Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format |
თბილისის ფორუმი > თბილისი > საქართველოს რკინიგზა |
Posted by: Rapanui 5 Dec 2018, 16:15 |
ზოგადი ცნობები: ლიანდაგის სიგანე: 1520 მმ მაქს. ქანობი: 37 % მინ. რადიუსი: 160 მ გვირაბები: 45 ხიდები: 1714 გაშლილი სიგრძე: 1879 კმ საექსპლ. სიგრძე: 1575 კმ ორლიანდაგიანი ხაზები: 290 კმ ერთლიანდაგიანი ხაზები: 1285 კმ ვიწროლიანდაგიანი: 37 კმ წევის სახეობა: მუდმივი დენი 3000 V ელექტრიფიცირება: 100% მაქსიმალური დადგენილი სიჩქარე სატვირთო შემადგენლობებისთვის: 80 კმ/სთ სამგზავრო შემადგენლობებისთვის: 100 კმ/სთ. საქართველოს რკინიგზის ვებ-გვერდია www.railway.ge ქრონოლოგია: 1865 წ. - მშენებლობის დაწყება 1871 წ. - ფოთი - ყვირილა 1871 წ. - თბილისი - ყვირილა 1872 წ. 10 ოქტომბერი - თბილისიდან ფოთში პირველი მატარებელი ჩადის (რკინიგზის გახსნის ოფიციალური თარიღი) 1877 წ. - რიონი-ქუთაისი 1883 წ. - თბილისი-ბაქო 1883 წ. - ბათუმი-სამტრედია 1887 წ. - რიონი-ტყიბული 1895 წ. - ზესტაფონი-ჭიათურა (ვიწროლიანდაგიანი) 1899 წ. - თბილისი - გიუმრი - ყარსი 1890 წ. - წიფის გვირაბი 1894 წ. - ხაშური-ბორჯომის 1902 წ. - ბორჯომი-ბაკურიანი (ვიწროლიანდაგიანი) 1915 წ. - თბილისი - თელავი (გურჯაანი და წნორისწყალის განშტოებებით) 1924 წ. - ნატანები-ოზურგეთი 1935 წ. - ბროწეულა-წყალტუბო 1930 წ. - სენაკი-ინგირი-გალი 1932 წ. - სურამის უღელტეხილის ელექტრიფიკაცია 1938 წ. - გალი-ოჩამჩირე-სოხუმი 1940 წ. - გორი-ცხინვალი 1946-1949 წწ. - ავტობლოკირების და ელექტრული ცენტრალიზაციის სისტემები და სარკინიგზო რადიოკავშირები. 1949 წ. - სოხუმი-ადლერი 1967 წ. – 100% ელექტრიფიკაცია 1986 წ. - მარაბდა-ახალქალაქი მოძრავი შემადგენლობა: საქართველოს რკინიგზაზე გახსნის დღიდან გამოიყენებოდა Ч და Ф სერიის ორთქმავლები. 1924 წელს ისინი Э (სატვირთო) და Су (სამგზავრო) სერიების ორთქმავლებმა ჩაანაცვლა. 1932 წლიდან სურამის უღელტეხილზე მუშაობას იწყებენ ამერიკული С, საბჭოთა Сс და იტალიური Си სერიის ელმავლები. შემდგომ ელექტრიფიკაციასთან ერთად ორთქლმავლები საბოლოოდ ჩაანაცვლეს ВЛ-19, ВЛ-22 და ВЛ-8 სერიის ელმავლებმა. დღეს ძირითადი მაგისტრალური ლოკომოტივებია ВЛ-10 და ВЛ-11, რომლებსაც კაპიტალური რემონტის ან მოდერნიზაციის შემდეგ უბრალოდ 10 და 11 ინდექსი ენიჭებათ. სამგზავრო ელექტრომატარებლებად გამოიყენება: 1) ЭР2 სერიის მოდერნიზირებული მატარებლები, რომელთაც მოდერნიზაციის ტიპის გათალისწინებით უნდარჩუნდებათ სახელწოდება, ან ენიჭებათ ..ეს" სერია; 2) ,,ვმკ" (ნაწილობრივ რუსთავის ვაგონმშენებელ ქარხანაში აწყობილი) და GRT სერიის ჩინური ელექტრომატარებლები; 3) კომპანია Stadler-ის ორსართულიანი KISS Rus მოდელის ელექტრომატარებლები. წინა თემები: https://forum.ge/?showtopic=33674884&f=&st=0&#entry3770386 (2006) https://forum.ge/?showtopic=34147526&f=&st=0&#entry21031639 (2010) https://forum.ge/?showtopic=34309852&f=&st=0&#entry27766188 (2011) https://forum.ge/?f=51&showtopic=34405019&st=0 (2012) https://forum.ge/?showtopic=34551523&f=&st=0&#entry37192546 (2013) https://forum.ge/?showtopic=34691946&f=&st=0&#entry42455145 (2014) https://forum.ge/?f=51&showtopic=34869696&st=0 (2016) |
Posted by: Snow93 7 Dec 2018, 17:23 |
ახალქალაქის საერთაშორისო სარკინიგზო სადგურის ტერიტორიაზე, პოსტსაბჭოთა 1520 მმ-ანი ლიანდაგი უერთდება ევროპულ, 1435 მმ-ან ლიანდაგებს. პროექტის მიხედვით, ევროპული სტანდარტების ლიანდაგებზე მოძრავი შემადგენლობა შეფერხების გარეშე, ავტომატურ რეჟიმში უნდა გადავიდეს. 6 ივნისს შვეიცარიის ქალაქ ბუსნანგში გამართულ შეხვედრაზე ხელი მოეწერა „შტადლერსა“ და „მარაბდა-კარწახის რკინიგზას“ შორის ოფიციალურ ხელშეკრულებას გოგორწყვილების ავტომატური შეცვლის სისტემის შეძენის შესახებ. აღნიშნული სისტემა უზრუნველყოფს სამგზავრო ვაგონების ურიკების ავტომატურ გადასვლას სვლის შეჩერების გარეშე (5-15 კმ/სთ სიჩქარით) 1520 მმ ლიანდაგებიდან 1435 მმ ლიანდაგებზე და პირიქით. 4 დეკემბერს, „შტადლერის“ ორგანიზებით, შვეიცარიელი და გერმანელი სპეციალისტებით დაკომპლექტებული ჯგუფი ეწვია ახალქალაქის საერთაშორისო სარკინიგზო სადგურს. ტექნიკურმა პერსონალმა უზრუნველყო გოგორწყვილების ავტომატური შეცვლის დანადგარის დამონტაჟება. “შტადლერი“ გახლავთ შვეიცარული კომპანია, რომელიც აწარმოებს მატარებლებსა და სხვადასხვა სახის სარკინიგზო სისტემებს 1942 წლიდან. შპს „მარაბდა-კარწახის რკინიგზამ“ არჩევანი შეაჩერა სწორედ ამ კომპანიაზე, რომელიც გამოირჩევა მაღალი ხარისხითა და ინოვაციური ტექნოლოგიებით. სისტემა, რომელიც ახალქალაქის საერთაშორისო სადგურის ტერიტორიაზე დამონტაჟდა, კომპანია „შტადლერისა“ და გერმანული კომპანია „Voestapline“-ის თანამშრომლობით შეიქმნა |
Posted by: ika55775 15 Dec 2018, 17:02 |
სარკინიგზო ავარია მოხდა ჯავახეთში, რამოდენიმე ვაგონი ამოვარდა ლიანდაგიდან |
Posted by: vatman 16 Dec 2018, 01:35 | ||
ika55775
რამე სატესტო მატარებელია? თუ ახალქალაქის მშენებარე სადგურისთვის ეზიდებიან რამეს უკვე... |
Posted by: გ ი ო რ გ ი 16 Dec 2018, 11:11 |
ვინმემ თუ იცით რა მდგომარეობაა "სწრაფი რკინიგზის" ფარგლებში რიკოთის მონაკვეთზე მუშაობაში? გრძელდება მუშაობა? დაახლოებით მაინც როდის იგეგმება დამთავრება და ა.შ.? |
Posted by: SabaGEO 16 Dec 2018, 17:13 | ||
არადა ახალი მტარებელი, რომ შემოიყვანეს მახსოვს არეკლამებდნენ, ზოგ მონაკვეთზე 140 კმ/სთ წავაო |
Posted by: ნიკა 16 Dec 2018, 21:42 | ||
გ ი ო რ გ ი
მაგას რიკოთი არ ჰქვია. ამჟამად რკინიგზა სურამის უღელტეხილის ქვეშ, სურამის გვირაბით გადის. ახალი გვირაბი უსახელოა ჯერ (იქ უღელტეხილი არაა რომ მისი სახელი შევარქვათ). ბოლო სურათები მაგ მონაკვეთიდან აგვისტოთია დათარიღებული (ამ თემაში რაც დევს). მაგის მერე სამწუხაროდ ვეღარ წავედი ჯერ სოფელში. დღესაც კი მინდოდა და ნავიმარი იყო და დამეხარა ტალახში სიარული. რეალური ვადა ალბათ ავტობანივით უცნობია აქაც. ისე მგონი 2016 თუ 2017 უნდა დამტავრებულიყო. |
Posted by: გ ი ო რ გ ი 18 Dec 2018, 01:05 | ||||
ნიკა
მადლობა ინფორმაციისთვის. როდესაც გექნება შესაძლებლობა, იქნებ გადაუღო სურათები ან/და მოგვაწოდო ინფორმაცია რა მდგომარეობაა.
დაახლოებით მაინც არ ამბობენ რას ფიქრობენ იმას მაინც...? |
Posted by: ნიკა 18 Dec 2018, 10:15 |
გ ი ო რ გ ი ამინდები ისეთია, მეეჭვება აწი გაზაფხულამდე იქ წავიდე. მატარებლით თუ იქნება ვინმე და გადაუღებს ბეჯათუბანი-მოლითზე რა ხდება. ზვარის გვრაბს ჯერ ვერ ვნახავთ. |
Posted by: g.o.o.n.e.r 18 Dec 2018, 10:29 |
ფოთი-თბილოსო-ფოთი ამ რეისზე ერთხელ დროულად რომ ჩავიდეს მატარებელი, ნუთუ ასე დაუძლეველი ბარიერია? მოკლედ რა, ძაან უკმაყოფილო ვარ. ყოველ მეორე კვირას მიწევს ამ რეისით მგზავრობა. სავარძლები ხო ზოგი მონგრეული, ზოგს კიდე 90 გრადუსით აქვს საზურგე და უნდა მოკვდე ამხელა გზაზე. საპირფარეშოსთან ახლოს თუ მოგიწია ჯდომა, აი მაშინ კი ნამდვილად ცუდადაა საქმე. გამცილებლებიც კიდე 20 წუთით ადრე აცხადებენ მომდევნო გაჩერებას და მოსზადებლად გაფრთხილებენ. ეს ხალხიც წამოცვივდება ფეხზე და დგანან ამდენი ხანი გასასვლელში. ხოო კლიმატკონტროლი კი ცალკე თემაა, ნუთუ ასე ძნელია ნორმალური ტემპერატურის დაჭერა? ზაფხულში ისე ცივა, თბილი მოსაცმელი დამაქვს ხოლმე სპეციალურად მაგისთვის და ვიცვამ მატარებელში. ზამთარში კიდე ისე ცხელა, ლამისაა მოვიხარშო ადგილზე მიკროავტობუსს მაინც მირჩევნია თორე ამათ გადაუშენდათ პატრონი |
Posted by: გ ი ო რ გ ი 18 Dec 2018, 21:55 | ||
ნიკა
გასაგებია. გმადლობთ. ვინმემ თუ იცით რეალურად რა მაქსიმალურ სიჩქარეს ავითარებენ ჩვენი ელექტრომატარებლები და რომელ სეგმენტზე? ორსართულიან შტადლერში არ ვმჯდარვარ ჯერჯერობით და ის ჩინურები ვმკ სერიები, ადრე 130-140 კმ/სთ სიჩქარეს აღწევდა გორიდან ხაშურამდე და სამტრედიის შემდეგ სხვადასხვა მონაკვეთებზე. 2012-13 წლებზე მაქვს ლაპარაკი. მერე შენელდა. ახლა 120 კმ/სთ-ით მაინც დადის? |
Posted by: ნიკა 20 Dec 2018, 14:38 |
გ ი ო რ გ ი რეალურად როგორც მგონია შემზღუდველი ფაქტორი ლიანდაგების მდგომარეობა და გზის პროფილი უფროა, ვიდრე მატარებლის ტექნიკური მდგომარეობა. |
Posted by: vatman 20 Dec 2018, 15:59 | ||
გ ი ო რ გ ი
2 წლის წინ შტადლერით 109-ზე მეტით არ მიდიოდა არსად. თბილისი ხაშურის მონაკვეთზე ადრე 130 დადიოდნენ ჩინურები, საგარეუბნო ელექტრომატარებელები(ბორჯომი/ნიქოზი) 120 კმ/სთ-მდე გადაადგილდებოდნენ ზოგ მონაკვეთზე. 2012 თუ 2013 - ში დააწევინეს სიჩქარე 100 მდე თუ არ ვცდები |
Posted by: ძლივს 21 Dec 2018, 01:51 |
უნდა გავყიდოთო კი გამოითქვა ასეთი აზრი |
Posted by: Rapanui 21 Dec 2018, 16:38 |
ბაქო-თბილისი-ყარსის შესახებ (პოსტი უშუალოდ საქართველოს რკინიგზას არ ეხება, მაგრამ ირიბად ხომ ეხება და საინტერესოა რა ხდება) * * * * * * * * |
Posted by: MANMUS 21 Dec 2018, 18:02 |
დაუსაბუთებელი და დიდი ალბათობით წამგებიანი – ასე აფასებს სპეციალისტების ერთი ნაწილი პროექტს, რომელიც სამგორიდან ლილოს მიმართულებით, დაახლოებით, 8 ახალი მეტროსადგური აშენდებას ითვალისწინებს.ე .წ. მიწისზედა მეტროს ასაშენებლად დაახლოებით 80 მილიონი დოლარის დახარჯვა იგეგმება. აქედან 30 მილიონი მხოლოდ მეტროს ვაგონების შეძენას მოხმარდება, დანარჩენი თანხა ინფრასტუქტურის მოწყობას უნდა მოხმარდეს. ხელისუფლება ფიქრობს, რომ ახალი სატრანსპორტო კვანძი ყოველდღიურად დაახლოებით 200 ათას ადამიანს მოემსახურება. უკვე ცნობილია ისიც, რომ პროექტის განხორციელებაზე ტენდერი უახლოეს დღეებში გამოცხადება. წინასწარი,საფუძვლიანი კვლევების გარეშე ამ პროექტის რეალიზაცია სპეციალისტებს დაუშვებლად მიაჩნიათ. მაგალითად, „ურბანულ ლაბორატორიაში“ დარწმუნებულები არიან, რომ ამ მასშტაბის პროქტების განხორციელება მათი საჭიროების და შესაძლო შედეგების წინასწარი შესწავლის გარეშე დაუშვებელია. „კვლევის გარეშე ერთხელ უკვე დაიწყო მსგავსი მასშტაბის პროექტი (თბილისის შემოვლითი რკინიგზა) და როგორც შემდეგ, უკვე დაგვიანებით ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, ის მთელ რიგ ხარვეზებს შეიცავდა. აუცილებელი გახდა მისი შეჩერება და უკვე განხორციელებულ სამუშაოებზე დაიკარგა 217 მლნ დოლარი. მზად ვართ, რომ იგივე გავიმეოროთ 80-90 მლნ-ზე“? – აცხადებენ „ურბანული ლაბორატორიაში“. რა არის ამ პროექტის ნაკლი? სპეციალისტების მოსაზრებით, პირველ რიგში ეს არის მგზავრთნაკადის სიმწირე. „ურბანული ლაბორატორიის“ ხელმძღვანელის გიორგი ბაბუნაშვილის განმარტებით, ლილოს და აეროპორტის მიმართულებით არ არის მეტროს ადეკვატური მგზავრნაკადი და გაცილებით უფრო მიზანშეწონილია ფინანსური რესურსის სხვა უფრო მჭიდროდ დასახლებულ უბნებში მიმართვა. გარდა ამისა, „ურბანულ ლაბორატორიაში“ ფიქრობენ, რომ ეს პროექტი წყვეტს კახეთის სარკინიგზო ქსელის კავშირს დანარჩენ საქართველოს სარკინიგზო ქსელთან და აუქმებს მთლიანად კახეთის რეგიონის რკინიგზას. როგორც ბაბუნაშვილი აცხადებს, თავად იდეა – რკინიგზის ლიანდაგზე მეტროს გაყვანა ლილოს მიმართულებით – ძალიან ზედაპირულადაა გააზრებული და ეფუძნება მხოლოდ იმ მოცემულობას, რომ მეტროს და რკინიგზას ერთი სიგანის ლიანდაგი აქვთ. მისი აზრით, სხვა არგუმენტაცია ამ პროექტს არ გააჩნია. „პროექტი ძირეულად ეწინააღმდეგება როგორც თბილისის ახალ გენგეგმაში, ასევე, ზოგადად, თანამედროვე ურბანისტიკაში მიღებულ კომპაქტური ქალაქის კონცეფციას. მერიამ გენგეგმაში ზოგადი სახით წარმოდგენილი კონცეფცია უბრალოდ აიტაცა და მისი მთელი რიგი ფუნდამენტური ხარვეზების მიუხედავად, საუბრობს მის განხორციელებაზე. შედეგად, დიდი ალბათობით მივიღებთ კიდევ ერთ მკვდარშობილ პროექტს და გაფლანგულ მილიონებს“, – აცხადებს ბაბუნაშვილი. შექმნილ სიტუაციაში ბაბუნაშვილს აუცილებლად მიაჩნია ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ჩატარება, რომელიც შეისწავლის როგორც პროექტის საჭიროებას, ასევე მის ალტერნატივებს (მაგ. ტრამვაი, BRT და სხვა) „ვთავაზობთ მერიას, მოვაწყოთ შეხვედრა და განვიხილოთ ეს საკითხი ურბანისტებთან და ტრანსპორტის საკითხზე მომუშავე ორგანიზაციებთან“.- აცხადებს ბაბუნაშვილი. |
Posted by: SabaGEO 22 Dec 2018, 02:44 |
Rapanui კაი ამბავია, ანუ 2019 წლიდან შეგვეძლება სტამბულში მატარებლით ჩასვლა, იმედია თვითმფრინავზე იაფი იქნება |
Posted by: POKERISBLUFF 22 Dec 2018, 14:48 |
ამ შტადლერით ვისაც გიმგზავრიათ რას იტყვით, არის კომფორტული? მე კუპირებული ვაგონების მერე ადრე რომ იყო არ მიმგზავრია, და კაი ხანი გავიდა უკვე ეხლა როგროც ვიცი სულ ახალი მატარებლებია და საერთო სივრცეა კომფორტის თვალსაზრისით ერთი კარგი მატარებელი როგორ არ უნდა გვყავდეს ახალი რომელსაც კუპეები ექნება? მოთხოვნადიც უფრო იქნება დიდი ალბათობით ბიზნეს კლასს შორის და ჩვეულებრივს, ამ შტადლერის ტიპის მატარებლით არც ისე დიდი სხვაობა უნდა იყოს მაქსიმუმ 6-8 ადამიანით ნაკლებთან მოგიწევს ალბათ ჯდომა ისე რო ფეხსაც ვერ გაშლი 3-4საათი |
Posted by: MANMUS 22 Dec 2018, 16:27 |
POKERISBLUFF შტადლერი მართლაც რომ შეუდარებელია ყველა მხრივ, ბევრი რომ გვყავდეს ესეთი კარგი იქნებოდა, ამ ძველ ჯართში ჩასაბარებელ მატარებლებს მაინც რამე მოუხერხონ, გარედან შეხედვაც შეგზიზღდება , სალონზე ხო ლაპარაკი ზედმეტია. ერთი კარგი მოდერნიზაცია ჭირდება. |
Posted by: გ ი ო რ გ ი 22 Dec 2018, 22:31 | ||
vatman
ცოტაა ძალიან. ჯერ ევროპული ჩქაროსნული რკინიგზისგან შორს ვართ, მაგრამ 120-140 კმ/სთ სიჩქარით მაინც უნდა დადიოდნენ მატარებლები. მანქანზე ოდნავ ჩქარა მაინც უნდა ჩადიოდე მთავარ ქალაქებში. |
Posted by: nodara95 23 Dec 2018, 22:56 | ||
ეგ კონკრეტული შტადლერები არ არის გათვალისწინებული 500 კილომეტრის მგზავრობაზე. ძალიან არაკომფორტულია. კოშმარია თუ მარტო მგზავრობ და ისიც ეკონომ კლასში. გათვლილი იყო აეროპორტი - ქალაქის დისტანციაზე. სკამების ერგომეტრიულობა მაქსიმუმ 1-1.5 საათის მგზავრობაზეა გათვლილი, მერე იწყება ჭირვეულობა. ჩინურ-ქართული ვმკ-ს სავარძლები უფრო კომფორტულია ჩემთვის. ( შტადლერის ბიზნეს კლასს არ ვადარებ) ზოგადად შტადლერი რომ ტოპ მწარმოებელია ეგ ცხადია. უბრალოდ არასწორი მატარებელია შერჩეული ჩვენს პირობებში. |
Posted by: TramwayMan 29 Dec 2018, 18:09 |
ალილუია, როგორც იქნა. |
Posted by: rommel 29 Dec 2018, 22:21 |
საინტერესო პროექტია თუ განხორციელდა. ალბათ არსებულ ხაზს გაყვებიან და ღია წესით გაჭრიან გვირაბს. ან გამოთავისუფლებულ სივრცეს რა ფუნქციას შესძენენ? |
Posted by: ika55775 30 Dec 2018, 18:54 | ||
მანდ მარტო გვირაბი არაა დეპოები სახელოდნოები რანჯირების პარკი და კიდე ათასი მეურნეობის ათასი წვრულმანი და მსხვილმანი არსებულს როგორ გაყვებიან ღია წესით? ლიანდაგებს აყრიან და ამოთხრიან? წარმოგიდგენია რამდენი წელი არ იქნება გამჭოლი მოძრაობა თბილისზე? მანდ ღრმა ჩაწოლის გვირაბს გაიყვანენ სპეციალური გამყვანი ფარით |
Posted by: rommel 30 Dec 2018, 19:43 |
ika55775 სიმართლე რომ ითქვას ორივე ვმკითხაობთ სანამ პროექტი არ დაიდება არავინ იცის როგორ გააკეთებენ. |
Posted by: ნიკა 30 Dec 2018, 20:04 | ||
ვიდეოში კარგად ჩანდა რომ წრფივი გვირაბები განიხილებოდა. ღია წესით არავინ გაიყვანს მანდ არაფერს, მაშინ არსებული რკინიგზა უნდა გააჩერო 5 წლით. აბა სადმე ხო უნდა იაროს ამ დროს.
დეველოპმენტი ააშენებენ მანდ მრავალსართულიან კორპუსებს |
Posted by: ika55775 31 Dec 2018, 16:23 | ||||
მაგ ვიდეოში ახალი და საინტერესო არაფერი თქმულა ჩემთვის პირადად ეგ ყველაფერი კაი ხანია ვიცოდი მეთქი რამე ახალი და საინტერესო იქნებოდა 1 + აქ მხოლოდ რომ იმ შემოვლითს არ უბრუნდებიან ჩამოყალიბდნენ საბოლოოდ და გაახმოვანეს კიდეც
აკლია თბილისის ცენტრს კორპუსებიო ასე ამბობენ მავანნი |
Posted by: JCH 2 Jan 2019, 22:16 |
ონლაინ რეჟიმში მატარებლი მოძრაობის ნახვა შესაძლებელია? |
Posted by: ika55775 3 Jan 2019, 10:12 |
არა საიდუმლო და კონფედეციალური ინფოა |
Posted by: brutal_88 4 Jan 2019, 02:31 |
ეს გეგმები კარგია, მაგრამ იქნებ ბაქანი შეაკეთონ, 5-6 წელი ისევ ესე სამარცხვინო ვაგზალი უნდა გვქონდეს? |
Posted by: Sсооby 4 Jan 2019, 03:02 |
კაი სადღეგრძელოებია. რკინიგზა ისევ იქაა სადაც შევარდნაძემ დატოვა |
Posted by: Snow93 21 Jan 2019, 15:06 |
თბილისის ცენტრში სარკინიგზო მაგისტრალი შესაძლოა, 8-კილომეტრიან გვირაბში მოექცეს. ყოველ შემთხვევაში, ასეთი გეგმა აქვს „საქართველოს რკინიგზას“. თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილება გვირაბის მშენებლობაზე საქართველოს მთავრობამ და თბილისის მერიამ უნდა მიიღონ. რატომ გვირაბი? როგორც “საქართველოს რკინიგზაში განმარტავენ, ამ შემთხვევაში იზრდება რკინიგზის გამტარუნარიანობა, გადაზიდვის სიჩქარე და ასევე, რადიკალურად მცირდება მოვლა-შემოვლისა და ოპერირების ხარჯები. “საქართველოს რკინიგზის” ამ არგუმენტებს კატეგორიულად არ იზიარებს სატრანსპორტო პლატფორმა “ჰაბ ჯორჯიას“ ექსპერტი დავით გოჩავა. მისი შეფასებით, გვირაბი ყოველთვის აუარესებს რკინიგზის ტექნიკურ პარამეტრებს და ასე იქნება ამ შემთხვევაშიც. გოჩავა დარწმუნებულია, რომ პირიქით, გვირაბი გააუარესებს სიჩქარეებს, რის გამოც შემცირდება საქართველოს რკინიგზის კონკურენტუნარიანობა. გოჩავას განცხადებით, ეს ხაზი აუცილებლად დაგვჭირდება High Speed Rail-ისათვის, რომლის გარეშეც წარმოუდგენელია ქვეყნის მომავალი. გამტარუნარიანობს თვალსაზრისით, თბილისის ცენტრში სარკინიგზო გვირაბის მშენებლობა სარისკოდ მიაჩნია ეკონომისტ გიორგი ესაკიასაც. “ძალიან სარისკოა თბილისის ცენტრში სარკინიგზო გვირაბი . მითუმეტეს One Belt one Road ( ერთი გზა ერთი სარტყელი) სრულად ამოქმედებისას”,- აცხადებს ესაკია. მოკლედ, სპეციალისტების ერთი ნაწილი დარწმუნებულია, რომ სამხრეთ კავკასიაზე გამავალი დერეფანი სრულფასოვნად ვერ იფუნქციონირებს, თუ ამ დერეფანში მატარებლის მოძრაობის სიჩქარე არ იქნება მინიმუმ 250 კმ/სთ. გვირაბის მოწყობის შემთხვევაში კი ამ პარამეტრზე გასვლა მათი აზრით შეუძლებელი ხდება. იგივე არგუმენტები აქვთ სპევიალისტებს ნაწილს თბილისის შემოვლით რკინიგზასთან დაკავშირებითაც. შეიძლება ითქვას, რომ ამ შემთხვევაში მათი და ხელისუფლების პოზიციები თანხვედრაშია. როგორც ერთი, ასევე მეორე მხარე ფიქრობს, რომ შემოვლითი რკინიგზის მშენებლობა გაუმართლებელია. „ საქართველოს რკინიგზის“ მიერ გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, რომელიც MC Mobility Consultants GmbH-მა მოამზადა, გაირკვა, რომ შემოვლითი რკინიგზის მშენებლობის შემთხვევაში: 1 – მცირდება რკინიგზის გამტარუნარიანობა 24%-ით; 2 – ჯამური დანახარჯები, როგორც საოპერაციო, ისე მოვლა-შენახვასთან დაკავშირებული, იზრდება 57%–ით; 3 – მთლიანი ხარჯი მომდევნო 11 წლის განმავლობაში 26 მლნ. დოლარიდან გაიზრდება 197 მლნ. დოლარამდე; 4 – ლიანდაგის მთლიანი სიგრძე იზრდება 48 კმ-მდე და ასევე ემატება შიდა დარჩენილ სადგურებამდე მისასვლელი ლიანდაგები (სადგური დიდუბე, სადგური თბილისი საკვანძო), ჯამურად 22კმ; 5 – სატვირთო მატარებლის დღიური სვლა იზრდება 50%-ით; 6 – აუცილებელი ხდება სალოკომოტივო პარკის გაზრდაც 26%-ით; გარდა ზემოაღნიშნულისა, კვლევის შედეგად დადგინდა, რომ: 1 – წლიური მოვლა-შენახვის და საოპერაციო ხარჯები შემოვლითი რკინიგზისთვის იზრდება 12.2 მლნ. დოლარამდე (+51% არსებულთან შედარებით); 2 – მატარებლის საოპერაციო ხარჯი იზრდება 35 %-ით; 3 – ინფრასტრუქტურის საოპერაციო ხარჯი იზრდება 31%-ით; 4 -ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვის ხარჯი იზრდება 73% -ით; შეგახსენებთ, რომ შემოვლითი რკინიგზის მშენებლობაზე, უკვე დახარჯულია 213 მილიონი დოლარი. როგორც “საქართველოს რკინიგზაში” აცხადებენ, თბილისის ცენტრში 8 კილომეტრიანი გვირაბის მშენებლობას დაახლოებით, იმდენი თანხა დასჭირდება რაც შემოვლითი რკინიგზის დასასრულებლად არის საჭირო |
Posted by: JSB14BSJ 27 Jan 2019, 11:25 |
რკინიგზა ვინც იცით, ეს რამდენად რეალურია? http://knews.ge/?p=36402&fbclid=IwAR0-l3ac5iNYX7YfvbhgeWoEv9uHjuAxkIsxyUOoxUUBWk-VoEEc_Ih-_Og და რამ გამოიწვია კახეთის რკინიგზის გაუქმება? |
Posted by: ika55775 27 Jan 2019, 22:40 |
[quote]რკინიგზა ვინც იცით, ეს რამდენად რეალურია? http://knews.ge/?p=36402&fbclid=IwAR0-l3ac...Wk-VoEEc_Ih-_Og და რამ გამოიწვია კახეთის რკინიგზის გაუქმება? [/quote თუ ლილოს ,,მეტრო" გააკეთეს აღდგენა კი არა ლიკვიდაცია მოუწევს საერთოდ რაც დიდი კატასტროფა იქნება საქ რკინიგზის ქსელისთვის და კახეთის რეგიონისთვის გაუქმებული არაა უბრალოდ სამგზავრო მატარებლები არ დადიან ლიანდაგის და ინფრასტრუქტურის მოუვლელობისგან გაჩანაგების გამო რეგიონზე გამჭოლი სატრანსპორტო მოძრაობა არაა რადგან კახეთის განშტოებები ჩიხებია და მატარებლებით გადასატანი შიდა ტვირთები კიდე არაა ერთადერთი დედოფლისწყაროს კარიერზე დადის სატვირთო შემადგენლობა თუმდა უკვე იკვეთება სატვირთო მატარებლის მძიმე ტონიანი თვითმცლელი ავტომობილებით ჩანაცვლების ტენდენცია საკმაოდ მომრავლებულია კარიერის თეთრი ღრავით დატვირთული მანქანები დედოფლისწყაროს გზაზე შარშანაც გაჟღერდა ეს ინფო არ ახალია ძველია |
Posted by: TramwayMan 1 Feb 2019, 14:15 |
სრულიად ვეთანმხები მერიის პოზიციას. |
Posted by: ნიკა 5 Feb 2019, 22:25 |
სიახლეები საუღელტეხილო მონაკვეთიდან. სამწუხაროდ ფოტოების გადაღების დრო არ მქონდა. ეს ხიდი აშენებულია მუშაობა არ შეიმჩნეოდა და სოფელში რომ გავიკითხე დიდი პრობლემები აქვთო აი ამ ადგილას დაიმეწყრა ეგ ადგილი და ახლა ალტერნატივას იხილავენო. შეიძლება მდინარის მეორე ნაპირზე გადაინაცვლონო. |
Posted by: nodara95 10 Feb 2019, 19:46 |
''შტადლერთან მოლაპარაკებები აქტიურ ფაზაში აღარ განიხილება'' ასეთი ანონსი წავიკითხე საქმიან დილაში და ვინმეს ხომ არ აქვს ინფორმაცია რა ხდება. ჩაიშალა ყველაფერი? |
Posted by: Snow93 11 Feb 2019, 11:15 |
nodara95 არადა ერთი წლის წინ დაანაოსეს ქარხნის მშნებელობა... რკინიგზის ვებ გვერდზე არაფერი წერია ჯერჯერობით |
Posted by: TramwayMan 11 Feb 2019, 15:03 |
nodara95 Snow93 აი რატო ელოდებით შტადლერის ქარხანას? ბელორუსიაში რო ააშენეს ხო მუშაობს ის ქარხანა აი შესაბამისად ეგ იყო და არის ბოლი ჯერ ჯერობით. ისევე როგორც შტადლერი ზოგადად. |
Posted by: Berkem Al Atomi 11 Feb 2019, 20:51 | ||
ბელორუსული ქარხანა საკმაოდ მალე დაიხურება, რადგან წარმოების ლოკალიზაცია ძალიან დაბალია და მისი წილის გაზრდა შეუძლებელია. პოლონური და სათავო ქარხნიდან ღებულობენ ნაწილების უმეტესობას. |
Posted by: vatman 11 Feb 2019, 23:28 | ||
ეხლა დემიხოვის ქარხანასთან განიხილება |
Posted by: Snow93 19 Feb 2019, 10:55 |
http://www.city.kvira.ge/2019/02/18/%E1%83%A0%E1%83%99%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%92%E1%83%96%E1%83%90-%E1%83%97%E1%83%91%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A1-%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%A6%E1%83%9B%E1%83%90-%E1%83%99/ უკომენტაროდ.... |
Posted by: MANMUS 19 Feb 2019, 11:24 |
Posted by: vatman 19 Feb 2019, 12:09 | ||
Snow93
უკომენტაროდ რატო... ხო წერია : 2017 წელს თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, გიორგი ვარდანაშვილის ავტორობით, მომზადდა მაგისტრატურის ხარისხის სადიპლომო ნაშრომი სამაგიეროდ დებილი ჟურნალიუგები გვყავს, რომლებიც სადიპლომო ნაშრომს სტატიას უძღვნიან |
Posted by: ika55775 19 Feb 2019, 20:59 | ||
ასმათ სად ხარ მოიპატეს შენი პროექტი |
Posted by: Snow93 20 Feb 2019, 11:14 |
vatman ერთერთი მიზეზი ეგეცაა |
Posted by: ika55775 26 Mar 2019, 17:26 |
საქართველოში, ბაქო-თბილისი-ყარსის მაგისტრალზე სატესტო რეჟიმში პირველი სამგზავრო მატარებელი შემოვიდა თურქეთიდან საქართველოში შვეიცარიული „შტადლერის“ სამგზავრო მატარებელი შემოვიდა, რომელიც ბაქო-თბილისი-ყარსის მაგისტრალზე იმოძრავებს. მატარებელი ამ დროისთვის ახალქალაქის სადგურშია და რკინიგზის ქართულ მონაკვეთს სატესტო რეჟიმში გაივლის. ახალქალაქის სარკინიგზო სადგურის ტერიტორიაზე, პოსტსაბჭოთა 1520 მმ-ანი ლიანდაგი ევროპულ, 1435 მმ-ან ლიანდაგებს უერთდება. „შტადლერის“ მატარებელი შეუფერხებლად ორივე მონაკვეთის გავლას შეძლებს. სამგზავრო მარშრუტის დანიშვნა მაგისტრალზე მიმდინარე წელს იგეგმება, თუმცა ზუსტი თარიღი ჯერ უცნობია. სამგზავრო შემადგენლობა აზერბაიჯანის რკინიგზამ შეიძინა. https://1tv.ge/news/saqartveloshi-baqo-tbilisi-yarsis-magistralze-satesto-redjimshi-pirveli-samgzavro-matarebeli-shemovida/ |
Posted by: electro 3 Apr 2019, 13:43 |
მეგობრებო I კლასი (მოდრნ) და II კლასი(მოდრნ) რა სხვაობაა? 12 ლარია სხავობა კაცზე |
Posted by: ioane.mtacmindeli 3 Apr 2019, 13:53 |
საქართველოსაც რომ შეიძინოს ვაგონები და დანიშნოს საერთაშორისო რეისები არ შეუძლიათ? |
Posted by: iviko18 3 Apr 2019, 13:57 |
ვინმემ თუ იცით ანაკლიის პორტამდე რკინიგზა დაპროექტების რაიმე საწყის ეტაპზეც არ არის? გუგლ მაპზე აჩვენებს ანაკლიისკენ მიმავალ ხაზს, რომელიც ცენტრალურ მაგისტრალს გამოეყოფა არ მისული სადგურ ცაცხვამდე. რომელიმე მოხალისის თვითშემოქმედებაა თუ რაიმე რეალური საფუძველი აქვს? |
Posted by: electro 3 Apr 2019, 15:03 | ||
რამდენიმე დღის წინ იყო მაგაზე ტენდერი როგორც ვიცი. როგორც მაგისტრალზე ისე სარკინიგზო ხაზზე |
Posted by: nodara95 3 Apr 2019, 16:39 | ||
აზერბაიჯანს ეგ შენაძენი (შტადლერი) 133 მილიონი დოლარი დაუჯდა. ჯამში 27 ვაგონი. დაითვალე ახლა ჩვენი ხურდები. |
Posted by: SabaGEO 3 Apr 2019, 20:53 | ||||
ჩვენ მაგსიგრძე არ დაგვჭირდება |
Posted by: experto 1 May 2019, 08:33 |
https://forum.ge/?f=29&showtopic=35092790 |
Posted by: ნიკა 14 May 2019, 21:24 |
S Bahn ვენის აეროპორტიდან ქალაქისკენ |
Posted by: otokarcobra 21 May 2019, 22:18 |
ახალქალაქის რკინიგზის მონაკვეთის რამდენიმე ფოტო პ.ს. თემის გარეთ....ნინოწმინდაში შიგ ქალაქში მოკალათებულან |
Posted by: iviko18 22 May 2019, 08:57 | ||
ეს არსად მიმავალი ხიდის ბურჯები რატომ ააშენეს, ან რას უპირებენ, ხომ არ იცით ვინმემ? |
Posted by: otokarcobra 22 May 2019, 09:45 |
iviko18 აზრზე არ ვარ მე პირადად......მე ისიც ვერ გავიგე ფოტოში გვირაბი რომ ჩანს, ეგეთი გვირაბი გხვდება რამდენიმე, ალბათ 4-5 და რა საჭიროა ვერ გავიგე.... |
Posted by: Snow93 22 May 2019, 10:18 |
otokarcobra შარშანწინ დავათვალიერე მე მაგის ინჟინრებთან ერთად ეგ მონაკვეთი გალერეა ქვია მაგ ე.წ. გვირაბებს, თოვლისგან დასაცავად არის აგებული, კონკრეტულად მაგ მონაკვეთებზე იცის ხოლმე ძალიან დიდი ნალექი |
Posted by: da_to 22 May 2019, 11:05 | ||
ვენა-პრაღა Regiojet პ.ს რატომ არ ისმის ლიანდაგის ტრადიციული ხმა ამ მატარებელში ? გადადუღებულია რელსები ? თუ მატარებელს აქვს ''ამორტიზაცია" კარგი ? ჰიბრიდივთ დადიოდა მატარებელი |
Posted by: nodara95 22 May 2019, 16:12 | ||||
მე ევროპაში ჯერ არსად არ გამიგია ლიანდაგის ჩუქ ჩუქი. ყველგან მისრიალებდა მატარებელი. |
Posted by: iviko18 22 May 2019, 19:41 | ||
Snow93 ის ბურჯები რისთვის არის ხომ არ იცი? nodara95
პოლონეთში ჩუქ ჩუქობს საკაიფოდ. |
Posted by: Snow93 23 May 2019, 10:11 |
iviko18 მაგეებზე არ მეკითხებოდი ? |
Posted by: Ambitious_Person 23 May 2019, 14:47 |
ხალხნო თბილისი ბათუმი ღამის მატარებელი მოდერნიზებულია? და არის დასაწოლი ორ ადგილიანი კუპეები? ღამის იმიტომ მინდა დრო რომ მოვიგო და ღამე დავიძინო / დღის მატარებელი ყველაზე ადრე გასვლა/ჩასვლა რომელს აქვს? |
Posted by: Kublicha 23 May 2019, 14:53 |
Ambitious_Person ბათუმში დღეც და ღამე დადის შტადლერი. 8ზე გადის დილით თბილისიდან. |
Posted by: rommel 23 May 2019, 15:18 |
Ambitious_Person 00:35 ზე გადის. ჩინური მატარებელია, შტადლერი არა. ვერ გამოიძინებ, სრული ტანჯვაა. საზურგეც კი არ ეწევა. ეს ყველაფერი მეორე კლასში. პირველში რა ხდება არ ვიცი. |
Posted by: Ambitious_Person 23 May 2019, 15:25 |
Kublicha გაიხარე 8 ზე რომ გადის როის ჩადის თან გაუჩერებლად მიდის ხო? rommel თუ მარტო ეგაა გამოვრიხავ ღამის მატარებელს |
Posted by: Kublicha 23 May 2019, 15:27 | ||||
Ambitious_Person
13 ზე?
ქობულეთში და ურეკში ჩერდება მგონი ps გურული ხართ? |
Posted by: Ambitious_Person 23 May 2019, 15:30 | ||
Kublicha კი გურული ვარ ძმა წარმოშობით , ოზურგეთელი
თუ მართლა 1 ზე ცადის კაია ძაან მაგრამ თუ ქართული სტანდარტით პირველზე დამიკარგია მთელი დღე ( არის მეორე ვარიანტიც ოზურგეთის ღამის მატარებელს ნორმალური რბილი კუპე აქვს |
Posted by: vatman 23 May 2019, 15:31 | ||
Ambitious_Person განრიგი წერია რკინიგზის საიტზე rommel 1-ლი კლასში ჩინურის სავარძლები შტალერს მირჩევნია, მე-2 კლასში პირიქით nodara95
ჩეხეთში საგარეუბნო მატარებელი ჩვენზე არანაკლებ ხმაურიანი იყო... |
Posted by: Ambitious_Person 23 May 2019, 15:44 |
ხო წერია თურმე -პირველზე ჩადის / ხალხნო მაგ ხმაურს აქვს მუღამი |
Posted by: iviko18 23 May 2019, 21:39 | ||
ამაზე გკითხე ვერ მივხვდი რა დანიშნულება აქვს. |
Posted by: ika55775 24 May 2019, 19:44 |
ეს არის ახალქალაქის სარკინიგზო სადგურის 1520 მმ ლიანდის პარკის გამოსაქაჩი ლიანდაგი ამ ბურჯებზე ხიდის მალები უნდა დაიდოს და ზედ ლიანდაგი დაიგოს ბოლოში დამჭერის მოწყობით. მიწის ნაყარის მოწყობის მაგივდარ, რაც კლასიკურად კეთდება ხოლმე გამოსაქაჩის მოსაწყობად აქ ასეთი უცნაური საინჟინრო გადაწყვეტილება იქნა მიღებული პროექტანტის მიერ დამკვეთთან შეთანხმებით სულ ბოლოში 30 მეტრამდეა სიმაღლე და კაი სანახავი იქნება ამ ესტაკადაზე (გამოსაქაჩ ჩიხზე) შემდგარი შემადგენლობა სამანევრო თმომავლითურთ გამოსაქაჩი ლიანდაგი კი არის შემდეგი Вытяжной путь — станционный путь, являющийся продолжением группы сортировочных, погрузочно-выгрузочных или иных путей станции и предназначенный для выполнения маневровой работы по сортировке вагонов, формированию составов поездов и передач вагонов внутри узла, перестановке вагонов с одного пути на другой и т. п. Маневровая работа на вытяжном пути должна быть изолирована от маршрутов приёма и отправления поездов, а также от маршрутов пропуска поездных локомотивов. Сортировка вагонов на вытяжном пути выполняется толчками локомотивом, а при соответствующих условиях — в сочетании с действием силы тяжести вагонов. Длина вытяжного пути должна быть не меньше длины маневрового состава, что позволяет выполнять работу целым составом. Вытяжные пути располагают на прямых участках, а в трудных условиях — в кривых радиусом, как правило, не менее 1200 м; не допускается проектировать вытяжные пути на обратных кривых (то есть направленных в разные стороны). Источник: «Энциклопедия железнодорожного транспорта», научное издательство «Большая Российская энциклопедия», 1995 год. https://wiki.nashtransport.ru/wiki/%D0%92%D1%8B%D1%82%D1%8F%D0%B6%D0%BD%D0%BE%D0%B9_%D0%BF%D1%83%D1%82%D1%8C |
Posted by: ნიკა 25 May 2019, 09:00 |
რით ვერ მორჩნენ მაგ გამოსაქაჩის აშენებას? თუ აზრუი არა აქვს ჯერ მაინც და ამიტო არ ეჩქარებათ? |
Posted by: TramwayMan 26 May 2019, 03:12 |
1967 წლის 13 ივნისი |
Posted by: ika55775 26 May 2019, 07:02 | ||
სავარაუდოდ 1520 მმ ლიანდის სატვირთო პარკი არაა ჯერ მზად და ეგ კი მაგ პარკის განუყოფელი ნაწილია სურათებზე ჩანს სატვირთო ვაგონების უტიკების გადაყენების (შეცვლის) კოპმლექსი, ადრე რომ ვნახეთ და ვაგონის ასაწევი დანკრატები ღია ცის ქვეშ რომ იყო რამოდენიმე ზამთარი ეხლა შენობაში მოაქციეს, თუნცა კომპლექსი არაა ჯერ დამტავრებული რაც ჩანს ისე ერთი ექსპედიცია კი კაი იქნებოდა მაგ მხარეებში |
Posted by: ნიკა 26 May 2019, 18:04 | ||
ika55775
მე ცოტა კი გამოვიხედე თვალებში, თუმცა მანქანით სიარულს მაინც ვერიდები. პრინციპში მანდ სულ 2 ადგილია საინტერესო. ერთი თეთრ-წყაროს ზევით რომ ბპ-ს ბაზასთან ახალი ვაკისი გააკეთეს, მანდ იყო სამუშაოები დარჩენილი, და ახალქალაქის სადგური. დანარჩენ მონაკვეთებზე უბრალოდ ელექტრიფიცირება იყო დარჩენილი. თუ ვინმე დაჯდება ჩემი მანქანის საჭესთან წავიდეთ. |
Posted by: პაწა 13 Jun 2019, 01:11 |
10 ივნისს ბათუმიდან მომავალი შადლერი ზესტაფონთან ახლოს, რკინიგზასთან ახლოს დაპარკინგებულ მანქანას დაეჯახაო და ვინმემ იცით რამე? (ფბ-ზე წავიკითხე) |
Posted by: ika55775 13 Jun 2019, 07:36 | ||
მაგათ ატბოინიკები ისედაც დალეწილი აქვთ, ხან ძროხა ხან მანქანა და კიდე 1 რა მოხდა აიტანს |
Posted by: პაწა 13 Jun 2019, 09:36 |
ტიტანიკივით გაუსვა და მტვრევის ხმა იყოო |
Posted by: ika55775 13 Jun 2019, 20:33 | ||
იმედია ტიტანიკის ბედი არ გაიზიარა |
Posted by: ნიკა 14 Jun 2019, 00:12 | ||
ika55775
|
Posted by: vatman 24 Jun 2019, 10:34 |
ახალქალაქის სადგური, დრო არ მქონდა, ამიტომ უცბად გადავიღე. ამოსაქაჩის ადგილას, მიწაყრილის ბოლოში ტუპიკია მოწყობილი, როგორც ჩანს არ აპირებენ ჯერ ჯერობით მაგის აშენებას |
Posted by: Kublicha 25 Jun 2019, 12:20 |
თუ იცით ვლ11 М6 ები ყავს საქრეილევის? და თუ ყავს რა ნომრები? |
Posted by: Berkem Al Atomi 25 Jun 2019, 17:48 |
Kublicha არ ყავს საერთოდ. არადა უკვე კაი ხანია ესაჭიროება განახლება სალოკომოტივო პარკს. |
Posted by: Kublicha 25 Jun 2019, 17:52 | ||
სასტიკად. მგონი ესენია ცოტა შედარებით ცოხალს და მკვდარს შორის რომაა, ძალიან ცოტაა 20 ცალი. 10-023 10-175 10-408 10-447 10-627 10-690 10-693 10-749 10-959 10-992 10-1024 10-1239 10-1905 10-1907 11-179 11-263 11-265 11-316 11-317 11-778 |
Posted by: ika55775 26 Jun 2019, 18:47 | ||||||||
რატო მაყლაპინებ ნერწყვებს ამ სურათებით?
https://trainpix.org/railway/73/ აქ ს * * *
რატო მაყლაპინებ ნერწყვებს ამ სურათებით?
https://trainpix.org/railway/73/ აქ სეგიძლია ნახო რა გვყოლია და გვყავს |
Posted by: Kublicha 26 Jun 2019, 18:53 | ||
ika55775
რო ვერ ვნახე მაგიტო ვიკითხე. მარტო ერთი ჩანს 497, ისიც გვერდით უნდგას ვლ10ს და იმის სურათია არ მეგონა ერთი 4-5 ცალი მაინც თუ არ გვეყოლებოდა, ბოლო ბოლო ჩვენი პროდუქტია |
Posted by: ika55775 26 Jun 2019, 18:59 |
Georgian Railway. Other № Model Serial type Works number Built Written off Note ВЛ11-001 VL11, VL11.8, VL11U.8 1973 Макетная секция ВЛ11-276 VL11, VL11.8, VL11U.8 1981 ВЛ11-448 VL11, VL11.8, VL11U.8 1984 11-448 ВЛ11.8-753 VL11, VL11.8, VL11U.8 1986 ВЛ11.8-778 VL11, VL11.8, VL11U.8 1986 ВЛ11.8-779 VL11, VL11.8, VL11U.8 1986 ВЛ11М-259 VL11m, VL11M5, VL11M6 1989 ВЛ11М-261 VL11m, VL11M5, VL11M6 1989 11-261 ВЛ11М-451 VL11m, VL11M5, VL11M6 11-451 Georgian Railway. TCH-3 Samtredia № Model Serial type Works number Built Written off Note ВЛ11М-316 VL11m, VL11M5, VL11M6 1990 11-316 Georgian Railway. TCH-5 Khashuri № Model Serial type Works number Built Written off Note ВЛ11-001 VL11, VL11.8, VL11U.8 07.1975 12.1983 ВЛ11-002 VL11, VL11.8, VL11U.8 08.1975 05.1984 ВЛ11-140 VL11, VL11.8, VL11U.8 12.1979 06.1986 ВЛ11-149 VL11, VL11.8, VL11U.8 01.1980 ВЛ11-277 VL11, VL11.8, VL11U.8 1981 11-277 ВЛ11-351 VL11, VL11.8, VL11U.8 12157012/12157020 11.1982 ВЛ11-404 VL11, VL11.8, VL11U.8 1983 11-404 ВЛ11.8-750 VL11, VL11.8, VL11U.8 1986 11-750 ВЛ11М-260 VL11m, VL11M5, VL11M6 1989 11-260 ВЛ11М-262 VL11m, VL11M5, VL11M6 1989 11-262 Georgian Railway. TCH-7 Tbilisi-Sort № Model Serial type Works number Built Written off Note ВЛ11-143 VL11, VL11.8, VL11U.8 ВЛ11-176 VL11, VL11.8, VL11U.8 1980 11-176 ВЛ11-177 VL11, VL11.8, VL11U.8 06.1980 ВЛ11-404 VL11, VL11.8, VL11U.8 1983 11-404 ВЛ11.8-675 VL11, VL11.8, VL11U.8 02.1986 ВЛ11.8-746 VL11, VL11.8, VL11U.8 1986 11-746 ВЛ11.8-747 VL11, VL11.8, VL11U.8 1986 11-747 ВЛ11.8-748 VL11, VL11.8, VL11U.8 1986 11-748 ВЛ11.8-780 VL11, VL11.8, VL11U.8 1986 11-780 ВЛ11М-256 VL11m, VL11M5, VL11M6 1989 11-256 ВЛ11М-257 VL11m, VL11M5, VL11M6 1989 11-257 ВЛ11М-258 VL11m, VL11M5, VL11M6 1989 11-258 ВЛ11М-264 VL11m, VL11M5, VL11M6 1989 11-264 ВЛ11М-265 VL11m, VL11M5, VL11M6 1989 11-265 ВЛ11М-312 VL11m, VL11M5, VL11M6 1990 11-312 ВЛ11М-313 VL11m, VL11M5, VL11M6 1990 11-313 ВЛ11М-314 VL11m, VL11M5, VL11M6 1990 11-314 ВЛ11М-315 VL11m, VL11M5, VL11M6 1990 11-315 ВЛ11М-316 VL11m, VL11M5, VL11M6 1990 11-316 ВЛ11М-317 VL11m, VL11M5, VL11M6 1990 11-317 Georgian Railway. TCH-7 Tbilisi-Passenger № Model Serial type Works number Built Written off Note ВЛ11-146 VL11, VL11.8, VL11U.8 1980 ВЛ11-279 VL11, VL11.8, VL11U.8 ВЛ11 273 11.1981 Georgian Railway. TCH-8 Gujaani № Model Serial type Works number Built Written off Note ВЛ11-139 VL11, VL11.8, VL11U.8 12.1979 10.1990 ВЛ11-141 VL11, VL11.8, VL11U.8 12.1979 ВЛ11-144 VL11, VL11.8, VL11U.8 12.1979 ВЛ11-150 VL11, VL11.8, VL11U.8 01.1980 08.1991 ВЛ11-175 VL11, VL11.8, VL11U.8 06.1980 ВЛ11-416 VL11, VL11.8, VL11U.8 1983 11-416 ВЛ11.8-751 VL11, VL11.8, VL11U.8 1986 11-751 ВЛ11М-263 VL11m, VL11M5, VL11M6 1989 11-263 ესეც სრული სია Georgian Railway № Model Serial type Works number Id number Built Written off Depot Note ВЛ11-001 VL11, VL11.8, VL11U.8 1973 Other Макетная секция ВЛ11-001 VL11, VL11.8, VL11U.8 07.1975 12.1983 Khashhuri ВЛ11-002 VL11, VL11.8, VL11U.8 08.1975 05.1984 Khashhuri ВЛ11-139 VL11, VL11.8, VL11U.8 12.1979 10.1990 Gurjaani ВЛ11-140 VL11, VL11.8, VL11U.8 12.1979 06.1986 Khashhuri ВЛ11-141 VL11, VL11.8, VL11U.8 12.1979 Gurjaani ВЛ11-143 VL11, VL11.8, VL11U.8 Tbilisi-Sort ВЛ11-144 VL11, VL11.8, VL11U.8 12.1979 Gurjaani ВЛ11-146 VL11, VL11.8, VL11U.8 1980 Tbilisi-pass ВЛ11-149 VL11, VL11.8, VL11U.8 01.1980 Khashhuri ВЛ11-150 VL11, VL11.8, VL11U.8 01.1980 08.1991 Gurjaani ВЛ11-175 VL11, VL11.8, VL11U.8 06.1980 Gurjaani ВЛ11-176 VL11, VL11.8, VL11U.8 1980 Tbilisi-Sort 11-176 ВЛ11-177 VL11, VL11.8, VL11U.8 06.1980 Tbilisi-Sort ВЛ11-276 VL11, VL11.8, VL11U.8 1981 Other ВЛ11-277 VL11, VL11.8, VL11U.8 1981 Khashhuri 11-277 ВЛ11-279 VL11, VL11.8, VL11U.8 ВЛ11 273 11.1981 Tbilisi-pass ВЛ11-351 VL11, VL11.8, VL11U.8 12157012/12157020 11.1982 Khashhuri ВЛ11-404 VL11, VL11.8, VL11U.8 1983 Tbilisi-Sort 11-404 ВЛ11-404 VL11, VL11.8, VL11U.8 1983 Khashhuri 11-404 ВЛ11-416 VL11, VL11.8, VL11U.8 1983 Gurjaani 11-416 ВЛ11-448 VL11, VL11.8, VL11U.8 1984 Other 11-448 ВЛ11.8-675 VL11, VL11.8, VL11U.8 02.1986 Tbilisi-Sort ВЛ11.8-746 VL11, VL11.8, VL11U.8 1986 Tbilisi-Sort 11-746 ВЛ11.8-747 VL11, VL11.8, VL11U.8 1986 Tbilisi-Sort 11-747 ВЛ11.8-748 VL11, VL11.8, VL11U.8 1986 Tbilisi-Sort 11-748 ВЛ11.8-750 VL11, VL11.8, VL11U.8 1986 Khashhuri 11-750 ВЛ11.8-751 VL11, VL11.8, VL11U.8 1986 Gurjaani 11-751 ВЛ11.8-753 VL11, VL11.8, VL11U.8 1986 Other ВЛ11.8-778 VL11, VL11.8, VL11U.8 1986 Other ВЛ11.8-779 VL11, VL11.8, VL11U.8 1986 Other ВЛ11.8-780 VL11, VL11.8, VL11U.8 1986 Tbilisi-Sort 11-780 ВЛ11М-256 VL11m, VL11M5, VL11M6 1989 Tbilisi-Sort 11-256 ВЛ11М-257 VL11m, VL11M5, VL11M6 1989 Tbilisi-Sort 11-257 ВЛ11М-258 VL11m, VL11M5, VL11M6 1989 Tbilisi-Sort 11-258 ВЛ11М-259 VL11m, VL11M5, VL11M6 1989 Other ВЛ11М-260 VL11m, VL11M5, VL11M6 1989 Khashhuri 11-260 ВЛ11М-261 VL11m, VL11M5, VL11M6 1989 Other 11-261 ВЛ11М-262 VL11m, VL11M5, VL11M6 1989 Khashhuri 11-262 ВЛ11М-263 VL11m, VL11M5, VL11M6 1989 Gurjaani 11-263 ВЛ11М-264 VL11m, VL11M5, VL11M6 1989 Tbilisi-Sort 11-264 ВЛ11М-265 VL11m, VL11M5, VL11M6 1989 Tbilisi-Sort 11-265 ВЛ11М-312 VL11m, VL11M5, VL11M6 1990 Tbilisi-Sort 11-312 ВЛ11М-313 VL11m, VL11M5, VL11M6 1990 Tbilisi-Sort 11-313 ВЛ11М-314 VL11m, VL11M5, VL11M6 1990 Tbilisi-Sort 11-314 ВЛ11М-315 VL11m, VL11M5, VL11M6 1990 Tbilisi-Sort 11-315 ВЛ11М-316 VL11m, VL11M5, VL11M6 1990 Tbilisi-Sort 11-316 ВЛ11М-316 VL11m, VL11M5, VL11M6 1990 Samtredia 11-316 ВЛ11М-317 VL11m, VL11M5, VL11M6 1990 Tbilisi-Sort 11-317 ВЛ11М-451 VL11m, VL11M5, VL11M6 Other 11-451 ესაა რაც კი ოდესმე გვყოლია სულ |
Posted by: Zorro555 2 Jul 2019, 22:23 |
რაში იხარჯება თვეში 126 მილიონი საქართველოს რკინიგზაში ?! https://2020news.ge/index.php/%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98/item/18695-%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98-%E1%83%AE%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%A4%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A8%E1%83%98-%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%98-%E1%83%98%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%AF%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90-126-%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%98-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A1-%E1%83%A0%E1%83%99%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%92%E1%83%96%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%98?fbclid=IwAR2s85w047pU4rZzJtkGjYr-Dr6f7k9VN3y1-0r_jGT_7nslUZSXmPKrEC4 |
Posted by: Egyptian 15 Jul 2019, 14:48 |
ჩქაროსნული მატარებლის ბილეთებს რომელი საიტიდან ყიდულობთ? რა ღირს ბათუმი-თბილისის მეორე კლასის ბილეთი? სტუდენტებზე 50% ისევ აკლებენ? |
Posted by: ნიკა 16 Jul 2019, 00:01 |
ამ თვის ბოლომდე მიწევს სოფელში წასვლა და საუღელტეხილოზე რა მდგომარეობაა დათვალიერების მსურველები არიან? |
Posted by: ika55775 16 Jul 2019, 09:48 | ||
კიიი შაბათი ან კვირა თუ იქნება |
Posted by: levan_ts 16 Jul 2019, 19:52 |
საინტერესოა, რა ხდება ქვიშხეთი - შორაპნის მონაკვეთზე. რკინიგზის გვერდი ყრუა და გაქვავებული, მგონი ბოლო სიახლე ჩხაიძის დროს დაიდო მანდ. ან რა გვირაბები შენდება, ან სად შენდება, 11 გვირაბია თუ 12? ან რუკაზე მონიშნონ, ან ინფორმაცია განაახლონ. ძლივს გავარკვიე (ისიც არ ვიცი რამდენად ზუსტად) ქვიშხეთი - ზვარე გვირაბის შესასვლელი და გამოსასვლელი. ვინმეს ეგებ გაქვთ ინფორმაცია და რუკები, რა გვირაბები შენდება და სად? საერთოდ ამ საუკუნეში იქნება რაიმე სიახლე? |
Posted by: ნიკა 16 Jul 2019, 21:00 |
levan_ts რაის ჩხაიძე, გადახედე რკინიგზის თემებს. სულ ვწერ რა ხდება მანდ. ერთი დიდი ექსპედიციაც გვქონდა 2015-ის შემოდგომაზე. დრონით გადაღებული ფოტოებიც დევს და ა.შ. |
Posted by: 365 17 Jul 2019, 16:59 |
თუ იცით რკინიგზა რას შვრება, თბილისის ზღვაზე აღარ გადადის? |
Posted by: levan_ts 23 Jul 2019, 03:30 | ||
უკაცრავად, აქ "საქართველოს რკინიგზის" გვერდი ვიგულისხმე და არა ფორუმის გვერდი. როდის იხსნება ქვიშხეთი - ზვარე ხომ არ იცით და ბოლო მონაცემები ხომ არ გაქვთ კიდევ რა გვირაბებია და რომელი როდის იხსნება |
Posted by: Kublicha 23 Jul 2019, 11:43 | ||
365
საბედნიეროდ არა |
Posted by: don gajetino 24 Jul 2019, 12:43 |
თბილისი ბათუმის მატერებლით ვმზავრობ და წყალი არაა მატარებელში, აპარატები დაცარიელებულია, გამოციელებელმა ასე უკვე რამდენი ხანიაო / ყოჩაღ ყოყა |
Posted by: ნიკა 28 Jul 2019, 18:33 |
სავალალო მფგომარეობაა საუღელტეხილო მონაკვეთის მშენებლობაზე. ისეთი ტემპია რომ ალბათ კიდევ 5 წელი არ მორჩებიან. ვიდეოებიც მაქვს დრონის მაგრამ მაგის დამამონტაჟებელი მე არ ვარ ფოტოებად დავდებ. * * * დავიწყე. ზვარე-ბეჟათუბანი და ბეჟათუბანი-ნებოძირი გვირაბების დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა. შტადლერი ბეჟათუბნის ესტაკადაზე დავუნრუნდეთ ხიდს. ეს კი შეალამაზეს მაგრამ თვითონ ხიდი ჯერ არაა რაღაც სწრაფი ელექტრომატარებელი დამცავის ქვეშ * * * თუ შეიძლება ვინმე ტიხარი ქენით. თორემ ყველა ფოტო ერთ პოსტში არ მინდა ტომ მოხვდეს. |
Posted by: ika55775 28 Jul 2019, 22:04 | ||
სად ეჩქარებათ რო? ტვირთები ისედაც არაა და სამგზავრო მატარებლები კი ბოდიალობენ |
Posted by: ნიკა 28 Jul 2019, 22:48 |
გავაგრძელებ უკვე დრონის ფოტოებით . ნებოძირი. ხიდი გასაგებია და ეს გადახურვა რისთვისაა ვერ მივხვდი ახლოდან ზუუმ ინ მოლითის სადგურისკენ გზად მიწა ყრია უამრავი. არ ვიცი ვერაფერი გავიგე ისევ ეს "რაღაცა" გადახურვა და ხიდი ჩხერიმელაზე 180 გრადუსით უკან კი დაყრილ მიწაზე უკვე ბალახი ამოდის რაღაცას ჩიჩქნიან ნებოძირის მოსახლეობისთვის ახალი ხიდი გააკეთეს, რომ არ მოუწიოთ წრეების კეთება მოლითის ხიდიდან ამა კეთილო ბიძიებო და დეიდებო იდევ ერთი ტიხარი რა |
Posted by: Fabian 28 Jul 2019, 23:44 | ||
ნიკა
თითქოს მწვანე ხიდია(ცხოველებისთვის) მარა მასეთი რა ფაუნაა მაგ ხეობაში :| |
Posted by: ნიკა 28 Jul 2019, 23:53 |
Fabian მანქანები რკინიგზის ხიდის ქვეშ გადიან, ფაუნას ძველი რკინიგზა უფრო უშლის აშკარად. ერთადერთი აზრი ის დამებადა რომ ძველი რკინიგზის ვაკისი უნდათ სამანქანე გზად გამოიყენონ??? და ამ რაღაცით ავა სამანქანე გზა. მეორეს მხრივ რა საჭიროა თუ ხიდის ქვეშ ძვრება გზა ისედაც. შეიძლება ეგ ხიდის ქვეშ გასაძრომი გაბარიტებში არ ჯდება და მაგიტომ ზევიდან უნდა გადაიარონ მანქანებმა. არ ვიცი რომ მორჩებიან მერე ხომ ვნახავთ ახლა კი გადავინაცვლოთ სოფელი ნებოძირისკენ საიდანაც ხალხი გაასახლეს ფოტოს ქვედა ნაწილში ჩანს ხიდი, წინ კი უკვე დაშლილი სახლები. შლიან სახლებს. ჯერ სახურავები დაშალეს. ეს რამოდენიმე სახლი ჯერ მთელია ტრადიციული ფოტოც იყოს ბეჟათუბანი-ნებოძირი გვირაბის პორტალი და დაშლილი სახლები. სავარაუდოდ აქ მიწას სულ მოჭრიან ხიდამდე ძველი ხიდი და უკან გვირაბებს შორის ბაზა და ა.შ. ბეჟათუბანი და გვირაბებს შორის ხიდი და ბაზა |
Posted by: Kublicha 29 Jul 2019, 00:04 | ||
საავტომობილო გზამ უნდა გადაიაროს აშკარად, სატელიტურ სურათს დახედე და ეგრევე მიხვდები რომელ გზაზეა ლაპარაკი |
Posted by: ნიკა 29 Jul 2019, 00:20 |
Kublicha რა სატელიტურ სურათს? სატელიტური გუგლზე მაგ ადგილის 2012 წელი იდო და ეგ გზა რაც მანდ გადიოდა მოლითი-ნუნისი გზა იყო. ხოლო შ55 მეორე ნაპირზე გადიოდა. ნუ ახლა ნებოძირს ვეღარ გადის შ55 და ალბათ მასე გაუშვებენ. მაგრამ მაშინ გამოდის რომ ძველი რკინიგზა აღარ შენარჩუნდება არანაირი სახით, საავტომობილო გზა მანდ გამორიცხავს მაგას (მგონი) გვირაბის პორტალი ზედხედი და დანგრეული სახლი ნელ ნელა მივუყვებით ახალ ხიდამდე და ბოლოს |
Posted by: Kublicha 29 Jul 2019, 01:08 | ||
ნიკა
გუგლი ამ შემთხვევაში კარგად იყოს. ნაპრზე დევს 2016 წელის http://maps.reestri.gov.ge/#zoom=17&lat=41.98202&lon=43.36727&layers=000B00000FTFFFFFFFFFFFFFFFT0000F |
Posted by: ნიკა 29 Jul 2019, 01:26 |
რავი მანდაც ისეთი არაფერი ჩანს. წავედით ახლა ზვარულას ხეობაში ზვარე-ბეჟათუბანი გვირაბის პორტალი და მასთან მისასვლელი გზა ჯერ შორხედები გზიდან ასე ჩანს ავფრინდით ნელ-ნელა ხიდის მშენებლობა საყრდენი კედლები რაღაც ხევი ჩამოდის და კოლექტორი გააკეთეს ისევ საყრდენი კედლები გზა მორჩა და დაიწყო სოფელი, რა როდის და როგორ იქნება ამ ადგილას კაცმა არ იცის. |
Posted by: PREDATOR 29 Jul 2019, 09:58 |
ტიხარი -------------------------------------------------- * * * ნიკა ეს რკინიგზის ახალი გზის მშენებლობა რომ მორჩება სამგზავრო დრო დაიკლებს თუ რა პლიუსია? |
Posted by: ნიკა 29 Jul 2019, 10:15 |
წავედით მთავარი გვირაბისკენ სადაც მეწყერი ჩამოწვა ადრე. რაღაცა ან თავისით მოხდა აქ ან ცოტა მოასწორეს ქვევიდან ასე ჩანს დაუჯერებელია, მაგრამ ეს სახლი ჯერ დგას გვირაბი ის ცნობილი ხევი რომელშიც ეკო კატასტროფას გვიწინასწარმეტყველებენ, იმდენი ინერტული მასალა დაყარეს ჩინელებმა * * * ამის იქით ვეღარ გავუშვი დრონი, სიგნალს კარგავდა. ისევ მეწყერი და ხედი პატარა გვირაბისკენ ეს კი შარშან გაზაფხულზე რა მდგომარეობა იყო https://forum.ge/?showtopic=34869696&view=findpost&p=52622549 |
Posted by: PREDATOR 29 Jul 2019, 10:34 |
ტიხარი ------------------------------ |
Posted by: ნიკა 29 Jul 2019, 13:10 |
PREDATOR მორჩა უკვე . |
Posted by: PREDATOR 29 Jul 2019, 13:21 | ||
მაინც დავტიხრე რაიცი რა ხდება |
Posted by: polaris 29 Jul 2019, 14:58 |
ნიკა ბეჟათუბანი-ნებოძირის დასავლეთი პორტალი (ანუ ზვარე-ბეჟათუბნის გვირაბიდან გამოსული მატარებელი ხიდის გავლის შემდეგ რომ უნდა შევიდეს), ჯერ არ დაუწყიათ თუ რაღაცას ვერ მივხვდი? |
Posted by: ნიკა 29 Jul 2019, 22:26 |
polaris ბოლო დროს ცუდად ვაზროვნებ და ფოტოებზე მანახე რა რაზე მეკითხები. ნუ რაც მივხვდი თითქოს კი მიწერია. 3 გვირაბიც ნაცვლად ორი გააკეთეს. ანუ ბეჟათუბანი-ნებოძირი თავდაპირველი პროექტით ორი გვირაბი უნდა ყოფილიყო. გამყოფ ხევზე ღიად გადადიოდა მატარებელი. თუმცა შეცვალეს ეგ და ერთი გვირაბი გააკეთეს, ხოლო მაგ ხევში მდინარეს ქვეშიდან ჰიდროიზოლაციები დაუდეს (შარშანდელ ფოტოებში ჩანს ეგ, ახლა რო ვხსნი რატომღაც არ მაჩვენებს მაგ ფოტოებს არა და მედო აშკარად ). მერე კიდე ჩანს დაახლოებითი გზა პორტალიდან ხიდამდე. სახლებს სადაც ანგრევენ. აი ესაა პორტალი (ჯერ მოუწყობელია). https://img.forum.ge/JsijjiWWi_ymS.jpg ვინაიდან მაგის მერე ხიდამდე უკვე დანგრეუია სახლები, დავარაუდოდ მაგ მიწას სულ მოჭრიან. დავდებ მალე მაგ წერტილის 360-იანს და უფრო კარგად გამოჩნდება * * * 360 გრადუსიანი https://www.facebook.com/photo.php?fbid=10213593230337741&set=a.10204469394487547&type=3&theater |
Posted by: ika55775 30 Jul 2019, 15:21 | ||||
შესვალეს მანდ ტრასირება ბოლოს და მგონი თვითონაც არ იციან რას და როგორ აკეთებენ ძაან კი გააჯანჯლეს ეგ ყველაფერი |
Posted by: ნიკა 30 Jul 2019, 17:02 | ||
ika55775
ნებოძირში უკვე ჩანს როგორ გაივლის. აი ზვარეში ჯერ გაუგებარია. |
Posted by: ნიკა 31 Jul 2019, 20:10 |
მეორე 360-იანი ზვარიდან https://www.facebook.com/photo.php?fbid=10213604580621491&set=a.10204469394487547&type=3&theater |
Posted by: Future> 4 Aug 2019, 16:37 |
ახლა გაფიცვაზე იცით რამე? სამგზავროს ხომ არ გააჩერებენ 10 აგვისტოდან? |
Posted by: ნიკა 13 Aug 2019, 12:26 |
ხაშურის შემოვლითი ავტობანის გარდა, გუგლზე დაიდო 21.09.2019-ის მდგომარეობით ქვიშხეთი-ზრავე-მოლითი მიდამოებიც. შეგიძლიათ შეადაროთ 1 წლის წინანდელი ფოტოები ჩემი დრონით გადაღებულებს. |
Posted by: Rapanui 14 Aug 2019, 12:49 |
ჟურნალი "ნიანგი", 1985, №8. |
Posted by: Rapanui 15 Aug 2019, 13:10 |
ჟურნალი "ნიანგი", 1986, №12. |
Posted by: Rapanui 16 Aug 2019, 14:01 |
ოზურგეთის ვაგზალი |
Posted by: MONTY 6 Sep 2019, 20:55 |
კაი ვიდეოა |
Posted by: instamatic 10 Sep 2019, 15:47 | ||
შესასვლელი გადაუკეთებიათ და პირველი სართულის ფსევდოფანჯრები ნამდვილ ფანჯარად უქცევიათ |
Posted by: levan_ts 11 Sep 2019, 14:41 | ||
დიდი მადლობა სურათების დადებისთვის. სამწუხაროდ ვერ გაიხსნება ქვიშხეთი -ზვარე უახლოეს და ვერც ახლო მომავალში, აქ როგორც ჩანს. ახლა გავიარე წიფა-ზესტაფონის მონაკვეთი და ვერ შევამნჩნიე რაიმე სამუშაო, თითქოს გაჩერებულია ყველაფერი, ლაშე-ძირულის მიდამოებში მზად არის ორი გვირაბი ერთი შეხედვით, ლიანდაგის დაგება და მოძრაობის გადართვა აკლია, მაგრამ გაყინულია და არც უჩანს პირი იქეთ გადართვას. |
Posted by: ნიკა 11 Sep 2019, 18:34 |
levan_ts ეგ გვირაბები ჯერ კიდევ ღარიბაშვილმა "გახსნა: პრემიერობისას სამუშაოებს რაც შეეხება, ძირითადად ზვარულას ხეობაშია ახლა ჩასატარებელი. მთელი სოფელი აქვთ გასავლელი და მანდ არ ჩანდა არაფერი ძვრა. |
Posted by: iviko18 22 Sep 2019, 17:38 |
უცნაური ჩიტია შემორჩენილი რკინიგზის სადგურში. პირველად ვნახე ეს მატარებელი საქართველოში. golden eagle trans-siberian express საინტერესოა რომელმა ქარმა გადმოაგდო აქ. ამ მატარებლის ჩვეული მარშრუტი მოსკოვი-ვლადივასტოკი და მოსკოვი-ულან-ბატორია. |
Posted by: levan_ts 28 Sep 2019, 13:29 |
ხომ არ იცით, სად შეიძლება ვნახო სრული გეგმა, სად გაივლის რკინიგზა ქვიშხეთი ხარაგაულის მონაკვეთზე? |
Posted by: ნიკა 28 Sep 2019, 17:31 |
levan_ts მეეჭვება სადმე ნახო. საკადასტრო რუკაზე მეტ ნაკლებად შეიძლება გაიგო. ნაკვეთები რაც რკინიგზამ გამოისყიდა ჩანს. და გზაც ეგრე გივლის სავარაუდოდ. |
Posted by: MONTY 29 Sep 2019, 21:44 |
5 წელში 120 ადამიანი ( ოფიციალური მონაცემებით ) |
Posted by: polaris 29 Sep 2019, 21:57 |
iviko18 სპეცრეისია, ტურისტული. როგორც საოკეანო კრუიზი, მასეთი ტიპის, ოღნდ სარკინიგზო, სასწაული ფასები ღირს ბილეთები. ლოკომოტივი რა იყო? * * * ჩვენი მაღალი ბაქნისთვისაც კი მაღალია * * * აი აქ არის, სამხრეთ კავკასიის 9 დღიანი ტური, 19 სექტემბერს დაიწყო. ლოკომოტივი П36 ყავთ ხოლმე, ეგ რომ მცოდნოდა, წავიდოდი სანახავად. https://www.goldeneagleluxurytrains.com/timetables/2019/ |
Posted by: Kublicha 29 Sep 2019, 22:08 | ||
პ-36 ორთქმავალი არ დაათრევს ხოლმე მაგას? |
Posted by: polaris 29 Sep 2019, 22:12 | ||
Kublicha
რუსეთში კი და ნეტა აქ ჩამოიყვანეს? |
Posted by: MONTY 30 Sep 2019, 01:50 |
წლიური ანგარიშგებიდან რკინიგზის ელექტრო ენერგიის მოხმარება პ.ს http://gtu.ge/pet/pdf/Science-Engineering/avtoreferatebi/giorgi%20mtvralashvili.pdf http://dspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/173025/1/DISERTACIA.pdf |
Posted by: Snow93 8 Oct 2019, 11:41 |
ხარაგაულის სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე მუშას მანქანა დაეჯახა და ადგილზე მოკლა. შემთხვევა დღეს, 7 ოქტომბერს მოხდა. რკინიგზელთა ახალ პროფკავშირებში აცხადებენ, რომ წინასწარი მონაცემებით, დარღვეულია სამუშაოების დაგეგმვისა და წარმოების უსაფრთხოების ნორმა. შინაგან საქმეთა სამინისტრო საქმეს 276-ე მუხლით იძიებს. ამ მუხლით, ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე. "რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირი მოუწოდებს საქართველოს რკინიგზას, როგორც დამკვეთ ორგანიზაციას, მაქსიმალური ყურადღება მიაქციოს კონტრაქტორ კომპანიას, რომელიც უკვე წლებია დემონსტრაციულად არღვევს ქვეყანაში მოქმედ ყველა სტანდარტს და რეალურ საფრთხეს უქმნის რკინიგზელების სიცოცხლეს", — აცხადებენ ორგანიზაციაში. მათივე განმარტებით, ამ დრომდე სასამართლოს წარმოებაშია ორი მუშის საქმე, რომელიც აღნიშნულ გვირაბში, შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევის შედეგად დასახიჩრდნენ. |
Posted by: levan_ts 13 Oct 2019, 16:18 |
ინფორმაციასაც არ ანახლებენ, რკინიგზის გვერდზე, ბოლო "სიახლე" იანვარშია გამოქვეყნებული. ვინმემ იცით, როდის იხსნება (ოღონდ არა ისე, ორი წლის წინ რომ "გახსნეს") ქვიშხეთი ზვარეს გვირაბი და როდის გადაერთვება მოძრაობა? |
Posted by: ნიკა 15 Oct 2019, 12:19 | ||
levan_ts
ძალიან შორეული პერსპექტივაა. ზვარეში ჯერ მიწის ნაკვეთებიც კი არ აქვთ გამოსყიდული. რეესტრის მიხედვით ასეა. |
Posted by: Withay 19 Oct 2019, 13:59 |
მაინტერესებს ველოსიპედის ატანა თუ შეიძლება, ველოსიპედი არის აწყობილი და დაშლილ მდგომარეობაში გადატანას არ ვგულისხმობ. |
Posted by: g.o.o.n.e.r 20 Oct 2019, 17:39 |
Withay ფოთის მატარებელში ამაქვს და სხვა არ ვიცი. ოღონდ თანხის დამატება უნდა |
Posted by: MONTY 21 Oct 2019, 19:13 |
https://www.interpressnews.ge/ka/article/569125-metrosadgur-gocirizis-mimdebare-teritoriaze-mozards-matarebeli-daejaxa კიდევ ერთი დაჯახება არასრულწლოვანთან რომლის მდგომარეობაც მძიმეა სარისკო მონაკვეთები მაინც დაადგინონ და ჯებირები გააკეთონ ძაან ბევრი შემთხვევაა |
Posted by: W-G1 21 Oct 2019, 19:23 | ||
სამშენებლო მანქანა დაეჯახა თუ რანაირად |
Posted by: levan_ts 4 Nov 2019, 03:12 |
ეს თემა დაიხურა თუ უბრალოდ არაფერი ხდება? |
Posted by: რობი 4 Nov 2019, 05:13 | ||
ჩვეულებრივ კანტორად იქცა რკინიგზა და შესაბამისად ვერც ვერაფერი დაიწერება |
Posted by: ნიკა 4 Nov 2019, 11:49 |
აი სოფელში რომ წავალ ვნახავ რამე ცვლილება თუა უღელტეხილზე მშენებლობის მხრივ. რაშიც ეჭვი მეპარება. |
Posted by: iviko18 4 Nov 2019, 20:43 | ||
უვადოდ ჰყავთ ეს ჩინელები დაქირავებული? |
Posted by: hadesnexus 9 Nov 2019, 00:12 |
https://inforustavi.ge/?m=31&news_id=12389 ამათ შიგ ხომ არა აქვთ ყველას? აღდგენის მაგივრად, ჯართში ჩაუბარებიათ მატარებელი. აი ესაა ქოცების ნამდვილი სახე, მთელ საქართველოს ასე ანადგურებენ და 2024-შიც ალბათ ასე ჩააბარებენ ამ ქვეყნის ნარჩენებს. |
Posted by: ნიკა 3 Dec 2019, 11:57 |
http://chemikharagauli.com/?p=32134#.XeYVN9VS-cw |
Posted by: polaris 3 Dec 2019, 14:18 |
hadesnexus ეგ ორთქლმავალი, ფოტოზე რაცაა, გადარჩა. რუსებმა იყიდეს და სარესტავრაციოდ წაიღეს. |
Posted by: vatman 6 Dec 2019, 15:41 |
დღეს დილით სანამ ველოდებოდი ბაქოდან მომავალ მატარებელს , მოვიდა გარდაბანი -თბილისი. პირველ რიგში რაც გამიკვირდა საკმაოდ ბევრი მგზავრი ჩამოყვა. აშკარად ეტყობოდა, რუსთავიდან იყო ბევრი. ხოლო მეორე ელექტრომატარებელი ჩამოიყვანა ელმავალმა, ხოლო სადგურიდან ელექტრომატარებელი დეპოსკენ თვითონ წავიდა. ერთ 15 წუთში იგივე ელმავალმა ჩაჰკიდა ბაქოს მატარებლის ელმავალს და დაიძრნენ სავარაუდოდ დეპოსკენ. მცოდნეებო , რაში იყო ეს კამასუტრა საჭირო.... ერთადერთი ვფიქრობ რომ გარდაბნიდან ელმავალი ელექტრომატარებელს ჩამოაყოლეს, რომ ზედმეტად არ დაეკავა ლიანდაგები.... |
Posted by: eleqtro 6 Dec 2019, 16:43 |
vatman კვირა საღამოსაც ელმავალმა ჩამოიყვანა გარდაბანი. სადგურიდან თავის ხოდით წავიდა ელმატარებელი. |
Posted by: ika55775 7 Dec 2019, 09:09 | ||
რას ამბობ ისე ხომ ისეთი ინტენსიური მოძრაობაა რაღაც სხვა იმალება მაგ მანევრის მიღმა |
Posted by: polaris 7 Dec 2019, 22:07 | ||
ika55775
რა უ ნდა იმალებოდეს, გაუფუჭდათ ეტყობა |
Posted by: Kublicha 7 Dec 2019, 22:14 |
polaris თუ გაფუჭდა დეპოსკენ თავის ხოდით როგორ წავიდა რომელი დადის გარდაბანში, ეს009 ? |
Posted by: polaris 7 Dec 2019, 22:26 |
Kublicha შეიძლება მარტო სამანევრო რეჟიმზე იწყობოდა სქემა, ან ერთი ვაგონი გაითიშა და ერთი დარჩენილი მოტორული ვაგონი ვერ გაქაჩავდა გრაფიკს, დეპოში კი წაათრევდა, |
Posted by: vatman 8 Dec 2019, 00:22 | ||
Kublicha
კონკრეტულად ეს იყო სავარაუოდ ერ-631, კაბინის მიხედვით სხვა მსგავსი არ არის polaris ika55775 eleqtro ვაგონები რაც იდგა სადგურში, ჯართში წავიდა თუ სადმე გადაადგილეს? და რკინიგზაში ეს დებილები როგორ ვერ ტვინავენ რო ადამიანური გრაფიკი ჰქონდეთ მატარებლებს, რომ მაქსიმაურად ბევრმა ხალხმა გამოიყენოს. |
Posted by: Kublicha 8 Dec 2019, 00:26 | ||
როგორ გეკადრებათ პატივცემულო. ერ699 ზუსტად ეგეთია |
Posted by: vatman 8 Dec 2019, 00:33 |
Kublicha ხო, მართალი ბრძანდებით |
Posted by: ika55775 8 Dec 2019, 07:42 | ||
თბილისიდან გარდაბანშიც თუ ელმავალმა წაიყვანა გეთანხმები რომ ელ სეწცია იყო გაუმართავი და ჩვეულებრივი ვაგონებივით ათრია ელმავალმა იქეთ აქეთ |
Posted by: polaris 8 Dec 2019, 20:56 | ||
vatman
ყიდიდნენ, მაგრამ რამდენი გაიყიდა და რამდენი ვერ, არ ვიცი. რაღაც ნაწილი თბილისი-სატვირთოში დგას, ელექტროდეპოსთან, გადასასვლელი ხიდიდან მოჩანს. |
Posted by: eleqtro 8 Dec 2019, 21:38 | ||
დღესაც ელმავალმა ჩაატარა რუსთავში გარდაბნის ელ.მატარებელი |
Posted by: brutal_88 9 Dec 2019, 00:55 |
ბოლო ბოლო თბილისის სადგურის ბაქნებს არაფერი ეშველება? სამარცხვინოა რაც რკინიგზაში ხდება, სხვა ქალაქებს აღარ ვამბობ, თბილისი რა დღეშია. არადა როგორი ინფრასტრუქტურა დაგვიტოვებს კომუნისტებმა, მეტროსთან ინტეგრირებული რკინიგზის სადგური, საკმაოდ კარგად განვითარებული სარკინიგზო ქსელით ქვეყნის მაშტაბით. ყველაფერს დედა ვუტირეთ. კიდევ კარგი სააკაშვილმა გააჯვა და თბილისის ზღვაზე თუ სადღაც დედიმისის ტრაკში არ გადაიტანა სადგური. |
Posted by: vatman 9 Dec 2019, 11:16 | ||||
ანუ გამოდის polaris ცარაუდი სიმართლესთან ახლოა, გაუამრთავია და ეგენი დაათრევენ ელმავლით brutal_88
სიმართლე რო ვთქვათ არავინ არ აპირებდა თბილისის ზღვაზე გადატანას სადგურის. ერთი იქნებოდა დიდუბეში, მეორე სამგორში. თავისი ცოდვები ჰყოფნით, კიდევ რაღაცეები რო არ შეტენოთ ნუ სამგზავრო მიმოსვლა ცენტრში რო უნდა დარჩეს ამაზე ალბათ ორი აზრი არ არსებობს |
Posted by: eleqtro 9 Dec 2019, 14:37 | ||
vatman
აქედან გამომდინარე რის იმედი უნდა გქონდეს კაცს, მაგრამ საათში ერთი თბილისი-გარდაბანი, თბილისი- გორი და თბილისი-თელავი დახატავდა ქვეყანას. იგივე დასავლეთს ეხება. |
Posted by: Kublicha 9 Dec 2019, 14:41 | ||
eleqtro
რაის თელავი, სანამ თელავიდან მატარებელი ჩამოჯაგჯაგდება, გომბორით ჩამოვა თელაველი, აქ იმუშავებს თავის სამუშაოზე და უკან დაბრუნებასაც მოასწრებს. იმაზე რომ არაფერი ვთქვათ რომ არათუ ელექტროფიკაცია, ლამის ლიანდაგებიც კი აღარ შემორჩა კახეთში |
Posted by: ika55775 9 Dec 2019, 16:51 | ||
ნუ მთლად ეგრეც არაა საგარეჯსა და თოხლიაურს შორისაა ერთი კვირის წინ გადაღებული აი გურჯაანი-წნორის მონაკვეთი კი მხოლოდ ლიანდაგები და საკონტაქტოს ბოძებია დარჩენილი |
Posted by: eleqtro 10 Dec 2019, 11:43 | ||
Kublicha
ნუ, ეგ ცნობილი ამბავია და გასასწორებელი როა, მაგას ვდარდობ ზუსტად. დანარჩენებზე მატარებლების გაშვებაა საჭირო, აქ + "რეაბილიტაციაც". თუმცა ტვეში ერთხელ სატვირთო კი დაგორავს. |
Posted by: SabaGEO 10 Dec 2019, 23:14 | ||
შახტარის თვითმფრინავს რა უნდოდა ჩვენთან? * * *
თემა შემშლია |
Posted by: Datvlas-vin-gtxovs 2 Jan 2020, 18:37 |
ახალი გზა (გვირაბი-ხიდი, რაც შენდება) რამდენი ხნით დაამოკლებს გზას თბილისიდან ბათუმამდე? |
Posted by: winrar 3 Jan 2020, 10:48 | ||
ერთი საათით შეამცირებს და 4 საათში ჩავაო. https://bpi.ge/tbilisi-makhinjauris-sarkinigzo-magistralis-proeqti-mnishvnelovania-anakliis-portis-ganvitarebistvis/ 100 კმ/სთ-იანი სარკინიგზო ხაზი 21-ე საუკუნეში მიღწევად უნდა რომ ჩათვალონ |
Posted by: Datvlas-vin-gtxovs 3 Jan 2020, 13:11 |
winrar ჩვენ'ნაირი მთა'გორიანი ქვეყნისთვის შეიძლება |
Posted by: levan_ts 8 Jan 2020, 16:44 |
https://www.facebook.com/kharagaulelebi/videos/2505835479528518/ საინტერესოა, ფილმია რკინიგზის მშენებლობაზე ხარაგაულის რაიონში ამასაც "არაშენდა" დაერქვა საბოლოოდ, ექვს წელზე მეტია "მშენებლობა" მიმდინარეობა და შედეგი არ არის. |
Posted by: ნიკა 8 Jan 2020, 23:12 |
levan_ts რაღა ექვსი? წინა ხელისუფლების დროს დაიწყო. |
Posted by: levan_ts 12 Jan 2020, 17:21 | ||
მართალია, მეც ასე მახსოვს, რომ წინა ხელისუფლების დროს დაიწყო. სავარაუდოდ ექვსი წელია ხარაგაულის სოფელ მოლითში რაც შევიდნენ და მანამდე ქვიშხეთი და ზვარე-ნუნისი იყო დატვირთული. საქმე ის არის, რომ ამდენ ხანში თავიდან აშენდებოდა რკინიგზა. |
Posted by: winrar 13 Jan 2020, 12:22 |
ამხელა პროექტი ასე თვითდინებით და მიშვებულად კეთდებოდეს ... საერთოდ ვადები არსებობს სადმე წერილობითი სახით დაფიქსირებული? |
Posted by: ნიკა 13 Jan 2020, 13:50 |
კიდევ რამოდენიმე წელი არ მორჩება აი ნახეთ. |
Posted by: levan_ts 13 Jan 2020, 16:53 | ||
რკინიგზის ვებ გვერდზე შესვლას აზრი არ აქვს, ინფორმაციას რომ ვნახულობ, ბოლოს 2016 წელს "გახსნეს" ქვიშხეთი-ზვარე, დიდი ხანია ვცდილობ მაგის გარკვევას უშედეგოდ. |
Posted by: ნიკა 13 Jan 2020, 22:40 |
ზაფხულის ფოტოები მიდევს მშენებლობიდან. ნებოძირში კიდე ხო (სახლები დაამგრიეს) და აი ზვარეში. სოფელში სადაც უნდა გაიაროს, ჯერ ნაკვეთებიც კი არ იყო გამოსყიფული ახლა რომ ვნახოთ რა მდგომარეობაა ნეტა. ისევ ისეა ის ნაკვეთები |
Posted by: eleqtro 16 Jan 2020, 11:42 |
რა მაგარი რაღაც არის "რკინიგზის დროით" |
Posted by: SabaGEO 23 Jan 2020, 15:32 |
https://www.currenttime.tv/a/ukraine-railways-deutsche-bahn/30392754.html ესეთი რამ ჩვენთანაც რომ მოხდეს რა კარგი იქნება |
Posted by: eleqtro 27 Jan 2020, 12:33 | ||
SabaGEO
უარი თქვეს გერმანელებმა |
Posted by: TramwayMan 28 Jan 2020, 23:31 |
|
Posted by: ნიკა 29 Jan 2020, 00:42 |
ვაა თოვლი. ერთი დათოვლილი კუკუშკით როგორ არ უნდა გავიკატაო. მარა მერე ბაკურიანში რა ჯანდავა ბაკეთო ნახევარი დღე სანამ უკან წამოვა |
Posted by: Kublicha 29 Jan 2020, 01:41 | ||
ნიკა
ცხრაწყაროზე ადი. 2 საბაგირო (გონოლა და ჩიარლიფტი) და ერთი ფუნიკულიორი დაგჭირდება დიდველიდან. ნუ ტაქსიც იქამდე მისასვლელად. მაგრამ არ ინანებ, ძალიან მაგარია ადგილია, მითუმეტეს თოვლი თუა. ვერც კი გაიგებ, როგორ გავა დრო, დაჟე აკონტროლე, არ გაგასწროს კუკუშკამ |
Posted by: ნიკა 29 Jan 2020, 16:08 |
Kublicha ანუ აქ ავიდე? https://www.openstreetmap.org/#map=18/41.69373/43.52544 მანდ ზაფხულში გავიყიდე და ახლა წარმომიდგენია რა იქნება |
Posted by: vatman 1 Feb 2020, 12:05 | ||
Kublicha
რომელზე უნდა ავიდეს კუკუშკა რომ არ გაასწროს? 2ს ნახევარზე რო ჩადის მერე, ბაკურიანში 1 საათი დგას მხოლოდ. და მაგ 1 საათში რა უნდა მოასწროს. მაშინ ბორჯომიდან 7 საათიანს უნდა გაყვე |
Posted by: Kublicha 1 Feb 2020, 13:06 | ||
vatman ნახევარი დღე რა ვაკეთოო და... ნიკა
გაიყიდე თუ გაიყინე? ორივე ახლოა რეალობასთან. ზაფხულში 15ლარი უნდა ბოლომდე ასვლას |
Posted by: ნიკა 2 Feb 2020, 12:21 | ||||
Kublicha
რაის 15 ლარი. მანქანით ავედი 7 წელი გასულა ამასობაში https://www.facebook.com/photo.php?fbid=4819368974763&set=a.4819352894361&type=3&theater |
Posted by: ნიკა 9 Feb 2020, 20:09 |
ვიყაქვი დღეს საუღელტეხილოს სანახავად. სავარაუდოდ ჩინელები გაიქცნენ. არანაირი მუშაობა არ მიდის. ზაფხულის მერე ვერაფერი ახალი ვერ შევნიშნე. ხიდის ბურჯებია ბეჟათუბნის და ზვარის გვირაბებს შორის დასრულებული და წინაზე არ იყო. მეტი არაფერი. კიდევ 10 წელი არ მორჩება ეგ გზა ისეთი პირი უჩანს. |
Posted by: don gajetino 14 Feb 2020, 13:30 |
გუნცაძე და ჯიშკარა ხო იღებენ 10კ+ ხელფასებს? ზუგდიდი-თბილისის მატარებელს ცეცხლი გაუჩნდა https://www.facebook.com/353943391364252/posts/2891512050940694/ |
Posted by: Kublicha 15 Feb 2020, 00:20 |
ეეე, ვმკ გავიდა მარილზე? |
Posted by: ioane.mtacmindeli 18 Feb 2020, 18:11 |
რიკოთზე მშენებარე ახალი სარკინიგზო ხაზე, გვირაბების მშენებლობაზე რა სიტუაციაა, მიდის მშენებლობა თუ გაჩერებულია? |
Posted by: ნიკა 18 Feb 2020, 19:26 |
ioane.mtacmindeli არ შენდება რიკოთზე არანაირი რკინიგზა. ეს ემიგან საჩუქრად. https://www.facebook.com/photo.php?fbid=10215097585345676&set=a.10204469394487547&type=3&theater |
Posted by: ioane.mtacmindeli 19 Feb 2020, 00:57 | ||
ე.ი. ჩქაროსნული რკინიგზის პროექტი რომ ხორცირლდებოდა, აღარ შენდება? * * * ხომ შენდებოდა გვირაბების , როგორც ვიცი ჩინეთის რკინიგზა აშენებდა, რა ბედი ეწია, გააჩერეს და დააკონსერვეს? |
Posted by: ნიკა 19 Feb 2020, 10:25 |
ioane.mtacmindeli რიკოთზე რკინიგზა არასდროს იყო. რკინიგზა სურამის უღელტეხილით გადადიოდა ლიხის (სურამის) ქედზე. ახლა სურამის (წიფის) გვირაბით გადის. რიკოთის უღელტეხილზე და გვირაბში მხოლოდ საავტომობილო გზა გადადის. რაც შეეხება ქვიშხეთი-ზვარე-მოლითი მონაკვეთის მშენებლობას აქ წერია მისი მიმდინარე სტატუსის შესახებ. https://forum.ge/?showtopic=35065112&view=findpost&p=55822145 |
Posted by: ioane.mtacmindeli 20 Feb 2020, 11:24 | ||
ე.ი. აღარ შენდება, დაკონსერვებულია. |
Posted by: ნიკა 20 Feb 2020, 13:30 | ||||
ioane.mtacmindeli
არაფერი ეტყობოდა მშენებლობის.
