Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ჯანმრთელობა და მედიცინა > თვალის ლაზერული ოპერაცია


Posted by: Jo0ey 15 Apr 2022, 20:13
სად ჯობია გავიკეთო ლაზერული თვალის ოპერაცია

დავინჩის კლინიკა (ნიკოლოზ ლაბაური) და კავკასიის მედიცინის ცენტრი (მიხეილ გაბრიჩიძე)

ამ ორ შორის მინდა გავაკეთო არჩევანი და რას მირჩევთ?
თუ სხვა უკეთესი ვარიანტი იცით მითხარით
უბრალოდ ცოტა ვღელავ რომ მინდა პროფესიონალთან გავიკეთო
და სულ არ დამაბრმავონ


Posted by: river-song 30 Apr 2022, 10:43
Jo0ey
მე ვაპირებ ნიუ ჰოსპიტალში ამ ზაფხულს, როგორც ვიცი ყველაზე თანამედროვე ტექნოლოგია მაგათ აქვთ, მარა მაინც ვნერვიულობ რაღაცნაირად,ჩემმა მეგობარმა გაიკეთა მანდ და ძაან კმაყოფილია მაგან მომცა გამბედაობა biggrin.gif

დაბრმავებაზე წავიკითხე და ძაან დაბალია ალბათობა 5 მილიონში ერთი თუ რაღაცა ეგრე .

Posted by: Jo0ey 4 May 2022, 12:50
river-song

რავი მე კიდე ვფიქრობ რომ "იმენა" თვალის კლინიკაში ჯობს გაკეთება თქო და არა მრავალფუნქციურში,ამიტომ დავინჩის კლინიკა გადავწყვიტე. თან ბევრმა მითხრა რომ ეგ კაცი მსოფლიო დონის ექიმია, პროფესიონალი და ა.შ რავი ჩემთვისაც ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა. თუმცა არ ვიძახი რომ სხვა კლინიკაში არ ღირს ან საშიშია.

ხო დაბრმავებაზე მეც დავგუგლე ბევრი და ძალიან ძალიან იშვიათიაო და რაღა მე ვიქნები მაგის .. facepalm.gif gigi.gif
ნერვიულობით ახლა არ ვცახცახებ მაგრამ ზოგადად არანაირი ოპერაცია არ გამიკეთებია და საერთოდ ექიმთან არ ვყოფილვარ მგონი 15 წელია და მაგ პონტში მეშინიასავით :დ თან თვალია რა, რაღაცნაირად მეზიზღება პროცედურა..

ახლა 18 ში უნდა მივიდე ჯერ შემოწმებაზე, რავიცი იქნებ სულ არ მჭირდება ოპერაცია და სხვანაირადაც შეიძლება გამოვისწორო მინუსი. ეს იმედი იქიდან მაქვს რომ იშვიათად თვეში ერთხელ ალბათ მომენტალურად კარგად დავინახავ ხოლმე რამოდენიმე წამი, და მერე ისევ უბრუნდება თავის საწყის მდგომარეობას. უცნაურია facepalm.gif

Posted by: nerve 20 Apr 2024, 16:54
რა ქენით სად გაიკეთეთ ოპერაცია?

Posted by: Jo0ey 27 Apr 2024, 14:29
QUOTE (nerve @ 20 Apr 2024, 16:54 )
რა ქენით სად გაიკეთეთ ოპერაცია?

დავინჩის კლინიკაში. ყველაფერმა კარგად ჩაიარა. მხედველობა იდეალური მაქვს.

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)