Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > პროგრამირება > სამუშაოს შემოთავაზება / პროგრამისტის ძებნა


Posted by: Otory 5 Aug 2010, 08:54
ესეიგი, დღეიდან (5.8.2010) ჩვენს განყოფილებაში ძალაში შედის ახალი წესი:

თუ ვინმეს სურვილი აქვს თავის ვაკანსიას გაუკეთოს ცალკე თემა, მაშინ უნდა დაიცვას ქვევით მოცემული ფორმატი თემის გახსნისას.
თუ იგი ფორმატს არ დაიცავს და პირველი შენიშვნის შემდეგ 24 საათში არ ჩაასწორებს (ან გამოგვიგზავნის მოდერებს PM-ში, რათა ჩვენ ჩავასწოროთ. თუ მას არ შეუძლია) განცხადებას, თემა ავტომატურად დაიხურება. განმეორების შემთხვევაში - ვორნი.
თემა http://forum.ge/?f=48&showtopic=33935770 ისევ ძალაშია და ისევ ისე იმუშავებს როგორც აქამდე. მასში გაკეთებული პოსტებისათვის არ არის აუცილებელი ფორმატის დაცვა.

ფორმატი:
(5.8.2010)
სამუშაოს დასახელება:
საქმის ტიპი კონკრეტულად:
საჭირო ენები / ტექნოლოგიები / ზოგადი მოთხოვნები:
დამატებითი ენები / ტექნოლოგიები / ზოგადი მოთხოვნები:
გრაფიკი:
კომპანიის დასახელება:
დაახლოებითი ხელფასი:
ხანგძლივობა:


მაგალითად:
სამუშაოს დასახელება: Senior PHP Developer
საქმის ტიპი კონკრეტულად: 3 კაციანი ჯგუფის მართვა / დეველოპმენტი
საჭირო ენები / ტექნოლოგიები / ზოგადი მოთხოვნები: PHP, MySQL
დამატებითი ენები / ტექნოლოგიები / ზოგადი მოთხოვნები: HTML, CSS, java[ertad]script, jQuery
გრაფიკი: Full-Time
კომპანიის დასახელება: არ სახელდება (Software Development)
დაახლოებითი ხელფასი: 1500 - 2000 ლარი (გამოცდილების მიხედვით)
ხანგძლივობა: მინიმუმ 2 წელი

ერთადერთი ველი რომლის სრულად არ-შევსებაც შეიძლება, ეს არის კომპანიის დასახელება. მაგრამ ამ შემთხვევაშიც საჭიროა სფეროს მითითება (იხ. მაგალითი).

შესაძლებელია მოხდეს ფორმატის ცვლილება, და თუ ეს მოხდა - ფორმატს ეწერება თარიღი, თუ როდის შედის იგი ძალაში.
* * *
თემა დახურულია, კომენტარები - PM-ში

Posted by: alibaba2008 5 Aug 2010, 10:24
Otory
QUOTE
მიიღება კომენტარები

მშვენიერია

Posted by: Lekso-Dav 5 Aug 2010, 12:48
QUOTE
მიიღება კომენტარები

გადასარევია smile.gif

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)