Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > თბილისი > მუხიანში კიდევ 6 კორპუსის მშენებლობა


Posted by: skaipi12345 10 Jul 2022, 20:01
მუხიანში მე-2 მიკროს 22-ე კორპუსის უკან, ძველი ე.წ. სიონის სტადიონის ადგილას კორპუსების აშენებას აპირებენო, 2006 წელს გაყიდულა უცხოელებზე, შემოღობეს უკვე. ხალხი ყოველდღე აპროტესტებს, რატო არ არის ამაზე თემა? არც ოპოზიცია ჩანს. რა გვეშველება საერთოდ

user posted image

user posted image


Posted by: sanakoev 10 Jul 2022, 20:02
skaipi12345
QUOTE
2006 წელს გაყიდულა უცხოელებზე

მშენებლობის ნებართვა როდის გაიცა?

Posted by: Icewinds 10 Jul 2022, 20:04
QUOTE (sanakoev @ 10 Jul 2022, 20:02 )
skaipi12345
QUOTE
2006 წელს გაყიდულა უცხოელებზე

მშენებლობის ნებართვა როდის გაიცა?

იგულავას დროს უეჭველი, აბა პატიოსანი და არამექრთამე ქოცები ხომ არ გაცემდნენ. mad.gif

Posted by: Saturn 10 Jul 2022, 20:05
QUOTE (skaipi12345)
2006 წელს გაყიდულა უცხოელებზე

გადადგეს სააკაშვილი და უგულავა! mad.gif

Posted by: alex_noza 10 Jul 2022, 20:08
ვა... 2006 წლიდან მშენებლობის ფულს აგროვებდნენ ?

Posted by: მაწო:+) 10 Jul 2022, 20:08
არ დატოვოთ მტკაველი ბლიად ყველგან კორპუსი იდგმება ცხელ-ცხელი ჩამოტარებით, ტვინი მოიტ#ნა ამდენი განუკითხაობით, თემქაზე არაშენდას დაყოლებაზეც ხილბოსტანია მანდვე შეჟეშტილია დიდზე კორპუსების წინ ნაძვნარი

facepalm.gif

ვითარდება ქალაქი user.gif

Posted by: DORO 10 Jul 2022, 20:09
QUOTE
2006 წელს გაყიდულა უცხოელებზე

მერია გამოისყიდის და პარკს გააშენებს .

Posted by: Internet_Contraband 10 Jul 2022, 20:09
skaipi12345
მაჟორიტარი ვინ გყავთ მანდ? ქოცი ხომ არაა, ჰოი სასწაულო?

Posted by: brazzzersx1 10 Jul 2022, 20:09
QUOTE
მშენებლობის ნებართვა როდის გაიცა?

ხზ, ალბათ ასე 1 წლის წინ...დედის ტუჩი #####ან, ყველა ქალაქი დაამახინჯეს

Posted by: Icewinds 10 Jul 2022, 20:09
QUOTE (მაწო:+) @ 10 Jul 2022, 20:08 )
არ დატოვოთ მტკაველი ბლიად ყველგან კორპუსი იდგმება ცხელ-ცხელი ჩამოტარებით, ტვინი მოიტ#ნა ამდენი განუკითხაობით, თემქაზე არაშენდას დაყოლებაზეც ხილბოსტანია მანდვე შეჟეშტილია დიდზე კორპუსების წინ ნაძვნარი

აბა ომი გინდათ? mad.gif

Posted by: avt13 10 Jul 2022, 20:10
ამ კორპუსებს ვიღასთვის აშენებენ ეგ გამაგებინა და, დაიცალა საქართველო ისედაც drug.gif drug.gif drug.gif

Posted by: sanakoev 10 Jul 2022, 20:13
Icewinds
QUOTE
იგულავას დროს უეჭველი, აბა პატიოსანი და არამექრთამე ქოცები ხომ არ გაცემდნენ.

ნაძირლები mad.gif

Posted by: Ambitious_Person 10 Jul 2022, 20:23
მაგხელა მიწას ისე დატოვებდნენ ? biggrin.gif


ისე მართლა ამდენ კორპუსში ვინ აპირებს ცხოვრებას?

Posted by: ItsMeMario 10 Jul 2022, 20:23
QUOTE
არც ოპოზიცია ჩანს. რა გვეშველება საერთოდ


lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: Internet_Contraband 10 Jul 2022, 20:24
ორივე ქოცების შემომწირველია, დაემშვიდობეთ მაგ ადგილს

https://www.transparency.ge/politicaldonations/ge/donations/7066

https://www.transparency.ge/politicaldonations/ge/donations/7754

Posted by: sandy 10 Jul 2022, 20:39
მაწო:+)
QUOTE
თემქაზე არაშენდას დაყოლებაზეც ხილბოსტანია მანდვე შეჟეშტილია დიდზე კორპუსების წინ ნაძვნარი

ეგ მეც შევამჩიე და ძალიან არ მომეწონა, რაღაცას აშკარად აშენებენ, მაგრამ არა მგონია, კორპუსს. კორპუსი აშკარად ვერ ჩაეკვეხება.
მოკლეს ეს ქალაქი facepalm.gif

Posted by: tornikeeeee 10 Jul 2022, 20:56
უმეტესი ქართველის საშუალოსტატისტიკური ანაზღაურება ალბათ არ იქნება საკმარისი იმისთვის, რომ ბინა იყიდო, მითუმეტეს ახალაშენებულში ხოდა ამდენს რომ აშენებენ რა მოთხოვნაა ასეთი

Posted by: zarzeimi 10 Jul 2022, 21:01
აბა სად ააშენონ, შროშაში?

