Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ავტომობილები > bmw m8 competition vs rs7 vs m850i


Posted by: Guro_ 29 Feb 2024, 22:24
მოკლედ საუბარია ბმჭს კუპეზე, 4 კარიანი არ განიხილება.


რა ხდება ახლა, ლამის 4 თუ 5 თვეა დავტრიალებ და ვერა და ვერ გადავწყვიტე რა ვქნა, ხან ვფიქრობ სულ ახალი ავიღო, ხან მეორადი მაქს 40-50კ გარბენით, ხან რა ხან რა. ყველაზე მთავარი მომენტი, რატომაც თავს ვიკავებ და ფეხს ვითრევ არის შემდეგი, ერთიც და მეორე მანქანაც უკვე 5 წელია ბაზარზეა, მრჩება აშუშენია რო ორივე ეს მოდელი უკვე მოძველებულია, რეალურად ეს ბოლო კუზაოებიც დიდად ახალი არაფერია, ძველის გადამღერებაა. ბმჭს თემა ისაა რო ყველა ერთ თარგზეა მოჭრილი, მ4, მ3, მ8. არადა არც მ8 ის და არც მ6 ის გამოშვებას არ გეგმავენ. რს7 კიდე თითქოს წინა კუზაოა ბანძი სალონით და გალამაზებული. მოკლედ აი განცდა რომ გაქვს რო უკვე წინა თაობას ყიდულობ აშკარად ნიტოა :/

თუმვა თან მინდა ყიდვა user.gif user.gif



ჰოდა ამ სამ მოდელში რას აირჩევდით და რის გამო. წვა და გამძლეობა და ეგეთები არ დაიწყოთ ახლა ძაან გთხოვთ biggrin.gif მკიდია ეგ ყველაფერი.

RS7 ძაან მომწონს გარედან, ძაან არ მომწონს შიგნიდან, თან აი 10 მეტრზე დიდ მანძილში ძველია მოდელია თუ ახალი ვერ გაარჩევ :/ ამასთან ყველაზე ძვირია და რატომღაც მგონია რო უბრალოდ ძააან გადამეტებული ფასი აქვს.

M8 competition თითქოს ძაან მომწონს და ყველაფერი აქვს მარა აქ ერთია, M850i არის ალტერნატივა, რომელიც თითქოსდა ბევრი არაფრით ჩამორჩება, სამაგიეროდ 30კ ევროთი იაფია დაახლოებით. ვერსად გავტესტე, ძაამ ვცდილობ ორივე გავატარო, მაგრამ ვერა და ვერ შევძელი.

მოკლედ იმდენად ვერ ჩამოვყალიბდი რა ვქნა და რომელი ჯობია, რაში ღირს ფულის მიცემა და რაში არა. საერთოდ ხოარ დაველოდო ახალ კუზაოს ყველანაირი რჩევა შემიცვლის არჩევანს. თან პარალელურად ძალიან მომწონს GLE 5.3 amg და თუ გადამიტრიალდა მივადგები ისევ მაგას, უბრალოდ ცალსახად ვხვდები რო სუვით სიარული არ მისწორდება და ძაან ვიკაბებ თავს :/


ჰოდა რავი დაწერეთ აბა ვინ რას ფიქრობთ, თქვენც გაქვთ იგივე შეგრძნებები თუ ჩემი პორადი ახირება და წიკებია? თქვენ რომელს აიღებდით?

Posted by: DORO 1 Mar 2024, 04:13
QUOTE
რო ორივე ეს მოდელი უკვე მოძველებულია, რეალურად ეს ბოლო კუზაოებიც დიდად ახალი არაფერია, ძველის გადამღერებაა. ბმჭს თემა ისაა რო ყველა ერთ თარგზეა მოჭრილ


საერთოდ შიდაწვის ძრავიანმა მოდელმა ამოწურა რესურსი და აღარ დებენ ფულს მის განვითარებაში.

თუ ემოცია არ მოაქვს მაშინ აზრიც არ აქვს ყიდვებს.
ამიტომ დაელიდე სანამ რამე გამოვა.ახალი მაინც იქნება და რესტამდე გაკაიფებს :დ

Posted by: პითონი 1 Mar 2024, 14:50
დაიკიდე სამივე.

