Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > თბილისი > ურბანული ცხოველები


Posted by: ჩარლზ 19 Dec 2021, 11:32
ცხოველები თბილისის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა. ბოლო დროს ძაან მაწუხებს ეგ საკითხი. პრინციპში სუ მაწუხებდა.

ჩემი აზრით ყველაზე ურბანული ცხოველი კატაა. კატის მოშორება ურბანული სივრცეებიდან გაუმართლებელია და არანაირ საჭიროებას არ წარმოადგენს, იმიტო რო კატა საკმაოდ მოქნილი ცხოველია, შეუძლია ქუჩაში გადაადგილებაც, მწვანე სივრცეებშიც კარგად გრძნობს თავს, ხეზე ასვლაც შეუძლია და სარდაფებში მოკალათებაც, სახურავებზე ასვლაც და ა.შ. ასე რომ ურბანული სივრცეები მისთვის დიდ პრობლემას არ წარმოადგენს.

მეორე მიზეზი, თუ რატომ მიმაჩნია კატა ყველაზე ურბანულ ცხოველად, არის ის რომ კატა მონადირეა, შეუძლია მღრღნელების და ფრინველების მონადირებაც და საკუთარი თავის გატანა.

კატის ამოღება ურბანული სივრციდან არც კი შეიძლება, რადგან ამ ქალაქს მღრღნელები გადაჭამენ, კატა კი ამ ურბანულ ეკოსისტემას ერთგვარად აბალანსებს. მღრღნელები ყველა ქალაქის დიდი პრობლემაა, მსოფლიოს სხვადასხვა დიდ ქალაქებში ეპიდემიებიც კი გამოუწვევია ამ ფაქტს და მილიონობით ადამიანის სიცოცხლეც კი შეუწირავს. ასე რომ კატები ქალაქში საჭიროა wink.gif

ნიუ-იორკში ვირთხების პრობლემა დღესაც უმწვავესია, ქალაქს დღემდე უჭირს გაუმკლავდეს მილიონობით ვირთხას (32 000 000 ვირთხა)


ახლა რაც შეეხება ძაღლს. ძაღლი ბევრად უფრო საცოდავად გამოიყურება ურბანულ სივრცეში. არ არის მოქნილი და არ შეუძლია კატასავით ხეებზე ასვლა, სარდაფებში ან სახურავებზე ძრომიალი, არ მიუწვდება ხელი სივრცეებზე. მხოლოდ ეზოებში, ქუჩებში, პარკებში და სკვერებში შეუძლია ბინადრობა და გადაადგილება.

ძაღლს ქალაქის პირობებში არ შეუძლია საკვების მოპოვება, ნადირობა ან რამე. მისი მაქსიმუმია ნაგავში ქექვა და ნაგვის ჭამა, ასევე კეთილი ადამიანების მიერ მიწოდებული მწირი საკვების მიღება.

ძაღლი არის დამბინძურებელი ქალაქის (ცხადია, ქუჩის ძაღლებზე ვსაუბრობ და არა შინაურ ცხოველებზე), მისი შარდის და განავლის სუნადაა აყროლებული ეს ჩვენი საწყალი ქალაქი. ყოველ ფეხის ნაბიჯზე შეხვდებით ტროტუარებზე, ქვაფენილებზე, სკვერებში ძაღლის განავალს, რაც უკიდურესად უსიამოვნო და დამამცირებელია ნორმალური ადამიანური ცხოვრებისათვის, მით უმეტეს ტურისტების თვალში საშინლად ჩანს.

ტურისტების უმრავლესება უჩივის თბილისში ქუჩის ძაღლების პრობლემას, ყველა უკმაყოფილოა ამით. თბილისზე ბევრ კარგს ლაპარაკობენ (საკვები, ხალხი, ძეგლები) და თუ უარყოფითი აქვთ სათქმელი, პირველ რიგში ესაა ქუჩის ძაღლების პრობლემა და ამას უამრავი ტურისტი ძალიან ხაზგასმით ამბობს.

შემდეგი არგუმენტი, თუ რატოა ძაღლი თბილისის (და ნებისმიერი ქალაქისთვის) შეუფერებელი, ისაა რომ კატისგან განსხვავებით ძაღლი აკუსტიკური დამაბინძურებელიცა, მთელი ღამე ისმის ყეფა, ღრენა, ჩხუბი, რაც საშინლად დამთრგუნველი და გამაღიზიანებელია.

კიდევ არის ერთი ფაქტორი: ველოსიპედები და მოპედები. თანამედროვე ქალაქი ორიენტირებულია საზ. ტრანსპორტზე, ველოებზე და სხვა ორბორბლიანებზე და ფეხით მოსიარულეებზე. ყველამ ვიცით რა რეაქცია აქვთ ძაღლებს ველოებზე და მოპედებზე, ქმნიან უკიდურეს საფრთხეს და ჩემი თვალითაც ბევრჯერ მაქვს ნანახი თუ როგორ შეიქმნა ძაღლების გამო უკიდურესად სახიფათო საავარიო სიტუაცია (მაგალითად მოპედს რო გაკიდებიან ძაღლები აგრესიული ყეფით და მოპედის მძღოლი რო ცდილობდა მათ მოგერიებას და საჭეს ვეღარ იმორჩილებდა).

