბაქტერია... მერე ვიღაც არაკეთილსინდისიერთან მოხვდა და იმანაც მთელი ბიუჯეტი აახია... 40 აბი ანტიბიოტიკი დაალევინეს ისე იმ ბაქტერიას ვერ მოვკლავთო. რო მიწერდა სიმპტომებს მივხვდი რომ ეგეც იმ იპოხონდრიიდან მოსდიოდა.. ნუ მე ასე დავასკვენი. იმიტომ რომ იმ 40 აბის მერე, ჯერ რომ 3 თვე ჯოჯოხეთური მუცლის ტკივილები ქონდა, მერე კიდე გარკვეული პერიოდის მერე იგივე სიმპტომები ქონდა. ხელახალი ანალიზებით დაუდგინეს რომ არაფერიც არ ჭირდა....
მერე აიკვიატა რომ სახლში ნესტი ქონდა და მთელი 1 კვირა ისტერიკა ძლივს დაიწყნარა.
აქვს შფოთვა, აქვს შიშები. თან ისე გამოხატულად რომ შვილსაც კი აშნებს. არა კი არ ძალადობს ან რამე ეგეთი. უბრალოდ რო ხედავს დედამისს აკანკალებულს და მოკუნტულს კუთხეში როგორია? 15 წლის ბავშვია ბოლო ბოლო...
ხო და რა გააკეთოს ამ ადამიანმა შეგიძლიათ მირჩიოთ?

pilo772
QUOTE
აქვს შფოთვა, აქვს შიშები. თან ისე გამოხატულად რომ შვილსაც კი აშნებს. არა კი არ ძალადობს ან რამე ეგეთი. უბრალოდ რო ხედავს დედამისს აკანკალებულს და მოკუნტულს კუთხეში როგორია?


აშლილობას გავს.
სოციალური დახმარების ჭრილში ცხელი ხაზი მუშაობს, ერთჯერადად გაესაბრებიან. ზოგადად მსგავსი ხაზის მიზანია ადამიანს მოუხსნან სტრესი. მე არ გამიტესტავს მათი მუშაობა, იმედია ახერხებენ.
თერაპიული დახმარებისთვის არის დამოუკიდებელი ტიპების გრანტებით ამუშავებული ე.წ. დახმარების ჯგუფები.
საკომუნიკაციო არხებიდან რას იყენებს?


Posted by: shavi_kheli 11 Apr 2021, 21:54
ketevani-psychologist
შენ ხომ ფსიქოლოგი ხარ და არ გაქვს სურვილი დაეხმარო?


თუ უფასო კლიენტებს არ იღებ?

Posted by: ketevani-psychologist 11 Apr 2021, 22:10
QUOTE (shavi_kheli @ 11 Apr 2021, 21:54 )
ketevani-psychologist
შენ ხომ ფსიქოლოგი ხარ და არ გაქვს სურვილი დაეხმარო?


თუ უფასო კლიენტებს არ იღებ?

shavi_kheli
კი ფსიქოლოგი ვარ და მაქვს სურვილი დავეხმამრო

კი თავისთავად უფასო კლიენტებიც მყავს smile.gif

მოდი ნუ გაუსწრებ მოვლენებს და დაველოდოთ რას უპასუხებს პოსტის ავტორი ჩემს შეკითხვას





Posted by: shavi_kheli 11 Apr 2021, 22:14
ketevani-psychologist
თუ სურვილი გაქვს დაეხმარო, ერთჯერად ცხელ ხაზებზე რატომ აგზავნის, შესთავაზე შენი დახმარება.

Posted by: ketevani-psychologist 11 Apr 2021, 22:26
QUOTE (shavi_kheli @ 11 Apr 2021, 22:14 )
ketevani-psychologist
თუ სურვილი გაქვს დაეხმარო, ერთჯერად ცხელ ხაზებზე რატომ აგზავნის, შესთავაზე შენი დახმარება.

shavi_kheli
საინტერესო თემა წამოწიე, თან არ მინდა თერაპიული ჭრილი მიიღოს ჩვენმა ლაპარაკმა, მაგრამ მინდა გკითხო ასეთი რამ. smile.gif
რას ფიქრობ იმ თემაზე, რომ პრაქტიკოსი ფსიქოთერაპევტი ფსიქოლოგი(კლინიკური) შემოსული ვარ აქ-თემაში რომელიც ფსიქოლოგიას ეხება, მთელი თავისი არსით და ნაცვლად იმისა, რომ ადამიანს ეგრეთ წოდებული-დახმარება შევთავაზო ვარ გაჩუმებული?

Posted by: pilo772 11 Apr 2021, 22:26
ketevani-psychologist
QUOTE
სოციალური დახმარების ჭრილში ცხელი ხაზი მუშაობს, ერთჯერადად გაესაბრებიან. ზოგადად მსგავსი ხაზის მიზანია ადამიანს მოუხსნან სტრესი. მე არ გამიტესტავს მათი მუშაობა, იმედია ახერხებენ.

ნომერი თუ გაქვთ მომწერეთ და მივწერ.
QUOTE
თერაპიული დახმარებისთვის არის დამოუკიდებელი ტიპების გრანტებით ამუშავებული ე.წ. დახმარების ჯგუფები.

ანუ? sad.gif ვერ მივხვდი. გრანტს გამოუყოფენ რომ იმკურნალოს?
QUOTE
საკომუნიკაციო არხებიდან რას იყენებს?

მე ფეისზე მელაპრაკება (თუ ამას გულისხმობთ) ისე ტელეფონიც აქვს და მგონი ვაიბერიც.

Posted by: ketevani-psychologist 11 Apr 2021, 22:41

pilo772
QUOTE
ნომერი თუ გაქვთ მომწერეთ და მივწერ.


სოციალური მომსახურების სააგენტოს ცხელი ხაზია 1505 თუ არ ვცდები და როგორც ვახსენე ერთი ზარით შემიფარგლებიან. სხვა ფუნქცია ვერც ექნებათ, თერაპია ტელეფონით არ კეთდება smile.gif


QUOTE
ანუ? sad.gif ვერ მივხვდი. გრანტს გამოუყოფენ რომ იმკურნალოს?

არა, რამდენიმე დამოუკიდებელ ფსიქოთერაპევტს ერთობლივად გრანტი აქვთ მოპოვებული და გაკეთებული აქვთ უფასო კონსულტაცია. ეს ჭრილი ყოველი შემთხვევისთვის ვახსენე, რადგან მეც იგივეს ვაკეთებ ვარ დამოუკიდებელი სპეციალისტი.



QUOTE
მე ფეისზე მელაპრაკება (თუ ამას გულისხმობთ) ისე ტელეფონიც აქვს და მგონი ვაიბერიც

მე დისტანციურად ვმუშაობ და თუ სურვილი ექნება შემეხმიანოს.

Posted by: pilo772 11 Apr 2021, 22:46
ketevani-psychologist
QUOTE
მე დისტანციურად ვმუშაობ და თუ სურვილი ექნება შემეხმიანოს.

მივწერე და ნომერი მომწერეთ პირადში თუ არ შეგაწუხებთ რომ ჩავუგდო.

Posted by: shavi_kheli 11 Apr 2021, 23:07
არ ხართ ჩემი პასუხის ღირსი lol.gif

Posted by: ketevani-psychologist 11 Apr 2021, 23:53

shavi_kheli


ოკ smile.gif

Posted by: Nikusha1902 17 Apr 2021, 01:10
გამარჯობა, აქ ახალი ვარ და თქვენი დახმარება მჭირდება, მოკლედ ახალიწლის შემდეგ ვიყავი ცუდად, მოვიწამლე, მქონდა თაბრუსხვეა, გულისრევის შეგრძნება და კუჭის აშლილობა, მეგონა ვკვდებოდი ისე ცუდად ვიყავი, ამის შემდეგ დამეწყო ისტერიული ტკივილი მარჯვენა მუცლის და მენჯის არეში, ავტეხე პანიკა რომ ბრმანაწლავია თქო, გამოვიძახე სასწრაფო და გადამიყვანეს საავადმყოფოში, გამიკეთეს 4 გადასხმა, ექოსკოპია, სისხლის და შარდის ანალიზი, ექოსკოპიამ არაფერი აჩვენა ბრმანაწლავზე და თირკმელებზე, მწყობრში იყო. სისხლმა და შარდმა ოდმავ ცვლილება, რაც ვფიქრობ რომ მოწამლით იყო გამოწვეული, ამის შემდეგ დავმშვიდდი და თითქოს ტკივილიც გაქრდა, ვსვავდი ნერვოზალს და ალბად მაგიტომ, ვფიქრობ იყო ნერვოზული ეს ჩემი ტკივილი, გადამიარა სადღაც 1 თვე, ხო ისე მტკიოდა რო მაგიჟებდა მაგრამ საქმე იმაში იყო რომ კუჭში გასვლით გავდიოდი ჩვეულებრივად, ფეხს არ მიკავებდა და დავრბოდი კიდევაც, გარეთ დავსეინობდი მაგრამ როგორც კი ღამდებოდა აი მანდ უკვე ვსო.... ისტერიული შიში მქონდა რომ ოპერაცია დამჭირდებოდა და მეშინოდა ოპერაციის, ახლაც მეშინია, იგივე ნაირად დამემართა და უკვე ყველაფერზე ცუდად ვხდებოდი და ნებისმიერ ტკივილზე მგონია რომ ცუდი რაღაცა მჭირს, შემდეგ გადავწყვიტე ნეერვოლოგთან მისვლა და გასინჯვა ავერსის კლინიკაში, დამისვეს რამდენიმე კითხვა რაზეც ვუპასუხე რომ აკვიატებულად ცუდი აზრები მაწუხებდა და სულ ნეგატიურის მოლოდინში ვიყავი, გამუდმებული ტკივილი და რაც ზემოთ მოვყევი ეგ მოვუყევი, ამის შემდეგ შემავსებინა კითხვარი და ჩაქუჩი ჩამარტყა ხელებში, მითხდა ვეგეტატური სახის ნერვოზი გაქვსო, კითხვარში 12 ქულა ავიღე, დამინიშნა გამოკვლევა TSH და D ვიტამინზე, გავიკეთე TSH მწყობრშია მაგრამ აი D ვიტამინი სულ 8 მაქვს რაც საშინელი შედეგია, მაწუხებს თმისცვენა,კანის ქავილი და ასევე სიმშრალეც, გამომიწერა ანტიდეპრესანტები და D ვიტამინი 5000 და 2000 ჯამში 7000 უნდა დავლიო დღეში, სტრესიც მქონდა დეპრესიაც და ათასი უბედურებაც, არ მიკვირს ნერვოზი რომ მაქვს, არის მომენტები ჩემთავს ხელში ვერ ვიყვან და მგონია არავის ვაინტერესებ ან ძაან შეუხედავი პიროვნება ვარ, არადა ქერა და ცისფერთვალებავარ ვის არ მოვეწონები, მაგრამ მაინტერესებს ჩემი ეს სიპტომო ბრმანაწლავზე ნერვოზის ბრალი თუ შეიძლება რომ იყოს? მარჯვენა ფეხი მტკივდება თუარა ეგრევემაგაზე ვფიქრობ რომ აი ახლა ამტკივა აი ახლა მაგრამ ასე იანვრიდან მოყოლებული გავიდა და არაფერი დამმართნია, ან ანტიდეპრესანტს თუ შეუძლია თმის ცვენა? თმაზეც ძაან მენერვიულება, პლუსი გამოცდები მაქვს წინ და ცალკე მაგაზე და აი ყველაფერზე ვნერვიულობ უკვე და ვაპირებ მკურნალობას, გთხოვთ დამეხმარეთ რა.

მადლობა წინასწარ

Posted by: ketevani-psychologist 17 Apr 2021, 17:21
გამარჯობა Nikusha1902

QUOTE
ვის არ მოვეწონები

ეს განცდა სათერაპიოა

QUOTE
ნერვოზის ბრალი თუ შეიძლება რომ იყოს

კი. ზოგადად სტრესი იგივე საკუთარ თავში დაკარგვის მომენტი, სხვადასხვა ცხოვრებისეულ სიტუაციაში, ისეთი რამ არის, რაც მოწყვლადია ორგანიზმში იმ სისტემაზე ისახება სხვადასხვა ფორმებით. თქვენს ისტორიაში საინტერესო ის არის, სიმპტომების გამოვლენამდე რა მოხდა 'ცოტათი' ადრე თქვენს ცხოვრებაში

QUOTE
მარჯვენა ფეხი მტკივდება თუარა ეგრევემაგაზე ვფიქრობ რომ აი ახლა ამტკივა აი ახლა მაგრამ ასე იანვრიდან მოყოლებული გავიდა და არაფერი დამმართნია,

ანუ ფეხი მაინც გაწუხებთ ??


QUOTE
ან ანტიდეპრესანტს თუ შეუძლია თმის ცვენა?

შეიძლება, სინთეთიკური პრეპარატებია. ისე კორონა ვირუსი ხომ არ გქონიათ ცოტა ხნის წინ?

Posted by: Nikusha1902 17 Apr 2021, 22:39
QUOTE (ketevani-psychologist @ 17 Apr 2021, 17:21 )
გამარჯობა Nikusha1902

QUOTE
ვის არ მოვეწონები

ეს განცდა სათერაპიოა

QUOTE
ნერვოზის ბრალი თუ შეიძლება რომ იყოს

კი. ზოგადად სტრესი იგივე საკუთარ თავში დაკარგვის მომენტი, სხვადასხვა ცხოვრებისეულ სიტუაციაში, ისეთი რამ არის, რაც მოწყვლადია ორგანიზმში იმ სისტემაზე ისახება სხვადასხვა ფორმებით. თქვენს ისტორიაში საინტერესო ის არის, სიმპტომების გამოვლენამდე რა მოხდა 'ცოტათი' ადრე თქვენს ცხოვრებაში

QUOTE
მარჯვენა ფეხი მტკივდება თუარა ეგრევემაგაზე ვფიქრობ რომ აი ახლა ამტკივა აი ახლა მაგრამ ასე იანვრიდან მოყოლებული გავიდა და არაფერი დამმართნია,

ანუ ფეხი მაინც გაწუხებთ ??


QUOTE
ან ანტიდეპრესანტს თუ შეუძლია თმის ცვენა?

შეიძლება, სინთეთიკური პრეპარატებია. ისე კორონა ვირუსი ხომ არ გქონიათ ცოტა ხნის წინ?

არანაირი კორონა არ გადამიტანია, სტრეს და დეპრესიას რაც შეეხება ძალიან დიდი მქონდა, რამდენიმე ადამიანი რომელიც ძალიან მიყვარს საზღვარგარეთ წავიდა,ამას ისიც დაემატა რომ საყვარელ ადამიანს გავშორდი,კიდევ გამოცდებში ჩავიჭერი,ავარიაში მოვყევი 2ჯერ და ძაან ბევრი რამ, არადა ჯერ სულ 18 წლისვარ

Posted by: cron4mer 22 Apr 2021, 00:05
----------------------------------------------------------------

Posted by: ketevani-psychologist 22 Apr 2021, 01:00
QUOTE (Nikusha1902 @ 17 Apr 2021, 22:39 )

არანაირი კორონა არ გადამიტანია, სტრეს და დეპრესიას რაც შეეხება ძალიან დიდი მქონდა, რამდენიმე ადამიანი რომელიც ძალიან მიყვარს საზღვარგარეთ წავიდა,ამას ისიც დაემატა რომ საყვარელ ადამიანს გავშორდი,კიდევ გამოცდებში ჩავიჭერი,ავარიაში მოვყევი 2ჯერ და ძაან ბევრი რამ, არადა ჯერ სულ 18 წლისვარ

კი ასეთ შემთხვევებში სტრესი გარდაუვალია ხოლმე. კორონა ვირუსზე სანამ გკითხავდით, იქამდე კიდევ რაღაც გკითხეთ. ალბათ არ შეამჩნიეთ?

Posted by: buchki99 8 May 2021, 00:44
გამარჯობა, იქნებ დამეხმაროთ.

მოკლედ ნერვოზს თუ შეუძლია აკვიატებული ტკივილის გამოწვევა?

მუცელი მაწუხებს სულ და ყველაფერი გამოვიკვლიე, მუცლის და მწყობრშია, თირკმელებიც ,ასევე ანალიზები და ღამე მაქვს სულ მუცლის ტკივილი.

Posted by: ketevani-psychologist 8 May 2021, 12:57
QUOTE (buchki99 @ 8 May 2021, 00:44 )
გამარჯობა, იქნებ დამეხმაროთ.

მოკლედ ნერვოზს თუ შეუძლია აკვიატებული ტკივილის გამოწვევა?

მუცელი მაწუხებს სულ და ყველაფერი გამოვიკვლიე, მუცლის და მწყობრშია, თირკმელებიც ,ასევე ანალიზები და ღამე მაქვს სულ მუცლის ტკივილი.

კი ნერვულ-ფსიქიკურ აშლილობას შეუძლია თუ შეუძლია. თქვენ ეს დიაგნოზი გაქვთ?

Posted by: buchki99 9 May 2021, 20:16
QUOTE (ketevani-psychologist @ 8 May 2021, 12:57 )
QUOTE (buchki99 @ 8 May 2021, 00:44 )
გამარჯობა, იქნებ დამეხმაროთ.

მოკლედ ნერვოზს თუ შეუძლია აკვიატებული ტკივილის გამოწვევა?

მუცელი მაწუხებს სულ და ყველაფერი გამოვიკვლიე, მუცლის და მწყობრშია, თირკმელებიც ,ასევე ანალიზები და ღამე მაქვს სულ მუცლის ტკივილი.

კი ნერვულ-ფსიქიკურ აშლილობას შეუძლია თუ შეუძლია. თქვენ ეს დიაგნოზი გაქვთ?

კი ეს მაქვს, ვეგეტო ნერვოზი დამიდასტურა ნეროლოგმა და მარჯვენა ფეხიც მიბუჟდება ხოლმე და თითქოს მეყინება, ხანდახან უნებლიედ მამცივნებს და ვკანკალებ.

Posted by: ketevani-psychologist 9 May 2021, 21:42
QUOTE (buchki99 @ 9 May 2021, 20:16 )

კი ეს მაქვს, ვეგეტო ნერვოზი დამიდასტურა ნეროლოგმა და მარჯვენა ფეხიც მიბუჟდება ხოლმე და თითქოს მეყინება, ხანდახან უნებლიედ მამცივნებს და ვკანკალებ.


buchki99

მედიკამენტების უკუჩვენებაზე რას ფიქრობთ?

Posted by: buchki99 9 May 2021, 21:45
QUOTE (ketevani-psychologist @ 9 May 2021, 21:42 )
QUOTE (buchki99 @ 9 May 2021, 20:16 )

კი ეს მაქვს, ვეგეტო ნერვოზი დამიდასტურა ნეროლოგმა და მარჯვენა ფეხიც მიბუჟდება ხოლმე და თითქოს მეყინება, ხანდახან უნებლიედ მამცივნებს და ვკანკალებ.


buchki99

მედიკამენტების უკუჩვენებაზე რას ფიქრობთ?

მედიკამენტებს ჯერ არ ვსვავ, ანუ ანტიდეპრესანტებს.

მხოლოდ ვიტამინებს ვსვავ ჯერჯერობით.

უკუჩვენებები აქვს?

Posted by: Domaci 9 May 2021, 21:51
buchki99


მე მარცხენა ხელი მიბუჯდებოდა.. გულის არეში ტკივილებით. გულის გამოკვლევებში იმდენი თანხა ვხარჯე, ბოლოს რომ დავთვალე მემგონი მაგან კიდე უფრო შემიტრიალა ეს ნევრიული აშლილობა.
იცის ყველაფრის ტკივილი და რეალურად არაფერი არ გჭირთ

ძილი როგორი გაქვს? კოფეინი ამოიღე საერთოდ. შოკოლადი ჩაი , ყავა.

მე მედიკამენტებით გამოვედი
ქსანაქსი, ეგნოლინის 1 თვიანი კურსით.

მედიკამენტები თუ არ დაგინიშნა ესეიგი კიდევ უფრო კარგად არის ყვეალფერი

Posted by: ketevani-psychologist 9 May 2021, 22:02
QUOTE (buchki99 @ 9 May 2021, 21:45 )
QUOTE (ketevani-psychologist @ 9 May 2021, 21:42 )
QUOTE (buchki99 @ 9 May 2021, 20:16 )

კი ეს მაქვს, ვეგეტო ნერვოზი დამიდასტურა ნეროლოგმა და მარჯვენა ფეხიც მიბუჟდება ხოლმე და თითქოს მეყინება, ხანდახან უნებლიედ მამცივნებს და ვკანკალებ.


buchki99

მედიკამენტების უკუჩვენებაზე რას ფიქრობთ?

მედიკამენტებს ჯერ არ ვსვავ, ანუ ანტიდეპრესანტებს.

მხოლოდ ვიტამინებს ვსვავ ჯერჯერობით.

უკუჩვენებები აქვს?

ვიტამინებს არა, დოზირებულად მიღების შემთხვევაში.
ანტიდეპრესანტებს კი

Posted by: buchki99 10 May 2021, 01:57
QUOTE (Domaci @ 9 May 2021, 21:51 )
buchki99


მე მარცხენა ხელი მიბუჯდებოდა.. გულის არეში ტკივილებით. გულის გამოკვლევებში იმდენი თანხა ვხარჯე, ბოლოს რომ დავთვალე მემგონი მაგან კიდე უფრო შემიტრიალა ეს ნევრიული აშლილობა.
იცის ყველაფრის ტკივილი და რეალურად არაფერი არ გჭირთ

ძილი როგორი გაქვს? კოფეინი ამოიღე საერთოდ. შოკოლადი ჩაი , ყავა.

მე მედიკამენტებით გამოვედი
ქსანაქსი, ეგნოლინის 1 თვიანი კურსით.

მედიკამენტები თუ არ დაგინიშნა ესეიგი კიდევ უფრო კარგად არის ყვეალფერი

ოჰ ძილზე ნუ ვილაპარაკებთ საშინელი მაქვს, ყავას და შოკოლადს არ ვსვავ ისედაც. მაგრამ, ცაცხვის ჩაის ვსვავ კარგია ნერვებისთვისო.

ანტიდეპრესანტები დამინიშნეს და ვიტამინებიც, ჯერ ვიტამინები დალიეო და მერე ესენიო. ორი ანტიდეპრესანტი გამომიწერა.

ბრეიზინი 30კაფს. 1კაფსულა 2ჯერ დღეში 1 თვე ჭამის შემდეგო.
სევპრამი 100 მგ. 2ტაბლეტი 1ჯერ დღეში 2კვირა დილის საუზმის შემდეგ და შემდეგ 1 აბი ხანგძლივად მეორე ვიზიტამდე.

ამ წამლების მიღება რეკომენდირებული არარის, თუ სრარის გამოწერილი სპეციალისტის მიერ, გთხოვთ ნურავი მიიღებთ ჰაერზე. მადლობა.[B]

Posted by: nigo 10 May 2021, 22:18
ketevani-psychologist


მერამდენე თემაში უნდა დაწეროთ,რომ სიმსივნე გენეტიკურია.
არც სამედიცინო ცოდნაში,არც ეთიკაში არ ჯდება ეს თქვენი უაპეელაციო განცხადება.

მიდრეკილებასა და მტკიცებით ფორმაში იმის თქმას,რომ სიმსივნე გენეტიკურია,დიდი განსხვავებაა.თან ეს ფრაზა ფსიქოლოგიის პანიკების თემაში დაწერეთ ამაყად და საკუთარი ღირსების მაღალი პედესტალიდან.

სერიოზული სტატიები იკითხეთ,ჯერ ბევრი გაკლიათ ექიმობამდე და მითუმეტესს ფსიქოლოგობამდე.
განწყობის თეორია მაინც არ გასწავლეს?


* * *
shavi_kheli
არ გეშლება ადამიანის ცნობა smile.gif

ასჯერ შევიკავე თავი პანიკების თემაში თვითტკბობით რომ წერდა.

Posted by: shavi_kheli 10 May 2021, 22:56
nigo
ეხლა იმისი ჯერია კურკლების ნახარშებით რომ მკურნალობს lol.gif lol.gif



როგორ ხარ დეიდ? bis.gif bis.gif

Posted by: ketevani-psychologist 11 May 2021, 00:38
nigo
QUOTE
განწყობის თეორია მაინც არ გასწავლეს?

კი თავისთავად. ზოგადი ფსიქოლოგიის სწავლის დროს განწყობის თეორიას გვერდს ვერ ავუვლიდი. აქვე გასათვალისწინებელია დისპოზიციური(პრედისპოზიციები-თანდაყოლილი) და სიტუაციური განწყობები.
რაც შეეხება სიმსიმვნეს შეგიძლიათ მოიძიოთ მიდრეკილება და მოწყვლადობა ფსიქოლოგიაში ერთი შინაარსის სხვადასხვა სიტყვაა, რომელიც დაკავშირებულია მემკვიდრულ ფაქტორთან და არა მხოლოდ სიმსივნის შემთხვევაში.
სამეცნიერო ფსიქოლოგიაში(სოციალურ ანთროპოლოგიაშიც) კი მემკვიდრეობითია, როგორც ფიზიკური ასევე ფსიქიკური თავისებურებები.
უშუალოდ სიმსივნეს რაც შეეხება გეცოდინებათ, რომ მაპროვოცირებელია ბაქტერიები, რომლის არ გავრცელებსაც ორგანიზმში ხელს უწყობს ლორწოვანი გარსი-(გლიკოპროტეინების დონე), რომელიც განსაზღვრავს ორგანიზმის რეზისტენტობას ინფექციებისადმი. რომელიც ყველას არ ემართება.

Posted by: nigo 11 May 2021, 14:23
ჩემი აზრით,ძალიან ახალგაზრდა ხართ.
ჩემი რჩევაა,ნაკლები კატეგორიულობა,მითუმეტეს ასეთ უაპელაციო განცხადებებში.
ისედაც შფოთვებით,კანცეროფობიებით,პანიკებით შეპყრობილ და შეშინებულ პაციენტებს,ძალიან ცუდ სამსახურს უწევთ.პლიუსს ზეამბიცია ყველა ფრაზაში.
გირჩევთ ,დაფიქრდეთ.რა მეტი მოაქვს თქვენს უაპელაციო განცხადებებს,სიკეთე თუ ზიანი.
რაც შეეხება სამეცნიერო ფრაზებით მანიპულაციებს,აქაც ჯობია გასაგები ენით წეროთ ან როგორც ამბობენ " ბაზარი დაარეგულირებს" ბევრი გაუქცევიათ თქვენნაირი " ვსეზნაიკები"

Posted by: ketevani-psychologist 11 May 2021, 19:16
nigo
QUOTE
ჩემი რჩევაა

მე რომ თქვენთვის რჩევა არ მიკითხავს smile.gif თუმცა მადლობა, რომ ჩემი პოსტებით დაინტერესდით

Posted by: shavi_kheli 11 May 2021, 20:43
ketevani-psychologist
აქ კონკრეტულად შენც არავინ გეკითხება რჩევებს, მითუმეტეს რომ არც ექიმი ხარ და არც გამოცდილების მქონე პაციენტი, განყოფილება ჯანმრთელობა და მედიცინაზეა და თემა ნევროზი, დეპრესია და სტრესი

და შესაბამისად არანაირი რჩევების და საქმეების გარჩევების უფლება არ გაქვს.

ღლეობა რჩევების მიცემას მოეშვი აქ, ნუ სტრესავ ისედაც დასტრესილ ხალხს - სწორად გეუბნება ნიგო,
ნუ მანიპულირებ და ნუ თამაშობ აქ ხალხის ნერვებზე, თორემ წახვალ აქედან პირობას გაძლევ, თავად წასვლის ფასი რომ დამიჯდეს.

Posted by: ketevani-psychologist 11 May 2021, 22:50
QUOTE (shavi_kheli @ 11 May 2021, 20:43 )
ketevani-psychologist
აქ კონკრეტულად შენც არავინ გეკითხება რჩევებს, მითუმეტეს რომ არც ექიმი ხარ და არც გამოცდილების მქონე პაციენტი, განყოფილება ჯანმრთელობა და მედიცინაზეა და თემა ნევროზი, დეპრესია და სტრესი

და შესაბამისად არანაირი რჩევების და საქმეების გარჩევების უფლება არ გაქვს.

ღლეობა რჩევების მიცემას მოეშვი აქ, ნუ სტრესავ ისედაც დასტრესილ ხალხს - სწორად გეუბნება ნიგო,
ნუ მანიპულირებ და ნუ თამაშობ აქ ხალხის ნერვებზე, თორემ წახვალ აქედან პირობას გაძლევ, თავად წასვლის ფასი რომ დამიჯდეს.

