Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > მაგთიკომის FAQ > ინტერნეტის სიჩქარეს არ მაწვდიან


Posted by: N1kusha 1 Jul 2017, 23:04
გამარჯობა ხალხო
მოკლედ, დელტა-ნეტის ინტერნეტი მაქვს და სანამ დელტა ემსახურებოდა სტაბილურად 25 მეგაბიტი იყო სტაბილური სიჩქრე, შემდეგ მაგთიმ შეისყიდა დელტანეტი და გადაიჯვა თავზე, 25-ის ნაცვლად 7-8 მაქვს დღის ძირითად ნაწილში და ვის მივმართო?
ყოველ საღამოს ვრეკავთ და პერიოდულად აუწევენ ხოლმე სიჩქარეს, მერე ისევ შტერდება. მარეგულირებელი კომისია შველის მსგავს რამეებს? ვნახე მაგათ საიტზე და საჩივრის რაღაც ფორმები აქვთ, ჩავუჯდები და შევავსებ.

მაგთი - ჩაგიკუეთ გრანდიოზულად გრანდიოზულ კომპანიაში.
პატივისცემით - ნიკოლოზ დავიდოვიჩი.

Posted by: narcoTOURIST 15 Jul 2017, 23:25
N1kusha
ეხლა შემოვედი რომ მსგავსი თემა გამეხსნა!

ჩემთანაც, მართალია 7-8 არა მაგრამ 23-24-ზე ძლივს ადის, 3 დღეა რაც რაღაცა იჩალიჩეს ამ განდონებმა და სულ წყდება ინტერნეტი, რომ ვპინგავ 20 პაკეტი მიდის მერე 2-3 თაიმაუტია
ადრე ეგრევე 27-29-ზე ადიოდა, ეხლა რომ ვამოწმებ ტესტის ბოლოს თუ ავა 24-ზე მადლობა უნდა ვთქვა..

რამეს რომ ვიწერ სხვებთან ითიშება, DSL-ია თუ რა არის ვერ გავიგე..

თან 2 ვაიფაი რუტერი მიდგას და მეორე ხან მუშაობს ხან არა, 3 დღის წინ დაფრინავდა მთელი სახლი, ეხლა ხან ვის გაეთიშება ხან ვის..

ეს სლე კომპანია ამისთვის არის მოსული - რაც კარგი იყო ის უნდა გააფუჭოს!!
კაუკასუსაც ხო იგივე უქნეს.

თან ვეკითხები რამე ხომ არ შეცვალეთ ამ დღეებში, არაო, თქვენი რუთერის ბრალიაო, საუბრის ბოლოს კიდევ ერთხელ ვკითხე და კიო, გარე IP მივანიჭეთო, როდის მეთქი და 3 დღის წინო, ანუ ზუსტად იმის მერე დაერხა ინტერნეტს, სულ ითიშება ინტერნეტი, ამის გამო ინტერნეტ ტელევიზიასაც ვეღარ ვუყურებ!
MAC ადრესი ვერ შევალეს ბლიად, 10 წუთი არეზეტებდა და სულ რა უცნაირიას ამბობდა..

user posted image
* * *
აი ეხლა ღამის 2 საათზე საერთოდ არ აქვს წყვეტა!

ანუ ეხლაც ჩემი რუტერის ბრალია?

დდშც

Posted by: mikheill1 18 Jul 2017, 21:53
N1kusha
narcoTOURIST
მართლები ხართ, მაგთიმ დააგდო ჩამოტვირთვის სიჩქარე. უკვე 10 ადამიანთან გადავამოწმე. როდესაც პირდაპირ ლანზეა იმათი როუტერი, ადის 25მბ-ზე, ვაიფაი 7-8 ხან 13-14მბ ჩემთანაც იგივე სჭირდა, დავრეკე, ტექნიკურ ჯგუფთან გადამრთეს და პირველ ეტაპზე მარტივად უნდოდათ მოვეშორებინე, ანუ რა გინდა ჩვენს როუტერზე მოდის 25მბ-ო და შენს ვაიფაის აქვს პრობლემაო. მერე დეტალურად დავუწყე საუბარი, ვიცი გაბრიჯულია თქვენს მიერ მაგედან როუტერითქო და ლიმიტი აქვს ვაიფაიზე. მოვითხოვე იპ რითიც შევიდოდი როუტერის მენიუში, სწორად რომც გაუწეროთ ვერ შეხვალთ, რადგან გაბრიჯულია იმათ მიერ. შევედი მენიუში და ჩემს გემოზე დავაკომფიგურე. ეხლა კი მომეწოდება 25მბ. ვისთანაც გაუვათ ტოვებენ მასე 7-8-მბტზე. საიტზე შესვლას, კინოს ყურებას არ უშლის ხელს, მაგრამ ჩამოტვირთვა ვისაც უნდა რამის იტანჯება.

Posted by: mikheill1 18 Jul 2017, 21:59
აი ეხლა ეს მაქვს სისწრაფე ვაიფაიზე. საკმაოდ მკაცრად ვესაუბრე, ოღონდ კორექტულად. 6 თვის ტყულად კი არ ჩაურიცხე მაგთის. არა და დელტას მომსახურება ჯობდა, ესენი მხოლოდ მოტყუებაზე ფიქრობენ.
* * *
ვისაც აქვს პრობლემა, აგერ გაერთიანდით, მოილაპარაკეთ და ერთდროულად დაურეკეთ. მერე ერთი და იგივეს რომ გეტყვიან, თქვენც მზად გექნებათ პასუხი. როგორც კი მაგთიმ იყიდა კავკასუსი, დელტა და კიდევ რამოდენიმე პროვაიდერი, მაშინვე ვთქვი, ამით დამთავრდა რეალური კონკურენცია. გადავიდნენ ხალხის გაყვლეფაზე. ხარისხი ბანძი, ტარიფი მაღალი ხარისხთან შედარებით. ასე ევროპაში რომ მოხდეს, დაწვავენ იმ კომპანიას. ხალხი გამოვა და დედას მოუტ...ვენ. აქ ყველა ჩუმადაა, ან ინდივიდუალურად ცდილობს დარეკვას. ეს კომპანიებიც აკეთებენ იმას, რაც უნდათ.

Posted by: narcoTOURIST 18 Jul 2017, 22:11
mikheill1
ვაა, ეს რა კაი ინფო დადე, ჰუავეის რუტერი გიდგას ხო?
რა ვუთხრა იპ მომეცით?
ჯერ იმ მისტიურ ტექნიკურ ჯგუფს დაველოდები და მერე დავრეკვავ, ან ამ ჯგუფს მოვახსნევინებ ამ ლიმიტს.

ზუსტად შენსავით მქონდა სიჩქარე, 28-29-ზეც ეგრევე ადიოდა, ეხლა ვაიფაიზე ძლივს ადის 23.52/23.66

ნახე როგორი წყვეტებია

user posted image

Posted by: mikheill1 18 Jul 2017, 22:27
narcoTOURIST
კი ჰუავეია და მე დავაკომფიგურე ყველაფერი. თუ არ იცი არაფერი არ შეცვალო.

Posted by: mikheill1 18 Jul 2017, 22:32
IPv4/IPv6 მე დავაკომფიგურე, პორტებიც ყველა ჩავურთე და ა.შ. პლუს ამას, იქედანაც გავასწორებინე ყველაფერი. აქ მეორედ აღარ დამარეკინოთ იგივე პრობლემაზეთქო.

Posted by: vito37 18 Jul 2017, 23:53
ამ როუტერზე წინა მოდელი რო არის უანტენო იქ როგორ უნდაშევიდე მენიუში რო გავასწორო

Posted by: narcoTOURIST 19 Jul 2017, 00:46
vito37
მეც უანტენო მაქვს, ეს მოდელია ჩემთან HG8240F

Posted by: mikheill1 19 Jul 2017, 14:21
vito37
narcoTOURIST
არ აქვს მოდელს მნიშვნელობა, გაბრიჯულია ყველა როუტერი იმათ მიერ და ვერ შეხვალთ მენიუში. როდესაც ვაიფაის აერთებთ, უბრალოდ გამტარი ხდება ჰუავეი და ლიმიტს იქედან ადგენენ. ვთქვათ შეხვედით მენიუში, ჩაურთე პორტები, IPv4/IPv6 დააკონფიგურე, ისე მხოლოდ IPv4 არის, მაინც არ იქნება საშველი, თუ იქედან არ მოხსნეს ლიმიტი ვაიფაიზე. 192.168.0.1 ეს არის შიდა იპ მისამართი, 192.168.100.1 ეს კი იმათ როუტერის მენიუში შემსვლელი. თუ გაბრიჯულია ვერ შეხვალთ.
როგორც ყველა თქვენი კომპიუტერი, ტელეფონი და სხვა მოწყობილობა, გაერთიანებული ერთ შიდა ქსელში თქვენი მოდემის მიერ, აგრეთვე თქვენი მოდემიც გაერთიანებულია ერთ დიდ უზარმაზარ ქსელში ინტერნეტ პროვაიდერის მიერ, იგი თქვენს მოდემს აძლევს თავის საკუთარ გარე IP მისამართს. ამ გზით არის დაფიქსირებული თქვენი მოდემის და მის უკან მდგარი დიდი თუ პატარა შიდა ქსელის მდებარეობა. იქედან გიდგენენ ლიმიტს. დარეკვის გარეშე არაფერი არ გამოვა. გეტყვიან თავიდან შენი როუტერის ბრალიაო, მაგრამ სინამდვილეში ძაან კარგად იციან ვისი ბრალია.

Posted by: narcoTOURIST 19 Jul 2017, 14:48
mikheill1
გასაგებია.
დღეს მოვიდნენ დილით, ოპტიკის კაბელი შეამოწმეს, იდეალური სიგნალიაო.
მერე აღმოჩნდა რომ ჩემი ერთი რუტერის IP ემტხვევოდა ჰუავეის IPს, შეცვალეს და აწი გამოსწორდებაო.
მოკლედ აწი შენთან ყველაფერი წესრიგშია, თუ ხარვეზები იქნება მაშინ ტექნიკურში დარეკეო.

15 აგვისტომდე იქნება ხარვეზებიო მერე გამოსწორდებაო, ეტყობა ბევრი კლიენტი მიაერთეს და ვეღარ უძლებს დელტანეტის აპარატურა.

მოკლედ არ ვიცი დილაობით მუშაობდა ისედაც ისევ საღამოს უნდა შევამოწმო.

Posted by: levbub 19 Jul 2017, 22:50
QUOTE (mikheill1 @ 18 Jul 2017, 22:32 )
IPv4/IPv6 მე დავაკომფიგურე, პორტებიც ყველა ჩავურთე და ა.შ. პლუს ამას, იქედანაც გავასწორებინე ყველაფერი. აქ მეორედ აღარ დამარეკინოთ იგივე პრობლემაზეთქო.

