Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format |
თბილისის ფორუმი > არსენალი > სამხედრო სიახლეები XXVIII |
Posted by: socom 21 Oct 2015, 21:58 |
წინა თემა იხილეთ აქ https://forum.ge/?showtopic=34623719&f=&st=1485entry46001754 პ.ს ეს იდო აქ ? თავდაცვის სამინისტრომ უწყებათაშორის კომისიას „მუხროვანში“ დისლოცირებულ ქვედანაყოფების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა სპეციალური ოპერაციების ძალების ბაზა „მუხროვანში“ დისლოცირებულია სპეციალური ოპერაციების ძალების დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულები რეინჯერთა ბატალიონი (სიით 382 ს/მ) და სპეციალური დანიშნულების სასწავლო ცენტრი (სიით 112 ს/მ). ასევე მუხროვანის სამხედრო ბაზაზე ბაზის დაცვის მიზნით დისლოცირებულია სპეციალური ოპერაციების ძალების მხარდამჭერი ბატალიონის დაცვის ასეულის სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეების ორი ოცეული (სიით 55 ს/მ). სულ მუხროვანის სამხედრო ბაზაზე დღევანდელი მდგომარეობით იმყოფება 549 სამხედრო მოსამსახურე, რომლის ძირითად რაოდენობასაც რეინჯერის ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები შეადგენენ. https://mod.gov.ge/c/news/tavdacvis-saministrom-uckebatashoris-komisias-muxrovanshi-dislocirebuli-qvedanakofis%20shesaxeb-informacia-miacoda |
Posted by: toka-19 21 Oct 2015, 22:16 |
. |
Posted by: Didgori_3 21 Oct 2015, 22:17 |
მოკლედ მაქვს ვინდოუს 10 , ხოდა იქ შეგიძლია ნახო სიახლეები, მაგრამ ვერ ვაკოპირებ...... ხოდა იქ ეწერა რომ F 18 ჩამოვარდა , ოღონდ არა საბრძოლო მოქმედებების დროს და რამდენად მართალია? * * * toka-19 ვა რამოდენიმე ახალი პროდუქტიო, და ისე მარტო პიარისთვის რომ არ იყენებდე დელტას ღარიბიანცო, იქნება უფრო უკეთესი რამეებიც შეექმნათ და ქართული ჯარი მაინც აღგვეჭურვა დიდგორებით და სხვ. დელტას პროდუქციით..... |
Posted by: ignorant 23 Oct 2015, 20:48 |
ჩრდილოეთ ერაყში, ისისის ტყვეთა ციხიდან 70 მძევლის გათვისუფლების ოპერაციას ელიტალური Delta Force-ის მებრძოლი შეეწირა. 70-ივე ტყვე სუნიტები იყვნენ. http://pix.ge/ R.I.P. Soldier! http://news.yahoo.com/soldier-killed-iraq-raid-belonged-delta-force-141505104.html |
Posted by: mamukasokhumeli 27 Oct 2015, 19:00 |
მართალია თინიკომ ოლაპარაკა კაი ხანი,მაგრამ ბოკერიასავით არაფერი უთქვამს კონკრეტული.რა ვიცი,იქნებ სხვამ უკეთ გაიგოს მეთქი ნათქვამი |
Posted by: Didgori_3 28 Oct 2015, 18:44 |
საქართველოს თავდაცვის მინისტრის, თინათინ ხიდაშელის განცხადებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო აცხადებს ტენდერს ქართული ხორცის შეძენაზე. უწყების ინიციატივაზე თინათინ ხიდაშელმა ბრიფინგზე ისაუბრა. მინისტრის განცხადებით, ივლისში დადეს პირობა, რომ წლის ბოლომდე ქართულ ჯარს თანდათანობით, სრულად გადაიყვანდნენ ქართულ კვებაზე. "დღეს თავდაცვის სამინისტრო აცხადებს ტენდერს ქართული ხორცის შეძენაზე. მარტო მიმდინარე წელს 6 მილიონი არის დახარჯული ხორცზე და მთლიანად ამ პროდუქტის შესყიდვა ხდებოდა უცხო ქვეყნებიდან, ძირითადად ინდოეთი იყო მომწოდებელი, მაგრამ ასევე იყო სხვა ქვეყნები. ჩვენი ამ ინიციატივის ფარგლებში, ამოცანა არის ძალიან მარტივი - ერთი მხრივ, ქართულ ბიზნესს დავეხმაროთ, დავეხმაროთ იმ ადამიანებს და მეწარმეებს, ვინც ქვეყანაში ამ ბიზნესით არის დაკავებული და ამავდროულად ხელი შევუწყოთ ქართველ მწარმოებლებს. ყველას მინდა ვთხოვო მაქსიმალური აქტივობა გამოიჩინონ. ამ წუთას ტენდერი ცხადდება მხოლოდ აღმოსავლეთ საქართველოსთან მიმართებაში, თუმცა მომავალი წლიდან ის უკვე მთელ საქართველოს დაფარავს. ჩვენ თანდათანობით, წლის ბოლომდე სხვა დანარჩენ პროდუქტებზეც, რომელიც იწარმოება საქართველოში, ასევე გამოვაცხადებთ ტენდერს მხოლოდ ქართველი მეწარმეებისთვის", - განაცხადა ხიდაშელმა. მან კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ტენდერი ცხადდება საქართველოში ნაწარმოებ ხორცზე და არა იმ ქართველ მეწარმეებზე, რომლებსაც შემოაქვთ ხორცი. აქედან გამომდინარე, ხიდაშელი მოუწოდებს ყველას, ვისაც აქვს შესაბამისი გამოცდილება, ყველამ მიიღოს ტენდერში მონაწილეობა. ამასთან, მინისტრი იმედოვნებს, რომ ქართული მედია უზრუნველყოფს ამ ინფორმაციის მაქსიმალურ მიწოდებას ჩვენი მოსახლეობისთვის. როგორც ხიდაშელმა განაცხადა, 2014 წელს 460 ტონა ხორცი მოიხმარა ქართულმა ჯარმა. http://www.bpn.ge/ekonomika/16577-saqarthvelos-thavdacvis-saministro-qarthuli-khorcis-shedzenaze-tenders-ackhadebs.html?lang=ka-GE |
Posted by: mamukasokhumeli 28 Oct 2015, 19:12 |
http://regnum.ru/news/polit/1999955.html Россия и Сербия готовят беспрецедентное военное соглашение |
Posted by: zazagabela1964 31 Oct 2015, 09:34 |
ბოდიშს გიხდით ყველას, რადგან მე, სრული დილეტანტი სამხედრო საქმისა (ზოგადად) ვბედავ და ვაქვეყნებ რაიმეს სამხედრო თემაზე, რადგან ამ ფორუმზე წარმოდგენილი იუზერების არც ცოდნაში, არც განათლებაში და არც მამულიშვილობაში ეჭვი არ მეპარება და იმაზე, რომ ჩემზე ბევრად აღმატებულები ბრძანდებით ზემოთაღნიშნულ საკითხში, საუბარიც არ ღირს. მაშ ასე, რისთვის ამოდენა შესავალი. იმისთვის, რომ ძალიან მაინტერესებს ბირთვული შეიარაღების თემა და მუდამ ვეძებ სიახლეებს ამ თემასთან დაკავშირებით. მე ვფიქრობ, რომ მავანთა წარმოდგენა ღორუსეთის ბირთვული შესაძლებლობების შესახებ, რბილად რომ ვთქვათ გადაჭარბებულია. აი ძალზე საინტერესო ანალიზი მოცემულ თემაზე. http://maydan-news.blogspot.cz/2014/11/blog-post.html |
Posted by: ignorant 1 Nov 2015, 13:35 | ||
ყველაზე მთავარი, დედააზრი, რაც ამ ინტერვიუდან გავიგე არის ის, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო არ აპირებს დელტას პროდუქციის შეძენას. |
Posted by: mamukasokhumeli 2 Nov 2015, 18:53 |
ჰო და მაშინ უნდა გადახედოს "დელტამაც" თავის სტრატეგიას.იგივე ნაღმსატყორცნები,როემლიც შეიძლება დაჭირდეს ჩვენს შეიარაღებულ ძალებს,ვერ იქნება იმდენი,რომ სეროზუოლად დატვირთოს.არ ვიძახი არ გააგრძელონ მეთქი ამ ექსპერიმენტალურ მოდელებზე მუშაობა იქნება ეს 'დიდგორი" თუ "ლაზიკა" და ა.შ. მაგრამ უფრო აჯობებდა სხვა რამეებზე გაღრმავდეს ყურადღება ვთვქათ,იქნება ეს რაკეტების წარმოება,ოპტიკა,ხელსაწყოები,იარაღის კომპონენტები და ა.შ. |
Posted by: zindiosama 3 Nov 2015, 15:48 | ||
ignorant
ეხლა ყველაფერი ალბათ დიდგორის ტენდერზე იქნება დამოკიდებული |
Posted by: ignorant 3 Nov 2015, 16:00 | ||
რავიცი, რავიცი. მე თუ მკითხავთ ეგენი ცოტა არ იყოს და აჩმახებენ. რაღაც პროდუქცია უკვე შეეძლოთ სერიულ წარმოებაში ჩაეშვათ, თუკი შეკვეთებზე გარანტიებს მიცემდა თავდაცვა. |
Posted by: Dead District 5 Nov 2015, 21:26 |
NASA-მ მარსზე გასაგზავნად ასტრონავტების შერჩევა დაიწყო http://scout-thedeaddistrict.blogspot.com/2015/11/nasa.html |
Posted by: Didgori_3 6 Nov 2015, 16:42 |
თავდაცვის უწყებაში მიმდინარე რეფორმები, ინიციატივები და სამომავლო გეგმები, – საქართველოს თავდაცვის მინისტრი პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე ანგარიშით წარდგა. თავდაცვის მინისტრმა საკუთარ მოხსენებაში ყურადღება რამდენიმე პრიორიტეტულ საკითხზე გაამახვილა. ისაუბრა ნატოს უელსის სამიტზე მიღებული პაკეტის ფარგლებში სამინისტროში განხორციელებულ ღონისძიებებზე, ასევე, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაზრდის მიზნით საფრანგეთთან გაფორმებული ხელშეკრულებაზე. თინათინ ხიდაშელმა დეპუტატებს საქართველოში მიმდინარე სამხედრო სწავლებებზეც მიაწოდა ინფორმაცია და აღნიშნა, რომ ქართველი სამხედროები წვრთნებს სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში უცხოეთშიც გადიან. „ჩვენი მიზანია ახალი ტიპის სამხედრო შესაძლებლობებისა და მაღალი ბრძოლისუნარიანი არმია“,- განაცხადა თინათინ ხიდაშელმა. თინათინ ხიდაშელის განცხადებით, 2016 წლიდან თავდაცვის აკადემიაში სამაგისტრო პროგრამები დაიწყება და, პროფესიული კუთხით, საკმაოდ დიდი სამხედრო კონტინგენტის მომზადება იქნება შესაძლებელი.თავდაცვის უწყებისთვის კვალიფიციური კადრები არა მხოლოდ სამხედრო, არამედ, სამოქალაქო მიმართულებითაც მნიშვნელოვანია, ამის დასტურად თინათინ ხიდაშელი ღია და გამჭვირვალე კონკურსებზე საუბრობს, რომელიც სამინისტროში უკვე ჩატარდა და ამჟამადაც გრძელდება. პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა, ინიციატივის სახით, კვალიფიციური კადრების შერჩევის პროცესში თანამონაწილეობა არასამთავრობო ორგანიზაციებსაც შესთავაზა და აღნიშნა, რომ შესაბამის სფეროში კომპეტენტურ არასამთავრობოებს ამ მიზნით სპეციალურ მოსაწვევებს გაუგზავნიან. თავდაცვის მინისტრმა კანონმდებლებს 2016 წლის თავდაცვის პროგრამული ბიუჯეტის შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია და განმარტა, რომ ბიუჯეტის პროექტში თანხები სრულად და დეტალურად არის გაწერილი და ამ ნიშნით თავდაცვის უწყების მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი ყველა წინა ბიუჯეტისგან განსხვავებულია. ყურადღება გამახვილდა კონკრეტულ საკანონმდებლო ინიციატივებზეც. თინათინ ხიდაშელის განცხადებით, უახლოეს პერიოდში დასრულდება კანონპროექტის მომზადება, რომელიც სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახის წევრების სოციალური პირობების გაუმჯობესებას ეხება. ასევე საკანონმდებლო ინიციატივის სახით მზადდება კანონპროექტი რეზერვის გაწვევის საკითხებზე. თავდაცვის მინისტრის კიდევ ერთი ინიციატივა უწყებაში ადმინისტრაციული სასჯელის გამკაცრებას ითვალისწინებს. კერძოდ, საუბარია იმ სამხედრო მოსამსახურეებზე, რომლებიც განაწესს არღვევენ. თინათინ ხიდაშელი მიიჩნევს, რომ ასეთ შემთხვევაში სამხედროებს ადმინისტრაციული სახდელის ნაცვლად ფინანსური სანქციები უნდა დაეკისროთ. ადმინისტრაციული სასჯელის გამკაცრებამდე კი სამინისტროში, სამხედრო მოსამსახურეების საზოგადოებაში სრულად ინტეგრაციის მიზნით, უკვე ამოქმედდა პროგრამა „მხარი მხარს“. „არ არსებობს არც ერთი ომი, რომელსაც იგებს ჯარისკაცი, თუ საზოგადოება არ დგას მის გვერდით“,- ამ პრინციპის თანახმად, თავდაცვის მინისტრი ჯარში ფსიქორეაბილიტაციის პროგრამის ეფექტიანობაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ სამხედროებს მხარში ბიზნესმენებიც უნდა დაუდგნენ. „ჩვენი მიზანი საზოგადოების ინფორმირების გარდა მისი პროცესში ჩართულობის უზრუნველყოფაა“,- აცხადებს თინათინ ხიდაშელი. ამ ეტაპზე ბიზნესის თანამონაწილეობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი 178 დაჭრილი სამხედროსთვის იქნება. სოციალური კამპანიის მიზანი მათი სხვადასხვა პროფესიაში გადამზადება და დასაქმებაა. თინათინ ხიდაშელის განცხადებით, დაჭრილ და დაშავებულ სამხედროებზე ზრუნვა რომ სამინისტროს პრიორიტეტია, ამას უწყებაში შექმნილი შესაბამისი დეპარტამენტიც ადასტურებს. ასევე მნიშვნელოვანი ინიციატივები გაახმაურა თავდაცვის მინისტრმა სავალდებულო სამხედრო გაწვევისა და რეზერვის საკითხზე. თინათინ ხიდაშელის განცხადებით, თუ სამხედრო სავალდებულო გაწვევა ძალაში დარჩება, სამხედროები საბრძოლო ოპერაციებისთვის უნდა მომზადდნენ და მათ დღეს მოქმედი წესის მსგავსად მხოლოდ ყარაულის ფუნქცია არ უნდა ჰქონდეთ. ასევე, სასურველი იქნება გაწვევის ვადა 6 თვემდე შემცირდეს და ჯარისკაცებს, რომლებიც გაწვევამდე დასაქმებულები იყვნენ, სამსახური როგორც სახელმწიფო, ისე კერძო დაწესებულებებში სამსახური ჯარის დასრულებამდე შეუნარჩუნდეთ. რეზერვის შესახებ დოკუმენტი კი საჯარო დისკუსიისთვის უახლოეს პერიოდში იქნება მზად. ეს იქნება კონცეფცია 21-ე საუკუნის რეზერვის შესახებ, რომელიც ჰიბრიდული ომების პირობებში მუშაობს და კიბერუსაფრთხოების მიმართულებით მნიშვნელოვანი ამოცანების შესრულებას შეძლებს. თავდაცვის მინისტრს კონკრეტული ზომების მიღება მიაჩნია საჭიროდ ისეთი გამოწვევის წინააღმდეგაც, როგორიც პროპაგანდისტული, დეზინფორმაციული ომია. თინათინ ხიდაშელის განცხადებით, თავდაცვის სამინისტრო ამ მიზნით თანამშრომლობას მედიისა და პიარის სპეციალისტებსაც შესთავაზებს. ამ მიმართულებით თანამშრომლობა ნებაყოფლობითი იქნება და პროგრამაში ჩართული ადამიანები გადამზადების შემდეგ პროპაგანდის წინააღმდეგ სახელმწიფოსთან ერთად იბრძოლებენ. თავდაცვის მინისტრმა გამოსვლის დასასრულს ქართული ჯარის კვების საკითხზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ: „საქართველოს შეიარაღებულ ძალებში კვების სისტემის მოწესრიგებისთვის უმნიშვნელოვანესი ნაბიჯები გადაიდგა“. ჯარი ხარისხიან ქართულ კვებაზე ეტაპობრივად გადავა. სამინისტროს ინიციატივის თანახმად, ქართულ ჯარს ტანსაცმელიც ქართული წარმოების უნდა ეცვას. თინათინ ხიდაშელმა მოხსენების დასრულების შემდეგ დეპუტატების კითხვებს უპასუხა. კანონმდებლები უწყების საპარლამენტო კონტროლის საკითხით, 2016 წლის თვადაცვის ბიუჯეტის პროექტით, გაწვევისა და რეზერვის საკითხთან დაკავშირებული ინიციატივებით და სამხედრო პოლიციის სტატუსის თემებით დაინტერესდნენ. http://www.ipress.ge/new/16895-tina-khidasheli-samkhedroebs-gatsvevisas-mkholod-yaraulis-funqcia-ar-unda-hqondet |
Posted by: hermes555 6 Nov 2015, 18:56 |
2016 წლიდან საქართველოში სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის საკითხი საჯარო განხილვის შედეგად უნდა გადაწყდეს. იმ შემთხვევაში, თუ გაწვევა დარჩება, თავდაცვის სამინისტრო სადისკუსიო მაგიდას სამი მთავარი საკითხით შეუერთდება. ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში ანგარიშის წარდგენის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. „იყო ვითარება და მოცემულობა, როდესაც საქართველოს ხელისუფლებამ აიღო ვალდებულება გაწვევის გაუქმებაზე - აბსოლუტურად მართებული გადაწყვეტილება. გაწვევა საერთოდ გაუქმებული იყო ბალტიისპირეთის ქვეყნებში, მაგრამ დააბრუნეს იმ გამოწვევებიდან გამომდინარე, რომელიც ამ ქვეყნებს გაუჩნდათ დღეს. მე არ ვემხრობი გაწვევის დატოვებას, მაგრამ თუკი უმრავლესობა ამ გადაწყვეტილებას მიიღებს, თავდაცვის სამინისტროს აქვს კონკრეტული პოზიციები ამ საკითხზე. ჩვენ ვფიქრობთ, რომ თუ ვიწვევთ ახალგაზრდას ჯარში, მან უნდა გაიაროს სრული საწვრთნელი კურსი, რომ უპასუხოს ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს. საქართველოში ეს სისტემა ყოველთვის მახინჯი იყო და არასდროს პასუხობდა ჯარის რეალურ ამოცანებს. ჩვენ გვინდა, ეს შევცვალოთ. თუ რჩება გაწვევა, ჩვენ ვამბობთ, რომ ეს ხალხი აღარ იქნება ყარაულში. ისინი იქნებიან ქვეყნის სამსახურში კონსტიტუციური მოვალეობის შესრულების პროცესში, როგორც ამას ამბობს ქვეყნის კონსტიტუცია. მეორე, თუკი საჯარო დაწესებულებები ვიღებთ ვალდებულებას, რომ თანამშრომელს, რომელსაც ჯარში იწვევენ, უნარჩუნდება სამსახური ჯარის დასრულებამდე, ეს ვალდებულება აუცილებელი პირობა უნდა იყოს ნებისმიერი დამსაქმებლისთვის. მესამე, ეს არის ვადები. ვფიქრობ, ერთი წელი ძალიან ბევრია იმ პირობებშიც კი , თუ დავტოვებთ გაწვევას. თავისუფლად შეგვიძლია, ეს დრო გავანახევროთ და სამხედრო სამსახურის 6-თვიანი სრული საწვრთნელი კურსი შევთავაზოთ ახალგაზრდებს“,- განაცხადა თინათინ ხიდაშელმა. |
Posted by: Didgori_3 6 Nov 2015, 19:28 | ||
ხო აბა, ისრაელში დებილები არიან სამი წელი რო იწვევენ ხოლმე...... სისტემის რეფორმა აუცილებელია...... |
Posted by: hermes555 6 Nov 2015, 21:27 | ||
Didgori_3
6 თვე სავალდებულო გააკეთონ, ხალხი საბრძოლო მოქმედებებისთვის მოამზადონ, საზოგადოება მიეჩვიოს ამ ყველაფერს და ეს იმხელა ნახტომი იქნებ ჩვენთვის კარგა წინ გაგვწევს, მერე ვილაპარაკოთ 1 და 3 წელზე * * * „საქართველო უნდა იყოს ისეთივე მზადყოფნაში, უნდა არსებობდეს ისეთივე ცენტრები, როგორც დედაქალაქში, რათა ამ თვალსაზრისით არ შეიქმნას რაიმე პრობლემა და არ გახდეს შეუძლებელი ქვეყანაში არსებული რესურსების ამოქმედება“ - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე და შეიარაღებული ძალებში სამი დეცენტრალიზებული ცენტრის შექმნაზე ისაუბრა. „2008 წლის საფრთხეების გათვალისწინებით, რომლის ანალიზს სამინისტროში სისტემატურად კეთდება, უმნიშვნელოვანესია დეცენტრალიზაციის კომპონენტის შემოტანა ჯარში. თუკი შეიარაღებული თავდასხმის პირობებში ქვეყანა შუაზე გაიყო (რაც 2008 წელს უკვე ვნახეთ), დასავლეთ საქართველო უნდა იყოს ისეთივე მზადყოფნაში, უნდა არსებობდეს ისეთივე ცენტრები, როგორც დედაქალაქში, რათა ამ თვალსაზრისით არ შეიქმნას რაიმე პრობლემა და არ გახდეს შეუძლებელი ქვეყანაში არსებული რესურსების ამოქმედება. სწორედ სამ ცენტრში მოიყრის თავს ყველა პარტარ-პატარა ბაზა. გამოდის, რეალურად მივიღებთ სამ დეცენტრალიზებულ სისტემას ქვეყნის მასშტაბით, რომელიც არ იქნება თბილისში ერთ სარდლობაზე დამოკიდებული. 2 ოპერატიული სარდლობა უკვე არსებობს, ახლა მე-3 ემატება უბრალოდ თუ რაიმე უფრო დიდი ცვლილებებია? |
Posted by: eagle.1. 6 Nov 2015, 22:40 | ||
სულ არაფერს ნამდვილად აჯობებს.. |
Posted by: aivenho 6 Nov 2015, 22:59 | ||
რა მიმარტულებაზე? აიტი რეზერვიო ოუსრულდა ტეშკას ოცნება მგონი |
Posted by: mamukasokhumeli 6 Nov 2015, 23:39 |
კომუნისტების დროს,უკვე სსრკ-ს დაშლის მოახლოებასთან ერთად საბჭოთა ჯარში არ ვიმსახურებთო.მერე ჯარის დედაცო.ახლა რატომ დავკარგოო ტყუილად დროო ანდა ამა თუ იმ არასიმპატიური მასტის გამო რატომ ვიომო და ა.შ. არ უნდა ხალხს არც სახელმწიფო,არც ჯარი დ არც მასში მსახური და ძალია?არ უნდა ჩვენს ხალხს სახელმწიფო.რამე რომ იყოს დღესვე შევუერთდებოდით ალბათ რომელიმე ქვეყანას თუ აგერთიანებას იმის მიხედვით ვის რა მოსწონს,ზოგს რუსეთი,ზოგს ევროპა და ა.შ. |
Posted by: Didgori_3 6 Nov 2015, 23:52 |
hermes555 ნუ რა თქმა უნდა სულ არაფერს ჯობია, ცუდად არ ულაპარაკია ისე..... |
Posted by: hermes555 7 Nov 2015, 10:20 | ||||
aivenho
არვიცი ეგ არ უთქვამთ, ისიც გაუგებარია 3 ცალკე ცენტრში რას გულისხმობდა, ოპერატიული მიმართულების (სავარაუდოდ სამხრეთი) დამატებას თუ უფრო მეტს მეც IT ვარ Didgori_3
ეგ ქნან და ამ მთავრობას მეტს არ მოვთხოვ სახედრო კუთხით |
Posted by: Didgori_3 7 Nov 2015, 11:20 | ||
ნეტა ტაო კლარჯეთს ვიბრუნებთ? სადაა მაგხელა საქართველო..... მესამე რომელი უნდა იყოს ნეტა..... ორი კიდე ხო, ლიხს იქით და აქეთ..... |
Posted by: ignorant 7 Nov 2015, 11:24 | ||
თუ მიმართულებაა დასამატებელი, ჯობია ჩრდილოეთ მიმართულება დაამატონ. |
Posted by: t-90 7 Nov 2015, 11:40 | ||||||
აი ამ ღლეებს გადაეცით ვისაც ხელი მიგიწვყდებათ რო ნებისმიერი სახის დეცენტრალიზაცია სამხედრო საქმეში არის დამღუპველი და რო ჯერ ორი სარდლობა უდონო ღლეობაა ამ ერთ გადაჯმა ქვეყანაში და მერე სამი სარდლობა ხო საერთოდ დიდი ღლეობაა. სარდლობას სჭირდება ცალკე მომარაგება, ცალკე შტაბი და ა.შ. სამი დეცენტრალიზებული სარდლობა უდრის მოუქნელ ღლე მექანიზმს რომლის უფლება აქვს რუსეთს, ამერიკას მაგრამ არა საქართველოს.
ამ პროგრამით არ ეყოფა. aivenho
რაის აიტი რეზერვი რეზერვი კი არა როდესაც ჭკუა მკითხეს აიტი საქმეებში და რო ვუთხარი ღლეობებს ნუ შვებით არ შეიძლება ასე საქმის კეთება თქო არაო არ გვინდა თქვენი რჩევაო. მეორეჯერ თავი კი "აძანძურეს" მაგრამ ვერაფერი ქნეს. |
Posted by: daaaduna 9 Nov 2015, 14:45 |
უკრაინამ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების სანომრე ნიშნებით გადაადგილება აკრძალა http://1tv.ge/ge/news/view/110753.html ძალიან სასიამოვნო ამბავია არარის სამხედრო მაგრამ მაინც ძალიან სასიამოვნოა |
Posted by: eagle.1. 9 Nov 2015, 15:55 | ||
daaaduna
|
Posted by: Didgori_3 10 Nov 2015, 20:56 |
საქართველოს თავდაცვის მინისტრი სამდღიანი ოფიციალური ვიზიტით იაპონიაში გაემგზავრება. ეს იქნება პირველი ოფიციალური შეხვედრა საქართველოსა და იაპონიის თავდაცვის უწყებების ხელმძღვანელებს შორის. თინათინ ხიდაშელი და იაპონელი კოლეგა გენ ნაკატანი საქართველოსა და იაპონიის თავდაცვის სამინისტროებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერენ ხელს. მემორანდუმის ფარგლებში საქართველო და იაპონია დაიწყებენ დიალოგს და თანამშრომლობას თავდაცვის სისტემის განვითარების საკითხებზე, მათ შორის შესაძლებელი გახდება ექსპერტთა გაცვლითი შეხვედრების ორგანიზება, მონაწილეობა საგანმანათლებლო და კვლევით პროგრამებში, სემინარებისა და სამუშაო შეხვედრების გამართვა ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში, ასევე მაღალი დონის ვიზიტების ორგანიზება. სამდღიანი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, თინათინ ხიდაშელი იაპონიის თავდაცვის ეროვნულ აკადემიასაც მოინახულებს და შეხვედრას გამართავს აკადემიის პრეზიდენტთან რიოსეი კოკუბუნთან. ასევე, დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები იაპონიის პარლამენტის, წარმომადგენელთა პალატის უსაფრთხოების კომიტეტის თავჯდომარესთან სეიგო კიტამურასთან, იაპონიის საგარეო საქმეთა საპარლამენტო ვიცე-მინისტრთან მიკი იამადასთან და იაპონიის პარლამენტის წევრთან, თავდაცვის ყოფილ მინისტრთან იურიკო კოიკესთან. ოფიციალური ვიზიტის ბოლოს თინათინ ხიდაშელი იაპონიის თავდაცვითი ძალების საჩვენებელ გამოსვლას დაესწრება. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაციის პირველი ოფიციალური ვიზიტი იაპონიაში 14 ნოემბერს დასრულდება. http://www.ipress.ge/new/17120-iaponiis-tavdacvis-saministrostan-tanamshromlobis-memorandumi-gaformdeba |
Posted by: zindiosama 12 Nov 2015, 16:14 |
Грузия запретила провоз российского вооружения в Армению http://haqqin.az/news/56899 არადა სმერჩები და ისკანდერები უყიდიათ იმ 200-მილიონიანი კრედიტით ჩვენ კიდე მთლიანად უიარაღოები ვართ |
Posted by: ignorant 12 Nov 2015, 18:00 | ||
კარგი ინფოა. ბევრი რამ შეგვიძლია ვისწავლოთ იაპონელებისგან თუ ჭკვიანურად მივუდგებით საქმეს. |
Posted by: zindiosama 12 Nov 2015, 18:15 | ||
საქართველო და ჭკვიანური მიდგომა რაღაც შეუთავსებლად ხო არ გეჩვენება? |
Posted by: toka-19 13 Nov 2015, 03:22 | ||
რა ოყო ასეთი? |
Posted by: ignorant 13 Nov 2015, 18:13 |
რუსებს "შემთხვევით" გაეპარათ საიდუმლო იარაღის "სტატუს-6"-ის სურათები ტვ ეთერში. BBC-ის გადმოცემით ბირთვულქობინიანი ტორპედოაო. http://pix.ge/ The Kremlin says secret plans for a Russian long-range nuclear torpedo - called "Status-6" - should not have appeared on Russian TV news. http://www.bbc.com/news/world-europe-34797252?ocid=socialflow_facebook&ns_mchannel=social&ns_campaign=bbcnews&ns_source=facebook |
Posted by: Dead District 14 Nov 2015, 08:01 | ||
სამი დღის წინ გვქონდა საუბარი. https://forum.ge/?f=49&showtopic=34769027&st=75 |
Posted by: mamukasokhumeli 14 Nov 2015, 17:00 |
რა არის ამაში განსაკუთრებული ვერ გავიგე...ბირთვუქობინიანი ტორპედოები რამდენ ხანია რაც არსებობდა სსრკ-ში.ტორეპდო ერთი იყო,ქობინები იყო სხვა და სხვა და იხსნება ხოლმე სარემონტო-სერვისის საამქროში და ცალ-ცალკე ინახება საწყობში ტორპედო და ქობინები.ბირთვულს ექოდებოდა სპეციალური ქობინი და სტაფილოსფერი მსხვილი წერთილებით იყო მონიშნული ერთ წრეზე ქობინისა და ტორპედოს შეერთების ადგილზე |
Posted by: ignorant 17 Nov 2015, 13:48 |
თურქეთმა 3.4 მილიარდი დოლარის ტენდერი გააუქმა, რომელიც ჩინეთიდან საჰაერო სივრცის დაცვისა და კონტროლის ტექნოლოგიების შესყიდვა/ექსპლუატაციას გულისხმობდა. BELEK, Turkey (Reuters) - Turkey has canceled a $3.4 billion long-range missile defense system tender which was provisionally awarded to China. აის ნაცვლად კი თურქეთი საკუთარ პროექტზე მუშაობას იწყებს. Turkey will now launch its own project to build such a defense system. http://news.yahoo.com/turkey-cancels-3-4-billion-missile-defense-system-083433786--finance.html |
Posted by: mamukasokhumeli 18 Nov 2015, 20:47 |
"Суворов: Начальники современной России, эти олухи, попытались запугать мир фуфловым секретом. А мир дрогнул от смеха" http://gordonua.com/publications/Suvorov-Nachalniki-sovremennoy-Rossii-eti-oluhi-popytalis-zapugat-mir-fuflovym-sekretom-A-mir-drognul-ot-smeha-107024.html სუვოროვი იკრიჭება აგერ მაგ "სახელმწიფო საიდუმლოების" გაჟონვის გამო რუსეთის ტელევიზიაში.სერიოზული მასლაები ასე არ მოძრაობს გარეთ და ეს მშვენივრად იცის ძალიან ბევრმა.საერთოდ ჰქონდათ კომუნისტების დროს მანია ამ გასაიდუმლოების.ახლა უფრო ღია აგხდა ყველაფერი,მაგრამ არა ასეთ დონეზე მართლაც,გენერალი საიდუმლო ნახაზებს ათვალიერებდეს უცხო ხალხის,მითუმეტეს კამერების თანდასწრებით. |
Posted by: Dead District 19 Nov 2015, 18:43 |
ჩემი კურსელი ჰოსპიტალის ახალი დირექტორი |
Posted by: eagle.1. 24 Nov 2015, 17:04 |
თურქულმა ფ16-მა რუსული სუ-24 ჩამოაგდო, რომელიც თურქეთის საჰაერო სივრცეში შეიჭრა და გაფრთხილებებს არ დაემორჩილა. |
Posted by: GrayGreen 27 Nov 2015, 13:58 |
სალამი ყველას, გუშინ რაღაც ყური მოვკარი, საქართველო უახლოეს მომავალშიო მიიღებს თანამედროვე უახლეს ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვით შეიარაღებასო, მგონი კურიერში... კიდე იწუწუნეს თვითმფრინავები არ გვყავსო... მე რადარები ვიცოდი, რომ საფრანგეთიდან უნდა ჩამოგვივიდეს, და აი თავდაცვით სისტემაზე საჯაროდ არ ედოთ არაფერი.... ხომ არ გაასაჯაროეს რამე? ბავშვმა არ მაცალა ბოლომდე მოსმენა... |
Posted by: ignorant 27 Nov 2015, 15:06 | ||
GrayGreen
რომელ საათიანში იყო, ხომ არ გახსოვს? |
Posted by: mamukasokhumeli 27 Nov 2015, 16:44 |
ეს ვიპოვე მხოლოდ: http://rustavi2.com/ka/news/32756 |
Posted by: xDavid_S 27 Nov 2015, 17:47 | ||
GrayGreen
http://www.diehl.com/fileadmin/diehl-defence/user_upload/flyer/GBAD_Flyer_en.pdf |
Posted by: Didgori_3 27 Nov 2015, 20:06 |
xDavid_S ეს ვიყიდეთ? ............ |
Posted by: hermes555 27 Nov 2015, 21:49 |
xDavid_S სპაიდერ-მრ-ის სგავსი სისტემაა რა ეგ მისტრალი თუ ჩამოვიდა დიდი იქნება |
Posted by: Didgori_3 29 Nov 2015, 22:34 |
ისრაელმა თქვა რუსეთმა ჩვენი საჰაერო სივრცე დაარღვია უმნიშვნელოდო, 1 მილით...... |
Posted by: iberieli77 29 Nov 2015, 22:37 | ||
იმედი მაქ შემდეგ დარღვევაზე ჩამოაყუდებენ |
Posted by: GrayGreen 30 Nov 2015, 12:43 | ||||||
ეს ვიყიდეთ? * * *
კი ეგ არის მგონი |
Posted by: mamukasokhumeli 7 Dec 2015, 23:02 |
სამხედრო სიახლე არაა,მაგრამ სავსებით შესაძლებელია მალე გახდეს |
Posted by: zindiosama 8 Dec 2015, 12:53 | ||
სოხუმის ხელისუფლება აფხაზურ "არმიაში" ანტირუსული განწყობის ზრდამ შეაშფოთა 30 ნოემბერს სოხუმში რუსეთის წარმომადგენლებსა და სეპარატისტულ ხელისუფლებას შორის ხელი მოეწერა "დოკუმენტს", რომლის თანახმადაც აფხაზეთში ჯარების გაერთიანებული დაჯგუფების შექმნა იგეგმება. მის შემადგენლობაში აფხაზური "არმიისა" და ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული რუსეთის არმიის ნაწილები შევლენ. ეს პროცესი, რომელიც პრაქტიკულად სეპარატისტთა არმიის რუსეთის შეიარაღებულ ძალებთან შერწყმას ნიშნავს, საბოლოოდ 2018 წლისათვის დასრულდება. იდეის ავტორთა მტკიცებით, ეს ყველაფერი ერთიათად აამაღლებს არაღიარებული რესპუბლიკის თავდაცვისუნარიანობას და "ნებისმიერ აგრესორს აგრესიული ქმედებების სურვილს მოუსპობს". "ჩვენი რესპუბლიკის უსაფრთხოების მთავარი გარანტი რუსეთია, თუმცა, ეს დოკუმენტურად უნდა დადასტურდეს. ნებისმიერი საუბარი იმაზე, თითქოს ჩვენ ჩვენი ძალებით შეგვიძლია საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფა, უსაფუძვლოა. ის ტექნიკა, რომელსაც ჩვენ ვფლობთ, მოძველებული და ამორტიზებულია. ეს ხელშეკრულება კი მოაგვარებს ისეთ საკითხს, როგორიცაა ჩვენი არმიის მოდერნიზაცია-გადაიარაღება, დაფინანსება და ა.შ." - განუცხადა აფხაზ ჟურნალისტებს 3 დეკემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე რესპუბლიკის დე ფაქტო თავდაცვის მინისტრმა მერაბ ქიშმარიამ. აღსანიშნავია, რომ ამ სულისკვეთებას არ იზიარებს აფხაზური საზოგადოების, მათ შორის სამხედრო ელიტის ნაწილი, რომელიც საკუთარი მოსაზრების ხმამაღლა დაფიქსირებას არ მოერიდა. მათ სოციალურ ქსელებში ამ ხელშეკრულების შესახებ ნეგატიური განცხადებები გამოაქვეყნეს და მას "თითქმის ოკუპაცია", "აფხაზური არმიის დასასრული", "სუვერენიტეტის შემლახავი" უწოდეს. "ჩვენ იმისათვის არ გვიბრძოლია და იმისათვის არ დაგვიღვრია სისხლი, რომ ქართველები რუსებს ჩაენაცვლებინათ. არმია არის სახელმწიფოს არსებობის მთავარი ნიშანი და გარანტი. თუ ის აითქვიფა რუსულ სამხედრო სტრუქტურაში, გამოვა, რომ აფხაზეთი არის არა ქვეყანა, არამედ რაღაც გაურკვეველი წარმომავლობის სუბიექტი. ჩემი ძმა ამის გულისთვის არ დაღუპულა მდინარე გუმისთის ნაპირებზე 1993 წელს..." - წერს სოციალურ ქსელ "ვ კონტაქტე"-ს საკუთარ გვერდზე აფხაზური არმიის ოფიცერი, ინალ თხაიცუკი. საგულისხმოა, რომ მსგავსი პოსტების დიდი ნაწილი რუსულმა სპეცსამსახურებმა წაშალეს, ავტორებს კი ადგილობრივი ჟურნალისტები "დიდ პრობლემებს" უწინასწარმეტყველებენ. ამაზე სეპარატისტული რეჟიმის თავდაცვის მინისტრის, მერაბ ქიშმარიას განცხადებაც ნათლად მეტყველებს. "მათ არ აქვთ არანაირი უფლება, მსგავსი განცხადებები აკეთონ და მითუმეტეს, სოციალურ ქსელებში ამის შესახებ საკუთარი მოსაზრებები საჯაროდ წერონ. როგორც ჩანს, მათ არც უომიათ და არც ჯარში არ უმსახურიათ. "ჩვენს შეიარაღებულ ძალებში ამ კატეგორიის ხალხს არაფერი ესაქმება. მათ არც შსს უნდათ, არც თავდაცვა, არც უსაფრთოება, არც პრეზიდენტი და არც პრემიერ-მინისტრი. მათ უნდათ ანარქიისა და კრიმინალის ბოგინი. მათ მხოლოდ ის შეუძლიათ, რომ ისხდნენ თავიანთ კომპიუტერებთან და მსგავსი სისულელეები ბეჭდონ იმ საკითხებზე, რომელთა შესახებ არანაირი ცოდნა არ აქვთ", - განაცხადა "მინისტრმა". მერაბ ქიშმარიას ბრძანებით, დე ფაქტო სამხედრო პროკურატურამ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მოკვლევა უკვე დაიწყო. ქიშმარიამ არ გამორიცხა, რომ ბრალეულობის დადგენის შემთხვევაში კრიტიკული პოსტების ავტორებს სეპარატისტთა შეიარაღებული ძალების რიგებიდან დაითხოვენ. რა არის აფხაზური საზოგადოების ნაწილში მსგავსი განწყობის მიზეზი - ამის შესახებ "მთელ კვირას" სოხუმში მცხოვრები პირი ესაუბრა, რომლის ვინაობას გასაგები მიზეზების გამო ვერ დავასახელებთ. "აფხაზები უკვე დიდი ხანია მიხვდნენ, რომ რუსეთი, მართალია, უსაფრთხოების გარანტია, მაგრამ სანაცვლოდ ძალიან ბევრ რამეს, ანუ ყველაფერს ითხოვს. აფხაზეთი დღეს ეშმაკისთვის სულმიყიდულ ადამიანს ჰგავს, ეშმაკი კი თავის გასამრჯელოს ითხოვს..." - თქვა მან "მთელ კვირასთან" საუბრისას. მისი თქმით, აფხაზური საზოგადოება თავის არმიას დიდი მოწიწებით ეპყრობა, რადგანაც ის მათთვის გამარჯვების სიმბოლოა, ამ ხელშეკრულებით კი აფხაზები არმიის მართვის სადავეებს ფორმალურადაც კი კარგავენ და მათი მცირერიცხოვანი ჯარი ძალიან მალე გაითქვიფება და გაქრება დე ფაქტო რესპუბლიკაში განლაგებულ რუსულ შენაერთებში. "მართალია, აფხაზებში ანტირუსული დამოკიდებულება დიდი ხანია, რაც არსებობს, მაგრამ ის ფაქტი, რომ მოსკოვი აშკარა ექსპანსიურ პოლიტიკას აწარმოებს, ამ დამოკიდებულებას კიდევ უფრო ამძაფრებს. თანაც, მოსახლეობისათვის დაპირებული მასობრივი აღმშენებლობა-აყვავება და მატერიალური კეთილდღეობის შესახებ დადებული დაპირებებიც შეუსრულებელია, რაც ხალხში გაღიზიანებისა და ნიჰილიზმის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. "ეს ყველაფერი კი ქსენოფობიაში გამოიხატება. ძალიან ცუდია დამოკიდებულება ტურისტ თუ აქ მცხოვრებ რუს, სომეხ მოქალაქეებთან, შუა აზიიდან ჩამოსულ გასტარბაიტერებთან და ა.შ. "თუმცა, ეს ისე არ უნდა გაიგოთ, რომ ქართველებისკენ აპირებენ პირის შებრუნებას. ეს არარეალურია. ისინი საქართველოს ადანაშაულებენ ყველა თავიანთ უბედურებასა და პრობლემაში", - თქვა მან "მთელ კვირასთან" საუბრისას. მისივე განცხადებით, მსგავს განწყობას სეპარატისტული ხელისუფლება პროპაგანდისტული მეთოდებით აქტიურად ებრძვის და ნებისმიერ კრიტიკაზე შაბლონური პასუხი აქვს - "ქართული აგრესიის" საფრთხე. საგულისხმოა ისიც, რომ აფხაზურ "არმიაში" 2 200 სამხედრო პირი მსახურობს. ის სამი მოტორიზებული ბრიგადისაგან, საზღვაო და სამხედრო-საჰაერო ძალებისაგან შედგება. შედარებისთვის, გუდაუთაში დისლოცირებულ რუსეთის მე-7 სამხედრო ბაზაზე 4 000 რუსი სამხედრო მსახურობს. აფხაზეთის ე.წ. "სახელმწიფო საზღვრის" მონაკვეთს მდინარე ენგურის გასწვრივ უკვე წლებია, რაც თითქმის მთლიანად რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები აკონტროლებენ. http://resonancedaily.com/index.php?id_rub=2&id_artc=27298
ეს ქართულ-აფსუურად აჯმაკუზს ნიშნავს? |
Posted by: mamukasokhumeli 11 Dec 2015, 00:02 |
"მზადება დიდი ომისთვის - რუსეთი ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების შეთანხმებიდან ოფიციალურად გავიდა" http://www.resonancedaily.com/index.php?id_rub=2&id_artc=24034 |
Posted by: toka-19 11 Dec 2015, 22:37 |
http://www.interpressnews.ge/ge/samxedro-tema/358066-amerika-saqarthvelos-qirokezebsq-gadmoscems.html ამერიკა საქართველოს ორ სამხედრო ვერტმფრენს გადასცემს, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, დავით ებრალიძემ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა . მინისტრის მოადგილის განმარტებით, დღეს მთავრობამ აღნიშნული საკითხი მოიწონა. "ვეტრტმფრენებს მივიღებთ ამერიკული 50 მილიონიანი გრანტის ფარგლებში. ვერტმფრენების ღირებულება 18 მლნ 500 ათასი აშშ დოლარია. ამ ღირებულებაში შედის როგორც ორი ვერტმფრენის, ისე მისი მარაგი ნაწილების და მფრინავების გადამზადების პროცესი. ვერტმფრენებს 2018 წელს კვალიფიციურ მფრინავებთან ერთად მივიღებთ. ისინი იქნება ახალი, ამერიკული "იროკეზის" ტიპის, რომელიც უკვე გვაქვს, თუმცა გაუმჯობესებული ვარიანტია", - აღნიშნა ებრალიძემ. |
Posted by: aivenho 11 Dec 2015, 23:30 | ||
კაია მარა ცოტაა |
Posted by: ildamusa 11 Dec 2015, 23:45 | ||||
თან 2018 რაღაა? აძველებენ? კონიაკი ხომ არაა ეს შობელძაღლი მარა მაინც კარგია |
Posted by: socom 12 Dec 2015, 12:52 | ||||
50 მლნ-დან თუ ეს 18 მლნ-ია მაშინ მეორე პარტიასაც უნდა მოველოდეთ ალბათ.... N მოდიფიკაციები იქნება... არა მგონია ვენომები იყოს.... მარა ასე ძვირი რატომ ?
2018-ში ან ვირი იქნება და ან ვირის პატრონი |
Posted by: xDavid_S 12 Dec 2015, 13:40 | ||||
დანარჩენი 32 მლნ სხვა პროგრამებზე გადანაწილდება
HUEY II-იო... რას გაიგებ |
Posted by: zindiosama 12 Dec 2015, 16:24 | ||
xDavid_S
შემთხვევით ჰიუ კობრებზე ხო არ მიდის ბაზარი? |
Posted by: socom 12 Dec 2015, 19:33 | ||||
არა მგონია... კაი იქნებოდა
ხო... იმედია 2-ით არ შემოიფარგლებიან მხოლოდ |
Posted by: zindiosama 13 Dec 2015, 13:02 | ||||
socom
აბა იროკეზები ისედაც ბლომად გვაქ და კრაკადილები ხო უნდა ჩანაცვლდეს რამით? სავარაუდოდ მანდ ჟურნალისტს აერია და Huey.II იროკეზად მიიღო * * *
ეგ ალბათ Black Hawk-ებზე |
Posted by: mamukasokhumeli 13 Dec 2015, 14:00 |
მოკლედ არც ჩვენ ვაპირებთ ომს და შეიარაღებას გამოწვევების შესაბამისად,არც აშუშუ აპირებს რაიმეს დაძალებას არიქა შენი ჭირიმე წაიღე ესა და ესაო.ეს ჩვენ გვინდა რამდენიმეს ვთქვათ საშიშროების ადექვატურად აღქმა და სათანადო ზომების მიღება.მაგრამ ჩვენ არაფერს ვწვეტთ და არც გვეკითხება ვინმე რამეს.ვხედავთ ეგერ თავდაცვის ბიუჯეტსა და საზოგადოების დამოკიდებუოლებას("ზემოდან" "ქვემომდე") ამ საკითხის მიმართ.შემთხვევით(ჩემი რწმენით ღვთის ნებით) ვართ დამოუკიდებელი სახელმწიფო მსოფლიო რუკაზე ჯერ ჯერობით...ხახლი მარჯვენა საჭეებზე დარდობს "ისკანდერებისა" და "კალიბრების" ჩრდილში.ამიტომ ძალიან ნუ გაგიტაცებთ ოცნებები ეს შვეულმფრენები რაცაა იყოს,მუქთა თუა მართლა.არ უნდა მაგას დიდი "ექსპერტობა",რომ ვიღაცეებმა გაათამაშეს მაყუთის მოსატეხი კომბინაცია.თან არაა საუბარი რამდენიმე თეთრზე.თუ გვჩუქნიან,მადლობის მეტი რა გვეთქმის.ისე ყურის კიდე წავკარი სამაშველო საშუალებად გამოდგებაო ვითომ.ძალიან კარგი თუ სამაშველოდ აღიჭურვება |
Posted by: zindiosama 13 Dec 2015, 18:30 |
საინტერესოა... Российский вызов НАТО уже принят: Раптор возглавляет стаю Иногда большие процессы происходят таким образом, что их очень трудно различить со стороны. Например, очень трудно заметить переход лета в осень и даже отдельные моменты вечера сложно сопоставить один с другим. Просто в какой-то момент мы видим, что осень уже наступила или настала ночь. То же самое можно сказать и о других масштабных переменах. Сегодня мы обратим внимание читателей на один момент, который сам по себе вроде бы и не заметен, однако имеет очень большую смысловую нагрузку, показывая направление и темп идущих перемен. Каждый из нас хоть раз слышал о существовании самого грозного боевого самолета современности F-22 Raptor, пишет anti-colorados в defence-line. Этот тяжелый многоцелевой истребитель проектировался как инструмент взлома обороны противника. Благодаря новейшим технологиям он может оставаться незамеченным для радаров врага вплоть до момента атаки. Его оснащение позволяет контролировать воздушную и наземную обстановку в районе операции так, как этого не мог делать ни один истребитель в мире. Но самолет оказался очень дорогим и выпуск был остановлен примерно на 190 машине, вместо 1000. Оно и понятно, ибо на тот момент просто не было противника, который вынудил бы применять такой флот F-22. Но вот концепция изменилась и Пентагон разработал новую тактику применения самолета. Он взял на себя функции оперативного, выдвинутого вперед, командного центра. F-22 Raptor обнаруживает и сопровождает цели и дает целеуказание не только своему вооружению, но и вооружению ведомой группы самолетов. Штаты отработали схему: 1 F-22 Raptor и несколько ведомых F-16. Причем, ведущий самолет входит в зону действия ПВО противника и наводит ракеты своей ведомой группы, которая не входит в эту зону. В этом случае эффективность всей группы возрастает кратно и сводит к минимуму потери. ВВС США уже прогнали свою авиацию через сколачивание таких смешанных групп. Примерно то же самое происходило в небе Сирии, где у F-22 Raptor были ведомые группы, составленные из самолетов ВВС Аравии и Иордании, но там были все те же F-16. Пресса обходила вниманием эти маневры, но по тем обрывкам, которые можно было найти, опыт оказался удачным. Но это были локальные маневры, которые были вызваны исключительно сирийской кампанией. По мере того, как РФ все больше и опаснее стала зарываться на разных направлениях, пошли сообщения о передислокации нескольких F-22 Raptor на аэродромы Германии и Польши. Скорее всего, там тоже происходит сколачивание смешанных групп. Но теперь прошла информация о том, что на авиабазу Лэнгли, не далеко от Вашингтона, прибыла большая группа английских и французских летчиков. Кроме того, туда же прибыли 8 Eurofighter Typhoon ВВС Великобритании, в сопровождении двух танкеров A330 MRTT и 6 французских истребителей Rafale с двумя танкерами 2 C-135FR. Надо заметить, что на этой авиабазе постоянно дислоцируется 1 истребительное авиакрыло ВВС США, состоящее из F-22 Raptor. Короче говоря, французы и англичане отправили по сотне своих лучших летчиков для отработки групповых действий по уничтожению воздушных и наземных целей, в качестве ведомой группы F-22 Raptor. В качестве «противника» выступают американские самолеты F-15E Strike Eagle и T-38 Talon, которые очень удачно имитируют авиатехнику российского производства. http://pressafoto.ru/reptot-5# ეს ალბათ უფრო ავიაციის თემაა მაგრამ აქაც გამოდგება |
Posted by: mamukasokhumeli 13 Dec 2015, 20:33 |
ეს ყველაფერი კარგი,მაგრამ როგორც მანდ წერია,"რაპტორმა" უნდა აგდასცეს მონაცემები სხვა თვითმფრინავებს ხომ?თან საკუთარი რადარებით მაოხდინოს სივრცეზე თვალთვალი.კაი,აქტიური ვთქვათ ვერ ხედავს,ჰო და პასიური რადარიც ვერ შენიშნავს ვითომ? |
Posted by: zindiosama 14 Dec 2015, 11:34 | ||
მაგას ალბათ გაარკვევენ ღორისტანის საჰაერო სივრცეში მუდმივი ფრენით თუმცა მეორეს მხრივ რა გამოდის, რაპტორები რადიოლოკაციურ აღმომჩენებსაც ანაცვლებენ? და ДРЛО-ს ტვითმფრინავს პასიური რადარის აღმოჩენა შეუძლია საერთოდ? |
Posted by: mamukasokhumeli 14 Dec 2015, 17:04 | ||
პასიურ რადარს არ აქვს გამოსხივება თუ არ გადასცემს მონაცემებს ეთერში.ამას იქეთ შეიძლება აღმოაჩინოს,თუ შეუძლია მიწის ზედაპირზე სამიზნეების აღმოჩენა და არაა შენიღბული სათანადოდ.ლოგიკით ასეა და რა ვიცი... |
Posted by: zindiosama 20 Dec 2015, 21:29 | ||
США показывает свою готовность к отражению российской агрессии
http://fakeoff.org/war/ssha-pokazyvaet-svoyu-gotovnost-k-otrazheniyu-rossiyskoy-agressii#.VnaOntx6ArE.facebook |
Posted by: GrayGreen 21 Dec 2015, 13:47 |
ესეთი ინფოები იდება... მართალია მე ამ საიტებს არ ვენდობი... რამდენად ზუსტი წყაროა ვერ გაიგებ... http://cyxymu.livejournal.com/1708958.html |
Posted by: mamukasokhumeli 23 Dec 2015, 02:30 |
აგერ გეგმები რუსეთის შეიარაღებული ძალების აღჭურვის... http://lenta.ru/articles/2015/12/22/gpv/ |
Posted by: zindiosama 23 Dec 2015, 14:09 | ||
mamukasokhumeli
თუ რუსეთის ეკნომიკურ მდგომარეობას გავითვალისწინებთ - ეგ გეგმები ან შესრულდება ან არა. |
Posted by: aivenho 23 Dec 2015, 14:41 | ||
ნაკერავზე გეიხევიან და შეასრულებენ |
Posted by: zindiosama 23 Dec 2015, 15:32 | ||
aivenho
გეიხენ ოღონდ და შეასრულონ თუ უნდათ |
Posted by: mamukasokhumeli 23 Dec 2015, 15:59 |
გაიხევიან ზინდი...შიმშილით დაწყვიტავენ ნახევა მოსახლეობას რამე რომ იყოს და მაინც გამოძებნიან რესურსებს.შეიძლება რუსული ტექნიკა და შეიარაღება არ იყოს ყველაზე სანდო და ზუსტი ვთქვათ,მაგრამ სამაგიეროდ 1)მსხვერლის გაღების არ ეშინიათ ისე,როგორც დასავლელებს 2)რაოდენობით მაოხდენენ ხარისხის კომპენსირებას რამე რომ იყოს.თან იმდენს მაინც შეძლებენ მიუღებელი ზარალი მიაყენონ მტერს.სხვა საკითხია თუ რუსეთმა წაიკადრა რამე "პერლ ჰაბორის" მსგავსი |
Posted by: Didgori_3 23 Dec 2015, 16:23 |
არსებული ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტროს სამშენებლო-საინჟინრო ბრიგადის გაუქმება იგეგმება. როგორც "ინტერპრესნიუსს" ბრიგადის თანამშრომლებმა განუცხადეს, გაუქმების შემდეგ შესაძლოა 600 ადამიანი უმუშევარი დარჩეს. ასევე მათთვის უცნობია, თუ რას უპირებენ ტექნიკას, რომელსაც აღნიშნული ბრიგადა ფლობს. "ინტერპრესნიუსი" ინფორმაციის გადასამოწმებლად თავდაცვის სამინისტროს დაუკავშირდა. როგორც უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თამარ კაციტაძემ განაცხადა, ამ საკითხზე ჯერჯერობით მუშაობა მიმდინარეობს და საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის. "ჯერ ეს მუშავდება, საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის. ასე ხელაღებით ვერაფერს გეტყვით და თუ რაიმე გადაწყვეტილება იქნება, მერე უკვე ოფიციალურად გავასაჯაროებთ. ჯერ არანაირი გადაწყვეტილება არ არის. სამუშაო პროცესია და როგორც კი ინფორმაცია იქნება, მაშინვე მოგაწვდით", - განმარტა კაციტაძემ. http://www.bpn.ge/finansebi/18298-thavdacvis-saministros-700-mde-thanamashromeli-saakhaltslod-umushevari-rcheba.html?lang=ka-GE |
Posted by: aivenho 23 Dec 2015, 17:32 | ||
ანუ მართლა განიხილება |
Posted by: zindiosama 23 Dec 2015, 17:37 | ||||||
mamukasokhumeli
ეგ სტალინის დროს არ ეშინოდათ, ეხლა ეშინიათ და როგორ კიდე... მაგის რო არ ეშინოდეთ, ეხლა უკვე კიევში იქნებოდნენ სულ ცოტა
სტალინის დროსაც კი მაგ რაოდენობას ლენდლიზით უფრო აღწევდნენ და ეხლა ხო მითუმეტეს ვერ შეძლებენ ამის გაკეთებას როცა საბჭოთა თავდაცვითი კომპლექსიდან თითზე ჩამოსათვლელი ნარჩენებიღაა დარჩენილი.
სუ ააფრინეს ამ ჩემისებმა? ხიდაშელი სასწრფოდ დასახვრეტია და რატომღაც მაინცდამაინც ეგ არ ეწირება მოსალოდნელ კარუსელს |
Posted by: mamukasokhumeli 23 Dec 2015, 23:06 | ||
მტრები გვყავს შემოპარული თავდაცვის სამინისტროში!თუ მთავრობაში! |
Posted by: zindiosama 25 Dec 2015, 09:40 | ||
mamukasokhumeli
გადაწყვეტილი არააო და იმედია გენშტაბი უარს ათქმევიებს ამ სისულელეზე არადა ეს რო ხიდაშელის რომელიღაცა პიარშიკი მრჩევლის ნაბოდვარია ხო ეგრევე იასნია პ.ს. - საინტერესოა: Шлагбаум для перевооружения http://www.rosbalt.ru/main/2015/12/23/1474661.html აი ვის ეხება თურმე ახალი ამერიკული სანქციები ძირითადად: Персонально в список так называемых "секторальных", то есть промышленно-экономических (а не финансовых) санкций, попали и.о. начальника отдела по внешнеэкономическим связям "Ижевского механического завода" Татьяна Черных, заместитель генерального директора по коммерческим вопросам концерна "Калашников" Эдуард Йоффе, и Вахтанг Карамян, отвечающий в "Калашникове" за связи с Ближним Востоком. В секторальный список также внесены дочерние компании корпорации "Ростех": ОАО "Московский механический экспериментальный завод", холдинг "Швабе", ЗАО "Галс-Девелопмент", ОПК "Оборонпром", ОАО "Рособоронэкспорт", "Объединенная приборостроительная корпорация", АО "Вертолеты России". В Кремле в ответ демонстрируют удивление. Пресс-секретарь президента Дмитрий Песков, в частности, назвал расширение санкционного списка "продолжением противоречащей логики и недружественной линии в отношении России", что производит "разрушающее воздействие для двусторонних отношений". Он утверждает, что это решение принято "вопреки здравому смыслу". Однако источник "Росбалта" в руководстве одного из попавших под санкции предприятий говорит, что действиям американцев в логике как раз не откажешь. Если предположить, что одна из конечных целей — максимально затруднить реализацию сентябрьского поручения Владимира Путина по развитию производства микроэлектроники в России, формально в гражданских, но, разумеется, и в военных целях тоже, то американцы сделали для этого практически все возможное. Подробнее: http://www.rosbalt.ru/main/2015/12/23/1474661.html |
Posted by: mamukasokhumeli 25 Dec 2015, 17:30 |
"Бобик сдох": новый русский БТР "умер" не родившись.ФОТО http://sprotyv.info/ru/news/15608-bobik-sdoh-novyy-russkiy-btr-umer-ne-rodivshisfoto სანქციებში მოყვაო და ირლანიდელებმა შეწყვიტესო თანამშრომლობა რუსებთან ამ ჯავშანტრანსპორტიორის შექმნაზე და მისი ტრანსმისიის,ძარვის და ა.შ. აუცილებელი ნაწილების მიწოდებაზეო.БТР "Бумеранг"-ზეა საუბარი.სამივე ექსპერიმეტარული მანქანა ირლანდიაში დარჩა * * * პატრიოტი აქუ აბობოქრდა და პუტინს ტანკების დაბრუნება მოსთხოვა.მაააშ? http://marshalpress.ge/?p=18746 |
Posted by: Dead District 31 Dec 2015, 11:24 | ||
mamukasokhumeli
რასაც წერენ ყველაფერი კი არ უნდა დაიჯერო? მაგ ფოტოზე რაცაა გამოსახული არანაირ კავშირში არაა რუსულ ჯტრ-ებთან. ფოტოებზე Terrex ICV არის გამოსახული: https://www.google.ge/search?q=Terrex+ICV&newwindow=1&source=lnms&tbm=isch&sa=X&ved=0ahUKEwj4p9i2yIXKAhWHVHIKHVQVCWIQ_AUIBygB&biw=1024&bih=643 |
Posted by: guriets 31 Dec 2015, 12:50 |
საინტერესო სტატიებია. საბრძოლო ჯგუფების ახლებურად ჩაამოყალიბება რუსების შემტევი ძალების საწინააღმდეგოდ. http://www.scribd.com/doc/288311708/MacGregor-s-Recon-Strike-Group-Presentation http://ak-12.livejournal.com/34261.html?thread=875989#t878293 |
Posted by: timshemexe 1 Jan 2016, 15:59 |
ჯარში შევხვდი ახალ წელს. ამაზე მაგარი ახალი წელი ჯერ არ მქონია მგონი აეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეე |
Posted by: mamukasokhumeli 1 Jan 2016, 17:46 | ||||
guriets
ეს მართლა საინტერესოა.ინგლისური არ ვიცი აგდენი და არ წამიკითხავს მეორე.ღირს ისე მსჯელობა ამ წერილაზე.ჩემი აზრით ამერიკელებს რუსებთან შეარებით ექნებათ მოტვაციის სერიოზული პრობლემა და საერთოდ ჩამოიშლებიან თუ წარმატების პირი არ გამოუჩნდ სწრაფად საბრძოლო მოქმედებებს. timshemexe
ამაზე გამახსენდა შტაბში გატარებული ახალი წელი არქივის კარებთან აყუდებული საყარაულოდ...ხომალდიდან გვაგზავნიდნენ ნაპირზე ამ საყარაულოში |
Posted by: giojavaxa 9 Jan 2016, 00:12 | ||
mamukasokhumeli
აფხაზეთში ? |
Posted by: mamukasokhumeli 9 Jan 2016, 12:57 |
giojavaxa სუსურუკუში,ბალტიის ფლოტში,ბალტიისკის შერეულ ძალების(ეგრე ითარგმნება მგონი бригада разнородных сил.ვითო სხვა და სხვა დანიშნულების ხომალდებისაგან შემდგარი,მაგრამ ყველა წყალქვეშანავსაწინააღმდეგო იყო) ბრიგადაში |
Posted by: Dead District 13 Jan 2016, 21:57 |
ირანელებმა ამერიკის საზღვაო ძალების ორი კატერი დააკავეს http://scout-thedeaddistrict.blogspot.com/2016/01/blog-post_13.html |
Posted by: socom 20 Jan 2016, 10:24 |
მაისში ქართულ-ამერიკული სწავლება „Noble Partner 2016“ გაიმართება ვაზიანში, IV მექანიზირებული ბრიგადის საკონფერენციო დარბაზში ქართულ-ამერიკული ერთობლივი სწავლების „ღირსეული პარტნიორის“ („Noble Partner 2016“) დაგეგმვის ძირითადი კონფერენცია გაიმართა. კონფერენციის მონაწილეებმა ქართულ-ამერიკული სწავლების დაგეგმვის დეტალები და განხორციელების საკითხები განიხილეს, რაც წვრთნების ჩატარების ადგილების დათვალიერებასა და შეფასებას გულისხმობს. სწავლება „ღირსეული პარტნიორი“ საქართველოში მეორედ იმართება და მისი ამოცანა, ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში (NRF) მონაწილე ქვეყნებს შორის ურთიერთთავსებადობის გაზრდა და საქართველოსა და შეერთებული შტატების ჯარების თანამშრომლობის გაძლიერებაა. საველე სწავლებების დროს ქართული და ამერიკული სამხედრო დანაყოფები სხვადასხვა სამხედრო ამოცანებს ერთობლივად შეასრულებენ. ქართულ-ამერიკული ერთობლივი სწავლება ვაზიანის სამხედრო აეროდრომის ტერიტორიასა და სამხედრო პოლიგონზე მაისში ჩატარდება. წვრთნაში საქართველოს შეიარაღებული ძალების I მსუბუქი ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონის „ალფა“ ასეული და IV მექანიზირებული ბრიგადის 42-ე ბატალიონის ერთ-ერთი მექანიზირებული ასეული მიიღებს მონაწილეობას. ამერიკის მხრიდან სწავლებაში აშშ-ის არმიის სხვადასხვა მექანიზირებული და ქვეითი დანაყოფები ჩაერთვებიან. http://mod.gov.ge/c/news/maisSi%20qarTul-amerikuli%20swavleba%20Noble%20Partner%202016%20gaimarTeba იმედია აბრამსებსაც ვიხილავთ ქართულ მიწაზე |
Posted by: hermes555 20 Jan 2016, 22:36 |
საქართველოში მალე ამერიკული ტანკები შემოვა. მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე საბრძოლო მანქანა ABRAMS-ი საქართველოში პოლიგონებზე მალე გამოჩნდება. Abrams -ის წარმოება ამერიკაში 1978 წელს დაიწყეს და მას შემდეგ ის ამერიკის ძირითად საბრძოლო ტექნიკას წარმოადგენს. ტანკის მოდერნიზაცია პერიოდულად ხორციელდება. ამერიკული ტანკების საქართველოში გამოჩენა თავდაცვის მინისტრმა დააანონსა. თინა ხიდაშელის განცხადებით, სამხედრო ტექნიკა ქვეყანაში ძალის დემონსტრირებისთვის არ შემოდის. „საქართველოს მთავარი ამოცანა მდგომარეობს იმაში, რომ ქვეყანა მივიყვანოთ კონდიციამდე, რომ ნებისმიერ ხელისუფალს ორჯერ დაფიქრება მოუწიოს, სანამ არასწორ გადაწყვეტილებას მიიღებს ჩვენთან დაკავშირებით“,– განაცხადა თავდაცვის მინისტრმა. ხიდაშელი ღიად საუბრობს იმაზე, რომ სამხედრო ტექნიკის გარდა, მთავარი მოკავშირისგან ოფიციალური თბილისი სხვა დახმარებასაც იღებს. ცნობილი ხდება, რომ ავღანეთიდან საქართველოში ამერიკულმა სარდლობამ 70 ტონა სამხედრო ტვირთი გამოაგზავნა და თბილისი ქაბულის გავლით ვაშინგტონისგან დამატებით ტვირთს ელოდება. სანამ საქართველოში ამერიკული ტანკები გამოჩნდებიან, ქვეყნის სხვადასხვა პოლიგონებზე რამდენიმე საერთაშორისო წვრთნა ჩატარდება. http://accent.com.ge/ge/news/details/7272 |
Posted by: eagle.1. 20 Jan 2016, 22:47 |
hermes555 რა ხდება, გვეშველა თუ ღადაობენ? |
Posted by: hermes555 20 Jan 2016, 22:49 | ||
eagle.1.
ბრედლები რომ ჩამოიყვანეს ახლა აბრაამსებიც მოაქვთ მე ის მაინტერესებს ავღანეთიდან 70 ტონა რაა |
Posted by: eagle.1. 20 Jan 2016, 22:57 |
hermes555 რა სტატუსით მოჰყავთ? სავარჯიშოდ? და იქნებ იცოდე რამდენ ცალზეა საუბარი. |
Posted by: hermes555 20 Jan 2016, 23:14 | ||
eagle.1.
აზრზე არ ვარ, სტატია ვნახე დავაკოპირე |
Posted by: jayo92 21 Jan 2016, 01:50 | ||
ერთი ცალი აბრამსი |
Posted by: B-E-R-U 21 Jan 2016, 01:59 |
აი სიუჟეტიც http://rustavi2.com/ka/news/36920 |
Posted by: zazagabela1964 25 Jan 2016, 12:48 | ||
საინტერესოა! სასიამოვნოც, მეტნაკლებად! |
Posted by: hermes555 27 Jan 2016, 12:06 |
კრასნოიარსკში ჩამოვარდა რუსული გამანადგურებელი МиГ-31 http://armada.ge/?p=116861 |
Posted by: zindiosama 27 Jan 2016, 20:55 |
Азербайджан закупил в Грузии минометы и гранатометы Грузинский государственный военный научно-технический центр «Дельта» в 2015 году продал Азербайджану минометы и гранатометы, а Египту — несколько инкассаторских бронемашин. Кроме того, подходят к концу переговоры о поставке противоградовой системы в Молдову, информирует Грузи Онлайн. Накануне стало известно о крупной сделке центра «Дельта» с Саудовской Аравией, которая намерена приобрести более 100 медико-эвакуационных бронемашин на сумму около 100 миллионов лари (около $40 миллионов). Первую партию из 12 машин «Дельта» отправит 30 января. Продукция «Дельта» пользуется популярностью и внутри страны. К примеру, более 100 бронежилетов приобрел Liberty Bank. Государственный военный научно-технический центр «Дельта» создали в 2010 году. С тех пор он выпустил боевые машины «Лазика», бронетранспортеры «Дидгори», реактивные системы залпового огня, беспилотные аппараты, винтовки, гранатометы, минометы, противотанковые мины, бронежилеты и каски, военные палатки и так далее. http://minval.az/news/123540777 |
Posted by: socom 28 Jan 2016, 13:01 |
zindiosama იმედია სიმართლეა.... |
Posted by: mamukasokhumeli 4 Feb 2016, 18:03 |
ახალი არაფერია,მაგრამ უბრალოდ გერმანლებებისაგან გამიკვირდა |
Posted by: zindiosama 7 Feb 2016, 20:09 | ||
mamukasokhumeli
ნუ ეხლა სადაც მერკელი ამბობდა ტიპი სხვა რეალობაში ცხოვრობსო... |
Posted by: Dead District 7 Feb 2016, 20:39 | ||
როდის ჩამოდიან აბრამსები იცის ვინმემ? |
Posted by: hermes555 7 Feb 2016, 20:53 | ||
Dead District
გაზაფხულზე მგონი |
Posted by: hermes555 14 Feb 2016, 22:26 |
ამერიკელი გენერალი: საქართველოში ამერიკული ჯავშანტექნიკა "ბრედლი" და "აბრამსი" შემოვა http://www.ipress.ge/new/24261-amerikeli-generali-saqartveloshi-amerikuli-javshanteqnika-bredli-da-abramsi-shemova |
Posted by: mamukasokhumeli 15 Feb 2016, 18:57 |
თინა ხიდაშელი: „ძირითადად, შეხვედრები მქონდა სამხედროებთან როგორც ევროპის, ასევე ამერიკის შეერთებული შტატების, ევროკავშირისა და ნატოს მთავარი სამხედრო კომიტეტების გენერლებთან. ორმხრივ ურთიერთობებში დაწყებულ უამრავ პროექტზე სრული გარანტიები მივიღეთ, რომ ისინი მოქმედებას დაიწყებენ 2017 წლისთვის. ბიუჯეტი, რომელიც თავდაცვის უწყებამ აშშ-ის კონგრესს შესთავაზა მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოსთვის, რადგან სამჯერ და ოთხჯერ არის გაზრდილი დახმარება, რომელსაც საქართველო მიიღებს. მომავალ კვირას ჩვენ უფრო აქტიურად ვისაუბრებთ, რადგან უფრო კონკრეტული რიცხვები და დოკუმენტები გვექნება. თუმცა, ახლავე შეგვიძლია ვთქვათ, ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომლითაც ვბრუნდებით საქართველოში, ქართულ-ამერიკულ ორმხრივ ურთიერთობებში, სწორედ ისაა, რომ საქართველოს უსაფრთხოებისა და თავდაცვისუნარიანობის გაზრდისთვის აშშ-ის თავდაცვის უწყებიდან მოთხოვნა მნიშვნელოვნად, პრინციპულადაა გაზრდილი, ვიდრე ეს მთელი ამ წლების განმავლობაში იყო." ისინი მოქმედებას დაიწყებენ 2017 წლისთვისო |
Posted by: mogwaii 15 Feb 2016, 19:43 |
საკონტრაქტოზე ქართველებს ხელფასი ეზრდებათო 1000 ლარი ხდებაო და სიმართლეა ? |
Posted by: ildamusa 15 Feb 2016, 19:44 |
mamukasokhumeli გვეხმარებიან.... და ჩვენებმა შეუთვალეს: "პრასი არ გინდა... გვაქვსო" |
Posted by: mamukasokhumeli 15 Feb 2016, 21:53 |
იგივე ინტერვიუში,სრულ ვერსიაში შავ ზღვაზეც თქვა რაღაცეები გაკვრით.შეიძლება რაღაც საუბარი არის ფლოტის აღდგენაზეც.აბა პირდაპირ არაფერს ამბობს თინიკო და ამას იქეთ ათასნაირად შეიძლება ინტერპრეტირება.ეგაა 2017-სთვის უკვე არ ჰქონდეთ რუებს კორიდორი გაჭრილი სასომხეთისაკენ და არ დუღდეს სირია ვულკანივით |
Posted by: zindiosama 18 Feb 2016, 15:21 | ||
mamukasokhumeli
ნუ ამას თუ გავითვალისწინებთ... Россия и ОПЕК не договорились о замораживании добычи нефти http://fakeoff.org/economy/rossiya-i-opek-ne-dogovorilis-o-zamorazhivanii-dobychi-nefti#.VsSlncFlj14.facebook არა მგონია მაგისთვის მოიცალონ |
Posted by: mamukasokhumeli 25 Feb 2016, 21:27 |
США подписали контракт на строительство базы ПРО в Польше - See more at: http://www.radiopolsha.pl/6/136/Artykul/242051#sthash.RPsoDgdn.dpuf აშუშუ პოლონეთში,რეძიკოვოში ძველ საჰაერო ძალების ბაზაზე ააგებს ანტისარაკეტო თავდაცვის რადარს.2018 წლის 9 აპრილს უნდა მორჩეს მისი მონტაჟი მოკლედ. * * * Ценность науки в предвидении Новые вызовы требуют переосмыслить формы и способы ведения боевых действий Подробнее: http://www.vpk-news.ru/articles/14632 |
Posted by: zindiosama 27 Feb 2016, 15:24 |
ხალხო, ხიდაშელი და კაპანაძე შძ-ს სტრუქტურის დამტკიცებაზე პრეზიდენტის უშიშროების საბჭოზე გამოვიდნენ და რამე ახალ სტრუქტურაზე ხო არ გადადის არმია? |
Posted by: ignorant 27 Feb 2016, 16:02 | ||
საინტერესოა. იმედია მერე განცხადებას გააკეთებენ ან ინტერვიუს მიცემენ რომელიმე ტვ-ს. |
Posted by: hermes555 27 Feb 2016, 18:44 |
"პრეზიდენტი ხელს მოაწერს ბრძანებას, რომლის მიხედვითაც ორი ოპერატიული სარდლობა იქნება" საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტი ხელს მოაწერს ბრძანებას, რომლის თანამხმადაც იქნება ორი ოპერატიული სარდლობა - დასავლეთის და აღმოსავლეთის. როგორც თინა ხიდაშელმა უშიშროების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ აღნიშნა, სხდომის დღის წესრიგში მხოლოდ ერთი საკითხი განიხილეს, რომელიც თავდაცვის სამინისტროში ფუნდამენტურ რეფორმას ეხება. "დღის წესრიგში ერთი საკითხი იყო, თავდაცვის სამინისტროში მიმდინარეობს ფუნდამენტური რეფორმა. ჩვენი ამოცანაა უფრო ბრძოლისუნარიანი, ნატო-ს სისტემასთან თავსებადი იყოს საქართველოს შეიარაღებული ძალები. შესაბამისად, ამ ტიპის გადაწყვეტილებებს უსაფრთხოების საბჭოს რეჟიმში მუშაობა სჭირდება. ჩვენ ძალოვან სტრუქტურასთან დაკავშირებით მივიღეთ გდაწყვეტილება, პრეზიდენტი ხელს მოაწერს ბრძანებას, რომლის მიხედვითაც იქნება ორი ოპერატიული სარდლობა -დასავლეთის და აღმოსავლეთის. ეს მოგვცემს შესაძლებლობას, რომ შიდა სტრუქტურა მინისტრის ბრძანებით განისაზღვროს. ამ რეფორმის ბოლომდე მისაყვანად ერთი თვე მომეცა. მთავარი ამოცანა მდგომარეობს შემდეგში - საქართველოს შეიარაღებული ძალები იყოს მობილური, ადვილად ოპერირებადი. საფრთხის შემთხვევაში აგვისტოს ომმა გვაჩვენა, რომ ქვეყანა პრაქტიკულად შუაზე გაწყდა. ასეთ დროს არ უნდა აღმოვჩნდეთ, რომ საქართველოს ერთი ნაწილი დაუცველი დარჩეს. ამიტომ, ეს სისტემური ცვლილებები ემსახურება უფრო მობილურ, ბრძოლისუნარიან, წარმატებულ შეიარაღებულ ძალებს",- აღნიშნა თინა ხიდაშელმა. 2 ოპერატიული მიმართულება იყო და ახლა სარდლობებიც დაემატა |
Posted by: zindiosama 28 Feb 2016, 16:13 | ||
ანუ ცდილობენ რომ ორივე მიმართულებას ავტონომიურობა შესძინონ ქვეყნის შუაზე გახლეჩის შემთხვევაში? |
Posted by: socom 28 Feb 2016, 16:17 |
3 თუ 4 წელია მაგაზე ლაპარაკობენ... სტრუქტურაში მაშინვე იყო ნაჩვენები... და ეხლა ვითომ რამე ახალი "მოიგონეს" p.s რა ავტონომიურობა ? რა უნდა გავაკეთოთ ? არც ნორმალური ტანკსაწინააღმდეგო სწავლება ჩატარებულა როდესმე (მიშას დროს თუ არ ჩავთვლით 1-2-ჯერ) , არც ჰსთ ... არც არტილერიაში ან ჯავშანტექნიკაში შეცვლილა რამე უკეთესობისკენ... არც რეზერვი გვყავს, არც სამთო ქვედანაყოფ-ებ-ი... არც საზღვაო ძალები... ავიაცია მიწასაა მიჯაჭვული და ა.შ |
Posted by: zindiosama 29 Feb 2016, 09:19 | ||
ხო მარა ჯერ სტრუქტურაა შესაქმნელი და მერე დანარჩენი |
Posted by: JaVeL1N 29 Feb 2016, 12:46 |
სისულელეა ჩემი აზრით რუსებთან ომის შემთხვევაში მაინც მთელი ძალების ერთად მობილიზება დაგვჭირდება ორ ფრონტზე ვერ ვიბრძოლებთ ვერცერთ ვარიანტში |
Posted by: ignorant 29 Feb 2016, 13:57 | ||
სტრუქტურა ყველაზე ადვილი შესაქმნელია. მაგას წლები არ ჭირდება; დაწერ ფურცელზე და გადაანაწილებ მმართველ კადრებს და მორჩა. ახალ წესდებას და პროტოკოლსკიდევ მაქსიმუმ 2-3 კვირაში გაწერ. სტრუქტურულად აქამდეც იყო დაყოფილი ორ სარდლობად, ხელთავიდან თავის გამოდება და ვითომ რეფორმატორად თავის გასაღება რა საჭიროა?! რაც სასიცოცხლოდ აუცილებელია ის უნდა გააკეთონ. ამდენი ხანია ფუქნციონალური რეზერვის სტრატეგია ვერ ან არ დადეს, რას ელოდებიან, გვიკრძალავენ გარე ძალები თუ რაა?! ერთობლივი საწრთვნელი ცენტრი კი კარგია, მაგრამ იმდენად მცირე მასშტაბის არის (თუ არ ვცდები 1 ბატალიონი 3 თვეში) , რომ ახლანდელი ჯარის გადამზადება რომ დაიწყონ მანდ მინიმუმ 5 წელი მოუნდებიან. რომ აღარაფერი ვთქვათ რეზერვის მანდ მომზადებაზე. |
Posted by: socom 29 Feb 2016, 15:23 |
JaVeL1N მე კიდე პირიქით მგონია |
Posted by: mamukasokhumeli 29 Feb 2016, 16:34 | ||||
ფრონტზე საერთოდ ვერ ვიბრძოლებთ რუსეთთან.სხვა საკითხია ვთქვათ აზერბაიჯანთან ან სასომხეთთან კონფლიქტი(თუმცა აქაც საკითხავია რამდენად საკმარისი ხალხი გვყავს შესაძლო ფრონტის გასამაგრებლად).რუსებს აქვთ საშუალება შემოგვიტიოს ყველა.ამიტომ საბრძოლო მოქედებების თეატრს სხვაგვარად უნდა შევხედოთ.საბრძოლო მოქმედებები უნდა წარმოვიდგინოთ როგორც არა დაპირისპირება რაღაც ხაზზე,არამედ მთელს ტერიტორიაზე...თუნდაც მხოლოდ აფხაზეთიდან შემოგვიტიოს მტერმა,მაინც მოვყვებით სარაკეტო და საარტილერიო ცეცხლში აფხაზეთიდან შორს.ცალკე ისტორიაა ავიაცია. ჩემი აზრით დასავლეთ და აღმოსავლეთ ოპერატიოულ სარდლობას უნდა ჰქონდეს მაშინ საკუთარი სარემონტო ბაზა,სასაწყობე მეურნეობა,ჰოსპიტალი,ზურგის სამსახური და ა.შ.თუ ფლოტი გვეყოლა როდესმე,იმას თავისი ინფრასტრუქტურა დასჭირდა ბუნებრუვია.
