Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ონლაინ შოფინგი > გადამზიდი კომპანია "გზავნილი"


Posted by: levaa 24 Aug 2021, 16:27
7 წლის ბრწყინვალე გამოცდილებით, 20,000-ზე მეტი მოქმედი მომხმარებლით, 140 ათასი კგ გაგზავნილი ამანათი გასულ წელს, 800 ათასი უკვე გაგზავნილი ამანათი დღიდან დაარსებისა, 7 ოფისით ორ კონტინენტზე, კომპანია გზავნილი არის თქვენი საიმედო პარტნიორი ამერიკიდან საქართველოში პერსონალური, ბიზნეს და ინტერნეტ გზავნილის გადასაზიდად.

ჩვენ პასუხისმგებელი ვართ: ტვირთის უსაფრთხოებაზე, სწრაფ გადაზიდვაზე, ხელმისაწვდომ ფასზე და შესაძლებლობის ვარიაციაზე სერვისი სახეობის ასარჩევად. დამატებით, ჩვენ ვიყენებთ საკუთარ ტრანსპორტს ტვირთის აეროპორტამდე და აეროპორტიდან გადასაზიდად და საკუთარ ლიცენზიას, რაც ნიშნავს თქვენი გზავნილის მუდამ საიმედო ხელში ყოფნას.

გადაზიდვის გარდა, გთავაზობთ ათასობით ონლაინ მაღაზიას, სადაც შეძლებთ სასურველი ნივთების დღგ-ს გარეშე შეძენას. უფრო მეტიც, ეს მაღაზიები გთავაზობენ თანხების დაზოგვის უზარმაზარ პაკეტს - ფასდაკლებული საქონლის, კუპონების, აქციების და წახალისების სახით. თქვენ მხოლოდ მოგვაწოდეთ ამანათი, დაადეკლარირეთ და გადაიხადეთ - დანარჩენს ჩვენ მივხედავთ!


ონლაინ გამოწერა ამერიკიდან 4 დღეში, 1 კგ ფასი 6.00$
ფიზიკური ამანათები ამერიკიდან 4 დღეში,1კგ ფასი 6.95$

საიტი: http://gzavnili.com/


Posted by: Soundgarden 6 Sep 2021, 10:05
პირობითად, 300 ლარის ღირებულებას თუ გადასცდა ნივთი დღგ-ს არ გადავიხდი კონკრეტული მაღაზიიდან biggrin.gif? თუ აშშ-ს დღგ-ზეა საუბარი?

Posted by: sevastopol 6 Sep 2021, 17:43
Soundgarden
მაგაზე არ აქვთ საუბარი, რადგან მაგათი მისამართი დელავერშია 0% დღგ უწევს ამერიკაში მაგ დროს. smile.gif

Posted by: temo_777 17 Jan 2022, 11:30
QUOTE
ონლაინ გამოწერა ამერიკიდან 4 დღეში, 1 კგ ფასი 6.00$

5-ში მიღებული ამანათი ჯერ კიდევ არ ჩამოსულა. facepalm.gif
და ყოველ დღე ჩამოსვლის თარიღი იწევს ამანათის.
დაწერეთ მაინცაა რეალური თარიღები.
4 დღეში უსას ვერ ჩამოაქვს, და ამათ როგორ ჩამოაქვთ? ))

Posted by: trendygirl.me 17 Jan 2022, 20:18
ეს 4 დღე იმისი პონტია
მოხუცი კაცი მიდის ექიმთან და
ექიმოო, ჩემი მეზობელი ამბობსო
რო ღამეში 4 ჯერ შეუძლია ქალთანო
ხოდა რას მირჩევთო, როგორ მოვიქცეო?
თქვენც თქვითო - ურჩია ექიმმა biggrin.gif

