Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > თბილისი > საქართველოს გზები, ნაწილი II


Posted by: ნიკა 24 Aug 2021, 17:01
საქართველოს საავტომობილო გზების ქსელის სტატისტიკური ინფორმაცია:

სულ საერთასორისო გზები 1603 კმ, 458 ხიდი, 17 გვირაბი და 3 გალერეა
შიდასახელწიფოებრივი მნიშვნელობის გზები 5298.1 კმ, 862 ხიდი, 4 გვირაბი და გალერეა

ჩამონათვალი
http://www.georoad.ge/?lang=geo&act=pages&func=menu&pid=1386667041
http://www.georoad.ge/?lang=geo&act=pages&func=menu&pid=1386667055
http://www.georoad.ge/?lang=geo&act=pages&func=menu&pid=1386667067

ამ თემაში ვიხილავთ ყველა გზას გარდა:
ავტობანის - https://forum.ge/?f=51&showtopic=35192762
საქართველოს სამხედრო გზის - https://forum.ge/?f=51&showtopic=34435404
კახეთის ახალი გზის - https://forum.ge/?f=51&showtopic=34979906
თბილისის შემოვლითი გზის - https://forum.ge/?f=51&showtopic=34501144
თბილისის შიდა გზების - https://forum.ge/?f=51&showtopic=35207101

წინა თემის ბმული
https://forum.ge/?f=51&showtopic=34779382

Posted by: iviko18 25 Aug 2021, 00:20
საინტერესოა ადგილობრივი მნიშვნელობის გზების ერთიანი სტატისტიკა თუ არსებობს, სიგრძე, საინჟინრო ნაგებობების ტიპები და რაოდენობა და ა.შ.

Posted by: Kublicha 25 Aug 2021, 00:28
QUOTE
ამ თემაში ვიხილავთ ყველა გზას გარდა:

თბილისი-რუსთავის ავტობანის თემა გამოგრჩა

Posted by: ნიკა 25 Aug 2021, 15:26
Kublicha
QUOTE
თბილისი-რუსთავის ავტობანის თემა გამოგრჩა

უფს. https://forum.ge/?f=51&showtopic=34763060

Posted by: DavidKalmo 29 Aug 2021, 23:10
ხულო - ზარზმა რა ხდება ხომ არ იცით?
აგებენ გზას?

Posted by: mike d 31 Aug 2021, 18:40
DavidKalmo
დაწყებული აქვთ მუშაობა ქედის ორივე მხარეს. გზას აფართოებენ და ა.შ.

თვითონ გზა ძაან ცუდ მდგომარეობაშია. განსაკუთრებით ხულოდან გოდერძიმდე. რავი სედანით ნუ გადახვალთ თუ ძაან აუცილებლობა არაა. ჯიპითაც დაიტანჯებით.

Posted by: idallgo 1 Sep 2021, 10:21
მოკლედ საირმე - ზეკარი გავტესტე ეს ბოლო კვირაა ორჯერ და კარგი მოსწორებული ხრეშიანი გზაა, სედანებიც დაშლიგინებდნენ უპრობლემოდ.

გუშინ ბაღდათიდანაც ვცადე ხანისწყლის ხეობით ასვლა. ადგილობრივებმა მითხრეს ალპურ ზონამდე აიყვანეს უკვე გზაო... სოფელი ხანის გადასახვევამდე, ხიდამდე, კარგი ტკიცინა ასფალტია თავისი მონიშვნებით. ხიდიდან მოსწორებული ხრეშიანი გზაა და სამუშაოები მიმდინარეობს. სადღაც შუა გზაზე ეს მიტოვებული გოგირდის აბანო შემხვდა, ბუნებრივი თბილი გოგირდის წყარო მოდის და აუზიცაა. კარგად ცხელოდა და ჯიგრულად ვიბანავე... biggrin.gif

user posted image


მოკლედ ეს გზა რომ იქნება უპრობლემოდ ჩახვალ აბასთუმანში დასავლეთიდან. უფრო ფართე და ნაკლებად მიხვეულ-მოხვეული გზაა, ვიდრე ბაღდათი-საირმე.

Posted by: ნიკა 1 Sep 2021, 13:13
idallgo
QUOTE
ხიდიდან მოსწორებული ხრეშიანი გზაა და სამუშაოები მიმდინარეობს. სადღაც შუა გზაზე ეს მიტოვებული გოგირდის აბანო შემხვდა

აბანოს მერე რა ხდება გადმოხვედი ბოლომდე?

Posted by: idallgo 1 Sep 2021, 13:33
QUOTE (ნიკა @ 1 Sep 2021, 13:13 )
idallgo
QUOTE
ხიდიდან მოსწორებული ხრეშიანი გზაა და სამუშაოები მიმდინარეობს. სადღაც შუა გზაზე ეს მიტოვებული გოგირდის აბანო შემხვდა

აბანოს მერე რა ხდება გადმოხვედი ბოლომდე?

სადღაც 4 კილომეტრი ვიარე კიდევ. აბანოს მერე სერპანტინი იწყება და ავუყევი მაღლა მაგრამ გზაზე სატვირთოები იყო გაჩერებული და ექსკავატორი ნაშალ კლდეებს უყრიდა ძარაზე. გზას აფართოებდნენ და სატვირთოები სავალ გზაზე იდგნენ და აღარ დაველოდე, მოვტრიალდი. თუმცა თვალით რაც დავინახე კიდევ შორს მიდიოდა მოსწორებული გზა ფერდობზე. ადგილობრივს ვკითხე და ლამის მდელოებამდე ადისო (ნუ სვარაუდოდ გადასასვლელს გულისხმობდა).

Posted by: ნიკა 1 Sep 2021, 13:41
idallgo
გასაგებია. აბასთუმნის მხრიდან გზაჯვარედინზე ამკრძალავი ნიშანი აყენია.

Posted by: ნიკა 4 Sep 2021, 11:26
ზესტაფონი-ბაღდათი-წყათაშუა-ხანი-ჩანჩქერის ჩასასვლელი ბილიკი-ხანი-წყალთაშუა





Posted by: vatman 6 Sep 2021, 00:20
გუშინ ვიყავი ყაზბეგში. გერგეთის გზა ისევ დაკეტილია, როგორც დელიკას მძღოლმა თქვა, დამეწყრილ მონაკვეთზე ტექნიკა მუშაობს. ეხლა რა გზაზეც დადიან, მდინარეზე მილები ჩადეს, ნუ გზა როოგორც ადრე იყო, ისევ ისეა. მარა შუა გზაში შეგხვდა ჰონდა ფიტი, ნისან ტიდაც. ნისან ჯუკი საერთოდ ბოლომდე ასვლას ცდილობდა, ხალხს მაგრად აკლია. ზოგადად მაგ დელიკის მძღოლებზე კარგი წარმოდგენა არ მაქვს, მაგრამ ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან ინფორმაციის მიწოდება უნდა ხდებოდეს. ნორმალური საინფორმაციო დაფა და ნიშნების დადგმას რა უნდა, რომ გზა დაკეტილია.
რაც შეეხება თვითონ გზას, მე აქამდეც არ მივესალმებოდი მაგის გაკეთებას, და ზოგადად უფრო კონტროლი უნდა იყოს, როდესაც გაიხსნება, სანამ რამე უბედურება არ მოხდება არაფერი რეაგირება არ იქნება. ცალხიდიანი მანქანით გამოუცდელი მძღოლი მანდ რას გააკეთებს კაცმა არ იცის, და ვაი თუ მოყინა

Posted by: TopGear 6 Sep 2021, 01:31
------

------------------

-------------

Posted by: Fabian 6 Sep 2021, 10:13
vatman
QUOTE
გერგეთის გზა

თავიდანვე სირობა იყო მაგ გზის გაკეთება, ჯობდა საბაგირო აეშენებინათ...

Posted by: პაწა 7 Sep 2021, 13:43
QUOTE
სანამ რამე უბედურება არ მოხდება

საერთოდ ვერ მივხვდი რაზეა ლაპარაკი. გზის გაკეთებამდე, ხშირად ავდიოდი ჰონდა აკორდით გერგეთამდე და მერე ფეხით მეტეომდე და გაკეთების მერე რა უნდა შეცვლილიყო

Posted by: eleqtro 11 Sep 2021, 09:53
გოდერძზე თითქმის ყველგან მუშაობენ, გზას აფართოებენ, ხიმინჯებს აკეთებენ და წყალგამტარებს აშენებენ.

მუშებს ველაპარაკე, 2023ში მთავრდება წესით, მაგრამ მოსწრების შანსი არ გვაქვსო. ტექნიკა არ გვყოფნის და რაცაა ისიც ძველიაო.

Posted by: JSB14BSJ 11 Sep 2021, 23:45
ზაჰესი-მცხეთა-კავთისხევი-გორს დაადგა საშველი და სანთელი და ნათელი ბოლობოლო?

Posted by: ZEUS 12 Sep 2021, 08:53
QUOTE (JSB14BSJ @ 11 Sep 2021, 23:45 )
ზაჰესი-მცხეთა-კავთისხევი-გორს დაადგა საშველი და სანთელი და ნათელი ბოლობოლო?

რა ნათელი და სანთელი. მშვენიერი გზაა.
კავთისხევი-ახალქალაქი იყო გაფუჭებული და გააკეთეს მშვენივრად. ახლა დაახლოებით ქვათახევის გადასახვევიდან ნიჩბისამდე აატყავეს და მანდაც მოხდება რრაბილიტაცია. დანარჩენი მშვენიერი გზაა.

Posted by: JSB14BSJ 12 Sep 2021, 10:02
ZEUS
მგონი 2 წელია, სადღაც 6 კილომეტრი გადათხრილი იყო და დააგეს თუ არა, მაინტერესებდა.

Posted by: ZEUS 12 Sep 2021, 11:18
QUOTE (JSB14BSJ @ 12 Sep 2021, 10:02 )
ZEUS
მგონი 2 წელია, სადღაც 6 კილომეტრი გადათხრილი იყო და დააგეს თუ არა, მაინტერესებდა.

კი. დააგეს და თან საგზაო მონიშვნები, ჯებირები და ბოწკინტები ისე კარგად გააკეთეს, ღამით სიამოვნებაა მანდ სიარული.

Posted by: Fabian 12 Sep 2021, 22:37
ტიკმატაჟის უღელტეხილის ისტორიული სახელი ყოფილა - ქვარჭობილი.
5 თეთრი ცოდნის ყულაბაში... biggrin.gif

Posted by: ნიკა 13 Sep 2021, 12:48
Fabian
QUOTE
ქვარჭობილი.

Spring of information?
* * *
მე თვითონ ვნახე biggrin.gif
http://samtskhe-javakheti.tsu.ge/uploads/images/cnobari2016.pdf

Posted by: vatman 13 Sep 2021, 13:48
Fabian
QUOTE
ტიკმატაჟის უღელტეხილის ისტორიული სახელი ყოფილა - ქვარჭობილი.

დასახელება ტიკმატაჟიც უკვე ისტორიულია biggrin.gif

Posted by: bavaria87 15 Sep 2021, 01:47
QUOTE (ZEUS @ 12 Sep 2021, 08:53 )
QUOTE (JSB14BSJ @ 11 Sep 2021, 23:45 )
ზაჰესი-მცხეთა-კავთისხევი-გორს დაადგა საშველი და სანთელი და ნათელი ბოლობოლო?

რა ნათელი და სანთელი. მშვენიერი გზაა.
კავთისხევი-ახალქალაქი იყო გაფუჭებული და გააკეთეს მშვენივრად. ახლა დაახლოებით ქვათახევის გადასახვევიდან ნიჩბისამდე აატყავეს და მანდაც მოხდება რრაბილიტაცია. დანარჩენი მშვენიერი გზაა.

ძეგვიდან არმაზამდე მონაკვეთია გაფუჭებული, დატალღული და დანგრეული. 2 წელზე მეტია მასე გაფუჭებულია და გვერდზე რუები ამოთხრილი. იმედია ახლა მაინც შეაკეთებენ. ქვათახევის გადასახვევიდან ნიჩბისამდე მგონი გზას თან აფართოებენ სიგანეში.

Posted by: Foreign-Affairs 17 Sep 2021, 10:44
რამდენიმე დღის წინ ვიყავი ახალქალაქი-ასპინძის გზაზე. ალბათ 2 კილომეტრი თუ იქნება დასამთავრებელი და მასზეც ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს. დანარჩენი გზა მშვენიერია.

ორი კითხვა:
ახალქალაქი ბორჯომი კარგი გზაა მთლიანად?
ტაბაწყურამდე მისასვლელი საუკეთსო გზა რომელია? ბაკურიანიდან? მაგის მოასფალტება თეორიულადაც არ იგეგმება?


Posted by: ნიკა 17 Sep 2021, 13:58
Foreign-Affairs
QUOTE
ახალქალაქი ბორჯომი კარგი გზაა მთლიანად?
ტაბაწყურამდე მისასვლელი საუკეთსო გზა რომელია? ბაკურიანიდან? მაგის მოასფალტება თეორიულადაც არ იგეგმება?


არა უღელტეხილიდან ბაკურიანამდე ნორმალური გრუნტის გზაა, მაგრამ უღელტეხილის აქეთ ლამის ბალახები იზრდებოდა რომ გავიარე რამდენიმე წლის წინ biggrin.gif

ტაბაწყურზე სედნით ალბათ ბაკურიანიდან ჯობია. ცოტა უფრო გრძელი და ნაკლები გრუნტის გავლა მოგიწებს ახალქალაქის მხრიდან (და არც საკონტროლო პუნქტის გავლა იქნება საჭირო). წალკიდან ყველაზე ცუდი გზაა. ერთი მონაკვეთია სულ ქვებიანი და ჯაყჯაყა. რეალურად წლიდან წლამდე იცვლება ხოლმე სიტუაცია და რთულია წინასწარ თქვა რომელი ჯობია.

Posted by: Ronyy 17 Sep 2021, 16:44
გამარჯობა,

თბილისი - ჩარგალი როგორი გზაა? სედანისთვის რამდენად მარტივია

Posted by: Foreign-Affairs 17 Sep 2021, 18:57
ნიკა
კაი კაცი ხარ.
გზების თემებში ხალხის ინფორმირებაში სერიოზული წვლილი გაქვს შეტანილი.

გაგიკვირდება და ასპინძაში რომ მივდიოდი ახალქალაქიდან ასპინძისაკენ სამმა მანქანამ გადაუხვია, ბორჯომისაკენ კი იყო დიდი მოძრაობა, ასფალტიანი აღმართით. ხოდა გამიკვირდა და მაგიტომ ვიკითხე.

ტაბაწყურში წინა წელს ვიყავი. ისეთი ქარი იყო მანქანიდან ორი წუთი გადმოვედი სულ. ბაკურიანიდან ავედი. პრიუსებიც კი შემხვდა. და მეცხვარეები კიდე. ისე ისეთი ლამაზი იყო ტურისტულად ძალიან მაგრად შეიძლება მაგის მოხოდვა.


Ronyy
QUOTE
თბილისი - ჩარგალი როგორი გზაა? სედანისთვის რამდენად მარტივია

თითქმის სულ ასფალტი იყო 2019 წელს რომ ვიყავი. ზოგან ასფალტს ასხამდნენ ანდა გზა გამზადებული იყო უკვე.

Posted by: ნიკა 17 Sep 2021, 21:16
Foreign-Affairs
QUOTE
გაგიკვირდება და ასპინძაში რომ მივდიოდი ახალქალაქიდან ასპინძისაკენ სამმა მანქანამ გადაუხვია, ბორჯომისაკენ კი იყო დიდი მოძრაობა, ასფალტიანი აღმართით. ხოდა გამიკვირდა და მაგიტომ ვიკითხე.

ბევრი სოფელია მანდ.

Posted by: პაწა 18 Sep 2021, 01:41
საჩხერე-ონი როდის იხსნება ხომ არ იცით?

Posted by: otokarcobra 18 Sep 2021, 13:56
QUOTE (პაწა @ 18 Sep 2021, 01:41 )
საჩხერე-ონი როდის იხსნება ხომ არ იცით?

ალბათ არჩევნებამდე

————————————-

Posted by: ნიკა 18 Sep 2021, 17:03
QUOTE (otokarcobra @ 18 Sep 2021, 13:56 )
QUOTE (პაწა @ 18 Sep 2021, 01:41 )
საჩხერე-ონი როდის იხსნება ხომ არ იცით?

ალბათ არჩევნებამდე

————————————-

აი ზუსტად biggrin.gif .

user posted image

Posted by: idallgo 19 Sep 2021, 13:17
ნიკა
QUOTE
წალკიდან ყველაზე ცუდი გზაა. ერთი მონაკვეთია სულ ქვებიანი და ჯაყჯაყა.


ეს გზა არ ვიცოდი... ე.ი. პირდაპირ ადიხარ წალკიდან (ნუ შესაბამისად მომზადებული ტრანსპორტით რა თქმა უნდა biggrin.gif )

Posted by: mike d 21 Sep 2021, 00:18
QUOTE
ორი კითხვა:
ახალქალაქი ბორჯომი კარგი გზაა მთლიანად?
ტაბაწყურამდე მისასვლელი საუკეთსო გზა რომელია? ბაკურიანიდან? მაგის მოასფალტება თეორიულადაც არ იგეგმება?

ახალქალაქიდან ჯობია. გზის 80 პროცენტზე, მეტზე თუ არა ასფალტი დაგებულია. ზუსტად არ მახსოვს რომელ სოფლამდე, მაგრამ ახალქალაქი-კოთელია-ბარალეთი დაგებულია და იმის იქითაც მგონი ბეჟანომდე გააკეთეს. მერე გრუნტის გზაა, მაგრამ ბევრი აღარ რჩება ტაბაწყურამდე. ბაკურიანიდან გრუნტის გზაზე სიარული უფრო მეტი გიწევს, პლუს ცხრაწყაროზე საკონტროლო პუნქტთან გაგაჩერებენ საბუთების შესამოწმებლად.

* * *
QUOTE
ეს გზა არ ვიცოდი... ე.ი. პირდაპირ ადიხარ წალკიდან (ნუ შესაბამისად მომზადებული ტრანსპორტით რა თქმა უნდა  )

ქროსოვერითაც გადახვალ. ერთხელ ნახვად ღირს. საინტერესო ადგილებია, უბრალოდ იმ ქვებზე ისეთი საჯაყჯაყოა მეორედ შეიძლება აღარ მოგინდეს.
თუმცა მანდ ბოლოს 2 წლის წინ ვიყავი და არაა გამორიცხული მაგის მერე გაეუმჯობესებინოთ რამე.

ზოგადად ტაბაწყურის მიმართ ინტერესი საკმაოდ მომატებულია. საოჯახო სასტუმრო უკვე გახსნეს და სავარაუდოდ მალე მოხოდავენ მანდ, თუნდაც გზების თემებს.

Posted by: idallgo 21 Sep 2021, 09:50
mike d
QUOTE
ქროსოვერითაც გადახვალ. ერთხელ ნახვად ღირს. საინტერესო ადგილებია, უბრალოდ იმ ქვებზე ისეთი საჯაყჯაყოა მეორედ შეიძლება აღარ მოგინდეს.
თუმცა მანდ ბოლოს 2 წლის წინ ვიყავი და არაა გამორიცხული მაგის მერე გაეუმჯობესებინოთ რამე.

ზოგადად ტაბაწყურის მიმართ ინტერესი საკმაოდ მომატებულია. საოჯახო სასტუმრო უკვე გახსნეს და სავარაუდოდ მალე მოხოდავენ მანდ, თუნდაც გზების თემებს.


up.gif

ეგ გზა თუ გააკეთეს ყველაზე მოკლე გზა გამოდის თბილისიდან ტაბაწყურამდე. წალკიდან პირდაპირ ახვალ. აღარ მოგიწევს წრის დარტყმა, წალკა-ფარავანი-საღამო-ნინოწმინდა-ახალქალაქი-კოთელია-ბარალეთი...

Posted by: ნიკა 21 Sep 2021, 11:00
მეეჭვება გააკეთონ ეგ გზა. ზამთარში იკედება. თუ გააკეთებენ ისევ ბეჟანოდან.

არა და მაგ ქვებიან ადგილამდე სანამ მიხვალ, ტბის პირას იმისთანა გასისინებული გრუნტია ლამის 100-ით ივლი. სადღაც 10-15 კილომეტრია ის ქვებიანი გზა. მერე BP-ს ახალ ასფალტირებულ გზაზე გადიხარ და ნარდევანამდე მისეირნობ.


Posted by: otokarcobra 21 Sep 2021, 12:17
ნიკა
შეგიძლია რუქაზე მონიშნო წალკიდან როგორ მიდის გზა ტაბაწყურისკენ?

Posted by: ნიკა 21 Sep 2021, 12:45
otokarcobra
QUOTE
შეგიძლია რუქაზე მონიშნო წალკიდან როგორ მიდის გზა ტაბაწყურისკენ?

https://www.openstreetmap.org/directions?engine=graphhopper_car&route=41.5837%2C43.9179%3B41.6683%2C43.6480
* * *
ახალი ფოტოები დაუდიათ საჩხერე-შქმერის
https://www.facebook.com/georoad.ge/posts/6042623689145015

ზემო იმერეთი-რაჭის დამაკავშირებელ გზაზე სამუშაოები დასკვნით ფაზაშია

Posted by: ნიკა 23 Sep 2021, 10:33
25 ივლისის ვიდეოები

ბაგები-წყნეთი-მანგლისი-წალკა-ნინოწმინდა-ხანჩალი-ნინოწმინდა-ორლოვკა-სპასოვკა-სათხე-ნინოწმინდა-გორელოვკა-ბუღდაშენის ტბა-ჟდანოვაკანი-მადათაფას ტბა-ნინოწმინდა-ფარავანი (როდიონოვკა)

https://www.youtube.com/watch?v=Sq2pqmhKt5g&list=PLMhw5vejhxgPuf1L2GQm9q43Ux4ZdLHeS


15 აგვისტოს ვიდეო
ახალციხე-საფარა-ახალციხე

Posted by: mike d 23 Sep 2021, 21:14
QUOTE
ბაგები-წყნეთი-მანგლისი-წალკა-ნინოწმინდა-ხანჩალი-ნინოწმინდა-ორლოვკა-სპასოვკა-სათხე-ნინოწმინდა-გორელოვკა-ბუღდაშენის ტბა-ჟდანოვაკანი-მადათაფას ტბა-ნინოწმინდა-ფარავანი (როდიონოვკა)

ძაან კაი ვიდეოა, საინტერესო ამინდიც შეგხვდათ. მაგრა გაასწორა. მიყვარს ეგ ადგილები. იმედია გავგაზავ სანამ გაზამთრდა.

სპსოვკაში რომ გადაუხვიეთ გზიდან მანდ რამე საინტერესო ხდება? biggrin.gif
ხანჩალში ასფალტი თუ იყო დაგებული არ ვიცოდი. ძაან ადრე ვარ ნამყოფი და საშინელი გზა იყო. ხომ არ იცი ბოლომდეა ეგ გზა დაგებული? ანუ რუკაზე შემოვლითს აჩვენებს, რომელიც ახალქალაქის რკინიგზის სადგურთან უერთდება მთავარ გზას და მთლიანად თუა კარგი.

ასევე თუ იცი კუმურდოში როგორი სიტუაციაა. არ ვარ ნამყოფი. გამიგია ძაან აგრესიულები არიან ქართველების მიმართო და რამდენად ღირს მარტო მისვლა მანქანით.

QUOTE
ახალციხე-საფარა-ახალციხე

ფანტასტიკა ადგილია. ახალციხის ხრიოკიდან რო უცებ სტრანნად ტყეში იჩითები. <3

Posted by: ნიკა 23 Sep 2021, 21:40
mike d
QUOTE
ძაან კაი ვიდეოა, საინტერესო ამინდიც შეგხვდათ. მაგრა გაასწორა. მიყვარს ეგ ადგილები. იმედია გავგაზავ სანამ გაზამთრდა.

ერთი მანქანა არაქალთან შემოგვიერთდა და მისგან ვიცოდით, რომ იქით კარგი ამინდია, თორემ მანგლისთან რაც ხდებოდა ნორმალური არ გააგრძელებდა მანდ გზას biggrin.gif

და ნუ ცისარტყელებმა ბოლოს მაგრა გაასწორა.

QUOTE
სპსოვკაში რომ გადაუხვიეთ გზიდან მანდ რამე საინტერესო ხდება?

რაღაც ნასოფლარია და იქ ვერძის ქანდაკების ნაწილებია ცალკე თავი ცალკე ტანი.

QUOTE
ხანჩალში ასფალტი თუ იყო დაგებული არ ვიცოდი. ძაან ადრე ვარ ნამყოფი და საშინელი გზა იყო. ხომ არ იცი ბოლომდეა ეგ გზა დაგებული? ანუ რუკაზე შემოვლითს აჩვენებს, რომელიც ახალქალაქის რკინიგზის სადგურთან უერთდება მთავარ გზას და მთლიანად თუა კარგი.

სპასოვკას ნაირად იქნება ალბათ, სოფლამდე მიდის და მერე გრუნტია.

QUOTE
ასევე თუ იცი კუმურდოში როგორი სიტუაციაა. არ ვარ ნამყოფი. გამიგია ძაან აგრესიულები არიან ქართველების მიმართო და რამდენად ღირს მარტო მისვლა მანქანით.

ასფალტია, მაგრამ ტაძარის რესტავრაცია მიდის და აზრი არა აქვს მისვლას. აგრესიულები არიან როცა ბევრი მიდიხარ. 2 მანქანის მივედით და არაფერი განსაკუტრებული. ერთი ორი კაცი დაგვყვებოდა უბრალოდ და უყურებდნენ რას ვუღებდით ფოტოებს.

Posted by: Niku7a 24 Sep 2021, 15:24
სალამი კაი ხალხს,

თეთრიწყაროში რომელი გზით ჯობია წასვლა (თბილისიდან), გულ-ღვიძლი რო არ გახდეს ამოსაღები givi.gif

Posted by: ნიკა 24 Sep 2021, 16:16
Niku7a
უბანს გააჩნია. ვაკე-საბრთალოდან წყნეთი-ორბეთი-ტბისი-ფარცხისი-თეთრი წყარო
აღმოსავლეთის უბნებიდან კოდა-ფარცხისი-თეთრი წყარო.

ასფალტია ორივეგან.

მარნეულიდანაც აგენდნენ ასფალტის გზას გაზაფხულზე წესით უნდა მორჩენილიყვნენ.
* * *
https://www.facebook.com/groups/2962071030564041

* * *
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, უხვი ნალექის შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის 26-ე, 47-ე კილომეტრზე ადიდდა ხევები, რამაც გამოიწვია ღვარცოფული გამონატანები
აღნიშნულის გამო, ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის მე-10, 72-ე კილომეტრზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს გაწმენდით სამუშაოებს; მიმდინარეობს დამატებითი ტექნიკის მობილიზება, რათა უსწრაფესად მოხდეს საავტომობილო მიმოსვლის აღდგენა

Posted by: Niku7a 24 Sep 2021, 22:05
ნიკა
გაიხარე, მადლობა <3

Posted by: ნიკა 24 Sep 2021, 23:54
როგორც ჩანს ძალიან სერიოზულად დაზიანდა თუშეთის გზა. ხვალუდან ვერტმფრენებით მოხდებაო ხალხის ევაკუაცი


https://facebook.com/story.php?story_fbid=10159813242087360&id=189165972359

Posted by: Kublicha 25 Sep 2021, 01:07
ნიკა
უღელტეხილის იქითაა ხო?
თითქოს პირიქითა მხარეს მივამსგავსე სურათებში.

ასფალტი როდისღა დააგეს.

Posted by: ნიკა 25 Sep 2021, 11:14
Kublicha
ასფალტი არაა, დაპრესილი გრუნტი იქნება. კი უღელტეხილს იქით არის. როგორც ვხვდები.

სავარაუდოდ აი აქაა მთავარი პრობლემა
user posted image
* * *
მოსახლეობის საყურადღებოდ!
ხვალ, 25 სექტემბერს, დილის 8 საათიდან საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრი და შსს-ს სასაზღვრო ავიაცია თუშეთიდან მოსახლეობის ჩამოსაყვანად შეასრულებს ავიარეისებს. ვერტმფრენი მოსახლეობას აიყვანს ომალოს, დიკლოს გირევის დართლოს სასაზღვრო სექტორებიდან.
გთხოვთ იყოთ ყურადღებით.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დარეკეთ ქოლცენტრის ცხელ ხაზზე (032) 241 10 11
https://www.facebook.com/tushetiprotectedlandscape/posts/2761792260627158

Posted by: eleqtro 28 Sep 2021, 10:55
ზემო იმერეთი - რაჭის (საჩხერე-ონი) საავტომობილო გზის საუკუნის პროექტი დასრულდა და დღეს იგეგმება გახსნა 11:00 საათზე!

ეს არის ახალი დრო და ახალი ერა ონის ცხოვრებაში. ქ. ონი აღმოჩნდება თბილისის ცენტრალური უბნებიდან 3სთ-ის მანძილზე, რაც მთლიანად შეცვლის ონის მნიშვნელობას ტურიზმის და დასაქმების კუთხით.

ონი არასოდეს ყოფილა ასე ახლოს თბილისთან მგზავრობის დროის თვალსაზრისით, თვით საბჭოთა კავშირის დროსაც კი. ქ. ცხინვალზე 200 კმ-იანი გზა, კილომეტრაჟით უფრო მოკლე იყო, მაგრამ მაშინდელი გზების და ავტომობილების შესაძლებლობების გამო, საშუალოდ 4 საათს უნდებოდნენ ამ გზის დაფარვას.

ძალიან დიდი ამბავია!


ფბ გვერდი infrastructure of Georgia წერს

Posted by: ნიკა 28 Sep 2021, 11:33
დადეს ვიძიო
https://www.facebook.com/mrdi.gov.ge/videos/3091442654475758/

Posted by: JSB14BSJ 28 Sep 2021, 12:11
ნიკა
ოესემპეს წამყვანმა სპეციალისტმა ასახა უკვე?

Posted by: giomelqa12 28 Sep 2021, 12:31
QUOTE
ზემო იმერეთი - რაჭის (საჩხერე-ონი) საავტომობილო გზის საუკუნის პროექტი დასრულდა და დღეს იგეგმება გახსნა 11:00 საათზე!



გუგლში არის მონიშნული ეს გზა?

Posted by: ნიკა 28 Sep 2021, 12:48
JSB14BSJ
QUOTE
ოესემპეს წამყვანმა სპეციალისტმა ასახა უკვე?

წავალ ოქტომბერში და დავკვალავ. მანამდე თუ ვინმე წავიდა და ჩაიწერა ტრეკი, მაშინ უფრო ადრეც დავდებ.

giomelqa12
QUOTE
გუგლში არის მონიშნული ეს გზა?

რაღა დროის გუგლია sad.gif

Posted by: giomelqa12 28 Sep 2021, 12:56
ნიკა


რას იყენებთ აბა? მე როგორც ჩანს ჩამოვრჩენილვარ ტეხნიკას ;დ

Posted by: hatcher 28 Sep 2021, 13:47
ოიცა, გუგული დეიდას არ იყენებთ? (გუგლს)

Posted by: ნიკა 28 Sep 2021, 14:40
გუგული დეიდაზე რომელიმე გზა არის წესიერად დატანილი?

დავიტანე OSM-ზე ამ გზის ნაწილი რაზეც წვდომა მქონდა. რამდენიმე მონაკვეთია კიდევ დასატანი და მალე ეგენიც იქნება.

Posted by: რობი 28 Sep 2021, 14:43
ნიკა
დეშქამიც გაგვიჩითე უმანქანო გზის ნერდებს user.gif
* * *
giomelqa12
hatcher
https://www.openstreetmap.org
ესაა დაროჟნიკების რუკა

Posted by: Ronyy 28 Sep 2021, 16:10
ჭერათხევის სახაჭაპურეებს დაედოთ ფასი love.gif

Posted by: JSB14BSJ 28 Sep 2021, 16:15
აი თავი დაბბოლო ვერ გავუგე ოესემპეს თორე გადავიდოდი.

ამიტომ ვრჩები გუგლზე.

ვითომ დავაყენე რაღაცეები ტელეფონში ოესემპესთვის მაგრამ რაღაც ბიბლიოთეკებში რაღაცეების მითითება და რაღაც პლაგინები და რაღაცეების კიდე მითითება თუ ჩაწერა თუ რაღაც მსგავსი დასჭირდა და აზრზე ვერ მოვედი და მივანებე თავი. თან ღადაობა ის იყო რო ტელეფონში ოესემპეს სხვა რუკა გამეჩითა და ლეპტოპზე - სხვა.

გუგლის დედაც და მამაც მაგრამ ძალაუნებურად ვრჩები.

Posted by: kwinto 28 Sep 2021, 16:32
JSB14BSJ
QUOTE
ვითომ დავაყენე რაღაცეები

openstreet პლატფორმაა, რომელსაც ბევრი ფრონტ-აპლიკაცია აქვს. მე, მაგალითად, mapy.cz-ს და locus map-ს ვიყენებ.

Posted by: JSB14BSJ 28 Sep 2021, 17:08
kwinto
QUOTE
პლატფორმაა, რომელსაც ბევრი ფრონტ-აპლიკაცია აქვს. მე, მაგალითად, mapy.cz-ს და locus map

對我來說是繁體中文...

Posted by: პაწა 29 Sep 2021, 11:09
QUOTE
locus map-ს ვიყენებ
user posted image
არ არის ახალი გზა დატანილი?
რაჭის მხრიდან, საჩხერემდე 60კმ-ია მითითებული. ზუსტია, თუ მიახლოებით არის, როგორც თერჯოლის გზაგამყართან ონი 89 და ამბროლაური 61?

Posted by: ნიკა 29 Sep 2021, 12:12
პაწა
ჯერ არაა გზა სრულად დატანილი და რუკებზე განახლებასაც დრო უნდა. რაჭის მხარე უღელტეხილამდე კარგადაა დატანილი. უზუნთას მხარესაა დასაზუსტებელი. ძველი გზა უფრო მოკლე იყო, ახალზე ქანობის შემცირების მიზნით დააგრძელეს გზა.

* * *
JSB14BSJ
QUOTE
ამიტომ ვრჩები გუგლზე.

OSMAND-ში გუგლიცაა (როუტინგის გარეშე), როგორც სატელიტური, ისე გზები და ასევე ტრაფიკიც. უამრავი სხვა სატელიტური რუკებიცაა, MAXAR, ESRI, YANDEX, MAPBOX. იზოჰიფსებია, ლაივ ვერსიაში 4-5 საათში ერთხელ რუკის განახლება და მოკლედ შედარება არაა რა გუგლთან. თან გუგლ მეფი რომ გეყენოს მაგასაც არ უშლის ეს

Posted by: otokarcobra 29 Sep 2021, 12:36
ნიკა
QUOTE
ძველი გზა უფრო მოკლე იყო

რომელი ძველი, ცხინვალი-კვაისა-ირი-ონი?

Posted by: ნიკა 29 Sep 2021, 13:05
otokarcobra
QUOTE
რომელი ძველი, ცხინვალი-კვაისა-ირი-ონი?

ზუდალი-შქმერი და საჩხერედან უზუნთაში ასასვლელი გზები

გუგლის 2021 წლის 4 სექტემბრის სატელიტურებზე ჩანს აკორდის ნაჩიჩქნი მოლითი-ჩუმათელეთი გზის წიფის მონაკვეთზე. ასევე 22 მაისით არის მოლით-მარელისი, სადაც მცირე მონაკვეთზე ჩანს ბლექ სის მიერ დაგებული სულ თაზა ასფალტი.

Posted by: Foreign-Affairs 1 Oct 2021, 11:12
გუგლ მეფზე რა პრინციპით ამატებენ გზაას?
საჩხერე-ონის გზა არ დაუტანიათ და როგორ უნდა მოხდეს ეგ? თავად დებენ, სახელწიფო აწვდის ინფორმაციას თუ?

Posted by: ნიკა 1 Oct 2021, 12:13
Foreign-Affairs
წარმოდგენა არ მაქვს. უბრალო მოკვდავებს გაგვიუქმეს ეგ უფლება. თუმცა ისედაც უსაშინლესი ინსტრუმენტები ყო როცა შეილებოდა.

OSM-ზე დატანილია გზა ძირითადად. რა მონაკვეთებიც საეჭვოა სხვა სტატუსის გზით და (მიახლოებითი) სახელითაა დატანილი

Posted by: პაწა 3 Oct 2021, 15:17
ორი დღის წინ, რაჭიდან წამოვედი ახალი გზით. ძლიერი წვიმის დროს, ძალიან მესაშიშება ქვის ცვენის მხრივ, განსაკუთრებით საჩხერის მხრიდან, უღელტეხილის დასაწყისში. ასევე, არ არის მიმართულების მაჩვენებელი საჩხერეს რომ უახლოვდები. პირდაპირ მივყევი გზას და რკინიგზის სადგურთან მოვხვდი და იქაც ზუსტად ვერ მივხვდი, გომისკენ საით უნდა გამეხვია

Posted by: ნიკა 8 Oct 2021, 12:30
პაწა
QUOTE
ძლიერი წვიმის დროს, ძალიან მესაშიშება ქვის ცვენის მხრივ, განსაკუთრებით საჩხერის მხრიდან, უღელტეხილის დასაწყისში

ახალი გზების უმეტესობა მასეა სამწუხაროდ. სწრაფად თუ გვინდა ეგეთი გზები გვექნება. მერე უნდა გამოვლინდეს დროთა განმავლობაშ ეგეთი ადგილები თავისით და მიეხედოს ცალკე. ნაცების დროს გომბორიც მაგ პრინციპით გაკეთდა. სრულად და კარგად გაკეთებას წლები დასჭირდებოდა იმდენი მეწყერული და სახიფათო ადგილია და დაჯდებოდა მილიარდი ალბათ. ასე კი დროში იწელება მოვლა პატრონობის ხარჯად.


ამასობაში.

საავტომობილო გზების დეპარტამენტი ბეთანიის ეკლესიასთან მისასვლელი შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის 7 კილომეტრიანი საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს იწყებს
7 კმ-იან საავტომობილო გზაზე მოძრაობის უსაფრთხოების გაუმჯობესების მიზნით, დაგეგმილია არსებული გზის გაფართოვება, ცემენტ-ბეტონის 18 სმ სისქის საფარის, ხოლო ნაწილობრივ მაღალ ქანობებზე - ბაზალტის ქვით ქვაფენილის დაგება
პროექტის ფარგლებში ასევე, მოეწყობა რკინაბეტონის მრგვალი მილები, რკინაბეტონის ღია ღარები და ქვით მოკირწყლული ბეტონის კიუვეტი
ბეთანიის ეკლესიასთან მისასვლელი გზის რეაბილიტაციის შედეგად, განახლებულ საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა გახდება მეტად უსაფრთხო და კომფორტული
ბეთანიის მონასტრამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაციის პროექტის ჯამური ღირებულება შეადგენს 5,9 მილიონ ლარს

https://www.facebook.com/georoad.ge/photos/a.462194443854662/6135682813172435/

Posted by: ნიკა 11 Oct 2021, 12:33
მომაწოდეს საჩხერე-ონი-ს სრული ტრეკი. ცოტა ცუდი დეტალიზაციით იყო, თუმცა დავიტანე უკვე ეგ გზა წესიერად უზუნთაშიც. ასე რომ დღეიდან OSM-ზე უკვე სრულად გვაქვს ეგ გზა. იმედია ამინდები არ აურვს და ოქტომბრის ბოლოსკენ ონბორდ ვიდეოსაც გადავიღებ მანდ.

Posted by: Fabian 11 Oct 2021, 16:13
ნიკა
QUOTE
საავტომობილო გზების დეპარტამენტი ბეთანიის ეკლესიასთან მისასვლელი შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის 7 კილომეტრიანი საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს იწყებს

იდეაში კვესეთს ეშველა...

Posted by: Kublicha 11 Oct 2021, 16:23
ბეთანიის მონასტერს ამ თემაში რატომ განიხილავთ, ვაკის რაიონის საზღვრებშია.
რაღაც მონაკვეთზე თვითონ გზა არის საზღვარი, დანარჩენი მონაკვეთი კი შიგნითაა

Posted by: Fabian 11 Oct 2021, 16:39
Kublicha
QUOTE
ბეთანიის მონასტერს ამ თემაში რატომ განიხილავთ, ვაკის რაიონის საზღვრებშია.
რაღაც მონაკვეთზე თვითონ გზა არის საზღვარი, დანარჩენი მონაკვეთი კი შიგნითაა

ზოოვეტი უფრო თბილისია, ვიდრე ბეთანია biggrin.gif

Posted by: ნიკა 11 Oct 2021, 20:59
Kublicha
QUOTE
ბეთანიის მონასტერს ამ თემაში რატომ განიხილავთ, ვაკის რაიონის საზღვრებშია.
რაღაც მონაკვეთზე თვითონ გზა არის საზღვარი, დანარჩენი მონაკვეთი კი შიგნითაა

საგზაო დეპი აკეთებს, ესე იგი თბილისის ბალანსზე არაა. wink.gif

Posted by: rachveli1 12 Oct 2021, 00:06
Foreign-Affairs
ნიკა

Google Maps-ს ფუნქცია აქ, რუკაზე მონიშნავ რისი დამატებაც არი საჭირო, მაგალათად ახალი გზა, როგორც ამ შემთხვევაშია. უბრალოდ ჩვენ რეგიონში არ მუშაობს რათომღაც.
user posted image

Posted by: iviko18 12 Oct 2021, 10:39
ლენტეხი მესტიის დამაკავშირებელი გზის მშენებლობის ფარგლებში ზაგაროს უღელტეხილის გაფართოება დაიწყეს.

user posted image

user posted image

Posted by: ნიკა 12 Oct 2021, 12:03
rachveli1
QUOTE
Google Maps-ს ფუნქცია აქ, რუკაზე მონიშნავ რისი დამატებაც არი საჭირო, მაგალათად ახალი გზა, როგორც ამ შემთხვევაშია. უბრალოდ ჩვენ რეგიონში არ მუშაობს რათომღაც.

ლამის 10 წელია უკვე ასეა და მალე ჩავრთავთო აწერია სულ. თუმცა როცა იყო ეგ ფუნქცია Google Mapmaker ინსტრუმენტით. იყო სრული ჯოჯოხეთი.

ამასთან შედარებით OSM-ზე გზებიდ დატანა არის სრული ნეტარება ისეთ მოსახერხებელი და ადვილია.

