Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ავტომობილები > სამსახურისთვის საჯლიგინო ჯიპი შემარჩევინეთ


Posted by: Mr Angry 4 Apr 2024, 23:03
სოფლებში, რაიონებში მთაგორიან მხარეში სასიარულოდ ჯიპი გვჭირდება, ჭაობში და ტყეში სიარული არ მოუწევს აუცილებელი არაა ოფროუდის დონის მომზადება და დიფერენციალის ბლოკირება, მთავარია 4-4 ზე მუშაობდეს და სოფლის გრუნტიან გზებზე თავი არ შეირცხვინოს.

უმთავრესია მაინც კარობკა, ძრავი და რაზდატკა იყოს გამძლე, ნაკლებად კაპრიზნი და არ დაგვაღალატოს. თხევადი გაზი ჩაყენდება სავარაუდოდ ან დიზელი.
ბუნებრივი ან ბენზინი გამორიცხულია.

ჰრვ, რავ4, იო და ძველი ცეერვე გამორიცხულია გარკვეული მიზეზების გამო, ნუ პატარა კომპაქტური სუვი გამორიცხულია, არც ფორესტერი user.gif
ბიუჯეტი ლიმიტი 5000 facepalm.gif

კანდიდატებშია
1)პირველი თაობის ემელი,
2) ფორდ ექსფლორერი
3) დოჯ დურანგო
4) ბვიკი ენქორე ( ეს ვაფშე რა ხილია არ ვიცი)
5) ჯიპი გრანდ ჩეროკი ვკ მესამე თაობა
6) ნისან პასფაინდერი 2005 წლიდან გამოსული
7) ნისანი იქსტერა 2005 წლიდან
8) მიცუბიში მონტერო სპორტი რესტი
9) მიცუბიში მონტერო 2002-2006 მოდელი
10) ვოლვო ხც90 მხოლოდ 2.5 ძრავიანი
11) ვოლკსვაგენი ტუარეგი (ცოტა კი მეეჭვება ამის გამძლეობის)
12) ინფინიტი ეფიქს 35 მოდელი პირველი თაობა
13) ჰონდა პილოტი

მეტი სხვა არ მახსენდება უკეთესი ალტერნატივა თუ არის რაიმე smile.gif განსაკუთრებით ბვიკი ენქორი მაინტერესებს, შევროლე კრუზებივით დაიწყეს ამათი მასიური შემოყრა და რამდენად გამომდგარი და გამძლე მოდელია? არაფერი ვიცი მაგაზე

user posted image

user posted image

user posted image

user posted image



Posted by: svennagel 4 Apr 2024, 23:12
ჩემი ხმა 1,5,8,9 რასაც კარგ მდგომარეობაში ნახავ.

Posted by: l.k 4 Apr 2024, 23:16
Mr Angry
4) ბვიკი ენქორე ( ეს ვაფშე რა ხილია არ ვიცი)

ეს ვარიანტი არც კი განიხილო. იგივეა რაც შევროლეტ ტრაქსი. 1.4-ტურბო ძრავით რომელიც ძააალიან პრობლემურია თუ ოდნავ მაინც გადააცილებ სერვისს. კარგად ვიცი მაგ ძრავის პრობლემები რა გარბენზე რა უხდება შესაცვლელი. არასოდეს არ იფიქრო რომ კარგს შევარჩევ, დაბალ გარბენიანს და პრობლემა არ გექნება. ქარხნიდანვე პრობლემაა ეგ მანქანები.

გაზით სიარულს თუ აპირებ ძრავის კონფიგურაცია კარგად დააზუსტე ჩემი რჩევა იქნება. იყიდე ან გიდროკომპენსატორებიანი ძრავით ან ისეთით რომ მექანიკურად ურეგულირდებოდეს კლაპნები. არავითარი ტარელკები და ჩაშკები თუ თავგადასავალს არ ეძებ.
* * *
ჩემზე რო იყოს არჩევანი იაპონური მანქანებიდან რომელიმეს ავარჩევდი. გერმანულს არც გავეკარებოდი

Posted by: J4st5 5 Apr 2024, 00:09
პაჯერო თუ მოგდის მაგ ფასად და ძირი არ აქ გამომპალი აეც დაფიქრდე სხვა მანქანებზე

Posted by: Z-owner 5 Apr 2024, 01:05
QUOTE
12) ინფინიტი ეფიქს 35 მოდელი პირველი თაობა

მეორე თაობა, ფხ45 20" დისკებზე, საკაიფოდ დგას.

