Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > არსენალი > ქართული სამხედრო ისტორია


Posted by: Dave 13 May 2005, 20:01
ყველამ, ვინც იცის რაიმე ინტერნეტ საიტი ან წიგნი ქართული სამხედრო ხელოვნების ისტორიაზე, ან თუნდაც ისეთი, რაიმე კუთხით რომ ეხება ქართული სამხედრო ხელოვნების ისტორიას, ჩააგდეთ აქ smile.gif

Posted by: PBero 13 May 2005, 20:44
Dave
შენ თვითონ გაქვს ასეთი ბმული, ან წიგნი ?

Posted by: Dave 13 May 2005, 21:05
საუბედუროდ არა, მაგრამ ძალიან მჭირდება.
იქნებ ვინმეს აქვს და ასეთ შმთხვევაში მეც და აქ სხვა შემომსვლელებსაც გაგვაცნობს!

Posted by: PBero 13 May 2005, 21:46
Dave
პერიოდი დააზუსტე, შეიძლება აქვე არსენალში იყო უკვე რამე თემები...

Posted by: Dave 13 May 2005, 22:08
16-17 საუკუნეები

Posted by: Solveig 15 May 2005, 01:32
აბა აქ ნახე

http://www.answers.com/main/ntquery?tname=list-of-georgian-wars&curtab=2222_1&sbid=lc01a

Posted by: wisdom-4 15 May 2005, 01:50
80 წლებში გამოვიდა გენერალ-ლეიტენანტ ირაკლი ჯორჯაძის , ,,საქარტველოს სამხედრო ისტორია ,,

Posted by: Dave 15 May 2005, 11:18
Solveig
wisdom-4

კაია!

კიდევ აქვს ვინმეს რამე?

Posted by: Dave 17 May 2005, 18:34
კიდევ ერთი რამ -
თუ შეიძლება სადმე ინტერნეტში ქართველი მეომრების რეკონსტრუქციების, ანუ სურათების პოვნა? ნებისმიერო ისტორიული ეპოქის.

Posted by: PBero 17 May 2005, 18:45
Dave
http://forum.ge/?showtopic=33585794&view=findpost&p=997398

Posted by: Dave 18 May 2005, 21:19
QUOTE
http://forum.ge/?showtopic=33585794&view=findpost&p=997398


სამწუხაროდ ძალზე ცოტა ინფოა მანდ.
ქართული ისტორიიდან მხოლოდ ხევსურული აბჯარია sad.gif
კიდევ ერთი შეკითხვა. ცნობილი კლიპი რომ არი, "ქართული ლეგენდა", იქ თუშები არიან "ნაჩვენები", თუ ხევსურები? შესაბამისად, შეიარაღება და ტანისამოსი მანდ თუშურია თუ ხევსურული?

Posted by: rom_tkvas_kio? 11 Feb 2006, 15:31
ძალიან მაინტერესებს ეს თემატიკა მგონი აქ არის მისი ადგილი.
თუ ვინმეს რამე გსმენიათ გთხოვთ არ დაიზაროთ და დაწეროთ.

Posted by: Koala 12 Feb 2006, 00:00
rom_tkvas_kio?

რაის შეწირულები კაცო biggrin.gif
განდეგილები გამიგია და შეწირულები არ ვიცი , აგერ მე და აგერ ფორუმი. ვნახოთ რას დაწერს ხალხი smile.gif

Posted by: rom_tkvas_kio? 12 Feb 2006, 01:06
QUOTE
განდეგილები გამიგია და შეწირულები არ ვიცი , აგერ მე და აგერ ფორუმი.

მეც ეგ მაინტერესებს გავიგე რომ ქართველი მეომრები რომლებიც სასიკვდილო დავალებაზე მიდიოდნენ ასე მოიხსენიებოდნენ.

Posted by: Vlad-Cepesh 13 Feb 2006, 18:12
rom_tkvas_kio?
QUOTE
ძალიან მაინტერესებს ეს თემატიკა მგონი აქ არის მისი ადგილი.
თუ ვინმეს რამე გსმენიათ გთხოვთ არ დაიზაროთ და დაწეროთ.

ნუ ძაან ცოტა რამ ვიცი მაგათზე
ნუ მოკლედ რო ვთქვათ ეგენი კამიკაძეები სულაც არ იყვნენ
ეგ სასტავი ბავშობიდანვე იზრდებოდნენ შეწირულებად.
განსაკუთრებული ვარჯიში ქონდათ და ფლობდნენ იმდროინდელ ყველა საბრძოლო იარაღს უმაღლეს დონეზე.
ასე ვთქვათ იმდროინდელი სპეცნაზი იყო, შეილება უფრო კარგადაც მომზადებული ვიდრე დღევანდელი რომელიმე სპესნაზელი smile.gif
მათთან შებმას ჯობდა თვით სატანას შებმოდი. იმას უფრო ადვილად მოერეოდი ვიდრე ერთ რომელიმე შეწირულს.
კაროჩე მაგარი ნაროდი იყო რაა
მეტი არაფერი ვიცი.
უბრალოდ მთელი თავიანთი ცხოვრება გადადებული ქონდათ საბრძოლო საქმეზე

Posted by: daitio 13 Feb 2006, 19:34
Vlad-Cepesh
მთაში უფრო იყო გავრცელებული მგონი ხო??

Posted by: Vlad-Cepesh 13 Feb 2006, 23:42
daitio
QUOTE
მთაში უფრო იყო გავრცელებული მგონი ხო??

