Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > არსენალი > იარაღის გაფორმება


Posted by: Cdev 3 Oct 2023, 02:32
სალამი, იარაღის საყიდლად უნდა წავიდე ბათუმში, რა საბუთები დამჭირდება? და როგორც მითხრეს ბალისტიკას 20 დღემდე ჭირდება ანუ 20 დღეში მეორედ ჩაკითხვა მომიწევს?


და ბინადრობის მოწმობა თუ ჭირდება

Posted by: jjkk 13 Oct 2023, 23:57
მე რომ შაშხანა ვიყიდე, მივედი პირადობის მოწმობით, მეტი არაფერი დამჭირვებია.
თუმცა, მომსახურების სააგენტოს ცხელ ხაზზე მითხრეს, შეიძლება ფსიქოც დაგჭირდესო, ანუ ოფიცერზეა დამოკიდებული, ან მოგთხოვს ან არაო. მე არ მომთხოვა.
თქვენს ადგილზე, რადგან ბათუმში უნდა ჩახვიდეთ, თუ იქვე, უცბად ფსიქოს არების საშუალება არაა, აქედან წავიღებდი ყოველი შემთხვევისთვის.
* * *
ბალისტიკას 20 დღე არ მგონია სჭირდებოდეს. 20 წუთი კი დასჭირდება. smile.gif

Posted by: Cdev 14 Oct 2023, 15:39
jjkk
მადლობა და ერთი კითხვაც მაქვს

თავდაცვის იარაღი აუცილებლად იურიდიულ მისამართზე უნდა ინახებოდეს? ფაქტიურ მისამართზე თუხდება შენახვა

Posted by: jjkk 19 Oct 2023, 22:41
QUOTE
თავდაცვის იარაღი აუცილებლად იურიდიულ მისამართზე უნდა ინახებოდეს? ფაქტიურ მისამართზე თუხდება შენახვა

რა მისამართზეც დაარეგისტრირებთ, იქ უნდა ინახებოდეს. მნიშვნელობა არ აქვს, "იურიდიულია" თუ ფაქტიური სხვა მისამართზე გადატანა მხოლოდ შსს-ს ნებართვით. სხვა მისამართზე შენახვისთვის ხელახლა რეგისტრაცია სჭირდება.