ქაღალდზე დაწერა კია ადვილი.ძნელია ისეთი რამის დაწერა,რაც ქმედითი იქნება რეალურ ცხოვრებაში.სამწუხაროდ ხშირად ქალაღალდზე დაწერილი ბევრად უკეთესი ჩანს,ვიდრე რეალობაში განხორციელებული. რაც შეეხება რეზერვს:ჩემი აზრით აქ ორი სერიოზული პრობლემაა თუ გამოვრიცხავთ მესამეს-პოლიტიკურ ნებას:1)ფინანსური 2) პოლიტიკური ქულები.ანუ ჯარში სამსახური არაპოპულარული იდეაა ჩვენს ხალხში ჯერ ჯერობით მრავალ მიზეზთა გამო.არა მგონია დიდი მნიშვნელობა ჰქონდეს დროს-2 კვირა,2 თვე,2 წელი და ა.შ.უბრალოდ გააჩნია რადმენ ხანს მოითმენს საშუალო ქართველი ამ "დისკომფორტს",დისციპლინას,რეჟიმს,სხვის ბრძანებისადმი მორჩილებას დ ა.შ.რაც დამახასიათებელია ჯარში სამსახურისათვის. ჩემი გამოცდილებით არაა ძალიან ძნელი დისციპლინირებული ჯარის შექმნა,გინდა რეზერვის.იყოა სეთი აზრი ადრე,რომ აქაოდა ქართველებისაგან ჯარი ვერ შეიქმნებაო.უბრალოდ არ უნდა იყოს ასეთი რამ ამას ბიძა ყავს მხედრიონის უფროსის მოადგილე,ის გენერლის 'შოფერია" და ა.შ. "სირობები".ყველა უნდა იყოს მართლაც თანაბარი და ერტნაირად ემორჩილებიოდეს წესებსა და კანონებს.ასევე უნდა არსებობდეს აზრზე მოყვანის ეფექტური საშუალებებიც |
Posted by: zindiosama 29 Feb 2016, 16:48 | ||
ეტყობა თავი ვერ მოაბეს და ეგაა. ნუ გარტყმაში არ არიან როგორ უნდა ააწყონ |
Posted by: hermes555 1 Mar 2016, 22:51 |
http://radikal.ru/big/073a33abcefd4b97905b90c97dee4509 Swedish forces conducted reconnaissance during Exercise Cold Response 16 at Namsos, Norway, Feb. 29, 2016. CR 16 is a Norwegian invitational previously-scheduled exercise that will involve approximately 15,000 troops from 14 NATO and partner countries. (U.S. Marine Corps Photo by Cpl. Rebecca Floto, 2D MARDIV Combat Camera/ Released) |
Posted by: ignorant 7 Mar 2016, 20:47 |
უპრეცენდენტო მასშტაბის წვრთნები იწყება კორეის ნახევარკუნძულზე. წვრთნებში 17 000 ამერიკელი და 300 000 სამხრეთ კორეელი სამხედრო მიიღებს მონაწილეობას. ასევე რეგიონში მობილიზებულია აშშ-ს წყალქვეშა ნავები და ავიამზიდი. ჩრდილოეთ კორეა კი ამ დროს იბდღვნის და პრევენციული, წინმსწრები ბირთვული დარტყმით იმუქრება. This year’s joint exercises, known as Key Resolve and Foal Eagle, involve 17,000 American troops, four times more than participated last year, as well as 300,000 South Korean troops, and an array of U.S. aircraft and naval vessels, including the nuclear-powered submarine the USS North Carolina and the nuclear-powered aircraft carrier the USS John C. Stennis. http://www.voanews.com/content/north-korea-threatens-pre-emptive-nuclear-strike/3222625.html მე მგონი გადაწყვიტეს ბოლო მოუღონ დამოკლეს მახვილივით დაკიდულ ბირთვულ საფრთხეს. |
Posted by: zindiosama 8 Mar 2016, 17:07 |
შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობას შალვა ჯაბახიძე უხელმძღვანელებს 11:17 2016-03-07 პოლკოვნიკი შალვა ჯაბახიძე საქართველოს შეიარაღებულ ჯარებში 1999 წლიდან მსახურობს. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობას ახალი სარდალი პოლკოვნიკი შალვა ჯაბახიძე წარადგინა. როგორც "ნიუპოსტის" კორესპოდენტი სენაკიდან იტყობინება, მინისტრმა ჯაბახიძე სამხედროებს წარუდგინა და მის მიღწევებზე ისაუბრა. პოლკოვნიკი შალვა ჯაბახიძე საქართველოს შეიარაღებულ ჯარებში 1999 წლიდან მსახურობს. სარდლობამდე ის მეოთხე მექანიზირებული ბრიგადის მეთაური იყო. ჯაბახიძის სამხედრო ბიოგრაფია აფხაზეთის ომით იწყება, სადაც ის მოხალისედ წავიდა და შავნაბადის ბატალიონში ფაქტობრივად ომის დამთავრებამდე იბრძოდა. ჯაბახიძეს მიღებული აქვს ჯილდოები, თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლები - "გენერალი კვინიკაძე", "გენერალი მაზნიაშვილი", ასევე "სამშობლოსთვის თავდადებული," გარდა ამისა, სამსახურებრივ-საშტატო იარაღი და აშშ-ს მედლები საბრძოლო დამსახურებისთვის 2006-2007 წლებში. http://www.newposts.ge/?l=G&id=101476-ხ |
Posted by: ignorant 16 Mar 2016, 21:31 |
საწყისი საბრძოლო მომზადების კურსი დაიწყო საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრმა განახლებული კურსი დაიწყო. წელს აღნიშნულ კურსში პანკისის ხეობის მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებიც ჩაერთვებიან. ეს რამე ახალი პროექტია, თუ კარგად დავიწყებული ძველი გაიხსენეს? |
Posted by: hermes555 17 Mar 2016, 20:10 |
რეზერვის კონცეფცია 2016 http://www.scribd.com/doc/305104943/%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%98%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%A6%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%AB%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%96%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%90-%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%AA%E1%83%94%E1%83%A4%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%94%E1%83%A5%E1%83%A2%E1%83%98 |
Posted by: zindiosama 18 Mar 2016, 15:18 | ||
აეე... 3 წელი... 5 - 7 წელი... ესენი მე მგონი ჩვენს ყველა მილიტარისტულ ოცნებას აჭარბებენ ანუ ამ ხნის განმავლობაში ყოველ კვირა სბორებზე უნდა იარონ ხოლმე? |
Posted by: ignorant 18 Mar 2016, 15:23 |
ბოინგმა ავტონომიურ რეჟიმში მომუშავე უპილოტო წყალქვეშა ნავი წარადგინა. |
Posted by: zindiosama 18 Mar 2016, 15:30 | ||
ignorant
ეს ალბათ სადაზვერვო - დივერსიული მისიებისთვის? |
Posted by: ignorant 18 Mar 2016, 15:44 | ||
zindiosama
ძირითადი ფუნქცია სწორედ რომ სადაზვერვო ექნება. იმჰო ავტონომიურ რეჟიმში 6 თვემდე შეუძლია იცუროსო. http://pix.ge/ მაგრამ თუ მოინდომეს შეიარაღებასაც ადვილად დაუყენებენ და დივერსიისთვისაც გამოიყენებენ. |
Posted by: zindiosama 18 Mar 2016, 17:55 | ||
ignorant
დივერსიისთვის შეიარაღების დაყენება რათ უნდა? ჩასხამ შიგნით Delta-ს მყვინთავებს ან SBS-ს და ეგაა დივერსიაც |
Posted by: ignorant 18 Mar 2016, 18:16 | ||
zindiosama
მე მგონი უფრო ეფექტური მცირე ზომის ტორპედოების გამშვების ჩამონტაჟება იქნება. მოწინააღმდეგის სამხედრო ხომალდებს 3500 მეტრის სიღრმიდან (ეს აქსვს მაქსიმალური ჩაყვინთვის სიღრმე) ჩაძირავს. |
Posted by: zindiosama 18 Mar 2016, 19:00 | ||
ignorant
არაა გამორიხსული რო მასეთი ვარიანტიც გამოუშვან |
Posted by: mamukasokhumeli 18 Mar 2016, 23:06 | ||
მე რაც ვიცი,200 მეტრ სიღმეზე დაბლიდან ტორპედო არავის უსვრია...წყალქვეშა ნავიდან მაქვს მხედველობაში.არაა ასე მარტივი ეს საქმე.თან ტორპედომაც უნდა გაუძლოს წნევას |
Posted by: ignorant 18 Mar 2016, 23:13 | ||
ხო, მაგდენი არ ვიცი. უბრალოდ ჩემი მოსაზრება დავწერე. ყველაზე მნიშვნელოვანი კი რაც მენიშნა იყო, ის რომ სულ რამოდენიმე ათეული მილიონი დაუჯდათ მუშა ვარიანტის შექმნა. ვგულისხმობ თავისი R&D-ს ჩათვლით. |
Posted by: zindiosama 21 Mar 2016, 15:22 | ||
mamukasokhumeli
მე რამდენადაც მახსოვს Los Angeles-ის კლასის მრავალმიზნობრივებზე უყენიათ ეგეთი რაკეტა-ტორპედოები |
Posted by: mamukasokhumeli 21 Mar 2016, 17:08 | ||
არ მქონდა გაგონილი,რომ არსებობდა "შკვალის" გარდა სხვა "რაკეტა-ტორპედო"...დიდ სიღრმეზე(რაჩ სიღმემდე) ერთმანეთის წინააღმდეგ შეიძება წყალქვეშა ნავებმა გამოიყენონ ტორპედოები.თუ შესაძლებელია რა თქმა უნდა მათი გატყორცნა წნევის გამო.200 მეტრზე უფრო ღრმა წყალში ტორპედოს ხომალდიდან არ ესვრიან( არ ესროდნენ ყოველ შემთხვევაში).სიღრმის ბომბებს კი.მითუმეტეს 200 მეტრომდე ბომბის მოქმედების რადიუსი იზრდება და როგორც გვასწავლეს,200 მეტრის დაბლა მცირდება.რა ვიცი..მასეთ სიღმეებზე ჯერ პოვნა თქვი შენ წყალქვეშა ნავის |
Posted by: GegiG 21 Mar 2016, 22:18 |
ჩემი მეგობარი აკეთებს პროექტს საქართველოზე და ჭირდება შედარებისთვის საქართველოს სამხედრო ხარჯები.სად შემიძლია ვიპოვო ეს სტატისტიკა? წინასწარ მადლობა |
Posted by: ignorant 21 Mar 2016, 22:47 | ||
GegiG
http://mod.gov.ge/w/budgets წინა სამი წლისაა. |
Posted by: zindiosama 2 Apr 2016, 12:04 |
Армянская армия перешла в наступление в зоне карабахского конфликта Москва, 2 апреля - АиФ-Москва. Пресс-секретарь министра обороны Армении Арцрун Ованнисян сообщил, что армянские вооруженные силы перешли в контрнаступление по ряду направлений в Нагорном Карабахе, передает Интерфакс. Солдаты армии Нагорного Карабаха. В тени Украины. Эксперт о том, чем сегодня опасен карабахский конфликт На своей странице в Facebook Ованнисян написал, что в настоящее время в зоне конфликта продолжаются активные боевые действия. По его словам, армянская армия нанесла контрудар и по ряду направлений перешла в контрнаступление. «С двух сторон есть погибшие. Азербайджанская сторона понесла многочисленные потери в живой силе и технике, сбит вертолет. В настоящее время инициатива в боевых действиях находится в наших руках», - говорится в сообщении. Отметим, что ранее пресс-служба министерства обороны непризнанной Нагорно-Карабахской республики (НКР) сообщила, что вооруженные силы Азербайджана в ночь на субботу предприняли наступательные действия по ряду направлений зоны карабахского конфликта. «Кроме боев на передовой линии, противник нанес артиллерийские удары по мирным населенным пунктам и местам постоянной дислокации ряда военных частей. На данный момент по всей протяженности линии соприкосновения происходят интенсивные столкновения», - отметили в Минобороны. Отмечается, что передовые подразделения армии обороны НКР ведут оборонительные бои. http://www.aif.ru/politics/world/armyanskaya_armiya_pereshla_v_nastuplenie_v_zone_karabahskogo_konflikta რა ხდება ე/? |
Posted by: mamukasokhumeli 2 Apr 2016, 13:05 |
უცნაურია...არსად არ გამიგია კრინტი ამ ამბავზე.შეიძლება რარაც ადგილობრივი ბათქა-ბუთქი იყო ყოველდღიური და გააბუქეს |
Posted by: zindiosama 2 Apr 2016, 13:11 |
mamukasokhumeli https://forum.ge/?f=29&showtopic=34848576 |
Posted by: mamukasokhumeli 5 Apr 2016, 20:20 |
ცოტა პაროდიას გავს თითქოს,მაგრამ საინტერესოა მაინც: |
Posted by: mamukasokhumeli 19 Apr 2016, 02:10 |
http://1tv.ge/ge/videos/view/161962/587.html |
Posted by: ignorant 20 Apr 2016, 22:21 |
თურქული ოტოკარი მზადაა ტანკ ალტაის მასიური წარმოება დაიწყოს. საუბარია 250 ერთეულ ტანკის წარმოებაზე. როგორც ჩანს წარმატებით გაიარა ალტაიმ საცდელი ფაზა. Turkish defense and civil industry firm Otokar, a branch of the leading Koç Group that undertook the design phase of Altay battle tanks, has said it is ready to undertake the mass production of the country’s first ever domestic tank. The Altay Project 2nd Period Mass Production Project involves the production of 250 tanks and their integrated logistical support activities. http://www.hurriyetdailynews.com/koc-groups-otokar-ready-for-the-mass-production-of-turkish-indigenous-battle-tank-altay.aspx?pageID=238&nID=97250&NewsCatID=345 |
Posted by: zindiosama 23 Apr 2016, 15:12 |
აი ეხლა რა ლოგიკა ეს ვერ ვიგებ... ეტყობა ამათ უკვე მარაზმი დაეწყოთ და ეს განცხადება ამ მარაზმის შენიღბვის მცდელობაა ყოველ შემთხვევაში მე ეგეთი შთაბეჭსილება დამრჩა Посол США: НАТО обождет с экспансией, дабы не усугублять проблем России НАТО не спешит с приемом новых членов, так как видит нарастание внутренней слабости России и не хочет обострения ее проблем, сказал в пятницу посол США в Североатлантическом альянсе. Заявление Дугласа Льюта на форуме по безопасности под эгидой Аспенского института может огорчить Тбилиси и Киев, видящие членство в западном военно-политическом блоке защитой от посягательств Москвы. «Нет никаких шансов, что мы придём к согласию в ближайшем будущем относительно принятия в состав (НАТО)…Грузии или Украины», — сказал посол США. Он назвал нынешний момент «переломным» для НАТО и сравнимым лишь с эпохой холодной войны. «Я не (думаю), что есть широкие возможности в ближайшей перспективе, в следующие несколько лет или даже дольше, для нового расширения НАТО», — сказал Льют. «Я думаю, что Россия играет важную роль в стратегической обстановке, и стратегическая обстановка затормозит расширение НАТО». В декабре 2015 года министры иностранных дел НАТО пригласили в альянс Черногорию, что могло бы стать первым расширением блока с момента приема Хорватии и Албании в 2009 году. Это вызвало недовольство Москвы, которая выступает против расширения НАТО на восток. На саммите в апреле 2008-го альянс пообещал членство Грузии, но не установил сроков. Другие государства Балканского полуострова, в частности, Македония и Босния и Герцеговина, также надеются на членство в НАТО, на которое рассчитывает и Украина, с 2014 года ведущая борьбу с поддерживаемыми Россией сепаратистами. Льют заверил, что НАТО в принципе остается открытым для приема новых членов, однако для этого необходимо согласие всех 28 стран альянса, что маловероятно, а для противодействия военным амбициям России, может быть, и необязательно. «Если исходить из того, что России присуща внутренняя слабость и страна, видимо, находится в устойчивом упадке, бессмысленно продолжать прессинг и, может быть, ускорять и усугублять этот упадок», — сказал посол. http://inosmi.ru/politic/20160423/236274775.html?utm_source=fb1 |
Posted by: zindiosama 22 May 2016, 12:45 | ||
აი ეს ფრიად საინტერესოა: Армия США готовится к боям в Азербайджане и Армении Американское издание The National İnterest опубликовало сенсационный материал о ходе учений вооруженных сил США, в которых отрабатывались возможные боевые действия на территории Азербайджана и Армении.
http://haqqin.az/news/70819 |
Posted by: mamukasokhumeli 9 Jun 2016, 14:38 |
ქარაგმებით კი ილაპარაკა უსუფამ 4:00 დან,მაგრამ რაღაც საინტერესოდ მომეჩვენა.ვნახოთ ერთი რა ორმხრივი თანამშრომლობა განვითარდება."პანცერფაუსტ 3" ხომ არ გვეჩითება ვითომ? |
Posted by: mamukasokhumeli 12 Jun 2016, 15:37 |
„ჩვენ ახლა ვაპირებთ, მეტი ყურადღება დავუთმოთ საქართველოს შეიარაღებული ძალების გაწვრთნას, მათი თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით. აშშ-ს საქართველოში მუდმივი სამხედრო ძალების განლაგების გეგმა არა აქვს, მაგრამ აქვს გეგმა, გაზარდოს სამხედრო სწავლებებისა და წვრთნების ინტენსივობა“, - განაცხადა მაიკლ კარპენტერმა. http://www.interpressnews.ge/ge/politika/383421-ashsh-is-thavdacvis-ministris-thanashemtsis-moadgile-vapirebth-meti-yuradgheba-davuthmoth-saqarthvelos-sheiaraghebuli-dzalebis-gatsvrthnas.html?ar=A |
Posted by: SH3LBY 14 Jun 2016, 14:32 |
გამარჯობა სამხედრო გაწვევა 30 ივნისს რომ დასრულდება. როდიდან განახლდება? |
Posted by: aivenho 16 Jun 2016, 19:41 |
ბოდიში არ ვიცი იყო თუ აქ განხილული სიახლე არაა მარა სად დამედო არ ვიცოდი Соотношение вооруженных сил в Черноморском регионе http://russiancouncil.ru/blackseamilitary |
Posted by: zindiosama 24 Jun 2016, 10:12 | ||
Линия обороны НАТО пройдет по украинско-российской границе
http://www.ng.ru/politics/2016-06-24/1_nato.html |
Posted by: eagle.1. 24 Jun 2016, 12:53 |
zindiosama მცირედი ქართული თარგმანი მოაყოლე შემდგომში უცხოურენოვან სტატიებს. |
Posted by: zindiosama 24 Jun 2016, 16:37 |
ხალხო, დღეს ალიაში ამირან სალუქვაძის განცხადება წავიკითხე ქართულ არმიაში რაც ხდება იმაზე ჯერჯერობით არ დავწერო მარა თუ ის განხორციელდა რაზე მუშაობაც უკვე დაიწყეს, აუცილებლად დავწერო და რა ხდება ვინმემ ხო არ იცით, დაგვემხო უკვე თავზე ქვეყანა? თუ რეზერვის სისტემას გულისხმობდა? |
Posted by: t-90 24 Jun 2016, 16:41 | ||
zindiosama
ამ მხრივ მუშაობას სულ იწყებენ და ჩემი ფეხები. ერთი ნორმალური დოკუმენტიც კი არ დევს და სხვა რამეზე საუბარიც არაა. |
Posted by: ignorant 24 Jun 2016, 17:28 |
უფრო მეტად სალუქვაძის ამ სტატიის გაგრძელებას - "ამირან სალუქვაძე:რუსეთი ფართომასშტაბიანი ომისათვის ემზადება" - ველოდები. 1. რუსეთის არმიის ბოლო 10 წლის განვითარებას თუ ვაკვირდებით, შეიძლება ვთქვათ, რომ რუსეთის არმია მომზადების ბოლო ფაზაზე გადადის. კერძოდ, ესაა სამობილიზაციო მომზადება. უკვე ორი კვირაა გრძელდება სამობილიზაციო წვრთნები. რუსეთი გადადის საკუთარი არმიის ფართომასშტაბიანი და ხანგრძლივი ომისათვის მზადების ეტაპზე. ახლა არ შევუდგები ამ საკითხის დასაბუთებას, შევეცდები ვრცელი სტატია მივუძღვნა. 2. რუსეთში დასრულდა სამმხრივი მოლაპარაკებები ყარაბაღის თემაზე. როგორც მოსალოდნელი იყო, მიუხედავად ს. ლავროვის უამრავი განცხადებისა სიახლე შეეტანათ სტატუს-ქვოში, განსაკუთრებულ შედეგს ვერ მიაღწიეს. განცხადებაში ნათქვამია მხოლოდ დამკვირვებელთა რაოდენობის გაზრდის შესახებ. ამჯერად მხოლოდ 6 უიარაღო დამკვირვებელი მოქმედებს. ვინც ჩემი ორი პუბლიკაცია წაიკითხა, ერთი ოთხდღიანი ომის (ასეთი ტერმინი მკვიდრდება) დაწყების დღეს, მეორე მოგვიანებით, დამერწმუნებით, რომ ანალიზი და პროგნოზი სწორი აღმოჩნდა. 3. რუსეთის “ურალვაგონზავოდის” დირექტორის სიენკოს განცხადებით, ქარხანამ დაასრულა აზერბაიჯანისთვის ტ-90ს ტიპის ტანკების მიწოდება. დიახ, “ურალვაგონზავოდი” ვაგონების გარდა აწარმოებს ტანკებს “არმატა”, ტ-90სმ და ტ-90ს. კონტრაქტს ხელი 2010 წელს მოეწერა. ზოგადად საინტერესო თემაა კავკასიის მილიტარიზაცია, რა ხდება მეზობლებთან, რა დონეზე ვართ ჩვენ? მასალებს ვამზადებ და შევეცდები წარმოგიდგინოთ. 4. რა ხდება ჩვენს არმიაში? ჯერ არ დავწერ, ავხსენი რატომაც. თუმცა, თუ იმ საკითხის განახორციელება დაიწყეს, რაზეც მუშაობა დაიწყო, აუცილებლად დავწერ. ისე, მინდა გითხრათ დიდი დანაშაული იყო კონტრდაზვერვის სამსახურის ჩამოშორება შეიარაღებული ძალებიდან. ასეთი თქმა იციან: “სახლში მარტო არ დაიტოვება”-ო. დაახლოებით ასეა. ჯერ ამით შემოვიფარგლოთ. ამირან სალუქვაძე http://armada.ge/?p=126368 |
Posted by: zindiosama 24 Jun 2016, 21:49 | ||||
ignorant
ეს ნაციონალებმა ქნეს? * * * t-90
აბა რა იგულისხმება? |
Posted by: ignorant 24 Jun 2016, 22:03 | ||
zindiosama
არ ვიცი სიმართლე გითხრა, თუ როდის მოხდა მაგათი ჩამოშორება შძ-ებიდან. ისე, ეტყობა სერიოზული მიზეზები აქვს ბ-ნ ამირანს რახან მაგას იძახის, ნამუშევარია მაგ სისტემაში ბოლო-ბოლო. |
Posted by: zindiosama 26 Jun 2016, 12:11 |
კობა კობალაძე თავდაცვის მინისტრად ინიშნება როგორც ” “ექსპრესნიუსისთვის” გახდა ცნობილი, საქართველოს თავდაცვის მინისტრი, თინათინ ხიდაშელი შესაძლოა, კობა კობალაძემ ჩაანაცვლოს. გენერალ-მაიორი კობალაძე, მესამე თვეა, რაც ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის პოსტზე დაინიშნა. ამ ხნის განმავლობაში იგი სამხედრო საქმეებით უფრო იყო დაკავებული, ვიდრე- ვეტერანებთან დაკავშირებული საკითხებით. კერძოდ, აქტიურად ჩნდებოდა პოლიგონებზე, სამხედრო წვრთნების დაწყებისა და დასრულების ცერემონიალებზე. უფრო მეტიც, სამი თვის განმავლობაში მას საზღვარგარეთ არც ერთი მივლინება არ ჰქონია ვეტერანებთან დაკავშირებით, ხოლო ივნისის დასაწყისში, თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელებთან ერთად, იგი ავღანეთს ეწვია და „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მყოფ ჯარისკაცებს ქართულ-ავღანური ლექსიკონები ჩაუტანა. აღნიშნული ლექსიკონის დაბეჭდვა თვითონ შეუკვეთა და ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით 1000 ცალი წიგნი დაბეჭდა. ყოველივე ეს საფუძვლიან ეჭვს ბადებს, რომ შესაძლოა, ცოტა ხანში კობალაძე თავდაცვის მინისტრად ვიხილოთ. http://exclusivenews.ge/post/8546 სავარაუდოდ ეს ალბათ ვარშავის სამიტის მერე მოხდება |
Posted by: aivenho 28 Jun 2016, 03:31 | ||
|
Posted by: mamukasokhumeli 28 Jun 2016, 18:26 |
რუსული სპეცრაზმები ჯიბის ყუმბარმტყორცნებს მიიღებენ http://alioni.info/military/rusuli-specrazmebi-jibis-yumbarmtyorcnebs-miigeben-plusvideo/ |
Posted by: ƎVOLVE 29 Jun 2016, 02:55 |
სალამი მეგობრებო. სავალდებულო ჯარის გაუქმებაზე მაქვს კითხვა. მოწვევა მომივიდა სკოლის დამთავრების მერე და უნივერსიტეტის გამო გადამიწიეს და სიტყვაზე უნივერსიტეტს რო დავამთავრებ ან თუ დავანებე თავი, მაინც მექნება მოსახდელი თუ უკვე მომიწვიეს თუ არა? |
Posted by: mamukasokhumeli 29 Jun 2016, 13:36 |
ƎVOLVE გაგიწვევენ,მაგრამ არა თავდაცვის სამინისტროში.თავდაცვის სამინისტრო ამბობს უარს წვევამდელების მიღებაზე |
Posted by: ignorant 29 Jun 2016, 14:21 | ||
სიტყვა "ჯიბის" ზედმეტად გაბუქებულია მანდ. http://pix.ge/ |
Posted by: zindiosama 29 Jun 2016, 15:43 | ||
mamukasokhumeli
აბა რეზერვი - თუკი ის შეიქმნა - ვის დაქვემდებარებაში იქნება? |
Posted by: mamukasokhumeli 29 Jun 2016, 16:06 |
zindiosama ზინდი ამ ქვეყანაში ვისი ვისაშია,ნამდვილად ვერ გაიგებ კაცი...საერთოდ ვინ მართავს ქვეყანას?მომკალი და რარაც ძალიან საეჭვოდ მეჩვენება ეს აშკარა ანტიქართულისახემწიფოებრივი ნაბიჯები დაწყებული ნაცბანდის მიერ ჯერ კიდევ და ახლა თინიკო აგრძელებს წარმატებით!არ ჭირდება ფეხზე დამდგარი და ძლიერი ქართულის ახელმწიფო არც მტერს,არც "მოყვარეს".თან საუბედუროდ მომრავლდნენ ჩვენში რაღაც რომანტიკაშეპყრობილი "ანტიკონსერვატორები",რომელბიც ძალიან მომაგონებენ თავის დროზე ძალიან ენთუზაიზმშეპყრობილ ბორის ძნელაძეებს და მისთანებს!რომლებიც არ ატანანენ ტვინს ძალას და უკრიტიკოდ იღებენ "პროგრესული სამყაროს" მიერ გამოშვებულ ბოლს |
Posted by: zindiosama 29 Jun 2016, 20:02 | ||
mamukasokhumeli
ხოდა საქმეც მაგაშია, ნაცბანდა პრაქტიკულად უკვე ჩარეცხილია თინიკო ერთ კვირაში ჩაირეცხება რესპები საერთოდ გაქრებიან ოქტომბრის არჩევნების მერე და ახალი მინისტრი იმედია ამ მავნებლურ ბრძანებას გააუქმებს, რომელიც საერთოდ ანტიკონსტიტუციურია * * * არადოქსული და გულსატკენია, რომ ყველა ინსტიტუტმა საქართველოში ერთხმად და ერთიანი ძალით გადაატეხა შუბები საქართველოს თავდაცვის მინისტრს, რომელმაც თქვა ის, რაც პირადად არაერთხელ მომისმენია მათგან, ვინც ახლა უმოწყალოდ აკრიტიკებს თინა ხიდაშელს. სამხედრო სავალდებულო სამსახური საქართველოში ითვლებოდა და ითვლება გზის დასაწყისში მყოფი ახალგაზრდის კაბალურ და ერთ-ერთ ყველაზე დამამცირებელ ექსპლუატაციად სახელმწიფოს მხრიდან. საქართველოს დამოუკიდებლობის განმავლობაში ერთადერთი გამონაკლისი იყო ზვიად გამსახურდიას ბრძანებით ეროვნული გვარდიისათვის გამოცხადებული გაწვევა, როდესაც კომისარიატებში რიგები იდგა. ამის შემდეგ − უფრო ზუსტად, 1991-92 წლების ავადსახსენებელი და ქართული სახელმწიფოსათვის კატასტროფული „თბილისის ომის“ შემდეგ, რომელსაც სწორედ ეროვნული გვარდიის საბედისწერო დაპირისპირებამ დაუდო სათავე − სამხედრო სავალდებულო გაწვევა საქართველოში კვდებოდა ჩვენ თვალწინ და მის რეანიმაციას ვერ ახდენდა ვერც პოლიციის მასშტაბური სამხედრო რეიდები, ვერც დეზერტირთა მასობრივი დაპატიმრება, და ვერც მთელი თავდაცვის სამინისტროს სამხედრო კოლეგიის საველე მდგომარეობაში გადაყვანა, როგორც ეს 1996-97 წლებში გააკეთა მაშინდელმა მინისტრმა ვარდიკო ნადიბაიძემ. განა ეს ვინმესათვის უცნობია? ან განა თინა ხიდაშელის ბრალია, საქმე აქამდე რომ მივიდა? 1990-იან წლებში, როდესაც დღევანდელი თავდაცვის მინისტრი, ალბათ, ჯერ კიდევ სტუდენტი იყო, მე და ჩემს ბევრ თანამოაზრეს და, თუ გნებავთ, თანამებრძოლსაც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გაყინულ და უშუქო კედლებში, იმ გადეზერტირებული ქვეყნისა და დამშეული ქართული ჯარის შემყურეს, არაერთხელ გვიოცნებია იმ დროზე, როდესაც ჯარისკაცობა გახდებოდა პროფესია და აღარ იქნებოდა ვალდებულება. საყოველთაოდ მიჩნეულია, რომ თუ სახელმწიფოებრივ დონეზე არ არის შემუშავებული შესაბამისი ფინანსური, სოციალური თუ საგანმანათლებლო პროგრამები, რასაც მარტივად სამსახურებრივი მოტივაცია ჰქვია, დემოკრატიულ საზოგადოებაში მოქალაქეს ვერ აიძულებ ჩაიცვას სამხედრო ფორმა. ეს ისეთივე უპერსპექტივოა, როგორც მცდელობა იმისა, რომ გაწვევისა და იძულების გზით აღგვეზარდა მხატვრები, მუსიკოსები, მომღერლები, პოეტები, ექიმები, მასწავლებლები თუ სხვა დარგის პროფესიონალები. თინა ხიდაშელს ქვა იმან ესროლოს, ვინც ფიქრობს, რომ საქართველოს თავდაცვის ბიუჯეტს აქვს ფუფუნება, ფული არაფრისმომცემ პროგრამებში გადაყაროს, ხოლო საქართველოს მოქალაქე მზად არის იმისათვის, რომ ერთი წლით მოწყდეს ოჯახს, ინსტიტუტს, სამუშაოს, მეგობრებს, ზოგადად, თავისუფლად ცხოვრებას. მაგრამ სამხედრო სავალდებულო სამსახურის გაუქმება მხოლოდ საბაბია, მით უფრო, რომ თავდაცვის მინისტრს არაფერი გაუუქმებია. მან, როგორც მინისტრმა, უარი თქვა წვევამდელთა მიღებაზე, რაც მის არაერთ წინამორბედსაც გაუკეთებია. მიზეზი სხვაა. მიზეზი თავად თინა ხიდაშელის პიროვნებაა, მინისტრისა, რომელიც თავისი გამოკვეთილი პროევროპულობის, შეუპოვრობისა და წინამორბედი მამაკაცი მინისტრებისათვის შესაშური გახსნილობის გამო, დიდი ხანია ყელზე ადგას საქართველოში არსებულ ათასი ჯურის კონსერვატიულსა თუ ულტრამემარჯვენე ძალებს. თინა ხიდაშელს, როგორც პოლიტიკოს მინისტრს, შეუძლია გააკრიტიკებოს თავისი კოლეგებიც და საუბარში ქვეყნის პრეზიდენტსაც არ დაუთმოს, თუ ეს საქმეს დასჭირდება. ყოფილ პრეზიდენტთან მის დამოკიდებულებაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. თავდაცვის მინისტრის დღევანდელ ოპონენტებს რატომღაც ავიწყდებათ, რომ სააკაშვილის ტრიუმფის დროს თინა ხიდაშელი ლამის ერთადერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი იყო, ვინც ყველა საერთაშორისო ტრიბუნიდან და ყველა დონეზე უპირისპირდებოდა ყოფილ ხელისუფლებას და არა მხოლოდ უპირისპირდებოდა, არამედ სჯობნიდა კიდეც ნაციონალური მოძრაობის გამობრძმედილ ორატორებს. სულ ახლახან, როცა, უკრაინის ხელისუფლების ხათრითა თუ დასავლეთის შიშით, „ქართული ოცნების“ ლიდერები ხმის ამოღებას ვერ ბედავდნენ ოდესის გუბერნატორის მწვავე განცხადებებზე, სწორედ თინა ხიდაშელი იყო ის ქართველი მინისტრი, რომელმაც, პრაღაში სტუმრობისას, რადიო თავისუფლების შტაბბინიდან იკითხა მთელი ქვეყნის გასაგონად: მაინტერესებს, ეს კიევის პოზიციაა, თუ არცთუ მთლად ნორმალური ფსიქიკის მქონე გუბერნატორისო. ცხადია, თავდაცვის მინისტრი არ არის შეუცდომელი მოღვაწე. პირადად მე მის დიდ შეცდომად მიმაჩნია შუალედური არჩევნების დროს საგარეჯოში თავისი მოგვარისა და თანაპარტიელის, თამარ ხიდაშელის, ჯერ საარჩევნო პროცესში საჯარო მხარდაჭერა, ხოლო მერე საარჩევნო ბიულეტენების გადათვლაში მონაწილეობა, რაც, მეტი რომ არ ვთქვათ, შეუფერებელია სამხედრო უწყების ხელმძღვანელისათვის. თავისი ჰიპერაქტიული პიარისა და ხშირი მივლინებების გამო, ხიდაშელი, მაგალითად, ვერ ამჩნევდა იმას, რომ ავღანეთიდან დაბრუნებულ გადაღლილ ქართველ ჯარისკაცებს თბილისის აეროპორტში სატვირთო მანქანებში სხამდნენ და ასე, ცხვრებივით, მიჰყავდათ თბილისიდან ხუთი-ექვსი საათის სავალ გზაზე − სენაკსა თუ ბათუმში. საერთოდ, თინა ხიდაშელი, როგორც სამხედრო უწყების ხელმძღვანელი, განუზომლად დიდ დროს უთმობს საჯარო სივრცეს. ფეისბუკით იგი პირადად დიდი პოსტებით პასუხობს ლამის ყოველ თავის კრიტიკოსს, ებმება დისკუსიებში და რეაგირების გარეშე არ ტოვებს არც ერთ მოვლენას. იქმნება შთაბეჭდილება, რომ თავდაცვის მინისტრი მთლიანად ცხოვრობს ამ ვირტუალურ სივრცეში, მაგრამ მერე ჩართავ რომელიმე ქართულ არხს და სრულიად რეალურ დროში და კონკრეტულ ადგილზე, რომელიმე ღონისძიებაზე ხედავ თინა ხიდაშელს, უფრო ხშირად − მასპინძლის როლში. არ დავმალავ, რაღაც მომენტში ეს ყველაფერი მეც ძალიან გამაღიზიანებლად მეჩვენებოდა, მაგრამ მერე ჩავწვდი ხიდაშელის ამ „მოდუს ოპერანდის“ აზრს. ასეთი ჰიპერაქტიულობა და აგრესიული პიარი თავდაცვის ერთადერთი იარაღი, ერთადერთი „ანტიდოტია“ იმისათვის, რომ ადამიანი გაუმკლავდეს მისკენ გამოტყორცნილ ათასობით შხამიანი ისრის ზემოქმედებას, გაანეიტრალოს უამრავი ცილისწამება და ჭორი და ასეთი სასტიკი პრესინგის პირობებში შეინარჩუნოს სულიერი ძალები და მხნეობა როგორც პოლიტიკოსმა, დედამ და ქალმა, რისთვისაც თინა ხიდაშელს არასოდეს არავისგან უთხოვია შეღავათი. http://www.tavisupleba.mobi/a/koba-liklika...t/27828739.html |
Posted by: nodari_nx 2 Jul 2016, 14:18 | ||||
მაგარი ვეში ჩანს. .............. |
Posted by: mamukasokhumeli 7 Jul 2016, 01:53 |
"ამერიკელები იღებენ პასუხისმგებლობას ექსკლუზიურად, დაგვეხმარონ ჩვენი შიდა პრობლემების, საჭიროებების გადაწყვეტაში, ეფექტურ მართვასა და შეიარაღებაში, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, თინა ხიდაშელმა საქართელო-აშშ-ს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ გაფრომებული მემორანდუმის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა" და ა.შ. http://www.2030.news/index.php?newsid=9853 |
Posted by: hermes555 7 Jul 2016, 19:41 |
mamukasokhumeli რა იქნება ახლა გეტყვი: ამერიკელები გადმოიღებენ ზედა თაროზე შემოდებულ იმ ხელშეკრულებას რაც გააფორმა შაშკინმა, ჰოუკ-21-ები და ა. შ. უბრალოდ ამ სირთაოზების ხელში 4 წელი დაიკარგა |
Posted by: zindiosama 8 Jul 2016, 13:52 |
ხალხო, მილკავკაზი რატო დახურეს ხო არ იცით? |
Posted by: t-90 8 Jul 2016, 14:47 | ||
hermes555
აი ეგ ჰოუკები სად უნდა გაიკეთონ კი იციან თითონაც. |
Posted by: xDavid_S 8 Jul 2016, 15:01 | ||
t-90
ან ესენი რატომ უნდა მოგცენ არჩილ? |
Posted by: zindiosama 8 Jul 2016, 16:56 | ||
xDavid_S
და რატო არ უნდა მოგვცენ, გრეხია? |
Posted by: t-90 8 Jul 2016, 18:43 | ||
xDavid_S
არც მაგათ არ მოგვცემენ აგერ ნახე. |
Posted by: aivenho 9 Jul 2016, 10:26 | ||
ნიფხავგამოხეული ტიპი რო გეტყვის შენი ნახმარი, გარეცხილი, დაკემსილი და დაუთოებული ნიფხავი ტრაკში გეიკეთეო იმიტო |
Posted by: xDavid_S 9 Jul 2016, 18:25 | ||
t-90
არც მაქვს ილუზია |
Posted by: mamukasokhumeli 9 Jul 2016, 18:47 |
რას გადავეკიდეთ ამ "ჰოუკს",მაინც არაა აშუშუსათვის ასე ძალიან მნიშვნელოვანი ამ კლასის ჰსთ სისტემები და კიდიათ.სხვა ვარიანტები ეძრობა მაინც.რახან ფრანგულით დაიწყეს,შეიძლება ფრანგულითვე გააგრძელონ აწი რაღაც მცირე გამონაკლისების გარდა.პრინციპში არაა ცუდი არჩევანი,თუ ვივარაუდებთ,რომ საზღვაო ვარიანტსაც იგივეს გამოვიყენებთ(მართლა ლუკუმი უნდა იყოს საზღვაო ვარიანტი ხომალდებისათვის).ვერტიკალური სტარტით,უკეთესი რა უნდა ინატრო? |
Posted by: მილიტარისტი 9 Jul 2016, 19:32 |
mamukasokhumeli არანაირი საზღვაო ვარიანტი არ იქნება თუ ვინმე მთელ ფლოტს არ გვაჩუქებს (და არა მოგვყიდის) და არც არის საჭირო ჯერ ერთი საქართველოს ვერასდროს ეყოლება ისეთი ფლოტი, რომელიც მოახერხებს რუსული შავი ზღვის ფლოტის განეიტრალებას ამდენი თანხა ამ ქვეყანას ვერ ექნება ვერასდროს მეორე - ჩვენი ამოცანებისთვის ფლოტის ყოლა სულაც არ არის აუცილებელი ორი ცალ საწყალ სარაკეტო კატარღას რომ ფლოტი ერქვა და სარდლობა ყავდა, ეგეთს ჯობია საერთოდ არ არსებობდეს. ტყუილი ფულის ხარჯვაა. ჩვენ რომ ფლოტს ვეძახდით სინამდვილეში იმას სანაპირო დაცვის ფუნქციის გარდა რეალურად არაფერი შეეძლო. და აბსოლუტურად სწორედ გააუქმეს და დატოვეს მხოლოდ სანაპირო დაცვა შსს-ს შემადგენლობაში. ისევე როგორც აბსოლუტურად სწორედ გააუქმეს ავიაციის სარდლობა და შეუერთეს ავიაცია სახმელეთო ძალებს, რადგან ერთადერთი რაც ჩვენ ავიაციას შეეძლო იყო ახლო საჰაერო მხარდაჭერა და ტრანსპორტირება რაც ზუსტადაც არც მეტი არც ნაკლები სახმელეთო ძალების ავიაციაში შედის ყველა ნორმალურ ქვეყანაში. ფრანგულ ჰსთ-ს რაც შეეხება, თუ მართლა ახლო მოქმედების თანამედროვე სისტემები არის შეძენილი როგორც ზოგი წყარო წერს, ესეც გინდ გქონია გინდ არა საჭიროა მინიმუმ საშუალო მოქმედების სარაკეტო კომპლექსები, რომლებიც წინააღმდეგობას გაუწევენ სტრატეგიულ ბომბდამშენებს წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ახლო მოქმედების ჰსთ იქნება ჰაერში გადაყრილი მილიონები, რომელსაც თავზე დაგვამხობენ საქმე საქმეზე რომ მივა ჰოუკი ზუსტადაც საშუალო მოქმედების სისტემაა და მისი სროლის სიმაღლე ზუსტადაც უზრუნველყოფს სტრატეგიული ბომბდამშენების თუ ნებისმიერი სახის ავიაციის დაზიანებას დიდ სიმაღლეებზე. და იმ ახლო მოქმედების ფრანგული ერთი ბატარეის ფასად მთელი საქართველოს სამყოფ მაგ ჰოუკებს ვიყიდდით. + ასეთი შესყიდვის ნახევარზე მეტს აშშ დააფინანსებდა ალბათ თავისი ბიუჯეტიდან + ოფიცრების მომზადებასაც ზედ მიაყოლებდა. |
Posted by: GeoWarr1or 9 Jul 2016, 21:31 |
შავნაბადას გერბი სავარაუდოდ და წარწერა ქონდა ერთ ახალგაზრდას მეტროში მხარზე, საკმაოდ დიდი, თან ღიად ქონდა მთელი მხარი და კეპი ქონდა თვალებამდე ჩამოფარებული ხო და შავნაბადას სპეც დანიშნულების რაზმის წევრი იყო ? და თუ ეგრეა რამდეად მართებულია ეგრე გადაადგილება და ტატუს არსებობა ? |
Posted by: მილიტარისტი 9 Jul 2016, 22:02 | ||
GeoWarr1or
არ არის მართებული რა თქმა უდნა მარა შეავნაბადას გერბი არმიის შავნაბადის ბატალიონის ხომ არ იყო? |
Posted by: mamukasokhumeli 10 Jul 2016, 00:32 |
მილიტარისტი ძალიან კატეგორილი ტონითაა დაწერილი მზარება დროის კარგვა ტყუილად და საწინააღმდეგოს მტკიცება.მითუმეტეს ათასჯერ მაქვს ეს გაკეთებული აქამდე |
Posted by: მილიტარისტი 10 Jul 2016, 11:37 | ||
mamukasokhumeli
კატეგორიული ტონი რა შუაშია, სიმართლე მწარეა უბრალოდ არანაირი ფლოტი არ გვყოლია ჩვენ არასდროს, არათუ უახლეს ისტორიაში, არამედ არასდროს თანხა რომ უფრო რაციონალურად მოვიხმაროთ ბევრად უფრო ეფექტური იარაღი გვექნება, ვიდრე ორი ჟანგიანი კატერი ეს სიმბოლური ფლოტის აღდგენა, რომელის მიზანიც მაღალი წოდების თანამდებობის შექმნაა და მეტი არაფერი, საერთოდ უსარგებლოა. რაში იღებს ხელფასს ფლოტის სარდლობა, რომელსაც ევალება მხოლოდდამხოლოდ კოორდინაცია სანაპირო თავდაცვასთან. კოორდინაციაში რა იგულისხმება? რისი კოორდინაცია შეუძლია ამ სარდლობას რა გააჩნია? არაფერი მისი ფუნქცია არის ერთადერთი, ეს არის ინფორმაციის მიღება შავ ზღვაში მცურავი საშუალებების შესახებ ინფორმაციის მიღებას სარდლობა არ სჭირდება, ნამეტანი ძვირი მიმღები არის და ნამეტანი მაღალი თანამდებობის საჰაერო ძალების სარდლობის ყოლას კიდევ აზრი არ აქვს საჰაერო ძალების გარეშე ახლო საჰაერო მხარდაჭერა და მი-8-ები ჯიდევ არ არის საჰაერო ძალები ავიაციას საჰაერო ძალები რომ დაერქვას, უნდა ქონდეს მინიმუმ საჰაერო აღკვეთის შესაძლებლობები, რომ აღარაფერი ვთქვათ სტრატეგიულ ავიაციაზე საქართველოში რაც გვაქვს, ეს უნდა იყოს სახმელეთო ძალების საკუთრება, იმიტომ რომ მეტი დანიშნულება მათ არ აქვთ გარდა უშუალოდ სახმელეთო ქვედანაყოფების ახლო საჰაერო მხარდაჭერისა და მათი ტრანსპორტირების. მათ დანიშნულებაში არ შედის ზურგში მაღალი ღირებულების მიზნების დაზიანება და 2008-ში ეს ძალიან კარგად დავინახეთ, რადგან ვერანაირი მაღალი ღირებულების მიზანი ვერ დაზიანდა ჩვენი ავიაციის მიერ, მიუხედავად იმისა, რომ გაფრენები შესრულდა მოწინააღმდეგის საჰაერო თავდაცვის მიზერული რაოდენობის და ავიაციის არ მოქმედების პირობებში მათ დანიშნულებაში არ შედის საჰაერო აღკვეთა და მით უმეტეს სტრატეგიულ სიღრმეებზე მოქმედება. სარდლობა მხოლოდ სახმელეთო ქვედანაყოფებსა და ავიაციას შორის უსარგებლო არასაჭირო ზედმეტი რგოლია, რომელსაც არ აქვს ფუნქცია ფაქტიურად. მას არ შეუძლია არანაირი ამოცანის შესრულება გარდა ქვეითი ქვედანაყოფების მხარდაჭერისა. ამიტომაც არაფერში არ არის საჭირო ის არგუმენტები, რომ თითქოს სარდლობის არსებობა თუ ფლოტის არსებობა ინარჩუნებს ქვეყანაში საზღვაო ძალების და ავიაციის კულტურას, არის ფანტასტიკა ჯერ ერთი არანაირი კულტურა და ტრადიცია ფლოტის ამ ქვეყანას არ აქვს. მეორეც სარდლობა ვერანაირ კულტურას ვერ უზრუნველყოფს ძალების გარეშე. ძალები, გემები და თვითმფრინავები არის კულტურა და არა კაბინეტები და ლენდკრუიზერ პრადოები. და ასეთი სარდლობების არსებობა თანხების არამიზნობრივი ხარჯვის და ზედმეტი ბიუროკრატიის კულტურას უფრო ნერგავს ვიდრე რამეს ინარჩუნებს. |
Posted by: GeoWarr1or 10 Jul 2016, 22:42 |
მილიტარისტი არ ვიცი, 13 ეწერა მემგონი შუაში აღარ მახსოვს, უბრალოდ, პატივსიცემით კი აღვივსე პიროვნებისადმი მაგრამ არც სწორი იყო და არის მეც ეგრე ვფიქრობ, დემონსტრაცია |
Posted by: mamukasokhumeli 11 Jul 2016, 01:06 | ||
მილიტარისტი
გასაგებია,რომ ფლოტი არ გვყავდა და არ გვაქვს სამხედრო-საზღვაო ტრადიციები.ამიტომ და ბევრ სხვა მიზეზს გამო დღესვე რომ გვაჩუქონ შეიარაღებული და გამართული ფრეგტები და საესკადრო ნაღმოსნები,ფლოტი არ იქნება ბრძOლისუნარიანი.არ მინდა მთელი ტექსტის ციტირება.ისე გავაგრძელებ.რახან მთელი ფლოტის სარდლობა შექმენს და რამდენიმე კატარღას ლამის ადმირალები დაუნიშნეს თავისი შტაბებით და ისტორიებით,არ ნიშნავს,რომ ეს წესად უნდა დავამკვიდროთ და მაინც და მაინც ასე უნდა იყოს აწი.საერთოდ რა გაკეთდა აქამდე სწორად ქვეყანაში?პირველი რაზეც ვზრუნავთ ესაა მსხვილ მსხვილ ვარსკვლავების დარტყმა სამხრეებზე,კაბიბნეტები,სამსახურები ჩვენთვის და ახლობლებისათვის და მერე იქნებ მოვიცალოთ არსზე...მაგრამ ეს სხვა ისტორიაა. არსებობს ობიექტური აუცილებლობა.ან გვესმის და ვაცნობიერებთ მას,ან არა.ოდესღაც გაცნობიერა ვიღაცამ ეს აუცილებლობა და გაჩნდა სამხედრო ფლოტიც,ავიაციაც და ა.შ.და თუ ვერ ვაცნობიერებთ,მაშინ საუბრის გაგრძელებას უბრალოდ აზრიც არა აქვს.ჩვენში ბევრი საერთოდ ვერ აცნობიერებს შეიარაღებული ძალების აუცილებლობას და საერთოდ სრულ განიარაღებასაც მოითხოვს "ტყუილად რომ არ ვხარჯოთ მაყუთი".ფლოტი ვერ გვეყოლება რეალურად,რომც გვაჩუქონ უახლოესი ხომალდები.ამიტომ დღეს ბიუჯეტიდან მაყუთის გამოყოფა ფლოტის შესამქნელად და ა.შ. მართლაც უაზრობაა.ასე სეიძლება ისევ ძველებუირ გავიმეოროთ,გვეყოლება ადმირალები,სხვა და სხვა რანგის კაპიტანები და ა.შ.,მაგრამ ფლოტი არა...ამიტომ შეიძლება საუბარი მხოლდო მომავალ პერსპექტივაზე.ვინაიდან ფლოტი ერთ დღეში,ან ერთ წელიწადში უბრალოდ ვერ შეიქმნება.ამას ჭირდება დრო,მუშაობა და სათანადო სახსრებიც,რომლის რაოდენობაც დამოკიდებულია იმაზე,თუ რა ეტაპზე რას ვაკეთებთ. ამას იქეთ,მე პირადად არ გახლავარ სამხედრო მეზღვაური.ვიყავი საბჭოთა ფლოტში რიგითი მეზღვაური და უბრალოდ მიყვარს ეს საქმე.თუმცა ჩემი ინტერსების გამო სულაც არ ვიცავ ფლოტის აუცილებლობის იდეას.უბრალოდ მესმის ეს აუცილებლობა.ამიტომ არ დავიწყებ რაღაც მნიშვნელოვან დეტალებზე მსჯელობას.ეს ჯობია აკეთონ საქმის მცოდნე ოსტატებმა.ძალიან მიამიტური გამოვა რომ ჩამოვწერო ახლა აქ,რომ გვჭირდება ვთქვათ სამი წყალქვეშა ნავი,ორი კორვეტი,ამდენი სარაკეტო კატარღა და ა.შ.ამ დონის მსჯელობა მოსულა ფორუმზე,მაგრამ...არის რეალურად "ბირჟის" დონე და ამ დონეზე ვწყვეტთ აქ რა გვჭირდება და რა არა.იგივე კატეგორიის მსჯელობაა ისიც,რომ "სანაპირო დაცვა საკმარისია და არ გვჭირდება ფლოტი".უბრალოდ უნდა ესმოდეს კაცს სანაპირო დაცვისა და ფლოტის როლი და მნიშვნელობა.თან ეს არაა ისეთი საკითხი,ვიღაც გავიდნენ გვერდზე და დააყარეს ერთმანეთს.ანდა ჩვენ ვიჯდეთ ტრიბუნაზე და ვუყურებდეთ ბრძოლის მიმდინარეობას.არაა ასე ეს!ფლოტი,ჩვენი ინტერესები ზღვაზე,სანაპირო დაცვა და ა.შ. ყველაფერი სახელმწიფოს უსაფრთხოების ერთიანი სისტემის განუყოფელი ნაწილია.ამიტომ ამ ერთიანი სისტემაზე უნდა გვქონდეს რაღაც წარმოდგენა.არ ხდება ეგრე ჩავძირეთ რომელიღაც ხომალდი მტრის და მორჩა კინო,ან პირიქით. და ბოლოს პრინციპი "კბილი სტკივა-თავი მოვკვეთოთ" არა მგონია სწორი.ეგრე ამდენი ხანი ნორმალურ ხელისუფლებას ვერ ვერირსეთ,გამართულ ინსტიტუციებს და რა ვქნათ ახლა,უარი ვთქვათ სახელმწიფოებრიობაზე და დავიშალოთ? |
Posted by: მილიტარისტი 11 Jul 2016, 09:13 | ||||||||||
mamukasokhumeli
წესად რომ არ დამკვიდრებულიყო მაგიტომაც გაუქმდა და ვაიდა ვინმემ ერთ დღეს მთელი ფლოტი გვაჩუქოს, სარდლობა ხომ უნდა გვყავდესო, მაგის გამო სარდლობის და სახეობის არსებობას შეიარაღებულ ძალებში აზრი არ აქვს
არანაირი აუცილებლობა არ არსებობს. სარდლობა არის აუცილებელი მხოლოდ მაშინ, როდესაც რეალურად არსებობს ეს სახეობა შეიარაღებულ ძალებში, როდესაც რეალური ფლოტი გყავს და რეალური საჰაერო ძალები, არა მხოლოდ სანაპირო დაცვა და ახლო საჰაერო მხარდაჭერა.
არც ფლოტი და არც ავიაცია არ გაჩენილა, კაბინეტები გაჩნდა მხოლოდ.
ძალიან საკამათო იდეაა. პირველ რიგში ის უნდა გადაწყდეს თუ რა ამოცანა უნდა დაეკისროს ფლოტს, რომ ვთქვათ რომ ის აუცილებელია საზღვაო კომუნიკაციების დაცვა? ვისგან? რუსული შავი ზღვის ფლოტისგან თუ თურქული ფლოტისგან, რომლის ფლოტსაც რომ თავი გავანებოთ სრუტეები აქვს ხელშ ჩაგდებული. ჩვენი საქმიანობა ზღვაზე იქნება მარტო თავდაცვა და აღკვეთა, მეტი ჩვენ ვერ შეგვეძლება ვერასდროს. თავდაცვისა და აღკვეთისთვის კიდევ ფლოტი სულაც არ არის აუცილებელი. ბევრად იაფი შეიარაღება არის ამისთვის შექმნილი და გამოცდილი.
კბილი სტკივა არა, კბილები არ აქვს საერთოდ ერთადერთი გზა იმისა, რომ საქართველოში არსებობდეს ფლოტი, არის გემთმშენებლობის ჩასახვა და შემდეგ განვითარება იმ დონემდე, რომ საკუთარი ძალებით შევძლოთ საბრძოლო ხომალდების კეთება. სხვაგვარად ფლოტის შეძენა ჩვენი რესურსებით არის ზღაპარი. ჩუქებით კიდევ საკმარისს არავინ გვაჩუქებს. ფლოტი ტანკი და ჰამერი არ არის, ყველაზე ძვირი სამხედრო ტექნიკაა. ეს საქმე დღესვე რომ დაიწყოს დასჭირდება 50 წელი სარდლობაზეც მერე უნდა ვიფიქროთ. |
Posted by: mamukasokhumeli 11 Jul 2016, 09:43 | ||||
შავი ზღვა არაა დემილიტარიზებული რამდენადაც ვიცი...
"შენ მოუგებ რუსეთს ომს" ლოგიკა... გასაგებია მოკლედ.არ მიგაჩნია ფლოტი აუცილებლად და აბსოლტურად დარწმუნებული ხარ ამაში როგორც მეჩვენება.მადლობა ღმერთს,რომ ასე არ ფიქრობს ყველა.თვით თინიკოც კი! |
Posted by: მილიტარისტი 11 Jul 2016, 10:02 | ||||||
mamukasokhumeli
და რა მერე, ჩვენ რო "ფლოტი" გვყავდა გადავწყვიტეთ ხო მილიტარიზებული შავი ზღვის პრობლემა
არავითარ შემთხვევაში. ჩემთვის არავის დაუბრალებია ჯერ ეგ. მე ვიძახი რომ რუსეთს მოვუგებთ ომს იმ შემთხვევაში თუ ორ კატერს არ დავარქმევთ ფლოტს, არ დავუნიშნავს ადმირალებს, არ ვიძახებთ რომ აბა ხომ არ გავაუქმებთ კულტურას დავკარგავთო და ამის ნაცვლად თანხას დავხარჯავთ უფრო ეფექტურ რამეში.
კი და ჯერ ვერ მოვისმინე არგუმენტი, რომელიც აჩვენებს ფლოტის, როგორც ცალკე სახეობის სარდლობის ყოლის აუცილებლობას ან რაღაც მინიმალური ოდენობის სიმბოლური ფლოტის ყოლის აუცილებლობას. თურქეთის ან რუსეთის შავი ზღვის საპირწონე ფლოტზე იმედია საუბარი აქ გვაქვს, იმიტომ რომ ეს უფრო ზღრაპრების სფერო გამოვა ვიდრე ლოგიკა |
Posted by: mamukasokhumeli 11 Jul 2016, 12:29 | ||
http://radikal.ru/big/d773c0b6e43b4e3a86bcb237be2555ff თუ ძმა ხარ ამდენი ხანი ფლოტის ყოლის აუცილებლობაზე ვსაუბრობთ თუ ცალკე სახეობის სარდლობის ყოლის აუცილებლობაზე? ეტყობა სხვა და სხვა რამეებზე ვსაუბრობთ. ეგ თავისთავად ცხადია,რომ ორ კატარღას ადმირალი არ ჭირდება.საჭიროა მუშა ჯგუფი,რომელიც ერკვევა ამ საქმეში აკრგად,შეუძლია სტარტეგიულია ზროვნება და გატვლა იმისა,თუ რა ამოცანები გვაქვს გადასაჭრელი და როგორ გადავჭრათ.ეს არის ძალიან ვიწრო თემა როგორმე დავიცვათ თავი რუსეთის შესაძლო დესანტისაგან ვთქვათ და რამე ასეთი.ეს იგივეს ჰგავს,რომ ვიმსჯელოთ წიფის გვირაბის დაცვაზე ვთქვათ,ან რამე ასეთზე. პირველ რიგში უნდა გვესმოდეს რა არის ახელმწიფო,რაც ძალიან ბევრს საერთოდ არ ესმის.მე შემიძლია დავიტყრაბახო,რომ რაღაც წარმოდგენა მაქვს.მერე უნდა გვესმოდეს სახელმწიფოს ინტერესები ამა თუ იმ გეოგრაფიულ ერთეულზე და ა.შ.არაა მხოლოდ საზღვაო კომუნიაკციების უსაფრთხოება.არის სხვა მნიშვნელოვანი საკითხებიც.კი ბატონო,ამ ეტაპზე ვიფიქროთ მტრის შესაძლო შეტევის მოგერიებაზე ზღვიდან(თუმცა მეეჭვება ეს მხოლოდ სანაპირო დაცვით შევძლოთ...),მაგრამ სულ ასეთ პოზიციაზე ვერ დავრჩებით.უნდა განვვითარდეთ.თუ არ მოხდება სრული დემილიტარიზაცია შავი ზღვის,მაშინ სერიოზულ ფლოტზე(ჩვენი მასტაბით) უნდა ვიფიქროთ,რომელსაც ექნება საკმარისი უნარები საიმისო,რომ ჩვენი არსებობა და ყოფნა შავ ზღვაზე საგრძნობი გახდეს.ამას არ ჭირდება რაღაც გრანდიოზული ძალები. ფლოტი იარაღია("ინსტრუმენტი" ასე ვთქვათ ისევე,როგორც შეიარაღებული ძალების სხვა სახეობები,დიპლომატია,დაზვერვა და ა.შ.).მის გამოყენების უნარზე ბევრი რამაა დამოკიდებული და თან ფლოტი ეფექტური იქნება სხვა საშაულებებთან ერთობლიობაში.ერთიანობაში უნდა განვიხილოთ საქართველოს სახელმწიფოს უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხი.ეს საკითხი არ შემოიფარგლება შეიარაღებული ძალებით.მითუმეტეს ფლოტით. ამ ერთიან კონსტრუქციაში უნდა მოიაზრებოდეს სამხედრო-საზღვაო ძალებიც და ნუ დავარქმევთ ფლოტს,დავარქვათ სამხედრო ხომალდების შენაერთი,რა ვიცი რაც მოგვეწონება.ამას იქეთ ადმირალი გვეყოლება ფლოტის სარდალი თუ კაპიტან ლეიტენანტი,ცალკე მსჯელობი საგანია.ასე ვთქვათ წვრილმანი დეტალია ერთი საქმის.ფაქტიურად გავიმეორე უკვე ერთხელ ნათქვამი.უფრო გასაგებად როგორ ვთქვა? |
Posted by: მილიტარისტი 11 Jul 2016, 12:59 |
https://forum.ge/?showtopic=34236740&st=1245entry48320949 აქ გავაგრძელოთ თორე ვაოფებთ და დაგვსჯიან მართებულად |
Posted by: zindiosama 11 Jul 2016, 13:56 | ||
mamukasokhumeli
მერე გვყავს ეგეთი ჯგუფი? ან იმის იმედი მაინცაა რომ უახლოეს ასწლეულში გვეყოლება? მეტი არაა ჩემი მტერი |
Posted by: mamukasokhumeli 11 Jul 2016, 17:11 | ||
რა ვიცი...ალასა იძახოდა გვყავსო და თინიკომაც დაადასტურა იგივე |
Posted by: zindiosama 11 Jul 2016, 19:49 | ||
mamukasokhumeli
ვაიიი... მაგათი ძახილ-დადასტურების არ გაიშვას არაფერი |
Posted by: mamukasokhumeli 11 Jul 2016, 20:01 |
რა ვიცი აბა ზინდი.მაგ იდეაზე ვწერდი ხშირად აქაც და ეტყობა ჩემს გარდა სხვასაც ჰქონია.სამუშაო ჯგუფიას აჭირო სათანადო,რომელიც დაამუშავებს განვითარების გეგმას დროში გაწერილს.რა აზრი აქვს პირდაპირ უფუნქციო ბიუროკრატიისა შექმნას და უმეზღვაურო ადმირალების ყოლას?ვნახოთ,ვნახოთ... ხე ნაყოფით შეიცნობა |
Posted by: მილიტარისტი 11 Jul 2016, 20:48 | ||
zindiosama
მე მოგიყვანთ მაგალითს ვინ ყავს სამინისტროს მოაზროვნე უკვე კაი ხნის წინ ამერიკელმა მრჩეველ-მეგობრებმა გვირჩიეს საჰაერო ძაალები გააუქმეთო არგუმენტი უტყუარი იყო, პილოტი რამდენსაც უნდა დაფრინავდეს წელიწადში, იმისთვის რომ მას დავალება მიანდო, იმასთან მიახლოვებულსაც კი არ დაფრინავენო და არ შეიძლება საერთოდ მაგათი ფრენაო. ამას გარდა ეს თვითმფრინავებიც ვერაფერში ვერ გამოგადგებათო (რაც 2008 წელს 100%-ით დასასტურდა, რაც რა თქმა უნდა არ ეხება მოიერიშე და სატრანსპორტო ვერტმფრენებს) მაშინ ატყდა ერთი ამბავი, აი ავიაციის კულტურას გვართმევენო, ქართველობასაც გვართმევენო, არ უნდათ რომ ომი შეგვეძლოსო და მსგავსი სისულელეები რეალობა კი მწარე აღმოჩნდა. ყველაზე მთავარ მომენტში ჩვენი ავიაციის სახეობის შედეგი არის 0, რაც რა თქმა უნდა არ არის იმ ავიატორების ბრალი, ვინც პატიოსნად მსახურობდნენ. უბრალოდ ჩვენ ავიაციას არ შესწევდა იმის უნარი, რასაც ავალებდნენ სამინისტროში თუ აქ ფორუმზე. ამავე დროს ომის შემდეგ 18 ავიატორი დაიჭირეს ან გააგდეს, რამდენი როგორ ზუსტად არ მახსოვს. ნახევარი პერსონალი ქართულად ვერ ლაპარაკობდა და ალექსანდრე ქართველიშვილის საპატივსაცემოდ მიძღვნილ ავიაშოუზე გამოსულ ყველა პილოტს ღიპი ქონდა და ფეხს ვერ აწყობდა ვერც ერთი სამარცხვინო რაღაც იყო ეგ დღე ჩემი აზრით. ასე რომ ნუ იტყვით, თითქოს შეიარაღებულ ძალებს არ ყავს ჯგუფი, რომელიც გაანალიზებს რამეს და რჩევას შესთავაზებს. ჩვენ კი გვინდა ეს ყველაფერი, მაგრამ რეალობა სხვაა. თუ ავიაცია გვინდა ფ35-ზე ნაკლების ყოლას აზრი არ აქვს. თან დიდი ოდენობით |
Posted by: mamukasokhumeli 11 Jul 2016, 23:42 |
ძალიან მომეწონა » სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ « http://www.ekhokavkaza.com/a/27852299.html |
Posted by: მილიტარისტი 12 Jul 2016, 10:07 | ||
GeoWarr1or
თუ არ ვცდები ეს პირველი ბრიგადის მეცამეტე ქვეითი ბატალიონის, ყოფილი შავნაბადის ბატალიონის გერბია არა სპეცრაზმის |
Posted by: zindiosama 12 Jul 2016, 11:51 | ||
მილიტარისტი
ეგ ედიკას დროს იყო ჯერ კიდე ხო? მე ეგრე მახსოვს |
Posted by: მილიტარისტი 12 Jul 2016, 13:52 | ||
zindiosama
კი საუკუნის დასაწყისში მგონი |
Posted by: zindiosama 13 Jul 2016, 13:27 |
თავდაცვის მინისტრის პოსტზე კახა კახიშვილის კანდიდატურა განიხილება 12 JULY, 2016 1 დღის და 59 წუთის წინ 4971 თავდაცვის მინისტრის პოსტზე სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრის კახა კახიშვილის კანდიდატურა განიხილება. ამის შესახებ Front News-ს მთავრობის კულუარებში განუცხადეს. კახა კახიშვილთან კონსულტაციებს პრემიერ-მინისტრი პირადად აწარმოებს და მასზე თანხმობა ბიძინა ივანიშვილსაც მიცემული აქვს, თუმცა ჯერჯერობით საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის. Front News-ის ინფორმაციით, კახიშვილი ბოლო პერიოდში ამერიკის ელჩს იან კელსაც რამდენჯერმე შეხვდა, სადაც შესაძლოა, საუბარი მის მომავალ თანამდებობასაც ეხებოდა. როგორც ცნობილია, კახა კახიშვილი არასამთავრობო ორგანიზაციაში მუშაობის პერიოდში თავდაცვის საკითხებზე მუშაობდა. კახა კახიშვილი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრად 2015 წლის 1 აგვისტოს დაინიშნა. "რესპუბლიკურმა პარტიამ" ოფიციალური წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო. შესაბამისად, "რესპუბლიკელი" მინისტრები - თინა ხიდაშელი და პაატა ზაქარეიშვილი თანამდებობებს ტოვებენ, გიგლა აგულაშვილი კი მთავრობაში რჩება. http://frontnews.ge/ge/news/104719 ამათ ხო არ აჟრიალებთ ტო? აკი კობალაძეო? |
Posted by: mamukasokhumeli 13 Jul 2016, 13:41 |
მოკლედ არ მთვარდება ამ "ნაძაღლარი" ხალხის თავდაცვაში შეტენვა ღმერთო შენ გვიშველე... |
Posted by: zindiosama 13 Jul 2016, 13:50 | ||
mamukasokhumeli
შსს-ში მუშაობდა ადრე? |
Posted by: mamukasokhumeli 13 Jul 2016, 14:16 |
სასჯელაღსრულების სიტემაში მუშაობდაო არ წერია? საერთოდ ვერ გავიგე დღემდე,გაქვს თავდაცვის დოქტრინა?შეიარაღებული ძალების გეგმა დროში გაწერილი?მინისტრად ნაპოლეონიც რომ დასვა,რა შეიცვლება,თუ ჩვენი "შეიარაღებული ძალების" ფუქნცია "სამშვიდობო მისიებს" ვერ ცდება? |
Posted by: zindiosama 13 Jul 2016, 14:29 | ||
mamukasokhumeli
მასე მანამდე ენჯეოშI მუშაობდა "თავდაცვის საკითხებზე" მასეთი წარმატებით შეიძLებოდა მარსიანელების ბაბულიკობაზეც ემუშავა მთავარი აქ ისაა რომ ამერიკული ენჯეოს დანიშნულია და იან კელისთანაც გაიარა კონსულტაცია |
Posted by: mamukasokhumeli 13 Jul 2016, 15:54 | ||
ეგრე იგივე წარმატებით შეიძლება ნებისმიერი აქაური მომხმარებელის დასმა თავდაცვის მინისტრად... |
Posted by: zindiosama 13 Jul 2016, 16:25 | ||
mamukasokhumeli
ხოდა ეგაა უბედურება მთავარია აშუშუს ელჩის ლოცვა-კურთხევა თორე ეგეც არაა გამორიცხული |
Posted by: aivenho 13 Jul 2016, 22:22 | ||
მანამდე გამოძიებაში მუშაობდა მანამდე........... * * * Новым министром обороны Грузии может стать выпускник Академии им. Фрунзе http://vz.ru/news/2016/7/14/821438.html |
Posted by: mamukasokhumeli 17 Jul 2016, 17:48 |
ინტერვიუ ამირან სალუქვაძესთან.საინტერეოსა ჩემი აზრით http://qartulisityva.ge/rasac-axla-vityvi-samshoblos-galati-araa/ |
Posted by: ignorant 17 Jul 2016, 19:37 |
კვირიკაშვილმა თინა რომ ჩამოვა შტატებიდან მერე ვიმსჯელებთ თაავდაცვის მინისტრობის ახალ კანდიდატურაზეო. თინა კიდევ მგონი აღარ აპირებს ჩამოსვლას. |
Posted by: zindiosama 18 Jul 2016, 12:37 | ||
ignorant
არ აპირებს და იქამც დარჩენილა -უკან არავინ ექაჩება ეხლა მთავარია კობალაძე დანიშნონ და არა კახიშვილი |
Posted by: mamukasokhumeli 18 Jul 2016, 13:21 | ||
"თევზი" ჯობია ორივეს,მაგრამ... |
Posted by: zindiosama 18 Jul 2016, 13:34 |
mamukasokhumeli ნუ ეხლა მაგას არავინ დანიშNავს ალბათ თუმცა ჯერ კიდე ყველაფერი წინაა ვნახოთ... თუმცა ძაან მეშინია რომ ეს სირები კახიშვილს დანიშნავენ |
Posted by: ignorant 18 Jul 2016, 14:34 | ||
მაგისი ვიდეო-პრეზენტაციები რომ ვნახე, აშკარად არასწორი ხედვები აქვს საქართველოს სამომავლო განვითარებაზე. პრიორიტეტები აქვს მცდარი. თან რა მაგის საქმე იყო ჰუდონ ჰესის მშენებლობის წინააღმდგ გამოსვლა! |
Posted by: zindiosama 21 Jul 2016, 13:29 |
დღეს წავიკითხე, არც სესიაშვილის და არც კახიშვილის კანდიდატურა არ განიხილებაო კვირიკაშვილმა და ვოლსკიმ. ესე იგი კობალაძეს ნიშნავენ და ეგაა |
Posted by: mamukasokhumeli 21 Jul 2016, 13:53 | ||
"თევზი" მინისტრად!!! |
Posted by: მილიტარისტი 21 Jul 2016, 13:57 | ||
ვინც უკვე იყო და ცადა რაღაც კონკრეტულ სფეროში მოღვაწეობა მოდი შევეშვათ რა უნდა ვეძებოთ ყოველთვის უკეთესი ბევრი რამე არ არის ცნობილი გარეთ, რაც ხდებოდა მისი მინისტრობის დროს და ბევრი ეგ სიმახინჯე დღემდე შემორჩა ჯარს არიან ღირსეულები დარწმუნებული ვარ, წარსული რომ არ მოვაბრუნოთ |
Posted by: mamukasokhumeli 21 Jul 2016, 16:11 |
"თევზის" საინტერესო ინტერვიუ http://pia.ge/show_pia_video.php?id=12460&lang=geo P.S.შეწყდეს ნაძაღლარი ხალხის დანიშვნა თავდაცვის სამინისტროში!ეროვნული გავრდიის შსს-სათვის დაქვემდებერაბემ გამოიწვია თავის დროზე გვარდიის ამბოხი,თორე შეიძლება კიტოვანს არც ჰქონოდა ისეთი მხარდაჭერა დაქვემდებარებულების |
Posted by: zindiosama 21 Jul 2016, 16:30 | ||
mamukasokhumeli
უბედურებაც ეგაა რომ ეს საერთოდ ჩამორჩენილი ქვეყნების დიქტატორული ან ნახევრადავტორიტარული რეჟიმებისთვის დამახასიათებელი მოვლენაა: პათოლოგიური უნდობლობა ჯარისადმი და შსს-ს და უშიშროების სამსახურების გაბლატავება. ამის თავი და თავი მიზეზი კი იმაში მდგომარეობს რომ ქვეყნის ზოგადი ჩამორჩენილობის გამო მმართველ რეჟიმს მყარი სოციალური ბაზა არ გააჩნია და სიტუაციის კონტროლს ძალოვნების მეშვეობით ცდილობს, მაგრამ ძალოვნების ნდობა ასეთ პირობებში შეუძლებელია და ამიტომაც რეჟიმი მათ ერთმანეთს უპირისპირებს. შედეგად - ქაოსი და ბარდაკი. ეეხ... რა გვეშველება |
Posted by: mamukasokhumeli 21 Jul 2016, 18:09 | ||
უსაშველო ჩვენ მტერს დაემართა.რამე გვეშველება.უარესიც დაგვმართნია.როსტომ ხანის დროს კინაღამ გავთათრდით საერთოდ...სოლომონი ხალხით მოვაჭრეებს დასდევდა ხმლით.რა მომხმარებ,ობა გვეტაკა ასეთი ახლობლების,ან თუნდაც საერთოდ უცნობის გაყიდვა რომ მოგინდეს კაცს?!კიდევ როგორ გვითმენს ღმერთი ამდენს! ჩვენში საერთოდ კანონზე მაღლა დგომაა ყველას ოცნება.ეს ექსპანსიურობა და საშინელი არასრუფასოვნების კომპლექსი.სად სამხედრო ფორმა რომ გაცვია და სად კიდევ მაგარი "ქსივა" რომ გიდევს ჯიბეში რომელიმე ძალღლობის კანტორის ან მითუმეტეს უშიშროების.რომ გაქვს განუსაზღვრელი ძალაუფლების შეგრძნებად ა ეტყვი ნებისმიერ გამვლელს "მოდი აქ შე ჩემისა რო გეუბნები"...რას ელი აბა დათრგუნულ,მიჩექმილ ხალხისაგან?ასეთები უვრას ასეთ ხალს,სტალინები,მიშები,კრემლები და კრემლი ძალები და ა.შ. სირობები!მგონი არისტოტელემ თქვა "მონა თავისუფლებაზე კი არა,სხვის დამონებაზე ოცნებობს"! ამ(არა და ერთი შეხედვით მესამეხარისხოვანი მიზეზია,მაგრამ ერთი შეხედვით...ეს ჩვენი ცნობიერებაა!) და სხვა მიზეზთა გამო ჯარი არ გვაინტერესებს.მაგრამ არც ის გვინდა შეიარარებული "გლეხები" უკონტროლო იყვნენ.თან მანდაც ტრიალებს საკმაოდ სერიოზული მაყუთი დრო და დრო და ა.შ.ჩვენი კლანები ყველაფრის კონტროლს იწყებენ ძაღლობითა და უშიშროებით.ესენია მთავარი.მერე ახსენდებათ ჯარიც და იქაც მიავლინებენ ხოლმე თავიან ხალხს |
Posted by: aivenho 22 Jul 2016, 07:55 | ||
დვა საპოგა პარა აშენდება ჯარი |
Posted by: zindiosama 22 Jul 2016, 09:26 | ||
aivenho
ოჰო... იქნებ შენი კანდიდატურაც დაგესახელებია. |
Posted by: aivenho 22 Jul 2016, 10:27 | ||||
30 ოჰო და უჰუ შენ ისა თქვი ეს ოჰოები რამ გამოიწვია შენში თორე მე მაგის პრეტენზია არ მაქვს ვინმეს კანდიდატურები ვასახელო |
Posted by: zindiosama 22 Jul 2016, 13:58 | ||||||
aivenho
აბა აშენდება ჯარიო მწარედ ხუმრობ და... მეც მაინტერესებს ამ მომენტისთვის ვინმე უკეთესი თუ გეგულება. * * * mamukasokhumeli
ხოდა მაგაზე დავწერე ზემოთ:
გამოსავალი ალბათ დროშია და ეკონომიკურ განვითარებაში მაგრამ ამას თაობების ცვლა დაჭირდება |
Posted by: ignorant 22 Jul 2016, 15:09 |
ერთი ამ რუსთავი 2-მა საიდან გააძრო დანელია უნდა გახდეს თავდაცვის მინისტრიო? ახლანდელ სოფლის მეურნეობის მინისტრზეა საუბარი. |
Posted by: zindiosama 22 Jul 2016, 15:10 | ||
ignorant
როდის მოისმინე? |
Posted by: ignorant 22 Jul 2016, 15:13 | ||
zindiosama
გუშინ თუ გუშინწინ ეკითხებოდნენ მთავრობის წევრებს დანელიას კანდიდატურას მოიაზრებენ თავდაცვის მინისტრის პოსტზეო. |
Posted by: mamukasokhumeli 22 Jul 2016, 16:06 |
საჭიროა მინისტრი მართლა პოლიტიკოსი,რომლესაც ესმის ჯარის,შეიარაღებული ძალების მნიშვნელობა და ეხერხება ეს დიპლომატია,საკულისო ინტრიგები და ა.შ.თინიკო არ იყო ცუდი ამ მხრივ,მაგრამ რამდენად ესმის ჯარის მნიშვნელობა,არ ვიცი.თან რაც უმთავრესია,არ უნდა ერეოდნენ სამხედროების საქმეში!აცალონ გენშტაბს თავისი საქმის კეთება!არა,საკუთარი მნიშვნელობა ხომ უნდა იგრძნონ?ხომ უნდა მოხსნან და დანიშნონ ვინმე?აბა ისე რისი მინისტრია... სიტყვაზე კაპანაძე ჩემზე ვერ ახდენს დადებით შთაბეჭდილებას,მაგრამ ეგაა დღეს გენშტაბის უფროსი,ან ჯარის სარდალი და მორჩა!ჯარისკაცი არ უნდა ერეოდეს პოლიტიკურ ბატალიებში,კი ბატონო.მაგრამ არც მინისტრმა უნდა დაიბრალოს სამხედროობა.არა და რამდენი გენერლები გვყავს საქართველოში,რომლებიც სულ ორიოდე თუ სამიოდე წლებში გახდნენ გენერლები... ისე სიტყვაზე "თევზის" ძალიან პატივს ვცემ,თუმცა მისი გენერლობის არაფერი მწამს.არა მგონია რომ მაგარი სარდალი იყოს ვთქვათ.მაგრამ ესმის საკითხის პოლიტიკური და ორგანოზაციული ასპექტები.ამით მომწონს.თუმცა ეგეც მართალია,ყოფილი მინისტრის ისევ გამინისტრება მართლაც ტეხამს. კობალაძეზე ჩემია ზრი შემდეგია:ასეა თუ ისე,გენერლის წოდება აქვს მიუხედავად იმისა,არის თუა რა რეალურად გენერალი.სადღაც 30 წლის,თუ უფრო პატარა პოლკოვნიკი მახსოვს და თან ტოვებდა ისე უმწიფარი ტიპის შთაბეჭდილებას.არც მისი სარდლობის ნიჭის მწამს,მაგრამ ძალიან მეეჭვება ვერ გაუძლოს ცდუნებას და არ დაიწყოს გენშტაბი საქმეებში ჩარევა.როგორ,კაცი ნაომარია,გენერელია და ვინ რა უნდა ასწავლოს.ამიტომ არ ვისურვებდი კობალაძეს მინიტრად.მშვენივრადაა იქ,სადაცაა * * * სამხედრო ინჟინრების დღე ყოფილა დღეს.ვულცავ სულით და გულით.განვითარებასა და მრავალ გამარჯვებას ვუსურვებ.სამხედრო ინჟინერიის თემა ვერ ვიპოვე,მილოცვებისაც... |
Posted by: eagle.1. 22 Jul 2016, 23:00 |
შავ ზღვაში ამერიკულ-უკრაინული სამხედრო-საზღვაო სწავლება Sea Breeze-2016 დაიწყო. უკრაინის სამხედრო უწყების ცნობით, სწავლებაში ჩართულია 25-ზე მეტი ხომალდი და ყატარღა უკრაინიდან, აშშ-დან, თურქეთიდან და რუმინეთიდან. სწავლება შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, ოდესისა და ნიკოლაევსკის ოლქებში ტარდება. უკრაინული მედიის თანახმად, უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების მეთაურის პირველი მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა რომან გლადკიმ განაცხადა, რომ სწავლებაში მონაწილეობას იღებენ სამხედროები მოლდოვიდან და საქართველოდან. Sea Breeze-2016 30 ივლისამდე გაგრძელდება. http://www.ambebi.ge/samkhedro/170430-shav-zghvashi-amerikul-ukrainuli-samkhedro-sazghvao-stsavleba-sea-breeze-2016-daitsyo.html |
Posted by: aivenho 24 Jul 2016, 08:57 |
zindiosama იხ. ზემორე პოსტი . |
Posted by: ignorant 27 Jul 2016, 16:31 |
სამეთაურო-საშტაბო სწავლება „დიდგორი 2016“ დაიწყო ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში“ სამეთაურო-საშტაბო სწავლება „დიდგორი 2016“ დაიწყო. ოფიციალური ცერემონიალი საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, თინათინ ხიდაშელმა და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ გახსნეს. http://mod.gov.ge/c/news/didgori-2016-daicko |
Posted by: mamukasokhumeli 27 Jul 2016, 23:03 | ||
4.14-ზე კაპანაძე რომ ლაპარაკობს,რა ჩანს უკანა პლანზე?ძალიან ბუნდოვანი გამოსახულებაა,მაგრამ მომეჩვენა ერთნაირი ტექნიკა იყო ჩაკიჭკიჭებული |
Posted by: ignorant 27 Jul 2016, 23:18 | ||
mamukasokhumeli
cougar mrap-ებია რამდენადაც გავარჩიე. |
Posted by: aivenho 28 Jul 2016, 07:40 |
ჯანჯღავა არ დეგეკარგოთ |
Posted by: zindiosama 29 Jul 2016, 09:31 |
https://forum.ge/?f=29&showtopic=34879438 ამაზე ვინმემ იცით რამე? |
Posted by: mamukasokhumeli 29 Jul 2016, 11:10 | ||
მხოლოდ სამხედრო ატაშეს დანიშნვაზე იყო ჩინეთში ონფორმაცია.მე მგონი ჩვეულებრივი დიპლომატიური ფორმალობა გაბერეს და გააPRეს |
Posted by: zindiosama 29 Jul 2016, 16:47 | ||
mamukasokhumeli
ისე ვმამენტ ჩინეთს ხო შეუძლია რუსეთი დაიკიდოს და ჩვენთან ნაღდი თანამშრომლობა გაუშვას? |
Posted by: mamukasokhumeli 30 Jul 2016, 01:05 |
zindiosama შეუძLია თუ აწყობს და თუ უღირს.მაგრამ ჩინელებს ჩვევიათ დიიიდი მოთმინება,მეთოდურობა და თანმიმდევრულობა.ასე რომ აუჩქარებლად გაატარებენ თავიანთ ინტერესებს კოხტად და ლამაზად.ეგ ჩვენაა ნებისყოფა რომ გვაქვს ნოლზე დაბლა და ეს ყველაფერში ჩანს შეუიარაღებელი თვალით |
Posted by: zindiosama 30 Jul 2016, 13:31 | ||
mamukasokhumeli
ხო... სულსწრაფობა გვახასიათებს და ეგეც ჩვენი ისტორიის შედეგია ასე რომ ატაშეს დანიშვნა მე მხოლოდ დასაწყისად მიმაჩნია რასაც მომდევნო წლებში რეალური შედეგები მოყვება. ნიშანდობლივია რომ ეს სწორედ ახლა მოხდა, როცა რუსეთის მიჩმორება სრული სვლით მიმდინარეობს და აქ ჩინეთსაც თავისი ინტერესი აქვს |
Posted by: zindiosama 1 Aug 2016, 19:40 |
აი ეხლა იზორიაღა აკლდა ტავდაცვას დიდაფხოდიიიი... |
Posted by: ignorant 1 Aug 2016, 19:43 | ||
როგორ ეტყობა, რომ მთავრობას საკუთარი ჯარის ეშინია. |
Posted by: mamukasokhumeli 1 Aug 2016, 21:21 |
ვერ გამიგია რატომ დამკვიდრდა ასე შსს-დან და პროკურატურიდან ხალხის თავდაცვის სამინისტროში გადმოყვანის პრაქტიკა...რა გააკეთა იზორიამ ანდა ძაღლობაში რაზეც ღირს ორი სიტყვის თქმა?გააკეთა საერთოდ რამე?ანდა ეს სამხედროებზე თვალთვალია თუ უბრალოდ შსს-დან მოქისტვა ტიპების თავდაცვაში გამოშვება?თორე შეიარაღებული ძალები და თავდაცვის სამინისტრო რომ მეათეხარისხოვანია,ჩანს ბიუჯეტიდანაც მშვენივრად. |
Posted by: zindiosama 1 Aug 2016, 21:54 | ||
mamukasokhumeli
ზემოთ ერთ -ერთ პოსტში განვიხილე ეგ ამბავი |
Posted by: aivenho 1 Aug 2016, 22:45 | ||
ლარი გამოთვალა |
Posted by: mamukasokhumeli 6 Aug 2016, 15:00 |
http://accent.com.ge/ge/news/details/20309 ინტერვიუ თავგირიძესთან აგვისტოს ომზე.საინტერესო რამეებს ამბობს თუ შესავალს გაუძელით და არ მიატოვეთ კითხვა |
Posted by: socom 6 Aug 2016, 22:24 |
mamukasokhumeli საინტერესოა. შძ-ს განვითარებაზეც მაგრამ დროში გაიწელება ძალიან. 3-5 წელი მარტო ჰსთ-ს მოანდომეს.... ?! სანაპირო დაცვის სარაკეტო კომპლექსებზეც კი არ ფიქრობენ ამ ეტაპზე როგორც ჩანს. და ამ პირობებში თუ მოგვიწევს ომი, მაშინ.... თან მრავალფუნქციურ თვითმფრინავებში იმედია ალკა არ იგულისხმება |
Posted by: mamukasokhumeli 7 Aug 2016, 01:48 |
იზორიამაც იგივე "ტროპარი" დაიწყო,რაც ალასამ თავის დროზე მაყუთის რაციონალურ ხარჯვაზე,დისციპლინაზე და ა.შ.პრინციპში სესიაშვილი მართალია.არ არსებობს გეგმა შეიარაღებული ძალების განვითარების და სე ბრმად ავცეცებთ ბნელში ხელებს.კიდევ უარესი,ვხედავთ ეგერ თავად სახელმწიფოს არსებობის მიზეზი და მიზანიც ვერ გაგვირკვევია და არის ეს წიწვა არა რუსეთისაკენ და არა დასავლეთისაკენ!ნერვები დაგაწყდება კაცს,მაგრამ ვერაფერს ვერ ვიზამთ.ვერ დავაჩქარებთ პროცესებს ხელოვნურად.მოთმინება... |
Posted by: zindiosama 7 Aug 2016, 22:06 | ||
mamukasokhumeli
და რის ანალიზზე და რა სახელმწიფოზეა ლაპარაკი თუკი, როგორც ამ ინტერვიუს პირველივე სტრიქონებიდან ჩანს, აგვისტოს ომის რეალურმა შესწავლამ სამოქალაქო ომამდე შეიძლება მიგვიყვანოს? საქართველო სახელმწიფო არაა, კლანების ერთობლიობაა |
Posted by: mamukasokhumeli 15 Aug 2016, 16:35 |
"რა თქმა უნდა, სააკაშვილის მხრიდან ეს იყო ავანტიურა. მინიმუმ მესამედი იმ ჯარებიდან, რომლებიც მონაწილეობას იღებდნენ საომარ მოქმედებებში, არ იყო საბოლოოდ ფორმირებული. ნედლი ჯარი იყო. თქვენი საუკეთესო ბრიგადა ერაყში იმყოფებოდა, მხოლოდ შემდეგ გამოიძახეს. ყველაზე უკეთ იმუშავეს არტილერისტებმა, ცხინვალიც კარგად დაამუშავეს და სხვა სამიზნეებიც. ასევე, მფრინავებმაც პირველი ეფექტური რეისები განახორციელეს, მაგრამ შემდეგ თქვენმა ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, აღარ გამოეყენებინათ ისინი. როგორც ჩვენ ვიცით, ომის მეორე დღეს ქართულმა „სუ-25-ებმა“ წარმატებით დაბომბეს სამიზნეები, მაგრამ შემდეგ ისინი გადამალეს. არ გვაქვს ზუსტი მონაცემები, რომ რუსებმა ან ოსებმა ჩამოაგდეს ქართული თვითმფრინავები. არმია ნედლი მასალა იყო და, საერთოდაც, არმია არ კეთდება 3-4 ან 5 წლის განმავლობაში, მეორეც, უნდა იცოდე, რას აკეთებ. თქვენთვის უსიამოვნო მოსასმენი იქნება, მაგრამ პოლიტოლოგებს აქვთ ასეთი ტერმინი: „ხალხის სული“, ერთი ხალხი ბრძოლისადმი უფრო შეგუებულია, მეორე – ნაკლებად. ქართველები ის ნაციაა, რომლებიც არ არიან შეგუებული რეგულარულ საომარ მოქმედებებს. მართალია, ყველას გაწვრთნაა შესაძლებელი, მაგრამ თქვენ გახასიათებთ მაღალი ემოციურობა და მაღალი თვითშეფასება. როდესაც ასეთი განწყობით იწყებ, რთულია, მიაღწიო წარმატებას, ომი უნდა დაიწყო საღ გონებაზე.¨ და ა.შ. http://fact2.ge/%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%9B-%E1%83%95%E1%83%94%E1%83%A0-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%A3%E1%83%AC%E1%83%98%E1%83%90-%E1%83%AC%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%90%E1%83%A6%E1%83%9B/ |
Posted by: zindiosama 15 Aug 2016, 19:11 | ||
ამ რუსლანას შიგ ხო არა აქ? თემურ ენგი ერთხელ რმაინც რო შესეოდა რუსეთს, დღეს ეს ერი საერთოდ არ იარსებებდა ჩვენ კიდე რვაჯერ შემოგვესია მარა დღემდე ვარსებობთ |
Posted by: mamukasokhumeli 15 Aug 2016, 22:40 |
მაშინ რაც იყო იყო.ახლა რა ხდება თორე...ძალიან ვართ შეცვლილი ბოლო რამდენიმე საუკუნის განმავლობაში |
Posted by: zindiosama 16 Aug 2016, 12:14 | ||
mamukasokhumeli
რამდენიმე საუკუნის კი არა გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან |
Posted by: gubaz_merve 16 Aug 2016, 18:16 |
#41062785 ეს პოსტი ნახეთ როდის ვლაპარაკობდი ზამბარიან ნაღმტყორცნზე რომელიც დიდგორზე მონტაჟდება ვერ გაკეთდა gmm120,თუმცა ნაღმების ავტომატური მიწოდება,ფრთოსანი ყუმბარების გამოყენება 5 მეტრის რადიუსსაც კი მოიცავს ბრძოლის საწარმოებლად. მერე კიდე ფანტასტიკის სფეროს გაანალიზება ყველას არ ძალუძს და არცაა საჭირო , არ მესმის რატო დაიხურა ჩემი თემა, რა მიწისქვეშა ნავი არ არსებობს თუ ტრანსფორმერი?https://youtu.be/Rd9-ZpMzPJo თუ ტარიელ კაპანაძის გენერატორი ? უამრავი მოხალისეა ვინც ხსნის რომ აფიორაა თუმცა კაციშვილს არ მიუმართავს კაპანაძისთვის რომ ენახა რასთან ქონდა საქმე... |
Posted by: jano777 17 Aug 2016, 20:45 |
გამარჯობათ, არ ვიცი სად ვიკითხო, ჯარიდან გამომიძახეს, მყავს 2 თვის შვილი და ვმუშაობ. ბავშვი მიხსნის როგორც ვიცი და რა საბუთები უნდა წარვადგინო? |
Posted by: t-90 18 Aug 2016, 03:15 | ||
zindiosama
აი ზუსტად. მიუხედავად იმისა რო მეფის რუსეთში ვიყავით იქიდან ჩვენ გენერლების ოფიცრების და უბრალო მეომრებსი პლეადა გადმოგვყვა, რომელსაც ნებისმიერი იმდროინდელი პატარა სახელმწიფო ინატრებდა. მაგალითად ამ დონის საკადრო რესურსი არ ჰყავდა მთელ ბალტიისპირეთს. 1918 წელს და 1991 წელს დარჩენილი საკადრო რესურსი რომ შევადაროთ შედარებაც არ არის ფაქტიურად. |
Posted by: mamukasokhumeli 18 Aug 2016, 16:04 | ||
რად გინდა თორე კი.ეგერ ფინელებს მანერგეიმი ჰყავდათ(ისიც შვედი) და ფინელები მიხვდნენ მის ფასს |
Posted by: crysiswarhead 18 Aug 2016, 16:17 |
jano777 მეც მომივიდა გაესაესაუბე და აუხსენი და ყველაფერს გეტყვის თავად |
Posted by: t-90 18 Aug 2016, 16:24 | ||
mamukasokhumeli
მანერგეიმის ფასი მარტო 5 ოფიცერი შემიძლია ჩამოვთვალო ეხლავე. აი დაფიქრების გარეშე. თუ დავფიქრდები უფრო მეტი. |
Posted by: RedShark 20 Aug 2016, 10:32 |
პოლიტგანყში წერდნენ ამერიკული კონვერტოპლანი შევნიშნეთო და ინტერნეტშიც გამოჩნდა Bell V-22 Osprey - ის საქართველოში გადაღებული ფოტოები. ვინმემ იცით რა ხდება? |
Posted by: socom 20 Aug 2016, 10:58 |
RedShark საერთაშორისო სწავლება ტარდებოდა და ეგეც ყავდათ ჩამოყვანილი |
Posted by: RedShark 20 Aug 2016, 11:00 | ||
socom
ეგ როდის დამთავრდა? საუბარია, რომ ამ დღეებში შენიშნეს... |
Posted by: socom 20 Aug 2016, 19:09 |
RedShark კი... აგვისტოს დასაწყისში დაიწყო და 2-3 დღის წინ დასრულდა მგონი |
Posted by: zindiosama 20 Aug 2016, 19:48 |
ეგ რა, ისეთი საიდუმლო სწავლება იყო რამე? ეტყობა მართლა სერიოზული რამე იყო თორე არასერიოზული რო ყოფილიყო აქამდე ყველა არხზე მოგვახარებდნენ დიდის შადლუხით და ზარზეიმით |
Posted by: socom 21 Aug 2016, 00:23 |
zindiosama კაი სწავლება იყო , მაგრამ საიდუმლო არა აქამდე ყველა სწავლება გაშუქებულა (ფოტოებს ვგულისხმობ) პროსტა ჩვენთან ხო ბნელა |
Posted by: MAST_WEB 21 Aug 2016, 22:12 | ||
შენ გაიხარე)) სოფელში ვიყავი თავზე რომ გადამიფრინა და საგონებელში ჩავვარდი ეგ იყო თუ არა |
Posted by: USAsucks 21 Aug 2016, 22:20 | ||||
ბორჯომის პარკში ვიყავი ხეზე აკოლიკებული და ისე ახლოს გადამიფრინა,აზრები ამიფრიალა. დავაკვირდი და ეგ იყო.ალბათ ასე ორი კვირის უკან... საიდან გაიჩითა))) |
Posted by: RedShark 22 Aug 2016, 08:51 |
მაინც ვერ გავიგე რა სწავლება იყო. არც თავდაცვის სამინისტროს საიტზე დევს ინფორმაცია |
Posted by: zindiosama 22 Aug 2016, 17:53 | ||
RedShark
ხოდა მაგაზე ვამბობ, ეტყობა კონფიდენციალური იყო ალბათ მორპეხები დესანტის გადმოსხმას ამუშავებდნენ რუსების შესაძლო შემოჭრის შემთხვევაში არჩევნებია კარზე და რა იცი რა ხდება მაგრამ პუტანა რო არ გაეღიზიანებიათ, უხმაუროდ ჩაატარეს ყველაფერი |
Posted by: ignorant 22 Aug 2016, 19:26 | ||||
იყო დაანონსებული ,Jackal Stone 2016” - ქართულ-ამერიკული კონტრტერორისტული წვრთნები საქართველოში ,Jackal Stone 2016“-ის წვრთნებში მონაწილეობას მიიღებს დაახლოებით 700 სამხედრო და საჯარო პირი საქართველოდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან. ეს წვრთნები, რომლის დროსაც მონაწილეები ერთმანეთს გაუზიარებენ ტაქტიკურ და თეორიულ ცოდნას, ხელს შეუწყობს მონაწილეების მომზადებას პარტნიორების შეიარაღებულ ძალებსა და უწყებათაშორის ორგანიზაციებთან ერთად კონტრტერორისტული ოპერაციების განხორციელებისათვის. http://www.newposts.ge/?l=G&id=115792-%E1%83%AC%E1%83%95%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98,%20%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%A8 |
Posted by: Dead District 22 Aug 2016, 20:30 | ||||
კაცო ორი მყვინტავი რო დაიკარგა არც ეგ გაგიგია. ამერიკელები და ქართველები ერთად ეძებდნენ, რა ქნეს არ ვიცი, როგორ გავიგე დაიღუპნენ. უშიშროების შავნაბადა და სხვადასხვა სასტავი მონაწილეობდა |
Posted by: zindiosama 23 Aug 2016, 13:02 | ||
Dead District
ეს სასტავი სუ სპეცებისგან შედგებოდა? თუ საერთო-საჯარისო დანაყოფებიც მონაწილეობდნენ? |
Posted by: Swanx 27 Aug 2016, 21:34 |
გამარჯობათ,მაინტერესებს როგორ ხდება ჯარში კონტრაქტით წასვლა ? სად უნდა მივიდე ან სად ვნახო რამე ინფორმაცია? |
Posted by: mamukasokhumeli 28 Aug 2016, 16:09 |
http://www.newposts.ge/?l=G&id=117322-%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A5%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90%2C+%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%AE%E1%83%94%E1%83%93%E1%83%A0%E1%83%9D%2C+%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%A8 ეს რაღაა? http://radikal.ru/fp/e8a4745f6e9242919faef205197cf25a |
Posted by: მილიტარისტი 28 Aug 2016, 17:08 | ||
mamukasokhumeli
ეგ არის რაც არის https://en.wikipedia.org/wiki/M777_howitzer |
Posted by: B-E-R-U 28 Aug 2016, 17:54 | ||
ჩვენთანაა? |
Posted by: mamukasokhumeli 28 Aug 2016, 18:04 |
არ ვიცი.მანდ ლინკზე იდო სურათი და იძახიან ვითომ წვრთნებზე მოაქვთო საქართველოშიო.ადრე არ გამიგია არტილერიაც მოეტანოთ |
Posted by: მილიტარისტი 28 Aug 2016, 18:31 | ||
mamukasokhumeli
კი მოაქვთ და ადრეც ქონდათ, ოღონდ ადრე სხვა მოდელი იყო ჩამოტანილი |
Posted by: RedShark 28 Aug 2016, 18:45 |
ისა და... პიონები კიდევ გვაქვს ჩვენ? თუ სულ განადგურდა 2008 წ. ომში? |
Posted by: mamukasokhumeli 10 Sep 2016, 16:46 |
ა ხალხი!ასეთი კანონი გვჭირდება ჩვენც: ჰო და საერთოდ კარგია მოტივაცია,მაგრამ დისციპლინაა უკეთესი.პანიკაში ადვილად ვარდება ხალხი(გვქონდა ამის მაგალითები აფხაზეტშიც და აგვისტოს ომშიც) და ბისმარკის არ იყოს,მართლა ჯობია საკუთარი ფელდფებელის უფრო ეშინოდეს ჯარისკაცს ვიდრე მტრის. აფხაზეთის ომმა მშვენივრად აჩვენა,რა ადვილი იყო ელემენტარული დისციპლინის დამყარება ჯარმოვლილებში თუ ამის ნება არსებობდა! * * * აჰა თინიკოს ინტერვიუ |
Posted by: Dead District 10 Sep 2016, 21:33 | ||||
zindiosama
საერთოს საჯარისო არა მგონია, სასაზღვრო პოლიცია, სამაშველო, სპეცები. ზუსტად არ ვიცი რომელი ქვედანაყოფები, ტელევიზორში მეტისთვის ყური არ მომიკრია. mamukasokhumeli
აგი M777A2 towed 155 mm howitzer არის U.S. Army soldiers assigned to Bulldog Battery, Field Artillery Squadron, 2nd Cavalry Regiment prepare for a fire mission with an M777A2 towed 155 mm howitzer during the regiment's mission rehearsal exercise http://radikal.ru/fp/xjv2nmx61mvqq |
Posted by: mamukasokhumeli 12 Sep 2016, 02:10 |
"Министр обороны Франции прибыл в Грузию с трехдневным официальным визитом. Во время встречи со своим грузинским коллегой Леваном Изория стороны обсудили сотрудничество двух стран и углубление отношений в сферах воздушной и морской обороны." https://news.mail.ru/politics/27071225/?social=fb მოკლედ იზორიასთან შეხვედრის დროს საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა განიხილა ორი ქვეყნის თანამშრომლობის გაღრმავება საჰაერო და საზღვაო თავდაცვის საკითხებში...ასე წერია. http://pix.ge/ |
Posted by: zindiosama 12 Sep 2016, 09:35 |
mamukasokhumeli ვააა... მარსკაია აბარონაც? ესე იგი ეგზოსეტებიც გვეჭყანება სახმელეთო ბაზირების ალბათ |
Posted by: GeoWarr1or 12 Sep 2016, 09:39 |
zindiosama მემგონი პირველად გავიგე ოფიციალურ შეხვედრაზე საზღვაო თავდაცვაზე რომ საუბრობენ და ზოგადად ოფიციალური პირი რომ აკეთებს განცხადებას. |
Posted by: eagle.1. 12 Sep 2016, 14:34 | ||
საინტერეოა, მაგრამ განხილვას პრაქტიკული ნაბიჯები როდის მოჰყვება ეგაა საკითხავი. |
Posted by: zindiosama 13 Sep 2016, 09:29 | ||
eagle.1.