შეგიძლია გახსნა IPv4, IPv4/IPv6 კონფიგურაცია და ისე დასკრინო და დადო სკრინი აქ? უნდა შევადარო ჩემს კონფიგს
* * *
ესეიგი ეხლა შევამოწმე ქსელის ვარდნაზე და ლოსტებზე 10 წუთის განმავლობაში. კომპი პირდაპირ კაბელით არის ოპტიკურ როუტერზე (HG8342R) ჩართული- მივიღე ასეთი სურათი-სკრინს ვდებ
აშკარად ქსელს აქვს ვარდნა(წყვეტა) და პაკეტების კარგვა! რაც იწვევს ვიდეოს გაჭედვებს და ლაგებს ონლაინ თამაშებში. მაგრამ საინტერესო ისიც არის რომ პროგრამამ აჩვენა როუტერის კვანძსაც აქვს პაკეტის კარგვა. მთლიანობაში 2.2% პაკეტების დანაკარგია!!! რაც იმის მანიშნებელია რომ ან მაგთის ქსელი სერიოზულად ურევს ან თვითონ მაგთი აჭრის პაკეტებს ან შეიპინგს იყენებს და გვაძლევს უხარისხო მომსახურებას!!! help.gif
user posted image

Posted by: mikheill1 20 Jul 2017, 01:08
levbub
გადავატრიალე მთელი მენიუ, ყველგან ყველაფერი მაქსიმუმზეა, მაგრამ მომენტში მაინც აქვს წყვეტები. 27მბ-დან 23-ზე ჩამოდის. ატვირთვა კი აქვთ 28-29მბ ჩამოტვირთვაზეა პრობლემა. რაც შეეხება როუტერის იპ და ვაიფაის ემთხვევაო, მაგით ბებიაშენი მოატყუეთქო უთხარი. საერთოდ შედიხარ იმათ როუტერის მენიუში? დიდი ჩხუბის მერე მომცეს უფლება. საიტზე შესვლა, ფილმის ყურება არ არის პრობლემა, აი ჩამოტვირთვაზე ერხევა. უცხოურ სერვერებზეც აქვს პრობლემა ონლაინ თამაშს ვერ ითამაშებ ნორმალურად. ხან სწორდება პრობლემა. თუმცა რა შედარებაა, სანამ დავრეკავდი 7-8-მბ-ზე ეცემოდა.

Posted by: vito37 20 Jul 2017, 01:22
როგორშეხვედი მენიუში ჩვენც გვითხარი რა იქნება იქნებ გავასწოროთ

Posted by: mikheill1 20 Jul 2017, 01:26
vito37
192.168.100.1 არის იპ მისამართი, მაგრამ ვერ შეხვალ თუ გაბრიჯულია. ლოგინი telecomadmin პაროლი admintelecom

Posted by: levbub 20 Jul 2017, 17:58
QUOTE (mikheill1 @ 20 Jul 2017, 01:08 )
levbub
გადავატრიალე მთელი მენიუ, ყველგან ყველაფერი მაქსიმუმზეა, მაგრამ მომენტში მაინც აქვს წყვეტები. 27მბ-დან 23-ზე ჩამოდის. ატვირთვა კი აქვთ 28-29მბ ჩამოტვირთვაზეა პრობლემა. რაც შეეხება როუტერის იპ და ვაიფაის ემთხვევაო, მაგით ბებიაშენი მოატყუეთქო უთხარი. საერთოდ შედიხარ იმათ როუტერის მენიუში? დიდი ჩხუბის მერე მომცეს უფლება. საიტზე შესვლა, ფილმის ყურება არ არის პრობლემა, აი ჩამოტვირთვაზე ერხევა. უცხოურ სერვერებზეც აქვს პრობლემა ონლაინ თამაშს ვერ ითამაშებ ნორმალურად. ხან სწორდება პრობლემა. თუმცა რა შედარებაა, სანამ დავრეკავდი 7-8-მბ-ზე ეცემოდა.

ოპტიკურ როუტერზე უპრობლემოდ შევდიოდი ვიცოდი ლოგინი და პასი, მაგრამ როუტერის პრობლემა არ არის და სკრინი იმიტომ გთხოვე რომ მეცადა იგივე პარამეტრებით შემემოწმებინა, შევამოწმე და იგივე მივიღე - ქსელის ვარდნა, წყვეთა, და პაკეტების დანაკარგი!!!
რაც შეეხება ვაიფაის ცალკე მაქვს ტპლინკი და როდესაც ოპტიკური როუტერი შემიცვალეს პარამეტრები არ გაწერეს როუტერში პორტებზე და იყო კონფლიქტი იპ მისამართებს შორის მაგრამ ეგ ადვილად მოვაგვარე მაშინვე-ვაიპაი როუტერში შევცვალე შემავალი იპ პარამეტრები რომ აეღო ავტომატურად ოპტიკური როუტერიდან გაცემული იპ!
ვაიფაიზე არც მქონია პრობლემა, (ოპტიკა) კაბელიც კარგ მონაცემებს აჩვენებს თვითონ როუტერში ნებისმიერს შეუძლია ნახოს, პრობლემა როგორც ჩანს არის მაგთის კვანძებში (აპარატურა), ან როგორც ზემოთ ავღნიშნე იყენებს შეიპინგს ტრაფიკის შესამცირებლად!

Posted by: mikheill1 21 Jul 2017, 17:35
დღეს იყვნენ ჩემთან ტექნიკური ჯგუფიდან, შეამოწმეს დეციბალი, გამტარობა კაბელში და იდეალურიაო. დაშვებული იყო კაბელი და დავაჭიმინე, პლუს სიჩქარის ვარდნაზე ვესაუბრე და მართალი ხარ ყველგან მასეა, პირადად ჩემთანაც და დაახლოებით ერთ თვეში გამოსწორდებაო. აბა ეხლა ხელშეკრულებაში ნაკისრ ვალდებულებას რომ მირღვევს მაგთიკომი ამაზე უნდა გავჩუმდეთქო? რა ვიცი ძმაო მე რიგითი თანამშრომელი ვარ და რა გიშველოვო. მოკლედ ასეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ, დიდ კომპანიას აქვს უფლება დაგირღვიოს ნაკისრი ვალდებულება, შენ კი მოგთხოვოს ყველაფერი ისე როგორც აწყობთ. არ არსებობს არც მარეგულირებელი, არც კანონი და იტყნა.ვენ თავიანთ დედებს! საერთოდ რატო აქვს ერთ კომპანიას ყველაფრის ყიდვის უფლება? ამათი ვითომ დემოკრატიის დედაც! ბოლოს ალბათ სილქნეტსაც იყიდიან და იქნება მხოლოდ მაქგთი. პრინციპში რომც არ იყიდონ, ფასს მაინც მაგთი განსაზღვრავს. ევროპა 5G ინტერნეტზე გადადის სადაც ერთ გეგაბაიტს რამოდენიმე წამში ჩამოტვირთავ, აქ რაც არის ისიც გააბანძეს.

Posted by: narcoTOURIST 21 Jul 2017, 18:06
mikheill1
მე ამ დღეებში ველოდები ტექნიკურ ჯგუფს..

2 დღის წინ ხო იყვნენ და იდეალურად გაქვს ყველაფერიო, 15 აგვისტომდე გამოსწორდებაო, თუ რამეაო დარეკეო, გუშინ ისევ რომ არ იყო ინტერნეტი მეოთხედ დავრეკე, ვეკითხები როდემდე უნდა იყოს ეგრე და ვითომც არაფერი, წყნარი ხმით მეკითხება ოპერატორი - რა პრობლემა გაქვთო?..
15 აგვისტომდე რამე სამუშაოები მინდინარეობს მეთქო და არ ვიციო, სხვაგან გადამრთო, ამ ოპერატოსაც იგივეს ვეკითხები, გადაამოწმა სადღაც და არაო, დელტანეტის ყველა აბონენტი უკვე გადავიყვანეთო საერთო ქსელში და არაფერი აღარ კეთდებაო, მეთქი აბა რა ვუყო ამ ინტერნეტს, კაიო, მაშინ გამოვუშვებთ ტექნიკურ ჯგუფს, ვეუბნები რომ ამ ჯგუფის მოსვლას არანაირი აზრი არ აქვს, იმიტომ რომ იყვნენ უკვე, ყველაფერი შეამოწმეს და თან დღისით ჩვეულებრივად მუშაობს თქო, არ ვიციო, სამწუხაროდ მე აქედან ვერ გეხმარებიო და ეგეთ შემთხვევაში ტექნიკური ჯგუფი უნდა მოვიდესო..

კაროჩე კომპანია კიარა ჩვეულებრივი კანტორაა ეს დმ-ლი მაგთი!!

ეხლა მოვლენ შეამოწმებენ, აღმოჩნდება რომ ყველაფერი წესრიგშია, მეტყვიან რომ 15 აგვისტომდე გამოსწორდება, ამ დროს 15 აგვისტომდე არავინ არაფერს არ აკეთებს, და წავლენ..

გუშინ 1GB-ანი ფაილი ვერ ჩავიწერე, იმხელა წყვეტები იყო რომ გუგლდრაივიდან 1GB ვერ ჩაწერა, ხუთჯერ დავაწყებინე თავიდან და მაინც ვერა რა!
ბოლოს მობილურით ჩავიწერე 4G-ით ეს ფაილი..

რა ვქნათ მაგის დედაც ტო?!



Posted by: Kutalia 22 Jul 2017, 00:51
QUOTE (narcoTOURIST @ 21 Jul 2017, 18:06 )
mikheill1
მე ამ დღეებში ველოდები ტექნიკურ ჯგუფს..

2 დღის წინ ხო იყვნენ და იდეალურად გაქვს ყველაფერიო, 15 აგვისტომდე გამოსწორდებაო, თუ რამეაო დარეკეო, გუშინ ისევ რომ არ იყო ინტერნეტი მეოთხედ დავრეკე, ვეკითხები როდემდე უნდა იყოს ეგრე და ვითომც არაფერი, წყნარი ხმით მეკითხება ოპერატორი - რა პრობლემა გაქვთო?..
15 აგვისტომდე რამე სამუშაოები მინდინარეობს მეთქო და არ ვიციო, სხვაგან გადამრთო, ამ ოპერატოსაც იგივეს ვეკითხები, გადაამოწმა სადღაც და არაო, დელტანეტის ყველა აბონენტი უკვე გადავიყვანეთო საერთო ქსელში და არაფერი აღარ კეთდებაო, მეთქი აბა რა ვუყო ამ ინტერნეტს, კაიო, მაშინ გამოვუშვებთ ტექნიკურ ჯგუფს, ვეუბნები რომ ამ ჯგუფის მოსვლას არანაირი აზრი არ აქვს, იმიტომ რომ იყვნენ უკვე, ყველაფერი შეამოწმეს და თან დღისით ჩვეულებრივად მუშაობს თქო, არ ვიციო, სამწუხაროდ მე აქედან ვერ გეხმარებიო და ეგეთ შემთხვევაში ტექნიკური ჯგუფი უნდა მოვიდესო..

კაროჩე კომპანია კიარა ჩვეულებრივი კანტორაა ეს დმ-ლი მაგთი!!

ეხლა მოვლენ შეამოწმებენ, აღმოჩნდება რომ ყველაფერი წესრიგშია, მეტყვიან რომ 15 აგვისტომდე გამოსწორდება, ამ დროს 15 აგვისტომდე არავინ არაფერს არ აკეთებს, და წავლენ..

გუშინ 1GB-ანი ფაილი ვერ ჩავიწერე, იმხელა წყვეტები იყო რომ გუგლდრაივიდან 1GB ვერ ჩაწერა, ხუთჯერ დავაწყებინე თავიდან და მაინც ვერა რა!
ბოლოს მობილურით ჩავიწერე 4G-ით ეს ფაილი..

რა ვქნათ მაგის დედაც ტო?!

დელტანეტიდან არ ვარ, კავკასუსიდან გადმომიყვანეს, მაგრამ მეც მაქვს პრობლემები. ზუსტად მასე, 3-ჯერ მოვიყვანე ტექნიკური ჯგუფი, პირველად მითხრეს, კაბელს შევცვლით თუ არ ეშველაო, მეორე დღეს კიდევ თავიანთი ლეპტოპი გამოატანეს ოფისიდან და იქ წყვეტები არ აჩვენა (დღის საათები რომ იყო ალბათ მაგიტომ). ხომ და თავი გაიმართლეს და წავიდნენ.

Posted by: mikheill1 22 Jul 2017, 01:01
narcoTOURIST
ახალი აპარატურა დადგეს, დამავიწყდა სახელი, კი ახსენა გაკვრით ტექნიკური ჯგუფის თანამშრომელმა და რაღაც ვერ მუშაობს კარგად, ამიტომ არ რთავენ ახალ აბონენტებს თითქმის 2 თვეა. როგორც გავიგე საკმაოდ ძვირადღირებული ყოფილა და უცხოეთიდან ყავთ სპეციალისტები. აგვისტოს შუარიცხვებამდე გამართავენ სისტემას და მერე ახალ პაკეტსაც შესთავაზებენ ახალ აბონენტებსო. ჯანდაბას მოვითმენ ეს ერთი თვე სხვა რა გზაა. იმედია ასე არ დარჩება პრობლემა სამუდამოდ. მე ის მაინტერესებს, რატო არ არსებობს მარეგულირებელი, ვინ იცავს მომხმარებლის ინტერესს? რომ გვახდევინებენ 30 ლარს და წერია ხელშეკრულებაში 25მბ მოდის 13-14 ზოგჯერ 7-8 წესით უნდა დააჯარიმონ მაგთი.

