Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format |
თბილისის ფორუმი > არსენალი > საქართველოს სამხედრო სამრეწველო კომპლექსი |
Posted by: eagle.1. 2 Oct 2018, 15:10 |
წინა თემა: https://forum.ge/?f=49&showtopic=34865259&st=0 |
Posted by: mamukasokhumeli 2 Oct 2018, 19:51 |
სეტყვის საწინააღმდეგო რაკეტების ადგილზე წარმოებაზე რომ იყო საუბარი,რა ხდება იცის ვინმემ? |
Posted by: xDavid_S 7 Oct 2018, 13:40 |
ასეთია ჩვენი ნეტა? |
Posted by: t-90 7 Oct 2018, 14:01 |
xDavid_S მოიცა კაცო უკვე რადიოს წარმოებაზეც გადავედით? |
Posted by: Elizbari1995 7 Oct 2018, 15:32 |
t-90 კავშირგამბულობის მანქანაზე ამბობს, იქ ხომ ჰარისის აპარატურაა ჩადგმული |
Posted by: ignorant 7 Oct 2018, 22:17 |
ხალხო, პ.ს.-ის სიუჟეტი იყურეთ საქართველოში ამერიკული იარაღის მასიურ წარმოებასთან დაკავშირებით? ეს პროექტი თუ მართლა ამათ შეაჩერეს და აღარ ყოფილა ჩვენი საშველი... http://rustavi2.ge/ka/dvr1 დაახლოებით 21:51-დან. |
Posted by: t-90 7 Oct 2018, 22:22 |
Elizbari1995 ა მეთქი რადიოს წარმოება დავიწყეთ თქო თურმე მანქანის ინტერიერის დიზაინის ბაზარია |
Posted by: hermes555 7 Oct 2018, 23:22 |
ამ ვიდეოში საუბარია ცეცხლსასროლი იარაღის მწარმოებელ ქარხანაზე საქართველოში, დელტას პარალელურად, რომელიც ამ მთავრობამ მიახურა. რაზეა საუბარი ხომ არ იცით? სად იყო? აქამდე რატომ არ იყო ცნობილი? http://www.rustavi2.ge/ka/video/36454?v=2 |
Posted by: Elizbari1995 8 Oct 2018, 05:50 |
hermes555 ხმები ოარაღის წარმოების გეგმებზე ჯერ კიდევ დიდგორის გასაჯაროვებამდე დადიოდა. 2011ში სოფელში სტუმრად მაღალჩინოსნები გვყავდა, ბევრი კითხვები დავაყარე. ტყვიაწამლის და იარაღის წარმოებას ვგეგმავთო. კიდევ ბევრ გეგმებზე მითხრა, მათ შორის სანაპირო დაცვის გაძლიერებაზე * * * ბოდიში ამ გამოთქმისთვის მარა 2012ის მერე ყველას და ყველაფერს ხამებივით ეცნენ. ყველგან მიშა და ვანო და ნაცები ელანდებოთად. გადააყოლენ ქვეყანა ერთმანეთის ბოღმას. არ გამიკვირდება თუ კიდევ ბევრ ამათ ნავაჟკაცებს გავიგებთ. რამდენი პროფესიონალი სამხედრო წამოვიდა ჯარიდან, აგერ ჩემთან ერთად 3 ოფიცერი მუშაობს. |
Posted by: kanian_U 8 Oct 2018, 13:28 |
მოძველებული გაზის სისტემის შეცვლას აპირებდნენო, ალბათ დგუშით ხო? ნეტა ვინ აპირებდა აქ წარმოებას რა საინტერესოა, არამგონია ჩვენი ინტელექტუალური საკუთრება ყოფილიყო. |
Posted by: zindiosama 8 Oct 2018, 13:46 |
https://forum.ge/?f=29&showtopic=35053208 ჰათ, ბოლობოლო ასწავლეს იმ უპილოტო მაკეტს დაშვება და აქეთიქით ტრიალი? |
Posted by: gugusha-l 8 Oct 2018, 18:52 | ||
მიშას დროსაც და მიშას მერეც თავდაცვაში გადაწყვეტილების მიმღები პირები ყოველთვის ამოდიოდნენ პირველ რიგში თავიანთი კერძო მატერიალური ინტერესეიდან გამომდინარე. მიშას დროს უბრალოდ ამათგან განსხვავებით პიარი ქონდათ კარგად დალაგებული. |
Posted by: kanian_U 8 Oct 2018, 18:57 |
gugusha-l დიდგორიც პიარი იყო თორემ ტანკებს კილომეტრბეზე გადაჭიმული ქარხნები ჭირდება და ჩვენ საიდან. |
Posted by: zindiosama 8 Oct 2018, 19:55 | ||
kanian_U
რა შუაშია აქ ტანკები? |
Posted by: Elizbari1995 8 Oct 2018, 20:01 | ||
იარაღის წარმოებას ნება ჭირდება თორე მაგ დიდი სასწაული ინტელექტი არაა საჭირო. საჭიროა წარმოების ტექნოლოგიების მცოდნე რამოდენიმე ადამიანი და დანადგარრბის შესაძენი თანხა. Ar15ის ყველა დეტალი და წარმოების ტექნოლოგია ულვე ჩვეულებრივ ენთუზიაზისტვისაც აღარაა საიდუმლო. სახლში დაამზადებ თუ მოუნდომებ |
Posted by: ZSU-23-4 12 Oct 2018, 15:58 | ||
xDavid_S
AN/PRC-117G, AN/PRC-117, AN/PRC-118 გამორიცხულია, რადგან ეს მხოლოდ თავიანთი არმიისთვის არის გათვლილი. (ნუ ასე იყო ადრე). უფრო RF-7800H-MPები, RF-5800H-MP და RF-5800V-MP მგონია, რადგან ესენი არის საექსპორტო ანალოგები. |
Posted by: adibudi 8 Nov 2018, 13:45 |
deep learning ნეირონული ქსელების პროგრამირებით მე და ჩემ მეგობარს შეგვიძლია გავაკეთოთ ისეთი სისტემა, რომელიც კამერით ამოიცნობს თვითმფრინავებს და მოგვცემს შესაბამის outputs. არ შეიძლება ამის გამოყენება საჰაერო თავდაცვის რაკეტებში? |
Posted by: GeoWarr1or 9 Nov 2018, 21:37 |
adibudi დელტას დაუკავშირდი ჯობია |
Posted by: lepori 9 Nov 2018, 23:03 |
Posted by: aloha__ 9 Dec 2018, 14:47 |
მედევაკების ყიდვა ინდონეზიასაც უნდა და კონტრაქტი უკვე გაფორმდაო. რა იცით, სერიოზულია რამე? |
Posted by: xDavid_S 21 Dec 2018, 09:21 |
Posted by: lepori 27 Dec 2018, 12:44 |
დელტას გენერალური დირექტორის უჩა ძოძუაშვილის 2018 წლის შემაჯამებელი ანგარიში |
Posted by: Zuka911 28 Dec 2018, 01:38 |
რა ძალიან დაინტერსდნენ ეს მუსულმანები ჩვენი დიდგორით, ჯერ საუდიტები, მერე ინდონეზიელები და ეგვიპტელები |
Posted by: zindiosama 28 Dec 2018, 17:34 |
ხალხო, დიდგორ მეომარზე 120 მმ ნაღმმტყორცნი მოარგეს არა? |
Posted by: mamukasokhumeli 29 Dec 2018, 00:09 | ||
"დიდგორის ტიპის ჯავშანმანქანების ოჯახის მორიგი მოდიფიკაცია სამი ძირითადი ნაწილისგან შედგება. ესენია - უნიფიცირებული სავალი ნაწილი, ჯავშანკაფსულა რომელშიც 5 კაცი თავსდება და უკანა მოდულური ნაკვეთური, სადაც სხვადასხვა ტიპის შეიარაღების ან სადაზვერვო დანიშნულების მოდული მონტაჟდება. მანქანის განსხვავებული მოდიფიკაციის მიხედვით, უკანა ნაწილში შესაძლებელია სადესანტო ნაკვეთური ან სატვირთო ძარა დამონტაჟდეს და სწორედ ამ ნაწილშია დამონტაჟებული მობილური 120 მილიმეტრიანი ნაღმმტყორცნის მოდული. დიდგორი მეომარის ახალი მობილური 120 მილიმეტრიანი ნაღმმტყორცნის მოდულის საზოგადოების ფართო მასებისთვის წარდგენა მოხდება 2019 წლის 17-20 თებერვალს დაგეგმილ ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის რეგიონის სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო თავდაცვითი მრეწველობის უმსხვილეს გამოფენა IDEX-2019-ზე." https://scout-thedeaddistrict.blogspot.com/2018/12/blog-post_28.html?m=1&fbclid=IwAR0VBoygbyDCe28HtLp_daOzAUdUnjb7t6OAopAgqB3zBs6tV3Xd921NR2g |
Posted by: zindiosama 29 Dec 2018, 20:45 | ||
mamukasokhumeli
ანუ GMM.120-ზე უარი თქვეს არა? |
Posted by: mamukasokhumeli 29 Dec 2018, 21:41 |
არ ვიცი ზინდი.უფლის წყალობით ვიცოცხლებთ იქამდე და ვნახავთ |
Posted by: murza 29 Dec 2018, 22:03 |
mamukasokhumeli zindiosama ჩვენი დელტელი თანაფორუმელი აკი ამბობდა ეგ საცდელი მოდელი იყოვო. |
Posted by: mamukasokhumeli 29 Dec 2018, 22:10 |
ახლა სტალკერაც მგონი ვერაფრს იტყვის სანამ ღიად არ გვანახებს დელტა რა გააკეთა |
Posted by: murza 30 Dec 2018, 01:20 | ||
mamukasokhumeli
ჰო, მაგრამ კარგია თუ ვარგის შეჯავშნულ მანქანაზე ნაღმმტყორცნი შემოდგეს. ავტომატური დატენა არც წინა ვარიანტს ჰქონია. მაინც კარგია, საბრძოლოდ მომზადებას გაცილებით ნაკლები დრო უნდა, ვიდრე ბუქსირებად ასოციანს, მობილურია, საკუთარი საბრძოლო მარაგი მანქანაშივე ექნებათ. ეს უკვე ისეთი ვარიანტია, რომელიც შეიძლება შეიარაღებაში მიიღონ. * * * ოდესმე ჩვენი პოლიტიკა არსებული საფრთხეების ადეკვატური თუ იქნა, ამგვარი ჯგუფების თუნდაც რუდიმენტულ მდგომარეობაში არსებობა უკვე უდიდესი მადლი იქნება. ელემენტარულ "ინტელექტუალურ ნამზადსაც" კი ოქროს ფასი დაედება. დელტა კი რუდიმენტზე გაცილებით მეტია, ნეტა ეგეთი დონემდე მისული საწარმოო ჯგუფები ბევრი გვყავდეს. |
Posted by: SabaGEO 30 Dec 2018, 06:43 |
დელტა" აპირებს საქართველოში ააღორძინოს თვითმფრინავმშენებლობა https://www.kvirispalitra.ge/qarsenaliq-irakli-aladashvilis-blogi-anitacia/49508-qdeltaq-ra-gaaakethes-da-ras-apireben.html |
Posted by: zindiosama 30 Dec 2018, 12:40 | ||
SabaGEO
ბორა იგულისხმება აქ? |
Posted by: xDavid_S 30 Dec 2018, 12:59 |
არსენალმა რატომღაც "ინტეგრალური სქემები" დაარქვა და პალიტრამაც "გადაიწერა" არადა მწარმოებელი "ინტეგრირებული ქსელების" მანქანას ეძახის |
Posted by: lepori 30 Dec 2018, 14:34 | ||
საიტერესო პროტოტიპი წარმოადგინეს MIT-ის ინჟინრებმა>>> მფრინავი ობიექტი მოძრავი ნაწილების გარეშე. ჰაერის იონიზაციას ახდენენ და წარმოქმნილი "იონიორი ქარის" მეშვეობით ხდება აფრენა შედეგად მფრინავი ობიექტი არის სრულიად უხმაურო: სტატია ნოემბერიში გამოქვეყნდა Nature-ში: https://www.nature.com/articles/s41586-018-0707-9 -- არვიცი რამდენად შორს არიან ქართველი ინჟინრები მაგრამ მგონი ამ მიმართულებით მუშაობა ღირს * * *
ალბათ მექნიკური შეცდომაა თორე "სქემა" არაფერშუაშია და არსენალიც ასე უპრაკუნოდ არ "დაარქმევდა". |
Posted by: SabaGEO 30 Dec 2018, 17:03 |
zindiosama ალბათ, თნ ვაზიანის აეროპორტსაც ანახლებენ, სიმართლეს ჰგავს |
Posted by: xDavid_S 30 Dec 2018, 18:16 | ||
lepori
მბეჭდავ ლამზირას ბრალია... ბუნებრივია |
Posted by: xDavid_S 2 Jan 2019, 19:29 |
* * * უკრაინული Bars-8MMK |
Posted by: SosoChik 2 Jan 2019, 20:45 | ||
ვუყურებდი ამ სურათებს და თავს ვიტეხავდი საიდან უნდა აიღონ საბრძოლო ვითარებაში ნაღმები. თურმა გვერდიდან * * * მაინც არ მომწონს ეს კონსტრუქცია. ბარემ მანქანაზე დარჩეს ნაღმტკორცნი. ამუნიციაც იქვეა. მიაყარა და გაიქცა * * * უფრო პატარა მანქანა გინდა? ინებეთ 81მმ მაგდაგვარი მანქანა ესპანეთში იწყობა |
Posted by: mamukasokhumeli 3 Jan 2019, 02:22 |
ჩემი აზრით აუცილებელია გაგრილება.გათვლასაც უნდა შეეძლოს მაღალი ტემპით სროლა.როგორც ერთი ვეტერანი ამბობდა(გვარი არ მახსოვს,ძმები იყვნენ 120მმ ნაღმსატყორცნის გათვლა) ვიდრე პირველი ჭურვი დაეცემოდა მიზანზე,ბოლო მიფრინავდაო ჰაერში ისე სწრაფად ვისროდითო.თან არ უნდა გვქონდეს წარმოდგენილი მდგომაროება ისე,რომ მტერი მხოლოდ ჭურვის დაცემის შემდეგ გაიგებს ნაღმსატყორცნის არსებობის შესახებ მოცემულ არემარეზე.აგვისტოს ომის შემდეგ სერიოზულად შეფუცხუნდნენ და დაიწყეს დაზვერვის დახვეწაზე მუშაობა.წესით და რიგით ჩვენ ამ საკითხში რაღაც დონეზე უნდა ვყოფილიყავით უკვე.თითქოს კარგად დავიწყეთ აგვისტოს ომამდე.მერე ღმერთმა უწყის |
Posted by: SosoChik 3 Jan 2019, 05:09 | ||
ამაზე სწრაფი რაღა გინდა? [YOUTUBE]IBxxN09RZwg&t=58s[/YOUTUBE] https://m.youtube.com/watch?v=IBxxN09RZwg&t=58s დანიამ იყიდა ასეთის მსგავსი ბტრ ში ჩასადგმელად 300 ცალი |
Posted by: xDavid_S 3 Jan 2019, 09:15 | ||
მე მომწონს, უკუცემის ძალა მიწაზე მოდის და არა მანქანაზე ეჭვი მაქვს, ჩვენებიც "უკრაინული" გზით წავიდოდნენ და "გარეთ" გამოიტანდნენ მორტირს |
Posted by: SosoChik 3 Jan 2019, 11:22 | ||||
თუ შენ ინერციული ბლოკი გაქვს ლულაზე რაღაც Sigma 30 ის მაგვარი, ლულის ქანაობას მნიშვნელობა არა აქვს. ყოველი გასროლის შემდეგ ლულა ბრუნდება სწორ მდგომარეობაში. სამაგიეროდ სროლისთვის მზადყოფნა ხდება წამებში |
Posted by: t-90 3 Jan 2019, 12:28 | ||||
და ბიჯგების გაკეთება რატო არის პრობლემა? |
Posted by: xDavid_S 3 Jan 2019, 12:47 | ||
თუ პრობლემა არ არის, რატომ არ გაუკეთეს? |
Posted by: SosoChik 3 Jan 2019, 13:45 | ||||||
ბიჯგები რა არის? საყრდენები? Outriggers? * * * ეს მინამიოტი Cardom 10 ან/და მისი ბიძაშვილი ამერიკის არმიაშიც არის სტრაიკერის ბრიგადებში ბტრ ბზე. ახლახან დანიის არმიამ შეიძინა 300 კომპლექტი ისევ ბტრ პირანიაზე დასაყენებლად. იქ საყრდენები არ სჭირდება. მაგრამ დარწმუნებული ვარ რომ ყველგან ინერციულ ნავიგაციით მიდის. და, შესაბამისად, ლულის კუთხურ მდებარეობას აკონტროლებს. ვიდეოში ლაპარაკობენ უკუცემის დარბილების მექანიზმზე რის შედეგადაც მსუბუქ 4х4მანქანაზეც შეგიძლია დააყენოო |
Posted by: adibudi 3 Jan 2019, 13:53 |
ჩემი აზრით ჩვენთვის სისწრაფე + დიდი კალიბრი უნდა იყოს გადამწყვეტი ფაქტორი. უცბად მისვლა სროლა 6-7 დიდი ბაბასილი რამის და გამოქცევა. უპილოტო ვერტალიოტი რომ ააწყვეს, პულიმიოტის მიმაგრება დიდი სისულელე იყო. მაგას უნდა მიამაგრონ 2 ცალი მაქსიმალურად დიდი რაიმე რაკეტა, მიიპაროს ისროლოს და დატყდეს ადგილიდან. |
Posted by: SosoChik 3 Jan 2019, 14:12 | ||
უპილოტოს მიპარვა ცოტა პრობლემატური რამეა. დამრტყმელ ვერტმფრენს რაც შეუძლია გაწვრთნილი პილოტის ხარჯზე, იგივეს უპილოტო ვერ გაიმეორებს. კიდევ კარგა ხანს. უპილოტოს უნდა ქონდეს სენსორები ოპტიკური, ინფრაწითელი და რადიოგამომსხივებლების დასაფიქსირებლად. რადარებზე მიწიდან უნდა იმუშავო. თუ აიძულებ მოწინააღმდეგის პვო ს იმუშავოს ჩასაფრების ტაქტიკით, მაშინ თუ გამოუვა მიპარვა. და იარაღი უნდა გამოიყენოს მხოლოდ time critical target ის საწინააღმდეგოდ. მაგალითად, ტაკტიკური რაკეტების გამშვები გამოჩნდა, რომელიც გაუშვებს თავის რაკეტებს მანამ სანამ შენი მიზანჩვენება დამუშავდებს და არტილერია გახსნის ცეცხლს |
Posted by: adibudi 3 Jan 2019, 14:26 | ||
წარმოიდგინე ის უპილოტო ვერტმრენი დიდგორზე, დიდგორი მივა იქამდე სადამდეც უსაფრთხო ადგილია და გაფრინდება დაბალ სიმაღლეზე მერე უპილოტო, მაქსიმალურად ჩუმად. წაიღებს 2 დიდ ბომბა რაკეტას, ესვრის რაღაცეებს და გამოიქცევა. ასე ეფექტური იქნება. პულიმიოტიტ პერესტრელკებს კი ნამდვილად არ დააწყებინებენ და ჩამოხსნიან მაშინვე. |
Posted by: SosoChik 3 Jan 2019, 16:05 | ||||
ის დელტას უპილოტო ვერტმფრენი დაფრინავს? |
Posted by: t-90 3 Jan 2019, 18:54 |
xDavid_S ვერ გეტყვი რითია გამოწვეული. ალბათ იმიტომ რომ გაშლის დრო მინიმუმამდე დაიყვანონ. მაგრამ მანდ სიზუსტე შემცირდება ალბათობით თუმცა შეიძლება დამაკმაყოფილებელია. |
Posted by: zindiosama 3 Jan 2019, 19:27 | ||
SosoChik
კეეე... ეხლა გვერდზე და წინ და უკან ფრენას ასწავლიან |
Posted by: SosoChik 3 Jan 2019, 19:39 | ||||
არ არის ეს სასაცილო თუ დამოუკიდებლად ცდილობენ. არც თუ ისე ადვილი ამოცანაა. რომ ვინმე დაიქირავონ, როგორც მესმის, არც ბიუჯეტი არ აძლევთ საშუალებას |
Posted by: zindiosama 4 Jan 2019, 17:11 | ||
SosoChik
და რამდენი ხანი დაჭირდება ამას, ერთი ათი წელი? |
Posted by: SosoChik 4 Jan 2019, 18:26 | ||||
შეიძლება სულაც არ გამოუვიდეთ. .......... ............ |
Posted by: zindiosama 6 Jan 2019, 15:44 | ||
SosoChik
და რატო დაიწყეს ის რაც წინასწარ იცოდნენ რო არ გამოუვიდოდათ? მე ერთი ახსნა მაქ მარტო: ატკატები |
Posted by: xDavid_S 6 Jan 2019, 16:49 |
zindiosama რას ნიშნავს, წინასწარ იცოდნენ, რომ არ გამოუვიდოდათ? რა ადვილია ტალახის სროლა |
Posted by: murza 6 Jan 2019, 18:38 | ||
xDavid_S
ჰო, მინდოდა რაღაც ამის მსგავსის დაწერა და თავი შავიკავე წეღან. უზარმაზარ ქვეყნებში ინსტიტუტები, საკონსტრუქტორო ბიუროები, ქარხნები ასობით პროექტს, საცდელ ვარიანტებს და დოზანამ იცის კიდევ რას აკეთებენ, რომ ამათგან რაიმემ იმუშაოს და გამოვიდეს. საქართველოს წიპა ასეთი "ფუფუნების" შაშვალება არა აქვს, ამიტომ ჯადოქრები უნდა მოვიწვიოთ და კაპპიკი არ უნდა დაიხარჯოს, თუ ეგრევე ვუნდერვაფეს არ გააკეთებენ. |
Posted by: zindiosama 6 Jan 2019, 20:15 | ||
xDavid_S
რა გინდა თქვა, რომ იცოდნენ? მით უარესი ეს კიდე უფრო ამყარებს ჩემ ეჭვს ატკატების შესახებ |
Posted by: SosoChik 6 Jan 2019, 22:42 | ||||
ატკატია თუ გაფლანგვა, თუ კიდევ სხვა რამე, მაგრამ ყველა პროექტს მოსდევს development risk. განა შეუძლებელია, მაგრამ შეიძლება გახდეს შეუძლებელი: 1. ბიუჯეტის არასაკმარისობის გამო 2. კვალიფიციური კადრების არარსებობის გამო და ასე შემდეგ მაგდაგვარ პროქტს მე ვთავაზობდი კიდევ ბათუ ქუთელიას 2007 წელს. გადაგვექცია 4 ადგილიანი ვერტმფრენი უპილოტოდ. მაგისთვის ჩამოვიყვანე ამერიკული კომპანია, ვისაც მაგდაგვარი გამოცდილება უკვე ქონდა და მზად იყო გაეზიარებ8ნა ჩვენთვის know how. ეს ჯდებოდა 1 მილონ დოლარზე მეტი. დამოუკიდებლად მაგოს გაკეთება არის შესაძლებელი, მაგრამ დეველოპმენტ როსკ არის მაღალი. მერე მაგ კომპანიის პრეზიდენტი შეხვდაამერიკაში ნიკოლოზ ჯღარკავას და დამიკავშირდენ მე რო მენახა იგი დაბრუნებისას. ჟღარკავამ მითხრა მაშინ ესტონეთიდან რომ აპირებდენ უპილოტოს ტექნოლოგიის აღებას. ჩვენი ალტერნატიული პროექტი არც განუხილავთ. დელტასთან ჩემი პირველი შეხებაც მაშინ მოხდა. ჯღარკავამ გამაცნო ერთერთი დირექტორის მოადგილე. რომელიც მერე მალევე გააგდეს. ვთქვათ განავითარე ეს ვერტმფრენი მერე კოდევ მუდმივი კითხვა ჩნდება ასეთი პროექტებისთვის: იყიდის ჯარი? გეუბნებით რომ უფრო სავარაუდოა რომ მოგიდღნან ტვონი არარეალური მოთხოვნებით და ამით ყველაფერი დამთავრდეს * * * http://guidedsys.com/all_product/sicx-250/ ეს ფირმაა. არც თუ ისე დიდი ფირმაა. წამოიწიეს იმითი, რომ გააკეთეს JDAM კომპლექტი და მიყიდეს იგი ბოინგს. ადრე საიტზეც ეწერა. მერე ბოინგმა აიძულა წაეშალათ * * * ეს მაგათი ხომ დაფრინავს ეს პილოტირებადი https://www.composite-fx.com/ გასწავლითო გვითხრეს Development risk ნული |
Posted by: xDavid_S 7 Jan 2019, 10:44 | ||
შედეგად მივიღეთ ეს ესტონური ქართული ესეც ცოტაოდენოი ტექნიკური მხარე http://citeseerx.ist.psu.edu/viewdoc/download?doi=10.1.1.430.6708&rep=rep1&type=pdf |
Posted by: SosoChik 7 Jan 2019, 11:59 | ||||
ბოდიში ჯღარკავა არა. ჯანჯღავა .... ... |
Posted by: zindiosama 7 Jan 2019, 14:07 | ||
SosoChik
და ბოლოს ისევ თქვენს პროექტს დაუბრუნდნენ ოღონდ შეცვლილი სახით ეგრე გამოდის? |
Posted by: SosoChik 7 Jan 2019, 17:36 | ||||
ჩემი პროექტი იყო გამოგვეყენებინა hummingbird 300 ვერტმფრენი და მართვის სისტემის ტექნოლოგიის გადმომცემად განიხილებოდა ის ამერიკული კომპანია. დელტამ სხვა ჩემთვის უცნობი ვერტმფრენი გამოიყენა და როგორც ჩანს მართვის სისტემის განვითარება თვითონ დააპირა. არსებობს ამერიკული დასრულებული პროექტი ლოკჰიდ მარტინის თუ სწორად მახსოვს ასევე სატრანსპორტო უპილოტო 3 ტონა ტვირთამწეობის მოწინავე ქვედანაყოფებისა და მაზების მოსამარეგებლად. ღმერთმა გაუმარჯოთ თუ რამე გამოუვათ. და ქართული ჯარი დაინტერესდება. ზუსატადაც ეს დაინტერესება მიმაჩნია პრობლემად. მე მაშინ მაგი ვერ ვიგრძენი. |
Posted by: 098 7 Jan 2019, 18:06 | ||
ვის რა ჩემ ფეხებად უნდა უპილოტო შვეულმფრენი? ეგ რასაც აკეთებენ საქართველოზე არაა გათვლილი... და საერთოდ "სახელმწიფო საწარმოს" მახინჯი ფორმის ბრალია ყველაფერი... კერძო უნდა იყოს და მერე რაც უნდა ის აკეთოს... გადასახადების გადამხდელების ხაჯზე ექპერიმენტების კეთება არის თავის არსით დანაშაული... თუნდაც გაამართლოს და წარმატებული გამოდგეს პროექტი... |
Posted by: SosoChik 7 Jan 2019, 19:09 | ||||
მე ვგრძნობ რომ თქვენ მებრძოლი ბრძანდებით: 1. თუ მოწინავე ქვედანაყოფების მომარაგებას დაავალებ, ამითი ისინი ბევრად უფრო ბრძოლისუნარიანი გახდება 2. რადიორელეური კავშირი პრაქტიკულად აბსოლუტურად ხარვეზმედეგია 3. ჩვეულებრივი ამოცანა - დაზვერვა 4. მხოლოდ time critical target ზე იერიშის მიტანა. მაგალითად, ტაქტიკური რაკეტის გამშვები აღმოაჩინე. იქ დრო არ არის მიზანჩვენების გადაცემა, არტილერიის დამიზნება, განმიზვნა და ასე შემდეგ. რაკეტა თუ გექნება, თვითონ ოპერატორი გაანადგურებს ვურტმფრენს კიდევ დასაჯდომად არც ბილიკი სჭირდება და არც საპარაშუტო გადასარჩენი სისტემა - ნებისმიერ შედარებით ბრტყელ ზედაპირზე დაჯდება, მიიღებს მცირე მომსახურეობას და ისევ აფრინდება |
Posted by: mamukasokhumeli 7 Jan 2019, 23:19 | ||
|
Posted by: 098 8 Jan 2019, 00:50 | ||||||||||
SosoChik
მაგას მაღალი ტვირთამწეობის შველმფრენი უნდა... მინიმუმ ბელლ-206-ის დონის მაინც... ფანტასტიკაა ჩვენ პირობებში...
რაშიც ვერ ვერკვევი ვერ ვიკამათებ თუმცა ზოგადად უპილოტოების მართვის რომელიმე ფორმა თუ არის აბსოლუტურად ხარვეზმედეგი ავშენებულვართ და ეგაა... გავაკეთოთ მაშინ ბევრი პატარა კამიკაძე დრონი რომლებიც ხროვის პრინციპით იმუშავებენ და მაგაზე ეფექტური და სასარგებლო არაფერი გვექნება საერთოდ...
დაზვერვის სიღმეს გააჩნია... ახლო მანძილზე კვადროკოპტერები და შორ მანძილზე დასაზვერად თვითმფრინავები ვინაიდან დიდი ზომის შვეულმფრენს ჩამოაგდებენ... თან ძვირია და ადვილი სამიზნე... რელიეფის მიყოლებით დაბალ სიმაღლეზე მთაგორიან პირობებში ვერ იფრენს
სანამ რამეს ისვრის ან მიანს უჩვენებს ჯერ თვითონ უნდა გადარჩეს... ძალიან მეეჭვება ეგ მისია უპილოტო შვეულმფრენისთვის რეალური იყოს... პილოტირებადს მეტი შანსი აქვს გადარჩენის და იმასაც ძალიან მცირე შანსი აქვს რუსული ჰსთს პირობებში
100 მაქსიმუმ 150 კილოგრამის შვეულმფრენზე თუ ლაპარაკობ ოკ... დიდი უპილოტო შვეულმფრენები ჩვენთვის უსარგებლო იქნება ჩემი აზრით... ძალიან მოწყვლადები არიან და მართვის ხარვეზმედებობაზეც ძალიან მეეჭვება |
Posted by: SosoChik 8 Jan 2019, 09:02 | ||||||||||||
1. ყველაფერი კონცეფციაზეა დამოკიდებული. თუ შენ, მაგალითად, ხმარობ მცირე სადივერსიო ჯგუფების კონცეფციას, მსუბუქი ათეული 9 კაცი. თითო ატარებს ვთქვათ 600 ვაზნას - 20 რაჟოკი. 650-750 გრამი თითო, სულ 0.75*20*9=135 კილოა პლიუს, ყუმბართმტკორცნის ჭურვები, საჭმელი, მედიკამენტი, სასმელი წყალი. ჰა, გააორმაგე ის 135 კგ. ანუ, ათეულმა სრულად თუ გახარჯა მისი ყველა სახარჯო მასალა, მას ეყოფა სულ 270 კგ ლოგისტიკური უზრუნველყოფა. 2. თუ შენი უპილოტო საკმარისად დიდია, მაგაზე შეგიძლია ომნიდირექციული კი არა, მიმართული ანტენები დააყენო. როგორც თავისი დატალინკისთვის, ასევე თუ ის ბარაჟირებს ან კიდია შენს საბრძოლო რიგების თავზე, რადიორელეური კავშირგაბმულობის ანტენები. პირველი უზრუნველყოფს აბსოლუტურად ხარვეზმედეგ მართვას, ხოლო მეორე- ხარვეზმედეგ კავშირგაბმულობას შენს ყველა მიწაზე მყოფ ელემენტს შორის. ეს იქნება მოწინავე ქვედანაყოფები თუ არტილერია, თუ ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის ცალკეული ელემენტი. ასეთ ანტენებს მაგალითად უშვებს ნორვეგიული კომპანია რადიონორი. 3-4. დაზვერვა-დამრტყმელი ფუნქცია. შენ შეგიძლია ვერტმფრენზე დააყენო რადარის აღმომჩენი აპარატურე ოპტიკური სტაბილიზირებული პლატფორმასთან ერთად. და აღმოჩენილი რადარის კოორდინატები გადასცე შენს არტილერიას. შეგიძლია კარგად აღჭურვილ ძვირიან აპარატურათი უპილოტოსთან ერთად აფრინო პროგრამულად მართვადი ვიზუალურად იდენტური აპარატები. რომლებსაც დატალინკიც კი არ ექნებათ - პროგრამა ექნება მხოლოდ აქედან აფრინდეს, მივიდეს პირველ საყრდენ წერტილამდე და ა.შ. და ბოლოს დაბრუნდეს მოცემულ წერტილში როცა საწვავი ამოეწურება. ამითი შენ გაურთულებ ამოცანას ღირებული უპილოტოებისჩამოგდების მოწინააღმდეგეს. “ღირებული“ ეღირება 2 მილიონამდე, ხოლო აღწერილი მფრინავი მულიაჟი - 300 ათასი დოლარის ფარგლებში * * * ეს ფირმა არის https://radionor.no/whatwedo/ ფაზირებული ანტენური ზხაურებით აკეთებენ კომუნიკაციას არსებობს კიდევ troll antennas https://trollsystems.com/antenna-design/antenna-design-process რომლებიც მიმართულ ლავშირს მექანიკური სკანირებით აკეთებენ პატარა უპილოტოზე ასეთებს ვერ დააყენებ ჯერ ხარვეზმედეგობა უზრუმველყავი, მერე იფიქრე რაიმე მისიაზე |
Posted by: 098 8 Jan 2019, 15:59 | ||||||
SosoChik
დივერსიულ ჯგუფს ეგ საბრძოლო მასალა მთელ ოპერაცაზე უნდა ეყოს... შეიძლება და აუცილებელია საიდუმლო სამარხების გაკეთება. შვეულმფრენების მაგაზე მოცდენა და ფულის ხარჯვა არ მიმაჩნია გამართლებულად ჩვენ პირობებში მაინც. არც ისე ღრმად შესვლას არ ვაპირებთ და არც იმდენი ხნით რომ ზურგზე წაღებული მარაგი არ ეყოთ...
რაც არ ვიცი არ ვიცი... ვერ ვიკამათებ
ამასწინათ ჩვენი გენშტაბის წარმომადგენლებს ველაპარაკებოდი ლოჯისტიკურ უზრუნველყოფაზე და 300 ლარიანი ნაწილი ვერ უყიდიათ ტანკისთვის ბიუროკრატიული პრობლემების და კანონის ხარვეზების მაგის... შედეგად ტანკი გაუმართავი დგას მაპატიე მაგრამ ეგ რასაც შენ წერ ვარსკვლავური ომების დონეა ჩვენთვის... ფანტასტიკის სფერო ვინ გადაიხდის შვეულმფრენ სატყუარებში 300 ათასს... რაღაც თეორიული კონცეპციისთვის რომელიც არსად დატესტილა და ომში როგორ იმუშავებს არავინ იცის... |
Posted by: SosoChik 8 Jan 2019, 17:28 | ||
როგორ უნდა იმუშავოს? 1 ნამდვილი 2 მილიონიანი სამიზნის მაგივრად არის 8. ჯდება ის 4 მილიონი. 8 ჯერ ნაკლები განადგურების ალბათობით. შედარებისთვის 2 აპარატში ჰერმეს-450 და ერთ მართვის პულტში იყო გადახდილი 12 მილიონი დოლარი არა და მაგ ჰერმესზე უფრო დიდი შესაძლებლობები ექნება. მე ვიცი რომ ეს ფანტასტიკაა ვონმე დაარწმუნო საქართველოში რომ ყოველთვის არატრივიალური გზები უნდა ეძებოს პატარამ და სუსტმა |
Posted by: 098 8 Jan 2019, 18:14 | ||||||||
SosoChik
ვერ დავადასტურებ და ვერც ვუარყოფ მაგ ინფორმაციას. არ ვიცი უბრალოდ რამდენი რა ვიყიდეთ და რა გადავიხადეთ... ეს ერთი და მეორეც, ის იყო დიდი იმედების დრო, ავანტიურსტები იყვნენ ხელისუფლებაში კაი გაგებით (შესაბამისი უარყოფითი გვერდითი მოვლენებით) და თავს აძლევდნენ უფლებას ეგეთი შესყიდვების. ახლა მაგდენს არავინ აღარ გადაიხდის უპილოტებში და მითუმეტეს შვეულმფრენის ტიპის უპილოტოებში... ძალიან მოწყვლადი დიდი უპილოტო საფრენი აპარატების ყიდვა მაშინაც გაუმართლებელი იყო და არის ჩემი აზრით.
რანაირად? რა უპირატესობა აქვს გარდა იმისა რომ აფრენა და დაჯდომა შეუძლია პრაქტიკულად ყველგან. სამაგიეროდ მოქმედების მანძილი დრო და სასარგებლო დატვირთვა ნაკლები აქვს. კიდე უფრო მოწყვლადია ჩამოგდების კუთხით და მართვა მტაგორიანი რელიეფის პირობებში ან იქნება შესაძლებელი ან არა...
ამერიკელები არ იყენებენ უპილოტო შვეულმფრენებს არმიაში. მარტო საზღვაო ვარიანტია ზღვის სარკისებურ ზედაპირზე სამუშაოდ. საპატრულო შვეულმფრენია ზღვის ზედაპირზე დაბალ სიმაღლეზე მიყოლის უნარით. არანაირი მთების და ბორცვების შემოვლა და მანევრირება იმას არ ჭირდება.
აი ამაში გეთანხმები მაგრამ არატრივიალური გზები იაფი უნდა იყოს ძალიან ძვირიანი ვარიანტია და რაც მთავარია არ ამოდის ამოცანებიდან... რა სიღრმეზე გვჭირდება დაზვერვა და მიზანჩვენება არტილერისთვის ვინმემ თქვაა? უპილოტო შვეულმფრენმა რა სიღრმეზე უნდა იმოქმედოს პირობითი ფრონტის ხაზიდან? თუ ღრმად დაზვერვა არ გვჭირდება მცირე ზომის კვადროკოპტერი რატო ვერ გაართმევს ამოცანას თავს? თუ ვთქვათ 30-40 კმ სიღრმეში გვჭირდება დაზვერვა გამოვლენილ სამიზნეებს რითი უნდა გახსნან ცეცხლი როცა ეგეთი არტილერია არ გვყავს და არაა პრიორიტეტი ამგვარი საშუალებების შეძენა? |
Posted by: SosoChik 8 Jan 2019, 19:18 |
098 არ მგონი რომ ეს გავდეს ზღვის სარკისებურ ზედაპირს. უფრო საზღვაო ქვეითების მხარდასაჭერი საშუალება მგონია, რომლებიც მოგეხსენებათ ხმელეთზე მოქმედებენ. მაგის გარდა, მე არ მესმის მათი მოთხოვნების დასმის დედააზრიც. მაგალითად, თუ სწორად მახსოვს, საზღვავო ქვეითებიც და სახმელეთო ჯარიც იყენებენ ერთიდაიგივე155მმ ჭურვს. მხოლოდ ერთი იყენებს მას insensitive ფეთქი ნივთიერებით ავსებულს, ხოლო მეორე დღემდე ტროტილით. ეს მოთხოვნები იმდენად გაუგებარი რამეა, რომ “მხოლოდ ფლოტი იყენებსო უპილოტო შვეულმფრენებს“, ეს არგუმენტი მისაღები ნამდვილად ვერაა. |
Posted by: 098 8 Jan 2019, 19:51 | ||||||||
SosoChik
მეც გავაკეთებ ეგეთ ფოტოშოპს დელტას შვეულმფრენით მაგრამ მაგით არსი არ შეიცვლება... მოკლედ სკეპტიკურად ვარ მე განწყობილი მასეთი კონცეპციის მიმართ ამერიკული მაღალტექნოლოგიური და კარგად დაფინანსებული შესრულებით... პერსპექტივაში გააკეთებენ ცხადია მაგრამ მანამდე 10-15 წელი გვაშორებს მინიმუმ... ჩვენზე საერთოდ ლაპარაკიც არაა...
პირველად მესმის მართლა... არ მგონია 155-მმ საარტილერიო ჭურვები არმიის და საზღვაო ქვეითების განსხვავდებოდეს რამით...
ფაქტი ჯიუტია. არმიას ეგეთი პროექტი ამ ეტაპზე არ აქვს. მარტო ნავის. ნუ მე ჩემებური ახსნა მოვუძებნე მაგას. შეიძლება სხვა მიზეზებიცაა. * * * xDavid_S
მივიღეთ რას ნიშნავს? ვინმე სადმე რამეში იყენებს ამეებს? ან აქვს შეიარაღებაში და ემზადება გამოსაყეენებლად? |
Posted by: SosoChik 8 Jan 2019, 21:08 | ||||||||||
098 სამაგიეროდ ეს ფოტოშოპი არ მგონია. კამათიც მგონია რომ აზრს არის მოკლებული ბთანხმდებით ხო რომ თუ გყავს უპილოტო, იგი უნდა იყოს ხარვეზმედეგი? ეს ხომ უდავოა? ახლა მე ვიძახი რომ ხარვეზმედეგობა მიიღწევა მიმართული დატალინკის გამოყენებით ანტენა უნდა ქონდეს რაღაც ამის მაგვარი. თუ ამაში დამთანხმედბით, გამოდის რომ პატარა უპილოტოზე, რომელზეც ვერ დაყენდება ამგვარი ანტენა, უარს ვაცხადებთ. ახლა შვეულმფრენი თუ თვითმფრინავი? მე თუ მკითხავ, გიპასუხებ რომ მისიის შესასრულებლად მნიშვნელობა არ არის. რომელიც მოწონს ჯარს, ის უნდა განავითარო. ან იყიდო. საერთოდ გჭირდება უპილოტო? ესეც საკითხავია რატომ? თუ შენი კონცეფციაა დაუთმო მტერს ტერიტორიის გარკვეული ნაწილი და მერე მიაყენო მარცხი მაგ ტერიტორიაზე, შენ შეგიძლია მაგ ტერიტორიაზე მზვერავებიც დატოვო და სხვადასხვა მიწაზე ბაზირებული დასაზვერი საშუალებებიც. და არ დახარჯო მილიონები საფრენ აპარატებში. თუ იყოლიებ კიდევ, ხარვეზმდეგი და კარგი დასაზვერი payload ით და ხარვეზმედეგი 2 მილიონზე ნაკლები ვერ დაჯდება. ეს იმაზე "იაფი უნდა იყოსო ჩვენი არატრივიალური გზებიო" ბრძანებთ 2მილიონი იაფია. საქართველოსთვის არ ვამბობ ბაზარს ვგულისხმობ მეშინია რომ ვთქვა ფასი რა დაგიჯდება რომ იყიდო სხვისი გაკეთებული მიმართული დატალინკით აღჭურვილი უპილოტო. არა და თუ იყოლიებ, ვინაიდან შენი პოტენციური მოწინააღმდეგე ფართოდ იყენებს ხარვეზებს, სხვანაირს ვერ იყოლიებ. დავივიწყოთ უნდა "იაფი უპილოტოების ხროვა" ლამაზი იდეა კი არის |
Posted by: 098 8 Jan 2019, 21:34 | ||||||||||||||||
SosoChik
კიბატონო პაპუასების სადევნად გამოდგება ალბათ
დიახ
შვეულმფრენი ტექნიკურად უფრო რთულია. რთულ და გამოუცდელ ტექნიკას უნდა მოვერიდოთ. არ მეთანხმები? +რთული ნიშნავს ძვირს
მე თუ მეკითხები - მე ვთვლი რომ გვჭირდება 1. პატარა ზომის სადაზვერვო უპილოტოები. ყველა ბატალიონზე მინიმუმ ერთი კომპლექტი (მართვის პუნქტით და რამოდენიმე საფრენი აპარატით) 2. აგრეთვე გვჭრდება მიკრო უპილოტოები (კვადროკოპტერები თუ თვითმფრინავები, მიკრო შვეულმფრენები) ასეულებზე და ოცეულებზე 3. ჰაროპის მსგავსი კამიკაძე უპილოტოები. ანუ პრაქტიკულად ფრთოსანი რაკეტები უკუკავშირით რომლებსაც გაუშვებ მოძებნი მიზანს და ააფეთქებ ან თუ ვერ იპოვე მიზანი დააბრუნებ უკან ამ უპილოტოს დაეშვება პარაშუტით და გამოიყენებ ხელმეორედ მანამდე სანამ არ გაანადგურებს მიზანს ამ სიდან პირველი უნდა იყოს ხარვეზმედეგი დაბალი შემჩნევადობის მქონე სადაზვერვო უპილოტო, უვარსკვლავო ღამით და ღრუბლიან/წვიმიან ამინდში მოქმედების უნარით სასურველია სამიზნის ლაზერული მარკერით მონიშვნის შესაძლებლობით
დიახ. ამ კონცეპციას აწვებიან ჩვენები. მე ვეთანხმები თუ არ ვეთანხმები ეგ ცალკე საკითხია მაგრამ ფაქტობრივად ახლა მასეთი თავდაცვისთვის ვემზადებით სადაც ძვირადღირებული ავიაცისთვის და უპილოტო ავიაცითვის ადგილი ნაკლებადაა.
ეს მესმის და გეთანხმები თუმცა... სხვა რეალობაში ვართ სამწუხაროდ...
რატო დავივიწყოთ? შედარებით იაფზე ვამბობ.
ხოდა უარს ვაცხადებ მე დიდ უპილოტოებზე თუმცა ხარვეზმედეგობა სხვაგვარად უნდა ვუზრუნველყოთ და ეგაა მიზანი და ამოცანა. ნუ იქნება შვეულმფრენი ნუ იქნება შეიარაღებული ნუ იქნება დიდი რადიუსის მქონე მაგრამ იყოს ხარვეზმედეგი, დაბალი რადიოლოკაციური და სითბური სიგნატურით ხარვეზმედეგი დაბალი შემჩნევადობის მქონე სადაზვერვო უპილოტო გვინდა უვარსკვლავო ღამით და ღრუბლიან/წვიმიან ამინდში მოქმედების უნარით სასურველია სამიზნის ლაზერული მარკერით მონიშვნის შესაძლებლობით |
Posted by: SosoChik 8 Jan 2019, 21:56 |
098 არ ვიცი ინჟინერი კი ვარ, მაგრამ არა რადიოინჟინერი ჩემი გადასახედიდან შეუძლებელია გააკეთო მასეთი ანტენების გარეშე აბსოლუტურად ხარვეზმედეგი უპილოტო. ვინც ჩემზე მეტი იცის, იმან თქვას. მადლობთ |
Posted by: xDavid_S 9 Jan 2019, 09:56 | ||
უპილოტოს "შექმნის" პროცესის შედეგად "მივიღეთ" ესტონური + დელტამ და მიშამ დაგვაბოლეს, "პირველი ქართული უპილოტო დავამზადეთ"-ო არადა რა იყო სასირცხვილო იმაში, რომ ეთქვათ, ლიცენზია ვიყიდეთ'ო ნეტა კი კონკურსის, მეტისის, იგივე კორსარის ლიცენზია გვაყიდინა |
Posted by: SosoChik 9 Jan 2019, 10:23 | ||||
ადრა IAI-ს საიტზე დადებული იყო POP 200 ის ფასი http://www.iai.co.il/Sip_Storage//FILES/6/35596.pdf 8 კმ აღმოჩენის სიშორე vehicle target-ზე 16.5 კგ წონა რა მაჩვენებლის payload უნდა დაკიდო იმ ნაყიდ სათამაშოზე? სადაზვერვო მისიისთვის 8 კმ ბევრია? თუ ესტონელებმა ისიც ასწავლეს სად აიღონ გინდაც მაგ სიშორის payload მაგ სათამაშოს წონის შეზღუდვაში რომ ჩაჯდეს? * * * ხო, ფასი ეწერა 220 ათასი დოლარი ველოდებით რომ ვინმე ამას უფრო იაფად მოგვყიდის კიდევ? * * * რაც შეეხება ტანკსაწინააღმდეგო რაკეტების წარმოებას რამდენი უნდა აწარმოო რომ ლიცენზიაში გადახდილი ფული გაამართლო? და რამდენი გჭირდება საერთოდ? დღეს ერთი 300 ჯაველინი გვაქვს? რომ დაიმატო კიდევ 200 ჯაველინი და მიუმატო მაგალითად 200 ფრანგული ფრანგული MMP, რომელიც Spike LR-ის ანალოგია, მეტი ტანკსაწინააღმდეგო რაკეტა საერთოდ გჭირდება? * * * ჰა ბატონო რა შეიძლება ჩამოკიდო იმ ესტონურ-ქართულ უპილოტოზე 160 გრამიო 500 იარდზე რაღაცა სატესტო აბრას წაიკითხავო მანქანის აღმოჩენა მოხდება სასათბურე პირობებში ალბათ 2 კმ-ში ცუდ პირობებში, რომლისთვისაც მაგალითად ზემოდნახსენები POP 200 შექმნილი, ალბათ ისევ 500 იარდი/მეტრო. სასწაულები არ ხდება. მცირე უპილოტოებისაც არ მჯერავს როცა შენი პოტენციური მოწინააღმდეგე რუსეთია |
Posted by: xDavid_S 9 Jan 2019, 11:47 | ||
კონკურსის და მეტისის კლასის ≈ 1 000 |
Posted by: SosoChik 9 Jan 2019, 12:14 | ||||
ეს გააჩნია ვის აძლევენ ოცეულებს? ასეულებს? და ჯაველინების ადგილი სად არის? * * * ჯაველინისგან განსხვავებით არაგაცივებადი თავაკი აქვს ანუ, სამიზნის აღმოჩენისა და სროლის შორის მინიმალური დროა საჭირო 1000 მეტრამდე ურტყამს. ისრაელის Spike SR-ის ანალოგია. ან პირიქით - სპაიკია ამის ანალოგი. ვინაიდან, თუ სწორად ვიცი, ქრონოლოგიურად უფრო გვიან გაჩნდა |
Posted by: xDavid_S 9 Jan 2019, 12:22 | ||||
SosoChik
საწყობში * * *
იაპონიის სამხედრო დანიშნულების პროდუქციის ექსპორტის მოცულობა იცით რამდენია? იხ. -> http://armstrade.sipri.org/armstrade/page/trade_register.php |
Posted by: SosoChik 9 Jan 2019, 12:30 | ||||||||
ირონია მესმი რაღაც ხედვა ხომ აქვთ? ................................................. ................................................. * * *
გამიგია რომ ნულთან არის მიახლოვებული. გამიგია რომ ასევე ისრაელი არ/ვერ ყიდის თავის პროდუქტებს საქართველოზე რუსეთთან რთული პოლიტიკური თამაშების გამო. როცა ცოტე დაიძაბა ურთიერთობა, იქვე გაჩნდა ისრაელის თავდაცვის მინისტრი თბილისში. უფრო დემონსტრაციული სვლა იყო - მგონია. მერე დაალაგეს ურთიერთობები ვითომ. ჯერ დაიტოვე რაც გაქვს პტური/რპგ-ები და იფიქრე ჯაველინის დამატება პლიუს ფრანგული 4 კილომეტრიანი MMP და დაელოდე ეგებ ისევ გაფუჭდება და თან სტაბილურად რუსეთ-ისრაელის ურთიერთობები |
Posted by: xDavid_S 9 Jan 2019, 13:47 | ||||
SosoChik
იმედი ვიქონიოთ, რომ აქვთ
მითუმეტეს Type 01 LMAT ATM 5 არავისთვის მიუყიდიათ და ჩვენთან მიმართებაში სრულებით უადგილოა აღნიშნული კომპლექსის ხსენება როგორც პირდაპირი ყიდვის, ასევე ლიცენზიის თვალსაზრისით |
Posted by: SosoChik 9 Jan 2019, 14:11 | ||||||
ჯაველინებიც გვეგონა რაღარც ფანნტასტიკურად მიუღწეველი რამ. დღეს კი როცა შენ უკვე ის რეალურად გაქვს, მეტისი და კონკურსი რა საოცნებოა? მაგ იაპონური კომპლექსი მოვიყვანე მხოლოდ იმიტომ, რომ მაგ სიშორის კლასში რა დონის კომპლექსებზე უნდა გავალეთოთ აქცენტი. თუ ისინი (1000 მეტრი სიშორის კლასი) საერთოდ საჭიროა. ოცეულებიში 4 ათეულს თუ იყოლიებ, 3 სამანევრო და ერთი საცეცხლე მხარდაჭერის, მაგ მეოთხეში სავსებით უკვე ჯაველინებიც შეგიძლია იქონიო. და ასეულებში MMP. 4 ქვეითი ბრიგადა, 12 ბატალიონი, 36 ასეული, 108 ოცეული შენ 70 თუ რაღაც ასეთი რაოდენობა გაქვს გამშვები ჯაველინის? დაიმატე კიდევ 40. მეტისის ადგილი საერთოდ სად არის? * * * ოცეულის საცეცხლე მხარდაჭერის ათეული საერთოდ არის ქართული ჯარის შტატში? თუ არის, რითია შეიარაღებული? 7.62 ტყვიმფრქვევით? ეს 2-3 კაციანი გათვლა 2 კაცს ერთი ჯაველინის გამშვები დააქვს და 3 რაკეტა მგონი ეს სულ 5 კაცია კიდევ კარლ გუსტავის ადგილი შეიძლება გამოძებნო. |
Posted by: xDavid_S 9 Jan 2019, 15:28 | ||||
javelin-ს ყველაფერს ვერ ესვრი, მეტისების და კონკურსებისთვის კიდე n რაოდენობითაა სამიზნეები
javelin-ებს რაზეც ვერ გაიმატებ, იმათ წინააღმდეგ ჩავთვალოთ, რომ რპგ-7-ის ადგილი უნდა დაიკავონ ე.წ "მეტისებმა" |
Posted by: 098 9 Jan 2019, 15:46 | ||||||||||
xDavid_S
და ვიყიდეთ რო?
ნეტა რა ეშმაკად გვინდა SosoChik
შეეშვით მაგ ესტონურს... პატარა უპილოტო შიდა წვის ძრავით უკვე იდიოტობაა
და როცა შენი მოწინააღმდეგე რუსეთია და ჰაერში სრული ბატონობა ექნება + საბრძოლო მოქმედებათა თეატრი გაჯერებული ასობით სხვადასხვა საზენიტო სისტემებით - დიდი უპილოტოების გჯერა?
სპგ-9 და კარლ გუსტავი მე კიდე რპგ-16-ის შემსუბუქებულ ვერსიებზე ვფიქრობ... აი ამერიკულმა აირტრონიკმა ისედაც მსუბუქი რპგ-7-ები რომ შეამსუბუქა მაგ პრინციპით შემსუბუქებული რპგ-16 800 მეტრზე სროლის უნარით იქნებოდა კამფეტი... ზუსტი იაფი და იორღა |
Posted by: gugusha-l 9 Jan 2019, 16:30 | ||||||||
ერთი ორს მეც ვიტყვი.
დღევანდელ რეალობაში იაპონური სამხედრო სისტემების ყიდვა შეუძლებალია. თუ სხვა რეალობა დადგება ეგ მერე შეიძ₾ება მაგაზე ფიქრი. ეს განასხვავებს იგივე ჯაველინების ვარიანტისაგან,
აქ უფრო რიტორიკული ფრაზა მომდის თავში, რომ თუ სულ 4 ბრიგადის იმედზე ხარ მაშინ გინდ გქონია ეს ჯაველინები და გინდ არა.
მე რამდენადაც ვიცი 100-200 და 300 მეტრზე რპგ ბევრად უფრო ეფექტორია ვიდრე მეტისი ან კონკურსი. - ვგულისხმობ დაუმიზნო და გარტყა/ ისე მეტისების და კონკურსების ლიცენზიის თუ ლიცენზიის გარეშე აწყობა თუ იაფი იქნება კაი ვარიანტია
ისევ და ისევ 800 მეტრზე მე მგონია რომ ვერ გაარტყავ იმას რასაც უმიზნებ. |
Posted by: xDavid_S 9 Jan 2019, 16:58 | ||||
სხვანაირად ესტონურის ასეთ ზუსტ დელტა ვერ გააკეთებდა ან მეორე ვარიანტია, პირდაპირ აწყობილი ჩამოიტანეს და კიდევ უფრო დიდი ბოლი გაუშვეს, "აქ არის დამზადებული"-ო
ჯარიც რა ეშმაკად გვინდა, მაინც არაფრის მაქნისია = ხარჯად აწევს ბიუჯეტს და უკუგება ნული !!! |
Posted by: 098 9 Jan 2019, 17:08 | ||||||
ნუ რპგ-ეებს ზოგადად 100%-იანი გარტყმის ალბათობა არ აქვთ. მითუმეტეს მოძრავ სამიზნეებზე მაგრამ ფაქტია რომ რპგ-16-ის ეფექტური სროლის მანძილი რპგ-7-ზე 2,5-3-ჯერ მეტია... პირდაპირი გასროლის მანძილი აქვს უფრო დიდი ვიდრე რპგ-7ს მაქსიმალური ეფექტური სროლის მანძილი... სუსტი კუმულატური ჭურვები აქვს მაგრამ მსუბუქ ჯავშანტექნიკაზე და სხვა სამიზნეებზე სასროლად კამფეტია... მძიმეა მაგრამ თუ შემსუბუქდა 1-2 კილოთი იქნება კამფეტი xDavid_S
|
Posted by: SosoChik 9 Jan 2019, 18:43 | ||||||
არა რპგ-7 მოხვედრის ალბათობას რაც შეეხება 5 მეტრო სიგრძის, 2.5 მეტრო სიმაღლის პანელს მოძრავ 14 კმ/სთ სიჩქარით როცა არის განივი ქარი, ალბათობა კიდევ უფრო მცირდებაო რა 500 მეტრი? ეს მონაცემები თუ სწორია, 200 მეტრის იქეთ სროლას რა აზრი აქვს? თქვენს მიერ დასახელებული უმართავი ტანკსაწინააღმდეგო იარაღი ვერ გამოადგება მცირერიცხოვან ჯარს ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული. ყოველი აცილება და გინდაც წარმატებული სროლა გამოიწვევ დიდი ალბათობით მსროლელის განადგურებას. სადღაც წამიკითხავს რომ კარგად ორგანიზებულ შეტევის შემთხვევაში როცა ტანკებს ქვეითები იცავს, ამ შემთხვევაში განადგურებული ტანკი განადგურებულ რპგ-ს მსროლელთან ანგარიში 1:10 აღწევს. რელიეფს გააჩნია კიდევ ალბათ. მაგრამ პირადად მე მჯერავს რომ ეს სიმართლესთან ახლოს არის. აი 2-3 ჯერ მეტი სიშორე რომ ქონდეს ვიდრე რპგ-7 აქვს რომელიმე ყუმბართმტკორცნს, მე პირადად არ მჯერავს. |
Posted by: 098 9 Jan 2019, 22:58 | ||||||||||||||||
რა არა? შენს მიერ მოყვანილი წყარო ადასტურებს ჩემს მიერ დაწერილს...
ეგ რპგ-7-ზეა საუბარი და მე რპგ-16-ზე ვწერ...
მცირერიცხოვანი რაშუაშია? ან კიდე რატო მცირერიცხოვანი? სულაც არ ვართ მცირერიცხოვანი...
მოწინააღმდეგის ტანკების ორგანიზებული შეტევის მოსაგერიებლად არაა რპგ-ები... რპგ-ები კომუნიკაციებზე მომარაგების მანქანებზე ცასაფრება/თავდასხმისთვისაა ძირითადად... ტანკი მეათეხარისხოვანი სამიზნეა რპგ-ესთვის... და ჩემს მიერ ნახსენები რპგ-16-ებისთვის საერთოდ არაა სამიზნე ტანკი... მაგის ჭურვებს 300-მმ ჯავშანგამტანობით ბორტშიც გაუჭირდება ტანკების გატანა...
https://www.youtube.com/watch?v=MHdiE4wmp-g&fbclid=IwAR32EG7E64sqOF-Slea7N_IyBYQSJhAd1Hi3vdTaNjopzWGCKpiyjn_xkrc |
Posted by: SosoChik 9 Jan 2019, 23:53 | ||||||||||||||||||
მე არ ვიცი რპგ-16 რა არის მაგრამ მეგონა რომ 200 მეტრზე 50% მოხვედრის ალბათობა ნიშნავს რომ ეს არის მაქსიმალური მანძილი რომელზეც ღირს სროლა. 200 მეტრზე კიდევ მოწინააღმდეგის ჯავშანმანქანასთან მიახლოვება თუ მას ქვეითები იცავენ სახიფათო უნდა იყოს. ასე მეგონა. ანუ, იმის თქმა მინდა, რომ თუ შენი მოწინააღმდეგე სწორად აწარმოებს საბრძოლო მოქმედებებს, მისი ჯავშანმანქანების გასანადგურებლად რპგ-ების გამოყენება შენი მხრიდან დიდ დანაკარგებს გამოიწვევს. ამიტომ მეგონა რომ 200 კი არა, თუ შენ გაქვს იარაღი გაანადგურო მოწინააღმდეგის ჯავშანსამიზნეები 1000 ან მეტი მეტრიდან, ქვეითებისთვის ამხელა მანძილიდან დაცვა იქნება შეუძლებელი. ჯაველინი ამის საშუალებას იძლევა. და მგონი რომ ჩვენ გვაქვს რაღაც შეზღუდული რაოდენობით. კიდევ უფრო დიდ შესაძლებლობას მოგცემდა ფრანგული MMP თავისი 4 კმ მაქსიმალური სიშორით, ოპტიკურბოჩკოვანი დატალინკითა და ინერციული ნავიგაციით. ვინაიდან ეს ყველაფერი გაძლევს საშუალებას გაანადგურო ჯავშანმანქანა დახურული პოზიციიდან - როცა თვითონ შენ მაგ მანქანისთვის უხილავი ხარ. კომუნიკაციებზე ჩასაფრებებში სადაც ამის საშუალება მოგეცემა კი გამოიყენო კარლ გუსტავი რომელსაც ბევრად ფართე ასორტიმენტი აქვს სხვადასხვა დანიშნულების ამუნიციის. ქვეითსაწინააღმდეგო ჰაერში აფეთქბიდან ჯავშანგამტანი კუმულიატიურამდე. არ არის იარაღის ეს შემადგენლობა ყველაზე იაფი? გუშინ არავის ეგონა რომ ჩვენთან ჯაველინი საერთოდ გაჩნდებოდა. მაგრამ გაჩნდა. და არ მგონია რომ საქართველოს მაგაში ფული გადაეხადა. უფრო მგონია რომ აჩუქეს. MMP და კარლ გუსტავი უნდა იყიდო. მაგრამ პირველი არც თუ ისე დიდი რაოდენობით. რაც შეეხება უკვე არსებულ ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებსა და რპგ ებს. გადასცემ რეზერვს. თუ მოახერხე ოდესმე იმის შექმნა. არ ვიცი მაგრამ ჩემი არაპროფესიონალის მაგრამ გულშემატკუვარის აზრი ასეთია. * * * რატომღაც ამ ვიდეოს https://www.youtube.com/watch?v=2jZij3gH3xA არ სვამს |
Posted by: 098 10 Jan 2019, 00:23 | ||||||||||||||||||
ვიდეოს ბმული რომ დავდე მანდ არის რპგ-16-ზე საუბარი. უფრო მეტი კი იცი სადაც უნდა ნახო.
რპგ-7-ის სამუშაო მანძილი ეგ არის კი. თუმცა აქვს აზრი 300-ზე და 400-ზე სროლასაც. გააჩნია სიტუაციას. მოძრავ სამიზნეზე მაგ მანძილზე მოხვედრის შანსი დაბალია მაგრამ რპგ-ეებს ათობით ათასს ისვრი ფაქტია რომ მუშა იარაღია ყველა ბოლოდროინდელ კონფლიქტში... ისიც გასათვალისწინებეია რომ 4-7 წელიწადში რუსები მასიურად დანერგავენ აქტიური დაცვის სისტემებს და მძიმე ჯავშანტექნიკის განადგურება რპგ-7-ებით მკვეთრად გაჭირდება და შეუძლებელიც იქნება მსუბუქ ტექნიკაზე მასიურად ვერ დააყენებენ კიდე ათწლეულები და მაგათზე სამუშაოდ არც დიდი ჯავშანგამტანობაა საჭირო
კი. მიახლოვება საშიშია და მოშვებაც თუმცა ხანდახან მოშვება და გატარება გამართლებულია...
უდაოდ.
უდაოდ
ხო. რპგ ჯაველინის ალტერნატივა არანაირად არაა და პირიქით
კი
აბსოლუტურად გეთანხმები უბრალოდ კარლ გუსტავი ძალიან ძვირია თავის ამუნიციანად. ამ სიძვირის მიუხედავად მხარს ვუჭერ რომ ვიყიდოთ და უმჯობესია აქ წარმოების ლოკალიზებით ეგ ბევრად გამართლებული იქნება ყველანაირად მოძველებული კორნეტების და მეტისების წარმოებაზე. რპგ-16 არის კარლ გუსტავის იაფიანი ალტერნატივა (სროლის მანძილით და სხვა მონაცემებითაც ჩამოუვარდება... რაც მნიშვნელოვანია საბრძოლო მასალის ნომენკლატურით, მაგრამ სამაგიეროდ იაფია)
გადავიხადეთ. გამჭვირვალეა მაგ დონეზე ბიუჯეტი და ჩანს რამდეიც გადავიხადეთ. |
Posted by: SosoChik 10 Jan 2019, 01:00 | ||||||||||
098 მხოლოდ იმის დამატება შემიძლია, რომ ბევრ შემთხვევაში შეიძლება არ იყოს გამართლებული იაფიანს გამოეკიდო როცა ძვირიანი მაგრამ სხვა დონის შესაძლებლობების მომცემი არის ბაზარზე. და რუსებთან შედარებით მაინც მცირერიცხოვნები ვართ. ჯაველინის მიღება და ფრანგულ მბდა სთან კავშირი კიდევ ჩემთვის დიდი იმედის მომცემია. მადლობთ * * *
098 ისე მგონი რომ კარლ გუსტავი სიზუსტით მაგ რპგ-16 ზე ნაკლები არ უნდა იყოს. რარომ მგონია ასე. რის ხარჯზე აქვს რპგ-16-ს რპგ-7-ზე უკეთესი სიზუსტე?
უფრო მაღალი სიჩქარით ტოვებს ტრუბასო. ხოდა იგი ტოვებს ტრუბას სიჩქარით https://en.wikipedia.org/wiki/RPG-16
კარლ გუსტავს კი უწერია
* * * რპგ-7 კი ტოვებს ტრუბას 115 მ/წ სიჩქარით ............................................................................... ................................................................................ |
Posted by: RAFAEL 13 Jan 2019, 23:31 |
უგანდელი ავიატორებიც ჩივიან , მთავრობა უნდა დაგვეხმაროსო მოკლედ კერძო უნდა იყოს სამხედრო მრეწველობა, ამ დასკვნამდე მივედი საკუთარი ფულით საქმის კეთება და კონკურენცია- ეს არის აპრობირებული წამალი წელიწადში ათეული მილიონი ნიავდება ესე, სახელმწიფოს ფული კანონმდებლობა შესაცვლელია კერძო შპს-მ იარაღის წარმოება და ექსპორტი რომ დაიწყოს რა პროცედურები და ლიცენზიებია საჭირო ? |
Posted by: 098 14 Jan 2019, 01:47 | ||
SosoChik
ორი აზრი არაა. ყველაფრით ჯობია კარლი. უბრლოდ ძვირია და რთული. |
Posted by: SosoChik 14 Jan 2019, 12:32 | ||||
სირთულეზე ვერ დაგეთანხმებით. ესეც ტრუბაა სახლეტ მექანიზმთან ერთად როგორც მაგალითად რპგ-7 ერთადერთი გართულება არის ის, რომ ეს ტრუბა დატენვის დროს ორ ნაწილად იშლება იმიტომ, რომ კარლ გუსტავი იტენება უკნიდან. რპგ-7 კი წინიდან. სიძვირეზე ვერაფერს მოგახსენებთ. არ ვიცი. აი ეფექტურობაზე კი დარწმუნებული ვარ. რომ იყოს ასეთი შტატი: ერთი ქვეითი ოცეული: -3 სამანევრო ათეული -1 საცეცხლე მხარდაჭერის ათეული და უკანასკნელს მისცე: -1 ცალი 7.62 ტყვიმფრქვევი (2-3 კაცი) -1 ცალი ჯაველინი (2-3 კაცი) -1 ცალი კარლ გუსტავი უკანასკნელის ძირითადი საბრძოლო მასალა მაინც მგონია არა ტანკსაწინააღმდეგო, არამედ ეს: მისი უნივერსალურობის გამო * * * ჩათვალე რომ არტილერია გაქვს ოცეულის დონეზე |
Posted by: adibudi 14 Jan 2019, 12:45 |
სოც ქსელში გამოჩნდა ეს ფოტო, როგორც ეწერა აზერბაიჯანურ მედიაში დაიდო. |
Posted by: amroci 14 Jan 2019, 16:29 |
adibudi ძალიან მომეწონა სადგამის ფარად გამოყენების იდეა. ეს რაც სურათიდან ჩანს. სხვა ტექნიკური დეტალები კი გამოფენაზე გამჟღავდება იმედია |
Posted by: 098 14 Jan 2019, 19:27 | ||||||
მე ბოლო მოდელს ვგულისხმობ პოლიმერისგან დამზადებულს რომელიც მაგაზე 3 კილოთი მსუბუქია რაც დადე. ლულა ხრახნით ზემოდან პოლიმერი. სითბური კანალის მქონე ოპტიკა ლაზერული მანძილმზომით და ბალისტიკური გამომთვლელით. სასხლეტი მექანიზმი პროგრამირებად ჭურვში ინფორმაცის შეყვანის მექანიზმით... სად რპგ-7 და სად ეგ? სიძვირეს რაც შეეხება მიახლოებით 100-150 რპგ-7-ის ფასი ღირს ერთი კარგლ გუსტავი და 10 ფაგოტის... თუმცა მაინც ღირს ყიდვა ჩემი აზრით... |
Posted by: mamukasokhumeli 14 Jan 2019, 21:54 | ||
არის ბერძნული ანდაზა "ფაფით დამწვარი მაწონსაც სულს უბერავდაო".კი ბატონო,უნდა დავუშვათ კერძო ინიციატივის საშაულება.მაგრამ მასზე დაყრდნობა იმთავითვე დიდი შეცდომაა!არა ამ განყოფილებაში განსახილველი ეს თემა და ამიტომ არ გავშლი.თავის თავად საკუთრების ფორმა წარმოებაზე არაა განმსაზღვრელი.შეიძლება ითქვას,რომ "კონკურენცია" ფაქტიურად არის მხოლოდ ერთგვარი იძულების ფორმა.სტიმულის ერთ ერთი,მაგრამ არა ერთადერთი ფორმა.მაგრამ საბოლოოდ ბევრი რამაა დამოკიდებული ხალხის ცნობიერებაზე და შეგნებაზე,კულტურაზე.ამას იქეთ უფრო ფხიზალდ უნდა შევხედოთ შექმნილ რალობას და არ ჩავიძიროთ რაღაც თეორიებსა და ილუზიებში |
Posted by: SosoChik 14 Jan 2019, 22:30 | ||||
მანძილმზომიცა და ბალისტიკური გამომთვლელი ეს მხოლოდ "ობვესკა" არის. დღეს მასეთი აღჭურვილობა სანადირო თოფზეც შეგიძლია ჩამოკიდო http://irnd.be/thermal-imaging-sight-charon/ იძლევა საშუალებას გაანოლო იარაღი პირველი გასროლის შემდეგ და მერე ის ავტომატურად გაძლევ red dot-ს ბალისტიკური გამოთვლის საფუძველზე. კარგ მოდელებს, როგორც ვიცი, 4 სხვადასხვა ამუნიციის ბალისტიკა აქვთ მეხსიერებაში. ღირს რამდენიმე ათასიდან რამდენიმე ათეული ათასი დოლარი პოლიმერი უფორ თხელკედლიანი ლულით კეთდება ე.წ. filament winding ტექნოლოგიით ესეც არ არის ძვირიანი ტექნოლოგია ამისი ჩინური ჩარხებიც იყიდება აი რაც შეეხება ამფეთქის დაპროგრამებას, ამ კონსტრუქციასა და ამ ვიდეოს რომ ვხედავ, მგონი რომ ეს ხდება ხელით იმ წინა სქემაზე მწვანე ფერით შეღებილი და სურათზე და ვიდეოში ვერცხლის ფერის დეტალის მოტრიალებით. მგონი რომ შენ აყენებ აფეთქების მომენტს გასროლის მომენტიდან ათვლილს მანძილმზომის ჩვენების საფუძველზე. ხელით თუ გინდა სამიზნეზე შეხებისას აფეთქდეს, ესეც კონკრეტული ერთი მდებარეობაა მაგ დეტალის. შეიძლება ვცდები. მაგრამ ასე მეჩვენება. * * * აი მაგ ბელგიური ფირმის მე მგონი ყველაზე მაგარი მოდელი http://irnd.be/thermal-imaging-sight-odinn-mk2-60e-60a/ Speicication- შედით და ნახეთ მისი მონაცემები მოყვარულსაც შეუძლია ამის ყიდვა |
Posted by: murza 15 Jan 2019, 01:18 | ||
adibudi
დავიდ/ს მა ივარაუდა ეს ვარიანტი. სწორი აღმოჩნდა. |
Posted by: ignorant 15 Jan 2019, 13:06 |
ამის მსგავსი რამ ჩვენთვის გამოსადეგი იქნებოდა? |
Posted by: Zuka911 15 Jan 2019, 18:28 |
კარლ გუსტაფს აქვს ერთი დიდი მინუსი, ეს არის ის რომ გუსტაფი არის ფაქტრიურად ჯიბის ტანკ საწინააღმდეგო ქვემეხი, სროლისას აქვს დიიდი უკუცემა და დღეში 20-30 გასროლას თუ შეასრულებ სერიოზული პრობლემები შეგექმნება ჯანმრთელობის მხირვ, ორგანიზმი ვერ გაუძლებს მასეთ დატვირთვას ასევე ჭურვები არის საკმაოდ ძვირიი მე გუსტაფს mk.153 SMAW მირჩევნია |
Posted by: SosoChik 15 Jan 2019, 20:13 | ||
20-30 ზე მეტს შენ ისედაც ვერ ისვრი. დასავლურ არმიებში მაგ მაჩვენებელს- მაქსიმალურ გასროლის რიცხვს ბევრ იარაღს ანიჭებენ. ამიტომ აქვს კარგ არმიებში 120მმ ნაღმტკორცნს მაქსიმალური წნევა 120-130 მპა და არა 190 მპა როგორც სერბულს. პირველი მეტრონახევრიანი ლულიდან 14 კგ ნაღმით გაძლევს სიშორეს 7.2 კმ, მეორე კი ცოტათი უფრო გრძელი ლულით 9 კმ. 9 კი უკეთესია 7.2 ზე, მაგრამ დაყრუების საშიშროებაა. და ზღუდავენ. მაქსიმალურ რაოდენობა გასროლებისასთან ერთად ჩვეულებრივი ამბავია. კარლ გუსტვი რომ 20 ჭურვი ის ზემოდმოყვანილი ისროლო ჯგუფურ სამიზნეებზე, ერთი სამი დუჟინა რუსი გამოგიყვანია მწყობრიდან ორ კაცს. მეტის პრეტენზია გაქვს? |
Posted by: rommel 15 Jan 2019, 22:34 |
თუ ოცნებაა ოცნება იყოს. საცეცხლე მხარდაჭერის ათეულში უნდა იყოს 2 კარლ გუსტავი, 2 ცალი 7,62 ტყვიამფრქვევი და რამე მაღალი კლასის ტანკსაწინააღმდეგო იარაღი, მაგალითად NLAW. ჯაველინი მეტისმეტად ტლანქია ოცეულისთვის. სამანევრო ათეულიდანაც ამოვიღებდი რპგ-ს გათვლას, სამაგიეროდ სექციას გავზრდიდი ოთხ კაცამდე და მასიურად მივცემდი ერთჯერად ტანკსაწინააღმდეგოებს. ეს იმ შემთხვევაში თუ მართლა ვაპირებთ ბრძოლას. ხოლო თუ ჩვენი დაღუპულების (ყველას ჯვარი წერია) ფონზე საერთაშორისო საზოგადოების აღშფოთება გვინდა მხოლოდ, ის შეიარაღებაც საკმარისია რაც გვაქვს. |
Posted by: SosoChik 18 Jan 2019, 21:58 | ||||
098 მოკლედ შემთხვევით წავაწყდი სხვა რამეს ვეძებდი თურმე ინდიაში არის კარლ გუსტავის ჭურვების წარმოება ეს არის ის ამფეთქი https://www.microninst.com/products/defence.html?limit=12
ესეც ჭურვი ამ ამფეთქით http://ofbindia.gov.in/products/data/ammunition/lc/2.htm
|
Posted by: 098 18 Jan 2019, 22:41 | ||||
Zuka911
რა უკუცემა? უკუცემაში რაღაც სხვას გულისხმობ აშკარად და არა იმას რაც ტრადიციულად იგულისხმება SosoChik
ჩვენ თუ შევიძენთ ჩვენთან უნდა ვაწარმოოთ |
Posted by: SosoChik 18 Jan 2019, 23:06 | ||||
მე სამხედრო არ ვარ. და შეიძლება ვცდები რომ ამ იარაღის ადგილს ოცეულებში ვხედავ. თითოს თითო ოცეულში. მაგრამ თუ მართალი ვარ, 4 ბრიგადას სულ 108 ოცეული უნდა ყავდეს. ანუ, 108 კარლ გუსტავი რამდენი ასეთი ჭურვი გინდა? 1000? 2000? 10000? ლიცენზია მეტი ეღირება ვიდრე უბრალოდ მაგ ჭურვები რომ იყიდო. შენ ხომ ინდოეთი არახარ. მილიონიანი არმია და შესაბამისად თვისობრივად სხვა მოთხოვნილებები ისე ძალიან მაგარი ჭურვია 850 დამაზიანებელი ელემენტი მიაქვს მაქსიმალური 1250 მეტრზე საკმარისი სიზუსტით რომ იმ დამაზიანებელ ელემენტებს გაფანტვაზე დიდი რადიუსი აქვთ |
Posted by: 098 18 Jan 2019, 23:22 | ||||
SosoChik
ეგ რაშუაშია ვერ ვხვდები...
ლიცენზიას გააჩნია. მასში ჩადებულ პირობებს. |
Posted by: SosoChik 18 Jan 2019, 23:27 | ||||||
უფრო ლიცენზია კი არა, know how ძვირი ღირს და სამხედრო რომ არა ვარ იმ შუაშია, რომ შეიძლება არასწორ ადგილს ვხედავ ამ იარაღისთვის |
Posted by: Zuka911 19 Jan 2019, 02:05 |
098 ნუ ხო გასროლის შედეგად მიღებულ სტრესს ორგანიზმისთვის თუ რავი როგორ ვთქვა მოკლედ სტრესია სერიოზული ორგამნიზმისთვის მაგის ბევრი სროლა, შეიძლება კანტუზია მიიღო სერიოზული |
Posted by: SosoChik 19 Jan 2019, 10:49 | ||
წყარო შეიძლება? წესით კარლ გუსავს დოდი უკუცემა არ უნდა ქონდეს. |
Posted by: 098 19 Jan 2019, 14:21 | ||||
რა უკუცემა კაცო? მხარზე წონის დატვირთვა მოდის და გასროლისას, უკვე როცა ყუმბარა ტოვებს ლულას, უდნავ აგდებს ლულას... მაგას ჰქვია უკუცემა არ აქვს საერთოდ. უკან თუ დაუდექი რპგ-7-იც და ნებისმიერი რპგ არ დაგაყრის კაი დღეს... არანაირი სტრესს არ იწვევს. გინდა 5 ისროლე გინდა 1000 დღეში. ყურები დაცული უნდა გქონდეს ცხადია. (ყურების დაცვის გარეშე ერთი გასროლითაც ყრუვდება ზოგიერთი რპგ-7-ის სროლისას) |
Posted by: t-90 19 Jan 2019, 18:07 | ||||||||
Zuka911
რაკეტას არანაირი უკუცემა არ აქვს. ერთადერთი სტრესი რაც ორგანიზმს ადგებდა მაგისგან ესაა ის რო მძიმეა. 098
ამფეთქის გარდა რეალურია სხვა დანარჩენის წარმოება. ამფეთქებზე ბოდიში.
ამას არავინ არ გაგვაკარებს. რიგირ მიზეზების გამო. მესამე მოდელი კი ბატონო.
საინჟინრო, საკომუნიკაციო და სარემონტო მანქანებზე მუშაობისთვის კამფეტია. |
Posted by: gugusha-l 19 Jan 2019, 18:51 | ||
ხმაური ალბათ და დაყრუება. ამას გულისხმობდი? |
Posted by: 098 19 Jan 2019, 19:31 | ||||||||
gugusha-l
სხვა აბა ელექტრომაგნიტურ იმულსებს ეგ არ გამოსცემს და... ყურსასმენები და მისი ჯანი... რპგ-ს სროლაც არაა რეკომენდირებული დაუცველი ყურებით t-90
თუნდაც. ამფეთქი და კაფსულ დეტონატორები შემოიტანე ჰა. მთავარია აქ იყოს ლოკალიზებული წარმოება შეძლებისდაგვარად დიდი %-ით...
მოიცა რაა... რატო ჯაველინზე მაღალტექნოლოგიურია? SosoChik
აუ მაგაზე ისეთების და იმდენის მოყოლა შემიძლია რომ რაც მე რეალური პრაქტიკიდან ვიცი ე/წ "დივანის ექსპერტები" თეორიაში ჯიბეში ისვამენ უმაღლეს სამხედრო ჩინებს საქართველოში... |
Posted by: t-90 19 Jan 2019, 20:09 | ||||
098
კი ბატონო ეს კარგია. სხვა დანარჩენის წარმოებაც მე მგონი შესაძლებელია. თუმცა თავს ვერ დავდებ.
მაღალტექნოლოგიურობის გამო არ იძლევიან. ჯაველინი ამერიკულია გუსტავი არა. |
Posted by: SosoChik 19 Jan 2019, 20:10 | ||||||||
ვეჭვობ რომ არამარტო საქართველოში. მხოლოდ მე სამხედრო საქმის თეორიის კითხვას მაინც ვცდილობ. და რეალურად სამხედრო ინჟინერიაში ვარ ჩართული. საქართველოში ეს არ გამომდიოდა * * *
არ მიყვარს ეს სიტყვა ჩვეულებრივი კარგი იარაღია მასე მაღალტექნოლოგიური მტვერსასრუტიც შეიძლება იყოს. და მოგითხოვია რომ იძახი არ მოგვცემენო? |
Posted by: t-90 19 Jan 2019, 20:50 | ||||
SosoChik
ნუ იმიტომ რომ საქართველოში საკმაოდ პროლემატურია სამხედრო განათლება.
არააა მასე მოითხოვე და მოგცენ. |
Posted by: SosoChik 19 Jan 2019, 21:14 | ||||
გაგიკვირდება მაგრამ, მაგალითად, ნორვეგიაში კანონით არის აკრძალული სამხედრო დანიშნულების საქონელი და მათ შორის ინტელექტუალური საკუთრება გაიყიდოს ისრაელზე. კიდევ ერთხელ ვკითხულობ: მოგითხოვია რომ იძახი არ მოგვცემენო? ვნახეთ ახლა რომ შვედეთის გარდა ინდოეთშიც იწარმოება. შვედებმა ვთქვათ და არ მოგცეს. ცადე და არ გამოგივიდა. მიმართე ინდოელებს? |
Posted by: t-90 20 Jan 2019, 00:31 | ||||
SosoChik
ეგ პოლიტიკაზეა დამოკიდებული. და არა ასე მიხვალ და მოთხოვ.
შვედები გარეშე ვერ გაყიდიან. |
Posted by: SosoChik 20 Jan 2019, 02:04 | ||||||
ამერიკელების და ფრანგებისგან იარაღის შეძენა არის იმის კარგი პრეცედენტი რომ სხვამაც განიხილოს საქართველო ბაზრად. და ნაკლები პოლიტიკა და მეტი კომერცია იყოს. ას ასეა. არ არის ასე მიხვალ და იყიდი. არ ასე - თუ არ მიხვალ, არ იყიდი. შეიძლება უარიც გითხრან. რისი შანსიც დღეს ნაკლებსავარაუდოა. არ მისულხარ |
Posted by: t-90 20 Jan 2019, 03:32 | ||||
SosoChik
ორივე თემა აშკარად ზეპოლიტიკური იყო. იმდრონდელი პოლიტიკური კონიუნქტურიდან გამომდინარე.
არ ვიცი შეიძლება მივიდნენნ კიდე. ვიცით რო? |
Posted by: SosoChik 20 Jan 2019, 10:21 | ||||
ამერიკელებისთვის კი. ფრანგებისთვის - ნაკლებად და დღევანდელი პოლიტიკური ტრენდი რუსეთის მიმართებაში კი ასეთია, რომ ევროპულ ქვეყნებს გაეხსნათ საქართველოს ბაზარი. 2008 წელში და მანამდე ეს ასე არ იყო |
Posted by: narke 20 Jan 2019, 16:59 | ||
SosoChik
სიუჯეტს გავცდი მაგრამ მაინტერესებს. ანუ საქართველოს გარეთ სხვა კომპანიში მუშაობ? |
Posted by: SosoChik 20 Jan 2019, 20:41 | ||||
დიახ თითქმის ოთხი წელია უკვე ისრაელის მოქალაქე ვარ...... ....... ........ |
Posted by: Zuka911 20 Jan 2019, 23:50 |
SosoChik t-90 gugusha-l "The overpressure or blast wave generated by the Gustaf, will cause blast and burn related injuries to those behind the gun, and is dangerous to 30 meters, Repeatedly firing the Gustaf can also cause related shock wave injuries to gunners and those nearby, As a result, during training, gunners are only allowed to fire six rounds a day,The assistant gunners would also often move away from the overpressure zone, so that they too can fire six rounds a day" https://www.sciencedaily.com/releases/2009/01/090119091112.htm https://www.npr.org/sections/health-shots/2017/04/05/522613294/do-u-s-troops-risk-brain-injury-when-they-fire-heavy-weapons https://www.reddit.com/r/MilitaryPorn/comments/34bx03/a_swedish_infantryman_after_a_long_day_of_firing/ https://www.npr.org/sections/health-shots/2016/12/20/506146595/pentagon-shelves-blast-gauges-meant-to-detect-battlefield-brain-injuries |
Posted by: SosoChik 21 Jan 2019, 00:26 | ||
აქ უკუცემა არ წერია. უკან ჭავლიო და მაქედან გამომდინარე overpressure ო |
Posted by: RAFAEL 24 Jan 2019, 21:37 |
მიშას მოუსმინეთ? ფრთოსანი რაკეტის კეთება გვქონდა დაწყებულიო ნეტა რა მახასიათებლები ქონდა? |
Posted by: t-90 24 Jan 2019, 22:40 | ||||
RAFAEL
ყველაფერ ზღაპარს ნუ მოუსმენ. SosoChik
იარაღის შესყიდვა ყოველთვის არის ზეპოლიტიკური აქტი. Zuka911 http://www.janes.com/article/31930/saab-reveals-confined-spaces-capability-for-carl-gustaf არც ეგაა პრობლემა. |
Posted by: mamukasokhumeli 24 Jan 2019, 22:55 | ||
|
Posted by: diversanti 25 Jan 2019, 12:44 |
https://www.youtube.com/watch?v=kAEgago9I8I&fbclid=IwAR2RPHUe0oRYLYA7zI_kuKVftQhRHMEcfzwRMj4HV5QdtrU4sTjohU-mtBE ესეთი ტანდემის შექმნაზე რა აზრის ხართ? ვერ შეძლებს დელტა? უკრაინული სკიფი და მართვადი 70 მმ იანი რაკეტები. დიდგორის ბაზაზე. რას ფიქრობთ? |
Posted by: Zuka911 25 Jan 2019, 16:02 | ||
რო წავიდნენ მთავრობიდან და მერე რო იბრალებენ ყველფაერს კი თურმე 2012 წლის მერე უნდა მიგვეღო მიმ-12 ჰაუკები, პატრიოტები, ფ-4/105-ები, ფრანგული ანტი-ბალისტიკურები, ჰარპუნები, შავი ქორები კიდე გ5-ების წარმოება უნდა დაგვეწყო ეს ყველაფერი უნდა მომხდარიყო მარა იიშ ბოროტო ბიძინიე მოვიდა და ჩაშალა ყველაფერი |
Posted by: xDavid_S 25 Jan 2019, 16:57 | ||
"ჰოქ" (!) |
Posted by: Zuka911 25 Jan 2019, 17:12 | ||||
ჰო, ჰოუქები ან 12 რატო 23 უნდა მეწეროს |
Posted by: xDavid_S 25 Jan 2019, 17:31 | ||||
Zuka911
მე კონკრეტული კომპლექსების ინდექსებში ვერ ვერკვევი = სამაგიეროდ ანგლების ენა მეკერკება ლაპარიკი ისე ბარემ აქვე გკითხავდი,
ესენი რა იარაღია? |
Posted by: eagle.1. 26 Jan 2019, 17:08 |
xDavid_S ალბათ McDonnell F-4 ფანტომებს და f-105 სანდერჩიფებს გულისხმობდა.. ნუ გავაოფებთ მეგობრებო. |
Posted by: Zuka911 26 Jan 2019, 19:23 | ||||
xDavid_S
კი ამას ვგულისხმობ ოღონდ 105-ების გადმოცემაზე მართლა იყო საუბარი 2007-8 წლებში, რა ჯანდაბად გვინდოდა ეგ სხვა საკთხია |
Posted by: zezva43 17 Feb 2019, 12:03 |
ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის რეგიონის სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო თავდაცვითი მრეწველობის უმსხვილესი გამოფენა IDEX-2019 ოფიციალურად გაიხსნა სადაც დელტა სიახლეებით წარსდგა. თვალი ადევნეთ დელტას ოფიციალურ ფეისბუქ გვერდს და გაეცანით ექსპოზიციის ფარგლებში მიმდინარე სიახლეებს. აბა რას იტყვით ექსპერტებო მოგწონთ დელტას ახალი ნაწარმი? |
Posted by: eagle.1. 17 Feb 2019, 14:57 |
zezva43 ექსპერტი არ ვარ მაგრამ ძალიან მომწონს საინტერესო ისაა, ნაღმმტყორცნს რამხელა მოძრაობის კუთხე აქვს. |
Posted by: adibudi 17 Feb 2019, 15:54 |
აკეცვა დაკეცვის დრო რამდენია და რა მანძილზე ისვრის ესეც საინტერესოა |
Posted by: 098 17 Feb 2019, 15:59 | ||
საბჭოთა 120-მმ ნაღმტყორცნის 2С12 «Сани»-ს ზუსტი ასლია და რამხელა სროლის მანძილიც აქვს იმას იმხელავე აქვს ამას... |
Posted by: adibudi 17 Feb 2019, 16:08 |
7 კილომეტრი ცუდი არაა, უსაფრთხო დისტანციიდან შეეძლება სროლა. მაგრამ ადგილის შეცვლა მალე მოუწევს და აკეცვის სისწრაფე სასიცოცხლოდ აუცილებელი იქნება. |
Posted by: zezva43 17 Feb 2019, 16:14 | ||
ეგ მეც ძალიან მაინტერესებს , სისწრაფეა მთავარი ისე მე ვფიქრობ ჩვენი პირობებისთვის ზედგამოEრილია არა? * * * თქვენ უნდა შეიყვანოთ პოსტინგი! სულ მცირე 30 სიმბოლო! |
Posted by: amroci 17 Feb 2019, 19:44 |
ორი საკმაოდ დამაინტრიგებელი დეტალი გაგვიმჟღავნა ბატონმა უჩამ დელტას ფეისბუკ გვერდზე კომენტარებში: 1. დიდგორი მეომარზე უკანა ზედა პროექცია მოდულური პრინციპით გამოირჩევა. ანუ ეს 120მმ. ნაღმსატყორცნის სისტემა მოდული ყოფილა და მთლიანობაში მოდულური პრინციპისკენ მივისწრაფითო. შესაბამისად შეიძლემა იქვე სხვა საბრძოლო ან სადაზვერვო მოდულების ასევთქვათ შექმნა-მიჭანჭიკება ვიხილოთ მომავალში ____________________ 2. უკანა ხიდის დაკიდების ორიგინალური კონსტრუქცია ყოფილა რომელიც ჯერ საიდუმლოს წარმოადგენს და მხოლოდ რეალურად დაინტერესებულ პირებისთვის (სავარაუდოდ იგულისხმება მსხვილი პარტიით მყიდველისთვის) იქნება გამჟღავნებული. https://www.facebook.com/stcdelta/ |
Posted by: gugusha-l 17 Feb 2019, 20:10 | ||||
საინტერესოა რომ ამ ამბავში ის ავტომატური ნაღმტყორცნი არაა გამოყენებული რომელიც ამოდენიმე წლის წინ იმ "ავტობუსში" ჩადეს არა და იდეაში ეგ ჯობია. არა? |
Posted by: mamukasokhumeli 18 Feb 2019, 04:27 |
ძალიან მაინტერესებს იგივე კალიბრის მისაბმელი ნაღმსატყორცნის აშლა და გამწევზე ჩაბმას რამდენი დრო სჭირდება დაახლოებით?ამ სურათზე ვხედავთ მხოლოდ "ლაფეტს" ჰიდრავლიკური სისტემით ვთქვათ და დანარჩენი უცვლელია თუ ვცდები?თავად აკეცვისა და გაშლის მიმდინარეობაა საინტერესო სანახავი ჩემი აზრით.რა დროს იგებს მაინც გათვლა ჩვეულებრივ ჩასაბმელ ნაღსატყორცნთან შედარებით რომ ამ მანქანის შექმნა ღირდა? * * * დავუკვირდეთ ახლა უკრაინულ თვითმავალ ნაღსატყორცნს და შევადაროთ "დელტასას" "დელტას" ვარიანტში ესეიგი კადმოიშლება "ლაფეტი" როგორც ჩანს და მერე უნდა გადმოწიოს გათვლამ სატყორცნი მილი(დამაგრებული ჩანს "ლაფეტზე") და უნდა გაშალონ ის საყრდენი "ფეხები" ხომ?ფაქტიურად თითქმის იგივე უნდა გააკეთოს რაც მისაბმელი ნაღსატყორცნის შემთხვევაში |
Posted by: amroci 18 Feb 2019, 09:31 |
mamukasokhumeli მისაბმლიანის გაშლის პროცესი გინახავს? იქ იმდენი ჭანჭიკებია სამანიპულირო და ეგეც რომ არიყოს იმ ლაფეტს ჯერ მიწა უნდა გაუთხარო და ისე გაშალაო. აკეცვა გაშლის დროს მხრივ ნამდვილად სასაცილო შესადარებელია. მითუმეტეს უკრაინულს მაგავე ვიდეოში უწერია რომ 20 წამში იკეცება სამარშოდ. აი უკრაინულთან შესადარებლად კი ჯერ ჩვენი მეომარის ვიდეო უნდა ვნახოთ მოქმედებაში და მერე. |
Posted by: zezva43 18 Feb 2019, 13:14 | ||
დელტას ნაწარმს მიწის გათხრა არ სჭირდება, ვიდეო ნახე |
Posted by: 098 18 Feb 2019, 13:58 |
ჩვენების მიერ გამოყენების ჭრილში იხილავთ და ჩვენი თავდაცვა შეუკვეთავს მაგ ნაღმტყორცნს თქვენი აზრით? რა შეუკვეთია ეგ რომ შეუკვეთოს? რგპ-7-ების მილები ჩაფხუტები და ჯავშანჟილეტები. კიდე რამოდენიმე კავშირგაბმულობის დიდგორი და მორჩა... საექსპორტოდ განკუთვნილი მოდელია და მყიდველი გამოუჩნდა უკვეო... შესაბამისად წარმატებაა დელტასთვის და მინიმალისტურმა ვარიანტმა გაამართლა |
Posted by: amroci 18 Feb 2019, 15:32 | ||||||
მეც ეგ ვიგულისხმე. ანუ დიდგორის მეომარს წამები დაჭირდება გაშლა აკეცვისთვის. მაშინ როცა ჩვეულებრივ მისაბმელიან ლაფეტს ათეულობით წუთი. * * *
არა. არ განვიხილავ ჩვენების მიერ გამოყენებას. თუმცაა... დელტას სხვა პროდუქციის უცხოური ანალოგები (უპილოტოს გარდა) უკვე შესყიდულია და შესაბამისად არც არის საჭიროება მათი შესყიდვის. ანუ რას ვგულისხმობ: დიდგორი როგორც ჯავშან მანქანა არ ჭირდებდა ჩვენ ჯარს იმიტომ, რომ კობრები გვყავს საკმარისი რაოდენობით შესყიდული. და არა მარტო კობრები. ასე მედევაკის შესყიდვის საჭიროებაც დიდად არ არის. ასევე სნაიპერული შაშხანები და საიერიშო ავტომატებიც. თვითმავალი ნაღმსატყორცნი კი არ გვყვავს და სავსებით შესაძლოა რომ ჩათვალონ საჭიროდ. რავი, დელტას სხვა ტექნიკასთან შედარებით ამ კონკრეტულს კი აქვს შანსი მოხვდეს ჩვენს ბრიგადებში. |
Posted by: ignorant 18 Feb 2019, 16:09 |
bmpd.livejournal-ზე დაიდო ინფო დელტას ახალი პროდუქციის შესახებ. კომენტარებს ჩაყევით, ნახეთ, როგორ დაგვცინიან ეგ ღორის დაგდებულები. და ამათ ეძახიან ზოგიერთები ერთმორწმუნეებს. https://bmpd.livejournal.com/3536769.html |
Posted by: zezva43 18 Feb 2019, 16:35 | ||
მაგათ თავიანთი ჯართები მიაჩნიათ საუკეთესოდ , ვაბშე რას აქცევთ ყურადღებას ნეხვის გროვები არიან |
Posted by: t-90 18 Feb 2019, 16:55 |
რა გინებებს უსმენთ? ბავშვები ხართ? არ იცით რო გაგინებენ? მარტო ეს პოსტი უნდა წაგეკIთხათ Да ладно вам. Концепт вполне себе здравый. В отличии от укро-испанца схема раскладывания намного проще (там он не просто откидывался, а еще и выдвигался). Вижу тут два косяка: 1. Если грунт не ровный как выставлять плиту миномета? Искать ровную площадку и маневрировать всем автомобилем? 2. Если уж вариант с фактически автоматической выгрузкой - то почему не предусмотрено отдельное от машины использование миномета. 3. Ну и самое главное, но это не косяк. Насколько дает выигрыш во времени оно по сравнению с обычными санями в кузове? Вообще если уж САУ то имхо нужна установка миномета в кузове по типу флокса, для бедных - в варнианте айбата, а лучше в башне по типу Нона-СВ ძაანაც ადეკვატური შეკIთხვებია. |
Posted by: mamukasokhumeli 18 Feb 2019, 17:17 | ||||
აგერ ამ კაცსაც იგივე კითხვა გასჩენია რაც მე
ვეთანხმები ისე ამ მოსაზრებას:
რახან ის "ავტობუსი" გააძვრეს თავიდან,რატომღაც მეგონა,რომ ნაღმსატყორცნი იქნებოდა განლაგებული თავად ძარაზე. |
Posted by: t-90 18 Feb 2019, 17:58 | ||
ეს მე რასაც ვუყურებ ზოგადად ნაღმტყოცნისთვის საუკეთესო რამეა. |
Posted by: eagle.1. 18 Feb 2019, 19:52 |
ნეტა რატო გადარდებთ ღრუსები რას იტყვიან, არაადეკვატურობის პიკში არაინ ყოველთვის. რაც შეეხება ზედაპირის სისწრორეს, მაგ სადგარის ფართობის სწორ ზედაპირს ყველგან იპოვი. განსაკუთრებით ისეთ ადგილებზე სადაც მაგ ავტომობილს გავლა შეეძლება. თითიდან გამოწოვილი პრობლემაა. გაშლა-აკეცვის სისწრაფეზე amrociს ვეთანხმები, მშვენივრად აიხსნა ეგ ასპექტი. ძარაზე განლაგებასთან დაკავშირებით ორი არგუმენტი მაქვს: 1. დიდგორის ძარაზე განლაგებული ეგ ნაღმმტყორცნი შეამცირებს ჭურვების რაოდენობას 2.უფრო დიდი ძარა, მაგალითან ის ავტობუსი რომ გვაჩვენეს, ბევრად არამობილური იქნება დიდგორთან შედარებით, რაც ჩემი აზრით უარესია ვიდრე გაშლა-აკეცვისთვის დახარჯული დრო. მოქმედებაში რომ ვნახავთ მექანიზმს, მერე უკეთ გამოჩნდება ყველაფერი. |
Posted by: amroci 18 Feb 2019, 20:01 | ||||||||
გაფიცებ ყველაფერს როგორ არის ეს ადეკვატური შეკითხვა? რავა, ჩვეულებრივი ლაფეტა ნაღმსატყორცნის ლაფეტას არ უნდა სწორი პიატაჩოკი ადგილი დასამონტაჟებლად? +მიწის მოთხრაც კი უნდა.