Posted by: tornikeeeee 10 Jul 2022, 21:01
აი მაგ ადგილზე ხეები რომ დაერგოთ რა კარგი იქნებოდა

Posted by: spider77 10 Jul 2022, 21:09
QUOTE (avt13 @ 10 Jul 2022, 20:10 )
ამ კორპუსებს ვიღასთვის აშენებენ ეგ გამაგებინა და, დაიცალა საქართველო ისედაც drug.gif drug.gif drug.gif

სამაგიეროდ ერთმორწმუნებიი ჩამოდიან და კიდე ჩამოვლენ wink.gif

Posted by: kriketi-1985 10 Jul 2022, 21:13
უკეთესი ვერაფერი მოიფიქრეს?
------

Posted by: levani169 10 Jul 2022, 22:05
Ambitious_Person
QUOTE

ისე მართლა ამდენ კორპუსში ვინ აპირებს ცხოვრებას?

ცხოვრებით უცხოელი მიგრანტები იცხოვრებენ და ყიდვით და იმ მიგრანტებზე მიქირავებით კი თქვენ,ქართველი ემიგრანტები ყიდულობთ და აქირავებთ,ასეა ეს!

Posted by: dylan 11 Jul 2022, 04:35
თბილისს საუკეთესო მეურნე მერი ჰყავს!

31 ათასიანი ურნები ჩამოაქვს იტალიიდან.

თანაც გინების წიგნშია შესული.
2-0 მოგვიგო კაზინოების ხათრით.

Posted by: don gajetino 11 Jul 2022, 08:06
კვ. მეტრის ფასი რადმენია?


ან ამდენი პარკი რათ გინდათ? ხალხი დასაქმდება რამე რუმე, დოლარები შემოვა :დ

Posted by: Hermosa 11 Jul 2022, 08:39
აშენებენ ხო არ ანგრევენ!

დაინახეთ პოზიტივი!!


:-))))

ცოტა ხანში მოსაფსმელი ადგილი აღარ დარჩება ამ ქალაქში. მაგას ჯანდაბას მოევლება მარა ძაღლებს სად გაიყვან მოსაჯმელად ეგაა გადაიასნებელი:-)))

Posted by: Dr.Feelgood 11 Jul 2022, 09:48
QUOTE (tornikeeeee @ 10 Jul 2022, 20:56 )
უმეტესი ქართველის საშუალოსტატისტიკური ანაზღაურება ალბათ არ იქნება საკმარისი იმისთვის, რომ ბინა იყიდო, მითუმეტეს ახალაშენებულში ხოდა ამდენს რომ აშენებენ რა მოთხოვნაა ასეთი

მოთხოვნა არის უზარმაზარი
მაგრამ ეს მოთხოვნა არის ხელოვნური - იპოთეკური სესხების ხარჯზე
საჯარო რეესტრის სტატისტიკით ახალი და მეორადი ბინების 70-80 % იპოთეკური სესხებით იყიდება.
სწორედ იპოთეკური სესხები წევენ ფასს მაღლა და წარმოქმნიან უძრავი ქონების ბუშტს, რომელიც ადრე თუ გვიან გასკდება.
დაგუგლეთ real-estate bubble და ნახავთ რა საფრთხეს უქმნიან ასეთი ბუშტები განვითარებულ ქვეყნებს და მათ ეკონომიკას.



Posted by: konformist 11 Jul 2022, 09:50
QUOTE (Ambitious_Person)
ისე მართლა ამდენ კორპუსში ვინ აპირებს ცხოვრებას?

რუსებზე გავაქირავებთ. კაი ფასში

თუ რუსები ცენტრალურ უბნებს ამჯობინებენ?

Posted by: Crypto 11 Jul 2022, 10:26
რა ნაბიჭვრები არიან.
სტადიონია ეგ სივრცე, რაც სურათზეა
ყოველდღე ჩამოდიოდა ხალხი და ბავშვები ჩამოჰყავდათ სათამაშოდ
სიგრძეზეც და სიგანეზეც საფეხბურთო კარები იყო ჩაყენებული
მოასწრეს, ამოუძვრიათ.
+ ერთადერთი ადგილია მუხიანში, სადაც შეგიძლია სავარჯიშოდ ირბინო, სხვა ადგილი რეალურად არაა.

Posted by: მაწო:+) 11 Jul 2022, 10:27
sandy
QUOTE
ეგ მეც შევამჩიე და ძალიან არ მომეწონა, რაღაცას აშკარად აშენებენ, მაგრამ არა მგონია, კორპუსს. კორპუსი აშკარად ვერ ჩაეკვეხება.

ხო ტეხავს და მანდ რამის ჩატენვა უნდა? ამოიხუთება იმ კორპუსის მაცხოვრებელი და ზედ ღობეზე რამე სანებართვო ტრაფარეტი მიკრული არ შემიმჩნევია ან არი და არ ვიცი

მუხიანში მაგ ადგილას კი კაი პონტის შექმნაა შესაძლებელი

sanakoev
QUOTE
მიმაგრებული ფაილი ( Number of downloads: 31 )
 NewArchitectureResponse__1___1___1_.pdf

აგერ წინა გვერდზე სანაკოევს დაუდია მუხიანის მაგ კორპუსების მშენებლობის ნებართვა down1.gif


გავიდეს მერია და განავითაროს თბილისის ზღვა ამ კორპუსებით დედაქალაქის გამოტენვას, დამახინჯდა და დედა აქ ნატირები

Posted by: keandra 11 Jul 2022, 11:18
მარაზმია ეს ყველაფერი და ბოლო არც უჩანს. ამდენი მოთხოვნა როგორაა ბინებზე ეს კიდევ ამოუხსნელია. ჩემი სანაცნობოს 99% ვერც იოცნებებს მასეთ კორპუსში ბინა შეიძინოს. და ის 1% ვინც იოცნებებს იმათ აქვთ უკვე საკმარისი და არაფერში არ ჭირდებათ.