უზუნთასდ მონაკვეთი გავსოწრდა, საიტზეც ჩანს უკვე
https://www.openstreetmap.org/#map=14/42.4097/43.3485
* * *
ზაგაროს უღელტეხილი

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის 137+330-ე, 150+750-ე კილომეტრზე აქტიურად მიმდინარეობს გეოდეზიური და მიწის ვაკისის საექსკავაციო სამუშაოები
https://www.facebook.com/georoad.ge/posts/6156431421097574


Posted by: ZEUS 12 Oct 2021, 12:51
გაგიკვირდებათ და მოლითი-ჩუმათელეთზე ხელშეკრულება გაწყდა smile.gif

საქართველოს მთავრობამ აზერბაიჯანულ კომპანია Akkord Industry Construction-თან მოლითი-ჩუმათელეთის გზის 25.6-კილომეტრიან მონაკვეთზე გაფორმებული სამშენებლო ხელშეკრულება გაწყვიტა. შესაბამისი გადაწყვეტილება მინისტრთა კაბინეტმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მიიღო.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, პროექტი აზიის განვითარების ბანკის სესხით ფინანსდებოდა და მისი ღირებულება 54,566,117 ლარს შეადგენდა.

სამშენებლო კომპანია Akkord-მა მასზე დაკისრებული მოვალეობები 900-დღიან ვადაში ვერ შეასრულა, რის გამოც მთავრობამ მასთან არსებული ხელშეკრულების მოშლის გადაწყვეტილება მიიღო.

აღნიშნული გზის მონაკვეთის მშენებლობისთვის გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულად კომპანია Akkord-ი 2018 წლის აპრილში გამოვლინდა. მაშინ გზის ამ მონაკვეთის მშენებლობისთვის სურვილი სულ 13-მა საერთაშორისო კომპანიამ გამოთქვა.

Posted by: ნიკა 12 Oct 2021, 13:11
ZEUS
QUOTE
გაგიკვირდებათ და მოლითი-ჩუმათელეთზე ხელშეკრულება გაწყდა

შოკში ცართ biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

Posted by: rommel 12 Oct 2021, 22:02
ახლა უნდა დამედო ეს ნიუსი.

სამუშაოების 10-15% ექნებათ შესრულებული და ვადაში ვერ ჩაეტიენო, 900 დღის შემდეგ ''მიხვდნენ '' ეს სირები mad.gif

Posted by: პაწა 17 Oct 2021, 00:59
ზემო იმერეთი - რაჭის გზასთან დაკავშირებით მაქვს ერთი კითხვა.

საჩხერის მხრიდან, საიდან იწყება? არანაირი მიმართულების მანიშნებელი იქ არ არის, ვუხვევ სადგურთან არმისული და მივდივარ სულ ზევით. 2-3 კმ-ში კი ვხვდები ახალ გზაზე, მაგრამ, საწყისი მონაკვეთი მგონია რომ ის არარის საიდანაც უნდა გადავდიოდე მაგ, ახალ გზაზე. ადგილებში ოსეთი ვიწრო მონაკვეთებია, იქ 2 მანქანა ნამდვილად ვერ გაეტევა

Posted by: ნიკა 17 Oct 2021, 12:47
პაწა
ეგაა. სხვა მისასვლელი არაა მანდ. მეც ძლივს გავძვერი 4 წლის წინ რომ ვიარე მანდ ოფროუდ გზებით. გასაგანიერებლად საჭირო იყო მაშინ ხალხის განსახლება, რაზეც ამჟამად რესურსი არ დაიხარჯა, თან დროშიც ძალიან გაიწელებოდა. სამომავლოდ ალბათ მოხდება ეგეც.

Posted by: ნიკა 18 Oct 2021, 14:31
თუშეთის გზიდან მანქანა გადავარდა - 15 წლის ბავშვი დაიღუპა, 2 ადამიანი დაშავდა

https://mtisambebi.ge/news/people/item/1379

სავარაუდოდ აი ამ ვიდეოში 2:00-ის მერე რომ მოსახვევია მანდ მხოდა ეგ ამბავი sad.gif


Posted by: Foreign-Affairs 18 Oct 2021, 18:18
ხომ არ იცით ასპინძა ახალქალაქის გზა რა მდგომარეობაშია და როდის დასრულდება?

Posted by: mike d 18 Oct 2021, 20:49
QUOTE
ხომ არ იცით ასპინძა ახალქალაქის გზა რა მდგომარეობაშია და როდის დასრულდება?

ბოლოს 1.5 წლის წინ ვიყავი და ახალქალაქიდან ფარავანჰესამდე იყო დანგრეული, მაგის დაბლა კარგი გზა იყო.

მაგრამ არემონტებდნენ და მგონი მორჩებოდნენ აქამდე.

QUOTE
სავარაუდოდ აი ამ ვიდეოში 2:00-ის მერე რომ მოსახვევია მანდ მხოდა ეგ ამბავი

ვახ რაა sad.gif

სულ მაშინებენ თუ არ ხარ ნამყოფი შენი მანქანით არ წახვიდეო, ცოდნა უდნაო და ვუყურე ვიდეოს და რავი რაა, ფხიზლად უნდა იყო და გამართული მანქანა უნდა გყავდეს და ეგეთი რთული გზაც არ ჩანს როგორც ამბობენ.


QUOTE
საჩხერის მხრიდან, საიდან იწყება? არანაირი მიმართულების მანიშნებელი იქ არ არის, ვუხვევ სადგურთან არმისული და მივდივარ სულ ზევით. 2-3 კმ-ში კი ვხვდები ახალ გზაზე, მაგრამ, საწყისი მონაკვეთი მგონია რომ ის არარის საიდანაც უნდა გადავდიოდე მაგ, ახალ გზაზე. ადგილებში ოსეთი ვიწრო მონაკვეთებია, იქ 2 მანქანა ნამდვილად ვერ გაეტევა

ონის მხრიდან არის აბრა და საჩხერის მხრიდან დასამატებელია. მეც შემეშალა გავცდი რამდენიმე ასახვევს და მგონი ბოლო, რაღაც პატარა ქუჩით გავძვერი და ავედი იმ რაჭის ქუჩამდე რომლითაც გადიხარ ქალაქიდან. ზოგადად ეგ გზა კი გახსნილია მარა მოსაწესრიგებელი დარჩათ რაღაცეები. თუნდაც გვერდებზე სანიაღვრე, ასევე ხეორის კანიონზე გადასახედი როა, სანამ დიდი დაღმართი დაიწყება პატარა საპარკინგეა გასაკეთებელი. რომ ვიყავი ერთ ათმა მანქანამ მაინც გავაჩერეთ ზედ გზაზე ფოტოების გადასაღებად.

Posted by: rachveli1 19 Oct 2021, 11:58
QUOTE (პაწა)
საჩხერის მხრიდან, საიდან იწყება?


ხიდზე რო გადახვალ და მარცხნივ წახვალ, მალევე იქნება წრე, შეუხვებ მარჯნივ და მერე ეგრევე მარცხვნივ და ეგაა რაჭის ქუჩა. რუკაზე ვნახე სანამ წვიდოდი, საერთო არ შემშლია გზა არსად.

user posted image

Posted by: ნიკა 19 Oct 2021, 15:45
mike d
QUOTE
სულ მაშინებენ თუ არ ხარ ნამყოფი შენი მანქანით არ წახვიდეო, ცოდნა უდნაო და ვუყურე ვიდეოს და რავი რაა, ფხიზლად უნდა იყო და გამართული მანქანა უნდა გყავდეს და ეგეთი რთული გზაც არ ჩანს როგორც ამბობენ.

ჩვეულებრივი გზაა რომლიდანაც არ უნდა გადავარდე და ფრთხილად იარო. მანქანა გამართული და დაღმართში მუხრუჭი არ უნდა გადაახურო. ხო სიბნელეშიც არაა რეკომენდირებული სიარული. სახიფათოცაა და სილამაზეს ვერ დაინახავ.
* * *
რაჭის გზას რაც შეეხება სავარაუდოდ საუბარია აი ამ ვიდეოში პირველი 1:30 მონაკვეთში რომ არის ვიწრო გზა ბევრგან. რამე უფრო განიერი გზა ხომ არ შედისო.

პ.ს. თავიდან მეც ამერია ამ 4 წლის წინ რომ შევედი მანდ და ცოტა ადრე ავუხვიე biggrin.gif

Posted by: Kublicha 19 Oct 2021, 16:07
mike d
QUOTE
სულ მაშინებენ თუ არ ხარ ნამყოფი შენი მანქანით არ წახვიდეო, ცოდნა უდნაო და ვუყურე ვიდეოს და რავი რაა, ფხიზლად უნდა იყო და გამართული მანქანა უნდა გყავდეს და ეგეთი რთული გზაც არ ჩანს როგორც ამბობენ.

3 ფაქტორი გჭირდება რომ უსაფრთხოდ ჩახვიდე:

1) უნდა გაგიმართლოს ამინდში და გეოლოგიურ ფაქტორებში. რამე თუ ჩამოიშალა, კოლინ მაკრეიც რომ იყო, ვერაფერს მოახერხებ. ნაპირებს არ უნდა ენდო.
2) მანქანა უნდა იყოს გამართული, ხარისხიანი ხუნდები, რომ არ გაცხელდეს, ხელის მუხრუჭი "სტრახოვკისთვის' წესრიგში უნდა იყოს და ა.შ.
3) თვითონ მძღოლისგან განსაკუთრებულ უნარ-ჩვევებს არ მოითხოვს, მაგრამ ყურადღება უნდა. შემხვედრებისთვის გვერდის აქცევის დროს ერთი ზედმეტი სანტიმეტრი და შეიძლება კატასტროფული შედეგი დადგეს. რაც მთავარია, არ უნდა იჩქარო.

რაც შეეხება ცოდნას, ჩემი აზრით ეს სამივე ფაქტორი ეხება როგორც პირველად მყოფ, ასევე მანდ რეგულარულად მოსიარულე მძღოლს.

Posted by: ნიკა 21 Oct 2021, 13:17
რთული მეტეოროლოგიური პირობების (თოვა და ლიპყინული) გამო, ამ დროისათვის გადაადგილებაზე შეზღუდვა დაწესდა შემდეგი მიმართულებით:
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჩოხატაური-ბახმაროს საავტომობილო გზის 34-ე, 53-ე კილომეტრზე (ჩხაკაურა-ბახმაროს მონაკვეთი) ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
აღნიშნული საავტომობილო გზის კმ1-კმ33 (ჩოხატაური-ჩხაკაურა) მონაკვეთზე კი ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია
ასევე შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთას საავტომობილო გზის კმ13-კმ32 მონაკვეთზე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა
გზის კმ1-კმ12 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

სწარო - საგზდეპის ფბ

Posted by: Foreign-Affairs 21 Oct 2021, 23:16
სამი კითხვა:

- ფონა-ხარაგაულის და ხარაგაული-ძიურულას გზის გაკეთებაზე რა ისმის? ვინმე ხაართ ნამყოფი მაანდ? ნიკა შენ მგონი ყველგან ხარ ნამყოფი და ამბობენ ფონა-ხარაგაული არაა დასრულებულიო. რაღაც ნაწილი ხო აგებდნენ გზას? არადა რკინიგზით რამდენიც წიფასთან გავიარე სასწაული სილამაზე იყო მუდმივად.
- ბაღდათი-კაკასხიდი-ზეკარი-აბასთუმნის გზა კეთდება თუ პროექტი პროექტადვე დარჩა? იმერეთსა და მესხეთს დამაკავშირებელი გზა როგორ არ უნდა ჰქონდეს?!
- ზარზმა-ხულოს გზაზე რაიმე ისმის? აღმოსავლეთი-დასავლეთის დამაკავშირებელი ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მეორე არტერია რატომ არ კეთდება?


mike d
QUOTE
ბოლოს 1.5 წლის წინ ვიყავი და ახალქალაქიდან ფარავანჰესამდე იყო დანგრეული, მაგის დაბლა კარგი გზა იყო.

ბოლოს 2 თვის წინ ვიყავი და მუშაობდნენ გზაზე. 2-3 კილომეტრი იყო დასაგები. ახალქალაქიდან გადიხარ თუ არა და გზა დანგრეულია და ასე 2 კილომეტრში ასფალტი იწყება. ინტენსიური მუშაობა მიდიოდა და დამაინტერესა დაასრულეს თუ არა-მეთქი.

Posted by: mike d 22 Oct 2021, 00:33
QUOTE
3 ფაქტორი გჭირდება რომ უსაფრთხოდ ჩახვიდე:

1) უნდა გაგიმართლოს ამინდში და გეოლოგიურ ფაქტორებში. რამე თუ ჩამოიშალა, კოლინ მაკრეიც რომ იყო, ვერაფერს მოახერხებ. ნაპირებს არ უნდა ენდო.
2) მანქანა უნდა იყოს გამართული, ხარისხიანი ხუნდები, რომ არ გაცხელდეს, ხელის მუხრუჭი "სტრახოვკისთვის' წესრიგში უნდა იყოს და ა.შ.
3) თვითონ მძღოლისგან განსაკუთრებულ უნარ-ჩვევებს არ მოითხოვს, მაგრამ ყურადღება უნდა. შემხვედრებისთვის გვერდის აქცევის დროს ერთი ზედმეტი სანტიმეტრი და შეიძლება კატასტროფული შედეგი დადგეს. რაც მთავარია, არ უნდა იჩქარო.

რაც შეეხება ცოდნას, ჩემი აზრით ეს სამივე ფაქტორი ეხება როგორც პირველად მყოფ, ასევე მანდ რეგულარულად მოსიარულე მძღოლს.

QUOTE
ჩვეულებრივი გზაა რომლიდანაც არ უნდა გადავარდე და ფრთხილად იარო. მანქანა გამართული და დაღმართში მუხრუჭი არ უნდა გადაახურო. ხო სიბნელეშიც არაა რეკომენდირებული სიარული. სახიფათოცაა და სილამაზეს ვერ დაინახავ.

მადლობა ბიჭებო, მეც მაგ აზრზე ვარ. ყურადღებით უნდა იყო, გამართული მანქანით და დაღმართებზე მუხრუჭს მოერიდო. იმედია გაისად შევძლებ წასვლას.

QUOTE
ფონა-ხარაგაულის და ხარაგაული-ძიურულას გზის გაკეთებაზე რა ისმის? ვინმე ხაართ ნამყოფი მაანდ? ნიკა შენ მგონი ყველგან ხარ ნამყოფი და ამბობენ ფონა-ხარაგაული არაა დასრულებულიო. რაღაც ნაწილი ხო აგებდნენ გზას? არადა რკინიგზით რამდენიც წიფასთან გავიარე სასწაული სილამაზე იყო მუდმივად.

ხარაგაული ძირულა რამდენიმე თვის წინ გავიარე და ძირითადად დაგებულია, მცირე მონაკვეთები იყო დარჩენილი.
ფონა-ხარაგაული ამას დედა არ ყავს როგორც ვიცი, განსაკუთრებით წიფა-მოლითის მონაკვეთია განადგურებული. მანდ თავიდან უნდა გააკეთონ ტენდერი მგონი. იყო ამ თემაში ეგ განხილული ზევით.

QUOTE
ბაღდათი-კაკასხიდი-ზეკარი-აბასთუმნის გზა კეთდება თუ პროექტი პროექტადვე დარჩა? იმერეთსა და მესხეთს დამაკავშირებელი გზა როგორ არ უნდა ჰქონდეს?!

როგორც ვიცი კაკასხიდის მაღლა ეგ გზა წაღებული იყო და ახლა აკეთებენ თავიდან.
საირმიდან გადასასვლელს არა უშავს. გრუნტის გზაა, მაგრამ კარგ მდგომარეობაშია.
QUOTE
- ზარზმა-ხულოს გზაზე რაიმე ისმის? აღმოსავლეთი-დასავლეთის დამაკავშირებელი ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მეორე არტერია რატომ არ კეთდება?

წელს დაიწყეს. ჩინელები აკეთებენ.

Posted by: Foreign-Affairs 22 Oct 2021, 08:33
mike d
არადა ხარაგაულის ულამაზესი სოფლები წიფა, მარელისი, ფონა როგორც ამბობენ საოცრებები არისო. ტურისტული თუ რეკრეაციული და საჰაიკინგე პოტენციალი მაგ მხარეს რომ აქვს ისე ცოტას.

QUOTE
როგორც ვიცი კაკასხიდის მაღლა ეგ გზა წაღებული იყო და ახლა აკეთებენ თავიდან.
საირმიდან გადასასვლელს არა უშავს. გრუნტის გზაა, მაგრამ კარგ მდგომარეობაშია.

საირმე-აბასთუმანი ერთი კვირის წინ ვიყავი დაახლოებით, მშგენიერი გზაა, მაგრამ არაა ეკონომიკური მოხმარების და ვერც იქნება. აუცილებელია ასფალტ-ბეტონის გზა, რომლის პროექტიც იყო და ზეკარზე გადიოდა და აბასთუმნის შემოვლითით მთავრდებოდა. მაგ გზამ იმერეთი და მესხეთი კი უნდა გამოცოცხლოს კიდევ უფრო. განსაკუთრებით კი ბაღდათი და ადიგენის რაიონები.

QUOTE
წელს დაიწყეს. ჩინელები აკეთებენ.

აი ეს გზა - ზარზმა-ხულო - რომ აშენდება და დასრულდება შეგვიძლია ვთქვათ რომ საშვილიშვილი პროექტია დასრულებული.
40 კილომეტრია არადა დასაგები. როდისთვისაა დაგეგმილი>

Posted by: პაწა 22 Oct 2021, 11:15
QUOTE (ნიკა @ 17 Oct 2021, 12:47 )
პაწა
ეგაა. სხვა მისასვლელი არაა მანდ. მეც ძლივს გავძვერი 4 წლის წინ რომ ვიარე მანდ ოფროუდ გზებით. გასაგანიერებლად საჭირო იყო მაშინ ხალხის განსახლება, რაზეც ამჟამად რესურსი არ დაიხარჯა, თან დროშიც ძალიან გაიწელებოდა. სამომავლოდ ალბათ მოხდება ეგეც.

ალბათ, ის ახალი 10 მილიონი მაგ მონაკვეთის გაკეთებაზე დაიხარჯება.

ზოგადად, გვირაბი ამ გზაზე აუცილებელია

Posted by: ნიკა 22 Oct 2021, 11:36
Foreign-Affairs
1. დაახლოებით ვახანის გადასახვევდანაა პირველი ლოტი სადაც უმეტესად ასფალტია დაგებული. მაისის ვიდეო შეგიძლია იხილო, მას მერე არ მივლია მოლითიდან ხარაგაულისკენ. ბლექ სი აშენებს ამას. იდეაში შარშან უნდა დასრულებულიყო და კორონას გადაბრალებით მგონი წელს უნდა მროჩეს.
https://www.youtube.com/playlist?list=PLMhw5vejhxgNEvbklgP5SZyobliSTZA1e

ამავე ფლეილისტში არის ჩუმათელეთი-ფონა-წიფა-მოლითი-მონაკვეთიც. რომელიც მეორე ლოტის ნაწილია. მანდ აკორდი იყო და ამ ცოტა ხნის წინ გაწყვიტეს მაგათტან ხელშეკრულება. ზამთრის მერე გაჩერებულები არიან. 10%-1%-ია შესრულებული. ახლა ახლიდან ტენდერი, და ა.შ. კიდე 4-5 წელი ეს გზა არ გვექნება sad.gif

2. ზეკარის (და არა საირმის) გზა დაგებულია ასფალტი ხანის გადასახვევამდე, ანუ კაკასხიდს ოდნავ ცდება დიდი ხიდამდე. აგვისტოში ვიყავი. დანარჩენი აღარ მინახავს რა ხდებოდა. საირმის გზით გადავედი მერე აბასთუმნისკენ და სამუშაოები არ მიდიოდა სამხრეთ მხარეს. მთელი ძალები იყო გადასროლილი აბასთუმნის შემოვლითი გზის მშენებლობაზე.

3. ზარზმა ხულოზე დაგიწერეს უკვე.

Posted by: Foreign-Affairs 22 Oct 2021, 13:47
ნიკა
კაი არხი გაქვს, გამომწერი ვარ და ვნახულობ ხოლმე.

ხარაგაულისაკენ მიმავალი ვიდეო არ მქონდა ნანახი. რა საოცარი ბუნება და რა საშინელი გზაა. მანდ კარგად მოწვიმული თუა ალბათ ვერც გაივლის მანქანა.


Posted by: ნიკა 22 Oct 2021, 15:10
Foreign-Affairs
მოხრეშილი გრუნტია ყველგან და გავლადია თუ თოვლი არ დევს დიდი. ნუ მე მანდ 20 წელზე მეტია სედნით არ მივლია biggrin.gif

მაგ გზის გამო ვიყიდე ჯერ ნივა და მერე შევყევი biggrin.gif

14 ოქტომბრის ვიდეოც მაქვს, მაგრამ დრო არ მაქვს დავამონტაჟო.

Posted by: ნიკა 24 Oct 2021, 22:39
რაჭის ახალ გზაზე ისეთები წავიკითხე მეშინოდა. ვიწროა, ძალიან აღმართებია, ჩამოინგრევა, მიხვეულ მოხვეულია. ეს იყო მგონი ძირითადი პრობლემები

1) საჩხერეში და სოფელ სარეკში მართლა ვიწროა, თუმცა აქ მისი გაგანიერება განსახლებას საჭიროებს და სავარაუდოდ მომავალში თუ მოხდება ოდესმე. თუმცა თითქმის ასეთი ვიწრო ადგილები არის რაჭის ძველ გზაზეც ნიკორწმინდაში, ხოტევში და ჭელიაღელეში.
2) აღმართები უფრო დაქანებულია. უკან ძველი გზით დავბრუნდი და არ მინახავს ზუდალი-შქმერზე რა ქანობებია. უზუნთაში და ზევით ასასვლელში 10% არის მაქსიმუმი. მთლიანობაში ასატანია. მეორე მესამე სიჩქარით მიდიხარ რა. biggrin.gif
3) ჩამონგრევით მე პირადად ბევრად მეტ სახიფათო ადგილს ველოდი. რეალურად ალბათ 3-4 სახიფათო მონაკვეთია. რიკოთზე ამაზე ბევრად მეტი სახიფათო ადგილი მახსენდება.
4) ნუ აბა 500 მეტრიდან ლამის 1900-ზე ადის გზა და მერე ჩამოდის ისევ 800-ზე, ცხადია 180-იანი მოსახვევების გარეშე ეგ ვერ იქნება. ნაქერალაზე და ტყიბულზე ასასვლელებში ბევრად ნაკლები 180-იანი არაა, მეტი თუ არა.

დროის ამბავში არ ვიცი სადღაც 3.5 საათი დამჭირდა ონამდე. რეალურად 5 მაგრამ 6-ჯერ გავჩერდი გზაში და ჯამურად 1.5 საათი გაჩერებული ვიყავი მგონი

ონბორდ ვიდეო იქნება ამ დღეებში თუ მოვიცალე.

OSM-ზეც ჩავასწორებ კარგად.

Posted by: rachveli1 25 Oct 2021, 11:29
არაფერი საშიIშ არაა რაჭის ახალ გზაზე, ვიყავი ერთი კივრის წინ მშვენივრად ვიარე აქედანაც და იქედანაც. ეს საჩხერეშია ვიწრო და ეგაა.

ათას სისულეელებს წერენ, არ დაიჯეროთ.

3 საათში ონში ხარ,

Posted by: ნიკა 25 Oct 2021, 21:35
ჩასწორებულია ახალი გზა OSM-ზე. გზების მიერთებები იქნება დასაზუსტებელი, ამას უკვე სატელიტურების განახლება დასჭირდება, თუმცა ძირითადში გასწორებულია. ასევე ვიღაცამ აურია შ102 გზის ტრაექტორია და ეგეც გასწორებულია.

Posted by: mike d 25 Oct 2021, 22:48
QUOTE
რაჭის ახალ გზაზე ისეთები წავიკითხე მეშინოდა. ვიწროა, ძალიან აღმართებია, ჩამოინგრევა, მიხვეულ მოხვეულია. ეს იყო მგონი ძირითადი პრობლემები

1) საჩხერეში და სოფელ სარეკში მართლა ვიწროა, თუმცა აქ მისი გაგანიერება განსახლებას საჭიროებს და სავარაუდოდ მომავალში თუ მოხდება ოდესმე. თუმცა თითქმის ასეთი ვიწრო ადგილები არის რაჭის ძველ გზაზეც ნიკორწმინდაში, ხოტევში და ჭელიაღელეში.
2) აღმართები უფრო დაქანებულია. უკან ძველი გზით დავბრუნდი და არ მინახავს ზუდალი-შქმერზე რა ქანობებია. უზუნთაში და ზევით ასასვლელში 10% არის მაქსიმუმი. მთლიანობაში ასატანია. მეორე მესამე სიჩქარით მიდიხარ რა.
3) ჩამონგრევით მე პირადად ბევრად მეტ სახიფათო ადგილს ველოდი. რეალურად ალბათ 3-4 სახიფათო მონაკვეთია. რიკოთზე ამაზე ბევრად მეტი სახიფათო ადგილი მახსენდება.
4) ნუ აბა 500 მეტრიდან ლამის 1900-ზე ადის გზა და მერე ჩამოდის ისევ 800-ზე, ცხადია 180-იანი მოსახვევების გარეშე ეგ ვერ იქნება. ნაქერალაზე და ტყიბულზე ასასვლელებში ბევრად ნაკლები 180-იანი არაა, მეტი თუ არა.

ხო მეც გამიკვირდა ისეთები წერეს, უკან სხვა გზით წამოვედით ვერ გავრისკეთო და ა.შ. რავი გამართული მანქანა თუ გყავს და დაღმართებში სიარულის წესები თუ იცი რა პრობლემაა ვერ ვხვდები.

ერთია, ახალი გზაო რო ამბობენ, ქვეცნობიერში დიდ და განიერ, მინიმუმ რიკოთისნაირ გზას ელოდები, რომელიც სპეციალურად მიაერთეს საჩხერე-ჭიათურის გზას. არადა რო გადაუხვევ მთავარი გზიდან, თავიდან საჩხერის ვიწრო ქუჩებში დადიხარ, გიკვირს და ფიქრობ ხო არ შემეშალა გზაო სულ ეგაა რა.

მთლიანობაში მაგრა გაასწორა მაგ გზამ. ერთია ზამთარში თუ გაწმინდავენ ნეტა. გომბორზე მაღალია, გოდერძის სიმაღლეა დაახლოებით და რახან დასავლეთია თოვლიც ბევრი მოვა.

პს https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%AE%E1%83%98%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%97%E1%83%98%E1%83%A1_%E1%83%A3%E1%83%A6%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%AE%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98
ეს უნდა იყოს უღელტეხილის სახელი.

Posted by: JCH 25 Oct 2021, 23:12
მაესტროს უყურებთ?
ტიბიემის ფოთიდან კობში ტრანსპორტირებაზეა გადაცემა
რამხელა რამეა love.gif

Posted by: ნიკა 26 Oct 2021, 10:56
QUOTE (JCH @ 25 Oct 2021, 23:12 )
მაესტროს უყურებთ?
ტიბიემის ფოთიდან კობში ტრანსპორტირებაზეა გადაცემა
რამხელა რამეა love.gif

მაგაზე ცალკე თემაა
https://forum.ge/?f=51&showtopic=34435404
* * *
mike d
QUOTE
პს wikipedia
ეს უნდა იყოს უღელტეხილის სახელი.

მეეჭვება. 2030 მეტრი წერია აქ დაახლოებით 1800-1850 არის სიმაღლე. უღელტეხილამდე ქედზე ცოტა უფრო მაღლა გიწევს ასვლა უზუნთადან. თუმცა 1900-ზე მეტი არ დაუფიქსირებია ჯიპიესს თითქოს.

ვნახე და ეგაა, ოღნდ ძველი გზაა თუ რაცაა ელექტრო გადამცემი ხაზია მანდ და ის გადადის 2030 მეტრზე.ეტყობა აქედან არის ეს სიმაღლე მოყვანილი. გვერდით მთასაც ეგ სახელი ჰქვია. მოკლედ დაგვემატა ახალი სახელიც ხიხათის უღელტეხილი
user posted image

Posted by: Foreign-Affairs 26 Oct 2021, 15:07

Posted by: ნიკა 26 Oct 2021, 15:37
საინტერესოა აბა ვნახოთ 17 კილომეტრი სადამდეა. ალბათ უღელტეხილამდე სადაც საირმის გზას უერთდება

შემეშალა. 33 კილომეტრია კაკასხიდითან ხანის გადასახვევიდან უღელტეხილის მერე საირმის გზასთან შეერთებამდე

Posted by: idallgo 26 Oct 2021, 16:47
QUOTE (Foreign-Affairs @ 26 Oct 2021, 15:07 )

ამ ზაფხულს რო ვიყავი მანდ, მაგ ადგილსაც კარგად გავცდი... კაკასხიდიდიდან სადღაც 10-12 კილომეტრი ვიარე კიდევ მოხრეშილზე და უკან გამოვბრუნდი. თუმცა მოხრეშილი გზა კიდევ გრძელდებოდა იმის იქითაც...

Posted by: ნიკა 26 Oct 2021, 21:23
ვიცი რაჭის ახალ გზას ელოდებით. თუმცა 2 ოქტომბრის ვიდეოები უნდა დავდო
https://www.youtube.com/playlist?list=PLMhw5vejhxgMi9VfHwkeMVpS-2agPCyXj

გომი-კორბოული-ზედა ბერეთისა-წყალშავი-მანდაეთი-სვერი-წხრუკვეთი-სვერი-პერევისა-სკინდორი-ჭიათურა-შუკრუთი-კალაური-ზედაბერეთისა-კორბოული-გომი

Posted by: რობი 27 Oct 2021, 04:08
QUOTE (ნიკა @ 26 Oct 2021, 21:23 )
ვიცი რაჭის ახალ გზას ელოდებით. თუმცა 2 ოქტომბრის ვიდეოები უნდა დავდო
https://www.youtube.com/playlist?list=PLMhw5vejhxgMi9VfHwkeMVpS-2agPCyXj

გომი-კორბოული-ზედა ბერეთისა-წყალშავი-მანდაეთი-სვერი-წხრუკვეთი-სვერი-პერევისა-სკინდორი-ჭიათურა-შუკრუთი-კალაური-ზედაბერეთისა-კორბოული-გომი

საჩხერეში ვინც არ ვართ ნამყოფები გაგვისწორდება user.gif

Posted by: ნიკა 27 Oct 2021, 11:59
რობი
QUOTE
საჩხერეში ვინც არ ვართ ნამყოფები გაგვისწორდება

ჭიათურაა ძირითადად.
* * *
მზადდება იმერეთი-რაჭის ვიდეო.

მოკლედ წყნარი სიარულით, ავტობანზე 100 და მერეც დიდი გაზაობების გარეშე, თბილისის გასასვლელში რომ ნიკორაა იქიდან ონამდე დამჭირდა 3:10.

Posted by: ZEUS 27 Oct 2021, 13:20
ნიკა
QUOTE

მოკლედ წყნარი სიარულით, ავტობანზე 100 და მერეც დიდი გაზაობების გარეშე, თბილისის გასასვლელში რომ ნიკორაა იქიდან ონამდე დამჭირდა 3:10.

ძაან მაგარია. საჩხერემდე კია 2 საათამდე საჭირო ისედაც.

Posted by: ნიკა 27 Oct 2021, 16:52
ZEUS
QUOTE
ძაან მაგარია. საჩხერემდე კია 2 საათამდე საჭირო ისედაც.

1:59-ში ვიყავი რაჭის გადასახვევთან biggrin.gif

სწრაფად მართლა არ მივლია. გომი-მცხეთიჯვარი მონაკვეთზე სწორი გზები სადაცაა, თავისუფლად შეიძლება 90-ით იარო და მე 70-80 მეჭირა. საჩხერე-უზუნთაზო ხო საერთოდ არ ვჩქარობდი და უფრო ხედებით ვტკბებოდი. ხალხი იძახის 2:30-ში ვიყავითო ონშიო.

ონბორდ ვიდეოებში კარგად ჩანს, რამდენად უფრო ვიწროა ძველი გზა ახალზე. ჩემი აზრით მთავარი მინუსი ამ გზის ზამთარში დაკეტვის დიდი ალბათობაა. სადაც ნაქერალა იკეტება ხოლმე ეს 700 მეტრით მაღლაა.

Posted by: mike d 27 Oct 2021, 22:24
QUOTE
გომი-კორბოული-ზედა ბერეთისა-წყალშავი-მანდაეთი-სვერი-წხრუკვეთი-სვერი-პერევისა-სკინდორი-ჭიათურა-შუკრუთი-კალაური-ზედაბერეთისა-კორბოული-გომი

მივყევი მარშრუტს და ცხრუკვეთში სვერის გამოქვაბულისკენ და სვერში ჩანჩქერისკენ გადაუხვიე ხო? და თუ კი როგორი ადგილია. ღირს ნახვად?

ასევე მაინტერესებს საჩხერე-გომის გზაზე, ძირულასთან რომ არის გადასახვევი და გზა სოფლი ლიჩის გავლით რიკოთისკენ ჩადის. მგონი ლამაზი ადგილები უნდა იყოს და გზა როგორია ხომ არ იცი?

Posted by: ZEUS 28 Oct 2021, 09:46
ნიკა
QUOTE
ჩემი აზრით მთავარი მინუსი ამ გზის ზამთარში დაკეტვის დიდი ალბათობაა. სადაც ნაქერალა იკეტება ხოლმე ეს 700 მეტრით მაღლაა.

ნუ. ეგ ყველა ეგეთ გზას აქვს და მემგონი ვერაფერს ვუზამთ მაგ საკითხს.

Posted by: otokarcobra 28 Oct 2021, 10:47
QUOTE (ZEUS @ 28 Oct 2021, 09:46 )
ნიკა
QUOTE
ჩემი აზრით მთავარი მინუსი ამ გზის ზამთარში დაკეტვის დიდი ალბათობაა. სადაც ნაქერალა იკეტება ხოლმე ეს 700 მეტრით მაღლაა.

ნუ. ეგ ყველა ეგეთ გზას აქვს და მემგონი ვერაფერს ვუზამთ მაგ საკითხს.

თიბიემი და მისი ჯანი.

ისე შესაძლებელია ნეტა მანდაც?

Posted by: ნიკა 28 Oct 2021, 11:36
mike d
QUOTE
მივყევი მარშრუტს და ცხრუკვეთში სვერის გამოქვაბულისკენ და სვერში ჩანჩქერისკენ გადაუხვიე ხო? და თუ კი როგორი ადგილია. ღირს ნახვად?

ასევე მაინტერესებს საჩხერე-გომის გზაზე, ძირულასთან რომ არის გადასახვევი და გზა სოფლი ლიჩის გავლით რიკოთისკენ ჩადის. მგონი ლამაზი ადგილები უნდა იყოს და გზა როგორია ხომ არ იცი?


კი ნახვა ღირს ნამდვილად. სვერში ციხისკენ გადავუხვიე. ჩანჩქერში ჩასასვლელი ბილიკი ზედ გზაზე იწყება ხიდის იქით რო ვაჩერებ მანქანას აი მანდაა. ფოტოები მიდევს ფბ-ზე.
ძირულად არ ჩავყოლილვარ. სულ მინდა მაგ გზის გავლა და ვერ მოვაბი თავი biggrin.gif

ერთხელ რიკოთზე თუ საცობი იქნა ავალ ალბათ ზევით მაგ გზით biggrin.gif

სავარაუდოდ ხრეშიანი გზა იქნება.

otokarcobra
QUOTE
თიბიემი და მისი ჯანი.

ისე შესაძლებელია ნეტა მანდაც?

შესაძლებელი ყველაფერია, მაგრამ აზრი არ აქვს. ალტერნატიული გზა რომ არ იყოს მაშინ კიდე ხო. არაა მანდ იმხელა ნაკადი რომ მილიარდები ვხარჯოთ გვირაბზე.

ისე მაგ კირქვიან კრუნტში ალბათ სერიოზული გამაგრება დასჭირდება გვირაბს ხომ? დიდი შანსია გზად რამდენიმე გამოქვაბულიც გაიაროს biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

Posted by: aragvi16 28 Oct 2021, 15:09
QUOTE (mike d @ 27 Oct 2021, 22:24 )
ასევე მაინტერესებს საჩხერე-გომის გზაზე, ძირულასთან რომ არის გადასახვევი და გზა სოფლი ლიჩის გავლით რიკოთისკენ ჩადის. მგონი ლამაზი ადგილები უნდა იყოს და გზა როგორია ხომ არ იცი?


ლიჩამდე კარგი ბეტონის გზაა, ახალი დაგებული. იმის იქით მემგონი აღარ დაუგიათ

Posted by: ნიკა 28 Oct 2021, 16:40
aragvi16
QUOTE
იმის იქით მემგონი აღარ დაუგიათ

შიდა გზაა მუნიციპალიტეტის. ბევრგანაა ეგრე. მუნიციპალიტეტის ცენტრის მხრიდან არის გზა და მერე საზღვარზე აღარ გადადის sad.gif

ტყიბული-მუხურაა ეგრე. ეკუთვნის ტყიბულს და რეალურად არის ძუსას ხეობაში. ტყიბულიდან უღელტეხილით არის გადასასვლელი გზა. ამ დროს ძუსას ხეობიდან ბევრად მოკლე გზაა მუჯირეთიდან რომ ახვიდე მაგრამ ეგ ზესტაფონის მუნიციპალიტეტია და მიგდებულია ეგ გზა.

ჩემს ბოლო ვიდეოებში იხილავთ ამ გზას.

Posted by: ZEUS 28 Oct 2021, 19:56
QUOTE (otokarcobra @ 28 Oct 2021, 10:47 )
QUOTE (ZEUS @ 28 Oct 2021, 09:46 )
ნიკა
QUOTE
ჩემი აზრით მთავარი მინუსი ამ გზის ზამთარში დაკეტვის დიდი ალბათობაა. სადაც ნაქერალა იკეტება ხოლმე ეს 700 მეტრით მაღლაა.

ნუ. ეგ ყველა ეგეთ გზას აქვს და მემგონი ვერაფერს ვუზამთ მაგ საკითხს.

თიბიემი და მისი ჯანი.

ისე შესაძლებელია ნეტა მანდაც?

ნწ. არა თიბიემს 2 მიზეზით:

1. დაჯდება 10 მილიარდი მაგსიგრძე გვირაბის გათხრა.
2. მაგ გზას და ბუნებასაც თავისი მუღამი აქვს და სილამაზე.


Posted by: mike d 28 Oct 2021, 22:34
QUOTE
კი ნახვა ღირს ნამდვილად. სვერში ციხისკენ გადავუხვიე. ჩანჩქერში ჩასასვლელი ბილიკი ზედ გზაზე იწყება ხიდის იქით რო ვაჩერებ მანქანას აი მანდაა. ფოტოები მიდევს ფბ-ზე.
ძირულად არ ჩავყოლილვარ. სულ მინდა მაგ გზის გავლა და ვერ მოვაბი თავი

მადლობა, გავითვალისწინებ.
QUOTE
ლიჩამდე კარგი ბეტონის გზაა, ახალი დაგებული. იმის იქით მემგონი აღარ დაუგიათ

ინტერნეტში ვნახე ვითომ აპირებდნენ დაგებას რიკოთიდან ლიჩამდე მარა შარშანდელი ინფოა და მეეჭვება ბევრი იყოს გაკეთებულის.

Posted by: ნიკა 29 Oct 2021, 11:43
ZEUS
QUOTE

1. დაჯდება 10 მილიარდი მაგსიგრძე გვირაბის გათხრა.

15 კილომეტრამდე უნდა სავადაუდოდ გვირაბი რაც აბსურდია რომ გაკეთდეს biggrin.gif

მაგ გზაზე მეტი ტრაფიკი არის გომბორზე და თუშეთში. თან თუშეთს ეგ სასიცოცხლოდ ესაჭიროება. თუმცა მანდაც ერთ-ერთი მუღამი დღეს არსებული გზაა, თავისი ექსტრიმით და ხედებით.
* * *
ვიცი ამ ვიდეოს ელოდებით. ჯერ დანარჩენები არაა ბოლომდე მზად და ამ ორს შემოგტავაზებთ.

საჩხერე-შქმერი


შქმერი-ონი

Posted by: ნიკა 30 Oct 2021, 21:28
იმერეტი რაჭა პირველი დღე
https://www.youtube.com/playlist?list=PLMhw5vejhxgOuWxauCeu64aBeadeyKKWG

ვისაც გეზარებათ ტბილისიდან ყურება მეხუტე ვიდეოდანაა საჩხერე-ონის ახალი გზა




Posted by: რობი 30 Oct 2021, 22:24
მემგონი მაგ რაჭის გზაზე მთელი ტვინის ბურღვა შქმერი-ზუდალია და საკირეს თუ არ ჩავთვლით დალშე ნორმალურია ჩვეულებრივი მანქანებისთვის boli.gif

Posted by: ნიკა 31 Oct 2021, 22:24
რობი
QUOTE
ემგონი მაგ რაჭის გზაზე მთელი ტვინის ბურღვა შქმერი-ზუდალია

შევამოკლებ მაგას კვაშხიეთი-უშოლთაა მიხვეულ მოხვეული. ზუდალი კვაშხიეთი და უშოლთა-შქმერი არაფერი ისეტი არაა.

ახლა დავთვალე. ტყიბულზე არის 8 180-იანი, ნაქერალაზე 12. და შაორი-ამბროლაურზე =20
ნიკორწმინდა ამბროლაურზე 3 ან 4 წესიერად ვერ ვნახე. ანუ სულ 24
კვაშიეთი უშოლთაზე 16.
უზუნთაში 7.

ჯამში ფაქტიურად იგივეა. უბრალოდ ახალ გზაზე ბევრია ახლო ახლო მიყოლებით.
* * *
360-იანი პანორამები
https://www.facebook.com/photo/?fbid=10218977297856064&set=pcb.10218977300976142
https://www.facebook.com/photo?fbid=10218977299576107&set=pcb.10218977300976142

Posted by: zazamos 1 Nov 2021, 18:29
თელეთი-ტაბახმელის გზა რა მდგომარეობაშია, ხომ არ იცით? ასფალტი არის?
გზების დეპატამენტს ვკითხე და ადგილობრივ მუნიციპალიტეტს მიმართეო, არადა აშკარად ორ მუნიციპალიტეტს შორისაა smile.gif

Posted by: Fabian 1 Nov 2021, 21:19
zazamos
QUOTE
თელეთი-ტაბახმელის გზა რა მდგომარეობაშია, ხომ არ იცით? ასფალტი არის?
გზების დეპატამენტს ვკითხე და ადგილობრივ მუნიციპალიტეტს მიმართეო, არადა აშკარად ორ მუნიციპალიტეტს შორისაა

გაუბედურებულია ეს გზა. არადა ძალიან საჭიროა, თუნდაც ტაბახმელა-კოჯრის მიმდებარედ მშენებლობების გამო.
შარშან სამურაით ავედით, მოკლედ მაღალი გამავლობის მანქანა გაივლის უპრობლემოდ...

Posted by: პაწა 1 Nov 2021, 23:48
საჩხერეში ონის მიმართულების მაჩვენებელი გაუკეთებიათ და უცნაური ისაა, რომ მესამედ ვიყავი, პირველ-ორ ჯერზე არ შემშლია და ეხლა, როცა უკვე მანიშნებელია გაკეთებული, მივყევი და სადღაც ჩიხში მოვხვდი

მიუხედავად კარგი ამინდისა, ბევრი ქვა იყო შუა გზაზე, როგორც რაჭის, ისე იმერეთის მხარეს

Posted by: zazamos 2 Nov 2021, 00:01
Fabian
მადლობა. კრწანისით წავალ smile.gif.