დაელოდე ახალი მეხუთე სერიის მ5-ს.


Posted by: Guro_ 1 Mar 2024, 15:47
DORO
ჯერ ძაან ადრეა შიგაწვის ჩამოწერა, თან იმის ფონზე, როცა ელექტრო მობილების 95% უბრალოდ ნაგავია. განსაკუთრებით ყველაზე გაპიარებული ამერიკული ლადა კალინა, რომელსაც ტესლა დაარქვეს.


პითონი
როდის გამოდის? არასდროს სედანი არ მყოლია, იმენა არ მევასება სედანი, ერთადერთი სედანი მომწონს რს7 და მერსედესი ყველაზე ბოლო ს კლასი. ს კლასი იასნა არ მაინტერესებს და რს7 ზე კი მეფიქრება. მ5 იც იმენა არ მომწონს, კუპე, სუვი შეჩბეგი მამენტ უნივერსალიც მევასება.

დღეს ველაპარაკე ბმჭს ცენტრს და ივნისში გვეყოლება M850i ტესტდრაივზეო sad.gif რომ შეუკვეთო 6 იდან 12 თვემდე აგვიანდება დამზადებას, ტრაკშია ავტოინდუსტრია

Posted by: utonega 1 Mar 2024, 17:34
ეს მ40 და მ50-ები მაგარი რამე გამოუშვეს. ყველა მოდელი მყავს ნატარები მე-2 სერიის გარდა მგონი. მე თვითონაც ხ3 მ40 მყავს და ძაან საკაიფო რამეა. ამას წინათ მგონი 22 იანი ხ5 კომპეტიშენი წავუღე ბიძას, ვკითხე მეთქი ისა ესა და კაროჩეო, ნეტა მ60 მეყიდა, ტყუილა ყოველდღიურობაში დამღლელიაო. ჩემი ხმა მ850-სს.

Posted by: crysiswarhead 1 Mar 2024, 18:36
მ850 სერიეს N63B44T3 ძრავი ძველი მოდელის უყენია კარობკაც 8 სიჩქარიანი გიდტომუფტიანი ავტომატიკა მ8 ჯობია ძრავითაც და გადაცემითაც .

აუდი მე პირადად მალევე მომბერზდება.

გლე იგივე კუზაოა რესტაილინგია უბრალოდ იქანავებს მოსახვევებში

ხ6მ იყიდე ემი 2024 აი ეგ სხვა კლასია

Posted by: Guro_ 1 Mar 2024, 18:48
utonega
აი მეც მაგას ვფიქრობ რო ყოველდღიურობაში ქომფეთიშენი უფრო დამღლის ვიდრე m850i. წესით სიჩქარე m850 ისაც მეყოფა, სხვა მხრივ რაზე ვამბობ უარს ეგაა საინტერესო.

crysiswarhead
QUOTE
მ850 სერიეს N63B44T3 ძრავი ძველი მოდელის უყენია კარობკაც 8 სიჩქარიანი გიდტომუფტიანი ავტომატიკა მ8 ჯობია ძრავითაც და გადაცემითაც

ეს უეჭველად იცი რო ასეა? rolleyes.gif


QUOTE
ხ6მ

ვერ ვიტან. და ზოგადად არ მისწორდება რა სუვით სიარული.


m440 ვატარე ისე. ძაან უმარილო მანქანის შთაბეჭდილება დამიტოვა სიმართლე გითხრა, მიუხედავად იმისა რო სადა სალონი ძაან მომწონს და ვერ ვიტან ათასი მონიტორი როა ჩაკვეხებული, რაღაცნაირი მანქანაა. თითქოს ტოიოტას ვატარებდი, ან ფორდს. აჩქარება მანევრი და ასე შემდეგ საკმაოდ ნორმალური იყო, მაგაზე ვერაფერს ვიტყვი.