მე უფრო მიგდებულს დავარქმევდი. დაკონსერვება ცალკე ხარჯს მოითხოვს და ეტყობა არ ჩათვალეს საჭიროდ რომ გაეღოთ ეს ხარჯი. ნებოძირში ის დანგრეული სახლები ისევ ისეა. არა და ფაქტიურად გვირაბიდან დაწყებული ჩხერიმელას ხიდამდე სულ მოსაჭრელი აქვთ გრუნტი. ზვარეში სოფელს მიადგნენ ქვედა მხრიდან და გაჩერდნენ. ხიდია ასაშენებელი და მთელი სოფელი უნდა გადაკვეთოს ხაზმა, თუმცა რეესტრის მიხედვით რამოდენიმე ნაკვეთი, რომლებზეც რკინიგზამ უნდა გაიაროს, ისევ კერძო საკუთრებაში რჩება. |
Posted by: ioane.mtacmindeli 20 Feb 2020, 17:44 | ||||||
ამ მშენებლობის შეჩერებით დიდი მავნებლობა აქვთ ჩადენილი |
Posted by: eleqtro 25 Feb 2020, 18:15 |
ვინძლო დაგაინტერესეოთ https://www.facebook.com/POSTV.Main/videos/2713584588690820/ ფბ-ს ლინკის ემბედი როგორ კეთდება არ მცოდნია თურმე |
Posted by: otokarcobra 25 Feb 2020, 21:19 |
ioane.mtacmindeli რკინიგზის და სხვა ობიექტების დაძირვის დავალება აქვთ მიღებული, როგორც იანუკოვიჩი შვებოდა |
Posted by: zabzu 26 Feb 2020, 08:35 |
მინიატურული მატარებლების მიზეუმში ვიყავი ძაან მაგარი სანახაობა იყო, ასეთი რამე თუ არის საქართველოში სადმე |
Posted by: levan_ts 26 Feb 2020, 17:17 |
რა სევდიანი თემაა. მიძინებული, მიგდებული რკინიგზის მშენებლობა, გასაცოდავებული ინფრასტრუქტურა და სამგზავრო მატარებლები დღეში ერთხელ ავლა-ჩავლით. https://bm.ge/ka/article/quotsaqartvelos-rkinigzisquot-modernizaciis-proeqtis-dasruleba-2019-wlis-noembershi-igegmeba/11655 |
Posted by: ნიკა 26 Feb 2020, 17:37 | ||
ეს პროექტი პირდაპირ კავშირშია ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარების კონცეფციასთან-ო აბა აწი გასაგებია რაც ხდება |
Posted by: bach_ka 27 Feb 2020, 23:12 |
როდის იქნება ჩვენთანაც ეს სიჩქარეები იტალიური Frecciarossa. 200 კილომეტრი საათ და 10 წუთში დაფარა. ყველაზე კაიფი მაინც კომფორტია და ეს დგნ-დგნ რო არ გესმის ისეთი შეგრძნებაა რომ ლიანდაგი მთლიანად არის ჩამოსხმული გადაბმის გარეშე. |
Posted by: ika55775 28 Feb 2020, 16:47 | ||
არასდროს |
Posted by: Kublicha 28 Feb 2020, 21:20 | ||
აუ რა მაგარია. რომელ ქალაქშია? ნიუ იორკში? |
Posted by: polaris 28 Feb 2020, 23:09 |
ნიკა ქვიშხეთი-ზვარეს გვირაბზე რა ხდება? დასრულდა ორივე პარალელური გვირაბი? თუ ეგეც მიგდებულია, დავაწვეთ, დავათვალიეროთ. |
Posted by: ნიკა 28 Feb 2020, 23:56 | ||
polaris
არც მივსულვარ იქით. არ ვიცი რა სტადიაზე არიან. ერთი შენი რევიზია უნდა მაგათ |
Posted by: ika55775 1 Mar 2020, 09:12 | ||
|
Posted by: iviko18 4 Mar 2020, 16:55 |
რკინიგზის აპლიკაცია აღარ იძებნება ფლეი სთორში, ეგეც ჩაძირეს ამ უნიათოებმა? |
Posted by: levan_ts 21 Mar 2020, 16:46 |
არსებული მატარებლის რეისები მაინც შეიყვანონ გუგლის რუკაზე მარშრუტის ძებნისას, ვერაფერი რომ ვერ იძებნება. |
Posted by: რობი 21 Mar 2020, 16:52 | ||
ძალიან მარტივად შეიძლება მსგავსი რაღაცების გაკეთება, მაგალითად ქუთაისიდან, ზუგდიდიდან და ა.შ. ქალაქებიდან მარშუტკებსაც თავისი გრაფიკები აქვთ მარა მაინც უნდა იმკითხაო იმიტომ რომ თვითონ ###ზე ჰკიდიათ და ჩვენც უსერვისობას ძალიან შეჩვეულები ვართ. |
Posted by: levan_ts 25 Mar 2020, 15:02 | ||||
მარშუტკებს რაც შეეხება, ეგ ბაზარი თავისუფალია შედარებით (თუ არ ლობირებენ მაგასაც) და როგორც თავის დროზე ტაქსებისაზე მოხდა, სავარაუდოდ, მანდაც შემოვა უკეთესი სერვისების მქონე კომპანია და მერე დაამატებენ. ახლა ხშირ შემთხვევაში მარშუტკით სარგებლობას ფეხით წასვლა ჯობია იმდენაც საზიზღარი სერვისი აქვთ, თუ შენიშვნა გამოთქვი შეიძლება არც წაგიყვანონ და დამატებით ნერვებიც მოგიშალონ, რბილად რომ ვთქვათ. მაგრამ რკინიგზას რა ეშველება, ეგ ხომ სახელმწიფო მონოპოლიაა და სახელმწიფოს (განსაკუთრებით ამ მთავრობას) საერთოდ არ ადარდებს სამგზავრო რკინიგზა (ცალკე თემაა გადაზიდვებში რა ხდება). აქ ან უნდა ვიმოქმედოთ ხალხმა რომ "გაინძრნენ" ან გაყიდონ ან არადა ვიყოთ ასე 20 წლის შემდეგაც 2017 წელს "გახსნილი" გვირაბით და "უძრაობის" ხანის რკინიგზის გვერდით და მისი დაძველებულ-დაღვინებული "მიმდინარე პროექტებით". |
Posted by: MAST_WEB 25 Mar 2020, 16:01 | ||
სავარაუდოდ ჰამბურგის მინიატურების მუზეუმში იყო 2014 ვიყავი მანდ და მაგრად გაასწორა, რკინიგზა რამდენიმე კილომეტრია, შენობაში სართულებზე ადის, დიდი სამართავი ცენტრი აქვთ. მარტო რკინიგზა კი არა თითქმის ყველაფერია, სხვადასხვა ქვეყნები და ქალაქები, აეროპორტები, პორტები და ა.შ. განათებაც ისეა მოწყობილი ღამდება და თენდება. თუ ისეთი კუთხიდან უყურებ რომ ხალხი არ გხვდება თვალში, მომენტებში გგონია რომ რეალურ ადგილს უყურებ ვიდეო ვერანაერად ვერ გადმოსცემს იმ ეფეტს რაც იქ ადგილზე ხდება |
Posted by: levan_ts 3 Apr 2020, 15:17 |
ხომ არ ვთხოვოთ "საქართველოს რკინიგზას" განსაკუთრებით ვებგვერდზე პასუხისმგებელ პირებს, აუხსნან მოსახლეობას, როგორ შეეგუონ ადვილად "უძრაობას". დიდი გამოცდილება აქვთ. |
Posted by: N_E_M_O 23 Apr 2020, 22:33 |
მეგობრებო სადმე არ არსებობს მონაცემები სადაც ვიპოვი თითოეული რეისის გაჩერებებს? საიტზე ვერ ვპოულობ. ის კი ვიცი რო შტადლერი აჩერებს მხოლოდ ურეკში და ქობულეთში |
Posted by: levan_ts 29 Apr 2020, 02:39 | ||
თუ არ ვცდები თუ მიუთითებთ დანიშნულებას შესაბამის მატარებელს გაჩვენებთ, მაგალითად, თუ მიუთითებთ სამტრედიას გამგზავრების ადგილად და ხარაგაულს დანიშნულების, გაჩვენებთ რა მატარებელი მიდის იქ https://tkt.ge/railway, ასევე ქონდათ მოძრაობის საერთო განრიგი http://www.railway.ge/modzraobis-saerto-ganrigi/ მაგრამ ახლა არცერთი არ მუშაობს * * * საინტერესო გადაცემების ციკლია https://youtu.be/_tBShAk6CCE, რაც აშენდა ოდესღაც 100 წლის წინ. მაშინ ნაკლები დრო მოანდომეს ვიდრე ახლა ქვიშხეთი-ზესტაფონის მონაკვეთს (რომელსაც შეიძლება 100 წელიც კი დაჭირდეას) |
Posted by: levan_ts 6 May 2020, 13:33 |
ნახეთ, რამხელა პროექტი მიმდინარეობს! კარგია, რვა წლის განმავლობაში კი გაკეთებულა რაღაც! http://www.railway.ge/sarkinigzo-gadasasvlelebi-rezinokorduli-fenilit-moewyoba/ |
Posted by: Didgori_3 6 May 2020, 15:41 | ||
ვა საიტი განუახლებიათ, ბოლოს რო ვიყავი უფუნქციო იყო ფაქტიურად. ბმულებზე მაინც არ გადადის მარა ალბათ პანდემიის გამო. |
Posted by: GreenWestHam 15 May 2020, 22:17 |
50 მლნ ლარი ბიუჯეტიდან - რკინიგზას სამგზავრო გადაყვანაში კონკურენტი კიდევ რამდენიმე წელი არ ეყოლება https://bm.ge/ka/article/50-mln-lari-biujetidan---rkinigzas-samgzavro-gadayvanashi-konkurenti-kidev-ramdenime-weli-ar-eyoleba-/56482 თან აჩანაგებენ რკინიგზას და თან ჩვენ უნდა შევინახოთ ბიუჯეტის ფულის ყველაფერში ასეთი არათანმიმდევრულები როგორ არიან რა. თან ტურისტულ ქვეყანად ასაღებდე თავს და თან არაფერს აკეთებდე რკინიგზის გაუმჯობესებისთვის, რაც ყველა ევროპულ ქვეყანაში გადაადგილების ნ1 საშუალებაა, როგორ შეესაბამება ეს ერთმანეთს? სალობიე აირზენა რომ სახელმწიფო სუბსიდირებაზე გადავიყავნოთ, დაახლოებით ეგ ვარიანტია. თუმცა ისინი ავად თუ კარგად, რეისებს მაინც ახორციელებენ. ჩვენი რკინიგზა ნახევარ ქვეყანასაც ვერ ფარავს, პირობებს რომ თავი დავანებოთ. აქედანვე რომ გვიყომარებენ, 10-15 წელი კიდევ არ გამოსწორდება ეს სიტუაციაო, ეს არის გასაგიჟებელი |
Posted by: Didgori_3 15 May 2020, 22:44 |
GreenWestHam რკინიგზის სამგზავრო გადაყვანები ყველგან სუბსიდირდება თითქმის მსოფლიოში, სატვირთო გადაყვანებშია ძირითადი მოგება, მაგრამ სამგზავრო გადაყვანებიც ასრულებენ თავის როლს და არც უკონკურენტოა რკინიგზა, რელსებზე არ ყავს კონკურენტი, თორემ ავტობუსები-მარშუტკები და თბილისი-ბათუმის თვითმფრინავიც რეალურად ერთიდაიგივე მარკეტზე მუშაობს. |
Posted by: GreenWestHam 15 May 2020, 22:56 | ||
Didgori_3 ზოგადად სუბსიდირების მოწინააღმდეგე არ ვარ, თუ განვითარებაზე იქნება ორიენტირებული. ეგრე თბილისის სატრანსპორტო კომპანიასაც ვაბსუსიდირებთ, მაგრამ არ გამომითქვამს პრეტენზია, იმიტომ რომ ჩანს სასიკეთო ძვრები. იმავეს ვერ ვიტყვით რკინიგზაზე.
ღადაობ? ევროპაში უკვე შიდა ფრენებთანაც მნიშვნელოვან კონკურენციაში შედის რკინიგზა, გამომდინარე იქიდან რომ ბევრად მოსახერხებელია, ბიუროკრატიულ მექანიზმებს არ საჭიროებს და დროშიც საშუალო მანძილებზე დიდ განსხვავებას არ იძლევა. ნუ მარშუტკაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ, არც ერთ შემთხვევაში არ უნდა იყოს საქალაქთაშორისო ტრანსპორტი, მით უმეტეს იმ სახით, რაც დღეს არის, საერთოდ არაფრის კონკურენტს არ უნდა წარმოადგენდეს. |
Posted by: Didgori_3 15 May 2020, 23:05 | ||||
გეთანხმები, უსაფრთხოების არანაირი სტანდარტი არაა და ბევრი პრობლემა აქვს ძალიან. უბრალოდ დღესდღეობით არის ბაზარზე და ამიტომ გასათვალისწინებელია ეგეც. ერთი რაც მაფიქრდება, რომ შეუძლია გააკეთონ, მინიმუმ საიტი უნდა ჰქონდეს გამართული და უცხოელ ტურისტებზეც უნდა იყოს მორგებული ცოტა უფრო მეტად.
საშუალო ევროპელს რა ფულის გადახდის შესაძლებლობაც აქვს იგივე ქართველს არ აქვს, ამიტომ ჯერ-ჯერობით თვითმფრინავით გადაადგილება ვერ გაუწევს კონკურენციას სახმელეთო ტრანსპორტს და თავად მასაც სჭირდება სუბსიდირება. ევროპაშიც ძალიან უჭირს რკინიგზას სამგზავრო გადაადგილებები, რამოდენიმე პატარა მონაკვეთია სადაც მომგებიანია, ეგეთი საქართველოშიც გვაქ მგონი, მაგ სტატიაში ეწერა მაგალითად ბათუმი-თბილისი მომგებიანიაო(არ ვარ დარწმუნებული, ალბათ მართალია ზაფხულის სეზონზე), მაგრამ სხვა მიმართულებების გაუქმება რამდენად მოგვცემს უკეთეს შედეგს არ ვიცი. |
Posted by: levan_ts 16 May 2020, 04:48 |
როგორ იქნება მომგებიანი როდესაც თბილისიდან ზესტაფონამდე ჩასვლას ანდომებს სამ საათს? იგივე გზას მარშუტკა ანდომებს ორ საათს, როდესაც მატარებლით მგზავრობა გაცილებით სწრაფი უნდა იყოს. გვირაბები რომელსაც ორ-სამ წელიწადში ერთხელ "ხსნიან" ჯერ კიდევ დაუსრულებელია და მოძრაობა არ არის გადართული არცერთზე, წარმოიდგინეთ არცერთ გვირაბზე (ქვიშხეთი - ზესტაფონის მონაკვეთზე). წესით საათნახევარი უნდა ჭირდებოდეს დაახლოებით ამ მანძილის დაფარვას. ჩქარი რომ იყოს მაშინ ხალხი ივლიდა სამსახურებში და სასწავლებლებში სხვადასხვა ქალაქებიდან და სოფლებიდან. ასევე რომ იყოს მოკლე მანძილზე ე.წ. ელექტრიჩკები, რომლებიც ჩქარი მატარებლის გაჩერებებიდან ადვილად მიიყვანდა ხალხს პატარა სადგურებში თუ ბაქნებზე. პირადად ვიცხოვრებდი დიდი სიამოვნებით სოფელში, ყოველ შემთხვევაში შაბათ-კვირას წავიდოდი, მაგრამ გზა იმდენად დამღლელი და დროში გაწელილია, პლიუს იმდენად მოუწესრიგებელია "ჩქარი" მატარებლის გაჩერებიდან ჩემი სოფლის სადგურამდე მისვლა, რომ ახლა სოფელში წასვლა ხშირად და რეგულარულად ძალიან რთულია. ყოველდღე შემოვდივარ აქ და ველოდები სიახლეს. ვეძებ ინტერნეტში ქვიშხეთი - ზვარეს გვირაბის შესახებ სიახლეს მაგრამ ყველაზე "ახალი" 2017 წლის ამბებია, როდესაც კვირიკაშვილმა "გახსნა" გვირაბი, რომელიც ჯერ კიდევ დაუსრულებელია და ზვარედან (დასავლეთის პორტალიდან) არსებულ რკინიგზამდე დაერთება მგონი დაწყებულიც არ არის. ვებ გვერდი საერთოდ წინა საუკუნის აქვთ, მანდ პროექტებში ანაკლიის პორტთან მიმავალი რკინიგზა აქვთ ჯერ კიდევ, რომელსაც, ცხადია, განხორციელება არ უწერია (არადა სასაცილოა - მეორე სახლი ანაკლიაში მაქვს და იქაც ვერ ჩავდივარ ნორმალურად). |
Posted by: otokarcobra 22 May 2020, 13:32 |
Same shit, Different day |
Posted by: levan_ts 22 May 2020, 20:43 |
ყარსი-ახალქალაქია? ესეც გაჩერებულია? |
Posted by: Didgori_3 22 May 2020, 21:38 | ||
ეგ მუშაობს მგონი უკვე. |
Posted by: levan_ts 22 May 2020, 22:07 | ||||
ის რა ადგილია, სურათებში? ვერ ვიცანი |
Posted by: Didgori_3 22 May 2020, 23:55 | ||
ზუსტად არ ვიცი, ამ თემაში სხვები უკეთ გეტყვიან, მაგრამ მგონი ის ადგილია სადაც თურქული სტანდარტის ლიანდაგებზე გადასვლა ხდება შემადგენლობების. |
Posted by: levan_ts 29 May 2020, 12:19 | ||||
დიდი მადლობა, უბრალოდ კომენტარი იყო ისეთი, არაფერი შეცვლილა თითქოს |
Posted by: eleqtro 29 May 2020, 16:40 |
როგორც სტრატეგიული ობიექტი - რკინიგზის ინფრასტრუქტურა არ უნდა გასხვისდეს, თუმცა სერვისების მიწოდება რკინიგზის ინფრასტრუქტურით უნდა იყოს თავისუფალი და შეუზღუდავი. ვგულისხმობ როგორც სატვირთო, ისე სამგზავრო სერვისებს. |
Posted by: vatman 31 May 2020, 18:57 |
ერთადერთი მაგისტრალური თბომავლები უკრაინაში გაყიდეს https://trainpix.org/photo/276031/ |
Posted by: Niku7a 1 Jun 2020, 13:26 |
სამგზავრო მიმოსვლა აღდგა? მანდ როგორაა საქმე? პირბადე თუ არ გიკეთია არ გავა შემაგენლობა? |
Posted by: levan_ts 4 Jun 2020, 19:08 | ||
სავარაუდოდ არა, რაც ვნახე, ჯერ არ იციან როდის აღდგება * * * მეგობრებო, ქვიშხეთი-ზვარე საერთოდ გააჩერეს, თუ იცით? რაიმე ხდება ქვიშხეთი-ზესტაფონის მონაკვეთზე? მადლობას გიხდით წინასწარ |
Posted by: ნიკა 5 Jun 2020, 15:35 | ||
levan_ts
ზუსტად მაგაზე დასაწერად შემოვედი. ის ლეგენდარული მეწყერი დაიძრა როგორც ჩანს. ქვიშხეთი-ზესტაფონის მონაკვეთზე ახალი რკინიგზის მშენებლობა გადავადდა რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტის დასრულება 2021 წლის ბოლომდე გადავადდა. ამის შესახებ ინფორმაცია „საქართველოს რკინიგზას“ პრესცენტრიდან მოვიპოვეთ. „საქართველოს რკინიგზაში“ პროექტის გადავადების რამდენიმე მიზეზს ასახელებენ. ხარაგაულში, სოფელ ზვარეს ტერიტორიაზე განვითარდა საშიში გეოლოგიური პროცესი, რომელიც დარგის ექსპერტების მიერ კლასიფიცირდება, როგორც ფართომასშტაბიანი დაძვრითი ტიპის გრანდიოზული მეწყერი. ამის გამო სარკინიგზო ხაზი არსებული კორიდორის მოპირდაპირე მხარეს ხიდის საშუალებით გადავა. ცვლილება შეეხო სადგურ მოლითის ტერიტორიას, რადგან ეს შენობა კულტურული მემკვიდრების ძეგლის სტატუსს ატარებს. ამიტომ კონტრაქტორს ალტერნატიული საპროექტო დოკუმენტაციის შემუშავება დაევალა. ახალი რკინიგზის – ქვიშხეთი-ზესტაფონის მონაკვეთის მშენებლობა 2011 წლის აპრილიდან მიმდინარეობს. რკინიგზის მშენებლობის გამო ზვარეში მეწყერული პროცესები 2017 წლის მაისში დაიწყო. რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტს ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიურო ახორციელებს. ნინო კაპანაძე ფოტოზე: მეწყერი ზვარეში, 2017 წ. ესეც ბმული chemikharagauli.com/?p=36949 მაგ მეწყერის დრონიდან გადაღებული ფოტოების სანახავად გადაახვიეთ უკან. ჩემი ფოტოები დევს და კარგად ჩანს. * * * გაქმეს გაგიმარტივებთ. აი ესაა ის მეწყერი შარშან ზაფხულში https://forum.ge/?showtopic=35065112&view=findpost&p=55041252 |
Posted by: winrar 5 Jun 2020, 17:14 |
რა ეშველება, უნდა მოჭრან და გაიტანონ? პრინციპში მაგხელა მეწყერი გლდანშიც კია |
Posted by: iviko18 5 Jun 2020, 17:57 |
2021 წლის ბოლოს თუ მორჩა ძალიან მაგარი იქნება, მაგრამ იმდენი საქმეა დარჩენილი ალბათ 5 წელი მაინც მოუნდებიან. |
Posted by: levan_ts 5 Jun 2020, 18:17 | ||||
დიდი მადლობა. როგორც ჩანს კიდევ გაგრძელდება ეს პროექტი, სამუშაოები ძალიან ნელი ტემპით მიმდინარეობს და ბევრი ცვლილებაა, სავარაუდოდ ბევრი რამ უნდა გაეთვალათ თავიდანვე. 10 წელიწადი ამხელა მონაკვეთისთვის ძალიან ბევრი მგონია, გადაჭარბებული. თბილისიდან ზესტაფონში ჩასვლას სამი საათი არ უნდა ჭირდებოდეს |
Posted by: ნიკა 6 Jun 2020, 01:01 | ||
winrar
ხო წერია ტექსტში. მეორე ნაპირზე გადასვლა გადაწყვიტეს ხიდით, რაც მთლიანად ცვლის მაგ ხეობის დიდ ნაწილში პროექტს. ფოტოებზე თუ ნახავთ იმის წინა პოსტში ჩანს როგორ გრძელდება მაგის მერე რკინიგზა, ხოდა მერე ისევ უნდა დაბრუნდეს იმავე ნაპირზე მეორე ხიდით, მოკლედ ბევრი რამეა, მათშორის ის რომ ისევ სოფელში გადის ოღონდ ამჯერად უკვე სოფელ ჩრდილში და მიწები იქნება ხელახლა გამოსასყიდი. |
Posted by: levan_ts 7 Jun 2020, 19:02 |
უკვე აშენებულ გვირაბებს რატომ არ ხსნიან, მაგალითად ლაშედან ძირულის მიმართულებით, ძირულის სადგურამდე და სადგურის შემდეგ, ქარხნის ბოლოდან წევამდე, ორი გვირაბია, ლიანდაგის გადართვა ჭირდება მხოლოდ, არც ნგრევა და არც შორს წასვლა არ არის საჭირო, აშენებულია უკვე ორი ან მეტი წელია და არ გადაყავთ მოძრაობა. |
Posted by: ნიკა 7 Jun 2020, 23:54 |
levan_ts ლაშეს გვირაბი ჯერ კიდევ ღარიბამ "გახსნა" პრემიერობისას |
Posted by: levan_ts 8 Jun 2020, 11:44 | ||
https://www.youtube.com/watch?v=IvR6Dor4WiM&feature=emb_logo, ეს არის. ასეთი სამი გვირაბია, რაც ვიცი, შეიძლება უფრო მეტიც არის, დასრულებული, არსებული ლიანდაგის გასწვრივ, მხოლოდ ახალი ლიანდაგის დაგება და მოძრაობის გადართვა უნდა წესით, საინტერესოა ამას რაღა უშლის ხელს, ვის ელოდებიან? |
Posted by: რობი 8 Jun 2020, 22:05 | ||||
მყიდველს საცოდაობა ხდება მთელ რკინიგზაში |
Posted by: ნიკა 11 Jun 2020, 19:12 |
მოგეხსენებათ საკადასტრო რუკის შესწავლა საკმაოდ ნაყოფიერია მომავალი მშენებლობების ადგილების გასარკვევად. ესაა ზვარეში არსებული სიტუაცია. წითლად მოვნიშნე ძველი მარშუტი, რომელიც მეწყერის გამო ვეღარ განხორციელდება. ლურჯით ახალი მარშუტი და ორი ნაკვეთი. ერთი ქვედა მოგრზო ახალი დარეგისტრირებულია სახელმწიფოზე. ალბათ მალე გადასცემენ რკინიგზას. აი ზედ ამომრგვალო 36.48.36.004 კი შპს "ზვარე"-ს ეკუთვნის. ანუ ხვდებით რომ ზვარის მინერალური წყალი სადაც გამოდის მიწიდან მაგ ადგილას აპირებენ რკინიგზა გაატარონ შპს ზვარეს მთელ ქონებას ადევს საგადასახადო გირავნობა და ალბათ აახევენ ამ ნაკვეთს. |
Posted by: polaris 11 Jun 2020, 19:42 |
ნიკა კაი მოსახვევები კი გამოსდით. ძველ მარშრუტზე ალბათ იმდენად არასტაბილური გრუნტია, რომ მეწყერდამცავი გალერეაც გამორიცხეს. 8 კილომეტრიანზე არის პერსონალი? |
Posted by: ნიკა 11 Jun 2020, 19:47 |
polaris მოსახვევს რამეს მოუხერხებენ ალბათ. აბა ისე რა აზრი ჰქონდა მაგ გზას თუ მოსახვევები ისევ მცირერადიუსიანი დატოვეს არ ვიცი ვინმე ახლა თუ მუშაობს, თებერვლის მერე იქ არ ვყოფილვარ. |
Posted by: levan_ts 12 Jun 2020, 14:17 | ||
მოლითის სადგურისკენ რომ წავიდეს პირდაპირ, უფრო უპრიანი არ იქნებოდა? |
Posted by: ნიკა 13 Jun 2020, 10:16 | ||
levan_ts
მთელი აზრი მაგ ახალი გზის იყო მცირე ქანობი და დიდრადიუსიანი მრუდები. ამიტომ აკეთებს ამხელა რკალს რომ ნელ-ნელა დააგდოს სიმაღლე. ნახე ფოტოებზე რამხელა სიმაღლეზეა ამჟამინდელი გზა ზვარის ხიდთან (სადაც გვირაბში შედის). მანდედან რომ ეგრევე მოლითისკენ გაუშვან სადგურში რო ვეღარ გაჩერდება ხომ კაი, და შემდეგ მოსახვევში გადაფრინდება ჩხერიმელაში, იმხელა სიჩქარე ექნება. |
Posted by: levan_ts 13 Jun 2020, 17:07 | ||||
მადლობა, ადრეც წავიკითხე, რომ რკალი სიჩქარის დასაგდებად იყო, უკაცრავად დილეტანტის თვალით ვიყურებ და ამიტომაც მაქვს ასეთი მოსაზრებები. უბრალოდ ეს რკალი დასავლეთით ხომ არ ჯობდა გაგრძელებულიყო, თუნდაც ზიგზაგისებურად, ამით ხომ მანძილშიც მოვიგებდით. * * * კიდევ მაინტერესებს გვირაბები და ხიდები ხარაგაულამდეც ემატება? ასევე მაინტერესებს, როგორც ავტობანის შემთხვევაში ხდება, დასრულებულ გვირაბებზე რატომ არ ხდება გადართვა, რომლებიც ლიანდაგის გასწვრივ არიან, ხარაგაული წევის მონაკვეთზე. მანდაც მეწყერი ხომ არ უშლით ხელს. ადრეც დავსვი ეს კითხვა და რკინიგზის მოგების კატასტროფული გრაფიკიც ვნახე პასუხად. ამის მიუხედავად, თუ ზვარეს გვირაბის გახსნას აპირებენ და როგორც ამბობენ, ბოლომდე არ "ჩაუქნევიათ ხელი" მოდერნიზაციის პროექტზე, ის გვირაბები ხომ მაინც იქნება შეღავათი მგზავრობის დროში შესამცირებლად. |
Posted by: polaris 13 Jun 2020, 22:57 |
მეორე გვირაბებს სავარაუდოდ იმიტომ არ ხსნიან, რომ სანამ უღელტეხილზე რჩება ერთლიანდაგიანი მონაკვეთი, ზესტაფონი-ხაშურის მონაკვეთის გამტარუნარიანობას ეს მიანც არ გაზრდის. |
Posted by: Artgeo 15 Jun 2020, 16:07 |
ეს სინდარი რომელი ქალაქი ან სოფელია? ან б.б. რას ნიშნავს? |
Posted by: Fabian 15 Jun 2020, 20:38 | ||
Artgeo
სავარაუდოთ სანდარი იგულისხმება, ანუ დღევანდელი მარნეული |
Posted by: ElChico 15 Jun 2020, 21:40 |
რახდება რკინიგზაში ვერ გააკოტრეს? Sorry, Tkven unda daagrovot 100 postingi da iyot forumze 7 dgeze meti xani daregistrirebuli rom dapostot am ganyofilebashi |
Posted by: polaris 17 Jun 2020, 00:41 |
https://www.facebook.com/kharagaulelebi/videos/2505835479528518/ 4:19-ზე რა ხდება და სად? |
Posted by: levan_ts 17 Jun 2020, 13:16 |
აყვავებულა რკინიგზა და ჩვენ არ ვიცოდით: https://www.facebook.com/imediskvira/videos/849034162255528/ |
Posted by: ნიკა 17 Jun 2020, 13:19 | ||||
polaris
ჩინეთიდან ევროპაზე მატარებელმა უნდა გაიაროსო? * * *
აშკარად ჩამოენგრათ მოწა რომელიღაც გვირაბში? მთავარი გვირაბი ეგ არ უნდა იყოს. არც ზვარე-ბეჟათუბანი გვირაბს ჰგავს, მანდ ეგრევე პორტალი მთაში ღრმად შედის და კალთები ძალიან ციცაბოა, უფრო ბეჟათუბანი-ნებოძირის რაღაც მონაკვეთი იქნება ეგ. |
Posted by: DEISEL 18 Jun 2020, 14:39 | ||
ნიკა
სავარაუდოდ ეგ იქნება სოფელ ანიულას პორტალთან ახლოს, სოფელ ბეჟათუბანში მიმავალი გზის კვეთასტან პატარა ხევში, რადგან მანდ გვირაპის ზედაპირი და ხევის ნიშნული ძალიან ახლოს უნდა იყოს ერთმანეთთან |
Posted by: Niku7a 18 Jun 2020, 20:15 |
ვინმემ იმგზავრეთ რკინიგზით? არის პირობები? პირბადეებში გაძლებს კაცი ბათუმამდე? სხვა რა შეზღუდვებია? მადლობა. |
Posted by: teklikie 29 Jun 2020, 14:39 |
ბავშვი მიმყავს პირველად მატარებლით წელს ზღვაზე და რომელი ადგილია უფრო კომფორტულია? 5 წთ ვერ ძლებს დამჯდარი და 5 სთ რომ როგორ უნდა გავაძლებინო ნეტა ასევე სხვას პირისპირ რომ ვუყურებდე ეგეთი ადგილი არ მინდა და ზურგით რომ ვიჯდე არც ეგეთი ადგილი მმინდა და მირჩიეთ რა ფლიიიიიიზ რომელი ავიღოო |
Posted by: hadesnexus 29 Jun 2020, 15:48 | ||
მასეთი ადგილი თვითმფრინავშიც კი არ არსებობს, დარჩი თბილისში. |
Posted by: SabaGEO 30 Jun 2020, 14:04 | ||
სადგურში უნდა მიხვიდეთ და იქ იყიდოთ, ინტერნეტში ადგილის არჩევა შეუძლებელია, ვერ მოაბეს თავი წესიერი საიტის გაკეთებას |
Posted by: levan_ts 5 Jul 2020, 17:44 | ||
ვიმგზავრე ზესტაფონიდან თბილისამდე ფოთი - თბილისის მატარებლით (ჩქარი), კონდენციონერი მუშაობდა და გრილოდა, პირობები სტანდარტული, პირბადეს დიდად არ შევუწუხებივარ. სავარაუდოდ გაძლებთ |
Posted by: ნიკა 5 Jul 2020, 23:27 |
საუღელტეხილოზე საერთიდ გაჩერებულია ყველანაირი მუშაობა. ფოტოებიც არ გადამიღია. |
Posted by: polaris 6 Jul 2020, 00:55 | ||
ნიკა
გავამზადო კასკა და ჟილეტი? |
Posted by: narcoTOURIST 6 Jul 2020, 08:57 |
ოზურგეთის მატარებლის სკამების განლაგება როგორია, თუ იცით? აპლიკაციიდან მინდა ყიდვა, მთავაზობს 3 და 4 ადგილებს, ერთად იქნება? |
Posted by: ika55775 14 Jul 2020, 14:56 | ||
არ უშველით მაგათ ეგ პასტა ფურცელიც უნდა შეიყოლო ხარვეზების დასაწერად |
Posted by: ნიკა 14 Jul 2020, 22:30 | ||
polaris
საერთოდ არავინ შემხვედრია, ალბათ მარტო დაცვა დგას (ან ისიც არ დგას). ასე რომ ... უბრალოდ ზაფხულის ექსპედიციები მაქვს სულ და არ მცალია. შემოდგომაზე ვაპირებ სოფელში წასვლას ხაშური რო გაიხსნება მერე და მაშინ შეგვიძლია ვქნათ |
Posted by: polaris 15 Jul 2020, 00:33 |
ნიკა წავიდეთ, სიამოვნებით. ახლაც დავზვერავდი, თუმცა შენი სიგნაჩას საპირისპირო მოვლენა არ მაძლევს ამის საშუალებას |
Posted by: giorgi89 15 Jul 2020, 16:15 |
გამარჯობა, ზუგდიდი - თბილისი-სამგზ, II კლასი(მოდრნ). ამ მატარებელში როგორ გავიგო ადგილები როგორაა გადანომრილი? |
Posted by: vatman 15 Jul 2020, 23:23 |
ბაქანი მოწამეთა |
Posted by: levan_ts 16 Jul 2020, 02:09 |
როგორ ეხმარებიან შიდა ტურიზმის განვითარებას, როდესაც ვერც ზესტაფონიდან და ვერც ხარაგაულიდან ბათუმამდე მატარებლის ბილეთი ვერ ვნახე, მხოლოდ თბილისელიბი უნდა გავუშვათ ან ჯერ თბილისში უნდა ჩამოვიდეთ და მერე წავიდეთ ბათუმში, ორივე ქალაქს რომ მოვუმატოთ ტურისტები? |
Posted by: Andrea21 16 Jul 2020, 04:18 |
////////////////////////////////////////////////////////////////////// |
Posted by: eleqtro 21 Jul 2020, 23:17 |
ოზურგეთის ღამის მატარებელი გაუუქმებიათ ამ ბედოვლათებს. ყოველ შემთხვევაში არც რკინიგზის საიტზე და არც tkt.ge-ზე არ იძებნება. არა და შარშან აჭარაში წასვლა-მოსვლისთვის გემრიელად გამოვიყენე |
Posted by: ქაფქიანა 22 Jul 2020, 09:19 |
ძალიან შემცირებულია მატარებლების რაოდენობა. ბათუმის ჩინური მატარებელი გაუუქმებიათ. არადა, ეს ორსართულიანი არ ჩერდება თბილისამდე და მე ხაშურში ასვლა მინდოდა. ხაშურიდან ბათუმში წასასვლელად თბილისში ჩავიდე შე ბოზო ცაგურია? |
Posted by: vatman 22 Jul 2020, 10:22 |
eleqtro ამ კორონას შემდეგ ღამის არც ერთი აღარ დადის, არც საგარეუბნო კაი მიზეზი მოიფიქრეს რო არ გაეშვათ ეს მატარებლები. ერთ-ერთი ყველაზე ფაროსანა კანტორაა გურჯისტანში |
Posted by: levan_ts 22 Jul 2020, 20:28 | ||
რამდენი ხანია, მაგას ვწერ, რომ კითხო შიდა ტურიზმს უწყობენ ხელს და ბათუმამდე მხოლოდ თბილისიდან არის ჩასვლა შესაძლებელი და მატარებლები ისეთ დროს დადის სხვაგანაც, რომ ისევ მარშუტკა ჯობია |
Posted by: eleqtro 23 Jul 2020, 07:49 |
კახეთზე აღარაფერს ვამბობ. უნდა დასვა ცაგურია ლაგოდეხის მარშუტკაში და ატარო აქეთ-იქით. განსაკუთრებით ზაფხულის სეზონზე, როცა ფორდ ტრანზიტებით მარაგდება ყველა ბაზარი კახეთიდან, სრული პიზდეცია გზაზე. ის მაინც რო თქვან, ვამუშავებთ, რკინიგზის რეაბილიტაციის გეგმასო, შვება იქნებიდა ერთგვარი |
Posted by: ქაფქიანა 23 Jul 2020, 08:06 |
მე არ მესმის, რატომ არ დადის კახეთში სამგზავრო მატარებელი. იმედია, არავინ დაიწყებს შავზე თეთრის მტკიცებას როგორც ავტობანის თემაში, რომ შეკვეთილი-სარფის მონაკვეთზე 4 ზოლი თურმე არ არის საჭირო. |
Posted by: levan_ts 24 Jul 2020, 02:14 | ||
რაც დადის ისიც შეამცირეს და აბსოლუტურად მოუხერხებელი გახადეს, კახეთი, მესხეთი ვის ახსოვს, მოთხოვნაც არ არის, როგორც ჩანს. კიდევ ვამბობ, მატარებელი, რომელიც ნომერ პირველი ტრანსპორტი უნდა იყოს ნომერ მეასეა დღესდღეობით და ხმასაც არავინ იღებს დიდად. |
Posted by: Zorro555 24 Jul 2020, 18:38 | ||
+1. თვეში 6 000 კი აქვს ხელფასი და რა ენაღვლება. |
Posted by: narcoTOURIST 27 Jul 2020, 12:06 |
---------------------------------------------------------------------------------------------------- |
Posted by: ქაფქიანა 5 Aug 2020, 10:49 |
ეს იცოდით? |
Posted by: Fabian 5 Aug 2020, 16:35 | ||
ქაფქიანა
ეს მემგონი პირველი მსოფლიო ომის დროს იყო... |
Posted by: ქაფქიანა 5 Aug 2020, 17:42 |
Fabian კი, ეგაა. ცხრაასჩვიდმეტის ზაფხულია. |
Posted by: iviko18 7 Aug 2020, 00:18 |
თბილისთან ახალი სარკინიგზო გზაგამტარის მშენებლობის გამო, 1 დან 16 სექტემბრის ჩათვლით, სომხეთის მიმართულებით სარკინიგზო მოძრაობა სრულად შეიზღუდებაო. რომელ გამტარზეა საუბარი, ხომ არ იცით? |
Posted by: vatman 7 Aug 2020, 10:34 |
iviko18 ფონიჭალაში რკინიგზის გადასასვლელს ხომ არ აკეთებენ ახალს.... |
Posted by: eleqtro 7 Aug 2020, 10:43 |
vatman iviko18 ალბათ ფონიჭალაზეა საუბარი, მაგრამ რისთვის აკეთებენ. ავტობანი მაინც გაჩერებულია და .... |
Posted by: narcoTOURIST 8 Aug 2020, 17:49 |
ეს რა არის ბიჭო?? ბილეთების და ადგილების არჩევა მინდოდა ყველაფერს ანადგურებენ და კი იქნება ზარალი იანვრიდან ამ ერორს აგდებს რა გახდა ამის გამოსწორება?! |
Posted by: iviko18 9 Aug 2020, 21:24 | ||
მოსპეს ეს აპლიკაცია და იძულებულს გხდიან tkt.ge გამოიყენო, რომელსაც არაადეკვატური საკომისიო აქვს. ბათუმამდე სამ ბილეთში, 75 ლარის ნაცვლად 88 ლარი გადავიხადე tkt.ge დან. |
Posted by: Datvlas-vin-gtxovs 9 Aug 2020, 23:34 |
გორისკენ რო მიდიხარ ეგ სადგური სკრა-ქარელის მონაკვეთი (დაგვიღამდა) ქარელი-აგარა ხაშურის რკ. სადგური სამტრედია 1 შტადლერი ბათუმში * * * უფლისციხისკენ მივდიოდით და ისე სწრაფად გაიარა გადაღება მძლივს მოვასწარით |
Posted by: levan_ts 10 Aug 2020, 11:25 |
ეს (შტადლერი) მაინც რატომ ჩერდება მხოლოდ ურეკში თბილისის მერე, მიზანი ვერ გავიგე, ქვიშხეთი ზესტაფონის მონაკვეთს მაინც 10-20 კმ / სთ სიჩქარით გადის და თუ გაჩერდა მანდ და რიონში ამით რა დროს დაკარგავს ასეთს. საშუალოდ სხვა მონაკვეთებზე რა სიჩქარით დადის დაახლოებით? შარშან ვცდილობდი შემემოწმებინა და მგონი 100 - 115 ფარგლებში იყო ქვიშხეთი - ზესტაფონის გარეთ თუ სწორად მახსოვს. მაგას არ ჯობია, რკინიგზა მოაწესრიგონ, გაჩერების არქონით რომ აპირებენ დროის კომპენსაციას! |
Posted by: narcoTOURIST 10 Aug 2020, 11:34 | ||||
77 ლარი გადავიხადე 2 დიდში და 2 პატარაში ტკტ.ჯი-ზე 88 ლარიო მშვენივრად ავარჩიე ადგილები, სხვა ხერხით |
Posted by: ნიკა 10 Aug 2020, 12:04 |
levan_ts 10 წელია უკვე მიმდინარეობს უღელტეხილის მოდერნიზაციის პროექტი და ისეთი პირი უჩანს რომ ჩაილურის წყალი დალია |
Posted by: iviko18 10 Aug 2020, 12:59 | ||||||
შეგიძლია რომ გაგვანდო ჩვენც? |
Posted by: Zorro555 10 Aug 2020, 20:09 | ||
დიდი არაფერი, 110 კმ/სთ აქვს მაქსიმალური დასაშვები სიჩქარე. |
Posted by: levan_ts 10 Aug 2020, 20:33 | ||
სამწუხაროდ მართალია, იმედია ესენი რომ დალევენ ჩაილურის წყალს, მერე ეშველება * * * კი, მაგრამ 110 კმ/სთ ძალიან ცოტა არ არის? ქვიშხეთამდე ან ზესტაფონიდან ბათუმამდე მეტი სიჩქარე არ უნდა განავითაროს წესით? |
Posted by: zakro 11 Aug 2020, 14:03 | ||||
https://tickets.railway.ge-ზე ასე შეიძლება სასურველი ბილეთის აღება |
Posted by: Zorro555 11 Aug 2020, 15:48 | ||||
ეგ მაქსიმალური 110, ზოგ უბანზეა, ზოგ უბანზე 80 -ა. |
Posted by: DEISEL 14 Aug 2020, 17:22 | ||
levan_ts
იმიტომ არ ჩერდება რომ მგზავრების აყვანისთვის მაღალი ბაქანია საჭირო. თბილისიდან ურეკამდე კი მსგავსი მაღალი ბაქანი არსად არის. ყველა ძირითად სადგურზე კი არის მისაგორებელი პატარა კიბეები, მაგრამ მათ საევაკუაციო დანიშნულება აქვთ და ვერ გამოიყენებენ ყოველდღიურ რეჟიმში მგზავრებისთვის. ესაა მიზეზი და არა გაჩერებით დროის დაკარგვა, თუმცა ამ მიზეზს სათავისოდ იყენებენ, თორე მაღალი ბაქნის მოწყობას მხოლოდ ზემდგომების სურვილი და გადაწყვეტილება უნდა. |
Posted by: Didgori_3 14 Aug 2020, 17:50 | ||
მაგ შემთხვევაში ბარიერები უნდა იყოს მგონი, თორე პირუტყვი და ადამიანები თავისუფლად რომ გადადიან სახიფათოა ძალიან. |
Posted by: vatman 15 Aug 2020, 11:15 | ||||
levan_ts
ჩინურები რო შემოიყვანეს თბილისი- ხაშურის მონაკვეთზე 130 დადიოდნენ, და თბილისი ბორჯომის ელექტრომატარებელიც კი 120 კმ/სთ წევდა სიჩქარეს ზოგ მონაკვეთზე. მერე თუ არ ვცდები 2013 ან 2014-ში სიჩქარე დაუწიეს სამგზავროებს. როგორც დაიწერა
შტადლერმა, თუ არ ვცდები GRS014 პირველივე 6 თვეში ხაშლამა გაამზადა მერე GRS013-მაც მიბაძა, მარა უკვე მგონი მანქანაზე აგერ 2017-ში , 1 წელიწადშI დედა არ ჰყავდა "შიტოკს" |
Posted by: levan_ts 15 Aug 2020, 14:49 | ||||
მადლობელი ვარ ინფორმაციისათვის. ისე ბაქნის მოწყობა რატომ უნდა იყოს პრობლემა რამოდენიმე წელიო იფიქრებდა ადამიანი, მაგრამ თუ შევხედავთ რკინიგზის სადგურების სავალალო მდგომარეობას ორი სადგურის გარდა, მაშინ კი მივხვდებით, რომ სულ არ ადარდებთ სამგზავრო რკინიგზა და მისი კეთილმოწყობა. უბრალოდ თბილისი ბათუმია სალაპარაკოდ და საჩვენებლად |
Posted by: iviko18 15 Aug 2020, 15:18 |
შტადლერის გაჩერება კი არა, ყველა საგარეუბნო რეისი შეიტყაპუნეს თვალსა და ხელს შუა. |
Posted by: levan_ts 15 Aug 2020, 15:35 | ||||||||
ცხადია მაღალი სიჩარისთვის ბარიერებიც უნდა გაკეთდეს, ბოლოს და ბოლოს თითქმის ათი წელი გავიდა და ამდენ ხანში სიჩქარის დაწევის ნაცვლად შეიძლებოდა ბარიერების და გადასასვლელების გაკეთება. ისე 110 კილომეტრი საათში სიჩქარით მაინც მოძრაობს ხაშური-ზესტაფონნის გარეთ და 110 იქნება თუ 130 მაინც რისკი დიდია და ბარიერები გასაკეთებელი ალბათ * * *
ეს კიდევ ცალკე თემაა, ახლა იკვლევენ თურმე, რამდენად უსაფრთხო იქნება ხაშური-ზესტაფონი დაბრუნება კორონას მხრივ, არადა თბილისში გაჭედილი ავტობულები არ არის უდაფრთხო და იგოვე ხაშური-ზესტაფონის გაჭედილი "მარშუტკები". სასაცილოა, ვაძლევთ საშუალებას რომ გვატყუონ და გვატყუებენ კიდეც. ჯერ რა საცოდაობაა ეგ მატარებელი და მერე სულ გაჩერება ასეთი იდიოტური მიზეზით!!! |
Posted by: Didgori_3 15 Aug 2020, 18:26 |
შტადლერი ურეკში რამდენი ხნით ჩერდება ხომ არ იცით? და რამდენ ხანში ჩადის დაახლოებით. აღარ გინდათ ვნახე 4 წუთი ჩერდება თურმე. |
Posted by: GreenWestHam 20 Aug 2020, 16:52 |
ევროკავშირის ერთ–ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა მწვანე ეკონომიკა მომავალი ათწლეულისთვის და ერთი ეგ თუ გადაგვარჩენს, რომ ავტობუსების პროექტივით მაგათ დააფინანსონ და ძალდატანებით ნელ–ნელა მაინც გაამართინონ სამგზავრო ინფრასტრუქტურა, თორემ ადგილობრივი დედა#####ულების იმედი მაგ მხრივ არ უნდა გვქონდეს ალბათ ყველაზე დაჭაობებული და ძირგამომპალი კომპანიაა საქართველოში ყოველგვარი ხედვის და სტრატეგიის გარეშე |
Posted by: SabaGEO 21 Aug 2020, 16:40 |
GreenWestHam კი ეგრეა,ბორჯომის მატარებელიც გაუუქმებიათ |
Posted by: ნიკა 21 Aug 2020, 17:06 |
„მასტერაოს“ აღდგენის თარიღს უახლოეს დღეებში გაცნობებთ – „საქართველოს რკინიგზა“ http://chemikharagauli.com/?p=40993#.Xz_GSzVS-cw |
Posted by: levan_ts 21 Aug 2020, 19:04 | ||
მოკლედ, "სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს" გამოთქმა თუ გინდა კარგად გაიაზრო, საქართველოს რკინიგზის "სიახლეებს" უნდა მიყვე და თან ნახო რათხებთან გვაქვს საქმე. ჯერ "მასტერაო" რა მგომარეობაშია, მერე სადგურები, მერე ამასაც რომ გააჩერებ * * * ძლიან მაგარი სიუჟეტია, რკინიგზაც არის https://www.facebook.com/Fskeri.ge/videos/3424203820924428 ამის გამო უჩივის საზოგადოებრივი მაუწყებელი, რკინიგზას ერტყობა არც ეგ შეუძლია |
Posted by: levan_ts 24 Aug 2020, 15:16 |
რა ხდება, მეორე მსოფლიო ომის დამთავრება ასე არ აღუნიშნავთ ოფიციალურ პირებს მგონი: https://www.facebook.com/koba.lursmanashvili.79/posts/2739752819598768 ისე, გაერეცხათ მაინც მასტერაო, გადაეღებათ მაინც ამ ხუთი თვის განმავლობაში |
Posted by: narcoTOURIST 26 Aug 2020, 11:53 | ||
დაზიანებული მაგიდა შემხვდა, ფეხი ფეხზე ვერ გადავდე იები ევო მაწ ნუ აცხადებთ მაინც რომ ულტრათანამედროვე მატარებელია და ა.შ. ტეხავს უცხოელებთან * * * დაჩის ხელფასი რამდენია? |
Posted by: Zorro555 26 Aug 2020, 22:35 | ||||
7000 ლარი თვეში. . |
Posted by: რობი 26 Aug 2020, 23:36 | ||
ფუ ჩემი კარგი #####ან |
Posted by: brutal_88 26 Aug 2020, 23:41 |
ბორჯომის მატარებელი რატომ გააუქმეს? დროებითია კორონას გამო, თუ ? მე კიდე ვოცნებოდბდი გზას შეაკეთებენ და ბორჯომში შტადლერი ივლისთქო. ისე რა გახდა ამ ჩამოფხავებული სადგურების შეღევა მაინც? უბრალოდ შეღებვა, რამე 10 ლარიანი საღებავით მაინც. გეგონება გუშინ დამთავრდა ომიო, ისეთ მდგომარეობაშია სადგურები. თბილისის სადგურს ხომ არ ეშველა. 2017-ში გვპირდებონენ ბაქანი გარემონტდებაო. |
Posted by: levan_ts 27 Aug 2020, 10:10 | ||
ცხადია, კორონას გამო. გააჩერეს მატარებლები და ხალხი დადის გაჭედილი მარშუტკებით ყოველგვარი პირბადის გარეშე. ასეთია "მზრუნველი მთავრობა". ნეტავ რით ხსნიან ასეთ იდიოტობებს, ალბათ "გამდის და ვაკეთებ" არის ერთადერთი ახსნა. |
Posted by: levan_ts 29 Aug 2020, 14:08 |
მასტერაო: https://www.facebook.com/watch/?v=298788891424477&extid=19nZv02NQCXu0ZTR * * * მასტერაო: https://www.facebook.com/watch/?v=929772227526195&extid=K8KHrVBqTMSeBOrb |
Posted by: levan_ts 31 Aug 2020, 12:54 |
რა უბედურებაა, ხომ შეიძლება, tkt.ge ან სხვა პორტალზე რეისები იყოს შეტანილი გადაჯდომით, მაგალითად მივდივარ თბილისიდან მარელისში, ეწეროს რომ ხარაგაულში აჩერებს ფოთის მატარებელი და ერთსაათიანი ლოდინის შემდეგ შეგიძლიათ ჩაჯდეთ ქუთაისის მატარებელში. ან google maps დაამატონ. მოკლედ ყველა მხირ ასეთი მოუწესრიგებელი და უვარგისი როგორ უნდა იყოს საქართველოს რკინიგზა. |
Posted by: narcoTOURIST 2 Sep 2020, 18:35 | ||
ისევ ამ მატარებლით ვმგზავრობთ, ისევ მეორე ვაგონით, აქ ისევ არ მუშაობს ტუალეტი ქობულეთამდე ბავშვს მოუნდა ტუალეტში, შევედით მე-3 ვაგონის ტუალეტში, უნიტაზი შარდით არის გავსებული, შამპუნის ქაფიც არის.. ენით უნდა აალოკინო ცაგურიას ეს უნიტაზები |
Posted by: levan_ts 4 Sep 2020, 00:34 |
რა გიკვირთ, საქართველოში თბილისის ცენტრის გარდა, ფაქტიურად ორი სამი ადგილია სადაც გადაადგილება შეიძლება, ფოთი და ზუგდიდი, ბათუმში მხოლოდ თბილისიდან და ისიც ბილეთები ერთი კვირით ადრე უნდა დაჯავშნო და მერე მთელი გზა ცხვირს არ გამოგაყოფინებენ მატარებლიდან სანამ ურეკში არ ჩახვალ. ეს არის და ეს. ოზურგეთის და ქუთაისის მატარებელი შეიძლება ითქვას, რომ არ არსებობს, ნუ რაც არის დაცინვაა ადამიანების და მეტი არაფერი. * * * რომ ვერ ვიშოვნე ბილეთი ბათუმის მატარებელზე, გადავწყვიტე ფოთში ჩავსულიყავი და იქედან ავტობუსს გავყოლოდი, ფიზიკური და ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მარშუტკით ან ავტობუსით ამხელა მანძილის სრულად დაფარვა (თბილისი-ბათუმი) ჩემთვის შეუძლებელია. დღეს ვიმგზავრე, ფანჯრები მაინც გაწმინდონ ხოლმე ამ მატარებელში, მაგრამ ჯანდაბას, სხვა დანარჩენთან შედარებით ჩქარია (საქართველოს კვალობაზე) და შედარებით კომფორტული, ასევე ჩერდება რამოდენიმე ქალაქში. მშენებლობა არ მინახავს, აშენებული გვირაბები არიან მოწყენილები და ელოდებიან "ბედის" გახსნას. ტრანსპორტი საქართველოში, შეიძლება ვთქვათ, რომ არ არსებობს. ფოთიდან მხოლოდ მარშუტკა დადის, ისიც კლიენტებზე ნადირობდა და ამიტომ გასვლასაც კარგა ხანი მოანდომა და ჩასვლასაც. ასევე არ არსებობს გზებიც, მაგრამ ეს უკვე სხვა თემაა და იქ დავწეროთ, კიდევ ცალკე თემაა "ქართველი მძღოლები", ისეთი ავარია იყო გზაში... რომელი კორონა დახოცავს ამდენ ხალხს, რასაც ავარიაში ვკარგავთ (ამიტომაც უნდა იყოს რკინიგზა განვითარებილი). საერთო ჯამში ბათუმამდე მისვლას მოვუნდი რვა საათი. ესეც თქვენი შიდა ტურიზმი. |
Posted by: levan_ts 10 Sep 2020, 04:33 |
როგორ მინდა საქართველოშიც იყოს ასე: https://youtu.be/FzudXas5CEA ფაქტიურად ორი საათის ფარგლებში მივიდოდით ნებისმიერ წერტილში, წითელი ხიდიდან ბათუმში, ზუგდიდში, ფოთში, ანაკლიაში |
Posted by: anti-marshutka 10 Sep 2020, 09:57 | ||
მთლად ეგრეც არაა, სიჩქარის თვალსაზრისით მაქსიმალურ სიჩქარეს ავითარებს მხოლოდ გარკვეულ მონაკვეთებზე. საქართველოს რეალობაში ასტრონომიული თანხები დაჯდება. ეგეთი სისტემა უნდა იყოს მაქსიმალურად სწორი, ბევრი გვირაბი და ხიდი დასჭირდება. ნეტავ რაც გვაქვს ის იყოს ფუნქციონირებადი სისტემა. ჩემი აზრით უნდა მოხდეს რკინიგზის ინფრასტრუქტურის და მოძრავი შემადგენლობის გაყოფა, როგორც ევროპის ბევრ ქვეყანაშია. ქსელი ეკუთვნის სახელმწიფო კომპანიას და ზედ დაშვებულია სხვა კერძო კომპანიები. |
Posted by: levan_ts 10 Sep 2020, 13:22 | ||||
თანხები დაჯდება, ცხადია, კერძო ჯობია რომ იყოს, მაგრამ, ხომ შეიძლება თბილისი-თეირანი ან თბილისი-სტამბული იყოს ასეთი ჩქარი მატარებელი? ისე ნატვრაა, მაგრამ ბევრი რამ, რაც ვერ წარმომენდიგა მოხდა, განხორციელდა და ეგებ ესეც მოხდეს ერთ დღეს |
Posted by: ioane.mtacmindeli 14 Sep 2020, 12:25 |
აქ გამომდინარე პოსტებიდან რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი შეჩერებულია? და აღარ კეთდება? |
Posted by: ნიკა 14 Sep 2020, 15:37 |
ioane.mtacmindeli შუა ზაფხულის მდგომარეობით ასე იყო. |
Posted by: ioane.mtacmindeli 14 Sep 2020, 17:46 | ||
ე.ი. გაჩერებულია რკინიგზის მოდერნიზაცია |
Posted by: levan_ts 14 Sep 2020, 23:02 | ||||
რკინიგზის გვერდიდან ვერაფერს გაიგებ. ბოლო ინფორმაციით ზვარეში მეწყერი დაიძრაო და ამიტომ ალტერნატიულ გზას განვიხილავთ ქვიშხეთი-ზვარეს გვირაბის ბეჟანთუბანთან მისაერთებლადო (იმედია არ მეშლება), ეს ნიშნავს, რომ რამოდენიმე წელიწადს განხილვას მოანდომებენ და მერე კაცმა არ იცის, დაიწყებენ პროექტს თუ ისევ ახალ განხილვას. ისე ლაშეში და ძირულაში არის გვირაბები, პირდაპირ რკინიგზის პირას, მაგრამ არ გადართულა ზედ მოძრაობა, როგორც ადგილობრივი დასაქმებულებიდან ვიცი (მეც ადგილობრივი ვარ), გვირაბების მდგომარეობა არ არის სახარბიელო, ღელემ გამოხეთქა ერთ-ერთში. ასე რომ, პროექტი გაჩერებულია და არც უჩანს მაგას ანაკლიის პორტის არ იყოს გაგრძელების პირი, ყოველ შემთხვევაში ახლანდელი მმართველობის პირობებში. |
Posted by: ნიკა 15 Sep 2020, 00:57 |
ეგ პროექტი მიბმული იყო ანაკლიის პორტზე. ანაკლიის პორტის ბედი კი გეცოდინებათ. |
Posted by: levan_ts 15 Sep 2020, 10:55 | ||
ანაკლიის პორტზე მიბმული იყო პორტამდე რკინიგზის ხაზის გაყვანა, ხამისკურიდან-ანაკლიამდე, რაც ასევე გაჩერდა |
Posted by: ნიკა 22 Sep 2020, 10:46 |
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, რკინიგზის სადგურ მოლითთან ახალი რკინიგზის მშენებელი კომპანიის კუთვნილმა ტრაქტორმა მაღალი ძაბვის ბოძი მოტეხა. ამის გამო რკინიგზის მუშაობა პარალიზებულია. საქართველოს რკინიგზის წარმომადგენლები ვერ ასახელებენ დროს, თუ როდის აღდგება სარკინიგზო მომოსვლა, რადგან, მათი თქმით, დაზიანება ძალიან რთულია. შემთხვევა ამ დილით 08:25 წუთზე მოხდა. ამ ადგილას ერთი წუთის შემდეგ საგარეუბნო მატარებელს – ხაშური-ხარაგაული-ზესტფონი – უნდა გაევლო. საბედნიეროდ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. http://chemikharagauli.com/?p=42480 |
Posted by: _GEORGIA_ 22 Sep 2020, 11:09 | ||||
|
Posted by: ნიკა 22 Sep 2020, 11:25 |
დასკვნა ისაა რომ სამუშაოები მიდის თურმე მოლითში ახალი ხაზის დაერთებაზე. |
Posted by: polaris 22 Sep 2020, 14:55 | ||
და აზრი? |
Posted by: ნიკა 22 Sep 2020, 21:31 | ||
polaris
ალბათ "ატკატები" გრძელდება. |
Posted by: levan_ts 27 Sep 2020, 02:52 | ||||
ერთი ორ - სამ წელიწადში ალბათ მანდაც მეწყერი დაიძრება ან ღელე გამოვა გვირაბში და ახალი, ალტერნატიული გზის ძებნას შეუდგებიან. სავარაუდოდ მარტო ეგ ტრაქტორი დაიძრა მანდ ბოლო წლის განმავლობაში და ალბათ მძღოლიც გადაჩვეული იყო უკვე ტრაქტორის ტარებას და მოტეხა ბოძი |
Posted by: levan_ts 1 Oct 2020, 21:55 |
ხომ არ იცით ბაქო - თბილისი - ყარსის პროექტი რა ეტაპზეა |
Posted by: don gajetino 3 Oct 2020, 17:55 |
ხობში თუ მოხვდით შემთხვევით და უკან დაბრუნება მატარებლით გადაწყვიტეთ გაითვალისწინეთ, რომ ბარათით ვერ გადაიხდით თანამედროვე რკინგზა |
Posted by: levan_ts 6 Oct 2020, 22:08 | ||
ბარათის გადახდას ვინ ჩივის, ისიც გამართლებაა ხობის სადგური თუ არ დაგენგრა თავზე. სად რკინიგზა და სად სიტყვა თანამედროვე. მგონი რუსეთის იმპერიის დროინდელი უფრო თანამედროვე იყო |
Posted by: Fabian 11 Nov 2020, 13:25 |
ზანგეზურის დერეფნის გახსნა ადრე თუ გვიან მაინც მოხდებოდა და ვგონებ საავტომობილო ტრანზიტს ნაკლებად დაეტყობა. აი ტრანსზანგეზურის რკინიგზა რომ აღადგინონ აზერებმა და ნახიჩევანიდან ყარსში რკინიგზა რომ გაიყვანონ, მერე დავრჩებით ქუთაისივით... |
Posted by: Kublicha 11 Nov 2020, 13:44 | ||
Fabian
ეხლა ხო სულ ჩერეზ ჯორჯია გადის სარკინიგზო ტვირთები |
Posted by: Tocadero 11 Nov 2020, 13:54 |
Fabian რუსები არ გააყვანინებენ შანსი არაა |
Posted by: ZEUS 11 Nov 2020, 14:36 | ||||
სწორი შენიშვნაა |
Posted by: rommel 11 Nov 2020, 15:33 | ||||||||
ZEUS
წელიწადში 200 ლიმონი ცოტაა ჩვენი ეკონომიკისთვის?
სასტუმრო, კვება, ტექნიკური მომსახურება. ბევრს აქვს გამართული ბიზნესი. უძველესი პროფესიის წარმომადგენლებიც ხეირობენ უნდა ითქვას, რომ ეს ბიზნესი ნელ-ნელა კვდება, მაგისტრალის დასრულებასთან ერთად სოკარის და ვისოლის ხელში გადავა
ამ მიდგომით სისულელეა მილიარდობით ვალის აღება მაგისტრალისთვის. დავანებოთ მაშინ თავი დანარჩენ მონაკვეთებს და ვიგრიალოთ თბილისიდაბ ბათუმში.
