Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ავტომობილები > სვეჩების ტესტერი (აალების სანთლების შემოწმება)


Posted by: piltakva 1 Mar 2024, 20:58
სალამი მეგობრებო

სვეჩების ტესტერი ხომ არ იცით, აი ასეთი სად აქვთ და სად ამოწმებენ? (ისე ჩემით მანქანაზე შემოწმება მეც ვიცი, მაგრამ ასეთი მინდა, ბაბინას ვერ ვენდობი)

ვიცი კაბელიანებიც არსებობს "ისკრას" რომ ანახებს მანქანაზე დაერთებით მაგრამ აი იმენა ასეთი თუ არის სადმე როგორიც ვიდეოშია?


Posted by: l.k 1 Mar 2024, 21:00
piltakva
არაა ეგ მეთოდი ეფექტური სვეჩის შესამოწმებლად

Posted by: piltakva 1 Mar 2024, 21:05
l.k
რატომ?
აბა რომელი მეთოდით თუ ბაბინის მდგომარეობაც გაურკვეველია ურევს თუ არა?
:|

Posted by: DORO 2 Mar 2024, 09:10
QUOTE (piltakva @ 1 Mar 2024, 21:05 )

რატომ?
აბა რომელი მეთოდით თუ ბაბინის მდგომარეობაც გაურკვეველია ურევს თუ არა?
:|

არ გინდა რომ ჯერ ბაბინა შეამოწმო ?
დენს თუ ატარებს ეი კაია .

Posted by: l.k 2 Mar 2024, 10:25
piltakva
რომელ ცილინდრზე გაქ მისფაიერი?
* * *
ბევრი რამის გამო შეიძლება მისფაიერი გქონდეს. გამორიცხვის მეთოდით უნდა მიჰყვე.

სვეჩებს ჯერ წინაღობა და ზაზორი შეუმოწმე. თუ ნორმაა მაშინ გადაანაცვლე და ნახე იგივე ცილინდრზე ისევ მოგცემს თუ არა მისფაიერს.

Posted by: Z-owner 2 Mar 2024, 15:23
piltakva
სვეჩის შემოწმება დღეს, აი რაღაც ისეთია რაა, 20 თეთრიანი "ზაჟიგალკების" შესამოწმებელი სტენდი რომ გქონდეს, 30-40 გადიან და მერე უნდა შეცვალო რა, თუ არ იცი რამდენი აქვთ გავლილი შეცვლი პირდაპირ და მორჩა, ჰო უცებ შეიძლება ბევრია მაგრამ რა უნდა ქნა, მეც 230 ლარი ვხიე 6 ცალში მაგრამ რა მერე? არ უნდა შემეცვალა?

პ.ს. თუ მაინც გინდა, ბაროკამერაში მოწმდება, ანუ წნევის ქვეშ, ანუ ატმოსფერულ წნევაზე შეიძლება ქონდეს ნაპერწკალი მაგრამ წნევის ქვეშ, ვეღარ.

Posted by: Gogla1990 2 Mar 2024, 17:16
piltakva

ეგ მეთოდი მხოლოდ მთლად მკვდარი სანთლის შესამოწმებლად თუ გამოდგება, სხვა არაფრის მაქნისია
QUOTE
ბაროკამერაში მოწმდება, ანუ წნევის ქვეშ, ანუ ატმოსფერულ წნევაზე შეიძლება ქონდეს ნაპერწკალი მაგრამ წნევის ქვეშ, ვეღარ.


Posted by: piltakva 2 Mar 2024, 18:47
Z-owner
საქმე იმაშია რომ სვეჩები ახალი ჩამოვიტანე და თითქოს ერთი ორი წყობიდან გამოვიდა, ან ბაბინა საკმარის "ისკრას" ვერ აძლებს. ხომ შეიძლებე ბაბინებიც, რადგან ძველია, წყობიდან იყოს გამოსული და ხან მუშაობდეს ხან არა, ანუ არათანაბრად მუშაობდეს (მაგრამ მაგას თვალით რას დაიჭერ)...
ჰოდა ეხლა ბაბინებს ველოდები ახალს, მაგრამ სანამ ეგენი ჩამოვა, მაინტერესებდა ის ახალი სვეჩებიდან ნამდვილად მუშაობს ყველა თუ მართლა გამოვიდა წყობიდან ზოგი,,, აი მაგის ტესტირება მინდოდა sad.gif(((
იქნებ ვინმე ამოწმებს რაიმე ტესტერით, მაგიტომ ვეძებ...