Posted by: crysiswarhead 1 Mar 2024, 19:08
QUOTE (Guro_ @ 1 Mar 2024, 18:48 )


crysiswarhead
QUOTE
მ850 სერიეს N63B44T3 ძრავი ძველი მოდელის უყენია კარობკაც 8 სიჩქარიანი გიდტომუფტიანი ავტომატიკა მ8 ჯობია ძრავითაც და გადაცემითაც

ეს უეჭველად იცი რო ასეა? rolleyes.gif


QUOTE
ხ6მ

ვერ ვიტან. და ზოგადად არ მისწორდება რა სუვით სიარული.


m440 ვატარე ისე. ძაან უმარილო მანქანის შთაბეჭდილება დამიტოვა სიმართლე გითხრა, მიუხედავად იმისა რო სადა სალონი ძაან მომწონს და ვერ ვიტან ათასი მონიტორი როა ჩაკვეხებული, რაღაცნაირი მანქანაა. თითქოს ტოიოტას ვატარებდი, ან ფორდს. აჩქარება მანევრი და ასე შემდეგ საკმაოდ ნორმალური იყო, მაგაზე ვერაფერს ვიტყვი.

https://en.wikipedia.org/wiki/BMW_8_Series_(G15) 850 ეგრეა უბრლაოდ გაუმჯოჯესებული ძველი ძრავია ბაზით ტუ ტექნიკური აბგრეიდი აქ რა იგივე ანუ აკალი კონცეპტი არაა ემი ცაკლე შექმნილი 2018 ში და ბევრად აჯობებს გამძელობაში ენ N63 დასტუკვადია კლადიში კოლიცო კლაპნის სალნიკები სუსტი წერტილები ექმება და კარტერის სალნიკი სალნიკები ვაფშე რაც ვიცი ეგრეა მეორად მამქამას ექნება პრობლემები



https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/3/3e/2023_BMW_X6_M_%28G06%29_IMG_8293.jpg/1280px-2023_BMW_X6_M_%28G06%29_IMG_8293.jpg
გლე ვერ მოვა ვიდით უბრლაოდ სუვი თUარ მოგოწნს ნუ ხო ეგ სხვა საკითხია მაგრამ ვიზუალიურად ყველა ბიემის მოდელებს მირჩევნია მ4 თუარ ჩავთვლით
მარა მ4 შემოიყრება და ყველას ეყოლება

440 ემოცია არააქვს lol.gif მ4 რა სულ სხვააა

Posted by: Guro_ 1 Mar 2024, 19:53
crysiswarhead
M4 competition ვატარე, m3 competition იც, აუდი რს5 იც ვატარე. m4 და m3 გამორიცხულია, მაგ მანქნებით ვერ ვივლი ქალაქში, აქაურ ქვაფებილებზე და ტრამვაის ლიანდაგებზე, ნამეტანია.

RS5 საკმაოდ კარგი იყო, უბრალოდ სალონი სასწაულად არ მომწონს. 2017 წელს და 2024 წელს იგივე სალონი რო ექნება მანქანას რიავიცი.





ეჰ გამოეშვა S7 აუდის წესიერი ძრავით დიზელი რო ჩატენეს და აქვე მოკვდებოდა ყველანაირი შეკითხვა, ავიღებდი ეგრევე. რამ მოაფიქრათ დიზელის ძრავის ჩადება ს7-ში facepalm.gif

Posted by: crysiswarhead 1 Mar 2024, 19:55
Guro_
მ5 სედანი რესტი ან ქომფეთიშენიც კაია ხო აბა დაბალი მანქანას ვაფშე სხვა ტარება უნდა მითუმეტეს ჩვენ გზებზე

Posted by: ///M Power 1 Mar 2024, 20:10
გატესტე 3 ვარიანტი და გაანალიზებ უფრო.

