Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > თბილისი > თემქის ხევი


Posted by: SPIRIT CRUSHER 11 Feb 2012, 11:35
ხომ არ იცით რა პროექტია, ან როდის დასრულდება... ან რამე ასეთი

Posted by: GEORGIA007 11 Feb 2012, 13:43
QUOTE
ხომ არ იცით რა პროექტია, ან როდის დასრულდება... ან რამე ასეთი

ხიდს აკეთებენ მგონი

Posted by: rommma 12 Feb 2012, 03:01
ხიიდს? საინტერესოა... rolleyes.gif

Posted by: iunona 16 Feb 2012, 12:41


ხიდს? მე ისე მახსოვს, თითქოს რკინიგზა უნდა გასულიყო მანდ , არა?ისე ეგ ხევი ,,ამოსავსებია", რა. ძაან უშნოდ არის.თან დაჭაობებულია კაი დიდი ფართობი, იმიტომაა თემქაზე ზაფხულში კოღოები.......

Posted by: ELBA 16 Feb 2012, 13:22
ზაფხულში განსაკუთრებული არომატული სუნი დგას biggrin.gif

Posted by: iviko18 16 Feb 2012, 13:54
რაღაც არ არის პოპულარული ეს პროექტი? ან სურათები დადეთ ან უფრო დაწვრილებითი ინფორმაცია, გავიგოთ რა ხდება ჩვენს ზემოთ და ჩვენს ქვემოთ yes.gif

Posted by: cqafunaaa 19 Feb 2012, 09:47
რკიიგზა და აიტანე ეხლა მატარებლის ხმა..sad.gif(( იმედია სანამ ეგენი გაიყვანენ, იქამდე გავთხოვდებიbiggrin.gif

Posted by: GEORGIA007 19 Feb 2012, 13:26
QUOTE
რკიიგზა და აიტანე ეხლა მატარებლის ხმა..

რკინიგზას რა უნდა მანდ?

Posted by: ხუციშვილი 21 Feb 2012, 22:35
სკვერიო ასე ამბობენ , ჩემ სახლთანაა ახლო

Posted by: Gio93 22 Feb 2012, 21:25
ხიდზე არაფერი გამიგია მარა ის ზუსტათ ვიცი რომ არანაირი რკინიგზა მანდ არგამოყავთ რა სისულელეა !!!

Posted by: vatman 22 Feb 2012, 22:18
უბრალოდ კოლექტორის რეკონსტრუქციაა. არავითარი ხიდი არ აშენდება, როგორც გათხარეს ისე ამოავსებენ მიწით.
სატენდერო დოკუმენტაცია აგერაა smile.gif
https://tenders.procurement.gov.ge/public//lib/files.php?mode=app&file=171588&code=1318527947
https://tenders.procurement.gov.ge/public//lib/files.php?mode=app&file=171589&code=1318527959

Posted by: GEORGIA007 23 Feb 2012, 12:54
QUOTE
არანაირი რკინიგზა მანდ არგამოყავთ რა სისულელეა !!!

რა რკინიგზა კაცო?? მანდ რა უნდა რკინიგზას?

Posted by: vatman 10 Mar 2012, 20:46
დიდად წინ ვერ წაიწიეს, ჯერ ბოლომდეც არ ჩასულან კოლექტორამდე.
http://imageshack.us/photo/my-images/715/img9739a.jpg/

Uploaded with http://imageshack.us

გამოტანილ მიწას იქვე ყრიან
http://imageshack.us/photo/my-images/193/img9743sz.jpg/

Uploaded with http://imageshack.us

http://imageshack.us/photo/my-images/84/img9738n.jpg/

Uploaded with http://imageshack.us

http://imageshack.us/photo/my-images/404/img9740s.jpg/

Uploaded with http://imageshack.us
ეს კი გაგარინის სკოლის სპორტული მოედანი facepalm.gif
http://imageshack.us/photo/my-images/694/img9741h.jpg/

Uploaded with http://imageshack.us

Posted by: da_to 10 Mar 2012, 22:09
vatman
QUOTE
დიდად წინ ვერ წაიწიეს, ჯერ ბოლომდეც არ ჩასულან კოლექტორამდე.


იმას არ ჩამოუვლია აქეთკენ ალბათ biggrin.gif

Posted by: vatman 11 Mar 2012, 00:01
da_to
QUOTE
იმას არ ჩამოუვლია აქეთკენ ალბათ

როგორ ჩამოივლის თუ გზა გადაკეტილია biggrin.gif

Posted by: ხუციშვილი 16 Mar 2012, 14:01
ნეტა ეგა დგილი ვაბშე აიღონ biggrin.gif

ხევძმარის კერძო სახლები

Posted by: OHO 21 Mar 2012, 16:34
მანდ ადრე გზა გადიოდა და ჩაინგრა მერე და მაგის აღდგენის ნაცვლად ოდნავ მაღლა ახალი გზა გაჭრეს ... და ეხლა ეტყობა მაგ გზასაც აღადგენენ ...

