Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ავტომობილები > HONDA FIT SHUTTLE


Posted by: toyota12345 6 Dec 2018, 12:32
მოგესალმებით! ვარ დაინტერესებული ამ მანქანით რომელიც გამოდის 2011 წლიდან იაპონიაში.
არის სამი ვარიანტის:
1. ჰიბრიდი 1.3 ძრავით ვარიატორული კოლოფით წინა წამყვანი.
2. ბენზინი 1.5 ძრავით ვარიატორული კოლოფით წინა წამყვანი.
3. ბენზინი 1.5 ძრავით ავტომატიკა კვადრო.

მე პირადად ვარ დაინტერესებული ან 1.3 ჰიბრიდი ან 1.5 ვარიატორი ბენზინით წინა წამყვანით.

როგორც ამბობენ იგივე ფიტი არისო ჰონდა არ მყოლია არასოდეს როგორი გამომდგარია ნაწილების მხრივაც ამბობენ როგორც ტოიოტასი იშოვება ისე მაგას ვერ იშოვიო და სერვიცის ძვირი ჯდება. რა აქვს სუსტი წერტილი მანქანას და ღირს თუ არა ყიდვა საერთოდ? არის უნივერსალი და მაგიტომ უფრო მომწონს რომ საქმეში გამოვიყენებ და უკან დიდი სივრცე აქვს

1.5 აყენია ჰონდას ცნობილი ვიტეკის ძრავი. 1.3 არ ვიცი რა ძრავი უყენია. მაინტერესებს კოლოფი როგორი გამძლე აქვთ ამათ ვარიატორი და ასე შემდეგ.......

Posted by: GoldenSky 6 Dec 2018, 14:15
toyota12345

რიჩ ცოტა დროში გამოცდილ მანქანებს რომ მიეძალო ჯობია smile.gif

გარე ნაწილი რომ დაგჭირდეს ვერ იშოვი აქ ვერაფერს და ისე ფიტის ნაწილები წავა ალბათ ყველაფერი..

Posted by: _kutaiseli_ 6 Dec 2018, 15:10
toyota12345
ჩვენთან გაცილებით ცნობილია Honda Airwave,ნაწილები იშოვება, ეგეც იგივე ფიტია

მეოთხე წელია მყავს და უპრობლემოა... ზეთები არ უნდა მოაკლო თავის დროზე მატორში და კარობკაში...

დანარჩენი ვირია რა, მე ძალიან კმაყოფილი ვარ

Posted by: toyota12345 6 Dec 2018, 15:14
GoldenSky

აქვას ვფიქრობდი ხომ იცი მაგრამ პატარაა და რავი გადავიფიქრე.

პირველად მინდა ჰონდა ვიყოლიო ამდენი ტოიოტების მერე ჰონდაც მაინტერესებს.
_kutaiseli_

გაუმარჯოს ქუთაისკი როგორ ხარ? მახსოვს მე და შენ მანქანას რომ ველოდებოდით იმის მერე კიდევ ეგ მანქანა გყავს ხო?

აი ეს შატლე ძაან მომწონს არის ჰიბრიდი ვარიანტებიც მაგრამ არაჰიბრიდი უფრო იაფია და თან უფრო მიწევს გული. თუ სიტყვაზე ვერ გავუქაჩე წვა ბოლოსდაბოლოს თხევად გაზს მაინც ჩავაყენებ მაგრამ განა რა უნდა დაწვას 1.5 ძრავით ვარიატორული კოლოფით.

შენიც ვარიატორია ხო? და როგორი არის გამძლეობის მხრივ

Posted by: USER001 6 Dec 2018, 16:05
toyota12345
ბოლოს მაინც ჰიბრიდ პრიუსს იყიდი ხომ ვიცი,როგორც აღნიშნეს გარე ნაწილებს ვერ იშოვი მაგისას,+ ფიტის ჰიბრიდი რო ზეთს ზეთს კი არ ჭამს არამედ სვამს ესეც ფაქტია.

Posted by: _kutaiseli_ 6 Dec 2018, 16:21
toyota12345
QUOTE
გაუმარჯოს ქუთაისკი როგორ ხარ?

