Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ავტომობილები > ავტომობილი 7000$-ად!


Posted by: პითონი 3 Feb 2024, 15:14
სალამი.
ბიუჯეტი არის 7K (1-2 დაამატე ბრატ არ გამოვა;დ)

მოთხოვნები:
4 კარიანი
მარცხენა საჭე
ეკონომიური (10ლ მაქს)
დიდი ფართი
გამძლე/მარტივი სერვისი/ნაკლები ხარჯი

ვყიდულობთ საქართველოში, ჩამოყვანა არ გვაწყობს.


ჩემი N1 არჩევანი ამ შემთხვევაში არის 2012-2013 წლების 2.0 TDI დიზელი პასატი.
პრობლემები, რაც ვიცი/გამიგია და ყველაზე ხშირია
1 არის ე.წ მახავიკი, რომელიც DSG კოლოფის სუსტი წერტილია
2 არის საჟავოი, რომელსაც ვერ/არ უვლიან და უწევთ გაუქმება.
დანარჩენი აქებენ ძალიან.
თუმცა ეს პრობლემაც მოვლის ამბავია რათქმაუნდა.

პასატზე მირჩიეთ რამე ან საერთოდ სხვა მოდელი მირჩიეთ ამ ფასში, ოღონდ მითხარით რა უპირატესობა აქვს და რატომ ჯობია.

მადლობა

Posted by: AvtandiL 169 3 Feb 2024, 15:21
პითონი

გაზი თუ განიხილება 2.5 პასატი, თუ არადა 1.8 ძრავით. 10-12 ლიტრს დააწვევინებ ნორმალურად სიარულით. ძრავი შედარებით პრობლემურია ვიდრე 2.5.

მაგ დიზელს მაინც არ გავეკარებოდი. მეპატრონეები კი აქებენ მაგრამ 10+ წლის დიზელის ყიდვა ლატარიაა, ან გასიამოვნებს ან დაგტანჯავს.

ზოგადად მაგ თაობა პასატზე კარგის მეტს ვერაფერს ვიტყვი. არაფერი განსაკუთრებული პრობლემა არ აწუხებთ. მაგიტომაც ძალიან მომრავლდა საქართველოში.

Posted by: პითონი 3 Feb 2024, 15:32
AvtandiL 169
გაზიც შეიძლება, მაგრამ დიზელის ფასია ან უფრო მეტიც...
და თან ეს გაზის თრევა და მერე ცალკე კიდე გაზის პრობლემებიც ცოტა ტვინის ბურღვაა რა biggrin.gif

1.8 ლატარეაა, უფრო პრეტენზიულია + ზეთს ჭამს და ნაწილებიც ძვირია.

Posted by: GEORGEXIII 3 Feb 2024, 15:45
2.4 ლანსერი მოგივა 2014 წლიანი 12-ლიტრას წვავს.

ან 1.8 სივიკი 2013-14 წლიანი 10ლიტრამდე წვავს.

ორივე გამძლე და გამომდგარი მანქანებია. ძრავი-კარობკა კარგი აქვს.

Posted by: პითონი 3 Feb 2024, 15:47
GEORGEXIII
არცერთი არ მომწონს biggrin.gif

Posted by: Nescafe13 3 Feb 2024, 18:25
პითონი

ელანტრა 2017 იანი up.gif

Posted by: Gogla1990 3 Feb 2024, 18:58
პითონი

მეცხრე თაობის სივიკი

Posted by: პითონი 3 Feb 2024, 20:25
Nescafe13
ძვირია რაც ვნახე
9-10 გინდა

Gogla1990
მახინჯიაა

Posted by: Gogla1990 3 Feb 2024, 20:27
პითონი
QUOTE
მოთხოვნები:
4 კარიანი
მარცხენა საჭე
ეკონომიური (10ლ მაქს)
დიდი ფართი
გამძლე/მარტივი სერვისი/ნაკლები ხარჯი

ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს და ახლა ვიდი და კომფორტი ცოტა უნდა დათმო, ყველა ერთად არ გამოვა biggrin.gif

Posted by: idallgo 3 Feb 2024, 21:15
Gogla1990

QUOTE
პითონი

მეცხრე თაობის სივიკი


კაცი S კლასიდან სივიკზე უნდა გადმოსვა? biggrin.gif

Posted by: Gogla1990 3 Feb 2024, 21:29
idallgo

არაუშავს, ისე გაუაროს ხოლმე მოსაკითხად ნაცნობ ხელოსნებს, მანქანის მიყვანა რა აუცილებელია biggrin.gif

Posted by: Nescafe13 3 Feb 2024, 21:50
პითონი

არა რა 10 კ
7.5 ში იყიდეს აგერ , მე წინ რომ ვჯდები უკან აღარაა ადგილი თუ 1.50 იანი ჩინელი არ დაჯდა :დ
იაფი და იორღა ეგაა :დ

ფიუჟენი 2.5 boli.gif

Posted by: პითონი 3 Feb 2024, 21:54
idallgo
QUOTE
S კლასი

ძველია თორე კაია biggrin.gif

Nescafe13
ხოდა პატარა არ მინდა ;დ
საკმაოდ ზდაროვი ვარ.

ფიუჟენიც ვიფიქრე, მაგრამ მაგას პასატი ბევრად ჯობია.
თან მაგასაც კარობკის პრობლემა აქვს და + როგორც გამიგია ძალიან რთული აწყობილია

Posted by: riddler 3 Feb 2024, 22:07
ძველი კროსტრეკი არ მოვა მაგ ფასში?