Posted by: PAINKILLER 11 Jul 2022, 11:41
QUOTE (Crypto @ 11 Jul 2022, 10:26 )
რა ნაბიჭვრები არიან.
სტადიონია ეგ სივრცე, რაც სურათზეა
ყოველდღე ჩამოდიოდა ხალხი და ბავშვები ჩამოჰყავდათ სათამაშოდ
სიგრძეზეც და სიგანეზეც საფეხბურთო კარები იყო ჩაყენებული
მოასწრეს, ამოუძვრიათ.
+ ერთადერთი ადგილია მუხიანში, სადაც შეგიძლია სავარჯიშოდ ირბინო, სხვა ადგილი რეალურად არაა.

კალაძემ ამოაძრობინა ალბათ კარები, ცუდად აქვს დაცდილი...




"ყველაზე მაგარი მერი" facepalm.gif

Posted by: NorthWest 11 Jul 2022, 13:22
QUOTE (avt13 @ 10 Jul 2022, 20:10 )
ამ კორპუსებს ვიღასთვის აშენებენ ეგ გამაგებინა და, დაიცალა საქართველო ისედაც drug.gif drug.gif drug.gif

ისევ ეგენიბყიდულობენ ვინც მიდის lol.gif
მერე აქირავებენ yes.gif

Posted by: PAINKILLER 11 Jul 2022, 13:28
QUOTE (NorthWest @ 11 Jul 2022, 13:22 )
QUOTE (avt13 @ 10 Jul 2022, 20:10 )
ამ კორპუსებს ვიღასთვის აშენებენ ეგ გამაგებინა და, დაიცალა საქართველო ისედაც drug.gif drug.gif drug.gif

ისევ ეგენიბყიდულობენ ვინც მიდის lol.gif
მერე აქირავებენ yes.gif

+111111111111111111111111

biggrin.gif



მაგრამ ამდენი კორპუსი მაინც არაა საჭირო...

Posted by: შაბეშა 11 Jul 2022, 13:30
ხალხი რომელიც ევროპას ითხოვს ევროპელები ვართო შინ გვინდაო რაც ევროპის ფუნდამენტალური საკითხია კერძო საკუთრება ხელშეუხებელი!!!! (გკიდიათ)
ძალიან შორს ხართ ევროპისგან მენტალურად მაქსიმუმ ოკრიბა და ავტობუსი სოფლამდე იქნება თქვენი შინ დაბრუნებაsmile.gif)

Posted by: sandroia 11 Jul 2022, 13:37
Crypto
QUOTE
რა ნაბიჭვრები არიან.
სტადიონია ეგ სივრცე, რაც სურათზეა
ყოველდღე ჩამოდიოდა ხალხი და ბავშვები ჩამოჰყავდათ სათამაშოდ
სიგრძეზეც და სიგანეზეც საფეხბურთო კარები იყო ჩაყენებული
მოასწრეს, ამოუძვრიათ.
+ ერთადერთი ადგილია მუხიანში, სადაც შეგიძლია სავარჯიშოდ ირბინო, სხვა ადგილი რეალურად არაა.

კარგით ეხლა რაის კარებები
მაგ სტადიონის წინ ვცხოვრობ და კარები ჩემ ბავშვობაში ჰქონდა მხოლოდ მაგ სტადიონს, იმის მერე არ ჰქონია

ბოლო ორი წელია რაგბსაც არ ავარჯიშებენ მანდ, ადრე რეგვის სტოლბები ჩაარჭვეს და 2-3 წელი ვარჯიშობდნენ ბავშვები
ეხლა ეგეც არაა, მიმდებარე კორპუსის მაცხოვრებლები, ისიც რამოდენიმე ძაღლებს ვასეირნებთ ხოლმე და რამოდენიმე ქალი დილაობით ვარჯიშობს.

გველებითაა სავსე რაის ფეხბურთი კაით რაა

ეს იმას არ ნიშნავს რომ მანდ კორპუსების ჩადგმის მომხრე ვარ, უბრალოდ ფეხბურთის კარებები მანდ მხოლოს საბჭოთა კავშირის დროს იყოს, 90-იანებში მოაძვრეს ეგრევე smile.gif))

Posted by: MR_ABCD 11 Jul 2022, 13:42
ჩემი აზრით ერთი გადაწყვეტა აქვს მაგ პრობლემას
იყიდოს მერიამ ყველა მსგავსი ტერიტორია და ააშენოს სკვერები, ბაღები და აშ

არც ფულია და ფულიც რომ იყოს მაგას არავინ არ გააკეთებს

Posted by: n-i-c-k 11 Jul 2022, 13:54
QUOTE
იყიდოს მერიამ ყველა მსგავსი ტერიტორია და ააშენოს სკვერები


მაგდენი ფული სადაა რომ გამოისყიდოს საბაზრო ღირებულებით , ისიც მეპატრონე იქნება თანახმა ?

მიშას მეთოდია გამოსაყენებელი , ღამე საკუთარი სურვილით რომ დარბოდნენ ნოტარიუსთან და საკუთარ ქონებას სახელმწიფოს ჩუქნიდნენ biggrin.gif

არადა მართლა რომ გააკეთონ რას ახტებიან ნაცები და ხაბეიშვილი განსაკუთრებით - ეგეთი რამე სად გაგონილაო biggrin.gif

კორპუსს კორპუსზე დგამენ და მისასვლელი გზა არ ფართოვდება ...

Posted by: MR_ABCD 11 Jul 2022, 14:19
n-i-c-k

მეც ეგ დავწერე რომ ფული არაა მაგრამ ფულიც რომ იყოს მაგის გამკეთებელი არავინაა დამიჯერე

გაყიდვის სურვილს რაც შეეხება რეგულაციებია შემოსაღები სადაც იქნება ჩაწერილი მაგ მანძილი რომლის ახლოსაც არ შეიძლება კორპუსის აშენება და სხვა
მიწის მეპატრონე თუ ვეღარ ააშენებს ამ რეგულაციებით იძულებული იქნება გაყიდოს
ვინ იყიდის ეგეთ ფართს სადაც არაფრის აშენება არ შეიძლება ? მხოლოდ მერია

Posted by: PAINKILLER 11 Jul 2022, 14:55
QUOTE
კორპუსს კორპუსზე დგამენ და მისასვლელი გზა არ ფართოვდება ...