Posted by: mind_auger 5 Apr 2024, 05:59
1.მონტერო
2.პაჯერო
3.პილოტი
დანარჩენი საერთოდ გამორიცხე
პრიორიტეტებით ესე დაალაგე
რომელიც კარგ მდგომარეობაშინინება ის იყიდე

Posted by: idallgo 5 Apr 2024, 07:57
1. 5000$-ში სურათზე აღნიშნული ნისან-ინფინიტებიდან არც ერთი არ მოგივა.
2. ასევე ჰონდა პილოტი თუ იშოვე მაგ ფასში მომსპარი იქნება
3. აღნიშნულ ფასში მიცუბიშები რჩება და შესაბამისად რისი სურათებიც გიდევს, იქიდან ეგენი ყველაზე კარგი ვარიანტებია

დანარჩენს არც გაეკარო

თუმცა ეს მიცუბიშებზე, ნისანებზე და ჰონდაზე ერთი თავით მაღლა დგას.

user posted image

თუ შეგხვდა 5-ად არც დაფიქრდე.

Posted by: zzz77 5 Apr 2024, 08:52
1,5,8,9 ამათგან აარჩიე საუკეთესო მდგომარეობით რომელიც იქნება ის.

Posted by: Kambucha78 5 Apr 2024, 13:25
2003-2009 ფორდ ექსპლორერი 4.7 (4.0 არა, მხოლოდ 4.7)
ნებისმიერი დურანგო V8-ით, ან
მიცუბიში მონტერო

ოღონდ ამ სამიდან პაჯეროს გარდა უგზოობა არცერთთან კავშირში არ არის. პირველი ორი იტანს აბუჩად აგდებას, ცუდ გზებს და ცუდ ბენზინს. მოკლედ, ყველაფერს იტანს, გარდა ადგილიდან სწრაფად დაძვრისა და უგზოობისა smile.gif

Posted by: Mr Angry 5 Apr 2024, 21:00
svennagel
l.k
J4st5
Z-owner
mind_auger
idallgo
zzz77
Kambucha78


მადლობა რჩევებისთვის smile.gif ვერ გამიგეთ უბრალოდ რისი თქმა მინდოდა, 20 წლის მანქანებია საქართველოში საშუალო სტატისტიკური მამრი როგორ უვლის მანქანას კი ვიცით, მე მაინტერესებს მოუვლელი და ნაწვალევი რომ იყოს თანაბარ პირობებში ამ ჩამოთვლილებიდან რომელი მანქანა აიტანდა სხვებთან შედარებით და იცოცხლებდა. თორემ ასე თუ საუკეთესო ზეთი ასხი დროზე და მოუარე ალფა რომეოც იდეალური იქნება და ბევრი სხვა უარესი კიბო მანქანა ჩვენ პირობებში. თქვენ რომელს აიღებდით არჩევანი რომ გქონდეთ ამათგან მოუვლელი რომ იყოს ყველა.
მაგალითად ცუდი ხარისხის ზეთი, დაგვიანებული გამოცვლა ძრავში და კარობკაში, უხარისხო ანტიფრიზი ან უარესი წყალზე რომ ამუშავებენ. შუქნიშანზე რესკად დაძვრები ავტომატიკის წვალება, ბევრი ბუქსავი, რაზდატკის წვალება, ნაკლებად ხარისხიანი ბენზინის ჩასხმა. უსწორმასწორო გზებზე ჩქარა სიარული ჩარტყმები. დიდი გარბენი. მესმის რომ ამას ვერცერთი მანქანა გადაურჩება მაგრამ შედარებით რომელი გაძლებდა და იცოცხლებდა მეტხანს მაინტერესებს user.gif

რომელი მოდელი აიტანდა ამ ყველაფერს დანარჩენებზე უკეთესად თქვენ რომელს აიღებდით ამათგან. ცოტა სპორტული ინტერესი და ცნობისმოყვარეობაცაა...არ დამცინოთ biggrin.gif

Posted by: Z-owner 5 Apr 2024, 21:02
Mr Angry
3.7 მლ



30 მლ

Posted by: MANAXH 5 Apr 2024, 21:34
ვოლვოს რას ერჩით? როგორც ვიცი საკმაოდ გამძლე კარკასი აქვს, უსაფრთხოებისთვის ნომერ პირველია და გამძლეობით როგორია? ძაან ცუდია რომ არ ურჩევთ?

Posted by: Luka251 5 Apr 2024, 21:41
რანერი, მონტერო, პაჯიკა ამ სამიდან ავარჩევდი.

______________________________

Posted by: Nemiroff 5 Apr 2024, 21:50
ნაწილებს ალბათ ნისასნისას და გრანდისას უფრო იშოვი.
ემელი კარგია მარა ძაან ძველია ჩემი აზრით. კარგს ალბათ ვეღარ იშოვი

Posted by: Mr Angry 5 Apr 2024, 21:55
MANAXH
QUOTE
ვოლვოს რას ერჩით? როგორც ვიცი საკმაოდ გამძლე კარკასი აქვს, უსაფრთხოებისთვის ნომერ პირველია და გამძლეობით როგორია? ძაან ცუდია რომ არ ურჩევთ?


