Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ფოტოგრაფია > ომი უკრაინაში


Posted by: Krusty_the_Clown 24 Feb 2023, 10:26
ვფიქრობ, რომ საინტერესო იქნება ასეთი თემა ფოტოგრაფიის განყოფილებაში.

user posted image

ეს ქალი არის ქორეოგრაფი და მასწავლებელი ელენა კურილო. აფეთქების შემდეგ შუშის ნასხვრევები მოხვდა თვალებში, რამაც სერიოზულად დაუზიანა მხედველობა. მოახერხა გადასულიყო პოლონეთში.

BBC

Posted by: Krusty_the_Clown 25 Feb 2023, 10:39
user posted image

ეს არის სახლი, რომელიც დაანგრია რუსულმა რაკეტამ. გასაოცარია, მაგრამ ყველა გადარჩა, არავინ დაღუპულა. როგორც BBC წერს, იანვრის ჩათვლით, სულ განადგურებულია 140k სახლი, მათ შორის 18k მაღალსართულიანი. როგორც უკრაინის მთავრობა ამბობს, გაზაფხულისთვის აღადგენენ დანგრეულ სახლებს <3

Posted by: Krusty_the_Clown 26 Feb 2023, 10:42
user posted image

ხარკივის მაცხოვრებელი მისივე ძაღლთან ერთად მეტრო სადგურში, რომელიც გადაქცეულია ბომბებისგან თავშესაფარად.

BBC
* * *
user posted image

მაცხოვრებლების ევაკუაცია ბუჩადან, 7 მარტი, 2022 წელი, მდინარე ბუჩა. მალე ეს ადგილი დაიკავეს რუსებმა და ევაკუაციაც შეწყდა.

BBC
* * *

Posted by: Krusty_the_Clown 27 Feb 2023, 21:37
user posted image

კვამლი კიევის შემოგარენის კოსტომელის, ბუჩის და ირპენის თავზე. როგორც აღმოჩნდა, რუსებს უნდოდათ რამდენიმე დღეში მისულიყვნენ კიევამდე, მაგრამ იმედები გაუცრუვდათ.

Posted by: Krusty_the_Clown 28 Feb 2023, 22:58
user posted image

მსოფლიოში ყველაზე მძიმე ავიალაინერი ან-225 "მრია" რომელიც განადგურდა რუსების მიერ ომის დროს. არსებობს მეორე ასეთი დაუმთავრებელი პროტოტიპი. იყო საუბარი მის აღდგენაზე, თუმცა, მისი ნაწილები უკვე დიდი ხანია არ იწარმოება და ზუსტი პასუხის გაცემა ჭირს, იქნება თუ არა შესაძლებელი მრიას ხელახალი დაბადება.
BBC
* * *
user posted image

ეს კოსმოსური ფოტო ასახავს რუსების 3 კმ-იან კოლონას, რომელიც მარტის შუა რიცხვებისთვის გაიზარდა 60 კმ-მდე. საწვავით დატვირთული მანქანები ვერ ახერხებდნენ კოლონის სათავემდე მიღწევას, შესაბამისად მიიღეს გადაწყვეტილება უკან დახევაზე. ერთ-ერთი მიზეზი ეს იყო, რის გამოც ვერ შევიდნენ კიევში და რუსეთმა შეაფასა ეს როგორც კეთილი ჟესტი. სინამდვილეში გადაისროლა ძალები ხარკივისკენ, ლუგანსკისკენ, ხერსონისკენ და ზაპოროჟიისკენ.
CNN

Posted by: Krusty_the_Clown 2 Mar 2023, 23:18
user posted image

მარტი, 2022 წელი, ირპენის მოსახლე ამშვიდებს ძაღლს, რომელმაც პარალიზება მიიღო შიშისგან, რომელიც დაბომბვას ახლდა. ცხოველები იტანჯებიან ისევე, როგორც ადამიანები. სამწუხაროდ, ბევრმა პატრონმა ბედნის ანაბარა მიატოვა შინაური ცხოველი და ისინი შიშისგან და შიმშილისგან დაიხოცნენ. მაგრამ არსებობენ მოხალისეებიც, რომლებმაც ძალიან ბევრ ცხოველს უშველეს და გამოიყვანეს სამშვიდობოს.
CNN

Posted by: chele23 3 Mar 2023, 15:03
user posted image



ქალაქი მარიუპოლი
ფოტოს ავტორი: ოლექსანდრ ერმოჩენკო
* * *
user posted image


უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ბავშვები პოლონეთში ლტოლვილად გამგზავრების წინ.

ქალაქ ლვივის რკინიგზის სადგური.