აქედან რომელიც უფრო მოგერგება ტესტდრაივის მერე მაგის მიხედვით გადაწყვიტე. boli.gif


Posted by: Guro_ 1 Mar 2024, 20:13
///M Power
ვერ გავტესტე დედანაქაჩი, გაწყდა იმენა მანქანები თუ რა ჯანდაბაა ვერ გავიგე. თან მეორე ვარიანტია, აი რანაირად დავტესტო ტრეკზე მე არ გამატანენ მანქანას და ქალაქში რა უნდა გავარკვიო ახლა, 500 და 600 ცხენიც ერთი ჩორტი იქნება.


m8 competition მომწონს თითქოს ყველაზე მეტად, უბრალოდ აი რაღაცნაირად შეგრძნება მრჩება რომ მაგ მანქანის ყიდვით ვგოიმდები და m850i იგივე ჩორტია :/

Posted by: ///M Power 1 Mar 2024, 20:23
Guro_
მესმის რო გატესტო მარტივი არ იქნება წვდომაა საჭირო, ან ვერ პოულობ არ იძლევიან და ა.შ
მაგრამ 100% დან 50% უკვე იცი მანქანა და მაგის პასუხს გაგცემს გასეირნება.

QUOTE
აი რანაირად დავტესტო ტრეკზე მე არ გამატანენ მანქანას და ქალაქში რა უნდა გავარკვიო ახლა, 500 და 600 ცხენიც ერთი ჩორტი იქნება.

თუ ტრეკზე ხარ ორიენტირებული საერთოდ უნდა გამორიცხო m850, ეგეც ცუდად არ უხვევს მარა ძარა შასი მუხრუჭი ყველაფერი სხვა აქ M8/RS7


პ.ს
გ80 მ ძვირია ძაან?

Posted by: Guro_ 1 Mar 2024, 21:03
///M Power
G80 პირიქით იაფია, M8 competition არის ყველაზე ძვირი M-ში. ნუ თუ x სერიას არ ჩავთვლით. m2, m3, m4, m5 არცერთი მომწონს. ყველაზე მეტად მაქედან M4 მევასება, მაგრამ აშკარად თვეში ერთხელ გამოსაყვანი მამქანაა. მოკლედ ამ სამი მანქანის იქეთ სხვას არ განვიხილავ, თუ ეს სამი არა, მაშინ უნდა გადავეწყო სუვზე და არ მინდა ეგ მოხდეს :/

Posted by: ///M Power 1 Mar 2024, 21:09
Guro_
შენ ხელშია ყველაფერი biggrin.gif როგორმე გაიკატაო რომლებზეც არ მჯდარხარ, სადმე აუტოსალონებში ან სხვა ქალაქში ტესტდრაივზე დაჯდე war.gif
(იმხელა თანხებზეა საუბარი, რო იყიდო არ გივლია ისე და არ გაგისწორდეს მერე მაგარი გატეხავს) old.gif


პ.ს
წარმატებები და როცა იყიდი რომელიმეს ჩვენც შეგვატყობინე და გაგვაცანი smile.gif

Posted by: Kambucha78 4 Mar 2024, 13:41
Guro_
რეალურ სამყაროში 850 უფრო იოლი საყოლიებელი მანქანაა ვიდრე M8. უფრო რბილია, უფრო კომფორტულია და არანაკლებ ჩქარია. ჯერ რაც ჩანს, ფასსაც ყველა დანარჩენზე უკეთ ინარჩუნებს. თან პრობლემური არ უნდა გახდეს, საკმაოდ გამოცდილი პლათფორმაა.

თუ სხვა მოდელებსაც განიხილავ, ნახე S კლასის კუპე. იდეაში იგივე შინაარსის მანქანაა, უბრალოდ საერთოდ სხვა შესრულებით. მე 850 არ მიტარებია, მაგრამ S-ის კუპეთი ვიარე და ძალიან მომეწონა მართვადობაც და კომფორტიც.

თუ უფრო აზარტული გინდა რამე, ცოტა უფრო პატარა მანქანები უნდა ნახო. ეს რაც ჩამოწერე ყველა უფრო კომფორტზე ორიენტირებული ტიპია. RS7 ძალიან კარგი რამეა, მაგრამ ჩვეულებრივი მანქანაა მაინც. არსებითად განსხვავდება ჩვეულებრივი A7-სგან, მაგრამ არასაკმარისად იმისთვის რომ გარედან გაამართლო RS7 თუ მაინც და მაინც ძრავის ბოლომდე გამოყენებას არ აპირებ.