[B]shavi_kheli[B]

კითხვა-პასუხის ჭრილში ვართ აქ ყველა და ვინმეს თუ კითხვის დასმა უნდა პოსტავს როგორც აქ, ისე პირადშიც მწერს და პირიქით თუ რამის კითხვა მინდა მე, ძირითადად აქ ვწერ.
ერთი ვერ გავიგე ვინ ხალხს გულისხმობ?
როგორც მესმის, ჩემი პოსტებიც არ წაგიკითხავს სიტყვა 'რჩევა'-სთან დაკავშირებით.
და თუ სწორად მესმის მაფრთხილებ თუ მემუქრები, თუმცა გაფრთხილება ჯგუფის წესების დარღვევის შემთხვევაში შეიძლება მიიღოს თემის მონაწილემ, თემის ავტორისგან.





Posted by: nigo 12 May 2021, 09:40
shavi_kheli
ნაგლი ფრაერ ხუჟე ტანკაო,უხეში გამოთქმაა,მაგრამ ამ შემთხვევაში ზუსტი.

ადრეც პოსტავდა ერთი ფსიქოლოგიაში,თუ გახსოვს,პმ_ ბით პაციენტებს " ითრევდა"
წარმოგიდგენია,რომ რეზო კორინთელს,ზურა მხეიძეს ,თამარ გაგოშიძეს და სხვებს,ამდენი დრო ჰქონდეთ აქ პოსტვისთვის და ვიკიპედიიდან არასწორი ამოგლეჯილი ტერმინებით აბრუებდეს ხალხს.

მოუწევს წასვლა.მე მაწუხებს,რომ ხალხს სტრესავს,მისი ბიზნესის აწყობის სტილია თუ უვიცობა, არ ვიცი.
სამედიცინო ეთიკის წიგნი თვალით რომ არ უნახავს,ფაქტია

Posted by: shavi_kheli 12 May 2021, 11:47
nigo
მე ვიყავი ერთ-ერთი მსხვერპლი.

ნაგლს ნაგლად უნდა მოექცე.

აგერ ვერ ხედავ თხოვნით წერ და აქეთ გეცინიკოსება.

Posted by: ანაბელლი 12 May 2021, 12:29
რაღაცა მაინტერესებდა, კითხვა უნდა დამესვა, მაგრამ პოსტები წავიკითხე და გადავიფიქრე.


Posted by: -V- 31 May 2021, 16:20
რამე წამალს ვერ მირჩევთ ნერვიულობის მოსახსნელს ?

Posted by: ketevani-psychologist 31 May 2021, 22:35
QUOTE (-V- @ 31 May 2021, 16:20 )
რამე წამალს ვერ მირჩევთ ნერვიულობის მოსახსნელს ?

ეპიზოდური მომენტი გაქვთ თუ გინმეორდებათ ხოლმე ნერვიულობის განცდა, შფოთვას რასაც ვეძახით?
ზოგადად პანიკური აშლილობის დიაგნოზის დროს, შფოთვის მოსახსნელად კონკრეტულ მომენტში, ფსიქიატრის ან ნევროპათოლოგის მიერ დანიშნულ ანტიდეპრესანტებს იღებენ

Posted by: bette 22 Jul 2021, 19:21
QUOTE (მირიანი @ 27 Jun 2020, 05:41 )
თვალებ ქვეშ მეშოკები, ძალიან შესამჩნევი არა მაგრამ მაინც, სტრესს რო დავაბრალო შეიძლება?
სისხლის ანალიზი ნორმალურია რავიცი, საერთოც და მეტაბოლიზმიც , სტრესს შეუძლია ასეთი ცვლილებები? საჭმლის მონელებაზე თუაქ ან გავლენა.... ((

სტრესს და უძილობას
დეპრესიასაც
უჩინარი რომ გგონია საკუთარი თავი
როგორ მესმის შენი user.gif

Posted by: mrbooth 28 Jul 2021, 18:44
იქნებ რამე რჩევა მივიღო თქვენგან. ძალიან ვნერვიულობ.

ქალთან სექსუალური კონტაქტის დროს, დამიზიანდა დამცავი. იმის მერე ვნერვიულობ აივ-ზე და ათას დაავადებაზე.
ტესტირება მიწევს 28დღის თავზე და ორ თვეში. მანამდე როგორ გავძლებ არ ვიცი.

ყელის ტკივილი სულ მქონდა და რადგან ეგ აივის სიმპტომია, მიუხედავად იმისა, რომ სულ მქონდა ტკივილი მაინც ძალიან ვნერვიულობ. როგორ გავძლო ამდენი დღე?
უახლოეს ტესტამდე დარჩენილია 12 დღე.

რამეს თუ მირჩევთ, გამახარებთ.

https://www.onnit.com/new-mood/ ეს გიცდიათ? დამამშვიდებელია და დამოკიდებულებას ხომ არ იწვევს?


Posted by: boone11 28 Jul 2021, 21:04
Useqsobam icis an arasworma seqsualurma cxovrebam....
Samcuxaroa ROM Cora foatavs aq Zaan ....

Posted by: mrbooth 28 Jul 2021, 21:17
boone11
არავისგან განსჯას არ ვითხოვ. ჩემი გამჭირვებია. სულ სხვა სიტუაცია იყო არც დავდივარ მეძავებთან. ამ ერთხელ რაღაც მოხდა.

მე რჩევას ვეძებ

Posted by: boone11 28 Jul 2021, 22:05
mrbooth
Tqveni posti arc wamikitxavs ..


Dziritadad arasworma seqsualurma cxovrebam an misma arqonam icis nevrozi...

Posted by: gzaabneuli 30 Jul 2021, 12:19
როდესაც ნევროზი არ გაქვს მაგრამ ახლო ადამიანი ( ძალიან ახლო) არ გასვენებს, არ მოსწონს შენი არაფერი, შენ კი ტრაკზე იხევი რომ მისთვის კარგი იყო, იძულებული ხარ იცხოვრო მასთან , მიხედო, ატარო ექიმებში, იზრუნო მასზე, ის კი მაინც უკმაყოფილოა, ამ შემთხვევაში რას ვაკეტებთ? ცხოვრებას ვასრულებთ თვითმკვლელობით თუ ....

ვიშოპინგებ- თანხას ვყრი
გასართობად წავალ-მადლობა ღმერთს მოვედი
დასასვენებლად მივდივარ-რამ დამღალა

Posted by: pilo772 2 Aug 2021, 23:31
gzaabneuli
შეგრძნება დამრჩა რომ მშობელზეა საუბარი smile.gif
გაატარე უბრალოდ თუ მშობელია. ილაპარაკოს.

Posted by: lowriderr 17 Aug 2021, 14:33
გამარჯობა, მოკლედ თქვენი დახმარება და რჩევა მჭირდება, დაახლოებით მესამე წელია რაც ვებრძვი ნევროზს თუ რა არის არ ვიცი , პერიოდულად მჭირს , თავბრუსხვევა რაღაცნაირად მოუსვენრად ყოფნა, ხანდახან გულის აჩქარება , ოფლი მასხავს და ფეხები და ხელები მეყინება ოღონდ ეს ბოლო იშვიათად შეტევასავით მაქვს ხოლმე, ძირითადად ფეხებში მაქ უცნაური შეგრძნება და ამის შიშით თავს ვიკავებ მაღაზიებში შენობებში და ასე შემდეგ შესვლას იმის შიშით რო წავიქცევი თავბრუდამეხვევა და ა.შ. .... ამ სამი წლის განმავლობაში სამ ექიმთან ვიყავი ვსვი ბევრი წამალი ზოგს ქონდა შედეგი ზოგს არა მაგრამ ეს შედეგიც უშუალოდ წამლების სმის პროცესში იყო.. 27 წლის ვარ და მაგრად დამღალა უკვე ამ რაღაცამ იქნებ მირჩიოთ პირადი გამოცდილებიდან ვინმე კარგი ნერვოლოგი ან ვინც მიშველის რაც ერქმევა არ აქვს მნიშვნელობა.. მადლობა წინასწარ smile.gif

Posted by: leushafx 23 Aug 2021, 19:01
მოგესალმებით დღეს დამინიშნეს სტიმულატონი ეს წამალი, ვის მიუღია და როგორი წამალია ეფექტი როგორი აქვს

Posted by: chicharito12 25 Aug 2021, 00:08
leushafx
აა,მახსოვს ეს კლეობაა

ადრე გუგამ დამინიშნა,, და ცუდად ვიყავი ამ წამალზე როგორც მახსოვს, ან ეს იყო ან მეორე წამალი. თუ ეგ არ იყო, მაშინ ვაფსე ეფექტი არ ქონდა

Posted by: friza 12 Nov 2021, 18:47
მეგობრებო დალი ბერულავას ნომერი თუ იცით ვინმემ მომწერეთ გთხოვთ.

Posted by: Shredinger 15 Nov 2021, 02:12
გამარჯობა

ვინმემ ხომ არიცით ანტიდეპრესანტზე აციპრექსი? ნევროლოგმა დამინიშნა შფოთვითი აშლილობისთვის და თუ ვინმეს გაქვთ გამოცდილება smile.gif

Posted by: chicharito12 16 Nov 2021, 18:01
ციტოლესსს რომელ აფთიაქში ვიყიდი უფრო იაფად?

თურქეთში საკმაოდ იაფიაა, აქ თითქმის ორმაგი ფასი აქვს.

* * *
Shredinger

არ ვიცი მაგ სახელით , თუმცა როგორც ვიგებ იგივე ლექსაპროა ეგ, ანუ ციტოლესი

მაგას ვსვავ მესამე კვირაა


Posted by: LaBohemia 20 Nov 2021, 19:50
მეგობრებო,
ჩემი შეტევა ასე იწყება ხოლმე: კისრიდან ალი და სიმხურვალე ამომდის, სახე მიხურდება, უკან ზურგი, ტალღასავით მაწვება, საყლაპავიდან უცნაური გრძნობა ამოდის, გული ჩქარდება და ტრემორი ხელების. თუ არ ავყევი, მერე ისევ ცდილობს რომ ამიყოლიოს, ტალღებად მოდის მოკლედ.
უშუალოდ შეტების მერე მეწყება გაძლიერებული შარდვა, სისუსტე თავბრუ და ფეხზე წამოდგომისას გულის აჩქარება(((
თანაც დავაკვირდი, რომ ეს არის ორგანიზმის რრაქცია რაიმე არასტანდარტულზე, მაგალითად გული აფრიალდა, ან კუჭზე ჭვალი დამადგწ ან რამე უეცარი მსგავსი, ეგრევე ორგანიზმი ტეხავს განგაშს და იწყება ჯოჯოხეთი…
მარტო მე მაქვს ასეთი სიმპტომები?
უბრალოდ ასე ცხოვრება აღარ მინდა…((((

Posted by: shavi_kheli 21 Nov 2021, 22:22
Shredinger
QUOTE
აციპრექსი

კი მე ვსვამდი მაგრამ მხოლოდ 1 კვირა, შემდეგ შემიცვალა ექიმმა, მაგრამ მიზეზი არ მიკითხავს რატომ.

ნევროლოგს რა უნდა შფოთვითი აშლილობა სთან?


* * *
leushafx
QUOTE
სტიმულატონი

მე პირადად კმაყოფილი ვარ.


LaBohemia
QUOTE
უბრალოდ ასე ცხოვრება აღარ მინდა…((((

მწვავე შფოთვითი აშლილობა ან პანიკური აშლილობა.
წადი ექიმთან, რატომ იტანჯავ თავს?

Posted by: LaBohemia 24 Nov 2021, 23:46
shavi_kheli
გამარჯობა, როგორ ხარ?
მადლობა გამოხმაურებისთვის. ვიყავი ნევროპათოლოგთან და დამინიშნა ძილის წინ ატარაქსი მეოთხედი და ციტოლესი.
დავლიე ატარაქსი და დილით გავიღვიძე ძაან უხასიათოდ, თავი მტკიოდა, საშინლად გაღიზიანებული ვიყავი და მქონდა შინაგანი დაძაბილობა. საუზმეზე დავლიე ციტოლესი. მოკლედ, არ ვიცი რომელმა წამალმა ქნა, მაგრამ ძალიან ცუდად გავხდი იმ დღეს.. ლამის პანიკური შეტევა მქონდა მთელი დღე. ასეთი შფოთვა ალბათ არ მქონია არასდროს…
ავდექი და საერთოდ შევეშვი ყველანაირ წამალს. sad.gif((

Posted by: forumistvis 24 Nov 2021, 23:52
ფსიქოთერაპიას გავდივარ, მაგრამ შედეგი არ არის.

Posted by: LaBohemia 24 Nov 2021, 23:56
forumistvis
კოგნიტურ ბიჰეივიორულს?
რა ჩივილები გაქვთ?

Posted by: forumistvis 24 Nov 2021, 23:57
LaBohemia
არ ვიცი კოგნიტურ ბიჰეივორისტულია თუ რა არის. ვსაუბრობ ფსიქოლოგთან ონლაინ, მხოლოდ ეგ ვიცი...

აზარტომანიაა პრობლემა.

Posted by: LaBohemia 25 Nov 2021, 00:20
forumistvis
აიკრძალება ახლა და გეშველება შენც ძალაუნებურად smile.gif

Posted by: forumistvis 25 Nov 2021, 00:21
LaBohemia
კი სულ მაგის იმდეზე ვარ smile.gif

Posted by: shavi_kheli 25 Nov 2021, 05:30
LaBohemia
მაპატიე, შენი პოსტი გვიან ვნახე...

ნევროპათოლოგთან რა გინდა, არ დადიხარ სწორად.

და რასაც შენ ჩივი მაგას ჭირდება კომპლექსური მიდგომა, კარგი ფსიქიატრის კარგი კონსულტაცია (რომ დაადგინოს რა არის ხასიათიბრივი და რა ნევროზული) და შემდეგ წამლები და ფსიქოთერაპია.

ატარაქსი ღლეობაა პირველი თაობის საძილე და ესციტალოპრამი ძალიან "ფრთხილად მოსაბყრობი" წამალია.

ნუ გეშინია კაცო, არ ხარ შენ პირველი ვისაც ეს ჩივილები აქვს.

გუგა სიხარულიძე არის კარგი ფსიქიატრი და იქნებ მიაკითხო.


forumistvis
შენ კიდევ რა განძრევა გეზარება? ადექი და იარე, ონლაინ რატომ ხარ?

Posted by: CGVRP 25 Nov 2021, 13:50
გამარჯობა მეგობრებო,

ამ ბოლო დროს, 2-3 კვირაა ალბათ, მაქვს ყურებში წუილის/შუილის ხმა. ძაან შემაწუხებელი არაა, ძირითადად სიჩუმე როა ოთახში და წამოწოლილი ვარ, მაშინ ვგრძნობ. ამავე დროს, ეს ბოლო ერთი თვე ძაან სტრესული მქონდა და ზოგადად ვარ ძაან აფორიაქებული და შფოთვებში. შეიძლება რამენაიარად ამას უკავშირდებოდეს? სხვა მხრივ, ფიზიკურად თითქოს არაფერი მაწუხებს.

მადლობა !

Posted by: forumistvis 25 Nov 2021, 13:58
shavi_kheli
QUOTE
შენ კიდევ რა განძრევა გეზარება? ადექი და იარე, ონლაინ რატომ ხარ?

და რა განსხვავებაა?


Posted by: shavi_kheli 27 Nov 2021, 21:24
forumistvis
კი რა თქმა უნდა არის დიდი განსხვავება.
სად პირისპირ შეხვედრა და სად ონლაინ.

მე ორივეს გამოცდილება მაქვს და შედარებაც არ შეიძლება.

Posted by: forumistvis 28 Nov 2021, 03:36
shavi_kheli
ჩემი აზრით არ არის დიდი განსხვავება.
და ჩემი საქმის მე ვიცი.

Posted by: pinponka 30 Nov 2021, 21:00
CGVRP
ამ ბოლო დროს, 2-3 კვირაა ალბათ, მაქვს ყურებში წუილის/შუილის ხმა. ძაან შემაწუხებელი არაა, ძირითადად სიჩუმე როა ოთახში და წამოწოლილი ვარ, მაშინ ვგრძნობ. ამავე დროს, ეს ბოლო ერთი თვე ძაან სტრესული მქონდა და ზოგადად ვარ ძაან აფორიაქებული და შფოთვებში. შეიძლება რამენაიარად ამას უკავშირდებოდეს? სხვა მხრივ, ფიზიკურად თითქოს არაფერი მაწუხებს.
შეიძლება იყოს ნერვოზული(ასევე ანთება ცხვირის,ყურების)
მე მქონდა ნერვოზული უძილობა ყურების შუილით, ძლიერი ანტიბიოტისის მოხმარების შემდგომ. დრო უნდა გაივლის, თუ ძალიან შეგაწუხათ ფსიქოტროპული შეიძლება მიიღოთ ექიმის დანიშნულებით, შვებას იგრძნობთ მალევე. გადასხმებიც კარგია ვიტამინების B ჯგუფი. 25მგ ცინარიზინიც შველის ექიმის დანიშნულებით თუ მიიღებთ. user posted image

Posted by: Ani_Floyd 2 Dec 2021, 22:52
ყურებში შუილის ხმა წნევის ბრალიც შეიძლება იყოს ამიტომ პირველ რიგში ეგ გამორიცხეთ

Posted by: chicharito12 14 Dec 2021, 22:45
გიორგი ჭეიშვილზე ჰუმანური ექიმი ხო არ არსებობს, ფული ვაფშე არ აინტერესებს , ეს გავიგე დღესს... და კარგი მცოდნე, ჭკვიანი კაციცაა



Posted by: Shredinger 15 Dec 2021, 00:05
QUOTE (shavi_kheli @ 21 Nov 2021, 22:22 )
Shredinger
QUOTE
აციპრექსი

კი მე ვსვამდი მაგრამ მხოლოდ 1 კვირა, შემდეგ შემიცვალა ექიმმა, მაგრამ მიზეზი არ მიკითხავს რატომ.

ნევროლოგს რა უნდა შფოთვითი აშლილობა სთან?


* * *
leushafx
QUOTE
სტიმულატონი

მე პირადად კმაყოფილი ვარ.


LaBohemia
QUOTE
უბრალოდ ასე ცხოვრება აღარ მინდა…((((

მწვავე შფოთვითი აშლილობა ან პანიკური აშლილობა.
წადი ექიმთან, რატომ იტანჯავ თავს?

მონაწერი გვიან ვნახე

ნევროლოგი თუ არა ვისთან უნდა მივიდე? ფსიქოლოგი/ფსიქიატრი მგონი ხო?

მე სულ შფოთვები მაქვს. სულ შიშის განცდა მაქვს სულ რო მშვიდობა იყოს smile.gif. ყველაფერზე შფოთვა მაქ, ტელეფონის ზარი ჩემთვის ფაქტიურად იგივეა რაც სტომატოლოგთან კბილის ამოღება.
ადვილად ვისტრესები. ონლაინ ჩართვა Zoom და ა.შ დროს დიარეა მაქ ხანდახან ნერვიულობისგან სულ დაძაბული არადა მიზეზს ვერ ვიგებ.

ოღონდ აქ კარგი სპეციალისტი მჭირდება, პიროვნულად ვარ ეგეთი ტიპი ხასიათში მაქვს და ახლახანს არ დაწყებულა smile.gif


ნევროლოგმა რომლემაც დამიდგინა კლასიკური შფოთვითი აშლილობა, პლიუს ვარჯიში და ფსიქოთერაპია დამინიშნა და მითხრა ფსიქოთერაპია გჭირდებაო

P.S მსმენია ფსიქოთერაპიულ ცენტრზე: "კამარა". ბევრი აქებს და რას მირჩევთ? https://www.facebook.com/%E1%83%99%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%90-Kamara-150096191753287

Posted by: TUZI_MAQCIA 23 Dec 2021, 19:52
უკვე 12 წელია ჩაძინებისას სუნთქვის შეკვრა და წამოხტომებიმაქვს რამე დამამშვიდებელი ხოარიცით ან მსგავს რამე ხოარგაქვთ ვინმეს აპნოეა ვიცი მარა რა უყო შევეგუე რაც უნდა ვიცოცხლა -15 წლით ადრე დავიბრიდები აპნოეს გამო ანუ სადღაც 85 წლის ასაკში რა smile.gif

Posted by: forumistvis 23 Dec 2021, 21:57
განკურნებადია ნევროზიც და დეპრესიაც
მედიკამენტოზური მკუნრალობით ფსსიქოთერაპიით ცხოვრების ჯანსაღი წესით

Posted by: Unico 28 Dec 2021, 17:51
ჩვენ ექიმებს შორის საუკეთესო ნევროლოგის საკონტაქტო ინფო მჭირდება..
მეგობრისთვის.

ან ინფექციონისტი ვინმე კარგი.


სასწრაფო საქმეა!

Posted by: SabArch 1 Jan 2022, 20:50
მეც მქონია ნევროზი, მაგრამ ტაბლეტებზე არასოდეს შევმჯდარვარ. ცხოვრების წესი გაიჯანსაღოთ ჯობია, ვიდრე რაღაც წამლებზე შეჯდეთ თვეობით და წლობით. მავნე ჩვევები გადააგდეთ და ვარჯიში დაიწყეთ. მაღალი ინტენსივობის სირბილი შველის ყველაზე მეტად. წამლები არის ბოლო გამოსავალი იმჰო.

Posted by: chicharito12 5 Jan 2022, 20:08
SabArch
მე 4 წლის განმავლობაში ვერაფერი მოვიხდინე სანამ სწორი ექიმი და წამალი არ ვიპოვე

ვერაფერმა ისე ვერ მომადუნა როგორც ლექსაპრომ

არ ვიცი, დისორდერს გააჩნია. ახლა 7 თვიანმა კარდიომ არ მიშველა. ვარჯიშის შემდეგ უფრო აგრესიული ვიყავი
ყველა კვლევა ცხადყოფს რო ვარჯიში მენტალური პრობლემებისთვის პირველი გამოსავალია , მაგრამ ჩემ თავზე ვიწვნიე რო კარდიო და არანაირი წონითი ვარჯიშები არ იყო საშველი.

დედამოტკნული ნევროზი მქონდა, ნუ ახლა წამლის ფონზე ოკუპირებულია , თუმცა წარმოდგენა არ მაქვს წამლის მოხსნის შემდგომ რა იქნება.
დედა მოვტკან , ამ ნევროზმა კუნთებიც ჩაითრია

არავის გავამართლებ ვინც მეტკვის რო ნევროზია და დაიკიდე, ეგ არაფერი გადაგიტანია
ასე მგონია ქარტეხილები მომაქვს, ამის დედა მოვტკან და ვიღაც კომუნისტი მეუბნება წამლები არ ღირს.
90 იანებში რო გადამაგდო აიი, უვერენი ვიქნები რო მაშინ იყო ეს ტალღა ამ წამლებზე , მაშინვე გავარდა რო წამლებმა შეიძლება უარესს დღეში ჩაგაგდოს.

Posted by: LaBohemia 9 Jan 2022, 11:43
ფეხზე წამოდგომა და გულის აჩქარება ერთია.
მერე თავბრუ, გაბრუება და მერე რა თქმა უნდა შფოთვა, რომ ინსულტი გზაშია.
ამის გამო სულ მინდა რომ ვიწვე, რადგან მწოლიარე მდგომარეობაში არაფერი მაწუხებს.
ვარჯიში ვიცი კარგია, მაგრამ მეშინია პულსი ისე გარბის sad.gif((
რამე მირჩიეთ რა sad.gif(( ასე ცხოვრება აღარ შემიძლია

Posted by: isuki 10 Jan 2022, 12:22
ყოველშემთხვევაში სანამ ადამიანი ფსიქოტროპულ წამლებს დაიყრის მანამდე უნდა გაიკონტროლოს ფარისებრი ჯირკვალლი, ხო არ არის რაიმე მინერალების დეფიციტი, კუჭ ნაწლავის პრობემები და ა.შ. მოკლედ სომატური ნაწილი რო გამოირიცხოს მაქსიმალურად. თორემ აქ ეგრევე გაყრიან წამლებს რო ეტყვი რო დეპრესია გაქვს ან ნევროზი. ამ დროს შეიძლება რაიმე ავტოიმუნური დაავადება იყოს. საკვები ინტოლერანტულობა ან ალერგიული რეაქციები ორგანიზმის მხრიდან და ა.შ და წყალში ჩაიყაროს ყველა ფსიქომასტიმულირებელი პრეპარატი. წყალში ჩაყრა იქით იყოს გამოიწვიოს რაიმე ძლიერი გვერდითი მოვლენები ან უკუჩვენება.

Posted by: LaBohemia 11 Jan 2022, 17:58
isuki
არც ფარისებრი მაწუხებს, არც მინერალები მაკლია, ერთადერთი დ ვიტამინი მაქვს ოდნავ დაბალი 24.
მაგრამ ჩემს ცხოვრებას ცხოვრება აღარ ჰქვია. მოსიარული გვამი ვარ, რომელსაც ჰგონია რომ შინაგანად გამომპალია რადგან არაფერი უვარგა - არც გული არც ფილტვი, არც კუჭნაწლავი, არც ტვინი.
ივარჯიშეო აქ რომ წერთ, პულსი რომ 100 აგდის და სისხლი ტვინში გაწვება, გაბრუებული დაეარები და გულის ექიმი გეუბნება არ გჭირს არაფერიო, ნევრიპათოლოგი ანტიდეორესანტს გინიშნავს რომელიც კბილებს გაკრეჭინებს და ერთადერთი დროებითი საშველი ზოლომაქსია, როგორ გინდა ივარჯიშო ან ისეირნო
დილიდან შიში, რომ ფეხზე რომ ადგები ისევ თავიდან დაიწყება შენი წამება და საშინელი შეგრძნებები.
განმარტოება რომ გინდა, ვერავისთან ვეღარ ურთიერთობ, მრისხანება და გაღიზიანება გიპყრობს, სამსახურში ვეღარ დადიხარ, წოლაა შვება და ისიც აცნობიერებ, რომ ჯანმრთელობას ვნებ. მაგრამ ადგომა იმხელა ძალიახმევას მოითხოვს, ჩქარდება პულსი და იწყება თავბრუ…
ლიბიდო ნოლი…
ქალაქგარეთ გასვლა საერთოდ ფობიად მექცა, გზაში ჯოჯოხეთს გავდივარ…
შურიანი გავხდი, მშურს ადამიანების რომლებიც ცხოვრებას ირგებენ და ტკბებიან. მე ყველაფერი მაქვს მაგრამ მაინც უბედური ვარ, დროის ტარებამ და გართობაკ ჩემთვის აზრი დაკარგა რადგან ან თავი არ მაქვს არსად წასვლის და ჩაცმა დახურვის, ან რომც წავიდე იქ რაღაც მომეჩვენება და ჩამდხამდება.
მოკლედ, ალბათ განწირული ვარ მუდმივი ტანჯვისთვის… წამლების არ მჯერა, ექიმების არ მჯერა.
ისევ გაზაფხულს ველოდები, როცა გარეთ ხეები აყვავდება და ჩიტები ჭიკჭიკს დაიწყებენ და მე გამახსენდებქ ჩემი თავი ოდესღაც გარეთ მხიარულად და უდარდელად მოსეირნე, ცხოვრებაზე შეყვარებული და გაპრანჭული….

Posted by: isuki 11 Jan 2022, 18:18
LaBohemia
QUOTE
არც ფარისებრი მაწუხებს, არც მინერალები მაკლია, ერთადერთი დ ვიტამინი მაქვს ოდნავ დაბალი 24.
მაგრამ ჩემს ცხოვრებას ცხოვრება აღარ ჰქვია. მოსიარული გვამი ვარ, რომელსაც ჰგონია რომ შინაგანად გამომპალია რადგან არაფერი უვარგა - არც გული არც ფილტვი, არც კუჭნაწლავი, არც ტვინი.
ივარჯიშეო აქ რომ წერთ, პულსი რომ 100 აგდის და სისხლი ტვინში გაწვება, გაბრუებული დაეარები და გულის ექიმი გეუბნება არ გჭირს არაფერიო, ნევრიპათოლოგი ანტიდეორესანტს გინიშნავს რომელიც კბილებს გაკრეჭინებს და ერთადერთი დროებითი საშველი ზოლომაქსია, როგორ გინდა ივარჯიშო ან ისეირნო
დილიდან შიში, რომ ფეხზე რომ ადგები ისევ თავიდან დაიწყება შენი წამება და საშინელი შეგრძნებები.
განმარტოება რომ გინდა, ვერავისთან ვეღარ ურთიერთობ, მრისხანება და გაღიზიანება გიპყრობს, სამსახურში ვეღარ დადიხარ, წოლაა შვება და ისიც აცნობიერებ, რომ ჯანმრთელობას ვნებ. მაგრამ ადგომა იმხელა ძალიახმევას მოითხოვს, ჩქარდება პულსი და იწყება თავბრუ…
ლიბიდო ნოლი…
ქალაქგარეთ გასვლა საერთოდ ფობიად მექცა, გზაში ჯოჯოხეთს გავდივარ…
შურიანი გავხდი, მშურს ადამიანების რომლებიც ცხოვრებას ირგებენ და ტკბებიან. მე ყველაფერი მაქვს მაგრამ მაინც უბედური ვარ, დროის ტარებამ და გართობაკ ჩემთვის აზრი დაკარგა რადგან ან თავი არ მაქვს არსად წასვლის და ჩაცმა დახურვის, ან რომც წავიდე იქ რაღაც მომეჩვენება და ჩამდხამდება.
მოკლედ, ალბათ განწირული ვარ მუდმივი ტანჯვისთვის… წამლების არ მჯერა, ექიმების არ მჯერა.
ისევ გაზაფხულს ველოდები, როცა გარეთ ხეები აყვავდება და ჩიტები ჭიკჭიკს დაიწყებენ და მე გამახსენდებქ ჩემი თავი ოდესღაც გარეთ მხიარულად და უდარდელად მოსეირნე, ცხოვრებაზე შეყვარებული და გაპრანჭული….