საიდან დაასკვნა რომ ამ ნაღმსატყორცნის ჩვეულებრივ ლაფეტზე გადატანა საველე პირობებში არ არის შესაძლებელი? რამეს ხედავთ სურათში რაც ამას ხელს შეუშლის?
ო ღმერთო ჩემო! დაჟე იმ უკრაინულსაც კი 20 წამი უწერია. დალტას კი ჯერ არ გაუჟღერებია თავისი დრო და უკვე ჩამორჩენას ფანტაზიორობენ.
ოხ რა ძაან უყვართ ყრუებს ტანკში ჯდომა |
Posted by: gugusha-l 18 Feb 2019, 23:09 | ||
კი. უფრო სწორედ ასე უნდა იყოს |
Posted by: hermes555 19 Feb 2019, 00:16 |
ისე უფრო მეტ ავტომატიზაციას ველოდი, ფაქტიურად ავტომატურად მხოლოდ გადმოდის სადგამი, დანარჩენი მექანიკური საქმეა ისევ... და დაკიდებაოო განსხვავებული, რისთვისაა განსხვავებული? ცეცხლის წარმოება მაინც მიწიდან ხდება, დატვირთვა არ იზრდება ღერძებზე |
Posted by: mamukasokhumeli 19 Feb 2019, 01:02 | ||
ტიპი იძახის აგერ ვიდეოში 1.5-2 წუთი სჭირდება ნაღმსატყორცნის სასროლად გამზადებას მოუმზადებელ გრუნტზეო...ბევრია ვითომ?არა მგონია ნაკლები დასჭირდეს ვთქვათ ამ "მებრძოლზე" დაყენებულს.აჰა,ჩამოდგამ ვთქვათ "ლაფეტს" თუ საყრდენს უფრო ქართულად,გადმოკეცავენ ალბათ სატყორცნ მილს გათვლის ხალხი და დააყენებნ იმ ორ ფეხზე,გამართავენ დასამიზნებლად.რამდენი ხანი დასჭირდება დაახლოებით?აკეცვა...აკეცვა კი შეიძლება ცოტა უფრო სწრაფად მოხდეს ვიდრე ვთქვათ მისაბმელი ნაღმსატყორცნის აშლა და მისი ჩაბმა საწევარზე. ძარაზე დაყენების შემთხვევაში კი მოდის მანქანა საჭიროა დგილზე,მოხდება ტყორცნა ამ ჭურვების და თესი ვთქვათ.ნაღმების რაოდენობა იქნებაო ნაკლები.კი მაგრამ რამდენი ნაღმის გატყორცნას მაოსწრებს თანამედროვე პირობებში ერთი ნაღმსატყორცნის გათვლა? |
Posted by: black hawk 21 Feb 2019, 09:08 | ||
mamukasokhumeli
რაც მეტ ნაღმს წაიღებს ნიშნავს რომ უფრო მეტ ხანს იმოქმედებს ბრძოლის ველზე, მით უფრო იშვიათად დაჭირდება მარაგების შევსება, მეტი ცეცხლის წარმოებას შეძლებს ასე არაა? |
Posted by: mamukasokhumeli 21 Feb 2019, 11:37 |
გააჩნია როგორ წარმოგვიდგენია ნაღმსატყორცნის გამოყენება.წერტილოვან დარტყმებისათვის ბევრი ნაღმი არაა საჭირო,საჭიროა სიზუსტე და სისწრაფე.თუ ფრონტის ხაზზე ვიბრძვით სიტყვაზე და გვინდა გადამღობი ცეცხლი გავუხსნათ იერიშზე გადმოსულ მტერს,მაშინ ბლომად დასჭირდება ალბათ(არა ავრ არტილერისტი და არ ვიცი ეს ნორმები).თუმცა ჩემი აზრით საამისოდ ჰაუბიცები უფრო უკეთესი იქნება ბევრად.თან ამხელა მანქანის დაყენება ლამის ფრონტის ხაზთან გამომდინარე მისი სროლის მანძილიდან... |
Posted by: 098 25 Feb 2019, 17:41 | ||||
არაფერი არ გვყავს საერთოდ. რა არ გვჭირდება? რა კობრები რის კობრები? 4 ბრიგადა გვყავს + 2 სარეზერვო ეროვნული გვარდიის და 1-ია აქედან მექანიზირებული და ისიც ბოლომდე არაა ტექნიკით დაკომპლექტებული და რაც ყავს ისიც გაუმართავი... რა დიდგორები არ გვჭირდება? ასობით გვჭირდება... და მუღამი იმაშია რომ ერთ საბაზისო მოდელზე გყავდეს ბევრი სხვადასხვა ვარიანტი რამოდენიმე ნაღმტყორცნი და კავშირგაბმულობის მანქანა არაფერია საერთოდ |
Posted by: zezva43 26 Feb 2019, 21:47 |
მოკლედ ბIჭებო, ძალიან საინტერესო ინტერვიუა, ძალიან დამაინტერესა დაანონსებულმა მართვადი სარაკეტო სისტემების შექმნამ, რომელსაც გვპირდება დელტა ! ძალიან საინტერესოა მოკლედ |
Posted by: eagle.1. 27 Feb 2019, 00:59 | ||
+1 |
Posted by: FreSH999 27 Feb 2019, 02:32 | ||
ძალიან კარგი, ავიაციაზეც საინტერესოა რას გეგმავენ |
Posted by: xDavid_S 5 Mar 2019, 14:31 |
როგორც ჩანს, კორპუსის ჩამოსხმა მაინც ხდებოდა |
Posted by: GioWEED 5 Mar 2019, 15:43 |
ჩემი აზრით დელტას უპირველესი დამკვეთი თავდაცვის სამინისტრო უნდა იყოს და მერე ჩალიჩობდნენ გაყიდვას. ქართული ჯარი ცუდ დღეშია, ტექნიკა და აღჭურვილობა ჭირდება წყალივით. ამთზე მეტად კი საჰაერო თავდაცვის გაძლიერება ჭირდება. |
Posted by: t-90 5 Mar 2019, 16:44 | ||||
GioWEED
კი ბატონო. მარა საჰაერო თავდაცვის პროდუქციას აწარმოებს რო დელტა? 098
4X4ზე პლატფორმა მაგისთვის არის ძალიან ცუდი. ანუ საბაზისო მოდელისთვის. |
Posted by: Zuka911 5 Mar 2019, 18:20 | ||
რისი კორპუსებია? რამე რაკეტის? მგონი საზენიტო რაკეტას ჰგავს თუ ვცდები |
Posted by: FreSH999 6 Mar 2019, 01:16 |
Zuka911 დელტას უპილოტოს გავს |
Posted by: xDavid_S 6 Mar 2019, 11:29 | ||
|
Posted by: Zuka911 7 Mar 2019, 01:13 |
FreSH999 xDavid_S მადლობა გასაგებია ნეტა უპილოტოს მეორე პროექტზე დაიწყოს მუშაობა, ის უფრო საინტერესო ჩანდა |
Posted by: ignorant 12 Mar 2019, 14:49 |
|
Posted by: zindiosama 16 Mar 2019, 12:26 |
ერთი კითხვა მაქ თქვენი აზრით საბრძოლო პირობებში დიდგორის ნაღმსატყორცნი დაახლოებით რამდენ გასროლას მოასწრებს აკეცვა-ჩაკეცვის ჩათვლით? |
Posted by: RAFAEL 17 Mar 2019, 13:14 |
უცხოურ ბლოგზეც მოხვდა https://www.youtube.com/watch?v=VhYvZbtoa5c |
Posted by: zindiosama 17 Mar 2019, 15:19 | ||
არ ანახებს |
Posted by: STALKER-GG, 17 Mar 2019, 22:18 | ||
zindiosama
აკეცვა ჩაკეცვა გასროლებში გადის თუ ჩათვლით როგორ? გააჩნია სიტუაციას. შეიძლება მთელი დღე ერთ ადგილას იდგეს და ისროლოს. შეიძლება 10 წუთში აღმოაჩინონ და გაანადგურონ. უამრავ რამეზეა ეგ დამოკიდებული და ტაქტიკის ამბავი უფროა. |
Posted by: t-90 18 Mar 2019, 06:51 | ||
STALKER-GG,
ნორმატივები არსებობს გაჩერებიდან პირველ გასროლამდე და ბოლო გასროლიდან დაძვრამდე. |
Posted by: STALKER-GG, 18 Mar 2019, 13:00 |
t-90 სხვა რამეს კითხულობს. |
Posted by: zindiosama 18 Mar 2019, 15:05 | ||
STALKER-GG,
ანუ აკეცვიდან ჩაკეცვამდე შუალედში რამდენ გასროლას მოასწრებს უხეშად რომ ვთქვათ |
Posted by: otokarcobra 18 Mar 2019, 15:41 | ||||
გააჩნია რამდენ ხანში აკეცავს.....მთელი დღე თუ იქნა ბევრს მოასწრებს, თუ მალე აღმოაჩინეს ნაკლებს. უაზრო კითხვას სვამ |
Posted by: zindiosama 18 Mar 2019, 16:34 | ||
otokarcobra
აი ეს მაინტერესებდა სინამდვილეში ანუ რომ არ აღმოაჩინონ პოზიციის შეცვლა რამდენ ხანში ერთხელ მოუწევს ხოლმე. და ამ პერიოდში რამდენ გასროლას მოასწრებს. |
Posted by: mamukasokhumeli 18 Mar 2019, 18:24 |
t-90 არ იყოს შეიძლება არსებობდეს ნორმატივები.იმას იქეთ ბევრ რამეს გააჩნია.შეიძლება მტერი მშვენივრად უთვალთვალებდეს ბრძოლის ველს,მითუმეტეს ნაღსატყორცნის მოქმედების მანძილი არაა რაღაც იმხელა,რომ ტრაწიანმა დრონმა ვერ მოიცვას.ასე შეიძლება არ დარჩეს შეუმჩნეველი ამ მანქანის გამოჩენა და გაუხსნან შემაწუხებელი ცეცხლი ვთვქათ და საერთოდ არ მისცენ საშუალება(თუ გადარჩა) ადგილის დაკავების და ცეცხლის გახსნის. |
Posted by: t-90 18 Mar 2019, 18:57 | ||
mamukasokhumeli ხო მაგრამ შუაში რამდენსაც გინდა ისვრის. მაგრამ მთავარი ნორმატივები ყოველთვის გაჩერება-გასროლა და გასროლა-დაძვრაა. zindiosama
აკეცვიდან ჩაკეცამდე რას ჰქვია? რა გაინტერესებს? ლულის რესურსი? წუთში გასროლა? თუ რა? |
Posted by: zindiosama 19 Mar 2019, 12:21 | ||
t-90
უფრო სწორად რომ ვთქვა, გაშლიდან აკეცვამდე ანუ რო გაიშლება ნაღმსატყორცნი და ხელახლა აიკეცება იმ შუალედში რამდენი გასროლა მოესწრება - აღმოჩენის დიდი ალბათობის პირობებში |
Posted by: otokarcobra 19 Mar 2019, 12:56 |
zindiosama წუთში რამდენ გასროლას აკეთებს თუ დაწერენ აქ, მაგის მიხედვით გაიგებ რა.... თუ ვერ აღმოაჩინეს და კარგ პოზიციაზეა, იდეგს მთელი დღე მაგის დედაც #####ან, ვინ უშლის |
Posted by: STALKER-GG, 19 Mar 2019, 13:53 |
zindiosama კაცო თუ გაშლი და 1 კვირის მერე აკეცავ ათასობით მოასწრებს თუ 5 წუთში აკეცავ ნაკლებს. გაშლას ჭირდება 1 წთ. აკეცვასაც 1 წთ. სროლის მაქსიმალური ტემპი არის 15 გასროლა წთ ში. ეხლა იანგარიშე. თან გააჩნია როგორ ისვრი შეიძლება სამიზნის შესწორებები და ცეცხლის გადატანები დაგჭირდეს მიზნიდან მიზანზე. შეიძლება ერთ წერტილში ისროდე მთელი დღე. გააჩნია |
Posted by: datunia93 19 Mar 2019, 14:57 |
STALKER-GG, ვააა... ანუ რეაურად 4 წუთში მივიდა, გასალა ფეხები, ჩაადედისმუდელა 25-30 ჭურვით, აკეცა დ ამოჰკურცხლა... მშვენიერია ეკიპაჟმა თ დაამხეცა რო დრო არ დაკარგოს და რეალობაშიც იგივე შვრას რაც ესე ფურცელზეა ძაან მააგრია ორი ცაი რო მიეპაროს პოზიციებს და 5 წუთში 50-60 წურვი დააყაროს და მოხიოს მტრისას ძმაო, რას ამბობ |
Posted by: otokarcobra 19 Mar 2019, 15:49 | ||
zindiosama
აჰა დაგიწერეს |
Posted by: GioWEED 19 Mar 2019, 20:14 | ||
წავიკითხე მეც და პირველი ეგ ვიფიქრე ზუსტად... კაი პოზიციაზე ჩასვი, ისე რო დაკიდული ცეცხლი გახსნას, კარგად შენიღბე პოზიცია, რადისტი კავშირზე, რაზვეტკა კოორდინატებს გაწვდის და გამიზნებინებს, იყავი და ისროლე ვინ გიშლის. |
Posted by: tornike71 19 Mar 2019, 21:17 |
ეს ყველაფერი ხო მაგრამ იზორია და მისი კამანდა შეიარაღებაში სულ არ მიიღებენ,როგორიც გინდა მაგარი იარაღი აწარმოოს დელტამ,ეგ კი არა ჯარს მარტო ავტომატებით ტოვებენ,ესენი იმდენს იზავენ,მაჩანჩალა ქვეყანა ვარAთ შეიარაღების მხრივ.იმედია დელტაც რამე უფრო სერიოზულს დაამზადებს საHაერო თავდაცვის სისტემა გაასწორებდა,მაგრამ იქამდე შორს ვართ ალბათ. |
Posted by: zezva43 19 Mar 2019, 22:02 |
[youtube]f7gy0PlTyK4&t[/youtube] https://www.youtube.com/watch?v=f7gy0PlTyK4&t=225s |
Posted by: RAFAEL 20 Mar 2019, 00:07 |
zindiosama https://www.youtube.com/user/DefenseWebTV/videos აქ არის |
Posted by: t-90 20 Mar 2019, 03:42 | ||||
STALKER-GG,
ანუ საბრძOლო მდგომარეობაშI მოყვანამდეა? მშვენიერი. mamukasokhumeli
ნებისმიერ საარტილერიო და საზენიტო იარაღს მოჰყვება ეგ დანარჩენი სხვა რამეა. |
Posted by: zindiosama 20 Mar 2019, 13:05 | ||
RAFAEL
აქ უამრავი ვიდეოა კონკრეტულად რომელია? |
Posted by: SosoChik 20 Mar 2019, 19:44 | ||
ამისთვის, დათუნია, ცეცხლის მართვის სისტემა სჭირდება. თორე რეალურად: დაელოდე და შეაფასე სად დაეცა პირველი ჭურვი გააკეთე კორექცია კიდევ ისროლე კიდევ კორექცია დაელოდე მესამეს და მერე გახსენი беглый огонь სამი ჭურვის სროლა განმიზნისთ ის როგორც მინიმუმ. საკმაოდ დიდ დროს მოითხოვს დამატებით |
Posted by: mamukasokhumeli 21 Mar 2019, 01:52 |
"ამოს"-ი ანდა "ნონა".მოვა,ყოველგვარი გაშლა-აშლის და ორი წუთის დაკარგვის გარეშე დაუმიზნებს,ისვრის და დატყდება. არ ვიცი "დელტამ" როგორ გამოსცადა ეს მანქანა და იარაღი,მაგრამ საინტერესო კია ისე სხვა და სხვა ნიადაგზე როგორი მოსახმარი იქნება.ყველგან არ დაგვხვდება სიტყვაზე კარგად მოსწორებული ადგილი,თუნდაც იმ ლაფეტის ფართობის.შეიძლება ქვიანი ალაგიც იყოს(მდინარის პირი,ან რამე მსგავსი).ამ იარაღის ლაფეტი მთელის ფართობით არ უნდა იდგას თუ იდოს ნიადაგზე? საინტერესოა რამდენი გრადუსიანი დაქანების ფერდობზე შეიძლება მისი გამოყენება ვთვქათ. |
Posted by: NoMansLand 21 Mar 2019, 10:03 | ||||||
გააჩნია რადროში ასწრებს მოწინააღმდეგე შენი პოზიციის გამოთვლას და საპასუხო ცეცხლის სგახსნას - ეს კიდევ ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. 1 - აქვს თუ არა კონტრბატარეული რადარი. თუ აქვს დრო მცირდება, თუ არა აქვს და სხვა დაზვერვის საშუალებებზეა დამოკიდებული უკვე უშუალოდ დაზვერვის საშუალების მონაცემებზეა დამოკიდებულოი. როგორც ვარიანტი უპილოტო საფრენი აპარატი, რუსებიცა და უკრაინელებიც მათი დახმარებით აქტიურად ახდენენ არტილერიის კორექტირებას (იხილე ОРДЛО-ს კონფლიქტი). 2 - ბრძოლი ველის ინფორმაციის მართვის სავტომატიზაცია - ანუ მიღებული ინფორმაციის ავტომატურად გავრცელება სპეციალურ ქსელურ სისტემებში. ეს აშკარად ამცირებს რეაქციის დროს, თუ არა და მაშინ რაცია და მაგის ჯანი - ეს უკვე მოძველებული მეთოდია. ანუ საუბარია ცეცხლის გამოძახებისთვის საჭირო მონაცემების გადაცემაზე. 3 - თვითონ საარტილერიო დანადგარის ავტომატიზაცია - ონლაინ მოსული მონაცემებით დამიზნებეის ციფრული სისტემა თვითონ დაუმიზნებს თუ ხელით უნდა გამიზნო. რუსებს თუ ავიღებთ - ზოგან აქვთ ეს ყველაფერი, ზოგან არა - მედესანტეებს აქვთ ანდრომედა, ქვეითებისთვის ვერ მოიყვანეს აზრზე მთლიანი კომპლექსი, თუმცა ზოგიერთი კომპონენტი ცალკეულად ბევრგანაა დანერგილი. რამდენად მასიურად ეს სხვა საქმეა. ყველაფერი ზემოთ თქმულიდან აუცილებელი იქნება მინიმალურ დროზე გავთვალოთ რეაგირება - ალბათ სროლის დაწყებიდან 5-10 წუთი + გაშლის დროც 1 წთ.
მაგ ფასში ათ ცალ დიდგორი მეომრის ბაზაზე მდგარ ნაღმტყორცნს იყიდი.
ყველა ეს კითხვა სხვა ნებისმიერ არტდანადგარსაც შეგიძლია დაუსვა - "ამოსაც" და "ნონასაც". რამდენად შეუძ₾ია მათ ცეცხლის მართვის სისტემებს დაქანებისა და დაგვერდების გამოთვლა, რამხელა დიაპაზონში შეუძ₾ია ცეცხლის წარმოება და ასე შემდეგ. |
Posted by: NoMansLand 21 Mar 2019, 13:23 | ||||
წუთში არაა 15 გასროლა. 2С12-ის სროლის ტე,მპი შემდეგნაირად გამოუყურება. 5 წუთში სულ შეიძლება 30 ნაღმის გაშვება. |
Posted by: xDavid_S 24 Mar 2019, 14:15 |
ცაში გასროლილი მილიონები https://www.radiotavisupleba.ge/a/%E1%83%97%E1%83%90%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A3%E1%83%A4%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%98-%E1%83%AA%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%98-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98/29838309.html |
Posted by: NoMansLand 24 Mar 2019, 20:22 | ||
ტრუხა ბაზარსა ჰგავს. რეალურად ვიცი რო მუშაობს ეგ სეტყვა საწინააღმდეგო დანადგარები. |
Posted by: adibudi 24 Mar 2019, 23:20 |
ამაზე რას ფიქრობთ https://www.facebook.com/2232854816941889/posts/2579063745654326/ |
Posted by: Zuka911 25 Mar 2019, 14:41 | ||
ვერ ვხედავ ამ შეიარაღებით მაგ პროექტის პერსპექტივას, ს-8 რაკეტებს სწორად დამიზნებისთვის რაღაც გამოცდილება სჭირდება, ასევე მ134-საც (ოღონდ ბევრად ნაკლები), თან გავითვალისწინოთ რომ ტვირთამწეობა სულ 450 კგ აქვს, ანუ მინიგანისთვის კვების მარაგი საკმაოდ შეზღუდული იქნება. (ეს კვების შეზღუდული მარაგი მგონი დელტას მეორე პროდუქტში მხვდება უკვე, ლაზიკასაც სულ 80 ჭურვი არ აქვს თუ რაღაც მსგავსი?) ბევრად ეფექტური იქნება და მართლა ძალიან გამოგვადება ეგ ვერტმფრენი თუ აგმ-114 ან ნებისმიერი "ჰაერი-ხმელეთი" ტიპის მართვადი რაკეტებით შევაიარაღებთ მაგ ვერტმფრენს. ისე, მაგ ვერტმფრენზე AGM-88 HARM ან რამე მსგავსი ანტი-სარადარო რაკეტის დაყენება შეიძლება? |
Posted by: ბიჭური 25 Mar 2019, 15:36 |
Zuka911 ჰარმის წონა იქნება მთლიანად რას წაიღებს კაცო :დ ჯერ მაგის დასამიზნებლად იმდენი აპარატურა დასჭირდება კიდე 500 კგ მიემატება შეუძლებელია |
Posted by: Zuka911 25 Mar 2019, 22:43 |
ბიჭური აი 1000 კილოგრამამდე რო ავიდეს ტვირთამწეობა უკვე კარგი იქნება, მგონი შესაძლებელი გახდება 2 ჰარმის ჩამოკიდება (300 რაღაცა კილოა თითო) მე უფრო ის მაინტერესებს, ვთქვათ აი ზუსტად მაგ რაკეტის დამიზნების აპრატის დაყენება თუ შეიძლება უპილოტოზე, იმიტო რო უპილოტოზო ანტი-სარადარო რაკეტები მგონი ჯერ არ შემხვედრია |
Posted by: STALKER-GG, 26 Mar 2019, 14:19 | ||
xDavid_S
ეგაა შეკვეთილი სიუჟეტი მეტი არაფერი. სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის შექმნაზე დაიხარჯა 10 მილიონი. იმაზე ნაკლები ვიდრე დაგეგმილი იყო. ყოველწლიური საექსპლუატაციო ხარჯია 3 მილიონი ლარი. ეფექტურობას რაც შეეხება, სისტემამ მუშაობა დაიწყო 2015 წელს რის შემდეგაც ზარალის მოცულობა დაახლოებით 10 ჯერაა შემცირებული ყოველ წელს. სულ სისტემა იცავ 800 ათას ჰექატს. დაზიანებული ფართობის და ეკონომიკური ზარალის მოცულობა ასეთია. 2012 წელი - ზუსტი ფართობი უცნობია, ეკონომიკური ზარალი 120 მილიონი ლარი (სისტემის ამოქმედებამდე) 2014 წელი - განადგურდა 78620 ჰექტარი, ეკონომიკური ზარალი 87 495 907 (სისტემის ამოქმედებამდე) 2015 წელი - დაზიანდა ! 7542 ჰა. ეკონომიკური ზარალი 24 304 550 ლარი 2016 წელი - დაზიანდა ! 7995 ჰა. ეკონომიკური ზარალი 11 315 140 ლარი 2017 წელი - ეკონომიკური ეფექტი 25 600 000 ლარი (თავიდან არიდებული ზარალი) 2018 წელი - ეკონომიკური ეფექტი 32 922 000 ლარი (თავიდან არიდებული ზარალი) |
Posted by: xDavid_S 26 Mar 2019, 14:50 | ||
STALKER-GG,
არც არავინ დაეჭვებულა |
Posted by: zezva43 26 Mar 2019, 15:35 |
STALKER-GG, კაცურად ძალიან ვგულშევმატკივრობ ლაზიკას და მიდის თუ არა მისი დახვეწა? მუშაობა მასზე თუ მიტოვებულია? ასევე მაინტერესებს ეს არის თუ არა სწორი მონაცემები ანუ სროლის მანძილი ხო სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარი თუ გაგვაქვს ექსპორტზე? |
Posted by: STALKER-GG, 26 Mar 2019, 16:29 | ||
zezva43 ლაზიკა - ლაზიკა იყო ექსპერიმენტული პროექტი, მისი შექმნისას კონსტრუქტორებმა, ტექნოლოგებმა, შემუღებლებმა, ზეინკლებმა, ელექტრონიკის და სხვა სპეციალისტებმა დააგროვეს დიდი გამოცდილება რომელიც სამომავლოდ შესაძლებელია გამოყენებული იქნას ბევრად თანამედროვე და დახვეწილი ქვეითთა საბრძოლო მანქანის შესაქმნელად ვიდრე არის ლაზიკა. ლაზიკას რათქმაუნდა აქვს ბევრი პლიუსი და ბევრიც მინუსი, ეს ყველაფერი შეფასებულია და თუკი იქნება საჭიროება და შესაბამისი შეკვეთა დელტა დაამზადებს ბევრად უფრო ძლიერ ქსმ-საც. დრმ-122 - ამ მანქანაზე სროლის მანძილი ისევე როგორც სხვა 122 მმ გრადის სისტემებზე დამოკიდებულია რაკეტის ტიპზე. არსებობს უამრავი ტიპის რაკეტა სხვადასხვა ქვეყნების წარმოებული , მათ შორისაა 122 მმ გრადის თანამედროვე რაკეტებიც რომელიც 42-45 კმ ზე მიფრინავს.
გაგვაქვს დიახ. თუმცა სად და როგორ თავის დროზე გახდება ცნობილი. |
Posted by: zezva43 26 Mar 2019, 16:53 | ||
გაქვთ რამე კონსცებცია, ნახაზებია ნ რამე ამდაგვარი როგრი იქნება ეს ახალი ქსმ |
Posted by: STALKER-GG, 26 Mar 2019, 17:58 |
zezva43 ეგ უკვე არაა საჯარო ინფორმაცია. უამრავი სხვადასხვა კონცეპტი მუშავდება. |
Posted by: zezva43 26 Mar 2019, 18:31 | ||
STALKER-GG,
გასაგებია, მადლობა |
Posted by: SosoChik 30 Mar 2019, 11:54 | ||
კარგია რომ მუშავდება მაგრამ სერიოზულად ფიქრობთ რომ ოდესმე ან ქართული ჯარი ან ვინმე სხვა თქვენ ქსმ ს შეგიკვეთავთ? ზეინკალი და შემდუღებელი კარგია. და ნათელია რომ შეჯავშნა იცით. მაგრამ თანამედროვე ქსმ ები 5 მილიონ ევრომდე ღირს თითო. მხოლოდ ეს https://www.leonardocompany.com/en/-/lothar-1 მემიზნე ოპერატორის სამიზნე ღირს 250 ათასი ევრო. რამდენად მნიშვნელოვანი ხვედრითი წილი იქნება მაგ ზეინკალ-შემდუღებლების მუშაობა? როგორც მინიმუმ მეორე - უფრო ძვირიანი სამიზნე გჭირდება. პანორამული მეთაურისთვის. პლიუს ძრავი, ტრანსმისია საქართველოში არ იწარმოება. წონა თუ თანამედროვე მოთხოვნებს გინდა უპასუხო, 40 ტონა ან მეტი უნდა იყოს. რესურსებს ხომ არ ფანტავთ? თუ მართლა დღემდე მუშაბთ ამაზე ეს ხომ არარეალურია საქართველოს პირობებში? და, საერთოდ თუ კონცეპტზე არის საუბარი, რატომ არ განიხილება არა ქსმ, არამედ ჯტრ? მაგალითად ერთკაციანი და არა ორკაციანი კოშკურით ანალოგიური, მაგალითად, თურქულისა |
Posted by: xDavid_S 30 Mar 2019, 21:29 |
ბელგიის დროშა? |
Posted by: zezva43 30 Mar 2019, 22:03 |
xDavid_S კი ბელგიისაა , ფრანგულად აწერია |
Posted by: nodara95 30 Mar 2019, 22:36 |
ჩადია. აფრიკული რესპუბლიკა. არა არის ბელგია. |
Posted by: zezva43 31 Mar 2019, 00:22 | ||
ეს ბელგიის დროშა ესაა ჩადის! რომელი გავს ახლა იმ საფრენ აპარატზე |
Posted by: Tank Ace 31 Mar 2019, 00:41 |
ჩადია, წარწერა : Aérienne Tchadienne მაგალითად : https://ourtimeiscome.wordpress.com/2015/12/26/chads-military-capability/ Two Chadian army helicopters are pictured at the airport of Diffa, southeastern Niger, near the border with Nigeria, on May 22, 2015. AFP P.S. ეხლა ვნახე რეპორტაჟი,საწყლებმა ბოლო კაპიკებით სარემონტოდ გამოუშვეს და ტიპებს დავუშალეთ ვერტმფრენი |
Posted by: t-90 31 Mar 2019, 07:27 |
ბრადცი თვითმფრინავს დააკვირდით რა. როგორ ფიქრობთ ბელგია ახლა ამას იკადრებს ? |
Posted by: xDavid_S 31 Mar 2019, 08:32 | ||
ნამდვილად ჩადისაა, მაგრამ კარგად არ ჩანს ლურჯი ფერი და შავში გადადის |
Posted by: vaxushtiii 31 Mar 2019, 08:56 |
ავტომობილი სახელოსნოში სარემონტოდ რომ დავტოვო, და შემდეგ შემთხვევით გამეგო, რომ (თუნდაც დროებით) ჩემი ავტოს ნაწილები სხვა მანქანაში გამოიყენეს, ხელოსანს კარგი დღე არ დაუდგებოდა. წარმოიდგინეთ ახლა თბილავიამშენის რეპუტაციას რამხელა ზიანი მიადგა |
Posted by: t-90 31 Mar 2019, 09:14 | ||
vaxushtiii
გატესტვის მიზნით რა პრობლემაა? ვთქვათ აკუმულატორი მუშაობს თუ არა იმის შესამოწმებლად მილიონჯერ მინახია რო სხვა მანქანაში გადედოთ. |
Posted by: vaxushtiii 31 Mar 2019, 10:13 |
t-90 თუნდაც აკუმულატორი უმნიშვენლო ნაწილია, რომ ესე მოხსნა და სხვა მანქანაზე გატესტო? თან ხომ აქვს მნიშვნელობა რა მანქანაში ტესტავენ? იქნებ ის ავტო უფრო მეტ ამპერიან აკუმულატორზე მუშაობს. სულ რომ 2 ლარიანი ნათურა მომიხსნან, უკითხავად და ნებართვის გარეშე, უკვე პრობლემაა |
Posted by: t-90 31 Mar 2019, 10:39 | ||||
vaxushtiii
უმნიშვნელო ნაწილი არაა მაგრამ რაღაცნაირად ხომ უნდა გატესტო არა?
არანაირად არაა პრობლემა. აბა თუ არც მოხსნეს და არ გატესტეს რა პონტში გაგიკეთებენ? |
Posted by: Tank Ace 31 Mar 2019, 11:24 |
t-90 ხო მაგრამ ფაქტია უბრალოდ სატესტოდ არ წაუღიათ. ერთერთი ტექნიკოსი უკრაინაში გაიქცა(მოწვეულ უკრაინელი) რო არ შეტენოდა ყოველშემთხვევაში მისი სატელეფონო საუბრიდან მასე ჩანს. |
Posted by: zezva43 31 Mar 2019, 12:37 | ||
ეგ ვიფიქრე მეც , მაგრამ ძააან გავდა ბელგიის დროშას |
Posted by: GioWEED 1 Apr 2019, 07:57 |
ბგიისაა ჩადის თუ ტაჯიკეთის, ბიუჯეტიდან უნდა გამოიყოს ფინანსები და ზარალი ავუნაზღაუროთ. შეწერის ტრაკი არ გვაქ და. დალუქული ანგარიდან გაიტანეს უცხოური ვერტმფრენის ავიონიკა. მოვ##ან ეგეთი უსაფრთხოება... 10,000 ლარის კამერები იყიდეთ მე აგიწყობთ პერიმეტრს. სირცხვილია რაც ხდება... |
Posted by: STALKER-GG, 2 Apr 2019, 18:43 |
"დელტას" მიერ შემუშავებული ახალი ტიპის დისტანციური მართვის საბრძოლო მოდული RWS-23 განკუთვნილია სხვადასხვა ტიპის ბორბლებიან და მუხლუხოიან ტექნიკაზე დასამონტაჟებლად. |
Posted by: zezva43 2 Apr 2019, 19:05 |
STALKER-GG, იარაღებიც ქართულია? თუ ... |
Posted by: gugusha-l 6 Apr 2019, 16:14 |
ფორუმელებთან მაქვს კითხვა. როგორ ფიქრობთ ჩვენი ქმს თუ შევქმენით (იგულისხმება მანქანა რომელიც ჩვენ კლიმაპში და რელიეფზე იქნება გათვლილი და ძირითადად რუსული ტექნიკით არჭურვილი მოწინააღმდეგის) რამდენი უდნა ქონდეს დაცვა. რას უნდა უძლებდეს შუბლი, ბორტი, კოში - 30 მილიმეტრის ჭურვებს? 14,5 ? რპგ-ს? |
Posted by: zindiosama 6 Apr 2019, 17:30 | ||
gugusha-l
კითხვა სუფთა რიტორიკულია ყველამ მშვენივრად ვიცით რომ ეგეთი რამე არასოდეს შეიქმნება |
Posted by: hermes555 8 Apr 2019, 22:02 |
STALKER-GG, სტალკერ 26 მაისი ახლოვდება და რამე სიახლე იქნება? |
Posted by: Tank Ace 9 Apr 2019, 21:42 |
F550 ებს ვყიდულობთ და მერე ვშლით? თუ კაბინა ხურდაში მოყვება "ტორბედოს" ამბავში ? ისე სალონის ქარხნულად დატოვება არამიზანშეწონილად მიმაჩნია მაგრამ როგორც ჩანს ასე კიდევ უფრო იაფია გამოდის...(რთული წარმოსადგენია მაგრამ ფორდის სერიული წარმოების ამბავში ალბათ ასეა) |
Posted by: Zuka911 9 Apr 2019, 23:18 | ||||
კი ასეა დაახლოებით დელტას ქარხანასთან თუ გაივლი (რუსთავის გზაზე), ათობით (სადღაც ასამდე) ფ550-ის კუზაოს შემაჩნევ დელტას ეზოში |
Posted by: Tank Ace 10 Apr 2019, 00:17 | ||||||
გასაგებია როგორც ჩანს თვითონ ფორდი ყიდის ასე https://www.ford.com/commercial-trucks/chassis-cab/ |
Posted by: xDavid_S 10 Apr 2019, 13:28 |
*************************************** |
Posted by: skumbria 10 Apr 2019, 17:33 | ||
იფ იფ კაი რამეა როკის გვირაბში ჩახვეულს დაარტყავდა კაცი |
Posted by: mamukasokhumeli 10 Apr 2019, 23:57 | ||
არ დაარტყავდა,დაარტყამდა.ჯერ ენა დავიცვათ,ამას მაინც არ სჭირდება ომი და თავგანწირვა |
Posted by: Tank Ace 11 Apr 2019, 17:22 |
სააბი სუპერ კომპანიაა კარგი ინქება რამენაირად თუ "შევეტენებით" რაიმე წილი რომ შეისყიდოს თუნდაც დელტასგან წარმოდგინეთ რამხელა ტექნოლოგიური გარღვევა გვექნება.(შედარებით იაფია მუშა ხელის ფასად წესით უნდა უღირდეს ) |
Posted by: mamukasokhumeli 12 Apr 2019, 02:07 | ||
რა დონის სანავიგაციო უზრუნველყოფა სჭირდება ამას.რა ვიცი წამების მერამდენედში უნდა მოხდეს მისი ინფორმაციების გაანხლება ადგილმდებარეობის შესახებ სივრცეში,თან ძალიან ზუსტი ციფრული რუკა ადგილის.ძალიან მეეჭვება ეს შეძლონ შვედებმა.თან რამდენად ამართლებს გაწეული ხარჯები შედეგს ცალკე საკითხავია |
Posted by: GioWEED 12 Apr 2019, 07:21 |
mamukasokhumeli ბოინგი და სააბი ეთად შეძლებენ. ბოინგს არ ჭირდება წარდგენა ტრადიციული იარაღის მიმწოდებელია ამერიკისთვის, სააბი უშვებს მანქანებს, გამანადგურებლებს, თვითმფრინავებს, ძრავებს, და ბევრ ისეთ რამეს რაც არ დაესიზმრება საქართველოს. ქუთაისში რო უნდა ააწყონ ბორბლებიანი მაცივარი ეგ არაა წარმოება. წარმოება არც ისაა ფორდის ჯიპს რო გადააკეთებ და შეჯავშნი და დაარქმევ დიდგორს. იმისათვის რომ მანქანა აწარმოო მასალიდან პროდუქტამდე, სულ ცოტა მეტალურგია და მექანიკა უნდა იყოს განვითარებული უმაღლეს დონეზე. |
Posted by: Tank Ace 12 Apr 2019, 11:41 | ||
არანაირი საჭიროება არაა...ბევრად იაფი და გამართლებულია ფორდის შასიზე დიდგორის აწყობა პაგანი ზონდა დევს მერსედესის ძრავი და მაკლარენ F1-ში BMW-სი...არაა საჭირო მილიარდების გასროლა რკინის და შიდა წვის ძრავის R&D-ში და მაინც ბევრად ძვირი დაჯდება თითოელუის შასის აწყობა. |
Posted by: STALKER-GG, 12 Apr 2019, 11:42 | ||||
GioWEED
ჰო ჰო ნებისმიერი მსურველი გარაჟში ააწყობდა დიდგორზე უკეთესს არა? წარმოდგენა არ გქონია როასთანაა დაკავშირებული ერთი ცალი დიდგორის აწყობა და რამდენი კომპონენტის ახლიდან დამზადება სჭირდება რომელიც სტანდარტულ ფორდს არ აქვს. სწორედ რომ წარმოებაა და არა უბრალოდ შეჯავშნა.
საქართველოში საბჭოთა დროიდან ფუნქციონირებს ორი ძალიან საინტერესო ინსიტუტი, ფერდინანდ თავაძის სახელობის მეტალურგიისა და მასალათმცოდნეობის სამეცნიერო ინსტიტუტი და რაფიელ დვალის მანქანათა მექანიკის ინსტიტუტი სადაც საკმაოდ მაღალი დონის მეცნიერ თანამშრომლები მუშაობენ. არაა აუცილებელი ნედლეულს ან კომპონენტებს რომლითაც საბოლოოდ პროდუქტს ქმნი ადგილზე აწარმოებდე, ყოველთვის მომგებიანი არაა ეგ. მაგრამ თუ გყავს სპეციალისტები ვისაც მაგ ნედლეულის სწორად შერჩევა შეუძლია მაშინ საქმე მარტივდება. |
Posted by: GioWEED 13 Apr 2019, 17:10 |
STALKER-GG, გასაგები პოსტი იყო. თუმცა დელტა საერთოდ რატომ არსებობს არ ვიცი. არაბები და 3ე მსოფლიო უნდა შეაიარაღონ? ეგ უწერიათ სტრატეგიაში? თავდაცვის სამინისტრო რას აკეთებს? არ გვჭირდება დიდგორები ალბათ იმდენად მაგრადაა მექანიზირებული ყველა ბრიგადა რო ზედმეტი მოუვათ. ქვეშაჯვიობიდან ყვერების გაზრდამდე საჭიროა დიდი ფულის დახარჯვა შეიარაღებაზე. კონსტიტუციაში უნდა ჩაიწეროს რო ბიუჯეტის 2% თავდაცვას მოხმარდეს, ან მშპს 4%... ეს ქვეყანა მიდის ინერციით. ვერასდროს ვერ გამდიდრდება საქართველო, ვერასდროს!!!! არსებობისთვის კიდე ძლიერი ჯარი საუკეთესო თა დაცვის ან პოლიტიკური ინსტრუმენტია. როდის უნდა გავუსწოროთ რეალობას თვალი. ბიუჯეტის 70% დასახარჯია ჯარში, ინფრასტრუქტურაში და განათლებაში. |
Posted by: Zuka911 13 Apr 2019, 23:39 | ||
GioWEED
ეს დელტას ბრალია? |
Posted by: tornike71 14 Apr 2019, 09:53 |
საერთოდ რაც ჩვენს ჯარში ხდება ეს არის დანაშაული და ყველა დასასჯელია,ფაქტიურად ავტომატის ამარა დატოვეს ჯარისკაცი და მერე მიდი და უთახარი იომოს,როცა არანაირი დამხმარე შეიარაღება ნორმალური რასაც Hქვია არ გაგვაჩნია,საჰაერო ძალები არაო,ზღვაზე რაღაც ფლოტის მსგავსი რომ გვყავდეს არაო,საჰაერო თავდაცვა მარტო ქეციანი მისტრალი და რადარები,ფაქტიურად ყველაფერი მოშლილია და ცუდათ შემოგვიბრუნდება ეს ყველაფერი უკან ახლო მომავალში.სამწუხაროდ ხალხშიც არ არის არანაირი ინტერესი ჯარის და შეიარაღების მიმართ,სამინისტროს არავინ აკონტროლებს,ესენიც რასაც უნდათ იმას ყიდულობენ უაზროდ,იზორია საერთოდ კლოუნია,დელტას რაც შეეხება აზრი არა აქვს მის არსებობსას თუ შეიარაღებაში ეროვნული წარმოების არაფერი არ გვინდა. |
Posted by: zindiosama 14 Apr 2019, 16:35 | ||
ბიძოს ბრალია ეს ყველაფერი იანუკოვიჩივით იქცევა |
Posted by: Zuka911 14 Apr 2019, 17:37 | ||
თუ აზრზე არ მოვიდა იანუკოვიჩივით დაამთავრებს |
Posted by: zindiosama 14 Apr 2019, 18:10 | ||
Zuka911
ეგრეა ოღონდ უბედურება ისაა რომ მაგ შემთხვევაში იანუკოვიჩზე უარესები მოვლენ |
Posted by: xDavid_S 20 Apr 2019, 09:51 |
ბელარუსებთან კოოპერაცია არ შეიძლება ამ მიმართულებით? |
Posted by: zindiosama 20 Apr 2019, 15:25 | ||
ესეც ფორდის შასიზეა აწყობილი ჩვენი დიდგორივით? |
Posted by: spec 20 Apr 2019, 15:48 |
რა ქნეს უკრაინელებმა დაამზადეს საკუთარი რაკეტები? ოპერატიულ-ტაკტიკურს და ფრთოსანს ქმნიდნენ თუ არ მეშლება ხო? |
Posted by: xDavid_S 20 Apr 2019, 18:24 |
******************************** |
Posted by: zezva43 20 Apr 2019, 18:50 | ||
xDavid_S
თავს ვერ დავდებ, მაგრამ რიმედი მაქვს რარაც მსგავსი პროექტია |
Posted by: gugusha-l 20 Apr 2019, 20:56 | ||||||
და ეს ინსტიტუტები პროდუქციას ხომ არ უშვებენ? თუ ხდება მათ მიერ რაღაც ს წარმოება რაც მერე ვთქვათ მედევაკებში გამოიყენება? მექანიკის ინსტოტუტში ვარ ადრე ნამყოფი. მაგრამ ახალგაზრდა არავინ იყო სულ ბებერები და 1-2 საშუალო ასაკის. იმედია სიტუაცია გამოსწორებულია ოდნავ მაინც. პ.ს. ისე დიდგორის და მედევაკი ფასი საჯაროა? არის გაცხადებული ? |
Posted by: black hawk 5 May 2019, 23:36 |
კამიკაძე უპილოტოების მიმართულება მაგარ ცვტშია როგორც ჩანს, დელტამ ამ მიმართულებას უნდა აუწყოს ფეხი, მითუმეტეს უპილოტოებს უკვე ვაკეთებთ და რაიმე განსაკუთრებულ ტექნოლოგიას არ წარმოადგენს, ებრაული: თურქული: რუსული: აზერებსაც გაუკეთებიათ: |
Posted by: xDavid_S 6 May 2019, 09:59 | ||||
black hawk
მიშას მერეც ვაკეთებთ?!
ებრაული "ორბიტერ-1K არის, აზერბაიჯანში აწყობენ ლიცენზიით |
Posted by: mamukasokhumeli 6 May 2019, 11:28 |
ჩემი აზრით "დელტა" ვერ გასწვდება ყველა მიამრთულებას.შეუძლებლად მეჩვენება.იქეთ მართვადი რაკეტებიო,აქეთ ჯავშანმანქანებიო,ახლა უპილოტოებიო და ა.შ.ყოველ მიმართულებას ცალკე აღებულს სჭირდება შესაბამისი ოსტატობა და ოსტატები,მცოდნები.საერთოდ ამდენი "იურისტის" შტამპვას არ აჯბებდა რადიოელექტრონიკის,ოპტიკის,მასალათა გამძლეობის და ახალი მასალების,კავშირგაბმულობის და ა.შ. დარგების დაფინანსება ვთქვათ?მაგრამ...ეს დარგები ეტყობა არაა სოციალური(საზოგადოებრივი ქართულად) პრესტიჟის,ჯიპების და ფუფუნებით ცხოვრების,ადვილი და ბევრი მაყუთის მომტანი... |
Posted by: Tank Ace 6 May 2019, 15:18 | ||
მაინც სხვადასხვა სპეციალისტს მოუწევს მუშაობა რაკეტებზე და ჯავშანტექნიკაზე. რაც მეტი მით უკეთესი მიხვდებიან სად შესაძლებლობები აქვთ და იმაზე გააკეთებენ აქცენტს ერთადერთი რატომაც ვერ გაწვდება შეიძლება კვლევის დაფინანსება იყოს. ეხლა მაგალითად ჯავშანტექნიკის სპეციალისტები გაჭირდება მაგრამ კავშირგაბმულობისას რამეს მოუხერხებენ კერძე სექტორში მსგავსი რთული სუტიაცია არ გვაქვს. და ტექნოლოგიურად დიდად არ განცხვავდება სამხედრო და სამოქალაქო კავშირგაბმულობა. |
Posted by: otokarcobra 14 May 2019, 01:21 |
სტალკერ დიდგორს რომ რულევოი შეუცვალოთ ეგ რამდენადაა შესაძლებელი.... |
Posted by: t-90 14 May 2019, 09:16 | ||
Tank Ace
რას მოუხერხებენ? კავშირგაბმულობაში საქართველოში რამე წარმოებულა სსრკს შემდეგ (მაშIნაც გარკვეული ნაწილები მზადდებოდა) ? მე რაც ვიცი კერძო სექტორში მხოლოდ დანერგვა-გამოყენება მიმდინარეობს. |
Posted by: Tank Ace 14 May 2019, 10:11 | ||||
და იგივე არ ხდება რო დასავლურ სამხედრო პროექტებზე ? კერძო კომპანიები აპარატურებს ნერგავენ. |
Posted by: t-90 14 May 2019, 11:33 | ||
Tank Ace
აპარატურის წარმოებაზეა საუბარი თუ სხვისი ჩამოტანილი კავშირგაბმულობის აპარატურის დანერგვაზე? თუ მეორეზეა დელტა რა შუაშია და თუ პირველზე მაშინ უბრალოდ მეცინება. |
Posted by: Tank Ace 14 May 2019, 16:32 |
t-90 არა ვინტების წარმოება უფრო იაფად გამორიცხულად მიმაჩნია მაგრამ რატომაც არ უნდა დანერგოს დელტამ ბევრი აკეთებს მასე აარჩიოს შესაბამისი "გადაწყვეტილებისთვის"(მეზიზღება ეს სიტყვა) აპარატურა სხვადასხვა მწარმოებლებისგან და დანერგოს. ძირითადად მაინც მასე აკეთებენ,მთავარია : ამოცანა რა არის, სწორი აპარატურის არჩევა და სერვისი. შეძლება სადღაც L-3 Comm ჯობდეს სადღაც Thales.(ან სხვა მწარმოებლები არასამხედრო სექტორიდან) მსგავსი "გადაწყვეტილების" დაგეგმვასაც დრო უნდა და თავისი კვლევა/ტესტვა,რაც არ უნდა აიღოს თავის თავზე შეიარაღებულმა ძალებმა. |
Posted by: t-90 14 May 2019, 17:14 |
Tank Ace ვინტებზე არ მაქვს საუბარი. საუბარი მაქვს კავშირგაბმულობის წარმოებაზე. დანერგვას დელტა არ სჭირდება. არც დაგეგმვას. |
Posted by: Zuka911 14 May 2019, 19:01 |
ხალხო სანამ ბალისტიკური რაკეტების და მართვადი ბომბების წარმოებაზე გადავალთ არ სჯობს ჯერ ელემენტარულად ერპეგეს ჭურვების და 5.56 ტყვიების წარმოება დაიწყოს? ჩემი სუბიექტური აზრით, სჯობს ქართული სამხედრო წარმოება დაშალო და ნოლიდან ააწყო, ოღონდ ხარისხიანად. |
Posted by: datunia93 14 May 2019, 19:41 |
Zuka911 მთელი ახლო აღმოსავლეთი დუღს და გადმოდუღს, მთელი ჩრდილო კავკასია შფოთავს, იკვრება გარკვეულ ჯგუფებად და იარაღდება, ასევე მთელი ამიერკავკასია იარაღდება და ზუსტად იციან რა უნდათ - აზერებსაც და სომხებსაც, ნუ რუსებზე არაფერს ვიტყვი... თურქეთი სერიოზული გამოწვევის წინაშე ერთ მუშატადაა შეკრული და ებრძვის ქურთულ სეპარატიზმს, ისიც კი, მსოფლიოში ერთ ერთ ყველაზე დიდი და შეიარაღებული სახლმწიფო ეძებს ახალ მოკავშირეებს, უკრაინა გამალებული ამზადებს არმიასა და სამხედრო მრეწველობას უდიდესი გამოწვევებისთვის მოკლედ ევროპა აზიის გზაგასაყარზე აშკარად დიდი ვულკანის ამოფრქვევისკენ მიდის ყველაფერი და ამისთვის ყველა ემზადება, ყველას თავისი ინტერესი აქვს და ყველა ცდილობს ამ ინტერესის გადაჭრას... ჩვენთან კი რამდენი ფიქრი, ქაღალდი, პასტა, მელანი, კარტრიჯი ფურცელი, კლავიტურა და ა.შ ცვდება და იხარჯება 17 მაისს პიდარასტების ჩამოვლაზე და არ ჩამოვლაზე (აი მართ₾ა ღლეზე მკიდია მე რიგიტ ქართველს, ჩამოივლიან - თეკლესა, არა და ჩმს ღლესა) და კაციშვილს არ ადარდებს - როგორ შეხვდება ჩვენი ქვეყანა ამ ყველაფერს. ნებისმიერ წრეში რომ აიღო 100 ადამიანი ძალიან ბევრს გეტყვის პიდარასტების ისტორიაზე, მათ უფლებებზე, თვითგამოხატვის და და რეალიზაციის უფლებებზე და ა.შ და წარმოდგენა არ აქვს რა ხდება ჩვენს ქვეყანაში და მის ირგვლივ, რა საფრთხე გვემუქრება და რამდენად რეალურია ის. 10 წლის წინ აქ რო დავიწყე პოსტაობა ჩვეულებრივი მართ₾მადიდებელი შახიდი ვიყვი მენტალობით, ტანკსაც კი შევუვარდებოდი ჩემი ქვეყნისთვის, ყოველ ღამე ბრძოლები და ომები მესიზმრებოდა, ვსახავდი როგორ და რა გზით დაგვებრუნებინა ჩვენი ტერიტორიები და ა.შ დღეს უკვე მშვიდად ვიცი რომ განწირულია ჩვენი ქვეყანა და მხოლოდ პირად, ოჯახის და სამეგობროს გარკვეული ნაწილისთვის შეგიძ₾ია იზრუნო, მეტს ვერ გააკეთებ, იმიტომ რომ სამეგობროს გარკვეულ ნაწილსაც და დაჯე, ოჯახის წევრებისასაც ვერ შევასმენინე ვერაფერი ტყვიის წარმოების საჭიროებას რაც შეეხება - 30 წლის წინ უნდა დაგვეწყო და რადგან არ დავიწყეთ, ანუ არც გვჭირდება, მთავარია მამათმავლები გვყავდნენ დაცული უფლებებით, ხალხის და ქვეყნის დედაც |
Posted by: tornike71 14 May 2019, 20:08 |
ეგრეა მეგობარო ქართველმა ერმა ვერ გაიგო რომ ჩვენი ფეხზე დადგომა პირდაპირ კავშირია ტერიტორიების დაბრუნებაზე და ამისთვის უნდა გვყავდეს ძლიერი ჯარი,რომელიც სახელმწიფოებრიობის შენარჩუნებისთვისაა საჭირო.ამ დროს ჩვენთან მთავრობა აუქმებს საჰაერო ძალებს,არ გვყავს ფლოტი (პატარა) მაინც,საჰაერო თვდაცვა ძალიან სუსტი,ასევე შეიარაღება ყველაზე სუსტი მთელს რეგიონში და ამ ყველაფერზე ამბობენ ძვირი ჯდებაო,ანუ ჩვენ ფაქტიურად როგორც სახელმწიფოს არ გვინდა ვიარსებოთ,ძალიან გული მტკივა,თუნდაც ჩემს სანაცნობოშიც კი არავის აინტერესებს სახელმწიფოს ინტერესები,ხალხი მარტო ჯიბეზე ფიქრობს,აი ესე მიდის ერის დეგრადაცია,უკვე შევეჩვიე მეც და რავი რა უნდა ვთქვა,ინერციით მიდის ყვეყანა,სადღაც აუცილებლად წავიმტვრევთ ცხვირპირს,დროის ამბავია უბრალოდ. |
Posted by: mamukasokhumeli 14 May 2019, 20:22 | ||||
ჯერ ეს დედააფეთქებული "იურიდიული" ფაკულტეტებია მისახური!წალეკა ქვეყანა ამ "იურისტებმა"!არ გაინტერესებთ რითია გამოწვეული ასეთ მასობრივი ლტოლვა ამ "იურისპუდენციისადმი"?ქართულ-სამართალმცოდნეობაც კი უტყდება ხალს.ეს დღევანდელი სამართალმცოდნეობა კი თავიდან ბოლომდე ლათინურ-რომაულ წარმართულ სამართალზეა აგებული!რა კავშირშია ეს ამ თემასთან?იკითხავთ.პირდაპირში!წარმოგიდენიათ ფონ ბრაუნს რომ ჩაებარებინა იურიდიულზე...ის ბავშობიდან ატარებდა ცდებს რაკეტებზე.რითია რიან ჩვენი ბავშვები დაკავებულები დღეს?რითი და...საერთოდ გაგებაში არ არიან რამდენი და რომელი პროფესია არსებობს ქვეყანაზე,მშობლების ძალდატანებით "სწავლობენ" და ემზადებიან მომავალი "ნათელი ცხოვრებისათვის",უმეტესობა "იურიდიულზე" ჩასაბარებლად და ამ ნაცრისფერ ერთფეროვნებით და ირიბი ძალადობით დათრგუნულნი ძალადობენ ერთმანეთზე.ეგაა სულ.ეს არ დაწყებულა დღეს და სარალძეც არ იყო პირველი მსხვერპლი.ასე გაიზარდნენ თაობები და ახლა გვიკვირს რატომ გვყავს ამდენი სირები "ზემოთ"("ქვემოთ" არაფერს ვამბობ...),რომლებიც ამხელა მაყუთს იღებენ ვიღაც ვენეციის კომისიის დასკვნების გაფორმებაში ჩევნთან და სხვის მიერ დაწერილი კანონების ჩვენთვის ტავსმოსახვევად.საიდან უნდა გააჩნდეს(წესით უნდა მეთქვა გაგვაჩნდეს) სახელწმიფოებრივი აზროვნება?სადიან უნდა გევსმოდეს სახელწმიფოებრივი ინტერესები და აქედან გამომდინარე მისი დაცვის ინსტრუმენტების შექმნის აუცილებლობის გააზრება?მაინც რამდენს გინახავთ ავშვები ფონ ბრაუნივით რომ ცალიჩობენ რაღაც რაკეტებზე,ან რაიმე სხვა მდოელებზე,რაღაცას ცდილობენ,იგონებენ და ა.შ.?კომუნისტების დროსაც კი ზალიან დაბალი იყო ასეთი ატიურობები არსებულს შესაძლებლობათა ფონზე!რატომ?იმიტომ,რომ მშობლებს ეშინოდათ ბავში არ მოცდენოდა "სწავლას" და მომავალ "იურისტობას".არა და მახოვს ბავშიობაში ცოტანი,მაგრამ ჩალიჩობდნენ ზოგი რადიოტექიკას,ზოგი ლინზებსაც კი აკეთებდა რომელიღაც წრეზე და ა.შ.უმრავლესობა ან "სწავლობდა",ან უბანში დაყენებული სიფათითბ და შესაბამისი ტონით "პალაჟენიას იყენებდა"."კოკასა შიგან რაცა დგას,იგივე გადმოდინდების".აბა იაპონელებს სიტყვაზე ხუთი ტვინი კი არ აქვთ თავის ქალაში * * *
დავით თევზაძემ უპასუხა ამას ძალიან კარგად:"ძვირი ჯდება,ძვირი გადაიხადე"! * * * ახლა წავაწყდი ვიდეოს ამ ყაზირალზე(ღმერთმა აცხონოს),რა მოუვიდა ტიპს აზრად და როგორ გააკეთა ჩვენში არა თუ ჩაკლულია შემოქმედებითი აზროვნება,გარემოც კი შესაბამისია საამისოდ,რომელსაც მშვენივრად ვინარჩუნებთ ასე |
Posted by: Zuka911 14 May 2019, 22:49 | ||||
მე ვარ ეხლა დაახლოებით მასე
ზუსტად ასეა უბრალოდ მე ერთის იმედი მაქვს, ახალ თაობაში მართლა არის ხალხი ვისაც სერიოზულად აინტერესებს სამხედრო სფერო და მისი განვითარება სამხედრო საქმეს მე უბრალოდ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვეღარ ვაგრძელებ (თუ ოდესმე დავძლიე გავაგრძელებ აუცილებლად), თორემ მე ვინ დამასწრებდა საკონტრაქტოს ეხლა იმას ვცდილობ რომ რამე საჭირო განათლება მივიღო, მაგალითად ინჟინერიის სფეროში, ქიმიის ან ფიზიკის ან რამე მსგავსი რომ სამხედრო წარმოებაში რამე შემეძლოს. იმედია გამომივა ოდესმე |
Posted by: 098 14 May 2019, 22:56 | ||
ნამერი ანუ ძირითადი ტანკის დაცვა უნდა ჰქონდეს |
Posted by: Zuka911 14 May 2019, 23:10 | ||
ესეთის დამზადება უაზროდ ძვირი არ დაჯდება? თან მობილობაც არა მქონია გადასარევი ჰქონდეს ვიდრე ვთქვათ ბმპ-2-ს თუ არაა ასე? |
Posted by: Tank Ace 14 May 2019, 23:34 | ||
დელტამ ხო დაამზადა დიდგორის საკომუნიკაციო მანქანა? ეხლა დარწმუნებული ვარ აპარატურის აწყობა არ დაუწყიათ(და არც უნდა დაეწყოთ) დელტას ან რაიმე მსგავსი პლატფორმის გარეშე შეიარაღებული ძალები ხომ არ დაჯდება და გააკეთებს. |
Posted by: ignorant 14 May 2019, 23:59 | ||
შუბლა 57 მმ-ს. ყველა სხვა პროექციაში მინიმუმ 30 მმ-ს. მე მგონი ძირითადი საფრთხე ამ კალიბრების შეიარაღება იქნება უახლოეს მომავალში. იმჰო |
Posted by: t-90 15 May 2019, 06:11 | ||
Tank Ace
საკომუნიკაციო მანქანა დაამზადა რას ჰქვია? უბრალოდ ჰარისის აპარატურა ჩადგეს რა. ეგეც შენი საკომუნიკაციო მანქანა. მაგრამ საკომუნიკაციო სისტემების აწყობა ვაბშე სხვა დონეა. |
Posted by: Tank Ace 15 May 2019, 10:43 | ||||
გეთანხმები რა თქმა უნდა მაგრამ ყველაფერი მაინც ციფრულზეა გადასული აღარ არის საჭირო DARPA-სავით წვალება. https://saab.com/naval/communications/integrated-naval-communication-system/tacticall-ics-compact/ მოკლედ მე იმას ვიძახი რომ ციფრულის/რადიოს სპეციალისტს უფრო მარტივად იპოვი საქართველოში ვიდრე რაკეტის მეცნიერს |
Posted by: NoMansLand 15 May 2019, 10:52 | ||||
არასწორი მიდგომაა - მინიმუმ 400-500მმ გამატონიბის კუმულაციურებისგან უნდა იცავდეს +/- 30 გრადუსში. |
Posted by: 098 15 May 2019, 11:47 | ||||||||||||
ძვირი კი... უაზროდ არა... ნუ იდეალურ ვარიანტში ეგეთი გვჭირდება და რეალურად მაგის შანსი რო არაა კი ვიცი იკითხა კაცმა და ვუპასუხე
რაში გვჭირდება მაღალი მობილურობა? ჩემი აზრით მინიმალური მოთხოვნა შეგვიძლია მაგ მხრივ გვქონდეს. მთავარია დაცვა ქონდეს მაღალ დონეზე. შეიარაღების სიძლიერე და მობილურობა ჩემი პრიორიტეტი არ იქნებოდა მაგ შემთხვევაში როგორც ეს ნამერის შემთხვევაშია ნამერი ისრაელმა პრაქტიკული გამოცდილების საფუძველზე შექმნა და არა თეორიული ვარაუდების * * *
57-მმ ჯავშანგამტანებისგან თუ დაიცავს ის ჯავშანი 400-500მმ გამატონიბის კუმულაციურებისგან დაიცავს ზოგადად კუმულატიურებისგან დაცვა ბევრად იოლი ამოცანაა. თუ აქტიურ დაცვას ვერ ქაჩავ დინამიურ დაცვას დაუყენებ ან კიდე უფრო საიმედო და მარტივ ფოლადის ცხაურებს და ეგაა |
Posted by: NoMansLand 15 May 2019, 16:24 | ||
57მმ-ს T-55-ის შუბლიც დაიჭერს, მაგრამ 400-500მმ გამტანობის კუმულაციურს კი ვერა. პლიუს 30მმ კინეტიკის გაჩერება წინიდან და გვერდებიდან საკმარისია. |
Posted by: 098 15 May 2019, 21:09 | ||||
თანამედროვე ჯავშანი მრავალშრიანია და ტ55-ის ჰომოგენური ფოლადის ჯავშანი აღარაა... ამიტომ რაც 57-მმ ჯავშანგამტანებისგან იცავს ის 800-900 -მმ კუმულატიურისგანაც (თუ მეტისგან არა) უპრობლემოდ იცავს... მაგალითად აიღე გერმანული ქსმ პუმა პ.ს. ტ55-ს რაც შეეხება და მისი კოშკურის შუბლა ნაწილს ე/წ ბრეჟნევის წარბები რომელსაც აქვს ანუ ტ55ამ მოდიფიკაციები უძლებს შუბლში (ცხადია დაცულ ნაწილში და არა სუსტ წერტილებში) არა თუ 500-მმ ჯავშანგამტანობის 750-მმ გამტანობის მქონე კუმულატიური ჭურვებსაც... როცა ბრონე ობიექტი 57-მმ-ს უძლებს წინიდან და გარშემო 30-მმ-ს ის მინიმუმ 35-40 ტონას ოწონის. ამ მასის ჯავშანმანქანაზე კი დამატებით ტონა ტონა ნახევრის ცხაურების ან დინამიური დაცვის დაყენება არანაირად არაა პრობლემა. მოკლედ კუმულატიურისგან დაცვა ყველაზე ნაკლები პრობლემაა. უგულვებელყოფა არ შეიძლება ცხადია მაგრამ ტექნიკურად არაა დიდი პრობლემა. გაცილებით რთული ამოცანაა კინეტიკური ჭურვებისგან მის დაცვა |
Posted by: NoMansLand 15 May 2019, 21:30 | ||||||||||
გამორიცხულია - ჯავშანი როგორც წესი ცალ მხარეს მოიკოჭლებს - ან კუმულაციურზეა ძლიერი ან კიდევ კინეტიკაზე, ორივეზე ერთნაირად ძლიერი ვერ იქნება.
პუმა 57 ვერ იჭერს ვერცერთი მხარიდან და ბორტებში საცოდაობა 70-იანი წლების რპგ-ეს გასროლებს აკავებს 40 სანტიმეტრიანი NERA-ს პაკეტებით, რომლებიც მხოლოდ კუმულაციურის წინააღმდეფგ მუშაობს და გაბარიტების მიუხედავად გვერდებიდან მხოლოდ 14,5 მილიმეტრს აკავებს.
მხოლოდ და მხოლოდ კუმულაციურის წინააღმდეგ მუშაობს ეგ წარბები და მეტი არაფერი, ჩვეულებრივი პოლიმერული შემავსებელია NERA-ს პრინციპითღ - შესაბამისად კინეტიკას მხოლოდ საბაზისო ჯავშანი იჭერს.
პრობლემა რა არის ეგ სხვა საქმეა - პრიორიტეტი კუმულაციურს უნდა მიენიჭოს და მისი უზრუნველყოფა ნაკლებ წონაშია შესაძლებელია, კინეტიკა კიდევ სადაო საკითხია, 30 მილიმეტრი წინიდან და 12,7 მილიმეტრი გვერდებში, ფაქტიურად უკვე ხარ 35 ტონის ფარგლებში.
40 ტონის ფარგლებში პუმაცაა, რომელიც მაგ წონაში 57 მილიმეტრს ცხოვრებაში ვერ გააჩერებს. შესაბამისად ქსმ-ი 57 მმ-სგან დაცული 50 ტონაზე ისე ავა როგორც არაფერი. |
Posted by: 098 15 May 2019, 23:34 | ||||||||||||||||
გააჩნია სისუსტეში რას გულისხმობ მაგალითად თანამედროვე ტანკები კუმულატიურისგან 1300-1800-მმ-ს ექვივალენტს იჭერს შუბლში 800-850-მდე თუ კინეტიკურზეა საუბარი
ზუსტად ეგ ვთქვი მეც მაგის მაგალითად მოვიყვანე პუმა ვერ იჭერს 57-მმ-ს მაგრამ იჭერს 400-500-მმ კუმულატიურ ჭურვებს და მეტსაც შუბლში წარმოიდგინე 57-ს რომ უძლებდეს შუბლში და 30-მმ-ს გვერდებში ანუ კიდე 10 ტონით მძიმე რომ იყოს კუმულეტიურს პრაქტიკულად ნებისმიერს გაუძლებდა ყველაფერი წონის თემაა თორე ყველაფერს დაიჭერ... ხოდა როცა 57-მმ-ს ამბობ ესეიგი საქმე მძიმე ქსმ-სთნ გვაქვს და ის თავისთავად კუმულატიურებსაც დაიჭერს გაუგებრად ვწერ?
კი ბატონო მინიმალურ წინააღმდეგობას ქმნის კინეტიკურისთვის რაც კიდე ერთხელ ადასტურებს რაც ზემოთ ვთქვი
არა 1. კუმულატიური არ უნდა იყოს პრიორიტეტი იმ ძალებისთვის (ანუ ჩვენთვის) რომელიც თავდაცვაში აპირებს ბრძოლას და რპგ-ეთი შეიარაღებული მტერი კი არ ყავს არამედ მოწინააღმდეგის შეტევაზე გადმოსული ჯავშანტექნიკა რომელიც კინეტიკურ ჭურვებს გესვრის. ამას ებრძვი 90% შემთხვევებში ჩასანგრებული 2008 წლის სცენარს როცა ქალაქში შევვარდით და ყველა მხრიდან გვესროდნენ რპგ-ეებს შევეშვათ. ახლა სხვა ტიპის ომი იქნება სადაც ბორტებს არ უშვერ. ესვრი შორიდან სადაც რპგ ვერ გწვდება (მაქსიმუმ კორნეტი) ხარ ჩასანგრებული გადაადგილდები დინჯად მოკლე მანძილებზე ქვეითების მხარდაჭერის საფარქვეშ. ჩასაფრებებზე რაგირება და წრიულ თავდაცვაში ბრძოლა მითუმეტეს ურბანულ ტერიტორიაზე თითქმის არ გიწევს 2. წინიდან 30-მმ და წრიული 12,7 კი არა 14,5 ლაზიკას აქვს როგორც ამბობენ მისი მწარმოებლები და 35-ტონის ნახევარ წონაში ისე მე მინიმუმ 45 ტონიანი ქსმ მინდა ჯობია 50-55 ტონიანი. როგორც ზემოთ ვტქვი ქართული ნამერი მინდა კომპრომისების გარეშე. თუ სურვილზე და ფანტაზიაზეა
60-ზე ავიდეს რა... |
Posted by: t-90 16 May 2019, 09:40 | ||
Tank Ace Tank Ace მოკლედ იმის თქმა მინდა რო როუტერის დაკონფიგურირება მეც კი ვიცი მარა როგორ წარმოვდება აზრზე არ ვარ. 098 NoMansLand ბოდიშით პატივცემულებო მარა ეერთი კითხვა მაქვს ჩვენს მოწინააღმდეგეს ან 73მმიანი 2A28 აქვს ბმპ1ზე ან 30 მმიანი 2А42 ბმპ2 ან სპარენი 30მმ და 100მმ ბმპ3ისთვის. ხოდა ეს 57 მმ საიდან მოგაქვთ. 098
ავიდეს კაია. ხიდების ინფრასტრუქტურა არის კონკრეტულ წონაზე გათვლილი. რო სსრკ ტანკები გადასულიყვნენ და მძიმე ამერიკული ტანკები ვერა. თან ეს სსრკს დროს. ეხლა მათი უმეტესობა ამორტიზებულია. 60ს ხო გარანტირებულად ვერ გაუძლებენ. |
Posted by: mamukasokhumeli 16 May 2019, 10:30 |
ჩემი აზრით ყრუ თავდაცვაში ჯდომა,როცა მტერს აქვს საშუალება შეუფერხებლად მომარაგოს თავისი ნაწილები,გარდაუვალ დამარცხებას ნიშნავს.მთელი იმედების დამყარება იმაზე,რომ მტერი განიცდის დიდი დანაკარგებს ამ შეტევით ბრძოლებში,არამგონია სწორი.დიდი ხანია წავიდა ეგ დრო,როცა ტალღებად აყრიდნენ საზარბაზნე ხორცს მტრის თავდაცვის ხაზებს.აგერ აგვისტოს ომმა რა გვანახა?ლამის იყო დაუუთოვეს ქვეყანა.ყველაე დიდი ზარალი ნახა მტერმა გზაზე!ხრულიოვის კოლონის დამომბვიდ დროს,რომელიც ვერ დაიბომბა ისევ ჩემი აზრით სათანადოდ.ამიტომ ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს მტრის ზურგიდან მოწყვეტა.ამ საშიშროებამ დაახევინა სპარსეთისაკენ სწორედ ქსერქსეს სალამინის ბრძოლის წაგების შემდეგ.ანდა პაულიუსის არმიაც არ ჩაბარდებოდა მასე,რომ არ ყოფილიყო ალყაში და ზურგს მოწყვეტილი |
Posted by: NoMansLand 16 May 2019, 10:34 | ||||||||||||||
1300-იც საკითხავია თანამედროვე ტანკებზე - ერთი გამონაკლისი აბრამსის ბოლო მოდიფიკაცია და ბმ ოპლოტია. სასწაულები არ არსებობს - გაბარიტების ზრდის გარეშე დაცვის სერიოზული გაზრდა ფაქტიურად შეუძლებელია.
ისევ აბრამსი და ისევ ოპლოტი - სხვა მსგავსი მონაცემებით არ არსებობს, აბრამსს პლიუს ერთი საინტერესო რამე ახასიათებდა - 80-იანების ბოლოდან ურანი რაც ჩააყენეს მისი კორპუსის წინა დაცვა არ შეცვლილა, კოშკურისგან განსხვავებით, შესაბამისად SEP v.2-ის ჩათვლით მანგოს თუ დაიჭერენ წინიდან მადლობა უნდა ვთქვათ. ბოლო აპგრეიდზე კოშკურა სერიოზულად გაიზარდა - კორპუსზე ისევ არაფერია ცნობილი.
ალბათ ძრავის დამატებით ახერხებს მაგას, თორო თვითონ ჯავშანი წინიდან არაფრის დამჭერი არაა, განსაკუთრებით მაგხელა კუმულაციურის.
არ ვიცი რა თქვი, მაგრამ მე შიშველი ტ-55 ვიგულისხმე, რომელიც იჭერს 57 მილიმეტრიანს და ვერ იჭერს 400მმ კუმულაციურს.
ლაზიკას ბევრ რამეს ამბობენ - მაგრამ სასწაულები არ არსებობნს, მისი გამოცდა თუ მიოხდა როდესმე დავინახავთ რა აქვს ლაზიკას. დანარჩენი შენი აზრია, წავიკიტხე, მეტი არაფერი.
არაფერი, უბრალოდ საწარმოოდ არის ძვირი და შესანახადაც მეტი არაფერი, არსებობს რაციონალური მიდგომები, მაქსიმალური დაცვის პირობებში, იგივე 60 ტონიანი ნამერი იქნება თუ გადაკეთებული ტ-72 ქსმ-ად - დაცვაში არანაირ სხვაობას არ მოგცემს.
თავისი აზრით პერსპექტივაზე გააკეთეს გათვლა - ვითომ რუსები აპირებენ 57 მილიმეტრიანზე გადასცვლას და ჩვენ უკვე მაგისგან ვიცავთ თავს, მაგრამ სრულ აბსურდს ჰყვებიან. 57 მილიმეტრიანი БМП-3-ის ბაზაზე და Т-15-ზე |
Posted by: t-90 16 May 2019, 11:07 | ||
NoMansLand
უახლოესი 20 წელი რუსებს ეგ არ ემუქრებათ. რაზეა საუბარი როცა ტანკების ძირითადი მასა ტ-72იც არ არის. |
Posted by: 098 16 May 2019, 11:37 | ||||||||||
ზოგადად დაცვის დონეზეა საუბარი რომელზეც ორიენტირს ვიღებთ... როგორც სტანდარტზე 5,56-ს ან 7,62-ს რომ უძლებს სულ არაა აუცილებელი ზუსტად ეგ კალიბრი მოახვდეს
რომელ ხიდებზე? სადაა ხიდები? სადაა ისეთი მდინარეები ფონს რომ ვერ გადახვალ ხიდის გარეშე? ეგ ლოჯისტიკური პრობლემები შეიძლება ქონდეს გერმანელს რომელმაც ის თავის ტექნიკა ასობით და ათასობით კილომეტრზე უნდა გადაისროლოს. ჩვენი ქსმ და ტანკი ბოქსიდან რომ გამოვა 30-50 კმ რადიუსში უნდა იმოქმედოს სადაც არც ხიდია არც რამე გადასალახი მდინარე. დამშრალი კალაპოტებია ქვაღორღით და კლდოვან მყარგრუნტიანი ზედაპირი ბორბალი ყელამდე ეყოფა გამავლობისთვის და მუხლუხოს უპირატესობა მხოლოდ იმიტომ აქვს რომ ნაკლებ მოწყვლადია ინტენსიური ხანგრძლივი დაბომბვებისას... ჩვენთვის ტიპიური სიტუაცია იქნება დონეცკის აეროპორტის სცენარი სადაც ბორბლიანი ბტრ-80-ები ბრძოლების დაწყებიდან 3-4 დღეში გამოუსადეგარი გახდა იმიტომ რომ ბორბლებს დედა ეტირა ყოველდღიური 122 და 152-მმ ჭურვების წვიმის პირობებში. თუმცა კორპუსები ასე თუ ისე მთელი იყო. ეს ქსმ-ებიც ძირითადად საარტილერიო ნაღმებს და ჭურვებს უნდა უძლებდნენ უბრალოდ გააცილებით ბევრს ვიდრე მანევრულ ომში დიდი მანევრის საშუალება მაგათ არ ექნებათ და უხეშად უნდა გაუძლოსაარტილერიო ჭურვების დიდ ფრაქციებს + შუბლში 30-მმ+ ბალვანკების არაერთჯერად მოხვედრებს
გეთანხმები პრინციპში
აი ეს საიდან მოგაქვს? დაკონსერვებულ ტექნიკას თუ გულისხმობ არ ვიცი და ისე რუსებს სამწყობრო ნაწილებში შეიარაღებაში 2500-მდე ტანკი რომ ყავთ მანდ ტ72-ზე ბანძი ტანკი აღარ ყავთ მეტიც ტ72-ების უმეტესობა უკვე ტ72-ბ3-ია + ცოტა ტ90 და ტ80-ების სხვადასხვა მოდიფიკაციები * * *
აბსოლუტურად გეთანხმები ოღონდ ზურგში საკომუნიკაციო ხაზების ჯავშანკოლონების მანევრით გადაჭრას თუ "გეგმავ" ეგ საქართველოში არ გამოვა სხვა რელიეფია და სხვა სიტუაცია მაგისთვის მსუბუქი ქვეითი/სამთო და დივერსიულ-პარტიზანული ქვედანაყოფებია საჭირო და არა მძიმე ჯავშანტექნიკა ჩვენ ჯავშანტექნიკა უფრო პოზიციური ბრძოლებისთვის გვინდა და შესაბამისად სვლის დიდი მარაგი არ გვჭირდება. არც იმ ტექნიკის მაღალი დინამიური და მანევრული შესაძლებლობები (თუ მასეთი საჭიროება მაინც არის მაგ ნიშას ავსებს ბორბლიანი ჯავშანტექნიკა და მორჩა) ამიტომ ტექნიკა უნდა იყოს რაც შეიძლება მძიმე და კარგად დაცული როგორც ისრაელში |
Posted by: xDavid_S 16 May 2019, 12:49 | ||
ჰაერიდან რითი ვაპირებთ მაგ ტექნიკის დაცვას პატივცემულო? |
Posted by: t-90 16 May 2019, 13:50 | ||||||||||||
098
ხო რა თქმა უნდა. მაგრამ რატომ ვიღებთ სტანდარტად ისეთ კალიბრს რომელზეც უბრალოდ ვერც კი გამოვცდით იმიტომ რომ აღარ გვაქვს ც-60ები.
მარტო მდინარეზეა ხიდები? გარდა ამისა აპტარა მდინარეზე უფრო პრობლემა შეიძლება იყოს ვიდრე დიდზე. ვინაიდან ხეობა შეიძლება ცოტა ღრმა იყოს და შედეგად ტანკი უბრალოდ ჩარჩეს.
ხო მარა რელიეფს არ გააჩნია? პატარა მდინარეა ჩხერიმელა მარა მიდი აბა ხიდის გარეშე მანქანა გადაიყვანე.
3-4 დღეზე მეტი ომი თუ გაგრძელდა რამენაირად პაკრიშკების ცვლაც უნდა ვისწავლოთ ბეტეერზე. პაკრიშკები ყველაზე ნაკლები პრობლემაა მანდ.
კი ბატონო. ეგ აუცილებელია.
კონსერვაციაზე მყოფი ტანკი რა ტანკი არაა? |
Posted by: NoMansLand 16 May 2019, 14:13 | ||
Т-72Б3 მარტო 2000 ცალი და 2016 წლის მოდელი უკვე Т-90A-საც ჯობია. |
Posted by: 098 16 May 2019, 14:25 | ||||||||||||||
ეგ საკითხი ჰსთ-ს თემაში ალბათ... ნუ ჩვენ თუ რამის წარმოება შეგვიძლია აქ მაგრამ ... * * *
კაი ეგ სტანდარტი პირობითია და თეორიული მოდელირებაც შეიძლება მოხდეს. აუცილებელი არაა რუსული ქვემეხი და ჭურვები გამოსცადო მასზე თუ რუსებმა ეგ კალიბრი "აღადგინეს" ჭურვები ახალი ექნებათ ისეთი რომელსაც ვერ ვიშოვით და უკეთესი მონაცემები ექნება ჯავშანგამტანობის ვიდრე 40-50 წლის წინ გამოშვებულს ანუ ახლა ეს ღია კარის მტვრევაა საერთო სხვა რამეზეა საუბარი სინამდვილეში
აი მანდ ტანკს რა უნდა ვაბშე ან მძიმე ქსმ-ს? სადაც ეგეთი ხეობები და მთებია იქ შეიძლება ბრიტანული სკიმიტარების მსგავსი ჯობდეს ბრედლის
წაკითხული გაქვს მანდ მიმდინარე ბრძოლების აღწერა? ბორბლების გამოცვლა არ შველის საქმეს როცა დროის ძალიან მცირე მონაკვეთში ძალიან პატარა სივრცეს წვიმასავით უშენენ ნაღმტყორცნების ჰაუბიცების და რეაქტიული დანადგარების ცეცხლს მანდ ისეთი "ბორბლები" გწირდება რომელიც უბრალოდ უძლებს ნამსხვრევებს ჩემი აზრით საყრდენი პუნქტები გვექნება თავდაცვაში და სწორედ მასე მცირე ფართობი იქნება რომელსაც დაჭირდება მომარაგება დაჭრილების გამოყვანა, ახალი ძალების მიყვანა გადაჯუფება. ამ გადაადგილებების დროს ხანდახან ცეცხლით ქვეითების მხარდაჭერა ხოდა ამას მსუბუქი ჯავშანტექნიკა ვერ გააკეთებს. რაც შეიძლება კარგად დაცული გვინდა. დიდ მანძილებზე მარში და მიუდგომელ ადგილებში მისვლა მასეთი გამოყენების კონცეპციაში არ დაჭირდებათ. არც მდინარეების ხეობების და ხიდების გადაკვეთა მოუწევთ ხშირად
ნუ ახლა მესამე მსოფლიოსთვის და სამყაროს დასარულისთვის თუ ვემზადებით კი მაგრამ რეალურად ჩვენნაირ ქვეყანასთან ომს რუსებისთვის კანფლიკტ მალაოი ინყტენსივნოსწი ქვია სადაც ის ძველი ჯავშანტექნიკა მათ პროკსი ძალებს თუ ექნებათ ანუ ოს და აფხაზ სეპარატისტებს თორე რუსეთი თავისი არმიით ბრძოლობს მის შტატებში არსებული სამხედრო ტექნიკით რომელიც თუ ტანკებზე ვლაპარაკობთ სადღაც 2800-3000-მდეა ახლა და ამათ შორის 2000-ზე მეტი ტ72-ია დანარჩენი ტ80-ები და ტ90-ები... ტ55-ები ტ62-ები და ტ64-ები არის დაკონსერვებული რომელთა 90%-ის საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანას თვეები უნდა ერთი უდმურტიაში ყავთ გამართული ტ62-ები კონსერვაციაზე ისიც ერთი ბრიგადა მაგათ მალე გახარჯავენ უკრაინაში |
Posted by: Zuka911 16 May 2019, 18:05 | ||
ზღაპრად მეჩვენება ის რომ თუნდაც მესამე მსოფლიო ომის შემთხვევაში რუსები ამეებს საბრძოლო მდგოამრეობაში ჩააყენებენ ახალი ტ-72-ის წარმოება უფრო მარტივი საქმე მგონია (რუსეთის ასპექტით თუ შევხედავთ) ვიდრე 60 წლის ტ-55-ის აზრზე მოყვანა რომელიც 30 წელი არ დაძრულა |
Posted by: 098 16 May 2019, 18:58 | ||||
გეთანხმები ბოლო წლებში რუსები აქტიურად არემონტებდნენ მეტნაკლებად კარ მგდომარეობაში მყოფ ტ62-ებს და სირიას გადასცეს ას ცალზე მეტი მონღოლებს ტ72-ები კიდე ვიღაცეებს (ახლა ვერ ვიხსენებ) ტ55-ები. რაც დარჩა ისეთ ცუდ დღეშია მართლა ახლის წარმოება უფრო იაფი დაჯდება. ჯართად მარტო იმიტომ არ ჭრიან რომ მაგ დაჭრასაც ფული უნდა (ტრანსპორტირება იმ ადგილამდე სადაც დაჭრიან და გადაადნობენ) |
Posted by: t-90 16 May 2019, 19:01 | ||||||||
098
' თეორიული მოდელირებაც შესაძლებელია, კი, მაგრამ რპაქტიკულიც რ გვაწყენს. არა ნუ რაღაცაზე ხო უნდა გავთვალოთ არა? მე უფრო 30მმიანი და 100 მმიანი კალიბრი მიმაჩნია საფრთხედ ვიდრე 57 კალიბრიანი რომელსაც როდის აღადგენენ და მიიღებენ შეიარაღებაშI კაცმა არ იცის.
ველის რელიეფი უხეობო არის სულ ქვეყნის 20%. დანარჩენისთვის საჭიროა ხიდების ინფრასტრუქტურაზე გადასვლა. ან ნუ ეხლავე უნდა ვიზრუნოთ პონტონებზე.
წაკითხული მაქვს. და რამდენადაც ვიცი ეგ უფრო ბეტეერის პრობლემაა ვიდრე ბორბლების. ისე საინტერესო მომენტია ღრუს გარეშე თU არის ბორბლები ბეტეერისთვის.
და უკრეპრაიონების დაბომბვას რაღა უნდა? თორე ისე მძიმე ჯავშანტექნიკა გვინდა კი. და მდინარეების გადაკვეთაც მოუწევთ იდეაში იმიტომ რომ უმდინარეო ადგილი საქართველოში მარტო თბილისია (ისიც იმიტომ რომ მდინარეები მიწის ქვეშაა. |
Posted by: gugusha-l 16 May 2019, 19:07 |
ისე თუ არის სტატისტიკა შესწავლილი დაზიანებული და განადგურებული ტექნიკა რა პროპორციითაა გადანაწილებული კუმულაციური და კინეტიკური ჭურვებით. მე მაგალითად ვერ ვიხსენებ ვერცერთ შემთხვევას როდესავ ბეტეერი ან ბეემპე მეოეწ ბეტეწრის ან ბეემპეს მიერ ყოფილიყოს განადგურებული. შესაბამიად მგონია რომ აქცენტი კუმულაციის საწინააღმდეგო დზცვბზე უნდა იყოს |
Posted by: 098 16 May 2019, 19:56 | ||||||||||||||
ბოლო დროს არმიებს შორის კონვენციური ომები როგორც წესი სწრაფად სრულდება და მერე გადადის გამარჯვებული მხარის მიერ დაკავებულ ტერიტორიაზე ანტიპარტიზანული მოქმედებებში სადაც ამ უკანასკნელებს ჯავშანტექნიკა აღარ აქვთ. იბრძვიან პრიმიტიული კუმულატიური ყუმბარმტყორცნებით და თვითნაკეთი ნაღმებით რაც დრო გადის მით მატულობს ნაღმებით განადგურებული ტექნიკის წილი ხოდა ჯამში ისე გამოდის ხოლმე რომ ნაღმებზე და რპგ-7-ებზე მეტი განადგურებული ტექნიკა მოდის ვიდრე კინეტიკურებზე მაგრამ აბა დროის ის მონაკვეთი აიღე როცა არმია არმიას ებრძვის აბრამსები ტ72-ებს (არა მარტო მათ. სხვა ჯავშანტექნიკასაც) უდაბნოში მხოლოდ კინეტიკურებით ანადგურებდნენ * * *
ბმპ-3-ის ქვემეხს თუ გულისხმობ (და არა ტ55-ისას რომელიც შეიარაღებაში აღარ აქვთ) 100 მმ არაა რეალურად ქვემეხი... ეგ არის ნაღმტყორცნის, რაკეტის გამშვები მილის და დინამორეაქტიული ქვემეხის (იგივე ყუმბარმტყორცნის) ნაჯვარი... მას სრულყოფილი კინეტიკური ჭურვი უბრალოდ არ გააჩნია ასე რომ მაგაზე გთვლას აზრიც არ აქვს თუ გათვლილი გაქვს სიტყვაზე სპგ-ეზე და რპგ-29-აზე ჩათვალე მაგაზეც გათვალე
დანარჩენზე გადავა მსუბუქი ტექნიკა ან ქვეითი ჯარი ფეხით ამ მძიმე ჯავშანტექნიკას აქვს თავისი ადგილი და არაა აუცილებელი მას მოსთხოვო უნივერსალურობა ეგრე გამოვა არც მთისა არც ბარისა
არა ბორბლების მოწყვლადობაზე იყო ხაზგასმული
უფრო იოლად იწვის ყველაფერთან ერთად მე არ ვამბობ რომ ბორბლიანი ტექნიკა არ გვინდა მაგრამ ყველაფერს თავისი ადგილი აქვს
არაფერი საერთოდ ვერ მივხვდი ამ შეკითხვის არსი თუ ზედ არ დაეცა ტექნიკას ახლო აფეთქებისგან სასურველია გადარჩეს და შეინარჩუნოს ბრძოლისუნარიანობა
ჯერეგერთი ძირითადი ბრძოლები რომ თბილისისთვის იქნება ეგ ჩემდა სამწუხაროდ ამ ეტაპზე მოცემულობაა მეორეც სხვა დიდი დასახლებული პუნქტები რომ ავიღოთ - ზუგდიდი ქუთაისი გორი არსად არაა ისეთი ხეობა და მდინარე ნამერის მსგავსმა მძიმე ჯავშანმანქანამ ვერ მონახოს ფონი და ვერ გადავიდეს მეორე მხარეს... არც საქართველოს სამხრეთ საზღვარზეა მაგის პრობლემა და სიტყვაზე სვანეთში ან ხევში ან რაჭაში არაა აუცილებელი მძიმე (50+ ტონის) ჯავშანტექნიკის გამოყენება პონტონების გამზადებაც შეიძლება ჯობია პონტონები გაამზადო, საინჟინრო ქვედანაყოფები შეიარაღო სათანადოდ და მოამზადო ვიდრე ქსმ იყოს დაუცველი ეს იდეალში ვამბობ და ვოცნებობ პრინციპში თორე მძიმე ქსმ კი არა საერთოდ არაფრის გამკეთებლები და მყიდველები ჩვენ არ ვართ რა ქსმ-ებზეა ლაპარაკი 9 წლის განმავლობაში 9 დიდგორი არ გვიყიდია ჩვენთვის |
Posted by: NoMansLand 16 May 2019, 20:21 | ||
რეალური დაპირისპირებები რაც მოხდა, ესენია - 91 წელს უდაბნოს ქარიშხალი, - მერე 2003 წელს ერაყი ისევ - და ბოლოს სირია იმის გათვალისწინებით რომ მეტნაკლებად სერიოზულ სატანკო ბრძოლას ადგილი მხოლოდ 91 წელს ჰქონდა, პლიუს რაც ამერიკელებმა ერაყული ტანკები გაანადგურეს ძირითადად ჰაერიდან - აპაჩებისა და გამანადგურებლების დახმარებით განახორციელეს, გამოდის რომ 91 წელს ძირითადად მაინც კუმულაციურით იქნა განადგურებული, პლიუს ერაყელების მხრიდან რაც ამერიკული ტექნიკა განადგურდა (აბრამსიცა და ბრედლიც) ძირითადად კუმულაციურით განადგურდა უდაბნოს ქარიშხლის დროს. 2003 წლის ერაყში მხოლოდ კუმა მუშაობდა ძირითადად ხოლო სირიაში ტსმრ-ების აღლუმი იყო. ასე რომ ბოლო 30 წლის მანძილზე კუმულაციური დომინირებს. რაც შეეხება არაბ-ისრაელის ომებს, მანდ სტატისტიკა არ შემხვედრია, მაგრამ მაშინ როდესაც ეგ ომები მოხდა, ძირითად ტანკსაწინააღმდეგოდ მაშინ ჯერ კიდევ კუმულაციური ან ჰეშ ჭურვები იყო, ქვეკალიბრულები ახალ ხილს წარმოადგენდა. |
Posted by: NoMansLand 16 May 2019, 20:27 | ||||
და მაინც სწავლება восток 2018-ზე მოხდა გარკვეული რაოდენობის ტექნიკის კონსერვაციიდან მოხსნა და სწავლებაში გამოყენება - მაგალითად Т-62М-ები და Т-72А-შკები. |
Posted by: t-90 16 May 2019, 21:45 | ||||||||||||||||||||||
098
ნაღმსატყორცნიო და ეგ ბოდიში მე მგონი სხვა რამეში გერევა. ნარეზნოი ქვემეხია ჩვეულებრივ. ყველა ნარეზნოი ქვემეხი უშვებს რაკეტებსაც რო რამე. უბრალოდ ეხლა კინეტიკური ჭურვი არ გააჩნია, ტოთრე არაა გამკორიცხული მაგაშიც ტ-55 კინეტიკური ჭურვი გამოიყენონ. რამდენადაც ვიცი უნდა დაემთხვეს.
ჩვენ მაგდენი ფუფუნება არ გვაქვს ჩვენ გვინდა უნივერსალური მანქანა.
არ ვიცი ვერ გეტყვი. ისე კი 152მმიანის ლეტალურობის მანძილში ბეტეერ 80ს შანსი არ აქვს. და ეს შენც იცი. თუ მაინცდამაინც წინ არ აუფეთდა.
ნუ მუხლუხო არ დაიწვება იასნია
კი რა თქმა უნდა. მარა შესაბამისი რაოდენობისაც ხო უნდა გყავდეს არა? საიდან ამდენი ტ-55?
გეთანხმები. მაგრამ მსგავს მომენტებშI როგორც წესი არის ან ჩაუსანგრებლობის ბრალი, ან შესაბამის ადგილას მოუხვედრელობის ბრალი.
ნუ ეგ ძირითადად გასაგებია. მარა თბილისში რამდენია გინდა გითხრა ეგეთი ხევის ადაც ხიდით გადახვალ და ხიდი 60 ტონას ვერ გაუძლებს? არამარტო ხიდი ვერც ესტაკადა გაუძლებს. ვერც ვიადუკი.
ქუთაისის შემოგარენში არ არის ფონის პრობლემა? ფონის რა, ცხენით სადაც გადახვალ იქ მანქანით ვერ გადახვალ და ორხიდიანით რო ვერ გადახვალ შალგებიანით და გრძელით უფრო ვერ გადახვალ არის ბევრი ადგილი სადაც ხიდის გარდა სხვა გზა უბრალოდ ა არის.
60 ტოინას ნუ ეხუმრები შენ. 10-20 ტონას სხვაობაში უყურებთ როგორც 10-20 კილოს. არადა არაა ეგრე.
როდესმე სხვაგვარად ყოფილა ამ და სხვა ფორუმებზე სადაც მე შენ და სხვებს გვიპოსტია? NoMansLand
ძირითადად სატანკო შეტაკება მოხდა ამერიკელების მიერ ოპტიკო-ელექტრონული საშუალებების უპირატესობით. |
Posted by: NoMansLand 16 May 2019, 22:08 | ||
t-90
ეგ კი, უბრალოდ მაინც სახმელეტო თუ საჰაერო ტსმრ-ებით უფრო მეტი განადგურდა ვიდრე კინეტიკური გასროლებით. პლიუს ყველაზე სერიოზულ ბრძოლაში - "ესტინგ 73"-ში, ეს ელექტრო-ოპტიკური უპირატესობა ნოლზე დაჯდა ბუნებრივი პირობების გამო, სწორედ მაგიტომაცაა ორიოდე ათეული დაზიანებული თუ განადგურებული ბრედლი და აბრამსი და დაღუპილი ეკიპაჟის წევრები. |
Posted by: 098 16 May 2019, 22:28 | ||||||||||||||||||||
არა არა... მოდი შენ გაეცანი მაგ "ქვემეხის" მონაცემებს ჯერეგერთი მოკლეა და მერე რაც უფრო მთავარია თხელი კედლები აქვს ლულას და სუსტი კაზიონიკი აქვს, რაც იმას განაპირობებს რომ მაღალ წნევას ვერ გაუძლებს და შესაბამისად სათანადო/მაღალ საწყის სიჩქარეს ვერ მისცემს ჭურვს... მაღალი საწყისი სიჩქარის გარეშე კი ჯავშანგამტან ქვეკალიბრულს აზრი არ აქვს
არის ეგეთი რუსული გამოთქმა - ია ნე ნასტლოკა ბაგატ ჩტობ პაკუპატ დიშოვიე ვეში... არ გვჭირდება უნივერსალური რომელიც რეალურად უნივერსალური კი არ იქნება არმედ კომპრომისი ყველა მხრიდან და შესაბამისად ყველა სიტუაციაში გამოუსადეგარი
ხოდა უნდა იყოს უფრო მძიმე და მაგ დამძიმების მერე ბორბლებს ენძრევათ მაგრამ იქ დონეცკის აეროპორტში უფრო ხშირად 82-მმ და 120-მმ ნაღმტყორცნებს ესროდნენ
ტ55-ი რაშუაშია ვერ მივხვდი შენ გგონია ტ55-ების გადაკეთება მინდა ქსმ-ებად? ნუ ადრე, წლების წინ მქონდა ეგ იდეა მაგრამ ახლა მაგ მატარებელმა ჩაიარა და ვფიქრობ ყველაფერი ნულიდან უნდა გაკეთდეს თუნდაც შემოტანა დაგვჭირდეს ახალი ტექნოლოგიების ან სულაც ის ნამერი ვიყიდოთ აქ წარმოების ლიცენზიით
ნატომ სერბეთში ბელგრადში ყველა ხიდი დაანგრია საავიაცო დაბომბვებით მე რომ რუსი ვიყო ერთ-ერთ სამიზნედ ქალაქის დიდ ხიდებს ავირჩევდი და გავანადგურებდი რათა მარცხენა და მარჯვენა სანაპიროები გამეთიშა მოკლედ იმის იმედად რომ ხიდი მაქვს თავდაცვის გეგმას საერთოდ არ ავაგებდი... ხიდი ომის დროს ნადგურდება ეგრევე ჰსთ-ს ჩახშობის მერე
ჩავიდეთ ერთხელ ქუთაისში და გაჩვენებ ადგილებს მანამდე თუ პორტი არ ააშენეს და ზღვა არ შეიყვანეს რათქმაუნდა
ნუ იყო დრო როცა მეტი იმედი მქონდა თანაც ახლანდელზე 3 ჯერ მეტი იყო თავდაცვის ბიუჯეტი (დოლარებში კურსით)
ხო და ამერიკელები კუმებს არ იყენებდნენ არამედ ქვეკალიბრულებს... ბრიტანელები იყენებდნენ ქვეკალიბრულებს და ჰეშებს |
Posted by: NoMansLand 18 May 2019, 13:06 |
დიდგორები ამ წამს აეროდრომზე სტრაიკბოლისტებთან ერთად |
Posted by: NoMansLand 18 May 2019, 14:27 |
დიდგორი VS დიდგორი ................... |
Posted by: Tank Ace 18 May 2019, 14:35 |
NoMansLand ესენი დიდგორებით სტრაიკბოლობენ ? სამოქალაქოები ხართ,სამხედროები თუ საიდან დიგორი |
Posted by: gugusha-l 18 May 2019, 16:15 | ||||
ჩვენ უფრო 2008 წლის და უკრაინის მბები უნდა ავიღოთ. |
Posted by: xDavid_S 18 May 2019, 16:47 | ||
NoMansLand
რა ღონისძიებაა? |
Posted by: 098 18 May 2019, 17:10 | ||
gugusha-l
2008-ში სატანკო ბრძოლები არ ყოფილა უკრაინაში კიდე ორი ტიპის ბრძოლებია - პოზიციური რუტინული რომელიც წლები გრძელდება და ორი ეპიზოდი როცა რამოდენიმე დღის განმავლობაში იყო მასშტაბური ბრძოლები დიდი ძალებით... ისე ერთი რამ გასათვალისწინებელია - რუსებმა თავიანთი ტანკების შეიარაღების ნომენკლატურიდან კუმულატიური გასროლების (გარდა მართვადი ჭურვებისა) საერთოდ ამოღების პროცესი დაიწყეს. |
Posted by: NoMansLand 18 May 2019, 17:14 | ||||||
ორივე შემთხვევაში განადგურება ტანკების ნაკლები ჩაარევით ხასიათდება. უფრო სხვა ტანკსაწინააღმდეგო საშუალებები გამოიყენებოდა. |
Posted by: t-90 18 May 2019, 18:13 | ||||||||||||
098
ვითომ მასეთ სიზუსტემდე ავიდნენ თუ? თან რაც მთავარია ქვეკალიბრული სულაც არ ჯდება იაფი. 098 098
ანუ კუმულატიურსაც არ უშვებს? პრინციპში მით უმეტეს 57 მმ ქვემეხამდე მაინც კაი დროა და ისევ 30მმს ამარად ვრჩებით.