Posted by: Gogla1990 3 Feb 2024, 22:14
პითონი

ბევრი ტაქსაობს ფიუჟენით, ეგეთი პრობლემური რომ იყოს მაგ საქმისთვის არავინ მიეკარებოდა
2.5 ძრავით და 6 სიჩქარიანი ავტომატით იყიდე 2015-16 წლიანი და მშვენიერი მანქანაა საოჯახოდ, არაფერი მაგათ კარობკებს არ ჭირთ, სტანდარტული ავტომატებია დუალ ქლაჩების. რობოტების და ტრანსფორმერების გარეშე, უბრალოდ დროული სერვისი უნდა ზეთზე და ცვეთად ნაწილებზე და არა ისე ჩვენთან რომ იციან, კარობკა რომ ძაგძაგს დაიწყებს ან გარტყმებს მერე რომ ცვლიან ზეთს, თან ჩივიან არ უშველა ან უარესი ქნაო, ანდაზა როა ბებერი მოდღნეს და კარები გამოუხურეს არ გაცივდესო ეგრე მოსდით ზუსტად biggrin.gif

Posted by: webdesigner93 3 Feb 2024, 22:46
პითონი
და თუ მაინც VW-ს ფიქრობ , რაღა ძველი და დიზელი , ახალი ჯეტა რო იყიდო 1.4 ძრავით ? მყავს თითქმის 2 წელია , აუ რა მანქანაა და მანქანის უნახავს გაგხხდით თქო არა , მაგრამ პრაქტიკულია. თანამედროვე მოთხოვნებს მორგებული მანქაანაა , ცოტას წვავს , მეტნაკლებად კომფორტულია , გამძლეა საკმაოდ , ძრავი ყოფნის და ტურბოს ხარჯზე საკმაოდ კარგად რეაგირებს გაზის პედალზე ( ძრავის შესაძლებლობის ფარგლებში რა თქმა უნდა biggrin.gif ). პაქტიკულობა თუა პრიორიტეტი , გირჩევდი მოკლედ smile.gif

მე აუდიდან გადავჯექი და რა თქმა უნდა კლასის სერიოზული ვარდნაა მართვის სიამოვნებაში , მაგრამ პრაქტიკულობას ვერ წაართმევ ამ მოდელს.

Posted by: JQJ-276 3 Feb 2024, 23:31
მე მყავს ჯეტა 2014 წლიანი 2.0 ტურბო დიზელი, ჩამოვიყვანე 55000 მილი გარბენით ეხლა 83 000 აქვს 1 კვირაში ლამბდა დაეწვა, საჟავოიც მალე გაიჭედა რადგან ქალაქში მოძრაობისას დიზელი ჭედავს საჟავოის, გავაუქმე და იმ წამიდანვე გაწევა განახევდა მოკვდა მანქანა წერს დაბალ ბუსტს ვერაფერი გავუგე, სხვა დანარჩენი პრობლემა არ აქვს შერეულს წვავს 6-7 ლიტრს, ძრავი უკვდავია, ასევე კოლოფიც 6 სიჩქარიანი რობოტი ძალიან გამძლე და უპრობლემოა

Posted by: l.k 3 Feb 2024, 23:51
JQJ-276
საჟავოის თავში და ბოლოში სენსორები უყენია. საჟავოის რო აცლი მერე პრაშივკა უნდა რო იაროს ნორმალურად. ჩაწერეთ ახალი პრაშივკა? თუ მხოლოდ ჩეკი ჩააქრობინე?

ზუსტად არ ვიცი რა ხდება მარა იქნებ ის სენსორები წნევაში სხვაობას ვერ ხედავენ და ბუსტი მაგიტო შეგიმცირდა?

Posted by: JQJ-276 4 Feb 2024, 09:05
პრაშივკაც ჩაიწერა, ეგ სენსორები ზედ აყენია, რომ მიაწვები ხომ ვერ მიდის და როცა ბანზე მივდივარ ტახომეტრი 2000 ზე ზემოთაა ცოტა აღმართი და ჩეკი და სპირალი ინთება გაწევა კიდე კლებულობს და მაშინ წერს დაბალ ბუსტს, დავიტანჯე ისეთი მკვდარია.

Posted by: Sean 4 Feb 2024, 10:00
2014 VW პასატი მოვა მაგ ფასად, პლიუს მინუსებზე კი გიწერიათ უკვე ბევრი.

აქვე ვიკითხავ

2014 წლის ც კლასი, 1.8 რამდენად ვნახავ ადგილზე კარგ მდგომარეობაში? საშუალოდ ცხრა ჯდება რაც გადავხედე ფასებს. წვა რამდენი აქვს და პლიუს მინუსები დაწერეთ რა ამაზეც.

Posted by: sabasaba24 4 Feb 2024, 10:48
JQJ-276
ამას დაურეკე აბა იქნება დაგეხმაროს https://m.facebook.com/tgpperformance

ისნის დაშლილებშია როგორც ვიცი ვოლცვაგენებს აკეთებს.

ეს ბიჭია https://m.facebook.com/profile.php/?id=100000822161123&name=xhp_nt__fb__action__open_user

Posted by: პითონი 4 Feb 2024, 12:31
Gogla1990
სერვისი არ მეზარება.
ყოველთვის კარგად ვუვლი მანქანას.
დიდად არ მომწონს უბრალოდ ინტერიერი.

webdesigner93
ეგეც განიხილება, თუმცა ეს 1.4 ძრავი როგორია? აზრზე არ ვარ.
პატარააა თან ჯეტა...

JQJ-276
სწორად გირჩიეს.
რაღაც არასწორად გაკეთდა და ვინც გაგიკეთა იმას უნდა მოსთხოვო პასუხი.
ტონი მეც ვიცი, რომ ერთ-ერთი საუკეთესოა ამ ფირმაზე

Posted by: Nescafe13 4 Feb 2024, 13:32
პითონი

დიდი სალონი აქვს აკორდს , ქემრის და მაგ კლასს

7 ში აკორდი არ მოგივა კაი

ბიუჯეტიდან გამომდინარე გირჩიეს ეს მანქანები , თან დიდი სალონი იშვიათია დღეს მანქანებში , თან 10 ზე მეტი რომ არ დაწვას , ეგეთს პრიუსს ნახავ, სვარაუდოთ დამბლოკავ ახლა gigi.gif

ფიუჟენი კაი ტიპია , გამძლეა ძალიან , ეს ელანტრაც გადავსებით 8.5 ლიტრს წვავს თბილისური საცობებით

დიდი თუ გინდა , აზრად არ მომდის მაგ ბიუჯეტში , თან დიდი ყოფილხარ, მეც 1.9 ვარ და უკან თუ მიდის სკამი ბოლომდე ვუშვებ biggrin.gif

Posted by: პითონი 4 Feb 2024, 15:02
Nescafe13
ფიუჟენი 2.5 ?
მაგას ყველას პრასტოი კარობკა აქვს?
წვა რა აქვს რეალურად?

