Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > Hello World > ჩაინიკური შეკითხვები Django-ში


Posted by: Essiittaaa 24 Dec 2020, 20:25
ვეძებე და django-ს თემა ვერსად ვნახე, ვინაიდან მე ვაპირებ შესწავლას, ეს თემა იყოს და თუ ვინმეს რამე კითხვა გაუჩნდება django-ზე აქ იკითხავს.

Posted by: C17H19NO3 26 Jan 2021, 19:54
Essiittaaa
ძალიანაც კარგი smile.gif იყოს ცალკე, მაგრამ მაინც პითონში ვფიქრობდი იქნებოდა მაგის კითხვებიც.

ხოდა რას გვეტყვი შენზე სად სწავლობ როგორ სწავლობ რა ეტაპზე ხარ

Posted by: Essiittaaa 26 Jan 2021, 20:01
C17H19NO3
იუთუბიდან ვსწავლობ, მაგრამ ძაან ცუდი მასალებია, ყველა სხვადასხვანაირად ხსნის თავიდანვე ჩართვას და მოკლედ ცოტა ავირიე რა, გავუშვი ჯანგო და იქამდე მივედი რომ რაღაც გვერდი შევქმენი სადაც რაღაცებს ვწერ მარა მხოლოდ ჰტმლ-ით. მოკლედ კარგად ვერ გავუგე და ვეწვალები რა lam.gif

ჰო კიდე თვითონ ჯანგოს კოდები რო ერთმანეთს უნდა დაუკავშირო აქეთ-იქით ფეიჯებზე ეგ მაბნევს ხოლმე

Posted by: @Schizophrenic 26 Jan 2021, 20:23
Essiittaaa
მონდომებული ჩანხარ რასაც გაკვირდები, არ დანებდე და მალე მიაღწევ შედეგს
ფასდაკლებაა ამ საიტზე 5$-ად 5 თვიან საბსქრაიბს იყიდი და 5 თვე ნებისმიერ წიგნზე და კურსზე გექნება წვდომა, ძაან ბევრი მასალა აქვთ https://www.packtpub.com/
იუთუბი ძაან კაია მარა პოვნა უნდა კაი ჩენელებს და აქ ყველა კაი კურსია, უდემის ბევრად ჯობს

Posted by: C17H19NO3 26 Jan 2021, 20:50
Essiittaaa
QUOTE
ყველა სხვადასხვანაირად ხსნის


ეს კარგია, ოღონდ იმ თვალსაზისით, თუ ყველას მიყვები და გაარჩევ, შესაბამისად შენც მრავალი მეთოდი გეცოდინება,
პროგრამირება ზოგადად ეგეთია რა, 1 მაგალითს მრავალი გზა აქვს.

წარმატებები smile.gif

Posted by: Essiittaaa 26 Jan 2021, 21:27
@Schizophrenic
აუ ვერ ვიპოვე 5$-ად სად არის ფასდაკლება.

ყოველთვიურს მიწერს 10$-ს

QUOTE
მონდომებული ჩანხარ რასაც გაკვირდები, არ დანებდე და მალე მიაღწევ შედეგს

დავუშვი წლების წინ ეგ შეცდომა უკვე და აღარ გავიმეორებ, მადლობა yes.gif



C17H19NO3
ცოდა დროში შეზღუდული ვარ თორე სიამოვნებით გავარჩევდი ყველას.
მადლობა

Posted by: @Schizophrenic 26 Jan 2021, 22:23
Essiittaaa
ეგრე ღირს მარა ფეიფალით გადახდას რომ დააჭერ 5$-ს დაგიწერ მერე, შეიძლება მამენტ მორჩა ეგ ფასდაკლება ზუსტად არ ვიცი, 1-2 კვირის წინ ქონდათ

Posted by: Essiittaaa 14 Feb 2021, 19:55
თქვენი გამოცდილებიდან, html და css რამდენად საჭიროა django-ზე მუშაობისთვის?