ალბათ რამდენიმე წლის მერე ნუ ჰსთ-ს სისტემები გაისიდან იწყება და მაგას ალბათ ცალკე კონტრაქტი და მერე მომზადება და მთელი ჰაიჰუი დაჭირდება წლების ამბავია |
Posted by: mamukasokhumeli 13 Sep 2016, 14:08 |
თუ დაიწყო სერიოზული მუშაობა საზღვაო კომპონენტზე,მაშინ უკვე უნდა გვქონდეს მზად ჩვენი ხედვები და კონცეფცია,რომ ვიცოდით თავად ჩვენ რა გვინდა პირველ რიგში.აბა ფრანგებმა რომ დაიწყონ მაგის შესწავლა რა საფრთხეების წინაშე ვდგევართ და რა რესურსები გაგვაჩნია,ან ვგეგმავთ სამომავლოდ... |
Posted by: zindiosama 14 Sep 2016, 19:05 | ||
mamukasokhumeli
სავარაუდოდ, როცა საზღბაო და საჰაერო ძალები აღადგინეს, უკვე მაშინ ქონდათ ეტყობა რაღაც მონახაზი თუ კონცეფციის მაგვარი (ჩამოყალიბებული დოქტრინა არ გვაქ და არც გვექნება სავარაუდოდ, ამის ტვინიც რომ ქონდეთ, ფული არა აქვთ). ხოდა ამ მონახაზის მიხედვით მოქმედებენ, ოღონდ ამის ცხოვრებაში გატარებას ძაან დიდი დრო დაჭირდება შეზღუდული სახსრების გამოისობით |
Posted by: giomelqa12 16 Sep 2016, 17:34 |
სომხეთმა რუსეთისგან ისკანდერი მიიღო http://defence-blog.com/news/armenian-army-receives-first-russia-made-iskander-m-missiles.html |
Posted by: zindiosama 21 Sep 2016, 09:43 | ||
giomela12
არ მიუღია, პროსტო დამოუკიდებლობის დღის პარადზე გაატარეს გიუმრის ბაზაზე დისლოცირებული რუსული ისკანდერები სომხური კამუფლიაჟით ახპერების დასაბოლებლად. არადა სერჟიკას ტახტი შეერყევა. |
Posted by: socom 22 Sep 2016, 22:40 |
zindiosama მეც ეგრე მგონია ზინდი ისკანდერები , სმერჩები , ბუკები და ა.შ |
Posted by: mamukasokhumeli 27 Sep 2016, 20:04 |
რა ხომალდები მივიღეთ აშუშუსაგან?"რეზონანსის" გვერდები ბანძი სურათები ედო ამირან სალუქვაძეს ფბ-ზე და სტატიას ერქვა "ქართულ ზღვას ამერიკული ხომალდები დაიცავენ".როდინდელია მეთქი ვკითხე და ახალიაო... |
Posted by: მილიტარისტი 27 Sep 2016, 20:09 |
mamukasokhumeli http://www.epn.ge/?id=31930 კი ახალი ამბავია. Island კლასის 2 კატარღა |
Posted by: ignorant 27 Sep 2016, 20:54 | ||
მცირე წყალწყვის ყოფილა Displacement: 168 tons თუმცა ჩვენისთანა წყალწაღებულებისთვის ეგეც დიდი მიღწევაა. |
Posted by: მილიტარისტი 27 Sep 2016, 21:12 | ||
ignorant
საბრძოლო ხომალდები არაა, სანაპირო დაცვისაა, თუმცა ქვემეხი და 12.7 მმ ტყვიამფრქვევები აქვს წყალწყვა - 168 ტონა სიგრძე - 34მ ორი კატერპილარის დიზელის ძრავი სიჩქარე - 55 კმ/სთ მანძილი - 5300 კმ ერთი ნავი - Yamaha 90 HP outboard engine ეკიპაჟი - 16 კაცი (2 ოფიცერი) რადარი - AN/SPS-73 radar ბუშმასტერის 25მმ ქვემეხი 2 X 12.7 მმ ტყვიამფრქვევი |
Posted by: mamukasokhumeli 28 Sep 2016, 13:42 |
ცუდი არაა.თან ნაჩუქარ ცხენს კბლებსაც არ უსინჯავენ.თან რა იცი რა სისულელე მოუვიდოდა ჭკუად ჩვენს შსს-ს და არ მოინდომებდა სანაპირო დაცვისათვის Feretty 76-ის ყიდვას ვთვქათ.ამათსას რას გაიგებ.მოუნდებათ ხოლმე პირადი შემადგენლობისათვის კომფორტული პირობების შექმნა... აბ ბოლო ინციდენტის მერე,ორი მყვინთავის დაკარგვა რომ მოჰყვა,იმის მოლოდინი მქონდა და მაქვს,რომ ჩვენი მთავრობა გაანძრევს გასქელებულ ტრაკს და იზრუნებს სამაშველო-სამძებრო გემების შეძენაზე სათანადოდ აღჭურვილის!რომ არ მოგვიწიოს თურქებისათვის ხვეწნა არიქა გვიშველეთ და გვაპოვნინეთ ხალხი(ჯვარი წერია ყველას).თან უფრო სწრაფად მოხდებოდა რეაგირება შემთხვევაზე.ხევერთია როცა ძალები არ გყოფნის მზიეზთა გამო,მეორე როცა საერთოდ არ გაგაჩნია.ჰო და თურქებს ამ მიზეზით შეიძლება გაუჩნდეთ პრეტენზიები აწარმოონ სამაშველო-სამძებრო სამუშაოები ჩვენს ტერიტორიულ წყლებში თუ ეკონომიკურ ზონაში. რომელი ჰიდროლოგი ანდა ჰიდროგრაფი მე ვარ(გვაქვს კი ასეთი სამსახურები აერთოდ?!),მაგრამ ყოველმა თხამ იცის,რომ შავ ზღვაში საკმაოდ ძლიერი დინებები არსებობს სანაპიროს გასწვრივ ჩრდილოეთით მოძრავი...ეს იმ დაღუპულ ბიჭებზე გამახსენდა ღმერთმა გაანათლოს მათი სულები |
Posted by: mamukasokhumeli 2 Oct 2016, 19:34 |
ვინც იცით ფრანცუსული ნახეთ აბა.ამბობენ შვედები სავალდებულო სამსახურზე გადადიანო http://www.wsj.com/articles/sweden-proposes-reintroduction-of-compulsory-military-service-1475101834 |
Posted by: guriets 4 Oct 2016, 11:57 |
მობილური სადაზვერვო დანადგარები დონბასში современная российская переносная станция наземной разведки ПСНР-8 "Кредо-М1" (1Л120) и станция ближней разведки СБР-3 "Фара" (1РЛ136) Источник: http://censor.net.ua/p408795 (http://censor.net.ua/photo_news/408795/boeviki_zasvetili_na_donbasse_rossiyiskuyu_stantsiyu_nazemnoyi_razvedki_psnr8_fotoreportaj ) იმედია რაღაც ამდაგვარი ჩვენებსაც აქვს |
Posted by: mamukasokhumeli 4 Oct 2016, 17:24 |
რუსეთი პლუტონიუმის განადგურების შეთანხმებას წყვეტს http://www.amerikiskhma.com/a/russia-us-plutonium/3534821.html |
Posted by: hermes555 16 Oct 2016, 11:15 |
რუსეთმა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის გამალებული შეიარაღების ხელშეწყობა გადაწყვიტა ედუარდ აბრაჰამიანი 12.10.16 სომხეთის დამოუკიდებლობის 25 წლისთავისადმი მიძღვნილმა სამხედრო აღლუმმა წერტილი დაუსვა სამწლიან ვარაუდებს, ჰქონდა თუ არა სომხეთს რუსული წარმოების თანამედროვე „9K720 ისკანდერის" ტიპის მოკლე დისტანციაზე მოქმედი ბალისტიკური სარაკეტო სისტემა. 2016 წლის 16 სექტემბრის საჯარო რეპეტიციაზე სომხეთმა ამ სისტემის კომპონენტები წარმოადგინა: ორი სატრანსპორტო გამშვები დანადგარი და მათი სატრანსპორტო-სატვირთო ავტომანქანები. ამის შემდეგ რამდენიმე რუსულმა საინფორმაციო საშუალებამ განაცხადა, რომ სომხეთმა, სულ მცირე, ერთი დივიზია შეიძინა, მათ შორის, „ისკანდერის" ტიპის სარაკეტო სისტემის მინიმუმ 4 გამშვები დანადგარი და დასძინა, რომ მისი შეძენა იარაღის მიწოდების შესახებ სომხეთ-რუსეთის 2015 წლის იმ შეთანხმების ფარგლებს მიღმა მოხდა, რომლის ღირებულებაც 200 მლნ აშშ დოლარით განისაზღვრებოდა. უფრო მეტიც, ოფიციალურად ხაზი გაესვა იმას, რომ ეს სისტემები არ არის „ისკანდერ-ემ" ტიპის ის სისტემები, რომლებიც 2013 წელს სომხეთის ქ. გიუმრში დისლოცირებული 102-ე რუსული სამხედრო ბაზის შეიარაღებისთვის გაიგზავნა. „ისკანდერის" ტიპის ეს სარაკეტო სისტემა მობილური ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო სისტემაა, რომელსაც ნატოს მიერ კოდური სახელწოდება „SS-26 Stone" აქვს მინიჭებული. სწორედ ამ სისტემით შეიცვალა საბჭოთა „სკადის" ტიპის პროტოტიპები. კერძოდ, „ისკანდერის" ტიპის რაკეტებს შეუძლია, გადაიტანოს ჩვეულებრივი და ბირთვული საბრძოლო მუხტები და, როგორც აცხადებენ, მიზანს შვიდი მეტრის რადიუსში მოარტყას. დიდი ხანია, ასეთი ძლიერი სარაკეტო დანადგარი დასავლელ და რუს პოლიტიკოსებსა და ექსპერტებს შორის სერიოზული დავის საგანია, განსაკუთრებით, ნატოსა და რუსეთს შორის დაპირისპირების ზრდის ფონზე. როგორც ცნობილია, ასეთი სისტემებით გაშვებული რაკეტები მიზანს ისე ხვდება, რომ საჰაერო თავდაცვის რადარები, ან რაკეტსაწინააღმდეგო სისტემები მათ ამოცნობას ვერ ახერხებს. „ისკანდერის" ტიპის სარაკეტო სისტემა პირველად კალინინგრადის ოლქში განათავსეს ნატოს წევრ-სახელმწიფოთა საზღვრების ახლოს ორგანიზებული სამხედრო წვრთნებისთვის, რასაც, ბუნებრივია, ნატოს მხრიდან პროტესტი მოყვა. ასეთი სარაკეტო სისტემები მოსკოვის ხელში ხშირად ის პოლიტიკური ინსტრუმენტია, რომლითაც რუსეთი ნატოზე ზეწოლას ახორციელებს, რომ თავისი გამუდმებული თვითნებობით შეასუსტოს ალიანსის შემაკავებელი პოზიცია. ბალისტიკური სარაკეტო თავდაცვითი კომპლექსის - „იჯის" რუმინეთსა და პოლონეთში განთავსების ნატოსეული გეგმის საპასუხოდ, კრემლმა განცხადა, რომ2019 წლამდე ყირიმსა და კალინინგრადში „ისკანდერ-ემ" ტიპის სარაკეტო სისტემებს სამუდამოდ განალაგებდა. ეს თანამედროვე სარაკეტო სისტემა ახლა უკვე სომხეთის შეიარაღებული ძალების ხელშიც გადავიდა. საფიქრებელია, რომ ეს მოვლენა ერევანსა და ბაქოს შორის მიმდინარე გამალებული შეიარაღების ახალ ტალღას ააგორებს, რითიც ხელს ალბათ ისევ რუსეთი მოითბობს. შეიძლება ითქვას, რომ „ისკანდერ-ემ" ტიპის რაკეტების სომხეთში გაგზავნით მოსკოვმა ორი კურდღლის დაჭერა სცადა. პირველი ის არის, რომ სომხურ საზოგადოებაში ანტირუსული განწყობების ზრდის პირობებში (ეს იმან გამოიწვია, რომ რუსეთმა აზერბაიჯანთან იარაღის მიწოდებაზე ოთხნახევარი მილიარდი დოლარის ღირსებულების შეთანხმება გააფორმა) მოსკოვმა ამ ორ დაპირისპირებულ ქვეყანას შორის ძალთა ბალანსის აღდგენის შთაბეჭდილება შექმნა. მეორე კი ის, რომ „ისკანდერ-ემ" ტიპის სარაკეტო სისტემების შეძენამ მოსკოვის გადასახედიდან სომხეთში რუსეთის მიმართ ნდობის გაქრობის პროცესიც უნდა შემოატრიალოს და ამავე დროს აზერბაიჯანს და თვით ირანსაც კი ხელ-ფეხი გაუხსნას ამავე ტიპის სარაკეტო სისტემების შესაძენად. საერთო ჯამში, ამ სარაკეტო კომპლექსთან დაკავშირებულმა ინტრიგამ შეიძლება, რეგიონის პოლიტიკური და სამხედრო მდგომარეობა კიდევ უფრო დაძაბოს. სხვათა შორის, ცოტა ხნის წინ შექმნილი ერთობლივი სომხურ-რუსული სახმელეთო დანაყოფის მეთაურის, გენერალ-მაიორ ანდრანიკ მარკარიანის მიერ აღლუმის ოფიციალურად განხილვისას გაიჟღერა მოსაზრებამ, რომ მიღებული ბალისტიკური სარაკეტო სისტემა ასე თუ ისე რუსეთის კონტროლის ქვეშ არის. გავრცელებული ინფორმაციით, სწორედ „ისკანდერის" სარაკეტო დანადგარით და მისი რამდენიმე „ეს-300" საზენიტო-საჰაერო თავდაცვის სისტემით, რუსული 102-2 სამხედრო ბაზით და სომხეთის მეოთხე არმიის კორპუსით იქნება დაკომპლექტებული ერთობლივი სომხურ-რუსული რეგიონული არმიის ჯგუფი. თუმცა, სავარაუდოდ, თუ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის არსებული დაძაბულობის ესკალაცია სრულმასშტაბიან ომში გადაიზრდება, რუსები ერევანს ამ ბალისტიკური არსენალის სრულად გამოყენებაში ხელს ვერ შეუშლიან. როგორც გაირკვა, მოწოდებული ბალისტიკური სარაკეტო დანადგარი „ისკანდერის", კერძოდ, „ისკანდერ-ეფ" ტიპის საექსპორტო ვარიანტს განეკუთვნება, რომლის მაქსიმალური რადიუსი, კლასიკური 500-კილომეტრიანი რადიუსის მქონე „ისკანდერ-ემისგან" განსხვავებით, მხოლოდ 280 კილომეტრია. ესკალაციის ახალი ეტაპის შემთხვევაში ის უთუოდ სერიოზულ გავლენას მოახდენს თამაშის შედეგზე. ამ სერიოზული ბალისტიკური სარაკეტო დანადგარის გარდა, სომხეთის შეიარაღებულ ძალებს უკვე ჰქონდა შედარებით მოკრძალებული, თუმცა გამართულ საექსპლუატაციო მდგომარეობაში არსებული ბალისტიკური რაკეტები. სომხეთის ბალისტიკური რაკეტების არსენალში შედის მოკლერადიუსიანი საბჭოთა „ტოჩკა-უ" ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსი (SS-21 Scarab B), რომლის მოქმედების რადიუსი 120 კილომეტრია. სომხეთს, სულ მცირე, რვა გამშვები დანადგარი აქვს, რომლებიც რუსეთისგან, სავარაუდოდ, 2010-12 წლებში მიიღო. „ისკანდერ-ე" ტიპის მოკლე დისტანციაზე მოქმედი ბალისტიკური სარაკეტო სისტემის შეძენამდე სომხეთის ბალისტიკური რაკეტების პორტფელი ძირითადად საბჭოთა დროინდელი „ელბრუსის" ტიპის ტაქტიკური საზენიტო ბალისტიკური რაკეტებისგან შედგებოდა, რომლებიც დასავლეთში „სკად-ბეს" სახელწოდებით იყო ცნობილი. სომხეთმა „სკად-ბე" გამშვები დანადგარი ჩვეულებრივი საბრძოლო მუხტით აღჭურვილ, სულ მცირე, ოცდათორმეტ რაკეტასთან ერთად საბჭოთა კავშირის ბოლო ათწლეულში სომხეთში განთავსებული პოლკისგან შეიძინა, რომელიც 1992 წელს დაიშალა. სომხეთის მხარეს რაკეტები სრულად 1996 წელს გადაეცა. შემდგომში მოხდა ამ რაკეტების რადიკალური მოდერნიზება, რის შედეგადაც მათი მოქმედების რადიუსი სამას კილომეტრამდე გაიზარდა. ეს ბალისტიკური სარაკეტო სისტემები იმ სარაკეტო-საარტილერიო ბრიგადის შეიარაღებაშია, რომელსაც ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შემთხვევაში აზერბაიჯანის საკვანძო ინფრასტრუქტურის განადგურება დაევალება. ბაქოს ბალისტიკური რაკეტების პორტფელი გაცილებით სუსტია და 2008 წელს უკრაინისგან შეძენილი „9K79 ტოჩკა-უ" ტიპის მოკლე დისტანციაზე მოქმედი ბალისტიკური სარაკეტო სისტემებისგან შედგება. ამ რაკეტების მოქმედების რადიუსი 150 კილომეტრია. ბაქომ, რომელმაც საჰაერო და ბალისტიკური თავდაცვის განმტკიცება მთავარ პრიორიტეტად დაადგინა, თავისი არსენალის გაძლიერება რუსეთთან და ისრაელთან თანამშრომლობის და მათგან შესაბამისი სისტემების შეძენით მოახერხა. და მაინც, სომხეთის „ისკანდერ-ე" ტიპის მოკლე დისტანციაზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტები აზერბაიჯანს მოსვენებას არ აძლევს. აღლუმზე სარაკეტო დანადგარების ჩვენების შემდეგ სომხეთში ექსპერტებისა და პოლიტიკოსების მონაწილეობით გაუთავებელი დისკუსიები იმართება, აზერბაიჯანთან ხანგრძლივ დაპირისპირებაში რა სახის პოლიტიკური და სამხედრო როლი შეიძლება, „ისკანდერ-ე" სისტემებმა ითამაშოს. ხელისუფლების მომხრე ექსპერტთა მტკიცებით, მიუხედავად იმისა, რომ „ისკანდერის" ძირითადი დანიშნულება ტაქტიკურია, სომხეთის ხელში მას მაინც სტრატეგიული გავლენა აქვს და ხელს უშლის კონფლიქტის ახალი ეტაპის დაწყებას. ასევე, ამ ტიპის რაკეტების სომხეთის შეიარაღებაში არსებობა სათანადოა და სწორედ ის კომპონენტია, რომელიც აზერბაიჯანს ხელს ააღებინებს მთიან ყარაბაღში სომხებით დასახლებული პუნქტების დაბომბვის იმ სტრატეგიისგან, რის შესახებაც აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრმა პირდაპირ განაცხადა აპრილში დაწყებული საომარი მოქმედებების შემდეგ. მაგრამ ასეთი მიდგომა გრძელვადიან პერსპექტივაში არაფრისმომცემია, რადგან აზერბაიჯანი ხედავს, რომ სომხეთი ბალისტიკური სარაკეტო სისტემების პოტენციალს აძლიერებს და, სავარაუდოდ, არ შეცვლის ომის ზღვარზე ბალანსირების პოლიტიკას. სამხედრო მაღალჩინოსნებთან ახლახანს გამართულ შეხვედრაზე აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრმა ზაქირ ჰასანოვმა მათ უბრძანა, მზად ყოფილიყვნენ „სომხეთის სტრატეგიული სამხედრო ობიექტების გასანადგურებლად." ამიტომ შეიძლება, ბალისტიკური იარაღის შეძენა ადვილი გასაგები იყოს იმ ახალი სტრატეგიული მიდგომის კონტექსტში, რომლის დაკავებასაც სომხეთი ცდილობს. მაშინ, როდესაც სომხეთის ტერიტორიული თავდაცვის დოქტრინაში აქცენტი ეშელონირებულ თავდაცვაზეა გადატანილი, ბოლო წლებში აზერბაიჯანთან დაძაბულობის მატებიდან გამომდინარე, თავდაცვის სამინისტრომ, როგორც ჩანს, შეცვალა ეს დოქტრინა და 2015 წლის თებერვალში ე.წ. „შეკავების სისტემა" შემოიღო, რაც დე-ფაქტო უპირატესი შეკავების მიდგომას გულისხმობს. თავდაცვითი ზომების მიუხედავად, ეს ახალი მიდგომა საომარი მოქმედებების მოწინააღმდეგის ტერიტორიაზე გადატანის სტრატეგიულ მიზანს ემსახურება. გარდა ამისა, 2015-16 წლებში ქვეყნის პრეზიდენტმა, თავდაცვის მინისტრმა და თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ცალსახად განაცხადეს, რომ ამიერიდან სომხეთი იტოვებდა ფრონტის ხაზთან ახლოს აზერბაიჯანის სამხედრო შენაერთების საეჭვო, ან სახიფათო კონცენტრაციებზე დარტყმის უპირატეს უფლებას. ასეთი სტრატეგია შეიარაღებული ძალების მობილურობის სერიოზულ გაუმჯობესებას საჭიროებს, რადგან ამით შესაძლებელია მტრის თავდასხმისას, ან თავდასხმის „წინა ღამეს" შეიარაღებული ძალების სწრაფად გადაადგილება და გადაჯგუფება. მოკლედ რომ ვთქვათ, სათანადო წინაპირობები არსებობს იმისთვის, რომ სომხეთმა ბალისტიკური რაკეტები „უპირატესი შეკავების" ფარგლებში გამოიყენოს. სომხეთთან დაძაბულობის დარეგულირებისკენ მიმართული აზერბაიჯანის ეს ნაბიჯი დაემთხვა გაძლიერებულ საომარ რიტორიკას, რომელიც საბრძოლო შეტაკებებში გადაიზარდა და რომლითაც ოცდასამწლიანი სტატუს-კვო დაირღვა. მაგრამ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ოთხდღიანი საომარი მოქმედებების პერიოდში აზერბაიჯანმა ფართოდ გამოიყენა ისრაელის წარმოების „IAI Harpy 2" ტიპის უპილოტო საფრენი აპარატები. მათი ეფექტურად გამოყენების ფონზე, აზერბაიჯანის სამხედრო ხელმძღვანელობამ, როგორც ჩანს, ასეთი მოწყობილობების ფართოდ დანერგვა გადაწყვიტა. ამიტომ გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ სწორედ იმ დღეს, როდესაც სომხეთმა თავისი ახალი ბალისტიკური სარაკეტო დანადგარები გამოაჩინა, ბაქომ განაცხადა, რომ აზერბაიჯანში ისრაელის მიერ ლიცენზირებული „Orbiter 1K"ტიპის უპილოტო საფრენი აპარატების წარმოება დაიწყო . ამიტომ, იმის გათვალისწინებით, რომ აპრილში საომარი მოქმედებების განახლებამ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით სამუდამოდ შეცვალა პოლიტიკური და სამხედრო დინამიკა, კონფრონტაციის ამ ახალმა ერამ სომხეთსაც და აზერბაიჯანსაც თავიანთი თავდაცვის დოქტრინების გადახედვისკენ უბიძგა. ალბათ, დადგება დრო და ერევანი, რომელიც უპირატესი შეკავების სტრატეგიას ეყრდნობა, მიხვდება, რომ მისი ბალისტიკური რაკეტების არსენალი აზერბაიჯანს ძალის გამოყენებისგან არ აკავებს. ეს პოზიცია ეფუძნება აზერბაიჯანის აშკარა განზრახვას, სომხეთთან კონფლიქტი მართვადი გახადოს და რუსეთთან და დასავლეთთან ურთიერთობებში პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოიყენოს. ამის პასუხად თავისი ბალისტიკური იარაღის არსენალის „ისკანდერის" ტიპის რაკეტებით გაძლიერებით, შეიძლება, სომხეთმა იფიქროს, რომ ახლა მისი ჯერია აზერბაიჯანს პოლიტიკური და სამხედრო პირობები უკარნახოს, თუ, რა თქმა უნდა, რუსეთი ერევანს ამის უფლებას მისცემს. სამხედრო ექსპერტები და ოფიციალური პირები საყოველთაოდ იზიარებენ იმ აზრს, რომ უპილოტო საფრენი აპარატები, რომელთა წარმოებაც აზერბაიჯანმა ცოტა ხნის წინ დაიწყო, სერიოზულ საფრთხეს უქმნის სომხეთის სამხედრო-სტრატეგიულ ობიექტებს, მათ შორის, ბალისტიკურ რაკეტებს. აქედან გამომდინარე, უპილოტო საფრენი აპარატების დამამზადებელი ქარხნები პოტენციური საფრთხის წყაროდ განიხილება. ეს შეესაბამება უპირატესი შეკავების სტრატეგიას, რომელიც, თავის მხრივ, სომხეთს უფლებას აძლევს, გაამართლოს უპირატესი თავდაცვითი დარტყმები, მსგავსად იმ დარტყმებისა, რომლებიც ისრაელმა მეოცე საუკუნეში არაერთხელ განახორციელა. აქედან გამომდინარე, მოწინააღმდეგესთან თავისი სამხედრო უპირატესობის გაძლიერების მიზნით ბაქოს მიერ გადადგმული ნაბიჯების გათვალისწინებით, შეიძლება, ერევნის მიერ შეძენილი ბალისტიკური რაკეტები შეკავების იარაღიდან ადვილად გადაიქცეს უპირატესი დარტყმის იარაღად და, საბოლოო ჯამში, პრევენციული ზომების განხორციელების აუცილებელ ინსტრუმენტად. ნათელი მაგალითი: აზერბაიჯანი თავის სამხედრო-ტექნიკურ პოტენციალს სომხეთისთვის პოლიტიკური და სამხედრო წინააღმდეგობის გასაწევად ზრდის. სომხეთის გადასახედიდან, შეკავების პოზიცია სულაც არ ნიშნავს გარდაუვალი (უპირატესი) ან პოტენციური (პრევენციული) საფრთხის პირობებში ბალისტიკური რაკეტების გამოყენებაზე უარის თქმას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ახალი თავდაცვის დოქტრინის შემოღებისა და ბალისტიკური რაკეტების არსენალის გაძლიერების შემდეგ ნაკლებად სავარაუდოა, რომ სომხეთი გულხელდაკრეფილი იდგება მაშინ, როდესაც აზერბაიჯანი ასობით უპილოტო საფრენი აპარატის წარმოებას იწყებს, რომლებსაც მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების განახლებისას უთუოდ გამოიყენებს. დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ სომხეთისა და აზერბაიჯანისთვის უახლესი შეიარაღების მიწოდებით მოსკოვმა ხელი შეუწყო ამ ორ მოწინააღმდეგეს შორის გამალებული შეიარაღების დაწყებას, რაც უთუოდ საომარი მოქმედებების ახალ ტალღებს ააგორებს. როგორც ჩანს, ამ მიდგომით რუსეთი კიდევ უფრო აძლიერებს სომხეთსა და აზერბაიჯანზე თავის გავლენას და იარაღის შეძენის საკითხში კიდევ უფრო თავისზე დამოკიდებულს ხდის მათ. სომხურ საზოგადოებასა და პოლიტიკურ და სამხედრო ელიტაში რუსეთის მიმართ ნდობის აღსადგენად მოსკოვის მიერ გადადგმული ნაბიჯების მიუხედავად, რომლებიც ძირითადად ზემოხსენებული იარაღის მიწოდების პროპაგანდით შემოიფარგლებოდა, აპრილის კონფლიქტისა და რუსეთის ნეიტრალური პოზიციის შემდეგ სომხეთი რუსეთთან ურთიერთობაში უფრო პრაგმატული გახდა. რაც შეეხება აზერბაიჯანს - ბაქო, რომელსაც ეკონომიკური პრობლემები ვერ მოუგვარებია, უფრო მეტ ყურადღებას ტექნიკური უპირატესობების უზრუნველყოფას მიაქცევს. იმის შიშით, რომ შეიძლება, ამგვარმა სინამდვილემ ერევანი შეაგულიანოს და მას უფრო გადამწყვეტი მოქმედებისკენ უბიძგოს, ბაქო, სავარაუდოდ, ხელიდან არ გაუშვებს შესაძლებლობას, ხელსაყრელ დროს ბოლო მოუღოს სომხეთის ბალისტიკურ უპირატესობას. მიუხედავად იმისა, რომ ბაქო მოწინააღმდეგის მიმართ, სავარუდოდ, უფრო თავდაცვითი, ან პარალელური „უპირატესი შეკავების" სტრატეგიას აირჩევს, მისი გარეგნული პოზიცია ზოგადად ნაკლებად აგრესიული, მაგრამ ზოგ საკვანძო მომენტში უფრო პროვოკაციული იქნება. ფილოსოფიის დოქტორი ედუარდ აბრაჰამიანი დიდი ბრიტანეთის ლეისესტერის უნივერსისტეტის თავდაცვისა და რეგიონული უსაფრთხოების ანალიტიკოსი და მეცნიერ-თანამშრომელია. მისი კვლევის საგანია ნატოს სტრატეგიის ევოლუცია და ადაპტაცია აღმოსავლეთ ევროპასა და შავი ზღვის რეგიონში. http://factum.ge/geo/news/1/282 |
Posted by: zindiosama 17 Oct 2016, 17:03 |
Американские военные планируют расширить свое присутствие на территории Грузии. Об этом свидетельствует опубликованный на правительственном сайте госзакупок заказ на возведение на территории этой страны зданий для использования в интересах Министерства обороны США, пишет «Лайф». http://haqqin.az/news/82554 Корпус инженеров Армии США заказал разработку бизнес-плана по привлечению частных контракторов для возведения на территории Грузии и других близлежащих регионов Южного Кавказа сооружений в интересах Минобороны Соединенных Штатов. В заказе отмечается, что на указанной территории необходимо построить административные здания и инфраструктуру, в том числе тренинговые центры, ангары для самолетов, пожарные станции, офисы, лаборатории, столовые и сооружения для ремонта и хранения техники. მოკლედ ესენი მგონი მართლა აღარ ხუმრობენ და ბაზას აშენებენ საინტერესოა რა ადგილას იქნება, ვაზიანთან ახლოს? |
Posted by: მილიტარისტი 17 Oct 2016, 19:24 | ||||
zindiosama
ეს ლაიფი Life News არის?
რომელ სამთავრობო საიტზე, ერთი წყარო მეორე წყაროზე დაყრდნობით წერს, რომელიც კიოდევ მესამე წყაროზე დაყრდნობით რაღაცას ამბობს ამის გადამოწმება ადვილი იქნება თუ ვინმემ იცის რა საიტია ეს на правительственном сайте госзакупок |
Posted by: xDavid_S 17 Oct 2016, 19:42 | ||
hermes555
ტიპს გაკვრითაც კი არ აქვს ნახსენები LYNX-ის გამშვებები EXTRA რაკეტებით |
Posted by: mamukasokhumeli 18 Oct 2016, 02:59 |
სამხედრო ინჟინერიის თემა ვერ ვიპოვე და აქ ვდებ ამ ვიდეოს: საინტერესო მომეჩვენა განვითარების ტენდენცია.ამ განვითარების ერთი მოკლე ეტაპი,რაცაა მოცემული ამ ფილმში.ჩემი აზრით ფორთიფიკაციის ჩამოწერა ნაადრევია.უბრალოდ განსხვავებული მიდგომაა საჭირო.ძველი უკვე რომ ვერ მუშაობს,ბავშვმაც იცის.ჰო და ე.წ.გამაგრებული რაიონები არ უნდა იყოს არც სტალინის,არც მაჟინოს,არც მანერგეიმის და ა.შ. ხაზები შექმნილი სტაციონარული საცეცხლე წერტილებით,რომლემაც უნდა შეკავოს შემტევი ძალა ხაზზე ვთქვათ.ერთგვარი კედლის როლი ითამაშოს.ამ ფილმის ყურების დროს გამახსენდა ეს ურბანული ცენტრები.ხშირად ვახსენებსთ ხოლმე მას და ურბანულ ცენტრებში ბრძოლის წარმოების სირთულეები...ჰო და ამიტომ გამოსაკვლევია დეტალურად ეს ურბანული გარემო,მასში ბრძოლის სპეციფიკა და შესაბამისადაა დასაგეგმი გამაგრებული რაიონები თუ სიმაგრეები,რასაც დავარქმევთ მოკლედ. გამახსენდა სოხუმში მჭიდროდ ჩადგმული ბარაკები თუ სახლები ქმნიდნენ სპეციფიკურ გარემოს,რომელსაც უწოდებდნენ "შანხაის".იმიტომ,რომ დაიკარგებოდა კაცი შიგ და კრიმინალები,ქურდბაცაცები და ა.შ. ხშირად მანდ აფარებდნენ თავს,როცა მილიცია მოსდევდათ.პოვნა და დაჭერა ძალიან ძნელი იყო იმ ლაბირინთებში. მოკლედ ფანატზია,გათვდები და ტვინის განძრევა საჭირომ,რომ შევქმნათ მართლაც ძალიან რთულად ასაღები და დასაძლევი გამაგრებული რაიონები ჩემი აზრით ყოველგავრი მაჟინოსა და მისთანების რაღაც ტექნოლოგიური სასწაულების გარეშე. |
Posted by: zindiosama 18 Oct 2016, 09:27 | ||
მილიტარისტი
შეიძლება ამერიკული ჟურნალი როა ლაიფი, ეგ იყოს |
Posted by: mamukasokhumeli 18 Oct 2016, 12:29 |
ჰო და ჩემი აზრით სტაციონარული საცეცხლე წერტილები შეიცვლება...მობილურით ასეთ შემტხვევაში.ანუ გამაგრებულ წერტილში ექნება თვითმავალ არტილერიას,ანდა არტილერიას,ასევე ტყვიამფქვევებსა და ა.შ. გადააგდილებისა და პოზიციების შეცვლის საშუალება.ამას გარდა ქვეიტებს მიეცემათ საშუალება მაქსიმალურად გამოიყენონ გადასატანი და ხელის იარაღი მტრის წერტილში შემოჭრის შემთხვევაში.რეალირად თავდ შემოჭრაც არ იქნება რაღაც რთული ამოცანა...ესეც უნდა ვიქონიოთ მხედველობაში.ამოცანა იქნება მაქსიმალური ზიანის მიყენება ეირიშის დროს და შემდეგ ბრძოლა თავად გამაგრებულ წერტილში.გარდა ამისა,შეიძლება ვიფიქროთ გამაგრებული წეტილის,ერთგავრი ლაბირინთის სქემის შესაძლო ცვლილებებზე საჭიროებისა და მიხედვით.ესეიგი შესაძლებელი იყოს "ქუჩებისა" და "ჩიხების" სქემების ცვლა.ამა ამბავს სულაც არ დაჭირდება რარაც სქელი ბეტონის კედლები და უაზრო დანახარჯები.შეიზლება მინიმალური დანახარჯებითა და კარგად გაანგარიშებული სქემით გაკეთება ყველაფრის |
Posted by: Zuka911 19 Oct 2016, 15:52 |
დღეს რუსთავისკენ 12 ცინცხალი MRAP ჩაატარეს ტრეილერბზე და რა ხდება რამე ახალი ხოარ გვიყიდია |
Posted by: mamukasokhumeli 1 Nov 2016, 01:23 |
საჭიროა ჩამოყალიბდეს კარგი ტანდემი თავდაცვის მინისტრისა და გენერალური შტაბის უფროსის სახით http://www.geomediatv.ge/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AD%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%90-%E1%83%A9%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%A7%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%91%E1%83%93%E1%83%94%E1%83%A1-%E1%83%99%E1%83%90%E1%83%A0/ |
Posted by: zindiosama 2 Nov 2016, 12:01 | ||
mamukasokhumeli
ეეეხ... ლაილაის იქეთ ეგ საქმე ვერასოდეს ვერ წავა |
Posted by: mamukasokhumeli 3 Nov 2016, 19:13 |
"თევზისა" და ამირან სალუქვაძის საინტერესო ინტერვიუ ალადაშვილთან |
Posted by: aivenho 7 Nov 2016, 12:39 |
მოდერ სორი სიახლე არაა მარა იერთი კითხვა მაქ საჩხერეში დოხუია მრაპები რაში ჭირდებათ? |
Posted by: daaaduna 7 Nov 2016, 13:50 |
aivenho ეტყობა სწავლება იგეგმება მანდ ხომ ნატოს სააწრთნელი ბაზა |
Posted by: aivenho 7 Nov 2016, 14:23 |
daaaduna საწვრთნელი როა და სამთო მომზადების როა მაგიტო მიკვირს |
Posted by: daaaduna 8 Nov 2016, 11:55 |
aivenho მთებიდან ჩასაფრების და კოლონის დაცვა მთებში შეიძლება ესეთ რაგაცებს ვარჯიშობენ ვერ გაიგებ ვერაფერს, |
Posted by: mamukasokhumeli 9 Nov 2016, 02:14 |
თავდაცვის სამინისტრო გენერალური შტაბის, სახმელეთო ჯარების და სამხედრო პოლიციის მიმართულებით ოპტიმიზაციას გეგმავს თავდაცვის სამინისტრო რამდენიმე მიმართულებით ოპტიმიზაციას განახორციელებს. ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ მედიასთან დღევანდელ შეხვედრაზე განაცხადა, რომელზეც 100-დღიანი მუშაობის ანგარიში წარადგინა. მისი თქმით, ეს ეხება გენერალური შტაბს, სახმელეთო ჯარებს, ავიაციასა და საჰაერო თავდაცვას, სამხედრო პოლიციას, ლოჯისტიკურ დანაყოფებს და საშტატო წოდებრივ მიმართულებებს. ”გენერალურ შტაბში ჩვენ უკვე შევიმუშავეთ კონკრეტული გეგმა, თუ რომელი დეპარტამენტები უნდა გაუქმდეს. მართალია, ფუნქციები არ გაუქმდება, მაგრამ უნდა შეიკვეცოს მათი დანიშნულებიდან გამომდინარე და ჩამოყალიბდეს ან სამსახურების ან სამმართველოების სახით. საუბარია ცალკეულ დეპარტამენტებზე და საუბარია ასევე ცალკეული დეპარტამენტების და სამმართველოების სტანდარტიზაციაზე. დეპარტამენტები და სამმართველოები იქნება ერთნაირი მოცულობის და მათ შორის დისბალანსი აღარ იქნება, ესეც ნატო-ს სტანდარტია”, - განაცხადა იზორიამ. მინისტრის განმარტებით, მნიშვნელოვანი ოპტიმიზაცია განხორციელდება სახმელეთო ჯარების სარდლობებშიც. ”დღეს არსებობს 5 სამანევრო ბრიგადა. ვგეგმავთ, რომ დარჩეს 4 ბრიგადა. ეს, ბუნებრივია, დაკავშირებულია როგორც ამ ბრიგადების, ისე ასეულების, ბატალიონების რაოდენობასთან, მათ ლოკაციასთან და დაბალანსებასთან და საფრთხეების ადეკვატურობასთან. გვაქვს უკვე კონკრეტული მოცემულობა თუ რა რაოდენობის, რა შემადგენლობის უნდა იყოს ბრიგადები და რა ლოკაციებზე უნდა იყვნენ განთავსებულნი. ზოგიერთი ბრიგადა არის შიგ ქალაქში და საფრთხის შემთხვევაში მას მანევრირების და მობილური მოქმედების საშუალება არ აქვს. აქედან გამომდინარე, ლოკაციის განსაზღვრაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი იქნება ოპტიმიზაციის კუთხით”, - განაცხადა იზორიამ. რაც შეეხება ავიაციას და საჰაერო თავდაცვის სარდლობას, იზორიას თქმით, ესეც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა. ”ჩვენ აქცენტს გავაკეთებთ ტექნიკის ოპტიმიზაციაზე, შემდეგ, შვეულმფრენების შესაძლებლობების განვითარებაზე და საჰაერო თავდაცვის სისტემაზე. ამ მიმართულებით ჩვენ კონკრეტული თანამშრომლობა გვაქვს ჩვენს ფრანგულ მხარესთან და ისინი უზრუნველყოფენ როგორც ექსპერტების დონეზე, ისე ტექნიკური თვალსაზრისით ამ პროექტის განხორციელებას. ჩვენ აქცენტს გავაკეთებთ უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენების შესაძლებლობის გაზრდაზე”, - განაცხადა იზორიამ. მისივე თქმით, ოპტიმიზაციის ერთ-ერთი საგანია სამხედრო პოლიცია. ”სამხედრო პოლიციაში უნდა გაიმიჯნოს საგამოძიებო, ოპერატიულ-სამძებრო და პოლიციური ფუნქციები. ”პოლიციური ფუნქცია უნდა იყოს პრევენციაზე ორიენტირებული. სამხედრო პოლიციას, რა თქმა უნდა, ექნება შესაძლებლობა სამართალდარღვევაზე რეაგირების, თუმცა როგორც დასავლურ ქვეყნებშია აპრობირებული - საგამოძიებო ფუნქციები ექნება სამოქალაქო ოფისს. შესაბამისად, სამხედრო პოლიცია იქნება ძირითადად სამხედროებისგან დაკომპლექტებული, რომელიც თავისი რეპუტაციით გამოირჩევა სხვებისგან”, - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა. იზორიას განცხადებით, მნიშვნელოვანია საშტაბო წოდებრივი კატეგორიების ოპტიმიზაციაც. ”კერძოდ, არის პოლკოვნიკთა შტატების დიდი რაოდენობა. ის სტანდარტიზაცია მოგვცემს შესაძლებლობას ეს შტატები შევამციროთ, რაც მოხდება კომპენსაციის საფუძველზე”, - აღნიშნა მინისტრმა. http://www.interpressnews.ge/ge/samxedro-tema/405470-thavdacvis-saministro-generaluri-shtabis-sakhmeletho-jarebis-da-samkhedro-policiis-mimarthulebith-optimizacias-gegmavs.html?ar=A |
Posted by: ignorant 9 Nov 2016, 09:05 | ||
აუ, ეს მგონი მოგზავნილია ვიღაცაა! რა ბრიგადების შემცირება ბლიად, ბარემ გააუქმეთ შძ-ები და წადით სახლებში. |
Posted by: zindiosama 9 Nov 2016, 09:41 | ||
ignorant
მანდ ალბათ საკონტრაქტო ბრიგადების შემცირებაზეა საუბარი სამაგიეროდ ალბათ გაწვეული შენაერთების რაოდენობას გაზრდიან "ტოტალური თავდაცვა" და რამე |
Posted by: aivenho 9 Nov 2016, 10:10 | ||
ჰო წაპეპლეს ტვინი ყველგან ფრანგების შეკვეხებით |
Posted by: _Giorgi001_ 9 Nov 2016, 10:24 | ||||
4 კი არა, 2-ზე მეტი არაა საჭირო ჩემი აზრით. 2 სწრაფი რეაგირების მძიმე ბრიგადა სპეც დანიშნულების დონის მომზადებით და სუპერ თანამედროვე შეიარაღებით. რაც დანარჩენი 2 ბრიგადის ხელფასებზე უნდა თანხა დაიხარჯოს, იმ ფულით ამ 2 ბრიგადას თანამედროვე საბრძოლო სისტემები, ინდივიდუალური დაცვისა და კავშირის საშუალებები უყიდონ, ის ჯობია. მთელი ქვეყნის მაშტაბით კი ტერ-დაცვა უმაღლესი მომზადების დონით + რეზერვი.
როგორც იქნა. |
Posted by: daaaduna 9 Nov 2016, 10:44 |
_Giorgi001_ ცუდათ არ გამიგო მაგრამ ძან ###ობა დაწერე |
Posted by: _Giorgi001_ 9 Nov 2016, 11:13 | ||
daaaduna
მეტი ცუდად რაღა უნდა დაგეწერა განსხვავებული აზრი თუ არ ემთხვევა შენს აზრს, ეგრევე ღლეობა რატომაა კაცო? დავუშვათ გაქვს წელიწადში $500 მილიონი. გაქვს მიზანი. რომელი უფრო ბრძოლისუნარიანია დასახული მიზნის მიღწევის მიზნით? 10 000 კონტრაქტნიკი, მომზადებული სპეცების დონეზე და შეიარაღებული თანამედროვე საბრძოლო სისტემებით vs 50 000 კონტრაქტნიკი, მომზადებული საშუალო ან დაბალ დონეზე, შეიარაღებული საშუალო დონის/მოძველებული საბრძოლო სისტემებით. ანუ, 100 ჯაველინიანი უმაღლეს დონეზე მომზადებული მეომარი უფრო ეფექტურია თუ 1000 რპგ-7 ებით საშუალო ან დაბალ დონეზე მომზადებული მეომარი - მოწინააღმდეგის ჯავშანტექნიკის წინააღმდეგ? |
Posted by: ignorant 9 Nov 2016, 13:00 | ||
ჯერ შექმნან ეს ყბადაღებული ტერდაცვა და რეზერვი და მერე იფიქრონ ბრიგადების შემცირებაზე, ყველაფერს უკუღმა რატომ უნდა აკეთებდნენ?! |
Posted by: _Giorgi001_ 9 Nov 2016, 15:04 | ||
საქართველოში სწორად გაკეთებული გინახიათ რამე? |
Posted by: ignorant 9 Nov 2016, 16:02 | ||
ოდესმე ხომ უნდა დავიწყოთ! ახლა 1 ბრიგადის გაუქმება იქნება?! რეგიონი რა დროს იფეთქებს კაციშვილმა არ იცის და ჩვენ არც რეზერვი გვყავს, არც ტერდაცვა, პლიუს 1 ბრიგადას გაუქმებას უპირებენ და დამატებით სამხედრო პოლიციასაც ამცირებენ. გაგიჟდება კაცი ისეთები ხდება! |
Posted by: _Giorgi001_ 9 Nov 2016, 16:15 | ||
1 კი არა 2 ბრიგადას გავაუქმებდი მე. დავტოვებდი მხოლოდ 2 ბრიგადას. აღმოსავლეთს და დასავლეთს. დარჩენილი ფულით ამ 2 ბრიგადის მომზადების დონეს ავამაღლებდი, შევაიარაღებდი თანამედროვე საბრძოლო სისტემებით. დღეს რაოდენობა კი არა, სტრატეგია, მაღალი ტექნოლოგიები, თანამედროვე საბრძოლო სისტემები და მათთვის პროფესიონალი ოპერატორები იგებენ ბრძოლებს. მაგალითისათვის: 1 ბრიგადის წლიურ ხელფასში და მათ შენახვაში თავდაცვის სამინისტროს ეხარჯება ვთქვათ $50 მილიონი. მაგ ფულით რომ 3-4 წელში 1 დივიზიონი Iris-T SL ვიყიდო და მათთვის ოპერატორები მოვამზადო, ის მირჩევნია, რადგან საჭირო დროს ეგ სისტემები დაიცავენ ქვეყნის საჰაერო სივრცეს. თუ არჩევანს 1 ბრიგადის დატოვებაზე გავაკეთებთ, მოვა ძია ვოვას ავიაცია და მაგ ბრიგადას მიწაზე დაასვარკებს. იგივე შემიძლია ვთქვა დიდი მოქმედების მანძილის არტილერიაზე, ხომალდსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებზე და სხვა. იგივე შემიძლია ვთქვა ტერიტორიალური დაცვის ძალებზე, მათი მომზადების დონეზე. არ მიმაჩნია სწორედ და რაც მთავარია მორალურად გამართლებულად რომ ქვეყნის დაცვისათვის ფულს იღებდე. იგივე რეზერვისტი, რომელიც არაა ნამსახურები საკონტრაქტოზე, თავს დებს ქვეყნისათვის სრულიად ალალად და ამაში მას ხელფასს არავინ აძლევს. სხვა თემაა მაღალი რანგის ოფიცრობა, ჰსთ და სხვა. მანდ უმაღლესი და სპეციფიკური განათლების მქონე სპეციალისტებია საჭირო. |
Posted by: hermes555 9 Nov 2016, 23:21 |
ერთი ბრიგადით იმიტომ ამცირებენ რომ ხალხს ვერ აგროვებენ საკონტრაქტოზე ბრიგადები არაა სავსე, ამის მერე ხალხს გადაანაწილებენ დარჩენილ ოთხ ბრიგადაში და შეავსებენ ბოლმდე დანარჩენ საქმეში ეს ახალი გაწვევა/რეზერვი იქნება |
Posted by: daaaduna 10 Nov 2016, 12:37 |
_Giorgi001_ მომისმინე ეხლა კი კაი რაგაცას ამბობ მაგრამ სააქართველოს არავინ მიყიდის თანამედროვე შეიარაღებას რომ დაწერე ჯაველინიო მაგას ჩვენ არ მოგვყიდიან 3 მაგი ფასიც რომ გადაიხადო და შEნ ეხლა რა გირჩევნია 50000 რპგ ქონდეს თუ არანაირი ჯაველინი )). და ჩვენი ჯარი ყველაზე ნაკითხია და მომზადებულია რეგიონში და ეუროპის ჯარებსაც არ ჩამოუვარდება ემბარგოს თუ მოგვხსნიან და მოგვცემენ იმის საშგალებას რომ ვიყიდოტ თანამედროვე თავდაცვის საშვალებები მაშინ გააუქმონ მაგრამ ეხლა ჩვენ თანამედროვე იარაღI არ გვაქს და მაგიტომ არის გაუქმება ცუდი რომ იმ 50000 ნასროლი რპგ ჭUრვიტ ერთ ერთI მოხვდება მიხვდი ? |
Posted by: _Giorgi001_ 10 Nov 2016, 13:05 | ||
daaaduna
როცა ხედავ რომ არ გაძლევენ თანამედროვე საბრძოლო სისტემებს, ამ სისტემებისათვის გამოყოფილ თანხებს აბანდებ საკუთარ წარმოებაში ეს დიდი ხნის მიღებულ პრაქტიკაა და იდეალურად მუშაობს - ემბარგოდადებული ირანის მაგალითიც კი საკმარისზე მეტია ამისათვის. ზოგადად კი - NATO ს წევრს ქვეყნებს არანაირად არ აწყობთ სხვა NATO-ს მეგობარ ქვეყნებში თანამედროვე ВПК-ს განვითარება და ურჩევნიათ ამ ქვეყნებს თვითონ მიყიდონ საბრძოლო სისტემები, რადგან ამ ქვეყნებში ВПК-ს განვითარებით თვითონ NATO წევრ და ძლიერი ВПК-ს მქონ აკულებს შეუქმნიან არასასურველ სიტუაციას შეიარაღების ბაზარზე. ეგ კიდევ არაფერი იმასთან შედარებით რომ ამ NATO-ს აკულებს გავლენის/ზემოქმედების ბერკეტები ეკარგებათ ეგრევე, რადგან შეუძლებელი ხდება ასეთ მომენტში მცირე ქვეყანაზე ზეგავლენა, თუ კი ეს ქვეყანა საკუთარი საბრძოლო სისტემების განვითარებაში სერიოზულ წარმატებას აღწევს. ეხლა უბრალო მაგალითს მოგიყვან. აი მაგალითად შევიძინეთ უკარინისაგან ჩამოწერილი ან დაკონსერვებული ტუნგუსკები და 9M311 ების რაღაც რაოდენობა. შევძელით და დავაკოპირეთ 9M311, შევქმენით საკუთარი ანალოგი. ЗУР-ის ძრავი ერთი ქვეყნისაგან ვიყიდეთ, ელექტრონიკა მეორისაგან, რაღაცა თვითონ გავაკეთეთ. იგივე ანალოგი შევქმნეით მაგალითად 5B27-ების. მერე მაგალითად მოვახდინეთ მათი ინტეგრირება ჩვენს ჰთს-ებში. როგორ ფიქრობ, როგორ შეხვდებიან ამას ის ქვეყნები, რომელნიც დიდი ხანია უარს გვეუბნებიან ჰსთ მოყიდვაზე? ეს თემა მათი მხრიდან ჩვენზე ზემოქმედების ერთ-ერთი უძლიერესი ბერკეტი იყო მუდამ. იგივე ჯავშანსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსებზე და ა.შ. მიხვდი ? |
Posted by: ildamusa 10 Nov 2016, 13:42 | ||||
daaaduna
სამწუხაროდ ცდები. არც მომზადებულია არც ნაკითხი. თუმცა ერთერთი ყველაზე გაბედული ჯარისკაცები გვყავს ევროპაში ნაკითხი როგორაა? აშკარად ჯართან არ გქონია სეხება წერა კითხვა და საათის ცნობა არ იცის ბევრმა. ბევრი სანამ გაიგენს უნიტაზის მნიშვნელობას, უნიტაზში იბანს სახეს და პისუარში ჯვამენ. რა განათლებული? ნუ ალბათ ერაყელებზე და ავღანელებზე განათლებულები კი ვართ როგორც ერი. შენ თბილისის გადმოსახედიდან ნუ უყურებ... hermes555
|
Posted by: daaaduna 10 Nov 2016, 20:45 |
ildamusa გდდ 2 სამართველოში მაქ მოხდილი ჯარი და დღემდე მახსოვს აკს აკ მ4 პკ რპკ მაკვილანის სვდ მაკაროვის და ჰ9 არასრულ დაშლა აწყობა დღემდე მახსოვს ტაკტიკუ გაადადგილებები და თვით გადარჩენისთვის რები დამჭირდება და მოწინამდეგის ზურგიდან როგორ გამოვდიე კომპასის უქონლობაში როგორ მიივიდე დანიშნულების პუნკთან, და ხელის ნიშნებიც მე არ ვიცი შენ რა შეხება ქონია და ვისთან მაგრამ ჩემ სამართველოში ჩემი ინსტრუკტორები გვიღეჭავდნენ ყველაფერს _Giorgi001_ მაგას რასაც შენ ამბობ ძან დიდი დაფინანსება უნდა და ბევრი ინსტიტუტი რაც საქართველოში არ არსებობს ელემენტარულად ტყვიებს არ მზადება საქართველოში უფრო იაფია უცხოეთში ყიდვა ვიდრე საქართველოში დამზადება |
Posted by: _Giorgi001_ 10 Nov 2016, 21:16 |
daaaduna ძვირი კი არ დაჯდება მეგობარო, არამედ ჩვენი ქვეყნის პოლიტ ისტანლიშმენტს მიღებული აქვს "ბრძანება" საერთაშორისო თანამეგობრობისაგან რომ მსგავს თემებზე არ ხარჯონ ფული/გრანტები და სხვა. თუ კი არ მოუსმენენ "უფროსს ძმებს", ხვალ მათ ხავერდოვანი რევოლუციით გაცილებით დამჯერი ვასალები ჩაანაცვლებენ. აი ეგაა სიმართლე თუ გაინტერესებს. ისე კი, რამოდენიმე წლის წინ ჩამოსული იყო საქართველოში Saab Bofors ის ოფიციალური წარმომადგენელი. რამოდენიმე ხნით ადრე მე გავაფრთხილე კიდეც არსენალელები და არა მარტო ისინი, რომ თუ ვინმეს სურვილი ჰქონდა შეხვედროდნენ. შვედებმა სერიოზული შეთავაზება გაუკეთეს ჩვენებს, მარა ჩვენებმა ისე აიბზუეს ცხვირი, გეგონება მამა აბრაამის ბატკნები და გენერალსიმუსები მყავდნენ. მანდ უკრაინა/ისრაელივით დიდი მაყუთის მოღუნვა გამორიცხული იყო და ბიჭებმა უარით გაისტუმრეს! შვედები გამოსირებულები დაბრუნდნენ შვედეთში და გინების მეტი არაფერი ეკერათ პირზე. იყო კარლ გუსტაფების ვარიანტი, ბეიმსები, რბს70 ები, სხვა რაღაცეები კიდე. პროექტი ფქონდათ: უკვე ნაყიდი ОСА-АК/АКМ ების მოდერნიზაციის, მისი რაკეტების მოდერნიზაცია, კაპ რემონტი, შვედური ძრავებით აღჭურვა და რბს23 ის ჩანერგვა ოსაში. ანუ ОСА-АКМ ის შასიზე რბს 23 ოღონდ მოდერნიზებული 9М33 რაკეტებით. იგივე ჩვენი С-125 ებზე. სრული მოდერნიზაცია როგორც რაკეტების, ასევე მათი მართვის სისტემის და შვედური მიზნის აღმომჩენ რადარში ინტეგრირება. ასე რომ ნუ იტყვი რომ არ გვაძლევდნენ თანამედროვე საბრძოლო სისტემებს. შვედები ყველაზე ტექნოლოგიურები არიან ბევრ საბრძოლო სისტემებში. თანაც შვედეთის მაშინდელი მინისტრი კარლ ბილდტი მიშას მაგარი ბრატი იყო. ჩვენი თავის მტრები ჩვენვე ვართ! |
Posted by: ildamusa 10 Nov 2016, 22:01 | ||
daaaduna
ეგ ძალიან კარგია თუ ეგენი იცი. მაგრამ ვერ დამაჯერებ რომ ყველამ იცოდა ტოპოგრაფია და დამოუკიდებლად ყველა პოულობდა წერტილებს.. აბსოლიტური უმრავლესობა ვერც წერტილს პოულობს და ვერც ორიენტაციას აკეთებს. და საერთოდ რა ტოპოგრაფიაზე მესაუბრები, ის რაც გდდ-ში ისწავლება ტოპოგრაფია კი არა აი ია-ა. თუმცა ეგ ჯარისკაცის ბრალი არაა, არც ყველა ოფიცერმა იცის ტოპოგრაფია მაინც და მაინც , მით უმეტეს გდდ-ში. ვიღაცამ რომ კარგად იცის არ ნიშნავს რომ იცის დანაყოფმა მერე კიდევ საათის ცნობაზე იყო საუბარი ტოპოგრაფია მაგასთვან სედარებით ზეთემაა |
Posted by: _Giorgi001_ 11 Nov 2016, 09:32 |
daaaduna უყურე რა ხდება. ფრანგებს გადავუხადეთ ათობით მილიონი ჰსთ სისტემებში. ეხლა რაც ამერიკაში მოხდა, მაგის ფონზე ადრე თუ გვიან საფრანგეთშიც მოვა მარი ლე პენი, ვალოდიას "დაქალი". ხო და იმედია ყველა ხვდება იმას რომ ლე პენისაგან თავდაცვის სისტემებს კი არა ვირის თავ-ფეხს თუ მივიღებთ. ეგ კი არა და ნაყიდი სისტემების დაკონსერვებაც მოგვიწევს რადგან მეეჭვება კრემლის ზეწოლის შედეგად ლე პენმა გააგრძელოს ჩვენი სისტემების ტექნიკური უზრუნველყოფა. ხო და რა გამოდის: გადავყარეთ ათობით მილიონი წყალში! ეგ მილიონები რომ ჩვენს სამხედრო წარმოებაში ჩაგვედო, ხვალ უკვე საკუთარი განათლებული კადრები გვეყოლებოდა. საკუთარი წარმოების საზენიტო თუ ჯავშანსაწინააღმდეგო რაკეტები გვექნებოდა. ირანს ემბარგო რომ დაადეს, ადგა ირანი და დააკოპირა იქამდე ნაყიდი საზენიტო, ჯავშანსაწინააღმდეგო, ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტები. მიუხედავად იმისა რომ არ ჰქონდა დაშვება თანამედროვე კომპიუტერულ ტექნოლოგიებზე, დღეს ირანს ძალიან ძლიერი საკუთარი სამხედრო წარმოება აქვს. ჩვენ ხომ არ გვადევს ემბარგო და ასე თუ ისე თავისუფლად შეგვიძლია დასავლურ ბაზარზე თანამედროვე ტექნოლოგიების ყიდვა (იარაღზე არ ვამბობ). გასაგებია რომ სად ნავთობით სავსე ირანი და სად ჩვენ, მარა ირანივით ატომურ პროექტზე ხომ არ ვაცხადებთ ჩვენ პრტენზიას? სულ რაღაც საზენიტო და ჯავშანსაწინააღმდეგო რაკეტების წარმოების ათვისებაზეა საუბარი. |
Posted by: daaaduna 11 Nov 2016, 09:44 |
_Giorgi001_ არ არის ეგრე როგორც შენ ლაპარაკობ , განა არ მინდა რომ იყოს მაგრამ არ არის და ვერ იქნება ვერასდროს ildamusa ათეული იმიტომ ხომ არ არის რომ რამე რომ მოხდეს ერთმა მეორეს დაეხმაროს, საათის ცნობა კითხვა წერა ყველამ იცოდა ჩემთან პატარა ბიბლიოთეკა ქვქონდა გრაჯდანიდან შემოტანილი წიგნებით და დღე არ გავიდოდა რომ ერთი 40 კაცამდე არ დამჯდარიყო და წაეკითხა წიგნი ნუ თუ რამე კაი კინოს არ გავაძრობდით ნუ ოპიცრები იყვნენ ჩონჩხები აი ტევზაძეს და მხედრიონის დროინდელები მაგრამ 90% გადამზადებული და 27-39 წლამდე ოპიცრებიც იყვნენ თავის საქმეში იდიალურები და ეხლა ვინმემ რამე თუ ვერ ისწავლა ეგ უკვე ჯარისკაცის ბრალია და არა სამხედრო განათლების, დღეში 6-7 გაკვეთილი მქონდა ხოლმე სამედიცინოდან დაწყებული ნაღმებამდე დამთავრებული ის კი არა შამფანურის ბოთლისგან და მარგაცოვკისგან კაი ბომბი როგორ გავაკეთო ეგეც გვასწავლეს PK ტყვიების გან და კონსერვისგან ნაღმის გაკეთება ეხლა საათის ცნობა თუ არ იცის ადამიანმა მაგას ჯარში კი არა გარეთ არ გავუშვებდი !! ეგ უკვე ადამიანზეა დამოკიდებული თორემ განათლება თავდაცვაში და შინაგან ჯარში დიდია განსაკუთრებით თავდაცვაში საშვალება რომ მქონდეს კიდე ერტხელ წავიდოდი სავალდებულოში ოღონდ თავდაცვაში !! იქ უფრო ბევრს მასწავლიდნენ და ღმერთა არ დაუშვას და გამომადგებოდა აუ რამდენს მაწერინებ მობილურიდან კაი რაა წინადადებებში ერთი 10000 შეცდომა მაქ * * * _Giorgi001_ ირანის სამხედრო ბიუჯეტი სასომხეთის საქართველოს და აზებაიჯანის ბიუჯეთის ხელა ნუ ეგ ხოო ბაზარი არა პრანგები რამე კაის არ მოგყიდიან ასტრალი მოეცათ მიკას ნაცვლად უკეთესი იქნებოდა და უფრო ეფეკთური იქნებოდა მაგრამ მიკა მოგვცეს რა სპიდერი გყოლია ოსა და რა მიკა ყველა ერთი და იგივე ნაგავია |
Posted by: _Giorgi001_ 11 Nov 2016, 12:27 |
daaaduna ჯერ ერთი არცერთი საბრძოლო სისტემა არაა ნაგავი და არაეფექტური! არსებობს ხალხი/ინდივიდები, რომელთაც არა აქვთ კომპეტენცია შესაბამისი სტრატეგიის შესადგენად. ამის ნათელი მაგალითი 2008 წლის აგვისტო. ისე კი, ნუ იტყვი რომ ეგრე არაა როგორც მე ვამბობ. დარწმუნებული ვარ არც შენ გაქვს ცოდნა ჩემს კომპეტენციაზე და არც მე შენსაზე. ფორუმი კი იმისათვისაა რომ ერთმანეთს ჩვენი მოსაზრებები გავუზიაროთ. ირანის სამხედრო ბიუჯეტი სულ სხვაა, და საზენიტო, ჯავშნასაწინააღმდეგო, ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტების დასაკოპირებლად გამოყოფილი თანხები სულ სხვა. |
Posted by: xDavid_S 11 Nov 2016, 12:29 | ||
daaaduna
შემცდარი ხართ ბატონო ძალიან შემცდარი |
Posted by: ildamusa 11 Nov 2016, 12:45 |
daaaduna მოკლედ თემას გავცდით მაგრამ მოკლედ გეტყვი. რაც უფრო ნაკლები იცი რამე საკითხში გგონია რომ ყველაფერი იცი, მერე როცა მეტს სწავლობ ხვდები რომ ძალიან ცოტა იცოდი / იცი და სასწავლი კიდევ ბევრია. ტექნიკასაც და ცოდნასაც გამომყენებელი უნდა. აი საუდბს რამდნი ფული აქვთ მაგრამ ადამინურ რესურსში აქვთ შეზღუდვები ჩვენ არც ფული გვაქვს და რაშიც გვაქვს/გვქონდა იმაშიც პრობლემებია დაბალი განათლების დონის გამო. ეს სკოლებიდან მოდის |
Posted by: daaaduna 11 Nov 2016, 15:28 |
xDavid_S და მიკა დაიცავს საქართველოს საჰაერო სივცეს ომის შემთხვევაში ? კეი რააა კეი რააა ildamusa ეგ თავისთავად ტყვილად კი არ ამბობდა ლენი სწავლა სწავლა და ისევ სწავლა რამდენიც არ უნდა იკითხო და ისწავლო მაინც უცოდინარი დარჩები სკოლებში კიდე კიდე კაი რუსსულ სკოლაში ვსწავლობდი და არ მომიწია ქართულ სეკტორში სწავლა მოკლედ არ ვიცი თქვენ რას ფიქრობტ მაგრამ ფაკტი ისა რომ აზერებზე და სომხებზე ბევრად მომზადებული ჯარი გვყავს და არანაირად ჩამოუვარდებით რუსსეთს და თურქებსაც _Giorgi001_ კი კი ბაზარი არა ვითვალისწინებ შენ აზრს ერთი გამაგებინეთ კუზნეცოვი ყოფილი (თბილისი) ჩაიძირა გაჩერდა ტუ რა მოუვიდა მაგრად მაინტერესებს |
Posted by: xDavid_S 11 Nov 2016, 15:37 | ||
daaaduna
კაი |
Posted by: zindiosama 11 Nov 2016, 16:40 | ||
daaaduna
ბუქსირზე ყავთ გამობმული და ცდილობენ უკან, მურმანსკში წაათრიონ რამდენად გამოუვათ - ეგ სხვა საკითხია. |
Posted by: _Giorgi001_ 11 Nov 2016, 17:48 | ||||
daaaduna
Saab Bofors-ის წარმომადგენლები რომ დაბრუნდნენ უკან, ერთი მეუბნება: თქვენებს პეტრიოტზე და ჯაველინზე ნაკლები სისტემა არ უნდათო. თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა მათთან შეხვერისას ისეთი უვიცობა გამოაჩინეს, ხალხი გაგიჟებული იყო, და შენ ლაპარაკობ ჯარი განათლებულიაო?