Posted by: temo_777 24 Jan 2022, 21:32
მოკლედ პირველად ვისარგებლე ამ კომპანიით და საშინლად უკმაყოფილო ვარ.
ჩემგან დიდი მინუსი ამ კომპანიას როგორც მოდერატორისგან.
1) 5 იანვარს მისული ამანათი ამერიკის საწყობში, მხოლოდ 23 იანვარს მივიღე. აღარაა ახალი წლები რომ, ასე დაიგვიანოს ამანათმა.
2) ახლობლის სახელზე (უშუალოდ მშობელზე) გამოწერილი ამანათი იყო, იგივე გვარით, მაგისივე პირადობით მისული, ამას დამატებული რეგისტრირებული მეილიდან იყო გაგზავნილი მეილი, რომ გავიტანდი ამანათს მე, (ესა და ეს პიროვნება) მივედი და ძლივს გამომატანეს ამანათი facepalm.gif ვერ გაგატანთო,სხვა დროს მოვიდეს თვითონ პატრონიო. ან თქვენს სახელზე გამოიწერეთო.იქნებ არის მიზეზი იმისა რომ არ ვიწერ ჩემს სახელზე, რა მნიშვნელობა აქვს ვის სახელზე იქნება ამანათი,ეგ ჩემი გადასაწყვეტი არ უნდა იყოს? თუ პიროვნება არაა წინააღმდეგი იმისა რომ მე გავიტანო ამანათი, და მაგის საბუთიც არის, მაშინ რაშია პრობლემა? არცერთ კომპანიაში მსგავს პრობლემას არ შევხვედრილვარ!
3) ითვლიან არანორმალური დამრგვალებული კურსით, რომელიც არანაირ ჩარჩოში და კანონში არ ჯდება, უმეტესად გადამზიდები ან ეროვნულის კურსით ითვლიან ან კომერციული ბანკის კურსის მიხედვით,უმეტესად რა თქმა უნდა კომერციულის-თავიანთ სასარგებლოდ. და ამათ შემთხვევაში რაღაც სულ სხვა კატეგორიაა. ანუ კომერციულის გაათმაგებული კურსი არ ყოფნით, თავისი დაამატეს და ამ შემთხვევაში როდესაც უნდა ყოფილიყო ბანკის კომერციული კურსი 3.11, დაითვალეს 3.20 კურსით.facepalm.gif
ანუ ეროვნულის კურსია დაახლოებით 3.07.
თიბისის კურსია - 3.11.
"გზავნილის" კურსია 3.20 (ამ მომენტში)
ამ ყველაფრის საფუძველზე ვრეკავ, და ვეკითხები, რაშია საქმე რა კურსით არის ეგ დათვლილი და ვთხოვ რომ ჩაასწორონ,
მირეკავენ ცოტა ხანში ჩასწორებული კურსით ისიც 3.14-ზე, არა იმ კურსით რა კურსიც იყო არც მიღების დღეს, არც გუშინდელი კურსით.
უბრალოდ დაწიეს როგორც მივხვდი კგ-ის ღირებულება,თუმცა მაინც ვერ დასვეს საჭირო კურსზე.და ვერ მცემენ კითხვაზე პასუხს, რა კურსით ითვლიან. ეგ მიღების მომენტში ავტომატურად ითვლებაო.და რის მიხედვით ითვლება ეგ არ იციან. პრინციპში რაც არ უნდა მითხრან არ აქვს მნიშვნელობა, არაფრით არ აიხსნება ეს ფაქტი.
ითვლიან ისე როგორც გაუსწორდებათ, ეგრე გამოდის.
ესეც მაგალითები

user posted image

user posted image



4) გადაფუთვის სერვისი აქვთ. ანუ თუ ყუთშია ჩადებული ამანათი -იღებენ, აჭრიან ყუთის ნაწილს და ისე აკრავენ ამანათის ქარხნულ ყუთს,
რაც პირადად ჩემთვის და არა მარტო ჩემთვის მიუღებელია.
იმიტომ რომ როდესაც ამანათი ახალია, ზიანდება მაგის ქარხნული ყუთი, ან იხევა პლომბი, რაშიც არის დაბეჭდილი და ასე შემდეგ. ასევე მაგის ახევა ძალიან დიდი პრობლემაა, და ნივთი კარგავს "ახლის" ვიზუალს.