Posted by: Lilith 14 Feb 2021, 20:45
Essiittaaa
django-სთან არ მიმუშავია, თუმცა რამდენადაც ვიცი ვებზე სამუშაოდ ერთერთი ყველაზე გავრცელებული ტექნოლოგიაა პითონზე დაწერილი. ხოდა ზოგადად ვებ-დეველოპმენტისთვის html css საწყისების ცოდნა აუცილებელია. ოღონდ საწყისებით დაიწყე, bootstrap-ები და სხვანი მერე, ეგრევე მაგითაც შსეიძლება დაწყება, მაგრამ რაც უფო მარტივით დაიწყებ უკეთესია, imho smile.gif

ორივე ძალიან მარტივია, სადაც პითონი ისწავლე ესენი არ გაგიჭირდება, მითუმეტეს html რეალურად პროგრამირების ენა არცაა, ე.წ. markup language-ია, ანუ პროგრამული დატვირთვა არ აქვს. ფუნქციას ვერ დაწერ, უბრალოდ რაღაცა ბლოკების აღწერას აწარმოებ და ეგაა.

Posted by: Essiittaaa 14 Feb 2021, 21:08
Lilith
ისეთ დონეზე ვიცი ორივე დაწერილი რომ გავიგო, ჩემით შეიძლება ვერ დავწერო.

ერთი სული მაქვს ჯანგო ვისწავლო ნორმალურ დონეზე რომ სადმე პრაქტიკა მივიღო jump.gif


სხვა პითონის ფრეიმვორკს იყენებ რამეს? თუ საერთოდ არ მუშაობ ვებზე?

Posted by: NinjaRacer 15 Feb 2021, 01:45
Essiittaaa
ძალიან კარგი თემაა.
მეც არ ვარ ექსპერტი მაგრამ მქონია შეხება რამდენიმეჯერ მომიწია.

ცოტა დრომ აქვს ხოლმე. მაგრმა გამოვნახავ და გაგიზიარებ რაც მაქვს კურსები ნაყიდი.
აქ არიან ჯანგოს მცოდნეები დაწერე ხოლმე და გამოცნდებიან; )

Posted by: river-song 15 Feb 2021, 14:06
QUOTE
თქვენი გამოცდილებიდან, html და css რამდენად საჭიროა django-ზე მუშაობისთვის?

მე ვსწავლობ ეხლა ჯანგოს, orm ის მეთოდებს და ნუ ბექის ნაწილს რა.
იმენა ჯანგოსთან ჰტმლ ის იმით არი კავშირში, რომ ბექიდან შეგიძლია ჰტმლ ში ტემპლეით ენით გადააწოდო ცვლადები და ნუ მაგის მიხედვით გააკეთო მერე ინტერფეისი . რეალურად ისეთI არაფერია რა ჯანგო , მთავარია პითონი იცოდე.

Posted by: Essiittaaa 15 Feb 2021, 15:45
NinjaRacer
მადლობა, კარგ საქმეს აკეთებ


river-song
მეც ახლა ვსწავლობ და თუ რამე გავუზიაროთ ცოდნა ერთმანეთს

Posted by: river-song 15 Feb 2021, 20:21
QUOTE
მეც ახლა ვსწავლობ და თუ რამე გავუზიაროთ ცოდნა ერთმანეთს

კი აუცილებლად =))

Posted by: Lilith 18 Feb 2021, 05:29
Essiittaaa
QUOTE
ისეთ დონეზე ვიცი ორივე დაწერილი რომ გავიგო, ჩემით შეიძლება ვერ დავწერო.

დაილოცოს Chrome-ის Developer Console, გახსნი და რასაც გინდა ნახავ (inspect element - Ctrl+Shift+C) მერე რასაც გინდა შეცვლი და ეგრევე ხედავ ეფექტს up.gif

QUOTE
სხვა პითონის ფრეიმვორკს იყენებ რამეს? თუ საერთოდ არ მუშაობ ვებზე?