რთულად გქონია საქმე ისევე როგორც მე...
ასე მეგონა ჩემ ნაწერს ვკითხულობდი.

Posted by: LaBohemia 11 Jan 2022, 19:03
isuki

მართლა? ჩემნაირად მეგონა არავინ იყოsmile.gif)
შეგიძლია გაგვიზიარო შენი გამოცდილება და რა გშველის ყველაზე მეტად?

Posted by: isuki 11 Jan 2022, 19:11
LaBohemia

QUOTE
მართლა?

მართლა

QUOTE
შეგიძლია გაგვიზიარო შენი გამოცდილება და რა გშველის ყველაზე მეტად?

არანაირი გამოცდილება არ მაქვს და შესაბამისად ისიც არ ვიცი რა მშველის.

Posted by: LaBohemia 11 Jan 2022, 19:18
isuki
ტრიგერიც არ იცი რა არის?
ყველაზე მეტად რა სიმპტომატიკა გაქვთ გამოხატული? ანუ დისკომფორტს ყველაზე მეტად ფიზიკური დისკომფორტი უფრო გიქმნით თუ სულიერი განწყობა ?
მაპატიეთ ამდენ კითხვას რომ ვსვამ, მაგრამ ვცდილობ ჩავწვდე ამ საზიზღარი მდგომარეობის არსს…

Posted by: isuki 11 Jan 2022, 19:27
LaBohemia
QUOTE
ყველაზე მეტად რა სიმპტომატიკა გაქვთ გამოხატული? ანუ დისკომფორტს ყველაზე მეტად ფიზიკური დისკომფორტი უფრო გიქმნით თუ სულიერი განწყობა ?

უკვე აღარ ვიცი რომელი რომელზე მოქმედებს
რა გაპატიოთ მეც ძაან ბევრ კითხვას ვსვამ მეზობელ თემაში.. biggrin.gif
დისკომფორტის გამომწვევი ამ შემთხვევაში ფიზიკურია..

* * *
ერთი რამ არის ფაქტ რომ ამ პანდემიურმა პერიოდმა რეგულაციებმა და სხვა სახის შეზღუდვებმა გამიურესა მნიშვნელოვნად ჯამრთელობა და ცხოვრების ხარისხი.. რომელსაც ისედაც დედა ქონდა მოდღნული და მთლად დედა ეტირა..

Posted by: LaBohemia 11 Jan 2022, 20:08
isuki
მეც პანდემიის დროს დამარტყა, მანამდეც მქონდა პეპლები და ოფოფები მაგრამ ეს 2 წელი ჯოჯოხეთური იყო მართლაც…
მეც ფიზიკური შეგრძნებები მიქმნის შფოთვას და პანიკას, სულიერს აღარ დავეძებ, ეგ ალბათ უკვე ფუფუნებააsmile.gif)

Posted by: isuki 11 Jan 2022, 20:22
LaBohemia
QUOTE
მეც პანდემიის დროს დამარტყა, მანამდეც მქონდა პეპლები და ოფოფები მაგრამ ეს 2 წელი ჯოჯოხეთური იყო მართლაც…
მეც ფიზიკური შეგრძნებები მიქმნის შფოთვას და პანიკას, სულიერს აღარ დავეძებ, ეგ ალბათ უკვე ფუფუნებაა

ხო მაშინ ისე მაინც იყო რო ვახერხებდი და ფიზიკურ დონეზე კარგად ვიყავი ზოგჯერ მაინც. ახლა კიდევ გადაება ორი წელი ზედიზედ ცუდად ვარ და უფრო ცუდად ვხდები. პანდემიას რო დასასრული არ უჩანს ეგ კიდე ცალკე მანგრევს.
* * *
ზოგს შვებას აძლევს სხვაც რო მის დღეშია ან უფრო უბედურია მაგრამ ჩემზე ეგ არანაირად არ მოქმედებს :დ
ნეტა მეც მიმსუბუქებდეს ეგ მდგომარეობას.

Posted by: isuki 13 Jan 2022, 01:59
LaBohemia
QUOTE
დავლიე ატარაქსი და დილით გავიღვიძე ძაან უხასიათოდ, თავი მტკიოდა,

ეგ ძაან სლეობააა.
ბ ჯგუბის ვიტამინები დალიე რამე და ძილის წინ მელატონინი ან სოლგარის "სვით დრიმზი"
და დ ვიტამინსაც დავუმატებდი შენ ადგილას.
ახლა ვსვამ ბ ჯგუფის ვიტამინებს და დ ვიტამინსაც და მგონი ოდნავ უკეთესობაა. არ ვიცი შეიძლება დამთხვევაა მაგრამ ოდნავ თითქოს ყინულის დაძვრას ვგრძნობ.
თუნდაც ის რომ ფორუმზე ამდენს ვპოსტავ ეგ ჩემთვის დიდი რამეა უკვე. იმიტომ რომ მთელი ორი წელი საერთოდ სოციალური ქსელების ნერვიც არ მქონდა.
ერთი წინადადების აკრეფაც ძაან მიჭირდა. ახლაც იმიტო დავრეგისტრირდი ცოტა ყურდღება გადამეტანა და თან რაღაც ინფორმაციები მიმეღო.
* * *
http://www.vidal.ge/drugs/melaz
ესეც საკმაოდ კარგია.
მე ვსამდი და დილით არანაირი დისკომფორტი არ მქონდა.
პირიქით უფრო ენერგიულად ვიყავი.

ატარაქსი და ვამელანები აუ რა ღლე წამლებია.. facepalm.gif
არც მოქმედებს რაღაცნაირად გადუნებს არასასიამოვნოდ და უსიამოვნო შეგრძნებას იწვევს. მერე დილითაც რო იღვიძებ რაღაცნაირად ხარ ცხოვრება გეზარება..
ნუ შეიძლება ვიღაცას მოწონს მაგრამ მე ჩემ შთაბეჭდილებას ვწერ.

Posted by: LaBohemia 13 Jan 2022, 13:07
isuki
ბ ჯგუფის ვიტამინებზე წავიკითხე რომ თითქოს შფოთვას აძლიერებსო. ზოგადად ძალიან კარგია ნერვული სისტემისთვის.
საძილე წამალი არ დამჭირვებია არასდროს, ძილის პრობლემა არ მაქვს, პირიქით, საღამო რომ მოდის და ძილის დროა, მიხარია smile.gif
დღეს მაგალითად ლოგინიდან არ ავმდგარვარ, დისტანციურად ვმუშაობ წამოკოტრიალებული.
ფეხზე ადგომის ჩაცმის არც მუღამი მაქვს და არც აზრი(((
თან ვიცი რომ ისევ დისკომფორტი უნდა დამეწყოს და ამიტომ მირჩევნია ვეგდო(
ღმერთო, როდის დამთავრდება ეს ყველაფერი smile.gif))

Posted by: isuki 13 Jan 2022, 13:12
LaBohemia
QUOTE
ბ ჯგუფის ვიტამინებზე წავიკითხე რომ თითქოს შფოთვას აძლიერებსო. ზოგადად ძალიან კარგია ნერვული სისტემისთვის.

შფოთავს და ნერვოზს მგონი პირიქით, ამათი დეფიციტი აძლიერებს.
ნერვული სისტემა ესეთ დროს როცა გაზრდილია სტრესის და დაძაბულობის ხარისხის მაგ დროს ჭირდება საწვავივით ორგანიზმს ამ ჯგუფის ვიტამინები.
იმიტომ რომ დიდი რაოდენობით მიდის ხარჯვა.


QUOTE
საძილე წამალი არ დამჭირვებია არასდროს, ძილის პრობლემა არ მაქვს, პირიქით, საღამო რომ მოდის და ძილის დროა, მიხარია


ნეტა მეც ეგრე ვიყო.
უძილობა მინგრევს ყველაფერს.
ლიბიდოზეც სერიოზულად მოქმედებს.

* * *


Posted by: LaBohemia 13 Jan 2022, 13:40
isuki

მეც ახლა რომ ვუფიქრდები ბავშვობიდან მომდის ყველა პრობლემა.
პირველად ჰაერის უკმარისობა და კანკალი დამეწყო როდესაც ბაბუა გარდამეცვალა. არავის ვუმხელდი ექიმთან წასვლის მეშინოდა.
მერე იყო 90 იანებში საღამოობით სპონტანური სუიციდური აზრები, რომელსაც არანაირი საფუძველი არ ჰქონდა. ეს გადავაგორე წიგნებით (მაშინ სად იყო ინტერნეტი)
მერე ბებია გარდამეცვალა და პანიკის შეტევები დამეწყო. მოკლედ, ეტაპ ეტაპ მიტევდა, და არა გადაბმულად.
გამწვავდებოდა, გამოვიდოდი მდგომარეობიდან მერე ისევ და ასე.
ახლა ბოლო ორი წელია, სომატურმა სიმპტომებკა უკვე ძაან შემაწუხა - განსაკუთრებით ტაქიკარდიამ, სუნთქვის პანიკებმა, დილის შფოთვებმა, უმოტივაციოობა და ტვინში ნისლი, გაღიზიანებადობა, გარესამყაროს მოვწყდი არავისთან არ მინდ კონტაქტი, მეგობრები რომ მირეკავენ არ ვიღებ ტელეფონს.
სულ ჩემს დაავადებებზე ვფიქრობ, ვკითხულობ, და ველოდები რაღაც უბედურებას.
რაც შეგეხება შენ, ჩემის აზრით, შეგუების სტადიაზე ხარ რაც ცუდია. მე არ მინდა შევეგუო.
დარწმუნებული ვარ მრავალი კვლევა გაქვს გაკეთებული აქამდეც.
რა გაწუხებს ყველაზე მეტად, ფიზიკური დაუძლურება თუ მენტალური პრობლემები?

Posted by: isuki 13 Jan 2022, 13:41
აი იმ ტიპების მშურს ძალიან მონდემობულად რო კითხულობენ თუ რომელი ექიმი ჯობია და ვისთან მივიდნენ.
მაგათ უყვართ საკუთარი თავი და სიცოცლე.
მე საკუთარი თავიც მაგრად მკიდია და სიცოცხლეც. biggrin.gif

შენ რა გაძლევს მოტივაციას და იმის შემართებას რო გამოხვიდე სიტუაციიდან?
მიზნები? მეგობრები? შეყვარებული? ოჯახი?

Posted by: LaBohemia 13 Jan 2022, 13:47
isuki

სიმართლე გითხრა, მთავარი მოტივატორი არის დისკომფორტის მოხსნა.
მე იმდენად ვერ ვიტან დისკომფორტს, რომ ეგრევე ვიგრუზები, ხასიათი მიფუჭდება ნეკის წამოტკიებაზეც კი. ეს ძალიან ცუდია, ვხვდები რომ საშინელი სიბერე მელის ….(((.
ამიტომ, მივისწრაფი დისკომფორტის გაქრობისკენ რომლის ერთადერთი გზა ექიმია ( რეალობა ესაა)
სუიციდს არ განვიხილავ არავითარ შემთხვევაში, რადგან მორწმუნე ვარ და რაც მთავარია, კაპიტულაცია არ მინდა, თავმოყვარეობაზე მოქმედებს smile.gif))
ვიღაც მანიაკები, პუტინები და ბრეივიკები ტკბებოდნენ ცხოვრებით და მე პატიოსანმა ადამიანმა მიწაში რატო დავილპო თავი? smile.gif)

Posted by: isuki 13 Jan 2022, 13:48
QUOTE
მეგობრები რომ მირეკავენ არ ვიღებ ტელეფონს.

მეგობრები მე საერთოდ არ მყავს :დ

Posted by: temo_777 25 Jan 2022, 16:30
აუ არ ვიცი რამდენად კავშირშია მაგრამ როდესაც ვიწყებ ვიტამინების დალევას, უშუალოდ მულტიტაბსი-იმუნო პლუსს, მეწყება რაღააც დროის შემდეგ ნევროზის სიმპტომები, სუნთქვითი უკმარისობა, შფოთვა და ასე შემდეგ, წინაზე შუა პროცესში დავანებე ვიტამინებს თავი. მგონი გაზაფხული იყო.
ეხლა ისევ დავიწყე, და თითქოს ისევ დამეწყო. ბოლო 3 ტაბლეტი დამრჩა და დღეს საკმაოდ შემაწუხა სუნთქვითმა უკმარისობამ, შფოთვამ, შიშმა. რავიცი რა დავარქვაfacepalm.gif, თითქოს გულიც მაწუხებსო, მაგრამ ადრე რამოდენიმეჯერ გასინჯული მაქვს, კარდიოგრამაც, ექოსკოპიაც, არაფერი ცვლილება არაა ისეთი.

რა მჭირს? შეიძლება რამე მინერალი ქონდეს მაგ ვიტამინებს რომელიც ცუდად მოქმედებს ჩემზე?
ან ნორმაში მაქვს და პიპერვიტამინოზს იწვევს თუ რა თემაა, ვერ გავიგე ((

Posted by: Selah 28 Jan 2022, 00:07
LaBohemia

100 პულსი ნორმალურია წამოდგომისას. Tilt table test-შეგიძლია გაიკეთო, რომ ავტონომური დესტაბილიზაცია გამორიცხო. არსებობს სომატოფორმული ავტონომური დარღვევები (თუ არ ვცდები საქართველოში ვეგეტონევროზი ქვია) თუ გამოკვლეული ხარ და ვერაფერი ვერ იპოვეს, თუ ოჯახში არავინ არ გყავს ვინც ახალგაზრდა ასაკში გარდაიცვალა მაშინ 99% სომატური არაფერი არ გჭირს, გამოსავალი - ფსიქოთერაპია, სავარაუდოდ ჩერ კოგნიტიური შემდეგ სიღრმისეული. თუ არ ვცდები მაშინ SSRI-ებიც დაგეხმარება.

temo_777
ეგ ვიტამინები ხშირად კოფეინს შეიცავს, ნახე ეგრე არ იყოს, შეიძლება რამე დანამატის აუტანლობა გაქვს, სუფთა ვიტამინი შფოთვას არ იწვევს.
PS. თუ გაზომილი დეფიციტი არ გაქვს ვიტამინების მაშინ მაგას ტყუილად სვავ yes.gif

Posted by: jezz 28 Jan 2022, 02:41
საშინელი ნევროზი მაქვს.
უკვე რომელი უფრო მეტი დოზით მაქვს არ ვიცი. ნევროზი სტრესი თუ დეპრესია.
სამივე შესაძლებელია რო ქონდეს ადამიანს?

ვერაფერს ვუხერხებ.

რაც უფრო ვცდილობ რამე მოვუხერხო იმდენად არაფერი გამომდის.
ერთი ორი გამოწვევი მიზეზების მოგვარება აღემატება ჩემს ძალებს და უნარებს..

გარემოება თუ არ შეიცვალა ჩემზე არაა დამოკიდებული.

მოკლედ სერიოზულ ჩიხში ვარ.

ვერაფერს ვაკეთებ და ეგ ცალკე ჭკუიდან მშლის.





* * *
ვერც არსებულ რეალობას ვეგუები.

არადა მაგის გარდა ისედაც მაქვს პრობლემები და ეგ კონკრეტული რეალობის ფრაგმენტი ცალკე დამატებით მოქმედებს ჩემს ნერვებზე და ფსიქიკაზე დამანგრევლად.


არც იცვლება, ვერც იცვლება. ჩემზე რო იყოს კიდე რაღაცას ვიზავ მაგრამ ისეთი თემაა ვერაფერს ვახერხებ.



Posted by: Toots 3 Feb 2022, 03:32
წამლებს ვინც ვერ იტანს რა უნდა ქნას მაგ კატეგორიამ?
როგორ უნდა დაამარცხოს სტრესი, დეპრესია, ნევროზი?

თუ საბოლოოდ დარხეული აქვს?

Posted by: temo_777 3 Feb 2022, 12:34
Selah
არა, მგონი არ შეიცავს კოფეინს ეგ ვიტამინი, რაღაც კომპონენტებზე აუტანლობა შეიძლება.

Posted by: MrN 3 Feb 2022, 23:57
jezz
კარგად მესმის შენი, შეიძლება მთლად ეგრე არ ვარ მაგრამ შეიძლება რაღაც მხრივ უარესადაც...
თეორიულად ვიცი რა არი გამოსავალი მაგრამ რაღაც მოჯადოებულივით ხარ, იცი როგორაა შემი თავისთვის და ნერვებისთვის სწორი რომ აკეთო და იცხოვრო ისე მაგრამ... დაჟე ისიც ვიცი რატო არ გამომდის მაგრამ ჯერ ჯერობით ნელი ტემპით წინ მივდვივარ...
ერთს გირჩევთ მხოლოდ, ეცადეთ რაღაც პატარით დაიწყოთ და ნელ ნელა გაამჯობესოთ შედეგი, აი რაც ნამდვილად იციი რო ვნებს შენ თავს და არაა სწორი აგარ ქნათ, ან უფრო ნაკლებად ქენით და ნელ ნელა მოუკელით... ესე ერთდროულად რამდენიც მოვიდომე უცბათ ყველანაირად სწორი ცხოვრებით მეცხოვრა კრახი განვიცადე მძიმე...
ხო კიდევ ერთი, ვისაც შეგიძლიათ ლოცვა დაიწყეთ და აღსარება ზიარება, რეალურად ამშვიდებს ადამიანს, ბევრი ვიცი (ეგ კი არა მორფინისტებიც ბევრი ვიცი ვინც ეგრე გადააგდო)მე მაგალითად თავიდან რამდენი დავიწყე ღამე ლოცვა, აღარ დამეძინა ვაბშე...უნდა გაუძლო ალბათ 1-2 კვირა და მერე პირიქით იქნება....მე ეხლა ვეღარ ვლოცულობ მაგრამ დამიჭერია ეგ მომენტები ცხოვრებაში, ცადეთ ვინც შეძლებთ თუნდაც არ იყოთ დიდად მორწმუნე....

Posted by: spur 15 Feb 2022, 14:37
გამარჯობა,OCD-ს კარგი სპეციალისტი იცით ვინმე?

Posted by: tazo1981 10 Mar 2022, 23:54
არავის ეგონოს რომ რომელიმე თქვენთაგანს სტიმულს ვაძლევ, ან უსაფუძვლოდ ვწერ იმის გამო,რომ განუგეშოთ, ვწერ იმას რაც რეალობაა ჩემს შემთხვევაში. - მოკლედ სამი წელი მტანჯავდა ნევროზი, დეპრესია, შფოთვა და უიმედობა, იპოხინდრია და მთელი ეს ყ..ბები, მთელი დღე წნევის აპარატს დავათრევდი და ძლივს დავდიოდი ისე მქონდა ორიენტირება დარღვეული. არანაირი ფსიქო მედიკამენტები არ მიმიღია გარდა ვალრეიანისა, უბრალოდ ვიბრძოლე და მივაღწიე რაც მსურდა და ეს ყველაფერი ალაგდა. მინდა გითხრათ რომ 99% ამ სიმპტომატიკისა გახლავთ ხანგრძლივი ფსიქოსტრესის შედეგი და აქტიურდება რეპტილიის ტვინი, რომელიც თვითგადარჩენის ძლიერ ინსტიქტებზეა ორიენტირებული და ბლოკავს დანარჩენ ინტელექტუალურ ტვინებს რომელიც უძველესი ადამიანის ტვინს (ე.წ. რეპტილიის ტვინს) დააშენა ევოლუციამ და რომელიც ევოლიციის შედეგად დაშენებულ ტვინებზე ბევრად ძლიერია და დომინირებს მათზე.. ასე რომ არ შეშინდეთ, იბრძოლეთ,აისრულეთ მიზნები და ყველაფერი იქნება მაგრად! წარმატებებს გისურვებთ ყველას ☺️

Posted by: kazeshini 14 Mar 2022, 00:26
გამარჯობა, მაქვს მსუბუქი ნერვოზი, ვალოსედი მინდა დავლიო, მაგრა არ ვიცი დაახლოებით რამდენი ხანი უნდა ვსვა, ვინც იღებდით მაგ წამალს დაახლოებით რამდენი ხანი შემიძლია დავლიო?

Posted by: Erovnuli_ligaa 20 Mar 2022, 20:05
მეგობრებო ერთი კითხვა მაქ ყველგანარი გამორჩეული ექიმი ჰო თბილისში გამოცდილებით განაათლებით და ასე შემდეგ ნერვოლოგიაში ვინარი თბილისში ყველაზე ძლიერი და ცნობილი smile.gif პირადი ემოციების გარეშე

Posted by: night-blue 25 Mar 2022, 01:47
სალამი მაგარი დამერხა ამ ბოლო დროს. აი ძაან ძაან ნევროზი მაქვს.


სასმელი ან "სხვა ნებისმიერი რამ" იც კი აღარ მშველის help.gif ძაამ ცუდად ვარ ))

ვისთან მივიდე? ნევროპათოლოგი თუ ფსიქიატრი? ვისთან მივიდე? help.gif



ვაფშე ყველა ემოცია გამქრალი მაქვს, ღიმილიც კი ყალბი მაქვს cry.gif



ყოფილხართ ვინმე ჩემს დღეში? რითი უშველეთ თავს? ))


წამლებთან ბავშობიდან ცუდი რეაქცია მაქვს. ანუ არ მოქმედებს ჩემზე. ძაან "ლაითად"

ისეთ ექიმი მინდა საფუძვლიანად რომ შემისწავლოს ჯერ და ბეტამაქსი და ###ობები არ დამინიშნოს


help.gif

Posted by: chicharito12 28 Mar 2022, 22:09
გიორგი ჭეიშვილს ვუწევ რეკომენდაციაას

მიდით მიდით

Posted by: Streetlight 31 Mar 2022, 08:29
ძილის პრობლემა მაქვს, უკვე ატარაქსიც აღარ მშველის
გული ისე მიცემს ღამით, გეგონება მარათონზე გავრბივარ,
რომელ ძილზეა ლაპარაკი.
უბრალოდ თვალდახუჭული ვწევარ და გულის ბრაგუნს ვისმენ


Posted by: Universe´ 1 Apr 2022, 12:37
Streetlight
QUOTE
გული ისე მიცემს ღამით, გეგონება მარათონზე გავრბივ

პულსი გაქვს მაღალი?

მცენარეულ დამამშვიდებელს ვამელანს ვსვამდი ხოლმე, დღეში ორჯერ
ხან მოქმედებდა, ხან არა...

ჯობია უძილობის მიზეზი დაადგინო, მანამდე კიდე კოფეინის შემცველი სასმელ საჭმელი გამორიცხე.
ჯანსაღ კვებაზე გადადი

Posted by: მოქალაქე404 3 Apr 2022, 19:29
სალამი, მასტურბაციის დროს ზედმეტათ გადავიძაბე და თითქოს თავი.დამიბუჟდა, ამის.შემდეგ ორი დღეა უმიზეზოთ მეწყება წამოხურება ოფლიანობა შფოთები კანკალი რამეს ხომ არ მირჩევდით 3წლის წინ.დავამარცხე ვეგეტონევროზი და ვგრძნობ ისევ მაბრუნებს

Posted by: Cadmus 3 Apr 2022, 21:09
chicharito12
QUOTE
გიორგი ჭეიშვილს ვუწევ რეკომენდაციაას

მიდით მიდით

რა დანიშნა ?



პ.ს ხართ ვინმე ვინც სრულად განიკურნეთ ამ უბედურებისგან

Posted by: chicharito12 3 Apr 2022, 22:08
Cadmus
კი, მე მაგან მიშველაა. პროსტო ციტოლესი რაც მოვხსენი უკვე თითქმის მეორე თვეა, წამალი არ გადის ორგანიზმიდნ , რასაც ჰქვია. წესივრად არ მძინავს, გონება მაქვს მითიშული და მოთენთვები მემართება დღის განმავლობაში.

Posted by: Streetlight 3 Apr 2022, 22:19
კეტილეპტმა დამაძინა, მადლობა ყველას biggrin.gif

მუხანათი ყოფილა წუთისოფელი rolleyes.gif

Posted by: Cadmus 3 Apr 2022, 22:23
chicharito12
რა სიმპტომები გქონდა?

Posted by: chicharito12 3 Apr 2022, 22:30
Cadmus

შფოთვები. კუნთების დაძაბულობა და ნუ საერთოდ მთლიანი სხეული მეძაბებოდა, ადგილზე ვერ ჩერდები მაგ დროა

Posted by: Cadmus 4 Apr 2022, 18:02
chicharito12
QUOTE
შფოთვები.

ხოდა როგორი შფოთვა კონკრეტულად?

Posted by: LaBohemia 9 Apr 2022, 21:07
chicharito12
მე ციტოლესმა დამმართა ეგ, ნახევარი აბი დავლიე და 2 საათში მეგონა რომ კრუნჩხვა დამეწყებოდა ისე დამეძაბა მთელი ტანი. საშინელი შეგრძნება იყო…

Posted by: chicharito12 9 Apr 2022, 23:54
LaBohemia
თითქმის ორი თვეა მოვხსენი და წესივრად არ მძინავს. მოხსნის სინდრომი მაქვს ჯერ კიდევ რაsad.gif( ძან უბედური წამლებია

იყო პერიოდი წამალს რო ვსვავდი კუნთები რაღაც სხცანაირად მაწუხებდა, მითუმეტეს ცოტასაც თუ დავლევდი... მაძინებდა ეგრევე

რავიცი. საზიზგარი რაგაცა ნევროზი იყო. რაგაც მომენთში მქონდა ჩვევა, აკვიატება რო ამას ვერ გავაკეთებდი, მერე ეს რწმენა არის გამდჯარი და ყოველ ნაცნობ მომენტში გაწუხებს . რო ფიქრობ ვერ გააკეთებ, გასაკეთებელია და ნერვიულობ, მეტი ადრენალინი გამოიყოფა და მთლიანი სხხეული იძაბებაა

Posted by: mirandaG 16 Apr 2022, 16:45
გამარჯობა, იწყება ფსიქოთერაპიული ჯგუფის დაკომპლექტება. ანუ ჯგუფური ფსიქოთერაპია, იმ ადამიანებისთვის, რომელთაც სურთ თერაპიის გავლა და საკუთარ ფსიქოლოგიურ პრობლემებზე მუშაობა. აქ მოკლედ დავწერე ინფორმაციას, იმაზე თუ როგორ მუშაობს ფსიქოთერაპიის ეს მოდალობა, ხოლო დანარჩენი თუ დაგაინტერესებთ ლინკზე გადასვლით შეგიძლიათ ნახოთ. მოკლედ ჯგუფური თერაპიის დროს რამდენიმე ადამიანი ზის წრეში და საუბრობს, აზიარებს თავის სირთულეებ. სხვებთან გაზიარებით, სხვების მოსმენით ვიღებთ მხარდაჭერას, ვიგებთ მათ პერსპექტივას, მათ გამოცდილებას მსგავს სიტუაციასთან დაკავშირებით და ასევე ვიგებთ იმას, რომ თურმე მარტო ჩვენ არ ვართ ასეთ რთულ სიტუაციაში. ამ ყველაფრის გარდა, ჯგუფური თერაპიის დროს ორიენტირებულები ვართ შინაგან, ემოციურ ზრდაზე, საკუთარი თავის უკეთ გაცნობაზე, და იმის გაცნობიერებაზე თუ საიდან მოდის ჩვენი ეს სირთულეები - ეს იმას ნიშნავს, რომ ჯგუფში მოხდება ჯგუფშივე მიმდინარე პროცესების ანალიზი (იმ რექციების, აზრების, ქცევების ანალიზი, რომელიც მიმდინარეობს ჯგუფში წევრებს შორის, ან წევრებსა და ლიდერს შორის). სწორედ ინტერპერსონალური ურთიერთობების ანალიზით შესაძლებელი ხდება ვიპოვოთ ჩვენი ის დამახასიათებელი ქცევითი თუ ემოციური რეაქციები, რომლებიც რეალურ ცხოვრებაში გვირთულებს სხვებთან უერთიერთობას (და რომელთან შეიძლება ჩვენ ვერ ვხედავდეთ). ჯგუფი ასევე იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ ამ კონფიდენციალურ და უსაფრთხო გარემოში მოვსინჯოთ ადამიანებთან დაკავშირებით, დაკონტაქტების ახლებური გზები. მოკლედ ეს არის ლინკი და თუ დაგაინტერესებთ მოიწერეთ. ჯგუფის დაწყებამდე თქვენ გექნებათ სესაძლებლობა ჯერ კარგად გაერკვეთ ჯგუფის სპეციფიკაში, გაიცნოთ წამყვანი და კიდევ ერთჯერ დაფიქრდეთ თერაპიის გავლაზე. ანუ არავინ არ "გაგაქანებთ" პირდაპირ ჯგუფში smile.gif .. ეს არის ლინკი https://www.facebook.com/PsychotherapyGroups/ (595 23 21 93 მირანდა)

Posted by: night-blue 29 Apr 2022, 14:41
hello world.