რავი ამერიკელები დებილები ყოფილან სტრაიკერ ბრიგადაზე რო გადადიან. სინამდვილეში მარტი სიიაფეზე არაა საუბარი. 10 სახეობის მანქანა რომაა ქართულ ჯარში იმას ყველას თავის მომარაგება და რემონტი უნდა. ორი სახეობა დარჩეს, ერთი მძიმე და ერთი მსუბუქი და ვსიო.
ნამერს აზრი არ აქვს თუ ტანკის შასი არ გაქვს. ტანკის შასია მანდ მთავარი. ტ-72ების დაშლა მაგის გულისთვის არ ივარგებს. ამავდროულად 8X8 შასი უამრავი ადგილისგან შეიძლება ვიყიდოთ წარმოებითურთ და როგორც დიდგორს დავადგით ჯავშანი ისე დავადგათ იმასაც.
ნატომ დაანგრია იმიტომ რომ ნატო სახმელეთო ოკუპაციას სულაც არ გეგმავდა. თორე აბა ერთი დაეგეგმა თუ დაანგრევდა ბელგრადთან მიმავალ ხიდებს.
მოდი ახალ ესეც ვთქვათ ოთხი მდინარეა სულ ოღასკურა რუა წყალწითელა და რიონი ოღასკურაზე და რუაზე ალბათ მოიძებნება ადგილები (ნუ დიდად მაგ ნმდინარეების გადავლაზე არ მიფიქრია) მაგრამ რიონს და წყალწითელას რას უშვები მაინტერესებს. |
Posted by: zindiosama 18 May 2019, 18:14 | ||
098
აბა მე-4 ბრიგადამ ყველა ტანკი რატო დაკარგა? |
Posted by: Tank Ace 18 May 2019, 18:29 | ||||
სად ყავდათ რუსებს მაგდენი ტანკი ცხინვალში მე-4რო შევიდა 1-2 კინკილა T72 ყავდათ. ძირითადად ანტი ტანკებით ააფეთქეს |
Posted by: 098 18 May 2019, 19:01 | ||||||||||||||||||||||
მაშინდელი შტატით მეოთხეს 31 ტანკი ყავდა... რას ნიშნავს ყველა ტანკი დაკარგა? რამდენი ტანკი აუფეთქეს მეოთხეს? * * *
სიზუსტის რა მოგახსენო და კუმულატიურებს ნატოს წევრი ქვეყნების ტანკის შუბლის ჯავშანი ვერ გაქვს (ახლოსაც არაა გატანასთან მონაცემებით) და იმიტომ იშორებენ კუმებს
კუმულატიურებს კი მაგრამ რა ჩემი ფეხებია მაგის კუმულატიური
სადღა გაგდადიან? მორჩა ეგ პროცესი 10 წლის წინ დასრულდა. ახლა პირიქით მუხლუხიანებს უბრუნდებიან. იგივე M113-ის შემცვლელად სტრაიკერის ნაცვლად ბრედლის ბაზაზე შექმნილი ჯეტეერი არჩიეს. უკვე შეიარაღებაში მიღებული სრაიკერების მოდერნიზებას აკეთებენ მაგრა ახალი სტრაიკერ ბრიგადების ფორმირება მორჩა.
ხო მეც მაგას ვემხრობი. ნუ 3 შეიძლება იყოს. ერთი მძიმე ქსმ ნამერის მსგავსი, ერთი მსუბუქი სადაზვერვო მანქანა 20 ტონამდე და 1-იც ბორბლიანი ჯეტეერი სტრაიკერის ან ბოქსერის მსგავსი. + ცალკე სხვადასხვა დანიშნულების ჯავშანმანქანები დიდგორის ბაზაზე.
და რატო უნდა ამახინჯო ტანკი ან დაშალო როცა შეგიძლია ჩამოასხა ბორბლები და შეადუღო ჯავშანკორპუსი? ნამერი გადაკეთებული ტანკი არაა. მაგას ნულიდან აკეთებენ, უბრალოდ სავალი ნაწილი და ძრავი ტრანსმისია უნიფიცირებულია მერკავა მკ-4-თან
შეიძლება ეგრეც მაგრამ ეგ კომპრომისული ვარიანტია ვინაიდან ბორბლიანს მე მუხლუხიანი მირჩევნია
საკამათო საკითხია
მაგათზეც გადავიყვან ნამერს უპრობლემოდ. და ეგრეც რომ არ იყოს ჯობია საინჟინრო საშუალებები დავამატო ეგეთი წინაღობების გადასალახად ვიდრე ტექნიკა ნაკლებად დაცული იყოს |
Posted by: gugusha-l 18 May 2019, 19:50 | ||||
მარტო ტანკები რატო. ზოგადად ჯავშანტექნიკა. და მგონია პირვრლ რიგში ის ბრძოლები სადაც რუსეთია ჩართული |
Posted by: 098 18 May 2019, 20:31 | ||||||
gugusha-l
რუსეთი ახლა იქ პროქსებითაა ჩარეული მიდის პოზიციური ბრძოლები ღიად თუ ჩაერია სხვა ტიპის ბრძოლები იქნება მათ შორის ბევრი სატანკო დუელით დაშესაბამისად ქვეკალიბრულების მასიური გამოყენებით * * *
რაღაც კლიპს იღებენ დელტასთვის სა-26-მაისოდ... |
Posted by: NoMansLand 18 May 2019, 21:04 | ||||
პრომო და პლიუს ღია კარის დღე, ფასეზე დაიდო რომ ყველა მსურველს შეეძლო მონაწილეობა როგორც სტრაიკში ასევე დამსწრე-მაყურებლად. დავდებ მერე ფოტო და ვიდეომასალას. |
Posted by: ignorant 19 May 2019, 14:06 |
საქართველოში ცეცხლსასროლი იარაღის წარმოების ჩაშლის შესახებ რამოდენიმე თვის წინანდელი სიუჟეტი გამახსენა ამ სტატიამ. 100 000 ერთეულზე მეტი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი АК-74М გამოუშვა აზერბაიჯანმა. Азербайджан произвел по российской лицензии более 100 тысяч автоматов Калашникова АК-74М. https://bmpd.livejournal.com/3646627.html |
Posted by: NoMansLand 20 May 2019, 15:42 |
საუდელებისას არა ჰგავს და მალაზიას ეს ფერი რატო უნდა აერჩია? სხვა ვის უნდა ეყიდა? სსსტც "დელტა"-ს სამედიცინო-საევაკუაციო მანქანები ქარხნულ გარბენზე https://scout-thedeaddistrict.blogspot.com/2019/05/blog-post_20.html |
Posted by: NoMansLand 21 May 2019, 00:56 | ||
სსსტც "დელტა"-ს ჯავშანტექნიკა სამხედრო სიმულაციურ თამაშზე
ლინკზე ბევრი ფოტოა: https://scout-thedeaddistrict.blogspot.com/2019/05/blog-post_21.html |
Posted by: xDavid_S 21 May 2019, 10:53 | ||||
მიზანი რა იყო აღნიშნული თამაშის? ორივე მხრიდან სტრაიკბოლისტებმა რა დატესტეს? დიდგორები? |
Posted by: NoMansLand 21 May 2019, 11:14 | ||||||
რეკლამა, პიარი - ცნობადობის ამაღლება. * * * შაბათს, 18 მაისს, სსსტც "დელტა"-ს ორგანიზებით საბრძოლო-სიმულაციური ღონისძიების შესახებ ბლოგზე უკვე ვწერდი (ინფიორმაცია იხილეთ ბმულზე - სსსტც "დელტა"-ს ჯავშანტექნიკა სამხედრო სიმულაციურ თამაშზე). ამჯერად წარმოგიდგენთ სსსტც "დელტა"-ს პრესსამსახურის მიერ გადაღებულ ფოტომასალას. https://scout-thedeaddistrict.blogspot.com/2019/05/2.html |
Posted by: FreSH999 24 May 2019, 00:18 |
რუსეთში ძაან ხშირად იმართება მსგავსი ღონისძიებები აირსოფტი ტექნიკით |
Posted by: NoMansLand 26 May 2019, 13:11 |
დიდგორი მედევაკი თავისუფლებაზე. ........ |
Posted by: AUTОCRAT 26 May 2019, 16:22 |
NoMansLand ეგ ნახევარმთვარე მაინც მოეშორებინათ დამოუკიდებლობის დღეზე რა ღვერები არიან ოღჩ სათადარიგო საბურავს რა უნდა თავზე ხზ რო დაგჭირდეს რანაირად უნდა ჩამოიღო? თან გვერდიდან დამატებითი დაცვა იყო. |
Posted by: hermes555 26 May 2019, 21:59 |
ანუ ახალი არაფერია ტრაკისკენ მიდის საქმე |
Posted by: mamukasokhumeli 26 May 2019, 22:17 |
ეს ღერძზე რაა მიერთებული?დასაბერი ბორბლების? |
Posted by: t-90 27 May 2019, 00:03 | ||
hermes555
ტრაკისკენ მიდის რას ქვია? ახალს რას მოელოდებით? პირიქით ძაან კაია რო მიხვდნენ რო არაა საჭირო ათას პროექტზე მიდებ მოდება. |
Posted by: NoMansLand 27 May 2019, 07:57 | ||
იყო მთვარის გარეშეც კიდევ 2 დიდგორი. შემკვეთს სურს მასე საბურავი და მანდ დააყენეს. ჩამოღებით რა - გადმოაგდებ და ვსიო. |
Posted by: STALKER-GG, 28 May 2019, 15:48 | ||||||
AUTОCRAT
აი რა პრობლემაა? მანქანა გამოვიდა იმ კონფიგურაციაში როგორიც მიწოდება კლიენტს. წარმოდგენილი იყო როგორც მედევაკის საექსპორტო მოდიფიკაცია. ჯვრის მიხატვა არაა პრობლემა მაგრამ რა აუცილებელია?
აქვს მარცხენა მხრიდან ჩამოსაღები და ასატანი მექანიზმი. mamukasokhumeli
კი ბორბლებში წნევის სარეგულიროა. სხვადასხვა რელიეფისთვის. სწრაფად წამებში ეხსნება და უყენდება. |
Posted by: Zuka911 28 May 2019, 16:56 |
STALKER-GG, დიდგორ მეომარს (თუ მ2მ-ს ზუსტად არ მახსოვს) დაკიდების სისტემის რაღაც დეტალები რატომ ჰქონდა შეფუთული? რას გვიმალავთ :დ |
Posted by: t-90 28 May 2019, 17:55 | ||||||||||||||
098 098
ხო არ ვიცი ეს თუ მასეა მაშინ ჩვენც მოგვიწევს.
გააჩნია ვისთვის.
როგორც მახსოვს ბოლო სტრაიკერ ბრიგადა 2017 წელს დაემატა. დალშე რავი აბა. პირიქით სტრაიკერის ჩანაცვლებას აპირებდნენ და ახალი მოსტრაიკეროს გაკეთებას მაგრამ ის პროექტი ჩავარდა.
ორზეც მშვენივრად დავა ეგ ამბავი. მსუბუქი სადაზვერვო და მძიმე ქსმ/ჯტრ. მარა ნუ ყველა ვარიანტში სადღაც 10მდეა მე მგონი ბტრ-80 (თუღაა შემორჩენილი) ბმპ-2 ბმპ-1(ნუ აქ თუ დარჩა იმიტომ რომ რაღაც ნაწილი 2008 წელს გაზიდეს რუსებმა) ვოლფი ჰამერი კუგარი კობრა ეჯდერი მტლბ ნუ ამათი ცალკე შენახვა არ გინდა?
რავი. მანდ უფრო თანხების თემა იქნება.
ნამერი კარგა ხანი იყო გადაკეთებული ტ-55 მერე უბრალოდ მერკავა გამოუშვეს და ბარემ მერკავაც გამოვუშვათო. მასე მარტივად არაა, შეადუღო ჯავშანკორპუსი და ჩაოასხა ბორბლები იქ ძრავი გინდა იქ ტრანსმისია იქ სავალი ნაწილი იქ ინტეგრაცია და კაროჩე რა. მაგდენი შეგიძლია? ანუ პრაქტიკულად ნახევარ ტანკს აკეთებ რა.
რავი. ინფორმაცია ეგეთია რო იგეგმებოდა სახმელეთო შეტევა,მაგრამ დაბომბვა ამჯობინეს. ს სახმელეთო შეტევა რო ყოფილიყო ეგრევე მოუწევდათ სპეცრაზმების გადასხმა ხიდების დასაკავებლად და არა ასაფეთქებლად. |
Posted by: zezva43 28 May 2019, 19:20 |
STALKER-GG, წელს სიახლე რატომ არ გქონდათ? ძალიან ველოდებოდი ეგ დიდორი მალაიზიისთვიუს იყო? და თუ მალაიზიისთვისაა კომუფლიაჟI რატომაა უდაბნოსი? |
Posted by: 098 28 May 2019, 19:36 | ||||||||||
კი აუცილებლად
ბტრ-70-ებია ჩვენი ხოდზე მყოფი ჯტრების ძირითადი ბირთვი რამოდენიმე ცალი ვულფი რომელიც მგონი თავდაცვას არც ყავს საერთოდ არაა სათვალავში მისაღები კუგარები ჩვენ არ გვაყსვ როგორც ვიცი. არცერთი არაა ჩვენი და რაც აქ გინახავს ამერიკის საკუთრებაა
არ გცოდნია ნამერი ნამერი იყო ყოველთვის და მერკავის სავალი ნაწილის ბაზაზე შექიმნა ტ54-ზე ტ55-ზე ტ62-ზე ცენტურიონზე და სხვა ტანკებზე შექმნილ ტექნიკას ყველას თავისი სახელი აქვს Nagmashot, Nagmachon, Puma, Nakpadon, Achzarit და ასე შემდეგ
შენი ინფორმირებულობა მკლავს |
Posted by: t-90 28 May 2019, 19:58 | ||||||
098
რამოდენიმე ცალი უძახე შენ და მაინც პრობლემაა. რაღაცა თავის დანიშნულებას ხო ასრულებს არა? მაგას ცალკე რემონტი უნდა, საპოხი მასალები და ა.შ. ემანდ ისე არ დაგვემართოს როგორც 1921 წელს ანსალდოს თვითმფრინავები დაუსმასკავი რო ჩამოიყვანეს რო ვერ ააფრინეს და 20 თვითმფრინავი რუსებს რო ჩაუვარდათ ხელში
აი ახზარიტში ამერია მე ბოდიში. დანარჩენები ძირითადად ცენტურიონები ყავთ. მარა მთავარი ეგ არაა. მთავარი არის ის რომ ტანკის ბაზა უნდა გააკეთო მანამდე და არა უბრალოდ ჩამოასხა კორპუსი და ა.შ. ბაზაში იგულისხმება ყველაფერი კოშკურის გარდა.
ეგ ხო ძაან ცნობილი ამბავია https://en.wikipedia.org/wiki/NATO_bombing_of_Yugoslavia#Strategy |
Posted by: 098 28 May 2019, 21:20 | ||
t-90
რაღაც თითიდან გამოწოვილი თემაა |
Posted by: t-90 28 May 2019, 23:23 | ||
098
თითიდან გამოწოვილი რატომაა? კაი ვოლფი ჯანდაბას. ეჯდერები ხო გვყავს? კობრები? ჰამერი? ბმპები? ბეტეერები? და ეს პრობლემას არ შექმნის? |
Posted by: Zuka911 28 May 2019, 23:53 |
098 ვულფები წელს იყიდა თავდაცვამ მეორე ბრიგადას და სამხედრო პოლიციას ემსახურება ახალი ვულფები |
Posted by: 098 29 May 2019, 01:31 | ||||
t-90
სხვადასხვა კლასის მანქანებს რატო ადრი ერთმანეთს? ბარემ ტოიოტას და მიცუბიშის პიკაპებიც მიამატე მაშინ ლენდროვერები და ლენდკრუიზერებიც Zuka911
არ ვიცი მეეჭვება საერთოდ რამე ეყიდათ ბოლო წლებში (შეიძლება შსს-მ გადასცა) და თუ ეგრეა და მართლა იყიდეს მაგარი ###ობა უქნიათ დელტა უკეთეს მანქანას უშვებს ყველა პარამეტრით და ეგენი თუ ვულფებს ყიდულობენ და საღოლ მაგათ ფუFF |
Posted by: t-90 29 May 2019, 02:41 | ||
098
ხოდა მანდ ეგრეა: ერთი 20 ტონამდე მანქანა უნდა დარჩეს და ერთი მძიმე ქსმ/ჯტრ. ჯერ ერთი რო ფულები არაა ბევრის. და მეორეც ერთი ვალაკიტაა. ჯერ გრაჟდანზე რა ხელოსნები არიან მანქანის(არ ვიცი შენ გყავს თუ არა, მაგრამ ნუ ვისაც ყოლია ყველა კაი ხელოსანს დაეძებს) და მერე ჯარში რა იქნება ხო წარმოგიდგენია? |
Posted by: Zuka911 29 May 2019, 02:52 |
098 არა, არ გადაუცია შსს-ს წელს თავისუფალებაზე სწორედ ერთ-ერთი ახალი ვულფი იდგა, თუ დააკვირდები ძველი შსს-ს ვულფებისგან განსხვავდება რაღაცეებით |
Posted by: 098 29 May 2019, 13:29 | ||
Zuka911
არ ვყოფილვარ თავისუფლებაზე მაგრამ ძალიან დიდი ღლეობაა. აი წარმოუდგენელი ნაგავია ეგ მანქანა. მყიდველი უნდა დაიჭირო |
Posted by: Zuka911 29 May 2019, 15:27 |
098 ვითომ ფასის ამბავში? |
Posted by: 098 29 May 2019, 16:55 | ||
Zuka911
ატკატის აბა სხვა რა უნდა მოგეწონოს მაგ მანქანაში შეადარეს აქ დიდგორს და ყველა პარამეტრით დაჯაბნა ჩვენმა |
Posted by: Zuka911 29 May 2019, 17:24 |
098 ჰო მართალი ხარ თან, დიდგორი საბრძოლო მანქანაა ვულფი უფრო საპოლიციო |
Posted by: NoMansLand 29 May 2019, 22:05 | ||||
t-90
კუგუარზე თუა სააუბარი - ეგენი თავიდან იმიტომ იყო რომ ჩვენს კონტინგენტს ყავდა ავღანეთში და აქაც მაგას ასწავლიდნენ. მერე კიდევ დარჩა უბრალოდ სასწავლო ბაზაზე. Zuka911
რითი განასხვავდება რო ერთი-მეორისგან? დაადგი კოშკურა და მორჩა. რეალურად არც დიდგორი არაა საბრძოლო მანქანა. |
Posted by: 098 29 May 2019, 22:35 | ||
Zuka911
ჯავშან მანქანაა ორივე საპატრულო საესკორტო სამედიცინო კავშირგაბმულობის და ასე შემდეგ შეტევაზე წასასვლელად არცერთი არაა განკუთვნილი საბრძოლო - სახაზო მანქანა წინიდან უნდა იყოს კარგად დაცული... რადიატორი რომ აქვს წინ ის მანქანა აპრიორი ვერ იქნება საბრძოლო/სახაზო |
Posted by: Zuka911 29 May 2019, 22:58 |
ისე ორივე ფორდის პიკაპის ბაზაზე არ არის აწყობილი? |
Posted by: t-90 29 May 2019, 23:03 | ||||
098
ნუ ატკატები და ებრაელები ცნობილი ამბავია ჩვენთვის მაინც. NoMansLand
ხოდა ჩვენია, არაა ჩვენი ეგაა დასადგენია. მარა მაგის გარდა უამრავი რამეა. |
Posted by: 098 29 May 2019, 23:18 | ||||
Zuka911
ერთი ბაზა აქვთ და საერთოდ ეგ იდეა დიდგორის ვულფისგან მოდის ეგ იყო ინსპირაცია t-90
საჯაროდ ვკითხე კაცო პირდაპირ კრწანისის საწვრთნელი ცენტრის უფროსს ეს ტექნიკა ჰამერები და ემრაპები ჩვენიათქო? არაო. ღმერთმა დაგვიფაროს რომ ჩვენი იყოსო მერე მაგის მოვლა არ გინდაო |
Posted by: t-90 29 May 2019, 23:42 | ||
098
ერთი ორი ბრიგადის აღჭურვილობა რო ეგრე განალაგონ არ უნდათ? |
Posted by: NoMansLand 30 May 2019, 12:48 | ||
t-90
დასაბამიდან იყო Merkava Mk1-ის ბაზაზე და მერე გასამნახევარდა - Mk-4-ის ბაზაზე ააწყვეს და Mk-3-ის ძრავა ტრანსმისიისგანყოფილება ჩადგეს. |
Posted by: t-90 30 May 2019, 18:05 |
NoMansLand ახზარიტში შემეშალა. მაგრამ ნაკლებ მიშვნელოვანია მთავარი ისაა რო ეგეც ტანკია რა. ისრაელი ტანკს აწარმოებს და ჩვენ ვერა. |
Posted by: NoMansLand 30 May 2019, 23:26 | ||
ნახევარზე მეტს ამერიკა აწარმოებს, ისრაელიც კი ვერ ქაჩავს მაგ წარმოებას ბოლომდე. |
Posted by: Zuka911 30 May 2019, 23:35 |
NoMansLand ფბზე რატომ აღარ აქტიურობთ? :დ |
Posted by: RAFAEL 31 May 2019, 13:45 |
მოღალატე ენჯეოშნიკი მე5 კოლონა მოქმედებაში ჯერ ხიდაშელმა და დოლიძემ გაიბრტყვნეს ფაჩარი, ეხლა ესენი |
Posted by: zezva43 31 May 2019, 20:16 |
RAFAEL ძველია ეგ არ მისცემენ მაგათ არაფერს |
Posted by: eagle.1. 4 Jun 2019, 01:31 |
Video: |
Posted by: RAFAEL 10 Jun 2019, 15:08 | ||
zezva43
ახალია |
Posted by: zindiosama 16 Jun 2019, 20:26 |
ხალხო, რა მანტერესებს არ ვიცი აქ განხილული გაქვთ თუ არა, აქ იშვიათადღა ვიხედები და შეიძლება პოზდნი ზაჟიგანია ჩამერთო მაგრამ... დიდგორ მეომარზე ერთ-ერთ მოდულად რებ-ის სისტემის დამონტაჟება თუა შესაძლებელი და ვინმე თუ ფიქრობს დელტაში ამის შესახებ? |
Posted by: zezva43 5 Aug 2019, 10:29 |
ეჰ როგორი პერსპექტიული პროექტი იყო ლაზიკა! როგორ ჩაიშალა თუ ჩაშალეს ისევე როგორც ბევრი სხვა პროექტი რუსეთის ნამესტნიკებმა! |
Posted by: Janiashvili 15 Aug 2019, 18:05 | ||
როგორც მახსოვს (თვითნვე დელტა ამბობდა როგორც მახსოვს) ეს პროექტი პროსტა საჩვენებელი/სათამაშო იყო, არაფერი რეალური |
Posted by: spec 15 Aug 2019, 18:42 |
Janiashvili საჩვებებლად ამხელა თანხებს ვინ დახარჯავდა... |
Posted by: t-90 15 Aug 2019, 23:33 | ||||
zezva43
ლაზიკაზე ცუდი პროექტი დელტას არ ჰქონია. აი გამოჩორკნილ პისტოლეტზე ცუდი პროდუქტია. spec
და რაში უნდა წაიღო 60იანი წლების კონცეპციის პროექტი რომლის მასობრივი წარმოებაც არ შეგიძლია? |
Posted by: zzz77 16 Aug 2019, 08:33 |
t-90 არ ვიცი საიდან გაქვს ეს ინფორმაცია.მე 26ში გამოყვანილი რომ ყავდათ ეს ტექნიკა,იქ იყო ორი კაცი ვინც ამ ტექნიკას აცნობდა ხალხს.ერთს ველაპარაკე და იმან ამ ტექნიკის შექმნაში უშუალო მონაწილეობა მაქვს მიღებულიო და მეც ვკითხე ბმპ-ს გადაკეთებაზე და არაო საერთოდ სხვა კორპუსი და ჯავშანიაო.მატორი და კარობკაა ბმპ-1 ისო მაგრამ მომავლისთვის ეგ შეიცვლებაო. მეც რომ დავაკვირდი რავი ბმპს ბორბლებს კი გავდა იქაც ge ეწერა.კორპუსიც რასაც შევხედე არ გავდა ბმპ-სას.ვერ დავიფიცებ მაგრამ სხვა მანქანაა ეს.აქ ხომ არის ხოლმე დელტაში რომ მუშაობს ეგ იუზერი იქნებ იმან თქვას ზუსტად * * * პრინციპში ისიც თქვა ეს უფრო საცდელი ვარიანტიაო და განვითარების სხვადასხვა ვარიანტებიაო |
Posted by: t-90 16 Aug 2019, 10:21 | ||||
zzz77
ფიცი მწამს აი ბეემპეს ვარსკვლავები მაკვირვებს.
არა სხვა მანქანაა უბრალოდ კრიტიკული დეტალები აქვს ბეემპესი. და განსხვავებით ფორდისგან რომელიც დიდგორის ბაზაა და რომელიც შეგვიძლია მწარმოებლისგან ვიყიდოთ N რაოდენობით, BMPს ვერ იშოვი ბევრს. |
Posted by: zzz77 16 Aug 2019, 10:47 |
t-90 დაკიდების სისტემა არ ვიცი არ მიკითხია.ძრავი და კოლოფი ადვილად შეიცვლებაო.ისე კი თუ კორპუსი ამათ მოახერხეს ძრავს და კოლოფს თუ შეცვლიან მართლა სხვა მანქანა გამოვა.გამოცდილებისთვის ძალიან მაგარია. მთავარია გააგრძელინ მუშაობა.მე ვფიქრობ ეგენიც უნდა გამოეშვათ 15-20 ცალი და ექსპლუატაციაში ბევრი რამე გამოჩნდებოდა * * * იქნებ ნელნელა წაიწიონ წინ.ებრალებმაც მასე დაიწყეს და სად არიან კი ვხედავთ |
Posted by: t-90 16 Aug 2019, 15:09 |
zzz77 მაგ მხარეს გაწევა არ გჭირდება. ტექნოლოგიები და ა.შ. გვჭირდება ჩვენ. ქსმს რამენაირად მოვახერხებთ. |
Posted by: eagle.1. 20 Aug 2019, 04:43 |
facebook-ზე გადავაწყდი ................................................................... |
Posted by: kanian_U 20 Aug 2019, 16:29 |
ეს რომელი ვერსიაა? მგონი აქამდე არ გამოუფენიათ |
Posted by: Zuka911 20 Aug 2019, 17:25 | ||
მგონი რაღაცა ნამაიმუნები აქვს, არამგონია რამე ცალკე ვარიანტი იყო. |
Posted by: BLACK_SERENADE 23 Aug 2019, 21:38 | ||
არ არის სერიული. ბაზად დიდგორი 2-ის განახლებული მოდიფიკაციაა აღებული. ტურელის მაგივრად დისტანციური მოდული იყო მათზე გათვალისწინებული თუმცა, როგორც ჩანს, სახურავი გადაკეთებულია ტურელისთვის. უკანა ლუქი "რადნოია" ტურელის წინ ლუქი მეომრიდანაა. ცხვირი პირველად მედევაკზე დაყენდა, მერე მეომარზე და მერე საბაზო დიდგორზეც გადმოინაცვლა. ოთხი კარი დიდგორი მეომრის გარდა არცერთ მოდიფიკაციას არ აქვს ავტომობილზე ასევე გამოყენებულია ორ შრიანი ჯავშანი, რაც ასევე არაა დამახასიათებელი საბაზისო მოდელისთვის კიდევ არის წვრილ-წვრილი დეტალები... მოკლედ, ფორსაჟში მონაწილეობის მისაღებად შექმნილი ავტომობილია. |
Posted by: t-90 23 Aug 2019, 23:37 |
დარწმუნებული ხართ რო დიდგორია ბრადცი? |
Posted by: Zuka911 24 Aug 2019, 00:56 |
t-90 აბა ტ-72 ეგ არ ჩანს და სხვა რა უნდა იყოს |
Posted by: t-90 24 Aug 2019, 01:14 |
Zuka911 რაღაცა თავიანთი. |
Posted by: black hawk 28 Aug 2019, 13:06 |
შეიძლება დიდგორის რომელიღაც შუალედური არასაბოლოო ვარიანტია და ეგ გამოაგორეს |
Posted by: narmonana 28 Aug 2019, 15:57 |
დიდგორია და უფასო რეკლამას უკეთებენ მამენტ ყველა დიდგორს ისეთი ვიდი აქვს,ფორსაჟებში და მისთანებში უნდა მონაწილეობდეს სულ |
Posted by: mamukasokhumeli 28 Aug 2019, 21:06 | ||
გარეგნობა,შეხედულება...მშობლიურ მიწას ვერ ვიცავთ,მშობლიური ენა მაინც დავიცვათ |
Posted by: kanian_U 2 Sep 2019, 16:45 |
მე მეჩვენება თუ დელტას ჟილეტები რაღაც უხერხულად აცვიათ ჯარისკაცებს? |
Posted by: ignorant 4 Sep 2019, 21:26 |
სასურველია, აი, ამ მიმართულებით ვმუშაობდეთ. პოლონელების პერსპექტიული ტანკსაწინააღმდეგო სისტემა, "ბრიმსტოუნის" რაკეტებით. როგორც წერენ, 12 კმ-ზე შეუძლია ჯავშანტექნიკის განადგურება. |
Posted by: mamukasokhumeli 4 Sep 2019, 22:56 |
"ბრიმსტოუნის" რაკეტები საჰაერო ბაზირების არაა(ისე კი იქნებოდა კარგი სუ-25 რომ შეიძლებოდეს მისი დაყენება)? |
Posted by: Zuka911 4 Sep 2019, 23:03 | ||
სიმართლე რო ითქვას ამერიკული ჟილეტები ბევრად სჯობს ჯერ ჯერობით, ბეეევრად კომფორტულია. ჩაფხუტებზე იგივეს ვერ ვიტყვი, საკმაოდ კარგი ჩაფხუტებია. |
Posted by: ignorant 4 Sep 2019, 23:27 | ||
mamukasokhumeli
როგორც ჩანს "ასწავლეს" ხმელეთიდან გაშვებაც (როგორც ამერიკელებმა "ჰელფაერს"), რამაც რათქმაუნდა ეფექტური მოქმედების მანძილი მნიშვნელოვნად შეამცირა. თუმცა 12 კილომეტრიც მშვენიერი მანძილია. სუ-25-დან კი 20 კმ მანძილი მაინც ექნებოდა ("ბრიმსტოუნ" 1-ს) და ახლო მოქმედების ჰსთ სისტემების მოქმედების ზონაშიც არ შევიდოდა. როგორც ეტყობა პოლონეთისთვის "დახურული კარები" არ არსებობს თანამედროვე შეიარაღების შესყიდვის კუთხით. |
Posted by: IKIN 5 Sep 2019, 01:52 | ||
სამიზნეს როგორ პოულობს - ვთქვათ 10 კმ -ზე? |
Posted by: ignorant 5 Sep 2019, 08:16 | ||||||
სავარაუდოდ ამის მეშვეობით (ჩემი აზრით). * * *
https://on.ge/story/42910-%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%99%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%A6%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%91%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%A7%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%90-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%98%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%A6%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%AC%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90-%E1%83%A3%E1%83%9C%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%95%E1%83%98%E1%83%AC%E1%83%A7%E1%83%9D%E1%83%97-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1 რას ფიქრობთ? |
Posted by: ZetaIota 5 Sep 2019, 12:10 |
ეს რამე ახალი გააკეთეს ჩვენებმა ? |
Posted by: zindiosama 5 Sep 2019, 12:23 |
ტყვიის საწარმოს მშენებლობის შესახებ პროექტი მქონდა, რაც უნდა გავაკეთოთ და დავიწყოთ ყველა სახის იარაღის წარმოება, ბირთვულის გარდა" 12:05 05.09.2019 "ტყვიის საწარმოს მშენებლობის შესახებ პროექტი მქონდა, რაც უნდა გავაკეთოთ და დავიწყოთ ყველა სახის იარაღის წარმოება, ბირთვულის გარდა" თავდაცვის მინისტრობის კანდიდატი ირაკლი ღარიბაშვილი ტყვიის საწარმოს მშენებლობის ინიციატივით გამოდის. აღნიშნულ ინიციატივაზე ღარიბაშვილმა ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი მთავარი ოცნება არის საქართველოში სამხედრო მრეწველობის აღორძინება და განვითარება. „ჩვენ გვაქვს უდიდესი გამოწვევა - ეს არის ჩვენი ქვეყნის ოკუპაცია. ჩვენი ტერიტორიების 20% არის ოკუპირებული. ეს რა თქმა უნდა, პირველი სახის გამოწვევაა. ამ ფონზე მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენი ჯარი იყოს ძლიერი. რა თქმა უნდა, მე არ ვგულისხმობ იმას, რომ ჩვენი ჯარის გაძლიერება ვინმეს ან რაიმეს წინააღმდეგაა მიმართული. არამედ ჩემი სურვილი - სამხედრო მრეწველობის განვითარება, ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ყოველწლიურად მხოლოდ თავდაცვის სამინისტრო რამდენიმე ათეულ მილიონს შეიძლება ხარჯავდეს, ისევე როგორც სხვა სამინისტროები, შსს თუ სხვა, თუნდაც ტყვია-წამლის შეძენაში, რაც ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა. ჩემი ჯერ კიდევ მინისტრობის და შემდეგ პრემიერ-მინისტრობის დროს, ერთ-ერთი მთავარი პროექტი მქონდა ტყვიის საწარმოს მშენებლობა საქართველოში. მე ვფიქრობ, ეს უნდა გავაკეთოთ ჩვენ და უნდა დავიწყოთ დღესვე და რა თქმა უნდა, ყველა სახის იარაღის წარმოება, გარდა ბირთვულის. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ამას შევძლებთ“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. http://geotimes.ge/index.php?m=5&news_id=68981&lng=geo&fbclid=IwAR1kCunhjthjcZ7yBWUbxKjzuS5gJy0ACREixjl15Q-ujoMkEmCCKO4L0NA |
Posted by: კუსლარხევი 5 Sep 2019, 13:22 | ||
მიდით ოღონდ, საქმე ლაპარაკის ნაცვლად |
Posted by: mamukasokhumeli 5 Sep 2019, 15:20 | ||||
პოლონელებმა ახალი ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსი შემქნეს "პირატი" უკრაინულ საწარმოო "ლუჩთან" თანამშრომლობით და ახლა ცდიან...
რას ვფიქრობ და...მადლობა ღმერთს!მადლობა ღმერთს იმისათვის მაინც,რომ ეს საკითხი დადგა და ვიღაცამ ხელისუფლებაში ეს თქვა!საქმე იქეთ იყოს და სიტყვაც კი არ ისმოდა აქამდე.მოკლედ ყოჩაღ ჰაკიმ ფაშა!ახლა საქმეც თუ მოაყოლე,მაშინ საშამპანურედ გავქვს საქმე. მაგრამ:როცა ვაზნების წარმოებაზე ვსაუბრობთ,მაშინ ფერადი მეტალურგიის აღდგენა თუ შემქნაზე უნდა ვიზრუნოთ საჭირო დონეზე ისევე,როგორც ქიმიურ წარმოებაზეც.ასე რომ კომპლექსური მიდგომაა საჭირო.ხარისხიანი ვაზნების წარმოება არა მგონია ადვილი საქმე.ძალიან დიდიებული თუ მოვაბით თავი |
Posted by: zindiosama 5 Sep 2019, 16:11 |
"უნდა მოვამზადოთ რეზერვი, 785 000 მამაკაცი არის 18-დან 50 წლამდე" "პრესა.ჯი" 13:40 05.09.2019 უნდა მოვამზადოთ რეზერვი, დაახლოებით 785 000 მამაკაცი არის 18-დან 50 წლამდე , - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე თქვა, სადაც მინისტრობის კანდიდატებს მოუსმინეს. „გუშინ მოვიძიე ინფორმაცია, რაოდენობა გამოვითხოვე, პირობითად 18-დან 50 წლამდე მამაკაცების, აღმოჩნდა, რომ ჩვენ გვაქვს უზარმაზარი პოტენციალი და რესურსი, ჩვენი მთავარი პრობლემაა რესურსების არ და ვერ გამოყენება, სწორედ ამ რეფორმის ფარგლებში, ჩვენ უნდა გავნვსაზღვროთ, კარგად წარმოვიდგინოთ, თუ როგორ უნდა მოვამზადოთ რეზერვი, დაახლოებით 785 000 მამაკაცი არის 18-დან 50 წლამდე. ჩვენ თუ ამას იმგვარად დავაორგანიზებთ, რომ ეტაპობრივად, დავუშვათ, ავიღოთ ათწლიანი პროგრამა, ათი წლის განმავლობაში გადავამზადებთ სწრაფი, რეალური და სრულყოფილი კურსებით, რამდენიმე შეიძლება იყოს ექვსთვიანი კურსი, შეიძლება იყოს ცხრათვიანი ან ეტაპობრივად იყოს რამდენიმე წელზე გაწერილი, რამდენიმე წელში ჩვენ მივიღებთ მილიონამდე მომზადებულ ადამიანს. ეს არის ჩვენი ქვეყნის რესურსი, რომელიც, რა თქმა უნდა, უნდა გამოვიყენოთ სწორად“, - თქვა ღარიბაშვილმა. https://presa.ge/?m=politics&AID=77265 |
Posted by: ignorant 5 Sep 2019, 16:22 | ||||||
არ იქნება პრობლემა. სპილენძს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ჩვენს საექსპორტო პროდუქციაში. აი ტყვიის (ლითონის) აქ წარმოებას კი ჯობია შემოვიტანოთ (ჩემი აზრით), ისედაც დაბინძურებულია ჩვენი ნიადაგი ტყვიით.
აი დენთის წარმოებაა ჩემი აზრით რეალური გამოწვევა ამ ეტაპზე. .............
წელიწადში 100 000 კაცის გადამზადება - წარმოუდგენელია. ჯობია წელიწადში 5 000-ს ვამზადებდეთ და ხარისხიანად. |
Posted by: narmonana 5 Sep 2019, 16:35 | ||
აი შიგ რო ექნება ადამიანს,საიდან უნდა გამოაძროს ფულები სამაგისოო სავალდებულოს ბიჭებს არ ამზადებენ,მილიონი კაცი უნდა რომ გაწვრთნას |
Posted by: zezva43 5 Sep 2019, 16:41 | ||
ZetaIota
დიდგორი მედევაკია ინდონეზიისთვის განკუთვნილი მოდიფიკაციაა |
Posted by: hermes555 5 Sep 2019, 16:53 | ||
2008 წლის მერე 11 წელი გავიდა და რეზერვის საქმე არც კი დაძრულა რეალურად, კონცეფციაც კი არ გვაქვს რეალურად რა მილიონი კაცის მომზადება 12 000 კონტრაქტორისათვის ვერ მიგვიხედია ... |
Posted by: kanian_U 5 Sep 2019, 19:15 | ||
hermes555
მოიცა, მეტი არა ? მე 18 რატომ მახსოვდა. კაი ეხლა, ღარიბას სერიოზულად როგორ ღებულობთ :დ |
Posted by: mamukasokhumeli 6 Sep 2019, 00:28 |
სამხედრო-სამრეწველო კომპლექსთან რა შუაშია რეზერვისტები და გაწვევა?სამხედრო-სამრეწველო კომპლექსზეც თქვა რაღაცეები ზოგადად და იმაზე ვილაპარაკოთ ამ თემაში |
Posted by: kanian_U 6 Sep 2019, 16:01 |
ფორსაჟიდან . |
Posted by: tornike71 7 Sep 2019, 07:44 |
თურქებმა ფრთოსანი რაკეტები გამოსცადეს რომელსაც ბუნკერების განადგურება შეუძლია,ჩვენ მაგარ ტრ......... ვართ ისევ. |
Posted by: zindiosama 8 Sep 2019, 13:11 |
ხალხო, მოდით გულზე ხელი დავიდოთ: აქვს კი საქართველოს რეალურად სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის განვითარების პოტენციალი? თუ მისი განუვითარებლობა მხოლოდ ქოცების უვიცობის ბრალია? |
Posted by: ignorant 8 Sep 2019, 14:33 | ||
მასშტაბებს გააჩნია, ასევე ნაწარმის ნაირსახეობას და რაოდენობას. აგერ, უკრაინაში 80 000-ზე მეტი ადამიანი ყავს უკრაინის სამხედრო სამრეწველო კომპლექსს დასაქმებული. ჩვენ სულ მცირე ამის 10% მაინც შეგვიძლია. ტყვია-წამლის წარმოებას შევძლებთ. ცეცხლსასროლი იარაღის წარმოებასაც შევძლებთ. ნაღმტყორცნებს და ყუმბარმტყორცნებს ახლაც ვუშვებთ. მართვად ტანკსაწინააღმდეგო სისტემებსაც უნდა გავართვათ თავი მონდომების შემთხვევაში. და რით არ იქნება ეს სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი? |
Posted by: zindiosama 8 Sep 2019, 15:00 | ||
ignorant
და საზენიტოებს? |
Posted by: ignorant 8 Sep 2019, 15:22 | ||
ეგ ყველაზე რთული უნდა იყოს. თუ გავითვალისწინებთ, რომ მხოლოდ ერთეული ქვეყნები აწარმოებენ საზენიტო-სარაკეტო სისტემებს. |
Posted by: tornike71 8 Sep 2019, 16:36 |
სახელმწიფო პოლიტიკა არ არსებობს თორემ ბევრ რამეს ჩვენი ჯარისთვის აქ დავამზადებდით,უკვე წლებია ასე გრძელდება და რამხელა დროს ვკარგავთ,ძალიან სამწუხაროა რაც ხდება. |
Posted by: zindiosama 8 Sep 2019, 16:57 | ||
tornike71
ანუ თქვენი აზრით ეს ქოცების უვიცობის ბრალია და არა პოტენციალის არარსებობის? |
Posted by: tornike71 8 Sep 2019, 17:36 |
არამარტო ქოცების,არც ნაცები იზავდნენ რამეს,უბრალოდ აპიარებდნენ ისინიც ზედმეტად ეგ იყო და ეგ,საზოგადოების ბრალიც არის,ხალხში მოთხოვნა არ არის საერთოდ რომ ძლიერი ჯარი გვყავდეს,ყველას ყველაფერი ჰკიდია, საომარ მდგომარეობაში მყოფი ქვეყანა სწორედაც უნდა ზრუნავდეს რომ ეროვნული წარმოება ჰქონდეს,თუნდაც მარტო ტყვიები და ჩაფხუტები ვაწარმოოთ,აქ არ არსებობს უბრალოდ პოლიტიკა,ვერც იარსებებს სანამ ეროვნულად მოაზროვნე მთავრობა არ გვეყოლება. |
Posted by: Zuka911 9 Sep 2019, 02:07 |
საინტერესოა "თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა სპეციალიზებული სწავლება დაასრულეს საქართველოს თავდაცვის ძალებისა და სსსტც „დელტას“ წარმომადგენლებმა სპეციალიზებული სწავლება დაასრულეს, რომელიც დენთების სტაბილურობის დადგენის მეთოდების შესწავლას ისახავდა მიზნად. მონაწილეებს შესაბამისი სერტიფიკატები საქართველოს თავდაცვის ძალების უფროსმა, გენერალ-ლეიტენანტმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ და ავსტრიის ელჩმა არად ბენკომ გადასცეს. 2-კვირიანი სპეციალიზებული კურსი სტაციონალურ ქიმიურ ლაბორატორიაში და საველე პირობებში წარიმართა. ავსტრიულმა მხარემ სწავლებისთვის საჭირო სპეციალური ხელსაწყოები, სხვა საჭირო ქიმიურ ნივთიერებებთან ერთად, თავდაცვის სამინისტროს უსასყიდლოდ გადასცა. საბრძოლო მასალების შენახვის დეპოების მენეჯმენტის პროექტი ავსტრიის ფედერალური თავდაცვის სამინისტროს აქტიური მხარდაჭერითა და პრაქტიკული დახმარებით 2019 წლის დასაწყისიდან ხორციელდება. პროგრამა საბრძოლო მასალების შენახვის დეპოების თანამედროვე სტანდარტებით მართვისთვის აუცილებელი ცოდნისა და პროცედურების, ასევე, ვადაგასული საბრძოლო მასალების ტესტირებისთვის აუცილებელი ცოდნისა და ტესტირების საშუალებების გადმოცემას ითვალისწინებს." |
Posted by: mamukasokhumeli 9 Sep 2019, 10:35 | ||
"ხალხს სახედარი და ცხენი უნდა უძახო.ადვილად იჯერებენ ამას.ოღონდ...შეფარვით". არქიპო სეთური "დათა თუთაშხია" ჰო და ჩვენც გვაჯერებენ და ჩვენც გვჯერა,რომ არაფერი გამოგვივა,ვერაფერს ვერ შევძლებთ,არაფერი არ შეგვიძლია და ა.შ.არა და თვითმფრონავებს,ელმავლებს და გემებს ვაშენებდით,მანქანებსა და ჩარხებს ვუშვებდით,მეტალურგიული და ქიმიური კომბინატები გვქონდა და ა.შ.სხვა საკითხია,რომ ვთქვათ ციტრუსებით,ხილით,გაიშნიკობით,ტაქსისტობით,ძაღლობით,მამაძაღლობით და ა.შ. უფრო მეტ მნაყუთს ვღუნავდით პიროვნულ დონეზე და გვეკიდა ფაქტიურად.მეტალურგიულზე,ან გეოლოგიურზე ქუდი რომ შეგეგდო,არავინ შედიოდა.სხვა ხელობებზე შევდიოდით,მაგრამ უბრალოდ დიპლომისათვის,მერე ძაღლობ აში,ან სხვა სფეროში მოვმჯდარიყავით და ა.შ. დრო დავკარგეთ უდაოდ და კიდევ ვკარგავთ,მაგრამ სჯობს გვიან ვიდრე არასდროს |
Posted by: zindiosama 9 Sep 2019, 12:28 | ||||
და თუ ხალხს ყველაფერი კიდია ეროვნულად მოაზროვნე მთავრობა საიდან მოვიყვანოთ? mamukasokhumeli
კაია მართლა ეგრე რო ყოფილიყო მარა გული მიგრძნობს რო არასდროს იქნება ზუსტადაც |
Posted by: mamukasokhumeli 9 Sep 2019, 22:18 | ||
zindiosama
ახლა ეგ რომ არ გეთქვა,მაშინ რაღა ზინდი იქნებოდი |
Posted by: misha-htc 14 Sep 2019, 11:15 |
https://www.facebook.com/PGIPH/photos/pcb.751535118597100/751533955263883/?type=3&theater&ifg=1 ესენი ვინ არიან ვინმემ იცით? ვალიკოს მი 2 ზე რომლითაც ის ჰოლანდიურ ქათმებს დაატრევდა თბილისიდან თელავში ნახე რა შეიარაღება ჩამოუკიდიათ პოლონელებს )))) მარა საქართველო რა შუაში იყო ვერ გავიგე და იქნებ ვინმემ იცოდეთ აქ რა ხდება. |
Posted by: xDavid_S 14 Sep 2019, 11:39 |
misha-htc გვთავაზობენ მაგრამ ჩვენები უარზე არიან = ვაიპერები გვირჩევნია'ო |
Posted by: misha-htc 14 Sep 2019, 11:48 |
xDavid_S კაი გემოვნება ჰქონიათ ჩვენებს. რატო აპაჩი არაო? |
Posted by: zindiosama 14 Sep 2019, 12:30 | ||
და ვინ გვთავაზობს, პოლონეთი? პ.ს. - ისე მაგ კლასის უფო ბლეკ ჰოუკია და არა ვაიპერი |
Posted by: Tank Ace 14 Sep 2019, 12:56 | ||
მოდერნიზებული სატრანსპორტო ვერტმფრენი კი არის მაგრამ კლასი სადღაც შუაშია ჩემი აზრით,მოდერნიზებული ჩინური z9-ების სტილში. P.S. mi2-სგან აღარაფერია დარჩენილი. |
Posted by: zzz77 14 Sep 2019, 14:07 |
სულ არარაობას კი ჯობია.უბრალოდ ტურელზე დიდი ალბათობით 7,62 ია და სუსტია ძაან |
Posted by: Zuka911 14 Sep 2019, 14:45 |
misha-htc მი2 არ არის ეგ, რაღაც პოლონურია, პოლონეთში იწყობა. |
Posted by: misha-htc 14 Sep 2019, 15:29 |
Zuka911 მი 2 ია პოლონური. |
Posted by: Zuka911 14 Sep 2019, 15:31 |
misha-htc ეს არ არის? https://en.wikipedia.org/wiki/PZL_W-3_Sok%C3%B3%C5%82 |
Posted by: misha-htc 14 Sep 2019, 15:37 |
Zuka911 https://ru.wikipedia.org/wiki/PZL_Kania ამის მოდერნიზებული და შეიარაღებული ვარიანტია რა )) |
Posted by: xDavid_S 14 Sep 2019, 17:48 | ||||
ეს უფრო მარტივი ასათვისებელია'ო
ჩვენებს სუფთა მოიერიშე შვეულმფრენი სჭირიათ = შესაბამისად ვაიპერზე შეაჩერეს არჩევანი ამას აჯობა |
Posted by: t-90 14 Sep 2019, 18:59 | ||||
xDavid_S
ვინმე აძლევთ?
და მი8ებს რო გაუყვანეს ყავლი იმის შესაცვლელად არაფერიო? |
Posted by: xDavid_S 14 Sep 2019, 23:24 | ||||
როცა დააპირებენ, უკვე იციან რა უნდათ = ძალიან წინ გადადგმული ნაბიჯია
პირველ ეტაპზე უპირობოდ ვენომ-ები = წყვილში კარგად ეხამებიან ერთმანეთს |
Posted by: hermes555 14 Sep 2019, 23:46 |
ვინმე რამეს გვაძლევს? ახალი ამბავია? |
Posted by: xDavid_S 15 Sep 2019, 00:04 |
APKWS II |
Posted by: t-90 15 Sep 2019, 00:44 | ||||
xDavid_S
რაც უნდათ კარგი რამეა მაგრამ რასაც მისცემენ ის უნდა აიღონ წესით. თორე მასე რაც მინდა კარგია.
ცოტა ძვირი სიამოვნება ხო არაა? |
Posted by: tornike71 15 Sep 2019, 09:05 |
რაიმე აფიცილური ინფო არის რომ აქედან რომელიმეს ვყიდულობთ?მე ძალიან მეეჭვება ამათმა რამე იყიდონ,რასაც ვუყურებ კლოუნები არიან თავდაცვის სამინისტროში დასაქმებულები მაღალ თანამდებობებზე,თან იმას ყიდულობენ რაც თვითონ უნდათ და არა იმას რაც ჯარს სჭირდება,ამის მაგალითები ოხრად გვაქვს. |
Posted by: Tank Ace 15 Sep 2019, 11:27 |
ვაიპერი ტოპ კლასია...მაგრამ ბაჰრეინს დაუჯდა 12 ცალი მილიარდი დოლარი თავისი სათადარიგოებით და შეიარაღებით. გვაქვს ამის თავი ? წესით კი უნდა გავისროლოთ 10 წელიწადში ერთხელ მაინც მილიარდი დოლარი ამდენივე მეოთხე თაობის ავიაგამანადგურებლებიც სადღაც მასე დაჯდება,რომელი ჯობია ცალკე საკითხია. |
Posted by: saxlshiromixvaldareke 15 Sep 2019, 12:02 | ||
Tank Ace
240 მილიარდი დაუჯდათ https://thedefensepost.com/2019/02/08/bell-helicopters-ah-1z-viper-bahrain-240-million/ |
Posted by: misha-htc 15 Sep 2019, 12:54 | ||||
კი! უდაოდ წინ გადადგმული ნაბიჯია თუ ეგრეა ისე კი ჩემი საყვარელი დამრტყმელი ვერტუშკა სწორედ ვაიპერია და საყვარელი ტრანსპორტნიკი ბელ 412. ორივე ერთად ერთ სურათზე მაგრა გამოიყურება. იდეალური იქნებოდა ჩვენთვის . saxlshiromixvaldareke ცოტა დაუკელი 240 მილიარდათ კომპანია ბელს იყიდდნენ და ცოტა ფულიც დარჩებოდათ ( რამდენიმე ათეული მილიარდი) ნი ტო შტო 12 ტარტალიოტს ეგ თანხა საფრანგეთის, გერმანიის რუსეთის და ბრიტანეთის წლიური სამხედრო ბიუჯეტის ჯამზე მეტია ნიხუია სიბე ბაჰრეინი! |
Posted by: saxlshiromixvaldareke 15 Sep 2019, 14:39 |
მილიონი უნდა დამეწერა |
Posted by: Tank Ace 15 Sep 2019, 17:37 | ||||
იმავე სტატიაში წერია : " The U.S. Navy awarded Bell Helicopter Textron a $240 million contract modification to manufacture and deliver 12 AH-1Z attack helicopters to Bahrain, the U.S. Department of Defense said. The U.S. approved the sale of 12 AH-1Z Viper helicopters to Bahrain in April 2018 at an estimated cost of $911.4 million including missiles and related equipment." კონტრაქის სავარაუდო ფასი - 911.4 მილიონი. ის 240 რაც არის ნახსენები მერე დაამატეს. https://en.wikipedia.org/wiki/Foreign_Military_Sales ის საფუძველზე დააფუნანსეს BELL სერვისის გასაწევად.(ეს ფასიც იდეაში ბაჰრეინელების გადახდილია) |
Posted by: zindiosama 16 Sep 2019, 15:02 | ||
xDavid_S
და მეორე ეტაპზე? ბლექ ჰოუკები? |
Posted by: аnderson 16 Sep 2019, 17:05 |
გაუმარჯოს ბიჭებს Flare gun-ს ქართულად რა ჰქვია ხომ არ იცით? |
Posted by: ignorant 16 Sep 2019, 17:38 | ||
аnderson
თუ ე.წ. რაკეტნიცაა, ალბათ ასე ქვია: რაკეტის სასროლი პისტოლეტი. ყოველ შემთხვევაში, ლექსიკონში ასე უწერიათ. http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=9&t=101823 |
Posted by: аnderson 16 Sep 2019, 18:27 |
ignorant არ ვიცი, წითელ სიგნალს რომ ისვრის მაგაზე ვამბობ. ეგაა რაკეტნიცა? :დ |
Posted by: ignorant 16 Sep 2019, 18:46 | ||
аnderson
კი. ეგაა. |
Posted by: saxlshiromixvaldareke 16 Sep 2019, 23:56 |
Tank Ace გამოდის რომ ვაიპერები უბრალოდ ოცნებაა ჩვენთვის. უპილოტო ვერტმპრეფნის რა ისმის? |
Posted by: Tank Ace 17 Sep 2019, 00:09 | ||
კაცი გამოძებნის ამ მილიარდ დოლარს მაგრამ 12 ვაიპერში ამის დახარჯვა რავიცი...იმდენი ალტერნატივაა 1 მილიარდი დოლარის დახარჯვის რო,ჩემი აზრით არც უნდა ვიყიდოთ,გემსაწინააღმდეგო იარაღი,ფრთსოანი/ბალისტიკური რაკეტები გვჭირდება და ბრიგადების დამატება.(+ჰსთ დაღეჭილი თემაა) |
Posted by: murza 17 Sep 2019, 00:48 |
წლების განმავლობაში ერთი და იგივე განწყობა მხვდება არსენალზე,- ეს დაგვხატავდა, ის ვიყიდოთ, ეს უნდა მოვაცემინოთ და ა.შ. მე ხვანაირად ვსვამ კითხვას. პირობა: 1. ერთ წელიწად-წელიწად ნახევარში გაჩაღდა კონფლიქტი, სადაც ბევრი მხარე მონაწილეობს და ვისი ვისაშია ვერ გაარკვევ. ინტენსივობა იმგვარია, რომ ქვეყნის რაღაც ნაწილს ვაკონტროლებთ და მტერი ჰიბრიდულად მოქმედებს. ტერიტორიის რაღაც ნაწილი დაიკავა, რაღაცა ჩვენ გვრჩება. 2. სატრანსპორტო გასასვლელი აღარსად აღარ გვაქვს, ან შიგადაშიგ და ისიც ჰუმანიტარულ ტვირთებს თუ ვღებულობთ. 3. არავინ იარაღს არ გვაძლევს, დიდი გაჭირვებით თუ ვიშოვით რაღაც მასალებს. 4. მოსახლეობა თვალდათვალ ხედავს ბრძოლის აუცილებლობას, იმიტომ, რომ ჰიბრიდულ ამბავში მრავალრიცხოვანი ირეგულარები ყველა დას. პუნქტს უქმნიან საფრთხეს და მათთან რამენაირი მოლაპარაკება არ გამოდის. %. დავუშვათ, რომ სასურსათო მხარე მოგვარებული გვაქვს (დავუშვათ თქო!) _______________________________________________________________________________ ამოცანა: 1. რა მინიმალური მარაგები (მასალები, დანადგარები) უნდა ვიშოვოთ ახლავე, რომ ნახევრად კუსტარულად მაინც შევძლოთ რაიმეს წარმოება. 2. კერძოდ რისი გაკეთება მოგვიწევს, რა დაგვჭირდება უფრო მეტად, რას შევძლებთ უკეთ. ქართულ საზოგადოებაში რაიმე სერიოზული კითხვის დასმა არ მოსულა. აქ ხომ ყველა სერიოზულ კითხვაზე დაახლოებით 15 ასაკიდან უკვე დამოუკიდებლად უნდა გქონდეს პასუხი. მარა ეცადეთ სერიოზულად მოეკიდოთ ამ კითხვებს. თუ პირობები არ მოგწონთ, უბრალოდ დააიგნორეთ, არანაირი აზრი არა აქვს იმაზე კამათს, თუ რამდენადაა ეს ვარიანტი შესაძლებელი და აშ. |
Posted by: t-90 17 Sep 2019, 07:40 | ||||||
murza murza
რავი. იდეაშI მსუბუქი შეიარაღება უნდა გვქონდეს დამარაგებული ამუნიცია უნდა გვქონდეს საარტილერიო ჭურვების დონეზ ე(ნუ ნაღMმტყორცნების მაინც)
რპგები ნაღმმტყორცნები მისი ჭურვები ცეცხლსასროლი იარაღი. ტანკების რეშოტკები. სვა დაბალტექნოლოგიური მომენტები. Tank Ace
ხო ეს ცხადია ესე უნდა იყოს. xDavid_S სოკოლის ფასი რაა? |
Posted by: xDavid_S 17 Sep 2019, 09:28 | ||
მინიმუმ 10-12 ლიმონი |
Posted by: t-90 17 Sep 2019, 14:29 | ||
xDavid_S
ნუ ვაიპერებთან შედარებით კარგა იაფი ყოფილა. |
Posted by: ignorant 17 Sep 2019, 18:42 |
თბილავიამშენის’’ 120-მდე თანამშრომელმა დღეს კომპანიისგან რამდენიმეთვიანი სახელფასო დავალიანების ანაზღაურება მოითხოვეს. გაფიცულების განმარტებით, ისისი არ აპირებენ მუშაობის გაგრძელებას მანამ, სანამ კომპანია დაკისრებულ ვალდებულებას არ შეასრულებს. აქციაზე ხმაური კომპანიის დირექტორის ირაკლი გოგიბერიძის გამოჩენამ და როგორც აქციის მონაწილეებმა აღნიშნეს, მორიგი დაპირებების გაცემამ გამოიწვია. გაფიცულ თანამშრომლებსა და სიტყვით გამოსულ დირექტორს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. https://fortuna.ge/fortuna/post/gaficva-khelfasis-motkhovnit-da-sityvieri-dapirispireba-tbilaviamshenshi ეს რომელი ნაწილია "თამ"-ის, სახელმწიფო თუ პანტიკოსი? |
Posted by: Janiashvili 27 Sep 2019, 03:51 |
ისე აზერული ინდუსტრია წინ წავიდა დელტაზე ბევრად, ჰო? ჯერ კიდევ 2017-ში 200 თუ 120 მლნ მოგება ქონდათო |
Posted by: ignorant 28 Sep 2019, 19:36 | ||
მაგისთვის სპეციალურად სამინისტროც კი შექმნეს - აზერბაიჯანის თავდაცვის მრეწველობის სამინისტრო. https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%90%E1%83%96%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%91%E1%83%90%E1%83%98%E1%83%AF%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A1_%E1%83%97%E1%83%90%E1%83%95%E1%83%93%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A1_%E1%83%9B%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%AC%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1_%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%9D |
Posted by: gugusha-l 28 Sep 2019, 21:50 |
რამდენადაც მე შეხება მქონია აზერბაიჯანელებთან. და მითუმეტეს სახელმწიფო სექტორში ძალიან მეეჭვრბა რომ მაგათ რამე რეალური წარმატება ქონდეთ სამხედრო ინდუსტრიაში. |
Posted by: t-90 29 Sep 2019, 02:46 | ||
ებრაული პონტებია მანდ. ბაქოელ ებრაელების ფულის ჭრის მომენტი. |
Posted by: ignorant 30 Sep 2019, 23:02 |
ამ ჭკვიან ხალხს თუ შეუწყობს დელტა ხელს, კარგი იქნება. სრულმასშტაბიანი საცდელი აპარატის დამზადება უჭირთ უფინანსობის გამო. |
Posted by: funker 9 Oct 2019, 22:38 |
დელტას სთორი ნახეთ(FB or IG), არ გამაზოთ |
Posted by: ignorant 19 Oct 2019, 23:00 |
ნატომ სამხედრო ტექნიკა გადმოგვცა. ესაა ბიჯო ტექნიკა?! დელტასგან მაინც იყიდონ და ისე გადმოგვცენ. |
Posted by: tornike71 20 Oct 2019, 08:51 |
რა სირცხვილია,გუშინ ტელეს ვუყურებდი და ზუსტად ეგრე გამოაცხადეს,გამიხარდა რაცხა ხდება მეთქი და რას ვხედავ ჯიპები,მიკროავტობუსი თურმე სამხედრო ტექნიკა ყოფილა,ძალიან კარიჩნში ვართ უკვე და ერს ფეხებზე ჰკიდია. |
Posted by: zindiosama 27 Oct 2019, 17:54 |
ignorant tornike71 მერე მოდი და ნუ გაიკვირვებ ხალხი ბაბაიაგა ირმას რო გულშემატკივრობს ეგეთი "მოკავშირეების" გადამკიდე |
Posted by: otokarcobra 27 Oct 2019, 18:40 | ||
ეს ღარიბაშვილი სუფთა ###ა. ყველაზე უუნარო ტიპია მთელ ქვეყანაში. მაგის ხელში მარშუტკა რო გვაჩუქეს ეგეც მადლია |
Posted by: zezva43 27 Oct 2019, 21:21 | ||
ყველამ იცის რომ ღარიბაშვილი არის რუსეთის აგენტი და ვირთხა! |
Posted by: otokarcobra 28 Oct 2019, 02:16 | ||||
მთლიანი ოცნება მაგათი პროექტია ეგ ხო ორჯერ ორია. |
Posted by: კუსლარხევი 29 Oct 2019, 10:32 | ||
სამხედრო ტექნიკას ხედავენ რო მაინც არ გჭირდება ამიტომ ჯიპებს გჩუქნიან ჩინოვნიკებმა ცქელი საჯდომები რო რბილად ჩადონ |
Posted by: zezva43 21 Nov 2019, 19:14 |
https://bpi.ge/%E1%83%93%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%A2%E1%83%90-31-%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%98-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%AE%E1%83%94%E1%83%93%E1%83%A0/?fbclid=IwAR3Xd6oWF6b6KwGWy8NbWd-MiaQdQ0HMqW7R6LlolL8zFFAGaT4_soXaspo “დელტა” 31-ე ქარხანაში სამხედრო დანადგარებისთვის ჩარხებს აღადგენს თბილისი (BPI) – “დელტა” საავიაციო ქარხანაში სტრატეგიული მნიშვნელობის ჩარხ-დანადგარებს აღადგენს. ეროვნულ სამხედრო-სამრეწველო მიმართულების, მათ შორის სახმელეთო და საავიაციო მანქანათმშენებლობა. „დელტა“ 31 ქარხნის ტერიტორიაზე ოპერირებს უზუფრუქტის ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც 2013 წლიდან გაფორმებული აქვს სს „თამ“ თბილავიამშენთან. ქარხნის ტერიტორიაზე საწარმოები გარემონტდა, მეტალურგიული, საშემდუღებლო, სახარატო სამუშაოები სრულყოფილად მიმდინარეობ. ჯავშანმანქანების ახალი საამწყობო საწარმო აშენდა. დიდი გაბარიტების დეტალების სახარატო დამუშავების საწარმო ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო პროექტებს მოემსახურება. 2010 წლამდე მწყობრიდან გამოსული ჩარხ-დანადგარების რემონტსაც აპირებს. რემონტის, მოვლა-პატრონობის ერთიანის გეგმის და ქონების მდგომარეობის შესწავლა კომისიამ დაიწყო. |
Posted by: zindiosama 22 Nov 2019, 18:36 | ||
დიდგორების წარმოების გაფართოებას აპირებენ? |
Posted by: zezva43 22 Nov 2019, 19:22 | ||
ალბათ |
Posted by: zindiosama 24 Nov 2019, 17:34 | ||||
და თვითმფრინავების გამოშვებას აღარ აპირებენ? თუ მოკვდა ეგ ამბავი? |
Posted by: mamukasokhumeli 26 Nov 2019, 16:51 | ||
როგორც წესი,ყველაფერზე მომავალ დროში საუბრობენ:"აშენდება","გაკეთდება",შეკეთდება" და ა.შ.აქ იძახიან გაკეთდა და აშენდაო უკვე...ვითომ? |
Posted by: RedShark 26 Nov 2019, 20:06 | ||||||
ეს ვინმემ მართლა დაიჯერეთ? |
Posted by: zindiosama 28 Nov 2019, 13:10 | ||
RedShark
მეც მეძნელება დაჯერება მაგრამ გუშინ უჩა გამოვიდა ძოძუაშვილი და დიდი გეგმები გვაქო: მოიერიშეების, შვეულმფრენების და სარაკეტო სისტემების გამოშვება-გარემონტებას ვაპირებთო |
Posted by: mamukasokhumeli 29 Nov 2019, 20:04 | ||||
ვააა...სად გამოვიდა?დადე აბა ლინკი,ვნახავთ |
Posted by: kanian_U 29 Nov 2019, 20:24 | ||||
ბევრი ინტერვიუ მახსოვს იგივე შინაარსით, მაგრამ არაფერი ჩანს. |
Posted by: sandrobandro 2 Dec 2019, 11:16 | ||||||
საკმაოდ კაი გამოსვლა ქონდა ბატონ უჩას, დამაიმედებელი როგორც წინა გამოსვლები. პოტენციალი ჩანს. |
Posted by: ignorant 2 Dec 2019, 12:17 | ||||||
სტელს ტექნოლოგიებია, არც უნდა გამოჩნდეს. |
Posted by: xDavid_S 3 Dec 2019, 16:31 |
*********************** |
Posted by: Zuka911 3 Dec 2019, 23:21 | ||
აშშ-ო? |
Posted by: mamukasokhumeli 4 Dec 2019, 01:05 | ||
ჰო რა... |
Posted by: STALKER-GG, 7 Dec 2019, 16:42 |
თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი „დელტაში“ იმყოფებოდა სადაც წარმოებულ პროდუქციას და საწარმოო პოტენციალს გაეცნო. თავდაცვის მინისტრის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს ქართული სამხედრო მრეწველობის განვითარება წარმოადგენს. ირაკლი ღარიბაშვილი „დელტას“ საწარმოში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავასთან ერთად იმყოფებოდა. მინისტრებმა ჯავშანტექნიკის საამქრო დაათვალიერეს და საექსპორტო პროდუქციის პერსპექტივები განიხილეს. ექსპორტის გარდა, ქართული წარმოების განვითარების მიზნით გარკვეული პროდუქციის შეძენის შესაძლებლობები განიხილება. თავდაცვის ძალები უკვე მოიხმარს ქართული წარმოების ჯავშანჟილეტებსა და ჯავშანჩაფხუტებს. ასევე აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა ქართული ტყვია-წამლის წარმოებასთან დაკავშირებით. საწარმო შეძლებს უმაღლესი სტანდარტის პროდუქციით უზრუნველყოს საქართველოს ძალოვანი სტრუქტურები როგორც საბრძოლო ასევე ფუჭი/სასწავლო ვაზნებით, რაც მკვეთრად დადებითად იმოქმედებს საქართველოს მზაობაზე უპასუხოს მის წინაშე მდგარ გამოწვევებს. ჯავშანტექნიკის საამქროში მინისტრებმა მრავალფუნქციური უახლესი მოდულური ჯავშანმანქანა „დიდგორი მეომარის“ სხვადასხვა მოდიფიკაცია, მათ შორის საპატრულო, სადაზვერვო, სამედიცინო საევაკუაციო ჯავშანმანქანა „დიდგორი მედევაკი“, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა რს-122, სხვადასხვა კალიბრის ნაღმმტყორცნები, დისტანციური მართვის საბრძოლო მოდული და სეტყვასაწინააღმდეგო სისტემები დაათვალიერეს. საჩვენებელ ტექნიკას შორის იყო „დელტას“ წარმოებული მრავალფუნქციური უპილოტო ვერტმფრენის პროტოტიპი, რომელზეც მუშაობა მიმდინარეობს. პროგრამა რამდენიმე ძირითადი ეტაპისგან შედგება და საბოლოო ჯამში ადგილობრივი ძალებით შემუშავებული ტექნოლოგიების საფუძველზე სამხედრო-სამოქალაქო დანიშნულების მრავალფუნქციური ვერტმფრენის შექმნას ისახავს მიზნად. საფრენ აპარატს, როგორც სადაზვერვო ოპერაციების ჩატარება, ისე ჰაერიდან საცეცხლე მხარდაჭერა მართვადი და უმართავი რაკეტებით შეეძლება. ირაკლი ღარიბაშვილმა „დელტაში“ ლაზერული ჭრის უბნის, ინსტრუმენტული და მზა ნაკეთობების საამწყობო საწარმოებიც მოინახულა და ახლადშეძენილი ხარისხის კონტროლისა და გამოწრთობის დანადგარები დაათვალიერა. |
Posted by: kanian_U 7 Dec 2019, 17:03 |
ვიდეოში რაც ცეცხლსასროლი იარაღი ჩანს, აქ არის დამზადებული თუ გამოწერილი ნაწილებითაა აწყობილი? https://www.kvirispalitra.ge/samkhedro-thema/31081-qdeltashiq-atsyobili-snaiperuli-shashkhana-delta-308-ebraul-galatz-ebs-jabnis.html |
Posted by: Zuka911 7 Dec 2019, 18:33 |
|
Posted by: ბიჭური 7 Dec 2019, 19:07 |
"Барьер-В"? ------------------- |
Posted by: Zuka911 7 Dec 2019, 21:17 |
ბიჭური სკიფს უფრო გავს თან სკიფები გვაქვს შეიარაღებაში და უფრო ლოგიკურია ეგენი დაეკიდებინათ |
Posted by: ignorant 7 Dec 2019, 21:25 |
[/QUOTE] მე მგონი, რაკეტის უკანა მხარე ძალზედ ახლოსაა ვერტმფრენის ძრავის ჰაერმიმღებთან. არსებობს რაკეტის გაშვების შედეგად წარმოქმნილი ნამწვის მოხვედრის საშიშროება. თუ სწორად მახსოვს, რუსებმა სწორედ ამ მიზეზით დაკარგეს რამოდენიმე ცალი მი-28. |
Posted by: xDavid_S 7 Dec 2019, 21:57 | ||||
ძოძუაშვილის სიტყვებია: "ეს არის Mock Up ანუ სად მივდივარ (!)" = ჯერ ძალიან მკუხეა და უამრავ სახეცვლილებას განიცდის Zuka911
სკიფიც იგივე (კომპანია "ლუჩ"-ის РК-2 სერიის) რაკეტებს იყენებს, რასაც Барьер-В = განსხვავება ძალიან მცირედია და ამ უკანასკნელ შემთხვევაში რაკეტას სახელად РК-2В აქვს = "В" ნიშნავს შვეულმფრენიდან გასაშვებ ვარიანტს მინისტრს რა აჩვენეს და რა ჩამოკიდეს "უპილოტო"-ზე არ ვიცი, მაგრამ საბოლოოდ, თუ ლუჩის რაკეტებზეა საუბარი, Барьер-В უნდა იყოს http://www.luch.kiev.ua/images/data/Luch_ru.pdf |
Posted by: Zuka911 8 Dec 2019, 15:15 |
დაფრინავს თურმე |
Posted by: xDavid_S 9 Dec 2019, 09:24 | ||
2 მეტრით აიწია ჰაერში და უკვე "დაფრინავს"? |
Posted by: guriets 9 Dec 2019, 15:39 |
დიდგორები ინდონეზიაში გომოჩდნენ Бронированная медицинская эвакуационная машина Bison, представленная индонезийской компанией Delima Jaya, и являющаяся грузинской бронированной медицинской эвакуационной машиной Didgori (AMEV) производства государственного военного научно-технического центра "Дельта" министерства обороны Грузии. Спереди машина сохраняет маркировку Delta. Октябрь 2019 года (с) Delima Jaya https://bmpd.livejournal.com/3866252.html |
Posted by: zezva43 9 Dec 2019, 15:53 | ||
კომენტარები თუ ნახეთ? იმენა ბოღმის ბუკეტები |
Posted by: RedShark 9 Dec 2019, 16:05 | ||||
არა, ბოღმის ბუკეტი კი არიან, მაგრამ რაღაცეები სწორად დაწერეს. მაგალითად ფიუზელაჟის შემონაკერი მართლა ძაან "კალხოზი" ნამუშევარია. საცდელი პროტოტიპისთვის ამას კიდევ არაუშავს, მაგრამ ის რაკეტები რომ ჩამოკიდეს და დამიზნების სისტემა არა, ეს მართლა ძაან ტეხავს. ფოტოს გადასაღებად მაინც დაეკიდათ რამე... და თუ ამ დონეზე მოუმზადებელია რა აზრი აქვს ასეთ ეტაპზე საერთოდ წარდგენა-პრეზენტაციებს? |
Posted by: otokarcobra 9 Dec 2019, 16:12 |
RedShark არ წაგიკითხავს და რა დაწერეს აბა??? ვაფშე სხვა რამეზეა ლინკი. სტატიაა დიდგორების ინდონეზიაში მიწოდებაზე და შენ წერ რო კი სწორად დაწერე რაღაცეები, რაკეტები დამიზნების სისტემასთან ერთად უნდა ჩამოეკიდათ ვერტმფრენზეო. WTF? |
Posted by: RedShark 9 Dec 2019, 16:22 | ||
ვერტმფრენზე აფრქვევდენენ ბოღმებს რუსები ლაივჟურნალზე, ეგ ლინკი მეგონა და აღარ შევედი * * * ეს https://diana-mihailova.livejournal.com/4249293.html?fbclid=IwAR1ddjjImriK7VuD51q5Xv6JW5aMVFr6xw14lFV28SanwE5hr6hrQNDYMIE |
Posted by: mamukasokhumeli 9 Dec 2019, 22:54 |
ღარიბაშვილს რომ ანახეს ეგ შვეულმფრენი ზედ დაკიდებული მილებით(მეეჭვება მართლა საბრძოლო იარაღი ყოფილიყო),არ ნიშნავს,რომ შვეულმფრენი უკვე მზადაა მის საზიდად და გამოსაყენებლად.მანამდე,დარწმუნებული ვარ,ბევრი უკლია.ჯერ "ფრენა" უნდა ასწავლონ და მისი მართვაც უნდა ისწავლონ საჭირო დონეზე.ყური მაქვს მოკრული შვეულმფრენის მართვა რთულიაო.ესეიგი რაღაცეების თავის თავე აღება მოუწევს ავტომატიკას ოპერატორმა დისტანციურად რომ მართოს.ეგ ეტყობა სახელდახელოდ მიაკრეს ზედ რაღაცეები(კორპუსის ელემენტებიც) რომ ანახონ ვინმეს ვთქვათ.თავის თავად არაა ცუდი რომ აქვს "დელტას" ასეთი კადნიერება,მოინდომოს უპილოტო შვეულმფრენის შექმნა და წარმატებას ვუსურვებ. |
Posted by: STALKER-GG, 10 Dec 2019, 23:53 | ||||
RedShark
არ იყო მიზანშეწონილი გიმბალის დაკიდებაც. mamukasokhumeli
რკ-2 რაკეტების გამშვები კონტეინერებია. რათქმაუნდა ცარიელი. საბრძოლო რაკეტა რატომ უნდა დაკიდო დემონსტრატორზე? არცერთ გამოფენაზე საბრძოლო რაკეტებით არ დგამენ საფრენ აპარატებს. მიმდინარეობს მუშაობა ვერტმფრენზე ადგილობრივი ძალებით. აქ იყო ადრეც განხილვა რომ მართვის სისტემა ვიყიდოთო, მართვის სისტემას თუ იყიდი მთლიანად რათქმაუნდა უფრო მარტივია მაგრამ საკუთარი ჯობია. |
Posted by: Arustamyan 11 Dec 2019, 10:47 |
STALKER-GG, ძალიან მოუქნელი რამე მგონია სტალკერჯან ეგ რაღაცა... ჯობდა სომხეთში გეყიდნათ ანალოგი. |
Posted by: zezva43 11 Dec 2019, 16:52 |
საინტერესო ინერვიიუა |
Posted by: SosoChik 11 Dec 2019, 20:27 | ||
Когда армяне хватают друг друга за руки и играют на своих абрикосовых свирелях Они передовая авиационная держава გარგარი რომ კარგია სომხეთში იულიუსმა იცოდა? ერთი პოლიტიკური კომენტატორი იყო 70 იანებში. აბონ ციციაშვილი "მაგრამ რეიგანს დაავიწყდა ქართული ანდაზა" ამერიკელ პრეზიდენტებს ქართული ანდაზების ცოდნა ევალებათ. წადი რა ბიძია როგორ გითხრა რაც შეიძლება კორექტულად? |
Posted by: mamukasokhumeli 11 Dec 2019, 22:32 | ||
|
Posted by: ვარაზვაჩე 11 Dec 2019, 23:10 | ||
zezva43
რაც მთავარია, კოლხიდას ხსენება არ დაავიწყდათ. |
Posted by: zezva43 11 Dec 2019, 23:56 | ||
ვარაზვაჩე
ხო ეგ ახსოვთ, მაგრამ სუ 25 არ ახსოვთ სად იწყობოდა სხვა დანარცენებიც მოკლედ ბოღმა და ხამი ხალხია |
Posted by: mamukasokhumeli 12 Dec 2019, 21:29 | ||
კიიი...ქუთაისის ავტოქარხნის სათანადო მხარდაძჭერის მაგივრად გავარდნენ და კამსკში ააშენეს ავტოქარხანა."კოლხიდა" არ იყო ცუდი მანქანა.არა მგონია ჩვენი ავტოინჟინრების ბრალი იყო მისი ცუდი ხარისხი.უბრალოდ არ არსებობდა დაინტერესება მისი გაუმჯობესების |
Posted by: xDavid_S 14 Dec 2019, 12:42 |
ასეთ სუპერ-პუპერ ვუნდევაფეზე რეიზა არ მუშაობთ? |
Posted by: kanian_U 20 Dec 2019, 16:34 |
2020 წელს სამხედრო ფორმის რებრენდინგი იგეგმებაო და ხოარ ცვლიან ვაფშე კამოს? ან თუ შეცვალეს რა უნდა მიიღონ სხვა? |
Posted by: კაირა 21 Dec 2019, 10:53 | ||
მაყუთი საკუთარ თავს არ მოტეხავს. იმედია ან ამ დელტას ნაგავს ნორმალური რამით მაინც ჩაანაცვლებენ ან ამ დელტას გააკეთებინებენ ნორმალურს. ჯერ ის რომ პისტოლეტის ტყვასაც კი ვერ უძლებს დელტას ჩაფხუტები მეორეც იმდენად მოუხერხებელი და ანატომიურდ არასწორად შეკერილი ჟილეტებია, რომ ბიჭები იხდიან ნებისმიერ მოხერხებულ ვითარებაში. ჩექმები საერთოდ უმრავლესობას მეორე მესამე კვირას აძვრა სახე. ყველა მიწებებულ-მიკრებულია |
Posted by: ignorant 22 Dec 2019, 10:57 |
იმედი მაქვს არც ეგრე სავალალო ხარისხისაა დელტას ნაწარმი. ძალიან გულდასაწყვეტი იქნებოდა. |
Posted by: Zuka911 22 Dec 2019, 16:28 | ||
ჟილეტები არაა გადასარევი ხარისხის, ნუ უკრაინულ ნაგავს ჯობია მაგრამ თლად ამერიკული ვერაა. ყველაზე დიდი მინუსი ის აქვს მაგ ჟილეტებს რომ ზომაში არის ძალიან პატარა, რავიცი ერთ ზომაზე რატო უშვებენ ამ ჟილეტებს ჩემამდე არ დადის |
Posted by: kanian_U 22 Dec 2019, 17:05 |
მეც შემიმჩნევია რომ თითქოს რაღაც უხერხულად აცვიათ ბიჭებს » სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ « |
Posted by: se-w910 23 Dec 2019, 20:28 | ||
საინტერესოა, დიდგორებიც მარჯვენა რულიანი თუა, როგორც გაზელები, გარედან არ ეტყობა |
Posted by: xDavid_S 27 Dec 2019, 08:39 |
******************** |
Posted by: t-90 27 Dec 2019, 12:17 |
სუპერპუპერ ვუნდერვაფეზე გამახსენდა. ამას წინათ მქონდა პატარა პროექტი სადაც გავაერთიანეთ აღმოჩენის, ამოცნობის და ტრეკინგის თემები ერთმანეთში (ვითომ რაღაცა სუპერმარკეტში მოპარვის პონტში. თანამედროვე ალგორითმები არათუ მანქანებს არამედ სახეებსაც საკმაოდ დიდი ალბათობით აღმოაჩენს. გამოცნობაც არ უჭირს. ტრეკინგში ცოტა ჭირს, კარგი გაფართოების და ნორმალური კამერაა საჭირო სამ ღერძიანი სერვოებით. თუ გამოვაკლებთ R&D ხარჯებს(და ესეც არ ჯდება ძვირი) საკმაოდ იაფად შეიძლება მივიღოთ დამიზნების ბოლო ფაზის პლატფორმა გინდა ფრთოსანი რაკეტისთვის გინდა დრონი კამიკაძისთვის და რისთვისაც გინდა. |
Posted by: STALKER-GG, 30 Dec 2019, 22:50 | ||||||
კაირა
დელტა ფორმებს და ჩექმებს არ კერავს. არც სამუხლეებს და არც ჩანთებს.
აბსოლუტური ტყუილია. არათუ უბრალო ტყვიას, გაზრდილ მუხტიან ვაზნებზეც იტესტება და უძლებს მაგასაც და ნამსხვრევებსაც.
ზოგადად ყველა მსგავსი კონსტრუქციის ჟილეტს აქვს თანდაყოლილი მინუსები. დელტა ამზადებს იმას რასაც ითხოვს კონკრეტული დამკვეთი. |
Posted by: xDavid_S 31 Dec 2019, 20:44 |
******************** |
Posted by: xDavid_S 29 Jan 2020, 12:50 |
****************************** |
Posted by: ignorant 29 Jan 2020, 17:30 | ||
მზვერავ უპილოტოებთან ინტეგრირება და ჩათვალე მტერი ცხვირს ვერ გამოყოფს გარეთ. |
Posted by: კუსლარხევი 1 Feb 2020, 16:07 |
დელტა როდის უნდა მოეშვას სიაბანდობას? |
Posted by: Tank Ace 2 Feb 2020, 13:24 |
ამ გრადს რაც შეეხება ზუსტი დამიზნების სიტემების განვითარება რაში გვჭირდება ინსურგენციის პრობლემა ჩვენ არ გვაქვს,არც გვექნება. კლასიკური კონვენციური ტაქტიკის მოწინააღმდეგე გვყავს გრადი ისედაც ვერ მიწვდება და დარწმუნებული თან მინიმუმ ერთი მთელი გრადის ფასი ექნება ამ ზუსტი დამიზნების ინტეგრაციას. მიწაზე გასანადგურებელი სამიზნეები არის სამხედრო ბაზები,აეროდრომები სამხედრო კოლონები სადაც საერთოდ არ არის საჭიროება ზუსტი დამიზნების. აქ საუბარი კილომეტრაჟზეა თორე მოწინააღმდეგის სმერჩის და ისკანდერების და ჰსთ-ს პოზიციები თუ ვიცით ის მაინც ისეთ სიღმეებში იქნება რო გრადი ვერ მიწვდება. უფრო მაღალი კლასის უპილოტოების ბალისტკური/ფრთოსანი რაკეტების გარეშე მაინც ამ პრობლემას ვერ გადავჭრით. |
Posted by: zindiosama 2 Feb 2020, 14:04 | ||
Tank Ace
და მერე სად უნდა ვიშოვოთ ეგეთი? მე შენ გეტყვი და, "სტრატეგიულმა პარტნიორებმა" ტომაჰავკებით არ მოგვამარაგონ უცებ |
Posted by: ignorant 2 Feb 2020, 14:26 | ||
Tank Ace
ვიდეოში შეთავაზებული პაკეტი 50%-ით გაზრდილ მანძილს გულისხმობს. ანუ, დაახლოებით 30 კმ სიშორეზე წერტილოვანი ზუსტი დარტყმების მიყენების საშუალება იქნება. თან თუ გრადზე აკეთებენ მსგავსს, იქ ლარ-ზეც უპრობლემოდ უნდა შეძლონ. |
Posted by: zindiosama 2 Feb 2020, 16:06 | ||
ignorant
მერე ჩვენ რა მაქედან? |
Posted by: ignorant 2 Feb 2020, 16:25 | ||
zindiosama
რეკლამაა. თუ არეკლამებენ ე.ი. ყიდიან კიდეც... |
Posted by: zindiosama 2 Feb 2020, 16:42 | ||
ignorant
და ფიქრობს რო ვინმე ჩვენთან მაგის ყიდვაზე? მითUმეტეს ამ ბიუჯეტის პირობებში |
Posted by: Tank Ace 2 Feb 2020, 21:59 | ||||
არა ამ ბიუჯეტით რა თქმა უნდა ვერაფერს გადავჭრით საუბარია რომც გვქონდეს. უმრავლესობა სამხედრო ბაზების ჩვენ არტილერიის დისტანციაზეა,და რაც არ არის(აფხაზეთის ტერიტორიაზე იმას თუ მივწვდებით სტანდარტული არტილერიით ხომ კარგი) ომის შემთხვევაში მაინც მოგვიწევს ატანა ასეც და ისეც...სირიას ბომბავდნენ კასპიის ზღვიდან, ჩვენ ერთ ის პლიუსი გვაქვს რო დასაცავი არც არაფერია საჰაერო თავდაცვის სისტემები მობილურია,შვეულმფრენების ავიაცია გამოყენებადია აეროდრომების გარეშეც. და რაც არ არის უნდა ავიტანოთ უკვე მოგვხვედრია ბალისტიკური რაკეტები...დიდი ვერაფერი უკვე დაძრული ჯარის წინააღმდეგ. |
Posted by: zindiosama 3 Feb 2020, 12:58 | ||
Tank Ace
და სადღა გვაქ რო ეგ შვეულმფრენები? |
Posted by: xDavid_S 3 Feb 2020, 17:15 |
************************** * * * Когда Артур прибыл, враг больше не смел стрелять из артиллерии https://www.tu.no/artikler/da-arthur-kom-turte-ikke-fienden-lengre-a-skyte-med-artilleri/276519 |
Posted by: xDavid_S 17 Feb 2020, 14:25 |
|
Posted by: tornike71 2 Mar 2020, 12:28 |
ახალი ქართული ჯავშანმანქანა „დიდგორი მეომარი“ ექსპორტზე გადის https://www.interpressnews.ge/ka/article/587774-axali-kartuli-javshanmankana-didgori-meomari-eksportze-gadis |
Posted by: HCl 3 Mar 2020, 19:34 |
თურქეთ სირიის ბაგუნის მერე კითხვა გამიჩნდა, გარკვეულ ხალხთან. შემტევი დრონის გაკეთება ძაან რთულია? ჩვენ რატომ ვერ უნდა შევძლოთ? ჰაერი მიწა რაკეტები ვიყიდოთ. სუ-25 ების აწყობის ტრადიცია გვაქვს და დრონი რაღაა. |
Posted by: tornike71 3 Mar 2020, 20:53 | ||
აი ჩვენი დრონი ტარტალიოტი https://m.facebook.com/photo.php?fbid=2870835646311971&id=639531252775766&set=pcb.2870836856311850&source=48&refid=13&__tn__=%2B%3E |
Posted by: HCl 3 Mar 2020, 22:33 |
tornike71 არა იმენა რეაქტიულ ძრავზე რამე. პრეტენზია მაქვს თურქები თუ აკეთებენ ჩვენ რატომ ვერა. |
Posted by: GioWEED 3 Mar 2020, 22:45 |
HCl თურქები კიდე ბევრ რამეს აკეთებენ. მაგათ ვერ შევედრებით ვერანაირად |
Posted by: HCl 4 Mar 2020, 12:18 |
GioWEED კი მაგრამ არაა რა დრონი ეგეთი რთული ვერ დავიჯერებ. სურვილი არაა უფრო ალბათ. პროგრამისტები გვყავს კარგი, საავიაციო ინჟინრები, კომპოზიტურ მასალებს ვამზადებთ. ძრავა ვიყიდოთ. |
Posted by: otokarcobra 4 Mar 2020, 13:43 | ||
HCl
რა უცნაური კითხვაა. რო გეთქვა რო სომხები თუ აკეთებენ, ჩვენ რატომ ვერა, ან აზერები თუ აკეთებენ ჩვენ რატომ ვერა კიდევ ჰო, მაგრამ თურქები? რამდენიმე საუკუნოვანი ტრადიცია აქვთ (მინიმუმ 400 წლიანი) მძიმე სამხედრო მრეწველობის და რატომ უნდა შევედაროთ? |
Posted by: HCl 4 Mar 2020, 15:51 |
otokarcobra იმიტომ საავიაციო უფრო რთულ მექანიზმს ამზადებდა, სუ 25-ს. ეხლაც შესაძლებელია დამრტყმელი დრონების აწყობა, პერსპექტიული რამეა გამოჩნდა აგერ. ნეტა უჩა რას ფიქრობს. |
Posted by: RedShark 4 Mar 2020, 18:31 | ||||||
ვებ მაკაკები შეიძლება მაგ მიმართულების კარგი პროგრამისტები ვერ გვეყოლება. არ არსებობს მოთხოვნა, არ არსებობს სფერო - არ არსებობენ სპეციალისტები.
თურქებს როგორც მინიმუმ რეგიონალური მოთამაშის ამბიციები მაინც აქვთ. ჩვენ? ჭამა-ტყნაურის იქით არაფერი აინტერესებს ხალხს ერიან-ბერიანად, ელემენტარულ ცუდზე და კარგზე არ ვართ შეთანხმებული, საერთოდ რაზეა ლაპარაკი?.... ასეთი ხალხი ვერაფერს ღირებულს ვერ ქმნის, აფრიკის ქვეყნები ტყუილად კი არ არიან ჩამორჩენილები.
ეგ სსრკ იყო. |
Posted by: HCl 4 Mar 2020, 18:58 | ||||||
RedShark
შეიძლება გამოზრდა, მოტივაცია დაიდოს და გადაეწყობიან.
ამაზე პასუხს ვერ გავცემ :დ სამწუხარო რეალობაა.