გლდანი და მუხიანი 3-ჯერ გაიზარდა მაცხოვრებლების რაოდენობით, გზა კი ისევ ისეთია....

Posted by: Crypto 11 Jul 2022, 14:56
sandroia
QUOTE
მაგ სტადიონის წინ ვცხოვრობ და კარები ჩემ ბავშვობაში ჰქონდა მხოლოდ მაგ სტადიონს, იმის მერე არ ჰქონია

რავი, აბა გუგლის სურათზე ან maps.gov.ge-ზე რა ჩანს
ან მე შტანგას სად ვარტყამდი ხოლმე
მეჩვენებოდა ალბათ



Posted by: sandroia 11 Jul 2022, 14:56
არადა ხომ ხედავთ რამხელა ტერიტორიაა პარკის მოსაწყობად?

* * *
Crypto
QUOTE
რავი, აბა გუგლის სურათზე ან maps.gov.ge-ზე რა ჩანს
ან მე შტანგას სად ვარტყამდი ხოლმე
მეჩვენებოდა ალბათ

სავარაუდოდ 1-ით რომ მონიშნული მაქვს იმ ადგილზე იყო.user posted image

Posted by: Crypto 11 Jul 2022, 16:02
sandroia
არა მოიცა მოიცა მე შემეშალა სორი, სკოლის სტადიონი მეგონა
მეორე სურათს აღარ მივაქციე ყურადღება კარგად
მანდ აშენდეს კაცო, არაა პრობლემა biggrin.gif

Posted by: ჩეკო 11 Jul 2022, 17:39
მთელ მუხიანის ადგილზე მასოვს რუსებს ტანკოდრომი ჰქონდათ და დააქროლებდნენ ტანკებს წინ და უკან, მერე კომუნისტებმა მუხიანი გააშენეს.

Posted by: skaipi12345 11 Jul 2022, 19:38
ტელევიზიაც ყოფილა, იბრძვის ხალხი, ვნახოთ რა გამოვა

მუხიანში 20 წელია ვცხოცრობ, იმდენი კორპუსი აშენდა, ძალიან მჭიდრო დასახლება გახდა უკვე, მანქანებს ტროტუარებზე აჩერებენ საშინელებაა ვეღარ ეტევა ამდენი ადამიანი. ახლა სოფელში ვარ და სამომავლოდ აქ მინდა ცხოვრება, ჯერ საშუალება არ არის

ხაბეიშვილი იყო ნეტა მისული? როცა ხალხს უჭირს მარტო ეგ ჩანს ხოლმე ეკრანზე


Posted by: bavaria87 11 Jul 2022, 19:52
QUOTE (Dr.Feelgood @ 11 Jul 2022, 09:48 )
QUOTE (tornikeeeee @ 10 Jul 2022, 20:56 )
უმეტესი ქართველის საშუალოსტატისტიკური ანაზღაურება ალბათ არ იქნება საკმარისი იმისთვის, რომ ბინა იყიდო, მითუმეტეს ახალაშენებულში ხოდა ამდენს რომ აშენებენ რა მოთხოვნაა ასეთი

მოთხოვნა არის უზარმაზარი
მაგრამ ეს მოთხოვნა არის ხელოვნური - იპოთეკური სესხების ხარჯზე
საჯარო რეესტრის სტატისტიკით ახალი და მეორადი ბინების 70-80 % იპოთეკური სესხებით იყიდება.
სწორედ იპოთეკური სესხები წევენ ფასს მაღლა და წარმოქმნიან უძრავი ქონების ბუშტს, რომელიც ადრე თუ გვიან გასკდება.
დაგუგლეთ real-estate bubble და ნახავთ რა საფრთხეს უქმნიან ასეთი ბუშტები განვითარებულ ქვეყნებს და მათ ეკონომიკას.

არ გასკდება ჯერ ეგ ბუშტი, რადგან მოთხოვნა არის ბინებზე კატასტროფულად დიდი და ეს მოტხოვნა უფრო გაიზრდება. ძირითადად ყიდულობენ ემიგრაციაში მყოფი ქართველები და შარშან 100 000 ადამინმა დატოვა საქართველო, წელს დიდი ალბათობით უფრო მეტი გავა, ალბათ 150 000 მაინც, რადგან ჩემს სოფელსა და გარშემო სოფლებში ხალხი აღარაა, ყველა მიდის.

ჰოდა ისმევა ახლა ლოგიკური კითხვა: წალენჯიხის რაიონის სოფელ ჯგალიდან წელს ეიმგრაციაში წასული ვასო და კარლო თანხის მოგროვების შემდეგ პირველი რას აკეთებენ? რათქმაუნდა ყიდლობენ ბინას თბილისში, შემდეგ მეორე ბინას ყიდულობენ გასაქირავებლად.

ახლა წარმოიდგინეთ თქვენ ამ ორ წელში 250 000 ახალი ემიგრაციაში გასული ადამიანიდან ნახევარი მაინც თუ ბინის ყიდვას მოინდომებს ასე 1 წელის შემდეგ რამდენად გაიზრდება უფრო ბინებზე მოთხოვნა.


უბრალოდ ეს ბუშტი ოდესღაც გასკდება. აი როდის, ეგ არვიცი. ჯერჯერობით პირიქით ფასები გაიზრდება.

Posted by: xinkala 11 Jul 2022, 20:08
კარგით ხალხო, რა მოგივიდათ-თავშესაფარს აშენებენ ბომბებისაგან დასაცავს. მოგვადგა ნატო საზღვრებთან.