მგონი ზედმეტად განვიცდი ამ თემას |
Posted by: ნიკა 11 Nov 2020, 15:58 | ||
Fabian
რკინიგზა შეიძლება აღადგინონ მაგრამ თურქეთში მეეჭვება გავიდეს მერე. მომავალში ოდესღაც კი. თუმცა ჩემი აზრით ყაზახი-იჯევანი-გიუმრი-ყარსით რომ იაროს ტვირთებმა ეგ უფრო რეალურია, ვიდრე მაგხელა ახალი რკინიგზა რომ ააშენონ. |
Posted by: Tocadero 11 Nov 2020, 16:46 |
ნიკა სასომხეთზე უნდა იაროს აზერ თურქეთის ტვირთმა??? თან ეფესბეს მეთვალყურეობით ნუ რავიცი რავიცი |
Posted by: GEORGEXIII 11 Nov 2020, 17:06 | ||
მასეა მასეა. |
Posted by: Fabian 11 Nov 2020, 17:30 | ||
ნიკა
წლების წინ იყო საუბრები ამ რკინიგზაზე |
Posted by: Kublicha 11 Nov 2020, 17:47 |
Fabian აზერბაიჯანისთვის და შუა აზიისთვის დიდი აზრი არა აქვს, რუკქზეც ეტყობა რომ მეტი მანძილია ირანისთვის კი აქვს ერთი ეს მითხარი, ნახიჭევანამდე მაგ ზოლს თუ აზერბაიჯანი დაიკავებს, გამოდის რომ სომხეთს ირანთან საზღვარი აღარ ექნება? სორი ზა ოფ |
Posted by: ქაფქიანა 11 Nov 2020, 18:06 |
Kublicha არ დაიკავებს ხალხნო. პოლიტგანყში გასაგებია, იქ ვერავის ვერაფერს გააგებინებ. მაგრამ აქ რატომ არ გესმით? ზანგეზურის დერეფანი, რომელიც ,,კონტინენტურ" აზერბაიჯანს დააკავშირებს ნახიჭევანთან, რჩება სომხეთის სუვრენიტეტის ქვეშ. შესაბამისად, სომხეთს რჩება საზღვარი ირანთან. ამ დერეფანში იმოძრავებენ აზერები რუსეთის ფსბ-ს მეთვალყურეობით. შესაბამისად, რაიმე სერიოზული, მით უფრო სამხედრო-სტრატეგიული ტვირთის მაგ დერეფნით გადატანა გამორიცხულია. დროზე ადრე ნუ ჩავიჯვამთ მეგობრებო, მეზობელ თემაშიც დავწერე. ჩვენ თავს მივხედოთ. |
Posted by: Fabian 11 Nov 2020, 18:13 | ||||
Kublicha
კილომეტრაჟი არ ვიცი, რომელი უფრო მოკლეა ბაქო-მარაბდა-ყარსი თუ ბაქო-ნახიჭევანი-ყარსი, მარა ერთი შეხედვით სამხრეთი დერეფანი უფრო მოკლეა და რელიეფი და კლიმატი უფრო "ადამიანურია". უკეთესად ქაფქიანა აგვხსნის მემგონი... ქაფქიანა
ჩვენ სავაჭრო ტრანზიტზე უფრო ვდარდობთ... |
Posted by: Kublicha 11 Nov 2020, 18:20 |
არ დამცინოთ, მაგრამ აქამდე როგორ ხდებოდა ნახიჭევანთან მიმოსვლა? ჩერეზ საქართველი და თურქეთი? |
Posted by: Fabian 11 Nov 2020, 19:36 | ||
Kublicha
ირანით |
Posted by: Didgori_3 11 Nov 2020, 21:34 | ||
რკინიგზამდე ჯერ ძალიან შორია, ჯერ ახლად განთავისუფლებულ რაიონებში მაგის გაკეთებამდე სანამ მივლენ და მერე კიდე, სომხეთი გზაზეც კი არაა თანახმა და მომავალშიც არამგონია იყვნენ, ამ დროს კიდე თბილისი-ყარსის რკინიგზა დასრულებულია უკვე. მანქანებისთვის კიდე მე რაც ვნახე ევროპისკენ ვინც მიდის (სამსუნი-ანკარა-სტამბული ვინც უნდა გაიაროს), საქართველოზე გამავალი აშკარად უკეთესი ვარიანტია. ახალი გზა უბრალოდ ნახიჭევანამდე და თურქეთის სამხრეთით, ხმელთაშუაზღვის პორტებამდე მანძილს შეამოკლებს და მაგათ კონკურენტად უკვე ქართულმა პორტებმა უნდა "ივაჟკაცონ". მაგ რეგიონში დაძაბულობიდან ისედაც ბოლომდე გამოვწურეთ მგონი სარგებელი უკვე და ახალ კონკურენტს ცოტა ჭკვიანურად უნდა გავუმკლავდებით, თუ ასეთი მართლაც გაჩნდება |
Posted by: ნიკა 11 Nov 2020, 22:45 | ||
Tocadero
Разблокируются все экономические и транспортные связи в регионе. Республика Армения гарантирует безопасность транспортного сообщения между западными районами Азербайджанской Республики и Нахичеванской Автономной Республикой с целью организации беспрепятственного движения граждан, транспортных средств и грузов в обоих направлениях. Контроль за транспортным сообщением осуществляют органы Пограничной службы ФСБ России. |
Posted by: ქაფქიანა 12 Nov 2020, 08:39 |
Fabian ბაქო-მარაბდა-ყარსი უდავდოდ ყველაზე გრძელი მარშრუტია, მაგრამ ამავდროულად ყველაზე სტაბილური აზერბაიჯანისთვის. აზერბაიჯანს თურქეთთან დამაკავშირებელი სარკინიგზო მარშრუტი სომხეთის გავლით გააჩნია ორი: ბაქო-ნახიჭევანი-ერევანი-გიუმრი-ყარსი და ბაქო-აღსტაფა-ერევანი-გიუმრი-ყარსი. ეს უკანასკნელი უაზრო, სულელური მარშრუტია თურქეთთან დასაკავშირებლად, რადგან აღსტაფადან წამოსულმა მატარებელმა დილიჟანიდან ერევანში უნდა გადმოუხვიოს, რადგან დილიჟანსა და ვანაძორს შორის რკინიგზა არ არის. ისე რომ რჩება მხოლოდ ბაქო-ნახიჭევანი-ერევანი-გიუმრი-ყარსი. აზერბაიჯანული ინტერესებისთვის ეს საუკეთესო მარშრუტია. კი, ადვილი რელიეფი არ არის, მაგრამ არც მარაბდა-ახალქალაქი-ყარსის რელიეფია მარტივი. ჰო, გიუმრი-ყარსის მონაკვეთი აღადგენია, მაგრამ ეს ტექნიკური საკითხია. ბაქო-ნახიჭევანი-ერევნის მარშრუტი შედის სომხეთის ინტერესებშიც. ყველა სხვა სარგებლის გარდა, ამ მარშრუტით ერევანი სარკინიგზო ეტყობინებით უკავშირდება თავის კაფანს. ერევნიდან წამოსული მატარებელი გაივლის ნახიჭევანს, ზანგეზურს, გადადის ,,კონტინენტურ" აზერბაიჯანში, მინჯივანში გადაუხვევს ბაქოს მიმართულებიდან, გაივლინს ზენგილანს და შედის კაფანში. თუმცა ცხადია აზერბაიჯანის ახლადგანთავისუფლებულ ტერიტორიაზე სარკინიგზო ინფრასტრუქტურა მთლიანად მომსპარია. ბაქო ალბათ აღადგენს ,,კონტინენტური" აზერბაიჯანის და ნახიჭევანის დამაკავშირებელ რკინიგზას ზანგეზურის გავლით და ნახიჭევანის და ერევნის დამაკავშირებელი ხაზიც აღდგება, მაგრამ არამგონია ბაქომ თავი შეიწუხოს მინჯივანი-ზენგილანი-კაფანის რკინიგზის აღდგენით, ან უკიდურეს შემთხვევაში, მინჯივან-ზენგილანს აღადგენს, მაგრამ არა ზენგილან-კაფანს. ეს ბაქოს არაფერში სჭირდება, ერევნის ინტერესებშია. ვნახოთ. და ბოლოს, ბაქო-ნახიჭევანი-ერევნის სარკინიგზო დერეფნის აღდგენით ხეირობს ირანიც. თავრიზიდან წამოსული მატარებელი მოდის ჯოლფა/ჯულფას გავლით შედის ნახიჭევანში, იქიდან კი გინდა ერევანში, გინდა ბაქოში შეუძლია გავლა. პერსპექტივაში ამით რაღაც სარგებელი ჩვენც გვაქვს, რადგან სარკინიგზო შეტყობინება გვეხსნება ირანთან, თუ ეს ვინმეს რამეში სჭირდება. ნუ, ფრენების იაფი ალტერნატივა. დროებითი მთავრობის დედას ######, რომ ბათუმი/ტრაპიზონის მშენებარე რკინიგზა აჰყარა. |
Posted by: polaris 12 Nov 2020, 22:47 |
ამას იცნობთ? https://eburg.mk.ru/social/2020/10/06/dva-redkikh-eksponata-poyavilis-v-muzee-uzkokoleynykh-zheleznykh-dorog-v-ekaterinburge.html |
Posted by: instamatic 13 Nov 2020, 19:12 |
polaris რეკონსტრუქცია-გადაღებვის მერე ვეღარ ვიცნობთ, თორემ ეხლა ჯერ ვცნობთ რუსთავის კუკუშკას :-) ფოტო ზემოთმოყვანილი სტატიიდან: https://static.mk.ru/upload/entities/2020/10/06/11/articlesImages/image/e3/32/4a/14/eaf142bba7662e792a7adbccd79c3ec3.jpg |
Posted by: hadesnexus 13 Nov 2020, 19:20 |
polaris არადა რუსთავის საკრებულოს წევრს (ნაცნობია) რომ მოვთხოვე ეს სად როგორ გაქრა მეთქი, მეტალურგიის საკუთრება იყო და მოუნდა და ჯართში ჩააბარა და რა გვექნაო... ოკუპანტი რომ გაჯობებს, ასეთი მთავრობის დედაც ვატირე. |
Posted by: instamatic 13 Nov 2020, 19:35 |
hadesnexus ჯართში ჩააბარეს საბავშვო მატარებელი (დიზელის ლოკომოტივი ვაგონებითურთ) და ალბათ ერთი ექსპონატიც (ძველებური ვაგონი), ხოლე მეორე ექსპონატი - ორთქლმავალი, რუსებმა იყიდეს. პ.ს. ამბობენ ძველებური ვაგონი არ ჩაუბარებიათ ჯართში და უნდა გაარემონტონ და კვარცხლბეკზე დადგანო. იმედია სიმართლეა. |
Posted by: Fabian 17 Nov 2020, 23:59 |
ერთობ საინტერესო რუკაა, სადაც აზერბაიჯანის რკინიგზის რიგი სადგურების დასახელება ქართულად არის წარმოდგენილი... ბეიუქ ქიასიქი - ძმობა სოიუქბულაყი - ცივი წყარო სალოღლი - კუხეთი |
Posted by: ნიკა 21 Nov 2020, 18:34 |
Fabian ტარიბანას კიდე ტირაბანა ჰქვია . |
Posted by: Fabian 23 Nov 2020, 22:05 |
ლილოს სადგური |
Posted by: levan_ts 25 Nov 2020, 03:04 |
რამდენ ადგილას არის რკინიგზა და მიგდებულია, არ დადის მატარებელი, ვერ გავიგე რუსთავი თბილისის მეტროს (მიწისზედა) რომ აპირებდნენ და "იკვლევდნენ", არსებული სარკინიგზო ინფრასტრუქტურა არავის გაახსენდა? |
Posted by: Nescafe13 25 Nov 2020, 11:07 | ||
მაგ მიდგომით ყველაფერი აწყობილი უნდა იყოს თბილისში თბილისი- რუსთავის მიწისზედა სადგურს მთელი ბიუჯეტი დაჭირდება ისედაც არარეალური იყო მაგის გაკეთება და ამათ ხელში ხომ საერთოდ |
Posted by: levan_ts 25 Nov 2020, 17:37 | ||||
მართალია, ამიტომაც მიკვირს, ხომ არის გარდაბანი თბილისის ხაზი და რომ იაროს "ელექტრიჩკამ" მანდ ხომ გამოვა, თუნდაც გარდაბანი-მცხეთა ან გარდაბანი-ძეგვი, მეტრო ერქმევა თუ "მატერაო" რა მნიშვნელობა აქვს, იაროს მეტროსავით ხშირად, თუ ისე დაკავებულია ლიანდაგები ვერ გაატარებს? |
Posted by: vatman 25 Nov 2020, 18:21 | ||
levan_ts
კორონამდე დადიოდა დღეში ორჯერ, ისეთ დროს რო ბევრი ვერც გამოიყენებდა, მაგრამ დილით თბილისში საკმაოდ სავსე ჩამოდიოდა, და აშკარად ეტყობოდა რუსთავის მაცხვორებლებიც იყვნენ. საათში ერთხელ რო დანიშნო ელექტრომატარებელი მაგ მიმართულებით, ხალხი უფრო ივლის, როდესაც ეცოდინება რო ზუსტად ამ დროს მოვა ეს დღეს ელექტროდეპოს ხიდიდან გადავიღე და დიდი ხანია ესენი მანდ გადაიყვანეს? |
Posted by: Didgori_3 25 Nov 2020, 18:24 |
ეგ წითლები ადრე ქუთაისი-ზუგდიდი-ოზურგეთის მიმართულებით დადიოდნენ ხომ? თუ მეშლება? |
Posted by: Fabian 25 Nov 2020, 18:59 | ||
vatman
რუსთავის სადგური ცუდ ადგილას არის, თან მთავარი სარკინიგზო მაგისტრალი საკმაოდ დატვირთულია. მე მაქვს ერთი განსხავებული იდეა რუსთავში მეტროს გაყვანასთან დაკავშირებით, კერძოდ რუსთავის სადგურიდან კუმისის სადგურამდე ახალი სარკინიგზო ხაზი უნდა აშენდეს, რომელიც გაატარებს სომხეთისკენ და თურქეთისკენ მიმავალ მატარებლებს. სანაცვლოდ მთლიანად გვრჩება სამგორი - კრწანისის ხაზი, რომლის დაგრძელება მთისძირის და რუსთავის მიმართულებით არ იქნება რთული. ჩემი გათვლებით 6 სადგური გამოვა - სამგორი-2(პირველ ხაზთან დაერთება), ერეკლესციხე(ზმკ-ს დასაწყისში), ფონიჭალა(არსებული სადგური), კრწანისი(არსებული სადგური), მთისძირი(დასახლებაში) და რუსთავი(შემოსასვლელში). მოძრაობის ჩვეულებრივი ინტერვალი დაახლოებით 15 წუთი და პიკის საათების დროს სადღაც 5-6 წუთიანი. რა თქმა უნდა საჭირო იქნება მთელ სიგრძეზე ინფრასტრუქტურის ფაქტობრივად 0-დან აწყობა - გაორლიანდაგიანება, მოძრავი შემადგენლობა, დეპო, სადგურები, სიგნალიზაცია, ავტობლოკირება, ელექტრომომარაგება, ხაზის პერიმეტრის დაცვა და სხვა მრავალი საკითხის მოგვარება. ცალკე ამ სადგურების დამატებით დატვირთვა სხვა სახმელეთო ტრანსპორტით, მაგალითად რუსთავიდან თბილისში მარშუტკების მიმოსვლის აკრძალვით, ქვემო ქართლის და ჯავახეთის მიმართულებით ავტოსადგურის ფონიჭალაში გადატანით... |
Posted by: ქაფქიანა 25 Nov 2020, 19:09 |
ახალციხის მიმართულებით დადის საერთოდ რამე? ვალეზე აღარ მაქვს საუბარი. |
Posted by: brutal_88 25 Nov 2020, 19:40 |
კახეთში სარკინიგზო მიმოსვლა სულ დაიკიდეს? |
Posted by: Fabian 25 Nov 2020, 19:44 | ||||
ქაფქიანა
ტანკები, ორფოლოს პოლიგონზე... brutal_88
სატვირთო მიმოსვლა არის დედოფლისწყაროს კარიერების მიმართულებით. |
Posted by: პაწა 25 Nov 2020, 19:54 | ||
ისეთი რა დატვირთულია, საათში ერთი მატარებელი ვერ გაატაროს |
Posted by: ქაფქიანა 25 Nov 2020, 20:14 |
ყოველგვარი ყალბი თავმდაბლობის გარეშე, უნიკალური კადრი. ადგილმდებარეობა გამოიცანით: |
Posted by: levan_ts 25 Nov 2020, 22:47 |
ადრე ვათვალიერებდი რუკებს და ქუთაისში არის რკინიგზის ორი ხაზი თუ სწორად მახსოვს, საფიჩხიაზე გადის ერთი და მიდის ტყიბულისკენ, ასევე ავტოქარხნის გადასახვევთან არის ერთი ხაზი, წყალტუბომდე, ეგენიც ხომ შეიძლება, როგორც მეტრო, ისე იყოს ათვისებული... სურვილი რომ იყოს, შეიძლება სარკინიგზო ტრანსპორტის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება. ბოლოს და ბოლოს გუგლის რუკაზე რკინიგზის მარშრუტები და ტრანსპორტი რომ დაამატონ, ან გადაჯდომა გააკეთონ, ფოთიდან ზუგდიდში რომ ვერ ჩახვალ მატარებლით, რა მოხდება |
Posted by: Didgori_3 25 Nov 2020, 23:55 | ||
ტყიბულისკენ მაღაროებისკენ მიდის ალბათ და დატვირთული იქნება. კერძო ხომ არაა საერთოდ? |
Posted by: vatman 26 Nov 2020, 00:31 | ||||||
Fabian
რუსთავის დაკავშირებით შენ იდეას არ დავეთანხმებოდი. ჩემი აზრით მაგაზე იაფი და ადვილი იქნება არსებული რკინიგზის მაგისტრალიდან რკინიგზის განშტოების გაყვანა ახალ რუსთავში, მიკროებში, რომელსაც მხოლოდ სამგზავრო დანიშნულება ექნებოდა. ძველი რუსთავის მოსახლეობას კი ისევ გარდაბანი-თბილისის მატარებლით შეეძლოთ სარგებლობა levan_ts
ამ ჩამყაყებულ კანტორაში ეს გამორიცხულია ჩემი აზრით ქაფქიანა
შენი წინა პოსტიდან გამომდინარე ბორჯომი-ახალციხის მოანკვეთი? |
Posted by: levan_ts 26 Nov 2020, 04:07 | ||||
არ ვიცი, მაგრამ, ნაკლებად მგონია, რომ კერძო იყოს |
Posted by: Didgori_3 26 Nov 2020, 04:30 | ||
ჰო კერძო მეც არამგონია, ერთი ამბავი ატყდებოდა. |
Posted by: ქაფქიანა 26 Nov 2020, 06:51 | ||
vatman
ნწ. ყულევია. |
Posted by: Fabian 26 Nov 2020, 19:26 | ||
vatman
არ აუნთო უცბად წითელი თელეთს და ფონიჭალას ქალაქი დინამიურად ვითარდება რუსთავის და თელეთის მიმართულებით და ამ მიმართულებების ათვისებაა საჭირო. |
Posted by: vatman 27 Nov 2020, 01:39 | ||
Fabian
ფონიჭალა არსებული ხაზი გამოიყენოს, არ არის მაგ მიამრთულებაზე გადატვირთული მოძრაობა. მე საერთოდ მაგას ბოლო სადგურად დავტოვებდი ამ თელეთს და კუმისს რა გადაეკიდე შენ კიდევ |
Posted by: Fabian 27 Nov 2020, 11:29 | ||||
vatman
ფონიჭალა როგორც ბოლო სადგური "მესამე ხაზის", როცა იქვეა რუსთავი - დიდი ფუფუნება მგონია
ქალაქი ფართოვდება ამ მიმართულებით და სანამ ჯერ კიდევ დრო არის, ჯობია "ზემოდან" მოხდეს ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. ისეთივე მდგომარეობაა ქალაქის ყველა გასასვლელში - ლისის, კახეთის, მცხეთის, რუსთავის, კოჯორ-ტაბახმელის, შემოვლითის და აქედან სარკინიგზო ტრანსპორტის გამოყენების მხრივ ფონიჭალა- რუსთავის მიმართულებაა ყველაზე საინტერსო, კახეთის არსებული რკინიგზა თითქმის მთლიანად სამრეწველო ზონაში გადის... საინტერესო სქემა: |
Posted by: ქაფქიანა 28 Nov 2020, 12:36 |
მორჩა, სურამის რკინიგზამ ფორმალურადაც შეწყვიტა არსებობა. ლიანდაგს ჰყრიან. |
Posted by: vatman 28 Nov 2020, 16:19 | ||||
Fabian
მე კი მგონია რუსთავის მიბმა , გარდაბნის მიამრთულებაზე უფრო უკეთესი იქნება ქაფქიანა
კიდევ დიდ ხანს გაძლო უმოქმედობით , არადა მახსოვს სურამის სადგური, კიდევ 90-იანებში |
Posted by: Kublicha 28 Nov 2020, 17:21 |
მაგ რუკაზე არც ბორჯომი-ახალციხის და თბილისი-ახალქალაქის რკინიგზა არაა აღნიშნული |
Posted by: Fabian 28 Nov 2020, 19:47 | ||||||
vatman
მწარედ ცდები! :| Kublicha
არც პირველზე და არც მეორე სამგზავრო მოძრაობა არაა... ქაფქიანა
ამის წინათ პეტიცია ვნახე, სადაც ითხოვდნენ ამ რკინიგზის ადგილას ველობილიკის მოწყობას... |
Posted by: polaris 28 Nov 2020, 23:16 | ||
მსუბუქი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ქალბატონები!!! |
Posted by: ქაფქიანა 29 Nov 2020, 13:10 |
polaris მთელ მსოფლიოში მიდის რკინიგზების შემცირების ტენდენცია და ოდესმე ალბათ ტრანსპორტის ეს სახე შეწყვეტს კიდეც არსებობას საბოლოოდ, მაგრამ რაღაცნაირად, მაინც მტკივნეულია. |
Posted by: polaris 29 Nov 2020, 17:50 |
ქაფქიანა ვერ დაგეთანხმები: ევროკავშირში მსგავსი ტენდენცია არ შეინიშნება 2000 წლიდან: https://www.statista.com/statistics/451812/length-of-railway-lines-in-use-in-europe-eu-28/ ჩინეთში სარკინიგზო ქსელი ფართოვდება მაღალი ტემპებით, რამდენიმე ათასი კმ წელიწადში: https://www.researchgate.net/figure/The-total-length-of-Chinas-railways_fig1_341159485 აშშ-ში ხდება კლება, მაგრამ აშშ-ში რკინიგზა კერძო საკუთრებაა და მას მგზავრთა უსაფრთხო და ხელმისაწვდომი გადაყვანის უსაფრთხო ფუნქცია ამ ქვეყანაში არასდროს ჰქონია, განსხვავებით ევროპის და აზის განვითარებული ქვეყნებისგან: https://knoema.com/atlas/United-States-of-America/Length-of-rail-lines ასე რომ ასე გადაჭრით ვერ უტყვი, ზოგან მცირდება, ზოგან იზრდება, ზოგან შენარჩუნებულა ერთ დონეზე. უფრო მიდგომების თემაა: სატვირთო გადაზიდვებში რკინიგზა მომგებიან დიდ მანძილებსა და ტვირთის დიდ მოცულობაზე, მცირე მასშტაბის გადაზიდვებში ავტოტრანსპორტი უფრო კონკურენტუნარიანია. შესაბამისად, ძირითადი მოთხოვნაა საერთაშორისო ტრანზიტზე (აზერბაიჯანიდან ფოთამდე), ხოლო შიდა სარკინიგზო განშტოებების ბედი დამოკიდებულია, რამდენად რეგულარულია და მოცულობითა ტვირთის წარმოშობა მოცემულ განშტოებაზე. ასეთი რამდენიმეღა დარჩა: ჭიათურა, ტყიბული, დედოფლისწყარო. კაზრეთი მგონი უკვე გადავიდა ავტოტრანსპორტეზე. ასევე, ჯერ კიდევ ცოცხლობს ის ჩიხები, სადაც ტვრთის მცირე მოძრაობაა, მაგრამ ეს ტვირთი მოდის ქვეყანაში რკინიგზით გარედან, ხოლო მიმღები წერტილი მაგისტრალთან იმდენად ახლოა, რომ ჩიხის ექსპლუატაცია უფრო იაფი ჯდება, ვიდრე ტერმინალზე ვაგონებიდან სატვირთო მანქანებზე გადმოტვირთვა და ისე მიტანა (მაგ. დიდუბე-ელიავას ჩიხი, აეროპორტის ნავთობბაზა). რაც შეეხება სამგზავრო, ეკონომიკურად ძAლიან ცოტა მიმართულებაა მომგებიანი (ისიც კი არ მგონია, რომ შტადლერის 40-100 ლარიანი ბილეთები რენტაბელობაზე გადოდეს). აქ რკინიგზების სიცოცხლისუნარიანობა დამოკიდებულია მთავრობის მიდგომაზე: თუ მთავრობა ჩათვლის, რომ მოსახლეობას უნდა ჰქონდეს კერძო ავტომობილების და მარშუტკების უფრო უსაფრთხო, ეკოლოგიურად სუფთა და ხელმისაწვდომი ალტერნატივა, მაშინ დაასუბსიდირებს და ასეთი რკინიგზები იარსებებს, ხოლო თუ მთავრობა არ თვლის მსგავის სერვისის მიწოდებას სოციალურ პასუხისმგებლობად, მაშინ არ იქნება. თავად რკინიგზა ასეთ გადაყვანებზე მოგებას ვერ მიიღებს. მე, ალბათ ხვდები, რომ პირველ მიდგომას ვუჭერ მხარს, თუმცა ისიც მესმის, რომ საქართველო არაა თუნდაც უკრაინა (ევროპაზე საუბარიც არ მაქვს) და არ გვაქვს მდენი რესურსი ამ ეტაპზე, რომ მარშრუტების სრული სისტემა დავასუბსდიროთ, რაც სსრკ-ს დროს იყო, მაგრამ არც ის მოწონს, რომ დიდუბიდან გამავაი მარშუტკის გარდა სარინიგზო ალტერნატივა ძალიან სუსტად არის წარმოდგენილი. მე შევისწავლიდი ფინანსებს და გარკვეულ მიმართულებებზე, თუ ამის შესაძლებლობა მექნებოდა, გავზრდიდი მოძრაობის სიხშირეს, ხოლო იმ მიმართულებებზე (თუდანც სურამი), სადაც ამის დიდი მოთხოვნა არ არის, მომავლისთვის მაინც დავაკონსერვებდი ინფრასტრუქტურას და არ ავყრიდი დღეს ჯართიდან კაპიკების მიღების მიზნით, რამაც მომავალში აქ აღდეგან შეიძLება ან ძალიან გააძვიროს, ან საერთოდ შეუძლებელი გახადოს. სამწუხაროდ, რკინიგზის ადმინისტრაციაში, როგორც ჩანს, მხოლოდ დღევანდელი დღით აზროვნებენ და რაიმე გრძელვადიანი ხედვები არ გააჩნიათ. ამიტომაც, მათი დაბალი სოციალური პასუხისმგებლობა არ შეიძლება, არ აღინიშნოს. |
Posted by: SwaT-2011 4 Dec 2020, 07:38 |
იმდღეს ვიყავი დასავლეთში ჯიპით და უკანა გზაზე წიფას გზით წამოვედი (ჯობდა არ წამოსულვიყავი თეთრი მანქანით ) მოკლედ გავიდნენ ბოლოში ფაქტიურად გვირაბების მშენებლობის მხრივ, მთავარი გვირაბი არ ვნახე ზვარესთან (წიფაზე გავლაზე 2სთ დამჭირდა )) ) აქტიური მუშაობა არ შეინიშნებოდა, თუმცა აქა იქ დადიოდნენ მშენებლები ... ბეზათუბანთან გამოდის ეს გვირბი, გვერძევეა ესტაკადა, თუმცა გვირაბის და ესტაკადის დასაკავშირებლად საჭიროა მიწის სამუშაოები, პატარა გორაკია მოსაჭრელი ... ბეჟათუბნიდან წიფის გასასვლელამდე გზა არა, მაგრამ მიმართულებაა დარჩენილი მხოლოდ. თუმცა წიფადან სურამამდე აქტიურად მიდის საავტომობილო გზაზე მუშაობა, გზის კედლები გაამაგრეს და ალბათ გაისად ზაფხულისკენ მორჩებიან. გზა ძაან ცუდ მდგოამრეობაშია. |
Posted by: polaris 4 Dec 2020, 17:53 |
SwaT-2011 დაცვა და მუშები არ იყო მაგ გვირაბებთან? |
Posted by: SwaT-2011 5 Dec 2020, 16:56 |
polaris მუშები დადიოდნენ მხოლოდ აქა-იქ |
Posted by: გ ი ო რ გ ი 5 Dec 2020, 18:48 |
რკინიგზა არ უნდა შემცირდეს. რკინიგზას უნდა მოდერნიზაცია. კლასიკური ღამის მატარებლები მალე გაუქმდება და ალბათ არც არის საჭირო, მითუმეტეს საქართველოს ზომის ქვეყანაში. იმისთვის, რომ რკინიგზა იყოს კონკურენტული საჭიროა სიჩქარე და სიხშირე. (მარტო დილა-საღამოს რეჟიმი არაა საკმარისი) საქართველოს ზომის ქვეყანაში, შედარებით დიდ ქალაქებს შორის ყველაზე სწრაფი მგზავრობის საშუალება უნდა იყოს რკინიგზა, შემდეგ ავიაცია (იგულისხმება აეროპორტამდე მისვლის + რეგისტრაციის დრო), შემდეგ ავტომობილი და ბოლოს ავტობუსი. საჭიროა რუსთავის დაკავშირება რკინიგზასთან. საჭიროა დასავლეთ საქართველოში, ზღვის გასწვრივ, ბათუმი - ფოთი - ზუგდიდი რკინიგზის არსებობა. წარმოუდგენელი სიჩქარე, TGV, ICE, 300+ კმ/სთ და არარეალური პროექტები არაა საჭირო, უბრალოდ 160 კმ/სთ მთელ რიგ მონაკვეთებზე, სხვაგან ყველგან საშუალოდ 120-130 კმ/სთ, საუღელტეხილო და რთულ მონაკვეთებზე მინიმუმ ისეთი მოდერნიზაცია, რომ 60-70 კმ/სთ არ იყოს პრობლემა. მგზავრობის დრო თბილისიდან ასე რომ გამოიყურებოდეს: გორი - 35წთ. ხაშური - 1სთ ზესტაფონი - 2სთ ქუთაისი - 2სთ 15წთ სამტრედია - 2სთ 30 წთ (ფოთი - 3სთ) (ზუგდიდი - 3სთ 15წთ) ურეკი - 3სთ ქობულეთი - 3სთ 30წთ ბათუმი - 3სთ 45წთ დღეში 5 რეისი: 8:00, 9:00, 14:00, 17:00, 20:00 და 00:00 (დღეგამოშვებით) გარდა ამისა: თბილისი - რუსთავი - 25წთ ბათუმი - სამტრედია - ზუგდიდი - 2სთ არაფერი აქ შეუძლებელი არ იქნებოდა ნორმალური მუშაობის პირობებში. სრულიად შესაძლებელი ქინებოდა რკინიგზის დეპარტამენტი, თუნდაც საგზაო დეპარტამენტის დონეზე რომ მუშაობდეს. |
Posted by: Kublicha 5 Dec 2020, 19:11 | ||
გ ი ო რ გ ი უმრავლესობაში გეთანხმები, თუმცა ზოგეიერთ მიმართლებაზე გვჭირდება ჰაი სპიდ თრეინიც. რა თქმა უნდა არ ვგულისხმობ ტეჟევეს და აისიის და 300იანებს ვგულისხმობ თუნდაც ომნეო ან თვინდექსის კლასისას. პიკური სიჩქარე შეიძლება ქონდეს 185 - 190 , ძირითადად შიდა ქართლის მონაკვეთებზე და გურია-სამტრედია-ქუთაისის მიდამოების მონაკვეთებზე, ასევე კოლხეთის დაბლობზე ესეთი დაგვჭირდება ძირითადად ბათუმის და ფოთის მიმართულებაზე. ნუ რა თქმა უნდა როგორც აღნიშნეთ
ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი სხვა შემთხევაში ისევ მარშუტკების ქვეყანად დავრჩებით ეს შეიძლება ერთი ხელის მოსმოთ ვერ გაკეთდეს, მაგრამ თუ იქნება მრავალწლიანი გეგმა მიღწევადია |
Posted by: levan_ts 5 Dec 2020, 21:23 | ||
რამდენადაც ვიცი, ძირითადი პრობლემა არის დაუცველი გადასასვლელები და თავად რკინიგზის ზოლი, უბრალოდ შეღობვა რომ მოხდეს და დაუცველი საავტომობილო გადასასვლელების ნაცვლად გაკეთდეს გვირაბები ან ხიდები, სიჩქარე საგრძნობლად მოიმატებს უკვე, მეორე საკითხია ქვიშხეთი - ზესტაფონის დაუსრულებელი მონაკვეთი, რომელიც სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს, თურმე მეწყერი დაიძრა და ეგ არ იყო გათვლილი, თურმე გვირაბი "დაიბზარა", არ იყო გათვლილი, თურმე ინჟინერს ჩაეძინა და სამი ოთხი წლით გადაიწია პროექტის დასრულებამ და ა.შ. ალბათ მოვა დრო და აეხდება ფარდა და გამოჩნდება მტყუან მართალი, აქედან დიდი კორუფციის სუნი რომ ასდის ცხადია და არც არავინ არაფერს გვეუბნება. არც არავის აინტერესებს, სამოქალაქო სექტორს ვგულისხმობ. ყოველ შემთხვევაში საკმარისი ყურადღება არ არის ჩემი აზრით |
Posted by: brutal_88 5 Dec 2020, 21:39 | ||
თბილისი-ბორჯომიც შესანარჩუნებელი და გასაუმჯობესებელია. ერთდერთი სამთო კურორტია სადაც მატარებელი დადის. |
Posted by: გ ი ო რ გ ი 6 Dec 2020, 14:02 | ||
[B]levan_ts[,B]
+1 მე ვერ გავიგე, ჯერ კიდევ წინა ხელისუფლება 10-11 წლის წინ გვპირდებოდა საუღელტეხილო მონაკვეთის მოდერნიზაციას და ბათუმში 3 საათში ჩასვლას. ვერც იმათ გააკეთეს, ვერც ამათ. ერთი დეკადა გავიდა მას შემდეგ.... სასწაულს და შეუძლებელს, თუნდაც ქართული რეალობიდან გამომდინარე, არ ვითხოვთ, ჩვენი რკინიგზა ჩარჩა 90-იანებში და მისახედია ეს საქმე. ავტობანი ასე თუ ისე, გარკვეული ტემპებით მუშაობს, იქაც მეტია საჭირო, მაგრამ რაღაც-რაღაცეები მაინც კეთდება, რკინიგზა სულ ჩაფლავდა. კომფორტული მატარებლით გადაადგილება მსუბუქ ავტომანქანაზე ოდნავ უფრო სწრაფად, წესით არ უნდა იყოს პრობლემა, მითუმეტეს ტურისტულ და სატრანზიტო ქვეყანას ვაშენებთ და საბაზისო ინფრასტრუქტურა ნომერ პირველია ასეთ სიტუაციაში. |
Posted by: iviko18 7 Dec 2020, 12:48 |
აუცილებლად აღსადგენია სამგზავრო მიმოსვლა ახალქალაქის მიმართულებით. განსაკუთრებით ზამთარში მოწყვეტილია ეგ მხარე დანარჩენ საქართველოს. პოლიტიკურადაც ძალიან მნიშვნელოვანია ამის გაკეთება. |
Posted by: anti-marshutka 7 Dec 2020, 14:10 |
მეგობრებო, გერმანიაში ხშირად მხვდება ხოლმე სატვირთო მატარებლები, რომლებზეც ტრაილერის "პრიცეპები" დევს და შორ მანძილზე გადააქვთ, ავტობანის დატვირთვის ნაცვლად (ისედაც გადატვირთულია). და საქართველოში რატომ არ არის ამის პრაქტიკა? განსაკუთრებით თურქეთი-აზერბაიჯანის მონაკვეთზე. ტარიფების გამო? |
Posted by: პაწა 7 Dec 2020, 14:38 |
ბათუმი-ბაქო რომ გაკეთდება მაგლევი 2430 წელს, მერე შეიძლება 45 წუთშიც ჩახვიდე თბილისამდე. კიდე ერთ საათში ბაქოში იქნები |
Posted by: ფორუმელი დაშნაკი 7 Dec 2020, 14:58 | ||
მგონი ვერ მოასწრებენ 2430-ში შტადლერის ქარხანა იხსნება და სავარაუდოდ მაგლევის გახსნა გადაიწვეს ერთი წლით |
Posted by: ნიკა 7 Dec 2020, 15:08 |
SwaT-2011 შარშან ზაფხულის მერეა დაახლოებით ეგ მდგომარეობა ზვარე-მოლითში. სამწუხაროდ აღარ შეინიშნება არანაირი წინსვლა |
Posted by: eleqtro 8 Dec 2020, 11:52 |
საოცნებო გეგმებშიც კი არ ხვდება კახეთის რკინიგზა |
Posted by: levan_ts 8 Dec 2020, 16:30 | ||
დაახლოებით მაგ დროს გამოაცხადეს მეწყერი დაიძრაო და დგანან და დგანან |
Posted by: ნიკა 20 Dec 2020, 18:29 |
დღეს ვნახე და მცირედი ძვრა არის ზვარულას აუზში. აი ამ ადგილებში მიდის მიწის სამუშაოები. იმდენად მცირეა რომ რეალურად ვერ მივხვდი რა და როგორ იქნება, გაზაფხულზე წესით უფრო მეტი ცვლილება იქნება და დავინახავთ. დაახლოებით ეს კუთხეა ამ ორ ფოტოში |
Posted by: W-G1 20 Dec 2020, 23:52 | ||
გ ი ო რ გ ი
საინტერესო იქნებოდა ასევე ბათუმი-ფოთი-ზუგდიდი. |
Posted by: levan_ts 21 Dec 2020, 13:57 |
ნიკა მადლობა ახალი ინფორმაციისთვის და სურათებისთვის. ეს ალბათ მეორე მხარეა, მარშრუტი შეცვალეს, რადგან თავდაპირველზე მეწყერი დაიძრაო. ამაზე თუ გააკეთეს რაიმე წინასწარი კვლევა ნეტავ თუ აქაც გამოჩნდება კიდევ ახალი "სიურპრიზი" და გაჩერდებიან ისევ ორი-სამი წლით? |
Posted by: ნიკა 22 Dec 2020, 11:18 |
levan_ts არა რუკაზე ხომ დავდე რომელი ადგილია. ეგაა ზვარეში მაგრამ ბეჟათუბნის გვირაბისკენ მონაკვეთზე (ფოტოში ჩანს ძაშენებული მონაკვეთიც შორს). საჯარო რეესტრის ინფორმაციით გადაუფორმეს უკვე რკინიგზას ნაკვეთები წელს ნოემბერში. რუკაზე ჩანს ახალი ტრაექტორია ასეთი სიტუაციაა. ზევით ლურჯით მონიშნული ხაზი უკვე აშენებული გზაა, წითლად გვირაბამდე ძველი ტრაექტორიაა. წრედ შემოვხაზე ფოტოებზე გადაღებული ადგილი. ქვევით ლურჯი წრე მექყერია ადფილია. მარცხნივ (ზვარულას მარცხენა ნაპირია ეგ) ლურჯი ზოლით მოვნიშნე ახალი ნაკვეთი რაც რკინიგზას გადაეცა. სავარაუდოდ ეგაა ახლაი ტრაექტორია. თუმცა მერე წითელი წრე რომ შემოვხაზე ეგაა ზვარის მინერალური წყლის ქარხამა და მისი ნაკვეთი. რომელიც ისევ შპს ზვარე-ს საკუთრებაშია. ნაკვეთს და მთელ ამ შპს-ს ქონებას ადევს საგადასახადო გირავნობა. მაგის მერეც სად წავა გზა ცოტა გაუგებარია. მშენებლობას რომ დავაკვირდი ისეთი პირი უჩანს ახლანდელი მოლითი-ზვარე-ნუნისი საავტომობილო გზის გაყოლებას აპირბენ თითქოს. ანუ ფოტოზე რა ადგილიც ჩანს მანდ გადმოვა ხიდი გადაღების წერტილისკენ და შემდეგ საავტომობილო გზას გამოაყოლბენ ქარხნამდე. საავტომობილო გზას რას უპირებენ ვერ გავიგე. შეიძლება მოეორე ნაპირს გააყოლებენ ზვარეში გადამავალ ხიდამდე და იქიდან ძველ გზას გაყვება. გამოჩნდება ალბათ ნელ-ნელა რა გეგმები აქვთ. |
Posted by: levan_ts 22 Dec 2020, 16:38 |
ნიკა, მადლობა გამოხმაურებისთვის. ბოდიში, თავიდან ვერ გავერკვიე. დიდი ხანია მაქეთ არ ვყოფილვარ. არც დევს ინფორმაცია რა გეგმები აქვთ, ვერ მოვიძიე ყოველ შემთხვევაში. ამდენი წლის მერე ფაქტიურად არ არის პროგრესი და არც მომკითხავია ვინმე. წესით ერთ წელიწადში უნდა მორჩეს მუშაობა რომ იყოსო, ერთი ორი ადგილობრივი დასაქმებულისგან გავიგე |
Posted by: ნიკა 22 Dec 2020, 17:57 |
levan_ts შანსი არაა ერთ წელიწადში მორჩეს. ნაკვეთები ისევ გამოუსყიდავია ზოგი, როგორც ზევით დავწერე. სამი ხიდია ასაშენებელი, რამოდენიმე ხიდი დასამთავრებელი და ა.შ. |
Posted by: VIP Blogger 24 Dec 2020, 20:22 |
საქართველოს რკინიგზას ბაქო ყარსის რკინიგზის გავლით არ შეუძლია დანიშნოს და შეასრულოს მატარებლის რეისები თბილისი სტამბული ან სხვა ევროპული ქალაქების მიმართულებით ? მარტო ბაქო და ანკარა ისარგებლებს ამ რკინიგზით და ჩვენ ანუ საქართველო გამტარი ვიქნებით მხოლოდ ? |
Posted by: justproject 5 Jan 2021, 05:57 |
ADB ამ საინტერესო პროექტს აფინანსებს, რომელმაც, როგორც მივხვდი, უნდა შეიმუშავოს გეგმა საქართველოს რკინიგზის სამზავრო გადაყვანების განსავითარებლად. პროექტის მიხედვით შედეგი უნდა იყოს ეს: Efficient, modern, demand-driven and affordable railway passenger transport developed, Rail passenger service business development strategy and implementation plan developed Draft public service obligation contract finalized. აქ შეგიძლიათ ვრცლად წაიკითხოთ, ბევრი ინფორმაციაა უფრო https://www.adb.org/projects/54458-001/main#project-pds |
Posted by: GreenWestHam 6 Jan 2021, 16:30 |
justproject ჩანს ვითომ სინათლე გვირაბის ბოლოს? ეგეთი გეგმა ტრამვაის ხაზის განვითარებაზეც უდევთ მერიაში თაროზე. ესენი კი დაუთვლიან და გაუწიკწიკებენ სტრატეგიას, მაგრამ საბოლოო ჯამში შესაბამისი ნება და ფინანსები რკინიგზის/სახელმწიფოს მხრიდან უნდა მოდიოდეს, რისი არქონაც კარგად ჩანს თუნდაც თბილისის რკინიგზის სადგურის მაგალითზე, სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ |
Posted by: polaris 6 Jan 2021, 18:18 |
მოკლედ, ამ ქვეყანაში რამ თუ გინდა გაკეთდეს, გენდერს უნდა მიაბა |
Posted by: ნიკა 7 Jan 2021, 13:53 |
polaris |
Posted by: polaris 7 Jan 2021, 20:02 |
ნიკა პროფესიული ვალდებულებები არ მაძლევს უფლებას რაღაცეები მოვყვე, თორემ ისეთი სიგიჟეები მინახავს მაგ მხრივ, სხვის მონაყოლს არ დავიჯერებდი. |
Posted by: Bloodblade 14 Feb 2021, 09:04 |
სირცხვილია, სირცხვილი. ერთი შაბათობა მაინც მოაწყეთ ქვეყნის მთავარი სარკინიგზო სადგური 30 ტურისტული ქვეყანა |
Posted by: levan_ts 16 Feb 2021, 16:28 | ||
საერთოდ გაჩერებულია სამგზავრო რკინიგზა და არავითარი ძვრა არ არის ინფრასტრუქტურულად. დანარჩენი სადგურები კატასტროფულ მდგომარეობაშია თითქმის ყველა. ბაქნის არქონის გამო შტადლერი არ აჩერებს არსად. გადასასვლელების არარსებობის გამო მატარებელი ვერ უმატებს სიჩქარეს. ხომ თითქოს ადვილი მოსაგვარებელი პრობლემებია (ძირითადი სადგურების გაკეთება და რკინიგზის ხიდების აგება). წლებია არავინ ინტერესდება და პრიორიტეტი აქვს სამანქანო გზებს (ისიც რკინიგზასთან შედარებით). ხალხიც მანქანას ანიჭებს უპირატესობას. რაც სურამის შემოვლითი გაიხსნა, თბილისიდან ზესტაფონში ჩასვლას ჭირდება 2 საათი მაშინ როდესაც რკინიგზით ჭირდება 3 საათი. ბათუმზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია, თუ თბილისიდან არ მიდიხარ, სხვაგვარად მატარებლით მხოლოდ ურეკოდან თუ მოხვდები იქ. სამანქანო დრო კიდევ შემცირდება რიკოთის მონაკვეთების გახსნასთან ერთად. ფაქტიურად ვერავითარ კონკურენციას ვეღარ გაუწევს რკინიგზა ავტომობილებს. წესით პირიქით უნდა იყოს, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენთან ასეა. |
Posted by: ნიკა 8 Mar 2021, 14:45 |
ერთმორწმუნე ძმები |
Posted by: Fabian 8 Mar 2021, 15:33 | ||
ნიკა
ნახავდა კაცი |
Posted by: iviko18 9 Mar 2021, 00:36 |
ზუგდიდი-ჯვარის რკინიგზა უკვე ოფიციალურად არის ლიკვიდირებული. რელსების და ინფრასტრუქტურის აღება აქტიურად მიმდინარეობს. |
Posted by: Saturn 9 Mar 2021, 08:16 | ||
სალნიკები ცოტა ზეთს აპარებს +30 მჭვარტლი |
Posted by: levan_ts 9 Mar 2021, 15:14 | ||
იმდენხანს იყო განადგურებული სარკინიგზო ინფრასტრუქტურა, იმდენად მოუწესრიგებლები იყვნენ მატარებლები, ანტისანიტარიით, დანგრეული სკამებით და ა.შ. რომ ხალხს არც ადარდებს დიდად, არც იციან რამდენად მოხერხებული ტრანსპორტი შეიძლება იყოს მატარებელი და ამიტომაც არ აქცევენ ყურადღებას. ცხადია, როდესაც მარშუტკით უფრო მალე ჩადიხარ ზესტაფონში ვიდრე მატარებლით (რაც სურამის შემოვლითი გაიხსნა მარშუტკა ანდომებს 2-2:30 საათს თავის გაჩერებიანად) ხოლო მატარებელი 3 საათს, ამ დროს რკინიგზა სულ რომ აყარონ, ხმის ამომღები არავინაა |
Posted by: Tocadero 9 Mar 2021, 16:35 |
levan_ts ვერ გამოვა ეგ საქმე ღარიბ ქვეყნებს არ აქვთ მაგის საჯდომი რომ რკინიგზა მოაწერიგონ კი არა და ხელახლა ააგონ ვითუმეტეს რომ ყველა ბიზნესი ქვეყანაში ნაშოვნ დოვლათს ვალიუტაზე ახურდავებს და ქვეყნიდან გააქვს ჰიპერ ტრაკში ვართ მთავრობა სესხების აღების სახით ქვეყანას ვალის მორევში ითრევს... ბიზნესი ანადგურებს ქვეყნის ეკონომიკას ამაზე არავინ საუბრობს |
Posted by: ნიკა 11 Mar 2021, 10:58 |
დას ლეგენდარიშე ხიდენ. . |
Posted by: Ambitious_Person 11 Mar 2021, 12:37 |
თბილისი ბათუმი მოძრაობს ხო? ღამის , დღის თუ ორივე ? |
Posted by: levan_ts 11 Mar 2021, 17:42 | ||
სამწუხაროა. უბრალოდ არსებულის შერემონტებაც საკმაოდ დააჩქარებდა ტრანსპორტირებას, ჩემი აზრით. მაგალითად - ბეტონის შპალები, გადასარბენების გვირაბებით ან ხიდებით შეცვლა, შემოღობვა, რომ საქონელი და ხალხი არ მოხვდეს ლიანდაგებზე, ხომ მოგვცემდა სიჩქარის გაზრდის საშუალებას და ამით ტვირთის ტრანსპორტირებაც დაჩარდებოდა და მგზავრობაც, რომელიც უკვე ძალიან დიდ კონკურენციას გაუწევდა ავტოტრანსპორტს |
Posted by: Tocadero 12 Mar 2021, 00:23 |
levan_ts ერთი ის გვირაბი ხომ დაამთავრეს პერევალზე და მერე კიდე ყარსი ააგუგუნეს ))))))))))))))))))))) |
Posted by: ქაფქიანა 12 Mar 2021, 00:40 |
ანუ ხაშური-სურამი და ზუგდიდი-ჯვარი ოფიციალურად გაუქმდა. და ეს მაშინ, როდესაც ქვეყანას ენერგიის წყაროებიდან საკუთარი მხოლოდ ელექტროენერგია აქვს. სამწუხაროა, ძალიან სამწუხარო. |
Posted by: ika55775 12 Mar 2021, 08:15 | ||
გურჯაანი წნორია რიგში, საკონტაქტო უკვე ჩამოხსნილია როგორც მახსოვს და კახეთის მიმართულებით მხოლოდ 1 მატარებელი დადის დედოფლისწყაროს ქვიშის კარიერზე. თელავის მიმართულება ფაქტიურად მკვდარია, აი უიმედო პაციენტი აპატარზე რომაა შეერთებული მასეა |
Posted by: vatman 12 Mar 2021, 10:16 | ||
ika55775
მანდ მგონი დიდი ხანია რაც ჩახსნილია საკონტაქტო, ლიანდაგბზეც უკვე დიდი ხანია ბუნება ხარობს ისე ზუგდიდი ჯვარის მონაკვეთზე სამგზავრო მოძრაობა იყო საერთოდ, ენგურის აშენების შემდეგ? |
Posted by: adam* 12 Mar 2021, 10:19 |
რაცარუნდა მარშუტკა იძახო... სიმღერაში როა, "მატარებლით მგზავრობა, ხომაა სასწაული" მე ელექტრიჩკები მომწონს. ხალხი რომ ლაპარაკობს ერთმანეთში. ვისმენ ხოლმე რაღაცეებს. სანამ კორონა დაიწყებოდა, უცხოელებიც ბევრი იყო. ერთხელ ბერიკაცი მოდიოდა, გააცინე და მოიგეში მივდივარო. არ ვიცი რას შვებოდა, მგონი რეპეტიციას გადიოდა |
Posted by: Ambitious_Person 16 Mar 2021, 15:20 |
ხალხნო ბათუმი თბილისი ღამის მატარებელი არის ? |
Posted by: iviko18 16 Mar 2021, 16:01 | ||
Ambitious_Person
კომენდანტის საათიდან გამომდინარე არა. 35 წუთით გაიზარდა თბილისი-ბათუმის მგზავრობის ხანგრძლოვობა. |
Posted by: levan_ts 16 Mar 2021, 16:25 | ||||
რატომ გაიზარდა? ვერ დავაკავშირე კომენდანტის საათს, ხაზები დატვირთული თუ სიჩქარის რადარებს ერიდებიან? |
Posted by: idallgo 16 Mar 2021, 16:40 | ||
ზაჰესია ხო? მაგ ხიდზე გავიზარდე... რამდენჯერ ვარ მაგ რკინებიდან დაბლა მტკვარში ჩამხტარი.... მაგ ხიდის ერთ მხარეს საიდანაც ეგ სურათია გადაღებული საკაიფო საბანაო გვქონდა მოწყობილი ადგილობრივ შპანას და მეორე მხარეს კიდევ კაი სათევზაო ადგილები შეგულებული... მთელი ბავშვობა მანდ მაქვს გატარებული.. |
Posted by: iviko18 16 Mar 2021, 17:38 | ||
levan_ts
ყველაფერი ჩააბანძეს და იმიტომ. |
Posted by: levan_ts 17 Mar 2021, 11:53 | ||||
ისე ძალიან მაინტერესებს რა ხდება შიგნით, ექსპერტის თვალით დანახული დღევანდელი რკინიგზის მდგომარეობა, სამგზავრო რკინიგზის. რატომ ვერ გაიხსნა და სავარაუდოდ ვერც უახლოეს წლებში გაიხსნება ქვიშხეთი ზვარე, რატომ ვერ ვზრდით სამგზავრო მატარებლის სიჩქარეს - რა მდგომარეობაშია ლიანდაგები, რატომ არ კეთდება დამატებითი ხიდები და / ან გვირაბები გადასასვლელების და შლაგბაუმების ნაცვლად, დაბოლოს რატომ არ არის საერთოდ მოთხოვნა ამაზე ხალხის მხრიდან. იქნებ ხალხის მეტად ინფორმირებაა საჭირო, რომ მოთხოვნა გაჩნდეს |
Posted by: ნიკა 17 Mar 2021, 17:53 | ||
ეგ ხომ ვიცით. უშველებელი მეწყერი წამოვიდა და ახალი მიმართულება აირჩიეს. |
Posted by: levan_ts 18 Mar 2021, 00:59 | ||||
მართალი ხართ, უბრალოდ ამ კითხვაში ვიგულისხმე, რატომ ვერ დაიგეგმა ნორმალურად და მერე ვერ აშენდა თქო, ისე ახალი მიმართულებითაც არ ჩანს რაიმე პრორესი და პროგრესის წინა პერიოდიც. ისე აქაც მეწყერი ვაშლიჯვრის გზაზეც მეწყერი :) (თქვენი პოსტი ვნახე) |
Posted by: ნიკა 18 Mar 2021, 11:10 |
levan_ts აპრილში ან მაისში ჩავალ სოფელში და ვნახავ რამე პროგრესი თუ არის. ამ ეტაპზე მიწები არ იყო ჯერ სრულად გამოსყიდული. ნუ ძირითადი პრობლემური მანდ ზვარის მინერალური წყლის ქარხანა იყო, როგორც ვხვდები. |
Posted by: Datvlas-vin-gtxovs 19 Mar 2021, 22:43 |
ჩვენი როდის ივლის ამ სიჩქარით |
Posted by: ioane.mtacmindeli 20 Mar 2021, 07:59 | ||||||
და რა მიმართულება აირჩიეს? აშენებულ და გაკეთებულ გვირაბების რას უპირებენ? და ახალი მიმართულება სად გაივლის * * *
ეს სად არის ? რომელ ქვეყანაშია? |
Posted by: Datvlas-vin-gtxovs 20 Mar 2021, 08:57 |
ioane.mtacmindeli ინდოეთი |
Posted by: Zorro555 20 Mar 2021, 13:05 | ||||||||
ეგ ინდოეთში, ხოლო ევროპაში, იაპონიაში და ჩინეთში 360 კმ/სთ -ა მატარებლების სიჩქარე. |
Posted by: ნიკა 24 Mar 2021, 19:22 |
ზუგდიდი-თბილისის სამგზავრო მატარებელი ავტომობილს დაეჯახა. ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა „ოდიში ნიუსი“ ავრცელებს. შემთხვევის შედეგად დაშავდა მანქანის მძღოლი. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო, სასწრაფო-სამედიცინო დახმარებისა და პოლიციის ბრიგადები. https://pia.ge/ka/news/region/zugdidi-tbilisis-samgzavro-matarebeli-mankanas-daejakha |
Posted by: vatman 24 Mar 2021, 21:45 | ||
პირწიგნაკზე ამ შემთხვევაზე და ბლოკირებულ თბომავალზე აგლაძის ქუჩაზე, კომენტარები ზე ინტელექტუალურობით გამოირჩევა |
Posted by: levan_ts 25 Mar 2021, 14:35 | ||||
ამ გადასასვლელების გაკეთება ხომ შეიძლება ერთხელა და სამუდამოდ, ხიდის ან გვირაბის ან ბოლოს და ბოლოს შლაგბაუმის და მოგვარდება პრობლემა, ასევე აჩქარდება მატარებელიც. შემოღობვაც ხომ შეიძლება, საქონელი რომ არ გადავიდეს რიგ ადგილებში. https://fb.watch/4s88yBE9z6/ |
Posted by: Ambitious_Person 25 Mar 2021, 23:00 |
უხდება მატარებელს ჩქარა სიარული საქართველოში რა არის სიჩქარე ? აი თბილისი-ბათუმის მაგალითად |
Posted by: Kublicha 26 Mar 2021, 00:13 | ||
Ambitious_Person
110 ით დადიოდა შიდა ქართლის მინდვრებში და გურიაში მაგრამ როგორც ვიცი დაწიეს 90მდე |
Posted by: levan_ts 26 Mar 2021, 08:38 | ||||
სავარაუდოდ ლიანდაგების უვარგისობის და ასევე არარეგულირებული გადასასვლელების, ხალხის და საქონლის მოძრაობის გამო. ზაფხულში გურიაში არარეგჰულირებულ გადასასვლელებზე პოლიცია დგას ხოლმე. ამიტომ ვამბობ, თითქოს ალაგ ალაგ შეღობვა და გადასასვლელებზე შლაგბაუმის დაყენება მაინც (თუ გვირაბი და ხიდის აშენება ვერ ხერხდება ვერაფრით, რაც ასევე ძალიან საეჭვოა, რატომ ვერ ხერხდება) ხომ არ უნდა იყოს ძალიან ძნელი და ძვირი საქმე. ბოლოს ჩამოვა ალბათ მატარებლის სიჩქარე ისევ 40 კილომეტრ-საათზე და მოუნდება ზესტაფონამდე ჩასვლას 4-5 საათი თავის გაჩერებებით |
Posted by: პაწა 26 Mar 2021, 10:22 | ||
დიდი მნიშვნელობა, 90-ით დაგარტყამს, თუ 110-ით. გაჩერებით მაინც ვერ გააჩერებს |
Posted by: levan_ts 26 Mar 2021, 15:11 | ||||
ყოველ შემთხვევაში, სამუხრუჭე მანძილი ნაკლებია და შორიდან შემჩნევის შემთხვევაში შესაძლოა შეანელოს ისე, რომ მოასწროს გასწრება მანქანამ ან ადამიანმა, სიგნალის შემდეგ. შეიძლება 110 ვერ შეამჩნიოს, გადასასვლელი როდესაც მოექცევა მხედველობის არეში. ადრე მახსოვს, მქონდა საუბარი რკინიგზის თანამშრომლებთან და სიჩქარის დაგდების მიზეზებს შორის ესეც დაასახელეს. ასევე მითხრეს, რომ ზაფხულობით პარტული აკონტროლებს არარეგულირებულ გადასასვლელებს გურიაშიო და ამიტომ ბათუმი-თბილისი და თბილისი-ბათუმი მგზავრობის დრო დაახლოებით საათით იკლებსო. ცალკე საკითხია ლინდაგების შეკეთება დაშემოღობვა. ნამდ ხომ შეიძლება ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება |
Posted by: ნიკა 26 Mar 2021, 18:32 |
თითქმის 1.5-ჯერ მეტია 110-ის დროს სამუხრუჭე მანძილი. |
Posted by: levan_ts 30 Mar 2021, 18:29 |
მოკლედ, მგონი ეს დრო დიდად არ გაზრდილა მაგრამ, რად უნდა ჭირდებოდეს ხუთი საათი, როდესაც ზესტაფონის შემდეგ ერთი ბორცვიც კი არ არის გზაზე. ახლა უკვე, მანქანით ნაკლები დროა საჭირო. როდესაც ავტობანის ახალი მონაკვეთები შევა ექსპლუატაციაში, განსხვავება იქნება ალბათ 1:30 - 2 საათი. ცხადია მატარებელს დიდად არ აირჩევს ხალხი |
Posted by: levan_ts 2 Apr 2021, 18:14 |
ვითომ ეღირსება რკინიგზას გაყიდვა? იქნებ ასე ეშველოს, სხვანაირად არავითარი წინსვლა არ ჩანს და არც იმედია, რომ სამომავლოდ რაიმე გაუმჯობესება მოხდება |
Posted by: ThatBohemian 2 Apr 2021, 21:28 |
ტვირთის მზიდავ მატარებლებზე არის რამე ინფორმაცია? ბენზინის ვაგონიანებს არ ვგულისხმობ, ღია კონტეინერებივით რომ არის მაგეებზე |
Posted by: taxmach2 2 Apr 2021, 22:05 | ||
ვინმეს თუ გაქვთ ინფორმაცია ამ მოწყობილობაზე შემიძლია ვიყიდო башмак железнодорожный Лягушка
|
Posted by: Ambitious_Person 9 Apr 2021, 09:17 |
თბილისი -ბათუმის და გინდაც ბათუმი-თბილისი დაარქვით შედარებით ახალი მატარებელი რომაა ასე წარმოუდგენლად სწრაფად როგორ ახერხებს სიარულს? უმეტეს ადგილებში ისე მიდის სკუტერით გაასწრებს კაცი რომ მოინდომოს ბავშვობაში დავდიოდი მატარებლით და სწრაფები მეჩვენებოდა , ეს ნელა იმიტომ დადის რომ ორსართულიანია და ეშინია მძღოლს არ აყ.ისთავდეს? მაქსიმუმი სიჩქარე 79კმ აქვს მაგრამ ძალიან ბევრჯერ 25 კმ ით დადის |
Posted by: levan_ts 9 Apr 2021, 21:54 | ||
მაქსიმალური სიჩქარე მგონი მეტი ქონდა თუ არ შეამცირეს, თბილისი - ზუგდიდი ანდ თბილისი ფოთის მატარებლებს 100 კმ/სთ აღწევენ ხოლმე (თუ GPS მზომელს დავუჯერებთ) ქართლის და ქვემო იმერეთის ზოგ მონაკვეთებზე. უბრალოდ ესეთი მონაკვეთები ძალიან ცოტაა. მეორე, როგორც ზემოთ დავწერე არის არარეგულირებული გადასასვლელები (კი ვნახეთ, რა მოხდა ზუგდიდში), სადაც ზაფხულში პატრული დგას ხოლმე და ამიტომ მგზავრობის დრო ერთი საათით მცირდება. სამწუხარო ის არის, რომ ამის გამოსწორება მარტივად შეიძლება, უბრალოდ არ არის ამის სურვილი, როგორც ჩანს |
Posted by: kataxxl 11 Apr 2021, 10:21 |
Ambitious_Person ლიანდაგების გამო მთლიანად შესაცვლელია მთელი ინფრასტრუქტურა.... ამ საჯდომი კი ჭკა |
Posted by: otokarcobra 11 Apr 2021, 13:03 |
Ambitious_Person მაქსიმუმი აქვს 109 კმ/სთ და აღმოსავკეთ საქართველოში უმეტესად მაგ სიჩქარით დადის. აი როგორც კი რიკოთს დაადგება ეგრევე ენძრევა და თითქმის ბოლომდე მიღოღავს |
Posted by: Ambitious_Person 11 Apr 2021, 20:50 |
otokarcobra თბილისი ბათუმის მაქსიმუმი აშკარად 79 კმ იყო kataxxl მაშინ აზრი არ ქონია ვინ შეცვლის ლიანდაგებს ქვეყანა ხარჯია არადა მართლა რომ სწრაფად მოძრაობდეს იდეალურად იქნებოდა რეგიონები დაკავშირებული |
Posted by: SimModer 12 Apr 2021, 12:45 |
ВЛ22 კიდე მუშაობს? |
Posted by: ნიკა 12 Apr 2021, 19:39 | ||
otokarcobra
მანქანა კი არაა რიკოთს მიადგეს. სურამის გვირაბით გადადის წიფაში (ჯერ, ოდესმე ქვიშხეთი-ზვარე გირაბით გადავა). ტოპონიმებს ნუ ურევეთ ამ წმინდა თემაში. რიკოთი მე-20-ე საუკუნის მეორე ნახევრის წარმონაქმნია, მანამდე ეგ საერთოდ არავინ იცოდა და იყო სურამის უღელტეხილი (სარკინიგზო და სამანქანე გზა) და ჯვრის უღელტეხილი (გომი-საჩხერე) |
Posted by: Ronyy 12 Apr 2021, 20:07 |
ჩინური, რაღაც მონაკვეთებში 120 - 130 ით უბერავდა ხოლმე თბილისი - ბათუმზე რო დადიოდა |
Posted by: kataxxl 12 Apr 2021, 21:35 |
Ambitious_Person რკინიგზის მოდერნიზაციას და მის განვითარებას თავისი ისტორია აქვს ზოგიერთს აქ ტყუილა გონია რომ გაყიდვით რამე შეიცვლება, პირიქით გაუარესდება.... თუ დააკვირდებით რკინიგზის მოდერნიზაცია განხორციელდა მხოლოდ ძალიან შეძლებულ და განვითარებულ ქვეყნებში ძალიან ძვირია ჩქარი რკინიგზა. რაც მეტია საშუალო სიჩქარე მით უფრო ძვირი ჯდება მისი აშენება და მერე შენახვა ჩვენაირ ქვეყნის ეკონომიკას არ აქვს რკინიგზის მოდერნიზაციის თავი. ტყუილი ამბავია |
Posted by: Ambitious_Person 13 Apr 2021, 12:12 |
kataxxl პოსტსაბჭოთა ქვეყნებში როგორია ამ მხრივ საქმე ? / უკრაინაში სწრაფია ? სომხეთში მგონაი ჩვენსავით არიან / ისე საბჭოთა კავშირმა ნამდვილად დიდი საქმე გაგვიკეთა რკინიგზის გაყვანით , ჩვენით ვერ მოვაბამდით თავს |
Posted by: პაწა 13 Apr 2021, 13:20 | ||
სომხეთი ჩიხია კაი ხაინია და ძალიან დაბალ დონეზეა რკინიგზა უკრაინაში არ ვიცი, ბალტიის ქვეყნებში აპირებდნენ სწრაფს და საბოლოოდ ჩავარდა. რუსეთშია მხოლოდ, პოსტ-საბჭოთა. სივრციდან |
Posted by: levan_ts 13 Apr 2021, 14:16 | ||||||
აზერბაიჯანშიც არ არის? იქ რომ იყოს, ბაქო ბათუმი იქნებოდა ან ბაქო ყარსი, ბაქო სტამბული სწრაფი მატარებელი, საქართველოს მონაკვეთის ჩათვლით. * * *
გასაგებია, მაგრამ აქ ხომ არ არის საუბარი მთლიანად ახალ ინფრასტრუქტურაზე, ზაფხულში თბილისი - ბათუმის და ბათუმი - თბილისის მატარებელს ერთი საათით ნაკლები ჭირდება რადგან გადასასვლელებზე სადაც შლაგბაუმი არ არის პატრულის ეკიპაჟი აკონტროლებს ავტომობილების მოძრაობას, აქ შლაგბაუმის დადგმა ხომ მაინც შეიძლება. მერე ბევრ ადგილას საქონელი გადმოდის რკინიგზაზე, შეღობვა ხომ შეიძლება. |
Posted by: brutal_88 13 Apr 2021, 19:49 |
ყველაფერს რომ თავი გავანებოთ, თბილისის ცენტრალური სადგურის ბაქანზე ერთი ტაშტი ბეტონი მოზილონ და ჩაასხან, რომ ფეხი არ მოიტეხო, მაგასაც სასწაული შესაძლებლობები სჭირდება? ქვაფენილის საგებაზე აღარაფერს ვამბობ... |
Posted by: levan_ts 13 Apr 2021, 20:08 | ||
ეს კიდევ ცალკე საკითხია, რომ აამაღლონ გორის, ხაშურის, ზესტაფონის, ქუთაისის (რიონის), სამტრედიის ბაქნები, შტადლერი ხომ გაჩერდება და აღარ მოგიწევს თბილისში ჩამოსვლა ხაშურიდან ურეკში წასასვლელად. ასევე, შესაძლებელია, ნაწილი აამაღლონ და ნაწილი დატოვონ როგორც არის, თუკი მიზეზი ის არის, რომ გადასვლა გაძნელდება ბაქნიდან ბაქანზე. ამასაც ხომ არ ჭირდება შეუძლებელი თანხების მობილიზება. |
Posted by: iviko18 13 Apr 2021, 23:27 | ||
Ambitious_Person
სომხეთში სამგზავრო მიმოსვლა მხოლოდ ორი მიმართულებით, ერევანი-თბილისი-ბათუმი და ერევანი-გიუმრი ხორციელდება. საქართველოში პანდემიამდე სამგზავრო მიმოსვლა 22 მიმართულებით ხორციელდებოდა. |
Posted by: პაწა 14 Apr 2021, 14:05 |
ადრე, ერევანი-თბილისით წამოვედი და გამცილებელმა ფოტოაპარატი მომპარა. 14 საათი რომ გზაში ვიყავი, არაფერს ვამბობ. პს. ერევანი-ბათუმს მაინც აქტიურად ვიყენებ, მეტწილად ზესტაფონი-თბილისის მონაკვეთზე. კარგ დროს ჩადის, ორივე მიმართულებით (მერე მივდივარ რაჭაში) და თან იაფია, 10 ლარს ჩაუკუჭავ კორუმპირებულ სომეხ გამცილებელს და თან კაი ყავას შემოგიტანს, თავისი ახჩიკური ტკბილეულით |
Posted by: levan_ts 16 Apr 2021, 17:48 |
საინტერესოა, არადა ურეკის ამაღლებულ ბაქანს რომ ვუყურებ, თითქოს არ უნდა იყოს "საუკუნის" პროექტის ასეთების დამზადება და დადგმა სხვა სადგურებშიც https://www.ifact.ge/stadler/?fbclid=IwAR1f46i_c3sciMQqNDsIdGDHk6Jqwscbec9bSso01kNeVNlrgmV8RlPxPPw |
Posted by: GreenWestHam 16 Apr 2021, 22:21 | ||
levan_ts
ამავეს სტატიიდან: "რატომ უნდა გაჩერდეს სხვა სადგურზე? ეს მატარებელი არის კონკრეტული ამოცანისთვის. მატარებელი არ არის ტაქსი, რომ დღეს ბორჯომში გაუშვა, ხვალ ქუთაისში და ზეგ ბათუმში,”- ამბობს “საქართველოს რკინიგზის” ფილიალ მგზავრთა გადაყვანის დირექტორი დაჩი ცაგურია. ღმერთო, ვის ხელშია რკინიგზა და ამისგან ითხოვთ განვითარებაზე ზრუნვას? |
Posted by: Mr_262000 18 Apr 2021, 16:28 | ||||
მაიცა ეგ PR-ის უფროსი არ იყო? მთელი მგზავრთა გადაყვანა მაგას ჩააბარეს??? |
Posted by: MONTY 20 Apr 2021, 23:57 | ||
რა გადაეკიდნენ ამ შტადლერის ყიდვას თავიდანვე მინიმუმ ქუთაისის მიმართულებისთვისაც შტადლერია საყიდელი და მინიმუმ 10 მდე გასაზრდელი პ.ს ავტო ავარიებზე ერთ-ერთი ლიდერი ვართ და მატარებელი-ქვეითი-ავტომობილი-ცხოველის ავარიებითაც ერთ-ერთი ლიდერი ვიქნებით და ესაა გასაპროტესტებელი , ყველა სარისკო ადგილის შემოღობვა და კარგი დამცავი სისტემები/შლაგბაუმების დაყენება |
Posted by: levan_ts 21 Apr 2021, 03:46 | ||||
მართალია, სულ მაგას ვწერ, რომ შემოიღობოს საშიში ადგილები და შლაგბაუმები მაინც გაკეთდეს უკონტროლო გადასასვლელებზე-თქო. რამხელა უბედურება მოხდა: https://www.interpressnews.ge/ka/article/652427-zestaponshi-mozards-matarebeli-daejaxa/ |
Posted by: JCH 26 Apr 2021, 23:08 |
აპლიკაცია რატომ გააუქმეს ხო არ იცით? |
Posted by: MONTY 23 May 2021, 23:19 |
რკინიგზის ქსელის ხაზობრივი რუკა (მოქმედი და უმოქმედოც ) თუ გაქვთ ვინმეს KML ფორმატში ? |
Posted by: ნიკა 27 May 2021, 00:17 |
ცუდი ამბავი დავდე აქ https://forum.ge/?showtopic=34779382&view=findpost&p=57946180 აქ კი კარგ ამბავს დავწერ. საუღელტეხილო მონაკვეთზე სამუშაოები განახლდა და საკმაოდ კარგი ტემპითაც. ნებოძირშიც ჩიჩქნიდა რაღაცას კოდალა და ზვარის მიდამოებში ერთდროულად ორი ხიდის ბურჯების მშენებლობა მიდის, რომლებითაც გზა იმ ავადხსენებულ მეწყერს შემოუვლის მდინარის მეორე ნაპირით. ასევე თვითონ ხიდებს შორისაც მიდის მიწის სამუშაოები და ასევე მესამე ხიდის მშენებლობაც დაიწყეს უკვე ზვარის შესასვლელთან ხევზე. ფოტოებს ხვალ დავდებ ახლა კი რუკა ამ ხიდებით ასევე მოლითში არის სრულად აყრილი სადგურში ერთი ლიანდაგი. ცვლიან თუ რა ხდება არ ვიცი. და კიდევ მგონი 7 წლის წინ ღარიბაშვილმა ლაშესთან რომ გვირაბი გახსნა და დღემდე უმოქმედოდ იყო, მანდაც მიდის სამუშაოები, მგონი როგორც იქნა დაადგება საშველი და მანდ გაუშვებენ მატარებლებს. |
Posted by: levan_ts 27 May 2021, 13:47 | ||
ძალიან კარგი ამბავია, დიდი მადლობა. ლაშის გვირაბებზე კი უნდა ვიკითხო რა ხდება მეზობლებში (ადგილობრივებში). რატომ ნეტავ (უფრო გასაკვირია უკვე, რატომ განაახლეს მუშაობს, ვიდრე რატო. გაჩერდნენ, იმდენად დიდი ხანია არაფერი სიახლე არ ყოფილა რკინიგზასთან დაკავშირებით)?. როდის გაივლის მანდ მატარებელი და შეამცირებს ქვიშხეთი ხარაგაულის დროს, რა საინტერესოა. |
Posted by: toyota12345 27 May 2021, 13:56 |
ძველი ვაგონები რომ იყო კუპეები ოთხ კაციანი ეგეთი ვაგონები დადის კიდევ სადმე საქართველოში??? ბავშვობაში ბათუმში რომ დავდიოდით მასეთს ვიღებდით და ძალიან ტკბილი მოგონებები მაქვს. |
Posted by: vatman 27 May 2021, 16:36 |
toyota12345 ღამის მატარებლები ამჟამად არ დადიან, პანდემიამდე თბილისი-ოზურგეთი და თბილისი-ზუგდიდის ღამის მატარებლები იყო მასეთი |
Posted by: ნიკა 27 May 2021, 17:30 |
ესეც დაპირებული ფოტოები. ბოდიში აღწერებს ვერ დავწერ დროის უქონლობის გამო. * * * გაგრძელება . * * * ესეც მოლითის სადგური . |
Posted by: levan_ts 27 May 2021, 23:00 | ||
დიდი მადლობა. გვეშველოს, იქნებ, მატარებლის მოყვარულებს. ის ლურჯი მასტერაოი მეგონა თავიდან. რა ლამაზი ადგილებია ისე. რკინიგზის ვებ გვერდზე ხომ ვერაფერს ვერ ნახავ. ვერც საინფორმაციოებში მოვძებნე მშენებლობის განახლებაზე ვერაფერი. |
Posted by: ნიკა 28 May 2021, 11:34 |
სამწუხაროდ დრონს არ ეცალა რომ გადამეღო. შემდეგ ჩასვლაზე აუცილებლად წავიღებ. |
Posted by: ioane.mtacmindeli 29 May 2021, 02:58 | ||
ე.ი. განახლდა რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი და შეჩერებულ მშენებლობასაც დაადგა საშველი, საინტერესოა როდის დასრულდება. |
Posted by: levan_ts 29 May 2021, 16:01 | ||||
აქ არის საუბარი, 2022 წლის ბოლოსო. რამდენად დასაჯერებელია, ეს მეორე საკითხია https://www.facebook.com/GeoRailway/videos/1055763161581550/ |
Posted by: ioane.mtacmindeli 29 May 2021, 16:26 | ||||||
მეეეჭვება რომ მაგ დროში ჩაეტიონ, მაგრამ მშენებლობის გაბახლება მისასალმებელია, მთავარია აშრედეს. |
Posted by: ნიკა 31 May 2021, 19:39 | ||
levan_ts
გვირაბები მზადაა. თუ არ მეშლება, 5 ხიდია ასაშენებელი, სამი ხიდი ჩემს ნახაზზე და ფოტოებში ჩანს, აქედან ერთი (ხიდი 3) საკმაოდ მაღალ ბუჯებზე უნდა იყოს. ამ სამის გარდა კიდევ ერთი პატარაა ზვარე-ეჟათუბანი გვირაბისკენ ხიდი 3-ის შემდეგ. და ბოლო არის ჩხერილემაზე ზვარე-ბეჟათუბნის და ბეჟათუბანი-ნებოძირი გვირაბებს შორის, ამ ორზეა მარტო მალები დარჩენილი რადგან ეგენი ძველი პროექტით აშენდა და არ მოუწია შეცვლა. პლიუს და ასე 1-2 კმ მონაკვეთზე ვაკისი. ეგაა ორი მონაკვეთი. ერთია მეწყერს რომ ააცილეს ზვარულას მარცხენა ნაპირზე (ხიდი 1 და ხიდი 2-ს შორის) და მეორეა ხიდი 2-ხიდი 3 ჩემს ნახაზში ასე რომ მგონი 2022 წლის ბოლომდე სავსებით რეა;ლურია თუ რამე არ მიქარეს. |
Posted by: levan_ts 31 May 2021, 19:51 | ||||
დიახ, თუ კიდევ არ გაჩერდა, სავსებით რეალურია. ამ კვირაში თუ წავედი, ლაშიდან ძირულამდე და ძირულიდან წევამდე გვირაბების სამუშაოების შესახებაც გეტყვით, იქ ბევრი ადგილობრივი იყო და ერთი ორი ახლაც არის, სავარაუდოდ, დასაქმებული |
Posted by: levan_ts 6 Jun 2021, 23:36 |
როგორც გავიგე ადგილობრივი დასაქმებულებიდან, სავარაუდოდ, ძირულიდან წევამდე გვირაბს გახსნიან მალე, უკვე ლიანდაგების დაგება არის დაწყებულიო, თუ არ ვცდები ხელს უშლის არსებული რკინიგზა ავტობანის მშენებლობას უკვე წევის მხარეს. ლაშის და ხანდების მხარეს ალბათ დააგვიანდება შედარებითო. ჯერ მხოლოდ ეს ინფორმაცია მაქვს და კიდევ თუ დავაზუსტე რაიმე, დავამატებ აქ, ცხადია |
Posted by: ioane.mtacmindeli 7 Jun 2021, 00:42 | ||
მაიტერესებს, ეს ახალი რკინიგზა რომ გაიხსნება, ერთლიანდაგიანი იქნება თუ ორლისნდაგიანი? |
Posted by: Ambitious_Person 7 Jun 2021, 01:12 |
და ახალ რკინიგზას რა სარგებლობა მოაქვს? მგზავრობის დრო მცირდება თუ სხვა მიმართულება ემატება? |
Posted by: ioane.mtacmindeli 7 Jun 2021, 02:01 | ||
ის სარგებელი მოაქვს რომ სიჩქარის განვითარება შეეძლება და სიჩქარის ხარჯზე , მაგსლითად ბათუმში თუ გჭირდება 5 სთ, ს სლჯ რკინიგზით 3 სთ დაგჭირდება, თაᲜ გაიზრდება ტვირთბრუნვაც |
Posted by: levan_ts 7 Jun 2021, 04:41 | ||||
ორლიანდაგიანი. თუ სწორად მახსოვს, ქვიშხეთი-ზვარეს გვირაბი თავდაპირველად ერთლიანდაგიანად იყო ჩაფიქრებული დაა შემდეგ ორლიანდაგიანად შეცვალეს პროექტი. |
Posted by: ioane.mtacmindeli 7 Jun 2021, 14:12 | ||||||
ე.ი. ახალი რკინიგზა ორლიანდაგიანი იქნება გამოდის? ეს კარგია, სიჩქარის გაზრდაც იქნება შესაძლებელი. |
Posted by: Ambitious_Person 8 Jun 2021, 12:59 |
ioane.mtacmindeli ვაა ეს ძალიან მაგარია როდის აპირებენ დასრულებას ? თბილისიდან ბათუმში 3 საათი იდეალურია |
Posted by: levan_ts 8 Jun 2021, 13:23 | ||
ძნელი სათქმელია, იმის გათვალისწინებით, რომ პროექტი ალბათ ათი წლის წინ დაიწყო (მგონი 2011 წელი იყო) და ძალიან რთულად მიმდინარეობს |
Posted by: ნიკა 8 Jun 2021, 14:54 | ||
ioane.mtacmindeli
როგორც აღვნიშნე, სიჩქარის გაზრდაზე ბევრად დიდი გავლენას ახდენს თვითონ გზის ქანობის შემცირება, პლიუს მრუდების რადიუსების გაზრდა. |
Posted by: პაწა 17 Jun 2021, 18:11 | ||
ვინმემ ეს გამაგებინეთ რას ნიშნავს... კარწახის რკინიგზასთან დაკავშირებით
https://www.ifact.ge/karsi/ |
Posted by: vatman 17 Jun 2021, 23:22 | ||||
ქართველ ჟურნალიუგებს როდის ეშველება. პრობლემა მართლაც არის, გაჭიანურებულია. ბოლომდეც არაა აშენებული ინფრასტრუქტურა. მაგრამ ნორმალურად ხო უნდა ჩამოაყალიბონ
ეს ვინღაა ვაი ექსპერტი. სად ლიიანდაგის სიგანე და სად ევროპული არჩევანი .... პაწა ტიპი დებილია. მთელი პოსტსაბჭოთა ქვეყნებში 1520 მმ ლიანდაგებია. ძირითადად ევროპაში და მათ შორის თურქეთში არის 1435მმ. კარწახში ხდება ვაგონებისათვის ურიკების გამოცვლა და შემდეგ მატარებელი აგრძელებს მოძრაობას. მაგის ლოგიკით დავუშვათ საქართველომ გამოცვალა სიგანე (უტოპია რო არის ამას ბევრი ლაპარაკი არ უნდა ) , მერე მატარებელმა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე არ უნდა გამოცვლოს ურიკები მაგის აზრით? |
Posted by: polaris 18 Jun 2021, 01:00 |
პაატას საკმაოდ კარგად ვიცნობ, ყოფილი რკინიგზელია, ბევრ ტექნიკურ საკითხზე გვისაუბრია და უბრალოდ ვერ წარმომიდგენია, რომ ისეთ ელემენტარულ რამეზე, როგორც 1520 და 1435 მმ განსხვავებაა, ან იმის შესახებ, მანდ რა მონაკვეთზე რა ლიანდი არის დაგებული, არ იცოდეს. ამ შემთხვევაში დარწმუნებული ვარ, ჟურნალისტმა რაღაც ვერ გაიგო და თავის ინტერპრტაციით აურია. ახალქალაქამდე არის ჩვენი (გინდა რუსეთის დაარქვი - ამ თემაში მაინც არ ვართ პოლიტისტერიჩკები) ლიანდი -1520 მმ. ახალქალაქიდან ყარსამდე (მათ შორის კარწახის სადგურში), არის 1435 მმ. ახალქალაქში ხდება ურიკების ცვლა. სადღაც წავიკითხე (წყაროს ბოლომდე არ ვენდობი), რომ თურქეთმა ორმაგი ლიანდის (1435/1520) დაგება დაიწყო ყარსიდან საზღვრამდე და უნდა, რომ ურიკების ცვლა მის ტერიტორიაზე მოხდესო (რაც დამატებითი შემოსავალია). თუ ეს მართალია, ჩვენ მაშინ თურქეთი მოგვაწვება, რომ ახალქალაქიდან საზღვრამდე ლიანდი ჩვენც ორმაგი გავხადოთ, რაც ჩვენს ინტერესებში არ შედის, რადგან ურიკებს ნაკლები (ან საერთოდ არც ერთი) მატარებელი აღარ შეიცვლის ჩვენს ტერიტორიაზე და ამ შემოსავალს დავკარგავთ. მე ვფიქრობ, ეს იგულისხმა პაატამ, სხვა ლოგიკური ახსნა არ მაქვს. |
Posted by: SimModer 18 Jun 2021, 10:40 |
მგონი შედარებით უფრო ეფექტიანია ორმაგი ლიანდაგი, თუმცა მასაც შეუძლება ჰქონდეს როგორც უარყოფითი ასევე დადებითი. მაგალითად არსებობს მატარებელი ორმაგი ურიკით, რაც ზრდის მატარებელთა მოძრაობის სიხშირეს. |
Posted by: polaris 18 Jun 2021, 13:03 |
SimModer სატვირთოზეა საუბარი, სატვირთო ლიანდის ცვლის ფუნქციით არ არსებობს. სამგზავრო ტალგოები ლიანდის ცვლადის ფუნქციით კი აქვს ნაყიდი აზერბაიჯანს. ორმაგი ლიანდი ეფექტური იქნებოდა, თუ სტამბულამდე იქნებოდა ორმაგი, ან პირიქით საქართელო, აზერბაიჯანი და წინა აზია გააკეთებდა. რაკი ეს ასე არაა და რაიმე პროგნოზირებად მომავალშიც არ იგეგმება, ეგ ნიშNავს, რომ სადღაც ურიკა მაინც უნდა გამოიცვალოს. სადაც ის იცვლება, ის ქვეყანა ამაში დამატებით შემოსავალს აიღებს. ახლა ამას ჩვენს ტერიტორიაზე ვაკეთებთ და არანაირად არ გვაწყობს, ეს შესაძლებლობა მეზობელ ქვეყნებს დავუთმოთ. ამიტომ არანაირ ორმაგ ლიანდს აქალქალაქიდან ყარსამდე არ მივესალმები. |
Posted by: Ambitious_Person 30 Jun 2021, 22:31 |
კომენდანტი რომ მოიხსნა იქნებ გახსნან ღამის მატარებლებიც |
Posted by: levan_ts 1 Jul 2021, 15:33 | ||
ვიფიქრე, იმდენად "სწრაფია" რკინიგზა, მაგას როგორ დააყოვნებს-თქო, მაგრამ შეცვლილა განრიგი https://www.facebook.com/GeoRailway/photos/pcb.4054181481356349/4054181154689715/ რამდენად მოხერხებულია ეგ მეორე საკითხია, ფაქტიურად, ბათუმში თუ არ მიდიხარ, ისიც თბილისიდან, ერთადერთი შანსი გაქვს დღეში |
Posted by: Ambitious_Person 3 Jul 2021, 12:36 |
ტკტ.ჯი ზე ვცდილობ 20-23 თბილისი ბათუმის ყიდვას და არაა დამატებულიო როდის ამატებენ თუ იცით ? |
Posted by: Kublicha 4 Jul 2021, 00:05 |
რუსთავი-ლილოს გზაზე ტრაილერი ხიდიდან გადავარდა და აფეთქდა https://www.facebook.com/inforustavi/videos/973591083389057 წესით ეს 112 ის თემაში უნდა დამეპოსტა, მაგრამ აქ ვპოსტავ რადგან კითხვა მაქვს: რა მექანიზმი აქვს რკინიგზას, რომ ასეთ დროს ოპერატიულად გადაკეტოს მიმოსვლა? კამერები შეიძლება არის, მაგრამ არამგონია მთელი ქვეყნის მასშტაბით ლაივში ვინმე უყურებდეს алс თუ რელსი არ გატყდა არ ამოქმედდება. etcs არ არის ჩვენს ქვეყანაში. მორიგე მხოლოდ შლაგბაუმებთან ზის. 112 ში დამრეკავის იმედათ ვართ, რომელიც გააფრთხილებს ოპერატორს რომ სასწრაფოდ რკინიგზას შეატყობინოს, თუ არის რაიმე სხვა მექანიზმი? |
Posted by: ნიკა 4 Jul 2021, 01:17 |
Kublicha სადენები ჩაწყვიტა მაგ გადავარდნილმა და მოძრაობა ავტომატურად შეწყდა ისედაც |
Posted by: Niku7a 4 Jul 2021, 02:04 |
რკინიგზას რომ აპლიკაცია ჰქონდა, ადგილებსაც რომ ირჩევდი ბილეთების ყიდვისას, სად წავიდა? |
Posted by: Ambitious_Person 5 Jul 2021, 00:24 |
მეც მინდა ბილეტების ყიდვა ონლაინ , ვერ ვნახე |
Posted by: ნიკა 5 Jul 2021, 09:03 |
კომპით საიტზე ვიყიდე. . |
Posted by: vatman 5 Jul 2021, 10:11 |
გუშინ საღამოს გავიარე მაგ ხიდზე და ჯერ კიდევ სადენების აღდგენის პროცესში იყვნენ. |
Posted by: vatman 18 Jul 2021, 14:46 |
გუშინ ჩავუარე ახალქალაქის სადგურს. საკმაოდ ბლომად კონტეინერი იყო, ასვე ღია ტიპის ვაგონები. გარდა გავრცელებული კომაპანიებისა, იყო რარაც ყაზახური კომპანიის კონტეინერები, ხოლო ღია ტიპის ვაგონები სავარაუდოდ იყო რუსული Новотранс, ყოველშემხტვევაში ეს ეწერათ მაგათ ლოკომიტივებიდან იდგა ვლ11-ის (თუ 10-ს ) სამიანი სპლოტკა, მაშკას ერთი სექცია და თურქული ლოკომიტივიც იყო შემოსული. მარაბდამდე შემადგენლობები სამი ელმავლით დაატარებე თუ იცით? და კიდევ მარაბდა ახალქალაქის რკინიგზის გასწრივ რა ღობეებია აშენებული? თოვლის და ქარვუქის საწინააღმდეგო რამე? |
Posted by: ნიკა 19 Jul 2021, 16:03 | ||
სამიანი მგონი ვლ-11-ს შეუძლია მხოლოდ ამათგან 10-ს არ აქვს ეგეთი ფუნქციონალი. |
Posted by: ioane.mtacmindeli 19 Jul 2021, 23:07 |
ხომ არ იცით, გრძელდება თუ არა პერევალზე, რკინიგზის მოდერნიზაციიის ფარგლებში , ახალი სარკინიგზო მონაკვეთის მშენებლობა? რა მდგომსრეობაშია? ერთხელ დაიდო სურათები და მერე აღარ დადებულა. |
Posted by: ნიკა 20 Jul 2021, 11:05 | ||
ioane.mtacmindeli
რა ერთხელ? წელიწადში მინიმუმ 2-ჯერ ვდებ გადაფურცლე უკან 26 მაისის ფოტოები არის. სექტემბერში ვაპირებ კიდევ წასვლას. |
Posted by: ioane.mtacmindeli 21 Jul 2021, 00:40 | ||||
ამჟამად რა პროცესშია მშენებლობა ხომ არ იცით? ხომ არ გაჩერებულა? მშენებლობა? |
Posted by: Artgeo 23 Jul 2021, 00:29 |
ლანგუაგე |
Posted by: PREDATOR1735 23 Jul 2021, 17:52 | ||||||
მშენებლობა მიმდინარეობს. ძირითადი აქტივობა არის ლაშეს, ხარაგაულის, მოლითის, ზვარეს ლოკაციებზე. |
Posted by: levan_ts 28 Jul 2021, 20:21 |
პარასკევს გავიარე და როგორც დავაკვირდი, ძირულა - წევის გვირაბში ლიანდაგს აგებენ უკვე, როგორც ადრე მითხრეს მაგ გვირაბის გახსნას აპირებენ წელს (შეიძლება მომავალ წელს, რას გაიგებ :)). ისე მგზავრობის დრო გაიზარდა მგონი ბათუმამდე მოუნდა 5:30 მეტი. რით ვერ დაადგა საშველი ამაღლებულ ბაქნებს, შტადლერი რომ გაჩერდეს ურეკამდე სადმე. |
Posted by: ioane.mtacmindeli 29 Jul 2021, 01:13 | ||
სულ რამდენი გვირაბებია გაყვანილი მაგ ახალ მონაკვეთზე? კიდევ რამდენი გვირაბია დასამთავრებელი? და რა დარჩა კიდევ გასაკეთებელი? |
Posted by: Zorro555 29 Jul 2021, 19:12 |
ახალი ამბები: 1. დღეს დაიწყეს რკინიგზაში თანამშრომლებზე სიის ჩამოწერა ვინ აპირებს აცრის გაკეთებას და ვინ არა. ( როგორც ვიცი არამარტო რკინიგზაში ) 2. 1 სექტემბრიდან 150 ლარი ( ხელზე ასაღები ) მოუმატეს მასიურად ყველას ხელფასი. |
Posted by: ioane.mtacmindeli 30 Jul 2021, 15:07 | ||
სულ რამდენი გვირაბებია გაყვანილი მაგ ახალ მონაკვეთზე? კიდევ რამდენი გვირაბია დასამთავრებელი? და რა დარჩა კიდევ გასაკეთებელი? |
Posted by: levan_ts 30 Jul 2021, 21:42 | ||||
სამწუხაროდ რკინიგზის გვერდზე და ფეისბუქ გვერდზე დიდად ვერაფერს მოძებნით (კოვიდის რეგისტრაციის გვერდის მერე რა გასაკვირია). წესით მთავარი გვირაბია ქვიშხეთი - ზვარე (8.5 კილომეტრი სიგრძის დაახლოებით). მაგ გვირაბის დასავლეთ პორტალთან მეწყერი დაიძრა (ეგეც რა გასაკვირია ვაშლიჯვრის მერე), ამიტომ სავარაუდოდ გზას მდინარის მეორე მხარეს გადაიტანენ (წინა პოსტებში აქვს ნიკას დეტალურად, სურათებით). შემდეგ არის ბეჟანთუბნის სამი თუ მეტი გვირაბი, შემდეგ რაც ვიცი ხანდები ლაშეს მიდამოებში არის გადასარბენი და გვირაბი, შემდეგ ლაშიდან ძირულისკენ, ძირულის სადგურამდე არის ერთი და ძირულის აგურის ქარხნის (ქარხანა "შროშა") შემდეგ არის ძირულიდან ქვედა წევისკენ ერთი გვირაბი. ამათგან ძირულის გვირაბებზე ვიცი მხოლოდ, რომ ამ უკანასკნელის (აგურის ქარხნიდან ქვედა წევისკენ) გახსნას აპირებენ. დანარჩენებზე ამას წინათ გვქონდა საუბარი (ნიკას ქონდა პისტი ისევ) და თითქოს განახლდა მუშაობა ქვიშხეთი ზვარეს დასავლეთ პორტალზე. ეს არის სულ რაც ვიცი. ძირითადად ვგებულობთ ამბებს ან თუ გავიარეთ იქ ან ადგილობრივებიდან, ვინც მუშაობს ან მუშაობა. თავად რკინიგზის ვებ გვერდიდან და ფეისბუქ გვერდიდან, როგორც ზემოთ დავწერე, დადად ვერ ვიღებ ინფორმაციას, უფრო სწორად საერთოდ ვერ ვიღებ. |
Posted by: levan_ts 12 Aug 2021, 22:20 |
დღეს გამოვიარე და მგონი წევიდან ძურილისკენ (აგურის ქარხანასთან) გვირაბშია უკვე მოძრაობა გადართული (უკვე ბნელოდა და ზუსტად ვერ განვსაზღვრე). როგორც ჩანს ვეღირსეთ ერთი გვირაბის გახსნას რეალურად |
Posted by: levan_ts 15 Aug 2021, 12:16 |
კოპიტნარის სადგურს არემონტებენ. ბაქანი ამაღლებულია, მგონი შტადლერიც გაჩერდება, ახლა გავიარე. მესამე თუ მეოთხე არჩევნებისწინა დაპირებაა უკვე და ახლა კეთდება * * * ისე რკინიგზის მოდერნაზაცია თუ არ გაკეთდა, ამასობაში რიკოთის მონაკვეთები გაიხსნება და ქუთაისის შემოვლითსაც თუ გავითვალისწინებთ, ავტობუსით მაინც უფრო ცოტა დრო დაჭირდება გაცილებით. პლიუს ავტობუსი პირდაპირ შესასვლელთან მიდის და სადგურიდან კი არის ორი კილომეტრი ტერმინალამდე. ისე სადგურისკენ აეშენებინათ თავიდანვე კარგი იქნებოდა, პირდაპირ შევიდოდა მატარებელი ტერმინალში |
Posted by: Zorro555 16 Aug 2021, 18:33 | ||
ორშაბათიდან აუცრელმა თანამშრომლებმა ყოველი კვირის ორშაბათს ტესტების პასუხები უნდა წარადგინონ, წინააღმდეგ შემთხვევაში პრობლემები გექნებათ ხელმძღვანელობასთანო. |
Posted by: levan_ts 19 Aug 2021, 14:15 |
სასაცილოა, რკინიგზის სიახლეებში ერთი სიტყვა რომ არ არის ნათქვამი ახალი გვირაბის გახსნაზე |
Posted by: ioane.mtacmindeli 19 Aug 2021, 16:24 | ||
სად და რომელი გვირაბები გაიხხნა,? და რა ეტაპზეა რკინიგზის მოდეფნიზაციის პროცესი? |
Posted by: levan_ts 19 Aug 2021, 17:43 | ||||
ზემოთ დავწერე, ძირულის აგურის ქარხანასთან გაიხსნა წევისკენ გვირაბი. მეტი არ გახსნილა, ასევე მიმდინარეობს ძირულის რკინიგზის ახალი სადგურის მშენებლობა და კოპიტნარის სადგურის რეაბილიტაცია, ბაქანს ამაღლებენ და სადგურის შენობასაც არემონტებენ. დანარჩენი გვიწერია აქ წინა პოსტებში. |
Posted by: Datvlas-vin-gtxovs 21 Aug 2021, 21:48 |
რკინიგზაში მუშაობთ ვინმე? მემანქანედ მოხვედრა პროტეჟეს გარეშე გამოვა? |
Posted by: ioane.mtacmindeli 22 Aug 2021, 12:13 | ||||||
არ შეიძლებოდა 2 კმ-იანი რკინიგზა გაეყვანათ და პირდაპირ აეროპორთან მოეწყოთ სარკინიგზო სადგური? |
Posted by: levan_ts 22 Aug 2021, 12:51 | ||
ძნელი სათქმელია, მაშინ მთლიანი რკინიგზის მარშრუტი უნდა შეიცვალოს, ან ცალკე უნდა იყოს მატარებელი აეროპორტამდე. ისე, ჩემი აზრით, თავიდანვე უნდა აშენებულიყო აეროპორტი სადგურთან ახლოს. აეროდრომი მაინც ერთია და სადგურამდეც გადის. ახლა შეიძლება ზუგდიდის ან ბათუმის მატარებლითაც ჩავიდეს ადამიანი კოპიტნარამდე. მერე ალბათ შატლები იქნება სადგურიდან ტერმინალამდე |
Posted by: levan_ts 26 Aug 2021, 14:51 |
https://business-partner.ge/turizmi/kutaisis-aeroporti-kopitnaris-rkinigzis-sadgurs-shemodgomidan-daukavshirdeba?fbclid=IwAR0ZB8Yk1_6YU99TKo7LL8aYfhTro5zdl9CGkgDjOyZay423vS4VRBm2DBs როგორც ჩანს შატლები მოამსახურებიან სადგურიდან ტერმინალამდე |
Posted by: MONTY 29 Aug 2021, 14:47 |
თბილისი-ბათუმზე ერთლიანდაგიანი რამდენი კილომეტრია და რა მონაკვეთი ? |
Posted by: Zorro555 30 Aug 2021, 11:54 | ||
105 კმ, სამტრედია - ბათუმის მონაკვეთი. |
Posted by: MONTY 1 Sep 2021, 12:59 | ||
სამტრედიიდან თბილისამდე სრულად ორზოლიანია ? ( გვირაბები/ხიდებიც ? ) |
Posted by: Fabian 7 Sep 2021, 21:01 |
ატენის ხეობის რკინიგზა https://kvamli.wordpress.com/2021/08/21/%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%AE%E1%83%94%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A0%E1%83%99%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%92%E1%83%96%E1%83%90/ |
Posted by: Zorro555 7 Sep 2021, 23:45 | ||||
ქოლობანი სამტრედია ( 8 კმ ( ფოთის უბანი )) სამტრედია თბილისი ( 242 კმ ) ორზოლიანია. პს: აცრებს გვაძალებენ. პროჭაკავშირები ჩაჯმულია, კი არა და პირველი თვითონ გაირჭვეს შხამქცინას აცრები. ხმას ერთიანად არავინ არ იღებს, მაგრამ ცალ-ცალკე ყველა ღურღულობს უკმაყოფილოდ ... |
Posted by: Fabian 14 Sep 2021, 16:29 |
ოზურგეთის რკინიგზის ისტორია http://aboutguria.blogspot.com/2015/03/blog-post_10.html |
Posted by: ნიკა 29 Sep 2021, 12:56 |
ზვარის მიდამოებში გუგლის სატელიტურები განახლდა 2021 წლის 4 სექტემბრის მდგომარეობით და კარგად ჩანს ახალი გზა. მგონი სამივე ხიდის ბურჯები ამოყვანილია უკვე და ზვარულას მარცხენა ფერდზე საყრდენი კედელიც აშენებულია. ჩრდილზე და ზვარეზე გაყვანის ამბები არაა ჯერ გამოკვეთილი კარგად. |
Posted by: polaris 29 Sep 2021, 22:58 | ||
ნიკა
ჩანს უკვე ფაქტურად მთელი ტრასირება, იქაც კი სადაც ვაკისი არ ჩანს, ახლომდებარე ობიექტები იძლევა საკმაოდ ზუსტად განსაზღვრის შესაძლებლობას. ზვარე-ბეჟათუბნის პორტალებიც, ბეჟათუბანი-ნებოძირის პორტალებიც და ბეჯათუბნის ხიდიც ჩანს. |
Posted by: MONTY 29 Sep 2021, 23:01 |
გუგლი მაპზე მიმართულებები/გრაფიკია დასამატებელი მაგრამ კიდიათ |
Posted by: ნიკა 30 Sep 2021, 12:44 | ||
polaris
ტრასირება მანამდეც ხომ დავხაზე ადგილზე რომ ვნახე მაისის ბოლოს. მე უფრო იმას ვგულისხმობ, რომ შეიძლება ნაკვეთები არაა გამოსყიდული ჯერ კიდევ გადავხედავ ახლა საკადასტროებს ასევე ჩრდილში ასასვლელი ერთ-ერთი გზა უნდა გადაკვეთოს (ზვარეში და ნუნისში მისასვლელი გზა ხიდის ქვეშ გავა რადგან დაბალ ნიშნულზეა). სავარაუდოდ ჩრდილი ამ გზას დაკარგვს, არა მგონია მანდ გადასასვლელი გააკეთონ. საკადასტროების შესწავლის შედეგი. მიადგნენ ზვარის ქარხნის ნაკვეთს. ზვარის ქარხანა ეკუთვნის შპს "ზრავე"-ს რომელსაც ედო საგადასახადო გირავნობა წლებია (არც ფუნქციონირებდა). გირავნობა ედო 2012 წლიდან. 2021 წლის 27 აპრილს ახალი შეტყობინებაა გირავნობაზე. სავარაუდოდ მოხდა თანხის დაზუსტება. 30 აგვისტოს ამონაწერთ გირავნობა აღარ ფიქსირდება, ნაკვეთი თავისუფალია. სავარაუდოდ ახლა მიდის მისი გადმოფორმების პროცედურები და ეგრევე დაიწყება მასზე მშენებლობა. აი ამ ნაკვეთზეა საუბარი, ეითლად ჩრდილში ასასვლელი გზა ზვარის ნაწილში ნაკვეთები გამოსყიდულია ძირითადად. ზოგზე ბათილია რეგისტრაცია. რკინიგზას არ აქვს ჯერ გადმოფორმებული და ეტყობა ამის გამოა გაჩერებული, თუმცა ამ ორივე მონაკვეთზე ბევრი გრუნტის სამუშაო არც იქნება. ჩემი ვარაუდით მაგრა თუ მიცხებენ ვაკისის სამუშაოები და ხიდები 1 წელიწადში მორჩება. მერე უკვე ლიანდაგები და ელექტრობა იქნება საჩალიჩო. მაგას რამდენი ხანი უნდა აქ სხვებმა ჩემზე უკეთ იციან |
Posted by: vaho 2 Oct 2021, 15:48 |
............................................ |
Posted by: levan_ts 4 Oct 2021, 15:34 |
მადლობა ნიკა ახალი ინფორმაციისთვის * * * პირველ ოქტომბერს ვიმგზავრე მატარებლით და სასწაულად ნელა მოდიოდა, განსაკუთხრებით მშენებარე კოპიტნარის სადგურის მიდამოებში და ახლად გახსნილ გვირაბში, ძირულაში. ზოგადად ადრე თუ ქართლში და ქვემო იმერეთში სიჩქარე იყოს 100 კმ / სთ ფარგლებში, წელს საშუალოდ 75 - 85 არის ხოლმე მაქსიმალური სიჩქარე, რამაც მგზავრობის დრო ძალიან გაზარდა. ზუგდიდი-თბილისი უკვე ექვს საათზე მეტი დრო გამოდის (საშუალოდ 60 კმ / სთ გამოდის "ჩქაროსნული" მატარებლის სიჩქარე). სავარაუდოდ ლიანდაგებია შესაკეთებელი და ამიტომ უჭირთ. მომავალ წელს ასე თუ გაგრძელდა მოგვიწევს ზუგდიდის და ბათუმის მიმართულებიდ და უკან 7 საათი ან მეტი მგზავრობა |
Posted by: Fabian 10 Oct 2021, 13:56 |
ყარსის რკინიგზა და ლორე https://kvamli.wordpress.com/2021/10/10/ყ... |
Posted by: ნიკა 14 Oct 2021, 21:28 |
დღეს ვიყავი სოფელში და უფრო დეტალურად გადავიღე ზვარის მიდამოებში მშენებლობის პროცესი დრონით. საკმაოდ ბევრი გამოწვევაა აქაც. თუ კომპმა ივაჟკაცა და რენდერს მოეერია ხვალ შემოგთავაზებთ ვიდეოს. საკმაოდ აქტიურად მიდის მუშაობა როგორც ზვარეში ასევე ნებოძირში. |
Posted by: polaris 14 Oct 2021, 21:45 | ||
ნიკა
ეჰ ნეტა მცდონოდა, დროს ვიხელთებდი და რამეს დავწერდი ბასლეინებზე |
Posted by: ნიკა 14 Oct 2021, 22:16 |
ესეც ფოტოები ხიდის ბურჯები ფაქტიურად მზადაა. ძირითადად, როგორც მივხვდი, მიწის ვაკისის სამუშაოების ამბავია გვირაბიდან პირველ და მეორე ხიდს შორის, დამეწყრილი მონაკვეთის საპირისპირო ფერდობზე. ეს კი გვირაბიდან რიგით მეორე ხიდის ბურჯები * * * მიწის ვაკისის სამუშაოები მეორე და მესამე ხიდებს შორის მესამე ხიდის ბურჯები |
Posted by: levan_ts 15 Oct 2021, 04:12 |
დიდი მადლობა, ნიკა, როგორ ველოდები ამ გვირაბების გახსნას და სწრაფ მგზავრობას |
Posted by: ნიკა 15 Oct 2021, 12:23 |
levan_ts რით გაგახარო აბა? დრონის ვიდეოებში კარგად გამოჩნდება, რამხელა გამაგრებით სამუშაოებს აწარმოებენ მთის ფერდობზე. სამწუხაროდ ჩემი პროგნოზი უნდა გადავწიო ასე 1 წლით. 2023-მდე ეგ გზა არ გაიხსნება ჩემი ვარაუდით. * * * ესეც ვიდეო ნაწილი 1 * * * ესეც მეორე ნაწილი. ვიდეოები ჯერ Full HD-ში აქვს დამუშავებული "ტრუბას". ისე კი 4K არის და წესით უნდა დაიდოს მაგ ხარისხით მოგვიანებით. ვიდეოები დაუმონტაჯებელია, ბოდიშს გიხდით რომ ბევრი კამერის აქეთ იქით უაზრო ტრიალია. ასე უფრო მალე დაიდებოდა და აღარ დავიწყე მონტაჟი * * * ამასობაში მესამე ნაწილიც გამოცხვა. მუსიკა კი დავადე თვითონ იუთუბის საშუალებით, უბრალოდ კაი ხანი არ იქნება ალბათ |
Posted by: Kublicha 15 Oct 2021, 13:34 | ||
ნიკა ცოტა ვერ გავიგე ბეჟათუბანთან რა ხდება. ამ სურათზე 1 არის ახალი სარკინიგზო ხიდი ხო? 2 არის გვირაბი ხო? ეგ ბურჯები, როგორც ეტყობა არის 2 -ს და მწვანეს შორის თუ ეს ესეა, მაშინ მწვანედ მოხაზული უცნააური ტრაექტორიით უნდა გაიაროს რკინიგზამ ხომ? მაშინ ყვითლად მოხაზულ ტეროტირიაზე რას ჩიჩქნიან? |
Posted by: ნიკა 15 Oct 2021, 14:12 |
Kublicha არა მასე თამარაშვილივით ქანობი ექნება ასე გაივლის რკინიგზა. წითელი გვირაბია, ლურჯი ხიდი/მიწაყრილი/ჭრილი |
Posted by: Kublicha 15 Oct 2021, 14:32 |
ესეთი მრავალმოსახვევიანი გვირაბები იქნება? და ეგ ტრაექტორია რით ჯობია არსებულ (წიფას) ტრაექტორიას? უფრო მაღალი სიჩქარე ექნება გგონიათ? |
Posted by: ნიკა 15 Oct 2021, 16:20 | ||
Kublicha
დიდრადიუსიანი მრუდები და მცირე ქანობებია აქ, შესაბამისად სიჩქარე ბევრად მეტი იქნება. დაიცა თუ მოვძებნე იმ ხიდის ფოტო აი მარჯვენა ზედა კუთხეში როა. მანდ ჩანს მოლითის სადგურიდან ეგ ორი ხაზი რამდენად განსხვავებული ქანობით ავა მაგ წერტილამდე. |
Posted by: TiredMan 15 Oct 2021, 17:11 |
ნიკა ლურჯი წირის დასაწყისსა და წითელი წირის ბოლოს მდებარე წერტილებს შორის რამდენი მეტრია სხვაობა სიმაღლეში? |
Posted by: ნიკა 15 Oct 2021, 17:17 | ||
TiredMan
იქნება ასე 60-70 მეტრი. |
Posted by: eleqtro 17 Oct 2021, 13:10 |
ესეც ძირულას ახალი გვირაბი |
Posted by: ioane.mtacmindeli 17 Oct 2021, 14:06 | ||
კარგია მგრამ როდის მოხდება ყველა გვირაბის გახსნა და ახსლ სარკინიგზო ხაზე მატარებლების გადართვა? |
Posted by: ნიკა 17 Oct 2021, 19:06 | ||
ioane.mtacmindeli
კონკრეტულად ეს გვირაბი 2015-ში იყო დასრულებული. დაახლოებით ვადებს რომ მიხვდე რამდენ ხანში გადართავენ ახალ გვირაბებზე |
Posted by: Kublicha 17 Oct 2021, 19:50 |
შეგიძლიათ ვინმეს (ვინმეს რა, ნიკას ) სატელიტურ ფოტოებში მოხაზოთ მთლიანი პროექტი და ფერებით ან რაიმეთი აღნიშნოთ რა სტატუსი აქვს ამჟამად (მშენებარეა, ჯერ არ დაწყებულა, დასრულებულია თუ რა) |
Posted by: eleqtro 17 Oct 2021, 21:07 | ||
ნიკა
2 წელზე მეტია ვაკვირდები მომზადებულ ვაკისს და ხიდებს, მგონია შემდეგ გამოვლაზე გადართული იქნება თქო, მაგრამ .... ჩემი ფეხები. ეს გვირაბიც ძაან გამიკვირდა |
Posted by: levan_ts 18 Oct 2021, 01:54 |
როგორც ადგილობრივებმა მითხრეს (ამ მშენებლობაზე დასაქმებულებმა), ეს გვირაბი გაიხსნა, რადგან არსებული გზა ხელს უშლიდა ძირულა ხარაგაულის გზის მშენებლობას (შეიძლება თბილისი-სენაკი-ლესელიძესაც). ამ გვირაბამდე არის კიდევ ლაშედან შემომავალი გვირაბი, რომელიც ასევე "დასრულებულია", მაგრამ არ დაადგა საშევლი |
Posted by: ნიკა 18 Oct 2021, 14:40 | ||
Kublicha
ამ თემაში მედო თავდაპირველი სრული პროექტის რუკა. რამდენიმე მონაკვეთზე უნდა მომხდარიყო მოდერნიზაცია, მათ შორის ერთ-ერთი იყო ეს გვირაბი ზემოთ ვიდეოში როა და რომელიც უკვე მოქმედებს. შორაპანთანაც რამდენიმე მონაკვეთზე იყო და ხარაგაულთანაც. თუმცა ყველაზე მასშტაბური ცხადია ქვიშხეთი-ზვარე-მოლითი მონაკვეთია. სხვა ადგილებში გზას იქვე უნდა გაევლო უბრალოდ მოსახვევების რადიუსების ზრდა უნდა მომხდარიყო და ა. შ. ხოლო ეს უკანასკნელი მთლიანად ახალი გზა შენდება. სამწუხაროდ ამ მთავარი მონაკვეთის და მაგ გვირაბის გარდა სხვა მონაკვეთებზე რა ხდება არ მაქვს ინფორმაცია. ამთავარ მონაკვეთზე კი მიწერია უკვე. სამივე გვირაბი კაი ხნის დასრულებულია. ზვარეში მეწყერის გამო შეფერხდა სამუშაოები დიდი დროით. და ახლაც ჩანს მეორე მხარეს ფერდობზე რა დონის გამაგრებებს საჭიროებს. პლიუს ორი დამატებითი ხიდი შენდება. გაზაფხულზე მექნება მორიგი ვიზიტი სოფლში და პროგრესის შესახებ მოგახსენებთ |
Posted by: Kublicha 18 Oct 2021, 14:56 | ||||
ნიკა
პირველ პოსტში ჩავიხედე, მაგრამ არაფერია და იმიტომ ვიკითხე.
