Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > თბილისი > დიღმის ჭალებში უკანონო ნაგებობების დემონტაჟი მიმდი


Posted by: Kublicha 8 Mar 2024, 16:11
2024 წლის 5 მარტს აღსრულების ეროვნულმა ბიურომ და მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ დაანგრია ყველა ობიექტი, რომელიც სართო სარეკრეაციო, სატყეო სივრცეში უკანონოდ იყო აშენებული





დიღმის ჭალებში აღსრულების ბიურომ და მუნიციპალურმა ინსპექციამ უკანონო საწარმოებისა და ობიექტების დემონტაჟი დაიწყო.

ადგილობრივი მოსახლეობა დიღმის ჭალებში ქვა-ღორღის მოპოვება-გადამუშავების უკანონო საწარმოების წინააღმდეგ და გარემოსთვის მიყენებული ზიანის გამო, რამდენიმე წელია, იბრძვის.

2021 წელს გარემოს სამინისტრომ კომპანიებს ქვა-ღორღის მოპოვება-გადამუშავებისთვის საჭირო ნებართვა გაუუქმა, თბილისის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ კი ჭალებში სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე სამშენებლო სამუშაოების გამო კომპანიები დააჯარიმა და სამუშაოების დემონტაჟი დაავალა, თუმცა გადაწყვეტილების აღსრულება ამ დრომდე არ იწყებოდა.

https://publika.ge/dighmis-chalebshi-ukanonod-ashenebuli-obieqtebis-demontadji-daiwyo/?fbclid=IwAR3YzR7mQEfiGe-Q8joIsYuR374b8hqYeJFHc5cYOHHYKV4VCqydlPDgZiM


მალე ტენდერი გამოცხადდება დიღმის ჭალების პატარა პარკის პროექტზე, რომელიც 8 ჰექტარს ითვალისწინებს; პარალელურად, თბილისის მერიის დაკვეთით, გასული წლის ივლისიდან მუშაობენ დიღმის ჭალების აღდგენის სტრატეგიაზე.


user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

https://www.facebook.com/Dighomimeadows/posts/701470678868494?ref=embed_post

Posted by: Nescafe13 8 Mar 2024, 16:40
QUOTE
სამშენებლო სამუშაოების გამო კომპანიები დააჯარიმა და სამუშაოების დემონტაჟი დაავალა, თუმცა გადაწყვეტილების აღსრულება ამ დრომდე არ იწყებოდა.


გატყდა წილები და იმიტომ არ იწყებოდა :დ
ბოლოს კომპანიამაც რომ გააჯმეინა მერიას , ამათმაც მიაჯარიმეს biggrin.gif

არაფერი არ ეშველება ამ ქვეყანას რა , დარწმუნებული ვარ ჯარიმა იქნებოდა ისეთი რომელსაც 1-2 დღეში ამოიღებდა ის კომპანია და მაგიტომაც დაიკიდეს ამათი აზრი

Posted by: Fabian 8 Mar 2024, 21:07
დიღმისჭალა ხელშეუხებელ მდგომარეობაში უნდა დაეტოვებინათ, მერიამ კი ჯერ მიკროების აშენების უფლება გასცა და ეხლა კი პარკზე დაფიქრდნენ...

საუკეთესო შემთხვევაში მტკვრისპირა სასეირნო ბულვარი გამოუვათ, რადგან სხვა ყველაფერი ან გაყიდულია, ან ზედ რამეა აშენებული.

Posted by: SAROKAWA 8 Mar 2024, 21:28
QUOTE
მალე ტენდერი გამოცხადდება დიღმის ჭალების პატარა პარკის პროექტზე

მილიონჯერ იყო რაღაცა პროექტი
მგონი ჯერ კიდევ უგულავას დროიდან
ამათ დროსაც იყო რაღაცა მახსოვს
ახლა კიდევ თავიდან აცხადებენ?

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)