Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > პროგრამირება > EPAM

Posted by: Hunter2 5 Jan 2022, 15:18
EPAM-ᲨᲘ ᲕᲘᲜᲪ ᲮᲐᲠᲗ, ᲠᲝᲒᲝᲠᲘ ᲒᲐᲠᲔᲛᲝ ᲓᲐ ᲮᲔᲚᲤᲐᲡᲔᲑᲘᲐ?
ᲐᲜ ᲖᲝᲒᲐᲓᲐᲓ ᲠᲐ ᲒᲐᲒᲘᲒᲘᲐᲗ?

Posted by: ac1001 5 Jan 2022, 15:21
Hunter2
არ ვარ მარა შედარებით მაღალი ხელფასები უნდა იყოს როგორც მივხვდი და ვიცი. გასაუბრებაც მქონდა მათთან ცოტახნის წინ.
მთავარი ისაა რომ Fully Remote არის და სახლიდან იმუშავებ. და ნორმალური თანამედროვე პროექტები აქვთ.
ასე რომ უცხოეთში უცხოურ კომპანიაზე თუ ვერ გახვალ საქართველოს პირობებში ვფიქრობ იდეალური ვარიანტია.

Posted by: Dixtosa 6 Jan 2022, 13:00
Hunter2
რიგორც ვიცი 3კ არის ზედა მარჟა პროგრამისტისთვის.

Posted by: ac1001 6 Jan 2022, 14:06
Dixtosa
ლარი თუ დოლარი?
.................

Posted by: Dixtosa 7 Jan 2022, 17:28
ac1001
QUOTE
ლარი თუ დოლარი?

რათქმაუნდა დოლარი :|

Posted by: ac1001 7 Jan 2022, 17:53
QUOTE (Dixtosa @ 7 Jan 2022, 17:28 )
ac1001
QUOTE
ლარი თუ დოლარი?

რათქმაუნდა დოლარი :|

ნორმალურია საქართველის პირობებში. და ამ კურსზე

Posted by: Lekso-Dav 11 Jan 2022, 02:09
3000 დოლარი ხელზე ცოტა გადაჭარბებულია ქართულ ბაზარზე მაგას ძაან გამონაკლის სენიორ არქიტექტს თუ გადაუხტიან

Posted by: ac1001 11 Jan 2022, 02:43
გასაუბრება მქონდა ერთი 4 კვირის წინ მგონი. ტექნიკურიც. ყველა კითხვაზე ვუპასუხე რაც მკითხა. მარტო ერთი არ ვიცოდი რაღაც ბაზებზე. დღემდე არავის მოუწერია არც კი არც არა.

Posted by: Lekso-Dav 11 Jan 2022, 03:35
QUOTE
გასაუბრება მქონდა ერთი 4 კვირის წინ მგონი. ტექნიკურიც. ყველა კითხვაზე ვუპასუხე რაც მკითხა. მარტო ერთი არ ვიცოდი რაღაც ბაზებზე. დღემდე არავის მოუწერია არც კი არც არა.

რა პოზიციაზე იყო ვაკანსია და რა კითხვები დაგისვეს?

Posted by: ac1001 11 Jan 2022, 03:38
Lekso-Dav
Senior .Net Developer-ზე. .Net-ზე კითხვები, შიგნით როგორ მუშაობს. boxing-ი იყო მგონი ერთ ერთი რომელსაც ყველას უსვამენ. async როგორ მუშაობს. Entity Framework-ზე რაღაცეები. მგონი Interface-სა და Abstract კლასს შორის რა განსხვავებააო ეგეც მკითხეს. კიდე interface-ში თუ შეიძლება body გქონდესო. და ვეღარ ვიხსენებ მეტს.
ასევე ახალ Net ვერსიაში რეები დაემატაო ახალი. ორი ვუთხარი და საკმარისიაო

Posted by: Lekso-Dav 11 Jan 2022, 04:31
ხო მეც სხვადასხვა გასაუბრებებზე ხშირად მისვამენ მსგავს კითხვებს Interface და Abstract ზე , async - await ზე, ასევე ბაზების ჯოინები და ინდექსებზე

Posted by: ac1001 12 Jan 2022, 15:46
ეხლა AWS-ს ვსწავლობ. (უცხოურ კომპანიები ითხოვენ)
უფასო ეკაუნტს საკმაოდ დიდი შესაძლებლობები აქვს. 1 წელი გაქ უფასო.
თან ბაზა შეგიძლია გააკეთო. 10 Gb იანი სქლ ექსპრესის. მაქს 10გბ შეიძლება ავიდეს. როგორც წავიკითხე უფასოა ეს სქლ ბაზა. სხვა ბაზები მგონი მაქს 20გბიანი შეგიძლია. და გარედან უკავშირდები. ანუ ინტერნეტიდან. რასაც გინდა მიაბამ. CI/CD ვაწყობ ეხლა ჩემს ერთ ერთ სატესტოდ გაკეთებულ ReactJS და ASP.Net Core Web Api (backend)-ზე. ანუ კოდს რომ დააჩეკინებ ავტომატურად Deploy მოხდება და საიტი და ბექი განახლდება. ბექს ცალკე ვტვირთავ CodeCommit ქვია (როგორც გიტია), ფრონტს ცალკე ისევ CodeCommit-ში. ორივეზე CI/CD-ს ვაკეთებ. Web Api-ზე გავაკეთე უკვე. თან + საიტის დომაინს გაძლევენ, ანუ ფაქტიურად საიტს აწევ ნებისმიერს ბაზით. და გარედან ყველა ნახავს.

ამ კურს გავდივარ: https://www.youtube.com/watch?v=ulprqHHWlng
ბოლომდე არ გამივლია მარა უკვე CI/CD ავაწყვე Web Api-ს. გუგლით. მანდ აზზე მოგიყვანს რა ხდება AWS-ში. და სხვათაშორის არაფერი ისეთი არ არის ძნელი.
ისწავლეთ თქვენც. 1 წელი უფასო ტრიალია მგონი როცა შექმნით VPC-ს თავიდან თქვენს ეკაუნტს.

Posted by: gordas 12 Jan 2022, 23:41
3K ცოტაა თან უცხოური კომპანიაა EPAM-ი

Exadel-ს ედო ვაკანსია $4500
ლინკდინზე მომწერეს Vabaco-დან $4000-$5000 ფარგლებში იყო ანაზღაურება სენიორ ნოუდ.ჯს
Redberry-დან $3000-$4000 სენიორ რეაქტზე

Posted by: Lekso-Dav 13 Jan 2022, 02:29
QUOTE
ეხლა AWS-ს ვსწავლობ. (უცხოურ კომპანიები ითხოვენ)
უფასო ეკაუნტს საკმაოდ დიდი შესაძლებლობები აქვს. 1 წელი გაქ უფასო.
თან ბაზა შეგიძლია გააკეთო. 10 Gb იანი სქლ ექსპრესის. მაქს 10გბ შეიძლება ავიდეს. როგორც წავიკითხე უფასოა ეს სქლ ბაზა. სხვა ბაზები მგონი მაქს 20გბიანი შეგიძლია. და გარედან უკავშირდები. ანუ ინტერნეტიდან. რასაც გინდა მიაბამ. CI/CD ვაწყობ ეხლა ჩემს ერთ ერთ სატესტოდ გაკეთებულ ReactJS და ASP.Net Core Web Api (backend)-ზე. ანუ კოდს რომ დააჩეკინებ ავტომატურად Deploy მოხდება და საიტი და ბექი განახლდება. ბექს ცალკე ვტვირთავ CodeCommit ქვია (როგორც გიტია), ფრონტს ცალკე ისევ CodeCommit-ში. ორივეზე CI/CD-ს ვაკეთებ. Web Api-ზე გავაკეთე უკვე. თან + საიტის დომაინს გაძლევენ, ანუ ფაქტიურად საიტს აწევ ნებისმიერს ბაზით. და გარედან ყველა ნახავს.