არამიშავს ვუძლებ ამ ცხოვრებას

QUOTE
მახსოვს მე და შენ მანქანას რომ ველოდებოდით იმის მერე კიდევ ეგ მანქანა გყავს ხო?

კი ისევ ის მყავს

QUOTE
შენიც ვარიატორია ხო? და როგორი არის გამძლეობის მხრივ

კი ვარიატორია...

მეოთხე წელია მყავს და 65 000 გავატარე უკვე...

ზეთს მატორში ყოველ 8 ათასის მერე ვუცვლი და კარობკაში 25 ათასის მერე

არანაირი პრობლემა არ შექმნია მანქანას რავი...

Posted by: Guro_ 6 Dec 2018, 16:55
QUOTE
მეოთხე წელია მყავს და 65 000 გავატარე უკვე...

აბა მე რა მჭირს ერთ წელში 30კ რო გავატარე? თან სამსახურში ფეხით დავდივარ.


მაგრად დამაინტერესა ახლა თემა უნდა გავხსნა მაგაზე, ნეტა ვინ რამდენს დადის.

_kutaiseli_
მადლობა ინსპირაციისთვის.


toyota12345
შენ ამ გადახვევისთვის რომ არ მიწყენ კი ვიცი, მარა ბოდიში მაინც.

Posted by: donmixo777 6 Dec 2018, 18:17
toyota12345

მე მყავს ფიტი, ჰიბრიდი 2012 წლიანი

საკმაოდ ტევადი სალონი აქვს, არადა გარედან პირველად რომ შევხედე ვიფიქრე რომ მანქანაში ვერ ჩავეტევოდი biggrin.gif
ნორმალური მანქანაა

ნუ ეხლა პრემიუმ კლესი ეგ არ არი და სალონი ცოტა გრუბია, ხმაურიანი.....
შარშან ვიყიდე ოქტომბერში და 42.000 ქონდა გარბენი, ეხლა 78.000 ააქვს და მინდა ვთქვა რომ მშვენიერი პიპიააა, 5-6 ლიტრი ქალაქში მაგისი წვა, - თუ რა თქმა უნდა პიპია გამართულია..... შარშან ზამთარში მაქსიმუმი 6 ლიტრი დამიწვა... ზაფხულში ნაკლებს წვავს....

ამ 1 წელზე მეტის განმავლობაში არაფერი არ დასჭირვებია მანქანას, ნუ ეხლა ზეთის დროული შეცვლა და ეგაა რა.... კარობკაში არ შემიცვლია ზეთი ჯერ, არც ითხოვს შეცვლას....


Posted by: toyota12345 6 Dec 2018, 19:00
Guro_

არა ძმა რასამბობ. ეს თემა იმისთვისაა ყველამ დააფიქსიროს თავისი აზრი

donmixo777

აი მე ჰონდა არასოდეს არ მყოლია და ახლა მინდა პირველად. პრიუსი მყავდა და ვიცი უკვე რაც არის და აღარ მინდა. სავარაუდოდ ამ ფურგუნ ფიტს ვიყიდი ალბათ არაჰიბრიდს, რო რამე გაძვირდეს ბენზინი თხევად გაზს დავაყენებდი მომავალში თუ ვერ გავუქაჩე საწვავი

Posted by: _kutaiseli_ 6 Dec 2018, 21:40
toyota12345
ჰონდას ჰიბრიდებს მოერიდე მაინც, ვარიატორი არანაირ პრობლემას არ შეგიქმნის თუ მოუვლი

Posted by: toyota12345 6 Dec 2018, 21:43
_kutaiseli_

მაგ სამი ვარიანტიდან 1.5 ბენზინი ვარიატორის ყიდვას ვფიქრობ. კვადროც კაი იქნებოდა მაგრამ კვადრო რაში უნდა გამოვიყენო 95% სულ თბილისში დავდივარ და აქ კიდევ თოვლი არ არის არასოდეს)))

თან ბენზინი შედარებით იაფია მაგრამ სამაგიეროდ განბაჟებაში უტყამს ფასი და დაახლოებით 1500 დოლარამდე იქნება შემდეგ წელს 2013 წლიანი ბენზინი რო ჩამოვიყვანო მაგრამ ფასი დააბალანსებს აუქციონზე იაფად თუ ავაგდებ.