Gogla1990
ოკს გასაგებია, ანუ მკვდარია თუ არა მაგას მაინც ნახავს...
მაგრამ ისეთი ტესტერები არ არსებობს დავიჯერო, რომელიც სვეჩს შეამოწმებს რეალურად კარგია თუ სუსტი/გაფუჭებული? :X :X :X

Posted by: Z-owner 2 Mar 2024, 19:17
piltakva
ბაბინები ჯერ ვიზუალურად დაათვალიერე, ნებისმიერი პატარა ბზარი, უკვე ნიშნავს რომ რაღაც ვერ აქვთ კარგად. ზოგს ელექტროდი ნახშირივით მასალის აქვს, ესეც თუ დათხელებულია, ვერ იმუშავებს და ბოლოს, ხანდახან, ცივი ბაბინა მუშაობს და ძრავი რომ აცხელებს - ვეღარ.

Posted by: Gogla1990 2 Mar 2024, 19:20
piltakva
QUOTE
თითქოს ერთი ორი წყობიდან გამოვიდა, ან ბაბინა საკმარის "ისკრას" ვერ აძლებს

ნახე რომელ ცილინდრზე აქვს აალების გამოტოვება და შემდეგ გადაანაცვლე ბაბინები, თუ შეცდომამ გადაინაცვლა ესეიგი ის კონკრეტული ბაბინაა, თუ დარჩა, ესეიგი სვეჩი, შემდეგ სვეჩიც გადაანაცვლე და გაირკვევა ზუსტად მტყუან-მართალი
QUOTE
ანუ მკვდარია თუ არა მაგას მაინც ნახავს.

რა ხეირს მოგცემს ეგ? სულ მკვდარი რომ იყოს საერთოდ არ იმუშავებდა
QUOTE
ისეთი ტესტერები არ არსებობს დავიჯერო, რომელიც სვეჩს შეამოწმებს რეალურად კარგია თუ სუსტი/გაფუჭებული?

კი, მაგათი მეტი რა არის
https://www.youtube.com/shorts/f1Dkrl5LIg8

Posted by: zigmundi32 21 Apr 2024, 17:47
l.k
QUOTE
სვეჩებს ჯერ წინაღობა

რამდენი უნდა ქონდეს ნამუშევარ სვეჩს ოღონდ მუშა მდგომარეობაში

Posted by: l.k 21 Apr 2024, 19:01
QUOTE (zigmundi32 @ 21 Apr 2024, 17:47 )
QUOTE
სვეჩებს ჯერ წინაღობა

რამდენი უნდა ქონდეს ნამუშევარ სვეჩს ოღონდ მუშა მდგომარეობაში

+ - იმდენივე რამდენიც ახალს. 1-კილოომი სხვაობა უკვე პროცენტულად რო დაიანგარიშო ბევრი გამოდის. სვეჩს გააჩნია.... ჩემ მანქანას უნდა მაგალითად 5-კილოომი სვეჩი. 6-ზე რო ავიდეს ესეიგი 20 პროცენტით მოიმატა წინაღობამ. 20-პროცენტი ცოტა არაა ჩემი აზრით. მე მასეთ სვეჩებს ვცვლი. იმუშავებს განა არა, მარა ბაბინა რო მომიკვდეს არ მაწყობს. 5-6 ჯერ უფრო ძვირი სიამოვნებაა ბაბინის შეცვლა ვიდრე სვეჩის.
* * *
ზოგადად მანქანასაც გააჩნია რა... ძველი სისტემები და ძველი მანქანები ბევრ რამეს იტანს. ნებისმიერი გოლფის, ძველი მერსედესის, ჟიგულების სვეჩის პროვოდების წინაღობები გაზომე და პირი დაგრჩება ღია იმხელა სხვაობაა. ახალ მანქანებზე არაა ეგრე. იმდენად პედანტური მინდგომა უნდა თანამედროვე მანქანებს რო ერთხელ უვიცი ხელოსანი შეეხება და მერე სულ თავგადასავლებში უნდა იყო.

Posted by: zigmundi32 22 Apr 2024, 01:00
l.k
QUOTE
იმდენივე რამდენიც ახალს

ყველა ბრენდის და კოდის სვეჩს ერთნაირი კილოომი აქვს თუ სხვადასხვა. ჩემი რომ გავზომე იყო 3.60 როგორ გავიგო ეს ნორმალურია თუ არ ვარგა

Posted by: l.k 22 Apr 2024, 02:55
QUOTE (zigmundi32 @ 22 Apr 2024, 01:00 )
ყველა ბრენდის და კოდის სვეჩს ერთნაირი კილოომი აქვს თუ სხვადასხვა. ჩემი რომ გავზომე იყო 3.60 როგორ გავიგო ეს ნორმალურია თუ არ ვარგა

წინაღობაც სხვადასხვა აქ და ტემპერატურული დიაპაზონიც. ზაზორიც სვეჩის თავზე. ზომებში და ფორმებში აღარ ჩავეძიები

3.60 ნორმაში იქნება. დიდი ალბათობით ენჯეკა გიყენია. ზაზორი გასინჯე როგორი აქ. თუ ნორმაა დატოვე. ზაზორის გასასინჯი ბევრგან იყიდება 5-6 ლარი ღირს.