ჰო ეგ მეც მქონდა 1 წელი და უკვე გავიდა ეგ წელი გავთიშე
იდეაში ეგ დეველოპერების შესატყუებლადაა, 1 წელი რომ აწყობ ინფრასტრუქტურას და აკონფიგურერებ მანდ ყველაფერს, 1 წელი რომ გავა მერე იმდენი შრომა ხო წყალში ჩაგეყრება რომ არ გააგრძელო, და რომ გააგრძელო უკვე ფასიანია იმ 1 წლის მერე

მაიკროსოფტზე და .NET ზე თუ ხარ მაიშინ გადახედე Azure Devops, ძაან მაგარი CI/CD არის და ბევრ კომპანიებში გამოიყენება, მე მქონდა ერთ პროექტზე ავტომატურად იუნით თესთებს და ბილდებს აკეთებ ლოკალურად და სერვერზე და მერე ფაბლიშდება პაიპლაინებით
https://www.youtube.com/watch?v=MOZMw5_fBFA
* * *
QUOTE
3K ცოტაა თან უცხოური კომპანიაა EPAM-ი

Exadel-ს ედო ვაკანსია $4500
ლინკდინზე მომწერეს Vabaco-დან $4000-$5000 ფარგლებში იყო ანაზღაურება სენიორ ნოუდ.ჯს
Redberry-დან $3000-$4000 სენიორ რეაქტზე

გადაჭარბებულია, შეიძლება რომელიმე კომპანიას ედო კიდეც ეს თანხა მაგრამ საქართველოს ბაზარზე ეგ არარეალურია და არაა საშუალოსტატისტიკური
$4000-$5000 ეგ ევოკავშირის ბაზარს უფრო შეესაბამება

Posted by: ac1001 13 Jan 2022, 02:58
Lekso-Dav
კი Azure Devops-იც ვიცი მაგისთვისაა. მაგრამ ჯერ AWS-ს ვამუღამებ. მერე თუ დრო დამრჩა მაგასაც გადავხედავ.

Posted by: gordas 13 Jan 2022, 16:18
Lekso-Dav
QUOTE
გადაჭარბებულია, შეიძლება რომელიმე კომპანიას ედო კიდეც ეს თანხა მაგრამ საქართველოს ბაზარზე ეგ არარეალურია და არაა საშუალოსტატისტიკური
$4000-$5000 ეგ ევოკავშირის ბაზარს უფრო შეესაბამება

საშუალო სტატისტიკური არაა მაგრამ იჩითება ამ რეინჯის ვაკანსიებიც, მთავარია ცოდნა და გამოცდილება გქონდეს

Posted by: ac1001 13 Jan 2022, 17:06
4000$ არის სამუშაოები განსაკუთრებით უკრაინაში თანაც არც ისე ცოტა. მთავარია გამოცდილება. და კიდევ მე .net-ზე ვარ და სხვა ტექნოლოგიაზე არ ვიცი როგორაა და ალბათ იგივე ნაირად იქნება, რასაც საქართველოში თხოვენ გამოცდილებას დაახლოებით ეგეთს ითხოვენ უკრაინაშიც .ნეტზე და აძლევენ 4000$ ამდე. ანუ უკრაინა ჯობია და თანაც გამოცდილებაც გეყოფათ. ყველა ვაკანსიაზე რათქმა უნდა არა მაგრამ არის ასეთებიც. ასე რომ ცადეთ.

Posted by: Irakli2013 13 Jan 2022, 17:28
ეპამში 3K USD ნამდვილად არაა ზედა ზღვარი.

მე ჯავასკრიპტზე ვამბობ თან ამას, სხვა სტეკებზე შეიძლება (და დიდი ალბათობით არის კიდეც) კიდევ უფრო მაღალი ხელფასებია.

მაგრამ პროექტში გამართლება გჭირდება :დ
* * *
QUOTE
ლინკდინზე მომწერეს Vabaco-დან $4000-$5000 ფარგლებში იყო ანაზღაურება სენიორ ნოუდ.ჯს

ამას წინათ მომწერეს მეც სენიორ ნოუდზე, მაგრამ არ ვთვლი თავს ჯერ-ჯერობით საკმარისად კვალიფიციურად biggrin.gif

მოკლედ ლინკდინზე თუ ხართ, ლამის ყოველდღე იწერებიან რეკრუტერები.

და 4-5K USD ნამდვილად არ იქნება პრობლემა რემოუთზე თუ გაქვს შესაბამისი სქილები.

და არც ეგ მგონია რემოუთის ზღვარი იყოს

Posted by: ac1001 13 Jan 2022, 18:23
Irakli2013
კი ლინკედინი მაგარია. ერთი 7 ჯერ შემომთავაზეს მგონი ქვეყნიდან გასვლა და ყველას ვუარი ვუთხარი.
სხვებიც მთავაზობენ ძალიან ხშირად, ანუ fully remote-ბიც არის. ქართულებს ყველას უარს ვეუბნები.

Posted by: xllash 18 Jan 2022, 22:19
CV-ებში ბევრი რამე გიწერიათ? portfolio-ს ექცევა ყურადღება სავარაუდოდ თუ რას უყურებენ ძირითადად

Posted by: lepori 18 Jan 2022, 23:08
xllash
QUOTE
CV-ებში ბევრი რამე გიწერიათ? portfolio-ს ექცევა ყურადღება სავარაუდოდ თუ რას უყურებენ ძირითადად

სივიზე ლაპარაკობს თავიდან

Posted by: ac1001 18 Jan 2022, 23:18
xllash

მე ძალიან ბევრი რამე მიწერია. მარტში 14 წელი შემისრულდება პროგრამირებაში.
მარა დამწყები თუ ხარ, უნდა გქონდეს 2 ან 3 რამე პროექტი აწყობილი, სატესტო, და გედოს გიტჰუბზე. და ცვ-ში უნდა მოათავსო Screenshot1, Screenshot2, Screenshot3 ლინკებით ამ პროგრამის/ვებ-აპლიკაციის გადაღებული სქრინშოტები, რომ ნახონ რა პროექტია და რა გაქ გაკეთებული ვიზუალურად. კარგი იქნება თუ ვებ-აპლიკაციია სადმე დაჰოსტილიც გექნება და ip ან რამე დომაინ ექნება და ლინკს ჩადებ ცვ-ში რომ ნახონ ლაივ რეჟიმში შენი ნამუშევარი/ნამუშევრები.
ამას რომ იზამ ძალიან დიდი შანსია რომ გასაუბრებაზე მოეწონოთ და აგიყვანონ.
ზოგადად ჩემი გამოცდილებიდან ყველას გირჩევთ რომ თქვენი ნამუშევრების სქრინშოტები ჩადოთ ცვ-ში რომ ნახონ რა გაქვთ გაკეთებული.
მაგალითად გიწერიათ ასე:

გამოცდილება:
1 - ვმუშაობდი აქ და აქ, (ამა და ამ წლებში)
იყო ამ ტიპის პროექტი.
ვიყენებდი ამა და ამ ტექნოლოგიებს: და ჩამოწერ რაც არის, მაგ Node.js, ReactJS, MongoDB და ა.შ.
და ბოლოში მიაწერ ლინკებს: Screenshot1, Screenshot2, Screenshot3

2 - ვმუშაობდი აქ და აქ, (ამა და ამ წლებში)
იყო ამ ტიპის პროექტი.
ვიყენებდი ამა და ამ ტექნოლოგიებს: და ჩამოწერ რაც არის, მაგ Node.js, ReactJS, MongoDB და ა.შ.
და ბოლოში მიაწერ ლინკებს: Screenshot1, Screenshot2, Screenshot3

3 - ვმუშაობდი აქ და აქ, (ამა და ამ წლებში)
იყო ამ ტიპის პროექტი.
ვიყენებდი ამა და ამ ტექნოლოგიებს: და ჩამოწერ რაც არის, მაგ Node.js, ReactJS, MongoDB და ა.შ.
და ბოლოში მიაწერ ლინკებს: Screenshot1, Screenshot2, Screenshot3

https://imgur.com/ კაი სურათების საიტია და მანდ შეგიძლიათ ატვირთოთ სქრინები თქვენი პროექტების