Posted by: idallgo 2 Nov 2021, 08:06
QUOTE
თელეთი-ტაბახმელის გზა რა მდგომარეობაშია,


სადღაც 3 წლის წინ სედანით ჩავგორდი მანდ,,, მაინტერესებდა რა მდგომარეობაში იყო. წინ მიმავალ გოლფს მოვკარი თვალი და მივყევი... ძალიან უსწორ-მასწორო გზაა. კიდევ კაი ბოლომდე ჩავედი თელეთში და მერე იქიდან ტრასაზე გავედი. წინ რომ რაიმე დაბრკოლება შემხვედროდა და უკან მობრუნება დამჭირვებოდა ვეღარც ამოვიდოდი უკან, ერთი-ორი ისეთი აღმართი იყო,,, კაცი არ იქნებოდა ჩემი ამომყვანი იქიდან,,, smile.gif

Posted by: zazamos 2 Nov 2021, 09:48
QUOTE
თელეთი-ტაბახმელის გზა

არ მეგონა, რომ ასეთ დღეში იქნებოდა. გამოდის, რომ სადღაც 30-40 წელია, ამ გზისთვის ხელი არავის უხლია.

Posted by: ნიკა 2 Nov 2021, 20:18
zazamos
QUOTE
გამოდის, რომ სადღაც 30-40 წელია, ამ გზისთვის ხელი არავის უხლია.

ალბათ 50 biggrin.gif biggrin.gif

Posted by: idallgo 3 Nov 2021, 12:37
არადა ეგ ტაბახმელა თელეთის გზა მაგარი მოსახერხებელი იქნებოდა იმათთვის, ვინც კოჯორი-ტაბახმელადან რუსთავში ან კოდა-მარნეულისკენ მიდის... ასფალტიანი გზა რომ იყოს, 5-10 წუთში იქნებოდი თელეთში და იქიდან ზემო ფონიჭალის გავლით 5 წუთში დადგებოდი ქვემო ფონიჭალის შესასვლელთან (წრეზე)... აღარ მოგიწევდა შინდისის გავლით ორთაჭალაში ჩასვლა.

Posted by: ნიკა 6 Nov 2021, 19:56
მოგეხსენებათ გუგლმა განაახლა საუღელტეხილო მონაკვეტის სატელიტური ფოტოები 13 ოქტომბერი 2021-ის მდგომარეობით. შეგიძლიათ დაათვალიეროთ ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ჩუმათელეტის მეორე ლოტზე აკორდის ნაჩიჩქნი sad.gif

ეს მონაკვეთი ჩუმათელეთთან რომელიც ყველაზე სერიოზულად დაიმეწყრა.
user posted image

შორხედზე ჩანს რომ ჰზის ზედა ნაწილსაც უქმის საფრტხეს, შეიძლება ჩაინგრეს იქ.
user posted image

Posted by: ნიკა 15 Nov 2021, 16:07
გუშინ ახმეტისკენ ვიყავი.

ზემო-ხოდაშენი-ალავერდი-ქვემო ალვაბი საშინელ დღეშია

თიანეთი-ახმეტა 2 წლის წინ როგორც იყო ზუსტად ისეა მიგდებული sad.gif არა და 60%-70% მზადაა.

Posted by: ნიკა 21 Nov 2021, 15:50
როგორც იქნა დავადგი საშველი რაჭა-იმერეთის მეორე დრის ვიდეოებს biggrin.gif

https://www.youtube.com/watch?v=igq6D-LXSIc&list=PLMhw5vejhxgOuWxauCeu64aBeadeyKKWG&index=12

კრიხი-ამბროლაური-ნიკორძმინდა-ჭელიშის მონასტერი-ნიკორწმინდა-შაორი-ცხრაჯვარი-ტყიბული-მუხურა-მუჯირეთი-დელტასუბანი-ზედა საზანო-ვარდიგორა

Posted by: Fabian 21 Nov 2021, 23:22
ნიკა
QUOTE
თიანეთი-ახმეტა 2 წლის წინ როგორც იყო ზუსტად ისეა მიგდებული

ეს გზა ნეტა რატომ მიატოვეს ეგრე :|

Posted by: ნიკა 22 Nov 2021, 10:40
Fabian
QUOTE
ეს გზა ნეტა რატომ მიატოვეს ეგრე :|

ალბათ მეჭიაურის აფილირებული შემსრულებელი იყო. ახლა დაალაგებს ახალი ქ20 მერი თავისიანებში და დაამთავრებენ biggrin.gif

Posted by: ნიკა 6 Dec 2021, 15:35
ქვისცვენის და ზვავსაშიშროების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 43-ე კილომეტრზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა
https://www.facebook.com/georoad.ge/posts/6457007477706632

ეს კი სპეცეფექტები
https://www.facebook.com/svanetinews.ge/videos/1509143506152822/
https://www.facebook.com/svanetinews.ge/videos/970830880449768/

Posted by: Fabian 6 Dec 2021, 17:38
QUOTE
ეს კი სპეცეფექტები
https://www.facebook.com/svanetinews.ge/vid...09143506152822/
https://www.facebook.com/svanetinews.ge/vid...70830880449768/

wow.gif ლოდებიც ამას ჰქვია

Posted by: Snow93 16 Dec 2021, 21:41

Posted by: ნიკა 17 Dec 2021, 20:45
ინტენსიური თოვის გამო, საჩხერე-ონის საავტომობილო გზაზე და ასევე საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია
აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით

https://www.facebook.com/georoad.ge/photos/a.550335641707208/6528785637195482/

Posted by: da_to 19 Dec 2021, 14:48
ნიკა

ხომ არ ხან ნამყოფი გოდერძზე ახალიციხიდან ? როგორც მეუბნებიან ზარზმის მონასტერამდე ასფალტირებული გზაა, შემდეგ 23 კმ -ია ცუდი გზა. რამდენად ცუდი გზაა მაინტერესებს. nissan juke 4wd მინდა წასვლა და ხო არ გავიჭედები სადმე ...

Posted by: ნიკა 19 Dec 2021, 20:05
da_to
შარშან ასეთი გზა იყო
https://www.youtube.com/watch?v=Bq1o3xdQfrI&list=PLMhw5vejhxgMmWxg49Nl-HQvRGtdUj-sh&index=1

წელს "ვარესი" უნდა იყოს რადგან მაგ გზის აშენება დაიწყეს და მაგ დროს მოგეხსენება რაც ხდება ხოლმე თან ტოდინის ხშკ გაუწყვიტეს ...
* * *
FYI მსხალდიდის მეწყერი ისევ ადგილზეა და არავის გაუხსნია გზა sad.gif მსხალდიდამდე მისასვლელად ნორმალური შემოვლითია გრუნტის. ან ნაფეტვრების ახალი ასფალრის გხზითაც მოხვდებით. აი მერე წყლ(რ)ულეთისკენ თუ მიდიხართ არატრივიალური ასასვლელებია ასფალტის გზაზე

Posted by: da_to 20 Dec 2021, 09:34
ნიკა
QUOTE
შარშან ასეთი გზა იყო
https://www.youtube.com/watch?v=Bq1o3xdQfrI...tdUj-sh&index=1


ანუ ბოლო 6 ნაწილში რომ გზაა ეგ გამოდის ზარზმა-გოდერძის კურორტამდე გზა ??? პირითქი რომ ვიარო ? ბოლო კადრებზე ტრაფარეტი ვერ წავიკითხე რა ეწერა ასფალტიან გზაზე რომ ჩამოხვედი.

Posted by: ნიკა 20 Dec 2021, 10:17
da_to
QUOTE
ანუ ბოლო 6 ნაწილში რომ გზაა ეგ გამოდის ზარზმა-გოდერძის კურორტამდე გზა ??? პირითქი რომ ვიარო ? ბოლო კადრებზე ტრაფარეტი ვერ წავიკითხე რა ეწერა ასფალტიან გზაზე რომ ჩამოხვედი.

არა. მე სულ სხვა მიმართულებით ვიყავი მანდ გოდერძიდან. ჯერ მწვანე ტბაზე შევიარ შემოვიარე და მერე შუამთის ტბებისკენ და იქიდან ხიხანისკენ ჩავედი. ხიხანიდან კი თხილვანა/ბაკიბაკოში.

ზარზმა-გოდერძი მეორე ნაწილშია.
* * *
ამასობაში:

რთული მეტეოროლოგიური პირობების (ქარბუქი და დაბალი ხილვადობა) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ110 (ფარავანის უღელტეხილი) მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა
https://www.facebook.com/georoad.ge/photos/a.550335641707208/6549648788442500/


Posted by: ნიკა 22 Dec 2021, 10:51
თოვლიც მოსულაააა

რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საქართველოს მასშტაბით ამ დროისთვის გადაადგილებაზე შეზღუდვა შემდეგ საავტომობილო გზებზე მოქმედებს:

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე, ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა
ამავე საავტომობილო გზის მლეთა-გუდაურის მონაკვეთზე დასაშვებია მხოლოდ მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში.

ინტენსიური თოვის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზის კმ1–კმ50 (ხაშური-აწყური) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

ინტენსიური თოვის გამო, საჩხერე-ონის საავტომობილო გზაზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ60 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

დიდთოვლობის, დაბალი ტემპერატურისა და ზვავსაშიშროების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის კმ53-კმ106 (კორშა-შატილი) მონაკვეთზე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
გზის დანარჩენ მონაკვეთებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის კმ88-კმ125 (ლენტეხი-მელე) მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
საავტომობილო გზის კმ1-კმ88 (წყალტუბოს გადასახვევი-ლენტეხი) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ქვისცვენის და ზვავსაშიშროების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ182-კმ186 (კალა-უშგული) მონაკვეთზე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
ამავე საავტომობილო გზის კმ70-კმ182 (ხაიში-კალა) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. ხოლო, კმ90-კმ182 (დიზი-კალა) მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) მოძრაობა თავისუფალია.
საავტომობილო გზის კმ1-კმ70 (ზუგდიდი-ხაიში) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

თოვლის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ110 (ფარავანის უღელტეხილი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, (ქარბუქი, ცუდი ხილვადობა, ყინვა)საერთაშორისო მნიშვნელობის ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ90-კმ112 მონაკვეთზე და ასევე ახალქალაქი-კარწახის საავტომობილო გზის კმ1-კმ36 მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. გზის დანარჩენ მონაკვეთში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ინტენსიური თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ12-კმ106 მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
გზის დანარჩენ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

https://www.facebook.com/georoad.ge/photos/a.550335641707208/6567297843344261/

Posted by: ნიკა 12 Jan 2022, 20:35
https://www.facebook.com/photo?fbid=286916196799956&set=a.286631470161762
ნასაკირალის უღელტეხილის სარეაბილიტაციო სამუშაოები მაისის ბოლოს სრულდება

გვსურს გამოვეხმაუროთ რამდენიმე ტელეკომპანიის მიერ დღეს გავრცელებულ არასწორ და არასრულ ინფორმაციას შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთის (ნასაკირალის უღელტეხილის) გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით და მოსახლეობას მივაწოდოთ სწორი და სრული ინფორმაცია გურიაში მიმდინარე პროექტთან დაკავშირებით

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, ახორციელებს გურიის რეგიონის გზების რეაბილიტაციას. სარეაბილიტაციო გზის მონაკვეთების სიგრძე ჯამურად შეადგენს 62 კმ-ს, ხოლო პროექტის ბიუჯეტი 58.5 მილიონი ლარია

პროექტი ითვალისწინებს გზების სრულ რეაბილიტაციას, რაც მოიცავს ისეთ სამუშაოებს, როგორიცაა გზის საფუძვლის გამოცვლა, სანიაღვრე სისტემების მოწყობა, ხელოვნური ნაგებობებისა და საყრდენი კედლების აშენება, ასფალტო-ბეტონის საფარის დაგება

პროექტის შემადგენელ შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთის (ნასაკირალის უღელტეხილის) 8.5 კმ-იანი გზის მონაკვეთზე, დღეის მდგომარეობით, აშენებულია საყრდენი კედლების 80%, წყალგამტარი ნაგებობების 72%, სანიაღვრე არხების 50% და სხვა აუცილებელი სამუშაოები, რომლის შემდგომაც მოხდება გზის საფარის მოწყობა

ზემოთ ჩამოთვლილ სამუშაოებთან ერთად, გზის ამ მონაკვეთზე მიმდინარეობს შემასწორებელი ფენის შეტანა და ტექნოლოგიით გათვალისწინებული კლიმატური პირობების შესაბამისად, დაიწყება გზის საფარის ასფალტო-ბეტონით მოწყობა

ნასაკირალის მონაკვეთზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულების სახელშეკრულებო ვადად განსაზღვრული 12 თვე და სამუშაოების დასრულების საბოლოო ვადა 2022 წლის 27 მაისია

შესაბამისი პროგრესით მიმდინარეობს სამუშაოები პროექტის დანარჩენ მონაკვეთებზეც, ხოლო ჩოხატაურის მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე დასკვნით ფაზაშია - დაგებულია ასფალტო-ბეტონის საფარი და დასრულებულია გზის მონიშვნის სამუშაოები. ამ მონაკვეთზე სამუშაოების დასრულების ვადად განსაზღვრულია მიმდინარე წლის 27 იანვარი

გურიის რეგიონის გზების რეაბილიტაციის სამუშაოებს ასრულებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია CHINA ROAD AND BRIDGE CORPORATION

ფოტო: საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთის საავტომობილო გზის კმ 17 - კმ 19.5 მონაკვეთი


Posted by: ნიკა 20 Jan 2022, 14:15
ცოტა დამიგვიანდა ამ ვიდეოების დადება
ჩუმათელეთი-ნებოძირი-ზვარე-ჩუმათელეთი-გომი-ულუმბო-ალი-გომი.
https://www.youtube.com/playlist?list=PLMhw5vejhxgMTqdw7pf2RXqNvSGqaxZWM

შემოდგომაზე ულუმბოს გზა ულამაზეს ფერებში იყო.

Posted by: ნიკა 26 Jan 2022, 16:31
ესეც დაგვიანდა, მაგრამ ნახეთ მაინც
თბილისი-გომბორი-თელავი-ალვანი (აქ რაღაცეები ვნახეთ)-ახმეტა-მატანი-ხევისჭალა (მიგდებული ძველი გზით, უკან ახალი გზით)-მატანი-მატნის ცხრაკარა-მატანის სასახლე-ახმეტა-ერელაანთ საყდარი-წყარო თიანეთისკენ გზაზე.
თიანეთისკენ გზას არ ვდებ დაღამდა და წესიერად არ ჩანს. არანაირი განსხვავება არაა 2019 წლის შემოდგომის სიტუაციასთან sad.gif
https://www.youtube.com/playlist?list=PLMhw5vejhxgOLl2yvDhuk9-96oxdpBBB0

Posted by: mike d 16 Feb 2022, 11:09
https://fb.watch/bcmYRQnOdj/

კარგ რამეს აკეთებენ. ბოლნისის მხარეს კანიონის ჩასასვლელამდე იყო გზა გაკეთებული. და მეორე მხარესაც თუ აღადგენენ ძაან მაგარი გამოვა. ულამაზესი გზაა და ორ რაიონსაც დააკავშირებს ერთმანეთთან




Posted by: ნიკა 16 Feb 2022, 12:10
mike d
უი რატომღაც მეგონა რომ ეგ გზა 2 წლის წინ გააკეთეს მთლინად. კარგი გზაა ნამდვილად და საჭირო.

ასევე თრიალეთი-მენქალისი მონაკვეთს რომ მიხედონ არ იქნებოდა ურიგო.

Posted by: mike d 16 Feb 2022, 12:49
ნიკა
მეც მასე მეგონა და შარშან რომ შევამოწმე. ბოლნისის მხრიდან მარტო კანიონის ჩასავლელამდე იყო გაკეთებული.

QUOTE
ასევე თრიალეთი-მენქალისი მონაკვეთს რომ მიხედონ არ იქნებოდა ურიგო.

ეგ ერთერთი ულამაზესი გზაა საქართველოში ჩემი აზრით. ბევრად მირჩევნია საბადურს. ძაან გაასწორებდა რომ გაეკეთებინათ ეგ გზაც. ალექსეევკამდე თუ მენქალისამდე კი გაარემონტეს როგორც მახსოვს, მაგრამ მაგის მერე მიაგდეს.

Posted by: ნიკა 7 Mar 2022, 12:00
https://www.facebook.com/georoad.ge/posts/320236680134574
სოფელ მარელისთან ჩამოწოლილი მეწყერის გამო საავტომობილო მოძრაობა დროებით აიკრძალა
07 მარტს გამთენიას, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის 23-ე კმ-ზე სოფ. მარელისთან, საავტომობილო გზაზე მეწყერი ჩამოწვა
მეწყერმა ჩაანგრია სახიდე გადასასვლელი და საავტომობილო ხიდი დაეცა სარკინიგზო გზას
ამ ეტაპზე, სპეციალური ტექნიკის მობილიზაცია მიმდინარეობს, არსებულ ვითარებას ადგილზე სწავლობენ სპეციალისტები და აღდგენითი სამუშაოები უმოკლეს ვადებში დაიწყება
მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა შესაძლებელია სოფ. მარელისზე გამავალი ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის გავლით
* * *
ამ ვიდეოშია ეგ ადგილი 20-ე წამზე
https://www.youtube.com/watch?v=ZFyIGswAwEA&t=18s
კარგად ჩანს რომ საყრდენი კედლებითაა სულ გამაგრებული. სავარაუდოდ არასაკმარისად გაამაგრეს.
თუმცა საგზაოს ფოტოებიდან ჩანს რომ უფრო ქვედა ნაწილი ჩაინგრა გზასა და ხიდის შეერთების ადგილზე შორის. ზემოდან თითქოს არაა ისეთი არაფერი ჩამონგრეული

Posted by: ნიკა 13 Mar 2022, 11:20
საჩხერე-ონის საავტომობილო გზის კმ1-კმ30 მონაკვეთზე ჩამოსულია მიწა-კლდის მასა, რის გამოც აღნიშნულ გზაზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა
გაწმენდითი სამუშაოები დილიდან ინტენსიურ რეჟიმში განხორციელდება, რათა ავტოტრანსპორტის მიმოსვლა უმოკლეს ვადებში აღდგეს

https://www.facebook.com/photo?fbid=323778429780399&set=a.286631473495095

Posted by: ფაშისტი 14 Mar 2022, 12:17
ბიჭებო კი მერიდება ეს კითხვა მაგრამ, ვერ ვერკვევი დიდად იმ რაიონში, მოკლედ კაჩინსკის ქუჩა და ბოჭორმის ქუჩა.. იქნებ გამარკვიოთ, დავიბენი

Posted by: Kublicha 14 Mar 2022, 12:42
ფაშისტი
QUOTE
მოკლედ კაჩინსკის ქუჩა და ბოჭორმის ქუჩა.. იქნებ გამარკვიოთ, დავიბენი

კაჩინსკის ქუჩა არის ყოფილი შავი ზღვის. ავლაბრიდან რომ ადის კახეთის გზატკეცილისკენ.
ბოჭორმის ქუჩა არის მანამდე, შერატონთან გზები რომ იყოფა მარჯვენა. ავლაბრიდან მაინც არაა ეხლა მოძრაობა, ხოდა სანაპიროდან (გვირაბიდან) რომ ახვალ პირდაპირ მაგ ქუჩაზე მოხვდები
https://www.google.com/maps/@41.6879341,44.8290563,16.83z/data=!5m1!1e1

Posted by: ფაშისტი 14 Mar 2022, 12:58
Kublicha
აუ ტოპიკი ამერია, თბილისის გზებში უნდა დამეწერა..
კუბლიჩ ისევ შენ smile.gif კაი ხარ, ხელახლა გადავხედავ რუქას და შენს ლინკს

ისე, ბოჭორმა აწერია ბუშამდეც.. რა უცნაურია ეს გუგლი

Posted by: Kublicha 15 Mar 2022, 00:51
ფაშისტი
QUOTE
ისე, ბოჭორმა აწერია ბუშამდეც.. რა უცნაურია ეს გუგლი

არ მიაქციო ყურადღება. კაჩინსკის ქუჩაა

Posted by: პაწა 5 Apr 2022, 21:45
დღეს ვიმგზავრე ონიდან საჩხერის მიმართულებით და სერიოზულად მძიმე მდგომარეობაა მეწყერის ამბავში. შეიძლება დიდთოვლობის და უხვი ნალექის ბრალია, მაგრამ ძალიან რთული იქნება ამ გზის მუშა მდგომარეობაში შენარჩუნება. ნუ, ქვის ცვენაზე არაფერს ვამბობ, ონი - ამბროლაურის გზაზე ბევრად საშიშია მოძრაობა, თუმცა ახალ გზაზეც საკმაოდ იყო ჩამოსული

კიდევ ერთი უცნაურობა შევამჩნიე, - რაჭის მხრიდან, გადასახვევთან, მიმართულების და კილომეტრაჟის აბრა შეუცვლიათ და 52-ის მაგივრად 60 კმ არის მითითებული. არადა ადრე 52 ეწერა და რეალურადაც ეგ მანძილია, დღეს გავზომე.

Posted by: Snow93 8 Apr 2022, 12:42
ფაშისტი
მაგ უბანში ვცხოვრობ მე და სულ პრობლემა მაქვს ხოლმე მაგაზე, სწორია კუბლიჩა. უბრალოდ პროგრამულად ვერა და ვერ გაასწორეს და ბევრგან არის არეული

Posted by: winrar 13 Apr 2022, 10:54
საჩხერე-ონზე რამდენიმე ადგილას უბრალოდ აუცილებელი იყო გვირაბის გაკეთება, მაგრამ ჩვენ ხომ ყოველსეზონური საქმე გვირჩევნია არ გამოგველიოს ვიდრე ცოტა ძვირი დაჯდეს და როგორც წესია ისე გაკეთდეს.

Posted by: ნიკა 13 Apr 2022, 15:19
დაადგა ისევ საშველი თიანეთი-ახლემტას. 2023-ის მარტში წერია დასრულება
https://www.facebook.com/georoad.ge/posts/343759367782305

Posted by: JSB14BSJ 18 Apr 2022, 10:06
ზაჰესი-მცხეთა-კავთისხევი-გორის გზაზე ბოლოს ნიჩბისთან თუ სასხორთან რო ჩიჩქნიდნენ, დამთავრდა, თუ იცით, თუ კიდევ გადათხრილია? ან სადმე არის კიდევ გადათხრილი თუ მცხეთიდან გორამდე მთელი გზა უკვე სუფთაა?

QUOTE
რა უცნაურია ეს გუგლი

QUOTE
პროგრამულად ვერა და ვერ გაასწორეს და ბევრგან არის არეული

გუგლის რუკა არის საზიზღრობა, იმდენი შეცდომაა.
არარსებული გზები, შესახვევ-გასახვევები, არასწორი სახელები, არეული ცალმხრივი მიმართულებები...
ჯერ მარტო იმაზე მიხვდები, რო რუსეთის კოლონიაში ხარ, რო იანდექსის რუკა რო ბევრად უკეთესი და ადეკვატურია, ვიდრე გუგლის.
რა ჯანდაბა გახდა ამ შეცდომების გასწორება.

ნიკა
QUOTE
თიანეთი-ახლემტას

ეს გზა დაწყებული ხო იყო? რომელ მონაკვეთზეა ლაპარაკი?

Posted by: ნიკა 18 Apr 2022, 10:45
JSB14BSJ
QUOTE
ზაჰესი-მცხეთა-კავთისხევი-გორის გზაზე ბოლოს ნიჩბისთან თუ სასხორთან რო ჩიჩქნიდნენ, დამთავრდა, თუ იცით, თუ კიდევ გადათხრილია? ან სადმე არის კიდევ გადათხრილი თუ მცხეთიდან გორამდე მთელი გზა უკვე სუფთაა?

გუშინ ვიყავი. გადათხრილია მცხეთა-ძეგვი თითსმის მთლიანად და მერე ნიჩბისში კიდევ 1 კილომეტრამდე.

QUOTE
ეს გზა დაწყებული ხო იყო? რომელ მონაკვეთზეა ლაპარაკი?

კეთდებოდა, ცოტაღა იყო დარჩენილი და როგორც ჩანს გაიქცა კონტრაქტორი. მერე 2 წელი მიგდებული იყო.

Posted by: idallgo 18 Apr 2022, 10:54
ამ კაჩინსკიდან (შავი ზღვის ქუჩიდან) ისნის მეტრომდე მონაკვეთიც შედის ქეთევან წამებულის რეაბილიტაციის პროცესში? მანდაც კაი დანგრეულია გზის საფარი...

Posted by: ნიკა 18 Apr 2022, 15:08
idallgo
მაგაზე აქ
https://forum.ge/?f=51&showtopic=35207101

Posted by: პაწა 18 Apr 2022, 15:26
QUOTE (winrar @ 13 Apr 2022, 10:54 )
საჩხერე-ონზე რამდენიმე ადგილას უბრალოდ აუცილებელი იყო გვირაბის გაკეთება, მაგრამ ჩვენ ხომ ყოველსეზონური საქმე გვირჩევნია არ გამოგველიოს ვიდრე ცოტა ძვირი დაჯდეს და როგორც წესია ისე გაკეთდეს.

მეტწილად, საჩხერის მხარეს, ქვედა ან შუა ნაწილშია საშიში ამბები. არ მგონია, მანდ რომ გვირაბი გაეყვანა ვინმეს. ისე, საჭირო კი იყო.

Posted by: osccara 3 May 2022, 14:34
მცხეთა- ძეგვი კაი ხანია გადათხრილია, ჯერ ნაწილი ათხარეს და ისე რომ არ დაამთავრეს დაამატეს და დაამატეს, წინა ზახფულიდან რომ დაიწყეს, აკათებენ და აკეთებენ, რით ვერ დაამთავრეს, ნიჩბისშიც კაი ხანია გადათხილია 1 კილომეტრიანი ზოლი

Posted by: ნიკა 18 May 2022, 12:18
ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბორჯომი-ბაკურიანი-ახალქალაქის საავტომობილო გზის კმ31-კმ62 (ბაკურიანის ანდეზიტი-სოფ.ღადო) მონაკვეთზე მაღალი გამავლობის (ორი ან მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია

ესაა ცხრაწყაროს უღელტეხილი.
https://www.facebook.com/photo?fbid=366720752152833&set=a.286631473495095

ხულო-ზარზმაზე მუშაობა
https://www.facebook.com/georoad.ge/videos/2700769273400445/

ფოტოები
https://www.facebook.com/media/set/?vanity=georoad.ge&set=a.366277438863831

ესეც გურია
https://www.facebook.com/georoad.ge/videos/741451050279070/

https://www.facebook.com/media/set/?vanity=georoad.ge&set=a.365515295606712

Posted by: The DoctoR 19 May 2022, 00:49
ნიკა
მეგობარო მყავს ტოიოტა კამრი.
მევასება მანქანით ბოდიალი, ცოლ-შვილიც ავტეხე შარშან და წელსაც მინდა გავაგრძელო.
ჰოდა წელს მაქვს გეგმაში შემდეგი გზები:
1. ბათუმი-ხულო-ახალციხე
2. ძირულა-ხარაგაული-ჩუმათელეთი
3. ქუთაისი-საირმე-აბასთუმანი
4. ქუთაისი-ცაგერი-ლენტეხი
5. ქუთაისი-ალპანა-შოვი
6. ბაკურიანი-ახალქალაქი
7. სადახლო-ახკერპი
8. მარნეული-თეთრიწყარო-წალკა და მერე წალკა-დმანისი
9. რუსთავი-დავით გარეჯი

ჰოდა...

სად შემიძლია ჩემი მანქანით ისე წავიდე, რომ ევაკუატორის გამოძახება არ დამჭირდეს?)

Posted by: ნიკა 19 May 2022, 13:23
The DoctoR
ცოლშვილით მე პირადად არაასფალტირებულ გზაზე სედანით არ წავიდოდი. ევაკუატორს თავი დაანებე და 10 კმ/სთ-თი რომ მოგიწევს სიარული ისე დაიტანჯებით რომ მეტისურვილი აღარ გექნებათ არაფრის. ჩამოთვლილებიდან სრულად ასფალტიანი კი არის
4) ქუთაისი-ცაგერი-ლენტეხი. ლენტეხის მერეც გრძელდება ასფალტის გზა კაი შორს.

მოკლედ დავწერ ყველა გზის შესახებ
1) დაივიწყე. ხულო-ზარზმა მიდის გზის კეთება და ახლა სრული ჯოჯოხეთი იქნება მანდ,
2) ძირულა-ხარაგაული-მარელისი თითქოს მორჩნენ და ისევ დაიმეწყრა. მოლითი-ფონა-ჩუმათელეთი მიგდებულია. აკორდი დატყდა და ახლა გამოაცხადეს ახალი ტენდერი. არც იფიქრო მანდ გავლა.
3) საირმემდე ასფალტია მერე არა უშავს გზას უღელტეხილამდე. უღელტეხილის მერე აბასთუმნისკენ ჩასასვლელი შარშან უკვე დახრამული იყო. სედანები დადიოდნენ. ამის გავლაზე 50/50 ჩემი აზრით.
4) ასფალტის გზაა და თამამად შეგიძლია იარო. ლენტეხის მერეც გრძელდება ასფალტი. წელს სადამდეა არ ვიცი არ ვყოფილვარ მანდ 3 წელია
5) ქუთაისი-ალპანა არ ვარგა და არ გირჩევ. ისევ ცაგერი-ლაჯანურით ჯობია მოუარო. მრავალძალზეც ასფალტია ბოლომდე და სუპერხედები.
6) არა. ბაკურიანი-ცხრაწყარო კიდე არა უშავს. ცხრაწყაროდან ახალქალაქისკენ ძაან ცუდი გზა იყო.
7) 3 წლის წინ გზას აგებდნენ სადახლოს მხრიდან. შეიძლება ახლა უკვე სულ ასფალტია. დასაზუსტებელია.
8) მარნეული-თეთრიწყარო შარშან აგებდნენ და ალბათ მორჩნენ კიდევაც ასფალტის განახლებას. დანარჩენზე მე არ წავიდოდი. ცუდი გზებია
9) არც მანდ ღირს. ძირითადად კი სწორი გზებია, მაგრამ რამდენიმე მურტალი აღმართია, წვიმაში ჯიპებსაც რო უჭირთ. თან იმის ფონზე როცა გარეჯში საგარეჯო-უდაბნოდან ასფალტი დააგეს.

სხვა გზები თუ არ მოიარე ჯერ ასფალტირებულზე ადი. ბახმარო. რაჭა. სვანეთი. ვარძია. ჯავახეთის ტბები. კახეთისკენაა სულ კარგი გზები ძირითადად. გორდი-კინჩხას კანიონი. ხვამლი. რაჭის ახალი გზა. ჟინვალი-თიანეთი-საბადურები. სტეფანწმინდა.

ამასობაში წამოეწევა რამდენიმე მშენებარე გზა. როგორც ვიცი გომისმთაზე კეთდება გზა. ზეკარზე ეგებ მორჩნენ. ხარაგაულზე დიდი იმედი არ მაქვს 3-4 წელი. ჟინვალი-თიანეთი-ახმეტა, ქვემო სვანეთი-ზემო სვანეთი დამაკავშირებელი.

Posted by: The DoctoR 21 May 2022, 01:13
ნიკა
მადლობა გამოხმაურებისთვის.
QUOTE
ამასობაში წამოეწევა რამდენიმე მშენებარე გზა.

როგორც ამ თემაში რომელიღაც უზერმა დაწერა, მასეთ დანგრეულ და გაუვალ გზებს მისი მუღამი აქვს smile.gif ჩემი პრობლემა მანქანაშია და მეც ვხვდები, რომ ცოტათი "ზედმეტები" მომდის, მაგრამ სადაც გავქაჩავ, მინდა წავიდე smile.gif

შარშან დავიწყე ჩელენჯი - ყველა საბაჟო-გამშვები პუნქტი უნდა მოვინახულო smile.gif სამთაწყაროშიც კი ვიყავი smile.gif დამრჩა 3 ლოკაცია, წელს მოვაგვარებ smile.gif
ასევე, საერთო ჯამში მინდა ყველა შიდასახელმწიფოებრივი გზა გავიარო თავიდან ბოლომდე. ნუ, ყველგან ალბათ ვერ მივალ ყველგანმავალითაც, მაგრამ ვცდი მაინც smile.gif

Posted by: iviko18 21 May 2022, 01:25
QUOTE
ქუთაისი-ალპანა

ასეთ ცუდ დღეში თუ იყო ნამდვილად არ მეგონა, რეგიონში ერთ-ერთი ცენტრალური გზაა.

Posted by: ნიკა 21 May 2022, 14:14
iviko18
QUOTE
ასეთ ცუდ დღეში თუ იყო ნამდვილად არ მეგონა, რეგიონში ერთ-ერთი ცენტრალური გზაა.

დიდი ალბათბით, ნამოხვან ჰესის მშენებლობის გამო, აზრი არ ჰქონდა მის შეკეთებას, რადგან გადასატანი იქნებოდა წყალსაცავის ავსების შემდეგ

Posted by: The DoctoR 23 May 2022, 09:42
QUOTE
ქუთაისი-ალპანა

წავედი მაინც გუშინ smile.gif ვიწვალე, მანქანამ უფრო მეტი იწვალა, მარა არაუშავდა smile.gif 2 სთ დამჭირდა ქუთაისიდან ალპანამდე ასვლას. არადა 20 კმ იქნება ცუდი გზა მხოლოდ.

ნიკა
რადგანაც ალპანას გზის ხარისხი "ვიგემე", ჩემს მიერ ჩამოთვლილი მარშუტებიდან, რომელია მისი ეკვივალენტური, ანუ თამამად სად შემიძლია კიდევ წასვლა?
ნუ, ხულო-ადიგენი ვიცი რომ სხვა ლეველია ვაფშე biggrin.gif

Posted by: ნიკა 23 May 2022, 11:34
ნუ ფაქტიურად ხარაგაულის და გოდერძის გარდა ყველა ეგეთია პლიუს მინუს. ეგაა რომ 20 კილომეტრზე მეტია ეგ გზები.

Posted by: ნიკა 24 May 2022, 12:16
წინარეხი-ქვათახევის საავტომობილო გზის 5 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს
https://www.facebook.com/watch/?v=5418069801538581

Posted by: ნიკა 1 Jun 2022, 14:00
როცა ქვეყანაში გენიოსები ცხოვრობენ sad.gif

Posted by: ნიკა 7 Jun 2022, 15:29
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზესტაფონი-კიცხი-ხარაგაულის გზის რეაბილიტაცია ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს
https://www.facebook.com/georoad.ge/videos/715329319693652

Posted by: ნიკა 8 Jun 2022, 16:49
გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზაზე, 2 პროექტის ფარგლებში, ჯამში 32.5 კმ გზის რეაბილიტაცია ხორციელდება
https://www.facebook.com/georoad.ge/videos/369873505135742/

Posted by: ნიკა 10 Jun 2022, 13:10
გზის ჩემი საყვარელი სახელი დაამახინჯეს sad.gif

რუფოთი-ალისუბანი-საზანო-თუზის საავტომობილო გზის 19 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულების ეტაპზეა
აღნიშნული გზა თერჯოლის, ტყიბულის, ჭიათურის, ზესტაფონის მუნიციპალიტეტებისა და მათი მიმდებარე სოფლების საგზაო კავშირს წარმოადგენს
ამ დროისთვის გზის ერთ მონაკვეთზე გვერდულებისა და საგზაო ნიშნების მოწყობა, ხოლო მეორე მონაკვეთზე გზის საფუძვლისა და ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი საერთო ღირებულება 16 443 900 მლნ. ლარია სამუშაოები ეტაპობრივად ზაფხულის ბოლომდე დასრულდება

https://www.facebook.com/media/set/?vanity=georoad.ge&set=a.381994780625430

ორიგინალში მაგ გზას ჰქვია: შ-102, ჩოლაბურის ხიდი-თერჯოლა-ტყიბულის გზის კმ 8 - რუფოთი-ალისუბანი-საზანო-თუზი-ქვაციხე-კიცხი

Posted by: alea iacta est 12 Jun 2022, 10:01
ბოლო პერიოდში წალკა ახალციხის მონაკვეთზე ხო არ ყოფილხართ?
ბოლომდე ასფალტის საფარია?

Posted by: zazamos 12 Jun 2022, 11:20
ორიგინალში მაგ გზას ჰქვია: შ-102, ჩოლაბურის ხიდი-თერჯოლა-ტყიბულის გზის კმ 8 - რუფოთი-ალისუბანი-საზანო-თუზი-ქვაციხე-კიცხი

ხომ არ იცით, თუზი-ქვაციხე-კიცხი რა მდგომარეობაშია?

Posted by: Foreign-Affairs 12 Jun 2022, 22:12
QUOTE (alea iacta est @ 12 Jun 2022, 10:01 )
ბოლო პერიოდში წალკა ახალციხის მონაკვეთზე ხო არ ყოფილხართ?
ბოლომდე ასფალტის საფარია?

ბოლოს ვიყავი ოქტომბერში. 1.5 კილომეტრიღა იყო დარჩენილი ახალქალქალაქი-ასპინძის მონაკვეთი. ისიც თვისუფლად გადიოდი მსუბუქი მანქანით. მანამდე და მას მერე სულ ასფალტიანი გზაა. ფარავანზე ვიყავი ორი კვირის წინ: მანდ ერთი ისაა, რომ ცოტა ბევრი ორმო გაჩნდა უხვთოვლიანობის გამო. მარა მანდ სულ ეგრეა, ყოველწლიურად ზიანდება ასპალტის საფარის გარკვეული ნაწილი. თან უკვე ბლომად ტრაილერები დადიან მაგ გზაზე ომის გამო.

Posted by: alea iacta est 14 Jun 2022, 19:34
QUOTE (Foreign-Affairs @ 12 Jun 2022, 22:12 )
QUOTE (alea iacta est @ 12 Jun 2022, 10:01 )
ბოლო პერიოდში წალკა ახალციხის მონაკვეთზე ხო არ ყოფილხართ?
ბოლომდე ასფალტის საფარია?

ბოლოს ვიყავი ოქტომბერში. 1.5 კილომეტრიღა იყო დარჩენილი ახალქალქალაქი-ასპინძის მონაკვეთი. ისიც თვისუფლად გადიოდი მსუბუქი მანქანით. მანამდე და მას მერე სულ ასფალტიანი გზაა. ფარავანზე ვიყავი ორი კვირის წინ: მანდ ერთი ისაა, რომ ცოტა ბევრი ორმო გაჩნდა უხვთოვლიანობის გამო. მარა მანდ სულ ეგრეა, ყოველწლიურად ზიანდება ასპალტის საფარის გარკვეული ნაწილი. თან უკვე ბლომად ტრაილერები დადიან მაგ გზაზე ომის გამო.

მადლობა გაიხარეთ, საგზაო ველოსიპედით მინდა წასვლა და იმედია რაიმე სიურპრიზები არ დამხვდება smile.gif

Posted by: lame 22 Jun 2022, 10:37
The DoctoR
QUOTE
6. ბაკურიანი-ახალქალაქი

user posted image
შარშან ივლისში გავიარე ეს გზა, ბაკურიანი - ახალქალაქი, ტაბაწყურის გავლით, წინა გავლებთან შედარებით უკეთესი მდგომარეობა იყო.
ბაკურიანი - ცხრაწყარო, ცხრაწყარო - ტაბაწყური - არაუშავს დატკეპნილი ხრეში, ზოგ ადგილებში ორმოებით.
ტაბაწყური - მოლითი - ჩიხარულა (ტაბაწყურის ტბასთან სოფლები, ბალანთამდე არმისული) - არანაირი ასფალტის/ხრეშის ნასახი, ღრმა ორმოები.
ჩიხარულამდე არმისული იწყებოდა ახალი დაგებული ასფალტი.
ამის მერე სოფლების გავლით მდინარე ფარავნამდე სულ ასფალტი იყო (ან ახალი ან დაგების პროცესში).

მანდ კიდევ ერთი გზაა - მ-20 (თუ შ-20?), უფრო პირდაპირი (ცხრაწყაროდან ტაბაწყურისკენ რო არ გადაუხვიო), სავარაუდოდ დედა არ ყავს როგორც რამდენიმე წლის წინ (ასფალტის/ხრეშის ნასახი არაა, დიდი ორმოები, მანქანას დატოვებ მანდ smile.gif ).

Posted by: eleqtro 22 Jun 2022, 23:07
გორიდან წალკაში თუ ხართ ნამყოფი ბოლო პერიოდში?

Posted by: ნიკა 23 Jun 2022, 12:53
eleqtro
QUOTE
გორიდან წალკაში თუ ხართ ნამყოფი ბოლო პერიოდში?

ლევიტანა-რეხას გულისხმობ? ცუდი ჩასასვლელი იყო უღელტეხილიდან წალკის მხარეს ყოველთვის. 2 წლის წინ ვიყავი ზაფხულში მაგრამ მანდ აღარ ჩავედით. დანარჩენი გზაც საკმაოდ ცუდ დღეში იყო.

Posted by: eleqtro 23 Jun 2022, 14:48
QUOTE (ნიკა @ 23 Jun 2022, 12:53 )
eleqtro
QUOTE
გორიდან წალკაში თუ ხართ ნამყოფი ბოლო პერიოდში?

ლევიტანა-რეხას გულისხმობ? ცუდი ჩასასვლელი იყო უღელტეხილიდან წალკის მხარეს ყოველთვის. 2 წლის წინ ვიყავი ზაფხულში მაგრამ მანდ აღარ ჩავედით. დანარჩენი გზაც საკმაოდ ცუდ დღეში იყო.

კი, მაგას ვგულისხმობ ზუსტად.

რაკე შენ არ გარისკე, მე x5ით არც კი უნდა ვიოცნებო biggrin.gif

Posted by: ნიკა 23 Jun 2022, 16:15
eleqtro
აი ვიდეოები ცოტა ძველი.
6:00-დან

1:20-დან

Posted by: eleqtro 23 Jun 2022, 16:30
QUOTE (ნიკა @ 23 Jun 2022, 16:15 )
eleqtro
აი ვიდეოები ცოტა ძველი.
6:00-დან

1:20-დან

აუ რა კაი რამეა. კიდე უფრო მომინდა.

გრანდი რო არ გამეყიდა, გავრისკავდი.

Posted by: ნიკა 24 Jun 2022, 13:04
eleqtro
QUOTE
გრანდი რო არ გამეყიდა, გავრისკავდი.

2014 იყო მგონი ჩემი ფაქტიურად სტოკი პაჯერო, სტოკი ვიტარა და სტოკი ოთხკარიანი პაჯერო 3 ჩავედით მანდ.