რავი, ნაკლებად, ჩემთვის როცა "ვჩალიჩობ" რამეს მაშინ tornado-ს ვიყენებ როგორც წესი.
ვებზე როგორც წესი სხვის API-ების "მოქაჩვა"-ზე ვმუშაობ gigi.gif

რამე რეალური ამოცანა რომ დაისახო უფრო ადვილია ტექნოლოგიის სწავლა. პრაქტიკისთვისაც და სამომავლოდაც საჩვენებლად რაღაცა გექნება.

Posted by: Essiittaaa 18 Feb 2021, 15:58
Lilith
სასტუმროს საიტის აწყობა გადავწყვიტე და ვნახოთ როგორ წავა საქმე, დღეიდან ვიწყებ biggrin.gif

Posted by: Essiittaaa 21 Feb 2021, 20:17
user posted image

მეოცე ხაზში რომ სურათია ჩასმული, ეგ სურათი უნდა გამოდიოდეს ბექგრაუნდად და არ გამოდის, რისი ბრალი იქნება ხო ვერ მეტყვით?

Posted by: Datvlas-vin-gtxovs 1 Mar 2021, 10:17
Essiittaaa
ჯანგოს სინტაქსი არ ვიცი მარა როგორც ჩანს დინამიურად ამატებ და არა html ით თორე სტანდარტულად
CODE
<img src = 'რაც_გინდა.jpg' >


ეს ნახე https://stackoverflow.com/questions/901551/how-do-i-include-image-files-in-django-templates

Posted by: Essiittaaa 1 Mar 2021, 17:16
Datvlas-vin-gtxovs

კაი ხანი გავიდა მაგ პოსტის მერე ბევრად წინ წავედი yes.gif bis.gif


მადლობა მაინც დახმარებისთვის

Posted by: Essiittaaa 4 Mar 2021, 23:03
გავასწორე............................... yes.gif

Posted by: Essiittaaa 7 Mar 2021, 15:59
user posted image

ამაზე ჩაინიკური კითხვა რავი :დ

მოკლედ ბათონებს 2ჯერ მიტარებს ლუპში და საიტზე ერთ ნიუსზე 7 სე მორ მიჩანს. როგორ მოვიქცე არ ვიცი, ორივე ლუპი მჭირდება, ბრეიკით რო დავხურო პირველი ლუპი სანამ ბოლომდე მორჩება საიტს მირევს და სხვა გზა არის რამე?

view-ში ვიჩალიჩო თუ ჰტმლ-დანაც შეიძლება მოგვარება?

Posted by: river-song 7 Mar 2021, 21:07
Essiittaaa
მეორე ლუპის კლიკით ჰოტელის იდენტიფიცირებას ცდილობ ხო, როგორც გავიგე/? ურლში რო გადააწაოდო

Posted by: Essiittaaa 7 Mar 2021, 21:22
river-song
hyperlink button-ია მეორე ლუპი, რომ კონკრეტული სასტუმრო წამოიღოს იმ გვერდზე კი.

Posted by: river-song 7 Mar 2021, 21:36
Essiittaaa
ხოდა რაღა ქლიქ აიდი გადაგაქვს ეგრევე ჰოტელის სახელი რო გადაიტანო და მეორე ლუპი წაშალო, ირევა რამე?

Posted by: Essiittaaa 7 Mar 2021, 22:10
river-song
აიდი კი არ გადამაქვს, აიდით მომაქვს მთელი ინფო იმიტო რო მხოლოდ აიდია ინდივიდუალური ყველა სასტუმროზე.

