Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ავტომობილები > ავტომანქანის განბაჟების ვადა და გადავადება


Posted by: lado_k 1 Apr 2019, 14:41
ჩამოსვლის დღიდან რამდენია ვადა განბაჟებამდე? და გადავადებაც ხო შეიძლება???

Posted by: vog005 1 Apr 2019, 15:32
lado_k
60 დღე განბაჟებამდე უფასოდ (მხოლოდ 1 ლარი დღეში ტრანზიტულ ნომერზე)
30 დღე 150 ლარად (დამატებული დღეში 1 ლარი ტრანზიტულ ნომერზე)
ამის შემდეგ ან განბაჟება, ან 1000 ლარიანი ჯარიმა, ან ტერმინალზე დაყენება

Posted by: spyder42 1 Apr 2019, 15:37
1 დღე გადაცილება 6 ლარია. მაქსიმუმ 30 კალენდარული დღე

Posted by: lado_k 1 Apr 2019, 16:11
vog005
30 დღის დამატება ავტომატურად ხდება თუ უნდა მივიდე და განცხადება დავწერო ან რაღაც ამდაგვარი? პროსტა რო გავაგრძელო სიარული?


spyder42
ეგ 60 დღიდან თუ +30 იც რო გავა? რაც ზემოთ წერია?

Posted by: AGENT007 1 Apr 2019, 16:42
lado_k
QUOTE
ეგ 60 დღიდან თუ +30 იც რო გავა? რაც ზემოთ წერია?

+1000 ლარი

Posted by: papala 1 Apr 2019, 17:02
lado_k

თანხას იხდით და საბაჟოზე ფიქსირდება ტერმინალში შეყვანა smile.gif

Posted by: Nemiroff 1 Apr 2019, 17:18
QUOTE
ჩამოსვლის დღიდან რამდენია ვადა განბაჟებამდე? და გადავადებაც ხო შეიძლება???

60 დღე გაქვს და ღირს 1 დღე 1 ლარი.
60 დღის მერე + 30 დღე გაქვს და ღირს 5 ლარი 1 დღე. ეს 30 დღე სანამ ამოგეწურება მანამდე უნდა ქონდეს გადახდილი ამ ტრაზიტების საფასური.
თუ არ გექნა გადახდილი მაგ 30 დღის ვადაშI და ეგ 30 დღეც გაგივიდა ეგრევე 1000 ლარიანზე ხარ და აღარაფეტი ემატება მაგ თანხას. არც ტრანზიტების ფულს აღარ იხდის მაგ დროს. ანუ 1000 ლარში შედის ყველაფერი.

თუ გადაიხადე დამატებით 30 დღეში ტრანზიტების საფასური, მაგ დამატებითი 30 დღის გასვლის მერე დღეში 50 ლარი ემატება და ადის მაქსიმუმ 1000 ლარზე.
ან ნომრებს მოხსნი, ტერმინალზე გადაიყვან და იქ 1 დღე 6-7 ლარი ღირს.

Posted by: vog005 1 Apr 2019, 17:50
ანუ
პირველი 60 დღე - 60 ლარი მხოლოდ ნომრების
შემდეგი 30 დღე - 30X(5+1) = 180 ლარი
თუ 90-ე დღეს აბაჟებ იმ 150 ლარს იხდი ცალკე და დანარჩენს განბაჟებაში დაგიანგარიშებენ

თუ გადააცილებ 91-ე დღიდან 20 დღის განმავლობაში გერიცხება დღეში 50 ლარი ჯარიმა (მაქსიმუმ 20 დღე) და 1000 ლარზე რომ ავა ჩერდება და თუ გინდა 1 წელი აღარ გ ანაბაჟო ის 1000 ლარი დარჩება მხოლოდ ჯარიმად და საურავი არ დაერიცხება
და 91-ე დღიდან ტრანზიტულ ნომერზეა 5 ლარი ჯარიმა ყოველდღიურად
1000 ლარიან ჯარიმის შემთხვევაშI მანქანით სიარულის უფლება აღარ გაქვს