Posted by: ჩეკო 25 Nov 2023, 17:38
იარაღის ნებართვის გამოცდა
საგამოცდო ტესტი 15 კითხვისგან შედგება და გამოცდა ჩაბარებულად 13 სწორი პასუხის გაცემის შემთხვევაში ჩაითვლება. იარაღის შეძენის მსურველს თეორიული გამოცდის ჩასაბარებლად 20 წუთი ეძლევა.
❗გამოცდაზე გასასვლელად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს:
➡️ცნობა ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ;
➡️პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი
➡️საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
--------------------------------------------------------------------------
ბილეთები:
--------------------------------------------------------------------------
1)
* * *
1) დასაშვებია თუ არა სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის დაუშლელ მდგომარეობაში ტარებაარა.
1. არა, სანადირო იარაღის დაუშლელ მდგომარეობაში ტარება აკრძალულია, გარდა ამისათვის სპეციალურად განსაზღვრული ადგილებისა (ტირი, სასროლეთი, სასროლო-სანადირო სტენდი, ნადირობისათვის სპეციალურად გამოყოფილი ადგილები).
2. დიახ, დასაშვებია ნებისმიერ ადგილას.
სწორი პასუხი: 1
--------------------------------------------------------------------------
2) აქვს თუ არა უფლება სანადირო
ცეცხლსასროლი იარაღის მესაკუთრეს საზღვარგარეთ გამგზავრებისას თავის საკუთრებაში არსებული იარაღი გადასცეს სხვა პირს.
1. დიახ, მხოლოდ ოჯახის წევრს.
2. დიახ, მხოლოდ იმ პირს, ვისაც აქვს იარაღის ტარების უფლება.
3. დიახ, ნებისმიერ ნდობით აღჭურვილ პირს.
4. არა, არ აქვს.
სწორი პასუხი: 4
--------------------------------------------------------------------------
3) რა შემთხვევაშია დასაშვები თქვენს საკუთრებაში არსებული სანადირო ცეცხლსასროლი იარაღი შეინახოთ ისეთ ადგილას, სადაც ის გარეშე პირთათვის ხელმისაწვდომი იქნება.
1. არცერთ შემთხვევაში.
2. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი გამორიცხულია იარაღთან არასრულწლოვანთა დაშვების შესაძლებლობა.
3. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი იარაღი ხელმისაწვდომია იმ პირისთვის, ვისაც აქვს იარაღის შენახვის ან/და ტარების უფლება.
სწორი პასუხი: 1
--------------------------------------------------------------------------
4) ცეცხლსასროლი იარაღის (გარდა გლუვლულიანი სანადირო თოფის), საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შენახვა იწვევს თუ არა სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.
1. დიახ.
2. არა.
სწორი პასუხი: 1.
--------------------------------------------------------------------------
5) როდის არის იარაღი საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანილი, რათა მსროლელმა შეძლოს გასროლა
1. მაშინ, როდესაც იარაღი განმუხტულია და დგას მცველზე
2. მაშინ, როდესაც ვაზნა განთავსებულია ლულის სავაზნეში და იარაღი მოხსნილია მცველიდან.
სწორი პასუხი: 2
--------------------------------------------------------------------------
6) რომელი ვაზნების გასროლაა დასაშვები სანადირო ცეცხლსასროლი იარაღიდან
1.ნებისმიერი ვაზნის, რაც ჩაეტევა მჭიდში ან ლულაში.
2.მხოლოდ შესაბამისი კალიბრის მქონე ვაზნის, რომლის მიხედვითაც აიგო იარაღი და რომელიც მითითებულია თავად იარაღზე.
3. არცერთი პასუხი არ არის სწორი.
სწორი პასუხი: 2
--------------------------------------------------------------------------
7) ცეცხლსასროლი იარაღის გაწმენდის წინ უსაფრთხოების მიზნით აუცილებელია თუ არა ლულის სავაზნე არხის შემოწმება მასში ვაზნების არსებობაზე
1. აუცილებელია
2. არ არის აუცილებელი
3. დამოკიდებულია ცეცხლსასროლი იარაღის ტიპზე.
სწორი პასუხი: 1
--------------------------------------------------------------------------
8 ) უსაფრთხოა თუ არა იარაღის შენახვა ისეთ საცავში, სადაც საწვავი, ადვილადაალებადი და ქიმიური ნივთიერებები ინახება
1. დიახ
2. არა
3. უსაფრთხოა მხოლოდ ისეთ შენობაში, სადაც ქიმიური ნივთიერებები ინახება.
სწორი პასუხი: 2
--------------------------------------------------------------------------
9) სასხლეტზე თითის დადება მიზანშეწონილია.
1. ყოველთვის, როდესაც იარაღი ხელში გიჭირავთ
