Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ავტომობილები > მე დავხურავ ჩემით.


Posted by: Z-owner 10 May 2024, 23:16
მოკლედ, ვაპირებ სკამების განახლებას, აქაურ სირებთან არ ვკერავ, უცხოელებს ვუკვეთავ ნატურალური ტყავის "ჩიხოლებს თუ ჩეხოლებს" რომ ეძახიან ჩვენში, აი მაგას და კაი ფასიც მიჯდება, 800 $-მდე ალბათ. ჰოდა, ვისაც ტყავის სკამები გაქვთ, ნატურალური, რომელი ფაქტურა ჯობია და რატომ? ანუ არის ნაპა და ფაქტურული.

რომელი ჯობია, მოსავლელად, ვიზუალურად? მოკლედ, რამე ნიუანსი თუ დაგიჭერიათ, ეგ მაინტერესებს. 800 უსდ უნდა ვგლიჯო ორ სკამში და არ მინდა მერე გამიტყდეს, რა ვიცი, მაინც.

user posted image

user posted image

Posted by: abes777 10 May 2024, 23:58
Z-owner
Nappa პრესტიჟულია, ძვირიანია მაგრამ ადვილად ეტყობა ყველაფერი და ძნელი მოსავლელია ფაქტურიანთან შედარებით. ნაპპას სალონი მაქვს x6ში, ტორპედოც და ყყველაფერი. ხ5ში ფაქტურიანი. მაპას მერე ფაქტურიანი ძაან უბრალო მგონია ხოლმე მაგრამ მოხმარების ამბავში ფაქტურიანი მეტად იტანს ყველაფერს.

Posted by: Z-owner 11 May 2024, 16:02
abes777
მადლობა, დაახლოებით ასე ვფიქრობდი, გარდა მოვლის, თუმცა ეგეც ნათელია, რა თქმა უნდა ფაქტურული უფრო ამტანი იქნება.

Posted by: DORO 11 May 2024, 20:42
ლექსუსის და რენჯროვერის ტყავები ტყდება .მითუმეტეს ეგენი როგორ მიუდგებიან შერჩევას ხომ წარმოგიდგენიათ ?
ანუ გამოდის რომ გარანტია არ არსებობს მანდ .
ამიტომ ჯობია იყიდო რაზეც გული მიგდის და ემოციას მოიტანს.
რომ შეხედავ და შეეხები ხომ უნდა გისწორდებოდს ...


Posted by: GEORGEXIII 11 May 2024, 21:39
ჩემი ხმა ფაქტურიანს, ყოველთვის გამძლე იყო და ამის გამოცდილება მაქვს.

Posted by: Nemiroff 12 May 2024, 13:59
Z-owner
ახალს თუ აკრავ და მითუმეტეს შენ როგორც მოუვლი, ჩათვალე მთელი ცხოვრება ახალივით გექნება რომელიც არ უნდა გადააკრა.

Posted by: abes777 12 May 2024, 22:25
Nemiroff
ნაპაზე საკმარისი ვიღაცა ზმეიკიანი შარვლით დაჯდეს, ან ყუთი დადო კარდონის, ისიც კი ეტყობა და აფუჭებს.

Posted by: Z-owner 12 May 2024, 23:46
Nemiroff
კი, მოვლა მევასება, თან ტყავის სკამები მანქანაში ძაან ასწორებს, თორე ნაჭრისებს შევუკვეთავდი, ბევრად იაფია.

abes777
კი ვიცი, ნაღდად ეგრეა, მაგიტომაც აქვთ დაბალი კლასის მანქანებს ფაქტურული ტყავი, ან საერთოდ ხელოვნური რა. ნაპა გადავწყვიტე და იმედია არ შევცდები.
* * *
DORO
კი, ეგრეა, ამიტომ ავირჩიე ნაპა, არ მგონია, კარგი მოვლის შემთხვევაში რომ ვერ გაძლოს.

Posted by: GEORGEXIII 13 May 2024, 15:10
Z-owner
სიმართლე გითხრა ნაჭერი უფრო მისწორდება მე ოღონდ ძვირიანი მასალა.

Posted by: Z-owner 13 May 2024, 15:22
GEORGEXIII
ეგეც იდეაა, ბაზარი არაა მაგრამ, აქ რაც ვნახე, გინდა ტყავი, გინდა ნაჭერი, არც ერთი არაა მანქანისთვის განკუთვნილი, აქაურები მუშაობენ 90% ერთი და იგივე მასალით, რომელიც არის ავეჯის რა. ჰოდა ტყავი ისედაც მევასება, თან ბრენდია და არა სამგორში ნაყიდისგან შეკერილი. ანუ მე სადაც ვყიდულობ, ძალიან ბევრი მომხმარებელი ყავთ, ნაჭერიც აქვთ, რა თქმა უნდა, მაგრამ ტყავს უფრო ვახდენ რა, რა ვიცი. აი ამას შევუკვეთავ მალე.

user posted image

Posted by: DORO 13 May 2024, 15:44
QUOTE
განკუთვნილი, აქაურები მუშაობენ 90% ერთი და იგივე მასალით, რომელიც არის ავეჯის რა. ჰოდა ტყავი ისედაც მევასება, თან ბრენდია და არა სამგორში


რა ბრენდია ?
კონკრეტულად ეგ სკამი მათი ნამუშევარი თუ არის -ძაფი უკეთესიც შეიძლებოდა და ხაზებიც არ არის პარალელში.
ჰო ნუ ნამდვილი მანქანური ხარისხი რომ დაიდოს მაგას ძალიან კარგი საკერავი დანადგარები უნდა .
ხელის ფუსფუსათი სწორ ხაზებს ვერ დაიჭერ.user posted image

Posted by: Z-owner 13 May 2024, 16:03
DORO
ეს არ არის ამათი ნამუშევარი, უბრალოდ ფოტოა როგორსაც ვუკვეთავ, leatherseats.com ეს ბრენდია.

Posted by: DORO 13 May 2024, 19:21
QUOTE (Z-owner @ 13 May 2024, 16:03 )

ეს არ არის ამათი ნამუშევარი, უბრალოდ ფოტოა როგორსაც ვუკვეთავ, leatherseats.com ეს ბრენდია.

სერიოზულ პროდუქტს ქმნიან .up.gif
საქართველოშია ფილიალი ?

ერთი ნიუანსია -საჯდომზე ზოლი ჯაკერი ჯობია რომ იყოს.
ეგ ადგილი იკუჭება ფორმას ადვილად იცვლის და ნაკერი ჭიმავს . გაწელვის საშუალებას არ აძლევს.
სადღაც ასე.user posted image

Posted by: Z-owner 13 May 2024, 21:23
DORO
არა რა საქართველოში, რამის ერთი კვირა ვეხვეწე გამოგზავნაზე, პროფესიონალური სერვისის გარეშე ქავერებს არ ვყიდითო. ძლივს დავითანხმე.

Posted by: thug 14 May 2024, 06:19
მეორე

....................................................

Posted by: Amigo-Amo 28 May 2024, 11:29
ფაქტურული აიღე აუცილებლად. ნაპა გაცილებით სასიამოვნოა, ვიზუალშიც მაგარია, თუმცა, წელიწადში იქნება 10 წლის ნაცვეთივით, გაგიტყდება ძაან.

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)