ან შეგიძლია 91-ე დღიდან ტერმინალში ჩააყენო, ტრანზიტული ჩააბარო და მხოლოდ ტერმინალის საფასურს 5 ან 7 ლარს გადაიხდი რამდენხანსაც ჯიბე გაგიქაჩავს

Posted by: ბასიანი89 13 Jul 2019, 20:28
QUOTE (vog005 @ 1 Apr 2019, 17:50 )
ანუ
პირველი 60 დღე - 60 ლარი მხოლოდ ნომრების
შემდეგი 30 დღე - 30X(5+1) = 180 ლარი
თუ 90-ე დღეს აბაჟებ იმ 150 ლარს იხდი ცალკე და დანარჩენს განბაჟებაში დაგიანგარიშებენ

თუ გადააცილებ 91-ე დღიდან 20 დღის განმავლობაში გერიცხება დღეში 50 ლარი ჯარიმა (მაქსიმუმ 20 დღე) და 1000 ლარზე რომ ავა ჩერდება და თუ გინდა 1 წელი აღარ გ ანაბაჟო ის 1000 ლარი დარჩება მხოლოდ ჯარიმად და საურავი არ დაერიცხება
და 91-ე დღიდან ტრანზიტულ ნომერზეა 5 ლარი ჯარიმა ყოველდღიურად
1000 ლარიან ჯარიმის შემთხვევაშI მანქანით სიარულის უფლება აღარ გაქვს

ან შეგიძლია 91-ე დღიდან ტერმინალში ჩააყენო, ტრანზიტული ჩააბარო და მხოლოდ ტერმინალის საფასურს 5 ან 7 ლარს გადაიხდი რამდენხანსაც ჯიბე გაგიქაჩავს

60 დღე გასდის სამშაბათს. რომ არ მივიდა დრეში+5 ლარი იქნება ჯარიმა ხომ? და ასე კიდევ 30 დღე. სწორად გავიგე?

Posted by: vazha67 14 Jul 2019, 22:54
დღეში 50 ლარი ყოველგადაცილებულ დღეზე, მაგრამ არაუმეტეს 1000 ლარისა.

Posted by: dato_janashvili 18 Jan 2020, 02:37
QUOTE (Nemiroff @ 1 Apr 2019, 17:18 )
QUOTE
ჩამოსვლის დღიდან რამდენია ვადა განბაჟებამდე? და გადავადებაც ხო შეიძლება???

60 დღე გაქვს და ღირს 1 დღე 1 ლარი.
60 დღის მერე + 30 დღე გაქვს და ღირს 5 ლარი 1 დღე. ეს 30 დღე სანამ ამოგეწურება მანამდე უნდა ქონდეს გადახდილი ამ ტრაზიტების საფასური.
თუ არ გექნა გადახდილი მაგ 30 დღის ვადაშI და ეგ 30 დღეც გაგივიდა ეგრევე 1000 ლარიანზე ხარ და აღარაფეტი ემატება მაგ თანხას. არც ტრანზიტების ფულს აღარ იხდის მაგ დროს. ანუ 1000 ლარში შედის ყველაფერი.

თუ გადაიხადე დამატებით 30 დღეში ტრანზიტების საფასური, მაგ დამატებითი 30 დღის გასვლის მერე დღეში 50 ლარი ემატება და ადის მაქსიმუმ 1000 ლარზე.
ან ნომრებს მოხსნი, ტერმინალზე გადაიყვან და იქ 1 დღე 6-7 ლარი ღირს.

რომელი დღიდან იწყება მაგ 60 დღის ათვლა?

გემი ჩამოვიდა
კონტეინერი გაიხსნა
ტერმინალში შევიდა
ტერმინალიდან გამოვიდა
? ? ?

Posted by: Nemiroff 18 Jan 2020, 09:52
QUOTE (dato_janashvili)
რომელი დღიდან იწყება მაგ 60 დღის ათვლა?

