Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > RPG, STRATEGY & ADVENTURE > Plague Tale: Innocence


Posted by: 4L3X 3 May 2019, 22:17
user posted image

პატარა ფრანგული კომპანია Asobo Studio 14 მაისს შემოგვთავაზებს ძალიან საინტერესო თამაშს. სიტუაცია ვითარდება ალტერნატიულ 1348 წელს სფრანგეთში სადაც მძინვარებს შავი ჭირი და 100 წლიანი ომი. თქვენ ხართ ამისია დერუნი და გყავთ პატარა ძმა ჰუგო. ერთად სხარტი გონებით და მოხერხებულობით უნდა გადაურჩეთ ინკვიზიციას რომელიც მუდამ უკან მოგდევთ, ვირთხების უთვალავ ურდოს და უბრალოდ გაბროტებულ ხალხს. თამაში შემოგვთავაზებს რთულ თავსატეხებს, და-ძმის ურთიერთობის განვითარებას და საინტერესო სამყაროს და სიუჟეტს.





















user posted image

თქვა რომ ეს თამაში საინტერესოა იგივეა რომ არაფერი არ თქვა. ესეთი სტელს მექანიკა კაი ხანია არ მინახავს. სერიოზული survival გამოვა. ამისიას და ჰუგოს ურთიერთობის განვითარება პერსპექტიულად გამოიყურება. გარემო კარგათ გადმოსცემს იმ საუკუნის ევროპის ნიჰილზმს. მოკლედ ყველაფერია იმისთვის რომ ამ თამაშმა გაისროლოს.
თუმცა...მეორეს მხრივ თუ გეიმპლეის ვიდეოებს უყურეთ ცოტა "უმად" გამოიყურება როგორც გრაფიკა ასევე ფიზიკაც. ამისიაც და ჰუგოც ცოტა დაუმუშავებლებად მეჩვენებიან. სულ მარტივი შესაძლებელია რომ თამაში გამოსვლისას მაგარი დაბაგული იყოს.
ეს გაურკვევლობა იქნება Plague Tale წლის აღმოჩენა თუ წლის ჩავარდნა კიდევ უფრო მეტ ინტერეს აღძრავს ამა თამაშისადმი.

Posted by: 4L3X 6 May 2019, 15:31
A Plague Tale: Innocence - Monsters | PS4


Posted by: 4L3X 13 May 2019, 14:39
A Plague Tale: Innocence - Launch Trailer | PS4


Posted by: 4L3X 16 May 2019, 15:24
რამდენიმე რევიუს ვუყურე და ყველა ერთხმად აღნიშნავს რომ სტელსი მარტივია, მოწინაამღდეგეს AI არ არის მაღალი. გრაფიკულად ლამაზია. ბაგები ძალიან ცოტაა. მუსიკა კარგია. სიუჯეტს ბევრი აქებს ზოგი ამბობს რომ ამიციას და ჰუგოს ურთიერთობა არ არის ბოლომდე გახსნილი თამაშის ფასი $30




Posted by: 4L3X 7 Sep 2019, 22:19
დავიწყე როგორც იქნა ამის თამაში. TLOU არ არის მაგრამ იგივე მიზნებს უმიზნებს და ხშირ შემთხვევაში არტყავს კიდეც. კრიპტა რა ჟუტკი აგდილი იყო eek.gif

Posted by: 4L3X 15 Sep 2019, 21:55
დავამთავრე.მოკლედ ჩემი რეცენზია ასეთია. სანამ Naughty Dog TLOU2-ს გვიმალავს პაატარა ფრანგულმა სტუდია Asobo-მ ივაჟკაცა და თავიანთი ბიუჯეტური TLOU შემოგვთავაზე. სტელსი არის, სუროგატული მშობელი-შვილის ურთიერთობა რომლებიც უცხოებიდან ნამდვილ ოჯახათ იქცევია არის, ეპიდემია არის, პაზლები არის, სულის შემძვრელი ისტორია არის, სხვა პერსონეჟები არიან, თამაში მრავალფეროვანია საფიქრებელი სტელსიც რომელიც იცვლება დინამიური გაქცევებით. მთავარი ანტაგონისტებიი საინტერესოები არიან. სამყარო გაცილებით უფრო უკომპრომისო და ბრუტალურია ვიდრე TLOU. შავი ჭირი სტეროიდებზე აი ეგეთია. ზოგიერთი ადგილი თამაშში აი ამაზრზენია ეგეთი TLOU-შიც კი არ ყოფილა და ა.შ. გეიმპლეი საინტერესოა და არ მოგბეზრდებთ იმიტომ რომ სულ რაღაც ახალს გთავაზობთ. მოკლედ TLOU-ს ფანებმა წესით უნდა მოიწონონ. მყარი 8/10 ჩემგან. წლის აღმოჩენაა ეს თამაში IMHO.

Posted by: norika 16 Sep 2019, 09:36
4L3X
ვა რა კარგი შეფასებებია, ერთი სული მაქვს როდის ვიყიდი, თავიდანვე დიდი ინტეერსი მოქნდა ამ თამაშისადმი და ეხლა კიდევ უფრო მომინდა შეენი სეფასების შემდეგ
პს4-ზე ითამაშე? ან რა ტიპის პაზლებია? ან ამაზრზენ ადგილებში რა იგულისხმე?