2.9 ძრავიანებს კარობკა ეშლებათ მალე. ქაღალდის ფილტრი აქვს და აფუჭებს კქარობკას დროული სერვისის არ ჩატარებაო.
2.5 ძრავიანებზე კიდე კარობკა არაა პრობლემური მაგრამ ელექტროობა წვრილმანები ყველაფერი უფუჭდება გაგაწამებსო ასეთი რჩევები მივიღე ბევრისგან, მაინც არ ვუჯერებდი მომწონს ვოლვო და ერთის ვოლვო უნდა მეყიდა და ბოლოს გადავიფიქრე ;დ ნელ-ნელა დავტყუე ინფორმაცია, ხან ფეჩი არ უმუშავებს ხან ეს ხან ის მოკლედ ჭირია არ მინდა ;დ მაგის ძრავებზე ნაწილებს რესურსი მალე გასდისო ასე წავიკითხე უცხოურ ფორუმებზე რავი.... ყველაზე დიდი იმედგაცრუებაა ჩემთვის ეგ მოდელი, არ მოველოდი ვოლვოსგან ამას.
ოჯახში 440 გვყავდა და სულ კარგი მოგონებები მაკავშირებს

QUOTE
რანერი, მონტერო, პაჯიკა ამ სამიდან ავარჩევდი.


რანერი 5 ად შანსი არ მაქ, 10 ებს ურახუნებენ 20 წლის რანერებში გადავირიე

Posted by: MANAXH 5 Apr 2024, 22:21
Mr Angry
ჰო თუ მასეთია რომ გაგაწვალებს არ ღირს, ისეთი უნდა შეირჩეს, რომ დრო, ფული და ნერვები არ წაიღოს.

Posted by: dantist778 6 Apr 2024, 12:27
რენო დასტერი დიზელი მექანიკა,საჯლიგინოა მართლაცდა

Posted by: Mr Angry 6 Apr 2024, 13:12
l.k
QUOTE
გაზით სიარულს თუ აპირებ ძრავის კონფიგურაცია კარგად დააზუსტე ჩემი რჩევა იქნება. იყიდე ან გიდროკომპენსატორებიანი ძრავით ან ისეთით რომ მექანიკურად ურეგულირდებოდეს კლაპნები. არავითარი ტარელკები და ჩაშკები თუ თავგადასავალს არ ეძებ


ამ ფოტოებზე კატალოგებში თუ არის ეგ სადმე მითითებული გიდროკომპენსატორიანი ძრავი თუ არის ან მექანიკურად რეგულირებადი კლაპნები თუ აქვს რომ მივხვდე? ან როგორ მივხვდე მაგას ინტერნეტით როგორ ეწერება ძრავს რუსულად ან ინგლისურად

user posted image

user posted image

Posted by: GEORGEXIII 6 Apr 2024, 14:38
მითსუბიშს ჩემი ხმა მაგ ჩამონათვალიდან

Posted by: l.k 6 Apr 2024, 17:27
Mr Angry
M111 M112 M113-ძრავები გიდროკომპენსატორებზეა.

გუგლში ჩაწერ ძრავის ნომერს და მიუწერ valve lifter . ოღონდ კარგად დააკვირდი. Hydraulic Valve Lifter უნდა ეწეროს.

შეფრქვევასაც დააკვირდი როგორი აქ. პირდაპირი შეფრქვევის ძრავით არ იყიდო. GDI Neodi D4 fsi და ა.შ...

Posted by: Mr Angry 6 Apr 2024, 20:26
l.k

user posted image

user posted image

ამათზე მეუბნები ხომ რაც მოვხაზე წითლად? YEს უწერია ორივეს ანუ ორივეს აქ. NO რომ ეწეროს გიდროკომპენსატორებზე არ არის ესეიგი როგორც მივხვდი.
ინჟექტორებზე სხვადასხვა უწერია ამ ორს. პირდაპირი და არაპირდაპირი რამე ტერმინოლოგიით ხომ არ იწერება რომ გავარჩიო?

Posted by: Nescafe13 6 Apr 2024, 20:28
QUOTE
7) ნისანი იქსტერა 2005 წლიდან


ძალიან გამძლეა ეს
პროსტა ერთი პრობლემაა , ძრავი ღირს 2000 + $ :დ , რომ რამე მოუვიდეს პიზდეც მერე
შარშან ვეძებდით და გარბენები აქ ასტრონომიული , 300 + ყველას თითქმის , თან 5 კ ში ამის ყიდვა გაჭირდება
ისე თუ შენახულს ნახავ იმენა ვირია რასაც ქვია

Posted by: l.k 7 Apr 2024, 00:25
QUOTE (Mr Angry @ 6 Apr 2024, 20:26 )
ამათზე მეუბნები ხომ რაც მოვხაზე წითლად? YEს უწერია ორივეს ანუ ორივეს აქ. NO რომ ეწეროს გიდროკომპენსატორებზე არ არის ესეიგი როგორც მივხვდი.

კი მასეა. NO-თუ აწერია ეგ უკვე გასარკვევია. მექანიკურად თუ ურეგულირდება ისევე როგორც ჰონდას სჩვევია ეგ მთლად უკეთესი ვარიანტია გაზისთვის.