ალპინას მეხუთე სერია იგივე ფასში შეიძლება იპოვო, არ განიხილავ? უფრო ექსკლუზიური და ბევრად უფრო დახვეწილი მანქანებია.

Posted by: Guro_ 4 Mar 2024, 20:29
Kambucha78
ს კლასის კუპე არის ერთ-ერთი ის ტოპ მანქანა რომელიც ძალიან მომწონს, უბრალოდ ეგ სულ ახალი აღარ გამოდის და ძველი 30-40კ გარბენის მიდამოებში არც ისე მარტივი საშოვნელია და თუ იშოვი ისიც უაზროდ დიდი ფასი ადევს. რს7 ის არ იყოს ცოტა გადამეტებული ფასი აქვს. სულ თავიდან მე მარტო სის კუპეზე ვიწევდი, მაგრამ რომ დავფიქრდი ძაან არაპრაგმატული მანქანა არის ჩემთვის.


ახლა წასვლა მიწევს თრიფზე და ალბათ 2-3 კვირა არ ვიქნები (ძირითადი მიზეზი რატომაც ვერ დავაყენე ყიდვას საშველი). რო ჩამოვალ CLS 5.3 amg ის ტესტდრაივზე ვარ ჩაწერილი და მაგასაც გავტესტავ. რო ვთქვა მომწონს დიდადთქო არა მარა ვცდი მაინც.

ამ წუთას M850i ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი ჩანს. მაქსიმუმ ივნისი - ივლისში უნდა ვიყიდო და თუ მანამ ვერ ჩამოვყალიბდი რამე სულელურ გადაწყვეტილებას მივიღებ დარწმუნებული ვარ, მაგალითად ვიყიდი რენო მეგან RS-ს biggrin.gif biggrin.gif

Posted by: პითონი 5 Mar 2024, 11:09
Guro_
მოდი უეჭველ კუშზე ხიე და გააორმაგე biggrin.gif

მერე წადი და პორშე იყიდე old.gif

Posted by: AvtandiL 169 5 Mar 2024, 14:13
პანამერა ან ტაიკანი არ განიხილება?

Posted by: Guro_ 5 Mar 2024, 14:18
QUOTE
მერე წადი და პორშე იყიდე

არანაირი მუღამი არ მაქვს. პორშეს თუ ვიყიდი ოდესმე, ნამდვილი პორშე უნდა იყოს და არა რაღაც აუდზე დამსგავსებული ფოლცვაგენის ნაწილებით აწყობილი ზიზილ პიპილო. 911-ით მე ყოველდღე ვერ ვივლი, და თვეში ერთხელ რო ემოციები მოიტანოს მაგისთვის არ მაქვს ახლა დრო. თან პირველი სერია ბმჭ ვიყიდე, ტრეკზე შევდივარ ხოლმე და ჭიას ვიხარებ. ლიცენზია არ მაქვს ჯერ (ყველაფერი უკუღმაა ამ ევროპაში), მალე ავიღებ და მერე ვიშლიგინებ ჩემ გემოზე. მანქანით ტრეკზე თუ გივლიათ კი გეცოდინებათ რამხელა სიამოვნებაა.

ამდენი წელია მანქანაზე ვზივარ, სუფთა ისტორიით biggrin.gif არა ავარიები, არა ჯარიმები, მაგრამ ახლა მივხვდი რომ თურმე ჯერ კიდევ ძალიან ბევრი მაქვს სასწავლი. მაგიტო დავხრიგინებ ახლა პირველი სერიით, ვსწავლობ, ვეჩვევი, ნურბურგრინგზეც შევატასავებ ამ სეზონზე 4-5 ჯერ. თუ მივხვდი რო აზზე მოვედი მერე შეიძლება M3, M4-ის ყიდვა და მაგით გავისწორებ ტრეკზე, ავტობანზე წესით M8-ც უნდა მეყოს.