მართალი ხარ. ისიც მესმის რომ ეგ თვითმფრინავი სუხოიმ დააპროექტა და ჩვენები აწყობდნენ, მაგრამ იმ ხალხის ნაწილი იქნება ცოცხალი, წლების წინ ბიზნესს კლასის კერძო თვითმფრინავის ამუშავებდნენ, რომელიც გაცილებით რთულია, თუნდაც უსაფრთხოების გამო, ადამიანი გადაყავს. სრული თვითმფრინავის ხაზის ტრადიცია სანამაა დარჩენილი, დავაპროექტოთ და გავუშვათ საცდელი მოდელები მაინც. აგერ გამოჩნდა რამდენად მაგარი რამეა, ტრაკში ვარ ყველა მეზობელთან შედარებით. აგვაორთქლებენ 1 კვირაში სრულად. https://youtu.be/eOKgbSi3F-E გარაჟში აწყობს კაცი თვითმფრინავის მოდელებს და ჩვენ რა გვჭირს. სასწრაფოდ უნდა გამოვფხზილდეთ და გავძლიერდეთ. თან არაა რა ეგეთი რთული არამგონია, საზენიტოზე ხომ არაა საუბარი :დ ისე ჩვენ კი არა რუსებმა ვერ ააწყვეს ჯერ ეხლა გამახსენდა, მაგრამ მაინც რა, ვცადოთ. |
Posted by: RedShark 5 Mar 2020, 09:08 | ||||
ეგ რუსეთიდან თუ უკრაინიდან ჩამოიტანეს. კაბინა მოაწყვეს მარტო როგორც ვიცი და არც უფრენია. ტელევიზიები რომ მიდიან გადასაღებ ფონად იყენებენ ხოლმე
არაფერი აღარაა დარჩენილი |
Posted by: xDavid_S 5 Mar 2020, 16:46 | ||
გადადგა, კერძო სექტორში მიდის |
Posted by: zezva43 5 Mar 2020, 21:25 | ||||
გადადგა კი არა გააგდო ღარიბაშვილმა მალე ღარიბაშვილის ცოლის ბიძაშვილი დაინიშნება მანდ დირექტორად და კაი მაყუთს მო0ღუნავს |
Posted by: xDavid_S 6 Mar 2020, 09:14 | ||
სახელი და გვარიც გვითხარი, რომ დავრწმუნდეთ |
Posted by: trendygirl.me 6 Mar 2020, 10:13 |
არადა რო დაინიშნა, ღარიბაშვილის ძმაკაცად და კაცად მოიაზრებოდა მაშინ. ეგრეა რა, ებრძვიან მცოდნე და საქმის მკეთებელ ხალხს |
Posted by: zindiosama 6 Mar 2020, 12:23 | ||
zezva43
რა თქმა უნდა დელტას სრული გაფარჩაკების ხარჯზე არა? აბა ღრუზინებს მეტი რა შეუძლიათ |
Posted by: t-90 6 Mar 2020, 12:40 | ||
RedShark
მენეჯერები არ გვყავს. მთავარი ესაა. აქედან იწყება რეალურად. თორე პროგრამისტები გყვავს ოღონდ აქ არცერთი არ მუშაობს. |
Posted by: murza 7 Mar 2020, 16:34 |
ნუ ვიჩქარებთ, პატივცემულებო. რამდენიმე თვეში ცხადი იქნება, უკეთესობისკენ წავა საქმე თუ უარესობისკენ. აქ მარტო დელტაზე არაა საქმე. საქართველოს გაცილებით მეტის გაკეთება შეუძლია სამხედროი მრეწველობაში და სჭირდება კიდეც გაცილებით მეტი. დღემდე პოლიტიკა ასეთი იყო,- ნუუ, თუ რაღაცას შვრება დელტა მანდა, შვრას და იყოს. არადა პოლიტიკა უნდა იყოს მაქსიმალური ავტარქიისკენ მიმართული. ვაზნა რომ სადღაც იაფია, ეს აბსოლუტურად არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ უნდა ვაწარმოოთ. ვაზნა კი არა, რაიმეს გაკეთება თუ შეგვიძლია, ყველაფერი აქ უნდა ვაკეთოთ და მარაგი ნაწილების და საწარმოო მასალების მარაგებიც უნდა გვქონდეს. ჩვენს მდგომარეობაში, ნებისმიერ დროს შეიძლება ისე ჩავიკეტოთ, რომ ვაზნა და იარაღი კი არა, ხორბალი ვერ შემოვიტანოთ ქვეყანაში. ჩვენი სუვერენიტეტის ფაქტიური შეზღუდულობის პირობებშიც შეიძლება ალბათ რამის გაკეთება. ამიტომ ვნახოთ. მცირე იმედი მაინც არსებობს, რომ რაღაც მოძრაობა დაიწყება ამ მიმართულებით. |
Posted by: zindiosama 8 Mar 2020, 12:46 |
ხო მართლა... გუშინ პაატა კოღუაშვილი გამოვიდა და ზეემკა ისევ პანტიკოს უნდა დაუბრუნდესო, თორე ეხლა ყველაფერი დაკეტილია მანდო |
Posted by: gugusha-l 8 Mar 2020, 19:35 |
https://nationalinterest.org/blog/buzz/now-we-know-how-houthi-rebels-yemen-used-modified-air-air-missiles-attack-planes-ground წლებია ამას ვიძახი და აგერ ჰუსიტებმაც შვრეს და ჩვენ რით ვერ მივედით მაქამდე. აგერაა Р 73 რომელიც აქ იწყობოდა, აგერაა უკრაინა რომელიც მის კომპონენტებს აწარმოებს, აგერაა ჩვენი სეტყვის საწინააღმდეგო სისტემაც. აგერაა სპაიდერიც რომელიც პრინციპულად იგივე რამეა. და რაღა დარჩა ასეთ საზენიტო სისტემამდე. რატომ არ ვმოძრაობთ ამ მიმართულებით...... რატომ არაფერს ვაკეტებთ. |
Posted by: t-90 8 Mar 2020, 22:10 | ||
gugusha-l
მაგის კომპონენტების წარმოებაც თავაკის გარდა პრობლემა არაა. |
Posted by: kanian_U 9 Mar 2020, 19:45 |
თავდაცვის მინისტრმა „დელტას“ ხელმძღვანელად ზურაბ აზარაშვილი წარადგინა https://www.interpressnews.ge/ka/article/589019-tavdacvis-ministrma-deltas-xelmzgvanelad-zurab-azarashvili-caradgina/ ვინ არის ვაფშე იცით ვინმემ? |
Posted by: RedShark 9 Mar 2020, 20:01 | ||
ოოო მაგარი ბიოგრაფია ჰქონია. წლების განმავლობაში სხვადასხვა პოზიციები თიბისი ბანკში, ქართუ ბანკში, ტერაბანკში |
Posted by: ignorant 9 Mar 2020, 20:15 |
ბანკირი დელტას დირექტორად?!....................... რავიცი, რავიცი.................... |
Posted by: Zuka911 10 Mar 2020, 04:23 |
რა დავაშავეთ ამისთანა |
Posted by: tornike71 10 Mar 2020, 12:01 |
ყველა სფეროში არაპროფესიონალიზმი ინერგება სპეციალურად,ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას აქვს ადგილი და ეს გრძელდება უკვე 30 წელია. |
Posted by: zezva43 10 Mar 2020, 16:19 |
დიდი ხანია დელტა დახურულია ახლა " კონტროლკას " უკეთებს ეს კორუმპირებული ნაბიჭვარი! ქოცების მოღვაწეობა ყველა სფეროს განადგურებას უჯდება ქვეყანას! წართუ ბანკადაა გადაქცეული ქვეყანა |
Posted by: murza 10 Mar 2020, 22:48 | ||
zezva43
ეს გამწარებული "სიმართლე" საიდან მოვიდა? ჩვეულებრივად მუშაობდა აქამდე და აწი რა იქნება არ ვიცი. |
Posted by: zezva43 11 Mar 2020, 11:22 | ||
murza
რას მუშაობს? დიდგორის რომ ვერ გაცდნენ? 9 წელია დიდგორის ვერ გაცდნენ?! რაც არ უნდა გეზიზღებოდეს ახალაია ის იყო მოტივირებული და პატრიოტი და ამ ხნის განმავლობაში ძაააან სერიოზულ იარაღს დადებდნენ ! ხოლო ეს ახვრები არიან ნაბიჭვარი მოღალატეები |
Posted by: Jay-Kay 11 Mar 2020, 15:51 |
ვიცნობ ზურას, ძალიან სერიოზული მენეჯერია. შეიძლება სამხედრო საქმე ან ტექნიკა არ იცოდეს ბარე ორზე კარგად მაგრამ მართვის უნარები და მონდომება ნამდვილად არ აკლია. ასე რომ დაველოდოთ და განვსაჯოთ მისი საქმით და მეტი პოზიტივი ვიქონიოთ P.S. ბანკირი იქნება, მუსიკოსი თუ ექიმი, მთავარია კარგად დააორგანიზოს და აამუშაოს ის წარმაოება რა პოტენციალიც აქვს დელტას. არც ახალაია იყო ინჟინერი მაგრამ ხომ დაიწყეს წარმოება. |
Posted by: murza 11 Mar 2020, 23:39 | ||
zezva43
აა, აი თურმე რაშია საქმე. მიშა და ახალაია აკლია საქმეს! |
Posted by: Tank Ace 11 Mar 2020, 23:49 |
აი ბანკირმა რა იცის ეს საქმე... ყელამდეა ეს "კარგი მენეჯერები" არაა საჭირო ამ მენეჯერების უფროსებად დასმა მითუმეტეს ბანკირების. ხედვაა საჭირო ხედვა თორე კარგ მენეჯერებს იპოვი რამენაირად. განცხადებაში ვკითხულობ "დელტას მთავარი მიზანი ყოფიალ თანამშრომლებიც კმაყოფილება"... |
Posted by: t-90 12 Mar 2020, 00:23 | ||
Tank Ace როგორც მახსოვს ძოძუაშვილიც არ იყო სამხედრო საქმეში მანამდე. zezva43
რითი უნდა გაცდე დიდგორს? ახალი კადრი არ არის. ძველებიც აღარ არის. აი რამე დაიძრა ქვეყანაში განათლების კუთცით თუ? |
Posted by: Tank Ace 12 Mar 2020, 08:45 | ||
ძოძუაშვილმა არ ვიცი რა გააკეთა და რა არა ასე რომ არ მაქვს ჩემი აზრი. უბრალოდ ფაქტია რო ამ ბოლო დროს ტეხავს ოდნავ მაინც ტექნიკური ტიპაჟის დანიშვნა. ტექნიკურს ვინ ჩივის საიდან მოყავთ ეს ბანკირები. საპენსიო ფონდია რა ყველაფერი, თურმე თანამშრომლების კეთიდლღეობაზე უნდა იზრუნონ....სსრკ ფაბრიკა ქარხანა.... ელონ მასკი სანამ რაკეტების გაშვებას დაიწყებდა წავიდა და ფიზიკას სწავლობდა, ამათ რა უტყდებათ თურმე უკეთესი მენეჯერები არიან და კარგად მართავენ |
Posted by: zezva43 12 Mar 2020, 12:17 | ||
murza
მაიცა და რაც მიშტოცამ და ახალაიამ გააკეთა მაგის მერე ახალი დაიდო რამე??? ან მკტვრეთით ვინ აღადგინა დელტა? მაგის მერე რას მიაბეს თავი? თუ გავიხსენო ახლა ბიძინას ბოდვები ლაზიკაზე და დიდგორზე? ტანკს და ქსმს ვერ არჩევს ერთმანე6ისგან |
Posted by: karoche 12 Mar 2020, 12:18 |
zezva43 აქამდე ერთ პატარა ბაყბაყ3 ტანკს მაინც გამოუშვებდნენ, ბატონი ვაჟას პატენტით, რა თქმა უნდა |
Posted by: zezva43 12 Mar 2020, 17:59 | ||
karoche
ეგ რას ნიშნავს? |
Posted by: narmonana 12 Mar 2020, 19:17 | ||
ამ პროექტის ჩავარდნა ეროვნული სირცხვილია........ |
Posted by: zindiosama 15 Mar 2020, 12:15 | ||||
და რა პროექტი იყო ისეთი რომ მაგისი ჩავარდნა ერის სირცხვილის ტოლფასია? |
Posted by: Tank Ace 15 Mar 2020, 12:32 |
zindiosama https://forum.ge/?f=29&showtopic=34801407&st=0 არაფერი საინტერესო. |
Posted by: t-90 16 Mar 2020, 20:43 | ||||
Tank Ace
ძოძუაშვილმა ის გააკეთა რომ ეგ კომპანია გაიყვანა მოგებაზე. zezva43
დაიდო გაყიდვები საუდებში და კიდე სადღაც სადღაც. |
Posted by: kako_kkks 18 Mar 2020, 08:11 | ||
t-90
სამაგიეროდ "კარგი მენეჯერები" "სწორი ორგანიზაციით" ყელამდეა |
Posted by: t-90 18 Mar 2020, 08:19 | ||
kako_kkks
არც ეგ არ არის სამწუხაროდ. ანუ მენეჯერები ვისაც ინდუსტრიაშI ქვს გამოცდილება. |
Posted by: kako_kkks 22 May 2020, 23:02 | ||
მაგას ვამბობ ზუსტად. კარგი ინდუსტრიული მენეჯერი ორგანიზაციიდან გამოდის, ყოველ შემთხვევაში რაც მინახია დასავლეთში საწარმოებში ეგრეა. აქ კი პრობლემა პრობლემაზეა, ძირითადი კი ის არის რომ დაძაბული მუშაობა არავის უნდა |
Posted by: black hawk 26 May 2020, 18:43 |
კამიკაძე დრონების მიმართულებით არაფერს აპირებენ? აგერ თურქები როგორ ეფექტურად იყენებენ სირიაში პანცირს პანცირზე ადუღებენ და არამხოლოდ, აუარებელი რუსული ტექნიკა ჯართად აქციეს, აღარაფერს ვამბობ ცოცხალ ძალაზე ფაქტიურად თანამედროვე ბრძოლის ველის სცენარი შეცვალეს კარდინალურად დრონებმა |
Posted by: brazzzersx1 1 Jun 2020, 18:50 |
black hawk წესით საკმაოდ მარტივი უნდა იყოს მაგის წარმოება... |
Posted by: t-90 1 Jun 2020, 20:41 | ||
kako_kkks kako_kkks
ხოდა მეც მაგას ვიძახი. ერთI ძოძუაშვილი იყო ნორმალური და ისიც არ იყო ინდუსტრიიდან გამოსული. პროსტო კაი კომპანიაში ჰქონდა ნამუშევარი და ეგაა. |
Posted by: murza 2 Jun 2020, 12:42 | ||
t-90
ეგ ჩვენ რა ვიცით, ტანკი? ჩვენ გარედან ვხედავთ რაღაცას, რა იცი რომელი ფაქტორია მნიშვნელოვანი ან მთავარი. ძოძუაშვილს ღმერთმა ხელი მოუმართოს კაი საქმეში, მაგრამ მე ერთი რაღაცა გამახსენდა. ამასწინათ არ იყო, მაგათი მთავარი კონსტრუქტორის გარდაცვალებას რომ იუწყებოდნენ (ღმერთმა აცხონოს)? თუ ვცდები? ვაკანსიაც კი ჰქონდათ მერე გამოდებული რაღაც მაგის მსგავსზე. |
Posted by: xDavid_S 2 Jun 2020, 16:14 | ||
კი, მართალი ბრძანდები მურზაყან ბ-ნო მაგრამ კონტექსტს ვერ მივხვდი, საით მიგყავს საუბარი? |
Posted by: murza 2 Jun 2020, 18:24 | ||
xDavid_S
ჩემი არ იყოს, შენც ქართველი ხარ, დავით! ანუ, არც ერთი ქართველი არ დაგიჯერებს, რომ თქვი ის, რაც თქვი. ქართველი ქვეტექსტებით აზროვნებს. არ დაგიჯერებს და მართალსაც იზამს... ალბათ. ქვეტექსტი ნამეტანი დიდია- მე ხომ შიგნიდან არაფერი ვიცი, რა ინფორმაციაც მედიიდან მოდის ჩემამდე, იმას ვაჩხაკუნებ. ჯერ ესა: სამხედრო მრეწველობა რუდიმენტულ დონეზე გვაქვს. შეიძლება ბურკინა ფაოსოსთვის მაგარი ყოფილიყო ეს ყველაფერი, მაგრამ იმასთან შედარებით, ჩვენ რა მიღწევებიც გვქონდა ფუნდამენტურ მეცნიერებებში, რუდიმენტულია. მრეწველობა არა გვაქვს იმიტომ, რომ სახელმწიფო არა გვაქვს, სახელმწიფო არა გვაქვს იმიტომ, რომ ჩვენი სახელმწიფო არავის აწყობს. არსებული ჟანდარმთა კორპუსის შეიარაღებას, რომელიც ძირითადად ქვეყნის ნეოკოლონიური მდგომარეობის დაცვა აკისრია (მიუხედავად იმისა, გმირ სერჟანტ მახანხალაშვილს რა ჰგონია), სამხედრო მრეწველობა არაფერში სჭირია. ახლა ესა: არ ვიცნობ ძოძუაშვილს. ამიტომ არ ვიცი ზუსტად, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო მისი პიროვნება დელტას ბოლოდროინდელ წინსვლაში. ერთადერთი, რაც ღიად ჩანდა, ეს იყო მისი ძალიან დიპლომატიური და თავშეკავებული პოზიცია, რამაც ალბათ მიშას მერმინდელ პერიოდში ადგილი შეუნარჩუნა. ეს ღიად რაც ჩანდა, თორემ იქნებ სხვა ფაქტორებიც იყო. დელტა არის საბჭოთა დროიდან არსებული სამეცნიერო პოტენციალის ის ანეკდოტური პროცენტნახევარი, რომლის გამოყენებაც ჩვენმა, აწ უკვე გასაგიჟებლად დამოუკიდებელმა, ქვეყანამ შესძლო. ძოძუაშვილი ჩემთვის განასახიერებს მიშას ხელისუფლებისგან ოთხი-ხუთი წლის დაგვიანებით გამოჩენილ ყურადღებას დელტას მიმართ. ის ოთხი-ხუთი წელი სად ტრ..ში წავიდა და რატომ, როგორც წესი ბევრი არც კითხულობს. არც ისაა ცხადი, მერე რამ მიაქცევინათ ყურადღება. იმიტომ, რომ გარედან იარაღის შემოსვლის შანსი შემცირდა, იმიტომ, რომ წაგებული ომის ფონზე კაი პატრიოტული საქმე იყო და პიარსაც არგებდა ბარემ, ორივე ერთად თუ კიდე სხვა რამე. ჩემი წარმოდგენით, არა-ტეხნარის კონკრეტული მრეწველობის დირექტორობა გაუგებარი ამბავია. არატეხნარი მენეჯერი შეიძლება ყავდეს სახელმწიფოს შესაბამის პოლიტიკას, სამხედრო მრეწველობის დეპარტამენტს ან მის კონკრეტულ მიმართულებას და აშ. რაიმე საწარმოს სული და გული ისაა ხოლმე, ვისაც მთავარ ინჟინერს, საკონსტრუქტორო ბიუროს უფროსს თუ მსგავს რაღაცეებს ეძახიან. ჰოდა ვშიშობ, სწორედ ეს სული და გული ხომ არ დაკარგა დელტამ იმ ცხონებული ინჟინრის სახით. თუ ვცდები და უბრალოდ რიგითი ინჟინერი იყო? ძოძუაშვილის წასვლა რამდენადაა დელტას "კანეცი", ამის თქმას, საქმის შიგნიდან მცოდნე კაცი უნდა და მარტო პოლიტიკური მოტივაციით ნაკარნახევ წამოძახილებს ვერ ვენდობი. შენი აზრით როგორაა საქმე? |
Posted by: xDavid_S 2 Jun 2020, 19:45 | ||||
murza უჰ, კონტექსტი ჰქონია და თან რამფერი მეტწილად კი არა და პრინციპში ყველაფერი ისეა როგორც დაწერე ან მეც შენსავით ვხედავ. ჩვენი რეალობიდან გამომდინარე, დელტა მხოლოდ "მოძრაობას აჩვენებდა" და ჩვენ ეგეც გვიხაროდა
სამწუხაროდ არ იყო რიგითი
სწორედ ამაში დაგვერხა ყველაზე მეტად - დროა ჩამოვრჩით და ყველანი ჰუმანიტარები გავხდით |
Posted by: murza 3 Jun 2020, 00:12 | ||
xDavid_S
გასაგებია. ანუ, ვინც ვიშვიშის ხასიათზეა, ჯობია ამ ცხონებულის წასვლა იდარდოს და არა ძოძუაშვილის გადაადგილებები. * * * კიდე რამ გამაკვირვა იცი, მაშინვე დაიდო ვაკანსია და დაახლოებით იმგვარ პირობებს სთავაზობდნენ, დიდი დიდი არაპროფესიონალ სვარშიკს რომ ეკადრება. |
Posted by: mecniera 5 Jun 2020, 14:53 |
https://cdn2.ipn.ge/media/__thumbs__/uploads/2020/06-05/specoperacia.webp ეს სადაური ჯავშანტექნიკაა და რა მოდელია? თუ ესეც ქართველთა ნაშრომია? |
Posted by: kanian_U 5 Jun 2020, 15:07 |
mecniera ებრაული wolf იმედია ძველები რაც ქონდათ ისაა და ახალი არ იყიდეს |
Posted by: RedShark 5 Jun 2020, 15:07 |
დაუწერიათ უკვე... |
Posted by: Zuka911 5 Jun 2020, 15:13 | ||
ცუდი ამბავი მაქვს |
Posted by: kanian_U 5 Jun 2020, 15:22 | ||||
დიდგორმა საუდების ტენდერში ოშკოში დაამარცხაო და ქოცების გემოვნება რით ვერ დააკმაყოფილა? |
Posted by: RedShark 5 Jun 2020, 15:32 | ||||||
შიდა ატკატები ადვილად გაბაზრდება |
Posted by: mamukasokhumeli 12 Jun 2020, 20:56 |
ღარიბა იმდენს ლაპარაკობს და აფრქვევს დაპირებებს...მე ემგონა აქ გაცხოველები განხილვა იქნებოდა |
Posted by: otokarcobra 13 Jun 2020, 01:10 | ||
დილეტანტია და მაგის ნათქვამზე რა გაცხოველებული განხილვა უნდა წავიდა. ტიპი კომიკური პიროვნებაა. სუ-25 უნდა ვაწარმოოთო |
Posted by: zindiosama 13 Jun 2020, 11:12 |
თემა გასაუქმებელია აქ განსახილველიც არაფერია პაბალშომუ |
Posted by: sandrobandro 13 Jun 2020, 14:12 | ||
რატო კაცო. სტალკერ-ჯჯ-შემოვა და დაწერს რო უჩას პერიოდში დელტა ატომურ იარაღზეც მუშაობდა კაი ნახევარწელზე მეტია აღარ დაუპოსტავს რა ხდება ნეტა |
Posted by: RD-7 13 Jun 2020, 15:27 |
sandrobandro მგონი მკრეხელობაა გარდაცვლილ ადამიანზე ასე ლაპარაკი. |
Posted by: sandrobandro 13 Jun 2020, 16:44 | ||
არ ვიცოდი ვინაა და გარდაცვლილი თუ იყო, გაანათლოს ღმერთმა,შენ პირველი ხარ ვინც ამ თემაში დაწერა ეგ აქ წერდა ხოლმე და ხანდახან თვალს ვავლებდი მის ნაწერს, ისე აღწერდა ხოლმე ნაწერში დელტას და უჩას, ადამიანს მართლა შთაბეჭდილება დარჩებოდა რო დელტა ურანის გამდიდრებაზე და ატომურ იარაღზე მუშაობდა. |
Posted by: xDavid_S 13 Jun 2020, 17:10 | ||
RD-7
ვინ გარდაიცვალა?! |
Posted by: Zuka911 13 Jun 2020, 17:21 |
RD-7 რა მოუვიდა? ძალიან სამწუხაროა თუ სიმართლეა, კარგი ადამიანი იყო |
Posted by: zzz77 13 Jun 2020, 23:33 |
RD-7 ხუმრობ თუ მართლა გარდაიცვალა.იმედია ცუდად ხუმრობა არ მოიფიქრე * * * ეს იყო ის ინჟინერი ეხლახანს რომ გარდაიცვალა??? |
Posted by: murza 21 Jun 2020, 10:45 | ||
RD-7
საიდან მოიტანე, რომ სტალკერას რამე მოუვიდა?????? |
Posted by: mamukasokhumeli 24 Jun 2020, 19:36 |
xanga იცნობდა სტალკერას პირადად.უნდა ვკითხო |
Posted by: Janiashvili 2 Jul 2020, 02:21 |
mamukasokhumeli გარდაიცვალა მართლა?.. |
Posted by: mamukasokhumeli 4 Jul 2020, 01:00 |
სტალკერა ცოცხალია და ჯანმრთელი.თვენც იგივეს გისურვებთ |
Posted by: zzz77 5 Jul 2020, 01:57 |
mamukasokhumeli მერე რას ანერვიულებს ხალხს,დაწეროს სიახლეები |
Posted by: zezva43 5 Jul 2020, 13:29 | ||
რა სიახლეები? რაც არ ხდება ის დაწეროს? |
Posted by: zzz77 5 Jul 2020, 21:07 |
zezva43 მერე გააკეთონ რაიმე მოძრაობა და იქნება დასაწერი |
Posted by: otokarcobra 6 Jul 2020, 00:35 | ||
გამისკდა გული შიგ ხო არ გაქვთ რეებს ბაზრობთ საიდან მოიტანეთ ტო
|
Posted by: Alabino 28 Aug 2020, 17:35 |
საუდების დიდგორი იმის მერე რაც დაიშალა გზაზე, გამოჩნდა სადმე? თუ უტილში ჩააბარეს ან იმ უპილოტოს რა უქნეს დელტაში? ლამის ფლოსტებიანი სასტავი აწყობს თავის დრონებს და დელტაში ეგეც ვერ ქნეს? სულ რომ არაფერი ადგილობრივი ხანძრებისას და სამძებრო ოპერაციებისას ეგეთი უპილოტო მიღწევაა. |
Posted by: hermes555 29 Aug 2020, 13:18 |
http://ajaratv.ge/article/63760?fbclid=IwAR3GCPAqxxyv_ZeoULiYVtVS4uu9cyO1xdy78Q_9M-GhpGkNsa8v17XDSzE თავდაცვის სამინისტრომ სამედიცინო დანიშნულების მაღალი გამავლობის ახალი ავტომანქანები შეიძინა. უწყების ინფორმაციით, სამედიცინო ავტომობილები თავდაცვის ძალების სხვადასხვა სარდლობაში გადანაწილდება. ახალი სატრანსპორტო საშუალებები ყველა საჭირო ინვენტარით არის აღჭურვილი, რაც უზრუნველყოფს სწრაფად და ეფექტურად გადაადგილების შესაძლებლობას. ჯამში, თავდაცვის სამინისტრო 500-ზე მეტ ერთეულ სპეციალური დანიშნულების ტექნიკას შეიძენს. სადაც დიდგორი მედევაკი გვაქვს, ეს რატომ უნდა გვეყიდა??? |
Posted by: Pseudot-90 29 Aug 2020, 13:48 | ||||
hermes555
ფასის ამბავი იქნება. დიდგორი ძვირი ღირს რეალურად ალაბთ 5ჯერ პლუს საწვავის ფასი http://www.fuelly.com/car/ford/f-550_super_duty http://www.fuelly.com/car/toyota/land_cruiser ლენდ კრუიზერიც არაა იაფი მარა ორჯერ იაფია ვიდრე დიდგორის შასი. Alabino
რავი. ერთი დიდგორი ყავდათ წაყვანილი? თუ მეტი ერთის დაშლით ნუ ავტეხავთ პანიკას, წემ ბოლეე რო იმ დიდგორის გაკეთებას რემონტნიკებიც შეძლებენ. |
Posted by: kanian_U 29 Aug 2020, 15:13 | ||
არაფერი არ დაშლილა, გაიარეს ეგ საკითხი საუდებთან და დიდგორის ბრალი არ იყო, კონტრაქტი გაგრძელდა და შესრულდა. ყველაფერ საკუთარზე დაჯმა ეროვნულ სპორტად გვაქ მეთქი ხო ვიძახი. |
Posted by: აღმაშენებელი 29 Aug 2020, 20:02 |
Alabino ეგ ამბავი დიდგორის ბრალი არ არის ძალიან იყო დამძიმებული და ვერ გაუძლო სიმძიმეს და ცუდ გზას ერთად+მაღალი სიჩქარე სიმძიმეც არ არის დელტას ბრალი ეგ მანქანა გათვლილია ორ დაჭრილზე არაბებმა ოთხ ადგილიანი მოითხოვეს ამიტომ გაიზარდა წონა ამ ლინკზე ყველაფერი დეტალურადაა განხილული https://www.kvirispalitra.ge/samkhedro-thema/31269-thbilisshi-atsyobils-iemenshi-gvifethqeben-magram.html |
Posted by: Alabino 29 Aug 2020, 21:56 | ||||||||
kanian_U
ფიცი მწამს ბოლო მაკვირვებს.
ხო და ამდენი ხანია ომია და საუდები იემენში არიან და სადაა აბა? დიდი ალბათობით პოლიციას გადასცეს ან კონსერვაციაზე გადაიტანეს რაკი არსად არ გამოჩნდა.
პაპაჩემის ბრალი ყოფილა... ცეხავიკობიდან ვერ გამოვედით. გერმანელებს ვუთხრათ ლეოპარდი გვინდა მარა 150 მილიმეტრიანი ლულა დაგვიყენეო, ვნახოთ რას გვიპასუხებენ კრაუს-მაფაიში |
Posted by: აღმაშენებელი 29 Aug 2020, 22:23 | ||||
Alabino ლინკზე გადახვედი და ვიდეოს უყურე მაგ მანქანას მოეტხოვება გაუძლოს ნაღმოტყორცნების ნამსხვრევებს და 7.62 მმ ჯავშან გამტან ტყვიებს გაუძლო ჯერ ეგ ერთი სავალი ნაწილი ამერიკულია მეორეც მაგ ლინკზე ყველაფერი დეტალურადაა ახსნილი
შენ ფული თქვე თორემ მოდიფიკაცია პრობლემა არ არი
არა რა მართალია ეს კაცი და რას ვწერ ტყუილა |
Posted by: kanian_U 29 Aug 2020, 23:22 |
Alabino ფლოსტებიანი ჰუსიტების ვიდეოზე რადგან არ ჩანს ესეიგი აღარ იყენებენ? დიდგორმა ბევრნაირი ტესტი გაიარა მათ შორის ბალისტიკური, ჰაერზე არ უყიდიათ. თუმცა მართალი ხარ, ალბათ ნაგავია და გარაჟებში უყენიათ, აბა ეხლა ხომ არ იზღაპრავებ ამხელა ყოვლისმცოდნე გრუზინი. |
Posted by: Pseudot-90 30 Aug 2020, 10:03 | ||
Alabino
სსად უნდა იყოს? ეგაა ზურგში დაჭრილების უსაფრთხოევაკუაციისთვის. არც საცეცხლე მხარდაჭერის მანქანაა, არც ტანკი და არც ნაღმმტყორცნი და ამიტომ "გადასაღები" არაა ბრონირებული სასწრაფოა რა. ჩვეულებრივი სასწრაფოს გადაადგილებას ვინ გადაიღებს? არავინ, ხოდა ეგრე არ იღებენ ამასაც. ფაქტია იყიდეს და ფაქტია რომ სერიოზული კონკურსი გაიარა. |
Posted by: Alabino 30 Aug 2020, 12:21 | ||||
kanian_U
მაგაში ერთი წამითაც და ოდნავადაც ეჭვი არ შეგეპაროს Pseudot-90
ბეარქეთი სერიოზული კონკურენტია? ორი ფენა კევლარიანი ტრაკია (საჯდომი არა, მეორე) *** კაი და იმ უპილოტოზე რა ხდება? ჯერ თვითმფრინავი იყო მერე ვერტმფრენი შავი და ვინმემ ნახა სტენდს მიღმა? სომხები უშვებენ უკვე საკუთარ კამიკაძე-დრონებს და ჩვენ რას ვშვრებით? |
Posted by: Pseudot-90 30 Aug 2020, 17:29 | ||
Alabino
რავი. აშშს, ავსტრალიის, ნიდერლანდების, ბელგიის პოლიციის და სამხედროების შეიარაღებაში შედის. დიდგორზე ძველია და სეიროზული ფირმის გამოშვებულია. არასერიოზული არაა. |
Posted by: აღმაშენებელი 2 Sep 2020, 00:34 |
ქართულ ავტომატს რომ უშვებდა დელტა g-5-ს გაჩერდა და თუ ისევ აწარმოებენ |
Posted by: zzz77 3 Sep 2020, 20:22 |
რა ძალიან ჩაკვდა ეს თემა.ლაზიკა საერთოდ გაქრა.არანაირი მოქმედება.არადა მქონდა იმედი რომ ლაზიკისგან მიღებული გამოცდილებით რაიმე ღირებულს გავაკეთებდით. |
Posted by: black hawk 5 Sep 2020, 13:32 | ||
zzz77
დაივიწყეთ ეგ, ქოცების მმართველობის პირობებში ყველაფერი დაივიწყეთ |
Posted by: RedShark 5 Sep 2020, 16:02 | ||||
არ არის ეგ მარტო ქოცების პრობლემა, საბჭოთა კავშირი რომ არ დამთავრდა ამ ქვეყანაში მაგის პრობლემაა პირველ რიგში. 1. რატომ არის დელტა დღემდე სახელმწიფოს საკუთრებაში (წარმოიდგინეთ რა ჭაობი და ფულის სახვეტი იქნება მასზე დაქვემდებარებული სსიპ-აიპებიანად)? 2. თუ მაინც არაფერში გვარგია, არაფერს ყიდულობს არმია მისგან და ყველანაირად წამგებიანია, რაღატომ ვყრით მის შენახვაში ათობით მილიონებს? 3. როგორ უნდა მოახერხო არაფერს აკეთებდეს და წამგებიანი იყოს მსგავსი საწარმო იმ პირობებში, როცა ემბარგო გადევს იარაღის შესყიდვაზე? 4. და ბოლოს რატომ არის ამ ქვეყანაში იარაღის წარმოების ბიზნესი დღემდე კრიმინალიზებული? რატომ არ შეიძლება ჩვეულებრივმა მოქალაქემ გააკეთოს იარაღის საკუთარი მცირე თუ დიდი (თუნდაც დელტას კონკურენტი) ბიზნესი როგორც ეს ნორმალურ ქვეყნებშია? ეს არის მთავარი კითხვებიც და პრობლემებიც, რომლებსაც სანამ ადეკვატური პასუხი არ გაეცემა (საქმით პირველ რიგში) მანამ იქნება ეს სფერო ტ-ში... ასევე სხვა სფეროებიც და დანარჩენი ქვეყანაც. |
Posted by: murza 5 Sep 2020, 18:09 | ||
RedShark
რას არ გეიგებ კაცი! საბჭოთა კავშირი რომ დამთავრდა, ნუ ეგ... ძაღლი მიაკვდა, მარა... ამ მოვლენის სამხედრო მრეწველობასთან უარყოფოფითი კავშირი უკიდურესი შაცდომა რომაა, მაგას რა ვუყოთ? |
Posted by: RedShark 5 Sep 2020, 18:34 | ||
სახელმწიფოს "შენებაში" და საქმესთან მიდგომებში არ დამთავრდა, თორემ კონკრეტულად იარაღის მრეწველობის მეტს რომ ვერც ვერაფერს აკეთებდა სსრკ (ამასაც დასავლეთის კუდში ჩანჩალით) ეგ ვიცით დღეს იგივე მიდგომებით შესაძლებელია სამხედრო მრეწველობის არსებობა და განვითარება?. . . |
Posted by: murza 5 Sep 2020, 23:40 | ||
RedShark
სხვა "მიდგომით" საერთოდ არაფერი შეიძლება ჩვენთვის. აბა ზოგს რო ეოცნებება, როგორ აყვავდება სამხედრო სტარტაპები და იეკონომიურად მომგებიანი იქნება იარაღის წარმოება და აშ. ეს იმდენად ფუნდამენტური შეცდომაა, რომ მე ამაზე ორი სიტყვის დახარჯვაც მენანება უკვე. ეს წლები რასაც ვუყურე, იდეურად ვინც მოწამლულია და ჰგონია, რომ ბაზარმა უნდა დაარეღულიროს ყველაფერი, იმას პრინციპულად ვერაფერს აუხსნი. |
Posted by: RedShark 6 Sep 2020, 01:16 | ||
murza
კარგი შევეშვათ სტარტაპებს. არსებობს ჩვენს ქვეყანაში იარაღზე მოთხოვნა? არსებობს. გვაქვს საბჭოთა სისტემის სახელმწიფო სამხედრო საწარმო? გვაქვს. ვაყრით მილიონებს ამ საწარმოს? ვაყრით. კმაყოფილდება ეს მოთხოვნა?.... რამდენი მილიონი ჩავაყარეთ ბოლო 10-15 წლის განმავლობაში დელტას? რა მივიღეთ აქედან? ყოველ 26 მაისს გამოგორებული ლაზიკა, დიდგორი და სახანძროები )) კიდევ? მომგებიანში სადღაც გაყიდვებს სხვა კაპიტალის შემოტნას არ ვგულისხმობ, ჯანდაბას ეს, მაგრამ იმდენი მაინც ხომ უნდა შეძლოს რომ საკუთარი სახელმწიფო დააკმაყოფილოს გარკვეულ სეგმენტებში მაინც და აქედან აღებული ფულით გაიტანოს თავი? ვერა? რისთვის ვყრით მაშინ ამდენ ფულს და კიდევ რამდენი წელი ვაპირებთ გადაყრას?... საერთოდ რატომ ხდება რომ: გვყავს ჯარი რომელსაც სჭირდება იარაღი, გვაქვს საწარმო, რომელსაც შეუძლია აწარმოოს იარაღი (თანაც, რომელიც ფაქტიურად კონკურენტის გარეშეა დარჩენილი ემბარგოს და სხვა ადგილობრივი საწარმოების არარსებობის გამო) და რომელშიც ბევრი მილიონებია უკვე გადაყრილი... და იარაღი მაინც არ გვაქვს? მაგ გამომპალი, კორუფციული საბჭოთა სისტემის გამო ხომ არა? |
Posted by: murza 6 Sep 2020, 19:12 | ||
RedShark 1. "საბჭოთა ტიპის საწარმო". რატომ საბჭოთა მაინცდამაინც? ლენინის სურათებია გაკრული კედელბზე თუ მსგავსი ტიპის ორგანიზაციები მხოლოდ საბჭოთა ქვეყნებშია? მრავალ ქვეყანაშია იარაღის წარმოება სახელმწიფო კონცერნებში კონცენტრირებული და საბჭოთა კავშირი და სოვდეპია მანდ არაფერ შუაშია. 2. "ამდენი ფულის ყრა" რამდენი ფულის ყრა? საქართველოში მინიმუმ ასი ქეისი იქნება, სადაც გაცილებით მეტი ფულია ხრენ ევო ზნაეტ რაში გადაყრილი. გარდა ამისა, მე შემექმნა შთაბეჭდილება, რომ ბოლო წლების გაყიდვებით საკუთარ ხარჯებს ფარავს დელტა. ვიღაც მეუბნებოდა, რას ამბობ, მოგება აქვთო, მარა ამაზე თავს ვერ დავდებ. 3. რა სარგებლობა მოაქვს მამალს? სახელმწიფო სერიოზულ არაფერს უკვეთავს დელტას. მათ გაცილებით მეტი შეუძლიათ, მაგრამ დაკვეთა არ არსებობს. ა) ამ ძალით გასაწყლებულ ქვეყანაში იმდენად დაბეჩავდა საზოგადოება, რომ მეტნაკლებად მაღალტექნოლოგიური პროდუქციის წარმოების მაგალითიც კი მილიარდი ღირს ჩვენთვის. მეტიც, დელტა ცოცხალი მაგალითია იმისა, რომ მოცემულ მომენტში, სწორედ სახელმწიფოს ფინანსებით და რბილი კონტროლით დაარსებულ სტარტაპებს აქვთ შანსი, რომ ქვეყანაში რაღაცა განვითარდეს. ეს მარტო სამხედრო წარმოებას არ ეხება. ბ) ნეტა ათჯერ უფრო დიდი იყოს ჩვენი სამხედრო მრეწველობა და თუნდაც თავის გამოკვების საშუალების მეტი არაფერი ჰქონდეს, რომ ორიოდე სპეციალისტის და მეცნიერის ქვეყანაში შენარჩუნება და დასაქმება შევძლოთ. გ) ახლა არ უკვეთავენ? ხვალ ჩავვარდებით ისეთ ქინძ სიტუაციაში, რომ უბრალო ტრუბის გამკეთებელსაც კი სანთლით მოძებნის ეს ქვეყანა და რამეს შეუკვეთავს. იმ მომენტისთვის რაღაცა დონეზე ფეხზე მდგარ ორგანიზაციას ოქროს ფასი ექნება ჩვენთვის. ეს სამხედრო მზადყოფნის ელემენტია. 4.
კორუფცია ახასიათებს ყველა ტიპის საზოგადოებას, ქვეყნის კონკრეტულ მდგომარეობას გააჩნია. ეს ერთი. საბჭოთა სისტემა ახერხებდა იარაღის იმ დონეზე წარმოებას, რომ ბალანსი ჰონდა მოწინააღმდეგეებთან შენარჩუნებული, ამიტომ ეგ მაგალითი საერთოპდ არ გამოდგება. თუ გამოდგება, მაშინ უფრო საპირისპირო არგუმენტისთვის. მიზეზი, რომლის გამოც ჩვენი სამხედრო სფერო და კერძოდ მრეწველობა დიდად არ ვითარდება, არის საგარეოპოლიტიკური, სამხედროპოლიტიკური. ჩვენი გაძლიერება მომენტალურად ჩაიჭრება ეფექტური სამხედრო პროვოკაციით, რომლის თავიდან აცილების ბერკეტები არ გაგვაჩნია. ესაა მიზეზი და არა რაღაც კორუფცია და მარო ბებოს თავშალი. |
Posted by: RedShark 6 Sep 2020, 21:09 | ||||||||||
murza
კიდევ ერთხელ - საბჭოთა ნიშნავს მოცემულობას, როცა შემკვეთიც და შემსრულებელიც არის სახელმწიფო. რა მოტივაცია აქვს ამ დროს საწარმოს ხელმძღვანელობას რაც შეიძლება ბევრი იშრომოს მისი მოვლის და განვითარებისთვის? და რა მოტივაცია აქვს ააწყოს კორუფციული სქემები რომ რაც შეიძლება ბევრი მოხვეტოს თავისთვის და ზემდგომების მოსათაფლადაც, სანამ თანამდებობას დატოვებს? თუ ბევრი იდეინი ანგელოზი გეგულებათ ან სახელმწიფო მოხელეებში ან ზოგადად საზოგადოებაში? კარგით რა, აქ არ ცხოვრობთ? არ იცით როგორ ხდება?
გასაგებია. დელტას აქვს უდიდესი პოტენციალი, მაგრამ რუსეთის გვეშინია და იმიტომ არ ვუკვეთავთ არაფერს. ეგ სახანძროები არის მასკა, რომლის უკანაც სარაკეტო ძრავებზე და მართვის სისტემებზე მუშაობენ ბიჭები. აი რუსეთი რომ დაიშლება მერე შევუკვეთავთ ბლომად! მანამდე ვინარჩუნებთ ამ პოტენციალს, კორუფცია არა თავშალი! ფინანსურად დაჟე მოგებაზეც არიან გასული, მაგრამ რატომაღაც მაინც ბიუჯეტიდან გვართმევენ ჩვენს საცოდავ კაპიკებს... ალბათ ესეც მასკაა... |
Posted by: murza 6 Sep 2020, 22:03 | ||||||||||
RedShark
მართლაც რომ კიდევ ერთხელ, ეს მოცემულობა არ ნიშნავს საბჭოთას. თუ ძალიან ძლიერი იდეოლოიური წინასწარგანწყობა არ გაქვს, მალევე მიხვდები, რომ ეს დიდი შეცდომაა.
უდიდესი! თუ ეს ირონია გახარებს, ან საქმეს შველის რამეს, გოუ ონ.
მე არ ვიცი, ვინ რაზე მუშაობს. ეს შენი გულისმომფხანი ირონიის პროდუქტია. მაგრამ, თუ ოდესმე დაგვჭირდა, ელიავაზე აყვანილ ხელოსანს ვერაფერს გააკეთებინებ, ამიტომ ისევ მაგ სახანძროების დამპროექტებელი სასტავი ჯობია გყავდეს. ეს სალაპარაკო არცაა.
?? ვინ დაიშლება?
ეს ამდენი ჯღანობა დაგიწერე ერთადერთი მოტივით. ახალგაზრდა მგონიხარ უბრალოდ. ოცდახუთი წლის წინ მეც მეგონა, რომ ბაზარი და თავისუფალი მეწარმეობა ადამიანის პირადი ხარისხის გარეშე აწარმოებს სიკეთეს, ძალას, კეთილდღეობას, იარაღს (ოღონდ მარტო კაი ბიჭებისთვის). აი სიმსალაბიმია ეგეთი. წესიერი ხალხი+კონტროლი დაგჭირდება ნებისმიერ სისტემაში. ხოლო ბაზარს და იმ ბაზარზე თავისუფალ ცურვას აქვს უდიდესი ნაკლი, იქ მტავარი ისაა, ვისაც მეტი აქვს. მეტი ჩვენ არასოდეს გვექნება, ამიტომ სახელმწიფო, მის უარეს ვარიანტშიც კი ყოველთვის უფრო მეტადაა ეროვნული ინტერესების გამტარი, ვიდრე საერთაშორისო კონკურენციაში უსუსურად მოფარფატე ბიზნეს სუბიექტი. |
Posted by: xDavid_S 7 Sep 2020, 11:35 |
2 ცალი ობობა თავსა და ბოლოში რამდენიმე ათეული გვჭირია ასეთები |
Posted by: Pseudot-90 7 Sep 2020, 12:02 |
RedShark ერთი რამეა გაუგებარი: ვინმე უშლის ქართველ ბიზნესმენებს (Gარდა საკუთარი იდიოტიზმისა და არაკომპეტენტურობისა) აწარმოოს იარაღი ან დაიწყოს რაიმე ქმედება ამ მხრივ? არაა რთული ლიცენზიის აღება. აგერ კაკო ხითარიშვილს აქვს თელავში როგორც იარაღის მწარმოებელს და დავიჯერო დიდმა ბიზნესმა მოინდომა იარაღის წარმოება და მარა სასტუმრო-რესტორანს და ბინის აშენება და გაყიდვა-გაქირავებას ვერ გაცდა ფულიანი ხალხი და სახელმწიფომაც არ გააკეთოს? |
Posted by: G_I_J_U_A 7 Sep 2020, 12:31 |
საერთოდ არის ცნობილი რამდენი მიიღო ჩვენმა ჯარმა დიდგორები? თუ საერთოდ მიიღო შეიარაღებაში? |
Posted by: RedShark 7 Sep 2020, 23:31 | ||||||||||
იდეოლოგიური წინასწარგანწყობა ყველაზე ნაკლაბადაა შუაში იმასთან რასაც ვწერ. პირველ რიგში იმ პრაქტიკულ გამოცდილებას ვეყრდნობი რაც დამიგროვდა სახელმწიფო კანტორებში მუშაობისასაც და კერძო სექტორშიც... და ზოგადად რასაც ვხედავ ამ ქვეყანაში ბავშვობიდან - აქედანაც. ისე შევეიცარიული სახელმწიფო ან ნახევრადსახელმწიფო კომპანიების მაგალითები მეც მომიყვანია წლების წინ ამ ფორუმზე, მაგრამ რაც დრო გადის მით მეტად ვრწმუნდები - მსგავსი აქ შეუძლებელია, ერთია სურვილები, მეორე რეალობა - ქართველი არ არის და არასოდეს იქნება შვეიცარიელი! თავისია? აშენებს, ამატებს, აფართოებს, კრუნჩხვებში ვარდება ერთ უმნიშვნელო ნაკაწრზეც! სახელმწიფოსია? უბრალოდ კი არ ხრავს ცოტას, ჩუმდ, სადღაც იატაკქვეშ.. - დედ-მამას ტირობს! ესაა ქართული მენტალიტეტი და აქ ვერაფერს იზამ.
არა უბრალოდ სამხედრო პროვოკაციის გვეშინია და იმიტომ ვატორმუზებთ აბარონკას - ასე ვთქვათ მთლად რეალობის ადეკვატურად არ ჟღერს... იგივე ლოგიკით, ლუგარიც უნდა დავხუროთ და ბოლოს საერთოდ სახელმწიფოებრიობაზეც ვთქვათ უარი. რაც მეტს დავთმობთ მით ნაკლებად საშიში იქნება რუსეთი... კიარა და - მით მეტ ზეწოლაზე გადმოვა. კარგი დავუშვათ დღეს დიდი ბიძერის პოლიტიკაა "არ გავაღიზიანოთ რუსეთი", მიშას დროს რატომ არ ყიდულობდა არაფერს ჯარი დელტასგან? რამდენ რამეს გვაჩვენებდნენ - ლაზიკაო, დიდგორებიო, ქართული ავტომატები და სნაიპერული შაშხანებიო, ათასი რაღაცეები კიდევ?... იმიტომ ხომ არა, რომ სახელმწიფო და სახელმწიფო საწარმო ერთი დიდი კორუფციული ჯაჭვია?
"თუ ოდესმე" - არის ილუზია, მეტი არაფერი. ან გაქვს გეგმა და მიჰყვები პუნქტობრივად, ან თავს იტყუებ "თუ ოდესმე" - თი.
რაის საერთაშორისო, ადგილობრივი უკონკურენტო ბაზარი დააკმაყოფილა უკვე? ასე გაუგებრად ვწერ? გვაბოლებს ეგ კანტორა და გვაბოლებს "სახელმწიფოც", ფულს იღებენ ჩვენგან და სანაცვლოდ "თუ ოდესმე" ილუზიებით გვკვებავენ... ესაა ძირითადი შინაარსი რასაც ვწერ პირველივე პოსტიდან * * *
არ ვიცი ეგ კაკო ვინ არის და რას აკეთებს, იარაღის შესახებ კანონში რაც მაქვს წაკითხული - აკრძალულია ნებისმიერი იარაღის და ტყვიების დამზადება, სხვა კანონი მე არ მინახავს და ლიცენზიაც პირველად მესმის. ბიზნესმენების მაგივრადაც ვერაფერს გეტყვი, მაგრამ სახელმწიფო რომ გვაბოლებს ამაში ეჭვი არ მეპარება. |
Posted by: gugusha-l 7 Sep 2020, 23:55 | ||||
ვინმე არა რამე. ამას რომ გააკეთებენ ხო უნდა გაყიდონ და ვერ გაყიდიან. იმიტომ რომ იარაღის ყიდვა სპეციფიკური პოლიტიური გავლენით არს გაჯერებული * * *
ხოდა ნახე და იპოვი |
Posted by: Pseudot-90 8 Sep 2020, 00:28 | ||||||||||
RedShark
არაა პრობლემა. აგერ კაცი ამზადებ 50 ბმგ შაშხანებსაც კი. http://akh.ge/ ერთერთი ცნობილია მონადირეებში და მსროლელებში. პროსტო ნუ მეძვირეა სერიოზული რა ლიცენზიაც არსებობს როგორც ჩანს. აბა სხვანაირად ბორბალოებს ვერ გაყიდდა.
დაბოლება რაში გამოიხატება არ ვიცი. მარა ზოგადად საწარმოო სიმძლავრეების არსებობა საჭიროა. თუნდაც ბანალურად იმისთვის რომ შეინახო და კადრები გაზარდო. იმიტომ რომ კერძო ბიზნესს სულ კიდია ეს მიმართულება და ის კადრები რაც დარჩენილია რო საერთოდ არ გაქრეს შემცვლელის გარეშე და მერე ნოლიდან არ მოგვიწიოს აწყობა. ეს არის უმნიშვნელოვანესი.
მარტივია: უმეტესობა რაღაცა იხრება იმის გამო რომ დირეხტორებმა ჩაიგდონ ხელში და მერე სავარაუდოდ გაყიდონ და შეჭამონ. ასე მოხდა 90იანებშI გაკოტრება ყველაფრის. გინდა გითხრა მაგალითად 31ე ქარხანას რა ბედი ეწია და საიდან სადამდე მოიყვანე კერძო პანტიკომ?
საერთაშორისო ბაზარზე ხო ყიდის? ანუ რა გინდა ეხლა დავშალოთ ეს ყველაფერი და ჯართად დავყიდოთ და დანარჩენი ფული მოვახმაროთ ჩინოვნიკების ტაშფანდურს თი რას ითხოვ? თU მაინცდამაინც ფულის და კორუფციის მოძებნა გინდა ეგ სხვა განყოფილების თემაა. რამდენიც გინდა იმდენია. gugusha-l
ნუ ნებისმიერი რამის გაყიდვაა წყლის გაყიდვაც კი პოლიტიკასთანაა დაკავშირებული. გაყიდვით გაყიდი თუ რამე ხარისხიანს გააკეთებ. |
Posted by: murza 8 Sep 2020, 09:04 | ||||||||||||
RedShark
ეს მცდარი შეხედულებაა. ოცდაათი წელია ვუყურებ ამ ტილაობას საქართველოში, ყველა ამ ლიბერალურ ჰაზრებს კონკრეტული იდეური ფესვი აქვს.
ბიზნეს სექტორში თუ გიმუშავია და მართლა შეძლებ ამ წინაგანწყობიდან თავის დაღწევას, უპრობლემოდ შეამჩნევ, რომ ამ სფეროში რაიმე საზოგადოებრივი ინტერესის პრევალირება სრული ზღაპარია. ამგვარი რამ მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი, თუ წამყვანი დასავლური ქვეყანა ხარ და შენი ბიზნესის ინტერესები ხშირად ბუნებრივად ემთხვევა ქვეყნის ინტერესებს. ისიც მხოლოდ იმიტომ, რომ ამგვარი ქვეყნის, მაგ აშშს ), ფინანსური ინსტიტუტები ლიდერის მდგომარეობაში არიან და მსოფლიო ფინანსური რესურსების კონტროლი მათ ხელშია. სხვა ქვეყნების ეროვნული ინტერესების დამცველად ყოველთვის გამოდის სახელმწიფო და სახელმწიფოს შემზღუდველი და წარმმართველი პოლიტიკა.
კი, არც გერმანელი, არც ამერიკელი, არც ინგლისელი. ჩვენ საერთოდ არ ვართ მწარმოებელი ერი ჩვენი ფსიქოტიპით და ამას უნდა შეეგუოს ყველა. მაგრამ დასკვნა, რომელსაც ამ მოცემულობიდან აკეთებ, არის არასწორი. ყველაზე უფრო კორუმპირებული სახელმწიფო სისტემაც კი საკუთარი ექსკლუზიური ბუნების გამო, ყოველთვის უკეთ იცავს ეროვნულ ინტერესებს, ვიდრე "ჰალი-გალი ბაზარი დაარეგულრებს" სისტემა. თუნდაც დელტა, იმ დონეზე მაინც, რა დონეზეც არსებობს, სახელმწიფოს სპორადული, სუსტი, მაგრამ მაინც წარმმართველი გაფართხალების შედეგია. ამიტომაა უკიდურესად სამწუხარო, რომ იდეოლოგიური და საგარეოპოლიტიკური მიზეზების გამო მეტი არ კეთდება ამ მხრივ. * * * RedShark
ეგ კი არ ჟღერს, არამედ უბრალოდ ასეა და კი არ გვეშინია, არამედ უბრალოდ ვიცით.
ამას ჩვენ არ გვეკითხება არავინ. რუსეთი კი ახორციელებს მანდ ზეწოლას, მაგრამ ამ ზეწოლის ადრესატი საბოლოოდ ამერიკაა. ამასაც აქვს თავისი მიზეზები. 2003 ში, ჩვენთან, "შედგა" გარკვეული ბალანსი რუსეთსა და ამერიკას შორის. როგორც საქართველოს მცდელობები, სამხედრო თვალსაზრისით გაძლიერებულიყო, ასევე ეს ლაბორატორია და მსგავსი მოვლენები სწორედ იმ ბალანსის დარღვევაა. ჩვენი მცდელობები ჩაჭრეს სამხედრო ინსტრუმენტის გამოყენებით, ლაბორატორია კი ჯერჯერობით ქეა ისევ. თან ეს ორი რამ ერთი რიგის მოვლენა კია რუსეთისთვის, მაგრამ მთლად ერთი მასშტაბის ვერაა. ამიტომ აპროტეტებენ და არიან ჯერჯერობით, მომავალი გვანახებს, დაიხევს თუ არა ამერიკა ამ მიმართულებითაც უკან.
ესეც ძალიან გავრცელებული და ძალიან მცდარი შეხედულებაა. არაა ეს დიდი ბიძერის მოგონებული. 2008 წლის ომის შემდეგ ზუსტად ამ პოლიტიკას დაადგა ჩვენი ქვეყანა, მიშარიონის მეთაურობით და მას მერე ბევრი არაფერი შეცვლილა. ეს ობიექტური აუცილებლბაა და არა ვიღაცის ნიათიანობა ან უნიათობა, როგორც ამას ჩვენი ბრძენი პატრიოტ-ექსპერტები აგლახავებენ წინ და უკან. |
Posted by: Pseudot-90 8 Sep 2020, 09:32 | ||||
murza
საიდან მოგაქვთ ესეთი რამეები
არა მანდ ერთია გასარკვევი. რამდენად კომპეტენტურია ამა თუ იმ ქვეყნის ბიზნესმენთა შრე. თუ ეს ბიზნესმენები წარმოუდგენლად არაკომპეტენტურირები არიან ისინი არ ცდებიან მარტივ საქმიანობას (იყიდე გაყიდე, ააშენე გაყიდე, იყიდე გააქირავე.) თუ კომპეტენტურები არიან მერე უკვე იწყებენ წარმოებაზე ფიქრსაც. ვინაიდან წარმოება არის გაცილებით უფრო მომგებიანი. უბრალოდ იციან რაბედოვლათებიც არიან, რა ბედოვლათი შვილებიც ჰყავთ და გაკოტრების ეშინიათ. სწორედ ამიტომა ხდება განათლების დეფორმაცია 30 წელია. რო შენმა ჭკვიანმა შვილმა განათლება ვერ მიიღოს და კონკურენცია ვერ გაუწიოს მათ შვილებს. |
Posted by: xDavid_S 8 Sep 2020, 15:53 |
როგორც ჩანს ინდონეზიის შინაგანი ჯარისთვის |
Posted by: RedShark 8 Sep 2020, 21:05 | ||||||||||||
რა ვიცით? მაგალითად ხვალ რომ თავდაცვის სამინისტრომ დელტასთან რამე კონტრაქტი დადოს, დავუშვათ 70-100 დიდგორის შესყიდვაზე გარკვეული ვადის განმავლობაში, პროვოკაციები და ომი მოჰყვება ამას? დანარჩენზე კამათი აღარ ღირს, უბრალოდ არ გეთანხმები.
ვნახე ახლა, აგერ არის (მე 15-ე მუხლიდან) https://police.ge/files/pdf/sakanonmdeblo%20baza/6.Law_on_Arms.pdf თავდაცვის სამინისტრო გასცემს ლიცენზიას სამხედრო და სამოქალაქო იარაღის დამზადებაზე/რემონტზე. საინტერსოა რამდენად რეალურია ამ ლიცენზიის ნაცნობობის გარეშე აღება.. ბევრ ისეთ პუნქტებს შეიცავს ბიუროკრატიულად შეგჭამენ თუ უნდათ.
დვწერე უკვე რაშიც - იხარჯება მილიონები, ორივე (მთავრობაც და დელტაც) ერთხმად გვარწმუნებს რომ დელტა მაგრად მუშაობს, აწარმოებს ყველაფერს ავტომატებიდან დაწყებული, დამრტყმელი უპილოტო ვერტმფრენებით დამთავრებული.. და ამ დროს არმია არ ყიდულობს არაფერს. ერთადერთი რასაც ვხედავთ ყოველ 26 მაისს გადააცლიან ჟანგებს თავის რკინებს, გამოაგორებენ და დღის ბოლოს შეაგორებენ მომდევნო 26 მაისამდე.
არასწორი პარალელია. ჯერ ერთი დირექტორები ხრავდნენ იმიტომ რომ ეგაა საბჭოთა ადამიანის ფსიქოლოგია, სხვანაირად არ შეუძლია, მაშინ ვერც იფიქრებდნენ რომ ოდესმე ხელში ჩაუვარდებოდათ. მერე დაემხო ქვეყანა, ჩაიგდეს ხელში ქარხნები, ყოველგვარი ვალდებულებების გარეშე და გააკეთეს ის რისი დიდი გამოცდილებაც ჰქონდათ... თან ვიღას რაში სჭირდებოდა მაშინ თვითმფრინავები? სახელმწიფო არ არსებობდა საერთოდ.. პანტიკოს კიდევ რა უშავს, ზოგიერთი საწარმო საერთოდ გაქრა.. მიონი მაგალითად.
თუ ყიდის და თავის გატანა შეუძლია ბიუჯეტზე რაღატომაა მიბმული? ანუ რა გამოდის: 1. ყიდის, მოგებაშია, მაგრამ მაინც მიაქვს ბიუჯეტიდან ფული. 2. ყიდის, წაგებაშია და ბიუჯეტის ფულით ავსებს ამ წაგებას. 3. ერთი-ორჯერ გაყიდა და გვაბოლებს ვითომ დიდ საქმეებს ატრიალებენ. რომელი არ არის აქედან კორუფციის ნაწილი?
ეგ აზრი იკითხება ჩემს პოსტებში? ))) მინდა ის რომ შეასრულოს სახელმწიფომ თავისი ვალდებულება, დაგეგმოს ჯერ სამხედრო სტრატეგია, მერე აქედან გამომდინარე დაუკვეთოს საწარმოს იარაღის ის სახეობები რაც საჭიროა, გააფორმოს კონტრაქტი, ასევე როცა საჭიროა დააკრედიტოს ეს საწარმო/კვლევითი ცენტრი. ამით უნდა შემოიფარგლოს სახელმწიფო და საწარმო უნდა იყოს კერძო თუ გინდა რომ შიდა კორუფცია მაქსიმალურად აღმოიფხვრას და მაქსიმალურად განვითარდეს.. ანუ დაახლოებით ამერიკული მოდელი. კორუფციას ბოლომდე ვერ აღმოფხვრი რა თქმა უნდა, ყოველთვის იქნება თუნდაც ატკატების სახით (ამერიკაშიც არის) მაგრამ ჯანდაბას ატკატები... მეტ ფულს აგვახევენ, მაგრამ დარგი მაინც განვითარდება. და მოეშვით ამ შიშებს, რომ კერძო თუ იქნება ჯართად დაშლიან, გაყიდიან, მტერს მიჰყიდიან და ა.შ... ჯერ ერთი ვინ გიჟი დაკლავს ოქროს კვერცხის მდებელ ქათმს? მერე კიდევ რომც გამოჩნდნენ ასეთი გიჟები, სამხედრო საწარმო პონჩიკების საცხობი კი არ არის რაც უნდა ის ქნას, იგივე ამერიკაში კონტრაქტებია ისე დაწერილი და ვალდებულებებია ისეთი, ზედმეტს და სახელმწიფოსთვის დამაზიანებელს ვერავინ ვერაფერს გაბედავს.. გაბედავს და ჩააბეტონებენ სადმე. კერძოა, ფულს აკეთებენ, მაგრამ აბა ვინმემ გაბედოს და ჯართად დაჭრას ლოკჰიდ მარტინი (ათი ცხოვრება ეყოფა) ან საიდუმლო ტექნოლოგიები გადასცს მტერს, ან ნებისმიერი რამე იმავნებლოს. |
Posted by: murza 8 Sep 2020, 22:43 | ||
RedShark
ჰო, აი პარიკმახერმა ჯემალამ ორას ჯარისკაცს რომ შეჭრას თმა, ეგრევე ომი ატყდება! მე უკვე დავწერე და არ მეხალისება ცხრაჯერ ერთი და იგივეს გამეორება. სამხედრო თვალსაზრისით შესამჩნევი გაძლიერება ნებისმიერ შემთხვევაში გამოიწვევს პროვოკაციას. ახლა რამდენადაა დიდგორების შეკვეთა ამგვარი შესამჩნევი გაძლიერება, ეს სხვა საკითხია. ცალკე აღებულად დიდი არაფერი. მაგრამ ამგვარი ნაბიჯი პოლიტიკური პიარკამპანიის კი არა, სისტემური გაუმჯობესების კონტექსტში თუ იქნა გაკეთებული, ნებისმიერ შემთხვევაში წააწყდება ზემოაღწერილ პრობლემას ქვეყანა. შენ რომ არ მეთანხმები, ეს იმიტომ კი არაა, რომ ბოლო ათწლეულების ისტორია რაიმე სხვაზე ლაპარაკობს, არამედ იმიტომ, რომ გაცილებით კომფორტულია რომელიმე თავრობას, კუკურას, ტყეში ბუს გაკუებას დააბრალო ჩვენი მდგომარეობა. კაია, გალანძღავ, მკერდზე პერანგს შამოიხევ და გულმოფხანილი დარჩები კაცი, აპა რავა. |
Posted by: xDavid_S 8 Sep 2020, 23:19 | ||
ასივე ჰსთ-ს დასჭირდება, როგორც მობილური ბაზა:
|
Posted by: Pseudot-90 9 Sep 2020, 02:40 | ||||||||||||||||||
RedShark
კანონმდებლობაზე გეთანხმები, ბევრად პრობლემურია და რო რამე შეგჭამენ. მარა ცეცლსასროლი იარაღის კანონმდებლობაც ეგეთია. მთლიანად შესაცვლელია, მაგრამ ზოგადად ლიცენზიაც გაიცემა და არის პრეცენდენტი აღების.
ხო მაგრამ ეგ დელტას პრობლემაა თუ არმიის? მე მგონი არმიის პრობლემაა.
ხოდა ამაშია საქმე. რაწამას მოხდება პრივატიზება იმწასმვე ხალხსაც დაიფრენენ და ჩარხებსაც დაშლიან და გაყიდიან. ესე ხდება ხოლმე ეგეთ სიტუაციაში.
უამრავი რაღაცა აქვს დელტას, საკვლევი ინსტიტუტები და ა.შ. შესაბამისად დელტას რგორც მხოლოდ დიდგორებსი გამომშვები სტრუქტურის განხილვა არ შეიძLება.
გაუგებარია ესეთი ტონი სამწუხაროდ.
ანუ ეგ ცოტა სხვა საკითხია და არმიის ბრალია და არა დელტასი. თუ კერძო გახდება შედეგი კი გეცოდინება რაც იქნება.
არ მომხდარა?
რავი. საკონსერვო ქარხნების მეტი რაა ადრე რომ დაანგრიეს და გაყიდეს და მერე ძალიან ძვირად დაუჯდათ აღდგენა? რამდენიც გინდა. რა გარანტიაა რომ ამას არ დაანგრევენ?
ვაჰ. გვერდით თემაში ტიპებს მოყავთ ამერიკა როგორც საკონტრაქტო ჯარის მაგალითი 300 მილიონიანი უმდიდრესი და აწყობილი სასამართლო სისტემით + ძალოვანი უწყებებით. ვის ედრებით? |
Posted by: bogvi 9 Sep 2020, 18:43 |
https://www.facebook.com/mod.gov.ge/videos/962438230898086/ ინდონეზიის დიდგორებიც გამოაჩინეს... |
Posted by: G_I_J_U_A 9 Sep 2020, 20:38 |
მაგ ვიდეოში 0:42ზე ძრავები აწყვია ვინმეს შეუძლია თქვას ახალი ძრავებია, იგივეა თუ არა? შემთხვევით ეგ ის ფრანგული ძრავები ხომ არაა ადრე რომ ამბობდნენ ბორა უნდა ავაწყოთ ფრანგულ ძრავებზეო * * * შევამოწმე და ძველი R-195 ძრავებია |
Posted by: soxumski90 14 Sep 2020, 11:59 | ||
გამარჯობათ ბიჯებო , დღეს გავიდა ექსპორტზე ფოთის პორტიდან * * * ფოთის პორტში |
Posted by: STALKER-GG, 14 Sep 2020, 20:18 | ||
soxumski90
არაფერი გამოგეპაროთ |
Posted by: zezva43 14 Sep 2020, 20:31 |
STALKER-GG, ბატონო სტალკერ ტქვენმ გეცოდინებათ ალბათ რა ხელშეკრულებას მოეწერა ხელი დასაულტ სისტემთან?? ძალიან მაინტერესებს და იქნებ ამიხსნათ |
Posted by: G_I_J_U_A 14 Sep 2020, 20:57 | ||
არ მიტხრათ რომ ფრანგულ ძრავებს უყენებენ სუ-25ებს თორე ძალიან გამიხარდება |
Posted by: Pseudot-90 14 Sep 2020, 21:52 | ||
დასაულტ არა რენაულტი კიდე. დასო სისტემს. G_I_J_U_A
კაცო ეს სუ-25ები დაჟე არც ჩინჩლავს. ანუ სარგებელი არაფერი მოაქვს და რატო ვყრთ ამხელა ფულს? საფრენი საათებისთვის და პილოტების შენარჩუნებისთვის სხვა, უფრო იაფი საშუალებებიც არსებობს. |
Posted by: Alfred_Thayer_Mahan 14 Sep 2020, 21:57 | ||
G_I_J_U_A
აგურების მორიგი წყვილი გვექნება საძებნი, რაა მანდ სასიხარულო? |
Posted by: zindiosama 15 Sep 2020, 18:30 | ||
G_I_J_U_A
მაშინ ალბათ სნეკმასთან მოაწერდნენ ხელს და არა დასოსთან |
Posted by: G_I_J_U_A 15 Sep 2020, 19:01 | ||||||
მე იცით რა მაინტერესებს, თუკი ასეთი უვარგისია სუ-25 და ვიღაცეების აზრით, გადაგდება ჯობია გარემონტებას, მაშინ რატომ არემონტებენ სომხეთი, რუსეთი, ბულგარეთი და ბელარუსი სუ-25ებს? ეს სამი კვირის წინანდელია
https://en.armradio.am/2020/08/24/armenias-su-25-aircrafts-to-be-modernized/ ეს სამი თვის წინანდელი
https://balkaneu.com/bulgaria-the-pandemic-may-delay-the-return-of-the-su-25-by-two-months/
https://eng.belta.by/society/view/four-overhauled-assault-aircraft-su-25-handed-over-to-belarusian-army-130073-2020/ |
Posted by: Pseudot-90 15 Sep 2020, 19:26 | ||
G_I_J_U_A
1) რუსეთი აწარმოებს ძრავებს. სხვა ქვეყნის ძრავებზე გადაწყობა არის დიდი თავის ტკივილი და ფულის ხარჯვა. 2) ჩვენნაირი ქვეყნისთვის საჭიროა მრავალფუნქციური გამანადგურებლები რომლებსაც შეეძლებათ როგორც ჰაერში ბრძოლა ისე სუ-25 ფუნქციის შესრულებაც. 3) მოცემულ ქვეყნებს ავიაპარკში სხვა რამეებიც აქვთ. ჩვენ ან-2 გვყავს მე მგონი |
Posted by: G_I_J_U_A 15 Sep 2020, 20:05 |
გასაგებია უნდა შევიძინოთ მრავალფუნქციური გამანადგურებლები, რისი ფულიც ამ მომენტისთვის არ გვაქვს, მაგრამ ეს იმას ხომ არ ნიშნავს რომ სუ-25ები მართლა გადავყაროთ |
Posted by: xDavid_S 15 Sep 2020, 20:19 | ||
რა ფუნქციების შესასრულებლად გვჭირდება სუ-25? |
Posted by: G_I_J_U_A 15 Sep 2020, 20:20 |
იმ ფუნქციებისთვის რისთვისაც სხვა ქვეყნები იყენებენ. ეს გამოგეპარათ? ირაკლი ღარიბაშვილი - გვინდა დრონების ადგილობრივი წარმოების განვითარება და ჯავშანტექნიკის უფრო სერიოზული წარმოება https://www.interpressnews.ge/ka/article/618380-irakli-garibashvili-gvinda-dronebis-adgilobrivi-carmoebis-ganvitareba-da-javshanteknikis-upro-seriozuli-carmoeba უფრო სერიოზულში რა იგულისხმება ნეტა? |
Posted by: Alfred_Thayer_Mahan 15 Sep 2020, 20:20 | ||||
G_I_J_U_A ხომ არ გადავაგდებ, იყოს იქნებ გამომადგესო, შეიძლება თქვა ძველ ჩაქუჩზე, კარადაში რომ დევს და არაფერს ითხოვს. მოიერიშეების შენახვას ფული უნდა და არც ისე მცირე, სარგებელი კი არაა. ძალიან დიდი შეცდომა დავუშვით, რომ არ გავყიდეთ 15 წლის წინ. ის ფულიც დავკარგეთ და შენახვაზე ხარჯიც ზედ დავაყოლეთ. რისთვის? 2008-ში რომ შეესრულებინათ რაც ევალებოდათ... მაგრამ შეასრულეს კი არა, მცდელობა იყო ისეთი, საერთოდ არ აგვეფრინა ჯობდა. ჰოდა რად გინდა ეგ მოიერიშეები დღეს? ჩააყრი მილიონებს, გაარემონტებ და კიდევ შეინახავ, აბა ხომ არ გადავაგდებო? * * * G_I_J_U_A
მოიერიშეებს იყენებს რუსეთი, ქალაქებს ბომბავს სირიაში უმართავი ბომბებით. თქვენ სად გეგულებათ სუგთა ცა ქართული მოიერიშეებიათვის, მოზდოკის თავზე?
ერთის მაგივრად ორ ეგზემპლარს დავამზადებთ... |
Posted by: G_I_J_U_A 15 Sep 2020, 20:58 |
რა თქმა უნდა აუცილებელია თანამედრო გამანადგურებელი რომელიც მწყობრიდან გამოიყვანს ანტი საჰაერო სისტემებს და შემდეგ იმუშავებს სუ-25, რომ გამოირიცხოს ძვირად ღირებული გამანადგურებლის ჩამოგდება. მოდი ჩამოვწერ იმ უნარებს რაც სუ-25ს აქვს შედარებით სხვა სამხედრო თვითმფრინავებთან: 1) გათვლილია რომ იფრინოს დაბლა და ნელა 2) ის სრულად გათვლილია რომ აფრინდეს და დაეშვას გრუნტიან გზაზე, მისთვის ბევრი მინდორი პოტენციური აეროდრომია. გაითვალისწინეთ რომ პირველ რიგში აეროდრომებს დაბომბავენ. სასაცილო სანახავი იქნება მაგალითად ფ-16 დაბომბილ აეროდრომზე, რომელსაც ნატოს სტანდარტების აეროდრომი ჭირდება მინიმუმ რომ აფრინდეს. 3) სუ-25 გათვლილია საველე პირობებში "გაზაპრავკებაზე" და ახალი ბომბების დაყენებაზე, აეროდრომი საჭირო არაა. |
Posted by: Pseudot-90 15 Sep 2020, 21:09 | ||
Alfred_Thayer_Mahan
ერთადერთი პილოტების სასტავის შენარჩუნებაა რასაც ალბატროსი და დელფინიც მშვენივრად ჰყოფნის. 4 მულტიროლიც კი აჯობებს ეხლანდელ 10+ სუს (მე მგონი 12 არის თუ თოთხმეტი) |
Posted by: Alfred_Thayer_Mahan 15 Sep 2020, 21:11 |
G_I_J_U_A 1, 2, 3, ვის წინააღმდეგ აპირებთ დაბალ სიმაღლეზე ფრენას, საველე აეროდრომებზე "გაზაპრავკებას" და პარტიზანობას დაბომბილი აეროდრომებისა და მოწინააღმდეგის ცაში გაბატონების ფონზე? P.S. ბოდიში და საველე აეროდრომი უბრალო მწვანედ მობიბინე მინდორი ხომ არ გგონიათ? P.P.S. რომელ პილოტებს ასრულებინებთ ამ პირუეტებს? * * * Pseudot-90 ვერ დაგეთანხმებით სამწუხაროდ... პილოტების შენარჩუნებას აზრი აქვს, როცა ხვალ თუ არა, ზეგ მაინც აპირებ მათ გამოყენებას (ახალ ჩიტებზე გადასხმას). გარდა სურვილებისა, რომ გვინდა მრავალფუნქციური გამანადგურებლები, ამ მიმქრთულებით გადადგმულ ნაბიჯებს ვერ ვხედავ. როცა ახალი ჩიტუნები გვეყოლება (იმედია გვეყოლება), ის პილოტები წლებია რომ ვინახავთ, პენსიაზე იქნებიან. |
Posted by: Pseudot-90 15 Sep 2020, 21:31 | ||||
Alfred_Thayer_Mahan
არა მანდ ერთია: ფლოტიც და საჰაერო ძალებიც უნდა ყოფილიყო შენარჩუნებული იმიტომ რომ ეს მართლა არ ჯდება ძვირი + თუ რამე გამოჩნდა იმის ათვისებაში ძვირფას წლებს დავკარგავთ იმიტომ რომ პილოტის ახალ ჩიტებზე გადასხმა ჯდება გაცილებით უფრო მცირე ხანი ვიდრე ნოლიდან პილოტების და შტაბის გამოზრდა. შესაბამისად თუ საერთოდ გვსურს რომ რამე იყოს თუნდაც 10 წელიწადში პილოტების, უზრუნველყოფის და შტაბის შენარჩუნება დაჯდება გაცილებით იაფი ვიდრე ახალი ჩიტების გამოჩენისას ნოლიდან დაწყება ყველაფრის. იგივეა ფლოტზეც, აქაც გამოცდილების დაგროვება და სიტუაციის და ინფრასტრუქტურის აწყობაა პირველ რიგში საჭირო და არა სხვა რამე.
ხო მაგრამ ეგ ხო ჩვენზე არაა დამოკიდებული? თუ პირობითად ხვალ გაგვეჩითა რამე კაი ჩიტები და პილოტები გაშვებული გვყავს მერე რას ვშვებით? თავიდან ვიწყებთ პილოტების, ტექნიკოსების, შტაბისტების და ა.შ. მომზადებას რომ 20 წელიწადში გვყავდეს გამართული ავიაცია? ის მიზერული რაც ჩონჩხის შენარჩუნება ჯდება ღირს იმიტომ რომ ხვალ რომ შეიარაღება გაიჩითოს ამისთვის მომზადებულები ვიქნებით. მასე სახმელეთოსაც მაინცდამაინც ფუნქცია არ გააჩნია და არც შეიარაღება არ აქვს და რატომღაც არავინ შლის. |
Posted by: murza 15 Sep 2020, 21:41 |
Alfred_Thayer_Mahan შემთხვევით სამხედრო სამსახურში ხომ არა ხარ. უკაცრავად, თქვენობით რომ არ გელაპარაკები, მაგას ვერ ვეგუები. |
Posted by: Alfred_Thayer_Mahan 15 Sep 2020, 21:47 |
Pseudot-90 1. ვითომ დიდი განსხვავებაა 0-დან მომზადებასა და СУ-25-დან გადამზადებას შორის? F16 რომ ავიღოთ საორიენტაციოდ. 2. 0-დან მოამზადებ ახალგაზრდას და იმსახურებს ასე ვთქვათ სრულ ციკლს. გადამზადებულს რამდენი წელი აქვს დარჩენილი? 3. ბოდიში ყველასთან საჰაერო ძალებიდან, მაგრამ გვყავს კი პილოტები, რომელთა შესანარჩუნებლადაც ამდენის გაღება ღირს? 90-იანებში რომ გვყავდა კარგი პილოტები, ვიცით. სამწუხაროდ ბევრი დავკარგეთ. დილეტანტის პოზიციიდან მივუდგეთ ლოგიკით: აფხაზეთის ომგამოვლილ პილოტებს 50+ უწევთ ასაკი, დავანებოთ ამ პატიოსან ხალხს თავი, თავისი იმსახურეს. შემდეგ (დღემდე) ცაში რამდენს ატარებდნენ წელიწადში? რომელიმეს 100 საათიანი ბარიერი გადაელახა, საეჭვოა, ძირითად მასას ბევრად ნაკლები, ზოგ წელს 0-იც კი ალბათ ან ძალიან ახლოს ამასთან. 2008 წელს თავი ვერ ისახელეს, რბილად რომ ვთქვათ. ჰოდა... ასაფრენი ბილიკის ყურებით დააგროვეს ის ფასდაუდებელი გამოცდილება და უნარები, რომლებიც არ შეიძლება დავკარგოთ? ცუდ რამეს ვამბობ მეც ვხვდები, მაგრამ... * * * murza არა. მომართვაზე არ მაქვს პრობლემა, როგორც გესიამოვნებათ. |
Posted by: Pseudot-90 15 Sep 2020, 21:58 | ||||||||||
Alfred_Thayer_Mahan
როგორც ვიცი ჩვეულებრივი პილოტი რამდენიმე წელი სწავლობს სანამ სუზე დაჯდება. 3 წელი დავუშვათ. მარა პილოტს რა უჭირს შტაბისტებს და ტექნიკოსებს საიდან მოვიყვანთ, აეროდრომებს რომლებიც აუცილებლად გასუხარდება თუ საჰაერო ძალები არ იქნება სად ავაშენებთ?
კი ეკონომიკურად სწორია. მაგრამ შენ ომის საფრთხე რო ყოველწამს გიდგას შენთვის მნიშვნელოვანია რო ის ჩიტი რაც შეიძლება მალე დაკომპლექტდეს პილოტით და ტექნიკოსით. იმიტომ რომ მტერი შენ არ დაგელოდება როდის დაამთავრებს ახალგაზრდა. ამიტომ საჭიროა მუდმივი მზადყოფნა ჩიტების მისაღბეად. იმაზე ნაკლები დაჯდება ვიდრე რომელიმე გზა ან რომელიმე არასაჭირო სამინისტროს ბიუჯეტი.
ხო მაგრამ ეგ პილოტები გადავლენ შტაბში და წავლენ პენსიაზე. სამაგიეროდ შედარებით ახალგაზრდა პილოტები როგორიც მაგალითად ჩემი კლასელია (32 წლის ვარ) არ გადავა სამოქალაქო ავიაციაში. არ ნიშნავს მაინცდამაინც რომ მხოლოდ სი პპილოტები არიან. ბევრმა გაიარა ამგის შემდეგ
2008 წლის შედეგებით ნახევარი ჯარი დასაშლელი და პანღურით გასაგდებია. აი ფრანგებს რო აქვთ დეგრადასიონ რო გამოყავთ ოფიცერი მწყობრის წინ და ხმალს რო უმტვრევენ და პაგონებს რო ახევენ მაგ პონტში. მარა რბილად რომ ვთქვათ მაგის პილოტებისთვის დაბრალება ვერაა სწორი ამბავი
რატომ ასაფრენი ბილიკის ყურებით? ხალხი უცხოეთში იღებდა გამოცდილებას, სამხედრო წვრთნებშI იღებდა მონაწილეობას, აქაც აგროვებდა საათებს. ეხა ამერიკელი პილოტებივით არ არიან მარა მაინც რა. პლუს ტექნიკოსები იღებდნენ მოსმახურების გამოცდილებას პლუს შტაბისტები იქ უზრუნველყფოა, იქ აეროდრომების მომსახურება და ა.შ. მთელი სისტემაა და ამის ხელახლა აწყობა დაჯდება იმაზე ძვირი ვიდრე შენარჩუნება და განვითარება. |
Posted by: Alfred_Thayer_Mahan 15 Sep 2020, 22:11 |
Pseudot-90 განზოგადებაზე წახვედით, მე კი მხოლოდ СУ-25-ებზე ვსაუბრობ. საჰაერო ძალების მოშლაზე არაფერი მითქვამს. მოიერიშეების გარეშეც იარსებებს სტრუქტურა და მეტიც, იგივე ბრძოლისუნარიანობა ექნება. და ახალგაზრდა თუ მომავალი პილოტებისთვის განვითარებადი საჰაერო ძალები მეტად პერსპექტიული და სასურველი იქნება. არაფერი არაა СУ-25 ახლა, ველოდებით როდის დაძველდება და აღარ დაექვემდებარება რემონტს? მერე რას ვუპირებთ პილოტებს? მონახავს თუ არა სამოქალაქო ავიაციაში ადგილს მისი პილოტი, რომელმაც იცის სხვა აპარატი არ ელოდება? სამოქალაქოში ყველა ქვეყანას გაურბიან პილოტები საჰაერო ძალებიდან, ამას ვერაფერს მოუზერხებ. მაგრამ პერსპექტივას თუ დაანახებ, იქნებ სამხედრო მფრინავის მოწოდებამ დააკავოს. |
Posted by: Pseudot-90 15 Sep 2020, 22:18 | ||||||||
Alfred_Thayer_Mahan
მეტი თვითმფრინავი არ გვყავს გარდა საწვრთნელი ალბატროსისა და დელფინისა. მარა ზოგადად პილოტების შენარჩუნებაზე მეგონა რომ საუბრობდით.
საჰაერო ძალები მოშალეს უკვე და ფლოტიც კაი ხანია. ხოდა მაგას ვიძახი რომ სხვა არაფერი არ გვაქვს და ერთადერთი ფუნქცია რაც დღევანდელ საჰაერო ძალებს უნდა ჰქონდეს ესაა რომ სტრუქტურა მოამზადოს და ამას მოიერიშეების გარეშეც მოახერხებს.
გადავსვამთ დელფინებზე. სხვანაირად რა აბა რანაირად?
არა ეგრე შეიძლება გაიქცეს. ოღონდ აქ უბრალოდ სისულელეა. |
Posted by: murza 15 Sep 2020, 22:20 | ||
Alfred_Thayer_Mahan
არც მე ვარ. მაგრამ არასამხედრო ცხოვრებიდანაც კი, რაც ვიცი, შემდეგი დასკვნა მგონია სწორი> ჯარი, მით უმეტეს მისი ელიტარული ნაწილი (ავიაცია ნებისმიერ შემთხვევაშია ამგვარი, და არა რაიმე სპეცნაზი და ა.შ.) უკიდურესად დამოკიდებულია ტრადიციებზე. ამ ტრადიციებში არ იგულისხმება რაღაცა რიტუალები, არამედ ეწ მოდუს ოპერანდი, რა დროს რანაირი გადაწყვეტილებები მიიღება, როგორ იგება იერარქია, როგორ ვმოქმედებთ ათასგვარ სიტუაციაში. ამას არსად არ ასწავლიან, არც ერთ აკადემიაში. ეს ყველაფერი ეყრდნობა გამოცდილებას, სადაც უკიდურესად ნეგატიური და სამრცხვინო გამოცდილებაც კი გამოცდილებაა, და ამას წინამავალი კაცის მეტი ვერავინ გეტყვის. ძალიან ფაქიზი და ამავდროულად რეალური თემაა. მეტის დაწერაც შეიძლება ამაზე, წასაკითხად იქნება დამღლელი. პილოტებს ვიღაცის აკადემიაში კი გაზრდი, მაგრამ გარდა ტექნიკური მხარისა, ყველაფერი, რასაც იქ ისწავლიან იქნება ამერიკის ან საფრანგეთის ჯარში, მილიონი ფაქტორის გამო დასტაბილურებული, ბუნებრივად მიღებული მოქმედების წესი. ამგვარი ბარტყი საქარველოში რომ მოდის, ის, იმ კონტექსტის გარეშე, სადაც ასწავლეს, ძალიან უსუსურია. ვიმეორებ, ამაზე ძალიან ბევრის თქმა შეიძლება, მაგრამ მეტის დაწერის აზრს ვერ ვხედავ. აუცილებელია პოლოტების შენარჩუნება, აი სულ რომ ფრენა დაავიწყდეთ, მაინც დარჩება ათასი რამ, ზოგი სამხედრო, ზოგი ადაიანური თვალსაზრისით, რასაც ვერავინ და ვერასოდეს აუხსნის ახალგაზრდებს. უნდა დარჩეს/აღდგეს სარდლობა, რათა სწორედ მათ განიხილონ და დაგეგმონ ავიაციის მომავალი და არა გარედან მოფამფალე ფორმუმელმა კონცეპტუალისტებმა. გადადგმულ ნაბიჯებს ვერ ვხდედავო, დაწერე. მაგ ნაბიჯებს ვერ გადადგამ ზემოაღწერილიფაქტორების გარეშე. ანდა სამჯერ-ოთხჯერ გაწელავ პროცესს. ამიტომაა საჭირო და საბოლოოდ გაცილებით იაფი ავიაციის შენარჩუნება და არა გადაგდება. |
Posted by: Alfred_Thayer_Mahan 15 Sep 2020, 22:30 | ||||||||
Pseudot-90
აუცილებელია თვითმფრინავი იყოს? მწარე რეალობა - მრავალფუნქციური მეოთხე თაობის გამანადგურებლები არ გვეყოლება კიდევ დიდხანს. კარგს ვერ ვიყიდით, ნაგავი რად გვინდა. ახლანდელი პილოტების გადასხმა მათზე არ გამოვა.
კი და ზუსტად არასწორი მიდგომით, პერსპექტივა არ ყოფილა ქაღალდზეც კი. გრძელვადიანი დაგეგმარება რატომღაც მიუღებელია ჩვენთვის...
ამას ვამბობ ზუსტად.
დელფინები დაფრინავენღა? ალბატროსები კი გვყავს, მაგრამ... უნდა გქონდეს გეგმა რისთვის ინარჩუნებ და ხარჯავ მილიონებს, სხვა შემთხვევაში ფულის გაფლანგვაა. მე არაფერი ვიცი პერსპექტივაზე და არც დიდი იმედი მაქვს, რომ ჩუმად კეთდება საქმე. * * * murza სწორია და არაფერს საწინააღმდეგოს არ ვამბობ, პირიქით. სტრუქტურის შენარჩუნება მინდა, მოიერიშეების - არა. არ შეუძლიათ მოიერიშეებს შესაბამისი სარგებლის მოტანა. |
Posted by: Pseudot-90 15 Sep 2020, 23:14 | ||||||||
Alfred_Thayer_Mahan
აბა პილოტებს ვერ გავზრდით ჰაერზე. რატომაც არა მშვენივრად გადაჯდებიან თუ ხვალ გვექნება. თუ არ გვექნება კიდე შედეგი ის იქნება რომ ეს პილოტები გაზრდიან იმ თაობას რომელიც გადაჯდება.
ხოდა ამაშია საქმე. დაგეგმარებით უნდა დავიწყოთ.
თU ალბატროსი არ იფრენს იფრენს რამე სხვა იაფიანი, მაგალითად იგივე ალკა.
ჩუმად საქმე კეთდება ჰა და ჰა 100 კაცში. 1000 კაცში სიჩუმე არ არსებობს. საქართველოში 10 კაცშიც არ არსებობს. |
Posted by: gugusha-l 15 Sep 2020, 23:29 |
Alfred_Thayer_Mahan და ვთქვათ ამ სუ 25 ების ნაცვლად რომ 12-14 16 ის ბოლო მოდიფიკაციები გვყავდეს აზრი რა ექნებოდა ? |
Posted by: zezva43 15 Sep 2020, 23:40 | ||
G_I_J_U_A
როგორ მინდა ამ კორუმპირებული ვირთხის დავიჯერო მაგრამ ვერაფერს ვიჯერებ სანამ ჩემი თვალით არ ვნახავ! |
Posted by: Alfred_Thayer_Mahan 15 Sep 2020, 23:45 |
Pseudot-90 დავუბრუნდეთ 25-ებს. გვყავს, ფულს ვხარჯავთ შენახვაზე და ომის დროს სარგებელი იქნება 0. ვთანხმდებით ამაზე? gugusha-l არარეალური ალტერნატივაა. 60+ ფალკონები ციდან არ ცვივა, ჩვენი ბიუჯეტი კიდევ ვერანაირი გრძელვადიანი კონტრაქტით ვერ გასწვდება მაგ საქმეს. |
Posted by: gugusha-l 15 Sep 2020, 23:48 | ||||
კითხვა ის არ იყო რამდენად რეალურია. კითხვა სხვა იყო.
|
Posted by: Alfred_Thayer_Mahan 15 Sep 2020, 23:53 |
gugusha-l არაა სწორი ალტერნატივა. 25-ები გვყავს და პრობლემად გვაწევს. 16-ებს ასე მარტივად ვერ ჩატენი ჩვენს არმიაში. სადაც 16-ები გვეყოლება, იქ სხვა რამეც იქნება და სულ სხვა სიტუაციაა. 25-ების მოშორების მომხრე ვარ, 16-ების არ ვიქნებოდი, თუ სხვა ყველაფერი იქნებოდა შესაბამისი დონის, ვთქვათ "საქართველოს შეიარაღებული ძალები 2030" სწორი განვითარების შემთხვევაში. მანამ 16-ების ბოლო თაობის განხილვის აზრი? |
Posted by: gugusha-l 16 Sep 2020, 12:24 | ||||
Alfred_Thayer_Mahan
ეს ძალიან ზოგადია.
მოკლედ. სუ ები რა ჭირად გვინდაო გავიგე, მაგრამ ერთ-ერთი წინა პოსტიდან ისე ჩანდა თითქოს ეს ზოგადად ავიაციას არ ეხებოდა. და დაზსუტება მინდოდა მხოლოდ * * * Alfred_Thayer_Mahan და კიდე ერთი კითხვა რამდენჯერმე ეს აზრი მაქვს გამეორებული. 2008 წელს ომის დროს რამდენი სუ 25 ჩამოვაგდეთ ჩვენ (იგულისხმე დაზიანებაც) და რამდენი თავად რუსებმა ჩამოაგდეს და დააზიანეს. |
Posted by: Alfred_Thayer_Mahan 16 Sep 2020, 12:54 |
gugusha-l მაქსიმალურად გავშლი რასაც ვამბობ. სუ-25-ებს ახლა რემონტი უწევთ, რაც ჩვენი მწირი ბიუჯეტისთვის სერიოზული ხარჯია. მალე მივალთ მომენტამდე, როცა ისინი რემონტს აღარ დაექვემდებარებიან და ამ პერიოდისთვის არც რაიმე გეგმაა ცნობილი ნორმალურ IV თაობის გამანადგურებელზე გადასვლის, არც ჩვენი ეკონომიკა და თავდაცვის ბიუჯეტი იძლევა ამის საფუძველს. ჰოდა, თუ მაინც აქეთ მივდივართ და მომავალში თვითმფრინავების გარეშე ვტოვებთ მფრინავებს, იქნებ ახლავე გვექნა და ფული დაგვეზოგა? იქნებ ახლავე გადაგვემზადებინა პილოტები აპარატებზე, რომლებსაც ხვალაც და ზეგაც გამოვიყენებთ? თუ სწორად მივხვდი იმას გულისხმობთ, რომ თუ ჩვენც გვეყოლება თავისებს კიდევ ჩამოყრიან შეცდომით? 2-ის მაგივრად 20 რომ ჩამოეგდოთ თავისი, იცვლებოდა რამე? საერთოდ კი საკმაოდ ავცდით საწყის წერტილს. 15 წლის წინ რომ გაგვეყიდა ყველა მოიერიშე თავისი სათადარიგო ნაწილებით, საბრძოლო მარაგით, რემონტით, პილოტების მომზადებით და ა.შ და ეს ფული ისევ საჰაერო ძალებზე დაგვეხარჯა არ ჯობდა? ალტერნატივად მივიღეთ თვითმფრინავების ის ტექნიკური გამართულობა და პილოტების ია მომზადება, რაც 2008-ში გამოჩნდა. სწორი არჩევანი გავაკეთეთ? |
Posted by: gugusha-l 16 Sep 2020, 14:02 | ||
თუ შენ ფიქრობ რომ არ იცვლება რამე მაშინ შემდგომ მსჯელობას აზრი აღარ აქვს. აზრი არ აქვს საერთოდ არაფერს |
Posted by: Alfred_Thayer_Mahan 16 Sep 2020, 14:15 |
gugusha-l რა შეიცვლებოდა 2008 წლის აგვისტოში იმით, რომ რუსებს თავისი 20 მოიერიშე ჩამოეგდოთ? ჩვენ გაგვიხარდებოდაზე არაა საქმე, ომის შედეგზე ეს იქონიებდა რაიმე გავლენას? ერთად-ერთი, სეპარატისტებს ყველანაირ საზენიტოს ჩამოართმევდნენ და თავისებს გადაუმოწმებლად სროლას აუკრძალავდნენ. და ამით ჩვენ ვხეირობთ რამეს? დავუბრუნდეთ რეალობას. სერიოზულად თვლით გამართლებულად მოიერიშეების შენახვას მხოლოდ იმიტომ, რომ შესაძლოა მტერს შეეშალოს და თავისი ჩამოაგდოს? თუ ესაა დანიშნულება, რა დაგვიჯდა 2 რუსული მოიერიშე, რომლებიც სხვა 2-მა ჩაანაცვლა? |
Posted by: zzz77 16 Sep 2020, 16:34 |
l 159 ალკა და l-39 ები ყველაზე რეალურად მიმაჩნია მე მაინც ავიაციის შესანახად.სამომავლოდ T-7 ამერიკელებისგან საჰაერო სივრცის დასაცავად სხვადასხვა პროვოკაციებისას. სუ 25 მარტო როგორც მართვადი რაკეტების გასაშვები პლათფორმა. |
Posted by: murza 16 Sep 2020, 20:14 |
Alfred_Thayer_Mahan მაშინ, უბრალოდ და მწყრალად, თავს ვანებებთ ყველანაირ მძიმე იარაღს და ვაწვებით ჰესბოლას. მარა მაგას რომ იდეური საფუძველი უნდა და ჰალი-გალი ლიბერტრ...ს ტრიალთან არ თავსდება? |
Posted by: Alfred_Thayer_Mahan 16 Sep 2020, 20:21 |
murza ვიყენებთ რესურსებს ბრძოლისუნარიანობის მაქსიმალურად ასამაღლებლად. თუ ჰესბოლას მეტზე არ გიშვებს ბიუჯეტი, ჯობს კარგი ჰესბოლა იყო, ვიდრე 2 თვითმფრინავი და 4 ტანკი გყავდეს. zzz77 39-ები გვყავს. 2-4 159 რომ დაუმატო, პილოტების შენარჩუნებასა და მშვიდობუანობის დროს დარღვევების აღკვეთას ეყოფა. ამ ეტაპზე მეტი მე არ მემეტება თვითმფრინავებზე, ომის დროს გამოუსადეგარ ტექნიკაზე ხარჯვის ფუფუნება არ გვაქვს. |
Posted by: murza 16 Sep 2020, 21:05 | ||
Alfred_Thayer_Mahan
ჰეჰ, ცირკი ის არის, პატივცემულო, რომ ჰესბოლას ტრ..ი კიდევ უფრო ნაკლებად გვაქვს. თორემ კამფეტი იქნებოდა. მარტო ბიუჯეტი რომ ქმნიდეს არმიას, საუდებს ეყოლებოდათ ყველაზე მაგარი არმია. |
Posted by: Alfred_Thayer_Mahan 16 Sep 2020, 21:11 |
murza ტრ...-ზე არაა საქმე, მონდომებაზეა. სანგრის თხრას არც ტრ... სჭირდება და არც ფული, მაგრამ არ ვთხრით... ირონიაა აქ ფულის ეკონომიაზე მაჯელობა, როცა გვერდით თემაში ფრანგული იარაღის სურათებია, რომელიც რატომ ვიყიდეთ არავინ იცის. ნუ პიარი არ ითვლება. ფულის თვლასაც მონდომება უნდა, სანგრის თხრასაც და კიდევ ბევრ რამეს... მაგრამ არ გვინდა. |
Posted by: murza 16 Sep 2020, 21:58 | ||
Alfred_Thayer_Mahan
ბოდიშის მოხდით, ესაა ბოლო ოცდაათი წლის ფატალური შეცდომა. როგორც კი ამგვარ დასკვნას დაუშვებ, იმ წუთში აღმოჩნდები უბედურ წრებრუნვაში. ანუ, ეს დაამპლები მონდომებულები არ არიან, თორემ რა უნ და ამის და იმის მოხერხებას! ადრევე დავწერე, რომ ჩვენი თავდაცისუნარიანობის მეტნაკლები ზრდა ყურადღების ქვეშაა და ნებისმიერი სერიოზული გაფართხალება რაღაცა ფორმით 2008 წლის ანალოგით დამთავრდება. ჰოდა მერე ახალი დააამპლები გვეყოლება, რომლებმაც ვერ გათვალეს, ან სხვა დააამპლები, რომლებმაც გვიღალატეს და აშ. ამიტომაც ვერ ჩათვლის, ნებისმიერი ხელმძღვანელობა, სამხედრო შესაძლებლობების გაზრდას ქვეყნის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვან ფაქტორად. ამას ვგულისხმობ უტრ..ობაში. ანუ ეს ობიექტური სგარეოპოლიტიკური ფაქტორია და არა ვინმე მმართველის ან ფუნქციონერის ხასიათის ნიშანი. ზემოხსენებული ღონისძიებები კი (სუ25, დაცული ცა, ლოვა-ჰაიქსი, კეთილნაშობი პარტნიორი და აშ) აუცილებელი პიარის ნაწილია, რომ საზოგადოების "გულანთებულ" და თავდაცხელებულ მცირე ნაწილს გულის მოსაფხანი ჰქონდეს რამე. |
Posted by: Pseudot-90 16 Sep 2020, 22:28 | ||||
gugusha-l
არც ისე ბევრი. მაგრამ მთავარი მისი დანიშნულება იყო გუფთის ხიდის განადგურება რაც ვერ შეასრულეს. გუფთის ხიდის გამანადგურებელი ავიაციის (ან სხვა რამის არა აქვს მნიშვნელობა) გაცილებით მნიშვნელოვანი იყო ვიდრე მთელი რუსების სუ-25ის ავიაპარკი. დღესაც მნიშვნელოვანია მიუხედავად მსუყე დაჯგუფების ცხინვალში ყოფნისა. zzz77
ტ-7 ცოტა არარეალური მგონია და ალკა კარგი ვარიანტი იქნება. |
Posted by: Alfred_Thayer_Mahan 16 Sep 2020, 22:28 |
murza ანუ სწორ გზას ვადგავართ, მთავარია არ ვიფართხალოთ? მე ვიტყოდი, 2008-ის ყოველი შემდეგი ანალოგია უფრო და უფრო დიდი პრობლემებით უნდა მთავრდებოდეს სხვის საქმეში ცხვირის ჩამყოფისთვის. თუ ამას გავაკეთებთ, მივალთ მომენტამდე, როცა ცხვირის ჩაყოფა წამგებიანი იქნება. რისკის თეორია XXI საუკუნეში, ოღონდ ყველას და პირველ რიგში ჩვენ უნდა გვჯეროდეს, რომ ვართ ამაზე წამსვლელები. |
Posted by: zzz77 16 Sep 2020, 22:29 |
Alfred_Thayer_Mahan მეც მაგ თვითმფრინავების მომხრე ვარ.ასე თუ ისე იცნობენ საქართველოში იაფი საყიდელია იაფი შესანახი.უბრალოდ მაქსიმალური სიჩქარე ლ 159 არის ცოტა და თუ ასტრონომიული ფასი არ ეღირება ამერიკული ტ-7 მიახლოებით ლ-159 ია უბრალოდ უფრო ჩქარი და თანამედროვე.თუ ძვირი არ იქნება მაგ შემთხვევაში გამოდგებოდა პერსპექტივაში. უბრალოდ ერთი იმედი მაქვს რომ იმ დონეზე გაუკეთებენ მოდიფიცირებას ჩვენ სუებს რომ მართვადი შეიარაღება იქნება კოზირი და ნებისმიერი მეტეოროლოგიური პირობები და ღამე ეფექტურად მოქმედების შესაძლებლობა.პლიუს რებ ი |
Posted by: Alfred_Thayer_Mahan 16 Sep 2020, 22:36 | ||||
Pseudot-90
მივადექით ისევ მთავარს. და ისევ ფიქრობთ, რომ მოიერიშეებიც გვჭირდება და პილოტებიც გვყავს სათანადო მომზადებით? zzz77 ყველაფერი აქვს ალკას, რომ მშვიდობიანობისას გამოდგეს, მოდერნიზაციაც არ სჭირდება, მხოლოდ რემონტი. T7 კიდევ... პერსპექტივაში მე ზუსტად ამას ან რაიმე მსგავსს ვისურვებდი, მაგრამ ვშიშობ ფასზე არასწორი წარმოდგენა გაქვთ. ბევრად ძვირია რეალურად. * * *
არ მოგცემს რუსეთი ფრენის საშუალებას, რაც არ უნდა მოდერნიზაცია ჩაუტარო. მაქსიმუმი ერთი მოულოდნელი დარტყმაა, რაც 2008-ში ჩააფლავეს. |
Posted by: zzz77 16 Sep 2020, 23:11 |
Alfred_Thayer_Mahan კი ნაკლები შანსია რომ თავისუფლად მოქმედების საშუალება იყოს.უბრალოდ თუ მოხერხდება საჰაერო სივრცის დაცვა საზენიტო სისტემებით.თეორიულად შეიძლება ჩვენი საზენიტოების მოქმედების ზონიდან იმოქმედოს. ალბათ ასეთ ვარიანტს ამუშავებენ,თორემ სუებს არ მიუბრუნდებოდნენ. მაგ ფულს უპილოტოებს, არტილერიას ,საზენიტო სისტემებს და ათას სხვა რამეში დახარჯავდნენ. პ.ს. მე ყოველთვის მინდოდა ლ159 მენახა საქართველოში.მომწონს .მგონი ერაყში უკვე გამოიყენეს კიდეც რეალურ ბრძოლებში |
Posted by: G_I_J_U_A 17 Sep 2020, 11:35 |
zzz77 Aero F/A-259 Striker-ზე მიდის მუშაობა რომელიც ლ159ის ევოლუციაა რომელიც გაცილებით უკეთესია ვიდრე ლ159 |
Posted by: zzz77 17 Sep 2020, 17:14 |
კი ვნახე ეხლა.კარგი რამე ჩანს))) * * * მართალია ინგლისური არ ვიცი და ბევრი რამე ვერ გავიგე)))) სიჩქარე ისევ დაბალი აქვს ეტყობა კონსტრუქციულად არ გამოდის რომ 1200 ზე მაინც აწიონ |
Posted by: RedShark 17 Sep 2020, 17:37 | ||
The top speed of the F/A-259 would reach 0.82 Mach (1012 km/h), maximum rate-or-climb of 3,167 m/min (10,400 ft/min), service ceiling 13,106 m (43,000 ft) and a maximum g-loading of +8/-4 g. IAI - ს ავიონიკა ალბათ კარგია, მაგრამ თანამედროვე გამანადგურებელი მაქსიმუმ მიგ17- ის მონაცემებს რომ ქაჩავს - ტეხავს მაგრად. თუ მიზანი უბრალოდ პილოტების ფორმაში ყოფნაა სულ არ არის საჭირო გამანადგურებელი, ბევრად უფრო იაფადაც შეიძლება გამოსვლა. |
Posted by: zzz77 17 Sep 2020, 17:59 |
ჩვენ სუებს მაინც ქონდეს რადარი არ რაიმე ოპტიკური სისტემა საჰაერო მიზნის დასანახად |
Posted by: Pseudot-90 17 Sep 2020, 18:51 | ||
RedShark
სტრაიკერიო და რაის გამანადგურებელი? ქვებგერითი light attack jet არის. ეგ კაი რამეა. ალკები დაიყრება ეფად მერე. |
Posted by: RedShark 17 Sep 2020, 19:20 | ||||
კი, მართალი ხარ. სტრაიკერი უბრალოდ სახელი მეგონა, ეხლა გადავხედე სხვა სტატიებს, Light Attack Aircraft კლასში შედის, ანუ მსუბუქი მოიერიშე. მაგრამ ჩვენთვის რით არის კარგი? ეს სუ-25-ზე უარესია. სასწავლო ელკებს ისედაც მოგვცემენ იაფად, თან ბევრი არც გვინდა. |
Posted by: zzz77 17 Sep 2020, 20:14 |
Pseudot-90 RedShark ხო მაგრამ რადარი ხომ აქვს და შესაბამისად საჰაერო მიზნის განადგურების მეტი შანსი.პლიუს იაფი შესანახი. * * * ბოლობოლო რაიმე დამრღვევი რომ შემოფრინდეს ხო იპოვის მაინცაა რომ დაანახოს რაღაც რეაგირება მაინც რომ არის. |
Posted by: Pseudot-90 17 Sep 2020, 20:20 | ||||||
სუ-25ზე უარესი როგორაა როცა უკეთესი ავიონიკა, დამიზნების სისტემები და ა.შ. აქვს სავარაუდოდ. პლიუს უპრობლემოდ შეგიძლია კაი რაღაცეების დაკიდება. |
Posted by: Alfred_Thayer_Mahan 17 Sep 2020, 20:28 |
G_I_J_U_A zzz77 RedShark რაში გჭირდებათ კარგი მახასიათებლები? ჩვენ ან საერთოდ არ გვჭირდება თვითმფრინავები, ან გვჭირდება მხოლოდ პილოტების შესანარჩუნებლად.L-39-ები გვყავს და ათვისებულია, ადვილი შესანახია. ალკა თითქმის იგივეა, უბრალოდ პატარა რადარი აქვს და მშვიდობიანობისას საზღვრის დარღვევას აღკვეთს, რაიმე უპილოტოს მიხედავს და ა.შ. როგორც საბრძოლო, ალკა წარუმატებელი პროექტია, მცდელობის მიუხედავად ერაყის გარდა ვერავია მიჰყიდეს და ამის მერე კიდევ უფრო ვერ მიჰყიდიან, ნაგავია. და შესაბამისად იაფი. L-39 + L-159, მარტივად, იაფად და ეფექტურად შეასრულებს ყველაფერს, რასაც შეიძლება საბრძოლო თვითმფრინავი გვჭირდებოდეს. |
Posted by: RedShark 17 Sep 2020, 20:32 | ||
აბსოლუტურად დაუცველია. სუ-25 მანპადმორტყმულიც დაბრუნებულა აეროდრომზე, ამისთვის კიდევ ავტომატიც საფრთხეა დაბალ სიმაღლეზე. ავიონიკა კარგი ექნება, მაგრამ მარტო ავიონიკა ხომ არაა თვითმფრინავი?... ისეთი კიდევ რა უნდა დაჰკიდო რომ სამიზნესთან ახლოს მისვლა არ მოგიწიოს? |
Posted by: Alfred_Thayer_Mahan 17 Sep 2020, 20:35 |
RedShark ჩვენი თვითმფრინავები ომს გადაიტანენ აეროდრომზე, უკეთეს შემთხვევაში ანგარში. არ მოგვცემს რუსეთი ფრენის საშუალებას, რაც არ უნდა კარგი თვითმფრინავები გვყავდეს. იფრენენ პატარა უპილოტოები და შვეულმფრენები, თუ მოვინფომებთ. |
Posted by: RedShark 17 Sep 2020, 20:45 | ||
Alfred_Thayer_Mahan
თვითმფრინავები როგორ არ გვჭირდება, მაგრამ ამ ეტაპზე, სანამ სიღარიბეში ვიხრჩობით ერთი ან ორი თუნდაც ფ35-ის ყიდვას დიდი აზრი არ აქვს, იგივე ფულით ისევ საზენიტო სისტემების ყიდვა ჯობია (თუ მოგვყიდეს ეგეც)... ფული უნდა ვიშოვოთ ჯერ, თუ ეს კიდევ დიდხანს (უფრო სწორედ არც თუ ისე დიდხანს) ვერ შევძელით, თვითმფრინავებზე აღარ იდგება საკითხი... |
Posted by: Alfred_Thayer_Mahan 17 Sep 2020, 20:47 |
RedShark ჰოდა ამიტომ გვინდა იაფი და არა კარგი... |
Posted by: Pseudot-90 17 Sep 2020, 21:49 | ||||
RedShark
სამაგიეროდ რემონტის საშუალებაა. ძრავებიან ყველაფრიანად. რა უნდა დაჰკიდოდა რავი ყველაფრის დაკიდება შეიძლება დაწყებული ამრაამიდან დამთავრებული ჰელფაირით. გარდა მაგისა სუს ისედაც ვერ ავაფრენთ.