Posted by: skaipi12345 14 Jul 2022, 14:46
ყოველდღე იკრიბება ხალხი და ასეთ წრეს კრავენ, ვნახოთ რა შედეგს მოიტანს love.gif

მე ვერ ვახერხებ მისვლას, სოფლად ვარ

user posted image

Posted by: narcoTOURIST 14 Jul 2022, 14:57
skaipi12345
QUOTE
ხაბეიშვილი იყო ნეტა მისული? როცა ხალხს უჭირს მარტო ეგ ჩანს ხოლმე ეკრანზე

მაგას მივწერე რაღაც პრობლემაზე და არც მიპასუხა givi.gif
პაკაზუხა ტიპია ეს

Posted by: masha 14 Jul 2022, 14:58
QUOTE
მუხიანში კიდევ 6 კორპუსის მშენებლობა, ხალხი იკრიბება ყოველდღე

მიუნხენში წამეკითხა

Posted by: sanakoev 14 Jul 2022, 15:07
QUOTE
ყოველდღე იკრიბება ხალხი და ასეთ წრეს კრავენ

კარგია up.gif up.gif

რაღაც პერიოდის შემდეგ, მაგ წრეში კორპუსები იქნება და ზილინა ეთამაშონ მოსახლეობას.

Posted by: matemana 14 Jul 2022, 15:16
QUOTE (bavaria87 @ 11 Jul 2022, 19:52 )
ახლა წარმოიდგინეთ თქვენ ამ ორ წელში 250 000 ახალი ემიგრაციაში გასული ადამიანიდან ნახევარი მაინც თუ ბინის ყიდვას მოინდომებს ასე 1 წელის შემდეგ რამდენად გაიზრდება უფრო ბინებზე მოთხოვნა.


უბრალოდ ეს ბუშტი ოდესღაც გასკდება. აი როდის, ეგ არვიცი. ჯერჯერობით პირიქით ფასები გაიზრდება.

მაგ ხალხში რამდენია აქ რომ ოცნებას მისცა ხმა და მერე მოხია ევროპაში. ყველაზე ცუდ დღეში კი იმ ხალხს გვაგდებენ ვისაც ზუსტად ეგ ევროპა გვინდა ოღონდ აქვე ჩვენს სამშობლოში. აქ გვინდა ცხოვრება და არავინ გვყავს მაგ ევროპებში და ამერიკებში რომ გეი ევროპის ფულები გვიგზავნოს. მოჯვეს და გაიქცნენ. ევროპული და ამერიკული ფულებით კიდევ უფრო გვიძვირებენ ცხოვრებას აქ და შანსს არ გვიტოვებენ რომ ადგილობრივმა მოსახლეობამ ან ბინა ვიყიდოთ ან ნორმალურად ვიცხოვროთ. მეტიც იმ ნაყიდი ბინებიდან ისინიც კი გამოყარეს ვისაც ყიდვის ფული არ ქონდა, მაგრამ ქირის ფული ქონდა და სანაცვლოდ მოსისხლე მტრები შეასახლეს, ვისგანაც 2-ჯერ და 3-ჯერ მეტს იღებენ ქირაში. აი ეგ საქციელი იმაზე უარესია ვიდრე ნებისმიერ მტერს გაუკეთებია ქართველებისთვის. მტერი მტერია და იცი რომ გმტრობს და შენი ცუდი უნდა. აი ეს "თანამოძმე, თანამემამულე ქართველები", რომლებიც ალბათ სუფრებზე ქართველების და საქართველოს ტერიტორიისა და ხალხის გაერთიანების სადღეგრძელოს მიირთმევებ საბოლოო დარტყმას აყენებენ ამ 10 წლის მანძილზე ოცნების მიერ გაღარიბებულ ხალხს.

Posted by: sanakoev 14 Jul 2022, 15:17
QUOTE
მაგ ხალხში რამდენია აქ რომ ოცნებას მისცა ხმა და მერე მოხია ევროპაში.

ყველას უკან გამოვაჯმევინებდი

Posted by: NorthWest 14 Jul 2022, 15:31
QUOTE (matemana @ 14 Jul 2022, 15:16 )
QUOTE (bavaria87 @ 11 Jul 2022, 19:52 )
ახლა წარმოიდგინეთ თქვენ ამ ორ წელში 250 000 ახალი ემიგრაციაში გასული ადამიანიდან ნახევარი მაინც თუ ბინის ყიდვას მოინდომებს ასე 1 წელის შემდეგ რამდენად გაიზრდება უფრო ბინებზე მოთხოვნა.


უბრალოდ ეს ბუშტი ოდესღაც გასკდება. აი როდის, ეგ არვიცი. ჯერჯერობით პირიქით ფასები გაიზრდება.

მაგ ხალხში რამდენია აქ რომ ოცნებას მისცა ხმა და მერე მოხია ევროპაში. ყველაზე ცუდ დღეში კი იმ ხალხს გვაგდებენ ვისაც ზუსტად ეგ ევროპა გვინდა ოღონდ აქვე ჩვენს სამშობლოში. აქ გვინდა ცხოვრება და არავინ გვყავს მაგ ევროპებში და ამერიკებში რომ გეი ევროპის ფულები გვიგზავნოს. მოჯვეს და გაიქცნენ. ევროპული და ამერიკული ფულებით კიდევ უფრო გვიძვირებენ ცხოვრებას აქ და შანსს არ გვიტოვებენ რომ ადგილობრივმა მოსახლეობამ ან ბინა ვიყიდოთ ან ნორმალურად ვიცხოვროთ. მეტიც იმ ნაყიდი ბინებიდან ისინიც კი გამოყარეს ვისაც ყიდვის ფული არ ქონდა, მაგრამ ქირის ფული ქონდა და სანაცვლოდ მოსისხლე მტრები შეასახლეს, ვისგანაც 2-ჯერ და 3-ჯერ მეტს იღებენ ქირაში. აი ეგ საქციელი იმაზე უარესია ვიდრე ნებისმიერ მტერს გაუკეთებია ქართველებისთვის. მტერი მტერია და იცი რომ გმტრობს და შენი ცუდი უნდა. აი ეს "თანამოძმე, თანამემამულე ქართველები", რომლებიც ალბათ სუფრებზე ქართველების და საქართველოს ტერიტორიისა და ხალხის გაერთიანების სადღეგრძელოს მიირთმევებ საბოლოო დარტყმას აყენებენ ამ 10 წლის მანძილზე ოცნების მიერ გაღარიბებულ ხალხს.