ანუ ზვარე-ქვიშხეთის და ბეჟათუბნის 2 ? (შენ რომელიც მოხაზე წითლად რამდენიმე პოსტის წინ) |
Posted by: ნიკა 18 Oct 2021, 17:38 | ||
Kublicha კი ეგ სამი გვირაბი. * * *
სადღაც 2012 წლის პოსტებში იქნება |
Posted by: eleqtro 18 Oct 2021, 18:07 |
როგორც ჩანს ხაშურში რკინიგზის ერთი ხიდის აღებას გეგმავენ. ვალეს მიმართულების მატარებლები (ესეთის არსებობის შემთხვევაში ) ისარგებლებენ დასავლეთის მიმართულების ხიდით და მხოლოდ ხიდზე გადასვლის შემდეგ გაიყრება მათი გზები. სავარაუდოდ ამ 2 სარკინიგზო ხაზს შორის არსებული მიწის გასისხვისება უნდათ. სურათზე კარგად ჩანს ამისთVის მოწყობილი ვაკისი.. ან მეორე ვარიანტია, რომ გაუქმებას კი არა, მოდერნიზაციის ფარგლებში რეკონსტრუქციას უპირებენ და დროებით გადმოაქვთ "მოძრაობა" ერთ ხიდზე |
Posted by: ThatBohemian 18 Oct 2021, 19:01 |
ჰოარიცით თრეინჰოფინგი შეიძლება საქართველოში? :დდდდდ |
Posted by: Kublicha 18 Oct 2021, 20:58 | ||
ასეთის არსებობსი შემთხვევაში კი არა, როცა უღელტეხილის რეკონსტრუქცია მორჩება ქვიშხეთიდან უნდა იარონ დასავლეთ საქართველოს მატარებლებმაც |
Posted by: eleqtro 19 Oct 2021, 06:59 | ||
Kublicha
აი ესაა საკვანძო სიტყვა. ნამდვილად ქვიშხეთიდან უნდა იარონ, მაგრამ ეს ვაკისიც და მთლიანად მონაკვეთიც ჯერ-ჯერობით 1 ლიანდაგიანია. ამიტომაც ვიფიქრე რო ჯერ ძველი ხიდის მოდერნიზება გაკეთდება და მერე გაორლიანდაგიანება. |
Posted by: Datvlas-vin-gtxovs 19 Oct 2021, 08:26 |
შტადლერი 802/801 თბილისი-ბათუმი 5 სთ 45 წთ |
Posted by: levan_ts 25 Oct 2021, 22:48 |
საინტერესოა, რატომ ჩერდება თბილისი-ზუგდიდის მატარებელი ხობში (სადაც ისედაც კატასტროფულ მდგომარეობაშია რკინიგზის სადგური) და ზუგდიდში შუა ლიანდაგზე, როდესაც მეტა არაფერი დადის ამ ორ სადგურზე, უბრალოდ მგზავრები რომ აწვალონ ბარგის გადატანა-გადათრევაზე თუ ლიანდაგი აქვთ შესაკეთებელი და რამოდენიმე წელიწადია ვერ მოაბეს თავი? |
Posted by: Datvlas-vin-gtxovs 1 Nov 2021, 09:24 |
ჩვენ გვყავს 4 (801 802 803 804) Stadler KISS (შვეიცარული) ვიყიდეთ რუსეთისგან ტევადობა: 700 კაცი სიგრძე: 250 მ სიმაღლე: 5.24 მ სიგანე: 3.3 მ ლიანდაგის სიგანე: 1520 მმ სიმძლავრე: 6000 კილოვატი (8000 ცხენის ძალა) მაქსიმუმ 160 კმ/სთ შეუძLია და როგორც ვიცი ყველა ვაგონს თავისი ძრავა აქვს |
Posted by: gig@@@ 15 Nov 2021, 03:23 |
მატარებლების შეჯახებას ქვემო ქართლში, ველი-გაჩიანის სარკინიგზო გადასარბენზე 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ეს ამბავი მოხდა 1994 წლის 13 აგვისტოს სატვირთო და სამგზავრო მატარებელი შეეჯახნენ ზუსტად რა მოხდა და როგორ მოხდა ვინმემ იცით ? ფოტო მასალა არსებობს ? სამგზავრო მატარებელი რა რეისს ასრულებდა ? ველი-გაჩიანის სარკინიგზო გადასარბენი რა ადგილზეა ? |
Posted by: iviko18 15 Nov 2021, 07:55 | ||
levan_ts
მეორე ლიანდაგზე ძირითადად თბილისი ზუგდიდის ღამის მატარებელი ჩერდება. პირველზე თბილისი ზუგდიდის დღის და ქუთაისი ზუგდიდი. |
Posted by: levan_ts 16 Nov 2021, 13:23 | ||||
დღის მატარებელი, თბილისი-ზუგდიდი, ჩქარი (6 საათი ჭირდება მაგასაც, საშუალოდ 50-60 კმ / სთ მოძრაობს), ჩერდება შუა, მეორე ლიანდაგზე, სამწუხაროდ, ზუგდიდშიც და ხობშიც |
Posted by: Fabian 3 Dec 2021, 00:58 |
"ბამ"-ის ქართული სექტორი https://kvamli.wordpress.com/2021/12/03/%e1%83%aa%e1%83%98%e1%83%9b%e1%83%91%e1%83%98%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%97%e1%83%95%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%9d/ |
Posted by: ნიკა 3 Dec 2021, 15:49 | ||
eleqtro
ძველი ბორჯომის რკინიგზის მონაკვეთი სავარაუდოდ გაუქმდება. და ბორჯომისკენაც და ზვარისკენაც ორივე ისარგებლებს ჯერ ლიხისკენ მიმავალით, შემდეგ გადავლენ ძველ ბორჯომზე რომელიც გაორლიანდაგდება ქვიშხეთამდე და ქვიშხეთთან გაიყოფიან. ია ტაკ დუმაიუ |
Posted by: JCH 14 Dec 2021, 18:26 | ||
კიდევ ერთხელ მოვიკითხავ სიყვარულით |
Posted by: Ras_al_Ghul 10 Jan 2022, 13:59 |
დაბრუნებული ბილეთის თანხა როდის ბრუნდება? რამდენ ხანში ხო არიცით |
Posted by: giorgevich23 21 Jan 2022, 01:31 | ||
gig@@@
სატვირთო მატარებლის მემანქანე და თანაშემწე იმყოფებოდნენ ან მოდუნებული(ან არაფხიზელ მდგომარეობაში) სავარაუდოდ ძილი როცა მოერიათ მსვლელობის დროს-გადაკეტეს ავტოსტოპის ონკანი რომ სიფხიზლის დეტექტორს არ ემუშავა (პერიოდულად ყვირის,ხელს თუ არ დააჭერ ღილაკს მატარებელს ავტომატურად აჩერებს). გაჩიანთან წამოეწივნენ უკნიდან ბაქოს სამგზავრო მატარებელს და შეეჯახნენ ,დაიღუპა ამდენი ხალხიც და თვითონ სატვირთო მატარებლის მემანქანეც და თანაშემწეც დაიღუპა. |
Posted by: ნიკა 29 Jan 2022, 21:16 |
ხაშური-ზესტაფონის მიმართულებით, მომავალი კვირიდან, საგარეუბნო მატარებლით გადადგილებას მგზავრებიც შეძლებენ. რკინიგზელთა მატარებელს ერთი ვაგონი დაემატება. http://chemikharagauli.com/?p=58278 |
Posted by: JSB14BSJ 30 Jan 2022, 11:23 | ||
გვირაბში რო არ ეტეოდა. |
Posted by: da_to 7 Mar 2022, 09:51 |
გამთენიისას, უღელტეხილის მონაკვეთზე, კერძოდ სოფელ მარელისთან მეწყერი ჩამოწვა, რის შედეგადაც მნიშვნელოვნად დაზიანდა რკინიგზაზე გარდამავალი საავტომობილო ხიდი. ასევე დაზიანებულია რკინიგზის ლიანდაგი და საკონტაქტო ხაზი. მომხდარის გამო, დღეს დილიდან სატვირთო და სამგზავრო მატარებლების მოძრაობა შეჩერებულია. ადგილზე მობილიზებულია სპეც ტექნიკა. ლიანდაგის გაწმენდისა და საკონტაქტო ხაზის აღდგენის შემდეგ, სამგზავრო და სატვირთო მატარებლების მოძრაობა ეტაპობრივად განახლდება. საბედნიეროდ არავინ დაშავებულა. კომპანიის წარმომადგენლები მაქსიმუმს აკეთებენ, რომ შეძლებისდაგვარად მალე განახლდეს მოძრაობა |
Posted by: phenom animal 31 Mar 2022, 11:09 |
მეგობრებო თუ გაქვთ ინფორმაცია საქართველო თურექთი რკინიგზა ამოქმედდა სამგზავრო? არასად არაფერი წერია გადავირიე |
Posted by: ნიკა 31 Mar 2022, 16:31 | ||
phenom animal
არა |
Posted by: phenom animal 31 Mar 2022, 18:26 | ||||
მადლობთ. ხომ არ იცით როდის იგეგმება? რაღაც უსაშველოდ გაიწელა |
Posted by: ნიკა 31 Mar 2022, 23:52 | ||
phenom animal
არა |
Posted by: Instagnifica 3 Apr 2022, 20:48 | ||
phenom animal
არასოდეს სანამ ნა*ოზრების ოცნებაა მთავრობაში |
Posted by: iliatola2 16 Apr 2022, 10:23 | ||
საქართველოს სარკინიგზო ინფრასტრუქტურა იმ დონემდეა ამორტიზებული რომ დროა დაიგეგმოს მისი სრული განახლება რომლის ფარგლებში მოხდება ევროპული სიგანის ლიანდზე გადასვლა რათა სრულიად თავსებადი იყოს თურქული და შესაბამისად ევროპული სისტემის მისაერთებლად. რუსეთთან ისედაც არ გვაქვს სარკინიგზო მიმოსვლა, ხოლო რუსული ლიანდის ქონა უზარმაზარ ფულად ზიანს გვაყენებს. სულ ელემენტარული ვერ ახერხებ stock დასავლური წარმოების შემადგენლობების ყიდვას. ტექნიკის ნებისმიერი კასტომიზაცია დიდ დამატებით თანხმებთან არის დაკავშირებული. ასევე გვზღუდავს თურქული და ევროპული ტვირთების გადაზიდვაში ზედმეტი დოლ-გარმონის გარეშე, რაც ასევე დამატებით ხარჯებთან არის დაკავშირებული და აძვირებს როგორც გადაზიდვას ასევე მომსახურებას, შესაბამისად წამგებიანი ხდება ასეთი ტრანსპორტი.
|
Posted by: JSB14BSJ 22 Apr 2022, 12:38 |
https://imedinews.ge/ge/sazogadoeba/247037/30-aprilidan-matareblebi-qutaisis-aeroporttan-damakavshirebel-kopitnaris-rkinigzis-sadgurshi-gacherdebian?fbclid=IwAR27Cu8MjayaBbm1rGRXxV8fJybUF7sTaCCEKBcSGdqEcJTsoYfc_LGEv94 ეს ის სადგურია, 10 თუ 7 წლის წინ რო თქვა ზარ-ზეიმით იმდროინდელმა გასიებულმა პირველმა მინისტრმა თუ ისიც არაა და კიდევ უარესი ალტერნატივაა? |
Posted by: SabaGEO 22 Apr 2022, 14:50 |
ვინმეს თუ შეგიმჩნევიათ, აპრილში, მაისის ბილეთების ნახვა და ყიდვა შეუძლებელია ინტერნეტით, ამის გარდა, ბათუმი ქუთაისის მატარებელი აღარ დადის. ზუგიდიდი ბათუმი თუ არსებობდა ოდესმე ეგეც აღარ არსებობს, ავტობუსის ბილეთების ყიდვაც შეუძლებელია ინტერნეტით აღნიშნულ მიმართულებებზე. არადა ტურიზმი პრიორიტეტია, ვერ ვხდები როგორ უნდა დავაკვალიანო უცხოელი მეგობრები ჩამოდიან. |
Posted by: HIMARS-STAGE2 23 Apr 2022, 08:39 | ||
SabaGEO
საქართველოს კონტექსტში ტურიზმს ვინც ახსენებს ეს სურათი დაუდე |
Posted by: ShevardnadzeDidNothingWrong 23 Apr 2022, 14:19 |
არ იგეგმება თბილისის სადგურის ან სადმე გადატანა ან ცოტა შელამაზება? ასეთი პოხუიზმი როგორ შეიძლება ვერ ვწვავ |
Posted by: Ambitious_Person 13 May 2022, 13:25 |
ბათუმიდან თურქეთისკენ გადის მატარებელი ხო? |
Posted by: vatman 13 May 2022, 14:08 | ||
რამდენიმე დღის წინ ოჯახის წევრებს დავხდი ზუგდიდის მტარებლით მოდიოდნენ. GRT002-ს დედა არ ჰყავს, არც შიგნით და არც გარეთ მითუმეტეს. რა კომფორტულ მგზავრობაზე უნდა ილაპარაკონ. სჯობია ისევ ძველი ღამის მატარებლები დააბრუნონ, მშვენიერი იყო დილით ჩასვლა ბათუმში, ოზურგეთში და ზუგდიდში Ambitious_Person
რა უნდა მანდ მატარებელს... |
Posted by: levan_ts 13 May 2022, 15:07 | ||
რამდენი ხანია ველოდები ამ მხრივ რაიმე ცვლილებას. თითქმის გაჩერებულია რკინიგზის მიმართულება. ბოლო სიახლე არის ალბათ კოპიტნარის სადგურის გახსნა. ერთი გვირაბი გაიხსნა კიდევ ძირულაში, წევის მხარეს შარშან. ეს არის და ეს. |
Posted by: Ambitious_Person 13 May 2022, 16:03 |
vatman https://rail.cc/train/batumi-to-istanbul#r1 აა რუსეთის გადაკვეთა უწევს კაი ბათუმიდან ბაქოში მიდის მატარებელი? თუ მხოლოდ თბილისიდან |
Posted by: Kublicha 13 May 2022, 16:33 | ||
ვერ ჩამოყალიბდნენ, ექსპერტების ნაწილი კუს ტბის მიდამოებში გადატანას ემხრობა, ნაწილი ჯიქიას ქუჩის ბოლოში. |
Posted by: gig@@@ 13 May 2022, 21:12 |
https://www.google.com/maps/place/Gymuri+Railway+Station/@40.7876051,43.8597538,3a,75y,90t/data=!3m7!1e2!3m5!1sAF1QipObWg4waUnxBaL8NUlRvhgTQQKbtkb2UX9tH4lB!2e10!6shttps:%2F%2Flh5.googleusercontent.com%2Fp%2FAF1QipObWg4waUnxBaL8NUlRvhgTQQKbtkb2UX9tH4lB%3Dw150-h150-k-no-p!7i1200!8i1200!4m7!3m6!1s0x4041fb9094518b21:0x8ce07eba1bd7e56!8m2!3d40.7876051!4d43.8597538!14m1!1BCgwKCC9tLzBweTI3MAE ესაა გიუმრის რკინიგზის სადგური სომხეთი სულ რუსულ ЭР2 მატარებლებს იყენებს საკუთარი წარმოება არ აქვს , ან ჩვენგან შეძენილი თემქას მატარებლები არ აქვთ ? |
Posted by: don gajetino 14 May 2022, 02:03 |
“ჭარბი მუშახელი, არაეფექტიანობა, ჭარბვალიანობა”- ADB "საქართველოს რკინიგზას" აფასებს |
Posted by: levan_ts 14 May 2022, 06:28 | ||
ბათუმიდან ბაქოში კი არა, ბათუმიდან სამტრედიაში მატარებლით მოხვედრა შეუძლებელია, ასევე სამტრედიიდან, ან ზესტაფონიდან, ან ნებისმიერი სხვა ქალაქიდან თბილისის, კოპიტნარის, ურეკის და ქობულეთის გარდა, რადგან მხოლოდ შტადლერი დადის და სხვაგან არ ჩერდება. კოპიტნარიც სულ ორიოდე კვირაა რაც დაემატა, თორემ აქამდე ეგეც შეუძლებელი იყო. არ არსებობს რეისები გადაჯდომით (მაგალითად ზუგდიდიდან სამტრედიამდე და სამტრედიიდან მათუმამდე). არც გუგლის მარშრუტებშია შეტანილი სამგზავრო მატარებლები. ჩქარი მატარებელი თბილისიდან ზუგდიდამდე გზას 6 საათზეე მეტს ანდომებს და ა.შ. იმდენი რამის დაწერა შეიძლება, ეს პოსტი არ ეყოფა. სავარაუდოდ, რიკოთის საავტომობილო მონაკვეთი რომ გაიხსნება, აბსოლუტურად დაკარგავს აზრს მატარებლით მგზავრობა. ვერც ფასით იქნება კონკურეტუნარიანი და დროით უკვე ჯერადობით ნელი იქნება ავტომობილზე და ალბათ ავტობუსზეც კი. |
Posted by: Ambitious_Person 14 May 2022, 13:55 |
levan_ts არადა ძალიან კარგი იქნებოდა რკინიგზის განვითრება უსაფრთხო და მშვენირი ტრანსპორტია, კომფორტული მგზავრობისტვისაც განსაკუთრებით თუ ღამეა და გამოძინებაც შეგიძლია განვითარების ძალიან დაბალი სტანდარტი გვაქვს დაწესებული |
Posted by: levan_ts 14 May 2022, 15:29 | ||
რა თქმა უნდა, კარგი იქნებოდა. კომფორტულიც არის და მოხერხებულიც. ჩქარი მატარებელი, თუნდაც რომ განახლდეს შპალების და რელსები ეტაპობრივად, შეიღობოს რკინიგზა და სამანქანო და საფეხმავლო გადასასვლელების ნაცვლად ხიდები და გვირაბები აშენდეს, ვფიქრობ ვარ 120 - 180 კმ / სთ ადვილად შეიძლება იყოს მატარებლის სიჩქარე, რაც ძალიან შეამცირებდა მგზავრობის დროს. ასევე ე.წ. ელექტრიჩკები, უფრო ხშირად რომ დადიოდეს და ცოტა მაინც შეარემონტონ, საკმაოდ კარგად დაფარავდა რკინიგზა საქართველოს დიდ ნაწილს. |
Posted by: Ambitious_Person 14 May 2022, 17:46 |
levan_ts და უსაფრთხოცაა რაც მთავარია სიჩქარის გაზრდა დიდი არაფერი თუ ღამის მატარებელია არაა პრობლემა ღამე მგზავრობისას დაბალი სიჩქარე მტავარია რომ ქაჯ მძღოლებთან არ გაქვს შეხება რომ გადაადგილდები / ხალხნო თბილისი- ბათუმი ქუთაისში რომელ საათზე ჩერდება დევს სადმე გრაფიკი ? ივლისში ავიღე ქუტაისში ჩაფრენა დილის 11 ზე და მაინტერესებს თუ ესქრება მატარებლამდე მისვლა |
Posted by: ioane.mtacmindeli 15 May 2022, 00:29 | ||||
სანამ ივანიშვილის კრიმინალური რეჟიმი იქნება საქართველოში, სწრაფი რკინიგზის განვითარება არ გვეღირსება, ქოცრეჟიმი არა მოსული აღმშენებლობისათვის, მიტომ შეაჩერა სწრაფი რკინიგზის მშენებლობა და მოდერნიზაციას! |
Posted by: vatman 18 May 2022, 11:29 | ||
Ambitious_Person
მანამდე გრაფიკი კიდევ მილიონჯერ შეიცვლება დღის განმავლობაში რამე კი იქნება, მთავარია ადრე შეიძინო ბილეთები |
Posted by: eleqtro 19 May 2022, 10:54 | ||
gig@@@
ЭР2 არის ე.წ. ელექტრიჩკა და ძირითადად საგარეუბნო მიმოსვლისთვისაა. მაგავე ალბომში ჩანს ЭП2Д, რომელიც უკვე სომხეთის რკინიგზის რუსეთის მფლობელობაში გადაცემის შემდეგ მიიღეს როგორც ჩანს. საერთაშორისო (საქართველოს მიმართულებით) და სატვირთო გადაზიდვისთვის კი იყენებენ ელმავლებს ВЛ10. |
Posted by: პაწა 19 May 2022, 12:19 | ||
ელექტრო მატარებელი არ აღადგინეს? ღამის ბათუმი-თბილისი, არა-შტადლერიც აღარ დადის? კიდევ არის ერთი ვარიანტი - ბათუმი-ერევანი * * * https://www.dw.com/ru/uhod-siemens-iz-rossii-chto-budet-s-sapsanami-dlja-rzhd/a-61838258 იქნებ, შტადლერივით ამასაც გამოვკრათ ხელი. ბაქო-ბათუმს ეყოფა და სომხებმა იარონ თავიანთი ჯართით. ერთი ლობისტი უნდა ამ იდეას ადბ-ში |
Posted by: levan_ts 19 May 2022, 15:36 | ||||
ეჰ, ჩქარი მატარებელი, ეგ რომ გვყავდეს, ფაქტიურად ნებისმიერი ქალაქიდან ნებისმიერ ქალაქში შესაძლებელი იქნებოდა სამუშაოდ სიარულიც კი სადაც რკინიგზა გადის. |
Posted by: Beka_g 19 May 2022, 15:55 |
levan_ts მაგას შესაბამისი ლიანდაგიც ჭირდება, რომელიც ადაპტირებული იქნება მაგ სიჩქარეებზე (ნაკლები მოსახვევი და სიმაღლის ცვლილება, ასევე მოსახვევებში დახრა და ა.შ.), რა ტემპითაც წიფაში მიდის მუშაობა უფრო სამეცნიერო ფანტასტიკის სფეროა მაგ მატარებლის ჩვენთან სიარული. |
Posted by: levan_ts 19 May 2022, 21:25 | ||
ცხადია, ლიანდაგიც და ინფრასტრუქტურაც ვიგულისხმე. თუნდაც ის 8.5 კილომეტრიანი გვირაბი რომ გახსნილიყო, სხვა უკვე გაჭრილ და მოპირკეთებულ გვირაბებთან ერთად, რომლებიც რატომღაც არ იხსნება, ლაშე-ძირულა მაგალითად, და მცირე ინფრასტრუქტურული ცვლილება გაკეთებულიყო, როგორც ზემოთ დავწერე (რკინიგზის შეღობვა საქონლისაგან დასაცავად და ხიდები და გვირაბები სამანქანო და საფეხმავლო გადასასვლელებად), შესაძლებელი იქნებოდა რამოდენიმე ათეული კილომეტრით საათში სიჩქარის გაზრდა. მაგრამ თბილისის სადგურის და მერე დანარჩენი სადგურების შემხედვარე (გორი, ხაშური, ხარაგაული, ზესტაფონი, რიონი, სამტრედია, აბაშა, სენაკი, ხობი და ა.შ.) ცხადია, ფანტასტიკის სფეროა საქართველოში ჩქარ (ან ცოტა უფრო ჩქარ) რკინიგზაზე საუბარიც კი, სამწუხაროდ. გეთანხმებით. |
Posted by: anti-marshutka 20 May 2022, 00:33 |
სალამი, თემქაზე პურის ქარხანასთან ავტობუსიდან დავინახე რკინიგზის ხაზი რომელიც ღობესთან გზის პირას მთავრდებოდა. იცით რა არის? |
Posted by: iviko18 20 May 2022, 00:41 | ||
სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯია მანდ. საჩვენებელი მონაკვეთი ააშენეს სტუდენტებისთვის. |
Posted by: პაწა 20 May 2022, 14:19 | ||
თბილისი-ბაქო? ეგეც რთული იქნება? იყოს და თუნდაც იგივე სიჩქარით, მაინც კომფორტია და ის შტადლერებიც გამოთავისუფლდება, რომ ოდესმე მაინც იაროს დანიშნულებით, ანუ ელექტრო მატარებლის სტილში, რუსთავი-გორი მაგალითად, ან ხაშური-მარნეულუ |
Posted by: levan_ts 20 May 2022, 15:45 | ||||
ელექტრო მატარებლები ცალკე საკითხია, მაგალითად ხარაგაულის სოფლებისთვის ხშირად ერთადერთი კომუნიკაციის და გადაადგილების საშუალებაც კი არის, მანდ გზა ჩუმათელეთი-ხარაგაული-ძირულა წლებია რემონტდება და ვერ დაადგა საშველი. ახლა მგონი ახალი ტენდერი გამოაცხადეს. მასწავლებლები იყენებენ სოფელში მისასვლელად და გაკვეთილის ჩასატარებლად, ექიმები და ა.შ. დადის დღეში ორჯერ, ხომ შეიძლება ეს მაინც გარემონტდეს და ცოტა მეტმა იაროს. ხაშური-ზესტაფონი, ზესტაფონი-ქუთაისი. რუსთავი-გორი ან რუსთავი-მცხეთა მაინც, მცხეთა-გორის ან მცხეთა-ხაშურის გათვალისწინებით. ხომ გაამარტივებდა რუსთავიდან მგზავრობას. |
Posted by: Ambitious_Person 20 May 2022, 22:57 |
https://knews.ge/?p=71829&fbclid=IwAR0_8ncIyocYyzpgzl0fBJYcKot0hd1foMc3NTiVv_hYxvpBeTKwH75b75Q რამდენად შესაძლებელია თელავისკენ აღდგეს სარკინიგზო მიმოსვლა? |
Posted by: რობი 20 May 2022, 23:26 | ||||||
ეჰ რაც მე მაგას ვოცნებობ. აი მე რო პრემიერი გავხდები მაგეებს ვიზამ პირველს |
Posted by: levan_ts 21 May 2022, 00:27 | ||
ნაკლებად სავარაუდო მგონია, რუსთავის "მეტროსავით". როდესაც რუსთავში რკინიგზა გადის უკვე და მეტროს მიზანშეწონილობის შესასწავლად თანხა იხარჯება. ამ სტატიის მიხედვით შემომავალი მანქანები შემცირდება. ზოგადად სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა ნიშნავს, რომ შეიძლება რომელიმე სამსახურიც (კომპანია, ქარხანა, ოფისი) თბილისის გარეთ გადავიდეს და ხალხმა თბილისიდან იქ იაროს და არა მხოლოდ ყველა თბილისისკენ. |
Posted by: Ambitious_Person 21 May 2022, 12:57 |
levan_ts მოიცა კაცო რუსთავისკენ არის დაგებული ლიანდაგი უკვე? თუ ასეა ძალიან კარგი იქნება მაგ მარშუტის შექმნა ბევრი დადის რუსთავიდან თბილისში და ეს რუსტავსაც განავითარებს |
Posted by: levan_ts 21 May 2022, 16:33 | ||
რუსთავიდან იყო ისედაც ლიანდაგი და მგონი ელექტრომატარებელიც დადიოდა მანდ, გარდაბანი-რუსთავი-თბილისის მატარებელი, შეიძლება ახლაც დადის, უბრალოდ დღეში ორჯერ და სადგურიც და მატარებელიც გაუბედურებულია. აქ არის სამი წლის წინანდელი სტატია ამაზე - https://inforustavi.ge/?m=31&news_id=8421&lng=geo&cat_id= აქ არის კიდევ: https://fb.watch/d8BBSWjHnH/ ზუსტად ამას ვამბობ, რომ არის და ესენი კიდევ მეტროს გაკეთებას ვაპირებთო ამბობდნენ, სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს. დაახლოებით იგივეა, რუსთაველის გამზირზე რუსთავეელის გამზირს გავაკეთებო რომ გამოაცხადო. მაგას ვამბობ, რომ რკინიგზა ბევრგან არის, უბრალოდ შეკეთება და ელექტრომატარებლების დანიშვნა უნდა. მაგალითად ქუთაისში ორი სადგურია და კიდევ რიონი, რიონი - ქუთაისი, ქუთაისი - წყალტუბო, ქუთაისი - გელათი - მოწამეთა - ტყიბული. ესენი ხომ ფაქტიურად მეტროსავით გაივლის ქალაქის დიდ ნაწილს და ასევე ახლო ქალაქებშიც ჩაგიყვანს. რამდენად მოხერხებული იქნებოდა ტურისტებისთვისაც და ყოველდღიურად ამ მარშრუტებით სამსახურში მოსიარულე ხალხისთვისაც. * * * ისე, რა უცნაურია, რამოდენიმე წელიწადია ავტობანის თემა გაცილებით უსწრებს პოსტების სიხშირით რკინიგზის თემას, იქ დღეში რამოდენიმე პოსტი იყო ხოლმე და აქ კვარტალში ერთი. ეს ბოლო დღეებია შეიცვალა და პირიქით არის. პირველად ვხედავ რკინიგზის თემაში უფრო მეტი სიხშირით იყოს პოსტები ვიდრე ავტობანისაში :) |
Posted by: polaris 4 Jun 2022, 02:24 |
რკინიგზა ყიდის მოძრავი შემადგენლობის 1609 ერთეულს, მათ შორის პოტენციურ სამუზეუმო ექსპონატებს სრ3-1510 და ვლ8-ებს: https://www.eauction.ge/Home/EntityView/791803 ფაქტიურად არაფერ ძველს აღარ იტოვებენ. ერთის მხრივ, სრულიად გამოუყენებელი და ჯართად ქცეული ვაგონებისგან გაიწმინდება რკინიგზა და მიღებული თანხით შეიძლება პარკის გარკვეულწილად განახლება. მეორეს მხრივ, ამ სიიდან 2 საინტერესო ეკზემპლარის ამოღება რკინიგზას არ დააზარალებს და მომავალში შეიძლება მუზეუმისთვისაც გამოდგეს. |
Posted by: Kublicha 4 Jun 2022, 11:19 |
polaris სრ 3 ძაან დამენანება, თუ განადგურდება სურამში რომ დადიოდა ეგაა თუ სხვაც ყავდათ? |
Posted by: Ambitious_Person 4 Jun 2022, 21:53 |
ხალხნო რა ჯდება ერთი კილომეტრი რკინიგზის ლიანდაგის დაგება ? სადაც თანამედროვე მატარებლები გაივლიან |
Posted by: Kublicha 4 Jun 2022, 22:38 | ||
Ambitious_Person
თანამედროვე მატარებელი გაივლის ყველანაირ ლიანდაგზე. უბრალოდ გააჩნია რას სიჩქარით გინდა რომ გაიაროს. თუ სწრაფად (130+) გინდა რომ გაიაროს, ამისთვის საჭიროა მინიმალური მრუდის მოსახვევები, რაც მთიან რელიებში კოლოსალური თანხები ჯდება და მხოლოდ გვირაბებით შეიძლება მიღწევა. ასევე საჭიროა რკინიგზის იზოლირება (შემოღობვა), რასაც სჭირდება გზაგამტარები (მიწისქვეშა ან მიწისზედა გადასასვლელები, როგორც ქვეითების, ასევე ავტომობილებისთვის) უფრო მაღალ სიჩქარეზე, ასევე საჭიროა ცვლადი დენი. ლიანდაგის დაგება ამ ყველაფერთან შედარებით, ჩათვალეთ უფასოა. |
Posted by: levan_ts 5 Jun 2022, 03:15 | ||||
რამდეენჯერ მაქვს აქ დაწერილი შემოღობვა / იზოლირებაზე და გადასასვლელებზე |
Posted by: eleqtro 5 Jun 2022, 19:20 | ||
Kublicha
ეს რაღად გვინდა? |
Posted by: vatman 6 Jun 2022, 11:28 | ||
polaris
ვლ22 არ არის სამუზეუმო ექსპონატი? მე ვლ22 უფრო სამუზეუმო ექსპონატი მგონია ვიდრე, ვლ 8. კიდევ კარგი ვლ-19 უკვე დგას პოსტამენტზე, თორე მაგასაც მიაყოლებდნენ ისე კი თავისფლად შეუძლიათ გააკეთონ მუზეუმი. მაგალითად სადმე ბორჯომში + ბორჯომი ბაკურიანიც გააერთიანონ აქტივობაში. |
Posted by: ნიკა 6 Jun 2022, 13:14 |
შაბათს კაჭრეთში ვნახე მატარებელი |
Posted by: eleqtro 6 Jun 2022, 15:28 | ||
ნიკა
თბილისი-წნორის ჩქაროსნული? |
Posted by: Beka_g 6 Jun 2022, 16:28 |
რუსთავი მცხეთის მატარებელი გააკეთონ რეგიონალური მატარებელი, რომელიც ყოველ ნახევარ საათში ივლის პიკის საათებში, ერთ საათიანი ინტერვალით სხვა დროს და გაჩერდება თბილისის სამივე სადგურზე. რეგიონალურში ვგულისხმობა მატარებელს რომელიც მინიმუმ 100 კმ/საათით იმოძრავებს. ამით დაიწყონ და ნახავენ როგორ გაიზრდება მგზავრთა ნაკადი და ქალაქს მოაკლდება მანქანები. მერე ნელნელა გააგრძელონ ხაშურამდე და იქით გარდაბნამდე. იგივე უნდა გაკეთდეს დასავლეთში ქუთაისსა და ბათუმს შორის. ხოდა წავედი ეხლა ოცნბებში, ამათ რკინიგზა მარტო შორი მანძილზე გადაადგილების ტრანსპორტი გონიათ და ერთ გაჩერებაზე მეტი თუ იყო თბილისში უკვე მეტროს დაუძახებენ. |
Posted by: polaris 9 Jun 2022, 23:17 | ||
vatman
ჩემი სიკვდილი, ეგ თავიდან ვერ შევნიშნე! გაიყიდა ყველაფერი, არც ვიცი, რა ვქნათ. |
Posted by: ნიკა 10 Jun 2022, 12:23 | ||
eleqtro
ვაა ყველა წნორს იძახის რო ვეუბნები ისე მოკლე იყო და ვიდეოს გადაღება ვერც მოვასწარი. |
Posted by: eleqtro 10 Jun 2022, 12:59 | ||
ნიკა
წნორი ყველაზე ჩამკვდარი ტოტია. დანარჩენებზე საკონტაქტო სადენი მაინცაა შემორჩენილი, წნორისკენ ეგეც აღარაა. წნორისკენ რო მატარებლის მიმოსვლა აღდგეს ..... ეეეჰ ისე მაქეთ "პურკომბინატი" რო არ ყოფილიყო, თავის დროზე რკინიგზას არავინ გაიყვანდა. |
Posted by: პაწა 10 Jun 2022, 15:47 | ||
სამი? რატო 10-15 არა? ფონიჭალა, მოსკოვის პრ. უამრავი სხვა ბაქანი, სადაც თუნდაც აეროპორტის მატარებელი აჩერებდა, ავჭალაზე არაფერს ვამბობ, ჩვეულებრივი სადგურია |
Posted by: levan_ts 11 Jun 2022, 02:41 | ||||
სვანეთის უბანში ივლიდა, ცხადია ადგილებში მეტროს ხაზებს მიყვება პარალელურად, მაგალითად ვაგზლიდან მეტრო დიდუბის ჩათვლით, მაგრამ ბოლოს და ბოლოს, მანდ შეიძლება უფრო ცოტა გაჩერება გაკეთდეს. მაგრამ საკმაოდ დიდ მანძილს დაფარავდა და ბევრ უბანს გაცილებით უფრო მიმზიდველს გახდიდა. იგივეს ვფიქრობ ხოლმე ქუთაისზე, ორი დიდი სადგურია ქალაქში, თუ სწორად მახსოვს, პლიუს ხაზები საფიჩხიის, ზაოდის მიმართულებით, წყალტუბო, გელათი, მოწამეთა და ა.შ. ტყიბულამდე დაფარული იქნებოდა და გამოვიდოდა მეტრო / საგარეუბნო მატარებელი. ანალოგიურად მგონი ზუგდიდშიც არის შესაძლებელი. მონდომება უნდა და კარგად შესწავლა |
Posted by: რიკოჰ 13 Jun 2022, 19:33 |
Powered by scanner |
Posted by: რიკოჰ 13 Jun 2022, 19:35 |
Powered by scanner |
Posted by: რიკოჰ 13 Jun 2022, 19:36 |
Powered by scanner |
Posted by: რიკოჰ 13 Jun 2022, 19:37 |
Powered by scanner |
Posted by: Datvlas-vin-gtxovs 16 Jun 2022, 13:15 |
6 საათი რატო მიდის თბილისი-ბათუმი? |
Posted by: Beka_g 16 Jun 2022, 13:49 | ||||
დიდი არაფერი კვლევა არ ჩამიტარებია მაგ საკითხში. ეგ სამი იქიდან გამახსენდა რკინიგზის მოშორება რომ უნდოდათ ქალაქის ცენტრიდან, ცენტრალური ვაგზლის გაუქმება და ნავთლუღის და დიდუბის სადგურები რომ უნდა დაეტოვებინათ. თუ სადგურები არსებობს უნდა აღდგეს და დაიტვირთოს, ასევე თუ საჭიროება მოითხოვს ახლებიც უნდა გაკეთდეს. |
Posted by: Fabian 16 Jun 2022, 21:47 |
მეგობრებო ვცადოთ და გადავარჩინოთ ისტორიული სარკინიგზო ტექნიკა. ხელი მოვაწეროთ და გავარცელოთ! https://manifest.ge/petitions/663971/%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%99%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%92%E1%83%96%E1%83%9D-%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A5%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%99%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%A9%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%90 |
Posted by: Ambitious_Person 18 Jun 2022, 18:14 |
tkt .ge ზე როდიდან იდება ბილეთები ? ბათუმი-თბილისი ხომ აჩერებს ქუთაისში ? ხოდა ამ მატარებელში თუ გინდა მოხვედრა ბათუმი-თბილისი უნდა იყიდო თუ იყიდება ქუთაისიდანაც? |
Posted by: eleqtro 18 Jun 2022, 19:42 | ||
Ambitious_Person
არც კი გაივლის ქუთაისს. ბათუმი-თბილისი სადგურ რიონშიც კი არ ჩერდება, მხოლოდ კოპიტნარში შეიძლება ჩამოსვლა. |
Posted by: zura770077 18 Jun 2022, 21:14 |
ე.წ. ,, ელექქტრიჩკა" რომ აღადგინონ მარშრუტით: მცხეთა, ავჭალა, დიდუბე, ვაგზალი, ისანი(ამ ბოლო ორს შორის არის ბაქნი სადმე კიდევ?) და რუსთავი, არ იქნებოდა დატვირთული? ყოველ 30 წუთში მაინც რომ იარონ დილის 7 დან, ღამის 10 სთ. მდე. |
Posted by: Ambitious_Person 19 Jun 2022, 14:57 | ||
zura770077
რუსთავთან მიდის რკინიგზა? ძალიან კარგი ვარიანტი იქნება , ეს რუსთავსაც უფრო განავიტარებს , უფრო დააკავშირებს თბილისს |
Posted by: eleqtro 19 Jun 2022, 17:07 | ||
Ambitious_Person
აზერბაიჯანისკენ მიმავალი ხაზი სწორედ რუსთავზე გადის |
Posted by: zura770077 20 Jun 2022, 16:55 |
Ambitious_Person საცობების გვერდის ავლის როგორი კარგი საშუალება იქნებოდა. სტუდენტები და სამუშაოდ ვინც დადის ამ ორ ქალაქს შორის, იმათთვის მოსახერხებელი იქნებოდა, სიიაფესთან ერთად. მარშრუტკაში ჭყლეტვას არ ჯობია? |
Posted by: eleqtro 20 Jun 2022, 17:02 | ||
zura770077
პრობლემა რუსთავის შემთხვევაში ისაა, რომ მხოლოდ ძველ რუსთავშია სადგური. შესაბამისად მხოლოდ ნახევარი ქალაქისთვისაა ხელსაყრელი რკინიგზით სარგებლობა. |
Posted by: Mick-el-Angelo 20 Jun 2022, 20:08 | ||
zura770077
ე.წ. საქალაქო მატარებლის იდეა აქ ბევრჯერ გაჟღერებულა (მეტროს თემაში), მაგრამ ბევრ ინფრასტრუქტურული საკითხის მოწესრიგებას ითხოვს, ლიანდაგების დამატებას, თუ გვინდა, რომ დამოუკიდებლად იმოქმედოს და საქალაქო/სატვირთო მატარებლების მოძრაობის გრაფიკზე არ იყოს დამოკიდებული (რკინიგზაც ნაკლებად დათანხმდება ძირითადი ლიანდაგის დათმობაზე). ბოლოს და ბოლოს, მოძრავი შემადგენლობების შეძენაც ან სულ მცირე არსებულის კაპ.რემონტი იქნება საჭირო. მოკლედ, დიდი ფულია საჭირო, თორე პროექტი ცუდი არ არის. |
Posted by: TramwayMan 20 Jun 2022, 21:20 |
ფული დიდია საჭირო მგზავრთნაკადი კი მიზერული და შეუსაბამო საჭირო ინვესტიციასთან. |
Posted by: JSB14BSJ 20 Jun 2022, 23:16 | ||||||
zura770077
დატვირთული როგორ არ იქნებოდა მაგრამ იმას, ვისიცაა თბილისი-მცხეთის და თბილისი-რუსთავის მარშრუტკები და ვინც მაყუთს იღებს ამ ხაზებიდან, ბრძენი და მშრომელი ქართველი ერის კომფორტულად და ეკოლოგიურად სუფთად მგზავრობა რა თქმა უნდა ურჩევნია თვეში იმ რამდენიმე ათეულ ათასს მაგრამ ჯერ ვალები აქვს და ვინუჟდენშია... Mick-el-Angelo TramwayMan
სწორს და ადეკვატურს რასაც ამბობთ, როგორ შეგედავებით, მაგრამ მაინც ეს არ მგონია მთავარი და უპირველესი პრობლემა. რა, წესიერი ცხოვრება რო იყოს ან უცებ რომ ბრძ. ქართველი ერი გონს მოეგოს და გადავწყვიტოთ წესიერი ცხოვრება და ნორმალური ღირებულებების დამკვიდრება ცხოვრებაში და სატრანსპორტო ურბანისტიკაშიც, ამ ყველაფერს არ გავაკეთებდით და მარშრუტკებს არ ავლაგმავდით და მით უმეტეს, თათარსტანიდან შემოტანილ აყროლებულ დიზელზე არ ვიტყოდით უარს? რა თქმა უნდა, ასეც ვიზამდით. უბრალოდ, ჩემი აზრით, ასე არ ხდება არა იმიტომ, რომ ეს ძვირია და დანახარჯებს მოითხოვს, არამედ იმიტომ, რომ ციკლურ წრებრუნვაზე გაშვებული ბიზნესი, რომელიც ჩვენ გვაზარალებს და აქაურობის პატრონს რგებს, არ დაიშალოს. მეტი არაფერი. ძვირი და ძვირზე ძვირი არ იყო პარლამენტის დედაქალაქიდან გატანა, მერე ყოველწლიურად მისი 26 მილიონით შენახვა, რაღაც სისულელე რკინებიანი კოშკის აშენება ბათუმში? 600 მილიონ ლარამდე დაჯდა ეგ ყველაფერი, შეგახსენებთ. დარწმუნებული ვარ, დღევანდელი ფასებითაც კი არავითარი 600 000 000 არ უნდა მცხეთა-რუსთავის ხაზის გაკეთებას მაგრამ 600 მილიონს არავინ არ დაუტოვებს და არ დაახარჯავს ხალხს, მის კომფორტს და მისი შვილების ჯანმრთელობას, რომელიც 32 წელიწადი დამოუკიდებელია (რო ჰკითხო) და მწვავე ფსიქიური პრობლემები აქვს. ერთი ძალიან კარგი პოსტი შემხვდა და აქვე დავაკოპირებ: "რუსები ბარში რომ გხვდებიან მაგრა გაღიზიანებთ, მაგრამ რუსების შემოდინებით სტუდენტები (და არამარტო) რომ საცხოვრებლის გარეშე რჩებიან, არ არის საინტერესო თემა. მიშა სააკაშვილის თაფლის ქილებს რომ ითვლიდით, ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვილების 65% რომ ხელოვნურ კვებაზეა, ეგ ინფორმაცია გამოგრჩათ. აქციაზე რომ ადამიანები დაშავდნენ, გადატრიალების წინაპირობაა, წელიწადში 100 ადამიანი რომ კვდება თბილისში ავარიების შედეგად, არ გაინტერესებთ (შემთხვევით მუხრუჭზე ფეხის დაჭერა არ მოგთხოვონ), თბილისში გზა რომ არის გადაკეტილი რეაბილიტაციის გამო, აღშფოთებულები ხართ, რიონის ხეობა რომ იყო ჩაკეტილი თვეები, არაუშავს, რეგიონში ხალხს ნაკლები უფლებები აქვს - საკმარისად ლიბერალები არ არიან, ეროვნული მუზეუმის ამბავი გადარდებთ (წულუკიანი არ გევასებათ, ნიკა რურუა ძააან კაი ტიპი იყო ) უნივერსიტეტიდან რომ გამოყარეს ხალხი, ეგ არ გახსოვთ, თბილსერვისის თანამშრომლების აქცია გიჟებივით აიტაცეთ (ოპო არხებს მაშინ აწყობდათ ეგ ნიუსი), სასწრაფო დახმარების თანამშღომლები რომ გაფიცულები არიან, აღარ არის ამ წუთას აქტუალური, ეხლა მთავრობის გასაშავებლად უფრო კარგი თემებია... არსად დაგეკარგოთ ივანიშვილი/სააკაშვილი (გააჩნია რომელ სექტაში ხართ გაწევრიანებულები). რა გინდათ თქვენ ევროპაში?! ვინ მოგატყუათ რომ ქვეყნის პროგრესული ნაწილი ხართ?!" |
Posted by: Mick-el-Angelo 21 Jun 2022, 01:26 |
JSB14BSJ ხოდა შენგან განსხვავებული დიდად არაფერი დაგვიწერია. უბრალოდ ნაკლები დრამატიზმით და ამ განყოფილებაში (იმედია) ყველასთვის გასაგები ჭეშმარიტების ხსენების გარეშე. რად უნდა ამ ხალხს მცხეთა-რუსთავის მატარებელი, როცა შეუძლიათ დაჟანგული პრიუსი იყიდონ, რომელიც სოციუმის თვალში უფრო საპატივსაცემოა, ვიდრე შენი ელექტრიჩკით მგზავრობა?! რად უნდათ ახალი ავტობუსები, თუ 1 წელი ხაზზე არაა და სადაც რეზინა ნახეს, ამოჭამეს?! რად უნდათ ახალი გაჩერებები, როცა თვე არ არის გასული და უკვე გაუბედურებულია?! ფული ძვირი ჯდება (600 მლნ ლარი არ ეყოფა), სადღაც პარალელურ განზომილებაში, სადაც ჩვენი ერი საერთო სიკეთის შექმნაზეა ორიენტირებული, ბიზნესი და სახელმწიფო ფულის მოტეხვაზე არაა მიმართული, ერთმანეთის პატივისცემა ვიცით და შეგნების დონე პლინტუსზე ოდნავ მაღლაა - გაკეთებადია. ჩვენს რეალობაში - არა. მე აგერ რკინიგზის თანამშრომელმა მითხრა ცოტა ხნის წინ,რო. კახეთში რკინიგზა არარენტაბელურიაო. რაღა საჭიროა მსგავსი დისკუსიის გაგრძელება, როცა საქონელივით ხალხის ჩამოსაწერი ტრანზიტებით გადაყვანა თურმე რენტაბელურია და კომფორტული ტრანსპორტის შექმნა არარენტაბელურია. კაი რა, ქვეყნის ერთადერთ დიდ ქალაქში ავტობუსების პარკის გამოცვლას 5 წელი ველოდით და ახლაც 18-მეტრიანების შეძენას ველოდებით რაღაცა სასწაულივით. სანამ საჭირო რაოდენობის ავტობუსები გვეყოლება, პირველად ნაყიდები უკვე ჩამოსაწერი გახდება. რაის რკინიგზა, რაის მატარებელი... |
Posted by: JSB14BSJ 21 Jun 2022, 09:32 | ||
Mick-el-Angelo
ხო, მახსოვს ეგ. |
Posted by: don gajetino 6 Jul 2022, 10:06 |
საერთოდ გააუქმონ სამგზავრო გადაყვანები და ეგ იქნება )) დილით თბილისი - ფოთის მატარებელი აღარ დადის საღამოს ფოთი-თბილისი ბათუმი-თბილისი და პირიქთ ყველა ღამის მატარებელი ჩახსნეს ))) გაუქმდა ოზურგეთი-თბილისის ღამის მატარებელი და პირიქოთ გაუქმდა ქუთაისი - ზუგდიდი გაუქმდა თბილისი - ზუგდიდის საღამოს მატარებელი და ზუგდიდი თბილისი დილის მატარებელი გაუქმდა თბილისი - ბორჯომის დილის მატარებელი გაუქმდა ქუთაისი - თბილისის დილის მატარებელი ორივე მიმართულებაზე გაუქმდა ქუთაისი ტყიბულის მატარებელი |
Posted by: Tocadero 6 Jul 2022, 10:37 |
don gajetino ეგ ინფრასტრუქტურა წინა საუკუნისაა და თანამედროვე მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს ჩქარი და თანამედროვე რკინიგზა ძაან ძვირი სიამოვნებაა და საქართველოში არამგონია როდესმე გვქონდეს მაგას სულ ახალი ხაზების გაყვანა სჭირდება |
Posted by: eleqtro 6 Jul 2022, 10:39 |
don gajetino რკინიგზი მენეჯმენტის ნეხ##ანი წკეპლით გასატყეპად მარტო ეს მაგალითი კმარა |
Posted by: SabaGEO 6 Jul 2022, 12:31 |
არადა როგორ გვახარეს მოგებაზე გავიდაო |
Posted by: beka331 6 Jul 2022, 14:09 |
9 და 10-ის ღამე დაამატეს ღამის მატარებელი ბათუმიდან, მაგრამ რაგბის თამაშის მერე არ დაამატეს.. რავი, ლოგიკასთან ცოტა მწყრალად არიან. ბათუმი მხოლოდ დამსვენებლების არაა, 20000 ადამიანი იქნება სტადიონზე, ყველა ბათუმელი არაა, თბილისიდანაც არაა ცოტა, ერთ მატარებელს ნამდვილად გავავსებდით |
Posted by: Artgeo 11 Jul 2022, 00:08 | ||
don gajetino
გასაყიდად ამზადებენ. მაქსიმალურად წურავენ შესაძლებლობეს და მერე იაფად მიჰყიდიან რუსეთს |
Posted by: eleqtro 11 Jul 2022, 11:06 |
მოგებაზე გასულა: https://www.bpn.ge/article/97371-pirveli-kvartali-sakartvelos-rkinigzam-mogebit-daasrula/ ალბათ ამ მილიონების კახეთის რკინიგზის აღდგენისკენ მიმართავენ. |
Posted by: ioane.mtacmindeli 11 Jul 2022, 14:14 | ||||
ზუგდიდში მატარებელი აღარ დადის? |
Posted by: eleqtro 11 Jul 2022, 14:22 | ||
ioane.mtacmindeli
ღამის მატარებელი გააუქმეს ზუგდიდშიც და ყველგან საერთოდ. |
Posted by: ioane.mtacmindeli 11 Jul 2022, 14:39 | ||||
ღამის მატარებელი გასაუქმებელია? ყველგან! დღის მატარებელი კარგია, ეგააა რომ შემადგენლობის განახლება საჭირო, არსებული ჩინური მატარებლები მოძველდა! ასევე სასწრაფოდ მისაღებია კახეთის რკინიგზაზე და სამგზავრო მატარებლები დანიშვნა! |
Posted by: eleqtro 11 Jul 2022, 14:51 | ||
ioane.mtacmindeli
რა თქმა უნდა არაა გასაუქმებელი. ნუ თუ მაგალითად დილის მატარებლები 6ზე გავა ორივე მხრიდან და თუ მინიმუმ გადაჯდომის საშუალება გექნება, ისე, რომ მგზავრობაში მთელი დღე არ დაკარგო, მაშინ შეიძლება თქვა, რომ ღამის მატარებლები არაა საჭირო ჩვენი გეოგრაფიული ზომის ქვეყანაში. როცა ოზურგეთის მატარებელი 300კმ-ის დასაფარად 9 საათს ხარჯავს, როცა ბილეთები ყოველთვის დეფიციტია სეზონზე, დღეც უნდა იყოს რეისები და ღამეც. |
Posted by: ioane.mtacmindeli 13 Jul 2022, 15:19 |
ხომ არ იცით, რიკოთის უღელტეხილზე, ახალი გვირაბები რომ გაიყვანეს, როდის მოხდება სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მოწყობა და მოძრაობის გადართვა? |
Posted by: eleqtro 13 Jul 2022, 16:05 |
ioane.mtacmindeli ძირულას გვირაბი გაიხსნა, დანარჩენზე სასიკეთო არაფერი ჩანს ჯერ. |
Posted by: ioane.mtacmindeli 13 Jul 2022, 18:14 | ||
ე.ი. სანამ ივანიშვის კრიმინალური რეჟიმი იქნება, რკინიგზის მოდერნიზაციას საშველად არ დაადგება? |
Posted by: ნიკა 14 Jul 2022, 09:53 | ||
ioane.mtacmindeli
რიკოთის უღელტეხილზე რკინიგზა არაა და არც არასდროს იქნება აწი |
Posted by: ioane.mtacmindeli 14 Jul 2022, 13:19 | ||||
მე ახალი მშენებარე ხაზი, გვირაბები რომ გაყავდათ ის ვიგულისხმე |
Posted by: levan_ts 15 Jul 2022, 09:35 | ||||||
სავარაუდოდ ქვიშხეთი ზვარე და ბეჟანთუბნის გვირაბები იგულისხმეთ, მეც მაინტერესებს, საერთოდ გაჩერდნენ მანდ თუ აპირებენ რამეს. რაც შეეხება, ძირულაში ერთი გვირაბი გახსნეს, ზირულის აგურის ქარხნიდან (ქარხანა "შროშა') წევისკენ, ეგეც, როგორც მითხრეს, გზის მშენებლობას უშლიდა ხელს და ამიტომ გახსნეს, თორემ ძირულაში მეორე გვირაბიც არის გაჭრილი და მოპირკეთებული, ლაშიდან, მაგრამ არ დაადგა გახსნას საშველი. |
Posted by: ნიკა 15 Jul 2022, 12:28 |
სამწუხაროდ კაი ხანია აღარ ჩავსულვარ ზვარეში რომ რამე ახალი მოგიყვეთ. შემოდგომაზე კი მიდიოდა მანდ გაცხარებული მუშაობა. |
Posted by: WaltherVonLang 15 Jul 2022, 16:20 | ||
რკინიგზა სურამის უღელტეხილზე გადის |
Posted by: eleqtro 17 Jul 2022, 23:31 |
რკინიგზის მარგალიტებიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის სადგურში მატარებლისის შემოსვლისას რუპორიდან ქალბატონი გვამცნობს: მატარებელი ნომერი xxx შემოდის პირველ ლიანდაგში |
Posted by: DEISEL 20 Jul 2022, 11:18 |
მოლითის რკინიგზის სადგური და რაღაც ბეტონის კონსტრუქცია |
Posted by: eleqtro 21 Jul 2022, 16:02 |
ხანდების სადგურთან გვირაბში მოძრაობის როდის გადაერთო? |
Posted by: ioane.mtacmindeli 21 Jul 2022, 19:16 | ||
ხომ არ იცით ეს ბეტონი რისი, რა კეთდება მანდ? |
Posted by: DEISEL 21 Jul 2022, 22:27 | ||
ioane.mtacmindeli
ლიანდაგების დონეს სწევენ მაღლა, მეორე სურათზე რომ გვირაბია ლიანდაგები ზემოდან გადაივლის. |
Posted by: ioane.mtacmindeli 21 Jul 2022, 22:36 | ||||
გაჩერებულია , არანაირი აქტიურობა არ შეიმჩნევა. |
Posted by: levan_ts 22 Jul 2022, 03:22 | ||
გადაერთო უკვე? რამდენი გვირაბი გახსნეს, კოორდინატები ხომ არ გაქვთ რუკაზე რომელი გვირაბი გაიხსნა? |
Posted by: eleqtro 22 Jul 2022, 10:18 | ||||
levan_ts
აღმოსავლეთის პორტალი: 42° 1'43.66"N 43°11'45.02"E დასავლეთის პორტალი: 42° 2'14.02"N 43°11'21.79"E
ღამით ვიმგზავრე, ბნელოდა, GPS-ის სიგნალიც ძალიან სუსტი იყო მატარებელში(შტადლერი ჩემპიონია ამ სპორტში ) და მიახლოებითი ორიენტირება მოვახდინე, მაგრამ მგონი არ შემეშალა. |
Posted by: levan_ts 23 Jul 2022, 01:03 | ||||||
დიდი მადლობა, რაღაც პროგრესი მაინც არის, როგორც ჩანს |
Posted by: don gajetino 23 Jul 2022, 13:22 |
ბათუმის მიმართლებაზე მატარებლის ბილეთს აძვირებენ. 34 ლარი ხდება |
Posted by: beka331 23 Jul 2022, 13:40 |
გაძვირებას რომ უფრო ხასშირად რომ ევლო? ამდენად დატვირთულია და კვირით ადრე ბილეთი თუ იშოვე, ცხონდები |
Posted by: wrangler7 23 Jul 2022, 13:50 |
https://www.interpressnews.ge/ka/article/720470-tbilisi-batumis-mimartulebit-matareblit-mgzavrobis-pasi-izrdeba გაეხსნათ მადა ჯიგრებს სეზონზე :დ |
Posted by: ნიკა 23 Jul 2022, 19:58 |
სავარაუდოდ მოდერნიზაციის შემდეგ ასე გაიფლირ რკინიგზა. ქანობი სხვანაირად დიდი იქნება სადგურის ზევით ნებოძირისკენ. |
Posted by: ioane.mtacmindeli 26 Jul 2022, 21:15 |
რამდენი გვირაბი გახსნილი ახალ მონაკვეთზე, რომელიც გვირაბები გადაერთო. ოძრაობა , ზუსტათ ხომ არ იცით? |
Posted by: Ambitious_Person 27 Jul 2022, 23:24 |
როგორ შემშურდა ბუდაპეშტში , თუნდაც პრაღაში რა კარგადაა აწყობილი მატარებლების სისტემა და მიმოსვლა პრინციპში ისეთი ქვეყნებია გარშემო კი ღირს ჩვენთან რომც გამართონ სად უნდა წახვიდე , სომხეთში და აზერბაიჯანში ისედაც დადის აი რუსეთის ადგილას გვინდა რამდენიმე კარგი ქვეყანა და მერე იქნებ ღირდეს ინტერესის გულისთვის ახლა ჩასული რომ ვიყავი შევიარე ვაგზლის სადგურზე და სამარცხვინოობაა განა რა ჯდება ასეთი რომ კოსმეტიკურად მაინც გააკეთონ ასფალტით ცემენტით გააასწორონ , ბაქანი შეარემონტონ ათას სისულელეში იხარჯება ფული |
Posted by: zura770077 28 Jul 2022, 09:29 |
Ambitious_Person ადრე, 4-5 წლის წინ, ხშირად მიწევდა ხოლმე მატარრბლით მგზავრობა. ჩინური რომ იყო ხოლმე სწრაფი, იმით. მერე ეს შტადლერები რომ შემოვიდა, 1 წელი იმით ვიარე კიდევ. სულ მაგას ვამბობდი მეც: სადგურები რომ მოაწესრიგონ, შეუძლებელია? მე რომ მაგ დეპარტამენტის ხრლმძღვანელი ვიყო, სადგურების უფროსებს(ალბათ ჰყავთ) გავუნაწილებდი ტერიტორიებს სადგურებს შორის ნახევარს, ორივე მიმართულებით და მოვთხოვდი იდეალურ სისუფთავეს რელსებიდან 100 მეტრში მაინც, თავისი იმ მოსახლეობის დასჯით, ვინც ნაგავს ჰყრის ლიანდაგების მახლობლად. გათიბვა იქნება, თუ ხეების გასხვლა, ყველაფერს გავაკეთებინებდი. სადგურები კი, თბილისისას რა უშავს კიდევ, სხვები რა დღეშია! აზერბაიჯანში მომიწია ერთხელ გადასვლა და საზღვრის მერე, პირველივე სადგური რომ ვნახე, ცა და დედამიწა იყო სხვაობა, ისე კარგად ჰქონდათ სადგური თავისი გამწვანებით და ფასადით, ეს ის, რასაც უცბად ყურადღება მივაქციე. უღელტეხილზე რომ გადის ჩვენი რკინიგზა, ის პატარპატარა სადგურები რომაა, ნახევრად დანგრეულები, კოშმარია. მაგათ გარდა, იმდენი ნანგრევებია სხვადასხვა ინფრასტრუქტურული შენობების რომ. მათი აღება არ შეუძლიათ? |
Posted by: Kublicha 28 Jul 2022, 11:09 |
zura770077 სანამ არ მოხხება გამიჯვნა რკინიგზის, როგორც კომერციული ორგანიზაციის და რკინიგზის, როგორც საზოგადოებრივი ტრანსპორტის, მანამდე მსგავსი იდეები უტოპიაა. საქართველოში არ არსებობს სამსახური (გარდა ადგილობრივი მერიებისა, რომელიც ოპერირებს შიდა საზღვრებში) , რომელიც საზოგადოებრივ ტრანსპორტზე არის პასუხისმგებელი. შესაბამისად საქალაქთაშორისო ტრანსპორტი, შეიძლება ითქვას, რომ არ გვაქვს. რკინიგზა არის სუფთა კომერციული ორგანიზაცია, რომელიც სამადლოდ ამუშავებს 4 ცალ შტადლერს და რამდენიმე დაჟანგულ ელექტრიჩკას. ამ პოლიტიკით არათუ განავითარებს, არამედ სულ რომ გაააჩეროს ესენი, ურჩევნია. |
Posted by: ქაფქიანა 1 Aug 2022, 08:29 |
ხაშური-ზესტაფონის ცნობილი რეისი, იგივე ცნობილი ,,მასტერავოი" |
Posted by: VonEinzbern 1 Aug 2022, 10:12 |
არიქა! ეშველა მგონი ახალ ხაზებზე გადართვას! https://mtavari.tv/news/94002-3-dghis-ganmavlobashi-dasavlet-sakartvelos?fbclid=IwAR3Cycs6NyDhhSxKqN1_s5bT1ES7zOU1YM_baD5WTco7QKqfuUH6HHi-HFA როგორც რკინიგზის ცხელ ხაზზე გვითხრეს, მიზეზი ტექნიკური სამუშაოებია და ახალ ხაზებზე გადართვას უკავშირდება. მათივე თქმით, 12 აგვისტოდან მატარებლის მოძრაობა აღდგება და ბილეთებიც ჩვეულებრივ გაიყიდება. |
Posted by: eleqtro 1 Aug 2022, 11:30 | ||
VonEinzbern
თვითონ რკინიგზას არც ფბ-ზე და არც საიტზე სიტყვაც კი არ უწერია ამ ამბავზე. მაგრად მუშაობს დაჩი. |
Posted by: leon1977 1 Aug 2022, 12:33 |
რკინიგზა თუ არ გაიყიდა სავალალო მდგომარეობაში იქნება ყოველთვის 12000 თანამშრომლიდან ნახევარი მუქთახორები ერთ მუშაზე 10 რევიზორი. სამანევრო თმოვალებლი არ ყავთ თუ ყავთ კიდევ ამორტიზირებული და არ ყოფნით. ელმავლები არასაკმარისი და უამრავი რამე......... |
Posted by: eleqtro 1 Aug 2022, 13:37 | ||
ა, ზემოთ სურათზე ჩანს როგორ დააგრიხინებს ერთ ვაგონს 2 სექციანი ელმავალი. კიდე კაი ქანობის გამო კიდევ 2 სექცია არ ჩაუბეს. |
Posted by: ქაფქიანა 1 Aug 2022, 14:25 |
eleqtro სუპერდოტაციური ხაზია ეგ ერთი ვაგონი. ხაშური-ზესტაფონის რეისს სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ხარაგაულის რაიონისთვის. მისი გაჩერება ამ რაიონის გაჩერების ტოლფასია. ათას ###ობაში ხარჯავს ფულს სახელმწიფო. ამაზე გინდათ ეკონომია? |
Posted by: eleqtro 1 Aug 2022, 14:37 | ||
ქაფქიანა
მე ვთქვი რო გაუქმება მინდა? ვლ10 რო ატარებს 1 ვაგონს და არ დადის "ელექტრიჩკა" ეგაა პრობლემა. მასტერავოის გაუქმება კი არა, სადაც შემიძლია ყველგან ვიძახი მატარებლებია დასანიშნი თქო. გარდაბანი, წყალტუბო, ახალქალაქი, საჩხერე, ტყიბული, ვალე, შულავერი და ბოლოს კახეთის მთელი შტო ამათი უფუნქციოდ გდება არის დანაშაული. |
Posted by: ქაფქიანა 1 Aug 2022, 14:56 |
eleqtro აბსოლუტურად გეთანხმები. +კაზრეთი და +ტყიბული. |
Posted by: eleqtro 1 Aug 2022, 15:23 |
ქაფქიანა კაზრეთი გამომრჩენია ისე კი, ჯვარმა და ნიქოზმაც არაფერი დააშავეს და არ უნდა დაიჩაგრონ. მით უმეტეს, რო ჯვარი ტურისტულად ძალიან მნიშვნელოვანია. |
Posted by: ქაფქიანა 1 Aug 2022, 15:30 | ||
eleqtro
ესენი კი მე გამომრჩენია. |
Posted by: levan_ts 1 Aug 2022, 23:33 | ||
ახალ ხაზებზე რას ნიშნავს? რომელიმე გვირაბი იხსნება? |
Posted by: ნიკა 2 Aug 2022, 09:22 | ||
levan_ts
მეეჭვება. ვფიქრობ მოლითის სადგურში ხდება ახალ ლიანდაგზე გადართვა. მანდ ხომ ძველი და ახალი მონაკვეთების შეერთება იქნება (ძველს თუ დატოვებენ საერთოდ). |
Posted by: Niku7a 2 Aug 2022, 09:37 |
სეზონის პიკზე უნდა აკეთებდნენ ამას? ნორმალურები არიან ეხლა ესენი? |
Posted by: eleqtro 2 Aug 2022, 11:37 |
სადმე დევს მოდერნიზაციის პროექტი? |
Posted by: DEISEL 3 Aug 2022, 11:41 | ||
ნიკა
ხარაგაული-ძირულას მონაკვეთზე მეორე ლიანდაგის სამუშაოების და სრულად გამართვის გამო ხდება მოძრაობის გაჩერება |
Posted by: don gajetino 4 Aug 2022, 00:49 |
"სამტრედიაში ჩამოგვყარეს მგზავრები, ინფორმაციას არავინ გვაწვდის" | თბილისი-ფოთის მატარებელი პარალიზებულია ))) |
Posted by: eleqtro 4 Aug 2022, 15:26 | ||
don gajetino
რამე გაირკვა? |
Posted by: რიკოჰ 10 Aug 2022, 17:25 |
გუშინ მოვისმინე მაესტროს საინფორმაციო გამოშვებაში: "...ვაგონშემკეთებელი ქარხნის ტერიტორიაზე საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობის საკითხს ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის დაპირისპირება მოჰყვა..." ვგონებ "ურბანული ლაბორატორია" უნდა დაინტერესდეს ამ პროექტით და თვალყურიც ადევნოს პროცესებს და საჭიროების შემთხვევაში ყოველი ღონე იხმაროს, რათა ჰისტორიას - ორთქლმავალ-მონუმენტს, პედესტალზე მდგომს, არ შეეხონ და მორიგი ორთქლმავალი არ დავკარგოთ. |
Posted by: eleqtro 10 Aug 2022, 19:15 |
https://fb.watch/ePxdOLHuU6/ საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა, დავით ფერაძემ ძირულაში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა. შეგახსენებთ, რომ 9,10 და 11 აგვისტოს, საქართველოს რკინიგზაზე მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოები ხორციელდება. ხდება მატარებლების მოძრაობის გადართვა ახალ მიმართულებაზე, მოძრაობაში ჩაერთვება 4 ახალი უბანი, იხსნება 11 გვირაბი და 3 ახალი ხიდი. ასეთი მასშტაბის ინფრასტრუქტურული სამუშაოები რკინიგზაზე ბოლო 30-40 წელია არ განხორციელებულა. სამი დღის განმავლობაში 500-მდე ადამიანი 24 საათიან რეჟიმში იმუშავებს. ე.წ ფანჯარა 11 აგვისტოს დასრულდება. შეგახსენებთ რომ სწორედ ამ მიზნით, სამი დღის განმავლობაში არ მოძრაობენ სამგზავრო და სატვირთო მატარებლები |
Posted by: ioane.mtacmindeli 10 Aug 2022, 23:56 | ||
ამ უბნების გარდა, კიდევ ხომ არ იცით, რამდენი უბანი უნდა გაიხსნას, კიდევ რამდენი გვირაბი უნდა შეემატოს მოდერნიზაციის ფარგლებში? |
Posted by: levan_ts 11 Aug 2022, 03:45 |
სად არის ეს 11 გვირაბი? თუ აქაც ერთი გვირაბის ორი მიმართულება ითვლება ორ გვირაბად. მაინც რომელი 5 ან 6 გვირაბი რომლებია, ძირულაში ერთი გვირაბი იყო დარჩენილი ლაშის მხარეს გასახსნელი, წევის მხარეს გვირაბი გახსნეს შარშან. ასევე ხანდებში გახსნეს გვირაბი, როგორც აქ დაიწერა. |
Posted by: eleqtro 11 Aug 2022, 07:08 |
levan_ts ყველა მგზავრობისას ვაკვირდები და ვერაფრით ამომიხსნია რა გვირაბებს ხსნიან.აგურის ქარხანასთან და ხანდებთან ნამდვილად გახსნეს, აი დანარჩენი რა არის და სად, ვერ ვხვდები. |
Posted by: eleqtro 11 Aug 2022, 12:40 |
ეს არის სქრინშოტი რკინიგზის ვიდეოდან. თუ ჩემი გეოლოკაციური ინტუიცია არ მღალატობს, ეს არის სადგურ ძირულასთან მდებარე გვირაბი. ამ სურათის და ვიდეოს მიხედვით პირველი ლიანდაგი გადის გვირაბში, ხოლო მეორე გვირაბს გვერდს უვლის. აქვე არის ჩემივე გადაღებული ვიდეო, სადაც ცანს, რომ გვირაბს გარეთ აღარაა მოქმედი ლიანდაგი: სადაა შეცდომა? |
Posted by: ioane.mtacmindeli 11 Aug 2022, 15:20 | ||
ამ სურათზე ჩანს რომ ერთი ლიანდაგი შედის გვირაბში და გვირაბი ერთლიანდაგიანია? |
Posted by: eleqtro 11 Aug 2022, 15:27 |
ioane.mtacmindeli გვირაბი 2-იანი იყო შარშან და ეხლაც ორიანია. გაურკვევლობა იმაშია, რომ გვირაბის გარეთ შემოვლითი ლიანდაგიშარშან ოქტომბერში აღარ იყო. ამ ვიდეოში კი ეხლა მიდის დემონტაჟი. |
Posted by: ioane.mtacmindeli 11 Aug 2022, 18:19 | ||
ხომ არ იცით, კიდევ რამდენი გვირაბი დარჩა რიმ გაიხსნას მოძრაობა? სულ რამდენი ახალი მონაკვეთები უნდა დაემატოს მოდერნიზაციის ფარგლებში? |
Posted by: eleqtro 11 Aug 2022, 19:30 | ||||
მეც ძალიან მაინტერესებს მოდერნიზებული ერთი ნაწილი საერთოდ არ ჩანს მატარებლიდან და პროგრესი უცნობია ჩემთვის |
Posted by: levan_ts 12 Aug 2022, 02:55 | ||
ძირულაში ორი გვირაბია, ერთი ლაშის მხარეს, სანამ სადგურამდე მოუხვევს მატარებელი და მეორე სადგურის შემდეგ, ძირულისა და ჩხერიმელის შესართავზე ხიდის შემდეგ, აგურის ქარხნიდან წევისკენ, სწორედ ეს მოერე გვირაბი, აგურის ქარხნიდან წევისკენ, გაიხსნა შარშან და ვიდეოც იმ მეორე გვირაბშია გადაღებული, ლიანდაგებიც მალევე აყარეს ძველი გზიდან. ხოლო სურათზე პირველი გვირაბიდან (ლაშიდან ძირულის სადგურისკენ) გამოსასვლელია, ძირულის ძველ სადგურამდე არ მისული, ადრე მანდ წვენების ქარხანა იყო და იმ ქარხნის ცეხის ნაწილი ჩანს სურათზე თუ არ ვცდები. იქ როგორც ჩანს ძველი ლიანდაგების დემონტაჟი ახლა მიმდინარეობს |
Posted by: eleqtro 12 Aug 2022, 11:21 |
levan_ts my bad, my bad. შემრცხვა |
Posted by: levan_ts 12 Aug 2022, 13:13 | ||
რას ამბობთ, პირიქით, დიდი მადლობა ვიდეოს მოწოდებისათვის. ძნელია გარკვევა, იმის გათვალისწინებით, რომ არავითარი ნორმალური ინფორმაცია არ ვრცელდება რკინიგზის მხრიდან. მეც ვერ გავერკვიე თავიდან, მიუხედავად იმისა, რომ ბავშვობიდან ვიცნობ მაგ ადგილებს. |
Posted by: ioane.mtacmindeli 12 Aug 2022, 14:12 | ||||
თქვენ ხომ არ გაქვთ ინფორმაცია, რა მონაკვეთები და რომელი გვირაბებზე ხდება მოძრაობის გადართვა? კიდევ რამდენი გვირაბი და მონაკვეთებია დარჩენილი გასახსნელათ? |
Posted by: ნიკა 12 Aug 2022, 17:35 |
საუღელტეხილო გვირაბის მონაკვეთია მანდ მთავარი და ეგ ჯერ შენდება. სამწუხაროდ წინა ოქტომბრის მერე მანდ სოფელში აღარ წავსულვარ და ახალი ფოტოვიდეო მასალა არ მაქვს. მაშინ რაც გადავიღე მეეჭვება ამ წლის ბოლომდე მორჩენილიყო ეგ მონაკვეთი. შეიძლება ოქტომბერში წავიდე ისევ და ვნახავ. |
Posted by: eleqtro 12 Aug 2022, 17:52 | ||
ნიკა
რამე ძაან უხეში მონახაზი ხო არ გექნება? ადრე მახსოვს იდო აქ, მაგრამ ვეღარ მივაგენი. |
Posted by: ნიკა 13 Aug 2022, 13:45 | ||
eleqtro
OSM-ზე დევს https://www.openstreetmap.org/#map=14/41.9777/43.4149 |
Posted by: ioane.mtacmindeli 13 Aug 2022, 16:03 | ||||
როგორ გავარკვიო რომელია მშენებარე და რომელი ძველი რკინიგზა? |
Posted by: eleqtro 13 Aug 2022, 19:02 | ||||
აუ შენ გაიხარე რა. 30 გვირაბი |
Posted by: ioane.mtacmindeli 14 Aug 2022, 00:59 | ||||||
ე.ი. ამ 30 გვირაბიდან ეხლა რამდენი გვირაბი იხსნება და მომავალში რამდენი უნდა გაიხსნას და როდის დასრულდება სრული მოდერნიზაცია ? |
Posted by: eleqtro 14 Aug 2022, 11:32 |
ioane.mtacmindeli არა, 30 გვირაბი ნამდვილად არ შენდება. ხუმრობა იყო ეგ რაოდენობა. ეხლა ვარ მაგ მონაკვეთზე და დავითვლი რა გახსნეს. აი როდის მორჩება, მაგას მამაზეციერიც ვერ იტყვის. * * * მასშტაბური სამუშაოები ჩაუტარებიათ ნამეტანი ესაა ხარაგაულიდან შორაპნის მიმართულებით გადაღებული 3 ვიდეო. ამის მეტი საინტერესო არაფერია |
Posted by: ნიკა 15 Aug 2022, 15:01 | ||
ioane.mtacmindeli
მოლითი-ზვარე-ქვიშხეთი არის ახალი. ძველი იყო მოლითი-წიფა-ლიხი |
Posted by: ioane.mtacmindeli 16 Aug 2022, 15:10 | ||
ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ სულ რამდენი გვირაბი უნდა იყოს ახალ ხაზე? რამდენი გვირაბია გაყვანილი? რამდენი დარჩა გასაყვანი კიდევ, თუ მიდის გვირაბების მშენებლობა, როდის უნდა დასრულდეს? და ამჟამად რომელ გვირაბებზე და რომელ მონაკვეთზე მოძრაობა გადაყვანილი? კიდევ რომელ მონაკვეთზე მოძრაობა გადასართველი? |
Posted by: ნიკა 16 Aug 2022, 17:50 |
ioane.mtacmindeli რა მნიშვნელობა აქვს გვირაბების რაოდენბას? ყველა გვირაბი დასრულებულია ფაქტიურად. პრობლემა მანდ გვირაბებში არაა. წინა პოსტებში თუ ნახავ დრონის ვიდეოც მიდევს ზვარეში უშველებელი მეწყერის, რის გამოც მოუწიათ მდინარის საპირისპირო ნაპირზე გადასვლა, იქ კი ბევრად ციცაბო ფერდია (პლიუს ორი ხიდი დაემატა გადასვლა გადმოსვლის), რომლის გამაგრებაც მიმდინარებოდა შემოდგომაზე. რეალურად მაგ მონაკვეთზე 3 გვირაბია. ერთი საუღელტეხილო დიდი (ქვიშხეთი-ნუნისი) და ორი პატარა (ზვარე-ბეჭათუბანი და ბეჟათუბანი-ნებოძირი). მცირე შანსი არის რომ ოქტომბერში ისევ ჩავალ ზვარეში და გადავიღებ ახლანდელ სიტუაციას. შარშანდელი ვიდეოც მიდევს და გუგლზეც დაახლოებით იგივე დროითაა სატელიტური ფოტოები. შესაბამისად მთავარი მონაკვეთის გადართვა ამ ეტაპზე არ მომხდარა ჯერ. დანარჩენი მონაკვეთები ზღვაში წვეთია იმასთან შედარებით. როგორც სიგრძეში ისე სირთულეში. ყველაზე რთული მონაკვეთი უღელტეხილზე როგორც ქანობებით ისე მოსახვევების რადიუსებით წიფა-მოლითია, ასევე წიფის გვირაბი მიუხედავად ორლიანდაგიანობისა რეალურად ცალმხრივია, გვირაბში ორი მაგარებლის ერთდოულად გავლა არ შეიძლება გაბარიტების გამო, ლიანდაგები ერთნანეთთან ზედმეტად ახლოსაა. ეს მონაკვეთი ისევ მოქმედია ახლაც |
Posted by: ioane.mtacmindeli 17 Aug 2022, 00:35 | ||
როდესაც დასრულდება პროექტი, წიფა მორიგი ხომ დაიხურება საერთოდ? და კიდევ როლისთვის დასრულდება ძირითადი მონაკვეთები? |
Posted by: ლანიაკეას_პატრიოტი 17 Aug 2022, 11:49 |
ცოტა ხნის წინ ბათუმი-თბილისის მატარებლის ბილეთები მჭირდებოდა. ორი კვირით ადრე ჩავუსაფრდი tkt.ge-ზეც და რკინიგზის ოფიციალურ საიტზეც. ყოველდღე ვამოწმებდი, ზოგჯერ დღეში რამდენიმეჯერ. tkt-ზე ნომერიც კი დავაფიქსირე, რომ როგორც კი ბილეთები დაემატებოდა, შეტყობინება მიმეღო. ჰოდა "რეისი ჯერ დამატებული არ არის"-იდან ისე გადახტა უცებ "ყველა ბილეთი გაყიდულია"-ზე, რომ წამლად ერთი ცალი ბილეთი არ მინახავს. გააუქმონ ეს მკვდრადშობილი ონლაინ გაყიდვები, თავიდანვე გვეცოდინება მაინც, შანსი რომ არ გვაქვს |
Posted by: ნიკა 17 Aug 2022, 16:30 | ||
ioane.mtacmindeli
თუ სწორად მახსოვს 2015 ან 2017-ში უნდა დასრულებულიყო. |
Posted by: CircuitBreaker 17 Aug 2022, 20:06 |
სატვირთო მატარებლების განრიგს აქვეყნებს ხოლმე ვინმე? |
Posted by: aloha__ 19 Aug 2022, 12:34 |
ნიკა აბა რაზეა გათვლილი წიგის გვირაბის ორი ლიანდაგი, თუ ორი მატარებელი ერთდროულად მაინც არ ეტევა. დეკორაციაა? |
Posted by: eleqtro 19 Aug 2022, 17:15 | ||
aloha__
მასე რომ არ იყოს, ისრები და დამატებითი ლიანდაგები იქნებოდა საჭირო. IMHO |
Posted by: ნიკა 20 Aug 2022, 15:39 | ||
aloha__
ეგ გვირაბი ლამის 150 წლის წინ აშენდა. და მაშინაც ცალლიანდაგიანი იყო, ოღონდ ორ ლიანდაგზე მაშინდელი გაბარიტით გათვლილი. სავარაუდოდ მაგის მერე შეიცვალა ვაგონების გაბარიტები და ნორმებს არ აკმაყოფილებს გვირაბში ლიანდაგებს შორის მანძილი. კომუნისტების დროს 80-იანებში მახსოვს ორი შემხვედრი სამგზავრო მატარებლის გავლა მანდ. მეტი დეტალი არ ვიცი. აზრი ორი ლიანდაგის ბევრია. მატარებელი სადგურიდან რო გამოდის გვირაბამდე მივა და მარტო გვირაბის გავლის მომენტში უნდა ააცილო მეორეს. ხოლო ცალლიალნადაგიანი რომ იყოს, ლიხში ან წიფაში უნდა ელოდოს სანამ შემხვედრი მოვა. ვივარაუდებ რომ ეს საკმაოდ ზრდის ამ მონაკვეთის გამტარუნარიანობას. შეიძლება ახლაც არის ისეთი მატარებლები რომლებიც შეიძლება ერთდროულად გაატარონ მაგ გვირაბში. პ.ს. თუ სისულელეს ვწერ არ მოგერიდოთ და ჩამქოლეთ. |
Posted by: WaltherVonLang 21 Aug 2022, 05:03 | ||||
რაღაცა სხვა რამეში იქნება საქმე. სურათებზე ქარგათ ჩანს - ლიანდაგებს შორის მანძილი საკმარისზე მეტია. რამდენათ ვიცი, 1930-ში ბერიას დროს, გვირაბი გააფართოვეს თანამედროვე გაბარიტზე. ეს კარგათ ჩანს თუ შევადარებთ ახალ და ძველ (ისტოტიულ) პორტალის სურათებს. მეც კარგათ მახსოვს 1970-80-ში გვირაბში ორი შემხვედრი მატარებელი ერთად, 80-ციანებიდან ვაგონების გაბარიტები ნაღდათ არ შეიცვალა. |
Posted by: vatman 23 Aug 2022, 22:26 |
მეგობრებო, თბილისის-ზუგდიდის მატარებელზე მხოლოდ მეორე კლასი არის? ბილეთების ყიდვისას მასე ჩანს, მაგრამ მე მახსოვდა, რომ ყველა ჩინურ ელექტრომატარებელს პირველი კლასი ჰქონდა... |
Posted by: iviko18 23 Aug 2022, 22:34 | ||||
როგორც ამიხსნა ერთმა რკინიგზელმა, სატვირთო მატარებლის სიგანე სამგზავროზე მეტია, ამის გამო წიფის გვირაბში ორი სატვირთოს და სატვირთოს და სამგზავროს არ ახვედრებენ ერთად. ორი სამგზავრო მატარებლის გავლა პრობლემა არ არის, თუმცა ვინაიდან სამგზავრო მიმართულებით ინტენსიური მოძრაობა ისედაც არ არის, ფაქტიურად არც სამგზავროები ხვდებიან გვირაბში ერთმანეთს. |
Posted by: eleqtro 24 Aug 2022, 06:54 | ||
vatman
ბიზნეს კლასიც აქვს . თუ თავისუფალი ადგილები აღარაა, არ გამოჩნდება ყიდვისას |
Posted by: vatman 24 Aug 2022, 09:09 | ||
eleqtro
ყველა შესაძლო თარიღი ვნახე და მხოლოდ მე-2 კლასს აგდებს.... ზუგდიდში წასვლა მიწევს, და 2+3 სალონში ძალიან არ მინდა წასვლა, მანქანითაც მეზარება ... და ეგეთი პირი უჩანს საერთოდ დავიკიდებ წასვლას |
Posted by: eleqtro 24 Aug 2022, 14:04 |
vatman ეტყობა ტაციაობაა 1 და ბიზნრს კლასებზე. მეორე კლასით ვიმგზავრე და ნორმალურია. უბრალოდ ჩემი აღნაგობისთვის ცოტა ვიწროა |
Posted by: vatman 25 Aug 2022, 00:51 | ||||
eleqtro
შეიძლება მატარებელი შეცვალეს... 2 დღეში ისედაც მიწევს მაგ მატარებელზე გაცილება და ერთი დავხედავ
ვიწროა და 3 ადგილიანი სავარძელი მაგიჟებს , ისევ ძველი მოდერნიზირებული ვაგონები თუ არ მერჩივნოს ჩინურებს და შტადლერს, თავისუფლად ეტევი სავარძელში 2+2 |
Posted by: levan_ts 25 Aug 2022, 13:41 |
მეგობრებო, ეს ვიდეო ვნახე: https://fb.watch/f6-dbRRg-G/ , დიდად ვერ გავერკვიე ზვარის რომელი მონაკვეთია რკინიგზის კონკრეტულად, იქნებ თქვენ გეცნოთ |
Posted by: eleqtro 25 Aug 2022, 19:20 |
levan_ts Dropped pin https://maps.app.goo.gl/Sz6rW8JyAPMZSUQCA ეს ადგილი უნდა იყოს. ერთ გამცილებელს ვესაუბრე და იმან თქვა ყველგან დასრულებულია ბურჯებიო. ალბათ 1 წლის საქმეა დარჩენილიო. ნეტარ არიან მორწმუნენი თქო ვუთხარი და ავედი მატარებელში. |
Posted by: levan_ts 25 Aug 2022, 20:50 | ||
მადლობა, მანდ ხიდები კი მაგრამ მეწყერის გამო რკინიგზის მარშრუტი შეიცვალა დიდი გვირაბიდან გამოსვლის შემდეგ, ამიტომაც დამატებითი შეფერხება გაჩნდა, როდის დასრულდება ეგ პროექტი მართლა ძალიან რთული სათქმელია, 2017 გახსნეს ეგეც და ძირულის გვირაბებიც, ძირულის გვირაბებში საერთოდ არაფერი აღარ იყო გასაკეთებელი, ლიანდაგის გადატანის გარდა და შარშან გადაიტანეს ერთზე და აგერ, რამოდენიმე კვირის წინ მეორეზე, აქედან გამომდინარე, თუ იმას 5 წელი მოუნდნენ ამას შეიძლება კიდევ 10 - 15 წელი მოანდომონ. ამასობაში ავტობანი მოესწრება და მატარებლით მგზავრობაზე გაცილებით უფრო სწრაფი იქნება ავტობანით მგზავრობა, განსაკუთრებით ხაშური - ზესტაფონის მონაკვეთზე |
Posted by: eleqtro 25 Aug 2022, 22:00 |
levan_ts ერთი ის მამშვიდებს, რო გაზრდილი ტვირთის მოცულობის გამო, იგრძნეს დიდი ფულის დაკარგვის საშიშროება და შეფუცხუნდნენ ცოტა. კოპიტნარის პირველი ბაქანი მუდმივად დაკავებულია თავის რიგის მომლოდინე სატვირთო შემადგენლობით. იგივე ხდება სხვა ბევრ სადგურზე. თან სულ ახალი და უცხო ვაგონებია, რომლებიც ადრე ალბათ რუსეთით გადიოდა. |
Posted by: levan_ts 26 Aug 2022, 04:31 | ||
იმედია, ვნახოთ, იქნებ და მართლა დაიძრას ყინული |
Posted by: ნიკა 29 Aug 2022, 17:36 | ||
ეს მონაკვეთია https://www.openstreetmap.org/directions?engine=fossgis_osrm_car&route=41.95883%2C43.40450%3B41.97605%2C43.39462#map=15/41.9674/43.3997 ბოლოსკენ გადახტომებია და არაა საინტერესო. 1 წელიწადში პროგრესი არის მაგრამ მე მეტს ველოდი. პ.ს. ბუნებას დედა უტირეს. არა და სულ მწვანე იყო ზვარულას ხეობა |
Posted by: levan_ts 27 Sep 2022, 20:52 |
ერთი კვირის წინ ვიყავი ძირულაში და ახალი სადგური ვნახე, ძალიან მომეწონა თავად შენობა, ძველ სადგურზე ცხადია გული დამწყდა, მაგრამ ყველაზე ცუდი ის არის, რომ ბაქანი არ არის შემაღლებული და ამიტომ შტადლერზე ასვლა ან ჩამოსვლა შეუძლებელი იქნება, ცხადია სხვა მატარებლებზეც გაჭირდება, ეს ბაქნის შემაღლება რატომ არის ამხელა პრობლემა ვერ ვხვდები. ცხადია, ძირულში არ ჩერდება ბევრი მატარებელი, მაგრამ მაინც, ხომ ჩერდება "მასტერაო" მაინც და ქუთაისი ჩერდებოდა. თან ძირულაში ავტობანი და რკინიგზა ხვდება ერთმანეთს და შეიძლება მომავალში მოსახერხებელიც იყოს მანდ გაჩერება. ბოლოს და ბოლოს საგარეუბნო მატარებელი დაემატოს სამომავლოდ |