ამ აქაა ეგ დაღმართი

Posted by: eleqtro 24 Jun 2022, 13:57
ნიკა
QUOTE
2014 იყო მგონი ჩემი ფაქტიურად სტოკი პაჯერო, სტოკი ვიტარა და სტოკი ოთხკარიანი პაჯერო 3 ჩავედით მანდ.

მშრალ ამინდში მშვენიერი სავალია ნამდვილი "მაღალგამავლისთვის". ჩემი X5-ით ბატეთზეც ავედი 2 თვის წინ, მაგრამ 19-იანმა დისკება თავი შეირცხვინეს (უფრო სორედ მე შემარცხვინეს) და ერთი საბურავი შეეწირა მაგ ასვლას. biggrin.gif

Posted by: ნიკა 27 Jun 2022, 11:45
მთიან გზებზე უმეტეს რეგიონში მძიმე მდგომარეობაა.

ჟინვალი-ბარისახო-შატილი და ჩარგალში მისასვლელი გზა დაიკეტა. ჩარგალი აღდა უკვე. ბარისახოსკენ არაგვმა წაიღო გზის ნაწილი
მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზაზე ნეიტრალურ ზონაში თერგმა წაიღო გზა და საზღვარი დაიკეტა გაურკვეველი ვადით
ალპანა-ცაგერზე ჩამოიშა ამიწა. უკვე აღდგენილია მოძრაობა
ქუთაისი-ალპანა-მამისონზე უწერასთან რიონი გადმოვიდა გზაზე. აქაც აღდგენილია უკვე მოძრაობა

Posted by: პაწა 27 Jun 2022, 11:49
გომის მონაკვეთი რა მარაზმია, თუ არ აკეთებენ, ძველს რატომ ყრიან, ვერაფრით ჩავწვდი. თან, არ არის 1 კვირაზე ლაპარაკი, თვეებია ასეა. ხიდი საერთოდ, ნახევარი წელია ჰაერშია გამოკიდებული. სრული უპასუხისმგებლობაა რაც მანდ ხდება

Posted by: ნიკა 27 Jun 2022, 15:25
https://www.facebook.com/100007964042185/videos/396811329131811

Posted by: ნიკა 28 Jun 2022, 17:16
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზის კმ1-კმ22 მონაკვეთზე, ჩატარებული ინტენსიური სამუშაოების შედეგად, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია, ხოლო კმ22-კმ106 მონაკვეთზე დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის გადაადგილება
შეგახსენებთ, რომ 26-27 ივნისს მოსულმა უხვმა ნალექმა ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზაზე რამდენიმე მონაკვეთი დააზიანა. უხვი ნალექის შედეგად, ამავე საავტომობილო გზის კმ43 და კმ45 მონაკვეთზე, ადიდებულმა მდინარე არაგვმა დააზიანა გზის სავალი ნაწილი, რის გამოც, კმ43-კმ50 მონაკვეთზე აკრძალული იყო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა
https://www.facebook.com/photo/?fbid=393696009455307&set=a.286631473495095

აქ კი გაიხსნა მაგრამ:
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის კმ63 და კმ65 მონაკვეთებზე ჩამოიშალა კლდის მასა, რის გამოც კმ60-კმ70 მონაკვეთზე, შესაბამისი გაწმენდითი ღონისძიებების გატარებამდე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა
https://www.facebook.com/photo/?fbid=393732202785021&set=a.286631473495095

Posted by: ნიკა 30 Jun 2022, 11:43
ბარისახოსკენ გზა ფაფუ დიდი დროით sad.gif

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის მე-20 და 22-ე კილომეტრზე განვითარდა მეწყრული პროცესები, რის გამოც, აღნიშნულ მონაკვეთზე, მეწყერის სალიკვიდაციო ღონისძიებების გატარებამდე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა
ამასთან, გუშინ, 29 ივნისს, ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის 77-ე კილომეტრზე ჩამოიშალა კლდის მასა, რის გამოც კმ70-კმ106 მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება

https://www.facebook.com/photo/?fbid=395231245968450&set=a.286631473495095

Posted by: ნიკა 4 Jul 2022, 12:14
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გუმბათი-ხირსა-ენამთა-სამთაწყარო-საბათლოს საავტომობილო გზის 28 კმ-იანი ხორნაბუჯი-სამთაწყაროს მონაკვეთის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს
სარეაბილიტაციო გზის მონაკვეთზე, რომელიც კახეთში, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადის, რეაბილიტაციის სამუშაოები 30 წელია არ ჩატარებულა
პროექტით გათვალისწინებულია გზის სრული რეაბილიტაცია, ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება და ხელოვნური ნაგებობების მოწყობა
სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და საერთო ღირებულება 20.7 მლნ ლარს შეადგენს
პროექტის დასრულება 2023 წლის ზაფხულში იგეგმება
https://www.facebook.com/media/set/?vanity=georoad.ge&set=a.397816462376595

https://www.openstreetmap.org/directions?engine=graphhopper_car&route=41.5080%2C46.1419%3B41.4357%2C46.4509#map=12/41.4718/46.2971
* * *
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზაზე დაზიანებული მონაკვეთების აღდგენა, ნაპირსამაგრი და გამაგრებითი სამუშაოები აქტიურად ხორციელდება; პარალელურ რეჟიმში ასევე საპროექტო სამუშაოებიც მიმდინარეობს
აღნიშნული გზის დაზიანებულ მონაკვეთებზე, ჩატარებული ინტენსიური სამუშაოების შედეგად, დროებით გზებზე ავტოტარნსპორტის მოძრაობა აღდგენილია; ამ დროისთვის, ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზის კმ60-კმ106 (გუდანი-შატილი) მონაკვეთზე, დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია

https://www.facebook.com/media/set?vanity=georoad.ge&set=a.398418765649698

Posted by: DavidKalmo 5 Jul 2022, 21:31
QUOTE
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გუმბათი-ხირსა-ენამთა-სამთაწყარო-საბათლოს საავტომობილო გზის 28 კმ-იანი ხორნაბუჯი-სამთაწყაროს მონაკვეთი

ძალიან მაინტერესებს, მაგალითად გერმანიაში, გზას ასე საზიზღრული ფორმით მოიხსენიებენ?

Posted by: Didgori_3 6 Jul 2022, 14:41
QUOTE
ძალიან მაინტერესებს, მაგალითად გერმანიაში, გზას ასე საზიზღრული ფორმით მოიხსენიებენ?

როგორ უნდა მოიხსენიონ აბა?

Posted by: ნიკა 6 Jul 2022, 16:46
Didgori_3
QUOTE
როგორ უნდა მოიხსენიონ აბა?

შ-26

Posted by: Beka_g 6 Jul 2022, 18:15
ნიკა

შ-26 რო დაწერონ ერთეულები თუ მიხვდებიან რა გზაზეა საუბარი. თუმცა ეგ იქიდან გამომდინარეობს, რომ არავინ არ ეძახის ოფიციალური ნუმერაციით. არც ჟურნალისტი და არც ხელისუფალი, ჩვენ მოკვდავები კიდე არ ვაქცევთ ყურადღებას რა ნომერ გზაზე დავდივართ.

Posted by: Didgori_3 7 Jul 2022, 13:34
QUOTE
შ-26

ნუ მაშინ ხალხიც უნდა მივეჩვიოთ მაგ ნუმერაციებს, შ29-ზე მეწყერი ჩამოწვა და ვარემონტებთო რო თქვან 99 პროცენტი ვერ მივხვდებით რომელ გზაზეა საუბარი

დიდი ნაწილი საერთოდი მასაც ვერ მიხვდება გზაზე როა ლაპარაკი

Posted by: Kidnapped 7 Jul 2022, 16:57
გზები ნუმერაციით რო დავიმახსოვროთ ამავე გზებზე აბრებია საჭირო. ფურცელზე რო რაღაც სადღაც წერია მაგას აზრი არ აქვს.

Posted by: Beka_g 7 Jul 2022, 17:41
Kidnapped

ძირითად მაგისტრალებს აქვს მიწერილი ნუმერაცია, მაგრამ შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზებზე არ მახსენდება აქვთ თუ არა.

Posted by: DavidKalmo 8 Jul 2022, 23:43
QUOTE
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის

ეს მაინც რომ მოვაშოროთ

Posted by: Just.saying.folks 10 Jul 2022, 10:32
facepalm.gif

user posted image

Posted by: DavidKalmo 17 Jul 2022, 08:26
ფშაველა - ომალოს გზა გახსნილია? ან გავლადია?

Posted by: Captain Cassius Calhoun 20 Jul 2022, 17:54
საირმე-აბასთუმნის გზასაც აკეთებენ და აგებენ? თუ მარტო ბაღდათი-ხანი-ზეკარი-აბასთუმანი კეთდება?

Posted by: wrangler7 20 Jul 2022, 18:43
Just.saying.folks
სად არის გადაღებული?


——//

Posted by: Didgori_3 21 Jul 2022, 00:31
wrangler7
"მალაკნებიდან" სადგურის მოედნისკენ მიმავალ გზაზე

Posted by: idallgo 21 Jul 2022, 01:40
Captain Cassius Calhoun
QUOTE
საირმე-აბასთუმნის გზასაც აკეთებენ და აგებენ? თუ მარტო ბაღდათი-ხანი-ზეკარი-აბასთუმანი კეთდება?


საირმე აბასთუმანი არ იქნებაო შარშან როგორც მითხრეს ადგილობრივებმა (ფერმები რო აქვთ ზედ უღელტეხილზე).

კურორტად რომ დარჩეს და მანქანების ნაკადი საერთოდ არ იყოს ასე ჯობიაო... არადა საირმე-აბასთუმანი რო დაუკავშირდეს პირდაპირ მაგარი იქნებოდა... ყოველ წელს გადავდივარ საირმიდან იმ გრუნტიანი გზით აბასთუმანში და მხოლოდ ტრაქტორებით ასწორებენ მონაკვეთებს თუ სადმე დაიმეწყრა.

ასე ორ კვირაში მიწევს მაქეთ წასვლა და ავალ მაგ უღელტეხილზე ისევ, და ვნახავ რა ხდება..

Posted by: ნიკა 23 Jul 2022, 20:03
DavidKalmo
QUOTE
ფშაველა - ომალოს გზა გახსნილია? ან გავლადია?

კი

Captain Cassius Calhoun
QUOTE
საირმე-აბასთუმნის გზასაც აკეთებენ და აგებენ?

არა და სწორსაც შვებიან.

Posted by: DavidKalmo 23 Jul 2022, 22:25
QUOTE
ფშაველა - ომალოს გზა გახსნილია? ან გავლადია?

კი

მადლობა. ვიყავი უკვე
user posted image

Posted by: ნიკა 27 Jul 2022, 10:34
სტატიაში უზუსტობები დაიკიდეთ wink.gif



საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ფშავში საავტომობილო გზის რეაბილიტაციისთვის 28-მილიონიანი ტენდერი გამოაცხადა. საუბარია ფშაველი-აბანო-ომალოს გზის პირველ ლოტზე, რომლის სიგრძეც 13.4 კილომეტრია.

“საპროექტო გზის სიგანე ცვალებადია 4,5-6 მ, მ, იქ სადაც გზის სიგანე შერჩეულია 4,5 მ, გათვალისწინებულია გზის გაფართოებები რელიეფის გათვალისწინებით.

არსებული გზა განლაგებულია რთულ რელიეფზე, დაზიანებული და ამორტიზერებულია. საპროექტო მონაკვეთი იწყება არსებული გზის დაახლოებით მე-7 კმ-დან. არსებული დასაპროექტებელი გზის დაახლოებით 6 კმ წარმოადგენს დაზიანებულ ასფალტო-ბეტონის საფარს, დანარჩენი მონაკვეთი გრუნტის გზას წარმოადგენს, რომლის გრძივი და განივი პროფილები დარღვეულია. არსებული საპროექტო გზის მონაკვეთებზე განლაგებულია დაზიანებული ყორე და ფლეთილი ქვის საყრდენი კედლები. გზის გარკვეულ მონაკვეთებზე მოწყობილია ახალი ხელოვნური ნაგებობები: გრუნტის დამჭერი და გზის საყრდენი კედლები. არსებული გზის მონაკვეთი შედგება რამდენიმე სერპანტინისგან, უმეტეს შემთხვევაში მათი მოხვევის მრუდი ტოლია საშუალოდ 4მ-ის,” - ნათქვამია სატენდერო დოკუმენტაციაში.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ტენდერში მონაწილე კომპანიებს უნდა გააჩნდეთ ამ პროექტის ღირებულების არანაკლებ 60%-ის ღირებულების საგზაო სამუშაოების შესრულების გამოცდილება.

ტენდერში წინადადებების მიღება 10 აგვისტოს იწყება და 15 აგვისტოს მთავრდება.

http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=468078&lang=ge

ლწჩურიდან სტორის ხიდამდე მონაკვეთია ეს. სამხრეთ მხარეს ყველაზე რთული მონაკვეთია ფაქტიურად

Posted by: VonEinzbern 28 Jul 2022, 12:01
https://www.mrdi.gov.ge/ka/press-center/%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%20&%20%E1%83%A6%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%AB%E1%83%98%E1%83%94%E1%83%91%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98/%E1%83%97%E1%83%A3%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%97%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%92%E1%83%96%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%94%E1%83%A5%E1%83%A2%E1%83%98-%E1%83%98%E1%83%AC%E1%83%A7%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90.html?fbclid=IwAR1H2ypMrSrBL_wH8Z4YJJXHyYY3xw8u1grCqTXuxLs9_MMjgqOGtKDQ1cU&fs=e&s=cl

ფშაველი-აბანო-ომალოს 72 კმ-იანი გზის საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გაუმჯობესების პროექტი იწყება. პროექტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი განახორციელებს.


იმედია, კარგი გამოვა.

Posted by: ნიკა 28 Jul 2022, 13:46
VonEinzbern
წინა პოსტში მიწერია მაგაზე
* * *
მეორე მონაკვეთი ეს გამოდის
https://classic-maps.openrouteservice.org/directions?n1=42.25692&n2=45.500862&n3=14&a=42.240433,45.49387,42.272419,45.494562&b=0&c=0&k1=en-US&k2=km

Posted by: ქაფქიანა 28 Jul 2022, 14:59
ნიკა

QUOTE
სტატიაში უზუსტობები დაიკიდეთ


კაი დავიკიდებთ, მაგრამ თუშეთის გზას 28 მილიონ გელად რომ აკეთებ, მაგხელა დიშლა აქ არავის გვაქვს, უკაცრავად ვულგარულობიზა.

Posted by: ნიკა 28 Jul 2022, 15:14
ქაფქიანა
პირველი ლოტის ფასია ეგ wink.gif თუმცა მეც მეცოტავება biggrin.gif

Posted by: DavidKalmo 10 Aug 2022, 10:47
ჩუმათელეთი - ხარაგაული ისევ მიტოვებულია თუ იცით?

Posted by: idallgo 10 Aug 2022, 17:24
ბაღდათიდან ხანისწყლის მხრიდან ვაპირებდი აბასთუმანში გადასვლას, ახალი გზა რო კეთდება და ჩამივარდა კოვზი ნაცარში... გზაზე საგზაოს ხალხი შემხვდა ნისან პატროლებით და ჩაკეტილია გზა, კლდის აფეთქებები მიდის და ვერ გადახვალთო. მერე საირმიდან გადავედი და ზეკარზე, ფერმებთან, ნწყემსებმაც იგივე დამიდასტურეს, ახლოს არიან უკვე უღელტეხილთან, აფეთქებების ხმა გვესმისო, მაგრამ გზა ჩაკეტილიაო და საირმის მხრიდან ჩავდივართ ბაღდათშიო... წელს არ იქნება გამავალი აშკარად.

Posted by: ნიკა 11 Aug 2022, 18:09
DavidKalmo
QUOTE
ჩუმათელეთი - ხარაგაული ისევ მიტოვებულია თუ იცით?

ახალი ტენდერი გამოაცხადეს ჩუმათელეთი მოლითზე. აქეთ ძირულა-მოლითზე რა ქნა ბლექსიმ არ ვიცი მარა დაბა ხარაგაულში დანგრეული იყო გზა და რამდენიმე ადგილას დაიმეწყრა კიდევ. მარელისში რკინიგზაც კი გადაიკეტა ცოტა ხნით

Posted by: iviko18 16 Aug 2022, 01:27
რას გავს გზები ოზურგეთში. თავ-ბედი ვიწყევლე. facepalm.gif ნასაკირალის უთელტეხილიდან ქალაქამდე ნახევარი მანქანა დავტოვე. help.gif

პ.ს. ქობულეთის წყაროვკაში რაც ხდება, მაგის გამო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელობა დასახვრეტია! 4 წელია სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზის 4 კმ-იანი მონაკვეთი ვერ დააგეს. drug.gif

Posted by: Captain Cassius Calhoun 18 Sep 2022, 21:08
ნიკა
ბაღდათი-ზეკარი-აბასთუმანი ნამყოფი ხარ? როგორი გზაა? საერთოდ ახლა რა კონიდიციაშია ეგ პროექტი?

Posted by: ნიკა 18 Sep 2022, 22:34
Captain Cassius Calhoun
3 წლის წინ. ახლა მეტი უნდა იყოს გაკეთებული. მასინ მარტო ჯიპი გაივლიდა.

https://www.youtube.com/watch?v=AYiBEuMzJEc&list=PLMhw5vejhxgOp7ep0IuQcvkc6GD93zwdV&index=2
ფლეილისტია

Posted by: Didgori_3 19 Sep 2022, 00:22
QUOTE
რას გავს გზები ოზურგეთში. თავ-ბედი ვიწყევლე.   ნასაკირალის უთელტეხილიდან ქალაქამდე ნახევარი მანქანა დავტოვე. 

ერთი წლის წინ უნდა გენახა, ლამის საჯავახოდან ოზურგეთამდე ისე იყო გზა რო 20 ზე მაღლა აწევა არ ღირდა სიჩქარის

მთლიანად რო ყრიან ამ გზას და მერე წელიწადნახევარი აგებენ, ფენა-ფენა რო დააგონ რატო არ შვებიან ხოლმე?

Posted by: Snow93 19 Sep 2022, 18:31
user posted image
რიკოთის გარკვეული მონაკვეთები წელს გაიხსნება, ხოლო მთლიანად 52 კმ-იანი გზა 2023 წელს დასრულდება

„ჩვენს ქვეყანაში დღეს რაც ხდება ინფრასტრუქტურის განვითარებასთან მიმართებაში, არის უპრეცედენტო, როგორც მასშტაბით, ისე შინაარსით. გვაქვს ტექნოლოგიურად ძალიან დატვირთული პროექტები, რომლებიც არა მხოლოდ ქვეყნისთვისაა უპრეცედენტო, არამედ ზოგიერთი მათგანი მსოფლიო მასშტაბითაც.

პანდემიის პირობებში 70 კმ მაგისტრალური გზის გახსნა მოხერხდა და თბილისიდან ბათუმამდე ჩასვლა დღეს 5 საათის ნაცვლად უკვე 4 საათშია შესაძლებელი. აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალზე მიმდინარე და დაგეგმილი ყველა საგზაო მონაკვეთის მშენებლობის დასრულების შემდეგ კი, წითელი ხიდიდან სარფამდე ჩასვლას 8 საათის ნაცვლად 4-4.5 საათი დასჭირდება და საგზაო ქსელის ასეთი განვითარების პირობებში, აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო მაგისტრალის ე. წ. შუა დერეფანი კიდევ უფრო მიმზიდველი იქნება.

შთამბეჭდავია აღმოსავლეთ-დასავლეთის ყველაზე გამომწვევი რიკოთის მონაკვეთის პროგრესი. 97 ხიდიდან სამუშაოები მიმდინარეობს 90 ხიდზე, 51 გვირაბიდან კი, ყველაზე. 32 გვირაბი უკვე გაჭრილია და ეს პროცესი გრძელდება. რიკოთის 4 მონაკვეთად ყველაზე კარგი პროგრესი ხევი-უბისა და უბისა-შორაპნის, ანუ ცენტრალურ მონაკვეთებზე გვაქვს, რომლის კონკრეტული ნაწილის გახსნას წელს ვგეგმავთ, ხოლო მთლიანად რიკოთის 52 კმ-იანი გზის დასრულება უკვე გაისად გვაქვს დაგეგმილი.

სამტრედია-გრიგოლეთის გზის პროექტის გამოწვევები საბოლოოდ გადალახულია. პროექტის პირველი და მეოთხე მონაკვეთის დასრულება დაგეგმილია წლის ბოლოს. მხოლოდ პირველი მონაკვეთის გახსნა კი, შესაძლებლობას იძლევა გვქონდეს 86 კმ-იანი ჩქაროსნული მაგისტრალი. შესაბამისად, არგვეთას კვანძიდან, ზესტაფონიდან მაგისტრალით უკვე ლანჩხუთში ჩავალთ. რაც შეეხება მესამე მონაკვეთს, სატენდერო პროცედურები დასრულების ეტაპზეა.

მთლიანობაში შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველა პროექტის დასრულების შემდეგ, აღმოსავლეთ-დასავლეთის 460 კმ-იანი მაგისტრალი 30 კმ-ით შემცირება და 430 კმ იქნება. აქედან, 219 კმ უკვე გახსნილია მოძრაობისათვის, 118 კმ-ზე კი, მიმდინარეობს სამუშაოები. სწორედ ეს არის ის 118 კმ, რომელიც, ფაქტობრივად, ყველა ძირითად მონაკვეთს მოიცავს. ჩვენი გეგმის მიხედვით, 2024 წლის ბოლომდე, უკვე ყველა ძირითადი მონაკვეთი იქნება გახსნილი,“ - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა გადაცემაში “ქრონიკა”

Posted by: Didgori_3 19 Sep 2022, 21:13
QUOTE
„ჩვენს ქვეყანაში დღეს რაც ხდება ინფრასტრუქტურის განვითარებასთან მიმართებაში, არის უპრეცედენტო, როგორც მასშტაბით, ისე შინაარსით. გვაქვს ტექნოლოგიურად ძალიან დატვირთული პროექტები, რომლებიც არა მხოლოდ ქვეყნისთვისაა უპრეცედენტო, არამედ ზოგიერთი მათგანი მსოფლიო მასშტაბითაც.

ამაზე არ კითხეს, მსოფლიოს მასშტაბით უპრეცედენტო რა პროექტი ან "გამოწვევა" გვაქვსო?

Posted by: ZEUS 26 Sep 2022, 22:35
ძირულა - ხარაგაულის ჩაჯმულ ლოტზე მორიგმა ტენდერმაც ჩაიჯვა როგორც ჩანს.

user posted image

Posted by: Artgeo 2 Oct 2022, 09:37
ეს გზა რა მდგომარეობაშია?
user posted image

Posted by: eleqtro 3 Oct 2022, 10:06
Artgeo
ბათუმი-ხულო ასფალტია
ხულო ზარზმა, მიმდინარე რეაბილიტაცია და გრუნტის გზა.
ზარზმა-ახალციხე ასფალტია.

Posted by: Artgeo 5 Oct 2022, 23:52
eleqtro
ჩვეულებრივი ფიტით ღირს წასვლა? ძალიან ცუდი გზა არისო

Posted by: ნიკა 6 Oct 2022, 10:54
Artgeo
QUOTE
ჩვეულებრივი ფიტით ღირს წასვლა? ძალიან ცუდი გზა არისო

არ ღირს.

Posted by: Snow93 6 Oct 2022, 13:10
Artgeo
არა არ გარისკო, ნაცნობი მუშაობს მაგ გზაზე რამდენი ხანია და სულ ვეკითხები ხოლმე რა სიტუაციაა, ისევ ძალიან ცუდი გზაა ზარზმიდან ხულომდე

Posted by: The DoctoR 7 Oct 2022, 08:51
Artgeo
ნიკა
Snow93
კამრით გამოვედი სექტემბერში. ბათუმი ხულო ტრასაა, ოდნავ გაფუჭებულია შუახევთან. ხულოდან უღელტეხილამდე ცუდი გზაა, მაგრამ გადახვალ მოდების გარეშე. უღელტეხილი ზარზმა ახალი დაგრუნტულია, უპრებლემოდ ჩახვალ.


პ.ს. გუშინ ვიყავი ახკერპში, სომხეთის საზღვართან. შ37 სადახლო-წოფი-ახკერპი. აი ძმაო მაგას თუ გზა ქვია, განსაკუთრებით ბოლო 10 კმ, მაშინ მე მაო ძე დუნი ვყოფილვარ.
მაგის მერე მგონია ჩემი კამრი ყველგან მივა))

Posted by: Artgeo 7 Oct 2022, 10:49
ნიკა
Snow93
The DoctoR
მადლობა, მაშინ ან ახალქალაქიდან ზარაზმამდე ჩავალ და მოვბრუნდები, ან ბათუმიდან ხულომდე ) რომელია უფრო ლამაზი?

Posted by: eleqtro 7 Oct 2022, 10:57
Artgeo
QUOTE
ახალქალაქიდან ზარაზმამდე

აქ ადიგენი ზარზმის მონაკვეთია ლამაზი მხოლოდ.
QUOTE
ბათუმიდან ხულომდე

მთლიანად ლამაზია მონაკვეთია.

მე გირჩევ რო იქირავო მანქანა და მთლიანი გზა გაიარო. ის გრუნტიანი 48 კმ ღირს სანახავად.

Posted by: Artgeo 9 Oct 2022, 10:06
eleqtro
გრუნტი თუ არის, გავალ ჩემი მანქანით. მაგრამ ისეთები დაიწერა....

Posted by: ნიკა 11 Oct 2022, 12:13
https://www.facebook.com/georoad.ge/posts/pfbid0J3AQkvMQzBL57CBcsf3LzH5gMukGui2AUtSeH3ueNTBbfXMnLNXR9yUX7xLpZ9APl

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი (ანგისა) - ახალციხის საავტომობილო გზაზე ხულო-ზარზმის მონაკვეთის რეკონსტრუქცია აქტიურ რეჟიმში გრძელდება

პროექტი 3 მონაკვეთადაა დაყოფილი და ჯამში, რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია 47 კილომეტრიან გზას ჩაუტარდება

პირველი მონაკვეთი ქუვეითის ფონდის მიერ ფინანსდება, ხოლო მეორე და მესამე - სახელმწიფო ბიუჯეტიდან. პირველი 2 მონაკვეთის რეაბილიტაციას კომპანია „სინოჰიდრო“ ახორციელებს. აღნიშნული 2 მონაკვეთის საერთო ღირებულება 95 689 302 ლარს შეადგენს

აღსანიშნავია, რომ რელიეფისა და რთული გეოლოგიური პირობებიდან გამომდინარე, არის გამოწვევები 11 უბანზე განვითარებული მეწყრული პროცესების სახით, რაზედაც ინტენსიურად მიმდინარეობს შესაბამისი შესწავლისა და საპროექტო გადაწყვეტილებების დამუშავების ღონისძიებები

ხულო-ზარზმის მონაკვეთის პროექტის ფარგლებში, დაიგება 2 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის საფარი. ამ ეტაპზე, პირველ და მეორე მონაკვეთებზე რომელიც ჯამში 42 კმ-ს მოიცავს, ამ დროისთვის, მიწის ექსკავაციის, საყრდენი კედლებისა და წყალგამტარი ნაგებობების მოწყობის 70%-ზე მეტი უკვე დასრულებულია. ამასთანავე, პარალელურ რეჟიმში აქტიურად მიმდინარეობს 4 ახალი სახიდე გადასასვლელის მშენებლობა. დაწყებულია, გზის საფუძვლის სტაბილიზაციისა და ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები, ამ ეტაპზე საფარი 2 კმ-მდე მონაკვეთზე უკვე დაგებულია. ხოლო, წლის ბოლომდე დაგეგმილია ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება 15 კმ-მდე მონაკვეთზე

ხულო-ზარზმის განახლებული გზა სამცხე-ჯავახეთისა და აჭარის რეგიონებს უმოკლესი გზით დააკავშირებს ერთმანეთთან. განახლებული გზით, ბათუმიდან ახალციხემდე მგზავრობის დრო 1.5 სთ-ით შემცირდება

Posted by: ნიკა 15 Oct 2022, 13:22
გუშინ ახმეტისკენ გავიკატავე. თიანეთი-ახმეტაზე საკმაოდ წაწეულად ნიწ. დიდი სამუშაოები დარჩა ორ ხიდზე. ჯამში 1-2 კილომეტრი თუა გრუნტი.

აი გლდანი-ცხვარიჭამია მონაკვეთზე არ ველოდი რომ ამდენი სამუშაო მიდიოდა და ასეთი დანგრეული იქნებოდა.

Posted by: Didgori_3 15 Oct 2022, 14:14
QUOTE
აი გლდანი-ცხვარიჭამია მონაკვეთზე არ ველოდი რომ ამდენი სამუშაო მიდიოდა და ასეთი დანგრეული იქნებოდა.

გლდანი-ცხვარიჭამიაზე ბოლოს რო ვიყავი, სწორად ვერ გავიარე, ან მარჯვენა მხარეს იყო დახრილი ასფალტი 45 გრადუსით, ან მარცხენა მხარეს, 40-ზე ჩქარა თუ მიდიოდი, ამერიკული გორაკების განცდას გიტოვებდა მგზავრობა

Posted by: Artgeo 26 Oct 2022, 10:10
ნიკა
QUOTE
აი გლდანი-ცხვარიჭამია მონაკვეთზე არ ველოდი რომ ამდენი სამუშაო მიდიოდა და ასეთი დანგრეული იქნებოდა.

გაზაფხულიდან მასეა, მანდვე ხიდია, წლისთავს აღვნიშნავთ მალე...

Posted by: The DoctoR 5 Nov 2022, 01:29
რუსთავი-ლემშვენიერა-დავით გარეჯის (შ-158) მონაკვეთზე ვიყავი 3 დღის წინ სედანით. 2 ადგილი იყო, სადაც უკეთესია მაღალი "პასადკის" მქონე მანქანა, დანარჩენი გაივლება რა.
აი ნათლისმცემელის მხარეს (შ-195) რომ გადავუხვიე, იქ მგონი ყველგანმავალი გინდა, ვერ გავბედე გავლა, ძალიან უსწორმასწორო გზა ჩანდა.

Posted by: ნიკა 6 Nov 2022, 15:23
ვახ მაგ გზებს "შ"-ები თუ ჰქონდა მინიჭებული არც ვიცოდი.

მე ასე დადივარ ხოლმე მანდ
https://classic-maps.openrouteservice.org/directions?n1=41.52927&n2=45.245933&n3=13&a=41.477139,45.158744,41.501133,45.268804,41.449546,45.374649&b=0&c=0&k1=en-US&k2=km

Posted by: The DoctoR 7 Nov 2022, 00:21
QUOTE (ნიკა)
მე ასე დადივარ ხოლმე მანდ
https://classic-maps.openrouteservice.org/d...&k1=en-US&k2=km

მაქედან გზები თუ იყო ის არ ვიცოდი )
ეს რაღაც ახალი საიტი/აპლიკაციაა, ჩავუჯდები მერე ) მე OSMand-ს ვიყინებ ხოლმე.

დღეს ვიყავი ჩუმათელეთი-ფონა-წიფა-ხარაგაული-ძირულას გზაზე (შ-55).
ჩუმათელეთი-ფონა-წიფას მონაკვეთის გარკვეული ნაწილი ცუდი იყო, მაგრამ ვიფიქრე, ასე თუ არის ბოლომდე რა მიჭირს თქო. თურმე სად ბანაობ... მოლითში გზისმაგვარი რაღაც იყო, ტალახი, გუბეები... ამ ჩემი სედანით ცოტა შემეშინდა, არ ჩავრჩე სადმე თქო. მარელისამდე (ჩუმათელეთიდან დაახლოებით 30კმ) კარგად ვიწვალე რასაც ქვია. მერე კი იყო ტრასა თითქმის მაგისტრალამდე.

სანამ მაგ გზაზე წავიდოდი, და წინა დღით კიდევ თეთრიწყარო-ბოლნისის გავიარე, "გადავამოწმე" გზის საფარი გუგლ სტრიტ მეპით და არცერთი ფოტო არ იყო. ჰოდა გადავწყვიტე, მასეთ მეორეხარისხოვან გზაზე რომ წავალ, 360 გრადუსიანი ფოტოები გადავიღო და დავდო, ჩემნაირ ტიპებს რომ მეტი ინფო ქონდეთ )

დედოფლისყარო-ბოლნისზე და დღეს ჩუმათელეთი-ხარაგაული-ძირულაზე რამოდენიმე ფოტო ავტვირთზე სტრიტ მეპზე და ყველასთან მექნება იგივე თხოვნა.
რაც იცი რაში დაგვჭირდება ))

Posted by: ნიკა 7 Nov 2022, 18:01
The DoctoR
QUOTE
ეს რაღაც ახალი საიტი/აპლიკაციაა, ჩავუჯდები მერე ) მე OSMand-ს ვიყინებ ხოლმე.

იგივეა ოღნდ კომპში, ბრაუზერში.

Posted by: eleqtro 8 Nov 2022, 11:02
The DoctoR
QUOTE
დედოფლისყარო-ბოლნისზე

თეთრიწყარო wink.gif

QUOTE
დედოფლისყარო-ბოლნისზე და დღეს ჩუმათელეთი-ხარაგაული-ძირულაზე რამოდენიმე ფოტო ავტვირთზე სტრიტ მეპზე და ყველასთან მექნება იგივე თხოვნა.
რაც იცი რაში დაგვჭირდება ))

up.gif

Posted by: Delvaux 26 Nov 2022, 14:07
მცხეთაში მტკვარზე ხიდს რომ აშენებენ ნანახი გაქვთ?
ბურჯები ამოყვანილია და მგონი ორ წელზე მეტია გაჩერებულია.
კოჭების გადებაღა უნდა და მალე შეიძლება დამთავრება.
როგორც ჩანს ფული მოტეხეს და სამშენებლო კომპანია გაიქცა...

Posted by: ნიკა 28 Nov 2022, 22:08
წელს მგონი გვიან მოთოვა. ცხრაწყაროს უღელტეხილი დაიკეტა
https://www.facebook.com/photo/?fbid=503407221817518&set=a.286631473495095

Posted by: ნიკა 30 Nov 2022, 14:29
ხულო-ზარზმა
https://www.facebook.com/georoad.ge/posts/pfbid02me6o6th46br3HY7qqy6c3i6cG8Zb6jQmnnPrfd3KPVuGypZZ9K9DW88k6XDJP15sl

„მიუხედავად მთელი რიგი, მათ შორის, მეწყერებთან დაკავშირებული გამოწვევებისა, წელს ვახერხებთ როგორც ხულოს, ისე ზარზმის მხრიდან, 10 კმ-მდე გზაზე ასფალტის საფარის მოწყობას. კარგი პროგრესი გვაქვს ხელოვნურ ნაგებობებთან დაკავშირებით, რაც ქმნის პირობებს იმისათვის, რომ უკვე მომდევნო წელს პროექტი დასრულდეს და ასფალტის საფარით უზრუნველყოფილი ხულო-ზარზმის უმნიშვნელოვანესი გზა შევიდეს ექსპლუატაციაში,“-ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ ხულო-ზარზმის გზაზე მიმდინარე სამუშაოების დათვალიერების შემდეგ განაცხადა
ხულო-ზარზმის განახლებული გზა სამცხე-ჯავახეთსა და აჭარას ერთმანეთთან უმოკლესი გზით დააკავშირებს, გზა გადის რთულ გეოგრაფიულ და გეოლოგიურ რელიეფზე. მისი რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია კი, ხელს შეუწყობს ორი რეგიონის მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას. განახლებული გზა ბეშუმის სამთო-სათხილამურო კურორტს ბათუმთან და თბილისთან დააკავშირებს, რაც ხელს შეუწყოს ტურიზმის განვითარებასაც
47 კმ-იანი გზის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის პროექტი 3 მონაკვეთადაა დაყოფილი, სადაც, საერთო ჯამში, 2 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის საფარი დაიგება. მოცემულ ეტაპზე, პირველ და მეორე მონაკვეთებზე, მთლიანობაში 42 კმ-ზე, ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობის, ხიდებისა და სხვა ხელოვნური ნაგებობების მშენებლობა მიმდინარეობს. ამ მონაკვეთებზე დაგეგმილი სამუშაოების საერთო ღირებულება 95.6 მილიონ ლარს აღემატება. მეორე მონაკვეთზე მიმდინარე სამუშაოების დასრულება წლის ბოლოსთვის, ხოლო მთლიანი 47 კმ-იანი გზის მშენებლობის დასრულება 2023 წლისთვის იგეგმება
ორი რეგიონის დამაკავშირებელი, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის, ხულო-ზარზმის მონაკვეთის რეკონსტრუქცის სამუშაოები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ და სამცხე-ჯავახეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულმა, ბესიკ ამირანაშვილმა მოინახულეს
* * *
როგორც ფოტოებიდან ჩანს ამ ადგილას მეწყერის მიერ წაღებულ მონაკვეთზე ისევ შემოვლითი გზა დატოვეს
https://www.openstreetmap.org/#map=17/41.66424/42.61263
* * *
2016 წლის სვანეთის ტურის ვიდეოები
ქუთაისი-ლენტეხი-უშგული.
https://www.youtube.com/watch?v=P_KX7m2j6q8&list=PLMhw5vejhxgM7EMJICMTsoXBhIoCWzvW5&index=4

Posted by: mike d 8 Jan 2023, 23:44
სალამი აქაურებს,

დღეს ვიყავი ქიზიყისკენ და ჩემთვის ორი სიახლე ვნახე.

დედოფლისწყაროდან ხორნაბუჯის ციხესთან მისასვლელ გზას აკეთებენ. გზა გრუნტის ნაცვლად ბეტონის იქნება. დიდი ნაწილი დაგებულია და ზეგ ციხის შესასვლელთან მოზრდილი პარკინგიც კეთდება და სხვადასხვა ინფრასტრუქტურული ნაგებობებიც.

ასევე ხირსა-ყარაღაჯი-სამთაწყაროს გზას არემონტებენ. სოფელი ხორნაბუჯიდან სამთაწყარომდე მიმავალი გზის ნახევარი დაგებული და მეორე ნახევარსაც ეტყობა რომ აპირებენ გაკეთებას.


Posted by: ნიკა 19 Mar 2023, 23:37
სიახლეები (ზოგი კარგი, ზოგიც ...)

ეს შარშანაც დავდე. გამოიზამთრეს და ახალი ძალით შეუბერეს როგორც ჩანს
https://www.facebook.com/georoad.ge/posts/pfbid037QefsvWT4UnhY1ndfnevAhTVCDd5CWkDHzCNqbWXe9cWsUzcEo9Suy3Rpi9H5kZnl
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის თბილისი(გლდანი)-თიანეთის საავტომობილო გზის 21 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს
ამ ეტაპზე აღნიშნულ მონაკვეთზე ხელოვნური ნაგებობების მოწყობა ხორციელდება
პროექტის ფარგლებში, მოხდება გზის სრული რეაბილიტაცია, დაიგება ასფალტ-ბეტონის საფარი, რეაბილიტირდება 3 არსებული ხიდი, საყრდენი კედლები, წყალგამტარი მილები, სანიაღვრე არხები და ტროტუარები. ასევე გათვალისწინებულია ადგილობრივ გზებთან მიერთებების, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელების, ავტოპავილიონისა და ავტობუსის გასაჩერებელი მოედნის მოწყობა
სარეაბილიტაციო სამუშაოები ქ. თბილისში იწყება, გაივლის სოფელ მამკოდის და ცხვარიჭამიის ტერიტორიებს. თბილისი–თიანეთის გზის რეაბილიტაციის შედეგად, საავტომობილო გზაზე გადაადგილება გახდება კომფორტული, ავტოტრანსპორტის მოძრაობა გაუმჯობესდება და შემცირდება მგზავრობის დრო
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 24 948 977 ლარით ფინანსდება
* * *
თუმცა ამავე გზის უკვე თიანეთთან დამეწყრილი მონავეთი, მიგდებულია. შარშან დაიყეს მუშაობა და ...
* * *
თიანეთი-ახმეტაზე ორივე ხიდი აუშენებიათ. თუმცა როგორც ინფორმაცია მივიღე საერთოდ კაციშვილი არ მუშაობს. ანუ ისევ ამოჭრილია ასფალტები და სადაც დასაგები იყო ისევ დასაგებია. იმედია დათბობასთან ერთად მიხედავენ. არც ისე ბევრია დარჩენილი.
* * *
კიდევ ერთი ინფორმაცია. გომბორის კახეთის მხარეს მიდის სრული რეაბილიტაცია. საყრდენი კედლები, წყალგამტარები და ა.შ. გაითვალისწინეთ. ბევრგან გრუნტის დროებითი შემოსავლელებია.

Posted by: N_E_M_O 2 Apr 2023, 22:05
მეგობრებო, ჩუმათელეთი ხარაგაულის გზა რა მდგომარეობაშია? არის რამე გაკეთებული? და თუ არის სანამდეა?

Posted by: ნიკა 3 Apr 2023, 01:30
N_E_M_O
QUOTE
არის რამე გაკეთებული? და თუ არის სანამდეა?

პირველი ლოტი თითქმის დამთავრებულია მგონი ანუ ძირულა-ხარაგაული-ვახანის გადასახვევი.
მეორე ლოტზე აკორდი გაკოტრდა. ახალი ტენდერი კი ჩაიშალა sad.gif
25 კმ დანგრეული გზაა

Posted by: N_E_M_O 3 Apr 2023, 08:46
QUOTE
პირველი ლოტი თითქმის დამთავრებულია მგონი ანუ ძირულა-ხარაგაული-ვახანის გადასახვევი.
მეორე ლოტზე აკორდი გაკოტრდა. ახალი ტენდერი კი ჩაიშალა
25 კმ დანგრეული გზაა


ჯიპით ვაპირებ წასვლას ამ სააღდგომოდ და საჩხერე ჭიათურის გაჭედილ საცობში დგომას ვფიქრო ეს გზა ხო არ გამოვიყენო თქო. 15 კილომეტრი იქაც ოფროუდიაო ამბობენ და ბარემ სუფთა ჰაერზე მაინც ვივლი smile.gif

Posted by: JSB14BSJ 3 Apr 2023, 09:25
ნიკა
QUOTE
თიანეთი-ახმეტაზე ორივე ხიდი აუშენებიათ. თუმცა როგორც ინფორმაცია მივიღე საერთოდ კაციშვილი არ მუშაობს. ანუ ისევ ამოჭრილია ასფალტები და სადაც დასაგები იყო ისევ დასაგებია. იმედია დათბობასთან ერთად მიხედავენ. არც ისე ბევრია დარჩენილი.

თიანეთი-ახმეტადან რა ნაწილია გაკეთებული და ასფალტირებული?

Posted by: ნიკა 3 Apr 2023, 10:40
JSB14BSJ
QUOTE
თიანეთი-ახმეტადან რა ნაწილია გაკეთებული და ასფალტირებული?