Direct Injection- არ უნდა ეწეროს Fuel System-გრაფაში. Jeep-ის შემთხვევაში სხვა წყარო მოიძიე. არაზუსტი ინფორმაცია რო ჰქონდათ მაგიტომ წერია მანდ უბრალოდ Injector

რატომ გავამახვილე მე ყერადღება ამაზე გეტყვი მაგასაც. ნებისმიერ ძრავზე აყენებენ გაზს და გარკვეული დროის განმავლობაში შეიძლება უპრობლემოდაც იარო. შეიძლება რამოდენიმე წელიც გავიდეს... მაგრამ როცა მანქანის შეძენაზე არის საკითხი შეიძლება შეგხვდეს უკვე გაზ ჩაყენებული მანქანა და თუ ამტანი ძრავია, კონფიგურაცია ხელს უწყობს რომ სხვა ძრავებთან შედარებით გაზზე მეტი რესურსი ჰქონდეს რატომ უნდა დაზადნო.

მე მაგალითად ბევრ ნისანს, სუზუკს და ტოიოტას მოვერიდები გაზზე ნამუშევარს. მე რომ ჩავაყენო მეცოდინება რო რამოდენიმე წელი ვივლი თავგადასავლების გარეშე. მე ხო არ ვიცი როდის დააყენეს იმ მანქანაზე გაზი ან რამდენი გაიარა გაზის ჩაყენების მერე.

გაზის დედა ვატირე მე. მქონდეს საშუალება ბენზინით ვივლიდი, მარა დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე მე სხვა გზა არ მაქ. 700-ლარის ბენზინს ნაღდად ვერ ჩავასხავ ყოველ თვე.

Posted by: Mr Angry 7 Apr 2024, 15:41
l.k

QUOTE
კი მასეა. NO-თუ აწერია ეგ უკვე გასარკვევია. მექანიკურად თუ ურეგულირდება ისევე როგორც ჰონდას სჩვევია ეგ მთლად უკეთესი ვარიანტია გაზისთვის.


მექანიკურად უფრო ცუდი არაა? ჰონდა მყავდა და დამტანჯა. კლაპნების რეგულირებას ვერ აკეთებენ ჩვენთან კარგადო ბევრგან ასეთი პასუხი მივიღე. გიდროკომპენსატორს ალბათ არ დაჭირდება დიდი გარბენის მერე ჩარევა ხომ? თუ სხვაგან წავედი ვაბშე სხვა რამეა ეგ.



Posted by: Datvlas-vin-gtxovs 9 Apr 2024, 14:48
Hilux Surf
ან ძველი 4რანერი
https://www.myauto.ge/ka/pr/94617174/iyideba-manqanebi-jipi-toyota-hilux-surf-1993-dizeli-tbilisi?offerType=basic
https://www.myauto.ge/ka/pr/102326287/iyideba-manqanebi-jipi-toyota-4-runner-1994-dizeli-tbilisi?offerType=basic
https://www.myauto.ge/ka/pr/102942031/iyideba-manqanebi-jipi-toyota-hilux-surf-1994-dizeli-tbilisi?offerType=basic

Posted by: Kambucha78 9 Apr 2024, 17:42
მაშინ ძველი ML. ბამპერები დაძვერბა, მაგრამ სამარეზი და მისი ჯანი. დანარჩენს უძლებს. რაც უფრო ძველია, უფრო მეტს უძლებს.

Posted by: Raven 9 Apr 2024, 19:16
7 წელია მლ მყავს, ჯიჯოხეთი აქვს გამოვლილი, პერედოკი რომ ვიყიდე მაშინ გავაკეთე, დღემდე ჯანზეა. უკვდავ ძრავზე და კოლოფზე არაფერს ვამბობ.

Posted by: l.k 9 Apr 2024, 20:59
Mr Angry
ძრავის ხელოსანი რომელიც კლაპნის ზაზორს ვერ გაასწორებს ნაგვის ყუთში უნდა ჩატენო.

გიდროკომპენსატორებს არაფერი ჩარევა არ სჭირდება. კლაპანი ადრე თუ გვიან მაინც დაიწვება მარა შედარებით მეტი რესურსი აქ. მეტი არაფერი განსაკუთრებული

Posted by: Amigo-Amo 11 Apr 2024, 19:07
Mitsubish Pajero Sport ან HONDA.

Posted by: idallgo 11 Apr 2024, 20:52
Amigo-Amo

QUOTE
საჯლიგინო ჯიპი


QUOTE
Mitsubish Pajero Sport ან HONDA.





QUOTE
HONDA


სივიკი? sad.gif

Posted by: mind_auger 11 Apr 2024, 22:58
და ამ 20 წლის ჯღანებში როარ ყარო ფული
7-ში გაწკეპილ აუთლენდერს ჩამოიყვან 2017-18-იანს მშვენიერი გამავლობაც აქვს,დიდიცაა,კომფორტულიც,თანამედროვეც,წვაც იდეალური,უპრობლემო ვირი მანქანაა

Posted by: Amigo-Amo 13 Apr 2024, 01:09
QUOTE (idallgo @ 11 Apr 2024, 20:52 )
Amigo-Amo

QUOTE
საჯლიგინო ჯიპი


QUOTE
Mitsubish Pajero Sport ან HONDA.