ფოტო : როიტერსი , კაი პფაფენბახი


Posted by: Krusty_the_Clown 3 Mar 2023, 20:04
user posted image

სამზარეულოს კარადა და მამალი, სულ ეს დარჩა სახლისგან ბოროდიანკაში. მოგვიანებით, უკრაინელი მწწერლები დაწერენ, რომ ეს ფოტო და მამალი, ასახავს უკრაინელების სულის გაუტეხლობას. დეკორაციული მამალი-დოქი მზადდება ვასილკოვის ოსტატების მიერ, რომელიც მოგვიანებით ბორის ჯონსონს აჩუქა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

Posted by: Pepper_Crowley 3 Mar 2023, 20:44
user posted image

ეს ფოტო გავრცელდა, როგორც კიევის შემოგარენში ოკუპანტების მიერ დატოვებული წარწერა. ზოგან ამბობენ ფეიკიაო, 2016 წელსაც იძებნება ნეტშიო. დოჩანაშვილის პერიფრაზირება რომ გავაკეთო, ეს ამბავი ტყუილიც რომ იყო, მაინც მართალი ისტორიაა.

ენივეი, მართალია თუ ფეიკი, ამაზე უფრო ზუსტი და ამ ომის ამსახველი კადრი, მე პირადად არ მინახავს.

Posted by: Krusty_the_Clown 4 Mar 2023, 11:45
user posted image

პირველი ქალაქი, რომელიც რუსმა სამხედროებმა დაიკავეს უკრაინაში, იყო ქალაქი ტროსტიანეცი. უკრაინის შეირაღებულემა ძალებმა ის გაათავისუფლეს 26 მარტს. ამ პერიოდში ქალაქი განადგურდა. უკან დახევის წინ, როგორც ადგილობრივები ყვებიან, ბტრ-დან დაცხრილეს საცხოვრებელი სახლები. მწარე ირონიით, რაც გადარჩა, ეს არის ტანკის მონუმენტი, რაც ფოტოზე ჩანს, T-34, რომელიც 1943 წელს უკრაინელებმა დადგეს ფაშისტური და ნაცისტური გერმანიისგან გათავისუფლების სიმბოლოდ.

Posted by: Krusty_the_Clown 5 Mar 2023, 22:56
user posted image

გადამწვარი სახლები ოკუპირებულ დონეცკში. ირგვლივ რუსული ტექნიკაა. ცეცხლის შედეგად ოკუპირებული დონეცკის მოსახლეობაც იტანჯება.

Posted by: Krusty_the_Clown 10 Mar 2023, 20:57
user posted image

9 მარტი, 2022 წელი, ცეცხლის პირველი წუთები მარიუპოლთან. ექიმებმა ვერ გადაარჩინეს ვერც დედა და ვერც ახალდაბადებული ჩვილი. ამ ფოტოს გადაღებიდან ფოტოგრაფებმა (ჩერნოვი და მალალეტკა) დატოვეს მარიუპოლი, მათ რუსი სამხედროები ეძებდნენ.

Posted by: Krusty_the_Clown 12 Mar 2023, 13:53
user posted image

მარიუპოლიდან ევაკუაცია, 24 მარტი, 2022 წელი. ძალიან ბევრი კვირების განმავლობაში ადამიანები ვერ ტოვებდნენ მარიუპოლს და იმალებოდნენ სარდაფებში, ამზადებდნენ საჭმელს ცეცხლზე, იმარაგებდნენ წყალს გუბეებიდან. უმრავლესი ადამიანი (ზუსტი რაოდენობა დღემდე უცნობია) დაიღუპა ტყვიების ცეცხლის დროს, მეზობლებმა ისინი იქვე დაკრძალეს, ეზოებში.

Posted by: Krusty_the_Clown 15 Mar 2023, 00:39
user posted image

მარიუპოლიდან რომ გამოეღწიათ, ადამიანები გადიოდნენ დამაცირებელ და ხანდახან საშიშ ჩხრეკებს, დაკითხვებს და წამებასაც (ე. წ. ფილტრაციებს) ეფ ეს ბე-ს აგენტები ადამიანების სხეულებზე ეძებდნენ სვირინგებს, სატელეფონო ჩანაწერებს ან ნებისმიერ რამეს, რაც მათ კავშირს მიანიშნებდა უკრაინის ჯარებთან. ასეთი პროცედურა საათობით გრძელდებოდა.

Posted by: Krusty_the_Clown 18 Mar 2023, 20:55
user posted image

ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული ფურცელი მარიუპოლის ალყიდან, როცა დაარტყეს მარიუპლის დრამატულ თეატრს. შენობაში დაახლოებით იმყოფებოდა 1500 ადამიანი, ასეულობით ცოცხლად დაიმარხა შენობის ნამსხვრევებში. ისინი ვერ გადაარჩინა დიდი ასოებით დაწერილმა სიტყვამაც: "ბავშვები", რომელიც შენობის ორ მხარეს ეწერა.