რატომ ვამბობ ამას:
ზოგადად კლიენტი/დამსაქმებელი აფასებს თვალით, თვალით დანახულს. და უხარიათ ხოლმე რომ ხედავენ შენს გაკეთებულ საქმეს თვალით, ვიზუალურად. (თუ რათქმა უნდა ბექენდი არ ხარ მარტო და სანახებელი არაფერი არ გაქვს).
და ზოგადად რომ მუშაობ კლიენტთან/დამსაქმებელთან, მაგალითად გაქ ტასკი რაღაცა, რომელიც არის სადღაც არ ვიცი მაგალითად ჯირაზე ან ისე გაქ ტასკი ზეპირად მოგცეს. რომ მორჩები ტასკს გადაუღე სურათი გაკეთებულს და მიაბი ტასკს რომ დახურავ. ან გაუგზავენ კლიენტს.
მაგალითად ტასკია რომ დაამატეთ User Account Page - რეგისტრაციის თარიღის Label-ი სადაც ჩანს როდის დარეგისტრირდა იუზერი. რომ დაამატებთ ვებ-საიტზე რაზეც მუშაობთ, და რომ დააკომიტებთ კოდს და ატვირთავთ. გადაუღეთ სურათი და აჩვენეთ ვინც გიმოწმებთ დავალებებს. და ძალიან მოეწონები დამსაქმებელს და დაგაფასებენ ძალიან.
და ზოგადად კარიერის განმავლობაში რა პროექტებზეც იმუშავებთ, თუ კონფიდენციალური არ იქნება გადაუღეთ სქრინები და ჩადეთ ცვ-ში.
14 წლის წინ რომ პროექტი გავაკეთე WinForm-ებზე იმის სქრინიც მიდევს სივიში

Posted by: Lekso-Dav 19 Jan 2022, 04:29
QUOTE (lepori @ 18 Jan 2022, 23:08 )
xllash
QUOTE
CV-ებში ბევრი რამე გიწერიათ? portfolio-ს ექცევა ყურადღება სავარაუდოდ თუ რას უყურებენ ძირითადად

სივიზე ლაპარაკობს თავიდან

ამ ვიდეოს ტიპი რა დაქოქილია ბოლოში ხმა გაეთიშა ტყუილად ილაპარაკა ამდენი lol.gif
* * *

Posted by: Lekso-Dav 19 Jan 2022, 04:59
ac1001
მე მიდევს რეზიუმეში სერთიფიკატების ლინკები, მაგრამ რამდენადაც გავარკვიე ლინკის სტატისტიკებიდან, უმეტესობა არ აკლიკებს ამ ლინკებს
თან ვორდში არც ეკლიკება თუ კონტროლ ღილაკსაც არ დააწვებიან

Posted by: ac1001 19 Jan 2022, 06:30
Lekso-Dav
სერთიფიკატს მგონი არავინ უყურებს. არადა მეც მაქვს. თან არც ისე უბრალო.

Posted by: Hunter2 20 Jan 2022, 21:10
user posted image

რა თაობა მოდის

Posted by: ac1001 20 Jan 2022, 22:06
Hunter2
მოინდომა და ქნა. იშრომა. შრომა უნდა ყველაფერს.

Posted by: Lekso-Dav 21 Jan 2022, 02:26
https://www.linkedin.com/in/nikoloz-tskhvedadze-026b39201/

მე თუ მკითხავ არ მივიღებდი, არასერიოზული პროფილია
არცერთ სამსახურში 1 წელიც არ გაჩერებულა, საინტერესოა აქ რამდენი ხანი გაჩერდება
ან 2 თვიანი სამსახური საერთოდ რა მოსატანია რომ ლინკედინზე ჩაწერო

ზოგადად
საერთოდ 1 წელზე ნაკლები გამოცდილება ცუდად ხვდება თვალს, ან პრობაციის პერიოდი ვერ დაძლია ან გუნდს ვერ შეეწყო ან რაიმე მსგავს პრობლემას მიუთითებს

Posted by: ac1001 21 Jan 2022, 03:19
Lekso-Dav
ჩემი აზრით დამწყებისთვის ნორმალურია ერთ სამსახურში/სამუშაოზე 6 თვეზე ნაკლები გაჩერება. რადგან 6 თვეში ბევრს ითვისებ და იგივე კომპანიაში ხელფასს არ გიმატებენ იმიტომ რომ იაფად ყავხარ აყვანილი და იძულებული ხარ სხვაგან გადახვიდე სადაც მომატებულ გამოცდილებაში მოგცემენ შესაბამისს.
ასე რომ 18 წლისთვის ნორმ ჩანს.

Posted by: theodous 21 Jan 2022, 12:42

ამატ დევოპსობს ვაკანსია რ ენქბე ანეტა?

Posted by: Fennec 22 Jan 2022, 01:58
theodous

QUOTE
ამატ დევოპსობს ვაკანსია რ ენქბე ანეტა?

DevOps Engineer
https://www.epam.com/careers/job-listings/job.53755.devops-engineer_tbilisi_georgia

Senior DevOps Engineer
https://www.epam.com/careers/job-listings/job.53769.senior-devops-engineer_tbilisi_georgia

Posted by: ac1001 22 Jan 2022, 03:32
მაგათ მგონი კადრების აყვანა არ უნდათ. ისე აქვთ გამოცხადებული ვაკანსიები.

Posted by: Fennec 22 Jan 2022, 12:02
ac1001
QUOTE
მაგათ მგონი კადრების აყვანა არ უნდათ. ისე აქვთ გამოცხადებული ვაკანსიები.

აპლიკაციის ფორმა შეავსე და არ დაგიკავშირდნენ?...

Posted by: ac1001 22 Jan 2022, 13:41
Fennec
დამიკავშირდნენ. ჰრ გავიარე. ტექნიკურიც გავიარე. ყველა კითხვას ვუპასუხე, მარტო ერთი ვერ ვუპასუხე რაღაცა ბაზებზე.
ხოდა გავიდა აგერ უკვე მგონი 1 თვე და არც კი მოუწერიათ და არც არა.
ერთი კომპანია კიდე ძალიან ცუდად მოიქცა. უცხოური კომპანიაა და საქართველოში ფილიალი აქვს. ვაკანსია არ ქონდათ გამოცხადებული მარა მივწერე რომ თუ გაქვთ მეთქი რამე ვაკასია თქო. და დამიკავშირდნენ.
მანამდე დაახლოებით 9 თვის წინ ქონდათ მოწერილი თან მაგათ CEO-ს, მთავაზობდა სენიორ+მენეჯერულ თანამდებობას. მე უარი ვუთხარი, ვმუშაობ თქო. ხოდა ისევ მაგ CEO-ს მივწერე. არაა ქართველი. ხოდა
დამიკავშირდა ჰრ. გავიარე. მერე ტექნიკურიც გავიარე. მომცეს დავალება ტექნიკური ანუ ტასკი. და მომცეს ძალიან ცოტა დრო. 3 დღე. ხოდა გავაკეთე ამ 3 დღეში. რაც არ ეწერა ტასკსში ისენიც გავაკეთე. ანუ კარგად გავაკეთე და იდეალურად . ხოდა მერე მგონი 10 დღე არ ჩანდნენ რომ გადავუგზავნე გაკეთებული. მივწერე სად ხართ მეთქი. ჰრმა მე არ ვიყავიო სამსახურშიო და მაგიტომ ვერ მოგწერეო., ანუ ჰრ თუ დაიკარგა დამთავრდა.
ხოდა ბოლოს ჩამერთნენ ვიდეოთი, დავუშეარე სქრინი და გავუშვი ეს აპლიკაცია. რეაქტზე იყო ფრონტი და მეკითხებოდნენ აქ რა გააკეთეო, ეს როგორ გაქო და ვპასუხობდი. 1 2 ჯერ რაღაც მოწონებაც გამოხატა, უცხოელი დეველოპერი იყო ჩართული ანუ ის ამოწმებდა, და ქარველი დევიც იყო და ჰრიც იყო ჩართული. ხოდა ბოლოს გავიდა 2 დღე მგონი და მომწერეს რომ სხვა კადრი ავირჩიეთო. ანუ უარი მითხრეს.
ხოდა რატო გააკეთეს ეს. იმიტომ რომ მე რომ მივწერე რეაგირება ხო უნდა მოეხდინათ რომ მივწერე მოკლედ და ცვ გავუგზავნე. ხოდა მოახდინეს. 2 გასაუბრება, + ტასკი + ტასკი ვიდეო შეარი. ანუ დრო დაკარგეს მათაც და მეც დამაკარგინეს ტყვილა.
3 დღე ტყვილა მაწერინეს კოდი საერთოდ და დამაკარგინეს დრო. ხოდა როცა არ გინდა აყვანა თანამშრომლის და ვაკანსია არ გაქ უნდა უთხრა რომ არ გვინდა.
ამათმა კიდე იმის გამო რომ რაღაც რეაგირება მოეხდინათ ფორმალური დამაკარგინეს დრო და თვითონაც დაკარგეს.
მივხვდი აქედან რომ ბევრ კომპანიას თანამშრომელი საერთოდ არ უნდა.

Posted by: theodous 22 Jan 2022, 14:22
QUOTE
ბევრ კომპანიას თანამშრომელი საერთოდ არ უნდა.