მაგ პოსტის დროინდელი ინფორმაციით აი ეგ ორი ხიდი და კიდევ რამდენიმე დამეწყრილი მონაკვეთია გრუნტი. ჯამში ბევრი არაა. მაგრამ ბევრგანაა ასფალტი ამოთხრილი და გამზადებული დასაგებად. ეს უბნები პატარა თხრილებითაა გამოყოფილი, ზოგან მხოლოდ ცალი ზოლია მასე და შემოვლა შეიძლება, თუმცა ბევრგანაა მთელი გზის სიგანეზე და ჩავარდნა გიწევს. ჯიპისთვის სიეთი არაფერი. პატარა მანქანისთვის მიჭირს რაიმე რჩევის თქმა.

Posted by: rachveli1 4 Apr 2023, 10:22
გუგლ მეპზე საჩხერე-ონის გზა როდემდე არ უნდა იყოს? თითქმი ორი წელია რაც გახსნენს და დღემდე არ არის დატანილი

Posted by: ნიკა 4 Apr 2023, 11:16
rachveli1
QUOTE
გუგლ მეპზე საჩხერე-ონის გზა როდემდე არ უნდა იყოს? თითქმი ორი წელია რაც გახსნენს და დღემდე არ არის დატანილი

ამიტომაც ხალხი ოსმანდს ვიყენებთ.

Posted by: rachveli1 4 Apr 2023, 11:31
QUOTE (ნიკა)
ამიტომაც ხალხი ოსმანდს ვიყენებთ.

მეც ოსმანდს ვიყინებ, უბრალოდ მაინტერესებდა

Posted by: ნიკა 8 Apr 2023, 00:25
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის გზის მშენებლობისთვის გამოცხადებული ტენდერი ისევ ჩაიშალა

http://chemikharagauli.com/?p=66704#.ZDB8JPZBycw

sad.gif
* * *
http://www.georoad.ge/uploads/files/Notification%20-%20GEO.pdf
* * *
მოხრეშვა მაინც დაიწყეს ამ გზის თორემ სრული კოშმარი იყო

წიფა-ფონა-ჩუმათელეთის დამაკავშირებელ მონაკვეთზე, გზის გასწორხაზოვნების სამუშაოები მიმდინარეობს.
სამუშაოებს საავტომობილო გზების დეპარტამენტის კონტრაქტორი კომპანია აწარმოებს.

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

Posted by: Nemiroff 8 Apr 2023, 12:33
......................................................................................................................

Posted by: JSB14BSJ 14 Apr 2023, 14:58
მცხეთა-ძეგვი-კასპი-გორი (თუ რაც ჰქვია) რა მდგომარეობაშია, ხო არ იცით?

Posted by: ნიკა 14 Apr 2023, 23:22
JSB14BSJ
ბოლოს რომ ვიყავი რამდენიმე ადგილას დასაგები იყო გზა. იმედია დააგეს.

Posted by: electro 15 Apr 2023, 00:05
ამაზე იყო ცალკე ტოპიკი თ უარა?

https://commersant.ge/ge/post/universitetis-quchis-reabilitaciaze-17-milioniani-tenderi-gamocxada-risi-gaketeba-igegmeba

Posted by: ნიკა 22 Apr 2023, 21:51
ძირულა-ხარაგაული-ჩუმათელეთი გავიარე დღეს

დავიწყოთ მეორე ლოტით, მოლითი ჩუმათელეთი.
პირველივე 180-იან მოსახვევში მოდის უშველებელი მეწყერი. დიდი შანსია მთელი ეგ ფერდი ჩამოიშალოს და ზედა გზაც გამოიყოლოს

წიფამდე გზა მოხრეშეს. ერთი ორგან მცირე მეწყერი ჩამოვიდა. მაგრამ მთლიანობაში არა უშავდა. წიფა-მოლითი იგივეა რაც იყო. ანუ საშინელება, თითქოს დაბომბეს გზა.
მოგეხსენებათ ეს ლოტი მთლად მოლითამდე არაა. სადღაც ვახანის გადასახვევამდეა. ხოდა მოლითი-ვახანის გადასახვევიც საშინელებაა.

მეორე ლოტი. ასფალტით იწყება და... ის ხიდი რომ ჩამოანგრია რკინიგზაზე მეწყერმა ისევ არაა აშენებული. თუმცა რაღაცას ჩხლაფორთობენ თითქოს. შემოვლითი გრუნტის გზაა რამდენიმე კმ-იანი.
მაგის მერე ძირითადად კარგი გზაა. ასფალტი გარდა ერთი ადგილისა ძირულა-ხარაგაულზე, სადაც ისეთი მეწყერი მოდის რომ ერთ მანქანის გასაძრომია მხოლოდ და თან გაუჩერებლად გაიარეთო.

ონბორდ ვიდეო იქნება.

Posted by: ნიკა 26 Apr 2023, 00:19
ძირულა-ხარაგაული ჩუმათელეთ (ოღონდ ჩუმათელეთიდან ძირულასკენ, ზვარეში შესვლა-გამოსვლით) ვიდეო ბს აქ დავდებ. თუმცა რკინიგზასაც ეხება და იქაც დავდებ



Posted by: Snow93 28 Apr 2023, 13:21
user posted image

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ, კახეთის რეგიონში, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის 33.6 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებს აქტიურად მიმდინარეობს.

როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, სამუშაოების დასრულება 2024 წლის შემოდგომაზე იგეგმება.

„გომბორის გზა მოძრაობის მაღალი ინტენსივობით გამოირჩევა - ამ გზით სარგებლობს, როგორც ადგილობრივი მოსახლეობა, ისე ქვეყანაში შემოსული ტურისტები. გზის დაზიანებული, დამეწყრილი და დეფორმირებული ადგილები მოძრაობის უსაფრთხოებასა და კომფორტულ გადაადგილებას ვეღარ უზრუნველყოფდა, რის გამოც დაიგეგმა გზის რეაბილიტაციის პროექტი.

პროექტის შესაბამისად, გათვალისწინებულია გზის სავალი ნაწილის სრული რეაბილიტაცია, ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება, 6 ხიდის რეაბილიტაცია, ახალი წყალგამტარი მილებისა და რკინაბეტონის ქვედა და ზედა საყრდენი კედლის მოწყობა. ასევე, გატარდება მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებები, შეკეთდება ტროტუარი, მიერთებები და ადგილობრივი შესასვლელები, მოეწყობა მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები, ავტობუსის გასაჩერებელი მოედანი და ავტო პავილიონი, ჩატარდება საგზაო ნიშნების მოწყობისა და გზის ჰორიზონტალური მონიშვნის სამუშაოები.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 66 700 000 ლარით ფინანსდება. სამუშაოების დასრულება 2024 წლის შემოდგომაზე იგეგმება”, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში

Posted by: lukakhim 30 Apr 2023, 11:54
თბილისი - ერევანი როგორი გზაა? მირჩევთ მანქანით წასვლას?

Posted by: პაწა 30 Apr 2023, 15:37
QUOTE (rachveli1 @ 4 Apr 2023, 10:22 )
გუგლ მეპზე საჩხერე-ონის გზა როდემდე არ უნდა იყოს? თითქმი ორი წელია რაც გახსნენს და დღემდე არ არის დატანილი

როგორ არ არის?!

Posted by: rachveli1 30 Apr 2023, 17:23
პაწა
ეგრე აჩვენებს თურმე,
ვიზუალურად არ ჩანს გზა, უფრო სწორად სოფლის გზასავით არი აღნიშნული.
user posted image

Posted by: Nescafe13 30 Apr 2023, 19:40
rachveli1
QUOTE
ვიზუალურად აღ ჩანს გზა, უფრო სწორად სოფლის გზასავით არი აღნიშნული.


ხართ ვინმე ნამყოფი ? წინა აგვისტოს ვიყავით მე და ჩემი ძმა , ღამე გადავედით და გადმოვედით , რასაც დავაკვირდი სულ აღმართი და დაღმარტია , ან ტორმუზზე უნდა იჯდე ან გაზზე და მგონი ისევ ნაქერალა სჯობს , მანდ რომ ტორმუზმა გიმტყუნოს biggrin.gif

Posted by: rachveli1 30 Apr 2023, 20:46
Nescafe13
ჩქარა არ უნდა იარო და არ მოგიწევს ტორმუზზე ჯდომა. კარგი გზაა, თაფისუფლად და მშვიდად მიდიხარ, რაც მთავარია რიკითი არ უნდა გაიარო.

Posted by: sabuk 30 Apr 2023, 21:28
lukakhim
QUOTE
თბილისი - ერევანი როგორი გზაა? მირჩევთ მანქანით წასვლას?

1 წლის წინ ვიყავი მანქანით და ნორმალურია.
ნოემბერიანი - იჯევანი - დილიჟანი - სევანი - ერევანი.
სევანიდან ჰაივეია, მაგრამ კამერები აყენია ძაან ბევრი, ფრთხილად =)


Posted by: ნიკა 30 Apr 2023, 23:12
lukakhim
QUOTE
თბილისი - ერევანი როგორი გზაა? მირჩევთ მანქანით წასვლას?

მარტში ვიყავი სპიტაკით. ვანაძორი-სპიტაკი მონაკვეთია დანგრეული, დანარჩენი ახალი ასფალტია. ერევანი-სევანი-დილიჟანი-ვანაძორით წამოვედი უკან და აქ შიგ ვანაძორშია ორმოები. მოკლედ ამ ორზე ნორმალური გზაბია, ადრე რაც იყო შედარება არაა. ბევრად უკეთესია. იჯევანზე რა ხდება ვერ გეტყვი ზუსტად.

Posted by: ნიკა 3 May 2023, 00:16
თიანეთი-ახმეტა-ყვარელი-ნინიგორის საავტომობილო გზის 11.5 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს
სარეაბილიტაციო გზა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუღაანიდან იწყება, გაივლის სოფელ სანიორეს მიმდებარე ტერიტორიას და მთავრდება სოფელ ნაფარეულთან. გზის მიმდებარედ არის საცხოვრებელი სახლები, საკარმიდამო ნაკვეთები, ღვინის საწარმოები, ბენზინგასამართი სადგურები, კომერციული ფართები და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები. შესაბამისად, ამ გზის გამართულად ფუნქციონირება ადგილობრივი მოსახლეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. არსებული გზა ძლიერ დაზიანებული იყო და, გაზრდილი მოძრაობის ინტენსივობის პირობებში, აფერხებდა გადაადგილებას
გზის რეაბილიტაციის პროექტი ითვალისწინებს საგზაო ინფრატსრუქტურის სრულ აღდგენას: რეაბილიტირდება გზის სავალი ნაწილი, მოეწყობა წყალგამტარი მილები, კიუვეტები, ავტობუსის გასაჩერებელი პავილიონები, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები და საგზაო ნიშნები. ასევე, ჩატარდება გზის სავალი ნაწილის ჰორიზონტალურად მონიშვნის სამუშაოები
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 11 659 030 ლარია. სამუშაოების დასრულება მიმდინარე წელს იგეგმება

https://www.facebook.com/georoad.ge/posts/pfbid0DLoFGcaTurcvq7DZufs5v6pocHHUDvrbCjz3AG2JyxCb38L4D9tGKiJirFhtSqHgl

Posted by: Snow93 4 May 2023, 15:06

Posted by: ნიკა 5 May 2023, 10:40
ფშაველი-აბანო-ომალოს 72 კმ-იანი გზის საგზაო მოძრაობის პირობების გაუმჯობესების პროექტის ფარგლებში, პირველი, 13.5 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ფშაველი-აბანო-ომალოს გზის საგზაო მოძრაობის პირობების გაუმჯობესების პროექტი ითვალისწინებს საავტომობილო გზის პროფილის აღდგენას, წყალგამტარი, წყალამრიდი და ხელოვნური ნაგებობების მოწყობას, მოძრაობის რეგულირების ტექნიკური საშუალებების სრულყოფილ აღდგენას, მიწის ვაკისის, შესაძლებლობის ფარგლებში, გაგანიერებას და მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ბოგიროვანი ზღუდარების მოწყობას
თუშეთის გზის პროექტი 8 მონაკვეთადაა დაყოფილი. ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია 5 პროექტზე, რაც გზის 39 კმ-მდე მონაკვეთის საგზაო მოძრაობის პირობების გაუმჯობესების სამუშაოებს მოიცავს და მისი ღირებულება, ჯამში, 43.6 მილიონი ლარია. დარჩენილ 43.6 კმ-ზე კი, რომელიც 3 მონაკვეთისგან შედგება, სამუშაოები ეტაპობრივად დაიწყება. ამ ეტაპზე, ერთ მონაკვეთზე ტენდერი გამოცხადებულია, ხოლო 2-ზე უხალოეს დღეებში გამოცხადდება
ფშაველი-ომალოს საავტომობილო გზის პირველ მონაკვეთზე ასფალტისა და ბეტონის საფარის მოწყობა მიმდინარეობს. დანარჩენი მონაკვეთების საფარი, რელიეფიდან გამომდინარე, გრუნტიანი დარჩება, აღდგება გზის დაზიანებული ადგილები და გაუმჯობესდება არსებული პარამეტრები
თუშეთამდე მისასვლელი ერთადერთი გზა ფშაველი-ომალოს საავტომობილო გზაა, რომელიც თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ფშაველიდან იწყება და აბანოს უღელტეხილის გავლით ომალოს უკავშირდება. თუშეთის გზა, გასული საუკუნის 60-70-იან წლებშია გაყვანილი, აბანოს უღელტეხილზე გადის, რომელიც ზღვის დონიდან 2950 მეტრზე მდებარეობს. რთული რელიეფისა და მეტეოროლოგიური პირობების გამო, გზაზე ტრანსპორტის მოძრაობა წელიწადში დაახლოებით 4-5 თვის განმავლობაშია შესაძლებელი
ფშაველი-აბანო-ომალოს გზის საგზაო მოძრაობის პირობების გაუმჯობესების პროექტი ეტაპობრივად, 2025 წელს დასრულდება. პროექტის საერთო საორიენტაციო ღირებულება 100 მილიონი ლარია

https://www.facebook.com/georoad.ge/posts/pfbid07NpeHW8rCB9UeYk7d77vn48iUboN7rvReeKNozmN92D3pgXzkfuQB3hsHxoSFtoGl

Posted by: alea iacta est 5 May 2023, 11:10
QUOTE (ნიკა @ 5 May 2023, 10:40 )
ფშაველი-აბანო-ომალოს 72 კმ-იანი გზის საგზაო მოძრაობის პირობების გაუმჯობესების პროექტის ფარგლებში, პირველი, 13.5 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ფშაველი-აბანო-ომალოს გზის საგზაო მოძრაობის პირობების გაუმჯობესების პროექტი ითვალისწინებს საავტომობილო გზის პროფილის აღდგენას, წყალგამტარი, წყალამრიდი და ხელოვნური ნაგებობების მოწყობას, მოძრაობის რეგულირების ტექნიკური საშუალებების სრულყოფილ აღდგენას, მიწის ვაკისის, შესაძლებლობის ფარგლებში, გაგანიერებას და მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ბოგიროვანი ზღუდარების მოწყობას
თუშეთის გზის პროექტი 8 მონაკვეთადაა დაყოფილი. ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია 5 პროექტზე, რაც გზის 39 კმ-მდე მონაკვეთის საგზაო მოძრაობის პირობების გაუმჯობესების სამუშაოებს მოიცავს და მისი ღირებულება, ჯამში, 43.6 მილიონი ლარია. დარჩენილ 43.6 კმ-ზე კი, რომელიც 3 მონაკვეთისგან შედგება, სამუშაოები ეტაპობრივად დაიწყება. ამ ეტაპზე, ერთ მონაკვეთზე ტენდერი გამოცხადებულია, ხოლო 2-ზე უხალოეს დღეებში გამოცხადდება
ფშაველი-ომალოს საავტომობილო გზის პირველ მონაკვეთზე ასფალტისა და ბეტონის საფარის მოწყობა მიმდინარეობს. დანარჩენი მონაკვეთების საფარი, რელიეფიდან გამომდინარე, გრუნტიანი დარჩება, აღდგება გზის დაზიანებული ადგილები და გაუმჯობესდება არსებული პარამეტრები
თუშეთამდე მისასვლელი ერთადერთი გზა ფშაველი-ომალოს საავტომობილო გზაა, რომელიც თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ფშაველიდან იწყება და აბანოს უღელტეხილის გავლით ომალოს უკავშირდება. თუშეთის გზა, გასული საუკუნის 60-70-იან წლებშია გაყვანილი, აბანოს უღელტეხილზე გადის, რომელიც ზღვის დონიდან 2950 მეტრზე მდებარეობს. რთული რელიეფისა და მეტეოროლოგიური პირობების გამო, გზაზე ტრანსპორტის მოძრაობა წელიწადში დაახლოებით 4-5 თვის განმავლობაშია შესაძლებელი
ფშაველი-აბანო-ომალოს გზის საგზაო მოძრაობის პირობების გაუმჯობესების პროექტი ეტაპობრივად, 2025 წელს დასრულდება. პროექტის საერთო საორიენტაციო ღირებულება 100 მილიონი ლარია

https://www.facebook.com/georoad.ge/posts/pfbid07NpeHW8rCB9UeYk7d77vn48iUboN7rvReeKNozmN92D3pgXzkfuQB3hsHxoSFtoGl

საინტერესოა ამ გზაზე გვირაბი რომ გაკეთდეს რა დაჯდება და რამდენი კილომეტრი იქნება გასაჭრელი?

Posted by: VonEinzbern 10 May 2023, 10:30
გამარჯობა!

ხომ არ იცით, გომბორის რემონტს მორჩნენ? გაივლება ნორმალურად და უპრობლემოდ სედანით თუ ისევ ამოთხრილია და გურჯაანით წასვლა სჯობს თელავში?

Posted by: ნიკა 10 May 2023, 15:57
VonEinzbern
QUOTE
ხომ არ იცით, გომბორის რემონტს მორჩნენ? გაივლება ნორმალურად და უპრობლემოდ სედანით თუ ისევ ამოთხრილია და გურჯაანით წასვლა სჯობს თელავში?

გომბორს თავისი თემა აქვს და აგერ წერია 2024 წლის ბოლოს მორჩებაო
https://forum.ge/?showtopic=34124765&view=findpost&p=60320390

Posted by: ნიკა 22 May 2023, 14:37
ამასობაში სიღნაღი-ქედელი-ბოდმისხევი გზა გაუკეთებიათ.
სიღნაღი -ქედელი სამწუხაროდ ვიწრო გზა დატოვეს. ასფალტისაა და უკვე ჩაიზნექა ბევრგან.
ქედელი-ბოდბისხევი ბეტონის კაი განიერი გზაა.
https://classic-maps.openrouteservice.org/directions?n1=41.599494&n2=45.932196&n3=15&a=41.606522,45.927491,41.591503,45.94373&b=1a&c=0&k1=en-US&k2=km

Posted by: donkosta 26 May 2023, 02:58
სალამი
გერგეთზე სედანით აისვლება?
გააკეთეს ის ჩამონგრეული ნაწილი თუ დელიკების თემაა?

Posted by: The DoctoR 3 Jun 2023, 13:10
ზოგიერთ გზას შიდასახელმწიფოებრივი რატომ ქვია ვერ ვხვდები. და მით უფრო ვერ ვხვდები, დედა რატომ აქვს მოხნული და ოფროუდი რატომაა.
დღეს შ199-ზე ვიყავი. ესაა ბულაჩაური-ახალციხე-ხეობა.
ბულაჩაურის იქეთ ოფროუდი იყო ჩვეულებრივი.

Posted by: ნიკა 3 Jun 2023, 16:18
The DoctoR
QUOTE
დღეს შ199-ზე ვიყავი. ესაა ბულაჩაური-ახალციხე-ხეობა.

ოფიციალურად ქუბრიანთკარი-ახალციხე-კენჭაკლდე-ხეობა არისო ეს გზა. მე წესიერად ვერ გავიგე რა და როგორაა მანდ. კენჭალკდე-ხეობა ოფიციალური ტყის გზაა სამხიდიანების ფაქტიურად biggrin.gif

ხეობაში კი სხვა გზა ადის პირდაპირ ქუბრიანთკარიდან

შენ რომელით იყავი?

პ.ს. შიდასახელმწიფოებრივი ნიშნავს რომ არის საგზაოს ბალანსზე და მაგათ უნდა მიხედონ. ადგილობრივი გზები არის მუნიციპალიტეტების ბალანსზე და მათი მისახედია.

Posted by: idallgo 3 Jun 2023, 17:25
ბულაჩაური-ჭოპორტის გზას წლებია დარხეული აქვს...
.
ნუ გასაგებია, ალტერნატივის სახით, ბულაჩაურიდან წითელსოფელში გადმოხვალ რესტორან ჩვენ ეზოსთან არაგვზე ხიდით და მერე ტრასით, მისაქციელთან ისევ გადადიხარ არაგვის ხიდით ჭოპორტში.

მაგრამ, აი პირდაპირ თუ გინდა გამოაგრძელო, სედანით ძალიან წვალობ...

Posted by: The DoctoR 3 Jun 2023, 18:44
ნიკა
QUOTE
შენ რომელით იყავი?

დადგენილების მიხედვით რაცაა)) ანუ ბულაჩაურიდან პირდაპირ წავედი, ახალციხეში ავუხვიე და კენჭაკლდესთან გავეჭედე))
ბულაჩაურიდან კი არის, მარა მე კლასიკური შ199 მინდოდა ))

Posted by: ნიკა 5 Jun 2023, 09:01
The DoctoR
ხო მე გავიარე მასე და აი ძაან გაუგებრობა იყო კენჭაკლდეს მერე. ცალკე მაღალი ძაბვის გზა მიდიოდა. ჯერ იმას გავყევი, მაგრამ მოვბრუნდი და მერე გავყევი ოპტიკური კაბელი რასაც მიუყვებოდა იმ გზას. ბოლოს ვარცლასკენ გადასახვევიდან ისევ ნორმალური გზა დაიწყო და იქიდან უკვე ჟინვალი-თიანეთზე გავედი.
* * *
idallgo
მანდ ხომ ავტობანმა უნდა გაიაროს მგონი. ამიტომაც არ კიდებენ ხელს.

Posted by: The DoctoR 5 Jun 2023, 13:05
ნიკა
ჰოდა აი მაგიტომ ვერ ვხდები რატომაა ეგ შიდასახელმწიფოებრივი გზა.
ის რომ ბალანსზე აქვს საგზაო დეპს, ეს ოქეი, მარა კანონით გზების შესახებ ვერ მივხვდი რატომ უნდა იყოს ეს გზა "შ" ))
მეც იმედი მქონდა უფრო დალაგებული გზაა თქო, თორე არ გავეკარებოდი )

Posted by: ნიკა 5 Jun 2023, 15:29
The DoctoR
სავარაუდოდ ადრე ეგ იყო მთავარი გზა. მერე გაიჭრა უკვე პირდაპირ ბულაჩაურიდან ახალი. ხოდა შემორჩა ასე უაზროდ. რავი ვერ გეტყვი ზუსტად. OSM-ზე დატანილია დღევანდელი რეალობა.

Posted by: gig@@@ 10 Jun 2023, 08:43
რა მაენტერესებს თავის დროზე კომუნისტების დროს რატომ არ გაიყვანეს გვირაბი სურამის უღელეტეხილის ქვეშ და რატომ აირჩიეს რიკოთი ქვეშ გვირაბის გაყვანა ?

სურამის უღელტეხილი რიკოთზე ქვემოთაა სხვაობა 100 მეტრამდეა რიკოთი 1000 მეტრი სურამი 900 მეტრი

ჩუმათელეთიდან სურამის უღელტეხილით გადადიხარ სოფელ ფონაში ხარაგაულის მუნიციპალიტეტი და მერე წიფაში

სურამის უღელტეხილზეე გზა გადადის ოღონდ გზა არაა გაკეთებული

თანაც ეს მარშუტი უფრო მოკლეაა


user posted image

Posted by: ნიკა 10 Jun 2023, 12:56
gig@@@
ზოგადად სურამის უღელტეხილის და ჩხერიმელას ხეობის რელიეფი, რიკოთის უღელტეხილისა და რიკოთულა-ძირულას ხეობებზე რელიეფზე უარესია ბევრად. ვიწრო ხეობები და ა.შ.
მანდ გადის რკინიგზა. ორი კაპიტალური მაგისტრალის ეგეთ ვიწრო ხეობაში გაყვანა უკვე ზედმეტია.
100 მეტრი არაა სხვაობა. 80 მეტრია. არ წარმოადგენს ეგ რაიმე არსებით სხვაობას.
გვირაბის გაყვანამდე ბევრად ადრე იყო უკვე რიკოთი ცენტრალური გზა. როგორც მახსოვს მანამდე მთავარი გზა გომი-საჩხერე იყო. ხარაგაულის გზა არასდროს ყოფილა მთავარი მაგისტრალი და ვერც იქნებოდა. 1930-იან წლებში გაიყვანეს დიდი წვალებით.

და ა.შ.

Posted by: electro 10 Jun 2023, 17:06
მეგობრებო დავით გარეჯში საიდან სჯობს წასვლა საიდან უკეთესი გზაა?

Posted by: ნიკა 12 Jun 2023, 11:59
electro
საგურამოდან ასფალტია. რუსთავიდან ბეევრად მოკლეა მგონი გზა და თან უფრო ლამაზიც. სედნით ცხადია არ ღირს რუსთავიდან.

Posted by: ნიკა 14 Jun 2023, 10:50
კუშჩის ისტორიული, ოთხმალიანი ხიდი მდინარე ქციამ წალეკა
https://www.facebook.com/gnarimanishvili/videos/1444391643042885/

https://osm.org/go/x_8Of84cQ--?m=

Posted by: The DoctoR 15 Jun 2023, 08:11
ნიკა
ეგ გზა, ხაჩკოი- ავრანლო-ბარეთი (შ169) როგორი გზაა?
ანუ ვაფშე გზა არის?)))

კროსოვერით თუ წაისვლება მაინტერესებს

Posted by: ნიკა 15 Jun 2023, 23:51
The DoctoR
კარგი გზა იყო ადრე. ბევრი მაღალი მწოლიარე პოლიციელით

Posted by: electro 16 Jun 2023, 00:16
QUOTE (ნიკა @ 12 Jun 2023, 11:59 )
electro
საგურამოდან ასფალტია. რუსთავიდან ბეევრად მოკლეა მგონი გზა და თან უფრო ლამაზიც. სედნით ცხადია არ ღირს რუსთავიდან.

რავ4_ით წავედი და კარგად დაინგრა მანქნანა ნამდვილას არ ღირს რუსთავიდან არაფრით

Posted by: The DoctoR 16 Jun 2023, 12:40
QUOTE (ნიკა)
კარგი გზა იყო ადრე. ბევრი მაღალი მწოლიარე პოლიციელით

ვაა, საინტერესოა.

გუგლი საერთოდ მარშუტს არ ადგენს (მხოლოდ ჩერეზ წალკით) და ოსმანდზე გარკვეული მონაკვეთი სოფლის გზადაა ნაჩვენები

Posted by: ნიკა 16 Jun 2023, 20:23
The DoctoR
ანუ თითქმის ყველა სოფლამდეა მანდ კაი გზა თეჯისის და გედაკლარის გარდა. შეიძლება უკვე მანდაც გაიყვანეს. სოფლებსშორისი გზები რომელია კარგი ეგ უკვე აღარ ვიცი sad.gif

Posted by: alea iacta est 17 Jun 2023, 14:03
ცხვარიჭამიის გზა დააგეს თუ იცით?

Posted by: zazamos 17 Jun 2023, 19:46
QUOTE
ცხვარიჭამიის გზა დააგეს თუ იცით?

მიგდებულია შუა რემონტში. საგურამოდან გადასვლა ჯობს.

Posted by: alea iacta est 19 Jun 2023, 18:41
QUOTE (zazamos @ 17 Jun 2023, 19:46 )
QUOTE
ცხვარიჭამიის გზა დააგეს თუ იცით?

მიგდებულია შუა რემონტში. საგურამოდან გადასვლა ჯობს.

ჰო ვიყავი უკვე, აუ რეებია მანდ გაკეთებული, გაბიონები აჯღაბაჯღაა ჩასხმული თარაზო და ნიველირი არ ჰქონდათ მაგ დილეტანტებს?
აშკარად ტექნოლოგიის დარღვევით კეთდება, რადგან ძალიან თხლად ასხამენ ბეტონს. იმენა კატასტროფული ხარისხია, აშკარად რომ ეტყობა შესრულებაზე, მანდ სახიფათოც იქნება უამინდობაში გავლა.

Posted by: ნიკა 25 Jun 2023, 23:26
ცხვარიჭამია-თიანეთის გზაზე, თიანეთთან რომ სერპანტინი ჩადის ისევ მიგდებულია sad.gif არა და თითქოს მიწის სამუშაოებს მორჩნენ და მხოლოდ ასფალტის დაგებაა დარჩენილი.

Posted by: eleqtro 26 Jun 2023, 11:42
electro
QUOTE
რავ4_ით წავედი და კარგად დაინგრა მანქნანა ნამდვილას არ ღირს რუსთავიდან არაფრით

X5-ით წავედი და სტერჟინი გავღუნე. biggrin.gif
რაღაც მომენტში შემეშალა და ვიფიქრე აზერბაიჯანში გადავედი თქო და თავქუდმოგლეჯილი ჩემი აზრით უკან გამოვიქეცი.

ნიკა
QUOTE
საგურამოდან ასფალტია. რუსთავიდან ბეევრად მოკლეა მგონი გზა და თან უფრო ლამაზიც. სედნით ცხადია არ ღირს რუსთავიდან.

QUOTE
საგურამოდან

ბიპოლარული აშლილობა და კოგნიტიური დისონანსი დამმართე ფაქტიურად biggrin.gif

Posted by: ნიკა 26 Jun 2023, 17:01
eleqtro
აუუუ. საგარეჯოოო biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
* * *
წინა უქმეებზე უსაქმურობამ რა იცისო. ხოდა გადავწყვიტე დამეტესტა შ-102. ასფალტია სულ. კაცხი-ჭიათურა პპც-ეი ხდება. ხოდა ისევ უსაქმურობას რა ვუთხარი. OSM-ზე ეხატა გადასარევი გზა რომელიც მიუყვებოდა ძირულას, გომი-საჩხერედან ხევსა და ხუნევს შორის. მეც ვიფიქრე რომ ვნახავდი რა დღეშია. საჭიროების შემთხვევაში ღამის საათებში გომის მხრიდან რიკოთზე შეპარვის კაი ვარიანტი იქნებოდა biggrin.gif

გადასახვევიდან სოფელ ლიჩამდე მშვენიერი ბეტონის გზაა. ხოდა ეს ბეტონის მშვენიერი გზა ამ სოფელში დამთავრდა მარა რა დამთავრდა. დაიწყო სავარცხელებიანი ოფროუდი. ამას დავუმატოთ თავსხმა წვიმა (კვირას დღის მეორე ნახევარში ხდება ეს ამბავი biggrin.gif ) რუკაზე უცებ ვნახე რომ შემდეგი სოფელი დანაბური იყო 7-7.5 კილომეტრში. გავნაგრძე გზა ნელ-ნელა. ისეთი არაფერი რაც ჩემი მანქანისთვის დაბრკოლება იქნებოდა. უბრალოდ წინა ხიდი ჩავრთე და ნელ-ნელა მივდიოდი წინ. პრობლემები დაიწყო სოფელ ვაკისას ასახვევთან. ამ სოფელში ნორმალური გზა საერთოდ საიდან მიდის ვერ გავარკვიე biggrin.gif
დაახლოებით 1 კმ საკაიფო ოფროუდი იყო. სამხიდიანების გაფუჭებული გზა biggrin.gif არა და მანამდე ვხედავდი რომ ჩემამდე რაღაც პატარა მანქანამ იარა ბანძ საბურავებზე. აქ კი მივხვდი რომ სამხედრო ხიდებიანი უაზი იქნებოდა სხვა შანსი არ იყო მანდ გასულიყო biggrin.gif გავაღწიე როგორც იქნა ეს 1 კმ და გზა ცოტა გამოსწორდა. ბოლო სიურპრიზი კი სოფელ ნადაბურში მელოდა. თურმე აქ მდინარეზე ხიდი არაა. საკმაოდ ადიდებულ ძირულაშიც გავტოპე. საბედნიეროდ არ იყო ისეთი ღრმა რომ ძრავი გამეფუჭებინა biggrin.gif აქედან ავტობანამდე უკვე სისინა ბეტონის გზაა ისევ. ონბორდ ვიდეო იქნება როცა მოვაბავ თავს.

პ.ს. ამ ხეობის ნახვა კი ღირს ნამდვილად. დრო თუ გექნებათ ჩაისეირნეთ (ან ამოისეირნეთ გააჩნია რიკოთზე იქნებით თუ გომი-საჩხერეზე). ძალიან ლამაზი და მყუდრო ადგილებია.

Posted by: eleqtro 26 Jun 2023, 17:33
ნიკა

QUOTE
შემდეგი სოფელი დანაბური იყო 7-7.5 კილომეტრში.

ამ სოფლის ძებნამ მომცელა. biggrin.gif ბოლოს ნადაბური შევნიშნე იქვე და შვებით ამოვისუნთქე. მერე შევყევი ძებნას და აღმოვაჩინე (ვიკიპედიას თუ დავუჯერებთ), რომ ამ სოფლის მოსახლეობა 2002-2014 წებში თითქმის გაორმაგებულა.

QUOTE
ონბორდ ვიდეო იქნება როცა მოვაბავ თავს.

bis.gif

Posted by: ნიკა 26 Jun 2023, 22:58
eleqtro
QUOTE
დანაბური

biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif ხოოო ნაბადური. მოკლედ ნელა წერაზე უნდა გადავიდე აშკარად biggrin.gif


* * *
ნაბადური მეთსი. ნადაბური biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

Posted by: disco_very 27 Jun 2023, 15:26
გამარჯობა ფორუმი, სედანით ავალ მესტიაში აგვისტოში?

Posted by: sabuk 27 Jun 2023, 15:53
disco_very
QUOTE
სედანით ავალ მესტიაში

ყველაფრით ახვალ

Posted by: ნიკა 27 Jun 2023, 15:57
ვიდეო 25-ის გაკატავებიდან.
შ 19 - ჩოლაბურის ხიდი-თერჯოლა-ტყიბული გზის ჩოლაბურის ხიდი-კმ 8 მონაკვეთი
შ 102 - ჩოლაბურის ხიდი-თერჯოლა-ტყიბულის საავტომობილო გზის კმ 8-რუფოთი-ალისუბანი-საზანო-თუზი-ქვაციხე-კიცხი
ბოლოს კაცხი-ჭიათურა

* * *
ჭიათურა-ძირულას ხეობის გადასახვევი

Posted by: disco_very 27 Jun 2023, 16:29
QUOTE (sabuk @ 27 Jun 2023, 15:53 )
disco_very
QUOTE
სედანით ავალ მესტიაში

ყველაფრით ახვალ

მშვენიერი, გაიხარე

30 30 30 30 30

Posted by: vatman 27 Jun 2023, 22:46
ბორჯომის შესასვლელში საგზაო სამუშაოები მიდის, მტვერი დგას სასწაული. + ტრაილერების რაოდენობა ძალიან მომატებულია, ასე რომ მაქეთ წამსვლელები გაითვალისწინეთ

Posted by: electro 30 Jun 2023, 01:33
კიდევ ერთი გამოწვევა: https://batumelebi.netgazeti.ge/news/485367/?fbclid=IwAR0gsF80ZWsbpQ_lTfho02ZH4pc3WQu36g2ypzIuvGF0zzR576SFjJJ1uSY_aem_ASzPGcPEhp7221GMBQiotSLv9vXRJsM_AjpXAtlzsS9wlNNRITltYJWqcKg59hsBQ0c&mibextid=Zxz2cZ

Posted by: ნიკა 30 Jun 2023, 10:24
electro
QUOTE
კიდევ ერთი გამოწვევა

მანდ წერია რომ 8 გამოწვევაზეა ეს ტენდერი და კიდევ 9 გამოწვევაზე უნდა გამოაცხადონ sad.gif
* * *
ეს კი ვიდეოს გაგრძელება ძირულას ხეობის ჩაყოლებაზე. პირველ ნაწილში ოფროუდი არაა რეალურად. უფრო "სავარცხელებია"


აი მეორე ნაწილში კი უკვე ოფროუდი იყო ნაღდად. იატაკის მიწაზე ხახუნით და სპეცეფექტებით, ძირულას გადაცურვის სახით biggrin.gif



ვიდეოს ბოლოში ავტობანის გადაკვეთა იყო ყველაზე ექსტრემალური ეპიზოდი biggrin.gif

Posted by: eleqtro 30 Jun 2023, 17:23
QUOTE (ნიკა @ 30 Jun 2023, 10:24 )
electro
QUOTE
კიდევ ერთი გამოწვევა

მანდ წერია რომ 8 გამოწვევაზეა ეს ტენდერი და კიდევ 9 გამოწვევაზე უნდა გამოაცხადონ sad.gif
* * *
ეს კი ვიდეოს გაგრძელება ძირულას ხეობის ჩაყოლებაზე. პირველ ნაწილში ოფროუდი არაა რეალურად. უფრო "სავარცხელებია"


აი მეორე ნაწილში კი უკვე ოფროუდი იყო ნაღდად. იატაკის მიწაზე ხახუნით და სპეცეფექტებით, ძირულას გადაცურვის სახით biggrin.gif



ვიდეოს ბოლოში ავტობანის გადაკვეთა იყო ყველაზე ექსტრემალური ეპიზოდი biggrin.gif

მჭირდება რა მაღალი გამავლობის მანქანა.

სიამოვნებით გავივლიდი მაგ გზას.

Posted by: Didgori_3 5 Jul 2023, 19:38
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთას საავტომობილო გზის კმ12-კმ32 მონაკვეთზე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ყოველი თვის შაბათს 15:00 სთ-დან ორშაბათს 09:00 სთ- მდე. ხოლო, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია.


ეს რანაირი შეზღუდვაა

Posted by: DavidKalmo 13 Jul 2023, 11:39
მარნეული - თეთრიწყაროს გზა დაასრულეს თუ იცით?

Posted by: ნიკა 13 Jul 2023, 13:34
DavidKalmo
QUOTE
მარნეული - თეთრიწყაროს გზა დაასრულეს თუ იცით?

მარტში არ იყო დასრულებული და მას მერე არ ვიცი რა ხდება.

Posted by: mike d 13 Jul 2023, 19:13
თიანეთი-ახმეტის გზა მგონი ბოლოსკენ გავიდა. ყოველ შემთხვევაში კვეტერამდე ჩავედი და მარტო თიანეთი-ჟებოტას გზა არის გასაკეთებელი. იმის იქით ასფალტია.
კვეტერას ასახვევი დაკეტილი ჰქონდათ, მანქანებისთვის აგებენ მისასვლელ გზას. მანდაც ძირითადად დაგებულია.

Posted by: idallgo 13 Jul 2023, 20:12
შარშან ზამთარში ვიყავი ბაკურიანთან რო ბერძნების სოფელია, ციხისჯვარი. ჰოდა სოფლის ბოლოს რომ სამხედრო პოლიციის საგუშაგოა, მანდ რო გავიარე, მაგათ გამოველაპარაკე და გრუნტის გზა ჩადის აქედან სოფელ საკირეში და იქიდან მთავარ ტრასაზე ჩახვალ აწყურთანო... ნუ თოვლი როცა არაა დადიან მანქანებიო.

ახლა ვაპირებ წელს ბაკურიანში ასვლას და მერე იქიდან აბასთუმნისკენ გზის გაგრძელებას და ღირს მაგ გზით მოკლეზე ჩაჭრა?

Posted by: ნიკა 14 Jul 2023, 16:36
idallgo
დიდად არ დაგიმოკლებს გზას, სავარაუდოდ საგუშაგოებზე პირადობებსაც მოგთხოვენ (თუ გაგატარებენ საერთოდ).

Posted by: idallgo 14 Jul 2023, 16:58
ნიკა
QUOTE
დიდად არ დაგიმოკლებს გზას, სავარაუდოდ საგუშაგოებზე პირადობებსაც მოგთხოვენ (თუ გაგატარებენ საერთოდ).


პირადობები მომთხოვეს კი. გატარებით უპროლემოდ გატარებენ.

Posted by: akkai 17 Jul 2023, 11:07
რიკოთზე გვირაბი რომელ საათებშია დახურული?

Posted by: electro 22 Jul 2023, 16:42
ქვეშეთი -კობი 7 კმ გაუბურღიათ უკვე
--------

Posted by: ნიკა 23 Jul 2023, 00:36
electro
https://forum.ge/?f=51&showtopic=34435404

Posted by: electro 31 Jul 2023, 23:56
QUOTE (ნიკა @ 23 Jul 2023, 00:36 )
electro
https://forum.ge/?f=51&showtopic=34435404

კი ვნახე და ახალი ფოტოებიც დავდე ბ2 ხიდის არაგვზე რომ შენდება

Posted by: ნიკა 1 Aug 2023, 14:46
კვირას ტაბაწყურზე ვიყავი. ტაბაწყური-მოლითი კაი გრუნტია ბოლოსკენ ასფალტით. სავარაუდოდ ტაბაწყურამდეც გააკეთებენ ასფალტს ახლო მომავალში. ასფალტი გრძელდება სადღაც ბეჟანომდე საიდანაც რატომღაც აღარაა ალათუბნამდე. თუ სწორედ მახსოვს მონაკვეთები. მოკლედ ერთი მონაკვეთი ამოვარდნილია. ამის მერე სულ ასფალტია ახალქალაქამდე. ახალქალაქის შემოვლითი მინგეულია თუმცა არა უშავს. ახალქალაქი-ნინოწმინდაც ახალი სფალტია სულ. ნინოჭმინდა-წალკა ძველებურად კაი გზაა ალაგ-ალაგ ორმოებით, რომელსაც უნდა აუარო. არემონტებენ. მთლიანობაში მთელი ეს გზები საუკეთესო მდგომარეობაშია რაც კი მე ოდესმე მახსოვს.

პ.ს. წალკა-ალგეთზე აყრილია მთელი მონაკვეთი იმერადან ბეშთაშენის გადასახვევამდე არსებულ დამეწყრილ ზონამდე.

Posted by: eleqtro 1 Aug 2023, 14:59
ნიკა
QUOTE
პ.ს. წალკა-ალგეთზე აყრილია მთელი მონაკვეთი იმერადან ბეშთაშენის გადასახვევამდე არსებულ დამეწყრილ ზონამდე.

მაგ დამეწყრილს არაფერი ეშველება ძველებური მიდგომებით. სავარაუდოდ ბეტონი კონსტრუქცია უნდა ააშენონ ხიმინჯებზე და ზედ გაატარონ გზა.

Posted by: idallgo 1 Aug 2023, 16:09
ნიკა

ტაბაწყურიდან-ახალქალაქამდე ცალხიდიანი, თუმცა მაღალკლირენსიანი მანქანით გავივლი.