Posted by: Krusty_the_Clown 19 Mar 2023, 21:20
ფოტო შეიცავს მძიმე კადრს.
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

A dog approaches the body of a woman killed by recent shelling in the town of Volnovakha in the Donetsk region, Russian-controlled Ukraine, March 13. REUTERS/Alexander Ermochenko

Posted by: Krusty_the_Clown 23 Mar 2023, 09:29
user posted image

აპრილში, მარიუპოლში დარჩენილი საჯარისო შენაერთებიდან - 36-ე საზღვაო ქვეითთა ბრიგადა და პოლკი "აზოვი" გადავიდნენ "აზოვსტალი"-ის ქარხნის მიწისქვეშა თავშესაფრის ლაბირინთებში.

Posted by: Krusty_the_Clown 26 Mar 2023, 00:23
user posted image

აზოვსტალის გმირების ტყვედ ჩავარდნა. ამ ფოტოზე ასახულია ბოლო მომენტი აზოვსტალიდან.

Posted by: Krusty_the_Clown 28 Mar 2023, 13:15
user posted image

ამ ფოტოზე ასახულია 11 წლის ანა სტეპანენკო, ერთ-ერთი გადარჩენილი სადგურზე რუსული სარაკეტო დარტყმის შემდეგ. მას და დედამისს აფეთქებამ მოაგლიჯა ფეხები, მისი ძმა გარიკა უვნებელი გადარჩა. დარტყმის წინ, ანა და დედა გამოვიდნენ შენობიდან ჩაის საყიდლად, გარიკა კი დარჩა შენობაში, დარაჯობდა ნივთებს.

Posted by: Krusty_the_Clown 29 Mar 2023, 22:33
user posted image

ამ ფოტოზე ასახულია დონეცკის მაცხოვრებელი ქალი, რომელსაც აფეთქებამ ფეხის ნაწილი მოაგლიჯა. ამ ქალის გადარჩენა ვერ შეძლეს, დაახლოებით ნახევარ საათში გარდაიცვალა.

Posted by: Krusty_the_Clown 11 Apr 2023, 17:49
user posted image

კუმძული "ზმეინი", რომელიც დაკარგეს რუსებმა უკრაინელების შეტევის შედეგად. ეს კუნძული ითვლებოდა ერთ-ერთ ფორპოსტად რუსებითვის.

Posted by: Krusty_the_Clown 20 Apr 2023, 23:58
user posted image

უკრაინული ხორბლის მოპარვის სცენა, რომელიც რუსეთმა განახორციელა ოკუპირებულ ტერიტორიაზე. გაზაფხულზე, შავი ზღვის პორტები დაიბლოკა, შესაბამისად შეფერხდა ათეულობით ტონა ხორბლის მიწოდება ბევრ ქვეყანაში, განსაკუთრებით დაზარალდნენ აფრიკის და ახლო აღმოსავლეთი ქვეყნები. შემდგომ, თურქეთი შუამდგომლობით განიბლოკა პორტები და ხორბლის მიწოდება აღდგა.

Posted by: Krusty_the_Clown 24 Apr 2023, 14:09
user posted image

ცეცხლმოკიდებული ხორბლის ყანები ზაპოროჟიეში, უკრაინის კონტროლირებადი ტერიტორია.

Posted by: Krusty_the_Clown 14 May 2023, 13:48
user posted image

ირპენი, 2023 წლის აპრილი.

Posted by: Krusty_the_Clown 6 Jun 2023, 12:32
user posted image

აზოვის მეთაურის მოადგილე სვიატოსლავ პალამარი, გათავისუფლების შემდეგ, რომელიც შედგა ტყვეთა გაცვლით.

Posted by: Krusty_the_Clown 5 Jul 2023, 13:46
user posted image

რუსი სამხედრო გამომწვარი მარიუპოლის თეატრის შენობაში.

Posted by: Krusty_the_Clown 29 Jul 2023, 22:29
user posted image

უკრაინელმა სამხედროებმა ხელთ იგდეს მიტოვებული T-72, იზიუმი. რუსი სამხედროების ქაოსურმა უკანდახევამ "გაამდიდრა" უკრაინელი სამხედროები ტანკებით, ჯავშანტრანსპორტიორებით, საარტილერიო დანადგარებით.

Posted by: Marakana 9 Aug 2023, 10:19
QUOTE (Krusty_the_Clown @ 24 Apr 2023, 14:09 )
user posted image

ცეცხლმოკიდებული ხორბლის ყანები ზაპოროჟიეში, უკრაინის კონტროლირებადი ტერიტორია.

ნაომარის და ნაოხარის ამსახველი ფოტოებიდან ერთ-ერთი უძლიერესია ეს ჩემი აზრით.

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)