სუს შენარჩუნებას აზრი არ აქვს იმიტომ რომ როგორც საბრძოლო ვერ გამოვყენებთ. |
Posted by: zzz77 17 Sep 2020, 21:57 |
მგონი ყველა ერთ აზრზეა რომ გვჭირდება იაფი თვითმფრინავი რომელიც საჰაერო სივრცის დარღვევისას მოახდენს რეაგირებას იქნება იაფი შესანახი და ესპლოატაციაშიც ასევე იქნება იაფი და ავიაციის ფუნდამენტს შეინარჩუნებს. |
Posted by: RedShark 17 Sep 2020, 22:06 | ||
შენარჩუნებაზე არ მაქვს ლაპარკი, უბრალოდ ვერც მაგ სტრაიკერის აუცილებლობას ვხედავ, სავარჯიშოდ 2-4 ალბატროსიც გვეყოფა. თუ რამე ფული გვაქვს, პირველ რიგში საზენიტო ჰსთ უნდა დაკომპლექტდეს მაქსიმალურად რამდენადაც შესაძლებელია. ნაწილი კიდევ საკუთარ საავიაციო წარმოებაში უნდა ჩაიდოს, დრონების მაინც.. რა გახდა ეს დრონები, სახლში ვაწყობდი ბოლოს და ბოლოს ბავშვობაში |
Posted by: Pseudot-90 17 Sep 2020, 22:12 | ||||||
RedShark
სიმართლე გითხრა მაქსიმუმ ალკაზე ვიყო თანახმა. ეგეც უფრო ახალ ავიონიკასთან საურთიერთობოდ.
საავიაციო რა გითხრა და დრონები და საჰაერო თავდაცვა ცალსახად უფრო საშური საქმეა.
დრონები კი არა რადიომართვადი ფრთოსანი რაკეტა ავაწყეთ ბავშვობაში. ნუ მართალია არ დაფრინავდა (ვინ მოგვცემდა ჩვენ მყარ საწვავს ) მარა ზატო ფრთებს ატრიალებდა. |
Posted by: RedShark 17 Sep 2020, 22:24 | ||
ვის უნდა მოეცა, სადაც რაკეტა გააკეთეთ, იქ კარამელის საწვავის დამზადებას რაღა უნდოდა? ))) » სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ « |
Posted by: Pseudot-90 17 Sep 2020, 22:40 | ||||
RedShark
მაშინ გუგლი არ არსებობდა. მერვე თუ მეცხრე კლასელებს სად გვქონდა მაგდენი ცოდნა ქიმიაზე ვმაიმუნობდით ძIრითადად. უფრო ფიზიკა, მათემატიკა, ინფორმატიკის ლომები ვიყავით.
ეხლა ხო. თან მამაჩემისთვის რო კალიუმის სელიტრა მეთხოვა უეჭველი მოწვავდა და თავს მომაჭრიდა ჩვეულებრივად (ქიმიკოსია პირველი განათლებით ) ისე დრონის გაკეთებას მართლა არაფერი უნდა ოღონდ კავშირია პრობლემა. თუმცა კამიკაძე დრონებს კავშირიც არ ჭირდებათ. ინსიც ეყოფათ. |
Posted by: RedShark 17 Sep 2020, 22:49 | ||
ნუ, მანძილს გააჩნია, პირდაპირი ხედვის არეში არანაირი პრობლემა არ არის, სხვა შემთხვევაში თანამგზავრია საჭირო, რისი იმიტირებაც აეროსტატით შეიძლება. არ არის ეს მთლად მოქნილი და საიმედო მეთოდი, მაგრამ სულ არაფერს ჯობია, თან თუ ავიონიკა საკმარისად ჭკვიანი იქნება ბევრ პრობლემებს თვითონ გადაწყვეტს. |
Posted by: Pseudot-90 17 Sep 2020, 22:51 | ||
RedShark
პრინციპში ხელოვნური ინტელექტის დროა ეხლა. ჩატენე FPGAზე ამომცნობი და კორექტორი და დაასვამ 2-4 მეტრში რასაც გინდა. |
Posted by: RedShark 17 Sep 2020, 23:01 | ||||
ტექნიკური პრობლემა არ დგას საერთოდ, პოლიტიკური ნება არ არსებობს. |
Posted by: zzz77 17 Sep 2020, 23:21 |
ისე რა არის ჩვენებიც ხო ჩალიჩობდნენ უპილოტოებზე და რა ჩაჩუმდნენ. არ შეიძლება მართლა წაწიონ წინ და მართლა კამიკაძე უპილოტოები გააკეთონ. ან ისეთი უპილოტოები იაფი რომ იყოს და მოწინააღმდეგეს საჰაერო დაცვას ძვირადღირებული რაკეტები ახარჯინოს,როგორც ცრუ სამიზნეები ისე რომ იფრინონ |
Posted by: iliax 22 Sep 2020, 10:45 |
ყველაფერი გაკეთებადია თან გამარტივდა ყველაფერი, რაც ჩვენ წარმოუდგენელი გვეგონა ბიუროკრატიული ბარიერების გამო. უფრო სწორად საბჭოთა სისტემის გამო, ჩვენ გვგონია რომ სამხედრო საქმე აუცილებლად მთავრობასთან ასოცირდება. მთელი ამერიკის თავდაცვა კერძო კომპანიებზე დგას. ზოგი ღილებს აკეთებს ზოგი რას და ზოგიც რას. სრულებით არასამხედრო რაღაცეებს ჩვეულებრივი ხალხი. მსგავსი სისტემა უნდა შეიქმნას ბევრი დელტები ოღონდ კერძო, გარანტირებული დაკვეთებით თავდაცვიდან. გაბაზრდება ფული იშოვებაო და ჩამოყალიბდება ინდუსტრია. ინსტიტუტებს გადახედეთ ქართულებს. იაპონია ეგონება უცხომ რომ თარგმნოს პროსტა სახელები. რას აკეთებს ეს ხალხი? რომელიმე ინსტიტუტმა გააკეთოს შპს და დაწეროს ქართული პროტოკოლი დრონისთვის ან წყალქვეშა ნავისთვის (80კ ჯდება კარკასი კარბონ ფაიბერით მეტი კი არა ) ან რამე პატარა ტორპედოებივით ხელოვნურ ინტელექტზე. მოკლედ დღეს უკვე შესაძლებელია ჩვეულებრივმა ტიპებმა შექმნან უპილოტო ხელსაწყო როგორც მიწაზე და ჰაერში ასევე წყალზეც. ფანტაზია და მარჯვე ხელები საკმარისია უკვე ამ ყველაფრისთვის. უბრალოდ ხალხმა არ იცის, მენეჯმენტი მარკეტინგი და შეკვეთები გვაკლია დანარჩენი არის |
Posted by: kanian_U 27 Sep 2020, 19:14 |
აზერებიც კი აწარმოებენ საკუთარ შაშხანას aztex ar 15 და ტყვიამფრქვევს სნაიპერულებზე აღარ მაქ საუბარი, ყველა ზომა წონა კალიბრში აქვთ ჩვენ რას ვაკეთებთ ამ დროს სირცხვილია ბიჭო სირცხვილი |
Posted by: zindiosama 28 Sep 2020, 13:55 | ||
zzz77
თავდაცვის ძალებში დაზვერვის ქვედანაყოფები ახალი უპილოტო საფრენი აპარატებით აღიჭურვება in მთავარი, სამხედრო საქმე სექტემბერი 28, 2020 ნანახია: 30 საქართველოს თავდაცვის უწყებამ ესპანელი პარტნიორებისგან უპილოტო სადაზვერვო სისტემები შეიძინა, არსებული ძველი საფრენი აპარატები განაახლა და მოახდინა პერსონალის მომზადება/გადამზადება. დაიწო დაზვერვის ქვედანაყოფების ახალი უპილოტო საფრენი აპარატებით დაკომპლექტება, რომელიც ითვალისწინებს ამ ქვედანაყოფების აღჭურვას თანამედროვე ტაქტიკური და ოპერატიული უპილოტო სადაზვერვო სისტემებით. თავადაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ესპანური უპილოტო სადაზვერვო სისტემები მარნეულის საავიაციო ბაზაზე დაათვალიერა და სადემონსტრაციო ფრენას დაესწრო. უპილოტო სადაზვევრო სისტემების განახლება და შეძენა საქართველოს თავდაცვით შესაძლებლობებს მნიშვნელოვნად გააძლიერებს. „უპილოტო სადაზვერვო სისტემების განახლების გარდა, აქტიურად მიმდინარეობს საჰაერო თავდაცვის, ჯავშანსაწინააღმდეგო შეიარაღების, თანამედროვე საარტილერიო და სადაზვერვო სისტემების შეძნა და ამ შესაძლებლობების განვითარება. თანამედროვე სისტემების შეძენა, დანერგვა და განვითარება საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარების ძირითადი პრიორიტეტებია. აღნიშნული სისტემები მნიშვნელოვნად დაეხმარება თავდაცვის ძალებს სადაზვერვო შესაძლებლობების განვითარებაში და ასევე, გამოყენებული იქნება სხვადასხვა სახის წვრთნებსა და სამაშველო ღონისძიებებში. http://www.gmtv.ge/81233-2/?fbclid=IwAR3YYZ9P3F8tdMt2fIY3JlvgzaCvJfvwib8VXiPGCmherAWtMEjkTqqdeN0 მორჩა შენი დელტა უპილოტოები არა შუშუ |
Posted by: zzz77 28 Sep 2020, 17:22 |
zindiosama დიდი ალბათობით ვერ მოაბეს თავი მაგრამ ცრუ სამიზნეები მაინც გააკეთონ რომ რამდენიმე სამიზნიდან ერთი იყოს ნამდვილი სადაზვერვო ან დამრტყმელი უპილოტო დანარჩენები ცრუ სამიზნეები * * * იმედია ამას მაინც მოიფიქრებენ ესეც არ იქნება ურიგო საქმე |
Posted by: kanian_U 28 Sep 2020, 18:00 | ||
zzz77 კაი რას ვერ მოაბეს თავი კაცო, კამერიან დრონებსსს? უბრალოდ
ერთბაშად ვერ გაბედეს და ნელ ნელა გაანადგურეს, ძოძუაშვილის წასვლა საბოლოო განაჩენი იყო, არადა ტიპი ისეთი მოტივირებული იყო, ხიდაშელმა რო გაათავისუფლა მაგარს განიცდიდა. |
Posted by: black hawk 29 Sep 2020, 00:27 | ||||
რამდენიმე წუთის წინ თავდაცვის სამინისტროს ფეისბუქ გვერდზე ამ ესპანური დრონების შეძენასთან დაკავშირებული პოსტი დავაკომენტარე: "რაში გვჭირდება ეს დედაარღნიანი ესპანური მზვერავი დრონები, როცა დელტაში 2012 წლისთვის უკვე აკეთებდნენ ქართულ სადაზვერვო დრონებს, ამ მთავრობას რომ ეგ მიმართულება განევითარებინა ეხლა ქართული წარმოების არამარტო სადაზვერვო, არამედ დამრტყმელი და ასევე კამიკაძე დრონები გვექნებოდა არ გავკარი ამ ესპანურ სადაზვერვოს და თურქულ დამრტყმელ "ბაირახტარ 2"-ს ? " და თან ეს ვიდეო დავურთე, ზუსტად 10 წამში წაშალეს არ დამაცადეს ტროლაობა |
Posted by: xDavid_S 29 Sep 2020, 12:28 |
დღეისათვის დეგამ დაკარგა აქტუალობა? |
Posted by: RedShark 29 Sep 2020, 12:51 |
160 ერთეული FORD Ranger-ი ვიყიდეთო. მოკალი და არაფრით არ ყიდულობენ დიდგორებს https://www.facebook.com/mod.gov.ge/videos/360034505377383 |
Posted by: kanian_U 29 Sep 2020, 16:04 |
დაივიწყეთ დელტა, მოჭიმულ სახიანი მინისტრის პიარ სააგენტოდაა ქცეული |
Posted by: xDavid_S 29 Sep 2020, 16:11 | ||
დიდგორი მედევაკებს იყიდიან = სარემონტო ბაზა ერთნაირი ექნება ორივეს |
Posted by: zindiosama 29 Sep 2020, 17:09 | ||
xDavid_S
და საბრძოლო ვარიანტებს რატო არ წყალობენ? |
Posted by: I-K-A 29 Sep 2020, 18:43 | ||
ვიმედოვნო რომ ამ ხრომირებულ დეტალებს შეღებავენ ან შესაბამისი ფერის ცელოფნებს გადააკრავენ თუ ვიოცნებო "დალშე"?! |
Posted by: 098 29 Sep 2020, 21:23 | ||||
ფორდი კია მაგრამ სხვა ბაზაა საერთოდ რეინჯერი მსუბუქია |
Posted by: xDavid_S 29 Sep 2020, 21:49 | ||
კი, გასაგებია, მაგრამ სადაც მედევაკებს აწყობენ, იქ მაგ რეინჯერებსაც გაარემონტებენ |
Posted by: Pseudot-90 29 Sep 2020, 22:39 | ||||
xDavid_S
ეგ მე მგონი დაბადებიდან აქტუალობადაკარგული იყო. უდაბნოში კაი რამე იქნება ალბათ. I-K-A
რეავი ქართული ტრადიციაა 2008 წლის ომიდან მოყოლებული რო მატოვი დეტალები რად უნდა ქართველ ჯარს? ხრომირებულით უნდა შევარდეს! |
Posted by: I-K-A 30 Sep 2020, 01:14 | ||
............................. |
Posted by: კუსლარხევი 30 Sep 2020, 13:36 |
ისე თქვენი არვიცი მაგრამ დელტამ ტოიოტა LC 75 პიკაპის ბაზაზე რამე ასეთი ოფიციალური ტაჩანკა რო შექმნას.... მთელი ახლოაღმოსავლეთი და აფრიკა დაიტაცებს დიდი სიხარულით. კარგი მოდულის შექმნა უნდა და ბორტზე კულტურულად დამონტაჟება... ეგ არი და ეგ. თანამედროვე დაბალი ინტენსივობის ომებმა მესამე მსოფლიოს ქვეყნებში აჩვენა რომ ასეთი იარაღი ხშირად ტანკებზე უფრო ეფექტურია. ფაქტია რომ ამ იარაღზე მოთხოვნა დიდია , იყენებენ მას როგორც რეგულარული ისე ირეგულარული დაჯგუფებები.... და ამ დრომდე კუსტარულ დონეს ვერ გაცდა |
Posted by: xDavid_S 30 Sep 2020, 13:58 | ||
სამუმ |
Posted by: კუსლარხევი 30 Sep 2020, 14:30 | ||
xDavid_S
ხო ეგეთი რაღაცა... ოღონდ მაქსიმალურად იაფი და პრაქტიკული ... შეჯავშნა მინიმალური ან საერთოდ არა. ალბათ უბრალოდ შასი უნდა გაძლიერდეს ტვირთამწეობის ამბავში .... თუ შეიჯავშნება ძალიან მინიმალურად რო წონა არ გაიზარდოს. ამ იარაღის ტაქტიკური გამოყენება გულისხმობს უცაბათ თავდასხმას სროლას და პოზიციის დატოვებას |
Posted by: kobalt 1 Oct 2020, 15:56 |
ამათმა იმდენი მანქანები გრუზავიკები ავტობუსები და საერთოდ იმდენი სატრანსპორტო საშუალება იყიდეს რომ მემგონი დათესვას აპირებენ სუყველა ერთად ერთ დღეს, ასე ჰოპ და აღარ არიან |
Posted by: I-K-A 2 Oct 2020, 02:56 |
ამის გამოსწორებას არ აპირებენ? |
Posted by: tornike71 2 Oct 2020, 08:28 |
დელტამ დელტატექსტილი დააფუძნა,ამათ ოღონდაც იარაღი არ დაამზადებინო და სხვა ყველაფერს ამზადებენ,რა უბედურებაა გახედეთ მაინც სამეზობლოს რა ამბებია,ესენი კიდე |
Posted by: RedShark 2 Oct 2020, 10:15 | ||
ამეების გამოფარჩხვას ერთი კამერა არ ჯობია უკან? |
Posted by: Elizbari1995 2 Oct 2020, 11:06 |
F250 და f350რეინჯერზე 5000$ძვირია, წვა ოდნავ მეტია აქვს, სქმაგიეროდ აქვს იგივე ძრქვქ ტრანსმისია რაც დიდგორს, შეუძლია რეინჯერის დატვირთულის წონის ტვირთის წაღება.აქვს უფრო მეტი რესურსი, ამერიკაში 15 ტონამდე ტვირთი დაავქს ხალხს, 500000კმ გარბენამდე ძლებს. ძარაზე 3 ტონამდე ტვირთის თრევაზეა გათვლილი. ოდნავ ნაკლებ მანევრულია რეინჯერთან შედარებით. სახანძროებიც ხო ფორდ სუპერ დუტის ბაზაზეა. |
Posted by: GioWEED 3 Oct 2020, 09:45 |
Bayraktar TB2, თურქული უპილოტო დამრტყმელი თვითმფრინავი, ნახეთ რა ეფექტურია ბრძოლაში. პიკაპები და ბათინკები კი არა ესენი იყიდეთ! მე რაც დავინახე სომხებს ყველაზე მეტი ზარალი ამათმა მიაყენეს. . . 21 საუკუნეში მსგავსი ტიპის შეიარაღების გარეშე შეუძლებელია ბრძოლა. უპილოტო დამრტყმელი გვჭირდება თანაც ბევრი. თურქები აკეთებენ ამათ ბლომად თუ ამერიკულებს არ მივაწვებით. |
Posted by: NikO6567 3 Oct 2020, 13:59 | ||
მთელი ამბავი იმაშია რომ შენით უნდა ააწყო |
Posted by: კუსლარხევი 4 Oct 2020, 14:29 | ||
NikO6567
გრონი კიარა ნორმალური კალაშნიკოვის ვაზნის წარმოება ვერ ავაწყეთ.... დრონს ვინ ჩივის |
Posted by: levani169 4 Oct 2020, 15:04 |
"მშვიდობას ალტერნატივა არა აქვს!" |
Posted by: xDavid_S 5 Oct 2020, 20:01 | ||||
მითუმეტეს, როდესაც მეორე მხარეს ცაში ასეთი ყავს და შენ ვერაფერს უპირისპირებ * * * ციკოლიას გვერდიდან:
|
Posted by: levani169 6 Oct 2020, 19:40 | ||
"ამერიკელები ვინ ჩემი ისინი არიან,მე ვარ რაცა ვარ.ჰაერში თურქები არიან და ხმელეთზე მე" @ ზვიად ციკოლია (გაუკეთეთ ციკოლიას საათი მებრძოლს ხელზე და ის მებრძოლი "სამი სილნიი მებრძოლ ვ მირე" იქნება" @ ზაურ დარგალი ) |
Posted by: Zuka911 8 Oct 2020, 00:33 |
დიდგორების პირველი პარტია ჯარისთვის. გვეღირსა. |
Posted by: iverski 8 Oct 2020, 00:44 | ||
ჩვენმა ჯარMა შეისყიდა? ............................................. |
Posted by: Zuka911 8 Oct 2020, 00:50 | ||||
კი |
Posted by: RedShark 8 Oct 2020, 00:57 |
ძლივს იმედია კიდევ ბევრს შეუკვეთავენ და ბმპ-ებს და ეგეთ ჯართებს მოიშორებენ სულ. |
Posted by: kanian_U 8 Oct 2020, 03:50 |
ესეიგი მედევაკები ახალი ცხვირითაა საბრძოლოები ძველით ნეტა რატომ? სტალკერ გვითხარი ახალი უფრო ლამასია |
Posted by: I-K-A 8 Oct 2020, 04:12 |
ვაა ეს კარგი ამბავია! ეს არ მომწონს, სახურავზე სათადარიგო საბურავი, თქვენ რას იტყვით?ან გვერდით ან უკან კარებზე არ დამაგრდებოდა?მაგარი არაპრაქტიკული ჩანს |
Posted by: Elizbari1995 8 Oct 2020, 05:47 |
გვეღირსა, ვულოცავ ყველას, განსაკუთრებით დელტაში და თბილავიამშენში მომუშავე პერსონალს, იმ ინსტიტუტების მეცნიერებს რომლებმაც საქართველო არ დატოვეს. ყველას გილოცავთ. გვეღირსა ბოლობოლო |
Posted by: ქაფქიანა 8 Oct 2020, 08:46 |
ხალხნო, მე მაპატიეთ, ამ განყოფილებაში სულ ერთი ხელის თითებზე ჩამოსათვლელი პოსტი თუ მექნება, მაგრამ იქნებ დადოთ წყარო ამ ფოტოების? პოსტი, ინფო ან რამე. სადაა გადაღებული, როდის? რაიმე ინფორმაცია. |
Posted by: hermes555 8 Oct 2020, 10:20 | ||||||
ზოგი მედევაკია, ზოგი შეიარაღებული მოდულით ანუ ორივე მოდიფიკაცია ვიყიდეთ ჯარისათვის? |
Posted by: zzz77 8 Oct 2020, 11:10 |
გვეღირსა ჩემგან დიდი პლიუსი ირაკლის * * * ეხლა ერთი სურვილი მაქვს ლაზიკის პროექტი დაასრულონ.დააგრძელონ ცოტა ბაზა. და უფრო კარგი კოშკურა დადგან |
Posted by: tornike71 8 Oct 2020, 14:26 |
https://1tv.ge/news/saqartvelos-tavdacvis-dzalebs-deltas-warmoebis-javshanmanqanebi-gadaeca-video/?fbclid=IwAR3dj89mso20zW5F_zjc_bL412_FjzCPrv20TBTBUvstfONUd1wNi4szhRA |
Posted by: kanian_U 8 Oct 2020, 14:45 |
პატარა დიდგორებიც გამოჩნდა მე ეს ცხვირის ამბები უფრო მანტერესებს, რატო არაა განახლებული როგორც მედევაკებზე ან მეომარზე |
Posted by: RedShark 8 Oct 2020, 14:51 |
როგორც ჩანს სპეციალურად არ უწარმოებიათ რომელიმე მოდიფიკაცია, ყველაფერი ერთნაირად იყიდეს რაც იყო დაგროვილი ძველი დიდგორი-1 - ების ჩათვლით. |
Posted by: dadetor 8 Oct 2020, 15:05 | ||
თვალი ხარბიაოო ........... ბევრი გვინდა კადრში რო გამოჩნდეს ამბავი იქნება და რა დიდგრობიც იყო ყველა გამოიყვანეს "შეისყიდეს:" მერე ალბათ ჩააანაცვლებენ ან /ან მოკლედ ლირიკაა ეს ყველაფერი მერჩივნა ესენი გვყოლოდა 10 ცალი მაინც |
Posted by: Elizbari1995 8 Oct 2020, 15:36 |
მარა ერთი უბედურებაა, ეგ დიდგორები 2010 ში აწყობილებია, მედევაკებს თუ არ ჩავთვლით. ამდენი წელია დელტაში იდგა. ლაზიკა ეხლაც დელტაში დგას |
Posted by: RedShark 8 Oct 2020, 15:51 | ||
მოკლედ, მთლად ბოლაობის გარეშე არც ამან ჩაიარა ვნახოთ კიდევ რა მოხდება. თუ ეს გაგრძელდა და მომდევნო პარტიები ახალი მოდიფიკაციები შეისყიდეს მაშინ ჯანდაბას, თუ არა და ეს მხოლოდ წინასაარჩევნო ბოლია, მეტი არაფერი. |
Posted by: kanian_U 8 Oct 2020, 15:52 | ||
Elizbari1995 მეც მაგას ვიძახი პირველი მოდელების შემდეგ უამრავი ცვლილება შეიტანეს და სამწუხაროა ჩვენ თუ ისევ ძველები ვიყიდეთ
ან ან არაფერსაც არ ჩაანაცვლებენ, უბრალოდ ფული დაზოგეს და წინასაარჩევნოდ პიარი გაიკეთეს |
Posted by: RedShark 8 Oct 2020, 15:55 | ||
პირველი ნიმუშებიდან დაწყებული, დაგროვილი რაც იყო ამ წლების განმავლობაში, გადაღებეს და გამოაგორეს |
Posted by: Zuka911 8 Oct 2020, 16:18 |
ბოლომდე მასეც არის, ახალი დიდგორები სპეცებს მისცეს, იმედია დიდგორი-2-ები, მეომრები და ნაღმმტყორცნიანები წამოვა მომავალში |
Posted by: kanian_U 8 Oct 2020, 16:20 |
RedShark დიდი ალბათობით ეგაა, სხვა ახსნა არ აქვს. ტიპებმა პატარა დიდგორიც კი გამოაგირეს, 2010 ის მერე რომ არ გამოჩენილა და დელტასაც კი არ უდევს საიტზე სიტუაცია თავდაცვაში: დაიკიდე ძმაუ პატარა დიდი, გამააგორეთ რაც არი ეგ არი რამხელა არაპროფესიონალიზმთან და არასერიოზულობასთან გვაქ საქმე თან ძველებს ცალკე უნდა უზიდო სათადარიგო ნაწილები, სხვა ძრავები აქვთ მაგათ. |
Posted by: zzz77 8 Oct 2020, 16:21 |
ძალიან კარგია თუ ყველა შეისყიდეს.შემდეგი პარტიები ახალი იქნება და იმედია კიდევ უფრო მოარგებენ ჯარის საჭიროებას. აუცილებლად დაასრულებენ ლაზიკის პროექტსაც,ასე მგონია და ბმპ-ეს ჩანაცვლების პრობლემაც გადაიჭრება. |
Posted by: murza 8 Oct 2020, 16:23 | ||
RedShark
რო დაეტოვებინათ რითი იქნებოდა კარგი? არც წარმოებაა ჩვენი დიდი გაქანების და არც თავდაცვის ბიუჯეტი. მაგრამ კარგი ქნეს თუ წამოიყვანეს. ან ბოლო მოდიფიკაციის დიდგორები რა ასეთი გადამწყვეტი უპირატესობის მფლობელები არიან ძველებიოს წინაშე. ცხვირი აქვთ უკეთესიო! ან მთელი ეს შესყიდვა რა ასეთ ამინდს შეცვლის ჩვენი ჯარის ბრძოლისუნარიანობაში? ერთადერთი, რაც მნიშვნელოვანია, იქნებ ნავსი გატყდეს და პრინციპულად ეგრე მიუდგნენ, რომ თუ რამის გაკეთება შეიძლება საქართველოში, ეცადონ გაკეთებას. ოცნებას კაცი არ მოუკლავსო. |
Posted by: kanian_U 8 Oct 2020, 16:24 | ||||
Zuka911
ეგ როდის? ფაქტია რომ ამ პარტიაში მედევაკების გარდა ახალ ცხვირზე არცერთი არაა. ვიდეო ზემოთ დევს. * * * murza
ლამაზი ცხვირის გარდა რაც დადასტურებულად ვიცით ეს არი გაცილებით უკეთესი სავალი ნაწილი, დაკიდება და გაგრილება. აქაურ სანდო ხალხს თუ დავუჯერებთ უკეთესი ჯავშანიც, ინდური ფოლადი ჩანაცვლდა ევროპულითო. გარდა მაგისა ძველები სხვა , უფრო ძველ ძრავებზეა და ეგეც შენი ლოჯისტიკური პრობლემა. |
Posted by: Zuka911 8 Oct 2020, 16:37 | ||
kanian_U ზაფხულში მიიღეს პირველი პარტია და სწავლებებზეც გამოიყენეს.
კი მართალი ხარ. მაგრამ ეგ მოდელები დელტაში რომ არ იმტვერება, ეგეც კარგია უკვე. ვნახოთ, ღარიბამ "პირველი პარტიაო", იმედია მეორეში უფრო ახლები და მეტი იქნება |
Posted by: xDavid_S 8 Oct 2020, 16:39 |
Posted by: Elizbari1995 8 Oct 2020, 16:55 | ||||
ნაყიდი ქვია მაგას? უბრალოდ დელტაᲓან გადაეცა ჯარს, თორე სახელმწიფომ კაი ხანია მაგის დამზადების ღირებულება გადაიხადა. დიდი სხვაობა პირველ და ბოლო დიდგორებს შორის არაა, უბრალოთ კორპუსებია სხვანაირი. დაკიდებაში დიდი სხვაობა მე არ შემიმჩნევია პირველს და მედევაკს შორის, 26 მაისს ვუჭვრიტინებდი ორივეს. მედევაკი ლამაზია უფრო ეხლა ლაზიკებიც გადაცენ ჯარს, როდემდე ვიყოთ ბმპ1ის იმედზე. ბევრი ლანძღეს ლაზიკა მარა აზერები აგერ 3 მილიარდ ხარჯავენ და ბმპ1 ით დადიან. ისე ბმპს დიზაინერებს ალბათ ფეხებზე ეკიდათ ჯარისკაცები. რაფერ უნდა დააჯინო კაცი საწვავის ავზზე გვერძე ჭურვები მიუწყო და ტანკებთან ერთად წინა ხაზზეგაუშვა?! |
Posted by: zzz77 8 Oct 2020, 17:08 |
იმედია რადგან ეს ნავსი გატეხეს ლაზიკებსაც მიუბრუნდებიან.ჯავშანი იქნებ სულ აქაური წარმოების გააკეთონ.ტანკების გარდა.მაგას სხვა შესაძლებლობები ჭირდება.მაგრამ დიდგორი მშვენიერი პლათფორმაა,რაიმე დიდი საბურავებზე შეჯავშნონ ესეც მძიმე პლათფორმა და ლაზიკაც დაასრულონ.არაა შეუძლებელი ამოცანა. მძიმე პლათფორმა არ ფაუჭირდებათ სადაც კრაზები შეჯავშნეს მაგასაც გააკეთებენ, ლაზიკა უფრო რთულია მაგრამ დაწყებული საქმეა და მოაბავენ თავს.ბტრ და ბმპ ჩანაცვლების პრობლემა მოიხსნება.ეჯდეერები გაყიდინ რამხელა შკაფებია.აგერ აზერებს დაჭირდებათ მალე ეგეთები ისეთი გაქანებით ომობენ ერთმანეთში.თურქეთიც არ გააპროტესტებს |
Posted by: RedShark 8 Oct 2020, 17:43 | ||||
+ გაცილებით მოუხერხებელია, პატარაა, სივრცეც პატარა იქნება შიგნით, არც კარი აქვს მძღოლის მხარეს და ა.შ.
რომ არ ჰქონდეს რატომ გააჩერებდნენ მთლიანად პირველ პროექტს?.. |
Posted by: dadetor 8 Oct 2020, 18:29 | ||
RedShark ძალიან განსხვავებული მანქანებია პირველი კობრის ინსპირაცია მერე დახვეწეს ნელნელა და აუტენტურ ლუქამდე მიიყვანეს დღევანდელი დიდგორი ახალი ცხვირით სრულფასოვანი ჯავშან მანქანაა ჯარისთვის მულტი ფუნქციური პლათფორმით + დროთა განმავლობაში ალბათ ჯავშანი და ელექტროობა თუ დაემატება zzz77
გული არ გაიტეხო მეგობარო და ლაზიკა არც არასოდეს განიხილებოდა რამე სერიოზულად და ახლო მომავალშიც არ იქნება განხილული, და ზოგადად უტოპიაა და უაზროდ რესურსის ყრა მზგავს პროექტზე მუშაობა , დღეს თუ რამის წარმოებაც ღირს ეს არის დიდგორი , დრონები მცირე თუ დიდის ამის შესაძლებლობა და პოტენციალი ბაგაჟი არის ქვეყანაში |
Posted by: zzz77 8 Oct 2020, 20:22 |
dadetor მე მომწონს მუხლუხოებიანი ტექნიკის წარმოების იდეა.თუ ოდნავ შანსია წარმოების და მსგავსი პროდუქტის დადების რატომაც არა.კი ვიცი ადვილი არაა მაგრამ მონდომების ამბავი მგონია და ირაკლის მონდომება აქვს როგორც ჩანს * * * ნუ დრონები ორი აზრი არაა,თან ცოტა რაღაც გამოცდილებაც აქვთ მაგ მიმართულებაზეც |
Posted by: კუსლარხევი 8 Oct 2020, 21:56 |
ეს ლაზიკა ვარგა საერთოდ? ვიდეოებით რა უნდა გავიგოთ? რამე გამოცდები გაიარა? |
Posted by: rommel 8 Oct 2020, 22:18 |
დიდგორის ძველ ვერისიებს დაშორიშორებული ჯავშანიც არ აქვს. ახალ პარტიას თუ შეიძენენ იმედია მართლა ახალი იქნება. |
Posted by: Ghоst Rеcоn 8 Oct 2020, 23:16 | ||
+ ამ ყველაფერს, რადიო–ელექტრონული ბრძოლის საშუალებები გვჭირდება, კრიტიკულ როლს შეასრულებს ეს კომპონენტი სამომავლოდ. |
Posted by: Ares_75 9 Oct 2020, 01:10 |
გასაგებია, რომ ახლლი დიდგორები ჯობდა, მაგრამ ძველებს ხომ გადაყრდნენ,ამიტომ მისაღებია ,მთავარია გაგრეძელდეს ეს აბავი,დიდგორი მეომარი დამოკლებული შასით და ასე შემდეგ |
Posted by: Elizbari1995 9 Oct 2020, 05:18 |
ისე ეს პირველი გადაცემა არ არის ტექნიკის, პირველად 2012ში გადაეცა მე4ე ბრიგადას. 15 კავშირგამბმულობის მანქანა 2014ში გადაცეს კიდე. |
Posted by: -ss- 9 Oct 2020, 19:07 |
ჩემი აზრით იმ რამდენიმე ერთეულ შეჯავშნულ გრადსაც გადმოგვცემს დელტა. 3-6 ერთეული უნდა იყოს. ქუთაისში გამართულ აღლუმზე მგონი მაგ რაოდენობით იყო წარმოდგენილი, არ მახსოვს ზუსტად. მაგის მერე არამგონია მიმატებოდა რამე. * * * ერთი კითხვა მაქვს ამ გრადებთან. 2012 მდე პირობითად თუ გვყავდა 16 გრადი, დელტამ არსებულ გრადებს მოხსნა გამშვები დანადგარი და ეგ მიამაგრა იმ ახალ შეჯავშნულ კრაზებს, თუ ეს 16, 16-ად დარჩა და ახალი გამშვებები იყიდეს და ის დაამაგრეს? |
Posted by: Janiashvili 9 Oct 2020, 20:03 | ||
წასულია ჩვენი საქმე რა... დელტა კი არა ქვეყანა არაა |
Posted by: black hawk 13 Oct 2020, 00:20 | ||||
ისე რას ვფიქრობ იცით? ეს რომ რადარით აღჭურვო მამენტ დრონებზეც ინადირებს ჰაერი ჰაერი რაკეტებიც შეიძლება დაკიდო 2 ცალი, ბოლობოლო მინიგანით დაადუღებს აღმოჩენის შემთხვევაში, თუმცა მინიგანს მემგონი 1 კმ აქვს მაქს რეინჯი, რაც მცირეა. მოკლედ კაი რამეების მოფიქრება შეიძლება, საკაიფო მულტიფუნქციური ლაით პლატფორმაა, უნდა დახვეწონ ბოლომდე რა კოპტერია გადაკეთებული ვინმენ იცით? |
Posted by: kanian_U 13 Oct 2020, 00:34 | ||
black hawk რავი, რატო არ იმუშავებს? კოპტერიც ხო და აი ბაირახტარის ზომის უავზე რო ჩამოკიდო კაი რადარი, 1-2 ჰაერი ჰაერი და გაუშვი პატრულირებაზე 24 საათი, ვერ ინადირებენ სუ 25/24 ზე? ან მეტზეც რატო ვერ გაიწევენ? ფ-22 ის ყველაზე დიდი ღირსება ხო რადარია ზუსტად, ძალიან შორს ხედავს როგორც ვიცი.
ეგ არ ვიცი, მაგრამ მართვის მოდულს თუ რაღაც ელექტო კომპონენტს დელტა აკეთებს, ყოველშემთხვევაში სტალკერა იძახდა ვმუშაობთო. |
Posted by: zzz77 13 Oct 2020, 09:19 |
kanian_U black hawk ეს ვერტფრენი ამ სახით ამ შეიარაღებით არის ნული სამწუხაროდ.დიდია ადვილად აღმოაჩენ და მოწყვლადია საზენიტო საშუალებებისთვის.ერთადერთი თუ დაკიდებ შორი მოქმედების მართვად რაკეტებს და მოწინააღმდეგეს საზენიტო საშუალებების მოქმედების არეალში შესვლის გარეშე თუ ამუშავებ. ეგეთი რაკეტები ძვირია და არც მოგვყიდიან. ბაირახტარის მსგავსი უპილოტოები უნდა გააკეთონ.მაღალი სიმაღლიდან მართვად ბომბებს ყრიან.რადარისთვისაც შეუმჩნეველია მეტწილად და იაფ ბომბებს იყენებს. რადარის დაკიდებაც ისეთი თემაა ვერ გააკეთებ და არც გამოდგება. ერთადერთი გამოდგება რომ შენი პოზიციიდან აწიო მაღლა და კარგი ოპტიკით დაათვალიერო ახლო პოზიციები. |
Posted by: 088 13 Oct 2020, 09:43 |
სუ25-ისნ აწყობა თუ შეეძლოთ, რა გახდა უპილოტოს გაკეთება, მონდომება უნდა და გააკეთებენ. უბრალოდ ეკიდათ ყველას, აბა ვნახოთ ღარიბა რას იზავს |
Posted by: RedShark 13 Oct 2020, 10:36 | ||||||||
მეც ვფიქრობ რომ სრული უაზრობაა ეგ პროექტი. დაბალ სიმაღლეზე და ახლო მანძილზე მოქმედი მოიერიშე უპილოტო ვერტმფრენი ტყვიამფრქვევებით? დაფაქ!
1000%.
ამ შემთხვევაშიც თვითმფრინავი ჯობია, ენერგიის იგივე დანახარჯით (უფრო ნაკლებითაც) უფრო მაღლა ავა, უფრო მეტ ტვირთს წაიღებს, უფრო უხმაუროდ და შეუმჩნევლად იმოქმედებს.
ეგრე ადვილი არ არის ეგ. ჯერ ერთი შორს მოქმედი საავიაციო რადარები საკმაოდ მძიმეა, ბაირაქტარს ვერ აჰკიდებ, მერე კიდევ გამანადგურებელი მარტო რადარი და რაკეტები არ არის.. ასე ადვილი რომ იყოს სულ არ იქნებოდა საჭირო ფ16-ები, ფ18-ები და ა.შ. ვერტმფრენშიც მშვენივრად მოთავსდება ეგ ყველაფერი, მაგრამ ასე არ ხდება.. პ.ს. ჯერჯერობით სრულფასოვანი გამანადგურებელი დრონი ამერიკელებსაც კი არ აქვთ. |
Posted by: kanian_U 13 Oct 2020, 10:51 |
კარგი და მიწაზე განლაგებული რადარებიდან თუა ინფორმაციის მიღება შესაძლებელი? მაგალითად ზედ რადარის თავზე რომ დაფრინავდეს, პლიუსი ის ექნებოდა რომ ჰაერიდან გასროლილი რაკეტა გაცილებით შორს მიფრინავს ვიდრე მიწიდან. |
Posted by: G_I_J_U_A 13 Oct 2020, 12:22 |
უპილოტოები დაივიწყეთ, გამოაგორებენ ელექტრონულ ჩამხშობს და ვეღარ იმუშავებენ, როგორც ყარაბაღის ომში ხდება |
Posted by: xDavid_S 13 Oct 2020, 12:40 | ||
G_I_J_U_A
სომხების ხელთ არსებულმა რუსულმა ჩამხშობებმა რატომ ვერ იმუშავებს? ებრაული ჰარპი ზედგამოჭრილია მსგავსს სამიზნეებზე |
Posted by: kanian_U 13 Oct 2020, 13:30 |
G_I_J_U_A მასე თუ მიუდექი ისეთს ვერაფერს შევიძენთ რუსმა რომ ვერ გაგვიბათილოს. უბრალოდ ყველაფერს აქვს თავის დრო და ადგილი. და ყარაბაღში ეხლაც კარგად მუშაობენ დრონები. |
Posted by: zzz77 13 Oct 2020, 20:01 |
RedShark ამ შემთხვევაშიც თვითმფრინავი ჯობია, ენერგიის იგივე დანახარჯით (უფრო ნაკლებითაც) უფრო მაღლა ავა, უფრო მეტ ტვირთს წაიღებს, უფრო უხმაუროდ და შეუმჩნევლად იმოქმედებს. რა თქმა უნდა 100% ით გეთანხმები. ალბათ დელტაშიც მიხვდნენ და გაანებეს თავი |
Posted by: murza 14 Oct 2020, 17:09 |
------------------------------------------------ |
Posted by: Elizbari1995 14 Oct 2020, 18:56 | ||
მოწინააღმდეგის გამანადგურებლები პირველი მაგას ჩამოაგდებენ, კი ჰაერიდან გაშვებული რაკეტა უფრო ეფექტურია მაგრამ ნელა მფრენი უპილოტო ყველაზე მარტივი ჩამოსაგდებია. რების სისტემის მინუსი ისაა რო თავადაა მარტივად აღმოსაჩენი. |
Posted by: 098 15 Oct 2020, 00:10 | ||||||
26 მაისისთვის სახელდახელოდ გაკეთებული მაკეტია აიღეს 20 - 35 ათას დოლარიანი შევულმფრენი და გააფუჭეს პიარისთვის https://www.barnstormers.com/category-19730-Helicopter--Rotorway.html |
Posted by: dadetor 15 Oct 2020, 10:41 |
პირდაპირ ამ მაკეტს რატო აღიქვავთ? კონცეფცია დავიჯერო ასე ცუდია? ძალიან ფართე გამოყენება შეიძლება დახვუუეწის შემთხვევაში რიპერის ტიპის უპილოტოს თავისი ნიშა აქვს ამას თავისი, თუნდაც შეირაღების ამბავში ტანკ საწინაააღმდეგო მართვადი შეარაღება რო დაკიდო გონით ცუდად იმუშავებს? ან თუნდაც პოლიციური ქვედანაყოფებისთვის პატრულირების მხრივ საკმაო არეალს მოიცავს , ამ დროს ხალხი აქ სრულიად გამოუსადეგარ ლაზიკას მისტირის დღეს უპილოტოს დამზადება არაა პრობლემა თუნდაც რიპერის დონის პლანერი , აი მართვის სისტემა პრობლემა და როცა ეს სისტემა იქნება მერე გინდა k-max-გან დამრტყმელ უპილოტოც მაგარი ტიპი იქნება და რიპერის ქართული ანალოგი, მაგრამ ვის რა ქინძაძად უნდა როცა ამბიცია ერთეულებშია მხოლიდ |
Posted by: 098 15 Oct 2020, 17:38 | ||||
dadetor
კონცეპცია ჩვენთვის მიუღწეველია სარეალიზაციოდ
ჯერ გრანდებმა გააკეთონ რამე მსგავსი ასე ნოვატორები როგორ ვიქნებით საკითხში სადაც იმ გრანდებს 70-80 წლით ჩამოვრჩებით მინიმუმ? და იმათი ბიუჯეტის 0,0001% არ გვაქვს |
Posted by: dadetor 15 Oct 2020, 18:01 | ||
098
MQ-8, Skeldarსაკმარისია? |
Posted by: 098 15 Oct 2020, 18:57 | ||
dadetor
დაასრულა გამოცდები? რა დაჯდა მაგ პროექტი დაინტერესდი რამდენი ჩვენი თავდაცვის ბიუჯეტია |
Posted by: dadetor 15 Oct 2020, 20:29 | ||||
098
ფაქტია მიღებულია სერვისში
OK ბრონი მანქანები ვშტამპოთ ისიც მილიონი წლის წინ აწყობილი საერთოდ რატო ვედრებით ბობოლებს ? ჩვენ გვინდა მარტივი რამ შედარებით |
Posted by: 098 15 Oct 2020, 20:40 | ||||
dadetor
გამოცდებს გადის ჯერ 3 მილიარდ დოლარზე მეტი ღირს ეგ პროექტი ამ ეტაპზე ჩვენი მთლიანი თავდაცვის ბიუჯეტი 300 მილიონი დოლარიც არაა
რაც გვჭირდება და რისი ტრაკიც გვაქვს ის უნდა ვაკეთოთ პირველი საკმაოდ ბევრ რამეს მოიცავს. მეორე ძალიან ვიწრო შესაძლებლოებებს გულისხმობს სამწუხაროდ მაგრამ არის ადგილზე შედარებით სერიოზული რაღაცეები ლიცენზირებული აწყობის პერსპექტივები ობსეტური პროგრამებით უბრალოდ მანდაც სერიოზული თანხებია საჭირო და არა ეს სასაცილო მიზერული ბიუჯეტი რაც ახლა გვაქვს |
Posted by: dadetor 15 Oct 2020, 21:44 | ||
098 საბოლოოდ მივალთ დასკვნამდე რომ უმთავრესია ნება , ჩაიდოს /გამოინახოს რესურსი
უფრო ყოველთვიური სახელფასო ფონდია |
Posted by: 098 16 Oct 2020, 00:21 | ||||
dadetor
ბაზარი არაა
აღარც სახელფასოდაა საკმარისი რეალურად გასაორმაგებელია ამ კურსის პირობებში ხელფასი ჯარში რომ მიმზიდეველობა არ დაკარგოს საკონტრქტო სამსახურმა |
Posted by: zzz77 16 Oct 2020, 09:05 |
dadetor ეგ უპილოტოები უფრო საზღვაო ძალებისთვის დაამზადეს და იყენებენ კიდეც საზღვაო ძალები.სახმელეთომაც შეიძლება გამოიყენოს რაღაცეებში,მაგრამ ეს არაა ის რაც გვჭირდება.ბაირახტარების კონცეფცია გაცილებით გამოსადექია |
Posted by: int 24 Oct 2020, 20:19 |
ერთი კითხვა მაქვს ლაზიკის წარმოება რატომ შეწყვიტეს და არ გააგრძელეს? |
Posted by: xDavid_S 24 Oct 2020, 20:26 | ||
დამკვეთი ვერ იპოვეს |
Posted by: zindiosama 25 Oct 2020, 13:52 | ||||
აბა დახურონ დელტა ეგ დროა ზუსტად |
Posted by: xDavid_S 25 Oct 2020, 14:01 | ||
დახურული არაა? დარჩენილი პროდუქციის ამოყიდვა მოახერხეს = საბითუმო ფასებში მიყიდეს თავდაცვას |
Posted by: 098 25 Oct 2020, 22:36 | ||
xDavid_S
დარწმუნებული ხარ რომ გადაუხადეს მაგაში ფული დელტას? ძალიან მეეჭვება არ იყო ბიუჯეტში მაგის ფული ჩაივლის არჩევნები დადგება მომავლი წლის ბიუჯეტის დამტკიცების მომენტი და ჩკა არ იქნება არც მაგის ფული არც იმ მი-24-ების და სუ-25-ების რემონტის ფული ბიუჯეტში მაშ რა ვქნათ რით გავისტუმროთ ის ხარჯები რაც უკვე გავწიეთო? წაიღეთ უკან ეგ დიდგორები და ეგ შვეულმფრენები და თვითმფრინავებიც წაიღეთ თუ გინდათ და გაყიდეთ ჩვენ მაგის რემონტის ფული მაინც არ გვაქვსო ისინიც მიიწერენ აქტივად ჩამოიწერს თავდაცვის სამინისტრო მომავალ არჩევნებამდე რომ მერე ისევ თავიდან გადასცენ და ლენტიც თავიდან გაჭრან რა პირველად ხდება თუ მეორედ ეგეთი რამ? |
Posted by: RedShark 16 Dec 2020, 15:40 |
ქუთაისის ექსპერიმენტული ჯტრ-ები |
Posted by: lasho1993 16 Dec 2020, 21:12 |
დღეს ეჯდერი წამოიღეს ქარხანაში, ისეთო დაჟანგებული და მოუვლელი იყო გული დამწყდა მაგის დედავატირე რა |
Posted by: otokarcobra 19 Dec 2020, 19:49 | ||
სად ქარხანაში, დელტაში მოიტანეს? |
Posted by: traki5 20 Dec 2020, 23:18 |
RedShark ეს პროექტი რო დამტკიცებულიყო და ქვეყანაში ამ დონის წარმოება ყოფილიყო წარმოიდგენია რამხელა მოსაპარი ჯართი დაგროვდებოდა აბა ჩვენ ხო სხვაგვარად ვერაფერსვიყენებთ |
Posted by: jjj 4 Jan 2021, 11:42 | ||
დღეს პირველი აპრილი აშკარად არ არის აბა, ველოდებით კომპეტენტურ კომენტარებს. https://www.interpressnews.ge/ka/article/636260-pirveli-kartuli-upiloto-sapreni-aparati-t-31-mzadaa-daikavos-girseuli-adgili-nebismieri-kveqnis-sheiaragebashi
|
Posted by: kanian_U 4 Jan 2021, 13:56 |
მორიგი ge31 bora ბოლი გაეძრო ისიც ეგრე ცარიელი რენდერი იყო |
Posted by: Zuka911 4 Jan 2021, 14:31 |
ძალიან მინდა დავიჯერო მაგრამ ვერ მეჯერება ფული სჭირდება ხალხო ამ ყველაფერს, ფული რომელიც უბრალოდ არ გვაქვს |
Posted by: p-38 4 Jan 2021, 14:49 |
მეც წავიკითხე ამ დილით და რაც გავიგე მხოლოდ ფურცელზეა დახატული და ჯერჯერობით ისევ ბატინკების იმედზე ვრჩებით |
Posted by: RedShark 4 Jan 2021, 14:52 | ||
|
Posted by: kanian_U 4 Jan 2021, 14:53 | ||
ფული გვინდა და გავაკეთებთო პირდაპირ უწერიათ.
|
Posted by: Alfred_Thayer_Mahan 4 Jan 2021, 14:57 | ||
kanian_U
შანსი არაა მზად იყვნენ წარმოებისთვის. უფრო პიარს ჰგავს. |
Posted by: kanian_U 4 Jan 2021, 14:59 |
Alfred_Thayer_Mahan ვის პიარს მერე? ღარიბას დასპონსორებულ პოსტებს ვერ ვხედავ და 31 ეს პიარი ვის რაში ჭირდება? სამინისტროს ეჩალიჩებიან დაკვეთას როგორც ჩანს |
Posted by: Alfred_Thayer_Mahan 4 Jan 2021, 15:14 |
kanian_U მანდეთ მიდის მაინც, დაიწყება ფაფხური უპილოტოების წარმოებაზე და ამასობაში მოვა არჩევნებიც. როგორ ფიქრობთ, შეთანხმებები უკვე აქვთ კომპონენტების მომწოდებლებთან და მარტო ფულს ელოდებიან? |
Posted by: RedShark 4 Jan 2021, 15:23 | ||||
მაგას რომ აცხადებ და თან პრესით აპიარებ, მინიმუმ ერთი საფრენი პროტოტიპი მაინც ხომ უნდა გქონდეს? უბრალოდ აპარატის საფრენი პროტოტიპი მეტი არაფერი. სულ სასაცილო მდგომარეობაში რატომ იგდებენ თავს |
Posted by: gugusha-l 4 Jan 2021, 17:38 | ||||
არსებული რეალობიდან გამომდინარე 99.999 % სისულელეა. თუმცა იგივე რეალობა იყო როდესაც განაცხადეს მედევაკების ექსპორტის შესახებ და არ მჯეროდა, მეთქი ისევ დაბოლება უნდათ თქო. |
Posted by: mamukasokhumeli 4 Jan 2021, 20:39 |
უჩა ძოძუაშვილიც საუბრობდა ადრე "ჭკვიან" და "მაღალტექნოლოგიური" იარაღზე მუშაობაზე. ღარიბას ლაპარაკი მოვისმინეთ და წავიკითხეთ.ისაუბრა სამხედრო-საჰაერო ძალების აღდგენაზე,ისაუბრა უპილოტოების მნიშვნელობაზე და ა.შ.აგერ მოყვა ამ კაცის ერთგავრი გამოხმაურებაც.მოიტა მაყუთი და თუ გჭირდება უპილოტობი,აქ ვართო.არსებობს გასაგები გზავნილი და ახლა ღარიბას ჯერია |
Posted by: GROCK 4 Jan 2021, 21:36 |
მე რაც მაფიქრებს არის v ფრთაასხმულობა კუდზე და პროპელერი "პულერის" პოზიციაზე. |
Posted by: kanian_U 5 Jan 2021, 20:08 |
სიგრძე 8.28 მეტრი სიგანე 15მ შედარებისთვის ბაირახტარ ტბ2 6.5მ 12მ TB2 და akinci შორისაა . |
Posted by: traki5 5 Jan 2021, 21:34 |
მიწის სიღრმეში ვიპოვე დაახლოებითი სიღრმე 1 მეტრი . :/ რისი უნდა იყოს მიახლოებით ? სიგრძე 2 სმ იქნება , განასროლს არ გავს წვერები არაქვს დაბეგვილი . სპილენძისაა გარედან როგორც ვატყობ |
Posted by: zzz77 5 Jan 2021, 23:11 |
gugusha-l მედავიკები რომ შეიქმნა რეალური პროდუქტი იყო.ეს ნახატია უბრალოდ არაფერი რეალური არაფერი.ორი წელი ვამუშავებდითო და მარტო ეს გააკეთეს ამ ორ წელში??? ვერაფერს იტყვი სერიოზული და შესაშური ოპერატიულობაა.ფულს მიცემენ და 15 წელი მოუნდებათ პროტოტიპის შექმნას.ამათ მართლა რამე ნდომებოდათ სათამაშო ვარიანტს მაინც ააწყობდნენ რომ ეჩვენებიათ პლანერი ძრავი დავგეგმეთ და დაფრინავს ეხლა სისტრმების ინტეგრაციაზე თანხებია საჭიროო.მაგრამ არა დახატეს და ფოლი მოიტათო.მაგაზე კარგს დახატავს RedShark-ი და უფრო გააზრებულს რა ორი წელი სირცხვილია |
Posted by: zindiosama 6 Jan 2021, 19:23 | ||
ეს პროექტია ჯერჯერობით თუ რაიმე მზა ეგზემპლარი? |
Posted by: Zuka911 22 Jan 2021, 21:24 |
სსსტც „დელტას“, სს თბილავიამშენსა და უკრაინულ სამხედრო სამრეწველო კომპანია Motor Sich - ს შორის სამმხრივი მემორანდუმი გაფორმდა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თვითმფრინავებისა და ვერტმფრენების მწარმოებელი უმსხვილესი კომპანიის Motor Sich-ის დელეგაციას თავდაცვის სამინისტროში უმასპინძლა. შეხვედრაზე მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვან უკრაინულ სამხედრო სამრეწველო კომპანიასთან თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს. Motor Sich - თან თანამშრომლობა სამხედრო მრეწველობის განვითარებასა და თავდაცვის ძალების კუთვნილი საფრენი აპარატების მოდერნიზებას ისახავს მიზნად. აღნიშნული საწარმო თავდაცვის ძალების კუთვნილი შვეულმფრენების ძრავებისა და რედუქტორების შეკეთებაზე უკვე მუშაობს. თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრას კომპანიის ხელმძღვანელი, Motor Sich-ის პრეზიდენტი, ვერტმფრენების განვითარებისა და მოდერნიზაციის მთავარი დიზაინერი ვიაჩესლავ ბოგუსლაევი, თავდაცვის მინისტრის მოადგილე ჯუანშერ ბურჭულაძე, სსსტც „დელტას“ დირექტორი ზურაბ აზარაშვილი და Motor Sich-ის წარმომადგენლები დაესწრნენ. უკრაინული დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში, სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“, სს თბილავიამშენსა და უკრაინის სამხედრო სამრეწველო კომპანია Motor Sich - ს შორის სამმხრივი მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც არსებულ თანამშრომლობას კიდევ უფრო გააღრმავებს და ახალ საფეხურზე გადაიყვანს. მემორანდუმის ფარგლებში, რომელიც სამხედრო მრეწველობის განვითარების მიმართულებით ურთიერთთანამშრომლობას ისახავს მიზნად, პარტნიორები ერთობლივ პროექტებს განახორციელებენ, რაც მრავალფუნქციური შვეულმფრენის Mi-8 ძრავების კაპიტალურ რემონტსა და მოდერნიზებას ითვალისწინებს. Motor Sich-ი მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა, რომელიც 100 წელზე მეტია თვითმფრინავებისა და ვერტმფრენების ძრავებს აწარმოებს. კომპანიის მიერ წარმოებულ ძრავებს სხვადასხვა ტიპის საფრენ აპარატებზე მსოფლიოს 100-ზე მეტი ქვეყანა იყენებს. |
Posted by: gugusha-l 23 Jan 2021, 13:02 | ||
მაგათ ჩვენზე უფრო უყვართ და ჩვენზე კარგად იციან / კორუფცია ფულის ჭამა და ა.შ. |
Posted by: xDavid_S 24 Jan 2021, 11:35 |
ჩვენს 120-იანს ნაღმებიც მიაქვს თუ მარტო გათვლა გადაყავს? ამას 3 კაციანი გათვლა ყავს და 60 ნაღმი მიაქვს (ესპანური ALAKRAN-ის კლონია) |
Posted by: zzz77 24 Jan 2021, 14:17 |
xDavid_S ჩვენი უფრო გამარტივებული ჩანს იდეაში.პლატფორმაა უბრალოდ და ზედ არის ჩვეულებრივი ნაღმტყორცნი.უბრალოდ პლატფორმა თამაშობს სადგარის როლს.ანუ სრული მუხტებით ჩვეულებრივ გაისვრი ისე რომ მანქანის სავალი ნაწილის რესურს არ შეამცირებ.(ესპანურზეც ასევე).მაგრამ ეჭვი მაქვს რომ ჩვენ ვარიანტში ჭურვები ან საერთოდ არაა ან ესპანურთან შედარებით გაცილებით ცოტა იქნება. ისე კარგია ჩვენი მანქანა მაგრამ მანქანაშივე რომ იყოს ნაღმტყორცნი ეგ ვარიანტიც არ იქნებოდა ცუდი, გინდაც 60 მმ ნაღმტყორცნი იყოს. |
Posted by: mamukasokhumeli 24 Jan 2021, 14:36 | ||
60 მმ სათამაშოა.შეიძლება ბევრად მცირე შასის შერჩევა.სიტყვაზე БТР-ის ჯავშანი 80 მმ ნაღმის ნამსხვრევებსაც უძლებს... |
Posted by: Zuka911 24 Jan 2021, 14:54 | ||
+1 რამე "სპეარის" ვარიანტი კარგი იქნებოდა. 2016ში თუ 17ში საბრძოლო ავტობუსი რო გამოაგორეს ნაღმმტყორცნით, აი მაგის ცეცხლის სისტემა ძალიან მომეწონა, მაგრამ როგორც საბრძოლო მანქანა მგონი ცოტა დიდია |
Posted by: zzz77 24 Jan 2021, 21:44 |
mamukasokhumeli კი პატარა კალიბრია 60მმ იანი მაგრამ სულ არარაობას ეგ ჯობია.თორემ თუ 82 გააკეთებენ და კიდევ უკეთესი 120მმ მაგას რა ჯობია.გინდაც ვერ ისროდეს სრული მუხტით. ორივე ვარიანტი კარგია და გამოსადეგი.ორივე უნდა იყოს.შასიდან სასროლი ვარიანტი უფრო ახლოდან მოახერხებდა ოპერირებას. Zuka911 ხო ის ვარიანტი ავტობუსივით იყო.მაგრამ ეგეთი ვარიანტიც რომ დაეხვეწათ გასაყიდად მაინც გამოდგებოდა არაბულ ქვეყნებში.მაგათთვის არ იქნება ცუდი ვარიანტი. |
Posted by: zindiosama 25 Jan 2021, 12:54 | ||
აკი გაკოტრდა მოტორ სიჩი და რამეო? |
Posted by: ბიჭური 25 Jan 2021, 13:03 | ||||
ვინ თქვა ეგ? ამერიკა -- ჩინეთის დაპირისპირებაში მოყვა უბრალოდ. ა.შ.შ უშლის ხელს თანამშრომლობაში. ახლა გააფორმეს გიგანტური კონტრაქტი 800 მილიონ დოლარიანი, ჩინეთისთვის 400 ძრავის მიწოდებაზე |
Posted by: aivenho 25 Jan 2021, 13:41 | ||
სანქციებში მოყვა? |
Posted by: zindiosama 25 Jan 2021, 17:35 | ||
ქართული წარმოების დრონს 350 კგ მართვადი შეიარაღების ტარება და ჯავშანტექნიკის განადგურება შეეძლება https://bm.ge/ka/article/qartuli-warmoebis-drons-350-kg-martvadi-sheiaragebis-tareba-da-javshanteqnikis-ganadgureba-sheedzleba/74189
|
Posted by: Alfred_Thayer_Mahan 26 Jan 2021, 11:52 |
120 მმ ნაღმსატყორცნი იდეალურად წავა БМП-ებზე, არაა ავტობუსი საჭირო. თან БМП-ები ვერანაირად ვერ ართმევენ თავს დაკისრებულ ფუნქციას, თავს ვიტყუებთ ფაქტიურად. ორფრთიანი ასახდელი სახურავი გაერთიანებულ საბრძოლო-სადესანტო განყოფილებაზე დაფსკერზე დამაგრებული 120 მმ ნაღმსატყორცნი, იქვე გათვლა და ნაღმების მინიმალური მარაგი. უმარტივესი საქმეა დელტასთვის. |
Posted by: xDavid_S 27 Jan 2021, 23:42 | ||
|
Posted by: zindiosama 1 Feb 2021, 19:23 |
ერთი კითხვა მაქ ტ-31-ს გრუნტიდან ამ მდელოდან აფრენა შეეძლება? |
Posted by: zzz77 1 Feb 2021, 19:25 |
კი არაა ცუდი ვარიანტი ბმპ ზე.ეგეთი ჩვენთვისაც არ იქნებოდა ცუდი.უფრო ახლი მანძილიდან მოწინააღმდეგეს დასამუშავებლად მოუმზადებელი პოზიციიდან |
Posted by: Alfred_Thayer_Mahan 1 Feb 2021, 19:29 |
zindiosama მონიტორებიდან ფრინდება და გრუნტი ან მდელო რა გაუხდება? |
Posted by: zindiosama 1 Feb 2021, 19:36 | ||
მონიტორისთვის ძაან დიდი არაა? ფრთის გაქანი აქვს მე მგონი მარტო 8,5 მეტრი უფრო მეტი ვიდრე ბაირაკტარს |
Posted by: Alfred_Thayer_Mahan 1 Feb 2021, 23:35 | ||
zindiosama
სრულ მასშტაბში თუ გინდათ ნახოთ კი, დიდია. შეიძლება პლაკატი დაამზადონ 1:1 |
Posted by: zindiosama 3 Feb 2021, 13:09 | ||
"პატარა საქართველომ ეს-ესაა გამოაცხადა უპილოტო საფრენი აპარატის შექმნის შესახებ" - რას წერს Forbes-ი საქართველოში სამხედრო დრონების წარმოებაზე https://geotimes.com.ge/index.php?m=5&news_id=91976&lng=geo&fbclid=IwAR1R1eZgKFaDFi0s0bRdfp2KnuYLZ90ZIzxoho6dDn9c133Her-2yqxxmmI
|
Posted by: RedShark 3 Feb 2021, 14:35 | ||||||||
ტვინი გაბურღეს უკვე ამ შეკვეთილი სიუჟეტ-სტატიებით არარსებულ დრონზე
შე..ეს რა ამ "პატარა საქართველოთი". რატომ ისრაელს არ ეძახიან პატარა ისრაელს ან შვეიცარიას პატარა შვეიცარიას?
მოკლედ, მიეცით მაყუთი პანტიკოსო - ვინმე ბენედიქტამ |
Posted by: Alfred_Thayer_Mahan 3 Feb 2021, 15:02 |
ადამიანი ასეთი მასშტაბის საქმეს რომ ეჭიდება და გვარწმუნებს შევძლებო... რაიმე ხომ უნდა ჰქონდეს გაკეთებული? ასე მეც დავახატინებ ფრილანსზე 20$-ად ვინმეს უპილოტოს და ვიყვირებ, ფული მომეცით ავაწყობ მეთქი. ეს დედანატირები, დემონსტრატორი მაინც გააკეთე, სულაც ნაყიდი ჩინური დრონის ბაზაზე. გვაჩვენე რა გაქვს ამ წუთას მზად. სანამ უპილოტოები "ტრენდშია" მაგას ფულის მიღება უნდა, ესაა და ეს. თუ ვცდები ბოდიში. |
Posted by: vOn3Cic4 4 Feb 2021, 23:23 |
სრული უაზრობაა ნაღმტყორცნისთვის ამხელა მახინა ახრიგინო წინ და უკან. დახარჯული ფულის ღირებულს ვერაფერს გააკეთებს ჩვენს შემთხვევაში |
Posted by: black hawk 11 Feb 2021, 00:15 | ||
Alfred_Thayer_Mahan
100% სახელდახელოდ გამოჩორკნილი მოდელია, ჯერ რომ ამბობენ საქართველოს თავდაცვის ძალებისთვის არის შექმნილი, ჯერ რა არის შექმნილი, და რომც შექმნან რამის სუ 25-ის ხელა გამოდის ფრთაგაშლილობით და ამხელა მახინას ვინ გაგაჭაჭანებინებს ჰაერში, თუ მინიმუმ სტელს ტექნოლოგიით არ გაქვს შექმნილი. სერიოზული გეგმები რომ ქონდეთ, ჯერ რამე პატარა, კომპაქტური სადაზვერვო პროტოტიპს აწყობდნენ და შეხედავენ რა გამოვიდოდა, ან მცირე ზომის მარტივ კამიკაძე აპარატს 50-70 კმ რადიუსით ელექტრო ძრავზე პლასმასის ფიუზელაჟით, მარა კოჭებში ეტყობათ რისი შემქმნელები არიან |
Posted by: aivenho 24 Feb 2021, 11:45 |
გასკდა უკვე ეგ ჰამბავი პანტიკოს ისევ გაყიდვას ცდილობდა ობიექტის და ვითომ ფასის ასაწევად დააბრეხვეს ეგ იდიოტობა რაშიც მთავრობაც უჭერდა მხარს როგორც ეტყობა კონკრეტულად კი სამინისტრო ეხლა რო პრემიერად დასვეს |
Posted by: zindiosama 24 Feb 2021, 12:36 | ||
aivenho
და ვისთვის აპირებდა მიყიდვას? |
Posted by: aivenho 24 Feb 2021, 12:56 |
zindiosama მაგას უკვე არსებითი მნიშვნელობა არა აქვს |
Posted by: sandrobandro 25 Feb 2021, 00:00 |
მინისტრმა რო დაანონსა ახალი 3დ თამაში უნდა გამოვუშვათო დადეთ რა მეტი ინფო მაგაზე...... |
Posted by: Zuka911 25 Feb 2021, 00:12 | ||
რაო????? |
Posted by: sandrobandro 25 Feb 2021, 00:15 | ||||
https://www.interpressnews.ge/ka/article/643246-tavdacvis-ministrobis-kandidatis-gancxadebit-kartuli-kibertamashebis-shekmnaze-mushaoben?fbclid=IwAR0m46FFKDOL0mtDIYAz5auluX8ZWzEAmaAz6-tkWWJ9ybL_Ug6A4RBMwJU თავდაცვის მინისტრობის კანდიდატის, ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, სამინისტრო ქართული კიბერთამაშების შექმნაზე მუშაობს. როგორც მან პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გია ვოლსკის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, ქართული თამაშები იქნება პატრიოტიზმზე ორიენტირებული და საინტერესო იქნება როგორც ჯარში მოხმარებისათვის, ასევე სამოქალაქო საზოგადოებისათვის. ,,კიბერთამაშები ძალიან საინტერესო და აქტუალური თემაა, ჩვენ ვმუშაობთ ამ საკითხთან დაკავშირებით და გვინდა შევქმნათ ქართული თამაშები, რომელიც იქნება პატრიოტიზმზე ორიენტირებული და საინტერესო იქნება, როგორც ჯარში მოხმარებისათვის, ასევე სამოქალაქო საზოგადოებისათვის“, - აღნიშნა ჯუანშერ ბურჭულაძემ. მან ასევე უპასუხა შეკითხვას ე.წ. საპარადო ფორმით ქუჩაში სიარულთან დაკავშირებით. ჯუანშერ ბურჭულაძის განმარტებით, ქუჩაში ჯარისკაცებისთვის ფორმით სიარულის საკითხი აუცილებლად დადგება. ,,ფორმით სიარული ჩემი სამინისტროში მისვლის ერთ-ერთი კითხვა იყო, რატომ არ შეიძლება, რომ ფორმით იარონ? იყო არგუმენტები, რომ ამას შეიძლება მოჰყვეს უარყოფითი მხარეები. თუმცა, აუცილებლად დავაყენებთ ამ საკითხს, დღეს ისეთი ფორმა აცვია ჩვენ ჯარს, ამ ფუფუნების საშუალებას ევროპული ქვეყნებიც ვერ აძლევენ თავიანთ თავს, რომ სეზონურად ჰქონდეთ მსოფლიოს წამყვანი ბრენდების უნიფორმა“, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ ეეე ჭურში ზიხართ კაცო? მანდ აფრინდება ეგ უპილოტოები და სუ25 მაშ 3D თამაშში |
Posted by: Zuka911 25 Feb 2021, 01:12 | ||||||
ვაიმე ძმურად არ ქნან პოლიცია რო იყო თამაში გვახსოვს ჯერ კიდე |
Posted by: zindiosama 25 Feb 2021, 11:56 | ||
ზატო ეხლა არმია იქნება |
Posted by: Alfred_Thayer_Mahan 25 Feb 2021, 13:25 |
ამაზე ნაკლები განცხადებით არ უნდა დაიწყო თავდაცვის მინისტრობა... კაცმა ერთხელ პირი გააღო და ყველა კითხვა მოიხანა. |
Posted by: misha-htc 25 Feb 2021, 18:39 | ||
ეგ თქვი შენ ))))) რუსეთ საქართველოს ომზე არ გააკეთონ ოღონდ და რამე პათოსები და დრამები არ ქნან. იმ უნიჭო ფილმის არ იყოს ედი გარსია რო თამაშობს )))) გეფიცები ამათმა გადაიღეს და მე მრცხვენია! ისე სუ-25 ის სიმულატორი გააკეთონ თავისი ყველა სისტემით და ფრენის რეალისტური მოდელით და ვყიდულობ. 31 ე ქარხანაში მივიდნენ ინჟინერებს და პილოტებს გრაფიკები გამოართვან. |
Posted by: alekoberidze 25 Feb 2021, 19:41 |
შარშანდელია მაგრამ აქ მე მგონი არ დადებულა Подпольное производство вертолетов обнаружили в Молдове მოლდოვაში ვერტმფრენების იატაკქვეშა საწარმო აღმოაჩინეს https://www.youtube.com/watch?v=s4fHpo0IqpI (ვიდეოს დადება არ ვიცი) |
Posted by: RedShark 25 Feb 2021, 20:02 | ||
|
Posted by: Alfred_Thayer_Mahan 25 Feb 2021, 23:05 |
misha-htc DCS-ის მეათასედი არ გამოვა და აზრი? სისულელეა ეგ ყველაფერი, სად სამინისტრო და სად თამაშები? ეგ ფული რომელიმე თამაშების მწარმოებელს ჩაახუტონ და საქართველოს ჩასვამენ სადმე, თუ ასე აუცილებელია. არ მესმის საჭიროება. |
Posted by: misha-htc 26 Feb 2021, 00:09 |
Alfred_Thayer_Mahan ჰო ვიცი ვიოცნებე უბრალოდ. მაგრად მიყვარს სუ-25 . ისე კი მართალი ხარ რა თქმა უნდა. საიდან უნდა მოუვიდეს თავში ეგეთი რამე თავდაცვის მინისტრს? დღეს ვუყურე იუთუბზე „იარაღის განხილვა“ რომ არის არხი მაგის ავტორი ამბობდა ცოლი მინახავსო და 400-500 ლარიანი სამსახურიო რომ მქონდესო. ყოფილი სამხედროა კაცი და სადაც ეგეთ ხალხ ქვეყანა არ აფასებს და ნორმალურ პენსიას არ უხდის იქ თავდაცვის მინისტრი რომ იტყვის თამაში უნდა გავკეთოთო რა კომენტარი შეიძლება რო გაკეთდეს... რა გეთამაშება შე კაი კაცო? |
Posted by: bogvi 7 Mar 2021, 14:40 |
https://www.youtube.com/watch?v=DAmT30BDPQQ ეს დიდგორი მეომრის ახალი მოდელია? ამ ვიდეში რა ხდება, რამე ტესტირებას გადის? |
Posted by: RedShark 7 Mar 2021, 15:37 | ||
მოდელია ეგ (პულტიანი სათამაშო). |
Posted by: jjj 21 Mar 2021, 16:53 | ||
https://www.kvirispalitra.ge/samkhedro-thema/75271-qarthuli-vaznebis-tsarmoebashi-israeli-dagvekhmareba.html
|
Posted by: mamukasokhumeli 22 Mar 2021, 03:13 | ||
ესეიგი რა გამოდის?ალადაშვილი აზრზე არაა რაზეა საუბარი,რისთვის ხვდებოდა ებრაელებს ღარიბაშვილი,ან დღევანდელი თავდაცვის მინისტრი და უბრალოდ მარჩიელობს "შეიძლება"-ს დონეზე(რამდენჯერმე იმეორებს ამ "შეიძლება"-ს),რომ "შეიძლება" ვაზნების წარმოებაზე იყოს საუბარი "დელტას" ბაზაზე.ამასობაში თავად "დელტას" მესვეურები არ ჩანან არსად,ანდა ეტყობა "კულისებში" ჩალიჩობენ და მერე თურმე "ელბიტი",ანუ ვისაც ხვდება ჩვენი მინისტრი,ვაზნებს არ აწარმოებს... თუ ვაზნებს არ აწარმოებს ელბიტი და ჩვენი თავდაცვის სამინისტრო მას ეჩალიჩება,საიდან ივარაუდა,რომ ვაზნების წარმოებაზე ექნებათ საუბარი? |
Posted by: zindiosama 23 Mar 2021, 18:49 | ||||
და ისე ელბიტი ვაზნებსაც უშვებს? |
Posted by: mamukasokhumeli 24 Mar 2021, 02:23 | ||
აზრზე არა ვარ... "«Эльбит Маарахот» – крупнейшая израильская частная военная компания (в отличии от государственных «Рафаэль», «ТААС Маарахот» («Израильская военная промышленность») и «Израильская авиационная промышленность»). Выпускает различную военную электронику и электрооптику, БПЛА, турели вооружения (OWS), орудия и миномёты и др. Статья ниже – краткая история компании". https://oleggranovsky.livejournal.com/29294.html |
Posted by: bogvi 13 May 2021, 21:01 |
https://netgazeti.ge/news/541788/ საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, რეგიონალური და საერთაშორისო მოვლენების გათვალისწინებით, საქართველო აპირებს საჰაერო უპილოტო საშუალებების როგორც შეძენას, ასევე, მათი ადგილზე წარმოების შესაძლებლობების შექმნას. “თავდაცვის ძალების ბრძოლისუნარიანობის გაძლიერების კუთხით იგეგმება როგორც საჰაერო უპილოტო საშუალებების შეძენა, ასევე, მათი წარმოების შესაძლებლობების შექმნა. კონკრეტულად, თავდაცვის ძალები 2030 მხარდასაჭერად მიმდინარეობს ნატოს ქვეყნებთან მოლაპარაკებები ტექნიკური დეტალების დაზუსტების მიზნით. ამ მიმართულებით ხარისხიანი და შესაბამისი მოცულობის მიწოდების უზრუნველყოფისთვის მნიშვნელოვანია ადგილობრივი წარმოების დაწყება და მისი შემდგომი განვითარება”, – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ. მისი თქმით, ამჟამად მიმდინარეობს უცხოურ კომპანიებთან საერთო საწარმოს შექმნასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები, ხოლო უშუალოდ პროდუქციის გამოშვება 2022 წლისთვის იგეგმება. შესაბამისად, დელტას ბაზაზე მცირე და დიდი ზომის უპილოტო საწარმოს დაარსების შესახებ აქტიურ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ სამხრეთაფრიკულ და პოლონურ კომპანიებთან. უკვე მიმდინარე წელს დაგეგმილია ხელშეკრულებების გაფორმება, 2022 წლიდან კი -პროდუქციის გამოშვება”, – განაცხადა მინისტრმა. * * * https://netgazeti.ge/news/541784/ საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, საქართველოში იწყება M4-ის ტიპის ავტომატების წარმოება. “ახალი ქართულ-ებრაული საწარმო დელტას ტერიტორიაზე წლის ბოლოდან ამოქმედდება [პროგრამა], რომელიც M4-ის ტიპის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის წარმოებას დაიწყებს”, – განაცხადა მინისტრმა. |
Posted by: kanian_U 13 May 2021, 21:57 |
ისრაელი მ4 ს არ აწარმოებს, სავარაუდოდ IWI ზეა საუბარი და დგუშიან არ15 ზე რომელიც შარშან გამოუშვეს თუ რა თქმა უნდა ჯუანშერა არ გვაბოლებს |
Posted by: zzz77 14 May 2021, 09:18 |
ეგ ყველაფერი კარგია,უპილოტო უპირობოდ საჭიროა,შაშხანებიც,დიდგორიც მაგრამ ჯავშანტექნიკაც უნდა წაამატონ უფრო დიდ კალიბრზე.ლაზიკა დააგრძელონ,23მმ იანიც დაუტოვონ,რაღაც ვარიანტებში უფრო მსხვილი კალიბრიანიც გამოუშვან და კარგი ქმს გამოვა. |
Posted by: Alfred_Thayer_Mahan 14 May 2021, 10:08 |
zzz77 ლაზიკა მკვდრადშობილი პროექტია, დაივიწყეთ. ქსმ-ს 0-დან დამზადება ვერაა საჩვენო საქმე, ნეტავ იმას ვაკეთებდეთ რაც შეგვიძლია... საერთოდ გვჭირდება კი ქსმ? |
Posted by: rommel 14 May 2021, 10:20 | ||
თუ ბრძოლას ვაპირებთ კი ფიქრობთ ჯტრ-ს შეუძლია მისი ჩანაცვლება? ჩვენს პირობებში ჯტრს ის უპირატესობა აქვს, რომ ალბათ დელტა შეძლებს რომელიმე სატვირთოს ბაზაზე აწყობას. სხვა მხრივ დიდად არ მხიბლავს ბორბლებიანი ტექნიკით მოწინააღმდეგესთან უშუალო საცეცხე კონტაქტში შესვლის იდეა. |
Posted by: Alfred_Thayer_Mahan 14 May 2021, 10:25 |
rommel სავალ ნაწილს დაანებეთ თავი, ორივე შეიძლება იყოს მუხლუხაც და თვლიანიც. ჩვენს პირობებში, რა რეალური უპირატესობა აქვს ქსმ-ს? გაითვალისწინეთ რა ქსმ-ებზე მიგვიწვდება ხელი და რა ტანკსაწინააემდეგო საშუალებებია მტრის ხელში. |
Posted by: mamukasokhumeli 14 May 2021, 10:44 | ||
აფხაზეთის ომში იყო აიუილებელი და შეუცვლელიც.თან БМП 1 იყო ძირითადად,მაგრამ მაინც მნიშვნელოვანი და აუცილებელი იყო იმ პირობებში. მე პირადად მიმაჩნია,რომ გვჭირდება ე.წ. მსუბუქი ტანკიც(მსუბუქი ჯავშანტექნიკა შეიარაღებული მძლავრი საცეცხლე საშუალებით) და ქსმ-ც,"ვიზელის" მსგავსი ტექნიკაც.თან გამავლობას აქვს დიდი მნიშვნელობა.გამავლობაში ვგულისხმობ პირობბეს,სადაც მოუწევს ტექნიკას ძალიან რთულ პირობბეში გადაადგილება.ყოველთვის ვერ მიჰყვები გზებს.ხშირად მოგიწევს ეზოებზე,ყანებზე,ნახნავებზე გადასვლა,ბუჩქებიანი ადგილების გავლა,ღობეების გადალახვა და ა.შ. მოკლედ ომში არაა მაგის დრო და საშაულება მოუფრთხილდე იქამდე არსებულ გარემოს თუ ვინმეს ქონებას.ცალკე გასათვალისწინებელია ძალიან ვიწრო გზები,სადაც შემობრუნება ბორბლიანი ტექნიკის უბრალოდ შეუძლებელია. იგივე აფხაზეთის გამოცდილებით მიუხედავად იმისა,რომ ერთ სოფელში სეიძლება მდგარიყო ლამის 10 "ბატალიონი",სინამდვილეში მოქმედებდნენ ათეულები.საერთოდ ხშირად მოუწევთ ქვეითებს მცირე ჯგუფებით მოქედება და საჭიროა სათანადო საცეცხლე მხარდაჭერაც.ჩვენი ოცნება იყო ხშირად სიტყვაზე 80მმ ნაღმსატყორცნი გამომდინარე პირობებიდან,მაგრამ... მოკლედ ბევრი წვრილმანი იჩენს ხოლმე თავს უშუალო მოქმედებების დროს.თან ჩვენს პირობებში.ძალიან არ მომწონდა სიოტყვაზე იმსიგრძე მჭიდი ავტომატის...მერჩივნა ყოფილიყო 10 ვაზნიანი და უფრო მოკლე და ა.შ. |
Posted by: rommel 14 May 2021, 10:45 | ||||||
Alfred_Thayer_Mahan
ვერ დავანებებ, სწორედ ეს მგონია მნიშვნელოვანი
დღესდღეობით თითქმის წაშლილია ზღვარი ბორბლებიან და მუხლუხოიან ქსმ-ს შორის. ამიტომ ვერ მივხვდი კარგად თქვენს კითხვას. რა უპირატესობა აქვს მუხლუხოებიან ქსმ-ს ბორბლებიანთან შედარებით? თუ რა უპირატესობა აქვს მუხლუხოებიან ქსმ-ს ჩვეულებრივ ჯტრ-თან შედარებით?
ამის გათვალისწინებით მომავალ 20 წელში რაც არ უნდა ვიყიდოთ ან თავად დავამზადოთ ყველაფერს დაგვიზიანებენ/გაგვინადგურებენ. და რას ცვლის ეს? |
Posted by: Alfred_Thayer_Mahan 14 May 2021, 10:55 | ||||||
rommel
არ აქვს ამ შემთხვევაში მნიშვნელობა, ორივე ტიპის სავალი ნაწილი გამოიყენება ორივე მანქანაზე.
პრინციპული განსხვავება: ქსმ-ს მიჰყავს დესანტი ბრძოლის ველზე და იბრძვის მათთან ერთად (ან უარესი, იბრძვის დესანტით ბორტზე). ჯტრ-ს მიჰყავს დესანტი ბრძოლის ველთან ახლოს და ელოდება უსაფრთხო ადგილას, სანამ დესანტის სხვაგან გადაყვანა იქნება საჭირო. იქიდან გამომდინარე, რომ ქსმ (რაზეც შეიძლება ხელი მიგვიწვდეს) რეალურად მხოლოდ ცეცხლსასროლისგანაა დაცული, გადარჩენის შანსი მინიმალურია.
ჯტრ-ს ვერ დააზიანებენ, არ იქნება ქვეითების გვერდით ბრძოლის ველზე. |
Posted by: rommel 14 May 2021, 11:28 | ||||
Alfred_Thayer_Mahan
კი ბატონო გამოიყენება. მე იმას ვამბობ რომ მუხლუხოებიანი სჯობს. სავალი ნაწილის თვალსაზრისით, უფრო სიცოცხლისუნარიანი მგონია.
და ქვეითების მხარდაჭერას რითი აპირებ? ტანკით? სად გვყავს ამდენი ან რად მინდა ბორცვს ამოფარებული ჯტრ, როცა ჯავშანს ვნატრულობ ტყვიების წვიმაში ამიტომ ვფიქრობ გვჭირდება ქსმ ისე ჩვენი მოწინააღმდეგის გათვალისწინებით, არც სადმე უძრავად მდგარი ტექნიკის დაზიანება იქნება პრობლემა. |
Posted by: Alfred_Thayer_Mahan 14 May 2021, 11:39 | ||||||||
rommel
ეგ სხვა თემაა, ჯტრ/ქსმ-ს შედარებაზე ვრცელი.
1. დესანტს კარლების წაღება შეუძლია, არაფერში სჭირდება ქსმ-ს ქვემეხი. 2. მიამაგრე ჯტრ-ებიან ბატალიონს სატანკო ოცეული, თუ გჭირდება.
და რა ხეირი შენს გვერდით გამომწვარი ქსმ-სგან? საფრთხისა და ამოცანის შესაბამისი ჯავშანი არ აქვს ჩვენს ქსმ-ს, ამაშია საქმე. და რომ დაკარგავ ქსმ-ს, ფეხით გაეკიდები კოლონას? ჯტრ კიდევ ბორცვის უკან გელოდება, გაჭირვებულმა იქამდე მიაღწიე უკანასკნელი ძალებით (თუნდაც მთელი ეკიპირების გადაყრა დაგჭირდეს) და სამშვიდობოს გაგიყვანს.
იპოვნო ერთია, დააზიანო მეორე. და არც პოვნაა ასე მარტივი. |
Posted by: rommel 14 May 2021, 12:05 | ||||||||||
Alfred_Thayer_Mahan როგორც სჩანს პრინციპულად განსხვავდება ჩვენი მიდგომა ამ საკითხისადმი.
კარლი ჩემი ოცნებაა, მაგრამ ვერანაირად ჩაანაცვლებს ქსმ-ის ქვემეხს. თან ერთ გამაგრებულ წერტილს შეიძლება მიახარჯო მთელი გასროლები. სულ აქეთ-იქით უნდა ირბინო ჭურვებისთვის.
ყოველთვის ვერ მიამაგრებ და დაგრჩება ეგ ბატალიონი საცეცხლე მხარდაჭერის გარეშე
წვრილკალიბრიანისგან და ნამსხვრევებისგან დიდწილად დაგიცავს. სხვა ყველაფერი გაიტანს კარგად დაცულსაც მათ შორის
ან შეიძლება განადგურებული დაგხვდეს და ყველანაირი წინაპირობა შეიქმნას იმისა, რომ ფილმი გადაიღონ თუ როგორ ვაჟკაცურად იბრძოლე ბოლო წვეთამდე.
არც თუ ძნელი მეჩვენება. განსაკუთრებით როცა ძებნის არეალი უმცირდება მოწინააღმდეგეს. |
Posted by: Alfred_Thayer_Mahan 14 May 2021, 12:29 | ||||||||
rommel არაა ქსმ (БМП-1/2) დაცული საიმისოდ, რასაც ვთხოვთ. არანაირი პრინციპული განსხვავება არაა БМП-2-სა და БТР-80-ს შორის, ამ დროს პრინციპულად განსხვავებულ მოთხოვნებს ვუყენებთ. ტრიალ მინდორში 30მმ ქვემეხი რომ გამოიყენო, მტრის ტანკსაწინააღმდეგო კომპლექსების მოქმედების ზონაში უნდა შეიყვანო, ურბანულ ზონაში ან რთულ რელიეფზე საერთოდ РПГ-7-ის მოქმედების ზონაში უწევს შესვლა. და ყველაფერი ანადგურებს გარანტირებულად.
30 მმ ქვემეხი vs ორი კარლი 6-6 გასროლით და ალბათ ერთი ამდენით მანქანაში. ჩაანაცვლებს რომელია.
კარლები აქვთ, მიხედავენ თავს. და თუ ტანკები გჭირდება, ჩასვი ბატალიონის შტატში.
მაგრამ ვერა გარანტირებულად. არადა რაც აქვთ, ყველაფერს ესვრიან.
შენს ზურგში თუ ვერ შეძელი ტექნიკის დამალვა რამდენიმე საათით, ჩამოხსენი ხუთჯვრიანი დროშები ყველა ბაზაზე და აღმართე თეთრები, არ ყოფილა ომი შენი საქმე. |
Posted by: kanian_U 14 May 2021, 15:06 |
ტოპ ქსმ ები რომ გქვონდეს puma , lynx, as21 cv90 ბმპ 1-2 ის მაგივრად, ეგ რას შეცვლიდა ჩვენს რეალობაში? |
Posted by: zzz77 14 May 2021, 15:06 |
წავიკითხე მიმოწერები და ჩემ აზრსაც ვიტყვი.სირიის გამოცდილებაც რომ გავითვალისწინოთ ბევრს სხვა გამოცდილებასთან ერთად ცუდი არ იქნება.მიუხედავად ჯავშნის სისუსტისა ბმპ 2 ებსაც საკმაოდ კარგად იყენებენ იქ ურბანულ ბრძოლებშიც კი. ჩემი აზრით ქსმ აუცილებელი კი არა შეიძლება შეუცვლელიც კი იყოს.ჯტრ თან შედარებით უკეთესი ჯავშანი აქვს.დიდი სხვაობა არაა მაგრამ მაინც არის და ნამსხვრევებისგან უკეთ დაცულია შესაბამისად. კი კარლ გუსტავი მართლა კარგია მაგრამ არის სიტუაციები როცა ავტომატური ქვემეხის ცეცხლი მხარდაჭერისთვის სასიცოცხლოთ აუცილებელია. მე პირადად ამერიკელების ჯავშან ტექნიკის მაგალითით ვმსჯელობ ამ შემთხვევაში.ბრედლი რომ ავიღოთ როგორი მანქანაა. ვიცი ჩვენთვის ჯერ ეგეთი რამ მიუღწეველია, მაგრამ იდეაში როცა გჭირდება და ქსმ ცეცხლით დაგფარავს ამას ვერაფერი შეცვლის.ასე ტანკივით შეიძლება არ გამოვიდეს და არ მიიღოს ცეცხლი თავის თავზე,მაგრამ გამოვიდეს დაამუშაოს მითითებული ადგილი და ისევ საფარში დაბრუნდეს,ან დაჭრილი გამოიყვანოს,ან უკან დახევაზე საკვამური კოჭებით დაგფაროს და 30მმ ცეცხლით დაგიჭიროს მხარი ამაში შეუცვლელია * * * გინდაც ქსმ 100-105-120მმ ქვემეხით გამაგრებულ წერტილზე საცეცხლე ზემოქმედებისთვის იდეალურია.შეიძლება კარლ გუსტავს მანძილი არც ეყოს და ამ დროს ქსმ ვერ შეცვლის |
Posted by: Alfred_Thayer_Mahan 14 May 2021, 15:31 | ||
kanian_U პრინციპულად არც არაფერს. zzz77 ნამსხვრევებისგან ასევეა დაცული ჯტრ. ჯტრ უფრო სუსტად დაცულს არ ნიშნავს, ნამერი ჯტრ-ა და ნებისმიერ ქსმ-ს ჯობნის ჯავშნით. განსხვავება გამოყენებაშია და 60-70-იანების ქსმ-ები დღეს ვეღარ ართმევენ თავს ამოცანას. ცხინვალში დამწვარი ტანკები გაიხსენეთ, 10-20-30-ჯერ სქელი ჯავშანი აქვს ტანკს და მაგან ვერ დაიცვა, ქსმ განწირულია საერთოდ მაგ სიტუაციაში.
გააკეთე ტანკის ბაზაზე საცეცხლე მხარდაჭერის მანქანები და მიამაგრე ბატალიონს. შორიდან "ტანკი" იმუშავებს, რომელიც ფრონტიდან ტანკსაწინააღმდეგო რაჯეტასაც გაუძლებს, ახლოდან დესანტის კარლები. რეალურად ქსმ-საც ჯტრ ვარიანტში ვამუშავებთ, პრაქტიკაში ქსმ-ს გამომყენებლები სად ვართ? |
Posted by: zzz77 14 May 2021, 15:57 |
Alfred_Thayer_Mahan ხოდა ტაქტიკაზეა ყველაფერი დამოკიდებული.პირისპირ თუ მიაკალი აბრამსიც გამოიწვება ისე რომ ბევრს ვერაფერს იზავს. რა თქმა უნდა ტანკი საცეცხლე მხარდაჭერისთვის ჯობია.უბრალოდ ჩვენ ტანკს ვერ გავაკეთებთ.მაგრამ რაიმე 100-120 მმ ქვემეხიან ჯავშანს მონდომების შემთხვევაში მოვახერხებთ და სხვა ქვეყნიდან პირდაპირ შესყიდვებზე დამოკიდებული არ ვიქნებოდით. დიდგორები მომწონს მაგას რომ მივამატოთ ქსმ ები ჯავშნის პრობლემის დიდი ნაწილი მოგვარებული იქნებოდა * * * ისე კი ცხინვალში კობრებმა ბევრჯერ მართლა ქმედითი საცეცხლე მხარდაჭერა გაუკეთეს მებრძოლებს.გაცილებით მეტი მობილურობა გამოაჩინეს.ტანკი კარგია მაგრამ იგივეს ვერ იზავდა ნამდვილად. |
Posted by: Alfred_Thayer_Mahan 14 May 2021, 16:08 | ||
zzz77 რამდენი ქსმ გვყავს სულ? რამდენი ბატალიონი გვინდა ქსმ-ებზე (პერსპექტივაში) ? ბატალიონზე რომ სატანკო ასეული მიამაგრო (გადაკეთებული ტანკებით), 72M-ები გვეყოფა და დაგვრჩება კიდეც. ცხინვალში კობრები კიდევ... ათჯერ მეტს გააკეთებდნენ ქვეითები კარლებით, კობრების კოზირი 40მმ ყუმბარმტყორცნები იყო.