Posted by: di_onise 22 Jul 2017, 01:50
არცერთი პროვაიდერი არ აშეიპებს 7-8 მბ-ზე როცა პაკეტით 28 გეკუთვნით.

პროვაიდერისთვის სულერთია შენ 7მბ გექნება სიჩქარე თუ 27, რადგანაც ტრაფიკის მოცულობა იგივეა.

პროსტა ლინკები ევსებათ საღამოს და მაგიტომ გაქვთ პინგზეც დანაკარგი და დაბალი სიჩქარე.

ტრეისი გაუშვით რამე გლობალზე და მერე სათითაო ჰოპები გაპინგეთ და ნახეთ სად იქნება წყვეტა. აუხსენით "ტექნიკურ" სამსახურს რომ გადასცეს ეგ ინფორმაცია ზედა დონეს.


პ.ს. მაგთის საპორტი ვიცი რაცაა, პინგზე პაკეტების დანაკარგი მაქვს მეთქი ვეუბნები და რა გინდათ, 50მბ-იანი პაკეტი მოგეწოდებათო. 1300 ბაიტიან პინგებს ვუშვებ და მაგაზე უფრო ეტყობა მეთქი და ეგაო თქვენ რასაც აკეთებთ დოს ატაკაა და ისჯება კანონითო biggrin.gif

Posted by: narcoTOURIST 22 Jul 2017, 01:57
Kutalia
დიდი ხანია რაც დაგეწყო პრობლემები?

mikheill1
მეც ხო მითხრეს 15 აგვისტომდე გამოსწორდებაო ანუ ერთ თვეში, მაგრამ ტელეფონით ეს ინფორმაცია არ დამიდასტურეს.
მეც მოვითმენ ერთ თვეს, მაგრამ რა გარანტიაა რომ იგივე არ დარჩება.
ორშაბათს წავალ ცენტრალურ ოფიში და გავარკვევ.
დღევანდელი პინგი
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «


რაც შეეხება მარეგულირებელს, 2 დღის წინ დაიწერა რომ აპირებენ ტარიფების შეცვლას - http://1tv.ge/ge/news/view/170416.html
დღესაც იყო ამ თემაზე სიუჟეტი, მარგამ მგონი რეგიონებს შეეხება, თბილისში იგივე კატასტროფული ტარიფები დარჩება და საშინელი ხარისხი sad.gif
ეს დღევანდელი - http://1tv.ge/ge/news/view/170878.html

ვერ არის ეს ბექაური, ჯერ CO-ს შეძენაზე თანხმობა მისცა, შემდეგ DeltaNet-ზე და ეხლა კონკურენციაზე ლაპარაკობს facepalm.gif
ორი პროვაიდერი დარჩა - მაგთი და სილქნეტი, უბნებიც გადანაწილებული აქვთ, სადაც მაგთია იქ სილქი აღარ ყოფს ცხვირს..

Posted by: Kutalia 22 Jul 2017, 23:09
თქვენსავით, დაახლოებით 1-2 თვეა. ოღონდ თქვენთან შედარებით არაუშავს: როგორც ვთქვი, პინგი/სიჩქარე ნორმალურია, მაგრამ წყვეტებია.

Posted by: narcoTOURIST 23 Jul 2017, 00:07
Kutalia
გასაგებია.
ჩემთან სიჩქარე ცოტა დაეცა, 24.5-25.5-ზე ადის, ადრე 27-28-ეც კი ადიოდა, მაგრამ ძალიან ხშირი წყვეტებია, ყოველ 3-5 წუთში, ზოგი უმნიშვნელოა 5-10 წამი, მაგრამ ზოგი წყვეტა არის 5 წუთამდე.
თანახმა ვარ 20-მდე დაეცეს სიჩქარე, მთავარია წვეტები აღარ ქონდეს ქსელს.

ტექნიკური ჯგუფი დღესაც არ მოსულა.

Posted by: levbub 23 Jul 2017, 19:43
QUOTE (di_onise @ 22 Jul 2017, 01:50 )
არცერთი პროვაიდერი არ აშეიპებს 7-8 მბ-ზე როცა პაკეტით 28 გეკუთვნით.

პროვაიდერისთვის სულერთია შენ 7მბ გექნება სიჩქარე თუ 27, რადგანაც ტრაფიკის მოცულობა იგივეა.


ასე რომ იყოს და სულერთი რომ იყოს მაშინ არანაირი შეზღუდვა არ გექნებოდა არც ერთ პაკეტზე და ყველას ერთი და იგივე პაკეტი ექნებოდა!!!
აშეიპებს და პაკეტებსაც აჭრის თუ სჭირდება! ყველა ხაზს აქვს თავისი გამტარუნარიანობის პიკი-ნებისმიერ კანალს და ასევე აპარატურას
მაგალითისათვის ავიღოთ ხაზი (კანალი) რომელიც გათვლილია 1 გბ გამტარუნარიანობაზე და რომელზეც დაერთებულია 10 ადამიანი და ამ ადამიანებს აქვთ 25 მბ პაკეტები და საღამოს ყველა იყენებს ინტერნეტს (ტვ.კომპი. სმარტფონი და ა.შ.) (25მბX10=250მბ) ანუ კანალის პიკის მეოთხედი - ამ შემთხვევაში ამ 10 ადამიანიდან არც ერთს არ ექნება პრობლემა! მაგრამ თუ აბონენტების რაოდენობას გავზრდით 100 მდე (25მბX100=2.5 გბ) რაც ნიშნავს, რომ 1გბ კანალი გაიყოფა ამ 100 ადამიანზე და ვერ მიიღებ 10მბ მეტს! ხოდა ამ დროს იყენებს პროვაიდერი შეიპინგს და პაკეტების "ჭრას და კერვას", წინააღმდეგ შემთხვევაში მიიღებს დაცემულ ქსელს ყველა აბონენტთან!
ეხლა ვივარაუდოთ ისიც, რომ დელტას არ ჰქონდა გათვლილი თავისი ქსელი ტელევიზიაზე და შესაბამისად 2 გბ პორტებზე დაერთებული იყო 50-100 აბონენტი და თავისუფლად ერეოდა კანალის გამტარუნარიანობა. მაგთის აქციის დროს ძალიან ბევრმა აბონენტმა ჩართო ტელევიზია და ასევე ამ აქციით კიდევ ბევრი ახალი აბონენტი შეიძინა და აპარატურა კი იგივე დარჩა და მუშაობს კრიტიკულ რეჟიმში- მითუმეტეს საღამოს საათებში და უქმე დღეებში. როდესაც ყველას აქვს ტვ ჩართული!!! (ეს ის ვარიანტია მანამ ავტობანს ააშენებდნენ-თბილისიდან ბათუმამდე 8-9 საათი რომ გინდოდა დანგრეულ გზაზე. და ავტობანი რომ ამოქმედდა 5-6 საათში ჩადიხარ კაცი)
* * *
QUOTE (narcoTOURIST @ 22 Jul 2017, 01:57 )
მეც ხო მითხრეს 15 აგვისტომდე გამოსწორდებაო ანუ ერთ თვეში, მაგრამ ტელეფონით ეს ინფორმაცია არ დამიდასტურეს.
მეც მოვითმენ ერთ თვეს, მაგრამ რა გარანტიაა რომ იგივე არ დარჩება.

ეს ინფორმაცია მე დამიდასტურა ჩემმა ახლობელმა, რომელიც დელტას ტექ ჯგუფში მუშაობს. ასევე ფაქტია რომ ახალ აპარატურას აყენებენ, 3 დღის წინ ჩვენს ქუჩაზე ახალი ოპტიკა გაჭიმეს და ახალი ბოქსები დაამონტაჟეს მაგრამ ჯერ არ ჩაურთვიათ (მითხრეს რომ მაგთის ხალხი იყო). სურათზე ჩანს: დელტას ძველი ბოქსი მაღლა და 3 დღის წინ დამონტაჟებული ახალი ბოქსი და ახალი კაბელიც დაბლა!
user posted image
* * *
QUOTE (di_onise @ 22 Jul 2017, 01:50 )
ტრეისი გაუშვით რამე გლობალზე და მერე სათითაო ჰოპები გაპინგეთ და ნახეთ სად იქნება წყვეტა. აუხსენით "ტექნიკურ" სამსახურს რომ გადასცეს ეგ ინფორმაცია ზედა დონეს.