აიდი რო წავუშალო გამომივა რო კონკრეტული სასტუმრო მომაქვს და რეალურად რომელ სასტუმროს სი მორზეც დააკლიკავს ის მინდა წამოიღოს

Posted by: river-song 7 Mar 2021, 23:23
Essiittaaa
QUOTE
აიდი რო წავუშალო გამომივა რო კონკრეტული სასტუმრო მომაქვს და რეალურად რომელ სასტუმროს სი მორზეც დააკლიკავს ის მინდა წამოიღოს

გუდ ჰოტელი და ჰოტელები ცალცალკე მოდელები გაქვს მანდ? გუდ ჰოტელს არ აქვს პკ გაწერილი? ეგ მეორე ლუპი უნდა წაშალო აშკარად, ასე მგონია ძაან ართულებ.

Posted by: Essiittaaa 7 Mar 2021, 23:26
river-song
გუდ ჰოტელსი არის 3 საუკეთესო სასტუმრო ლუპით, ანუ ყველაზე დიდი შეფასება რომელ სასტუმროსაც ექნება ის სამი გამოვა მთავარ გვერდზე და მაგიტო მჭირდება პკ რა არის?

Posted by: river-song 8 Mar 2021, 20:31
QUOTE

გუდ ჰოტელსი არის 3 საუკეთესო სასტუმრო ლუპით, ანუ ყველაზე დიდი შეფასება რომელ სასტუმროსაც ექნება ის სამი გამოვა მთავარ გვერდზე და მაგიტო მჭირდება

და ჰოტელები კიდე ყველა სასტუმროა?
პკ არის პრაიმერი ქი, ხოარ გამოგისწორებია, უკანა ნაწილს თუარ შევხედე ასე ვერ დაგეხმარები აშაკარად.

Posted by: Essiittaaa 9 Mar 2021, 17:00
river-song
გავასწორე კი,

views.py-ში გავუწერე ასე
seemore = Hotel.objects.get(id=id)

და მერე ჰტმლ-ში ფორით ეს სიმორი წამოვიღე და აღარ მომიწია ორი ლუპის გაკეთება.



ახლა მაქვს ასეთი პრობლემა, საიტზე ვაკეთებ რევიუს ფორმას


მაქვს ასეთი კლასები:

CODE


class Hotel(models.Model):
   name = models.CharField(max_length=128)
   description = models.TextField()
   stars = models.IntegerField()
   price = models.IntegerField()
   picture = models.ImageField(upload_to='images', default="images/124180566_3771168516249284_3976912378791517206_o.jpg")
   HOTEL_TYPE = (
       ("1", "Free WiFi"),
       ("2", "No WiFi"),
   )
   HOTEL_TYPE2 = (
       ("1", "Free Parking"),
       ("2", "No Parking")
   )

   hotel_type = models.CharField(max_length=128, default="1", choices=HOTEL_TYPE)
   hotel_type2 = models.CharField(max_length=128, default=1, choices=HOTEL_TYPE2)



   def __str__(self):
       return self.name + " | " + str(self.stars) + " Stars"

   class Meta:

       verbose_name_plural = 'Hotels'

class HotelReview(models.Model):
   review = models.ForeignKey(Hotel, on_delete=models.CASCADE)
   name = models.CharField(max_length=128)
   email = models.EmailField(max_length=128)
   comment = models.TextField(max_length=1000)
   RATING_NUMBER = (
       ("1", "1"),
       ("2", "2"),
       ("3", "3"),
       ("4", "4"),
       ("5", "5"),

   )

   rating_number = models.CharField(max_length=128, default="5", choices=RATING_NUMBER)
   picture = models.ImageField(upload_to='images', default="bendu.jpg")
   permission = models.BooleanField(default=True)

   def __str__(self):
       return "Hotel name: " + self.review.name + "  |  " "Hotel review ID: "+ str(self.id)

   class Meta:

       verbose_name_plural = 'Reviews'



ამის მერე გავაკეთე forms.py

CODE

class HotelReviewForm(forms.ModelForm):
   class Meta:
       model = HotelReview
       fields = ('name', 'email', 'comment', 'rating_number')