ან გყავს ქსმ თავისივე დესანტთან, ან ტოვებ სადღაც როგორც ჯტრ-ს. აბა ჰაუბიცა ეგ არაა, ღრმა ზურგიდან გიჭერდეს მხარს. |
Posted by: Zuka911 14 May 2021, 17:22 | ||
ცხინვალში ტანკების დაწვა გამოიწვია იქ დაშვებულმა შეცდომებმა და არა სხვა რამემ. |
Posted by: Alfred_Thayer_Mahan 14 May 2021, 17:32 |
Zuka911 ტანკები ჯავშნის გამო ვახსენე, სქელი ჯავშანიც ვერ იცავს მეთქი. ბატალიონის ქსმ-ები თან მხარს უჭერდნენ თავის ქვეითებს და თან მოწინააღმდეგის ცეცხლში არ მოყვნენ, ძნელი წარმოსადგენია. |
Posted by: zzz77 14 May 2021, 17:41 |
Alfred_Thayer_Mahan მე თუ მეკითხება საერთოდ რაიმე,ტანკს არ გადავაკეთებდი და მაგაში ფულს არ ჩავყრიდი.125მმ იანიც მშვენივრად ყოფნის. რაც შეეხება ქსმ რატომ ვანიჭებ უპიტატესობას.მარტივია იარაღის კალიბრის გამო.კი მესმის რასაც ამბობ,მაგრამ ქმს თავისი კალიბრით მაინც მეტად გამოდგება.ბევრი სიტუაციაა სადაც გამოდგება.ჯტრ ში რაც ფული უნდა ჩაიყაროს იგივეთი ქსმ მიიღებ უკეთესი შეიარაღებით. ჯტრ ის მაგივრად დიდგორები და მეტი ტევადობის რომ გააკეთონ როგორც ბევრი აკეთებს უკვე სატვირთოების დაჯავშნით ისეთი რაიმე,გინდაც ის ჩინური რომ გააკეთეს ეგეთი ვარიანტი ოღონდ ბოლომდე დახურული, ესენი შეასრულებს ჯტრ ის ფუნქციას ნაწილობრივ მაინც. ანუ მე როგორ ვარიანტს ვანვითარებ ჩემი გადმოსახედით.ჯავშანში დიდგორები და დამატებით მოცულობითი რაიმე დაჯავშნული სატვირთოები,(რუსებსაც ყავთ ეგეთები უკვე),ამას დამატებული მოიერიშე დანაყოფებისთვის ქსმ ავტომატური ქვემეხითაც და რაიმე 100-120მმ ქვრმეხებით,ტ-72 ტანკები საცეცხლე მხარდაჭერის მანქანებად გადაკეთების გარეშე და ყიდვით როდესმე თუ მოვახერხებთ მაქსიმუმ 100 ერთეული რაიმე კარგი ტანკი( ეს ძვირი სიამოვნებაა ძალიან ყველანაირად ). ისე კი ქსმ რიმელსაც დინამიკური დაცვა უყენია ყველაზე კარგ ვარიანტად მეჩვენება. მთავარია კუმულაციური ჭურვების წინააღმდეგ ქინდეს კარგი დაცვა. |
Posted by: mamukasokhumeli 14 May 2021, 17:44 | ||
თან ჩვენ რატომღაც ამოვდივართ დღეს არსებული ქსმ-ების მოდელებიდან და იმ ტაქტიკებიდან,რომელსაც იყენებენ ძირითადად დასავლური ჯარები. ებრაელების მსგავსად ჩვენ უნდა გამოვდიოდეთ ჩვენს პირობებიდან,რომლებშიც მოგვიწევს ამ ტექნიკის გამოყენება.ძალიან მეეჭვება როდესმე მოგვიწიოს სადღაც გადამთილეში ვიღაც უცნობ მტერთან ბრძოლა.თუ მოგვიწევს,ისევ ჩვენსავე მეზობლებთან.ვიღაც გადამთიელში ქმნის თავის ტექნიკას,რომელიც მორგებულია ძირითადად მისი შეიარარებული ძალების წინაშე მდგარ ამოცანებზე და აუცილებლად არ მოხდება დამთხვევები პირობებსა და ამოცანებს შორის რომ ავდგეთ და შევიძინოთ ვიღაციოსაგან ესა თუ ის ტექნიკა(ტანკები ერთგვარი იძულებითი ნაბიჯია.ებრაელებს აღმოაჩნდათ მაგის უნარი საკუთარი საჭიროებებისათვის შეექმნათ).ამიტომ ჩვენ უნდა შევქმნათ საკუთარი ქსმ-ები ჩვენს მოთხოვნებს მორგებული და არა ვიღაცისაგან გადამღერებული.თან იმათი აზრიც უნდა გავიოთვალისწინოთ ვინც მათ გამოიყენებს,ან გამოუყენებია საერთოდ როდესმე ასეთი ტექნიკა.კარგია თეორიები,მაგრამ თეორიულად ვერ გათვლი იმის ნახევრსაც,რაც შეიძლება მოხდეს ომში. და საერთოდ მტრისათვის უნდა იყოს მოულოდნელი და ამოუცნობი ჩვენი მოქმედებები.ეს არის ძალიან გამარტივებული მსჯელობა,რომ ქსმ-ს აქვს მსუბუქი ჯავშანი და ამიტომ მოწყვლადია და ა.შ. და ქვეითები "კარლებით" გახდებიან "რემბოები"... კი ბატონო,შეიძლება ტანკების გადაკეთება ქსმ-დ,მაგრამ ამსიმძიმე ხრონგი არა მგონია დიდად გამოგვადგეს რამეში.ჩემი აზრით ქსმ-ები შეიძლება იყოს სადესანტო ნაკვეთურით,როგორც დღესაა და შეიძლება სადესანტო ნაკვეთურში განვალაგოთ სხვა ხელსაწყო-იარაღები და საშუალებები,რომელბიც მისცემენ საბრძოლო მანქანას ადგილის დაზვერვის და სამიზნეების დროული აღმოჩენის ბევრად მეტ საშუალებას.თან არა მგონია ქსმ-ს სჭირდებოდეს 40-45მმ-ზე დიდი ქვემეხი.თუმცა 23 მმ სათამაშო მგონია დღევანდელ პირობბეში. |
Posted by: Zuka911 14 May 2021, 17:45 | ||
ცხინვალიდან ჩვენი ქსმ-ები უდანაკარგოდ გამოვიდნენ თუ არ ვდები... გარდა 1-2 ბმპ-2-ისა რომელიც ავიაიერიშებს ემსხვერპლა. მარტივი მიზეზის გამო რომ ქვეითებთან ერთად ეფექტურად მოქმედებდნენ |
Posted by: Alfred_Thayer_Mahan 14 May 2021, 17:59 | ||||||||
zzz77 გადაკეთებაში პირველ რიგში დამატებით ჯავშანს ვგულისხმობ (ბიუჯეტურ ვარიანტში), მაგის გარეშე არ გამოვა.
მაგალითად? ქვეითებს აქვთ კარლი და კილომეტრზე წვდებიან ყველაფერს კარგი სიზუსტით (შესაძლოა მეტზეც, გააჩნია გასროლას). მომენტალურად გაანეიტრალებენ საფრთხეს თუ ხედავენ, ან მიუდგებიან საიდანაც საჭიროა. ქსმ-ს მომენტალური რეაგირება არ შეუძლია, ამისთვის უძრავად უნდა იდგეს ღია ადგილას და რაკეტას მიიღებს გამოძახებამდე. თუ საფარიდან უნდა გამოიძახო, 30მმ ავტომატის გამოძახებას, არტილერიის გამოძახება არ ჯობს?
გამორიცხულია.
V-სებური ფსკერი და ჯავშანი ნამსხვრევების წინააღმდეგ, 12,7მმ ტყვიამფრქვევი ზემოთ. და ეს მაქსიმალურად იაფად, მაეტივად, სენსორებისა და ეკრანების გარეშე. დავარქვათ პირობოთად ბიუჯეტური ტრანსპორტიორი
იაფად და მარტივად მიიღებ ტანკისგან ისეთ საცეცხლე მხარდაჭერის მანქანას, ქსმ-ებიანი ასეული რომ ვერ მიედრება. ქსმ-ს დაკარგვით დესანტი გრჩება მანქანის გარეშე, იკარგება ამ ბატალიონისთვის. ქსმ-ებით ვერ შეუტევ იმას, ვისაც ტანკსაწინააღმდეგო, თუნდაც პრიმიტიული იარაღი აქვს. თუ მოიერიშე ბატალიონია საჭირო, მაგისთვის რაღაც ნამერის მსგავსი ტრანსპორტიორები და საცეცხლე მხარდაჭერის მანქანები არ ჯობს? მძიმე ჯავშნით ბატალიონს სხვა პოტენციალი აქვს და მსუბუქით სხვა. * * * Zuka911 არანაირ მძიმე ბრძოლაში მონაწილეობა არ მიუღიათ როგორც ვიცი. სუსტ მოწინააღმდეგესთან ბმპ კი არა, зу-23-2-ია ეფექტური, მითუმეტეს თუ შეთანხმებულად მოქმედებენ ტექნიკა და ქვეითები. როცა მოწინააღმდეგე ძლიერია? |
Posted by: zzz77 14 May 2021, 18:13 |
Alfred_Thayer_Mahan ტანკზე გასაგებია და გეთანხმები. რაც შეეხება კილიმეტრზე კარლ გუსტავით მიზნის განადგურებას ეს არამგონია ადვილი საქმე იყოს ეგეთი კლასის იარაღისთვის.ქსმ იდან მიზნის განადგურება არ ნიშნავს რომ ყველა ვარიანტში ფაგოტი ან რაიმე მსგავსი მოხვდება. მართვად რაკეტასაც ჭირდება დამიზნება და მერე მიზნამდე რაკეტის მიცილება.პლიუს საკვამლე კოჭების გაშვების შესაძლებლობაც აქვს მანქანას რაც დამატებით დროს მიცემს საფარში დაბრუნებისთვის.სრულად უსაფრთხო ომში არაფერია. არტილერიის გამოძახებას ერთი წერტილის გამო ისევ ქსმ ის გამოძახება ჯობია ჩემი აზრით. ჯტრ ს რაც შეეხება დიდგორსაც აქვს ნაღმსაწინააღმდეგო დაცვა როგორც დელტა აცხადებს და 12.7 მმ ტყვიამფრქვევიც და 40 მმ ავტომატური ყუმბარმტყორცნიც.ნუ მინი ჯტრ ია. შენი კონცეფციას ვხვდები.ჯტრ ები და საცეცხლე მხარდაჭერა მხოლოდ მძიმე ჯავშნით.არაა აზრს მოკლებული ნამდვილად,მაგრამ გამოვა რომ მძიმე ჯავშნის ყიდვა მოგვიწევს და ექსპუატაციაც ძვირია. ძველი ტეშკები რომ ვიყიდოთ შეიძლება მაგრამ ტანკებში გადიან და ქვოტა გვაქვს 220 ცალი |
Posted by: Zuka911 14 May 2021, 18:13 | ||
მიიღეს მათ შორის ცხინვალის ბრძოლებში, სადაც 3 ბმპ-2 დავკარგეთ (2 მიტოვებული ხოლო 1 ავიადარტყმის შედეგად განადგურდა) |
Posted by: Alfred_Thayer_Mahan 14 May 2021, 18:21 | ||||||||
Zuka911 მძიმე იყო ტანკებს რაც დაემართათ. ბმპ-ებს არ ჰქონიათ ასეთი კრიზისი. რამდენადაც ვიცი. zzz77
კარლი ძალიან ზუსტია ყუმბარმტყორცნისთვის.
ამისთვის სენსორი უნდა იყოს ქსმ-ზე, კარგი კვამლის ყუმბარა და გვერდზევე საფარი, რომ მოასწროს. რეალურად თუ ესროლეს...
რას გააკეთებს ქამ ისეთს, რასაც ვერ იზამს ქვეითი კარლით?
თუ ტანკების ტარება შეგვიძლია, ე.ი მის ბაზაზე საბრძოლო მანქანასაც ვატარებთ. აქ ათეულობით მანქანაზე არაა საუბარი, რამდენიმეზეა. |
Posted by: Zuka911 14 May 2021, 18:45 |
Alfred_Thayer_Mahan ტანკები იმიტომ ჩავარდნენ მასეთ დღეში რომ ქვეითების გარეშე დაბნეულები დადიოდნენ ცხინვალის ქუჩებში... მაქსიმუმ კობრები თუ მიყვებოდნენ |
Posted by: zzz77 14 May 2021, 18:46 |
Alfred_Thayer_Mahan მე პირიქით მგონია.თუ ეგეთი კონცეფციას ანვითარებ ქვეითების მხარდასაჭერად ბევრი ეგეთი მანქანა უნდა გყავდეს.მანქანა რა ტანკია პრინციპში. შენ გამოგდის ასე- ქვეითები ჯტრ ებით შეტევის ხაზამდე და მერე ტანკებმა გაუწიონ მხარდაჭერა ან არტილერიამ. ან არადა ქვეითების მხარდასაჭერად უნდა იყიდოს სახელმწიფომ მძიმე ჯავშანი რომელიც ტანკებში არ გავა. ქვეითები აუცილებლად კარლ გუსტავის ტიპის იარაღით. ებრაელებიც მსგავს ტაქტიკას იყენებენ მგონი. კარგი რამეა კარლ გუსტავი მაგრამ არამგონია მაგის ჭურვსაც და სიტყვაზე გინდაც 90მმ ჭურვსაც ერთნაირი ფუგასური ეფექტი ქონდეს. მე უფრო იმას ვამბობ რომ დიდგორების წარმოება შეგვიძლია და მაგის ბაზაზე რასაც ვაკეთებთ ყვრლაფერი გვჭირდება,და ქსმ დამზადება უნდა მოვახერხოთ და მაგის ხარჯზე მეტი საცეცხლე ძალა მივცეთ ქვეითებს.პლიუს სხვის შემყურე არ ვიქნებოდით. ( ნუ ეს რა თქმა უნდა შედარებითია). მეტი რთული მიმართულებებისთვის ტანკები.ტნკები კი იმდენი იქნება რის შეძენასაც მოახერხებს ქვეყანა და რამდენსაც მოახერხებს. |
Posted by: Alfred_Thayer_Mahan 14 May 2021, 18:55 |
Zuka911 отсекли пехоту от танков-ო რომ წერენ... ასეთი სიტუაცია ქსმ-ებთან და ელიტურ ბატალიონს კარგავ. ტრანსპორტიორების დესანტი კი უბრალოდ მანქანებისკენ დაიხევს კრიზისის შემთხვევაში. ტრანსპორტი უსაფრთხოდაა. zzz77 ანუ ჯტრ-ებს მიჰყავთ ბრძოლის ველამდე და ელოდებიან უსაფრთხო ადგილას. მხარდაჭერას აკეთებს სპეციალიზირებულო მძიმე მანქანა ტანკის ბაზაზე, როგორიც ბევრი არაა საჭირო. რაც არ უნდა მოხდეს, ბატალიონს შეეძლება ჯტრ-ებისკენ უკან დახევა და გამოსვლა, ქსმ-ებს არ დატოვებს ბრძოლის ველზე და მექანიზირებული ბატალიონი არ გაქრება. ტანკების რაოდენობაზე კი ნუ ნერვიულობთ. იაფი თვლიანი ტრანსპორტიორების დამზადება შეგვიძლია საკუთარი ძალით, ქსმ-ს დამზადება - არა. |
Posted by: zzz77 14 May 2021, 19:43 |
Alfred_Thayer_Mahan მე მგონია ქსმ დამზადებასაც მოვახერხებთ. თუ ეგ არ მოხერხდა მაშინ შენ რა კონცეფციასაც ამბობ ეგეც მისაღებია. მაგრამ ტანკების კვოტა უნდა შეივსოს 220 ერთეულამდე და ჯტრის ქვოტა თუ საკმარისი არ იქნება ქსმ კვოტაც უნდა გამოიყენო. მაგრამ თუ მოხერხდა ქსმ წარმოება დელტას ბაზაზე აუცილებლად გამისაყენებელია ჩემი აზრით. თუ ვერ მოხერხდა მაშინ რასაც შენ ამბობ გინდა არ გინდა მაიც მასე გამოვა. უბრალოდ კარლ გუსტავები კი მეეჭვება რომ ჩვენნაირ ქვეყანას მიყიდონ მითუმეტეს ახალი თაობის გასროლებით.უფრო ისევ აქ წარმოებული რპგ7 ის იმედზე ვიქნებით და უკეთეს შემთხვევაში მეტი ქვეით საწინააღმდეგო გასროლები ექნება დანაყოფს. დიდგორები მართლა ძალიან მომწონს.ნაღმტყორცნებიც ძალიან კარგია რომ მოარგეს.უკეთ შეიძლებოდა მაგრამ ესეც კარგია.მედავიკი იდეალურია.კავშირგაბმულობაც ძალიან კარგია.მოკლედ კარგი გამოვიდა და ჩვენ შეიარაღებულ ძალებს აღარ უნდა მოუწიოთ იდენტური მანქანების ყიდვაზე ფიქრი. ვნახოთ შემდეგს რას გააკეთებენ.თუ ჯტრ ს თუ ქსმ ას. )))) |
Posted by: Alfred_Thayer_Mahan 14 May 2021, 21:24 | ||
zzz77 ჯტრ თავის ფუნქციას შეასრულებს, თუ იქნება რკინის ყუთი სატვირთოს შასიზე. + რაიმე უბრალო ღამის ხედვა. ქსმ-ს ასეთ უბრალოს ვერ გააკეთებ, თუ გინდა БМП-2-ზე ეფექტური მანქანა მიიღო. ჯტრ თუ ეღირება სადღაც 300-400 000 (შესაძლოა ნაკლებიც)$, ქსმ-ს მინიმუმ ნული მიემატება. დამზადების სირთულეც ფასის შესაბამისი.
ვიტყოდი ვის აინტერესებს კვოტები მეთქი, მაგრამ სადაა მაგდენი ტანკი? გარდა ამისა, 72M-ს ტანკი არ ეთქმის, ოღონდ გამოდგეს რაიმეში და... კარლებს რაც შეეხება, რპგ-7-ის ანალოგია, უბრალოდ სხვა პრინციპის, რატომ არ მოგვყიდიან? ლიცენზიასაც გამოვკრავთ ხელს სურვილის შემთხვევაში. |
Posted by: rommel 14 May 2021, 21:53 | ||||||||||
Alfred_Thayer_Mahan
ისევ ჩვენი მოწინააღმდეგეს გათვალისწინებით სულ რაღაცის მოქმედების არეალში იქნები. ასე რომ მივუდგეთ საქმეს გაშლილ ველზე ჯტრსაც მოუწევს ტანკსაწინააღმდეგოს ზონაში შესვლა. თუ მოწინააღმდეგისგან 5-6 კმ-ში უნდა ჩამომსვას?
ეს უფრო თქვენი სუბიექტური აზრია და დიდი ალბათობით რეალობისგან ძალიან შორს არის
ისევ კარლი, ზედმეტად დიდ იმედს ამყარებთ მასზე
ძაან ზოგადაა ნათქვამი ზურგში. განა რა მანძილით უნდა დაშორდეს ჯტრ ჯარისკაცს? იცის ეს არეალი მოწინააღმდეგემ და იქ ეძებს.
მაქსიმალურად უნდა შეეცადო არ შეიყვანო. გროზნოსათვის მე-2 ბრძოლაა ამის კარგი მაგალითი |
Posted by: Alfred_Thayer_Mahan 14 May 2021, 23:26 | ||||||||||
rommel
თავისთავად.
თქვენი გადასაწყვეტი რომ იყოს, БМП-2-ით გაივლიდით იმ 5-6 კილომეტრს ვთქვათ კორნეტის მოლოდინში?
შესაძლოა, მაგრამ იგივე შეიძლება ითქვას 30მმ ავტომატზე.
ეძებოს. თუ 10 უპილოტო არ დასტრიალებს ბრძოლის ველს, ვერაფერს იპოვნის. ისე კი მოძრავი ქსმ ბევრად იოლი აღმოსაჩენი და გასანადგურებელია, ვიდრე დამალული ჯტრ.
როცა ყველაფერი გეგმის მიხედვოთ მიდის, ყველა იარაღი ეფექტურია. აი როცა გეგმა წაიფორხილებს... |
Posted by: zzz77 15 May 2021, 00:02 |
Alfred_Thayer_Mahan g36 იც უბრალოდ ავტომატია მაგრამ არ მოგვყიდეს. კარლი რომც მოგვყიდონ გასროლებს ახალს მაინც არ გაიმეტებენ ჩემი აზრით.ძველი გასროლებით კი მაგის თრევა რავი რავი ისეთი თემაა.რპგ7 ს მაინც ჯობია მაგრამ ფასი და ეფექტურობის ამბავია უბრალოდ. ჯტრ ზე კი პრინციპში თუ მასე მიუდგებით უფრო იაფი გამოვა და უფრო ადვილიც საწარმოებლად.მაგრამ რავი მე პირადად ქვეითად მოქმედებისას მირჩევნია ქსმ მიჭერდეს მხარს და თუ რამეა ქსმ ის იარაღის იმედიც მეტად მექნებოდა. მაგრამ არც ის იქნებოდა ცუდი რასაც შენ ამბობ თუ ტანკი გამიწევს საცეცხლე მხარდაჭერას.ოღონდ პლიუს დიდგორი სწრაფი ჯავშანია დასახმარებლად.იგივე კობრების მაგალითიდან |
Posted by: kanian_U 15 May 2021, 00:36 |
M4 კარლი 10-11 კილოა დატენილი და ვინ უნდა ათრიოს? +გათვლები რამე ისეთი ხომ არ ჯობია, ერთჯერადი და ძალიან მსუბუქი, ასე ვთქვათ დახვეწილი რპგ26, თუნდაც კარლის კალიბრის, იდეა კი ისაა რომ ყველა ჯარისკაცს ექნება ერთი ცალი ზურგზე შემოგდებული და მყისიერად შეეძლება საფრთხის განეიტრალება აქეთ-იქით სირბილის ნაცვლად |
Posted by: zzz77 15 May 2021, 00:50 |
kanian_U ეგეც აუცილებელია,მაგრამ ეგეთი იარაღი ეფექტურია 250-350 მეტრამდე.კარლი უფრო შორს ისვრის და გასროლების მეტი ნომენკლატურა აქვს. კი მძიმეა მაგრამ ცუდი არაა. |
Posted by: Alfred_Thayer_Mahan 15 May 2021, 01:33 | ||||
zzz77 ეგ გერმანიამ და ახლაც არ მოგვყიდის არაფერს. საბედნიეროდ კარლი მაგისი არაა.
რა თქმა უნდა საცეცზლე ძალა მეტია, მაგრამ ძალიან დიდი რისკია ქსმ-ს დაკარგვის ეკიპაჟიანად და + დესანტი რჩება ქვეითად. მე ამ რისკის წინააღმდეგი ვარ და ვფიქრობ კარლები საკმარისია, თორემ...
შტატში როგორ ვსვამთ ამათ? kanian_U დესანტისთვის წონა არაა იმდენად დიდი პრობლემა. აი დღევანდელი მსუბუქი ქვეითები კარლს ვერ ატარებენ. კარლის უპირატესობა ერთჯერადთან ისაა, რომ მინი-არტილერიაა და არა მხოლოდ ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნი. + ქსმ/ჯტრ-ს დამატებითი გასროლების ტარება შეუძლია. |
Posted by: zzz77 15 May 2021, 11:17 |
Alfred_Thayer_Mahan კი ვიცი რომ გერმანული არაა, მაგრამ ევროპის ბევრი ქვეყანა ისე იკავებს თავს ყველანაირი იარაღის მოყიდვისგან რომ მაიცდამაინც დარწმუნებული არ ვარ რომ მოვყიდიან. დიდგორების ჩასმას რა უნდა.ეგ მართლა არაა პრობლემა.მე საერთოდ მგონია რომ მცირე ქვედანაყოფებს დიდგორი უნდა ყავდეს შეიარაღებაში როგორც ტრანპორტი.მაგალითად სპეციალური დანიშნულების და დაზვერვის დანაყოფებს.დიდ ქვედანაყოფებს დიდგორი,რაიმე ჯტრი ისევ ჩვენი წარმოების რომელიმე სატვირთოს ბაზაზე და ქსმ ესეც ჩვენი წარმოების თუ მოხერხდება,მაგის წარმოების აწყობა. ტანკები სიტუაციის მიხედვით. ისევე როგორც ნაღმტყორცნიანი დიდგორი ქვედანაყოფის უშუალო დაქვემდებარებაში სიტუაციის მიხედვით.ეს უკანასკნელი უფრო ადვილად უნდა ემატებოდეს ქვედანაყოფს.მეთაურის უბრალო მოთხოვნის საფუძველზე.ანუ ფიქრობს დაჭირდება და ზედმეტი ბიუროკტატიის და ნებართვების გარეშე რომ მიუერთოს ქვედანაყოფს.ასევე უპილოტოები.მე ესეთი ქვედანაყოფები მიმაჩნია სიცოცხლიუნარიანად და ქმედითად.ნუ ხელით გადასატანი ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებზე თქმაც არ უნდა. აქედან მარტო ტანკები და სიტყვაზე მისტრალები ან გრომებია საყიდი დანარჩენის წარმოება შესაძლებელია. |
Posted by: Alfred_Thayer_Mahan 15 May 2021, 13:42 | ||
zzz77 არ მგონია, რომ კარლზე უარი გვითხრან, რაღაც აბსურდი გამოვა.
ამისთვის ეგ ყველაფერი ბატალიონის შემადგენლობაში უნდა შედიოდეს. |
Posted by: zzz77 15 May 2021, 14:09 |
Alfred_Thayer_Mahan გ36 ზეც აბსურდია უარი მაგრამ მოახერხეს გერმანელებმა. ტანკების გარდა რა პრიბლემაა რომ ნაღმტყორცნით აღჭურვილი დიდგორები შედიოდეს ბატალიონის შემადგენლობაში და მისტრალით ან გრომით აღჭურვილი დანაყოფიც რომ იყოს ბატალიონში. საკმაოდ დამოუკიდებელი ბატალიონი გამოვიდოდა დავალებების შესრულების ფართო სპექტრით. ჩემი აზრით ყვრლა ბატალიონი უნდა იყოს ასე შერეული,ცალკე უნდა იყოს მარტო სატანკო, საინჟინრო, საჰაერო თავდაცვა და ავიაცია. ბატალიონი უნდა იყოს საკმაოდ დამოუკიდებელი ერთეული თავისი ანტისატანკო შესაძლებლიბებითაც ასევე. |
Posted by: Alfred_Thayer_Mahan 15 May 2021, 14:16 |
zzz77 გერმანია სხვა შემთხვევაა. ნაღმმტყორცნზე არ მითქვამს, დიდგორები უნდა დარბოდნენო და რა ფორმით სვამთ ბატალიონში ეგ ვიკითხე. ზოგადად რაც მეტს დავამატებთ, ბატალიონი მით უფრო ძლიერდება, მაგრამ ზედმეტად გაბერვაც არაა კარგი. მე მაგალითად 105მმ ჰაუბიცები მომწონს და ვფიქრობ ძალიან გამოადგებოდა ბატალიონს ერთი ასეთი ბატარეა. მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, ღირს თუ არა ასე დამძიმება. |
Posted by: zzz77 15 May 2021, 14:26 |
Alfred_Thayer_Mahan დიდგორების ჩასმა მართლა არაა პრობლემა.სადაც ჯტრია შტატით იქ დიდგორსაც ჩასვავ.სადაზვერვო დანაყოფზე მიამაგრებ შტატით.მძიმე შეიარაღების დანაყოფს გამოყოფ,გინდაც კარლებით შეიარაღებულს და იმათ შტატზე მიამაგრებ და დამატებით გასროლებსაც დიდგორზე განათავსებ.რავი ბევრი ვარიანტია |
Posted by: kanian_U 15 May 2021, 14:29 |
Hk ს ეგეთი პოლიტიკა აქვს რომ იმ ქვეყნებზე არ ყიდის იარაღს სადაც დემოკრატია და თავისუფლება არ არის, მინიმალური რაოდენობით შეიძლება მაგრამ დიდი კონტრაქტები არაო თან 2008 წელს შვედეთი თავგამოდებით იცავდა საქართველოს, გერმანიისგან განსხვავებით |
Posted by: zzz77 15 May 2021, 14:33 |
105 მმ ძალიან დაამძიმებს და არამობილურს გახდის ქვედანაყოფს.ნაღმტყორცნებიანი დიდგორები კარგია.დაფარული პოზიციიდან დაამუშავებენ.პლიუს თუ უპილოტოები მიცემენ კოორექტირებას იდეალური იქნებოდა * * * kanian_U ღმერთმა ქნას გამიხარდებოდა. გერმანია კი ჩვეულებრივი უკანალია.აფრიკაში დარბიან გ36 და ჩვენზე მეტი დემოკრატია მაგათ ვერ ექნებათ)))) * * * ხოდა 105 მეც მომწონს და ქსმ ზე შემოდებული ეგეც მშვენიერი იქნებოდა.ამიტომ ვამბობ ჯტრ იც და ქსმ აც თუ საშუალება იქნება. თუ არა და მაშინ ისეც შეიძლება. |
Posted by: Zuka911 15 May 2021, 16:38 | ||
არამგონია ჩვენ პირობებში ბუქსირებადი ჰაუბიცების მიმაგრება სამანევრო ქვეით დანაყოფებზე კარგი აზრი. 2008 წელს მეოთხე ბრიგადას მიმაგრებული დ-30-ები გავიხსენოთ თვითმავალი სხვა საქმეა |
Posted by: rommel 15 May 2021, 22:10 | ||||||||||||||
Alfred_Thayer_Mahan
გაივლიდით ფეხით 5-6 კილომეტრს არტილერიის მოლოდინში? არასერიიოზული კითხვაა თქვენიც და ჩემიც
ეგეც შესაძლოა, ამიტომ ორივე უნდა გიჭერდეს მხარს. სტუაციიდან გამომდინარე გამოიყენებ ან ერთს ან მეორეს
გეთანხმები
მეც აქ ვარ, დაგიზიანებ/აგიფეთქებენ იმ მიმაგრებულ ტანკს და დარჩები მხარდაჭერის გარეშე. სამაგიეროდ ჯტრ გეყოლება ჩირგვებში დამალული. * * * kanian_U
ვინ და საცეცხლე მხარდაჭერის ათეულმა
ესეც აუცილებელია, ოღონ სამანევრო ათეულებში. სექციაში 2-3 ც * * * zzz77
თვითმავალი უნდა იყოს ჩვენც კი შევძლებთ ამის აწყობას. დიდგორზეც დაიდგმება. მნიშვნელოვნად გაზრდის ბატალიონის საცეცხლე ძალას |
Posted by: zzz77 15 May 2021, 23:59 |
rommel მე უფრო დიდგორები ნაღმტყორცნებით და 100-120 მმ იანი ქვემეხით ქსმ წარმომიდგენია საცეცხლე მხარდაჭერისთვის,უფრო მობილურია. ეგეთი არტილერიით შეიძლება საჭიროებისამებრ გაძლიერდეს დანაყოფი. |
Posted by: xDavid_S 16 May 2021, 18:14 |
ოცეულს 3ც კარლი დაამშვენებდა |
Posted by: hermes555 16 May 2021, 20:21 |
https://gmas.ge/2021/%e1%83%a1%e1%83%98%e1%83%90%e1%83%ae%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98/%e1%83%af%e1%83%a3%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%a8%e1%83%94%e1%83%a0-%e1%83%91%e1%83%a3%e1%83%a0%e1%83%ad%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%90%e1%83%ab%e1%83%94-%e1%83%92%e1%83%97%e1%83%ae%e1%83%9d/ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ, თავდაცვის მინისტრმა დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა. არჩილ თალაკვაძის კითხვაზე, რომელიც უპილოტო საფრენი აპარატების წარმოების განვითარებას ეხებოდა, ჯუანშერ ბურჭულაძემ კიდევ ერთხელ ისაუბრა სსსტც „დელტას“ ბაზაზე, მცირე და დიდი ზომის უპილოტო საფრენი აპარატების ერთობლივი საწარმოს დაარსების შესახებ. მინისტრის ინფორმაციით, მოლაპარაკებები სამხრეთ აფრიკულ და პოლონურ კომპანიებთან მიმდინარეობს: „წელს სავარაუდოდ დავიწყებთ ორი ტიპის უპილოტო საფრენი აპარატების საქართველოში წარმოებას. პოლონურ მხარესთან ავიღეთ ვალდებულება, რომ უახლოეს ოთხ წელიწადში ერთობლივი საწარმოს ფარგლებში მინიმუმ 100 საფრენ აპარატს ვიყიდით. ბუნებრივია, სარგებელიც რაც დარჩება, მასაც გავიყოფთ. ეს იყო ოპტიმალური ვერსია ჩვენთვის და პოლიტიკური გადაწყვეტილებაც მოგვიწონეს პარტნიორებმა“ ჯუანშერ ბურჭულაძემ დეპუტატებსა და საზოგადოებას აცნობა, რომ მიმდინარე წლის ივლისში, ერთობლივი საწარმოს ფარგლებში დრონის სატესტო გაფრენაც განხორციელდება: „ჩვენ მიერ ერთობლივი საწარმოს ფარგლებში დრონის სატესტო გაფრენაზე გთხოვთ, დაგვესწროთ. ეს გახლავთ ძველი, პრაქტიკულად მიტოვებული, 2010 წელს დაწყებული ძველი საწარმო. ჩვენ აღვადგინეთ ეს საწარმო. ხოლო ეს 20 საფრენი აპარატი, რაც გვაქვს, ექსპლუატაციაში შევა“. რომელ საწარმოზე და რა 20 უპილოტოზეა საუბარი იცის ვინმემ? ან სავარაუდოდ რა უპილოტოების წარმოებას დავიწყებთ? |
Posted by: Zuka911 16 May 2021, 20:55 | ||
ალბათ |
Posted by: otokarcobra 16 May 2021, 21:27 | ||
ამ წინადადებიდან ვინმემ აზრი გამოიტანეთ? |
Posted by: hermes555 16 May 2021, 23:11 | ||||
2010 წლის საწარმო იქნება იმ უპილოტოების, წინა ხელისუფლებამ რომ დაიწყო, ესტონური უპილოტოების აქაური ვერსია, ვერტმფრენიც ალბათ |
Posted by: tornike71 17 May 2021, 08:16 |
ეგ უპილოტოები ესტონური წარმოების იყო და ნაცებმა საქართველოს დროშა მიახატეს იბრალებდნენ მითომ აქ დამზადდა |
Posted by: xDavid_S 17 May 2021, 09:23 | ||
ვითომ? ვიდეოშიც ჩანს, რომ კორპუსი აქ მზადდებოდა დანარჩენი (ძრავი, ფლირი, ა.შ) ჩამოჰქონდათ და აქ აწყობდნენ ჩეულებრივად წარმოების ლიცენზია იყიდეს |
Posted by: Alfred_Thayer_Mahan 17 May 2021, 10:44 | ||||||
zzz77 თუ არ ვცდები თავისუფალ მანქანებზე ამბობდით, რომლებიც აქეთ-იქით ირბენდნენ. ათეულს ჯტრ წაართვა და სადღაც გაგზავნო კი შეიძლება, მაგრამ კარგს არაფერს მოიტანს. Zuka911 მოტირიზებულ/მექანიზირებულს თვითმავალი, ქვეითს ბუქსირებადი. რა პრობლემაა.
თუ ბატარეას არ დაიცავ სათანადოდ... rommel
არაა არასერიოზული. არტილერიის ცეცხლში ისევე გაივლის ჯტრ, როგორც ქსმ. ან ვერ გაივლის. ჯავშანი თითქმის ერთია. რეალურად მოწინააღმდეგესთან ბევრად ახლოს მიხვალ ისე, რომ პირდაპირ ცეცხლში არ მოხვდე. 5-6კმ პირდაპირი ხედვა ჩვენთან არც ისე ბევრგანაა შესაძლებელი. როცა მიუახლოვდება მანქანა და დესანტს ჩამოსხამს (ქსმ-ც და ჯტრ-ც), ამის შემდეგ ჯტრ ადგილზე დჩება, ქსმ აგრძელებს სვლას თავის ქვეითებთან ერთად, იცავს მათ და მხარს უჭერს. ჰოდა ჩვენი ქსმ არ შეესაბამება ამ საქმეს, იწირება ეკიპაჟი, მანქანა და დიდი ალბათობით დესანტიც, რომელიც საკუთარი ფეხების იმედადღა რჩება. ვერ იმუშავებს ჩვენი ქსმ იქ, სადაც მოწინააღმდეგეს მასიურად აქვს ტანკსაწინააღმდეგი იარაღი.
1. "ტანკს" ბევრად უფრო დიდი მხარდაჭერის გაწევა შეუძლია, ვიდრე რამდენიმე ქსმ-ს. 2. "ტანკს" ვერ შეაშინებს РПГ-7 და ძმანი მისნი, მოხვედრის შემდეგაც ისევე გააგრძელებს მუშაობას და პირველ რიგში РПГ-ს მსროლელს აუხსნის, რომ არ ღირდა. 3. "ტანკს" შეუძლია დიდი დისტანციიდან მუშაობა, თუ საჭირო გახდა. 4. "ტანკი" შეგვიძლია ისე დავჯავშნოთ, რომ РПГ და ფაგოტი კი არა, კორნეტი აიტანოს. იქვე შეუცვლი დაზიანებულ მოდულს და ბრძოლას გააგრძელებს. 5, 6, 7, ... და მთავარი. "ტანკის" განადგურებით იკარგება მხოლოდ ის, დესანტის ტრანსპორტი უსაფრთხოდაა. |
Posted by: zzz77 17 May 2021, 12:38 |
Alfred_Thayer_Mahan თავისუფალი მარტო ისე ირბინოს და ისროლოს არცერთი მანქანა არ უნდა იყოს. მაგასთან ერთად გადაიტანს ან გასროლებს და მსროლელებსაც.მაგალითად კობრები ასე მოქმედებდნენ და გამართლებულიც იყო.გადაყავდათ როგორც ჯტრს პირადი შემადგენლობა.მერე მუშაობდა როგორც დაჭრილების გამოსაყვანად ისე როგორც საცეცხლე მხარდასაჭერად და ყვიაწამლის მისატანად.იგივეა დიდგორიც.ჯტრს ასე ვერ ამუშავებ ეგ მართალია.მაგრამ დიდგორს როგორც მანევრულ მანქანას ეგ შეუძლია.ისე მე პატარა დიდგორი რომ იყო ეგეთებისთვის ეგ უფრო მომწონდა.ქსმ ზე რასაც ამბობ მესმის მაგრამ ჭკვიანურად როცა იყენებ მინიმუმამდე ამცირებ მაგ რისკებს.თანაც სადაც ასეთი მომატებული რისკები იქნება იქ ტანკს გამოიყენებ |
Posted by: Alfred_Thayer_Mahan 17 May 2021, 14:49 | ||||
zzz77
ამას ვკითხულობ, როგორ სვამთ კობრას/დიდგორს... შტატში. გარკვეულ ათეულებს აძლევთ ჯტრ როლში თუ? თუ კი ვის და რა პრინციპით. თუ დამატებით მანქანებს აძლევთ ასეულს/ბატალიონს მხოლოდ ეკიპაჟით? კობრა შსს-ს შეიარაღებაზე იყო და არ იჯდა არმიის შტატში ომის ომის დროს. და რასაც კობრა აკეთებდა (ქვეითებს უჭერდა მხარს), ნებისმიერი ჯტრ იზამს იგივეს, დაადგი სინგაპურული 40მმ. მაგრამ ღირს ბრძოლაში ასეთი მსუბუქი მანქანის ჩართვა? ცხინვალი ხომ ვერ ავიღეთ მთლიანად, სადაც გამაგრებული იყო მომზადებული ხალხი, იქ არ უვლიათ კობრებს, ვერ შევედით (მრავალი მიზეზის გამო), ასე რომ ვერ ვიტყვით, აგერ კობრამ რა მძიმე ბრძოლებს გაუძლოო. "აპალჩენცები" ვერ სწევდნენ იმ წინააღმდეგობას, რაც ჩვენს მსუბუქ ჯავშანს სერიოზულ გამოცდას მოუწყობდა.
ქსმ-ს მხარდაჭერა გჭირდება მაშინ, როცა გჭირდება და იდეალურ მომენტს ვერ დაუცდი. ჭკვიანური გამოყენება ყველაფრისთვის კარგია, მაგრამ მხოლოდ ეგ შველოდეს, ვინ ათრევდა ჯავშანს. |
Posted by: tornike71 17 May 2021, 14:53 |
ომის დროს ჯარში ვიყავი და სპეცები ამბობდნენ რომ კობრამ ომში ვერ გაამართლა,მიზეზი თხელი ჯავშანია.ბევრი მინახავს კობრა ომიდან წამოღებული დაზიანებული,მოკლედ დიდიგორი აშკარად სჯობია ჯავშნით. |
Posted by: zzz77 17 May 2021, 15:55 |
Alfred_Thayer_Mahan კი ვიცი შ.ს.ს იყენებდა მაგ კობრებს.ისე კი მძიმე ბრძოლებშიც მიიღო მონაწილეობა მაგ კობრებმა.ორი ტანკი სადაც ჩაიწვა იქაც კობრები იყო ბრძოლაში.მერეც როგორც დამოუკიდებელმა ერთეულებმა ისეც იმოქმედეს.ისე კი რპგ7 იც მოხვდა ერთ კობრას ტყვიამფრქვევის ფარზე.მსროლელიც გადარჩა და კობრაც ბრძოლისუნარიანი დარჩა.რამდენიმე ფაქტი იყო კობრების კოლონას რპგც და შმელებიც ესროლეს და ააცილეს. ასე რომ კობრები სინამდვილეში საკმაოდ ეფექტურები იყვნენ. დიდგორზეც იგივე პრინციპით შეიძლება.დააკომპლექტებ მძიმე შეიარაღებით, შიტევისას გამზადებული იქნება და დაეხმარება დანაყოფებს ცეცხლითაც,საბრძოლო მასალებითაც და დაჭრილების გამოყვანითაც.მძიმე შეიარაღების ათეულებზე გაამწესებ და დაზვერვაზეც.ქვეითები ჯტრ ზე და ქსმ ზე გადანაწილდებიან.ქსმ საჭიტოების შემთხვევაში უშუალო მხარდაჭერასაც გაუკეთებენ. ანუ ბატალიონში გამოვა რომ დაზვერვას და მძიმე შეიარაღების ათეულებს ეყოლებათ დიდგორები,ქვეითები ჯტრ ზე და ქსმ გადანაწილდებიან.ქსმ ბაზაზე 105 მმ ქსმ უნდა იყოს ქვეითების გარეშე საცეცხლე მხარდაჭერისთვის და დიდგორებიც ნაღმტყორცნებითაც. რაოდენობებზე მსჯელობა შეიძლება. მძიმე შეიარაღება მოკლედ ბატალიონში ცალკე ათეულები უნდა იყოს.მარტო კარლ გუსტავები არა ჯაველინებიც მაგ ათეულებში უნდა შედიოდეს მგონი სწორედ გავიგე შეკითხვა. * * * tornike71 არ ვიცი ვინ რა თქვა.ბევრ ადამიანში ბევრი აზრია.რაც ევალებოდა ყველაფერს გაუძლო.რპგ7 ის გაძლება მაგას კი არა ბევრ უფრო მძიმედ შეჯავშნულ მანქანას არ შეუძლია.ტყვიებს ყველას გაუძლო.ორი დაიკარგა მარტო კობრა ერთი თხრილში ჩავარდა და ჩარჩა,მეორეს რპგ მოხვდა კორპუსში. |
Posted by: Zuka911 17 May 2021, 16:36 | ||
ამ კობრას სანამ ეს მოუვიდოდა 12.7 მილიმეტრიანი ან 14.5 მილიმეტრიანი (ზუსტად არ მახსოვს) ტყვია მოხდა გვერდითა ჯავშანში და შეაღწია მანქანაში, რამაც ეკიპაჟის დაღუპვა გამოიწვია თუმცა საერთო ჯამში კობრა თავისი დროისთვის კარგი მანქანა იყო, ჰამვიზე ბევრად უკეთესი. და ბევრი სიცოცხლეც გადაარჩინა 2008 წელს |
Posted by: tornike71 17 May 2021, 16:40 | ||
მე პირადად იმ სპეცებმა მითხრეს ვინც იბრძოდნენ და ათეულობით დაზიანებული კობრა მოიყვანეს იქ სადაც მე ვმსახურობდი,ვერ დავწერ სამწუხაროდ სად.კობრები მხოლოდ შსს-ს ყავდა და სპეცები იყენებდნენ. ტოიოტას ჰაილუქსებს აქებდნენ მარტო. არაბებს რომ ყავდათ ის მედივაკი ძლივს ააფეთქეს,აშკარად კარგი ჯავშანი აქვს დიდგორებს. |
Posted by: zzz77 17 May 2021, 16:45 |
Zuka911 მაგ კობრაში ბევრნი იჯდნენ.რამდენიმე დაიჭრა და იმათმა ვინც დაჭრილები არ იყვნენ სახლს შეაფარეს ეგ ბიჭები. თვითონ გამოვიდნენ დახმარების მოსაყვანად მაგრამ სანამ მოხერხდა ჯგუფის შეგზავნა ის ბიჭები იპოვეს და დახოცეს. 12,7 და 14,5 იც ახლო მანძილიდან არაა მცირე კალიბრი.რომ გაიტანოს ეგეთი ჯავშანი ახლოდან არც ეგაა წარმოუდგენელი.მითუმეტეს კობრას ეგ ტყვია უკან მოარტყეს. თუმცა მე არ ვიცი ზუსტად რა მოხვდა მაგ კობრას.მხოლოდ ტელევიზიებში რასაც ამბობდნენ ის ვიცი. |
Posted by: Zuka911 17 May 2021, 20:36 | ||
თითქმის იდენტური დაცვის დონე აქვთ დიდგორს და კობრას უფრო მეტიც, კობრასგან განსხვავებით მედევაკის ჯავშანი კუთხით არ არის ბორტზე zzz77 სურათებიც მინახავს მაგ კობრის და იქ ჩანდა ზუსტად მორტყმის ადგილიც და გახვრეტილი ჯავშანიც, თუ ვიპოვე დავდებ აუცილებლად |
Posted by: xDavid_S 17 May 2021, 21:22 |
|
Posted by: zzz77 17 May 2021, 22:45 |
კი დიდი ალბათობით 12.7 მმ მოხვდა და გაიტანა კიდეც.ეგ კალიბრი ახლოდან ბევრ ჯავნიან მანქანას გაიტანს 100-150 მეტრიდან. |
Posted by: Alfred_Thayer_Mahan 17 May 2021, 23:32 | ||
zzz77 მექანიზირებული/მოტორიზებული ბატალიონის თქვენეული ვარიანტი ჩამოაყალიბეთ როცა მოახერხებთ. სტრუქტურა. tornike71 ათეულობით დაზიანებული კობრა... რას გულისხმობთ დაზიანებულში? რასაც დაზიანებული ჰქვია, არანაირი ათეულობით არ ყოფილა. Zuka911
კუთხე კიდევ ჯანდაბას, ბევრი დეტალი აქვს გამოშვერილი, რაც ასხლეტილ ჭურვსა თუ ტყვიას შეაჩერებს. კობრა ამ მხრივ ბევრად უკეთესია. xDavid_S მშვენივრად გაართვა თავი მაგათ გამოცდებსაც, მე თუ მკითხავთ. კი იღვარძლებოდნენ, მაგრამ ვერაფერი სერიოზული ვერ უპოვნეს. |
Posted by: tornike71 18 May 2021, 09:24 |
ჩემი თვალით მაქვს ნანახი ეგ კობრები,ამოიტანეს მე სადაც ვიყავი იქ იყო მაგითი დიდი გარაჟი რასაც ჰქვია,ნუ 10 ერთეულზე მეტი რომ იყო დარწმუნებული ვარ,ყველა ერთ დღეს არ ამოუყვანიათ რაღაცა დროის განმავლობაში ეზიდებონენ დაზიანებულებს,ნუ არ ვიცი შეიძლება ყველა ომში ნამყოფი კობრა არც იყო,მაგას დაზუსტებით ვერ ვიტყვი.მაგრამ სადღაც 4-5 კობრა პირადად დავათვალიერე და ამიტომ ვამბობ,სხვები უბრალოდ დავინახე რომ ამოიტანეს აღარ მინახია ახლოდან.ამ კობრებიდან უმეტესობა ააწყეს ისევ და ჩვეულებრივად დადიოდნენ,უბრალოდ სერიოზული დაზიანებები ნამდვილად ჰქონდათ,ერთ კობრას კარგად მახსოვს კაპოტზე ჰქონდა რაღაც დაცემული და აფეთქებული,ძრავი ჰქონდა დაზიანებული,ერთს საერთოდ ბორბლები არ ჰქონდა,კიდევ დაცხრილული კობრაც მახსოვს არცერთი შუშა არ ჰქონდა მთლიანი,ნაღმზე აფეთქებულიც.ისეთ მდგომარეობაში არცერთი არ იყო რომ ჩამოსაწერი ყოფილიყო,სარემონტო ყველა იყო. |
Posted by: Alfred_Thayer_Mahan 18 May 2021, 10:20 |
tornike71 რამდენიმე იყო დაზიანებული და ზოგადად დიაგნოსტიკა/რემონტი ყველაფერმა უნდა გაიაროს ომის შემდეგ. რასაც დაზიანებული ჰქვია, ათეულობით არ ყოფილა და ამაზე გიპასუხეთ. |
Posted by: zzz77 18 May 2021, 10:25 |
Alfred_Thayer_Mahan დაზვერვას დიდგორი 1 ებით დავაკომპლექტებდი. კარლ გუსტავებით შეიარაღებულ დანაყოფებს დიდგორი 2 ებით,სამედიცინო უზრუნველყოფას მედავიკებით,საცეცხლე მხარდაჭერის მანქანები იქნებოდნენ დიდგორი ნაღმტყორცნით და ქსმ 105 მმ ქვემეხით,ტანკ საწინააღმდეგო მართვადი კომპლექსებით აღჭურვილ დანაყოფებს ჯტრებით, ჰაერსაწინააღმდეგოები ისეთი თემაა გააჩნია გრომებით იქნებიან თუ მისტრალებით,პლიუს აღმოსაჩენად ოპტიკური სისტემაც უნდათ,საფრთხეზე შეტყობინების შემდეგ( და ისედაც თავის დაზღვევის მიზნით) ვიზუალურად უფრო სწრაფად რომ აღმოაჩინონ და რეაგირებისთვის მეტი დრო ქონდეთ,მომზადება რომ მოასწრონ. დანარჩენები ჯტრი და ქსმ ზე გადანაწილდებიან. ნუ ზურგის მომარაგება სტანდარტულად პლიუს რაიმე დიდგორი3 სტილში.ასეთი დალაგებით ჯტრ შეიძლება სატვირთოს ბაზაზე იყოს რაოდენობა რომ გადაიყვანოს.ქსმ რასაც მოვახერხებთ და დაამზადებს დელტა.სასურველია მინიმუმ 500 მეტრიდან სტანდარტულ 30მმ ჭურვს უძლებდეს. დაზვერვას 6 დიდგორი 1 ეყოფოდა ეს 36-48კაცი + 12 ეკიპაჟის წევრი,კარლ გუსტავს 3 დიდგორი 2 ეს 18 კაცი+12 ეკიპაჟის წევრი,ჯტრ 20 ეს 200-240 კაცი + 40 ეკიპაჟის წევრი,ქსმ 10 ეს 80 კაცი+20-30 ეკიპაჟის წევრი.ჯაველინების და/ან ფაგოტებით აღჭურვილი დანაყოფზე 3 ჯტრ 12 კაცი + 6 ეკიპაჟის წევრი.სამედიცინო 3 მედავიკი. 6 ერთეული 105მმ ქსმ და 6-9 დიდგორი ნაღმტყორცნით. |
Posted by: Qartveli1990 18 May 2021, 11:42 |
DANA გვყავს კიდე თუ ესეც გაყიდეს ამ დედა მოხნულებმა |
Posted by: Alfred_Thayer_Mahan 18 May 2021, 12:00 |
zzz77 დაახლოებით ვხვდები რასაც ამბობთ, მაგრამ ზუსტად რომ მინდა დავინახო სურათი, ამიტომ ჩაგეკითხეთ რამდენჯერმე. ბატალიონში ვთქვათ გაქვთ 4 ასეული. ერთი დისგორებზე, მეორე ქსმ-ზე... თუ პირველი ოცეული დიდგორზე, მეორე ქსმ-ზე... და ასე ყველა ასეულში. დამატებით რაიმეს ასეულს აძლევთ თუ ბატალიონს? სრულ სურათა ვერ ვხედავ. Qartveli1990 გაყიდეს ყველაფერი, სწავლებაზე აზერბაიჯანისგან ნათხოვნი ტექნიკა გაგვყავს. |
Posted by: zzz77 18 May 2021, 13:06 |
არა ყველა ასეულში ქსმც უნდა იყოს,ჯტრ იც თანაბრად გადანაწილებული.ანუ ყველა ასეული +- ერთნაირი დაკომპლექტებული. |
Posted by: Qartveli1990 18 May 2021, 19:34 | ||
რის გამო გაყიდეს? არ აცდებათ მაგათ გლდანის ციხე |
Posted by: kanian_U 18 May 2021, 22:48 |
Alfred_Thayer_Mahan ის თეორიაში ლოგიკა ნამდვილად არის, მითუმეტეს ჩვენი მტრის შესაძლებლობების გათვალისწინებით, ფულად რესურსზე რომ აღარაფერი ვთქვათ, აზრი ისაა ძალიან მაღალი ღირებულების (არამხოლოდ ფინანსურად) ტექნიკით მტერთან პირდაპირ კონტაქტში არ უნდა შევიდეთ. მაგრამ წინაზეც დავსვი ეს კითხვა ოღონდ ამჯერად წარმოიდგინეთ გყვავს თანამედროვე ქსმ, აღჭურვილი სპაიკებით და აქტიური დაცვით, მერე რა ხდება? ძალიან ძვირი რომაა ეს ყველაფერი და ჩეხები რომ 2.2 მილიარდს იხდიან 210 ცალ მსგავსი შესაძლებლობის ქსმ ში, დროებით დავივიწყოთ. |
Posted by: Alfred_Thayer_Mahan 18 May 2021, 23:38 | ||
zzz77 კიდევ უფრო დეტალურად? Qartveli1990 ნაცების ნაქონიაო. kanian_U გიპასუხეთ წინაზეც, არაფერს შეცვლიდა მეთქი (ჩემთვის). ვერც ის სუპერ-პუპერ ქსმ-ები აკმაყოფილებენ მინიმალურ მოთხოვნებს. აგერ ებრაელები რამხელა ნამერებს დაახრიგინებენ, ის იცავს რეალურად ეკიპაჟს. მაგრამ ქსმ პრინციპულად არ უნდათ, რასაც ვეთანხმები სრულად.
ამან შეიძლება საკუთარი ათეული გაანულოს მანქანის გარეთ... ქსმ მინიმუმ 23-30მმ საბჭოურ/რუსულ ქვემეხს უნდა უძლებდეს ფრონტიდან 30 გრადუს სექტორში ჰორიზონტალურადაც და ვერტიკალურადაც ანალოგიურად უნდა უძლებდეს РПГ-7-სა და მისთანებს კიდევ უფრო ფართო სექტორში. უნდა იყოს დაცული ნაღმებისგან. БМП-2 ეფექტური იყო აფხაზეთში, ჩეჩნეთში, აგერ ოსი სეპარატისტების წინააღმდეგ... როცა სწორად იყენებდნენ, მოწინააღმდეგეს კი მისი ეშინოდა, არ ჰქონდა საკმარისად ბრძოლის საშუალებები, არ ჰქონდა ცოდნა/მომზადება... 2-3 წამია რპგ-ს ფანჯრიდან სასროლად საკმარისი. ოსი სეპარატისტი ვერ გაბედავს სროლას, როცა ფანჯარასთან ტყვიები ზუზუნებენ და იმას არც 2-3 წამი ეყოფა, შეიძლება სულ ააცდინოს შიშისგან... სულ სხვა სიტუაციაა, როცა მოწინააღმდეგედ რუსული ბატალიონი გყავს, კარგად შეიარაღებულ-მომზადებული. |
Posted by: zzz77 18 May 2021, 23:54 |
Alfred_Thayer_Mahan შენ ეხლა მთელი ბატალიონის შტატებს გამაკეთებინებ მგონი))))))) |
Posted by: 098 19 May 2021, 03:54 | ||||||
თუ ნორმალური ჭურვები არ ვიყიდეთ ჩემ ფეხებს შეძლება მაგეებს * * * * * *
იმით დაიწყე საუბარი არ ვარგა კობრა ვერ გაამართლაო და აქ რაც გიწერია იმით გაამართლა და მერე თან როგორ მოკლედ საკუთარი პირვანდელი მტკიცების საპირისპირო ინფორმაცია დადე |
Posted by: 098 19 May 2021, 04:20 | ||||
ქსმა თუ ჯეტეერი შეტევისას 600 მეტრზე მოწინააღმდეგის პოზიციებამდე მაინც უნდა ჩამოქვეითთე და ჩვენთან გაშლილ 6000 მეტრიან ველებს იშვიათად ნახავ უფრო სწორედ სულ ვერ ნახავ თუ არ გინდა (რატო უნდა შეუტიო ღია ადგილას თუ არ გაქვს სრული უპირატესობა ჰაერში და ჯავშანტექნიკაში გაუგებარია) |
Posted by: tornike71 19 May 2021, 11:04 | ||||||||
მე უბრალოდ სპეცების მონაყოლი ვთქვი აქ,ეგ პოსტი კიდე რაც ჩემი თვალით ვნახე ის დავწერე,ხო ის სპეცები ვინც კობრა დაიწუნა ძალიან სეროზული ხალხია,საქრთველოში ბევრი არ გვყავს ეგეთები,ასე რომ მე მათ ვენდობი,ომში კაცი არ დაუკარგავთ,ძალიან მაგრები იყვნენ. |
Posted by: rommel 19 May 2021, 12:10 | ||||||||
zzz77
რატომ სვამ ამათ ცალკე? კარლი უნდა იყოს საცეცხლე მხარდაჭერის ათეულში. ჩასვი დანარჩენებივით ჯტრ/ქსშ-ში.
არ სჯობს ერთ ბაზაზე აეწყოს ქსმ/ჯტრ და ნაღმტყორცნიც მასზე შემოვდგათ? ხომ გვაქვს ცნობილი მანის ავტობუსი, არ გაგვიჭირდებოდა სხვა ბაზაზე გადაწყობა
ამათთვის იდეალური ვარიანტია დიდგორი მეომარი, შესაბამისი მოწყობილობებით აღჭურვილი
იმედია წინა პროექციიდან იგულისხმეთ |
Posted by: otokarcobra 19 May 2021, 13:01 | ||
tornike71
სულ დაიკარგა 2 კობრა და 1 დაზიანდა ისე რომ თავისი ხოდით ვერ გამოვიდა. 306 და 309 დაიკარგა. ერთი კუბინკაზე გდია, ერთით ოსები კატაობენ (არ ვიცი კიდე ხოდზე თუა). დანარჩენები იყვნენ მცირე დაზიანებებით და თავისი ამოცანა შეასრულეს ხუთიანზე. ერთ-ერთი საუკეთესო მსუბუქი ჯავშანტრანსპორტიორია არამარტო ჩვენთან არამედ რეგიონში. "სპეცების" მონაყოლს ნუ მოუსმენ. |
Posted by: Alfred_Thayer_Mahan 19 May 2021, 13:07 | ||
zzz77
ამას გთხოვთ ზუსტად იმიტომ რომ როგორც გენერალმა შენიშნა ან აჯაფსანდალი გამოდის, ან მე ვერ ვიგებ ზუსტად. თუ აჯაფსანდალია, რა უპირატეაობას ხედავთ ისეთს, რომ ღირდეს? 098 ბრჭყალებში იმიტომაა ტანკი, რომ მხოლოდ ბაზაზე მაქვს საუბარი. შეიარაღებას არ შევხებივარ. |
Posted by: zzz77 19 May 2021, 16:34 |
otokarcobra მე ვიცი ვისზეც ამბობს და მაგ ბიჭებში აზრთა სხვადასხვაობა იყო.ზოგს მოწონდა ეგ კობრები ზოგს არა. მაგრამ საბოლოოდ უმეტესობას მოწონდა. rommel კარლებს რატო ვსვავ დიდგორში.ჩემი აზრით იმიტომ რომ როგორც წესი როცა სადმე მიდის დანაყოფი ქსმ ისედაც საკმაოდ სიმჭიდროვეა,რეალობაში ამუნიცია ძალიან უშლის ხელს მებრძოლებს ჩაჯდომა გადმოსვლაში და საერთოდ ქსმ ში მოთავსებაში.დიდგორში თუ განვავთავსებთ.ამუნიცია და გასროლებიც დიდგორში იქნება მოთავსებული.მანქანიდან რომ ჩამოქვეითდებიან ჩვეულებრივ იმოქმედებენ სხვა ქვეითებთან ერთად. პლიუს ჯტრ ის მაგივრად გვრჩება დიდგორი რომელიც ბევრ სხვა დახმარებასაც გაუწევს ქვეითებს. დიდგორი მეომარზე გეთანხმები.არც გამახსენდა,ეგ ჯობია ნამდვილად. რაც შეეხება საცეცხლე მხარდაჭერას.ერთ ბაზაზე ქსმ და ჯტრ ის იდეა მომწონს მაგაშიც ვფიქრობ რომ ალბათ თუ მოხერხდება ეგ ჯობია,ანუ პრინციპულად არაფერი იცვლება დიდად,მაგრამ ნაღმტყორცნებს რაც შეეხება-დიდგორზე უკვე გაკეთებულია ეგ ვარიანტი და მომწონს ერთი რამეს გამო.ასეთ ვარიანტში გასროლები მანქანის შასზე ნაკლებად მოქმედებს და ნაკლებ პრობლემებს შექმნის ეს ერთი,მეორე მაქსიმალურ სიშორეზეც უპრობლემოდ გაისვრი და მესამე მარტივი კონსტრუქციაა და ფაქტიურად არაფერია ისეთი რაც შეიძლევა ხშირად გამოვიდეს მწყობრიდან. 30მმ რომ ვამბობდი კი წინა პროექციებს ვგულისხმობდი და სტანდარტული ჭურვებიც მაგიტომ ვახსენე რომ ყველას და ყველაფერს ვერ გაუძლებს.ამაში მეორე აზრი არცაა აქ მთავარი აქცენტი რაზეა. რასაც ვაწარმოებთ უკვე და რისი წარმოებაც იდეაში შეგვიძლია იმით მოხერხდეს მაქსიმალურად ჯავშნის პრობლემის მოხსნა. დიდგორები არის.ჯტრ იც იდეაში შეიძლება გააკეთონ რაიმე სატვირთოს ბაზაზე. ქსმ კი ლაზიკის გამოცდილების გათვალისწინებით რომ მოხერხდეს და გაკეთდეს.დელტაში იდეაში იყო მსგავსი თემა,ესეიგი წარმოუდგენელიც არაა. * * * Alfred_Thayer_Mahan ხო იცი ისეთი ქაოსი როდესაც იცი სად რა არის და რატომ არის ქაოსი აღარაა)))) არაფერი ალბათ სწორედაც ვერ გადმოვცემ,ძნელია ასე ახსნა ყველაფერი. |
Posted by: jjj 19 May 2021, 18:06 | ||
https://imedinews.ge/ge/tavdacva/202165/m4-tipis-avtomaturi-tsetskhlsasroli-iaragis-tsarmoebis-shesakheb-tavdatsvis-saministrosa-da-ebraul-kompanias-shoris-khelshekruleba-gapormda?fbclid=IwAR0UjwiajeaDlHveAv8_a2eVAeMpP3HImebVw6f9a4aJuKX6eNWNePDqSzA
|
Posted by: RedShark 19 May 2021, 21:49 |
იმედია ჩანგანივით ესე სიაფანდობა არ არის |
Posted by: xDavid_S 19 May 2021, 21:52 |
ებრაულ კომპანიას სახელი აქვს? |
Posted by: otokarcobra 19 May 2021, 22:33 | ||
ტრუხაა იასნა. ეგ იგივეა იანუკოვიჩს რო ხომალდსაწინააღდმეგო რაკეტების წარმოებისთვის შეეწყო ხელი ან რამე ეგეთის |
Posted by: xDavid_S 19 May 2021, 22:42 |
ებრაული AR-15-ზე მარტო ეს ვნახე Short-stroke gas piston-ზეა https://iwi.net/arad/ |
Posted by: kanian_U 19 May 2021, 22:44 |
მეც სახელს ვეძებ გამწარებული ერთადერთი ებრაული კომპანია რომელიც არ15 ს აწარმოებს, თან დგუშიანსაც და გაზიანსაც არის IWI და ამათთან თანამშრომბლობა რა პონტში არ უნდა გააპიარო? რაღაცაა ვერაა რიგზე |
Posted by: RedShark 19 May 2021, 23:04 | ||
არ წერენ სახელს არსად. აგერ არის ებრაული მწარმოებლები და ვიმკითხაოთ https://ammoterra.com/gun-from-israel * * *
აგერ Contact International - იც აწარმოებს https://ammoterra.com/product/m4-rifles |
Posted by: kanian_U 19 May 2021, 23:09 | ||||
გუგლშიც კი ძლივს იძებნება, თვითონ ისრაელშიც არ ეცოდინებათ ეგ კომპანია :დ საეჭვო წარმომავლობის იარაღი თუ შეტენეს ჯარს არ გამიკვირდება სახელის ასე საგულდაგულოდ დამალვის გამოა რომ ეხლა ვმითხაობ, დააწერე ორი სიტყვით შე ოხერო (ელისაშვილი) |
Posted by: RedShark 19 May 2021, 23:18 | ||||||
ეხლა მივაქციე ყურადღება - მაგ კომპანიას აღწერაში დილერი უწერია, იმპორტიორ-გადამყიდველია, თვითონ არ აწარმოებს. გამოირიცხა ეგ. |
Posted by: Zuka911 19 May 2021, 23:27 |
ალბათ ესენი არიან? http://contact-kalia.com/product/m4-m16-ar15-rifles/ ტიპური ტუფტა ებრაული იარაღის ბარიგა კომპანია ჩანს |
Posted by: RedShark 19 May 2021, 23:29 |
ესენია AR Type - ების მწარმოებლები მაგ სიაში: https://ammoterra.com/company-emtan-karmiel-ltd-products https://ammoterra.com/company-israel-weapons-industry-products https://ammoterra.com/company-silver-shadow-advanced-security-systems-ltd-products |
Posted by: STALKER-GG, 20 May 2021, 01:17 |
Posted by: rommel 20 May 2021, 01:44 |
STALKER-GG, გვითხარი რამე |
Posted by: xDavid_S 20 May 2021, 12:57 |
BMPD-საც IWI ჰგონია |
Posted by: Zuka911 23 May 2021, 21:57 |
დიდგორი 40 მილიმეტრიანი ყუმბარმტყორცნის მოდულით, აქამდე არ შემხვედრია |
Posted by: rommel 24 May 2021, 14:10 |
Alfred_Thayer_Mahan გიპოვეთ თქვენი ''ოცნების'' ჯტრ ტატრაზე ჩამოცმული ჯავშანი |
Posted by: Alfred_Thayer_Mahan 24 May 2021, 14:18 | ||
rommel
ზედმეტად ძვირი და რთულად დასამზადებელია ეგ. ჩვენ თუ წარმოება გვინდა არმიისთვის და არა ვიღაცის პიარისთვის, ბევრად მარტივი მანქანა გვჭირდება. |
Posted by: rommel 24 May 2021, 15:12 |
Alfred_Thayer_Mahan მაგაზე იაფი ტენტ გადაფარებული სატვირთოა |
Posted by: Alfred_Thayer_Mahan 24 May 2021, 15:52 | ||
rommel
რა ღირს? იორდანული არ ნიშნავს ავტომატურად იაფსა და მარტივს, არაა ხელწამოსაკრავი ქვეყანა. 25ტ-იანი მანქანა 8×8 შასიზე პნევმო დაკიდებით და 30მმ ქვემეხით კოშკურაში - ვერ იქნება იაფი და მითუმეტეს მარტივი. ჩემი ვარიანტი 12-15ტ-ში უნდა ჩაეტიოს. |
Posted by: Qartveli1990 24 May 2021, 16:11 |
არტილერია უნდა ვაწარმოოთ და რაც გვყავს იმას რაკეტები შეუვსოთ + ჯაველინები, ტანკები საერთოდ რაში გვინდა ვერ ვხვდები რამე კარგი რო იყოს ხო მარა ტ-72... |
Posted by: rommel 24 May 2021, 16:37 |
Alfred_Thayer_Mahan რამდენად იაფად გინდათ მაინც? 12-15 ტონას 8x8 შასიზე რა დაცვა უნდა ქონდეს? მე იდეაში ამ იორდანულსაც არ განვიხილავ ჩვენთვის უფრო სერბული ლაზარი მომწონს. ისიც სატვირთოს ბაზაზეა აწყობილი. მოდულური ჯავშნით, 3+9, წონა 22-28 ტ. სამაგიეროდ წინიდან 30მმ-ს უძლებს და გვერდიდან 14.5-ს. |
Posted by: Alfred_Thayer_Mahan 24 May 2021, 17:20 | ||
Qartveli1990 ვერ ვიტყვით ტანკებზე უარს და Т-72Б-ზე უკეთესი ტანკის შოვნა არ შეგვეძლება კიდევ დიდხანს. rommel
ნახევარი ლიმონი ზედა ზღვარია, ჩემი სურვილია მაგ ზღვარზე ბევრად ქვემოთ. დაცვა ძირითადად ნამსხვრევების წინააღმდეგ და ავტომატურად 7,62×54 ახლოდან, 12,7 დიდ დისტანციაზე. ამ წუთას მთელი ჩვენი არმია ტენტიანი სატვირთოებით გადაადგილდება. რუსეთთან ომში ტენტიანი სატვირთოებით როგორ უნდა გადავისროლოთ ბრიგადა ბაზიდან ბრძოლის რაიონამდე, წარმოდგენა არ მაქვს. ამის მერე ქვეითებს რამდენი ათეული კილომეტრის გავლა მოუწევთ ფეხით. მარშზე კარგავს არმია ბრძოლისუნარიანობას. იაფი და უბრალო ტრანსპორტიორი საშუალებას მოგვცემდა მასშტაბური პროგრამა დაგვეწყო და ყოველ წელს თითო ბატალიონი ჩაგვესვა ჯავშანში. + სხვადასხვა საბრძოლო მანქანა ათვისებულ შასიზე, + გამოცდილებისა და სპეციალისტების დაგროვება, + სამუშაო ადგილები, რომლებისთვისაც ღირს თავდაცვაზე დამატებითი ფინანსების გამოყოფა... |
Posted by: zzz77 24 May 2021, 20:53 |
Alfred_Thayer_Mahan დიდგორების დაგრძელებული ვარიანტები და/ან დიდგორი 3 (ჩინგორს რომ უძახიან) დახურული ვარიანტი.სატვირთო პლატფორმის მაგივრად დახურული სადესანტო ვარიანტი. მაგაზე იაფი და ეფექტური და ქვეყანაზე მორგებული არაფერი გამოვა მგონი. ნუ ჩინურის მაგივრად რაიმე სხვა სატვირთოც წავა,თუ გამომდგარი მანქანაა მაშინ ეგეც წავა)))))))) |
Posted by: rommel 24 May 2021, 21:17 | ||
Alfred_Thayer_Mahan
დაახლოებით მაგ ფასში შეძლებ ასეთის აწყობას მშვენიერი რამეა, სატვირთო მანქანის ბაზაზეა, რომელიღაც ფრანგული კომპანია ამზადებს. საჭიროების შემთხვევაში დამატებით ჯავშანს დაუყენებ და ჟანგიან ვილისზე შემოდგმული დეშეკა ვერ დაგასაცერებს. პაკისტანმა 20 ცალში 12 ლიმონი გადაიხადა რატომ ვერ შევძლებთ ჩვენ იგივეს აწყობას ტატრას ან ოშკოშის ბაზაზე? |
Posted by: Alfred_Thayer_Mahan 24 May 2021, 21:55 |
zzz77 რაღაც მსგავსი დაახლოებით. rommel ჩვენ ყველაფერი გაცილებით ძვირი დაგვიჯდება, რადგან საწარმოო ბაზა არ გვაქვს. ეგ სტანდარტული ტრანსპორტიორია, მე კიდევ იაფსა და მარტივზე ვლაპარაკობ. 600 000€? მეეჭვება ასე იაფი ღირდეს. "ჩემი" ტრანსპორტიორისთვის კი 600 000€ ძვირია. გაითვალისწინეთ, რომ სირთულე და სიძვირე პირდაპირ აისახება რაოდენობაზე. |
Posted by: zzz77 24 May 2021, 23:16 |
Alfred_Thayer_Mahan ხოდა დიდგორები,ხოდა დიდგორები და ქსმ ებიც ))))))) აქაური. * * * rommel ისე კარგი რამეა.ბევრი აღარც უკლია ქსმ მდე. უკილია კი არა შეიძლება ჩაანაცვლოს კიდეც ეგეთმა. |
Posted by: rommel 25 May 2021, 00:13 | ||||||
Alfred_Thayer_Mahan
600 000$ რატომ გიკვირს სატვირთო TAM 150-ის მოდიფიცირებულ ბაზაზეა ჩამოცმული ჯავშანი.
დიდი შანსია, რომ ზემოთ რაც დავდე იმაზე იაფი და მარტივი უკვე გამოუსადეგარს ნიშნავდეს. ასეთ მდგომარეობაში ტატრას ან ოშკოშის ფასი მეეჭვება 200 000$ აცდეს. დანარჩენი ჩვენზე იქნება დამოკიდებული, რამდენად შევჯავშნით და რით შევაიარაღებთ. რეალურად მეჩვენება 500-600 ათასად ნორმალური ჯტრ-ის აწყობა. მიახლოებით მაინც დადე რას გვთავაზობ, თორემ უკვე მგონია რომ რაღაც ასეთით უშვებ ჯარს ომში * * * zzz77
კი დამატებითი ჯავშნით ფაქტობრივად ბორბლებიანი ქსმ. თუ არ გეყოლება ალფრედის შემოთავაზებული ტანკები მხარდაჭერისთვის, გამოაგორებ ბორბლებიან ქსმ საფარიდან, უიმედო მდგომარეობაში აღარ აღმოჩნდები |
Posted by: zzz77 25 May 2021, 09:38 |
საერთოდ როგორი თემაა როდესაც დელტასნაირი წარმოება გვაქვს მაქსიმალურად შეიძლება გამოიყენოს ადამიანმა ეს მომენტი.მითუმეტეს უკვე ისეთი ნიმუშები არსებობს რომლითაც ჯტრები,სადაზვერვო,სამედიცინო,კავშირგაბმულობის და ასე შემდეგ მანქანები შენით შექმნა. ასევე წარმოუდგენელი არაა ქსმის წარმოებაც.კარგ შემთხვევაში შალგებზე თუ არა და ბორბლებზეც. |
Posted by: rommel 25 May 2021, 13:59 |
zzz77 მართალი ხარ. თითო-თითო პროტოტიპი მაინც შექმნან ჯტრ/ქსმ-ის. დავინახავდით რა შეუძლიათ. დავიტანჯეთ აქ ხალხი მკითხაობით ჩინგორი და ბმპ 1 ბაზაზე აწყობილი ლაზიკა არ ითვლება |
Posted by: zzz77 25 May 2021, 16:33 |
rommel ლაზიკაზე რომ ველაპარაკე ალბათ 8 წლის წინ, ეს დასაწყისიაო.თუ იქნება ნება ვაპირებთ დაგრძელებული და უკეთ შეჯავშნული მანქანის გაკეთებასო. ამ ლაზიკასაც ძირი სენდვიჩის პრინციპით აქვს დაცულიო მინებისგან დასაცავადო.ბმპ1 ძრავი და კარობკაა მაგრამ სხვაზეც შეგვიძლია ავაწყოთ მანქანაო. არ ვიცი მაგრამ დიდი ალბათობით ძალიან წარმოუდგენელიც არ არის.თუ არა და რაც იციან იმ გზით წავლენ და ბორბლებზე შემოდგავენ ჯავშანს( მიუხედავად იმისა რომ ეგ აზრი ნაკლებად მომწონს) მთავარია მიახერხონ მოდულის გაკეთება და არა მარტო ერთი ვარიანტის. 30მმ ან მეტი ავტომატური ქვემეხით და 90-105 მმ ქვემეხითაც |
Posted by: Qartveli1990 26 May 2021, 00:33 |
დიდგორის გარდა ქართული რამე გვაქ საერთოდ? |
Posted by: hermes555 26 May 2021, 12:05 |
26 მაისია, რამე სიახლე არ არის დელტასგან? |
Posted by: Alfred_Thayer_Mahan 26 May 2021, 15:24 | ||||||||||
rommel
იმიტომ, რომ სრულფასოვანი ჯტრ-ა და ანალოგები გაცილებით ძვირია.
Casspir გვერდითი შემინვის გარეშე ალბათ ყველაზე ახლოსაა იმასთან, რაც გონებაში მაქვს.
ეგ პრინციპულად სხვა რამეა, მაგრამ ასეთიც სანატრელია ჩვენთვის. არ ვართ სიტუაციაში, ასეთებს დავცინოდეთ... zzz77 გავიმეორებ იგივეს, რაც ადრე. რკინის ყუთი ბორბლებზე უკვე ასრულებს ტრანსპორტიორის ძირითად ფუნქციას. ქსმ მოგიწევს გააკეთო კარგი, სხვაგვარად თავის ფუნქციას ვერ შეასრულებს. rommel
ვინც ზემოთაა, ისედაც იციან (უნდა იცოდნენ) რა შეგვიძლია და რა არა. ხალხისთვის ანგარიშის ჩაბარება არც ერთ მთავრობას არ მოსვლია აზრად. hermes555
მოიერიშეები გამანადგურებლებად აქციეს და რა ქნან მეტი... |
Posted by: zzz77 26 May 2021, 15:55 |
ეხ ჩვენთვის გამანადგურებელიცაა,შორს მსროლელი არტილერიაც,ატომური ბომბიც და რავი რკინის გუმბათიც. ორი ყოფნის ყველაფერ ამას მესამე რეზერვშია. |
Posted by: rommel 26 May 2021, 17:22 | ||
Alfred_Thayer_Mahan
გასაგებია რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს? 2+9 და სტანაგ 3? იაფია, ბევრს აწარმოებ, მაგრამ მაინც ძალიან სუსტად შეჯავშნული მეჩვენება. ვფიქრობ, აჯობებს მეტი გადაიხადო და უფრო დაცული იყო. თქვენი ვარიანტი სარისკოა და იაფი ჩემი ვარიანტი ნაკლებად სარისკო და შედარებით ძვირი |
Posted by: Alfred_Thayer_Mahan 26 May 2021, 17:49 | ||||
rommel ნაღმებისგან დაცვა ძალიან მაღალ დონეზე აქვს, ნამსხვრევებისგან და ცეცხლსასროლისგან ალბათ ნორმალური, საკმარისი იმისთვის, რომ წარმატებული გამხდარიყო. ზოგადად ნამსხვრევებისგან დაცვას დიდი სისქე არ სჭირდება (შანსი იმისა, რომ 152მმ 1 მეტრში დაუვარდება, მიზერულია). იშვიათმა მძიმე ნამსხვრევმა რომც გააღწიოს, მისაღებია. კევლარის შიდა შრე მეორად ნამსხვრევებს დააკავებს. სამაგიეროდ სად 12 ტონიანი მანქანა და სად 22+ მძიმე ჯტრ, რომელიც დამატებითი ჯავშნით შეიძლება დამძიმდეს.
ამაშია მთელი აზრი. მასიურ წარმოებას შევძლებთ, ყოველ წელს ახალი ბატალიონი მიიღებს ჯავშანს ტენტიანი სატვირთოს ნაცვლად.
ჯობს მთლიანი ბატალიონი გყავდეს ჯავშანში, ვიდრე მისი მხოლოდ 1 ასეული. კარგი და ბევრი ვაწარმოოთ ვერ გავქაჩავთ ვერც ფინანსებით და ვერც საწარმოო სიმძლავრით. სააღლუმო-საპიარო რაოდენობაზე გაჩერდება საქმე. ნამსხვრევების წინააღმდეგ ფაქტიურად იგივე დაცვას გაძლევს მსუბუქი, რასაც მძიმე. სხვაობა პირდაპირ ცეცხლშია და მანდ შესვლა საერთოდ არ მიმაჩნია სწორად. სამომავლოდ თუ მარტივის წარმოება ავითვისეთ, რთულზე გადასვლას ვინ გვიშლის, პირიქით ბევრად გაადვილდება. დაემატება 1 ღერძი, გადამუშავდება კომპონირება... ჩემს ვარიანტში გვაქვს შასი ლიცენზიით (ნაწილობრივი ან სრული წარმოებით ადგილზე) და შეგვიძლია მის ბაზაზე ნებისმიერი ფორმულით ავაწყოთ მანქანები. 4×4 მსუბუქი, 8×8 მძიმე... და თანდათან ყველაფერი გადაგვყავს ამ შასიზე, რაც შესაძლებელია. დაწყებული ტენტიანი სატვირთოებით და დასრულებული თვითმავალი არტილერიით. არანაირი პრობლემა არაა მსუბუქი და მძიმე ტრანსპორტიორების ექსპლუატაციის თუნდაც ერთ ბატალიონში, თუ ძირითადი კვანძები ერთია. იაფი ტრანსპორტიორის მთავარი აზრი იმაშია, რომ რაც შეიძლება მალე აღმოიფხვრას არმიის მარშზე განადგურების საფრთხე. 2008 წლის კოლონები გაიხსენეთ, ნებისმიერ ომში ანალოგიურ კოლონებს მოუწევთ მოძრაობა. |
Posted by: ბაო 26 May 2021, 22:24 | ||
რკინის გუმბათი სად იყო ჩვენ რომ სპაიდერები გვყავდა და რუსულ სტრატეგიულ ბომბდამშენებს ვყრიდით |
Posted by: rommel 26 May 2021, 23:11 | ||||||||||||
Alfred_Thayer_Mahan
ვისთან აპირებ ბრძოლას? ტერორისტებთან? ბანდფორმირებებთან? რუსეთთან ომში სტანაგ 4-ზე დაბალი დაცვით ჯარის გაშვება დანაშაული მგონია.
1 მეტრში არა რამდენიმე ათეულში დაგიგდებენ და გინდ გქონია ეგ ჯავშანი გინდ არა. ისე როცა ჭირდებათ ზედაც ასვამენ ობიექტს
თუ ზემოთ არ გადაწყვიტეს, რომ ჯავშანი გვჭირდება არც შენს ვარიანტს უწერია განხორციელება და არც ჩემსას, ხოლო თუ გადაწყდა დარწმუნებული ვარ გამოინახება სახსრები ''ძვირი'' ჯტრისთვისაც. ზოგადად ჯარის მოთხოვნის და არა ფასის მიხედვით იღებენ გადაწყვეტილებას. მესმის მნიშვნელოვანი ფაქტორია, მაგრამ არა უმთავრესი
მაინც რომ მოგიწიოს რას შვები? რატომ გამორიცხავ უცებ გადაეყარო მოწინააღმდეგეს? შინდისის მსგავსი სცენარი რომ მოხდეს ერთმა ბტრმა უნდა დაგიცხრილოს მთელი კოლონა? ან მუდმივად ანტიმატერიალური შაშხანის შიში უნდა გქონდეს? გათვლა იმაზე გაქვთ, რომ ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის, ჩამოსვამთ დესანტს და მოძუძგავს ტექნიკა ადგილიდან. სხვა ყველა სავარაუდო სცენარში თქვენი ჯტრ არის თითქმის უსარგებლო.
ამისათვის ტატრა მარტო მე მომწონს?
ტენტიანი სატვირთოებით ფონს ვერ გავალთ, ამაში ვთანხმდებით |
Posted by: Alfred_Thayer_Mahan 27 May 2021, 11:02 | ||
ბაო
დაიჯერებს ვიღაც... rommel მთავარ შეცდომას იქ უშვებთ, რომ გგონიათ ამ 2 ვარიანტს შორის დიდი განსხვავებაა დაცვის მხრივ, არაა ასე. ზურგში კოლონას მთავარ საფრთხეს უქმნიან კასეტები მსხვრევადი ბომბებით (სმერჩი, ტოჩკა, ავია ბომბი...). ამათი მსუბუქი ნამსხვრევებისგან ისევე დაიცავს 12 ტონიანის ჯავშანი, როგორც 22 ტონიანის თუ 22+ დამატებითი ჯავშნით. კუმლაციური ან დამრტყმელ ბირთვიანი ბომბები თუა კასეტაში, ანალოგიურად ორივეს გაიტანს და ვერანაირი დამატებითი ჯავშანი საქმეს ვერ უშველის. ბევრად დიდი დამაზიანებელი ეფექტი აქვს 152მმ ჭურვის მძიმე ფრაგმენტებს, აქ 22 ტონიანი უპირატესობას მოგცემს, მაგრამ კარდინალურად არაფერი იცვლება. მძიმე ფრაგმენტი ახლოდან იმ 22 ტონიანსაც გაიტანს. მთავარი - რა უნდა კოლონას 152მმ არტილერიის მოქმედების ზონაში? 152მმ არტილერია სატანკო კოლონას მიაყენებს ისეთ ზიანს, შეიძლება არც ერთმა ტანკმა აღარ ივარგოს იმ ომში. თუ 152 მმ არტილერია გწვდება და ჰაერში მტრის უპილოტოა, კოლონით მოძრაობა დაუშვებელია. ნაღმებს რაც შეეხება, შესაძლოა მოგიხდეს დანაღმულ ველზე გავლა, ელემენტარულად დისტანციურად დააყენონ ნაღმები შენს მარშუტზე და ვერ გაიგო. აქ რაც შეიძლება მაღლა აწეული კორპუსი პლუსია. რაც შეეხება ჯტრ-ს დუელს 30მმ ქვემეხთან, შეიძლება იმ ძველი ჭურვების წინააღმდეგ გააძლებინო მაგ მძიმე ჯტრ-ს, რაც ახლა აქვთ რუსებს, ქვეკალიბრის ჩათვლით დისტანციაზე. მაგრამ როგორც კი ქვეკალიბრული ფრთასხმული ჭურვები გამოჩნდება, ვერანაირი დამატებოთი ჯავშანი მაგ ჯტრ-ს ვერ დაიცავს. ზოგადად თუ კოლონა გადაეყარა საფრთხეს, ჩამოვა დესანტი და იბრძოლებს. ვჩქარობ და თუ გამომრჩა რამე, საღამოს გიპასუხებთ. |
Posted by: G_I_J_U_A 27 May 2021, 13:47 | ||
დიდგორის გაუმჯობესებულ ვარიანტზე რა იცით დაწერეთ? შემოდგომაზე აპირებენ წარდგენას * * * https://imedinews.ge/ge/tavdacva/203155/zurab-azarashvili-tsels-gveqneba-pirveli-upiloto-sapreni-aparati-romelits-srulad-deltashi-iqneba-tsarmoebuli
|
Posted by: kanian_U 27 May 2021, 15:38 |
კარლებს არ მოგვცემენო და არც ამას? ახალი თურქული ერთჯერადი ATGM 125მმ მანძილი 1 დან 2 კმ მდე, ალბათ ამუნიციის მიხედვით 16 კილომდე |
Posted by: rommel 27 May 2021, 16:14 | ||||||||||||||
Alfred_Thayer_Mahan
თქვენი გადმოსახედიდან ვუშვებ შეცდომას, რადგან გათვლა გაქვთ მხოლოდ საარტილერიო ცეცხლე, საერთოდ გამორიცხავთ პირდაპირ კონტაქტს, რომელიშიც შეიძლება აღმოჩნდეს კოლონა.
რა თქმა უნდა გაიტანს, თან ყველაფერს
მეოთხე დონე მესამესთან შედარებით ორჯერ უფრო ახლოს აფეთქებულ ნამსხვრევებს უძლებს, ანუ ორჯერ ზრდის ტექნიკის და ჯარისკაცის სიცოცხლისუნარიანობას. არ არის ეს კარდინალური განსხვავება?
ბევრი რამეა დაუშვებელი, მაგრამ ომში გიწევს გაკეთება. თბილისიდან ან გორიდან გავყოფთ თუ არა ცხვირს, მაშინვე შეიძლება ლულიანი არტილერიის მოქმედების ზონაში აღმოვჩნდეთ. რას ვშვებით? 2008-ში მოწინააღმდეგეც მოხვდა ასეთ ზონაში, მაგრამ მოძრაობა არ შეუწყვეტიათ. მათი გადმოსახედიდან სწორადაც მოიქცნენ, მაგათი დედაც .......
ისევ გეთანხმები, 8 კგ-ს მაინც უნდა უძლებდეს
მოდით ჯერ რაც აქვთ იმაზე ვიფიქროთ. თან მარტო 30მმ არაა პრობლემა, ყველა 14.5 და 12,7 სასიკვდილო განაჩენია დესანტისთვის.
ჭირი იქა ლხინი აქა შემხვედრი ბრძოლა მოგიწია მტრის კოლონასთან რომელშიც ბმპ და ბტრებია. რას შვები? დესანტს ჩამოსხავ და გამოიქცევი? უიმედო მდგომარეობაში ტოვებ ქვეითებს. ამიტომ ვამბობ საჭიროებისს შემთხვევაში უნდა შეეძლოს ჯტრ-ს მტრის ანალოგიურ ტექნიკასთან ბრძოლა. იყო ასეთი შემთხვევები 2008-ში ცხინვალში და შინდისში, ორივე შემთხვევაში გადაგვიარეს. |
Posted by: zzz77 27 May 2021, 17:09 |
ხოდა მაგიტომ ვამბობ რომ დანაყოფს უნდა ყავდეს დიდგორიც,ჯტრის და ქსმაც. საუბარია უბრალოდ იმაზე რომ აქ უნდა გვქონდეს წარმოების საშუალება. დიდგორი მშვენიერია.ჯტრ რაიმე მზა შასზე უნდა იყოს.ჯავშანი ფასი ხერისხის გათვალისწინებით.ქსმ აუცილებლად კარგი დაჯავშნით როგორი მაქსიმუმსაც მოვახერხებთ ადგილიბრივი წარმოების გათვალისწინებით. პლიუს დანაყოფში უპილიტოებისთვისაც რომ იქნება გამოყოფილი შტატი მოულოდნელ შეტაკებასაც მინიმუმამდე დავწევთ. ეხლანდელ დროში ყველა ბატალიონი უნდა იყოს მრავალი შესაძკებლიბის და ავტონომიური შენაერთი |
Posted by: Alfred_Thayer_Mahan 27 May 2021, 18:09 |
rommel თქვენ მგონი Casspir არ მოგივიდათ თვალში, არადა ძალიან მაგარი მანქანაა. მაგაში მეტი საბრძოლო გამოცდილება და ეფექტურობაა, ვიდრე ყველა საბჭოთა/რუსულ БТР-ში ერთად. ავიღოთ უფრო სიმპატიური, მაგრამ იგივე იდეოლოგიის მანქანა, XA-180 (და მისი შთამომავლები). 12-15 ტონაში გამოვა მსგავსი მარტივი და იაფი ჯტრ STANAG III დაცვის დონით. დანარჩენი... 1. ჩვენი არმია ვერ მიაღწევს ბრძოლის ველამდე რუსეთთან ომის შემთხვევაში, თუ მაგისტრალზე ტენტიანი სატვირთოების კოლონებს გავჭიმავთ (რაც მიაღწევს, იმას არმია აღარ ერქმევა). 2. ჯავშანტრანსპორტიორის ფუნქციაა ათეულის ტრანსპორტირება ბაზიდან ბრძოლის ველამდე, არავითარ შემთხვევაში ბრძოლაში მონაწილეობა. ამას ერთი ეფექტურობით აკეთებენ მსუბუქი (12-15ტ) და საშუალო (28ტ) ტრანსპორტიორები. კასეტური ქობინის/ბომბის მინი-ბომბის ნამსხვრევს აჩერებს მსუბუქის ჯავშანიც, სპეციალურ ჯავშანგამტანს ვერ აჩერებს ვერც საშუალო, თუნდაც დამატებითი ჯავშნით. 3. ერთი და იგივე რესურსით (ფინანსური, შრომითი...) მსუბუქი ჯტრ გამოდის 2-ჯერ ან მეტჯერ უფრო მეტი, ვიდრე საშუალო (გააჩნია საშუალოს რა კომპლექტაციით განვიხილავთ, მარტო საბრძოლო მოდულზე წავა 1 მსუბუქი ჯტრ-ს ფასი). აქ არ გამოვა "გამოვნახოთ მეტი რესურსი" - მსუბუქისთვისაც გამოვნახოთ ანალოგიურად და კიდევ უფრო მეტი გამოვა. შესაბამისად რაც უფრო იაფი და მარტივია ჯტრ, მით მეტი ჯარისკაცი გადავა ტენტიანი ძარიდან ჯავშანში და პირიქით ძვირსა და კარგზე. 4. კოლონამ არ უნდა გაიაროს 152მმ არტილერიის ცეცხლში. არა მხოლოდ მსუბუქი ჯტრ-სამ, ზოგადად. არც ისე მარტივია მტრის ზურგში კოლონის აღმოჩენა და ცეცხლის კორექტირება. არ ვამბობ, რომ 25-30კმ-ზე ახლოს არ უნდა მივიდეს ჯტრ მტრის ხაზთან, მაგრამ უნდა მივიდეს ფარულად და არავითარ შემთხვევაში სამარშო კოლონის წყობით. კოლონას გარანტირებულად აღმოაჩენენ მაგისტრალზე (ამას ვერ შენიღბავ), მაგრამ იქ ლულიანი არტილერია ვერ სწვდება. რაც სწვდება, სახიფათოა კასეტური ქობინები და ამიტომ ვაკეთებ აქცენტს ამაზე. მაგისტრალის დატოვების შემდეგ კოლონა უნდა გაიშალოს, დაიყოს და იმოძრაოს იმ მარშუტით, რომელსაც მტრის მაკორექტირებლები ვერ აკონტროლებენ. 5. STANAG III (მსუბუქი) და IV (თქვენი 28ტ-იანი საშუალო) არ განსხვავდება დაცვის ხარისხით იმდენად, რაც ამ მანქანებს შორისაა სხვაობა წონაში. IV არანაირ დაცვას არ იძლევა 30 მმ ჯავშანგამტანისგან (რაც ამ წუთას გამოუყენება) და არანაირი დამატებითი ჯავშანი არ მისცემს თუნდაც მხოლოდ წინიდან 30მმ ნორმალური ჯავშანგამტანი ჭურვისგან დაცვას. ეს ნორმალური ჭურვები (რუსული) უკვე არსებობს, უბრალოდ გავრცელებული არაა. აღარაფერს ვამბობ კარგ ჭურვებზე, რომლებსაც შექმნიან გარანტირებულად, ყველაფერზე 30მმ უყენიათ და სხვა ვარიანტი არაა. 30მმ დგას რუსულ ტრანსპორტიორებზე, ქსმ-ებზე, მედესანტეების მანქანებზე, შვეულმფრენებზე, მოიერიშეებზე... თქვენ კიდევ მსხვილკალიბრიან ტყვიამფრქვევზე აკეთებთ აქცენტს, რომელიც მანქანებიდან იხსნება, ქვეითები კი თან არ დაათრევენ (განსხვავება III-IV დონეებში ამათგან დაცვაა). 6. კოლონა ცხვრის ფარა არაა, სანამ გაივლის, მარშუტს დაზვერვა უნდა ამოწმებდეს. თუ სხვა გზა არაა, კოლონას გამოეყოფა 1 მანქანა და ის წავა წინ. და ქსმ-ს ჩასაფრებაში მსუბუქი ჯტრ მოყვება თუ საშუალო, არანაირი განსხვავება არაა, შედეგი ერთია. 7. 2008 წლის ომში იმდენი რამ გაკეთდა ისე, როგორც არ უნდა გაკეთებულიყო... მანდედან მაგალითები ნაკლებად გამოსადეგია. იგივე შეცდომები თუ გამეორდა, არანაირი მნიშვნელობა არ ექნება რას უძლებს ჩვენი ჯტრ. შემდეგ პასუხს დაგიგვიანებთ, წინასწარ ბოდიში. zzz77 დავუბრუნდეთ ბატალიონის შტატს? kanian_U ეგ არანაირად არაა კარლის შემცვლელი/კონკურენტი. არ გვაწყენს ნამდვილად, მაგრამ კარლები მაინც გვინდა. |
Posted by: zzz77 27 May 2021, 18:49 |
Alfred_Thayer_Mahan ჩემზე როცა იქნება დამოკიდებული დავაწყობ ჯიგრულად)))))))) მაგრამ ეჭვი მაქვს ესე არ იქნება. ასაკი აღარ მიწყობს ხელს ჯარში ვიმსახურო |
Posted by: rommel 27 May 2021, 21:56 | ||||||||||
Alfred_Thayer_Mahan
რას ამბობთ, პირიქით. ზოგადად სამხრეთ აფრიკული ურჩხულები მაგრად მომწონს. მოკლედ შედეგი ასეთია, ორივე საკუთარ აზრზე ვრჩებით, სანამ დელტა ჩვენი ჯტრ-ის პროტოტიპებს არ ააგებს, მერე ვნახოთ kanian_U
არც კარლებზე გვეტყვიან უარს და არც ამაზე, მთავარია ფული იყოს ბაბა ფუული. ისე ეგ თურქული კარგი რაღაც არის, 4კმ-მდე შეუძლია სროლა, მათ შორის დახურული პოზიციიდან. აქვე დავწერ, რომ იმ მართვადი ტანკსაწინააღმდეგოების გარდა, რაც გვაქვს აუცილებლად გვჭირდება: 1)რაიმე იაფი და მასიური ყველაფერზე შემოსადგმელად 2)დახურული პოზიციიდან სროლის ფუნქციით 3) ახლო მოქმედების, მაგ:NLAW ამის შემდეგ შეგვეძლება ვთქვათ, რომ გვაქვს მოწინააღმდეგის ტექნიკის საპირწონე იარაღი. zzz77
ქსმ-ში მუხლუხოიანს გულისხმობთ ალბათ, მეც მაგის მომხრე ვარ, მაგრამ რეალურად გვაქვს თუ არა მაგის გაკეთების თავი არ ვიცით. ამიტომ ვაწვები მძიმე ჯტრ-ის იდეას, კარგი შეიარაღებით ფაქტობრივად ბორბლებიანი ქსმ გყავს.
იმდენად კარგად შეიარაღებული რომ რუსული ტაქტიკური ბატალიონის საპირწონე იყოს. ზოგადად ერთად შეკრებილი ბრიგადის იდეაც არ მომწონს. მეტისმეტად კარგი სამიზნეა. ბატალიონებისთვის უნდა იყოს ბაზები. საჭიროების შემთხვევაში უნდა გაერთიანდნენ.
მსურველთათვის ყოველთვის გამოინახება ჯარში ადგილი. დაგსვამთ სადმე უპილოტოს პულტთან, ბოლოს და ბოლოს ალფრედი გაგიშვებთ კოლონის თავში ჩასაფრების გამოსავლენად |
Posted by: Alfred_Thayer_Mahan 27 May 2021, 23:42 | ||||||||
zzz77
შტაბს უმიზნებთ სავარაუდოდ, თუ ეგ ყველაფერი გონებაში გაქვთ დალაგებული და მუშაობს. rommel
დიდხანს მოგვიწევს ლოდინი... თქვენი ვარიანტის შანსი გაცილებით დიდია, ოღონდ როგორც PR პროექტის...
თქვენი ვარიანტი მასიური ტრანსპორტიორისთვის ზედმეტად ძვირი, ქსმ-სთვის კი სუსტი გამოდის. ქსმ მინიმუმ 5 მარადმწვანე ლიმონი და 35ტ+ (ბაზა, დამატებითი ჯავშნის გარეშე). თავისუფლად შეიძლება თვლიანიც, ოღონდ საბურავების ცვლა მოუწევს ძალიან ხშირად. მუხლუხა მხოლოდ რეზინის ბუნიკებით, რომ შეეძლოს გზებზე მოძრაობა გამწევის გარეშე. თუ გზის საფრის დაზიანების საფრთხე იქნება, ძალიან დიდ პრობლემებს შექმნის ეს, ვერ გამოიყვან ბაზიდან განგაშზე მარტივად.
გაგზავნა კაცი "გაღმა" ჩემი სახელით |
Posted by: rommel 28 May 2021, 08:12 | ||||
Alfred_Thayer_Mahan
სისუსტეში რას გულისხმობთ? ჯავშანს თუ ბორბალს? წინიდან სტანაგ 6 და გვერდიდან სტანაგ 4 სრულიად საკმარისია ქსმთვის. აი ბორბალს თუ გულისხმობთ ეგ სხვა საქმეა.