რაც შეეხება პინგს გლობალთან- პინგი არის ამა თუ იმ რესურსთან დაკავშირების დრო! (ანუ მაგალითად თამაშობ CS ევროპის სერვერზე და შენს კომპზე დააწკაპუნე სროლას - ამ მონაცემმა უნდა გაიაროს დიდი მანძილი სერვერამდე რომ სერვერმა გაიგოს რომ შენ გაისროლე, ხოდა რაც ნაკლები პინგი გაქვს მით მალე ჩავა მონაცემი და სერვერი მალე დააბრუნებს პასუხს რასაც დაინახავ შენს მონიტორზე) პინგი დამოკიდებულია როგორც რესურსის სიშორეზე ასევე მაგისტრალის ხარისხზე და კვანძების რაოდენობაზე- კარგ მაგისტრალზე - კარგი პინგია! ცუდი პინგი თამაშისას (და არა მარტო თამაშისას) ძალიან ცუდია იმით რომ ონლაინ რეჟიმში აღიქვავ ყველაფერს დაგვიანებით, მაგალითად გაქვს პინგი 1000მლ=1წ CS-ში მოწინააღმდეგე (რომელსაც კარგი პინგი აქვს 1-20) გამოდის ოთახიდან და ის მაშინვე გხედავს და გესვრის, ამ მომენტში შენ ვერ ხედავ მას რადგან შენამდე ეს მონაცემი ჯერ არ მოსულა და მოვა 1 წამის დაგვიანებით(1000 პინგის შემთხვევაში) 1 წამი=1000 მლწ!
წყვეტის შემთხვევაში კი თუნდაც წყვეტა იყოს ძალიან მცირე დროის 10 მწ, შეიძლება შენ განახორციელო რამე ინფორმაციის გაგზავნა თუნდაც ისევ CS მაგალითზე ავიღოთ და განახორციელო სროლა და ამ დროს ეს მონაცემი სერვერამდე არ მივიდა წყვეტის გამო, ამ დროს შენს კომპზე ჩანს გასროლა მაგრამ სერვერმა ვერ მიიღო ეს ინფო და
არანაირ რეაგირებას არ მოახდენს!
ტრაცერტი-ს დახმარებით შეგიძლია გაარკვიო თუ რა კვანძებს გადის მონაცემი რესურსამდე, აქედან გამომდინარე შეგიძლია გაარკვიო პრობლემატური კვანძი (სხვათაშორის სკრინები რომ დევს პინგპლოტერის მანდ ნათლად ჩანს კვანძები იგივე ტრაცერტია ოღონდ უფრო ადვილად ხედავ ყველაფერს მანამ CMD-ში), ანუ მაგთი გადის რუსეთზე ევროპის გავლით, ან თურქეთის გავლით, როდესაც შეუძლია პირდაპირ გავიდეს როგორც ამას სხვა კომპანიები ახერხებენ, ანუ ეს ის პონტია-მარჯვენა ყური მაჩვენეო და მარცხენა ხელით რომ მოკიდებ მარჯვენა ყურს, ან საქმე გქონდეს ბაქოში და ჯერ ჩაფრინდე თურქეთში მერე ევროპაში და მერე ბაქოში!!! ან რატომ უნდა მქონდეს მაგალითად აზერბაიჯანის სერვერებთან (160) მაღალი პინგი როდესაც საზღვარი აქვეა- იმიტომ რომ მაგთის მაგისტრალი გადის ჯერ თურქეთში ან ევროპაში და მერე მიდის აზერებში! ხომ პარადოქსია? მაგრამ რეალობაა!!!
მაგრამ არ გეგონოს რომ მაგთი შეწუხდეს შენი გულისათვის და სხვა მაგისტრალზე გადმოგიყვანოს!!! არადა დელტას დროს mail.ru-სთან აიწია პინგი120-140 და დავურეკე და ვთხოვე მოეწესრიგებინათ მაგ დროს დელტას ორი მაგისტრალი ჰქონდა რამდენადაც მე ვიცი (ტრაცერტის მონაცემებიდან)-ერთი გადიოდა თურქეთზე და მეორე ფრანქფურტზე, ხოდა პინგი როდესაც აიწია ვიღაცამ თურქეთის მაგისტრალზე გადამიყვანა, დარეკვის შემდეგ ისევ ფრანქფურტის მაგისტრალზე დამაბრუნეს და მქონდა 40-60 mail.ru-თან, როდესაც მაგთიმ შეისყიდა დელტა არ ვიცი რა მოხდა მაგრამ პინგი აიწია 130-160, მაგრამ მახსოვს პერიოდი (ერთი-ორი კვირა თუ არ ვცდები აპრილის თვეში) როდესაც 60-70 იყო, დავურეკე საპორტს და ცივი უარით გამისტუმრა- "ვერ შეგიცვლით მაგისტრალსო"! არადა თბილიში პატარა პროვაიდერ კომპანიებს აღნიშნულ რესურსთან აქვს პინგი 20-40, რაც იმის მანიშნებელია, რომ მაგთსაც შეუძლია მაგრამ ან არ აკეთებს ან ვერ, მე უფრო მგონია რომ არ! რადგან ნაკლებად ხარისხიანი მაგისტრალი ნაკლებად ღირებულია და ეკონომიის მიზნით ირჩევენ არახარისხიან მაგისტრალებს!
არადა საზღვარგარეთ პროვაიდერი ვალდებულია რომ კლიენტის თხოვნის საფუძველზე რესურსთან კავშირის გაუმჯობესების მიზნით კლიენტს შეურჩიოს შესაბამისი მაგისტრალი!!!
ამ შემთხვევაში მე თუ ვერ მივიღე ნორმალური პინგი აღნიშნულ რესურსთან, მაქვს ორი ვარიანტი
1. პროვაიდერის შეცვლა, ინფორმაცია მაქვს რომ დღე-დღეზე დაიწყებს აბონენტების ჩართვას ქსელი მზად აქვთ (რადგან დღევანდელ პროვაიდერს არ შეუძლია ან არ უნდა რომ სხვა მაგისტრალზე გადამიყვანოს პინგის შემცირების მიზნით)
2. თბილისში სხვა პროვაიდერისგან შევიძინო ინტერნეტ პაკეტი და კომპზე დავაყენო VPN სერვერი და უკვე აქედან ჯერ გავიდე ჩემს დაყენებულ ვპნ-ზე და შენდგომ გლობალზე!

Posted by: mikheill1 24 Jul 2017, 01:15
აღიარა მაქთიმ ოფიციალურად, რომ ტექნიკური სამუშაოები მიმდინარეობს და სმს მომწერეს. პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, მოსალოდნელია შეფერხებებიო. ამათი დედა შვც! 2 თვე რატო უნდა მქონდეს უხარისხო ინტერნეტი, მომხმარებელს კიდია მაგთის პროფილაქტიკა, მე ვიხდი და უნდა მივიღო ის, რაც ხელშეკრულებაში მიწერია. როდესაც მაკლებს სიჩქარეს, რაღატო მახდევინებენ იგივე ფასს? მაშინ ის 2 თვე მომცენ ერთი თვის ფასად. ასე უხეშად არღვიონ ხელშეკრულება რა პონტია? ამათი ბოდიში არ მკიდია? ერთი და ორი დღე მესმის პროფილაქტიკური სამუშაოს გამო ხარვეზი იყოს, მაგრამ 2 თვე? რო დასვეს პაკეტში იპ ტელევიზია, არ იცოდნენ ბოლოს რა მოხდებოდა? ჯერ გამოეცვალათ აპარატურა და მერე დაემატებინათ ტელევიზია. ეს ბოზ.ები ფულს შოულობენ, მე ნაგავ ინტერნეტს მაწვდიან. ეხლა უცადე როდის შეცვლიან ძველ აპარატურას ახლით. რატო არ არსებობს კონტროლი, როდესაც არღვევენ მომხმარებლის უფლებებს? 30 ლარად 25მბ ქონდა დელტას, ამათ 10მბ 27 ლარი იქნება მომავალშიო. მე კი დამრჩება ისევ 25მბ 30 ლარად, სანამ პაკეტს არ შევცვლი, მაგრამ ახალ აბონენტებს ახალი ტარიფი ექნებათ. იმის მაგივრად გააიაფონ, ან ხარისხი მოუმატონ, პირიქით უკან მიდიან. რა ენაღვლებათ, ფულს აკეთებენ, კონკურენტი არ ყავთ და არც მარეგულირებლის კანონი არ არსებობს! ასეთ უპატრონო ქვეყანაში ცხოვრება შეგზიზღდება კაცს.

Posted by: levbub 24 Jul 2017, 01:39
QUOTE (mikheill1 @ 24 Jul 2017, 01:15 )
აღიარა მაქთიმ ოფიციალურად, რომ ტექნიკური სამუშაოები მიმდინარეობს და სმს მომწერეს. პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, მოსალოდნელია შეფერხებებიო. ამათი დედა შვც! 2 თვე რატო უნდა მქონდეს უხარისხო ინტერნეტი, მომხმარებელს კიდია მაგთის პროფილაქტიკა, მე ვიხდი და უნდა მივიღო ის, რაც ხელშეკრულებაში მიწერია. როდესაც მაკლებს სიჩქარეს, რაღატო მახდევინებენ იგივე ფასს? მაშინ ის 2 თვე მომცენ ერთი თვის ფასად. ასე უხეშად არღვიონ ხელშეკრულება რა პონტია? ამათი ბოდიში არ მკიდია? ერთი და ორი დღე მესმის პროფილაქტიკური სამუშაოს გამო ხარვეზი იყოს, მაგრამ 2 თვე? რო დასვეს პაკეტში იპ ტელევიზია, არ იცოდნენ ბოლოს რა მოხდებოდა? ჯერ გამოეცვალათ აპარატურა და მერე დაემატებინათ ტელევიზია. ეს ბოზ.ები ფულს შოულობენ, მე ნაგავ ინტერნეტს მაწვდიან. ეხლა უცადე როდის შეცვლიან ძველ აპარატურას ახლით. რატო არ არსებობს კონტროლი, როდესაც არღვევენ მომხმარებლის უფლებებს? 30 ლარად 25მბ ქონდა დელტას, ამათ 10მბ 27 ლარი იქნება მომავალშიო. მე კი დამრჩება ისევ 25მბ 30 ლარად, სანამ პაკეტს არ შევცვლი, მაგრამ ახალ აბონენტებს ახალი ტარიფი ექნებათ. იმის მაგივრად გააიაფონ, ან ხარისხი მოუმატონ, პირიქით უკან მიდიან. რა ენაღვლებათ, ფულს აკეთებენ, კონკურენტი არ ყავთ და არც მარეგულირებლის კანონი არ არსებობს! ასეთ უპატრონო ქვეყანაში ცხოვრება შეგზიზღდება კაცს.

მოდი დაველოდოთ მოვლენებს, მე ვფიქრობ თუ აღიარეს პრობლემა (თუმცა პროფილაქტიკა არ არის აღიარება) მაშინ ალბათ კომპენსაციაზე იპიქრებენ (არ არის გამორიცხული რომ ერთი თვე საერთოდ აჩუქონ დაზარალებულ მომხმარებლებს), ნებისმიერი სერიოზული კომპანია ასე იზავდა და ამით უფრო კონკურენტუნარიანი გახდებოდა შიდა ბაზარზე, და ასევე მიიღებდა უფასო რეკლამას თავის მომხმარებლების დახმარებით, თვითონ მომხმარებელი გაუწევდა რეკლამირებას თუნდაც იმით, რომ პრობლემის გამო კომპენსაციის სახით კომპანიამ რაღაც საჩუქარი გაუკეთა! და მომხმარებლის რეკომენდაცია, ანუ ცოცხალი რეკლამა, ნებისმიერ პიარ აქციაზე და ვიდეორგოლზე ძლიერია თუმცა ჩემზე უკეთ იციან ეს!
ნუ ესენი რას იზავენ დრო გვიჩვენებს!
მესიჯი მეც მომივიდა და საინტერესო ის არის რომ სხვა თემაში ამ ფორუმზე დღეს ავღნიშნე, ციტირებას მოვახდენ -"მაგრამ ხომ შეიძლებოდა აბონენტებისათვის ეცნობათ, რომ ამ პერიოდში მოსალოდნელია პრობლემები ინტერნეტ კავშირზე????" ხოდა 6 საათში მოვიდა კიდეც მესიჯი და მაცნობეს ))). სასიამოვნოა თუქი ადევნებენ თვალს ფორუმს და კითხულობენ პოსტებს და ახდენენ რეაგირებას ეს უკვე სერიოზული კომპანიის საქციელია! თუმცა არ გამოვრიცხავ რომ იყოს დამთხვევა!
user posted image

Posted by: narcoTOURIST 24 Jul 2017, 01:54
QUOTE
30 ლარად 25მბ ქონდა დელტას, ამათ 10მბ 27 ლარი იქნება მომავალშიო. მე კი დამრჩება ისევ 25მბ 30 ლარად, სანამ პაკეტს არ შევცვლი

ანუ ამ ტარიფს ვერ შეგვიცვლიან?
ხელშეკრულება ხო ერთწლიანია და როცა ვადა გაუვა ახალს არ დაგვიდებენ?

Posted by: mikheill1 24 Jul 2017, 03:56
narcoTOURIST
ვინც ძველი ხელშეკრულებით სარგებლობს 30 ლარად 25მბ ვერ შეცვლიან. თუ გადახვალ სხვა ტარიფზე, უკან ვერ დაბრუნდები, რადგან მაგთის მინიმალური ტარიფი იქნება 27 ლარი 10მბ წამში. ეს 20მბ და ტელევიზია 27 ლარად აქცია იყო და გადაიბირეს დელტას ყოფილი აბონენტები ახალ პაკეტზე. ვადის გასვლის შემდეგ, 27 ლარად მხოლოდ 10მბ დარჩებათ ტელევიზიის გარეშე. ტელევიზიას დაემატება დამატებით ღირებულება. 25მბ ეღირება 37 ლარი ახალი ტარიფით ტელევიზიის გარეშე. აი ვინც დაიტოვა ძველი ხელშეკრულება და არ გადავა სხვა პაკეტზე, მუდამ 30 ლარად ექნება 25მბ.

Posted by: di_onise 24 Jul 2017, 12:07
levbub

რეებს მიხსნი smile.gif))


არ აქვს და აგიხსნი ეხლა რატომ.

შენ რო 25 მბ ტრაფიკი გაქვს. ინტერნეტს როცა იყენებ ჯამში შენი მოხმარება აღიწერება არა სიჩქარით, არამედ მოცულობით, რადგანაც როცა ფილმს უყურებ ან იწერ, შეიძლება 7მბ-თი ნელა გადმოწერო ვიდრე 25 მბ-თი მაგრამ ჯამში იგივე მოცულობას გამოიყენებ. ანუ შენ თუ გექნება 7მბ, ლინკს დატვირთავ გაცილებით უფრო დიდხანს ვიდრე 25 მბ-ს დროს. ასევე რომ აიღო ბევრი შენნაირი მომხმარებელი, იმათ თუ დაბალი სიჩქარე ექნებათ, ექნებათ უფრო დიდხანს დატვირთული არხი.