სხვას რას იტყოდი ამ მანქანებზე ამდენი წლის ექსპლუატაციის შემდეგ როგორ დაახასიათებდი? მინუსი პლიუსი რავი....

Posted by: _kutaiseli_ 6 Dec 2018, 21:55
toyota12345
კვადრო მართლაც არაფერში არ გჭირდება, ქალაქში სასიარულოდ იდეალურია... ტევადი და წვითაც არ წვავს ბევრს... ტრასა 6ლიტრი 110-120-ითაც რომ იარო, ქალაქი 8 ლიტრი. ქუთაისში შედარებით ნაკლები საცობებია და თბილისში საცობში თუ გაეჭედება ალბათ 9 ავა... რეგულარსაც მშვენივრად იტანს

თავის კლასში მშვნიერია, ნუ ის რომ პლასმასის სალონია და ხმაურიანია შედარებით ეს თავისთავად

Posted by: toyota12345 6 Dec 2018, 21:59
_kutaiseli_

რუსულ ფორუმებზე გადავავლე თვალი და მაგ უხარისხო სალონის პლასტმასს და ხმის იზოლაციას უჩივიან. ასევე ყველაზე დიდი მინუსიო წერდნენ დაბალი პასატკა აქვსო. ერთი რუსი წერდა ზამთარში 14 ლიტრიც დამიწვაო ოღონთ -30 გრადუსშიო და ჩვენთან მასეთი ყინვები სად არის)))))

ნაწილები იმედია იშოვება რამე რო დაგჭირდეს. ტოიოტასავით არ იქნება მაგრამ იმედია რამე დეფიციტური არ ექნება რო ვერ იშოვო კაცმა.

ჰონდას ჰიბრიდის ყიდვისგან მაინც თავს ვიკავებ. თუ ჰიბრიდი მაშინ ტოიოტა მაგაზე ორი აზრი არაა.

Posted by: _kutaiseli_ 6 Dec 2018, 22:03
toyota12345
QUOTE
ყველაზე დიდი მინუსიო წერდნენ დაბალი პასატკა აქვსო

რავი არც ისე დაბალია, უგზოობაში თუ არ ივლი არც არაფერს გადებ, მე ჯერ არ დამმართნია ეგეთი რამ smile.gif

QUOTE
ერთი რუსი წერდა ზამთარში 14 ლიტრიც დამიწვაო ოღონთ -30 გრადუსშიო და ჩვენთან მასეთი ყინვები სად არის)))))

-30 კი დაწვავს აბა რას იზამს biggrin.gif ეგეც გაბუქებული მგონია ის კიარა, მანქანა თუ მწყობრშია შანსი არაა მაგდენი დაწვას

QUOTE
ნაწილები იმედია იშოვება რამე რო დაგჭირდეს. ტოიოტასავით არ იქნება მაგრამ იმედია რამე დეფიციტური არ ექნება რო ვერ იშოვო კაცმა.

კი იშოვება, მითუმეტეს თბილისში ყრია უკვე

Posted by: keandra 25 Apr 2024, 16:40
toyota12345
რა ქენით? შეიძინეთ ეს მანქანა?
მე ვაპირებ ყიდვას. გარე ნაწილებს ვერ იშოვიო კი მეუბნებიან, მაგრამ მაგის შიშით როგორ ვთქვა უარი არ ვიცი.

Posted by: poker_man 25 Apr 2024, 17:29
keandra
QUOTE
რა ქენით? შეიძინეთ ეს მანქანა?
მე ვაპირებ ყიდვას. გარე ნაწილებს ვერ იშოვიო კი მეუბნებიან, მაგრამ მაგის შიშით როგორ ვთქვა უარი არ ვიცი.

Fit-ია იგივე, რას ვერ იშოვი. Facebook ჯგუფები / კლუბები არის ოხრად და იქ ნახავ რაც გინდა.

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)