სიმართლეა რასაც წერთ პატივცემულო. ოჯახებს კი ინაცავს ემიგრაცია, მაგრამ გააზულუქეს, გააზარმაცეს ოჯახის წევრები. ყიდულობენ და აქირავებენ მერე რუსებზე. ვიცნობ აქაც რამოდენიმეს ეგეთს. დროა ელექტრონულ ხმის მიცემაზე გადასვლა მოვითხოვოთ. ბევრს საბუთი არა აქვს და ვერ ახერხებს ხმის მიცემას. ქოცები ერთხელ ავირჩიე 2012-ში და იმის მეტად აღარ. მიშას შეეძლო რომ ნორმალურ ქვეყნად ექცია საქართველო, დიქტატორი გახდა და სრულიად სამართლიანად წააგო არჩევნები მაშინ. იგივეს აკეთებენ ქოცები. რაღაცნაირად უნდა გავერთიანდეთ, სხვა გზა არაა ქვეყნის წუმპიდან ამოყვანის old.gif

Posted by: zigmundi32 14 Jul 2022, 15:34
QUOTE
2006 წელს გაყიდულა უცხოელებზე

მზიურის და ვაკის პარკის ტერიტორიებია დაყიდული მაგ პერიოდში კორპუსების მშენებლობების გამო
ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაც ძაან არის გადარჩენილი ბეტონის ჯუნგლებისგან
ყვავოდა ნაცების ხელში ქართული ეკონომიკა

Posted by: Dr.Feelgood 14 Jul 2022, 15:58
QUOTE (matemana @ 14 Jul 2022, 15:16 )
მოჯვეს და გაიქცნენ. ევროპული და ამერიკული ფულებით კიდევ უფრო გვიძვირებენ ცხოვრებას აქ და შანსს არ გვიტოვებენ რომ ადგილობრივმა მოსახლეობამ ან ბინა ვიყიდოთ ან ნორმალურად ვიცხოვროთ.

+1
******************************************************************************************

Posted by: მაწო:+) 19 Aug 2022, 13:37
ტვეში იყო წეღან იწყებენ მუშაობასო, ჩოჩქოლი იყო, მშენებლობის ამბავში მანქანებს არ უშვებენო

ადგილობრივი მოსახლეობა გამოსულია აქციას მართავენ მშენებლობის წინააღმდეგ, პოლიციაცაა,

მერიიდან ვინ ხართ ფორუმზე, რატო ტანჯავთ ამ კორპუსებით ხალხს

Posted by: datvi1990 19 Aug 2022, 13:50
სუყველას დეეედისტ#####ში ###### ვისაც ოდნავი წვლილი მაინც მიუძღვის, მანდ ბეტონის საყლევეთის ჩადგმისთვის ნებართვის მიცემაში.

დეედის #####ი რო დაეფარებათ თავზე თავის მშენებელ, დამფუძნებელ, დირექტორ, დამპროექტებელ, მომსახურების გამწევიანად სუყველას, მერე ისწავლიან ჭკუას.

Posted by: power light 19 Aug 2022, 14:27
QUOTE (avt13 @ 10 Jul 2022, 20:10 )
ამ კორპუსებს ვიღასთვის აშენებენ ეგ გამაგებინა და, დაიცალა საქართველო ისედაც drug.gif drug.gif drug.gif

ასი იმდენი რუსი, არაბი და ინდოელ-პაკისტანელი შემოდის. უბინაოდ ხომ არ იქნებიან.


Posted by: kriketi-1985 19 Aug 2022, 14:33
შემოღობილია ტერიტორია და პოლიციელების დიდი რაოდენობა იცავს. ალბათ, მიაღწევენ თავისას.

Posted by: მაწო:+) 19 Aug 2022, 14:56
გადადგეს გიგი უგულავა მაგის დროს იქნება მაგ მიწები გასუხარებული ახლა კახამ რა ქნას?

კახა კალაძე ქენი რამე, ან გააჩერე მშენებლობა ან მოწველე უგულავა და მიეცი მაგ ადგილის მფლობელებს ფული მანდ კი კაი სკვერი სტადიონი გააკეთე

Posted by: narcoTOURIST 19 Aug 2022, 16:08
QUOTE
სუყველას დეეედისტ#####ში ###### ვისაც ოდნავი წვლილი მაინც მიუძღვის, მანდ ბეტონის საყლევეთის ჩადგმისთვის ნებართვის მიცემაში

+++++

ვიღაც ტიპი ამბობდა, მუხიანის წინა გამგებელი ყოფილი ფერბურთელიაო, ახლანდელიც ყოფილი ფეხბურთელიაო და ქალაქის მერიც ყოფილი ფეხბურთელიაო და საფეხბურთო სტადიონის ადგილას კორპუსები უნდა აშენდესო facepalm.gif facepalm.gif ########თ გამგებლობა და მერობა

Posted by: sandroia 19 Aug 2022, 16:12
narcoTOURIST
QUOTE
ვიღაც ტიპი ამბობდა, მუხიანის წინა გამგებელი ყოფილი ფერბურთელიაო, ახლანდელიც ყოფილი ფეხბურთელიაო და ქალაქის მერიც ყოფილი ფეხბურთელიაო და საფეხბურთო სტადიონის ადგილას კორპუსები უნდა აშენდესო  ########თ გამგებლობა და მერობა

კალაძე გვყავს ყოფილი ფეხბურთელი და #####ნა მთელ თბილისს სახე.