რომ გქონდეთ ყველას 100 მბ, ფილმს გადმოწერ 2 წუთში და მერე უკვე შენი არხი თავისუფალია და ის არხი ტავისუფალი იქნება სხვა ტიპისთვის და იმის ალბათობა რომ 100-მა კაცმა ერთდროულად დაიწყოს გადმოწერა არის 0.0000001%-ის ტოლი.

ესე დაწერილი შეიძლება ცოტა გაუგებარი იყოს მაგრამ გრაფიკებში კარგად ჩანს ეგ ყველაფერი. ერთს გეტყვი რომ საღამოს საათებში 1 აბონენტის საშუალო უნიკასტ ტრაფიკი 1მბ-ს არ სცდება ხოლმე, მიუხედავად იმისა რომ ყველას მინიმუმ 10მბ და ხშირ შემთხვევაში 40-50მბ აქვთ ხოლმე.


ეს პაკეტები კიდე 10მბ - 100მბ სუფთა მარკეტინგია, ოღონდ ლამაზად შეფუთული რომელიც კარგად იყიდება....



მაგისტრალის შეცვლა კიდე როგორ წარმოგიდგენია?

არ ვიცი მაგთის ქსელში რა ხდება მაგრამ ჩემი შეხედულებით მაქსიმუმ სხვა პულიდან მოგეცს იპ და ბგპ სხვანაირად მუშაობდეს მაგ პულზე....



პ.ს. პროვაიდერს რო ურეკავ ეს მაგისტრალი არ მინდა შემიცვალეთო smile.gif)))

Posted by: narcoTOURIST 24 Jul 2017, 19:35
QUOTE
მუდამ 30 ლარად ექნება 25მბ.

up.gif

Posted by: levbub 24 Jul 2017, 23:10
QUOTE (di_onise @ 24 Jul 2017, 12:07 )
იმის ალბათობა რომ 100-მა კაცმა ერთდროულად დაიწყოს გადმოწერა არის 0.0000001%-ის ტოლი.

ერთს გეტყვი რომ საღამოს საათებში 1 აბონენტის საშუალო უნიკასტ ტრაფიკი 1მბ-ს არ სცდება ხოლმე


იმის ალბათობა რომ 100-მა კაცმა ერთდროულად საღამოს დაიწყოს ტელევიზიის ყურება (იგივე გადმოწერა) ალბათ 100%???


რამხელა ტრაფიკი სჭირდება თუნდაც რუსთავი 2ს ან იმედს HD ხარისხში? მინიმუმ- 8მბ და FULLHD-12მბ

user posted image

Posted by: mikheill1 24 Jul 2017, 23:31
კიდევ ერთი სიახლე, დღეს მომივიდა სმს მაგთისგან. თუ არ იხმარებ ინტერნეტს, დარეკავ ოფისში, განაცხადებ და მხოლოდ 5 ლარს დარიცხავ თვეში სააბონენტოს. ასე იყო დელტას დროს, მაგთიმ დღეში 50 თეთრი დააწესა ჯარიმა, ეხლა ისევ დააბრუნეს ძველი პირობა. ჩემი აზრით ეს 5 ლარიც არ უნდა იყოს. ბევრია ვინც 2-3 თვე ისვენებს სოფლად და რატო უნდა გადაიხადოს დანარჩენი 9-10 თვე 5 ლარი? ყველაზე სწორი იქნება, როცა გინდა მაშინ დარიცხო. მაგთი მოგიტ.ყან ტარიფი!

Posted by: levbub 25 Jul 2017, 00:00
QUOTE (di_onise @ 24 Jul 2017, 12:07 )
პ.ს. პროვაიდერს რო ურეკავ ეს მაგისტრალი არ მინდა შემიცვალეთო smile.gif)))

user posted image
ამ სურათზე ჩანს ორი მაგისტრალი-ეს არის ოპტიკა რომელიც გადის საქართველოდან შავი ზღვის გავლით, ასევე არსებობს სხვა მაგისტრალებიც რომლებიც გადის ხმელეთზე! ხოდა ამ შემთხვევაში რამდენადაც ვიცი და საპორტშიც მითხრეს მოსკოვში გადიან
1-ფოთი-სოფია-ფრანქფურტი-სანტპეტერბურგი-მოსკოვი
2-თურქეთი-ბუგარეთი-ევროპის ქვეყნები-მოსკოვი

ეხლა ამ სურათს რომ დააკვირდე ასევე არსებობს ფოთი-сочи (300კმ და 1 კვანძი) ანუ პირდაპირი გასვლა რუსეთში! რატომ უნდა შემოიაროს მთელი ევროპა(10000კმ მეტი-ხზ რამდენი კვანძი) და ისე მივიდეს რუსეთამდე(ამით ხომ პინგიც იზრდება და ხარისხიც ეცემა) როდესაც შესაძლებელია პირდაპირ რუსეთზე გასვლა?
ასევე, როცა დრო მექნება აუცილებლად ვნახავ როგორ გადიან სხვა პროვაიდერები რუსეთში რომლებსაც პინგი აქვთ 20-40 და გავიგებ თუ რომელ კვანძებს და მაგისტრალებს იყენებენ!
და მაგისტრალს ამ შემთხვევაში ვეძახი გავლილ კვანძებს და მანძილს ჩემი კომპიდან ჩემთვის სასურველ რესურსთან (მარშრუტს)! ანუ როდესაც მე მაგალითად მინდა გავხსნა საიტი ჩემი კომპი აწვდის ინფორმაციას პროვაიდერის კვანძზე- ხდება მარშრუტის დადგენა და უშვებს ჩემს ინფორმაციას მოთხოვნილ სერვერზე ამას ჩვენ ვხედავთ ტრაცერტის დახმარებით, ხოდა ამ მარშრუტის შეცვლა შესაძლებელია რამდენადაც მე ვიცი პროგრამულად!
ასევე მე რომ თბილიში ავირჩიო პროვაიდერი რომელსაც კარგი პინგი აქვს (20-40) ჩემთვის საინტერესო რესურსთან და დავაყენო VPN შემდგომ მაგთის ინტერნეტი გამოვიყენო მხოლოდ ამ VPN-თან დასაკავშირებლად და უკვე იქიდან გავიდე რუსეთზე, როგორ პიქრობ როგორ პინგს მივიღებ როდესაც აქედან თბილისამდე პინგი 2 მაქ?
ამით იმის თქმა მინდა რომ არსებობს მაგისტრალები და მარშრუტები უფრო კარგი ხარისხის და კარგი პინგით! და რატომ არ იყენებს მაგთი ეგ უკვე სულ სხვა თემაა!

Posted by: di_onise 25 Jul 2017, 17:02
levbub
QUOTE
იმის ალბათობა რომ 100-მა კაცმა ერთდროულად საღამოს დაიწყოს ტელევიზიის ყურება (იგივე გადმოწერა) ალბათ 100%???


რამხელა ტრაფიკი სჭირდება თუნდაც რუსთავი 2ს ან იმედს HD ხარისხში? მინიმუმ- 8მბ და FULLHD-12მბ



ტელევიზიაში რას გულისხმობ? თავიანთი ტვ მულტიკასტია და პოხუი 1 კაცი უყურებს თუ 100.


გეუბნები საღამოს რეალური საშუალო დატვირთვა არის ხოლმე 1 აბონენტი-1მბ. ხანდახან 1.5 და მაქს 2მბ ალბათ.


აიღე საღამოს საშუალო დრო, გამოიყენე ინტერნეტი ისე როგორც იყენებ ხოლმე და მიღებული ტრაფიკი გაყავი დროზე, მიიღებ საშუალო დროს. შენი მაჩვენებელი შეიძლება 5მბ გამოვიდეს, მაგრამ არიან ტიპები ვისიც რამდენიმე ასეული კბ იყოს.

ამას გეუბნები რეალურ ციფრებზე დაყრდნობით დამიჯერე, არავითარი ინტერესი არ მაქვს მაგთიში smile.gif)) პროსტა არცერთი პროვაიდერი არ დააშეიპებს მასე როგორც წარმოგიდგენიათ, საღამოს 7მბ-იან სიჩქარეს მიყენებენ და დღისით 20-სო.

ტექნიკური პრობლემა აქვთ ეტყობა და ცდილობენ გამოსწორებას.




ეგ მაგისტრალები არის ურთიერთჩართვის ამბავი პროვაიდერებსა და მაგათ აპსტრიმ პროვაიდერებს შორის.

მაგთის აქვს ჩართვა რუსტელეკომთან? აზერებთან ჩერეზ ევრობა რატო არ მიდისო, აქვთ კი ჩართვა მაგათ პროვაიდერებთან?

ფულ მეში რო გაიჩითოს მერე ნახეთ თქვენ ინტერნეტის პაკეტის გაძვირება smile.gif))


mikheill1
QUOTE
კიდევ ერთი სიახლე, დღეს მომივიდა სმს მაგთისგან. თუ არ იხმარებ ინტერნეტს, დარეკავ ოფისში, განაცხადებ და მხოლოდ 5 ლარს დარიცხავ თვეში სააბონენტოს. ასე იყო დელტას დროს, მაგთიმ დღეში 50 თეთრი დააწესა ჯარიმა, ეხლა ისევ დააბრუნეს ძველი პირობა. ჩემი აზრით ეს 5 ლარიც არ უნდა იყოს. ბევრია ვინც 2-3 თვე ისვენებს სოფლად და რატო უნდა გადაიხადოს დანარჩენი 9-10 თვე 5 ლარი? ყველაზე სწორი იქნება, როცა გინდა მაშინ დარიცხო. მაგთი მოგიტ.ყან ტარიფი!


პროვაიდერი ფულს მარტო ინტერნეტში არ გახდევინებს, ესაა მოდემიდან დაწყებული, ოპტიკური ხაზით და აპარატურით გაგრძელებული და ტექნიკური პერსონალით დათავრებული რომელიც ამ ყველაფერს ემსახურება იმისდა მიუხედავად შენ ამ ინტერნეტს იყენებ თუ არა. დაკაბელებასაც იმიტომ აკეთებს რომ ფული ამოიღოს და არა იმ მეთოდით იმუშავოს ძველად ქუჩის ტელეფონები რომ იყო, ფულს ჩააგდებდი და ლაპარაკობდი smile.gif))


ანუ დღევანდელ რეალობაში ტრაფიკი სულაც არ ღირს ძვირი, მაგაზე გაცილებით ძვირია ტექნიკა მაგ ტრაფიკისთვის, პერსონალი და ა.შ. რომელიც მაინც მუშაობაშია მიუხედავად იმისა შენ ინტერნეტს იყენებ თუ არა.


კიდევ ერთხელ ვამბობ არ მაქვს მაგთისთან საერთო არაფერი, უბრალოდ ამ ყველაფერს მეორე მხრიდან(პროვაიდერის მხრიდან) რომ შევხედოთ კიდევ უფრო მძიმედ ჩანს ვიდრე აქ დავწერე და ჩვენ რომ ვიყოთ პროვაიდერის ადგილას, ჩვენც იგივენაირად მოვიქცეოდით დარწმუნებული ვარ smile.gif)))

Posted by: narcoTOURIST 25 Jul 2017, 22:43
mikheill1
QUOTE
კიდევ ერთი სიახლე, დღეს მომივიდა სმს მაგთისგან. თუ არ იხმარებ ინტერნეტს, დარეკავ ოფისში, განაცხადებ და მხოლოდ 5 ლარს დარიცხავ თვეში სააბონენტოს. ასე იყო დელტას დროს, მაგთიმ დღეში 50 თეთრი დააწესა ჯარიმა, ეხლა ისევ დააბრუნეს ძველი პირობა. ჩემი აზრით ეს 5 ლარიც არ უნდა იყოს. ბევრია ვინც 2-3 თვე ისვენებს სოფლად და რატო უნდა გადაიხადოს დანარჩენი 9-10 თვე 5 ლარი? ყველაზე სწორი იქნება, როცა გინდა მაშინ დარიცხო. მაგთი მოგიტ.ყან ტარიფი!