Posted by: 8922111 1 Aug 2023, 21:25
QUOTE (ნიკა @ 1 Aug 2023, 14:46 )
კვირას ტაბაწყურზე ვიყავი. ტაბაწყური-მოლითი კაი გრუნტია ბოლოსკენ ასფალტით. სავარაუდოდ ტაბაწყურამდეც გააკეთებენ ასფალტს ახლო მომავალში. ასფალტი გრძელდება სადღაც ბეჟანომდე საიდანაც რატომღაც აღარაა ალათუბნამდე. თუ სწორედ მახსოვს მონაკვეთები. მოკლედ ერთი მონაკვეთი ამოვარდნილია. ამის მერე სულ ასფალტია ახალქალაქამდე. ახალქალაქის შემოვლითი მინგეულია თუმცა არა უშავს. ახალქალაქი-ნინოწმინდაც ახალი სფალტია სულ. ნინოჭმინდა-წალკა ძველებურად კაი გზაა ალაგ-ალაგ ორმოებით, რომელსაც უნდა აუარო. არემონტებენ. მთლიანობაში მთელი ეს გზები საუკეთესო მდგომარეობაშია რაც კი მე ოდესმე მახსოვს.

პ.ს. წალკა-ალგეთზე აყრილია მთელი მონაკვეთი იმერადან ბეშთაშენის გადასახვევამდე არსებულ დამეწყრილ ზონამდე.

up.gif up.gif

სასარგებლო ინფორმაციაა, წალკა-ფარავანი-ვარძია-ახალციხის მარშუტს ვაპირებ პირველად და წყნარად წავალ მაშინ.

Posted by: ნიკა 2 Aug 2023, 12:42
idallgo
QUOTE
ტაბაწყურიდან-ახალქალაქამდე ცალხიდიანი, თუმცა მაღალკლირენსიანი მანქანით გავივლი.

თავისუფლად. უბრალოდ სიფრთხილეა საჭირო. ძველი ასფალტის გზა დაზიანებულია სატვირთოების მიერ 2-3 ადგილას. ნიშნები კი არ აყენია.

Posted by: Ras_al_Ghul 2 Aug 2023, 12:45
რიკოთზე ისევ მოქმედებს 7 საათის შეზღუდვები ?

Posted by: wrangler7 2 Aug 2023, 13:35
Ras_al_Ghul
კი მაგრამ გადაწიეს დრო, 21:00 იკეტება

Posted by: Ras_al_Ghul 2 Aug 2023, 13:55
wrangler7
მადლობა და დილას რომელზე იხსნება?

Posted by: idallgo 2 Aug 2023, 21:47
ნიკა
QUOTE
თავისუფლად. უბრალოდ სიფრთხილეა საჭირო. ძველი ასფალტის გზა დაზიანებულია სატვირთოების მიერ 2-3 ადგილას. ნიშნები კი არ აყენია.


დიდი მადლობა smile.gif

Posted by: ramms01 3 Aug 2023, 23:57
კაი გამარჯობა თქვენი, ბაკურიანი ახალქალაქის გზაზე რა მდგომარეობაა ხომ ვერ მეტყვით? ხვალ დილით მიწევს წასვლა და ვარჩევ მიმართულებას, ერთხიდიანი მანქანით წაისვლება ნორმალურ დროში? სულ 1-2 სიჩქარით ხომ არაა სავალი?

Posted by: ნიკა 4 Aug 2023, 14:17
ramms01
საშინელ დღეში იყო ცხრაწყარო-ახალქალაქი ბოლოს რომ ვიყავი. ლამის ბალახი იზრდებოდა. ტაბაწყურით უკეთესი გზაა მაგრამ რავი მე ღიპხოხიალათი ეგეთ გზებზე არ ვივლიდი.

Posted by: idallgo 6 Aug 2023, 09:59
მოკლედ ვიყავი ბაკურიანი-ტაბაწყური. იქიდან ბეჟანოს გავლით ახალქალაქში ვაპირებდი წასვლას მაგრამ მომიწია უკან, ისევ ბაკურიანის გავლით ბორჯომში ჩამოსვლა. შემდეგ კვირას ვაპირებ წალკის გზით ახალქალაქში და იქიდან ბარალეთისკენ წასვლას და ვცდი ბარალეთიდანაც ტბამდე მისვლას.

ეხლა გზას რაც შეეხება:

1. კარგად მოსწორებული გრუნტიანი გზაა უმნიშვნელო აღმართებით, ისეთი რომ სედანითაც გაივლი ნელა.

2. უკეთეს მდგომარეობაშია ვიდრე საირმე-აბასთუმნის გადასასვლელი. მანდ საირმის მხრიდან კარგი გრუნტიანი გზაა. აი აბასთუმნის მხარეს, უფრო უსწორმასწორო თიხიანი და ქვიანი გზაა სადაც რამოდენიმე მონაკვეთი დაბალი მანქანისთვის რთული გასასვლელია.

Posted by: SAROKAWA 15 Aug 2023, 13:59
ამ ახალდაბაში ყოველწელს რატო აგებენ გზას თავიდან?
შარშანაც დააგეს
იმის წინაც
და
წელს ხო საერთოდ გადათხრილია ყველაფერი, თან როდის გაგანია სეზონში, როცა დატვირთულია მოძრაობა ისედაც, ამას დაუმატეთ ტრაილერები

გააკეთე ერთხელ და ნორმალურად არ შეიძლება?

და
კიდევ

ხაშურის ბაზარი სადმე სურამის იქით რომ გადაიტანონ არ შეიძლება?
პატრულის თანამშრომლები დგანან და იქნევენ ხელებს ყოველდღე biggrin.gif



Posted by: eleqtro 15 Aug 2023, 14:37
SAROKAWA
QUOTE
ხაშურის ბაზარი სადმე სურამის იქით რომ გადაიტანონ არ შეიძლება?

ან გზა მაინც გადაიტანონ. თუმცა სადაც გზა გადავა, იქვე გადაყვება ბაზარიც.

Posted by: ნიკა 15 Aug 2023, 14:44
SAROKAWA
ხაშურის ბაზარი მაგარი გამოწვევაა. და ისე ოსიაური-ხაშურზე იმხელა ტრაფიკია 10 წლის წინ ავტობანის გახსნამდე რაც იყო. ხაშურში არანაკლები საცობებია ვიდრე 2015-2020 წლებში.

Posted by: SAROKAWA 15 Aug 2023, 15:23
QUOTE
ხაშურში არანაკლები საცობებია ვიდრე 2015-2020 წლებში.

ხოდა სრული ###ობაა, მიხაროდა ავტობანის ის მონაკვეთი რომ გაიხსნა, საცობები აღარ იქნება ბორჯომისკენ თქო მარა ჩემი ###

Posted by: Ilarioni85 17 Aug 2023, 16:59
მოგესამებით, ბათუმიდან ვაპირებ ახალციხის გავლით თბილისში ცასვლას და ხომ არ იცით როგორი გზაა? ასფალტის საფარია ყველგან?

Posted by: adnauseam44 17 Aug 2023, 17:55
QUOTE (Ilarioni85 @ 17 Aug 2023, 16:59 )
მოგესამებით, ბათუმიდან ვაპირებ ახალციხის გავლით თბილისში ცასვლას და ხომ არ იცით როგორი გზაა? ასფალტის საფარია ყველგან?

გააჩნია რითი ხარ, მაგრამ მაინც არ გირჩევ საშინელიი გზაა და ტყუილად უნდა იწვალო

ასფალტი თითქმის არარის
* * *
QUOTE (SAROKAWA @ 15 Aug 2023, 13:59 )
ამ ახალდაბაში ყოველწელს რატო აგებენ გზას თავიდან?
შარშანაც დააგეს
იმის წინაც
და
წელს ხო საერთოდ გადათხრილია ყველაფერი, თან როდის გაგანია სეზონში, როცა დატვირთულია მოძრაობა ისედაც, ამას დაუმატეთ ტრაილერები

გააკეთე ერთხელ და ნორმალურად არ შეიძლება?

და
კიდევ

ხაშურის ბაზარი სადმე სურამის იქით რომ გადაიტანონ არ შეიძლება?
პატრულის თანამშრომლები დგანან და იქნევენ ხელებს ყოველდღე biggrin.gif

ჯოჯოხეთია ახალდაბის გზა, ზამთარში განსაკუთრებით
* * *
QUOTE (ნიკა @ 15 Aug 2023, 14:44 )
SAROKAWA
ხაშურის ბაზარი მაგარი გამოწვევაა. და ისე ოსიაური-ხაშურზე იმხელა ტრაფიკია 10 წლის წინ ავტობანის გახსნამდე რაც იყო. ხაშურში არანაკლები საცობებია ვიდრე 2015-2020 წლებში.

მე კაი ხანია მაგ გზაზე საცობი არ შემხვედრია

ხაშურის ბაზარი ცალკე ფენომენია, მალე ორი მანქანა ვერ დაეტევა და ცალმხრივი გახდება

Posted by: zazamos 18 Aug 2023, 20:49
idallgo
QUOTE
ახლა ვაპირებ წელს ბაკურიანში ასვლას და მერე იქიდან აბასთუმნისკენ გზის გაგრძელებას და ღირს მაგ გზით მოკლეზე ჩაჭრა?

არა მგონია, საკირე-აწყურის გზა არსებობდეს. არის საკირე-დვირის გზა, ჩიტახევჰესთან ჩადიხარ, მაგრამ მანდ ბაკურიანი-ბორჯომი-ახალციხის გზასთან შედარებით დროში ვერ მოიგებ.

Posted by: yealing 19 Aug 2023, 08:44
ხალხი როგორ აგებს გზებს და საქართველოში როგორაგებენ
არადა საქართველოში გზის დაგება უფრო ძვირი ჯდება ვიდრე შვეიცარიაში smile.gif


Posted by: Volkssturm 19 Aug 2023, 17:13
....................................................................................................................................................................

Posted by: ნიკა 20 Aug 2023, 20:43
მოვიარე საგურამო-ცხვარიჭამია-თიანეთი-ახმეტა-თელავი-გომბორი.
ამ თემაში ახმეტამდე გზებზე
საგურამო ცხვარიჭამია ასფალტი დაუგიათ არც ვიცოდი biggrin.gif. ახლა სანიაღვრეებს აკეთებენ.
ცხვარიჭამიაში მიდის რაღაც მილების ჩადება, გზის გამაგრებები და ა.შ. მოკლედ ცოტა ვერაა გზა საბადურამდე. საბადურის მერე როგორც იყო ისეა.
თიანეთს ეღირსა და ის მიხვეულ მოხვეული რომ ჩადის და არემონტებენ წლებია, როგორც იქნა ტექნიკა მუშაობდა. ბევრი საქმე არაა მანდ და წესით მალე გააკეთებენ.
ახმეტისკენ გზას რაც შეეხება. თიანეთი-ჟებოტას დაადგა საშველი და აგებენ ასფალტს. ახლა აყრილია გზა და ორივე ხიდი ცალზოლიანია. მერე ახმეტამდე ასფალტია. მორჩნენ იმ გრენლანდია ხიდებსაც.

ცოტა არასასიამოვნო ამბავიცაა. თიანეთი-ახმეტაზე ასფალტი სადაც იყო ამოჭრილი, ის ადგილები დააგეს. დააგეს მარა ვაი მაგ დაგებას, ეტყობა GWP-ს ეჯიბრებიან უსწორმასწოროდ ასფალტის დაგებაში. მარა ნუ კაია. თიანეთი-ჟებოტა რომ მორჩება, ახმეტაში უმოკლესი გზა იქნება ჟინვალი-თიანეთით. პლიუს ტურიეტებისთვისაც იდეალურია ხევსურეთი-თუშეთის ტური თუ აქვთ მიყოლებით.

Posted by: Berkem Al Atomi 22 Aug 2023, 01:25
QUOTE (Ilarioni85 @ 17 Aug 2023, 16:59 )
მოგესამებით, ბათუმიდან ვაპირებ ახალციხის გავლით თბილისში ცასვლას და ხომ არ იცით როგორი გზაა? ასფალტის საფარია ყველგან?

ბათუმიდან ხულომდე ნორმალური ასფალტიანი გზაა, მერე კი ადიგენამდე სრული უგზოობა იწყება. ჯიპით თუ მიდიხარ, შეგიძლია ერთხელ წახვიდე ამ გზით იმისთვის, რომ იმის მერე არ იარო. მსუბუქი მანქანით არ ღირს ნამდვილად.

Posted by: eleqtro 22 Aug 2023, 15:13
საჩხერე ამბროლაურის გზა. 2 ნაწილი მზადაა, მესამესაც მივამატებ მალე.


Posted by: SAROKAWA 24 Aug 2023, 13:52
ბოდბის ტაძართან მისასვლელი ახალი გზა ნახეთ რა დღეშია
user posted image
user posted image
user posted image

Posted by: eleqtro 24 Aug 2023, 15:15
ეტყობა ბევრი ასფალტი დაასხეს და ვერ აიტანა. ვაკისიც ზედმეტად მოამზადეს როგორც ჩანს.

Posted by: ნიკა 24 Aug 2023, 16:33
SAROKAWA
ტაძრის გზა თუ ბოდბისხევი-სიღნარი გზაზე ამბობ?

Posted by: SAROKAWA 25 Aug 2023, 12:03
ნიკა
ძველ გზაზე (შ40) - ანუ იმაზე რაც სიღნაღისკენ მიდის - მანდ ბოდბეში ჩასასვლელი გადაკეტილია

მონასტრისკენ ჩასასვლელამდე არის ერთი მკვეთრი მოსახვევი და იმის გაგრძელებაზე გაკეთდა ახალი გზა, რომელიც მიდის თემი ქედელისკენ და კიდევ მონასტრისკენ, ბოლო პუნქტი არ ვიცი, შეიძლება ბოდბისხევშიც ჩადის

Posted by: UR82060 27 Aug 2023, 13:37
რამე რუკა არსებობს სადაც გზები კილომეტრებით არის დანიშნული?

ანუ მაგალითად, ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 107-ე კმ ზუსტად სადაა როგორ გავიგო?

Posted by: ნიკა 30 Aug 2023, 17:32
SAROKAWA
QUOTE
ბოლო პუნქტი არ ვიცი, შეიძლება ბოდბისხევშიც ჩადის

კი. ბოდბისხევში ჩადის მერე ბეტონის გზა. მეწერა მაგაზე გაზაფხულზე ან თებერვალში. მაიცა ვიპოვო ეგ პოსტი. ანუ მაგ გზის ძირითადი იდეა მონასტერი არაა. ბოდბისხევი-ქვემო მაჩხაანთან სიღნაღის მოკლე გზით დაკავშირება, იყო როგორც თქვეს.
* * *
აი ვიპოვე უკვე მაისში იყო ჩაზნექილები მაგ გზაზე
https://forum.ge/?showtopic=35212168&view=findpost&p=60392567

Posted by: ნიკა 1 Sep 2023, 21:59
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის რეაბილიტაციისთვის ტენდერი მეშვიდედ გამოცხადდა
http://chemikharagauli.com/?p=68822

Posted by: ლაშა117 4 Sep 2023, 15:53
თბილისი-ცხვარიჭამიის გზაზე ვის რა ინფორმაცია გაქვთ?


კიდე რამდენი ხანი უნდა ვანგრიო მანქანა biggrin.gif

Posted by: alea iacta est 4 Sep 2023, 17:33
QUOTE (ლაშა117 @ 4 Sep 2023, 15:53 )
თბილისი-ცხვარიჭამიის გზაზე ვის რა ინფორმაცია გაქვთ?


კიდე რამდენი ხანი უნდა ვანგრიო მანქანა biggrin.gif

ისევ ისეა გადათხრილი?

თუ მიგდებულია დიდი ალბათობით გაბიონები დაუბრაკეს და დასაბრაკიც იყო.

Posted by: alea iacta est 7 Sep 2023, 00:05
QUOTE (alea iacta est @ 4 Sep 2023, 17:33 )
QUOTE (ლაშა117 @ 4 Sep 2023, 15:53 )
თბილისი-ცხვარიჭამიის გზაზე ვის რა ინფორმაცია გაქვთ?


კიდე რამდენი ხანი უნდა ვანგრიო მანქანა biggrin.gif

ისევ ისეა გადათხრილი?

თუ მიგდებულია დიდი ალბათობით გაბიონები დაუბრაკეს და დასაბრაკიც იყო.

დღეს ვიყავი ველოსიპედით საგურამოს მხრიდან, გზა ისევ გადათხრილია, მაგრამ დიდად არ ჩავსულვარ ძალიან გადათხრილია და დამეზარა.

ცხვარიჭამიაში თურქული ასფალტის დასაგები ტექნიკა იდგა, როგორც ჩანს დაგება დაიწყეს, რადგან ტექნიკაზე ასფალტის კვალი იყო, თუმცა შეიძლება სხვა ლოკაციიდანაა.

Posted by: electro 15 Sep 2023, 19:10
ქვეშეთი-კობის გზა • Kvesheti-Kobi Road


* * *
ქვეშეთი-კობის გზა • Kvesheti-Kobi Road


Posted by: eleqtro 2 Oct 2023, 12:26
ახმეტა თელავი ვისაც გაინტერესებდათ, ინებეთ:

Posted by: winrar 2 Oct 2023, 15:57
QUOTE (eleqtro @ 2 Oct 2023, 12:26 )
ახმეტა თელავი ვისაც გაინტერესებდათ, ინებეთ:

ყოჩაღ მგზავრის გაძლებას თუ გყავდა. ნარკოზით სამგზავრო გზაა gigi.gif

Posted by: ნიკა 2 Oct 2023, 19:56
QUOTE (eleqtro @ 2 Oct 2023, 12:26 )
ახმეტა თელავი ვისაც გაინტერესებდათ, ინებეთ:

ჟებოტგასიც დაუგიათ ასფალტი. ფაქტიურად ხიდების მეორე მხარეები დარჩა და ეგაა.
* * *
ამასობაში სასიხარულო ამბავია.

მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის გზის მშენებელი კომპანია გამოჩნდა
http://chemikharagauli.com/?p=69096

p.s. პირვბელ ლოტზე ბლექსის ბევრი სამუშაო ჩაუტარებია. ყველა დამეწყრილი მონაკვეთი გამოასწორეს.

აქ არ იგულისხმება ცხადია მარელისი, თუმცა აქაც ხიდი ფაქტიურად ააშენეს ახლიდან და ახლა დამეწყრილ უბანს ებრძვიან. ნუ 2020-ში რომ უნდა მორჩენილიყო ეგ და 2021-ში მეორე ლოტი, მაგაზე არაფერს ვამბობ.

Posted by: electro 3 Oct 2023, 14:22
აგერ შეკვეთილი სიუჟეტი შეკვეთილიდან:

https://rustavi2.ge/ka/news/265935?fbclid=IwAR0W_0YxC83ebgEZjC3LaDnTXjE_hMbnX6ayz570iDsgSEF4pYdti8KDEcc_aem_AY8kJU9yQZq6gg1gfRc8RqMWW_iz9L5XQctHkhP_WjmHJE0cbYR3oQIRWc7dkxywvhA&mibextid=Zxz2cZ

Posted by: 8922111 4 Oct 2023, 13:56
QUOTE (ნიკა @ 27 Jun 2023, 15:57 )
ვიდეო 25-ის გაკატავებიდან.
შ 19 - ჩოლაბურის ხიდი-თერჯოლა-ტყიბული გზის ჩოლაბურის ხიდი-კმ 8 მონაკვეთი
შ 102 - ჩოლაბურის ხიდი-თერჯოლა-ტყიბულის საავტომობილო გზის კმ 8-რუფოთი-ალისუბანი-საზანო-თუზი-ქვაციხე-კიცხი
ბოლოს კაცხი-ჭიათურა

* * *
ჭიათურა-ძირულას ხეობის გადასახვევი

თბილისი-კაცხი რომელი გზა ჯობია სედანისთვის, საჩხერის მხრიდან თუ ზესტაფონიდან?

საჩხერიდან უფრო ნაკლებ დროს მიჩვენებს რუკა, მაგრამ თუ ცუდი გზაა არ მიღირს 30 წუთით ნაკლების მგზავრობად.

Posted by: kosta-k 4 Oct 2023, 15:43
8922111
ზესტაფონი კაცხი - უფრო ცუდი გზაა, ნაწილი ასფალტია, ნაწილს აკეთებენ, ნაწილი ასფალტის გარეშეა თან ნიშანიც რომ არ არის და სწრაფად თუ მიდიხარ შეიძლება მანქანის პერედოკი მანდ დარჩეს biggrin.gif 1 კვირის წინ გავიარე ეგ გზა, საჩხერეთი ჯობია მოკლედ.
თერჯოლა კაცხი კაი ასფალტია სულ, მაგრამ ვიწრო გზაა, ასევე ბევრი მოსახვევია და აღმართ-დაღმართი, რამეში თუ დაგჭირდება ეგეც რომ იცოდე.

Posted by: 8922111 4 Oct 2023, 20:55
kosta-k
გაიხარე მადლობა, გავითვალისწინებ და საჩხერიდან წავალ მაშინ, არ დავტანჯავ მანქანას smile.gif

QUOTE
თერჯოლა კაცხი კაი ასფალტია სულ, მაგრამ ვიწრო გზაა, ასევე ბევრი მოსახვევია და აღმართ-დაღმართი, რამეში თუ დაგჭირდება ეგეც რომ იცოდე.

მშვენიერი, კაცხიდან ცხრაჯვარი-ქუთაისისკენ ვფიქრობ გაგრძელებას და თერჯოლათი მომიწევს სავარაუდოდ

Posted by: JSB14BSJ 7 Oct 2023, 14:44
kosta-k
8922111
QUOTE
თერჯოლა-კაცხი

კონკრეტულად რა მარშრუტია, შეგიძლიათ, რუკაზე მომინიშნოთ ან დასახლებული პუნქტებით ამიხსნათ?
რამდენიმე თვის წინ დადო ვიღაცამ ზუსტი ახსნა მაგრამ არ დავიმახსოვრე.

Posted by: eleqtro 8 Oct 2023, 23:28
JSB14BSJ
QUOTE
კონკრეტულად რა მარშრუტია, შეგიძლიათ, რუკაზე მომინიშნოთ ან დასახლებული პუნქტებით ამიხსნათ?
რამდენიმე თვის წინ დადო ვიღაცამ ზუსტი ახსნა მაგრამ არ დავიმახსოვრე

თერჯოლა - რუფოთი - ალისუბანი. ..... კაცხი

Posted by: 8922111 9 Oct 2023, 11:05
JSB14BSJ

user posted image

Posted by: ZEUS 9 Oct 2023, 11:50
QUOTE (8922111 @ 9 Oct 2023, 11:05 )
JSB14BSJ

user posted image

მშვენიერი ასფალტირებული გზაა ეგ. უბრალოდ მიხვეულ-მოხვეული.

Posted by: JSB14BSJ 9 Oct 2023, 12:28
eleqtro
8922111
ZEUS
დიდი მადლობა ყველას.

ZEUS
ახლა გამახსენდა, რო შენ დადე ადრე.

Posted by: ZEUS 9 Oct 2023, 13:32
QUOTE (JSB14BSJ @ 9 Oct 2023, 12:28 )
eleqtro
8922111
ZEUS
დიდი მადლობა ყველას.

ZEUS
ახლა გამახსენდა, რო შენ დადე ადრე.

არაფრის. კი. მე დავდე. კაცხი-თუზი-თერჯოლა.

Posted by: ნიკა 9 Oct 2023, 14:05
თერჯოლა კი არა, ჩოლაბურის ხიდი-თერჯოლა-ტყიბულის საავტომობილო გზის კმ 8 biggrin.gif

Posted by: The DoctoR 15 Oct 2023, 09:52
ნიკა
თეთრიწყარო-წალკა შ33 და დმანისი-ბედიანი შ68 როგორ მდგომარეობაშია?
კროსოვერით წაისვლება?)

Posted by: rommel 15 Oct 2023, 12:30
#მოლითი_ჩუმათელეთის_გზის_რეაბილიტაცია_იწყება

Posted by: vatman 15 Oct 2023, 13:33
rommel
QUOTE
#მოლითი_ჩუმათელეთის_გზის_რეაბილიტაცია_იწყება

მერამდენედ givi.gif

Posted by: mike d 15 Oct 2023, 21:17
The DoctoR
თეთრიწყარო- წალკა ბოლოს შარშან გავიარე და მენქალისამდე ახალი დაგებულია. მაგის მერე დაბა თრიალეთამდე ძველი, გაფუჭებული ასფალტია, მაგრამ ისეთი არაფერი მაქნანას რომ გაუჭირდეს. თანახ გზა ულამაზესია.
თრიალეთი - წალკა ასევე კარგი გზაა.

დმანისი-ბედიანი. დმანისი -დიდი გომარეთი ასფალტია. გომარეთიდან ახლად დაგებული გზა ჩადის ხრამის კანიონში და უერთდება თეთრი წყარო - წალკის გზას.
გომარეთი - ბედიანზე არ ვარ ნამყოფი.

Posted by: rommel 15 Oct 2023, 23:14
vatman
პროგრესი გვაქვს, ერთმა კომპანიამ დაგვდო პატივი და ინტერესი გამოხატა smile.gif
ოპტიმისტურად ვარ განწყობილი

Posted by: ნიკა 16 Oct 2023, 12:02
The DoctoR
გაზაფხულზე ვიყავი. არაფერი შეცვლილა. ყველაზე ცუდი მონაკვეთია ბედიანი-მამულა. განსაკუთრებით ბედიანიდან ხრაჰეს 2 (ახლა ქცია დაარქვეს) გადასახვევამდე

Posted by: The DoctoR 16 Oct 2023, 22:13
mike d
ნიკა
მადლობა.

QUOTE
ყველაზე ცუდი მონაკვეთია ბედიანი-მამულა.

"ყველაზე ცუდი" როგორია? )) რას შეადარებ? მაგალითად, რუსთავი-ლემშვენიერა-გარეჯი ?

Posted by: alea iacta est 17 Oct 2023, 14:07
QUOTE (The DoctoR @ 16 Oct 2023, 22:13 )
mike d
ნიკა
მადლობა.

QUOTE
ყველაზე ცუდი მონაკვეთია ბედიანი-მამულა.

"ყველაზე ცუდი" როგორია? )) რას შეადარებ? მაგალითად, რუსთავი-ლემშვენიერა-გარეჯი ?

საბჭოთა კავშირის დაშლის მერე ასფალტი არ დაგებულა, ხანდახან გრუნტს ყრიან და ასწორებენ.
ფაქტიურად გრუნტის გზაა,

Posted by: The DoctoR 17 Oct 2023, 19:40
mike d
ნიკა
alea iacta est
მადლობები.

ე.ი. ჩემი ქროსოვერით გადავივლი მთაბარს და ეგაა )


Posted by: ნიკა 17 Oct 2023, 20:43
The DoctoR
QUOTE
"ყველაზე ცუდი" როგორია? )) რას შეადარებ? მაგალითად, რუსთავი-ლემშვენიერა-გარეჯი ?

რუსთავი - Le Beautifulა ასფალტის გზაა wink.gif
იქიდან გარეჯისკენ უმეტესად 60-ით დავდივარ. მაგაზე ბევრად უარესია, თუმცა სედნებიც დადიან. ანუ გავლადობის მხრივ კი არაა ცუდი. ორმოებია და ჯაყჯაყი გიწევს.

Posted by: The DoctoR 17 Oct 2023, 23:45
ნიკა
QUOTE
გავლადობის მხრივ კი არაა ცუდი. ორმოებია და ჯაყჯაყი გიწევს.

ე.ი. ქუთაისი-ალპანა იბაზრე ახლა ნამოხვანის მერე))
კაი ბატონო, გასაგებია ყველაფერი. მადლობა

Posted by: ნიკა 18 Oct 2023, 00:18
The DoctoR
QUOTE
ე.ი. ქუთაისი-ალპანა იბაზრე ახლა ნამოხვანის მერე))

მანდ საუკუნეა არ მივლია biggrin.gif

Posted by: electro 19 Oct 2023, 00:58
კაი ვიდეოა 2 თვის წინანდელი. ვიოსაც აინტერესებს გზა ბათუმი - ახალციხე.

https://www.youtube.com/watch?v=3w5CRiu7pUU


Posted by: ნიკა 19 Oct 2023, 10:40
electro
ხოო თუ არ ხარ მანდ მისასვლელი ჯობია არ წახვიდე

Posted by: The DoctoR 20 Oct 2023, 23:30
ნიკა
QUOTE
კაი ვიდეოა 2 თვის წინანდელი. ვიოსაც აინტერესებს გზა ბათუმი - ახალციხე.

https://www.youtube.com/watch?v=3w5CRiu7pUU

თეთრიწყარო წალკა და დმანისი ბედიანი ამ გზას გავს თუ უარესია?

Posted by: ნიკა 21 Oct 2023, 23:07
The DoctoR
QUOTE
თეთრიწყარო წალკა და დმანისი ბედიანი ამ გზას გავს თუ უარესია?

არა. ამაზე უარესი ვერ იქნება, რადგან აქ მიდის სამუშაოები და მაგ დროს ყველაზე საშინელებაა ხოლმე biggrin.gif

Posted by: Snow93 23 Oct 2023, 14:58
აბასთუმნიდან საირმემდე როგორი გზაა ვინმემ ხომ არ იცით?
ამ დღეებში ვაპირებ ახალციხე-აბასთუმანი-საირმე-სამტრედია მარშრუტს. რუკას რასაც ვუყურებ ზემოდან სულ საკურორტო ზონები ჩანს და წესით კარგი გზა უნდა იყოს

Posted by: ნიკა 23 Oct 2023, 19:55
Snow93
ჩემს იუთუბ არხზე უნდა იყოს წესით მაგ გზის ვიდეო. რამე ცვლილება არ ყოფილა მანდ უკეთესობისკენ.

Posted by: Snow93 23 Oct 2023, 23:55
ნიკა
ამას გულისხმობ?
2013 მერე თუ არაფერი გაკეთებულა კარგად იქნება ამ გზის საქმე givi.gif
https://www.youtube.com/watch?v=MQVJDh9EKrA&ab_channel=NickVardzelashvili
* * *
მემგონი შეიცვალა სიტუაცია მაგის მერე, ბევრი სასტუმრო გაკეთდა და მოსწორებულია ცოტა
https://forum.ge/?showtopic=34967287&view=findpost&p=51155805

Posted by: eleqtro 24 Oct 2023, 10:40
Snow93
შარშან გავიარე X5-ით, თუმცა სედანებიც დადიოდნენ. სასწაული არაფერია, თუმცა გააჩნია, ხანგრძლივი წვიმების მერე თუ მოხვდი, გაგიჭირდება მსუბუქით ხახუნის გარეშე გავლა.

Posted by: ნიკა 24 Oct 2023, 10:57
Snow93
QUOTE
ამას გულისხმობ?
2013 მერე თუ არაფერი გაკეთებულა კარგად იქნება ამ გზის საქმე givi.gif
https://www.youtube.com/watch?v=MQVJDh9EKrA...kVardzelashvili

2019 წლის მახსოვდა. ზეკარით გადავედი და საირმით დავბრუნდი. მაგრამ არ ყოფილა. რეალურად კი დაახლოებით ეგ მდგომარეობაა მანდ წლებია.

Posted by: Snow93 24 Oct 2023, 14:52
eleqtro
ნიკა
მადლობა დიდი, ვცდი მოკლედ, ამ შაბათს არამგონია წვიმები იყოს, მთელი კვირა მზიანი ამინდებია გამოცხადებული, სადამდეც გავქაჩავ მივალ.
მეც ეგ წავიკითხე ფბ-ზეც, სედანებიც დადიანო და ვნახოთ რა იქნება

Posted by: Snow93 29 Oct 2023, 14:10
გუშინ გავიარე ზეკარის უღელტეხილი, მოკლედ შეიძლება ითქვას რომ გავლადია ყველა ნორმალური პასადკის მანქანისთვის. ერთი ორჯერ ჩავარტყი მარტო ცუდად მაგრამ საგანგაშო არაფერი იყო.
ძალიან ლამაზი ხედებია აი ძალიან, მითუმეტეს ახლა შემოდგომაა და აჭრელებული იყო ყველაფერი

Posted by: mike d 29 Oct 2023, 23:30
დღეს მოვცხე თბილისი-ბახმარო-ზოტიყელი-შუახევჰესი-გოდერძის უღელტეხილი-თბილისი.

რიკოთის გახსნამ ძაან გააადვილა მოძრაობა. შედარებაც არ არის იმდენად გაადვილებულია უღელტეხილის გავლა.
ბახმაროს გზა დაზიანებული რომ იყო თითქმის მთლიანად დაგებულია ახალი ასფალტი და ახლაც მიმდინარეობს მუშაობა.
ბახმარო-ზოტიყელი საკმაოდ ცუდი გასავლელია, პარკეტნიკს გაუჭირდება.
ზოტიყელიდან უღელტეხილამდე ისევ ცუდი გზაა და შემდეგ უკვე როდესაც იწყებ აჭარისკენ დაშვებას ბეტონია დასხმული და გაცილებით მარტივად ჩადიხარ ხულოში შუახევის ჰესთან.
ჰესი-გოდერძი მდგომარეობა დაახლოებით იგივეა რაც ადრე იყო. ანუ წვალებით სედანიც გაივლის. ამჟამად გზას აფართოებენ.
გოდერძი-ზარზმა საიამოვნო ინფო მაქვს აქ. გოდერძი ლოდიძირი - ახალი მოხრეშილია იმის დაბლა კი ზარზმამდე გზის უდიდესი ნაწილი დაგებულია უკვე. პატარ პატარა მონაკვეთები და ხიდები დარჩა და აქტიურად მუშაობენ მაგ მხრივ.

Posted by: ნიკა 30 Oct 2023, 00:03
Snow93
QUOTE
გუშინ გავიარე ზეკარის უღელტეხილი

ნაღდად ზეკარი გაიარე და არა საირმის უღელტეხილი?

Posted by: Snow93 30 Oct 2023, 09:44
ნიკა
ვიდეოში რაც გიდევს ეგ გზა გავიარე და აქ ვიყავი smile.gif პლუს კიდევ გავედი ამ ადგილიდან მთების ბოლოში, აბასთუმანში ჩასასვლელი ეწერა ყველგან მაგრამ აღარ ჩავედი, არ მჭირდებოდა https://www.google.com/maps/place/Zekari+Pass/@41.8267386,42.8509831,2652m/data=!3m1!1e3!4m6!3m5!1s0x405cd58a0f29bcad:0x4a6614300d31edc9!8m2!3d41.827568!4d42.861839!16s%2Fm%2F011q82ms?entry=ttu

Posted by: ნიკა 30 Oct 2023, 11:50
Snow93
ორივე ვიდეო მაქვს საირმისაც და ზეკარისაც wink.gif

მოკლედ საირმიდან თუ ახვედი ეგ არაა ზეკარი, ეგაა საირმის უღელტეხილი wink.gif
user posted image

Posted by: Snow93 30 Oct 2023, 13:51
ნიკა
ტყუილში ვყოფილვარ, საირმე გამივლია ესე იგი და ზეკარია უღელტეხილის ნაწილი იყო საიდანაც კარგი ხედი იშლებოდა gigi.gif

Posted by: ნიკა 30 Oct 2023, 14:19
Snow93
რეალურად ზეკარზე შენდება მორიგი არაშენდა გზა რომელიც ქუთაისს დააკავშირებს ახალციხესთან. თავისი აბასთუმნის შემოვლით გზით (აბასთუმანში მარტო ელექტრომობილები იქნება ნებადართული). რა მდგომარეობაა იქ ახლა არ ვიცი.

აი ესაა ზეკარი
https://www.youtube.com/playlist?list=PLMhw5vejhxgOp7ep0IuQcvkc6GD93zwdV

Posted by: Snow93 30 Oct 2023, 16:34
ნიკა
აბასთუმანში ისეღი ამბავია... გეფიცები ძლივს გავაჩერე მანქანა რომ ფოტო გადამეღო ნორმალური. გადავსებულია სამშენებლო მასალებით

Posted by: mike d 31 Oct 2023, 00:07
QUOTE
აი ესაა ზეკარი

ვაა ანუ შეიძლება მანქანით გავლა?
მე ვიცოდი რომ ჩახრამული იყო. წელს საირმიდან რომ გადავედი უღელტეხილზეც ვკითხე ხალხს და ვერ გაივლი ზეკარს მანქანითო და მომატყუეს ასე გამოდის.

ნიკა
ისე შენ ყველგან ხარ ნამყოფი და გამიგია დათვიჯვრიდან გადადის რაღაც სამანქანო გზა მიღმახევში, ხახაბოს მხარეს თუ იცი მაგ გზაზე რამე, როგორია? სადამდეა ა.შ.

Posted by: ნიკა 31 Oct 2023, 11:57
mike d
QUOTE
მე ვიცოდი რომ ჩახრამული იყო. წელს საირმიდან რომ გადავედი უღელტეხილზეც ვკითხე ხალხს და ვერ გაივლი ზეკარს მანქანითო და მომატყუეს ასე გამოდის.

ეგ ვიდეო ძველია. 4 წელი გავიდფა მას მერე და შეიძლება მშენებლობის პროცეში დაზიანდა. ამ დროსაც ა/ტ საბურავებით ძლივს გავიარე ერთი ორგან. ტალახის იყო საჭირო.

QUOTE
ისე შენ ყველგან ხარ ნამყოფი და გამიგია დათვიჯვრიდან გადადის რაღაც სამანქანო გზა მიღმახევში, ხახაბოს მხარეს თუ იცი მაგ გზაზე რამე, როგორია? სადამდეა ა.შ.

არ ვარ მაგ ახალ გზაზე ნამყოფი და არ ვიცი სადამდე გაჭრეს. sad.gif

Posted by: ნიკა 16 Nov 2023, 10:50
რიკოთის გახსნის ფონზე ძალიან საინტერესო გზები დავზვერე ჭიათურასა და რიკოთს შორის. არ მეგონა ასეთი კარგი გზები თუ იქნებოდა (ერთის გარდა). შორაპანი-ზედ აწიფლავაკე ხო სისინა ბეტონია. მერეც 2-3 კმ გრძელდება. შემდეგ გზა ბაქო-სუფსას მიუყვება და სულ მოხრეშილი გზაა. სედნით არა და ქროსოვერით ღირს გასეირნება.ჭიათურის მუნიციპალიტეტში გასვლისთანავე გზა უერთდება შ114-ს (ჭიათურა-პერევისა-სვერი-თვალუეთი-გეზრული)
თვალუეთსა და შუა გეზრულს შორის. შეგიძლიათ როგორც ჭიათურისკენ წასვლა ისე ჩემი ამრშუტის გამეორება. აქ ცოტა უარესი გზაა რამდენიმე კმ. შუა გეზრულიდან არის გზა ტყემლოვანასკენ. იქიდან უკვე ასფალტია მანდაეთი-წყალშავი. და გადიხართ ჭიათურა-კორბოული გზაზე.
ოფის მოყვარულებს კი შეუძლიათ მანდაეთიდან მაქათუბანში დაშვება (რუკაზე ნახავთ). არის სხვა ჩასასვლელებიც რიკოთზე მაგრამ არ დამიზვერია ჯერ.

ეს კი ბონუსად. ზამთარი მოდის და 10 წლის წინანდელი დათოვლილი თიანეთ-ახმეტა. ასეთი ლამაზი ეს გზა კაი ხანი (ან აღარასდროს) არ იქნება, რადგან ეგ დათოვლილი ხეები გზის მოწყობას შეეწირა.

Posted by: Nescafe13 23 Nov 2023, 21:28
იგოეთს რომ ამოცდები , საიდანაც ასფალტია დაგებული , მაგ მონაკვეთიდან ახალგორის გადასახვევამდე გზა მთლიანად ამორტიზირებულია , მანქანა დახტის რასაც ქვია ,გეგონება სოფლის გრუნტიან გზაზე დადიხარო , გადახრილი რომაა გზა ეგ მეორე ფაქტია , მისახედია ეგ მონაკვეთი სასწრაფოდ

Posted by: alea iacta est 24 Nov 2023, 10:26
QUOTE (Nescafe13 @ 23 Nov 2023, 21:28 )
იგოეთს რომ ამოცდები , საიდანაც ასფალტია დაგებული , მაგ მონაკვეთიდან ახალგორის გადასახვევამდე გზა მთლიანად ამორტიზირებულია , მანქანა დახტის რასაც ქვია ,გეგონება სოფლის გრუნტიან გზაზე დადიხარო , გადახრილი რომაა გზა ეგ მეორე ფაქტია , მისახედია ეგ მონაკვეთი სასწრაფოდ

ისე საინტერესოა ეგ მონაკვეთი რატო მიაგდეს და რატო არ გააკეთეს თავის დროზე?

Posted by: Snow93 24 Nov 2023, 11:36
ნიკა
ახლა ვნახე და რა მდოგმარეობაა ხო არ იცი? დასრულდა?
https://knews.ge/?p=75378

Posted by: ნიკა 24 Nov 2023, 12:13
Snow93
QUOTE
ახლა ვნახე და რა მდოგმარეობაა ხო არ იცი? დასრულდა?

ბოლოს რომ გავიარე თიანეთი-ჟებოტას მონაკვეთსაც კი აკეთებდნენ. დანარჩენი მორჩენილი იყო. წესით ახლა ეგეც მორჩენილი უნდა იყოს.
* * *
გუშინ ვიყავი ტანას ხეობაში, ორმოცი-თხინალა-დიდი წერეთი იქიდან მღებრიანისკენ ნამქერებმა არ გაგვიშვა.

ხოდა რავი ეს თხინალა არის სოფელი, დენიცაა (გაზი ისედაც არაა ტანას ხეობაში). და გზა არის აი სრული კოშმარი. სედანით მისვლაზე საუბარი ზედმეტია. ქროსოვერით მისვლაზე რაც ვნახე CR-V შემხვდა და წინა ბამპერი არ ეყენა. რომ ჰქონოდა გაძვრებოდა ალბათ. ნუ დიდი წერეთი მიტოვებული სოფელია. ერთი მწყემსი ცხოვრობს მხოლოდ და იქ დენიც არაა მიყვანილი. გზა კი მდინარის ხეობაში გადის საერთოდ.

დაიგვიანებს, მაგრამ იქნება ონბორდ ვიდეო.

Posted by: ქაფქიანა 24 Nov 2023, 12:48
ისე ოდესმე თუ მოიფიქრებენ გორი-წალკას დაკავშირებას კლდეკარით?

Posted by: ნიკა 24 Nov 2023, 14:46
ქაფქიანა
კლდეკარზე ორი უღელტეხილი უწევს გორიდან. ჯერ თეძამის ხეობაში უნდა გადახვიდე კლიკისჯვარის ქედის გადალახვით. (რაც ვერ შევძელით გუშინ), მერე იქიდან უკვე თრიალეთი გადალახო.
ლევიტანა-ჯამჯამას ქედი-რეხა უფრო მარტივი გადასასვლელია.