აგერ, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე დაზვერვისა და თავდაცვის საშუაელებების დაყენების შესაძლებლობებზე ვსაუბრობთ და თქვენ ის უფრო გაინტერესებთ რამოდენიმე ათასი კმ-ის მოშორებით რუსების ავიამზიდი რას აკეთებს? |
Posted by: mamukasokhumeli 11 Nov 2016, 18:02 | ||
_Giorgi001_
100%! http://pix.ge/ |
Posted by: daaaduna 11 Nov 2016, 18:59 |
_Giorgi001_ არ ხარ კომფედენტური და მაგიტომ გადამაქვს საუბარი ისეთ რაგაცებს მეუნები რაც საქართველოს ეკონომიკა ვერ გაწვდება და რაზე უნდა გელაპარაკო ბავშურ პანტაზიაში ხარ 1)პატრიოტებიო 2)ჯაველინებიო 3) 3 ბრიგადას დავტოვეფო 4) ჩვენი სამხედრო წარმოება დავიწყოთო 1) არავინ მოგცემ იმის უფლებას რომ ძლიერი სამხედრო მრეწვრელობა გაანვითარო საქართველოში 2) სახსრები არ გაქვს მაგხელა 3) არ გყავს სათანადო სპეციალისტები 4) ელემენტარულად მეტალის წარმოება არა საქართველოში ( რუსტავს ნუ მომიყვან მაგალითზე) 5) ელეკტრონიკის წარმოებაზე ხომ ხმას აგარ ვიგებ ელემენტარული საახაწლო მისალოცი ბარათებს ვერ ვამზადებტ საქართველოში და ისეც ჩინეთიდან ჩამოდის ( და აქ უკვე ზედმეტია რაკეტების და რადარების ელეკტრონიკაზე ლაპარაკი) რაც შეხება შენ ირონიულ ფოსტს (ქართველებს უკეტესი გვინდა) დიდი არაფრინდ გასხვავდება მიკა ოსასგან და სპიდერისგან თან მიტუმეტეს ამხელა ფაში და რაოდენობით ნახევარ საქართველოს ვერ ფარავს დაეშვი ღრუბლებიდან ძან გთხოვ იყავი რეალისტი ცოტა სასიხარულო ამბავი В России рухнул завод, выпускающий «Буки» (ВИДЕО) Очередная катастрофа произошла в России. В Екатеринбурге прямо в разгар рабочего дня обрушилась кровля местного завода имени Калинина, производящего в числе прочего известные зенитно-ракетные комплексы «Бук», с помощью которого в небе над Донбассом был сбит малайзийский «Боинг», передает е1.ru. По предварительным данным, причин у обрушения целых три. Это отвратительное техническое состояние возведенных еще в советские времена конструкций кровли, выпавший в уральском регионе обильный снегопад и лень самих работников предприятия, которые решили не убирать снег с крыши. Хлипкое перекрытие такое нагрузки попросту не выдержало и обрушилось на значительной площади. Известно, что 12 извлеченных из-под завалов раненых доставили в городскую больницу №23 Екатеринбурга. Один из пострадавших находится в крайне тяжелом состоянии http://armrus.info/?p=14994 ბმპ ქარხანაც დაიკეტაო და ურალზავოდიც |
Posted by: t-90 11 Nov 2016, 21:25 | ||||||||
_Giorgi001_
ცოცხალი ხარ შენ? ჩვენი თავდაცვის სამინისტრო იქით იყოს და ქონდათ ე.ი. შვედებთან მოლაპარაკება? _Giorgi001_
ეგეთი ორი ბრიგადა რო აზრიანი იყოს ამისთვის 10 კადრირებული ბრიგადა უნდა გედგეს მინიმუმ რომელიც 48 -72 საათში მობილიზდება. წინააღმდეგ შემთხვევაში "მცირე და მობილური არმიის" გადამღერებაა.
ტერდაცვა საერთოდ არის აბსურდი. ომი არის ძალების მობილურობის ხელოვნება. ხანდახან ძალები უნდა დაშალო, გააერთიანო და ა.შ. თუ კონკრეტულ რაიონს მიაჯაჭვე დანაყოფი, ომი შეიძლება ისე დამთავრდეს რო დანაყოფი ბრძოლაშიც კი ვერ შევიდეს. მაქსიმუმ დამატებითი იყოს ეგ ტერდაცვა, მას შემდეგ რაც 35-40 წლის ტიპები რეზერვიდან წავლენ მერე რო ტერდაცვაში შევიდნენ. აი მაგალითად გურიაში მყოფ ტერდაცვას შეიძლება ომი ვაბშემც არ მოუწიოს და მაშინ მიადგნენ როცა თბილისი და ქუთაისი აღებული იქნება. ildamusa
10 ოფიცერიდან დასვი და სამი ორიენტირიდან საკუთარ კოორდინატებს ვერ დაგითვლის შვიდი ჰა რვა. თაობა მოდის მტერს და ავს, ფიზოს რო ჩააწყობენ თვრამეტი წლის ბაღნები მაგ ფიზოს მე გავივლი ორი თვის ვარჯიშის მერე |
Posted by: _Giorgi001_ 11 Nov 2016, 21:41 |
t-90 აჩი, მოკლედ შენ ისევ ფორმაში ხარ, ადინ პროტივ ვსეხ კი, სააბის ხალხი იყო ჩამოსული. თუ გახსოვს მაშინ მე დავწერე ფორუმზე და რამოდენიმე არსენალელს პმ-შიც მივწერე. მარა არცერთი არ მივიდა. ხო, გინდა 10 კადრირებული გედგეს და გინდა 20. გინდა მაგ რაოდენობის ტერდაცვა, და გინდა რეზერვი. დრომ აჩვენა რომ უაზრობა იყო "ჯარისკაცი" პროფესიის შექმნა და ამაში მათთვის ფულის გადახდა, მაშინ როცა უამრავი რეზერვისტი საერთოდ უფასოდ ემსახურა და კიდევაც მოემსახურება ქვეყანას. პ.ს. გაანებე პოლიტიკის განყოფილების ხალხს თავი, სულ ნუ გააგიჟე ის ხალხი |
Posted by: ildamusa 11 Nov 2016, 21:44 |
t-90 გაუმარჯოს, როგორ ხარ? იცი რას ვფიქრობ? კომპანიებში ნეპოტიზმი ნაკლებადაა იმიტომ რომ საქმეში თუ ჩასვარა მიყვანილმა, მიმყვანს დაერხევა ან კიდევ მეპატრონეს არ აწყობს ფული დაკარგოს დებილი ნათესავის თავისთან დასაქმებით. |
Posted by: t-90 11 Nov 2016, 21:59 | ||||||||||
_Giorgi001_
ხო მე არ გამიგია თორე საინტერესო იქნებოდა. გააგიჟებდნენ აქ იმდენად უვიცები არან.
ხო არა პროფესია ჯარისკაცი მაგარი სისულელეა, ორონდ კადრირებული 20 ბრიგადა საჭიროა. მერე კი ბატონო. ნუ ამერიკაში შესაძლებელია ღირდეს მარა ჩვენთან სისულელეა.
აბა რა ისევ პროგრამისტი ვარ და ფორუმზე მძლევს ხოლმე სული ildamusa
კი კაცო ეგრეა. ჯარში ვაბსემც რა ხდება ხო საერთოდ თან აქ არაპრესტიჟულობაც რო ემატება იმენა საატის ცნობა არ იცის ზოგმა ოღონდ ბუკვალურად.
გულის ტკენა კი არა სერიოზული პრობლემაა და სერიოზული კონტროლი სჭირდება ამ ყველაფერს. მე ვფიქრობ როგორც აუთსორსი მოხდა ეროვნული გამოცდების რაღაც სტრუქტურაზე ისე საჯარო სტრუქტურებსაც უნდა ჰქონდეთ თავიანთი "ეროვნული გამოცდები" |
Posted by: guriets 12 Nov 2016, 14:15 | ||
ყოველთვის ვთვლიდი რომ ეს იქნებოდა საუკეთესო მიმართულება თანამშრომლობის ასაწყობად და რა სამწუხაროა რომ ასე ჩავისვარეთ არც კი გამიგია თუ კი მათი მხრიდან იყო დაინტერესება. რა სამწუხაროა ამ შანსის არ გამოყენება |
Posted by: zindiosama 12 Nov 2016, 21:12 | ||
_Giorgi001_
ეს მახსოვს, ომიდან ერთი თუ ორი წლის მერე იყო და ეხლაც ის ხალხი ზის მანდ ხო? |
Posted by: zindiosama 14 Nov 2016, 16:10 |
ხალხო, ჩაჩიბაიას ნიშნავენო კაპანაძის ადგილზე და მართალია? და კიდე მაინტერესებს, რა უთანხმოება ქონდათ ჩაჩიბაიას და კაპანაძეს |
Posted by: _Giorgi001_ 14 Nov 2016, 16:55 | ||
და რა მნიშვნელობა აქვს ვის დანიშნავენ? სულ შენ რომ დაგნიშნონ, რასაც თავდაცვის მინისტრი გიბრძანებს, იმას გააკეთებ, არა და მეორე დღეს მოგიწევს თანამდებობისა და (დიდი ალბათობით) სამხრეების დატოვებაც. თავდაცვის მინისტრს მინისტრთა კაბინეტი რასაც უბრძანებს, იმას აკეთებს. მინისტრთა კაბინეტს ვინ ირჩევს? სამხედროები პოლიტიკოსთა ბრძანებებს ასრულებენ. ჩაჩიბაია კი არა, კვინიტაძე რომ წამოაყენონ და ის დანიშნონ, არაფერი შეიცვლება. |
Posted by: mamukasokhumeli 15 Nov 2016, 21:02 |
Трамп будет говорить с Путиным «с позиции силы» и не отведет войска НАТО от границ с РФ — Джулиани в интервью CNN ტრამპი გაზრდისა შეიარარებული ძალების რიცხობრიობას,ავიაციასა და ფლოტს და საერთოდ თავდაცვით ხარჯებს,რომ გახდეს შეიარარებული ძალები ისეთი,როგორიც იყო რეიგანის დროსო.რომ უფრო ძლიერის პოზიციიდან დაელაპარაკოსო ვალოდია ყაენსო და არა ისეო,ობამამ რომ იკისრა,შეამცირაო თავდაცვის ხარჯებიო და ისე ცდილობდაო მოლაპარაკებას.თან რუსეთისს აზღვრებიდან ჯარებს არ გაიყვანსო.ასე თქვა მოკლედ ჯულიანიმ,ტრამპის მრჩეველმა და ყოფილმა ნიუ იორკის ქალაქის თავმა http://newsader.com/31225-tramp-budet-govorit-s-putinym-s-pozic/ |
Posted by: _Giorgi001_ 16 Nov 2016, 16:57 |
http://www.interpressnews.ge/ge/samxedro-tema/406643-thavdacvis-saministros-generalurma-inspeqciam-levan-izorias-mier-danishnuli-pirebis-mimarth-braldebebthan-dakavshirebith-mokvleva-daitsyo.html ”გთხოვთ, გადაწყვეტილებას ვიცე-პოლკოვნიკ ნინუასა და ვიცე-პოლკოვნიკ ცაბაძის წარმოდგენილ თანამდებობზე დანიშვნის შესახებ, გამონაკლისის სახით, შერჩევის უმაღლეს საბჭოზე განხილვის გარეშე... დამატებით მოგახსენებთ, რომ ზემოაღნიშნული სამხედრო მოსამსახურეები ვერ აკმაყოფილებენ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 17 თებერვლის ბრძანებით დამტკიცებული ”საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საშტატო ნუსხებით განსაზღვრულ ოფიცერთა თანამდებობის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს”, - ნათქვამია ჩაჩიბაიას მიერ იზორიასთვის გაგზავნილ წერილში. |
Posted by: mamukasokhumeli 16 Nov 2016, 19:58 |
მოკლედ გაიგე ახლა სენ ვისი ვისაშია და ვის შეიძლება ენდო.თუ ეს მართალია,რასაც წერს ნემსაძე,მაშინ რატომ უშუაომდგომლა ცაჩიბაიამ და რატომ დანიშნა ეგრევე იზორიამ არსებული წესების გვერდის ავლით,თან რაღაც "გამონაკლისის წესით"...მოკლედ მომკალით და ბევრი რამ ძალიან საეჭვოდ მეჩვენება,რაც ხდება თავდაცვის სამინისტროში და ჩვენს თავს.რაღაც საბოტაჟის სუნი მცემს და ღმერთმა ქნას რომ ძალიან ვცდებოდე |
Posted by: _Giorgi001_ 16 Nov 2016, 20:17 | ||
სამწუხაროდ არ ცდები. http://rustavi2.com/ka/news/61431 |
Posted by: ildamusa 16 Nov 2016, 20:41 |
ეგ ნემსაძე მაგარი ინტრიგანი და აფერისტი ვინმეა. ფეისბუქზე დევს მაგის ვიდეოები. წითელაშვილს ეუბნება შენ ხარ ერთადრთი პატრიოტი სამხედროო |
Posted by: მილიტარისტი 16 Nov 2016, 22:27 | ||
mamukasokhumeli
რანაირად უნდა იყოს მართალი წითელაშვილის შნირი ნაბოზარია ეგ მარტო პროდასავლურ და აზრზე მოსულ ოფიცრებს უვრცელებს ცილისწამებებს რახან მაგ ნაბოზარს ეგეთი რეაქცია აქვს ამ ორი კაცის დანიშვნაზე, ესე იგი ორივე კარგი კადრია. ეს ფაქტი უკვე ამაზე მეტყველებს მაგ სირმა ჯერ მარტო ჩაჩიბაიას დანიშვნის შემდეგ რომ ატეხა ერთი ამბავი და ცილი დასწამა მაშინ ვისაც ევალებოდა და არ მოუდღნა გამომთრევი იმიტოა ეხლაც რომ ტვინს დღნავს ნორმალურ ქვეყანაში ჩაუდებდნენ სალაპარაკოში ჯერ კიდევ წლების წინ |
Posted by: _Giorgi001_ 16 Nov 2016, 22:53 |
მილიტარისტი წითელაშვილს ღმერთმა მიუძღოს რაც ეკუთვნის, მარა ეს "პროდასავლურობა" როდის უნდა აღმოიფხვრას სამხედროების იდეოლოგიიდან? პროქართველობა რა, არაა საკადრისი საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურისათვის, თუ არ იცის რას ნიშნავს იგი? მაგ დასავლეთის ქვეყნების მრჩევლების რეკომენდაციით არ იქნა შედგენილი ის სტრატეგია საქართველოს თავდაცვის სამინისტროში, თუ რა მოთხოვნების მიხედვით უნდა იქნას შერჩეული სამხედრო მოსამსახურე ამა თუ იმ სამხედრო პოზიციისათვის? ეს ხომ პირდაპირ იყო მიმართული იქეთკენ რომ ნიჰილიზმი აღმოფხვრილიყო ამ სტრუქტურაში? ეხლა რა გამოდის? ჩაჩიბაია უკან აბრუნებს ნიჰილიზმს და ცდილობს ამ კიბოს დამკვიდრებას? ნორმალურ ქვეყანაში მარტო მისი ოფიციალური მიმართვის საფუძველზე (წერილზე რომელიც მან მიწერა) მაგას სარზე გასვავდნენ და ვირის აბანოს ახეხინებდნენ დიდი ხნით. სამხრეების დახევაზე აღარაფერს ვამბობ. მართლა გამიკვირდა შენი კომენტი, ალალად გეუბნები. |
Posted by: მილიტარისტი 16 Nov 2016, 23:05 | ||||||||||
_Giorgi001_
რატომ უნდა აღმოიფხვრას? ევროატლანტიკური ინტეგრაცია და ნატოში გვინდაო უნდა ვიძახოთ და ანტიდასავლურობას მივაწვეთ?
შენ თუ გგონია იმ ნაბოზარს პროქართველები ეხატება გულზე ცდები. წითელაშვილის მთავარი პიარისტია სამხედრო საქმეებში, რა პროქართველობაზეა საუბარი მე არ მესმის ყველაზე მთავარი ის ვერ გავიგე პროდასავლურობა და პროქართულობა რითი განსხვავდება ერთმანეთისგან? თუ გადავწყვიტეთ, რომ ევროპა აღარ ვართ და აზიატობას ვაწვებით?
არა.
ხომ არ გავიწყდება, რომ მინისტრმა ჩაჩიბაიას მოთხოვნა დააკმაყოფილა? ისიც ხომ არ გავიწყდება, რომ მებისმიერი რანგის მეთაურის ბრძანებას იურისტი ამოწმებს შესაბამისობაში არის თუ არა კანონთან ასე რომ შენს ადგილზე ასეთი რადიკალური არ ვიქნებოდი არავის არ აქვს სამხრეები დასახევი, მით უმეტეს ისეთი დედამოდღნულისგან, როგორიც ეგ ნემსაძე და წითელაშვილი არიან
ღმერთმა კი არა კანონმა მიუზღო თავის დროზე და შემდეგ პოლიტპატიმრის სტატუსით გაათავისუფლეს და ყოფილი ბარიგა სამხედრო ექსპერტად შერაცხეს. ღმერთის რომ სწამდეს ვისაც საჭიროა წითელაშვილი იჯდებოდა სადაც იჯდა. |
Posted by: _Giorgi001_ 16 Nov 2016, 23:50 |
მილიტარისტი პირადად ვიცნობ პიროვნებას (ამერიკელ სამხედრო ჩინს) ვინც საქართველოს თავდაცვის სამინისტროში 2004-2005 ში მონაწილეობას იღებდა ახალი სტრატეგიის დაგეგმარებასა და იმპლემენტაციაში, მათ შორის ნიჰილიზმის აღმოფხვრის მიმართულებით. იმედია ამაზე აღარ შემეკამათები. პროდასავლურობა ვიღაცისათვის პროქართულობას ნიშნავს, ვიღაცისათვის არა, რადგან დასავლური ფასეულობები ყოველთვის არ მოდის თავსებადობაში ქართული ეთნოსის ფასეულობებთან. ის რომ პროდასავლურობა უდაოდ დადებითია პრორუსობასთან შედარებით, ეს არცაა გასარჩევი. ძირითადად კი მიმაჩნია რომ საქართველოს სამხედრო მოსამსახურე პროქართული უნდა იყოს და მხოლოდ ამის შემდეგ პროდასავლური. ეგ ისეთივე პონტია - ამერიკელი ჯერ პროამერიკელია და მხოლოდ ამის შემდეგაა იგი პრონატოელი. წინა პოსტში მექანიკურად გამომრჩა აღმენიშნა რომ იზორია და ჩაჩიბაია ერთად არიან გასაყრელები სამსახურიდან. მათი საქციელი პირდაპირი მაგალითია არაკომპეტენტურობისა და ნიჰილიზმის წახალისებისა საქართველოს თავდაცვის სამინისტროში. ის რომ რომელიღაც იურისტმა ვერ აღმოაჩინა გადაცდომა, კაი დედმამისშვილი იყო და აღმოეჩინა ერთი, ეგრევე გამოვარდებოდა სამსახურიდან. ჩემს მიერ დადებულ ვიდეოს თუ უყურე, ის ნინუა ამბობს შემდეგს: "თუ არ დამტკიცდა ჩვენს მიმართ წამოყენებული ბრალდება მოვითხოვთ თანამდებობებზე აღდგენასო" ანუ, ტიპი პირდაპირ გვეუბნება, წესების დედაც მოვდღან, ღლეზე მკიდია რომ ვერ ვაკმაყოფილებ მოთხოვნებს ამ თანამდებობაზე დანიშვნისათვის, ღლეზე მკიდია ამდენი წლის განმავლობაში დანერგილი და სამუშაო რეჟიმში გამოცდილი გამოცდების რეჟიმი ამა თუ იმ თანამდებობაზე დანიშვნისათვის აუცილებელი, მაინც უნდა დამნიშნოთ მაგ თანამდებობაზეო. მაგაზე მეტი ნაგლობა რაღა გინდა ძმაო?! მაგ ნინუას ამერიკა-ევროპაში სახეს აახევდნენ მაგ განვხადების მერე და მართლა დაახებდნენ სამხრეებს. წითელაშვილი და მისი ვიღაც ბრატი რომ გახდა ამ საქმის გამბაზრებელი, აი მართლა სირცხვილია ქართული შეიარაღებული ძალებისათვის. არ შეიძლება ძმაო ეგრე. თან ნატო გვინდა, თან ღლეზე გვკიდია კანონი და წესები. |
Posted by: ildamusa 17 Nov 2016, 00:15 |
.............................................................................................................................................................. |
Posted by: mamukasokhumeli 17 Nov 2016, 19:22 |
ნემსაძე აზრზე არა ვარ ვინა რა და რა მოხელე ჩიქვანია.წითელაშვილი ჩემი უფროსი იყო აფხაზეთის ომში...მოხდა ისე,რომ შემთხვევით მასთან ამოვყავი თავი.ერთი მე ვარ აშუშუს პრეზიდენტი და მეორე ეგ ოფიცერი.ძალიან ცუდი,რომ ჯერ კიდევ კიტოვანის დროიდან დაწყებული ეს "ბალაგანი" წოდებების მინიჭების ამბავში დღემდე ვერ დალაგდა.მალე რიგითზე მეტი პოლკოვნიკი და გენერალი გვეყოლება.არ ვიცი სადამდე მიგვიყვანს ეს საქმე.ეს ერთი. მეორე:ეგეთი შთაბეჭდილება მექმნება,რომ დღევანდელი საკადრო "კატავასია" შეიარაღებულ ძალებში აშკარად ბევრად უფრო უარესია ვიდრე ის,რაც იყო დემოკრატიული რესპუბლიკის დროს!ეს გაუთავებელი დანიშვნები,მოხსნები,მიღებები,გაგდებები და ა.შ. არ ვიცი რა ხდება შიგნით,არა ვარ ჩახედული შიდა სამზარეულიში.მაგრამ რომ დაუკვირდე ამ "ბროუნის მოძრაობას",გარდა კლანური თუ სხვა პიროვნული დაპირისპირებებისა,ჩემი აზრით არსებობს კონტრდაზვერვისა თუ სხვა შესაბამისი სამსახურების სრული უსუსურობა.НКВД-ს სტილში იწყებ გაყრას ხალხის და იქნებ მოჰყვეს კიდეც მათ შორის "არასანდო ელემენტები".ვერაფერს ვერ უმტკიცებ და უბრალოდ პოულობ ათას მიზეზს რომ დაითხოვო.ასეთი ეჭვი მაქვს.და არა მგონიას სიკეთის მომტანი იყოს ეს გაუთავებელი საკადრო "კატავასია" ყველა დონეზე!სამხედროებისათვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ თეორიულ ცოდნას სასწავლებლებში მიღებულს,ასევე დროის განმავლობაში პრაქტიკულ გამოცდილებასა და ემპირიულ ცოდნას,რომელსაც იღებს საბრძოლო მოქმედებებში თუ წვრთნებზე.ეგრე იქმნება და ვითარდება ტრადიციებიც.ჩვენ ბრმად გადმოვიღეთ ჟერ საბჭოთა-რუსული,ახლა ამერიკული. НКВД ვახსენე და იგივე ოპერიდან უნდა იყოს სწორედ ეს "ენვერები","კოჭოიები","მფრინავების საქმეები" და ა.შ.ზოგი განტევების ვაცი იყო,ზოგი უბრალოდ ალალბედზე "ნატყორცნი ბადეში" მოყყვა.იქნებ მართლაც მოყვეს შიგ რამე სერიოზული...მოკლედ არაკომპეტენტურობისა და უვიცობის ზეიმი!ამ ფონზე ძალიან ადვილია წყლის ამღვრევა და აწეწვა საქმეების.ასევე ძალიან ადვილია შეგნებული საბოტაჟი,"საჭირო ხალხის" გაქაჩვა და ეჭვების გაჩენა "არასაჭირო" ხალხის მიმართ.მოკლედ მანიპულაციებისათვის უნოყიერესი ნიადაგია!ჰო და ეს შევამჩნიე თუ მომეჩვენა სწორედ ფლოტზე მსჯელობის დროს.არის პოზიცია სკეპტიკური,რომ ეკონომიკურად ვერ გავქაჩავთ,არის პოზიცია უბრალოდ უვიცობაზე დაყრდნობილი და ღრმად დარწმუნებული ვარ,რომ არის პოზიცია ორივე წინას შეგნებულად მხარდაჭერის!საამისო მიზეზი არსებობს და ამაზე დავწერ ფლოტის თემაში. რაც შეეხება "პროდასავლურობას"."პრორუსულობასა" და "პროქართულობას":პირველ და მეორე შემთხვევაში რეალურად ჩვენ არ,ანდა ვერ გამოვდივართ პარტნიორები.დასავლეთისათვის ძალიან უსუსურები ვართ საამისოდ,პლიუს ამას სხვა მიზეზები.რუსების არაფერში არ ჭირდება ჩვენი უნარიანობა და საერთოდ არავის ენდობა თუ მის ეზოში თავისი ტანკი არ უდგას.როცა ვსაუბრობთ "პროდასავლურობაზე",უნდა გვქონდეს ჯერ გარკვეული რას ვგულისხმობთ.დასავლეთი ჩემი აზრით უნდა აღვიქვათ ჯერ კიდევ რომის იმპერიის დაცემის მომენტიდან.ესეიგი უნდა მივადევნოთ თვალყური დასაველთის განვითარებას სწორედ რომის იმპერიის დაცემის დღიდან დღემდე.ჩვენისაგან აბსოლტურად განსხვავებული გზაა.ეს ბიზანტიისა და დასავლეთის მაგალითზეც ძალიან კარგად ჩანს.აღმოსავლური,ანუ ჩვენი განვითარების გზა არაა "აზრიური".ევროპული იყო და არის,მაგრამ არა დასავლურ-კათოლიკურ-პროტესტანტურ-ანგლოსაქსური ვთქვათ.დიდი სხვაობაა.ეგ კი არა სერიოზული სხვაობაა პროტესტანტულს ჩრდილოეთსა და კათოლიკურ სამხრეთს შორისაც აქედან გამომდინარე პრობლემებით.და არა მხოლოდ ეკონომიკურით.ამიტომ დასაველთთან ინტეგრაციაზე როცა ვსაუბრობთ,უნდა გვეჭიროს საჭირო დისტანცია.არ გამოგვივია სრული ინტეგრაცია და არც გვჭირდება.ჩვენ უნდა ავიღოთ დასავლეთისაგან ის,რაც გამოგვადგება და გვჭირდება,მათ შესაბამისად ის,რაც მათ უნდათ და ჭირდებათ.ამას იქეთ კი უნდა გავაგრძელოთ ის გზა.რომელზედ იდგნენ ჩვენი წინაპრები,მაგრამ ჟამთა სიავის გამო ვერ განავითარეს.ამას ქვია ჩემი აზრით "პროქართულობა".ჩვენი,ქართული ცივილიზაციისა და კულტურის განვითარება და გამდიდრება ყველაფერი იმით,რაც გამოგვადგება,იქნება ეს დასავლური,აზიური თუ აფრიკული."პრორუსულობის" მიზეზი ჩვენში მარტივია სასაცილომდე...და ეს სატირალია ამავე დროს. და ბოლოს:არ უნდა გამოგვეპაროს რუსეთისა და დასავლეთის დაპირისპირების მიზეზების საფუძველი!ეს დაპირისპირება გარდაუვალია თავშივე.სხვა საკითხია რა ფორმას მიიღებს.ჩემი აზრით რუსეთს თავის "ბოსტნად" მივაჩნივართ,ხოლო დასვალეთი კი არასდროს იქნება წინააღმდეგი სხვისი ხელით "კრიფოს ჭინჭარი".ისარგებლოს არსებული პრობლემებით.ნებისმიერ შემთხვევაში ნუ გვექნება იმის ილუზორული იმედი,რომ დასავლეთი ჩვენ დაგვიცავს და აწევს ტრაკს ჩვენთვის.ეს კარგად უნდა დავიხსომოთ,ვიდრე NATO-ში ინტეგრაციაზე ვიოცნებებთ.რა თმქა უნდა სულაც არ მოვუწოდებ ვინმეს გადმოვდგეთ მეთქი აივნებზე და ვამხილოთ მეთქი დასავლეთის მზაკვრობა.უბრალოდ გავითვალისწინოთ,ვიცოდეთ კარგად სადაა და რაშაი ჩვენი ინტერესები |
Posted by: მილიტარისტი 17 Nov 2016, 21:47 | ||||
_Giorgi001_
ჩემთვის პროდასავლურობა ზუსტად პროქართულობას ნიშნავს, იმიტომ რომ საქართველო იყო და არის დასავლეთი თუ ვინმეს დასავლეთში აქვს ფასეულობები, რომელიც ქართულს არ შეესაბამება, ეს არ ნიშნავს რომ ჩვენი ადგილი იქ არ არის, არც იმას ნიშნავს, რომ ვინმე თუ ტრაკს აძლევს ჩვენც ვალდებულები ვართ. და სულაც არ ნიშნავს რომ ვინმეს ფასეულობები უნდა გაიზიარო, რატომ ვფიქრობთ ყოველთვის ამ მიმართულებით და არ ვფიქრობთ რომ ჩვენი ფასეულობები დავნერგოთ იქით
ჯერ ერთი ნატო არის სამხედრო პოლიტიკური გაერთიანება, რომელიც ზუსტად პროდასავლურ ფასეულობებს აკანონებს მეორე არა მარტო ამერიკელი, ნებისმიერი ნორმალური ქვეყნის შვილი პირველ რიგში პრო-თავისი ქვეყნისტია და მერე პრო ნატოელი თუ პროევრაზიელი მაგრამ ერთი მეორის გარეშე არ არსებობს. არ არსებობს არაპროდასავლელი ფრანგი (ნაღდ ფრანგს ვგულისხმობ და არა არაბს), არაპროდასავლელი ჰოლანდიელი, ნორვეგიელი, შვედი (ნუ ნაცისტი სკანდინავებიც არსებობენ მაგრამ მთელი დანარჩენი სკანდინავიაც და მსოფლიოც თანხმდებიან რომ შიგ აქვთ მაგათ), პოლონელი, ბრიტანელიც ყველა პროდასავლურია ვინც თვლის, რომ დემოკრატიაზე და პატრიოტიზმზე უნდა იყოს დაფუშვნებული ყველა წყობა ყველა ვინც საკუთარი ქვეყნის ინტერესებს და თავისუფლებას აყენებს საჭმელ-სასმელზე წინ ჩვენს გარშემო ყველაფერი დაყოფილია ორ ბანაკად, ერთი არის ქრისტიანული და მათ შორის სამოციქულო მართლმადიდებლური ეკლესიები მეორე არის ოქროს ურდო და მისი კგბ რომელიც იბრალებს რომ ის არის უდიდესი მართლმადიდებლური სამოციქულო ეკლესია, სინამდვილეში კი მისი ეკლესია ამ სტატუსს მხოლოდ იმიტომ ინარჩუნებს, რომ დამოუკიდებელი უკრაინის ნამდვილი სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიას არ აღიარებს. მათი პატრიარქიც კი პიზდაგლაზია რომ შეხედავ. მონღოლია. პრეზიდენტზე აღარაფერს ვამბობ. არ არსებობს ამათ შორის შუალედი. არსებობს მხოლოდ დასავლეთი და ოქროს ურდო. ქრისტიანობა ან მონღოლეთი. ან ერთი ხარ ან მეორე. ჩვენ მონღოლები არ ვართ, არც ოქროს ურდოს კულტურული მემკვიდრეები ვართ, არც პიზდაგლაზები ვართ ანატომიით ამდენი იმიტომ ვილაპარაკე რომ დიახაც, პროდასავლური ოფიცრები უნდა ინიშნებოდნენ და მუშაობდნენ თანამდებობებზე. ნებისმიერი ვინც თვლის, რომ არ უნდა ვაღრმავებდეთ მათთან ურთიერთობას, ორი ჯარისკაცი არ უნდა ანდო მასეთს. და დიახაც ამიტომ ეშლება კუჭი მაგ ნემსაძეს და წითელაშვილს პროდასავლური ოფიცრების დაწინაურებაზე, იციან რომ ამის შედეგად ჩვენი ოქროს ურდიში შებრუნების შანსები მცირდება. |
Posted by: zindiosama 18 Nov 2016, 09:27 | ||||
მილიტარისტი
და რომელი პროდასავლელი ოფიცრები დააწინაურა იზორიამ? * * * mamukasokhumeli
ჩვენი ინტერესი რაშიც არ უნდა იყოს, მათ დასაცავად ძალა არასოდეს გვეყოფა სამწუხაროდ. თუ რა თქმა უნდა, ჩვენს გარშემო ყველაფერი არ დაიქცა და აირია. არსებითად ამ მომენტისთვის ჩვენი ერთადერთი ინტერესი ესაა. |
Posted by: _Giorgi001_ 18 Nov 2016, 12:23 | ||||||||||||
მილიტარისტი
აი ამაში ვხედავ მე უმთავრეს პრობლემას. არა და ზუსტად ჩვენს ფასეულობებს უნდა ვნერგავდეთ ევროპელთა ცნობიერებაში, რათა მათთვის აღარ იყოს უცხო ქართული მენტალიტეტი, კულტურა, იდეოლოგია.
ამაშიც 100%-ით გეთანხმები. მიუხედავად ამისა დარწმუნებული ვარ არაერთხელ ხარ იმის მომსწრე თუ როგორ ცდილობენ "ტრაკის მიცემას" ჩვენი თანამემამულენი ჩვენს დასავლეთელ მეგობრებს, რომ ამ უკანასკნელებმა ამ გურჯ პათხალიმებს "რაიმე კაი პონტი" გაუჩალიჩონ. იმასაც შესწრებიხარ, თუ როგორ ცდილობენ ჩვენი თანამემამულენი იყვნენ ამერიკელებზე უფრო მეტი ამერიკელნი, ევროპელზე უფრო მეტი ევროპელნი. და ზუსტად აი ეს თანამემამულენი არიან შემდეგ ქართველებს რომ ძალით ტენიან იმას, რასაც თვითონ აკეთებდნენ ჩვენი დასავლეთელი მეგობრების გულის გასახარად და მათი ტრაკის სალოკავად.
ჩვენ რაღა გვჭირს?
გეთანხმები, თუმცა არსებობს პრიორიტეტები ამ განზომილებაში. ჯერ შენი ქვეყანა/ეთნოსის სტრატეგიული ინტერესები, და შემდეგ სამხედრო-პოლიტიკური გაერთიანებისა რომელშიც ხარ/ან აპირებ გაერთიანებას.
ხომ შევთანხმდით იმაზე რომ ადამიანი, მითუმეტეს ოფიცერი, ჯერ პრო-თავისი ქვეყნისტი უნდა იყოს და მხოლოდ ამის შემდეგ პროდასავლელი?
მაგათ რაზე ეშლებათ კუჭი, დამიჯერე მაგრად მკიდია. მე ხომ სხვა რამეზე გავაკეთე აქცენტი და არა იმაზე ვიღაც წითელაშვილმა და ნემსაძემ რა ილაპარაკა. დამიჯერე, პროდასავლეთელი ვერ იქნება ოფიცერი ვერასოდეს, რომელიც არაფრად აგდებს პროდასავლურ უმთავრეს ფასეულობებს, ღიად და უხეშად არღვევს წესდებას, არაფრად აგდებს დანერგილ რეგულაციებს, და რაც ყველაზე მთავარია - ამის შემდეგ ნაგლად გამოდის და ამბობს: მერე რა, ღლეზე მკიდია რომ დავარღვიე ეგ რეგულაციები, ჩემი წინამორბედნიც ეგრე არღვევდნენო. მეორე კიდე საერთოდ ცაში აიჭრა და აქეთ მოთხოვნები წაუყენა ხალხს, აი ეგრე მისწორდება რომ მე უნდა ვიყო მაგ თანამდებობაზე და უნდა ისევ აღმადგინოთო. დამიჯერე, დასავლური ფასეულობების რეალურად მიმდევარი საზოგადოება, და მითუმეტეს ოფიცრობა, ეგეთ რამეს არასოდეს არ იკადრებს! |
Posted by: mamukasokhumeli 18 Nov 2016, 15:54 | ||
zindiosama
ეგ ჩვენ კი არა,ჩვენზე ბევრად ძლიერ და მდიდარ ქვეყნებს უჭირთ.მე ის მაწუხებს,რომ იმ პოტენციური ძალის რეალიზებასაც ვერ ვახდენ,რაც გაგვაჩნია.სრულად უტრაკო და უსუსური მხოლოდ მტერს უნდიხარ.თუ გაქვს რაიმეს უნარი და შესაძლებლობა,მაშინ გაქვს რაიმე შანსიც ეძებო მოკავშირეები,რომლიც გჭირდება და ჭირდები,რომელთანაც შეიძლება ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობა.ჩვენ ვეძებს ვინმეს,ვინც რატომღაც "შეგვინახავს",ვის ავეკიდებით ტკიპასავით.მაგრა უსუსურობა იქეთ იყოს,სურვილიც არ გვაქვს ბრძოლის და შრომის,სწვალისა და ძიების.დრო მაინც ჩამგვფერთხავს ამ ფუქსავატურ სულს და მაინც გვაიძულებს ხელი გავანძრიოთ,თუ ვიარსებებთ საერთოდ |
Posted by: მილიტარისტი 18 Nov 2016, 21:50 | ||||||
_Giorgi001_
კი ბატონო მაგრამ მეც არაფერში ვხედავ პრობლემას ანუ პროდასავლურობა არ ნიშნავს, რომ რომელიმე სხვა ქვეყნის ინტერესები დააყენო სამშობლოს ინტერესებზე წინ პროდასავლელობა ნიშნავს გინდოდეს დასავლურ და არა მონღოლურ ან აზიურ საქართველოში ცხოვრება მე ესე მესმის.
მე კიდევ ერთხელ გაგიმეორებ ფაქტს რომელსაც შენ ყურადღება არ მიაქციე მინისტრმა უბრალოდ კი არ დააკმაყოფილა ჩაჩიბაიას თხოვნა არამედ გამოსცა ბრძანება, მინისტრის და ნებისმიერი დონის მეთაურის ბრძანებას გამოცემამდე ამოწმებს მისი იურისტი და ამოწმებს. ასე რომ არც წესდება (წესდებაში არსად წერია რომ შერჩევის საბჭო უნდა ნიშნავდეს ვინმეს) და არც რეგულაციები არ დარღვეულა zindiosama
ჩაჩიბაია არის პროდასავლური ორიენტაციის ოფიცერი ჩემის აზრით მისი თქმით ავიაციის სარდალი და მისი მოადგილე დაინშნენ იმიტომ, რომ მათი გეგმა შესაბამისობაში მოდიოდა გენერალური შტაბის და მათი პარტნიორი მრჩეველების თუ მშველელების შეხედულებებთან ჩვენი პარტნიორები არიან დასავლეთში ამ ყველაფრიდან გამომდინარე და კიდევ იქიდან გამომდინარე, რომ ჩათლახებს და ნაბოზრებს კუჭები აეწვათ, ვასკვნი რომ ეს ორივე ოფიცერი ასევე პროდასავლურია და იცნობს ნატოს დოქტრინებს ამას გარდა ვესაუბრე რამდენიმე ავიატორს და ყველას მოეწონა ჩაჩიბაიას გადაწყვეტილება. ვისაც ვესაუბრე ყველა ადასტურებს, რომ ორივე განათლებით და ჭკუით გამორჩეული სამხედროა |
Posted by: zindiosama 20 Nov 2016, 14:07 |
ხალხო, სესიაშვილის კომიტეტში მართლა დანიშნეს კვიციანი? |
Posted by: lepori 20 Nov 2016, 14:35 | ||
zindiosama
რას ნიშნავს დანიშნეს, პარლამენტარი თავდ ირჩევს კომიტეტს რომლის წევრობაც უნდა სესიაშვილის მოადგილეები კი ირაკლი ბერაია და კობალაძე იქნებიან |
Posted by: ignorant 20 Nov 2016, 16:54 | ||
დიდი იმედი მაქვს, რომ არა! |
Posted by: mamukasokhumeli 20 Nov 2016, 23:23 |
გენერალ-მაიორ ვახტანგ კაპანაძეს ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია შეცვლის http://www.kvirispalitra.ge/military/32352-genshtabshi-akhali-ufrosi-modis-meored-eqskluzivi.html |
Posted by: მილიტარისტი 21 Nov 2016, 09:17 | ||||
ignorant
იეს იეს ასეთი ინფო გავრცელდა lepori
ესე იგი ტრაგედია იმაშია, კვიციანს ჯერ ამ ქვეყანაში თავისუფლად გადაადგილების უფლება რომ მიეცა და მერე არჩევნებში მონაწილეობის. |
Posted by: _Giorgi001_ 21 Nov 2016, 15:04 | ||||
მილიტარისტი
შენ რომ გესმის ძალიან კარგად ვიცი. არ მინდა ეხლა ამ ვირტუალურ სივრცეში თავდაცვის სამინისტროს მაღალი სამხედრო ჩინებისა და მათი ახლობელ ნათესავების სახელებისა და გვარების ჩამოთვლა, რომელთაც ეს თავისებურად ესმით. მათი წარმოდგენით დასავრულობა არის - ისე უნდა შეუძვრე ქართველ თუ ამერიკელსა და ევროპელ მეთაურობას, მრჩევლებს, რომ მათ შენ შენი ქვეშემმრდომების მიმართ ყველანაირი მოქმედების კარტ ბლანში მოგცენ. მერე კი ეს ვირთხა ცემით, გინებით და წესდეის დარღვევით დადის და ვითომ დასავლურ ფასეულობებს ნერგავს ქართულ არმიაში. ჩამოგითვლიდი ასეთ ათასობით ფაქტს შენ თვითონ რომ არ იცოდე ეს ყველაფერი ჩემზე უკეთ! ოღონდაც რაიმენაირად სამხრეები დაიკრან, ტრაკში უძვრებიან და რეებს აღარ აკეთებდნენ ეგ არამზადები. მერე კი ტრაკის მიცემით მიღებული სამხრეებით რამდენი განათლებული და პატრიოტი ბიჭი ყავთ გაფუჭებული არმიაში მაგ ჩათლახებს! ესენი არიან უმაღლესი რანგის ძველი საბჭოთა კორუფციით გაჟღენთილი არამზადები, რომელნიც მზად არიან ყველაფერზე წავიდნენ რათა პრივილეგიები არ დაკარგონ. და აი ზუსტად ეგეთი ხალხი ლაპარაკობს უმეტესწილად დასავლურ ფასეულობებზე და თავს უწოდებს ყველაზე დასავლურს! მოდი რა ნუ დამაწერინებ მეტს.
ვინც ყველაზე მეტს ლაპარაკობს პროდასავლურობაზე, ზუსტად მაგ ხალხს კიდია ფეხებზე ქართული ეთნოსის ინტერესები. მათთვის მთავარია თბილი სკამები არ დაკარგონ. ამ თემაზე მეტს არ დავწერ. |
Posted by: მილიტარისტი 21 Nov 2016, 15:37 | ||||||
_Giorgi001_
ეს შეძრომა ყოველთვის არსებობდა მაგრამ საკვანძო თანამდებობებზე შეძრომით ვერასდროს ინიშნებოდნენ საბოლოო ჯამში ვაზელინიანები ყველას ეზიზღება, მათაც ვისაც უძვრებიან
ხო რაღაც მცდელობები ქონდათ, რომ პრივილეგიები მოეპოვებინათ მალე ყველა პენსიაში იქნება ეგეთი, ბოლობოლო საიქიოშიც
დავიჯერო პრორუსულობას ან ვითომ იზოლაციონიზმს და სინამდვილეში შეფარულ რუსეთუმეობას ვინც ქადაგებს იმათზე მეტად კიდიათ? მეეჭვება. |
Posted by: _Giorgi001_ 21 Nov 2016, 16:31 | ||||
მილიტარისტი
ხუი ევო ზნაეტ. თავიანთ გულებში ჩაიხედონ ეგეთებმა და იქნებ მერე ფორუმზეც ერთი ორი სიტყვა დაწერონ (თუ აქაც არიან დარეგისტრირებულნი) ანუ, შედარებაზე დადგა საქმე კაცო? ორივე ერთი ღლე როა ხომ კარგად იცი?
გოგავას დანიშვნის ისტორია იცი? არ მითხრა ეხლა კომპეტენცია გააჩნდა გაერთიანებული შტაბის მეთაურის პოზიციის დაკავებისათვის საჭიროო. კეზერაშვილის შესახებაც იგივე შემიძლია ვთქვა. და ასე შემიძლია გავყვე გაუთავებლად. |
Posted by: მილიტარისტი 21 Nov 2016, 17:20 | ||
_Giorgi001_
ნუ თუ ადამიანს თავისი ქვეყანა კიდია რა მნიშვნელობა აქვს პროსაითულობას აწვება მაგრამ ერთი ღლე არანაირად არ არი ჯერ იმიტომ, რომ სულ რომ მართლა ეკიდოს ქვეყანა და პროდასავლურობას აწვებოდეს, პროდასავლურობას მაინც აწვება და აი პროსუსულობას ვინც აწვება მაგათი დედა მოვდღან საიდანაც არ უნდა მიატრიალ-მოატრიალო, ვერანაირი გამართლება მაგას ვერ მოეძებნება. კოლაბორაციონიზმია და ღალატი ეგეთი მენტალობა, ელემენტარულად იმიტომ რომ რუსეთი არის ოკუპანტი. პროდასავლურობა არც კოლაბორაციონიზმია და არც ღალატი, ელემენტარულად იმტომ რომ დასავლეთის ზოგი ქვეყანა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია და ვინც არ არი პარტნიორი ბოლობოლო ოკუპანტი მაინც არ არის. ეგ ერთი და მეორეც ის, რომ ძირითადად თუ ქვეყანა კიდიათ, უფრო პრორუსულობას აწვებიან, იმიტომ რომ საქართველოს პროდასავლური კურსი ომის საფრთხეებს ქმნის კაცს რომელსაც საქართველო კიდია, იმას ურჩევნია ქვეყანამ დასავლეთიდან ჩრდილოეთით გადაუხვიოს და ყველანაირი ომის საფრთხე გამოირიცხოს ოღონდ თვითონ იყვნენ კარგად ასე რომ მე ვიტყოდი სტატისტიკურად, პოხუისტები და ქვეშაჯვიები კოლაბორაციონისტები ხდებიან იმიტომ რომ ამ ქვეყანაში კოლაბორაციონიზმი საფრთხეს არ შეიცავს, პროდასავლურობა შეიცავს ვინც რამეს მაინც აკეთებს ქვეყნის დასავლეთში დასამკვიდრებლად, ის იმაზეც თანახმაა, რომ ამ კურსის გულისთვის ომი შეიძლება გადახდეს ვიცას ომის ეშინია ან უბრალოდ არ აპირებს ამ ქვეყნისთვის თავი საფრთხეში ჩაიგდოს, ისინი პრორუსულს აწვებიან ასე რომ ვერ დაგეთანხმები. |
Posted by: _Giorgi001_ 21 Nov 2016, 17:37 | ||||||
მილიტარისტი
ეგრეა 100%
უფრო ქვეშაჯვიები პოხუისტები ნაკლებად, რადგან საშიშროების შემთხვევაში დედა აღარ ეყოლება მათ ინვესტიციებს და კრემლი ვეღარ უშველის
ნუ ყველაზე მერიდება ასე ერთბაშად პრო-რუსულობა დავაბრალო სიმხდალის გამო. ძირითადად კი ასეთ კონტექსტში ჩამოყალიბებული პრო-რუსულობა შეიძლება ავხსნათ იმგვარად რომ ეს მხდალი ინდივიდები თავიანთი საქციელბით რუსეთის წისქვილზე ასხამენ წყალს - და ესაა ზუსტად ჩემი აზრით მათი "პრო-რუსულობა". კაი, დაიკიდე, ძაან გავაოფეთ და მე უკვე მეხათრება მოდერის |
Posted by: მილიტარისტი 21 Nov 2016, 17:44 | ||
მართალი ხარ * * * საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ლევან იზორიას ინფორმაციით, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ახალი უფროსი ვლადიმერ ჩაჩიბაია იქნება. http://www.tabula.ge/ge/story/114806-genshtabis-axali-ufrosi-vladimer-chachibaia-iqneba ჯერჯერობით მხოლოდ ტაბულას ინფო შემხვდა * * * http://www.interpressnews.ge/ge/samxedro-tema/407413-sheiaraghebuli-dzalebis-genshtabis-ufrosad-vladimer-chachibaias-tsaradgenen.html ესეც ინტერპრესნიუსი |
Posted by: aivenho 22 Nov 2016, 16:14 | ||
საერთო მტერი გვყავდაო ადრეო ჩვენ და რუსებსო |
Posted by: mamukasokhumeli 23 Nov 2016, 20:39 |
ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველიაო.ღირს ყურება ამ ფილმის.არაა მხოლოდ სუვოროვის ქება-დიდება ვთვქათ.ბევრი,ძალიან საინტერესო და ჩვენთვის მნიშვნელოვანი დეტალია ამ ფილმში.თუ რუსული გესმით,ნახეთ,ღირს ნამდვილად: https://www.youtube.com/watch?v=pQJMXQXNlRA&t=5638s * * * ჩაჩიბაია დაუნიშნიათ უკვე გენშტაბის უფროსად და ჯანჯღავა მოადგილედ.აქ კი სიჩუმეა... |
Posted by: zindiosama 25 Nov 2016, 09:49 | ||
mamukasokhumeli
ზვეზდაზე რა თქმა უნდა ოფიციალურ მითებს აპიარებენ და მეტი არაფერი. * * * Что НАТО готовит для России на следующий год (много интересного и вкусного) http://shaked-il.livejournal.com/125084.html?style=mine საინტერესოა... |
Posted by: mamukasokhumeli 25 Nov 2016, 18:51 | ||
კი ბატონო,პროპაგანდა რომაა გასაგებია.ფილმიც წარსულ დიდებაზე მიძღვნილი,მაგრამ ბევრირ ამაა მანდ ისეთი,რასაც ძნელია არ დაეთანხმო.რახან "ზვეზდაა",არ ღირს წინასწარვე უარყოფა |
Posted by: hermes555 25 Nov 2016, 23:40 |
ბიჭებო სიახლეებია: რჩება ოთხი ბრიგადა ავიაცია წამოძლიერდება საჰაერო თავდაცვას შეუერთდება რეზერვი 2018 წალმდე არ იქნება ფლოტი ხსენებაში არაა |
Posted by: eagle.1. 26 Nov 2016, 00:40 | ||
hermes555
თანხების დაზოგვა დეპარტამენტების შემცირების ხარჯზე უდაოდ კარგი ნაბიჯია. სხვა, რა და როგორ განახორციელებენ დრო გვაჩვენებს. |
Posted by: aivenho 26 Nov 2016, 00:43 | ||
|
Posted by: t-90 26 Nov 2016, 02:04 | ||
hermes555
"2018 წლამდე" ზედმეტია |
Posted by: mamukasokhumeli 26 Nov 2016, 02:31 |
ოპტიმიზაციაზე ჯერ კიდევ ალასაც ლაპარაკობდა საჰაერო თავდაცვას შეურთდებაო ავიაციაო.მანდ ცოტ აურია,შვეულმფრენებზე გაამახვილა ყურადღება.შვეულმფრენებს რა ესაქმებათ საჰაერო თავდაცვაში?არა და კრინტი არ დაუძრავას გამანადგურებელ ავიაციაზე ამასობაში ჯანჯღავას ატარებს კრიტიკის გრიგალში მალხაზ თოფურია http://idnews.ge/index.php?newsid=1869 ჩაჩიბაიაზე იცით რამე?რა აზრის ხართ? |
Posted by: zindiosama 26 Nov 2016, 17:34 | ||
mamukasokhumeli
ალბათ ეგ შორეულ პერსპექტივაში აქვთ გათვალისწინებული რეზერვს რაც შეეხება, ეგ ხო გაისიდან ნდა დაეწყოთ და შემდეგ წელს რატო გადაიტანეს? დიდი ეჭვი მაქ რო 2018 რ მოვა, იტყვიან 2020-დანო და ა.შ. ეტყობა პოლიტიკური ნება არ არსებობს ამ სისტემის შექმნის. |
Posted by: giojavaxa 26 Nov 2016, 20:28 |
რაც ითქვა უმეტესობა არ ასრულდება,ეგრე მიგრძნობს გული,დაე ვცდებოდე |
Posted by: მილიტარისტი 26 Nov 2016, 20:49 | ||
hermes555
ავიაციის სარდლობაში წამყვანი რგოლი გახდება საჰაერო თავდაცვა ავიაციიდან პრიორიტეტი მიენიჭება შვეულმფრენთა პარკს მე ასეთი დასკვნა გამოვიტანე |
Posted by: mamukasokhumeli 26 Nov 2016, 22:47 | ||||
ეგრე ჩანს...ეშინიათ პოლიტიკური საფასურის და რაიმე უკმაყოფილების მასებში.ამიტომა ცნობიერებენ ობიექტურ აუცილებლობას,მაგრამ..."ვინ სეაბამს კატას ეჟვანს".ასე გადადებენ მომავალში და მერე "ვნახოთ".ასეთი პრაქტიკა არაა ქართული აღმოჩენა."წარმომადგენლობით დემორკატიას" ახასიათებს ასეთი რამეები.
მომკალით და ვერაფერი ვერ გავიგე... |
Posted by: hermes555 26 Nov 2016, 23:20 |
მილიტარისტი გამანადგურებელ და მოიერიშე ავიაციას დიდი დღე რომ არ უწერია ომში ამ აზრს ვიზიარებ და უწინაც ვწერდი. ჩვენთან ავიაციის მომავალია ვერტმფრენები და უპილოტოები |
Posted by: giojavaxa 26 Nov 2016, 23:55 | ||
მართალი ხართ |
Posted by: ildamusa 27 Nov 2016, 00:05 | ||
hermes555
მეც ეგრე მგონია. უპილოტოებიც პატარა უპილოტოები |
Posted by: hermes555 27 Nov 2016, 00:19 |
giojavaxa ildamusa რეალობა ასეთია სამწუხაროდ ისე გალში ბაზის გახსნასთან დაკავშირებით, ჩვეულებრივი არტილერიის წვდომის მანძილზეა, რომ რამე დიდი დღე არ უწერია და რისთვის აკეთებენ, იგივე კითხვა მქონდა ყოველთვის ცხინვალის ბაზასთან |
Posted by: mamukasokhumeli 27 Nov 2016, 00:33 | ||
ინიციატივა რეალურად მტრის ხელშია.რამე რომ იყოს,გავბედავთ ჩვენ ცეცხლის გახსნას პირველები,თუნდაც უტყუარი ინფორმაცია გვქონდეს მტირს ოპერაციის დაწყების დღისა და საათის შესახებ?გარდა ამისა,მტერს ექნება საშუალება სამხედრო ხომალდების გამზადების ოჩამჩირეში ვთქვათ.ასე ძალიან მეეჭვება დიდი შანსები გვქონდეს არტილერიის დროული გაშლისა და იმ ბაზების დაბომბვის რამე რომ იყოს.სხვა საკითხია თუ სრულიად საიდუმლოდ უკვე გვაქვს გამზადებული საარტილერიო დანადგარები ზუგდიდის ჩრდილოეთით მაღლობებზე,ან რაჭასა და კიდევ რა ხეობებია სამაჩაბლოს აღმოსავლეთით |
Posted by: giojavaxa 27 Nov 2016, 02:40 |
შორს მსროლელი არტილერია გვინდა ჰაერივით.. ჩვეულებრივი არტილერიის წვდომის მანძილზე ნამდვილად არის,მაგრამ ჯობია შორიდან ვესროლოთ.. როცა დრო მოვა.. |
Posted by: zindiosama 27 Nov 2016, 13:43 | ||||
giojavaxa
ეეეხ... ჩვენ კი გვინდა მარა მაგისი შეძენის არც სახსრებია და არც პოლიტკური ნება * * * საინტერესოა... Пентагон берет на вооружение новую доктрину войны
http://www.bsblog.info/kak-podgotovitsya-k-budushhej-vojne/ |
Posted by: kanian_U 30 Nov 2016, 12:17 |
ჯარში ახალი ფორმები აქვთ? ძველ ციფრულებს გავს, ოღონდ მეტი სტაფილოსფერია. თან ჩინეთშია დამზადებული, არადა მეგონა ქუთაისში იკერებოდა |
Posted by: aivenho 1 Dec 2016, 00:07 |
5 წლიანი კონტრაქტი აქ ქუთაისის სამკერვალოს დათრეული გერმანიის და იტალიის შეკვეთებზე მუშაობს და ამათ ეკილაოზნიკება ეხლა ტენდერებში? მეეჭვება |
Posted by: zindiosama 2 Dec 2016, 09:30 |
გაისად თავდაცვის ბიუჯეტი 750 მილიონის ფარგლებში ქონიათ გაწერილი მაგრამ ვშიშობ, ეს წლევანდელ 640 მილიონზე ნაკლები იქნება |
Posted by: ignorant 2 Dec 2016, 12:04 |
ინტერვიუ გენ. შტაბის ახალ უფროსთან. |
Posted by: mamukasokhumeli 2 Dec 2016, 19:03 |
მოკლედ მთავრობა ჯიუტად აგღძელებს მაყუთის მოჭერას თავდაცვაზე...სამაგიეროდ არ ენანება გაბერილ საჯარო მოხელეების შტატებზე,მათ ხელფასებსა და პრემია-დანამატებზე!მოკლედ აშკარად არ ესმის,ან არ სურს გაიგოს რა გამოწვევების წინაშე დგას ეს ჩვენი სახელმწიფოს იმიტაცია! |
Posted by: giojavaxa 2 Dec 2016, 22:00 |
არ სურს.. და ეს აშკარა და ნათელია.. |
Posted by: zindiosama 3 Dec 2016, 14:52 | ||
giojavaxa
რომც სურდეს, ტრაკი არა აქვს |
Posted by: mamukasokhumeli 3 Dec 2016, 19:49 |
საინტერესო პოსტია გოჩა ვეტრიაკოვის(არ ვიცი ესაა თუ არა kaxeti) fb-ზე Gocha Vetriakov -თან Guram Nicolaishvili 3 სთ. · საინტერესოა, საქართველოს სამხედრო პოლიტიკურმა მმართველობამ (პარლამენტსაც ვგულისხმობ) თუ იციან შეიარაღაბეული ძალა (და არა ძალები, ვინაიდან ავიაცია და ფლოტი არ არსებობს რეალობაში) რისთვის არსებობს? როგორც რიგით მოქალაქეს, და თადარიგის ოფიცერს მაინტერესებს: - რა ამოცანას წყვეტავენ და რა საშუალებებით იცავენ ჩვენს ქვეყანას? - ფლოტის და ავიაციის გარეშე რისი დამცველები/მაქნისები უნდა გახდნენ? - საზღვაო თავდაცვა როგორ არის ორგანიზებული? - საჰაერო თავდაცვის საკითხები როგორ არის დარეგულირებული? - რამდენად კარგად არის ორგანიზებული საჰაერო თავდაცვა ახლო, საშუალო და შორი რადიუსით? - თავდაცვის გადაწყვეტილების მექანიზმი? - რეზერვის საკითხი? მე სამხედრო მეზღვაური სად უნდა გამოვცხადდე ომის შემთხვევაში? - როგორც კადრის სამხედრო საზღვაო ოფიცერს მე დავალება როგორ უმდა მომცეს იურისტის განათლების და მენეჯერების განათლების ოფიცრებმა? - ჯანჯღავამ და ჩაჩიბაიამ მე როგორ უნდა მიხელმძღვანელოს საზღვაო თავდაცვის საკიტხებში, როდესაც ორივეს აქეთ ვასწავლი საზღვაო ქვეითების ტაქტიკას, სადესანტო ოპერაციის მომზადების ეტაპებს და თუნდაც სანაპირო თავდაცვის საკითხებში? - მე როგორ უნდა მასწავლოს ან მიხელმძღვანელოს გენ-შტაბის ხელმძღვანელობამ რადიო ორთაბრძოლის ელემენტების მართვაში? ან თუ იციან რა არის რადიო ორთაბრძოლა? - რა არის საზღვაო დაზვერვა და რით განსხვავდება ავიაციის და სახმელეთო მიმართულების დაზვერვისგან? ამ საკითხში ხომ საერთოდ დილეტანტები სხედან. და სადაზვერვო ინფორმაციის არ არსებობის პირობებში, მე პოლიციის მუშაკებმა რა ინფორმაცია უნდა მომცენ ისეთი, რომ დამეხმაროს სანაპირო ტავდაცვის ორგანიზებაში? - როგორ მუსაობს აგენტურული დაზვერვა და რა ოპერატიულ შესაძლებლობების პირობების შექმნა შეიძლება ზღვის მიმართულებით? - როგორ არის ლოჯისტიკის უზრუნველყოფა? - სამედიცინო მზადყოფნა და პერსონალის მომზადება? - მე არ მინდა დაავამატო რეადიო-ტექნიკური შეიარაღების საბრძოლო გამოყენების სისტემის შექმნის აუცილებლობაზე. - კიბერ უსაფრთხოების საკითხები: კიბერ დაზვერვა; კიბერ კ/დაზვერვა; ანალიტიკა. ნუ ეს უცბად / სპონტანურად რაც მომივიდა აზრად, იმ შემთხვევაში თუ მე მომიწია დროებით ფორმის ჩაცმა. თანაც ბევრი მისვამს კითხვას ფლოტის აღდგენის შემთხვევაში თუ დავბრუნდები ფლოტში. პასუხი მაქვს ერთი: ჩაინიკების მმართველობის პირობებში, იგივეა თვითმფრინავიდან პარაშუტის გარეშე გადახტეთ, იმ იმედით, რომ შეიძლება რბილი ბალიში დაგახვედრონ დაბლა, რომ დაეცემი! უბრალოდ ის ბალიშიც ვერ გვიშველის!! ეს ყველაფერი არ არის პიროვნებების ბრალი, ან ჯანჯღავა თუ ჩაჩიბაია, თუ კაპანაძის; ეს არის სამხედრო სისტემის არ არსებობის შედეგი!! სისტემა უნდა ჩამოყალიბდეს და სანამ კიდევ არსებობენ ჩვენს რიგებში გამოცდილი და განათლებული კადრები, სჯობს პრეზიდენტმაც და პარლამენტის უმრავლესობამაც მიიღონ შესაბამისი გადაწყვეტილება. ჯარი არის არა მარტო ქვეყნის სტაბილურობის გარანტი, არამედ საგარეო პილიტიკის წარმართვის ინსტრუმენტიც ( მაგ: ავღანეთის მისია, ასევე შეიძლება ხმელთაშუა ზვის ოპერაციებში ფლოტის ჩართვა). დიდია ჩვენი ქვეყანა თუ არა, ამას არ აქვს მნიშვნელობა!! მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ეს ჩვენი სამშობლოა და მას სჭირდება დაცვა ყველა გზით. მხოლოდ პისიმისტი/მხდალი ადამიანი იფიქრებს და დაიწყებს დასტურს "ფლოტი ან ავიაცია რად გვინდა თურქეთს და რუსებს ხომ ვერ ვაჯობებთ!" მაშინ სახმელეთო ჯარი რაშია საჭირო? პოლიციაც ეყოფა ჩვენს ქვეყანას! უბრალოდ ბავშვური / მიამიტური მსჯელობაა. ეს ყველაფერი არის საზღვაო პოლიტიკის არ არსებობის შედეგი, რომელიც არის ისტორიული შეცდომა, რომელსაც იმეორებს ჩვენი ქვეყნის მმართველობები!! |
Posted by: მილიტარისტი 3 Dec 2016, 20:22 |
mamukasokhumeli რა უნდა ამ კაცს ჩაჩიბაია მოხსნან და გენშტაბის უფროსად ეგ დანიშნონ? მაგდენიც კი არ იცის, რომ არც გენშტაბის და არც სარდლის მოვალეობაში არ შედის ვინმეს ასწავლიდეს ნაპირზე გადასვლას თუ სანაპირო თავდაცვას გენერალურ შტაბში ხდება ოპერატიული დონის დაგეგმვა, ხოლო ეს ადამიანი ტაქტიკაზე საუბრობს იმდენიც კი არ იცის, რომ ტაქტიკა საერთოდ არ არის გენერალური შტაბის საქმე აი ტიპიური ქართული კრიტიკა. რომ ვამბობ ხოლმე ყოველ მეორეს თავი სხვა ყველაზე ჭკვიანი ჰგონია და წარმოუდგენია რომ ფონ კლაუზევიცი და ჟომინი ერთდროულად არის მასში შერწყმული ადამიანი გარტყმაში არ არის რა არის გენერალური შტაბი და მის უფროსსა და მოადგილეს პრეტენზიებს უყენებს კომპეტენციის ამბავში და ეს სხვას ეძახის ჩაინიკს |
Posted by: mamukasokhumeli 3 Dec 2016, 20:32 | ||||
მილიტარისტი ტიპიური ქართული შეიძლება იყოს კრიტიკა,როცა ტიპიურ ქართულ დარბაზს მიმართავ.მე პირადად კარგად გავიგე რა და რისი თქმა სურდა ამ კაცს.შეეძლო უფრო დახვეწილად გადმოცემაც.კი ბატონო.