QUOTE
HONDA


სივიკი? sad.gif

კითხვის ავტორს უწერია ჰონდას რომელი მოდელიცაა, კონკრეტულად ჰონდა პილოტი smile.gif ან თუნდაც ჰონდა ნებისმიერი მაღალი გამავლობის ავტომობილი იყოს, არ აქვს მნიშვნელობა.

Posted by: Mr Angry 13 Apr 2024, 19:38
mind_auger
QUOTE
და ამ 20 წლის ჯღანებში როარ ყარო ფული
7-ში გაწკეპილ აუთლენდერს ჩამოიყვან 2017-18-იანს მშვენიერი გამავლობაც აქვს,დიდიცაა,კომფორტულიც,თანამედროვეც,წვაც იდეალური,უპრობლემო ვირი მანქანაა



7 ში განბაჟებით ტრანსპორტირებით ჩავეტევიი??? ან მაგის ვარიატორი მერე გაუძლებს რაჭაში გრუნტის გზებზე ხტუნაობას?


Kambucha78
QUOTE
მაშინ ძველი ML. ბამპერები დაძვერბა, მაგრამ სამარეზი და მისი ჯანი. დანარჩენს უძლებს. რაც უფრო ძველია, უფრო მეტს უძლებს


ამაზე კარგი შეფასება არსად წამიკითხავს biggrin.gif up.gif



აი ემელივით გამძლე (მიახლოებით მაინც ;დ ) სხვა რომ მანახა კიდე ეგ მინდოდა ეს თემაც იმიტომ გავხსენი, დიდად არ მელამაზება ემელი თან დაფასებულია და ყველა ცეცხლის ფასად ყიდის მოვლილს, 5500-6500 ად ყიდიან არ ცხვენიათ 20 წლის მანქანაა. მაგრამ ემელის მსგავსი სხვა ტევადი და გამძლე ვერ ვნახე 4რანერია ერთი და ის კიდევ უფრო ძვირია. ან ძაან ძველი მოდელია 30 წელზე მეტის.
მოკლედ რომივით ყველა გზა ემელისკენ მიდის მაინც gigi.gif facepalm.gif


l.k
QUOTE
ძრავის ხელოსანი რომელიც კლაპნის ზაზორს ვერ გაასწორებს ნაგვის ყუთში უნდა ჩატენო.

გიდროკომპენსატორებს არაფერი ჩარევა არ სჭირდება. კლაპანი ადრე თუ გვიან მაინც დაიწვება მარა შედარებით მეტი რესურსი აქ. მეტი არაფერი განსაკუთრებული


მადლობა საინტერესო ინფოსთვის, კარგი განათლება მივიღე კლაპნებზე ვერც წარმოვიდგენდი ასე თუ იყო up.gif

ლექსუზის პირცელი თაობის RX300 მოდელის 3.0 ძრავებზე რას იტყვი როგორი კლაპნები აქვს და ინჟექტორის შეფრქვევა. დავგუგლე მაგრამ ვერსად ვნახე ნორმალურად სადმე რომ ეწეროს ინფორმაცია. smile.gif


-----------------------

ბოლოჯერ მოვეჭიდები ხავსსაც და იქნებ ამ მოდელებზეც მირჩიოთ რამე, მეტი აღარაფერი დარჩა ამოვწურე gigi.gif

პორშე კაენი მომწონდა ყოველთვის მაგრამ პორშეა მაინც და მეშინია, თუ არ არის სუსტი და ხაფანგი ემელის ფასებში კი იყიდება ეგეც და დამაინტერესა, ემელზე ლამაზი მაინცაა.... ტუარეგივით პრობლემურია? ან ნაწილების სიძვირე? იდეაში ნაწილები სხვა მოდელის ხომ ექნება შეიძლება ტუარეგს, აუდის ქ სერიას და პორშესაც ერთიდაიგივე სავალი ნაწილები ქონდეს, არ ვიცი და ამიტომ ვკითხულობ ვინც იცით რას იტყვით რამდენად ვარგა ეგ მანქანა მოვლის მხრივ და ნაწილებზე. რამდენად ძლებს.... იგივეს ვიტყოდი ინფინიტის ეფიქს35 ზე რამდენად ვარგა

და ახლებიც თითქმის იგივე ფასშია ცოტა წამატებით ჯიპის პატრიოტი და ჯიპის კომპასი მოდელები. თუ უვარგა მაგათ ძრავები და კარობკები მუშა გამძლე მანქანები თუ არის რას იტყვით. ასე ახლის კვალობაზე სხვებთან შედარებით იაფები ღირს და მაგან დამაეჭვა