ამის მერე დავწერე კოდი views.py-ში

CODE

def see_more(request, id):
   seemore = Hotel.objects.get(id=id)
   reviews = HotelReview.objects.filter(review=id)
   form = HotelReviewForm()
   if request.method == "GET":
       form = HotelReviewForm(request.GET)
       if form.is_valid():
           data = form.save(commit=False)
           data.permission = True
           data.save()

           return redirect('hotel:seemore', id)
   print(seemore.id)

   context = {
       'seemore':seemore,
       'reviews':reviews,
       'form':form,

   }
   return render(request, 'hotel/seemore.html', context)


html-ში ასე მაქვს გაწერილი ეს ფორმა

CODE

   <form method="GET" action="{% url 'hotel:seemore' seemore.id %}">
   {{ form }}
       <input type="submit">
   </form>


ხოდა ბოლოს რა პრობლემა მაქვს ახლა დავდებ სქრინს.

user posted image

როცა submit-ს ვაძლევ ეს ერორი გამოაქვს და სოლვინგი ვერ ვნახე ნორმალური

Posted by: river-song 9 Mar 2021, 19:41
Essiittaaa
აბა რევიუს დაუწერე მოდელში ნალ=თრუ და რას დაგიწერს მერე, ხო შეილება რო იმ სასტუმროს არ ქონდეს რევიუ და მგონი მაგიტო წერს მაგ ერრორს.

Posted by: Essiittaaa 9 Mar 2021, 19:51
river-song
review = models.ForeignKey(Hotel, on_delete=models.CASCADE , null=True)


ასე გულისხმობ? ასე იგივეს აგდებს

Posted by: river-song 9 Mar 2021, 20:12
Essiittaaa
QUOTE
ასე გულისხმობ? ასე იგივეს აგდებს

კი , მიგრაცია გაუკეთე/?

Posted by: Essiittaaa 9 Mar 2021, 20:57
river-song
ეგ გამოვიდა რაც მითხარი, თან ლექციაზე ვიყავი და მიგრაცია დამავიწყდა, გავუკეთე იმუშავა მარა ადმინკაში რევიუს ვეღარ ვხსნი მიერორებს

user posted image

Posted by: river-song 10 Mar 2021, 10:59
Essiittaaa
რევიუს ყველგან დაუწერე ფილდებში ნალ თრუ და მითხარი რას გააკეთებს biggrin.gif
როცა ფორეინ ქი არ აქვს მერე სხვა ფილდებსაც ვერ ამოგიგდებს, ისე ეგ აიდი არსებობს მართლა რაზეც ამოწმებ, რო არ არსებობს მაგ აიდის სასტუმრო წესით მაგიტომ უნდა აგდებდეს მაგ ერორს, მანდ რამე ხოარ შეგეშალა.

Posted by: Essiittaaa 10 Mar 2021, 19:06
river-song
არა აიდი უეჭველი არსებობს :დ კონკრეტული სასტუმროები მაქვს დამატებული, მერე მაგ სასტუმროების see more-ში მაქვს რევიუ გაშვებული რო კონკრეტულად ამ სასტუმროს რევიუ წამოიღოს.

რაც შეეხება ყველგან ნალ თრუს დაწერას აზრი არ აქვს ვცადე გუშინვე :დ რაღაც სხვა ერორია.

AttributeError at /admin/hotel/hotelreview/
'NoneType' object has no attribute 'name'


ნანტაიპი რადგან არის ესეიგი რომელიღაც ფუნქცია ან ობიექტი არ იღებს შესაბამის მნიშვნელობას
* * *
გავასწორე, თურმე აქ რომ ასე მეწერა:
def __str__(self):
return self.review.name

ეს ქმნიდა პრობლემას და ასე დავწერე:

def __str__(self):
return str(self.review)

იდეაში ასე არაფერს მაძლევს, მინდოდა სასტუმროს სახელი გამოეტანა და ვისი კომენტარი იყო, მაგრამ ჯერ ვერ გავაკეთე და მარტო ვინც დაწერა რევიუ იმის სახელი გამოვატანინე

def __str__(self):
return str(self.name)


* * *
ყველა ერორი გავასწორე, ახლა ის დამრჩა რო რომელ გვერდზეც დაწერს რევიუს იმ გვერდის აიდის მიხედვით სასტუმროს აიდს გაეწეროს რევიუ და მოვრჩი :დ

Posted by: river-song 10 Mar 2021, 20:45

Essiittaaa
გილოცავ biggrin.gif
.................