ელანტრა ძველი მომდის, ახალი მაგ ფასში ვერვნახე;დდდ


აუ რას ფუჟენის სალონი
პასატი ბევრად ჯობია;დდდ
* * *
ისევ პასატი ან ჯეტა ჩანს ყველაზე რეალური

Posted by: l.k 4 Feb 2024, 15:10
პითონი
პასატი და ელანტრა არც უნდა შეადარო ერთმანეთს. დიდი სხვაობაა ინჟინერიაში.

ორივე რო გვერდიგვერდ დააყენო და მხოლოდ კუზაო ჟეშტის და წარმოების მხრივ შეადარო ცა და დედამიწაა სხვაობა.

ფოლცვაგენის კუზაოებს ნამუსიანად აკეთებს.

ფიუჟენი მაგრა მაინტერესებს ისე.

Posted by: Nescafe13 4 Feb 2024, 16:25
პითონი

ფიუჟენს 2.5 რომელიცაა კი ჩვეულებრივი ავტომატიკა აქ

პასატი რომ სჯობს მეც ვიცი სალონით და ვიდითაც

ეს რა კაია

https://www.myauto.ge/ka/pr/99634523/iyideba-manqanebi-sedani-volkswagen-passat-2016-benzini-tbilisi?offerType=basic

boli.gif

თუ დაითრევ ასეთი ბარემ , არარესტი ბანძობაა მგონი

Posted by: პითონი 4 Feb 2024, 16:37
l.k
Nescafe13
მადლობაა

1.8 არ მინდა.
2.5 ან დიზელი.
ამ ორს შორის უნდა გავაწყვიტო.

Posted by: AvtandiL 169 4 Feb 2024, 18:13
პითონი
QUOTE
2.5 ან დიზელი.


ჯანმრთელი 2.5 იყიდე. ვარკეთილში კახა კაპანაძესთან გაწმინდე დროსელი და მაპ სენსორი, დაბინძურება აფუჭებს დროსელს მერე რომ წუწუნებენ. სვეჩებიც აქვთ თუ დაგჭირდება.

იგივე ბოქსებში გაზს აყენებენ 1600 ლარად. მაგ თანხას ამოიღებ მაქსიმუმ 10 ათას კილომეტრზე, მერე პლიუსში ხარ. დაახლოებით 25 ლარის მიდის და ქალაქში 150-180 შუალედში გავდივარ მე პირადად, ტრასაზე 250ის ფარგლებში.

შესამოწმებლადაც შეგიძლია მიიყვანო, პასატებში მაგათზე კომპეტენტურს ბევრს ვერ ნახავ საქართველოში.

Posted by: GEORGEXIII 4 Feb 2024, 18:23
ცოტაც დაიცა მაშინ თუ არ მოგწონს ჩემი ვარიანტები და F30 მოგივა.

boli.gif

Posted by: webdesigner93 4 Feb 2024, 21:29
პითონი
QUOTE
ეგეც განიხილება, თუმცა ეს 1.4 ძრავი როგორია? აზრზე არ ვარ.

გამძლე და პრაქტიკული ძრავია საკმაოდ , პედალზე მკვირცხლად რეაგირებს , სიმძლავრე ვფიქრობ საკმარისია , მეტი თუ გინდა უკვე 1.8 უნდა იყიდო , მაგრამ ეკონომიურობის და გამძლეობის ამბავში 1.4 ბევრად ჯობია და ყოფნის ეს ძრავი ვფიქრობ რა. ჯეტაა რა , დიდ სიმძლავრეს რა აზრი აქვს ჯეტაზე .... biggrin.gif

QUOTE
პატარააა თან ჯეტა...

ჰოო , ეს უკვე არ ვიცი , ჩემთვის ნამდვილად არაა პატარა biggrin.gif მაგრამ პასატთან შედარებით ნამდვილად პატარაა , კი biggrin.gif

Posted by: NoWhereMan1 4 Feb 2024, 22:39
აქვე ვიკითხავ, ეს Jeep Cherokee და jeep compas-ები რატომ ღირს ასე იაფი? რეალური თვითღირებულებიდან გამომდინარეა თუ პრობლემურებია და მაგიტო?

Posted by: პითონი 5 Feb 2024, 10:42
AvtandiL 169
მეც მაგას ვფიქრობ, მგონი ყველაზე გამომდგარი ეგ ვარიანტია;დ
GEORGEXIII
F30 კი კაია, მაგრამ წესიერი არ მომივა და თან იმენა პატარაა ეგ;დ
webdesigner93
ჯეტა თუ მოვიფიქრე უეჭველი რესტ 1.4 ვიყიდი, აქებენ შენსავით;დ
NoWhereMan1
როგორც ვიცი/გამიგია რთულად აწყობილი მანქანებია და სერვისია ძვირი

Posted by: GEORGEXIII 5 Feb 2024, 10:48
პითონი
მაშინ ბიუჯეტი უნდა გაზარდო biggrin.gif

Posted by: Amigo-Amo 5 Feb 2024, 11:23
აზრი არ აქვს ასეთ რეკომენდაციებს და რჩევებს smile.gif მაინც იმას ყიდულობს ადამიანი, რაც მოწონს. აქ რასაც გირჩევენ, უკვე შენც გეცოდინება ისედაც smile.gif