Posted by: ნიკა 29 Sep 2022, 09:41 | ||
levan_ts
სავარაუდოდ სატვირთო მატარებლის (ვაგონის) გაბარიტის ამბავია მანდ. ეგეთი ბაქანი თუა ვეღარ გაივლის სატვირთო მაგ ლიანდაგზე. სხვა ახსნა ვერ მოვუძებნე. |
Posted by: levan_ts 29 Sep 2022, 13:07 | ||||
რა ვიცი, სამი ლიანდაგია მანდ და ხომ შეიძლება სამგზავრო, თუ აჩერებს სხვა ლიანდაგზე შემოვიდეს. |
Posted by: ნიკა 29 Sep 2022, 18:37 | ||
levan_ts
ალბათ არ შეიძლება. რავი მე უბრალოდ ვივარაუდე. |
Posted by: eleqtro 29 Sep 2022, 19:08 | ||
ნიკა
არა მგონია ეგ იყოს. მაგალითად კოპიტნარში არ უშლის ხელს ბაქანი |
Posted by: levan_ts 29 Sep 2022, 21:16 | ||||||||||
კოპიტნარი, ურეკი. სავარაუდოდ ურეკის შემთხვევაში სადგურის ზომა არც ისე დიდია, ყოველ შემთხვევაში მხოლოდ ერთი ბაქნის შემაღლება, სადგურთან რომელიც არის, არ უნდა ყოფილიყო პრობლემა, რაღაც მონაკვეთზე მაინც, მაგალითად რამოდენიმე მეტრი თავის კიბით და პანდუსებით ძალიან მარტივად გადასაწყვეტი / გადასაჭრელი პრობლემა მგონია * * *
ბოლოს და ბოლოს მეტალის კონსტრუქციაც შეიძლება დაემატოს ახალ გარემონტებულ სადგურებზე მაინც. მაგალითად ხობში საერთოდ ვერ გავიგე, რატომ აჩერებს სამგზავრო მატარებელი შუა ბაქანზე და რატომ გვიწევს მგზავრებს უშველებელი სიმაღლიდან ჩამოხტომა, ან ასვლა, როდესაც სადგურის მხარეს მაინც შეიძლება გაჩერდეს და მცირე კონსტრუქცია გაკეთდეს. მანდ ხომ მაინც არ არის დატვირთული გზა, ერთმანეთს რომ ხელი შეუშალონ. სულ ერთი სამგზავრო მატარებელი მოდის და ალბათ სატვირთო კვირაში ერთი დადის (ეს ჩემი ვარაუდია). გასაგებია, ხობის სადგურის ახლიდან აშენება შეიძლება არ იყოს მიზანშეწონილი, ხალხისა და მატარებლების სიმცირის გამო, მაგრამ ხომ შეიძლება გარემონტება, კონსტრუქციის დამატება და მატარებლის სადგურის მხარეს ლიანდაგზე შეყვანა შუა ლინდაგის ნაცვლად |
Posted by: madandfancy 5 Oct 2022, 00:21 |
საქართველოს რკინიგზას არ გავს? |
Posted by: ioane.mtacmindeli 5 Oct 2022, 02:38 | ||
გვეღირსება ესეთი რკინიგზა და სამგზავრო მატარებლები ოდესმე? |
Posted by: ნიკა 5 Oct 2022, 10:50 | ||
ioane.mtacmindeli
ცხადია არა. |
Posted by: levan_ts 5 Oct 2022, 19:12 | ||||
როგორი მოსახერხებელია, ხალხი 230 - 235 კილომეტრს დადის სამსახურში (მაგალითად ლილიდან პარიზში) ყოველდღე მატარებლით, https://www.google.com/maps/dir/Lille/Paris,+France/@49.7439523,1.6226014,8z/data=!3m1!4b1!4m14!4m13!1m5!1m1!1s0x47c2d579b3256e11:0x40af13e81646360!2m2!1d3.057256!2d50.62925!1m5!1m1!1s0x47e66e1f06e2b70f:0x40b82c3688c9460!2m2!1d2.3522219!2d48.856614!3e3. ფაქტიურად მთელი ქვეყანა ერთი ქალაქივით იქნებოდა ჩვენს შემთხვევაში |
Posted by: polaris 10 Oct 2022, 21:32 |
ამასობაში 150 წელმაც მოგვიკაკუნა... გილოცავთ! |
Posted by: megaladon 18 Oct 2022, 21:50 | ||
დედაქალაქის ცენტრალური სარკინიგზო სადგური და მიმდებარე ტერიტორია რას გავს? ერთი შაბათობა რომ მოაწყონ წელიწადში ერთხელ არ უნდათ? სირცხვილია. გეგონება ნაგავსაყრელია. |
Posted by: g.o.o.n.e.r 13 Nov 2022, 18:40 |
მოკლედ ფოთის 2 რეისიდან ერთი მოხსნეს პანდემიაზე. სეზონზე ბათუმის ხალხი დაყვება და ტაციაობაა ბილეთებზე. ახლა ქუთაისის აეროპორტი დაამატეს და სულ გაძეძგილია მატარებელი. გაუქმებული რეისი მაინც დაამატეთ ფარჩაკებოო, აბა სხვა რამე გაუმჯობესებაზე მაინც არ ფიქრობთ საერთოდ * * * აპლიკაცია ჰქონდათ ნორმალური და პლეისთორიზე ეგეც აღარ არის ხელმისაწვდომი |
Posted by: Datvlas-vin-gtxovs 13 Nov 2022, 19:17 |
ბათუმი-თბილისი. უცნაური არაა? 5ზე გამოდის და მერე 6ზე |
Posted by: SabaGEO 14 Nov 2022, 18:35 | ||
თბილისი ბორჯომიც მოსპეს... იმის მაგივრად რომ ვითარდებოდნენ და ახალ ახალ რეისებს ამატებდნენ პორიქით უკან უკან მიდიან. მემგონი შევარდნაძის დროს უკეთეს მდგომარეობაში იყო რკინიგზა... |
Posted by: gig@@@ 11 Dec 2022, 21:31 |
კახეთის რკინიგზაზე დადის მატარებელი ? როგორც ვიცი 90 ან წლებში გაუქმდა და მიტოვებულია რკინიგზის ინფრასტრუქტურა.. https://www.facebook.com ზე რაღაც ჯგუფში წერენ გურჯანში მატარებელი მანქანას დაეჯახაო და ცოლქმარი არიან დაშავებულები. |
Posted by: Fabian 11 Dec 2022, 22:59 | ||
gig@@@
იშვიათად სატვირთო შემადგენლობები მოძრაობენ |
Posted by: gig@@@ 12 Dec 2022, 03:15 | ||||
იმედია სამგზავრო მატარებელიც ივლის მალე. თელავში ჩასვლა არის პრობლემა კი გომბორი ლამაზია მაგრამ მაინც მაღლაა და ზამთარში მანქანით გადასვლა რთულია |
Posted by: Artgeo 12 Dec 2022, 14:11 | ||
ЮКЖД-სთვის ამზადებენ, დიდი ალბათობით. მერე იტყვიან ვერ ვინახავთ |
Posted by: SabaGEO 12 Dec 2022, 22:25 |
https://inforustavi.ge/index.php?m=31&news_id=30397 რუსთავის და გარდაბნის მიმართულებით თბილისიდან მატარებელი ივლისო ამ სტატიაში წერია, მაგრამ როდიდან დაიწყება უცნობია. 1 საათი დასჭირდება დაახლოებითო და თუ მართალია მაშინ ეშველა რუსთავს :დ https://www.qartli.ge/ge/akhali-ambebi/article/19793-gorsa-da-khashurshi-davoben-thu-vin-aghadgina-khashuri-thbilisis-elmatarebeli ასევე ხაშური თბილისი აღდგაო და თუ სტატიას დავუჯერებთ დაახლოებით 2.5 საათი დასჭირდებაო და არ არის ცუდი დრო, საინტერესოა რა სადგურებზე გაჩერდება. |
Posted by: sabuk 13 Dec 2022, 11:59 | ||
SabaGEO
ეს მატარებელი დადიოდა წლების წინ, 1 საათი მხოლოდ რუსთავამდე უნდებოდა და საშინლად ყარდა, ერთხელ გავტესტე დროები ჰქონდა ძაან უცნაური, იქიდან რომ წამოყოლოდი დილით 10 საათზე ჩამოდიოდა ( ეხლა 9:32 დიდი შეღავათი არაა მისთვის ვინც 9-ზე სამსახურს იწყებს) და აქედან რომ წასულიყავი 18:00 საათზე გადიოდა ( ეს ცოტა დაუაფდეითებიათ გასვლა თბილისიდან - 19:00, ჩასვლა გარდაბანში - 20:05) |
Posted by: SabaGEO 13 Dec 2022, 12:15 | ||
იქნებ სტუდენტებისთვის მაინც იყოს შეღავათი გეთანხმები უფრო ხშირად უნდა დადიოდეს, ყოველ ნახევარ საათში მე თუ მკითხავ, როგორც ევროპაშია. ჩვენთან რომ ბათუმში დადის, ეგეთი მატარებლები ევროპაში შიგნით ქალაქში და ახლო მახლო პატარა ქალაქებისკენ გადაადგილდება. მაგალითად გლდანში რომ იყოს რკინიგზის სადგური, დიდუბის და სადგურის მოედნის გავლით ვარკეთილამდე მიდიოდეს, მერე რუსთავ გარდაბანისკენ აგრძელებდეს, ძალიან მოსახერხებელი იქნებოდა. |
Posted by: eleqtro 13 Dec 2022, 12:22 |
sabuk SabaGEO ეს ორივე ისეთი მარშუტია, წესით ყოველ ნახევარ საათში უნდა დადიოდეს. ყოველ 15 წუთშიც კი საკმაოდ დატვირთული იქნებოდა. SabaGEO სანამ პოსტს ვწერდი, შენ დაგიაპდეიტებია შენი პოსტი |
Posted by: ნიკა 13 Dec 2022, 14:23 |
eleqtro მცხეთა-თბილისი-რუსთავი რომ LRT უნდა დადიოდეს ამას კვლევაც არ სჭირდება მგონი. |
Posted by: eleqtro 13 Dec 2022, 16:19 | ||
ნიკა
კვლევაც და საფუძვლიანი ეჭვიც კიდიათ "ზევით" სამწუხაროდ. |
Posted by: SabaGEO 13 Dec 2022, 23:07 | ||
გეთანხმები, თბილისი განიტვირთებოდა, საცობებიც ნაკლები იქნებოდა. უბრალოდ თავის მობმა არ უნდათ, თორემ რკინიგზა რომ უკვე არსებობს რამხელა შეღავათია, მხოლოდ სადგურების მოწესრიგება და მატარებლების ჩამოყვანაა საჭირო. მატარებლები ალბათ ძვირი ღირს მაგრამ, სახელმწიფოს თუ რამოდენიმე მატარებებლის ჩამოყვანის უნარი თუ არ აქვს მაშინ საერთოდ არ ყოფილა ქვეყანა. |
Posted by: eleqtro 14 Dec 2022, 10:06 | ||
SabaGEO
4 ვაგონიანი შემადგენლობა საშუალოდ 20მილიონი ღირს როგორც ვიცი. თავის დროზე 4 შტადლერში 45მ გადავიხადეთ. როცა ამდენ სისულელეზე ვხარჯავთ მილიონებს, წელიწადში 50მ-ის გადახდა სრულად გამართლებული ინვესტიციაა მოძრავი შემადგენლობების შესყიდვაში. |
Posted by: Pioneer 14 Dec 2022, 12:28 | ||
+1000000 |
Posted by: don gajetino 20 Dec 2022, 13:46 |
2022 წლის 21 დეკემბერს, სამტრედია-საჯავახოს გადასარბენზე, ტექნიკური სამუშაოების ჩატარების გამო, მსვლელობიდან იხსნება შემდეგი სამგზავრო მატარებლები :№802/801 თბილისი-ბათუმი ორივე მიმართულებით, №804 თბილისი-ბათუმი ერთი მიმართულებით თბილისიდან, №12/11 თბილისი-ოზურგეთი ორივე მიმართულებით, №682/681 ქუთაისი-ბათუმი ორივე მიმართულებით, №684/683 ქუთისი-ბათუმი ორივე მიმართულებით. 22 დეკემბრიდან ზემოაღნიშნული მატარებლები აქამდე არსებული განრიგით იმოძრავებენ. საქართველოს რკინიგზა ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის! წინა დღეს რომელ ნორმალურ ქვეყანქში აუქმებენ რეისებს? |
Posted by: belmeson 20 Dec 2022, 22:18 | ||
ნიკა
რა ლტრ აეროპორტამდე ვერ მიყავთ რკინიგზა უკვე ორი მთავრობა გამოიცვალა. პირველმა თბილისის აეროპორტში ვერ მიიყვანა რელსები, მეორემ ქუთაისისაში. მესამე ბათუმში ვერ მიიყვანს ალბათ |
Posted by: brutal_88 20 Dec 2022, 23:08 |
ბორჯომის მატარებელი რატომ მოსპეს, მგონი ბორჯომის მიმართულებაც კახეთის ბედს გაიზიარებს |
Posted by: SabaGEO 21 Dec 2022, 02:13 | ||
საღამოს დადის, მაგრამ ეგ ვის რაში სჭირდება. დილით უთენია ბორჯომში ჩასვლა და იქიდან კუკუშკაზე გადაჯდომა ბაკურიანამდე იყო ნამდვილი თავგადასავალი, ტურისტებიც ხშირად დადიოდნენ. |
Posted by: ნიკა 21 Dec 2022, 11:22 | ||
belmeson
თბილისის აეროპორტში როგორ ვერ მიიყვანა რელსები? აბა ის რა არის რაც გაიყვანეს? https://lh5.googleusercontent.com/p/AF1QipMPfcTpeJCbUs6qRpwe4VtqijuNPf5xczM6WLBU=h1440 https://lh5.googleusercontent.com/p/AF1QipOzZnwrA8cVhSiKHvkpxrI1runrWnCBb1PBDfiV=h1440 https://lh5.googleusercontent.com/p/AF1QipN71NLmri4ZzbWGyJ0I6zJSCocrgZApSQcvuVRb=h1440 |
Posted by: brutal_88 21 Dec 2022, 20:47 | ||
SabaGEO
ველოსიპედი მიმყავდა ხოლმე, ჯერ ბორჯომის მატარებლით, მერე კუკუშკით ავდიოდი ბაკურიანში და იქიდან ბორჯომში ჩამოვდიოდი ველოსიპედით, გოგირდის აუზში ვიცურავებდი და მეორე დღეს ვბრუნდებოდი თბილისში. ეს პანდემიამდე, მერე სულ აურის ყველაფერი. არადა ბორჯომში ბათუმის შტადლერის მაგვარი უნდა დადიოდეს წესით. |
Posted by: Green ხახვი 21 Dec 2022, 21:57 |
დსმებო ბორჯომი-ბაკურიანის მატარებელი დადის კიდევ? |
Posted by: belmeson 21 Dec 2022, 22:39 | ||
ნიკა
აეროპორტის რკინიგზა ნიშნავს ტერმინალიდან ჩაჯდომას მატარებელში როგორც ცივილიზებულ ქვეყნებშია და არა სამზოლიანი გზის იქეთ გაირკვეველი რაღაცის ჩადგმას. მასე რომ "მიიყვანეს" მაგიტომაც მკვდრადშობილი აღმოჩნდა. არავინ ჩემოდნებით და ხუთსაათიანი მგზავრობის მერე 150 მეტრს არ გაივლის რომ 24 საათში ერთხელ მოძრავი მატარებლით მივიდეს ქალაქში ეგეთი ქუთაისშიც არის ავტობუსით მიჰყავთ სადგურამდე. |
Posted by: vatman 22 Dec 2022, 00:28 | ||
belmeson
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება რომში... მაგის მერე ვინმემ რო თქვას თბილისის აეროპორტის სადგური შორსაა თითქმის იგივეს ვიტყვი სტამბულის ათათურქის აეროპორტზე. კი იყო მეტრო მიყვანილი, მარა გასასვლელი მანძილი ამაზე ნაკლები არ იყო ნამდვილად |
Posted by: eleqtro 23 Dec 2022, 11:12 | ||
vatman
მანძილი ერთია და მისასვლელი გზის მოხერხებულობა - მეორე. ისიც გასათვალისწინებელია, რომ მატარებლის განრიგი აცდენილი იყო ყველას და ყველაფერს. |
Posted by: პაწა 31 Dec 2022, 02:52 | ||
აბა, რომელ ნორმალურ ქვეყანაში ღირს სრულ და 2/3 გზაზე ერთი ფასი?! კაი, ქობულეთი და ბათუმი კიდე ჰო, მაგრამ, ქუთაისი და ბათუმი ერთი რატომ?!!! |
Posted by: polaris 31 Dec 2022, 20:43 | ||
vatman
მანძილი ძირითადად თავად ტერმნალის ზომის გამო იყო ამხელა. თან, მეტროში ჩასასვლელად ტერმინალის გარეთ გასვლა ათათუქრში არ გიწევდა. ეგ შეუდარებლად უფრო კომფორტულია თუდაც ერთი შენობის ფარგლებში გადიოდე დდ მანძილს, ვიდრე გარეთ გადიოდე და გზას ჰკვეთდე ამის გამო. ახალ აერიპორტში ვეძებე და მეტროს ამოსასვლელი ადგილი ვერ ვიპოვე, არადა თითქმის აშენებულია და მალე უნდა გაიხსნას, |
Posted by: vatman 2 Jan 2023, 11:01 | ||
polaris
ნუ მაგაში არ შეგედავები, მარა არც ჩვენი აეროპორტის სადგური არის ძალიან შორის, მით უმეტეს ახალი ტერმინალი რაც ააშენეს |
Posted by: Green ხახვი 3 Jan 2023, 20:54 | ||
|
Posted by: SabaGEO 3 Jan 2023, 22:52 | ||||
იმედია რომ დადის, "კუკუშკა" ალბათ საქართელოს ერთერთი ღირშესანიშნაობაა. |
Posted by: ნიკა 4 Jan 2023, 13:08 |
აღარ დადის "კუკუშკა" კაი ხანია |
Posted by: SabaGEO 4 Jan 2023, 20:19 | ||
ვახ რა ჩუმად გაუქრიათ, არანაირი პროტესტიც არ მოჰყოლია , ბოლოს 2017 წელს ვიმგზავრე, ხანდახან მარტო იმიტომ მივდიოდით ბორჯომში/ბაკურიანში რომ მაგითი გვემგზავრა. წარმოუდგენლად მავნებლები არიან |
Posted by: Niku7a 5 Jan 2023, 13:26 |
რა მიზეზით ჩახსნეს კუკუშკა ამ არასწორებმა? |
Posted by: gig@@@ 5 Jan 2023, 16:42 | ||
შეიძლება მატარებელი გაფუჭდა ანუ ლოკომოტივი მინიმუმ 55 წლისაა ეგ ლოკომოტივი ელ მავალი ЧС11 ისე რა გახდა 2 ახალი ლოკომოტივი ელ მავალის შეძენა მაგ რკინიგზისთვის ან შეკვეთით დამზადება სანამდე უნდა ატარონ ЧС11 უკვე მოძველებულია და ყველაფერს აქვს ცვეთა. |
Posted by: TramwayMan 5 Jan 2023, 18:20 |
gig@@@ ლოკომიტივ ერთი კი არ ჰყავთ 12 იყო და იქიდან 7 მაინც მუშაა. |
Posted by: SabaGEO 5 Jan 2023, 19:36 | ||||
რაიმე მიზეზი არ უთქვამთ რატომ გააქრეს? შევარდნაძის დროსაც კი დადიოდა... * * * https://www.railway.ge/borjom-bakurianis-rkinigza/
ჯერ კულტურული მემკვიდრეობსი სატატუსი მიანიჭეს და მერე გააქრეს. 120 წელი იარსება, აქამდე მოაღწია და მერე ქოცები მოვიდნენ... |
Posted by: gig@@@ 5 Jan 2023, 21:57 | ||
მაშინ მთავრობას მობეზრდა მაგის შენახვა. ჟმოტი მთავრობააა ქოცმთავრობა 2 ლარიანი სამგზავრო ბილეთით მაგ რკინიგზას ვერ შეინახავ |
Posted by: TPostMillennial 8 Jan 2023, 13:43 |
საქართველოში მაინც არაფერი ხდება და ამერიკას შევხედოთ ამტრაკი ახალ სიმენსებზე და ალსტომის Avelia Liberty-ზე გადადის SNCF-ის TGV-ს ღრმა მოდერნიზებული ვერსიაა ბოსვაშში იმოძრავებს ეს |
Posted by: ioane.mtacmindeli 4 Feb 2023, 21:46 |
საქართველოში რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში, რა ეტაპზე ქვიშხეთე გამავალი ახალი რკინიგზის ხაზის და გვირაბებზე, გადართვა, რა ეტაპზეა და როდის დასრულდება? |
Posted by: SabaGEO 11 Feb 2023, 00:59 |
ესპანეთში 31 შემადგენლობა მატარებელი იყიდეს და გვირაბში არ გაეტივნენ. ჩვენ მაგარი გადარჩენილები ვართ https://www.euronews.com/travel/2023/02/10/unspeakable-botch-spain-spends-258-million-on-trains-that-are-too-big-for-its-tunnels?utm_medium=Social&utm_source=Facebook#Echobox=1676041419 |
Posted by: ნიკა 11 Feb 2023, 12:34 | ||
SabaGEO
ჩვენთანაც არ ეტეოდა შტადლერი წიფა-მოლით გადასარბენზე არსებულ გვირაბში (სხვა გვირაბებში არ ვიცი როგორ იყო). ოღნდ ეგ იმის გამო იყო რომ ბალასტის ფენა ნორმაზე მეტი დაყარეს თუ რაღაც ეგეთი (აი როგორც ბარათაშვილის ხიდის ქვეშ დააგეს იმდენი ფენა ასფალტი რომ ტრაილერები ვეღარ ეტეოდა). ამოაცალეს მერე ბალასტის რაღაც რაოდენობა და გაეტია. |
Posted by: SabaGEO 11 Feb 2023, 22:28 |
ნიკა ეგ არ ვიცოდი, ბოლომდე პოლიტიკურად მოტივირებული მეგონა მაშინდელი კრიტიკა, ამ მატარებლების შესყიდვის გამო. |
Posted by: რიკოჰ 16 Feb 2023, 03:25 | ||
TPostMillennial
ამტრაკი გადადის ამჩსლეზე თუ რაზე, რა შუაშია ამერიკის რკინიგზის ამბები საქართველოს რკინიგზის თემასთან |
Posted by: Artgeo 16 Feb 2023, 17:53 |
აეროპორტის მატარებელი როდის გააუქმეს? არც ამის აღდგენას აპირებენ, არა? |
Posted by: PREDATOR1735 17 Feb 2023, 08:09 | ||
დასრულდება 2024 წლის ზაფხულისთვის |
Posted by: don gajetino 17 Feb 2023, 11:24 |
გაგიკვირდებათ და თებერვალში მოთოვა შესაბამისად რკიმიგზაც გაჩერდა, აბა წინასაწრ ხო არ მოეზმადებოდნენ?! :დ გამოიამინდებს და დადნება რა |
Posted by: Rizado 18 Feb 2023, 10:48 |
don gajetino მეგონა, ეგ მხოლოდ სტადიონების და კლუბების ხელმძღვანელობის პრობლემა იყო :დ |
Posted by: ნიკა 18 Feb 2023, 13:51 | ||
don gajetino
დავიჯერო საუღელტეხილოზე თოვლის მწმენდავი აღარ უმუშავებთ? როგორც ვიცი ხარაგაულში დიდი შეფერხებებია ელექტროენერგიის მხრივ. შეიძლება მიზეზიც ეგ იყოს ანუ ენერგო პროს გადაბრალდება ეს შეფერხება. |
Posted by: SabaGEO 18 Feb 2023, 17:43 | ||||
საინტერესოა დიზელის მატარებლები არ გვყავს ესეთ დროს რომ გამოიყენონ? ევროპაში მინახავს დიზელმავალზე ჩაბმული ელექტრო მატარებლები, ალბათ ესეთი შემთხვევების გამო. ბევრგან რკინიგზა ელეტროფიცირებული საერთოდ არ არის. |
Posted by: Kublicha 18 Feb 2023, 20:04 |
SabaGEO დიზელზე, რაც დადის, მხოლოდ ჩმე-ებია. სამანევრო თბომავლები. მაგისტრალური მომისვლა მაგით საერთოდ არ ხდება თანაც შტადლერს ვერ ჩაიბამს. მგონი ვერც ვეემკას. |
Posted by: levan_ts 22 Feb 2023, 01:48 | ||||
ხომ არ შეგიძლიათ მოგვცეთ ლინკი თუ არის სადმე ინფორმაცია ამის შესახებ. ან რა პროგრესია, ან ზვარის მეწყერთან დაკავშირებით რა ხდება ან ბეჟანთუბნის გვირაბებზე |
Posted by: ნიკა 22 Feb 2023, 19:32 |
ერთად ერთი ინფორმაცია სენტინელის სატელიტურიდან თუ გვექნება. თუმცა ახლა იმხელა თოვლი მოვიდა, სავარაუდოდ შეჩერებულია მანდ ყველა სამუშაო |
Posted by: WalterWhite7 2 Mar 2023, 23:50 |
ბილეთების დაჯავშნა რამდენი დღით ადრე იხსნება? |
Posted by: eleqtro 3 Mar 2023, 16:10 | ||
WalterWhite7
10 დღე იყო ზაფხულში. არ მგონია შეეცვალათ |
Posted by: SabaGEO 22 Mar 2023, 22:41 |
ყოველ ჯერზე როცა ბილეთის ყიდვა მინდა უფრო და უფრო ცოტა რეისია, არ გამიკვირდება მალე საერთოდ რომ გააუქმონ სამგზავრო მატარებლები |
Posted by: რიში სუნაკი 25 Mar 2023, 15:52 |
სტამბოლიდან ანკარამდე 11 დოლარი ღირს ბათუმიდან თბილისამდე 30 დოლარი სტამბოლიდან ანკარამდე 533 კილომეტრია ბათუმიდან თბილისამდე 375 კილომეტრი გიხაროდენ დაჩიკო ცაგურიას ჭუჭულიკო იყოს კარგად მთავარია, თბილად, რბილად * * * სრაკაშვილს რა მაგარი ევროპული დონის რკინიგზა გაუკეთებია აეროპორტამდე ტურისტი რომ ქვეყანაშ ჩამოვა და პირდაპირ აეროპორტში ამას გამოყვება ქალაქის ცენტრში... |
Posted by: AMXA90 26 Mar 2023, 11:50 |
ბაქო თბილისი ყარსმა ჩაილურის წყალი დალია თუ რატომ არ ისმის არაფერი? დროა საქართველო გადავიდეს ევროპულ სიგანეზე |
Posted by: ShevardnadzeDidNothingWrong 26 Mar 2023, 12:18 | ||
მაგარი სასირცხვილო სადგურებიც გვაქ და მატარებლებიც |
Posted by: SabaGEO 26 Mar 2023, 14:40 | ||
რუსების დასაცინი გავხდით. ისედაც არ ემთხვევა რეისებს და ბარემ სულ გააუქმონ. სააკაშვილმა წესიერი არ/ვერ გააკეთა მაგრამ ამათმა საერთოდ გაანადგურეს. |
Posted by: რიში სუნაკი 26 Mar 2023, 15:21 | ||
ახალ სადგურს რომ აკეთებ რამდენიმე ათეული მილიონი გაისროლე პიარი-შმიარი და ამ დროს მატარებელი არ ეტევეა The train’s seats look like they were ripped out of a Teremok from Donetsk warzone. Lol. Georgian Architects be like: “WHO CARES IF PEOPLE DON’T KNOW IF THIS IS THE STATION! I WANT PEOPLE TO BUY OUR CRAP!” |
Posted by: Fabian 26 Mar 2023, 16:00 | ||
AMXA90
ევროპაში აკრძალულია ალტერნიკი ბანი |
Posted by: Catalina 26 Mar 2023, 16:38 | ||
Fabian
კაი კაცო მართლა? აბა ოსურად დაიგინე |
Posted by: რიკოჰ 26 Mar 2023, 17:40 | ||||
კაი ხანია დროა, მაგრამ არავინ არ გაინძრა. თუნდაც, დასაწყისისთვის, მინიმუმ ერთ მიმართულებაზე, ვაგონთა ურიკების გამოსაცვლელი დანადგარის დაყენებას არა ჯობდა ლიანდაგი დაეგოთ შესაბამისი სიგანისა? Fabian
რომ დაწერ ხოლმე, ალტერიაო, ბარემ ისიცა თქვი ვინაა, რათა მტერს სახეში ვიცნობდეთ |
Posted by: Kublicha 26 Mar 2023, 19:53 | ||
რიკოჰი
ანუ შეცვლილიყო: 1992 კმ ლიანდაგი 8 დეპო თავისი შიდა გზებით და "იამებით". 2004 ისარი. ასობით სატვირთო ვაგონი, ელმავალი და თბომავალი. სამგზავრო ელექტრომატერებლები: 4 შტადლერი, 5 ვმკ,3ჯრტ და 10 эр2. მეტროს 23 სადგურის ლიანდაგები და მათ შორის დამაკვაშირებელი გადასარბენები (მეტროც უნდა შეესაბამებოდეს ქვეყანაში არსებულ ლიანდაგის სტანდარტს სხვადასხვა საჭიროებების გამო) 2 მეტროს დეპო. მეტროს 163 ვაგონი. კიდევ გამომრჩებოდა რაღაცეები. ისეთ მდიდარ ქვეყანაშიც კი, როგორიც ესპანეთია არც კი გაუფიქრიათ, ლიანდაგის შეცვლა ევროპული სტანდარტით. |
Posted by: რიკოჰ 26 Mar 2023, 20:27 | ||||||
Kublicha
ეტაპობრივად. და ადრე რომ დაეწყოთ, უკვე (ან თითქმის) მორჩენილი ხომ იქნებოდა.
არა, რადგან მას ეგრევე ევროპიულს შეიძენდნენ.
იმათ რად უნდათ, ჩვენ კი დერეფანი ვართ. თან იმ უზარმაზარი ქვეყნის რკინიგზა და ჩვენი რკინიგზა რა შესადარებელია. თანაც მე დავწერე, რომ მინიმუმ ერთ მიმართულებაზე მაინც დაეგოთ შესაბამისი სიგანისა-მეთქი. თურქეთის რკინიგზას რომ უერთდება იმ ხაზს ვგუისხმობ. |
Posted by: Didgori_3 26 Mar 2023, 20:48 | ||||
კი, 1890 იან წლებში რო ეგრე დაეწყოთ, უკვე ბოლომდე ევროპულზე ვიქნებოდით მეორე მხრივ, სანამ ბოლომდე არ შეცვლი, იქამდე ახალზე ვერ გადახვალ, ანუ ან 1900 კილომეტრს აკეთებ ეგრევე, ან აჩერებ მატარებლებს დაუდგენელი ვადით * * *
მერე მანდ რომ ქართულ მატარებელს მოუწიოს გავლა, რა უნდა გვექნა? საქართველოს გარდა აზერბაიჯანსაც უნდა შეეცვალა მაშინ, იქითკენ მერე ყაზახეთსაც, სომხეთსაც, მოკლედ ყველას ვისაც ჩვენ ვუკავშირდებით, თურქეთის გარდა |
Posted by: Fabian 26 Mar 2023, 21:14 | ||
Kublicha
ფინეთმა ხომ იმპერიის დაშლის მერე მოიპოვა დამოუკიდებლობა, ანუ 100 წლის წინ დაახლოებით და დღემდე აქვს რუსული სტანდარტი |
Posted by: რიკოჰ 26 Mar 2023, 21:30 | ||||
Didgori_3
ის აზრი ჩავდე, რომ საქართველოს ნაცვლად, აზერბაიჯანმა ცვალოს ურიკები-თქო.
უწევს რო, საქართველოს დანარჩენი ხაზებიდან მაგ ხაზზე გავლა სამგზავრო ან სატვირთო შემადგენლობებს? Fabian დერეფანის პონტში რომ გადავიდეთ-თქო, ამაშია საქმე. ფინეთს რაში სჭირდება. |
Posted by: Kublicha 26 Mar 2023, 21:39 | ||||||
რიკოჰი
ეტაპობრივად შეუძლებელია. თბილსიდან ფოთში რომ მიდის მატარებელი, მაგალითად სამტრედიამდე ერთ სიგანის ქონდეს და სამტრედიის მერე სხვა?
იმათ უნდათ, თუ უნდათ. ევროპის ქვეყნები იმდენად ერთ მექანიზმია, რომ ესპანურ ქარხანას შეიძლება რომელიმე საამქრო დანიაში ქონდეს და პირიქით.
როგორ კაცო? დაუშვათ თურქეთი-თბილისი გაქვს 1435 მმ. თბილისს და აზერბაიჯანს / სომხეთს 1520 აქვს. რითი აკავშირებ? სადღაც ხომ მაინც დაგჭირდება ურიკების შეცვლა? |
Posted by: Didgori_3 26 Mar 2023, 22:04 | ||||
რა მნიშვნელობა აქვს? ეგ ხარჯი რაც მანდ გადაწყობას დასჭირდება, რას მოგვიტანს? როცა ურიკების შეცვლა ბევრად იაფია? უბრალოდ სახელისთვის, რომ "ევროპულ სტანდარტს" ვაკმაყოფილებდეთ? * * *
მოუწევს თუ რამე მოხდა, ავარია, შესაკეთებლად, ადგილობრივი ტვირთის მისატანად |
Posted by: DRAKONI 26 Mar 2023, 22:35 | ||
რიკოჰი
დერეფანი მარტო საქართველო არ არის. ვიდრე მატარებელი საქართველომდე მოვა, უნდა გაიაროს შუა აზია, აზერბაიჯანი. იქ ყველგან იგივე სტანდარტია რაც აქ. პ.ს. და რითი ჯობია ევროპული სტანდარტი ამერიკულს? |
Posted by: რიკოჰ 26 Mar 2023, 22:57 |
ნუ ნერვიანობთ, მაინც არავინ არაფერს არ ცვლის )) რამსიგრძე უსაგნო საუბარი გაიმართა, გამოწვეული ჩემი საბჭოთა მემკვიდრების მოძულეობით ნაკარნახევი. მე რომ მიმიშვა ქართლის დედის ქანდაკებასაც დავშლიდი, როგორც კვალს იმპერიის მიერ საგანგებოდ მოკავშირე რესპუბლიკებისათვის შემუშავებული იდეოლოგიისა. ანალოგიური იდეის ქანდაკებები უკრაინაშია, სომხეთში... რკინიგზასაც ძირითადად იმპერიის კვალის წასაშლელად გადავაკეთებდი. ეტაპობრივ ცვლაში კი ვიგულსხმე ცალკე დიდი ხაზები (როგორიცაა სამხრეთის ხაზი, მაგალითად), და საქმე საქმეზე მიდგომის შემთხვევაში მოიძებნებოდა ოპტიმალური გამოსავალი - რა, როგორ და რანაირად ... მაგრამ დაიკიდეთ რა. სულ არ ვაპირებდი პოლემიკის გამართვას |
Posted by: polaris 26 Mar 2023, 23:24 | ||
რიკოჰი
ურიკების შეცვლა დამატებითი შემოსავალია. ასე რომ არა, ამხანაგო რ, ურიკები ჩვენ უნდა ვცვალოთ. ნუ, ყაზახეთი და აზერბაიჯანი თუ გადავიდა 1435-ზე, მაშინ კი ბატონო, შეიძლება დაფიქრება (როგორც მინიმუმ ორმაგი ლიანდის მონტაჟზე ბეიუკ-კიასიკიდან ახალქალაქამდე), რომ გამტარუნარიანობა ავწიოთ, მაგრამ სანამ დერეფანში სადღაც მაინც ვიღაც შეცვლის ურიკებს, ეს ჯობია ჩვენთან ხდებოდეს და არა სხვაგან. |
Posted by: რიკოჰ 26 Mar 2023, 23:35 | ||||
polaris
ეგ არ ვიცოდი. მაშინ, უკან მიმაქვს ის სიტყვები, იმათ ცვალონ-თქო. და როგორც ჩანს არც იმ უსერებმა იცოდნენ, თორემ ხო მეტყოდნენ.
ჰმ, სავეცკი მიმართვა? |
Posted by: Didgori_3 27 Mar 2023, 00:15 | ||
მაგ შემოსავალთან შედარებით, მოსალოოდნელი ხარჯი-მოგება უფრო მნიშვნელოვანია, რამე სარგებელი რო იყოს, ან გამტარიანობას ვზრდიდეთ, მესმის კიდე, მარა რა საჭიროა |
Posted by: რიკოჰ 27 Mar 2023, 19:20 | ||||||||
Didgori_3
|
Posted by: beka331 27 Mar 2023, 21:53 |
ურიკების შეცვლა კონკრეტულად რას მოიაზრებს? კონტეინერების "გადაწყობა" სათითაოდ ევროპული სტანდარტის ვაგონებზე თურქეთისკენ რომ წავიდეს? |
Posted by: ნიკა 28 Mar 2023, 15:42 |
beka331 მარტივი ენით ყველა ვაგონს ბორბლებს "აძრობენ" და ახალს უყენებენ. |
Posted by: beka331 29 Mar 2023, 00:59 |
ნიკა ვა, რა საინტერესოა მადლობა |
Posted by: Harare 29 Mar 2023, 23:04 | ||
Kublicha
ეს პატივცემული ჰუზერი კარგი იქნებოდა ამ სიბრძნის დაწერამდე დაინტერესებულიყო რა სიგანის ლიანდზე დადის მადრიდი-მალაგას ჩქაროსნული მატარებელი განწყობისთვის |
Posted by: Kublicha 10 Apr 2023, 00:26 |
თუ იცით, ფოთის მატარებელი (17:30ზე რომ გადის თბილისიდან) კოპიტნარში აჩერებს? და მეორე: კოპიტნარის ბაქანთან ტაქსი იქნება? 2-3 კილომეტრი არის აეროპორტამდე და ღამე სიარული არ იქნება სასიამოვნო |
Posted by: iviko18 10 Apr 2023, 08:36 | ||
Kublicha
აეროპორტის ტრანსპორტი ხვდება მატარებელს და უფასოდ მიჰყავს მგზავრები. აქამდე ასე იყო. |
Posted by: eleqtro 10 Apr 2023, 09:56 | ||
Kublicha
ყველაფერი ჩერდება კოპიტნარში. აეროპორტის სამარშუტო ტაქსი კი არის ხოლმე, მაგრამ რომელ საათამდეა ეგაა საკითხავი. |
Posted by: JCH 10 Apr 2023, 19:41 |
თუ იცით ახალი მატარებლების დამატებას არ აპირებენ? აშკარად ძალიან არის მოთხოვნა გაზრდილი, ბილეთები 1 კვირით ადრე აღარ იშოვება |
Posted by: Ras_al_Ghul 10 Apr 2023, 22:37 |
JCH დაამატეს უკვე და ეგენიც გაყიდულია ;დდ |
Posted by: eleqtro 11 Apr 2023, 17:54 |
რთველის სუბსიდირების ნაცვლად რომ მატარებლები ვიყიდოთ ხოლმე, წელიწადში 2-3 შემადგენლობა მოგვდის. 10 წელზე გადაამრავლეთ და მიხვდებით მარტო ამ ერთი ლეღვობის გამო რა დრო და შესაძლებლობა დავკარგეთ. |
Posted by: JCH 11 Apr 2023, 20:59 |
Ras_al_Ghul რო დაამატეს ვიცი, ყიდვა ვიგულისხმე თუ აპირებენთქო... |
Posted by: Giorgi Gabrichidze 13 Apr 2023, 11:04 |
ქვიშხეთი-ზვარეს გვირაბზე რამე სიახლეა? გახსნეს 2017-ში მაგრამ დაიმეწყრაო ) ვინმემ არ იცით მიდის მანდ საერთოდ სამუშაოები? |
Posted by: levan_ts 14 Apr 2023, 20:12 | ||
ახლა, როდესაც პარალიზებულია საავტომობილო გზა, ვერ გაკეთდა ალტერნატიული გზა (ჩუმათელეთიდან მოლითამდე) და არის აღდგომა, ხომ შეიძლება მატარებლის რეისები მაინც იყოს, მხოლოდ სამი რეისი რომ არის კვირას ზესტაფონიდან თბილისამდე, ერთი დილას და ორი ნაშუადღევს, თან ეს ორი არის საერთი (ჩქაროსნულიც არ არის), არადა კიდევ ორი რეისია ბათუმი თბილისი და იმიტომ, რომ არ აკეთებენ შემაღლებულ ბაქნებს, არ აჩერებს კოპიტნარის გარდა არსად თბილისამდე. * * *
წინა პოსტები არის ამთემაზე, მეწყერი დაიძრა ზვარეში, ამიტომაც გადაწყვიტეს მდინარის მეორე მხარეს გადმოტანა, ეს 2-3 წლის წინ და იმის მერე არაფერი ისმის, საერთოდ არც ახსოვთ მგონი არც ამათ და არც არავის, ვისაც ამ კატასტროფაზე ხმის ამოღება შეუძლია. ისევ აქ თუ გავუზიარებთ ერთმანეთს რაც ვიცით. |
Posted by: Judas Iscariot 14 Apr 2023, 20:58 | ||||
Giorgi Gabrichidze
levan_ts
რა გვირაბია ეს? წიფის ნაცვლად აკეთებენ? |
Posted by: ნიკა 14 Apr 2023, 23:20 | ||
Judas Iscariot
უკვე 10 წელზე მეტია |
Posted by: iris-t 15 Apr 2023, 09:02 | ||
10 წელში ლამანშის სრუტის ქვეშ სამი 50 კილომეტრიანი გვირაბი გათხარეს ხალხმა |
Posted by: Judas Iscariot 15 Apr 2023, 10:24 | ||
ნიკა
და წიფას აუქმებენ? ადრე იყო საუბარი, სანამ რიკოთის ეს პროექტი დამტკიცდებოდა, რკინიგზა სხვა მარშრუტით გაყავთ და რიკოთის ცალ მიმართულებას რკინიგზის დღევანდელ ტრასაზე გაიყვანენო... |
Posted by: ნიკა 15 Apr 2023, 12:08 |
Judas Iscariot სავარაუდოდ გააუქმებენ. მოსავლელად რთულია წიფის მონაკვეთი. იმედია მოვესწრებით მაგის გახსნას და დავინახავთ რა და როგორ იქნება. ეგ ნაცების დროს იყო მააგზე საუბარი. მაგრამ მოლითი-ძირულაზე მაინც ახლიდან მოუწევდათ გაყვანა, მანდ ძირითადად რჩება რკინიგზა იგივე ვაკისზე. |
Posted by: PREDATOR1735 21 Apr 2023, 08:00 |
2024 წლის ზაფხულში აპირებენ იმ ახალი, 8300 მეტრიანი გვირაბის გახსნას. მატარებლები ნაცვლად ხაშური-ლიხი-წიფა-მოლითის მიმართულებისა ივლიან ახალი მიმართულებით, ხაშური-ქვიშხეთი-მოლითი, ახალი სამი გვირაბის გავლით (8300, 945, 2150 მ). ქვიშხეთის სადგური თითქმის მზადაა, შენობაც, ლიანდაგებიც და სხვა ინფრასტრუქტურაც. სამი ახალი გვირაბიც მზადაა, საბოლოო სამუშაოები მიდის. |
Posted by: ნიკა 21 Apr 2023, 13:07 |
ზვარეში ბაქანს მაინც არ გააკეთებენ ნეტა? |
Posted by: don gajetino 21 Apr 2023, 15:21 |
ზუგდიდი - თბილისის მატარებელი სოფელ ინგირის მონაკვეთზე დაახლოებით 2 საათით გაჩერდა. არსებული ინფორმაციით, ავარიული გაჩერების მიზეზი, ელექტროგადამცემი ხაზის დაზიანება იყო, რომელიც ხელოვნურად დააზიანეს. მატარებელში დაახლოებით 225 მგზავრი იმყოფებოდა. შეფერხების ადგილზე, შესაბამისი სამსახურები მუშაობენ და მოკვლევით სამუშაოებს აწარმოებენ. ნაცები აკლია ამ განცახდებას |
Posted by: ioane.mtacmindeli 22 Apr 2023, 00:24 | ||
ეს ახალი მონაკვეთი უფრო გაადვილებს მოძრაობას რკინიგზაზე და სიჩქარის მომატებას რკინიგზაზე იქნება შესაძლებელი? |
Posted by: Kublicha 22 Apr 2023, 01:21 |
ioane.mtacmindeli აბა რისთვის შენდება? |
Posted by: ნიკა 22 Apr 2023, 10:44 |
ioane.mtacmindeli ბევრად. ახლა მგონი 30-40-ია საშუალო სიჩქარე ხაშური-ზესტაფონზე (გაჩერებებით). 60-მდე უნდა აიწიოს როგორც მახსოვს. ანუ თითქმის 2-ჯერ. უსაფრთხოებაც გაიზრდება ბევრად, რადგან მუხრუჭებზე დატვირთვა აღარ იქნება იმხელა. |
Posted by: ioane.mtacmindeli 22 Apr 2023, 14:25 | ||
60-მდე ცოტააააა, მინიმუმ 100 მაინც უნდა იყოს! 60კმ/სთ ეხლა ბანგლადეში აღარ დადის მატარებელი და აფრიკაში! |
Posted by: photometer 22 Apr 2023, 14:41 | ||
ioane.mtacmindeli
და საიდან ასეთი აბიცია რომ საქართველო ბანგლადეშზე ან აფრიკაზე უკეთესი ან განვითარებულია. ბარეორი აფრიკული ქვეყანა და ბანგლადეში ჯიბეში ჩასვამს საქართველოს გინდა სიმდიდრით, გინდა კეთილმოწყობით და გინდა განვითარებით მაგალითად ეს ნამიბიის დედაქალაქია აფრიკაში ეს კი ტანზანიის ზინზიბარია ეს კი ნიგერიის ქალაქი ლაგოსი |
Posted by: SabaGEO 22 Apr 2023, 15:05 |
ქსნის რკინიგზის სადგურში რომელიმე მატარებელი აჩერებს თუ იცით? და თუ აჩერებს განრიგი რა არის? მადლობა |
Posted by: ioane.mtacmindeli 22 Apr 2023, 15:18 | ||||
კი ბატონო! ჩაისვამს! მაგრამ რომ არ ყოფილიყო ნამიბიაში და სამხრეთ აფრიკაში ზოგადათ ჯერ ბრიტანული კოლონიალიზმი, ხოლო შემდგომ თეთრკანიანი ბურების მართველობა, დარჩებოდა პირველყოფილი წყობილება, როგორც დანარჩენ აფრიკაში! აფრიკელი ზანგის გამოგონებული , ან აშენებული თუ გინახავს რამე? აფრიკაში თუ რამე აშენებულია თეთრკანიანი მოსახლეობის აშენებულია! |
Posted by: photometer 22 Apr 2023, 15:45 | ||
ioane.mtacmindeli
რისი თქმა გინდა, ხაშური-ზესტაფონზე რომ 30-ით დადის მაგაში აფრიკელი ზანგები არიან დამნაშავე? |
Posted by: ნიკა 22 Apr 2023, 21:24 | ||||
ioane.mtacmindeli
ეგეთ მონაკვეთზე 100-ით რომ იაროს მილიარდები უნდა დაახარჯო. დიდი ქანობია პლიუს საშინელი რელიეფი. * * * PREDATOR1735
დღეს ადგილზე რაც ვნახე სავსებით რეალურია. ფავდებ ფოტოებს მოგვიანებით. |
Posted by: SabaGEO 23 Apr 2023, 11:43 |
თუ ვინმეს აინტერესებს რა გააჩერებებს გადიან მატარებლები, შეგიძლიათ ეს საიტი ნახოთ: https://moovitapp.com/index/ka/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%92%E1%83%90%E1%83%93%E1%83%9D%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%95%E1%83%98_%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%A2%E1%83%98-line-686-Tbilisi-1906-1458133-65149224-0 |
Posted by: PREDATOR1735 23 Apr 2023, 12:32 | ||||
ახალ მონაკვეთს აქვს რამდენიმე უპირატესობა - აღარ იქნება მცირერადიუსიანი მრუდები, მცირდება ქანობი, ყველგან იქნება რკინაბეტონის შპალები, რაც ამცირებს შენახვის ხარჯებს, იზრდება სიჩქარე და გამტარუნარიანობა. საპროექტო სიჩქარე არის 120 კმ/სთ. ზესტაფონი-ხარაგაულის რეაბილიტაცია უკვე სრულდება, 24 კმ-იანი უბანია, იქაც სამი ახალი გვირაბია, ძირულის სადგურში ყველაფერი შეიცვალა, სადგურის შენობაც ახალია და ძალიან თანამედროვე და ლამაზი. სიჩქარეები ეტაპობრივად აიწევს მინიმუმ 100 კმ/სთ-მდე. |
Posted by: ioane.mtacmindeli 23 Apr 2023, 12:33 | ||||||||||
არა ბატონო, ზანგები ნამდვილათ არ არიან დამნაშავეები! დამნაშავე ჩვენი კორუმპირებული მთავრობააა! * * *
გეთანხმებით, დიდ თანხები გვჭირდება, მაგრამ ადრე თუ გვიან მაინც გასაკეთებელი გაგვიხდება, რადგანაც აბრეშუმის გზის შუა დერეფნის ნაწილი ვართ, დამატებით, იმისათვის რომ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი გავხდეთ, აუცილებელი გახდება ევროპული სტანდარტის 1432მმ სიგანის რკინიგზის გაყვანა და თურქეთის რკინიგზის გავლით ევროპის რკინიგზასთან დაკავშირება! |
Posted by: ნიკა 23 Apr 2023, 15:13 | ||
PREDATOR1735
გადავუღე შორიდან. მაგასაც დავდებ. მოლითის სადგურს რა ბედი ელის ნეტა? |
Posted by: Didgori_3 23 Apr 2023, 16:41 | ||||
რატო გახდება საჭირო ეგეც გეცოდინება, უკვე უკავშირდება ჩვენი რკინიგზა თურქეთსაც და აზიასაც
ჩვენი კორუმპირებული კომუნისტური მთავრობა? თუ რომელს აბრალებ მანდ ლიანდაგების აშენებას, ბერიას? |
Posted by: ioane.mtacmindeli 23 Apr 2023, 16:57 | ||||||
ქოცრეჟიმის კორუმპირებულობას! ხოლო რაც შეეხება იმ საკითხს, თუ რატომ გვექნება ასაშენებელი?! იმიტომ რომ ზედმეტი ხარჯების გარეშე ევროპული სტანდარტის რკინიგზით პირდაპირ დაუკავშირდებით ევროპას თურქეთის რკინიგზის გავლით! |
Posted by: Didgori_3 23 Apr 2023, 17:28 | ||
:დდდ ზედმეტი ხარჯების გარეშე უნდა შევცვალოთ 2000 კიილომეტრზე მეტი ლიანდაგი, ნაცვლად ურიკების გამოცვლისა, რომელსაც უკვე ვაკეთებთ? |
Posted by: ioane.mtacmindeli 23 Apr 2023, 18:05 | ||||
არა! არ უნდა შევცვალოთ ! ჩვენი, საქართველოს შემთხვევაში ორივე სტანდარტის რკინიგზა უნდა არსებობდეს, ამის მაგალითის მაგ. ინდოეთი, პაკისტანი, და კალინგრადის ოლქი რუსეთის ფედერაციაში, არაა რთული გასაკეთებელი, მაგალითად ბალტიის პირებში მიდის პროექტის განხორციელება, სადაც სულ ახალ რკინიგზას , ბალეტის რკინიგზას აშენებენ ევროპული სტანდარტის 1432მმ სიგანეში, რუსულ-საბჭოურუც დატოვეს, რადგან ჭირდებათ, ხოლო ესპანეთსა და პორტუგალიაში, სადაც ე.წ. იბერიული სტანდარტის 1667მმ სიგანის რკინიგზა აქვთ, ევროკავშირის მოთხოვნით, ევროპული სტანდარტის რკინიგზის განვითარებაც დაიწყეს, ხოლო მყავს პროექტზე მუშაობა ფინეთმა დაიწყო რადგანაც მასაც რუსული სტანდარტის რკინიგზა აქ, რუსეთის იმპერიის მემკვიდრეობით მიღებული!ასე მოგვიწევს ჩვენც! |
Posted by: ნიკა 23 Apr 2023, 21:05 |
აბა მოვიდა ფოტოები დავიწყოთ ადგილით სადაც ყველაზე აქტიურად მუშაობენ. შენდება ხიდი ჩხერიმელაზე ორ გვირაბს შორის https://osm.org/go/x_3ny6tZ--?m= ბეჟათუბანი-ნებოძირი (ზომით მეორე და რიგით მესამე) გვირაბის "აღმოსავლეთი" პორტალი (ანუ აღმოსავლეთიდან შემავალი მიმართულების, თორემ გეოგრაფიულად ამ გვირაბის ორივე პორტალი სამხრეთისკენაა მიმართული) მშენებარე ხიდი და ზვარე-ბეჟათუბანი (ზომით მესამე და რიგით მეორე) გვირაბის "დასავ;ეთი" პორტალი და ხიდი ჩხერიმელაზე * * * შევედით ზვარულას ხეობაში ზვარე-ბეჟათუბანი გვირაბის "აღმოსავლეთი" პორტალი და იქვე პატარა ხიდი რაღაც ხევზე https://osm.org/go/x_3nmw~B?m= * * * ეს კი შედარებით გრძელი და მაღალი ხიდი https://osm.org/go/x_3npQc0?m= * * * ტიხარი არის საჭირო ბევრი ფოტო მოდის და ერთ პოსტში არაა სასურველი მოხვდნენ |
Posted by: Didgori_3 23 Apr 2023, 21:15 | ||
|
Posted by: ioane.mtacmindeli 23 Apr 2023, 21:17 |
ე.ი. 2024წ უნდა დამთავრდეს? და საშვალო სიჩქარე ამ ახალ რკინიგზაზე რამდენი იქნება? |
Posted by: ნიკა 23 Apr 2023, 21:46 |
ეს დიდი კედელი აუშენეს მთლიან მიწაყრილს. https://osm.org/go/x_3npD7v?m= აბა ისევ ტიხარი თუ შეიძლება. მადლობა |
Posted by: Didgori_3 23 Apr 2023, 22:39 | ||
.... იისე დარწმუნებული კი არ ვარ, მარა ეგეთ კედლებთან ზევით დატერასებული არ უნდა იყოს? თუ მე ვერ ვხედავ კარგად |
Posted by: ნიკა 23 Apr 2023, 22:42 | ||
Didgori_3
45 გრადუსზე ნაკლებ ქანობს არ ატერასებენ მგონი. აქ აშკარად 45-ზე ნაკლებია. ეს ხომ ხელოვნური ყრილია და შეეძლოთ სასურველი დახრის მიცემა. * * * და აი ისიც. მთავარი ხიდი ზვარულაზე. https://osm.org/go/x_3noNvF--?m= თუ არ ვცდები გვირაბების შემდეგ ყველაზე მაშტაბური ნაგებობა ახალ მონაკვეთზე. ისევ ტიხარი თუ შეიძლება და ფოტოების ბოლო სერია იქნება ამის მერე. |
Posted by: Didgori_3 23 Apr 2023, 22:44 | ||
.... |
Posted by: ნიკა 23 Apr 2023, 23:02 |
ისევ ხიდი. ამჯერად ზედხედი სოფელში ამავალი გზიდან ეს მთის ფერდები მოლითში მოჭრეს და სავარაუდოდ ჩააბეტოინებენ როგორც ნუნისი-ზვარის მონაკვეთზე ქნეს. https://osm.org/go/x_3nO68U--?m= ეულად დარჩენილი მოლითის სადგური. ეს კი ძირულას ახალი სადგური |
Posted by: levan_ts 24 Apr 2023, 04:32 |
ერთადერთი, რაზეც გული მწყდება, ბაქნები რომ არ აამაღლეს, შტადლერი რომ გაჩერებულიყო, იქნებ ხარაგაულში და ზესტაფონში აამაღლონ |
Posted by: webdesigner93 24 Apr 2023, 09:38 |
სადგური ნამდვილად ძალიან კოხტა და ლამაზია. |
Posted by: Fabian 24 Apr 2023, 11:22 | ||
ნიკა
კრასოტა მადლობა საინტერესო რეპორტაჟისთვის! |
Posted by: SabaGEO 24 Apr 2023, 11:36 |
ნიკა დიდი მადლობა! იმედია აღადგენენ გაუქმებულ რეისებს და ახლებსაც დაამატებენ როცა მშენებლობა დასრულდება. იმედი მაქვს ავტობუსით ან მარშუტკით სიარული აღარსდროს მოგვიწევს დასავლეთ საქართველოში, და მომავალში კახეთშიც... |
Posted by: eleqtro 24 Apr 2023, 11:37 |
ნიკა შენ გაგახარებს ღმერთი! მადლობა |
Posted by: ნიკა 24 Apr 2023, 18:50 |
მადლობა თქვენ კეთლი სურვილებისთვის. ამ გზასაც ოდესმე თუ ეშველება რა კარგი იქნება |
Posted by: Didgori_3 24 Apr 2023, 19:22 |
ძველ გზას ტოვებენ თუ მარტო ეს მხარე იქნება? |
Posted by: ioane.mtacmindeli 24 Apr 2023, 20:52 | ||||
ახალი მშენებარე მონაკვეთი ორლიანდაგიანი იქნება? |
Posted by: ნიკა 25 Apr 2023, 01:09 | ||
ioane.mtacmindeli
ფოტოებზეც ხომ ჩანს რომ ორლიანდაგიანია |
Posted by: photometer 25 Apr 2023, 04:26 | ||
ამ დაქანებულ მოჭრილ ფერდობებზე თუ მწვანე საფარს არ დარგავენ როგორც გვერდით ბუნებრივად აქვს, ეგ ფერდი ისევე წამოვა როგორც რიკოთზე, თან ძალიან მალე, სარკინიგზო ვიბრაციიდან გმომდინარე. ალტერნატივა მწვანე საფარის ნაცვლად (არ ვიცი რატომ) ფერდში ჰორიზონტალური ჭაბურღილების გათხრა ასე 15-20 მეტრის სიღრმეზე და მაღალი წნევით ბეტონის ან ნიადაგშემკვრელი მასის ჩაპრესვა შიგნით. არანაირი ბეტონის სტიაჟკა არ უშველის მაგფერდს და სათავითვე სისულელეა ეგეთი რამე. |
Posted by: ნიკა 26 Apr 2023, 00:24 |
პირველი ვიდეოს 5:20-დანაა ახალი მონაკვეთის მშენებლობა ამ ვიდეოში 0:20-დან |
Posted by: ნიკა 27 Apr 2023, 17:53 |
მოლითის სადგური ისტორიული შენობაა და ხელი ვერ ახლეს. დარჩება ძეგლად ეტყობა ასე. მთები როა მოჭრილი მანდ ჯეთდება ახალი სადგური (და ამიტომაცაა ეგ მთები მოჭრილი). |
Posted by: პაწა 6 May 2023, 01:33 |
უხარისხო ფოტოა, მაგრამ, ეს ხომ უეჭველი ср-3-ია? რას აკეთებს თბილისის სადგურში? |
Posted by: sugarbrother 7 May 2023, 14:28 | ||||
დებილი ბალტიელები სად აქვთ მაგათ გრუზინცი გენიოსების ნაირი ჭკუა და გონება რაში ხარჯავენ ფულს არ ჯობია ეხლა გრუზინცივით მორიგი დუქან-რესტორანი გახნან, დაჯდნენ, ხაშლამა და ბოზბაში ჩახეთქონ ღორებივით და დაიბოყინონ? |
Posted by: termit 9 May 2023, 11:28 |
ნახეთ რა კარგად მოვლილი და მოწესრიგებულია სერბეთის რკინიგზა. არადა ამათ ნატო ბომბავდა და ყველა სამოქალაქო ომი გადაიტანეს რაც შეიძლებოდა არც ნავთობი აქვთ |
Posted by: პასაჟირი 10 May 2023, 17:35 | ||
შარშანწინ თუ უფრო ადრეც იდგა მაგ დეპოში, მერე გაქრა სადღაც და ეხლა ისევ გამოჩენილა. * * * რა ალტერების შემოსევაა. ძირითადი ნიკით რატომ არ პოსტავენ, რა აქვთ დასამალი? |
Posted by: SabaGEO 14 May 2023, 15:29 |
როგორც ავტორმა დაწერა ეს სურათები განჯაშია გადაღებული. თქვენი აზრით რატომ არის ჩაბმული ორივე, ქართული და აზერბაიჯანული ელმავლები? ან საერთოდ ქართულს რა უნდა აზერბაიჯანში? |
Posted by: eleqtro 14 May 2023, 20:57 | ||
SabaGEO
ზოგადად ამ ნაწილში პრობლემას ვერ ვხედავ. ან იმათმა ელმავალმა უნდა გადმოიყვანოს შემადგენლობა ჩვენსკენ ან ჩვენმა და პირიქით. აი, ორი რატოა ჩაბმული და თან განჯამდე, ეგ არ ვიცი. უღელტეხილის მსგავსი მანდ არაა. შეიძლება ზემძიმე შემადგენლობაა და ბუქსაობის თავიდან ასაცილებლად ჩააბეს, პანტოგრაფი ორივეს ალბათ იმიტომ არ აქვს აწეული, რომ დგომისასაა გადაღებული. ამ შემთხვევაშიც ორივე იქაური რატო არაა, არ ვიცი. |
Posted by: Didgori_3 16 May 2023, 22:57 |
embed tweet ესეთ რაღაცაზე ოცნება მაინც რო შეიძლებოდეს, საოცარი შედეგი ექნებოდა ქვეყნის ერთი ბოლოდან მეორეში 2 საათი რო გჭირდებოდეს მატარებლით და 1100 ლარის გადახდა არ გიწევდეს ბილეთში ფაქტობრივად, სადაც არ უნდა იცხოვრო, ნებისმიერ ქალაქში შეგიძლია იმუშაო მატარებელი სადაც ჩერდება |
Posted by: ნიკა 25 May 2023, 02:15 |
https://www.facebook.com/reel/3360082200923304?s=yWDuG2&fs=e&mibextid=Nif5oz |
Posted by: პაწა 25 May 2023, 11:06 |
ბაკურიანის რკინიგზის გაცოცხლების იმედი აღარ უნდა გვქონდეს? არ აყარონ და ჯართში გაუშვან, ამ სირებმა |
Posted by: SabaGEO 25 May 2023, 21:31 |
eleqtro კი, მეც ზუსტად ეგ გამიკვირდა, ორივე ერთად რატომ უნდა ყოფილიყო ჩაბმული. * * * პაწა ჯერ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭეს, მერე გააუქმეს. ასევე წყალტუბოს სადგური ჯერ გაარემენტოს, მერე ეგეც გააუქმეს. |
Posted by: Fabian 25 May 2023, 23:40 |
აზერბაიჯანის მიმართულებით მატარებელი ისევ არ დადის ხომ? |
Posted by: პაწა 30 May 2023, 08:44 |
Posted by: leon1977 3 Jun 2023, 14:53 |
SabaGEO როგორც ავტორმა დაწერა ეს სურათები განჯაშია გადაღებული. თქვენი აზრით რატომ არის ჩაბმული ორივე, ქართული და აზერბაიჯანული ელმავლები? ან საერთოდ ქართულს რა უნდა აზერბაიჯანში?; სასწრაფო წესით 3 ელმავალი გაუშვეს რუსეთში კაპიტალური რემონტისთვის გარემონტდა და დაბრუნდა უკან ამასთან ერთად 2 სამანევრო თბომავალი რუსეთში სარემონტოდ და ერთი დიზელის ძრავი რუსეთიდან. ზოგადად წევის ელმავლებში და სამანევრო თმომავლების პრობლემაა რკინიგზაში სხვა რომ არაფერი არ ვთქვა.............. |
Posted by: electro 15 Jun 2023, 01:32 |
ლინკზე გვირაბების თავზე მეჩვენება თუ სახლია: https://bm.ge/ka/article/sarkinigzo-modzraoba-wels-dachqardeba---ratom-gachianurda-modernizebis-proeqti/136163 |
Posted by: don gajetino 15 Jun 2023, 09:25 |
electro არა, არ გეჩვენება, გვირაბების შესაავლელებსაც მაგიტომ აქვს სახლის ფორმა |
Posted by: Delvaux 15 Jun 2023, 09:48 |
რა გოიმურადაა პორტალები მოპირკეთებული |
Posted by: electro 15 Jun 2023, 13:00 | ||
დაბმულია ლოგინზე ხალხი მანდ მერე თუ როგორ უნდა იცხოვრო? მანდ რო 40 ვაგონიანი სატვირთო გაივლის |
Posted by: ioane.mtacmindeli 15 Jun 2023, 19:16 | ||
სტატიაში წერია რომ დიდი გვირაბი გათვალისწინებული იყო ერთ ლიანდაგზე და მაინტერესებს, მერე როგორ გადაწყდა, დიდ გვირაბი ერთი ლიანდაგიანი დატოვეს თუ ორლანდაგიანი გაიყვანეს? |
Posted by: nksh0x01 29 Jun 2023, 23:09 |
https://www.facebook.com/101303203269579/posts/pfbid0322hDWQwqD1qncJJeL6wbDFHr83TUPKVmGNGvc5YseaRoYEQ8fNk5kKZY3NVtMr6Gl/?mibextid=cr9u03 რა ხდება მეგობრებო? |
Posted by: don gajetino 29 Jun 2023, 23:13 |
დასავლეთში ძლიერი წვიმის გამო, სოფელ ბაბის მიმდებარედ, სანიაღვრე ჭებიდან გადმოსულმა უხვმა რაოდენობის წყალმა ლიანდაგები დატბორა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს. რკინიგზაში აცხადებენ, ლიანდაგების მიმდებარედ ჩამოიშალა ნიადაგი. მათივე ინფორმაციით, ორივე მიმართულებით მოძრაობა გაჩერებულია. „კერძოდ, შეჩერებულია ზუგდიდი-თბილისისა და ბათუმი-თბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებლები. საქართველოს რკინიგზამ სამუშაო ძალის მაქსიმალური მობილიზება განახორციელა და მიმდინარეობს გაწმენდა/აღდგენითი სამუშაოები. ამ ეტაპზე ზუსტი პროგნოზის გაკეთება მოძრაობის აღდგენასთან დაკავშირებით შეუძლებელია. დროის მოკლე მონაკვეთებში განვაახლებთ ინფორმაციას“,- აღნიშნულია რკინიგზის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. |
Posted by: ნიკა 30 Jun 2023, 07:27 |
მარელისი იქვე ახლოსაა https://www.facebook.com/groups/190563012193281/permalink/823962022186707/?mibextid=Nif5oz * * * დეისი https://www.facebook.com/groups/190563012193281/permalink/823996795516563/?mibextid=Nif5oz |
Posted by: ნიკა 1 Jul 2023, 20:47 |
https://www.interpressnews.ge/ka/article/762304-sakartvelos-rkinigza-xaragauls-municipalitetshi-mecqeris-gamo-chamocolis-gamo-sarkinigzo-mimosvla-sheperxebulia-mozraobis-agdgenis-dro-ucnobia „საქართველოს რკინიგზის“ განცხადებით, სადგურ მარელისში, უხვმა ნალექმა და უამინდობამ მეწყერის ჩამოწოლა გამოიწვია, სარკინიგზო მოძრაობა შეფერხებულია და აღდგენის დრო უცნობია. კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში დასახელებულია რეისები, რომლებიც სტიქიის გამო ვერ განხორციელდება. ამასთან, საქართველოს რკინიგზის განცხადებით, მგზავრობის საფასურს სრულად აანაზღაურებენ. „სადგურ მარელისში, უხვმა ნალექმა და უამინდობამ გამოიწვია მეწყერის ჩამოწოლა. მეწყერმა მნიშვნელოვნად დააზიანა საკონტაქტო ქსელი და ლიანდაგები. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს რკინიგზის ბრიგადები სრულად მობილიზებულნი არიან და მუშაობენ მოძრაობის აღდგენაზე, კომპანიისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, მოძრაობის აღდგენის ზუსტი დრო უცნობია, ამასთან უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნებიდან გამომდინარე, მოძრაობის აღდგენის მოუხედავად, მიზანშეწონილი არა არის მგზავრთა გადაადგილება აღნიშნულ მონაკვეთზე. შესაბამისად, სტიქიის გამო, რეისს ვერ შეასრულებენ და დანიშნულების ადგილზე ვერ ჩავლენ შემდეგი მიმართულებით მოძრავი მატარებლები: თბილისი-ბათუმი(#804); თბილისი-ფოთი (#874); ბათუმი-თბილისი (#801); ბათუმი-თბილისი (#807); ზუგდიდი-თბილისი (#869); ბათუმი-ერევანი (#201); კომპანიის გადაწყვეტილებით, მომხდარის გამო, ზემოთჩამოთვლილი მიმართულებით მოძრავი მატარებლები პირველივე ახლო მდებარე სადგურებში გაჩერდებიან, რათა მგზავრებმა სურვილისამებრ შეძლონ მატარებლებიდან ჩამოსვლა. საქართველოს რკინიგზა ყველა რეისის საწყის სადგურზე დაბრუნებას უზრუნველყოფს. სურვილისამებრ მგზავრებს შეეძლებათ მატარებლებით საწყის სადგურებში დაბრუნება. კომპანია მგზავრებს სრულად აუნაზღაურებს მგზავრობის საფასურს. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ბოლო დღეებში მატარებლების შეყოვნებები გამოწვეულია დასავლეთში არსებული უამინდობისა და უხვი ნალექის გამო“,- ნათქვამია განცხადებაში. |
Posted by: Niku7a 1 Jul 2023, 22:31 |
3 ივლისის 802 ის რეისი არ გავა? |
Posted by: don gajetino 2 Jul 2023, 02:31 |
მანდაც არაერთი მთა მიჭრეს და მოჭრეს და შედეგმაც არ დააყოვნა… |
Posted by: Niku7a 2 Jul 2023, 11:32 |
ეს რკინიგზა სუფთა სალობიეა რა, ნორმალურად კი არ დაწერენ ინფორმაციას, ამდენი ადამიანის ბედს ეხება საკითხი... |
Posted by: don gajetino 2 Jul 2023, 12:31 |
მეწყერმა, სავარაუდოდ, ადამიანი მოიყოლა - რა ხდება ხარაგაულში |
Posted by: electro 2 Jul 2023, 17:29 | ||
თანამშრონელი არ იყოო როგორც ჩანს ადგიოობრივია |
Posted by: VIP Blogger 2 Jul 2023, 20:46 |
ერთლიანდაგიანი მონაკვეთი წიფის მონაკვეთზე აღაარაა 2 ად გადააკეთს ? როგორც იქნა ეღირსაა 2 ლიანდაგიანად გადაკეთებას 90 იან წლებში რაც მანდ მატარებლეებია დამტვრეული ხან მემანქანის შცდომით ხან შუქნიშნების გაუმართაობით . ყველაზე დიდი ავარია 1994-95 წლებში მოხდა ბათუმის და ფოთის მატარებლები შეეჯახნენ ერთერთი მემანქანის სიდებილის გამო დისპეჩერმა გააფრთხილაა არ შეხვიდეო და ეს მაინც შევიდა შუქნიშანზე წითელზე გაირაა და ცოტახანში მეორე მატარებლის ანთებული ფარეები შამჩნია და დაამუხრუჭაა მაგრამ ვერ უშველაა 17 კმ საათით შეეჯახაა 10 მგზავრი დაშავდა და 2 დაიღუპა ის მემანქანე დაიჭირეს და სადღაც 6 წელი მიუსაჯეს. |
Posted by: ნიკა 7 Jul 2023, 14:11 |
VIP Blogger 100 წელზე მეტია მანდ ორლიანდაგიანი მონაკვეთია |
Posted by: SunsetLover 7 Jul 2023, 14:47 |
თბილისი-ბათუმის ბილეთები მომდევნო 3 თვის გაყიდულია უკვე როგორც წინა ზაფხულს იყო ნეტავ ? :დ |
Posted by: NK.ბებერა 7 Jul 2023, 17:17 |
წალკა–ახალქალქის სამგზავროები არსებობს თუ მხოლოდ სატვირთოა? |
Posted by: VIP Blogger 7 Jul 2023, 18:38 | ||
100 წელზე მეტი არა ის კიდე ერთლიანდაგიანი მონაკვეთი იყო რაღაც მონაკვეთზე სადღაც 5 კმ მდე მანძილი |
Posted by: WarriorX 7 Jul 2023, 19:57 |
თბილისი-ბაქო მატარებელი არ დადის? დღეს დავრეკე და არააო მითხრეს, მაინც არ მჯერა რო 2 ფეხის ნაბიჯზე მეზობელ ქვეყანაში მატარებელი არ დადის |
Posted by: ნიკა 8 Jul 2023, 11:45 | ||
VIP Blogger
ეგ ლაშესთან იყო და მარელისთან. ხაშურიდან მარელისამდე ორლიანდაგიანი იყო რაც დავიბადე და მანამდეც ძალიან დიდი ხანი. |
Posted by: vatman 8 Jul 2023, 23:38 | ||
მატარებელი კი არა, მანქანითაც ვერ გადახვალ ნებართვის გარეშე |
Posted by: VIP Blogger 27 Jul 2023, 23:05 |
ამ ამბავზე ვინმემ რამე იცით ? 1994 წლის 13 აგვისტოს მოხდა თუ შუქნიშნები არ მუშაობდა რატომ მოძრაობდნენ მატარებლები ? ვინმემ პასუხი აგო ამ ავარიაზე ? ერთი ის გავარკვიე რომ 24 ადამიანი დაიღუპა 18 ადგილზე და 6 სავადმყოფოში. |
Posted by: Kublicha 28 Jul 2023, 00:22 | ||
ვა არ ვიცოდი მაგ ავარიის შესახებ, არადა საკმაოდ მასშტაბური ყოფილა
იმიტომ რომ 1994 წელი იყო |
Posted by: ნიკა 28 Jul 2023, 01:42 |
ტელევიზორშიც იყო. თუმცა კადრები სად ინახება არ ვიცი. წესით პირველი არხის არქივსი უნდა იყოს თ ასეთი არსებობს. |
Posted by: eleqtro 28 Jul 2023, 07:56 |
გურჯაანამდე არ მისული რელსებიდან გადავარდა მაგავე პერიოდში "ელექტრიჩკა". ბარჯისხევში დაღმართზე მუხრუჭებმა უმტყუნა და საკმაოდ დიდი სიჩქარე აკრიფა. სადღაც ძირკოკთან გადავიდა რელსებიდან. ამ ავარიაზე თუ გსმენიათ რამე? |
Posted by: VIP Blogger 28 Jul 2023, 08:39 |
კაი სატვირთო მატარებელი გაფუჭდა და გზაში გაჩერდა როგორც ჩანს სატვირთოს მატარებლის მემანქანე კავშირზე გავიდა და მოითხოვა ელმავალი დისპიჩერი ამ დროს სად იყო რატომ არ გააფრთხილა გარდაბნის მატარებლის მემანქანე ? დიდი ალბათობით უკნიდან შეეჯახა გარდაბანი თბილისის მატარებელი. ურეკში 1995 წელს ივლისში ვისვენებდი და პლიაჟზე ვნახე დაგავიცანი ჩემი ტოლი ბიჭი ერთი ხელი ამპუტირებული ჰქონდა და კოჭლობდა რომ შევეკითხე შარშან სარკინიგზო ავარიაში მოვყევითო მე და დედაჩემიო მატარებლები შეეჯახნენო და მე ორივე ფეხი მომტვრეული მქონდა და ხელი მომაჭრესო და 2 ნეკნი ჩატეხილი ფილტვის დაზიანებითო დედამისიც იქ იყო ქალი სულ მოთქვამდა და ტიროდა მასაც აღენიშნებოდა შუბლზე ჭრილობა . ბევრი ადამიანი იმიტომ დაიღუპაო რომ სავადმყოფოს წამლები არ ჰქონდაო და სისხლი ვერ გადაუსხესო ჩვენ გაგვიმართლაო რომელიღაცა ელიტარული დაწესებულების სავადმყოფოში მოვხვდითო და ჩემმი ქმარის ძმაკაცი დიდი კაციაო და ის დაგვეხმარაო ვისაც პატრონი არ ყავდა სავადმყოფოში წამლები მიჰქონდათო . დიდი ალბათობით ამ მატარებელში იჯდნენ იმ პერიოდში სულ 2 სარკინიგზო ავარია მოხდა მეორე იყო ხარაგაულში და 2 ადამიანი დაიღუპა და 10 მდე დაშავდა მეტი სხვა შემთხვევა არ ყოფილა. |
Posted by: ნიკა 28 Jul 2023, 11:47 |
მინდოდა რაღაცის დაწერა და პოლიტიკური პოსტი გამომივიდა და წავშალე. |
Posted by: VIP Blogger 31 Jul 2023, 23:40 |
მაგ პერიოდში სადღაც 1994-95 წლებში მოხდა ხარაგაულში სარკინიგზო ავარია ბათუმის და ფოთის მატარებლები შეეჯახნენ სასამართლოს განაჩენში წერია რომ მატარებლებმა დაამუხრუჭეს და 17 კმ / საათით დაეჯახნენ და ეს ბევრია მატარებლებისთვის ? 17 კმ საათი როგორ გამოთვალეს შეჯახება ? ავარია მოხდა ერთ ლიანდაგიან მონაკვეთზე მემანქანებ ფეხებზე დაიკიდა დისპეჩერის გაფრთხილება და ერთლიანდაგიან მონაკვეთზე შუქნიშანზე წითელზე გაიარაა და სადღაც შუაში დაეტაკა 2 ადამიანი დაიღუპა და 10 მდე დაშავდა იმ მემანქანეს 6 წელი მიუსაჯეს |
Posted by: Kublicha 1 Aug 2023, 00:38 | ||
მატარებელს აქვს "შავი ყუთი" რომელიც იწერს მონაცემებს. |
Posted by: VIP Blogger 1 Aug 2023, 01:22 | ||||
ძველ მატარებლებსაც თეემქა რომ აწერია ? 1995 წელია |
Posted by: eleqtro 1 Aug 2023, 10:19 | ||
VIP Blogger
კი, მაგაზეც. |
Posted by: levan_ts 1 Aug 2023, 16:04 |
ხომ არ იცით, რა მდგომარეობაა ქვიშხეთი - ზვარეს მონაკვეთზე, ან ახალი გვირაბი ან გზა ხომ არ გახსნილა ბეჟანთუბანი - ძირულას მონაკვეთზე, არაფერს არ წერენ ხოლმე და ამ დროს პატარა ცვლილებები მხვდებოდა იშვიათად, მაგრამ მაინც |
Posted by: ნიკა 2 Aug 2023, 12:43 |
levan_ts წელს საეჭვოა მორჩნენ. |
Posted by: eleqtro 8 Aug 2023, 11:07 |
https://www.bpn.ge/article/112553-bako-tbilisi-ankaras-marshrutze-shesazloa-chkarosnuli-samgzavro-matarebeli-amokmeddes/ შესაძლოა, ჩქაროსნული, მოდერნიზაცია...... 2017-ში გახსნილ გზას მოდერნიზაცია რა ჯანდაბად სჭირდება? |
Posted by: vatman 8 Aug 2023, 14:41 | ||
eleqtro
მოკლედ რო ვთქვათ ჟურნალიუგები... აზერბაიჯანის რკინიგზამ უკვე კორონამდე იყიდა 3 ცალი 10 ვაგონიანი შემადგენლობა მაგ ხაზისთვის. ანუ ტიპმა თქვა რო როგორც კი შეზღუდვები სახმელეთო გადაადგილებაზე მოიხსნება გავუშვებთო და ამათმა რა დაწერეს |
Posted by: eleqtro 8 Aug 2023, 16:23 | ||
vatman
ისე რა გახდა სახმელეთოს გახსნა ამდენი ხანი?! |
Posted by: PREDATOR1735 9 Aug 2023, 07:28 |
მოდერნიზაციის პროექტის ხაშური-მოლითის მონაკვეთი დასრულდება 2024 წლის მაისამდე, აგებულია 3 ახალი გვირაბი, მათ შორის ერთ-ერთი 8300 მეტრიანი, ორმალიანი გვირაბი, სადაც უკვე დაწყებულია სარკინიგზო ინფრასტრუქტურის (ლიანდაგი, საკონტაქტო ქსელი, სცბ, ბოჭკოვანი კაბელი) მონტაჟი. დასრულებულია ყველა ხიდის მშენებლობა. ძირითადი სამუშაოები ეხლა მიმდინარეობს სადგურ მოლითში და ზვარეს მიდამოებში |
Posted by: eleqtro 9 Aug 2023, 10:08 | ||
PREDATOR1735
|
Posted by: Ras_al_Ghul 9 Aug 2023, 13:10 |
https://bm.ge/news/saqartvelos-rkinigzis-gantskhadeba საქართველოს რკინიგზა თბილისი-ბათუმის მიმართულებით გამსვლელი მატარებლის შესახებ განცხადებას ავრცელებს, რომლის შემადგენლობის მესამე ვაგონს კონდიცირება გაეთიშა. რკინიგზაში აცხადებენ, რომ ამ ვაგონის მგზავრები ბათუმამდე ჯრტ ტიპის მატარებლით ჩავლენ, რომელშიც გაგრილების სისტემა გამართულია. „ძვირფასო მგზავრებო, მატარებელს რომელიც თბილისიდან ბათუმის მიმართულებით 10:25 წუთზე გავა, მესამე ვაგონში გაეთიშა კონდიცირება. სწორედ ამიტომ, საქართველოს რკინიგზა მესამე ვაგონის მგზავრებს ბათუმის მიმართულებით, ჯრტ ტიპის მატარებლით ჩაიყვანს, სადაც გამართულად მუშაობს გაგრილების სისტემა. დამატებითი მატარებელი თბილისიდან 10:50-ზე დაიძრება. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ბათუმიდან 18:20-ის რეისზე შტადლერის ტიპის მატარებლით თბილისში მომავალი მესამე ვაგონის მგზავრები, წამოვლენ ასევე ჯრტ ტიპის მატარებლით. დამატებითი მატარებელი 18:50-ზე დაიძრება. საუბარია მხოლოდ მესამე ვაგონის მგზავრებზე ორივე მიმართულებით. შექმნილი უხერხულობის გამო საქართველოს რკინიგზა ბოდიშს გიხდით. ბილეთის ღირებულების სხვაობა ყველა მესამე ვაგონის მგზავრს აუნაზღაურდება“, - ნათქვამია საქართველოს რკინიგზის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. |
Posted by: idallgo 12 Aug 2023, 23:05 |
ვარძიიდან რო მოკლე გზა ადის ჯავახეთის ზეგანზე, აფნია-გოგაშენისკენ, იმენა პიზდეცია... ბაკურიანი-ტაბაწყური ავტობანია მაგასთან შედარებით... |
Posted by: ნიკა 12 Aug 2023, 23:48 |
idallgo რკინიგზა რა შუაშია? არა და 2020-ში ვიყავი მანდ და გასისინებული გრუნტის გზა იყო. ასეა რა როცა, გრუნტს დააგებ 2-3 წელი და ისპობა. |
Posted by: eleqtro 17 Aug 2023, 15:43 |
ჟამი ქვათა შეგროვებისა *************************************************************** |
Posted by: ioane.mtacmindeli 17 Aug 2023, 16:12 | ||
იმედია ! ისე ძაან გაიწელა! რა გახდა ამ მონაკვეთის გახსნა! იმედია სიჩქარე მოიმატებს და არა 9 სთ დასჭირდება ბათუმიდან ან ზუგდიდიდსნ მატარებლის ჩასვლა, არამეტ 3 სთ, 4 სთ ჩავა, ისე რა გახდა ისეთი ინფრასტრუქტურის მოწყობა რომ გვქონდეს, ისეთი რკინიგზა სადაც მგზავრობა ერთი სთ ან საათნახევარი იქნებოდა შესაძლებელი! ბათუმამდე და ზუგდიდამდე! |
Posted by: aloha__ 18 Aug 2023, 09:26 | ||
მაგრად გადავრჩით მაგ დროს რომ შტადლერმა არ გაიარა.. |
Posted by: რიკოჰ 18 Aug 2023, 11:08 | ||
ეს იყო ყველაზე საინტერესო ჩემთვის: |
Posted by: eleqtro 18 Aug 2023, 12:27 |
პოლიტიკაშიც დავპოსტე და აქაც იგივეს დავწერ: https://www.geostat.ge/ka/single-news/2916/...lis-ii-kvartali საქსტატი უკვე რჟდ-ს ფოტოს იყენებს სტატისტიკის გამოსაქვეყნებლად. |
Posted by: Berkem Al Atomi 18 Aug 2023, 14:58 | ||||
რა 9 საათი, შტადლერით მგზავრობას 5 საათზე ოდნავ მეტი სჭირდება განრიგის მიხედვით. * * *
აქ პოლიტიკა კი არა, დიზაინერი გოგოების სიჩლუნგეა უფრო გახვეული. დაგუგლეს მატარებლის ფოტოები, აიღეს ინტერნეტიდან რომელიმე ფერად-სიმპატიური (უნებართვოდ რასაკვირველია) და აი სტატისტიკური მოხსენებაც მომზადდა. |
Posted by: Volkssturm 19 Aug 2023, 17:23 |
.................................................................................................................................................................... |
Posted by: SabaGEO 25 Aug 2023, 09:27 |
https://m.youtube.com/watch?v=rzsARmWne2M&fbclid=IwAR3kJiJhnffF_CTEBBKJSBwyyOPfwbgNWjtATqHdQgbeiHSqBwNMy9ZTpLs ეს ვიდეო შემხვდა და იქნებ აღდგენას აპირებენ. |
Posted by: eleqtro 25 Aug 2023, 10:59 | ||
SabaGEO
რა მაგარი კაცია. გამოაშტერა მემანქანე ალბათ |
Posted by: eleqtro 29 Aug 2023, 10:19 |
კულუარული ინფორმაციით გავიგე, რომ ნოემბერში აპირებენ უღელტეხილზე ახალი მონაკვეთების გახსნას. |
Posted by: vatman 29 Aug 2023, 10:36 | ||
SabaGEO
მუშები დაჰყავს. ოფიციალურად არემონტებენ, მარა რეალურად რა ხდება კაცმა არ იცის. მგონი 2020 დან მასეა. თუ მUშები დაჰყავს ალბათ მართლა რამეს აკეთებენ |
Posted by: eleqtro 31 Aug 2023, 15:06 |
ბევრი არაფერი ჩანს, მაგრამ ზოგადი სურათი იკითხება |
Posted by: SabaGEO 31 Aug 2023, 19:10 | ||||
vatman
იმედია, არაფერი შეედრება მაგით მგზავრობას. eleqtro
კი სხვებიც უდევს მსგავსი ვიდეოები |
Posted by: ioane.mtacmindeli 31 Aug 2023, 20:21 | ||
იმედია მალე გაიხსნება და დაადგება საშველი |
Posted by: Rizado 31 Aug 2023, 20:52 |
ადრე ზუგდიდი–თბილისი და პირიქით, სამი რეისი არ იყო? ახლა მხოლოდ ერთი რომ არის. აღარ აპირებენ ძველი გრაფიკების დაბრუნებას? მითუმეტეს რომ რიკოთის ამბების გამო გაზრდილია მგზავრთა ნაკადები. |
Posted by: eleqtro 1 Sep 2023, 04:01 | ||||
ესეც მეორე ფოტო. საკონტაქტო სადენი თითქმის ყველა ხილულ მონაკვეთზე გაბმულია. |
Posted by: eleqtro 4 Sep 2023, 09:14 | ||
ნიკა
ნამდვილად მასეა. თუმცა ნოემბრამდე ადვილად მოსწრებადია. |
Posted by: SabaGEO 5 Sep 2023, 23:40 |
tkt.ge - ზე დაუმატებიათ ადგილების არჩევა, რისთვისაც დიდი მადლობა, როცა დამჭირდება ყოველთვის აქ ვიყიდი, რკინიგზის ოფიციალური ქვის ხანის საიტის მაგივრად. ოღონდ მხოლოდ ბათუმის მატარებლის, კარგი იქნება სხვებსაც თუ დაუმატებენ. |
Posted by: eleqtro 6 Sep 2023, 10:35 | ||
SabaGEO
მე შარშან აღმოვაჩინე და ძაან გული დამწყდა, რო მანამდე არ ვიცოდი რკინიგზაში ყველაფერი ძალიან ფეხებზე კიდიათ. მაგალითად განრიგში მითითებულ ყველა მატარებელზე ბილეთს ონლაინ ვერ იყიდი. ერევნის მატარებლის ბილეთი რატომ უნდა ვიყიდო მხოლოდ რჟდს საიტზე? ან ქუთაისი საჩხერემ რა დააშავა? |
Posted by: vatman 6 Sep 2023, 11:07 | ||||||||
eleqtro
იმიტომ რომ უკჟდ-ს შემადგენლობაა. აი ტკტ.ჯის ან ბილეტები ჯი-ს თავისუფლად შეუძლიათ გაყიდონ მაგის ბილეთი შეთანხმების შემთხვევაში. ანალოგიურად აზერბაიჯანზეც იყო. ომნიბასი ხო არ ყიდის ჯორჯიან ბასის ბილეთებს.
