Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format |
თბილისის ფორუმი > ავტომობილები > განყოფილების წესები 2012-2013 |
Posted by: IRINKA_IRINKA 28 May 2011, 16:03 |
თავისთავად მოქმედებს ფორუმის ძირითადი წესები, რომლებიც შეგიძლიათ იხილოთ აქ http://forum.ge/rules.html. განყოფილების სპეციფიკიდან გამომდინარე, ძალაშია შემდეგი წესებიც: იკრძალება და ისჯება: 1. უაზრო, უშინაარსო, განყოფილებისთვის შეუსაბამო თემის გახსნა; 2. ოფტოპიკი (უაზრო, უშინაარსო პოსტები); 3. სამასხარაო პოსტები სერიოზული შინაარსის თემაში; 4. უცენზურო ლექსიკა (მნიშვნელობა არ აქვს სიმბოლოების ჩანაცვლებით თუ არა ); 5. ფორუმის იუზერების და მესამე პირების შეურაცხყოფა; 6. ნებისმიერი ნიადაგზე (რასობრივ, რელიგიურ, მსოფლმხედველობრივ) განხორციელებული დისკრიმინაციული ქმედება; 7. გამიზნული რეკლამა (ან მისი შემცველი განცხადება); 8. მხოლოდ ვიდეოს, სურათის ან უცხოენოვანი ინფორმაციით თემის გახსნა ქართული აღწერის გარეშე. 1. მოდერატორის მიერ დახურული თემის გახსნა; 2. იკრძალება ფორუმის ადმინისტრაციის/მოდერატორების და მათი საქმეების საჯარო განხილვა. აღნიშნული ქმედება (კონსტრუქციულ ფარგლებში) დასაშვებია მხოლოდ აპინულ და მუდამ ხელმისაწვდომ თემაში "საუბრები მოდერატორებთან"; შეზღუდულია: 1. ცალკე მოდელზე/ავტო სამყაროს მოვლენაზე თემის გახსნა, გარდა იმ განსაკუთრებული შემთხვევისა, როდესაც ლაპარაკია სიახლეზე. თემა გაიხსნება დროებით და აქტუალურობის დაკარგვის შემდეგ შეუერთდება შესაბამისი ბრენდის თემას ან დაიხურება; 2. ორი ან მეტი მოდელის ან ფირმის შესადარებელი "VS" თემები. ინფორმაციული წყაროს ფუნქციის დაკარგვის შემდეგ თემა შეუერთდება შესაბამისი ბრენდის თემას ან დაიხურება; 3. ყოველი ახალი ვიდეოს დასადებად ახალი თემის გახსნა, გარდა განსაკუთრებით აქტუალური/საინტერესო ინფორმაციის შემცველი შემთხვევებისა. ვიდეოებისთვის არსებობს ცალკე თემა; 4. ტექნიკური რჩევის/დახმარების სათხოვნელად ახალი თემის გახსნა მთავარ განყოფილებაში. სათანადო რეაგირების შემთხვევაში თემა შეიძლება დარჩეს 24-48 საათი და შემდეგ გადავა "ბოქსებში". 5. სიახლის მომცველი თემის პირველი ძირითადი აბზაცი უნდა იყოს ქართულ ენაზე ნათარგმნი + ლინკი , წინააღმდეგ შემთხვევაში თემა დაიხურება და დასჯადია ! 6. ფოტოს მაქსიმალური ზომა არ უნდა აღემატებოდეს 1024x640 ! |