Posted by: volovo s 5 Feb 2024, 16:51
პითონი
2 ცალი 1.8 ტსი პასატი გვყავს ოჯახში. ბ7 და ბ8. ბ7 177 კმ გარბენზეა და გრამს არ იკლებს ზეთს, ბ8 135 კმ-ზეა და შეცვლიდან შეცვლამდე ( 5 ზე ვუცვლი) ნახევარი ლიტრის დამატება უნდა. ერთიდაიგივე ზეთს ვასხავ ორივეში. რამე გამორჩეული პრობლემა არცერთზე არ გვქონია. წვით, ტრასაზე 5-6 უნდა, ქალაქში, საბურთალოს საცობებში 15-16... და ისე, 10-12 ჰყოფნის (ზოგი 9-10 ს წერს ქალაქში, მაგრამ ეგ 9 ლიტრი ღამე და ზაფხულშია შესაძლებელი). უგაზო ვარიანტებში, ამ წლების და ამ კლასის არაჰიბრიდებში, ამაზე ნაკლებს არაფერი წვავს მემგონი. 2.5 პასატს იგივე კოლოფი აქვს, რაც 1.8-ს და გამძლეა, აისინის ფირმისაა. წვა მეტი აქვს 2.5 ს და გაწევა ნაკლები. სალონი პასატს აქვს ძაან დიდი, საბარგულიც დიდი აქვს. ალბათ ნებისმიერი ზომის ადამიანს კარგად ექნება პასატის სალონი ) 1.4 ჯეტა გირჩიეს, ეგ 10 ზე ნაკლებს წვავს ქალაქში, პროსტა, დაბალი გარბენით უნდა იყიდო და სალონში პასატზე პატარაა, თუმცა მაინც კარგი ზომის სალონი აქვს.
ფიუჟენს თუ განიხილავ, უფრო ახალი მოგივა, პასატი 2013 წლის ჩათვლით გამოდიოდა 2.5 ზე, მერე უკვე 1.8 ტურბოებია. ფიუჟენი 2.5 2017 შიც იყო და როგორც წერენ, მაგის კაროპკა არაა პრობლემური.
ელანტრა გირჩიეს. სიარულით და კომფორტით, ელანტრა არც შეადარო პასატს. წვა კიდე, ერთნაირი აქვთ 2017 იან 2.0 ელანტრას და 1.8 პასატს, პასატი უფრო სწრაფია.

მაზდა 6 იც კაი ვარიანტია. რამე გამოკვეთილი მინუსი არ აქვს. წვაც სტანდარტულ 2.5 ზე ნაკლები აქვს მაზდას სკაიაქტივს

Posted by: 2:58 5 Feb 2024, 16:53
QUOTE
Jeep Cherokee და jeep compas

ვისაც ყავს ძირითადად აქებენ, მატორი-კატობკა უპრობლემოებია, ზოგადად ფიატ 500ხ-ს ბაზაზეა აწყობილია და ხადავოი და ბვერი ნაწილი მაგასი მიდის

Posted by: პითონი 5 Feb 2024, 19:55
GEORGEXIII
ვერაbiggrin.gif

volovo s
QUOTE
საბურთალოს საცობებში 15-16

ეგეც კარგად წვავს ესეიგი biggrin.gif

პასატი ან ჯეტა განიხილება ამ მომენტში.
მაინც უფრო პასატი, ზომიდან გამომდინარე...
თუმცა დაბალი გარბენით 1.4 ჯეტაც შეიძლება რა.
ალბათ ესე 50მილით, თუმცა რამდენად იყიდი ეგაცაა...
ელანტრა ყველაზე ბანძობაა მგონი ამ საფასო კატეგორიიდან;დ



Posted by: volovo s 5 Feb 2024, 22:53
პითონი
2 გვყავს ოჯახში და რეალურს გეუბნები. მაგაზე ნაკლებს საცობში ვინც გეტყვის, ან თავს იტყუებს, ან შენ გატყუებს მაზდაც ეგრე წვავს. ქემრი, პასატი და ფიუჟენი 2.5 ები უფრო მეტს წვავენ, ვიდრე 1.8 ტურბო პასატი და 2.5 მაზდა
მე ჯეტას პასატი ვამჯობინე, ზომების და სალონის ვიზუალის გამო. ბ7 იმდენად გამოდგა, რო მეორეც ვიყიდეთ იმავე ძრავზე, ოღონდ ბ8

Posted by: Nescafe13 6 Feb 2024, 00:23
volovo s

პასატი წვავს 1.8 , 15-16 ლიტრს ქალაქში ? rolleyes.gif
ელანტრაზე თავს დავდებ რომ 30 ლარის პრემიუმით 120-130 კმს გადის ქალაქში

15-16 ლიტრს რომელი 4 ცილინდრიანი მანქანა წვავს აზრზე არ ვარ , აგერ ქროსტრეკი ყავს ჩემს ძმას 4ხ4 და 10-11 ს არ ცდება , 20 წლის ფორესტერი მყავს მეორე მანქანად და 12-13 ლიტრს არ გაცელია 8 წელია უკვე

ვაჟადან თუ ქავთარაძის გავლით პეკინზე ჩადიხარ და მერე იგივე გიწევს , შეიძლება დაწვას
15-16 ლიტრს რომ წვავდეს მეეჭვება ბევრი ყიდულობდეს პასატს , არადა კაი ბლომად დადის უკვე ქალაქში smile.gif)

Posted by: DORO 6 Feb 2024, 08:22
QUOTE
2.5 პასატს იგივე კოლოფი აქვს, რაც 1.8-ს და გამძლეა, აისინის ფირმისაა. წვა მეტი აქვს 2.5 ს და გაწევა ნაკლები

170 ც.ძ.აქვს ორივე ძრავს.
2.5 მძიმეა წონაში და ამიტომ ალბათ.