ადგილობრივი მიმოსვლაა, მანდ წესით უნდა იყოს, რომ იყიდო როგორც მეტროში, დაადე ბარათი და იმგზავრე მაგრამ ეს არ ცვლის რომ
SabaGEO
მარა მუშაობს კარგად? სადგურში მოლარეებსაც არ ჰქონდათ ადრე ადგილის არჩევის უფლება, კორონამდე რაც შეეძ₾ოთ კუპირებულში ერთად განთავსება. ისე კაი შენიშვნა კი მითითებულია ყიდვისას სქრინზე |
Posted by: SAROKAWA 6 Sep 2023, 12:53 |
კლასებს შორის რა სხვაობაა სადმე წერია? |
Posted by: eleqtro 6 Sep 2023, 21:52 | ||
vatman
თუ რკინიგზის სალაროში შესაძლებელია ყიდვა, მაშინ ინტერნეტითაც უნდა შეიძლებოდეს. |
Posted by: JCH 6 Sep 2023, 22:34 |
SabaGEO ტკტ-ს სულ ქონდა ადგილების არჩევა უბრალოდ სხვებთან შედარებით ძაან დიდი % მიაქვს რკინიგზამ რატო გააუქმა თავისი აპლიკაცია? |
Posted by: sabuk 7 Sep 2023, 12:01 | ||
ახალი საიტი და აპი გამოუშვეს, ვიზუალურად კომფორტული ჩანს მაგრამ არ მისარგებლია https://tre.ge/ |
Posted by: SabaGEO 7 Sep 2023, 13:28 | ||||||||
vatman
ყიდვის პროცესი მარტივი და გასაგები იყო, და ადგილზე რა იქნება ვნახოთ, იმედია იმ ადგილებით ვიმგზავრებთ რაც ვიყიდე. eleqtro
მეც გული დამწყდა საინტერესოა რამდენ ხანია რაც დაამატეს. JCH
ჰოო ორ ბილეთში 5 ლარამდე წაიღო და ძვირი გამოდის. sabuk
პირველად ვხედავ... მართლა კარგი ჩანს, პირდაპირ მანდ რატომ არ გამასიმართებს რკინიგზის ოფიციალური საიტი მიკვირს, ხომ არ დაგვესიზმრება რომ უკეთესი პლატფორმაც არსებობს. |
Posted by: vatman 7 Sep 2023, 15:22 | ||
sabuk SabaGEO საიდან მოიტანეთ რო tre.ge არის ოფიციცალური? არსად ასეთი რამ არ წერია საიტზე eleqtro
სავარაუდოდ სალაროში ყიდიან უკჟდ-ს პროგრამაში. |
Posted by: sabuk 7 Sep 2023, 17:02 | ||||||
vatman
ფეისბუქზე შემხვდა რეკლამა და გვერდზეც რომ გადავედი ასე უწერიათ
რავი... შეიძლება არ არის ოფიციალური მაგრამ კაი რამე ჩანს * * * ოქეი, ოფიციალური არ ყოფილა ლემონდოს გაკეთებული აპია და აპის ვერსიის აღწერაში სტარტაპი ვართო
|
Posted by: SabaGEO 7 Sep 2023, 17:06 | ||
sabuk
ჰოო, ცოტა ორ აზროვნად უწერიათ, ალბათ არ არის. ადგილის არჩევა შეიძლება როგორც TKT.ge - ზე? საკომისიო რამდენია? |
Posted by: sabuk 7 Sep 2023, 17:11 | ||||
2 ლარი დამიწერა ადგილის არჩევაში ფეისბუქზეც დაადასტურეს
|
Posted by: PREDATOR1735 8 Sep 2023, 09:49 | ||
ხაშური-მოლითის ახალი უბანი გაიხსნება მომავალი წლის მაისში. სამუშაოების ტემპი მაღალია. მიწის ვაკისის, ხიდების, გვირაბების სამუშაოები პრაქტიკულად მორჩენილია, მიმდინარეობს დამასრულებელი სამუშაოები მოლითის და ანეულას მიდამოებში. დარჩენილია ლიანდაგის და სხვა ინფრასტრუქტურის მოწყობა, რომლის დასრულების გონივრული ვადაა 2024 წლის გაზაფხული. * * * თუ გსურთ, შეგიძლიათ დამისვათ შეკითხვები, მაქვს მუდმივი, განახლებადი ინფორმაცია ამ სამუშაოებზე |
Posted by: eleqtro 8 Sep 2023, 11:14 | ||
PREDATOR1735
|
Posted by: JCH 8 Sep 2023, 12:25 |
ეგ ტრე.გე რუსების ხო არ არის ნეტა? :დ |
Posted by: levan_ts 9 Sep 2023, 03:04 | ||
ეგ მიკვირს, საღამოს 9 საათიდან რიკოთი იკეტება და ღამით მატარებლები რომ დაემატებინათ რა მოხდებოდა, რამდენად შეამსუბუქეებდა მგზავრობას |
Posted by: SabaGEO 11 Sep 2023, 17:43 | ||||
vatman
როგორც აღმოჩნდა არ მუშაობს კარგად, მოძრაობის მიმართულებით მქონდა ბილეთები არჩეული, თუმცა საბოლოოდ საწინააღმდეგო მიმართულებით მოგვიწია ჯდომა * * * levan_ts
საერთოდ რომ გააუქმონ სამგზავრო მატარებელი არ გამიკვირდება, სამწუხაროდ. შეიძლება გვაპარბენ კიდევაც ნელნელა, აბა ამდენ რეისს არ გააუქმებდნენ. |
Posted by: vatman 11 Sep 2023, 23:01 | ||
ტკტ-ზე უწერიათ რო ყიდულობ, რო მოძრაობის მიმართულება შეიძლება შეიცვალოს. აი რა ხდება მაშინ როდესაც შტადლერის ხარვეზის გამო, მის მაგიერ ჩინურს უშვებენ. ადგილის ფულს აბრუნებს ტკტ? |
Posted by: SabaGEO 12 Sep 2023, 21:10 | ||
vatman
არამგონია, მემგონი ადგილს ირჩევ თუ არა საკომისიოს მაინც იხდი. მაგალითად ფოთის და ზუგდიდის მატარებლებს არ აქვთ ადგილების არჩევა და მაგ შემთხვევაში მაინც იხდი საკომისიოს. |
Posted by: kolia84 19 Sep 2023, 22:04 |
გამარჯობათ, თბილისი - ბათუმის პირველ და მეორე კლასს შორის რა განსხვავებაა? 50 ლარით ძვირი რა არის? |
Posted by: Bigenor 19 Sep 2023, 23:21 | ||
kolia84
ამას უყურე |
Posted by: ნიკა 1 Oct 2023, 21:59 |
საინტერესო ფაქტს შევესწარი და მოვასწარი გადაღება დრონიდან |
Posted by: SabaGEO 1 Oct 2023, 22:21 |
ნიკა საინტერესო რატომ არის? რამე განსაკუთრებული ტვირთი გადააქვათ? |
Posted by: ნიკა 2 Oct 2023, 00:04 | ||
SabaGEO
საგარეჯოსთანაა. მანდ მატარებლები რა სიხშირით დადიან ნეტა? |
Posted by: ioane.mtacmindeli 2 Oct 2023, 00:20 | ||
სადაა გადაღებული? ვხედავ რომ მატარებელი მიდის! |
Posted by: eleqtro 2 Oct 2023, 07:42 |
მე რამდენადაც ვიცი თელავის ჯართი და დედოფლისწყაროს ინერტული მასალები უნარჩუნებს პულსს კახეთის რკინიგზას. დრონით გადაღებული დედოფლისწყაროს ტვირთს გავს. |
Posted by: SabaGEO 2 Oct 2023, 10:10 |
ნიკა გასაგებია, ვიფიქრე რომ აზერბაიჯანში მანდედან გადადიოდნენ. |
Posted by: vatman 2 Oct 2023, 10:34 | ||
eleqtro
თელავიდან უღირთ ჯართის რკინიგზით გატანა? მე ვიცოდი, რო გურჯაანი-თელავის მონაკვეთზე მხოლოდ ტექნიკური მოძრაობა დარჩა ნიკა საკმაოდ გრძელი შემადგენლობაა კახეთისათვის |
Posted by: eleqtro 2 Oct 2023, 12:23 | ||
vatman
რატომაც არა?! მე ის უფრო მიკვირს, როცა რკინიგზას სხვა ტრანსპორტს ამჯობინებენ. |
Posted by: ნიკა 2 Oct 2023, 18:20 | ||
ioane.mtacmindeli
https://www.openstreetmap.org/?mlat=41.7033&mlon=45.2914#map=15/41.7033/45.2914 |
Posted by: blisch 3 Oct 2023, 15:27 |
აი, როგორ იყო! გადავფურცლოთ საქართველოს სსრკ-ის განრიგი: მატარებლები მოსკოვიდან თბილისსა და წყალტუბოში, ადგილობრივი მატარებლები თელავში, გაგრასა და ცხინვალში -- https://kalaki.ge/tbilisi-sadguri/ |
Posted by: ნიკა 6 Oct 2023, 13:36 |
ვერ მოვიცალე მცირე რეპორტაჟისთვის. კვირას ვიყავი სოფელში. ფოტოებს საღამოს დავდებ აქ არ მაქვს თან. ცალი მხარის ლიანდაგები უკვე არის. საკონტაქტო ქსელიც. შეიძლება სატესტო მატარებლებიც მოძრაობს (?) |
Posted by: eleqtro 6 Oct 2023, 14:42 | ||||
blisch
რბილად რო ვთქვა ძალიან თავისებური ტექსტია. ნიკა
გელით, გელით, მოგელით ერთი სულით |
Posted by: ნიკა 6 Oct 2023, 15:58 |
eleqtro ამჯერად დიდი არაფერია. 3-4 ფოტო |
Posted by: levan_ts 10 Oct 2023, 14:01 |
https://bm.ge/news/2024-tslidan-rkinigzis-samgzavro-gadayvanebi-biujetidan-dasubsidirdeba-kakauridze ნეტავ სამგზავრო მატარებლები თუ მოიმატებს? ან რკინიგზის სადგურების (ბაქნის ამაღლება მაინც, შტადლერი რომ გაჩერდეს) თუ იგეგმება? მინიმუმ 6 - 8 სადგურზეა საჭირო - გორი, ხაშური, ხარაგაული, ზესტაფონი, რიონი, სამტრედია |
Posted by: SabaGEO 10 Oct 2023, 14:38 |
დღეს რკინიგზელთა დღეა და ეს სურათი გამოიყენეს, მატარებლის რიმელიც გაუქმებულია და აღარ დადის. * * * ეს პოსტი დადეს ერთერთ ჯგუფში და საინტერესოა სამგზავრო მატარებლებისთვისაა თუ სატვირთო, იქნებ მართლა ამატებენ რამეს.... |
Posted by: რიკოჰ 10 Oct 2023, 15:23 | ||
SabaGEO
ხომ წერია "freight electric locomotives" ანუ სატვირთო ელმავლებიო. დიდი გამწეობის სატვირთო ელმავლებს ვინ მოაცდენს სამგზვრო ვაგონებზე. |
Posted by: SabaGEO 10 Oct 2023, 22:52 |
ჰო, ალბათ მართალი ხარ. |
Posted by: EnjoyPapa 11 Oct 2023, 04:25 | ||
ესეიგი დროა მიარჭონ საქ რკინიგზას გლანდებში სანქციები |
Posted by: ნიკა 14 Oct 2023, 21:12 |
ესეც დიდი ხნის დაპირებული ფოტოები ზვარე-ბეჟათუბანი გვირაბებისდ დამაკავშირებელი ხიდი ესეც ზვარის მთავარი ხიდი. |
Posted by: ioane.mtacmindeli 15 Oct 2023, 00:41 | ||
ერთლიანდაგიანია? აბა ორლისნდაგიანი უნდა იყოსო? |
Posted by: ZEUS 15 Oct 2023, 09:24 |
გუშინ თბილისი-ფოთის მატარებელი გაფუჭდა და აქედან 6-ზე გასული, ღამის 3 საათზე ჩავიდა. |
Posted by: ნიკა 16 Oct 2023, 12:04 | ||
ioane.mtacmindeli
ფოტოეზე ხომ ჩანს რო საკონტაქტო ორივეა. ლიანდაგია ჯერ მხოლოდ ცალი მხარე. მეორეს ალბათ ახლა აგებენ. ვაკისი მთლიანად ორლიადაგიანია რაც ასევე ჩანს ამ ფოტოებში. |
Posted by: ioane.mtacmindeli 16 Oct 2023, 12:37 | ||||
ხომ არ გაქვთ ინფორმაცია როდის უნდა გაიხსნას ეს ახალი მონაკვეთი? |
Posted by: ნიკა 16 Oct 2023, 12:43 | ||
ioane.mtacmindeli
იმის გარდა რაც ამ თემაში იწერება არა. |
Posted by: eleqtro 15 Nov 2023, 19:58 |
რა ფოტოები გამომიტოვებია. ესეც ლიანდაგის დაგების მოკლე ვიდეო: |
Posted by: მწვანე_კონცხი 15 Nov 2023, 20:21 | ||
ნეტა მალე გაიხსნას |
Posted by: ioane.mtacmindeli 15 Nov 2023, 22:17 | ||
დასრულდა ლიანდაგების დაგება და ელექტროფიკაცია? |
Posted by: levan_ts 15 Nov 2023, 23:48 | ||
ზუსტად ვერ გავიგე რას ამბობს, კენტი მიმართულების ლიანდაგიო? რას ნიშნავს? |
Posted by: eleqtro 16 Nov 2023, 07:20 | ||||
ioane.mtacmindeli
ჯერ ბოლომდე არაა დასრულებული. levan_ts
რკინიგზაში მიღებულია მიმართილებების აღნიშვნა ტერმინებით "კენტი" და "ლუწი". ჩვენთან მაგალითად თბილისიდან დასავლეთისკენ მიმართულებას ქვია ლუწი. |
Posted by: levan_ts 16 Nov 2023, 15:39 |
eleqtro გასაგებია, დიდი მადლობა |
Posted by: adam* 17 Nov 2023, 17:04 | ||
კაცი ამბობდა მატარებელში, გვირაბში ლიანდაგი ასაყრელია ისევო, სიმაღლეში არ ეტევა მატარებელიო. დასაჭერია მაგის გამკეთებელიო, წინათ აშენებული ბურჯები გაუხდათ მოსანგრევიო, ვინ არის მომკითხავიო. |
Posted by: winrar 17 Nov 2023, 20:57 | ||||
ეგ გონებაჩლუნგური ისტორია შტადლერზე მოიგონეს, მარა მერე შეათბეს გვირაბი და გაეტია |
Posted by: eleqtro 18 Nov 2023, 11:22 |
winrar ქვიშხეთთან რო გვირაბი იჭრებოდა ის ინერტული მასალა ხო იქვე მტკვართან გამოიტანეს. მითები იყო, რომ დადაბლებისას გამოთავისუფლებული ნარჩენი იყო. |
Posted by: adam* 18 Nov 2023, 12:59 | ||
winrar
ის კაცი ნამდვილად ახალ გვირაბზე ამბობდა. შტადლერზე მეც მასოვს, ცოტა მოანგრევა მართლა დასჭირდა ძველ გვირაბს. |
Posted by: eleqtro 18 Nov 2023, 14:05 | ||
adam*
კარგით რა. როგორ წარმოგიდგენიათ გვირაბის მონგრევა? |
Posted by: ნიკა 18 Nov 2023, 22:47 |
მაგ ისტორიაზე, როგორც მახსოვს ასე იყო. არანაირი გვირაბის მონგრევა. გვირაბის გაბარიტი სწორი იყო. აი ლიანგადის ქვეშ ხრეში კი მეტი ეყარა, ვიდრე ნორმითაა. ამის გამო ლიანდაგი უფრო მაღლა იყო და შტადლერს პრობლემა ჰქონდა. ეს ხდებოდა ერთ პატარა გვირაბში წიფა-მოლითი გადასარბენზე. ამოაცალეს ზედმეტი ხრეში და მოგეხსენებათ უპრობლემოდ დადის შტადლერი მაგ გვირაბში. ეს კაცი კი შეიძლება ახლენზე ყვებოდა, მაგრამ ეგ იგივე დონის ზღაპარია, როგორც წიფის გვირაბზე არსებული ლეგენდა, თითქოს ორი მხრიდან როცა გაყავდათ და აცდნენო ერთმანეთსო, რის გამოც მშენებლობის ხელმძღვანელმა უცხოელმა თავი მოიკლაო. მერე კიდე აღმოჩნდაო რომ უბრალოდ ჯერ არ იყო მისული ერთმანეთამდეო ბოლომდე რაც არ უნდა ძველი საზომი ხელსაწყოები ჰქონოდათ მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს. ეგეთ მარტივ რაღაცას სანტიმეტრების სიზუსტით გი გაზომავდნენ. |
Posted by: adam* 19 Nov 2023, 03:40 | ||||
eleqtro
ნამდვილად მოანგიეს თუ არა არ ვიცი. წარმოდგენა ბევნაირად შეიძლება, შეიძლება სადღაც 2 სანტიმეტრი დააკლდა, აიღებ პნევმატურ ჩაქუჩს ან ჩვეულებრივ ჩაქუჩს, წაკრავ და წაატეხავ, დავუშვათ 20 სანტიმეტრი სიგრძეზე. ის კაცი კიდე ახალ გვირაბზე ჰყვებოდა, როგორც ნიკამ თქვა, გვირაბი თავიდან სწორი იყოო, მერე ხრეში დაყარეს, მერე ბეტონი გადაგესო მერე ისევ ღორღი ალბათ, ლიანდაგები, მერე ელექტრო ხაზები და ახლა ასაღებია ლიანდაგიო, ორი კილომეტრი მაინცო. რავი ის კაცი შეიძლება სულაც ტყუილებს ყვებოდა. ნიკა
მე როგორც გამიგია, კი გარდაიცვალა მაგრამ ბუნებრივი სიკვდილითო, სახლში ნახეს გარდაცვლილიო. |
Posted by: don gajetino 19 Nov 2023, 10:54 |
ნამდვილად მოანგრიეს ხარაგაულთან, ოღონდ ღია გვირაბივით იყო და ზევიდან წყლის გადასასვლელი ხიდი იყო მოწყობოლი გაგივირდებათ ქოცების ხელში რამე?! |
Posted by: eleqtro 20 Nov 2023, 11:46 | ||
don gajetino
არ გამიკვირდება. თუმცა 1. საკონტაქტო სადენის გაბარიტი ლიანდაგთან მიმართებაში მკაფიოდ რეგლამინტირებულია და მერყეობს გარკვეულ საზღვრებში. რაღაც მოსანგრევი რომ გამხდარიყო, ეგ ნიშნავს, რომ საკონტაქტო ხაზი ბევრად დაბლა იყო ვიდრე რეგლამენტითაა განსაზრვრული. 2. მოძრავი შემადგენლობის სიმაღლეს სართულიანობა კი არ განსაზღვრავს, არამედ მანძილი "ბორბლიდან პანტოგრაფის უმაღლეს წერტილამდე. ეს კი როგორც წინა უნქტში დავწერე სტანდარტიზებულია. შტადლერი როგორც ვიცით სპეციალურად რუსებისთვის იყო გამოშვებული და იქაური გაბარიტებში უნდა მოძრავა. გამოდის, რომ ან შტადლერს გაექცა სტანდარტები, ან ჩვენ მოსანგრევ გვირაბებში ვერ უნდა ემოძრავა ჩვენ მატარებლებსაც. რამე თუ მეშლება, ამიხსენით. |
Posted by: adam* 21 Nov 2023, 10:58 | ||
eleqtro
პანტოგრაფი ვიწროა, შტანდლერი განიერი, გვირაბი ჭერი კი კვერცხის ფორმის. ველაპარაკე მაგ საკითხში გარკვეულ ადამიანს, წიფის გვირაბიდან რომ გადიოდა, მანდ მოსახვევი ყოფილა გვირაბში და მანდ ედობოდა და მოანგრიესო. |
Posted by: eleqtro 22 Nov 2023, 15:25 | ||
adam*
ნუ ერთ ადგილში შესაძლებელია. ვლ10-ზე სულ რაღაც 12 სანტიმეტრით მაღალია შტადლერი. |
Posted by: ნიკა 23 Nov 2023, 21:27 |
eleqtro წიფის გვირაბს ეპატიება. ეგ და ე.წ. "ზვარის ხიდები" ხომ მე-19-ე საუკუნეში აშენდა. იდეაში ეს სამივე ნაგებობა თავიდანვე გათვალეს ორმხრივ მოძრაობაზე. სამწუხაროდ გვირაბის შემთხვევაში ის არ ჯდება თანამედროვე სტანდარტებში და მხოლოდ ერთი მიმართულების გატარება შეუძლია ერთდროულად. ანუ ლიანდაგები გვირაბში ერთმანეთთან დასაშვებზე ახლოსაა (სწორედ იმ მიზეზის გამო, რომ ჭერს არ მიედოს). თუმცა კარგად მახსოვს რომ კომუნისტების დროს სამგზავრო მატარებლები შემხვედრად გასულან გვირაბში. ეტყობა საბჭოთა სამგზავრო ვაგონები უფრო პატარა იყო. დეტალები არ ვიცი. ახალ (ქვიშხეთი-ზვარე) გვირაბში ცხადია მსგავსი პრობლემები არ იქნება. აშენებისთანავე გათვლილია ორმხრივ მძრაობაზე თანამედროვე გაბარიტით. |
Posted by: DEISEL 25 Nov 2023, 08:43 | ||
ნიკა
უშუალოდ ქვიშხეთი-ზვარეს მონაკვეთზე ორი ერთმანეთის პარალელური ერთლიანდაგიანი გვირაბია, ხოლო ზვარე-მოლითის მონაკვეთზე დანარჩენი გვირაბები კი როგორც აღნიშნე აშენებისთანავე გათვლილია ორმხრივ მძრაობაზე თანამედროვე გაბარიტით. |
Posted by: ნიკა 26 Nov 2023, 00:18 |
DEISEL უი ეგ არ ვიცოდი. ისე ლოგიკურია. მიშას დროს მანდ ცალლიანდაგიანი გვირაბი იგეგმებოდა და მერე მეორე მიახვრიტეს გვერდით. |
Posted by: DEISEL 27 Nov 2023, 17:07 | ||
ნიკა
ზუსტად ეგრეა. თავიდან ერთი ერთლიანდაგიანი გვირაბის გაყვანა დაიწყო. მეორე ერთლიანდაგიანი გვირაბი შემდეგ მიახვრიტეს გვერდით |
Posted by: მწვანე_კონცხი 20 Dec 2023, 21:49 |
https://maps.gov.ge/map/portal ორთოფოტო ზვარეს ხეობაშიც გაანახლეს |
Posted by: ნიკა 21 Dec 2023, 11:28 | ||
მწვანე_კონცხი
წლევანდელი ზაფხული უნდა იყოს. მაქსიმუმ ოქტომბრის შუა რიცხვებამდე. სიყვითლე არაა ჯერ ტყეებში. |
Posted by: eleqtro 21 Dec 2023, 13:16 | ||
ლიანდაგის დაგების პროცესიც ჩანს დასავლეთში. |
Posted by: ჩარლზ 21 Dec 2023, 19:18 |
თბილისი რუსთავს, მცხეთას და აეროპორტს შესაძლოა საქალაქო მატარებლით დაუკავშირდეს - რას გულისხმობს ღამბოლლ-ის რეკომენდაცია https://commersant.ge/news/infrastructure/tbilisi-rustavs-mtskhetas-da-aeroports-shesadzloa-saqalaqo-matareblit-daukavshirdes-ras-guliskhmobs-ramboll-is-rekomendatsia?fbclid=IwAR3HiNieQ5NyVipjiiIcONrclkobrfAqL4NUVFy6Y1Z3XRruRedme5W-JdQ თბილისი რუსთავს, მცხეთას და საერთაშორისო აეროპორტს შესაძლოა მაღალი სიხშირის საქალაქო მატარებლით დაუკავშირდეს - ამის შესახებ თბილისის სატრანსპორტო განვითარების გეგმიდან ხდება ცნობილი. დოკუმენტი ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოსთვის მოამზადა დანიურმა საკონსულტაციო კომპანია „რამბოლმა“, აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით. რეკომენდაციის მიხედვით, საქალაქთაშორისო სარკინიგზო მაგისტრალის განვითარება მომდევნო 10-წლიან პერიოდში განიხილება და მისი ბიუჯეტი 288.5 მილიონ დოლარამდეა. » სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ « |
Posted by: ნიკა 21 Dec 2023, 20:00 |
მცხეთა-რუსთავი რომ LRT-მ უნდა იაროს, ამაზე საუბარი ლამის ათწლეულებია უკვე მიდის ამ თემაში |
Posted by: something1 21 Dec 2023, 22:03 |
სად დევს მაგ Ramboll-ის რეკომენდაციების დოკუმენტი? |
Posted by: ნიკა 25 Dec 2023, 16:56 |
წიფის სადგურში მატარებელი გაიჭედა მგონი დიდთოვლობის გამო? |
Posted by: Kublicha 25 Dec 2023, 17:09 | ||
იმერული ხაჭაპურის ფასმა ბლუმბერგზე გადაასწრო ბარელი ნავთობისას? |
Posted by: eleqtro 25 Dec 2023, 17:42 | ||
ნიკა
ძაბვა არაა ქვესადგურიდანო. |
Posted by: ნიკა 25 Dec 2023, 23:06 | ||
eleqtro
ხო. თორემ მატარებლის გამჩერებელი თოვლი რომ ყოფილიყო, რიკოთზე ჯოჯოხეთი იქნებოდა საერთოდ. |
Posted by: eleqtro 26 Dec 2023, 15:18 | ||
ნიკა
კი ბატონი. მე ის მიკვირს, თბომავლები რატომ არ დაუბეს. |
Posted by: ika55775 26 Dec 2023, 17:53 | ||
მაგისტრალური საერთოდ არ ყავთ სამანევრო კიდე ან ზესტაფონიდან ან ხაშურიდან უნდა მისულიყო წიფაში არ ყავთ და არც საუღელტეხილო მონაკვეთზე რომელიმე სადგურში ან როგორ მივიდოდა? ,,სტრელკები" იყო დასაწმენდი |
Posted by: ჩარლზ 26 Dec 2023, 19:38 | ||
ნიკა
სუ მაგას ვიძახი მეც. ევროპაში ყველგან ლიანდაგია. რაც შეიძლება მეტი ლიანდაგი გვჭირდება. უბრალოდ ცოტა ახალი ვარ ამ თემაში, ბოლო დროს დავინტერესდი რკინიგზით, ტრანსპორტის თემებით, ურბანული დაგეგმარებებით და ეგეთებით. ცოტა რომ წავგუგლ-წამოვგუგლე, რამდენიმე ტერმინი შემხვდა და შეგიძლია ორი სიტყვით გამარკვიო რა სხვაობაა LRT-სა და მაგალითად Commuter rail -ს შორის? მსუბუქი და მძიმე მატარებლებია უბრალოდ? ლიანდაგის გაბარიტებშიც არის სხვაობები? |
Posted by: don gajetino 26 Dec 2023, 23:05 |
რა მატარებლის დანიშვნა მცხეთის სადგურს პატრონი აღარ ყავს, გაპარტახებული თბილისის ცენტრალის ბაქანიც რას გავს, დაორმოებულია და მატარებლიდან რო ჩამოდიხარ რამდენიმე ადგილას ბაქანი ჩანგრეულია ))) |
Posted by: Levani1310 26 Dec 2023, 23:20 | ||
ნიკა
LRT - არის უფრო მსუბუქი პატარა მატარაბელი, ტრამვაისაც ხანდახან მოიხსენებენ ამად. Commuter Rail - ისეთი სერვისის რომელიც განკუთვნილია ხალხის დილით სამსახურში მიყვანისთვის და საღამოს წამოყვანისთვის მე მიმაჩნია, რომ S-Bahn ის მსგავსმა მატარებლებმა უნდა იარონ, როგორც ეს ხდება გერმანიის სხვადასხვა ქალაქებში(მაგ. მიუნხენი). |
Posted by: ნიკა 26 Dec 2023, 23:27 | ||
ჩარლზ
ჩვენთან ეს მეორე უფრო ადვილად განხორციელებადია. არსებულ ლიანდაგებს გამოიყენებს. ტერმინები შეიძლება არასწორი იყო. იდეა გასაგებია. ამ ეტაპზე არსებული რკინიგზის ლიანდაგები უნდა გამოიყენოს. სადგურები უნდა მოდერნიზდეს (საჭიროების შემთხვევაში ახალი აშენდეს). * * * ჩვენთან ალბათ რაღაც ასეთი გამოდგება. ვიმეორებ "ალბათ". დეტალური კვლევებია საჭირო ცხადია https://en.wikipedia.org/wiki/S-Bahn |
Posted by: Kublicha 27 Dec 2023, 00:49 | ||
შუქნიშნებსაც ხო უნდა დენი. |
Posted by: eleqtro 27 Dec 2023, 09:58 | ||||
Kublicha
ავტონომიური წყარო აქვთ წესით. ika55775
მაგისტრატურის არ ქონა არაა გასაკვირი - ელექტრიფიკაციის კუთხით სრულად ვართ უზრუნველყოფილი. სამანევროები გაეშვათ ხაშურიდან ან ზესტაფონიდან. ჩემ ბავშვობაში მასე გვატარებდნენ ხოლმე ბნელ 90იანებში. ხალხის გაურკვევლობაში ჩატოვება მასეთ ამინდში ტეხავს. ისედაც ტეხავს |
Posted by: ika55775 27 Dec 2023, 11:06 | ||
[/quote] მაგისტრატურის არ ქონა არაა გასაკვირი - ელექტრიფიკაციის კუთხით სრულად ვართ უზრუნველყოფილი [/quote] მასეთი გაუთვალისწინებელი შემტხვევისთვის უნდა ყავდეთ 1 ან 2 ისე ყავდათ 2ТЭ10 ხაშურში, მაგრამ გააჯართეს
ისრები იყო გაწმენდილი მარშუტი რომ გამზადებულიყო? |
Posted by: eleqtro 27 Dec 2023, 13:00 | ||
ika55775
შტატი კი აქვთ გაბერილი და ასეთი შედარებით მცირე თოვლის შემთხვევაში თუ ისრებს ვერ წმენდენ, ვერ ყოფილა საქმე კარგად. |
Posted by: ika55775 27 Dec 2023, 13:06 | ||
შტატების გაბერვის არ ვიცი, ეგ შიდა სამზარეულოა და უცხოს მანდ ვინ ჩაახედებს აი საქმე რომ არაა კარგად ეგ კი გამოჩნდა ნათლად |
Posted by: არგუშა 27 Dec 2023, 13:09 |
საქართველოს რკინიგზა 184 მილიონ ლარად კომპანია Уральские локомотивы-ის მიერ წარმოებულ 10 ახალ ლოკომოტივს შეიძენს. აღნიშნული კომპანიის 50-50%-იანი დამფუძნებლები რუსული Sinara Holding-ი და გერმანული Siemens-ი იყვნენ, თუმცა უკრაინის ომიდან გამომდინარე, Siemens-მა რუსული ბაზარი დატოვა, შესაბამისად, ამჟამად კომპანიის მთავარი აქციონერი სწორედ Sinara Holding-ია, რომლის დამფუძნებელი და ყოფილი CEO რუსი მილიარდერი მიხაილ ხოდორკოვსკია. ტენდერში Уральские локомотивы-ის ლოკომოტივების დილერი იყო შპს “გეორგია”. საქართველოს რკინიგზამ 19 დეკემბერს გამართა სატენდერო კომისიის სხდომა, რომელზეც კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება ხელშეკრულება სწორედ “გეორგიასთან” გაფორმდეს და კომპანიამ Уральские локомотивы-ის მიერ წარმოებული ლოკომოტივები შეიძინოს. ახალი ლოკომოტივები ბაქო-თბილისი-ყარსის მაგისტრალურ რკინიგზაზე იმოძრავებენ. რაც შეეხება თავად კომპანია “გეორგიას”, კომპანია 1995 წელს არის რეგისტრირებული და მისი 100%-იანი წილის მფლობელია ბიზნესმენი გელა ძიძიკაშვილი. კომპანიამ საქართველოს რკინიგზის ტენდერში 2022 წელსაც გაიმარჯვა, მაშინ “გეორგიამ” რკინიგზას ელმავლების კაპიტალური რემონტის ₾14.3-მილიონიანი მომსახურება მიაწოდა. წყარო: https://bm.ge/news/saqartvelos-rkinigza-gel184-milionad-akhal-elmavlebs-rusuli-uralskie-lokomotivy-isgan-sheidzens |
Posted by: ჩარლზ 29 Dec 2023, 20:59 |
Levani1310 ნიკა ლიანდაგის ზომები/გაბარიტებიც განსხვავებულია? ანუ, LRT-ს და Commuter Rail-ს საერთო ინფრასტრუქტურა ჭირდება ძირითადად თუ ცალ-ცალკეა ყველაფერი გასაკეთებელი? |
Posted by: Levani1310 29 Dec 2023, 21:20 | ||
გააჩნია LRT-ისთვის შეიძლება გამოიყენონ არსებული ინფრასტრუქტურა ან კიდევ შექმნან ახალი ან ჰიბრიდი, Commuter Rail-ი იყენებს ჩვეულებრივი რკინიგზის სტანდარტებს და LRT-ისთვის თუ აშენებენ მაგალითად ხიდს ეს ხიდი შეიძლება იყოს გათვლილი LRT-ის მატარებლებზე, ანუ უფრო მსუბუქ მატარებლებზე. ასევე რადგდან LRT მატარებლებს უფრო მაღალი სიხშირის სერვისებისთვის იყენებენ, სჭირდება უფრო მეტროს ნაირი სიგნალები, რომლებიც რკინიგზის სიგნალებთან შეიძლება არ იყონ შესაბამისი. ასევე სადგურები და სადგურების პლატფორმების სიმაღლე და სხვა გაბარიტები შეიძლება განსხვავდებოდეს. ნუ ზუსტი განმარტება არ არის ეს ტერმინები, ხან როგორია და ხან როგორი. |
Posted by: ჩარლზ 30 Dec 2023, 08:23 |
Levani1310 გასაგებია. მადლობა ნიკა მადლობა ნეტა მოვესწრო იმ დროს, როცა მთელი ქვეყანა თანამედროვე კომფორტული სარკინიგზო ხაზებით იქნება დაქსელილი და რეგიონებთან კავშირი ოკრიბას სამარცხვინო აქოთებული მონჯღრეული მარშუტკების ამარა აღარ იქნება დარჩენილი. |
Posted by: SabaGEO 14 Jan 2024, 12:39 |
https://www.radiotavisupleba.ge/a/%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%93%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%95%E1%83%90-%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%A8%E1%83%99%E1%83%90-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%93%E1%83%92%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%93%E1%83%90%E1%83%9C/32772111.html ისეთი პირი უჩანს რომ არ უწერია აღდგენა კუკუშკას... 100 წელზე მეტხანს იარსება და ახლა გაუქმდა. |
Posted by: ika55775 18 Jan 2024, 14:14 | ||
ერთი და მთავარი პრობლემაა ლიანდაგის გაუმართაობა, დამპალი შპალების სახით. გამოსავალია რკინაბეტონის შპალები, რომლებიც დიდი ხანია არსებობს და საკმაოდ ახანგრძლივებს რკინიგზის სიცოცხლეს. სურვილის და რეაბილიტაციის ნების შემთხვევაში არაა რთული მოსაძიებელი ეგ რკინაბეტონის შპალები ТУ 5864-180-01124-323-2004 ესენია კუკუშკას მხსნელები |
Posted by: levan_ts 4 Feb 2024, 00:36 |
რამე სიახლე ხომ არ არის ქვიშხეთი-ზვარეს გვირაბზე და ბეჟანთუბნის მონაკვეთზე? |
Posted by: something1 4 Feb 2024, 02:44 | ||
თუ რამე საამაყო მემკვიდრეობა შემორჩა ამ ქვეყანას, ყველაფერი გაუქმდა. ტრამვაიდან დაწყებული აგერ კუკუშკით დამთავრებული. უფუნქციო, უვარგისი საზოგადოება ვართ ამდენის ნებას რომ ვაძლევთ მთავრობებს. |
Posted by: Beydar 4 Feb 2024, 04:26 |
თუ არ აქვს გამოყენება მაგ კუკუშკას, რა საჭიროა? ჰაერი უნდა ზიდოს? მე არ ვარ თანახმა ჩემი გადასახადების წილი მაგის შენახვაზე წავიდეს. ისტორია კი მუზეუმში უნდა იყოს დაცული. თემატური მუზეუმები კი არ გვაქვს. როგორც იტყვიან ხოლმე, ბეზ კულტურ ნეტ მულტურ. აშკარად გვეტყობა უკულტურობა მაგ და ბევრ სხვა მიმართულებით |
Posted by: eleqtro 4 Feb 2024, 06:40 | ||
Beydar
რას ქვია გამოყენება არ აქვს? დადის და ხალხი არ სარგებლობს? |
Posted by: TiredMan 4 Feb 2024, 12:36 | ||
eleqtro
შეეშვი, კალოშას ტროლია. სულ პროვოცირებს. რამდენიმე სხვა ნიკით დაბანილია და ამას რატომღაც მოდერაცია ყურადღებას არ აქცევს. ხომ იცი, წერის მანერა რომ თითის ანაბეჭდივით უნიკალურია.. |
Posted by: wrangler7 4 Feb 2024, 13:08 |
ოზურგეთი-თბილისს მოვყვები ეხლა და იმენააა ყინავს :დ |
Posted by: ნიკა 5 Feb 2024, 01:25 | ||
levan_ts
ფაქტია 1 თვიანი დაგვიანებაა მინიმუმ (წინა წელს უნდა გახსნილიყო). თუმცა მანამდე როგორც მახსოვს 2014-ში უნდა გახსნილიყო პირვანდელი პროექტით. ასე რომ ეს 1 თვე აქ რა მოსატანია |
Posted by: Fabian 5 Feb 2024, 16:05 | ||
TiredMan
მოდერაცია ყოველთვის თავის სიმაღლეზეა! |
Posted by: BceOK 6 Feb 2024, 02:35 |
შემოვლითი რკინიგზის პროექტმა ჩაყვინთა? |
Posted by: eleqtro 6 Feb 2024, 12:16 | ||
BceOK
მაგ გზით მანქანები შემოუვლიან თბილისს მომავალში |
Posted by: TiredMan 6 Feb 2024, 20:45 | ||
eleqtro
ალბათ კიდევ ვნახავთ დიდუბის სადგურში ფოიერვერკებს.... თუ გახსოვთ, სამხედრო ეშელონის ვაგონებმა რომ ბუთქეს. ვაშლიჯვრიდან ვუყურებდი ლაივში. |
Posted by: ნიკა 7 Feb 2024, 00:11 |
,,საქართველოს რკინიგზა" გვამცნობს, რომ - დასავლეთ საქართველოში არსებული უამინდობის გამო (მოლითში ჩამოწვა მეწყერი), ხვალ 7 თებერვალს, უქმდება შემდეგი რეისები: თბილისი-ბათუმი (802), თბილისი-ზუგდიდი (870), თბილისი-ოზურგეთი-ქუთაისი (12/18), ბათუმი-თბილისი (803), ოზურგეთი-ქუთაისი-თბილისი (11/17), ფოთი-თბილისი (873), ხაშური-ზესტაფონი (6446) ზესტაფონი-ხაშური (6417). გაუქმებული რეისების ბილეთების საფასური მგზავრებს სრულად აუნაზღაურდებათ. |
Posted by: eleqtro 7 Feb 2024, 10:43 | ||
TiredMan
ეჰ, მე რო მეკითხებოდნენ ქალაქშიც დავტოვებდი და შემოვატარებდი კიდეც. |
Posted by: Kublicha 7 Feb 2024, 10:46 | ||
TiredMan
როდის, რანაირად, რა მოხდა? |
Posted by: SAROKAWA 7 Feb 2024, 11:15 | ||
წმინდა ტურისტული დატვირთვის გარდა, პრაქტიკული გამოყენებაც ჰქონდა მაგ კუკუშკას, პროსტა თანხები ვერ მოიძIეს ისე მთავრობაში და ტურიზმის დეპარტამენტში რომ ჭკუა ჰქონდეთ, ამდენი წლის განმავლობაში მთელ ხეობას ტურისტულ სანახაობად გადააქცევდნენ მარტო მაგ რკინიგზას კიარა, შიგ ბორჯომის პარკშიც გავაკეთებდი მაგნაირ რკინიგზას (ცოტა ექსტრემალურსაც) და საერთოდაც პარკის ინფრასტრუქტურას უმაღლეს დონეზე მოვაწყობდი თავისი გასართობ კარუსელებ ატრაქციონებით ზიპლაინებით ასევე ლიკანის სასახლეს აღვადგენდი, მუზეუმს გავაკეთებდი, ათას სისულელეს მოვიგონებდი რომ მეტი ტურისტი მომეზიდა ესენი კიდე რავიცი ძმაო |
Posted by: ნიკა 7 Feb 2024, 13:45 | ||
სადღაც აქ ჩამოინგრა ალბათ * * * ადგილიდან მოწოდებული გადაუმოწმებელი ინფორმაციით მეორე მეწყერიც ჩამოწვა. |
Posted by: DEISEL 7 Feb 2024, 20:52 | ||
ამ ორი ფერდიდან ერთერთია, ან ორივე ერთად |
Posted by: vatman 7 Feb 2024, 21:31 | ||
Kublicha
https://kvirispalitra.ge/article/83519-2-oqtombers-afethqebis-talgham-thbilisi-sheazanzara/ https://dspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/8184/1/SakartvelosRespublika_1991_N192.pdf |
Posted by: ika55775 9 Feb 2024, 09:56 | ||
ვიწროა გაბარიტების მიხედვით. განსაკუტრებით მიწაყლილები სადააცაა 2 ზოლიანი ძლივს გაივლის |
Posted by: Beka_g 9 Feb 2024, 11:10 |
ika55775 გაფართოებენ. აბა ასე კი არ დატოვებდნენ. უბრალოდ არსებული ინფრასტრუქტურა რაც არის ( ხიდები და გვირაბები) გადააკეთებენ და ახალს დაამატებენ |
Posted by: ika55775 9 Feb 2024, 12:53 | ||
გინახია რამხელა მიწაყლილებია? თან გარემოზე უარყოფითი ზემოქმედება 1 ავარიის შემთხვევაშიც კი თბილისის ზღვისთვის კატასროფა იქნება. თავის დროზე თბილისის შემოვლითი გზა უფო შორს მოატარეს და სწორეც ქნეს. იმ გზას გაუკეთონ რეკონსტრუქცია თუ აქვთ ამის ფინანსები |
Posted by: eleqtro 10 Feb 2024, 09:23 | ||
ika55775
საკმაოდ დიდი სიმაღლეთა სხვაობებია არსებულ შემოვლითზე და მაგიტომ გადაწყვიტეს რკინიგზის გვირაბების გამოყენება IMHO |
Posted by: ნიკა 10 Feb 2024, 16:04 |
ika55775 იმ წაშლილ ვიდეორენდერში მასე გაიყვანეს გზა. რეალურად რას აპირებენ უცნობია. |
Posted by: იბერი. 12 Feb 2024, 15:23 |
უნდა გაუქმდეს აზერბაიჯანში სარკინიგზო გზა მარნეულიდან და უნდა არსებობდეს ერთადერთი გზა კახეთიდან - ჰერეთის მიმართულებით. ამით ნელ-ნელა აღდგება კავშირი ჰერებს შორის. პ.ს ალიევი ამას არ დაუშვებს ხო? არ დაუშვებს და არ გავატაროთ აზერული ნავთობი |
Posted by: პაწა 26 Feb 2024, 13:09 |
900 მმ ბომბარდიერის ვაგონი. 4.5 მილიონი ევრო. 18 მილიონი - 4 შემადგენლობა. სადღაც 50 მილიონზე ცოტა მეტი. მარტო რკინიგზის მოდერნიზაციას რამდენი უნდა? |
Posted by: eleqtro 26 Feb 2024, 15:26 | ||
პაწა
რისთვის მოდერნიზაცია? |
Posted by: პაწა 26 Feb 2024, 18:13 | ||||
ბორჯომი - ბაკურიანის. ხომ დავწერე 900მმ-იანი ვაგონია, ლინცის რკინიგზაზე რაც მოძრაობს. |
Posted by: eleqtro 26 Feb 2024, 18:27 | ||
პაწა
50იც მოდერნიზაციას დასჭირდება. არ ეყოფათ და კიდევ დაიმატებენ სესხს. პრივატიზების გარდა საშველი არ აქვს მაგ საქმეს. |
Posted by: პაწა 26 Feb 2024, 22:03 |
რა პრივატიზაციის?! 100 მილიონს ჩადებს ვინმე მაგაში და ამოიღებს ოდესმე? ზღაპარია |
Posted by: vatman 26 Feb 2024, 22:53 | ||
პაწა
მანდ მხოლოდ რკინიგზის უნიკალურობაში არ არის საქმე. ელმავლები რაც დადის სპეციალურად ბორჯომი-ბაკურიანისთვის შეუკვეთეს, და ესეც მნიშვნელოვანია. ამ ელმავლის გარეშე ისტორიის ნაწილი უკვე იაკრგება. თუ არ ვცდები ვაგონიც სპეციალურად ამ ხაზისთვის დაამზადეს, რაღაც ქვემოდელია. ეგ რკინიგზა, სჯობია რამე უწყებას გადაეცეს ან სსიპ შექმნან, კანტორას რომელიც თავის სათაო ოფისში ტუალეტები ვერ გაურემონტებია, რა უნდა მოთხოვო. მგონია რო ბორჯომის მუნიციპალიტეტიც კი უკეთესი ვარიანტია ვიდრე შპს "საქართველოს რკინიგზა" |
Posted by: ika55775 27 Feb 2024, 10:13 | ||||||
++++++++++++++++++++++++++
მართალია
ესეც მართალია |
Posted by: Kublicha 27 Feb 2024, 10:33 | ||
vatman
ბორჯომის მუნიციპალიტეტს ლამპიონი ვერ დაუდგამს ქალაქში, რკინიგზის მომვლელია? |
Posted by: ika55775 27 Feb 2024, 10:43 | ||
მაშინ არ ყოფილა საშველი |
Posted by: eleqtro 27 Feb 2024, 10:49 |
სახელმწიფოს "ბალანსზე" მყოფი ერთი ეფექტური შპს დამისახელეთ. |
Posted by: ika55775 27 Feb 2024, 11:38 | ||
ჩვენს ქვეყანაში არა მგონია მოიძებნოს |
Posted by: zura770077 27 Feb 2024, 11:55 | ||
ვერც იქნება. ნებისმიერი წვრილმანი საქმის შესასრულებლად ჯერ ტენდერს აცხადებენ, მერე გამარჯვებულს ავლენენ, შემდეგ ხელშეკრულებას აფორმებენ. კონტრაქტორსაც ხომ დრო უნდა ავანსის ჩარიცხვიდან: ჯერ დამზადების ვადა აქვს ხელშეკრულებით, შემდეგ შესრულების ვადა და ა.შ.. დანომვრა რომ იყო ქუჩების, ბოლოს, ჩვენი ქუჩის დასარულში(ჩიხია) ვცხოვრობთ რამდენიმე ოჯახი. ჩვენს სახლებამდე ცარიელი ადგილია 100 -150 მეტრი, ძირითადი ქუჩიდან(ხევია ერთი მხრიდან, მეორე მხარეს მთა) და ვიღაც რომ გვეძებდა(ფოსტა, სასწრაფო, გამოძახებული ტაქსი), უკან ბრუნდებოდნენ ჩვენამდე არ მოდიოდნენ, რადგან იქ თუ სახლები იყო ვერ წარმოედგინათ. ამ ქუჩების დანომვრის დროს მივედი გამგეობაში და მოვთხოვე დაეყენებინათ ისრიანი ფირნიში ძირითად ქუჩაზე, ჩვენი სახლების ნომრების მითითებით. იქედან მერიაში გამიშვეს. იქ მერიში -- დამატებითი ტენდერი დასჭირდება ამასო და ა.შ.. 2 წელი დასჭირდა ამ ფირნიშის დამზადებას. |
Posted by: GEORGEXIII 27 Feb 2024, 12:19 |
ბორჯომის კუკუშკაზე რა იმის თუ სამუდამოდ გააჩერეს ეგეც? |
Posted by: eleqtro 27 Feb 2024, 12:35 | ||
ika55775
დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ არ არსებობს და თ რაიმე მოიძებნა, რომელიც მოგებაზე გადის, ეს კომპანია კერძო რომ ყოფილიყო და იგივე პრივილეგიები ჰქონოდა, გაცილებით მეტს "დაწერდა". zura770077 მხოლოდ ბიუროკრატიაში არაა პრობლემა. თუმცა ეგეცაა. არ აქვს სახელმიფო მოხელეს პირადი ინტერესი, რომ უფრო უკეთ იმუშაოს. ამიტომ სახელმწიფოს ერთადერთი მოვალეობა უნდა იყოს, რომ სხვას ხელი უბრალოდ არ შეუშალოს. რკინიგზაც მინიმუმ ინფრასტურქტურად და სამგზავრო/სატვირთო გადზიდვებად დაიყოს. ინფრასტრუქტურა როგორც სტრატეგიული მნიშვნელობის ობიეტი დარჩეს სახელმწიფო საკუთრებაში, ხოლო დანარჩენი გადაეცეს კერძო სუბიექტებს. |
Posted by: პაწა 27 Feb 2024, 13:08 | ||||
დაკლიკე, დასვი კითხვა და ეგრევე ჩაკეცე? ამავე გვერდზე მაინც არ იყოს 80% მაგ თემაზე საუბარი * * *
ლინცის 900-იან ხაზის ძველ შემადგენლობებზეც არანაკლებ შესტკივათ გული. ძველიც უნიკალურია და ახალი ბომბარდიერის ვაგონებიც სპეციალურად მათთვის შექმნილი. ამიტომ, 4 ახალი შეუკვეთეს და ძველიც გაარემონტეს, თან, არამხოლოდ ვიზუალურად. შეცვალეს სამუხრუჭე სისტემა, გადაიყვანეს მაგნიტურზე, ლიანდაგი დაავიწროვეს 1000-დან 900-ზე, დააგრძელეს ცოტა ქალაქის ცენტრამდე და მოძრაობს 15 წუთში ერთხელ. ბევრად პატარაა, მაგრამ, აქ არავინ ითხოვს თუნდაც 2 საათიან ინტერვალს. იყოს დღეში 3-4 კი არა და 1 -ით დაიწყონ |
Posted by: ioane.mtacmindeli 27 Feb 2024, 16:28 |
ჩემო მეგობრებო! ვინაიდან ბაკურიანის საკურორტო ზონა ესე სწრაფად ვითარდება! ხომ არ მოვიდა დრო საქართველოს რკინიგზამ იფიქროს სტანდარტული რკინიგზის მიყვანა ბაკურიამდე? |
Posted by: ნიკა 27 Feb 2024, 16:55 | ||
ioane.mtacmindeli
|
Posted by: eleqtro 27 Feb 2024, 18:03 | ||
ioane.mtacmindeli
ჯერ წნორამდე აღადგინონ! |
Posted by: პაწა 28 Feb 2024, 10:39 | ||
ბორჯომის მატარებელი აუხვევს? |
Posted by: ika55775 28 Feb 2024, 11:10 | ||||
არის სარკინიგზო ტრანსპორტზე მაგ მინართულებაზე მოთხოვნა? გურჯაანის და თელავის მიმართულებაც უფუნქციოდაა ძირითადად * * *
მაგორიცხულია ქანობი რადიუსები ან რა საჭიროა როდესაც ,,კუკუშკა" არსებობს ახლის გაყვანას არსებულის რეაბილიტაცია რეანიმაცია რომ მოხდეს უკეთესი იქნება |
Posted by: eleqtro 28 Feb 2024, 11:44 | ||
ika55775
საქართველოში მატარებელი სადაც არ უნდა გაუშვან, ყველგან იქნება მოთხოვნა. გურჯაანამდე არის ხაზი ასე თუ ისე ნორმალურ მდგომარეობაში, ნუ წნორთან შედარებით, თორე ისე გაპარტახებულია. |
Posted by: ika55775 28 Feb 2024, 12:38 | ||
მაგ მიმართულებით არა მგონია საავტომობილო ტრანსპორტს გაუწიოს კონკურენცია. თელავი, ახმეტა გომბორზე დადის და ავტობანიც ხომ შენდება გურჯაანამდე რომ ხაზია და თელავამდე მანდ სამგზავრო მატარებლის გაშვება შეიძლება საერთოდ? თბილისიდან პკ 89 კილომეტრამდე კი მხოლოდ სატვირთო დადის 89 კილომეტრის მერე დედოფლისყაროს მიმართულებით მანდაც ლიანდაგის მდგომარეობის გამო სიჩქარე მინიმალურია რაც პირველი მტერია სამგზავრო მატარებლისთვის დამეთანხმები ასე რომ რავიცი ვატმანის თქმის არ იყოს ,,რა უნდა მოსთხოვო რკინიგზას, რომელსაც საკუთარი სათაო ოფისი ვერ გაურემონტებია" |
Posted by: vatman 29 Feb 2024, 00:06 | ||
eleqtro არსებული მაშრუტით სამგზავრო რკინიგზა მანდ ეფექტური არ იქნება. რამე ტურისტულ მატარებელს თუ გაუშვებ თელავამდე კიდევ ხო Kublicha
რას ერჩი ბორჯომის მუნიციპალიტეტს? სხვა მუნიციპალიტეტებთან შედარებით ჩემი აზრით სჯობს. საზოგადოებრივი ტრანსპორტი თითქმის ყველა სოფელში მიდის. სოციალური პროგრამებიც აქვთ ბიუჯეტში. დუშეთის მერიასთან რო ვადარებ ტირილი მინდა ხოლმე |
Posted by: eleqtro 29 Feb 2024, 12:28 | ||||
ika55775
მე მაგალითად ისევ მანქანით ვივლი ალბათ (ჩემი დანიშნულების წერტილი კაჭრეთია). თუმცა ჩემი სოფლიდან ძალიან ბევრი ადამიანი ყოველდღე ან კვირაში 2ჯერ მაინც მარშუტკით დადის თბილისში. რკინიგზა ცალსახად ძალიან, ძალიან, ძალიან მოთხოვნადი იქნება თუ ნორმალური მატარებლები ნორმალური გრაფიკით ივლიან. დღის განმავლობაში 2 საათში 1 მაინც რო მოძრაობდეს. vatman
მარტო თელავი ხომ არაა?! თუმცა თელავისთვისაც კი კარგი იქნება. ნუ დედოფლისწყარო და გურჯაანი ნამდვილად ამოისუნთქებს. |
Posted by: vatman 29 Feb 2024, 13:04 | ||
eleqtro
ავტოტრანსპორტით ძალიან სწრაფად ჩამოდიხარ კახეთიდან, ვიდრე მატარებელი ყოფილიყო. კახეთის პრობლემა არის საერთოდ ნორმალური ტრანსპორტი. ავტობუსზეც კი არ რის ლაპარაკი. მიკროავტობუსიც ბევრ დასახლებულ პუნქტში არ მიდის. მინივენები და ტაქსების წილი ძალიან დიდია |
Posted by: eleqtro 1 Mar 2024, 11:57 | ||
vatman
ჩამოსვლა და მერე კიდე + ქალაქში გადაადგილება? მე მაგალითად იქ რო ვცხოვრობდე და თბილისში ვმუშაობდე, მატარებლით ვივლიდი. |
Posted by: NVIDIA MAN 1 Mar 2024, 12:20 |
მეგობრებო, ის მოდერნიზაციის პროექტი რაც რკინიგზაზე მიდის, როცა დასრულდება რა ეკონომიას მოგვცემს დროის ამბავში? თბილისი - ბათუმის შემთხვევაში პირობითად. |
Posted by: eleqtro 1 Mar 2024, 16:12 | ||
NVIDIA MAN
თავიდან არაფერს ალბათ. მერე სადღაც 30 წუთს ჩემი აზრით. |
Posted by: მწვანე_კონცხი 10 Mar 2024, 19:42 |
გიდებთ ფოტოებს, თემაში ისედაც ახალი არაფერია. იმედია მალე დაასრულებენ მშენებლობას |
Posted by: ioane.mtacmindeli 10 Mar 2024, 23:47 | ||
სიჩქარე და გამტარუნარიანობა გაიზრდება! მინიმუმ 2სთ-3სთ შემცირდება მგზავრობის ხანძლივობა! |
Posted by: ნიკა 11 Mar 2024, 20:35 | ||
ioane.mtacmindeli
მატარებლების განრიგის მიხედვით ხაშური-ზესტაფონის დაფარვას ამჟამად 2 საათსა და 3 წუთს ანდომებს თბილისი-ოზურგეთი სამგზავრო მატარებელი. ასე რომ რეალობა ცოტა სხვაა. მაქსიმუმ 1 საათით შემცირდეს. ისიც მეეჭვება. 30-40 წუთია რეალისტური პროგნოზი. |
Posted by: Fabian 11 Mar 2024, 20:55 | ||
eleqtro
ულამაზესი სარკინიგზო სადგური აქვს ამ სოფელს |
Posted by: მწვანე_კონცხი 17 Mar 2024, 18:59 |
მარელისი-წიფის მონაკვეთზე მოძრაობა მთლიანად გადართულია მარცხენა ლიანდაგზე, უკვე აერთებენ ახალ რკინიგზასთან. |
Posted by: levan_ts 17 Mar 2024, 19:34 | ||
ახალი გვირაბი ხსენება ვითომ? გვეღირსა ქვიშხეთი - ზვარე და ბეჟანთუბნის მონაკვეთები? |
Posted by: ნიკა 20 Mar 2024, 00:33 | ||
მწვანე_კონცხი
ვაა. საინტერესოა |
Posted by: wrangler7 20 Mar 2024, 11:57 |
https://www.interpressnews.ge/ka/article/792005-ozurgetidan-tbilisis-mimartulebit-mozravi-matarebeli-sopel-natanebtan-liandagidan-gadavida კიდევ კაი არავინ დაშავდა |
Posted by: eleqtro 20 Mar 2024, 12:21 |
wrangler7 სამაგიეროდ საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვები იზრდება. ჩვენი საკუთრება - ჩვენი რკინიგზა ორიენტირებულია პირობითად ყაზახეთიდან ბელგიაში ტვირთის გადაზიდვაზე და არა ჩვენ უსაფრთხოებასა და კომფორტზე. |
Posted by: DidYouSeenMyMouse 20 Mar 2024, 21:29 | ||||
eleqtro
ეგრეც უნდა იყოს. სხვანაირად წარმოგიდგენია? ეგ სხვანაირი საბჭოთა კავშირი იყო და რაღაც დარბოდით დასანგრევად?
გადაიხადე იმდენივე ბილეთში, რასაც უსაფრთხოების და კომფორტის მქონე ევროპელები იხდიან და გექნება უსაფრთხოება და კომფორტი, თუმცა იქაც შეიძლება მატარებელი რელსებიდან გადავიდეს და რომელიმე პირობით ბურჯს შეეჯახოს და უსაფრთხოებასა და კომფორტში მჯდომი მგზავრების პირველი რამდენიმე ვაგონი ფარშად გადააქციოს. ესპანელებს და გემრნალებს მოკითხეთ როგორ უნდა |
Posted by: eleqtro 20 Mar 2024, 22:17 | ||||
DidYouSeenMyMouse
კი წარმომიდგენია. თქვენ ალბათ ვერ ამჩნევთ, მაგრამ ზუსტად საბჭოთა კავშირია დღეს რკინიგზაში. .
იტალიიდან შვეიცარიაში მიმგზავრია იმაზე იაფად ვიდრე თბილისიდან ფოთში ჩასვლა ჯდება მე2 კლასით. |
Posted by: TiredMan 21 Mar 2024, 10:18 | ||
DidYouSeenMyMouse
ლუქსემბურგი-ბრიუსელი 21 ევრო ღირს და რომელ მატარებელს გინდა, იმას გაჰყვები ბილეთში მითითებულ თარიღში მთელი დღის განმავლობაში. 20 ლარად საქართველოს რკინიგზა ბათუმში წამიყვანს მსგავსად? პ.ს. შენც მერიიდან ხარ თუ რომელიმე სხვა ტროლების ფაბრიკას წაემოადგენ? |
Posted by: levan_ts 22 Mar 2024, 01:39 |
ადრე ყოფილა ჯერ კიდევ: https://bm.ge/news/rodis-dachqardeba-sarkinigzo-modzraoba-ugheltekhilis-khazis-mshenebloba-tsels-unda-dasruldes |
Posted by: eleqtro 22 Mar 2024, 09:58 |
levan_ts კი არ ვარ რკინიგზის მენეჯმენტზე კაი აზრის, მაგრამ მთლად ბმ.გე-ს სტატიის ნდობაც არ შეიძლება. |
Posted by: Kublicha 24 Mar 2024, 14:50 | ||
eleqtro
აუ სად იყიდე, მეც მჭირდება ეგ მარშრუტი. rom2rioზე? ხო არ იცი sbb -ს აბონიმენტში შედის მილანი-ლუგანოს მატარებელიც? (ცხადია sbb-სი და არა იტალიური კომპანიის) chatgpt მეუბნება არ შედისო, მაგრამ იგივე კომპანიაა და რატომ არ უნდა შედიოდეს ვერ ვხვდები. |
Posted by: eleqtro 24 Mar 2024, 23:01 | ||
Kublicha
პირდაპირ მივედი სადგურში და ტერმინალზე ვიყიდე. 4 ევრო დაჯდა ბილეთი ცალ მხარეს. შვეიცარიაში 1 ნაყინი უფრო ძვირი დამიჯდა ვიდრე ორმხრივი ბილეთი შემადგენლობის 1 ნაწილი იტალიური იყო, მეორე შვეცარიული. |
Posted by: DidYouSeenMyMouse 24 Mar 2024, 23:26 | ||||||||
eleqtro
ვა რა საინტერესოა, რაღაც ეხლა ვერ იმგზავრებ მასე https://old.tkt.ge/railway/tbilisi/poti?leave-date=29.03.2024&passenger-count=1&child-count=0 https://shop.italiarail.com/results?departureStationId=830001700&arrivalStationId=850003000&departureDate=2024-03-29&adults=1&children=0¤cy=USD&roundTrip=one_way&selectedFilters=1 TiredMan TiredMan
ჯერ ერთი 25.50 ღირს გადათვალე აბა ლუქსემბურგი-ბრიუსელის მგზავრთბრუნვა ბათუმი-თბილისის მგზავრთბრუნვას. მხოლოდ ლუქსემბურგის რკინიგზამ 28.7 მილიონ მგზავრს მოემსახურა, მაშინ როცა იმავე 2023 წელს საქართველოს რკინიგზამ 2.2 მილიონი მგზავრი გადაიყვანა. რაც უფრო ნაკლებია ტირაჟი მით მეტია ღირებულება, და პირიქით. მოთხოვნა-მიწოდების კანონი ხომ იცი? მეორე:
20 ლარად რატომ უნდა წაგიყვანოს თუ ლუქსემბრუგში 25 ევროდ მიყავთ? ცვეთა სხვანაირი აქვს, დენს სხვა ფასი აქვს თუ რატომ არის 4 ჯერ ნაკლები საქართველოში?
როგორ გეკადრება, მე რკინიგზის ტროლებიდან ვარ |
Posted by: levan_ts 25 Mar 2024, 02:38 |
აქ პრობლემაა სულ 4 მატარებელი დადის დღის განმავლობაში თბილისიდან ქუთაისში, ზესტაფონში, ხაშურში ან გორში თუ გინდა ჩასვლა. ერთი ბაქანი რომ ვერ აამაღლეს შტადლერი მაინც რომ გაჩერდეს ძირითად სადგურებზე. ისევ იმ საშინელ საქალაქთაშორისო "მარშუტკებზე" რომ გვიწევს არჩევნის გაკეთება. |
Posted by: eleqtro 25 Mar 2024, 06:45 |
DidYouSeenMyMouse რაზე მეკამათები? იმაზე რომ მატარებელი ლიანდაგიდან უნდა ამოხტეს და ეგ ნორმალურია იმ ფასად რასაც ვიხდი? ამის მიზეზი კი ის არის არის, რომ მე საბჭოთა კავშირი დავანგრიე? |
Posted by: TiredMan 25 Mar 2024, 11:43 | ||||||
DidYouSeenMyMouse
მე ბილეთს ვყიდულობ ადგილზე და შენ თბილისში ინტერნეტით იგებ ფასს და მისწორებ?
ევროები ნუ გადაგყავს ლარებში და პირიქით - იქ ხელფასი ევროშია და ევროში იხდიან. სხვათაშოირის მინიმალური ხელფასი 2400 ევროა. 2400 ლარი ხელფასის მქონე საქართველოში რატომ არ გადაიხდის 21 ლარს? მითუმეტეს თუ ნებისმიერ მატარებელს წაჰყვება?
ნორმალური სერვისი და სწრაფი გადაადგილება რომ იყოს, არავის უხარია 370 კმ-ის გავლა მანქანით. დღეში 1 ან 2 მატარებელი ამინდს ვერ ჰქმნის. აბა ჩადიოდეს 3 საათში და ყოველ საათში ან საათნახევარში მაინც ერთი გადიოდეს, ნახე აბა რა მგზავრთბრუნვა ექნება. მაგრამ მერე მიკროავტობუსები კლიენტებს დაკარგავენ და მათმა "კრიშებმა" რა ჰქნან. |
Posted by: levan_ts 25 Mar 2024, 18:38 | ||||||||
ზუსტად ამიტომ დავწერე გრაფიკი, დილის 8 საათზე თუ გახვალ მარტო ან საღამოს 5 საათზე და თან ყოველ წელიწადს მგზავრობის დრო იზრდება კი არ მცირდება, ეტყობა, რკინიგზის შეკეთებით არ იწუხებენ დიდად თავს. რომ შეღობონ და ავტომობილების და ხალხის გადასასვლელი ხიდები გააკეთონ, სიჩქარეც მოემატება და არც მანქანას დაეჯახება და არც საქონელს. რაც ავტობანის ახალი მონაკვეთები გაიხსნა შეუდარებლად დიდი დრო ჭირდება მატარებელს უკვე, თორემ არავის ეხალისება დანგრეული საქალაქთაშორისო "მარშუტკით" მგზავრობა. იყოს მართლა მთელი დღის ბილეთი, საათში თუ არა 2 საათში მაინც ერთი მატარებელი და შედარებით სწრაფი გადაადგილება, 13 წელიწადია რომ ვერ გახსნეს ქვიშხეთი-ზვარეს მონაკვეთი და სადგურები 1980 წლის მერე არ დალაგებულა და დახვეტილა, შეკეთებაზე არაფერს ვამბობ და ბაქნის ამაღლებაზე. ძველ სამგზავრო მატარებლებს კიბე ქონდათ, ახლებს და ჩქარებს შედარებით ამაღლებული ბაქანი ჭირდება და რა გახდა 4 სადგურში ბაქნის ამაღლება შტადლერი იქაც რომ გაჩერდეს. ამ ზაფხულს აქცია იყო ბელგიაში და ორი კაცის ბილეთს ყიდულობდი ერთის ფასად, 4 ევრო ჯდებოდა ბრიუსელიდან ანტვერპენში მზავრობა კაცზე. შიდა რეისებზეა საუბარი და არა საერთაშორისოებზე. |
Posted by: vatman 25 Mar 2024, 20:06 | ||
TiredMan
3 საათში არ ვთხოვ, მარა ადეკვატური სიხშირეები იყოს ქალაქებს შორის, როგორ შეიძლება ზუგდიდში, ფოთში, ქუთაისში დადიოდეს მხოლოდ 1 წყვილი დღეში? მატარებელზე 12/13 კი სულ 3 ვაგონი დატოვეს: 2 თბილისი ზუგდიდი და 1 თბილისი ქუთაისი. ზუგდიდში მატარებლით მხოლოდ დღისით წახვალ, ხო შეიძლება მინიმუმ 3 წყვილი იყოს. და დააბრუნონ ღამის კუპირებული მატარებელი. მთელ ევროპაში ისევ ბრუნდება ღამის სერვისი, რა თქმა უდნა უფრო ძვირი ღირს, მაგრამ აქაც ხო შეგიძლია გააძვირო საძილე ადგილები. ბილეთების ფასები წინასწარ დღეების მიხედვით იყოს განსაზღვრული, პირობითად 20 დღით ადრე 20 ლარი, გასვლის დღეს 50 ლარი. მაგრამ ჰა ჰკიდია კანტორას. ეს კი განწყობისათვის |
Posted by: DidYouSeenMyMouse 25 Mar 2024, 22:10 | ||||
eleqtro
იმაზე რომ დემაგოგობთ. მატარებელი ლიანდაგიდან ხტება ნიშნავს რომ ჯერ ერთი ტექნიკური გაუმართაობის გამო გადავარდა, მეორეც ნიშნავს რომ ყოველი მეორე მატარებელი რელსიდან ვარდება. რაც არ არის მასე. რაც პრობლემებია იმაზე არ საუბრობთ და იმაზე საუბრობთ სადაც პრობლემა არ არის. ამერიკაში მართლა კვირა არ გავა მატარებელი რომ არ გადაბრუნდეს, იქაც ჩვენები არიან? ან აქაც ეგენი იყვენენ? https://www.youtube.com/watch?v=zRF3DsyQCkg https://www.youtube.com/watch?v=8RWlPYWsdLc * * *
ვერ იქნება ადეკვატური სიხშირე, ჯერ ერთი ეგეთი ტრაფიკი არ გვაქვს იმიტომ რომ განვითარებული ქალაქები არ გვაქვს. ფოთსა და თბილისს შორის ტრაფიკი არ არის იგივე რაც მადრიდს და მალაგას შორის. მეორეც, არავინ გამოიყენებს მატარებელს რომელიც 6+ საათს მიდის 50 კმ/სთ სიჩქარით. |
Posted by: vatman 25 Mar 2024, 22:33 | ||
მადრიდის და მალაგის შედარება რა შუაშია. ტრაფიკი არის. ავიღოთ ზუგდიდი. ტრაფიკით ახლა ალბათ მეორე იქნება ბათუმის შემდგომ, არადა დრო იყო თბილისი-ზუგდიდის მიკროავოტბუსის ხაზი იყო უფრო შემოსავლიანი ვიდრე თბილისი-ბათუმი. მატარებლის გარდა დადის 4 წყვილი ავტობუსი, გარდა მიკროავტობუსებისა. ბათუმის გარდა სხვა ქალაქებში დიდი ავტობუსების ასეთი დიდი რაოდენობა არ გვაქვს. შაბათ-კვირას ბილეთის ყიდვა მატარებელზე უკვე ძნელია. ზუგდიდის მიამრთულებაზე გადაბმულია სვანეთი. ანუ ბევრს ურჩევნია ზუგდიდამდე ჩავიდეს და შემდეგ გადაჯდეს მესტიის მიკროავტობუსზე. ადრე ღამის მატარებელი რო დადიოდა, სეზონზე 50% მეტი სვანეთის მგზავრები შეადგენდნენ. გარდა ამისა, ფოთიც და ზუგდიდიც გზაზე მიმდებარე დასახლებულ პუნქტებსაც ემსახურებიან. საკმაოდ დიდი ტრაფიკი მოდის სენაკზე, როგორც ფოთის ისე ზუგდიდის მატარებელზე. ფაქტია იყენებს ხალხი. პირადად მატარებელი მირჩევნია ზუგდიდამდე ვიდრე 5 საათი მანქანით (ნუ ბოლოს 4:10 საათში ჩამოვედი) |
Posted by: DidYouSeenMyMouse 25 Mar 2024, 22:49 | ||
vatman
ზუგდიდსა და თბილისს შორის ტრაფიკი შეიძლება იყოს მაქსისიმუმ დღეში ორჯერ დილას და საღამოს როცა მოვაჭრეები ჩამოვლენ თბილისში და როცა მოვაჭრეები დაბრუნდებიან სახლში. ვსიო ამაზე მეტი მდგრადი ტრაფიკი ვერ იარსებებს ზუგდიდსა და თბილისს შორის, რადგან ზუგდიდში არ არ არსებობს დგრადი ბიზნესი თუნდაც ისეთი როგორიც თბილისშია, არაფერი რომ არ ვთქვათ ევროპის ქალაქებზე. თბილისსა და ბათუმს შორისაც კი არ არსებობს ეგეთი ტრაფიკი. ბათუმი-თბილისის ტრაფიკი არის სეზონური და მგზავრების 90% არის ტურისტი რომელიც მიდის ზღვაზე ან ბრუნება ზღვიდან. მაგალითად რომ შტადლერი განვიხილოთ, 4 ვაგონიანი შემადენლობა 382 ადამიანს იტევს. სვანეთიდან 382 ადამიანი სად მიდის? სულ არ ცხოვრობს მაგდენი სვანეთში |
Posted by: iviko18 26 Mar 2024, 00:04 | ||
DidYouSeenMyMouse
ვინმემ შეისწავლა ტრაფიკი? ყოველ დღე ათობით მარშუტკას და ავტობუსს ყოფნის ტრაფიკი და რკინიგზას რატომ არ ეყოფა? რა თქმა უნდა ნორმალურ რკინიგზაზე ვსაუბრობ და არა 50 კმ/სთ მღოღავ ჟანგის გროვაზე. |
Posted by: levan_ts 26 Mar 2024, 00:26 |
თუნდაც 2 თბილისი-ზუგდიდი რომ დადიოდეს, 2 თბილისი-ფოთი, თბილისი-ქუთაისი და თბილისი-ოზურგეთი ჩქარი მატარებელი რომ იყოს და შტადლერი ჩერდებოდეს გორში, ხაშურში, ხარაგაულში, ზესტაფონში, რიონში და სამტრედიაში მაშინ კი გამოვიდოდა 2 საათში ერთი მატარებელი თბილისიდან ხაშურამდე |
Posted by: eleqtro 26 Mar 2024, 10:41 | ||||||
DidYouSeenMyMouse
სიცრუეა! ვდემაგოგობ, ანუ ფაქტებს შეგნებულად ვამახინჯებ. მომინიშნეთ სად და რომელი ფაქტი დავამახინჯე.
ეს წინადადადება გრამატიკულადაც და შინაარსობრივადაც გაუმართავია. 1. დიახ, ტექნიკური გაუმართაობის გამო გადავარდა ნამდვილად. შემადგენლობის პრობლემა იყო თუ ლიანდაგის ეგ უკვე მეორეხარისხოვნია. 2. მე არსად მითქვამს, რომ ყოველი მეორე მატარებელი ვარდება რელსებიდან. აი ეს კი ნამდვილად დემაგოგიაა.
მე ჩემი პოზიცია გამოვხატე იმ საკითხზე რაშიც ვხედავ პრობლემას. თქვენ თუ ამერიკული რკინიგზა გინდათ მოიყვანოთ ეტალონად, მე ნუ დამტაგავთ. ნურც ესპანეთში ან სვაზილენდში მომხდარ ავარიებს მომიყვანთ მაგალითად. ვაშლის და მსხლის შედარება გამოგვივა. |
Posted by: vatman 26 Mar 2024, 11:07 | ||
DidYouSeenMyMouse
აღარ ვერთვები პოლემიკაში |
Posted by: TiredMan 26 Mar 2024, 11:08 | ||
DidYouSeenMyMouse
ჯეროვანი კომუნიკაციის არარსებობა არის ერთერთი ძირითადი მიზეზი იმის, რომ საქართველოს პატარა ქალაქები ვერ ვითარდებიან. თქვენ უკუღმა გინდათ ყველაფერი - ჯერ განვითარდეს და მერე გავზარდოთ ტრაფიკიო. თან რატომღაც გგონიათ რომ მარტო მოვაჭრეები დაჰყვებიან მატარებელს. მიკროავტობუსები ზუსტად იმიტომ არიან საქალაქთაშორისო ხაზებზე, რომ რკინიგზა მოუქნელია და დღეში მხოლოდ ერთ ან ორ რეისს სთავაზობს მომხმარებელს. მიკროავტობუსები კიდევ ლამის ყოველ ნახევარ ან ერთ საათში გადიან ერთი-და-იგივე მიმართულებით. არაა საჭირო ათ და ოცვაგონიანი შემადგენლობები. საკმარისია ორ-სამ ვაგონიანი შემადგენლობები, სწრაფი და დიდი სიხშირით მოძრავი და ნახავთ როგორ გადმოინაცვლებს მგზავრთნაკადი რკინიგზისკენ. სამსახურს როგორ იწყებთ - ჯერ სწავლობთ და მერე მუშაობთ თუ ჯერ მუშაობას იწყებთ და მერე სწავლობთ? იგივეა აქაც - შესთავაზეთ მოქნილი გრაფიკი, სისწრაფე და პერსპექტივაში მეტი კომფორტი (პირველ ეტაპზე შეიძლება მინიმალური მაინც იყოს) და ყველაფერი თავის ადგილზე დადგება. მაგრამ რკინიგზის "უმფროსობისათვის" ასეთი მიდგომები აბსურდია. მათთვის მგზავრი არავინაა, ფეხებზე ჰკიდიათ. სამაგიეროდ თვითონ არიან გაკეთებული შავი დედლებივით |
Posted by: Giorgi Gabrichidze 26 Mar 2024, 11:51 |
https://www.interpressnews.ge/ka/article/792687-sakartvelos-rkinigzis-modernizaciis-proekti-saliandago-inpraktrukturis-specipiuroba-da-misi-tavsebadoba-shua-derepnis-kveqnebtan შემოდგომაზე გვპირდებიან ზვარეს მონაკვეთის დასრულებას. |
Posted by: DidYouSeenMyMouse 26 Mar 2024, 21:06 | ||||||
eleqtro
სიტყვაზე დაგიჯეროთ, თუ იქნება რაიმე სარწმუნო წყარო იმის რომ ტექნიკური გაუმართაობის გამო გადავარდა ნამდვილად?
აბა გაუმართავ ლიანდაგზე როგორ დადიან მატარებლებიб ერთი ვარდება მეორე არა? TiredMan
არ მუშაობს ეგ ეგრე ბუნებრივ ეკონომიკაში. ეგრე მუშაობდა საბჭოთა კავშირში როცა შუა მინდორში ვაგზლები შენდებოდა და მერე ირგვლივ ქალაქი...კიდე ჩინეთში მუშაობს, სადაც შუა უკაცრიელ მინდორში მეტროს სადგურები აქვთ... ბაზრის ეკონომიკაში იქ სადაც მოთხვნა არ არსებობს არავინ მილიარდებს არ დახარჯავს რაღაცის გაკეთებაში. vatman თქვენი ნებაა, მაგრამ ძალიან გაგიჭირდებათ თბილისი-ზუგდიდის ან თბილისი ფოთის მიმართულებით რაიმე ისეთი სტატისტიკის მოყვანა, რომელიც აჩვენებს რომ დღეში ერთი შტადლერის შემადგენლობა მაინც შეივსება ამათგან რომელიმე ქალაქისკენ. |
Posted by: ika55775 27 Mar 2024, 15:13 |
სალიანდაგოს უფროსიც მინიმუმ ასეთი უნდა გყავდეს რაღაც ბოლტები აკლიაო და ტრაქტორისტები დარბიან ყველგანო ჟურნალისტის ტექნიკურ საკითხებში ჩახედულობაზე არაფერს გამბობ https://www.youtube.com/watch?v=msAOW9s0T04 |
Posted by: eleqtro 27 Mar 2024, 16:13 | ||
ika55775
ტრაქტორისტებმა მოკლეს კენედიც გაუბედურებული ხის შპალებია, ბალახი ბიბინებს და ბუჩქნარი ლამის ფანჯარაში შეეჭრას მატარებელს..... კი ტოვებს ეს ყველაფერი მოვლილის შთაბეჭდილებას. |
Posted by: ika55775 27 Mar 2024, 16:45 | ||
ბალასტის ნასახიც არ ჩანს, რომელიც ოდესღაც იქნებოდა და ხის შპალებზე რა ბოლტებს ეძებდა? 2 რელსის შეერთების ნაკლადკის ბოლტებს? დანარჩენი კასტილებს უჭირავს რელსი შპალზე. დალპა შპალი, ამოვარდა კასტილი, გაიწია რელსმა და ჩავარდა მატარებელი ეგაა მაგის დასკვნა |
Posted by: zura770077 27 Mar 2024, 16:53 |
2010-2017 წლებში ხშირად მიწევდა თბილისი -ბათუმის ხაზზე მგზავრობა, ჩემს თვალწინ შემოვიდა ჯერ ჩინური ჩქარი მატარებლები, შემდეგ შტადლერები. მაგ პერიოდში მაქვს აქ, რკინიგზის თემაში, ამ პრობლემაზე პოსტი დაწერილი და ახლაც ვიმეორებ: კარგი, ვთქვათ ტრაფიკი იმხელა არაა, რომ როგორც ესპანეთი და გერმანიაა, შესაბამისად ყოველ 1 საათში ჩქარ მატარებელს არავინ ითხოვს, მაგრამ დღე ღამეში 3 ჯერ მაინც ხომ უნდა იყოს რეისი თბილისიდან ზუგდიდის, ფოთის, ზესტაფონის, გორის, ხაშურის და თელავის მიმართულებით? საათში თუნდაც 60-70 კმ. სიჩქარით რომ იარონ, არ სჯობს იმ ,,მარშრუტკები"-თ უთავბოლო რბოლას? ასევე მარაზმია, რასაც ვაგონის ფანჯრიდან უყურებს ადამიანი: სარკინიგზე ინფრასტრუქტურის მინგრეული ძველი შენობები, ნაგავი, რომელსაც რკ. ხაზის მოსახლეობა ყრის, გაუთიბავი ბალახი და ა.შ.. ამის მოვლა ძნელია? სადგურებს ხომ ჰყავს უფროსები? გამოუყონ რაღაც თანხა და თავისი სადგურიდან მეორეს მიმართულებით აიძულონ დალაგება, მოსახლეობის გაფრთხილება, ბალახის გათიბვა და ა.შ.. |
Posted by: eleqtro 27 Mar 2024, 16:58 | ||||
ika55775
"გაიკას" გულისხმობდა ალბათ * * * zura770077
პრობლემის თავი და წყარო რკინიგზის მენეჯმენტშია. ორიენტირი აღებულია სატვირთო გადაზიდვებზე. სამგზავრო გადაზიდვები შენარჩუნებულია ზუსტად იმ დონზე, რომ შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის არსებობა გააპრავონ. ქუთაისი საჩხერეზეც კი 1 საათში 1 მატარებელი უნდა მოძრაობდეს. 2 ვაგონიან ელექტრომატარებელს 10-15M$-ად შეიძენს მონდომებული ორგანიზაცია. 50მილიონი საკმარისია, რომ საჩხერეში პრობლემა მოიხსნას. ქუთაისი ტყიბული კიდევ უფრო მარტივი და იაფი დაჯდება. ამ დროს კი სოფლის მეურნეობის ყოვლად უსარგებლო სამინისტრო წელიწადში 200M$-ს გვიჭამს. |
Posted by: vatman 27 Mar 2024, 18:06 | ||||||
ika55775
80 -ანი წლებიდან მოყოლებული მასეთ დღეშია ოზურგეთი-ნატანების მონაკვეთი. დარწმუნებული ვარ ხშირად ხდება მანდ მსგავსი და ახლა უბრალოდ ამ კონკრეტულმა შემთხვევამ ჟურნალისტებამდე მიაღწია eleqtro
ზუსტად. მე როგორც ვიცი საქართველოს რკინიგზის ლიანდაგზე სხვა ოპერატორის დაშვება ან არ შეიძლება ან ძაან ძვირი ჯდება. სხვა ოპერატორიც ხო შეიძლება იყოს. მაგალითად თბილისის 50 კილომეტრის რადიუსში ადგილობრივ მიმოსვლაზე ოპერატორი იყოს თბილისის სატრანსპორტო კომპანია თავისი შემადგენლობით. ან სახელმწიფომ სამგზავრო გადაყვანები გაიყვანოს საერთოდ ცალკე შპს თავისი სავაგანო პარკიანად და პერსონალით. და საქართველოს რკინიგზას დარჩეს მხოლოდ სატვირთო გადაზიდვა
მეორადიც იყოს პრობლემა კი არ არის. ნახევარი აღმოსავლეთი ევროპა მასეა |
Posted by: Guro_ 27 Mar 2024, 19:03 |
eleqtro vatman "სტრატეგიული" ობიექტის სტატუსი აქვს საქართველოს რკინიგზას, რაც თითქმის გამორიცხავს კომერციალიზაციას, მაგრამ რომც დავივიწყოთ ყველაფერი და შევეცადოთ ძალიან ძალიან მომგებიანად კერძო ინვესტორის შემოყვანას, რომელიც არსებულ ინფრასტრუქტურას იყენებს, სამგზავრო გადაყვანაზე ჩემი აზრით მოგებაზე ან საერთოდ ვერ გავა, ან გავა 50 წელში ანუ იმის თქმა მინდა, კერძო ინვესტორის დაინტერესება ამ ეტაპზე რელსების მიქირავებით თითქმის გამორიცხული მგონია. |
Posted by: ნიკა 27 Mar 2024, 19:51 | ||||||
ika55775
ეგ მოსახლეობის 99.99%-მა არ იცის და მაგათზეა ორიენტირებული. * * *
ჩვენთან ეგეთი დამაგრება არ მახსენდება სადმე მენახოს. |
Posted by: DidYouSeenMyMouse 27 Mar 2024, 22:03 | ||
vatman
რატომ? ერთი სიპის ნაცვლად ორ სიპში რომ უკეთ ჭამონ? იმის ნაცვლად რომ შტატი შემცირდეს და ოპტიმიზაცია მოხდეს ხარჯების, კიდევ ბერავთ შტატს? ცუდ მოცეკვავეს ცალკე სიპის არ არსებობა უშლიდაო... |
Posted by: vatman 27 Mar 2024, 22:11 | ||
Guro_
ლიანდაგი, ინფრასტრუქტურა იყოს, მაგაზე არაა პრობლემა. სხვა ოპერატორები დაუშვან თავის ინფრასტრუქტურაზე. ჩეხეთის მაგალითზე- არის სახელმწიფო კომპანია ვისაც ეკუთვნის ლიანდაგებიდ ა სხვა ინფრასტრუქტურა, არის სახელმწიფო České dráhy და კერძო RegiJet |
Posted by: eleqtro 28 Mar 2024, 12:39 | ||
ნიკა
არც მე მახსენდება, მაგრამ რავი ცოტა "გავაპრავე". Guro_ vatman დარჩეს რკინიგზა სახელმწიფოს საკუთრებად. უბრალოდ ან საერთოდ გაეშვან სამგზავრო გადაყვანებს და გასცენ ნებართვა სხვა კომპანიებმა გასწიონ ეგ მომსახურება ან კეთილი ინებონ და ჩემი საკუთრება ჩემ სასარგებლოდ ამუშავონ. |
Posted by: JSB14BSJ 29 Mar 2024, 04:04 | ||||
რას მელაპარაკები. და აქაურობის პატრონის უფროსობას გაუჩერონ 300-მილიონიანი ნავთობპროდუქტის ბიზნესი, არა?