გამიარა ვსო.


ნარაკტატატა-ს ბრალი ყოფილა უფრო. facepalm.gif

Posted by: qqwerty 30 Apr 2022, 15:35
გამარჯობა, დისთემია თუ აწუხებს ვინმეს და როგორ მკურნალობთ?

Posted by: სანი 5 May 2022, 19:29
სტიმულოტონი და ადეპი დამინიშნეს, როგორი გამოცდილება გაქვთ ვისაც დაგილევიათ? smile.gif

ეს სტიმულოტონი იგივე ზოლოფტია მგონი ხო?

Posted by: Tornike Alashvili 6 May 2022, 21:46
https://fb.watch/cR5YqfUM8d/ გადაცემა ნოვატორი .

Posted by: lacostamarienes 6 May 2022, 23:59
გამარჯობაᲗ სტომატოლოგიაᲨი ვინც ერკვევიᲗ დროებიᲗი პლომბი მაქვს 4-5 წელია და საᲨიᲨი ხომ არაა?

Posted by: pilo772 8 May 2022, 10:23
ღამე ძილში შფოთს როგორ ებრძვით?
შამჭამა კაცოუ. დილას დაღლილს მეღვძება ისეთი ემოციური და შფოთიანი სიზმრები მაქვს. ვერ გამომაქვს ვერც ერთი რ ვნახე, ერთია რომ მთელი ღამე ვშფოთავ და ვნერვიულობ რაღაცაზე. მერე მთელი დღე მომსპარი მაქვს, პლიუს ამ ბოლო დროს ძილზეც მაგრად მირტყავს. მაღვიძებს ღამე და მერე ვეღარ ვიძინებ sad.gif

Posted by: shavi_kheli 8 May 2022, 23:11
სანი
QUOTE
სტიმულოტონი იგივე ზოლოფტია მგონი ხო?

კი, ორივე დასახელებით მაქვს დალეული და ძალიან კმაყოფილი ვარ, დოზის დარეგულირებაა საჭირო.

ადეპიც კარგია.

lacostamarienes
რატომ უნდა იყოს საშიში?

Posted by: sunny-day-today 8 May 2022, 23:20
shavi_kheli
რატომ უჩნდები ხშირად ასეთ თემებს შავი ჭირივით?
არ არის შენი საქმე ფსიქოლოგია და ფსიქიატრია.

ჩვეულებრივი კაცთმოძულე არსება ხარ და შეეშვი გაეშვი ადამიანების სულებში ხელები ფათურს.

Posted by: მოქალაქე404 18 May 2022, 12:25
ძალიან მძიმეთ ვარ,სულ მეტირება დღეში 24ჯერ ვკვდები,სულ აღზნებული ვარ მერე რაღაც, სტატიებს ვკითხულობდი და იქ ეწერა მიდრეკილება მკვლლეობისკენ ან სუიციდისკენო იმის მერე ავიკვიატე აი გავგიჟდები კონტროლს.დავკარგავ ვინმეს მოვკლავ დანას რო.ვუყურებ მეშინია უკვე ეს რა არის.მიშველეთ ვინმემ

Posted by: sedvan 20 May 2022, 11:49
ძილის დროს უკვე რომ მეძინება გულთან მაქვს შეტევასავით,ინფაქტი მგონიასავით ვინმეს თუ გქონიათ მსგავსი რამ? დიაზეპამს ვიღებ ეგეთ დროს ანუ სულ

Posted by: მოქალაქე404 4 Jun 2022, 20:16
QUOTE (LaBohemia @ 9 Apr 2022, 21:07 )
chicharito12
მე ციტოლესმა დამმართა ეგ, ნახევარი აბი დავლიე და 2 საათში მეგონა რომ კრუნჩხვა დამეწყებოდა ისე დამეძაბა მთელი ტანი. საშინელი შეგრძნება იყო…

ზუსტად ესე ვარ მესამე დღეა ციტოლესი დავიწყე რამდენი.ხანი გაგიგრძელდა ?

Posted by: fermina 4 Jun 2022, 20:23
chicharito12
QUOTE
გიორგი ჭეიშვილს ვუწევ რეკომენდაციაას

მიდით მიდით


უკარგესი ადამიანი და პროფესიონალი

love.gif

Posted by: LaBohemia 4 Jun 2022, 22:12
მოქალაქე404

მალადეც შენ თუ მაგას სამი დღეა უძლებ.
მე ვერ გაუძელი და მეორედ აღარც დამილევია, იმდენად დამძაბა შიგნიდან რომ მეგონა ეპილეფსია მეწყებოდა…
მაგ წამალზე პარლელურად ინიშნება დამაწყნარებელიც. მე ძილის წინ ატარაქსი მქონდა გამოწერილი მაგრამ ეგ კიდე ცალკე უბედურება წამალია
გირჩევ 2-3 დღე დიაზეპამი ან ზოლომაქსი მიაშველო. ან შეაცვლევინო ექიმს.
პ.ს. სანამ ანტიდეპრ. დაიწყებთ, გირჩევთ სეროტონინის ანალიზი გაიკეთოთ, რადგან უმრავლესობა ანტიდეპრ. მას შეიცავს. ზედმეტი სეროტონინი იწვევს სწორედ ამ საშინელ შეგრძნებებს და შესაძლოა კრუნჩხვებშიც კი ჩაგაგდოს

Posted by: chicharito12 5 Jun 2022, 00:08
ძლიერი წამაალია სხვათასორის სსრ ებში

თავიდან ძალიან პატარა დოზით უნდა დაიწყო, იმიტოა წვეთები გამოშვებული. დაჟე ტოველ დღე 0.5 მგ ით მატებაც ბევრია

მიჩვევა უნდა თავიდან

Posted by: მოქალაქე404 5 Jun 2022, 11:47
QUOTE (LaBohemia @ 4 Jun 2022, 22:12 )
მოქალაქე404

მალადეც შენ თუ მაგას სამი დღეა უძლებ.
მე ვერ გაუძელი და მეორედ აღარც დამილევია, იმდენად დამძაბა შიგნიდან რომ მეგონა ეპილეფსია მეწყებოდა…
მაგ წამალზე პარლელურად ინიშნება დამაწყნარებელიც. მე ძილის წინ ატარაქსი მქონდა გამოწერილი მაგრამ ეგ კიდე ცალკე უბედურება წამალია
გირჩევ 2-3 დღე დიაზეპამი ან ზოლომაქსი მიაშველო. ან შეაცვლევინო ექიმს.
პ.ს. სანამ ანტიდეპრ. დაიწყებთ, გირჩევთ სეროტონინის ანალიზი გაიკეთოთ, რადგან უმრავლესობა ანტიდეპრ. მას შეიცავს. ზედმეტი სეროტონინი იწვევს სწორედ ამ საშინელ შეგრძნებებს და შესაძლოა კრუნჩხვებშიც კი ჩაგაგდოს

ბუსპირონი დამინიშნა დამხმარეთ, ხანდახან ძალიან აჟიტირებულათ ვგრძნობ თავს და შეიძლება სერატოტინის.სინდრომი იყოს? მხოლოდ 4ედს ვსვავ მაგ ციტოლესს, რითი იმკურნალე მაგას რომ შეეშვი? დიაზეპამი რა დოზებით დავლიო?

Posted by: chicharito12 5 Jun 2022, 15:30
ბუსპირონი ძაან საზიზგრობაა უძილობა იცის ერთი თვის შემდეგ. ემოციებს კლავსს,თორე ისე არ აქვს გვერდითი ეფექტი.

Posted by: LaBohemia 5 Jun 2022, 16:07
მოქალაქე404
მეც მეოთხედით დავიწყე, დიაზეპამს ან ზოლომაქსს 0,5 ან 0.25 მგ ენის ქვეშ, გააჩნია, თუ არ
მიგიღია არასდროს მაშინ 0,25 სცადე როცა გაგიჭირდება.
ანტიდეპრ. საერთოდ აღარ გავკარებივარ, დავიწყე გარეთ სეირნობა; გული მიჩქარდებოდა თავიდან, ძალიან მიჭირდა მაგრამ ვიღებდი ანაპრილინს და ჯიუტად სულ გარეთ დავდიოდი.
ანტიდეპრ არის საზიზღრობა, ცალკე თავის დანებება კიდე.(((((

Posted by: მოქალაქე404 10 Jun 2022, 11:24
QUOTE (chicharito12 @ 5 Jun 2022, 15:30 )
ბუსპირონი ძაან საზიზგრობაა უძილობა იცის ერთი თვის შემდეგ. ემოციებს კლავსს,თორე ისე არ აქვს გვერდითი ეფექტი.

მოგიხსნა ბუსპირონმა სხეულის დაძაბულობა? კუჭნაწლავის მხრივ ხომ არ გქონდა დისკომფორტი?

Posted by: pilo772 10 Jun 2022, 11:32
ეს ბოლო დრო მაქვს კოშმარი, ანუ დილას მეღვიძება გადაღლილს, იმის გამო რომ თუ მთელი ღამე მეძინა ესეიგი შფოთი მაქვს ძილში. თუ არა და მინიმუმ 2 ჯერ მეღვიძება ღამის განმავლობაში. დღისით თუ არაფერი, ღამე გული მიფრინავს ხოლმე რო იტყვიან, ან ნამეტანი დაბალი ტემპით ცემს და თან მტკივნეულად და ეგ მაღვიძებს, ან პირიქით ნამეტანი მაღალი ტემპით ცემს და ეგ მაღვიძებს.
ვინმეს თუ გქონიათ ეგეთი რამე და თუ გამოჯანმრთელებულხართ ამისგან, თან როგორ?
დავიღალე უკვე, ღამე დაძინების მეშინია უკვე biggrin.gif

Posted by: chicharito12 10 Jun 2022, 12:24
მოქალაქე404
ეგ წაამალი არაფერში დამეხმარაა. პროსტო ძალით ვსვავდი, რახან ექიმი ამბობდა

Posted by: მოქალაქე404 10 Jun 2022, 12:55
QUOTE (chicharito12 @ 10 Jun 2022, 12:24 )
მოქალაქე404
ეგ წაამალი არაფერში დამეხმარაა. პროსტო ძალით ვსვავდი, რახან ექიმი ამბობდა

სხეულს რომ ვერ ადუნებდი მაგ მდგომარეობიდან რამ გამოგიყვანა? ციტოლესი უფრო გაგიმძაფრებდა და დამხმარეა რას სვავდი?

Posted by: ირმაკო 24 Jun 2022, 12:10
როდესაც აცნობიერებ პრობლემას და აღიარებ, ესეიგი განკირნებადია, ეგაა მაგ სტორიაში დადებითი,
დანარჩენი კი ნერვოლოგიდან დაიყწეთ, ჰორმონები გადაიმოწმეთ,
მოკლედ გაგივლის <3

Posted by: elitejunkie 24 Jun 2022, 16:53
ბუსპირონი სხვა პრეპარატებთან ერთად მიიღება ვითომ მათი მოქმედების გახანგრძლივებისთვის.
უფრო პლასებოა ჩემი აზრით
მაგრამ გულის პალპიტაციებს იწვევს

Posted by: LaBohemia 4 Jul 2022, 23:20
ხალხნო, შიმშილის დროს ჰაერის უკმარისობა და საშინელი შეგრძნებები ვინმეს გამოგიცდიათ?
ამ ბოლო დროს დავაკვირდი, რომ ვერ ვუძლებ შიმშილს.
რომ შევჭამ ხოლმე მერე თავი მიმძიმდება და მაბრუებს smile.gif)
პ.ს. შაქარი ნორმაში მაქვს

Posted by: chicharito12 5 Jul 2022, 19:17
რა დავლიო არ ვიცი, ყოველ დილას 6 საათზე მეღვიძებაა

5 თვეა წესივრად არ მძინებია. დამანგრია ამ უძილობამ რასაცქვია

ტრიტიკო და მელატონინიც აღარ მუშაობს

Posted by: snep 8 Jul 2022, 13:05
.......................................................................

Posted by: snep 9 Jul 2022, 19:20
LaBohemia
QUOTE
ხალხნო, შიმშილის დროს ჰაერის უკმარისობა და საშინელი შეგრძნებები ვინმეს გამოგიცდიათ?
ამ ბოლო დროს დავაკვირდი, რომ ვერ ვუძლებ შიმშილს.
რომ შევჭამ ხოლმე მერე თავი მიმძიმდება და მაბრუებს

ეგ არა მაგრამ კორონას მერე რაც არ უნდა შევჭამო გემო იკარგება ჭამის პროცესში და ცხვირში მეჭედება.

Posted by: night-blue 9 Jul 2022, 22:41
QUOTE (chicharito12 @ 5 Jul 2022, 19:17 )
რა დავლიო არ ვიცი, ყოველ დილას 6 საათზე მეღვიძებაა

5 თვეა წესივრად არ მძინებია. დამანგრია ამ უძილობამ რასაცქვია

ტრიტიკო და მელატონინიც აღარ მუშაობს

ტიზერცინი ცადე. მე 2.5 თვე ვსვი (ნარკოლოგმა დამინიშნა) არანაირი ლომკა ან რამე მასეთი ვაფშე ჩვეულებრივად გადავაგდე.



თუ მაგან არ გიშველა ფსიქოტროპულს გირჩევ კლონაზეპამს. ნახევარი აბი ენის ქვეშ ძილის წინ. ბავშვივით დაგეძინება. (პროსტა ეს 2 კვირაზე მეტი არ სვა თორე ამან ლომკები იცის)

Posted by: sunny-day-today 9 Jul 2022, 22:43
რა გინდა კარგია ყოველ დილა 6 საათზე გაღვიძება up.gif

Posted by: Streetlight 16 Jul 2022, 13:18
QUOTE (chicharito12 @ 5 Jul 2022, 19:17 )
რა დავლიო არ ვიცი, ყოველ დილას 6 საათზე მეღვიძებაა

5 თვეა წესივრად არ მძინებია. დამანგრია ამ უძილობამ რასაცქვია

ტრიტიკო და მელატონინიც აღარ მუშაობს

ადეპი, დოპერამი არ გიცდია?
(მირტაზაპინი არის მოქმედი ნივთიერება)
ურეცეპტოა

Posted by: მოქალაქე404 16 Jul 2022, 14:48
დამინიშნა საყვარელიძემ ლორაზეპამი 0.50 ძილის წინ და რექსეტინი დილით მეოთხედით დვაიწყე და ისეთ დღეში მაგდებს ციტოლესი მონაგონია , და სწორია ტრანკვილიზატორი ღამე მარტო როგორ ფიქრობთ? ან რა ეფექტი აქ ეგეთი ლორაზეპამს რო მეორე დღემდე გამყვეს

Posted by: chicharito12 17 Jul 2022, 11:24
Streetlight
ადეპი ძვირი ღირს.
ადრე ვსვავდი 15 მილიგრამი იყო მგონი და მადუნებდა, როგორც კი დოზა გავაორმაგე აღარ მადუნებდა, უფრო ცუდად გავხდი. ოღონდ ტრიტიკოს უფრო მალე აქვს ეფექტი ვიდრე ადეპს
ეს ორი ერთი კლასის წამლებია

QUOTE
დოპერამი

ეს არ ვიცი

Posted by: Streetlight 17 Jul 2022, 14:54
QUOTE (chicharito12 @ 17 Jul 2022, 11:24 )

QUOTE
დოპერამი

ეს არ ვიცი

ბოდიში, დეპრერამი უნდა დამეწერა
იგივეა რაც ადეპი, უბრალოდ სხვა კომპანია უშვებს

Posted by: chicharito12 17 Jul 2022, 16:19
რავიცი, გუშინ დავლიე ტრიტიკო 100მგ. თითქოს ეს დოზა უფრო უკეთესია. ეგრევე 100 ით დავიწყე და არაა 50 ით. ძან ცუდი სიზმრრები ვნახე , მარა მეძინა ასე 9 საათი. ვაცდი რამდენიმე დღე თუ არადაა ისევ ექინთან ვარ მისასვლელი

Posted by: Ani_Floyd 17 Jul 2022, 21:56
საშინელი ნევროზი (შფოთვები) მაქვს.. როგორ გავუმკლავდე წამლების გარეშე?

Posted by: shxapuna2021 17 Jul 2022, 22:00
QUOTE (Ani_Floyd @ 17 Jul 2022, 21:56 )
საშინელი ნევროზი (შფოთვები) მაქვს.. როგორ გავუმკლავდე (წამლების გარეშე)?

წამლის დახმარებით რომ გაუმკლავდეთ ამაშიც არის რამე ცუდი? მთავარია, კარგად და ზუსტი დოზით შერჩეული წამალი იყოს

Posted by: snep 17 Jul 2022, 22:24
Ani_Floyd
QUOTE
საშინელი ნევროზი (შფოთვები) მაქვს.. როგორ გავუმკლავდე წამლების გარეშე?

ჩემი აზრით ცხოვრების წესი უნდა შეცვალო. რას ვგულისხმობ. მაგალითად ამოიღო ყველანაირი კოფეინი რაციონიდან ( თუ ასეთი არის რა თქმა უნდა) ან შეამცირო მინიმუმამდე. კარგი იქნება სოციალურ ქსელებს თუ მოწყდები და ინფორმაციული სტრესისგან განთავისუფლდები, ბევრი სუფთა წყლის მიღება, ჯანსაღი საკვები, უმარილო და ნაკლებ ცხიმიანი რო იყოს. თუ ამ ყველაფერს ფიზიკურ აქტივობას დაუმატებ თუნდაც ყოველ საღამოს ფეხით სიარულს ეგეც დამატებით დაგეხმარება.

ეს ყველა შემთხვევაში გააუმჯობესებს საერთო მდგომარეობას.

Posted by: Ani_Floyd 17 Jul 2022, 22:26
QUOTE (shxapuna2021 @ 17 Jul 2022, 22:00 )
QUOTE (Ani_Floyd @ 17 Jul 2022, 21:56 )
საშინელი ნევროზი (შფოთვები) მაქვს.. როგორ გავუმკლავდე (წამლების გარეშე)?

წამლის დახმარებით რომ გაუმკლავდეთ ამაშიც არის რამე ცუდი? მთავარია, კარგად და ზუსტი დოზით შერჩეული წამალი იყოს

ვერ ვეგუები წამლებს. ვერ ვიტან გაბრუებული რომ ვარ cry.gif
* * *
QUOTE (snep @ 17 Jul 2022, 22:24 )
Ani_Floyd
QUOTE
საშინელი ნევროზი (შფოთვები) მაქვს.. როგორ გავუმკლავდე წამლების გარეშე?

ჩემი აზრით ცხოვრების წესი უნდა შეცვალო. რას ვგულისხმობ. მაგალითად ამოიღო ყველანაირი კოფეინი რაციონიდან ( თუ ასეთი არის რა თქმა უნდა) ან შეამცირო მინიმუმამდე. კარგი იქნება სოციალურ ქსელებს თუ მოწყდები და ინფორმაციული სტრესისგან განთავისუფლდები, ბევრი სუფთა წყლის მიღება, ჯანსაღი საკვები, უმარილო და ნაკლებ ცხიმიანი რო იყოს. თუ ამ ყველაფერს ფიზიკურ აქტივობას დაუმატებ თუნდაც ყოველ საღამოს ფეხით სიარულს ეგეც დამატებით დაგეხმარება.

ეს ყველა შემთხვევაში გააუმჯობესებს საერთო მდგომარეობას.

ყავას ვსვამ ხოლმე დილაობით ისე ვერ ვიხოდები. დანარჩენი ჯანსაღად ვიკვებები, წყალსაც ბევრს ვიღებ და ვვარჯიშობ როცა დრო მაქვს

Posted by: chicharito12 17 Jul 2022, 22:47
კოფეინია მოკლედ უნდა აკრძალო მაშინვე თუ სენსიტიური ხარ. ან მარტო დილით დატოვო

ზოგს კარდიო უხდება, ზოგსაც კიი წონით ვარჯიში

კიდევ ერთი ის შეიძლება რო ამ ფიქრებს და ემოციებს უნდა დააკვირდე და რაციონალურად გაანალიზო ყოველთვის. ხანდახან მაგარ უაზრო რაგაცეებზე ვნერვიულობთ და ვერ ვხვდებით ,იმიტო რო ძველი ჩვევები გვაქვს და ყოველთვიდ გაუაზრებლად ,რეფლექსურად ხდება ერთი და იგივე

Posted by: snep 17 Jul 2022, 22:52
Ani_Floyd


რეალურად ფიზიკური და ფსიქიური ჯამრთელობა ისეთი კომპლექსური და რთული რამეა თუ არ არსებობს კონკრეტული დიაგნოზი საიდან რა არის გამოწვეული აქ ყველა რჩევა იქნება უსარგებლო.


Posted by: AGONIA 18 Jul 2022, 01:15
არაფერი შველის წამლები უარესია. არ ვიცი ჯერ ვერ ამოვხსენი საიდუმლო.

Posted by: snep 18 Jul 2022, 01:27
სტრესი დაძლევადია მედიკამენტების გარეშე?


* * *
წამლებს ვერც მე ვიტან მაგრამ წამლების გარეშე გამორიცხულია შველა.
უნდა აირჩიო რა ან მუდმივი სტრესი, ნევროზი, შფოთვა და სუიციდური ფიქრები ან გაბრუებული, ცარიელი და უსიცოცხლო ყოფნა.
ორივე ღლეობაა ცალსახად.

თან ეს წამლები ბევრ რამეზე ურტყვას.
ეგეთი ცხოვრებაც მაგრა ტეხავს


Posted by: მოქალაქე404 31 Jul 2022, 11:53
ლორაფენს(ლორაზეპამს ვსვავდი 1თვე 0.50 ძილის წინ, ვინც სვავდით მოხსნის სქემა ხო არ იცით ვინმემ როგორ მოვხსნა?


Posted by: andanda 27 Aug 2022, 20:26
მაინტერესებს ეს დეპრესიაა რომ უსიცოცხლოდ ხარ და თითქოს რაღაც გიღიტინებს არასასიამოვნო ტვინში და გაწუხებს?
რომ თავი თითქოს გიჭერს?

Posted by: Selah 4 Sep 2022, 12:09
QUOTE (მოქალაქე404 @ 31 Jul 2022, 11:53 )
ლორაფენს(ლორაზეპამს ვსვავდი 1თვე 0.50 ძილის წინ, ვინც სვავდით მოხსნის სქემა ხო არ იცით ვინმემ როგორ მოვხსნა?

0.5 შეგიძლია ეგრევე გადააგდო, თუ ხედავ რომ გიჭირს აიღე 100მლ წყალი, დაფხვენი ტაბლეტი, გახსენი კარგად წყალში, და თითო თითო კოვზი მოაკელი ყოველ საღამოს ჭიქას, ასე ჩამოიყვან 0-ზე. ლორაზეპამის გადაგდების ''სქემა'' არ არსებობს, თუ განგრძლივად იღებ ბევრს წესით კვირაში 0.5ით ნაკლები პრობლემა არ უნდა იყოს.
* * *
QUOTE (Ani_Floyd @ 17 Jul 2022, 21:56 )
საშინელი ნევროზი (შფოთვები) მაქვს.. როგორ გავუმკლავდე  წამლების გარეშე?

ფსიქოთერაპიით yes.gif

QUOTE
მაინტერესებს ეს დეპრესიაა რომ უსიცოცხლოდ ხარ და თითქოს რაღაც გიღიტინებს არასასიამოვნო ტვინში და გაწუხებს? რომ თავი თითქოს გიჭერს?

ასე თქმა ძნელია, შეიძლება კი, შეიძლება სხვა რამეც იყოს, ჯობია თერაპევტთან ან ფსიქიატრთან მიხვიდე რომ დიაგნოზი დაგისვას

Posted by: Chamane-Confucius 6 Sep 2022, 05:20
მიშველეთ რამე წამლები ვერ მშველის facepalm.gif

Posted by: Z.mprtalo 12 Sep 2022, 17:56
გამარჯობა მეგობრებო

ზოლოფტს (ZOLOFT) ან სერტრალინის (SERTRALINE) შემცველ პრეპარატს თუ იღებდით ვინმე 6+ თვე?

მაინტერესებს გვერდითი ეფექტები და ყოველდღიურ ცხოვრებაში რაიმე თუ შეიცვალა მენტალური ჯანმრთელობის გარდა (მაგ:სამსახურში, ურთიერთობებში და ა.შ)

დანიშნულებით უნდა დავიწყო მიღება და მაინტერესებს გამოციდლი ადამიანისგან რას ველოდო smile.gif

Posted by: night-blue 13 Sep 2022, 20:18
სალამი.

მთვრალი ხალხის ზიზღი რამე ნევროზულია? (მთვრალს ვგულისხმობ და არა ნასვამს)



იმენა ვჭედავ მაკანკალებს შემიძლია მოვკლა კაცი help.gif


რამე მჭირს?

Posted by: ninicool 14 Sep 2022, 18:28
ოტორინოლარინგოლოგიური თემა ვერ ვიპოვე და რისი ბრალი შეიძლება იყოს, ყურში შიგნით დაფის აპკი მიტკაცუნებს, თუ დავასლოკინე ან რამე ეგეთი

Posted by: night-blue 14 Sep 2022, 19:38
QUOTE (ninicool @ 14 Sep 2022, 18:28 )
ოტორინოლარინგოლოგიური თემა ვერ ვიპოვე და რისი ბრალი შეიძლება იყოს, ყურში შიგნით დაფის აპკი მიტკაცუნებს, თუ დავასლოკინე ან რამე ეგეთი

ასაკის სავარაუდოდ user.gif


////////

Posted by: Z.mprtalo 14 Sep 2022, 22:08
QUOTE
ოტორინოლარინგოლოგიური თემა ვერ ვიპოვე და რისი ბრალი შეიძლება იყოს, ყურში შიგნით დაფის აპკი მიტკაცუნებს, თუ დავასლოკინე ან რამე ეგეთი


საიდან იცით რომ დაფის აპკი ტკაცუნებს? smile.gif

თუ ღეჭვისასაც გიტკაცუნებთ მაშინ დიდი ალბათობით ქვედა ყბის ძვლის მიერთების ადგილიდან გესმით ეგ ტკაცუნი, უბრალოდ დაფის აპკთანაა ახლოს

თუ ღეჭვასთან (პირის ფართოდ გაღებასთან, ყბის მოძრაობასთან) არაფერ კავშირშია, მაშინ შესაძლოა სითხეც გქონდეთ ჩასული ყურში ან რაიმე სხვა მიზეზი ჰქონდეს რასაც ოტოსკოპით 1 წუთში დაინახავს ოჯახის ექიმი

Posted by: Nina.Ukrainkaa 16 Sep 2022, 13:39
წლების უკან გადავიტანე დიდი სტრესი,ნათესავი დამეღუპა და მას მერე გაბრუება მაქვს,სიცხეში ანუ ზაფხულში უფრო ვბრუვდები..აი როცა უძილო ხარ და ბრუვდები მსგავსი შეგრძნება მაქვს თავში,ძილი მოწესრიგებული მაქვს,რა მჭირს ვერ გავიგე,3 ჯერ ვიყავი ნევროლოგთან და არაფერიაო უბრალოდ სინდრომიო,რა ვქნა არ ვიცი...

Posted by: laxxa 18 Sep 2022, 13:55
QUOTE (night-blue @ 13 Sep 2022, 20:18 )
სალამი.

მთვრალი ხალხის ზიზღი რამე ნევროზულია? (მთვრალს ვგულისხმობ და არა ნასვამს)



იმენა ვჭედავ მაკანკალებს შემიძლია მოვკლა კაცი help.gif


რამე მჭირს?