QUOTE
15-16 ლიტრს ქალაქში


არ მგონია ეგეთი ხრაპავიკი ძრავი იყოს :დ ფ

Posted by: PAINKILLER 6 Feb 2024, 09:21
QUOTE (Nescafe13 @ 6 Feb 2024, 00:23 )
volovo s

პასატი წვავს 1.8 , 15-16 ლიტრს ქალაქში ?  rolleyes.gif
ელანტრაზე თავს დავდებ რომ 30 ლარის პრემიუმით 120-130 კმს გადის ქალაქში

15-16 ლიტრს რომელი 4 ცილინდრიანი მანქანა წვავს აზრზე არ ვარ , აგერ ქროსტრეკი ყავს ჩემს ძმას 4ხ4 და 10-11 ს არ ცდება  , 20 წლის ფორესტერი მყავს მეორე მანქანად და 12-13 ლიტრს არ გაცელია 8 წელია უკვე

ვაჟადან თუ ქავთარაძის გავლით პეკინზე ჩადიხარ და მერე იგივე გიწევს , შეიძლება დაწვას
15-16 ლიტრს რომ წვავდეს მეეჭვება ბევრი ყიდულობდეს პასატს , არადა კაი ბლომად დადის უკვე ქალაქში smile.gif)

ეგ საცობებშიო smile.gif


ჩემი მანქანა წვავს ქალაქში 15 ლიტრს, საცობების გარეშე, სუბარუა 4 ცილინდრიანი ტურბო ძრავით, 280 ცხენი, 380 თორქი, სრული ამძრავი Full Time AWD მექანიკური ცენტრალური დიფერენციალით და ბლოკირებებით, 1.5ტ წონა აქვს


საცობებში 20+ (ზამთარში საერთოდ არც ვითვლი მაგ სიტუაციაში რამდენს წვავს biggrin.gif)

Posted by: volovo s 6 Feb 2024, 09:36
Nescafe13
QUOTE
პასატი წვავს 1.8 , 15-16 ლიტრს ქალაქში ?

საცობში მეთქი. 1 დაქოქვით 3 კმ-ს რო გაივლი 40 წუთში, აი მაგ რეჟიმზე ვამბობ. თორე, ისე 10-12 ჰყოფნის ქალაქში.
QUOTE
ვაჟადან თუ ქავთარაძის გავლით პეკინზე ჩადიხარ და მერე იგივე გიწევს , შეიძლება დაწვას

დაახლოებით ეგ მონაკვეთი მიწევს, დილით 9 ზე და უკან 6 ზე (პიკის საათებში)
QUOTE
გერ ქროსტრეკი ყავს ჩემს ძმას 4ხ4 და 10-11 ს არ ცდება ,

ქროსტრეკზე ნაკლებს წვავს პასატი, ტრასაზეც და ქალაქშიც (მივლია მაგ სუბარუთი და ვიცი)

PAINKILLER
QUOTE
ეგ საცობებშიო

დავუწერე თავიდანვე :დ

DORO
QUOTE
არ მგონია ეგეთი ხრაპავიკი ძრავი იყოს

საცობში მეთქი, საცობში... 3 კილომეტრს რო 40 წუთში გადიხარ, აი ეგეთ საცობში )
QUOTE
ტრასაზე 5-6 უნდა, ქალაქში, საბურთალოს საცობებში 15-16... და ისე, 10-12 ჰყოფნის


QUOTE
170 ც.ძ.აქვს ორივე ძრავს.
2.5 მძიმეა წონაში და ამიტომ ალბათ.


მძიმეა და ალბათ ტურბოს გამოც, უფრო ცოცხალი ძრავია 1.8. ვაფშე სხვადასხვა სიარული აქვთ, 2.5 ზანტად დადის უფრო


ზუსტად იმიტო ვიყიდე 1.8 პასატი, რო მაგ ზომის და კლასის არაჰიბრიდ სედანებში, ყველაზე თუ არა, ერთერთი ყველაზე ცოტა წვა აქვს (გაზი არ მინდოდა), განსაკუთრებით ტრასაზე (ხშირად მიწევს ტრასაზე სიარული)



* * *
NoWhereMan1
QUOTE
ეს Jeep Cherokee და jeep compas-ები რატომ ღირს ასე იაფი?

წლებს გააჩნია, ახალი ჩეროკი არაა იაფი და ნაწილებიც საკმაოდ ძვირია. კომპასიც ანალოგიურად, 2015 მდე თუ 16 მდე რაც გამოდიოდა, ის იაფია. გვყავდა 2012 წლიანი და ნორმალური მანქანაა, ცოტა ხანი გვყავდა, არაფერი გაფუჭებია. 2 ხიდიანს კნოპკით ერთვება უკანა ხიდი, ისე წინა წამყვანია. ზოგი მხოლოდ 1 ხიდიანებიც არის. საბარგული ჯიპის კვალობაზე პატარა აქვს. საოჯახოდ და წყნარად სასიარულოდ მშვნიერი მანქანაა.

Posted by: Nescafe13 6 Feb 2024, 12:44
PAINKILLER
QUOTE
ჩემი მანქანა წვავს ქალაქში 15 ლიტრს, საცობების გარეშე, სუბარუა 4 ცილინდრიანი ტურბო ძრავით, 280 ცხენი, 380 თორქი, სრული ამძრავი Full Time AWD მექანიკური ცენტრალური დიფერენციალით და ბლოკირებებით, 1.5ტ წონა აქვს


შენ მანქანას აქ 100 + მეტი ცხენი , + 4ხ4 , კოლოფიც ბევრად დაუხვეწავი , ჩემი სუბარუც საცობში პირველით რომ მიდის , აგერ ძმაკაცის ცცს უკვე მეორეში აქ და მესამეს აძლევს ხოლმე მგონი
გამიკვირდა 7-8 წლის მანქანა 15-16 და როგორც თქვა 2-3 კმზე კი დაწვავს მაგდენს :დ , ისე არ წვავს რა მაგდენს yes.gif

volovo s
QUOTE
საცობში მეთქი. 1 დაქოქვით 3 კმ-ს რო გაივლი 40 წუთში, აი მაგ რეჟიმზე ვამბობ. თორე, ისე 10-12 ჰყოფნის ქალაქში.