ეგ ზუსტად არ ვიცი მარა მემგონი შეწირული ნებისმიერი შეიძლებოდა ყოფილიყო.
ნუ მაგისთვის სპეციალურად არჩევდნენ ახალგაზრდებს. რა პრინციპით არჩევდნენ ვერ ვიცი
მთაში ყოველთვის საბრძოლო ხელოვნება მაღალ დონეზე იდგა.
ძველი ქართული საბრძოლო იარაღები რო ნახო ისეთი რაღაცეები არის რო მარტო დანახვაზე გული წაგივა.
ნინზის მასხარა შკოლნიკი დედა ვატირე biggrin.gif

Posted by: rom_tkvas_kio? 19 Feb 2006, 18:49
QUOTE
ძველი ქართული საბრძოლო იარაღები რო ნახო ისეთი რაღაცეები არის რო მარტო დანახვაზე გული წაგივა.
ნინზის მასხარა შკოლნიკი დედა ვატირე 

აუ სურათებს ხო ვერ მეტყვი სად ვანახავ? მუზეუმში არამგონია იყოს. კაი იქნაბა საიტს თუ მოაბავს ვინმე თავს და გააკეთებს ქართულ საბრძოლო ხელოვნებაზე.

Posted by: Murzaqan 19 Feb 2006, 21:06
rom_tkvas_kio?

თბილისში არის ერთი კაი კაცი. კახა ზარნაძე საკუთარი სამჭედლო აქვს და ნამდვილ საბრძოლო ხმლებს და ხანჯლებს აკეთებს. საქართველოში საუკეთესოა. რა თქმა უნდა ტურისტებისთვის განკუთვნილი ზიზილ-პიპილოები არ იგულისხმება. ძნელად თუ იპოვი საქართველოსი კაცს, ვისაც ამდენი აქვს გაკეთებული ქართული იარაღისა და ქართული საბრძოლო ხელოვნების სისტემატიზირების აღწერისა და შემონახვა-აღდგენისათვის. სხვადასხვა უკვე ცნობილი საბრძოლო ხელოვნების წარმომადგენლები (უცხოელები) დიდი ხანია უდარაჯებენ სად რა ძველი ილეთი დასთრიონ, რომ მერე მაკარუკაი კუკუსიკუ დაარქვან თავიანთი ილეთების რეესტრში ჩაწერონ და მერე ტიპიური აღმოსავლური ან არმიანისტანული ან რუსული ილეთი დაუძახონ და მერე ვეღარც შეედავები ვინც პირველად გაუწევს პოპულარიზაციას, იმისია რა.
ეს კაცი კაი ხანია ეძებს ვინმე ნამდვილ გულშენატკივარს, რომ ერთი საიტი გაუკეთოს, სადაც მთელი ეს უზარმაზარი მასალა მოთავსდება და ერთხელ და სამუდამოდ(ამდაგვარი გამოქვეყნების გზით) ქართველების საბრძოლო ხელოვნებია ელემენტებად გახდება ცნობილი. რა გინდა რო იქ არ იყოს: ჭიდაობის 12 სახეობა(!!!!!), ზოგიერთი მათგანი აშკარა საბრძოლო-გამოყენებითი ხასიათისა, შეიარაღება, მართლა ისეთი მრავალფეროვანი, რო გავკარი ნინჯებს, ფარიკაობის ოთხი სახეობა, მილიონი ახალგაზრდა მეომრების აღსაზრდელი სავარჯიშო სისტემები.
ერთი კაცი ვერ გამოჩნდა ვინც წესიერ საიტს გააკეთებდა, და მთელამ ვიდეო და სხვა სახის ინფორმაციას ჩაყრიდა. თვითონ კახა, ჩემი არ იყოს, მასეთ საქმეებში ტყემალზე ზის და რჩება ეგ საქმე მიუხედავი.

Posted by: zazabichi 25 Feb 2006, 15:12
ისე საიტის გაკეთება ცვეტში მამულისშვილური საქმე იქნება.
მოდით ავაგოროთ პატარა საქველმოქმედო აქცია და გავუკეთოთ საიტი მაგ კაცს.
ვისაც რა შეგვიძლია, ვის ტექნიკური მხარე და ვის ფული.
მე მაგალითად მატერიალურად დავეხმარები რადგან საიტის გაკეთებისგან ძალიან შორს ვარ.
კახა ზარნაძეს პატრიარქის კურთხევა აქვს რამდენადაც მე ვიცი.
მოკლედ მოდერი თუ საჭიროდ ჩათვლის გახსნას მიპინული ტოპიკი ამასთან დაკავშირებით.
აბა გამოთქვით თქვენი აზრი პატივცემულო არსენალელებო smile.gif

Posted by: rom_tkvas_kio? 27 Feb 2006, 13:03
zazabichi
ნამდვილად კარგი იქნება! yes.gif yes.gif yes.gif
ერთი კარგი საიტი ძველ ქართულ საბრძოლო ხელოვნებაზე და იარაღზე ნამდვილად უნდა გვქონდეს.

Posted by: zazabichi 27 Feb 2006, 14:12
rom_tkvas_kio?
ჩვენ რისი გაკეთება შეგვიძლია?
მე მითხრეს ესეთი რამე რომ ბატონ კახას არ უჭირს არაფერი საიმისოდ რომ ვიღაცეებმა საქველმოქმედოთ საიტი გაუკეთონო. ანუ სერიოზულ შეკვეთებს ასრულებს და თან საპატრიარქოც ეხმარებაო.
და ალბათ თვითონ არ იცის უბრალოდ საიტის მნიშვნელობა საქმის პოპულარიზაციის თვალსაზრისით.
მოკლედ რამოდენიმე ადამიანმა ესეთი რამე მითხრა.
მაინტერესებს ვინმეს თუ აქვს კიდევ რამე ინფორმაცია.

Posted by: Armor 28 Feb 2006, 15:12
www.geoarmy.info/name -ზე ადგილს დავუთმობ, თუ უნდა.

ერთი დიდი სამხედრო საიტი არ ჯობია ბევრ პატარას??

ჯეოარმი-ინფო ჩემი საკუთრება არ არის ... ყველა პატრიოტისაა.