პირდაპირ რეზინის მუხლუხოებიც შეიძლება |
Posted by: zzz77 28 May 2021, 09:10 |
rommel კი ბატალიონებზე ერთნაირი შეხედულება გვაქვს. ჯტრს რაც შეეხება შენ შუალედური პოზიცია გაქვს.მძიმე ჯტრი რომელიც დამატებითი ჯავშნის აკიდების შემთხვევაში ქსმის ფუნქციას შეასრულებს. იდეაში ესეც არარეალური არაა,პირიქით უფრო რეალურია და არც ცუდი იდეა არ არის.უბრალოდ რაც არ მომწონს-ესაა ბორბლები,ამ შემთხვევაში ამხელა წონაზე და ეგეთ კონსტრუქციაზე 105 მმ ქვემეხს მგონია რომ ვერ დააყენებ.( ეს უკანასკნელი ვიცი რომ არცაა აუცილებელი რომ იყოს,მაგრამ მე ძალიან მომწონს და მინდა რომ იყოს შეიარაღებაში) Alfred_Thayer_Mahan შენი აზრი ასეთია რომ ჯტრის როლში იყოს მსუბუქი ადვილად საწარმოებელი სატვირთოს ბაზაზე აწყობილი ჯტრი.მინიმალური შეიარაღრბით თავდაცვისთვის.ეგეც არაა ცუდი იდეა ფასი,რაოდენობა,სიმარტივეს თუ გავითვალისწინებთ და აგერ მსგავსი დიდგორი3 კი არის განაკეთები. უბრალოდ შენ მხარდაჭერის ტვირთი გადაგაქვს მთლიანად არტილერიაზე და უშუალო მხარდაჭერის ტვირთი ტანკებზე. ასეთ შემთხვევაში სამანევრო შესაძლებლიბები ქვეითებს ძალიან მაღალი ექნებათ მაგრამ მხარდაჭერის ტანკების დაბალი სამანევრო შესაძლებლობები შეზღუდავთ ძალიან. მარტო ქვეითი კარლებით და ჯავშნის გარეშე როცა მის წინააღმდეგ ჯავშნის მხარდაჭერით მოწინააღმდეგე იქნება დაიჩაგრება.ტექნიკის განადგურება თუ მოწინააღმდეგე ჭკვიანურად იყენებს მას ასე ადვილი არაა. თან დამიჯერე 30 მმ ქვემეხიდან გამოსროლილი გინდაც არაზუსტი ცეცხლი ბევრ რამეს ცვლის. ამიტომ გამოვა რომ ან ქვეითებს ექნებათ ძალიან მაღალი სამანევრო შესაძლებლიბები და ძალიან შეზღუდული საცეცხლე ძალა.ან შეიზღუდებიან ტანკების სამანევრო შესაძლებლიბებით. ჩემი ვარიანტი რაცაა კი გგონიათ აჯაფსანდალი )))))მაგრამ მე მგონია ეფექტურია და მგონი ყველაზე არარეალური შალგებიანი ქსმის გამო. უფრო რთულია საწარმოებლად და მითუმეტეს 105მმ ქვემეხით რომ გააკეთო კიდევ უფრო გართულდება. გამოდის რომ rommel ის ვარიანტია საშუალო და არც არარეალური არაა. არც ალფრედის იდეას ეწინააღმდეგება( გარდა ფასისა ) და არც ჩემსას( გარდა მუხლუხოების და 105 მმ ქვემეხის) * * * მალე ახალ დიდგორს წარმოგიდგენთო და ვნახოთ რა იქნება |
Posted by: zindiosama 28 May 2021, 10:35 | ||
rommel
|
Posted by: hermes555 28 May 2021, 10:40 |
შემოდგომაზე გვექნება პირველი უპილოტო საფრენი აპარატი, რომელიც სრულად „დელტაში“ იქნება წარმოებული, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ზურაბ აზარაშვილმა „ქრონიკასთან“ საუბარში განაცხადა. „სუ-25“ ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების მოდერნიზება ირაკლი ღარიბაშვილის თავდაცვის მინისტრობის დროს დაიწყო. კონტრაქტი დაიდო „თბილავიამშენს“, „დელტასა“ და თავდაცვის სამინისტროს შორის და მის ფარგლებში საავიაციო პარკის სრულად მოდერნიზება და კაპიტალური განახლება ხდება. დღეს სრულიად საქართველო იხილავს სრულად განახლებულ „სუ-25“ ტიპის თვითმფრინავებს, რომლებიც საქართველოს დროშის ფერებს გამოსახავენ“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა. მან ასევე ისაუბრა „დელტას“ მიერ წარმოებულ „დიდგორის“ ჯავშანმანქანებზე. „წინა წელს პირველად საქართველოს სამხედრო წარმოების ისტორიაში ქართულ შეიარაღებულ ძალებს გადაეცა სრულად საქართველოში წარმოებული 40-მდე ჯავშანმანქანა. ახლა ვფიქრობთ რედიზაინის კუთხით „დიდგორის“ გაუმჯობესებაზე, რათა ის თანამედროვე ტრენდებსა და მოთხოვნებს პასუხობდეს. წლის ბოლომდე ახალი მანქანის პროტოტიპი მზად უნდა იყოს. რაც შეეხება დრონებისა და უპილოტო საფრენი აპარატების წარმოებას, ამ პროექტის პირველი ეტაპიც მიმდინარე წელს უკვე დასრულდება. შემოდგომაზე გვექნება პირველი უპილოტო საფრენი აპარატი, რომელიც სრულად „დელტაში“ იქნება წარმოებული“, - აღნიშნა თავდაცვის მინისტრის მოადგილემ. https://imedinews.ge/ge/tavdacva/203155/zurab-azarashvili-tsels-gveqneba-pirveli-upiloto-sapreni-aparati-romelits-srulad-deltashi-iqneba-tsarmoebuli?fbclid=IwAR16I8rIP0q9ogbunrbzxMpY3hb_wPpmQXo6OqttuOEgecmtb2Y8MK_XebA |
Posted by: bogvi 28 May 2021, 13:40 |
დელტა პოლონელებთან ერთად 100 ცალი უპილოტოს აწყობას გეგმავს 4 წელიწადში. რომელ უპილოტოს არ აკონკრეტებენ წყარო: ალადაშვილი https://www.thedrive.com/the-war-zone/39353/the-polish-military-is-now-officially-armed-with-the-warmate-suicide-drone |
Posted by: rommel 28 May 2021, 18:30 |
zindiosama გვაცადე ხალხს ოცნება |
Posted by: ignorant 28 May 2021, 19:05 |
.......................................................................... |
Posted by: xDavid_S 28 May 2021, 22:06 |
მიმინო არც ერთი არაა, #20 & #21 სასწავლო-საბრძოლოა, #16 არ არის მოდერნიზებული მიმინოს დონემდე |
Posted by: rommel 30 May 2021, 11:40 |
მომწონს პოლონელებთან თანამშრომლობის იდეა. კარგ რაღაცებს ამზადებენ |
Posted by: xDavid_S 30 May 2021, 14:14 |
rommel ესენიც პოლონურია... თან იმავე WB ჯგუფის |
Posted by: hermes555 30 May 2021, 14:46 |
ესაა მაგათი ვებ-გვერდი https://www.wbgroup.pl/en/ |
Posted by: rommel 30 May 2021, 15:45 |
xDavid_S რომელიღაც პოლონური კომპანია ამზადებს ყუმბარა დრონებს(grenade drone). ვეღარ ვპოულობ. შემთხვევით ხომ არ იცით რომელი კომპანიაა? |
Posted by: ignorant 7 Jun 2021, 17:27 |
ქართული წარმოების სამხედრო დანიშნულების ტექნიკა, რომელიც ექსპორტზე გადის პირველი არხი Georgian Public Broadcaster May 31, 2021 |
Posted by: zzz77 7 Jun 2021, 17:53 |
ჩინურ სატვირთოზე აწყობილი ჯავშანი აღარ წარადგინეს.იდეაში სწორია.ის მოდელებია რომლებიც ამართლებენ მოლოდინს.მაგრამ დროა ჯტრ და/ან ქსმ გამოაგორონ. მივესალმები იმას რომ დიდგორები ქართულ არმიაში მიიღეს როგორც იქნა. |
Posted by: RedShark 18 Jun 2021, 21:14 |
რა მანუფაქტურა აქვთ მოხოდილი ჯიგრებს |
Posted by: Ottary 11 Jul 2021, 09:43 | ||
ეს ბაბასირი კიდე არსებობს? |
Posted by: zindiosama 13 Jul 2021, 11:26 | ||
T-31-ზე უბნობს? |
Posted by: zindiosama 1 Sep 2021, 14:29 |
ხალხო, ერთI შეკითხვა მაქ: დელტა მარტო რპგ-7-ს უშვებს თუ რპგ-26-საც? |
Posted by: murza 1 Sep 2021, 23:39 |
სალამ ალეიქუმ, ამხანაგებო. პატარა მოდელირებას გთავაზობთ, თამაშს. რატომღაც მახსოვს, რომ ამგვარი რამე ადრეც ვცადე, მარა არ გამოვიდა. დეიზარა საზოგადოებამ, იმიტომ, რომ გაცილებით უფრო "რეალურ" რაღაცეებზე ფიქრობდა მაშინ, ეტყობა. მოკლედ, წარმოვიდგინოთ ამგვარი სიტუაცია. ომის, კონფლიქტის, ჯანდაბის გამო ვიკეტებით იმგვარად, რომ არასაიდან არაფერი შემოდის, საზღვრები ბოქლომიზირებულია, მაგრამ ტერიტორიის ძირითადი ნაწილი ისევ ჩვენს კონტროლქვეშაა და რაღაცნაირად, გაჭირვებით, ვახერხებთ თავის გამოკვებას. რისი წარმოებას მოვახერხებთ თუნდაც ნახევრად კუსტარული, მანუფაქტურული მეთოდით: ტყვიაწამლის. ცეცხლსასროლი იარაღის (ლულა). ჭურვების. აშ. ახლა რომ არაფერს ვაკეთებთ ამას ძირითადად პოლიტიკური და იდეური საფუძვლები უფრო აქვს. ამიტომ წარმიოვადგინე პირობად გარეგანი ფაქტორების გამო ქვეყნის ჩაკეტვის, იზოლირების ვარიანტი. |
Posted by: xDavid_S 2 Sep 2021, 00:50 |
zindiosama რპგ-7დ მოდელის შედარებით მსხვილი სერია დაამზადეს "მინდა ვიყო რპგ-26" სცადეს, მაგრამ განვითარება აღარ ჰპოვა |
Posted by: zindiosama 2 Sep 2021, 11:01 | ||
xDavid_S
რატომ თუ საიდუმლო არაა? |
Posted by: xDavid_S 2 Sep 2021, 11:22 |
zindiosama ალბათ საკმარისად არ დაინტერესდა თავდაცვა |
Posted by: Alfred_Thayer_Mahan 2 Sep 2021, 12:14 |
zindiosama ისე კითხულობთ, თითქოს სხვა ყველაფერი გამოვიდა. სტენდისთვის აკეთებდნენ რაღაცას კუსტარულად, დგებოდა სტენდის წინ ვიღაც და ხალხს სამხედრო პროდუქციის წარმოებაზე ელაპარაკებოდა. ეს იყო პრიორიტეტი. |
Posted by: zindiosama 2 Sep 2021, 12:22 | ||
და რპგ-7დ-თი რა, დაინტერესდა? |
Posted by: Alfred_Thayer_Mahan 2 Sep 2021, 12:22 | ||
murza
სანამ რაიმეს წარმოებაზე საუბარი კაბინეტებს გასცდება, მანამ ამოგვეწურება საბრძოლო მასალა, ტექნიკის ნაწილის რესურსი და ა.შ. |
Posted by: Zuka911 2 Sep 2021, 13:25 | ||||
რაღაც რაოდენობის შესყიდვა მოხდა. მაგრამ რპგ არ არის მაღალტექნოლოგიური იარაღი რომ რომ ყოველ 10 წელში შეცვლა სჭირდებოდეს (ნეტა რასაც სჭირდება იმას ცვლიდნენ) მე4 ბრიგადაში 1964 წელს გამოშვებული რპგ-7 მაქვს ნანახი საკმაოდ კარგ მდგომარეობაში სხვათაშორის, ახალივით იყო |
Posted by: murza 2 Sep 2021, 22:00 | ||
Alfred_Thayer_Mahan
ამას არ ვკითხულობ. გავიტანოთ ფრჩხილებსგარეთ, თუ როგორც ამბობენ, ეგეთი გარემოებები. რისი გაკეთება შეიძლება, რამე რო იყოს თქო. * * * მოკლედ, კიდე ერთხელ. დავუშვათ თითქმის ვერსაიდან ვერაფერი ჩამოგვაქვს. ნახევრად კუსტარული გზით, ჯართიდან, ჯანდაბიდან, 70 წლის ან სახელდახელოდ გაკეთებული ჩარხებით პისტონის, ანუ ვაზნის კაფსულის გაკეთებას შევძლებთ? თუნდაც მცირერესურსიანი ლულების გაკეთებას შევძლებთ? წარმოების სასწაულ ეფექტურობაზ, რენტაბელობაზე და მსგავს სიყვარულობებზე არ ვლაპარაკობ. ვიმეორებ, პოლიტიკური,მენტალური, ბიუროკრატიული გარემოებები არ განიხილება. |
Posted by: Alfred_Thayer_Mahan 3 Sep 2021, 11:16 |
murza რეალობასთან თუ არ აკავშირებთ, აზრი? მარტივი პასუხი თუ გინდათ, ვერაფერს დავამზადებთ ისეთს და იმ რაოდენობით, ომში ეფექტი მოგვცეს. თუ დროის უგულვებელყოფაც გინდათ, მაშინ ყველაფრის დამზადებას შევძლებთ ოდესმე |
Posted by: murza 3 Sep 2021, 23:58 |
Alfred_Thayer_Mahan პატივცემულო, ქართველები რეალობას იმას ეძახიან, რასაც საკუთარი განწყობა უკარნახებთ. ამიტომ ნაკლებად მაინტერესებს ამგვარი ტვნის ჭყლეტა. ობიექტურად არის ქვეყანაში, ვთქვათ, ამდენი და ამდენი რაღაც ნამზადისთვის გამოსადეგი ჩარხი? არიან ოპერატორები? რაც არა გვაქვს იმისი შექმნა რამდენად შესაძლებელია და აშ. ობიექტური რეალობა ასე დაითვლება და არა იმაზე ოცნებით, შვედური გუსტავი დაგვხატავდა თუ F-35. როგორ შეიძლება პირველის უგულვებელყოფა და მეორის რეალობად გასაღება? |
Posted by: Alfred_Thayer_Mahan 4 Sep 2021, 11:48 |
murza F-35-ის ყიდვა ბევრად უფრო რეალურია, ვიდრე რაიმეს წარმოება ომის დროს. პირველი მსოფლიო ომი ხომ არაა დასავლეთის ფრონტზე, ზურგში წარმოება წყვეტდეს ომის ბედს. რისი წარმოება გინდათ / რა რაოდენობით / რა დროში? დავუკავშიროთ როგორმე რეალობას, გვიტევს რუსეთი რამდენიმე მიმართულებით, რაღაც სასწაულით ვაკავებთ. რისი წარმოება გინდათ? |
Posted by: xDavid_S 4 Sep 2021, 12:07 | ||
|
Posted by: Alfred_Thayer_Mahan 4 Sep 2021, 12:22 |
xDavid_S რამდენის დამზადებას და არმიისთვის მიწოდებას მოვასწრებთ? იმას რომ დავანებოთ თავი, რომ მაგ ყველაფრის გამოცდაა საჭირო სერიულ წარმოებამდე. ნახაზები დავუშვათ გვაქვს, დაზგებიც, მასალებიც და სპეციალისტებიც. |
Posted by: Zuka911 4 Sep 2021, 12:46 |
ეს რუსეთთან რამდენიმე ფრონტზე ბრძოლა როგორ წარმოგიდგენიათ ნეტა ძაან მეცინება ხოლმე რა წარმოება და ფრონტზე მიწოდება რეგულარული არმია სადღაც 7-10 დღეში ჩამოიშლება, მერე პარტიზანული მოქმედებებია მთავარი |
Posted by: Alfred_Thayer_Mahan 4 Sep 2021, 13:45 | ||
Zuka911
ნეტავ მართლა ვიყოთ ამ დონეზე... |
Posted by: FreSH999 4 Sep 2021, 13:56 |
მიწისქვეშ წარმოების გადატანა და გვირაბების ქსელით ტრანსპორტირება არ შეიძლება? ნუ ინფრასტრუქტურა არ გვაქვს მაგრამ თეორიულად რა პრობლემაა |
Posted by: Zuka911 4 Sep 2021, 16:33 | ||
თეორიულად არც რუსეთის არმიის დაჯგუფებების განადგურება და სამაჩაბლოს/აფხაზეთის ტერიტიორების დაკავებაა პრობლემა რაზეც შენ საუბრობ მაგას 20-30 წლიანი წინასწარი მომზადება სჭირდება ანუ დღეს რომ დავიწყოთ მაგაზე აქტიური მუშაობა სადღაც 20 წელში მივალთ შედეგამდე |
Posted by: xDavid_S 4 Sep 2021, 19:40 | ||
Alfred_Thayer_Mahan
სულ რომ ათასობით დავამზადოთ (რაც უტოპიაა), უბრალოდ ვერ მივაწვდით ჯარს საჭირო დროს და საჭირო ადგილას ყარაბახის ბოლო ომიანობის დროს რომ იყო აქტიური საჰაერო მიმოსვლა ისრაელიდან და თურქეთიდან მაგის იმედიც კი არ უნდა გვქონდეს = მეეჭვება გარედან მედიკამენტების მეტი რამე შემოვიდეს (ისიც წითელი ჯვრის ეგიდით) მშვიდობიანობის დროს არის რეზერვები შესაქმნელი = სხრონებზე იფიქრებდა კაცი |
Posted by: Alfred_Thayer_Mahan 4 Sep 2021, 21:42 | ||||||
Zuka911
ანეკდოტი ხომ იცით, თეორიულად მილიონრები ვართო, ასეა ჩვენი საქმე. xDavid_S
ამაშია საქმე. თუ რაიმეს შნო გვაქვს, ომამდეა ყველაფერი გასაკეთებელი.
ზოგადად ცენტრალიზებული მომარაგება წამგებიანი კი არა, კატასტროფის საწინდარია ჩვენთვის. |
Posted by: murza 4 Sep 2021, 22:48 | ||||||
Alfred_Thayer_Mahan
აი, ესაა რეალობის ოცნებასთან არევის მაგალითი. ანუ, ტ...ზე გავიხევით ოცნებაში, მარა არაფერ რეალურს არ გავაკეთებთ. xDavid_S
ჰო, თუნდაც ამას ვგულისხმობ. Alfred_Thayer_Mahan
ამაზე ვლაპარაკობ. უბრალოდ პოზად ქცეული "თუუ ძმაა ხაარ ერთიი" საუბარი არ მაინტერესებს და ვცილობ სხვა რამეზე მოვახდინო ფოკუსირება. ახლანდელ სიტუაციას არც ვგულისხმობ. ახლა ბევრს გვგონია, რომ მთავრობა ნებას არ ავლენს, თორემ მთელი მსოფლიო გადმოგვაყრის თავზე საუკეთესო შეიარაღებას. მე გაცილებით უარეს სიტუაციას ველი საერთო ჯამში, მცირე იმედს ვიტოვებ, რომ სადმე მაინც გვექნება ტერიტორიაზე ხანგრძლივი კონტროლი და მინდა მივხვდე, ნახევრადკუსტარული, მანუფაქტურული წესით, ან ცოტა უფრო მაღალი დონის, მაგრამ პატარა მოცულობის არტელებში, რისი წარმოება შეგვიძლია. მაინცდამაინც იმ სცენარს ნუ მიაკვდებით, რომ რუსეთი შემოჯლიგინდება ისევ აქა. არანაკლები შანსია, რომ რომელიმე დიდმა მოთამაშემ პროქსი ძალებით შემოგვიტიოს სხვადასხვა ინტენსივობით და რაღაც ტერიტორია სულ დარჩეს ჩვენი კონტროლის ქვეშ, ოღონდ ჩაკეტილ მდგომარეიბაში. მე მაინტერსებს მაგ. ამგვარი რამ, ჭურვის ამფეთქის გაკეთებას მცირე სერიებით, მანუფაქტურულად, შევძლებთ? თუნდაც დაბალი რესურსის და ხარისხის ლულის გაკეთებას შევძლებთ? არაეფექტურად, მეტი დროის და ადამიანური რესურსის დანახარჯით, მაგრამ მაინც, ტყვიაწამლის გაკეთებას შევძლებთ? რაღაცა ფოლადის წარმოება რომ შეიძლება მრავალ ადგილას და მცირე ძალებით, სულაც ნულიდან, ეს ერთმა კარგმა მეტალურგმა ამიხსნა. მაგრამ მე არ შემიძლია ცალცალკე ვიცნობდე კარგ ქიმიკოსს (თან სწორედ ასაფეთქებელ მასალების სპეციალისტს), მეტალის დამუშავების სპეციალისტს, წარმოების ორგანიზების სპეციალისტს, ინჟინერ ფიზიკოსს და აშ და აშ. ამიტომ, თამაშის სახით, ფორუმზე დავსვი ეს კითხვა. |
Posted by: Alfred_Thayer_Mahan 4 Sep 2021, 23:08 |
murza მაგ ყველაფრისთვის (და არა მხოლოდ) ომამდეა საჭირო ერთი ადგილის განძრევა. |
Posted by: zindiosama 5 Sep 2021, 14:36 | ||
murza
და აბა რეალურათ როგორაა? |
Posted by: Internet_Contraband 8 Sep 2021, 00:25 | ||
murza
გამორიცხულია რამის წარმოება მოვახერხოთ - საწყისი მასალის გარეშე. საქართველოში სასარგებლო წიაღისეული თითქმის არ არის, ერთი გახრიოკებული ქვეყანაა. |
Posted by: FreSH999 8 Sep 2021, 00:52 |
ამაზე რას ფიქრობთ ამ თანხის დაზოგვით თუნდაც ჩვენს სამხედრო წარმოებაში დაბანდებით რამდენად უკეთესი შედეგი გვექნებოდა ამჟამინდელი ხელმძღვანელობის პირობებში? ჩემი აზრით მაინც ისევ ისე გაიხერხებოდა როგორც ნებისმიერ სხვა სფეროში ხდება, მაგრამ სულ მცირე წინსვლა მაინც გვექნებოდა |
Posted by: zzz77 8 Sep 2021, 01:32 |
FreSH999 მართლა ჰაერში გადაყრილი თანხაა. მართლა ტეხავს რომ ამხელა თანხა იხარჯება და წინსვლა არაა.ნამუსი რომ ქონდეთ თვითონ გამოაცხადებდნენ ფედერაციის ლიკვიდაციას. |
Posted by: Alfred_Thayer_Mahan 8 Sep 2021, 13:02 |
FreSH999 zzz77 https://forum.ge/?showtopic=35174267&view=findpost&p=58332523 ეგ იდეა გამიჩნდა, ნაკრების თამაშს რომ ვუყურე. |
Posted by: misha-htc 8 Sep 2021, 14:21 |
Internet_Contraband ისრაელს რა სასარგებლო წიაღისეული აქვს? შვეიცარიას? გერმანიას? გერმანიამ ორი მსოფლიო ომი წააგო და აბა შეადარე მოგებულ რუსეთს. მხოლოდ წიაღისეულში არაა საქმე მთავარი ხალხია. განათლებული, დალაგებული, შრომისმოყვარე ხალხი ირჩევს დალაგბულ ხელისუფალს (ახლა გიტლერი არ ახსენოთ მაგი შემთხვევით მოუვიდათ ((( ) შემდეგ ეს დალაგებული და შრომის მოყვარე ხალხი ქმნის დოვლათს რისი წყალობითაც სახელმწიფო ყიდულობს იარაღს და აყალიბებს ამ დოვლათის დასაცავად არმიას. პირიქით არ გამოვა ჯერ არმია მერე დოვლათი. ამიტომ სანამ საქართველო ნორმალურ და მდიდარ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებას არ დაიწყებს რომლიდან მოსახლეობა თავპირისმტვრევით კი არ გაიქცევა არამედ პირიქით აქეთ დაბრუნდება მანამდე ჯარზე ოცნება თუ შეიძლება. წიაღისეული კაი რამეა იდეაში მაგრამ მის გარეშეც ცხოვრობენ ქვეყნები და ზოგჯერ იმ ქვეყნებზე უკეთესადაც კი ვისაც ღმერთმა ეგ წიაღისეული უბოძა. FreSH999 zzz77 Alfred_Thayer_Mahan საპატრიარქოს დაფინანსებაც მივამატოთ და საზოგადოებრივი არხის (ნუ იმედისაც მაგასაც ხო ქვეყანა აფინანსებს) ჰოდა ხოშიანი დანამატი იქნება ))) |
Posted by: Internet_Contraband 8 Sep 2021, 14:53 | ||
misha-htc
ისრაელი და შვეიცარიაც ვერ აწარმოებს მერე სრულ იზოლაციაში, საიდანღაციდან უნდა დააიმპორტოს. ელემენტარული აშშ-ს F35 ის წარმოებაში 9 ქვეყანაა ჩართული. აი გერმანიას უმდიდრესი წიაღისეული აქვს. ჰოდა ქვეყანა როგორ ცხოვრობს და რას ყიდულობს - ეგ საერთოდ რა შუაშია? ადამიანმა იკითხა სრული იზოლაციის დროს (ანუ ვერცერთი ქვეყნიდან ვერაფერს ყიდულობ) თვითონ რა იარაღს შევქმნითო, ეკონომიკა მეც ვიცი როგორ მუშაობს. |
Posted by: misha-htc 8 Sep 2021, 15:52 |
Internet_Contraband გასაგებია. უბრალოდ იმ ციტატაში არ ეწერა სრული იზოლაცია და პიზდეციო )))) ალბათ წინა გვერდზე იყო საუბარი. სრულ იზოლაციაში ვერც გერმანია ვერაფერს ვერ აწარმოებს. |
Posted by: zindiosama 9 Sep 2021, 11:55 | ||
მაგისი კი არა რაც ავღანეთის მისიაში თანხები იხარჯებოდა ყოველწლიურად, იმედია ეხლა ეგენი დაბანდდება მანდ თუმცა რისი იმედი მაქ, წარმოება არა შუშუ... წავა ეგ თანხები ეხლა საზღვარგარეთ ატკატებზე |
Posted by: sikvdililiberasts 12 Sep 2021, 10:14 | ||
ჩემი აზრი მაგ თანხის დაბანდება ფეხბურთში და სამხედრო წარმოებაში ან ჯარში არის ერთი და იგივე მნიშვნელობის ქვეყნისათვის. ფეხბურთელები ვერ თამაშობენ. ჯარი ვერ ომობს. სამხედრო მრეწველობა კი ატკატებს ემსახურება. ამ თანხის ჩადება განათლებაზე და ინფრასტრუქტურაზე უნდა მოხდეს. |
Posted by: ignorant 12 Sep 2021, 23:49 | ||
მგონი განყოფილება შეგეშალათ. აქ მპოსტავებისთვის პრიორიტეტი ქართული სამხედრო წარმოების განვითარებაა. ფეხბურთიდან გამოთავისუფლებლი წლიური 50+ მილიონით, რამოდენიმე კარგ პროექტზე მუშაობა იქნებოდა შესაძლებელი. |
Posted by: Zuka911 13 Sep 2021, 03:59 | ||
ბოლო 3 წელია განათელბაშI იდება მილიარდები და 1 სერიოზული რეფორმა არ განხორციელებულა. ტიპებს მასწავლებლებს რო ხელფასს უმატებენ ეგ ჰგონიათ განათლების რეფორმა ნეტავ სად მიდის ეგ ფული???????????????? |
Posted by: rommel 13 Sep 2021, 13:13 | ||
sikvdililiberasts
ერთზეც და მეორეზეც მილიარდები იხარჯება ყოველწლიურად. ბოლო წლების ტრენდია, დაიწყებ თუ არა სამხედრო ბიუჯეტზე საუბარს ყველას განათლება ახსენდება, სულ ამაზე მქონდა დისკუსია უნივერსიტეტში. პოლიტიკოსების შვილებისთვის ვიბრძოლო ძმაუუ ჩაანაცვლა ნელ-ნელა. მომკალი და ვერ ვაკავშირებ ამ ყველაფერს ერთმანეთთან. ციმბირელი ტანკისტები და ერთუჯრედიანი ჩრდილოკავკასიელები რომ შემოჯლიგინდებიან ჩვენს ქვეყანაში 5 დიპლომი დაგვეხმარება მათ მოგერიებაში თუ პუტინს და ლავროვს მოულბება გული, ნამეტანი განათლებული ერია, თავი დავანებოთო. ყველაფერს თავისი ადგილი აქვს. |
Posted by: Alfred_Thayer_Mahan 13 Sep 2021, 13:46 |
22 წლის ბიუჯეტში განათლების ბიუჯეტი რომ 300%-ით გავზარდოთ, 1%-თაც კი არ მოიმატებს განათლების ხარისხი. ელემენტარულ მაგალითს მოვიყვან: 2 დღის წინ ვიყავი სტუმრად და ბავშვებს სკოლის წიგნი გაუფუჭებიათ და რადგან ბარდება უკან, ახალი იყიდეს მშობლებმა. ძველი დარჩათ პატარებს სათამაშოდ. დროის გასაყვანად გადავხედე. ეს წიგნი ხომ რაღაც ჯგუფმა შეადგინა, ვიღაცამ დაამტკიცა, ათასობით მასწავლებლის ხელში მოხვდა და ამით ხდება სწავლება მთელ ქვეყანაში. ისეთი სისულელეები წერია, რომ არ არსებობს ავტორს ისტორიული ჰქონდეს დამთავრებული (შეიძლება დიპლომი კი აქვს ნაყიდი). ვინც ამ წიგნით სწავლობდა (უფროსკლასელია), იმას ვკითხე, წიგნი რომ არ გივარგა თუ იცი მეთქი და კი, მასწავლებელმაც გვითხრაო. ჯერ საიდან მოხვდა ასეთი დონის სახელმძღვანელო სკოლაში და შემდეგ რატომ ისწავლება ამით რამდენიმე წელი, რატომ არ ინტერესდება სამინისტრო ელემენტარულად მასწავლებლების აზრით სახელმძღვანელოებზე? გადაამოწმეთ ნაცნობ უფროსკლასელებთან, რამდენმა იცის რა არის მაგალითად ფეოდალიზმი. გაზეპირებული ფრაზით არა, ახსნა თუ შეუძლიათ და მარტივი მაგალითის მოყვანა. პასუხი გაგაკვირვებთ და დაგამწუხრებთ. |
Posted by: zindiosama 13 Sep 2021, 15:07 | ||
rommel
აი ამაშია პრობლემის თავი და თავი ხალხს ქვეყანა თავისად არ მიაჩნია და არც აპირებს მისთვის ბრძოლას. და განათლება და მასეთი რაღაცეები ლირიკაა იმის გასაპრავებლად რომ ბრძოლას თავი აარიდონ. უფრო მეტსაც გეტყვი: რამე რო იყოს და ის ერთუჯრედიანები და ციმბირელი ტანკისტები შემოჯლიგინდნენ, ხალხი სულ ხაჭაპურებით დახვდება და იქით უბალენშIკებს, ამათ გონიათ რომ ისინი მთავრობას შეებრძოლებიან მარტო და თვითონ ხალხს ხელს არ ახლებენ |
Posted by: rommel 13 Sep 2021, 20:28 |
zindiosama პრობლემა იმაშია რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი რაციონალურად ვერ აზროვნებს. სამშობლო გკიდია, ოჯახი ხომ გიყვარს. რა დიდი მიხვედრა იმას უნდა რომ მტრისთვის ყველა ერთია. ბობოლების შვილები ომის დაწყებამდე სამშვიდობოს იქნებიან, არ ჭირდებათ დაცვა. ჩვენი ვიკითხოთ. |
Posted by: zindiosama 14 Sep 2021, 13:37 | ||
rommel
საქმეც მაგაშია, სამშობლოს ოჯახთან არავინ აიგივებს კლანურ სისტემაში სხვაგვარად წარმოუდგენელიცაა |
Posted by: zindiosama 20 Sep 2021, 10:25 |
ხალხო, გუშინ გამოაცხადეს დელტა კამიკაძე უპილოტოების წარმოებას იწყებსო და რამე ხო არ გაგიგიათ? ალბათ ისევ მორიგი "ებაა" არა? |
Posted by: xDavid_S 20 Sep 2021, 11:46 |
|
Posted by: zindiosama 20 Sep 2021, 12:11 | ||
ეს რა, რამე ახალი მოდიფიკაციაა დიდგორის? |
Posted by: rommel 20 Sep 2021, 12:16 |
zindiosama პოლონელებთან ერთად აპირებენ წარმოებას, ალბათ მაგას გულისხმობენ. ................. ეს არის ის განახლებული დიდგორი? |
Posted by: zindiosama 20 Sep 2021, 16:03 | ||
rommel
და რა იგულისხმება ამ განახლებაში? |
Posted by: xDavid_S 20 Sep 2021, 17:17 |
ადრე ასეთ ბაზაზე დაამზადეს |
Posted by: zindiosama 20 Sep 2021, 17:34 | ||
ა... ანუ ეს უფრო მაღალია? და რატო გაუზარდეს მასე სილუეტი? |
Posted by: rommel 20 Sep 2021, 17:46 | ||
zindiosama
აბა რა გითხრა. შემოდგომით გვპირდებოდნენ ახალ მოდიფიკაციას. შემოდგომაც დადგა და ეს ფოტოც გავრცელდა. შიდა მოცულობა გაზარდეს ალბათ. უკანა კარებს თუ არ ჩავთვლით გარდიანს მაგონებს. ერთ ბაზაზე არიან აწყობილები და კონკურენტებიც იყვნენ მგონი საუდის არაბეთში. ისე 6x6-ზე ვარიანტიც არსებობს. 2+10 და 2+8 ვარიანტებია მეგონა ამ ვარიანტს შემოგვთავაზებდნენ 2:20დან |
Posted by: zzz77 20 Sep 2021, 23:24 |
ესეთი უნდა იყოს ჩვენი დიდგორი თავის ნაღმტყორცნით https://youtu.be/f3_eh8fzP6w |
Posted by: rommel 21 Sep 2021, 16:42 |
“ძალიან მალე ადგილობრივი წარმოების ავტომატების გამოშვებას დავიწყებთ” - ამის შესახებ პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა. მას დეტალებზე არ უსაუბრია, თუმცა, აღნიშნა, რომ მუშაობა მიმდინარეობს ასევე სერიოზული მაღალი გამავლობის ჯავშანმანქანების პროექტზე. რამე ახალია? |
Posted by: kanian_U 21 Sep 2021, 18:42 | ||||
რა ლექსიკაა |
Posted by: xDavid_S 21 Sep 2021, 19:10 | ||
უკრაინელებმა იყიდეს მაგის ლიცენზია |
Posted by: zzz77 21 Sep 2021, 20:46 |
xDavid_S ჯობია ჩვენც ვიყიდოთ რაიმე მსგავსი ლიცენზია,თუ უნდათ რომ კონკურენტუნარიანი იყოს ჩვენი დიდგორი მეომარი თავის ნაღმტყორცნით |
Posted by: xDavid_S 21 Sep 2021, 21:48 |
zzz77 კი ლიცენზიები აუცილებელია თავიდან ტექნოლოგიურად "მარტივი"
|
Posted by: Alfred_Thayer_Mahan 22 Sep 2021, 13:13 |
xDavid_S კარლი გასროლებით, კორექტირებადი 120მმ ნაღმები, უმართავი რაკეტები სხვადასხვა კალიბრის... |
Posted by: zindiosama 22 Sep 2021, 13:46 |
xDavid_S ატ-4 ეგეთი მარტივი და იაფია დავიჯერო? |
Posted by: zzz77 22 Sep 2021, 16:23 |
სადაც 120 მმ და 82მმ ნაღმტყორცნების წარმოება შეგვიძლია აუცილებლად უნდა შევძლოთ ჭურვების წარმოებაც.არტილერიაში რაღაც კომპონენტი მაინც გვექნება მეტნაკლებად ათვისებული და შესყიდვებზე ნაკლებად დამოკიდებული. * * * ისე არაფერი შეუძლებელი არაა რეაქტიული არტილერიის ათვისებაც. ირაკლიმ რომ დაანონსა აი ძალიან მაინტერესებს რა იქნება.ღმერთმა ქნას რომ მართლა კარგი იყოს ძალიან წინ გადადგმული ნაბიჯი იქნებოდა. |
Posted by: zindiosama 22 Sep 2021, 16:37 | ||
zzz77
ეს რაღაც ჯავშანმანქანაო თუ რაღაც ეგეთI რო თქვა? |
Posted by: rommel 22 Sep 2021, 17:52 | ||||
Alfred_Thayer_Mahan
რას გულისხმობ? 122 კიდევ გასაგებია და დანარჩენი კალიბრები რით უნდა ისროლო?
რატომღაც მგონია რომ დიდგორის 6x6-ზე ვარიანტი იქნება. |
Posted by: zzz77 22 Sep 2021, 18:23 |
ხო ჯავშანმანქანაო. არა დიდგორზე დიდი იქნება.რატომღაც დარწმუნებული ვარ 8x8 ზე იქნება. ვნახოთ რა იქნება |
Posted by: xDavid_S 22 Sep 2021, 21:09 | ||
Alfred_Thayer_Mahan ეჰ კარლი ჩემი ტკივილია, ნეტამც rommel
ბატალიონისთვის "ჯიბის" ზცრს-ზე რას იტყვით? 6-8კმ-ზე ისვრის ღირს დაფიქრებად? |
Posted by: rommel 22 Sep 2021, 22:46 |
xDavid_S მგონი ჩვენს პირობებში მსგავს დისტანციაზე ნაღმტყორცნი უფრო ეფექტური იქნება. |
Posted by: Alfred_Thayer_Mahan 23 Sep 2021, 08:21 | ||||
zzz77 არაფერს სერიოზულს არ ელოდოთ, სტანდარტული წინასაარჩევნო ეგზემპლარი იქნება. * * * rommel
107-დან 350-400მმ-მდე რამდენიმე კალიბრია საჭირო. გამშვები კიდევ რა პრობლემაა, თუ რაკეტას ამზადებ? * * * rommel
ნაღმმტყორცნს ვერ/არ ჩაანაცვლებს ეგ, დაემატება საჭირო დროს. |
Posted by: xDavid_S 23 Sep 2021, 09:46 | ||
rommel
ნაღმტყორცნი მაინც სხვა ნიშა მგონია თუ 40მმ-იანი გვეპატარავება, 107მმ-იანიც ხომ არის ასეთები რომ შემოვდგათ დიდგორის კლასის მანქანაზე |
Posted by: zzz77 23 Sep 2021, 10:11 |
მეც მგონია რომ ნაღმტყორცნებიც კარგად უნდა ავითვისოთ და ზალპური რეაქტიული სისტემებიც.არაა ეგ შეუძლებელი რამ. ამასთან ერთად ბორბლიანი ჯავშანტექნიკაც.თუ მუხლუხიანს ვერ გავწვდებით ათვისების და წარმოების მხრივ,ასევე უპილოტოები,როგორც კამიკაძე ისე სადაზვერვო/დამრტყმელი. კამიკაძე უპილოტოები ბევრი და წინასწარ ჩადებულ კოორდინატებზეც რომ შეეძლოთ იერიშის მიტანა მართვის საჭიროების გარეშე როგორც ფრთოსანი რაკეტები. ჩემი აზრით ეს იარაღებია რისი წარმოება წარმოუდგენელი არაა ჩვენნაირი ქვეყნისათვისაც კი. * * * უპილოტოების ვარიაციები შეიძლება უამრავი.იაფიანი ვარიანტებიც უნდა იყოს როგორც ცრუ სამიზნეები რომ მოწინააღმდეგეს საზენიტო საშუალებებს ხარვეზებად დაუდგეს და ნამდვილი კამიკაძე ან დასაზვერვო დრონებისგან ყურადღება გადაატანინოს. მოკლედ კარგი რამე შეიძლება რომ მოინდომონ გაკეთდეს. მთავარია პარტნიორებიც მოძებნონ. |
Posted by: Alfred_Thayer_Mahan 23 Sep 2021, 10:40 |
zzz77 მაღალ ტექნოლოგიური იარაღი გარდა სიძვირისა, სერიოზულ პრობლემასაც შეიცავს ჩვენთვის. რომ შევადაროთ, არტილერია სტანდარტული ამუნიციით იმუშავებს ყველანაირ სიტუაციაში, თუ კარგად გვექნება ათვისებული. იგივე არტილერია კორექტირებადი ჭურვებით უკვე გაცილებით რთულად გამოსაყენებელია და გარკვეულ პირობებს მოითხოვს. და დამრტყმელი უპილოტო საერთოდ ვერ იფრენს, რაც არ უნდა კარგი გამოგვივიდეს. ამ ეტაპზე (რამდენადაც ვიცით ღია წყარორბიდან) წარმოდგენაც არ გვაქვს როგორ გამოვიყენოთ უპილოტოები (ნებისმიერი ტიპის) პირობებში, რასაც რუსეთი შემოგვთავაზებს. თუ სერიოზულად ვფიქრობთ უპილოტოებზე, საჭიროა რამდენიმეს შეძენა და რეალურთან მაქსიმალურად მიახლოებულ პირობებში გამოცდა. როგორ ვაპირებთ ხარვეზებთან გამკლავებას, როგორ ვარიდებთ თავს მტრის ავიაციას/საზენიტო კომპლექსებს, როგორ ვნიღბავთ მართვის ცენტრს... თორემ აღლუმზე დრონს მეც კი გადავატარებ რუსთაველს. |
Posted by: zindiosama 23 Sep 2021, 11:02 | ||
Alfred_Thayer_Mahan
ზედმეტი გადატვირთვაა ჩვენი გენშტაბისტების გაყინული ტვინებისთვის |
Posted by: rommel 23 Sep 2021, 11:38 | ||||
Alfred_Thayer_Mahan
არ ვიცოდი ასეთი ადვილი თუ იყო რეაქტიული საარტილერიო სისტემის შექმნა xDavid_S
შემოდგმით კი შემოვდგავთ, მაგრამ რამდენად გამოვიყენებთ? რამე ინფორმაცია გაქვთ მსგავსი სისტემების ეფექტურ გამოყენებაზე? ღირს ისედაც მწირი ადამინაური რესურსის ამ სისტემაზე დახარჯვა? არ ვიცი ნაღმტყორცნი + რამე ზუსტი სარაკეტო სისტემა (spike nlos/lr) გაზრდიდა რეალურად ბატალიონის საცეცხლე შესაძლებლობებს და არა ათასი რჯულის ტერორისტების საყვარელი იარაღი. ჩემი მოკრძალებული აზრით, რა თქმა უნდა |
Posted by: Alfred_Thayer_Mahan 23 Sep 2021, 11:51 | ||||
zindiosama
ჩვენთან ყველაფერი პარტიაში წყდება და არა გენშტაბში. ტრადიცია გვაქვს ასეთი rommel
სირთულე რაშია? სამეზობლო კი არ ვაწყობთ, სახელმწიფო დონეზე მიდის მუშაობა. ელემენტარულად რამდენიმე სპეციალისტს ჩამოიყვან და ისინი გეტყვიან ყველაფერს რა გჭირდება საწყის ეტაპზე. 40-იან წლებში ამზადებდნენ უმართავ რაკეტებს და 80 წელია გასული. თან ყველაფერს ხომ არ ამზადებ, კომპონენტების უმეტესობას ყიდულობ და თავს უყრი ერთად. რაც შეეხება 107მმ-ს, 1 4×4 მანქანა 120მმ ნაღმმტყორცნების ბატარეის ცეცხლს მოგცემს იქ, სადაც დაგჭირდება. |
Posted by: zzz77 23 Sep 2021, 12:06 |
Alfred_Thayer_Mahan რა თქმა უნდა ასე ხელაღებით ვერ გამოიყენებ.ამიტომ დავწერე მაგალითად კამიკაძესთვის წინასწარ კოორდინატებით დარტყმის საშუალება. იგივე ვარიანტი შეიძლება სადაზვერვოსთვის წინასწარ დაგეგმილი მარშუტით გაშვება და როგორც კი საშუალება ექნება მერე მიღება ვიდეო ფოტო მასალის.კი ოპერატიულად კარგავ დროს მაგრამ ინფორმაციის სულ არ ქონას ისევ დაგვიანებით ქონა ჯობია. ბუკის რაკეტას აქვს ხარვეზებზე გამიზვნის საშუალება როგორც მახსოვს და იგივე რომ მოხერხდეს კამიკაძე დრონზე კიდევ უკეთესი. ისევე როგორც რადარზე გამიზვნის საშუალება რომ ქონდეს. ამას მარტო საქართველო რომ ვერ შეძლებს ორი აზრი არაა.უბრალოდ საავიაციო ქარხნის სახით რაღაც ბაზა არის და ებრაელების ან თურქების ან სხვა ქვეყნის ჩართვას თუ მოვახერხებთ გამოვა.თუ არა და არაფერი არ გამოვა საერთოდ ღირებული. rommel არაფრის წარმოება არაა ადვილი.უბრალოდ შეუძლებელიც არაა. შენც გეცოდინება რომ ზალპური რეაქტიული სისტემები ეფექტურია ნამდვილად. სადაც ეფექტურია იქ უნდა გამოიყენონ და ეგაა |
Posted by: rommel 23 Sep 2021, 12:25 | ||||
Alfred_Thayer_Mahan
არ ვიცი, არ ვარ სპეციალისტი. მოყვარულის თვალით თუ შევხედავთ მგონი მეტისმეტად მარტივად აღწერთ მთელ პროცესს. ასე ადვილი თუ არის, გააკეთონ ლარ-160-ის მსგავსი პაკეტები. 1-2 კი ექნებათ შემორჩენილი ნიმუშად რომ აიღონ. დიდ კალიბრი სად უნდა გამოცადონ? ჩვენი პოლიგონები იძლევა ამის საშუალებას? zzz77
ეს მაინტერესებდა, რამდენად ეფექტური იქნება ჩვენთან და თუ ღირს პერსონალის ამ სისტემაზე ''მოცდენა''. |
Posted by: tornike71 23 Sep 2021, 12:26 |
დაივიწყეთ ეს დაპირებები,არც ნაცებს და არც ქოცებს უბრალოდ არ აინტრესებთ ჯარი,ყველაფერი არის ფასადური,უბრალოდ პოლიტიკური ნება არ გააჩნიათ ამის თორემ ჩვენზე ღარიბი ქვეყნებიც კი ცდილობენ ძლიერი ჯარი იყოლიონ,აქ არაფერი კეთდება ამისთვის. ნაცებმა გააუქმეს ფლოტი. ქოცებმა გააუქმეს ავიაცია. ეს მაშინ როცა საომარ მდგომარეობაშია ქვეყანა,მეტი სამშობლოს ღალატი რაღა გინდათ? და ამითი იმედი გაქვთ? |
Posted by: Alfred_Thayer_Mahan 23 Sep 2021, 12:42 | ||||
zzz77 თეორიულად უამრავი რამ შეიძლება, პრაქტიკამ უნდა აჩვენოს რეალობა. rommel მოყვარულები აწყობენ რაკეტებს და სახელმწიფომ ვერ უნდა ააწყოს? მოძებნი რამდენიმე სპეციალისტს, თუნდაც პენსიაზე გასულს, გადაუხდი კარგად და შეგიქმნიან ბაზას, რომელზეც შეგიძლია მუშაობა გააგრძელო. უმართავი რაკეტა რა სირთულეა?
ზღვაზე. tornike71
ფლოტიც და ავიაციაც უფულობამ გააუქმა პირველ რიგში. დიდი ხეირი ვნახეთ ფლოტისგან (საზღვაო ძალებისგან) 2008 წელს? |
Posted by: tornike71 23 Sep 2021, 12:57 |
ამათმა თუ ასე გააგრძელეს თავდაცვის ბიუჯეტის შემცირება რათქმაუნდა რომ ფული არ იქნება,აი ეს არის რომ პოლიტიკური ნება არ არის თორემ მილიონები შეიძლება გამონთავისუფლდეს ათას უაზრობებში რომ ხარჯავენ,ჯარი ძვირი გვიჯდებაო ამას კარგად ამბობენ ხოლმე,ეგერე იმდენი რამე გვიჯდება ძვირი მაშინ ავდგეთ და სახელმწიფო გავაუქმოთ.მოკლედ იმის თქმა მინდა რომ დღეს საქართველოში არ არის ძალა ვინც ჯარს მიხედავს. |
Posted by: zzz77 23 Sep 2021, 13:26 |
rommel მე რაც მინახია აქვს ეფექტი როცა გაშლილ ფართობს ან მთის ფერდობს ამუშავებს.თან ეფექტი არ განისაზღვრება მარტო ზალპზე რამდენი ჯარისკაცს ანადგურებ. დანაკარგთან ერთად მანევრს უზღუდავ მოწინააღმდეგეს,ფსიქოლიგიური ფაქტორიც დიდია და პლიუს ადგილზე ჩასანგრება/გამაგრების საშუალებას არ მიცემ. ნუ ყველაფერი პირობითია ომში მაგრამ იდეაში ასეა. რა თქმა უნდა ვერაფერს იზავ თუ სხვა კონპონენტებმა არდა ვერ აკეთეს თავის საქმე,მაგრამ იდეაში საჭირო რამეა. რასაც შენ ამბობ ზუსტ იარაღზე მაგას რა თქმა უნდა გეთანხმები,უბრალოდ ერთი მეორეს არ გამორიცხავს,უფრო პირიქით ერთმანეთს შეავსებს. ამ გახსენებაზე ტანკსაწინააღმდეგო ნაღმების წარმოებაც არ უნდა იყოს ძალიან რთული და ეგეც კარგი რამე იქნებოდა, ერთი რომ გააკეთეს მსგავსი კონცეფციის ქვეითსაწინააღმდეგოც. ესეც ძალიან საჭირო რაღაცაა როცა აღმატებულ მოწინააღმდეგეს შეჩერებას ფიქრობ |
Posted by: Alfred_Thayer_Mahan 23 Sep 2021, 13:59 | ||
tornike71
არ არის ახლა და არც შემდეგ იქნება, როცა შემდეგი მოვა სათავეში. მაგრამ ეფექტური ფლოტისა და ავიაციის ყოლას მინიმუმ გაათმაგებული მშპ სჭირდება. zzz77 ნაღმი წინასაარჩევნოდ არ გამოდგება. |
Posted by: zindiosama 23 Sep 2021, 16:06 | ||
Alfred_Thayer_Mahan
კი მარა თუ პოლიტიკური ნება არასოდეს არ იქნა მშპ გაათმაგებული იქნება თუ გაასმაგებული რა მნიშვნელობა აქვს? |
Posted by: Alfred_Thayer_Mahan 23 Sep 2021, 16:32 |
zindiosama ანუ სანამ არ გვექნება მშპ 10-ჯერ მეტი ახლანდელზე (რეალურად კიდევ უფრო მეტიც), შეუძლებელია ეფექტური ავიაციისა და ფლოტის ქონა. მოვინდომოთ კი არა, შუაზეც რომ გავიხეთ, ერთი ადგილის თამაში გამოვა ჩვენი ეკონომიკით ფლოტსა და ავიაციაზე ფიქრი, მეტი არაფერი. |
Posted by: zindiosama 23 Sep 2021, 18:45 | ||
გასაგევია და რაზეც გვყოფნის ფული იმაზე კი არის პოლიტიკური ნება? |
Posted by: murza 24 Sep 2021, 23:12 | ||
xDavid_S
ძალიან სიმპათიური იარაღია. ერთი ვიდეო მახსოვს, შვედების გრენადერთა ოცეული ისროდა წვრთნებზე. წუთებში, პატარა სექტორში, ასამდე ჭურვის გაგზავნა შეიძლება. მაგრამ მაინც კარგა ძლიერი მომაარგება უნდა მაგ საქმეს. კონტეინერები პატარა არაა. რამდენი უნდა წაიღოს ოცეულმა? ანუ ავტონომიურად ამ იარაღის გამოყენება პატარა ჯგუფს გაუჭირდება. მუდმივ მომარაგების ხაზს მოითხოვს. ასეთია ჩემი შთაბეჭდილება. მოტორიზებული გრენადერების იარაღია რა. ბატალიონის ან გაძლიერებული ასეულის შემადგენლობაში ჯავშანმანქანებით ან ჯავშანტრანპორტიორებით მოძრავი ოცეული, რომელსაც თანს აქვს მარაგში ასეულობით ჭურვი, თავისსავე სატრანსპორტო-საბრძოლო საშუალებებში. ჩვენ კიდევ ჯერ თავად არ ვიცით, რა ტიპის ომს "ვაპირებთ". საერთოდ გვექნება რაიმე ფრონტი თუ ..... თვარა იარაღი მართლა მშვენიერია, პრაქტიკულად ხელის არტილერიაა. |
Posted by: xDavid_S 25 Sep 2021, 00:19 | ||
murza
ესაა პრობლემა, თორემ ამუნიციის ტარების გზებიც დაისახება და საშუალებაც გამოიძებნება ადრე ვირების იდეამ გაიჟღერა |
Posted by: GioWEED 25 Sep 2021, 20:25 | ||
100% ავიაცია და ფლოტი კი არა, ჰაერსაწინააღმდწგო სისტემები, ხომალდსაწინააღმდეგო სისტემები, ბევრი ჯაველინი, სტინგერი, თანამედროვე ტანკები დასაწყისისთვის 10 ცალი თავისი პერსონალის გადამზადებით და შესანახი ნაწილებით, 2022ში კიდე 10 დაემატოს. ამ ყველაფრისათვის კიდე ფულია საჭირო! ნისიაზე 100ს ერთად არ მოგვცემენ. ისევ ისეთ იმპერიებს შორის ვართ. ამ რეგიონში რუსეთი სომხეთი და თურქეთი აზერბაიჯანი არიან. 30 წელი გავიდა, მოსახლეობა იკლებს. ამ ქვეყანას კიდე არაბები, ინდუსები, თურქები და რუსები არ დაიცავენ. ჯერ გავიაზროთ რა მდგომარეობაშიც ვართ და გამოსავალი მერე ვეძებით. |
Posted by: skintoskin 26 Sep 2021, 11:39 | ||||
GioWEED
ჯაველინი რათ გინდა? სპაიკი ვერ აკეთებს მაგ საქმეს და ყარაბაღში წირვა არ გამოუტანა სომხებს? ამერიკული რომაა ჯაველინი ამერიკელი ჯარისკაცი კი არ მოყვება კომპლექტში * * * Alfred_Thayer_Mahan
სომხური ავიაცია და ფლოტი რომ საქართველოს წამოახევს და საქართველოს ბიუჯეტი სომხურ ბიუჯეტს რომ ხევს მაგაში რაფაერი გაეჭვებს |
Posted by: rommel 26 Sep 2021, 12:56 | ||
|
Posted by: Alfred_Thayer_Mahan 26 Sep 2021, 13:58 | ||||
zindiosama
სამწუხაროდ ასეა. skintoskin
სომხეთს იმხელა საზღვაო ტრადიციები აქვს... ცოტა რეალურს შევედაროთ, ჩვენნაირს |
Posted by: GioWEED 26 Sep 2021, 15:35 | ||
ამაზე ამოვწყდი. კაი ხუმრობა იყო. ხუმრობა იქით იყოს და 2022დან მაინც არ იგეგმება რამე სერიოზული იარაღის ყიდვაზე ფიქრი? |
Posted by: misha-htc 26 Sep 2021, 16:29 |
GioWEED ფიქრი ნაღდად არ იგეგმება - ეგ არასოდეს გამოსდიოდათ მთავრობაში. |
Posted by: zzz77 26 Sep 2021, 16:52 |
ისე დიდგორებზე გაყიდულ ახალ პარტიებზე არაფერია ახალი.ეტყობა სხვა მწარმოებლებმა გაგვიწიეს სერიოზული კონკურენცია. |
Posted by: skintoskin 26 Sep 2021, 17:51 |
სიცილი კაია მარა ვაი რომ მაგ სიცილში მწარე სიმართლეა 4 ცალი სუ-30 ყავთ სომხებს. სუ-25-ები იმდენივე რაც ჩვენ პლიუს მინუს და ოხრად ვერტმფრენები ჩვენ კიდე შაშაკოკოლა სატრანსპორტო ავიაცია ყავთ კიდე სამი ცალი ილიუშა. მწყობრში ერთი მაინც იქნება. ამ კუთხით სრული 0 ვართ მახსოვს სიხარულიძე რომ იყო თ/მ ამბობდა ჰერკულესები უნდა ვიყიდოთო და მერე ისე მოკვდა ეგ ბაზარი როგორც თვითონ სიხარულიძე გაქრა სომხების 76ტდ |
Posted by: xDavid_S 26 Sep 2021, 18:14 | ||
skintoskin
უკაცრავად პასუხია და რა ამოცანების შესასრულებლად გვჭირდება ჰერკულესები? ანდა რამდენი ჰერკულესია საჭირო? |
Posted by: skintoskin 26 Sep 2021, 18:21 | ||||
xDavid_S
რისთვისაც არსებობს სატრანსპორტო ავიაცია — ძალების სწრაფი ოპერატიული გაშლა-განლაგებისთვის მაგას თავი რომ დავანებოთ, ხანძარსაწინააღმდეგო და საევაკუაციო მიზნებითვის უნდა ჰქონდეს ქვეყენას სატრანსპორტო ავიაცია. ავღანეთში რომ გაიჭედებიან შენი მოქალაქეები რომ სხვის ხელებში არ იყურებოდე და ვაქცინების ჩამოტანა ყატარის ავიახაზებს არ სთხოვდეს ქვეყანა * * *
ძოძუაშვილის ხელფასი რეკლამაზე დახარჯულს ფულს რამდენჯერმე აღემატება. აბა რა იქნება |
Posted by: xDavid_S 26 Sep 2021, 20:14 | ||||
და ამ ყველაფერს შვეულმფრენებით ვერა? იქნებ უკეთესადაც მოხერხდეს
აირზენას სამოქალაქო თვითმფრინავი რო გაგვეშვა, ხალხს ვერ ჩამოიყვანდა თუ ტვირთს ვერ ჩამოიტანდა? ჰერკულესია აუცილებლად საჭირო? |
Posted by: zzz77 26 Sep 2021, 22:12 |
xDavid_S იდეაში მაინც საჭიროა სატრანსპორტო ავიაცია.შიდა გადაზიდვებისთვის ნაკლებად.თუმცა მაინც შეიძლება გამოდგეს მაგისთვისაც,უფრო საზღვარგარეთ საფრენად.რაიმე შესყიდვებს თუ განახორციელებ,ან მართლა გინდაც სადმე სტიქიური უბედურებაა და მაშველების გადასროლა გჭირდება და დიდი რაოდენიბის სამაშველო აღჭურვილობის.მოკლედ არაა ცუდი რამე.ბევრი არაა საჭირო მაგრამ ერთი ორი რომ იყოს არაფერი დაშავდება. შვეულმფრენებზე ლაპარაკი ზედმეტია საჭიროა თან კარგი რაოდენობით.მათ შორის მოზრდილებიც. მი 26 ის მსგავსიც. |
Posted by: xDavid_S 27 Sep 2021, 00:31 |
zzz77 როცა იმ დონემდე მივალთ, რომ "არაფერი დაშავდება", მაშინ ვისაუბროთ, მანამდე კი წყალში გადაყრილი ფულია = სხვა, გაცილებით მნიშვნელოვანი პრიორიტეტებია დღის წესრიგში = ჯერ ქვეითი ჯარისკაცი გვყავს მოსამზადებელი და აღსაჭურვი იმის ფუფუნება ნამდვილად არ გვაქვს რომ ავღანეთში, ერაყსა და მალიში საკუთარი ჰერკულესით იფრინონ |
Posted by: zzz77 27 Sep 2021, 08:08 |
xDavid_S ეგ რა თქმა უნდა. მაქამდე დიდი გზაა გასავლელი. |
Posted by: p-38 27 Sep 2021, 22:13 | ||
საქართველოში საიდან სად ვაპირებთ სწრაფ და ოპერატიულ გაშლა გადასროლას რო ჰერკულესის გარეშე არ გამოვიდეს ეგ ამბავი. თუ რომელიმე შორეული ქვეყნის დაპყრობაზე გვიჭირავს თვალი და მე არ ვიცი. |
Posted by: GioWEED 28 Sep 2021, 12:40 |
სატრანსპორტო ავიაცია კარგია ვიცით. მაგრამ ჩვენ პირობებში აქტ პას რადარები და სენსორები გვჭირდება, მაგის მერე გამშვები ჰსთ. პრიორიტეტი 1 ჰსთ, ხომალდსაწინააღმდეგო და ჯავშან საწინააღმდეგო. |
Posted by: gugusha-l 28 Sep 2021, 23:10 |
ჩვენ ომი თუ მოგვიწევს უახლოს პერიოდში იქნება ან დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად ან უკეთეს შემთხვევაში ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად ან ახალი ტერიტირიული დანაკარგების აღსაკვეთად. და ვერცერთ შემთხვევაში ჩვენ სატრანპორტო ავიაცია ვერ გვეხმარება. და რეალურად გამოყენებადი რომც იყოს იმ პირობებშI რომ ჩვენ გარანტირებულად ვცით რომ ჰაერში ბატონობა არ გვექნება ვერც იმუშავებს. იმის იქით კიდე სადმე პირობითად რომელიმე ბოცვანაში თუ დაგვჭირდება ჩვენი კონტუინგენტის გაგზავნა დროშის საფრიალებლად მაგას რომელიმე გერმანიის ან საფრანგეთის თვითმფრინავებით დააორგანიზებს ეს გერმანია თუ საფრანგეთი. |
Posted by: zindiosama 6 Oct 2021, 16:51 |
ეს ალბათ კარგი შევსება იქნებოდა უპილოტო კამიკაძეებისთვის რომელთა აწყობასაც აქ თითქოსდა გეგმავენ პოლონელებთან ერთად: KORAL – секретное оружие Турции https://kavkazcenter.com/russ/content/2021/10/06/120212/KORAL---sekretnoe-oruzhie-turtsii.shtml |
Posted by: zindiosama 9 Oct 2021, 12:40 |
ხალხო, რა მაინტერესებს რამე რო იყოს ამერიკელებისგან TOW-2-ის ლიცენზიას ვერ ვიყიდით სიტყვაზე რომ ვთქვათ? რო მერე ეგენი დიდგორებზე შემოვდგათ? თუ ვერ მოხერხდება ეგ? |
Posted by: rommel 9 Oct 2021, 21:18 |
zindiosama რა ნამუსით უნდა გამოგვართვან ფული თოუში, დოხუია ექნებათ მაგის რაკეტები თან ტენდერი აქვთ გამოცხადებული ახალ რაკეტაზე, 10 კმ-ზე უნდა შეეძლოს მიზნის განადგურება. შესაბამისად, მალე თოუს ''ძველი'' რაკეტების ჩანაცვლებას დაიწყებენ. |
Posted by: zindiosama 10 Oct 2021, 16:09 | ||
rommel
და როუს და ჯაველინს რამდენზე შეუძლიათ? |
Posted by: rommel 10 Oct 2021, 18:03 |
zindiosama რაკეტას გააჩნია 2.5 - 5 კმ ჯაველინი 3.75 - 5 კმ თოუ |
Posted by: aivenho 15 Oct 2021, 10:04 |
აჰა ეს თემა საბოლოოდ მომკვტარა ისევე როგორც თავად კომპლექსი |
Posted by: zindiosama 28 Oct 2021, 11:39 |
ისა და, პოლონელებთან რო დადეს ხელშეკრულება კამიკაძე დრონებზე მაგისი არაფერი ისმის? თუმცა ამათი წარმოება რომც დაიწყონ, ალბათ სულერთია მაინც მოგვიწევს თურქეთში კორალების შეძენა. თუ არადა რუსული რებ-ი გაგვიფარჩაკებს |
Posted by: otokarcobra 28 Oct 2021, 11:52 | ||
როცა დავალება გაქვს მიღებული რო რასაც ჩაგაბარებენ, დედა უნდა #####ნა, ადვილია ძაან მასეთი დავალების შესრულება. ასე რომ მოსალოდნელი იყო |
Posted by: xDavid_S 28 Oct 2021, 14:20 |
GI-4 დაარქვეს? ამათთან თანამშრომლობით აპირებენ https://www.deltateamtactical.com/ |
Posted by: FreSH999 28 Oct 2021, 14:51 |
https://www.facebook.com/GaribashviliOfficial/videos/431299315261882/ რისი ანალოგია ეს GI-4 ? * * * და სამოქალაქო ვერსია იქნება თუ იცით? |
Posted by: sandrobandro 28 Oct 2021, 16:03 |
იწყება სერიული წარმოება. ტყვია წამალზე რა ხდება ჩაეშვა სერიულ წარმოებაში უკვე? |
Posted by: tornike71 28 Oct 2021, 18:05 |
ვაა მაგარი ამბავია,ნამდვილად არ ველოდი თუ ამ საქმეს წამოიწყებდნენ,ეხლა პოლონელებთან თუ შეთანხმდნენ და უპილოტოების აწყობაც დავიწყეთ მთლა სერიოზული იქნება. |
Posted by: FreSH999 28 Oct 2021, 21:03 |
შემკვეთი თუ ეყოლება თორე ისე ერთი ორის წარმოებას წელიწადში რა აზრი აქ |
Posted by: Zuka911 28 Oct 2021, 23:14 | ||
ესენი ბუშმასტერზე ნაგაც არ-ებს უშვებენ მგონი |
Posted by: sandrobandro 28 Oct 2021, 23:27 | ||
ბოლოს ბალიტიკური რაკეტით დაასრულებენ ალბათ |
Posted by: RedShark 29 Oct 2021, 01:14 | ||
წესით ჩვენივე ჯარი/პოლიცია უნდა იყოს პირველ რიგში შემკვეთი, მაგრამ საშუალო ხარისხს მაინც დადებენ ნეტა?... |
Posted by: zindiosama 29 Oct 2021, 11:46 | ||||
ეგ ვინტოვკა თავიდანვე არ ვარგოდა, ამერიკელები მაგაზე უარს ამბობენ და ახალს - NGSW-ს - აკეთებენ რომელსაც 6,8 კალიბრი ექნება და ნაგავი ჩვენ მოგვიგდეს |
Posted by: xDavid_S 29 Oct 2021, 12:08 | ||
1. ამერიკელები რა შუაშია, ებრაელებთან ერთად "ვჩალიჩობთ" 2. მაგ "ნაგავით" არის აღჭურვილი დღეისათვის ათეულობით ქვეყნის შძ-ები |
Posted by: Alfred_Thayer_Mahan 29 Oct 2021, 12:21 | ||
zindiosama ამერიკელებს ვაზნის შეცვლა უნდათ, რადგან 5.56-ის ენერგეტიკა არ აკმაყოფილებთ. როდის შეცვლიან ვინ იცის. და რასაც ამერიკელები შეცვლას უპირებენ კი არა, რაც შეცვალეს და მოხსნეს შეიარაღებიდან, ის მოგვცა ნეტავ... sandrobandro
ბალისტიკურამდე შორია, მაგრამ უმართავ რაკეტებზე გვემუშავა, ძალიან კარგი იქნებოდა. |
Posted by: HCl 29 Oct 2021, 12:51 |
ძალიან კარგია, იმედია ებრაელები მოიფიქრებენ სად გაყიდონ :დ ჩარხები მაინც შეგვრჩება და ხალხი რომელსაც გამოცდილება აქვს. |
Posted by: ignorant 29 Oct 2021, 13:38 |
ჯ-5-ის გადამღერება ხომ არაა? ანუ, როგორც მახსოვს მაშინაც ამბობდნენ, რომ დანადგარები ჩამოტანილია და მასიური წარმოება იწყებოდა, მაგრამ მთავრობის შეცვლამ დააპაუზა. დაზგა-დანადგარები ნაღდად ახალი ჩამოტანილია, თუ კიდევ გვატყუებენ რაღაცას? |
Posted by: Alfred_Thayer_Mahan 29 Oct 2021, 13:49 |
ignorant მესამე ვარიანტზე რას იტყვით, რომ არც მაშინ იყო და არც ახლაა ზოგადად რა დანადგარებზეა ლაპარაკი ასეთ დროს? ერთად-ერთი ტექნოლოგიურად რთული პროცესი ლულის გაჩარხვაა და ლულებს არ დავამზადებთ დარწმუნებული ვარ. |
Posted by: RedShark 29 Oct 2021, 14:01 | ||
https://www.facebook.com/watch/live/?ref=watch_permalink&v=431299315261882 ჩარხავენ როგორც ამ ვიდეოში ამბობს ზეინკალი (დასაწყისშივე). ჯერ ამ რკინას ვბურღავთო, მერე კალიბრზე დაგვყავსო, მერე კუთხვილს ვუკეთებთო. |
Posted by: Alfred_Thayer_Mahan 29 Oct 2021, 14:04 |
RedShark ვიდეოს ვერ ვნახულობ, მაგრამ თუ ჩვენთან ლულებს დაამზადებენ ნორმალური ხარისხით, ეგ მართლა დიდი მიღწევა იქნება და წინ გადადგმული დიდი ნაბიჯი. |
Posted by: RedShark 29 Oct 2021, 14:12 | ||
Alfred_Thayer_Mahan
იგივე ვიდეო იუთუბიზე მზა ბალვანკები მოდის როგორც ჩანს და ლულა უკვე აქ მზადდება. |
Posted by: Alfred_Thayer_Mahan 29 Oct 2021, 14:16 |
RedShark ახლა ვნახე, პრეზენტაციის ვიდეო დაგიდიათ. ამას ვგულისხმობ, რომ საჩვენებლად მოწყობილს გავს ეგ ყველაფერი, ამ ხაზს ძალიან მცირე წარმადობა ექნება. რეალურ საწარმოს გაცილებით მეტი სიმძლავრე სჭირდება, თუმცა შესაძლოა ახლა ეწყობა ყველაფერი და საჩვენებლად ერთი საწარმოო ხაზი მოაწყვეს უცებ. * * * მზა "ბალვანკები" ასეც უნდა იყოს, მაგას ყველა გამზადებულს იღებს. სამომავლოდ იქნებ ეგენიც დავამზადოთ, ასე თუ ისე მთლად 0-ზე არ გვაქვს მეტალურგია. მოკლედ თუ ეს ყველაფერი რეალურია, ყველაზე დიდი ნაბიჯია დამოუკიდებელი საქართველოსთვის. თუ |
Posted by: RedShark 29 Oct 2021, 14:22 | ||||
კი ეგ ეგრევე ჩანს. მარტო ამ ხაზს დიდი წარმადობა ვერ ექნება.. ვნახოთ რა გაგრძელება მოჰყვება, ამათგან არაფერია გამორიცხული... * * *
მე რაც მაქვს ნანახი (ვიდეოებით) არც მანდ არის რამე განსაკუთრებით რთული და წარმოუდგენელი. უფრო მონდომების და კადრების ამბავია.. კაცია საჭირო ვინც იცის "როგორ მოამზადოს სწორად ბორშჩი" ))) |
Posted by: Alfred_Thayer_Mahan 29 Oct 2021, 14:34 | ||
RedShark
აი მაგაში გვაქვს ზუსტად პრობლემა, თორემ სხვა ყველაფერი დაძლევადია. |
Posted by: kanian_U 29 Oct 2021, 19:11 |
მე მჯერა რომ ნაღდია, კერძო ინვესტიციაა, კომპანიაც ნაკლებად ცნობილი მაგრამ რეალურია, დანადგარები და დამზადების პროცესიც ანახეს, სხვათაშორის upper/lower ბევრი არ აკეთებს და outsource ურჩევნიათ ალბათ ამათაც ექნებათ შეკვეთები სხვადასხვა ბრენდებისგან, ლულებს ჭრიან როგორც ჩანს და არ ჭედავენ მაგრამ ნიჩიოო. მოკლედ კარგია ერთმნიშვნელივნად. მეორე საკითხია ღარიბაშვილის პერსონა და ხელისუფლების მიმართ უნდობლობა ისეთ დაბალ დონეზეა რომ დაჯერება კი არა ხალხი სერიოზულად არაფერს იღებს და ღადაობს უბრალოდ. "იიი მადე ინ ჯორჯია ნახე როგორ თქვა ღარიბოვმა" ასეთ ვითარებაში სულ რომ ბათუმი თბილისი მაგლევ მატარებელის პროექტი დადონ აზრი არ აქვს, მაგრამ საკუთარ თავს დააბრალონ. ესენი არიან https://caagearup.com/shop/ |
Posted by: ignorant 29 Oct 2021, 20:39 |
აგი იგია, თუ იგია აგი? https://forum.ge/?showtopic=34548394&view=findpost&p=37076232 |
Posted by: kanian_U 29 Oct 2021, 21:00 |
ignorant G5 დგუშიანი იყო, ეს ტრადიციული არ15 აირებზე მომუშავე, ნაწილების უმეტესობა საერთო აქვთ. ისე რამდენად ხარისხიანი იქნება მართლა საინტერესოა, ძალიან ბევრი ტესტი არსეობს არ15 ის ნაწილების და სულ თითზე ჩამოსათველები აკეთებენ ხარისხიანებს colt lmt daniel defense fn microbest ao precision ფორმას ყველა მისცემს, მაგრამ მარტო ეს ხომ არაა. |
Posted by: ignorant 29 Oct 2021, 21:20 | ||
kanian_U
"მეიდ ინ ჯორჯია" წარწერაც ხომ საერთო აქვთ? |
Posted by: Alfred_Thayer_Mahan 29 Oct 2021, 22:05 |
ignorant როგორც ვხვდები პოლიტიკური ელფერი დაკრავს მაგ კითხვას თეორიულად შესაძლოა ჩარხები წინა ხელისუფლების დროს იყოს ნაყიდი თუ ამას გულისხმობთ, მაგრამ გაითვალისწინეთ ისიც, რომ უამრავი რამ დამზადდა მაშინ თითო ეგზემპლარი, პიარისთვის. ახლა თუ საწარმოო ხაზი ამუშავდა თუნდაც მცირე სიმძლავრის, ეს უკვე პრინციპულად სხვა რამეა. kanian_U ზოგადად ძნელია სკეპტიკურად არ უყურო ყველაფერს, როცა წლებია თვალში ნაცარს გაყრიან. |
Posted by: ignorant 29 Oct 2021, 22:26 | ||
Alfred_Thayer_Mahan
ცდებსაც გადიოდაო მაშინ, თუ სწორად მახსოვს. დროს რო აკარგვინებენ ქვეყანას ერთმანეთის ჯინაზე, ეგ მიშლის ნერვებს ყველაზე მეტად. მოხვედი? დაგხვდა ქვეყნისთვის სასარგებლო საქმე დაწყებული? გააგრძელე, გააუმჯობესე, დახვეწე რა შე კაი ადამიანო! |
Posted by: Alfred_Thayer_Mahan 29 Oct 2021, 22:34 | ||
ignorant
ბევრ რამეს ამბობდნენ ისინი და ბევრს ამბობენ ესენი. ამიტომ ვამბობ, რომ თუ საწარმოო ხაზი ამუშავდება და მითუმეტეს ჩვენი ძალოვნები მიიღებენ შეიარაღებაზე პროდუქტს, ეგ იქნება ყველაზე დიდი ნაბიჯი დამოუკიდებელი საქართველოსთვის ამ განხრით. |
Posted by: kanian_U 29 Oct 2021, 22:53 | ||
ჩარხები იგივეა თუ არა არ ვიცი, მაგრამ მაშინ ნამდვილად იყო ნაყიდი, მახსოვს აქტიური განხილვა მიდიოდა აქ როცა ეს განყი ცოცხალი იყო, იმასაც წერდნენ ვა რა თანამედროვე ჩარხები ყოფილაო პიარს რაც შეეხება, დიდგორის მაგალითზე დაყრდნობით ეჭვი მაქვს რომ დიდი ალბათობით სერიულში წავიდოდა პროდუქტი, თან აშკარად ეტყობოდა მცოდნე ხალხის ხელი, მაშინ დგუშიანი არ15 ის იდეა პოპულარობის პიკში იყო და ესენიც მიყვნენ ტრენდს. |
Posted by: Alfred_Thayer_Mahan 29 Oct 2021, 23:05 |
kanian_U დიდგორმა შემთხვევით "გაისროლა" ექსპორტზე, თორემ ჩვენთან არა თუ იყიდეს, შეკვეთაც არ ყოფილა (ვერ მოასწრესო შესაძლოა დამზადებაზე ითქვას, მაგრამ არა შეკვეთაზე). G5 კიდევ... რაც აჩვენეს, ამაზე ვამბობ რომ შესაძლოა მაშინდელი ჩარხებია, ბევრი რამ შეიძლება დამზადდეს ერთეულობით ან მცირე პარტიით. თუ ასევე დარჩა ან მცირე წარმოებას არ გასცდა მასშტაბი, 2×2. მაგრამ თუ ნორმალური საწარმოო ხაზი აეწყო და მითუმეტეს ძალოვნებმაც დაიწყეს შესყიდვა, ეს უკვე სხვა მასშტაბია და ძველო პროექტი გააცოცხლესო, არ ითქმის. |
Posted by: kanian_U 29 Oct 2021, 23:40 |
Alfred_Thayer_Mahan პირიქით არის ეგ 2011 წელს მოხდა დიდგორის წარდგენა, რამდენი შემთხვევა იცი როცა ასეთი ახალგაზრდა პროდუქტი ეგრევე სერიულში წასულიყოს, მითუმეტეს სამხედრო სფეროში? წლობით ტესტირება და მოდიფიკაცია მიმდინარეობს ჯერ, მგონი არ გესწავლება, თვითონ დიდგორია ამის დასტური, პირველი ეგზემპლარებისგან ძალიან განსხვავდება ამჟამინდელი ვერსია, უამრავი რამ შეიცვალა დაკიდებაში, ჯავშანში, გაგრილების სისტემაში. აი ამ ყველაფრის გავლის გარეშე მაშინვე რომ შეეკვეთათ, მერე ნამდვილად შეიძლებოდა იმის თქმა რომ მხოლოდ პიარი კი არ იყო, არამედ მავნებლობაც კი. ხო, ძალიან საინტერესოა, მრავალეტაპიან ტენდერში გამარჯვებას როგორ შეიძლება დაუძახო გავარდნა, მითუმეტეს ჩვენნაირი ქვეყნისთვის, რომელიც მუდმივად ანდერდოგი იქნება დიდ ბიძიებთან ჭიდილში, როგორი მაღალტექნოლოგიური იარაღიც არ უნდა შევქმნათ. უბრალოდ პოლიტიკური შეხედულებები გიშლის ხელს 2011 ში ქოცი ვიყავი, მაგრამ კბილებით ვიცავდი დელტას და მასზე მოღლიცინე მაშინდელ ოპოს ვეჩხუბებოდი, ეხლა ქოცები მძულს, მაგრამ ძალიან მაღიზიანებს ოპოს ღლიცინი ამ საწარმოზე. |
Posted by: Alfred_Thayer_Mahan 29 Oct 2021, 23:52 | ||
kanian_U 2011 წელს წარადგინეს, მაგრამ მანქანა უფრო ადრინდელია. და მუშაობა ხომ ბევრად ადრეა დაწყებული. თურქული ტრანსპორტიორები პირველებმა ვიყიდეთ და დიდგორზე საკმარისი დრო იყო დასახვეწად, + შეიძლებოდა არა პირდაპირ მზა მანქანის ყიდვა, არამედ გარკვეული კრიტერიუმების წაყენება (როგორც მთელი მსოფლიო აკეთებს) და როცა დააკმაყოფილებდა დელტა, მაშინ დაეწყო არმიას მიღება. შეკვეთა ამ შემთხვევაში გარანტია, რომ ტყუილად არ შრომობენ მანქანის დახვეწაზე. არ გაკეთებულა შეკვეთა, ისე როგორც ბევრ სხვაზე, უბრალო ფაქტია.
გააკეთეს კარგი და აჯობა სხვებს. დელტას დაუკვეთეს მანქანა და დელტამ უბრალოდ ვალი კი არ მოიხადა, კეთილსინდისიერად მართლა კარგი მანქანა გააკეთა. მაგრამ სახელმწიფოს არ სჭირდებოდა (მე ახლაც ამ აზრზე ვარ, რომ დიდგორი არ გვჭირდება). |
Posted by: rommel 30 Oct 2021, 02:24 | ||||
ამ გახსენებაზე ეჯდერები სად არის? მეოთხე ბრიგადას ყავს? წლებია არსად შემხვედრია, 26შიც აღარ გამოყავთ. ნეტა უვლიან თუ მიაჟანგეს უკვე. * * * Alfred_Thayer_Mahan
მაგ დიდგორს მესამე ღერძს მიამატებ და მიიღებ შენს სანუკვარ ჯავშანტრანსპორტიორს |
Posted by: Alfred_Thayer_Mahan 30 Oct 2021, 03:31 | ||
rommel
და თუ ცალ მხარეს ბორბლებს მოხსნი - მოტოციკლს |
Posted by: rommel 30 Oct 2021, 11:33 | ||
რატომაც არა |
Posted by: zindiosama 30 Oct 2021, 19:52 |
ეეხ,,, ამასთან მიმსგავსებული რაიმეს წარმოება მაინც რო შეგვეძლოს თუმცა პრინციპში ცვენ ეხლა ვდგამთ პირველ ნაბიჯებს და 50 წლის მერე ვინ იცის რა იქნება |
Posted by: mimic 31 Oct 2021, 14:06 |
embed tweet "ჭორი" თურქეთი საქართველოსგან 50 su-25 -ს იყიდის! |
Posted by: zezva43 31 Oct 2021, 14:28 |
ალბათ ჭორია, მაგრამ თუ არაა დიდებუილი ინფორმაცია იქნება! წყარო https://www.savunmasanayist.com/temel-kotilden-gurcistanda-su-25-fabrikasina-ziyaret/ |
Posted by: tornike71 31 Oct 2021, 15:50 |
აი კიდევ ესეც იყოს მაშინ ჭორია თუ რაც არის |
Posted by: aivenho 1 Nov 2021, 09:52 | ||
|
Posted by: datunia93 1 Nov 2021, 09:56 |
რეალურად თურქებს აქვთ ამ კლასის საბრძოლო თვითმფრინავების საჭიროება დღეისათვის. ამერიკელებმა რო სამ ასოზე გაუშვეს თურქისტანის ფაშები კი ჩანს ნათლად, რუსებს თავიანთი ინტერესები აქვთ სირიაში (სწორედ იქ, სადაც თურქებს დაჭირდებათ მოიერიშეები), ნათელია... ხოდა ჩვენებს თუ აქვთ ამდენი თვითმფრინავის ასაწყობად საჭირო მასალები, რავიცი, შესანიშნავი ამბავი მგონია. უბრალოდ ძალიან დაბალი შანსია რომ ეს გამოვიდეა, ჩამოვა კიდევ თავდაცვის მდივანი ან სხვა ბობოლა დასავლეთელი და გვეტყვის რაის თვითმფრინავების წარმოება მოინდომეთ თქვე გლახებო, რას გევხართო და დაგვიმყარებენ დემოკრატიას |
Posted by: otokarcobra 1 Nov 2021, 11:49 | ||
საერთოდ იმის რესურსი გვააქვს რომ სუ-25 ვაწარმოოთ? ან ვაწარმოოთში რა იგულისხმება, ჩვენი ქარხანა რა კომპონენტებს აწყობს? 50 ერთეული სუ-25 წარმოებას ჩვენ მოვუნდებით რამდენიმე წელი. მაგრამ ბევრი რამ თურქული თუ ექნა და ფაქტიურად ერთობლივი ნაწარმი გამოვა, მაშინ შეიძლება რაღაცაზე ფიქრი |
Posted by: ignorant 1 Nov 2021, 12:02 |
ფიუზელაჟი ჩვენი, ძრავები უკრაინის, ავიონიკა და შეიარაღება თურქების - ამ კონფიგურაციით თუ გამოვა რამე. მახსოვს ადრე აზერებს უნდოდათ იგივე - ერთობლივი წარმოება, მაგრამ რაღაც არ აეწყო. 2013 წლის ვიდეოა. ალასანიას ვიზიტებიც შემდგარა მაშინ აზერბაიჯანში. |
Posted by: tornike71 1 Nov 2021, 14:54 |
უკრაინულ და რუსულ კომენტარებს წავაწყდი გუშინ საიტებზე იქ წერდნენ რომ დაახლოვებით 30 სუ-25 გვყავს რომელიც შეიძლება გაიყიდოს და ასევე 20 ცალი აიწყობა კიდევო,აქედანაა ჭორი რომ თურქებს 50 ცალი უნდათო,რავი ამდენი სიდან გვეყოლება ან სიდან მაგათ ეს ინფორმაციები? * * * Как раз Тбилисский авиазавод предлагает к продаже и обычные Су-25. Завод имеет сейчас 30 готовых к продаже машин и 20 в различных стадиях изготовления. Все сходится. აქედან აუღიათ ინფო ძველი სტატიაა : http://www.airwar.ru/enc/attack/su25km.html |
Posted by: zindiosama 1 Nov 2021, 15:12 |
საერთოდ ამ თბილავიამშენს სუშკების წარმოების თავი არ აქვს და რამდენი ხანი უნდა ვარემონტოთ? |
Posted by: tornike71 1 Nov 2021, 15:16 |
თუ მართლა გვაქვს დასაწყობებული მართლა ამდენი ცალი,ალბათ თურქებს ღრმა მოდერნიზაცია უნდათ რავი მაგ შემთხევაშიც კი იაფი არ დაუჯდებათ,ახლების აწყობის დრაკი დღეის მდგომარეობით რომ არ გვაქვს ეგ კი ვიცით. |
Posted by: zindiosama 1 Nov 2021, 15:31 | ||||
ignorant
და უკრაინა უშვებს რომ მაგ ძრავებს?
და თურქეთი რა ისეთ ავიონიკას უშვებს? ბაირაკტარებზეც კი კანადური ავიონიკა არ აყენია? |
Posted by: ignorant 1 Nov 2021, 16:21 | ||||
ბევრნაირ ძრავებს უშვებენ, კონკრეტულად სუ-25-ებისას უშვებენ თუ არა, არ ვიცი.
სადაც ფ-16-ებს უშვებდნენ ლიცენზიით, იქ სუ-25-ი ავიონიკა რა პრობლემა უნდა იყოს. |
Posted by: zindiosama 1 Nov 2021, 18:58 | ||
ignorant
ხო მარა ავიონიკას თავისას უყენებენ? რაცხა მეეჭვება |
Posted by: datunia93 1 Nov 2021, 20:32 | ||
როგორც ითქვა სჭირდებათ ფიუზელაჟი, რომელსაც მოარგებენ ძრავს და ელექტროობას (იმედია ეს სამუშაოებიც ჩვენთან განხორციელდება). |
Posted by: Alfred_Thayer_Mahan 2 Nov 2021, 20:30 |
აბსურდია თურქეთმა 70-იანების მოიერიშეს წარმოებაში ჩადოს ფული დღეს. არაფერში სჭირდება ელემენტარულად. |
Posted by: misha-htc 2 Nov 2021, 22:24 | ||
+1 თანამედროვე სამხედრო კონფლიქტებში რამდენად აქვს აზრი დაჯავშნულ ახლო ბრძოლის მანქანას რთული სათქმელია. ჩემი აზრით არაა სუ-25 ის ადგილი თანამედროვე ბრძოლის ველზე. როცა არსებობს უპილოტო საფრენი აპარატები, ვერტმფრენები ზუსტი შეიარაღებით და მრავალფუნქციური გამანადგურებელ, ბომბდამშენები რა საჭიროა ახლო საბრძოლო კონტაქტი? სუ-25 ის პლანერი ხომ იმთავითვე ზედმეტად გადამძიმებულია. რატომ უნდა ვათრიოთ ამხელა ჯავშანი თუ მისი გამოყენება ზუსტი იარაღის წყალობით დიდი სიმაღლიდან მოხდება (გადასატანი საზენიტო რაკეტების ჭერს ზემოდან) ანუ ზედმეტია. რუსებს ტყუილა მოვიყვანთ მაგალითად - მაგენს უკვე ყავთ და ხომ არ გადაყრიან - იაფია ბაევიკების წინააღმდეგ ეფექტურიცაა. როცა არ გყავს და ახლა უნდა შეისყიდო, პილოტები ახლიდან მოამზადო, ინფრასტრუქტურა შექმნა და ამბავი რავიცი თურქები სულელები არ არიან და ამიტომ არ მჯერა მაგ პროექტის. ღმერთმა ქნას ვცდებოდე. პ.ს. A-10 ის მაგალითის მოყვანას აზრი არ აქვს A-10 იმ დონის შტურმავიკია მაგ დონეზე სუ 25 ვერასოდეს მივა თუნდაც ქვემეხის გამო, თუნდაც პლანერის და ეკონომიური ძრავების გამო და ბევრი რამის კიდევ. A-10C და A-10A ისე განსხვავდება ერთმანეთისგან როგორც მერსედესი და ზაპოროჟეცი. თან ამერიკას აქვს ფუფუნება ყავდეს სხვადასხვა დანიშნულების პარკი და თურქეთს აქვს მაგის ტრაკი რო ყავდეს მოიერიშე ავიაცია? |
Posted by: zindiosama 16 Nov 2021, 13:33 |
მე მგონი ამის წარმოებაზე მოელაპარაკნენ ჩვენები პოლონელებს არა? |
Posted by: FreSH999 17 Nov 2021, 13:57 |
zindiosama ხო მეც შემხვდა მსგავსი ინფო. ისე რაღაც ერთობლივი პროექტი რომ უნდა დაგვეწყო ვითომ პოლონეთთან, დრონების ერთობლივი წარმოება ისმის რამე მაგაზე? |
Posted by: RedShark 25 Nov 2021, 01:03 | ||||
))) |
Posted by: Alfred_Thayer_Mahan 25 Nov 2021, 01:36 |
RedShark იდეას გვპარავენ აღწერით კი ჰგავს 1-1-ში სუვოროვის მოტოციკლს, რაც დაკარგეს ყველაფერი რომ მიაწერეს * * * Когда рапорт дошел до начальника тыла Прикарпатского фронта, который в конце концов подписывал все рапорты о боевых потерях, то его воображению предстала некая чудо-машина, созданная на базе разведывательного мотоцикла "М-72". Чудесная машина была вооружена пулеметом и противотанковым гранатометом, она имела два активных ночных инфракрасных прицела, дальномер-прицел, радиостанцию "Р-123". Машина, видимо предназначалась для действий в условиях Заполярья, так как на ней находились два новеньких дубленых полушубка, а сзади была прилажена 200-литровая бочка со спиртом. |
Posted by: zzz77 25 Nov 2021, 11:34 |
შეცდომაა ასე ამ მანქანის მოწყობა.დიდია ზედმეტად და მოუხეშავი.ისევ ჰაილუქსები ჯობია მაგას. მითუმეტეს ასე ტყვიამფრქვევის დაყენება. |
Posted by: Alfred_Thayer_Mahan 25 Nov 2021, 15:52 | ||
zzz77
ოთხი ტყვიამფრქვევის |
Posted by: kanian_U 27 Nov 2021, 19:34 | ||||
ასეთი ბორბლიანი ჯორები ჩვენს რეალობაში რამდენად გამოსადეგი იქნებოდა? მაგალითად აგვისტოში როგორ გამოვიყენებდით? |
Posted by: zzz77 27 Nov 2021, 23:25 |
kanian_U კარგი რამე კია მაგრამ ძალიან სპეციფიკურია.დიდ ომში ისეთი ეფექტური ვერ იქნება ასე მგონია.რაღაც რაღაც ოპერაციებში ალბათ კი. |
Posted by: Alfred_Thayer_Mahan 27 Nov 2021, 23:26 |
kanian_U აგვისტოში ვერ გამოვიყენებდით, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა რამეს, მაგრამ აგვისტოს გამეორება ხომ არ გვინდა. ჩვენი ჯარისკაცი ომში გადაადგილდება ფეხით, რადგან ტრანსპორტიორი არ გააჩნია, ტენტიანი სატვირთო კი მხოლოდ ზურგში თუ გამოდგება. შესაბამისად ქვეითი უნდა იყოს მაქსიმალურად მსუბუქი, სხვაგვარად უბრალოდ ვერ ივლის. მსუბუქი კი ნიშნავს სუსტს. ასეთი "ჯორების" გამოყენებით ქვეითი მარშზე მსუბუქია, ბრძოლაში კი მძიმე და ძლიერი. * * * zzz77 თითო ოცეულს (სადაც შეგვეძლება ათეულს) ერთი ასეთი რომ გაჰყვეს დიდ ომში და მძიმე შეიარაღება და დამატებითი მარაგი ატაროს, რაში ხედავთ პრობლემას? 2008-ში სატვირთოებით მივიდა არმია ფრონტზე, რადგან მაგ დროს არ ვეომებოდით რუსეთს ფორმალურად და ავიაცია არ გვეხებოდა. შემდეგ ომში ბაზიდან ფრონტამდე ფეხით იქნება გასავლელი. |
Posted by: zzz77 28 Nov 2021, 09:58 |
Alfred_Thayer_Mahan მაგ ვირების პლიუსი ისაა რომ ელექტრო ძრავი აქვს და ჩუმად გადაადგილდება. ფართომაშტაბიან ომში ჩვენნაირი ქვეყნისთვის ხშირად საწვავის ჩასხმის პრობლემა დგება არათუ მაგ ვირის დატენვის. მარტო სეპარატისტების წინააღმდეგ საომარი მოქმედებების წარმოებისთვის გამოდგება. დიდ ომში სადაც დღეების მანძილზე შეიძლება ნორმალურად დაბანაკების საშუალება არ მოგეცეს,ვერ შეაერთებ 8-12 საათი დატენვაზე და ვერ დაუწყებ ლოდინს. დენი ძალიან შეგიზღუდავს მანევრის მიმართულებებს და რადიუსს. * * * შემდეგ ომში უნდა მოხერხდეს და ცა უნდა დაიკეტოს. ამიტომაა რომ დანაყოფებს ჭირდება თავისი ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის სისტემები რომლებიც მარშისას დაიცავენ დანაყოფს. თუ ეს არ მოხდება და ეგრევე ასიმეტრიულ ომზე გადავალთ მაშინ რაღაც რაიონები მაინც უნდა ჩავკეტოთ საჰაერო დაცვის სისტემებით რომ იმ რაონებში მოახერხოს ტექნიკამ ასე თუ ისე გადაადგილება.ანუ რაღაც მიმართულებები უნდა ჩაკეტო. თუ ეგეც არ მოხერხდა და მოგიწევს ჩეჩნების ტაქტიკით ბრძოლა. ტყეში ღრეში და ფეხით. ასეთ დროს იქამდე იომებ სანამ მოსახლეობა გაუწევს წინააღმდეგობას და მოსახლეობაში გეყოლება დასაყრდენი ძალა. სულ ესაა რეალურად. |
Posted by: Alfred_Thayer_Mahan 28 Nov 2021, 11:16 | ||||
zzz77 არანაირი ელექტრო, მგონი კვადროს ძრავზეა ეგ 8×8, აქტიური დასვენებისთვის იყენებენ (მაგალითად სანადიროდ) და სადღაც 20 000$ ღირს. ანუ არც საწვავზეა პრობლემა, არც მომსახურებაზე და არც სადმე მიტოვებაზე თუ მწყობრიდან გამოვა. თუ გვინდა ჩვენი ქვეითი მტრისას ჯობდეს (ერთად-ერთი ვარიანტი, რომელიც რაიმე შანსს გვაძლევს), უნდა იყოს უკეთ აღჭურვილი. უნდა ჰქონდეს მეტი მარაგი ჩვენი მომარაგების სირთულიდან გამომდინარე და ა.შ. ასეთი ქვეითი თუ ზურგით ათრევს ყველაფერს, გაივლის დღეში 15-20კმ-ს იდეალურ ვარიანტში. მთაში 5-ს ან გაივლის, ან ვერა.
ამის არ მჯერა, შეუძლებლის ზღვარზეა. СУ-25-სგან კი შეიძლება დაიცვა არმია, მაგრამ დრონებისგან, მართვადი რაკეტებისგან, ზალპური სისტემებისგან... ვერ დაიცავ.
როგორც კო ფრონტი ჩამოიშლება, ომი წაგებულია. პარტიზანობით შეაწუხებ იმ არმიას, რომელსაც ქვეყანა ექნება ოკუპირებული, მაგრამ ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენ მოსკოვზე. |
Posted by: zzz77 28 Nov 2021, 13:42 |
Alfred_Thayer_Mahan ფოტოზე რომ არის ექვს ბორბლიანი ეგ უეჭველი ელექტროა.მქონია ეგეთებთან ცოტა ხანს შეხება.მართვის პულტი აქვს და ისე იმართება.არის მეორე ვარიანტი რომელიც ოპერატორს მიყვება თავისით მართვას არ საჭიროებს.ამ ვარიანტს თავისი მინუსები აქვს. კვადროციკლები და მსგავსი რაღაცეები რომელიც ბენზინზე მუშაობს რა თქმა უნდა საჭიროა. ამაზე ძნელია იკამათო. ერთი ნიუანსი ოღონდ ყველა შემთხვევაში მებრძოლი უნდა მართავდეს. მაგრამ თავისი ხმაურის გამო ესეც ყველგან არ გამოდგება,მაგრამ მოქმედების რადიუსს საგრძნობად გაზრდის. ყველაფრისგან რა თქმა უნდა ვერ დაიცავს ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები.მაგრამ ცოტა შენიღბვა, ცოტა დაზვერვის ინფორმაციები, ცოტა შენი უპილოტოების მოქმედება,ცოტა შორი მოქმედების სისტემები,ციტა საშუალო მოქმედების სისტემები ცოტა ახლო მოქმედების სისტემები და შედეგი იდება |
Posted by: Alfred_Thayer_Mahan 28 Nov 2021, 14:47 | ||||
zzz77 კონკრეტულად მაგ მანქანაზე არა, პრინციპზე გვქონდა საუბარი. ეგ 2-3 T-72-ის ფასია, არაა საჩვენო. ჩემი ვარიანტი იყო მსგავსი 8×8 აქტიური დასვენებისთვის, xDavid_S -ის კი კვადრო მისაბმელით. იდეა იმაშია, რომ იაფმა და მარტივმა პატარა ტრანსპორტმა ატაროს ტვირთი ბრძოლის ველამდე. სხვაგვარად ვერაფერს სერიოზულს ჩვენი ქვეითები ვერ ატარებენ, ტრანსპორტი არ გააჩნიათ. ხმაურს რაც შეეხება, ჯერ ერთი ომში ხმაური მუდმივადაა, მეორეც - მაყუჩი საკმაოდ დაახშობს, სამოქალაქო ვარიანტს საჭიროება არ აქვს უბრალოდ. და მესამეც, მთავარი - როცა ფრონტს მიუახლოვდებიან, დატოვებენ ზურგში "ჯორს" და აიკიდებენ ყველაფერს თვითონ. მოუწევთ 3-5 კმ-ზე ტარება და არა 30-50-ზე.
ბანალურად ფული არ გვეყოფა იმისთვის, რომ:
ავიაციისგან შეგვიძლია ასე თუ ისე თავის დაცვა, მაგრამ დრონებისა და რაკეტებისგან? პატარა სადაზვერვო დრონები დიდი პრობლემაა. |
Posted by: rommel 28 Nov 2021, 15:15 |
zzz77 არ აქვს დიდი ხმა. ელიავაზე 1-2 კაცი ვიცი, ისეთ მაყუჩს დაუყენებს ელექტროსგან ვერ გაარჩევ |
Posted by: zindiosama 28 Nov 2021, 16:45 | ||
Alfred_Thayer_Mahan
არც ისეთი - თუ კონტრბატარეულ ცეცხლს დაუხვედრებ |
Posted by: Alfred_Thayer_Mahan 28 Nov 2021, 18:56 |
zindiosama კონტრბატარეულით დრონებს როგორ იგერიებთ ვერ მივხვდი. |
Posted by: kanian_U 28 Nov 2021, 19:38 | ||
Alfred_Thayer_Mahan ესეიგი იმას იძახი რომ თუ საკმარისი ჯავშანი გვექნება (დიდგორი, 8X8 გტრ ეტც) ეგ ვირები აღარ დაგვჭირდება?
ალბათ იმას გულისხმობ რომ ჯავშანი მალევე დაიბომბება ხომ? იგივე წარმატებით ქვეითს ვერ დაბომბავენ? მითუმეტეს ათასობით კაცს როგორ დამალავ ამხელა ფართობზე, თან 40კმ ის გავლას მინიმუმ 8 საათი მაინც უნდა, ამ დროში კი გიპოვნიან. ისე საინტერესოა სავარაუდოდ როგორ განვითარდება ომი ხვალ რომ დაიწყოს თუნდაც, ყოველი საათის ანალიზით და ასე შემდეგ, ვინმეს თუ დაუდია ამაზე ნაშრომი ან თუნდაც ვრცელი პოსტი ფორუმზე, წავიკითხავდი სიამოვნებით. |
Posted by: zindiosama 28 Nov 2021, 20:23 | ||
ვანიებს რამდენადაც ვიცი, დამრტყმელი დრონები არ ყავთ, მარტო სადაზვერვო. ანუ ეგენი რეალურად მარტო არტილერიის ცეცხლის კორექტირებისტვის დაჭირდებათ. ხოდა ჩვენც მაგათ ბატარეებს უნდა ვებრძოლოთ (ეს იდეაში თორე რეალში რისი თავი გვაქ ) პ.ს. - და ისე იგივე ორლანების ჩამოყრა რა პრობლემაა, უკრაინელები სულ პანტაპუნტით ყრიან დონბასში, ის კი არა აგვისტოს ომის მერე მახსოვს ერთი ცალი ჩვენც ჩამოვუგდეთ (ომის დამთავრებიდან ორიოდე კვირა იყო გასული და ჯერ კიდე დაძაბულობა იყო შეხების ხაზზე) |
Posted by: zzz77 28 Nov 2021, 22:17 |
Alfred_Thayer_Mahan ეგ დავწერე მეც, ბენზინზე ცუდი არ იქნება, რაღაც მანძილამდე მიიყვან და მერე ივლი ფეხით. ხმაური მაყუჩით არ ვიცი როგორ შეუმცირდება,მაგრამ მთაში,ტყეში და მსგავს ადგილებში სადაც დანაყოფი ბრძოლით არ მიიწევს ძალიან შორს გადის ხმა. მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ვერ გამოიყენებ. სულ რომ ნახევარი გზა გაგატაროს ესეც უდიდესი შეღავათია.პლიუს რაღაც ადგილზე შეგეძლება დამატებითი ტყვიაწამლის მარაგის იმედი გქონდეს. მოკლედ მოტორიზებული ცუდი არაა.ჭკვიანური მიდგომით კარგად გამოიყენებ. უპილოტო და დენის წყაროზე დამოკიდებული კი ძალიან ვიწრო სპეციალიზაციით გამოიყენებ.ნუ ჩვენთვის ჯერ მითუმეტეს თუ ასე ძვირია არაა საჭირო. ჰაერსაწინააღმდეგოს რაც შეეხება კი ძვირია მაგრამ ნუ რაც მოხერხდება ის უნდა გაკეთდეს.შესაბამისად ომშიც რაც მოხერხდება იმას დავდებთ. უპილოტოებზე ვიდეო ვნახე აქ ფორუმზე სტინგერით აგდებდნენ დრონებს და იქნებ ჩვენმა გრომებმაც ჩამოყაროს უპილიტოები.რაღაცეებიც უნდა დავამატოთ.სხვა გზა არაა. ჯავშანი უნდა დავფაროთ მაქსიმალურად. ჩვენც უნდა გვქონდეს საშუალება რომ მოწინააღმდეგეს საპასუხო და პრევენციული დარტყმები მივაყენოთ. მოკლედ ასე კომპლექსურად თუ არ მიუდგებით,მოგვიწევს პარტიზანობა და პარტიზანული მოძრაობა შენი თქმის არ იყოს უკვე განწირული ბრძოლაა. * * * zindiosama კი ერთი ან ორი ჩამოვაგდეთ. მაგრამ ჯობია მოემზადო უკეთ ვიდრე ეხლა ვართ. დრონები სერიოზული საფრთხეა გინდაც დამტრყმელი დრონი არ იყოს. * * * kanian_U ხვალ რომ ომი დაიწყოს ჩვენ ჯერ კიდევ მოუმზადებლები ვიქნებით და არა მარტო იმის გამო რომ შეიარაღება არ გვაქვს უმაღლესი დონის და ასე შემდეგ.მთავარი ფაქტი ისაა რომ ადამიანები არ არიან მოტივირებულები რომ ქვეყნის სუვერენიტეტი დაიცვან ნებისმიერ ფასად. აგერ გვერდით თემებში რუსული ბაზები არ მიაჩნიათ პრობლემად.ეგეთი არათუ არ იომებს პირიქით მაქსიმალურად ითანამშრომლებს რუსებთან |
Posted by: rommel 29 Nov 2021, 00:22 | ||
გასვამ რამდენიმეს სარზე და დანარჩენები შეიმალებიან სოროში. ნეტა ის არაკაცი როგორაა აგვისტოს ომის დროს სახლის სახურავზე რუსეთის დროშა რომ ააფრიალა. რამ გამახსენა ამ ღამით. |
Posted by: Alfred_Thayer_Mahan 29 Nov 2021, 01:00 | ||||||||
kanian_U
მასიურად არმიას აღარ დასჭირდება.