არასდროს არ ვიცოდი დრიფტი, საერთოდ არ გამომდის sad.gif sad.gif საქართველოში არაა ვინმე რომ მასწავლოს? sad.gif sad.gif აი იმენა რო დაიქირაო მასწავლებელი და მასწავლოს წესიერად sad.gif
* * *
AvtandiL 169
არაა, არ მაქვს მაგ მანქანების მუღამი :/

Posted by: Kambucha78 5 Mar 2024, 17:06
Guro_
QUOTE
Kambucha78
ს კლასის კუპე არის ერთ-ერთი ის ტოპ მანქანა რომელიც ძალიან მომწონს, უბრალოდ ეგ სულ ახალი აღარ გამოდის და ძველი 30-40კ გარბენის მიდამოებში არც ისე მარტივი საშოვნელია და თუ იშოვი ისიც უაზროდ დიდი ფასი ადევს. რს7 ის არ იყოს ცოტა გადამეტებული ფასი აქვს. სულ თავიდან მე მარტო სის კუპეზე ვიწევდი, მაგრამ რომ დავფიქრდი ძაან არაპრაგმატული მანქანა არის ჩემთვის.


ახლა წასვლა მიწევს თრიფზე და ალბათ 2-3 კვირა არ ვიქნები (ძირითადი მიზეზი რატომაც ვერ დავაყენე ყიდვას საშველი). რო ჩამოვალ CLS 5.3 amg ის ტესტდრაივზე ვარ ჩაწერილი და მაგასაც გავტესტავ. რო ვთქვა მომწონს დიდადთქო არა მარა ვცდი მაინც.

ამ წუთას M850i ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი ჩანს. მაქსიმუმ ივნისი - ივლისში უნდა ვიყიდო და თუ მანამ ვერ ჩამოვყალიბდი რამე სულელურ გადაწყვეტილებას მივიღებ დარწმუნებული ვარ, მაგალითად ვიყიდი რენო მეგან RS-ს 

სულ ტყუილად იგდებ აბუჩად მეგანს smile.gif)) ამაზე სწრაფი მანქანა ყოველდღიურ რეალობაში ძალიან ცოტაა smile.gif

RS7-ი ძალიან უცნაური მანქანაა. ძალიან სწრაფია, მაგრამ ყოველდღიურობაში ძალიან ჩვეულებრივია. ტესტ დრაივზე, რომელიც 1 საათი გრძელდება, ამ მანქანას უბრალოდ ვერ დაუმუღამებ. მეტისმეტად გერმანული ტიპია, არ ცურდება, ყოველთვის უსაფრთხოა.

ნახე თუ შეძლებ 1 ან ორი დღით იქირავო 850 ან ის მანქანა რასაც გადაწყვეტ. ძალიან განსხვავებულ შთაბეჭდილებას ტოვებს მანქანის ტესტ დრაივი და ყოველდღიური სიარული.

თუ მაინც და მაინც 4 კარი არ გჭირდება, CLE 53 და CLE450 ნახე. წესით CLS-ზე კარგად უნდა იაროს. 850-ის კონკურენტი ბოლომდე ვერ არის, მაგრამ შორიდან კარგი ჩანს.

Posted by: abes777 7 Mar 2024, 00:18
რს7ის არ ვიცი. ქომფეთიშენსა და მ850ის შორის რამხელა სხვაობას გაძლევს თანხაში? ჩემი ბიუჯეტიდან გამომდინარე 10-15კ სხვაობად მიღირს მე და მეტ სხვაობად აღარ. შენთვის შეიძლება სხვა რეალობა იყოს და ორჯერ მეტ სხვაობაზეც დახუჭო თვალი.

Posted by: Z-owner 7 Mar 2024, 01:58
Guro_
QUOTE
არასდროს არ ვიცოდი დრიფტი, საერთოდ არ გამომდის  საქართველოში არაა ვინმე რომ მასწავლოს?  აი იმენა რო დაიქირაო მასწავლებელი და მასწავლოს წესიერად

QUOTE
საქართველოში არაა ვინმე რომ მასწავლოს?  აი იმენა რო დაიქირაო მასწავლებელი და მასწავლოს წესიერად

ამ კასტას არ გადაეყარო, თუ ვინმე ახლობელია კი ბაზარი არაა, მაგრამ მე უბრალოდ მითქვამს. მანდ რომ კამანდა იკრიბება პიზდეეც, Y-თა დოღი.