ეხლა გაიგე?

მეც მაგ დღეში არ ვარ რო

Posted by: ac1001 22 Jan 2022, 14:27
theodous
სიმართლე გითხრა ეხლა გავიგე. ამდენი ხნის მერე. საერთოდ პრობლემა არ მქონია არასდროს. სადაც გასაუბრება მქონდა ყველგან ამიყვანეს.
მარა შენ რა დღეშიც ხარ ვიცი მეც და შენც. და რა პრობლემაც მომწერე ჯანმრთელობის მაგ დღეში ხარ და რაც უნდა გააკეთო გითხარი. გააკეთე და დაგილაგდება ყველაფერი ცხოვრებაში.

Posted by: theodous 22 Jan 2022, 14:33
QUOTE
დაგილაგდება ყველაფერი ცხოვრებაში.

lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: ac1001 22 Jan 2022, 14:36
QUOTE (theodous @ 22 Jan 2022, 14:33 )
QUOTE
დაგილაგდება ყველაფერი ცხოვრებაში.

lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif

კაიფობ ხო? მადლობელი არ ხარ რაც მოგწერე?
მაგას რაც მოგწერე არავინ გეტყოდა საერთოდ. გამოსავალი შენი მდგომარეობიდან ეგ არის რაც მოგწერე.
თუ დასცინი მაგ სიტყვებს რაც მოგწერე ღმერთისგან შენ არაფრის ღირსი არ ხარ და არც იქნები არასოდეს. ხოდა გექნება არეულ დარეული ცხოვრება და ვერასოდეს დაალაგებ. მათხოვრად ხარ ქცეული. სამსახურს იხვეწები. ხან კომპებს არემონტებ ხან ფრონტში დამასაქმეთო და ხო ხედავ რა დღეშიც ხარ,. გითხარი რისი ბრალიცაა. შენ მაგაზე თუ იცინი მე კი არა ღმერთს დასცინი და ღმერთი კიდე რასაც გიზამს მაგის გამო აი ნახავ შენ.
შენ ვინ ხარ საერთოდ. არაფრის ღირსი არ ყოფილხარ.
შენნაირებს რა დღეში ვაგდებ ფეისბუკზე რომ ნახო თვალები ყალყზე აგივა.

Posted by: Fennec 22 Jan 2022, 21:02
ac1001
QUOTE
დამიკავშირდნენ. ჰრ გავიარე. ტექნიკურიც გავიარე. ყველა კითხვას ვუპასუხე, მარტო ერთი ვერ ვუპასუხე რაღაცა ბაზებზე.
ხოდა გავიდა აგერ უკვე მგონი 1 თვე და არც კი მოუწერიათ და არც არა.
ერთი კომპანია კიდე ძალიან ცუდად მოიქცა. უცხოური კომპანიაა და საქართველოში ფილიალი აქვს. ვაკანსია არ ქონდათ გამოცხადებული მარა მივწერე რომ თუ გაქვთ მეთქი რამე ვაკასია თქო. და დამიკავშირდნენ.
მანამდე დაახლოებით 9 თვის წინ ქონდათ მოწერილი თან მაგათ CEO-ს, მთავაზობდა სენიორ+მენეჯერულ თანამდებობას. მე უარი ვუთხარი, ვმუშაობ თქო. ხოდა ისევ მაგ CEO-ს მივწერე. არაა ქართველი. ხოდა
დამიკავშირდა ჰრ. გავიარე. მერე ტექნიკურიც გავიარე. მომცეს დავალება ტექნიკური ანუ ტასკი. და მომცეს ძალიან ცოტა დრო. 3 დღე. ხოდა გავაკეთე ამ 3 დღეში. რაც არ ეწერა ტასკსში ისენიც გავაკეთე. ანუ კარგად გავაკეთე და იდეალურად . ხოდა მერე მგონი 10 დღე არ ჩანდნენ რომ გადავუგზავნე გაკეთებული. მივწერე სად ხართ მეთქი. ჰრმა მე არ ვიყავიო სამსახურშიო და მაგიტომ ვერ მოგწერეო., ანუ ჰრ თუ დაიკარგა დამთავრდა.
ხოდა ბოლოს ჩამერთნენ ვიდეოთი, დავუშეარე სქრინი და გავუშვი ეს აპლიკაცია. რეაქტზე იყო ფრონტი და მეკითხებოდნენ აქ რა გააკეთეო, ეს როგორ გაქო და ვპასუხობდი. 1 2 ჯერ რაღაც მოწონებაც გამოხატა, უცხოელი დეველოპერი იყო ჩართული ანუ ის ამოწმებდა, და ქარველი დევიც იყო და ჰრიც იყო ჩართული. ხოდა ბოლოს გავიდა 2 დღე მგონი და მომწერეს რომ სხვა კადრი ავირჩიეთო. ანუ უარი მითხრეს.
ხოდა რატო გააკეთეს ეს. იმიტომ რომ მე რომ მივწერე რეაგირება ხო უნდა მოეხდინათ რომ მივწერე მოკლედ და ცვ გავუგზავნე. ხოდა მოახდინეს. 2 გასაუბრება, + ტასკი + ტასკი ვიდეო შეარი. ანუ დრო დაკარგეს მათაც და მეც დამაკარგინეს ტყვილა.
3 დღე ტყვილა მაწერინეს კოდი საერთოდ და დამაკარგინეს დრო. ხოდა როცა არ გინდა აყვანა თანამშრომლის და ვაკანსია არ გაქ უნდა უთხრა რომ არ გვინდა.
ამათმა კიდე იმის გამო რომ რაღაც რეაგირება მოეხდინათ ფორმალური დამაკარგინეს დრო და თვითონაც დაკარგეს.
მივხვდი აქედან რომ ბევრ კომპანიას თანამშრომელი საერთოდ არ უნდა.

არ აქვთ რაიმე ვალდებულება რომ ვაკანსია გამოაქვეყნონ თუ არ ჭირდებათ კადრი, როდესაც ვაკანსიას აქვეყნებენ, ჰრ ასევე ტექნიკურ გასაუბრებას გაივლი ეს ხომ მათი რესურსია.. დაგიკვავშირდებიან... შენც შეგიძლია მიწერო მეილზე: ერთი თვე გავიდა ტექნიკური გასაუბრებიდან და პასუხს როდის მივიღებ თქო... მათი მთავარი მიზანი ეგ არის კადრების პოვნა და შემდეგ სხვა კომპანებთან გაკავშირებენ სამუშაოდ, EPAM არის შუამავალი და ანაზღაურებასაც EPAM-ი გადაგიხდის...
მე ეპამის დამცველი არ ვარ :დ მაგრამ ნაკლებად სავარაუდებელია რომ ჰრ და ტექნიკური გასაუბრების დრო ეგრე არამიზნობრივად გამოიყენონ როდესაც კადრი არ ჭირდებათ... ჩემი რამდენიმე მეგობარი მუშაობს და ანაზღარებაც ნორმალურად აქვთ 2-4კ, ინგლისური თუ კარგად იცი, საუბრით თუ კარგად საუბრობ და კითხვებსაც უპასუხე დაგიკავშირდებიან...

Posted by: river-song 22 Jan 2022, 21:20
ac1001
გამარჯობა, ეპამში რეფერალი გქონდა თუ შენით გააგზავნე სივი?

QUOTE
მაგათ მგონი კადრების აყვანა არ უნდათ. ისე აქვთ გამოცხადებული ვაკანსიები.

მეკიდე მეგონა ყველა აყავდათ ,ერთი 500 კი იქნება უკვე დასაქმებული user.gif

Posted by: ac1001 22 Jan 2022, 22:08
river-song
რავიცი ადრე მომწერა ვიღაცამ. 1 წლის წინ. და იმას მივწერე (მაშინ უარი ვუთხარი). მეთქი ვაკანსიაზე გავაგზავნო სივი თქო თუ რა ვქნა თქო. ხოდა ეპამის სხვა ჰრ-ზე მითხრა ის დაგიკავშირდებაო და ცვ გაუგზავნეო და ასე დამიკავშირდნენ მოკლედ.
ან მაგას რა მნიშვნელობა აქ. რეფერალს რას ეძახი?