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

და

Posted by: l.k 14 Apr 2024, 01:12
QUOTE (Mr Angry @ 13 Apr 2024, 19:38 )
ლექსუზის პირცელი თაობის RX300 მოდელის 3.0 ძრავებზე რას იტყვი როგორი კლაპნები აქვს და ინჟექტორის შეფრქვევა. დავგუგლე მაგრამ ვერსად ვნახე ნორმალურად სადმე რომ ეწეროს ინფორმაცია. smile.gif

წესით უბრალოდ შეფრქვევით უნდა იყოს... საწვავის ინჟექტორების ვიზუალს თუ გავითვალისწინებთ. გიდროკომპენსატორები არ აქ. ჩაშკებზეა

Posted by: Mr Angry 14 Apr 2024, 08:24
l.k
QUOTE
წესით უბრალოდ შეფრქვევით უნდა იყოს... საწვავის ინჟექტორების ვიზუალს თუ გავითვალისწინებთ. გიდროკომპენსატორები არ აქ. ჩაშკებზეა


არც რეგულირებადი არ ექნება?

Posted by: l.k 14 Apr 2024, 10:25
Mr Angry
არა

( ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~" )

Posted by: AvtandiL 169 14 Apr 2024, 17:11
Mr Angry
QUOTE
პორშე კაენი

QUOTE
ტუარეგი


მაგ წლების კაიენი/ტუარეგი ფიქრადაც არ გაივლო biggrin.gif

FX35 ჯობია ზედა ორს, თუმცა ძალიან უნდა გაგიმართლოს ისეთი მოვლილი ნახო რომ არ გაგაწვალოს.

მოკლედ უნივერსალური რჩევა ის იქნება რომ წლოვანებით რაც უფრო ძველს არჩევ მით უფრო მარტივი მანქანა გჭირდება მოსაშორებელი რომ არ გაგიხდეს მალევე. იაპონური უნდა ნახო ისევ რამე.

Posted by: mind_auger 15 Apr 2024, 02:13
Mr Angry
QUOTE
7 ში განბაჟებით ტრანსპორტირებით ჩავეტევიი??? ან მაგის ვარიატორი მერე გაუძლებს რაჭაში გრუნტის გზებზე ხტუნაობას?

8-8,5ში ჩაეტევი
აი მაგის ვარიატორი ეს ოთხი რაც ჩამოთვალე ოთხივეს ერთად აღებულს აჯობებს თოთხმეტჯერ :დ
შენ ყოველ 50-60000კმზე ზეთი შეუცვალე კოლოფში და გაუძლებს კიარა აი პირველ გვერდზე რაც დევს იმათ ყველას აჯობებს.

Posted by: Kambucha78 17 Apr 2024, 11:54
Mr Angry
პორშეს და ინფინიტის პრობლემა არის ძველი პატრონი. როგორც წესი, რაღაც ეტაპზე ეგ მანქანა აუცილებლად ყავდა ისეთ ტიპს, რომელსაც ამ მანქანის შენახვის ფული არ ქონდა. ნელნელა მოეშალა ყველაფერი და გაყიდა. შენ თუ იყიდი, სადღაც 2-3 ათასი დოლარი გინდა რომ აზრზე მოიყვანო და მერე კი იქნება ისევ გადასარევი მანქანა, რომელსაც არაფერი მოუვა დიდი ხანი. ნუ პანელებს თუ დააზიანებ, მერე ისევ გაგწეწავს, მაგრამ ნუ ტექნიკურად არ გაფუჭდება. პორშე მხოლოდ 6 ცილინდრიანი განიხილე თუ რეალურად არ გინდა დააფასო იაფიანი ბრენდის მანქანები (უბრალოდ მოიკითხე წყლის პომპის შეცვლა V8 პორშეზე და მიხვდები რას ვამბობ smile.gif)

4რანერი ML-თან შესადარებელი მანქანა არ არის. არც ეგეთი კომფორტულია, არც ეგეთი ტევადია და არც ნაწილებია ეგეთი იაფი. 4რანერს ყიდულობ თუ გჭირდება შედარებით მძიმე ოფროუდი, სადაც ML-ს ვერ იყენებ. დანარჩენი შემთხვევაში, აი უბრალოდ რატომ უნდა იჯაყჯაყო ტოიოტათი?

ML-ის გარდა შეიძლება ნახო ნებისმიერი იგივე ზომის ამერიკული ჯიპი 1996-2005 წლებს შორის. იგივე ვირი რამეა, საკმაოდ კომფორტული, უბრალოდ ნაწილები მეტი პრობლემაა ვიდრე ML.
კიდევ ვარიანტია პაჯერო, მაგრამ ნუ მე პირადად ეს პაჯეროები არ მომწონს და ვერ ვიგებ, მაგრამ ნუ იმის თქმა რომ ცუდი მანქანაა, არ გამომივა smile.gif

თუ ზომა მნიშვნელოვანია, პატრიოტი და კომპასი არ გამოგადგება. ჯერ ერთი ორივე პატარაა. მერე რომ ორივეს სუსტი ძრავი აქვს და მესამე რომ ნაწილების შოვნა ცალკე ვალაკიტაა. თუ ეს ზომა მისაღებია, მოძებნე ძველი CRV.
QUOTE
ლექსუზის პირცელი თაობის RX300

კარგი მანქანებია, მაგრამ კოლოფს უნდა ნახვა. მაინც და მაინც ვერ უძლებს გრუნდზე და ცუდ გზებზე სიარულს. ქალაქის მანქანაა. ამას თუ განიხილავ პირველი თაობის X5-იც განიხილე 3.0 ძრავით. ერთხელ მოხოდავ და არაფერი მოსდის საერთოდ.