ეს სპეციალურად შემოიღეს ეხლა რომ ეს ბანძი ოპტიკური დააპაუზო სანამ არ გამოსწორდება

რამოდენიმე დღეს შევხედავ თუ ისევ ეგრე იქნება დავაპაუზებ მაგათი 5 ლარიც მოვ****ნ და ისევ სილქის დსლ-ს შემოვიყვან, ამაზე უფრო სტაბილურად მაინც იმუშავებს.

Posted by: mikheill1 25 Jul 2017, 23:20
MAC მისამართები შეცვალეს და არის დიდი არეულობა საგარეჯოს რაიონში. თქვენსკენაც მასეა? 3-ჯერ დავრეკე, მესამედ ძლივს შემხვდა მცოდნე, რომელმაც შეძლო ჩემი ფიზიკური მისამართის დადგენა. ცალკე მე გავუწერე კონფიგურაცია ჰუავეიზე. მივუთითე მაკ ადრესი და მერე გაატარა ბაზაში. აბა რამდენთან დაედო ყვითელი ძახილის ნიშანი, თქვენსკენაც მასეა?

Posted by: narcoTOURIST 25 Jul 2017, 23:26
mikheill1
არა ჩემთან "მუშაობს", თუ ამას მუშაობა ქვია, ეხლა ველაპარაკე, ამოწმებენ და არანაირი ხარვეზები არ არის თქვენ უბანშიო, გადამრევენ რა

როგორც ჩანს თქვენთან არის პრობლემაო, კაი ჩემთან თუ არის პრობლემა ღამის 2 საათზე თავისით რატომ სწორდება, რატომ აღარ არის პრობლემა..

Posted by: Kutalia 26 Jul 2017, 19:12
მარტო მე ვარ კავკასუსელი? ჩემთანაც ზუსტად 2-სკენ სწორდება.

Posted by: SerenityX 26 Jul 2017, 19:18
QUOTE (Kutalia @ 26 Jul 2017, 19:12 )
მარტო მე ვარ კავკასუსელი? ჩემთანაც ზუსტად 2-სკენ სწორდება.

მეც კავკასუსი მიყენია,ჩემთან დღისით უკეთესია ვიდრე ღამე.

Posted by: mikheill1 26 Jul 2017, 20:59
ჩემთან დასტაბილურდა და სულ ერთ სიჩქარეს მაწვდიან ბოლო მესამე დღეა. წინა კვირას მართლა მაგარი წყვეტები ქონდა. ყოველ ერთ საათში ვამოწმებ და აღარ ვარდება ჩამოტვირთვა. საგარეჯოში გარკვეულწილად მოაგვარეს პრობლემა. სმს-იც მომწერეს წინა დღეს, დაგეგმილია ტექნიკური სამუშაოები და მოსალოდნელია შეფერხებებიო. დელტას დროს 28-30მბ-მდე მქონდა, ეხლა 24-25 მაგრამ სტაბილურია. იმედია აღარ გაუარესდება. აი ვისაც 27 ლარიანი პაკეტი აქვს, იმან რა უნდა ქნას ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ, როდესაც 27 ლარი გაუხდება მხოლოდ 10მბ სიჩქარე. მე 25მბ დამრჩება 30 ლარად.

Posted by: narcoTOURIST 26 Jul 2017, 21:18
mikheill1
გილოცავ!
რა უბანში ხარ?
შეგიძლია ბეტატი გატესტო, მაინტერესებს როგორ ადის სიჩქარე

http://beta.speedtest.net

მაინტერესებს ეს ხაზი როგორ ადის შენთან

user posted image

Posted by: mikheill1 26 Jul 2017, 21:45
narcoTOURIST
იგივეა ზუსტად ვამოწმებხოლმე ბეტა ვერსიაზეც. ფაილის ჩამოტვირთვის დროსაც რა შედარებაა წინა კვირასთან. ეხლა ერთი სიჩქარე აქვს და აღარ ქონია წყვეტა.

Posted by: narcoTOURIST 27 Jul 2017, 22:53
mikheill1
უბანი დაწერე უბანი smile.gif PM-ში მაინც, მაინტერესებს ჩემამდე როდის მოვლენ sad.gif

ჩემთან მოიტანეს დღეს სულ ახალი Wi-Fi როუტერი, ძლივს შეართეს, აი ცვეტში ძლივს, თურმე ახალ როუტერ დაპროგრამება ნდომებია lol.gif ბოლოს ჩაირთო და ჩემი ფეხები ისევ ესეა mad.gif

თან რომ მიდიოდნენ აქ იდეალურად არის ყველაფერიო, მე ვერაფერს ვეღარ გავაკეთებ, იქიდან უნდა გაასწორონო, დარეკე ტექნიკურშიო, ეგრევე დავრეკე და აქედან ვერ ვასწორებთ უნდა გამოვუშვათ დაზიანების ბრიგადაო facepalm.gif

Posted by: mikheill1 28 Jul 2017, 09:41
narcoTOURIST
ჩემთან არაფერი არ გამოუცვლიათ. უბრალოდ ახალი მაკ მომანიჭეს. დებილი იყო ვიღაც, მე უკარნახე ჩემიდან და ისე გავატარებინე ჩემი ტპ ლინკი. უკანა მხარეს აწერია, წესით უნდა დაენახა იქ. რადგან მათ როუტერზეა დაერთებული. ჯერ მე დავამატე ჰუავეის კონფიგში და მერე იქ გამიტარა ბაზაში.

Posted by: Soundgarden 28 Jul 2017, 10:11
DSL მაქვს მაგთის(კავკასუსის) და კიბო დამმართეს რასაც ქვია ფაილი რო წამოვიღო და ერთი ორი საათი ვამუშავო გადმოწერა მთელი დღე წყვეტებია

Posted by: Kutalia 28 Jul 2017, 22:22
Soundgarden, რამდენი ხანია მასე გაქვს?

Posted by: ritchie 30 Jul 2017, 01:09
სრული საყლევეთია მოკლედ, რაც კი პრობლემა დაიწერა ყველა მაწუხებდა მეც

5%-იანი პაკეტ ლოსი, ჩავარდნები და დაბალი სიჩქარე , ხან საერთოდ ითიშებოდა

შორეული ქვეყნის სერვერებთან სერიოზული პრობლემა ჰქონდათ, 300-400კბ მქონდა გადმოწერის სიჩქარე საიტების 80%-ზე
ტვიჩზე ზოგ ჩანელზე 1080პ სტრიმს ვუყურებდი ლაგის გარეშე და ზოგგან 360p ჭედავდა
სპიდტესტი/testmy კიდე ზოგ ქვეყანაზე 100 კბ-ს აჩვენებდა

ეხლა კიდე რეგიონში ტექნიკური სამუშაოების გამო ინტერნეტი გათიშული მაქვს მე6 დღეა. ვურეკავ, ის მაინც მითხარით იმ კვირის დასაწყისში თუ მაინც მოვა მეთქი და არ მპასუხობენ, როცა იქნება მოვა აბა სად წავაო

Posted by: mikheill1 30 Jul 2017, 01:14
ritchie
გათიშული რატო გაქვს? ახალ იპ მისამართებს ანიჭებენ აბონენტებს და მაკ მისამართი ტარდება ბაზაში. წესით ავტომატურად ხდება ეს ყველაფერი, მაგრამ ზოგჯერ პრობლემაა. უნდა დარეკო და მოითხოვო დაამატონ სწორედ შენი მაკ მისამართი. ვაიფაი თუ გაქვს, უკან აწერია და უკარნახე. ყვითლად ადევს ალბათ ძახილის ნიშანი.

Posted by: ritchie 30 Jul 2017, 01:19
mikheill1
ქსელს/აპარატურას ვცვლითო, დავურეკე რამდენჯერმე და ვერაფერი მოხერხდება ამ მომენტშიო.
გადმოგვირეკე მერე და აგინაზღაურებთ დღეებსო


Posted by: mikheill1 31 Jul 2017, 00:07
ritchie
ტყუილი უთქვიათ.. აპარატურას ჩემს რაიონშიც ცვლიან, დღეს ჩემი თვალით ვუყურებდი, 5 წუთში დააყენეს თეთრი ფერის ოთკუთხედი გამანაწილებელი, მანამდე შავი ფერის ბოჭკა იდგა. მერე გადაინაცვლეს შემდეგ უბანზე. ინტერნეტი არავის არ გათიშვია აპარატურის გამოცვლის გამო. უბრალოდ შეცვალეს იპ მისამართები და ბაზაში ატარებენ ყველას ფიზიკურ მისამართს, ანუ მაკ მისამართს. არ ჩაირთვება ინტერნეტი მაგალითად ახალი ვაიფაი თუ მიაერთე, სანამ მაკს არ დაკლონავ, ან არ დარეკავ ტექნიკურში და არ ეტყვი დაამატონ ახალი მაკ მისამართი.

Posted by: Kutalia 31 Jul 2017, 01:04
QUOTE (narcoTOURIST @ 18 Jul 2017, 22:11 )
mikheill1
ვაა, ეს რა კაი ინფო დადე, ჰუავეის რუტერი გიდგას ხო?
რა ვუთხრა იპ მომეცით?
ჯერ იმ მისტიურ ტექნიკურ ჯგუფს დაველოდები და მერე დავრეკვავ, ან ამ ჯგუფს მოვახსნევინებ ამ ლიმიტს.

ზუსტად შენსავით მქონდა სიჩქარე, 28-29-ზეც ეგრევე ადიოდა, ეხლა ვაიფაიზე ძლივს ადის 23.52/23.66

ნახე როგორი წყვეტებია

user posted image

Narco, სურათზე მეორე ჰოპის ip-ს რატომ მალავ? მეც გავტესტე და შენსავით მეორე ჰოსტიდან (ანუ სახლიდან სადაც გადის პირდაპირ) იწყება პაკეტების დაკარგვა. მეგობარს გავაპინგინე მაგასთან ეგ ip და მაგასაც მისცა წყვეტები, ამავდროულად სხვა საიტზე - google.com-ზე კი - არა. ე.ი. იქნებ ეგაა მთავარი პრობლემა და როუტი უნდა შევაცვლევინოთ (რაც მგონი პროგრამულადაა შეესაძლებელი)? საერთოდ, ცალკე თემა ხომ არ გაგვეხსნა, ძალიან კონკრეტული რომაა.

Posted by: narcoTOURIST 31 Jul 2017, 08:49
Kutalia
რავი მექანიკურად დავმალე, იმის მერე ორჯერ შემიცვალეს IP.

Google-საც ვპინგავდი, კიდე რაღაც დნს-ს, მაგთიში მითხრეს, ყველაზე არის წყვეტა.

როუტერიც შემიცვალეს, სულ ახალი მომიტანეს, მაინც წყვეტებია, შეიძლება ზუსტი დაპროგრამრბა უნდა, ვინც მომიტანა ნორმალურ ქვეყანაში მაქსიმუმ მეეზოვედ იმუშავებდა! რუტერში ვერ შევიდა, ვეუბნები ტელეკომადმინია თქო და არაო შეცვალესო, დარეკა ოფისში იქიდანაც ტელეკომადმინო. შეყავს შეყავს მაგრამ ვერ შედის, თურმე teleKomadmin-ს წერს, ვეუბნები C-თი დაწერე და ეგ როგორო.. ბოლოს შეცვალა K C-ზე და შევიდა, მაგრამ თუ ეს ელემენტალური არ იცოდა შესაბამისად როუტერსაც ვერ დაანასტროიკებდა.

თან ადრე გავაფრთხილე რომ კვირის ბოლოს 10 დღით ქალაქიდან გავდიოდი და ვთხოვე რომ გაესწორებინათ რომ მშობლებს ქონოდათ ინტერნეტი და კიო მაგაზე არ ინერვიულოთო, ყველაფერს გავაკეთებთო და რეალურად ეს მეეზოვე გამოუშვეს..