Posted by: Essiittaaa 10 Mar 2021, 22:55
river-song
მადლობა, შენ რომ არა კიდე კაი ხანი ვიწვალებდი biggrin.gif

Posted by: Essiittaaa 12 Mar 2021, 16:31
django-ში რომ ჩაშენებული form-ებია, მაგაზე css-ით html-დან იმუშავებენ ჩვეულებრივ? რასაც ვუყურე ვიდეოებს ბუტსტრაპით ჩალიჩობენ თვითონ forms.py-ში

Posted by: Lilith 13 Mar 2021, 06:46
Essiittaaa
ბუთსტრაპს თავის უზარმაზარი css-ი მოყვება სადაც ბევრი რამ უკვე გამზადებულია. ძალიან მოსახერხებელია, მითუმეტეს რამოდენიმე უფასო თემაც იშოვება სხვადასხვა ფერებში up.gif

Posted by: Essiittaaa 13 Mar 2021, 17:53
Lilith
კი გავარკვიე, ყველანაირად შეგიძლია იმუშაო, გინდა css-html-დან და გინდა ბუტსტრაპიდან.

ძაან საინტერესოა ჯანგო...

Posted by: Essiittaaa 15 Mar 2021, 14:17
river-song
django allauth-ის დაყენება ხო არ გიცდია?

დავაყენე და ვერ ვსტილავ, ვიდეოები ვნახე და ბუტსტრაპით სტილავენ და ჩვეულებრივ css-ს რო ვუწერ ჩემ კოდებზე არ მოქმედებს, ხო არაფერი იცი ამაზე როგორ უნდა გავსტილო ჩემით?

Posted by: @Schizophrenic 15 Mar 2021, 15:10
QUOTE
დავაყენე და ვერ ვსტილავ, ვიდეოები ვნახე და ბუტსტრაპით სტილავენ და ჩვეულებრივ css-ს რო ვუწერ ჩემ კოდებზე არ მოქმედებს, ხო არაფერი იცი ამაზე როგორ უნდა გავსტილო ჩემით?

ცსს-ის სფეციპიკები ნახე იმპორტანტები და ათასი სიმახინჯეები გიწევს ხშირად ბუტსტრაპს სტილი რომ შეუცვალო
მაგარი ტვინის ბურღია ცსს biggrin.gif მე ფრონტზე მხოლოდ ადმინკებს ვაწყობ ხოლმე და დეფოლდ ბუთსტრაპს ვიყენებ სტილების შეცვლის გარეშე

Posted by: Essiittaaa 15 Mar 2021, 15:14
@Schizophrenic
ფრონტს მე არ ვაკეთებ მყავს ფრონტზე სხვები და ერთად ვმუშაობთ რაღაც საიტებს ვაწყობთ რო გამოცდილება მივიღოთ და თან პორტფოლიოც გვქონდეს რაღაც დონეზე, ხოდა ჯანგოს ოლაუთზე ვერ გავიგეთ როგორ გავსტილოთ ბუტსტრაპის გარეშე biggrin.gif ისე ამ ოლაუთზე ძაან ცოტა ინფოა და რეგისტრაციას თქვენით აწყობთ ხოლმე ჯანგოში? როგორც ვიცი ყველაზე რთული რეგისტრაციის გაკეთებაა ბექში.

Posted by: @Schizophrenic 15 Mar 2021, 15:26
QUOTE
რეგისტრაციას თქვენით აწყობთ ხოლმე ჯანგოში? როგორც ვიცი ყველაზე რთული რეგისტრაციის გაკეთებაა ბექში.