QUOTE (dato_janashvili)
ტერმინალიდან გამოვიდა


Posted by: dato_janashvili 18 Jan 2020, 11:17
QUOTE (Nemiroff @ 18 Jan 2020, 09:52 )
QUOTE (dato_janashvili)
რომელი დღიდან იწყება მაგ 60 დღის ათვლა?

QUOTE (dato_janashvili)
ტერმინალიდან გამოვიდა

მადლობა ყურადღებისთვის

Posted by: HE-HE 22 Jan 2020, 14:49
და რომ განბაჟდება რამდენ ხანში ხდება ტექ დათვალიერების გავლა? ვადა რამდენი ხანი გვაქვს?

Posted by: NACNOBI 27 Jan 2020, 20:37
ეუფ ეხლა გამახსენდა და რო ვნახე 4 დღე მაქვს მგონი გადაცილებული მანქანის განბაჟებაზე drug.gif

იმედია არ დამახვედრებენ კოლოსალურ თანხას გადასახდელს help.gif

Posted by: Forester 28 Feb 2020, 22:52
QUOTE (Nemiroff @ 1 Apr 2019, 17:18 )
QUOTE
ჩამოსვლის დღიდან რამდენია ვადა განბაჟებამდე? და გადავადებაც ხო შეიძლება???

60 დღე გაქვს და ღირს 1 დღე 1 ლარი.
60 დღის მერე + 30 დღე გაქვს და ღირს 5 ლარი 1 დღე. ეს 30 დღე სანამ ამოგეწურება მანამდე უნდა ქონდეს გადახდილი ამ ტრაზიტების საფასური.
თუ არ გექნა გადახდილი მაგ 30 დღის ვადაშI და ეგ 30 დღეც გაგივიდა ეგრევე 1000 ლარიანზე ხარ და აღარაფეტი ემატება მაგ თანხას. არც ტრანზიტების ფულს აღარ იხდის მაგ დროს. ანუ 1000 ლარში შედის ყველაფერი.

თუ გადაიხადე დამატებით 30 დღეში ტრანზიტების საფასური, მაგ დამატებითი 30 დღის გასვლის მერე დღეში 50 ლარი ემატება და ადის მაქსიმუმ 1000 ლარზე.
ან ნომრებს მოხსნი, ტერმინალზე გადაიყვან და იქ 1 დღე 6-7 ლარი ღირს.

თუ კი ავტომანქანის მეპატრონე საერთოდ არ განაბაჟებს ავტომანქანას რა სანქციებია მაგ დროს ხომ ვერ მეტყვი?

ანუ დერიცხა ის 1000 ლარიანი და არ დადის, ყადაღა დაედება მის ქონებას ან ინკასო ანგარიშებს? პასუხისმეგბლობის ზომების ფინალი რა არის ყველაზე ცუდ შემთხვევაში?

Posted by: Nemiroff 28 Feb 2020, 23:21
QUOTE (Forester)
ანუ დერიცხა ის 1000 ლარიანი და არ დადის, ყადაღა დაედება მის ქონებას ან ინკასო ანგარიშებს? პასუხისმეგბლობის ზომების ფინალი რა არის ყველაზე ცუდ შემთხვევაში?

არაფერიმყადაღა არ დაება.

1000 ლარი და ვსო, რაც გინდა ქენი და როცა გინდა განაბაჟე

Posted by: Faulkner. 28 Feb 2020, 23:26
Nemiroff
QUOTE
არაფერიმყადაღა არ დაება.

1000 ლარი და ვსო, რაც გინდა ქენი და როცა გინდა განაბაჟე

ეგ როგორ? მაშინ რაღას ანბაჟებენ, ზოგს 700-800$ რო უჯდება? დაედოს 1000 ლარი და ივლიან ეგრე მთელი ცხოვრება.

Posted by: Forester 28 Feb 2020, 23:36
QUOTE (Nemiroff @ 28 Feb 2020, 23:21 )
QUOTE (Forester)
ანუ დერიცხა ის 1000 ლარიანი და არ დადის, ყადაღა დაედება მის ქონებას ან ინკასო ანგარიშებს? პასუხისმეგბლობის ზომების ფინალი რა არის ყველაზე ცუდ შემთხვევაში?