ნერვოზი არ ხარ გაწონასწორებული , გჭირდება არა ექიმი არამედ სპორტი ჯანსაღი ცხოვრება და დაიკიდებ ყველაფერს მსგავსს ნერვი არ გაგიტოკდება . ასევე დაინახავ რომ ბევრად უკეთესად გამოიყურები და ენერგია და შრომსუნარიანობა აგიმაღლდება . კარგად ვარჯიშია საჭირო ოფლი უნდა გამოიდინო და არა გადახედო ტრენაჯორებს გაისეირნო .1 კვირაში სხვა ადამიანი გახდები

Posted by: B.B 23 Sep 2022, 11:32
მოგესალმებით,
პირველად ვპოსტავ ამ ჯგუში, მოკლედ ნერვოზი მაქვს ცალსახაა smile.gif პლანისგან დამემართა 4 წლის წინ, თუმცა ეხლა რატო გაწუხებთ, მაქვს ასეთი რამ, სუნთქვებს შორის თითქოს ორგანიზმი მთხოვს რომ ცხვირით შევისუნთქო, თან თითქოს მუცლიდან მოდის სპაზმივით ყელში მომებჯინება და მერე მამთქნარებ, 2 სამი დამთქნარების მერე ვწყნარდები, მაგრამ ცხვირით ჩასუნთქვის მოთხოვნილება მაინც მაქვს, ფილთვები გამოვიკვლიე სპირომეტრია კარგია, სიგარეტს თავი დავანებე ერთი თვეა, თან თითქოს ვინმეს რომ ველაპარაკები ჰაერი არ მყოფნისsmile.gif) ზოგჯერ საქკმარისია ცხვირით ოდნავი შესუნთქვა გავაკეთო და ვკმაყოფილდები. ძილით კარგად მძინავს, ვცურავ,ფეხბურთს ვთამაშობ, რამე ასეტ სასიამოვნოს რომვაკეთებ საერთოდ არ მახსენდება.

Posted by: ტარა 2 Oct 2022, 17:45
გამარჯობა, არ ვიცი რას ველი თქვენგან უბრალოდ ვფიქრობ იქნებ ერთმა რჩევამ, სიტყვამ ძალა და გამბედაობა შემმატოს, რთული პერიოდი მაქვს ცხოვრებაში, ერთ წელზე მეტია მეუღლე წასულია და ვერ ჩამოდის საქართველოში,(ქართველი არაა)
ამ პერიოდში ვიყავი ორსულად ახალი წასული იყო რომ გავიგე და ბავშვიც დავკარგე, არ ვიცი ამდენი ნერვიულიბის ფონზე თუ ზოგადად ვარ სუსტი ეხლა პატარა რამეც კი ისე მოქმედებს ნერვებზე რომ თავს ვერაფერს ვუხერხებ, ხშირად ვტირი, ეხლა ამდენი ხნის მერე მე გადავწყვიტე მასთან წასვლა, ჩემთვის ესეც ძალიან სანერვიულოა რადგან პურველად უნდა ვიმგზავრო თვითმფრინავით მარტომ და ძალიან მეშინია, ნერვები წკიპზე მაქვს, ყველას ვეჩხუბები ჩემს გარშემო, არაფრის კეთების ძალა და ნერვი არ მაქვს, თითქოს ძალა აღარ შემრჩა, ერთი მხოლოდ ის მინდა რომ იქ ჩავაღწიო და მერე ყველაფერი გაივლის თქო ვფიქრობ, იქნებ რამე წამალი იყოს რომ ნაკლები ვინერვიულო? ან რამე მეთოდი, ალბათ ნორმალური არაა ასე რომ ვარ. მგონი ვგიჟდები

Posted by: Z.mprtalo 3 Oct 2022, 16:12
QUOTE
გამარჯობა, არ ვიცი რას ველი თქვენგან უბრალოდ ვფიქრობ იქნებ ერთმა რჩევამ, სიტყვამ ძალა და გამბედაობა შემმატოს, რთული პერიოდი მაქვს ცხოვრებაში, ერთ წელზე მეტია მეუღლე წასულია და ვერ ჩამოდის საქართველოში,(ქართველი არაა)
ამ პერიოდში ვიყავი ორსულად ახალი წასული იყო რომ გავიგე და ბავშვიც დავკარგე, არ ვიცი ამდენი ნერვიულიბის ფონზე თუ ზოგადად ვარ სუსტი ეხლა პატარა რამეც კი ისე მოქმედებს ნერვებზე რომ თავს ვერაფერს ვუხერხებ, ხშირად ვტირი, ეხლა ამდენი ხნის მერე მე გადავწყვიტე მასთან წასვლა, ჩემთვის ესეც ძალიან სანერვიულოა რადგან პურველად უნდა ვიმგზავრო თვითმფრინავით მარტომ და ძალიან მეშინია, ნერვები წკიპზე მაქვს, ყველას ვეჩხუბები ჩემს გარშემო, არაფრის კეთების ძალა და ნერვი არ მაქვს, თითქოს ძალა აღარ შემრჩა, ერთი მხოლოდ ის მინდა რომ იქ ჩავაღწიო და მერე ყველაფერი გაივლის თქო ვფიქრობ, იქნებ რამე წამალი იყოს რომ ნაკლები ვინერვიულო? ან რამე მეთოდი, ალბათ ნორმალური არაა ასე რომ ვარ. მგონი ვგიჟდები


პირველ რიგში გამარჯობა

ძალიან სამწუხაროა ის რაც თავს გადაგხდათ, მითუმეტეს მეორე ნახევრის გარეშე ჩაიარა მოვლენებმა რაც ალბათ ამძაფრებს მდგომარეობას, თუმცა არცერთი პრობლემა არ არის მოუგვარებელი. თქვენი მდგომარეობა ვფიქრობ სპეციალისტის ჩარევას საჭიროებს, გირჩევთ ფსიქოთერაპიით დაიწყოთ და მეგობრის/ახლობლის რჩევით, მითუმეტეს თვითნებურად პრეპარატის მიღება არ დაიწყოთ. გახსოვდეთ, რომ ამ თემაზე ხმამაღლა საუბარიც უკვე ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია

Posted by: ტარა 3 Oct 2022, 17:53
წამალს ისეთს არაფერს ვიღებს, ვალერიანი თუ დავლიე, საუბარიც ასე თუ ისე მშველის მაგრამ უბრალოდ ბოლო დროს ეს ყველაფერი უფრო მომაწვა, ყველაზე მეტად კიდევ რაც არ მომწონს ვატყობ რომ ნერვები არ მყოფნის და თითქოს სულ ვჩხუბობ, ვიცი რომ თავი ხელში უნდა ავიყვანო მაგრამ ხანდახან ეს არც ისე ადვილია,
მაინც მადლობა გამოხმაურებისთვის

Posted by: Selah 7 Oct 2022, 21:41
QUOTE (ტარა @ 3 Oct 2022, 17:53 )
წამალს ისეთს არაფერს ვიღებს, ვალერიანი თუ დავლიე, საუბარიც ასე თუ ისე მშველის მაგრამ უბრალოდ ბოლო დროს ეს ყველაფერი უფრო მომაწვა, ყველაზე მეტად კიდევ რაც არ მომწონს ვატყობ რომ ნერვები არ მყოფნის და თითქოს სულ ვჩხუბობ, ვიცი რომ თავი ხელში უნდა ავიყვანო მაგრამ ხანდახან ეს არც ისე ადვილია,
მაინც მადლობა გამოხმაურებისთვის

ასეთ სიტუაციაში თავის ხელში აყვანა საკმაოდ რთულია და რომც შეძლო დიდი ხანი სავარაუდოდ არ გასტანს. არ მოგერიდოს და ფსიქიატრთან მიდი, როგორც ზემოთ დაგიწერეს ხანგრძლივ პერსპექტივაში ფსიქოთერაპია გჭირდება, რომელიც სასურველია ახლავე დაიწყო, რაც მედიკამენტებს ეხება, არსებობს წამლები რომლებიც დაგეხმარება ცოტა ნაკლებს შფოთავდე ხოლო ფრენისთვის (ფრენის დღეს, ან 2-3 დღით ადრე) შეგიძლია სხვა წამლები მიიღო დაახლოებით დაახლოებით 1 კვირა. ფსიქიატრთან უნდა მიხვიდე კონსულტაციაზე.

QUOTE
მგონი ვგიჟდები

არ გიჟდები no.gif

Posted by: Shredinger 11 Oct 2022, 03:28
გამარჯობა

ფენიბუტს თუ ვინმე იღებთ, რა შედეგები გაქვთ?

Posted by: nedved_11 13 Oct 2022, 20:10
მეგობრები ყველაზე კარგი დამამშვიდებელი რომელია რეცეპტის გარეშე რო იყიდება??

Posted by: dabneuligorila 19 Oct 2022, 19:23
ფეხებიი მეღლება ძალიან და შეიძლება ნევროზულია?

Posted by: pilo772 20 Oct 2022, 07:34
dabneuligorila
QUOTE
ფეხებიი მეღლება ძალიან და შეიძლება ნევროზულია?

გული გადაიმოწმე

Posted by: Nick-Name 20 Oct 2022, 09:16
QUOTE (pilo772 @ 20 Oct 2022, 07:34 )
dabneuligorila
QUOTE
ფეხებიი მეღლება ძალიან და შეიძლება ნევროზულია?

გული გადაიმოწმე

კისრის მუდმივ დაჭიმულობას რა იწვევს? წლებია ვერაფერი მოუხერხე (, წნევა გამორიცხე, სტრესულმა მდგომარეობამ იცის?

Posted by: pilo772 20 Oct 2022, 15:23
Nick-Name
QUOTE
წნევა გამორიცხე, სტრესულმა მდგომარეობამ იცის?

იცის და მერე როგორ. კისრის მოძრაობის შეზღუდვაც იცის sad.gif
კისრის მალები გადაამოწმე, თიაქარი არ გქონდეს, შეეცადე რამენაირად მოირბილო კისრის კუნთები. თუ არ გაქვს თიაქარი დაგმართებს დროულად თუ არა მიხედე

აგერ მე მჭრს ახლა კოშმარი. დიიდ სტრესი მივიღე მაისი-სექტემბრის განმავლობაში. სერიოზული პროექტი ჩამივარდა და ზარალშ წავედი. ოჯახი დავტოვე მშიერი.
ხო და ნერვიულობისგან უკვე დავიმართე დასამართი. ღამე უმიზეზოდ მეღვიძება და გულის ცემა მეწყება კოშმარული, ჯერ რომ ტაქიკარდია იწყება, მერე ეს გული ისე მირტყავს ლამის საწოლიდან გადმომისროლოს. რამდენიმე წუთ ღრმა სუნთქვის ვარჯიშებს ჩავატარებ ხოლმე და მერე გული მშვიდდება, მაგრამ როგორია ეს ამბები 3 საათის მერე? უკვე ვეღარ ვიძნებ და ხშირ შემთხვევაშ ღამე მიტყდება. მერე დღისითაც ვერ მძნავს, ან სამუშაო მაქვს ან მაგ ნერვოზის გამო იგივე მემართება sad.gif

მოკლედ კოშმარი მაქვს სერიოზული

Posted by: Nick-Name 20 Oct 2022, 17:23
pilo772
ხერხემლის თიაქარს გულისხმობ ალბათ, კი მიტრაკებს ხერხემალი (, უნდა გადავიღო აუცილებლად, მადლობა გამოხმაურებისთვის

Posted by: keandra 21 Oct 2022, 20:40
ჩემ უახლოეს გამოცდილებას დავწერ და შეიძლება ვინმეს გამოადგეს: წლების განმავლობაში (არათუ თვეების) მაწუხებდა გულ-მკერდზე ჭვალები, ღამე ხშირად მეღვიძებოდა, მაქვს მოუსვენარი ფეხების სინდრომი. ექიმებში სულ ტყუილად ვიბოდიალე. აღარ მოვყვები.
ხოდა ერთ დღეს მეუღლე მეუბნება მაგნი ბ6 ვსვაავ ვიტამინს და იქნებ შენც დალიოო. დავიწყე დალევა 3-4 ტაბლეტი დღეში და იმხელა განხვავებას ვგრძნობ ენით ვერ ავღწერ. შემდეგ 4 თვე გამოვტოვე და ერთთვიანი კურსი დავიწყე ეხლა განმეორებით. სულ მუდმივად ხომ ვერ დავლევ.
მე ექიმი არ ვარ და არ ვიცი ვის გამოგადგებათ ეს რჩევა. რაც მე გამოვცადე ის დავწერე უბრალოდ.

Posted by: johnsonanduncle 21 Oct 2022, 20:49
მაგრად ასწორებს ნევროზი დეპრესია და სტრეს მაგარია ბრაოოოო

Posted by: pilo772 21 Oct 2022, 20:50
keandra
QUOTE
ხოდა ერთ დღეს მეუღლე მეუბნება მაგნი ბ6 ვსვაავ ვიტამინს და იქნებ შენც დალიოო.

მე ბ1 ვიტამინს ვსვავ, თიამინს, თავიდან მომცა სერიოზული შეღავათი, მაგრამ ახლა ან მივეჩვიე ან რა ვიცი, თითქოს ტყუილად ვსვავო, აბა მეც ვფიქრობ ეგ ბ6 დავლიო sad.gif
უკუჩვენება ხო არ აქვს რამე?

Posted by: keandra 25 Oct 2022, 11:10
pilo772
QUOTE
უკუჩვენება ხო არ აქვს რამე?

არავითარი უკუჩვენება, პატარა ბავშვებიც სვავენ ოღონდ მცირე დოზას. იმდენი ნევროზული გამოვლინება მქონდა რომ რა გითხრა. ძალიან კმაყოფილი ვარ. ყველაფერი ინდივიდუალურია რავი. 6.50₾ ვაძლევ ხოლმე 20 ცალიან ბლისტერში.

Posted by: Nick-Name 27 Oct 2022, 08:22
keandra
რამდენ მილიგრამიანია? ორნაირი ნავხე და ზუსტად რომელია თუ შეგიძლია ყუთს ფოტო რომ გადაუღო დიდი მადლობელი დაგრჩები )

Posted by: keandra 27 Oct 2022, 15:34
მელოდიაში ვყიდულობ ხოლმე. 20 ტაბლეტია ერთ ლისტზე. 470mg/5 mg აწერია ყუთს. სურათს ვერ ვტვირთავ. ინსტრუქციაც წაიკითხე სანამ იყიდი.

Posted by: Nick-Name 27 Oct 2022, 17:21
keandra
გასაგებია, მადლობა
. .

Posted by: Z.mprtalo 17 Nov 2022, 12:30
მინდა გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილება ანტიდეპრესანტზე, კერძოდ ესციტალოპრამზე. როდესაც ვიწყებდი მიღებას, ვცადე მომეძებნა სხვისი გამოცდილება, მაგრამ დიდად ვერ დავიკმაყოფილე სურვილი, ამიტომაც გიზიარებთ იქნებ ვინმეს გამოგადგეთ.

მაწუხებს დეპრესია დაახლოებით 3+ წელიწადია, თავიდან ვცადე ფსიქოთერაპია, გამოიღო გარკვეული სდეგი, მაგრამ არა ისეთი რო თავი დამეღწია ამ შავი დედაბერისგან. ფსიქოთერაპიის დასრულება დაემთხვა კოვიდის დასაწყისს ჩემს შემთხვევაში, პანდემიისას 24/7 ზე ვმუშაობდი გადაბმულად თვეების განმავლობაში, ჩემი ინსომნია გამწვავდა, სხვა სიმპტომებს დიდად ვერ აღვიქვამდი, რადგან მედიკოსი ვარ და დროის 95%-ს პაციენტებთან ვატარებდი. ნორმალურ რეჟიმს რომ დავუბრუნდით ყველანი იქიდან დაიწყო ძველი სიმპტომების გამოშლა უფრო მწვავედ და უფრო ძლიერად. დიაგნოზი: დიდი დეპრესიული აშლილობა (major depressive disorder). ზუსტად 2 თვის წინ დავიწყე ფსიქიატრის კონსულტაციით ზოლოფტის (Sertraline) მიღება. პირველივე დღეს მომცა კატასტროფული გვერდითი ეფექტები - თავბრუსხვევა, გულისრევა, სისუსტე, ფოტოფობია... მოკლედ ძალიან ცუდად ვგრძნობდი თავს. რადგან ჩემი მდგომარეობა იძლეოდა საშუალებას, შევცვალე მედიკამენტი ფსიქიატრის ნებართვით ცხადია და გადავედი სეციტაზე (Escitalopram). გვერდითი ეფექტები გაგრძელდა დაახლოებით 7-10 დღე და იყო შემდეგი: ნაწლავების მოქმედების აშლილობა, თავის ტკივილი, ძილიანობა, ოდნავი გაბრუება (Brain fog), გრიპისმაგვარი სიმპტომები (სახრების მსუბუქი ტკივილი, ოფლიანობა..). როცა მედიკამენტის მიღება დავიწყე, მაშინ მაწუხებდა ეს ყოველივე, თუმცა ახლა ყველაფერმა გადაიარა. პოზიტიური ეფექტი ვიგრძენი 2-3 კვირაში, გამომიკეთდა გუნება-განწყობა, მომეხსნა სოციალური პანიკა, გამიუმჯობესდა ძილი. მოკლედ თვალებიდან გამოვიხედე.

მედიკამენტის დაწყებიდან 4 კვირის შემდეგ, ფასის სხვაობის გამო, გადავედი იგივე ჯენერიკის სხვა დასახელების წამალზე - ციტოლესი (Escitalopram) - ესეც, რა თქმა უნდა, ფსიქიატრის რჩევითა და ნებართვით. ზოგადად ასეთი გადასვლა-გადმოსვლა არ არის რეკომენდირებული უამრავი მიზეზის გამო და არ დავიწყები ამის ახსნას, მაგრამ ჩემი ორგანიზმი მარტივად ეგუება ყველაფერს და ამიტომ მოვიქეცით ასე. მხოლოდ 1-2 დღე დამჭირდა ახალ მედიკამენტთან შესაგუებლად და მერე წავიდა წყალივით :დ

მოკლედ, 2 თვეა ვიღებ ესციტალოპრამს, 10მგ, ჩემს გარშემო შეიცვალა გარემო, გავხხდი ბევრად კომუნიკაბელური, აღმიდგა ყველა ის დადებითი თვისება რაც მეგონა რომ სამუდამოდ დავკარგე, აღარ მაქვს იმის განცდა რომ სამყარო თვზე მენგრევა და ვერცერთ პრობლემას ვერ მოვაგვარებ...

შენ თუ ახლა იწყებ ნებისმიერი ჯენერიკის ანტიდეპრესანტს, გახსოვდეს, მედიკამენტს სჭირდება გარკვეული დრო შესაგუებლად და კიდევ ცოტა ხანი იმისთვის რომ მოქმედება დაიწყოს. არცერთ შემთხვევაში არ შეწყვიტო მისი მიღება თვითნებურად, მალე მზეც გამოანათებს და სევდიან ღრმა ამოსუნთქვებსაც წარსულში მოიტოვებ!

იმედია ამ აბდაუბდაში რამე საინტერესო ხაზებს ამოიკითხავთ bis.gif

Posted by: chicharito12 4 Dec 2022, 21:31
Z.mprtalo

მე რო მოვხსენი, მის შემდეგ სუნთქვის უკმარისობა მაქვს.
ყველაფერი მოაგვარა ამ წამალმა რაც კი მაწუხებდა, მაგრამ მოხსნის შემდეგ სხვა სახის ნერვოზი ჩამომიყალიბდა

Posted by: Babymariamo 5 Dec 2022, 03:48
გამარჯობა' ფსიქიატრთან მიდი გიშველის , არაფერია იგივე მაქ მეც

Posted by: pilo772 5 Dec 2022, 09:51
გულისცემის ხმა რომელიმეს გაწუხებთ? ღამე თითქოს დოლი უბაგუნებსო ხანდახან ისე მესმის ხოლმე ჩემი გულისცემა sad.gif

Posted by: lordilidan 7 Dec 2022, 20:26
შემოხვალ თუარა პირველი ეს თემა რო გხვდება, მართლა ყველას აწუხებს
* * *
QUOTE (Ani_Floyd @ 17 Jul 2022, 21:56 )
საშინელი ნევროზი (შფოთვები) მაქვს.. როგორ გავუმკლავდე წამლების გარეშე?

ფსიქოლოგთან რაც შეიძლება, ბევრი ვიზიტი, ბევრად ძვირია, მაგრამ ღვიძლის დაბინძურებას გადაურჩები წამლებით
* * *
QUOTE (pilo772 @ 5 Dec 2022, 09:51 )
გულისცემის ხმა რომელიმეს გაწუხებთ? ღამე თითქოს დოლი უბაგუნებსო ხანდახან ისე მესმის ხოლმე ჩემი გულისცემა sad.gif

ბავშობაში მქონდა, გამიარა, სერიოზულად თუ გაწუხებს შეიძლრბა სმენის დარღვევა იყოს

Posted by: Z.mprtalo 9 Dec 2022, 15:36
QUOTE
მე რო მოვხსენი, მის შემდეგ სუნთქვის უკმარისობა მაქვს.
ყველაფერი მოაგვარა ამ წამალმა რაც კი მაწუხებდა, მაგრამ მოხსნის შემდეგ სხვა სახის ნერვოზი ჩამომიყალიბდა


რამდენი ხანი იღებდით და რომელ მედიკამენტს? ცოტა ვრცლად რომ დაწეროთ რა დიაგნოზს მკურნალობდით, რა გაწუხებდათ და ა.შ

Posted by: lordilidan 22 Dec 2022, 10:51
მედიკამენტის გარდა, ძაან ბევრი სირბილი არ გიცდიათ, აი ძაან რო დაიღალოთ ვარჯიშით, ჩემი აზრით ეგრევე ჩაგეძინებათ, რავი მე მშველოდა ხოლმე

Posted by: Z.mprtalo 22 Dec 2022, 17:37
ეგეთი მარტივი იყოს ნეტა ეგრევე ჩაძინება :დ

ზოგადად ფიზიკური აქტივობა, მითუმეტეს სუფთა ჰაერზე, ბევრი დაავადების საპროფილაქტიკოდ გამოდგება (მენტალური, გულ-სისხლძარღვთა...), მაგრამ ასე გადაჭრით ვერ იტყვი რო წადი ირბინე, დაიღალე და დაგეძინებაო

Posted by: Malena_ 23 Dec 2022, 07:41
lordilidan
Z.mprtalo
Me sirbili sapirispiros mishvreba, sagamos garet tu virbine, iset emociebshi var ver vidzineb da sport darbazshi tu wavedi xo saertod sawols ver vekarebi biggrin.gif biggrin.gif

P. S. AR momaqciot me yuradgeba shfotvebiani bebo var lol.gif

Posted by: Z.mprtalo 23 Dec 2022, 10:46
QUOTE
lordilidan
Z.mprtalo
Me sirbili sapirispiros mishvreba, sagamos garet tu virbine, iset emociebshi var ver vidzineb da sport darbazshi tu wavedi xo saertod sawols ver vekarebi 

P. S. AR momaqciot me yuradgeba shfotvebiani bebo var


კი მაგის დაწერასაც ვაპირებდი, შფოთვა რო გაქვს პულსის 5-10 ით მომატებაზე მანდ ფიზიკური აქტივობა მონაგონია :დ

უფრო მედიტაცია წავა ბუნებრივი გზებიდან

Posted by: chicharito12 30 Dec 2022, 22:52
Z.mprtalo
შფოთვა
ციტოლესი

3 თვე

Posted by: dochana 30 Dec 2022, 23:46
ნევროზი და დეპრესია რაა არ ვიცი უკვე იმდენად დამავიწყდა ეგ რამეები.

Posted by: Vanpersie18 5 Jan 2023, 21:59
ახლობელს სჭირდება

ვინმე ან რამე კარგი კლინიკა რომ ნერვოზს შველიდეს

აქ მოხრჩობის შეგრძნება კისერში როცა წამოუვლის და ჭამა უჭირს გონია ვერ ყლაპავს

Posted by: Z.mprtalo 9 Jan 2023, 11:11
ანტიდეპრესანტთან ერთად ალკოჰოლის მიღების ვის როგორი გამოცდილება გაქვთ?

რო არ შეიძლება ვიცი ხო, მაგრამ წამცდება ხოლმე ლუდისკენ ხელი, 1-2 ჯერ სპირტიანისკენაც და ბევრად მარტივად და ძლიერად ვთვრები

Posted by: illuminatiQUEEN 15 Jan 2023, 01:00
Z.mprtalo
მეც ეგეთი გამოცდილება მაქვს. ბევრად მალე ვთვრები ვიდრე ანტიდეპრესანტებამდე. ანუ ტოლერანტობა მაქვს დაბალი ალკოჰოლის მიმართ. პახმელიებიც უფრო ცუდი მაქვს ვიდრე ანტიდეპრესანტებამდე მქონდა.

Posted by: Z.mprtalo 16 Jan 2023, 15:26
illuminatiQUEEN

აი კაკრას 2 დღის წინ მომიწია დალევა, ვიფიქრე ცოტას მოვწრუპავ სიმბოლურად და ეგარი თქო, ისე დასრულდა ეს ამბავი რო დაახლოებით 4 საათი არ მახსოვს, არც გავთიშულვარ და არც არაფერი, ჩვეულებრივად ვფუნქციონირებდი მეგობრების მოყოლით რაც ვიცი, უბრალოდ საერთოდ არაფერი მახსოვს :/

ანტიდეპრესანტებამდე ძალიან ბევრის დალევა შემეძლო და პახმელიაც არ მქონდა და ეხლა 180 გრადუსით შემოტრიალდა.

Posted by: AnneSh 18 Jan 2023, 17:38
დავით ზურაბაშვილთან ყოფილხართ ვინმე? როგორია?
ან სხვა კარგი ფსიქიატრი მირჩიოთ იქნებ ვინმემ

Posted by: lexanna 22 Jan 2023, 19:02
სპაზმლაგინზე საოცრებები ტქვა ერთმა ფბზე, ვდებ ფბ პოსტს რომელსაც წავაწყდი ამ რამდენიმე ხნის წინ და ვისაც მივაწოდე ეს ინფორმაცია დიდად კმაყოფილია! იმედია თქვენც დაგეხმარებათ

///ჩემმა დამ გაიკეტა რესპუბლიკურში ოპერაცია იქ პალატაში იწვა ერტი ქალი.ჩემი დის სანახავად მივედიტ მე და ჩემი ძმა.ჩემს ძმას შეატყო რომ ვერ იყო კარგად.და გამოჰკიტხა ჩივილები რომ უტხრა.ეს წამალი/სპაზმატონი/ მისცა იქვე დაალევინა და სასწაული მოახდინა ამ წამალმა.ვიყიდეტ ასე უექიმოდ და ღმერტიტ გამოკეტდა.ხომ გეუბნევიტ კვდებოდა/შფოთვითი აშლილობა, პანიკური შეტევები ქონდა//ინგოროყვაში გვეწვინა ვერ გაუგეს ჯანმრტელი ხარ წადიო.კერზოდ მყავდა სამ ექიმტან ქვეყანა წამლები დაუნიშნეს დალია არაფერი ეშველა.ფსიკონერვოპატოლოგტან გვყავდა წამლები დაუნიშნა და უფრო ცუდად გახდა.და ამ წამალმა უშველა მხოლოდ!სპაზმატონი! (ამას უწერია ისნტრუქციაში სპაზმებზე მაგრამ ამ ჩივილებს ყველაფერს შველის) /// https://www.aversi.ge/ka/aversi/act/drugDet/?MatID=42506
* * *
აი კიდევ ამაზე პოსტი ფბდან

ვისაც შფოთჳები გაქვთ მიიღეთ ბ1 ვიტამინი.იგივე ბენერვა.აუცილებლად უკეთ იგრძნობთ თავს.მე ევროპაში ვარ.ხუთი წელი სასწაული წამლებით მაწამეს საქართველოში.აფთიაქში ფარმაცევტმა მომცა.თიამინია და თიამინის ნაკლებობაა შფოთვა და შიში.მიიღეთ და ხანგრძივად შეგიძიათ

Posted by: Chamane-Confucius 23 Jan 2023, 03:11
AnneSh
QUOTE
ფსიქიატრი

ფსიქიატრი რად გინდა სექსი კურნავს სექსი

Posted by: Z.mprtalo 23 Jan 2023, 11:54
QUOTE
სპაზმლაგინზე საოცრებები ტქვა ერთმა ფბზე, ვდებ ფბ პოსტს რომელსაც წავაწყდი ამ რამდენიმე ხნის წინ და ვისაც მივაწოდე ეს ინფორმაცია დიდად კმაყოფილია! იმედია თქვენც დაგეხმარებათ

///ჩემმა დამ გაიკეტა რესპუბლიკურში ოპერაცია იქ პალატაში იწვა ერტი ქალი.ჩემი დის სანახავად მივედიტ მე და ჩემი ძმა.ჩემს ძმას შეატყო რომ ვერ იყო კარგად.და გამოჰკიტხა ჩივილები რომ უტხრა.ეს წამალი/სპაზმატონი/ მისცა იქვე დაალევინა და სასწაული მოახდინა ამ წამალმა.ვიყიდეტ ასე უექიმოდ და ღმერტიტ გამოკეტდა.ხომ გეუბნევიტ კვდებოდა/შფოთვითი აშლილობა, პანიკური შეტევები ქონდა//ინგოროყვაში გვეწვინა ვერ გაუგეს ჯანმრტელი ხარ წადიო.კერზოდ მყავდა სამ ექიმტან ქვეყანა წამლები დაუნიშნეს დალია არაფერი ეშველა.ფსიკონერვოპატოლოგტან გვყავდა წამლები დაუნიშნა და უფრო ცუდად გახდა.და ამ წამალმა უშველა მხოლოდ!სპაზმატონი! (ამას უწერია ისნტრუქციაში სპაზმებზე მაგრამ ამ ჩივილებს ყველაფერს შველის) /// https://www.aversi.ge/ka/aversi/act/drugDet/?MatID=42506
* * *
აი კიდევ ამაზე პოსტი ფბდან

ვისაც შფოთჳები გაქვთ მიიღეთ ბ1 ვიტამინი.იგივე ბენერვა.აუცილებლად უკეთ იგრძნობთ თავს.მე ევროპაში ვარ.ხუთი წელი სასწაული წამლებით მაწამეს საქართველოში.აფთიაქში ფარმაცევტმა მომცა.თიამინია და თიამინის ნაკლებობაა შფოთვა და შიში.მიიღეთ და ხანგრძივად შეგიძიათ





ძალიან დიდი იმედი მაქვს რო ვინმე ფსიქიატრის დანიშნულებას გვერდით არ გადადებს და უბრალო ანალგეტიკით არ დაიწყებს მკურნალობას smile.gif

Posted by: User335 5 Feb 2023, 22:02
გამარჯობა! რეცეპტის გარეშე რაც გაიცემა დამამშვიდებლები რომელს მირჩევდით ყველაზე მეტად ? ნევროზალის გარდა მეტი არაფერი არ ვიცი...