Posted by: giomelqa12 20 Aug 2020, 11:14
https://www.bpn.ge/article/72500-rogori-ikneba-temkis-tqe-parki-romlis-mocqobistvis-meria-446-mln-laris-daxarjvas-apirebs-poto/?fbclid=IwAR3Pe0RGb_vyheGsTJuUTx-dcHhihrnRFf0Kf1jnt84okk3rJkHCfw6tPGA

დაიძრა ეს თემა კიდევ ერთხელ

Posted by: something1 2 Feb 2021, 00:01

დაუწყიათ აქ სამუშაოები

user posted image

user posted image

აქ რას აპირებენ ვერ გავიგე

user posted image


Posted by: Snow93 2 Feb 2021, 12:25
ვა ეს არ მახსოვდა, მშვენიერი პარკი შეემატება ქალაქს

Posted by: მაწო:-) 10 Feb 2021, 22:26
როგორი იქნება თემქის ტყე-პარკი, რომლის მოწყობაც 35 მილიონ ლარზე მეტი დაჯდება

16:01 / 10-02-2021

http://m.palitravideo.ge/yvela-video/eqskluzivi/128116-rogori-iqneba-themqis-tye-parki-romlis-motsyobac-35-milion-larze-meti-dajdeba.html

"თემქის ხევის ტერიტორიაზე საქალაქო პარკის მოწყობის სამუშაოები დაიწყო", - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

"პროექტის ფარგლებში, ტერიტორიაზე სკეიტპარკი, სარბენი, სასეირნო და ველობილიკები, ასევე, სპორტული და საბავშვო მოედნები განთავსდება. ტერიტორიაზე მოეწყობა კაფე, მედიათეკა, ამფითეატრი, ძაღლების სასეირნო სივრცე და ურბანული მებაღეობის ზონა. ამასთან, პარკში მოეწყობა ორი ხელოვნური ტბა, რომელსაც ერთმანეთთან მდინარე დააკავშირებს. ასევე, განათების, სარწყავი და ვიდეომეთვალყურეობის სისტემები", - განაცხადა კალაძემ.

Posted by: Sys197 10 Feb 2021, 22:32
დიღმის ჭალებში დამთავრდა უკვე? boli.gif

Posted by: Chezaro 10 Feb 2021, 22:33
რაც კალაძის დროს გაკეთდა თბილისში, ამდენი არასოდეს არ გაკეთებულა, ბერიას დროს თუ არ ჩავთვლით.
მიშას ფანები გამონაწყენდებიან, მაგრამ ჭეშმარიტება ყველაზე მაღლა დგას.

Posted by: ბეჟანბეჟანი 10 Feb 2021, 22:35
QUOTE
თემქის ხევის რეაბილიტაცია 35მლნ ლარი,

ე.ი. 35 ახალი მილიონერი გვეყოლება.

ბოღმა ნაცი.

Posted by: Chezaro 10 Feb 2021, 22:36
კვირას, 11 საათზე იაგო დააჯვამს გვაროს, ყველამ უყურეთ.

Posted by: dega 10 Feb 2021, 22:37
user posted image
user posted image
user posted image
ვარკეთილის მე 4
რათქმაუნდა ნაცებს არ მოეწონებათ

Posted by: მაწო:-) 10 Feb 2021, 22:45
Sys197
QUOTE
დიღმის ჭალებში დამთავრდა უკვე?

ჯერ ესაა რიგში


ბეჟანბეჟანი
QUOTE
ე.ი. 35 ახალი მილიონერი გვეყოლება.

ბოღმა ნაცი.

იმ დაკარგული გაყიდული ტრუბების ფულით აკეთებს

Posted by: ბეჟანბეჟანი 10 Feb 2021, 22:47
QUOTE (მაწო:-))
QUOTE
ე.ი. 35 ახალი მილიონერი გვეყოლება.

ბოღმა ნაცი.


იმ დაკარგული გაყიდული ტრუბების ფულით აკეთებს

შენც კარგი ბოღმა ხარ biggrin.gif

Posted by: მაწო:-) 10 Feb 2021, 22:58
ბეჟანბეჟანი
QUOTE
შენც კარგი ბოღმა ხარ

ტყუილა კი არ დაიკარგა, ორი წლის წინანდელი ვიდიუა და დღეს განახლდა პროცესი, შენ კიდე ბოღმა ხარო biggrin.gif


Posted by: NorthWest 10 Feb 2021, 22:58
ყოჩაღ კალაძეს! თბილისს შეძლებისდაგვარად ალამაზებს. ვარკეთილი ვეღარ ვიცანი. ესეთი მაგარი მერი თბილისს არ ჰყოლია.

Posted by: B l a c k J a c k 10 Feb 2021, 23:13
გარეჯი მანდ გადმოიტანონ და პრობლემაც მგოვარდება.

Posted by: dylan 10 Feb 2021, 23:54
NorthWest
QUOTE
ყოჩაღ კალაძეს! თბილისს შეძლებისდაგვარად ალამაზებს. ვარკეთილი ვეღარ ვიცანი. ესეთი მაგარი მერი თბილისს არ ჰყოლია.



თანაც გინების წიგნში შევიდა.

საკუთარ კარში 2 გოლი აქვს გატანილი (ერთ მატჩში) და მოწინააღმდეგის კარში კი -1 მთელ თავის საფეხბურთო ისტორიაში!

დოუფასდა ამაააგი!

Posted by: sanfol 11 Feb 2021, 09:52
QUOTE (dega @ 10 Feb 2021, 22:37 )
user posted image
user posted image
user posted image
ვარკეთილის მე 4
რათქმაუნდა ნაცებს არ მოეწონებათ

მაგის განათებაში რაც ფული იხარჯება არ ჯობდა მზის ნათურები დაეკიდათ?