Armor


Posted by: comanche 28 Feb 2006, 16:17
მეც მაგას ვფიქრობდი. ახალი საიტის შექმნას ჯობს უკვე არსებულზე განთავსდეს ინფორმაცია.
ვინმე უცხოელი რო შემოვა ნახავს არა მარტო თანამედროვე ქართულ არმიას არამედ ძველსაც და აღარ მოუწევეს ინფორმაციის სადმე ძებნა.

Posted by: rom_tkvas_kio? 28 Feb 2006, 22:12
QUOTE
მე მითხრეს ესეთი რამე რომ ბატონ კახას არ უჭირს არაფერი საიმისოდ რომ ვიღაცეებმა საქველმოქმედოთ საიტი გაუკეთონო

ბატონ კახას საიტს არ ვგულისხმობ ეს უნდა იყოს საიტი ქართული საბრძოლო ხელოვნების პოპულარიზაციისთვის და თან საკმაოდ კარგი ხარისხის რათა უცხოელებმა ნახონ რომ ჩვენი მეომრები 3 ბრუს ლი-ს ჭამდნენ საუზმეზე
Armor
კარგი იქნება! yes.gif

Posted by: Murzaqan 2 Mar 2006, 04:14
"ბატონ კახას არ უჭირს არაფერი საიმისოდ რომ ვიღაცეებმა საქველმოქმედოთ საიტი გაუკეთონო"
ეგ სწორია. თვითონ ამბობდა, საიტის გაკეთებაში 1000-1500 დოლარი მომთხოვეს, მივყიდ-მოვყიდიდი რაღაცეებს და გავაკეთებინებდი მარა, ჯერ ერთი არა მგონია ეგ ფასი რეალური იყოს და თანაც, მაგ საიტს ხომ, ალბათ, მერეც მოვლა- მეთვალყურეობა უნდა, ადმინისტრირება. მაგისი კი არაფერი მესმის, ესე იგი ვიღაც კაცი უნდა დავსვა რო ეგ აკეთოს და მაგას ნამდვილად ვერ გავწვდებიო. თან, რაც მთავარია, მაგ კაცისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინ მიხედავს მაგ საქმეს,-ვიღაც ყველაფერი ფეხებზე მკიდია კამპიუტერშიკი, თუ ვინმე ვისაც მაგ მასალების და მთელი ამ საქმის ფასი ეცოდინება. მოკლედ პატრიოტი ხალხია საჭირო! გეოარმიზე უკეთეს საიტს ამ საქმისთვის ვერც წარმოიდგენ, მაგ საქმისათვისაც მისწრება იქნება და საიტისთვისაც ძალიან კარგი რეკლამა. მტელ ფილმებს დადებთ საიტზე თუ მოინდომებთ1

Posted by: Armor 2 Mar 2006, 20:40
მურზაყან PM შეამოწმე და დამეკონტაქტე ...

Posted by: Murzaqan 4 Mar 2006, 15:58
არმორ, ჩემი უცოდინარობა უნდა მაპატიო, მაგრამ ამ PM-ში შესვლა როგორ უნდა წარმოდგენა არა მაქვს!

Posted by: Armor 4 Mar 2006, 16:55
როცა ფორუმზ შემოხვალ, შენს ხელმარჯვნივ ზემოთ არის [სარეკლამო ბანერის ქვეშ] ლინკები. ერთერთია "ახალი პირადი გზავნილები". იქ შედი და ნახავ ჩემს მესიჯს.

არმორ

Posted by: sava062 4 Mar 2006, 17:08
ისე, საინტერესოა ხრიდოლს აქვს რამე კავშირი შეწირულებთან? ხრიდოლელებს ვიცნობ დ შეიძლება რაღაც ინფორმაცია ქონდეთ მათაც.

Posted by: Murzaqan 4 Mar 2006, 20:12
Armor! წავიკითხე შენი მესიჯი. ერთი ორ დღეში მოგწერ. საერთოდ საქართველოში არა ვარ, მაგრამ მაგ ამბის მოგვარება აქედანაც შეიძლება. მოკლედ სადღაც ორშაბათს მოგწერ. დავაი!
* * *
Armor! წავიკითხე შენი მესიჯი. ერთი ორ დღეში მოგწერ. საერთოდ საქართველოში არა ვარ, მაგრამ მაგ ამბის მოგვარება აქედანაც შეიძლება. მოკლედ სადღაც ორშაბათს მოგწერ. დავაი!

Posted by: Qotani 10 Feb 2009, 18:27
მადლობა X Man-ს



ჯაბა სამუშიას წინგია
საქართველოს სამხედრო ისტორია ქვია მგონი - დავაზუსტებ მერე და დავწერ

უნივერსიტეტის პადზემკასთან ბუკინისტებს ექნებათ biggrin.gif
კაი რამე გამახსენდა საყიდელი მაქ მეც biggrin.gif

მარა ვერ ქაჩავსო ეხლა მითხრესgigi.gif

პ.ს. ოთხი წლის მერე გაეცა კითხვას პასუხი gigi.gif
* * *
და ისე სათაურს თუ გადააკაეტებს მოდერი ან თუ გახსნის ახალს კაი იქნება
მარტო ქართული და ლინკები და წინგები რატო biggrin.gif

თანაც ეხლა მეძინება მაგრამ და მერე დავწერ რაღაცეებს gigi.gif

და კიდე აქ შეიძლება ხოლმე დისკუსიების გადმოტანა სხვა თემაში თუ შეიქმნა ოFის საფრთხე baby.gif

Posted by: X Man 10 Feb 2009, 19:09
Qotani
QUOTE
მადლობა X Man-ს

არაფრის მეგობარო. უბრალოდ სხვა თემაც არსებობს, როგორც მახსოვს ისტორიული ბრძოლები თუ რაღაც მაგდაგვარი ჰქვია. საკმაოდ საინტერესო ტოპიკია თუ მოძებნიsmile.gif