ეგრე კი ბატონო , 3 კმზე დაწვავს
ბელიაშვილიდან ვორონცოვზე გავდივარ ხოლმე 6-7 სკენ , მანდ რა ხდება კი გეცოდინება smile.gif)
საათი და მეტი ვუნდები ხოლმე , სულ ვდგავარ რასაც ქვია

მე მეგონა ასეთ მანძილზე 10-15 კმს თუ გადიოდი და 16 ზე ადიოდა
3 და 4 კმზე რაც დავწერე მართლა , ვაჟა-ყაზბეგი-პეკინზე როცა ვერც თბება ძრავი და სულ დგას , თან ეგრე მოკლე მანძილზე დაწვავს აბა რას იზამს

Posted by: TsereteliVlogs 6 Feb 2024, 14:22
JQJ-276
ლაბდა რომ დაეწვა რამე სიმპტომები ჰქონდა მანქანას?
* * *
QUOTE
მე ჯეტას პასატი ვამჯობინე, ზომების და სალონის ვიზუალის გამო. ბ7 იმდენად გამოდგა, რო მეორეც ვიყიდეთ იმავე ძრავზე, ოღონდ ბ8

მეც ეგრე ვარ
2014 წლიანი პასატი მყავს 1..8 ტრუბო
და იმდენად გაამართლა მეორეც ვიყიდეთ სახლში ზუსტად იგივე წლოვანების

Posted by: PAINKILLER 6 Feb 2024, 14:38
QUOTE
შენ მანქანას აქ 100 + მეტი ცხენი , + 4ხ4 , კოლოფიც ბევრად დაუხვეწავი ,

Nescafe13

ცხენები არაფერს შუაშია რეალურად, სულ რომ არ გამოვიყენო ეგ ცხენები და 2000 ბრუნით ვიარო (ტურბინა არც იხსნება მაგ დროს), მაინც 14-15 ლიტრს წვავს (140 ცხენიანი ლეგასიც თითქმის იგივეს წვავს ქალაქში)


ქაალქში AWD სისტემა უმატებს წვას ძირითადად, მითუმეტეს FULL TIME სისტემაა ჩემს სუბარუზე 40/60 გადანაწილებით, ფორესტერებისგან და კროსტრეკებისგან განსხვავებით, რომლებსაც წინა ხიდზე 90% მიაქვს ჩვეულებრივ სიტუაციაში


ისე საკმაოდ დახვეწილი 5 სიჩქარიანი ტიპტრონიკი აქვს ჩემს სუბარუს, მაგაში თავის დროზე პორშეს ინჟინრებსაც აქვს ხელები ნაფათურები wink.gif ტრასაზე 7 ლიტრზე მეტს არ წვავს თუ არ იგაზავე, ზოგჯერ 6.5-იც დამიწვია ნელი სიარულით


Posted by: zigmundi32 6 Feb 2024, 16:11
სუბარუ ლეგასი არ უნდა იყოს ცუდი ვარიანტი

Posted by: SAROKAWA 7 Feb 2024, 14:22
მაგ ბიუჯეტში 2014 მდე ქემრი მოგივა
ჰიბრიდი
სალონი დიდი
საბარგული დიდი
მეტნაკლებად კომფორტული
წვა კარგი
ნაწილები იშოვება
100-120 მილი გარბენის ფარგლებში იყიდე და კაი ხანი გეყოლება wink.gif

Posted by: პითონი 13 Feb 2024, 20:08
QUOTE (SAROKAWA @ 7 Feb 2024, 14:22 )
მაგ ბიუჯეტში 2014 მდე ქემრი მოგივა
ჰიბრიდი
სალონი დიდი
საბარგული დიდი
მეტნაკლებად კომფორტული
წვა კარგი
ნაწილები იშოვება
100-120 მილი გარბენის ფარგლებში იყიდე და კაი ხანი გეყოლება wink.gif


8-10 უწერიათ;დ

რაის 7

Posted by: Z-owner 13 Feb 2024, 20:14
QUOTE
 ავტომობილი 7000$-ად


user posted image


ბუნებრივი გაზი ტენე. boli.gif boli.gif

Posted by: პითონი 13 Feb 2024, 20:15
Z-owner
ზუსტად მასე კი მყავს lol.gif lol.gif

user posted image

Posted by: Z-owner 13 Feb 2024, 20:17
პითონი
ვიცი.







ვერცხლისფერი მაგიტომ დაგიდე.

Posted by: პითონი 13 Feb 2024, 20:31
Z-owner
alk.gif alk.gif


მაზდა 6-ზე რას იტყვით?
მიქებენ

Posted by: Nonenull_85 14 Feb 2024, 09:23
ლექსუსი ის250 მეორე თაობა, კომფორტული, ყველაზე გამძლე, წვა 10-12 ქალაქი, 7-8 ტრასა, ამაზე უკეთესი მაგ ფასში არ მგონია რამე იყოს.

Posted by: SAROKAWA 14 Feb 2024, 10:40
QUOTE
8-10 უწერიათ;დ

რაის 7

აქ არა
იქ
ამერიკებში რომ იყიდო და ჩამოიყვანო

Posted by: პითონი 15 Feb 2024, 12:30
Nonenull_85
ძალიან მოცუცქნულია

SAROKAWA
იქ ვერა, მხოლოდ აქ...

Posted by: Amigo-Amo 15 Feb 2024, 13:23
QUOTE (Nonenull_85 @ 14 Feb 2024, 09:23 )
ლექსუსი ის250 მეორე თაობა, კომფორტული, ყველაზე გამძლე, წვა 10-12 ქალაქი, 7-8 ტრასა, ამაზე უკეთესი მაგ ფასში არ მგონია რამე იყოს.

IS250 12-ზე ნაკლებს არ წვამს ქალაქში, კიდევ მეტს თუ არა smile.gif

* * *
QUOTE (პითონი @ 15 Feb 2024, 12:30 )
Nonenull_85
ძალიან მოცუცქნულია


IS თუკი გეპატარავება (იდეაში, უკან ძალიან ცოტა ადგილიც აქვს), GS350 შეგიძლია იყიდო, პროსტა ეკონომიური არ არის, 3.5 ძრავზეა და ჰიბრიდები ძვირი ღირს მგონი შედარებით. ეჰ, 2021-ში გავყიდე 2008-ანი GS350 6.4-ში, სასწაული მანქანა იყო sad.gif გემივითაა იმენა, თან სასწაულად დადის.