Posted by: winrar 11 Feb 2021, 10:18
QUOTE (dylan @ 10 Feb 2021, 23:54 )
საკუთარ კარში 2 გოლი აქვს გატანილი (ერთ მატჩში) და მოწინააღმდეგის კარში კი -1 მთელ თავის საფეხბურთო ისტორიაში!

დოუფასდა ამაააგი!

წამოდი ფეხბურთის თემაში, აქ დროს რატომ კარგავ?! lol.gif

Posted by: GEORGIA007 22 Feb 2021, 00:27
QUOTE

ტყუილა კი არ დაიკარგა, ორი წლის წინანდელი ვიდიუა და დღეს განახლდა პროცესი, შენ კიდე ბოღმა ხარო

ორი წელი რას ელოდებოდნენ?

Posted by: მევარსოხუმელი 28 Feb 2021, 20:02
გააჩანაგა და გაავერანა ბიძნას მონა კალაძემ თემქა და თემქის ხევი//// მხოლოდ დაპირებები რეალობაში კი იძარცვება და ვერანდება ყველაფერი

Posted by: JSB14BSJ 28 Feb 2021, 21:31
QUOTE
საკუთარ კარში 2 გოლი აქვს გატანილი (ერთ მატჩში) და მოწინააღმდეგის კარში კი -1 მთელ თავის საფეხბურთო ისტორიაში!
დოუფასდა ამაააგი!


QUOTE
გააჩანაგა და გაავერანა ბიძნას მონა კალაძემ თემქა და თემქის ხევი//// მხოლოდ დაპირებები რეალობაში კი იძარცვება და ვერანდება ყველაფერი


ამათთან კი არ მაქვს პრეტენზია, ამ საცოდავებთან (თუ გასართობ-შემეცნებითი ექსპერიმენტი არაა, რ. თ. უ.).

ამ პროგრამული ენით კოდირებულ ტექსტებს, რაც კონკრეტულ განწყობას იწვევს, ხო თავისი აუდიტორია ჰყავს. აი ის აუდიტორიაა, რო თან მეცოდება და თან არ მეცოდება, რადგან საზოგადოების ჯანმრთელი ნაწილის ტვირთია - ისევ საზოგადოებამ უნდა იზრუნოს მის კვებაზეც და ჯანმრთელობაზეც. ეს აუდიტორია ხო არსებობს და არც ისე მცირერიცხვოვანია - ბევრი არ გამოტყდება და ხმამაღლა არ იტყვის, მაგრამ რეალურად გულში რამდენს ვერ გადაუწყვეტავს და რამდენს ეშინია კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის, 5G ანტენის, ქართველობის დაკარგვის, ბილ გეიტსის (იქნებ მართლა დაავალეს მასონებმა), სტვენის (უფულობა სცოდნია), შავი კატის, სიდედრის და დედამთილის, საბავშვო მულტფილმებში რო გმირებს სული არ აქვთ, იმის (!), საღამოს საათებში ფოტოს გადაღების და ა. შ. და ა. შ.

ეს უბედური ქვეყანა...

Posted by: GEORGIA007 2 Mar 2021, 08:21
QUOTE
ყოჩაღ კალაძეს! თბილისს შეძლებისდაგვარად ალამაზებს. ვარკეთილი ვეღარ ვიცანი. ესეთი მაგარი მერი თბილისს არ ჰყოლია.


Posted by: zurriuss 18 May 2021, 10:41
გამარჯობა ყველას ^_^

თემქის ძველი ფოტოები ხომ არ გაქვთ, რომ გააზიაროთ? ^_^

Posted by: GEORGIA007 3 Jul 2021, 02:39
მევარსოხუმელი
QUOTE
გააჩანაგა და გაავერანა ბიძნას მონა კალაძემ თემქა და თემქის ხევი//// მხოლოდ დაპირებები რეალობაში კი იძარცვება და ვერანდება ყველაფერი

არ დაიწყო ეგ პროექტი? თუ პროექტი მოიპარა კახიმ?

Posted by: Artgeo 7 Jul 2021, 11:15
zurriuss
QUOTE
თემქის ძველი ფოტოები ხომ არ გაქვთ, რომ გააზიაროთ? ^_^

ახლაც ძველია თემქა, გავალ გადავიღებ თუ საჭიროა

Posted by: vatman 7 Jul 2021, 11:43
GEORGIA007
QUOTE
არ დაიწყო ეგ პროექტი? თუ პროექტი მოიპარა კახიმ?

როგორ არ დაიწყო.. ძალიან აქტიურად მუშაობენ. დაჭაობებული გრუნტი მგონი მთლიანად ამოიღეს უკვე


Posted by: llevani 3 Jan 2022, 20:06
თემქის ხევზე კარგად მუშაობენ, მთელ სიგრძეზეა გასუფთავებული. მგონი ხიდიც შენდება, ბურჯები ამოყავთ.

Posted by: vatman 28 Jan 2022, 10:41
QUOTE
მგონი ხიდიც შენდება, ბურჯები ამოყავთ.