Posted by: STALKER-GG, 10 Feb 2009, 19:26
Qotani
QUOTE
ჯაბა სამუშიას წინგია საქართველოს სამხედრო ისტორია ქვია მგონი - დავაზუსტებ მერე და დავწერ
უნივერსიტეტის პადზემკასთან ბუკინისტებს ექნებათკაი რამე გამახსენდა საყიდელი მაქ მეც

მგონი აღარ დარჩათ გაყიდეს რაც იყო. პატარა ტირაჟით იყო გამოშვებული. საუნჯეში შეიძლება იყოს.
QUOTE
მარა ვერ ქაჩავსო ეხლა მითხრეს

ვერ ქაჩავსო ვინ თქვა? პატარა თხელი წიგნია და ბატონმა ჯაბამ ვერ ჩატია მასში მტელი თავისი ნაშრომები. მომავალში უფრო სერიოზული გამოცემაც ექნება.
და ვისაც ჯაბას პროფესიონალიზმი აეჭვებს, მე გავცემ პასუხს.

Posted by: Qotani 10 Feb 2009, 20:00
STALKER-GG,
როგორც საქ. სამხედრო ისტორია არაა სრულყოფილი წიგნიო biggrin.gif
პატარა რომაა ვინც დახედავს მიხვდება

ჯაბა არის ბიძაჩემის ძმაკაცი და ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი ლექტორი gigi.gif
მის პროფესიონალიზმთან დაკავშირებით არავინ არ კამათობს
დარწმუნებული ვარ რო ექნება smile.gif

Posted by: STALKER-GG, 10 Feb 2009, 20:34
Qotani
ჩემი უსაყვარლესი ლექტორიცაა, მაგარი ადამიანია ძაან.
შემდეგი წიგნი კარგი იქნება უფროო. ამაში ვერ ჩავტიეო ყველაფერიო.

Posted by: X Man 10 Feb 2009, 20:37
Qotani
QUOTE
ჯაბა არის ბიძაჩემის ძმაკაცი და ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი ლექტორი

მაგარი კაცია ჯაბაsmile.gif
კარგი მეგობრები ვიყავით, ოღონდ ცხოვრების სხვადასხვა ორბიტაზე აღმოვჩნდით და ბოლო 8-9 წელია ერთმანეთს არ შევხვედრივართ

Posted by: Qotani 10 Feb 2009, 21:28
STALKER-GG,
კაი იქნება რაც მეტი წიგნები გამოვა ამ სფეროზე მითუმეტეს ჯაბასები biggrin.gif
მე ჯერ ეს წიგნი უნდა წავიკითხო ხვალ მათხოვებს ძმაკაცი თუ ვერ ვიშოვე რო ვიყიდო smile.gif
აქამდეც უნდა მექნა წესით მარა არ გამხსენებია რატომრაც biggrin.gif

X Man
ისტორიკოსი ხარ?smile.gif

ეს თემა ვნახე და დიდგორით დავიწყებ
http://forum.ge/?f=49&showtopic=33575908&st=30

Posted by: X Man 11 Feb 2009, 00:35
Qotani
QUOTE
ისტორიკოსი ხარ?

ჯაბასთან და რამოდენიმე მეგობართან ერთად ახალგაზრდა პოლიტოლოგთა ასოციაცია შევქმენით(1990წ) და პოლიტოლოგიის პოპულარიზაციას ვეწეოდითsmile.gif

Posted by: i-xan 17 Feb 2009, 00:48
არსებობს გ. ანჩაბაძის წიგნი - საქართველოს სამხედრო ისტორიის წყაროთმცოდნეობითი პრობლემები, რაღაც ამდაგვარი, - რუსულად. მოკლეა, მაგრამ ძალიან სერიოზული და კარგი, გირჩევთ

ჯაბა სამუშიას ზუსტად რა სტატიები ან წიგნები აქვს საქ. სამხედრო ისტორიაზე? ზუსტ ჩამონათვალს ხომ ვერ გააკეთებს ვინმე? მადლობა

სულ დამავიწყდა - სამწუხაროდ განსხვენებული სოსო მარგიშვილის უბრწყინვალესი წიგნი - დავით 4, ომი სელჯუკებთან, მითი და რეალობა
მისივე - შუა საუკუნეების სამხედრო ხელოვნება... პირველი ნაწილი

Posted by: dodge 17 Feb 2009, 00:51
ძალიან საინტერესოა ირაკლი ჯორჯაძის წიგნიც...

Posted by: i-xan 17 Feb 2009, 16:39
ჯორჯაძის წიგნი პატრიოტული სულისკვეთებითაა გამსჭვალული (განსაკუთრებით მეორე მსოფლიო ომში ქართველთა მონაწილეობა smile.gif) მაგრამ, მთლად სერიოზული წყარო არ არის, ვერ ენდობა კაცი

Posted by: grindelvaldi 12 Jun 2011, 11:16
მოკლედ მე გადავწყვიტე ნაპოლეონის ეპოქაზე, ძველ რომსა და საბერძნეთზე და ბიბლიაზე მუშაობის შემდეგ ჩვენს, ქართულ სამხედრო ისტორიას მივადგე და საფუძვლიანად გამოვიკვლიო. ჯერჯერობით მჭირდება ზოგადი მასალები და იქნებ დამეხმაროთ smile.gif

Posted by: S&W 12 Jun 2011, 11:41
QUOTE
ქართულ სამხედრო ისტორიას მივადგე და საფუძვლიანად გამოვიკვლიო. ჯერჯერობით მჭირდება ზოგადი მასალები

ჯერჯერობით ზოგადი კი არა საერთოდ არ არსებობს, ყველაფრის 0 იდან დაწყება მოგიწევს.