კაცი პირველი რანგის კაპიტანია ამდენადაც ვიცი.სესაბამისად მეეჭვება არ იცოდეს რა და როგორ.ამას იქეთ,ნუ მიწყენ ჩემო მილიტარისტი,მაგრამ შენიც არის
|
Posted by: მილიტარისტი 3 Dec 2016, 20:44 | ||
mamukasokhumeli
პირველი რანგის კაპიტანმა არ არის აუცილებელი იცოდეს ოპერატიული დონის დაგეგმვა მაგრამ იმაში გეთანხმები, იმდენი მაინც უნდა იცოდეს, რომ ეს არ არის ტაქტიკა და გენშტაბის უფროსს არ სჭირდება იმის ცოდნა თუ როგორია საზღვაო ქვეითთა ტაქტიკა ნაპირზე გადასვლისას თუ ნებისმიერ სხვა ოპერაციაში. უფრო მეტიც, მისმა დაქვემდებარებულებმა მასზე ბევრად უკეთ უნდა იცოდნენ ის ტაქტიკა, რომელთანაც გენშტაბის უფროსს არ ქონია შეხება სანამ ის ტაქტიკური დონის მეთაური იყო მას იმისთვის ჰყავს შტაბი და სარდლები, რომ მათ დაუსვას ამოცანები და ამ უკანასკნელებმა უნდა მოიფიქრონ რა ტაქტიკით უნდა განახორციელონ ეს ამოცანები და დიახ სწორედ მაგ პირველი რანგის კაპიტნებმა უნდა უთხრან მათ მეთაურებს თუ როგორ არის შესაძლებელი საუკეთესოდ მეთაურის დასმული ამოცანის შესრულება ამ ადამიანის საუბრიდან ჩანს რომ ან ტყემალზე ზის, ან დემაგოგობს. ყველაზე ცუდი კი ამ პოსტში ის არის, რომ ამ ყველაფრის შემდეგ ჩაინიკებს უწოდებს გენშტაბს. |
Posted by: zindiosama 4 Dec 2016, 18:46 |
Грузия заняла 48-ое место в Глобальном индексе милитаризации 14:59, Декабрь 4, 2016 ТБИЛИСИ, 4 декабря – Новости-Грузия. Грузия заняла 48-ое место в Глобальном индексе милитаризации, составленном Международным центром конверсии в Бонне (ВІСС). В 2015 году страна занимала в рейтинге 57-ю позицию. Источник: Новости-Грузия https://www.newsgeorgia.ge/45486-2/#t20c ვააა.. რამე ისეთი მოხდა რაც ჩვენ არ ვიცით? |
Posted by: mamukasokhumeli 4 Dec 2016, 19:59 | ||
ეტყობა ვიღაცეები ჩამოგვრჩნენ.ჩვენს წინსვლას ამ მხრივ ვერ ვხედავ.ისე რა მაგის პასუხია და თინიკო აქტიურად იყენებდა "დელტას" PR-სათვის.ყოველ შემტხვევაში იზორიას მოსვლამდე ხშირად გაკრთებოდა ხოლმე მედიაში და ინტერნეტ სივრცეში "დელტა".იზორიას მოსვლის შემდეგ კი უბრალოდ გაქრა...მგონი უკვე არც კი ახსოვს ბევრს მისი არსებობა.რა ხდება? |
Posted by: zindiosama 5 Dec 2016, 11:30 | ||
mamukasokhumeli
რა და რესპები ნაციონალების პიარაქტივობის უკანასკნელი ნარჩენი იყვნენ წავიდნენ და გაქრა პიარიც ქოცნება კიდე როგორც მოგეხსენება, პიარში მოიკოჭლებს ეს არ ნიშნავს იმას რომ დელტას მაინცდამაინც გააუქმებენ მაგრამ საოცდაექვსმაისოდ ახალ სათამაშოებს ვეღარ ვიხილავთ ხოლმე |
Posted by: მილიტარისტი 5 Dec 2016, 11:44 | ||
zindiosama
დელტამ უკვე დაამტკიცა რომ საოცდაექვსმაისოდ არ მუშაობდა და ვისაც დელტას მუშაობა ჯერ კიდევ ნაცების პიარი ჰგონია წარმოიდგინოს დღეს რა დედისხვნათესვა ექნებოდა ლარს დელტას რომ ის "პიარისთვის" შექმნილი დიდგორები არ გაეყიდა საზღვარგარეთ |
Posted by: zindiosama 6 Dec 2016, 13:07 | ||
მილიტარისტი
ხოდა მაგას ვამბობ ზუსტად ესენი ალბათ პიარზე მეტად რეალურ მუშაობას მიაწვებიან ოღონდ მარტო საექსპორტოდ არ უნდა მუშაობდნენ ქართული თავდაცვის ბიუჯეტი კიდე მარტო ხელფასებზე არ უნდა იხარჯებოდეს, ასევე უნდა იხარჯებოდეს დელტას შეკვეთებზეც მათ შორის. თან მეორეს მხრივ ცუდია ალბათ საოცდაექვსმაისოდ რომ ახალ ნაწარმს ვეღარ ვიხილავთ გარკვეული პიარელემენტიც უნდა ახლდეს თან, ბოლობოლო ჩვენ მაინც გაგვახარონ |
Posted by: mamukasokhumeli 7 Dec 2016, 21:03 |
სესიაშვილს თუ სჯერა ერთი იმ სისულელის რასაც ამბობს?!ნაღდი მმართველი პარტიის "გაპრავებას" ცდილობს... |
Posted by: aivenho 7 Dec 2016, 22:16 | ||
ახრენეეეეწ |
Posted by: B-E-R-U 8 Dec 2016, 17:38 | ||
სომხეთი მესამე ადგილზეო ....................... |
Posted by: mamukasokhumeli 12 Dec 2016, 03:03 |
"თევზი" ობიექტივში.კვიციანიცაა მანდ და რაღაც სისულელეებს ამბობს,მაგრამ ბევრ რამეში ძნელია არ დაეთანხმო კაცი "თევზის" ამოჭრილი ამქვს ცალკე ნაწილები,რაც განსაკუთრებით საინტერესო მომეჩვენა,მაგრამ არ დამიმთავრებია ჯერ ატვირთვა.ამიტომ დავდე სრული გადაცემა.უყურეთ და მოუსმინეთ.საინტერესო დასკვნები იკვეთება |
Posted by: hermes555 12 Dec 2016, 22:16 |
ეს კვიციანი მართლა ###ა მგონი, 20 მილიარდი იყო თავდაცვის ბიუჯეტი 2004-შიო |
Posted by: ignorant 12 Dec 2016, 22:24 | ||
ნეტა სურათი თუ აჩვენა, გადავუღეო იძახის. |
Posted by: მილიტარისტი 13 Dec 2016, 10:02 |
ქართულად წერა კითხვა არ იცის ქვეყნის ბიუჯეტი და თავდაცვის ბიუჯეტი ვერ გაარკვია ხალხს უმალავდნენ რამდენი ყოფილა თავდაცვის ბიუჯეტიო საერთოდ ამ ქვეყნის აზრზე არ არის ამის ჩამომთრევის დედას $%#^ |
Posted by: xDavid_S 13 Dec 2016, 10:27 | ||
ქვეყნის ბიუჯეტიც კი არასოდეს ყოფილა 10 მლრდ-ზე მეტი მშპ-ში აერია სავარაუდოდ, მაგრამ მშპ-შიც მხოლოდ 2010-ში თუ მივაღწიეთ 20 მლრდ ლარის ნიშნულს |
Posted by: მილიტარისტი 13 Dec 2016, 10:47 |
2007 წელს მშპ 17 მილიარდი იყო მისი ციფრები მშპ-საც არ ემთხვევა ან რა მნიშვნელობა აქვს, უკიდეგანო სლეა, რომელსაც 4 წელი ქვეყანამ ხელფასი უნდა უხადოს იმას თავი გავანებოთ რომ სამშობლოს მოღალატეა და რუსეთის გავლენის აგენტი. |
Posted by: ignorant 13 Dec 2016, 11:01 |
ვიდეოს ვმეორე ნაწილში დააჯერეს როგორც იქნა, რომ 20 მილიარდი არ ყოფილა. თევზაძემ ისე "მოშნად" ისაუბრა. გარკვეული ძალები ერის ფსიქოლგიაში ცდილობენ იმ აზრის ჩადებას, რომ რუსების წინააღმდეგ ომს აზრი არ აქვსო. |
Posted by: mamukasokhumeli 13 Dec 2016, 13:18 |
ასეც ვიცოდი კვიციანი რომ მიიქცევდა ყურადღებას თავისი ბჟუტურით მარტო "თევზი" უნდა დამედო.დავდებ როცა მოვიცლი.ატვირთული მაქვს |
Posted by: aivenho 13 Dec 2016, 23:00 | ||
+პენსია მერე |
Posted by: zindiosama 16 Dec 2016, 10:43 |
თავდაცვის მინისტრი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ოფიციალურ ვიზიტს მართავს 10:36 16.12.2016 თავდაცვის მინისტრი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ოფიციალურ ვიზიტს მართავს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკაში გაემგზავრა. ლევან იზორიას ხელმძღვანელობით ქართული დელეგაცია შეხვედრებს გამართავს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან, პრემიერ-მინისტრ არტურ რასი-ზადესთან, თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრებთან. ვიზიტი აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში ქართული დელეგაციის ოფიციალური დახვედრის ცერემონიალით დაიწყება, რომლის შემდეგაც ლევან იზორია აზერბაიჯანელ კოლეგასთან, გენერალ-პოლკოვნიკ ზაკირ ჰასანოვთან პირისპირ შეხვედრას გამართავს. აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრი ქართულ დელეგაციას გაფართოებულ ფორმატშიც შეხვდება, რომლის დროსაც ქვეყნებს შორის თავდაცვის სფეროში 2017 წლის ორმხრივი თანამშორმლობის გეგმას მოეწერება ხელი. http://geotimes.ge/index.php?m=5&news_id=36065&lng=geo |
Posted by: მილიტარისტი 19 Dec 2016, 22:29 |
http://www.interpressnews.ge/ge/msoflio/411549-mamakaci-vinc-rusethis-elchs-esrola-ankarashi-policiashi-msakhurobda.html ადამიანი, რომელმაც თურქეთში რუსეთის ელჩს, ანდრე კარლოვს ესროლა, ანკარაში პოლიციაში მუშაობდა. ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება. ამავდროულად, ტელეკომპანია „NTV“ ავრცელებს ინფორმაციას, რომ დამნაშავე საგამოფენო სივრცეში როგორც პოლიციელი შეიპარა, სადაც რუსეთის ელჩი სიტყვით გამოდიოდა. ვარაუდობენ, რომ მის მიერ წარმოდგენილი დამადასტურებელი საბუთი, შესაძლოა, ყალბი ყოფილიყო. კარგი ოკუპანტი - მკვდარი ოკუპანტი |
Posted by: zindiosama 20 Dec 2016, 09:31 |
მილიტარისტი ეხლა ალბათ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში ღორდიპები დინგს ვეღარ გამოყოფენ საელჩოებიდან. |
Posted by: მილიტარისტი 20 Dec 2016, 09:40 | ||
zindiosama
ღორდიპი კარგი ტერმინი გამოვიდა ისე რუსეთი ამ მკვლელობით ცდილობს ალეპოს დამნაშავის როლიდან გამოიყვანოს თავი და ტერორისმთან მებრძოლის როლში წარსდგეს მაგრამ გვიანია უკვე |
Posted by: mamukasokhumeli 20 Dec 2016, 17:30 |
კრემლის უკმაყოფილების მიუხედავად ისრაელი გაანდაგურებს რუსულ სამხედრო ტექნიკას სირიაში ოფიციალური თელ-ავივის განცხადებით მათ არ აწუხებთ რუსეთის უკმაყოფილება იმასთან დაკავშირებით, რომ ისრაელის საჰაერო-სამხედრო ძალები გაანადგურებენ რუსეთის სამხედრო ტენიკას სირიაში, რომელსაც იგი გეგმავდა გადაეცა ისლამური ტერორისტული დაჯგუფება ჰიზბალასთვის. ამის შესახებ იტყობინება გამოცემა "ისრაელ7"-ი. მე, ნაკლებად მაწუხებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინსტროს საშინელი რეაქცია"-განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ. თავის მხრივ ქვეყნის თავდაცვის მინისტრი მოშე იაალონი განმარტავს, რომ არავის მისცემს უფლებას შეაიარაღოს ისრაელის მტრები და საფრთხის ქვეშ დააყენოს ისრაელის უსაფრთხოება. "იგი, ვინც შეეცდება შეაიარაღოს ჩვენი მტრები, უნდა იცოდეს, რომ იგი გადაკვეთავს "წითელ ხაზს". ჩვენ არავის მივცემთ ნებას, რომ საფრთხის ქვეშ დააყენოს ჩვენი ქვეყნის და მოქალაქეების უსაფრთხოება. მზად ვართ ნებისმიერ დროს გავანადგუროთ ნებისმიერი ობიექტი, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის საფრთხის მატარებელია",-განაცხადა მან. http://www.tzona.org/post/kremlis-ukmayofilebis-miuxedavad-israeli-gaandagurebs-rusul-samxedro-teqnikas-siriashi |
Posted by: zindiosama 21 Dec 2016, 12:04 |
ეს ჯანჯღავა რამ გამოაქლიავა ტო? რატო მოხსნა ვეტერანები სტენდიდან? |
Posted by: giojavaxa 21 Dec 2016, 14:01 |
zindiosama შავი პიარის ამბავი ხომ არაა? P.S არ ვიცნობ ინფორმაციას წესივრად.. |
Posted by: mamukasokhumeli 21 Dec 2016, 17:20 |
ეგ ამბავი მიშას დროს არ მოხდა?ასე მახსოვს მიშას დროს ნაომარი და დაღუპული ხალხის სურათები გადაყარესო |
Posted by: zindiosama 22 Dec 2016, 10:10 | ||
mamukasokhumeli
არა, ეხლახან წავაწყდი მაგ ინფოს, ჯანჯღავამ ჩამოიღოო |
Posted by: hermes555 22 Dec 2016, 10:50 |
რუსეთის გენშტაბმა განაცხადა ისრაელის თვითმფრინავებს ჩამოვყრითო თუ კიდევ ერთხელ შემოვლენო. ამის წინათ რომ მიაბომბეს მაშინ გამანადგურებლები აუფრენია რუსებს, მაგრამ გაუსწრიათ ებრაელებს |
Posted by: zindiosama 23 Dec 2016, 09:48 | ||
hermes555
არ გადაუღუნონ არავის |
Posted by: GeoWarr1or 23 Dec 2016, 21:49 |
ჩემს საყვარელ სუ-25 ებს ეხებიან, არა ადამიანები, არ აქვთ გეგმა, არ აქვთ სტრატეგია, არ აქვთ განათლება, არ იციან მენეჯმენტი, არ იციან სამხედრო საქმე, რა უნდათ ? რას აკეთებენ ? ერთჯერადად მიღებული "შემოსავალით" რა უნდა გააკეთონ ? არ არიან არაფრის მაქნისები, მაქსიმუმ კონსერვაცია, ან ამდენ პილოტს რა უნდა უყონ ? ელიტას ანადგურებენ ეგეც ერთი, მერე მეორე ბათუმში მოაწყონ სამხედრო აროდრომი და აქ გადმოიყვანონ მთელი საჰაერო პარკი გარდა სატვირთო ვერტმფრენებისა, დანარჩენი სარეზერვო აეროდრომები იყოს, მოკლედ სუ 25 ების გაყიდვა მართლა ფრთების დატეხვაა ისეც ლამის ძირს დაცემული ფრინველისთვის, არა და საჭირო და გამოყენებადია, იქნებ ხმელეთზე დომინირება მოვახდინოთ და ჩავახშოთ ჰსთ, მერე ? ... |
Posted by: mamukasokhumeli 10 Jan 2017, 04:05 |
http://pirvelirespublika.blogspot.gr/2017/01/7-1921.html?spref=fb 7 მითი რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომზე |
Posted by: mamukasokhumeli 23 Jan 2017, 22:47 |
https://www.facebook.com/mod.gov.ge/videos/1456981337667937/ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო / Ministry of Defence of Georgia 37 წთ. · საქართველოს თავდაცვის მინისტრი ოფიციალური ვიზიტით ფინეთის რესპუბლიკაში იმყოფება ლევან იზორიას ხელმძღვანელობით თავდაცვის სამინისტროს დელეგაციამ ჰელსინკში ორმხრივი შეხვედრები გამართა. ფინეთისა და საქართველოს თავდაცვის მინისტრების შეხვედრის დროს ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და ფინეთს შორის მაღალი დონის ვიზიტების მნიშვნელობაზე. მხარეებმა თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელეს. ლევან იზორიამ კოლეგას იუსი ნიინისტოს მადლობა გადაუხადა წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრის (JTEC) სწავლებების სექტორში ფინელი ექსპერტის მოვლინებისთვის. მინისტრებმა სამხედრო განათლების კუთხით ურთიერთობაზეც გაამახვილეს ყურადღება. საუბარი შეეხო ნატოს უელსის სამიტზე მიღებულ გაძლიერებული შესაძლებლობების ინიციატივის ფორმატს. კოლეგებმა აღნიშნეს, რომ თანამშრომლობის ამ ფორმატში საქართველო და ფინეთი სხვა წევრებთან ერთად რეგულარულად მიიღებენ მონაწილეობას პოლიტიკურ კონსულტაციებსა და სტრატეგიულ დისკუსიებში. ლევან იზორიამ ფინელ კოლეგას საქართველოს თავდაცვის უწყებაში მიმდინარე ტრანსფორმაციის პროცესის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და აღნიშნა, რომ რეფორმა ძლიერი და ეფექტიანი, წესებზე დაფუძნებული თავდაცვის სისტემის ჩამოყალიბებას ემსახურება და საფუძვლად დაედება სამხედრო ძალების ტრანსფორმაციისა და მოდერნიზაციის პროცესს. შეხვედრის დასრულების შემდეგ თავდაცვის მინისტრებმა განხილული თემები შეაჯამეს და ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივებზე გაამახვილეს ყურადღება. “ეს არის საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი ვიზიტი ფინეთში. ფინეთი საქართველოსთან ერთად გაძლიერებული შესაძლებლობის ინიციატივის ჯგუფის წევრი ქვეყანაა ნატოსთან მიმართებაში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ჯგუფის წევრებს შორის იყოს მჭიდრო ურთიერთობა. ჩვენ ამ ურთიერთობებს ფინეთთან ვიწყებთ. ხვალ შვედეთს ვესტუმრებით და ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს განვიხილავთ, როგორიცაა ტოტალური თავდაცვის კონცეფციის განხორციელება ჩვენს ქვეყანაში, წვევამდელთა სისტემის ჩამოყალიბება, მობილიზაციის სისტემის განვითარება და უწყებრივი ურთიერთთანამშრომლობა, ასევე, თუ როგორია მათი პრაქტიკა, მოქმედება და თანამშრომლობა სხვადასხვა უწყებასთან კრიზისებისა და კონფლიქტების შემთხვევაში. ჩვენ გარკვეულ სფეროებში ურთიერთთანამშრომლობა დავსახეთ და მომავალში ვაპირებთ ამ სფეროებში კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას - იქნება ეს ერთობლივი წვრთნები, თუ სტრატეგიული განხილვები სხვადასხვა თემაზე. ამის მზაობა არსებობს, ჩვენი ვალდებულება კი ურთიერთობის გაღრმავება და ინტენსიფიკაციაა,“ - აღნიშნა ლევან იზორიამ. „მოხარულები ვართ ამ ვიზიტის. საქართველოს თავდაცვის მინისტრი პირველ ოფიციალურ ვიზიტს მართავს ფინეთში. ეს ჩვენთვის პატივია. დღეს ჩვენ საინტერესო დისკუსია გავმართეთ ორმხრივი თანამშრმლობის შესახებ. ჩვენ ქვეყნებს ორმხრივი თანამშრომლობის დიდი ისტორია არ აქვთ, მაგალითად საქართველოს თავდაცვის მინისტრი ფინეთში პირველად იმყოფება. მაგრამ ძალიან საინტერესო ხედვები გაგვაჩნია ჩვენ მეზობელ ქვეყნებში არსებულ სიტუაციაზე და ურთიერთთანამშრომლობაზე,“ - განაცხადა ფინეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრმა იუსი ნიინისტომ. ფინეთის რესპუბლიკის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელთან შეხვედრას საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია, საქართველოს თავდაცვის ატაშე ფინეთში, შვედეთში, ნორვეგიასა და დანიაში, ვიცე-პოლკოვნიკი მალხაზ ჯამურელი და ფინეთში საქართველოს საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებული უჩა გაბეჩავა დაესწრნენ. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია ფინეთის თავდაცვის ძალების უფროსს, გენერალ იარმო ლინდბერგსა და საგარეო საქმეთა მინისტრს ტიმო სოინს შეხვდა. მანამდე კი, ქართულმა დელეგაციამ, ლევან იზორიას ხელმძღვანელობით, ფინეთის ეროვნული გმირის მარშალ მანერჰეიმის საფლავი, ასევე ჰიეთანიემის სასაფლაოზე გმირთა ჯვარი გვირგვინებით შეამკო და ფინეთის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში დაღუპული სამხედროების ხსოვნას პატივი მიაგო. ქართული დელეგაცია ფინეთის შემდეგ ოფიციალურ ვიზიტებს შვედეთის სამეფოსა და ესტონეთის რესპუბლიკაში განაგრძობს. |
Posted by: zindiosama 24 Jan 2017, 13:53 |
mamukasokhumeli ვიზიტის მიზანი ნათელია მარა შედეგი იქნება პლინტუსის ქვემოთ |
Posted by: mamukasokhumeli 25 Jan 2017, 20:30 |
იზორიას გამოსვლა შვედეთში https://www.facebook.com/mod.gov.ge/?hc_ref=NEWSFEED&fref=nf |
Posted by: Christian_Bale 26 Jan 2017, 22:28 |
გამარჯობათ, მაინტერესებს სადმე არის დაწესებულება რომ ჩავაბარო და სამხედრო განათლება მივიღო. მივიღო ინფორმაცია და ვიქონიო უშუალო შეხება იარაღებზე, ასევე გავიარო სამხედრო მომზადება, რომელიც ჩამეწერება, როგორც სამხედრო სამსახურის გავლა, მიუხედავად იმისა რომ დედისერთა ვარ მიმაჩნია რომ სამხედრო განათლება ყველა მამაკაცს უნდა ქონდეს მიღებული. |
Posted by: მილიტარისტი 26 Jan 2017, 22:30 | ||
Christian_Bale
ეროვნული თავდაცვის აკადემია |
Posted by: Christian_Bale 26 Jan 2017, 22:33 |
მილიტარისტი მადლობ, გასაგებია. |
Posted by: zindiosama 27 Jan 2017, 13:01 |
ხალხო, ერთი კითხვა მაქ ეხლა რო ოპტიმიზაციის პროცესი მიდის, ძირითადად ვის უშვებენ? * * * მაისიდან სამხედროებს ნორმატივების ჩაბარება მოუწევთ 14:22 26.01.2017 მაისიდან სამხედროებს ნორმატივების ჩაბარება მოუწევთ თავდაცვის სამინისტრო ადასტურებს, რომ მაისიდან სამხედროებისთვის ნორმატივების ჩაბარების პროცესის დაწყება იგეგმება. როგორც თავდაცვის უწყებაში, სამინისტროს ყოფილი თანამშრომლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტირებისას განაცხადეს, ნორმატივების ჩაბარება რიგითი ჯარისკაციდან პოლკოვნიკით დამთავრებული, ყველა სამხედროს შეეხება. ამასთან, უწყებაში არ ადასტურებენ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ აღნიშნული პროცესის შედეგად თანამშრომელთა „მასობრივი შემცირება“ იგეგმება, თუმცა არ გამორიცხავენ, რომ სამსახურიდან გაათავისუფლონ ის პირები, რომლებიც ნორმატივებს რამდენიმე მცდელობის მიუხედავადაც ვერ ჩააბარებს. როგორც თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, სამხედროებს ნორმატივების ჩაბარების საშუალება რამდენჯერმე მიეცემა. „გაზაფხულიდან, კერძოდ მაისიდან იწყება ნორმატივების ჩაბარების პროცესი. ახალი წესდების მიხედვით, სამხედროს, რომელიც ვერ ჩააბარებს ფიზიკურ ნორმატივებს, კიდევ აქვს 2 თვეში გადაბარების საშუალება და თუ ამ შემთხვევაშიც ვერ ჩააბარებს, 1 თვეში კვლავ აქვს შანსი ჩაბარების. პირდაპირ არავის არ გაუშვებს თავდაცვის სამინისტრო სამსახურიდან. ნორმატივების ჩაბარება ეხება რიგითიდან პოლკოვნიკის ჩათვლით ყველა რანგის სამხედროს. ნორმატივების ჩასაბარებლად გაზაფხული იმიტომ შეირჩა, რომ ხალხს მიეცეს მომზადების საშუალება”, - განაცხადეს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში. თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის ყოფილი თანამშრომლის ინფორმაციით, თებერვალში თავდაცვის უწყებაში მასობრივი შემცირებებია დაგეგმილი. როგორც სამხედრო პოლიციის აღმოსავლეთ ბატალიონის ყოფილი თანამშრომელი შოთა მათითაიშვილი აცხადებს, თებერვალში დაგეგმილია ფიზიკური ნორმატივების ჩაბარების დაწყება, რითაც თავდაცვის სამინისტრო თანამშრომლებს შეამცირებს. ”თებერვლიდან იწყებენ სერჟანთა, კაპრალთა და რიგითი თანამშრომლების გაცხრილვას. გაუშვებენ ყველას, ვინც ვერ ჩააბარებს ფიზიკურ ნორმატივებს, ხოლო ამ ყველაფერს ჩაიბარებს ის ხელმძღვანელობა, ვისაც უნდა, რომ პირადი შემადგენლობა „დაფერთხოს“ და შემდეგ მოიყვანოს თავისი მეგობრები და ახლობლები. ბევრს კონტრაქტი ეწურება და აღარ უგრძელებენ სპეციალურად”, - აცხადებს შოთა მათითაიშვილი. http://geotimes.ge/index.php?m=5&news_id=38534 |
Posted by: ildamusa 27 Jan 2017, 19:22 | ||
ეს კაცი ახლა ჩიტი არ არის? გამოსირებული თუ ნორმატივს ვერ აბარებს უნდა გააჯმევინო აბა არა? თან 60 ქულაზე აბარებენ. აქ რომ ატყუებენ მოქალაქეებს სამხედროები რომ ვითომ წურავენ და დედას უტყნავენ წვრთნებზე. ეს 60 ქულაზე ცაბარება ნიშბნვს რომ კვირაში ერთხელაც რომ ივარჟIშოს კაცმა ჩააბარებს მაგას. მარა ჭამაზე არიან გადასულები ბევრი და მართლა უნდა გააჯმევინო დედამისებთან |
Posted by: hermes555 28 Jan 2017, 23:07 |
Рогозин сообщил о подмене документов при производстве двигателей для «Протона-М» https://lenta.ru/news/2017/01/28/nakazhem/ საინტერესოა რამდენი პროტონი გასკდება ჰაერში |
Posted by: GeoWarr1or 29 Jan 2017, 10:02 |
რა რეფორმები მიმდინაროებს თავდაცვაში შეგიძლაით დაწეროთ ? ნორმატივების თემა მახარებს თორე სავალდებულოზე საერთოდ არ ვაჯრიშობენ მხოლოდ დილის გამახმნევებელია და თვითონ ბაზიდან გადაუგზავნიათ მოთხოვა რომ ვარჯიშების უფლება მისცენ. კონტრაქტის დეფერენციაციას ხო არ აპირებენ ? ანუ მაგალითად 6 თვიანი კონტრაქტების შემოღებას ? ეს მნიშვნელოვანია ჩემთვის. |
Posted by: zindiosama 30 Jan 2017, 16:16 |
თავდაცვის სამინისტრო ოპტიმიზაციის პროცესის დასრულებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს თავდაცვის სამინისტროში განხორციელებული ოპტიმიზაცია-რეორგანიზაციის ფარგლებში სამსახურიდან 2250-მდე ადამიანი გათავისუფლდა. როგორც ”ინტერპრესნიუსს” უწყებიდან აცნობეს, მათ შორის სამოქალაქო ოფისიდან გათავისუფლდა 400 შტატგარეშე და 1350 შტატიანი თანამშრომელი, შეიარაღებული ძალებიდან 217 ოფიცერი და 123 სერჟანტი. თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: ”საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ოპტიმიზაციის პროცესი დასრულებულია. საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მიმდინარე რეფორმის ფარგლებში 19 დეკემბერს გამოიცა თავდაცვის მინისტრის ბრძანებები, საშტატო სტრუქტრურების რეორგანიზაციის შესახებ. შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების რეორგანიზაციისა და შტატების ოპტიმიზაციის საკითხთან დაკავშირებით, გენერალური შტაბის უფროსის ბრძანებით 2016 წლის 12 ნოემბერს შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელმაც განიხილა არსებული საშტატო სტრუქტურები და ოპტიმიზაციისათვის საჭირო რეკომენდაციები შეიმუშავა. სამუშაო ჯგუფმა შეაფასა გარკვეული თანამდებობების საჭიროებები, გამოავლინა დუბლირებული ფუნქციების მქონე სტრუქტურული ერთეულები და საბოლო რეკომენდაციები შემდგომი რეაგირებისთვის გადასცა შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობას. რეორგანიზაციის შედეგად მთლიანობაში თავდაცვის უწყება 2250-მდე ადამიანმა დატოვა, მათ შორის სამოქალაქო ოფისიდან: შტატგარეშე - 400, შტატიანი - 1350 - სულ 1750 სამოქალაქო პირი. შეიარაღებული ძალებიდან სამხედრო პირები: ოფიცერი - 217 სერჟანტი - 123 სულ 340 სამხედრო. აქედან 209 ოფიცერმა ერთჯერადი გასასვლელი დახმარებით, პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა შეიარაღებული ძალები. მათზე გასაცემი კომპენსაციის მთლიანმა თანხამ 5 მილიონ 197 ათას 500 ლარი შეადგინა. ხოლო კომპენსაციების განაკვეთი განისაზღვრა წოდებების მიხედვით: ლეიტენანტი, უფროსი ლეიტენანტი -10 ათასი ლარი; კაპიტანი - 14 ათასი ლარი; მაიორი -18 ათასი ლარი; ვიცე-პოლკოვნიკი - 23 ათასი ლარი; პოლკოვნიკი - 29 ათასი ლარი. ოპტიმიზაცია შეეხო ძირითადად სამოქალაქო პირებს. ოპტიმიზაცია-რეორგანიზაციის ფარგლებში სტრუქტურული ცვლილებებიც განხორციელდა, როგორც სამოქალაქო ოფისში ასევე შეიარაღებულ ძალებში. თავდაცვის უწყებაში მიმდინარე რეორგანიზაციისა და ოპტიმიზაციის შედეგად ამ დროისთვის დაზოგილი თანხის მოცულობა შეადგენს 32 მილიონ ლარს. საქართველოს თავდაცვის სამინისტროში რეორგანიზაციის პროცესი 2016 წლის სექტემბრიდან დაიწყო. სამინისტროს ახალმა ხელმძღვანელობამ მოსვლისთანავე შეიმუშავა სისტემური ხარვეზების აღმოფხვრისა და უწყების სტრატეგიული განვითარების გეგმა. რეფორმის მიზანი, ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, არსებული საფრთხეების გათვალისწინებით, ნატოსთან თავსებადი, თავდაცვისუნარიანი შეიარაღებული ძალების შექმნა და სრულყოფაა, რაც უწყებაში ადმინისტრაციული ხარჯების დაზოგვის, ბიუროკრატიული აპარატის შემცირების, დუბლირებული ფუნქციების აღმოფხვრის და უფუნქციო საშტატო ერთულების გაუქმების გზით უნდა განხორციელდეს. ოპტიმიზაციის პროცესი თავდაცვის სამინისტროში მმართველი რგოლიდან დაიწყო, რაც მრჩეველთა ინსტიტუტის გაუქმებაში გამოიხატა, შედეგად, მხოლოდ ამ გადაწყვეტილებით, დაიზოგა 389 556 ლარი, რომელიც მინისტრის და მისი მოადგილეების 10 მრჩევლის წლიურ ანაზღაურებას შეადგენდა. მრჩევლების შტატი გაუქმდა გენერალურ შტაბსა და ქვესტრუქტურებშიც. რის შედეგადაც მთლიანობაში 1 მილიონ ლარზე მეტი თანხა დაიზოგა. 2016 წელს, თავდაცვის სამინისტროს 670 მილიონიან ბიუჯეტში 67% მხოლოდ სახელფასო და სოციალურ ხარჯებზე მოდიოდა, ხოლო 33 % ტექნიკის, ტყვია-წამლის და სხვა საჭიროებებზე იყო გათვლილი, რაც არასაკმარისი და გაუმართლებელი მიდგომაა, მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც ნატოს სტანდარტით, ბიუჯეტში სახელფასო და ადმინისტრაციული ხარჯი 50-დან 53 %-მდე განისაზღვრება. შესაბამისად, სტრატეგიული პარტნიორებისა და ექსპერტების ყველა რეკომენდაცია, თავდაცვისუნარიანობის ასამაღლებლად, სწორედ ბიუჯეტის დაბალანსების და ეფექტურად განკარგვის საკითხს ეხება”, - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში. http://www.interpressnews.ge/ge/samxedro-t...havisuflda.html |
Posted by: diego19 30 Jan 2017, 17:16 |
გამოგზავნილია: 29 Jan 2017, 14:44 #49812303 ბარათი · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა კითხვები მაქ ვინც იცით არ გაატაროთ გთხოვთ 18ის გავხდი აგვისტოში შემოდგომაზე მიწევდა ჯარი და გაუქმებული რო იყო არ წამიყვანეს ეხლა შწმდეგი გაწვევა როდის არის და თუ დამიძახებენ. 2. საკონტრაქტო მინდა ძაან მაგრად და როგორ მოვიქცე 176 სმ(უეჭველი ვიცი მოვიმატებ კიდე) ვარ, 74 კგ საკმაოდ მოქნილი ეს საკმარისია საკონტრაქტოსთვის? თუ არ აქ მნიშვნელობა? |
Posted by: mamukasokhumeli 1 Feb 2017, 02:48 |
"გუშინ გავიგე, რომ გორის მე-5 ბრიგადა გაუქმდა. შეიძლება ცხინვალის მიმართულებაზე ბრიგადის გაუქმება? მანამდე გაუქმდა საზღვაო თავდაცვის დეპარტამენტი, რომლის ფუნქცია ომის დროს საზღვაო და სანაპირო დაცვის ოპერაციები უნდა ყოფილიყო. აღარაფერს ვამბობ საჰაერო ძალებზე." ამირან სალუქვაძე https://metronome.ge/%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%92%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98/ http://pix.ge/ |
Posted by: ildamusa 1 Feb 2017, 11:23 | ||
ეჰ ფული ფული არ ყოფნის და აუქმებენ მაგიტომ. მარტო ხელფასზე მჯდომ დაუკომპლექტებელ 5-ს კი ჯობია გადავსებული 4 და ცოტა უფრო მეტი წვრთნებით და მომზადებით. სამწუხარო რეალობაა როცა ფინანსები არ ყოფნის უწყებას. 200 ლარიანი პენსიებიც გვინდა მილიონ პენსიონერზე და 15 000 ჯარისკაცზე 800 ლარი გვენანება |
Posted by: zindiosama 1 Feb 2017, 18:14 | ||
ildamusa
თავიანთ ჟიპებზე და პრემიებზე ხო ყოფნით? მოიკლონ ცოტა |
Posted by: zindiosama 15 Feb 2017, 12:05 |
შეიარაღებულ ძალებში წვევამდელების მიღება განახლებული წესით დაიწყო საქართველოს შეიარაღებულ ძალებში სამხედრო სავალდებულო სამსახურში წვევამდელების მიღება განახლებული წესით დაიწყო. წვევამდელთა შემკრებ-განამაწილებელ პუნქტში ახალწვეულებს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი შალვა ჯაბახიძე და საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე კახა გულედანი დახვდნენ. სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ ახალწვეულებს გენერალური შტაბის უფროსი პირადად გაესაუბრა და წვევამდელთა სისტემის ახალი პირობების შესახებ პირადად მიაწოდა ინფორმაცია. სავალებულო სამხედრო სამსახურის ახალი სისტემა ძველისგან მნიშვნელოვნად და თვისობრივად განსხვავდება. ახალი წესის მიხედვით, წვევამდელები 3 თვის განმავლობაში სრულფასოვან საწყის საბრძოლო მომზადებას გაივლიან და სრულყოფილ სამხედრო მოსამსახურეებად ჩამოყალიბდებიან. გარდა ამისა, სამთვიანი საწყისი საბრძოლო მომზადების გავლის შემდეგ, ვადიან სამხედრო მოსამსახურეებს, გარდა სამხედრო განწესში ყოფნისა, ყოველდღიურად ექნებათ საბრძოლო მომზადების საათები, ისევე როგორც ამას საკონტრაქტო სამსახურში გადიან. სავალდებულო სამსახურის ჯარისკაცები გაუმჯობესებული სოციალური პაკეტით ისარგებლებენ. გაწვევის ახალი სისტემის მიხედვით, ვადიან სამხედრო მოსამსახურეებს უქმე დღეებით სარგებლობის საშუალებაც ექნებათ. განახლებული სამხედრო სავალდებულო სამსახური უზრუნველყოფს წვევამდელების სისტემით პროფესიული კომპონენტის მხარდაჭერას და მეტი პერსონალის მომზადებას, როგორც რეზერვისთვის, ისე საკონტრაქტო-სამხედრო სამსახურისთვის. ამასთან, სავალდებულო სამსახური ხელს შეუწყობს ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების სამოქალაქო ინტეგრაციას. http://www.geomediatv.ge/%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%98%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%A6%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%9A-%E1%83%AB%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A8%E1%83%98-%E1%83%AC%E1%83%95%E1%83%94%E1%83%95/ |
Posted by: goniashvili 15 Feb 2017, 14:17 |
22 კალიბრიანებიდან ყველაზე შორს რომელი ისვრის და სად ვიყიდო? |
Posted by: GeoWarr1or 15 Feb 2017, 23:24 |
გვეღირსა ბიჭო წესიერი სამხედრო სამსახური ! ღმერთოო... ! |
Posted by: zindiosama 16 Feb 2017, 12:59 | ||
GeoWarr1or
ეგ ერთი და სხვა მრავალი ეხლა საკონტრაქტოა საერთოდ გასაუქმებელი და მაგ პრიზივზე მთელი არმია გადასაყვანი მერე ალბათ შეიარაღებაზე და ტექნიკაზეც დარჩება ფული მაგრამ მთავარია რეზერვი ააწყონ როგორმე. |
Posted by: eagle.1. 17 Feb 2017, 16:35 |
GeoWarr1or zindiosama ნამდვილად კარგი ამბავია, დაიძრა მგონი ცოტა საქმე. |
Posted by: aivenho 17 Feb 2017, 16:55 | ||
მალადეც |
Posted by: zindiosama 17 Feb 2017, 18:01 | ||
aivenho
და თუ წვევამდელები იგივე მომზადებას გაივლიან რასაც აქამდე საკონტრაქტოები გადიოდნენ ზედმეტი ფული რატო უნდა ვყაროთ? |
Posted by: aivenho 17 Feb 2017, 19:51 |
1. გჯერა ახლა მაგის შენ? 2. და ყოველ 1 წელში რთული თექნიკისთვის წვევამდელები ვამზადოთ? 3. ჯარში ხარ ნამყოფი? zindiosama |
Posted by: GeoWarr1or 19 Feb 2017, 13:07 |
არა კონტრაქტი საჭიროა როგორც პროფესია, ანუ პროფესიონალი ჯარისკაცები მაგრამ წვევამდელებიც აუცილებელია არსებული ბაზების დასაცავად და რეზერვის ფორმირებისთვის, ნუ ცალკე რეზერვი რომ არის შესაქმნელი და იმედი მაქვს მალე შექმნიან ამას ბევრი საუბარი არ სჭირდება ! ვნახოთ რა იქნება. |
Posted by: zindiosama 22 Feb 2017, 12:21 |
ხალხო, ერთი შეკითხვა მაქ რა... თავდაცვაში ამ ოპტიმიზაციის განმავლობაში მრჩევლების ინსტიტუტი ხო გააუქმეს და ეგ ამერიკელ მრჩევლებსაც შეეხო თუ იცით? |
Posted by: მილიტარისტი 22 Feb 2017, 13:09 | ||
zindiosama
არა |
Posted by: ignorant 24 Feb 2017, 09:15 |
ლატვია ყიდულობს 47 ერთეულ M109 ტიპის თვითმავალ საარტილერიო სისტემას ავსტრიისგან. ერთეულის ფასი დამოკიდებული იქნება მოდიფიკაციაზე და მერყეობს 60 000 - 140 000 ევროს შორის. http://pix.ge/ RIGA, Feb 21 (LETA) - The National Armed Forces will sign an agreement in the near future with the Austrian Defense Ministry for the purchase of used self-propelled howitzers, LETA was informed by the Defense Ministry. The agreement foresees the purchase of M109 series self-propelled artillery systems. The price of a unit will be dependent on their modification - between EUR 60,000 to 140,000. Austria is expected to deliver 47 units to Latvia. The howitzers which Latvia plans on purchasing from Austria were modernized between 2003 and 2007, and the first delivery is expected in the autumn. http://www.leta.lv/eng/home/important/EAEE0A99-053B-48D2-813B-3F0BA1BFF804/ |
Posted by: adibudi 2 Mar 2017, 12:47 |
2016 წელს შეიარაღების 77% აშშ-დან გვიყიდია, ნეტა რა ვიყიდეთ? https://www.facebook.com/GeorgianMilitaryPower/photos/a.237922679641780.39942.237919556308759/1023490891084951/?type=3&theater |
Posted by: giojavaxa 3 Mar 2017, 01:58 |
adibudi არ მჯერა ამ კვლევის..რა უნდა გვეყიდა ვთქვათ ? შაშხანები ხო ?! მეტი არაფერი.. |
Posted by: mamukasokhumeli 3 Mar 2017, 18:54 |
В России создали снайперскую винтовку "Сумрак", бьющую на рекордные 4 км https://42.tut.by/516689 რუსებმა სნაიპერული შაშხანა შექმნესო რომელმაც მიზანს მოარტყა 3400 მ-ზეო.ახლა მიდისო დახვეწუის პროცესიო,ტყვია დაამძიმეს და ლულა დაუგრძელეოს და ა.შ. რომ შეეძლოს მიზანში მორტყმა 4000-4200 მეტრზეო... |
Posted by: zindiosama 3 Mar 2017, 19:21 | ||
mamukasokhumeli
მაგას ისევე მიიღებენ შეიარააღებაში როგორც პაკ-ფას და სხვა "ნეტ ანალოგოვ ვ მირე"-ს |
Posted by: ignorant 3 Mar 2017, 19:42 | ||
ამერიკელებსაც აქვთ ეგეთი - 3800 იარდზე ურახუნებს. ეს ამერიკული. ესეც კიდევ რუსების |
Posted by: მილიტარისტი 4 Mar 2017, 15:40 |
https://www.facebook.com/mod.gov.ge/videos/1498829600149777/?hc_ref=NEWSFEED რუსები წერენ საქართველომ ნატოს (აშშ-ს) თავისი პორტები შესთავაზა და მუდმივად განთავსდება იქ დასავლური ფლოტიო მე ეს ძალიან საეჭვოდ მეჩვენება, მაგრამ ჩვენი მხარე აქტიურად იმეორებს შავი ზღვის უსაფრთხოების პროექტში ჩართვის სურვილს მინისტრმა თავის სიტყვაში კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ამას რა უნდა იგულისხმებოდეს ამაში, რა წვლილი შეგვიძლია შევიტანოთ შავ ზღვაზე რამეში საერთოდ? * * * http://www.newposts.ge/?l=G&id=134073-%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%9D%2C+%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%2C+%E1%83%A0%E1%83%A3%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%97%E1%83%98%2C+%E1%83%91%E1%83%90%E1%83%96%E1%83%90%2C+%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9E%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%9D რუსეთისთვის, როგორც ჩანს, განსაკუთრებით პრობლემატურია საქართველოს საკითხი, რასაც რუსული მედია აქტიურად განიხილავს. როგორც ცნობილია იგეგმება საქართველოში, კერძოდ ფოთში სამხედრო-სანაპირო დაცვის ბაზის განთავსება. NATO-ს სამხედრო კომიტეტმა უკვე გამართა პირველი სხდომა, სადაც საქართველოს შეიარაღებული ძალების განვითარების საკითხი იყო განხილული. თუ ბაზის გახსნა დადებითად გადაწყდა, ფოთში დისლოციებული იქნება სხვადასხვა სახის სამხედრო გემი, ტექნიკა და ცოცხალინ სამხედრო ძალა. |
Posted by: mamukasokhumeli 5 Mar 2017, 18:39 | ||
* * * "თევზი " ობიექტივში.საინტერესო რაღაცეებს ამბობს: http://obieqtivi.net/tv.php?id=30684#.WLsa3Z_8r88.facebook |
Posted by: mamukasokhumeli 8 Mar 2017, 20:44 |
«В странах Европы ведение практических учений с указанными возможностями максимально ограничено, так как во многих странах Вооруженным силам фактически уже ничего не принадлежит. Соответственно их уровень боевой подготовки переживает серьезную проблему в том понимании, что для практических учений, фактически для Вооруженных сил Европы не осталось территорий, и они стараются в других странах найти альтернативные полигоны, если можно так сказать, на которых они пройдут практическую подготовку», — добавил Чачибая. https://www.newsgeorgia.ge/ssha-vydelyat-gruzii-poryadka-70-millionov-dollarov-na-voennuyu-pomoshh/ აჰა... როგორ ყოფილა თურმე საქმე.თვენთან თუ ვერ ახერხებთ პრაქტიკულ წვრთნას,მოდით და ჩვენთან ივარჯიშეთ,ისროლეთ და ა.შ.... |
Posted by: mamukasokhumeli 10 Mar 2017, 17:20 |
ნატოს სამხედრო კომიტეტის ვიზიტის შეჯამება http://radio1.ge/ge/videos/view/179995.html |
Posted by: ignorant 12 Mar 2017, 21:46 |
აშშ-მ ათასობით ერთეული სამხედრო ტექნიკა გადაისროლა აღმოსავლეთ სანაპიროზე. მიზანი უცნობია. |
Posted by: hermes555 12 Mar 2017, 22:13 | ||
მძიმე ტექნიკა, მსუბუქი ტექნიკა, არტილერია, ლოჯისტიკა, საინჟინრო, მართვა-კონტროლი. სამედიცინო ვერ დავინახე ჯავსანსატანკო დივიზიაა ფაქტიურად |
Posted by: mamukasokhumeli 13 Mar 2017, 02:30 |
ვნახოთ შემდეგი განვითარება მოვლენების.სადთ გადაისვრიან და ცატარდება თუ არა ალო მომავალში წვრთნები,სად და რა სცენარით.რა მასშტაბის ამასობაში როგორ იფლანგება თავდაცვის ბიუჯეტი: მე მიჩნდება კითხვა:მიუხედავად ამ ქალის წარუსლისა და პოლიტიკური შეხედულებებისა რას მატებს მისი მოღვაწეობა ჩვენს ტავდაცვას ისეთს,რომ გვიჯდება ამდენი მისი შენახვა?! |
Posted by: zindiosama 13 Mar 2017, 11:36 | ||
როგორც ეტყობა ევროპაში სწრაფი გადასროლის ვარიანტებს ამუშავებენ |
Posted by: mamukasokhumeli 16 Mar 2017, 02:33 |
....................................................... ...................................................... |
Posted by: მილიტარისტი 18 Mar 2017, 14:29 |
http://www.interpressnews.ge/ge/msoflio/423693-beniamin-nethaniahu-israeli-ganagrdzobs-hezbolasthvis-gankuthvnil-sheiaraghebul-kolonebze-ierishs.html „ჩვენი პოლიტიკა ძალიან თანმიმდევრულია. როდესაც ჩვენ გამოვავლენთ „ჰეზბოლასთვის“ შეიარაღების გადაცემის მცდელობებს და როდესაც ჩვენ გაგვაჩნია სადაზვერვო ინფორმაცია და ოპერატიული შესაძლებლობები, ჩვენ ამას აღვკვეთავთ. ჩვენ ასე ვიქცეოდით და ასე მოვიქცევით მომავალშიც. ყველამ უნდა გაითვალისწინოს ეს. ვიმეორებ, ყველამ“, - განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ. უსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში, რუსეთში ისრაელის ელჩი გარი კორენი გამოიძახეს, რათა განმარტებები მიეცა პარასკევს ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალების მიერ სირიაში განხორციელებულ ავიადარტყმებთან დაკავშირებით. ანუ რუსეთი ფაქტის წინაშე დადგა, აქამდეც იდგნენ ფაქტის წინაშე და ხმას არ იღებდნენ მაგრამ ახლა უკვე ოფიციალური განცხადებების დონეზე მოხდა ფაქტის კონსტატაცია ვნახოთ რა ღლეს მოსჭამს რუსეთი ამის შემდეგ ისრაელს |
Posted by: მილიტარისტი 20 Mar 2017, 13:36 |
http://infonews.ge/?p=9361 ეს არის აბსოლუტური პიზდეცი "საქმე ის გახლავთ, რომ ირაკლი შიხიაშვილი აქტიურად ლობირებდა ერთ-ერთ უცხოურ ბიზნესჯგუფს, რომელსაც საქართველოს საზღვრებთან სამხედრო დასახელებების შექმნა სურდა. არსებული რისკების გამო, შიხიაშვილის ეს ინიციატივა მთავრობამ დაბლოკა, თუმცა ვეტერანთა სამსახურის უფროსისა და ზემოხსენებული ინვესტორების ურთიერთობა ამით არ დასრულებულა. 2015 წლის 21 ივლისს საჯარო რეესტრში რეგისტრირდება შპს „ჯორჯიან ფორ ვეტერანსი“, რომლის 100-პროცენტიანი წილის მფლობელი გახლავთ ნიდერლანდების სამეფოში რეგისტრირებული „ფორტუნაჰოლდინგი“. კომპანიის დირექტორის პოზიციაზე მითითებულია ისრაელის მოქალაქე, ვინმე რაფაელ მაღალაშვილი. საჯარო რეესტრში რეგისტრირებიდან სამი დღის შემდეგ, 2015 წლის 24 ივლისს შპს „ჯორჯიან ფორ ვეტერანსა“ და ვეტერანთა სამსახურს შორის ფორმდება ორმხრივი თანამშრომლობის მემორანდუმი. კომპანია ვალდებულებას იღებდა, შეექმნა და ემართა ექსკლუზიური „ვეტერანთა კლუბი“, მოეზიდა პარტნიორი კომპანიები და ისეთი იურიდიული პირები, რომლებიც „ვეტერანთა კლუბის“ სხვადასხვა აქტივობებს დააფინანსებდნენ. აუდიტის ანგარიშით ირკვევა, რომ არც ერთი მსგავსი აქტივობა არ განხორციელებულა, თუმცა კომპანიის ხელში აღმოჩნდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლი ათასობით ვეტერანის პერსონალური მონაცემები. მოკლედ, მემორანდუმის ფარგლებში 2016 წლის 1-ელ მარტს ვეტერანთა სამსახურსა და შპს „ჯორჯიან ფორ ვეტერანსს“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც სამსახურს, ეტაპობრივად, 3 თვის განმავლობაში უნდა გადაეცა კომპანიისთვის იმ ვეტერანთა პერსონალური მონაცემები, რომლებიც თანხმობას განაცხადებდნენ მონაცემთა გადაცემაზე, მათთვის ფასდაკლების ტალონებისა და სპეციალური (სასაჩუქრე, საკრედიტო და სადებეტო) ბარათების დასამზადებლად. ხელშეკრულების გაფორმებიდან არათუ სამ თვეში, არამედ სულ რაღაც ერთ კვირაში ვეტერანთა სამსახურმა კომპანიას გადასცა 13 463 ვეტერანის პერსონალური მონაცემები, მათ შორის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ვეტერანის საიდენტიფიკაციო კოდი, რეგისტრაციის მისამართი, ფაქტობრივი საცხოვრებლის მისამართი და ტელეფონის ნომერი. „პრაიმტაიმთან“ საუბრისას ირაკლი შიხიაშვილი ამბობს, რომ პერსონალური მონაცემები თავად ვეტერანების თანხმობით გაიცა, თუმცა, რთული სათქმელია, როგორ მოახერხა უწყებამ, სულ რაღაც, ერთ კვირაში (არასამუშაო დღეების გათვალისწინებით) საქართველოს მასშტაბით მცხოვრები 13 500-მდე ვეტერანისგან ნებართვის აღება. " |
Posted by: ignorant 20 Mar 2017, 17:27 | ||
არა რა, თეთრი ძაფით არიან ნაკერი ეს შობელძაღლები! საკითხავია, რომელი ქვეყნის სპეცსამსახურებს დაჭირდათ ეგ ინფო. |
Posted by: მილიტარისტი 20 Mar 2017, 17:35 | ||
ignorant
ვის რა ფეხებად შეიძლება დასჭირდეს ჩვენი მებრძოლების ინფო გარდა რუსეთისა რამდენი ხანია მიდიოდა ლაპარაკი, რომ მონაცემები გადაცემულია, მაშინ სამხედრო პოლიციის პირადი შემადგენლობის მონაცემებზე იყო საუბარი შემდეგ უკრაინაში დაკავებული თადარიგის პოლკოვნიკი და აჰა ფაქტი, რაში ყოფილა საქმე დდშვც ამათი |
Posted by: ildamusa 20 Mar 2017, 19:09 | ||||
საყლევეთი.... |
Posted by: aivenho 21 Mar 2017, 00:18 | ||
+41 |
Posted by: ჯარჯი 22 Mar 2017, 03:50 |
მილიტარისტი მე არამგონია თუნდაც რუსეთის სპეცსამსახურებს ჭირდებოდეთ ეგ ინფო ვეტერანი ვეტერანია მითუმეტეს თუ საიდუმლო სამსახურში არ იყო და საგანგაშოს ვერაფერს ვხედავ. რომელი ვეტერანი იტყვის უარს იმ ელემენტარულზე რაც სტატიაშია აღნიშნული? პატრიოტები უმრავლეს შემთხვევაში ნაკლებად შეძლებული ხალხია. კიბატონო გრუ და კაგებებე ყველა მეთოდს იყენებს ისევე როგორც ნებისმიერი ძლიერი ქვეყნის სპეცსამსახური მაგრამ მაინც ნაკლებად სავარაუდოა რომ ეგ მონაცემები რეალურად რაიმეში გამოიყენოს ვინმემ აფერისტების გარდა. ისე მეც ვიფიქრე რომ რაღაც მოძრაობა ხდება ვეტერანების მიმართულებითთქო. ჩემმა მეზობელმა მთხოვა რაღაც აბრა მინდა გავხვრიტო სამაგრებისთვის და დრელი მათხოვეო. დავხედე და ვეტერანთა სახლემწიფო დეპარტამენტის აბრაა ერთერთი განყოფილების ხოდა რავიცი გამიხარდა რაღაც კარგი იგეგმება ალბათთქო. აქამდე მგონი აბრაც არ ქონდათ. |
Posted by: მილიტარისტი 22 Mar 2017, 14:31 | ||||||
ჯარჯი
არაფერი მაგ სტატიაში არ არის აღნიშნული, რაის ფასდაკლება და რის მომსახურება ლიპაა ეგ კომპანიაც და მისი კონტრაქტიც.
რუსებმა ვეტერანების წინააღმდეგ საქმეები რომ აღძრეს პირადი მონაცემები დასჭირდათ მაგ საქმისთვის რუსულ სპეცსამსახურებს ნებისმიერ შემთხვევაში სჭირდებათ ნებისმიერი სახის ინფორმაცია საქართველოს შეიარაღებული ძალების და მათ შორის რეზერვის თუ მოქმედი ოფიცრების შესახებ
რეალურად გამოიყენეს უკვე. ერთ შემთხვევაში გამოიყენეს შსს-ს მიერ ინტერპოლის გავლით მიწვდილი ინფორმაცია, რომლელი ინფორმაციაც იყო ბევრად დეტალური, სასაზღვრო კონტროლის მონაცემებსაც შეიცავდა, თუ რომელ ქვეყანაში როდის იყო ნამყოფი კაცი უკრაინაში ბევრი ვეტერანი იბრძვის. როგორ ფიქრობ არ აინტერესებთ მათი ვინაობა, მათი ოჯახების საცხოვრებელი ადგილები საქართველოში ? ნებისმიერი სახის ინფორმაცია რითაც დააშინებენ, დააშანტაჟებენ ან სულაც გადაიბირებენ რაც შიხიაშვილმა გააკეთა, ეგ არის აპრობირებული მეთოდი, რითაც რუსული სპეცსამსახურები მოიპოვებენ ინფორმაციას საქართველოდან გაიხსენეთ აწ უკვე პოლიტპატიმარი ვახტანგ მაისაია, რომელიც ციხიდან გამოიყვანეს გაკვირვებული რომ ყვებოდა, სადღაც აღმოსავლეთ ევროპაში არსებულ ფარმაცევტულ კომპანიასთან რომ ჰქონდა კონტრაქტი გაფორმებული და ამ კონტრაქტის პონტში თავდაცვიდან ქვედანაყოფების სტატუსების შესახებ ინფორმაციას რომ აწვდიდა. რა დავაშავე რისთვის დამიჭირეს, კონტრაქტის პირობებით ვმოქმედებდი როგორც წესი და რიგიაო სანაცვლოდ ლეპტოპი რომ აჩუქეს ნებისმიერ შემთხვევაში მებრძოლების მონაცემები არ არის ისეთი რამ, რიაც ასე მარტივად შეიძლება გაიცემოდეს საზღვარგარეთ. ყველაფერს რომ თავი გავანებოთ, შპიონაჟსაც, სამშობლოს ღალატსაც და პროჭობასაც, არ არის კანონიერი ვინმეს პირადი ინფოს გაცემა ასე მისი თანხმობის გარეშე მე უამრავ ვეტერანს ვიცნობ, რომელსაც არავინ შეკითსვია გინდა თუ არა რაღაც კომპანიას გადავცეთ შენი პირადი მონაცემები მერე ულტიმეტ ბლენდერი რომ იყიდო ფასდაკლებითო აიღო ეს მონაცემთა ბაზა და მისცა, მორჩა |
Posted by: GeoWarr1or 23 Mar 2017, 08:35 |
ადგეს 13 000 ვეტერანი და უჩივლოს კომპანიას, ვეტერანთა კლუბს და ა.შ ვინც გასცა ინფორმაცია, თუ ამდენი ადმიანი ფეხზე დადგა კაი დღე არ დაადგება მთავრობას ეს ნათელია, ხალხიც დაუდგება გვერდით, უბრალო ხალხი... (მეც მათ შორის) |
Posted by: მილიტარისტი 23 Mar 2017, 09:28 | ||
GeoWarr1or
სად უნდა უჩივლოს ურთმელიძესთან თუ ნაზღაიძესთან? |
Posted by: xDavid_S 23 Mar 2017, 14:15 |
Posted by: mamukasokhumeli 23 Mar 2017, 18:24 |
http://rustavi2.com/ka/video/21309?v=2 ... მოდი და გაიგე ახლა ვისი ვისაშია |
Posted by: ჯარჯი 25 Mar 2017, 17:39 |
ზაპოროჟეცებია უკვე ეგ სუ 25-ები და თუ ვინმე იყიდის იყოს რა პრობლემაა? რაიმე ახალი არ ისმის თვიმფრინავებს და ვერტალიოტებს არ ავაწყობთ ჩვენით? |
Posted by: mamukasokhumeli 27 Mar 2017, 17:52 |
"თევზი" ობიექტივში http://obieqtivi.net/tv.php?id=31027#.WNbGLKVaCGc.facebook მოუსმინეთ რას ამბობს ეს კაცი |
Posted by: ჯარჯი 27 Mar 2017, 19:30 |
mamukasokhumeli "თევზი" ძალიან მიყვარს რეზერვიც გემრიელად გააკრიტიკა * * * სამხედრო დაზვერვაზე თემა საერთოდ ვერ ვნახე ვერც აქ და ვერც ვერსად სხვაგან. და ანალიტიკურ რაიმე მსგავს სამსახურზეც არაფერი გამიგია მნიშვნელოვანი.გამიგია რომ არის ასეთი რაღაც რასაც ჰქვია შტაბი, გენერალური შტაბი და ა.შ მაგრამ რას განიხილავენ იმ შტაბში და ან ვის წინადადებებს ისმენს თავდაცვის მინისტრი ეგენი აღარ გამიგია. იყოს საიდუმლო მაგრამ ის რაც არ არის საიდუმლო ხომ უნდა ვიცოდეთ? არადა ჯარში და შეიარაღებაში მოთხოვნა ჩნდება ანალიზის შედეგად. კარგი შეკითხვა დასვა ბატონმა დავით თევზაძემ რისთვის არის რეზერვი? მე ისე არ გამიგოთ თითქოს რეზევრის წინააღმდეგი ვიყო, პირიქით აუცილებელ აუცილებლობად მიმაჩნია მაგრამ რეზერვი საზარბაზნე ხორცია თუ გარანტია რომ არ წავაგებთ თუ მოგება-წაგებაზე მიდგება საქმე? |
Posted by: zindiosama 30 Mar 2017, 13:04 |
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია უკრაინაში გაემგზავრა მარტი 30, 2017 GEOMEDIATV საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ორდღიანი ვიზიტით უკრაინაში გაემგზავრა. ვიზიტი უკრაინის თავდაცვის სამინისტროში მიღების საზეიმო ცერემონიალით დაიწყება, რომელშიც მონაწილეობას საპატიო ყარაული მიიღებს. თავდაცვის მინისტრების პირისპირ შეხვედრის შემდეგ, მოლაპარაკებები გაფართოებულ ფორმატში დელეგაციებს შორის გაგრძელდება. ადგილობრივ მედიასთან დაგეგმილ ბრიფინგამდე, ლევან იზორია და სტეფან პოლტორაკი ხელს ორმხრივი თანამშრომლობისა და ურთიერთობების გაღრმავებაზე ერთობლივი განცხადების დოკუმენტს მოაწერენ. ლევან იზორიას ხელმძღვანელობით, ქართული დელეგაციის შემადგენლობაში არიან: მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი, გენერალური შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია და მისი პირველი მოადგილე, პოლკოვნიკი ნიკოლოზ ჯანჯღავა. დაგეგმილია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაციის შეხვედრა უკრაინის ვიცე-პრემიერთან ევროატლანტიკური ინტეგრაციის დარგში ივანა კლიმპუშ-ცინცაძესთან. ვიზიტის მეორე დღეს კი, ქართული დელეგაცია თავდაცვის უწყებაში უკრაინის თავდაცვის ეროვნული უნივერსიტეტის მსმენელთა გამოშვების ცერემონიალს დაესწრება. მოგვიანებით ქართული დელეგაცია უკრაინის თავდაცვის ეროვნულ უნივერსიტეტსაც ესტუმრება და სასწავლო დაწესებულების ინფრასტრუქტურასა და შესაძლებლობებს ადგილზე გაეცნობა. ვიზიტის დასასრულს თავდაცვის მინისტრი უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონში ანტიტერორისტული ოპერაციის დროს დაღუპულ მებრძოლთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს და დაღუპული უკრაინელი სამხედროების ხსოვნას პატივს მიაგებს. http://www.geomediatv.ge/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A1-%E1%83%97%E1%83%90%E1%83%95%E1%83%93%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9B%E1%83%98/ ე ბიჯო, იქნებ სუების გაყიდვა აღარ მოგვიწიოს |
Posted by: mamukasokhumeli 30 Mar 2017, 17:08 | ||||
ბიუჯეტის შემხედვარე არა მგონია რამე ეშველოს ამ საქმეს... ისე ეს გაუტავებელი წადი-მოდი,შეხვდი-დახვდი რა მიზნებს ისახავს და რა შედეგები აქვს,დღემდე ვერ გამიგია.ალბათ რამდენჯერმე შემოუვლოიდნენ დედამიწას იმდენი ქვთ უკვე ნარბენი იქეთ-აქეთ თავდაცვის მინისტრებს.კაციშვილი არ იძახის რა მიზნებით და რა შედეგებით... |
Posted by: zindiosama 30 Mar 2017, 20:02 | ||
mamukasokhumeli
ჩვენი სუშკები მარაგნაწილებს მაქედან არ იღებდნენ? |
Posted by: mamukasokhumeli 30 Mar 2017, 20:21 | ||
არა მგონია.პრინციპში მარაგნაწილები არაა მგონი მიზეზი მათზე უარის თქმის.ეტყობა თადაცვის სამინისტრო თავის მწირი ბიუჯეტის სხვაგვარად გადანაწილებას ცდილობს და თავისი აზრით უფრო ეფექტურსა და აუცილებელში."Жираф большой,ему видней".... მინისტრის ვიზიტი ჩემი აზრით საჭიროა,როცა მის დონეზე უნდა აგდაწყდეს რაღაც საკითხი.შეიძლება ვცდები.ყოველ შემთხვევაში არსად მინახავს მინისტრებისა და მათი ამალის ასე ხშირი ვოიაჟები უცხოეთში.ვერც აზრი გავიგე დღემდე,ვერც შედეგები.თან ეს დახვედრის ცერემონიები და პროტოკოლური ღონისძიებები...თუ უბრალო "პაეზდკა" იყო ჩვენი ჩინოვნიკების სტილში,მაშინ ეს ოფიცილაური ცერემონიები რაღა იყო.რა ვიცი...აზრზე არა ვარ რა საკითხები იყო ისეთი გადასაწყვეტი და შესათანხმებელი,რომ მინისტრის დონე გახდა საჭირო.ვნახოთ * * * "თევზის" პრესკონფერენცია: |
Posted by: zindiosama 1 Apr 2017, 11:50 | ||
mamukasokhumeli
საერთოდ მასეთი საკითხები კულისებს და პროტოკოლურ ღონისძიებებს მიღმა წყდება ხოლმე ალბათ ძველი, 2012-ს მერე დარღვეული კავშირების აღდგენაზე იმსჯელებდნენ |
Posted by: mamukasokhumeli 1 Apr 2017, 17:34 |
რა ვიცი,ერთი ერთზე შეხვდაო იზორია უკრაინის თავდაცვის მინისტრსო და მერე უკვე დელეგაციის შემადგენლობითო.მერე პოროშენკოს.არც ვიცი პრინციპში მინისტრების დონეზე რა საკითხები შეიძლება გადაწყვეტილიყო.ჩაჩიბაია ერთ ერთ ინტერვიუში ამბობდა,რომ არტილერიის,ტანკსაწინააღმდეგო საშუალებებისა და ჰსთ-ს განვიტარებაზე ვიმუშავებთო...მოკლედ დრო გვანახებს.დღემდე სასიკეთო არაფერი უნახებია და რა ვიცი... |
Posted by: zindiosama 4 Apr 2017, 12:58 | ||
mamukasokhumeli
ხოდა ალბათ მაგაზე მოილაპარაკეს კიდეც აბა აშუშუსგან არაფერი გვეჭყანება და ჩვენც ტრადიციულ პარტნიორთან ვავითარებთ რა... |
Posted by: mamukasokhumeli 8 Apr 2017, 18:14 |
ამ ვიდეომ მიიქცია ჩემი ყურადღება.ერთი შეხედვით არაფერი,ჩვეულებრივი კრიმინალი,მაგრამ არის მანდ რიგ საინტერესო დეტალები.რამდენი ასეთი გაწვრთნილი დამომზადებული დაბოდიალობს ამხელა ქვეყანაში,რომლებიც კოხტად და ლამაზად შეიძლება გამოიყენონ ვთვქათ ჩვენს წინააღდმეგ და სდიე მერე... |
Posted by: zindiosama 11 Apr 2017, 14:38 |
ანტისარაკეტო სისტემის შეძენა თავდაცვის სამინისტროს პრიორიტეტია - იზორია საფრანგეთში ვიზიტს გეგმავს დღეს, 12:30 · ამობეჭდვა თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ანტისარაკეტო სისტემის შეძენა თავდაცვის სამინისტროს პრიორიტეტს წარმოადგენს. იზორიას ინფორმაციით, ის 17-18 აპრილს ეწვევა ვიზიტით საფრანგეთს, სადაც თავის კოლეგასთან ანტისარაკეტო სისტემის შეძენის შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციის გეგმაზე მოლაპარაკებებს გამართავს: „70% ჩვენს მიერ განსაზღვრული გეგმების შესრულებულია. დაგვრჩა ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება - აღჭურვილობა. მოდერნიზაციის ხუთი მიმართულება განვსაზღვრეთ და ყველაზე ცენტრალური იქნება ანტისარაკეტო სისტემის შექმნა, იმიტომ რომ ვერც ერთ დანაყოფს ვერ ექნება შანსი გაუმკლავდეს მტერს, თუ ის არ იქნა დაცული ამ ანტისარაკეტო სისტემით. ბევრჯერ მსმენია კრიტიკა, თითქოსდა ფლოტზე და ავიაციაზე უარს ვამბობთ. არაფერზე უარს არ ვამბობთ, ღმერთმა ქნას, რომ ყველაფერი შეგვეძლოს, უბრალოდ პრიორიტეტებს განვსაზღვრავთ ჩვენი ფინანსური შესაძლებლობებიდან და სამხედრო სტრატეგიიდან გამომდინარე და ვამბობთ - სჯობს არსებული ფინანსური შესაძლებლობები მივმართოთ იმისკენ, რაც ჩვენს თავდაცვას ყველაზე მეტად უზრუნველყოფს. რუსეთის ომმა სწორედ ეს გვაჩვენა, რომ შეიძლება გყავდეს რამდენიმე ბომბდამშენი, მაგრამ თუ მათი დაცულობსი ხარისხი ნულის ტოლია, შეიძლება ერთმა რაკეტამ მწყობრიდან გამოიყვანოს ათეულობით ბომბდამშენი“, - განაცხადა ლევან იზორიამ. http://pirveliradio.ge/index.php?newsid=83646 ანუ SAMPT-T-ზე მიდის ბაზარი? |
Posted by: mamukasokhumeli 11 Apr 2017, 14:46 | ||
Очко жим жим რძალს უთხრეს და მულმაც გაიგონა |
Posted by: zindiosama 11 Apr 2017, 15:03 | ||
mamukasokhumeli
იზორიას აუტყდა? და ვინ აიძულა? |
Posted by: ignorant 11 Apr 2017, 16:05 | ||
დონალდ დაქმა. |
Posted by: aivenho 11 Apr 2017, 16:51 | ||||
ეს გალელია თუ საიდან შოულობს ამნაირ ბოლს |
Posted by: mamukasokhumeli 11 Apr 2017, 16:56 |
რატომ ყიდის თავდაცვა SU-25-ებს და რას ყიდულობს სანაცვლოდ ის, რომ SU-25-ის გაყიდვის გადაწყვეტილება მივიღეთ, ეს არის განპირობებული მთელი რიგი პრიორიტეტული სხვა ტიპის მიმართულებების უზრუნველყოფით, რამაც სწორედ ავიაცია და ჩვენი საჰაერო თავდაცვა უნდა გააძილეროს, _ ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც დეპუტატები მინისტრის ანგარიშს უსმენენ. „ლოგიკურად გავყვეთ რეალობას. ციფრებზე და კონკრეტულ რაოდენობებზე საუბრისგან თავს შევიკავებ რადგან საჯაროდ გამოვდივარ, მაგრამ გეტყვით რატომ ვიღებთ გადაწყვეტილებას SU-25-ის გაყიდვასთან დაკავშირებით. 1. იმიტომ, რომ ეს არის ძველი წარმოების. 2. მას სჭირდება 7-8 წელიწადში სარემონტო სამუშაოები, სათადარიგო ნაწილები კი არის რუსული წარმოების... რაც შეეხება ალტერნატივას, სწორედ გაყიდული თანხა მოხმარდება იმის უზრუნველყოფას, რომელიც უფრო ძლიერს, მოქნილს და ადეკვატურს გახდის საფრთხესთან ბრძოლას. კერძოდ, ჩვენ გვინდა შევიძინოთ ვეტმფრენები, რადგან ჩვენი გეოგრაფიული მდგომარეობიდან გამომდინარე ვეტმფრენებს მეტი მანევრირების საშუალება აქვს, მეტად დაცულია რადარებისგან. მას შეუძლია მიწისგან 3 მეტრის მოშორებით ფრენაც. ანუ უფრო მობილურია, უფრო მოქნილია, მათ შორის იერიშისთვის უფრო ხელსაყრელი და რამის პირობებში ლავირების შესაძლებლობის მქონე, რაც ვთქვი იმ ტექნიკას არ გააჩნია. ასევე ვაპირებთ უპილოტო აფრენი აპარატების შეძენას. იცით რომ მთელი მსოფლიო აქცენტს სწორედ ამ აპარატებზე აკეთებს, რადგან ყველანაირ ასპექტში ეს აპარატები არის უფრო ეკონომიური და გამართლებული ქვეყნის უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე. და იმ ინტერესებიდან გამომდინარე, რომ ნაკლები დანაკარგით მიაღწიო ოპტიმაურ შედეგს. მაგრამ როცა ავიაციაზე და საჰაერო თავდაცვაზე ვსაუბრობ, არცერთ დანაყოფს, არ ექნება შანსი, თუ დაცული არ ხართ ანტისაჰაერო სისტემით. ომმა ეს გვიჩვენა. შეიძლება აეროდრომი დაგვიბომბონ და 100 ტექნიკაც რომ გვყავდეს, თუ ინფრასტრუქტურა არ არის მოწყობილი და თავდაცვის ქოლგა არ არის უზრუნველყოფილი, ვერაფერს ვიზამთ. ამით ვიწყებთ ჩვენ და მოდერნიზების პირველი პრიოიტეტი სწორედ ეს არის, ავიაციის სიძლიერეზე და ანტისაჰაერო სისტემის სიძლიერეზე საუბარი ზედმეტია“, _ განაცხადა იზოიამ და დასძინა, რომ ყველა ის ნაბიჯი, რასაც უწყება დგამს ავიაციის და თავდცავის სისტემის გაძლიერებისკენ არის მიმართული. მისივე ინფორმაციით, ფრანგული ტექნიკის შეძენა 2017 წლიდან იწყება და აქტიურ ფაზაში 2018 წელს შევა. „გარკვეული თანხებიც არის გადახდილი. ამასთანავე იწყება 37 ადამიანის გადამზადება, რათა ამ ტექნიკის გამოყენება შევძლოთ. საუბარია რადარების და საზენიტო რაკეტების შეძენაზე. ამ დეტალებზე საუბრისგან თავს შევიკავებ. მოკლედ გეტყვით, რომ პოცესი დაწყებულია და აქტიურ ფაზაში შევდივართ“, _ განაცხადა იზორიამ. http://gurianews.com/article/mtavari/politika/ratom-qidis-tavdatsva-su-25-ebs-da-ras-qidulobs-sanatsvlod |
Posted by: zindiosama 12 Apr 2017, 12:06 |
ხალხო, არ ვიცი ეს სად დავპოსტო და ბარემ აქ დავწერ ერთი შეკითხვა მაქ: бочковая бомба ქართულად როგორ იქნება თუ იცით? კასრის ბომბი რაცხა ვერ ჟღერს |
Posted by: mamukasokhumeli 4 May 2017, 02:07 |
ძალიან საინტერესო ინტერვიუ გენერალ ნიკოლაიშვილის "რადიო თავისუფლებასთან" http://www.radiotavisupleba.ge/a/guram-nikolaishvili-dabrkolebis-zolshi/28466100.html |
Posted by: mamukasokhumeli 13 May 2017, 16:25 |
რაო რაო? http://pix.ge/ http://www.kvirispalitra.ge/khathuna-lagazidzis-blogi/34853-trampis-fartho-nabijebi-saqarthvelosken-ras-elis-ashsh-sanacvlod-chvengan-rogorc-partniorisgan.html "შეხვედრებისას განიხილეს საქართველო-ამერიკის ურთიერთობების შემდგომი გაღრმავება თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში, აგრეთვე, ეკონომიკური მიმართულებით. ამასთან, ამერიკამ საქართველოს აღუთქვა მხარდაჭერა ნატო-ში ინტეგრაციის კუთხითაც. საქართველოს თავდაცვის მინისტრიც აკეთებს ფრიად დამაინტრიგებელ განცხადებას, რომ იგეგმება აშშ-საქართველოს უპრეცედენტო თანამშრომლობის პროექტი." |
Posted by: zindiosama 14 May 2017, 20:37 | ||
mamukasokhumeli
ალბათ ის ახალი ბაზა რო უნდა აშენდეს, მაგაზეა ბაზარი |
Posted by: adibudi 16 May 2017, 11:11 | ||
zindiosama
რა ახალი ბაზა? |
Posted by: მილიტარისტი 16 May 2017, 11:49 | ||
ახალი ბაზა სადაც ყველა ქართული მსუბუქი ქვეითი ქვედანაყოფი გაივლის წვრთნას და აღჭურვას |
Posted by: adibudi 16 May 2017, 12:03 |
ეჰ მეგონა თავისთვის ხსნიდნენ, სასწავლო ცენტრი ხო ისედაც გვაქვს |
Posted by: მილიტარისტი 16 May 2017, 12:11 | ||
adibudi
სასწავლო ცენტრი არ ყოფნის მაგხელა პროგრამას კარგი ბაზა გაკეთდება და ბევრ რამეში გამოგვადგება საქართველოს თავდაცვის მომზადების პროგრამაა მანდ მთავარი, ბაზა ბაზად გინდ გქონია გინდ არა თუ არ გამოიყენე რამდენიმე წლიანი პროგრამაა, რომლის მასშტაბისაც საქართველოში ჯერ არაფერი მომხდარა |
Posted by: hermes555 16 May 2017, 14:25 | ||
მილიტარისტი
სამშვიდობო მისიებისათვის |
Posted by: მილიტარისტი 16 May 2017, 15:39 | ||
hermes555
ნუ ავრცელებთ დეზინფორმაციას სამშვიდობო მისიებისთვის ქვედანაყოფები ემზადებიან კრწანისში სამშვიდობო ოპერაციების მომზადების ცენტრში "აშშ-სთან ერთად "საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის" იმპლემენტაციას ვგეგმავთ" http://www.ipress.ge/new/57975-levan-izoria-ashshstan-ertad-mnishvnelovani-programis-gankhorcielebas-vgegmavt პროგრამას ქვია საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა არა სამშვიდობო მისიებში მონაწილეობის, ანტიტერორიზმის ან სტაბილურობის ან რამე მაგდაგვარი ამ პროგრამის ფარგლებში ყველა ბატალიონი მომზადდება იმ ამოცანისთვის, რა ამოცანაც აქვს დასმული გენერალური შტაბის მიერ თავდაცვისთვის, საქართველოში ბრძოლისთვის რუსეთთან. |
Posted by: hermes555 16 May 2017, 22:09 | ||
მილიტარისტი
მეც მეგ მინდა რომ გამოვიდეს. მაგრამ გერმანიაში როა ისეთიო და იქ სამშვიდობო მისიების მომზადების ცენტრია |
Posted by: მილიტარისტი 16 May 2017, 22:28 | ||
hermes555
ოქრო ... ნეტა გერმანიაში რომაა ისეთი იყოს, ინფრასტრუქტურა და ყველაფერი. სამშვიდობო მისიისთვისაა ჰოჰენფელდი თუ მარსის მისიისთვის რა მნიშვნელობა აქვს ხომ გეუბნები არა, ეს ბაზა აქ შენდება საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამისთვის იწყება ასეთი პროგრამა, რომელიც მოამზადებს ჩვენი თავდაცვის ძალებს, გაწყვრთნის და დააკომპლექტებს, არა ქვედანაყოფებს რომლებიც მიდიან ავღანეთში, არამედ ყველას ავღანეთში წამსვლელებისთვის უკვე არსებობს მომზადების ცენტრი, რომელიც ამ საქმეს აკეთებს დიდი ხანია. მას აქვს თავისი ბაზა ალგეთშიც და პოლიგონები კრწანისში. მეტი რაღანაირად დავწერო აღარ ვიცი. |
Posted by: zindiosama 22 May 2017, 15:57 | ||
მილიტარისტი
ამ პროგრამის ფარგლებში ჯარის გადაიარაღება არაა დაგეგმილი? |
Posted by: მილიტარისტი 22 May 2017, 16:28 | ||
zindiosama
კი რამდენადაც ვიცი |
Posted by: zindiosama 22 May 2017, 17:02 | ||
მილიტარისტი
რა თქმა უნდა ამერიკული ტექნიკით... |
Posted by: მილიტარისტი 25 May 2017, 12:51 | ||
zindiosama
მე საწინააღმდეგო არაფერი მაქვს ----------------------------- არ ვიცი ეს ამბავი თუ იყო ცნობილი საერთოდ https://www.defensetech.org/2017/05/23/navy-looks-replenish-tomahawk-stockpile-syria-yemen-strikes/ ამ წყაროს მიხედვით შარშან შემოდგომაზე 5 ტომაჰავკით გაუნადგურებიათ იემენელენის 3 ცალი სანაპირო რადარი ამ რადარებს იყენებდნენო ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტების სასროლად 5 რაკეტით 3 ცალი რადარის ადგილის განადგურება ძალიან წარმატებული ოპერაციაა. თორები და ტუნგუსკები იყო იემენის შეიარაღებაში, ალბათ ჰუსიტების ხელშია ეხლა |
Posted by: zindiosama 25 May 2017, 14:31 | ||
მილიტარისტი
აქ ყველაზე კაი ისაა რომ მთელი რუსული ჰსთ და რსთ სისტემები ნაყარნუყარია და მეტი არაფერი ეს ძალზე კაი ჩანიშვნაა მომავლისთვის |
Posted by: მილიტარისტი 25 May 2017, 14:41 | ||
zindiosama
მეც მაგას ვამბობ და არაო ზოგმა რადიო-ჰორიზონტიო, დედამიწა ბრტყელი არ არიო რუსი ექსპერტები როგორც ამართლებდნენ მაგათი ჰსთ-ს ჩასვრას ერთი-ერთში გადმოიტანეს სიტყვასიტყვით |
Posted by: Zuka911 29 May 2017, 02:24 |
როგორც ჩანს თავდაცვის სამინისტროს ახალი მ4 ები შეუძენია http://www.thefirearmblog.com/blog/2017/04/27/colt-capitalizes-foreign-military-sales-program/ |
Posted by: მილიტარისტი 29 May 2017, 20:08 |
ხვალიდან ქართულ შეიარაღებაში არსებულ საბჭოთა წარმოების ტყვიამფრქვევს PKM ნატოს სტანდარტების ამერიკული ანალოგი M-240 ეტაპობრივად ჩაანაცვლებს. http://www.interpressnews.ge/ge/samxedro-tema/435211-qarthul-sheiaraghebashi-arsebul-sabtcotha-tsarmoebis-tyviamfrqvevs-pkm-amerikuli-analogi-m-240-chaanacvlebs.html მთლიანად ნატოს კალიბრებზე გადავდივართ ესე იგი სასროლ იარაღში არტილერია და ტანკები? |
Posted by: datunia93 29 May 2017, 22:23 | ||
მშვენიერია მამენტ, გაიჩითება ახალი კანალები 308 კალიბრის შაშხანებისთვის და დაენძრათ მოსინის მფლობელებს სხვა მხრივ ღლეობაა იასნად |
Posted by: ignorant 29 May 2017, 22:53 | ||||
რომელი ჯობია? |
Posted by: datunia93 29 May 2017, 23:50 |
ignorant ამერიკანო საქმეში არავის გამოგვიცდია. პკმ-ი ერთ ერთი საუკეთესო საასეულო ტყვიამფრქვევია, აქვს მემკვიდრეობითი ნაკლი 1) ლენტა მთლიანია ან უკეთეს შემთხვევაში 25-იანებია გადაბმული, რაც მოძრაობაში სროლის დროს დისკონფორტს ქმნის, გადარბენების დროს იხლართება ცარიელი ლენტა და ა.შ. 2) რანტიანი ვაზნა, რომელსაც საკეტი ვერ იჭერს და გვერდულად ან თავდაყირა სროლისას შეიძლება გამოიწვიოს შეფერხება. სხვა მხრივ საქონელია ნამდვილი. ყველა მხრივ მისაღებია ფიზიკურად განვუთარებული მებრძოლებისთვის, იმდენად, რომ მარტოც ხმარობენ. იტანს დაბინძურებას, აქვს დიდი რესურსი სროლის, ადვილად ეცვლება ლულა, არის დიდი არჩევანი ტყვიების სახეობის, ხვრიტავს ფაქტიურად ყველანირ ჯავშნდაცვას რაც ადამიანს შეიძლება ეცვას, გვერდითა პროექციიდან ხვრეტს უმეტეს ჯავშანმანქანებს, ჯგუფურ სამიზნეებზე სროლა შესაძლებელია 2000 მეტრამდე და მეტი ეხლა უქალობით დატანჯულ მებრძოლს ვერ დაუნძრევს, თორე სხვა ყველაფერს აკეთებს |
Posted by: zindiosama 30 May 2017, 11:07 |
ყველა ვარიანტში ამერიკული შეიარაღება მარტო საკონტრაქტოებს გადაეცემათ. საბჭოთა შეიარაღება კი რეზერვს დარჩება. |
Posted by: ignorant 30 May 2017, 12:17 | ||
ასეთი გამომდგარი ტყვიამფრქვევის ჩანაცვლების მიზეზს ვერ ვხედავ. ტყუილად ფულის ხარჯვა ხომ არ გამოვა M240-ის მიღება?! |
Posted by: mamukasokhumeli 30 May 2017, 14:57 |
ეგ საბჭოთა ტყვიამფრქვევები საერთოდ როდინდელია?ანდა რა რესურსი გააჩნიათ?რესურსი ჯერ კიდევ აფხაზეთის ომში იყო პრობლემა... საერთოდ უნდა გავირღვეთ ტრაკზე და უნდა ვაწარმოოთ ადგილზე როგორმე ავტომატებიც და ტყვიამფრქვევიც.უნდა გაგრძელებულიყო ქართული ავტომატის პროგრამა(ვიცი მთლად ქართული არ იყო,მაგრამ მაინც).უნდა აიღო და შეტენო მოკლედ უკან ყველა ტავდაცვის მინიტრს და გენშტაბების უფროსებს!რესურსი არ ჰქონია ტყვიამფქვევებს და კაპანაძეს ეკიდა...იქამდე ჭანკოტაძესაც |
Posted by: zindiosama 30 May 2017, 15:47 | ||
mamukasokhumeli
საბჭოთა რაც იყო, ყველაფერს რესურსი აქვს უკვე გასული და ეტაპობრივი ჩანაცვლება მიდის. უბრალოდ ეს პროცესი გვიან დაიწყო, მანამდე აგვისტოს ომის მერე არაოფიციალური ემბარგო გვედო და გარღვევა სადღაც 2015-ში მოხდა მარტო. ეხლა გადაიარაღებას დრო ჭირდება. |
Posted by: mamukasokhumeli 30 May 2017, 16:43 |
ეგ გასაგებია ზინდი ყველაფერი,მაგრამ მიდგომა გვაქვს საშინელი ყველა საკითხის მიამრთ,სახელმწიფო საერთოდა ღიქმება როგორც კარგ სამუსაოზე დასაქმების ბიურო და სერიოზულობა=0...ასე უნდა აცეცებდეს "დელტა" ხელებს სიბნელეში თუ უნდა ჰქონდეს ტავდაცვის სამინისტროსაგან გარკვევიოთ ჩამოყალიბებული რა სჭირდება,როგორი და როდის? |
Posted by: მილიტარისტი 30 May 2017, 16:57 | ||
ignorant
ჩემი აზრით პკმ ერთადერთი ცეცხლსასროლი იარაღია რომელიც რუსებს კარგი გამოუვიდათ კალაშა-ს ფანებმა არ ჩამქოლოთ კარგში ვგულისხმობ ყველანაირად კარგს, საიმედოობით, ტტმ-ით, არგომონიით, ზომა-წონით, განსაკუთრებით წონით აუცილებლობა არ იდგა იმისა, რომ პკმ ამოცვლილიყო, არ არის ასე ვთქვათ პრობლემური იარაღი მაგალითად როგორც სვდ (ამიტომაც მოხდა მათი ჩანაცვლება გალატსით) ეს მ240ბ-ს ამბავი ნახევრად სამხედრო ნახევრად დიპლომატიური საქმეა ლეტალური შეიარაღებით მხარდაჭერა რამდენადაც მახსოვს შეერთებული შტატებისგან ჯერ არ გვქონია ოფიციალურად გარდა იმისა, რომ ნაჩუქარ ცხენს კბილებს არ უსინჯავენ, გვექნება არმიაში ნატოს კალიბრზე ოცეულის (არა ასეულის, როგორც ზემოთ ითქვა) ტყვიამფრქვევი და პკმ გადაინაცვლებს რეზერვში ამის გარდა იარაღის მოცემა, თუნდაც ხელის ტყვიამფრქვევის, სხვა ეტაპია ურთიერთობებში შეიარაღებაა ფაქტიურად ამასთან ერთად საქართველოს თავდაცვის მომზადების პროგრამის ფარგლებში ყველა მსუბუქი ქვეითი ბატალიონი გადაიარაღდება კოლტის მ4-ით რაც უკვე გარდა დიპლომატიური გზავნილისა სამხედრო კუთხითაც მნიშვნელოვანია, რადგან მ4 თავისი უნივერსალურობით და შესაძლებლობებით აკ 74-ს კალთაში ისვავს. და სასროლ იარაღში მთლიანად გადავალთ ნატოს კალიბრზე გარდა სპეციალური ნაწილებისა, სატანკო, საარტილერიო და ა.შ. სადაც კომპაქტური იარაღია საჭირო და შეიძლება აკს-უ შემორჩეს. ეს ბარიერი გადალახულია და რახან ლეტალური იარაღი მივიღეთ უფრო მსხვილ კალიბრებზეც აღარ გვექნება პრობლემა |
Posted by: Zuka911 31 May 2017, 01:56 |
ვაჰ სულ უკმაყოფილოები როგორ ხართ თქვენ პკმ დაძველდა მეგობრებო, კი გვაქვს შედარებით ახალი წარმოების ბულგარულები მაგრამ მაინც დროა წინ წავიდეთ თუნდაც ახალი ტყვიამფრექვევებიც კარგია ამ ეტაპზე თან მე რა მომეწონა, როგორც სურათებიდან ვნახე მ240ლ შემსუბუქებული ვერსიაა |
Posted by: ildamusa 31 May 2017, 13:11 |
ელჩმა ბოლოს რა დააყოა მოისმინეთ? ეს იარაღი დაეხმარება საქართველოს გარე აგრესიისგან უკეთ დაიცვას თავიო... მე აქამდე არ მახსოვს ასეთი რამე ეთქვას საერთოდ... იყო ხოლმე რაღაც სხვა საფრთხეებზე საუბარი. ნუ რელობაში ზოგჯერ რუსეთიც იგულისხმებოდა, მაგრამ ხოლოდ იგულისხმებოდა და ასე პირდაპირ არავის უთქვამს უცხოელებიდანთან ელჩის დონეზე |
Posted by: მილიტარისტი 31 May 2017, 13:17 | ||
ildamusa
ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას კიდევ უფრო კონკრეტულად ისაუბრა ნუ რუსეთი არ უხსენებია, მაგრამ ხაზი გაუსვა რომ ეს არის ლეტალური იარაღით მხარდაჭერა უკრაინასაც კი არ ეხმარებიან ლეტალური იარაღით მგონი. რადარები, სადაზვერვო ხელსაწყოები და აღჭურვილობა მიაყარეს ავღანეთს ეხმარებია, ქურთებს და ჩვენ. ჩუქნას ვგულისხმობ. შეიძლება კიდევ ვინმეს და არ მომდის თავში, მაგრამ მგონი სულ ეგ არის. |
Posted by: ildamusa 31 May 2017, 13:27 | ||||||||
ფილიპინები, იორდანია და ა.შ ჩვენ არ გვეხმარებოდნენ ზუსტად რუსეთის გამო. რუსეთის გაღიზიანებას ერიდებოდნენ რომ მერე რუსეთს მაგათ მოწინააღმდეგეზე არ მიეწოდებინა რამე... როგორც ჩანს დაიკიდეს, ნახეს რომ რუსეთს კიდია და თავს ხო არ მოატყუებინებენ ნაგლ კაგებეშნიკს * * *
ვახ მართლა? დარწმუნებული ხარ? სეგიძლია ფოტო დადო? |
Posted by: მილიტარისტი 31 May 2017, 13:43 | ||||
ildamusa
ხო ეს ამ ახალ მ240ბ-ების კონტრაქტშია
საქმე იყო ობამაში არ მინდა ეხლა ქსენოფობიური ტექსტები გამომივიდეს, მაგრამ მაინც დავწერ აფროამერიკელების უმეტესობას შეერთებულ შტატებში არასრულფასოვნების კომპლექსი აქვს, დაჩაგრულად მიიჩნევს თავს და ნაწილობრივ რასისტია ამის გამო ობამა ისტორიაში შევიდა, როგორც პირველი აფროამერიკელი პრეზიდენტი. ის ისტორიაში გამორჩეულ ადამიანად რომ დარჩენილიყო, მისთვის საკმარისი იყო ყოფილიყო უბრალოდ კარგი ტიპიური აშშ-ს პრეზიდენტი მაგრამ არა, ის აღმოჩნდა ტიპიური არასრულფასოვნების კომპლექსიანი აფროამერიკელი მან გადაწყვიტა, რომ რაღაც ექსტრაორდინალური უნდა მოეხერხებინა, ყველას რომ ენახა, რომ ამერიკის გაბრწყინება და ახალი ერა მსოფლიო წესრიგში ამერიკაში აფროამერიკელი პრეზიდენტის არჩევით დაიწყო მან თქვა, რომ ცივი ომი იყო რესპუბლიკებელის მოგონილი სლეობა და გადაწყვიტა, რომ მისი მოგვარება მარტივად შეიძლებოდა. გადაწყვიტა ამ ცივი ომის დასრულება მოიგონა რაღაც გადატვირთვის პოლიტიკა რუსეთთან, დაიკიდა ბევრი პარტნიორი, რუსეთს ამით მისცა ინიციატივა მის სამეზობლოში და ბოლოს დარჩა სლეამოგდებული რუსეთის გაძლიერებული პოზიციები, ახალი სისხლისმღვრელი კომფლიქტები მსოფლიოს სხვადსხვა კუთხეში და წაკუზული ზოგი ევროპული ქვეყანა ამ მის აფროამერიკულ არასრულფასოვნების კომპლექსს დაემატა მისი სოციალისტური იდეებიც, დემოკრატების პარტიდანაა ბოლობოლო და ძალისხმევა ეკონომიკურ აღორძინებაზე გადაიტანა თავის ჭკუაში რესპუბლიკელები ძალიან შეშინდნენ ამის ყურებით და როგორც კი აღზევდნენ ეგრევე ყველაზე კვერცხებიანი სამხედრო პირი დაუნიშნეს პრეზიდენტს თავდაცვის მდივნად თავისი ჯგუფიანად და ყველაფერი თავის ადგილზე დადგა დასრულდა ტრაკის თამაში რუსეთთან და ჩვენ ეს მომენტი საჩვენოდ უნდა გამოვიყენოთ მაქსიმალურად. |
Posted by: dimonds 31 May 2017, 14:55 |
Spike-LR II პირველი მე-5 თაობის ტანკსაწინააღმდეგო სისტემა! Spike-LR II შექმნილია ებრაული კომპანია Rafael Advanced Defense Systems-ის მიერ. რაკეტა შექმნილია რომ გაანადგუროს ძლიერი/გამძლე სამიზნეები ისეთები როგორებიც არიან თანამედროვე ტანკები, სწრაფად მოძრავი მანქანები და ბუნკერები. მაგალითად რაკეტას შეუძლია გაანადგუროს ტანკი მიუხედავად მისი სქელი, რეაქტიული ჯავშნისა, მეტიც მას შეუძლია გაარღვიოს ტანკის აქტიური დაცვის სისტემა. ასევე ტანკები რომლებიც ფორტიფიკაცია იცავს, ან თვალთახედვის მიღმა არიან, სამიზნეები რომლებიც დამალულნი არიან ბუნკერებში ან შენობა-ნაგებობეში. რაკეტის მიღება 2018 წელს იგეგმება. პრეზენტაცია იქნება ივნისში "პარიზის საჰაერო შოუზე". ეჰჰჰჰ, საღოლ ებრაელებს |
Posted by: მილიტარისტი 31 May 2017, 15:01 | ||
dimonds
მეხუთე თაობაში რა იგულისხმება მეოთხე თაობა გამიგია და რითი განსხვავდება მეოთხესგან, რა აქვს მისგან ახალი? |
Posted by: datunia93 31 May 2017, 15:12 | ||||
მილიტარისტი
მოდი ასე ვქნათ. ავიღოთ სტანდარტული მ4 და სტანდარტული აკ 74-ის სამოქალაქო ვარიანტი საიგა 5.45 კალიბრზე და შევადაროთ 1. იარაღის წონა უმჭიდოთ, ცარიელი და სავსე მჭიებით 2. საბრძოლო მასალის წონა 3. სიზუსტე ერთეულოვანი გასროლებით 100-200-300 მეტრზე (მეტი შორს არ უმზნებს სამოქალაქო საიგა, საბრძოლოთი კიდე შეილებოდა ასი მეტრით შორს მიწევა). 4. ტყვიის დამაზიანებელი უნარი 5. ტყვიის მიერ ერთიანი და რამოდენიმე ფენიანი წინაღობის დაძლევის უნარი 6. ვნახოთ საჯარისო დანაყოფებში რამდენ პირს აქვს გამოყენებული მ4-ის უნივერსალური თვისება მოირგოს ყველა პლათფორმის აქსესუარი და დამატებითი ხელსაწყო შედეგები შევაჯეროთ საბრძოლო მოდელი რო მქონდეს და ჩემი ფულადი სახსები არ იფლანგებოდეს ტყუილად, შეილებოდა შეჯიბრი: ა) მიყოლებით რამდენი გასროლის მერე გაჭედავს იარაღი (ბოლოს ყველა ჭედავს) ბ) მტვერში, სილაში, ზღვრულ მაღა და ზღვრულ დაბალ ტემპერატურაზე მუშაობაში, მარა ეგ დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული და არ გვინდა. ამიტომ უბრალო ტესტს გთავაზობ, მოვდივარ სამოქალაქო საიგით, მოიტანა გინდა საბრძოლო გინდა სამოქალაქო მ4 -სტანდარტული ღია სამიზნითა და სტანდარტული 16 ინჩიანი ლულით, ვისროლოთ სტანდარტი ტყვიები და ვნახოთ ვინ ვის ისვავს ჯიბეში...რას იტყვი? მე კი მაქვს დატესტილი ეგ ყველაფერი, მარა მინდა რო შენც დარწმუნდე
რაც შეეხება რუსული იარაღებს და მათ სიკარგეს, თუ იმენა რუსულ იარაღებზეა საუბარი ფაქტიურად მკვდარია მაგათი იარაღწარმოება, აკ პლატფორმას ვერ გაცდნენ, პისტოლეტებში ცოდვილობენ რაღაცას და სნაიპერულ იარაღებში წინ არიან საკმაოდ. აი საიუზის დროინდელებს რაც შეეხება: ერთ ერთი საუკეთესოა მაკაროვის პისტოლეტი (თავისი დროის) თავისი დროის #1 იარაღია აკმ (გასაჩივრებასაც არ ექვემდებარება) ასევე თავისი დროის საკმაოდ კარგი პოლუავტომატი სნაპერულია სვდ შესანიშნავი იარაღია ას ვალ და ვინტორეზ (ესეც თავისი დროის) ეხლა რო ჩაიჯვეს ფაქტია |
Posted by: მილიტარისტი 31 May 2017, 16:29 |
datunia93 აქ ბევრჯერ ყოფილა შედარებული აკ და მ4 ერთმანეთს ყელში აქვს ყველას ეს თემა ამოსული ფაქტი არის ერთი და გეტყვი მოკლედ მ4 იძლევა მეტ სიზუსტეს მ4 იძლევა აღჭურვის ისეთ საშუალებას, რომელსაც ვერ იძლევა აკ74 მისი უბრალოდ ოპტიკით აღჭურვა ბევრად პრობლემატურია ვიდრე მ4-ის აკ 74 ვერ გექნება მომზადებული ისე, რომ თან გქონდეს ზედ ოპტიკური სამიზნე თან თერმული, თან კოლიმატორული, თან ლაზერული სამიზნე თავისი IR და ხილული ლაზერით, თან ფანარი ერთდროულად ერთ იარაღზე ვერ გექნება იარაღი მზად ნებისმიერი ვითარებისთვის. მ4-ისგან განსხვავებით |
Posted by: datunia93 31 May 2017, 16:31 | ||
მილიტარისტი ხოდა აქ შედარებას არ გეუბნები, რეალში შედარებას გეუბნები რო ვერ იძლევა მეტ სიზუსტეს თქო.
ეგ ყველაფერი სად გინახია ვაშკაცურად ერთად. ვაშლიჯვარში? მერე რა შუაშია საარმიო იარაღი სპეც იარაღთან |
Posted by: მილიტარისტი 31 May 2017, 16:40 | ||||
datunia93
არა მსუბუქ ქვეით ბატალიონში მაგალითად მ4 ზედ ოპტიკა, მის წინ თერმული ლულაზე ზემოდან ლაზერული სამიზნე ხილული და IR ლაზერით, ლულაზე გვერდზე ფანარი და დაბლა სახელური რა პრობლემაა რა შუაშია სპეც იარაღი რა სპეცების მ4-ის კონფიგურაცია, რესივერების რაოდენობა რამეთი განსხვავდება ქვეითი ბატალიონების იარაღისგან?
შენ დაწერე ამ განყოფილებაში საბაზისო მ4-ით 0.3 მოა მივიღეთ 100 მეტრზეო შენ გაგიგია აკ 74-ით მიღებული 0.3 ან თუნდაც 0.5 მოა? |
Posted by: dimonds 31 May 2017, 16:42 | ||
მილიტარისტი
რაკეტა შექმნილია რომ გაანადგუროს ძლიერი/გამძლე სამიზნეები ისეთები როგორებიც არიან თანამედროვე ტანკები, სწრაფად მოძრავი მანქანები და ბუნკერები. მაგალითად რაკეტას შეუძლია გაანადგუროს ტანკი მიუხედავად მისი სქელი, რეაქტიული ჯავშნისა, მეტიც მას შეუძლია გაარღვიოს ტანკის აქტიური დაცვის სისტემა. ასევე ტანკები რომლებიც ფორტიფიკაცია იცავს, ან თვალთახედვის მიღმა არიან, სამიზნეები რომლებიც დამალულნი არიან ბუნკერებში ან შენობა-ნაგებობეში. |
Posted by: მილიტარისტი 31 May 2017, 16:52 |
dimonds პირველი თაობა - მექანიკურად ხედვის ხაზზე დამისნების სისტემები Manual Command Line of Sight MCLOS მეორე თაობა - ნახევრად ავტომატური ხედვის ხაზზე დამიზნების სისტემები Semi-Automatic Command Line of Sight SACLOS (ფაგოტი, კორნეტი, ტოუ და ა.შ.) მესამე თაობა - ესროლე-დაივიწყე Fire and Forget (ჯაველინი) მეოთხე თაობა - ესროლე, უთვალთვალე და განაახლე Fire, Observe and Update (სპაიკი) ეს მეხუთე თაობა რაღა არის ამას ვკითხულობ |
Posted by: datunia93 31 May 2017, 16:56 | ||
მილიტარისტი ძალიან იშვიათად შემხვედრია მე თერმულსამიზნიანი მ4 არა და ბევრი მ4 მაქვს ნანახი და ნასროლი. ხოდა ღიასამიზნიანი შიშველი იარაღი მ4 იქნება თუ აკ74 არაფერს არ ცვლის საერთოდ. ნუ ბაზა რო იძლევა ტუნინგის შესაძლებლობას ძალიან კარგად ვიცი და ვსარგებლობ ამ შესაძლებლობით, მარა შიშველი იარაღი შიშველი იარაღია.