დენსოს ან ენჯეკას კატალოგში შედი და შენი მანქანის მონაცემების მიხედვით ამოგიყრის შესაბამის სვეჩებს.

Posted by: abes777 23 Apr 2024, 10:52
Z-owner
ორჯერ ვიყიდე ბოში, დიდ ქსელურ მაღაზიაში. 6-6 ცალი. ორივეჯერ 6იდან თითო ბრაკი გამოდგა. შეიძლება იყიდა და ვეღარ გაერკვია კაცი.

Posted by: დუჩა 23 Apr 2024, 12:37
piltakva
კიკვიძის პარკის უკან ამოწმებდნენ ადრე, სანთლებსაც და ბაბინებსაც.
თუ კიდე არიან არვიცი.

QUOTE
საქმე იმაშია რომ სვეჩები ახალი ჩამოვიტანე და თითქოს ერთი ორი წყობიდან გამოვიდა

საიდან ჩამოიტანე?
სანთლები რო ყალბდება ეგრე მგონი სხვა არაფერი.
მაგალითად ერთიდაიგივე სანთელი იბეი-ამაზონზე უფრო იფია, ვიდრე ენჯეკას საიტზე.
დანარჩენიდან რა ჩამოვა ვერ გაიგებ. smile.gif

Posted by: GOZILA 23 Apr 2024, 14:57
QUOTE (დუჩა @ 23 Apr 2024, 12:37 )
piltakva
კიკვიძის პარკის უკან ამოწმებდნენ ადრე, სანთლებსაც და ბაბინებსაც.
თუ კიდე არიან არვიცი.

QUOTE
საქმე იმაშია რომ სვეჩები ახალი ჩამოვიტანე და თითქოს ერთი ორი წყობიდან გამოვიდა

საიდან ჩამოიტანე?
სანთლები რო ყალბდება ეგრე მგონი სხვა არაფერი.
მაგალითად ერთიდაიგივე სანთელი იბეი-ამაზონზე უფრო იფია, ვიდრე ენჯეკას საიტზე.
დანარჩენიდან რა ჩამოვა ვერ გაიგებ. smile.gif

100% ასეა. ebay ზე რაღაც მომენტში ვიფიქრე სვეჩების გამოწერა და თითქმის ყველას ლოკაცია ეწერა კალიფორნია ეგ 100% ჩაინა..
ავიღე და ოფიციალური ტოიოტას საიტიდან გამოვიწერე 64$ 4ცალი . აქ ადგილზე ცენტრმა თითოში 80 ლარი

Posted by: zigmundi32 24 Apr 2024, 19:54
l.k
QUOTE
3.60 ნორმაში იქნება. დიდი ალბათობით ენჯეკა გიყენია.

მაზდას ორიგინალი სვეჩია მგონი ენჯეკა უმზადებს და 5 უნდა ჰქონდეს კილოომი, აი ზაზორიც უნდა გავიგო რამდენია საჭირო

Posted by: l.k 24 Apr 2024, 20:33
zigmundi32
ენჯეკას საიტზე ჩაწერე შენი მანქანის მონაცემები და ნახავ რამდენი უნდა ჰქონდეს ზაზორი.

წინაღობა ჩათვალე რო ნორმაა. კატალოგში თუ ენჯეკას სვეჩს ნახავ რომელსაც წინაღობაზე უწერია YES ჩათვალე რო 1.1-კილოომიდან 3.5 კილოომამდე უნდა აჩვენოს როცა გატესტავ. თუ წინაღობაზე 5-ეწერება იქნება 5-ის ფარგლებში. ეგ სვეჩი სულ ახალი რო გასინჯო 1.5-კილოომამდე ექნება წინაღობა.

ჩემსასაც 5-კილოომი წინაღობა უნდა იდეაში მაგრამ ენჯეკა მიყენია ცოტა დაბალი წინაღობით და მე სხვაობა ვერ შევატყვე მანქანას მუშაობაზე. 2-წელი ხდება უკვე. ავტობანში არასწორედ შემირჩიეს. სანამ დავაყენებდი ტესტერით არ მინახავს წინაღობები. დაყენებულს კიდე უკან ვერ მივაბრუნებდი.

ენჯეკას ბაბინა მიყენია მე მანქანაზე და იმისი წინაღობები ორიგინალი ქარხნული ბაბინის წინაღობებს ერთი-ერთში ემთხვევა.

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)