Fennec
არ დამიკავშირდნენ და რა ვეხვეწო?
არ მინდა ქართული საერთოდ, ყველას უარს ვეუბნები ქართულს. პროსტა ეპამი და უცხოური კომპანია ვართ საქართველოში ფილიალითო. და ძაანაც არ არიან უცხოურები როგორც ჩანს.
პროსტა მერე indeed.com-ზე შევედი და ისეთ ხელფასებს აძლევენ ამერიკაში პროსტა და აქ საქართველოში ვიღაცას მინიმალური უნდა ეხვეწო და იმასაც არ გაძლევენ და კიდე არც პასუხს გწერენ.
ხოდა მოძებნეთ თქვენც უცხოეთში.
და საქართველოში რომ მენეჯმენტი გამოსწორდება (ოდესმე თუ ეღირსა). და დეველოპერების ხელფასი რომ 4000$ ზე ავა მერე იფიქრეთ აქ მუშაობაზე. და ოფისში რომ არ დაგაჯენენ გამოცდილ დეველოპერს სამუშაოდ ანუ fully-remote რომ იქნება.
ინგლისური რავიცი აბა. 1 წელი ამერიკაში ვმუშაობდი რემოუთად, სახლიდან და როგორ ვმუშაობდი აბა მაგათთან თუ არ ვიცი?
პროსტა სხვაგან მინდა ვცადო, ახალი მინდა რამე რა.
* * *
აი ეხა მოვძებნე ეპამთან მიმოწერა და December 17-ში მქონდა ტექნიკური გასაუბრება. იმის მერე წერილი საერთოდ არ არის. ვიფიქრე მე ხო არ გამომრჩა ანუ მომწერეს და ვერ ვნახე. ხოდა 1 თვე გავიდა.

Posted by: Fennec 22 Jan 2022, 22:39
ac1001
QUOTE
არ დამიკავშირდნენ და რა ვეხვეწო?

ხომ არ უთქვამთ პასუხის სავარაუდო დრო, არ უნდა ეხვეწო, მიიწერე და იკიხე, ასევე თუ არყოფითია პასუხი, მაგალითად ჩემთვის ეგ ინფორმაციაც ძალიან მნიშვნელოანია და დამსაქმებელს ავახსნევინებ დეტალურად მიზეზს...

როგორც დაწერეს 500-ზე მეტი ქართველია დასაქმებული და ქართულ კომპანიებთან შედარებით უკეთესი ანაზღარება არის...

Posted by: ac1001 22 Jan 2022, 22:39
ხოდა აგერ თქვენ და აგერ მე. და აგერ თქვენი ქართულ-უცხოური კომპანიები. ეძებონ კადრები და არ აიყვანონ და პასუხიც არ გასცენ და დრო აკარგინონ 3 დღე ტასკი აკეთებინონ (იმიტომ რომ პროსტა რეაგირება უნდა მოეხდინათ) და არ გვინდა სხვა ავიყვანეთო წერონ. ხოდა გიწერთ აგერ მე თქვენ. რომ არ ხართ თქვენ ნორმალური დეველოპერის ღირსები. ხოდა ყველას ისედაც ვეუბნებოდი რომ უცხოეთზე გადით იქ იმუშავეთ მეთქი. ხოდა ეხლა უფრო მაგრად ვეტყვი მაგას.
არ იცით ქართულმა კომპანიებმა დეველოპერის ფასი თქვენ. ხოდა არც ხართ ღირსი ნორმალური დეველოპერი გყავდეთ.
მენეჯმენტი კიდე ბოდიში და იცით ალბათ სად გაქვთ.
და კიდე Exadel თუ ვიღაც ჰმ გამესაუბრა და ტექნიკურიც არ გამატარა და მომწერა რომ გამოცდილება არ გყოფნისო და არ გვინდაო. ჰრ რომ დეველოპერის გამოცდილებას შეამოწმებს ვაფშე მაგარია მგონი ხო?
დამწყები რომ იყო ანუ ჯუნიორ და რაღაცეებს გადახედოს ცვ-ში მიხვდეს მესმის მარა პროსტა რა.
აი თქვენც და კიდე თუ ბევრს გაატრაკებენ იმ კომპანიის სახელსაც დავწერ 3 დღე რომ ტასკზე დამახარჯინა.

Fennec
მეგობარო მესმის რა რასაც ამბობ ვიცი.
მარა სადაც გავაგზავნე ცვ და გამესაუბრნენ. ყველამ მომწერა ან კი ან არა. ანუ რაღაც გამაგებინა.
ხოდა 1 თვე რომ არ მწერ ვერგავიგე რა მე გეხვეწო? ესეიგი არ გინდა ხო?
კაი რა რა მაქ სახვეწარი მე ჯუნიორი არ ვარ რომ ვიღაცას და ვეხვეწო ამიყვანეთ თქო.
ისეთი გამოცდილება მაქვს რომ საქართველოში პროსტა ნებისმიერ . net ვაკანსიაზე ამიყვანენ პროსტა მაგათი ანაზღაურება მე არ მაწყობს.
საქართველოში ხომ გევასებთ თქვენ ბანკები? ხომ თვლით რომ მაგრები არიან. 3მა შემომთავაზა მგონი და 3-ვეს უარი ვუთხარი.
თიბისი ხომ გევასებათ? და 2-ჯერ შემომთავაზა სხვადასხვა ადამიანმა ჰრ-მა და ვაფშე ერთმანეთში კომუნიკაცია არ აქვთ მგონი და არ უთხრეს რომ უარი გვითხრაო და მაგათაც უარი ვუთხარი. თიბისიში ალბათ 8კ 9კ მექნებოდა მარა არ მინდა ბანკი. ვიცი რა სიტუაციაც არის მანდ. მონები ყავთ. და არ მინდა მე მონობა .

ხოდა დაუსქინშოტეთ აგერ თქვენს ეპამს და კიდე მაგ კომპანიებს ეს რაც დავწერე და დახეთქეთ გულებზე.

Posted by: Fennec 22 Jan 2022, 22:57
ac1001
სად დავწერე რომ "ბანკები მევასება" ან რატომ ფიქრობ რომ ეპამში ვმუშაობ და რაიმეს "ვასქრინშოთებ"... ჩემი აზრი გაგიზიარე... კარგად იყავი, წარმატებები... აღარ მომნიშნო რა wink.gif

Posted by: ac1001 22 Jan 2022, 23:00
QUOTE (Fennec @ 22 Jan 2022, 22:57 )
ac1001
სად დავწერე რომ "ბანკები მევასება" ან რატომ ფიქრობ რომ ეპამში ვმუშაობ და რაიმეს "ვასქრინშოთებ"... ჩემი აზრი გაგიზიარე... კარგად იყავი, წარმატებები... აღარ მომნიშნო რა wink.gif

რავი მეგობარო ბოდიში თუ გაწყენინე რამე. კაია თუ არ გევასება. ბევრს ევასება და იმიტომ დავწერე. და ვიცი რომ არც მანდ მუშაობ. რაა საწყენი მეგობარო აბა აქ? მეგობარი დაგიწერე ანუ მიმართვაც კარგი მქონდა. რა გაწყენინე მითხარი? რამე ცუდი სიტყვა დაგიწერე?
ყველაფერი რატო გწყინთ რა გჭირთ ხოლმე.
ან შენ რა დამიწერე რომ მე ცუდად მომეწერა რამე?
აღარ მომნიშნო შენც და არ მიპასუხო და არც მე დაგთაგავ რა პრობლემაა.
შენზე არ მითქვია დაასქრინშოტე. ყველა წაიკითხავს და შენ თუ არ გინდა სხვას იქნებ მოუნდეს და იმან ქნას რა პრობლემაა.