Posted by: პითონი 15 Feb 2024, 17:03
Amigo-Amo
ლექსუსი ამ ბიუჯეტის მანქანა არაა რა...
არც ძველი და არც ახალი biggrin.gif


Posted by: Amigo-Amo 15 Feb 2024, 17:55
QUOTE (პითონი @ 15 Feb 2024, 17:03 )
Amigo-Amo
ლექსუსი ამ ბიუჯეტის მანქანა არაა რა...
არც ძველი და არც ახალი biggrin.gif

15 წლის რატომ არ არის? smile.gif თითქმის 3 წლის უკან მყავდა, გავყიდე 6.4-ში, თან დაზიანება ფაქტიურად არაფერი ჰქონდა აშშ-ში, ბორდიურს იყო შემორტყმული უკანა საბურავით, მეტი არაფერი. ერთადერთი, წვინს თემაა, თორემ დალშე ძვირი შესანახი არ არის, არც ნაწილები ღირდა ძვირი სიმართლე გითხრა smile.gif ახლა 7-ში რეალურია ეგ მანქანა. ახლა ფასებს გადავხედე, საშუალოდ 8-8,5-ს აფასებენ, თუმცა, დამიჯერე, 7-ში მოგცემენ, რადგანაც არ არის მარტივად ლიკვიდური მანქანა. მე 6.4-ში იმიტომ გავყიდე, რომ არ იყო მაღალი მოთხოვნა და და საბაზროზე ნაკლებ ფასად მივყიდე. აი მაგალითისთვის
https://www.myauto.ge/ka/pr/100490479/iyideba-manqanebi-sedani-lexus-gs-350-2008-benzini-tbilisi?offerType=basic

Posted by: პითონი 15 Feb 2024, 19:42
Amigo-Amo
წვაა ბევრი წვა...

რა კრიტერიუმებიც მიწერია იმას ვერ გავცდები...

Posted by: Nemiroff 15 Feb 2024, 20:17
პითონი
გადაწყდა რამე მანქანა ბოლობოლო?

Posted by: Nonenull_85 15 Feb 2024, 23:45
Amigo-Amo
10-12 წვავს 4 წელი მყავდა მეორე თაობა, ამ
4 წლის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ ხუნები გამოვცვალე და ზეთი ძრავში რამდენჯერაც მოუწია + ჰაერის ფილტრი. შემდემ მყავდა მესამე თაობა 350 რომელიც წვავდა 14+ და ეს არც ისე პრაქტიკული ვარიანტია, კომპაქტ სედანი გაჭირვებული 300 ცხენით რომელიც ბევრს წვავს.

პითონი
ადგილი იმდენია მანქანაში ზუსტად რამდენიც ეკუთვნის კომპაქტ სედანს, პრემიუმ ხარისხის სალონი, კარგი საუნდი და კარგი მანევრი. ახლა ვიყიდე ახალი კაიენი და იმდენად კმაყოფილი ვიყავი 250-ით
რომ მესამე თაობა ეგეც ჩემოვიყვანე და მაგ მანქანით ვმოძრაობ ქალაქში, თუ მუდმივად 4 დიდი ადამიანით არ დადიხარ და უგზობაში არ გიწევს გადაადგილება იდეალური მანქანაა, შენახვა არაა
ძვირი იმიტომ რომ არ ფუჭდება და თუ გაფუჭდა რაც ფაქტიურად გამორიცხულია, ნაწილები ქემრის ნაწილების ფასია.

Posted by: პითონი 16 Feb 2024, 10:03
Nemiroff
პასატზე რეალური ამ ეტაპზე არაფერი ჩანს...

Nonenull_85
პატარაა ჩემთვის, საოჯახოდ მინდა და ყველა საკმაოდ მაღალია.
რომ მოგვიწევს ერთად სადმე წასვლა არ მინდა ჩავიჭყუნოთ biggrin.gif

Posted by: Amigo-Amo 16 Feb 2024, 10:46
QUOTE (Nonenull_85 @ 15 Feb 2024, 23:45 )
შემდემ მყავდა მესამე თაობა 350 რომელიც წვავდა 14+ და ეს არც ისე პრაქტიკული ვარიანტია, კომპაქტ სედანი გაჭირვებული 300 ცხენით რომელიც ბევრს წვავს.

.

თუკი არ იგორავე, ან რეჰულარულად სანაპიროზე არ იმოძრავე, 10 ლიტრს ვერანაირად დაწვამს. 12-13-ს წვამს საცობების გათვალისწინებით.
306 ცხენი აქვს და საკმაოდ კარგად დადის, მეტი არც არის საჭირო. 3.7 ძრავიან მუსტანგს სახეს ვაძრობდი GS-ით და IS უფრო მჩატეა და შესაბამისად, მეტად სწრაფი. 2.5-ს ყიდვას, 3.5 ჯობია, რადგანაც წვაში მაქს. 2 ლიტრია სხვაობა და დინამიკა ცა და დედამიწაა ამ ორს შორის. რაც შეეხება ზომას, სალონში, უკან ძალიან პატარაა, წინ 1.80-ანი ადამიანი თუ გემრიელად ზის, უკან ადგილი ფაქტიურად არ რჩება.

Posted by: GeorgeSword 25 Feb 2024, 08:14
პითონი


ჯეტა, ბუნებრივ გაზზე, 2012-2013 წლიანი მოგივა მაგ ფასში
მაგაზე უკეთესი ეჭვი მეპარება რამე ნახო, გარბენის(სხვა მოდელებთან შედარებით რაც ქართულ ბაზარზეა მაგ ბიუჯეტში სედანები), გამძლეობის და ეკონომიურობის მხრივ + წვის ეკონომიურობისაც

კარგ პასატს ვერ იყიდი მაგ ფასში, თითქმის გამორიცხულია smile.gif

Posted by: keandra 2 Mar 2024, 23:18
GeorgeSword
QUOTE
მაგაზე უკეთესი ეჭვი მეპარება რამე ნახო, გარბენის(

1.4 ძრავზე როგორ მუშაობენ ხომ ვერ მეტყვით და რამდენს დაწვავს? შეიძლება გაზზე გადაყვანა?
* * *
https://www.myauto.ge/ka/pr/101702471/iyideba-sedani-volkswagen-jetta-2017-benzini-geo
1.4 ტურბოა ეს.