იყო ერთი სამხედრო ისტორიკოსი სოსო მარგიშვილი , დაიღუპა გულის შეტევით , მაგას ჰქონდა ნაშრომები, საკამათო მარა მაინც ჰონდა
სხვა საერთოდ არავინაა , არ გამიგია

თუ დაიწყებ პირველი იქნები

Posted by: gugusha-l 12 Jun 2011, 12:00
QUOTE (grindelvaldi @ 12 Jun 2011, 11:16 )
მოკლედ მე გადავწყვიტე ნაპოლეონის ეპოქაზე, ძველ რომსა და საბერძნეთზე და ბიბლიაზე მუშაობის შემდეგ ჩვენს, ქართულ სამხედრო ისტორიას მივადგე და საფუძვლიანად გამოვიკვლიო. ჯერჯერობით მჭირდება ზოგადი მასალები და იქნებ დამეხმაროთ smile.gif

სათაურით თუ ვიმსჯელებთ რაღაც ძალიან დიდი თემაა.
მთლიანად ქართული ჯარი თავისი შეიარაღებით, ორგანიზაციით ტაქტიკით.......
და თან საუკუნეების განმავობაში როდესაც ბრძოლის წარმოების საUსალებები და სეიარაღება რამდენჯერმე კარდინალურად შეიცვალა....


არქეოლოგიური მასალების კვლევით დაიწყე

Posted by: grindelvaldi 12 Jun 2011, 12:06
S&W
სოსო მარგიშვილი ჩემი ქალაქელი იყო, რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა. მან დაწერა მითები და რეალობა დავით აღმაშენებლის მეფობის შესახებ და შუა საუკუნეების სამხედრო-პოლიტიკური ისტორია, რომელიც მხოლოდ I ტომია, II ვერ მოასწრო დასრულება. მე აქამდეც ვმუშაობდი წიგნებზე და ნაშრომებზე და ახლა ამ საქმეს შევეჭიდები. აი უნივერსიტეტში რომ დავიწყებ სწავლას მერე უკვე წიგნის წერას დავიწყებ და მთელ საქართველოს მოვივლი, ყველაფერს გამოვიკვლევ რაც შეიძლება დამჭირდეს smile.gif

Posted by: tezam 12 Jun 2011, 16:21
grindelvaldi
QUOTE
ქართული ჯარი შუა ახ.წ V-XVIII საუკუნეებში, ნაშრომს ვწერ

ეუფ...
მხოლოდ V საუკუნის ჯარზე შეიძლება კაი ათტომეულის დაწერა და ერთბაშად 1300 წლის განმავლობაში ევროპა-აზიის გასაყარზე მდებარე ქვეყნის ჯარის შესახებ ნაშრომი?!
ღმერთმა ხელი მოგიმართოს ძმაო...

Posted by: grindelvaldi 12 Jun 2011, 16:23
tezam
შეიძლება მაგრამ მასალები არის მაგდენი რო? smile.gif

Posted by: Xscout 12 Jun 2011, 16:40
grindelvaldi
QUOTE
მოკლედ მე გადავწყვიტე ნაპოლეონის ეპოქაზე, ძველ რომსა და საბერძნეთზე და ბიბლიაზე მუშაობის შემდეგ

და ეგენი რაც დაწერე სადმე გამოაქვეყნე თუ ისე სახლში გილაგია?

Posted by: diazi 12 Jun 2011, 16:45
grindelvaldi
QUOTE
შეიძლება მაგრამ მასალები არის მაგდენი რო?

ქართლის ცხოვრება + არქეოლოგიური ნაშრომები. საწყის ეტაპზე ესენი ნახე. გამზადებული არაა მაგრამ ჩიტი ბრდღვნად ნამდვილად ღირს. თავად ვაპირებდი სამაგისტროდ ამ თემაზე დაწერას, თუმცა ხელმძღვანელის რჩევით სხვა ავარჩიე (დიდი დრო დაგჭირდება მასალის შესაგროვებლად და ვერ მოასწრებო)

Posted by: 098 12 Jun 2011, 16:47
QUOTE (Xscout @ 12 Jun 2011, 16:40 )
grindelvaldi
QUOTE
მოკლედ მე გადავწყვიტე ნაპოლეონის ეპოქაზე, ძველ რომსა და საბერძნეთზე და ბიბლიაზე მუშაობის შემდეგ

და ეგენი რაც დაწერე სადმე გამოაქვეყნე თუ ისე სახლში გილაგია?

http://samxedro-istoria.blogspot.com/

Posted by: STALKER-GG, 12 Jun 2011, 16:58
S&W
QUOTE
იყო ერთი სამხედრო ისტორიკოსი სოსო მარგიშვილი

ბევრ სისულელეებს ამტკიცებდა ეგ როგორც მახსოვს.
QUOTE
სხვა საერთოდ არავინაა , არ გამიგია

ჯაბა სამუშია სწავლობს მაგ სფეროს.

Posted by: 098 12 Jun 2011, 17:02
STALKER-GG,
QUOTE
ჯაბა სამუშია სწავლობს მაგ სფეროს.

ჯადოქარიც...

Posted by: grindelvaldi 12 Jun 2011, 17:11
098
Xscout
კი ჩემს ბლოგზეც მიდევს და ნაწილი არ გამომიქვეყნებია, წელს დავიწყე ზრუნვა და რამდენიმე გამომცემლობასთან მაქვს მოლაპარაკება, თუ გამოვცემ შეგატყობინებთ მაშინვე და გაეცანით ვისაც სამხედრო საკითხი აინტერესებს smile.gif

Posted by: STALKER-GG, 12 Jun 2011, 17:24
098
QUOTE
ჯადოქარიც...

რა ჯადოქარი ? lol.gif lol.gif

Posted by: grindelvaldi 12 Jun 2011, 17:26
ფეინთში ვცადე რამდენიმე ნახატი შემექმნა biggrin.gif ჩრდილებს ვერ ვუკეთებ ამ პროგრამით ოღონდ და თან მაუსით ხატვა რთულია საშინლად smile.gif
user posted image
user posted image
user posted image

Posted by: 098 12 Jun 2011, 17:33
QUOTE (STALKER-GG, @ 12 Jun 2011, 17:24 )
098
QUOTE
ჯადოქარიც...