2. მხოლოდ მას შემდეგ, როცა სროლას გადაწყვეტთ.
წორი პასუხი: 2
--------------------------------------------------------------------------
10) დაშვებულია თუ არა ნადირობა სახელმწიფო ნაკრძალში
1. დაშვებულია მხოლოდ კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში, შესაბამისი ნებართვის საფუძველზე.
2. დაშვებულია
3. დაუშვებელია.
სწორი პასუხი: 3
--------------------------------------------------------------------------
11) სანადირო ცეცხლსასროლი იარაღი და შესაბამისი საბრძოლო მასალა უნდა ინახებოდეს.
1. მხოლოდ ისეთ მდგომარეობაში/პირობაში, სადაც უზრუნველყოფილი იქნება იარაღისა და საბრძოლო მასალის დაცვა და უსაფრთხოება.
2. მხოლოდ ისეთ პირობებში/მდგომარეობაში, სადაც გამოირიცხება გაუთვალისწინებელი (უნებლიე) გასროლის შესაძლებლობა.
3. მხოლოდ ისეთ პირობებში/მდგომარეობაში, სადაც არ მოხდება იარაღსა და საბრძოლო მასალასთან გარეშე პირთა დაშვება.
3. ჩამოთვლილთაგან ყველა პირობებში/მდგომარეობაში.
სწორი პასუხი: 4
--------------------------------------------------------------------------
12) უსაფრთხოების მიზნით მიზანშეწონილია თუ არა სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის დამუხტულ მდგომარეობაში დატოვება დანიშნულებით გამოყენების შემდგომ.
1. დიახ.
2. არა.
3. დიახ, თუკი იარაღს შევინახავთ საცავში.
სწორი პასუხი: 2
--------------------------------------------------------------------------
13) ჩამოთვლილი დებულებებიდან რომელია მცდარი.
1. სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის მესაკუთრე ვალდებულია უზრუნველყოს იარაღისა და საბრძოლო მასალის დაცვა.
2. სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლების მქონე იარაღის მესაკუთრე არ არის ვალდებული იარაღის ტარებისას იქონიოს იარაღის რეგისტრაციის მოწმობა.
3. სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის ან საბრძოლო მასალის გადაცემა სხვა პირთათვის აკრძალულია, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
სწორი პასუხი: 2
--------------------------------------------------------------------------
14) ჩამოთვლილთაგან რომელია მართებული.
1. სანადირო ცეცხლსასროლი იარაღი უნდა ინახებოდეს დამუხტულ მდგომარეობაში, გამორიცხული უნდა იყოს იარაღთან არასრულწლოვანთა დაშვების შესაძლებლობა.
2. სანადირო ცეცხლსასროლი იარაღი უნდა ინახებოდეს ისეთ მდგომარეობაში/პირობებში, სადაც უზრუნველყოფილი იქნება მისი დაცვა და უსაფრთხოება, გამოირიცხება გაუთვალისწინებელი (უნებლიე) გასროლა და იარაღთან გარეშე პირთა დაშვების შესაძლებლობა.
3. სანადირო ცეცხლსასროლი იარაღი უნდა ინახებოდეს განმუხტულ მდგომარეობაში და ოჯახის წევრთათვის ხელმისაწვდომ ადგილას, სადაც შესაძლებელი იქნება საჭიროების შემთხვევაში ცეცხლსასროლი იარაღის დროული გამოყენება.
სწორი პასუხი: 2
--------------------------------------------------------------------------
15) დასაშვებია თუ არა და რა შემთხვევაში სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის დროებით სარგებლობაში გადაცემა.
1. არა.
2. დასაშვებია შეზღუდვის გარეშე.
3. დასაშვებია, თუკი იურიდიული პირი, რომელიც ეწევა ნადირობას ან ამ პროფილით ახორციელებს ტურისტულ მომსახურებას, კუთვნილ რეგისტრირებულ იარაღს ნადირობისათვის დროებით გადასცემს იმ ფიზიკურ პირს, რომელსაც რეგისტრირებული აქვს სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღი ან/და აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს.
სწორი პასუხი: 3
--------------------------------------------------------------------------
ბილეთები აღებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ოფიციალური ვებგვეერდიდან - https://www.sa.gov.ge/.

Posted by: spravedlivi 3 Feb 2024, 16:31
მოგესალმებით

ბიძაცემი, დაბერდა და აღარ სჭირდება მასზე გაფორმებული იარაღები და მინდა რომ ჩემზე გადავიფორმო. იქნებ ორი სიტყვით დამიწეროთ როგორ უნდა მოვიქცე

Posted by: N_e_o_N 3 Feb 2024, 22:21
spravedlivi
ჯერ გამოცდა უნდა ჩააბარო რო გაფორმების უფლება მოიპოვო და მერე ბიძა უნდა მიიყვანო და გადმოგიფორმოს

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)