Posted by: Link 17 Apr 2024, 12:00
Kambucha78
QUOTE
პირველი თაობის X5-იც განიხილე 3.0 ძრავით

აი ეს რომელ წლებში გამოდიოდა? რომელია პირველი თაობის ?

Posted by: Kambucha78 17 Apr 2024, 12:09
Link
QUOTE
აი ეს რომელ წლებში გამოდიოდა? რომელია პირველი თაობის ?

E53 ძარა. მგონი 2000 წლიდან 2006-მდე. ჩვეულებრივი M54 იდო. დაჟე მექანიკებიც იშოვება.

Posted by: grooveco 17 Apr 2024, 15:11
ჩემი ხმა ნისსან ფათფაინდერს, ოღონდ 2005 წლის მოდელს არა, ან 2002 დან 2004 მდე, ან 2007, პირადი გამოცდილებიდან ვამბობ 2002 წლიანი ნისანმი ფათფაინდერი არის უაზროდ კარგი მანქანა,

Posted by: Amigo-Amo 17 Apr 2024, 16:25
QUOTE (Kambucha78 @ 17 Apr 2024, 12:09 )
Link
QUOTE
აი ეს რომელ წლებში გამოდიოდა? რომელია პირველი თაობის ?

E53 ძარა. მგონი 2000 წლიდან 2006-მდე. ჩვეულებრივი M54 იდო. დაჟე მექანიკებიც იშოვება.

ძალიან უნდა მოინდომო, რომ შენახული ე53 იშოვო. + რომც ნახო, გაცილებით ძვირი ეღირება. თან საჯლიგინო ჯიპი არ არის, თუნდაც სავალი ნაწილის შეცვლა საკმაოდ ძვირი დაუჯდება.

Posted by: karlo-fan 17 Apr 2024, 16:52
გამორიცხულიაო კი გიწერია, მაგრამ 2008-2012 ფორესტერს ვიყიდდმი მე 5-ში.

ძალიან უნდა მოინდომო რომ გააფუჭო და უგზოობაზეც არბენინე რამდენიც გინდა. ოღნდ ცეპიანი FB25 ძრავით იყიდე.

Posted by: Mr Angry 17 Apr 2024, 22:46
mind_auger
QUOTE
8-8,5ში ჩაეტევი
აი მაგის ვარიატორი ეს ოთხი რაც ჩამოთვალე ოთხივეს ერთად აღებულს აჯობებს თოთხმეტჯერ :დ
შენ ყოველ 50-60000კმზე ზეთი შეუცვალე კოლოფში და გაუძლებს კიარა აი პირველ გვერდზე რაც დევს იმათ ყველას აჯობებს.


ჰო მაგრამ ამდენს ვერ გადავიხდი. ამდენს რომ ვიხდიდე მაშIნ ეგ კი არა აკურა ემდეიქს ჩამოვიყვანდი ახალ მოდელს სიამოვნებით, 3 რიგიანი დასაჯდომით, კრემისფერი ტყავის სალონით, მაგარი აუდიო სისტემით სრული ნავაროტკებით, ბოლობოლო ჰონდაა <3 და აღარც გავაკრებდი სამსახურს lol.gif




grooveco
QUOTE
ჩემი ხმა ნისსან ფათფაინდერს, ოღონდ 2005 წლის მოდელს არა, ან 2002 დან 2004 მდე, ან 2007, პირადი გამოცდილებიდან ვამბობ 2002 წლიანი ნისანმი ფათფაინდერი არის უაზროდ კარგი მანქანა,


2005 ქვემოთ მოდელები ძველია, მაგის 3.5 ძრავი პრობლემური არაა? ემელი უფრო კომფორტული, რბილი მგონია მაგაზე და ემელი ვამჯობინე ამიტომ.

2005 ზემოთ მოდელი მომწონს მაგრად მაგრამ ვერ ვეკარები, კარობკის გაგრილების დეფექტი აქვს ადვილად გამოდის წყობიდან მაგის ნერვი არ მაქვს, არადა ლამაზია sad.gif 2010 წლიდან გამოასწორესო მაგრამ ეგ უკვე ისეთ ფასშია მაგ ფასსში უფრო ახალ აკურას დავითრევ ისევ


Kambucha78

ეგ არის ძმა ემელს ვყიდულობ საბოლოოდ შევჯერდი ყველა ვარიანტის მერე ძველი მუშა, ტევადი და საიმედო თუ გინდა ემელი ოპტიმალური არჩევანია.