თანაც 2 ადგილას კეთდება, მე-3 მიკროს მე-5 კვარტლიდან , დახლოებით ზღაპარი რო არის დაახლოებით ახალი აუზისკენ, და მეორე მე-4 მიკროს და მე-3 მიკროს შორის მიმდებარე ტერიტორიიდან

თუ არ ვცდები 2022 წლის ბოლოს უნდა დაამთავრონ

Posted by: metro500 28 Jan 2022, 11:02
vatman
ზემოთ რა შენდება ხომ არ იცი? ჯერარსთან ხევის დასაწყისში. ვიღაც ამბობდა საბაგიროო, მაგრამ ვიცი რო ჯერ პროექტიც არაა მზად. რაღაც დიდი კი შენდება

Posted by: vatman 28 Jan 2022, 11:04
metro500
არ ვიცი, მარა მაგ ადგილას, პურის ქარხანასთან საბაგიროსთვის როგორც მახსოვს 2 ლოკაციაზე აქვთ გეგმა

Posted by: მევარსოხუმელი 28 Jan 2022, 22:55
QUOTE (vatman @ 28 Jan 2022, 10:41 )
QUOTE
მგონი ხიდიც შენდება, ბურჯები ამოყავთ.

თანაც 2 ადგილას კეთდება, მე-3 მიკროს მე-5 კვარტლიდან , დახლოებით ზღაპარი რო არის დაახლოებით ახალი აუზისკენ, და მეორე მე-4 მიკროს და მე-3 მიკროს შორის მიმდებარე ტერიტორიიდან

თუ არ ვცდები 2022 წლის ბოლოს უნდა დაამთავრონ

რისი დამამთავრებელია ეგ... მანდ კორპუსებს ჩადგავენ , გაყიდულია ყველაფერი მაგ ხევში

Posted by: TramwayMan 29 Jan 2022, 13:29
vatman
მედიათეკა შენდება.

Posted by: Fabian 29 Jan 2022, 14:22
QUOTE (მევარსოხუმელი @ 28 Jan 2022, 22:55 )
QUOTE (vatman @ 28 Jan 2022, 10:41 )
QUOTE
მგონი ხიდიც შენდება, ბურჯები ამოყავთ.

თანაც 2 ადგილას კეთდება, მე-3 მიკროს მე-5 კვარტლიდან , დახლოებით ზღაპარი რო არის დაახლოებით ახალი აუზისკენ, და მეორე მე-4 მიკროს და მე-3 მიკროს შორის მიმდებარე ტერიტორიიდან

თუ არ ვცდები 2022 წლის ბოლოს უნდა დაამთავრონ

რისი დამამთავრებელია ეგ... მანდ კორპუსებს ჩადგავენ , გაყიდულია ყველაფერი მაგ ხევში

თუ მასეა, დადეთ კონკრეტული საკადასტრო კოდები და სამშენებლო ნებართვები მაგ ხევში. თუ არ დადებთ, ჩავთვლი რომ დეზინფორმაციას ავრცელებთ და ბანს დაგადებთ... yes.gif yes.gif

Posted by: JSB14BSJ 30 Jan 2022, 11:33
მევარსოხუმელი
QUOTE
რისი დამამთავრებელია ეგ... მანდ კორპუსებს ჩადგავენ , გაყიდულია ყველაფერი მაგ ხევში

აბა, დადე კონკრეტული ინფორმაცია რეესტრის რუკიდან, რა ნაკვეთებია გაყიდყული და ვისი რა არი მანდ. თუ არა და ჩავთვლი რო წინასწარგანზრახვით პროვოკაციის მიზნით ავრცელებ სისულელეებს.

Posted by: JSB14BSJ 7 Feb 2022, 15:03
მევარსოხუმელი
QUOTE
რისი დამამთავრებელია ეგ... მანდ კორპუსებს ჩადგავენ , გაყიდულია ყველაფერი მაგ ხევში


ხო ვერ მოგიძიებიათ გაყიდული მიწის შესახებ ინფორმაცია?

Posted by: llevani 16 Feb 2022, 20:55
ნაკვეთები არ ვიცი. როგორც ჩანს 2 ხიდი შენდება. კარგი უნდა გამოვიდეს.

Posted by: JSB14BSJ 24 Feb 2022, 23:37
მევარსოხუმელი
QUOTE
რისი დამამთავრებელია ეგ... მანდ კორპუსებს ჩადგავენ , გაყიდულია ყველაფერი მაგ ხევში

გადატვირთული გრაფიკის გამო ალბათ ჯერ ვერა და ვერ მოიცალეთ ამდენი ხანი გაყიდული მიწის ნაკვეთების საკადასტრო კოდების მოსაძებნად.

Posted by: JSB14BSJ 29 Mar 2022, 17:49
მევარსოხუმელი
თავიდან ვფიქრობდი, რო ფორუმიდან წახვედით.
ახლა ვნახე და გუშინ გქონიათ ბოლო პოსტი.
ალბათ ძალიან მძიმე და დატვირთული გრაფიკი გაქვთ საზოგადოებრივი შრომის მიმართულებით, ერთი რო ვერ მოიცალეთ ეს 2 თვე და გაყიდული მიწის ნაკვეთები რო ვერ მოგვიძებნეთ.

Posted by: winrar 1 Apr 2022, 17:32
QUOTE (JSB14BSJ @ 29 Mar 2022, 17:49 )
მევარსოხუმელი
თავიდან ვფიქრობდი, რო ფორუმიდან წახვედით.
ახლა ვნახე და გუშინ გქონიათ ბოლო პოსტი.
ალბათ ძალიან მძიმე და დატვირთული გრაფიკი გაქვთ საზოგადოებრივი შრომის მიმართულებით, ერთი რო ვერ მოიცალეთ ეს 2 თვე და გაყიდული მიწის ნაკვეთები რო ვერ მოგვიძებნეთ.