შენ, მეგობარო, თავი ურიში გგონია, შაფჰაუზენში თუ ლუცერნში? შენ მალე მედიკამენტების ფასების რეგულირებას, სავალდებულო სამედიცინო მომსახურების მინიმუმს, სოციალური კანონების აღსრულების სავალდებულოობას, სასამართლო რეფორმას, სახელმწიფო ინსტიტუტების ამუშავებას და პირდაპირი დემოკრატიის საშუალებებსაც მოითხოვ. ეგ რკინიგზა წლებია მუშაობს breack even-ზე აქაურობის პატრონის უფროსების და მათი პატრნიორების ტვირთების გადასაზიდად და სამგზავრო ფუნქციაც ზუსტად სატვირთო გადაზიდვების მიერ აუთვისებელი და მორჩენილი რესურსის ხარჯზე აქვს. სუ ბრძენი ქართველი ერის კომფორტზე და გამონაბოლქვის შემცირებაზე ფიქრობს აქ აზპეტროლის ცისტერნებით სანქცირებული ირანული ნავთობის გადამზიდავი, აბა. |
Posted by: thug 29 Mar 2024, 04:56 |
ზაფხულში რა სიხშირით დადის ბათუმი-თბილისის მატარებელი? |
Posted by: TiredMan 29 Mar 2024, 19:05 | ||
thug
იმ სიხშირით, რომ ბილეთის შოვნის პრობლემაა |
Posted by: მწვანე_კონცხი 29 Mar 2024, 21:35 |
ანუ საგარეჯოში და მთლად კახეთში რკინიგზა აღარ იქნება საერთოდ, თუ მეჩვენება? |
Posted by: ioane.mtacmindeli 30 Mar 2024, 02:32 | ||
რა ხდება? რკინიგზის აყრა დაიწყეს კახეთში? |
Posted by: ნიკა 30 Mar 2024, 17:23 |
მწვანე_კონცხი გეჩვენება. პარალელურად მიდის ავტობანი |
Posted by: მწვანე_კონცხი 30 Mar 2024, 17:28 | ||||||
არ ვიცი, ჯერ ჯერობით გაუგებარია. ნათლად ჩანს რომ მაგისტალი შენდება მის მაგივრად, მაგრამ არ ვფიქრობ რომ სრულად მოსპობენ, სხვა მარშრუტით გაივლის რკინიგზა ალბათ. * * *
კარგად შეადარეთ: |
Posted by: DidYouSeenMyMouse 1 Apr 2024, 04:43 |
საქართველოს რკინიგზა თუ ცუდად გეჩვენებათ, ევროკავშირის და ნატოს წევრი ევროპული ქვეყნის რკინიგზა მოგეწონებათ |
Posted by: ნიკა 1 Apr 2024, 13:01 | ||||||||
მწვანე_კონცხი არაერთხელ გადამიკვეთია მაგ მიდამოებში ავტობანიც და რკინიგზაც. აი ვიდეოც გადავიღე. ასევე შეგიძლია საკადასრტო რუკაზე ნახო ნაკვეთები როგორაა. ჩანს რომელის რკინიგზის და რომელი საავტომობილო * * *
მდინარეს შეუცვალეს კალაპოტი მე როგორც ვხედავ. |
Posted by: ნიკა 22 May 2024, 12:16 |
"რვიანი" კახეთის რკინიგზის ბარჯისხევის მონაკვეთზე https://www.openstreetmap.org/#map=15/41.6635/45.8312 |
Posted by: Tocadero 22 May 2024, 16:07 |
რკინიგზის გვერძე გადის - რეებს იგონებთ )))))))))))))))))))))))))))))))))))))))))) |
Posted by: პაწა 25 May 2024, 11:15 |
https://www.instagram.com/reel/C7UfxENIrca/?igsh=MThobzl6OGM0ZHI2dQ== ცოტა შემშურდა მოლდოველების, როგორ შეინახეს ასეთ ფორმაში |
Posted by: ika55775 27 May 2024, 10:22 | ||
ჩვენთან საერთოდ უვლია მაგას? თავის დროზე რათქმაუნდა |
Posted by: polaris 27 May 2024, 11:39 | ||
ika55775
მაშ! |
Posted by: vatman 27 May 2024, 13:57 | ||
პაწა
რა შესაშურია, ისეთივე ბანძ დმგოამრეობაშია რკინიგზა, როგორც ჩვენი. გამოუვალი მდგომარეობიდან გამომდიანრე დადის polaris სამტრედია? |
Posted by: polaris 27 May 2024, 23:04 |
vatman თბილისი, თბომავლების დეპო. ТЭ3 სადაც იდგა, იმავე ლიანდაგზე |
Posted by: Datvlas-vin-gtxovs 28 May 2024, 08:48 | ||
thug
4ჯერ (ორივე მიმართულებით) თბილისიდან (I) დილის 8ზე (II) 11ის ნახევარზე (III) 5ზე (IV) და ღამის 12ზე როცა ბათუმში ნაკრების თამაშია (რაგბი, ფეხბურთი) ან დიდი კონცერტი მე5ესაც ამატებენ |
Posted by: eleqtro 28 May 2024, 09:41 |
შტადლერი ერთ ბრიგადას მიყავს თავიდან ბოლომდე თუ იცვლებიან სადმე? |
Posted by: პაწა 28 May 2024, 09:51 | ||
არსად ჩერდება და სად უნდა შეიცვალოს, ან რა არის შესაცვლელი, ეგენიც 18 საათი არ მიდიოდნენ |
Posted by: eleqtro 28 May 2024, 10:14 | ||
პაწა
ქუთაისში მაგალითად ანდაც შეიძლება უკვე არის შიგნით მეორე ბრიგადაც. რავი მე მოვიწყენდი და დასვენება მომინდებოდა ცოტა. როგორაა მანდ მემანქანე და თანაშემწე არიან როგორც ელმავლებში თუ 1 კაცი მართავს? |
Posted by: ika55775 28 May 2024, 11:03 | ||
ეს ისეთ მდგომარეობამდეა მიყვანილი რომ არაფერი არ გამოვიდოდა მაგისგან დონორი რომ ეყიდათ დაჩამოეყვანათ ის უფრო კაი მდგომარეობაში იქნებოდა |
Posted by: Datvlas-vin-gtxovs 28 May 2024, 14:25 |
eleqtro 2ნი ნამდვილად არიან. შეიძლება მესამეც ყავდეთ |
Posted by: thug 28 May 2024, 16:40 | ||||
მადლობა |
Posted by: eleqtro 29 May 2024, 09:52 | ||
Datvlas-vin-gtxovs
|
Posted by: მწვანე_კონცხი 29 May 2024, 21:13 |
როგორც ვხედავ, მოლითში უკვე დაიწყო ძველი რკინიგზის აყრა. 2023 წლის სექტემბერი: 2024 წლის მაისი: |
Posted by: ნიკა 30 May 2024, 00:54 |
მწვანე_კონცხი სადგურ მოლითში კაი ხანია ახალ ვაკისზეა გადართული რკინიგზა. თუმვა მანდ მთლად ეგრე მარტივად არაა საქმე. ამ ფოტოში ჩანს გადაკეთებული ძველი და ახალი. და სულ ძველი სადღაც მაგათ შუაში გადიოდა. |
Posted by: eleqtro 30 May 2024, 12:37 |
წყვეტა არ მახსოვს და ვერ ვხვდები ეს "რკინიგზაგამტარი" როგორ გააკეთეს. |
Posted by: ნიკა 30 May 2024, 12:52 |
eleqtro სადღაც 1.5-2 წლის წინ იყო შეჩერებული მოძრაობა. და მაშინ გადართეს. ნუ ალბათ ჯერ ძველი რკინიგზის ახალი მიმართულება დააგეს, პარალელურად ძველის ძველიც არსებობდა. მერე ამ ძველახალზე გადართეს, და ბოლოს უკვე სულ ახალი გათხარეს ძველის ვაკისის დადაბლებით და ამ დროს ძველძველიც გაქრა. |
Posted by: eleqtro 30 May 2024, 13:31 | ||
ნიკა
ჰმ. არ მახსოვს. სომხეთის მიმართულება, რო გააჩერეს ფონიჭალის ავტობანის გვირაბ/ხიდის გამო, ეგ მახსოვს და ეს არა. |
Posted by: vatman 4 Jun 2024, 15:14 | ||
polaris
სავარაუდოდ ეგეც ხო გაუყვა ТЭ3-ის გზას? ისე სულ რამდენი ცოცხალი ЧМЭ3 გვყავს, ახლა თბილისში მეტროდან რასაც ვუყურებ ხან რა გამოყვანილი ჰყავთ, ხან რა. თანაც რამდენიმე ლატვიაში გაარემონტეს |
Posted by: DEISEL 9 Jun 2024, 15:53 | ||||
eleqtro
ნიკა
ნიკა სწორად აღწერე თანმიმდევრობა. სულ ძველისძველი მიმართულება წითელ კონტურს მიუყვებოდა, შესაბამისად „რკინიგზაგამტარის“ აშენება ხელს არაფერს უშლიდა. შემდეგ მოხდა ამ ძველახალზე გადართვა, სულ ძველის გაუქმება და მის ადგილზე „რკინიგზაგამტარის“ გავლით ახალი მიმართულების გაჭრა. |
Posted by: ioane.mtacmindeli 9 Jun 2024, 16:36 | ||
ხომ არ იცით როდის დასრულდება ახალ რკინიგზის მონაკვეთზე გადართვა და და რამდენი ხნით შეამცირებს მგზავრობის დროს თბილისიდან ბათუმამდე? |
Posted by: VAT2024 11 Jun 2024, 13:22 |
დასავლეთ საქართველოში გადასვლის მერე მობილური ინტერნეტი კვდება საერთოდ ძნელია რკინიგზის გასწვრივ რამდენიმე რეტრანსლატორის გაკეთება? |
Posted by: მწვანე_კონცხი 11 Jun 2024, 21:15 | ||||
ზუსტად არ ვიცი, აქ წერდნენ რომ სავარაუდოდ ამ წლის შემოდგომაზე გაიხსნება. |
Posted by: ioane.mtacmindeli 11 Jun 2024, 22:02 | ||||||
დასრულებულია უკვე მშენებლობა და ლიანდაგები დაგებულია? ინფრასტრუქტურის მოწყობა დასრულებულია? |
Posted by: eleqtro 12 Jun 2024, 08:45 |
კახეთის რკინიგზაზე ვირტუალური მოგზაურობის და კახეთისვე მაგისტრალის მშენებლობის დათვალიერების შესაძლებლობა გაქვს ამ ვიდეოს დასაწყისში |
Posted by: levan_ts 12 Jun 2024, 14:13 |
[QUOTE=ioane.mtacmindeli,11 Jun 2024, 22:02 ] [QUOTE=მწვანე_კონცხი,11 Jun 2024, 20:15 ] [QUOTE=ioane.mtacmindeli,9 Jun 2024, 16:36 ] [QUOTE=მწვანე_კონცხი,29 May 2024, 20:13 ] როგორც ვხედავ, მოლითში უკვე დაიწყო ძველი რკინიგზის აყრა. ხომ არ იცით როდის დასრულდება ახალ რკინიგზის მონაკვეთზე გადართვა და და რამდენი ხნით შეამცირებს მგზავრობის დროს თბილისიდან ბათუმამდე? [/QUOTE] ზუსტად არ ვიცი, აქ წერდნენ რომ სავარაუდოდ ამ წლის შემოდგომაზე გაიხსნება. [/QUOTE] დასრულებულია უკვე მშენებლობა და ლიანდაგები დაგებულია? ინფრასტრუქტურის მოწყობა დასრულებულია? [/QUOTE] ამ სტატიაში არის დეტალურად განხილული ყველა მონაკვეთი, გვირაბები, ხიდები და ვაკისები: https://bm.ge/news/saqartvelos-rkinigza-modernizatsiis-proeqti-saliandago-infrastruqturis-tavisubureba-da-tavsebadoba-shua-derefnis-monatsile-qveynebtan. აქ ამბობენ, რომ შემოდგომაზე იგეგმება დასრულებაო. ძირულის სადგური მართლაც დასრულებულია, მაგრამ ბაქანი სამწუხაროდ არ აამაღლეს. თუ ბაქანი არ აამაღლეს გორში, ხაშურში, ხარაგაულში ზესტაფონში, ქუთაისში და სამტრედიაში, შტადლერი ისევ ვერ გაჩერდება იქ. ისედაც ძალიან ცოტა მატარებელი დადის და ამას კიდევ შტადლერი აკლდება, იმათთვის, ვინც ამ მიმართულებით მიდის. |
Posted by: bart simpson 12 Jun 2024, 14:47 |
მოგესალმებით მაინტერესებს, თუ ძველი რკინიგზა, ახალს ხელს არ უშლის, აყრას რა მუღამი აქვს? კონსერვაცია უფრო ლოგიკური არ იქნებოდა? ახალ რკინიგზაზე რომ რამე დიდი შეფერხება მოხდეს - ავარია, ბუნებრივი მოვლენა,- გექნება სარეზერვო გამართული გზა, რომელიც უკვე გამოცდილია ექსპლოატაციაში... |
Posted by: eleqtro 12 Jun 2024, 17:39 |
bart simpson ალბათ საავტომობილო გზას გააკეთებენ |
Posted by: crazy_mashine 12 Jun 2024, 21:20 | ||
bart simpson
მერე ქართველი და ლოგიკა ერთმანეთში რა კავშირშია? |
Posted by: levan_ts 13 Jun 2024, 00:22 | ||
გეთანხმებით, ამასთან ძველი რკინიგზა ქვიშხეთიდან გვირაბის რკინიგზის სადგურამდე და წიფიდან ბეჭანთუბნამდე რამოდენიმე სოფელს ისევ მოემსახურებოდა საგარეუბნო მატარებლით, "მატერაო" მაგალითად ხომ შეიძლება დარჩეს ძველ გზაზე და ახალზე ჩქაროსნულებმა იარონ. ამ სოფლებს არ გახდიდა მიუვალს და ბოლოს და ბოლოს დაუსახლებელს. |
Posted by: majorseamen 13 Jun 2024, 16:41 |
არ ვიცი სად იყურება ეს ჩვენი მთავრობა რკინისგზის ძველი გზების აღდგენით რამხელა ტურისტული და ბანალურად ლოგისტიკური პოტენციალი იხსნება საქართველოში კომფორტულად რეგიონებში სიარულს მატარებლით რა ეჯობება არაა აუცილებელი გიგანტური და სწრაფმავალი მატარებლებისთვის გაკეთდეს ინფრასტრუქტურა უბრალოდ პატარა ენერგო ეფექტიური მატარებლებისთვის აღდგეს ადრე რაც იყო ლიანდაგი არამგონია რომ ეს ძვირად დაჯდეს * * * იაპონიაში რომაა ესეთი პატარა მატარებლები რატომ არ შეიძლება იყოს ჩვენთან მთელი ცხოვრებაა გული მიმტკივის იმაზე რომ ახალციხიდან არ დადის სამოქალაქო მატარებელი არანაირი ესეთი ერთი რომ დადგან და ბორჯომამდე ხოლო ბორჯომიდან ხაშურამდე მაინც იაროს არავინ არ ივლის მერსედესის მარშრუტკებით ყველა რეგიონში პატარა მატარებელმა რომ იაროს გაცილებით უფრა ხშირად იმგზავრებენ ქართველები და ჩამოსული ტურისტები რეგიონებში |
Posted by: eleqtro 13 Jun 2024, 17:30 |
majorseamen ეფექტური სახელმწიფო შპს არ არსებობს. საერთოდ ცალ ფეხზე ჰკიდიათ სამგზავრო გადაყვანები. |
Posted by: levan_ts 13 Jun 2024, 20:58 | ||
ძალიან ადვილია ამის. დადასტურება - სულ 4 მატარებელი დადის დღეში ქუთაისამდე, თუ კოპიტნარში, ურეკში ან ბათუმში არ მიდიხართ, სხვაგან შტადლერი არ ჩერდება. ზუგდიდში ერთი, ფოთში ერთი და ოზურგეთში ერთი, აქედან 2 არის ძველი, საერთო ვაგონით, რომელზეც არჩევნის გაკეთება ძალიან მოუხერხებელია. ცალკე ამბავია სადგურების მდგომარეობა, ბაქნის და მოსაცდელი ოთახების, შენობის საერთოდ. ამაზე ალბათ დოკუმენტური ფილმის გადაღება შეიძლება. გაუქმებულია კახეთის და სამხრეთ საქართველოს, ახალციხის მიმართულება. |
Posted by: Japanesepancake 13 Jun 2024, 22:38 | ||||
საკუთარი ტვინი კი არ აქვს ტრანსიკა ნაცს. NED-ის ემისრებმა ჩაუსხეს ფეკალიები თავის ქალაში რომ ებრძოლე სახელმწიფოს ყველა ხერხითო და სწორი ნაწლავის არამიზნობრივად გამოყენების მოყვარული ნაცულკა ყურმოჭრილიმონასავით ასრულებს ემისრის დავალებას. რამდენი თვე დარჩა აგენტების კანონის ძალაში შესვლამდე და ამ საქართველოს და ქართველი ხალხის მოსისხლე მტრების დედების ტანგომდე?
|
Posted by: eleqtro 14 Jun 2024, 11:23 |
რამხელა პატივია. დარეგისტრირდა, მაგინა, ნაცი, ტრანსი და აგენტი მიწოდა. რო ვაგინო არ შეიძლება ხო? სახლემწიფო და ქვეყანა ვერ გაურჩევია და თან ქართველი ხალხის სახელით მელაპარაკება. თან რის გამო?! ჩემი გადახდილი ფულით რო საქმეს არ აკეთებენ, მაგაზე რომ პრეტენზია მაქვს. |
Posted by: TiredMan 14 Jun 2024, 11:27 |
majorseamen eleqtro დაანებეთ თავი, ეგ იგივე ტროლია, მილიონი ნიკი რომ ჰქონდა გახსნილი წლევანდელი 24 იანვრით. მერე ბევრი ნიკი მიუბანეს, ეტყობა ცოტა უფროსობამაც წაუტყაპუნა კინკრიხოში, ძალიან იწვებიო და სხვა ნიკებით ცოტა შერბილებულად წერდა. ეხლა ისევ გართულებები დაეწყო - პირდან აქვს ფაღარათი. ყველგან მოსკორა სადაც შევიდა. დაიკიდეთ მერიის მათხოვარი. Japanesepancake გითხარი, წერის მანერის შეცვლა პრაქტიკულად შეუძლებელია მოკვდავთათვის-მეთქი. |
Posted by: majorseamen 14 Jun 2024, 18:10 |
ისე ახალციხეში რკინისგზას თუ დააბრუნებ ბარემ ახალციხიდან აბასთუმნამდე გაიყვანე აბასთუმნიდან ხულომდე ხულოდან ბათუმამდე შედარებით მთიანი მეწყერ საშიში რეგიონია მაგრამ 100 ჯერ უარეს ადგილებშია გაყვანილი რკინისგზა რომელიც დღემდე მუშაობს ბათუმიდან კიდე შეიძლება გადაჯდომა გააკეთო და ჩრდილოეთით სღვისპირას გაყვე დასავლეთს აბასთუმნიდან საირმემდეც შეიძლება წესით მაგრამ შუა ხეობაში აღმართ დაღმართ გაყვანა საკმაოდ ძნელი იქნება |
Posted by: idallgo 14 Jun 2024, 19:26 | ||
majorseamen
რისკიანი პროექტია. გოდერძზე არ იქნება ადვილი ლიანდაგების გაყვანა. აი თბილისი-ახალქალაქი-ყარსის ხაზიდან შეიძლება ცალკე ხაზის გაკეთება ახალქალაქი-ახალციხე რელიეფიდან გამომდინარე... საავტომობილო გზას რომ გაყვეს მდინარე ფარავნის ხეობაში ხერთვისამდე და ხერთვისიდან მტკვრის ხეობის გავლით ახალციხემდე. |
Posted by: vatman 14 Jun 2024, 19:27 | ||
levan_ts
საინტერესოა სადაა ჩინურები, 8 შემადგენლობიდან დადის დღეში 2 ცალი - ფოთი და ზუგდიდი |
Posted by: Fabian 7 Jul 2024, 19:31 |
https://www.instagram.com/p/C82Y08mIkMe/?igsh=MWp4eTd6dGl4Mnkycw== ეს ორქლმავალი დგას პევეერზეს ეზოში, ვფიქრობ კარგი იქნება თუ მოხდება ამის რესტავრაცია და სადგურის მოედანზე გადატანა, აი თამარ მეფის გამზირი სადაც უერთდება მოედანს, ზუსტად მაგ ადგილს მოუხდება ძალიან. |
Posted by: kataxxl 7 Jul 2024, 21:29 |
Fabian საბჭოთა ნაგავს ვერ შეელიეთ რაა მანდ ჩინგიზ ხანის ძეგლი ჯობია დავდგათ გამოშტერდება ნახევარი გალაქტიკა - აი სტუმართმოყვარე ხალხი ესენი ყოფილაო ))))))))))))))))) |
Posted by: GoodBuyMyFriends 7 Jul 2024, 23:12 | ||
ჩემი აზრით ასეთებს მარილმჟავაში დაშლით თუ ეშველება |
Posted by: vatman 8 Jul 2024, 15:20 |
რვა წლიანი პაუზის შემდეგ ვიმგზავრე თბილისი-ბათუმის მიმართულებით. კანტორა თავის თავს არ ღალატობს. ბათუმის სადგური საშინელ მდგომარეობაში, საგარეუბნო მიმოსვლის არაგონივრული გრაფიკი ... GRS014-04 დადის გაბზარული საქარე მინით სალონში სავარძლების პლასტმასები გაბზარულია, ზოგან გატეხილი. ზოგი ნაწილი დახამუთებული, მაგალითად: |
Posted by: thug 10 Jul 2024, 05:59 |
ბათუმი - თბილისის მატარებლის ბილეთები სად შევუკვეთო? რკინიგზის საიტზე თუ სხვა საიტზე ჯობია? 20 დღით ადრე შეიძლება მარტო შეკვეთა ხო? პირად ნომერს მთხოვს კიდე რომ შევიყვანო და არ მაქვს პირადობა... პასპორტის ნომერი რომ ჩავწერო მანდ მოსულა ხო? ან სხვა ქვეყნის მოქალაქემ რა უნდა ჩაწეროს? |
Posted by: majorseamen 10 Jul 2024, 23:13 |
thug შეგიძლა tkt.ge ზე შეუკვეთო მაქსიმუმ 20 დღით იქით შეიძლება სადგურზე უფრო მეტი დღის იქითაც მაგდენი არ ვიცი ქრ კოდი გექნება ბილეთის ნაცვლად ისე სტუდენტი თუ ხარ 50% ფასდაკლებას გაძლევენ საიტზე რაც საკმაოდ კარგია თბილისიდან დასავლეთის მიმართულებით ჯობია ბილეთი მაქსიმუმ 1 კვირით ადრე იყიდო რადგან ზაფხულში და დღესასწუალებზე მაგრა სწრაფად იყიდება |
Posted by: thug 11 Jul 2024, 01:16 |
majorseamen მადლობა ნებისმიერ დღეზე 20 დღით ადრეც რომ ვნახულობ ინტერნეტში მხოლოდ მეოთხე ვაგონში მანახებს თავისუფალ ადგილებს და ეგ რის გამოა ხომ არ იცი? |
Posted by: majorseamen 11 Jul 2024, 01:29 |
ალბათ ჯერ უკანა ვაგონების ბილეთებს ყიდიან და მერე წინას ეს საერთოდ რაში უნდა დასჭირდეთ ვინ იცის |
Posted by: thug 11 Jul 2024, 02:03 |
majorseamen სხვადასხვა დღეები ვნახე და ნებისმიერ დროს მარტო მეოთხე ვაგონს აჩვენებს. შეიძლება ონლაინზე მარტო მაგ ვაგონზე იყიდება ბილეთები? დანარჩენი ალბათ ხელზე... სხვა ახსნას ვერ ვპოულობ |
Posted by: Kublicha 13 Jul 2024, 13:22 |
რადგან ჩვენთან არაფერი ხდება, ხომ არ გაქვთ სურვილი შვეიცარიის რკინიგზაზე ვრცელი მიმოხილვა დავწერო? რკინიგზის მოყვარული ხალხისთვის შვეიცარია ნამდვილი სამოთხეა |
Posted by: ioane.mtacmindeli 13 Jul 2024, 13:59 | ||
კარგი აზრია! თორემ ქოცგანავლების რეჟიმის წყალობით ქართული რკინიგზა გაყინულია ერთ ადგილას! აღარ ნვითარდება! |
Posted by: JSB14BSJ 13 Jul 2024, 15:29 |
thug პასპორტში არ გიწერია პირადი ნომერი? |
Posted by: thug 13 Jul 2024, 16:15 | ||
JSB14BSJ
კი ვნახე წერია არ მიმიქცევია ყურადღება პირადობის მოწმობა არ მაქვს და არ ვიცოდი პასპორტში თუ ეწერა |
Posted by: პაწა 15 Jul 2024, 17:19 |
https://www.facebook.com/share/r/T9Buqeh4BYEm3Z2u/?mibextid=0VwfS7 |
Posted by: Fabian 15 Jul 2024, 17:52 | ||
Kublicha
ბრძანეთ, გეთაყვა! |
Posted by: Kublicha 15 Jul 2024, 18:13 | ||
Fabian
ვწერ, რამდენიმე დღე მინდა. |
Posted by: მწვანე_კონცხი 16 Jul 2024, 19:58 | ||
რატომ არაფერი ხდება? ხდება! მაგალითად სადგურ მოლითთან ლიანდაგი სრულად დააგეს, ბოლოს და ბოლოს ხრეშს ჩიჩქნიან, მუშაობს ხალხი, კარგი მიღწევაა ჩემი აზრით |
Posted by: SAROKAWA 17 Jul 2024, 11:12 |
ბილეთებზე ახალი საიტი გაეძრო? https://tre.ge/ |
Posted by: vatman 17 Jul 2024, 21:25 | ||
SAROKAWA
უკვე 1 წელზე მეტი არსებობს, ჩვეულებრივი გადამყიდველია, მატარებელი.ჯი-ს ან ტკტ-ს მსგავსი |
Posted by: Kublicha 17 Jul 2024, 23:36 |
როგორც შეგპირდით, მაშ ასე შვეიცარიის რკინიგზა - სარკინიგზო ქსელის სიგრძით ქვეყნისფართობთან შეფარდებით შვეიცარია არის მსოფლიოში პირველი სახელმწიფო ჯუჯა სახელმწიფოების შემდეგ. ქსელი, რომლის სიგრძე შეადგენს 5317 კმ., 100% -ით ელექტროფიცირებულია გარდა ერთეული ტურისტული მარშრუტებისა. სამგზავრო სადგურების რაოდენობა: 795 გვირაბები: 311, ჯამური სიგრძე 431 კმ. ხიდები: 4925, ჯამური სიგრძე 108 კმ. თანამშრომელი: 33943 გვხვდება 1435 მმ. (სტანდარტული), 1000 მმ. და 800 მმ სიგანის ლიანდაგები, მათ შორის კბილანიანი. 1898 წლამდე, რკინიგზა იყო მთლიანად კერძო კომპანიების საკუთრება, რის გამოც შენდებოდა პარალელური ხაზები და ხდებოდა კონკურენტების გაკოტრება. 1898 წლის 20 თებერვალს ქვეყანაში ჩატარდა რეფერენდუმი, რომელზეც მონაწილეთა 67% -მა 32%-ის წინააღმდგ მხარი დაუჭირა რკინიგზის ნაციონალიზაციას. საბოლოოდ 1902 წელს ჩამოყალიბდა სახელმწიფო კომპანია Schweizerische Bundesbahnen (SBB). თუმცა სარკინიგზო ქსელი დღესაც არ არის ერთი კომპანიის საკუთრება, გვხვდება როგორც სახელმწიფო, ისე კერძო ოპერატორები, ესენია: 1435 მმ.: SBB - Swiss Federal Railways (German: Schweizerische Bundesbahnen)- ეს არის სახელმწიფო კომპანია, რომელიც ფლობს 1435 მმ.-იანი ქსელის უმეტეს ნაწილს, ემსახურება საქალაქთაშორისო (InterCity, InterRegio), საგარეუბნო (RegioExpress, S-bahn), საერთაშორისო (EuroCity) და რამდენიმე ტურისტულ მიმართულებას. SBB Cargo - სატვირთო ოპერატორი BLS - Bern-Lötschberg-Simplon-Bahn -კერძო კომპანია, რომელიც ოპერირებს ძირითადად ბერნის კანტონში, სამგზავრო და სატვირთო მიმართულებებზე. SOB – Südostbahn - კერძო კომპანია, რომელიც ოპერირებს ძირითადად ქალაქ ბაზელიდან და ციურიხიდან ქ.ლოკარნოს მიმართულებით გოთარდის ძველი უღელტეხილით(ახალზეც ვიტყვით ქვემოთ). RegionAlps - ოპერირებს ფრანგულ ნაწილში, ქალაქ ბრიგიდან ჟენევის ტბის მიამრთულებით 1000 მმ.: RHB - Rhätische Bahn - კერძო კომპანია. ძირითადად ოპერირებს გრისონსის კანტონში, ანუ ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ურთულეს რელიეფიან რეგიონში, ჰაბი აქვს ქალაქ კურში. MGB - Matterhorn Gotthard Bahn კერძო კომპანია. ოპერირებს ქვეყნის სამხრეთ რეგიონებში, ცერმატის, ფურკას, ობერალპპასის და გოთარდის ურთულეს უღელტეხილებზე. RHB-ს და MGB -ს აქვს საერთო ტურისტული მარშრუტი - გლასიერ ექსპრესი, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პანორამული მატარებელი ევროპაში. ცერმეტიდან ქალაქ დისენტისამდე მიყავს MGB-ს ლოკომოტივს და ეკიპაჟის წევრებს, ხოლო დისენტისიდან სენტ.მორისამდე -RHB-ს (შევეხებით ვრცლად). ZB – ZentralBahn - ძირითადად ოპერირებს ქალაქ ლუცერნის და ქალაქ ინტერლაკენის შემოგარენში. MOB- Chemins de fer Montreux-Oberland Bernois - ძირითადად ოპერირებს Montreux და ინტერლაკენის მიმართულებით, საექსკურსიო მატარებლით Golden Express. გამორჩეულია და საინტერესოა იმით, რომ ამ ხაზზე არის ნაწილობრივ 1435მმ..და ნაწილობრივ 1000 მმ. სიგანის ლიანდაგი, სოფელ ცვეისიმენში ხდება მატარებლის ურიკების გადაწყობა გაუჩერებლად, ავტომატური მექანიზმებით (ვიდეოს იხილავთ ქვემოთ). იუნგფრაუ ჰოლდინგი - მოიცავს რამდენიმე ოპერატორს ბერნის კანტონის იუნგფრაუს რეგიონში (ბერნის ალპები): BOB- Berner Oberland Bahn - ინტერლაკენიდან ლაუტერნბრუნენის და გრინდელვალდის მიმართულებით. WAB Wengernalpbahn - ეს არის შთამბეჭდავი 800მმ.- იანი კბილანებიანი რკინიგზა მანლიხენის უღელტეხილზე, რომლის ზედა სადგურუდან ადის კიდევ ერთი ამჯერად 1000მ.- იანი რკინიგზა „იუნგფრაუბანი“. Jungfraubahn - 1000 მმ.-იანი კბილანა რკინიგზაკლეინე-შიდეგიდან სადგურ „იუნგფრაუიოხ“- ის მიმართულებით, რომელიც არის ევროპაში ყველაზე მაღალი რკინიგზის სადგური, ზღვის დონიდან 3454 მ. GornergratBahn - 1000 მმ.-იანი კბილანა რკინიგზასამთო კურორტ ცერმეტიდან მწვერვალ მატერჰორნის მიმართულებით (არაბოლომდე, ცხადია), სიმაღლითმეორეა იუნგფრაუს შემდეგ 3090მ. PILATUS - ეს არის მსოფლიოში ყველზე მაღალი ქანობის - 48% მქონე რკინიგზა, ლუცერნის სიახლოვეს, მწვერვალ პილატუსისკენ. არის კიდევ რამდენიმე კომპანია, თუმცა სხვები დიდ ქსელს და რაიმე განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტს არ წარმოადგენენ. უცხოური ოპერატორები Deutsche Bahn - გერმანული კომპანია, ჩქაროსნული მარატებლებით ICE4, TGV Lyria - ფრანგულ-შვეიცარიული ჰოლდინგი, TGV ევროდუპლექსის ტიპის მატარებლით ოპერირებს პარიზი -ბაზელი - ციურიხი და პარიზი - ჟენევა - ლოზანა მარშრუტებზე. Trenitalia - იტალიური სახელმწიფო კოპპანია, ოპერირებს ციურიხიდან იტალიის მიმართულებით. საერთაშორისო მიმართულებებზე ასევე ოპერირებს SBB, eurocity coach IV ტიპის ვაგონებით. ახლა კი განვიხილოთ ოპერატორი კომპანიები და მათი მოძრავი შემადგენლობები. ყველას ქსელს დეტალურად ვერ გავარჩევ, მაგრამ შევეცდები, მთავრებს შევეხო. SBB SBB არის, ასე ვთქვათ, მთავარი ბირთვი, სახელმწოფო სარკინიგზო ქსელის ოპერატორი 1435 მმ.-იან გზებზე. შეიქმნა 1902 წელს, სათავო ოფისი არის ქალაქ ბერნში. მისი ვებ გვერდიდან შესაძლებელია ბილეთების შეძენა და განრიგების შემოწმება არამარტო SBB-ს, არამედ შვეიცარიის ნებისმიერ ქსელზე, ასევე კომბინირებულ მარშრუტებსა დასაერთაშორისო მიმართულებებზე. ბილეთის ყიდვა შესაძლებელია 3 გზით: ვებ-საიტზე, აპარატებზე და სალაროებში. აპარატით ყიდვის დროს ხურდას ბრუნდება. ტერმინალით გადახდის შემთხვევაში შესაძლებელია ანგარიშსწორება როგორც შვეიცარიულ ფრანკებში, ასევე აშშ დოლარში. არის სამნაირი ბილეთი: -კონკრეტული მატარებლების (გადაჯდომების ჩათვლით სხვა მატარებელში ვერ ჩაჯდებით); - open ticket ანუ თავისუფალი a პუნქტიდან b პუნქტამდე, (ანუ შეგიძლიათ იმ მიმართულებაზე ისარგებლოთ რომელი მატარებლითაც გნებავთ); - ფიქსირებულ დროიანი. ამ უკანასკნელ ბილეთს უნდა სპეციალურ აპარატზე ამოატვიფრინოთ დრო და იმ მომენტიდან 3 საათი მოქმედებს ყველგან. ცხადია, ამ ტიპის ბილეთს ვებ-გვერდიდან ვერ იყიდით, რადგან ფიზიკური „ამოსაშტამპი“ ქაღალდია. ასევე მოქმედებს სხვადასხვა ტიპის აბონიმენტები, ტურისტისთვის ყველაზე პოპულარულია swisstravel pass და halffare travelcard (50%იანი ფასდაკლების ბარათი). გაითვალისწინეთ, რომ საიტზე ნაჩვენები ფასები არის 50%- იანი ფასდაკლების ბარათისთვის, ხოლო თუ მის გარეშე ყიდულობთ, 2-ზე გაამრავლეთ. ყველა ტიპის (sbb-ც და სხვა კომპანიებისაშიც) მატარებელში მოქმედებს ერთი წესი: თუ ვაგონის კარს აქვს ყვითელი სტიკერი, ესე იგი ის ვაგონი არის I კლასის. თუ არა, შესაბამისად II კლასის. მარშრუტები როგორც ვთქვით,SBB-ს აქვს შემდეგი ტიპის სერვისები: - INTER CITY – ჩერდება დიდ ქალაქებში (11 მარშრუტი); - INTER REGIO - ჩერდება დიდ და საშუალო მნიშვნელობის სადგურებზე (9 მარშრუტი); - REGIO EXPRESS - ჩერდება ყველგან (4 მარშრუტი); - S-BAHN - ციურიხის ურბანი; - EUROCITY - საერთაშორისო მიმოსვლა ევროპის ქალაქების მიმართულებით. INTER CITY IC1 - Geneva Airport–Bern–Zürich HB–St. Gallen – საათში ერთხელ. მატარებელი 2 ცალი გადაბმული LD. IC2 – Zürich HB–Zug–Lugano 2 საათში ერთხელ. მატარებელი 2 ცალი გადაბმული giruno. IC3 - Basel SBB–Zürich HB–Chur 2 საათში ერთხელ.მატარებელი LD IC5 - Geneva Airport/Lausanne–Biel/Bienne–Zürich HB–St. Gallen 30 წუთში ერთხელ - მატარებელი ICN. IC6 - Basel SBB–Bern–Brig განრიგი სხვადასხვა- ევროსითის მიმოსვლის მიხედვით. არაუმეტეს 2 საათის. მატარებელი IC2000. IC8 - Brig-Bern–Zürich HB–Romanshorn საათში ერთხელ, მატარებელი IC2000. IC21 - Basel SBB–Lucerne–Lugano -განრიგი ევროსითის მიხედვით. მატარებელ იGiruno IC51 - Basel SBB–Biel/Bienne საათში ერთხელ. მატარებელი ICN IC 61 - Basel SBB–Bern–Interlaken Ost 30/60 წუთში ერთხელ. მატარებელი IC2000 IC 81 - Interlaken Ost–Bern–Zürich HB–Romanshorn 2 საათში ერთხელ. მატარებელი IC2000 INTER REGIO IR13 Chur – St. Gallen – Zürich HB – St. Gallen საათში ეთხელ, მატარებელი LD. IR15 Lucerne – Bern – Lausanne – Geneva Airport საათში ეთხელ, მატარებელი IC2020 (მოდერნიზებული IC2000) IR16 Zürich HB – Brugg AG–Olten–Bern საათში ეთხელ. IR27 Basel SBB – Olten – Luzern საათში ერთხელ, მატარებელი IC2020 (მოდერნიზებული IC2000) IR36 Basel SBB –– Zürich Airport საათში ეთხელ მატარებელი Stadlerr KISS new(IR dosto) IR37 Basel SBB – Aarau – Zürich HB საღამოს და დილის საათებში, მატარებელი LD IR70 - Zürich HB – Zug – Luzern საათში ეთხელ, მატარებელი LD. IR75 Konstanz – Zürich HB – Zug – Lucerne საათში ეთხელ, მატარებელი IC2020 (მოდერნიზებული IC2000) IR90 Geneva Airport – Lausanne – Brig საათში ეთხელ, მატარებელი IC2000 (ნაწილი ვაგონების IC2020) REGIOEXPRESS RE48 Zürich HB – Schaffhausen საათში ეთხელ Stadlerr KISS new (IR dosto) RE37 Aarau - Zürich HB საათში ერთხელ RE33 Annemasse – Geneva – St.Maurice ნახევარ საათში ერთხელ RE6 – Neuchâtel - La Chaux-de-Fonds საათში ერთხელ გადავიდეთ ყველაზე საინტერესო ნაწილზე - მატარებლებზე. მატარებლები SBBსაქალათაშორისო და „ევროსითი“ გადაყვანებისთვის იყენებსშემდეგი ტიპის მატარებლებს: EMU: RABE 501 -იგივეGIRUNO, იგივე STADLER smile – მწარმოებელი: შტადლერი (შვეიცარია); რაოდენობა - 29 ცალი; მაქსიმალური სიჩქარე 250 კმ/სთ; საოპერაციო სიჩქარე 200 კმ/სთ (დაგვიანების შემთხვევაში 230 კმ/სთ); შემადგენლობაშია 11 სექცია; ექპლუატაციაშია 2019 წლიდან; მოძრაობს მარშრუტებზე: IC2 -ციურიხი ლუგანო, IC21 - ბაზელი - ლუგანო. (57 კილომეტრიანი გოტჰარდ ბეიზ ტუნელის გავლით); სართული 1. ---- RABDe 500 - იგივე ICN მწარმოებელი: Bombardier; რაოდენობა - 44ცალი; მაქსიმალური და საოპერაციო სიჩქარე 200 კმ/სთ;. შემადგენლობაშია 7 სექცია. (როგორც წესი გადაბმულია 2 მატარებელი ანუ 14 სექცია ექპლუატაციაშია 2000 წლიდან; მოძრაობს მარშრუტებზე: IC5ჟენევა-ბიენი-სენტ.გალენი, IC51 - ბაზელი - ბიენი; სართული 1. RABe 502 - იგივე LD, იგივე BombardierTwindexx მწარმოებელი: Bombardier; მაქსიმალური და საოპერაციო სიჩქარე 200 კმ/სთ; ექპლუატაციაშია 2018 წლიდან; სართული 2;. მოძრაობს მარშრუტებზე: IC1 -ჟენევა - ციურიხი- სენტ.გალენი, IC3 ბაზელი - კური, IR13 ციურიხი - სტ.გალენი - კური, IR70 ციურიხი - ლუცერნი, IR37 - ბაზელი - ციურიხი. არის 3 ვერსია: IC200 – 8 სექცია მათ შორის 1 რესტორანი (წითელი სახურავით) – 23 ცალი. მოძრაობს მხოლოდ IC1 ზე; 2 ცალი ჩაბმული (ე.ი. 16 სექცია). IR200 – 8 სექცია (ყველა სამგზავრო) – 30 ცალი; IR100 – 4სექცია– 9 ცალი. მოძრაობს IC3 მარშუტზე 2 ცალი ჩაბმული (8 სექცია). RABe 503 - იგივე astoro, იგივე pendolino, იტალური ანალოგი ETR610 მწარმოებელი: ალსტომი (საფრანგეთი); მაქსიმალური სიჩქარე 250 კმ/სთ; ექპლუატაციაშია 2009 წლიდან; Girono-მდე მოძრაობდა გოტჰარდ ბეიზ ტუნელით ლუგანომდე, ამჟამად მოძრაობს ევროსითი (საერთაშორისო) ხაზებზე იტალიის მიმართულებით. RABe 512 – იგივე შტადლერ kiss (new), იგივე IR-dosto. მწარმოებელი: შტადლერი (შვეიცარია); მაქსიმალური სიჩქარე 160 კმ/სთ; ექპლუატაციაშია 2023 წლიდან; სართული 2; მოძრაობს მარშრუტებზე:IR36 - ბაზელი - ციურიხის აეროპორტი, IR37 - ბაზელი - ციურიხი (ცენტრი) IC2000 / IC2020 ყველაზე საყვარელი, მართალია, ცოტა ძველი, მაგრამ უგემრიელესი უკომფორტულესი მატარებელი IC2000 / IC2020; ეს არის ელმავალ RE460 ზე ჩაბმული 2 სართულიანი ვაგონები, რომელიც LD-ს შემოსვლამდე თითქმის ყველა ინტერსითი ხაზზე გამოიყენებოდა; ექსპლუატაციაში არის 2000 წლიდან. RE 460 არის ერთ-ერთი ლეგენდარული, ძალიან სწრაფი ელმავალი,მაქსიმალური სიჩქარე 230 კმ/სთ. შტადლერის და ABB-ის პროექტი (ABB არის შვედურ-შვეიცარიული ელექტრო საქონლის უმსხვილესი მწარმოებელი). RE 460 სულ არის დამზადებული 121 ცალი. SBB -მ მიიღო 119 ცალი, ერთი აქედან 087 ბორტი, დაიმტვრა 2015 წლის 20 თებერვალს, ციურიხის s-bahn-ის ემუ-ს შეეჯახა და განადგურდა. 18 ცალი გადაეცა კერძო კომპანია -BLS ს და მიენიჭა ინდექსი RE465 (იყენებს სატვირთო მიმართულებებზე). 2 ცალი კი გავიდა ექსპორტზე ჰონგ-კონკში. IC2000 ზე ერთი ბოლოდენ არის ჩაბმული ხსენებული ლოკომოტივი, ხოლო მეორე მხრიდან თვითონ ვაგონს აქვს სამართავი კაბინა. პენტოგრაფიდან დენს იღებს მხოლოდ ელმავალი, ვაგონების მიმართულებით მოძრაობისას ელმავალს არა გაქაჩვის, არამედ მიწოლის ძალით მიყავს. ვინაიდან ძრავები არ არის ვაგონებში, არის ძალიან ჩუმი და კომფორტული მატარებელი (განსხვავებით ხმაურიანი LD სგან, რომელიც რადგან არის EMU,ძრავების ხმას „ვერ მალავს“). როგორც ჩანს,ჩემ გარდა სხვა ფანებიც ყავს ამ მატერებელს, ამიტომ გადაწყდა მისი სრულად მოდერნიზაცია და ახალ ვაგონებს დაექვა IC2020 მოძრაობს ხაზებზე: IC6 ბრიგი - ბაზელი, IC61 ინტერლაკენი - ბაზელი, IC8 - ბრიგი რომანშორნი, IC81 ინტერლაკენი - რომანშორნი, IR15 - ჟენევა -ლუცერნი (მოდერნიზებული) IR75 -ლუცერნი - კონსტანცი (გერმანია), IR90 - ბრიგი ჟენევა (მოდერნიზებული და არამოდერნიზებული ვაგონების კომბინაცია). მიუხედავად იმისა, რომ ვიჯექი პანორამულ და ბევრად გაპიარებულ მატარებლებში, ყველაზე მეტადIC2000-ით მგზავრობით ვისიამოვნე. (ექსტერიერის განსხვავება იხილეთ ფოტოეზე. შუა სამი ვაგონი არაა მოდერნიზებული) IC2000 მეორე ბოლოდენ, ანუ ელმავლის მხრიდან შემდეგი ტიპი არის სტანდარტ coach IV. ესეც არის RE460-ზე ჩაბმული 1 სართულიანი ვაგონები ბოლო ვაგონის ბოლოში სამართავი კაბინით. ასევე გამოიყენება ევროსითი ტიპის ხაზებზე გერმანიის მიმართულებით. მარშუტს IC4 - ციურიხი - შაფჰაუზენი-შტუტგარტის მიმართულებას უძღვება არა RE460, არამედ RE420 ელმავალი. ამ მარშრუტის გერმანულ ნაწილს ეწოდება IC27 (სავარაუდო, დასახელებების თანხვედრის გამო). RE420 არის ძველი, მაგრამ ყველაზე დიდი ტირაჟით გამოშვებული ელმავალი შვეიცარიაში, 71 ცალი ყავს sbb-ს (სამგზავროს) აქედან 30 მოდერნიზებულია. გარდა IC4/27-ს RE420 კიდევ გამოიყენება gotthard panoramic express ის სამართავად. ეს არის საექსკურსიო მატარებელი ძველი გოთარდის უღელტეხილით და გვირაბით (არ აგერიოთ „გოთარდ ბეიზ ტუნელში“). gotthard panoramic express არის ტური ლუცერნიდან ლუგანოში, სადაც ლუცერნი-არტ გოლდუს მიმართულებით ტურისტები გადაჰყავს ტბაზე მცურავ სამდინრო ტრანსპორტს, ხოლო არტ გოლდუდან ლუგანომდე - მატარებელს. აღსანიშნავია რომ ამ მატარებელში შესაძლებელია ელმავალში (მემანქანის გვერდით) ბილეთის ყიდვაც, 760 ფრანკიდან იწყება ასეთი ბილეთის ფასი. ფოტო: ელმავალი RE 420 და გოთარდ პანორამა ექსპრესის ვაგონები გარდა Intercity / InterRegio და ევროსითი ტიპისა, SBB ემსახურება zurich S-bahn-ს და ზოგიერთ რეგიოექსპრესს შემდეგი ტიპის მატარებლებით: RABe 511 (stadler KISS), RABDe 514 (siemens dtz), RABDe 560.2 (domino), RABe520 (stadler GTW), RABe 523 (stadler Flirt) და DPZ. აქედან მხოლოდ DPZ –ზე გავამახვილებ თქვენს ყურადღებას. ეს არის ცალკაბინიან ელმავალ RE450 ზე ჩაბმული 2 სართულიანი ვაგონები, გამოიყენება ციურიხის ს-ბანზე. დაზადებულია 113 ცალი. 1989 წლიდან არის სერვისში. ლიანდაგის გეომეტრიის მზომი ვაგონი უამრავ ტექნიკურ ვაგონთან და შემადგენლობასთან ერთად SBB-ს საკუთრებაშია 1 ცალი იტალიური კომპანია მერმეკის შექმნილი ROGER 1000 ტიპის თვითმავალი ვაგონი. ინსპექტირების სიჩქარე თვითსვლის დროს 160 კმ/სთ-ია, ჩაბმული სხვა ლოკომოტივზე - 200 კმ/სთ. აღჭურვილია 2 სამართავი კაბინით, ინსპექტირების სივრცით, შეხვედრების ოთახით, ტუალეტით და სამზარეულოთი. ---- ცოტა რამ ელმავლების შესახებ ყველა ნახსენები ელმავალი (RE420, RE450, RE460, RE465) არის 4 ღერძიანი. შვეიცარიაში კიდევ შეგხვდებათ RE620 - ექვსღერძიანი ელმავალი, რომელიც გამოიყენება სატვირთო გადაზიდებისთვის, წარმოება დაიწყო 1972 წელს. SBB cargo -ს ელმავლები: RE620 – 63 ც; RE420 – 114ც; RE484 bombardier TRAXX- 21ც. BLS BLS AG არის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კერძო სარკინიგზო კომპანია შვეიცარიაში. ფლობს7 სარკინიგზო ხაზს, ძირითადად ბერნის კანტონში, მათ შორის „ლოჩბერგის ხაზს“ (უღელტეხილი); ოპერირებს 3 ინტერ-რეგიო მარშრუტზე (IR17, IR65, IR66), 6 რეგიოექსპრესზე, ბერნის და ლუცერნის S-bahn ზე და პანორამულ Golden pass express-ზე. ასევე სატვირთო გადაზიდვებზე. მისი მატარებლების შეფერილობა არის ყველასგან განსხვავებული ფოსფორისფერი. მატარებლები RABe 515– იიგივე Flirt,3. მწარმოებელი: შტადლერი (შვეიცარია); რაოდენობა 39; მაქსიმალური სიჩქარე 160 კმ/სთ; ექპლუატაციაშია 2012 წლიდან. RABe 528 – იგივე Mika,იგივე Flirt 4. მწარმოებელი: შტადლერი (შვეიცარია); რაოდენობა 58; მაქსიმალური სიჩქარე 160 კმ/სთ; ექპლუატაციაშია 2021 წლიდან. RABe 525 რაოდენობა 36; მაქსიმალური სიჩქარე 140 კმ/სთ; ექპლუატაციაშია 1999 წლიდან. RABe 535,იგივე ლოჩბერგერი რაოდენობა 25; მაქსიმალური სიჩქარე 160 კმ/სთ; ექპლუატაციაშია 2008 წლიდან. Golden pass express არის კომპანია MOB-ის და BLS -ის პანორამული ტურისტული მატარებელი ქ. ინტერკალეკიდან ქ.მონტრეს მიმართულებით. ინტერლაკენიდან სოფელ ცვეისიმენამდე არის 1435მმ.- იანი ლიანდაგი, შემდეგ კი 1000მმ. -იანი. ცვეისიმენში ხდება მატარებლის ურიკების გადაწყობა გაუჩერებლად. მარშრუტი გადის მთიან რეგიონს, მაქსიმალური ალტიტუდა არის 1275 მ., გზის სიგრძე -75 კმ. გაიხნა 1912 წელს. მარშრუტის ხანგრძლივობაა 3 საათი და 15 წუთი. https://www.youtube.com/watch?v=iuBO5ShzuYs&ab_channel=RailwayGazetteInternational მატარებლები ABe4/12 რაოდენობა 4; ექპლუატაციაშია 1976 წლიდან, სრულად განახლებულია 2004 წელს; Abe 8/8 მწარმოებელი: შტადლერი (შვეიცარია); რაოდენობა 4; მაქსიმალური სიჩქარე 100 კმ/სთ. ექპლუატაციაშია 1916 წლიდან. SOB - Südostbahn კომპანია დაარსდა 2001 წელს, ფლობს რამდენიმე 1435 მმ.-იან ხაზს ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში, სათავო ოფისია ქალაქ სენტ გალენში. ოპერირებს 3 ინტერ რეგიო მარშრუტზე: IR35 - ბერნი - სტ.გალენი (მატარებელი: ორი ცალი გადაბმული stadler flirt 4); IR26 – ბაზელი - ლოკარნო (გოთარდის ძველი გვირაბით) (მატარებელი:stadler flirt 4); IR46 – ციურიხი - ლოკარნო (გოთარდის ძველი გვირაბით) (მატარებელი:stadler flirt 4). ასევე ტურისტული მარშრუტზე „ვორალპენ ექსპრესი“, არტ-გონდუდან სენტ გალენამდე. მატარებლები RABe 526,იგივე „ტრავერსო“. მწარმოებელი: შტადლერი (შვეიცარია); სექციების რაოდენობა 5; რაოდენობა 34 (10 ვერცხლისფერი და 24 ყავისფერი); მაქსიმალური სიჩქარე 160 კმ/სთ; ექპლუატაციაშია 2019 წლიდან. RABe 526– stadlerflirt მწარმოებელი: შტადლერი (შვეიცარია); სექციების რაოდენობა 4; რაოდენობა 23; მაქსიმალური სიჩქარე 160 კმ/სთ. ექპლუატაციაშია 2007 წლიდან. Rhätische Bahn (ინგლ. rhaetian Railway). რეტის რკინიგზა არის იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი. ეს არის გრაუბიუნდენის კანტონის მთებში გამავალი 1000მმ.-იანი არაკბილანიანი ქსელი. მთავარი ჰაბი არის ქ. კური, რომელიც უკავშირდება სამთო კურორტებს: სენტ-მორისი, დისენტისი, აროსა, დავოსი, სქიული და სხვა. ასევე უკავშირდება იტალიის ქალაქ ტირანოს. სენტ მორისი არის ერთ-ერთი „ლაქშერი“ მთის კურორტი შვეიცარიაში. აქ ჩატარდა მე-2 ზამთრის ოლიმპიური თამაშები 1928 წელს. ითვლება ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ საშოპინგო ადგილად შვეიცარიაში. კომპანია, გარდა რეგიონული ექსპრესებისა, გთავაზობთ 2 ტურისტურ-პანორამულ მატარებელს: გლასიერ ექსპრესი (MGB-სთან ერთად) და ბერნინა ექსპრესი (იტალიის ქ. ტირანომდე). რეგიონში არის უამრავი სპირალური თუ სხვა ტიპის გვირაბი, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი ორი: ალბულა 5.8 კმ. და ვერეინა 19 კმ. ალბულას ხაზი და გვირაბი გაიხსნა 1903 წელს. მაქსიმალური სიმაღლე ზღვის დონიდან ალბულას ხაზზე არის 1820მ. გზას იყენებს ორივე პანორამული მატარებელი, ბერნინა და გლასიერი. ფოტო: ალბულას ხაზი და მატარებელი copricorn ვერეინას გვირაბი გაიხსნა 1999 წელს. მისი სიგრძე არის 19 კმ., ცალლიანდაგიანი. მშენებლობა დაჯდა 670 მილიონი შვეიცარიული ფრანკი. მართალია, ცნობილი ტურისტული მატარებლები ამ გზით არ დადიან, მაგრამ ყველას გირჩევთ, თუ სენტ მორისში ახვალთ,ადით ვერეინას გზით და დაბრუნდით ალბულათი (გნებავთ პირიქით), რადგან ვერეინას გვირაბის შემდეგ იშლება ულამაზესი ხეობები. ცაკლე აღნიშვნის ღირსია ულამაზესი „კური - აროსას“ რკინიგზა. მაქსიმალური სიმაღლე 1739 მ., ქანობი 6%. გზად არის ათობით გვირაბი და ხიდი. მათ შორის ყველაზე გამორჩეულია langwieser viaduct. მდინარე Plessur-ზე, ხიდი აშენებულია 1914 წელს. სიმაღლე 62 მ. „კური აროსას“ მატარებელი ქალაქ კურში მოძრაობს ჩვეულებრივ ქუჩებში, ავტომობილებთან ერთად, როგორც ტრამვაი. მატარებელი არის alegra ჩამატებული 2 რეტრო ვაგონით. ფოტო: კური - აროსას მატარებელი შტადლერ allegra ხიდზე langwieser viaduct მატარებლები: Abe 8/12 Allegra . მწარმოებელი: შტადლერი (Flirt) (შვეიცარია); 3 სექცია; რაოდენობა 15 ც.; მაქსიმალური სიჩქარე 100 კმ/სთ; ექპლუატაციაშია 2010 წლიდან. Abe 4/16 Allegra მწარმოებელი: შტადლერი (Flirt) (შვეიცარია); 4 სექცია; რაოდენობა 5 ც.; მაქსიმალური სიჩქარე 100 კმ/სთ; ექპლუატაციაშია 2012 წლიდან. Abe 4/16 Capricorn. მწარმოებელი: შტადლერი (Flirt) (შვეიცარია); 4 სექცია; რაოდენობა 62 ც; მაქსიმალური სიჩქარე 120 კმ/სთ; ექპლუატაციაშია 2012 წლიდან. ელმავლები: Ge 4/4 I – 1947 წ. რაოდენობა 1 ც. 80 კმ/სთ; Ge 4/4II – 1973 წ. რაოდენობა 17ც. (იყენებს გლასიერ ექსპრესიც) 90 კმ/სთ; Ge 4/4III – 1973 წ. რაოდენობა 12ც. (იყენებს ბერნინაც და გლასიერ ექსპრესიც) 100 კმ/სთ. გლასიერის და ბერნინას ვაგონებს ელმავლის გარეშეც Capricorn ან Allegraზე ჩაბმულსაც ნახავთ. მარშუტებს ცალკე აღარ ჩამოვწერ, იხილეთ სქემაზე: Bernina express „ბერნინა ლაინი“ გაიხსნა 1908 წელს. ის აკავშირებს შვეიცარიის კურორტ „სენტ მორისს“ იტალიის ქალაქ „ტირანოსთან“. არის ყველაზე მაღალი სარკინიგზო კვეთა სახელმწიფოებს შორის ევროპაში. მაქსიმალური სიმაღლე ზღვის დონიდან 2253 მ., ქანობი 7%. სიგრძე შეადგენს 60.7 კმ.-ს, სადგურების რაოდენობა 22. ოპერატორი გახლავთ RHB. პანორამული ექსპრესის მარშრუტი იწყება ქალაქ კურიდან და ალბულას უღელტეხილის გავლით უკავშირდება „ბერნინა ლაინს“. პანორამული ვაგონები ჩაბმულია ელმავალ ge 4/4 III ან “allegra”-ტიპის emu-ზე. მგზავრობის ხანგრძლივობა არის 4 საათი. გაივლის Brusio spiral viaduct -ს, 110 მ სიგრძის სპირალურ ხიდს, რომელიც აშენდა 1908 წელს. ფოტო: ბერნინა ექსპრესი Brusio spiral viaduct -ზე Glacier express ეს არის ყველაზე ცნობილი პანორამული მატარებელი შვეიცარიაში. ის კვეთს ფაქტიურად სრულად ქვეყნის სამხრეთ ნაწილს ვალაისის კანტონიდან გრაუბიუნდენის კანტონამდე. გაივლის ბევრ ცნობილ სამთო-სათხილამურო კურორტსა და მაღალ უღელტეხილს. სრული ტურის ხანგრძლივობაა 7 საათი და 45 წუთი. 1 ვაგონი არის მთლიანად რესტორანი. ძვირი სიამოვნებაა ნამდვილად, სენტ მორისიდან ბრიგამდე მგზავრობა ღირს 119 ფრანკი, ადგილის არჩევა - 49 ფრანკი, ლანჩი (1 ულუფა) - 42 ფრანკი. ბილეთების ყიდვა ტურისტულ სეზონებზე საჭიროა რამდენიმე დღით ან კვირით ადრე. მატარებელი ამოქმედდა 1926 წელს, თავდაპირველად აკავშირებდა ქალაქ ბრიგს და ქალაქ კურს. კვეთდა “ფურკას” (2429მ) და “ობერალპპასის” (2044 მ) უღელტეხილებს. 1930 წელს გაიხსნა მწვერვალ მატერჰორნთან მდებარე კურორტ ცერმატის და ქ. ვისპის დამაკავშირებელი 1000 მმ.-იანი რკინიგზა და შეუერთდა აღნიშნულ მარშრუტს. 1982 წლამდე მატარებელი მოძრაობდა მხოლოდ ზაფხულის სეზონზე, რადგან “ფურკა” და “ობერალპპასი” სხვა სეზონებზე თოვლით იყო დაფარული. 1982 წელს გაიხსნა გვირაბი „ფურკა ბეიზ ტუნელი”, 1564 მ. სიმაღლეზე ზღვის დონიდან, შესაბამისად ფურკას უღელტეხილზე ასვლა აღარ იყო საჭირო და შესაძლებელი გახდა ზამთარში ფუნქციონირებაც. ფურკას ძველ უღალტეხილზე ამჟამად მოძრაობს ორთქმავლიანი საექსკურსიო ვაგონები, ეს არის ყველაზე გრძელი (18კმ.) არაელექტროფიცირებული ხაზი შვეიცარიაში. ფოტო: Furka steam railway 1943 – 1946 წლებში გლასიერ ექსპრესი არ ფუნქციონირებდა მეორე მსოფლიო ომის გამო. ამჟამად გლასიერ ექსპრესი არის ორი კომპანიის: Rhätische Bahn -ის და Matterhorn Gotthard Bahn-ის ერთობლივი პროექტი. სტ.მორისი - კური -დისენტისიან დავოსი - კური - დისენტისის მონაკვეთზე მიყავს RHB-ს ელმავალს Ge 4/4 IIან ჩაბმულია სტ.მორისი კურის „ალეგრაზე“ ალბულას უღელტეხილის გავლით. აქ არის ათობით სპირალური გვირაბი (კლდეში შედის, წრეს არტყამს და გამოდის სხვა სიმაღლეზე) და ცნობილიხიდი Landwasser Viaduct. ფოტო: გლასიერ ექსპრესი RHB-ის ელმავალ ge 4/4 II ით Landwasser Viaduct-ზე დისენტისიდან კი გადაიბარებს კომპანია „მატერჰორნ გოთარდ რეილვეი“ ელმავლით Hge 4/4.იცვლება მომსახურე ეკიპაჟის წევრებიც. დისენტისიდან იწყება უღელტეხილი „ობერალპპასი“. მაქს სიმაღლე 2044 მ. ეს უკვე არის კბილანებიანი რკინიგზა 11% -იანი ქანობით, შესაბამიდან ელმავალიცHge 4/4 არის ორმაგი ტექნოლოგიის (კბილანებიანი და ჩვეულებრივი). გრძელი გვირაბები არ არის, პიკზე გადის 4-სეზონიან დათოვლილ ზონას. უღელტეხილის გადავლის შემდეგ ჩადის კურურტ ანდერმატში. შემდეგ იწყება ფურკას უღელტეხილი, თუმცა მისი გადავლა აღარ ხდება და 15 კილომეტრიანი „ფურკა ბეიზ ტუნელით“აგრძელებს გზას. ფოტო გლასიერ ექსპრესი MBG-ს ელმავალ Hge 4/4 ით შემდეგ არის ძალიან ლამაზი ხეობები და ჩავდივართ ქ. ბრიგში. აქ უკვე შესაძლებელია გადაჯდომა SBB-ს (1435მმ.) მატარებლებზე, ასევე ბრიგი არის იტალიასთან მოსაზღვრე კვანძი და Simplon Tunnel - ის წყალობით შესაძლებელია მოხვედრა იტალიაში, ქალაქ Domodossola -ს მიმართლებით, „ეუროსითის“ მატარებლებით. ბრიგიდან ქ. ვისპამდე 1000მმ.- იანი რკინიგზა პარალელურად მიუყვება სტანდარტული სიგანის რკინიგზას, ხოლო ვისპი - ცერმეტი კი არის1000მმ.-იანი კბილანებიანი რკინიგზა. გლასიერი ცერმატში ამთავრებს მარშრუტს, თუმცა რკინიგზის მოყვარულებისთვის ეს ბოლო პუნქტი არაა, აქედან იწყება “გორნერგრატის“ რკინიგზა. GornergratBahn (GGB) გორნერგრატის რკინიგზა გახლავთ ალტიტუდით მეორე შვეიცარიაში, ეს არის 9.3 კმ. კბილანა რკინიგზა მწვერვალ მატერჰორნის სიახლოვეს, რომელიც იწყება ულამაზეს კურორტ „ცერმატიდან“. ქანობი არის 20%, მაქსიმალური სიმაღლე ზღვის დონიდან კი - 3090მ. გაიხსნა 1898 წელს. თავდაპირველად ფუნქციონირებდა მხოლოდ ზაფხულში. 1912 წლამდე ითვლებოდა ევროპის ყველაზე მაღალ რკინიგზად, სანამ ამოქმედდებოდა „იუნგფრაუს“ რკინიგზა ბერნის კანტონში. გზა გაივლის ცნობილ ხიდსFindelbach viaduct მატარებლები: Polaris Bhe 4/6 მწარმოებელი: შტადლერი (შვეიცარია); 2 სექცია. (დადის გადაბმული 2 მატარებელი, ანუ 4 სექცია); რაოდენობა 5 ც. მაქსიმალური სიჩქარე 30 კმ/სთ.; ექპლუატაციაშია 2022 წლიდან; ფოტო: პოლარისი და მწვერვალი მატერჰორნი Bhe 4/6 (2006 წლის მოდელი) მწარმოებელი: შტადლერი (შვეიცარია); 2 სექცია (დადის გადაბმული 2 მატარებელი, ანუ 4 სექცია);javascript:closeall(); რაოდენობა 4 ც.; მაქსიმალური სიჩქარე 30 კმ/სთ.; ექპლუატაციაშია 2006 წლიდან. ფოტო: Findelbach viaduct |
Posted by: რიკოჰ 17 Jul 2024, 23:57 |
რამსიგრძე პოსტია, ნახევარი წუთი ვსქროლავდი )) |
Posted by: Kublicha 17 Jul 2024, 23:58 |
Jungfraubahn Holding სანამ უშუალოდ რკინიგზაზე დავიწყებ საუბარს, ჯერ ვთქვათ, რა არის „იუნგფრაუს“ რეგიონი. ეს არის ბერნის კანტონის მთიანი ზონა და შვეიცარიის მთავარი სავიზიტო ბარათი „ბერნის ალპებში“. აქ არის სამთო კურორტები „გრინდელვანდი“ „კლეინე შიდეგი“, „ვენგენი“ „მიურენი“,“მანლიხენი“ და ყველაზე ცნობილი ჩანჩქარების მხარე - „ლაუტერნბრუნენი“. აქ არის 72 ჩანჩქერი, მათ შორის ყველაზე ცნობილებია „ტრუმელბახი“ - ჩანჩქერი გამოქვაბულში, სადაცშედიხარ ლიფტებით და „შტაუბახფალი“ უშუალოდ ლაუტერნბრუნეის ცენტში. ამ რეგიონში არის მწვერვალები: მანლიხენი: 2343 მ., ეიგერი 3967მ., მონხი 4110 მ.იუნგფრაუ: 4158მ. და ა.შ. სწორედ ამ მწვერვალებიდან იღებს სათავეს „ტრუმელბახის“ ჩანჩქერი. რეგიონის ცენტრი არის ორ ტბას შუა მდებარე ქალაქი ინტერლაკენი, აღმოსავლეთიდან ესაზღვრება „ბრიენცის“ ტბა, დასავლეთიდან „ტუნის“ ტბა, „სამხრეთიდან კი ბერნის ალპები. ინტერკალენში არის 2 რკინიგზის სადგური: „ინტერლაკენ ვესტი“ (დასავლეთი) და „ინტერკალენ ოსტი“ (აღმოსავლეთი). მთავარი კვანძი არის „ინტერკალენ ოსტი“. აქ იკვეთება SBB -ს სტანრარტული სიგანის მატარებლები, „ცენტრალ ბანის“ პანორამული მატარებელი ქ. ლუცერნის მიმართლებით, „გოლდენ პასს ექსპრესი“ და „იუნგფრაუ ჰოლდინგის“კომპანია Berner Oberland-Bahnen -ს (BOB) მატარებლები (1000მმ.). Berner Oberland-Bahnen BOB -ის 2 ცალი ერთმანეთზე ჩაბმული მატარებელი გადის „ინტერლაკენ ოსტ“-დანყოველ ნახევარ საათში. სადგურ „ცვეილუჩინენში“ მატარებლები ერთმანეთს ჩაეხსნება და ერთი მიდის „გრინდელვალდის“ , ხოლო მეორე „ლაუტერნბრუნენის“ მიმართულებით. მატარებლები: Stadler Flirt Abeh8/8, კბილანიანი(ც.). მწარმოებელი: შტადლერი (შვეიცარია); 3 სექცია; რაოდენობა 6 ც.; მაქსიმალური სიჩქარე 80 კმ/სთ. (კბილანით 40 კმ/სთ).; ექპლუატაციაშია 2017 წლიდან. Wengernalpbahn (WAB) ლაუტერნბრუნენს და გრინდელვალდს ჰყოფს „მანლიხენის“ მთა. ამ მთაზე, ლაუტერნბრუნენის მხარეს არის პატარა სოფელი „ვენგენი“1200 მ. ზღვის დონიდან. ის 500 მ.სიმაღლის კლდიდან გადმოჰყურებს ლაუტერნბრუნენს. აქ არ არის მისასვლელი არანაირი საავტომობილო გზა, მოხვედრა შესაძლებელია მხოლოდ wab-ის მატარებლით და ფეხით ძალიან ციცაბო ბილიკით. მაგ ბილიკიზე ფეხით ჩამოსვლაც კი არის ძალიან დამღლელი, იმდენად დიდი დახრის კუთხე აქვს, ასევე საბაგიროებით, ოღონდ მთის მეორე მხრიდან (გრინდელვალდის). სოფელში დადის რამდენიმე ავტომობილი, რომელიც, სავარაუდოდ, აიტანა wab-ის მატარებლმა სატვირთო ვაგონით. უფრო ზემოთ, დაახლოებით 2000-2100 მეტრზე არის სათხილამურო კურორტი „კლეინე შიდეგი“. Wab-ის რკინიგზა აკავშირებს სწორედ ლაუტერნბრუნენს - ვენგენს -კლეინე შიდეგს და ცალკე, მეორე მხრიდან - გრინდელვალდსა და კლეინე შიდეგს. ეს არის 800 მმ.-იანი სრულად კბილანიანი რკინიგზა, ქანობი 25%. გაიხსნა 1893 წელს. სიგრძე 19 კმ. ვინაიდან ვენგენისთვის რკინიგზა არის გარე სამყაროსთან ერთადერთი დამაკავშირებელი საშუალება, მატარებელი ასრულებს ფოსტის სერვისსაც. მოძრაობს ნახევარ საათში ერთხელ, დილის 5 საათიდან ღამის 1 საათამდე. მატერებლები He(m)4/4 ლოკომოტივი მწარმოებელი: შტადლერი (შვეიცარია); რაოდენობა 3 ც.; ძრავი: ჰიბრიდი- დიზელი/ელექტრო.; ექპლუატაციაშია 2022 წლიდან. Stadler Bhe4/8 მწარმოებელი: შტადლერი (შვეიცარია); 3 სექცია(შუა პანორამული); რაოდენობა 10 ც.; ექპლუატაციაშია 2004 წლიდან; კლეინე-შიდეგიდან კი იწყება ევროპაში ყველაზე მაღალი რკინიგზა - იუნგფრაუბანი. Jungfraubahn იუნგფრაუს რკინიგზა არის ევროპაში ყველაზე მაღალი, ადისზღვის დონიდან 3454 მეტრ სიმაღლეზე. რკინიგზის აშენება უკავშირდება შვეიცარიელ ბიზნესმენს ადოლფ გიერ-ზელერს, რომელმაც მიიღო ტიტული „რკინიგზის მეფე“. მშენებლობა 16 წელს გაგრძელდა. იუნგფრაუბანის გვირაბის მშენებლობა ლიანდაგის სიგანე არის 1000მმ, ქანობი 25%, 9 კმ. გაიხსნა 1912 წელს. გახნის მომენტში იყო მსოფლიოს ყველაზე მაღალი რკინიგზა. გზის უმეტესი, 7 კილომეტრიანი მონაკვეთი მოქცეულია გვირაბში. მისი ზედა სადგური არის „იუნგფრაუიოხი“ 3454 მ. აქ დგას შენობა „Top of Europe“. ფოტო: "TOP OF THE EUROPE" სადგურიდან შესაძლებელია ფეხით ასვლა მწვერვალებზე: იუნგფრაუ, მონხი და ეიგერი. ხოლო ქვედა სადგური კლეინე შიდეგი, 2061 მ. არის ყველაზე მაღალი სარკინიგზო ჰაბი ევროპაში. მატარებელი შტადლერ Bhe4/8; 3 სექცია.; რაოდენობა 4 ც.; მაქსიმალური სიჩქარე 33 კმ/სთ.; ექპლუატაციაშია 2016 წლიდან. ZB - Die Zentralbahn კომპანია „ცენტრალბანი“ ოპერირებს ძირითადად ქ. ლუცერნის შემოგარენში, 1000მმ.-იან რკინიგზაზე. ძირითადი მიმართულებებია „ლუცერნი-ინტერლაკენის ექსპრესი“, „ლუცერნი-ენგელბერგის“ კბილანიანი რკინიგზა 10.5% ქანობით, ასევე მეირინგენი - ინერტკირხენის ხაზი 20%იანი ქანობით(გაიხსნა 1926 წელს). მატარებლები: ABe 130 – flirt, რაოდენობა 10, 2004 წ.; ABe 150 – Adler, რაოდენობა 4, 2012 წ.; ABe 160/161 – Fink, რაოდენობა 11, 2012/2016 წ. Pilatus-Bahnen AG ლუცერნის სიახლოვეს, მწვერვალ „პილატუსის“ მიმართულების რკინიგზა, ქანობით 48% არის მსოფლიოში ყველაზე ციცაბო რკინიგზა. მაქსიმალური ზიმაღლე 2073მ., სიგანე 800მმ., კბილანიანი,სიგრძე 4.6 კმ. აშენდა 1889 წელს, ორთქმავლით მოძრაობდა. ხელახლა გაიხსნა 1937 წელს. ჩქაროსნული მონაკვეთები და მნიშვნელოვანი გვირაბები ზოგადად შვეიცარიაში, ევროპის სხვა ქვეყნებთან შედარებით,მაინცდამაინც ჩქაროსნული ხაზები არაა, თუმცა გვაქვს რამდენიმე სწრაფი მონაკვეთი, სადაც საოპერაციო სიჩქარე არის 200 კმ/სთ. 1. ბერნი - ოლტენის მონაკვეთი. სიგრძე 45 კმ., გაიხსნა 2004 წელს. სიგნალიზაცია ETCS (ერთიანი ევროპული თანამედროვე სისტემა). ოლტენი არის ერთ-ერთი უმსხვილესი კვანძი, აქ იკვეთება ბაზელი - ლუცერნის და ჟენევა/ბერნი - ციურიხის ხაზები. პროექტ NRLA - ს (New Railway Link through the Alps)ფარგლებში კი აშენდა ორი ახალი დიდი გვირაბი: 2. „ლეჩბერბგ ბეიზ ტუნელი” გვირაბი. სიგრძე 35 კმ. გაიხსნა 2007 წელს. გვირაბი არის ბერნის ალპების ქვეშ და აკავშირებს ქ. ბრიგსა და ქ.ბერნს. ძველი ლოჩბერგის გვირაბი და უღელტეხილი აღარ გამოიყენება ძირითადი ხაზებისთვის, დადიან მხოლოდ სატვირთო და კომპანია BLS -ის რეგიოექსპრესები. 3. „გოთარდის ბეიზ ტუნელი“. ეს არის მსოფლიოში ყველაზე გრძელი სარკინიგზო გვირაბი. სიგრძე 57 კმ. მშენებლობა დაიწყო 1999 წელს და დასრულდა 2016 წელს. 2 ლიანდაგიანია. გადის ალპების ქვეშ და აკავშირებს ქ. ციურიხსა და სხვა ცენტრალურ ქალაქებს ტიჩინოს კანტონთან, ქალაქ ლუგანოსთან და იტალიასთან. საოპერაციო სიჩქარე არის 200 კმ/სთ, დაგვიანების შემთხვევაში 230 კმ/სთ. სატვირთო მატარებლებისთვის 100 კმ/სთ. ჩქაროსნული მატარებლებისთვის გავლის დრო არის 20 წუთი. გაიხსნა 2016 წლის 1 ივნისს. მშენებლობისას გამოტანილი იქნა 28 მილიონი ტონა ნაშალი კლდის მასალა. დაჯდა 9.5 მილიარდი ფრანკი. არ აგვერიოს ძველ გოთარდის გვირაბში, რომელიც არის 15 კილომეტრიანი და მდებარეობს იმავე უღელტეხილის გაცილებით მაღალ წერტილზე. 4. „ჩენერის ბეიზ ტუნელი“. 15.4 კმ., გაიხსნა 2020 წელს. მდებარეობს ტიჩინოს კანტონში, აკავშირებს ქალაქ ბელინზონას და ქალაქ ლუგანოს. გოთარდ ბეიზ ტუნელთან ერთად არის ციურიხი - ლუგანოს მაგისტრალის ნაწილი. საოპერაციო სიჩქარე არის 200 კმ/სთ, დაგვიანების შემთხვევაში 230 კმ/სთ. ვახსენეთ “გოთარდის” და “ლოჩბერგის” ძველი უღელტეხილები. ცხადია, 2007 და 2016 წელს გახსნილ გრანდიოზულ გვირაბებამდე ალპებს კვეთდა სარკინიგზო ხაზები და უკავშირდებოდა შვეიცარიის სამხრეთ კანტონებს და იტალიას. ეს ხდებოდა ორი უღალტეხილით “ლოჩბერგი” და “გოთარდი”. გოთარდის ხაზი გაიხსნა 1882 წელს. სიგრძე არის 216 კმ. იწყება შვიცის კანტონის ქალაქ არტ-გოლდუდან და გრძელდება ტიჩინოს კანტონში იტალიის საზღვრამდე. ორ ლიანდაგიანია, მაქსიმალური სიმაღლე 1151 მ., ქანობი 2.7%. ხაზი მოიცავს გოთარდის ძველ 15 კილომეტრიან გვირაბს, რომლის მშენებლობაც გაგრძელდა 10 წელს 1872-1882 წლებში. გვირაბი გადის “ობერალპპასის” უღელტეხილის, უფრო ზუსტად კურორტ ანდერმატის ქვეშ. (ვახსენეთ გლასიერ ექსპრესის განხილვისას). ანდერმატიდან გვირაბის დასაწყისამდე სოფელ გოშენენამდე ასევე არის მოქმედი კბილანიანი რკინიგზა, სადაც მოძრაობს mgb (მატერჰორნ გოთარდ ბანის) მატარებელი. ამ რკინიგზის ქანობი არის 17.9%. ფოტო: MGB- ს მატარებელი ანდერმატი-გოშინენის უხელტეხილზე. გოთარდის ხაზზე ასევე არის 3 სპირალური გვირაბი. ამჟამად გოთარდის ხაზს იყენებს: კომპანია SOB ის „ინტერ რეგიო“ მატარებლები ციურიხი/ბაზელიდან ლოკარნოს მიმართულებით; სატვირთო შემადგენლობები; „გოთარდის პანორამული ექსპრესი“. ეს არის SBB-ს საექსკურსიო ტური, რომელიც ჯერ ვიზიტორებს სთავაზობს ლუცერნიდან ტბაზე იახტით გასეირნებას, შემდეგ კი მატარებელს გოთარდის უღელტეხილის გავლით ქ. ლუგანომდე. მოძრაობს დღეში ერთხელ. ლოჩბერგის სარგკინიგზო ხაზი გაიხსნა 1913 წელს, სიგრძე არის 74 კმ. ორლიანდაგიანი. მაქსიმალური სიმაღლე ზღვის დონიდან 1240მ. ქანობი 2.7%. აკავშირებს ქალაქ შპიცს და ქალაქ ბრიგს. ამჟამად ხაზის მფლობელია კომპანია BLS და გამოიყენება სატვირთო და ადგილობრივი რეგიოექპრესებისთვის. მონაკვეთი მოიცავს 14.6 კილომეტრიან გვირაბს ზღვის დონიდან 1200 მეტრზე. ფოტო: ლოჩბერგის უღელტეხილი სიმპლონის გვირაბი ეს არის შვეიცარია-იტალიის დამაკავშირებელი 20 კილომეტრიანი გვირაბი. შვეიცარიის ქალაქ ბრიგიდან იტალიის ქალაქ დომოდოსოლას მიმართულებით. გაიხსნა 1906 წელს ერთი მიმართულების გვირაბი, ხოლოდ 1912 წელს - მეორე მიმართულების. 1945 წელს, მეორე მსოფლიო ომის დროს, დაიგეგმა მისი აფეთქება, თუმცა იტალიელმა პარტიზანებმა ის აღკვეთეს. 1982 წლამდე ითვლებოდა მსოფლიოს ყველაზე გრძელ სარკინიგზო გვირაბად, სანამ გაიხსნებოდა „დაიშიმაცუს“ გვირაბი იაპონიაში. თუმცა 2016 წლიდან ისევ შვეიცარიის 57 კმ. იანი გვირაბია ლიდერი მსოფლიოში. |
Posted by: ioane.mtacmindeli 18 Jul 2024, 01:16 |
ეს ყველფერი კარგი რაც დაწეეთ, მაგრამ მე მაინტერესებს, როგორ არის ტრანსასაზღვრო მგზავთ გადაყვანა ევროპაში, მაგ. ვარშავიდან, ან პრაღიდან და ბრატისლავიდან მაგ. პარიზში , ან ბრიუსელში, ბარსელონაში, მადრიდში, ან ლონდონში თუა მოხვედრა შესაძლებელი ან რა ეტაპზე ევროპაში ღამის მატარებლებით მგ, ვარშავიდან, ან პრაღიდნ და ვენიდან , პარიზში ან ბრიუსელში, სტრასბურგში, ბარსელონაში სამგზავრო მატარებლით მოხვედრა? |
Posted by: thug 18 Jul 2024, 01:25 |
აგვისტოში განრიგი იცვლება? ბათუმი-თბილისის რეისებზე ივლისში ანახებდა 14:20 გასვლას ბათუმიდან აგვისტოს რასაც ვნახულობ მაგ დროს არ აჩვენებს არაფერს. |
Posted by: polaris 18 Jul 2024, 02:52 | ||
აი ძმაო პოსტი, მეტროს პირველი პოსტი ჩამოიღეთ და დაწვით ამის შემდეგ! პატარა წიგნის თუ არა, საინფორმაციო ბუკლეტის მასალაა. აი, https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%99%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%92%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%90:%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%94%E1%83%98%E1%83%AA%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%98%E1%83%A1_%E1%83%A0%E1%83%99%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%92%E1%83%96%E1%83%98%E1%83%A1_%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%96%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98 დაამშვენებდა. გადახედავდა ადამიანი, მიხვდებოდა, რისი გაკეთება შეუძლია ადამიანის გენიას, შემდეგ კი წავიდოდა სადგურის მოედანზე ან ნავთლუღის ბაქანზე და მიხვდებოდა, რომ ადამიანის გენიას სხვა რამეების კეთებაც მშვენივრად შეუძლია.
ესეც გაცილებით უფრო სოლიდურად ჟღერს, ვიდრე ,,პოლარისი და ფაბიანი". პ.ს. ამ ყველაფერს კიდევ ერთი თვალით უხილავი, მაგრამ არანაკლებ მშვენიერი განზომილება აქვს: შვეიცარია ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში, სადაც მიწისქვეშა თავშესაფრების ტევადობა ქვეყნის მოსახლეობის 100%-ზეა გათვლილი. შესაბამისად, დახვრეტილი სპეცობიექტებით მაქაური ყველივით და უმშვენიერეს სპირალურ გვირაბებშიც სრულიად მოსალოდნელია, რომ არც ისე იშვიათად, საეჭვოდ ჩარაზული, სადღაც მიმავალი სბოიკები შეგხვდეს... |
Posted by: Kublicha 18 Jul 2024, 03:15 | ||||||
polaris
უფ, ზღვა ინფორმაცია ყოფილა მანდ
ამ პოსტს რომ ჩვენი რკინდეპის ხალხი წაკითხავს (ვიცი რომ არ წაიკითხავს) და არ შერცხვება რომ ერთადერთი მთის რკინიგზა გვქონდა (ბაკურიანი) და ისიც დავკეტეთ. ან კიდევ ის რომ ქუთაისის აეროპორტის გახსნიდან მე-10 წელსღა მოხერხდა იქვე გამავალი მატარებლისთვის "გაჩერების" (და არა სადგურის) მოწყობა.
ფაბიანი არამგონია იგივე აზრის იყოს. |
Posted by: thug 18 Jul 2024, 04:06 | ||
თავისი აპიც აქვთ ამათ დაჟე ისე მიკვირს ტკტ.გე ხო საკმაოდ სერიოზული საიტია აპი რატომ არ აქვთ? |
Posted by: Pioneer 18 Jul 2024, 08:31 |
მაგრები არიან შვეიცარელები, მთის კურორტებზეც რელსებით დადიან მაგრამ ეტყობა საკუთარი მანქანის მუღამი არ იციან მაგათმა |
Posted by: winrar 18 Jul 2024, 10:55 | ||
ეს ძაან მაგარია. დანარჩენზე ვიოცნებოთ |
Posted by: zura770077 18 Jul 2024, 12:54 |
შვეიცარიას, მის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას და სისუფთავეს შეხედავ და გული დაგწყდება, რომ ცხოვრობ იქ, სადაც ცხოვრობ. ცხოვრობ ფაქტიურად სანაგვეზე, უკულტურობასა, უვიცობასა და არ ვიცი კიდევ რა დავარქვა, ისეთ გარემოში. ცხოვრობ იქ, სადაც შენს თანასამშობლოელთა 95% -ს ვერ შეაგნებინებ, ქუჩაში ნაგავი არ დაყარონ, არაფერი გააფუჭონ, რაღაც ისწავლონ და შექმნან. ცხოვრობ იქ, სადაც 90%-ზე მეტს, გარშემო მყოფთაგან, ელემენტალურად საგზაო მოძრაობის წესების დაცვაც არ შეუძლიათ, არა თუ ზემოთ რაც ჩამოვთვალე, იმის შეგნება და გათვალისწინება. |
Posted by: idallgo 18 Jul 2024, 13:11 | ||
Pioneer
აბაა... შენ ეგა თქვი ქართველი ჯიგიტი 15 000$ რო გადაიხდის 8 წლის ბეენვეში, კაპრონიანი საბურავებით იდრიფტავებს გუდაურის თოვლჭყპაში და იქიდან "შთაბეჭდილებებით" დაბრუნებული რომ ჩამოვა თავის ვარკეთილის ორ ოთახიან ბინაში, მობაილბანკში 420 ლარი და ხელფასამდე 2 კვირაა რომაა კიდევ დარჩენილი... რა იციან ძმაო შვეიცარიელებმა კომფორტის და მანქანის გემოს ფასი... მაგნები სუ ავტობუსებით და მატარებლებით დადიან... |
Posted by: Kublicha 18 Jul 2024, 13:32 | ||
ბევრ ფაქტორთან ერთად, იმიტომაც არიან მდიდრები რომ ხელფასის 70%-ს ბენზინში, ამორტიზატორებში, აზარტულ თამაშებში და ალკოჰოლურ სასმელებში არ ხარჯავენ. ასევე არ აქვთ სახლზე მაღალი გალავნები, მარმარილოს საფლავები, 500 კაციანი ქორწილები, მანქანებიც ყავთ მცირე ზომის. თუმცა რა თქმა უნდა ბრუყვულ რაღაცეებში ისინიც ხარჯავენ, მაგალითად საათებში და სენტ მორისის ზებრენდულ მაღაზიებში ნაყიდ ტანსაცმელში. |
Posted by: majorseamen 18 Jul 2024, 15:22 |
შვეიცარიაში აქვთ პირდაპირი დემოკრატია ყველა რეგიონში ხდება ყველანაირ გადაწყვეტილებაზე არჩევნები სადაც ხალხი იკრიბება და ხელს წევს ან უარს ამბობს ცვლილებებზე ამის გამოც ქვეყნის ბიუჯეტი იხარჯება პროექტებში რომლებიც ქვეყანაში ცხოვრებას კომფორტულს ხდის და არა ტენდერებში რომლებიც მილიონი წელი შენდება და ბოლოს ძალიან უხარისხო გამოდის კარგა ხანია ქვეყანაში ესეთი სისტემა აქვთ და ამიტომაცაა რომ მსოფლიოში ყველაზე კომფორტული და თანამედროვე ინფრასტრუქტურა ზუსტად შვეიცარიაშია ცენტრალიზაცია არანაირი არ არსებობს ქვეყანაში რადგან უმაგრესი ინფრასტრუკტურის დახმარებით შეგიძლია ერთ ქალაქში იმუშაო მეორეში იცხოვრო და მესამეში პროდუქტებს ყიდულობდე უპრობლემოდ დასვენება გინდა რა პრობლემაა ჩახტი მატარებელში და 1 საათში ცურიხის ცენტრიდან ალპების ცენტრში მოხვდები უმაგრესი ჰაერით და ხედებით ევროპის სხვა ქალაქების ნახვა გინდა ერთ საათში ცურიხიდან შტუტგრატში ჩვეულებრივად მიხვალ ანდა ჟენევადან 40 წუთში ლიონში გაიჩითები ანდა თუ სულ სამხრეთით ცხოვრობ 20 წუთში მილანში ჩახვალ |
Posted by: Fabian 18 Jul 2024, 20:38 | ||||
Kublicha აბლოდისმანტები! ბრავო! მშვენიერი პოსტია, მშვენიერი ილუსტრაციებით! მადლობა. polaris
ცალკე აღებული ფაბიანი უფრო სოლიდურია ვიდრე პოლარისი და მატერნჰორნი ერთად აღებული! |
Posted by: რიკოჰ 18 Jul 2024, 21:31 |
2024.06.04 დღის რა მონაკვეთებში დადის რუსთავი-თბილისის მატარებელი თბილისიდან გარდაბანის მიმართულებით საქართველოს რკინიგზა დღის განმავლობაში 2 სამგზავრო რეისს ასრულებს. ამ მარშრუტის შესრულების დროს მატარებელს მგზავრები რუსთავიდანაც აჰყავს. რუსთავიდან მგზავრობის ღირებულება 50 თეთრია. მატარებელი თბილისიდან 07:10 საათზე გამოსვლის შემდეგ რუსთავის რკინიგზის სადგურზე 07:50-ზე იქნება, ხოლო გარდაბნიდან 8:25 საათზე გამოსვლის შემდეგ 08:40-ზე. 19:00-ზე თბილისიდან გამოსვლის შემდეგ, რუსთავის სადგურში 20:35-ზე იქნება, ხოლო გარდაბნიდან 20:20-ზე გამოსვლის შემდეგ 20:35-ზე. Link: https://inforustavi.ge/?m=31&news_id=37359 |
Posted by: spider77 18 Jul 2024, 22:51 | ||
დილით ადრე და საღამოს თითო რეისი კი არა უნდა დადიოდეს მინიმუმ საათში ერთხელ მაინც. სტაბილურად რო ივლის სტაბილური კლიენტურაც ეყოლება და ყველასთვის კარგია. ასევე უნდა კურსირებდეს ინტენსიურად მცხეთასა და აეროპრტს შორის. თბილისსა და ბორჯომს შორის. |
Posted by: majorseamen 19 Jul 2024, 11:19 |
ყოველ საათში რკინისგზა თუ ივლის ძველ გზებზეც ავშენდებით ქვეყანა მერსედესის მარშრუტკებზე უკვე გული მერევა ისეთი არაკომფორტულია მგზავრობა საჯდომი ადგილი ძალიან პატარაა ზაფხულში ისე ცხელა გზის ბოლოს შებოლილი გამოდიხარ ხოლო ზამთარში ისე ცივა ამ ავტობუსებში ბოლოსკენ ფეხებს ცოტათი მაინც თუ იგრძნობ გაგიმართლა რეგიონში ჩასვლა წამებადაა გადაქცეული ასეთი პრობლემა არანაირად არაა მატარებელში მაგრამ რას იზამ ნახევარ ქვეყანაში მატარებელი აღარ დადის რადგან ქვეყნის ბიუჯეტი მნიშვნელოვან 5000 წლოვან ტენდერებში იხარჯება რომლებსაც ალბათ ჩემი შვილთა შვილებიც ვერ ნახავენ დამთავრებულს |
Posted by: Kublicha 22 Jul 2024, 16:44 |
ეხლა მე მაქვს ცოტა ჩაიდნური შეკითხვა რკინიგზის მცოდნეებთან: მატარებელზე ორი ან მეტი ელმავალი როცაა ჩაბმული (2 სექციიან ელმავალზე არაა საუბარი), მაგ დროს ორივეში ზის მემანქანე და მართავს თუ სინქრონიზებულია და პირველი ელმავლის პულტიდან იმართება? |
Posted by: ნიკა 22 Jul 2024, 17:37 |
Kublicha https://en.wikipedia.org/wiki/Multiple-unit_train_control როგორც მახსოვს სურამის ტიპის ელმავლები თავიდანვე მაგ პრინციპიანი იყო. |
Posted by: eleqtro 22 Jul 2024, 17:50 |
Kublicha ნიკა Система многих единиц ქვია სისტემას, რომლითაც ორი ან მეტი ელმავალი ერთიან სისტემაში ირთვება და ერთდროულად შეუძლიათ წევის განვითარება. ვლ10-ს ასეთი საშუალება არ ჰქონდა, ვლ11-ს აქვს. დეტალურად იხილეთ სტატია https://ru.wikipedia.org/wiki/%D0%A1%D0%B8%D1%81%D1%82%D0%B5%D0%BC%D0%B0_%D0%BC%D0%BD%D0%BE%D0%B3%D0%B8%D1%85_%D0%B5%D0%B4%D0%B8%D0%BD%D0%B8%D1%86 |
Posted by: eleqtro 25 Jul 2024, 14:29 |
https://www.bpn.ge/article/127754-gia-eskalatorebi-da-liptebi-shshm-pirebistvis-rogori-ikneba-tbilisis-centraluri-sadguris-ganaxlebuli-baknebi/ თბილისი ცენტრალში მესამე და მეორე ბაქნების რეაბილიტაცია იგეგმება. კი კაია რო აკეთებენ, მარა ამდენიმატარებელი არ დადის და რისთვის წვალობენ, ვერ ვხვდები. ბაქოშიც კი არ დადის მატარებელი, ერევანიც დღეგამოშვებითაა, საგარეუბნო მიმოსვლა ფაქტიურად 0. |
Posted by: idallgo 25 Jul 2024, 16:02 | ||
eleqtro
დამთავრებული ამბავია სამწუხაროდ სამგზავრო სარკინიგზო ტრანსპორტი საქართველოში... მესამე სამყაროს ბანტუსტანებივით, გადაადგილება ძირითადად ავტომობილზე, ავტობუსზე და მოტოცილზე იქნება დამოკიდებული მთელი თავისი შედეგებით (საცობები, ავარიები, ჰაერის დაბინძურება და ა.შ.) ავსტრია-შვეიცარია-ჰოლანდია კი არაა, სუფთა, კოხტა მოწესრიგებულ ვაგონში რო ზიხარ, ჩაის წრუპავ, თან ლეპტოპზე მუშაობ და ყურსასმენებში მუსიკას უსმენ... |
Posted by: Pioneer 25 Jul 2024, 16:28 | ||
idallgo
ვნახოთ - ეგ 1-2 საათიანი საცობები თბილისის და ბათუმის შესასვლელში რამდენიმე წელში 3-4 საათიანი და მეტი გახდება. მერე დაიწყებს მასობრივად საშუალო კლასი წუწუნს მატარებელი გვინდა, დავწყდით საცობებშიო. |
Posted by: Kublicha 25 Jul 2024, 16:59 | ||
Pioneer
ოფ, მომინდომე "ადეკვატური წუწუნი". დაიწყება წუწუნი "ბათუმის შესასვლელში ესტაკადა გვინდაო" ან "მარჯვენასაჭიანები ავკრძალოთო" ან "შუქნიშანი ჩამოვხსნათო" ან "გზას ჯადო აქვს და ნათემხვილველი მივიყვანოთო" ან რამე ეგეთი. |
Posted by: eleqtro 25 Jul 2024, 20:27 |
მე მაგალითად გზების შენების მომხრეც ვარ, მანქანით კომფორტული გადაადგილებისაც, საზ. ტრანსპორტისაც და საფეხმავლო ქუჩებისაც. ერთი რატომ გამორიცხავს მეორეს? |
Posted by: eleqtro 5 Aug 2024, 13:26 |
გაგების დონეზე გავიგე , რომ ახალი საუღელტეხილო მონაკვეთის გახსნა 26 მაისისთვის უნდოდათ, მაგრამ რაღაც ვერ მოესწრო. ალბათ საარჩევნოდ გახსნიან, მაგრამ თავიდან მხოლოდ სატვირთო გადაზიდვებისთვის. |
Posted by: ნიკა 5 Aug 2024, 13:47 |
eleqtro აჰა. ნუ პრინციპში სამგზავრო მატარებლები არც დადის ფაქტიურად. დღეში ორი თუ სამი ცალია სულ. |
Posted by: leon1977 5 Aug 2024, 13:57 |
რკინიგზას წევის ელმავლები და სამანევრო თმოვამლების პრობლემა აქვს. ინფრასტრუქტურა მოუვლელი შტატები უსაშველოდ გაბერილი. სამწუხარო მოვლენებიდან გამომდინარე.საქართველოს რკინიგზამ ამოისუნთქა ტვირთები ტრანზიტული გაზრდილია ძალიან.სამგზავრო გადაზიდვები ყოველთვის წამგენია რკინიგზისთვის. კადრების დეფიციტი; მემანქანეები თანაშემწეები შემადგენლები. ხელფასები დაბალი სამწუხაროდ. 12000 შტატი. |
Posted by: eleqtro 5 Aug 2024, 14:03 | ||
ნიკა
მთლად დაზუსტებით რომ ვთქვათ 9 მატარებელია ცალ მხარეს. |
Posted by: Pioneer 5 Aug 2024, 14:43 | ||
eleqtro
გამორიცხვით არ გამორიცხავს, მაგრამ ფული ცოტაა და პრიორიტეტი ასარჩევია. აქმდე სულ გზებია პრიორიტეტი და ეგრე საცობში ხვდებით. რელსებზე და მატარებელზე თუ გადავა პრიორიტეტი, მანქანაც ნაკლებად მოხვდება საცობში. |
Posted by: eleqtro 5 Aug 2024, 16:45 | ||
Pioneer
1 შემადგენლობა მატარებელი 10 დან 20 მილიონამდე ჯდება. შედარებისთვის სოფლის მეურნეობის სამინისტრო (რომლის მქკ 0-ის ტოლია) გვიჯდება წელიწადში 200 მილიონი. პრიორიტეტები ინფრასტრუქტურის სხვადასხვა სახეობებს შორის კი არა ზოგადად გვაქვს გასაკეთებელი. |
Posted by: Pioneer 5 Aug 2024, 17:22 | ||
eleqtro
კიბატონო, მაგრამ რელსების გარეშე გზები მუდმივად გაიჭედება, რამდენი ზოლიც არ უნდა ამატო და ეს აქსიომაა. |
Posted by: eleqtro 5 Aug 2024, 17:26 | ||
Pioneer
ვერ მივხვდი. |
Posted by: Didgori_3 5 Aug 2024, 18:01 | ||
რას გააკეთებდი რკინიგზაზე, დღევანდელი საგზაო პროექტები რო დამთავრდება იქიდან გამონთავისუფლებული თანხით, ნუ უფრო ზუსტად, რას გააკეთებდი რკინიგზაზე და რას გზებზე, მთლიანად არამგონია იმ დონეზე გვქონდეს საგზაო ინფრასტრუქტურა რო მიტოვება გამოვიდეს |
Posted by: Kublicha 5 Aug 2024, 18:12 | ||
Didgori_3
რკინიგზის ინფრასტრუქტურა ქართლსა და დასავლეთ საქართველოში ძალზედ კარგად არის განვითარებული. ეხლა სვანეთსა და მთიან აჭარაში რომ არაა, ეგ არც იგულისხმება, ეგეთები მარტო შვეიცარიაშია, უმდიდრეს ევროპულ ქვეყნებსაც კი არ აქვს მაღალმთიანი ქსელები. ჩვენთან (კახეთის გარდა) ასაშენებელი ქსელი არაა. ცაკლეული პროექტები და ამირტიზირებული უბნების შეკეთება საჭიროა, მაგრამ ეგეთები ყოველთვის იქნება. ჩვენი პრობლემა არის მოძრავი შემადგენლობები. მაგას კიდევ კოლოსალური თანხები არ უნდა. აგერ თქვეს უკვე, ერთი უსარგებლო სამინისტროს ბიჯეტი ბევრ რამეს ეყოფა. სხვაც ბევრი პარაზიტი ორგანიზაცია მოიძებნება, ბიუეტის ხარჯზე რომ არსებობს. |
Posted by: Pioneer 5 Aug 2024, 18:14 | ||||
eleqtro
მატარებელი თუ არ განვავითარეთ, გზები ყველა ვარიანტში უფრო და უფრო დამძიმდება და დასაცობდება, რამდენი ზოლიც არ უნდა დაუმატოთქო * * * Didgori_3
მატარებლით უნდა შემეძლოს თბილისიდან ბათუმის ცენტრში მოვხვდე სწრაფად და კომფორტულად. ბათუმში ცენტრში უნდა შევიდეს მატარებელი, უნდა იაროს 1 საათში ერთხელ მაინც და უნდა ჩავიდეს 3 საათში. |
Posted by: ნიკა 5 Aug 2024, 18:29 | ||
eleqtro
ეგენი ერთად არ მიდიან სამტრედიამდე და იქ არ იშლებიან მერე? |
Posted by: Didgori_3 5 Aug 2024, 18:47 | ||
ეს არარეალური მგონია, 1 საათში ერთხელ 10 კაცი უნდა წაიყვანოს რკინიგზამ, ისედაც წაგებაზე მუშაობს და ნუ 3 საათში ჩასვლა რამდენად შესაძლებელია (რამდენიმე მილიარდი ლარის დახარჯვის გარეშე) რიკოთიდან გამომდინარე არ ვიცი |
Posted by: eleqtro 5 Aug 2024, 18:51 | ||||
ნიკა
უნიკალურები დავითვალე, თანაც მხოლოდ წიფით გამავლები. ქუთაისიც და ოზურგეთიც 1 ერთეულად ვიანგარიშე. დღეში 2 მასტერავოიც მითვლილია. Pioneer
გეთანხმები. კუბლიჩამაც დაწერა - თვითონ სალიანდაგო ინფრასტრუქტურის მხრივ გასავითარებელი ბევრი არაფერია. რაც ეხლა გვჭირდება, არის მოძრავი შემადგენლობები. |
Posted by: Kublicha 5 Aug 2024, 18:54 | ||
Didgori_3
ის ჩაქვის გვირაბში მდგომი მანქანების რიცხვი გამრავლებული 2 - 2.5 მგზავრზე საათში 10 კაცია? რა თქმა უნდა ხვალვე რომ დანიშნო საათში ერთი მატარებელი, ცარიელი ივლის, მაგრამ ეტაპობრივად უნდა გაიზარდის რეისები, მას შემდეგ რაც ეტაპოვრივად ჩაიჩუტება ის საცობი. |
Posted by: Didgori_3 5 Aug 2024, 19:03 | ||
არ ვიცი რამდენია ტურისტი, რამდენი ტრაილერი იყო სარფისკენ მიმავალი ან პორტში შემსვლელი, რამდენი ადგილობრივი მაგ საცობში? ასე თუ ისე საათში ერთხელ ბათუმში რო დანიშნო 3 საათიანი მატარებელი, დანარჩენი რეისები უნდა გააჩერო მაშინ ან შეზღუდო, ქუთაისში ვინც მიდის იმან რა ქნას, ან ფოთში ან ბათუმი რატო უნდა დარჩეს ერთადერთ საზღვაო ტურისტულ ცენტრად, თუ ისე განვითარდა როგორც ახლა, აღარაფერი ეშველება ცოტა ხანში, ტროტუარებზეც საცობები იქნება |
Posted by: eleqtro 5 Aug 2024, 19:13 | ||
Didgori_3
რატო უნდა გააჩერო ან შეზღუდო? წარმოიდგინე, დღეს 2 საათში 1 სამგზავრო დადის. რკინიგზას 10 ჯერ მეტის გატარება შეუძლია. ფოთიც ჩაეტევა, ზუგდიდიც და გამოღმა შუა ხორგაც. |
Posted by: Pioneer 5 Aug 2024, 19:16 | ||||||
eleqtro
სისწრაფე მოსამატებელია დაგორავს ეხლა და ბატუმში ცენტრში უნდა შევიდეს მატარებელი, თორემ მატარებლიდან თუ ისევ საცობში ჩადექი, ბარემ მანქანით წახვალ. Didgori_3
ნაკადები დაითვალე და იმის საფუძველზე ამბობ, ზრდის პროექტიაც გაქვს? ამდენი მანქანა რატომ მოძრაობს და საცობი რატომ არის ბათუმის შესასვლელში? რკინიგზა წამგებიანია და გზები (აშენება მოვლის ხარჯი) მომგებიანია?