რა ჯადოქარი ? lol.gif lol.gif

Teddy Joplin yes.gif yes.gif yes.gif yes.gif yes.gif yes.gif

Posted by: tezam 12 Jun 2011, 18:18
grindelvaldi
QUOTE
მაგრამ მასალები არის მაგდენი რო?

რავი აბა.
V საუკუნე რომ ვთქვი, მაგ დროის მხოლოდ ცხენის თორზე ერთი საშუალო ზომის წიგნი მაქვს წაკითხული.
უნდა იყოს წესით. ბიბლიოთეკებში მოგიწევს მოძებნა.
QUOTE
ფეინთში ვცადე რამდენიმე ნახატი შემექმნა

და მანდ პირველ და მესამე ნახატს შორის შეიარაღებისა და სამკლავურებს გარდა რა განსხვავებაა?
და პირველ ნახატზე ძალიან დროისთვის შეუსაბამო ხმალი უჭირავს "მძიმედ აღჭურვილ მეხედარს".
ეგეთი ხმლები XIV საუკუნიდან შემოდის საქართველოსი მონღოლების გავლენით და ცეცხლსასროლ იარაღთან ერთად.

Posted by: STALKER-GG, 12 Jun 2011, 18:21
098
ჰო ეგ ერთობა თავისთვის, მოყვარული ბავშვის დონეზე.

მე ვამბობ სერიოზულად ვინც შეისწავლის მაგას.

ან რა გგონიათ ჩვენ გვაქ რამე სამხედრო ისტორია ?
მწირზე მწირია წყაროები საიდანაც მაგაზე რამის დადგენა და ლაპარაკი შეიძლება.
მაგ სფეროში ძალიან ღარიბია ქართული ისტორიოგრაფია.

Posted by: ცერცვა 12 Jun 2011, 18:32
grindelvaldi
ეგ იკითხე საზოგადოებრივ მეცნიერებაში და იქ მოგაწვდიან ინფოებს. smile.gif

Posted by: 098 12 Jun 2011, 18:35
STALKER-GG,
QUOTE
098 ჰო ეგ ერთობა თავისთვის, მოყვარული ბავშვის დონეზე.

მე ვამბობ სერიოზულად ვინც შეისწავლის მაგას.

აპირებს სერიოზულად რო მოკიდოს ხელი...
მაგ კუთხით უნდა სწავლის გაგრძელებაც...
QUOTE
ან რა გგონიათ ჩვენ გვაქ რამე სამხედრო ისტორია ? მწირზე მწირია წყაროები საიდანაც მაგაზე რამის დადგენა და ლაპარაკი შეიძლება. მაგ სფეროში ძალიან ღარიბია ქართული ისტორიოგრაფია.

ვიცი ვიცი რა ტომები ერთი თხელი წიგნი ვერ დაიწერება იმ წყაროებზე დაყრდნობით რაც დღესაა...

Posted by: grindelvaldi 12 Jun 2011, 18:59
..................................................................................................................................

Posted by: STALKER-GG, 12 Jun 2011, 19:05
grindelvaldi
შენ რომელი ხარ? შენზე ვინ რა თქვა?
არც წამიკითხია შენი ნაწერები რატო უნდა მეთქვა რამე ?

Posted by: grindelvaldi 12 Jun 2011, 19:29
STALKER-GG,
ბოდიში სხვანაირად გავიგე smile.gif მომიტევეთ ძალიან გთხოვთ smile.gif

Posted by: mtiuli444 12 Jun 2011, 20:52
QUOTE
ფეინთში ვცადე რამდენიმე ნახატი შემექმნა  ჩრდილებს ვერ ვუკეთებ ამ პროგრამით ოღონდ და თან მაუსით ხატვა რთულია საშინლად


ძირითადად საქართველოში მთლიანად ჯაჭვის ჩაჩქნები იყო და ზემოდან თეფშის ფორმის მრგვალი რკინის ფირფიტა ქონდა , შენ რაც დახატე ეგეთი ჩაჩქნები უფრო ევროპულია მგონი.

Posted by: davidgure 12 Jun 2011, 21:06
იმედია ნაშრომი სამეცნიერო იქნება და არა სუფრულ-ზღაპრულ-მითოლოგიური

ღმერთმა ხელი მოგიმართოს

ძალიან გაგიჭირდება

Posted by: grindelvaldi 12 Jun 2011, 21:19
davidgure
აი ეგ სუფრულ-ზღაპრულ-მითოლოგიური რაღაცეები რომ არ მიყვარს იმიტომ მინდა ახლა მეცნიერულად დავამუშაო smile.gif

Posted by: madridiSSta1988 15 Jun 2011, 11:33
QUOTE (098 @ 12 Jun 2011, 16:47 )

http://samxedro-istoria.blogspot.com/

მაგარი ბლოგია !

Posted by: ditosila 19 Jun 2011, 01:02
შუა საუკუნეების საქართველოს სამხედრო ხელოვნებისა და ომების შესახებ, ყველაზე უკეთესი სოსო მარგიშვილის წიგნებია. სამწუხაროდ ადრე გარდაიცვალა თორემ კიდევ ბევრ საინტერესო ნაშრომს დაგვიტოვებდა, ა საინტერესოა ჯაბა სამუაშია - შამქორის ბრძოლა, ნაშრომი დაიბეჭდა წელს თსუ-ს ისტორიის ინსტიტუტის შრომების I ტომში, ავტორს, შამქორის ბრძოლის ახალი ლოკალიზაცია აქვს მოხდენილი და საკმაოდ საინტერესო დასკვნებსაც გვთავაზობს, ასევე საინტერესოა გიორგი ანჩაბაძის 2010 წელს გამოცემული ნაშრომი საქართველოს სამხედრო ისტორიის საკითხები (წიგნი შედგება სხვადასხვა დროს დაწერილი სამეცნიერო სტატიებისაგან, მათ შორის ზოგიერთი ეხება შუა საუკუნეების სამხედრო ისტორიას). თემაში წყაროებზე იყო საუბარი რაც მართლაც მწირია და მკვლევარებს დიდ პრობლემებს უქმნით ამ საკითხზე მუშაობისას.