იდეაში ძამა-ბაკურიანი, ძამა-ტანა და ტანა-წალკა ყველა ეს გზა გასაკეთებელია. ან პირიქით უნდა დაიკიდო და ეროვნული პარკი გააკეთო მაგ ტერიტორიაზე (მგონი არის კიდევაც უკვე)

ეს კი წინა გასვლის გაგრძელება. ზესტაფონი-ტაბაკინის მონასტერი-შორაპნის ციხე (ორთქმავლის ძეგლის მონახულებით)

* * *
შორაპანი-გეზრული

Posted by: The DoctoR 25 Nov 2023, 23:02
ნიკა
რა ვიდეოკამერა გაქვს, შეგიძლია მოდელი მომწერო?

Posted by: ნიკა 26 Nov 2023, 00:16
The DoctoR
https://xiaomi.com.ge/product/xiaomi-mi-dash-cam-2-2k/
QUOTE
რა ვიდეოკამერა გაქვს, შეგიძლია მოდელი მომწერო?

ebay-ზე დავითრიე $40-ად. ჩინური მენიუთია მაგრამ ინგლისურენოვანი აპლიკაციიდან იმართება. ერთად ერთი ნაკლი აქვს რომ GPS არა აქვს და სიჩქარეს არ წერს.

სპეციფიკაციებში უწერია რომ 16-32 გბ ბარათების მხარდაჭერა აქვსო. მაგრამ რეალურად 128 წაიღო ჩვეულებრივად. 3 წუთიან ვიდეოს მიაქვს დაახლოებით 300 მეგაბაიტი.

ეს კი გაგრძელება

გეზრული-მანდაეთი


მანდაეთი-საქასრია, ოფროუდი ჯალოს ჩაბმებით და ა.შ. biggrin.gif ნუ ჩემი ბრალი იყო მანდ, მანქანის ნავალს ავცდი და ...


საქასრია-ბორითი-ამაშიკეთი-კოზმანი და უკან


ბორითი-ჩუმათელეთი

Posted by: The DoctoR 26 Nov 2023, 11:06
ნიკა
მადლობა

გზასთან დაკავშირებითაც გკითხავ - შ114 და შ115 ნორმალური გზაა ქროსოვერისთვის?
როგორც მივხვდი ამ გზებზე იყავი ნოემბერში)

Posted by: ნიკა 27 Nov 2023, 18:00
The DoctoR
QUOTE
გზასთან დაკავშირებითაც გკითხავ - შ114 და შ115 ნორმალური გზაა ქროსოვერისთვის?

ასფალტი იყო 2 წლის წინ.


* * *
Snow93
QUOTE
ახლა ვნახე და რა მდოგმარეობაა ხო არ იცი? დასრულდა?

გუშინ ვიყავი. ალაგ ალაგ მიდის წვრილი სამუშაოები. საფარს მორჩნენ. ნუ ზოგან ლატკებია ჯივიპის ასფალტის ტიპის, და სამ ადგილას ოდნავ ჩაწვა გზა მაგრამ ჯერ არ უშლის მოძრაობას. მიხედავენ წესით.

Posted by: alea iacta est 8 Dec 2023, 14:05
მეგობრებო გომბორზე როგორი გზაა? როგორც ვიცი არემონტებდნენ და ძალიან გადათხრილი ხომ არ არის?

Posted by: SwaT-2011 8 Dec 2023, 14:30
ნიკა

OFFTOPIC:
ზამთრისთვის რომელ საბურავებს აყენებ ?


Posted by: ნიკა 8 Dec 2023, 15:32
SwaT-2011
QUOTE
ზამთრისთვის რომელ საბურავებს აყენებ ?

Silverstone_ის A/T-ები მაქვს და მაგეებით დავდიოდი ზამთარში ძირითადად. ახლა ჯერ M/T_ები მიყენია ისევ. ტალახებში უფრო მიწევს სიარული ჯერ.
პლიუს ჯაჭვები მაქვს M/T-ების ზომისთვის.

Posted by: ნიკა 14 Dec 2023, 13:32
ნოემბრის დასაწყისში მოვასწარი ამ ულამაზესი გზებით გავლა. პირველი მონაკვეთია გომი საჩხერეს გზიდან ავუყევით ძირულას ხეობას და მასე გადავედით სპეთში. იქიდან საჩხერე ჭიათურა. მერე რგანი-ხრეითი და მეორე მონაკვეთზე საწალიკეს მთით გადავედით შაორისკენ თლუღში. ეს მეორე სასწაული ხედებით იყო დამშვენებული მთელს კავკასიონზე.
https://www.youtube.com/watch?v=GES2D1hUdb4&list=PLMhw5vejhxgMAwyOP5aqqgnz0YYjRr5e5

Posted by: ნიკა 21 Dec 2023, 11:39
https://maps.gov.ge ორთოფოტოები განახლდა. ეგრევე მივვარდიმოლითI ჩუმალთელეთის გზას. კარგად ჩანს პირველივე ორ 180-იან მოსახვევში წამოსული ორი მეწყერი sad.gif sad.gif sad.gif
* * *
დამავიწყდა დამეწერა. ყოველგავრი პომპეზურობის გარეშე მიმდინარეობს ფორანა-ლაფანაანთკარი გზის რეაბილიტაცია. ბოლოს რომ გავიარე მანდ, დავათის გადასახვევიდან გორანასკენ გრუნტის გზასაც ევრ დავარქმევდი. ოფროუდი იყო ფაქტიურად. როგორც ჩანს სრულიად ასფალტის ახალი გზა გვექნება მანდ.

https://www.openstreetmap.org/directions?engine=fossgis_osrm_car&route=42.0101%2C44.8036%3B41.9897%2C44.8939#map=13/41.9996/44.8488
* * *
ფორანა=გორანა. წინა პოსტს მიება და ვეღარ ვარედაქტირებ sad.gif

Posted by: ნიკა 6 Jan 2024, 22:21
დღეს როგორც კანონმორჩილმა მოქალაქემ დასავლეთში წასასვლელად ავარჩიე გზა სადაც ფიფქიანი საბურავები არ იყო სავალდებულო. ანუ ძირულა ხარაგაული მოლითი ფონა ჩუმათელეთი.

ჯერ ხომ სურამიდან საშინლად თოვდა. ნუ არაფერი გადავედი უპრობლემოდ და მეტიც. თოვლი დამთავრდა ფაქტიურად და მივედი ასფალტის გზამდე. სამწუხაროდ მარელისის ხიდთან ჩანგრეული გზის მშენებლობა არ იყო დასრულებული და საჭირო იყო ძველი გზით (ვახანისკენ) გადასვლა და მერე უკან დაბრუნება
ადრეც გამივლია მაგ გზით და თითქოს უბრალოდ დანგრეული უნდა ყოფილიყო. მაგრამ ჰოი საოცრება. ჩხერილემა იყო იმხელაზე ადიდებული რომ რკინიგზის ხიდის ქვეშაც მოედინებოდა. ხოლო რკინიგზაზე სხვა გადასასვლელი მანდ არ ვიცოდი. მაგრამ ამ ადგილას მდინარეში ჩანდას მანქანის ჩასვლა-ამოსვლის ნაკვალევი და მეც შევტოპე. შევტოპე და ლაფში ჩავიძირე. საბედნიეროდ წყალი "პაროგებამდე" არ ამოდიოდა. და არ ვიცი რა ბედის წყალობით წინ ხე იყო ასე 20-30 მეტრში. ეგაა რომ მომიწია მდინარეში გატოპვა რომ ამ ხეზე ჯალამბარი ჩამება. ბოლოს ყველაფერი თითქოს მშვიდობით დასრულდა. ზეთები ხიდებში და კოლოფებში ისედაც გამოსაცვლელი მაქვს და იმედია სხვა კრიტიკული არაფერი დავასველე. უკან ქაჯურად რიკოთით წამოვედი და კაციშვილს არ დაუხედია ჩემი საბურავებისთვის biggrin.gif

Posted by: Tifo 7 Jan 2024, 17:06
ბორჯომიდან ხაშურამდე რა დედისტყვნა ხდება? 1.5 საათია საცობში ვარ, დავიტანჯე sad.gif(((

Posted by: ნიკა 18 Jan 2024, 16:00
ვახანისწყალი-მოლითი-წიფა-ფონა-ჩუმათელეთის დამაკავშირებელი ცენტრალური გზის 25კმ-ინი მონაკვეთის მშენებლობის სამუშაოები დაიწყო. პროექტის ღირებულებაა 96 000 000 (96 მილიონი) ლარი

https://www.facebook.com/photo/?fbid=3671375943103113&set=a.1778501922390534

Posted by: JSB14BSJ 18 Jan 2024, 17:55
ნიკა
QUOTE
ვახანისწყალი-მოლითი-წიფა-ფონა-ჩუმათელეთის დამაკავშირებელი

ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის გზის ნაწილია?

Posted by: ნიკა 18 Jan 2024, 22:03
JSB14BSJ
QUOTE
ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის გზის ნაწილია?

მეორე ლოტი. აკორდი რომელსაც აშენებდა და მერე უთვალავი ტენდერი ჩაიშალა.

Posted by: narmonana 18 Jan 2024, 23:59
ვიოებო, იქით დიდგორისკენ ზაფხულის საბურავებით შეიძლება ასვლა?

Posted by: mike d 19 Jan 2024, 01:59
narmonana
https://m.facebook.com/story.php?story_fbid=pfbid0j4puxBcT5LpEM5S2a8JnzWkDD1G9g6HpHYerMQX9jBGeKHtGQeRQ4SwgQ848gCWEl&id=100064447345519&mibextid=Nif5oz

წესით გზა სუფთაა, მარა მოყინული არ იყოს. მაღალზე ადის, დაახლოებით ზღვის დონიდან სადღაც 1800 მეტრამდე გზა.

Posted by: ნიკა 19 Jan 2024, 16:24
narmonana
QUOTE
იქით დიდგორისკენ ზაფხულის საბურავებით შეიძლება ასვლა?

მანგლისის მხრიდან საერთოდ არაა თოვლი გზაზე (პრონციპში ისეც არაა თოვლი, მარტო ალაგ ალაგ ჩრდილებშია შენარჩუნებული). ნიჩბისიდან ჩრდილებში ალაგ ალაგ არის გზაზე, მაგრამ იმდენი მარილი ყრია რავი არა მგონია რამემ ისრიალოს მანდაც. საბურავებს არავინ ამოწმებს თორემ ეგ გზაც ზამთრის საბურავებს მოითხოვს იდეაში.

Posted by: narmonana 19 Jan 2024, 19:29
mike d
ნიკა
მადლობა, მადლობა..


Posted by: რობი 19 Jan 2024, 19:57
QUOTE (ნიკა @ 18 Jan 2024, 16:00 )
ვახანისწყალი-მოლითი-წიფა-ფონა-ჩუმათელეთის დამაკავშირებელი ცენტრალური გზის 25კმ-ინი მონაკვეთის მშენებლობის სამუშაოები დაიწყო. პროექტის ღირებულებაა 96 000 000 (96 მილიონი) ლარი

https://www.facebook.com/photo/?fbid=3671375943103113&set=a.1778501922390534

შენ ჩემზე კარგად გეცოდინება ეს გზა და მერამდენედ დაიწყო ისე?

თუ აკორდის მერე მიგდებული იყო? და აკორდამდეც აკეთებდა ვინმე? gigi.gif

ნეტა გაეკეთებინათ როცა დრო იყო რამდენ ტვინის ხვნას აირიდებდნენ მეწყერობანას დროს.

Posted by: ნიკა 19 Jan 2024, 20:45
რობი
კეთებით მარტო აკორდი აკეთებდა და 2020-ის ბოლოსკენ მიაგდო. მაგის მერე უთვალავი ტენდერი გამოცხადდა და ჩაიშალა. ბოლოს გაზარდეს თანხა და გამოჩნდა მსურველი. ვნახოთ რას იზამს.

Posted by: eleqtro 22 Jan 2024, 13:51
თეთრიწყარო წალკა რა გზაა ხომ არ იცით(საფარი მდგომარეობა)?

Posted by: electro 23 Jan 2024, 01:26
საინტერესოა რას გაარკვევენ ჟინვალის ბანზე.


Posted by: GEORGEXIII 23 Jan 2024, 10:53
user posted image

აქ ვინმე ნამყოფია? biggrin.gif

Posted by: idallgo 23 Jan 2024, 12:00
QUOTE (electro @ 23 Jan 2024, 01:26 )
საინტერესოა რას გაარკვევენ ჟინვალის ბანზე.


ეგ ყველაფერი გასაგებია.

ჟინვალიდან არაგვის მარცხენა ნაპირს თუ გამოყვება ეგ ახალი გზა, ბულაჩაურ-ჭოპორტ-ბიწმენდ-ჯიღაურა-საგურამოს მიდამოებში გაივლის და წიწამურთან დაერთდება, ყველაზე რეალური სცენარია. smile.gif პლიუს ამას ჯვრის მონასტრის ქვემოთ, ის ორზოლიანი ტრასაც გასაფართოებელი იქნება თბილისის შემოსასვლელამდე (ზაჰესის ხიდამდე) რომ ძაბრი არ წარმოიშვას, როგორც ახლა ხდება მცხეთის შემოსასვლელში, ნარეკვავ-წეროვანთან.
ამ შემთხვევაში, ნატახტარ-მისაქციელი განიტვირთება.

მაგრამ ჯვრის მონასტრის უკან რა გვირაბზეა საუბარი ან გზამ სად უნდა გაიაროს რომ ზაჰეს-ავჭალასთან დაერთდეს? ფეხით მაქვს ეგ ადგილები მოვლილი, მანდ გავიზარდე და ჯვრის მონასტრინ უკან ხევები და მთებია ისეთი, მიმიქარავს რიკოთი gigi.gif რამოდენიმე გვირაბი + სერპანტინები დაჭირდება და რეალურად მოკლე გრძელი გზა გამოვა gigi.gif

Posted by: ushba 23 Jan 2024, 12:18
idallgo
https://www.youtube.com/watch?v=SDEA_sAkDNU
ამ რენდერზეა საუბარი

Posted by: ნიკა 23 Jan 2024, 12:50
eleqtro
QUOTE
თეთრიწყარო წალკა რა გზაა ხომ არ იცით(საფარი მდგომარეობა)?

თეთრიწყარო-მენქალისი არის ახალი ასფალტის გზა.
მენქალისი-ბედიანი ნორმალური გრუნტის გზაა.
ბედიანი-ხრამჰესი ძველი ასფალტის გზაა, თუმცა ძაან მომსპარი არაა.
ხრამჰესი-თრიალეთი (ალექსანდერსგილფი) არის ყველაზე ცუდი გრუნტიანი გზა მთელს ამ მონაკვეთზე.
თრიალეთი-წალკა ასფალტია.

GEORGEXIII
QUOTE
აქ ვინმე ნამყოფია?

კი. ჯიპისთვის არაფერია, ცოტა ჩახრამულია წვიმების გამო და ფრთხილად უნდ აიარო და ეგაა.

Posted by: eleqtro 23 Jan 2024, 14:35
ნიკა
QUOTE
თეთრიწყარო-მენქალისი არის ახალი ასფალტის გზა.
მენქალისი-ბედიანი ნორმალური გრუნტის გზაა.
ბედიანი-ხრამჰესი ძველი ასფალტის გზაა, თუმცა ძაან მომსპარი არაა.
ხრამჰესი-თრიალეთი (ალექსანდერსგილფი) არის ყველაზე ცუდი გრუნტიანი გზა მთელს ამ მონაკვეთზე.
თრიალეთი-წალკა ასფალტია.

დიდი მადლობა. მე უფრო რკინიგზის გასწვრივ მიმავალი გზა მეინტერესება smile.gif მანდ ივანოვკის გადასახვევამდე ვარ ნამყოფი ადრე. თუ შეიცვალა რამე თქო ვიფიქრე.

Posted by: ნიკა 24 Jan 2024, 01:20
eleqtro
QUOTE
მე უფრო რკინიგზის გასწვრივ მიმავალი გზა მეინტერესება smile.gif მანდ ივანოვკის გადასახვევამდე ვარ ნამყოფი ადრე. თუ შეიცვალა რამე თქო ვიფიქრე.

ეგ გზა ბევრად უარეს დღეშია.სედნით არ ღირს და ქროსოვერით ივლი უპრობლემოდ. ოღონდ ახლა ნამქერები იქნება მანდ.

Posted by: eleqtro 24 Jan 2024, 05:29
ნიკა
ე.ი. არაფერი გაუკეთებიათ.
QUOTE
ოღონდ ახლა ნამქერები იქნება მანდ.

ნამქერები კიიი. მანდ ასე 5-6 წლის წინ ვარ ნამყოფი მარტის ბოლოსკენ. თოვლი თითქმის აღარ იდო, მაგრამ რკინიგზის ქვეშ გასაძრომები ამოვსებული იყო ბოლომდე ნამქერით.

Posted by: ნიკა 26 Jan 2024, 01:41
eleqtro
QUOTE
ე.ი. არაფერი გაუკეთებიათ.

არა მაგ გზას არ გააკეთებენ, თუ აღდგენაა ჯერ მე რომ ვთქვი მაგ გზას აღადგენენ ალბათ.

Posted by: ნიკა 2 Feb 2024, 20:36
ხაშური-ჩუმათელეთი-მოლითი-ხარაგაული-ზესტაფონი-თერჯოლოტოსკანა-გოგნი-ტყიბული-ქუთაისი-გეგუთი

ზესტაფონამდე სასტიკ თოვლ/წვიმაში
https://www.youtube.com/watch?v=3BFY5aEDBes&list=PLMhw5vejhxgNlQWClWQda9pvQWBUiJzfk

Posted by: ნიკა 6 Feb 2024, 08:27
ჩამოვუყვეთ

დაიკეტა შემდეგი გზები,
ავტობანზე:
ძლიერი თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის კმ27-კმ158 მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია

გომი-საჩხერე:
ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ40-კმ75 (კორბოული-კაცხი) მონაკვეთზე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ამავე საავტომობილო გზის კმ1-კმ40 (გომი-კორბოული) მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია
საავტომობილო გზის კმ75-კმ106 (კაცხი-ზესტაფონი) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

საჩხერე-რაჭა:
რთული მეტეოროლოგიური პირობების (დიდთოვლობა, ქარბუქი და ზვავსაშიშროება) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის საავტომობილო გზის კმ30-კმ35 მონაკვეთზე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა
ამავე საავტომობილო გზაზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა

ახალქალაქი-ნინოწმინდა:
რთული მეტეოროლოგიური პირობების (ქარბუქი და შეზღუდული ხილვადობა) გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ90-კმ112 მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო ახალქალაქი-კარწახის საავტომობილო გზაზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და M3 კატეგორიის 22-ზე მეტი დასაჯდომი ადგილის (მძღოლის ადგილის გარდა) მქონე მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგოლება

გომბორი:
ინტენსიური თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ36-კმ60 (თეთრიწყლები-ვერონა) მონაკვეთზე, მოძრაობა დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტისათვის
საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

ქუთაისი-ამბროლაური
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის კმ30-კმ33 მონაკვეთზე კლდოვანი მასის ჩამოსვლის გამო, დროებით აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა

ჯერ კიდევ გუშინ დაიკეტა გუდაური-კობი:
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში
აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით
საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

ნაქერალა:
რთული მეტეოროლოგიური პირობების (ძლიერი თოვა, ზვავსაშიშროება და შეზღუდული ხილვადობა) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ44-კმ46 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა
საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

და ჯვარი-მესტია-უშგული:
დიდთოვლობის და ზვავსაშიშროების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ30-კმ193 (ჯვარი-ლასდილი) მონაკვეთზე ზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა
საავტომობილო გზის კმ1-კმ30 (ზუგდიდი-ჯვარი) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია
* * *
წალკა-ნინოწმინდაც დავკარგეთ:
რთული მეტეოროლოგიური პირობების (ქარბუქი და შეზღუდული ხილვადობა) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ147 (აიაზმა-ნინოწმინდა) მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა
საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

ახალქალაქი-კარწახი:
რთული მეტეოროლოგიური პირობების (ქარბუქი, შეზღუდული ხილვადობა) გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის ახალქალაქი-კარწახის საავტომობილო გზაზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა


სამაგიეროდ გომი-საჩხერე დავიბრუნეთ biggrin.gif
ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია

Posted by: ნიკა 19 Feb 2024, 17:56
გაითვალისწინეთ:

მეორე თვეა, ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის მშენებლობა განახლდა.
ახალი ხელშეკრულებით, ამ გზის რეაბილიტაცია 2025 წლის 30 ნოემბრისთვის უნდა დასრულდეს.

მანამდე კი გაცნობებთ, რომ ამ გზის მოლითი-წიფას მონაკვეთზე, სამუშაოების გამო, ავტომობილების მოძრაობა შეზღუდულია დილის 8 საათიდან 13:00 სთ-მდე; 15:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე.
ეს შეზღუდვა არ ვრცელდება სასწრაფო-სამედიცინო დახმარების, სახანძროსა და პოლიციის ავტომანქანებისთვის.

Posted by: donkosta 1 Mar 2024, 16:37
ნიკა
QUOTE
ხაშური-ჩუმათელეთი-მოლითი-ხარაგაული-ზესტაფონი

ვახ, აქ ზაფხულში ძლივს გადავედი, დიდი თოვლიც არ ყოფილა, up.gif
რა მანქანით ხარ?

გოდერძის უღელტეხილზე გადაისვლება ნეტა? კაი ხანია არ უთოვია spy.gif

Posted by: eleqtro 1 Mar 2024, 16:50
donkosta
QUOTE
გოდერძის უღელტეხილზე გადაისვლება ნეტა? კაი ხანია არ უთოვია

მარტის ბოლომდე არ ხსნიან ხოლმე ნალექის ოდენობის მიუხედავად.

Posted by: donkosta 1 Mar 2024, 17:28
eleqtro
QUOTE
მარტის ბოლომდე არ ხსნიან ხოლმე ნალექის ოდენობის მიუხედავად.

არადა სასტუმრომ ჩვენამდე ამოხვალო და ვიფიქრე ბარემ იქითაც გამოვა თქო, მადლობა up.gif

Posted by: ნიკა 1 Mar 2024, 17:41
donkosta
QUOTE
ვახ, აქ ზაფხულში ძლივს გადავედი, დიდი თოვლიც არ ყოფილა, up.gif
რა მანქანით ხარ?

ჩემი ლურჯათი.

user posted image

Posted by: eleqtro 4 Mar 2024, 11:15
donkosta
QUOTE
არადა სასტუმრომ ჩვენამდე ამოხვალო და ვიფიქრე ბარემ იქითაც გამოვა თქო, მადლობა


მარცხენა ფოტო ჩემი გადაღებულია თოვლის სატკეპნი მანქანიდან, მარჯვენა ინტერნეტიდანაა. ზარზმიდან გადავედით ასე მარტში. აქ მანქანის გავლის თეორიული შანსიც კი არ იყო, თუმცა სასტუმროში ამოდიოდნენ ბათუმის მხრიდან მაღალი გამავლობის მანქანებით, მაგრამ დამხმარის გაგზავნაც სჭირდებოდათ ხოლმე.

Posted by: ნიკა 4 Mar 2024, 23:37
eleqtro
კურორტამდე ახერხებენ ხოლმე გზის შენარჩუნებას. აი ადიგენის მხარეს ბევრად უარესი ნამქერებია ხოლმე.
დასავლეთი მხარე
user posted image

ამ დროს აღმოსავლეთი მხარე
user posted image

Posted by: eleqtro 5 Mar 2024, 11:16
ნიკა
QUOTE
კურორტამდე ახერხებენ ხოლმე გზის შენარჩუნებას. აი ადიგენის მხარეს ბევრად უარესი ნამქერებია ხოლმე.
დასავლეთი მხარე

სავარაუდოდ ზღვიდან შედარებით თბილი ჰაერის მასები მოდის და თოვლის დნობას ხელს უწყობს. აღმოსავლეთიდან კი კონტინენტური და ცივი ჰაერი გვინარჩუნებს ჩაკეტილ გოდერძს smile.gif

რომელი თვეა ამ სურათებზე?

Posted by: ნიკა 5 Mar 2024, 17:04
eleqtro
QUOTE
რომელი თვეა ამ სურათებზე?

22 აპრილი 2018 წელი

Posted by: donkosta 5 Mar 2024, 18:53
ნიკა
QUOTE
ჩემი ლურჯათი.

up.gif
QUOTE
მარცხენა ფოტო ჩემი გადაღებულია თოვლის სატკეპნი მანქანიდან, მარჯვენა ინტერნეტიდანაა. ზარზმიდან გადავედით ასე მარტში. აქ მანქანის გავლის თეორიული შანსიც კი არ იყო, თუმცა სასტუმროში ამოდიოდნენ ბათუმის მხრიდან მაღალი გამავლობის მანქანებით, მაგრამ დამხმარის გაგზავნაც სჭირდებოდათ ხოლმე.

პიზდეცია smile.gif)) "ცოტა" თოვლზეც შანსი არ იქნებოდა smile.gif)
არადა საკაიფო გზაა, თუ დაადგა საშველი, დაგებას ზაფხულში ბათუმიდან უკან მაგით მირჩევნია

Posted by: Captain Cassius Calhoun 14 Mar 2024, 06:26
წელს გვეღირსება გოდერძის გზის დასრულება? თუ არჩევნების წელმაც არ უშველა არ ვიცი რაღა უშველის ამას.

Posted by: ნიკა 15 Mar 2024, 15:30
დაუზუსტებელი ინფორმაციით, არა მხოლოდ წიფა-მოლით მონაკვეთზეა შეზღუდვები. არამედ მოლით-ვახანისწყალი მონაკვეთზეც (ანუ წიფიდან ხარაგაულისკენ მთელს მეორე ლოტზე sad.gif

როგორ მოვხვდე სოფელში გაუგებარია. დღეში 1 საათით ხსნიანო მხოლოდ გზას.

Posted by: idallgo 16 Mar 2024, 09:00
Captain Cassius Calhoun
QUOTE
წელს გვეღირსება გოდერძის გზის დასრულება? თუ არჩევნების წელმაც არ უშველა არ ვიცი რაღა უშველის ამას.


გოდერძი თავის დროზე კამუნისტებმა ვერ გააკეთეს (არადა იყო მაგის პროექტი) და ესენი გააკეთებენ? rolleyes.gif

Posted by: DidYouSeenMyMouse 16 Mar 2024, 22:46
ცნობისთვის რუსებმა მოსკოვიდან კაზანამდე უმაღლესი ხარისხის საფარის მქონე მაგისტრალი 3 წელში ააშენეს
810 კილომეტრი 3 წელში

Posted by: eleqtro 21 Mar 2024, 10:45
წნორი საბათლოს გზა როგორია ხომ არ ხართ საქმის კურსში?

Posted by: ნიკა 22 Mar 2024, 12:35
eleqtro
მთლიანად არ ვიცი. წნორი-ხორნაბუჯი ასფალტია და გრძელდებოდა, მაგრამ სადამდე არ ვიცი. ასევე ასფალტიაარხილოსკალოს ასახვევიდან-კაკლისყურეს შესახვევამდე და წესით საბათლომდეც 1 კმ დაგებული იქნება. აი მაგათ შორის რა ხდება არ ვიცი. არ მივლია 2018 წლის მერე როცა არ იყო ასფალტი მანდ არსად biggrin.gif

Posted by: eleqtro 22 Mar 2024, 13:34
ნიკა
მეც ბოლოს 2019ში ვიყავი მაგ გზაზე. შარშან არხილოსკალოში ვიკითხე და არააო ასფალტი მითხრეს.

Posted by: ნიკა 23 Mar 2024, 14:07
eleqtro
ხო ეგ ცნობილი პრობლემაა. მუნიციპალიტეტებს შორის მეორეხარისხოვანი გზები მიგდებულია. რამდენიმე ეგეთი ანალოგია მახსენდება.
მუხურა (ტყიბული) - მუჯირეთი (თერჯოლა)
ლიჩი (საჩხერე) - ნადაბური (ხარაგაული)

სავარაუდოდ იგივე ხდება:
ჩალხეეთი (ხარაგაული) - საკრაულა (ბაღდათი). საქრაულას ხეობა

არა და სამივე ეს გზა მდინარის ხეობას მიუყვება რომლებშიც აღნიშნული ორი სოფელი მდებაროებს და უბრალოდ მუნიცილაპიტეტებს შორის წყვეტებია. მოუმზადებელი ჯიპითაც ან გაივლი ან ვერა. ხეობაში ზედა სოფელში მოხვედრა უღელტეხილით ხდება.

Posted by: eleqtro 23 Mar 2024, 20:04
ნიკა
QUOTE
ლიჩი (საჩხერე) - ნადაბური (ხარაგაული)

ამის ვიდეო მახსოვს smile.gif

Posted by: ნიკა 23 Mar 2024, 22:47
eleqtro
QUOTE
მუხურა (ტყიბული) - მუჯირეთი (თერჯოლა)

ამ ვიდეოს ბოლოსკენ იწყება და შემდეგში გრძელდება
https://www.youtube.com/watch?v=N_d1Lj8q7vU&list=PLMhw5vejhxgOuWxauCeu64aBeadeyKKWG&index=15

Posted by: idallgo 24 Mar 2024, 14:30
QUOTE
სავარაუდოდ იგივე ხდება:
ჩალხეეთი (ხარაგაული) - საკრაულა (ბაღდათი). საქრაულას ხეობა


ვაუ არც ვიცოდი საკრაულადან თუ გზა გადადიოდა ხარაგაულში. ჯეელობაში ვარ ნამყოფი წლების წინ ტაბაკინის მონასტრიდან ფეხით. ტყე-ტყე გადავიარეთ მთა და საკრაულაში ჩავედით. ჩიხი მეგონა ეგ სოფელი.

Posted by: ნიკა 24 Mar 2024, 22:40
idallgo
შეიძლება აღარც გადადის გზა, სსრკ-ს დროს იყო.

Posted by: vatman 25 Mar 2024, 20:31
1 აპრილიდან 1 მაისამდე ბაღდათი-კურორტი საირმეს მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმი დაწესდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(საღორია)-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას საავტომობილო გზის კმ32-კმ47.8 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების პერიოდში, ავტოტრანსპორტის მოძრაობა ყოველდღიურად შეიზღუდება.
დეპარტამენტის ცნობით, მოძრაობა, კერძოდ, ბაღდათი-კურორტი საირმეს მონაკვეთზე, 2024 წლის 1 აპრილიდან 1 მაისამდე, 10:00 სთ-დან 13:00 სთ-მდე და 15:00 სთ-დან 19:00 სთ-მდე შეიზღუდება. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში, ავტოტრანსპორტის გადაადგილება დასაშვებია გაუჩერებლად გავლის რეჟიმში.
ავტომობილები აღნიშნული რეჟიმით შსს-ს შესაბამისი რეგიონული ქვედანაყოფების უშუალო ზედამხედველობითა და კოორდინაციით იმოძრავებენ.

https://www.interpressnews.ge/ka/article/792666-1-aprilidan-1-maisamde-bagdati-kurorti-sairmes-monakvetze-avtotransportis-mozraobis-specialuri-rezhimi-dacesdeba

Posted by: ნიკა 25 Mar 2024, 21:19
ეს ვინ დაწერა? ბაღდათი-საირმე მარშუტის წყალთაშუა-საირმე მონაკვეთი საერთოდ არაა ქუთაისი-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარა გზაზე. თუმცა ბაღდათი-წყალთაშუა თუ დაიკეტება საირმისკენ ალერნატივა ცხადია არ იქნება.

სავარაუდოდ ის დამეწყრილი მონაკვეთი უნდა გაარემონტონ სადაც მეწყერი ჩამოვიდა დატრაგედია დატრიალდა.

Posted by: vatman 25 Mar 2024, 22:24
ნიკა
ნუ ეჭვი მაქვს ის უფრო იმათთვის დაწერეს ვინც საირმეში აპირებს ასვლას. მიდი და აუხსენი საშუალო სტატისტიკურ ობივატელს სადაა ბენარა

წყალთაშუა - საირმე ხო არ დაუწერიათ biggrin.gif

Posted by: Delvaux 29 Mar 2024, 16:33
„ხულო-ზარზმის გზის 8-წლიანი დაუსრულებელი რეკონსტრუქცია“ - რამდენი დავხარჯეთ და როდის დასრულდება პროექტი

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი (ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის ხულო-ზარზმის მონაკვეთის რეკონსტრუქციის დაწყების შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტმა 2016 წელს დააანონსა. პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია ჯამში 47 კმ-იან გზასა და 7 ხიდს უნდა ჩასტარებოდა. ამასთანავე, დაგეგმილი იყო 2-ზოლიანი ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობა.

2017 წელს საქართველოსა და არაბთა ეკონომიკური განვითარების ქუვეითის ფონდს შორის დადებული კონტრაქტის მიხედვით, პროექტის ღირებულება 110 210 777 ლარს შეადგენდა. აქედან 24 მლნ ლარი საავტომობილო გზების დეპარტამენტს 2017 წელს უნდა აეთვისებინა, თუმცა მოგვიანებით გრაფიკი შეიცვალა.

2018 წლის 2 აგვისტოს სამუშაოების შესრულების მიზნით, ხელშეკრულება გაფორმდა კომპანია TODINI COSTRUZIONI GENERALI S.p.A-სთან, 2020 წლის თებერვალში კი ხელშეკრულება შეწყდა იმ მიზეზით, რომ კომპანიამ ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოები არ დაიწყო.
2020 წლის ოქტომბერში კვლავ ტენდერი გამოცხადდა. ტენდერში კომპანია „სინოჰიდრომ“ გაიმარჯვა, რომელსაც სამუშაოების დაუსრულებლობის გამო, საავტომობილო გზების დეპარტამენტმა 95 მილიონიანი კონტრაქტი 2024 წლის 15 იანვარს შეუწყვიტა.

2021 წლის 18 ოქტომბერს ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის კმ140 - კმ142 და კმ147 - კმ149 მონაკვეთების სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვის მიზნით, დეპარტამენტმა 5 466 496-ლარიანი სავარაუდო ღირებულების ტენდერი გამოაცხადა. 2021 წლის 6 დეკემბერს ტენდერში შპს „არალმა“ გაიმარჯვა და ხელშეკრულებაც მასთან გაფორმდა. „არალს“ სამუშაოები 6 თვეში უნდა დაესრულებინა, თუმცა თარიღი მოგვიანებით 2022 წლის სექტემბრამდე გადაიდო.

ხულო-ზარზმის გზის, რომელიც ბათუმიდან ახალციხემდე მგზავრობის დრო 1.5 სთ-ით შემცირდება, რეკონსტრუქციის დასრულების თარიღი არაერთხელ გადავადდა. „ბიზნესპრენიუსი“ დაინტერესდა, როდის დასრულდება აღნიშნული გზის რეაბილიტაცია. როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტში განგვიცხადეს, ხულო-ზარზმის გზის რეკონსტრუქცია 2024 წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს.

გარდა ამისა, „ბიზნესპრენიუსი“ დაინტერესდა, ამ დროის განმავლობაში, რა თანხა დაიხარჯა ხულო-ზარზმის რეკონსტრუქციისთვის. როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციიდან ირკვევა, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი (ანგისა) - ახალციხის საავტომობილო გზის ხულო - ზარზმას მონაკვეთის (ლოტი -1 და ლოტი - 2) რეაბილიტაცია/რეკონსტრუქციაზე ჯამში დაიხარჯა 44 478 596.74 ლარი და 8 754 202.28 დოლარი.

ცნობისთვის, სარეაბილიტაციო მონაკვეთი დაბა ხულოდან იწყება, გოდერძის უღელტეხილს გაივლის და ადიგენის სოფელ ზარზმამდე მივა.

Posted by: eleqtro 29 Mar 2024, 16:44
Delvaux
QUOTE
ხულო-ზარზმის გზის რეკონსტრუქცია 2024 წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს.

წლის ბოლო მაგარი იციან.
ოქტობრის შუიდან მანდ ვერავინ ვეღარ იმუშავებს ამინდის გამო.

Posted by: mike d 29 Mar 2024, 17:36
eleqtro
ნოემბერში ვიყავი მაგ მხარეში და გოდერძი-ზარზმა თითქმის ბოლომდე იყო დასრულებული. ხოლო ხულო გოდერძიზე ძაან აქტიურად მუშაობდნენ.

ასე რომ საკმაოდ რეალისტურია რომ წლის ბოლომდე მორჩნენ

Posted by: eleqtro 29 Mar 2024, 18:04
mike d
QUOTE
ნოემბერში ვიყავი მაგ მხარეში და გოდერძი-ზარზმა თითქმის ბოლომდე იყო დასრულებული. ხოლო ხულო გოდერძიზე ძაან აქტიურად მუშაობდნენ.

ასე რომ საკმაოდ რეალისტურია რომ წლის ბოლომდე მორჩნენ

მე კლიმატურ ფაქტორზე გავამახვილე ყურადღება. თუ მოსწრებადია, ოქტომბრამდე უნდა მორჩნენ თქო.

Posted by: ნიკა 5 Apr 2024, 15:31
ბევრი ახალი ფოტო დაამატეს მოლითი ჩუმათელეთიდან
https://www.facebook.com/georoad.ge/posts/pfbid0zRb4VTLLhPzWY1YmUivQFwdt4FeUxC6rerMkXjoLdY3eTEm3jJgGAHQYYEFE4vUkl

მათ შორის ეს ფოტოა საინტერესო. ძველი და ახალი რკინიგზაც ჩანს კარგად. მოლით-ნებოძირი მონაკვეთზე.

user posted image

Posted by: ნიკა 10 Apr 2024, 23:15
გავიარე გზა. მეორე ლოტზე მიწის სამუშაოები მიდის აქტიურად.
პირველ ლოტზე ის "გრენლანდია" ხიდი მარელისის სადგურთან ახლიდან ააშენეს და გახსნეს. ოღნდ ასფალტი არაა.

დანარჩენი ვიდეოში იქნება რომელსაც მალე შემოგთავაზებთ. წრიული მარშური იყო ჩუმათელეთი-მოლით-ხარაგაული-ზესტაფონი-საზანოები-მუჯირეთი-მუხურა-ტყიბული-წყნორი-ორპირი-ხრესილი-ტყიბული-გოგნი-ძევრი-თერჯოლა-ზესტაფონი-რიკოთი.

https://classic-maps.openrouteservice.org/directions?n1=42.320986&n2=43.044625&n3=12&a=42.028575,43.568043,41.978826,43.405652,42.059235,43.174274,42.128657,43.018092,42.239575,43.063918,42.323207,43.099362,42.367169,42.963365,42.378836,42.852878,42.343067,42.871096,42.279912,42.973883,42.260144,42.958238,42.137186,42.978216,42.11376,43.034464,42.028384,43.567893&b=0&c=0&k1=en-US&k2=km

Posted by: mike d 12 Apr 2024, 12:17
ნიკა
სანამ ვიდეოს ატვირთავ გკითხავ

ჩუმათელეთი - მოლითზე კი მუშაობენ მარა ახლა როგორი გზაა. ისევ ისეთი საშინელებაა ადრე რომ იყო.
ასევე მუჯირეთი - მუხურაც მაინტერესებდა. არ ვარ ნამყოფი და ლამაზი ადგილები უნდა იყოს.

ერთსაც გკითხავ, როგორც დიდ ექსპერტს. ჭიათურა-საჩხერიდან რაჭაში უზუნთას გარდა კიდევ რა სამანქანო გზები გადადის
4რანერით რომ გადავიდე. ოსმანდზე ვნახე ხრეითიდან რომ გადადის საწალიკეზე და კიდევ ხვაშითი-შხივანა მარა ისეთი მონიშვნაა ვერ გავიგე რამდენად გადაისვლება ორხიდიანით.

Posted by: ნიკა 12 Apr 2024, 20:23
mike d
QUOTE
ჩუმათელეთი - მოლითზე კი მუშაობენ მარა ახლა როგორი გზაა. ისევ ისეთი საშინელებაა ადრე რომ იყო.

უარესი. მიწის სამუშაოები მიმდინარეობს და სატვირთოებმა დააზიანეს არსებული გზა. ნუ ნებისმიერი ქროსოვერი კი გაივლის აი სედანით არღირს.

QUOTE
ასევე მუჯირეთი - მუხურაც მაინტერესებდა. არ ვარ ნამყოფი და ლამაზი ადგილები უნდა იყოს.

ანალოგიურად. რაიმე სერიოზული დაბრკოლება არაა, უვრალო გრუნტის გზაა. მაგრამ სედნით არც მანდ ღირს. მით უმეტეს როცა მუხურაში არის ტყიბულიდან ბეტონის გზა,

mike d
QUOTE
ერთსაც გკითხავ, როგორც დიდ ექსპერტს. ჭიათურა-საჩხერიდან რაჭაში უზუნთას გარდა კიდევ რა სამანქანო გზები გადადის
4რანერით რომ გადავიდე. ოსმანდზე ვნახე ხრეითიდან რომ გადადის საწალიკეზე და კიდევ ხვაშითი-შხივანა მარა ისეთი მონიშვნაა ვერ გავიგე რამდენად გადაისვლება ორხიდიანით.

საწალიკეზე რომ გადადის ის გზა გავლადია 2 ხიდიანით, მაგრამ ახლა ცხადია თოვლია ჯერ.
აქ არის მაგ გზის ვიდეოები



Posted by: mike d 13 Apr 2024, 00:08
საწალიკეზე კი ზაფხულისთვის ვფიქრობ
დიდი მადლობა!

Posted by: ნიკა 20 Apr 2024, 21:19
ესეც ჩუმათელეთი მოლითი-ზვარე


ზვარე-ხარაგაული-ზესტაფონი


დანარჩენი ვიდეოები მოგვიანებიოთ იქნება ატვირთვა მიდის ნელ-ნელა

Posted by: ნიკა 24 Apr 2024, 22:07
QUOTE (ნიკა @ 10 Apr 2024, 23:15 )
გავიარე გზა. მეორე ლოტზე მიწის სამუშაოები მიდის აქტიურად.
პირველ ლოტზე ის "გრენლანდია" ხიდი მარელისის სადგურთან ახლიდან ააშენეს და გახსნეს. ოღნდ ასფალტი არაა.

დანარჩენი ვიდეოში იქნება რომელსაც მალე შემოგთავაზებთ. წრიული მარშური იყო ჩუმათელეთი-მოლით-ხარაგაული-ზესტაფონი-საზანოები-მუჯირეთი-მუხურა-ტყიბული-წყნორი-ორპირი-ხრესილი-ტყიბული-გოგნი-ძევრი-თერჯოლა-ზესტაფონი-რიკოთი.

https://classic-maps.openrouteservice.org/directions?n1=42.320986&n2=43.044625&n3=12&a=42.028575,43.568043,41.978826,43.405652,42.059235,43.174274,42.128657,43.018092,42.239575,43.063918,42.323207,43.099362,42.367169,42.963365,42.378836,42.852878,42.343067,42.871096,42.279912,42.973883,42.260144,42.958238,42.137186,42.978216,42.11376,43.034464,42.028384,43.567893&b=0&c=0&k1=en-US&k2=km

ესეც სრული ფლეილისტი
https://www.youtube.com/watch?v=ZgM17dOQnpI&list=PLMhw5vejhxgMZi425joR9t3pIKdA9D6rW

Posted by: პაწა 7 May 2024, 10:52
გუშინ, საჩხერე-გომის გზაზე საცობი იყო და გუგლმა ბანამდე მისვლის სხვა ვარიანტი შემოგვთავაზა. ნაბახტევთან გადავუხვიეთ და ძალიან ლამაზი მინდვრების გავლით მოვხვდით ავტობანზე. გზად არც რკინიგზა და არც სოფლები არ გაგვივლია. ამ, საგზაოში, მართლა ტვინი არ აქვთ. შარშან დააგეს ეგ მონაკვეთი და თუ ასეთი იდეალური ვარიანტია, სწორი გზა, მოკლე, სოფლებს გვერდს უვლის, სკოლებს და ბაღებს, არის დაერთება ავტობანთან და მინიმუმ 15 წუთს მოიგებ, თუ საჩხერეში მიდიხარ - რატომ არ აკეთებენ?!