მადლობა ყველას smile.gif

Posted by: Z-owner 17 Apr 2024, 23:48
Mr Angry
3.7 ძრავით იყიდე, ML350 ძველი ძარას რესტაილინგი.

Posted by: mind_auger 20 Apr 2024, 01:25
Mr Angry
QUOTE
QUOTE
8-8,5ში ჩაეტევი
აი მაგის ვარიატორი ეს ოთხი რაც ჩამოთვალე ოთხივეს ერთად აღებულს აჯობებს თოთხმეტჯერ :დ
შენ ყოველ 50-60000კმზე ზეთი შეუცვალე კოლოფში და გაუძლებს კიარა აი პირველ გვერდზე რაც დევს იმათ ყველას აჯობებს.


ჰო მაგრამ ამდენს ვერ გადავიხდი. ამდენს რომ ვიხდიდე მაშIნ ეგ კი არა აკურა ემდეიქს ჩამოვიყვანდი ახალ მოდელს სიამოვნებით, 3 რიგიანი დასაჯდომით, კრემისფერი ტყავის სალონით, მაგარი აუდიო სისტემით სრული ნავაროტკებით, ბოლობოლო ჰონდაა <3 და აღარც გავაკრებდი სამსახურს

mdx-ის კალოტკასაც კი ვერ იშოვნი აქ,სხვა დანარჩენზე არაფერს ვამბობ,ისეთი ძვირი დაგიჯდება მაგის ელემენტარული სერვისი შეიძლება გარეკო :დ არცერთი ბრენდი არ დაგიჯდება მასეთი ძვირი..თან მდხ-ს 3,5 ძრავი აქვს და 17+ს წვავს.
ამ აუთლენდერის სერვისი კიდევ რავი ალბატ ყველაზე იაფი ჯდება რაც კი მანქანები არსებობს :დ

Posted by: idallgo 20 Apr 2024, 08:42
ეს დედააფეთქებული ყველა იმ მანქანას როგორ აქებს თვითონ რაც ყავს... sad.gif

Posted by: Z-owner 20 Apr 2024, 18:08
idallgo
გვევასება ძმაუ.


30 დავასება.

Posted by: mind_auger 26 Apr 2024, 17:26
idallgo
დაგუგლე ძმაო რაზეც მე გეუბნები და ნახავ :დ

Posted by: idallgo 26 Apr 2024, 19:57
mind_auger
QUOTE
დაგუგლე ძმაო რაზეც მე გეუბნები და ნახავ :დ


იმაზე გამეცინა უბრალოდ, ტიპმა დაწერა ის მოთხოვნილებები რისთვისაც მანქანა ჭირდება. ანუ სამსახურისთვის ჯიპი შემარჩევინეთ ბალახვანი-რაჭის ტყეებში საჯლიგინოდო და ვარიატორიან მაღალ კლირენსიან ქალაქის მანქანის ყიდვას სთავაზობ იმ ბიუჯეტზე ლამის ორჯერ ძვირად რაც აქვს დასახელებული : D

თორემ კი გადავგუგლ-გადმოვგუგლე biggrin.gif

Posted by: mind_auger 26 Apr 2024, 22:37
idallgo
რავი მე რას ვთავაზობ კაცო ჩამოიყვანეთქო ეგ ვუთხარი,მე კიარ ჩამომყავს ან მე კიარ ვყიდი. ამის ვარიატორი ცეპიანია და საკმაოდ გამძლეა, არც დაბუქსავებებზე ხურდება. ცოტასაც წვავს, ბევრად ახალი მანქანაცაა,21იანი კლირენსიც აქვს
ყველაფერი იაფია ამისი და მაგიტომ ვუთხარი
ძველი 4რანერი რო იყიდოს ან ნისანი ან პაჯერო მაგ ფასში საჯლიგინოდ კიარა პროფილაქტიკიდან ვერ გამოიყვანს და მაგათი ნაწილების და საბურავების ფასი არის ზეცაში

რავიცი ყველამ თავის საქმის თვითონ იცის

quote]სოფლებში, რაიონებში მთაგორიან მხარეში სასიარულოდ ჯიპი გვჭირდება, ჭაობში და ტყეში სიარული არ მოუწევს აუცილებელი არაა ოფროუდის დონის მომზადება და დიფერენციალის ბლოკირება, მთავარია 4-4 ზე მუშაობდეს და სოფლის გრუნტიან გზებზე თავი არ შეირცხვინოს.[/quote]
ტყეღრე და ტალახები არაო უწერია კაცს და რაც უწერია იმისთვის იდეალური ვუთხარი ფაქტიურად
ძველი აუთლენდერიც კარგია მაგისთვის ან ფორესტერი 2007-13მდე ძალიან კარგი ვარიანტია ორივე იაფადაც გამოვა

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)