Posted by: Heimdall 22 Jun 2011, 00:04
სოსო მარგიშვილის წიგნები კარგია თუმცა მის გარდაც ბევრია გამოსული სამხედრო ისტორიაზე და არა მარტო. ბოლო იბეჭდებოდა სერია - სამხედრო ბიბლიოთეკისთვის

ასე დაახ ოცდაათამდე წიგნი გამოვიდა, ინტერნეტშიც იდო ელ ვერსიები

Posted by: ditosila 24 Jun 2011, 19:14
QUOTE (Heimdall @ 22 Jun 2011, 00:04 )
სოსო მარგიშვილის წიგნები კარგია თუმცა მის გარდაც ბევრია გამოსული სამხედრო ისტორიაზე და არა მარტო. ბოლო იბეჭდებოდა სერია - სამხედრო ბიბლიოთეკისთვის

ასე დაახ ოცდაათამდე წიგნი გამოვიდა, ინტერნეტშიც იდო ელ ვერსიები

კი იბეჭდებოდა , მაგრამ ეგ პოპულარული ხასიათის წიგნებია და ამიტომ არ შევიტანე ჩამონათვალში, თან შუა საუკუნეების სამხედრო ისტორიის შესახებ სულ რამოდენიმეა მაქედან.

Posted by: mariri-q 24 Jun 2011, 22:30
grindelvaldi

ერთი კარგი წიგნი მაქვს ერეკლე II-ის სამხედრო ხელოვნებაზე, თუ გამოგადგება მოგცემ

Posted by: grindelvaldi 25 Jun 2011, 07:41
mariri-q
ძალიან მადლობელი ვიქნები თუ მომცემ, ძალიან გამომადგება smile.gif თუმცა მუშაობას ამ ახალ ნაშრომზე ალბათ უფრო აგვისტოს ბოლოდან, სექტემბრიდან დავიწყებ, ახლა ბიბლიის სამხედრო ენციკლოპედია უნდა გამოვცე და მასზე ვმუშაობ smile.gif

Posted by: ditosila 25 Jun 2011, 20:57
გიორგი კვინიტაძის მოგონებების ელექტრონული ვერსია , ხომ არ გაქვთ ვინმეს?

Posted by: mariri-q 25 Jun 2011, 21:04
grindelvaldi

ოკ როცა დაგჭირდება მომწერრე მაშინ smile.gif

QUOTE
ხლა ბიბლიის სამხედრო ენციკლოპედია უნდა გამოვცე და მასზე ვმუშაობ


ეს რა არის? ცოტა გასაგებად თუ ამიხსნი კარგია საინტერესოდ ჟღერს

Posted by: grindelvaldi 25 Jun 2011, 21:15
mariri-q
როდესაც გამოვა მაშინ, ჯერ არა smile.gif

Posted by: mariri-q 25 Jun 2011, 21:23
grindelvaldi

რომ გამოვა წავიკითხავ და ახსნას აღარ გთხოვ smile.gif ოკ თქვენი საავტორო უფლებაა smile.gif

Posted by: Aleksandre166 18 Feb 2023, 15:26
მე-12 საუკუნის დიდი ფრანგი ისტორიკოსის, მეფე ბალდუინ მეოთხე კეთროვანის აღმზრდელის - გიიომის ცნობა საქართველოზე:

„ქრისტიანები ვერაფრით გათავისუფლდნენ ამ სატანჯველისაგან, ეს [თურქთა ლაშქრობები] ჰიდრაზე გაცილებით მეტი უბედურებაა, რაც მეტ თავს კვეთ მას, კიდევ მეტი სისწრაფით ამოდის ახალი, ლამის ყოველ წელიწადს სპარსეთის სიღრმეები აურაცხელი რაოდენობით გადმოანთხევდნენ ამ საზარელ ხალხს და ისინი ფარავდნენ ქვეყნიერების თითქმის მთელ ზედაპირს. მაგრამ ჩვენმა ტანჯვამ ღვთაებრივი განგებაც შეძრა და მისმა მოწყალებამ სპარსელთა უდიერი თავხედობის წინააღმდეგ აღაზევა მათი საპირისპირო იმპერია იბერთა მოდგმისა, ღვთის მადლით, მუდმივი გამარჯვებებით ეს ერი ისე გაიზარდა და გაძლიერდა, რომ მათ გატეხეს და დაამხეს სპარსელთა ამპარტავნება, ადრე ამ ერს თვითონ ეშინოდა სპარსელებისა, ახლა კი ისინი ბევრად აღემატებიან სპარსელებს ძალითა და სამხედრო გამოცდილებით, ამგვარად, სპარსელები, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში შორეულ სამეფოებსაც
კი შიშის ზარს სცემდნენ, ახლა იმითაც კმაყოფილნი არიან, რომ თავიანთი სამფლობელოების ფარგლებში დროებითი მშვიდობა მაინც თუ ექნებათ. იბერიის სამეფო ჩრდილოეთით მდებარეობს, ის
აგრეთვე აფხაზეთის სახელითაა ცნობილი, ისინი სპარსელების მეზობლები არიან, გამოირჩევიან მაღალი აღნაგობით, უაღრესი სიძლიერითა და მხედრული თვისებებით, ხშირი ომებით და განუწყვეტელი თავდასხმებით მათ გატეხეს სპარსელთა ძალები ისე, რომ ეს უკანასკნელნი თავიანთ თავს მათ ტოლად უკვე აღარ თვლიდნენ, ამიტომ, თავიანთი მდგომარეობით შეშფოთებულებმა, თავი დაანებეს სხვა ქვეყნების რბევას და ძარცვას".