Posted by: Lekso-Dav 23 Jan 2022, 02:17
საერთოდ არ ღირს დროის დაკარგვა კომპანიებზე რომლებიც სატესტო დავალებას იძლევა
გერმანიაში რამოდენიმე EPAM-ზე ბევრად დიდ კომპანიაში ვმუშაობდი უბრალო გასაუბრებით ყოველგვარი დავალების და ტესტის გარეშე

ამ სატესტო დავალებას რომ იძლევიან უმეტესად 2-3 საათი ჭირდებაო და რეალურიად რაიმე საჩვენებელი რომ გააკეთო 2-3 დღე მაინც უნდა დაახარჯო, ტყუილად დროის ფლანგვაა, ეგრევე უარი უნდა უთხრა სატესტო დავალების შემოჩეჩებაზე თუ მივიდა საქმე, ჩემი დაკვირვებით მაშინ ტენიან ამ დავალებას როცა აყვანა არ უნდათ რომ დამატებით ჩამჭრელი ეტაპი იყოს, ანუ რაიმე ხელჩასაჭიდი ქონდეთ უარის სათქმელად

არადა რეალურიად 1-2 საათიანი ტესტებიც არსებობს, ასარჩევი ვარიანტები რომაა ან რამოდენიმე სტრიქონი რომ უნდა დაწერო მაგალითად https://www.hackerrank.com ეს კიბატონო

Posted by: ac1001 23 Jan 2022, 02:31
Lekso-Dav
რავიცი მეგობარო რა. მართლა არ მესმის. ალბათ არ გქონია შემთხვევა რომ დავალებას, ანუ ტასკს გაძლევდნენ. პირადად მე სადაც ვმუშაობდი ყველგან ტასკი მომცეს გავაკეთე და ამიყვანეს. ანუ ჩემთვის ჩვეულებრივი მოვლენაა, და მართლა არ მეზარება რა. რა მოხდა მერე დაჯდები და დაწერ კოდს 3 დღე როცა იცი რომ დაგიფასდება.
ამერიკაშიც ეგრე დავიწყე მე სიმართლე გითხრა. მომცეს პროექტი, მომცეს 2 ტასკი. და მიდი გააკეთეო. ვკითხე მეთქი პროექტში ვინმე გამარკვევს? და რა ხდება შიგნით მეტყვის ვინმე?
და არაფერი მომწერეს. ხოდა ავდექი და გავაკეთე. დიდი პროექტი იყო.
ნახეს, მოეწონათ და ამიყვანეს.
ანუ პრაკტიკაა რა ჩვეულებრივი. მარა შე კაი ადამიანო თუ შენ თანამშრომელი არ გინდა რატო მაწვალებ 3 დღე? თანაც არ იყო 3 დღის ტასკი, დაახლ 6 დღის იყო რა.
რავიცი აბა. იფიქრეთ თქვენც აბა.
სხვებმაც დაწერონ აბა სად როგორ მოხვდნენ კომპანიებში.
და რასაც წერ ჩამჭრელი კითხვები რო დაუსვან მერეო, რავიცი მე ვიღაც უცხოელი დეველოპერი მეკითხებოდა და მოეწონა როგორც მივხვდი, რაღაცაზე თქვა მაგრად მომეწონაო. ანუ არ იყო ჩაჭრის ვარიანტი.

Posted by: xllash 23 Jan 2022, 03:15
..................................DELETED..................................

P.S. მადლობა წინა პოსტზე (სივიზე) პასუხების გაცემისათვის.

Posted by: river-song 23 Jan 2022, 11:52
ac1001
ისე ეგეთ კომპანიასთან არც უნდა გეთანამშრომლა 3 დღე თასკს რო გაწერინებენ =))

QUOTE
მეგობარო მესმის რა რასაც ამბობ ვიცი.
მარა სადაც გავაგზავნე ცვ და გამესაუბრნენ. ყველამ მომწერა ან კი ან არა. ანუ რაღაც გამაგებინა.
ხოდა 1 თვე რომ არ მწერ ვერგავიგე რა მე გეხვეწო? ესეიგი არ გინდა ხო?

ხო ტეხავს მაგრად, თან ტექნიკურიც თუ გაიარე;
მაგრამ შეიძლება არ აქვთ პროექტი საშენო და რაღაც პერიოდის მერე დაგიკავშირდნენ როცა ექნებათ.

Posted by: Hunter2 29 Jan 2022, 18:46
epam და epam anywhere ერთმანეთისგან რითი განსხვავდება

Posted by: ac1001 30 Jan 2022, 02:04
ვაფშე მე გეტყვით. დაანებეთ ამ საქართველოში მუშაობას თავი. გადით უცხოეთში, ზოგი ვაკანსია და ბევრი იქაც არის დამწყების ანუ ჯუნიორის. გამოცდილება არ გყოფნით იმუშავეთ ცოტა ხანი საქართველოში და მერე გადით უცხოეთში. რემოუთად. ძაან გეხალისებათ ამ ოფისებში მონურად ჯდომა? რამდენ დროს გაკარგინებენ არ დაგითვლიათ? პროგრამისტისვის ოფისში მუშაობა არის მონობა. შეაყვარეს ახალგაზრდებს ოფისი და სისტემის მონობა. ყავის აპარატი დაუდგეს იქ და უფასო ყავას ასმევენ და უხარიათ დილით ყავაში ფულს არ ვიხდიო. შენი სხეულით რომ 8 საათი იქ ზიხარ, მერე მოდიხარ გზაში კიდე 1:30 ხარჯავ ლამის და ოჯახში ცოლს თუ ქმარს და შვილებს ანუ საყვარელ ადამიანებს დაახლ 3 საათი უყურებ მარტო, მერე 12 მოდის და წვები, წვები იმიტომ რომ დილით 8:00-ზე ვერ გაიღვიძებ რომ ისევ იგივე გააკეთო მეორე დღეს და ეს რა არის ეხლა მონობა არაა? შენ შენი ცოლ/ქმარ შვილი უფრო გიყვარს თუ ოფისში ჯდომა და დილით უფასო ყავის დალევა?
სისტემა მოაწყვეს, სტერეოტიპი შექმნეს, დაიმონეს თავისი ნებით და ვერც ხვდებიან.
ხოდა ყველა ვისაც შანსი გაქვთ გამოდით ამ მონობიდან. პროგრამისტებს დიდი შანსი აქვთ და გამოიყენეთ.
თან კორონამ მაგარი რამე უყო პროგრამისტებს. სახლში ხომ დასვა ანუ რემოუთად, ხელფასებიც გაიზარდა, მათ შორის საქართველოშიც და World Wide ვაკანსიები ხო გაივსო, სად იყო ამდენი სამუშაო უცხოეთში რომოუთად.
და ვაფშე ეგ ეპამიც ქართულია და მაგასაც დაანებეთ თავი, ყველა ქართული ერთი ჩორტია. არ აფასებენ სათანადოდ დეველოპერს ხელფასის სახით.
უცხოეთში 3-ჯერ 4-ჯერ 5-ჯერ მეტს მოგცემენ შენს გამოცდილებაში

Posted by: BUTUSA 11 Mar 2022, 19:34
EPAM-ში ტესტერებს რამდენი აქვთ ხელფასი?
ეჭვი მაქვს რომ დეველოპერებთან შედარებით, მაგრად იჩაგრებიანsmile.gif)

* * *
და ზოგადად, სხვა უცხოურ კომპანიებთან შედარებით დაბალი ხელფასებია ხო? რა ინფორმაცია გაქვთ?

Posted by: Irakli2013 16 Mar 2022, 15:29
QUOTE (Hunter2)
epam და epam anywhere ერთმანეთისგან რითი განსხვავდება

epam anywhere საკონტრაქტო ტიპისაა როგორც ვიცი

Posted by: Irakli2013 15 Apr 2022, 22:27
QUOTE (BUTUSA)
და ზოგადად, სხვა უცხოურ კომპანიებთან შედარებით დაბალი ხელფასებია ხო? რა ინფორმაცია გაქვთ?

კი. ბევრად მეტის შემოთავაზება შეუძლია ბევრ უცხოურ კომპანიას.

Posted by: BUTUSA 27 Apr 2022, 21:11
Irakli2013

გასაგებია და ისე რომელ კომპანიებზე ამბობ, მაგალითად? საქართველოში მოქმედი თუ რიმოუთს გულისხმობ?

Posted by: Roofus 28 Apr 2022, 16:31
მქონდა გასაუბრება. რეკრუტერთან და მერე 2 თინეიჯერთან.
საბოლოოდ დიაგნოზი დამისვევს რომ გარტყმაში არ ვარ :დ
რეკრუტერმა ასე გადმომცა :დ
თურმე კაცი 5 წელი რეაქტში და ჯს-ში ვწერ ისე რომ აზრზე არ ვარ ამ დარგის საერთოდ...
როგორ გამომდის მეც მიკვირს)))

ნუ ანდა ადეკვატური მოთხოვნები წაუყენე, რელოკაცია და 4-5კ ხელფასი მინიმუმ.
ეტყობა არ იცოდნენ საქმეში როგორ ჩაეფურთხებიათ და ბოლომდე გაიჭინთნენ.

ყველას ვინც მანდ ხართ წარმატებებს გისურვებთ რათქმაუნდა.

Posted by: gordas 29 Apr 2022, 12:41
Roofus
რელოკაცია ანუ რომელ ქვეყანაში გინდოდა?