დანარჩენი თქვენთვის მომინდია.
ფასით მოვიხიბლე 6$ ონლაინ ამანათებზე.
თუმცა მინუსებმა გადააჭარბა.
+ კიდე როგორც გავიგე სხვა თემიდან, თუ არ დაადეკლარირე ამანათი მის მისვლამდე (ამერიკის ოფისი იგულისხმება და არა საქართველოში ჩამოსული ამანათი) ითვლიან სხვა კურსითო.კონკრეტულად 8$, არადა საიტზე ეგრე არ უწერიათ.
ან საერთოდ რა შუაშია ეგ, ეგრეც რომ იყოს, ეგ იმ შემთხვევაზე უნდა მოქმედებდეს, როდესაც ამანათი არ დაადეკლარირე საბაჟომდე, იმიტომ რომ მაშინ ქმნის პრობლემას და არა მანამდე, მანამ არანაირი მნიშვნელობა არა აქვთ მაგათთვის იქნება ამანათი დადეკლარირებული თუ არა.
ესეც სქრინი, არსად არ წერია რომ ამანათი უნდა დადეკლარირდეს ამერიკის ოფისში მისვლამდე. ამაზონი ზოგჯერ ისე სწრაფად აგზავნის ხოლმე ამანათს, რომ შეიძლება ნორმალურად ტრეკინგიც არ აისახოს ექაუნთში და ეგ რაღა გამოდის?
მოკლედ მე პირადად უკმაყოფილო ვარ.

user posted image




Posted by: N_e_o_N 24 Jan 2022, 21:58
კარგად მუშაობდნენ ერთ დროს. ვაჟას მექვსე კვარტალში რო ქონდათ ოფისი. ამერიკაში სამშაბათამდე თუ მივიდოდა ამანათი - პარასკევს თბილისში იყო, სამშაბათიდან პარასკევამდე თუ მიუვიდოდათ, მომდევნო სამშაბათს თბილისში იყო. ეხლა კიდევ....

ეს დადეკლარირების თემაც სრული მარაზმია, ხანდახან საერთოდ არ გამოუგზავნია სელერს ტრეკინგი, ისე დაუშიპია, ან, ყოფილა, არსებული ტრეკინგი გადამზიდს შეუცვლია თვითონ და შეცვლილი ნომრით მისულა მაგათ ოფისში.
რატომ უნდა ვიხდიდე ამოს გამო მე მეტს.
ოფისში პირადად გამოცხადება ხო საერთოდ ქვის ხანის თემაა...

პ.ს. მაინც დღემდე მათი მომხმარებელი ვარ biggrin.gif

Posted by: jorjevanelle 24 Jan 2022, 22:02
temo_777
''4) გადაფუთვის სერვისი აქვთ. ანუ თუ ყუთშია ჩადებული ამანათი -იღებენ, აჭრიან ყუთის ნაწილს და ისე აკრავენ ამანათის ქარხნულ ყუთს,
რაც პირადად ჩემთვის და არა მარტო ჩემთვის მიუღებელია.
იმიტომ რომ როდესაც ამანათი ახალია, ზიანდება მაგის ქარხნული ყუთი, ან იხევა პლომბი, რაშიც არის დაბეჭდილი და ასე შემდეგ. ასევე მაგის ახევა ძალიან დიდი პრობლემაა, და ნივთი კარგავს "ახლის" ვიზუალს.''