QUOTE
მანქანით ტრეკზე თუ გივლიათ კი გეცოდინებათ რამხელა სიამოვნებაა.

ჰოო, წინა მანქანა რომ უწვრილეს კენჭებს გესვრის და ხრეშის სეტყვა გაქ.

დრიფტში გააჩნია რას გულისხმობ ზუსტად, ძალიან ბევრი ტექნიკაა დრიფტის და რომელია საშენო ეგ უნდა მოირგო, თუ ბევრს ტექნიკას მიაბავ ერთმანეთს ხომ საერთოდ, ძალიან კარგია.
მე ყველაზე მეტად ვერ ვიტან ავტოსპორტში დრაგს და დრიფტში პოვერ სლაიდს, ანუ ძლიერ ძრავს რომ კლავენ 10 მეტრის რადიუსში.

Posted by: Guro_ 7 Mar 2024, 14:11
abes777
თუ მეორადი გადავწყვიტე მაშინ სადღაც 20-25კ ევროა სხვა მაქსიმუმ. იდეაში თანხაზე მეტად, ქომფეთიშენი ბევრი არაა ბაზარზე და ისეთის რაც მინდა პოვნაა რთული. 50კ აი ყველაზე ყველაზე დიდი გარბენია რაც შეიძლება ავიღო, 20-30კ კმ-ის მიდამოებში იქნებოდა იდეალური. M850 უფროა


Z-owner
აქ არის ტრეკის სადაც შეგიძლია სრულიად მარტომ იბოჟიალო smile.gif დედა ეტირა ამ მანქანას უკვე, ყველაფერი მინთებს biggrin.gif მარა ნუ ღირს რა, ასწორებს. რო აღარ ივარგებს გადააგდებ და ეგ იქნება.

აი დრიფტში იმას არ ვგულისხმობ, ნისან სილვია ვიყიდო და 200 მეტრი ვისრიალო, უბრალოდ სამოყვარულო დონზე ალაგ ალაგ მოსახვევებში წესირად რომ შევსრიალდე. იდეაში რაც მე მინდა, წესიერი ვინმე და ჰაჰა 2 კვირაში დავამუღამებ. მარტო ფიზიკის ცოდნა არ მშველის ფაქტია biggrin.gif

Posted by: Z-owner 7 Mar 2024, 17:28
Guro_
გურო ფიზიკის ცოდნა გინდა და გიშველის, თუმცა იმ დონეზე რომ როდის რა მოუვა მანქანას ეგ იცოდე.
რითი აპირებ მაგ ყველაფერს, ავტომატი/მექანიკა? asc dsc ამათ თუ არ გათიშავ, არ გაგახარებენ. თუ ეხლავე ხარ მაგ ამბებში და შორი მომავლის პერსპექტივა არ იგულისხმე, რამდენიმე პრინციპს დაგიწერ და აგიხსნი, გამორიცხულია არ გამოგივიდეს, მთავარია საკუთარი თავის მართვა როგორ გამოგდის, შიშთან როგორ ხარ სრიალის დროს, მე პირადად ადრე უფრო უხეშად და საზიზღრად დავდიოდი, ეხლა ბოლო დროს მაგრად ვიღლები, მაგის თავი აღარ მაქვს და 2-3 დღის წინ აღმაშენებელზე ერთს ავყევი, ამ გაზაობაში გული ამიჩქარდა, არადა ადრე მეკიდა, ნუ თან საღამო იყო, ისევ გადაღლილზე, საერთოდ ფორმაში უნდა იყო რა, როცა ეგ სფერო გინდა.

Posted by: abes777 21 Mar 2024, 00:36
Guro_
ქომფეთიშენი ბევრად გრუბი და არაპრაქტიკულია. თუ ქალაქშიც უნდა იარო მ850 უკეთესი გადაწყვეტილებაა. მაგის გარდა სხვა მანქანაც თუ უნდა იყოლიო, ქომფეთიშენი უკეთესი არჩევანი იქნება. თუ მხოლოდ ერთი, მ850.

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)