Posted by: Irakli2013 29 Apr 2022, 14:34
QUOTE (BUTUSA)
გასაგებია და ისე რომელ კომპანიებზე ამბობ, მაგალითად? საქართველოში მოქმედი თუ რიმოუთს გულისხმობ?

საქართველოში მოქმედიც იქნება ალბათ რამდენიმე, თუმცა ვერ გეტყვი ზუსტად.

რატომღაც მგონია რომ რედბერი ან ომედია უფრო უკეთ გადაიხდიან ეპამზე

რემოუთზე ბევრად მარტივია შოვნა.

თუ ლინკდინზე ხართ და რამდენიმე წლიანი გამოცდილება გაქვთ, ისედაც უნდა მოგდიოდეთ ბევრი შემოთავაზება.

მაგალითად, ნოუდის დეველოპერს 3-4 წლიანი გამოცდილებით არ უნდა გაუჭირდეს დაახლოებით 4K USD ხელფასზე მუშაობის დაწყება (რემოუთზე რათქმაუნდა)
მაგაზე ბევრად მეტიც შეიძლება რათქმაუნდა, უბრალოდ უფრო საჩალიჩო იქნება.

***

ბოლო 1-2 წელიწადში მკვეთრად გაიზარდა ანაზღაურებები ჩემი დაკვირვებით.

და არამგონია რომ ეს ტრენდი შეჩერდეს
* * *
QUOTE (Roofus @ 28 Apr 2022, 16:31 )
მქონდა გასაუბრება. რეკრუტერთან და მერე 2 თინეიჯერთან.
საბოლოოდ დიაგნოზი დამისვევს რომ გარტყმაში არ ვარ :დ
რეკრუტერმა ასე გადმომცა :დ
თურმე კაცი 5 წელი რეაქტში და ჯს-ში ვწერ ისე რომ აზრზე არ ვარ ამ დარგის საერთოდ...
როგორ გამომდის მეც მიკვირს)))

ნუ ანდა ადეკვატური მოთხოვნები წაუყენე, რელოკაცია და 4-5კ ხელფასი მინიმუმ.
ეტყობა არ იცოდნენ საქმეში როგორ ჩაეფურთხებიათ და ბოლომდე გაიჭინთნენ.

ყველას ვინც მანდ ხართ წარმატებებს გისურვებთ რათქმაუნდა.

აშკარად კომპანიაში არ გაგიმართლა

5 წელი რეაქტის გამოცდილებით 5K-ზე უფრო მეტსაც დაითრევ წესით

Posted by: Roofus 29 Apr 2022, 19:33
QUOTE (gordas @ 29 Apr 2022, 12:41 )
Roofus
რელოკაცია ანუ რომელ ქვეყანაში გინდოდა?

აქედან შორს)))
Irakli2013
QUOTE
5 წელი რეაქტის გამოცდილებით 5K-ზე უფრო მეტსაც დაითრევ წესით

არის დაახლოებით მსგავსი წინადადებები
6კ ტაქსებამდე ამერიკელებისგან, რეაქტ ნატივზე. რაც ტაქსის შემდეგ 4.2 გამოდის სადღაც.

Posted by: river-song 29 Apr 2022, 20:50
QUOTE
თურმე კაცი 5 წელი რეაქტში და ჯს-ში ვწერ ისე რომ აზრზე არ ვარ ამ დარგის საერთოდ...

მარტო წერა არაა, რამდენად მაინთეიბლ კოდს წერ და კარგი პრაქტიკები რამდენად იცი მაგას უყურებენ, თორე ეგრე წერა სპაგეტი კოდების ბევრს შეუძლია.

Posted by: Roofus 30 Apr 2022, 02:15
QUOTE (river-song @ 29 Apr 2022, 20:50 )
QUOTE
თურმე კაცი 5 წელი რეაქტში და ჯს-ში ვწერ ისე რომ აზრზე არ ვარ ამ დარგის საერთოდ...

მარტო წერა არაა, რამდენად მაინთეიბლ კოდს წერ და კარგი პრაქტიკები რამდენად იცი მაგას უყურებენ, თორე ეგრე წერა სპაგეტი კოდების ბევრს შეუძლია.

კაი ჩემო ძმაო

Posted by: BUTUSA 30 Apr 2022, 13:18
Irakli2013

ჯერ ახალი დაწყებული მაქვს (1 წელზე ნაკლები, სწავლის პერიოდის ჩათვლით), მაგრამ ამ მწირი გამოცდილების მიუხედავად ლინკდინზე მაინც მოუწერიათ. პერსპექტივაში რიმოუთს ვგეგმავ, ახლა ჯერ ვერ გავბედე მაინც)) გამოცდილების დაგროვება მინდა და საკუთარ ძალებში დარწმუნება

Posted by: +MAMIKO 30 Apr 2022, 19:25
გამარჯობა მეგობრებო.ამ ფორუმის ახალი წევრი ვარ და კარგად ვერ ვერკვევი ჯერ ამ ფორუმში და იქნებ დამეხმაროთ ამერიკული 1 კარტიანი ტელეფონის 2 კარტიანად გადაკეთება თუ შეიძლება ან სად დავწერო რომ გამარკვიოთ და პასუხი გავიგო.მადლობა წინასწარ.

Posted by: Daukvirdi 17 May 2022, 08:43
QUOTE (ac1001 @ 30 Jan 2022, 02:04 )
ვაფშე მე გეტყვით. დაანებეთ ამ საქართველოში მუშაობას თავი. გადით უცხოეთში, ზოგი ვაკანსია და ბევრი იქაც არის დამწყების ანუ ჯუნიორის. გამოცდილება არ გყოფნით იმუშავეთ ცოტა ხანი საქართველოში და მერე გადით უცხოეთში. რემოუთად. ძაან გეხალისებათ ამ ოფისებში მონურად ჯდომა? რამდენ დროს გაკარგინებენ არ დაგითვლიათ? პროგრამისტისვის ოფისში მუშაობა არის მონობა. შეაყვარეს ახალგაზრდებს ოფისი და სისტემის მონობა. ყავის აპარატი დაუდგეს იქ და უფასო ყავას ასმევენ და უხარიათ დილით ყავაში ფულს არ ვიხდიო. შენი სხეულით რომ 8 საათი იქ ზიხარ, მერე მოდიხარ გზაში კიდე 1:30 ხარჯავ ლამის და ოჯახში ცოლს თუ ქმარს და შვილებს ანუ საყვარელ ადამიანებს დაახლ 3 საათი უყურებ მარტო, მერე 12 მოდის და წვები, წვები იმიტომ რომ დილით 8:00-ზე ვერ გაიღვიძებ რომ ისევ იგივე გააკეთო მეორე დღეს და ეს რა არის ეხლა მონობა არაა? შენ შენი ცოლ/ქმარ შვილი უფრო გიყვარს თუ ოფისში ჯდომა და დილით უფასო ყავის დალევა?
სისტემა მოაწყვეს, სტერეოტიპი შექმნეს, დაიმონეს თავისი ნებით და ვერც ხვდებიან.
ხოდა ყველა ვისაც შანსი გაქვთ გამოდით ამ მონობიდან. პროგრამისტებს დიდი შანსი აქვთ და გამოიყენეთ.
თან კორონამ მაგარი რამე უყო პროგრამისტებს. სახლში ხომ დასვა ანუ რემოუთად, ხელფასებიც გაიზარდა, მათ შორის საქართველოშიც და World Wide ვაკანსიები ხო გაივსო, სად იყო ამდენი სამუშაო უცხოეთში რომოუთად.
და ვაფშე ეგ ეპამიც ქართულია და მაგასაც დაანებეთ თავი, ყველა ქართული ერთი ჩორტია. არ აფასებენ სათანადოდ დეველოპერს ხელფასის სახით.
უცხოეთში 3-ჯერ 4-ჯერ 5-ჯერ მეტს მოგცემენ შენს გამოცდილებაში

გეთანხმები ყველაფერში.
კორონას დამსახურებით დაინგრა უკვე ეს სისტემა yes.gif

Posted by: Irakli2013 22 May 2022, 09:19
QUOTE (Daukvirdi @ 17 May 2022, 08:43 )

up.gif up.gif

კორონა რაც დაიწყო, ოფისში არ მიმუშავია.

და აღარც ვაპირებ.