რაღამც ეს მოშთო უსა2ჯორჯიამ აწი აღარ მოვკვდები, რაც მე მაგაზე ვიბრძოლე biggrin.gif გაუგონარი ოფშენია. მიხედავად იმისა რომ სულ ვაუქმებდი,მაინც შემოეხეოდათ შიგადაშიგ და იყო ერთ წიოკი და გოდება. ეხლა ვიღაცეები წუწუნებენ გადაფუთვა დააბრუნეთო. არ გამაფრენინოთ.

Posted by: narcoTOURIST 24 Jan 2022, 22:19
QUOTE
3.14-ზე

სერიოზული კურსია givi.gif

π

Posted by: temo_777 24 Jan 2022, 22:38
jorjevanelle
QUOTE
რაღამც ეს მოშთო უსა2ჯორჯიამ აწი აღარ მოვკვდები, რაც მე მაგაზე ვიბრძოლე  გაუგონარი ოფშენია. მიხედავად იმისა რომ სულ ვაუქმებდი,მაინც შემოეხეოდათ შიგადაშიგ და იყო ერთ წიოკი და გოდება

ეგრეა, ოთახში რომც მოგეხსნა გადაფუთვა, ეგ არ შველიდა, უნდა მიგეწერა მეილზე, და მერე ამანათი ყოვნდებოდა ცოტა ხანი, თუმცა აღარ ფუთავდნენ.ნუ რას ვიზავთ, მაგაზეც თანახმა ვიყავი, მაგრამ სამაგიეროდ ამანათი ვიზუალურად ჯანმრთელი ყუთით ჩამოდიოდა. და რა თქმა უნდა ეგ კარგია. 100/200 გრამის გულისთვის ამანათის ყუთის დასახიჩრებული დანახვა ნამდვილად არ მიხარია )))


QUOTE
არ გამაფრენინოთ.

+1 biggrin.gif



narcoTOURIST
QUOTE
სერიოზული კურსია

ეგეც არ გამოდის მეტი გამოდის biggrin.gif

3.1466.

Posted by: jorjevanelle 24 Jan 2022, 22:49
temo_777
ჰო მეც ეგრე ვშვებოდი,წინასწარ ვტეხდი განგაშს biggrin.gif

Posted by: temo_777 1 Mar 2022, 00:45
11 თებერვალს მიღებული ამანათები ჯერ კიდევ არაა ჩამოსული.
1 მარტია უკვე facepalm.gif

Posted by: sevastopol 1 Mar 2022, 23:51
ვაიმე, ამათმა გამაწამეს. ჩემს სახლთან ყველაზე ახლოსაა მარა მირჩევნია ისევ შორს წავიდე და უსათი ჩამოვიტანო.

Posted by: jorjevanelle 2 Mar 2022, 00:27
sevastopol
შორი გზა მოიარე და შინ მშვიდობით მიდიო biggrin.gif

Posted by: levaa 27 Apr 2022, 17:37
ავიაკომპანიებზეა დამოკიდებული ყველა გადამზიდავი და შესაბამსიად ყველას აქვს დაგვიანებები. იქიდან გამომდინარე რომ სამგზავროებს აღარ დააქვთ ტვირთი კომმპანიები გადავიდნენ კარგოებზე, კარგოები კიდევ ჩვენი ძვირფასი ქალაქის მიმართულებით არც თუ ისე კარგად დაფრინავენ, სულ 2თუ 3 კომპანიაა

დაჟე გამოგზავნაზეც რიგებია და ტვირთი დღეები უდევთ აეროპორტში ამერიკელებს. ფიზიკურად არ არის რეისები

Posted by: kolia84 10 May 2022, 19:52
ზუსტად ჩემი სახლის ქვეშ ჰქონდათ დიდუბის ფილიალი და ვსარგებლობდი ასე თუ ისე. ნორმალური ადეკვატური ადამიანები იჯდნენ. ერთხელ მისამართი რო შეიცვალეს არ დავაკვირდი და კაი ხნის მერე ძველზე გავაგზავნე. ვთხოვე, მივიდნენ და წამოიღეს იმ ძველიდანაც. ამასწინებზე დაკარგული ამანათიც იპოვეს, რომლის იმედიც არ მქონდა საერთოდ.