შემხვდა ეს კაცი და ვუთხარი რომ ეძებთ gigi.gif

https://forum.ge/?showtopic=35233131&st=120&#

Posted by: მევარსოხუმელი 1 Apr 2022, 19:46
winrar


ქალს და კაცს ვერ არჩევთ და კალაძის ნაყაჩაღარს და მოპარულის დანახვა როგორ მოგთხოვო?

JSB14BSJ

მოდი პირიქით შენ დადე რო რამე შენდება და კეთდება მაგ ხევში, საჩვენებლად მიწის მოჩიჩქვნა არა, აი რა კეთდება და როდის დასრულდება... 10 წელში ხო... თუ 20 ში



Posted by: JSB14BSJ 2 Apr 2022, 01:37
winrar
biggrin.gif biggrin.gif
საზოგადოებას აქვს იმის უფლება, რო იცოდეს სიმართლე და არ იცხოვროს სიცრუეში

მევარსოხუმელი
არ იფიქროთ, რომ ვერ ვხვდებოდე, რომ თქვენთვის დაუმსახურებლად დიდი პატივია ასეთი გადამეტებული ყურადღება აქეთ-იქიდან მაგრამ ეს წინადადება:
QUOTE
მანდ კორპუსებს ჩადგავენ , გაყიდულია ყველაფერი მაგ ხევში

საავტორო საკუთრების უფლებით თქვენს ცეცხლოვან კალამს ეკუთვნის და როგორც აFანასევიჩ ბულგაკოვმა მახვილგონივრულად შენიშნა ერთხელ, ხელნაწერები არ იწვის. ღვთისა და მოდერის წინაშე საზეიმოდ მოგმართავთ, თუ მართლა ასეა, აბა გვაჩვენეთ კონკრეტული საკადასტრო კოდები, რა არის გაყიდული და რა კორპუსებზეა ლაპარაკი.

Posted by: მევარსოხუმელი 2 Apr 2022, 13:34
JSB14BSJ


ჩემი პოსტი მოყვა ჟრიამულს რო რაღაცა შენდებაო... მოგმართავთ მეორეჯერ დადეთ შენების (დასანახავი მიწის ჩიჩწვნა და რენდერები არ ითვლება) და პროექტის დასრულების დადასტურება???

რა იცით რო მაგ ამოჩიჩქვნით კატლავანს არ ამზადებენ კორუსისთვის??

1 სურსათი ვერ დადეთ ამდენი გვერდია... იმიტომ რომ ქოცტრაკი მარტო ანგრევს და არაფერს აშენებს... 0 ია გაკეთებული

Posted by: JSB14BSJ 2 Apr 2022, 16:56
მევარსოხუმელი
QUOTE
1 სურსათი ვერ დადეთ ამდენი გვერდია... იმიტომ რომ ქოცტრაკი მარტო ანგრევს და არაფერს აშენებს... 0 ია გაკეთებული

ეს თქვენ აღიზიანებთ ხალხს, რო გაყიდულია და კორპუსები შენდება და ადექით და გვითხარით საკადასტროები, რა არი გაყიდული, თუ მართლა ასეა, როგორც ამბობთ.
ფოტოები ვის რად უნდა, ნახევარი თბილისი ხედავს, ვისაც დანახვა უნდა.

QUOTE
რა იცით რო მაგ ამოჩიჩქვნით კატლავანს არ ამზადებენ კორუსისთვის??

თქვენ თვითონ რა იცით, რო აცრის ამპულიდან ბილ გეიტსის გამოგზავნილი ეშმაკი არ ამოხტება და ასაცრელის სულს არ მოკლავს რქებით?

Fabian
ეს მგონი ასეთი დაიბადა biggrin.gif
ტიპმა ყველაფერი გაყიდულიაო ჯერ და მერე ქეცბაიასავით აქედანაც მოინდომა, 1 სურათი ვერ დაგიდიათო biggrin.gif

Posted by: winrar 3 Apr 2022, 15:17
QUOTE (მევარსოხუმელი @ 1 Apr 2022, 19:46 )
winrar


ქალს და კაცს

ამ შემთხვევაში დიდი აზრი აღარ აქვს, კარგია რომ ფხიზლად ხართ. არ გამოგვაპაროთ მსგავსი ბარბაროსული პროექტები.
facepalm.gif

Posted by: JSB14BSJ 18 Jun 2022, 18:18
მევარსოხუმელი
QUOTE
რა იცით რო მაგ ამოჩიჩქვნით კატლავანს არ ამზადებენ კორუსისთვის??


biggrin.gif

შემო კიდე, გავერთოთ ცოტა bis.gif

Posted by: მევარსოხუმელი 19 Jun 2022, 18:03
JSB14BSJ


მე რო დამზდევ... რა გაქვთ პარკი უკვე თემქის ხევში ? შემთხვევით ისევ ისეთი ბოლი ხო არ არის როგორც ვაკის პარკის რეაბილიტაცია?

Posted by: llevani 21 Jun 2022, 22:44
გაყიდული არ ვიცი მაგრამ შემოღობილი და დასაკუთრებული ნაკვეთები ბევრია თემქაზეც და მუხიანშიც.
ეგ არის ამ ქალაქის ერთ ერთი პრობლემა.
პარკი მაგ ადგილას ძალიან კარგია ველოდები დასრულებას.