Posted by: Z.mprtalo 6 Feb 2023, 12:58
QUOTE
გამარჯობა! რეცეპტის გარეშე რაც გაიცემა დამამშვიდებლები რომელს მირჩევდით ყველაზე მეტად ? ნევროზალის გარდა მეტი არაფერი არ ვიცი...


ვაგოსტაბილი სცადე აბა, მსუბუქი და საშუალო სიმპტომებისას დადებითი ეფექტები აქვს

Posted by: Endy-Endy 10 Feb 2023, 02:01
QUOTE
ახლობელს სჭირდება

ვინმე ან რამე კარგი კლინიკა რომ ნერვოზს შველიდეს

მეც მაინტერესებს
QUOTE
აქ მოხრჩობის შეგრძნება კისერში როცა წამოუვლის და ჭამა უჭირს გონია ვერ ყლაპავს

ეს ყელში წაჭერებიც თუ ნერვოზის ნიშანი იყო არ ვიცოდი.

Posted by: lordilidan 15 Feb 2023, 16:05
QUOTE (lexanna @ 22 Jan 2023, 19:02 )
სპაზმლაგინზე საოცრებები ტქვა ერთმა ფბზე, ვდებ ფბ პოსტს რომელსაც წავაწყდი ამ რამდენიმე ხნის წინ და ვისაც მივაწოდე ეს ინფორმაცია დიდად კმაყოფილია! იმედია თქვენც დაგეხმარებათ

///ჩემმა დამ გაიკეტა რესპუბლიკურში ოპერაცია იქ პალატაში იწვა ერტი ქალი.ჩემი დის სანახავად მივედიტ მე და ჩემი ძმა.ჩემს ძმას შეატყო რომ ვერ იყო კარგად.და გამოჰკიტხა ჩივილები რომ უტხრა.ეს წამალი/სპაზმატონი/ მისცა იქვე დაალევინა და სასწაული მოახდინა ამ წამალმა.ვიყიდეტ ასე უექიმოდ და ღმერტიტ გამოკეტდა.ხომ გეუბნევიტ კვდებოდა/შფოთვითი აშლილობა, პანიკური შეტევები ქონდა//ინგოროყვაში გვეწვინა ვერ გაუგეს ჯანმრტელი ხარ წადიო.კერზოდ მყავდა სამ ექიმტან ქვეყანა წამლები დაუნიშნეს დალია არაფერი ეშველა.ფსიკონერვოპატოლოგტან გვყავდა წამლები დაუნიშნა და უფრო ცუდად გახდა.და ამ წამალმა უშველა მხოლოდ!სპაზმატონი! (ამას უწერია ისნტრუქციაში სპაზმებზე მაგრამ ამ ჩივილებს ყველაფერს შველის) /// https://www.aversi.ge/ka/aversi/act/drugDet/?MatID=42506
* * *
აი კიდევ ამაზე პოსტი ფბდან

ვისაც შფოთჳები გაქვთ მიიღეთ ბ1 ვიტამინი.იგივე ბენერვა.აუცილებლად უკეთ იგრძნობთ თავს.მე ევროპაში ვარ.ხუთი წელი სასწაული წამლებით მაწამეს საქართველოში.აფთიაქში ფარმაცევტმა მომცა.თიამინია და თიამინის ნაკლებობაა შფოთვა და შიში.მიიღეთ და ხანგრძივად შეგიძიათ

ვერ უშველეს რეაპუბლიკურში, რადაბალი დონეა მკურნალობსი ამ სფეროშო საქართველოში, უცხოეთში ზომავენ მაგ ჰორმონებს, მარტო ნევროზზე კიარა შიზოფრენიებზე და მასე უნიშნავენ წამლებს
* * *
QUOTE (Endy-Endy @ 10 Feb 2023, 02:01 )
QUOTE
ახლობელს სჭირდება

ვინმე ან რამე კარგი კლინიკა რომ ნერვოზს შველიდეს

მეც მაინტერესებს
QUOTE
აქ მოხრჩობის შეგრძნება კისერში როცა წამოუვლის და ჭამა უჭირს გონია ვერ ყლაპავს

ეს ყელში წაჭერებიც თუ ნერვოზის ნიშანი იყო არ ვიცოდი.

საქართველოში მაგას წამლით ვერ შველიან სამწუხაროდ, 2 წელი უნდა იაროთ ფსიქოლოგთან, კვირაში ორჯერ მინიმუმ, ერთი ვიზიტი 80 ლარი, რა ფინანსება ურტყამს აბა დაითვალეთ ეს მკურნალობა, მგონი 16000 ლარს სცდება, პლიუს წამლებიც და ნევროპათოლოგიც, ნუ ღარიბაშვილი ჯერ ამას არ გვიფინანსებს, რადგან ეგეც სხვებივით გაუნათლებელია და ნევროზიანები ჯამრთელები გონიათ, რომლებსაც ბავშური აკვიატებები აქვთ

Posted by: Z.mprtalo 28 Feb 2023, 17:23
როგორ ხართ მშფოთვარენო? გამოანათა მზემ?

ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს ციტოლესმა 5 თვის თავზე დაკარგა ეფექტი, წყალივით ვსვამ, დაყარეთ აბა გამოცდილებები

Posted by: lordilidan 27 Mar 2023, 17:58
QUOTE (Z.mprtalo @ 28 Feb 2023, 17:23 )
როგორ ხართ მშფოთვარენო? გამოანათა მზემ?

ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს ციტოლესმა 5 თვის თავზე დაკარგა ეფექტი, წყალივით ვსვამ, დაყარეთ აბა გამოცდილებები

შფოთვაგომილილვმა ერთი რამ გავიგე, აქამდე რასაც გვასწავლოდნენ, ყველაფრი ტყუილია, ადამიანი ცხოველია მანამ სანამ ქვეცნობიერი ცნობიერზე ძლიერია, ნუ ეს თუ შეიცვლება რობოტები ვოქნებით უკვე, ხოდა ვისაც გინდა რო შეაგინო პირდაპირ შეაგინე, არ მოგერიდოს, მოკლედ ყველა შიდა ინსტიქტური სურვილი რაც გაქვს გამოანთავიაუფლე, ... ცუდი ისაა , რომ მერე კანონთამ გექმნება პრობლემა, მაგრამ ციხეში წასვლაც ადამიანის უფლება და თავოაუფლებაა, გაიცნობიერე, რომ.ნებისმიერ წამს ისედაც შეიძლება მოკვდე და ამის გამო უკან არ დაიხიო არაფერზე, სულ რობ კალაშნიკობევით გადაგეღობოს წინ... სანამ ამას არ გაითავისბე წამლებზე იქნები უაზროდ შემჯდარი,... რათქმაუნდა ყველა ასე, არაა, ეს უბრალოდ ემოციური დონეა, ისევე როგორც სიმაღლე, ზოგო 2 მეტრაა ზოგი 1.5 ზოგს მეტი ადრენალინი და კორტიზოლი გამოეყოფა ზოგს ცოტა, დიაბეტი არაა ეგ , რომ წამლებით დაისტაბილურო, ნორმაა მგელს ტყეში არავინ დაიჭერს სხვა მგელი რო.მოკლას, ასე, რომ ბორკილები ჩვენს თავს ჩვენვე დავადეთ

Posted by: ლ.ა. 4 Apr 2023, 14:06
ფობიები ეს ნევროზია?

Posted by: chicharito12 4 Apr 2023, 16:54
ველაქსინს ვინ სვავთ? იგივე ველაქსონი

ძან სისუსტე მაქვს ერთი კვირაა დავიწყე
* * *
QUOTE
ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს ციტოლესმა 5 თვის თავზე დაკარგა ეფექტი, წყალივით ვსვამ, დაყარეთ აბა გამოცდილებები

კარგი წამალი იყო ჩემთვის, თუმცა რატომღაც ეფექტი დაკარგა

Posted by: Z.mprtalo 10 Apr 2023, 11:19
QUOTE
ველაქსინს ვინ სვავთ? იგივე ველაქსონი

ძან სისუსტე მაქვს ერთი კვირაა დავიწყე



ჩემი ძაან კაი მეგობარი სვამდა გენერალიზებული შფოთვითი აშლილობისთვის, მაგ წამალმა და თერაპიამ უშველა ფაქტობრივად, სხვა არც არაფერი უცდია.

ვკითხე და მისი გამოცდილებით სისუსტემ ნელნელა დაიკლო და 1 თვეში სულ გაქრაო.


QUOTE
კარგი წამალი იყო ჩემთვის, თუმცა რატომღაც ეფექტი დაკარგა



ეხა ლამის 7 თვეა უკვე ვსავმ და რავიცი, თერაპიის ფული ფიზიკურად არ მაქვს თორე აუცილებლად წავახმარდი, თვითონ წამალმა გამომაძვრინა შავბნელი დღებიდან, კი დავწერე წყალივით ვსვამ თქო მარა ყველაფერი მხოლოდ დადებითისკენ შეცვალა ჩემს შემთხვევაში.

ნუ ეს ლიბიდოს ამბავი თავიდან ძაან მაღელვებდა, ეხა ნორმ.

Posted by: lordilidan 10 Apr 2023, 16:25
QUOTE (Z.mprtalo @ 10 Apr 2023, 11:19 )
QUOTE
ველაქსინს ვინ სვავთ? იგივე ველაქსონი

ძან სისუსტე მაქვს ერთი კვირაა დავიწყე



ჩემი ძაან კაი მეგობარი სვამდა გენერალიზებული შფოთვითი აშლილობისთვის, მაგ წამალმა და თერაპიამ უშველა ფაქტობრივად, სხვა არც არაფერი უცდია.

ვკითხე და მისი გამოცდილებით სისუსტემ ნელნელა დაიკლო და 1 თვეში სულ გაქრაო.


QUOTE
კარგი წამალი იყო ჩემთვის, თუმცა რატომღაც ეფექტი დაკარგა



ეხა ლამის 7 თვეა უკვე ვსავმ და რავიცი, თერაპიის ფული ფიზიკურად არ მაქვს თორე აუცილებლად წავახმარდი, თვითონ წამალმა გამომაძვრინა შავბნელი დღებიდან, კი დავწერე წყალივით ვსვამ თქო მარა ყველაფერი მხოლოდ დადებითისკენ შეცვალა ჩემს შემთხვევაში.

ნუ ეს ლიბიდოს ამბავი თავიდან ძაან მაღელვებდა, ეხა ნორმ.

ხო თერაპია შველის, ფროიდით 2 წელი უნდა ახალი მეთოდით 1 წელი, მიდი აბა თანხა დაითვალე, 1 ვიზიტი 80 ლარი, კვირაში ორჯერ 160 ლარი, მთელი თვე, 640, რამდენი გაქვს თვიური ხელფასი ისიც დაწერე, პლიუს გაითვალე 1 წელზე ადრე თუ გამოხვალ ფსიქოლოგიდან სერიოზული რეციდივი გექნება, საყოველთაო ჯანდაცვა რატო არ აფინანსებს ამას ძაან მაინტერესებს

Posted by: merkantil 10 Apr 2023, 17:48
lordilidan

კვირაში ორი ვიზიტი ძალიან ბევრია. ევროპაში ყველაზე ცუდი პერიოდის დროსაც კვირაში ერთზე მეტს არ ნიშნავენ ფსიქოლოგები და ფსიქიატრები. ვგულისხმობ შფოთვებს, ნევროზს, პანიკის შეტევებს. უნდა გასწავლოს ფსიქოლოგმა, თავად როგორ გაუმკლავდეთ, სულ მასზე არ უნდა იყოთ დამოკიდებული.
და საერთოდ ძალიან პესიმიტური პოსტი გაქვთ და ამ თემაში არ უნდა დაწეროთ ასე, არ მიწყინოთ.
განწყობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და იცოდეთ, რომ აუცილებლად განიკურნებით. არც ანტიდეპრესანტებია ბუა და საშინელება, თუ საჭიროა, ჯობია მიიღოთ, ოღონდ მხოლოდ ექიმის დანიშნულებით. 2-3 კვირა იცის უსიამოვნო შეგრძნებები,მაგრამ გაივლის, ზოგს არც ეგ აქვს.


Posted by: Z.mprtalo 10 Apr 2023, 18:50
lordilidan

თვეში 3-4 ვიზიტია საჭირო რეალურად, თუმცა ვერ ვწვდები ამ ეტაპზე სამწუხაროდ, საყოველთაოს მენტალური ჯანმრთელობა მაგრად კიდია ))

merkantil

QUOTE
არც ანტიდეპრესანტებია ბუა და საშინელება, თუ საჭიროა, ჯობია მიიღოთ, ოღონდ მხოლოდ ექიმის დანიშნულებით


100% ით გეთანხმებით. როცა დანიშვნა გარდაუვალია, საუკეთესო გამოსავალია

Posted by: lordilidan 10 Apr 2023, 19:18
QUOTE (merkantil @ 10 Apr 2023, 17:48 )
lordilidan

კვირაში ორი ვიზიტი ძალიან ბევრია. ევროპაში ყველაზე ცუდი პერიოდის დროსაც კვირაში ერთზე მეტს არ ნიშნავენ ფსიქოლოგები და ფსიქიატრები. ვგულისხმობ შფოთვებს, ნევროზს, პანიკის შეტევებს. უნდა გასწავლოს ფსიქოლოგმა, თავად როგორ გაუმკლავდეთ, სულ მასზე არ უნდა იყოთ დამოკიდებული.
და საერთოდ ძალიან პესიმიტური პოსტი გაქვთ და ამ თემაში არ უნდა დაწეროთ ასე, არ მიწყინოთ.
განწყობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და იცოდეთ, რომ აუცილებლად განიკურნებით. არც ანტიდეპრესანტებია ბუა და საშინელება, თუ საჭიროა, ჯობია მიიღოთ, ოღონდ მხოლოდ ექიმის დანიშნულებით. 2-3 კვირა იცის უსიამოვნო შეგრძნებები,მაგრამ გაივლის, ზოგს არც ეგ აქვს.

ნამყოფი ხაარ? ევროპაში არიან ფსიქოთერაპევტები, აქ ცალკე ფსიქოლოგია და ცალკე ფსიქიატრი, ექიმს ხო ცალკე უნდა 80 ლარი, და ფსიქოლოგი პირდაპირ გეუბნება არვიცი ჩემთან რამდენი წელი დაგჭირდება, გინიშნავს კვირაში 3 ვიზიტს ცუდ შემთხვევაში და კარგ შემთხვევაში 2 ვიზიტს, მომეცით იმ ფსიქოლოგის ნომერი მაშინ ვინც მწვავე ფაზაში თვეში 4 ვიზიტით მოარჩენს ადამიანს, თვეში ერთხელ ცალკე ფსიქიატრთან 80 ლარია გადასახდელი და ფსიქოლოგთან კიდევ 8 ვიზიტი თვეში მინიმუმ, მე რა პროტოკოლიც ვიცი ასეა და თქვენ სად მკურნალობთ არვიცი ან რა გაქვთ გაგონილი მითუმეტეს არვიცი

Posted by: merkantil 10 Apr 2023, 19:49
lordilidan
ფისოქოთერაპევტი და ფსიქოლოგი ერთი და იგივეა ევროპაში, ფსიქიატრი ექიმია. ორივე ერთი და იგივე მეთოდებს იყენებს ფსიქოთერაპიაში, უბრალოდ ფსიქიატრი ნიშნავს ანტიდეპრესანტს, თუ საჭიროა. ხშირად ერთად მუშაობენ და თუ ხედავს ფსიქოლოგი, რომ შედეგი ვერ მიიღწევა, გიშვებს ფსიქიატრ კოლეგასთან.
ძალიან გამწვავებულ ფაზაში, საჭირო ხდება ხშირად ანტიდეპრესანტი და შემდეგ უკვე თვეში ერთხელ ინიშნება ფსიქიატრთან ვიზიტი, ანტიდეპრესანტებს ისეთი გავლენა აქვს, აბრუნებს ადამიანს სააქიოს smile.gif ხშირი ვიზიტები უფრო ბავშვების შემთხვევაშიო საჭირო, რადგან ანტიდეპრესანტს ერიდებიან მაქსიმალურად,ბავშვებში დაფისქირებულია არასახარბიელო გვერდითი ეფექტები.
ძალიან გავრცელებული მეთოდია ჰიპნოზი, ფაქტიურად ყველა იყენებს, განსაკუთრებით თუ ქრონიკული ტკივილებია ზურგის, კისრის და თავის, კუჭის, მუცლის, რაც სტრესის შედეგად არის გამოწვული. აუტოჰიპნოზს ასწავლიან ადამიანს და მერე თვითონ აკონტროლებს თავის ემოციებს და ტკივილს. არსებობს რელაქსაციის ბევრი მეთოდი, სუნთქვის ვარჯიშები, წიგნები, რა ვიცი, ასე ხელის ჩაქნევა არ შეიძლება და წინასწარ დაგრუზვა, რომ არაფერი გამოვა. თუ ინგლისური იცით, იუთუბზეც ნახავთ ვარჯიშებს, თუნდაც ჰიპნოზს. ფინანსური მხარე მესმის,რა თქმა უნდა და ვწუხვარ, დაზღვევა არ ანაზღაურებს საერთოდ აარფერს, რაც ფსიქიკური ჯანმრთელობის მკურნალობას ეხება?
მე სამწუხაროდ ვერავის გირჩევთ, არ ვცხოვრობ საქართველოში 20 წელია, თუმცა თავის დროზე ჩემს ოჯახის წევრს დაეხმარა გუგა სიხარულიძე, ოღონდ ანტიდეპრესანტები დაუნიშნა, მოაბრუნა ადამიანი და მადლობლები ვართ.

Posted by: lordilidan 10 Apr 2023, 23:18
QUOTE (merkantil @ 10 Apr 2023, 19:49 )
lordilidan
ფისოქოთერაპევტი და ფსიქოლოგი ერთი და იგივეა ევროპაში, ფსიქიატრი ექიმია. ორივე ერთი და იგივე მეთოდებს იყენებს ფსიქოთერაპიაში, უბრალოდ ფსიქიატრი ნიშნავს ანტიდეპრესანტს, თუ საჭიროა. ხშირად ერთად მუშაობენ და თუ ხედავს ფსიქოლოგი, რომ შედეგი ვერ მიიღწევა, გიშვებს ფსიქიატრ კოლეგასთან.
ძალიან გამწვავებულ ფაზაში, საჭირო ხდება ხშირად ანტიდეპრესანტი და შემდეგ უკვე თვეში ერთხელ ინიშნება ფსიქიატრთან ვიზიტი, ანტიდეპრესანტებს ისეთი გავლენა აქვს, აბრუნებს ადამიანს სააქიოს smile.gif ხშირი ვიზიტები უფრო ბავშვების შემთხვევაშიო საჭირო, რადგან ანტიდეპრესანტს ერიდებიან მაქსიმალურად,ბავშვებში დაფისქირებულია არასახარბიელო გვერდითი ეფექტები.
ძალიან გავრცელებული მეთოდია ჰიპნოზი, ფაქტიურად ყველა იყენებს, განსაკუთრებით თუ ქრონიკული ტკივილებია ზურგის, კისრის და თავის, კუჭის, მუცლის, რაც სტრესის შედეგად არის გამოწვული. აუტოჰიპნოზს ასწავლიან ადამიანს და მერე თვითონ აკონტროლებს თავის ემოციებს და ტკივილს. არსებობს რელაქსაციის ბევრი მეთოდი, სუნთქვის ვარჯიშები, წიგნები, რა ვიცი, ასე ხელის ჩაქნევა არ შეიძლება და წინასწარ დაგრუზვა, რომ არაფერი გამოვა. თუ ინგლისური იცით, იუთუბზეც ნახავთ ვარჯიშებს, თუნდაც ჰიპნოზს. ფინანსური მხარე მესმის,რა თქმა უნდა და ვწუხვარ, დაზღვევა არ ანაზღაურებს საერთოდ აარფერს, რაც ფსიქიკური ჯანმრთელობის მკურნალობას ეხება?
მე სამწუხაროდ ვერავის გირჩევთ, არ ვცხოვრობ საქართველოში 20 წელია, თუმცა თავის დროზე ჩემს ოჯახის წევრს დაეხმარა გუგა სიხარულიძე, ოღონდ ანტიდეპრესანტები დაუნიშნა, მოაბრუნა ადამიანი და მადლობლები ვართ.

მეც ექიმი ვარ, ოღონდ ფსიქიატრი არა, ბიომოლეკულების დონეზე ვიცი რაც ხდება, ჰორმონებს და რეცეპტორება ვგულისხმობ, ამის მიუხედავათ შფოთი თუ დამეწყო ვერ ვშეველი უამრავი ავტოტრენინგი ვიცი, ჰიპნოზი არაა რასაც იძახით, ძლიერ მძინარე ჰიპნოზში უმეტესობა ვერც შედის და აღარც გამოიყენება, დავდიოდი სტუდენტობის დროსაც ფსიქოლოგთან თვეობით, თავიდან დაჟე კვირაში სამჯერ მაგრამ მაშინ 30 ლარი ღირდა, ეხლა 80 ია გამხდარი, ... წამლებს რაც შეეხება დიაზეპამის გარდა არაფერი მშველოდა თითქმის, დიაზეპამს კიდევ მიშლიან, ხო კიდევ პოლიციასთან საშაროა დიაზეპამიო, სხვა ტრანკვილიზატორები ან ანტიდეპრესანტების მოქმედებას აღვწერ 10 ბალიდან 1 ქულით, რაც შეეხება ფსიქოლოგს კი წამლებთან შედარებით ძლიერ დამეხმარა, მაგრამ მთელი ჩემი ქონება თუ დავტოვე და ქუჩაში აღმოვჩნდი რა გამოვა მაგით,... ჩემი გამოცდილებით გეუბნები, კვირაში სამჯერ ვიარე 6 თვე, მერე ორჯერ და მერე ნუ გამოვედი, მაგრამ რემისია ხშირად მქონდა, წლების მერე, ეხლა ვცდილობ აღარ მივიდე, ... მეთვითონაც ბევრი პაციენტი მყავს, რავი 80 ლარად კბილი რო გავუკეთო და რაღაც დაემართოს კბილს ხო ამაფეთქა პაციენტმა... და ამ ფსიქოლოგებს და ფსიქიატრებს რა კრიტერიუმით უნდა შევუფასოდ ჩატარებული მკურნალობის ხარისხი? ჩემთან ჩაიხედავენ და ჩანს როგორი კბილია, მაგათთან როგორ ხდება შეფასება?
* * *
ps ...დიაზეპამი როცა არ გშველის, ან ღამეს გადაბმულად თეთრად ათენებთ ისე რო 1 წუთითაც არ გეძინებათ, შთაგონებითი ნევროზი აღარაა, უფრო მძიმეა შიზოფრენია ან მინიმუმ ფსიქოზი, ეგენი უკვე ორგანული დარღვევაა და არა მეხსიერებითი...

Posted by: merkantil 10 Apr 2023, 23:47
lordilidan
ვაიმე, მოჯადოება და ავი სულის განდევნა არ მიგულისხმიაsmile.gif)))))თანამედროვე ჰიპნოზი არის აბსოლიტურად სხვა რამ და გეუბნებით, რომ ამას შვეიცარიასა და გერმანიაში აქტიურად იყენებენ დღეს. არავითარი გათიშვა და დაძინება, მცდარი წარმოდგენა გაქვთ.
ბენზოდიაზეპამი არ არის გამოსავალი და არც მაგას მიმართავენ, ძალიან იშვიათად.
მე არ ვიცი თქვენ რას უჩივით, მაგრამ თუ არ ვცდები, თემა შფოთვებზე და ნევროზზე იყო. ჰოდა მინდა ვუთხრა ყველას, რომ შესაძლებელია თავის დაღწევა და უმრავლესობაზე ანტიდეპრესანტი და ფსიქოტერაპია გადასარევად მოქმედებს, არც გსიქოატრთან გადასახლებაა საჭირო.
სხვა ბევრ რამეში არ გეთანხმებით, მაგრამ არ შეგეკამათებით.

Posted by: lordilidan 11 Apr 2023, 00:26
QUOTE (merkantil @ 10 Apr 2023, 23:47 )
lordilidan
ვაიმე, მოჯადოება და ავი სულის განდევნა არ მიგულისხმიაsmile.gif)))))თანამედროვე ჰიპნოზი არის აბსოლიტურად სხვა რამ და გეუბნებით, რომ ამას შვეიცარიასა და გერმანიაში აქტიურად იყენებენ დღეს. არავითარი გათიშვა და დაძინება, მცდარი წარმოდგენა გაქვთ.
ბენზოდიაზეპამი არ არის გამოსავალი და არც მაგას მიმართავენ, ძალიან იშვიათად.
მე არ ვიცი თქვენ რას უჩივით, მაგრამ თუ არ ვცდები, თემა შფოთვებზე და ნევროზზე იყო. ჰოდა მინდა ვუთხრა ყველას, რომ შესაძლებელია თავის დაღწევა და უმრავლესობაზე ანტიდეპრესანტი და ფსიქოტერაპია გადასარევად მოქმედებს, არც გსიქოატრთან გადასახლებაა საჭირო.
სხვა ბევრ რამეში არ გეთანხმებით, მაგრამ არ შეგეკამათებით.