აშკარად მარტო შენს პოსტებს წერ შენ ყურადღებით და სხვებს არ აქცევ ყურადღებას, თორე არ დაწერდი მაგას ის 0.3 მოა რო დასვა არის სპეც იარაღი, რისივერია მხოლოდ ქარხნული, ზედ არის აწყობილი დაახლოებით 10 000 აშშ დოლარის ღირებულების ლულა, მიმმართველები,ოპტიკა 24X, სოშკები, სამ სიბრტყეში რეგულირებადი კონდახი, კომპენსატორი, სპეც დენთით და ბალისტიკურად დამუშავებული სპეც გულებით დამუხტული სპეც ვაზნები. სულ სხვა კონტექსტში იყო მაშინ ეგ პოსტი და მიძღვილი იყო ჩემი ახლო მეგობრისადმი. 9დეტალებსაც გეტყვი თუ გინდა) სტანდარტული იარაღი ვერ ისვრის არა თუ 0.3 არამედ 1. მოაშიც კი. თვალის მხედველობა არ გაძევს ამის საშუალებას. აი თვალი რის საშუალებასაც იძლევა იმ ფარგლებში შემიძლია შემოგთავაზო ტესტი. სტანდარტი ტყვიები, სტანდარტი იარაღი -სიზუსტე, გახვრეტა. დამაზიანებელი უნარი - სამი მთავარი კომპონენტი + წონა და ვნახოთ შედეგი. რომელსაც წინასწარ გეტყვი რო აკ იგებს გახვრეტაში უშანსოდ ჯობნის, დამაზიანებლ უნარშიც უშანსოდ ჯობნის, სიზუსტე დაახლოებით ერთნაირია. არანაირი არსებითი სხვაობა არაა, წონა ოდნავ ჯობნის მ4, მარა დაბალი ხარისხის მჭიდების და რემენის ხარჯზე, უკუცემის იმპულსი და განმეორებIთი გასროლის შესაძლებლობა უშანსოდ ჯობნის აკ74. ავტომატური ჯერებით -აქაც აკ74 ჯობნის |
Posted by: მილიტარისტი 31 May 2017, 17:02 | ||
datunia93
აკ74 ნებისმიერ შემთხვევაში ღია სამიზნით გექნება, იმიტომ რომ მისი აღჭურვა ფაქტიურად შეუძლებელია მ4-ზე დაამონტაჟებ რასაც გინდა სადაც გინდა მე ამას ვწერ და შენ მედავები ღია სამიზნიანი ერთი და იგივეაო ჯერ ეგ ერთი არც ეგ არის მართალი. ჯარი ღია სამიზნიანი მ4-ებით სავარჯიშოებზე უკეთეს შედეგებს დებდა ვიდრე აკ74-ით თუ გინდა მაგასაც გასწავლი რატომ |
Posted by: datunia93 31 May 2017, 17:22 | ||||||||||
მილიტარისტი
უკვე ცდები, სერიულ იარაღზეა გათვლილი თან ამის მორგების შესაძლებლობა და არ გამიშვია ეს შესაძლებლობა ხელიდან.
ყურადღებით ჯარისკაცო, ყურადღებით ამაზე არ გედავები აშკარად და რატომმწამებ ცილს. პირიქით გითხარი რომ ჩემთვისაც ცნობილია ეს თვისება მ4-ის და ვიყენებ მის ამ თვისებას თქო (ანუ მაქვს ამასთანაც აქტიური შეხება)
მე გტავაზობ ტესტს - ორი ასე თუ ისე აზრზე მოსული მსროლელი ისვრის ორივე იარაღს და მერე ვზომავთ მოხვედრების წრის რადიუსს
ჯარი არ ვიცი რას დებს და რა მანძილზე, მარა მე რასაც გტავაზობ კი წერია ზემოთ ვისროლოთ ერთეულოვანით 100 მეტრზე. შედეგები გავასაჯაროოთ.
წაუსპორტულსამიზნეებს მ4-ის სამიზნე |
Posted by: მილიტარისტი 31 May 2017, 17:31 | ||||
datunia93
რაში ვცდები, ერთადერთი ოპტიკა ყენდება ზედ, მეტი არაფერი ფიზიკურად არ აქვს მეტი ხელსაწყოს მიღების უნარი ზღაპარია იმისთვის რომ აკ აღჭურვო, უნდა მოახდინო მისი მოდერნიზაცია უნდა შეცვალო ცვო-ები და მთელი სექსები და მაინც ვერ შეიძენს იმ უნარებს რაც აქვს მ4 მხოლოდდამხოლოდ იმიტომ რომ აკ 74-ს აქვს იმდენად სლეური დეტალი როგორიც არის ლულის კოლოფის სარქველი ამიტომაა ეგ იარაღი სლე საბაზისო მ4-ტან შედარებით
მე ვიცი და გეტყვი სტატისტიკას სტატისტიკა კიდევ არის ყველაზე უტყუარი ინფორმაცია და მას ვერც ერთი უზერის სროლის უნარები თუ გამოცდილება ვერ გადაწონის მ4-ით იგივე ქვედანაყოფი იღებს უფრო მეტი I კლასის მსროლელის და ექსპერტის კლასიფიკაციას, ვიდრე აკ74-ით თუ იცი რა არის საკვალიფიკაციო სროლის სავარჯიშო და რა სტანდარტები აქვს რატომ, მაგასაც გეტყვი აკ 74-ს აქვს იმდენად სლე განულების მექანიზმი, რომ ასეთ სლეობას მარტო რუსი თუ მოიფიქრებს ეს არის მისი მუშკავოდი და მუშკის მოძრაობის მექანიზმი, რომელიც არის უბრალოდ ერთმანეთში მოსრიალე ორი რკინა ეს მუშკა და ეს მუშკავოდი ფიზიკურად არ იძლევა იმის საშუალებას, რომ იარაღი განულდეს ისე, როგორც ეს შეუძლია მ4-ს ამის საპასუხოდ მ4-ს აქვს სამიზნე, რომელსაც ზედვე ზომავ რამდენით გადაადგილებ საით ძალიან მარტივად, ისე რომ არ სჭირდება არანაირი დამატებითი დეტალი ერთი ვაზნის გარდა, მით უმეტეს ისეთი იდეურად სიმახინჯე, რაც არის მუშკავოდი ახლა მეორე მ4-ის სასხლეტი სჯობს აკ 74-ის სასხლეტს ეს ორი გარემოება ჯამში ქმნის ასეთ სტატისტიკას. ქვედანაყოფები მ4-ით სავარჯიშოებს ასრულებენ უკეთ ვიდრე აკ74-ით მაგრამ ამ სიზუსტეში განსხვავება იმდენი არ არის რამხელა განსხვავებაც არის არგონომიასა და აღჭურვის უნარებში იმაზე დავა ახლა, რომ მ4-ის ქონა იმხელა ხრონგი ღია სამიზნიანი აკ74-ის ქონას ბევრად სჯობს |
Posted by: datunia93 31 May 2017, 17:39 | ||||
მილიტარისტი გასაგებია... სამწუხაროდ ისევე წახვედი სხვაგან და დაიწყე საუბარი დეტალებზე რომებიც ნაკლებად მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვანი კიდე რა არის 1. წონა - დაახლოებით ერთნაირი 2. ტყვიის წონა (საბრძოლო მასალის წაღება 5.45 უფრო მომგებიანია) 3. იარაღის გაბარიტები - აკ 74 უფრო მოკლეა დასაკეცი კონდახით 4. ტყვიის უნარი გახვრიტოს წინაღობა - გასარკვევია, მე ვიძახი რო 5.45 ჯობს. 5. ტყვიის დამაზიანებელი ეფექტი - გასარკვევია, მე ვიძახი რომ 5.45 ჯობს რაც შეეხება ღლეობა სამიზნესა და სასხლეტს, გთავაზობთ რომ ამ ღლეობა სამიზნითა და სასხლეტით ვცადოთ აკ 74-ის შესაძლებლობების წარმოჩენა
ანუ შენ გჯერა რო აკ 74 უფრო დიდია მ4-ზ ან უფრო მძიმე? :
გადაწონის, იმიტომ რომ ვსაუბრობთ იარაღის შესაძლებლობაზე და არა მსროლელზე. |
Posted by: მილიტარისტი 31 May 2017, 18:19 |
აკ 74 ფაქტიურად დიდია ად უნდა ამას ბაასი და იარაღი არ არის მხოლოდ ტტმ აკ არის 40-იანი წლების კონცეფციაში ჩარჩენილი ხრონგი და ის ვერ შეედრება მ4-ს თუნდაც იმის გამო რომ არც ერთი რელსი არ აქვს. არც კი არის შექმნილი ისე, რომ აღჭურვილობა და ხელსაწყოები მიიღოს ეს არის იარაღის არსი, როგორ შეგიძლია ის გამოიყენო და როგორ იბრძოლო მისით აკ-ზე მარტივად ვერ მოხსნი ერთ ოპტიკას ვერ სააყენებ მეორეს და ვერ დაიწყებ სროლას 600 მეტრზე ვერ დააყენებ ინფრაწითელ ლაზერს, რომ ღამის ხედვის მოწყობილობით ისე უმიზნებდე კაცს, ვერც გხედავდეს მარტივად ვერ დააყენებ ოპტიკის წინ თერმულს, რომ ღამე შორ მანძილზე იმუშავო უპრობლემოდ ვერ დააყენებ გადიდებით ოპტიკასთან ერთად დიოპტრიკულ სამიზნეს დიაგონალურად გადახრილს, რომ ბრძოლის მანძილის მიხედვით გამოიყენო ის სამიზნე რომელიც გაგისწორდება და კიდევ იმდენი კონფიგურაციით არის შესაძლებელი მ4-ით ბრძოლა რაც შეუძპებელია აკ-თი, რომ აქედან ეს უკანასკნელი არის ხრონგი ეს არის იარაღის თვისებები და არა მხოლოდ ტტმ მ4 არ არსებობს ღია სამიზნით ისე როგორც აკ ასეთი იყო არ15 და მ16-ის პირველი მოდიფიკაციები 60-70-იან წლებში მ4 არსებობს და შექმნილია კონფიგურირებისთვის და აღჭურვისთვის ამიტომაც მასზე საუბარი, როგორც უბრალოდ იარაღზე ღია სამიზნით არის უსაფუძვლო მუშკავოდის ფენომენი და ბანძი სასხლეტი რომ გავატარეთ მაგას არც ვიმჩნევ |
Posted by: eagle.1. 31 May 2017, 18:32 | ||
datunia93 მილიტარისტი
https://forum.ge/?f=49&showtopic=34917174&st=675 |
Posted by: dimonds 1 Jun 2017, 00:39 |
ამერიკელებმა წარმატებით გამოსცადეს საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტის საწინააღმდეგო სისტემა. http://abcnews.go.com/US/pentagon-conduct-intercontinental-ballistic-missile-intercept-test-heels/story?id=47724129 ოჰააა!! ამათმა თუ THAAD მოხოდეს დეენძრა რუსების ატომურ ბომბებს |
Posted by: მილიტარისტი 1 Jun 2017, 09:21 | ||
dimonds
ეს THAAD-ის გამოცდა არ იყო თჰაად სხვა კომპონენტში შედის, ეს კი იყო საშუალო თუ შუალედურ კურსზე თავდაცვის სისტემის გამოცდა Mid-Course Defense ანტირაკეტას ქვია Ground Based Interceptor ამ კომპონენტის დავალებაა ბალისტიკური რაკეტების განადგურება ტრაექტორიის შუა ფაზაში THAAD განკუთვნილია შორი მანძილის რაკეტების გასანადგურებლად ტრაექტორიის საწყის ეტაპზე, აღმავალ ფაზაში. პატრიოტ პაკ-3 კიდევ არის Area Defense ანუ რაიონის დაცვის სისტემა, რომელიც განკუთვნილია რაკეტების გასანადგურებლად ტრაექტორიის ტერმინალურ, ბოლო ფაზაში ტრაექტორიის შუა ფაზაში ბალისტიკური რაკეტა ყველაზე მაღალ სისწრაფეს ავითარებს, საკონტინტთაშორისო რაკეტა მათ შორის ყველაზე მაღალ სისწრაფეს ამიტომაც ეს Ground Based Interceptor, სახმელეთო ბაზირების გზაგადამჭრელი THAAD-თან შედარებით არის უფრო დიდი და სწრაფი. |
Posted by: dimonds 2 Jun 2017, 00:28 |
მილიტარისტი აშშ-ის რაკეტსაწინააღმდეგო ფარმა კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა მოიგერია. შეერთებულმა შტატებმა ისტორიაში პირველად რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვითი წვრთნა ჩაატარა საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტით (აქამდე ასეთი სიშორის რაკეტებზე არ ჩაუტარებია არავის გამოცდა) და ანტირაკეტამ წარმატებით გაანადგურა სამიზნე. ალბათ კორეისთვის ემზადებიან, ისე ამათმა თუ ეს სისტემა 100% დახვეწეს ძაან დიდი უპირატესობა ექნება უკვე ყველა სხვა კონკურენტთან |
Posted by: IKIN 2 Jun 2017, 01:27 | ||
ას პროცენტიანი თავდაცვა ცოტა საეჭვოა - მითუმეტეს თუ მოწინააღმდეგემ იცის შენი ანტისარაკეტო შესაძლებლობები .. სულელი უნდა იყო რომ გაუჯერებელი იერიში მიიტანო ასეთ დროს. ცრუ ქობინების გამოყენებაც შეიძლება გაჯერებული იერიშის იმიტაციისთვის |
Posted by: dimonds 2 Jun 2017, 02:01 |
IKIN რავიიი ეხლა მაგას ვერ გეტყვი 100 % დაცვა ექნება აშშ-ს თუ არა მარა ფაქტია რომ ხვეწავენ ნელ-ნელა ამ სისტემას |
Posted by: მილიტარისტი 2 Jun 2017, 09:58 | ||
IKIN
ცრუ ქობინების გამოყენება ნებისმიერ შემთხვევაში მოხდება თითო რუსულ რაკეტას აქვს რამდენიმე საბრძოლო და რამდენიმე ცრუ ქობინი საპასუხოდ აშშ იგივე რაკეტისთვის ამუშავებს ახალ დამაზიანებელ ელემენტს Multi-Object Kill Vehicle რომელსაც რამდენიმე ფრაგმენტი აქვს, რამდენიმე დამაზიანებელი ელემენტი თითოეული აღჭურვილი სენსორებით და ყველაფრით ეს რაკეტები სულ დაახლოებით 40-მდე არის მზად რამდენადაც მახსოვს და ორ ადგილასაა ბაზირებული ალიასკაში და კალიფორნიაში 100%-იან ალბათობას ეს სისტემა საშუალო მანძილის ბალისტიკური რაკეტების წინააღმდეგაც არ აჩვენებდა მაგრამ ფაქტია რომ საკონტინენტთაშორისოზე გამოსცადეს წარმატებით ამ გამოცდამდე დიდი პაუზა ჰქონდათ, მანამდე სისტემის მიერ ნაჩენები დაბალი ეფექტურობის გამო, 60%-ი იყო დაახლოებით აღმოფხვრეს პრობლემები და გააგრძელეს, მომავალში ბევრად უკეთესი ალბათობა უნდა აჩვენოს წესით რაც არ უნდა იყოს ეს არის ისეთი უპირატესობა აშშ-ს ხელში, რომელიც ისედაც შერყეულ ძალთა ბალანსს საბოლოოდ დაარღვევს აქამდე ბურთვული იარაღის გამოყენებისგან თავს იკავებდნენ ურთიერთგანადგურების გამო. ასეთ შემთხვევაში ორივე მეომარი ქვეყანა ნადგურდებოდა ახლა ეს რეალობა შეიცვლება აშშ-ს სასარგებლოდ. ევროპა ამ ეტაპზე მხოლოდ ახლო და საშუალო მანძილის ბალისტიკური რაკეტებისგან იცავს თავს ისიც ძირითადად აშშ-ს ტრაკით, მათ ფლოტზე ბაზირებული რადარები, AEGIS სისტემა მონაწილეობს ამ სარაკეტო თავდაცვაში ასევე THAAD და Patriot PAC3 ბატარეები ევროპაში, მათი რადარი თურქეთში და ა.შ. ერთადერთი საგრძნობი კონტრიბუცია ევროპის მხრიდან ამ თავდაცვაში არის SAMP/T-ს ბატარეები ASTER 30-ით |
Posted by: zindiosama 2 Jun 2017, 11:35 | ||
IKIN
ეს სისტემა არცაა განკუთვნილი ასპროცენტიანად ყველა რაკეტისგან თავდასაცავად. ის ძირითადად იმ რაკეტებისგან თავდასაცავადაა განკუთვნილი რომლებიც ამერიკის მიერ ნებისმიერი მოწინააღმდეგისთვის პირველი განმაიარაღებელი დარტყმის მიყენების შემდეგ გადარჩება. ამიტომ პარალელურად მიმდინარეობს ახალი თაობის ჰიპერბგერითი ფრთოსანი რაკეტის - X-47-ს გამოცდებიც. თუმცა ამჟამად არ ვიცი ეს გამოცდები რა სტადიაზე აქვთ. |
Posted by: მილიტარისტი 7 Jun 2017, 08:58 |
https://southfront.org/us-led-coalition-air-force-bombed-government-troops-southern-syria/ კოალიციამ კიდევ ერთხელ დაარტყა სირიის სამთავრებო ძალებს დეკონფლიქტის ზონაში შევიდნენ, გავაფრთხილეთო, არ გაჩერდნენ და ახლა გვიყარონ კაკალიო ასე თქვეს http://www.ndtv.com/world-news/united-states-backed-syrian-democratic-forces-announce-great-battle-to-capture-syrias-raqqa-1708534 ამასობაში სირიის ოპოციზია შევიდა რაც არ უნდა გასაკვირი იყოს რაქქაში ერთი ჩექპოინტი და რამდენიმე შენობა დაიკავესო მე მგონი ქურთები არიან, რადგან ესენი მიუახლოვდნენ რაქქას და იმუქრებოდნენ შევალთო * * * ამასთან იყო დაკავშირებული ალბათ რუსებმა რამდენიმე დღის წინ ისტერიკები რომ ატეხეს სირიის ოპოზიცია აისისთანაა შეთანხმებული და რაქადან პალმირამდე მებრძოლებს კორიდორი მისცესო |
Posted by: მილიტარისტი 9 Jun 2017, 09:23 |
http://edition.cnn.com/2017/06/07/politics/us-led-coalition-syria-strike-at-tanf/index.html დაზუსტებული ინფორმაცია ამერიკელების ავიაციის მიერ ასადისტების შენაერთის მიჩუხანების შესახებ ჯავშანი, ტანკსაწინააღმდეგო და ჰაერსაწინააღმდეგო ელემენტები ყოფილან ამასთან ერთად თვითმფინავით ჩამოუგდიათ ასადისტების დრონი, რომელიც რიგირც გაირკვა ირანული იყო და ამასობაში კიდევ ს300 და ს400 სიცილით კვდებიან როგორც პუტინი იტყოდა ხოლმე თავის ისკანდერებზე პ.ს. სირიის ამ ნაწილში არ არის ახალი უკვე ანტი აისის კოალიციას და პროასადისტებს შორის შეტაკებები. * * * http://diana-mihailova.livejournal.com/697996.html რაქას სიახლოვეს ქურთებს ამოუცნობმა თვითმფრინავმა (რა თქმა უნდა ასადის) დაარტყა და რუსები სხვას აბრალებენ ტერორისტების მხარდაჭერას |
Posted by: მილიტარისტი 11 Jun 2017, 19:38 |
http://rustavi2.ge/ka/news/77788 მოკლედ ამერიკელები ტარგეტინგის უმაღლეს დონეს აჩვენებენ ერთი მეორის მიყოლებით მიალაგეს აისისის საკვანძო ფიგურები მათ შორის მთლად უფროსი აბუ ბაქრ ალ ბაღდადი პ.ს. არ ჯობია სირიის კიონფლიქტზე თემა გაიხსნას? საინტერესო ამბები წავა ეხლა მანდ |
Posted by: ildamusa 11 Jun 2017, 19:41 | ||
მშვენიერია! ......................................................................... |
Posted by: zindiosama 12 Jun 2017, 09:31 | ||
მილიტარისტი
იყო აქ ეგ თემა ადრე მერე ჩაიძირა |
Posted by: ildamusa 13 Jun 2017, 23:07 | ||||
საერთაშორისო პოლიტიკაში დევს თემა. მგონი 57 მიდის უკვე ისეთი პოპულარულია. სულ ვკითხულობ..... სირიის ომი ერთერთი საინტერესო და ამავე დროს ტრაგიკული ომია კაცობრიობის ისტორიაში |
Posted by: მილიტარისტი 13 Jun 2017, 23:41 | ||
ildamusa
მე მანდეთ გამხედავი არ ვარ ნუ საერთაშორისო პოლიტიკას კიდე არა უშავს, ათასში ერთხელ შეიძლება შეხედვა მარა დედა პოლიტიკის განყოფილება - ფუი ეშმაკს. მაგის კითხვა რომ დავიწყო დიდი ხნის სიცოცხლე მე არ მიწერია |
Posted by: dimonds 16 Jun 2017, 15:06 |
კომპანია RAYTHEON-ი აშშ შეიარაღებული ძალებისთვის შექმნის ახალ რაკეტას, რომელიც მოძველებულ ATACMS-ებს ჩაანაცვლებს. ახალი რაკეტა იქნება უფრო თხელი, ძლიერი, შორ მანძილზე მოქმედი და ზუსტი. ახალი რაკეტა იმდენად თხელია რომ Himars ტიპის მობილურ გამშვებს ორი ასეთის გადატანა შეუძლია (ერთის ნაცვლად), ხოლო MLRS M270-ის გამშვებს კი 4-ის გასროლა შეუძლია (ორის ნაცვლად). რაკეტის მოქმედების მანძილი 500 კმ. იქნება. |
Posted by: FreSH999 18 Jun 2017, 11:26 |
ხალხო ოსორაულზე ისმის რამე? ცოცხალია თუ იცით? |
Posted by: მილიტარისტი 19 Jun 2017, 09:23 |
https://www.nytimes.com/2017/06/18/world/middleeast/iran-syria-missile-launch-islamic-state.html სირიაში რუსულ და ამერიკულ კოალიციებს შორის კონფლიქტი სახეზეა ამჯერად აშშ-ს F/A18-მა ჩამოატრაწა ასადის სუ 22 ალ ტაბქასთან. ეს ქალაქი სირიის ცენტრშია ასადის ტბის სამხრეთ კიდეზე აპრილში ამერიკელებმა აერომობილური ოპერაცია ჩაატარეს და ალ ტაბქასთან გადასხეს "სირიის დემოკრატიული ძალების" მებრძოლები თავისი ამერიკელი მრჩევლებიანად ამ ოპერაციის შესახებ შეატყობინეს რუსებს ოპერაციას საჰაერო მხარდაჭერას უწევდა ავიაცია რა თქმა უნდა. სუ 22-ის ჩამოგდები სუპერჰორნეტი ავიამზიდ ბუშიდან იყო აფრენილი გაფრთხილების მიუხედავად ალ ტაბქასთან გამოჩნდა ასადის სუ 22 და მებრძოლების სიახლოვეს ბომბები ჩამოყარა როგორც ამერიკელები ამბობენ ღია არხზე პილოტის გაფრთხილებას შეეცადნენ უშედეგოდ სუპერჰორნეტმა ამის შემდეგ ულაპარაკოდ აჭამა სუ 22-ს პილოტის ბედი უცნობია შეგახსენებთ მანამდე ამერიკელებმა საჰაერო იერიში მიიტანეს პროასადისტებზე სირიის სამხრეთ დასავლეთში, რომლებიც უახლოვდებოდნენ "სირიის დემოკრატიული ძალების" პოზიციებს და ფ15-მა ჩამოატრაწა ირანული დრონი, რომელმაც საჰაერო იერიში მიიტანა აშშ კოალიციის პოზიციებზე ასადისტებმა ესროლეს საუდების ფ15-ს თუმცა განადგურდა თუ არქ ჯერ უცნობია, კადრებში პირდაპირი მოხვედრა არ ჩანს, თუმცა რაკეტა ძალიან ახლოს ფეთქდება თვითმფრინავთან პ.ს. ეს გაუგებრობები ხდება იმის გამო, რომ ტრამპის ადმინისტრაცია (მატისი განსაკუთრებით) ისეთივე ჩმორები ჰგონიათ როგორც ობამა თავისი გადატვირთვის პოლიტიკის იდეებით. ალბათ მალე მიხვდებიან, რომ აშშ აღარ იხევს უკან ძალის გამოყენებაზე |
Posted by: zindiosama 19 Jun 2017, 15:24 |
მილიტარისტი ეხლახანს რუსებმა განაცხადეს ეგრე თუ გააგრძელებენ საპასუხო დარტყმას მიიღებენო ისე ფახიფუხობენ გეგონება დედამიწა მრუდე არ იყოს |
Posted by: მილიტარისტი 19 Jun 2017, 15:31 | ||
zindiosama
მომავალში რომ მიიღებენ კიდე დინგში, მერე იტყვიან ხო ვთქვით მრუდეაო * * * https://ria.ru/syria/20170619/1496826209.html რუსეთი გაიბუტა ინციდენტების თავიდან არიდების მექამიზმი შეაჩერა სუ 22-ის ჩამოგდების საპასუხოდ |
Posted by: gigajoj 22 Jun 2017, 17:48 |
Amjamad 27 clis var da vamtavreb magistraturas mainteresebs 27 clis asakshi savaldebuloa jaris moxda? |
Posted by: mamukasokhumeli 23 Jun 2017, 19:17 |
ჩაჩიბაია საფრანგეთში,ლე ბურჟეზე. http://radikal.ru აგერ ვიდეოც: ჰა,რას იტყვით? |
Posted by: dimonds 24 Jun 2017, 04:45 |
mamukasokhumeli საშუალებებსო ?? მარტო VL MICA ხო ვიყიდეთ კაცო და კიდე ვიყიდეთ რამე ?? |
Posted by: ildamusa 24 Jun 2017, 10:30 | ||
პასიურ და აქტიურ საშუალებებსო..... პასიურია რადარები აქტიური სარაკეტო კომპლექსები ყველაზე მეტად რაც მიხარია საჰაერო თავდაცვის გამტკიცებაა. |
Posted by: Ronyy 24 Jun 2017, 14:00 |
სუ 22 ის სითბურმა ხაფანგმა AIM 9x მოატყუა და მერე ამრაამით ჩამოაგდო სუპერჰორნეტმაო AIM 9 X ის ეფექტურობა ცოტა არ იყოს ეჭქვეშ დგება, არა? |
Posted by: mamukasokhumeli 24 Jun 2017, 14:45 |
ვნახოთ...სიტყვები ბლომად გვაქვს მოსმენილი დღემდე და საქმე უკან მიდის თანდათან |
Posted by: ildamusa 25 Jun 2017, 00:49 | ||
მაგაზე დაიწერა რომ პროპაგანდ იყო და არაფერი მასეთი არ ყოფილაო. ცოტა დაუჯერებელია ჩემთვის. არც გამიგია მაგაზე ჰაერი ჰაერი ტიპის თანამეროვე რაკეტები ტყუვდებოდეს |
Posted by: hermes555 25 Jun 2017, 00:53 | ||
ჩვენი კაცი მიკასთან და მისტრალტან იდგა. კაი მიკა გარკვეულია და მისტრალსაც თუ ვყიდულობთ ეს უკვე მართლა კარგია |
Posted by: ildamusa 26 Jun 2017, 22:22 | ||||
აქ შემცდარვარ და მართალი ყოფილხარ. სითბურმა ხაფანგმა მართლა გადაარჩინა სუ-22 |
Posted by: dimonds 27 Jun 2017, 00:25 |
საქართველო ჩეხური წარმოების იარაღის შეძენას აპირებს პარასკევს, 23 ივნისს, საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოში ჩეხეთის სამხედრო ინდუსტრიის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ ჩეხეთის თავდაცვის მინისტრი მარტინ სტროპნიცკი, საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ბუთხუზი, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია და გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, ბრიგადის გენერალი შალვა ჯაბახიძე. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ჩეხეთის თავდაცვის ინდუსტრიის შესახებ კომპანიების - "აერო ვოდოხოდის", "ვოპ ცზ"-ის, "ვრ ჯგუფის", "ტატრას", "დსიას", "ომნიპოლისა" და "ერას" წარმომადგენლებმა ისაუბრეს. მათ დაინტერესებულ აუდიტორიას კომპანიების ძირითადი მიმართულებები, ისტორია და წარმოების არეალი გააცნეს. აღსანიშნავია, რომ წარმოდგენილი კომპანიები აწარმოებენ სხვადასხვა ტიპის სამხედრო ტექნიკას, როგორც სახმელეთო, ასევე საჰაერო და საზღვაო სივრცეებისთვის, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში. ჩეხეთის თავდაცვის მინისტრმა მარტინ სტროპნიცკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ არსებული სიტუაცია, უსაფრთხოების თვალსაზრისით, არ არის, რეალურად, ოპტიმისტური. ასევე მიიჩნევს, რომ თავდაცვის თვალსაზრისით ჩეხეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის განსხვავება არ არის და ორივე სახელმწიფოს შეიარაღებული ძალები თავდაცვისთვის მზად უნდა იყოს. "მნიშვნელოვანია სამხედრო წარმოების კომპანიებისა და საქართველოს თავდაცვის უწყების წარმომადგენელთა შეხვედრაც. ჩვენ შეგვიძლია, მრავალფეროვანი პროდუქტი შემოგთავაზოთ ხარისხის შესაბამის ფასად. სამხედრო წარმოების კომპანიებისა და საქართველოს თავდაცვის უწყების წარმომადგენლები ისაუბრებენ ამ საკითხზე და, შესაძლოა, დაიგეგმოს შეხვედრა ჩეხეთის რესპუბლიკაში, რათა გაეცნონ წარმოების პროცესსა და კომპანიების საქმიანობას - ეს არის საქართველოსთან არსებული ურთიერთობის ნაწილი", - განაცხადა მარტინ სტროპნიცკიმ. კონკრეტულად რა ტიპის სამხედრო თანამშრომლობაზეა საუბარი და ხომ არ გეგმავს საქართველო ჩეხეთისაგან სხვადასხვა ტიპის შეიარაღების შეძენას? თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ეს დეტალები საიდუმლოა. სამხედრო ექსპერტ ვახტანგ მაისაიას შეფასებით, ჩამოთვლილი კომპანიები საკმაოდ სერიოზული მწარმოებლები არიან. ჩეხეთთან ურთიერთობის მაგალითი იყო 2006-2007 წლებში, როდესაც საქართველომ შეიძინა შეიარაღების საკმაოდ სოლიდური პარტია. ამას გარდა, ნებისმიერი თანამშრომლობა ნატოს წევრი სახელმწიფოს საბრძოლო კომპლექსის წარმომადგენლებთან წინ გადადგმული ნაბიჯია. "საკმაოდ სერიოზული კომპანიებია, მუშაობენ სხვადასხვა ტიპის იარაღის წარმოებაზე. ასევე, იქნება საუბარი სამხედრო ტექნიკურ თანამშრომლობაზე, მათ შორის ქართული შეიარაღების ტიპების მოდერნიზაციასა და ნატოს სტანდარტებზე გადაყვანაზე. ჩეხეთი არის ნატოს წევრი სახელმწიფო და მუშაობს ნატოს სტანდარტებზე. "ჩეხური და ქართული საწარმოები, ორივე მრავალპროფილიანი საწარმოებია და მათ თავისუფლად შეუძლიათ, ითანამშრომლონ", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ. შეგახსენებთ, რომ საქართველოს შეიარაღებაში უკვე გამოიყენება ჩეხური წარმოების იარაღები: პისტოლეტი - "ჩე-ზე 75 შადოუ", რომელიც სხვადასხვა დანაყოფის შეიარაღებაშია; საბრძოლო ტანკი "ტ-72 სიმ1"; საარტილერიო სისტემა "რმ-70", 152 მმ-იანი თვითმავალი საარტილერიო დანადგარი "სპგჰ დანა", კომპანია "აერო ვოდოხოდის" მიერ წარმოებული სავარჯიშო საფრენი აპარატი "ლ-39 ალბატროსი" და სხვა. http://www.resonancedaily.com/index.php?id_rub=2&id_artc=37189 რას ვყიდულობთ ნეტა ?? |
Posted by: xDavid_S 27 Jun 2017, 09:32 | ||
http://www.era.cz/military-security/vera-ng |
Posted by: Ronyy 27 Jun 2017, 15:05 | ||
საბრძოლო ნათლობის მაგივრად სერიოზული ანტიპიარი გამოუვიდა AIM9X და რატეონს |
Posted by: zindiosama 27 Jun 2017, 15:05 | ||||
იმედია რომ მარტო მაგ რადარების შეძენას არ აპირებენ * * * პ.ს. - შეიძლება მაინც ალკებს ვყიდულობთ ნუ აერო ვოდოხოდისთან თუ მიდის მოლაპარაკება |
Posted by: მილიტარისტი 28 Jun 2017, 17:32 | ||
http://www.interpressnews.ge/ge/msoflio/440409-rusethi-vashingtons-afrthkhilebs-siriashi-qupasukhismgeblo-qmedebebisganq-thavi-sheikavos.html "რუსეთი ვაშინგტონს აფრთხილებს, სირიაში "უპასუხისმგებლო ქმედებებისგან" თავი შეიკავოს"
გამორიცხულია უდიდესი სისულელე იქნება სასწავლო თვითმფრინავის შეძენა მაშინ, როცა არ გყავს საბრძოლო |
Posted by: zindiosama 28 Jun 2017, 19:24 | ||
მილიტარისტი
და აბა რაზე მიდის მაშინ მოლაპარაკება? |
Posted by: hermes555 28 Jun 2017, 22:21 |
zindiosama ერასთან უწინაც იყო ურთიერთობა, თან გამოცხადებულია რომ საჰაერო ტავდაცვა პრიორიტეტია, ჩემი აზრით ვერას ვყიდულობთ, მიკასთან და გროუნდმასტერებთან ერთად იმუშავებს |
Posted by: მილიტარისტი 29 Jun 2017, 10:06 | ||
zindiosama
ლ39-ები გვყავს, ასე რომ შეძენა გამოვრიცხოთ რა პროდუქცია აქვთ სხვა, წარმოდგენა არ მაქვს, არ ვიცნობ მაგათ პროდუქციის ჩამონათვალს რა ვიცი |
Posted by: zindiosama 29 Jun 2017, 13:02 | ||
მილიტარისტი
კი მარა სუ–25–ები აღარა გვყვავს ეგ ელკები რაში გვჭირდება? |
Posted by: mamukasokhumeli 29 Jun 2017, 14:38 |
ინტერვიუ ჯანჯღავასთან.განსაკუთრებულს არაფერს ამბობს,მაგრამ მაინც იყოს გენშტაბის მაღალჩინოსანის ინტერვიუ აქ https://www.radiotavisupleba.ge/a/nikoloz-janjhava-dabrkolebis-zolshi/28584020.html |
Posted by: მილიტარისტი 29 Jun 2017, 15:55 | ||
zindiosama
მით უმეტეს აღარ გვჭირდება ახალი ლ39-ების შეძენაც. ეჭვი მაქვს რა ბედიც ეწევა სუ25-ებს იგივე მოუვა ჩვენს ლ39-ებსაც. |
Posted by: zindiosama 29 Jun 2017, 20:35 | ||
მილიტარისტი
მაგათ ალბათ ჰიუეი კობრებით ჩაანაცვლებენ არა? |
Posted by: მილიტარისტი 29 Jun 2017, 20:50 | ||
zindiosama
მეეჭვება ჰიუი - კობრას წყვილები გამოიყენება ამბოხების საწინააღმდეგო ოპერაციებში ასეთი წყვილის მთავარი მუღამი ისაა, რომ ჯამში ისინი ატარებენ 4 სახის საბრძოლო მასალას. ჰელფაიერები და 20მმ ქვემეხი კობრაზე, მართვადი 70მმ რაკეტები და მინიგანი ჰიუიზე ასეთი კომბინაცია შექმნილია იმისთვის, რომ ბრძოლაში ჩართვის ძალიან შეზღუდულ პირობებში მათ შეეძლოთ ცეცხლი გახსნან ნებისმიერ შემთხვევაში ნებისმიერ მიზანს თუ ვითარებას გამოუძებნონ შესაბამისი გადაწყვეტა-იარაღი ვერტმფრენებზე აქცენტს გავაკეთებთ როგორც განაცხადეს მაღალჩინოსნებმა მაგრამ რომელ ვერტფრენზე გაკეთდება არჩევანი ძნელი გამოსაცნობია. |
Posted by: zindiosama 30 Jun 2017, 14:48 | ||
მილიტარისტი
ხოდა კაკრაზ ეს ჩვენთვის იდეალურია ოღონდ ანტიპარტიზანულის მაგივრად პარტიზანული ბრძოლისთვის გამოვიყენებთ * * * ჩეხეთის თავდაცვის მრეწველობის საწარმოების ასოციაციამ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და გენშტაბს ქართული არმიის ტანკების, თვითმფრინავების, რადიოლოკატორებისა და არტილერიის გარემონტება-მოდერნიზაციის კომპლექსური გეგმა შესთავაზა საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ჩეხეთის თავდაცვის მინისტრ მარტინ სტროპნიცკის ჩამოჰყვა ჩეხი მრეწველების პატარა ჯგუფი, რომელმაც ქართულ მხარეს საბრძოლო ტექნიკისა და აღჭურვილობის რადიკალურად გაუმჯობესების მთელი პაკეტი შესთავაზა. ჩეხეთის თავდაცვის მრეწველობის საწარმოების ასოციაციის (DSIA) დამფუძნებელმა კომპანია OMNIPOLMA-მ საქართველოში ჩამოიყვანა მსოფლიოში ცნობილი კომპანიების - ERA-ს (საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის პასიური თვალთვალის ლოკატორებისწარმოება); TATRA-ს (მრავალხიდიანი ორმაგი დანიშნულების სატვირთო ავტომობილები); AERO Vodochody AEROSPACE-ს (L-39 ტიპის სასწავლო-საბრძოლო თვითმფრინავები); VOP CZ-სა (ჯავშანტექნიკის, მათ შორის T-72 ტიპის ტანკებისა და ეს ჩამონათვალი მოიცავს ქართული არმიის საბრძოლო მზადყოფნის თითქმის ყველა სფეროს, რომელთა მდგომარეობა არცთუ სახარბიელოა, რადგან საბრძოლო ტექნიკისა და აღჭურვილობის უდიდეს ნაწილს, დიდი ხანია, კაპიტალური რემონტი ან სულაც მოდერნიზაცია სჭირდება. ქართულ არმიაში სამხედრო ტექნიკის არაერთი ტიპია ჩეხოსლოვაკიური წარმოების, მაგალითად, თვითმავალი საარტილერიო ქვემეხი-ჰაუბიცა DANA, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა RM-70, სასწავლო-საბრძოლო თვითმფრინავი L-39 "ალბატროსი" და სხვა. მათმა ნაწილმა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში აქტიური მონაწილეობა მიიღო, გაისროლა ასობით ჭურვი, რაკეტა და კაპიტალურ რემონტს მოითხოვს. მათი მოდერნიზება აჯობებდა თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად, მაგალითად, საარტილერიო ცეცხლის კორექტირება სადაზვერვო უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით. გარდა ამისა, ისიც გასათვალისწინებელია, რომ ორივე ეს საარტილერიო დანადგარი სწორედ "ტატრას" შასიზეა აწყობილი, რომლებიც სამ ათეულ წელზე მეტს ითვლის. რაც შეეხება სასწავლო "ალბატროსებს", მათი მწყობრში ყოფნა აუცილებელია, რადგან თუ არ გვინდა, რომ მოიერიშე Су-25-ების ფრენების შეწყვეტის საკამათო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ მთლად დავკარგოთ სამხედრო პილოტები, მათ სისტემატურად უნდა იფრინონ სასწავლო "ალბატროსებით". ამ სასწავლო თვითმფრინავში მოძველებული საბჭოთა რეაქტიული ძრავის ამერიკულით ჩანაცვლება და რადიოელექტრონული აპარატურის ციფრულით განახლება L-39 NG-ის დონემდე "ალბატროსს" ახალ სიცოცხლეს შესძენდა და ის მსუბუქი გამანადგურებლის ფუნქციებსაც კი შეითავსებდა. აგვისტოს ომის შემდეგ დარჩენილ ქართულ T-72 ტიპის ტანკებს ასევე სჭირდება არა მარტო სასწრაფო კაპიტალური რემონტი, არამედ ისეთი მოდერნიზაცია, ოკუპირებულ ტერიტორიებზე შემოყვანილი მოწინააღმდეგის ახალი ტანკებისთვის საკადრისი პასუხის გაცემა რომ შეძლონ. ჩეხებმა შეძლეს ამ ძირითადი ტანკის მოდერნიზება T-72M4 CZ ტიპის დონეზე, რომელსაც რუსულ, შედარებით თანამედროვე T-90A-თან ბრძოლა წარმატებით შეუძლია. ჩეხებმა რამდენიმე წლის წინ საქართველოს ფინანსურ პოლიციას 90-მდე თანამედროვე პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი SCORPION EVO მიჰყიდეს და ასევე დაინტერესებული არიან, ქართული არმიისა და სხვა ძალოვანი სტრუქტურების შეიარაღებაში ულტრათანამედროვე ავტომატური საიერიშო შაშხანები CZ 805 BREN, აგრეთვე CZ 75 P-07 და CZ 75 P-09 ტიპის ნახევრად ავტომატური პისტოლეტები გამოჩნდეს. ჩეხური მხარე ასევე გვთავაზობს მეხუთე თაობის რადიოტექნიკური დაზვერვის პასიურ სისტემა VERA-NG-ს, რომელიც სამი წლის წინ NATO-მაც შეიძინა. ეს სისტემა ისე აღმოაჩენს საფრენ აპარატებს (თვითმფრინავებისა და შვეულმფრენების საბორტე რადიოაპარატურის გამოსხივების ხარჯზე), რომ რადიოტალღებს არ გამოასხივებს, ამიტომ მას ვერ დააზიანებს მოწინააღმდეგის "ჰაერი-რადიოლოკატორის" კლასის მართვადი რაკეტა, როგორც აგვისტოს ომის დროს მოხდა, როცა რუსული ბომბდამშენიდან გამოშვებულმა ამ კლასის რაკეტამ თბილისის ზღვის თავზე სამოქალაქო რადიოლოკატორი აგვიფეთქა. მართალია, აგვისტოს ომის დროს ჩვენ გვქონდა ასევე პასიურ რეჟიმში მომუშავე кольчуга-М-ები (რომლებიც მაშინდელმა ხელისუფლებამ უკრაინაში ძალიან ძვირად შეიძინა, რაც ე.წ. ოტკატის ტიპური მაგალითი იყო. ომის შემდეგ "კვირის პალიტრამ" "კოლჩუგების" ძალზე ძვირად შეძენასთან დაკავშირებით სპეციალური ჟურნალისტური გამოძიება ჩაატარა და მაშინდელი ჩინოვნიკების რამდენიმემილიონიანი კორუფციული მოგება გამოავლინა), მაგრამ ისინი მწყობრიდან გამოვიდა. "კოლჩუგებში" გადახდილი 16 მლნ-ზე მეტი დოლარით ჩეხეთში მაშინაც შევიძენდით უფრო ეფექტიან "ვერებს". ჩეხების კიდევ ერთი შემოთავაზება ეხება სიმულაციურ სისტემებს, რომლებიც შეიძლება გამოვიყენოთ თვითმფრინავების, შვეულმფრენების, ჯავშანტექნიკის, არტილერიის, ქვეითების მართვისა და საბრძოლო უნარ-ჩვევების დასახვეწად მინიმალური ხარჯით, ძვირად ღირებული საბრძოლო საჭურვლის დაუხარჯავად. ჩეხეთის თავდაცვის მრეწველობისა და ქართული არმიის გენშტაბის წარმომადგენლების შეხვედრაზე ამ სტატიის ავტორი ჩეხურმა მხარემ დამოუკიდებელ სამხედრო ექსპერტად მიიწვია და ჩვენ ერთი საინტერესო რამ დავასკვენით - ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი ქვეყანა გვთავაზობს ქართული არმიის შეიარაღების კომპლექსურ მოდერნიზაციას (აქამდე რამდენ ქვეყანას იქით ვეხვეწებოდით, იქნებ რაიმე შეიარაღება მოგვყიდოთო). ჩეხურ კომპანიებს საბჭოთა შეიარაღების კაპიტალური რემონტისა და მათი NATO-ს სტანდარტების შესაბამისად მოდერნიზაციის დიდი გამოცდილება აქვთ. რა თქმა უნდა, რემონტს და მით უმეტეს, მოდერნიზაციას დიდი თანხა სჭირდება (თუმცა, ჩეხმა სპეციალისტებმა "დანების" ტექნიკური მდგომარეობა უფასოდ შეგვიფასეს და მცირე რემონტიც უფასოდ გააკეთეს), მაგრამ ისიც ხომ აშკარაა, რომ ქართული არმიის შეიარაღება სასწრაფო განახლება-მოდერნიზაციას მოითხოვს. ამასთან, ჩეხურმა მხარემ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა "დელტასთან" და თანახმაა, "დელტას" სპეციალისტებმა "ალბატროსების" რემონტიცა და მოდერნიზაციაც საქართველოში განახორციელონ. ეს შეიძლება კიდევ ერთი სიკეთე იყოს, რადგან გასარემონტებელი "ალბატროსები" აზერბაიჯანსა და შუა აზიის პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებში ბევრია. NATO-ს წევრ ჩეხეთთან ჩნდება სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის დიდი პერსპექტივა, რაც გააუმჯობესებდა საქართველოს საჰაერო თავდაცვის, ავიაციის, ჯავშანტექნიკისა თუ არტილერიის საბრძოლო შესაძლებლობებს, მაგრამ შემხვედრი ნაბიჯი ქართულმა მხარემაც უნდა გადადგას, ზოგიერთ შემოთავაზებას დასთანხმდეს, ზოგიერთზე დაფიქრდეს, ივაჭროს. ყველაფერს ახლო მომავალი გვიჩვენებს... http://www.kvirispalitra.ge/samkhedro-them...thavazoben.html |
Posted by: მილიტარისტი 1 Jul 2017, 18:39 | ||
zindiosama
ვერა ზინდი ვერაფერში გამოვიყენებთ ასეთ წყვილს ეს კონფიგურაცია შექმნილია ისეთ მოწინააღმდეგესთან საბრძოლველად, რომელსაც არც ჯავშანი აქვს და არც საზენიტო საშუალებები ჰელფაერის და მართვადი 70მმ-ს კომბინაცია საუკეთესო იქნებოდა 30 მმ ქვემეხი რომ იყოს 20მმ-ს ნაცვლად ეგეც ბევრად აჯობებდა, თუმცა სიმეტრიულ ომში ნაკლები შანსია მაგ ქვემეხის გამოყენების საერთოდ. ქვემეხის ეფექტური სროლის მანძილზე მისვლა ძალიან სარისკო იქნება ბრძოლის ველზე. მინიგანზე საუბარი აღარ მაქვს |
Posted by: zindiosama 1 Jul 2017, 19:31 | ||
მილიტარისტი
ჰელფაირის და 70 მმ-ის კომბინაციას ჯავშანტექნიკის და ტანკების წინააღმდეგ გამოვიყენებთ ქვემეხებს და მინიგანებს - ქვეითების წინააღმდეგ რაა მაგაში უცნაური და შეუძლებელი? |
Posted by: მილიტარისტი 1 Jul 2017, 19:59 | ||
zindiosama
უცნაური და შეუძლებელი ისაა, რომ მინიგანის სროლის მანძილია უხეშად 1000 მეტრი 20მმ ქვემეხის ჰაა ჰაა ორჯერ მეტი მექანიზირებული ქვედანაყოფიდან ასეთ მანძილზე ვერტმფრენი ვერ გადარჩება, მით უმეტეს ჰიუი, რომელსაც არანაირი დაცვის ხარისხი არ აქვს ვერც კობრა. მოწინააღმდეგეს კიდევ დიდწილად მექანიზირებული ძალა აქვს. |
Posted by: zindiosama 2 Jul 2017, 12:05 | ||
მილიტარისტი
მე ხო არ ვამბობ რომ ჰელფაირები და მინიგანები ერთდროულად გამოვიყენოთ მეთქი. ჯერ შორი მანძილიდან ჯავშანტექნიკის განადგურება და მერე ახლო მანძილიდან - თანმხლები ქვეითების |
Posted by: მილიტარისტი 2 Jul 2017, 12:30 | ||
zindiosama
ქვეითების გასანადგურებლად ბევრად ეფექტურია ქვემეხი მსხვრევად-ფუგასური ამუნიციით ამას გარდა საერთოდ არ არის საჭირო ჰიუის გამოყენება დამრტყმელ როლში. უფრო მეტიც, არ არის გამართლებული არანაირ უპირატესობას არ იძლევა, არაფერს არ გაძლევს საერთოდ ვერაფერს იზავს ჰიუი რასაც ვერ იზავს კობრა ან აპაჩი და პირიქით, ჰიუის არ შეუძლია ის, რაც შეუძლია დამრტყმელ შვეულმფრენს ჩვენი პროგრამა მაქსიმუმი უნდა იყოს აპაჩი ლონგბოუ ბოლო თაობის ჰელფაიერებით რა კონფიგურაციაშიც ვერტმფრენს შეეძლება სულ რამდენიმე წამში რამდენიმე რაკეტის გაშვება არაერთი მიზნის წინააღმდეგ ინფორმაციის მიღება გარე წყაროებიდან, უპილოტოდან, მისი მართვა თან ინფორმაციის გადაცემა სხვა პლატფორმებზე ავტომატურ რეჟიმში და ა.შ. პროგრამა მინიმუმი უნდა იყოს კობრა ლაზერულად მართვადი ჰელფაერებით და ეკონომიისთვის 70მმ მართვადებით უკიდურეს შემთხვევაში თუმცა არც ეს გადაწყვეტა არის სახარბიელო, რადგან ეს 70მმ EPKW დაბალი ინტენსივობის კონფლიქტისთვის უფროა შექმნილი მიზნის განადგურების გასაიაფებლად ამიტომაც მისი სროლის მანძილი პლატფორმას საფრთხეში აყენებს კარგად აღჭუურვილ ქვედანაყოფთან ბრძლის შემთხვევაში. |
Posted by: zindiosama 2 Jul 2017, 12:42 | ||
მილიტარისტი
ნუ ეს მთვარეზე გულაობას უფრო გავს და პროგრამა მინიმუმი რაღა უნდა იყოს? |
Posted by: მილიტარისტი 2 Jul 2017, 13:30 |
zindiosama https://forum.ge/?showtopic=34848563&view=findpost&p=50883329 |
Posted by: t-90 2 Jul 2017, 13:46 | ||
მილიტარისტი
არადა მაგარი ჭკვიანურია. საბრძოლო თვითმფრინავი ჯერ ჩვენ კაი ხანი არ დაგვეხატება. რო დაგვეხატოს კიდე გვირჩევნია მომზადებული პილოტები დავახვედროთ ვიდრე 5 წელი ველოდოთ როდის დაიწყებს ახალმოსული კამანდა ფრენას. |
Posted by: მილიტარისტი 2 Jul 2017, 14:52 |
ფრენის სწავლას სჭირდება 1 წელი და არა 5 წელი საბრძოლო თითმფრინავებამდე გვაშორებს შესაძლოა 10 წელი სისულელეა ხარჯო ათეულობით მილიონი ყოველ წელს პილოტების მომზადებაში როცა არ გაქვს საბრძოლო თვითმფრინავი შემდეგ გაუშვა ეს პილოტები პენსიაში ან გადაიყვანო სამეთაურო თანამდებობებზე მიიღო საბრძოლო თვითმფრინავები და დაიწყო ახალი პილოტების მომზადება იმიტომ რომ არსებულ პილოტებს არ ეცოდინებათ ახალი შეძენილი ტექნიკა. მხოლოდ სასწავლო-საბრძოლო ავიაციით სამხედრო პილოტს ვერ გამოზრდი. მას არ შეეძლება ახალ თვითმფრინავზე შეხტომა თითქოს ეს მანქანა იყოს და ამოცანების შესრულება მაშინ როცა პილოტების მომზადება შესაძლოა შევიდეს საბრძოლო ავიაციის შესყიდვის კონტრაქტში ნებისმიერი ნორმალური კონტრაქტი ითვალისწინებს ტექნიკის შესწავლას ეს შესწავლა რომ გახანგრძლივდეს მაქსიმუმ ერთი წლით, ამ ტექნიკასთან ერთად გვეყოლება ფორმაში მყოფი პილოტებიც, რომლებსაც 1 წლით ადრე შესაძლოა თვითმფრინავი ახლოდანაც კი არ ჰყავდათ ნანახი. არაფერში ფულის ყრა არის არაფერში ფულის ყრა და სისულელე * * * მილიონების ხარჯვა ინფრასტრუქტურის და სტრუქტურის შენარჩუნებაში მხოლოდ იმიტომ, რომ პილოტები გყავდეს ავიაციის გარეშე მაშინ როცა ბევრად იაფად შეიძლება პილოტების მომზადება ისეთ ქვეყანაში, რომელიც ამ სტრუქტურას და ავიაციას ფლობს და ინახავს კიდევ იმავე ლოგიკით ჩვენ უნდა ვამზადებდეთ წყალქვეშა ნავების ეკიპაჟებსაც იმიტომ რომ 10 წელიწადში შესაძლოა ესენიც გვყავდეს და 50 წელიწადში კიდევ ავიამზიდებიც, ვინ იცის რატომ არ უნდა ვამზადებდეთ ავიამზიდების ეკიპაჟებს ან კოსმოსური შატლების და ა.შ. |
Posted by: t-90 2 Jul 2017, 15:48 | ||||||||||
მილიტარისტი
პილოტის ნულიდან სწავლას სჭირდება 5 წელი. ნუ ჩემი მეგობარი იყო პილოტი და ვიცი ეხლა რამდენი წელი ისწავლა საავიაციოში, მერე უკრაინაში და ა.შ.
სად ნოლიდან პილოტის გაწვრთნა სად მზა პილოტის გადაყვანა სხვა თვითმფრინავზე. პირველს სჭირდება 5 წელი მეორეს ერთი წელი.
მაგალითად აშშში სამხედრო პილოტისთვის ჯერ მიდის სამხედრო აკადემიაში სასტავი. 4 წელი. მერე მიდიან ეს სასტავი საპილოტე კურსზე, 1 წელი. სასწავლო მანქანებზე. მერე გადადიან უკვ ეკონკრეტული მანქანის შესწავლაზე. ესეც შენი ერთი წელ;ი. ანუ მინიმუმ 6 წელი საჭიროა ნულიდან.
რა პრობელმაა,ბევრად იაფად მოამზადეთ, პროსტო პილოტები, ინფრასტრუქტურა და სტრუქტურა დაახვედრეთ თავის დროზე და 6 წელი არ მოანდომოთ. მერე არ აღმოჩნდეს რო ტეხნიკები არ გვყავს, საფრენ ბილიკებზე ბალახია ამოსული და მეზობელი სოფლის ნახირი ბალახობს და ა.შ.
ნუ ჯერჯერობით წყალქვეშა ნავების ამბიციები არ გვაქვს. თუმცა არ გვაწყენდა, მაგალითად რამდენიმე კატარღის ეკიპაჟის ყოლა. |
Posted by: მილიტარისტი 2 Jul 2017, 16:51 |
ეგ საქართველოში სჭირდება პილოტის სწავლას 5 წელი, სადაც თვითმფრინავებს და საფრენ საათეს ღიპიანი ლოთი ბებრები ასხედან და ახალგაზრდებს გასაქანს არ აძლევენ ფრენის და საბრძოლო უნარების ნულიდან სწავლას სჭირდება 1 წელი თვითმფრინავისთვისაც და ვერტმფრენისთვისაც 1 წლამ ერთი წლის განმავლობაში პილოტის კურსებზე კურსანტები აგროვენებ იმდენ საფრენ საათს, რასაც საქართველოში ვერ დააგროვებს ვერავინ კარიერის განმავლობაში ასე რომ ზღაპრებია ეგ 5 წელი და ა.შ. 5 წლის განმავლობაში ნორმალურ ქვეყანაში პილოტები უკვე რამდენიმე ასეულ ფრენის საათს აგროვებენ |
Posted by: t-90 2 Jul 2017, 18:45 | ||||
მილიტარისტი
ჯერ მარტო სამოქალაქო ავიაციის პილოტი რო გახდე 4 წელი უნდა ისწავლო ინსტიტუტში მინიმუმ. ნიტოშტო სამხედრო ავიაციის. რეალურად კი ხდება შემდეგნაირად: ამთავრებ აკადემიას სპეციალობით ავიაცია, მერე გადადიხარ პილოტის კურსზე რასაც მინიმუმ 1 წელი სჭირდება. მერე გადადიხარ კონკრეტულ თვითმფრინავზე. ჩემი კლასელი იყო პილოტი და იმან ეგ გზა გაიარა გურჯისტანსა შინა.
აკადემიის დამთავრებიდან კი ბატონო. მარა ნულიდან ანუ აკადემიის გარეშე ვინ განდობს საფრენ აპარატს? |
Posted by: მილიტარისტი 2 Jul 2017, 19:58 |
აკადემიაში 4 (და არა 5) წელი სწავლობენ იმიტომ, რომ იღებენ როგორც სამხედრო, ასევე ზოგად აკადემიურ განათლებასაც ყოფილა შემთხვევები საქართველოს შძ ისტორიაში, როდესაც ფორსმაჟორიდან გამომდინარე გადაწყვიტეს მიეღოთ აკადემიაში მხოლოდ ბაკალავრები 1 წელი ესწავლებინათ მხოლოდ სამოქალაქო საქმე და მიეცათ სამხედრო წოდება ამ ნაკადის ოფიცრები დღეს არაფრით ჩამორჩებიან სხვებს, სწრაფად ავითარებენ კარიერულ წინსვლას და საპასუხისმგებლო თანამდებობებზეც არიან ქვედანაყოფი შეიარაღების გარეშე არ არის ქვედანაყოფი არც ერთ შეიარაღებულ ძალებში არ არსებობს სტრუქტურა იმისვის რომ 10 წლის შემდეგ ის დაკომპლექტდეს შეიარაღებით და მანამდე არსებობდეს არაფრისთვის |
Posted by: GeoDevil 2 Jul 2017, 22:49 |
კარგო ხალხო, ინგლისურ ენოვანი საიტი სადაც სამხედრო სიახლეები იდება ყველაზე შუსტრად და საინტერესოდ შეგიძლიათ დამილინკოთ? მადლობა წინასწარ. |
Posted by: GeoDevil 5 Jul 2017, 17:04 |
ისეთი რა ვიკითხე თემა რომ ჩაკვდა? |
Posted by: ildamusa 5 Jul 2017, 21:35 |
http://www.military.com/daily-news/ |
Posted by: t-90 6 Jul 2017, 02:09 | ||||||
მილიტარისტი
ხო ნუ გააჩნია სად და როგორ. როგორც წესი საავიაციო სასტავი ეგრე მუშაობს. სისულელეა ეგ ფორსმაჟორი.
ხარისხობრივად ჩამორჩება ალბათ რამდენადაც აღიარებულ იქნა თითონ სამინისტროს მიერ იმ ფაქტით რომ აკადემია აღადგინეს. ასე რომ არ იყოს ფინანსურად გაცილებით მომგებიანია ბაკალავრის მიერ ერთწლიანი კურსის გავლა. იმ სამხედრო სპეციალობას მაინც გადის, აქ კიდე უფასოდ უნდა ასწავლო 4 წელი, კვებო, ფორმა ყოველ წელს და ა.შ. ასეეც რომ არ იყოს პილოტი სწავლობს სხვა სამხედრო ოფიცრისგან განსხვავებით უამრავ საგანს. ფლობს როგორც წესი საინჟინრო სპეციალობას. გარდა ამისა, პილოტის ფიზიკური მომზადება და პარამეტრები განსხვავდება სხვა სპეციალობის მომზადებისგან. ის რაც ქვეითი ან არტილერისტი ოფიცრის მომზადებისას გკიდია (მაგალითად ბალანსის უნარი, გადატვირთვების მიმართ გაძლება და ა.შ.) პილოტის მომზადებისას ვერ დაიკდიებ. გარდა ამისა პილოტი სანამ გახდება მანამდე გადის მფრინავის წრთვნას.
არსებობს მშვენიერი ისტორიული მაგალითი. გერმანიას როცა შეზღუდული ჰყავდა საჰაერო ფლოტის ყოლა მას ჰყავდა ოფიცერთა ბირთვი მარტო შენარჩუნებული, სსრკსთან ჰქონდა გაფორმებული ხელშეკრულება და სსრკს სამხედრო ბაზებზე ეს ოფიცრები გადიოდნენ წვრთნას. ვაიმარის რესპუბლიკის არმია 100000 იყო მხოლოდ (ლიმიტი ამდენი ჰქონდათ) ეს არმია იყო არა სრული ქვედანაყოფები, არამედ პრაქტიკულად მხოლოდ ოფიცრები, რის საფუძველზეც მერე გერმანიამ რამდენიმე მილიონი კაცი გამოიყვანა. ეხლა ჩვენ იგივე უნდა გავაკეთოთ. |
Posted by: zindiosama 6 Jul 2017, 11:42 | ||
t-90
და მასეც რომ იყოს, რამდენი ადამიანის გამოყვანა შეუძლია დაბეჩავებულ და დემოგრაფიულ ორმოში მყოფ ქვეყანას? მითუმეტეს რომ ამის გამკეთებელი არც არავინაა |
Posted by: t-90 6 Jul 2017, 11:45 | ||
zindiosama
რეალურად იმაზე მეტის ვიდრე წარმოგიდგენია. ას ათასამდე თავისუფლად ავალთ მარტო რო გავიწვიოთ 30 წლამდე ახალგაზრდობა. |
Posted by: dato148 6 Jul 2017, 12:10 |
160000 . ... .................. |
Posted by: მილიტარისტი 7 Jul 2017, 19:33 |
http://pia.ge/post/134499-azerbaijanis-armiam-somxetis-seiararebul-zalebs-gamanadgurebeli-dartyma-miayena სომხეთის შეიარაღებული ძალების მხრიდან შესაძლო პროვოკაციის თავიდან არიდების მიზნით, აზერბაიჯანმა მასზე ზუსტი დარტყმები განახორციელა. ამის შესახებ საუბარია აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში. აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, საუბარია, სომხეთის შეიარაღებული ძალების იმ ქვედანაყოფებზე მიტანილ იერიშზე, რომლებიც საბრძოლო მზადყოფნაში იყო მოყვანილი. აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მიერ, ფრონტის ხაზზე, ფიზულის რაიონის მიმართულებით, განხორციელებული ოპერაციის შედეგად, განადგურებულია ცოცხალი ძალის დიდი რაოდენობა, მწყობრიდან გამოვიდა რამდენიმე ერთიული საბრძოლო ტექნიკა და სამხედრო ინფრასტრუქტურის ობიექტები. მოწინააღმდეგების მიერ მშიდობიან მოსახლეობაზე შესაძლო პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების ნაწილები საბრძოლო მოქმედებაშია მოყვანილი. 4 ივლისს, ოკუპირებულ მთიან ყარაბაღში მშვიდობიანი მოსახლეობა დაიბომბა, რის სედეგად ბებია და შვილიშვილი გარდაიცვალა. ერთი ქალი კი მძიმედ დაიჭრა. აზერბაიჯანული და სომხური მხარეები, ტავდასხმებს ერთმანეთს აბრალებენ. მთიან ყარაბაღში სომხეთ–აზერბაიჯანის კონფლიქტი 1988 წელს დაიწყო. |
Posted by: ildamusa 8 Jul 2017, 21:55 |
აზერებს კარგად აუცილებიათ........ სომხები რა საკაიფოდ გარბიან |
Posted by: mamukasokhumeli 9 Jul 2017, 13:03 | ||
მეც ეგ ვიფიქრე.რომ ჰკითხო,შეიძლება თქვან,რომ უბრალოდ გაფანტვა და შეშინება ჰქონდათ მიზნად.ისე კი უთვალთვალებენ კარგად როგორც ჩანს * * * მაგარი გადაცემა და "თევზის" ძალიან საინტერესო მსჯელობა |
Posted by: zindiosama 10 Jul 2017, 17:18 |
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ამერიკის შეერთებული შტატებისგან დამატებითი სამხედრო შეიარაღების შეძენას გეგმავს 10:51 10.07.2017 საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ამერიკის შეერთებული შტატებისგან დამატებითი სამხედრო შეიარაღების შეძენას გეგმავს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ამერიკის შეერთებული შტატებისგან დამატებითი სამხედრო შეიარაღების შეძენას გეგმავს. საუბარია, საბჭოთა შეიარაღების ნატო-ს შეიარაღებით ჩანაცვლების ფარგლებში მიმდინარე ეტაპობრივ პროცესზე. კერძოდ, ნატოს შეიარაღებაში არსებულ M240 -ებსა (ტყვიამფრქვევი) და M4-ებზე (ავტომატური შაშხანა). მათივე განმარტებით, სამხედრო დანიშნულების ქონების შესყიდვა იმ ფინანსური დახმარებით მოხდება, რომელსაც საქართველო აშშ-სგან ყოველწლიურად იღებს. „ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობის ფარგლებში ამერიკის მთავრობა საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ასამაღლებლად ყოველწლიურად გარკვეულ ფინანსურ დახმარებას გამოუყოფს. სამხედრო დანიშნულების ქონების შესყიდვა, სწორედ ამ დახმარების ფარგლებში ხორციელდება“, - განაცხადეს თავდაცვის სამინისტროში. აღსანიშნავია, რომ ეს არის სამხედრო აღჭურვილობა, რომლითაც შეიარაღებულია აშშ-ის არმია. პროექტის განხორციელების პირველ ეტაპზე ერთი ერთეული M240-ის ტყვიამფრქვევი, 30 მაისს, კრწანისში საზეიმოდ უკვე გადაეცა GDRP-ში მონაწილე პირველ ქვედანაყოფს (43-ე ბატალიონს). უახლოეს მომავალში მოხდება კიდევ ერთი ტყვიამფრქვევისა და ასევე M4-ების (ავტომატური შაშხანა) გადმოცემაც. http://geotimes.ge/index.php?m=5&news_id=48555&cat_id=19&lng=geo იქნებ დრო დადგეს და ამ დახმარების ფარგლებში აპაჩებიც მოგვყიდონ |
Posted by: მილიტარისტი 10 Jul 2017, 20:27 | ||
zindiosama
ბევრი რამე ჩვენზეა დამოკიდებული ეს მ240-ები და მ4-ები დდიდი არაფერია სამხედრო ძალის კუთხით, მაგრამ რეალურად ეს არის საქართველოს თავდაცვის მომზადების პროგრამის ნაწილი ჯერჯერობით ეს პროგრამა ჩვენთვის აპაჩიც არის და სტრატეგიული ბომბდამშენიც. მაგრამ მარტო ამის ხარჯზეც ვერ გავალთ ფონს. ეს დასაწყისი უნდა იყოს. |
Posted by: zindiosama 10 Jul 2017, 21:05 | ||||
მილიტარისტი
ხოდა მაგიტომაც დავწერე ეს:
...მეთქი |
Posted by: mamukasokhumeli 14 Jul 2017, 14:09 |
იზორიას გამოსვლა ბათუმში მე შთაბეჭდილება დამრჩა,რომ თავდაცვის სამინისტრო ძირითადად ძია სემსაა შეჩერებული ხელებში.თუ რამე წინ წაწევა გვექნება,გვექნება ძალიან ნელი ტემპებით.ისე კი ახსეენა ძველი საბჭოთა ტექნიკა,რომელიც გვაქს შეიარაღებაში,მაგრამ...აგერაა შემოდგომა,მალე მოვა და ვნახოთ რამდენით გაიზრდება თავდაცვის ბიუჯეტი |
Posted by: ildamusa 14 Jul 2017, 16:00 |
Mamuka თავდაცვის ბიუჯეტი გაიზრდება ეკონომიკის პროპორციულადო..... ეკონომიკა იზრდება ისე რომ 36 წელი გვინდა რომ ბულგარეთს დავეწიოთო. ამ პირობებში ამერიკის გარდა სხვა საშველი არაა... ბულგარეთზე 100 წელი გვინდოდა დასაწევად 1 წლისწინ. უბრალოდ წელს პირველ კვარტალში ეკონომიკა 5% გაიზარდა, ბულგარეთის 2-ით. ანუ მათი ძალიან დაბალი იყო ჩვენი კიდევ არანორმალურად "დიდი". ბულგარეთზე დაწევა ნიშნავს 3 ჯერ ნაკლებ ბოუჯეტს. 3ჯერ ნაკლები მოსახლეობის გამო 2% კი არა 4% უნდა იყოს სამხედროების ბიუჯეტი. საომარ მდგომარეობაში მყოფს რომელს აქვს 4ზე ნაკლები? |
Posted by: მილიტარისტი 14 Jul 2017, 16:25 | ||||
ეკონომიკაზე სწრაფად ფაზები იზრდება იარაღის ბაზარზე
ამას ვამბობ რამდენი ხანია * * * ვაზიანის სასწავლო პოლიგონზე ჯავშანზე მონადირე ჯგუფების სიტუაციური სწავლება გაიმართა. წვრთნებში I ქვეითი ბრიგადის 61 სამხედრო იყო ჩართული. სამხედრო მოსამსახურეებს 2 კვირის განმავლობაში თეორიული და პრაქტიკული წვრთნები ჩაუტარდათ. სწავლების დასკვნით ნაწილში კი, საბრძოლო სროლები გაიმართა. ჯავშანზე მონადირე ჯგუფები სპგ 9-ებით |
Posted by: t-90 14 Jul 2017, 16:36 | ||
ildamusa
მარტო ბიუჯეტი არაა. როცა ისე ხარჯავ როგორც ჩვენ (ანუ უმეტესობა სოციალურ თემებში) შანსი არ გაქვს. |
Posted by: ildamusa 14 Jul 2017, 18:03 |
ეგ კიდევ ცალკე პრობლემაა რომ ყველაფერი საკონტრაქტო სამსახურია. სავალდებულო კომპონენტზე უნდა გადადიოდეს ძირითადი სოციალური ტვირთი. საკონტრაქტოებს რომ პროფესიონალი ჯარი ქვია ეს კიდევ ცალკე ღიმილის მომგვრელია სანტიმეტრების ცნობა არ იცის ბევრმა, რა პროფესიონალიზმი. თუმცა რა ჯარისკაცი... პარლამენტში იგივეა უბრალოდ ხალხისთვის და უცხოელი მოკავშირებისთვისაც დაუჯერებლია რომ ასეთი რამე შეილება არსებობდეს (აფრიკის გარეთ), არა და.... |
Posted by: t-90 14 Jul 2017, 18:45 | ||||
ildamusa
ხო ნუ მარა რას იზამ მაგათი პროფესია თურმე სამხედრო ყოფილა
იასნა. არადა რეალურად რა: მანდ მიდის უმეტესობა ის ვისაც სხვა სამსახური არ აქვს. |
Posted by: ildamusa 14 Jul 2017, 18:58 |
არ უნდა მიიღო საკონტრაქტოზე საშუალოზე დაბალი ინტელექტის ხალხი. უბრალოდ ისე ხდება რომ ასწავლიან ასწავლიან და რამდენიმე თვის მერე არაფერი ახსოვს "ნასწავლიდან" ვერ სწავლობს და იმიტომ... ასე მიდის წლები როცა კარგი დაფინანსება იყო მაშინაც იდგა ეგ პრობლემა. საქმე მარტო ფინანსებში არაა |
Posted by: მილიტარისტი 14 Jul 2017, 21:47 |
ასადისტებს დიდი მსხვერპლი აქვთ დამასკოსთან მარტო ერთ პოზიციაზე ერთი უბნის აღების მცდელობისას პანტა პინტით დაყარეს სნაიპერებმა |
Posted by: ildamusa 14 Jul 2017, 22:25 | ||
4:47-ზე როგორ დაადეს... ეგრევე ზურგზე დაეცა. მოკლედ საჭიროა ეს ჯავშანჟილეტი და შეეცი თუ გინდა... ეგ ადგილი ასადისტებს რამდენიმე წელია ალყაში ყავთ მაგრამ ვერ ირებენ. დაჯგუფება ჯაბრათ ალ-ნუსრაა მეორე მხარეს. ძალიან გამოცდილი რადიკალები მიწისქვეშა გვირაბებით |
Posted by: zindiosama 15 Jul 2017, 12:09 | ||
ildamusa
აეს ყველაფერი ჯეჯელავა და მის წინამორბედებს უნდა მოეკითხოთ |
Posted by: t-90 15 Jul 2017, 14:26 | ||
ildamusa
მაღალი ინტელექტის ხალხი ფაქტია არ მიდის. არც წავა. რეალურად ესე უნდა იყს რა: რამდენიმე სამანევრო ბრიგადა + სპეციალისტები + ოფიცრები კადრირებული დანაყოფებისთვის. |
Posted by: ildamusa 15 Jul 2017, 16:06 | ||||
მაღალი ინტელექტი კი არა საშუალო ინტელექტისაა მოსახლეობის უმრავლესობა. ხო და საშუალო ინტელექტის ხალხი უნდა მიიღონ ეგ გამოასწორებს იმ პრობლემას რომ ყოველ სეზონზე ერთი და იგივე არ უხსნა ჯარისკაცს რომლიც ვერა და ვერ იგებს რაა სანტიმეტრი, რამდენი ზღვაა საქართველოში, რამდენი მეზობელი გვყავს, ფერების გარცევა, საათის ცნობა, ციფრების მიმატება გამოკლება და 10ის ფარგლებში გაყოფა გამრავლება. დედ მამის დაბადების თარიღების ცოდნა, მოკავშირე ქვეყნების ცოდნა, პისუარს რომ არ უნდა მიაჯვა ფეხზე დამდგარმა , კლავიატურის გამოკენებაზე და ასოების ცოდნაზე არარ მაქვს საუბარი |
Posted by: t-90 15 Jul 2017, 17:41 | ||||
ildamusa
არ მიდის მგონი საშუალო ინტელექტის ხალხი. მარა ეგ არაფერი, ჩემი მეზობელია სამხედრო აკადემიაში და როცა აბარებდა სასტავი ფიზოზე ჩაიჭრა 18 წლის ჯანმრთელი ბიჭი იმ ფიზოზე როგორ უნდა ჩაიჭრა მე არ ვიცი.