ყველაფერი დაიბომბება, ამას ვერ ავიცილებთ. დანაკარგის მინიმიზირება როგორ უნდა მოხდეს ეგ იმხელა თემაა... ახლა უბრალოდ ა-დან ბ პუნქტში გადასვლაზეა საუბარი.
ოფიციალურად წინა ხელისუფლებამ ომი მოიგო, ახლანდელისთვის კი იყო რაღაც 2008-ში, მაგრამ გახსენებად არ ღირს. მოსახლეობისადმი (ამომრჩევლისადმი) დამოკიდებულება იდენტურია. ამიტომაც არაფერი მსგავსი არ ყოფილა და არც იქნება. ფორუმზე ალბათ იქნება მსგავსი პოსტები, მაგრამ რაა განსახილველი? ვინმეს სჯერა, რომ რაც გასაკეთებელია ვიზამთ? zindiosama
სიმართლე გითხრათ მე N1 საფრთხედ რუსული არტილერია მიმაჩნია და დრონები, რომლებითაც მათი კორექტირება შეიძლება. 10-დან 9 რომ ჩამოაგდო და მეათემ თავისი საქმე გააკეთოს, ცუდადაა საქმე. zzz77 ავიაციისგან მეტ-ნაკლებად შეიძლება თავის დაცვა, მაგრამ რაკეტებსა და დრონებს რა ვუყოთ? რაკეტები თუ ვესროლეთ დრონებს, 2-3 დღეში ქვეყნის ბიუჯეტს გავისვრით. პატარა სადაზვერვო დრონი ძალიან იაფია და შესაძლოა ასეულობით გვესტუმრონ, ერთდროულად. rommel სუფრას რომ ახვედრებდნენ ისინი ხომ გასვეს სარზე და ეგ ეტყობა გამორჩათ... უფრო დიდი პრობლემა ისაა, მეზობლები ვერ ხვდებიან რატომაა მათი მეზობელი მოღალატე და სარზე გასასმელი. რუსეთი უყვარს, მერე რა... |
Posted by: zzz77 29 Nov 2021, 08:40 |
Alfred_Thayer_Mahan პატარა სადაზვერვო დრონის სიხშირეების დახშობა რეალურია რამდენადაც ვიცი,ალბათ უფრო ამ მეთოდით უნდა ვებრძოლოთ.რაც არ იხშობა ქვემეხით(უნდა ვიყიდოთ ნორმალური). რასაც ვერ მიწვდება ქვემეხი უკვე რაკეტებით.სხვა გზა არაა. საპირწონედ ჩვენც უპილოტოების გუნდი უნდა დავასიოთ მოწინააღმდეგეს.ათობით ცრუ სამიზნე დრონით უნდა შენიღბო მუშა დრონი რომ დავასწროთ არტილერიის პოზიციების დადგენაში და განადგურებაც. ძვირი სიამოვნებაა მაგრამ სხვა გზა არ ვიცი მე. |
Posted by: xDavid_S 29 Nov 2021, 10:22 | ||
მიზნად რომ დავისახოთ იმათ არტილერიაზე პროაქტიული ნადირობა |
Posted by: rommel 29 Nov 2021, 11:25 | ||
მიფიქრია ამ საკითხზე და ჩემი მოკრძალებული აზრით, სამხედრო კოლონის ტრადიციული გადაადგილების მეთოდები არ გამოგვადგება. ჩვენს რეალობას უნდა მოვარგოთ. მცირე, დაშორიშორებულმა დანაყოფება საჭირო დროს, საჭირო ადგილას უნდა შეძლონ სწრაფად კონცენტრირება. რაღაც მგლის ხროვის მაგვარი პრინციპი გვჭირდება. მსგავს მოქმედებას თავისი მინუსები გააჩნია, მაგრამ მთლიანი კოლონის ცეცხლის ქვეშ მოხვედრას, 4-5 ჯავშანტრანსპორტიორისგან შემდგარი ჯგუფის დაკარგვა(ყველაზე ცუდ შემთხვევაში) სჯობს. |
Posted by: zindiosama 29 Nov 2021, 11:32 | ||
Alfred_Thayer_Mahan
ხოდა მეც მაგაზე დავწერე, კონტრბატარეულია საჭირო თქო იმათი ბატარეები უნდა ჩაახშო თორე ორლანების დევნა ზარბაზნით ბეღურებზე ნადირობაა და მეტი არაფერი |
Posted by: FreSH999 29 Nov 2021, 11:35 |
და რებ-ით ვერ ჩავახშობთ მცირე დრონებს? + რეინმეტალის ქვემეხები |
Posted by: Alfred_Thayer_Mahan 29 Nov 2021, 12:50 | ||||||
zzz77 ჩაკეტვა არ გამოვა რაღაც რაიონის, ანუ საერთოდ არაფერმა რომ არ შეაღწიოს. თორემ რაღაც დონეზე შეიძლება გამკლავება. xDavid_S
zindiosama
რომ ვინადიროთ, ჯერ უნდა მივწვდეთ. რომ გვემუშავა ამდენი ხანი უმართავ რაკეტებზე... FreSH999 ასე შეიძლება რაიმე ობიექტი დაიცვა, ერთ-ერთ კომპონენტად რომ იყოს ეგ ქვემეხი. ყველაფერს მაგით ვერ დაფარავ. rommel
რეალობაში ერთად-ერთი მაგისტრალი გვაქვს... ზოგადად არ გვაქვს გათვლა იმაზე, რომ ბაზებს დაარტყამენ, არადა მანდედანაა დასაწყები, თორემ ომი დაიწყება და არმია აღარ გვეყოლება. |
Posted by: rommel 29 Nov 2021, 13:18 | ||||
Alfred_Thayer_Mahan
+1
მაინც და მაინც ცალმხრივი მოძრაობით უნდა ჩავიდეთ დათქმულ წერტილამდე? შეიძლება გადახვევაც |
Posted by: zzz77 29 Nov 2021, 13:56 |
Alfred_Thayer_Mahan რა თქმა უნდა სრული ჩაკეტვა ჩვენ კი არა გაცილებით ძლიერ ქვეყნებს არ შეუძლიათ. აქ საუბარია რომ მოიერიშე თვითმფრინავებმა არ შემოაღწიონ ადვილად (მარტო სუ25 ს არ ვგულისხმობ რა თქმა უნდა) და სადაზვერვო დრონები დაუსჯელად არ ახერხებდნენ თვალთვალს გადაადგილებაზე და ცეცხლის კორექტირებას,ასევე დამრტყმელი დრონები თუ გამოჩნდება ეგ საფრთხეც შეძლებისდაგვარად რომ განეიტრალდეს. რები რამდენად მოახერხებს ეფექტურ მოქმედებას არ ვიცი მაგრამ თუ მოახერხებს ხარვეზების დაყენებით ეფექტურობის დაგდებას ეგეც ხეირია. მოკლედ ძალიან კომპლექსური მიდგომა უნდა. rommel მცირე ჯგუფებით გადაადგილება,ჩემი აზრით ყოველთვის ჯობია ჩვენნაირი მცირე ძალების მქონე ჯარისთვის. უბრალოდ დაზვერვა და კოორდინაცია უნდა იყოს უმაღლეს დონეზე. ჩასაფრებებით და მოკლე რეიდებით ბევრად დიდ ძალებს ბოჭავ. ხანდახან ერთი ორწუთიანი შეტაკება ძალიან რევს მოწინააღმდეგეს გეგმებს და ხშირად დიდი ხნით აყოვნებს. ხუთ კაციანი დანაყოფიც კი თუ მოახერხებს სიტყვაზე კარგი ადგილის შერჩევას და ჯაველინით ერთი ორი გასროლით ტექნიკის დაზიანებას და კიდევ უკეთესი ტყვიამფრქვევით ზედაპირულ დამუშავებასაც კი ამით საკმაოდ დიდი ძალების შეფერხება დემორალიზაციას მოახდენს. არადა ახლო კონტაქტზეც არაა საუბარი 1500 მეტრის დისტანციაც საკმარისი იქნება რომ ჯგუფმა დატოვოს შეტაკების რაიონი დანაკარგის გარეშე. ასეთ დროს კი მართლა კარგი იქნება კვადროციკლების მაგვარი ყველგანმავლები |
Posted by: Alfred_Thayer_Mahan 29 Nov 2021, 15:19 | ||
rommel
შესაბამისი გამტარობა უნდა ჰქონდეს გზას, რომელზეც გინდა არმია გაატარო. ვერ წარმომიდგენია ბრიგადამ მაგისტრალის გარდა სადმე გაიაროს, ბატალიონისთვისაც კი ალბათ სულ რამდენიმე ალტერნატივაა და ისაც შესაბამისი მომზადების შემდეგ. ჩვენ თუ ფეხით გვიწევს მოძრაობა, გზები კი არა, ბილიკები შეგვიძლია გამოვიყენოთ და ეს ძალიან დიდი პლუსია, ოღონდ თუ შესწავლილია ეს ბილიკები. zzz77 მე ვერ ვხედავ ეფექტურ კონტრ-ზომას სმერჩი+დრონი-ს წინააღმდეგ. მხოლოდ დრონებზე ნადირობა არაფერს მოგვცემს, ადრე თუ გვიან გამოაღწევს რომელიმე და... "გრძელი ხელი" გვჭირდება, ჩვენ თვითონ რომ მივწვდეთ სმერჩებს. მაგრამ ასეთს თითქმის დარწმუნებული ვარ არავინ მოგვყიდის. ჩვენით უნდა ვაკეთებდეთ. |
Posted by: zindiosama 29 Nov 2021, 16:43 | ||
Alfred_Thayer_Mahan
ხოდა მაგაზე ზემოთ დაგიწერე იდეაში თქო თორე რეალში ამათ ხელში ვერავის ვერასოდეს მივწვდებით |
Posted by: otokarcobra 29 Nov 2021, 16:49 | ||
Alfred_Thayer_Mahan
მეც ძაან ბევრი მაქვს ნაფიქრი მაგაზე და ორი ვარიანტია: 1. პირველმა ჩვენ უნდა დავარტყათ ისე რო აზრზე არ იყვნენ (ამისთვის წლობით მუშაობაა საჭირო მარტო იმაზე რომ ინფომ არ გაჟონოს) 2. დივერსია (ესაა ერთადერთი მისაღები ვარიანტი ჩვენი რეალობიდან გამომდინარე და ამ შემთხვევაშიც ჩვენ გამოგვდის პირველი დარტყმა) თუ ჩვენ იმას დაველოდებით რომ ისინი რას იზამენ და ჩვენ პოსტ-ფაქტუმ რეჟიმში გვიწევს ყველაფრის კეთება, აზრი არ აქვს, გაგვასწორებენ მიწასთან |
Posted by: zzz77 29 Nov 2021, 17:11 |
Alfred_Thayer_Mahan მარტო დრონზე ნადირობა რა თქმა უნდა ეფექტური არ იქნება,თუნდაც იმიტიმ რომ თავისუფლად შეიძლება შემოგეპაროს ჯგუფი რომელიც მშვენივრად მოახერხებს შორიდანაც მიზნის აღმოჩენას და ცეცხლის კორექტირებას. ამიტომ არის საჭირო ჩვენც გვქონდეს დრონებიც და ბევრი სხვა რამეც. გრძელ ხელს რაც შეეხება,უნდა მოხერხდეს ჯარის უზრუნველყოფა. თუ მოხერხდება რაკეტებით ხო კარგი თუ არა და ისევ კამიკაძე დრონების და უპილოტოებების იმედად უნდა ვიყოთ და განვავითაროთ ეს დარგი. ისე უნდა მოხერხდეს რომ კავშირის დახშობაც რომ მოხდეს უპილოტომ უნდა მოახერხოს მიზნის იდენტიფიცირება და დამოუკიდებლად განადგურებაც. ეგეთი უპილოტოების გჯუფს ვერ შეაჩერებს ვერანაირი ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა. პ.ს. რატომღაც მგონია ჩვენ მაგას ვერ მოვახერხებთ და მოწინააღმდეგე უფრო მალე შეიარაღდება მსგავსი უპილოტოებით. ძალიან პატარა ქვეყანა ვართ. გაცილებით მეტი რესურსი გვჭირდება ან მართლა კარგი მოკავშირე უნდა ჩავრთოთ ასეთ პროექტებში |
Posted by: Alfred_Thayer_Mahan 29 Nov 2021, 17:16 |
zindiosama რეალობად უნდა ვაქციოთ როგორმე, თუმცა დრონების პრობლემას მაინც ვერ ხსნის ეგ, მაგრამ სიტუაციას გვიმსუბუქებს. otokarcobra ჩვენ და ფარული მოქმედება... პიტველებმა რომ დავარტყათ, ძალიან კარგ პოზიციებზე გავალთ, მაგრამ... რუსეთთან ვრჩებით 1-1-ზე, სიტყვას არავინ წაგვაშველებს არა თუ დაგვეხმარება. რუსეთი არ მიიღებს არაფერს უპირობო კაპიტულაციის გარდა (სხვა შემთხვევაში მმართველო პარტია ვერ დარჩება ხელისუფლებაში). რუსეთი წავა ნებისმიერ მსხვერპლზე გამარჯვებისთვის. შანსი არ გვაქვს ასეთ სიტუაციაში. პირველი საქართველო გამოიფიტება რაც არ უნდა კარგად ვიომოთ. არ უნდა იყოს ჩვენთვის პირველი დარტყმის მიღება მძიმე. * * * zzz77 ტექნოლოგიურად ძალიან ჩამოვრჩით რუსეთს. |
Posted by: zzz77 29 Nov 2021, 17:30 |
Alfred_Thayer_Mahan სწორედ ესაა უბედურება.31 ქარხანა უნდა დავტვირთოთ რამენაირად დრონების და უპილიტოების წარმოების კუთხით.ან თურქები ან პოლინელები ან რავი ვინმე უნდა მოინახოს და დაიწყოს რაიმეს კეთება. უპილოტო ძალიან კარგი რამეა. უპილოტო კი არა არც ფრთოსანი რაკეტების წარმოება არაა წარმოუდგენელი ამბავი.მონდომებაა ყველაფერი და ფული. |
Posted by: kanian_U 29 Nov 2021, 17:46 |
პირველ შეტევას ყაზარმებში თუ შევხვდით არაფერს აზრი არ აქვს მაშინ. ასე უცებ ვერაფერს დაიწყებენ რუსები, ელემენტარული საკმარისი ცოცხალი ძალა არ ყავთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე და არც ტექნიკა ალბათ, ხოდა სანამ ეგენი მოემზადებიან 1-2 თვე ხო დაჭირდებათ? ამხელა მოძრაობა კიდე ნორმალურ დაზვერვას არ უნდა გამოეპაროს წესით (თუ დავუშვებთ რომ გვყავს), შეიძლება ამერიკელებიც დაგვეხმარონ ინფორმაციით. პარალელურად ჩვენც შესაბამისად მოვემზადებით და შეძლებისდაგვარად დავიკავებთ პოზიციებს. |
Posted by: Alfred_Thayer_Mahan 29 Nov 2021, 18:11 |
zzz77 დრონში მთავარი პროგრამული უზრუნველყოფაა, სხვა ყველაფერს ონლაინ-მაღაზიაში შეუკვეთავ. კადრებში გვიჭირს. kanian_U უცებ უმიზეზოდ ვერ დაგვცხებენ, მაგრამ როცა სიტუაცია დაიძაბება... მაგალითად 2008-ში გართულება მაისიდან დაიწყო. რამდენიმე თვე არმია ვერ იქნება ბაზის გარეთ. ძალიან ბევრი ნიუანსია დაზვერვა (სულ ელემენტარულად შეიძლება რამდენიმე ობიექტის კონტროლი, რომლებზეც გარანტირებულად აისახება საომარი სამზადისი), ბაზების მაქსიმალურად სწრაფი დაცლა საჭიროებისას, ყოველი ახალი ბაზის გათვლა დაბომბვისას ზიანის მინიმიზირებაზე და ძველების ამგვარი მოდერნიზაცია, ომის ან ომის წინა პერიოდისთვის ბაზირების ადგილები, მარშუტები სხვადასხვა მიმართულებით... არაფერი რაც ჩამოვთვალე დიდ ხარჯთან არაა დაკავშირებული, მაგრამ არ გაკეთებულა და არ კეთდება... |
Posted by: zindiosama 29 Nov 2021, 18:14 | ||
Alfred_Thayer_Mahan
ისე ამათ ათწლიან პროგრამას თუ დაუჯერებ, მაგის რეაკბად ქცევა ექვსი წლის მერე დაიწყება - ჰსთ-ს პრობლემას რო მოაგვარებენ მერე )რისი მომგვარებლები არიან ეს საცოდავები თორე... ) |
Posted by: otokarcobra 29 Nov 2021, 19:22 | ||
Alfred_Thayer_Mahan
ერთი-ერთზე არასდროს არ დარჩები როცა რუსეთთან ხარ პირისპირ. ოღონდ უნდა ანახო რო ტრაკი გაქ რაღაცის. მე სხვანაირად ვერ ვხედავ გზას, გარდა დასწრებისა |
Posted by: rommel 29 Nov 2021, 19:57 | ||||
Alfred_Thayer_Mahan
ბრიგადის მაგისტრალზე გაშვება ხარაკირის ტოლფასია ჩვენთვის. ბაზების დაბომბვის შემდეგ პირველი ამას დაელოდება მოწინააღმდეგე და სადმე თუ გამოგვიჭირა ყველაფრის ფასად შეეცდება ჩვენს განადგურებას. დიდი ალბათობით მოახერხებს კიდეც. 2008-ში მინიმუმ ერთი შემთხვევა ვიცი, 5 დღიანი ომის 2 დღით შემოკლება რომ შეეძლო მოწინააღმდეგეს. როგორ ვერ აღმოაჩინეს ამდენი ტექნიკა ერთად დღემდე მიკვირს. ჯოჯოხეთს მოგვიწყობდნენ. საერთოდაც გაძლიერებულ ბატალიონზე დიდი დანაყოფი არ გვჭირდება. იდიოტობაა ათასობით კაცი ერთ ბაზაში რომ გვყავს, წუთებში გაასწორებენ მიწასთან.
გვერძე თემაში გადაირევიან ( ), მაგრამ თიბიემ-ით ან უფრო მცირე ზომის დანადგარებით, რომ მოხდეს პატარა ზომის (ბატალიონზე გათვლილი) მიწისქვეშა ბაზების გაკეთება, სადაც კონფლიქტის განახლების საშიშროების შემთხვევაში გადაინაცვლებს დანაყოფი, ძაან ფანტასტიკის სფეროა? ან იქნებ საბჭოთა დროინდელი თუ არსებობს იმის განახლება მოხდეს. კრიტიკულად მნიშვნელოვანია პირველ სარაკეტო იერიშს მინიმალური დანაკარგებით დავუძვრეთ. otokarcobra Alfred_Thayer_Mahan მთელ ჯარს ყაზარმულზე ვერ ამყოფებ, მაგრამ საფრთხის არსებობის შემთხვევაში მცირე ჯგუფები მუდმივად შეიძლება გყავდეს შეხების ხაზის სიახლოვეს, რომლებსაც წინასწარ ექნებათ განსაზღვრული სმერჩის ბატარეას გაშლის სავარაუდო ადგილები. მათ უნდა სცადონ აღმოჩენა და შემდგომში უპილოტოების ჯოგის საშუალებით განადგურება. ჰო მართლა, პირველები დარტყმას რითი აპირებთ? დანებით და გრადლარის 5 ცალი პაკეტით? რომც მოვინდომოთ საშუალება არ გვაქვს. |
Posted by: Alfred_Thayer_Mahan 29 Nov 2021, 20:13 |
zindiosama ჰსთ-ს ხომ მიხედეს ერთხელ უკვე და მეორედ რად უნდა? |
Posted by: xDavid_S 29 Nov 2021, 20:18 | ||
rommel
სენაკის ბრიგადის გადმოსწროლას გულისხმობთ? |
Posted by: rommel 29 Nov 2021, 20:32 | ||
xDavid_S
არა, ეს საერთოდ სიგიჟე იყო. ტელევიზია გადასცემდა მგონი გამოსვლისას გაიჭედა დიდი დაჯგუფება. ყველაფერი კი იმით დაიწყო,რომ ბეემპეს მილი გაუსკდა. არ ვიცი როგორ მოახერხეს,მაგრამ საცობი გაკეთდა და მთელი ტექნიკა ერთად შეჯგუფდა. ალბათ პანიკაშიც იყვნენ ჯარისკაცები. ფოტოები რომ არ მენახა, არც კი დავიჯერებდი. |
Posted by: Alfred_Thayer_Mahan 29 Nov 2021, 20:34 | ||||
otokarcobra რუსეთზე თავდასხმა უნდოდეს ვინმეს, ჩვენ არ დაგველოდებოდა. რუსეთს ჩვენ დავცხოთ და სხვებს გადავძახოთ ბიჭებო მოგვყევითო, რავი... rommel
კი და ამ დროს სხვა ალტერნატივა არაა. ძალიან დიდი პრობლემაა სუსტი კომუნიკაციები.
არ შეიძლება ბაზაზე მრავალსართულიანი შენობები, უზარმაზარი მინის ფანჯრები, აბსოლუტურად დაუცველი ბოქსები... შედარებით მცირე ზომის ბაზა. ბაზაზე ტაქტიკური ჯგუფი ბატალიონის დონის თავისი არტილერიით, ტრანსპორტით, რეზერვით... 1 სართულიანი, სქელ-კედლიანი ყაზარმები, ფანჯრებზე რაიმე მინის შემცვლელი, რომელიც სახიფათო ნამსხვრევებს არ იძლევა. ყაზარმების გვერდით რაიმე თავშესაფარი, თუნდაც პრიმიტიული სანგარი, რომ განგაშზე წამოყრილმა ჯარისკაცებმა 25-30 წამში შეაფარონ თავი. დაცული, დაშორიშორებული ბოქსები. ბაზიდან რამდენიმე გასასვლელი, რომლებიც განგაშზე გაიხსნება. შეკრების რამდენიმე პუნქტი, რომელიც ყოველ დღე შეიცვლება... დაზვერვას რაც შეეხება, საჭიროა რამდენიმე ბაზის, აეროდრომისა და გზის კონტროლი, თუნდაც საცხოვრებელი კორპუსიდან. 30-50 კაცია გადმოსაბირებელი (თითო ობიექტზე რამდენიმე ერთმანეთისგან დამოუკიდებლად) და მათგან მიღებული ინფორმაციის ანალიზი... ძალიან ბევრის წერა შეიძლება, უბრალოდ ეს უკვე ნამდვილად არ შეესაბამება თემას და არ ვიცი რამდენად ფორუმს. |
Posted by: xDavid_S 29 Nov 2021, 20:43 | ||
rommel
გზიდან გადაგდების საშუალება არ იყო? როგორც რუსებმა ქნეს გუფთის ხიდზე გაჩერებული ბმპ რომ გადაუშვეს ხიდიდან ასეთ დროს უთუმცაოდ უნდა გაწირო დაზიანებული ტექნიკა და გააგრძელო ამოცანის შესრულება |
Posted by: rommel 29 Nov 2021, 20:57 | ||
xDavid_S
გაკეთება დაიწყეს და მაგან გამოიწვია ეს ყველაფერი. დაბნეულებიც იყვნენ აშკარად. აირივნენ და გაიჭედნენ. ბოლოს გააკეთეს და წავიდნენ ასეთი რაღაცების შემდეგ მჯერა, რომ ოდნავ ბედიც კი გვწყალობდა მაგ ომში. |
Posted by: Zuka911 29 Nov 2021, 23:48 | ||
აქ რომ დაერტყათ რუსებს "ჯოჯოხეთის გზატკეცილი" რომ მოუწყვეს ამერიკელებმა ერაყელებს 91ში ეგ მოგონება იქნებოდა და ომის მერე დაახლოებით 1000-მდე დაღუპული გვეყოლებოდა... ფაქტიურად მთელი მე-4, პირველის ბრიგადის ნაწილი, პირველი საარტილერიო + ბევრი ცალკეული მანდ იყო მოყრილი ერთად ზოგი სამხედრო ყვება გადაგვიფრინეს რუსების ავიაციამ მაგრამ არ უსროლიათო... ვერ გაიგებ. მაგრამ ეხლა გამახსენდა რომ მაგ კოლონას რამდენიმე ზსუ-23-4 და მტ-ლბზე დაყენებული ზუ-23-2 იცავდა. ასევე ს-60ებიც თუ არ ვცდები ასე რომ... rommel აქვე გავიხსენოთ ის ეპიზოდი, გორთან რომ ბმპ დაიწვა, მის გზიდან გადასაგდებად მისულ ბატ-2-საც რომ ცეცხლი გაუჩნდა და მერე ახლოს მდგომ მანქანასაც რომ გაუჩნდა ცეცხლი და მერე ერთი ამბავი რომ აიწია... |
Posted by: zindiosama 30 Nov 2021, 11:59 | ||
მეორედ კი არა იმ ათწლიან პროგრამაში ექვსი წელი სწორედ ჰსთ-ს ეთმობა და მერე არტილერიას და სხვა რაღაცეებს ნუ ეხლა ამას რამდენად განახორციელებენ არ ვიცი მარა ყოველ შემთხვევაში ეგრე უწერიათ |
Posted by: otokarcobra 30 Nov 2021, 13:56 | ||||
Alfred_Thayer_Mahan
კაცო რა გჭირს შენ, მეორედ თუ მესამედაა უკვე სხვა რამეს ვწერ და სხვა რამეს იგებ. სად ვთქვი მე ეგ რაც შენ დაწერე? მე გეუბნები შენ იბრძოლე და არ მიგატოვებენ თქო. არ მიტოვებაში იგულისხმება ინფორმაციით დახმარება. ტექნიკით, მარაგებით და ათასი ###ობით. და ომის მოგება თუ გვინდა, პირველებმა უნდა დავარტყათ 100%
და ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა იგულისხმება, რომ როცა ჩამოვყალიბდებით რო აი ჩვენ პირველებმა უნდა დავარტყათ, მერე განისაზღვროს რა გვჭირდება იმისთვის რომ ეს დარტყმა მასირებული და ეფექტური აღმოჩნდეს და ვეცადოთ შევიძინოთ (ვაწარმოოთ)........ რატო მახსნევინებთ ესეთ ელემენტარულ ###ობებს ვერ ვხვდები. ჰო აი დ-30ების იმედად წარმომიდგენია რუსეთზე დარტყმის მიყენება. |
Posted by: Alfred_Thayer_Mahan 30 Nov 2021, 14:39 |
rommel xDavid_S Zuka911 инициатива имеет инициатора საბჭოთა ტრადიცია გრძელდება. otokarcobra რუსეთს თავს დაესხა, ანუ გახდე აგრესორი ოფიციალურად და ვინმე დაგეხმაროს, გამორიცხულია |
Posted by: rommel 30 Nov 2021, 20:50 | ||
otokarcobra
იმიტომ რომ ამ გადმოსახედიდან ფანტასტიკაა მსგავსი შეიარაღების შეძენა/წარმოება. ლარ160-ის პაკეტები ვერ გვიყიდია, რაზე ოცნებობთ მოაოხრეს რუსული ბაზები |
Posted by: zindiosama 1 Dec 2021, 13:16 | ||
rommel
რატო, ფული არაა თუ უარს გვეუბნებიან? |
Posted by: otokarcobra 1 Dec 2021, 14:45 | ||||
Alfred_Thayer_Mahan
რუსეთს ვესხმი თავს თუ ჩემ ტერიტორიაზე ვაწარმოებ ოპერაციას? ოფიციალურად კაკრას. rommel
ისევ იგივე თემა, ანუ გარემოებებზე ლაპარაკი. არაფერი არაა ფანტასტიკა როცა მოინდომებ |
Posted by: rommel 1 Dec 2021, 21:19 | ||
otokarcobra
კარგი. დავცხოთ მაგათი დედაც მოვსდღან და შედეგებზე მერე ვიფიქროთ, მაინც გვჩვევია. |
Posted by: tornike71 2 Dec 2021, 12:06 |
წეღან იყო ტელეში ახალი ბიუჯეტის განხილვა და თავდაცვის სამინისტროს 60 მილიონი ლარი დეემატებაო ახალი წლიდან ალბათ. |
Posted by: zindiosama 2 Dec 2021, 12:59 | ||
ალბათ და ამას წლიდან წლამდე მოუმატებენ ხოლმე სანამ ათწლიანი პროგრამა არ ამოეწურებათ მერე ახალ ათწლიანს დადებენ და ა.შ. |
Posted by: RedShark 2 Dec 2021, 17:28 |
წავიდა ექსპორტზე |
Posted by: tornike71 2 Dec 2021, 17:29 |
ეს კარგია რომ რაღაც რაოდენობას ვყიდით,მაგრამ ჩვენს შეიარაღებაში არ აპირებენ მიღებას? |
Posted by: aivenho 2 Dec 2021, 17:48 | ||
ძველია |
Posted by: RedShark 2 Dec 2021, 17:52 |
კი სტატია ძველი ყოფილა, არ მივაქციე ყურადღება. ფოტოა ახალი, სადაც "საეჭვო" ფერებშია შეღებილი ))) ვნახოთ, შეიძლება ცრუ განგაშია :დ |
Posted by: tornike71 2 Dec 2021, 17:56 |
https://www.facebook.com/mod.gov.ge/videos/933089867575085/UzpfSTYzOTUzMTI1Mjc3NTc2Njo0NzcyNzc0OTU2MTE4MDIx/ * * * ახალი ამბავია,დღეს ტვიტერზე იყო ამის თაობაზე სურათი პატარა ტექსტით,ვისაც გაქვთ ტვიტი ნახეთ,მე არ მაქვს. |
Posted by: rommel 3 Dec 2021, 01:13 |
მოდერნიზებული დიდგორი და ''სერიოზული'' გამავლობის მქონე ჯავშანტრანსპორტიორი როდის უნდა გვაჩვენონ? |
Posted by: otokarcobra 3 Dec 2021, 18:54 | ||||
ისევ იგივე. სად დავწერე მე რო ჯერ დავცხოთ და მერე ვიფიქროთ თქო, მომინიშნე აბა |
Posted by: rommel 4 Dec 2021, 00:14 | ||
otokarcobra
რა საჭიროა მონიშვნა. შენს წინა პოსტებში იკითხება ეს ყველაფერი. წინააღმდეგ შემთხვევაში გაუგებარია ადამიანს გააზრებული ქონდეს რა ტიპის სახელმწიფოა რუსეთი და მასზე პირველ დარტყმას დასაშვებად მიიჩნევდეს. შენივე თქმისა არ იყოს, რატომ მახსნევინებ ელემენტარულ მზეობებს |
Posted by: Elizbari1995 5 Dec 2021, 10:32 | ||
ქართველების ჯგუფი აგერ ხუთი წელია ჯავშანტრანსპორტიორზე მუშაობს. ოღონდ საზღვარგარეთ. ბორბლებზეა, მარა როგორც ტანკი ან bobcat ისე უხვევს. Skid steer. თუ თავი მოამბეს ტანკზე გაცილებით უკეთ დაცული იქნება. კიდე ბულპაპის შაშხქნაზე მუშაობენ. ეგეც მაგარი რამ გამოუვიდათ, სვდ ოღონდ მ4ისავეთ პატარა და მოხერხებული. მაგარი ბალანსირებით. ჩვეულებრივი ბულპაპივით უკან არ ექაჩება. 6.5mm კალიბრი. აქვთ კიდე რაღაც პატარ პატარა პროექტები მარა აქტიურად შაშხანაზე და ჯტრზე მუშაობენ. ნუ ატიურად რა, ფინანსები ძლივს აქვთ. სხვათაშორის გლახაობაში რადიოთი მართვადი მფრინავი რპგს ჭურვი გააკეთენ. ისე მარტივი რამეა პატარა მოყვარული ბაღანაც გააკეთრბს. ვნახოთ, ჯერ მხოლოდ ენთუზიზმით იკვებებიან იმედია არ მოწყინდებათ და დაასრულებენ ბოლომდე. |
Posted by: rommel 5 Dec 2021, 12:11 |
Elizbari1995 ბოდიში მაგრამ ვერაფერი გავიგე თქვენი ნათქვამიდან. ვინ არიან? ვისთვის ქმნიან? რა კავშირშია ეს ყველაფერი დელტასთან? და ყველაფერს რომ თავი დავანებოთ ტანკზე უკეთესი დაცულობის ჯავშანტრანსპორტიორს როგორ აკეთებენ? |
Posted by: Alfred_Thayer_Mahan 5 Dec 2021, 13:35 | ||
Elizbari1995
რაღაცას ამბობთ არასწორად, ან პროექტია უტოპია. ტანკზე მეტად დაცული ვერ იქნება ტრანსპორტიორი, გაცილებით მეტი მოცულობა აქვს დასაცავი და ამიტომ. თეორიულად შესაძლოა ტანკის ანალოგიური ან უკეთესი დაცვაც მისცე ტრანსპორტიორს, მაგრამ მხოლოდ კუმლაციურის წინააღმდეგ. თუმცა ამ შემთხვევაშიც თვლიანი შასი ძნელად წარმომიდგენია, 55-60 ტონა მინიმუმ გამოვა. |
Posted by: Elizbari1995 5 Dec 2021, 20:07 |
არა დელტასთან არაფერ შუაშია, 90იანებში ემიგრაციაში წასული ინჟინერთა ჯგუფია. საბჭოთა კავშირის დროს ზილში მუშაობდნენ. ტ72ს 10მ2 აქ მოცულობა. მოხსენი კოშკურა. დაგრჩა სადღაც 7 8 მ2. 8მ2 ში 3ეკიპაჟის წევრი პლიუს 4 დესანტი კომფორტულად თავსდება. ტრანსმისია თავისი აქვთ აი ძრავა კი პრობლემაა. საჭირო გაბარიტების ძრავა კომერციულად არ იწარმოება. უკრაინული 5ტდფის ჩადგმა უნდოდათ მარა ვერ მოახერხენ ყიდვა. ეხლა კამინსის ოპოზიტური ძრავის დამთავრებას უცდიან. მოკლედ ფინანსებია დიდი პრობლემა, ყველაფერს თავად ვერ შექმნი. კომერციული ნაწილებით ასე თუ ისე თავს გადიან ჯერ მარა. მაგალითად ძრავად კამინსი isx 15 ჩააყენენ და კია მეჭეჭივით სახურავს ზევით ამოსული |
Posted by: karoche 5 Dec 2021, 20:52 |
Elizbari1995 მ2 მოცულობა არაა, ეგ ფართობის საზომი ერთეულია 8მ3 მოცულობა თუ იგულისხმება, ცოტაა ჩემი აზრით |
Posted by: rommel 5 Dec 2021, 23:26 |
Elizbari1995 სად შეიძლება მეტი ინფორმაცია მოვიძიო მათი საქმიანობის შესახებ? ან თავად ხომ არ გაქვთ ფოტო/ვიდეო მასალა? |
Posted by: Alfred_Thayer_Mahan 6 Dec 2021, 10:19 | ||||
Elizbari1995
11 მ3 აქვს 72-ს, მაგრამ ტანკთან ანალოგია არ გამოდგება. 10+ (11-12) მ3 სადესანტო ნაკვეთური სჭირდება თანამედროვე ჯტრ-ს, რომ დესანტი დანიშნულების ადგილამდე ბრძოლისუნარიანი მიიყვანოს და არა უბრალოდ მიიყვანოს.
7 კაცს 8მ3-ში ვერ ჩასვამ კომფორტით, მაგრამ... 4 კაციანი დესანტი? ეგ უფრო რაღაც სპეციალიზირებული მანქანაა და არა ჯტრ. |
Posted by: Elizbari1995 7 Dec 2021, 08:19 |
სამწუხაროდ კონკრეტულად მეტს ვერ დავწერ. მეც ეგრე ვფიქრობდი რო 4 დესანტი ძან ცოტაა. ბატონი მთავარი კონსტრუქტორის შეხედულებაა ეგეთია, ჯობს ორჯერ მეტი ჯტრი აწარმოო და გაცილებით მეტი დაცულობა გქონდეს ვიდრე პირიქით. ჭერი აქ ძან სქელი, მინიმუმ 150მმ. მთავარი კონსტრუქტორი აეროდინამიკაში და ელექტრონიკაშიც კარგად ერკვევა. მისი შეხედულება შემდეგია, ჭერზე დღევანდელი ელექტრონიკით მორტყმა ძან მარტივია, აქტიური დაცვის გადალახვაც მარტივია ასე თუ ისე, პასიური დაცვა აუცილებელია, პასიური დაცვა რო იყოს ძლიერი უნდა შემცირდეს შიდა მოცულობა შესაბამისად დესანტიც. ნებისმიერი სამხედრო მანქანა შესაძლებელია იყოს იაფი თუ იქნება მარტივი და არა ისეთი ხლამი როგორიც ბტრ80ია. ბტრ80ის კორპუსის შედუღებასაც რა დრო უნდა იმდენში ესენი მთლიან მანქანას ააწყობენ შედუღებიანად. ეხლა გავზომე ჩემი მინი ვენი ტოიოტა სიენა, 6 მ3. 7კაცი ეტევა. ვიჯექი ამ ჯტრიის მაკეტში, როგორ გითხრათ, მტლბში რო ჩაჯდე იგივეა. 6საც ჩატევ ნირმალურად, ოღონდ ბეჭებს ერთმანეთს მიადებენ. * * * აქვე დავამატებ, .თელ ჯგუფს არანაირი იმედი არ აქვს რო ამ პლათფორმას მიიღებს საქართველო შეიარაღებაში, მოგების გამო წარმოების კი სურვილი არ აქვთ. თუმცა ბულპაპის შაშხანის ბაზარზე გამოტანას აპირებენ. ოდნავ დახვეწენ და გამოიტანენ ალბათ. ამ პოსტის მმითხველის გარდა ალბათ ვერავინ ვერ მიხვდება რო ქარველებმა შექმნენ. თუ ნახავთ ბულპაპს .308 ან 6.5 კალიბრში რომელიც როგორც სანადირო თოფი ისე ბალანსირდება ხელში და არის მ4ის ზომის იცოდეთ რო ის საქართველოდან მოწყვეტილმა ინჟინრებმა შექმნეს. |
Posted by: xDavid_S 7 Dec 2021, 10:06 |
**************** |
Posted by: rommel 7 Dec 2021, 12:38 | ||||||||
ადამიანური და ფინანსური რესურსის არარაციონალური ხარჯვაა. ორჯერ მეტი ჯტრ და ეკიპაჟი დაგჭირდება.
ყველაზე პრიმიტიული კუმულაციური რაკეტა 150მმ-ს და 30მმ-ს ერთნაირი წარმატებით გაიტანს. დიდად ვერც ეფექტს გაანეიტრალებს.
და რაში გამოიხატება სიმარტივე?
და ბოლოს, არაფერი აქვს მაგ ქმნილებას ჯტრთან საერთო. იმდენად მძიმეა სადაზვერვოდაც ვერ გამოიყენებ. ერთადერთი შეიძლება მძიმე შიარაღება დაადგა და საცეცხლე მხარდაჭერითვის გამოიყენო, რაღაც კრაბის მსგავსი რომ მიიღო. |
Posted by: zindiosama 7 Dec 2021, 13:54 | ||
rommel
ხოდა გააკეთონ ბარემ საუ, რაღა ჯტრ-ს აკეთებენ? |
Posted by: Alfred_Thayer_Mahan 7 Dec 2021, 22:47 | ||||||||||
Elizbari1995
შესაძლოა მართლა კარგი მანქანა იყოს ბატონი მთავარი კონსტრუქტორის ხედვით, მაგრამ არმიისთვის გამოდის чемодан без ручки. შესაძლოა ჩემოდანი ძალიან კარგი იყოს, მაგრამ ხელმოსაკიდის გარეშე არავის სჭირდება. არმიას სჭირდება მინიმუმ 9 კაცის ტრანსპორტირება (ათეული), სასურველია მეტიც (რეზერვირება დაჭრილებისთვის, ტრანსპორტის გარეშე დარჩენილებისთვის და ა.შ). 7 კაციან ტრანსპორტიორს არმია ვერ გამოიყენებს. ეგაა სპეც მანქანა და არა არმიული ტრანსპორტიორი.
ეკიპირების გარეშე, ნაღმსაწინააღმდეგო სავარძლების გარეშე...
პრაქტიკამ აჩვენა, რომ გაცილებით მეტია სივრცე საჭირო. თუ შეადარებთ, თანდათან იზრდება დესანტის სივრცე ყველა ტრანსპორტიორში, მათ შორის იმათშიც, МТЛБ-ზე გაცილებით უკეთ რომ ჰქონდათ ამ მხრივ საქმე. მაგრამ ახალ მოდიფიკაციებში მაინც უმატებენ.
წარმატებები ინჟინრებს სულით და გულით! rommel
სავარაუდოდ კასეტების წინააღმდეგაა ეგ. |
Posted by: kanian_U 8 Dec 2021, 17:18 |
უკრებმა დაიწყეს ტესტირება დიდგორს გავს |
Posted by: RedShark 11 Dec 2021, 11:17 |
-- |
Posted by: zzz77 11 Dec 2021, 12:11 |
სამწუხაროდ უკრაინელების ვარიანტი ჯობია * * * ჩვენი ყველაზე მარტივი ვარიანტია.უბრალოდ დიდგორზე დაამაგრეს. ცუდი არაა მობილურობა გაიზარდა,მაგრამ სხვა ყველაფერი ისევ მამა-პაპათა მეთოდით ხდება * * * არადა უპილოტოები უნდა აძლევდნენ მიზანჩვენებას უფრო ეფექტური იქნებოდა |
Posted by: RedShark 11 Dec 2021, 12:49 | ||
კი, მაგრამ შესაძლებელია მოდერნიზაცია.. უფრო სწორედ ეგ ნაღმტყორცნის ნაწილი მთლიანად ნოლიდან უნდა გაკეთდეს, დაახლოებით მსგავსი რაც უკრაინელებს აქვთ. |
Posted by: zzz77 11 Dec 2021, 21:35 |
RedShark ალბათ რომ მოინდომონ შეძლებენ. ეხლანდელიც იყოს,ამასაც ეყოლება თავის კლიენტი,მაგრამ მოდერნიზაციაც აუცილებელია. ქართულ დანაყოფებს მოდერნიზებულები მოუხდებოდა. |
Posted by: FreSH999 13 Dec 2021, 13:38 | ||
zzz77
დამიზნებაც? |
Posted by: Alfred_Thayer_Mahan 13 Dec 2021, 15:55 | ||
zzz77
რეალობა ასეთია - არმიას არაფერი სჭირდება დელტასგან (წვრილმანებს დავანებოთ თავი). მმართველ პარტიას (წინასაც და ახლანდელსაც) სჭირდება "ქართული სამხედრო წარმოება" და საჩვენებელი ეგზემპლარები საჭირო დროს. |
Posted by: FreSH999 13 Dec 2021, 17:27 |
ეს ახალია? ჩასვით რა ვინმემ ვიდეო https://www.facebook.com/watch/?v=595445458210303 |
Posted by: RedShark 13 Dec 2021, 17:44 | ||
https://www.facebook.com/GeorgianGovernment/videos/595445458210303/ |
Posted by: kanian_U 13 Dec 2021, 18:07 |
და დიდგორისგან რით განსხვავდება ? |
Posted by: GioWEED 13 Dec 2021, 19:36 |
გენიალურია! იგივე შასიზე ახალი კორპუსი. სრულიად ახალი კლასის მანქანა. დაგვცინიან. სარაკეტო ტექნოლოგიებზე დაიწყეთ მუშაობა! და ელექტრონიკაზე. |
Posted by: FreSH999 13 Dec 2021, 20:39 |
სხვათაშორის ფბ-ზე სურათი იდო დრონიც გამოჩნდა ნაღმმტყორცნების გვერდით და რამე ინფო ხომ არავის გაქვთ მაგაზე სურათს ვეღარ ვპოულობ |
Posted by: zzz77 13 Dec 2021, 22:04 |
არაა ცუდი მანქანა. იმედია მყიდველი გამოუჩნდება * * * არაა ცუდი მანქანა. იმედია მყიდველი გამოუჩნდება |
Posted by: GioWEED 14 Dec 2021, 10:27 |
zzz77 გარდა კომერციული მიზნებისა, დელტას სტრატეგიული მიზანიც უნდა გააჩნდეს. რაც 21 საუკუნის შეიარაღებუს წარმოებაა. მართვადი რაკეტები, კამიკაძე დრონები. დავიწყოთ სარაკეტო საწვავის დამზადებით, უმართავი, გრადის რამეტების წარმოებით. |
Posted by: zzz77 14 Dec 2021, 10:45 |
GioWEED რა თქმა უნდა სტრატეგიული მიზნებიც უნდა ქონდეს.უბრალოდ შემოსავლები აუცილებელია და ხანდახან კომერციული-მარკეტინგული სვლებიც საჭიროა. ისე კი დროა დიდგორივით ასე თუ ისე წარმატებული რაიმე სხვა პროექტიც მოხოდონ. |
Posted by: HCl 14 Dec 2021, 13:48 | ||
აი მაგის თეორიული შანსიც არ გვაქვს. მასე მეგონა რა უნდა მეთქი და არ ყოფილა, რომ წავიკითხე :დ რუსეთმა ვერ შექმნა დრონი, საქართველოს სად აქვს მაგის ტრაკი. ჯობია რაც იყიდება ეგენი ვაწყოთ, და ტყუილად არ მოხდეს ფინანსებისა და რესურსების გაფანტვა. |
Posted by: Alfred_Thayer_Mahan 14 Dec 2021, 15:33 | ||||
HCl
რატომ, დებილები ვართ? რანაირად ახერხებენ სხვები უმართავი რაკეტების დამზადებას? ან დრონს რა სჭირდება ისეთი, რასაც ვერ გავაკეთებთ ან ვერ ვიყიდით?
რის შექმნასაც რუსეთი ცდილობს, საერთოდ არ გვჭირდება ჩვენ. |
Posted by: zindiosama 14 Dec 2021, 16:51 | ||
GioWEED
ეგ მიზანი დელტას კი არა ქართულ სახელმწიფოს უნდა გააჩნდეს მაგრამ არ გააჩნია და შეუკიკინე თუ გინდა |
Posted by: Elizbari1995 15 Dec 2021, 23:02 | ||||||||||
150მმ რკინა სახურავზე არ ნიშნავს რო ჯავშნად რკინას გამოიყენებ, შემოგთავაზეს ჭერზე 10 ტონა რაც გინდა იმის ჯავშანი იხმარე. სტრუქტურა წაიღებს 20მმს დანარჩენი ღავისუფალი ტვირთამწოება როგორაც გინდა გამოიყენე. T72ის შუბლა ჯავშანი რო ჭერზე გაქ და პლიუს 9 ადამიანს ატევ და პლიუს ბტრ 80ზე ნაკლები დატვირთვა გაქ გრუნტზე. მეტი რაღა გინდა?! თუ ჯავშანი არ გინდა ჯტრიდან მაშ დიდგორი მშვენიერია იაფი და კარგად დაცული. ატარე ჯარი დიდგორით გამავლობა თუ გინდა კიდე ჯტრიდან, მე არ მეგულება ჯტრ რო საკმარისად გამავალი იყოს მთაში. ჭაობები კიდე ჩვენ არა გვაქ და დანარჩენს დიდგორიც გადალახავს. თან ბრეზენტით დაცულ ქვეითებს რა ბედი ელით კი გვანახა 2008აცა და ყარაბახმაც. |
Posted by: aivenho 16 Dec 2021, 09:53 | ||
მაგის მეტი რაა დასავლეთში |
Posted by: S73l1K4l57 9 Jan 2022, 10:31 | ||||||||||
GioWEED
ფულის ჭამა რითაა ცუდი სტრატეგიული მიზანი? ერთიანი ეროვნული სტრატეგიული მიზანი ფულის ჭამა გვაქვს.
ასანთის წარმოება ვერ მოუხოდავთ კარგი რა რა მართვადი რაკეტა და კოსმოსური შატლი Alfred_Thayer_Mahan
ნურსი რაში გვჭირდება? ნურსის შოვნა იმაზე რამდენჯერმე იაფად შეიძლება ვიდრე მისი წარმოება ღირს. თან იმის გათვალისწინებით რომ დანადგარების ყიდვაც მოგვიწევს წარმოებისათვის. არავის არაფერში სჭირდება ნურსი როცა მართვადი რაკეტები 200 დოლარად იშოვება. * * *
ელექტრონიკა (ჰარდი), პროგრამული უზრუნველყოფა, ცეცხლის მართვის სისტემა, თანამგზავრული კავშირი და ნავიგაცია, სარაკეტო შეიარაღება, ვიზუალური თვალთვალის სისტემები, რადიოლოკაციური სადგური. * * * Elizbari1995
ავტომატის ჯერისგან დაცვაზე თუ არის ლაპარაკი მაშინ კიბატონო, სხვა შემთხვევაში, ბრეზენტში იქნებიან ქვეითები თუ რკინაში, ერთი და იგივე შედეგი დადგება რაც ასევე ნათლად დაგვანახე ყარაბაღის ომმა როცა ტანკებს აფეთქებდნენ დაუსჯელად უპილოტოები. ჯტრ-ს ტანკის ჯავშანი ხომ არ ექნება? ტანკის ჯავშანი ვერ უძლებს თანამედროვე საშუალებებს. ასე რომ ქვეითების უსაფრთხოების გარანტია შეიძლება იყოს მხოლოდ და მხოლოდ ახლო აქტიური თავდაცვითი ზომები, როგორიც არის ახლო მოქმედების საზენიტო საშუალებების ქოლგა, დასხივების და გასროლის დაფიქსირების და გაუვნებელყოფის ვიზუალური, აკუსტიკური და რადიო-ელექტრონული სისტემები. |
Posted by: zindiosama 9 Jan 2022, 11:53 | ||
S73l1K4l57
და კაც ა რომ თქვას ასანთის წარმოება ვის რაღა დიშლად ჭირდება, გაზის ანთებასაც კი აღარ ჭირდება უკვე ასანთი |
Posted by: S73l1K4l57 9 Jan 2022, 12:24 | ||||
|
Posted by: Alfred_Thayer_Mahan 9 Jan 2022, 14:48 | ||||
S73l1K4l57
დაუყენებ კარგ გიროსკოპებს და 300კმ-ში კასეტურ ქობინებს დაახურწბ თავზე მოწინააღმდეგის აეროდრომს. მაგალითისთვის.
იმ დრონისთვის, რომლის გამოყენებაც ჩვენ შეგვეძლება თეორიულად მაინც, ყველაფერს იშოვი სამოქალაქო ბაზარზე ან დაამზადებ შენით. |
Posted by: xDavid_S 18 Jan 2022, 20:28 | ||
ესპანური ალაკრანის ლიცენზირებული ვარიანტია |
Posted by: MISTERIA777 29 Jan 2022, 18:07 |
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------- |
Posted by: IKIN 15 Mar 2022, 18:28 |
სამოქალაქო ბაზრისთვის თუ არის ხელმისაწვდომი დელტას ჯავშანჟილეტი და მუზარადი? ან საერთოდ სამოქალაქო ბაზარზე თუა დაშვებული მსგავსი აღჭურვილობა? |
Posted by: Grows 17 Mar 2022, 16:23 |
კითხვა მაქვს. ვიფიქრე თუ ვინმეს ეცოდინებოდა, ისევ აქ რუსთავიდან სოფელ ჯანდარისკენ რომ მიდიხარ, სოფლამდე რამდენიმე ასეული მეტრის დაშორებით გზიდან მარცხნივ რაღაც ძველი, ნახევრად დანგრეული საბჭოთა დასახლება ჩანს. ხომ არ იცით რა იყო? ვვარაუდობ რამე სამხედრო სოფელი იქნებოდა. ინტერნეტში ვერ მოვიძიე ინფო. იხილეთ სურათზე. |
Posted by: FreSH999 17 Mar 2022, 16:47 |
Grows სამხედრო ქალაქი იყო, ეხლა ნაწილ შენობებში თვითნებურად შესახლებული არის ხალხი თუარვცდები |
Posted by: Grows 17 Mar 2022, 23:56 | ||
FreSH999
გასაგებია. მადლობა |
Posted by: GeorgianFan 22 Mar 2022, 06:00 |
ეს პროექტი მოკვდა??? კაი რამე იქნებოდა...აღარ გამოჩენილა კაი ხანია.... |
Posted by: FarooqBulsara 26 Mar 2022, 17:24 | ||||
GeorgianFan
არც ყოფილა. ამ ცალტვინა ამომრჩევლის დასაბოლად განკუთვნილი ბოლი იყო რომელსაც სჯერა რომ საქართველოს ნაირ ბანანის რესპუბლიკას შეუძლია მსგავსი სახის უპილოტო მოწყობილობის შექმნა. მასეთი აპარატის შექმნა თავად აშშ-საც კი არ ძალუძს ამ ეტაპზე. მასზე დაყანებული შეიარაღება კი საერთოდ კომიკურია. მინიგანის უკუცემისთვის გაძლება თეორიაშიც კი შეუძლებელი იქნება მაგ ზომის საფრენი აპარატისთვის ვუნდერვაფე
|
Posted by: GioWEED 26 Mar 2022, 18:06 | ||
100% ძლაინ ზერელედ ეკიდება ჩვენი "გარეთ მხდალი შინ ძლიერი" მთავრობა წარმოებას და საჭიროებას. გამზადებულ გამოცდილ ბაირაქტარებზე რო იტყვი ეგ რად გვინდა ჩვენ არანაკლების წარმოებას დავიწყებთო! ეგ იმ შემთხვევაში იქნებოდა გამართლებული როცა დოქტრინაში დრონების მასიური გამოყენება იქნებოდა მთავარი პუნქტი. 30 ცალი დანრტყმელი უპილოტოს გამო წარმოების აწყობა აბსოლუტური სირობაა მაშინ როცა მეზობელი სახელმწიფო ყიდის იაფად. დიდგორი მედევაკს კიდე მარტო ასფალტზე ვაგორავებთ და უკრაინაში არ გაგვიგზავნია. მოკლედ მოკვდა თემა |
Posted by: optimisti_laura77 26 Mar 2022, 22:38 | ||||||
რომელი ერის თავმოყვარეობა? რუსებს მინეტს რომ უკეთებს 2008 წლის მერე? ერია არა. ###რია ეგ კუკურ
|
Posted by: RedShark 7 Apr 2022, 23:36 | ||||
რა ხდება აბა ქართულ ავტომატებზე, მიდის წარმოება? ყიდულობს ჯარი პროდუქციას? თუ ექსპორტზე გადის? თუ როგორც ხდება ხოლმე - წარმოება "გაურკვეველი" მიზეზებით "დროებით" შეჩერებულია? ვინმემ იცით რა ბედი ეწია ამ პროექტს? |
Posted by: Alfred_Thayer_Mahan 8 Apr 2022, 00:02 |
როგორც ჩანს, პირველი შთაბეჭდილება იყო სწორი: https://forum.ge/?showtopic=35052205&view=findpost&p=58535732 |
Posted by: დავიდ ვილია 8 Apr 2022, 00:05 |
ამათი წარმოება რა მდგომარეობაშია? არადა ძაან კაია |
Posted by: Alfred_Thayer_Mahan 8 Apr 2022, 00:11 |
დავიდ ვილია მანდედან მთავრობამ პიარი მიიღო, დელტამ - გამოცდილება. სხვა არც იგეგმებოდა არაფერი. |
Posted by: დავიდ ვილია 8 Apr 2022, 00:13 |
Alfred_Thayer_Mahan ძაან კაია არადა ამის წარმოება ესეიგი შეძლებიათ ვაფშე ეს დელტა სახლმწიფოს ბალანსზეა? თუ კერძოსია ვინმესი? |
Posted by: Alfred_Thayer_Mahan 8 Apr 2022, 00:15 |
დავიდ ვილია კუსტარულად რაღაცის დამზადება და წარმოება სულ სხვა და სხვა რამეა. ადრე ბიუჯეტიდან ფინანსდებოდა დელტა, ახლა არ ვიცი. ალბათ ისევ ასეა. |
Posted by: RedShark 8 Apr 2022, 00:33 | ||
მაგ ვიდეოს მერე არაფერი აღარ ისმის საერთოდ. კაცი ვერ ვნახე მაგ ავტომატების რეალურად მნახავი :დ |
Posted by: Alfred_Thayer_Mahan 8 Apr 2022, 10:24 |
RedShark რადგან აქამდე არაფერი ისმის, ე.ი მართლა მხოლოდ საჩვენებლად მოაწყეს მასკარადი. არადა აგერ თურქებს 10-მდე მსოფლიო დონის ფირმა აქვთ იარაღს მწარმოებელი, 0-დან დაიწყო ყველამ არც ისე დიდი ხნის წინ. |
Posted by: kobalt 15 Apr 2022, 20:59 |
მაგ ვიდეოშიც კარგად ჩანდა რომ სიააფანდი იყო ყველაფერი, სამი მაგიდა და ორი თანამშრომელი და რაღაც რკინის ნაჭერი რო ეკავა ხელში ))) ნუ ტყვიების საამქრო ხომ ააგუგუნა , ისე ამაზე პასუხი არავინ არ უნდა მოთხოვოს? ამას ქვია მკიდიხართ ყველაო მოგწონთ თუ არაო. |
Posted by: AVIATORI01 15 Apr 2022, 22:42 | ||
დავიდ ვილია
ძალიან კარგობამდე ბევრი უკლია ამას, მაგრამ არაფრის კეთებას რაღაცის კეთება და დახვეწა ნამდვილად ჯობია. და რისგანაც ეს კეთდება სამწუხაროდ ის "მასალები" არ იყო და არის ბევრი |
Posted by: fidelortega 16 Apr 2022, 11:43 | ||
დავიდ ვილია
მაგაში ან მაგის წარმოებაში რა არის კარგი? თუ ზოგადად ქვეყანაში მრეწველობის და ეკონომიკის კუთხით იძახი კიბატონო. სამხედრო თვალსაზრისით საქართველოს მასეთი ვუნდერვაფები არაფერში სჭირდება. ძმათა სასაფლაოა. საქართველოს სჭირდება იარაღის მატარებელი დრონების და ფრთოსანი რაკეტების წარმოება. ნუ ზოგადად რაკეტების წარმოებაც. ტექნოლოგიები იმდენად წინ წაიწია, ამას აღარ სჭირდება სუპერ-პუპერ ტექნოლოგიების ქონაადგილობრივად. ამის მაგალითი ბაირაქტარია საიდან დაიწყეს და სად არიან ახლა... |
Posted by: gordas 20 Apr 2022, 06:44 |
სუ-25-ის ძრავები ჩამოდიოდა და აქ აწყობდნენ თუ ძრავებსაც აქ აკეთებდნენ? |
Posted by: RedShark 20 Apr 2022, 07:22 | ||
ჩამოდიოდა. უფაში აწყობდნენ მაგ ძრავებს. |
Posted by: GioWEED 20 Apr 2022, 12:48 | ||
არ გვინდა ეგ ბანძი ბაირაქტარებიო ქართ ოცნებაში ამბობენ. ჩვენ უკეთესს შევქმნით და სერიულ წარმოებაში ჩავუშვებთო. მეზობელი ქვეყანა აწარმოებს და ყიდის, 3 ომში გამოცდილ დახვეწილ დამრტყმელ უპილოტოს თავისი ნაწილებით, რამდენიმე ტიპის რაკეტებით და სამართავი პუნქტებით, ღარიბაშვილი კიდე აქ გეგმავს "უკეთესის" წარმოებას. კავკასიაში ყველაზე ნაკლები თავდაცვის ბიუჯეტი გვაქ, სომხებზე 2ჯერ ნაკლები! ეს უბრალოდ ინფორმაცია |
Posted by: HIMARS-STAGE2 23 Apr 2022, 08:31 | ||
მხდალები |
Posted by: rommel 17 May 2022, 14:57 |
ჯავშანგამტანი ალბათ გახვრეტს, მაგრამ მაინც კარგი შედეგია. ნამდვილად არ ველოდი. |
Posted by: mamukasokhumeli 17 May 2022, 16:13 | ||||
მხდალები არა.უფრო კომფორმისტები |
Posted by: datunia93 17 May 2022, 17:03 | ||
საოცარ რაღაცეებს ახერხებენ... |
Posted by: GioWEED 18 May 2022, 16:58 |
კითვა მცოდნეებს! რამდენად რეალურია კორეული კ-9 იყიდოს საქართველომ? პერუსაც კი ყიდიან და არ მოგვცემენ ვითომ? არც აბრამსივით მძიმეა და არც ტ-72ვით მსუბუქი, საშუალო უჭირავს. კაი სიმძლავრე წონის შეფარდება აქვს, მოყვება აქტიური დაცვის სისტემა, მტრის და მოყვარის აღმომჩენი სისტემა, ერთდება თანამგზავრულ აფლინკებზე, მალე პატარა დრონუკებსაც დაუყენებენ უკეთესი მხედველობისთვის. ჩემი აზრით საუკეთესო ვარიანტია ჩვენი პირობებისთვის. 100 ცალი 5 წელზე გაწერილი ბიუჯეტით და სატანკო პარკი განახლებულია. ტ-72ებს კიდე მოდერნიზაცია და დასაწყობება! რამე გააკეთეთ ბოლო ბოლო! ჭოლვილის ასფალტები და კალაძის გენიალური იდეები ქალაქის არქიტექტურაში ვერ დაგვიცავს! ჩვენი ფულია ეგ! ხალხის! თქვენ რო გაიქცევით ჩვენ აქ ვიქნებით ისევ! დაახარჯეთ ჯარს! გააუქმეთ ეს სამარცხვინო სავალდებულო ან რეალურად დანაყოფებში გადაანაწილეთ ბიჭები! ვინმემ თურქული თუ იცით ერდოღანი დაკერეთ ბაირაქტარებზე. სიცოცხლის ნიშნები გამოავლინეთ! 2 წელი დაგრჩათ! |
Posted by: 4L3X 18 May 2022, 23:08 |
უკრაინელებმა ორკების Су-34 ჩამოაყლისძირესembed tweet |
Posted by: rommel 19 May 2022, 12:39 |
GioWEED k-9 თვითმავალი საარტილერიო დანადგარია. ალბათ კ-2 შავ პანტერას გულისხმობდი, რომელიც უსაშველოდ ძვირია. მგონი 10 ლიმონს უკაკუნებდა ერთი ცალის ფასი. ფანტასტიკის სფეროა ჩვენთვის. |
Posted by: mamukasokhumeli 19 May 2022, 17:55 |
შეუძლებელი არაფერია.მშვენივრად გავმართავდით ჩვენც მშვენიერ თავდაცვით მრეწველობას.თან დღევანდელ დროს განვიტარებული ქვეყნებიც თანამშრომლობენ ამ საკითხში და რაც დრო გადი,უფრო და უფრო ნაკლებად ქმნიან დამოუკიდებლად რაიმე რთულ შეიარაღებას.მაგრამ...ჯერ ერთი ჩვენთან საინჟინრო ხელობები საერთოდ არაა უმრავლესობისათვის სასურველი და საოცნებო.საერთოდ ამდენი ათწლეულების მანძილზე ჩამოყალიბდა ეს ფუქსავატური განწყობა,რომ გახდები "თავად" და მხოლოდ შენი "თავადობის" გამო ყველა ვალდებულია შეგიქმნას სათანადო ცხოვრების პირობები.თან ყველა ეტანება უფრო სამართალმცოდენობას("იურიდიულს"),მართვას("მენეჯმენტს"),ჟუნალისტიკას და ა.შ. და საბოლოოდ ვინც ახერხებს,ცდილობს ხელისუფლებაში შეძრომას...ანდა რამდენი ცდილობს ათასი ჯურის "ტალენტ შოუში" მიიღოს მონაწილეობა და ამ გულის ამრევ ცირკის საშუალებით გაიკვლიოს გზა "კარგი ცხოვრებისაკენ".არ გვაქვს განვითარებული შემოქმედებითი აზროვნება,არც ამის სურვილი.რაღაცეებს ფხანკალებენ ერთეულები პირადი მცდელობის დონეზე,რაღაცეებს აკეთებენ სამოყვარულო დონეზე და ამით მთავრდება ყველაფერი. კომუნისტების დროს იყო ჯერ კიდევ თვალში საცემი,რომ მთელი პატივი და დიდება ხვდებოდა ხოლმე ათასი ჯურის "პოეტს","მწერალს","მომღერალს","მსახიობს" და ა.შ.დღეს ბერვი იტყვის რატომ უნდა ვისწავლო საინჟინრო ხელობა,რაში გამომადგება?თუ ვინმე უქნია ღმერთს,უცხოეთში დატყდება.იმათ სჭირდება,ჩვენ...არა!ანდა ეგერ მეტალურგიული კომბინატი,ნებისმიერი მრეწველობის ფუძე ხან ვის მიაჩეჩეს ცხელი კარტოფილივით და ხან ვის.ასე შეიძლება უამრავი მაგალითის მოტანა.ჩვენში სიღარიბეა სირცხვილი,დანარჩენი ყველაფერი მოსულა.თან სასურველია გამდიდრება აქვე და ახლავე.ასეთ პირობებში საიდან უნდა მოვიყვანოთ კადრები,რომლებიც განავითარებენ თავდაცვით მრეწველობას?ქვეყანა ფაქტიურად ნოლიდანაა ასაშენებელი!არ გვქონდა ჩვენს საქმე და არ გვქვს "საშლოპანცედ",ან "საალი და ნინოდ","სარიყის დოქებოდ" და ა.შ. არ ვიცი რაში ყრის მაყუთს დღევანდელ ხელისუფლება.ეს უნდა შევიგნოთ ყველამ:ქვეყანა,სახელმწიფო თავიდან გვაქვს ასაშენებელი!და არ უნდა გვქონდეს კუვეიტის შეიხების დონის მისწრაფები!ვზივართ ახლა და ვარჩევთ რა უნდა გააკეთოს" დელტამ" და როგორ.საერთოდ ვჩვევია ამაზე მსჯელობა რა უნდა გაკეთდეს და როგორ,მაგრმა ვინ უნდა გააკეთოს?თითოეულს ცალკე აღებულს ამის სურივილი არ გააჩნია(უმრავლესობას).ველოდებით როდის გააკეთებს ვიღაც |
Posted by: Elizbari1995 20 May 2022, 12:30 | ||
კი ვიძახით ეს ვაწარმოოთ ის ვაწარმოოთ, მარა მყიდველი ვინაა ამ წარმოების? მთავრობამ გარანტია მოიცეს რო იყიდის და ხვალვე გამოჩნდება მაგის მწარმოებელი, უბრალოდ ორი კაკალი ავტომატისთვის დაზგების საქართველოში ჩამოტანა არა ღირს. თან მთვრობის მიერ ნაწარმოები არ გაიშვა არსად, კერძო უცხოური კომპანიები ყოველთვის გაცილებით იაფად და ხარისხიანად აწარმოებენ. დელტას ნახევარი უნდა გაიყიდოს და მეტი უნდა ვხარჯოთ იარაღზე, მერე იქნება წარმოება. |
Posted by: mamukasokhumeli 20 May 2022, 17:36 | ||
მაშინ საერთოდ ნურაფერს ნუ ვაწარმოებთ მაგ ლოგიკით... საერთოდ სავაჭრო თუ ვაჭრულ("კომერციულ"...) ინტერესებსა და სახელწმიფოს უსაფრთხოებას შორის დიდი სხვაობაა და პირველის მეორეზე მაღლა დაყენება არაა სწორი |
Posted by: -Alex- 21 May 2022, 11:59 |
დელტა ჯავშანჟილეტებს თუ ყიდის და რა ღირს? ან ფილები რა ღირს ცალკე? არ შეიძლება ეგ მაინც გავუგზავნოთ უკრაინას? |
Posted by: Cadmus 21 May 2022, 15:28 |
STALKER-GG https://t.me/dvish_alive/14147 |
Posted by: ignorant 24 May 2022, 14:31 |
.................................................................. |
Posted by: mamukasokhumeli 26 May 2022, 17:02 |
ცხონებული დეიდაჩემი იტყოდა ხოლმე "სხვის იმედზე ფართე ლოგინს ნუ გაიშლი".ჰო და ეს ყოველ დღე უნდა უმეორო იმათ.რომ ჩაიხვიეს "უცხოეთში უფრო იაფი და ხარისხიანია,აჯობებს იქ ვიყიდოთ და შემოვიტანოთ"...ელოდე ახლა შენ როდის მოიფიქრებენ როდის გადაიფიქრებენ,როდის ვის რა აწყობს და ა.შ. |
Posted by: xDavid_S 26 May 2022, 18:46 |
WB Group has signed a long-term contract for the production of unmanned systems and ammunition circulating in Georgia https://milmag.pl/systemy-bezzalogowe-grupy-wb-dla-gruzji/ |
Posted by: FreSH999 27 May 2022, 10:36 |
xDavid_S ვაა ძალიან მაგარი ინფოა თუ ნაღდია |
Posted by: 4L3X 27 May 2022, 10:44 |
ამერიკელი მოხალისეები ანადგურებენ ორკების ბტრსembed tweet |
Posted by: zindiosama 27 May 2022, 14:16 | ||
ეს რა ფირმაა ეგეთი? |
Posted by: RedShark 27 May 2022, 15:01 | ||||
პოლონური კომპანიაა https://www.wbgroup.pl/en/ ცუდი კომპანია არ არის, მაგრამ ეგრე ებრაელებთანაც გვახსოვს საერთო საწარმო დელტას ბაზაზე და სად არის აბა ქართული ავტომატები? :დ |
Posted by: FreSH999 27 May 2022, 17:39 |
დელტას ახალი სადაზვერვო მანქანაო, თავზე რა სისტემა უყენია? |
Posted by: GioWEED 31 May 2022, 16:31 |
ეხლა ვუყურე სიუჟეტს. ჭრა კერვის საწარმო ჩვენი გამარჯვებაა! https://youtu.be/f8jf7coOPB8 2023ში ისეთ უპილოტოს მოვაგორებთ რო უკვე გვიკვეთავენ ქვეყნებიო. გამოვიღოთ თავი ერთი ადგილიდან და ბაირაქტარ ტბ2ს ვიყიდო მგონი ჯობია. მომინდომეს აქ საექსპორტო დამრტყმელი უპილოტოს წარმოება. ფრთიან მატორიან რაღაცას უპილოტო არ ქვია. მაგას ნავიგაცია ჭირდება, ავიონიკა, ლაზერი, მართვადი ბომბები, სამართავი პუნქტი. ძალიან გავბრაზდი მაგ სიუჟეტის ყურებით. და დასკვნა გამოვიტანე შემდეგი: "ეგენი დელტა არიან, ისინი მთავრობა, ჩვენ ყველას კიდე კრეტინებად გვთვლიან" |
Posted by: Grows 9 Jun 2022, 12:56 |
ეს რა ობიექტი შეიძლებოდა ყოფილიყო? იაღლუჯის მთაზეა, რუსთავის ზემოთ |
Posted by: Zuka911 9 Jun 2022, 12:58 | ||
ს-200-ის პოზიციაა თუ არ ვცდები, ან ს-125-ის |
Posted by: Alfred_Thayer_Mahan 9 Jun 2022, 13:27 |
Grows არ ვიცი რა იდგა, მაგრამ С-75-ის პოზიცია უნდა იყოს. |
Posted by: Grows 9 Jun 2022, 13:30 |
Zuka911 მადლობა! ეგ იქნება. მეტალურგიულ და ქიმიურ ქარხნებს იცავდნენ როგორც ჩანს |
Posted by: Grows 9 Jun 2022, 13:34 | ||
Alfred_Thayer_Mahan
მგონი მაგას უფრო ჰგავს ფოტო სირიიდან ც-75-ების პოზიციიდან |
Posted by: Alfred_Thayer_Mahan 9 Jun 2022, 13:46 |
Grows პოზიცია 75-ისაა, უბრალოდ არ ვიცი რა იდგა მანდ. სსრკ-ს დროს 75 იდგებოდა. |
Posted by: Grows 9 Jun 2022, 13:50 |
Alfred_Thayer_Mahan სტატია ვნახე, ს-200 იდგაო. 12 ცალი. აქ 6 თხრილი ჩანს. მეორე პოზიციაც იყო ალბათ სადმე ახლოს. "ამ საზენიტო რაკეტების ორი დივიზიონი, 12 გასაშვები დანადგარითურთ, საქართველოს ტერიტორიაზე მხოლოდ რუსთავთან იყო განლაგებული. სამხრეთ კავკასიაში C-200-ები საქართველოს გარდა, აზერბაიჯანში, ბაქოსთანაც იდგა. სხვათა შორის, აზერბაიჯანმა C-200-ები შეიარაღებაში დაიტოვა და 2011 წლის სამხედრო აღლუმზეც ჩაატარა." https://kvirispalitra.ge/article/29647-ra-sheedzloth-rusthavidan-gashvebul-sazenito-raketebs/ * * * Alfred_Thayer_Mahan შესვლა უსაფრთხო იქნება შიგნით? როგორ ფიქრობ დანაღმული ხო არ იქნება |
Posted by: Alfred_Thayer_Mahan 10 Jun 2022, 22:57 | ||
Grows 200 იდგა მაგ პოზიციაზეო? თუ უბრალოდ რუსთავთან 200-იც იდგაო? სანიმუშოდ მოწყობილი 75-ის პოზიციაა და რა ვიცი...
თუ არ შეიძლება, იდგება ვინმე. |
Posted by: Grows 11 Jun 2022, 11:34 |
Alfred_Thayer_Mahan მე გავაიგივე ეგ. რუსთავთან იდგაო და ვიფიქრე ეს იქნებოდა სანიმუშო ნამდვილად არ არის. მანდ არ ჩანს და გვერდით პატარა დასახლებაა ანუ აქტიური კომპლექსი იყო. 10მდე საცხოვრებელი კორპუსი და დამხმარე ნაგებობებია. არავინ დგას. არც შეღობილია. მიგდებულია სრულად. |
Posted by: Alfred_Thayer_Mahan 11 Jun 2022, 13:10 | ||
Grows
რამდენიმეა ასეთი მანდ ახლოს სანიმუშოში საჩვენებელი არ მიგულისხმია, ანუ კარგად მოწყობილ-შენარჩუნებული პოზიციაა С-75-ის. არაფერი იქნება სანახავი, თორემ რა პრობლემაა დათვალიერება. 75, 125, 200 - სამივე იყო თბილისი-რუსთავის მახლობლად. ყველაფერი კარგად ჩანს გუგლის რუკაზე, С-200-ის პოზიცია მაგალითად კუმისთან იყო, სამხრეთით. |
Posted by: FreSH999 13 Jun 2022, 09:58 | ||
Grows
ბავშვობაში დავდიოდით არავის არაფერი უთქვამს |
Posted by: gordas 21 Jun 2022, 15:35 |
რომელ თემაში დამედო არ ვიცი და აქ დავდებ, საინტერესო ვიდეოებია: ჯაველინი 155მმ ჰაუბიცა ტომაჰავკი |
Posted by: RedShark 22 Jun 2022, 09:21 |
-- |
Posted by: Just.saying.folks 3 Jul 2022, 16:03 |
საქართველოს უსაფრთხოებისათვის ესაჭიროება ბალისტიკური რაკეტები რომელიც შეძლებს მინიმუმ 450 კილომეტრის სიშორეზე დარტყმის მიყენებას. 450 ლომეტრი არის ის მინიმალური მანძილი რომელიც უზრუნველყოფს რუსეთის სამხრეთით მსხვილი ქალაქების და სტრატეგიული ობიექტების მიზანში აყვანის შესაძლებლობას. მოგეხსენებათ რომ საქართველო არ არის უკრაინა და მას არ აქვს შესაძლებლობა აწარმოოს ომი თვეობით და დათმოს დიდი ტერიტორიები სტრატეგიული მარცხის განუცდელად. საქართველოს არ აქვს ოპერატიული სიღრმე სამოქმედოდ. ამიტომ უფრო სავარაუდოა ვიდრე არა, რომ მომავალ ომში საქართველოს მსხვილი რეგიონები იქნება დაკავებული რუსეთის არმიის მიერ. ასევე მაღალი ალბათობით რუსეთი შეეცდება პირველივე დარტყმთ გზა გაჭრას სომხეთზე გიუმრის დაჯგუფებასთან შეერთების მიზნით და დაანაწევრებს საქართველოს ორ ოპერატიულ ზონად რომელთაც ერთმანეთთან აღარ ექნებათ კავშირი. ამდენად მნიშვნელოვანია, რომ რუსეთის სტრატეგიული ობიექტები მიწვდენადი იყოს საქართველოს ნებიმიერი წერტლიდან, მათ შორის ყველაზე უკიდურესი თეორიული წერტილებიდან. საქართველოს არ აქვს დიდი რაოდენობით ჯარი რომ მან შეძლოს თვეობით დიდი რაოდენობისთ ცოცხალ ძალასთან ბრძოლა და ასეთივე დიდი რაოდენობის დანაკარგის შთანთქმა. საქართველოს თავდაცვის ქვაკუთხედი უნდა იყოს შესაძლებლობა გამოიწვიოს მტრის ტერიტორიაზე დიდი რაოდენობით მსხვერპლი სამობილიზაციო რესურსში, ტექნოგენური კატასტროფა, ქაოსის წყაროს შექმნა და დემორალიზაცია. ამდენად, საქართველოს უსაფრთხოების გარანტორი შესაძლებელია იყოს მხოლოს საქართველოს შესაძლებლოა მიიტნოს იერიში რუსეთის ქალაქებზე, ელექტროსადგურებზე , წყალსაცავებზე, აეროპორტებზე და სარკინიგზო სადგურებზე. უახლოეს საზღვრისირა რეგიონში. პერსპექტივაში საქართველოს, ისევე როგორც სხვა ნებიმიერი მცირე ქვეყნის უსაფრთხოების გარანტორი შესაძლებელია იყოს მხოლოდ ტაქტიკური და სტრატეგიული ატომური იარაღის ფლობა, ისევე როგორც ეს არის ისრაელის შემთხვევაში. მხოლოდ ატომური დარტყმის პერსპექტივა არის გარანტორი რომ მტერი დიდი ალბათობით არ დაესხმება თავს შენს ქვეყანას. და თუ ასეთი მაინც მოხდება, მხოლოდ ტაქტიკურ ატომურ იარაღის გამოყენებას აქვს შესაძლებლობა შეაჩეროს ბევრად აღმატებული ძალის იერიში შენს ქვეყანაზე და გაანადგუროს მოიერიშე შენაერთის საარმიო კორპუსის დონის რესურსები დროის მოკლე მონაკვეთში მინიმალური ზარალის განცდით. მოკლედ. შაჰაბ-2 დონის რაკეტა გვჭირდება. ვადა არის გუშინ. შაჰაბ-3-ის ანალოგი რა თქმა უნდა უკეთესი იქნება. |
Posted by: hermes555 10 Jul 2022, 15:10 | ||
გუგლის ეგ რუკა მილებში გიწერს მანძილს, კილომეტრებში 2-ჯერ მეტია ჩვენ თუ მასე ვბომბეთ ... |
Posted by: VIP Blogger 28 Jul 2022, 22:20 |
აბა რას ფიქრობთ ამაზე ? https://forum.ge/?showtopic=35243128&view=findpost&p=59454143 |
Posted by: FreSH999 29 Jul 2022, 09:24 |
VIP Blogger აზერბაიჯანისთვის კარგია კი, ჩვენ მაგით რა |
Posted by: sandrobandro 10 Oct 2022, 20:20 |
ღარიბამ როგორც მახსოვს დრონების წარმოება დაანონსა და რა ისმის? რამე დაიწყო? |
Posted by: Riljarouz 10 Oct 2022, 23:26 | ||||
დასავლეთ და აღმოსავლეთ სარდლობას რამდენად ავტონომიურად შეუძლია მოქმედება განცალკავების შემთხვევაში? |
Posted by: zindiosama 11 Oct 2022, 14:05 | ||
გაისად იწყებაო ჯუანშერამ აქამდე თურმე ბიუროკრატიული დაბრკოლებები უშლიდათ ხელს და ეხლაღა გადავლახეთო ფუ მე ამათი... |
Posted by: zindiosama 12 Oct 2022, 16:33 |
ამისი ავტორი რომელი ხართ? გამოტყდით [YOUTUBE]LqOg7JhnAkk&t=550s[/YOUTUBE] |
Posted by: sandrobandro 26 Oct 2022, 20:42 |
ის სუ-25 ები რო აღადგინეს საბრძოლო მოქმედებებისთვის გამოდგება? |
Posted by: Alfred_Thayer_Mahan 26 Oct 2022, 23:52 |
sandrobandro მარტივი პასუხი - არა. |
Posted by: jjj 27 Oct 2022, 12:56 | ||
რატომ არ გამოდგება? _______________________ |
Posted by: Alfred_Thayer_Mahan 27 Oct 2022, 13:15 | ||
jjj
1. СУ-25-მა რომ იმუშაოს უმართავი იარაღით, მოწინააღმდეგემ არ უნდა შეუშალოს ხელი. 2. პირველი საკმარია. |
Posted by: karoche 27 Oct 2022, 13:47 |
zindiosama ჩასმა ესე უნდა - LqOg7JhnAkk - (&t=550s) - ამის გარეშე. ეს კონკრეტულ დროზე გადასვლას ნიშნავს.. |
Posted by: xDavid_S 5 Feb 2023, 17:25 |
https://www.facebook.com/mod.gov.ge/videos/472404087151734/ ბ-ნ იოჰანენს რაგბი ნაყვარება |
Posted by: FreSH999 6 Feb 2023, 20:00 |
xDavid_S და მაგ მ4 ების ამბავი როგორ არის მიდის ნეტა წარმოება? დიდის ამბით კი გახსნეს |
Posted by: xDavid_S 6 Feb 2023, 20:16 |
FreSH999 ვერ ვიცი |
Posted by: xDavid_S 22 Feb 2023, 22:59 | ||
რა საინტერესო განვითარება ჰპოვა https://pia.ge/news/sazogadoeba/ragbis-kavshiris-prezidenti-ert-erti-telekompaniis-mier-daanonsebuli-zhurnalisturi-gamodzieba-sitsrue-da-shetkhzuli-tkuilia |
Posted by: RedShark 23 Feb 2023, 00:43 | ||
xDavid_S ადრე გავქექე მაგ ელიგულაზე (არ დამევასა თავიდანვე)... ბლომად კომპანიები აქვს საქართველოში დარეგისტრირებული და ბევრ საეჭვო და სკანდალურ საქმეებშია გახვეული: https://www.companyinfo.ge/ka/people/1302 https://www.amerikiskhma.com/a/wikileaks-assange-sweden-135037468/537383.html http://www.humanrights.ge/index.php?a=main&pid=12709&lang=geo https://netgazeti.ge/life/11368/ დავაკოპირებ ჩემს პოსტს ძველი თემიდან https://forum.ge/?f=29&showtopic=35201673&st=0
საჭირო კაცია იაშა :დ ))) |
Posted by: xDavid_S 23 Feb 2023, 09:21 | ||
RedShark
CAA Tactical |
Posted by: RedShark 2 May 2023, 05:58 |
რაღაც მოდული დაუდგიათ..... |
Posted by: T-72 Sim1 13 May 2023, 21:52 | ||||
ისმის რამე თუ რიგითი პიარის თემააა.... |
Posted by: xDavid_S 16 May 2023, 21:20 |
https://tammanagement.com/wp-content/uploads/2022/01/REV-SU-25KM-Brochure-ENG.pdf?fbclid=IwAR2oNziaUyDG0ERMkhyhyoUhyV_rP7EvNurRJzPqZ61fAHWr6m2lg3XRfTM * * * ბელარუსული რებ-ი Сателит-М = რუსული МСП-418-ის კლონი |
Posted by: zindiosama 29 May 2023, 12:00 |
თავდაცვითი წარმოების შესაძლებლობები |
Posted by: zindiosama 15 Jun 2023, 13:25 |
ეს რა კომპანიაა ეგეთი - Missiya? https://commersant.ge/news/busuness/dronebis-shemdeg-qartuli-kompabia-missiya-bazarze-upiloto-tvitmfrinavs-gamoitans?fbclid=IwAR2J63TcYEpavMyFaZ0PSXrCo8BCvT8NbO-j9fsjJbiTVXEF0pC6SoJUA24 ქართული კომპანია Missiya, რომელიც ქართველ ინჟინრებს აერთიანებს, დრონების შემდეგ ბაზარზე უპილოტო თვითმფრინავების გამოტანისთვის ემზადება. როგორც კომპანიის წარმომადგენელმა ნოდარ ხიდიშელმა „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადა, ასეთ აპარატებს სხვადასხვა ფუნქცია აქვთ და გამოიყენება როგორც სადაზვერვო მიმართულებით, ასევე ისეთი ფუნქციით, როგორიც ტყის ხანძრების პრევენციის ან მათზე დროული რეაგირების მიზნით ტყეების მონიტორინგია. საფრენი აპარატის პრეზენტაცია 9 სექტემბერს, ნატახტარში დაგეგმილ ავიაშოუზეა დაგეგმილი, როცა უპილოტო თვითმფრინავი ბათუმიდან აფრინდება და 3 საათში ნატახტრის აეროპორტში დაეშვება. „დრონებისგან განსხვავებით, უპილოტო თვითმფრინავს ფრენის გაცილებით ხანგრძლივი უნარი აქვთ და ჰაერში ყოფნა 6 საათამდე პერიოდის განმავლობაში შეუძლიათ. დრონისთვის ეს პერიოდი 40-45 წუთია. დაზრვერვითი ფუნქციის გარდა, ასეთ უპილოტო თვითმფრინავებს აქვთ უნარი, შეასრულონ ისეთი მნიშვნელოვანი ფუნქცია, როგორიც ტყეების მონიტორიგნია. მოგეხსენებათ, რამდენად სერიოზული პრობლემაა საქართველოში ზაფხულობით ტყის ხანძრები. ასეთ აპარატს კი შეუძლია ხანგრძლივად აწარმოოს ტყეების საკმაოდ დიდი მასივების მონიტორინგი და კამერის საშუალებით, დააფიქსიროს საგანგაშოდ მაღალი ტემპეატურის არეალები ან ხანძრის კერები საწყის ეტაპზე. ეს განსაკუთრებით აქტუალურია რთული რელიეფის ტყეებში,“ - განმარტა ხიდიშელმა. რაც შეეხება დრონებს, რომელთა პრეზენტაციაც Missiya-მ უკვე გამართა, ნოდარ ხიდიშელის თქმით, ბრიტანეთის პოლიციის შემდეგ, აღნიშნული პროექტით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროც დაინტერესდა. კომპანიის მიერ დამზადებულმა დრონმა 2022 წელს, ბრიტანეთის საერთაშორისო გამოფენაში მიიღო მონაწილეობა. საქართველოში კი დრონების პრეზენტაცია 25 მარტს გაიმართა. **************************************************** დამრტყმელი ფუნქცია რომ შესძინონ არ უნდათ? მაგრამ მეც რას ვლაპარაკობ, "აბა ომი უნდათ?" ########თ პოლიცია და პოლიციური ქვეყანა |
Posted by: Zuka911 10 Dec 2023, 01:37 |
სუდანის საჰაერო ძალების მი-17-ების რემონტი თამ-ში უგანდის საჰაერო ძალების მი-24 რომელიღაც აფრიკული საჰაერო ძალების მი-35 და მი-8-ები კონგოს საჰაერო ძალების სუ-25 საქართველოს საჰაერო ძალების ლ-39 აზერბაიჯანის კა-27ები |
Posted by: hatcher 12 Dec 2023, 15:42 |
არ ვიცი მთლად აქ დასადებია თუა მარა ამ დღეებში ჩატარდა Tbilisi Air Expo და რამდენიმე ადგილობრივი უპილოტო დავინახე ფოტოებში. https://www.facebook.com/aeromodellingsportfederation/posts/pfbid023sVCGUAcj5K3Et96VkJEathp4q56FsxTJ13gV3Hnjuq5fJ7GTC6tPduX6xzEDVgBl |
Posted by: xDavid_S 13 Dec 2023, 20:45 |
ფორდის F-550 Super Duty სხვებსაც ნაყვარება |
Posted by: RedShark 14 Dec 2023, 09:18 |
-- |
Posted by: xDavid_S 7 Jan 2024, 23:38 |
არც ჩვენთვის იქნება ზედმეტი Сейчас "вся страна" производит FPV. Кто-то 30 в месяц, кто-то 10 тысяч. Этот пост будет как публичная просьба от пилотов и инженеров FPV на фронтах к производителям FPV. Производителей много, и таким образом я попытаюсь всех охватить. 1. Просьба не гнаться за количеством за счет качества. После многих производителей приходиться на фронтах военным многое перерабатывать. В некоторых бригадах уже лежат горы бракованных дронов, у пилотов нет времени и возможности их ремонтировать. 2. Просьба иметь хотя бы основные измерительные приборы и перед отправкой на фронт проверять антенны, выходные мощности передатчиков 3. Просьба не делать дроны тех частот, которые давит РЭБ РФ уже по всем направлениям. Ребятам "в окопах" потом приходится переделывать антенны и все перестраивать. 4. Просьба уделять внимание наземным станциям. Делайте дроны с нестандартными частотами – делайте сразу наземные станции с антеннами на нестандартные частоты. 5. Просьба правильно настраивать PID на производстве. Затем ребята мучаются с этой неделями. 6. Батареи к дронам просьбу собирать с учетом внутреннего сопротивления. Плохой подбор = низкая дальность. 7. Уделить внимание качеству сварки сот. Плохая сварка – дрон не долетит. 8. Проверять внимательно перед заливкой «таблицу». Мощности, порты смартаудио и прочее 9. Ретранслятор "наземки" не должен "гореть" светодиодами! 10. Не ставьте батарею 4000 мАч. Это очень мало! Хотя бы 6000. 11. Не ставьте кабель 75 ом, не перегибайте кабель. 12. Совместимость комплекта. К примеру, часто дают дроны на 1.3 ГГц, а очки к ним на 5.8 ГГц. 13. Положение антенн на дроне имеет значение. Не ставьте, как Вам удобно. 14. Если у устройства есть xt60, он должен быть рассчитан на то, что в него с вероятностью 100% вставят 6s Помните. Во многих частях на фронтах некому и нечем исправлять брак и дефекты. Военные ждут от Вас проверенных и настроенных изделий. |
Posted by: zindiosama 8 Jan 2024, 13:34 | ||
საერთოდ FPV-ების მომავალი მანქანური ხედვის უპილოტოებია რომლებსაც რებ-ის გუმბათი ვერაფერს აკლებს ჩვენთან ეგეთი რამე ალბათ არც გაუგიათ და გონიათ რომ პოლონური Warmate-ია ტექნოლოგიის უკანასკნელი წუილი |
Posted by: jjj 12 Jan 2024, 17:27 | ||
https://1tv.ge/news/saqartvelos-tavdacvis-saministrosa-da-polonur-kompanias-shoris-sazenito-saraketo-kompleqsis-shesyidvis-shesakheb-khelshekruleba-gaformda/
|
Posted by: zzz77 13 Jan 2024, 23:04 |
ჩვენები მობილურ საზენიტო საშუალებებზე აკეთებენ მგონი აქცენტს და ჩემი შეხედულებით ეს სწორია. |
Posted by: xDavid_S 13 Jan 2024, 23:10 | ||
მაშინ ამეებით უნდა დაიწყონ |
Posted by: Zuka911 13 Jan 2024, 23:57 | ||||
სად იყვნენ უკრაინელები |
Posted by: zindiosama 17 Jan 2024, 01:38 |
ხალხო, ერთი შეკიტხვა მაქ შეგვიძლია რომ Warmate-ები მანქანური ხედვით გამოვუშვათ? |
Posted by: xDavid_S 17 Jan 2024, 11:37 | ||
zindiosama
გამაცინე მსხვილი კვანძები ჩამოდის და აქ სახრახნისით აწყობენ |
Posted by: zindiosama 17 Jan 2024, 13:23 | ||||
ხოდა ჩამოვიდეს საიდანმე მანქანური ხედვის კვანძები და მიახრახნონ აქ |
Posted by: xDavid_S 17 Jan 2024, 14:19 | ||
სოფტია, უნდა ჩატვირთონ = ვერ მიახრახნებენ |
Posted by: zindiosama 17 Jan 2024, 18:24 | ||||
ხოდა რა პრობლემაა, ჩატვირთონ თუ სოფტს არ მოგვყიდიან? |
Posted by: xDavid_S 17 Jan 2024, 21:42 | ||
ფულს თუ გადაიხდი ჰაიმარსსაც მოგყიდიან |
Posted by: -Alex- 18 Jan 2024, 11:17 |
მანქანური ხედვა რა არის? პირველად გავიგე. |
Posted by: AVIATORI01 18 Jan 2024, 19:03 |
თქვენ ,,აჯიმანიის '' კეთება გეზარებათ თუ რატომ ხართ მარტო ფორუმზე ჩართული ქართული თავდაცვის უნარიოანობის ამაღალებაში და არა რეალურად? |
Posted by: xDavid_S 20 Jan 2024, 17:09 |
Warmate 3.0-ით რუსული ტორის დაზიანება https://t.me/DIUkraine/3331 |
Posted by: zindiosama 21 Jan 2024, 12:37 | ||
არ ხსნის და იქნებ ისე დადო რომ შევხედოთ? |
Posted by: NotGonnaDie 28 Jan 2024, 07:52 | ||||||
დედისერთა ჯუანშერის სახელობის თავდაყლის სამინისტროს საყურადღებოდ: იმისთვის რომ თქვენი შვილები მომავალ ომში ნაწილებად დაფლეთილები არ ნახოთ, ყველა ყველა ოცეულს მინიმუმ უნდა ჰქონდეს ასეთი დაკვირვების სისტმა. დრონია რომლის კვება და კავშირი ხდება კაბელით მანქანიდან და ასრულებს სათვალთვალო ანძის ფუნქციას - უფრო ფარულად და ეფექტურად. გამოცხადებული ჰაერში ყოფნის დრო 24 საათი * * *
და ეს ხალხი აპირებს რუსეთთან ომს * * * AVIATORI01
აჯვიმანიის * * * zindiosama
არც ერთს და არც მეორეს. მტრის მოკავშირეს მასეთ რაღაცებს არ აძლევენ ხოლმე |
Posted by: Zuka911 31 Jan 2024, 03:23 |
NotGonnaDie რასაც შენ აღწერ მაგ მიზნისთვის არსებობს უკვე სახმელეთო დაკვირვების სისტემები,მაგალითად რუსული ირონია. რა უპირატესობა აქვს მაგას გარდა იმისა რო დავუშვათ უფრო დიდ ფართობზე იძლევა გამოსახულებას |
Posted by: -Alex- 5 Feb 2024, 11:44 | ||||
შენ თუ რამე იცი დაგეწერა არ ჯობდა მაგ სმაილიკებს. მასეთი საქციელისთვის პოლიტიკის განყოფილებაა. |
Posted by: zindiosama 12 Feb 2024, 20:02 |
https://bm.ge/news/chveni-samkhedro-teqnikis-momkhmareblebi-unda-iyvnen-qveynis-garetats-tavdatsvis-ministri-deltaze?fbclid=IwAR3Ubjj5xpg-vQMZLrK1v3uaTPbyVY6UmAZL04JQOPjkoQZ4Tqm22fvzDJg საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა "დელტას" საქმიანობის შესახებ BMG-ის კითხვას უპასუხა. მისი თქმით, ქართული სამხედრო წარმოების მიზნებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივი სამხედრო ტექნიკა არამხოლოდ თავდაცვის სამინისტროს, არამედ უცხოეთის ბაზრებზეც იყოს ორიენტირებული. ჩიქოვანის თქმით, ამ შემთხვევაში სამხედრო მრეწველობა უფრო მაღალ მდგრადობას მოიპოვებს. თუმცა ახალ მინისტრს კონკრეტული სამიზნე მაჩვენებლები არ დაუსახელებია. “დელტა" არის ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი ორგანიზაცია. სამხედრო სამრეწველო სექტორი არის ძალიან მნიშვნელოვანი ბევრი ასპექტიდან გამომდინარე. ერთი მხრივ ეს გვაძლევს საშუალებას, რომ უფრო სწრაფად და იაფად მივაწოდოთ სხვადასხვა ტექნიკა. მე საპარლამენტო მოსმენაზეც ვთქვი რომ ჩვენი სამხედრო წარმოება იყოს კონკურენტუნარიანი და ამის მომხმარებლები იყვნენ არამხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ გარეთაც, შესაბამისად იმისთვის, რათა მდგრად სამხედრო წარმოებაზე ვისაუბროთ უნდა იყოს მოხმარების ბაზარი,”- განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა. თავდაცვის მინისტრმა “დელტას” შემადგენლობაში არსებული სამკერვალო საწარმო “დელტა ტექსტილის” შესახებაც გააკეთა კომენტარი. მისი თქმით, ამ სამკერვალოს მიერ წარმოებულ პროდუქციასთან დაკავშირებით ხარისხობრივი კითხვები მისი ინფორმაციით არ ყოფილა. “რაც შეეხება კონკრეტულად დელტა ტექსტილის საქმიანობას, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია დელტა ტექსტილთან მიმართებით ხარისხის პრობლემა არ ყოფილა. იმედი მაქვს რომ ასეც გაგრძელდება, თუმცა წინასწარ ხელაღებით ვერ ვიტყვი სანამ არ შევისწავლი,”- განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა. სამხდერო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი “დელტა” თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული სსიპ-ია. კომპანია აწარმოებს ჯავშანტექნიკას, არტილერიას, მსუბუქ ქვეითთა შეიარაღებას და ნაღმებს. ამასთან, “დელტას” დაქვემდებარებაშია სახელმწიფო სამშენებლო კომპანია “დელტა მშენებელი”, რომელიც ჯარისკაცებისთვის ახალი კორპუსების სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებს, ასევე სამკერვალო ფაბრიკა დელტა ტექსტილი. |
Posted by: xDavid_S 27 Apr 2024, 22:19 | ||||
დააკავეს'ო |
Posted by: RedShark 27 Apr 2024, 23:44 |
ამბის სრულიად ლოგიკური განვითარება და კვანძის გახსნა |
Posted by: Zuka911 29 Apr 2024, 19:27 |
Posted by: zindiosama 26 Jun 2024, 20:12 |
ერთი რა მაინტერესებს იცით? ჩრდილოეთ კორეას ხო ყავს შეიარაღებაში სუ-25-ები და მაგათაც ჩვენ ვარემონტებთ ხოლმე? |