Posted by: Juventino 30 Oct 2022, 09:59
QUOTE
ეპამიც ქართულია და მაგასაც დაანებეთ თავი, ყველა ქართული ერთი ჩორტია. არ აფასებენ სათანადოდ დეველოპერს

და ისედაც ეპამის მიდგომები რაც არის უცხოეთში აქ იგივე საერთოდ არაა მიუხედავას იმისა რომ კაი ხელფასებია და ევროპაში იხდიან.

Posted by: priest_gabriel 24 Feb 2023, 22:21
გარემო ლაითი, ცოტა საქმე.
ხელფასი საშუალოზე დაბალი.
დატაარტი, ექსადელი ბევრად მეტს იხდის.

Posted by: lepori 23 Mar 2023, 09:11
მქონდა გასაუბრება (მონაცემთა ინჟინერია)>> ჩავფლავდი biggrin.gif
ეგ ჩემი ბრალილა, სრულიად მოუმზადებელი ვიყავი, მაგრამ>>

გამაკვირვა ერთმა რამემ,
ძირითადად მეკითხებოდნენ ისეთ რაღაცებს, რაც სრულიად არა-რელევანტური მგონია
მაგალითად >> software development methodologies , agile, scrum და რაღაც ეგეთებზე
კიდე data lake data warehouse რა რა აარის ად როგორ განსხვავდება და მისთ..

მგონია რომ მსგავსი ცოდნა პრაქტიკაში მოდის და დამწყებმა რომც არ იცოდეს არაფერი შავდება
მეტიც, მგონია რომ თუ დამწყებია და შეხება არ ქონია არც უნდა იცოდეს smile.gif

ალბათ ვირაცამ წაიკითხა, იმეცადინა, დაიმასხოვრა და აიყვანეს
მაგრამ აზრს ვერ ვხედავ მსგავსი რამეები რატო უნდა დაიმახსოვრო

.....
პ.ს. ვინც გამესაუბრა ძალიან კარგი ქართველი ბიჭი იყო,
რასაც ვერ ვპასუხობდი ყველაფერს ნათლად მიხსნიდა up.gif

Posted by: river-song 23 Mar 2023, 11:10
QUOTE
მაგალითად >> software development methodologies , agile, scrum და რაღაც ეგეთებზე

არადა ეს ყველაზე ადვილია, ერთ დღეში გაერკვევი biggrin.gif
მე რო მამზადებდნენ ინტერვიუებისთვის მითხრეს, რომ ხშირად უსვამენ ამ თემებზე კითხვებს, მარა მე ბექენდ დეველოპერი ვარ და დათა ინჟინერმა უნდა იცოდეს თუ არა არვიცი, ალბათ ეგენიც აჯაილ თიმში მუშაობენ

თეორიაში უკეთ გაერკვიე და კიდე მიდი, იქნებ აგიყვანონ შემდეგ ცდაზე user.gif

Posted by: WalterWhite7 23 Mar 2023, 22:37
დაიკიდეთ ეს EPAM, დიდი არაფერი კომანია არაა მსგავს IT Service კომპანიებთან შედარებით
წამყვანები ამ სფეროში არიან Accenture, Deloitte, Capgemini, NTT DATA, Cognizant, TCS, Infosys, Wipro , HCL

Posted by: lepori 23 Mar 2023, 23:28
river-song
QUOTE
არადა ეს ყველაზე ადვილია, ერთ დღეში გაერკვევი
მე რო მამზადებდნენ ინტერვიუებისთვის მითხრეს, რომ ხშირად უსვამენ ამ თემებზე კითხვებს, მარა მე ბექენდ დეველოპერი ვარ და დათა ინჟინერმა უნდა იცოდეს თუ არა არვიცი, ალბათ ეგენიც აჯაილ თიმში მუშაობენ

თეორიაში უკეთ გაერკვიე და კიდე მიდი, იქნებ აგიყვანონ შემდეგ ცდაზე

კი ადვილია, განა არა
როგორც დავწერე მოუმზადებელი გავედი ინტერვიუზე biggrin.gif

ვუყურე ვიდეოებს, წავიკითხე, გავიგე რაც არი და დავივიწყე ეგრევე
გასუბრებაზე იმ ბიჭმა ხო ამიხსნა, მე რო ვერ ვუპასუხე
აი ეხლა რომ მკიტხონ ისევ არ ვიცი biggrin.gif

უბრალოდ ძაან გამკვიდა გასაუბრების დიიიდი ნაწილი ამ თემებზე იყო და პითონიდან და სქლ-დან თითო კითხვა მარტო
ხოდა გაგიზიარეთ ჩემი გამოცდილება smile.gif

Posted by: lepori 19 Mar 2024, 15:23

ექსკლუზიური ინტერვიუ მონაცემთა ხარისხის ინჟინერ ზაურ ცხვარაძესთან Zaur Tskhvaradze (EPAM):

"როგორ გავხდეთ მონაცემთა ხარისხის ინჟინერი EPAM-ში? / How to become Data Quality Engineer at EPAM?"

EPAM-ი არის მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი IT კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავებას, საკონსულტაციო და საინჟინრო მომსახურებას. EPAM-ს ასევე აქვს საკუთარი სასწავლო პროგრამა/ლაბორატორია (LAB) დამწყებთათვის, რომელიც ეხმარება მათ მოიპოვონ საჭირო უნარები და ცოდნა IT ინდუსტრიაში სამუშაოდ.

ზაურთან ინტერვიუში განხილული საკითხების ნუსხა:
- რა გზა გაიარა მან EPAM-ში მოსახვედრად
- რა გეგმები და მიზნები აქვს მას როგორც მონაცემთა ხარისხის ინჟინერს, მიმდინარე როლი პროექტზე
- მონაცემთა ხარისხის ინჟინრის პროფესიული განვითარება და გადამზადება
- მონაცემთა ხარისხის ინჟინრად მომზადებისას და მუშაობისას წარმოქმნილი პრობლემები და გამოწვევები
- მონაცემთა ხარისხის ინჟინრის ინსტრუმენტები და ტექნოლოგიები რომლებიც აქტიურად გამოიყენება პროექტებში
- სამუშაო ენის და კომუნიკაციის უნარის მნიშვნელობა
- ბალანსის საკითხები: შესრულების დრო/ხარისხი, სტრესის და გადატვირთვის მოვლენა
- ინოვაციები მონაცემთა ხარისხის ინჟინერიის სფეროში
- ყველაზე საინტერესო და რთული პროექტები/ამოცანები

Posted by: Dirac 20 Mar 2024, 19:18
lepori
QUOTE

ძირითადად მეკითხებოდნენ ისეთ რაღაცებს, რაც სრულიად არა-რელევანტური მგონია
მაგალითად >> software development methodologies , agile, scrum და რაღაც ეგეთებზე
კიდე data lake data warehouse რა რა აარის ად როგორ განსხვავდება და მისთ..

რა იდიოტობა კითხვებია. ინტერვიუზე ადამიანს უნდა კითხო ის საკითხები რაც სივიში უწერია. ბარემ ის გკითხონ, ექსელში რაღაცა კნობკას რომ დავაჭერ რა მოხდება, ან კვერცხი რა ღირს ბაზარში. ინტერვიუ უნდა ამოწმებდეს თუ რამდენად კარგად ესმის ადამიანს ის საქმე რაზეც უმუშავია, ან რაც უსწავლია.

Posted by: lepori 20 Mar 2024, 20:58
Dirac
QUOTE
რა იდიოტობა კითხვებია. ინტერვიუზე ადამიანს უნდა კითხო ის საკითხები რაც სივიში უწერია. ბარემ ის გკითხონ, ექსელში რაღაცა კნობკას რომ დავაჭერ რა მოხდება, ან კვერცხი რა ღირს ბაზარში. ინტერვიუ უნდა ამოწმებდეს თუ რამდენად კარგად ესმის ადამიანს ის საქმე რაზეც უმუშავია, ან რაც უსწავლია.

ჩვეულებრივი ვაკანსიაზე გასაუბრება არ ყოფილა
ასეთი სისტემა იყო>>
ჯერ გავიარე რაღაც სასწავლი მასალა,
ონლაინ გამოცდები ჩავაბარე
და მერე ამ მასალიდან მეკითხებოდნენ

ეს ეჯაილები და რაღაცები ნამდვილად შედიოდა სასწავლო კურსში და გავიარე, მაგრამ >>
QUOTE
ვუყურე ვიდეოებს, წავიკითხე, გავიგე რაც არი და დავივიწყე ეგრევე

ახლაც არ მესმის ეგეთი რამეების თეორიულად სწავლას რა აზრი აქვს

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)