თბილისში სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება ველოები, მოპედები და მოტოები, რაც ძალიან მისასალმებელია და მგონი ყველა თანამედროვე ქალაქი ამისკენაა ორიენტირებული, აკეთებენ ველობილიკებს, ცდილობენ ეკო ტრანსპორტი ასტიმულირონ და ამით ცოტა მაინც შეამცირონ ეკოლოგიის პრობლემა და საცობები (ორი უდიდესი გამოწვევა თანამედროვე ქალაქებისთვის). ხოდა ამ დროს თბილისი ჩარჩენილია რაღაც სიველურეში და ველოთი რო გახვალ ეგრევე ძაღლების ხროვა ზედ გაქვს აკიდებული biggrin.gif ძაან სამარცხვინო და სახიფათოა.

ამიტომ ძაღლი მიმაჩნია ყველაზე არაურბანულ ცხოველად, რომელიც ამოღებულ უნდა იქნას ურბანული სივრცეებიდან.

აქ ძირითადად როგორი განხილვებია იცით? ვინც ძაღლებს აპროტესტებს ქალაქში, იძახის მე ვერ ვიტან ძაღლებს და მოაშორეთო biggrin.gif ხოლო ვინც ეთანხმება ძაღლების არსებობას ქუჩებში (მე მიკვირს, მაგრამ ასეთებიც არსებობენ და საკმაოდ აგრესიულებიც არიან biggrin.gif ) ისინი იძახიან მე მიყვარს ძაღლები და უნდა იყვნენ ქალაქშიო. მე ინფლანტილურად მიმაჩნია ორივე პოზიცია. მე მაქვს ასეთი შეხედულება (ჩემი სუბიექტური): მე მიყვარს ძაღლები და ამიტომ ისინი უნდა იყვნენ არა ქუჩაში, არამედ სახლებში ან თავშესაფრებში, სადაც ექნებათ საკვები, ჯანმრთელობა ექნებათ დაცული და არ მოუწევთ ქუჩაში ტანჯვაში სიბინძურეში ნაგავში ბინადრობა და მოქალაქეებისთვის უდიდესი დისკომფორტის და ხიფათის გამოწვევა.


Posted by: Pioneer 19 Dec 2021, 19:19
პირველ რიგში სირცხვილი უნდა გახდეს + მსუყე ჯარიმა შინაური ძაღლის ქუჩაში გაგდებაზე.
კაი იქნება თუ ყველა შინაური ძაღლი სავალდებულოდ დაიჩიპება, რომ მონიტორინგი გაადვილდეს და პატრონის პოვნა.

როცა ქუჩის ძაღლების რაოდენობა ამის შედეგად დაბლა წამოვა, შესაძლოა თავშესაფარები დაფინანსდეს.

ნებისმიერ შემთხვევაშI ფული იქნება დასახარჯი, რომ ეს პრობლემა მოგვარდეს.

Posted by: idallgo 19 Dec 2021, 19:57
ქუჩებია მაგარი დაბინძურებული და ყველგან ძაღლის ექსკრემენტებია, ცენტრალურ ქუჩებზე თუ პერიფერიებში.... თან უპატრონო ძაღლების პოპულაციაც მაგარი გაზრდილია. ჩემს უბანში 3-4 უპატრონო ძაღლი იყო ყოველთვის და ბოლო ორი წელია 15-მდე ძაღლი დარბის უკვე, სულ ახალ-ახალი შემოკედლებულები.

Posted by: ჩარლზ 22 Dec 2021, 20:47
Pioneer
QUOTE
პირველ რიგში სირცხვილი უნდა გახდეს + მსუყე ჯარიმა შინაური ძაღლის ქუჩაში გაგდებაზე.
კაი იქნება თუ ყველა შინაური ძაღლი სავალდებულოდ დაიჩიპება, რომ მონიტორინგი გაადვილდეს და პატრონის პოვნა.


yes.gif



idallgo
QUOTE
ქუჩებია მაგარი დაბინძურებული და ყველგან ძაღლის ექსკრემენტებია, ცენტრალურ ქუჩებზე თუ პერიფერიებში...

ასეა სამწუხაროდ. გულისამრევია უბრალოდ

მოუსმინეთ, დეტალურად ხსნის ბევრ რაღაცას




Posted by: ჩარლზ 16 Apr 2023, 09:08
თბილისში 150 მიუსაფარ ძაღლზე გათვლილი ახალი თავშესაფარი აშენდება

https://www.interpressnews.ge/ka/article/751795-tbilisshi-150-miusapar-zaglze-gatvlili-axali-tavshesapari-ashendeba/

ორხევის დასახლებაში, ახვლედიანის მეორე ჩიხში მდებარე 9231 კვ.მ მიწის ნაკვეთზე აღნიშნული შპს „სიბიდი დეველოპმენტი“, დაახლოებით ორი წლის განმავლობაში 1.5 მლნ ლარის ინვესტიციას განახორციელებს. ხელშეკრულების თანახმად, მიწის ნაკვეთზე ძაღლებისთვის მოეწყობა ვოლიერები, საოპერაციო, საკარანტინე სივრცეები და სხვადასხვა დამხმარე შენობა-ნაგებობები, რაც აუცილებელია აღნიშნული სივრცის სრული ფუნქციონირებისთვის. კომპანია იღებს ვალდებულებას 150 მიუსაფარ ძაღლზე გათვლილი თავშესაფარი მოაწყოს. კომპანიას აღნიშნული მიწის ნაკვეთი, უსასყიდლოდ, 15 წლის ვადით გადაეცემა.




ეს კარგია მაგრამ 150 ძაღლი ძალიან ცოტა არაა? ათასობით ძაღლია მიუსაფარი. შეიძლება ათიათასობით.

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)