არაფერიმყადაღა არ დაება.

1000 ლარი და ვსო, რაც გინდა ქენი და როცა გინდა განაბაჟე

ანუ გამოდის რომ მანქანაზეა ჯარიმა და არა პიროვნებაზე
მადლობა

Posted by: sabasaba24 28 Feb 2020, 23:40
Forester
Faulkner.
Nemiroff
თუ ივლი მასე და პატრულმა გადაგამოწმა უფლება აქვთ საჯარიმოზე გადაყვანის. მე ეგრე მითხრეს

Posted by: Faulkner. 28 Feb 2020, 23:56
sabasaba24
QUOTE
თუ ივლი მასე და პატრულმა გადაგამოწმა უფლება აქვთ საჯარიმოზე გადაყვანის. მე ეგრე მითხრეს

"თუ"-ზეა? მეეჭვება ეგრე ადვილად იყოს. მაშინ არავინ აღარ განაბაჟებდა. პატრულმა შეიძლება 10 წელი არ შეგამოწმოს. ან მაშინ 1000 ლარზე მეტი იქნება ჯარიმა.

Posted by: Nemiroff 29 Feb 2020, 00:06
თუ გაგაჩერა პატრულმა ჯარიმაა 50 ლარიანი თუ არ ვცდები და შეუძლია მანქანა საჯარიმოზე გადაიყვანოს. ესაა ადმინისტრაციული ჯარიმა და შშს გიწერს

განბაჟების გადაცილების ჯარიმას გიწერს შემოსავლების სამსახური.

თუ დაკვირვებიხართ ტექნიკა და სატვირთოები უმეტესობა ტრაზიტული ნომრებით მოძრაობენ მშენბლობებზე. არ უღირთ განბაჟება. 2-3-4 წელი ხმარობენ და მერე დაშლიან ან რამე ეგეთს უზავენ. ან იქნება მუდმივად ტრანზიტებზე.

Posted by: Forester 29 Feb 2020, 21:08
QUOTE (Nemiroff @ 29 Feb 2020, 00:06 )
თუ გაგაჩერა პატრულმა ჯარიმაა 50 ლარიანი თუ არ ვცდები და შეუძლია მანქანა საჯარიმოზე გადაიყვანოს. ესაა ადმინისტრაციული ჯარიმა და შშს გიწერს

განბაჟების გადაცილების ჯარიმას გიწერს შემოსავლების სამსახური.

თუ დაკვირვებიხართ ტექნიკა და სატვირთოები უმეტესობა ტრაზიტული ნომრებით მოძრაობენ მშენბლობებზე. არ უღირთ განბაჟება. 2-3-4 წელი ხმარობენ და მერე დაშლიან ან რამე ეგეთს უზავენ. ან იქნება მუდმივად ტრანზიტებზე.

თუ სხვა რამ არ არის კიდევ დამაბრკოლებელი გარემოება, მანქანის დამშლელებს რა უშლის ხელს რომ მუდმივად შემოიყვანონ ხოლმე მანქანები და განბაჟების გარეშე დაშალონ და ყიდონ ხოლმე ნაწილებად?

Posted by: sabasaba24 29 Feb 2020, 21:30
Forester
მომსახურების ცენტრის ცხელ ხაზზე ჯობია დარეკო

Posted by: Nemiroff 29 Feb 2020, 22:01
Forester
QUOTE
მანქანის დამშლელებს რა უშლის ხელს რომ მუდმივად შემოიყვანონ ხოლმე მანქანები და განბაჟების გარეშე დაშალონ და ყიდონ ხოლმე ნაწილებად?

რა იცი რომ არ შვრებიან ეგრე

Posted by: Diversity 1 Mar 2020, 10:23
განუბაჟებელ ავტომანქანას საბაჟოს ენაზე ჰქვია საბაჟო იმპორტის რეჟიმში მოქცეული სატრანსპორტო საშუალება.