ყველა ფრეიმვორქში ჩემით ვაწყობ ხოლმე მე ან არსებულს გადავაკეთებ, საერთოდ არაა აუთენტიფიკაცია/ავტორიზაცია რთული უბრალოდ კარგად უნდა გაიაზრო როგორ მუშაობს და შენით შენ გემოზე გააკეთებ ყველაფერს მერე მარტივად
თანამედროვე პროტოკოლები გაარჩიე oauth2(ავტორიზაციისთვის) openid(აუთენტიფიკაციისთვის) და არ გაგიჭირდება მომავალში მაგ საკითხზე მუშაობა

Posted by: river-song 24 Mar 2021, 21:33
ისე ჯანგოში რო ქმნი იუზერებს პაროლის დაჰაშვა უნდა მაინც თუ იუზერ ობიექტს რო აკეთებ იჰაშება თვითონ? user.gif

Posted by: Essiittaaa 24 Mar 2021, 21:54
river-song
თვითონ იჰეშება

Posted by: river-song 25 Mar 2021, 10:40
QUOTE
თვითონ იჰეშება

აჰაა, მეც ვნახე დოკუმენტაციაში

Posted by: river-song 17 Apr 2021, 22:07
CODE
class profile(models.Model):
   user=models.OneToOneField(User, on_delete=models.CASCADE)
   birthdate=models.DateField(auto_now=False, auto_now_add=False,  null=True, blank=True)
   relationshipstatus=models.CharField(choices=PERSONAL_STATUSES, blank=True, null=True , max_length=50)
   origincountry=models.CharField(max_length=50, blank=True, null=True)
   currentcountry=models.CharField(max_length=50, blank=True, null=True)
   is_active=models.BooleanField(default=False, blank=True)
   following=models.ManyToManyField('self', blank=True,  symmetrical=False, related_name='follower')

   def __repr__(self):
       return "%s born on %s from %s" (self.user, self.birthdate,  self.origincountry)


აბა ცოტა დამეხმარეთ თორე თავს მოვიკლავ biggrin.gif

მენითუ მენი ფილდი არ მუშაობს
userProfile=profile.objects.get(user__username=thisUsername)
არც ეს მუშაობს userProfile.following.all() და არც ეს userProfile.follower_set.all()
რამე შეცდომაა მოდელში თუ რა ხდება, ერთი საათია უკვე ვიტანჯები .

* * *
ააა მივხვდი , ორი საათის მერე facepalm.gif

Posted by: c2h5oh 18 Apr 2021, 00:43
QUOTE (river-song)
ააა მივხვდი , ორი საათის მერე


გაგვანდე პასუხი biggrin.gif

Posted by: Essiittaaa 30 Apr 2021, 16:13
დიდი შესვენების მერე ვუბრუნდები ჯანგოს :დ

რამე საიტი მჭირდება საიდანაც მზა ფრონტ-ენდს წამოვიღებ და ბექზე ვიჩალიჩებ მარტო, ხო არ იცით რამე წესიერი?

Posted by: Essiittaaa 9 May 2021, 16:46
სანამ guest member "login"-ს დააჭერს რომელ გვერდზეც მანამდე იყო ისევ იქ რომ გადავიდეს "login"-ის შემდეგ ანუ redirect იგივე გვერდზე გააკეთოს ეგ როგორ ხდება? გუგლში რაც ვნახე 12 წლის წინანდელი პასუხია და არ შვება
* * *
https://www.youtube.com/watch?v=aY43fUGlB7E

ჩემნაირ დამწყებებს გამოადგებათ, კარგად ხსნის ბევრ რამეს

Posted by: river-song 14 May 2021, 13:59
Essiittaaa
იპოვე პასუხი? რაღაცა სთეით მენეჯმენტი გინდა ალბათ ეგ რო გააკეთო რაც გინდა ან კიდე ლოკალსტორიჯში შეილება დაიმახსოვრო გვერდის სახელი ან რამე და მერე გადაამისამართო კონკრეტული იუზერი.