წყარო: ბექა ჭიჭინაძე
user posted image

Posted by: Raven 24 Jul 2023, 20:28
https://www.youtube.com/@BitterPodcast

Posted by: Aleksandre166 7 Sep 2023, 21:33
პირველი რესპუბლიკის არმიის ქვედანაყოფები

I საარმიო ქვეითი ბრიგადა (შტაბი: ქუთაისი)

1-ლი ქვეითი ბატალიონი (ქუთაისი)
მე-2-ე ქვეითი ბატალიონი (სოხუმი)
მე-3-ე ქვეითი ბატალიონი (ფოთი)
მე-4-ე ქვეითი ბატალიონი (ოზურგეთი)
1-ლი საარტილერიო დივიზიონი (ქუთაისი)

II საარმიო ქვეითი ბრიგადა (შტაბი: თბილისი)

მე-5-ე ქვეითი ბატალიონი (თბილისი)
მე-6-ე ქვეითი ბატალიონი (თელავი)
მე-7-ე ქვეითი ბატალიონი (თბილისი)
მე-8-ე ქვეითი ბატალიონი (დედოფლისწყარო)
მე-2-ე საარტილერიო დივიზიონი (მუხროვან-გომბორი)

III საარმიო ქვეითი ბრიგადა (შტაბი: გორი)

მე-9-ე ქვეითი ბატალიონი (ახალციხე)
მე-10-ე ქვეითი ბატალიონი (გორი)
მე-11-ე ქვეითი ბატალიონი (ახალქალაქი)
მე-12-ე ქვეითი ბატალიონი (მანგლისი)
მე-3-ე საარტილერიო დივიზიონი (გორი)

ტფილისის სადარაჯო ათასეული (თბილისი)

საარმიო არტილერიის ბრიგადა (თბილისი)

არმიის ცხენოსანი დივიზიონი (თეთრიწყარო)

მესანგრეთა ბატალიონი (თბილისი)

სასაზღვრო ჯარის 6 ქვედანაყოფი (სოხუმი, ფოთი, ახალციხე, შულავერი, სიღნაღი, დარიალი).

წყარო: https://legionerebi.com/armia1918/?page_id=15

Posted by: Aleksandre166 16 Sep 2023, 18:13
ეს პატარა კაცი ფოტოზე, კაპიტანი ყიფიანია, ქართველი სამურაი.
1921 წლის 23 თებერვალს, თბილისს მომდგარი რუსული არმია გადაჯგუფებას ახდენდა, ამიტომ ქალაქის მისადგომებთან ძირითადად მცირე შეტაკებები ხდებოდა. ამ დროს კაპიტანი ყიფიანი ტაბახმელაში 50-60 სათადარიგო ჯარისკაცთან ერთად სანგარ N 0-ს იცავდა. საღამოს მოწინააღმდეგემ რამდენჯერმე შეუტია ყიფიანის სანგარს, ჯარისკაცებმა თავიდან მოწინააღმდეგის შეტევები მოიგერიეს, თუმცა ერთ მომენტში გაიქცნენ ბრძოლის ველიდან. ამის შემდეგ კაპიტანმა ნაგანი იძრო და ოთხი ტყვია დაიხალა გულში. პირველმა ტყვიამ იგი წააქცია და შემდეგ დასუსტებული ხელით განაგრძობდა სროლას, იქამდე სანამ მასთან ერთად დარჩენილმა სერჟანტმა, რომელიც კაპიტანის გაზრდილი იყო იარაღი არ გამოსტაცა ხელიდან. კაპიტანს ორი ტყვიით გულზე ქონდა ჭრილობა მიყენებული, ორს კი მხოლოდ ფარაჯა გაეხვრიტა, მძიმე ჭრილობის მიუხედავად ყიფიანი გადარჩა. კაპიტანი ტაბახმელას მონაკვეთის მეთაურმა პოლკოვნიკმა ალექსანდრე ჩხეიძემ ინახულა დაჭრილთა შორის. ჩხეიძემ ასე გაიხსენა ეს შეხვედრა: ,,როდესაც მივუახლოვდი, დამინახა, სახე დაიფარა და აქვითინდა, ძლივს-ძლივობით ვიკავებდი თავს და მორეულ ცრემლებს. მოვეხვიე მას ვაკოცე და ვუთხარი :
-თქვენ, ჩემო კარგო მეგობარო, ეს რა ჰქენით? რისთვის?
-ბატონო პოლკოვნიკო, მე ვერ შევასრულე თქვენი ბრძანება და ეხლა ყველას შეუძლია სთქვას, რომ კაპიტან ყიფიანს ბრძოლაში ჯარისკაცები გამოექცნენ!
ამ სიტყვებში გამოიხატა მისი სულის ტრაგედია და ამასთანავე სიდიადე!“
პოლკოვნიკმა ჩხეიძემ, კაპიტნის საქციელი სამუარიას თავგანწირვას შეადარა : ,,განა ეს არ არის იაპონური სამურაისებური თავგანწირვა? განა ეს არ არის თავგანწირვა რაინდული დროის, როდესაც ამბობდნენ: ,,შენ მე წამართვი პატივი, წაიღე ჩემი სიცოცხლეცო”

წყარო: დიმიტრი სილაქაძე
user posted image

Posted by: Fabian 20 Dec 2023, 17:35
საქართველოს ციხე-სიმაგრეები
https://kvamli.wordpress.com/2022/12/22/%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%97%e1%83%95%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%9d%e1%83%a1-%e1%83%aa%e1%83%98%e1%83%ae%e1%83%94-%e1%83%a1%e1%83%98%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%92%e1%83%a0%e1%83%94/

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)