Posted by: JSB14BSJ 22 Jun 2022, 19:16
llevani
QUOTE
შემოღობილი და დასაკუთრებული ნაკვეთები ბევრია თემქაზეც და მუხიანშიც.
ეგ არის ამ ქალაქის ერთ ერთი პრობლემა

?
ანუ რა გინდა, ნაკვეთი აღარ გაიყიდოს?
ხალხმა სასურველი ნაკვეთები ვეღარ იყიდოს?
QUOTE
დასაკუთრებული

ეს სიტყვა საერთოდ რას ნიშნავს?
ვინმესთვის წართმეულია?

Posted by: llevani 22 Jun 2022, 22:54
დასაკუთრებული ნიშნავს: სახელმწიფო, საერთო მიწას რომელიც შემოღობილი აქვს ვინმეს თავისთვის.
არ თქვათ რომ ასეთი არ არსებობს.
მაგ. მიმაჩნია რომ სასტ. აჭარის წინ მოედანი არ უნდა გაყიდულიყო.
უნდა გაიყიდოს ისეთი ადგილი რომელიც თავისუფალია და მომავალში არ შეუშლის ხელს ქალაქის განვითარებას მაგ. გზის გაფართოვებას.

Posted by: JSB14BSJ 22 Jun 2022, 23:18
llevani
მსჯელობაში ცდებით, მუსიე.
QUOTE
სახელმწიფო, საერთო მიწას რომელიც შემოღობილი აქვს ვინმეს თავისთვის

სახელმწიფო, საერთო მიწა არავის არ აქვს შემოღობილი თავისთვის.
QUOTE
არ თქვათ რომ ასეთი არ არსებობს.

არ არსებობს.
თუ იცით, რომ რომელიმე ნაკვეთი სახელმწიფოსია და ვინმეს ყაჩაღურად და ბანდიტურად აქვს შემოღობილი, მაშინ მომეცით საკადასტრო კოდი.
QUOTE
მიმაჩნია რომ სასტ. აჭარის წინ მოედანი არ უნდა გაყიდულიყო.
უნდა გაიყიდოს ისეთი ადგილი რომელიც თავისუფალია და მომავალში არ შეუშლის ხელს ქალაქის განვითარებას მაგ. გზის გაფართოვებას.

ეგ მიხაილ წიმურალასანიევიჩ სააკაშვილისთვის გეთქვათ, ეგებ გაეთვალისწინებინა, სანამ მეტროს მესამე ხაზის ობიექტებს გაყიდდა (სხვა მრავალთან ერთად).

Posted by: Fabian 12 Jul 2022, 17:17
დღეს გადავიღე
user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

Posted by: Grows 12 Jul 2022, 20:43
მაგ ხევში წყალი არ მოდის ხოლმე წვიმის დროს? ისე არ მოხდეს კიდე შეიწირონ ხალხი

Posted by: bavaria87 16 Jul 2022, 18:47
QUOTE (Fabian @ 12 Jul 2022, 17:17 )
დღეს გადავიღე
user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

ეს რეებს აშებებენ ამ ბეტონით იცის ვინმემ? და დაახლოებით როდის იგეგმება ამ პარკის დასრულება?

Posted by: Beka_g 16 Jul 2022, 18:57
რასაც ვუყურებ ხიდის ბურჯებს გავს.

Posted by: JSB14BSJ 17 Jul 2022, 16:31
ვაუ

რა თემა ამოწეულა

მევარსოხუმელი
მოდი, რა, გავერთოთ კიდე

Posted by: Fabian 17 Jul 2022, 17:34
bavaria87
QUOTE
ეს რეებს აშებებენ ამ ბეტონით იცის ვინმემ?

საფეხმავლო ხიდები იქნება

Posted by: TiredMan 18 Jul 2022, 01:04
ორი-სამი თვეა ეგრეა მანდ, მგონი არაფერი შეუმატებიათ. ყოველშემთხვევაში ვიზუალურ ცვლილებებს ვერ ვამჩნევ....

Posted by: Future> 11 Sep 2022, 17:34
დაემატა რაღაცები, როგორც ჩანს გააქტიურდნენ

გეგმა როგორი აქვთ არავინ იცით?

Posted by: llevani 4 Nov 2022, 00:31
ძალიან კარგი პროექტია და ძალიან ნელა მუშაობენ. ისევე როგორც იპოდრომზე. მერია რა გჭირს ტოო.

Posted by: სატირა 10 Nov 2022, 17:50
რაღაცნაირად
მეტირება ხევს რო ვეღარ ვხედავ

user.gif

Posted by: chortivonaet 10 Nov 2022, 17:55
რატომ ვერ ხედავ ამოავსეს?.................................

Posted by: llevani 13 Nov 2022, 23:19
გააქტიურდნენ. პატარა ტბას აშენებენ. კარგი გამოვა

Posted by: giomelqa12 5 Apr 2023, 16:02
24-ში არჩევნებამდე თუ მორჩნენ ამ ტემპით კარგი იქნება

Posted by: მევარსოხუმელი 7 Apr 2023, 09:51
ბოდიშის მოხდა მომიწევს როგორც ვატყობ ქოცტრაკებს ეტყობა 10 წელში 1 ხელ კორპუსის მაგივრად პარკის აშენებაც გამოსდით
* * *
https://www.interpressnews.ge/ka/article/751475-meriis-inpormaciit-temkis-xevis-mocqobis-samushaoebi-shemodgomaze-dasruldeba-orive-tbis-mocqoba-ukve-dasrulebulia

Posted by: JSB14BSJ 7 Apr 2023, 22:34
მევარსოხუმელი
ვაააუ, მამა, შენთან მაგრა მომენატრა გონივრული დიალოგი და სჯა-ბაასი, ტო.
QUOTE
ბოდიშის მოხდა მომიწევს როგორც ვატყობ

შენ, ისე, ამ ხუმრობა-ხუმრობაში კი ყოფილხარ სამართლიანი და ადეკვატური.