რა არის მოჯადოვება? ღრმა ჰიპნოზურო მდგომარეობა როცა ქვეცნობიერს ელაპარაკები? პროფესიით რა ხართ? ინჰალაციური ნარკოზით ნარკოზში შეყვანის დროს იცით რა ხდებოდა? როცა ქექრზედა ბირთვები ითიშება ცნობიერი რჩება მაგრამ ქერქვეშა ბირთვები აქტიურია და ადამიანი ფაქტიურად ქვეცნობიერით გელაპარაკება,... ჩქარი და ნელი ძილის შესახებ თუ გსმენიათ, როცა ჯერ ზურგის ტვინი ისვენებს მერე ცნს, ხოდა ღამით ხშირი გამოღვიცება ნელი და სწრაფ ძილის ფაზებისბგადასვლის დროს ხდება ეგაა ნევროზული უძილობა, მაგრამ როცა მელიტორის გამოყოფა ორგანული დარღვევის გამო ნულამდეა დასული, ეგ უკვე ნევროზი აღარაა,.... და საერთოდ, ნერვული დაავადება მხოლოდ გამოქვაბულიდან გამოსვლის მერე გამოჩნდა, ადამიანი ცხოველია, ზოგი ვერ თვინიერდება და სწორედ ამას ეძახიან ფსიკიკურ პრობლემებს, ანუ კატას იმ ოთახში ვეძებთ სადაც არაა,.... ცხოველებში აგრესია არ აღიქმება ფსიქიკურ პრობლემად, ადამიანებში კი, რადგან ზოგი ვერ მოვაშინაურეთ და წამლებით ვცდილობთ მათ სოციუმის კალაპოტში ჩასმას,.... ეს სწორედ ის სიმართლე რომელსაც არავინ გეტყვით, 13 წელია ამ თემას ვიკლევ, დარვინიზმა მომცა სწორედ პასუხები და არა ეკლესიამ,

Posted by: merkantil 11 Apr 2023, 00:46
lordilidan
მე მგონი ძალიან გასაგებად დავწერე, რომ თანამედროვე ჰიპნოზი არის სუუულ სხვა რამ. კონკრეტულად რაც გამოიყენება, დღეს 21 საუკუნეში, განვითარებულ ქვეყნებში აი მაგ ჰიპნოზზე მაქვს ლაპარაკი, ადამიანი არის ფხიზელი! მაგრამ არ მინდა ახლა ჰიპნოზზე ჩახვევა, ეს ერთ-ერთი მეთოდია, ძირითადად ტკივილების დროს და უბრალოდ ვახსენე. თან საქართველოში მგონი არც გამოიყენებენ და რა აზრი აქვს.
უბრალოდ, რასაც თქვენ წერთ, მხოლოდ შეაშინებთ და დაძაბავთ შფოთვებიან და დეპრესიაში მყოფ ადამიანებს.
სტატისტიკა მხოლოდ თქვენი გამოცდილების შედეგებზე არაა აგებული და რასაც თქვენ იკვლევთ და რაც აღმოაჩინეთ ამ 13 წლიანი კვლევის შედეგად, აუცილებელი არ არის, რომ აპრიორი სწორი იყოს smile.gif

მეტი აღარ მომწეროთ გთხოვთ, ვერ შევთანხმდებითsmile.gif

Posted by: lordilidan 11 Apr 2023, 00:55
QUOTE (merkantil @ 11 Apr 2023, 00:46 )
lordilidan
მე მგონი ძალიან გასაგებად დავწერე, რომ თანამედროვე ჰიპნოზი არის სუუულ სხვა რამ. კონკრეტულად რაც გამოიყენება, დღეს 21 საუკუნეში, განვითარებულ ქვეყნებში აი მაგ ჰიპნოზზე მაქვს ლაპარაკი, ადამიანი არის ფხიზელი! მაგრამ არ მინდა ახლა ჰიპნოზზე ჩახვევა, ეს ერთ-ერთი მეთოდია, ძირითადად ტკივილების დროს და უბრალოდ ვახსენე. თან საქართველოში მგონი არც გამოიყენებენ და რა აზრი აქვს.
უბრალოდ, რასაც თქვენ წერთ, მხოლოდ შეაშინებთ და დაძაბავთ შფოთვებიან და დეპრესიაში მყოფ ადამიანებს.
სტატისტიკა მხოლოდ თქვენი გამოცდილების შედეგებზე არაა აგებული და რასაც თქვენ იკვლევთ და რაც აღმოაჩინეთ ამ 13 წლიანი კვლევის შედეგად, აუცილებელი არ არის, რომ აპრიორი სწორი იყოს smile.gif

მეტი აღარ მომწეროთ გთხოვთ, ვერ შევთანხმდებითsmile.gif

სტომატოლოგი ვარ, კბილები ასობით ადამიანისთვის ამომიღია, საათობით ვმართავ უამრავი ბავშვის ფსიქიკას, სანამ კბილში ნერვს ვუკლავ, ძალიან ბევრ სტომატოლოგზე უკეთ ვიცი სხვა ადამიანის ემოციის მართვა, .. ვერ შეთანხმებაზე არაა და არც იმაზე აქ რო დეპრესიული ადამიანი რაღაცას წაიკითხავს, ადამიანი მაშინ გენდობა როცა ხედავ არ ატყუებ, 5 წლის ბავშვს ვერ მოატყუებ დღეს, და რა გინდა ლამაზად შეფუთული ტყუილით გავბერო აქ ზრდასრული ხალხი? უბრალოდ მათ მინდა ვუთხრა, ყველა ადამიანს აქვს ბედნიერები უფლება, ციხეში წახვალთ თუ ხვალევე მოკვდებით, ან ვინმე რამე ცუდს იტყვის თქვენზე ამას არააქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა,... მთავარი თავისუფლების იდეა ისაა, რომ თქვენი თავი თქვენ გეკუთვნით, მორალი და ხათრი შეიძლება მონობის ერთ ერთი ფომრა იყოს, რომელიც მდიდრებმა მოიფიქრეს სუსტების სამართავად, ისევე როგორც ღმერთი გამოიგონეს მასების საკონტროლებლად....

Posted by: merkantil 11 Apr 2023, 13:42
QUOTE (Z.mprtalo @ 28 Feb 2023, 17:23 )
როგორ ხართ მშფოთვარენო? გამოანათა მზემ?

ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს ციტოლესმა 5 თვის თავზე დაკარგა ეფექტი, წყალივით ვსვამ, დაყარეთ აბა გამოცდილებები

რამდენ წვეთს იღებთ?
ეფექტი დაკარგა რას ნიშნავს, ანუ ისევ შფოთვები დაგეწყოთ? პარალელურად ქცევით თერაპიას თუ გადიხართ ფსიქიატრთან?
შეიძლება შეცვლა დაგჭირდეთ. თავიდანვე მაგას სვამდით, თუ სხვა პრეპარატს?

Posted by: lordilidan 11 Apr 2023, 13:49
QUOTE (lordilidan @ 15 Feb 2023, 16:05 )
QUOTE (lexanna @ 22 Jan 2023, 19:02 )
სპაზმლაგინზე საოცრებები ტქვა ერთმა ფბზე,  ვდებ ფბ პოსტს რომელსაც წავაწყდი ამ რამდენიმე ხნის წინ და ვისაც მივაწოდე ეს ინფორმაცია დიდად კმაყოფილია! იმედია თქვენც დაგეხმარებათ

///ჩემმა დამ გაიკეტა რესპუბლიკურში ოპერაცია იქ პალატაში იწვა ერტი ქალი.ჩემი დის სანახავად მივედიტ მე და ჩემი ძმა.ჩემს ძმას შეატყო რომ ვერ იყო კარგად.და გამოჰკიტხა ჩივილები რომ უტხრა.ეს წამალი/სპაზმატონი/ მისცა იქვე დაალევინა და სასწაული მოახდინა ამ წამალმა.ვიყიდეტ ასე უექიმოდ და ღმერტიტ გამოკეტდა.ხომ გეუბნევიტ კვდებოდა/შფოთვითი აშლილობა, პანიკური შეტევები ქონდა//ინგოროყვაში გვეწვინა ვერ გაუგეს ჯანმრტელი ხარ წადიო.კერზოდ მყავდა სამ ექიმტან ქვეყანა წამლები დაუნიშნეს დალია არაფერი ეშველა.ფსიკონერვოპატოლოგტან გვყავდა წამლები დაუნიშნა და უფრო ცუდად გახდა.და ამ წამალმა უშველა მხოლოდ!სპაზმატონი! (ამას უწერია ისნტრუქციაში სპაზმებზე მაგრამ ამ ჩივილებს ყველაფერს შველის) /// https://www.aversi.ge/ka/aversi/act/drugDet/?MatID=42506
* * *
აი კიდევ ამაზე პოსტი ფბდან

ვისაც შფოთჳები გაქვთ მიიღეთ ბ1 ვიტამინი.იგივე ბენერვა.აუცილებლად უკეთ იგრძნობთ თავს.მე ევროპაში ვარ.ხუთი წელი სასწაული წამლებით მაწამეს საქართველოში.აფთიაქში ფარმაცევტმა მომცა.თიამინია და თიამინის ნაკლებობაა შფოთვა და შიში.მიიღეთ და ხანგრძივად შეგიძიათ

ვერ უშველეს რეაპუბლიკურში, რადაბალი დონეა მკურნალობსი ამ სფეროშო საქართველოში, უცხოეთში ზომავენ მაგ ჰორმონებს, მარტო ნევროზზე კიარა შიზოფრენიებზე და მასე უნიშნავენ წამლებს
* * *
QUOTE (Endy-Endy @ 10 Feb 2023, 02:01 )
QUOTE
ახლობელს სჭირდება

ვინმე ან რამე კარგი კლინიკა რომ ნერვოზს შველიდეს

მეც მაინტერესებს
QUOTE
აქ მოხრჩობის შეგრძნება კისერში როცა წამოუვლის და ჭამა უჭირს გონია ვერ ყლაპავს

ეს ყელში წაჭერებიც თუ ნერვოზის ნიშანი იყო არ ვიცოდი.

საქართველოში მაგას წამლით ვერ შველიან სამწუხაროდ, 2 წელი უნდა იაროთ ფსიქოლოგთან, კვირაში ორჯერ მინიმუმ, ერთი ვიზიტი 80 ლარი, რა ფინანსება ურტყამს აბა დაითვალეთ ეს მკურნალობა, მგონი 16000 ლარს სცდება, პლიუს წამლებიც და ნევროპათოლოგიც, ნუ ღარიბაშვილი ჯერ ამას არ გვიფინანსებს, რადგან ეგეც სხვებივით გაუნათლებელია და ნევროზიანები ჯამრთელები გონიათ, რომლებსაც ბავშური აკვიატებები აქვთ

რა წამლებია ევროპაში ასეთი სასწაული მეც მაინტერრსებს? საქართველოში შემოტანას თუ შევძლებ ვინმე რო დავაბარო? დიაზეპამისნგარდა არაფერი მშველოდა და არც იმას არ მასმევდნენ... მართალია 1 წელზე მეტია პანიკური შეტევა აღარ მქონია, მაგრამ ვინიცობაა რო ვიცოდე პროფილაქტიკის მიზნით

Posted by: Cymbaline 13 Apr 2023, 07:21
გამარჯობა,

გწერთ თავად ყოფილი ქრონიკული (წლობით) დეპრესნიაკი, რომელმაც "განსაკურნებლად" არანაირი წამალი არ მიიღო.

გწერთ მარტივ და ბუნებრივ, და ამავდროულად რთულ პროტოკოლს.
ბანალურია, მოიწესრიგეთ ძილი.
დაძინება რთულია შფოთვების და ეკრანს მოუწყვეტლობის პირობებში, თუმცა ამისათვის არსებობს "ჰაკი", დაწყევლილი ციკლის გასატეხი საშუალება.
დილა, როგორც კი გაიღვიძებთ, დაიწყეთ ერთი წუთი დღის შუქზე გახედვით (აივანზე, ფანჯარაში - არაა აუცილებელი პირდაპირი მზის სხივი) და შემდეგ ეგრევე ცივი შხაპი.
არ იქნება მარტივი თავიდან, შეიძლება 2-5 წამი ძლივს გაუძლოთ შხაპს, მაგრამ დროთა განმავლობაში, 3-4-5 დღეში შეძებთ 30 წამი - 4 წუთამდე, გამოიმუშავებთ ამტანობას. სიცივის მიმართაც მთელი დღე გაცილებით რეზისტენტული გახდებით.
ცივი შხაპი არის კორტიზოლის ძალიან ჭარბი გამოყოფა, ბიოქიმიურად ყველაზე დიდი სტრესია, გამოსაფხიზლებლად და საპასუხო რეაქცია სხეულს აქვს ადრენალინის, ნორადრენალის და დოპამინის ჭარბი გამოყოფა. შედეგი არის ბედნიერი, ამაღლებული და ენერგიული განწყობა, სხვა საჭირბოროტო დამსტრესავ საკითხებს უკვე სასაცილოდაც აღარ აღიქვამთ. ეს ამაღლებული განწყობა გაგყვებათ საათობით და შეიძლება მთელი დღითაც.
ცირკადიული (ძილის) ციკლიც მოწესრიგდება, მზე რო დაიწყებს ჩასვლას, თავად დაგეწყებათ ბუნებრივი "შეგრილება" და ძილისპირული.
შედეგად ძილი ჩაჯდება ნორმაში.

სწორი კვება:
ასევე ბანალურია, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი. ბოლო საუკუნე-ნახევრის მანძილზე კვების ინდუსტრია დიდმა ბიზნესებმა "გადააყირავეს". ყოველდღიურ საკვებად "გვატენიან" იმას რაც 100,000+წელი არ ყოფილა ჩვენი სახეობის საკვები (მარცვლოვანი კულტურები, მცენარეული ზეთები, ფრუქტოზის სიროფიანი საჭმელ-სნექები, ჯანქ ფუდი და ა.შ.) - ამ ყველაფერზე ჩვენს სხეულს აქვს "ერრორ" რეაქცია - > მეტაბოლური ერრორი კასკადურად აისახება ჩვენს მენტალურ ჯანმრთელობაზეც. იკვებეთ ცხოველური პროდუქტით, ნაჯერი ცხიმებით. საქონლის ცხიმიანი ხორცი, კვერცხი, კარაქი, ერბო და მისთანანი არის ჩვენი სახეობის საყვარელი საკვები და არა ბროკოლი, გერკულესი, გრეჩიხა, "ოლეინა", მაიონეზი და სხვა.

ამ ორ საკითხს, კვებას და ძილს თუ მოიწესრიგებთ, ვარჯიში / ფიზ აქტივობა უკვე ბუნებრივად მოგინდებათ - > ვარჯიში გახდება სახალისო აქტივობა, და არა იძულებითი, რადგან მოჭარბებული ენერგიის "სადმე წაღებას" მოგთხოვთ სხეული biggrin.gif <3

ერთ ადამიანს მაინც თუ შეგიცვლით ეს პოსტი უკეთესობისკენ ცხოვრებას, ძალიან მადლიერი ვიქნები.

ბედნიერი დღე და წარმატებები

Posted by: Z.mprtalo 20 Apr 2023, 19:42
QUOTE
გწერთ თავად ყოფილი ქრონიკული (წლობით) დეპრესნიაკი


ქრონიკულ (წლობით) "დეპრესნიაკობას" დისთიმია ქვია და ყველაზე მარტივი თუარა ერთერთი ყველაზე მარტივი სახეობა შეგხვედრიათ ამ ვერაგობის, რომელსაც თითქმის არასდროს არ სჭრიდება მედიკამენტური ჩარევა და ზუსტად ისეთი დღის რეჟიმის ჩამოყალიბება შველის რაც იდეალურად აღწერეთ yes.gif

ზოგადად დილის მზის ციკლზე აწყობა, ცივი შხაპი და სწორი საკვები - ანუ ჩვენს ევოლუციურ წინაპრებთან მიახლოებული რეჟიმის დაცვა, ნებისმიერი დაავადების რისკს გვიმცირებს, იქნება ეს მენტალური, კარდი-ვასკულარული თუ ენდოკრინული.

თუმცა მსგავს ციკლზე გადაწყობა მწვავე ფაზებში შეუძლებელი, არასწორი და პირიქით დამღუპველია, უნდა მოხდეს ეტაპობრივად გადასვლა მწვავე ფაზის მოხნის შემდეგ ფსიქოთერაპიასთან ერთად

"ადე ძმა მოიხოდე, რა დროს ცუდ ხასიათზე ყოფნაა, ნახე გარეთ მზეა და ჩიტები ჭიკჭიკებენ" მთავრდება ხშირად არასასურველი შედეგებით

Posted by: Cymbaline 21 Apr 2023, 06:43
Z.mprtalo
კაი ჩემო ძმაო/დაო.
მარტივი ყოფილა, მიხარია. სად ვიყავი აქამდე.

(თუმცა შენ არ იცი ჩემი მდგომარეობის სიმწვავე, აღარ ჩავედი ნიუანსებში)

იმასაც დავამატებდი, რომ ეტაპობრივად მოვუწოდე მე, პირველი დღე შედი 3-4-5 წამით ცივ შხაპში მეთქი და შენ რატომღაც სკეპტიკურად ძირი გამოუთხარე "ადე ჩემო ძმაო, ჩიტების ჭიკჭიკია მოიხოდე" ნახევარდამცინავი კომენტარით, არაა სწორი მიდგომა. smile.gif

რთულებს (ბორდერლაინებს./მულტიპერსონალიტი აშლილებს/შიზოფრენიკებს) მოგიწოდებთ დაიწყოთ მხოლოდ საქონლის ცხიმიანი ხორცის და მარილის ჭამა და დააკვირდეთ თქვენს თავში პროგრესს. როგორც კოლეგამ თქვა, და მოდი ჯანდაბას დავეთანხმები, რისკები გადავაზღვიო, ეტაპობრივად დააკვირდით თავს, რამე მედიკამენტზე თუ ხართ სიმპტომების მოსათოკად, იმის შემცირებისკენ და საბოლოოდ თავის დანებებისკენ სწრაფვაც გარდაუვალი გაგიხდებათ.

გარანტიას გაძლევთ, ძალა შეგემატებათ, რო "ადგეთ დსმებო, მოიხოდოთ, რა დროს ცუდ ხასიათზეა ყოფნა და ცივი შხაპი გადაივლოთ"

პ.ს. აქ რამდენს ყავს თერაპევტი? biggrin.gif

პ.პ.ს.

"ნევროზი, დეპრესია და სტრესი" <- ესენი "რთულია"? და რა არის რთულის გაგება?
QUOTE
არასასურველი შედეგებით

რა არის არასასურველი შედეგი?

Posted by: Z.mprtalo 24 Apr 2023, 11:03
Cymbaline
რა ვუპასუხო ადამიანს რომელიც Carnivore დიეტით, ანუ საქონლის ხორცით და მარილით გარანტიებს იძლევა არ ვიცი :დ მითუმეტეს როცა ამ დიეტის მიმდევრებიც ლამის ყველა გამოჩენისას იძახიან არავის ვურჩევთ, ურთულესიაო :დ აქვს თვისი ბენეფიტებიც, თუმცა გარანტიებზე საუბარი და მითუმეტეს ავადობის მწვავე ფაზებში "ხორცი ჭამე, გაგივლის" ...

რაღაც ვერ დავწერე ნორმალურად და რო განვმარტო თავად ვიყენებ ცივ შხაპს წლებია, ყველაზე სასიამოვნო პროცესია ჩემი დღის რუტინაში, ყველაზე მეტად მეხმარება ტონუსის შენარჩუნებაში. ზამთარში ძალიან მიჭირს როარ დავმალო და კვირაში 1-2 დღე თუ ვაკეთებ მხოლოდ sad.gif

მზის სხივებიც მთლიანად ანატომიური ამბავია, სახით და თვალებით მზისკენ დილით -> თვალებიდან სიგნალი გადადის პირდაპირ ეპიფიზში (გირჩისებრ სხეულში) და ორგანიზმს სიგნალი მისდის რო ვსო გათენდა და უნდა გამოფხიზლდე. წმინდაწყლის პრიმიტიული, უფასო და უეფექტურესი საშუალებაა.

დაცინვად ნუ მიიღებ მეგობარო, სპეციალისტების გვერდის ავლით ერთი მეორეს ისე არიგებს ჭკუას რო აი ნახე მე რაღაც გამოვცადე, გაამართლა და ეხა ყველამ ესე ქენით - არასწორია. მინიმუმ DSM-5 -ს გავეცნოთ ყველა არ იქნება ურიგო.



QUOTE
რა არის არასასურველი შედეგი?


სუიციდი.

ოღონდ ეხა არ დაწერო რატო გგონია სუიციდისკენ ვინმეს ვუბიძგეო, მსგავს დამოკიდებულებებზე ვთქვი საზოგადოებაში

Posted by: zazakax 1 May 2023, 17:52
გამარჯობა, 6-7 წლის წინ დამეწყო ნერვოზი, აი სერიოზული, ყველაფერი გამომივლია თუ რამე შეიძლება. და ყოველთვის ახალ ახალი რაღაცები ემატება. ვიღვიძებ და უკვე ცუდად იწყება დღე. არმახსოვს ბოლოს აიი ბედნიერი როდის ვიყავი, ნუ ნერვოზამდე ალბათ. წამიერად შეიძლება რამეზე კარგად გამეცინოს მაგრამ უცებ ბრახ და ვსო, მარა ესენი არაფერია მივეჩვიე და ვაიგნორებ რაღაც მხრივ. კიდე უამრავი რამეა რის გამოც ცხოვრება გაუფერულდა აი აზრი დაკარგა არაფერი არმინდა , ყოფნაც მეზარება აი უბრალოდ რო ვიღვიძებ ისიც მეზარება არაფრის კეთება არმინდა დეპრესია პანიკები და ასე შემდეგ. ახლა გამოჩნდა ახალი რაღაც. დროში ვირევი, რეალობა და სიზმარი ერთმანეთში მერევა, ვერც ვხსნი კარგად, აი მაგალითად 1 დღის ამბები ისეთი შეგრძნებით მახსოვს რომ თითქოს მეძინა და მე არვყოფილვარ. ყველაფერი მახსოვს როდის რა მოხდა უბრალოდ აი სიზმარივით მახსოვს, 1 საათის ამბებზეც კი ასე ვარ და ეს ძაალიან მძაბავს და ავიკვიატე გათენდება თუარა ეგრევე ფიქრს ვიწყებ აბა როგორ გამახსენდება გუშინდელითქო. ტვინი თვითონ ფიქრობს ვერაფერს ვუკეთებ. მირჩიეთ ვინმე ვისთან მივიდე. კაი ნერვოზი რო მაქვს ვიცი , მაინტერესებს ესეც ნერვოზულია თუ რამე სხვა შეიძლება იყოს ? ახლაც რო ვწერ ცოტახანში 1 კვირის ამბავი მეგონება ალბათ. აღარ შემიძლია მართლა, გამომეხმაურეთ ვინმემ გთხოვთ, გავგიჟდები ვგრძნობ როგორ ვიფლობი და აღარ მინდა ასე ცხოვრება...
ადმინ, ვიცი რომ ნერვოზზეა რის უკვე გახსნილი თემა, უბრალოდ მინდა რომ ოდნავ სწრაფად ნახოს ვინმემ <3 <3 <3 მადლობა

Posted by: merkantil 2 May 2023, 21:26
zazakax
ამდენი ხანი რატომ ითმენთ? მიდით ფსიქიატრთან და იმკურნალეთ, დღეს გაცილებით წინ არის მედიცინა,ასე უმოქმედოთ ყოფნა, რომ თავისით გაგივლით, არ შეიძლება smile.gif

Posted by: wings 7 May 2023, 18:30
QUOTE (zazakax @ 1 May 2023, 17:52 )
გამარჯობა, 6-7 წლის წინ დამეწყო ნერვოზი, აი სერიოზული, ყველაფერი გამომივლია თუ რამე შეიძლება. და ყოველთვის ახალ ახალი რაღაცები ემატება. ვიღვიძებ და უკვე ცუდად იწყება დღე. არმახსოვს ბოლოს აიი ბედნიერი როდის ვიყავი, ნუ ნერვოზამდე ალბათ. წამიერად შეიძლება რამეზე კარგად გამეცინოს მაგრამ უცებ ბრახ და ვსო, მარა ესენი არაფერია მივეჩვიე და ვაიგნორებ რაღაც მხრივ. კიდე უამრავი რამეა რის გამოც ცხოვრება გაუფერულდა აი აზრი დაკარგა არაფერი არმინდა , ყოფნაც მეზარება აი უბრალოდ რო ვიღვიძებ ისიც მეზარება არაფრის კეთება არმინდა დეპრესია პანიკები და ასე შემდეგ. ახლა გამოჩნდა ახალი რაღაც. დროში ვირევი, რეალობა და სიზმარი ერთმანეთში მერევა, ვერც ვხსნი კარგად, აი მაგალითად 1 დღის ამბები ისეთი შეგრძნებით მახსოვს რომ თითქოს მეძინა და მე არვყოფილვარ. ყველაფერი მახსოვს როდის რა მოხდა უბრალოდ აი სიზმარივით მახსოვს, 1 საათის ამბებზეც კი ასე ვარ და ეს ძაალიან მძაბავს და ავიკვიატე გათენდება თუარა ეგრევე ფიქრს ვიწყებ აბა როგორ გამახსენდება გუშინდელითქო. ტვინი თვითონ ფიქრობს ვერაფერს ვუკეთებ. მირჩიეთ ვინმე ვისთან მივიდე. კაი ნერვოზი რო მაქვს ვიცი , მაინტერესებს ესეც ნერვოზულია თუ რამე სხვა შეიძლება იყოს ? ახლაც რო ვწერ ცოტახანში 1 კვირის ამბავი მეგონება ალბათ. აღარ შემიძლია მართლა, გამომეხმაურეთ ვინმემ გთხოვთ, გავგიჟდები ვგრძნობ როგორ ვიფლობი და აღარ მინდა ასე ცხოვრება...
ადმინ, ვიცი რომ ნერვოზზეა რის უკვე გახსნილი თემა, უბრალოდ მინდა რომ ოდნავ სწრაფად ნახოს ვინმემ <3 <3 <3 მადლობა

ფსიქოლოგი და ფსიქოთერაპევტი არ ვარ მაგრამ რამდენიმე რამეს გირჩევ:

1) ტელევიზორში ახალ ამბებს არ უყურო, თუ უყურებ ტელევიზორს უყურე მხოლოდ სპორტს ან შემეცნებით გადაცემებს;
2) ინტერნეტში ახალი ამბების საიტები არ გახსნა;
3) ყოველდღე მოუსმინე შენს საყვარელ მუსიკას;
4) ჩამოიცილე ტოქსიკური ადამიანები;
5) მეტი დრო გაატარე ადამიანებთან, რომლებთან ურთიერთობაც სიამოვნებას განიჭებს;

Posted by: KobSak 8 May 2023, 19:49
მეც იგივე პრობლემა მაწუხებს. მარტიდან ცუდად ვარ იმენა, არ ვიცი რა დავარქვა ნერვოზია თუ შფოთვითი აშლილობა ვერ გავიგე.

რაღაც ცუდი ფიქრები შემომიტევს და მაფორიაქებს. ანუ რაღაც ჩემთვის არასასიამოვნოს რო გავიფიქრებ, ეგრევე მეწყება ჩქარი სუნთქვა, მერე ვგრძნობ რომ კუჭ-ნაწლავზეც აისახება ეს მძიმე ემოციური ფონი. ზოგჯერ იმენა ფეთქავს ხოლმე სხვადასხვა ადგილას, ხან ხელთან, ფეხთან, ზურგთან ვგრძნობ როგორ ფეთქავს რაღაც.

რისი კეთებაც ადრე მომწონდა, იმის კეთება კი არა იმის გაგონებაც კი ცუდად მხდის.

ფსიქოლოგთან ვიყავი და რავი დიდად კმაყოფილი ვერ დავრჩი. მოკლედ რა
QUOTE
ტელევიზორში ახალ ამბებს არ უყურო

QUOTE
ინტერნეტში ახალი ამბების საიტები არ გახსნა

ვერც წარმოიდგენთ რამდენჯერ ვცადე ეს. გავაუქმე ყველა სოციალური მედია (ტელევიზორს ისედაც იშვიათად ვუყურებ), მაგრამ არ იმუშავა რა, მერე მაინც გადმოვწერე და ამბებს მაინც ვნახულობ. თან ცნობისმოყვარეობაც წამძლევს ხოლმე და ვერ ვერევი თავს, ვერაფრით ვისწავლე როგორ ვიმუშაო ჩემს თავზე.
QUOTE
ჩამოიცილე ტოქსიკური ადამიანები;

ამას ნამდვილად ვაპირებ. ტოქსიკურმა მეგობრებმა ამკიდეს ეს ნერვოზიც და ყველაფერი.

Posted by: Tornike Alashvili 9 May 2023, 22:40
რა მოხდა 7 წლის წინ? რამდენი წლის ვართ . მუშაობ თუ არა სადმე . სიგარეტს თუ ეწევი. მოსაწევს? -დაამატე და უფრო დეტალურად აღწერე.

Posted by: გიო88 15 May 2023, 00:20
რაღაც დოზით ჩვენ ყველას გვაქვს ნევროზი, დეპრსია და სტრესი.

Posted by: kriketi-1985 16 May 2023, 20:16
ვალოსედი რამდენი ხანი შეიძლება სვა? ანუ კურსი, ასე ვთქვათ.

Posted by: keandra 19 May 2023, 22:38
KobSak
QUOTE
ამას ნამდვილად ვაპირებ. ტოქსიკურმა მეგობრებმა ამკიდეს ეს ნერვოზიც და ყველაფერი.

უარის თქმა უნდა ისწავლო ყველგან სადაც საჭიროა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ბევრჯერ წავიტეხე ცხვირი და ნერვოზის მხრივაც დიდი გავლენა აქვს. დაიკიდე ვინ რას იფიქრებს შენზე. ყველას მოსაწონს ვერასდროს ვერ გააკეთებ ყველაფერს.
მეორე რჩევა კი ყურადღების სხვა რამეზე გადატანაა. ფიქრის დრო არ უნდა დაიტოვო. მუშაობა იქნება ეს თუ რამის სწავლა არ აქვს მნიშვნელობა. რა თქმა უნდა ახალ ამბებს არ უყურო. დაივიწყე სამუდამოდ. სწორად გირჩიეს. არაა ადვილი მესმის მაგრამ მე ასე დავძლიე. დამიჯერე შენზე უარესი ნერვოზი მქონდა და ეხლა კარგად ვარ.