ასეთ სატრანსპორტო საშუალების განბაჟების ვადად კანონით დადგენილია მაქსიმუმ 60 კალენდარული დღე. თავისთავად ამ ვადაში არანაირ ჯარიმაზე საუბარი არ არის, არც შსს და არც შემოსავლების მხრიდან.

60 დღიანი ვადის გასვლის შემდეგ მესაკუთრეს უფლება აქვს გადაავადოს განბაჟების ვადა მაქსიმუმ 30 დღით (1 დღის საფასური 5 ლარი, თუ მანქანა ქართულ ტრანზიტულ ნომრებზეა, მაშინ კიდევ 1 ლარი, ანუ სულ 6 ლარი დღეში). ამ ყველაფრის გათვალისწინებით გამოდის მაქსიმუმ 90 დღე.

მაგრამ აქ არის 2 ვარიანტი, ძალიან საინტერესო ნიუანსით

1. მესაკუთრემ მანქანის შემოყვანიდან 59- ე დღეს წინასწარ გააგრძელა განბაჟების ვადა 30 დღით, გადაიხადა ამაში 150 ლარი და 90 დღეს განაბაჟა ავტომანქანა. ---- ამ მოქმედებას დარღვევად არ თვლის არც საბაჟო, და არც შსს.

2. მესაკუთრე პირდაპირ 90 დღეს გამოცხადდა შსს მომსახურების სააგენტოში, გადაიხადა განბაჟების თანხას + 150 ლარი, ----- ამ მოქმედებას სამართალდარღვევად არ განიხილავს საბაჟო, არც სააგენტოშია რამე პრობლემა განბაჟების დროს,

მაგრამ

ასეთი მანქანით საგზაო მოძრაობაში მონაწილეობის მიღებას (ქუჩაში გადაადგილებას) დარღვევად აფასებს შსს.
ანუ თუ ასეთ მანქანას მოძრაობის დროს ქუჩაში გააჩერებს საპატრულო პოლიცია, მესაკუთრეს რეალურად ემუქრება საფრთხე დაჯარიმდეს 250 ლარით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 122 მუხლის 2 ნაწილით, ვინაიდან მას წინასწარ არ ჰქონდა გადახდილი 150 ლარი და არ ჰქონდა გაგრძელებული მისი ავტომანქანის საბაჟო იმპორტის რეჟიმში ყოფნის ვადა, და შესაბამისად მასზე ვრცელდებოდა ვალდებულება მანქანის რეგისტრაცია მოეხდინა შემოყვანიდან 60 დღეში.

როდესაც გასულია შემოყვანიდან 90 დღე, და ავტომანქანა განუბაჟებელია, ეს ცალსახად დარღვევაა როგორც შსს თვის, ასევე შემოსავლების სამსახურისთვის. შსს მხრიდან ასეთი მანქანით მოძრაობის დროს ჯარიმა 122 ის მეორე ნაწილით _ 250 ლარი, შემოსავლების მხრიდან განბაჟების თანხას ემატება საურავი მაქსიმუმ 1000 ლარი და განბაჟების თანხის რაღაც მიზერული პროცენტი ყველა ვადაგადაცილებულ დღეზე.

რაც შეეხება საბაჟო იმპორტის რეჟიმში მოქცეული საქონლის განადგურებას, მაგაზე ცალკე ჯარიმას ითვალისწინებს საბაჟო კოდექსი, თუ ზუსტად მახსოვს გადასახადელი თანხის 100 % ოდენობით.

Posted by: levani169 1 Mar 2020, 11:06
ჩემი მეზობელია წელიწადზე მეტი უკვე ტრანზიტულ ნომრებზე ჰყავს ოპელ ასტრა და რა ფენომენია ეგ?
მოძრაობს ყოველდღე

Posted by: idallgo 1 Mar 2020, 11:18
და ეს განბაჟების გადავადება რა პონტია? ვერ კრავთ ხოლმე განბაჟების ფულს?