ქოცებს კი გადავუგდე ხახაში და მერე იქიდან საყლაპავში.





ისე, ბატონი წმინდა მიშა როგორაა?
დაწერს ნეტა ვინმე მარტვილობას წმიდისა პრეზიდენტისა მიხეილისი?
რა იყო ეს დალოცვილი ვარდან მამიკონიანი, რა შთამომავლობა დატოვა...

Posted by: SAROKAWA 10 Apr 2023, 15:31
ვინმემ სურათები დადეთ, ახლა რა მდგომარეობაა?

Posted by: GEORGIA007 10 Jul 2023, 20:07
QUOTE
ვინმემ სურათები დადეთ, ახლა რა მდგომარეობაა?

1

Posted by: l10z1081 17 Jul 2023, 14:56
https://fb.watch/lQRP0Lves8/
ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი დარჩენილი როგორც ჩანს

Posted by: GEORGIA007 24 Jul 2023, 22:40
QUOTE
https://fb.watch/lQRP0Lves8/
ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი დარჩენილი როგორც ჩანს

კაი გამოდის up.gif

Posted by: Volkssturm 19 Aug 2023, 18:00
....................................................................................................................................................................

Posted by: emre 15 Nov 2023, 20:40
https://kalaki.ge/temkis-khevis-motsqobis-samushaoebi/

user posted image

Posted by: AvtandiL 169 15 Nov 2023, 20:56
ეს ისაა წინა წლის შემოდგომაზე რომ უნდა გაგვეხსნა ხო? lol.gif აქაც იქნებოდა გამოწვევები

Posted by: GEORGIA007 17 Nov 2023, 21:14
თემქის ხევის მოწყობის სამუშაოები მიმდინარე წლის დეკემბერში დასრულდება. ამასთან, თემქის ხევში რამდენიმე ათეული ათასი ნერგი ირგვება და საბოლოოდ პარკთან ერთად, ხელოვნური ტყის მოწყობაც იგეგმება. დენდროლოგიური ნაწილი, ხევის ახალი ნერგებით გამდიდრება კი ეტაპობრივად მოხდება და ის მომავალ წელს დასრულდება.
მოესწრება ვითომ?

Posted by: llevani 22 Nov 2023, 00:34
კარგი გამოდის ადრეც ვთქვი. იპოდრომის პარკს გაასწრო ბევრით. როგორც ჩანს ბიძინას ფული აღარ ყოფნის და ეგეც ჩვენი გასაკეთებელი გახდება.

Posted by: Judas Iscariot 22 Nov 2023, 15:16
ვიღაც რუსის ვიდეო იყო, ვარკეთილში გადაღებული
გამოქლიავდა - უბანძესი სახლებია და უმაგრესი პარკებიო

Posted by: Nika2023 8 Jan 2024, 11:54
გაზაფხულზე გახსნიან დიდი ალბათობით. აქამდე შპს "საბა კონსტრაქშენი" ასრულებდა სამუშაოების დიდ ნაწილს (39 მილიონი ლარის ოდენობით). 31 ოქტომბერს უნდა დაესრულებინათ სამუშაოები, თუმცა საკმაოდ გაიწელა და აგერ 27 დეკემბერს თბილისის მერიამ შპს "საბა კონსტრაქშენი" 447 798 ლარით დააჯარიმა. გარდა ამისა ხელშეკრულების ხარჯთაღრიცხვაში ცვლილებები შევიდა, შედეგად კონტრაქტორ კომპანიას სამუშაოები 39 მილიონის მაგივრად, დაახლოებით 32-33 მილიონი დაუჯდა. ხარჯთაღრიცხვაში ცვლილებების შეტანით დგინდება, რომ "საბა კონსტრაქშენს" აღარ უნდა მოეწყო საპროექტო ტერიტორიაზე სპორტული ინვენტარი, სათამაშო მოედნის ატრაქციონები, ძაღლების სივრცის ატრაქიონები, სკამები, წყლის სოკოები, სარწყავი სისტემების დიდი ნაწილი, ასევე აღარ ახოციელებენ მცირე შენობა-ნაგებობებისა (ბელვედერები, ფანჩატური) და ხიდების ელექტროფიკაციას. ნელ-ნელა თბილისის მერიას დაწყებული აქვს პროცესი მორჩენილი სამუშაოების გადანაწილების, ჯერარსის მიმდებარედ შპს "მალგიო" ამუშავეს, მთლიან ტერიტორიაზე სარწყავ სისტემებს შპს "გამწვანება და სარწყავი სისტემები" მოაწყობს. გარკვეული სამუშაოები (საზოგადოებრივი საპირფარეშოს, ბილიკების, პარკინგის მოწყობა) უკვე ჩაატარა შპს "ევორდმა". გარდა ამისა შპს "ლიკო 1"-მა ჯერარსის მიმდებარედ მოახდინა 11 სკამის დამონტაჟება. შპს "ერთობლისი საქმიანობის ამხანაგობა მალგიომ" კი ნოყიერი მიწა შემოიტანა ტერიტორიაზე. შპს "მწვანე სახლმა" განახორციელა სპორტული ინვენტარისა და ბავშვების სათამაშო ატრაქციონების დამონტაჟება. მერიამ 2 ახალი ტენდერი გამოაცხადა, რომლებშიც ისინია გათვალისწინებული რაც თემქის ხევს დააკლდა და ვვარაუდობ აქედან ერთ-ერთი ტენდერი აუცილებლად შეეხება თემქის ხევს. ერთი ტენდერი 7 მილიონიანია და 1 საათში წინადადებების მიღება სრულდება, ხოლო მეორე 8 მილიონიანი და ხვალ დასრულდება შეთავაზებების მიღება.