დანარჩენი ვიცოდი და ამან ჩამხოცა ეგეთი ვაბშე არ უნდა გააჭაჭანო. რაზე უნდა ჩააყარო ფული? რა გამოდგება მაგ ჯარისკაციდან? |
Posted by: adibudi 17 Jul 2017, 11:45 |
აბხაზეთში დემოგრაფია როგორ არის? პროცენტებში ქართველები აბხაზები და სომხები |
Posted by: ildamusa 18 Jul 2017, 15:36 | ||
25-% ქართველები 35% აფხაზები 30 % სომხები დაახლოებითი ციფრებია |
Posted by: zindiosama 23 Jul 2017, 12:54 |
ხალხო, არ ვიცოდი სად დამეწერა და ერთი შეკიტხვა მაქ რუსეთში კონცერნი "კრეტი" არსებობს? და თუ არსებობს რას უშვებს? |
Posted by: RedShark 23 Jul 2017, 13:13 | ||
zindiosama
http://kret.com/ |
Posted by: zindiosama 28 Jul 2017, 11:55 |
ამასობაში სომხეთმა ახალი უპილოტო შვეულმფრენი წარადგინა გამოფენა ArmHiTec-2016 -ზე HU-01 |
Posted by: მილიტარისტი 28 Jul 2017, 13:01 | ||
zindiosama
ეს უბრალო რადიომართვადი მოდელი უფრო იქნება ვიდრე უპილოტო შვეულმფრენი სადაზვერვო ხელსაწყო ამას არ უჩანს და შეიარაღების ადგილი. |
Posted by: RedShark 28 Jul 2017, 16:26 | ||
Ударный Беспилотник HU-01 ასე უწერიათ |
Posted by: zindiosama 28 Jul 2017, 17:37 |
ჩვენი ანალოგიური მოდელი მე მგონი გაცილებით სრულყოფილია ამასთან შედარებით არა? |
Posted by: RedShark 28 Jul 2017, 18:07 | ||
zindiosama
ეგ სომხური დრონი სათამაშოა, დამრტყმელ ვერტმფრენად საეჭვოა გამოდგეს, საამისოდ ზედმეტად პატარა ჩანს, რა იარაღი უნდა აჰკიდო ახლა ამას რომ ეფექტური იყოს?... დაზვერვისთვის კიდევ შეიძლება გამოდგეს, მაგრამ სურათზე რაც არის მაგას არაფერი აყენია... "ჩვენი" ვერტმფრენი გაცილებით დიდია... რამდენად კარგია ან ცუდი ვერაფერს ვიტყვით... |
Posted by: Ronyy 31 Jul 2017, 12:23 |
კურიერის ჟურნალისტი ამ წუთებში ისეთ ტერმინებს აჟღერებს რო ყველა ზღვარს ცდება უკვე |
Posted by: zindiosama 1 Aug 2017, 16:53 |
ბიძაშვილები და ნათესავები მაღალ თანამდებობებზე - ნეპოტიზმი და განუკითხაობა თავდაცვაში... ნეპოტიზმი და სრული განუკითხაობა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში. თავდაცვის სამინისტროში, ახლადდანიშნული კადრების მნიშვნელოვანი ნაწილი ჩხოროწყუს რაიონის სოფელ ლესიჭედან, მუხურიდან და და თაიადან არიან. ამის ძირითადი მიზეზი კი, თავდაცვის მინისტრის - ლევან იზორიას წარმომავლობაა. თავდაცვაში ხუმრობენ რომ დასაქმებისათვის არა პროფესიონალიზმი, არამედ იზორიას კლანთან ნათესაობა და კომპიუტერის ცოდნაა აუცილებელი. მაგალითად, თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ახალი უფროსი, სენაკის პოლიციის ყოფილი ხელმძღვანელი, თორნიკე საჯაიაა. ის ჩხოროწყუს რაიონის მკვიდრი და ლევან იზორიას ახლო ნათესავია (ბიძაშვილი). გარდა იმისა, რომ ამ შემთხვევაში, აშკარად იკვეთება ნეპოტიზმის თემა, იმ პრობლემასაც უნდა გავუსვათ ხაზი, რომ თავდაცვის სამინიტროს მაკონტროლებელი უწყება, იმის მაგივრად, რომ მაღალი დონის პროფესიონალი სამხედროებით იყოს შემდგარი, პოლიციური წარსულის პირებს „იშველიებს“. ეს მაშინ, როდესაც მასშტაბურ შემცირებებსა და პირად მიზეზებს შეეწირა ათასობით პროფესიონალი სამხედრო, რომელთაც შეიარაღებულ ძალებში მუშაობის სტაჟი, შესაბამისი განათლება და შესაძლებლობები ნამდვილად არ აკლდათ. ნეპოტიზმი კი, კვლავ აქტიურად ყვავის თავდაცვის სამინისტროში... მაგალითად: რამდენიმე თვის წინ, ცნობილი გახდა, რომ თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიას ბრძანებით, გენერალურ ინსპექციაში დაინიშნნენ ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის - სოფიო კილაძის მეუღლე, ვინმე ავთანდილ ხარაძე და, „ქართული ოცნების“ ახალი წევრის, თამარ ხულორდავას მეუღლე, ვინმე ლევან ვახტანგაძე. თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიას უწყების ადმინისტრაციის უფროსი, ვახტანგ მელაძე კი, მინისტრის მეგობრის შვილთან და მის პირველ მოადგილე ლელა ჩიქოვანთან ნათესაურ კავშირს არც მალავს. თავდაცვის სამინისტროს საპასუხო განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ დეპუტატების მეუღლეები უწყებაში მათი საკვალიფიკაციო მონაცემების გათვალისწინებით დაინიშნნენ და შესაბამისი კონკურსიც გაიარეს. თუმცა ადეკვატურ ადამიანს გაუჩნდება ლოგიკური კითხვა, რატომ ემთხვევა ისე, რომ ყველა მაღალჩინოსნის ცოლი, ქმარი, შვილი და ბიძაშვილ-მამიდაშვილი იმდენად მაღალი დონის განათლების მქონენი არიან, რომ სხვა კვალიფიციურ პირებს შანსს არ უტოვებენ? არადა, შეირაღებული ძალები, ნამდვილი პროფესიონალი სამხედროებისაგან იცლება. მათი ნაწილი ან საკუთარი ნებით მიდის ან შემცირებების მოტივით უშვებენ. „ჩემი გათავისუფლება პირადი მიზეზით მოხდა. მევალებოდა შემეფასებინა ერთ-ერთი წვრთნა. შეფასების დროს კი, ხარვეზების შესახებაც აღვწერე. სწორედ არ მოეწონათ გენერალურ შტაბში და არჩევანის წინაშე დამაყენეს - ან წავსულიყავი ჩემივე ხელწერილით და ამეღო კონკრეტული თანხა ან მაინც გამიშვებდნენ და თანხასაც არ მომცემდნენ. ოჯახური პირობების გამო, რა თქმა უნდა, პირველი ავირჩიე, თუმცა დღემდე ვერსად ვსაქმდები, რადგან მთელი ჩემი ცხოვრება შეიარაღებულ ძალებს შევალიე, ვიბრძოდი აფხაზეთის, ცხინვალისა და აგვისტოს ომში. მივიღე პოლკოვნიკის წოდება და ამგვარად მაიძულეს დავმშვიდობებოდი საქმეს, რომელიც ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. თან ისე „მოაგვარეს“ ყველაფერი, რომ ჩივილსაც ვერ შევძლებ, რადგან „საკუთარი ნებით“ წავედი“, - აღნიშნავს ყოფილი მაღალჩინოსანი სამხედრო ჩვენთან საუბარში და ვინაობის გამხელას მხოლოდ იმიტომ ერიდება, რომ დასაქმების იმედს არ ჰკარგავს და „ზედმეტი პრობლემები“ აღარ სჭირდება. ბატონმა იზორიამ მასშტაბური შემცირებები იმით ახსნა, რომ „უმაღლეს ოფიცერთა საშტატო კატეგორიები იყო უფრო მეტი, ვიდრე აუცილებელია და შესაბამისად, უმცროს ოფიცერთა კატეგორიას არ ჰქონდა კარიერული წინსვლის შესაძლებლობა“. თავდაცვის მინისტრის განცხადებით, უწყებაში განხორციელებული რეორგანიზაცია-ოპტიმიზაციის შედეგად 32 მილიონი ლარი დაიზოგა. თუმცა, ბატონ იზორიას ბიუჯეტის თანხები არ დაუზოგავს ნათესავების გათავისუფლებით. მან, შეიარაღებული ძალებიდან გასაყრელად რატომღაც არა საკუთარი ნათესავ-მეგობრები, არამედ პროფესიონალი სამხედროები აირჩია... მინისტრმა იზორიამ ბიუჯეტზე ზრუნვით „გააპრავა“ სერიოზული გადაცდომა, რომელიც ქვეყნის უსაფრთხოებას პრობლემებს უქმნის.თუმცა მაშინ, როდესაც საბრძოლო ავიაცია გაანადგურეს, პოლკოვნიკებს დაქვემდებარებაში ახლადგამოჩეკილი გენერლები ჰყავთ და გენშტაბის უფროსი და მისი მოადგილე პირად შეცდომებს, პროფესიონალების გაშვების ხარჯზე მალავენ, ფინანსური რესურსების ფლანგვა, ნათესავებისთვის განკუთვნილი პრემიები, უმოტივაციო მივლინებები და ა.შ. გასაკვირი ნამდვილად არაა. თუმცა, თუ ხელისუფლება იგივე რჩება და შესაბამისად, პროცესიც შეუქცევადად გრძელდება. საქართველოს, როგორც სახელმწიფოს დარჩენა არმიის გარეშე კი, ყველაზე მეტად ვის აძლევს ხელს, მგონი ისედაც ნათელია. http://presa.ge/new/?m=conflits&AID=57960 |
Posted by: მილიტარისტი 2 Aug 2017, 22:00 |
აფხაზეტში ერთერთ სამხედრო საწყობზე ღვთიური ცეცხლი გადმოვიდა აქ ჰგონიათ რომ თვითმფრინავი ჩამოვარდა და ამან წარმოქმნა ამხელა სოკო. |
Posted by: stinky 2 Aug 2017, 23:53 |
............................ |
Posted by: eagle.1. 3 Aug 2017, 19:43 |
მეგობრებო, რას იტყვით ამ ინფორმაციასთან დაკავშირებით? https://forum.ge/?showtopic=34966544&view=findpost&p=51079574 |
Posted by: მილიტარისტი 3 Aug 2017, 20:13 |
კი მომავალი 3 წლის განმავლობაში თავდაცვის ბიუჯეტი გაიზრდება ეს ნაღდია მაგრამ გაიზრდება მიზერულის მიზერულად ჯამში 50 მილიონი ლარით და რა მიზერულიც არის ეს ბიუჯეტი იმაზე მიზერული გახდება თუ გავითვალისწინებთ ლარის გაუფასურების ტემპებს და ზოგად ინფლაციას. თუ გავითვალისწინებთ ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტს, წელს თავდაცვის ბიუჯეტის წილი მშპ-სთან შეფარდებით 1.9 პროცენტსაც კი ჩამოცდა კიდევ თუ გავითვალისწინებთ მშპ-ს ზრდის პროგნოზებს. 4 %-ით რომ იზრდებოდეს მშპ, რაც ცუდი შედეგი იქნება 2020 წელს თავდაცვის ბიუჯეტი ისევ 1.9-ზე ნაკლები იქნება ეს წერია თავდაცვის სამინისტროს თეთრ წიგნში https://mod.gov.ge/assets/up-modul/uploads/2017/maisi_2017/PDF/tetritsigni2.5_1.pdf |
Posted by: zindiosama 4 Aug 2017, 13:56 | ||
მილიტარისტი
მა რა ჩემი ფეხებით აპირებენ ჰსთ-ს შეძენას და მერე ხო ავიაციის და არტილერიის განვითარების კონცეფციაც აქვთ |
Posted by: მილიტარისტი 4 Aug 2017, 14:18 | ||
zindiosama
გამოყოფილია უკვე ფული მაგის სესხის უზრუნველყოფისთვის |
Posted by: zindiosama 4 Aug 2017, 14:44 | ||
მილიტარისტი
ააა... საფრანგეთი გვაკრედიტებს? |
Posted by: მილიტარისტი 4 Aug 2017, 14:52 | ||
zindiosama
თავდაცვის ბიუჯეტი იხდის რამდენადაც მახსოვს ბიუჯეტში ჩანდა ეგ პუნქტი https://mod.gov.ge/assets/up-modul/uploads/pdf/2017-budget.pdf საქართველოს შეიარაღებული ძალების შესაძლებლობის განვითარება (SG) 78,000.0 |
Posted by: ildamusa 4 Aug 2017, 15:04 |
ჩვენი ფულით ვერაფერსაც ვერ ვიყიდით. ფული, ნაღდი ფული არც უნდა მოგვცენ თორემ შეთქვლეფენ პირდაპირ იარაღი |
Posted by: zindiosama 4 Aug 2017, 19:27 | ||
მილიტარისტი
და აბა სესხის უზრუნველყოფისთვისო? |
Posted by: მილიტარისტი 5 Aug 2017, 13:34 | ||
zindiosama
ხო სესხი არის ეს თანხა რამდენიმეწლიანი. თავიდან იწერებოდა, რომ ფინანსთა სამინისტრო ანაზღაურებდა მაგრამ ფაქტია თავდაცვის ბიუჯეტში ჩანს ეს პუნქტი |
Posted by: ildamusa 5 Aug 2017, 14:12 | ||||
ესეც თავდაცვას მიაწერეს ყოჩაღ რაა... იმიტომ ამბობდა იზორია 2 % დან 15მდე გაიზრდება შესყიდვების წილიო 3 წელშიო. სულ ჯამურად 35% არ გამოვა ბიუჯეტის ანუ 230 მილიონი ლარი. ეგეც შენი სესხი ანუ დანარჩენს ამერიკა თუ გვაჩუქებს თორემ 10 ცალ ჯაველინის გამშვებსაც ვერ ვიყიდით თითოზე 6-7 რაკეტით 2020 წელს გაზრდიან პენსიას კიდევ 40 ლარით რეზერვი მაგ წელს თუ ყველაფერი გრაფიკით და გეგმით წავიდა 1800 კაცი ქვეყოლება ხო? ყოჩაღ ძმაო ყოჩაღ მულტსერიალ დარდუბალას ის სერია გამახსენდა უცხოპლანეტელები რომ დაგვიპრყრობენ და ერთერთ მათგანს მათი იმპერიის დასაქცევად შევარდნაძის სისხლს გადაუსხამენ |
Posted by: მილიტარისტი 5 Aug 2017, 14:39 | ||
ildamusa
კი ეჰ ... |
Posted by: zindiosama 5 Aug 2017, 15:16 | ||
მილიტარისტი
ვისი სესხია? |
Posted by: ildamusa 5 Aug 2017, 15:28 | ||||
ტავდაცვის სამინისტრომ ისესხა ფრანგებისგან ფრანგებისვე სისტემების საყიდლად. ხო და ამ გაძვალტყავებული თავდაცვის ბიუჯეტიდან უნდა დააბრუნონ თურმე |
Posted by: zindiosama 6 Aug 2017, 14:37 | ||
ildamusa
რატო მაინცდამაინც 1800? |
Posted by: ildamusa 6 Aug 2017, 14:53 | ||||
2018 წ -600 კაცი 2019 წ-1200 კაცი 2020 წ-1800 კაცი ........... ......... 2118 წ- 60 000 |
Posted by: მილიტარისტი 6 Aug 2017, 15:16 | ||
ildamusa
25-ე საუკუნის საქართველო |
Posted by: ildamusa 6 Aug 2017, 16:23 | ||||
საქართველო და ატამი შეგიძლია ერთმანეთს დაუკავშირო? |
Posted by: მილიტარისტი 6 Aug 2017, 18:43 | ||
ildamusa
საინტერესოა |
Posted by: zindiosama 6 Aug 2017, 19:33 | ||
ildamusa
და რატო ეგრე ნელა? აქაც ფინანსების უკმარისობაა? |
Posted by: მილიტარისტი 6 Aug 2017, 19:38 | ||
zindiosama
ფინანსების უკმარისობა თავისთავად. მაგრამ მთავარი პრობლემა ეს არ არის შენ წარმოიდგინე მთავარი პრობლემა ისაა, რომ სსტემა დამყარებულია მოხალისეებზე ძირითადად. რატომ მოხალისეებზე? ეს არის მთავარი შეკითხვა და პოლიტკორექტულობის გამო მე ასე ღიად ვერ ვუპასუხებ |
Posted by: zindiosama 6 Aug 2017, 20:08 | ||
მილიტარისტი
კი მარა სავალდებულო ხო შემოიღეს და რამდენადაც მახსოვს, 3 თუ 5 წელია თავის არიდებაზე |
Posted by: მილიტარისტი 6 Aug 2017, 22:35 | ||
zindiosama
სავალდებულო ხო რეზერვს არ ეხება, მხოლოდ 1 წლიან სამსახურს თუ ვცდები? |
Posted by: zindiosama 7 Aug 2017, 15:53 | ||
მილიტარისტი
ხოდა მაშIნ მოუწევთ რეზერვზეც სავალდებულოს შემოღება, თუ არადა... თუმცა რომც შემოიღონ მაინც არ ექნება აზრი ერს სულაც არ ეპიტნავება გაქსუებული ბოზნესმენებისთვის ბრძოლა * * * პ.ს. - ხო მართლა, სავალდებულო ერთწლიანით თუ მივუდგებით რამდენი გამოვა? ნუ რიცხოვნობას ვგულისხმობ წლების მიხედვით |
Posted by: ilia1993 15 Aug 2017, 00:20 |
გაუმარჯოს ჯარის საკონტრაქტო მხოლოდ 4 წლიანია? თუ შეიძლება 1 წლით წასვლა? |
Posted by: ildamusa 15 Aug 2017, 00:36 | ||
დარეკა ტავდაცვის სამინისტროში. ფეისბუქზე გვერდი აქვთ და იქ კითხე. აქმოქმედი სამხედროები არ პოსტავენ |
Posted by: bart simpson 16 Aug 2017, 12:34 |
http://alioni.info/politics/chinetma-sazgvargaret-pirveli-samxedro-baza-gaxsna/ ჩინეთმა პირველი სამხედრო ბაზა გახსნა ქვეყნის გარეთ. თან ნახეთ სად. დაიწყო... |
Posted by: zindiosama 1 Sep 2017, 16:35 |
ხალხო, აქაც ხანძარია? მი-8 რატო დაფრინავს ჩემ თავზე? |
Posted by: magistranti2 1 Sep 2017, 17:07 | ||
ბინ ლადენის აყვანა უნდათ 1234567890 |
Posted by: Shota-Dinamo 2 Sep 2017, 17:51 |
არ ვიცოდი სად მეკითხა და აქ დავწერ ახალი თემა როარ გავხსნა უაზროდ თუ იცით ერაყში კიდე ვგზავნით - სამშვიდობო მისიაზე ჯარს? თუ კი სად გადიან ხოარ იცით წინასწარ მოსამზადებელ კურსს ? როგორც გერმანიაა ავღანეთზე |
Posted by: ildamusa 6 Sep 2017, 13:20 | ||
აღარ გზავნიან............................................................ |
Posted by: zindiosama 2 Oct 2017, 14:28 |
2018 წლის ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვარიანტის თანახმად, მომავალ წელს თავდაცვის, ეკონომიკისა და ენერგეტიკის სამინისტროებს დაფინანსება უმცირდებათ 13:46 02-10-2017 2018 წლის ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვარიანტის თანახმად, მომავალ წელს თავდაცვის, ეკონომიკისა და ენერგეტიკის სამინისტროებს დაფინანსება უმცირდებათ 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვარიანტის თანახმად, 2017 წელთან შედარებით, მომავალ წელს თავდაცვის, ეკონომიკისა და ენერგეტიკის სამინისტროებს დაფინანსება უმცირდებათ. უფრო კონკრეტულად კი, თუ 2017 წელს თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 748 მილიონი ლარი იყო, 2018 წელს - 702 მილიონი ლარი იქნება. 2017 წელს 370,5 მლნ ლარით დაფინანსებული ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ბიუჯეტი დაახლოებით, 116 მლნ ლარით მცირდება და უწყება 2018 წელს 253,8 მლნ ლარს მიიღებს. დაახლოებით ერთი მილიონი ლარით მცირდება ენეგრეტიკის სამინისტროს ბიუჯეტი, კერძოდ, თუ 2017 წელს მისი დაფინანსება 132.3 მლნ ლარი იყო, 2018 წელს -131 ლარი იქნება. ასევე მცირედით მცირდება იუსტიციის სამინისტროს ბიუჯეტი. 2017 წელს 62.015 მლნ ლარით დაფინანსებული უწყება, მომავალ წელს 62 მლნ ლარს მიიღებს. 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვარიანტის თანახმად, უცვლელია ფინანსთა სამინისტროს დაფინანსება. 2017 წლის მსგავსად, 2018 წელს აღნიშნული უწყების ბიუჯეტი 82,3 მლნ ლარით განისაზღვრა. „საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონპროექტის პირველადი ვარიანტი პარლამენტს უკვე წარედგინა. http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeb...mcirdebath.html დდშვც... |
Posted by: mamukasokhumeli 2 Oct 2017, 15:59 | ||
რა ფეხებად უნდა ამ სამინისტროს ამხელა თანხა?!პრემიებისა და დანამატებისათვის?! |
Posted by: zindiosama 2 Oct 2017, 16:08 | ||||
mamukasokhumeli
არაა გამორიცხული რომ ზუსტად მაგას ამცირებდნენ ნაცები ისედაც ყოველ ფეხის ნაბიჯზე აძახებენ მაგას ჩათვალე რომ რასაც "ოპოზიციას" აყვირებენ, ის რეალურადა აქვთ ჩაფიქრებული * * * აუუუ... ამათი ვეღარაფერი გავიგე რააა... ერთი ალთას იძახის, მეორე ბალთას:
http://www.gmtv.ge/%E1%83%97%E1%83%90%E1%83%95%E1%83%93%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%A1-%E1%83%91%E1%83%98/ |
Posted by: hermes555 3 Oct 2017, 19:59 |
დელტა გადის სამინისტროდან და მისი ბიუჯეტი მოაკლეს |
Posted by: zindiosama 4 Oct 2017, 15:41 | ||
hermes555
ეხლა არ მითხრა პანტიკოს უბრუნებენ თქო თორე ავიწევი ჭკუიდან |
Posted by: მილიტარისტი 4 Oct 2017, 17:12 | ||
hermes555
დელტას დიდი ხანია აღარ აქვს მაგხელა ბიუჯეტი ანუ თავდაცვას ბევრად მეტი მოაკლდა ვიდრე დელტას წილი რაღაც სხვა არის კიდევ გამოკლებული. სესხის გადახდას ხომ არ მოვრჩით ფრანგებზე? |
Posted by: GeoDevil 5 Oct 2017, 00:01 |
მილიტარისტი მესამე წელია (მე რაც ვიცი) აკლებენ 50+- მილიონს. ასე რო ახალი არაფერი ხდება. მიზეზი ბევრია |
Posted by: მილიტარისტი 5 Oct 2017, 09:36 | ||
GeoDevil
მე რამდენადაც მახსოვს არ დაკლებია გაყინული იყო არც ეს არის ნუგეში, იმიტომ რომ როცა ქვეყნის ეკონომიკა და ბიუჯეტი იზრდება, ხოლო თავდაცვის ბიუჯეტი იყინება კარგი ამაში ვერაფერია |
Posted by: mamukasokhumeli 5 Oct 2017, 16:00 | ||
ნეტავი ეს მოშორდებოდეს თავდაცვის სამინისტროს და შეწყდებოდეს როდესმე შსს თუ სუს-იდან ხალხის იქ გადაყვანა!როდესმე თავდაცვის საკითხს მიხედოს სამხედრომ! |
Posted by: zindiosama 6 Oct 2017, 14:28 | ||
mamukasokhumeli
ეგ არასოდეს არ მოხდება თუ არა და ვერცერთი ხელისუფლება დიდხანს ვერ გაძლებს |
Posted by: zindiosama 13 Oct 2017, 12:27 |
http://politics.ge/2017/10/12/totaluri-tavdacva/ იზორიას გამოსვლა ტოტალურ თავდაცვასთან დაკავშირებით * * * ლევან იზორია: თავდაცვის ბიუჯეტი არ მცირდება, პირიქით, 10 მილიონით იზრდება http://factcheck.ge/article/thavdatsvis-biujeti-ar-mtsirdeba-piriqith-10-milionith-izrdeba/ თავდაცვის სამინისტროს 2018 წლის ბიუჯეტის შემცირების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ლევან იზორია გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ბიუჯეტი არ მცირდება – „ეს არის ერთი კონკრეტული პროექტი, რომელიც ანტისაჰაერო სისტემის შესყიდვისთვის იყო 4 წლით გათვალისწინებული. ეს თანხები წელს ამოიწურა, მაგრამ ის თანხა, რაც ბიუჯეტში უშუალოდ თავდაცვის უწყებისთვის იყო გათვალისწინებული და შეადგენდა 670 მილიონს, 10 მილიონით გაიზარდა და შემდეგ წელს იქნება 680 მილიონი. ასე რომ, ჩვენ ნატო-ს მთავარ სტანდარტს, რომ მთლიანი შიდა პროდუქტის 2% იყოს თავდაცვის ბიუჯეტისთვის გათვალისწინებული, არა მხოლოდ ვაკმაყოფილებთ, არამედ კიდევ უფრო ვზრდით“. ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა. 2018 წლის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის თანახმად, თავდაცვის სამინისტროსთვის გამოყოფილი სახსრების მოცულობამ 702 მლნ ლარი შეადგინა. ცხრილი 1: თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტის ცვლილების ტენდენცია (მლნ ლარი), 2015-2018 წლები პერიოდი 2015 ფაქტი 2016 ფაქტი 2017 გეგმა 2018 პროექტი თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი სულ (29 00) 679.71 670.00 750.40 702.00 საქართველოს შეიარაღებული ძალების შესაძლებლობის გაძლიერება (SG) – ჰსთ[1] (29 10) 21.71 82.38 78.00 22.00 თავდაცვის სამინისტროს ასიგნებები ჰსთ-ის გარეშე 658.00 587.62 672.40 680.00 წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო როგორც ცხრილიდან ჩანს, თავდაცვის სამინისტროს მთლიანი ბიუჯეტი, 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის თანახმად, 48.4 მლნ ლარითაა შემცირებული 2017 წლის გეგმიურ მაჩვენებელთან მიმართებაში. თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი მოიცავს იმ თანხებსაც, რაც 2015-2018 წლებში ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების შეძენაზე ეტაპობრივად იხარჯება. 2015 წლის 15 ივნისს Thales Raytheon Systems (TRS)-სთან ორი მობილური რადიო ლოკატორის (GM200 და GM400), ხოლო 10 ივლისს MBDA Missile Systems-თან VL MICA-ს ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემის ერთი ბატარეის მოწოდების შესახებ გაფორმდა ხელშეკრულება. შესყიდვის ფინანსური უზრუნველყოფისთვის საკრედიტო რესურსი Societe Generale Group-მა გამოყო. ამ კრედიტის დაფარვის ვალდებულება სამომავლოდ ქართულ სახელმწიფოს აქვს აღებული. აღნიშნული ხარჯების გარეშე, თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 2018 წელს, მიმდინარე წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, 7.6 მლნ ლარით იზრდება და 680 მლნ-ს უტოლდება. ლევან იზორია თავის განცხადებაში სწორედ ამ ზრდას გულისხმობდა (ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის ხარჯების გარეშე). თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ მსგავსი მიდგომა არასწორი და გარკვეულწილად გაუგებარია. საჰაერო თავდაცვის სისტემებზე მისამართი სახსრები შინაარსობრივად იგივე მიზანს (თავდაცვას) ემსახურება, რასაც მთლიანად თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი. შესაბამისად, მისი მთლიანი ბიუჯეტიდან გამოყოფა და ცალკე განხილვა მართებული არ არის. თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი, სხვა აუცილებელ ხარჯებთან ერთად, მსგავსი სახის ხარჯებისგან უნდა შედგებოდეს. რაც შეეხება ნატოს სტანდარტთან თავსებადობის საკითხს, ალიანსის შემადგენელი ქვეყნების შეთანხმებით, ორგანიზაციის წევრი ქვეყნების მიზანია, სამხედრო ხარჯები შეინარჩუნონ ქვეყნის მშპ-ის 2%-იან ნიშნულს ზემოთ. საქართველოს 2018 წლის მშპ-ის საპროგნოზო მაჩვენებელი 40.4 მლრდ ლარია, თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი, ჰსთ-ის ხარჯების ჩათვლითაც კი, აღნიშნული სიდიდის 1.74%-ს შეადგენს და 0.26% პუნქტით ჩამოუვარდება ნატო-ს სტანდარტს.[2] დასკვნა საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის თანხმად, თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 702 მლნ ლარით განისაზღვრა, რაც 48.4 მლნ ლარით ნაკლებია 2017 წლის გეგმიურ მაჩვენებელზე. თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი მოიცავს იმ თანხებსაც, რაც 2015-2018 წლებში ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების შეძენაზე ეტაპობრივად იხარჯება. აღნიშნული ხარჯების გარეშე თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 2018 წელს, მიმდინარე წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, 7.6 მლნ ლარით იზრდება და 680 მლნ-ს უტოლდება. ლევან იზორია თავის განცხადებაში სწორედ ამ ზრდას გულისხმობდა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ მსგავსი მიდგომა არასწორი და გარკვეულწილად გაუგებარია. საჰაერო თავდაცვის სისტემებზე მისამართი სახსრები შინაარსობრივად იგივე მიზანს (თავდაცვას) ემსახურება, რასაც მთლიანად თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი. შესაბამისად, მისი მთლიანი ბიუჯეტიდან გამოყოფა და ცალკე განხილვა მართებული არ არის. ნატო-ს სტანდარტთან თავსებადობის თვალსაზრისით აღსანიშნავია, რომ 2018 წლის საპროგნოზო მშპ-ის მოცულობა 40.4 მლრდ ლარია. თავდაცვის სამინისტროს ამავე პერიოდის ბიუჯეტი კი, ჰსთ-ზე გასაწევი ხარჯების ჩათვლითაც, მშპ-ს 2%-ზე ნაკლებია, შესაბამისად, ხსენებული სტანდარტის მოთხოვნები დაკმაყოფილებული არ არის. ფაქტ-მეტრის დასკვნით, ლევან იზორიას განცხადება არის მეტწილად მცდარი. [1] ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა. [2] აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის თებერვლის მდგომარეობით, ნატო-ს წევრებიდანაც კი, მხოლოდ ხუთი ქვეყანა (აშშ, დიდი ბრიტანეთი, ესტონეთი, პოლონეთი და საბერძნეთი) ასრულებდა ზემოხსენებულ მოთხოვნას. გააზიარეთ: |
Posted by: Paranormal 18 Oct 2017, 13:57 | ||
პრემიები ხო გაიზარდეს სამაგიეროდ |
Posted by: zindiosama 21 Nov 2017, 11:55 |
https://forum.ge/?f=29&showtopic=34988713 |
Posted by: mamukasokhumeli 21 Nov 2017, 16:49 |
ვაახ ზინდი დადე უკვე? |
Posted by: eagle.1. 21 Nov 2017, 22:09 | ||
zindiosama
გვეღირსება ნორმალური ტანკსაწინააღმდეგო იარაღი |
Posted by: SosoChik 22 Nov 2017, 06:09 |
გილოცავთ!!!! https://sputniknews.com/military/201711211059278916-usa-javelin-missile-sale-georgia/ |
Posted by: adibudi 22 Nov 2017, 23:52 |
რამდენადაა შესაძლებელი რომ დღევანდელი ტერორისტები ზაფხულის ხანძრების გაგრძელება დივერსანტები იყვნენ საღორედან? |
Posted by: Didgori_3 5 Dec 2017, 22:23 |
თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი გაიზარდა 2018 ისთვის , 802 მილიონი ლარი გახდა. |
Posted by: mamukasokhumeli 6 Dec 2017, 16:14 |
სამაგიეროდ ლარის კურსი დაეცა ორჯერ თუ მეტჯერ არა |
Posted by: zindiosama 7 Dec 2017, 12:28 | ||
mamukasokhumeli
ზახულისთვის ამოქაჩავს ალბათ ისევ ტურისტული სეზონი დაიწყება და... |
Posted by: mamukasokhumeli 19 Dec 2017, 14:51 |
ტანკსაწინააღმდეგო თემა გაქრა სადღაც(აბა რას იზამდა,იმდენი სულელური თემები იხსნება...გასაწმენდია აგნყოფილება და უნდა დარჩეს ძირითადი თემები).ამიტომ აქ ვდებ ვიდეოს.მეგონა მხოლოდ Bill-ს ჰქონდა ასეთი მოქმედების პრინციპი და თურმე ტოუ 2ბ-საც ჰქონია |
Posted by: zindiosama 20 Dec 2017, 15:53 |
InformNapalm: Россия разворачивает базы в Красном и Аравийском морях для контроля над ближневосточной нефтью http://newsader.com/42106-informnapalm-ros...-bazy-v-krasno/ ამათ სუ გააფრინეს? რა შაშაკოლა უნდა დააყენონ მაგ ბაზებზე, კუზიას სული ძლივს უდგას |
Posted by: ignorant 20 Dec 2017, 16:26 | ||
დაერხათ ჩასანგრებულ ტანკებს და სხვა ტექნიკას. |
Posted by: mamukasokhumeli 20 Dec 2017, 16:30 | ||
საუდის არაბეთი გამალებული იარაღდება და ლამის რუსეთის თავდაცვის ბიუჯეტზე მეტს იხდის ახალ შეიარაღებაში.ცალკე გვაქვს სირიის ამბები და რუსეთის როლი მათში.საერთოდ პუტინის სტილია წინმსწრები ქმედებები და წესით ასეც უნდა იქცეოდეს სერიოზული,მითუმეტეს "ზესახელწმიფოს" პრეტენზიების მქონე სახელმწიფო.ამიტომ სავსებით რეალურ სცენარებისა და მათში დროულ ჩარევისათვის ემზადებიან როგორც ჩანს.თან ვნახოთ რა მასშტაბისა და დონის ბაზაზეა საუბარი."წითელ და არაბეთის ზღვაში ბაზები"...სად?სად კონკრეტულად?ამას დიდი მნიშვნელობა აქვს."კუზია" მეათეხარისხოვანი იქნება ამ ისტორიაში.ავიაციას ხმელეთზე განალაგებენ პრინციპში რამე რომ იყოს "Поводом для соответствующих предположений стало намечающееся военное сотрудничество между Россией и Суданом после того, как президент этой африканской страны Омар Башир, обвиненный международным уголовным судом в массовых убийствах, в ноябре посетил сочинскую резиденцию Владимира Путина, где стороны обсудили возможность размещения военных баз РФ на суданской территории". გასაგებია... |
Posted by: zindiosama 20 Dec 2017, 18:47 | ||
mamukasokhumeli
ხო მარა ავიაცია თვითონაც ცოტა ყავთ თავიანთი საჰაერო სივრცის დასაცავად ძლივს ყოფნით და კიდე ახალი ბაზებისთვის სად ეყოფათ |
Posted by: mamukasokhumeli 20 Dec 2017, 23:46 |
არა მგონია მანდ რამე დიდის გაკეთებას აპირებდნენ.მაგ ზღვაზე გადაადგილების შეფერხებას არ სჭირდება დიდი რესურსები.შეიძლება ავიაცია საერთოდ არც დააყენონ მანდ |
Posted by: ვანო-გეჯაძე 22 Dec 2017, 11:49 |
ტყუილად ფართხალებენ ეგ რუსები, იმიტომ არ დაშლილან ჯერ რო ატომურ იარაღს კონტროლი არ უნდა? ვიღაც დაუდგენელ სუბიექტებს ჯობს ისევ ნაცნობმა ვალოდიამ აკონტროლოს ხოდა მაგიტომაც არ შლიან არც ეკონომოკირად და არც სხვანაირად. მორჩენილია მაგათი კალინკა პესნიაა, ბოლო საცეცებს იქნევს რასია და აი მაგ მოქნეულს უნდა ავცდეთ ეგაა საქმე |
Posted by: mamukasokhumeli 25 Dec 2017, 02:18 |
გოჩა ვეტრიაკოვის ვიდეობლოგიდან |
Posted by: zindiosama 25 Dec 2017, 20:24 |
ხალხო, ცხინვალი ჩაბნელებულიაო რუსეთიდან მომავალი გადამცემი დაზიანდაო და რამე ხო არ იცით ამაზე? |
Posted by: gubaz_merve 26 Dec 2017, 00:11 |
ნებისმიერი სისქის ჯავშშნის გარღვევა შეიძლება ტანკზე ხოჭოს კონტროლირებადი დრონის მეშვეობით რომლის საცეცებში გამტარი მექანიზმი ხრახნი ჩავა ალმასის და წსლის ჭავლი მამაა, თუ კუმულაციურ მუხტს საჭიროებისამებრ გამოიყენებთ,პროგრამა იპოვის კაუჩუკს გამოწვავს ფრთხილადა და ასე უსაფრთხოდ სწრაფად პროგრამულად...გააგრძელებს სანამ სივრცეში არ მოხვდება ,დაკითხვა არ დამორჩილების შემთხვევაში სიკვდილი!ჟაგბადის იმდენი რაოდენობის წნევის უსწრაფესად მიწოდებით რომელიც ადამიანს კლავს.ასეთი დრონი კიდე ასამდე ტანკს ან შეყოვნებს ან ჩაბარებას ვურჩევთ! |
Posted by: gubaz_merve 27 Dec 2017, 06:57 |
https://youtu.be/vg6WrthRZko წყლით ჭრა ყველაზე ეფექტურია დრონზე წყლის რეზერვუარია საჭირო ტეშკას გასახვრეტად,რო გახვრიტავს ფაიზაღია,წყლი ამოტუმბვის სისტემა უნდა იყოს სწრაფი , ბრილიანტის მტვერი რაც ამ ფირზეა მინი მაკეტი დრონზე,წინა წერილში რაც მიწერია ,ცოცხალი ძალის ნაკვეთურის გახვრეტა, მიკროფონით დაკავშირება ჩაბარება ან კუმულაციური ჭავლი ამ ნახვრეტში და სიკვდილი! * * * ჯობს დაპროგრამებული დრონები რომელნიც პროგრამას შეასრულებენ ნებისმიერ შემთხვევაში, კაბინის დატოვებას წუთზე მეტი არ უნდა დაჭირდეს,უბრალოდ რამოდენიმე ენის გამოყენება მოესწრება სადაც ნათქვამი იქნება რომ ერთ წუთში კუმულაციური ტალღა შევარდება ნაკვეთურში. * * * მოსკოვის დაცვა გახსოვთ დირიჟაბლების სისტემა ,წარმოგიდგენიათ ას კილოგრამიანი ჭურვი თავისუფალ ვარდნაში რა ძალის მატარებელი ხდება? * * * https://youtu.be/aigC6W2GUl8მსგავსი ჩვენ უნდა შევქმნად რამდენიმე ათასეული 4ადამიანის კოსმოსისთვის გაატვლილი პროგრამა,ასტეროიდების პარაშუტებით დავიტრევთ და ტვირთმზიდით აეროპორტში ჩამოტვირთავენ... * * * ოღონდ ეს ყველაფერი საქართველომ უნდა აწარმოოს ბოლო ჭანჭიკამდე,ასი ქარხანა უეჭველი ყოფნის. |
Posted by: zindiosama 29 Dec 2017, 15:09 |
2018 წლიდან, სამხედროები სკოლებში სპეციალურ გაკვეთილებს ჩაატარებენ 10:47 2017-12-28 თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში - „360 გრადუსი“ სკოლებში სამხედრო მოტივაციის ამაღლებაზე ისაუბრა. მისი თქმით, 2018 წლიდან სამხედრო პირები ლექციებს ჩაატარებენ და ასევე, შეიქმნება სახელმძღვანელო, რომელიც ახალგაზრდებს სამხედრო სწავლების მიმართ ინტერესს გაუღვივებს. „გლობალური პრობლემაა, რომ მოქალაქეს ჰქონდეს გაცნობიერებული ის ვალდებულება, რაც თავისი ქვეყნის წინაშე აქვს და ეს არ არის მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს პრობლემა. ეს დამოკიდებულია არა მხოლოდ სამხედრო თვალსაზრისით განათლების მიღებაზე, არამედ, განათლების სისტემაზე, სკოლის ასაკში ამ მოტივაციის შექმნაზე. ესეც ტოტალური თავდაცვის კონცეფციის მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომელიც ასევე გულისხმობს უწყებათაშორისი თანამშრომლობის მაღალ ხარისხს. განსაკუთრებით კი განათლების სამინისტროსთან თანამშრომლობისა. ჩვენ უკვე კონკრეტული გეგმები გვაქვს, როგორც საერთო სახელმძღვანელოსი, ისე ლექციების და სამხედროების მისვლის თვალსაზრისით სკოლებში, რათა მეტი მოტივაცია და მეტი ინტერაქციის ხარისხი იყოს“ - განაცხადა იზორიამ. http://www.newposts.ge/?l=G&id=161024-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%AE%E1%83%94%E1%83%93%E1%83%A0%E1%83%9D%2C+%E1%83%A1%E1%83%AC%E1%83%90%E1%83%95%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90%2C+%E1%83%A1%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%91%E1%83%9C%E1%83%A8%E1%83%98 იმედია ამას დაწყებითი სამხედრო სწავლების შემოღება მოჰყვება |
Posted by: gubaz_merve 8 Jan 2018, 15:00 |
https://youtu.be/8ioo_AH_vfc |
Posted by: zindiosama 11 Jan 2018, 13:47 |
სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის რეფორმა იგეგმება ფოტო: shutterstock.com სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის რეფორმა იგეგმება. ამ თემაზე პარლამენტში შეხვედრა იწყება, რომელსაც შესაბამისი უწყებების პირველი მოადგილეები და ექსპერტები ესწრებიან. როდიდან შეიცვლება გაწვევის წესი, კონკრეტული ვადები ჯერ უცნობია, თუმცა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, რომ ეს მაქსიმალურად სწრაფად უნდა მოხდეს. "ყველა ვთანხმდებით, რომ სამხედრო სავალდებულო სამსახური გარკვეულ რეფორმებს საჭიროებს. ამ მხრივ თავდაცვის სამინისტრომ პირველი აქტიური ნაბიჯი გადადგა და თქვეს, რომ წვევამდელი პირველად გადის იმ სამხედრო მომზადებას, რომელსაც ჩვეულებრივად საგანგებოთა სამხედრო მოსამსახურე გადის. მათ ასევე გაუუმჯობესდათ სოციალური პირობები და აქვთ დასვენების უფლებაც. თუმცა სამხედრო სავალდებულო საკითხში არის კომპლექსური პრობლემებიც. უნდა მოვუხსნათ წვევამდელებს გარკვეული დისკომფორტები, თუკი ასეთი არსებობს და სავარაუდოდ არსებობს. გარკვეული მონახაზები არსებობს, მაგრამ დეტალებზე ჯერ ვისაუბრებთ. შევთანხმდებით პრინციპებზე და ჩამოვყალიბდებით, რა ტიპის რეფორმა უნდა ჩატარდეს", - თქვა ირაკლი სესიაშვილმა. https://imedinews.ge/ge/dzalovnebi/43717/samkhedro-savaldebulo-samsakhurshi-gatsvevis-reporma-igegmeba |
Posted by: mamukasokhumeli 11 Jan 2018, 15:06 | ||
აქამდე რა ფეხები იგეგმებოდა წლების მანძიზლე? |
Posted by: zindiosama 11 Jan 2018, 15:34 | ||
mamukasokhumeli
აქამდე თეთრს სახლში ობამა იჯდა და არაფრის დაგეგმვას აზრი არ ქონდა ეხლა მევიდა ტრამპი ბიძია და... |
Posted by: ვანო-გეჯაძე 12 Jan 2018, 16:25 |
მთავარია რეფორმა დადებითად აისახოს საზოგადოებაზე თორე გეგმონ და არეფორმონ |
Posted by: zindiosama 14 Jan 2018, 14:11 |
ამას რატო არ ასწავლიან ჩვენ არმიაში ჰააააა? |
Posted by: zindiosama 17 Jan 2018, 14:05 |
https://forum.ge/?f=29&showtopic=35000863 რა ეტაკათ ხო არ იცით? |
Posted by: ვანო-გეჯაძე 21 Jan 2018, 13:55 | ||
აი მე ამათი დედა კი ვატირე ამათ ხურჩასთან რა ხელი აქვთ ან საქართველოსთან |
Posted by: zindiosama 25 Jan 2018, 13:45 |
თავდაცვის სამინისტრო რეზერვისა და მობილიზაციის ახალ კონცეფციას აქვეყნებს. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ახალი კანონპროექტის თანახმად, შეიქმნება ორი ტიპის რეზერვი: აქტიური რეზერვი და სამობილიზაციო რეზერვი. კერძოდ, კონცეფციის მიხედვით, აქტიური სარეზერვო სამსახური იქნება ნებაყოფლობითი, გაფორმდება კონტრაქტი 5 წლამდე ვადით, ხოლო 5 წლიანი პერიოდი ჩაითვლება შრომის საერთო სტაჟში. გაწვევის შემთხვევაში რეზერვისტს შეუნარჩუნდება სამუშაო ადგილი და ხელფასი. კანონპროექტის მიხედვით აქტიურ რეზერვში ჩარიცხულ პირს მიეცემა ყოველთვიური შრომითი გასამრჯელო, რომელიც იქნება მისი წოდებრივი სარგოს 20%-ი, ხოლო გამოძახების და სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდში - შრომის ანაზღაურების სრული ოდენობა. აქტიური სარეზერვო სამსახური დაიყოფა სამ ნაწილად: შეიარაღებული ძალების რეზერვი; ტერიტორიული რეზერვი; სპეციალისტთა რეზერვი. ”შეიარაღებული ძალების რეზერვი უზრუნველყოფს სამხედრო ძალების შემადგენლობაში რეზერვისტის დაუყოვნებლივ ჩართვას, შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების გაძლიერებასა და მხარდაჭერას; ტერიტორიული რეზერვი შეიარაღებული ძალების დამატებითი საბრძოლო მხარდაჭერას განახორციელებს, ტერიტორიული თავდაცვის ორგანიზების გზით. ტერიტორიული რეზერვი იქნება შეიარაღებული ძალების ეროვნული გვარდიის შემადგენლობაში და ორგანიზებული იქნება ტერიტორიული თავდაცვის ქვედანაყოფებში, რომლებიც თავის მხრივ, შედგება სამანევრო ელემენტებისგან, აგრეთვე დასახული ამოცანებისა და გეოგრაფიულ არეალს მორგებული ტერიტორიული რაზმებისგან; სპეციალისტების რეზერვი ახალი ნოვაციაა და დღეს არსებულ კანონმდებლობაში ანალოგი არა აქვს. მისი შექმნის მიზანია სამხედრო ძალების სპეციფიკური მოთხოვნებისა და ამოცანების გადაჭრა. მაგალითად კიბერუსაფრთხოების სპეციალისტი ქვეყანას შეიძლება ემსახუროს საკუთარი პროფესიონალიზმითა და გამოცდილებით, იქ სადაც მისი შრომა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისათვის უფრო ეფექტური იქნება”, - ნათქვამია კონცეფციაში. რეზერვის მეორე ტიპი, სამობილიზაციო რეზერვი, აქტიური რეზერვისგან განსხვავებით სავალდულოა და მისი მიზანი სამხედრო ძალების გაძლიერება და დანაკარგების შევსებაა. კონცეფციის თანახმად, სამობილიზაციო რეზერვის შემთხვევაში სამხედრო სარეზერვო სამსახურში ჩარიცხულ პირს სამხედრო სამსახურის წელთა ნამსახურობაში ეთვლება სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლის პერიოდი (წელიწადში არაუმეტეს 45 დღე), ხოლო შრომის ანაზღაურება მიეცემა მხოლოდ გაწვევის შემთხვევაში. სამობილიზაციო რეზერვში ჩაირიცხება 18-დან 60 წლამდე მოქალაქეები, იარსებებს ელექტრონული სია და მათ გაწვევას და რაოდენობას განსაზღვრავს შეიარაღებული ძალების საჭიროებები. ”ქვეყნის დაცვა არა მხოლოდ ქართველი სამხედროების, არამედ თითოეული მოქალაქის ვალდებულებაა. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ „სტრატეგიული მიმოხილვის დოკუმენტში“ წარმოადგინა ტოტალური თავდაცვის პრინციპი, სადაც რეზერვისა და მობილიზაციის ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა. ჩვენი რეზერვის კონცეფციის მიზანია ტოტალურ თავდაცვაში საქართველოს მოქალაქეების ფართო ჩართულობის უზრუნველყოფა და სამობილიზაციო რესურსის ოპტიმალურად გამოყენება”, - აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში. http://www.interpressnews.ge/ge/samxedro-t...-aqveynebs.html |
Posted by: SabaGEO 25 Jan 2018, 22:08 |
გამარჯობა, რას იტყვით ახალ ნებაყოფლობით გაწვევის სისტემაზე? მგონი ის არის რასაც ამდენი ხანი ველოდებოდით? |
Posted by: gugusha-l 25 Jan 2018, 22:39 |
SabaGEO ნებაყოფლობით გაწვევა რას ნიშნავს? |
Posted by: f1_ferrari 26 Jan 2018, 08:56 |
რა ჭირს არსებალს?(( ყველამ იცის თურქეთმა ოპერაცია რომ დაიწყო სირიაში მაგრამ არც დადებულა სიახლე განხილვებზე და ახალ ინფოებზე ხო ლაპარაკი არაა |
Posted by: zindiosama 26 Jan 2018, 16:10 |
რას მოსთხოვენ რეზერვისტებს რეფორმის შემდეგ ინტერვიუ თავდაცვის სამინისტროს მთავარ იურისტთან ზვიად ოქროპირიძე თავდაცვის სამინისტრომ ახალი კონცეფცია გამოაქვეყნა, რომლის თანახმად, შეიქმნება ორი ტიპის რეზერვი: სამნაწილიანი აქტიური რეზერვი და სამობილიზაციო რეზერვი. აქტიური სარეზერვო სამსახური იქნება ნებაყოფლობითი და გაფორმდება კონტრაქტი 5 წლამდე ვადით. გაწვევის შემთხვევაში რეზერვისტს შეუნარჩუნდება სამუშაო ადგილი და ხელფასი. აქტიურ რეზერვში ჩარიცხულ პირს მიეცემა ყოველთვიური შრომითი გასამრჯელო, რომელიც იქნება მისი წოდებრივი სარგოს 20%, ხოლო გამოძახების და სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდში - შრომის ანაზღაურების სრული ოდენობა. სამობილიზაციო რეზერვი, აქტიური რეზერვისგან განსხვავებით სავალდებულოა და მისი მიზანი სამხედრო ძალების გაძლიერება და დანაკარგების შევსებაა. სარეზერვო სამსახურის გავლის პერიოდი არის წელიწადში არაუმეტეს 45 დღე და ეს პერიოდი პირს სამხედრო სამსახურის წელთა ნამსახურობაში ეთვლება, ხოლო შრომის ანაზღაურება მიეცემა მხოლოდ გაწვევის შემთხვევაში. სამობილიზაციო რეზერვში ჩაირიცხება 18-დან 60 წლამდე მოქალაქეები. რეზერვში პირველ ეტაპზე 260 ადამიანის მიღება იგეგმება. თემაზე „მაესტროს“ კითხვებს თავდაცვის სამინისტროს იურიდიული სამსახურის დეპარტამენტის უფროსმა ზვიად ოქროპირიძემ უპასუხა. თბილისი ფოტო: shutterstock.com ზოგადი კითხვით დავიწყებ - საქართველოს ტიპის ქვეყნისთვის რეზერვი რამდენად მნიშვნელოვანი საკითხია? უაღრესად მნიშვნელოვანია სამხედრო-სარეზერვო სისტემის ჩამოყალიბება. სამინისტროს გადაწყვეტილებით, აუცილებელია ახალი რეზერვის სისტემის ჩამოყალიბება, რომელიც უზრუნველყოფს სამხედრო რეზერვში ჩარიცხული პირების გამოძახებას, ასევე მათ პროფესიულ დონეზე მომზადებას. ცხადია, რომ არსებული სისტემა, რომელიც დღეისთვის მოქმედებს, ვერ უზრუნველყოფს რეზერვის სისტემის ნორმალურად ფუნქციონირებას. შეფერხებები არის ამ კუთხით, როგორც აღრიცხვის, მათი გაწვევის, გამოძახების, მომზადების და საჭირო ღონისძიებებში მათი აქტიურად ჩართვის კუთხით. სწორედ ამიტომ თავდაცვის სამინისტრომ უკვე საკმაოდ დიდი დროის განმავლობაში მუშაობს სწორედ ამ კანონპროექტზე. კანონპროექტს საფუძვლად დაედო რეზერვის შესახებ კონცეფცია, რომელიც ადგილობრივი და უცხოელი ექსპერტების მიერ იყო მოწონებული და აღიარებული. ასევე კონცეფცია წინასწარ იყო განხილული თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში და კომიტეტის თანხმობის შემდეგ დაიწყო უკვე კანონპროექტის შემუშავება. დღეს პრემიერმაც ბრძანა, რომ იყო ხარვეზები და არსებულ სისტემას ცალსახად სჭირდებოდა შეცვლა. ანუ, თავდაცვის სამინისტრო დარწმუნებულია, რომ ეს ახალი კონცეფცია სრულად აღმოფხვრის იმ ხარვეზებს, რაც არსებულ სისტემაშია? ჩვენ ვფიქრობთ, რომ ახალი სისტემა ძირეულად შეცვლის არსებულ სამხედრო-სარეზერვო სისტემას. მოგეხსენებათ, რომ რეზერვი, რომელიც კანონპროექტის და კონცეფციის მიხედვით არის შემოთავაზებული, იქნება ორი სახის: იქნება სამობილიზაციო რეზერვი, როგორც უკვე აღინიშნა და მნიშვნელოვანი სიახლე არის აქტიური რეზერვი. აქტიური რეზერვი იქნება სამი სახის: შეიარაღებული ძალების რეზერვი, ტერიტორიული რეზერვი და სპეციალისტების რეზერვი. განსხვავებებიც მოისმინეთ, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ. აქტიური რეზერვი იქნება ნებაყოფლობითი და არ იქნება სავალდებულო; იქნება ანაზღაურებადი; იქნება შესაბამისი კვალიფიკაციის. საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით მოხდება სწორედ ამ რეზერვისტების დაკომპლექტება. იმ პერიოდში, როდესაც ისინი ნებაყოფლობით გაწვეულები იქნებიან, მათ უნარჩუნდებათ თუ არა სამუშაო ადგილი, ის ანაზღაურება, რომელსაც ისინი იღებენ? კანონპროექტში პირდაპირ აღნიშნულია, რომ მათ გაწვევის შემთხვევაში შეუნარჩუნდებათ კერძო თუ საჯარო სექტორში დაკავებული თანამდებობა და ანაზღაურება. აქვე დავაზუსტოთ ასაკობრივი შეზღუდვის შესახებაც და თუ არის საჭირო რაიმე დამატებითი ინფრასტრუქტურის მოწყობა ამ ადამიანთა გადასამზადებლად? ასაკს რაც შეეხება, დღეს მოქმედი სამხედრო რეზერვის კანონის მიხედვით არის ძალიან მცირე ვადები დადგენილი იმ პირთა კონტიგენტთან დაკავშირებით, რომლებიც უნდა ჩაირიცხონ და ირიცხებოდნენ სამხედრო სარეზერვო სამსახურში. ეს არის ასაკი 27 წლიდან 40-წლამდე. ჩვენ ამ ასაკს ვზრდით. კერძოდ, შეიარაღებული ძალების რეზერვის შემთხვევაში იქნება 50 წელი, ტერიტორიული რეზერვის შემთხვევაში იქნება 55 წელი, სპეციალისტების რეზერვის შემთხვევაში 65 წელი. ხოლო სამობილიზაციო რეზერვი, რომელიც ყველაზე უფრო ჰგავს დღეს მოქმედი რეზერვის მოდელს, აქ ასაკი იზრდება 60 წლამდე. სამობილიზაციო რეზერვის დეტალებიც განვმარტოთ. ეს არის სავალდებულო, ხომ ასეა? დიახ, ეს არის სავალდებულო და მნიშვნელოვანი სიახლე არის სწორედ ის ასაკი, რომელზეც ახლა მოგახსენეთ. შესაბამისად, უფრო მეტი ძალების მობილიზება იქნება შესაძლებელი, საქარველოს უფრო მეტ მოქალაქეს ექნება იმის შესაძლებლობა, რომ მიიღოს ქვეყნის და სამშობლოს დაცვის და თავდაცვის საქმეში მონაწილეობა. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიახლე რაც არის, რასაც გვთავაზობს კანონპროექტი და კონცეფცია მდგომარეობს სწორედ იმაში, რომ შეიქმნება რეზერვის მართვის ელექტრონული მართვის სისტემა, რაც გულისხმობს რეზერვისტების შესაბამისი კატეგორიების მიხედვით დაყოფას - სამხედრო სპეციალობების და პროფესიების მიხედვით, ასევე მათი ადგილმდებარეობის მიხედვით, ასევე მათი ასაკის მიხედვით და საჭიროების შემთხვევაში, თუ ამის აუცილებლობა იქნება, იმ პირთა კონტიგენტს, თუ რომელი პირები და რა რაოდენობის ადამიანები, რეზერვისტები უნდა დაექვემდებარონ გაწვევას, ამაზე გადაწყვეტილებას მიიღებს საჭიროებიდან და კონკრეტული ამოცანებიდან გამომდინარე გენერალური შტაბი მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად. ხოლო რაც შეეხება გაწვევას, გაწვევაზე გადაწყვეტილებას, მაგალითად საომარი მდგომარეობის შემთხვევაში მიიღებს საქართველოს პრეზიდენტი, საგანგებო მდგომარეობის შემთხვევაში და საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში რეზერვისტების გაწვევის შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს მთავრობა, ხოლო მომზადებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მიიღებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი. მომზადება ახსენეთ და გამოგრჩათ ერთი საკითხი, რაზეც გკითხეთ - სასწავლო ცენტრების დამატება თუ არის საჭირო? მომზადების საკითხი ეხება მთლიანად გვარდიას. ეროვნული გვარდია უზრუნველყოფს სამობილიზაციო რეზერვისტების მომზადებას. მინდა დავაზუსტო, რომ კანონპროექტი სამობილიზაციო რეზერვის ნაწილში ამოქმედდება 2020 წლის 1-ლი ივნისიდან. ეს ვადა არის აუცილებელი იმისთვის, რომ გამართულად ამუშავდეს ეს სისტემა, დაინერგოს ელექტრონული მართვის სისტემა, მოხდეს კატეგორიზაცია ამ რეზერვში აღრიცხული პირების და ცალკეულ შემთხვევებში მიზნობრივად მოხდეს ამ რეზერვისტების გამოძახება. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ამას მთლიანად უზრუნველყოფს ეროვნული გვარდია და ამისთვის შესაბამისი პირობები, ინფრასტრუქტურა, გადასამზადებელ პირთა რაოდენობაც ზუსტად იქნება განსაზღვრული იმ პერიოდის განმავლობაში. თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ აქტიური რეზერვი, შესაძლოა, საპილოტე პროექტის სახით წელსვე ამოქმედდეს და ამისთვის უწყება არის მზად. როგორ შეიძლება დაიწყოს საწყისი ეტაპი და რა რაოდენობის ადამიანებზე შეიძლება იყოს გათვლილი, ეს ხომ ფინანსებთან, ბიუჯეტთან არის მიბმული? აქტიური რეზერვის სისტემა ნამდვილად წელსვე დაიწყებს მუშაობას საპილოტე პროექტის სახით. წელს იგეგმება 260 აქტიური რეზერვისტის გაწვევა ამ სამივე სახეობის სარეზერვო სისტემაში. თანხაც გათვალისწინებულია სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის შესაბამისად და წლიური დაფინანსება მიმდინარე წელს მხოლოდ ამ რეზერვისტებისთვის იქნება დაახლოებით 1 მილიონ 300 ათასი ლარი. https://imedinews.ge/ge/interview/142/ras-m...epormis-shemdeg |
Posted by: SabaGEO 26 Jan 2018, 16:27 | ||||
gugusha-l
* * *
zindiosama 27 წლამდე ვინც ვართ ვერ ჩავირიცხებით?? |
Posted by: zindiosama 26 Jan 2018, 16:50 | ||
SabaGEO
მე როგორც გავიგე, ეგ ალბათ უფრო სამობილიზაციო რეზერვში იქნება 27 წლიდან აქტიურ რეზერვში იწყება სამსახური |
Posted by: SabaGEO 26 Jan 2018, 17:07 |
zindiosama ხო ვისაც გავლილი აქვს სამხედრო სამსახური მხოლოდ ისინი ექვემდებარებიან გაწვევას |
Posted by: hermes555 26 Jan 2018, 20:03 |
2020 წელსო, ეჰ.... ომიდან 12 წლის შემდეგ შესაძლოა იყოს რეზერვი .... |
Posted by: S@BsoN@ 27 Jan 2018, 21:23 |
http://rustavi2.ge/ka/news/95345 რას ფიქრობთ ამაზე, ხდება ასეთები? თუ ამუქებენ როგორც ჩვევიათ ხოლმე. |
Posted by: ignorant 27 Jan 2018, 22:15 | ||||
ყველაზე მეტად ყურადსაღები ეს უნდა იყოს:
|
Posted by: S@BsoN@ 27 Jan 2018, 23:26 |
ალბათ რაღაცა იჩათ**ხეს და მიაყოლეს ეს ბიჭიც მაგ ამბავს . ამის გამპროტესტებელი კიდე არავინ არაა. არ ცალიათ ბახალა ყავთ გამოსაყვანი ციხიდან. იმედია ვინმე გამოეხმაურება ამ ამბავს და არ მიჩქმალავენ. მასეთ მეთაურებს კიდე უნდა დაუხვრიტო ერთი ადგილი და ვეღარ გაბედავენ მერე ეგეთებს სხვები. |
Posted by: zindiosama 28 Jan 2018, 13:03 | ||
S@BsoN@
მთელი მეთაურობა დასახვრეტია მაგ ლოგიკით ეჭვიც არ მეპარება რომ ყველა ეფესბეზე მუშაობს სინამდვილეში ვახ რა ქვეყანაში დავიბადე ტოოოო... რა დავაშავე ასეთი? ეს კვიჟინაძე ალბათ ერთი სამოცს გადაცილებული ტიპი იქნება, ძველი საბჭოთა ოფიცერი მაგრამ თუ ვერაფერი გაიგო მაშინ რატო მოკლეს? ალბათ გაგება მოინდომა და... |
Posted by: zindiosama 8 Mar 2018, 18:54 |
Парламент Грузии утвердил проект новой системы военного резерва https://www.newsgeorgia.ge/parlament-gruzii-utverdil-proekt-novoj-sistemy-voennogo-rezerva/ დაუმტკიცებიათ უკვე |
Posted by: eagle.1. 9 Mar 2018, 16:15 |
როგორი იქნება მოიერიშე თვითმფრინავი, რომლის წარმოებაც საქართველოში იგეგმება? "ჩვენს ხელმძღვანელებს აქვთ ასეთი იდეა, რომ საფრენი აპარატის ღრმა მოდერნიზაცია მოხდეს, ყველა დადებითი მხარე, რაც მას აქვს, დავტოვოთ და საექსპლუატაციო ან საბრძოლო გამოცდილების დროს გამოჩენილი სუსტი მხარეები გამოვასწოროთ. მოვახდინოთ მისი თავსებადობა თანამედროვე უსაფრთხოებისა და თავდაცვითი კონცეფციების სტანდარტებთან. https://bpn.ge/finansebi/43428-rogori-iqneba-moierishe-thvithmfrinavi-romlis-tsarmoebac-saqarthveloshi-igegmeba.html?lang=ka-GE ნეტა თუ მართლა რამე გამოვა ამ საქმიდან? |
Posted by: zindiosama 9 Mar 2018, 17:05 | ||
eagle.1.
რომც გამოვიდეს, ქართული არმია მაგათ ისევე ვერ იხილავს როგორც საკუთარ ყურებს. ექსპორტზე წავა აზია-აფრიკის ქვეყნებში ეგრეა ჩაფიქრებული * * * სავარაუდოდ ალბათ ესეთი იქნება გე-31 ეს ესკიზური ნახაზია და ჯერჯერობით ისევე საბჭოთა ძრავით როგორი იქნება დასავლური ძრავის დაყენების მერე - გამოჩნდება |
Posted by: zindiosama 3 Apr 2018, 13:14 |
Грузия будет сотрудничать с Турцией в военно-технической сфере https://www.newsgeorgia.ge/gruziya-budet-sotrudnichat-s-turtsiej-v-voenno-tehnicheskoj-sfere/ საინტერესოა, ეს ყველაფერი რას მოიცავს? |
Posted by: spec 10 Apr 2018, 11:48 |
http://www.thefirearmblog.com/blog/2018/04/09/smart-shooter-israeli-intelligent-sighting-system/ |
Posted by: narmonana 8 May 2018, 14:29 |
https://www.radiotavisupleba.ge/a/29214633.html აქ რა მოხდა? გორის მუნიციპალიტეტის სოფელ დიცში ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მიყენებული ჭრილობის შედეგად გარდაიცვალა შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი. გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ დიცში მდებარეობს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის საგუშაგო. |
Posted by: RedShark 18 May 2018, 23:45 |
უპრეცედენტო შემთხვევაა აშშ-ის არმიასა და ქართულ შეიარაღებულ ძალებს შორის, როდესაც ცხრა სამანევრო ბატალიონი გაიწვრთნება არა სამშვიდობო მისიისთვის, არამედ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისთვის ვიცე-პოლკოვნიკი ლაშა დავითაძე აცხადებს, რომ ვაზიანის სამხედრო აეროდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე აშშ-საქართველოს პროექტის – თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) დაწყებისა და საბრძოლო მომზადების ცენტრის (CTC) გახსნა ძალიან მნიშვნელოვანია. მისი თქმით, უპრეცედენტო შემთხვევაა ამერიკის შეერთებული შტატების არმიასა და ქართულ შეიარაღებულ ძალებს შორის, როდესაც ცხრა სამანევრო ბატალიონი გაიწვრთნება არა სამშვიდობო მისიისთვის, არამედ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისთვის. „43-ე ბატალიონი პირველი ქვედანაყოფია, რომელიც ამ პროგრამაში ჩაერთო. ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამაა, რომელიც სამი წლის განმავლობაში გაგრძელდება. ეს უპრეცედენტო შემთხვევაა შეერთებული შტატების არმიასა და ქართულ შეიარაღებულ ძალებს შორის, როდესაც ცხრა სამანევრო ბატალიონი გაიწვრთნება არა სამშვიდობო მისიისთვის, არამედ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქართული ქვედანაყოფები წვრთნებს საქართველოს ტერიტორიაზე იმ რეალური ამოცანებისთვის გაივლიან, რაც საქართველოს თავდაცვისთვის აუცილებელია. ეს ყველაფერი ამერიკელი პარტნიორების მხარდაჭერით მოხდება“, – განაცხადა ლაშა დავითაძემ. ვაზიანის სამხედრო აეროდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე აშშ-საქართველოს პროექტის – თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) დაწყებისა და საბრძოლო მომზადების ცენტრის (CTC) გახსნის ცერემონია დღეს გაიმართა. http://tbilisitoday.ge/2018/05/18/vice-polkovniki-lasha-davitadze-uprecedento-shemtkhvevaa-ashsh-is-armiasa-da-qartul-sheiaraghebul-dzalebs-shoris-rodesac-ckhra-samanevro-batalioni-gaiwvrtneba-ara-samshvidobo-misiistvis-aramed-qvey/ |
Posted by: B-E-R-U 20 May 2018, 16:40 | ||
წლებია ასეთი რამ უნდა მომხდარიყო. წლები... სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. |
Posted by: zindiosama 27 Jun 2018, 14:36 |
ხალხო, სამი კილომეტრით გადმოწიეს კოდასთან საზღვარიო და ვინმემ იცით რამე? |
Posted by: datunia93 27 Jun 2018, 14:37 |
zindiosama რიჟაა... კაცარავას პოპულისტი დედა მოვდღან |
Posted by: zindiosama 27 Jun 2018, 15:01 | ||
datunia93
ეგ რომელია? |
Posted by: datunia93 27 Jun 2018, 15:10 |
zindiosama ქაცარავა... აირსოფტის აფტამატებით რო დარბის და ტვ ოპერატორებს აკაჩავებს, ქვემოდან გადამიღე რა სურათი, უფრო მაღალი რო გამოვჩნდე. მავთულხლართებს ავლებენ რუსები ადმინისტრაციული საზღვრის გაყოლებაზე, რომელიც რუკაზე ჰარი ჰარალოზეა მონიშნული საიუზის დროს და არ ემთხვევა გეოვრაფიულ საზღვფებს, ამათ კიდიათ გეოგრაფიული საზღვრები და იცავენ ზუსტად. ზოგან უკან გაუვლეს და ოსები იწელებიან, ჩვენი სოფლები დარჩა იქითო, ზოგან წინდა ჩვენები მოყვენ იქეთ. ეს პროცესი 2008 წელს დაიწყო და სანამ აღიარებას უკან არ წაიღებენ და ტრაკში არ გაიკეთებსნ ვერც ქაცარავა შეცვლის რამეს და ვერც რუსთავი ორი. |
Posted by: karoche 27 Jun 2018, 16:27 |
zindiosama ქაცარავა ინ ექშენ |
Posted by: N_e_o_N 27 Jun 2018, 16:28 | ||
datunia93
რა უნდა მოხდეს, რამ უნდა აიძულოს რომ ეგ ქნან ღორებმა... სისხლი და სული მოვხან მაგათი... |
Posted by: karoche 27 Jun 2018, 16:37 | ||
N_e_o_N
1985-ში, რეიგანისა და გორბაჩოვის ჟენევაში შეხვედრის წინ, იცი რას ვფიქრობდით სუსურუკუში? რა უნდა ამ ამერიკას, რატომ გვემუქრება ატომური იარაღით? შეხვდნენ ერთი და იქნებ რამე მოაგვარონთქო ამერიკელები პირიქით რომ ფიქრობდნენ, ეგ მერე გავიგეთ ხოდა მერე როგორც განვითარდა მოვლენები კი იცით... ხშირად წარმოუდგენელი ამბები ხდება.. |
Posted by: zindiosama 28 Jun 2018, 19:40 |
რა ხდება ხალხო, რა მესაზღვრეები გაიტაცესო ლაგოდეხში? |
Posted by: zindiosama 16 Jul 2018, 18:26 |
ეს იქნება ამიხსნათ გეთაყვათ რას ნიშნავს? მე ვერაფერი გავიგე [/QUOTE]1. 2009 წლის 1 თებერვლამდე საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო-საზღვაო ძალების ქვედანაყოფები, მათ ბალანსზე რიცხული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ განსაზღვრული შეიარაღება და მატერიალურ-ტექნიკური ბაზა გადაეცეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებას – საქართველოს სასაზღვრო პოლიციას. 2. საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო-საზღვაო ძალების ფინანსური ვალდებულებები არ გადაეცემა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებას – საქართველოს სასაზღვრო პოლიციას. საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №781 - სსმ I, №40 29.12.2008 წ., მუხ.249[QUOTE] არ გააბლატავეს ეს შსს? |
Posted by: Zuka911 16 Jul 2018, 19:49 | ||
zindiosama ანუ მაგ დოკუმენტში იმაზე მიდიოდა საუბარი თავის დროზე საზღვაო ძალების ნარჩენები რო შეუერთეს შსს-ს, მაგრამ ეს ვერც მე გავიგე
ანუ ალბათ საზღვაო ძალებს ბიუჯეტიდან რაც გამოეყეფოდა ხოლმე ის არ მისცეს შსს-ს, ან შსს-ს არ ევალება სანაპირო დაცვის ფლოტის 'შენახვა' |
Posted by: gubaz_merve 17 Jul 2018, 03:51 | ||
არსებობს სისხლის შემაკავებელი პრეპარატი ,ამიერიდან ეს 6 მილიონ ქართველის ოჯახებზე არ გაითვალოს ღალატი იქნება და ღორობა! * * * ნოეს კიდობანის მაგვარი მიწისქვეშა ნაგებობების ალბათ მართებული იქნება თუ ვიტყვი ბომბა უბეჟეშე იმიტომ რომ რუსულს უსმენენ ... ვაკუუმურ მეტროს 12 ტანკი რომ გააქანოს კაფსულაში ზეცისკენ დიდი სიზუსტით ფიზიკის ყველა კანონის დაცვით...კოსმოსში გავალ. * * * ჩეჩნები ქართველთა ძმებია ისევე როგორც ინგუშები ჩერქეზი და და სირცხვილია რომ ეს მიწები დღეს რუსეთს ეკუთვნის ჩეჩნეთი რესპუბლიკა აღარ არსებობს ეს კიდე კიდევ უარესი სირცხვილი. * * * ჰა რას ფიქრობთ...............................................................................................................................................................................................................................................................................................? * * * წესით ჩვენ თავდაცვას 6 მილიონი საქართველოს მოქალაქის კოსმოსში გაყვანის გეგმა თუ დღემდე არ არსებობს ესეიგი სულელები მართავენ დღეს საქართველოს!
|
Posted by: gubaz_merve 18 Jul 2018, 22:36 | ||
ის რომ თბილისის ირგვლივ სტრატეგიული სიმაღლეები ბლინდაჟებად უნდა იქცეს და კომპრესიული მეტროს გამოყენება ჭურვების მისაწოდებლად უსწრაფესი და უიაფესი გზაა , სიმაღლიდან ნასროლი ჭურვი მხოლოდ ჰაერისჰგან წარმოქმნილი წნევით გამოსროლილი უპილოტო ფრთოსანი ტერიტორიის გარანტირებული კონტროლია. ამაზე თავს დავდებ.
|
Posted by: ildamusa 19 Jul 2018, 09:52 | ||
როგორ არ არსებობს? მარსზე ყურძნის დარგვა უნდათ..... თუ გლეხი არ მიუსახლე ისე როგორ აბა? მარსი და ვენერა ათვისებულია ვენერაზე კახელები...... ცხელა და სიცხეზე ნაჩვევევი ცხელ პლანეტებზეო |
Posted by: gubaz_merve 22 Jul 2018, 17:05 | ||
ხომალდი გათვლილი 12 მილიარდ ადამიანზე და დიდი აფეთქების ტალღის სათავეში მომაქცია ელექტრო შახტა და საქართველოს გამომუშავებული ენერგიის ერთი ჰერცი საკმარისია იმისთვის რომ სატვირთო დელტაპლანმა ელექტრო შახტაში 100 ტონა გააქანოს დიდი სისწრაფით ნუ მანდ გიდრავლიკა და პნევმატიკაც უნდა მარა... * * * https://youtu.be/wx8R6q1jbBM * * * თუნდაც კრეისერსაწინააღმდეგო ჭურვების სროლა გახდება შესაძლებელი ბლინდაჟებიდან ,ფაკზე პოროხო თუ როგოა? * * * ildamusa https://www.sciencealert.com/scientists-have-successfully-reversed-dna-ageing-in-mice ან მსგავსი ტიპის წამალი 6 მილიონზე რამდენი მებრძოლი დარჩება მარადახალგაზრდა და ცოცხალი ათასწლეულების ეპოქა დგება,სადაც ათასი წელი შეძლებს ადამიანი ცხოვრებას და შესაძლოა მანამდე შენ რამე კარგი ისწავლო * * * ხმის ბადე,მობილური სადგურები ხმის ლაივში გადასაცემად პულტთან დავჯდები რომელსაც ავაწყობ და ნებისმიერ საფრენ აპარატს დაგიფიქსირებთ! * * * ეხლა თავდაცვას რაც შეეხება,საქართველოს საჰაერო სივრცეში არცერთი ატომური ბომბი არ უნდა აფეთქდეს ,ეს შეეხება გამსვლელებს მაგრამ თუ ჩვენ სივრცეში შემოდის დათვლილი გაქვთ ოპტიმალური ვარიანტი,იქნებ შემოსვლისთანავე ავაფეთქოთ ჯობს,ორბიტაზე გასვლა შემიძლია ოღონდ ფულია საჭირო ,ნეიტრონის ყუმბარები 3000 ცალი 300 მილიმეტრიანი სუ მცირე უნდა გვქონდეს! * * * დრონები ნეიტრონის ყუმბარებით დელტაპლანის ტიპის ენერგიაზე მომუშავე ჭკვიანი მებრძოლები რომლებიც თავის სარდალს უსმენს,სამასმილიმეტრიანი ელექტროქვემეხი დელტაპლანზე... * * * https://youtu.be/Y50mQzx0Vv4ეს შემდეგი საფეხურია. * * * ჩვენ საჰაერო სივრცეში ცეცხლი არცერთმა ქვეყანამ არ უნდა გახსნას საქართველოს პრეზიდენტან შეთანხმების გარეშე!პარლამენტი კაია მარა ჩვენ ლიტერატურაში ვირის ტვინს დარდება.ქვეყანაში ომის დამწყები პრეზიდენტია!ეს უფლება მისი პრეროგატივაა! სხვაგვარად დამოუკიდებელი ქვეყანა ვერ გავხდებით!მთავარსარდალი ერთი უნდა იყოს !ეს ჩვენმა წინაპრებმა იცოდნენ!https://youtu.be/GiytNeF4sQw * * * თუ შევალთ ნატოში ცეცხლის გაუხსნელობის პირობა იმ სახით როგორც ჩამოვაყალიბე იქ უნდა შესრულდეს!თუ რუსეთი არ შეგვეშვება მაშინ ომში ჩვენც ჩავერთვებით და ქართული ცივილიზაციის კუნძულ ლანდს ,დათვალეთ რამდენი აისლანდი თუ ისლანდიაა,ქართული ცივილიზაციის ლანდს დღევანდელ პეტერბურგს შემოვიერთებთ ნეიტრალური წყლებით! * * * საქართველოს საზღვაო ავიაცია,პერსპექტიული მიმართულებაა ,პლანერები მზის ენერგიაზე და წყალბადზე. * * * ეს და კრესერებთან და წყალქვეშა ნავებთან ეფექტური საბრძოლო საშუალებაა. * * * განა რას იწონის ელექტრო ქვემეხი სუერკონდენსატორებით 40 ტონა?ფრთები შესაბამისი ...გიდრავლიკაზე. * * * დამცავი სკაფანდრების ეპოქა დგება! * * * graviton გრავიტონ შენ მსოფლიოში ერთერთი ფიზიკოსი ხარ ვის აზრსაც ითვალისწინებენ,რამოდენიმე ათეული გრამი კერამიკული ტიტანის ტყვია რომ შეასკდეს ზღუდეს რა ენერგია გამოიყოფა ამ კერამიკული ტყვიის მიერ ?თეორიულად ხომ შესაძლოა ელექტრო ქვემეხმა გააცდინოს ასეთი ტიპის ტყვია ორბიტას? * * * რამდენი მეგავატი დაჭირდება ელექტრო ქვემეხის ერთ გასროლას,წარმოიდგინე მეგობარო გატლინგის მიწოდების სისტემა და ორბიტაზე კონტროლის დამყარებაში ერთერთი წამყვანი ქვეყანა გავხდებით,ტვირთების მიწოდებაზე მერე ვიფიქროთ... * * * სტანდარტული კალიბრის ქვემეხისათვის გათვალისწინებული ნეიტრონული ყუმბარები,მსგავსი რუსებს ააქვთ ,ეგეთი გვინდა 3000 ცალი და პეტერბურგამდე ერთი დანაყოფით ჩავალთ როცა საჭირო იქნება ღვთის წყალობით! * * * სტელსის ტიპის ბომბდამშენი და ესკადა რამოდენიმე ბომდამშენის,მოვნიშნავ სტრატეგიულ ობიექტებს და ციმბირამდე უნდა შეძლოს ბოლო თვითმფრინავმა ჩასვლა რომლის სიჩქარე პირველ კოსმოსურისას უდრის ,დრო თავად გამოთვალეთ. * * * კავკასიური ცივილიზაცია უძველესია მსოფლი,მექსიკაში ღმერთ ანს ასახელებენ,ღმერთი ,,ან,, შემქმნელი ყოვლისა ქართულად ლაპარაკობს,ანი რომ ქართული ღმერთია ეჭვგარეშეა,ჩვენი ცივილიზაცია მსოფლიოა! * * * გაწვრთვნილი დრონები და უამრავი უბერებელი ვაჟკაცი ეს ჩვენი მომავალია,https://youtu.be/zCAOUlF-nAg კარგია! * * * თუმცა ჩვენ უკეთესები გვექნება ...
|
Posted by: zindiosama 27 Jul 2018, 13:09 |
ხალხო, აქ არტილერიის თემა ვერ ვიპოვე და ამიტომ აქ ვპოსტავ ერთი შეკითხვა მაქ რაღაც არტილერიის განვითარების კონცეპცია უდევთ თავდაცვაშიო და მოკლედ ხომ არ იცით რაში მდგომარეობს? |
Posted by: mamukasokhumeli 27 Jul 2018, 14:36 | ||||
|
Posted by: gubaz_merve 28 Jul 2018, 19:00 |
zindiosama მოკლედ ეს ელექტრო ქვემეხები მიმაჩნია მე და მოდერს თუ უნდა კიდე ერთი ბანი დამადოს არა პრობლემა |
Posted by: zindiosama 3 Aug 2018, 14:22 |
მოკლედ ჩავარდა იმხო რეზერვის პროგრამა ისე რომ არც კი დაწყებულა |
Posted by: aivenho 6 Aug 2018, 22:44 | ||
რეიზა? პუსუ სკიამაკია დათაგეთ |
Posted by: zindiosama 7 Aug 2018, 11:34 | ||
aivenho
აბა 6 ათასი წვევამდელიდან 4500 გირჩის "ეკლესიებში" რო გეიქცევა კიდე რეიზა უნდა მაგას? |
Posted by: aivenho 31 Aug 2018, 22:07 | ||
გირჩი სისტემის ნაკლოვანებებს ააშკარავებს ეგ გამართლება არაა |
Posted by: zindiosama 1 Sep 2018, 13:09 | ||
aivenho
რისი გამართლება? მე არც ვამართლებ არაფერს გირჩი კიდე ნაკლოვანება კი არა სისტემისათვის გამოტანილი სამუდამო განაჩენია |
Posted by: aivenho 3 Sep 2018, 21:48 | ||||
რეზერვის ჩავარდნას გირჩს აბრალებ და მეტი რაღა უნდა იყოს
სამუდამო არაფერია ამ ქვეყანაზე პუსუ ზრი ვ კორენ |
Posted by: zindiosama 7 Sep 2018, 20:21 | ||
aivenho
ხოდა მაგას რო ვაკეთებ იმიტომაც ვამბობ სამუდამო განაჩენია მეთქი გირჩი აქ მხოლოდ საბაბია და ის ფიგურალურად ვახსენე |
Posted by: მეგატვინი 11 Sep 2018, 16:27 | ||
zindiosama
რას გულისხმობ ? ოფიციალურად იწყება უკვე |
Posted by: zindiosama 12 Sep 2018, 17:25 |
საჯარო სამსახურში იმ პირთა დასაქმებაზე, რომელთაც ჯარი არ გაუვლიათ, შეზღუდვები წესდება UP Down საჯარო სამსახურში იმ პირთა დასაქმებაზე, რომელთაც ჯარი არ გაუვლიათ, შეზღუდვები წესდება 12 სექტემბერი / 2018 საჯარო სამსახურში იმ პირთა დასაქმებაზე, რომელთაც სამხედრო სავალდებულო სამსახური არ გაუვლიათ, სამართლებრივი შეზღუდვები დაწესდება. ამის შესახებ მთავრობის მიერ მომზადებულ კანონპროექტშია აღნიშნული. კერძოდ, პროექტის თანახმად, ზუსტდება ისეთი საკითხები, როგორიცაა საჯარო სამსახურში დანიშვნისას დასაწესებელი შეზღუდვები. „კანონპროექტი ითვალისწინებს სამართლებრივ შეზღუდვებს საჯარო სამსახურში დანიშვნის კუთხით იმ მოქალაქეთა მიმართ, რომელთაც არ გაუვლიათ სამხედრო სავალდებულო სამსახური. ასევე, კანონპროექტმა უნდა გაითვალისწინოს რეგულაცია, რომლის მიხედვითაც შესაძლებელი იქნება აღირიცხოს საკონტრაქტო და საკონტრაქტო (პროფესიული) სამსახურის გამვლელი ყველა წვევამდელი და მათ შესახებ ინფორმაცია. პრობლემურია ასევე სამხედრო სამსახურის მოხდის წესი იმ მოქალაქეების მიერ, რომლებიც იმყოფებიან საზღვარგარეთ მუდმივად საცხოვრებლად ან სამუშაოდ. ასევე, საჭიროა დაზუსტდეს სამხედრო სამსახურის გადავადების საფუძვლები, რათა მაქსიმალურად შემცირდეს სამხედრო სამსახურის გადავადების საფუძვლებით უკანონო და უსარგებლო ფაქტები. ამასთან, დასაზუსტებელია სამხედრო სავალდებულო სამსახურის გამვლელთათვის პირადი შემადგენლობის სიიდან ამორიცხვის ვადები როტაციის თვალსაზრისით და ვადამდე დათხოვნილ სამხედრო მოსამსახურეთა რეზერვში ჩარიცხვის წინაპირობა,“-აღნიშნულია პროექტში. კანონპროექტის პარლამენტში წარდგენა საშემოდგომო სესიაზე იგეგმება. https://bpn.ge/index.php?option=com_content&view=article&id=48693:sajaro-samsakhurshi-im-pirtha-dasaqmebaze-romelthac-jari-ar-gauvliath-shezghudvebi-tsesdeba&catid=163:finansebi&Itemid=68 |
Posted by: SosoChik 13 Sep 2018, 05:01 |
მესიამოვნა ახლახან წავიკითხე რომ ისრაელის თავდაცვის მინისტრი იყო თუ კიდევ არის საქართველოში და თანამშრომლობაზე საუბრობს. რა ვიცი რა გამოვა მაგრამ სპაიკები და ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები რომ მიიღოს შედეგად საქართველომ, ჩავთლი რომ მაგარი იქნება |
Posted by: zindiosama 13 Sep 2018, 12:33 | ||
SosoChik
ალბათ გაგრძელდება ეგ ამბავი |
Posted by: Zuka911 13 Sep 2018, 13:13 |
ყველაზე მეტად რაც იყო გამიხარდა მაგ ვიზიტიდან ის იყო რომ როგორც ისრაელის თავდაცვის მინისტრმა თქვა რეზერვის სისტემის კუთხით დავეხმარებით საქართველოსო... |
Posted by: t-90 13 Sep 2018, 13:14 | ||
SosoChik
დიდი მადლობა მარა ისრაელისგან ნებისმიერი ტავარი რაც ელექტრონიკას შეიცავს არ უნდა მივიღოთ. მაგათი ვაჭრობის საგანი ვერ გადავიქცევით. |
Posted by: SosoChik 13 Sep 2018, 22:06 | ||||
მაგის თქმის არანაირი საფუძველი არ გაქვთ. ერთადერთი რაც გააკეთა ისრაელმა 2008 წლის დასაწყისში არის რომ დაადო ემბარგო საქართველოზე იარაღის გაყიდვაზე რუსეთის შანტაჟის მერე. შანტაჟიც მოდიოდა იმიტომ, რომ თვითონ რუსეთი თვლიდა რომ ისრაელის იარაღი მისთვის სახიფათოა. ერთადერთი კომპლექსი რომელმაც ჩამოაგდო თვითმფრინავი აქტიური ხარვეზების ზემოქმედების პირობებში იყო ის ისრაელის დანადგარი. სხვა შემთხვევა თურმე არ ყოფილა. უნდა გვიხაროდეს თუ სიტუაცია იცვლება და ბოდიში სისულელეების ტირაჟირებას თავი დავანებოთ როგორც მესმის, უმაღლესი განათლება გაქვთ |
Posted by: t-90 13 Sep 2018, 23:03 | ||||||||
SosoChik
არამარტო ეგ. ხო არ დაგავიწყდათ მთავარი სკანდალი?
კი რა თქმა უნდა.
ბუკმა სტკუცა.