Posted by: wrangler7 1 Mar 2020, 15:17
idallgo
ფულიც არის მიზეზი და ბევრს საბუთებში დარღვევა აქვს

Posted by: BLaCK-NeKR 11 Aug 2023, 12:08
QUOTE (HE-HE @ 22 Jan 2020, 14:49 )
და რომ განბაჟდება რამდენ ხანში ხდება ტექ დათვალიერების გავლა? ვადა რამდენი ხანი გვაქვს?

განბაჟებიდან 30 დღე არის ტეხასმოტრის ვადა, 30 დღეში თუ არ გავატარეთ - 31 დღიდან უკვე მოდის კამერის ჯარიმები.

Posted by: SAROKAWA 11 Aug 2023, 13:51
QUOTE
31 დღიდან უკვე მოდის კამერის ჯარიმები.

ჰო ოღონდ ყველა კამერა არ წერს მაგას

Posted by: stratus 5 Sep 2023, 19:02
გამარჯობა ყველას. კითხვა მაქვს ესეთი: ევროპიდან ჩამოვედი მანქანით და მოხდა ისე რომ გასაყიდი შემექნა,მინდობილობით მივეცი მანქანა და როგორც გავიგე განბაჟება არა აქვს გაკეთებული ჯერ კიდევ,2 თვეზე მეტია გასული,რა გავაკეთო ასეთ სიტუაციაში?როგორც გავიგე განბაჟების გადაცილებაზე ჯარიმაა და ეს ჯარიმა ჩემს სახელზე მოვა? მყიდველს ვერ ვუკავშირდები

Posted by: Nonenull_85 6 Sep 2023, 18:12
stratus
მანქანა თუ თქვენ სახელზეა, განბაჟება უწევდა და არ განაბაჟეს, მიხეილ სააკაშვილის სახელზე მივა ჯარიმა ვივა მედში.

Posted by: giorgi38 23 Apr 2024, 09:41
QUOTE (stratus @ 5 Sep 2023, 19:02 )
გამარჯობა ყველას. კითხვა მაქვს ესეთი: ევროპიდან ჩამოვედი მანქანით და მოხდა ისე რომ გასაყიდი შემექნა,მინდობილობით მივეცი მანქანა და როგორც გავიგე განბაჟება არა აქვს გაკეთებული ჯერ კიდევ,2 თვეზე მეტია გასული,რა გავაკეთო ასეთ სიტუაციაში?როგორც გავიგე განბაჟების გადაცილებაზე ჯარიმაა და ეს ჯარიმა ჩემს სახელზე მოვა? მყიდველს ვერ ვუკავშირდები

ზუსტად მაგ დღეში ვარ მე და მეც მაინტერესებს როგორ მოვიქცე? საპატრულოში განვაცხადო, რეგისტრაცია თუ ნომრები გავუუქმო თუ ძებნაზე გადავცე. ანუ რა ბერკეტი არსებობს ამისათვის. ტიპს კიდია მე მე ვარ შარში.

Posted by: l.k 23 Apr 2024, 12:13
giorgi38
მომსახურების სააგენტოშI მიდი და გააუქმე რეგისტრაცია. გააჩერებს მერე იმას პატრული და ჩამოართმევს მანქანას. მერე მოვა შენთან კუდის ქიცინით მიშველეო. მე შენს ადგილზე ###ზე დავიკიდებდი.

ჯარიმაზე მეტ შარს შეიძლება გადაეყარო როცა გაუფორმებლად ატან ვინმეს სატრანსპორტო საშუალებას.

Posted by: giorgi38 24 Apr 2024, 00:55
რეგისტრაცია როგორ გავუუქმო ჯერ განსაბაჟებელია. შეიძლება მაინც ტრანზიტულ ნომრებზე?

Posted by: l.k 24 Apr 2024, 20:38
giorgi38
დაზუსტებით ვერ გეტყვი მაგრამ იქნება რაღაც ბერკეტი. მინდობილობას დაუწერდი ალბათ და ისე გაატანე ხო? უვადოთ დაუწერე მინდობილობა?

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)