Posted by: Nika2023 9 Jan 2024, 23:26
მეგობრებო, მოხრეშილ ბილიკებს რომელი კომპანია აკეთებს ჰო არ იცით? მანდ ველობიკი უნდა ყოფილიყო, თუმცა შეცვალეს გეგმა როგორც ჩანს. ველობილიკი რომ აღარ იქნება მეწყინა...

Posted by: Nika2023 13 Jan 2024, 14:24
ვინმე თუ მოხვდებით ხოლმე ან ვინც კორპუსიდან უყურებთ ხევს იქნებ ფოტოები ჩააგდოთ ხოლმე smile.gif) მადლობა

Posted by: MANMUS 8 Feb 2024, 15:54
დღევანდელი ფოტოები

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

Posted by: Nika2023 10 Feb 2024, 10:06
მდინარის გაყვანა და სკამების მონტაჟი დაუწყიათ! გარდა ამისა, საბავშვო გასართობი ატრაქციონები და ტრენაჟორები დამონტაჟდა.
user posted image
user posted image
user posted image
* * *
user posted image
user posted image

Posted by: MANMUS 29 Apr 2024, 15:08
user posted image

user posted image

ნელნელა მიდის დამთავრებისკენ

Posted by: Didgori_3 29 Apr 2024, 15:10
აქ საბაგიროც ხო უნდა გაკეთებულიყო თუ გეგმაში იყო მხოლოდ და დავივიწყეთ?

Posted by: TiredMan 29 Apr 2024, 17:46
პოლიციის განყოფილებაა ჩასადგმელი მანდ....

Posted by: Nika2023 29 Apr 2024, 23:43
QUOTE (Didgori_3 @ 29 Apr 2024, 15:10 )
აქ საბაგიროც ხო უნდა გაკეთებულიყო თუ გეგმაში იყო მხოლოდ და დავივიწყეთ?

საბაგირო ცალკე პროექტი იყო, უბრალოდ პარკს გადაუვლიდაო ზევით. მაგაზე ცალკე მზაობა უნდა გამოთქვას თბილისის მერიამ. უშუალოდ პარკის პროექტში არც არასდროს ყოფილა საბაგირო გეგმაში.
* * *
user posted image
user posted image
user posted image

ტბები შეივსო, საბოლოოდ ძალიან კარგი გამოვიდა, მოლოდინს გადააჭარბა. მდინარეც გაიჭრა უკვე, კალაპოტის გარშემო ბილიკი (ქვაფენილი) ეწყობა. დამონტაჟდა ატრაქციონები, საპარკე სკამები, ტრენაჟორები... საფეხბურთო სტადიონი სრულად დასრულდა, უკვე საფარიც არის, მალე კალათბურთის მოედანსაც დაასრულებენ. გამწვანებაზე კვლავ მიდის მუშაობა, ხეების გარდა ხევის ჩრდ. ნაწილში დაიწყეს მიწის ნოყიერი მასის შემოტანა და ტერიტორიაზე გადანაწილება-მოსწორება, მალე გაზონსაც ვიხილავთ. პარასკევის ფოტოებს გთავაზობთ
* * *
user posted imageuser posted imageuser posted image
user posted image
user posted image
user posted image
user posted image
user posted image
user posted image
user posted image
user posted image
user posted image

Posted by: მევარსოხუმელი 5 May 2024, 17:16
ბოლო სურათებით კაი 1 წელი უნდა ხო?

Posted by: Nika2023 7 May 2024, 09:56
QUOTE (მევარსოხუმელი @ 5 May 2024, 17:16 )
ბოლო სურათებით კაი 1 წელი უნდა ხო?

აშკარად ნაკლები, რაღა დარჩა. ძირითადი სამშენებლო სამუშაოები დასრულებულია. ახლა დაიწყეს ნოყიერი მიწის შემოტანა და მოსწორება, ერთიც გაზონი, კარგი მოსუფთავება, განათების მოწესრიგება და ეგაა რა. ავეჯიც კი მოიტანეს უკვე, დაცვის ოთახის კარი ღია იყო შევამჩნიე პარკის რუკა იყო გაკრული მთელ კედელზე, მაგიდები, კომპიუტერებიც კი აქვთ უკვე.

Posted by: მევარსოხუმელი 7 May 2024, 10:34
Nika2023


ვაა მშვენიერი



პ.ს რეები უწერია ჩემ ცოლს ამ თემაში სირცხვილით ვიწვი

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)