მუხიანიც რომ მოიტყნას ვერა? lol.gif

Posted by: Agonist 19 Aug 2022, 16:22
გლდანში 9 პარკი გაკეთეს თან ძან კაი პარკები ერთი ნორმალური პარკი არარის მუხიანში იდეალური ადგილია მანდ პარკი რო გაკეთონ და დიდი ადგილიც. რადიო ქარხნის ტერიტორიაზე ხო მოაწყო რაც დაპირდა ხალხს და სხვაგანაც არგვაღირსა

Posted by: მაწო:+) 4 Jun 2023, 12:32
ამ კალაძემ რით ვერ მოაგვარა ამ სამშენებლო მაფიის პრობლემა რა განუკითხაობაა, ერთმანეთში არიან სეხმატკბილებულები და კაი ფულს ღუნავენ, ღორები


თბილისის მერიასთან გობრონიძის ქუჩაზე მდებარე სტადიონზე დაგეგმილი კორპუსების მშენებლობა გააპროტესტეს

03.06.2023 / 12:07

https://www.interpressnews.ge/ka/article/758427-tbilisis-meriastan-gobronizis-kuchaze-mdebare-stadionze-dagegmili-korpusebis-mshenebloba-gaaprotestes

მუხიანის მოსახლეობის ნაწილმა თბილისის მერიის წინ აქცია გამართა. აქციის მონაწილეები გობრონიძის ქუჩაზე მდებარე საფეხბურთო სტადიონის ადგილზე კორპუსების შესაძლო მშენებლობას აპროტესტებდა.

აქციის მონაწილეების თქმით, აღნიშნულ მშენებლობას ისინი ერთი წელია ფიზიკურად აჩერებენ.

შეკრებილების განცხადებითვე, თბილისის მერიის არცერთი წარმომადგენელი მოსახლეობასთან შესახვედრად ადგილზე არ მისულა. მათი თქმით, საკრებულოს წევრი, კონსტანტინე ზარნაძე მოსახლეობას შეხვდა და დახმარებას დაჰპირდა, თუმცა, „წავიდა და გაქრა მერე“.

აქციის მონაწილეებმა დედაქალაქის მერს, კახა კალაძეს მოუწოდეს დაინტერესდეს მათი პრობლემით. პროტესტის მონაწილეების თქმით, თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, პროტესტის სხვა ფორმებსაც მიმართავენ.

„ეს იქნება მუდმივი აქცია. ბატონ კახი კალაძეს ვთხოვთ, ჩვენი არჩეული მერია, მოგვაქციოს ყურადღება. იმართებოდა 2000 კაციანი აქციები, ეს ერთი წელია უკვე ვიბრძვით, არანაირი შედეგი არ მოჰყვა ამას, მაგრამ ახლა უფრო გავერთიანდებით. სანამ დროა ყურად იღონ და ჩაგთვალონ ადამიანებად. ეს არის გამაფრთხილებელი აქცია. შემდეგისთვის გზებსაც აუცილებლად გადავკეტავთ. ჩვენ, ასაკიან ხალხს, კოვიდპანდემიის დროს, ამ სტადიონმა გადაგვატანინა ეს მდგომარეობა და დღეს ცოცხლები ვართ. ბავშვები, რომლებიც დღეს გამოსულები არიან აქციაზე, სულ იმ სტადიონზე იზრდებიან, რატომ გვართმევენ ამ სივრცეს?!“ - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

როგორც აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, სტადიონზე, სადაც მშენებლობა იგეგმება, „ძველი ბიჭები“ გამოჩნდნენ, რომელიც მშენებელ კომპანიას ჰყავს დაქირავებული და მათ ფულს უხდის.

„ვიცნობთ ჩვენ იმ ადამიანებს [„ძველ ბიჭებს“], რასაც წარმოადგენენ, ჩვენ არაფერს არ გვიშავებენ, მაგრამ იქ [სტადიონზე] არიან გაბატონებული, ჯიხურები გაიკეთეს, მოიწყვეს ცხოვრება და ასე გვეუბნებიან, ჩვენ გაფორმებულები ვართ ოფიციალურად და აქ უნდა ვიყოთო. როცა რაღაცას ღობავენ, რა თქმა უნდა, წინააღმდეგობას უწევს მოსახლეობა, ასე იქნება ეს ბოლომდე, წინააღმდეგობის დროს ბევრი ადამიანი დაშავდა, მაგრამ არ იყო ამაზე არანაირი რეაგირება“, - დასძინა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

დედაქალაქის მერიის წინ, აქციაზე იმყოფებოდა ორგანიზაციის „ჩემი ქალაქი მკლავს“ დამფუძნებელი, გიორგი ჯაფარიძეც. მისი თქმით, მუხიანის გარდა, მსგავსი პრობლემა თბილისში კიდევ 5 ადგილასაა.

„მოსახლეობა დაგვემატება სხვადასხვა უბნიდან იმიტომ, რომ მშენებლობის მხრივ, უკვე ამოწურა ამ ქალაქმა თავისი რესურსი. რაც იყო ქალაქ თბილისის მერის დაპირება, რომ საფეხბურთო სტადიონზე, სკვერებზე არ ავაშენებთ კორპუსებსო, ეს დაპირება ამ კონკრეტულ შემთხვევაში შესრულებული არ არის. ამიტომ, როდესაც სახელმწიფო და მერია ვერ იცავს მოსახლეობის უფლებებს, მოსახლეობა დავიცავთ“, - აღნიშნა ჯაფარიძემ.