Posted by: sasaki 23 May 2023, 02:31
იმას რა ქვია ღლეზე რო გკიდია ყველაფერი, ყველასთან რო წყვეტ ურთიერთობას, ჩაკეტილი ხარ წლების განმავლობაში, აშკარად ხვდები რო ვერაა საქმე კარგად მაგრამ იმასაც არ ცდილობ რომ ექიმთან მიხვიდე და შეცვალო მდგომარეობა?
აი რასაც ქვია ღლზე გკიდია რა. ხარ ასე მუდმივად ცუდად და არაფერის შეცვლის სურვილი არ გაქვს და არც გქონია.

არადა აშკარად დრო და დრო უფრო და უფრო უარესდება მდგომარება.

Posted by: night-blue 23 May 2023, 11:22
სალამი აბა როგორ ხართ? სასმელთან როგორ ხართ? უკეთ გხდით რო სვავთ?


მე რამდენიც არ უნდა დავლიო მაქს 1 საათში ძალიან ცუდად მხდის help.gif

Posted by: Z.mprtalo 31 May 2023, 11:46
QUOTE
სალამი აბა როგორ ხართ? სასმელთან როგორ ხართ? უკეთ გხდით რო სვავთ?


მე რამდენიც არ უნდა დავლიო მაქს 1 საათში ძალიან ცუდად მხდის


ზომიერად დალევა მოსულა იშვიათად. მე ქარხნულ არაყზე დამემართა საშინელება, 4-5 საათი არაფერი მახსოვს საერთოდ, ფაქტობრივად მომწამლა. სხვა სასმელს ჩვეულებრივად ვიტან, უბრალოდ შედარებით მალე მეკიდება ვიდრე ადრე :დ

ა ხო კიდე შეილება რო 1-2 დღე შფოთვა/მოუსვენრობა/დაქვეითბული განწყობა გქონდეთ 2-3 დღე დალევის მერე და არ შეგაშინოთ მაგან

Posted by: sensei_1337 4 Jun 2023, 02:04
ბიფრენზე ვის რა ეფექტი გქონდათ? ყველა აქებს თუმცა დიდად ვერაფრით დამეხმარა შფოთვების მხრივ.

Posted by: kobaia 5 Jun 2023, 19:25
გამარჯობა
ანაგრანილი 25 მგ 1/4
ფენიბუტი 250მგ 1/4
ოლანზაპელი 2.5მგ 1.4
ესენი მაქვს დანიშნული და გარკვეული პერიოდი მარტო მიწევს ცხოვრება და ცოტა ვფრთხილობ რო დავლიო
ადრე მახაოვს ამგვარი მედიკამენტები რო დავიწყე გული წამივიდა შუაღამეს , წნევას დაგიგდებდაო როგორც მეუბნებიან და როგორ მოვიქცე ხო ვერ მეტყვით ?
ამ ეტაპზე ისიც ემატება რო ღამე ჩაძინება მიჭირს , გულის ძლიერი დარტყმებით და თითქოს სადღაც ჩავარდი ისეთი მუხტით მეღვიძება უეცრად , უფრო სწორად ძილის ფაზაში რო უნდა გადავიდე მაგ მომენტში 'მაგდებს"

Posted by: mari0909 6 Jun 2023, 10:30
მიმართეთ კარგ ფსიქოლოგს,დაგეხმარებათ რომ თქვენ თავზე იმუშაოთ

Posted by: wings 6 Jun 2023, 13:22
QUOTE (KobSak @ 8 May 2023, 19:49 )
მეც იგივე პრობლემა მაწუხებს. მარტიდან ცუდად ვარ იმენა, არ ვიცი რა დავარქვა ნერვოზია თუ შფოთვითი აშლილობა ვერ გავიგე.

რაღაც ცუდი ფიქრები შემომიტევს და მაფორიაქებს. ანუ რაღაც ჩემთვის არასასიამოვნოს რო გავიფიქრებ, ეგრევე მეწყება ჩქარი სუნთქვა, მერე ვგრძნობ რომ კუჭ-ნაწლავზეც აისახება ეს მძიმე ემოციური ფონი. ზოგჯერ იმენა ფეთქავს ხოლმე სხვადასხვა ადგილას, ხან ხელთან, ფეხთან, ზურგთან ვგრძნობ როგორ ფეთქავს რაღაც.

რისი კეთებაც ადრე მომწონდა, იმის კეთება კი არა იმის გაგონებაც კი ცუდად მხდის.

ფსიქოლოგთან ვიყავი და რავი დიდად კმაყოფილი ვერ დავრჩი. მოკლედ რა
QUOTE
ტელევიზორში ახალ ამბებს არ უყურო

QUOTE
ინტერნეტში ახალი ამბების საიტები არ გახსნა

ვერც წარმოიდგენთ რამდენჯერ ვცადე ეს. გავაუქმე ყველა სოციალური მედია (ტელევიზორს ისედაც იშვიათად ვუყურებ), მაგრამ არ იმუშავა რა, მერე მაინც გადმოვწერე და ამბებს მაინც ვნახულობ. თან ცნობისმოყვარეობაც წამძლევს ხოლმე და ვერ ვერევი თავს, ვერაფრით ვისწავლე როგორ ვიმუშაო ჩემს თავზე.
QUOTE
ჩამოიცილე ტოქსიკური ადამიანები;

ამას ნამდვილად ვაპირებ. ტოქსიკურმა მეგობრებმა ამკიდეს ეს ნერვოზიც და ყველაფერი.

მესმის აბსოლუტურად ჩემო მეგობარო. სიმპტომები ნაცნობია, რაც გაქვს შენ, სხვას ბევრს აწუხებს იგივე სამწუხაროდ. . .
იგივეს გირჩევდი. რომ ტელევიზორი გამორთო და ჩართო მხოლოდ იმ დროს როცა იქნება სპორტი, კინო, ან რაიმე შემეცნებითი გადაცემა. ტელევიზორში ახალ ამბებს არ უყურო, იმიტომ რომ ტელეკომპანიების და ზოგადად მედიის 95 % განკუთვნილია იმისთვის რომ დაგზაფრონ, დაგსტრესონ, გაგანერვიულონ და ა.შ.. ჯერ იმას დააკვირდი მოდი, რა მუსიკით იწყება საინფორმაციო, სანამ საინფორმაციო დაიწყება უკვე მუსიკით ხარ დათრგუნული ჰომ? ეს ასეა.. ამას უბრალოდ დაკვირვება უნდა მეტი არაფერი, ახლა კიდევ ერთი, დავუშვათ გამოაცხადეს რომ სადღაც წალენჯიხის ან ჩხოროწყუს რაიონში ვიღაცას დენმა დაარტყა და გარდაიცვალა, ან ვიღაც ჭაში ჩავარდა და გარდაიცვალა ამით შენ რა? ან მე რა? არაფერი.. ანუ ამით ახალს და სასარგებლოს არაფერს არ ვიმეცნებთ ადამიანები. დავუშვათ ბათუმში ვიღაც მოყვა ავარიაში და დაიღუპა და მე რა უნდა ვქნა ან შენ? მაქსიმუმ მანდედან დასკვნა გააკეთოს ადამიანმა რომ ფრთხილად იყოს, მეტი რა. არაფერი... ანუ უარყოფითი ემოციით გავსებენ ადამიანს, ცუდი ემოციები და ფიქრები შემოდის შენში რაც ანგრევს ორგანიზმს რა და ადამიანს მთლიანობაში. ამიტომ 99 % ში ეცადე რომ საინფორმაციოს არ უყურო, არ ჩართო ტელევიზორი იმ დროს როცა საინფორმაციო იქნება... სიკვდილი ყოველთვის იყო არის და იქნება. სადღაც ვიღაცას მანქანა დაარტყამს, ვიღაცა ჭაში ჩავარდება, ვიღაცას ბოძზე დენი დაარტყამს და ა.შ.. მედია არის დღესდღეისობით ადამიანების მართვის საშუალება, ყველაზე სერიოზული. 99 % ადამიანების იმართება მედიით და შენ თუ ამას მიხვდი, რომ ეს ასეა დამიჯერე არავის არ ამართინებ მომავალში თავს რა. wink.gif გამოგიცხადეს რაღაც რომ ტაილანდში ვერტმფრენი ჩამოვარდა და 15 კაცი დაიღუპა. ამ ინფორმაციით არსი რა არის? არის ერთადერთი რომ დაგსტრესონ და გაგანერვიულონ... ეს ყველაფერი უნდა აიცილო თავიდან. უსმინე საყვარელ მუსიკას ყოველდღე. მეტი დრო გაატარე საყვარელ ადამიანებთან, საყვარელ საქმეს დაუთმე დრო, წიგნები იკითხე და დამიჯერე უკეთ იქნები. წარმატებები ^^^^

Posted by: gonebadaxshuli 6 Jun 2023, 17:52
არაა თვითდინბაზე მისაშვები, თუ ცხოვრებაში რამე კეთილი მიზნები გაქვს :დ მაგრამ არც დრაგებბით გასაჭყები
აქ თავს ვერ ვშველით და სხვას რა ვურჩიოთ :დ მაგრამ ქსელიდან სწორ დიაგნოზს ალბეერ ელისიი ვერ იზზამს :დ
გაეცანი ამას და ვინც იგივეს მსგავვსზე მუშაობს, მიმართე, იქნებ მოგეწონოს (ფულია საქმე)
ასევე იალომი, ფრანნკლი თუ როჯერსი წაიკითხე დდა ოპტიმიზმს სიღრმისეულს მოგცემენ :დ

Posted by: Pompiero 4 Jul 2023, 18:48
ეს შეიძლება წმინდა ფსიქოლოგიური პრობლემა სულაც არ იყოს. ჯანმრთელობის სხვადასხვა მდგომარეობას ახასიათებს მსგავსი სიმპტომატიკა. ჩამოვთვლი ყველაზე გავრცელებულებს, რაც ჩემთვის ცნობილია: ფარისებრი ჯირკვალი, Dვიტამინის უკმარისობა, B12 ვიტამინის ნაკლებობა, რომელიმე სხვა ვიტამინისაც, რკინის ნაკლებობა ან ანემიის რომელიმე სხვა ფორმა, დაბალი წნევა, არასწორი კვება (საჭიროა ჯანსაღი, მეტი ცილოვანი, ნაკლები ნახშრწყლები), არასაკმარისი წყალი, პრედიაბეტი ან დიაბეტი, თირკმელი. ვიტამინების უკმარისობა ხშირად არის გამოწვეული ნაწლავის ისეთი პრობლემებით, რომელთა გამოც საკვების შეწოვა ვერ ხდება სრულფასოვნად.
ერთი კარგი ოჯახის ექიმი თანმიმდევრულად დაგაკვალიანებდა, რით უნდა დაიწყო. ალბათ სისხლის საერთო ანალიზი, შარდის საერთო, TSH, კრეატინინი

Posted by: Beroname 5 Jul 2023, 13:35
QUOTE
აი მაგალითად 1 დღის ამბები ისეთი შეგრძნებით მახსოვს რომ თითქოს მეძინა და მე არვყოფილვარ. ყველაფერი მახსოვს როდის რა მოხდა უბრალოდ აი სიზმარივით მახსოვს, 1 საათის ამბებზეც კი ასე ვარ და ეს ძაალიან მძაბავს



აი ზუსტად ეგრე ვარ. ვერ გავიგე როდიდან დამეწყო და რატომ. თითქოს რეალობას ვცდები ხოლმე რა.

მე ვაპირებ მეგობარო ეხლა ფსიქოლოგთან მისვლას და 2-3 ვიზის შევხედავ რამდენად დამეხმარება, რამე ინსტრუმენტს თU მომცემს, ტექნიკას რითაც უნდა ეს დებილობა გამოვასწორო. ასევე მიჭირს კონცენტრაცია რაღაცაზე, თითქოს ზედაპირულად ვაკეთებ, არადა ადრე არ ვიყავი ეგრე....

ნევროზის სიმპტომები მეც მქონდა და სხვათაშორის ვამელანმა დამამშვიდა ერთი პერიოდი. 2 ცალს ვსვავდი ძილისწინ 1 თვე. შფოთვები და უაზრო აღზგნებადობა საგრძნობლად შემიმცირა.

Posted by: sunny-day-today 29 Jul 2023, 21:23
დეპრესიამ შემომიტია უნდა წავიდე რამე საკვები და სასმელი ვიყიდო რომ გამიაროს თორემ დავითრგუნე

Posted by: 8922111 9 Aug 2023, 19:58
ადამიანს აქვს ნევროზი და ნევროზისგან გამოწვეული ფსიქიკური პრობლემები მრავალი წელია, თუმცა პრაქტიკულად არასდროს უმკურნალია, უარს აცხადებს ვინაიდან ვერ აცნობიერებს/არ აღიარებს პრობლემის არსებობას და მის სიმძიმეს.

ამ შემთხვევაში როგორი პრაქტიკაა საქართველოში? ვის და რა გზით შეიძლება რომ მივმართოთ პირველ რიგში?? ნევროლოგს? ნევროპათოლოგს? ფსიქოლოგს თუ ფსიქიატრს?

Posted by: surealisti 14 Aug 2023, 17:25
არვიცი სად ვიკითხო და თუ აქ არუნდა მეკითხა გადამამისამართეთ. მოკლედ პანიკურმა შეტევამ და 24/7 შფოთვებმა მომაკითხეს ბოლო სამი დღეა (პირველი არაა კაი მოშნი გამოცდილება მაქ), ჩემი ექიმი შვებულებაშია ერთი თვე. ადრე რაცქონდა დანიშნული ანტიდეპრესანტები გავაგრძელე და ვიღებ ოღონდ დრო უნდა რო დაბალანსეს მდგომარეობა. პარალელურად დიდი შეტევების დროს ვღებულობდი ვალიუმს. ეხლა არც ვალიუმი მაქ, არც ექიმია და ის ურეცეპტო აფთიაქები რაც ვიცოდი, ვაგზლისკენ, მარჯანიშვილი, ნიკოლაძეზე ყველა დაკეტილია. იქნებადა იცოდეთ ვინმემ ღია აფთიაქი, დავიტანჯე არც ღამე მძინავს და დილა ჩვეულებრივი ტანჯვაა.

Posted by: Anna Ricci 24 Aug 2023, 22:53
surealisti

სიგარეტს დაანებე თავი თუ ეწევი.
ისწავლე სუნთქვითი ვარჯიშები. შფოთვის დროს ცაისუნთქე და ნელა დაიწყე ამოსუნთქვა .გაწელე ამოსუნთქვის ფაზა ,ჩაისუნთქე როგორც სუნთქავდი ისე და შეანელე ისევ ამოსუნთქვა

Posted by: caligula__ 5 Sep 2023, 20:06
მოკლედ მაქვს ლორაფენი, ვენლაქსორი და ადეპი, (დამინიშნა ექიმმა, ვიყიდე ბევრი, მაგრამ არ დამილევია) ხოდა ვისაც გჭირდებათ მოგცემთ, ოღონდ ექიმის დანიშნულება უნდა მანახოთ, გასაფუჭებლად მენანება და ვინმემ მაინც წაიღეთ, ასეთი ძვირიანი წამლებია :დდდდ

Posted by: pilo772 21 Sep 2023, 11:42
გულის ნერვოზს როგორ მკურნალობენ ხართ საქმის კურსში?
ის რომ მე პირადად გულის პრობლემა არა მაქვს მარტო იმით ვიცი რომ მე 10 სართულზე შემიძ₾ია ავიდე შეუჩერებლად და თან ტემპის დაუგდებლად, მე 7 დან მეწყება მხოლოდ მძიმე სუნთქვა, რო ვჩერდები იმ მე10 ზე მაქსიმუმ 2 წუთი მინდა რომ სუნთქვაც და მაჯისცემაც ნორმაში ჩამიდგეს. გულის პრობლემა რო იყოს შევძლებდი ამას? გარდა ამისა კიდეფიზიკურად რომ ვმუშაობ ხოლმე მთელი სიმპტომები გამდის. მუშაობა კიდე სოფელშ მიწევს ხოლმე საკუთარ ნაკვეთში ხან რაზე ხან რაზე.
ახლა ეს გულის ნერვოზი როგორ გამომეხატება. თუ რამე ნიტო ვჭამე, საღამოსკენ განსაკთრებით, გულის კოვზთან რაღაც შეღუტუნება მეწყება ხოლმე დღისთ და მერე ხასიათი მესპობა. ღამე კიდე აუცილებლად მაღვიძებს რაღაც, ან საპირფარეშოს მოთხოვნილება ან უბრალოდ სიზმარი, რო მეღვიძება თითქოს არაფერი რამდენიმე დარტყმა გულის ჩვეულებრივ რიტმში მესმის, მაგრამ სადღაც 3 ან 4 დარტყმის მერე მეწყება კოშმარი, გული იწყებს მტკივნეულად და რაც შეიძლება ჩქარა ცემას. თუ სუნთქვით ვარჯიშებს არ ჩავიტარებ არც კი აპირებს გაჩერებას ალბათ გახეთქვამდე ამის მამაც... ღრმა სუნთქვის ფონზე წყნარდება. მაგრამ ვეღარ ვიძინებ, ისევ და ისევ მესპობა ძილი და ლამის ღამეებს ვათევ უკვე მერამდენე კვირაა.
არის მომენტი როცა კუჭის ბრალი არცაა და ისე მემართება სიზმარზე.
ამ მოვლენის მერე მეწყება ტკივილი მკერდის არეში, ოღნდ როცა კარდიოლოგს ვაჩვენე ეგ ადგილი მანდ არაფერია ნერვოზული ტკივილების მეტიო. მერე ეს ტკივილი იწყებს მოგზაურობას, გადის ბეჭებში, გადის მარცხენა მკლავში, მერე მტევანში, რაღაც მომენტში მიყუჩდება და ისევ მკერდში, სადაც ასევე იწყებს მოძრაობას ზემოთ ქვემოთ, რაღაც მომენტი კუჭი მტკივდება, მერე თავში ადის ტკივილი. წნევას ადრე რომ ვიზომავდი 130 90 ან 140 90 მქონდა ხოლმე ამ დროს. დამწევის დალევას არანაირი აზრი არ ქონდა, არ მივარდებოდა წნევა. სანამ არ დავმშვიდდებოდი რამეანირად. ერთხელ სტრესის ფონზე გამაღვიძა იგივე სიმპტომებმა. ჩემებმა გამიძომეს ღამის 4 ხდებოდა, 170 - 120 ზე მქონდა. დავჯექი, ღღმად და თანაბრად ვისუნთქე და რაღაცნაირად დავმშვიდდისავეთ. მერე სადღაც 30 წუთში გამიზომეს კიდევ და 130 80 ზე მქონდა, ყველანაირი წამლის გარეშე...
ხო და რა ვქნა მე რომ ეს დედა ჩასვრილი ღამე არ მაღვიძოს ლამის ყოველ მე 3 ჯერზე? თან ამ დროს მეწყება ხოლმე გამალებული შარდვაც. მინიმუმ 3 ჯერ ღამის განმავლობაში...
გაქვთ რამე რჩევა?
ერთია რომ ფსიქოტროპულებს ვერ ვსვავ, უარესს მმართებს. რამე მცენარეული თუ არის თემაში რომ ხანგრძლივად ვსვა და ეს გულის ფართხალი მოვიშორო?

მადლობა

Posted by: lexanna 21 Sep 2023, 19:25
pilo772
იმ დღეს არუნ ხათრის ვუსმენდი იცი ეგ ალბატ ქართველების სიძე რომაა ინდოელი და მაგაზე საუბრობდა ზუსტად არ მახსოვს და მგონი კორტიზოლის მაღალმა მაჩვენებლემა იცის, მოუსმინე მაგის ვიდეობს აბა ქართულად საუბრობს, საინტერესო რამეებს ამბობს იუთუბიზე დევს
აი მაგის გვერდი
https://www.youtube.com/@TheArun8262
* * *
surealisti
QUOTE
მოკლედ პანიკურმა შეტევამ და 24/7 შფოთვებმა მომაკითხეს ბოლო სამი დღეა (პირველი არაა კაი მოშნი გამოცდილება მაქ), ჩემი ექიმი შვებულებაშია ერთი თვე. ადრე რაცქონდა დანიშნული ანტიდეპრესანტები გავაგრძელე და ვიღებ ოღონდ დრო უნდა რო დაბალანსეს მდგომარეობა. პარალელურად დიდი შეტევების დროს ვღებულობდი ვალიუმს. ეხლა არც ვალიუმი მაქ, არც ექიმია და ის ურეცეპტო აფთიაქები რაც ვიცოდი, ვაგზლისკენ, მარჯანიშვილი, ნიკოლაძეზე ყველა დაკეტილია. იქნებადა იცოდეთ ვინმემ ღია აფთიაქი, დავიტანჯე არც ღამე მძინავს და დილა ჩვეულებრივი ტანჯვაა.

ეს ფბზე იდო და ნახე აბა

ვდებ ფბ პოსტს!

ჩემმა დამ გაიკეტა რესპუბლიკურში ოპერაცია იქ პალატაში იწვა ერტი ქალი.ჩემი დის სანახავად მივედიტ მე და ჩემი ძმა.ჩჰემს ზმას შეატყო რომ ვერიყი კარგად.და გამოჰკიტხა ჩივილები რომ უტხრა.ეს წამალი/სპაზმატონი/ მისცა იქვე დაალევინა და სასწაული მოახდინა ამ წამალმა.ვიყიდეტ ასე უექიმოდ და ღმერტიტ გამოკეტდა.ხომ გეუბნევიტ კვდებოდა!!! ინგოროყვაში გვეწვინა ვერ გაუგეს ჯანმრტელი ხარ წადიო.კერზოდ მყავდა სამ ექიმტან ქვეყანა წამლები დაუნიშნეს დალია არაფერი ეშველა.ფსიქონერვოპატოლოგტან გვყავდა წამლები დაუნიშნა და უფრო ცუდად გახდა.და ამ წამალმა უშველა მხოლოდ!სპაზმატონი!
* * *
ვაზიარებ ფბს პოსტებს

ვისაც შფოთჳები გაქვთ მიიღეთ ბ1 ვიტამინი.იგივე ბენერვა.აუცილებლად უკეთ იგრძნობთ თავს.მე ევროპაში ვარ.ხუთი წელი სასწაული წამლებით მაწამეს საქართველოში.აფთიაქში ფარმაცევტმა მომცა.თიამინია და თიამინის ნაკლებობაა შფოთვა და შიში.მიიღეთ და ხანგრძივად შეგიძიათ

ვდებ ფბ პოსტს რომელსაც წავაწყდი ამ რამდენიმე ხნის წინ და ვისაც მივაწოდე ეს ინფორმაცია დიდად კმაყოფილია! იმედია თქვენც დაგეხმარებათ ///ჩემმა დამ გაიკეტა რესპუბლიკურში ოპერაცია იქ პალატაში იწვა ერტი ქალი.ჩემი დის სანახავად მივედიტ მე და ჩემი ძმა.ჩემს ძმას შეატყო რომ ვერ იყო კარგად.და გამოჰკიტხა ჩივილები რომ უტხრა.ეს წამალი/სპაზმატონი/ მისცა იქვე დაალევინა და სასწაული მოახდინა ამ წამალმა.ვიყიდეტ ასე უექიმოდ და ღმერტიტ გამოკეტდა.ხომ გეუბნევიტ კვდებოდა/შფოთვითი აშლილობა, პანიკური შეტევები ქონდა//ინგოროყვაში გვეწვინა ვერ გაუგეს ჯანმრტელი ხარ წადიო.კერზოდ მყავდა სამ ექიმტან ქვეყანა წამლები დაუნიშნეს დალია არაფერი ეშველა.ფსიკონერვოპატოლოგტან გვყავდა წამლები დაუნიშნა და უფრო ცუდად გახდა.და ამ წამალმა უშველა მხოლოდ!სპაზმატონი! (ამას უწერია ისნტრუქციაში სპაზმებზე მაგრამ ამ ჩივილებს ყველაფერს შველის) /// https://www.aversi.ge/ka/aversi/act/drugDet/?MatID=42506

Citalopram(citapra/generic Celexa) is a type of antidepressant known as a selective serotonin reuptake inhibitor (SSRI). It's often used to treat depression and also sometimes for panic attacks. Citalopram helps many people recover from depression, and has fewer unwanted side effects than older antidepressants.
* * *
FB დან
Natia Somkhishvili
გორის რაიონში, სოფელ ერგნეთში არის მკურნალო ანზორი ჩლაიძე, თვითონ დაგისვავთ დიაგნოზს, ხედვები აქვს, ძალიან კარგად მკურნალობს ნერვოზზე, პირადი გამოცდილებიდან გეუბნებით, თუ გჯერათ ასეთი რამის მომწერეთ პირადში, დაგაკვალიანებთ კარგად, ბევრი ხალხი ყავს და აქვს მიღების დღეები, რა საშუალებაც გაქვთ იმდენს იღებს, ვისაც გაინტერესებთ პირადში მომწერეთ გეტყვით ყველაფერს

ნევროპსთოლოგმა გამომიწერა ვალეოდიკრამენი 22 წლის წინ. აღარაფერს გაუვლია ჩემს ტვინში მის შემდეგ. ბ ჯგუფის ვიტამინები და მინერალებიც კარგია
ახლა ემიგრანტი ვარ და კი ვუძლებ ყოველგვარი შიშის და პანიკის გარეშე. თეთრი ტაფლის ფიჭა ვღეჭე თვენახევარი. ყვავილუს მტვერი თაფლტან ერთად. ნაძვის არა ფუტკარს რომ აქვს ფეხებზე. ფუტკრის მტვერი ქვია.... თაფლს ვხმარობ ყოველდრე ერტ კოვზს ..

Posted by: pilo772 21 Sep 2023, 21:35
lexanna
QUOTE
იმ დღეს არუნ ხათრის ვუსმენდი იცი ეგ ალბატ ქართველების სიძე რომაა ინდოელი და მაგაზე საუბრობდა ზუსტად არ მახსოვს და მგონი კორტიზოლის მაღალმა მაჩვენებლემა იცის, მოუსმინე მაგის ვიდეობს აბა ქართულად საუბრობს, საინტერესო რამეებს ამბობს იუთუბიზე დევს
აი მაგის გვერდი

ხო ეგ დამპალი კორტიზოლი კი მაქვს დიდი sad.gif იმუნიტეტიც მაგიტომ მაქვს დაბალი...

Posted by: Alisaka 3 Apr 2024, 18:47
სალამი
დაძაბულობის ტიპის თავის ტკივილირომელმა წამალმა მოგიხსნათ

Posted by: ___GRUZIN__ 23 Apr 2024, 11:05
ყველამ მისი პრობლემა აღწერა და ბარემ მეც დავწერ, იქნებ ვინმემ რჩევაც მომცეს.

პირველად არ ვარ ნევროზულ მდგომარეობაში. უკვე მეოთხეა, მაგრამ ყოველ ჯერზე უფრო მძიმდება. უფრო მიჭირს თავის ხელში აყვანა.
ყველაფერი ძაღლის ნაკაწრით დაიწყო. გავიკეთე შრატი, დავიწყე ნერვიულობა + სამსახურის გამუდმებული სტრესი და რაღაც ცვლილებებიც პირადში.
ახლა კრიზისში ვარ, ხან რა მჭირს მგონია ხან რა. ჩივილები რეალურად შეგრძნებადია, ჩხვლეტები გულზე, თავის ტკივილოს ან სიმძიმის შეგრძნება. მადის, პროდუქტიულობის, კონცენტრაციის, მხედველობის, ხალისის და შრომისუნარიანობის დაქვეითება. არც გული მიმიწევს რამისკენ. მარტივად ვღიზიანდები. ასი ფიქრი დამდის თავში, რა შეიძლება მჭირდეს და ხან ვისთან მივდივარ გასასინჯად ხანაც ვისთან.

სისხლის საერთო კარგი მაქვს, მუცლის ღრუს ორგანოებიც კარგი. დღეს ფილტვებს და გულს გადავიღებ. ექიმმა ჯანმრთელი ხარო, მაგრამ რთულია თავის ხელში აყვანა.

ზოგად სისუსტეს ხომ გრძნობ და გრძნობ.
გეკვეთება ფეხები, გგონია წონასწორობასაც ვეღარ ინარჩუნებ, გერღვევა კუჭნაწლავის ტრაქტი და ა.შ.
არადა ვვარჯიშობ ერთ წელზე მეტია და სწორი კვებითაც ვიკვებები.
2 სკოლაში ვასწავლი და გარდა ამისა ბლომად აბიტურიენტი მყავს. დეპრესია, სტრესი, ნევროზი მგონი ყველაფერი ერთად მაქ, ან მართლა ვერ ვარ ჯანზე. პანიკური შეტევებიც ხო მაქ და მაქ.
მოკლედ ვინმემ შეიძლება ჩემში საკუთარი თავი იცნოს და იქნებ მდგომარეობა გაგვიზიაროს.

არ ვიცი რატომ ვწერ ამას, ან რას მოველი მაგრამ გამხნევება ურიგო არ იქნებოდა.

ჯანმრთელობას გისურვებთ ყველას.

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)