არანაირად არ არის ეგ სისულელე. იკადრეს და მიგვყიდეს და რა ვიცი აბა. ნორმალური ქვეყანა ამას საქვეყნოდ გააცხადებდა. როგორც ჩანს იმ როს ხელისუფლებამ უბრალოდ ჩაისვარა. |
Posted by: SosoChik 13 Sep 2018, 23:21 | ||||||||||||||
ბუკი რომელმაც სტკუცა ტუ 22 ს იდგა აქტიური საბრძოლო მოქმედებების ზონის გარეთ. და დიდი ალბათობით მასზე ხარვეზები არ მიდიოდა. სხვა გამშვებებმა რა ქნეს ბუკისა? თუ სამიზნეების ნაკლებობა იყო? * * *
რა იკადრეს და რა მოგყიდეს? ახლა წავიკითხე მე მეგონა იმას იმეორებდი “კოდები გაყიდესო უპილოტოებისო“ რამე სვაზე საუბრობ? |
Posted by: zindiosama 14 Sep 2018, 15:15 | ||
SosoChik
გულისხმობს რომ რუსეთს მიგვყიდეს კოდები კი არ გაყიდეს, უბრალოდ გადასცეს რუსეთს იმის სანაცვლოდ რომ ის ირანს ს-300-ებს არ მიყიდიდა მერე მაინც მიყიდეს და ისრაელიც გადაგდებული აღმოჩნდა ეგრე იცის შანტაჟზე დაყოლამ |
Posted by: SosoChik 14 Sep 2018, 15:52 | ||||
არა სხვანაირად იყო ცოტა მაგრამ მართლა “მიგვყიდეს“ 2008 წლის დასაწყისში რუსეთს უკვე ქონდა გადაწყვეტილი შემოჭრა ჩვენთან. და ისრაელს დაუყენა ულტიმატუმი რომ თუ ისრაელი გააგრძელებდა საქართველოსთან თანამშრომლობას, რუსეთი სირიას ისკანდერებს მისცემდა. ისრაელში ალბათ მაშინ იფიქრეს რა ასეთი საინტერესო პარტნიორია საქართველო. ჰა აიღონ საქართველოდან მაქსიმუმ 100 მილიონი. და შეიქმნან ახალი საფრთხე, რისი ნეიტრალიზაციისთვისაც მილიარდების დახარჯვა დაჭირდებოდა. და ანტისარაკეტო დავითის ფარი და ხეცი ჯერ მზად არ იყო. დღეს ორივე მზად არის. ირანი მაინც უახლოვდება ისრაელის საზღვრებს. და რაკეტებს ალაგებს ახლოს. პატინი მაგათთან რაღაც თამაშების თამაში დაიწყო. ცოტა ხნის წინ შეხვდა ირანის ლიდერს. მე ამას ვუკავშირებ ლიბერმანის ვიზიტს. უნდა მივეჩვიოთ რომ ამ საქმეებში ყველაფერი ვაჭრობის საგანია. და ყველა ფიქრობს თავის თავზე. ისრაელიც მათ შორის. ეს ლექსიკონი “იკადრეს“, “მიგვყიდეს“ უადგილოა და არასერიოზული. არავინ არ არის ვალდებული გეფეროს. შენც უნდა იფიქრო შენს თავზე. და მიშას ჯერ სამხედრო ძალა უნდა შეექმნა და მერე გაემწვავებინა რიტორიკა. და არა პირიქით. |
Posted by: hermes555 19 Sep 2018, 09:37 |
სპაიკს თუ მოგვყიდიან კარგი იქნება, ეგ უპილოტო არაა "პერეხვატი" რომ გაუკეთონ კავშირს |
Posted by: xDavid_S 19 Sep 2018, 10:20 | ||
დივიზიონში შემავალი 6 ერთეული СОУ-დან მუშაობდა მხოლოდ ერთი = დანარჩენები ტექნიკურად გაუმართავი იყო და საბრძოლო ამოცანის შესრულება არ შეეძლოთ |
Posted by: SosoChik 19 Sep 2018, 11:08 | ||||||
რა პერეხვატი? ორი კვირა წვალობდენ რუსები მანამ სანამ ჩამოაგდეს ჯერ ერთი თვითმფრინავიდან და მერე მეორე მიწიდან ოსათი. რადიოკავშირის პერეხვატი რა დროს იყო? მერე თავდაცვის სამინისტრომ აწრიალდა და ის ორად ორი უპილოტო ახლით უნდა შეეცვალა. ისრაელის მხრიდან კი უკვე ემბარგო მოქმედებდა * * *
რა ადგილას იყო ეს მწყობრში რომელიც იყო? და მეორე კითხვა სხვა წყაროები თუ ადასტურებს მაგ ბუკების ტექნიკურ გაუმართავობას? გარდა ერთის მეთაურის ნაამბობისა, რომელმაც სამოქალაქო სამუშაო ვერ ნახა და ნაციონალების ლანძღვით სცადა ჯარში აღდგწნა. რაღაც მაგარი ზღაპარი ჩანს. |
Posted by: hermes555 19 Sep 2018, 14:13 |
SosoChik რამდენადაც მაშინ ითქვა დახურული კავშირის დეშიფრაციის კოდები გადასცა ისრაელმა რუსეთსო დეტალები არ ვიცი ნამდვილად. |
Posted by: SosoChik 19 Sep 2018, 21:41 | ||
ითქვა სისულელე ორად ორი საფრენი აპარატი რუსებმა ძლივს ჩამოაგდეს მერე როცა დავკარგეთ ატყდა ციებცხელება სამაგიერო გვეყიდა იგივე საკომანდო მოდულზე მისაბმელად და უკვე არ მოგვყიდეს. ეს ზუსტად ასე იყო |
Posted by: Varmint 22 Sep 2018, 09:08 |
Dahir Insaat - Published on Mar 23, 2016 https://www.youtube.com/watch?v=KgQAfNP0RNA |
Posted by: SosoChik 22 Sep 2018, 12:08 | ||
მულტფილმი კი არის ლამაზად გაკეთებული მაგრამ ამას როგორც მესმის ლულა სჭირდება ეს ყველაფერი ფანტაზიაა მაგის ავტორის ეს კი რეალურ შეიარაღებაშია 12 რაკეტა სპაიკი აქვს, რომლებიც დახურული პოზიციიდან ისვრიან ანუ, თუ მიზანჩვენება მიიღო, ერთ ასეთ "ტანკს" თეორიულად ერთი სატანკო ასეულის განადგურება შეუძლია |
Posted by: Varmint 22 Sep 2018, 13:38 |
SosoChik დაჰირ სემენოვ მგონი ასე ჰქვია და სხვათაშორის თავის გამოგონებებზე მოსკოვიდან დაპატენტების საბუთი აქვს ჩემი თვალით ვნახე მის FB გვერდზე |
Posted by: SosoChik 22 Sep 2018, 15:29 | ||
პროვისიონალ პატენტი ამერიკაში 100 დოლარი წელიწადში. თუ სხვას არ დაუპატენტებია, აპატენტებ შენ მერე თუ დაინტერესდა ვინმე? |
Posted by: zindiosama 3 Oct 2018, 13:38 |
Черноморский флот теряет флагмана Похоже, у властей нет денег на ремонт гвардейского ракетного крейсера «Москва» http://svpressa.ru/blogs/article/211956/ |
Posted by: makia-veli 12 Nov 2018, 12:07 |
გამარჯოს მილიტარისტებს 33 წლის ვარ, სამხედრო სამსახური არ მომივლია , დამბრაკეს ფეხის გამო და ჯარში მინდა წასვლა, სროლა და იარაღის ხმარება რომ ვისწავლო და რამე შანსები მაქვს რომ წავიდე... თან ისეთი პროფესიები მაქვს გამოვადგები ჯარს.. ვიცი მძიმე ტექნიკის მართვა, მესმის დიზელ ძრავიანი მანქანების, მანქანის ელექტროობა, ახლა სვარკასაც ვსწავლობ, ვარ პროფესიით ქსელის ადმინისტრაოტრი ანუ აიტი სეპციალისტი...და ჯარში მინდა წასვლაა მუღამი მაქვს და რამე სიახლე არის ახლა... |
Posted by: aivenho 12 Nov 2018, 22:19 |
makia-veli 5 წლით ადრე უნდა დაბადებულიყავი ალბათ ედიკას დროს ყველა მიყავდათ |
Posted by: zindiosama 7 Dec 2018, 11:38 |
“უკვე გადაწყვეტილია, რომ სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის შემდეგ თავდაცვის მინისტრი შეიცვლება და ლევან იზორიას გენერალი შავლეგო ტაბატაძე ჩაანაცვლებს“ 20:44 06.12.2018 “უკვე გადაწყვეტილია, რომ სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის შემდეგ თავდაცვის მინისტრი შეიცვლება და ლევან იზორიას გენერალი შავლეგო ტაბატაძე ჩაანაცვლებს“ “უკვე გადაწყვეტილია, რომ სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის შემდეგ თავდაცვის მინისტრი შეიცვლება და ლევან იზორიას გენერალი შავლეგო ტაბატაძე ჩაანაცვლებს, რომელიც ამჟამად იმერეთის გუბერნატორია. საგულისხმოა, რომ თუკი მოქმედი სამხედრო პირი დაინიშნება თავდაცვის მინისტრად, ეს შევარდნაძის ხელისუფლების შემდეგ პირველი შემთხვევა იქნება. ბოლო მოქმედი გენერალი თავდაცვის მინისტრად დავით თევზაძე იყო 2004 წლამდე, მას შემდეგ ამ თანამდებობას სამოქალაქო პირები იკავებდნენ. მთავრობის კულუარებში ამბობენ, რომ გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და ტაბატაძე მინისტრის პორტფელს უახლოეს პერიოდში ჩაიბარებს. ინფორმაცია თავდაპირველად “პირველმა რადიომ” გაავრცელა” - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით იზორია არჩევნებს და სკანდალებს გადააყოლეს, მას იმერეთის გუბერნატორი შეცვლის. “შავლეგო ტაბატაძე იმერეთის გუბერნატორად მიმდინარე წლის აგვისტოში დაინიშნა. მანამდე კი ტაბატაძე საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 18 წელი მსახურობდა. მას გენერლის ჩინი აქვს. სამხედრო კარიერის განმავლობაში მან სხვადასხვა ეტაპი გაიარა. იყო I ქვეითი ბრიგადის შტაბის უფროსი, III ქვეითი ბრიგადის მეთაური, V ქვეითი ბრიგადის მეთაური, ბოლო პერიოდში კი გენერალურ შტაბში სამხედრო განათლებისა და საბრძოლო მომზადების დეპარტამენტის საბრძოლო მომზადების სამმართველოს უფროსის პოზიცია ეკავა. იმერეთის გუბერნიაში გუბერნატორის თავდაცვის სამინისტროში გადასვლასთან დაკავშირებით ამ ეტაპზე კომენტარს არ აკეთებენ. არაოფიციალური ინფორმაციით, იზორიას გათავისუფლების ერთ-ერთი მიზეზი არჩევნების მეორე ტურში ავღანეთის უბნების წაგებაა, თუმცა იზორიას გათავისუფლებაზე ხმები არჩევნებამდეც ვრცელდებოდა, მიზეზად კი სამინისტროში არსებული დარღვევები სახელდებოდა”, - აღნიშნავს გამოცემა. “შეგახსენებთ, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალებიდან ტყვია-წამლის უკანონოდ გაყიდვის ბრალდებით შეიარაღებული ძალების 3 სამხედრო დააკავეს, თუმცა მინისტრ იზორიას ბრძანებით, ამბავი დამალეს. იარაღის გაყიდვის სკანდალამდე იზორიას სახელი კიდევ ერთ სკანდალს დაუკავშირდა - საუბარია ჩხოროწყუში პოლიციის უფროსის ოჯახიდან აფხაზური აქციზის მქონე სიგარეტის არალეგალურ გაყიდვაზე. რაიონის პოლიციის უფროსი ჯუმბერ იზორიაა, რომელიც თავდაცვის მინისტრის ნათესავია. ოპოზიციის ინფორმაციით, იზორიას ნათესავებს და ახლობლებს რაიონში ბიზნესის კონტროლი ბრალდება. ასევე საუბარია, რომ იზორიას თანამდებობიდან გაშვების კიდევ ერთი მიზეზი აუდიტის დასკვნა იქნება, რომლის მიხედვითაც სამინისტროში ფინანსური დარღვევებია. საუბარია ტენდერებზე და შესაძლო თაღლითურ საქმეებზეც, რომლითაც პროკურატურა უკვე დაინტერესდა”, - განაგრძობს გამოცემა. “აუდიტის დასკვნის მიხედვით, თაღლითურმა სქემამ, რომელიც თავდაცვის სამინისტროში წლების განმავლობაში მოქმედებდა, სახელმწიფო ბიუჯეტი 200 ათასი ლარით დააზარალა. სამინისტროს საფინანსო სამსახური ფულს ყოფილი თანამშრომლების სახელფასო ანგარიშებზე რიცხავდა, თუმცა სად მიდიოდა ათი ათასობით ლარი ეს ამ ეტაპზე უცნობია. თავდაცვის უწყებაში ამბობენ, რომ გამოძიება დასრულდა და 5 ადამიანი მისცეს პასუხისგებაში, თუმცა ხუთიდან, მხოლოდ ერთია დაკავებული. ლევან იზორიას მინისტრობის პერიოდში 62%-ით გაიზარდა წარმომადგენლობით ხარჯები ანუ ფული, რომელსაც მინისტრი წვეულებებისთვის და სხვადასხვა ღონისძიებისთვის ხარჯავს. სახელმწიფო აუდიტი კიდევ ერთ სავარაუდო დანაშაულის შესახებ მიუთითებს. საუბარია, წარმომადგენლობითი ხარჯების არამიზნობრივ ხარჯვასა და შესაძლო კორუფციაზე. 2015 წლის მთავრობის განკარგულების მიხედვით, საბიუჯეტო ორგანიზაციებს გასაწევ ხარჯებზე შეზღუდვები დაუწესდათ, 20%-ით უნდა შემცირებულიყო წარმომადგენლობით ხარჯები. თუმცა თავდაცვის სამინისტროში პირიქით მოხდა. 2017 წელს წინა წლებთან შედარებით ორჯერ მეტად გაიზარდა ხარჯები”, - დასძენს გამოცემა. http://geotimes.ge/index.php?m=5&news_id=61876&lng=geo&fbclid=IwAR1oYVhnX5m1OVyusdjSo2N4NpeceiSRrQJy4hyJVkluNge1_42fKylKhx4 |
Posted by: kanian_U 8 Feb 2019, 19:57 |
ვინმეს იცის რატომ შეცვალეს სიმბოლიკა და სახელი? |
Posted by: mamukasokhumeli 8 Feb 2019, 21:12 |
ძალიან მეეჭვება რაიმე დასაბუთებული მიზეზი არსებობდეს ისევე,როგროც ფლოტისა და შემდგომ ავიაციის გაუქმების.დანარჩენი აგერ: » სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ « |
Posted by: zindiosama 15 Feb 2019, 20:12 |
ეს მართალია? https://tvm.ge/archives/11083?fbclid=IwAR1jgcH7pVgqoRUQ2g63qnq76RiXq4SodQC0E7GFrKJwuwAxyX_nqNkUTb4 საქართველო მოღალატეთა მიერ ჩადენილი ღალატის არნახულ შემთხვევებს იცნობს, მაგრამ ის რასაც ახლა მოგახსენებთ ღალატის ჩადენის ისტორიაში ნომინირებული პირველ ადგილს აუცილებლად დაიკავებს. იზორია მოღალატემ არმიიდან მოხსნილია ათეულობით д -30 ტიპის საარტილერიო ქვემეხი და ღია ცის ქვეშ ყოველგვარი დაკონსერვებია – დასაწყობების გარეშე დაყარა. ღალატი მდგომარეობს იმაში რომ ყველა საბრძოლო ერთელული ბრძოლისუნარიანია. იზორიამ შეგნებულად დააქვეითა არმიის საბრძოლო პოტენციალი. ქვემეხის ლულები იდეალურ მდგომარეობაშია რაც იმას ნიშნავს რომ მისი ჩამოწერა, განადგურება და გაყიდვა სასტიკად დაუშვებელია, დანარჩენი კი ექვემდებარება რემონტს. იარაღის მდგომარეობის შეფასება ხდება ხუთი ტიპის კატეგორიით. 1. კატეგორია იდეალური. 2.კატეგორია კარგი. 3. კატეგორია რემონტი. 4.კატეგორია კაპიტალური. რემონტი. 5. კატეგორია უვარგისი. д -30 ტიპის ქვემეხები წარმოადგენენ საბჭოთა წარმოების საარტილერიო დანადგარებს მათი მოქმეეების რადიუდი 15 კილომეტრია. ქვემეხი გამოცდილი და საიმედო იარაღია რომელმაც არაერთხელ დაამტკიცა მისი ეფექტურობა აფხაზეთის თუ სამაჩაბლოში გამართულ ომებში მისი ღირებულება 33 000 აშშ დოლარს შეადგენს . მინისტრ იზორიას სახლების სიმრავლე პროფესიონალს ვერ განაცვიფრებს ეს ხომ აშკარა კორუფციის ნიშანია. ქვემეხი д -30 ის სათადარიგო ნაწილები თავდაცვის უწყების შეკვეთით სადილერო კომპანია ,, DZON”-ს უნდა ჩამოეტანა რომელიც ჩეხეთის სახელმწიფოს გავლით უკრაინიდან ახდენდა საქონლის ინპორტს, თუმცა უკრაინელებმა ეს გაუგეს და უარი განაცხადეს ქვემეხის ნაწილების მოწოდებაზე. იარაღის ბიზნესი ყველაზე სარფიანი რამ გახლავთ. მსოფლიოში ძალაუფლებაზე ყველაზე დიდი მოთხოვნილებაა ამიტომ ვაჭრობა ამბიზნესში მთელი მისი მშვენიერებით მიმდინარეობს. იზორიამ სწორედ ისეთი სადილერო ფირმა შეარჩია რომელიც სათადარიგო ნაწილები უკვე 2 წელი ვერ ან არ შემოიტანა. ამიტომ მინისტრს მიეცა д -30 ტიპის ქვემეხების ჩამოწერის მოტივი ჯერ ისინი დანაშაულებრივად მოხსნა საბრძოლო ნუსხიდან და ღია ცის ქვეშ დასალპობად დაყარა. მოგვიანებით იტყვის ,,ეს ჟანგიანი ტექნიკა ბრძოლისუუნაროა და დავჭრათო” ადგება დელტა და ჩაუტარებს ,,უტილიზაციას ” (განადგურებას) მოაჭრიან უფრო სწორედ ლულებს მოხსნიან და ასე ჯართის სტატუსით კაპიკებში იყიდის რომელიღაც აფრიკული ქვეყანა ვისაც д -30 სჭირდება და იცის მისი საცეცხლე მხარდაჭერის ფასი. უტილიზაციაში კი იზორია ძოძოაშვილი ცალკე ფულს გაწერენ. მართალია д -30 ტიპის ქვემეხს ტაქტიკა მოუძველდა მას ფრანგული საარტილერიო დანადგანი ,,ცეზარი” მას 15 კილომეტრის ნაცვლად ჭურვის გასროლა 30 კილომეტრზე შეუძლია მაგრამ д -30 განსხვავებიტთ ,, ცეზარი” 33 ათასი აშშ დოლარი კი არა 2 მილიონ ნახევარი ევრო ღირს ასე რომ ეს სიკვდილის მანქანა ჩვენი არმიისთვის ხელმიუწვდომელი სიამოვნებაა. ვოცნებობთ იმაზე რაც არ გვაქვს და ვანადგურებთ იმას რაც რეალობაში გაგვაჩნია. იზორიამ საარტილერიო ბრიგადიდან ჩამოწერილი д -30 მაგივრად სხვა საარტილერიო გათვლები გადმოიყვანა. მაგრამ აქ თუ მიემატა იქ მიაკლდა და ამ შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი პროგრესისკენ არ შეიცვალა მოხდა ილუზია და ჩადენილ იქნა ღალატი. ქართველებს მეზარბაზნეები არაჰყავს კი არა იზორიამ ზარბაზნები გაუნადგურა. რა ჰქვია ამას? მტრობის და ღალატის გარდა საზოგადოებამ შეაფასოს. |
Posted by: dato148 15 Feb 2019, 20:43 | ||
ეგენი ძველებია გადასაყრელები იყო მაინც .. Excalibur ჩაანაცვლებენ |
Posted by: zindiosama 15 Feb 2019, 20:48 | ||
dato148
ანუ ამერიკულ პალადინებს ვყიდულობთ ეგრე გამოდის? |
Posted by: aivenho 15 Feb 2019, 23:52 | ||
არა გვჩუქნიან........ |
Posted by: zindiosama 16 Feb 2019, 13:18 | ||
aivenho
ხუმრობის ხასიათზე ვარ ეხლა? თუ იცი თქვი, სიმართლეა ეგ თუ არა ანუ დ-30-ებს ვ გულისხმობ პ.ს. - საჯარო სამსახურში იმ პირთა დასაქმება იკრძალება, რომელთაც სავალდებულო სამხედრო სამსახური არ აქვთ გავლილი http://geotimes.ge/index.php?m=5&news_id=63671&cat_id=19&lng=geo&fbclid=IwAR1yfHXHxUeb83Cq7F-u5HsXHvPe_t8R3Os0xA_kHWAwhG6MS33s6XrW25E |
Posted by: aivenho 16 Feb 2019, 19:16 |
zindiosama რა ცოდნა მაგას უნდა ან ვინ მოგვყიდის ან რა ჩემი ფეხებით ვიყიდით ნამეტანი ოპტიმისტი ხარ |
Posted by: zindiosama 16 Feb 2019, 19:45 | ||
aivenho
კაცო, მე დ-30-ებზე გკითხე რამე თუ იცი მეთქი თორე მაგას რო ვერ ვიყიდით ისედაც ვიცი |
Posted by: forum-ge 21 Feb 2019, 20:05 |
ამ განყოფილებაში მგონი პირველად ვპოსტავ, ამიტომ თუ სადმე არის მსგავსი თემა და მე აქ არასწორად ვწერ, გთხოვთ მაპატიოთ. ასევე წინასწარ ვამბობ, რომ სამხედრო თემებში საერთოდ გაუთვითცნობიერებელი ვარ, უბრალოდ ვიკიპედიაზე საქართველოს შეიარაღებას გადავხედე https://en.wikipedia.org/wiki/List_of_equipment_of_the_Defense_Forces_of_Georgia და 120 ცალი T-72 და 23 ცალი T-55 გვყავსო წერია. რამდენად გამოსადეგია თანამედროვე ეპოქაში ეს ტანკები და მართლა ამდენი გვყავს? |
Posted by: Zuka911 23 Feb 2019, 22:07 | ||||
კი, ნუ 72 მგონი 100
ტ-72 - ისე რა ტ-55 - გამოუსადეგარი |
Posted by: adibudi 15 Mar 2019, 11:14 |
ვაზიანის აეროპორტი აშენდა ბოლო ბოლო? |
Posted by: zindiosama 15 Mar 2019, 16:42 |
ხურვალეთში რა ხდება ხალხო? ღორები შევიდნენო |
Posted by: POKERISBLUFF 9 Apr 2019, 02:40 |
|
Posted by: t-90 9 Apr 2019, 09:14 | ||
Zuka911
როგორც ტანკი კი. როგორც პლატფორმა არანაირად. იხილეთ ებრაული ახზარიტი. |
Posted by: Zuka911 9 Apr 2019, 17:04 |
t-90 მასე თუნდაც საინჟინრო მანქანებად რომ გადააკეთოს დელტამ არ იქნება ურიგო... |
Posted by: gugusha-l 9 Apr 2019, 21:40 | ||||
რატო ასეთი კატეგორიულობა? ან გამოუსადგერობა რაში გამოიხატება? ბუნებრივია ტ 90 წინააღდეგ ვერ გაქაჩავს. მაგრამ რამდენია მათი ხვედრითი წილი ტანკების გამოყენებაში ? მაგრამ შეტევაში ან თავდაცვაში ქვეითების მხარდაჭერისათვის სავსებითაც გამოდგება. |
Posted by: Zuka911 9 Apr 2019, 22:58 |
gugusha-l ნუ გააჩნია რის წინააღმდეგ იბრძვი ჩვენს პირობებში ტ-55 გამოუსადეგარია, ნებისმიერი რუსული ქვეითი დანაყოფი აღჭურვილია რპგ-7/26/22-ით რომელიც ტ-55-ს მარტივად გამოიყვანს მწყობრიდან. ნუ თუ მოდერნიზაციას ჩავუტარებთ და რეაქტიულ ჯავშანს დავამატებთ მერე შეიცვლება მდგომარეობა მაგრამ რაც ეს მოდერნიზაცია დაჯდება ჩემი აზრით იგივე თანხით სხვა ტექნიკის, თუნცა ქსმ-ების მოდერნიზაცია სჯობს. მაგრამ რავიცი, სირიაში ტ-55ავ-ები (რეაქტიული ჯავშნით) მაინც ასანთის ღერებივით ფეთქდებიან რპგ-7-ებზე... |
Posted by: gugusha-l 10 Apr 2019, 23:25 | ||
მაგ ლოგიკით თუა მაშინ ტ 72-ს იგივე რპგ 7 ით ბევრად ნაკლები აქვს აფეთქების შანსი? |
Posted by: Zuka911 11 Apr 2019, 00:11 |
gugusha-l რეაქტიული ჯავშნით ეკიპირებული ტ-72 ჩვეულებრივი, ერთსაფეხურიანი რპგ-7-ის ჭურვისთვის საკმაოდ რთულად გასანადგურებელი/მწყობრიდან გამოსაყვანი სამიზნეა. (თუ რათქმაუნდა რეაქტიულ ჯავშანში დევს საჭირო ფეთქებადი ნივთიერება, თუ არ დევს გინდ ეგენი დაგიყნებია და გინდ კრამიტი, აზრი არ აქვს) |
Posted by: datunia93 11 Apr 2019, 13:55 |
Zuka911 ტანკებში ჩემი ცოდნა ცოტა დაბალია, მაგრამ ვიტყვი ჩმს დილეტანტურ აზრს - ერაყში თ ავღანეთში რპგ7-ებით აფეთქებული და განადგურებული აბრამსებიც მიანხავს, მაგრამ ეს ხო არ ნიშნავს რომ რპგ7 ის ქონის შემთხვევაში აბრამსი განადგურებულია და მის გამოყენებას აზრი არ აქვს. შეტევაში იგივე ტ55 + 30 ქვეითი გაცილებით დიდი საფრთხეა ნებისმიერ პოზიციაზე გამაგრებული მტრისთვის, ვიდრე მხოლოდ 30 და გინდაც 50 ქვეითი. უვარგისი და გამოუყენებელი ნამდვილად არაა. ტ55 კი არა ბმპ1 და დაჟე ბტრ70-ის მხარდაჭერაც კი ბევრად ზრდის შემტევ ძალას და ქვეითების გადარჩნის, ცეცხლისაგან დაფარვის შანსებს |
Posted by: Zuka911 11 Apr 2019, 18:02 | ||
ეგ თავისთავად, მაგრამ უნდა გახსოვდეს ვინაა შენი მოწინააღმდეგე. ამ შემთხვევაში ტ-55-ების მოდერნიზაცია/შენახვაზე ფულის ხარჯვა უაზროდ მიმაჩნია, მაგას ჯტრ/ქსმ-ების მოდერნიზაცია სჯობს ჩემი გამოცდილებით/აზრით ბტრ-70 კიარა ერთი 82-იანი ნაღმმტოყრცნი ან ტოიტოაზე დაყენებული 12.7-იანიც შეიძლება გადამწყვეტი იყოს შეტაკებაში |
Posted by: datunia93 11 Apr 2019, 19:17 | ||
Zuka911
კი, რა თქმა უნდა.... წამოვა ერთი სატანკო ასეული შეტევაზე და ტ55-ებით ნაღდად ვერ გააჩერებ. მარა რაც გვაქვს ყველაფერი გამოგვადგება თავის დროე ასე მგონია. სადღაც მაქვს წაკითხული სტალინგრადის ბლოკადის დროს რუსებმა 1812 წლის ნაპოლეონის ომში ( ან ვამეტებ და პირველ მსოფლიო ომში) გამოყენებული და შემდეგ დასაწყობებული ქვემეხებიც კი გამოიყენეს როცა გაუჭირდათ. |
Posted by: mamukasokhumeli 12 Apr 2019, 02:12 | ||
ეგ მგონი მოსკოვის მისადგომებთან გამოიყენეს ყირიმის ომის დროინდელი 152მმ ქვემეხები ახლო მანძილზე და პირდაპირი დამიზნებით |
Posted by: zindiosama 19 Apr 2019, 18:56 |
ხალხო, ერთი შეკითხვა მაქ მართალია რომ თავდაცვაზე მილიარდზე მეტი გამოიყოფა, მაგრამ აქედან 600 მილიონი ავღანეთის მისიაზე იხარჯება და მარტო 400 - ჩვენ საკუთარ თავდაცვაზე? |
Posted by: Zuka911 19 Apr 2019, 23:40 |
zindiosama ვისი მხრიდან? აშშ-ს მხრიდან ალბათ? |
Posted by: zindiosama 20 Apr 2019, 18:49 | ||
Zuka911
არა, ჩვენი მხრიდან |
Posted by: Zuka911 20 Apr 2019, 22:13 |
zindiosama დაიცა ანუ ჩვენ ავღანეთის მისიაში რაზე უნდა დავხარჯოთ ფული ცოტა გაუგებარია, ავიაცია ჩვენ იქ არ გვყავს და ტექნიკა, დაჟე სამხედროების პირად ეკიპირებაზეც (ოპტიკები, ღამის ხედვა, ლაზერები და აშ) აშშ ზრუნავს. და ეგ 400 მილიონი კიდე იმედია შესყიდვებს მოხმარდება და არა "ინფრასტურქურულ პროექტებს" |
Posted by: gugusha-l 20 Apr 2019, 22:31 | ||
რამდენი გამოიყოფა ეგ არის საჯარო. https://mof.ge/5187 ნახე აიგნებები და 29 გრაფა |
Posted by: zindiosama 21 Apr 2019, 14:04 | ||
Zuka911
მერე ხელფასები? თუმცა ხო... ბრიგადებში ხო ეხლა წვევამდელები მსახურობენ უფრო მეტად ვიდრე კონტრაქტორები ა... ხო... კიდე ნატოს პროექტებზე ვხარჯავთ ბლომათო და მაგაშიც მიდის ის 600 მილიონიო და ავღანეთის მისია 175 მილიონი გვიჯდებაო ისე ყოჩაღ, ეგ თუ მართალია, მაშინ გამოდის რომ შესყიდვებს ხმარდება მართლა ის ოცი პროცენტი. სირმა ბაბაჯუმ კიდე რათ გვინდა ორ პროცენტს რო ვახარჯავთ ნატოს უსარგებლო პროექტებს, ერთი პროცენტი დავხარჯოთ და დანარჩენი ერთი პროცენტით ათი ათას ოჯახს მცირე ბიზნესები დავუფინანსოთო... ნუ სუფთა პიტალო რა... მეტი რა უნდა თქვა მარა ყველაზე მეტად იმაზე ვიხარხარე, ჯაველინები არ გვჭირდება, იმიტო რო ტანკის ჯავშანი რომც გაიტანოს, თანამედროვე ტანკები ორ წუთში ახდენენ ჯავშნის რეგენერირებასო საინტერესოა ვინ უყვება ხოლმე ეგეთ ზღაპრებს, დავიჯერო ნიკოლეიშვილი და თევზი? |
Posted by: Zuka911 21 Apr 2019, 16:29 | ||
ვაზიანის საჰაერო ბაზაზე ასაფრენი ბილიკის გარემონტებას მოხმარდება იმედია პარალელურად ჩეხებთან მიდის საუბარის იარაღის შესყიდვაზეო, იმედია ლ-159-ებს მაინც ვეღირებით |
Posted by: xDavid_S 21 Apr 2019, 17:02 | ||
Zuka911
??? ვინ თქვა და სად? |
Posted by: Zuka911 21 Apr 2019, 17:20 |
xDavid_S სამინისტროს ფბზე იდო რო ჩეხურ იარაღების კომპანიებში დადიოდნენ რაღაც შეხვედრებზე და რაღაც დემონსტრაციებს ესწრებოდნენ აერო-ს ქარხანაშიც იყვნენ სხვათაშორის 2014-15 წლებში სერიოზული ბაზარი მიდიოდა ჩეხებთან, ჩზ-ს წარმომადგენლები "დელტაშიც" იყვნენ და თავისი იარაღები და აპარატებიც ჰქონდათ ჩამოტანილი, მერე მგონი ჩავარდა ეს პროექტი თუ ეხლაც მიდის არ ვიცი ზუსტად. გემახსოვრებათ ალბათ ღარიბაშვილი რო მიდი დელტაში და ჩზ სკორპიონს და ჩზ ბრენს რო ისვრის? |
Posted by: zindiosama 23 Apr 2019, 19:07 |
ვააახ... ეხლა გამოდიან კიდო და ჯაველინები იმის ხარჯზე იყიდეს რომ ტანკებზე და არტილერიაზე თქვეს უარიო |
Posted by: xDavid_S 23 Apr 2019, 19:12 |
zindiosama ვინ თქვა და სად? |
Posted by: Zuka911 23 Apr 2019, 20:40 |
არტილერია არ ვიცი მაგრამ ჯაველინების მერე ტანკ-საწინააღმდეგო ქვემეხები რეზერვში რომ გაუშვეს ეგ ვიცი |
Posted by: zindiosama 24 Apr 2019, 12:10 | ||
xDavid_S
ნიკოლეიშვილმა ობიექტივზე სხვათა შორის მანდ ერთობ საგულისხმო ინფოც მოიტანეს: სინამდვილეში შეიარაღებაზე ოცი კი არა 24 პროცენტი იხარჯება და ეს ყოველწლიურად მზარდი იქნებაო. მერე ინაშვილმა დაუმატა, რაღა ამერიკელებს ვამდიდრებთ ჩვენვე ვაწარმოოთ დელტაშიო და რას ყიდულობენ ეგეთს, ყველაფერი ლპება თუ მართლა რამე თანამედროვეებს ყიდულობენ რეგულარებისთვის და იმ საბჭოთა ხლამის რეზერვისთვის გადაცემას აპირებენ? |
Posted by: zindiosama 26 Apr 2019, 12:59 | ||
Zuka911
МТ-12-ები? და ძველ პტურებს რა უყვეს, ეგენიც დაარეზერვეს? |
Posted by: Zuka911 26 Apr 2019, 13:58 | ||
არა ანუ მგონი ასეთი რამე მოხვდა ჩემი აზრით, ძველი პტურები რომელ დანაყოფებსაც ჰქონდათ ეგენი უცვლელად დატოვეს და შეიქმნა ახალი ტანკ-საწინააღმდეგო დანაყოფები. ხოლო სადაც ძველი პტურები ჩაანაცვლეს ჯაველინებით, იმ დანაყოფების ეს ძველი პტურებით ჩაანაცვლეს სპგ-9-ები |
Posted by: gubaz_merve 16 May 2019, 23:38 |
მცირერიცხოვანი ერისთვის როგორიც ჩვენ ვართ სასიცოცხლო მნიშვნელობისაა მებრძოლის ჯავშანი,ამ მიმართულებით უნდა ვიაროთ https://youtu.be/EcG6hS6Xjvw |
Posted by: mamukasokhumeli 20 May 2019, 01:20 |
"თევზი" ობიექტივზე,გურამ ნიკოელიშვილის ბოლო გადაცემაში.საინტერესო ნაწყვეტი: |
Posted by: ignorant 20 May 2019, 09:48 | ||
mamukasokhumeli
მთლიანი გადაცემები არ დევს სადმე? საინტერესო მსჯელობა აქვთ ხოლმე. |
Posted by: mamukasokhumeli 20 May 2019, 19:57 | ||
ignorant
* * * წაიკითხეთ ძალიან საინტერესოა.იარაღზე და მაყუთზე გვაქვს ხოლმე აქ საუბარი ხშირად... http://www.saqinform.ge/news/27034/skandali-visi+%C2%ABklichkaa%C2%BB+%C2%ABshakali%C2%BB+%E2%80%93+operatiuli+masalebi+ushishroebidan.html?fbclid=IwAR3MMyjwK98GZT-acLNK46M5gYBcHeAz_p7I6eonEURyoDoUMHHg4aqZTzM |
Posted by: zindiosama 29 May 2019, 15:30 | ||||
ეს შეიძლება ბევრ რაღაცას სწორს იძახის მარა ამ ბაბაჯუს და ირმაჩკას თავდაცვის ბიუჯეტის შემცირება რო უნდათ, ეგ ამას როგორ ეთანხმება? |
Posted by: Zuka911 29 May 2019, 16:42 |
mamukasokhumeli ეჰ რაც ნაცების დროს საქართველოდან იარაღი გავიდა... რუმინული, უნგრული კალაშნიკოვები რომლებიც ათასობით იყო საწყობებში, ეხლა უბრალოდ აღარ არის. რატომ კი მიხვდებით. |
Posted by: ignorant 1 Jun 2019, 12:59 |
აშშმ 2-ე ფლოტი აღადგინა, რომელიც 2011 წელს დაშალეს. აღდგენის ძირითადი მიზანი რუსეთის შეკავებაა. დაშლამდე, 2-ე ფლოტში 129 მცურავი საშუალება, 4500(?) საფრენი აპარატი და 90 000 პირადი შემადგენლობა შედიოდა. https://www.google.com/search?q=us+2nd+fleet&safe=off&source=lnms&tbm=nws&sa=X&ved=0ahUKEwjEjOPI9MfiAhWF-6QKHX3PDW0Q_AUIESgC&biw=1366&bih=625 |
Posted by: ConservativeMind 1 Jul 2019, 14:35 |
ignorant აქაურ ქილარისტებს დავუძხოთ ერთი, ტრამპი რომ რუსეთის აგენტია აი მასეთებს. * * * https://news.usni.org/2019/06/07/u-s-2nd-fleet-kicks-off-baltops-2019 |
Posted by: mamukasokhumeli 2 Jul 2019, 00:08 | ||
არაასდროს არ ეთანხმება: |
Posted by: zindiosama 9 Jul 2019, 13:44 | ||||
და მერე? რატო არ ესმით ეგ ბაბაჯუს და ირმაჩკას? |
Posted by: B-E-R-U 23 Jul 2019, 17:07 | ||
რა წვრთვნებზეა საუბარი?
|
Posted by: zindiosama 26 Jul 2019, 15:40 | ||||
ჰსთ-ს წვრთნებს ხო არ ატარებენ? აბა ავიაფრენებს სხვა შემთხვევაში რატო შეზღუდავდნენ? |
Posted by: Max06 28 Jul 2019, 13:59 |
ჯარში 4 წლიან საკონტრაქტოზე ნორმატივების გარდა, სხვა რა მოთხოვნები აქვთ ? |
Posted by: Jean-Valjean 28 Jul 2019, 14:04 | ||
დავწერე შენს თემაში: https://forum.ge/?showtopic=35108359&view=findpost&p=55037817 |
Posted by: Max06 28 Jul 2019, 14:10 |
Jean-Valjean ხო მარა აქ არ წერია მისაღები მოთხოვნები დოკუმენტების გარდა. მე მაინტერესებს ზოგად უნარებში თუ არის გამოცდა ან სხვა რაიმე სახის გამოცდა თუ არის ? |
Posted by: ქართლოსი 28 Jul 2019, 15:56 |
https://www.youtube.com/watch?v=j--WJvN_yYI... |
Posted by: Max06 29 Jul 2019, 16:12 |
Jean-Valjean მოკლედ სიტყვები უნდა ამოგეგლიჯა ისეთი ოპერატორი შემხვდა. ნორმატივები და ფსიხოზე არის გამოცდაო :/ ეს ფსიხო ძან ტვინის ხნაა რა |
Posted by: hermes555 3 Aug 2019, 18:27 |
ამხელა ნატოს წვრთნები რომ მიდის ქვეყანაში და არავინ არაფერს ამბობს, რა ხდება? |
Posted by: mamukasokhumeli 6 Aug 2019, 23:20 |
რაღაცეებს საინტერესოს ჩალიჩობენ ბიჭები.ამ ზალპური ცეცხლის სისტემას გაუკეთეს ცეცხლის მართვის სის სიტემა,მიშა რომ იძახოდა "დელტას" მსგავს იარაღზე. |
Posted by: zindiosama 19 Aug 2019, 15:05 |
https://forum.ge/?f=29&showtopic=35111633 |
Posted by: zindiosama 3 Sep 2019, 12:11 |
ირაკლი ღარიბაშვილი თავდაცვის სამინისტროს უხელმძღვანელებს "პრესა.ჯი" 10:27 03.09.2019 ირაკლი ღარიბაშვილი თავდაცვის სამინისტროს უხელმძღვანელებს. გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ "ქართული ოცნების" ოფისში გამოაცხადა. შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ, პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ პრემიერ-მინისტრად შს მინისტრი გიორგი გახარია წარადგინა. ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრად 2012 წლის 25 ოქტომბერს დაინიშნა. 31 წლის შინაგან საქმეთა მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს მომავალ პრემიერ–მინისტრად 2013 წლის 2 ნოემბერს დასახელდა. მან ამ თანამდებობაზე ბიძინა ივანიშვილი შეცვალა და პოსტი 2015 წლის 30 დეკემბრამდე შეინარჩუნა. https://presa.ge/?m=politics&AID=77214 |
Posted by: mamukasokhumeli 3 Sep 2019, 22:06 |
zindiosama შენ რას იტყვი ზინდი ამ ამბავთან დაკავშირებით? |
Posted by: Zuka911 4 Sep 2019, 00:59 | ||
დამსმელი ტყნ შავლეგო ტაბატაძე უნდა დაენიშნათ და გამიხარდა ცოტა, რატო არ დანიშნეს ხვდებით ალბათ |
Posted by: zindiosama 4 Sep 2019, 11:21 | ||
mamukasokhumeli
იმას ვიტყვი რომ ესღა გვაკლდა სრული ბედნიერებისთვის წინასაარჩევნო მინისტრია, არჩევნები ჩაივლის და მოხსნიან ალბათ იქნება და, მერე მაინც დანიშნონ ტაბატაძე |
Posted by: zindiosama 14 Sep 2019, 11:55 |
ქართულ არმიას მოძველებული Cy-25 მოიერიშების და MI-24 ტიპის საბრძოლო შვეულფრენებზე მეტად გადასატანი საზენიტო სარაკეტო კომპლექსები სჭირდება https://gmas.ge/2017/%e1%83%a1%e1%83%98%e1%83%90%e1%83%ae%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98/11600/?fbclid=IwAR3K2BTJ2Andtp5dgDql5TI6E0BtP86AqFIuwSnc96FGV4zElUzFBCw_pI4 |
Posted by: disco_very 28 Nov 2019, 10:50 |
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსისთვის დაფინანსების შემცირებას გეგმავს. ამის შესახებ ტელეკომპანია CNN იუწყება. მისი წყაროს ცნობით, НАТО-ს ბიუჯეტის 22% ვაშინგტონის შემოწირულობებით ივსებოდა. ახლა კი იგეგმება მისი 16%-მდე შემცირება. ტელეკომპანიის ერთ-ერთი წყაროს ცნობით, დაფინანსების შემცირებიდან მიღებულ სახსრებს აშშ ევროპის ცალკეული ქვეყნების უსაფრთხოებას და ცალკეულ პროგრამებს მოახმარს. მათ შორის არის უკრაინისა და საქართველოს დახმარების პროგრამები. CNN-ის ცნობით, ალიანსში შემავალი სხვა ქვეყნები მოახდენენ ამ დანაკლისის კომპენსირებას, რომელიც ამერიკის შემცირებით იქნება გამოწვეული. როგორც ცნობილია, აშშ-ის პრეზიდენტმა არაერთხელ გააკრიტიკა ალიანსის წევრი სახელმწიფოები, ვინაიდან ისინი არ ხარჯავდნენ საჭირო თანხებს კოლექტიურ უსაფრთხოებაზე. ის წევრი ქვეყნებისგან ითხოვდა უმოკლეს დროში გაეზარდათ სამხედრო დანახარჯები მათი მშპ-ს 2%-მდე. გასული წლის სამიტზე კი დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ცალკეულმა ქვეყნებმა დანახარჯების 4%-მდეც კი გაზარდეს. https://www.bpn.ge/article/63236-cnn-trampis-administracia-natos-dapinansebas-amcirebs-tanxas-sakartvelos-da-ukrainas-moaxmars/ |
Posted by: zindiosama 26 Dec 2019, 17:21 | ||
Welt (Германия): марш на восток марш на восток «Защитник Европы — 2020»: Крупнейшая переброска американских войск за последние 25 лет. Германия становится «логистическим центром». 26.12.2019375195 Йорг Кронауэр (Jörg Kronauer)
https://inosmi.ru/politic/20191226/24652532...7fHVU3KXYSx4uK0 |
Posted by: zindiosama 27 Dec 2019, 19:38 |
ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით თავდაცვის სამინისტროში მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილებები განხორციელდა in მთავარი, სამხედრო საქმე დეკემბერი 27, 2019 ნანახია: 546 საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადება საქართველოს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით თავდაცვის სამინისტროში მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილებები განხორციელდა. ცვლილებების თანახმად თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილედ და გენერალური შტაბის უფროსად დასავლეთის სარდალი, ბრიგადის გენერალი გიორგი მათიაშვილი დაინიშნა. გენერალ-მაიორი ზაზა ჩხაიძე გათავისუფლდა თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის უფროსის პოზიციიდან და დაინიშნა თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილედ. თავდაცვის ძალების მეთაურის კიდევ ერთი მოადგილე, გენერალ-მაიორ შალვა ჯაბახიძე, გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და ვენაში, ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში (ეუთო) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო წარმომადგენლის თანამდებობაზე დაინიშნა. http://www.gmtv.ge/69655-2/?fbclid=IwAR3LVJoyHyHrcGuzKFArKkAnWbARVCqL20nj0Gxj7o6tm8-1taJ-qjCLGEI |
Posted by: mamukasokhumeli 28 Dec 2019, 01:51 | ||
საინტერესოა მნიშვნელოვანი რითი?ისე ეს "ბიკინგენერლები" როდის მოშორდებიან სამინისტროს? |
Posted by: zindiosama 28 Dec 2019, 13:08 | ||
mamukasokhumeli
მგონი არასოდეს |
Posted by: zindiosama 9 Jan 2020, 18:54 |
ღარიბაშვილმა წინასაახალწლოდ ჯარი გადააგდო - რატომ დაუპირისპირდა გენერალი ჩაჩიბაია მინისტრს? ლევან ქართველიშვილი 13:23 09.01.2020 თავდაცვის მინისტრ ღარიბაშვილის წინასაახალწლო გადაწყვეტილებას ხმაური მოჰყვა. დეკემბრის ბოლოს, შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს, საშუალოდ, 500 ლარიანი დანამატის ნაცვლად, 190 ლარი ჩაერიცხათ, რამაც მნიშვნელოვანი უკმაყოფილება გამოიწვია. ოფიცრების თქმით, მინისტრმა ჯარი მოატყუა. ჯარის მხარე დაიჭირა გენერალმა ჩაჩიბაიამაც. საქმე ისაა რომ შეირაღებული ძალების წარმომადგენლები, რომელზეც ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი დგას, ყოველ ახალ წელს 500 ლარამდე დანამატს იღებდნენ, რაც მათი დიდი ნაწილისათვის ერთგვარი შვებაც იყო - ამ სიღარიბით სავსე ქვეყანაში. თუმცა, წელს ასე არ მოხდა. ირაკლი ღარიბაშვილმა გადაწყვიტა რომ ჯარისთვის წინასაახალწლო დანამატი მნიშვნელოვნად შეემცირებინა. შედეგად, შეიარაღებულ ძალებს, ნაცვლად 500 ლარისა, მხოლოდ 190 ლარი ჩაერიცხათ. ეს მაშინ, როდესაც თავდაცვის მინისტრის მოადგილეებმა თუ სხვა მაღალჩინოსნებმა, წინასაახალწლოდ, თავად დაირიგეს დანამატები და საკუთარ თავს სოლიდური საჩუქარი გაუკეთეს - სამხედროების გადაგდების ფონზე. ერთადერთი, ვინც თავდაცვის სამინისტროს პირველი პირებიდან, ასე თუ ისე, უკმაყოფილების გამოხატვა გაბედა, საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი, ვლადიმერ ჩაჩიბაია იყო. მაგალითად: გენერალ-ლეიტენანტ ჩაჩიბაიას სამხედროების დამშვიდება და იმის ახსნა მოუწია რომ „მინისტრი ჯარს კარგად არ იცნობს, თუმცა, სიტუაციაში გაერკვევა და მომავალში ყველაფერი მოგვარდება“. ჩაჩიბაიას მსგავსმა არაოფიციალურმა საუბრებმა კი, კიდევ უფრო მეტად გააღრმავა ვარაუდი მასსა და ღარიბაშვილს შორის არსებული უთანხმოების შესახებ. კერძოდ: არაოფიციალური ინფორმაციით, რამდენიმე თვის წინ, მინისტრმა ღარიბაშვილმა ჩაჩიბაიას გათავისუფლება სცადა, თუმცა, პირველ ეტაპზე, არ გამოუვიდა. პარტიუილი ფუნქციონერი ღარიბაშვილი თვლის რომ „ხელისუფლებას, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის ჩაჩიბაია არ გამოადგება იმიტომ რომ ჯართან პოლიტიკურად ვერ მუშაობს“. სწორედ ამ მიზეზით სცადა მან მისი მოშორება, მაგრამ ჩაჩიბაია მაშინ სისხლიან ჯალათად წოდებულმა გახარიამ გადაარჩინა. წინასაახალწლოდ კი, როგორც ჩანს, ჩაჩიბაიამ მინისტრს სამაგიერო გადაუხადა და ჯარის გადაგდების გამო, შეიარაღებული ძალების ოფიცრებთან საუბრის დროს, არაოფიციალურად გააკრიტიკა. https://presa.ge/?m=politics&AID=79522 |
Posted by: Sсооby 11 Jan 2020, 23:11 |
როგორ დედა უტირეს ამ განყოფილებას... |
Posted by: zindiosama 1 Mar 2020, 13:24 |
საქართველო აშშ-ისგან ტანკსაწინააღმდეგო სისტემა ჯაველინის ახალ პარტიას შეიძენს Posted By janjuxa On 29 თებ 2020. Under ახალი ამბები, საქართველო აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნდა 2020 წლისთვის სამინისტროსა და სამხედრო ტექნიკისა და შეიარაღების მწარმოებლებთან გაფორმებული კონტრაქტების შესახებ ინფორმაცია. დოკუმენტის მიხედვით, კომპანია Raytheon/Lockheed Martin Javelin JV-იმ სამინისტროსგან მიიღო $18,431,215-ის ღირებულების დაკვეთა (კონტრაქტი W31P4Q-19-C-0059) აწარმოოს ტანკსაწინააღმდეგო სისტემა ჯაველინი. “კონტრაქტით გათვალისწინებული სამუშაოები არიზონას შტატში, ქალაქ ტუსონში, 2020 წლის 25 ივნისამდე შესრულდება. იარაღი განკუთვნილია, როგორც აშშ-ის სამხედრო ძალებისთვის, ასევე ექსპორტისთვის შემდეგ ქვეყნებში – ავსტრალია, ჩეხეთი, ესტონეთი, საფრანგეთი, ინდონეზია, ირლანდია, იორდანეა, ახალი ზელანდია, ნორვეგია, ომანი, კატარი, თურქეთი, უკრაინა და არაბთა გაერთიანებული საემიროები,”- ნათქვამია დოკუმენტში. საქართველომ ამერიკის შეერთებული შტატებისგან ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემა ჯაველინი პირველად 2018 წელს შეიძინა. თავდაცვის სამინისტრომ FGM-148 Javelin-ის 72 გამშვებ მოწყობილობასა და 410 რაკეტაში $75 მილიონი დოლარი გადაიხადა. http://arma.ge/2020/02/29/%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%97%e1%83%95%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%9d-%e1%83%90%e1%83%a8%e1%83%a8-%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%92%e1%83%90%e1%83%9c-%e1%83%a2%e1%83%90%e1%83%9c/?fbclid=IwAR2hkcoo1Cb2mQFEFxIWCgQ5BA9vcstKz8XYPGEV_U0-MiLCLQCNy1K-VAY |
Posted by: zindiosama 16 Mar 2020, 19:05 |
ჰმ... საინტერესოა: НАТО обезоружил и ограбил Грузию: интервью с генералом Гурамом Николаишвили Подробнее: https://eadaily.com/ru/news/2020/03/15/nato-obezoruzhil-i-ograbil-gruziyu-intervyu-s-generalom-guramom-nikolaishvili?fbclid=IwAR3b39enWfEefINiWysM1av1q2e4FH4OoyuFGtoSMEPFrZhrJF6IOcPl8Ck |
Posted by: Raven 20 Mar 2020, 03:14 | ||
პრესაჯვი, რეები უფანტაზიორია იმ ელამს........... |
Posted by: zindiosama 15 Apr 2020, 12:29 |
არ ვიცი ეს სად დამედო ის თემა დაიკარგა სადღაც, "საბრძოლო მოქმედებების ვიდეოები" ხოდა თუ იცით ვინმემ ეს რა სწავლებაა? ან როდინდელი? საფრანგეთის არმიის სწავლებები უნდა იყოს სადღაც 60-70-იან წლებში |
Posted by: RedShark 14 May 2020, 21:46 |
------------------- |
Posted by: zindiosama 3 Jun 2020, 11:50 |
ხალხო, ერთი რა მაინტერესებს გუშინ რუსთავზე ღარიბაშვილი გამოვიდა და ტექნიკის განახლებას ვგეგმავთ რომელიც 2007 წლიდან არ განახლებულაო და რას გულისხმობდა ვინმემ ხო არ იცით? ალბათ MAN-ის გრუზავიკების შემოყვანას ხო? |
Posted by: sandrobandro 3 Jun 2020, 11:53 | ||
ღარიბამ ისიც თქვა მასიურად ტყვია-წამლის წარმოება უნდა დავიწყოთო მასიურად დელტამ სახანძრო მანქანები უნდა გამოუშვასო ეგ კი არა წლების წინ ისიც თქვა გაზის მიწისქვეშა საცავები უნდა გავაკეთოთო გჯერათ კიდე ვინმეს მაგის ნათქვამის? |
Posted by: mamukasokhumeli 12 Jun 2020, 21:32 | ||
|
Posted by: zindiosama 18 Jun 2020, 18:00 |
სასტავ რა მაინტერესებს იცით? ამ დღეებში ბიუჯეტს რო განიხილავდნენ, სესიაშვილს წამოცდა საფრანგეთს რაღაც პროდუქცია უნდა მოეწოდებინა და 75 მლნ. სეკვესტრის გამო დროში გადაიწევსო და რას გულისხმობდა ხო არ იცით? საზენიტოებს? |
Posted by: zindiosama 30 Jun 2020, 15:27 |
ხალხო, ჩაჩიბაია რატო მოხსნეს? რა ხდება ისეთ? |
Posted by: chuvak_lexo 30 Jun 2020, 15:33 |
zindiosama ალბათ მართლა დაუპირისპირდა ღარიბას |
Posted by: zindiosama 30 Jun 2020, 17:32 |
chuvak_lexo კერძოდ რაში დაუპირისპირდა? ატკატების ტეხვაში? |
Posted by: chuvak_lexo 30 Jun 2020, 18:22 |
zindiosama ზევით არ გეწერა სტატია? ამავე გვერდზე რავი მე ნაღდად არ მჯერა ღარიბაშვილის პატიოსნების, ჩვეულებრივი ბიძინას ჯიბის ვირთხაა და ჩაჩიბაიას არ ვიცნობ, პირველად სიმართლე გითხრა ზევით რო სტატია გიდევს იქ წავიკითხე, ხოდა იქნება და ეგ კაი კაცია და მართლა მიაჯვა რო რა ###ობებს აკეთებო, შეიძლება იზორიას კადრი იყო და დრო გაუვიდა, რავი აბა |
Posted by: zindiosama 1 Jul 2020, 18:03 |
დღეიდან საქართველოს თავდაცვის ძალებს გენერალ - მაიორი გიორგი მათიაშვილი უხელმძღვანელებს. თავდაცვის ძალების მეთაურის უფლებამოსილების გადაბარების ცერემონია ვაზიანში გაიმართა. გენერალ-ლეიტენანტმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილს თავდაცვის ძალების მეთაურის დროშა ოფიციალურად გადააბარა. გიორგი მათიაშვილი საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის თანამდებობაზე პრეზიდენტის განკარგულებით დაინიშნა. გიორგი მათიაშვილმა დანიშვნისა და წარდგენისთვის ქვეყნის პრეზიდენტსა და თავდაცვის მინისტრს მადლობა გადაუხადა. ამასთან, თავდაცვის ძალების უკვე ყოფილმა მეთაურმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ გაწეული საქმიანობისთვის ქართულ ჯარს მადლობა გადაუხადა. „განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ჩემს ადგილს იკავებს ღირსეული, პატიოსანი და მაღალი დონის პროფესიონალი. დარწმუნებული ვარ, რომ გენერალ - მაიორი გიორგი მათიაშვილი უკეთესად გააკეთებს იმ საქმეს, რასაც 3 წელი და 7 თვე მე ვიყავი შეჭიდებული. ის არის ბევრად უკეთესი, ვიდრე მე ვიყავი ჩემს თანამდებობაზე. მე მივდივარ თადარიგში, მაგრამ ვრჩები საქართველოს ჯარისკაცად და იქ ვიქნები, სადაც ჩვენს ქვეყანას ეს დასჭირდება", - განაცხადა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ. 1977 წლის 18 დეკემბერს დაბადებულ გენერალ-მაიორს, პროფესიით ისტორიის მასწავლებელს, სამხედრო განათლება საქართველოს გარდა, კანადაში, აშშ-სა და გერმანიაში აქვს მიღებული. გიორგი მათიაშვილს გერმანიაში გავლილი აქვს სნაიპერის, ქვეითი სამეთაურო, ასეულის მეთაურის, ინტერნაციონალური გენერალური საადმირალო შტაბისა და ქვეითთა სამთო ბრძოლის კურსები. აშშ-ში სპეციალური ოპერაციების ძალების საჰაერო სადესანტო მომზადების კურსი, ხოლო კანადაში შეიარაღებული ძალების საპარაშუტო-სადესანტო მომზადების კურსი. თავდაცვის ძალებში სხვადსხვა პოზიციაზე 1998 წლიდან მსახურობს. 2016 - 2018 წლებში სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის სარდლის მოადგილე გახლდათ, 2018 - 2019 - თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის სარდალი, ხოლო 2019 წლიდან დღემდე - თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე - გენერალური შტაბის უფროსი იყო. მიღებული აქვს ნატოს მედალი, ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი, ღირსების ორდენი, ქაქუცა ჩოლოყაშვილის, გენერალ მაზნიაშვილისა და სხვა არაერთი მედალი https://www.ambebi.ge/article/245992-vin-aris-ra-damsaxureba-akvs-general-maior-giorgi/?fbclid=IwAR2of2ejMKretI_YPNJ7YCJYqkSr3Cwn8ebKet5P6Tcu3alDQ4TOR-u6zhE |
Posted by: zindiosama 23 Jul 2020, 12:12 |
მე-20 კადრირებულ ბრიგადაში რეზერვისტების დამსაქმებლებს უმასპინძლეს http://www.gmtv.ge/79114-2/?fbclid=IwAR0FmYxoXXnTVlR5gJBZ3v2YieXu445vmA2AC0Hn_IF_2Anqj91Uit-HoBQ ისე რამდენი ესეთი ბრიგადა გვყავს? |
Posted by: აღმაშენებელი 21 Aug 2020, 16:39 |
გილოცავთ ღრუსი გენარალ მაიორი მოკლეს!!!!!!! http://intermedia.ge/%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%90/129552-%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%98-%E1%83%A0%E1%83%A3%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%97%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A4%E1%83%94%E1%83%93%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%98%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%A6%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%AB%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%92%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%98%E1%83%A6%E1%83%A3%E1%83%9E%E1%83%90/24/ |
Posted by: RedShark 2 Sep 2020, 00:46 |
მასონები დაგვეცნენ დღეს, დესანტი გადმოსხეს. ვიძიუ: |
Posted by: zindiosama 11 Sep 2020, 15:25 |
თავდაცვის სამინისტროსა და ისრაელის სახელმწიფო კომპანია “რაფაელს” შორის შეთანხმება გაფორმდა in მთავარი, სამხედრო საქმე სექტემბერი 11, 2020 ნანახია: 30 საქართველოს საჰაერო თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებისა და განვითარების მიზნით, თავდაცვის სამინისტროსა და ისრაელის სახელმწიფო კომპანია “რაფაელს” შორის შეთანხმება გაფორმდა. ხელშეკრულების თანახმად, საჰაერო თავდაცვით დანადგარებს სრული აღდგენა და მოდერნიზაცია ჩაუტარდება. შეთანხმების გაფორმებამდე, საქართველოს საჰაერო თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებისა და საჰაერო თავდაცვითი სისტემების განახლების საკითხები თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ისრაელის თავდაცვის უწყების დაქვემდებარებაში მყოფი სახელმწიფო კომპანიის „რაფაელის“ წარმომადგენლებთან განიხილა. მხარეებმა თანამშრომლობის პერსპექტივებზე და სამომავლო გეგმებზეც იმსჯელეს, მათ შორის საუბარი შეეხო პირადი შემადგენლობის გადამზადებასა და შესაბამისი ტრენინგების გავლას. „რაფაელის მოწინავე თავდაცვითი სისტემების“ კომპანია ისრაელის თავდაცვის სამინისტროს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას წარმოადგენს, რომელიც ისრაელის თავდაცვის ძალებისთვის იარაღის, სამხედრო და თავდაცვითი ტექნოლოგიების გაუმჯობესებასა და წარმოებაზე მუშაობს, ასევე აწარმოებს ექსპორტსაც. ავიაციის განვითარების საკითხებზე თავდაცვის უწყებაში კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართა. ავიაციის პარკის მოდერნიზების საკითხებზე ირაკლი ღარიბაშვილი „ელბიტ სისტემების“ წარმომადგენლებს შეხვდა. მხარეებმა თანამედროვე რადიო-ელექტრონული სისტემებით საფრენი აპარატების აღჭურვის საკითხებზე იმსჯელეს, რაც საქართველოს თავდაცვის ძალებში არსებული თვითმფრინავებისა და შვეულმფრენების ნატოს სტანდარტებთან დაახლოებას უზრუნველყოფს. “ელბიტ სისტემები“ მაღალი ტექნოლოგიების მწარმოებელი საერთაშორისო კომპანიაა, რომელიც სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო სისტემების განვითარებაზე მუშაობს და თავდაცვითი უსაფრთხოების სისტემებს აწარმოებს. შეხვედრებს ასევე, დაესწრნენ თავდაცვის მინისტრის მოადგილე ჯუანშერ ბურჭულაძე, თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი, მისი მოადგილე ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე და ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდალი, პოლკოვნიკი სერგო ნინუა. https://www.gmtv.ge/80642-2/?fbclid=IwAR3z0EkTObX14CWgj0WlSvrBMpCJLs3S9_P548pnw1JWlgeH-MeWvo0AHRI |
Posted by: mamukasokhumeli 14 Sep 2020, 22:34 | ||||||
ძალიან კარგი და საინტერესო,მიუხედავად იმისა,რომ არ არსებობს როგორც ჩანს სახელმწიფოს თავდაცვისა და უსაფრთხოების განვითარების გეგმა.ღმერთმა ქნას ვცდებოდე.ღარიბაშვილი ცდილობა არსებული ტექნიკის შენარჩუნევბას,შეკეთებასა და გაუმჯობესებას.რაღაცაა ესეც მაშინ,როცა მის წინამორბედებს ეს სულ ფეხებზე ეკიდათ როგორც ჩანს და დღეს ყველაფერი შესაკეთებელი და აღსადგენი გახდა... მათ შორის ყაზარმებიც,რომლების შეკეთებითაც ყველა მინისტრი იყო დაკავებული აქამდე დღევანდელი ჩათვლით...
რომელ დანადგარებზეა საუბარი,რომლებიც შევიძინეთ ისრაელისაგან თუ ყველასი,რომელიც გვქონდა შეიარარებაში აქამდე?ყველაფერია აღსადგენი თუ ის "პითონებიც"?
კიდევ უფრო საინტერესო. სუ25-ზე გასაგებია დაახლოვებით.დანარჩენი რა არსებობს თუ ირიცხება საავიაციო პარკში?მი24 ხომ?და ნატოს სტანდარტებზე დაახლოვებაში რა იგულისხმება ვითომ,ნატოს შეარაღების დაყენებას მათზე? |
Posted by: xDavid_S 15 Sep 2020, 10:22 |
I ეტაპი ჩვენს ADMS_ებს გაუკეთებენ მოდერნიზაციას Spyder_SR-ის დონემდე = დაუმატებენ Derby-ს რაკეტებს, პითონ-4-ის ნაცვლად პითონ-5-ები გვექნება, მისცემენ გასროლის შემდეგ ჩაჭერის (LOAL) და ფრენის შუალედურ ეტაპზე კორექციის ბრძანებების გადაცემის (Midcourse update) ფუნქციონალს II ეტაპი შესაბამისი რაოდენობის გათვლების ისრაელში მომზადების შემდეგ გაზრდიან როგორც Spyder_SR ბატარეის რაოდენობას (მინიმუმ 10-მდე), ასევე დაუმატებენ Spyder_MR-ის მინიმუმ 5 ბატარეას III ეტაპი იგეგმება რაფაელის საშუალებით IAI-ზე "გასვლა" და მაგათი ერთობლივი პროდუქტის Barak-LR-ის 2-3 ბატარეის შეძენა * * * |
Posted by: zindiosama 17 Sep 2020, 16:36 | ||
mamukasokhumeli
ალბათ ყველა სუშკას სკორპიონის დონემდე აყვანა იგეგმება ლოგიკურად ეგრე გამოდის თუმცა აგერ გვერდზე თემაში ამბობენ რომ თურმე Daseault System-თანაც გაუფორმებიათ კონტრაქტი ვითომ ფრანგულ ძრავებს უყენებენ? თუ საერთოდ მირაჟებზე მიდის ბაზარი? |
Posted by: zindiosama 29 Sep 2020, 14:41 | ||||
xDavid_S
ანუ Barak-8-ს გულისხმობ?
|
Posted by: zindiosama 7 Oct 2020, 15:21 |
ხალხო, ამ წუთას გამოაცხადეს ქრონიკაში რო მომავალი წლის ბიუჯეტში თავდაცვის ხარჯები 95 მილიონით იზრდებაო და რამე ხო არ გაგიგიათ დამატებით? |
Posted by: xDavid_S 7 Oct 2020, 16:29 | ||
ალბათ სპაიდერების და გრადლარების რემონტი |
Posted by: zindiosama 7 Oct 2020, 19:39 |
xDavid_S და MR-ების და ბარაკების შეძენას მომდევნო ათი წლის განმავლობაში აპირებენ? მაგდენწლიანია ღარიბას პროგრამა მე მგონი |
Posted by: xDavid_S 7 Oct 2020, 22:08 | ||
zindiosama
ჩვენ ვინ გვეტყვის ზინდი ბ-ნო ნეტა კი რამე გაკეთდეს და |
Posted by: Giorgig862 8 Oct 2020, 14:38 |
https://commersant.ge/ge/post/tavdacvis-saministrom-qartuli-djaristvis-didgoris-djavshanmanqanebi-sheidzina საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ქართული ჯარისთვის დიდგორის 40-ამდე ჯავშანმანქანა შეიძინა! |
Posted by: zindiosama 8 Oct 2020, 19:25 | ||
საინტერესოა რომელ ბრიგადას შეაიარაღებენ მაგეებით |
Posted by: xDavid_S 8 Oct 2020, 22:14 | ||
მინიმუმ 20 მედევაკია... ჯერ ალბათ 4 მექანიზირებულს მისცემენ, მერე ნელ-ნელა დანარჩენებსაც |
Posted by: zindiosama 9 Oct 2020, 14:16 | ||
xDavid_S
და დანარჩენები ნაღმტყორცნებიანი ვარიანტებია თუ დიდგორი მეომარი? |
Posted by: xDavid_S 9 Oct 2020, 15:44 | ||
zindiosama
არც ერთი და არც მეორე ძველი მოდელებია მინიგანებით და საბჭოთა უწიოსებით = თურქული კობრას ინსპირაციით დაიწყეს კეთება, მერედა და მერე დახვეწეს მძღოლს საკუთარი კარი არ აქვს, დესანტის კარებიდან უნდა გამოვიდეს + ტექნოლოგიურადაც დაბალ დონეზეა დიდგორი მეომართან მიმარებაში'ო მეომარი ეს არის |
Posted by: zindiosama 9 Oct 2020, 18:01 | ||||
და მაინცდამაინც ეგ ძველი მოდელები რაღატო იყიდეს, სიიაფის გამო? |
Posted by: xDavid_S 9 Oct 2020, 18:21 | ||
რაც ჰქონდათ დამზადებული ის "გაუსაღეს" = დიდი ხნის წინ უნდა ეყიდათ, მაგრამ ახლა'ღა დააყენეს საშველი = ძველი ვალი გაუსტუმრეს |
Posted by: zindiosama 9 Oct 2020, 19:07 | ||
იმედია მერე ახლებსაც იყიდიან განსაკუთრებით ნაღმსატყორცნებიანს |
Posted by: RedShark 13 Nov 2020, 15:02 |
ახალი ტექნიკა მივიღეთ https://www.facebook.com/mod.gov.ge/videos/650636065610152 :დ |
Posted by: zindiosama 28 Nov 2020, 13:26 | ||
ბაირაქტარები მაინც ეყიდათ ამ ბარიგა ახვრებს ამათ |
Posted by: zindiosama 2 Dec 2020, 16:25 |
თავდაცვის სამინისტროსთვის გათვალისწინებულია 900.0 მლნ ლარი, რაც 2020 წელთან შედარებით 95 მილიონი ლარით მეტია. ბიუჯეტის განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ უწყების დაფინანსების ზრდა განპირობებულია NATO-სთან თავსებადობის პრინციპით, რომლის მიხედვითაც სახელმწიფომ მშპ-ის 2%-ის ოდენობის ხარჯები თავდაცვის სისტემის დასაფინანსებლად უნდა გაიღოს. “ამასთან გასათვალისწინებლია, რომ NATO-ს ქვეყნების თავდაცვის ხარჯების კლასიფიკატორის მიხედვით თავდაცვის მიმართულებით სახელმწიფო ბიუჯეტის შესაბამისი მხარჯავი დაწესებულებების მიერ მისამართი სახსრები (შინაგანი ჯარის და საზღვრის დაცვის პერსონალის ხარჯების, საპენსიო შენატანების, თავდაცვის ძალებიდან დათხოვნილ პირთა კომპენსაციების და სხვა NATO-ს კლასიფიკატორით განსაზღვრული შესაბამისი ხარჯების გათვალისწინებით) აღწევს 1 100.0 მლნ ლარს, რაც 2021 წლისათვის პროგნოზირებული მშპ-ის 2%-ს შეადგენს,”- ნათქვამია ბიუჯეტის განმარტებით ბარათში. https://forbes.ge/news/10277/saqarTvelos-biujeti-2021 |
Posted by: mamukasokhumeli 2 Jan 2021, 02:37 |
თურქები დაეხმარებიან უკრაინას თურქული კორვეტების აგებაშ ნიკოლაევის გემთმშენებლ ქარხანაში |
Posted by: zindiosama 29 Jan 2021, 17:05 |
გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი ბრიუსელში უკრაინელ კოლეგას შეხვდა რეგიონული და შავი ზღვის უსაფრთხოების გარემო და ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობის ასპექტები – ის ძირითადი საკითხები იყო, რაზეც საქართველოსა და უკრაინის თავდაცვის ძალების მეთაურებმა ბრიუსელში, ნატოს სამხედრო კომიტეტის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე იმსჯელეს. გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა გენერალ-პოლკოვნიკ რუსლან ხომჩაკთან საუბრისას საქართველოსა და უკრაინის თავდაცვის ძალებს შორის მრავალწლიანი პრაქტიკული თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და იმედი გამოთქვა, რომ მომავალში სამხედრო ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება. გენერლებმა უკანასკნელ წლებში ორმხრივი თანამშრომლობის ჭრილში ასევე ყურადღება გაამახვილეს სამხედრო განათლების მიმართულებასა და წეროვანში „მარო მაყაშვილის სახელობის სარეაბილიტაციო ცენტრში“ უკრაინელი სამხედროების სარეაბილიტაციო კურსებზე. https://akhali.ge/2021/01/29/1637/?fbclid=IwAR3m1-GTOVrJGSpwTApCFx_pD9T1sDPP_EM6jqQBSSdbbKticUDBckk2Wvg |
Posted by: giorgi_SS 3 Feb 2021, 19:24 |
გაუმარჯოს! რა მაინტერესებს BST კურსის წამრატებით გავლის შემდეგ ჯარისკაცებს რა კრიტერიუმებით ანაწილებენ სხვადასხვა ნაწილებში და ქვედანაყოფებში? |
Posted by: zindiosama 17 Jun 2021, 19:23 |
რატომ ზრდის კრემლი სამხედრო დაჯგუფებას საქართველოს საზღვართან |
Posted by: RedShark 3 Jul 2021, 15:59 |
https://www.facebook.com/mod.gov.ge/videos/520707692384728 * * * https://www.facebook.com/mod.gov.ge/videos/201225488459658 |
Posted by: zindiosama 8 Jul 2021, 16:02 |
ეს კაი ვარიანტი იქნებოდა ქართული სანაპირო დაცვის განვითარებისთვის: |
Posted by: RedShark 21 Aug 2021, 23:16 |
|
Posted by: zindiosama 6 Oct 2021, 16:38 | ||
ჰმ... საინტერესო ისტორიული ექსკურსია: Война Судного дня: сражение, которое изменило Израиль За фасадом могущества израильской военной машины кроются проблемы https://svpressa.ru/war21/article/312025/
|
Posted by: astamur_tyania 11 Oct 2021, 02:40 |
ამერიკამ ლიბანის არმიას ახლათ-ახალი (!) 6 ცალი მოიერიშე შვეულმფრენი MD 530G „კვერცხი“ აჩუქა ზემოდან Boeing Insitu ScanEagle დაამატა გამოიცანით რა გადასცა ამერიკამ მის სტრატეგიულ პარტნიორ საქართველოს » სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ « |
Posted by: ქართლოსი 3 Nov 2021, 21:20 |
რანაირი ფორმები ქონისთ სამხედროებს ზოგ ქვეყანაში: https://youtu.be/GpPUchuG7NI |
Posted by: FreSH999 3 Dec 2021, 11:40 | ||
https://bm.ge/ka/article/saqartvelo-eu-sgan-tavdacvistvis-13-milions-miigebs-ukraina---31-mln-s-moldova---7-milions/96702 |
Posted by: zindiosama 13 Dec 2021, 19:46 |
https://forum.ge/?f=29&showtopic=35223644 რას იტყვით, ნაღდად ეგრეა? |
Posted by: Alfred_Thayer_Mahan 13 Dec 2021, 23:08 |
zindiosama პოსტის ავტორის პარტ-ბილეთი ჩანს პირდაპირ. პარტიულის გარდა ამ დონის დემაგოგიას არავინ იკადრებს. |
Posted by: zindiosama 16 Sep 2022, 11:11 |
მოკლედ წუხელ ჯუანშერა გამოვიდა იმედი ლაივში და ეგეთი თეზისები გადმოალაგა: 1. თავდაცვის ბიუჯეტი გაგვეზარდა 80 მილიონითო და ეს გაზრდილი ბიუჯეტი თანაბარზომიერად გადანაწილდება როგორც ხელფასების გასაზრდელად, ისე სამხედრო შესყიდვებზეო; 2. გაისად პოლონური დრონების გამოშვება იწყებაო. უკვე ყველა ბიუროკრატიული ბარიერი გადალახულია და ხელს აღარაფერი გვიშლისო (მოვუტყან ბიუროკრატია, რამდენი ხნის წინ დააანონსეს ამ ჩათლახებმა); 3. მომავალი წლიდან დაიწყება სერიოზული შესყიდვები ჰსთ-ს მიმართულებით რომლებიც 4-5 წელი გაგრძელდებაო (იმ ათწლიანი პროგრამის ფარგლებში). ეს თუ მართალია, გამოდის რომ ჰსთ რო მორჩება მომდევნო 5 წელი შორსმსროლელი არტილერიის შესყიდვებს მოანდომებენ. ჰიმარსებს თუ არ ჩაგვახუტეს, ზუზანები მაინც გარანტირებულია |
Posted by: დავიდ ვილია 16 Sep 2022, 12:54 |
80 მილიონი რაში უნდა გვეყოს? + 10% იზრდება ხელფასები სახელმწიფოს ამსახურებში და კკრს ეგ 80 მაგს სჭირდება ვის აყლევებნ |
Posted by: zindiosama 16 Sep 2022, 16:46 | ||
ისა და, ამ პოლონურ უპილოტოებზე რეალურად რა ხდება? |
Posted by: Ronyy 12 Dec 2022, 15:50 |
3. სავალდებულო სამხედრო სამსახური გადაიხედება, მისი რეფორმირების შედეგად ყველა პირი სავალდებულო სამხედრო სამსახურს მხოლოდ თავდაცვის უწყებაში გაივლის. გონს მოეგნენ ვითომ? |
Posted by: FreSH999 12 Dec 2022, 16:50 |
Ronyy უკვე წლებია ეგეთი ხმები დადის მაგრამ არ ხორციელდება |
Posted by: zindiosama 24 Jan 2023, 13:02 |
ერთი შეკითხვა მაქ თუ იცით ვინმემ ჩინეთს რაიმე ტომაჰავკის ან კალიბრის ანალოგი ააქვს? |
Posted by: akkai 20 Feb 2023, 18:57 |
მე რო სამხედრო კათედრა მაქ გავლილი ეგ ჯარში მსახურებად იტვლება? ამერიკის ვიზის აპლიკაცია ითხოვს ამ პასუხს და ვერ მივხდი რა ჩავწერო |
Posted by: mamukasokhumeli 13 Mar 2023, 20:16 |
პოლონეთის შეიარაღებული ძალების აღჭურვის გეგმები |
Posted by: mamukasokhumeli 19 Mar 2023, 20:40 |
კიმჩემისას ჯარის აღლუმი 2023 |
Posted by: zindiosama 30 Mar 2023, 16:35 |
https://kvirispalitra.ge/article/101802-kartuli-armiis-sabchotadroindel-tankebs-viga-gagviremontebs-tuki/ უკრაინაში ერთ წელზე მეტია მიმდინარე ფართომასშტაბიანმა საბრძოლო მოქმედებებმა, ბევრ სხვა ასპექტთან ერთად, კიდევ ერთი ძალზე საინტერესო რეალობაც გამოაჩინა. რუსეთ-უკრაინის 13-თვიანი სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლის შედეგად ორივე მხარეს განადგურებულია არანაკლებ 13 ათასი ტანკი, ჯავშანმანქანა, საარტილერიო დანადგარი, რადიოლოკატორი, საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი, თვითმფრინავი, შვეულმფრენი, დრონი თუ კატარღა (აქედან, 25 მარტის მონაცემებით, რუსეთის საოკუპაციო ძალების სამხედრო ტექნიკის დანაკარგი 9 786 ერთეულს შეადგენს, უკრაინისა კი 3 130-ს). აფეთქებული ათასობით ტანკისა და ჯავშანმანქანის, ისევე როგორც ჩამოგდებული თვითმფრინავებისა და შვეულმფრენების ლომის წილს ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს წარმოებული სამხედრო ტექნიკა შეადგენს, რომლის უდიდესი ნაწილი სწორედ რუსეთის ფედერაციასა და უკრაინას დარჩათ საბჭოთა იმპერიის დაშლის შემდეგ, 32 წლის წინ. პუტინის რუსეთის უკრაინაზე თავდასხმამდეც რუსეთიც და უკრაინაც ათწლეულების განმავლობაში დაუნანებლად ყიდდნენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში საბჭოთა დროიდან შემორჩენილ სამხედრო ტექნიკას, ხოლო ერთმანეთთან ომში ამხელა საბრძოლო დანაკარგის შემდეგ აღმოჩნდა, რომ მათაც შემოაკლდათ თითქოსდა ულევი საბჭოთა სამხედრო მარაგი. რუსეთის არმიაში ეს იმაშიც გამოიხატება, რომ ხანგრძლივი შენახვის ბაზებიდან უკვე არა მარტო ხრუშჩოვისდროინდელი T-62, არამედ თვით სტალინისდროინდელი T-54“ ტიპის ტანკების შეგროვება და უკრაინის ფრონტზე გაგზავნა დაიწყეს. უკრაინა კი ომში განადგურებული საბჭოთა ტანკებისა და ჯავშანმანქანების საკომპენსაციოდ დასავლურ ჯავშანტექნიკას იღებს და აღარ დაუბრუნდება საბჭოთა ტანკებს, დარჩენილს კი დაუნანებლად „შეაკლავს“ ფრონტის ხაზს. საბჭოური სამხედრო ტექნიკის დრო ელვისებურად ილევა, რასაც ძალზე აჩქარებს ომი უკრაინაში. შესაბამისად, თუ აღარ იქნება ეს ტექნიკა, მისი გარემონტება-მოდერნიზაციაც არააქტუალური გახდება და იმ ქვეყნებს, რომელთაც კიდევ შემორჩათ საბჭოური ტანკები და ჰაუბიცები, ძალზე გაუჭირდებათ მათთვის სათადარიგო ნაწილების შოვნა, გარემონტება და მუდმივ საბრძოლო მზადყოფნაში შენახვა. ასევე დაგაინტერესებთ ომი გამოფიტვამდე ანუ ვინ გატყდება პირველი - რუსეთი თუ უკრაინა დასავლეთთან ერთად? "ლეოპარდები", "ჩელენჯერები", "მარდერები", "სტრაიკერები" უკვე უკრაინაშია, "აბრამსები" და "ბრედლები" იგვიანებენ... პუტინი ბირთვულ შანტაჟს აგრძელებს - რას მისცემს კრემლს ტაქტიკური ბირთვული იარაღის ბელარუსში განთავსება? ასეთი ქვეყნების რიგს კი მიეკუთვნება საქართველოც, რომლის თავდაცვის ძალების ჯავშანტექნიკას, არტილერიას, საზენიტო-სარაკეტო საშუალებებსა და სამხედრო ავიაციას სწორედ საბჭოთა დროს გამოშვებული ტექნიკა შეადგენს. დიდი საიდუმლო არ არის, რომ საბჭოურ ტანკებსა თუ შვეულმფრენებს, ისევე როგორც საზენიტო საშუალებებს, ათწლეულების განმავლობაში სწორედ უკრაინის დახმარებით ვარემონტებდით, ზოგჯერ უკრაინაში ნაყიდი სათადარიგო ნაწილებითა და მათი სპეციალისტების დახმარებით, ზოგჯერ კი უკრაინაშივე ვგზავნიდით ქართულ „მფრინავ "ნიანგებს" გასარემონტებლად. დღეს ეს წარმოუდგენელია არა მარტო იმიტომ, რომ უკრაინაში ომია და ჩვენთვის არ სცალიათ, არამედ იმიტომაც, რომ ისინი ნელ-ნელა გადადიან ნატოს სტანდარტის შეიარაღებაზე და თავადვე არიან დაინტერესებული, რაც შეიძლება მალე მოიშორონ საბჭოთა დანატოვარი. უკრაინის გარდა, საბჭოთა სტანდარტის ტანკებისა თუ საზენიტო "ბუკების" სათადარიგო ნაწილების შოვნა, ალბათ, მხოლოდ რუსეთში თუ შეიძლება, რაც ასევე არარეალურია ქართული არმიისთვის. არის კიდევ ერთი შემოვლითი გზა - მესამე-მეოთხე ხელის დახმარებით გარიგება, რაც ძალზე ზრდის სათადარიგო დეტალების ფასს. არადა, მათი ჩამონათვალი უზარმაზარია და ყველას - ტანკისტებს, არტილერისტებს, მეზენიტეებს თუ ავიაინჟინრებს სასწრაფოდ საჭირო ასობით დეტალის სია წლების წინ აქვთ შედგენილი, მაგრამ მტრების გასახარად მათი ჩამოთვლა არ გამოვა. ამასთან, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველოს თავდაცვის ძალების შეიარაღებაში არსებული საბჭოური ტანკების, ქვეითთა საბრძოლო მანქანების, ჯავშანტრანსპორტიორების, საარტილერიო და საზენიტო დანადგარების "წლოვანება" უკვე მიუახლოვდა 40 წელს და არათუ კაპიტალურ რემონტს, არამედ ღრმა მოდერნიზაციას საჭიროებს, რათა მეტ-ნაკლებად მაინც შეესაბამებოდეს თანამედროვე ომების მოთხოვნებს. მაგრამ, თუკი პოლიტიკური და ტექნიკური პრობლემების გამო ეს თითქმის შეუძლებელია, რა გამოსავალი აქვს ქართულ არმიას? ერთ-ერთი შეიძლება იყოს საბჭოური სამხედრო ტექნიკის სასწრაფოდ... თავიდან მოშორება! ოღონდ ჯართში ჩაბარება კი არა, არამედ ჭკვიანურად „მოცილება“ და საკომპენსაციოდ დასავლური სამხედრო ტექნიკის მიღება, თუნდაც ასევე მოძველებულის, მაგრამ იმის გარანტიით, რომ მათი მუდმივი საბრძოლო მზადყოფნისთვის დიდი პრობლემები არ გაგვიჩნდება და სათადარიგო ნაწილებსაც არ დაგვამადლიან ნატოს წევრი ქვეყნები. თუ როგორ შეიძლება „ჭკვიანურად მოცილება“, ამას სახელმწიფო უნდა გეგმავდეს პოლიტიკური და სამხედრო ასპექტების გათვალისწინებითა და იმ მომენტის გამოყენებით, რაც რუსეთ-უკრაინის გახანგრძლივებული ომის გამო შეიქმნა. წინააღმდეგ შემთხვევაში, წლების შემდეგ ქართულ არმიას შეიარაღებაში ბრძოლისუუნარო საბჭოური სამხედრო ტექნიკაღა შემორჩება. |
Posted by: zindiosama 19 May 2023, 19:34 |
სპეციალური ოპერაციების ძალებში ამერიკელ სამხედროებთან ერთობლივი გაცვლითი წვრთნები ჩატარდა |
Posted by: mamukasokhumeli 3 Jul 2023, 02:18 |
ტიპი რუსულ შეიარაღებაზე საუბრობს |
Posted by: zindiosama 28 Sep 2023, 11:52 |
ხალხო, ესპანეთში რა ტანკსაწინააღმდეგოები შევიძინეთ? იქაური წარმოების ჯაველინები? |
Posted by: tornike71 28 Sep 2023, 15:01 | ||
https://instalaza.com/producto/c90-reutilizable/?lang=en |
Posted by: gugush 11 Oct 2023, 22:36 |
აქ დავწერ. ისე კი მიკვირს შესაბამისი თYემა რომ არ გაიხსნა აქამდე. საკმაოდ არაპროფესიოონალიზმი ჩანს ებრაელების მოქმედებაში 7 ოქტომბერს. ამ სასაზღვრო პუნქტზე განთავსებულ ობიეტებს ვგულისხმობ. როგორც ინდივიდულაურად მებრძოლების მომზადების ასევე და პირველ რიგში მეთაურობის მხრივ |
Posted by: RedShark 5 Jul 2024, 20:08 |
........................ |
Posted by: mamukasokhumeli 30 Jul 2024, 22:45 |
ფინეთის მიდგომა თავდაცვის საკითხთან: |
Posted by: FreSH999 31 Jul 2024, 15:36 | ||
აუ რა მაგარია, ძალიან შემშურდა |
Posted by: RedShark 10 Aug 2024, 04:33 |
სენაკის ბაზაზე ტანკი დაიწვაო (არ ვიცი, შეიძლება სხვა ჯავშანმანქანაა და ტანკს ეძახიან). ერთმა ჯარისკაცმა ძლიერი დამწვრობები მიიღო და თურქეთში გადაიყვანეს სასწრაფოდ. ჯერ სუ25, ეხლა ტანკი |
Posted by: QORIONI666999 27 Aug 2024, 15:54 |
წყალქვეშა ნავის ტურბინა ყველას გვაქვს ნანახი,წარმოიდგინეთ თანამედროვე სკუტერის წყლის ჭავლი რა პრინციპითაც მუდაობს ,ოღონდ წყლის შესრუტვა მოხდეს ნავის პარალელურ სივრცეში ,მგონი სვლას მოუმატებს. * * * მანევრირებაც ასჯერ გაიზრდება ბოლო რგოლი თუ ოთხივე მხარეს მიმოძრავებს. * * * https://youtu.be/Hg-7yJGfdak?si=TrntkJWonZrednRy * * * ასეთზე რომ მოდიფიცირდეს შესა იშნავი გამოვა.https://youtu.be/Gb0Zm2LwJpQ?si=yvR0qsOWVCEz4KWd * * * მართვადი დრონები რკინის მილებია საჭირო და ძრავი მზადაა https://youtube.com/shorts/d1_lkzclVZs?si=tbsgCqoBpSNSy14q |