Posted by: GeorgeSword 3 Mar 2024, 19:29
keandra

ტურბო ძრავები გაზზე არაა რეკომენდირებული.

ჯეტა 2.5 ძრავზე (არატურბო)+ ბუნებრივი გაზი , ძალიან გამომდგარებია და ეკონომიური
ფასითაც ბიუჯეტური

ნაწილებიც იაფი ღირს და იაფი შესანახია მოკლედ

Posted by: webdesigner93 4 Mar 2024, 01:05
keandra
რად უნდა 1.4 ჯეტას გაზი , ისედაც საკმაოდ ცოტას წვავს smile.gif თითმის 2 წელია მყავს და პრაქტიკული მანქანაა რა , რამე საოცრებას არ უნდა ელოდო თუ ყიდბას ფიქრობ , მაგრამ ფასიდან გამომდინარე კარგი არჩევანია ჩემი აზრით.

Posted by: პითონი 16 Mar 2024, 16:58
ბიუჯეტი გაიზარდა 8-მდე!

ქემრი ვიფიქრე 2.5 ბენზინი, მაგრამ ჯგუფებში ვნახე და 12-13 წვავსო...

მეგონა 8-10 ფარგლებში იქნებოდა

Posted by: playstation 16 Mar 2024, 17:55
QUOTE (პითონი @ 16 Mar 2024, 16:58 )
ბიუჯეტი გაიზარდა 8-მდე!

ქემრი ვიფიქრე 2.5 ბენზინი, მაგრამ ჯგუფებში ვნახე და 12-13 წვავსო...

მეგონა 8-10 ფარგლებში იქნებოდა

10-12-ს 1.6 ელანტრები წვავენ უპრობლემოდ და 2.5 ქემრი რანაირად დაწვავს მაგდენს.
8-10 ლიტრამდე ფიტები, ტიიდა, ვიტზი და მარჩები წვავენ ლამისუკვე ისეტი საცობებია.


8 ლიტრზე ნაკლები თუ გინდა დიზელი ან ჰიბრიდი უნდა იყიდო

Posted by: პითონი 16 Mar 2024, 18:00
playstation
შერეულს ვამბობ მე.
10 ლიტრა მოჟნა;დ
მეტი არა

Posted by: l.k 16 Mar 2024, 22:26
პითონი
ჩემს მაგივრად იყიდე smile.gif
https://www.myauto.ge/ka/pr/102161715/iyideba-manqanebi-sedani-bmw-328-2013-benzini-gurjaani?offerType=basic

Posted by: პითონი 16 Mar 2024, 23:23
l.k
ფ30 ნამეტანი პატარაა ჩემთვის.
ყავს ძმალაცს და რო ვჯდებჯ უკან ვერავინ ჯდება:დსდ

Posted by: Nescafe13 16 Mar 2024, 23:47
QUOTE (პითონი @ 16 Mar 2024, 18:00 )
playstation
შერეულს ვამბობ მე.
10 ლიტრა მოჟნა;დ
მეტი არა

შერეულს დაწვავს 10 ს ეგ , ჰაა მაქსიმუმ 1 ლიტრით მეტი , რუსთავიდან რომ წამოხვალ 7-8 ზე მეტი ბანზე რა უნდა დაწვას :დ
თან ფასი არ უვარდება ქემრის , პირიქით იზრდება მგონი

Posted by: პითონი 17 Mar 2024, 21:42
Nescafe13
ბანზე ხო მაგრამ სულ ბანზე კი არ დავდივარ;დ

2018 იანი ყავს ძმაკაცს და შერეულად 8-10 უწვავს.
და როგორც ვიცი წინა ვერსია უფრო მეტს წვავს

Posted by: JQJ-276 17 Mar 2024, 23:28
ჯეტა დიზელი იყიდე შერეული წვა 6-6-7 ლიტრი უფრო ნაკლებიც შეიძლება სწრაფია და უფუჭებელი ძრავის რესურსი 500 000 და მეტი მაგრამ თუ ტრასაზე დადიხარ ქემრი ჯობია 120 ზე ტახო 1.7 ზე დგას ჯეტაზე 120 ზე 2.2 ზე

Posted by: Gursona 18 Mar 2024, 00:25
QUOTE
2018 იანი ყავს ძმაკაცს და შერეულად 8-10 უწვავს.
და როგორც ვიცი წინა ვერსია უფრო მეტს წვავს


ბენზინები მასე წვავს, სანამ ახალია მერე მეეჭვება ისევ მაგდენი არახუნოს.
"გიბრიდი" კაიფია იმენა ამათი 5-6.9მაქს "ქაჩამს" chups.gif

user posted image

Posted by: პითონი 19 Mar 2024, 16:41
JQJ-276
ჯეტა პატარაა, თან დიზელის მეშინია
იქ დსჯ, იქ საჟავოი და კაროჩე რა:დ
თან დიზელის ხმა
* * *
Gursona
მოიტა 7-ად:დდდ

მასეთს ერთი 7 კიდე ზევიდან უნდა მინიმუმ:დ

Posted by: svennagel 20 Mar 2024, 22:52
შკოდა ოქტავია 1,6 ტურბოდიზელი, 2014 იანი, წვა 3,5-4 ლიტრი, ფოლკსვაგენ კონცერნში მსგავსი ეკონომიური ვერაფერი ვნახე, ძალიან ტევადი, კომფორტული, სისწრაფე ნორმალური, ვიზუალი კარგი, 225000 კმ გარბენით იყო, მაგრამ მანქანა ახალივით იყო, გერმანიაში ვიყიდეთ, გზაზეც კარგად იარა, მოკლედ წინა მოდელებისგან განსხვავებით შემიცვალა შკოდაზე წარმოდგენა.

Posted by: Nescafe13 20 Mar 2024, 23:50
prius v


» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

Posted by: 2:58 25 Mar 2024, 12:31
ძაან გარტულდა მანქანის შერჩევა, 10 უნდა გეჩიროს რამე წესიერს რო გამოკრა ხელი

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)