Posted by: Essiittaaa 14 May 2021, 15:50
river-song
ვერ ვიპოვე მაგაზე პასუხი და შევეშვი, ცოდნის პონტში მაინტერესებდა თორე არ მჭირდება ჩემ საიტზე.

ახლა ერთი პრობლემა მაქვს და ვერ ამოვხსენი, ჩავაგდებ აქ მაინც იქნებ იცოდეთ.


CODE

ეს არის მოდელსი

class Hotel(models.Model):
   name = models.CharField(max_length=128)
   description = models.TextField()
   stars = models.IntegerField()
   price = models.IntegerField()
   picture = models.ImageField(upload_to='images', default="images/124180566_3771168516249284_3976912378791517206_o.jpg")
   HOTEL_TYPE = (
       ("Free WiFi", "free wiFi"),
       ("Free Parking", "Free Parking"),
   )
   popular_facilities = MultiSelectField(choices=HOTEL_TYPE)



ეს არის ვიუს

def see_more(request, id):
   seemore = Hotel.objects.get(id=id)
   reviews = HotelReview.objects.filter(review=id, permission=True)[:2]
   facilities = seemore.popular_facilities
   form = HotelReviewForm()
   if request.method == "GET":
       form = HotelReviewForm(request.GET or None)
       if form.is_valid():
           data = form.save(commit=False)
           data.review = seemore
           data.name = form.cleaned_data.get("name")
           data.email = form.cleaned_data.get('email')
           data.comment = form.cleaned_data.get('comment')
           data.rating_number = form.cleaned_data.get('rating_number')
           data.permission = True
           data.save()

           return redirect('hotel:seemore', id)

   context = {
       'seemore':seemore,
       'reviews':reviews,
       'form':form,
       'facilities':facilities
   }
   return render(request, 'hotel/seemore.html', context)



ეს არის ჰტმლ

<p class="se-p">Popular Facilities</p>
                  <ul>
                      {% for facilitie in facilities %}
                      <li class="fac"><i class="fas fa-swimmer iconsize"></i>{{ facilitie }}</li>
                      {% endfor %}



user posted image

აქ მინდა გამოჰქონდეს ის კონკრეტული დასახელება რაც popular_facilities-ში მიწერია და გამოაქვს ასე როგორც სურათზეა დანომრილი.

Posted by: river-song 15 May 2021, 18:13
QUOTE

  seemore = Hotel.objects.get(id=id)

 facilities = seemore.popular_facilities

ვიუში ფასილითის სწორად იპრინტება? ნახე აბა რა გამოაქვს პასუხად

Posted by: Essiittaaa 16 May 2021, 16:16
river-song
დანომრილი გამოაქვს
1
2
და ა.შ

ანუ ამ facilities აიდი ნამბერი გამოაქვს როგორც მივხვდი და თვითონ დასახელება როგორ გამოვატანინო ვერ გავუგე

Posted by: Essiittaaa 19 May 2021, 21:37
https://www.youtube.com/watch?v=SIyxjRJ8VNY&list=PLsyeobzWxl7r2ukVgTqIQcl-1T0C2mzau&index=2

ძაან კარგი კურსია ჯანგოსთვის
* * *
რეგისტრაციისას database-ში corfirm password-იც უნდა შევინახო?

Posted by: Essiittaaa 21 May 2021, 19:14
ისევ ამ თემაში ვიკითხავ, ჯანგოში ჩაშენებული არის კონკრეტული sql მაგრამ მაინტერესებს თუ სჯობს ჩემი sql დავაკავშირო და არა ჯანგოს sql-ზე ვიმუშავო? ანუ ვისაც გამოცდილება გაქვთ კითხვა უფრო იმათ გეხებათ, რა უპირატესობა აქვს როცა sql-თან წვდომა ასე პირდაპირ გაქვს? და სჯობს თუ არა საერთოდ ჩანაცვლება?

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)