Posted by: gramatikikina 4 Jun 2023, 13:08
QUOTE
„მოსახლეობა დაგვემატება სხვადასხვა უბნიდან იმიტომ, რომ მშენებლობის მხრივ, უკვე ამოწურა ამ ქალაქმა თავისი რესურსი. რაც იყო ქალაქ თბილისის მერის დაპირება, რომ საფეხბურთო სტადიონზე, სკვერებზე არ ავაშენებთ კორპუსებსო, ეს დაპირება ამ კონკრეტულ შემთხვევაში შესრულებული არ არის. ამიტომ, როდესაც სახელმწიფო და მერია ვერ იცავს მოსახლეობის უფლებებს, მოსახლეობა დავიცავთ“, - აღნიშნა ჯაფარიძემ.



up.gif
ესეც ჰომოფობი თუ არაა და კონტრაბანდა თუ არ მომცემს შენიშვნას ამის შექების გამო გამიხარდება lol.gif

Posted by: შაქროII 4 Jun 2023, 19:00
სამშენებლო მაფია ნაცებთან და ქოცებთან ერთნაირად პოლულობს საერტო ენას. უფრო მეტიც მშნებლობას თბილისში სამშენებლო მაფია მაღტავს
და არეგულირებს და არა მერია.

Posted by: gramatikikina 4 Jun 2023, 19:02
შაქროII
QUOTE
სამშენებლო მაფია ნაცებთან და ქოცებთან ერთნაირად პოლულობს საერტო ენას. უფრო მეტიც მშნებლობას თბილისში სამშენებლო მაფია მაღტავს
და არეგულირებს და არა მერია.

lol.gif ნაცი და ქოცი კი არა, მთავრობაა ეგ
მთავრობის დამსახურებული გამპრავებელი ხარ
ბონუსებს რის მიხედვით გიხდიან მოგვიყევი

Posted by: perelman 4 Jun 2023, 19:04
QUOTE (avt13 @ 10 Jul 2022, 20:10 )
ამ კორპუსებს ვიღასთვის აშენებენ ეგ გამაგებინა და, დაიცალა საქართველო ისედაც drug.gif drug.gif drug.gif

ტიპები ათობით ბინას ყიდულობენ და 40 კვადრატს 500 დოლარში აქირავებენ გლდანში.

Posted by: შაქროII 4 Jun 2023, 19:06
gramatikikina
ჰო და ორივეს მთავრობას ხომ იცი რა...ჩემი გჯერა?
მთავრობა რა ადრე ნაცების არ იყო და ახლა ქოცების არაა?
ღორს გინდ 5 იანი დააწერე გინდ 41 ღორია.
პ.ს.
ჩემს უბანში 3 კარძო სახლი იყო ეზოთი. სამივე ეზოში ეზოს ზომის 7 სართულიანი კორპუსები ჩადგეს.
ანუ თუ იყო 3 მანქანა 3 კანალიზაცია 3 სახლზე განათება ახლა არის 3 კორპუსზე. გზა დარჩა იგივე.
ჯერ მხოლოდ გზის პრობლემა იგრძნობა და ეს ბინები ბოლომდე რომ შეივსება გაჩნდება წყლის, კანალიზაციიხ, სინათლის პრობლემებიც.

Posted by: jasonnj 4 Jun 2023, 19:35
მე მანდ სტადიონს ვერ ვხედავ. მინდორია.
მინდორი სოფელში გამიგია მე და ქალი კიდევ კუხნაში.
რა უნდა შუა ქალაქში მინდორს?
ჩემით გავალ lam.gif punch.gif lalala.gif fist.gif

Posted by: adam* 4 Jun 2023, 22:58
რაც შევხედე კარგი ადგილია, მანდ სტადიონი, ჩოგბურთის კორტები და სკვერი უნდა გაკეთდეს.
მე ხალხის მხარეზე ვარ, ნეტა გაიმარჯვონ. რაც ვთქვი, მაგაზე კარგი ხალხისთვის არაფერი იქნება.
უბრალოდ საცოდაობაა, ვიღაცამ ფული იშოვოს და ხალხი ერთ ადგილზე დაიკიდოს.

Posted by: TiredMan 5 Jun 2023, 17:19
jasonnj
QUOTE
მე მანდ სტადიონს ვერ ვხედავ. მინდორია.

რაც მუხიანი აშენდა. იქიდანაა მანდ სტადიონი. ადრე ტრიბუნებიც კი იყო.

Posted by: Nescafe13 5 Jun 2023, 21:00
ჯერ კარფურთან რომ შესახლდება ხალხი ,იქ რა იქნება წარმომიდგენია , აპოკალიფსი yes.gif
მანდაც 5 კორპუსი , გობრონიძე 10 წლის წინ ვერ ატარებდა ნაკადს , ახალა ვინც ხვდება მანდ გეცოდინებათ რა ამბავია დილით
ცოტაც კიდე და გახდება უძრავი ეგ ქუჩაც


Posted by: EDENA 14 Jun 2023, 13:16
შემოღობეს უკვე ტერიტორია და დაიწყებენ ჩაბეტონებას, მეტი კორპუსი ქალაქს. გამწვანებით და პარკით ფული არ კეთდება.

Posted by: GEORGIA007 15 Aug 2023, 13:14
QUOTE
მე მანდ სტადიონს ვერ ვხედავ. მინდორია.

რაც მუხიანი აშენდა. იქიდანაა მანდ სტადიონი. ადრე ტრიბუნებიც კი იყო.


პროექტი იყო მარა რაც კომუნისტები წავიდნენ იმის მერე დარჩა მიტოვებული და მიგდებული ეგ ტერიტორია 34 წლის სემდეგ გამოუჩნდა პატრონი

Posted by: Volkssturm 19 Aug 2023, 17:32
....................................................................................................................................................................

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)