Posted by: JSB14BSJ 7 May 2024, 12:28
პაწა
როგორც ვხვდები, დასავლეთიდან მოდიოდი.
ზუსტი მარშრუტი შეგიძლია დადო?
ნაბახტევთან თუ გადაუხვიე, ე. ი. ხაშურის შემოვლითზე ამოხვედი ტრასაზე.
QUOTE
საგზაოში, მართლა ტვინი არ აქვთ

საგზაოს მიწა არაა, ეგ ხაშურის მუნიციპალიტეტია.

Posted by: პაწა 7 May 2024, 13:28
user posted image
QUOTE
ზუსტი მარშრუტი


* * *
უცნაური ის იყო, რომ დასავლეთისკენ მიმავალიც მანდ ჩავედი ავტობანიდან, წინ ისეთი საცობი დამხვდა

Posted by: UR82060 8 May 2024, 21:13
ნიკა
ეს გზა როგორია ხომ არ იცით შემთხვევით? ან არაშემთხვევით user.gif


user posted image

Posted by: alea iacta est 9 May 2024, 15:14
QUOTE (UR82060 @ 8 May 2024, 21:13 )
ნიკა
ეს გზა როგორია ხომ არ იცით შემთხვევით? ან არაშემთხვევით user.gif


user posted image

ძირითადად ძველი აყრილი ასფალტია, ხანდახან ყრიან მოსასწორებლად. ყველაზე ცუდი მონაკვეთია ხრამჰესი 1-დან თრიალეთამდე, დიდი აღმართია და სრულიად გრუნტიანი გზა.

Posted by: zazamos 9 May 2024, 15:54
პაწა
ეგ გზა როგორ მდგომარეობაში დაგხვდა - გრუნტის გზაა თუ ასფალტი?

Posted by: პაწა 9 May 2024, 21:15
QUOTE (zazamos @ 9 May 2024, 15:54 )
პაწა
ეგ გზა როგორ მდგომარეობაში დაგხვდა - გრუნტის გზაა თუ ასფალტი?

გრუნტი და წვიმიან ამინდში ძალიან ტალახი, მაგრამ, გავლადი. ერთი საათი საცობში ყურყუტს, ნამდვილად ჯობდა მანდ გავლა
* * *
და, საოცრად ლამაზი მინდვრები იყო

Posted by: ნიკა 9 May 2024, 22:11
პაწა
აბა ზედა პოსტში რომ გიწერია შარშან დააგესო?

UR82060
ორშაბათს ვიყავი მანდ biggrin.gif

თეთრიწყაროდან მენქალისამდე და კიდე 1-2 კმ სისინა ასფალტია. მერე ჩასასვლე4ლს არა უშავს აბ ბედიანის და ხრამჰესის გასაყარიდან ხან ძაან კაი გზაა ხან ხევია გადმოსული ხან მეწყერის ჩამოწოლის გამო გაწმენდილი გზა. ხრამჰესი-თრიალეთი კი გითხრეს რაცაა. ყველაზე ქვინი ეგ მონაკვეთია. თრიალეთიდან ისევ ასფალტია. და ბოლოს წალკიდან თუ მანგლისისკენ მოდიხარ ის მეწყერი როა მანდ ჩიჩქნიან გზას და აყრილია ასფალტი.

Posted by: UR82060 9 May 2024, 22:29
QUOTE (ნიკა @ 9 May 2024, 22:11 )
პაწა
აბა ზედა პოსტში რომ გიწერია შარშან დააგესო?

UR82060
ორშაბათს ვიყავი მანდ biggrin.gif

თეთრიწყაროდან მენქალისამდე და კიდე 1-2 კმ სისინა ასფალტია. მერე ჩასასვლე4ლს არა უშავს აბ ბედიანის და ხრამჰესის გასაყარიდან ხან ძაან კაი გზაა ხან ხევია გადმოსული ხან მეწყერის ჩამოწოლის გამო გაწმენდილი გზა. ხრამჰესი-თრიალეთი კი გითხრეს რაცაა. ყველაზე ქვინი ეგ მონაკვეთია. თრიალეთიდან ისევ ასფალტია. და ბოლოს წალკიდან თუ მანგლისისკენ მოდიხარ ის მეწყერი როა მანდ ჩიჩქნიან გზას და აყრილია ასფალტი.

ვიდეო არ იქნება? biggrin.gif

ხრამჰესის ნახვა და მერე დმანისისკენ წასვლა მინდა ბარემ მაგ ადგილების მოსეირნებით fig.gif

Posted by: ნიკა 9 May 2024, 23:55
UR82060
QUOTE
ხრამჰესის ნახვა და მერე დმანისისკენ წასვლა მინდა ბარემ მაგ ადგილების მოსეირნებით

დმანისისკენ ახალი გზაა გაყვანილი სისინა ხრამჰესამდე არ მისული ხიდია და ადის გომარეთში.

ვიდეო არ იქნება.

Posted by: პაწა 10 May 2024, 08:49
ნიკა
QUOTE
აბა ზედა პოსტში რომ გიწერია შარშან დააგესო?

***ად ჩამომიყალიბებია. გომი-მცხეთიჯვარი დააგეს და ამაზე ვწუწუნებ, ბარემ ეგ მონაკვეთი გაეკეთებინათ, დროშიც მოიგებდი, არც სოფლები იქნებოდა გასავლელი და არც რკინიგზა. არსებული გზაც არ იყო ცუდ მდგომარეობაში

Posted by: ნიკა 10 May 2024, 12:11
UR82060
QUOTE
ვიდეო არ იქნება? biggrin.gif

დიდი სხვაობა არაა ამ მდგომარეობისგან

მეშვიდე ვიდეოდან არის წალკის მხრიდან ეგ გზა გავლილი
https://www.youtube.com/watch?v=5I8Did39zsg&list=PLMhw5vejhxgMk_LwgINyH3nHYdlbEEhgx&index=7

Posted by: UR82060 10 May 2024, 12:40
QUOTE (ნიკა @ 10 May 2024, 12:11 )
UR82060
QUOTE
ვიდეო არ იქნება? biggrin.gif

დიდი სხვაობა არაა ამ მდგომარეობისგან

მეშვიდე ვიდეოდან არის წალკის მხრიდან ეგ გზა გავლილი
https://www.youtube.com/watch?v=5I8Did39zsg&list=PLMhw5vejhxgMk_LwgINyH3nHYdlbEEhgx&index=7

მადლობა
bis.gif

Posted by: DavidKalmo 12 May 2024, 22:00
ახლა ვიყავი გომარეთიდან ხრამჰესისკენ ასე გამოიყურება ახალი გზა
https://photos.app.goo.gl/MpmEHnVV8NnvRrbz8

Posted by: ნიკა 14 May 2024, 17:00
ფიროსმანი-ხორნაბუჯი (სოფელი და არა ციხე) დაუგიათ სისინა ასფალტის გზა.

Posted by: mike d 14 May 2024, 23:55
ნიკა
ფიროსმანი-საბათლო ცუდი გზაა?

Posted by: idallgo 15 May 2024, 10:51
ნიკა

წალკიდან რო მოკლე "გზა" გადადის ტაბაწყურისკენ, ეგ როგორი გზაა? ძალიან არის დამეწყრილ-ჩანგრეული?

Posted by: ნიკა 15 May 2024, 16:38
idallgo
რუსები რო იტყვიან "ზუბადრაბილკა" არის ერთი დიდი მონაკვეთი 5-10 კმ.

mike d
QUOTE
ფიროსმანი-საბათლო ცუდი გზაა?

კაკლისყურთან ჩავედი ადრე მანქანით ქედიდან მოკლეზე და ასფალტი იყო ფიროსმანამდე, სხვაგან ეგ გზა არ მიდის ანუ საბათლომდეც ასფალტი იქნება.

https://www.youtube.com/watch?v=dWZFeJeQZn0&list=PLMhw5vejhxgNhKdxJ0vXgK_I82wfvfXdP&index=7
7 და 8 ვიდეოები

Posted by: lukakhim 19 May 2024, 20:51
ერევანში შეიძლება მომიწიოს წასვლა.

არასდროს ვყოფილვარ უცხოეთში მანქანით.

მირჩევთ ერევანში მანქანით წასვლას? რაიმე საბუთი ხომ არ მჭირდება, ან რომელი გზით წავიდე?


Posted by: wrangler7 19 May 2024, 23:20
lukakhim
მოგზაურთა კლუბში არის თემა ერევანზე, ბოლო გვერდებს გადახედე, ბევრი კარგი დეტალი წერია

Posted by: lukakhim 19 May 2024, 23:58
wrangler7
მადლობა, წავიკითხე

Posted by: DavidKalmo 21 Jun 2024, 18:02
თუ იცით, ოზურგეთიდან ლანჩხუთისკენ რომელი გზა უფრო ლამაზია, მამათის თუ ბოგილის?

Posted by: mike d 4 Jul 2024, 13:02
https://www.facebook.com/share/FkBPP2hXEFJBDqx7/?mibextid=oFDknk
ნიკა

შენ რომ მოიარე რამდენიმე თვის წინ, მდინარეზე გადასვლაც რომ მოგიწია ეგ გზაა ხო? მგონი დაადგა საშველი.
მაგრა მაინტერესებს ეგ მარშრუტი. დაველოდები გზის დასრულებას.


Posted by: ნიკა 4 Jul 2024, 13:18
mike d
აბა ახლა ვნახე biggrin.gif თვის არა 1 წლის წინ იყო ეგ ამბავი biggrin.gif

ძაან ლამაზი გზაა და ყველას ვურჩევ მანდ გასეირნებას.

Posted by: otokarcobra 4 Jul 2024, 21:32
DavidKalmo
მამათის

—————————-

Posted by: sabuk 5 Jul 2024, 09:13
lukakhim
QUOTE
მირჩევთ ერევანში მანქანით წასვლას? რაიმე საბუთი ხომ არ მჭირდება, ან რომელი გზით წავიდე?

სადახლოს მერე ორი გზაა, ერთი სევანით, პირველივე კრუგზე მარცხნივ, ნოემბერიანის გავლით, მეორე გზა შუაში გადის, ვანაძორით, ეს უკანასკნელი ახალხანს გაარემონტეს მაგრამ ცოტა ხნის წინ მდინარემ წაიღო რაღაც ნაწილი და გაარემონტეს უკვე თუ არა არ ვიცი.

ორივე ნორმალური გზაა. სიჩქარის გადაჭარბებას მოერიდე, ახალი პატრულები გაიჩითნენ, ქრთამებს აღარ იღებენ biggrin.gif
გზებზე ბევრი კამერებია, ზოგი ამბობს ქართულ ნომერზე არ წერსო, ზოგს საზღვარზე ხვდება.

გადასვლისას მანქანის რაღაც საბუთი უნდა აიღოო და შემდეგ ბუტკები დგას სადაც სავალდებულო დაზღვევა უნდა გააკეთო, მინიმუმ 1 კვირიანი. პირველივეს ნუ მიახტები, შეიძლება მოგატყუონ, მე ამ კაცთან ვაკეთებ ხოლმე ყველაზე მისაღები ფასი აქვს. 20-30 ლარი ჯდება თუ სწორად მახსოვს, მანქანის წლოვანების და ძრავის მოცულობის მიხედვით განსხვავდება ფასები.
https://maps.app.goo.gl/5dYk1Gn7ZZqEFEeq8



* * *
უი როდინდელ პოსტზე დავუკომენტარე givi.gif givi.gif

Posted by: lukakhim 6 Jul 2024, 10:42
sabuk
დიდი მადლობა დეტალური პასუხისთვის.

Posted by: JSB14BSJ 6 Jul 2024, 12:32
QUOTE
ვანაძორით

ამაზე სუ უინძორი და ჰუძონი მახსენდება.

ნეტა რომელ ცნობიერებაგადასაყენებელს მოუვიდა თავში საქსური "დს"-ს მჭახე კახური "ძ"-თი ჩანაცვლება.

Posted by: mike d 12 Jul 2024, 21:19
ნიკა
როგორც დიდ ექპერტს შენთან ორი კითხვა მაქვს.

ხომ არ იცი სადახლო- ახკერპი-სომხეთის საზღვარზე როგორი გზაა.
ასევე როგორც რუკაზე ვნახე მაქედან ფოლდადაურისკენ გადადის გრუნტის გზა და ხომ არ ხარ ნამყოფი ან/და ხომ არ იცი როგორი გზაა.

მადლობა <3

Posted by: vatman 13 Jul 2024, 23:11
თბილისი ცხვარიჭამიის მონაკვეთზე რა ეტპაზე არიან?
გზების დეპარტსამენტის ტრადიციებში ახორციელებენ რეაბილიტაციას ? rolleyes.gif

Posted by: JSB14BSJ 15 Jul 2024, 11:48
თიანეთი-ახმეტა არის რამე სიახლე?

Posted by: ნიკა 15 Jul 2024, 11:52
mike d
QUOTE
ხომ არ იცი სადახლო- ახკერპი-სომხეთის საზღვარზე როგორი გზაა.
ასევე როგორც რუკაზე ვნახე მაქედან ფოლდადაურისკენ გადადის გრუნტის გზა და ხომ არ ხარ ნამყოფი ან/და ხომ არ იცი როგორი გზაა.

1) მე 2018-ში ვიყავი და გრუნტის გზა იყო, თუმცა აკეთებდნენ, ახლა არ ვიცი რა მდგომარეობაა
2) ოფროუდი იყო მაგ 2018 წლის გასვლაზე, ჯალამბრების ჩაბმით და სპეცეფექტებით biggrin.gif

ახლა რა სიტუაციაა არ ვიცი sad.gif

JSB14BSJ
QUOTE
თიანეთი-ახმეტა არის რამე სიახლე?

იმედია არაფერი. მგონი 1 წელზე მეტია მორჩნენ მაგ გზის კეთებას, ბოლო მონაკვეთ იყო თიანეთიდან ახალ გზამდე და ისიც გააკეთეს შარშან ზაფხულში (?) ზუსტი დრო აღარ მახსოვს.
ასე რომ მანდ სიახლე შეიძლება გზის დაზიანება თუ იყოს, რაც არ გვაწყობს wink.gif

Posted by: JSB14BSJ 15 Jul 2024, 13:57
ნიკა
ეგ არ ვიცოდი, თუ მზად იყო biggrin.gif
გუგლის რუკა ხო რუკის გარდა ყველაფერია და მანდ არ ჩანს, თუ დამთავრებულია.

Posted by: ნიკა 15 Jul 2024, 14:46
JSB14BSJ
გუგლზე რიკოთი იკეტება ღამე ისევ biggrin.gif
openstreetmap-ის საიტზე ჩანს გზის საფარები და შეგიძლია ნახო.

Posted by: mike d 15 Jul 2024, 23:27

QUOTE
1) მე 2018-ში ვიყავი და გრუნტის გზა იყო, თუმცა აკეთებდნენ, ახლა არ ვიცი რა მდგომარეობაა
2) ოფროუდი იყო მაგ 2018 წლის გასვლაზე, ჯალამბრების ჩაბმით და სპეცეფექტებით

ახლა რა სიტუაციაა არ ვიცი



მადლობა, გასაგებია, მაინტერესებს ერთი მანდ რა ხდება თან როგორც ვამოწმებ ღიაა მაქედან საზღვარი და საინტერესო იქნება მანდ მისვლა.

Posted by: zazamos 1 Aug 2024, 11:40
მეგობრები, საირმე-აბასთუმნის გზაზე ხომ არ გაგივლიათ წელს? რა მდგომარეობაშია, რა მანქანით შეიძლება წასვლა?

Posted by: idallgo 1 Aug 2024, 11:51
zazamos
QUOTE
მეგობრები, საირმე-აბასთუმნის გზაზე ხომ არ გაგივლიათ წელს? რა მდგომარეობაშია, რა მანქანით შეიძლება წასვლა?


2017-ში სედანით გადავედი. თუმცა დიდი დრო დამჭირდა საშუალოდ 5-10 კმ-ით სიარული. და ეგ 40 კილომეტრი 5-6 საათში გავიარე. ნუ გზა და გზა ვაჩერებდი ხედების გამო smile.gif

ცოტა მაღალკლირენსიანი მანქანით უფრო სწრაფად ივლი რა თქმა უნდა.

ბოლო სამი წელია პარკეტნიკით გადავედ-გადმოვედი და იგივე გზაა რაც ადრე იყო.

როგორც ადგილობრივებმა მითხრეს, ყოველ გაზაფხულზე გრეიდერი ჩამოივლის და ასწორებს ცალკეულ დამეწყრილ მონაკვეთებს.
ცოტა გაფუჭებული მონაკვეთებია, აბასთუმანში როცა ჩადიხარ, საკალმახესთან, ბოლო 2-3 კილომეტრში. თუმცა ფრთხილად გავლით სედანიც გაივლის უპრობლემოდ.

Posted by: zazamos 1 Aug 2024, 15:41
მადლობა. კი, 2017-18-ში ინტენსიური მოძრაობა იყო და ბევრი მანქანა დადიოდა. როგორც ვიცი, შარშან აბასთუმნის ჩასასვლელი დაიხრამა და არც აბასთუმნის შიგნით იყო ნორმალური მდგომარეობა. საპირისპირო მიმართულებით ვგეგმავ გავლას და იმედია თავგადასავლების გარეშე გადავალ.

Posted by: davit_arsenal 1 Aug 2024, 18:02
QUOTE (zazamos @ 1 Aug 2024, 11:40 )
მეგობრები, საირმე-აბასთუმნის გზაზე ხომ არ გაგივლიათ წელს? რა მდგომარეობაშია, რა მანქანით შეიძლება წასვლა?

წინა წელს ივლისში გადავედი ჰონდა ფიტ ით
დაახლოებით 2 საათი დამჭირდა

ცუდი გზაა ტალახია თუა რთულია უფრო
მარა ფაქტიურად სულ ტალახია წვიმს ხშირად მაქეთ

Posted by: giomelqa12 5 Aug 2024, 14:55
ახალციხე - ხულოს გზაზე რა ხდება? ვიცი მიმდინარეობს მუშაობა და არაა ბოლომდე დაგებული, მაგრამ რაც დარჩა იქ ნელა გავივლი სედანით?

Posted by: eleqtro 5 Aug 2024, 14:57
giomelqa12
QUOTE
ახალციხე - ხულოს გზაზე რა ხდება? ვიცი მიმდინარეობს მუშაობა და არაა ბოლომდე დაგებული, მაგრამ რაც დარჩა იქ ნელა გავივლი სედანით?

წვიმიან ამინდში გაწვალდები, ისე კი გაივლი.

Posted by: giomelqa12 5 Aug 2024, 15:03
QUOTE (eleqtro @ 5 Aug 2024, 14:57 )
giomelqa12
QUOTE
ახალციხე - ხულოს გზაზე რა ხდება? ვიცი მიმდინარეობს მუშაობა და არაა ბოლომდე დაგებული, მაგრამ რაც დარჩა იქ ნელა გავივლი სედანით?

წვიმიან ამინდში გაწვალდები, ისე კი გაივლი.

მადლობა, მოსწორებული თუ აქვს საგზაოს, ანუ ასფალტის დასაგებად მომზადებული

Posted by: ნიკა 5 Aug 2024, 18:33
წალკის მეწყერზე მორჩნენ მიწის სამუშაოებს. მოსწორებულია გზა, ასფალტის დაგება დარჩა. რამდენად დიდი ხანი გაძლებს ვნახოთ (ზუსტად როგორ გაამაგრეს არ ვიცი).

Posted by: Captain Cassius Calhoun 8 Aug 2024, 11:06
რომ აპირებდნენ გზის გაკეთებას ბაღდათი-კაკასხიდი-ზეკარი-აბასთუმანი - კეთდება თუ დაიკიდეს? იმერეთი როდის დაუკავშირდება პირდაპირ სამცხეს?

Posted by: პაწა 8 Aug 2024, 11:14
რა ლამაზი ადგილია ზეკარი და მაგის ტრასით გაფუჭება არ შეიძლებოდა

Posted by: ნიკა 8 Aug 2024, 15:54
პაწა
ზეკარი თუ საირმე? 99%-ს ერევა ეგ ორი ერთმანეთში. საირმის გზა ბევრად ლამაზია ზეკარის გზაზე.

Captain Cassius Calhoun
სიჩუმეა. არა და იმდენი დრო გავიდა თავისუფლად მორჩებოდნენ უკვე.

Posted by: Delvaux 9 Aug 2024, 13:13
სენტინელზე ვნახე, აბასთუმნის შემოვლითი გზის პროფილი ჩანს კარგად. სავარაუდოდ თუ გაჩერებულები არ არიან და მუშაობენ მომავლი წლისთვის დაამთავრებენ.
ზეკარს მალე ვერ მორჩებიან, ძალიან გრძელი მონაკვეთია, ალბათ ერთი სამი წელი დასჭირდება.

Posted by: პაწა 9 Aug 2024, 13:29
user posted image
ნიკა
ეს ადგილი

Posted by: idallgo 9 Aug 2024, 13:46
QUOTE (პაწა @ 9 Aug 2024, 13:29 )
user posted image
ნიკა
ეს ადგილი

საირმის უღელტეხილია ეგ... ბევრჯერ მიყიდია მანდ ყველი smile.gif

ქვემოთ გზა ჩადის კურორტ საირმისკენ, ტყიანი მთები რომ მოჩანს

Posted by: ნიკა 9 Aug 2024, 14:55
პაწა
QUOTE
ეს ადგილი

საირმე. ზეკარისკენ ეგეთი ხედები არაა. უფრო ტყეა იქ ლამაზი.

Delvaux
QUOTE
ზეკარს მალე ვერ მორჩებიან, ძალიან გრძელი მონაკვეთია, ალბათ ერთი სამი წელი დასჭირდება.

2019-ში აბასთუმნის მხარეს ვაკისი ფაქტიურად დაამთავრეს. ბალასტი და ასფალტის დაგება რჩებოდა. მას მერე გაფუჭდა ის გზაო, ხალხი წერს ფბ-ზე. წვიმებმა ჩარეცხესო ბევრგან.

Posted by: Captain Cassius Calhoun 9 Aug 2024, 18:27
აი წესით ასე უნდა იყოს გზა აბასთუმანი-ბაღდათის. ანუ წესით საირმეს გვერდ უვლის.

user posted image

Posted by: ნიკა 19 Aug 2024, 00:26
ახალციხე-ასპინძა გზაზე დამეწყრილი მონაკვეთიშ შემოვლიტი გზაც დაიმეწყრა და დაზიანებულია. გაითვალისწინეთ.
ბორჯომი-ახალციხეზე ასფალტს აგებენ ჩითახევი-ქვაბისხევი მონაკვეთზე. ხრეშიანი გზაა ახლა.

Posted by: idallgo 20 Aug 2024, 00:32
ბაკურიანი-ტაბაწყურზე გვარიანად გაფუჭებულა გზა... სატვირთოები მოძრაობენ და ბაკურიანის მხარეს დედა უტირეს გრუნტს. შარშან სედანებიც დადიოდნენ უპრობლემოდ ახლა მაღალ კლირენსიანი მანქანითაც ბევრგან ფრთხილად უნდა გაიარო.

Posted by: ნიკა 20 Aug 2024, 01:37
idallgo
QUOTE
ბაკურიანი-ტაბაწყურზე გვარიანად გაფუჭებულა გზა... სატვირთოები მოძრაობენ და ბაკურიანის მხარეს დედა უტირეს გრუნტს. შარშან სედანებიც დადიოდნენ უპრობლემოდ ახლა მაღალ კლირენსიანი მანქანითაც ბევრგან ფრთხილად უნდა გაიარო.

ვაა. ცუდია. კვირას ერთი მანქანა მასე გავუშვით ექსპედიციიდან. დანარჩენები წალკით დავბრუნდით.
* * *
შავნაბადას ვულკანზე ასვლა ჩამოსვლის ვიდეო

Posted by: vatman 25 Aug 2024, 19:39
ხაშურის მონაკვეთი მგონი შემოვლითი გზის აშენებამდე პერიოდში უბრუნდება, მგონი თურქული ტრაფიკის ნახევარი ვალე კარწახზე გადაირთო. თუ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, ხო საერთოდ 3.14 -ეცი იწყება, განსაკუთრებით ხაშური-ბორჯომის მონაკვეთზე.
სადგერიდან -სოფელ ტბამდე ახალი ასფალტი დაუგიათ და როგორც ჩანს ცემამდე აგრძელებენ. როგორც ჩანს სასმელი წლის მილებსაც დებენ გზის გასწრივ

Posted by: ნიკა 26 Aug 2024, 00:25
vatman
შარშანაც ეგრე იყო უკვე. ხაშურის შესასვლელიდან წრემდე საცობი. თან ამჯერად რკინიგზის სადგურის მხრიდან ამ საცობს ვერ შემოუვლი.

Posted by: zazamos 28 Aug 2024, 10:45
ნიკა
გახსნილია ეგ ქუჩა, ამ ზაფხულს ორჯერ შემოვუარე წრის საცობს - ფარნავაზის ქუჩით სადგურთან, მერე სარკინიგზო ხიდთან და იქიდან დაბრუნდი ლუკოილზე.

ასევე მეორე წელია, რუსთაველი ცალმხრივია - წრიდან ქალაქისკენ მიმართულებაზე, და მაგ ქუჩით წრეზე ვერ ჩავალთ.

Posted by: ნიკა 28 Aug 2024, 22:02
zazamos
QUOTE
გახსნილია ეგ ქუჩა, ამ ზაფხულს ორჯერ შემოვუარე წრის საცობს - ფარნავაზის ქუჩით სადგურთან, მერე სარკინიგზო ხიდთან და იქიდან დაბრუნდი ლუკოილზე.

დაბრუნდი ლლუკოილზე ისევ საცობში (ნუ იმხელაში არა მაგრამ ბაზრის საცობი მაინცაა). ვერ შემოვლაში ეგ ვიგულისხმე. ადრე (რიკოთისკენ მოძრაობისას) სრულად ვცდებოდით მაგ წრეს.

Posted by: vatman 28 Aug 2024, 23:15
QUOTE

შარშანაც ეგრე იყო უკვე. ხაშურის შესასვლელიდან წრემდე საცობი. თან ამჯერად რკინიგზის სადგურის მხრიდან ამ საცობს ვერ შემოუვლი.

გუშინ, შუადღისას თბილისისკენ რო ვბრუნდებოდი, თბილისიდან მომავალი საცობი იწყებოდა თითქმის გალფის კალონკიდან

Posted by: iviko18 6 Sep 2024, 22:50
ისტორიაში პირველად ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის გზით ზემო სვანეთში გადასვლა უკვე მსუბუქი მანქანებისთვისაც შესაძლებელია. გზის ბოლომდე დასრულებას ალბათ კიდევ 1 წელი დასჭირდება მაგრამ ვინც იცის ძველი გზა, თვალებს არ დაუჯერებს ისეთი მაგარი პროგრესია.

Posted by: ნიკა 7 Sep 2024, 01:15
iviko18
კალა-უშგული რა მდგომარეობაშია?

Posted by: iviko18 7 Sep 2024, 12:26
QUOTE (ნიკა @ 7 Sep 2024, 01:15 )
iviko18
კალა-უშგული რა მდგომარეობაშია?

აქ ჩანს მთელი გზა.


Posted by: ნიკა 7 Sep 2024, 15:13
iviko18
QUOTE
აქ ჩანს მთელი გზა.

ვაა. ცოტა დარჩენილა რაც აქ ჩანს. 1-2 წელიწადში მორჩება მთლიანად მგონი

Posted by: davit_arsenal 7 Sep 2024, 15:45
QUOTE (iviko18 @ 7 Sep 2024, 12:26 )
QUOTE (ნიკა @ 7 Sep 2024, 01:15 )
iviko18
კალა-უშგული რა მდგომარეობაშია?

აქ ჩანს მთელი გზა.


რა სილამაზეა love.gif

ერთი სული მაქვს მაგ გზაზე დავეშვა user.gif

Posted by: Delvaux 9 Sep 2024, 08:56
მცხეთის შესასვლელში ხიდზე მუშაობდნენ შაბათს. რკინის კონსტრუქციის დიდი ნაწილი ააწყვეს.user posted image

Posted by: donkosta 12 Sep 2024, 18:31
ნიკა
https://www.youtube.com/watch?v=8JAQdf7GQow&list=PLMhw5vejhxgOs5kTU6kKdDyEByU3iTBLP
ამის 2024 წლის ვარიანტი არ არის? fig.gif
თითი არ დაუკარებიათ სავარაუდოდ ჰომ?

Posted by: ნიკა 12 Sep 2024, 23:12
donkosta
კი აგერაა
https://www.youtube.com/watch?v=ZgM17dOQnpI
აპრილში მიდიოდა სამუშაო. ახლა არ ვიცი რა ხდება.

Posted by: donkosta 13 Sep 2024, 13:46
ნიკა
up.gif
აუ უარესი გაიჩითა )) ის 1 კმ-იანი მონაკვეთის დაგება რა იყო ვითომ აღმართის ბოლოში )
დევს პროსტა მასალა, არავინ მუშაობს sad.gif

Posted by: ნიკა 13 Sep 2024, 14:25
donkosta
მოლითიდან ხარაგაულისკენ გაუმჯობესებულია. მეორე ვიდეოშია ეგ
https://www.youtube.com/watch?v=ZgM17dOQnpI&list=PLMhw5vejhxgMZi425joR9t3pIKdA9D6rW

Posted by: Delvaux 17 Sep 2024, 08:31
- ხულო-ზარზმის გზით გოდერძის უღელტეხილიდან ზარზმამდე მისვლა უკვე რეაბილიტირებული გზით არის შესაძლებელი
- რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია უტარდება 47 კმ-იან გზას, სარეაბილიტაციო მონაკვეთი დაბა ხულოდან იწყება, გაივლის გოდერძის უღელტეხილს და ადიგენის სოფელ ზარზმამდე მივა
- პროექტის ფარგლებში, ასფალტ-ბეტონის საფარი იგება 2 ზოლიან გზეზე და ინტესნიური საპრევენციო სამუშაოები მიმდინარეობს რელიეფისა და რთული გეოლოგიური პირობების გამო განვითარებულ მეწყრულ უბნებზე
- ხულო-ზარზმის გზა გადის რთულ გეოლოგიურ რელიეფზე და ბეშუმის სამთო-სათხილამურო კურორტს აკავშირებს ბათუმთან და თბილისთან
- მისი რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია ხელს შეუწყობს, როგორც ზემო აჭარისა და სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურიbმდგომარეობის გაუმჯობესებას, ისე ტურიზმის განვითარებას
- ხულო-ზარზმის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებასაც და 1.5 სთ-ით შეამცირებს ბათუმიდან ახალციხემდე მგზავრობის დროს

Posted by: idallgo 17 Sep 2024, 10:26
Delvaux
QUOTE
- ხულო-ზარზმის გზით გოდერძის უღელტეხილიდან ზარზმამდე მისვლა უკვე რეაბილიტირებული გზით არის შესაძლებელი
- რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია უტარდება 47 კმ-იან გზას, სარეაბილიტაციო მონაკვეთი დაბა ხულოდან იწყება, გაივლის გოდერძის უღელტეხილს და ადიგენის სოფელ ზარზმამდე მივა
- პროექტის ფარგლებში, ასფალტ-ბეტონის საფარი იგება 2 ზოლიან გზეზე და ინტესნიური საპრევენციო სამუშაოები მიმდინარეობს რელიეფისა და რთული გეოლოგიური პირობების გამო განვითარებულ მეწყრულ უბნებზე
- ხულო-ზარზმის გზა გადის რთულ გეოლოგიურ რელიეფზე და ბეშუმის სამთო-სათხილამურო კურორტს აკავშირებს ბათუმთან და თბილისთან
- მისი რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია ხელს შეუწყობს, როგორც ზემო აჭარისა და სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურიbმდგომარეობის გაუმჯობესებას, ისე ტურიზმის განვითარებას
- ხულო-ზარზმის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებასაც და 1.5 სთ-ით შეამცირებს ბათუმიდან ახალციხემდე მგზავრობის დროს


ვიყავი შაბათ კვირას. არც ველოდი, მეგონა ისევ ის ძველი გრუნტიანი გზა იქნებოდა. ბოლოს 7 წლის წინ ვიყავი მაგ გზაზე სედანით და 2 საათზე მეტი დამჭირდა ზარზმიდან გოდერძის უღელტეხილამდე მისასვლელად.

რაღაც საქმეზე ვიყავი ადიგენში ჩასული. სულ არ ვაპირებდი გოდერძისკენ გახედვას. ზარზმაში გავიარე და მეთქი შევხედავ როგორი გზაა იქით-თქო. ზარზმიდან ასე 1 კილომეტრი ჯერ ისევ გრუნტიანი, გაფუჭებული გზაა. მოტრიალებას ვაპირებდი და ამ დროს დავინახე რო ასფალტი იწყებოდა. გავყევი და 15 წუთში გოდერძიზე ამოვყავი თავი. smile.gif მერე იქიდან მწვანე ტბამდეც და იმის იქითა სოფლებამდეც სულ სისინა ბეტონის გზა იყო. smile.gif

მთიან აჭარაში ასე მარტივად თუ შეიძლებოდა მისვლა სამცხე-ჯავახეთიდან ვერც წარმოვიდგენდი. ის პატარა მონაკვეთიც რო გაკეთდება ზარზმასთან, სულ რაღაც 15 წუთში სამცხე-ჯავახეთიდან აჭარაში გადახვალ. smile.gif

უკან რო ვბრუნდებოდი, დავინიშნე დრო და გოდერძის უღელტეხილის მონუმენტიდან (გზაჯვარედინი სადაცაა) ადიგენში (ცენტრში) ჩამოვედი 25 წუთში.
ანუ თბილისიდან კოჯორში რო ახვიდე თითქმის იგივე დრო გჭირდება smile.gif

არადა ადრე მთიან აჭარაში მოსახვედრად ბათუმში ჩასვლა და იქიდან უკან, გოდერძზისკენ წამოსვლა გიწევდა კაცს smile.gif

ბათუმის შემოვლითი თუ მალე არ დამთავრდა, ბათუმის შესასვლელში ზაფხულის პიზდეც საცობებში დგომას , ისევ მაგ გზით აჯობებს წასვლა... biggrin.gif

Posted by: ნიკა 17 Sep 2024, 13:12
idallgo
QUOTE
ბათუმის შემოვლითი თუ მალე არ დამთავრდა, ბათუმის შესასვლელში ზაფხულის პიზდეც საცობებში დგომას , ისევ მაგ გზით აჯობებს წასვლა...

და მერე ახალციხე-ასპინძა ახალქალაქი-ნინოწმინდა-ფარავანი-წალკა-მანგლისით.. 50 კილომეტრია სხვაობა მანძილში.

Posted by: SwaT-2011 17 Sep 2024, 13:21
ამ ზაფხულს ვიყავი უშგულში, ოღონდ მესტიიდან. მესტია-უშგული ფაქტიურად დასრულებულია, რამდენიმე ადგილზე მუშაობდნენ. სედანით გავიარე უპრობლემოდ.

უშგულშიც ნახევარი დასხმული იყო ბეტონი.
უშგული-ლენტეხის გზას გავყევი ასე 2-3კმ და ბეტონი ესხა.

ადგილბორივებს ვკითხე და უღელტეხილზე დასხმულია ბეტონი, რამდენიმე კილომეტრიანი მონაკვეთია დახრეშილი და წესით თოვლის მოსვლამდე მორჩებიან წელს.

Posted by: Kublicha 17 Sep 2024, 13:42
QUOTE
მცხეთის შესასვლელში ხიდზე მუშაობდნენ შაბათს. რკინის კონსტრუქციის დიდი ნაწილი ააწყვეს

ახალ ხიდს აშენებენ მანდ? რატომ?

Posted by: Trump 17 Sep 2024, 14:50
SwaT-2011
QUOTE
ამ ზაფხულს ვიყავი უშგულში, ოღონდ მესტიიდან. მესტია-უშგული ფაქტიურად დასრულებულია, რამდენიმე ადგილზე მუშაობდნენ. სედანით გავიარე უპრობლემოდ.



მესტიამდე როგორი გზა იყო?

Posted by: iviko18 17 Sep 2024, 23:49
SwaT-2011
QUOTE
უშგული-ლენტეხის გზას გავყევი ასე 2-3კმ და ბეტონი ესხა.

ადგილბორივებს ვკითხე და უღელტეხილზე დასხმულია ბეტონი, რამდენიმე კილომეტრიანი მონაკვეთია დახრეშილი და წესით თოვლის მოსვლამდე მორჩებიან წელს.

1 კვირის წინ გავიარე უშგული-ლენტეხი, 1 მონაკვეთია ლასდილის ღელესთან დასაგები, მაგრამ იდეალურად მოსწრებული გრუნტით (1-2 კმ მაქსიმუმ), 2 გაუკეთებელი მონაკვეთია ლენტეხის რაიონში 500-500 მეტრი დახლოებით, მუშაობენ იქაც. ნებისმიერი სახის ტრანსპორტი თავისუფლად დადის და იმ გზებისთვის საკმაოდ ინტენსიური მოძრაობაც არის. 21.00 საათზე წამოვედი უშგულიდან და ცანამდე 10-15 მანქანა შემხვდა გზაში.

Posted by: Delvaux 18 Sep 2024, 11:26
QUOTE (Kublicha @ 17 Sep 2024, 13:42 )
QUOTE
მცხეთის შესასვლელში ხიდზე მუშაობდნენ შაბათს. რკინის კონსტრუქციის დიდი ნაწილი ააწყვეს

ახალ ხიდს აშენებენ მანდ? რატომ?

არსებული ხიდი მოძველებულია და ვიწროა. სავარაუდოდ ძველს დაშლიან და მარტო ახალი დარჩება.
ის ძველი მგონი 20 საუკუნის 30-იან წლებშია აშენებული და ამორტიზირებამდე ცოტა უკლია smile.gif)

Posted by: The DoctoR 19 Sep 2024, 21:36
iviko18
QUOTE
ლასდილის ღელესთან

ეს ლასდილი სადაა რუკაზე მომინიშნე გთხოვ))

ვერ ვიპოვე ვერსად და ვარაუდით ვიცი სადაა)

Posted by: ნიკა 19 Sep 2024, 21:55
The DoctoR
https://www.openstreetmap.org/?mlat=42.92779&mlon=43.11346#map=16/42.92779/43.11346

Posted by: The DoctoR 20 Sep 2024, 01:08
ნიკა
მადლობა.
მე უფრო უშგულთან ახლოს მეგონა)

Posted by: wrangler7 20 Sep 2024, 04:20
შარშან ოქტომბერში ოზურგეთში ვიყავი სტუმრად, ჩოხატაურს რო გავცდი, რომელი სოფელი იყო არ მახსოვს, არ ვიცნობ მაგ ადგილებს, ხიდი იყო ჩანგრეული, მაქსიმუმ 8-10 მეტრი თუ იქნებოდა, გვერდით რკინის სახელდახელო ხიდი აგებული და ამაზე მუშაობდნენ

რამდენიმე დღის წინ ბათუმიდან წამოვედი ოზურგეთით, მეთქი დამთავრებული იქნება უკვე 11 თვე გავიდა, მოვედი და ისევ რკინის ხიდია გადებული biggrin.gif

ნამუშევარი აქვთ რაღაცა, მაგრამ კაი რაა, ხალხი იმ წუთას არავინ იყო საერთოდ, არც ერთი ადამიანი, ტრაქტორი ისვენებდა ხიდის ქვეშ მოფარებულში :დ

Posted by: The DoctoR 21 Sep 2024, 22:46
მეგობრებო, ხომ არ იცით აფნია-ვარძია როგორი გზაა?
აკეთებდნენ 2 წლის უკან და ჩაკეტილი ხომ არ არის?

Posted by: idallgo 21 Sep 2024, 23:44
The DoctoR
QUOTE
მეგობრებო, ხომ არ იცით აფნია-ვარძია როგორი გზაა?
აკეთებდნენ 2 წლის უკან და ჩაკეტილი ხომ არ არის?


შარშან ვარძიიდან ამოვედი აფნია-გოგაშენში. მოსწორებული გრუნტის გზაა. ცალხიდიანი მანქანით უპრობლემოდ ვიარე.

Posted by: The DoctoR 22 Sep 2024, 00:52
idallgo
მერე ახალქალაქისკენ გააგრძელე გზა?
გუგლი მიჩვენებს, რომ აფნიაში თუ მინდა მოვხვდე, მხოლოდ ჩერეზ ვარძიით. არადა ახალქალაქიდან მინდოდა მისვლა)

Posted by: idallgo 22 Sep 2024, 08:47
The DoctoR
QUOTE
მერე ახალქალაქისკენ გააგრძელე გზა?
გუგლი მიჩვენებს, რომ აფნიაში თუ მინდა მოვხვდე, მხოლოდ ჩერეზ ვარძიით. არადა ახალქალაქიდან მინდოდა მისვლა)


კი. როგორც კი ფერდობზე ახვალ ვარძიიდან. იქვე იწყება ახალდაგებული ასფალტი რომელიც პირდაპირ ახალქალაქში ჩაგიყვანს. ანუ ისეთი კაი გზა მიდის ახალქალაქიდან ოკამის გავლით აფნია-გოგაშენამდე, აქეთ თბილისისკენ არაა მასეთი გზები.

Posted by: ZEUS 22 Sep 2024, 21:17
2024 წლის პირველი 8 თვის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმების აკრეფით რეკორდული 151 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა.

დოკუმენტის თანახმად, 90.8 მილიონი ლარი შევიდა სახელმწიფო ბიუჯეტში, 60.5 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში მიიმართა.

შედარებისთვის, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმების მოცულობამ 140.3 მილიონი ლარი შეადგინა, შესაბამისად ამ მიმართულებით დაწერილი საჯარიმო შემოსავლები წელს 10 მილიონით გაიზარდა.

Posted by: The DoctoR 24 Sep 2024, 10:03
idallgo
ახალქალაქიდან აფნიის გავლით გადავედი ვარძიაში. მადლობა

ესეც ვოიაჟი

https://youtu.be/inzPhbWXGcc?si=FjkF8kQ_ybnZY9UF

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)