ეხლა ვაიბერითაც ვერ ვექონაქტები სულ წყვეტებია, მიწევს მობილურზე დარეკვა.

პარასკევს წავედი თბილისიდან და შაბათს მირეკავენ მოვალთ გავასწორებთო smile.gif ვიცი მაგათი გასწორება, speedtest.net-ით შემოწმებები და ა.შ.

მოკლედ ეგეთ დღეში ვარ 10 ივლისიდან..

Posted by: mikheill1 31 Jul 2017, 11:48
narcoTOURIST
ვთქვათ შეხვედი როუტერის მენიუში, მეც შევდივარ და გადატრიალებული მაქვს ყოველი პარამეტრი. აზრი? ინტერნეტის წყვეტას ვერ გაასწორებ. ეს პრობლემა იქედანაა. ჩემთან კი მოგვარდა პრობლემა ბოლო ერთი კვირაა. რა მოდელი ჰუავეი დააყენეს? HG8342R მაქვს მე. ეხლანდელი კონფიგურაცია გადმოწერილი მაქვს და რამე რომ იყოს შემიძლია გაუშვა ისევ. აქვს ფუნქცია გადმოწერო და მერე რომც შეცვალო რამე და აღარ გახსოვდეს როგორ გქონდა, პირდაპირ გაუშვებ იმ ფაილს.

Posted by: ritchie 31 Jul 2017, 14:31
mikheill1
წითელი ანთია როუტერზე და ეგ ხო იმას ნიშნავს რომ ინტერნეტი საერთოდ არ მომეწოდება?

დავურეკავ მაგრამ რა აზრი აქვს იგივეს მეტყვიან, ქსელის შეცვლა მიმდინარეობს და როდის მოვა ვერ გეტყვითო

Posted by: mikheill1 31 Jul 2017, 17:42
ritchie
შენს უბანში თუ ყველასთან წითელი ნათურა ციმციმებს, სხვა ამბავია. თუ მარტო შენთან ციმციმებს, შენი ხაზია დაზიანებული. ამ შემთხვევაში დააპაუზებინე, რომ არ დაგეხარჯოს ჩარიცხული ტყუილად.

Posted by: Kutalia 31 Jul 2017, 19:43
QUOTE (narcoTOURIST @ 31 Jul 2017, 08:49 )
Kutalia
რავი მექანიკურად დავმალე, იმის მერე ორჯერ შემიცვალეს IP.

Google-საც ვპინგავდი, კიდე რაღაც დნს-ს, მაგთიში მითხრეს, ყველაზე არის წყვეტა.

როუტერიც შემიცვალეს, სულ ახალი მომიტანეს, მაინც წყვეტებია, შეიძლება ზუსტი დაპროგრამრბა უნდა, ვინც მომიტანა ნორმალურ ქვეყანაში მაქსიმუმ მეეზოვედ იმუშავებდა! რუტერში ვერ შევიდა, ვეუბნები ტელეკომადმინია თქო და არაო შეცვალესო, დარეკა ოფისში იქიდანაც ტელეკომადმინო. შეყავს შეყავს მაგრამ ვერ შედის, თურმე teleKomadmin-ს წერს, ვეუბნები C-თი დაწერე და ეგ როგორო.. ბოლოს შეცვალა K C-ზე და შევიდა, მაგრამ თუ ეს ელემენტალური არ იცოდა შესაბამისად როუტერსაც ვერ დაანასტროიკებდა.

თან ადრე გავაფრთხილე რომ კვირის ბოლოს 10 დღით ქალაქიდან გავდიოდი და ვთხოვე რომ გაესწორებინათ რომ მშობლებს ქონოდათ ინტერნეტი და კიო მაგაზე არ ინერვიულოთო, ყველაფერს გავაკეთებთო და რეალურად ეს მეეზოვე გამოუშვეს..

ეხლა ვაიბერითაც ვერ ვექონაქტები სულ წყვეტებია, მიწევს მობილურზე დარეკვა.

პარასკევს წავედი თბილისიდან და შაბათს მირეკავენ მოვალთ გავასწორებთო smile.gif ვიცი მაგათი გასწორება, speedtest.net-ით შემოწმებები და ა.შ.

მოკლედ ეგეთ დღეში ვარ 10 ივლისიდან..

მთელი ამ ხნის განმავლობაში დიდი დრო დავხარჯე ინტერნეტში ინფორმაციის მოძიებაზე და გაგიზიარებ:
1) თუ ფიქრობ, რომ მეორე hop-ზე შენს ip-ს აჩვენებს, არასწორია. ჩემთან ასეა: როუტერში სხვა ip-ს აჩვენებს და პინგპლოტერში მეორე hop-ზე - სხვას. სინამდვილეში ეგ ინტერნეტ პროვაიდერის ჰოსტი უნდა იყოს. შენც შეგიძლია შეამოწმო. ამიტომ, საერთოდ არა მგონია ჩვენი ip-ის შეცვლამ დიდად გვიშველოს.
2) როუტერის თემის ამოგდება მარტივად შეიძლება: კაბელი პირდაპირ კომპში შეაერთე და ისე დაპინგე. არის წყვეტა? - როუტერის ბრალი არაა. ჩემთან ასე მოიქცა ტექნიკური ჯგუფი და ეგ საფიქრალი მომაკლდა. ასევე, შეგიძლია შენი gateway (192.168.0.1 ან რაღაც ეგეთი, რითაც როუტერის ადმინკაში შედიხარ) დაპინგო და წყვეტა არ გექნება, ამითაც დარწმუნდები.
3) შენ იმიტომ დაგიკომენტარე (თუ დაგიპოსტე, ფორუმზე ახალხანს დავრეგისტრირდი ამ პრობლემის გამო, ზოგი ჭირი მარგებელიაო), რომ ჩემნაირ გრაფს გიჩვენებს პინგპლოტერში. ცხადია, პრობლემა Google სერვერები არაა, არამედ, ჩემი აზრით, ერთ-ერთი სერვერის ბრალია ყველაფერი, რომლის გავლითაც იღებ ინტერნეტს. ამის გატესტვაც მარტივად შეიძლება: პინგპლოტერს შეხედე, მეორე hop-დან იწყება წყვეტა და მისი ბრალია დანიშნულების ადგილამდე რომ "მიდის". ინტერნეტშიც პინგპლოტერის საიტზე ზუსტად ეგ პრობლემაა აღწერილი და დიდი ალბათობით პროვაიდერის ცუდ ტექნიკას უკავშირდება. https://www.pingplotter.com/fix-your-network/common-network-problems იხილე მეექვსე სურათი.
ამაში დასარწმუნებლად მეგობარს გავაპინგვინე ის ip და Google. იმ ip-ზე წყვეტა მაგასაც ჰქონდა, გუგლზე - არა. ბინგო.
ე.ი. მხოლოდ ერთი კითხვა რჩება - რატომ გადის ჩვენი სახლიდან კაბელი პირდაპირ ისეთ სერვერზე, რომელზეც ასეთი წყვეტებია, თანაც ამ ბოლო ხნის განმავლობაში. ახსნა ის შეიძლება იყოს, რომ ან ტრეფიკი გაიზარდა და ვეღარ უძლებს და/ან გადაგვრთეს. როგორც ვიცი, პროგრამულად შეუძლიათ როუტების კონტროლი, თუმცა ამაში არ ვარ დარწმუნებული, როუტერიდან კავშირი სადაც მიდის (მეორე hop, რაზეც ვსაუბრობთ) მაგას თუ შეცვლიან ფიზიკური ჩარევის გარეშე.
ხომ და, მგონი აქეთ უნდა გავაგრძელოთ საქმის ძიება.

Posted by: ritchie 31 Jul 2017, 20:33
Kutalia
სერვერებთან რომ პრობლემები აქვთ ეგ თითონაც ძალიან კარგად იციან და იგეგმება მომავალში ტექნიკური სამუშაოებიო
როდის მომავალში ამ წლის მე3-4 კვარტალში თუ იქნება მეთქი და არა არაო ისე შეიცხადა მინიმუმ 1-2 წელი არ უნდა ველოდოთ
ყლეები, გლობალზე საშუალოდ სიჩქარის 1/5 მაქვს და თურმე რამდენიმე წელი უნდა ველოდო როდის მოაგვარებენ

mikheill1
მთლიან უბანში კი არა მგონი მთლიან ქალაქში გათიშულია ინტერნეტი
მასეთი ###ები რანაირად არიან რომ უბან-უბან გაკეთების ნაცვლად ყველგან ერთდროულად აკეთებენ facepalm.gif მე8 დღეა გათიშულია და გვამყოფებენ სრულ გაურკვევლობაში, არავინ არაფერს გვეუბნება

Posted by: Kutalia 31 Jul 2017, 21:02
ხომ, მაგრამ ზოგს რომ არ აქვს პრობლემები? არ შეიძლება რომ მაგათ სერვერებზე გაგვატარონ?

Posted by: narcoTOURIST 1 Aug 2017, 18:32
mikheill1
QUOTE
რა მოდელი ჰუავეი დააყენეს? HG8342R მაქვს მე

მგონი მეც ეგ დამიყენეს.
რავი იდიოტები არიან რას მაწვალებენ მე და ტექნიჯურ ჯგუფს, თქვან რომ სხვაგან არის პრობლემა და დაველოდები.
მოკლედ 5-ში ვბრუნდები თბილისში და ვნახოთ რა სიტუაცია დამხდება, შეიძლება უკვე გამოასწორეს smile.gif

Kutalia
QUOTE
როუტერის თემის ამოგდება მარტივად შეიძლება: კაბელი პირდაპირ კომპში შეაერთე და ისე დაპინგე. არის წყვეტა? - როუტერის ბრალი არაა. ჩემთან ასე მოიქცა ტექნიკური ჯგუფი და ეგ საფიქრალი მომაკლდა. ასევე, შეგიძლია შენი gateway (192.168.0.1 ან რაღაც ეგეთი, რითაც როუტერის ადმინკაში შედიხარ) დაპინგო და წყვეტა არ გექნება, ამითაც დარწმუნდები.

რავი ყველანაირად შეაერთეს, მაინც იგივე სურათი იყო.

Posted by: ranhh 1 Aug 2017, 20:15
37 ლარიანი ინტერენტი 4 დღეა უკვე ... როგორ გინდა არ აგინო

Posted by: Kutalia 1 Aug 2017, 21:13
უროუტეროდაც თუ იყო წყვეტა, ე.ი, როუტერის ბრალი არაა.

Posted by: Kutalia 3 Aug 2017, 21:38
UPDATE
მეორე დღეა უკვე რაც ინტი გაასწორეს. წყვეტები თითქმის აღარაა

Posted by: narcoTOURIST 4 Aug 2017, 08:33
QUOTE (Kutalia @ 3 Aug 2017, 21:38 )
UPDATE
მეორე დღეა უკვე რაც ინტი გაასწორეს. წყვეტები თითქმის აღარაა

აუ ნეტავ ჩემთანაც გასწორებული იყოს, გურიაში ვარ ეხლა და მაგთის 4G ძალიან ცუდად მუშაობს, ინტერნეტი მომენატრა sad.gif ხვალ ჩამოვდივარ თბილისში და ვნახოთ რა ინტერნეტი დამხდება

Posted by: mikheill1 4 Aug 2017, 14:18
ჩემთან კვირაზე მეტია გასწორდა. სტაბილურად 25მბ მომეწოდება ატვირთვა-ჩამოტვირთვა. ისე დელტას დროს 28-29 იყოხოლმე. აი ვინც 27 ლარად ტელევიზია და ინტერნეტი ჩართა, იმათ რა უნდა ქნან მერე 10მბ რომ გაუხდებათ ტელევიზიის გარეშე აქციის დასრულებისთანავე. ტელევიზიით დაახარბეს დელტას აბონენტები და გადაიყვანეს თავიანთ ხელშეკრულებაზე. ერთი კომპი კიდევ იმუშავებს, მაგრამ რამოდენიმე ვეღარ გაქაჩავს. მე 3-ს ვამუშავებ უპრობლემოდ, პლუს ტელეფონები.