რეისები რომ იგვიანებს ეგ ყველგან ხდება. 3-4 კომპანიით ვსარგებლობ და ყველა ეგეთია.

Posted by: temo_777 10 May 2022, 20:14
QUOTE
რეისები რომ იგვიანებს ეგ ყველგან ხდება. 3-4 კომპანიით ვსარგებლობ და ყველა ეგეთია.

არაა მასე, სხვას 1 კვირა თუ უგვიანდება, ესენი 1 თვე აგვიანებენ რამისაა.
განსხვავება დიდია, მაგიტომაც განსხვავდება ტარიფიც.

Posted by: kolia84 10 May 2022, 21:34
temo_777
usa2georgia
inex
barami
usshop
gzavnili

ხუთივეთი ვსარგებლობ, ეს ბოლო რამდენიმე თვეა ხო ყველა მინიმუმ ორ კვირას ანდომებს (უსაჯორჯიას აქ გამონათებები), ყველასთან მქონია რაღაც ტყუილუბრალო აბსურდული სიტუაციები, მარა მაგას შეგუებული ვარ დიდი ხანია. ტყუილად ნერვების შლაა, აქ რომ მართლა 1 კვირაში ელოდე ამანათის ჩამოსვლას.

Posted by: temo_777 10 May 2022, 22:00
kolia84
QUOTE
აქ რომ მართლა 1 კვირაში ელოდე ამანათის ჩამოსვლას.

აი წინა გვერდს თუ გადახედავ ორჯერ მაქვს ჩამოტანილი და ვადებიც მანდვეა,არამარტო ვადები smile.gif 1 კვირაში არცერთხელ არ ჩამოსულა, როცა მაგ დროს, სხვას მართლა 1 კვირაზე ადრე ჩამოქონდა
ნუ usa2georgia-სთან შედარება ამ კომპანიის.რავი )) ძალიან შორს არიან ერთმანეთისაგან.

Posted by: kolia84 10 May 2022, 22:45
temo_777

სადღაც წინა წლის ნოემბრიდან ყველა კომპანიაში ეგრეა, რაც ჩამოგითვალე. 80% ამანათების იყვიანებს საგრძნობლად. ამ 80% ის 40% 20 დღეზე მეტ ხანს უნდება. გადამზიდავს არ აქვს მნიშვნელობა (მარტო უსაჯორია როგორღაც ერევა ჯერ კიდე) აქ სხვა რაღაც ხდება. სიტუაცია მსოფლიოში + მზარდი ფასები ყველაფერზე + ცდილობენ რომ ფასები არ გაზარდონ და სერვისის ხარისხი ეცემა შესაბამისად. + სახელმწიფო საბაჟოს ფეხებზე მკიდია პოლიტიკა აქვს კარგა ხანია. მარტო ერთ გადამზიდავს რო ჰქონდეს ეს სიტუაცია დაიკეტებოდა დიდიხანია. სადაც არ უნდა წავიდე იგივე მხვდება.

Posted by: sevastopol 10 May 2022, 23:07
მე რომ კომენტარი დავწერე, ჩემს სახლთან ახლოსაა მეთქი. კიდე ვცადე ერთხელ იქნებ ახლა იყოს კარგი მეთქი, გამოვწერე რაღაცეები, საიტზე ავირჩიე წერეთელის ფილიალი, გადავიხადე ტრანსპორტირება, წერეთელზე მივედი და დაკეტილი დამხვდა. დავრეკე ქოლცენტრში და ეგ რამდენი ხანია დაკეტილი გვაქვს უკვეო.


Posted by: 2:58 11 May 2022, 09:34
ამ სალობიეთი სარგებლობს კიდე ვინმე?
სტრანნო

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)