რამდენიმე მილიარდია დასახარჯი ზუსტად სისწრაფის ასაჩქარებლად, ლიანდაგის ხაზების და შემადგენლობიების დასამატებლად, ბათუმის ცენტრამდე ლიანდაგის მისაყვანად, სადგურების მაღალ დონეზე ასაწევად + ქალაქების საზოგადოებრივ ტრანსპორტია მისაყვანი მოსახერხებლად ამ სადგურებში. |
Posted by: Kublicha 5 Aug 2024, 19:17 | ||
საათში ერთი, ვამბობთ პირობითად. ცხადია დასათვლელი იქნება და ცხადია ეტაპობრივად დასჭირდება აქამდე მისვლა. იმას კი არ ვამბობთ ბათუმში ტეჟევემ იაროს და დანარჩენ საქართველოში 25 წლის ფორდ ტრანზიტებმა, უნდა განვითარდეს პროპორციულად ყველა ქალაქისკენ. ქუთაისში, ფოთში, ზუგდიდშიც უნდა ალბათ 3 საათში ერთხელ მაინც. გარდა ამისა მნიშველოვანია მოკლემანნძილებიანი მარშრუტები, რათა იმუშაოს ხალხმა ქალაქში. ბორჯომი, გორი, რუსთავი, მარნეული. რუსთავში საერთოდ ნახევარ საათში ერთხელ უნნდა იყოს, ოღონდ არა ისე 2 საათი რომ უნდება გზას. ცაკლე თემაა კიდე ახალქალაქი, სადაც სწრაფ მატარებელს პოლიტიკური მნიშვნელობა ექნება. თუ გინდათ ქვეყანა და ეკონომიკა ეგაა, თუ არადა წავა ხალხის მთელი შემოსავალი ბინის ქირებში, ბენზინში და ბეემვეს რადიატორებში. თან არაფერი არაა აქედან ფანტასტიკის სფერო. ნუ ერთ დღეში არა ცხადია |
Posted by: ნიკა 5 Aug 2024, 19:35 |
ცენტრალურის და მარაბდა-კარწახის გარდა ჩათვალე ლიანდაგები სულ გამოსაცვლელია. კახეთისკენ და ახალციხიხე ვალესკენ საერთოდ კოშმარია. საკმაოდ ცუდ დღეში იყო კუმისთან მარნეულის მიმართულებაზეც, იმედია შეაკეთეს მერე. ცენტრალურზეც ბევრგან იქნება პრობლემები, ამიტომაც დადის ასე ნელა. ძროხებია კიდევ ცალკე უბედურება ამ ქვეყნის. ის ლეგენდარული "მეხრეს კანონი" უნდა ამოქმედდეს და აჯარიმონ მიგდებულ პირუტყვზე ხალხი. ძალიან ბევრგან იქნება წესიერი გადასასვლელები მოსაწყობი. ცხადია ქოცნათესაობა უნდა გაყარო ამისთვის რკინიგზიდან, არაფერში რომ იღებენ ხელფასებს. და სხვა სახელწიფო შპს თუ სსიპ-ებიდანაც ცხადია. |
Posted by: Kublicha 5 Aug 2024, 19:51 | ||||
eleqtro
გატარების პრობლემა საერთოდ არაა. ევროპაში, სადაც მარშრუტის ნაწილი დუბლირდება, იქ აუცილებლად მატარებლები ერთმანეთზეა გადაბმული. ფოთმა და ზუგდიდმა ცაკლ-ცაკლე არ უნდა იჯაგჯაგოს, ერთმანეთს უნდა ჩაებას სენაკამდე. ნიკა
ძროხებიც მოგვარებადია, მცირე მუხტის დენიან მავთულს იყენებენ მაგისთვის. |
Posted by: Didgori_3 5 Aug 2024, 20:25 | ||||||
იმის საფუძველზე ვამბობ რა ინფორმაციაც დღესაა, შენ თუ დათვალე ნაკადები და ზრდის პროექცია, ხარჯები და სარგებელი, გვანახე ამდენი მანქანა რომ ბათუმში მოძრაობს ეგ მარტო რკინიგზის უუნარობის ბრალი არაა, მეორე პორტია სიდიდით ბათუმი, მოსახლეობით მეორე ქალაქი, აჭარის რეგიონის გული, მთავარი გზაა ქვეყნის მთავარ ეკონომიკურ პარტნიორთან და მთავარი ტურისტული ზონაა ზაფხულის და შედის 1 გზა და ლიანდაგი, მარტო რელსების რაოდენობა არაა პრობლემა დავაზუსტებ რო ავტობანს არ ვითხოვ ბულვარის მაგივრად და კიდევ ერთხელ, არც რკინიგზის განვითარებას ვეწინააღმდეგები, უბრალოდ მარტო რკინიგზაა საშველი და გზები დავიკიდოთ არაა, შემოვლითიც საჭიროა, ავტობუსებიც საჭიროა თვითონ ბათუმში და ტრამვაიც და ისეთი გაშენებაც რო ერთი კორპუსიდან მეორე კორპუსამდე მარტო სიგარეტის ნამწვების სანაგვე ადგილი არ იყოს დატოვებული, ვინც მანქანით ჩავა იმათთვის საპარკინგე სივრცეც უნდა იყოს და ვინც მატარებლით ჩავა იმათთვის ტრანსპორტი
კი გზები მომგებიანია, საგზაო ინფრასტრუქტურის გარეშე არც ერთი სახელმწიფო არ განვითარებულა და ოფიციალურად წამგებიანია რკინიგზა სამგზავრო გადაყვანებისთვის (კონკრეტულად რკინიგზისთვის, სხვა თემაა მგზავრის მიერ დაზოგილი ფული ეკონომიკაზე რა გავლენას ახდენს), ამაზე რატო მეკამათები? დავხუროთ რკინიგზათქო ხო არ ვიძახი, არც იმას ვიძახი განვითარება არ უნდათქო, სამ საათამდე დაყვანას შვეიცარია-იტალიის გვირაბის მსგავსი დასჭირდება რიკოთზე და რამდენად რეალურია ეგ შენ მითხარი
აი აქიდან უნდა დაიწყოს |
Posted by: TiredMan 5 Aug 2024, 20:49 |
როცა ადამიანს ეცოდინება, რომ როცა არ უნდა მივიდეს რკინიგზის ვაგზალზე, უპრობლემოდ დაჯდება საქარტველოს ნებისმიერი ქალაქისკენ მიმავალ მატარებელზე მაქსიმუმ 30 წუთში, არავინ აეტენება მიკროავტობუსებიში. ზუსტად მაგით იგებს მიკროავტობუსები. რომ პრაქტიკულად ნებისმიერ დროს შეგიძლია გაემგზავრო |
Posted by: BidzBerUta 10 Aug 2024, 10:43 | ||
მერე ფული ვინ ხრას? რუსების დედა #####ან რომ ეგ რკინიგზა გაიყვანეს აქ ამ ბიომასას რიქშაზე მეტი არ უნდა დაანახო რა რკინიგზა რის რკინიგზა ვირებზე უნდა დადიოდნენ ღრუზინები როგორც მათი ეს ახლო ნათესავები ეს არის ვრაცების ნამდვილი ტრანსპორტი წინ "ბენვეს" ლოგოა კიდე მისაკრობი და ეგაა |
Posted by: BceOK 24 Aug 2024, 20:24 |
თბილისიდან ბათუმამდე 3 საათში რო უნდა ჩავსულიყავით ეგ პროექტი აღარ არსებობს ? ან რამე სხვა ხო არაა რომელიც დროს ამცირებს |
Posted by: Fabian 24 Aug 2024, 22:59 |
რკინიგზის ყველანაირი განვითარების დიდი მომხრე ვარ. მარა ჩემი ნება რომ იყო პირველ რიგში თბილისში არსებულ ხაზებს ფაქტობრივად მიწისზედა მეტროდ გადავაკეთებდი. |
Posted by: eleqtro 24 Aug 2024, 23:40 | ||
Fabian
რას მოგვცემდა? დღეს, სანამ შემოვლითი რკინიგზა ცასაა გამოკერებული და ტრანზიტი ქალაქზე დადის, ვერაფერ გამტარობას ვერ უზრუნველყოფს ეგ ხაზი. როცა გადავა ბოლო ბოლო, საგარეუბნო მატარებლები შეასრულებენ ე.წ. მიწისზედა მეტროს ფუნქციას. |
Posted by: ioane.mtacmindeli 25 Aug 2024, 00:53 |
რა ისმის უღელტეხილზე ახალი მონაკვეთის გახსნასთან დაკავშირებით? |
Posted by: Kublicha 25 Aug 2024, 00:53 | ||
Fabian
უფრო ს-ბანი ახლომდებარე დასახლებებისთვის, რომელიც შიდა ქალაქში ნაწილობრივ მეტროს ფუნქციასაც შეითავსებას. მაგალთად: ძეგვიდან, საგარეჯოდან, მარნეულიდან და გარდაბნიდან. როცა მშენებლობის ფული იქნება შესაძლოა დაემატოს განშტოება ნატახტარი-ჭოპორტის და მატყოფის მიმართულებით. რაც შეეხება რუსთავს, მანდ ს-ბანის კონცეფცია არ გამოდგება, საჭიროა ახალ რუსთავამდე რკინიგზის მიყვანა და ექსპრესული მატარებელი, რომელიც არსად გაჩერდება სამგორის და ცენტრალის გარდა. |
Posted by: POKERISBLUFF 25 Aug 2024, 09:55 |
წლებია არ მიმგზავრია მატარებლით, აი კუპეეებიანი მატარებლები რო იყო ორსართულიანი საწოლით. წელს ბათუმიდან მომიწია წამოსვლა თბილისამდე და მაინტერესებდა ძაან , თან ადრე რაღაც რეკლამები მახსოვს ,ჩქაროსნულიო ისაო ესაო და მეგონა დაფრინავდა ისე ნელა მოგორავდა რავი, ეკრანს ვაკვირდებოდი ხოლმე პერიოდულად და 100ზე მეტი სიჩქარე არ დაწერილა ერთი რამაც გაასწორა კონდინციონერი, და კომფორტული სავარძლები იყო დანარჩენი რო დავფიქრდი იგივე ფულით ბათუმიდან გამოვფრინდებოდი პატარა თვიმთფრინავით ნატახტარში რო ჯდება. ეკონომ კლასი ალბათ ტანჯვა იქნებოდა იცოდეთ მაინც ვინც არ იცით, იშვიათად მიწევდა ხოლმე ქალაქიდან გასვლა და აზზრე არ ვიყავი ბოლოსკენ გავიგე მეც.. გზას 40 წუთიდან 1 საათამდე უნდა თუ რაღაც მგონი |
Posted by: vatman 25 Aug 2024, 19:33 | ||
Kublicha
დღეს არსებული გარდაბანი-თბილისი საკმაოდ ბევრი მგზავრი გადაჰყავს, ძველ რუსთავში ვისაც ხელს უწყობს მგზავრობენ. ცოტა სუფთა რო ყოფილიყო და ერთი 8 წყვილი მინიმუმ იდეალური იქნებოდა არსებულ ლიანდაგზეც. ისე კი ს-ბანი ფაქტიურად მზად აქვთ ფონიჭალიდან და მცხეთამდე. მაგრამ კანტორაა რა |
Posted by: Kublicha 25 Aug 2024, 20:19 | ||
vatman
ახალ რუსთავშიც ადვილია მიყვანა. ერთი ხიდი უნდა მტკვარზე, მერე მინდვრებია და მესხიშვილზე შეგიძლია ქუჩეში გაატარო ტრამავისავით. ერთი კომეცრიული ობიექტია გამოსასყიდი |
Posted by: Berkem Al Atomi 27 Aug 2024, 10:13 | ||
ბისმილა რაჰმანი რაჰიმ, უსათნოესო. მაგრამ როგორც ითქვა უკვე, S-Bahn-ის დაკოპირება საქართველოსთვის უფრო კარგი იქნებოდა. ოღონდ საკონტაქტო რელსით არა, როგორც ბერლინში ან ჰამბურგში. იმისთვის, რომ გამოიყენო არსებული სარკინიგზო ინფრასტრუქტურა, საკმარისია ჩვეულებრივი პანტოგრაფიანი მატარებლების შეძენა და საგარეუბნო ხაზებზე გაშვება. თან ახალი სადგურების აშენებაც არ დასჭირდება ამას - მხოლოდ არსებული პლატფორმების რეაბილიტაცია/აღდგენა. მოძრავ შემადგენლობად კანონიკური Stadler Flirt მშვენივრად ივარგებს. ხაზებს რაც შეეხება, მცხეთა უნდა იყოს მათი საწყისი წერტილი დასავლეთიდან. ერთი ხაზი წავა ბოსტან-ქალაქში, მეორე კი თბილისის აეროპორტში. შორეულ პერსპექტივაში შეიძლება დაემატოს მატარებელი საგარეჯომდე ან ფონიჭალაში. |
Posted by: BceOK 27 Aug 2024, 10:16 |
შემოვლითი რკინიგზის პროექტი მოკვდა ხო ? )) |
Posted by: eleqtro 27 Aug 2024, 11:34 | ||||
Berkem Al Atomi
ახალ აეროპორტთან (თუ აშენდა) ისედაც საკმაოდ ახლოს გადის აზერბაიჯანის (რუსთავი გარდაბანი) მიმართულების რკინიგზა. განშტოება და ცალკე მატარებელი მგონი უფო მოუქნელი იქნება. აჯობებს ლოკალური შატლი მოძრაობდეს 15-30 წუთში ერთხელ ისეთი, როგორიც ტერმინალებს შორისაა ხოლმე დიდ აეროპორტებში.
ეს პერსპექტივა რომ მოვაახლოვოთ არ შეიძლება? |
Posted by: Kublicha 27 Aug 2024, 19:58 | ||||||
რელსით არა რა თქმა უნდა, მაშინ ყველაფერი უნდა შემოღობო თორემ მიესვარკება ხალხი.
მანდ პრობლემა ისაა, რომ მცხეთაში ძალიან მოუხარხებელ ადგილასაა სადგური. თუ ოდესმე მშენებლობის ფული იქნება, უნდა გაიჭრას ხაზი უშუალოდ ქ. მცხეთის გავლით არაგვის ხეობისკენ (ჭოპორტისკენ) და მაგას ექნება სადგური მცხეთის ცენტრში. არსებული კი ძეგვამდე შეიძლება თავისუფლად. ყოველგვარი ინვესტიციების გარეშე.
კანონიკური ფლირტი აღარ გამოდის, "მიკა" არის მაგის მემკვიდრე და უმაგრესი მატარებელია |
Posted by: ნიკა 27 Aug 2024, 23:03 | ||
Kublicha
როგორც მახსოვს მთელი მცხეთა იუნესკოშია შეტანილი და ეგ საკმაოდ რთული ამბავი იქნება. |
Posted by: Berkem Al Atomi 28 Aug 2024, 11:14 | ||||
მცხეთის სადგურიდან სვეტიცხოვლის ტაძრამდე სულ რაღაც 1,5 კილომეტრია ფეხით. თუ ამ მანძილის გავლა იქაურებს არ შეუძლიათ, მაშინ საგარეუბნო მატარებელი კი არა - პერსონალური ურიკით იარონ. ძეგვში რა უნდა აკეთოს ხალხმა? ტურისტი იქ არ წავა, თბილისელისთვისაც ეს ადგილი ნაკლებად საინტერესოა. არ საჭიროებს ძეგვი S-Bahn-ის ტიპის საგარეუბნო მატარებელს. ეს ნამეტანი სასაცილოა, სუბჰანალლაჰ. კანონიკური ფლირტი აღარ გამოდის აბა ეს ინჩეს? https://stadlerrail.com/de/produkte/detail-all/flirt160/13/ * * *
თუ აშენდა. აი ეს არის ყველაზე მთავარი რამ. ისე თუ ააშენებენ, სავარაუდოდ ტერმინალი გარდაბნის ხაზის მხრიდან კი არა, ვაზიანის ბაზის მიდამოებში წამოიჭიმება. თავად ვაზიანში კი არის რკინიგზის სადგური კახეთის განშტოებაზე, თუმცა იმ სადგურიდან 8 კილომტრით არის ყოფილი ავიაბაზა დაშორებული. უფრო სავარაუდოა, რომ ავტობუსებს გაუშვებენ. თუ აშენდა ახალი აეროპორტი, რასაკვირველია. |
Posted by: GabiIDF 28 Aug 2024, 11:46 | ||||
ამბობენ კაცობრიობას გვირაბები აქვს გამოგონილი იმასაც ამბობენ რომე ფლოსტიან სასტავს ღაზაში იმ სიგრძე ტუნელები აქვთ გათხრილი ნიჩბით და კირკით, ებრაელები ერთი წელია თავს და ბოლოს ვერ აგნებენ |
Posted by: Kublicha 28 Aug 2024, 17:50 | ||||
Berkem Al Atomi
თბილისელმა კი არ უნდა იაროს, ძეგველმა უნდა იმუშაოს თბილისში. მაგისთვისაა ზოგადად სბანაის მსგავსი სისტემები, რომ ახლომდებარე ქალაქები/სოფლებიდან იაროს ხალხმა მთავარ ქალაქში სამუშაოდ
ეგ სერია მთლიანად უნდა ჩანავლდეს "მიკა" სერიებით, როგორც ვიცი. ნუ სანამ ჩვენ რამეს მოვაბამთ თავს, მანამდე მანდვილად ჩანაცლდება |
Posted by: Berkem Al Atomi 28 Aug 2024, 21:09 | ||||
მარშრუტკაზე...არა, ეგ ჰარამია - ჯობია ავტობუსზე დაჯდეს და მივიდეს მცხეთამდე, სადაც საგარეუბნო მატარებელი დაელოდება მას. იმისთვის, რომ ასეთმა სისტემამ ნაკლები ზარალი მოიტანოს (სამგზავრო გადაზიდევები მაინც დოტაციურია ყველგან, როგორც ვიცით), საჭიროა სტაბილური ნაკადი არა მხოლოდ მუშა დღეებში, არამედ უქმეებზე, როცა თბილისელს მოუნდება ქალაქგარეთ გასვლა, რომ დაისვენოს. ძეგვი ამისთვის არ ივარგებს, რჩება მხოლოდ მცხეთა. * * *
სარკინიგზო ტექნიკის წარმოება ავოტინდუსტრია არ არის, ყოველ 7-8 წელს ახალი მოდელი რომ გამოაცხოს. Flirt უკვე 20 წელზე მეტია იწარმოება და შესანიშნავად აჩვენა თავი ყველგან, თან მოდერნიზაციის პოტენციალიც არ ამოეწურა. |
Posted by: vatman 28 Aug 2024, 23:22 | ||
ჯერ ერთი ავტობუსი/მაშრუტკა ხოლმე დადიოდა ნარეკვავიდან სადგურის მიმართულებით, და სადგურთან საკმაოდ მოსახლეობა არის. ტურისტისათვის, ვინც მატარებლით წამოვა, 1.5 კმ არაფერია. და მცხეთაზე ნიკამაც გიპასუხა მცხეთის პლიუსი არის დამატებითი ლიანდაგი, რომ მატარებელმა არ შეუშალოს მაგისტრალურ მოძრაობას |
Posted by: Berkem Al Atomi 29 Aug 2024, 11:42 | ||
მცხეთაში 6 ლიანდაგია (ბაქნის მიდამოებში 4, რომ რამე), ძეგვში კი - 5. მაგისტრალურ მოძრაობას არც ერთ შემთხვევაში არ ექმნება შეფერხება. მაგრამ მცხეთაში უფრო ადვილია დამატებითი ლიანდაგების სადგომი ჩიხის როლში გამოყენება ღამის შესვენების დროს. გარდა ამისა უნდა იყოს გადაწყვეტილი, თუ რა გაბარიტი ექნება პლატფორმებს. მაგალითად, მცხეთაში გვერდითი ბაქანი დაბალია, შუა კი - მაღალი. რუსთავში დაბალი ბაქანია, აეროპორტში მაღალია. ბაქნის სიმაღლე უნდა იყოს ერთიანი მთელ ხაზზე. |
Posted by: Forumeli1978 29 Aug 2024, 13:27 |
თუ იცით, თბილისის აეროპორტის მატარებელი რომ დადიოდა ვაგზლიდან, არის კიდევ? რა განრიგით დადის? |
Posted by: majorseamen 1 Sep 2024, 05:24 |
არ დადის ერთადერთი აეროპორტი სადაც მატარებელი მიდის ქუთაისის აეროპორტია Forumeli1978 |
Posted by: something1 2 Sep 2024, 01:39 |
Forumeli1978 ამას გინდ ევლო გინდ არა. სირცხვილი უფრო იყო ამის გავლა. ხორვატიის ფორუმზე ვნახე ამასწინათ როგორ "შურდათ" ჩვენი, მატარებლით უკავშირდებიან აეროპორტსო |
Posted by: eleqtro 3 Sep 2024, 14:44 |
ფეიქრების ქუჩასთან, სამგზავრო მატარებელი სამუშაო პლატფორმას შეეჯახა - დაღუპულია 2 ადამიანი https://www.interpressnews.ge/ka/article/810865-peikrebis-kuchastan-samgzavro-matarebeli-samushao-platpormas-sheejaxa-dagupulia-2-adamiani რანაირად? |
Posted by: Kublicha 3 Sep 2024, 14:50 |
რაიო? 4 კინკილა შტადლერი გვყავს და ისიც დაამტვრიეს? მატარაბელი ჯანაბას, 2 ადამიანის დაღუპვა... ვახ მგზავრია დაღუპული თუ სტაფი? იმენა კანტორააა რა, დახურეთ საერთოდ. |
Posted by: eleqtro 3 Sep 2024, 14:56 |
Kublicha სტაფია დაღუპული. პლათფორმასთან დაჯახებას მგზავრი ვერც იგრძობდა. |
Posted by: ika55775 3 Sep 2024, 15:40 | ||
ვუსამძიმრებ ოჯახებს. გადასაბენი თუ დაკავებული იყო, როგორ მიეცა სამგზავრო შემადგენლობას გადაადგილების უფლება? რკინიგზა ვისაც ცოტა მაინც გაეგება მიხვდება რაზეც მაქ საუბარი რკინიგზა თან მთავარი ლიანდაგი, ეს არაა ორღობე სადაც როცა გინდა და ვისაც გინდა გაივლი და მითუმეტეს რაიმე სამუშაოს შეასრულებ. ტექნიკური სამუშაოს შერულებას ნებართვები, სადისპეჩეროსთან შეტანხმება, გადასარბენის დაკეტვა, ტექნიკური ფანჟრის მოთხოვნა უნდა და ჩემთვის ზალიან გაუგებარია როგორ მოხვდა სამუშაო მატარებელი (პლატფორმა, დრეზინა ან რაიმე სხვა ) და სამგზავრო მატარებელი ერთ ლიანდაგზე ან АЛСН არ აქ სამგზავრო მატარებელს? თუ არ იყო გამართული? ადამიანური ფაქტორია თუ თექნიკის გაუმართავობა? ბევრი კითხვაა ძაან ეს თუ ერთ ლიანდაგზე მოხდა შეჯახება და თუ საპირისპირო ლიანდაგზე მდგომთან მოხდა შეჯახება, რატომ იყო მოძრავი მატარებლის გაბარიტში შემოსული სარემონტო ტექნიკა? როგორც წესი სარემონტო სამუშაოების დროს ყველანაირი სამუშაო ჩერდება შემხვედრი მატარებლის გავლის დროს და მატარებელიც უსაფრთხო სიჩქარით გაივლის სარემონტო არეალს ძალიან ბევრი კითხვაა |
Posted by: eleqtro 3 Sep 2024, 15:45 | ||
ika55775
ეგ მიკვირს მეც. რა მიზეზიც არ უნდა იყოს, ძალიან სამწუხაროა, რომ მსხვერპლით დასრულდა. აქვე ჟურნალისტის მარგალიტებიც. [YOUTUBE]sWzFUhTdN_8?si=ebbPRppieq_M_iZJ[/YOUTUBE] "ხეს დაეჯახა" "2 მგზავრი დაიღუპა" " კომენტარს არ აკეთებენ და განგვიცხადეს" |
Posted by: ika55775 3 Sep 2024, 16:00 | ||
ვნახე რეპორტაჟი და ტექნიკური სამუშაოების ნორმების დარღვევას აქვს ადგილი, ე.წ დრეზინა თავისი ამწით შესული იყო საპირისპირო მიმართულებით მოძრავი შემადგენლობის გაბარიტში, რამაც დამოიწვია შეჯახება -1 შემადგენლობა ჟურნალისტების მარგალიტები : ზოგი ამბობს თბილისი-ბათუმიო ზოგი ბათუმი თბილისიო ხემ აიდგა ფეხი? ბათუმი თბილისია და დრეზინაა მეორე მატარებელი კიდე სამანევრო თმომავალია 2 მგზავრიო რეებს ამბობს რამე თვას ოღონდ და სულ ერთია რა * * *
+1 |
Posted by: Kublicha 3 Sep 2024, 16:20 | ||||||||||
ika55775
აელესი რას იზამდა თუ მეორე ლიანდაგზე იდგა. და ნამდვილად ეგრეა, შტადლერის დაზიანებას თუ დავაკვირდებით.
ვფიქრობ გაკეთდება, მარტო კაბინის პანელი აქვს დაზიანებული.
ეს მაგარი იყო
ან ეს რას გავს, კრასკა აღარ იშოვება 21-ე საუკუნეში? მაგრამ
|
Posted by: ნიკა 3 Sep 2024, 16:22 | ||
ika55775
სავარაუდოდ ამას ხომ? |
Posted by: gig@@@ 3 Sep 2024, 16:28 |
3 სექტემბერს, დაახლოებით 13:00 საათზე, თბილისში, ორსართულიანი მატარებლის შეჯახების შედეგად დაიღუპა „საქართველოს რკინიგზის“ ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ რკინიგზის ცნობით, მატარებლის მგზავრები არ დაშავებულან „საქართველოს რკინიგზა“ აცხადებს, რომ მომხდარის შესახებ მიმდინარეობს დეტალური მოკვლევა, ხოლო შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო პროცედურები, რის შემდეგაც ბათუმი-თბილისის მატარებელი დაიძვრება „თბილისი ცენტრალის“ მიმართულებით მომხდარი შემთხვევის გამო გაუქმდა 3 სექტემბრის 17:00 საათიანი თბილისი-ბათუმის რეისი კი მაგრამ მემანქანე არ გააფრთხილეს ? 90 წლები ხო არაა შუქნიშანი და რაცია / რადიო რომ არ მუშაობდეს ? |
Posted by: vatman 3 Sep 2024, 16:42 | ||||
ika55775
სურათების მიხედვით ეგაა. აქ სამწუხაროა ადამიანების დაღუპვა სავარაუდოდ მოუწევთ გრაფიკის კორექტირება და ეგ შემადგენლობა წესით უნდა გაარემონტონ, იმედია ბელორუსიაში არ გაუშვებენ გასარემონტებლად. ისე ეგ საქარე მინა ესედაც გამოსაცვლელი ჰქონდა 014-ს, რაც ვიცი 2 თვე დაბზარული მინით მოძრაობდა Kublicha
არემონტებენ, რამდენიმე ცალი დაუგავპილსში გაარემონტეს და ჩამოვიდნენ და ახლა თუ არა ვცდები მიჩურინსკში არის გაგზავნილი რამდენიმე ცალი. ტენდერების საიტზე უნდა იძებნებოდეს |
Posted by: eleqtro 3 Sep 2024, 16:55 | ||
vatman
კი, დაახლოებით 1 თვის წინ ასე გამოიყურებოდა |
Posted by: ika55775 3 Sep 2024, 17:26 | ||||
სანამ ინფორმაცია გავრცელდებოდა დაზუსტებული შემთხვევის ადგილიდან ჩემი მოსაზრება დავაფიქსირე * * *
დიდი ალბათობით კი გაბარიტში იქნებოდა შემოსული და მოდო კიდეც * * * ისე სამგზავრო მატარებლები ვიდეორეგისტრატოით არ არის აღჭურვილი? |
Posted by: gig@@@ 3 Sep 2024, 19:36 |
ბათუმის მატარებლის მემანქანეს ვერ შეტენიან ვერც დისპეჩერს სამუშაო პლატფორმა იყო სხვა ლიანდაგზე და ამწეს ნაწილი გადასულიყო მეორე ლიანდაგზე ამწის ცხვირს შეეჯახა მატარებელი . პლატფორმის მემანქანე ბრარეულობა იკვეთება აშკარად |
Posted by: ნიკა 3 Sep 2024, 19:52 | ||
ika55775
ხო რავი რატომ არ უნდა იყოს? 21-ე საუკუნეში ყველგან კამერებია. მეორე მომენტია რომც იყოს, მაგ ვიდეოს ჩვენ არ გვანახებენ დიდი ალბათობით. |
Posted by: GabiIDF 3 Sep 2024, 21:44 | ||
მე ის ვერ გავიგე ეგ 3 კაცი რამ მოკლა. მატარებელი შეეჯახა დრეზინის ამწის ისარს. მერე? ამწეზე იდგენენ ესენი? |
Posted by: ika55775 4 Sep 2024, 10:11 | ||||||
საკითხავია იყო გაფრთხილებული რომ შემხვედრ ლიანდაგზე სამგზავრო მატარებელი მოძრაობდა? ძალიან ბევრი დეტალია რომელიც მხოლოდ შიდა წრემ და საგამოძიებო სამსახურმა უნდა მოიძიოს დაადგინოს საინტერესო იქნება ვიდეო რეგიტრატორის ჩანაწერები, თუ აქ საერთოდ მოძრავ შემადგენლობებს ჩვენთან * * *
ჩვენ გასაგებია რომ არავინ არ გვანახებს, მაგრამ რა მოხდა მაგის დადგენაში დიდ როლს შესრულებს * * *
შეიძლება კაბინა კომპლექტში შეიცვალოს მთლიანად. ვინ და სად გააკეთებს ეგ საინტერესოა დარჩენილი 2 შუალედური ვაგონი შეიძლება დაემატოს დარჩენილ შემადგენლობებს თითო თითო და 4 ვაგონიანი შემადგენლობების ნაცვლად იქნება 2 ცალი 5 ვაგონიანი 1 სათაო ვაგონი კი იდგება ისე სანამ ამ დამტვრეულს არ აღადგენენ და ისევ არ მოხდება 4 ვაგონიანის ფორმირება ნუ მე ასე ვიზამდი, რკინიგზა რას იზამს ვნახოთ |
Posted by: Berkem Al Atomi 4 Sep 2024, 10:32 |
კაბინის მოდულის აწყობა ხდება ალტენრეინში (შვეიცარია), ბერლინში და პოლონურ სელდლცეში. დალეწილი ვაგონი წესით იქ უნდა გადაიყვანონ შესამოწმებლად და სამონტაჟოდ (თუ რამა არ გაიღუნა). თბილისში ამას ნამდვილად ვერ გააკეთებენ. ხო, რკინიგზას უკვე დიდი ხანია სჭირდება საყოველთაო მოდერნიზაცია. და არა მხოლოდ მოძრავი შემადგენლობის მხრივ - ლიანდაგები, სადგურები, კავშირგაბმულობა, დეპოები. ყველაფერი ეს უკვე მინიმუმ 35 წელია რაც მისახედია. |
Posted by: gig@@@ 4 Sep 2024, 10:33 |
ველაპარაკე ფეისბუქსზე ერთ რკინიგზელს ეხლა სახელი და გვარს ვერ დავწერ სადგურის მორიგედ ვმუშაობო მუშა მანქანაში მემანქანე რომელიზ კრანს ატრიალებს როგორც ჩანს კრანმა გაჭედაო მოულოდნელადო მწყობრიდან გამოვიდა და არ შეტრიალდაო კრანიო არც დისპეჩერი და არც სადგურის მორიგე არაფერ შუაშიაო |
Posted by: Berkem Al Atomi 4 Sep 2024, 10:42 |
gig@@@ ანუ მოტომზიდი გაუმართავი იყო. ისე დარტყმის კვალის მიხედვით კი ეტყობა, რომ შტალდერის კაბინაში ისარი მოხვდა. ესეიგი წესით გაიჩინჩლება სალიანდაგო სამსახურის უფროსი, რომელმაც გაუმართავი ტექნიკა სარემონტო სამუშაოების შესრულებისთვის გაუშვა. |
Posted by: eleqtro 4 Sep 2024, 11:02 | ||
gig@@@
რკინიგზაზე სამუშაოები განსხვავებულად მიმდინარეობს. მატარებლის გამოვლამდე 1 წუთით ადრე არ "ასუფთავებენ" გაბარიტს. თუ რამემ გაჭედა, წესით უნდა მოესწროთ დისპეჩერის და მემანქანის გაფრთხილება, რომ დაბრკოლებაა და იმასაც უნდა მოესწრო შემადგენლობის გაჩერება. სავარაუდოდ კავშირი არ ჰქონდა ან რეგლამენტი დაარღვიეს. ნუ, გამოსაძიებელია. |
Posted by: gig@@@ 4 Sep 2024, 11:35 | ||||
რეგლამენტი თუ დაარღვია ისევ იმ სამუშაოს მემანქანემ მემანქანეებს არ აქვთ ერთმანეთთან სვიაზი ? მე მახსოვს რომ აქვთ აქ დისპეჩერის და სადგურის მორიგის ბრალეულობა არა მგონია |
Posted by: ნიკა 4 Sep 2024, 11:43 | ||||
ika55775
თუ არის ასეთი კონფიგურაციის ადვილად გაკეთების საშუალება, ცხადია ოპტიმალური იქნება. * * * eleqtro
100%. როგორც კი გაიჭედა ეგრევე უნდა გადაეცა. თუ იმდენად გვიან გაიჭედა, რომ ვერ მოასწრო, ესე იგი სხვა დარღვევაა და სამუშაოებს აწარმოებდნენ მატარებლის გავლამდე მცირე და დაუშვებელ ინტერვალში. |
Posted by: Kublicha 4 Sep 2024, 11:51 | ||
ყველა შემადგებლობის დაშლას არ ჯობია პირდაპირ ეს სამი ვაგონი ჩააბან მეორე შტადლერს? ცოტა ასიმეტრიული სიმახინჯე იქნება 7 ვაგონი სამი სათაოთი მაგრამ უარესებიც მინახავს. და 801/802ზე იაროს, მანდ სულ არის მგზავრთა ნაკადი |
Posted by: ika55775 4 Sep 2024, 11:57 | ||
დამტვრეული მაინც დასაშლელია და 4 ვაგონიანში 1 შუალედურის ჩამატება არაა ძნელი საქმე რეისის ნომრის მიხედვით გასაყიდი ბილეთების რაოდენობა იქნება გასაზრდელი პროგრამაში ტექნიკურად არც ვაგონის ჩამატებაა პრობლემა და არც ბილეთების რაოდენობის მონდომებაა მთავარი |
Posted by: Berkem Al Atomi 4 Sep 2024, 12:06 | ||
ამ მოდელის მატარებლები ოთხი ან ექვსი ვაგონით დადიან, თან სქემა ერთმანეთისგან განსხვავდება. ოთხვაგონიან შემადგენლობაში არის ორი მისაბმელი სათავო (ერთი გუშინ დაზიანდა), ერთი ძრავიანი შუალედური და ერთი ძრავიან-მისაბმელი შუალედური. ექვსვაგონიანში კი ასეთი კომპოზიციაა: 2 მისაბმელი სათავო, 2 ძრავიანი შუალედური და 2 მისაბმელი შუალედური (უფრო გრძელი და ტევადი ვაგონებია, რადგან ძრავი არ აქვთ). ანუ ასე უბრალოდ ვაგონების მიბმა შეუძლებელია. |
Posted by: eleqtro 4 Sep 2024, 12:50 | ||
gig@@@
კავშირი აქვთ წესით. თუ არ ჰქონდათ თლა ხელმძღვანელობის ბრალეულობაა გაბარიტის გასუფთავება თუ დააგვიანეს, ბრიგადირის ბრალეულობაა. თუ დროულად სცადეს გასუფთავება, პრობლემა შეექმნათ, შეტყობინეს დისპეჩერს და იმან არ გადასცა მემანქანეს, მაშინ დისპეჩერის ბრალია თუ დისპეჩერმაც დროულად გადასცა და მემანქანემ დააგვიანა რეგირება, მაშინ მემანქანის ბრალია. მოკლედ ბევრი დაშვება და პირობაა. |
Posted by: ika55775 4 Sep 2024, 12:53 | ||
ხომ არ იცი რაც გადარჩა შუალედური ვაგონები ელ ძრავებითაა თუ არა? |
Posted by: PNG 4 Sep 2024, 13:27 |
მუხლი 275. რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა 1. რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის ნარკოტიკული, ფსიქოტროპული ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ მართვა – ისჯება ჯარიმით ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე. 2. რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვისაც ამ წესის დაცვა სპეციალურად ევალება, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გამოიწვია, – ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ. 3. იგივე ქმედება, ჩადენილი ალკოჰოლის ან ნარკოტიკული/ფსიქოტროპული/ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან ექვს წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე. 4. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე. 5. იგივე ქმედება, ჩადენილი ალკოჰოლის ან ნარკოტიკული/ფსიქოტროპული/ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე. 6. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ათ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე. 7. იგივე ქმედება, ჩადენილი ალკოჰოლის ან ნარკოტიკული/ფსიქოტროპული/ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან თორმეტ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე. ამ მუხლით რატომ აღიძრა საქმე ? ან ეს მუხლი საერთოდ არასწორია სად საბაგირო და სად რკინიგზა სარკინიგზო დანაშაული საერთოდ ცალკე უნდა იყოს |
Posted by: ნიკა 4 Sep 2024, 13:34 |
ერთი უცნაური მომენტია. ამწე რომ გაიჭედა (თუ დადასტურდა ეგ ცხადია). ამ დროს დისპეჩერს ვერ გადასცეს ეს ინფორმაცია. მაშინ ხომ ლოგიკური ქმედებაა იმის მსგავსად მოიქცე, როგორც ეს მანქანის მართვის წესებში წერია, თუ მანქანა რკინიგზის გადასასვლელზე გაიჭედება. ანუ ხელებში დაიჭირო წითელი ნაჭერი და მისი ქნევით მოშორდე ადგილს მატარებლის მიმართულებით და ასე გააფრთხილო მატარებელი წინ არსებული დაბრკოლების შესახებ. დარწმუნებული ვარ სპეციალური ინსტრუქცია ექნება რკინიგზას მსგავსი ფორსმაჟორული სიტუაციისთვის. როგორც მინიმუმ ეგეთ ადგილს უნდა გაეცალო, შეჯახების შემთხვევაში რომ არაფერი დაგიშავდეს. აქ კი, სავარაუდოდ, ამწეზე დაიწყეს რაღაცეების ჩალიჩი რომ გაჭედვა აღმოეფხვრათ? საშინელი შედეგიც მივიღეთ ამის გამო |
Posted by: Kublicha 4 Sep 2024, 13:41 |
ნიკა სავარაუდოდ მაგდენი დრო არ ქონდათ, რადგან მატარებელს თუ ვერ გააჩერებდნენ, გადმოხტებიდნენ ხო მაინნც ვინც ვიშკაზე იდგა.. ამწის მექანიზმმა რონც იმუშავოს გამართულად, ასე მატარებლის ცხვირწინ ხონ არ უნდა ხდებიდეს გამოცლა. გამოდის რომ ლიანდაგი დაკეტილი ეგონათ, ანუ რაღაც დისკომუნიკაციის პრობლემაა |
Posted by: Berkem Al Atomi 4 Sep 2024, 13:43 | ||
სურათებზე და ვიდეოებზე ჩანს, რომ მხოლოდ ერთი მისაბმელი სათავო ვაგონი დაზიანდა. ესეიგი მეორე ასეთი ვაგონი, ძრავიანი შუალედური და ძრავიან-მისაბმელი შუალედური უნდა იყოს გადარჩენილი. ამ ვიდეოზე კი კარგად ჩანს, რომ მოტომზიდის ამწე მოწყობილობამ დაზიანებები მიიღო |
Posted by: ნიკა 4 Sep 2024, 13:44 | ||
Kublicha
ხო აი ძაან გაუგებარი რამეა და დიდი შიდა პრობლემის ნიშანია ეგ შემთხვევა სამწუხაროდ. |
Posted by: Berkem Al Atomi 4 Sep 2024, 13:52 |
ნიკა მოტომზიდების/დრეზინების რემონტი და ტექ. მომსახურება ხორციელდებოდა ელმავალმშენებელზე. იმის შემდეგ, რაც ქარხანამ შეაჩერა მუშაობა, გაუგებარია თუ სად ტარდება ეს პროცედურები. ტიხორეცკის ქარხანაზე კრანსოდარის ოლქში (სადაც მათი წარმოება ხდება) ნამდვილად არ მიჰყავთ მოტომზიდები სარემონტოდ. |
Posted by: Kublicha 4 Sep 2024, 13:59 | ||
მეორე ვერსია შეიძლება იყოს კიდევ პულტმა გაჭედა, ანუ განა ვერ დაძრა, პირიქით, ვერ შეაწყვეტინა მოძრაობა. შეიძლება სულაც იმ ლიანდაგის თავზე მუშაობდნენ, სადაც დრეზინა იდგა და მეორე მხარეს შემთხვევით მოტრიალდა მაგრამ ამ შემთხვევაშიც შტადლერი გაფრთხილებული უნდა ყოფილიყო და სამანევრო სიჩქარით უნდა ჩაევლო |
Posted by: ნიკა 4 Sep 2024, 14:07 | ||
Kublicha
ცხადია შტადლერს უნდა შეენელებინა, და პლიუს ამათაც შტადლერის გავლის მომენტში სამუშაოები უნდა შეეჩერებინათ. წარმოიდგინე გავლის მომენტში რომ პულტი გაჭედილიყო და სამგზავრო ვაგონისთვის რომ დაერტყა ისარი რა შეიძლება მომხდარიყო. მოკლედ ერთ ვერსია მეორეზე უარესი გამოგვდის |
Posted by: PNG 4 Sep 2024, 14:36 |
ფორმულაზე თქვეს საინფორმაციოში რკინიგზის ექსპერტებმა განაცხადესო რომ შტადლერის მატარებელი არაა თავსებადი საქართველოს რკინიგზისთვისოო და რას ნიშნავს არაა თავსებადი ? პატარა ბორბლები აქვს დიდია გაბარიტებში ვერ იჭერს რკინიგზის რადიო კავშირს თუ რას ნიშნავს არაა თავსებადი იქნებ ვინმემ ახსნას რას გულისმობენ. |
Posted by: Berkem Al Atomi 4 Sep 2024, 14:40 | ||
> რკინიგზის ექსპერტები > ფორმულაზე იგივე ექსპერტებია ალბათ, 2016 წელს რომ კრიახებდნენ "შტადლერი გვირაბში არ ეტევა, რადგან ორსართულიანია!" |
Posted by: Kublicha 4 Sep 2024, 15:08 |
რუსული ჯართს ვერ გასცდნენ "ექსპერტები" |
Posted by: ნიკა 4 Sep 2024, 16:05 |
PNG ანუ მათი აზრით რუსული "ელექტრიჩკა" არ დაეჯახებოდა ამ ამწეს? ეგეთი სისულელე საიდან მოაქვს ამ ხალხს? |
Posted by: ika55775 4 Sep 2024, 16:11 | ||
ეგ ექსპერტები შემოვლითი რკინიგზის ფანები არიან და ჩქაროსნულ რკინიგზაზეც ოცნებობენ |
Posted by: eleqtro 4 Sep 2024, 16:26 |
შტადლერი არა მარტო მაღალი, არამედ განიერი და მძიმეცაა. - ქართველი ექსპერტი |
Posted by: ika55775 4 Sep 2024, 16:33 | ||
და რა მერე? საბჭოტა ელმავალი ВЛ10 სრული ეკიპირებით 184 ტონაა და ამით რა? |
Posted by: eleqtro 4 Sep 2024, 16:35 | ||
ika55775
საშუალო სტატისტიკური ქართველი ექსპერტი გავახმოვანე. ჩემი აზრი არაა ეგ. |
Posted by: Kublicha 4 Sep 2024, 16:42 | ||
ხო და გრძელი კიდე ანუ მატარებელი ისეთი სიმაღლის უნდა იყოს, რომ ვიშკაზე იმუშაონ და ქვეშ გაეტიოს ხო? კანტორის დამცველად რომ გამომიყვანენ რა... |
Posted by: Berkem Al Atomi 4 Sep 2024, 17:20 | ||||
ხო რა, მომენტალურად მივხვდი, საიდან მოსდიოდა ეს სუნი. ბუმბერაზ რკინიგზელ ეზუგბაიას არ მისტირიან ნეტავ? |
Posted by: eleqtro 4 Sep 2024, 17:58 | ||
Kublicha
თან როგორი კანტორის. |
Posted by: mywebber 4 Sep 2024, 20:33 |
აი ასეთი რაღაცეები ხდება მაშინ როცა კორუფციული სისტემა მთლიანად შეისრუტავს იმ რესურსებს რაც ქვეყნის მნიშვნელოვან საქმეებს უნდა ხმარდებოდეს. დაჩი ცაგურიასნაირ და კოკა გუნცაძისნაირ ხალხს რო დაატარებენ შარვალ კოსტუმში გამოწყობილებს თბილისი ცენტრალში პარტიული ერთგულების გამო და აჭმევენ რკინიგზის ბიუჯეტს ზუსტად მაგის შედეგია ეს ყველაფერი. ეს ჯერ კიდევ დასაწყისია მომავალში უფრო გახშირდება მსგავსი შემთხვევები. |
Posted by: JSB14BSJ 4 Sep 2024, 21:02 | ||
ჯერ ქართველი პოლიტიკის, სამხედრო და ეკონომიკის ექსპერტი და ანალიტიკოსი ხო დაგმართებს ღვიძლის კიბოს და ახლა რკინიგზის ექსპერტები გაიჩითნენ ქვეყანაში სადაც ბოლო 20 წელიწადში რკინიგზის ინსტიტუტი, ელმავალმშენებელი ქარხანა და 15-მდე დამხმარე წარმოება დაიხურა. ახლა გამახსენდა რო შტადლერი გვირაბშიც არ ეტეოდა. რაღა მიშისტი და რაღა ზვიადისტი. |
Posted by: GabiIDF 4 Sep 2024, 21:50 | ||
სანამ ნაცღორები არსებობენ ამ ქვეყანაში მანამდე არაფერი ეშველება |
Posted by: ika55775 5 Sep 2024, 10:25 |
ვაკოპირებ ,,"შტადლერის" არაგაბარიტულობის ინდექსი არის H-8-2-3-0. ეს ნიშნავს, რომ მატარებელი: ქვედა ზონაში ზეაარაგაბარიტულია - 8. გვერდით ზონაში - მეორე ხარისხის არაგაბარიტული. ზედა ზონაში - მესამე ხარისხის არაგაბარიტული. ხოლო ვერტიკალური არაგაბარიტულობა არ აქვს. როცა ასეთი მატარებელი მოძრაობს ერთ ლიანდაგზე, მაშინ მატარებლის მოძრაობის სიჩქარე არის შემცირებული, ხოლო შემხვედრი მოძრაობა მეზობელ ლიანდაგზე იკეტება. ანუ მეზობელი ლიანდაგი, ყველა შემთხვევაში, უნდა იყოს თავისუფალი. რკინიგზელები მიკომენტარებენ, "შტადლერი" არაფერ შუაშიაო". - თავშია "შტადლერი", თავში!" თავში არა კვახი მაგ ლოგიკით ვერ ეტეოდა გვირაბში და მერე ყველამ ნახა რომ გაეტია რამდენჯერ ექნება გავლილი თუნდაც მაგ დამტვრეულს ДГКу-ი ს, ВПО-3000-ის, ЕДК-500-ის, СМ-2ის, СДП-ის, UNIMAT 4S-ის , სახანძრო მატარებლის, აღმდგენი მატარებლის ან УК25/9 ის გვერდით და რომელს მოედო აქამდე? აღარაფერს ვამბობ შემხვედრი მომართულებით მოძრავ სამგზავრო და სატვირთო შემადგენლობებზე, რომელთაც ძალიან ხშირად ფეთქებადი, მომწამვლელი და არის შემთხვევები სწორად დატვირთული არაგაბარიტული ტვირთებიც კი გადააქვთ. ერთადერთი გათვლილია მაღალ სამგზავრო ბაქანზე, რადგან უნდა ემოძრავა აეროპორტსა და ქალაქშ შორის, სადაც ორივეგან მაღალი სამგზავრო ბაქანია ჩვენთან კი რაც იყო მაღალი ბაქანი ისიც კი მოსპეს დაშალეს სინკარებად, გორის სადგურში მაგალითად ეგ მატარებელი საბჭოთა სტანდარტის გაბარიტებზე არის მორგებული და არა მგონია შტანდლერს ეგ შეშლობა და ყველამ კარგად იცის რომელი ქვეყნისთვის აშენდა ეს მატარებლები და როგორ მოხვდნენ მერე ნაწილი ჩვენთან და ნაწილი ბაქოში მეორე საკითხია ის, რომ საგარეუბმო მატარებელი ყოველ დღე თბილისი-ბათუმზე არ უნდა არბენინო, თან ისეთ უღელტეხილზე რომელზედაც ყოველდღე სასიარულოდ არაა გათვლილი, ამით გეომეტრიული პროგრესიით ამცირებ მოძრავი შემადგენლობის რესურს. ასე რომ ევროპული მატარებელი არაფერ შუაშია |
Posted by: Berkem Al Atomi 5 Sep 2024, 11:21 |
ika55775 ქვედა სიბრტყეში შტადლერი იასნო იქნება ზეარაგაბარიტული, რადგან 2 სართული აქვს და სათანადოდ დაწეულია ვაგონში იატაკი ურიკების შორის. რასაკვირველია არის გათვვილი შტადლერი საბჭოთა სტანდარტებზე და მათში შემავალ გაბარიტებზე - ტყუილად ხომ არ დაარქმევდნენ შვეიცარიელები ზუსტად ამ მოდიფიკაციას Stadler KISS Eurasia. მაგრამ საგარეუბნო ის ნამდვილად არ არის, ევროაში ზუსტად ამ ტიპის მატარებლები დადიან რეგიონალურ ხაზებზე. მაგალითად კოტბუსი - ვისმარი ან როსტოკი - ჰემნიცი გერმანიაში. ზოგიერთ შემთხვევაში საერთაშორისო რეისებასც ასრულებენ ბერლინიდან და შტუტგარტიდან ვენაში, თან ღამით |
Posted by: ika55775 5 Sep 2024, 11:44 | ||
უღელტეხილის გავლით? თან ესენი აერო ექსპრესებად არის აშენებული და მახასიათებლებიც შესაბამისი აქ + სად იმათი სალიანდაგო მეურნეობა და სად ჩვენი |
Posted by: Berkem Al Atomi 5 Sep 2024, 12:10 |
ika55775 შტუტგარტი-ვენა ზალცბურგის გავლით მიდის, ბერლინი-ვენას მატარებელი კი პასაუში გადის. სურამის უღელტეხილი არ არის იქ, თუმცა საკმაოდ მთიანი რეგიონია. სავარძლებში განსხვავაბა არის, ამაში არ გედავები (ვიმგზავრე შტუტგარტი - ვენას მატარებლით ერთხელ). ჩვენს შტადლერს პირველი კლასი რომ აქვს, გერმანულში ეს უკვე მეორე კლასია. მაგრამ ღამით მაინც არ არის კომფორტული, რომ იცოდე. თუმცა ხალხი მაინც წვალობს და დადის - იმიტომ რომ ნორმალური ღამის მატარებელი საწოლებით მინიმუმ 80 ევრო ღირს, საჯდომებიანი კი 20-30 ევრო. სალიანდაგო მეურნეობა რომ ახსენე, როდის ხარ ნამყოფი იგივე გერმანიაში თუნდაც? მატარებლის დაგვიანება ან გაუქმება იქ ნორმად იქცა, სალონში ან ხანდახან მემანქნის კაბინაში კონდიციონერი არ მუშაობს, რის გამოც მოუწია მატარებელს გაჩერება და მემანქანის კაბინის შეცვლა, ცუდად რომ არ გამხდარიყო. საკონტაქტო ქსელიც ერთხელ გაწყდა და 2 საათი სადღაც მიყრუებულ სოფელში ვიდექით. 3 კვირის წინ ჩქარონსული ხაზი ბერლინიდან ჰამბურგამდე 6 თვით დახურეს - დედა აღარ ჰყავს იქაურობას. ამის გამო მგზავრობის დრო 45 წუთით გაიზარდა და კიდევ თუ ადრე ერთ საათში 2 მატარებელი დადიოდა, ახლა ერთი დატოვეს. ანუ გატენილი იქნება შპროტის ქილასავით. ზატო დოიჩე ბანის მამაკაც თანამშრომლებს შარშან ნება დართეს ქალის უნიფორმა ატარონ, თუ სურთ. დიდებული მიღწევაა გეი-კუკოლდების სამეფოში, ვაშააა! ავსტრიაში, ჩეხეთში ან უნგრეთში მატარებელი სულ განრიგით დადის, არ ფუჭდება, კონდიციონერი სანიმუშოდ მუშაობს და საკონტაქტო ქსელიც არ წყდება. მაგრამ ქალის უნიფორმის ტარება რკინიგზელებისთვის არაა ნებადართული, თუ მამაკაცი ხარ. |
Posted by: პაწა 5 Sep 2024, 12:28 | ||
Berkem Al Atomi
ამ ფოტოზე, ორივეს საპირისპირო სქესის ფორმა აცვია და რა იცვლება ამით? |
Posted by: Berkem Al Atomi 5 Sep 2024, 12:36 | ||
ქალს რომ ქალის პიჯაკი და ჟილეტი აცვია, ვერ ხედავ? და რა იცვლება ამით? ვოუკიზმი და გეი-აქტივიზმი არაფერ კარგს არ მოუტანს არსად. მითუმეტეს სატრანსპორტო სფეროში, სადაც საკუთარი გენდერის მაძიებელ შიზოიდებს არაფერი დასაკარგი არ აქვთ. |
Posted by: ika55775 5 Sep 2024, 12:44 | ||||||
მთიანი რეგიონი კი არის, მაგრამ გზის პროფილი და რადიუსები როგორია?
კაია შესაცვლელი ვარიანტი თუ აქვთ, ჩვენ ეგეც არ გვაქ
ყველაფერს უნდა შესაბამისი მოვლა საკონტაქტო ჩვენთანაც წყდება ხოლმე. ხან დიდთოვლობის ან უხვი ნალექის გამო ხან მეწყერი ხან ნიაღვარი აგერ გუშინ ფოთი თბილისის მატარებელიც გაფუჭდა გორში, ტექნიკა და თუ არ მოუვლი შესაბამისად გაფუჭდება როცა იქნება |
Posted by: Berkem Al Atomi 5 Sep 2024, 12:54 | ||
რა არ გვაქვს - შტადლერი რეისებში მხოლოდ ერთი სათავო ვაგონით გადის? მოვლა ყველაფერს უნდა, მაგრამ ერთ რამეს ვიტყვი - ვოუკიზმი და კუკოლდიზმი დოიჩე ბანს უფრო სწრაფად დაასამარებს, ვიდრე 4 ომი 35 წლის განმვალობაში, უტვინო მენეჯმენტი და მოძველებული ინფრასტრუქტურა საქართველოს რკინიგზას. პროფილს და რადიუსს რაც შეეხება, საქართველოში მათი ოპტიმიზაცია ჯერ კიდევ შესაძლებელია. ნუ ახლა ჩქაროსნულ მაგისტრალებზე ფანტაზიები არ გვინდა, მაგრამ მოდერნიზაციის და გაუმჯობესების პოტენციალი რკინიგზაც აქვს. საჭიროა მხოლოდ ორი კომპონენტი კიდევ - ადეკვატური მენეჯმენტი და სათანადო დაფინანსება. |
Posted by: ika55775 5 Sep 2024, 15:09 | ||
სათაო ვაგონი 2 აქ ერთი ერთ თავში მეორე მეორეში და მაგალითად თბილისი-ბათუმის მარშუტზე როგორ უნდა მოხდეს სათაო ვაგონის შეცვლა? ან შეცვლაში რა იგულისხმება? |
Posted by: პაწა 5 Sep 2024, 15:33 | ||
ჰო, ნიდერლანდები, შვეიცარია და გერმანიაა დაღუპული, ხოლო, უნგრეთი, რუსეთი და უკვე საქართველო გადარჩენილი! |
Posted by: Berkem Al Atomi 5 Sep 2024, 15:45 | ||||
კაბინის შეცვლა იგულისხმება და არა ვაგონის. ანუ კონდიციონირების დანადგარი თუ გავიდა მწყობრიდან, მემანქანე გადადის მეორე სათავო ვაგონში, სადაც ეს დანადგარი მუშაობს და მიჰყავს მატარებელი იმ კაბინიდან დანიშნულების პუნქტში, თან განსხვავებული მიმართულებით. მატარებელს ვერ მოატრიალებ ისე როგორც გინდა. თეორიულად რომ ვთქვათ: მიდიოდა შტადლერი ბათუმში, მაგრამ მოლითში გაუფუჭდა მემანქანის კაბინაში კონდიციონერი. ბრიგადა გადადის ბოლო ვაგონში, საიდანაც მართავს მატარებელს, რომელის მიდის უკან ხაშურში, უხვევს ბორჯომში და ჩერეზ ახალციხე-ქედა ჩამოდის ბათუმში, ასეთი ხაზი რომ არსებობდეს. საქართველოში ვერ გაჭრის ასეთი ტრიუკი, მაგრამ დიდ ქვეყნებში უპრობლემოდ, რადგან დუბლიორი ხაზები გააჩნიათ. * * *
უფფ, რა კარგია ლიბეროიდების აალება უადვილესი პოსტულატის გამოყენებით: get woke - go broke. შვეიცარიის რკინიგზა ვოუკიზმით არ იზილება, ამიტომაც სანიმუშოდ მუშაობს. ისევე როგორც უნგრეთის MAV |
Posted by: Kublicha 5 Sep 2024, 16:00 | ||
გერმანიაში არ ვყოფილვარ მაგრამ შვეიცარიაში ორჯერ ვიჯექი გერმაიიდან მომავალ მატარებელში და ორივემ დაიგვიანა. და შვეიცარიულ მატარებლებში 40ჯერ მაინც ვიჯექი და წამით არ დაუგვიანია არსად, დაჟე შუალედურ სოფლის გაჩერებებზე. |
Posted by: Berkem Al Atomi 5 Sep 2024, 16:21 | ||
შვეიცარიული მატარებლებით მეც მიმგზავრია დაახლოებით ოცჯერ, თან ყველა დონეზე. დაგვიანება არასდროს ყოფილა. ავსტრიიდან უნგრეთში და სლოვაკეთში ვიმგზავრე ავსტრიული მატარებლით, უნგრეთიდან ავსტრიაში უნგრულით. და კიდე ჩეხეთიდან ავსტრიაში ჩეხურით - არსად დაგვიანება არ იყო. გერმანული მატარებელი სულ ჩაჯმაზეა: ან აგვიანებს, ან gauqmebulia gauqmebulia ემართება (ნუ მომდევნო მატარებელში კი შეგიშვებენ, მაგრამ დგომა მოგიწევს, თუ ადილები არ არის ან რეზერვაცია აქვს სხვა მგზავრს). აგერ შვეიცარიის რკინიგზის დირექტორის ინტერვიუც არის, სადაც ის ამბობს, რომ არადროს იმუშავებს გერმანული რკინიგზის უფროსად - იმდენად უვარგისია იქ ყველაფერი, რომ მიუნხენზე ხაზის ელექტრიფიცირებაც კი შვეიცარიელების დახმარებით გაკეთდა. https://www.nzz.ch/schweiz/sbb-praesidentin-monika-ribar-ich-wuerde-in-deutschland-nie-im-fernverkehr-taetig-werden-ld.1842857 |
Posted by: ika55775 5 Sep 2024, 17:01 | ||
ასე რომც წავიდეს ხაზის და შესაბამისი გადასასვლელის ხაშურის სადგურის გარეშე, ანუ ხაშურამდე რომ რკალით გადაუხვიოს ბორჯომისკენ (კახეთის რკინიგზა რომ უკავშირდება თბილისი ბაქოს მაგისტრალს ასეთ რკალს ვგულისხმობ) და ჩავიდეს ბათუმში რას უშვრები ურეკის და კოპიტნარის მგზავრებს? ან ზოგადად ძირითადი მარშუტის სხვადასხვა სადგურების მგზავრებს? მარტო ბოლო სადგურში ხომ არ მიდიან მგზავრები? თუ მერე ბათუმიდან ურეკში და კოპიტნარშიც ჩამოვა. არარეალურია მასე სიარული |
Posted by: Kublicha 5 Sep 2024, 17:29 | ||
ბათუმის რეისზე, ყოველ შემთხვევაში 801/802 ზე მაინც იმხელა მოთხოვნაა რომ უნდა დადიოდეს 2 შტადლერი ჩაბმული. გადაბმას მარტო ის უპირატესობა კი არ აქვს, რომ ნაკლები დანახარჯით მეტი მგზავრი გადაიყვანო, არამედ ტექნიკური პრობლემის გამო ხალხის ჩამოსმა არ მოგიწევს. (თუ იმენა ურიკა არ დაზიანდა) თუ ძრავს ექნება პრობლემა, მეორე მატარებელი იმუშავებს წევაზე, ხოლო თუ სამართავ კაბინას (კონდიციონერს მაგალითად როგორც თქვით), ამ შემთხვევაში რამდენიმე წუთით გააჩერებ სადმე ორლიანდაგიან სადგურზე და პირიქით ჩააბავ. ყველანაირ გაუმართაობას ვერ გადააზღვევს, მაგრამ უმეტესობა შემთხევაში რეისი არ ჩავარდება. |
Posted by: Berkem Al Atomi 6 Sep 2024, 10:05 | ||||
გერმანიის რკინიგზაზე ასეთი რამ თუ მოხდა, როცა მატარებელს ალტერნატიული ხაზით მარშრუტის გაგრძელება უწევს, სხვა სადგურები, რომლებსაც ვერ მოემსახურება, გაუქმებას ექვემდებარება. მგზავრს შეუძლია ჩამოვიდეს შემდეგ სადგურზე და უფასოდ იმგზავროს დანიშნულების პუნქტამდე შტადლერის კონტინგენტი ძირითადად ბათუმში ან თბილისში მიდის. ისევ თეორიაში თუ გადავალთ, მაშინ ბათუმის ვაგზლიდან უფრო მეტი მატარებელი ქუთაისის მიმართულებით უნდა დადიოდეს და გამცილებელი იტყვის ბათუმში შემოსვლისას, რა მატარებელი გადის უახლოეს 20-30 წუთში. ურეკის და კოპიტნარის კონტინგენტი მერე გადავა ამ მატარებლებში და წავა იქ, სადაც უნდა. * * *
ბათუმის რეისზე ამ წლის ზაფხულში 2 კვირით ადრე ბილეთს თუ არ იყიდიდი, ვერ იმგზავრებდი მატარებლით. ისე ორი შემადგენლობის ჩაბმა კარგია, მაგრამ მე პირადად სიხშირის გაზრდის მომხრე ვარ. ორ საათში ერთი მატარებლი რომ იაროს, კარგი იქნებოდა. თან ერთი იყოს ექსპრესი (ჩერდება მხოლოდ ქაბულში, ურეკში და კოპიტნარში), მეორე უფრო მეტი გაჩერებებით. ხო, და ნორმალური ღამის მატარებლის დაბრუნებაც კანონიკური საწოლიანი ვაგონებით არ აწყენდა ხალხს. |
Posted by: ika55775 6 Sep 2024, 10:27 | ||||||
ისედაც კოპიტნარში და ურეკში არ ჩერდება?
გაჩერებით კი გაჩერდება, მაგრამ როგორ ჩამოვა მგზავრი? მაღალი სამგზავრო ბაქნი არის სადმე?
ხალხზე ვინ ფიქრობს ამ ქვეყანაში რო? |
Posted by: Berkem Al Atomi 6 Sep 2024, 10:31 | ||
ახლანდელ განრიგში უკვე ძირულა-შორაპანი და წიფა-მოლითი უკვე ჩატენეს, ადრე არ იყო იქ გაჩერება. ზუსტად ამიტომ ვახსენე ექსპრეს-მატარებელი. ხოლო სხვა სადგურებზე მაღალი ბაქნის გაკეთება არ არის შეუძლებელი - ამისთვის საჭიროა მხოლოდ შესაბამისი განკარგულება. თან ძალიან ძვირიც არ არის მათი გაკეთება/რემონტი. |
Posted by: ნიკა 6 Sep 2024, 11:43 |
Berkem Al Atomi დასავლეთისკენ მიმავალი ყველა მატარებელი ჩერდება წიფაშიც და მოლითშიც. უსაფრთხოების ნორმებია ასეთი საუღელტეხილო მონაკვეთზე. |
Posted by: Berkem Al Atomi 6 Sep 2024, 11:49 |
ნიკა შტადლერითვის სადებიუტო 2016 წელს გაჩერება წიფაში და მოლითში არ ყოფილა. ეს მე ძალიან კარგად მახსოვს, რადგან ხშირად მიმგზავრია ამ მატარებლით ზუსტად იმ წელს. თბილისში რომ ჩაჯდებოდი მატარებელში, ავტოინფორმატორი აცხადებდა "შემდეგი სადგური - ურეკი". და მართლაც ურეკამდე არსად ჩერდებოდა შტადლერი. |
Posted by: JSB14BSJ 6 Sep 2024, 12:09 | ||
ვერ ხვდები ახლა კონტექსტს, ხო? |
Posted by: ნიკა 6 Sep 2024, 13:02 |
Berkem Al Atomi ტექნიკური გაჩერება რომ იყო კარგად მახსოვს, შეიძლება მერე სატესტოდ გააუქმეს, მაგრამ ბოლოს ისევ დაიწყეს. თავიდან განრიგშიც ეწერა წიფაც და მოლითიც. |
Posted by: Berkem Al Atomi 6 Sep 2024, 13:48 |
ნიკა მატარებლის ტესტირება სამუშაო დატვირთვით ხდება მგზავრების გარეშე. მათ ნაცვლად სილით გავსებულ ტომრებს იყენებენ, რომლების განთავსება ხორციელდება სავარძლების ქვემოთ და კარებთან (სადაც ბევრი ხალხი პიკის საათებში დგას), თუ ეს საგარეუბნო მატარებელია. მაგალითად შტადლერ-სიმენსის ახალ S-Bahn მოდელს 2019-2020 წლებში ზუსტად ასე ტესტავდნენ - მგზავრების გარეშე, სალონში კი ტომარები ეყარა და რამოდენიმე ქარხნის სპეციალისტი აპარატურით იჯდა. თან სერიული წარმოებაც არ იყო ჯერ დაწყებული, ორი ტიპის შემადგებლობა ტესტირებას გადიოდა, ორი და ოთხი სექციით. სამი ორსექციანი ერთად შებმული იყო, ხოლო ოთხსექციანი - ორი. ტესტირება როგორც გაიარეს და ყველაფერი რიგზე იყო, მერე განთავსდა ოპციონი 106 შემადგენლობაზე და დაიწყო სერიული წარმოება. 2016 წლის გაზაფხულ-შემოდგომაზე შტადლერის მატარებელი წიფაში და მოლითში არ ჩერდებოდა. უღელტეხილის მონაკვეთზე სიჩქარეს ანელებდა, იასნო. მაგრამ ურეკამდე არ ჩერდებოდა არსად. |
Posted by: vatman 6 Sep 2024, 14:21 | ||||||
ნიკა
არ ჰქონდათ თავიდანვე, როგორც ზემოთ დაწერეს. მაგ დროს ვმკ/ჯრტ-იც დადიოდა ბათუმის მიმართულებით და ის კი აჩერებდა Berkem Al Atomi
ეგ ალბათ ტექნიკური გაჩერებებია, ივლისში არც ერთში არ გაჩერებულა ორივე მიმართულებით
კოვიდი კარგად გამოიყენეს სამგზავრო გადაზიდვების შეკვეცვისთვის, ზაფხულშიც ოზურგეთში 2 თუ 4 ვაგონს დააგრიხინებენ. ღამის მატარებელი იყო ძაან კომფორტული. ხო შეიძლება ღამის გააკეთონ 1 შემადგენლობა თბილისი-ბათუმი-ოზურგეთი-ფოთი-ზუგდიდი სამტრედიამდე და მერე ჩაიხსნას შესაბამისი მიმართულებები. ფასი გაზრდაც შეიძლება რბილ და კუპირებულ ვაგონებზე. გააუქმებამდე ზუგდიდის ღამის მატარებლის მგზავრების დაახლოებით 50% იყო ტურისტები ვინც მიდიოდნენ სვანეთში, და ფასის გაძვირება მგზავრებს ძაან არ მოაკლებდა მაინც მაგრამ ამ კანტორას რაზე უნდა ელაპარაკო, როდესაც ავარიის შემდეგ რეისი მიმოსვლიდან მოხსნეს, და შემცვლელი შემადგენლობა არ აქვთ. 8 ჯრტ/ვმკ შემადგენლობის ნახევარი გაჩერებული ჰყავთ |
Posted by: eleqtro 6 Sep 2024, 14:31 | ||
vatman
წიფაში ჩერდება და ისიც მხოლოდ იმიტომ რომ მკვეთრი ქანობის მერე სამუხრუჭე სისტემა გააგრილოს. შტადლერები უბრალოდ ჩერდება (თან მგონი ყოველთვის არა) სხვები კარსაც ხსნიან და ჩასხდომა გადმოსხდომაც შეიძლება. |
Posted by: vatman 6 Sep 2024, 14:38 | ||
eleqtro
მე შტადლერზე ვიძახი, სხვები კი ვიცი რო აჩერებენ |
Posted by: SAROKAWA 6 Sep 2024, 14:49 |
2-17 ში ვიყავი შტადლერით ბათუმში და მახსოვს გაჩერდა რიკოთზე ერთხელ დიდი თოვლი იყო თებერვალში და ვიფიქრე რომ რამე შეფერხებაა თქო |
Posted by: Berkem Al Atomi 6 Sep 2024, 14:56 | ||
დასტურ. საგარეუბნო მიმოსვლა კი თითქმის ბოლომდე დაასამარეს, ბორჯომ-ბაკურიანის კუკუშკაზე არც ვამბობ არაფერს. მესმის, რომ საავტომობილო გზების მოდერნიზაციაც უკვე კაი ხანი იყო საჭირო, მაგრამ სამგზავრო მატარებლებმა რა დააშავეს? რკინიგზაზე მეტი მიმოსვლა რომ ყოფილიყო, არ იქნებოდა ამდენი საცობი და საავტომობილო ავარია. ზუგდიდის ღამის მატარებლის არ ვიცი, მაგრამ ბათუმის ღამის მატარებელი ზაფხულის დროს არ განიცდიდა ტურისტების დეფიციტს. რუსები და უკრაინელები ხშირად მგზავრობდნენ ამ მატარებლით, გერმანელები და ფრანგებიც იყვნენ. ვმკ/ჯრტ რომ დგანან ღობესთან, ეგ ლოგიკურია. არა იმიტომ, რომ კანტორასთან საქმე გვაქვს - უბრალოდ ჯართია და ეზუგბაიას ტიპიური კორუფციული სქემაა ეს მატარებლები. ყველაფერს სჭირდება განახლება რკინიგზაზე, მისი გამძლეობის რესურსი ნებისმიერ სტრუქტურულ დანაყოფში უკვე ილევა და კიდევ 35 წელი მაგაზე პარაზიტირება ვერ გამოვა. |
Posted by: ნიკა 6 Sep 2024, 17:12 | ||||
eleqtro
პირიქით. ქანობის წინ წიფა-მოლითი არის ყველაზე მკვეთრი ქანობი უღელტეხილზე. სსრკ-ს დროს თბილისი-მოსკოვით ვიმგზავრე და იმასაც არ ეწერა განრიგში წიფაში გაჩერება, მაგრამ გააჩერა და ფაქტიურად ეგრევე დაიძრა. დაღმართის წინ სამუხრუჭე სისტემას ამოწმებს ეტყობა. აი მოლითში გაჩერებისას უკვე მუხრუჭების გაგრილება ხდება. SAROKAWA
რიკოთზე არა. სურამზე. რიკოთია ავტობანი სადაც გადის, რკინიგზა სურამის უღელტეხილით გადადიოდა ადრე და ახლა იგივე მარშუტზე არსებული წიფის გვირაბით. |
Posted by: ioane.mtacmindeli 6 Sep 2024, 18:10 | ||||||
ახალი რკინიგზის მონაკვეთის გახდნა უღელტეხილზე ქვიშხეთის გავლით რიდის იგეგმება? |
Posted by: ნიკა 6 Sep 2024, 18:27 |
ioane.mtacmindeli ეგ ჩვენზე მეტად არა მგონია ვინმეს აინტერესებდეს სამყაროში |
Posted by: ioane.mtacmindeli 6 Sep 2024, 18:30 | ||
ნეტავ მიზეზი რა არის, ან რა ეტაპზე პროექტის განხორციელება? |
Posted by: vatman 6 Sep 2024, 19:19 | ||
Berkem Al Atomi
ხალხი ავტომობილიდან რო გადმოსვან საქალაქთაშორისო მიმოსვლიდან არაფერს აკეთებენ. არსებულ მიმოსვლაზეც ბილეთების ტარიფები ისე აქვთ, რო თავისუფლად შეუძლიათ ხარჯები შეამცირონ მაინც თუ შემოიტანენ დამატებით მომსახურეობას, მაგალითად ადგილი ფანჯარასთან და ა.შ. (ვიცი რო ტკტ-ზე მასე იყიდება), დაამატონ კვების სერვისი, რომელიც ასევე შეამცირებს ხარჯებს. გარდა ამისა მოძრავი შემადგენლობის განახლება ფაქტიურად არ ხდება, არათუ სამგზავროსი, არამედ სატვირთოსიც. კიდევ რომელიმე შტადლერი რო დაზიანდეს ფაქტიურად ბათუმზე 1 წყვილის იმედად რჩებიან. ნუ იდეაში რა უნდა მოთხოვო კანტორას, სადაც მენეჯმენტიც კი სიბინძურეში ზის სათაო ოფისში ისე მარნეული -კაზრეთზე მოძრაობა არის საერთოდ? მარნეულში რო გავიარამ ხაზის გადაკვეთა აშკარად ეტყობოდა რო მატარებელს ძალიან დიდი ხანი არ გამოუვლია მანდ |
Posted by: Berkem Al Atomi 7 Sep 2024, 13:37 |
ავტომობილიდან რომ გადაჯდეს ხალხი მატარებელზე, უნდა იყოს ბევრი საქალაქთაშორისო და საგარეუბნო მარშრუტი. S-Bahn-ის ანალოგი რომ იმუშაოს მცხეთა-თბილისი-რუსთავის ხაზზე, უკვე კარგად განიტვირთება ქუჩები. უქმეებზე თუ მომინდება ბორჯომში წასვლა, ელექტრიჩკის 2 რეისი მაქვს - ან დილით, ან საღამოს. დღის რეისები არ არის, ნუ კახეთში უკვე 17 წელზე მეტია რაც სამგზავრო მატარებელი არ დადის. ინფრასტრუქტურის განახლებაზე რომ ვსაუბრობთ - ვაგონებს და ლოკომოტივებს შევეშვათ, რელსების და შპალების წარმოება საქართველოში არსებობს? და თუ არ არსებობს, სად ხდება მათი შეძენა? კაზრეთის ხაზს რაც შეეხება, გუგლის რუკებზე არის 2021 წლის პანორამა იქაურობის. სადგურზე ვაგონების დანახვა შეიძლება და რელსებზე ე.წ. ნაკატი ჩანს, მაგრამ სუსტი. |
Posted by: ioane.mtacmindeli 8 Sep 2024, 16:20 |
ხომ არ იცით რას უპირებდნენ იმ დაზიანებული შტადლერს ? რემონტს ექვემდებარება? აპირებენ რომ შეაკეთონ ? |
Posted by: ika55775 9 Sep 2024, 17:06 | ||||
წლებია სოფელ თამარისთან სარკინიგზო ხიდის ნაწილი ქონდა წყალს წაღებული, ჩატარდა ტენდერი ხიდიხ აღდგენის საპროექტო სამუშაოებზე, ჩარატდა გეოლოგია როგორც ვიცი და შედგა პროექტიც. საბოლოოდ ამ ბოლო დროს რომ წყალდიდობა იყო მგონი გაქ დროს მდინარემ წაიღო ძველი ხიდის დარჩენილი ნაწილი. ასე რომ ახალი ხიდია ასაშენებელი. მანდ მოძრაობა კაზრეთის მადნეულს თუ ექნება და გაწევს კი რკინიგზა ხიდის მშენებლობის ხარჯებს 1 საწარმოსთვის? + სალიანდაგო მეურნეობაც მისახედი იქნება, წლებია მატარებელს არ უვლია მანდ. ასევე საკონტაქტო ქსელი, სცბ და ათასი წვრილმანი. ისე მახსოვს ბავშვობაში კაზრეთის მატარებელი ჩამოდგა ლიანდაგზე ნავთლუღში 1 ლიანდაგზე, მამა ვიღაც კაცს (ნაცნობ მემანქანეს) გამოელაპარაკა და ელმავლის კაბინაში ამოვყავი თავი. ელმავალი ჩახსნეს ვაგონებს, 2 თუ 3 ვაგონი იყო სულ და მეორე მხრიდან მოუბეს, იმ დღეს ჩემზე ბედნიერი არავი იქნებოდა. შემდეგ ჩამოდგა დედოფლისწყაროს მატარებელი , საერთო პლაფკარტი ვაგონებით , მაქს 3 ცალი, რომელთაც ჩაბული ქონდა სამანევრო თმომავალი Чмэ 3 და დიზელის წევით წავწაქჩაქდით სოფელში. რა დრო იყო რკინიგზაზე დენიც კი არ იყო რომ ელ. სექცია გაეშვათ ისე თბილისი ცენტრალიდან ღამის 11 ზე გასული მწვანე ელექტრიჩკა დამტვრეული ფანჯრებით , საიდანაც გადავძვერი დასაჯდომი ადგილის მოსაპოვებლად, ღამის 2 საათზე საგარეჯოში ჩამქრალი ელ ენერგია. პანტოგრაფზე შეყუდებული ხის გრძელი რეიკები (ჰაერების დაცლის გამო რომ არ ჩამოწეულიყო) და ვაგონში ძველ ბოჩკაში დანთებული კოცონიც კი მახსოვს, გამთენიისას სოფელში ჩასლა..... მაგრამ ეს უკვე სხვა ისტორიის ნაწილია * * *
ჯერ ექსპერტიზენი და გამოძიება .... რამოდენიმე თვის ამბავია ეგ მინიმუმ მერე გამოჩნდება ასე უცებ არ იქნება ეგ ამბავი |
Posted by: eleqtro 9 Sep 2024, 18:08 | ||
ika55775
მე მთელი ბავშობა მიკვირდა რატომ გვაწყობდა კაჭრეთში მოსახვედრად დედოფლსწყაროს, თელავის და წნორის მატარებლები და მაინც და მაინც კაზრეთი არ გვაწყობდა. კაჭრეთი და კაზრეთი რამ გაყო თქო |
Posted by: mywebber 9 Sep 2024, 21:15 |
ტესლას ელექტრო მატარებელი ბერლინში |
Posted by: Berkem Al Atomi 10 Sep 2024, 10:27 |
mywebber ამ სიმახინჯეს Siemens Mireo ჰქვია. მაგარი გოიმობაა - მატარებელი ელემენტებზე, ისევე როგორც ტესლას და სხვა ბრენდის ელექტროვედროები. არადა პანტოგრაფი მატარებელს აქვს, ამიტომ ისმის კითხვა: ეს თვითგაუპატიურება ელემენტების სახით რისთვის დასჭირდათ? |
Posted by: Kublicha 14 Sep 2024, 21:49 |
ნუ მთლად ჩვენი კანტორასავით არა, მაგრამ შვეიცარიაშიც ძალიან უყვართ მატარებლები და პატივს სცემენ. ასე აღნიშნეს დღეს ლოკომოტივ re 4/4 ის 60 წლის იუბილე. 24 ცალი ლოკომოტივი ჩააბეს ერთმანეთს და ღონისძიების ფარგლებში მსვლელობა მოაწყვეს. (პირველ ფოტოზეა იუბილარი) ხოლო 2022 წლის 29 ოქტომბერს, შვეიცარიის რკინიგზის 175 წლის იუბილეზე ჩააბეს 25 ცალი შტადლერ კაპრიკორნი, გაუშვეს ალბულას უღელტეხილზე და დაამყარეს მსოფლიო რეკორდი - ყველაზე გრძელი (100 ვაგონი) სამგზავრო მატარებლის ჩვენი რკინიგზის იუბილეებზე ალბათ ხბოს და ბატკნის დაკვლის რეკორდი მყარდება ხოლმე თუ იციან საერთოდ თარიღი |
Posted by: ioane.mtacmindeli 15 Sep 2024, 01:01 | ||
მაგარი მატარებლები ყავთ შვეიცარიაში! ნეტავ გვეღირსება ესეთი მატარებლები საქართველოში, ვთქვათ მესტიაში რომ წახვიდე! ნუთუ რა გახდა სვანეთში რკინიგზის გაყვანა? |
Posted by: მწვანე_კონცხი 18 Sep 2024, 19:13 |
სადგურ მოლითის ფოტოები: |
Posted by: ioane.mtacmindeli 19 Sep 2024, 16:14 | ||
როდის იგეგმება ახალი სარკინიგზო მონაკვეთის გახსნა ხომ არ იცით? |
Posted by: levan_ts 20 Sep 2024, 02:35 | ||||
წესით ამ შემოდგომაზე, მაგრამ რეალურად როდის, ძნელი სათქმელია * * *
ბაქანი აამაღლეს აქ თუ არა, შტადლერის გაჩერების შანსი არის? ძირულაში ააშენელს ახალი სადგურის შენობა, მაგრამ ბაქანი ისევ რეელსების დონეზეა თითქმის და შტადლერი ვერ გაჩერდება მანდ |
Posted by: მწვანე_კონცხი 21 Sep 2024, 15:22 | ||
სამივე ახალ სადგურზე (ქვიშხეთი, მოლითი, ძირულა) ერთნაირადაა, რელსების დონეზეა ბაქანი. |
Posted by: levan_ts 21 Sep 2024, 22:08 | ||||
მადალობა. რა უცნაურია, ბაქაის ამაღლებას რაღა უნდოდა, ხომ მაინც რემონტდებოდა სადგურები და ბარემ ბაქანიც აემაღლებინათ, მართლა გეგონება, მიზანმიმართულად აფუჭებენ რკინიგზაში საქმეს, მატარებლით მგზავრობა რომ შეუძლებელი იყოს |
Posted by: mywebber 22 Sep 2024, 00:53 | ||
ეს სადგური საერთოდ შუაგულ მინდორში რატო ჩადგეს? |