Posted by: Kutalia 4 Aug 2017, 16:39
როუტერში ნახე, იქნებ ხელითაა შეზღუდული მაგ სიჩქარეზე. არსებობს მაგის შესაძლებლობა, QoS (Quality of Service) ჰქვია, როცა სხვადასხვა მოწყობილობებია დაკავშირებული, ინტერნეტის დასაბალანსებლად გამოიყენება, სხვადასხვა მოწყობილობას/სერვისს შეიძლება განსხვავებული პრიორიტეტები მიანიჭოს.

Posted by: narcoTOURIST 6 Aug 2017, 18:21
გამოსწორდა ჩემთანაც, წყვეტები აღარაა.
IPTV-ს უპრობლემოდ ვუყურებ 2 ბოქსზე.
ეთქვათ ამ ჩემისებს რომ სამუშაოები მიმდინარეობს და ამდენჯერ აღარ დავრეკავდი, 12 ლარის ვებაზრე sad.gif

ეგ არაფერია მთავარია გამოსწორდა და თან Wi-Fi როუტერი დამიდგეს, როგორც ვიცი Wi-Fi-ს მხოლოდ ტელევიზასთან ერთად აყენებენ, მე კი არ მაქვს მაგთის ტელევიზია.

ისე ტიპმა პაროლიც ვერ შემიცვალა, რად გინდაო შენი ვაიფაი ხო გაქვსო biggrin.gif

Posted by: ritchie 6 Aug 2017, 18:38
მგონი მეღადავებიან ეს დედა#####ულები

2 კვირაა ინტერნეტი არ მოსულა, 1 კვირის წინ დავურეკე და 2-3 დღეში მოვა მაქსიმუმო
4 დღის წინ დავურეკე და 2-3 დღეში მოვა მაქსიმუმო
ხვალაც დავაცდი და კიდე თუ მეტყვიან 2-3 დღეში მოვაო და უნდა ავაფარო დედები სახეზე

ცალკე ესეთი სირობა ქოლ ცენტრი რანაირად აქვთ, მინიმუმ 22 წუთი სჭირდება რომ ოპერატორმა გიპასუხოს

Posted by: Kutalia 7 Aug 2017, 12:12
რაის 12 ლარის, უფასო არაა მაგთიში დარეკვა (მაგთის ქსელში ჩართული მობილურიდან)?

Posted by: narcoTOURIST 7 Aug 2017, 12:33
Kutalia
მე სახლის ტელეფონიდან ვრეკავდი.
მაგთის ნომრიდან აზრი არ აქვს დარეკვას, 30 წუთიანი ლიმიტია, 20-25 წუთი მუსიკას გასმენინებენ, 5 წუთში ვერც აუხსნი პრობლემას.

ამ 12 ლარს აღარც ვჩივი, მთავარია ეხლა იდეალურად მუშაობს, HD არხებს ბუფერიზაციის გარეშე აჩვენებს smile.gif

Posted by: Jumberi123 7 Aug 2017, 12:36
გამარჯობათ,ეს ახალი აქცია რომა ტვ ინტერნეტი და wifi თვეში 37 ლარად,საიტზე წერია რომ 20 მბ/წმ არის,მაგრამ სახლში ინერნეტი 2.3 მბ/წმ-ს ზევით არ ადის და ასე უნდა იყოს თუ რამე პრობლემაა? biggrin.gif biggrin.gif

Posted by: narcoTOURIST 7 Aug 2017, 12:40
Jumberi123
speedtest.net-ზე შეამოწმე, ინტერნეტ ბრაუზერები სხვანაირად აჩვენებენ სიჩქარეს.

DU Meter-ითაც შეგიძლია ნახო ზუსტი სიჩქარე.

Posted by: Jumberi123 7 Aug 2017, 12:52
აა speedtest-ზე 20-ია.მე მეგონა ტორენტიდან რო ვიწერ რამეს მანდ უნდა ყოფილიყო 20 მბ/წმ biggrin.gif biggrin.gif
* * *
კრასნოდარამე პინგი 130-ია არადა რა ახლოსაა =( =(

Posted by: narcoTOURIST 7 Aug 2017, 12:56
Jumberi123
აი დააყენე DU Meter, მერე გაუშვი რომელიმე ტორენტი და ნახე DU Meter რამდენს დაგიწერს.
მე როცა ვიწერ რამეს Chrome-იც 2,5 წერს, რეალურად კი 25-ით იწერს.

Posted by: Jumberi123 7 Aug 2017, 13:17
user posted image
აი ასეა

Posted by: narcoTOURIST 7 Aug 2017, 13:34
Jumberi123
კი ყველაფერი სწორია
ტორენტი აჩვენებს მეგაბაიტს, დუ მეტერი კი მეგაბიტს

20 Megabit per second = 2.5 Megabyte per second

https://www.google.com/search?q=20mbps+to+mb%2Fs&ie=utf-8&oe=utf-8&client=firefox-b-ab

Posted by: administratorr 7 Sep 2017, 18:44
სწორია ყველაფერი
10მბ წმ არის 1მბ გადმოწერა დაახზლოებით

Posted by: gigavardia30 9 Sep 2017, 13:53
user posted image
ეს ნორმალურია ??? sad.gif(

Posted by: levbub 10 Sep 2017, 11:25
QUOTE (gigavardia30 @ 9 Sep 2017, 13:53 )
ეს ნორმალურია ??? sad.gif(

არარის ნორმალური!!!
ნორმალური არის ეს:
user posted image

მაგრამ მაგთი არარი!
ვარფეის მეც ვთამაშობ smile.gif

Posted by: Basiani1202 10 Sep 2017, 12:58
traceroute to mail.ru (94.100.180.200), 30 hops max, 60 byte packets
1 192.168.2.1 (192.168.2.1) 1.364 ms 1.339 ms 1.330 ms
2 XXX.XXX.XXX.XXX (XXX.XXX.XXX.XXX) 4.178 ms 4.187 ms 4.543 ms
3 10.202.0.33 (10.202.0.33) 3.761 ms 3.767 ms 10.202.0.37 (10.202.0.37) 3.775 ms
4 host-213-157-192-49.customer.magticom.ge (XXX.XXX.XXX.XXX) 3.743 ms 3.744 ms 3.737 ms
5 185.19.97.117 (185.19.97.117) 3.835 ms 3.718 ms 3.785 ms
6 185.19.97.30 (185.19.97.30) 4.056 ms 3.858 ms 3.806 ms
7 host-80-241-176-106.customer.co.ge (80.241.176.106) 20.601 ms 20.504 ms 20.521 ms
8 decix.net.mail.ru (80.81.194.112) 82.904 ms 82.898 ms 82.850 ms
9 * * *
10 * * *
11 * * *
12 * * *
13 * * *
14 * * *
15 * * *
16 * * *
17 * * *
18 * * *
19 * * *
20 * * *
21 * * *
22 * * *
23 * * *
24 * * *
25 * * *
26 * * *
27 * * *
28 * * *
29 * * *
30 * * *

Posted by: mikheill1 13 Sep 2017, 20:51
Basiani1202
ჰუავეის როუტერებთან გაქვს შეხება? მოკლედ ყველას გაბრიჯული აქვს იქედანვე, ჩემთან კი მოვხსენი და შევდივარ მენიუში, რაც წესით არ შეიძლება, მაგრამ მაინც. ყველაფერი ჩემით დავანასტროიკე, მაგრამ ზოგჯერ აქვს წყვეტები. 25მბ მიწერია ხელშეკრულებაში ატვირთვა და ჩამოტვირთვაც, თუმცა ზოგჯერ 20-ზე ეცემა. პინგი სტაბილურია. რამე ისეთი ხომ არ იცი უფრო მაქსიმალურზე რომ დავაყენო როუტერი და გაიზარდოს წარმადობა. მოდელი არის HG8242R ამჟამინდელი კონფიგურაცია გადმოწერილი მაქვს და შენახული. თუ რამე ექსპერიმენტს ვატარებ და არ გამოდის, პირდაპირ ვუშვებ გამზადებულ კონფიგს, წამში იწერება და ისევ ძველ მდგომარეობას უბრუნდება. რა მოუხერხო ამ წყვეტებს ვერ გავიგე.

Posted by: Artgeo 15 Nov 2017, 14:28
Jumberi123
QUOTE
გამარჯობათ,ეს ახალი აქცია რომა ტვ ინტერნეტი და wifi თვეში 37 ლარად,საიტზე წერია რომ 20 მბ/წმ არის,მაგრამ სახლში ინერნეტი 2.3 მბ/წმ-ს ზევით არ ადის და ასე უნდა იყოს თუ რამე პრობლემაა? 

37 ლარიანი 30 მბ/წ ია და გადმოწერის სიჩქარის გასაგებად უნდა გაყო 8 ზე და 3,75 გამოდის. 10-ზე გაყოფა საიდან მოიტნეს არ ვიცი...
ამ თემაში ისეთი სასწაულები წერია, ერთი ორი გვერდი გადავიკითხე, დაბრიჯულზე და სიჩქარეებზე, რომ რავი...

Posted by: Ghost Recon FS 28 Apr 2020, 14:34
გამარჯობა ჰუავეის როუტერი მაქვს HG8245H ipv4-ზე მუშაობს როგორ გადავიყვანო ipv6ზე? და კიდევ ინტერნეტის რეალური სიჩარე დაბალია იმასთან შედარებით რა პაკეტიც მაქვს 40მგ განსაკუთრებით აპლოადი როდესაც პლეისთეიშენი მაქვს შეერთებული იქსბოქსზე ასე არ შვება და უნივერსალური პლაგ ენდ პლეი რამდენად რეკომენდირებულია?
* * *
regulatory domein default united kingdom აწერია დავტოვო?
* * *
You are advised to use them close to the ONT or deploy new APs close to the wireless STAs. წითელშია
More. You are advised to set the working channel to 4 წითელშია

Wi-Fi_ext(98:da:c4:e5:72:ee) Channel 1, Signal strength -55 dBm
* * *
status tab Wan information მიწერს რომ
IPv6 Information სტატუსი disconnected ipv4 შია ჩართული

Posted by: khkh 1 May 2020, 15:39
QUOTE (Ghost Recon FS @ 28 Apr 2020, 14:34 )
გამარჯობა ჰუავეის როუტერი მაქვს HG8245H ipv4-ზე მუშაობს როგორ გადავიყვანო ipv6ზე? და კიდევ ინტერნეტის რეალური  სიჩარე დაბალია იმასთან შედარებით რა პაკეტიც მაქვს 40მგ განსაკუთრებით აპლოადი როდესაც პლეისთეიშენი მაქვს შეერთებული იქსბოქსზე ასე არ შვება და უნივერსალური პლაგ ენდ პლეი რამდენად რეკომენდირებულია?
* * *
regulatory domein default united kingdom აწერია დავტოვო?
* * *
You are advised to use them close to the ONT or deploy new APs close to the wireless STAs. წითელშია
More. You are advised to set the working channel to  4  წითელშია

Wi-Fi_ext(98:da:c4:e5:72:ee)  Channel 1,  Signal strength  -55 dBm
* * *
status tab Wan information მიწერს რომ
IPv6 Information სტატუსი disconnected ipv4 შია ჩართული

IPv6 ზე ვერ გადაიყვან რადგან პროვაიდერი არ გაწვდის ipv6 ს. ვაიფაიზე თუ ამუშვებ სიხშირე ცუდად არ იჭერს მაგრამ ჯობია კაბელით ამუშაო. მაგ ont ს ზოგადად არ აქვს კარგი ვაიფაი თუ შენსას დაამატებ და იმას ამუშავებ უკეთესი იქნება. Channel ები იმის მიხედვით უნდა აარჩიო რომელ სიხშირეს ნაკლებად მოიხმარენ სამეზობლოში, რომ არ მოხდეს სიხშირეების გადაფარვა.

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)