Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > არსენალი > გამარჯობათ იქნებ გამარკვიოთ


Posted by: კრისტადეგუჩი2005 25 Jan 2024, 11:30
გამარჯობათ ბიჭებო ამ თემაში იქნებ გამარკვიოთ მინდა სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლა ამავდროულად მტკივა წელი მაგალითად 5 კილოც რო ავწიო წელი მტკივა თუ კარგად ვიმუშავე ფიზიკურად ხომ საერთოდ უარესად ამაზე ხომ არ დამბრაკავენ ან საერთოდ რაზე ბრაკავენ ხერხემლის პრობლემებზე

Posted by: Aleksandre166 26 Jan 2024, 01:04
QUOTE
ამაზე ხომ არ დამბრაკავენ

ალბათ დაგბრაკავენ რადგან ჯარისკაცებს მძიმე ჩანთების ტარება უწევთ.

Posted by: კრისტადეგუჩი2005 26 Jan 2024, 14:06
QUOTE (Aleksandre166 @ 26 Jan 2024, 01:04 )
QUOTE
ამაზე ხომ არ დამბრაკავენ

ალბათ დაგბრაკავენ რადგან ჯარისკაცებს მძიმე ჩანთების ტარება უწევთ.

სავალდებულოშიც?


_----------------

Posted by: NotGonnaDie 28 Jan 2024, 22:36
კრისტადეგუჩი2005
QUOTE
მინდა სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლა

facepalm.gif drug.gif vis.gif disgust.gif

Posted by: ხარაძე 29 Jan 2024, 12:23
კრისტადეგუჩი2005
თავს (ჯანმრთელობას) მიხედე ჯობია.
თუ საბრძოლო უნარების განვითარება გინდა, აისია ასეთი ორგანიზაცია და ელემენტარულ თემებს გასწავლიან. იარაღიც შეგიძლია რამე იშოვნო თუ გაქვს ფინანსური საშუალება და მიეჩვიო.

არაა აუცილებელი ყველამ ავტომატით ხელში ირბინოს. ზოგიერთი გონებით არანაკლებს აკეთებს, ანვითარებს და იცავს ჩვენს სამშობლოს - ვიდრე სხვები აკეთებენ იარაღთ. ასე რომ ჩვენ ერთმანეთს ვავსებთ, საზოგადოების ყველა წევრი - ჩვენი საქმით.

თუ გინდა ქვეყანას ემსახურო სხვა გზებიც არსებობს გარდა იარაღის ჭერისა. და თუ ჯანმრთელად და კარგად არ იქნები ვერავის გამოდგები, საკუთარ თავსაც კი. yes.gif

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)