Posted by: 4L3X 16 Sep 2019, 10:08
norika
ვახ! ძლივს ვიღაც არ დაინტერესდა ამ თამაშით gigi.gif
კი PS4-ზე ვითამაშე.
პაზლები აი მაგალითად ასეთი.



აი ერთ-ერთი ამაზრზენი ადგილი


8 წუთიდან.

მეტს აღარ დაგიდებ მუღამი რომ არ დაგეკარგოს.

Posted by: norika 16 Sep 2019, 11:05
4L3X
რას ამბობ გამოსვლამდეც ველოდებოდი ამ თამაშს, პირველივე თრეილერის ნახვიდან ჰაიპში ვარ
რამე დროპები ხომ არ ჰქონია პს4-ზე? პლატინაზე ვიჩალიჩებ მერე მე

გარეკანი ძალიან მომწონს, მეგობარმა დახურა და შესაძლოა გაგრძელებაც დაიდოს ისე დასრულდაო. ალბათ გაყიდვებს გააჩნია

Posted by: 4L3X 16 Sep 2019, 11:11
norika
კადრების ვარდნა არ შემიმჩნევია არა no.gif

Posted by: narmonana 17 Jun 2020, 16:09
ჰაჰ, ღარიბი კაცის გოდ ოფ ვორია...

რუსული თარგმანი დაყენდა რატომღაც, მაგრამ ძალიან საყვარლად ახმოვანებენ, მთავარი მუღამი ატმოსფეროა..

Posted by: SkitterZ 28 Jul 2020, 16:21
აააახლა ვიწერ როგორც იქნა

ერთი სული მაქვს love.gif

Posted by: SkitterZ 23 Aug 2020, 12:36
დავხურე გუშინ bis.gif

ძალიან ძალიან კარგი თამაშია user.gif

და ახლა გამახსენდა რომ დლს-ც აქვს

Posted by: KickOff 29 Oct 2020, 23:58
დავხურე. რომ ვთქვა უმაგრესი სთორილაინი იყო მეთქი მოვიტყუები. გრაფიკა კარგია, სათამაშოდ და გასართობადაც კარგი და სასიამოვნოა.

საუნდტრეკები აქვს იმენა "მინდა ვიყო ვიჩერის საუნტრეკი" biggrin.gif
კონკრეტულად Ladies of the Wood biggrin.gif

მოკლედ მთლიანობაში საშუალოზე კარგი რამეა



user posted image

user posted image

Posted by: Faulkner 10 Mar 2021, 18:30
მგონი ექშენში უფრო გადის. ალბათ მაგიტო ვერ აცდა ერთ გვერდს biggrin.gif ესეც ხო ექსკლუზივი არაა. ძაან მაგარი თამაში გამოვიდა. თითქის ყველაფერი დონეზეა. ერთადერთი ცოტა სთორითელინგი შეიძლებოდა დაეხვეწათ და არასინამატიკის იქით ანიმაცია. ეტყობა რო მოკაპით არაა გაკეთებული, ან ძაან ბიუჯეტურადაა. გეიმფლეი საკმაოდ გამორჩეული, შუასაუკუნეების ატმოსფერო და ლეველ დიზაინი მხეცი, საუნდტრეკიც მშვენიერი. მეორე ნაწილიც გაასწორებდა.

იმინა ესაა biggrin.gif


Posted by: 4L3X 13 Jun 2021, 23:10
[E3 2021] A Plague Tale: Requiem - World Premiere Reveal Trailer



2022 jump.gif jump.gif jump.gif

Posted by: KickOff 13 Jun 2021, 23:13
პირველმა ნაწილმა ვერ გამაოცა, დავწერე კიდეც წინა გვერდზე, მაგრამ მთლიანობაში მართლა კარგი თამაშია და ველოდები მეორე ნაწილსაც bis.gif

Posted by: filth 14 Jun 2021, 00:45
QUOTE (4L3X @ 13 Jun 2021, 23:10 )
[E3 2021] A Plague Tale: Requiem - World Premiere Reveal Trailer



2022 jump.gif jump.gif jump.gif

იმედია იგივე გეიმფლეი არ იქნება,მე ძაან მომბეზრდა პირველშივე

Posted by: tomhardy 7 Aug 2021, 13:21
user posted image
user posted image
user posted image

Posted by: 4L3X 11 Dec 2021, 15:21
A Plague Tale: Requiem - TGA 2021: Gameplay Reveal Trailer



საინტერესოა. არბალეტი და უფრო აქტიური ბრძოლები მოწინაამღდეგეებთან. საფირმო ვირთხები დარჩნენ რაღა თქმაუნდა.

Posted by: tomhardy 31 Dec 2021, 21:10
user posted image
user posted image
user posted image
user posted image

Posted by: Levson 14 Jun 2022, 18:29
კაია რო ცოტა ექშენი დაამატეს givi.gif


Posted by: 4L3X 14 Jun 2022, 18:50
გამიკვირდა ეს რომ არ დავდეთ არავინ ჯერ

Posted by: Levson 18 Aug 2022, 14:23
A Plague Tale: Requiem Official Gameplay Overview Trailer


Posted by: KickOff 13 Mar 2024, 22:25
მეორე ნაწილშიც ტვინი მოდღნა ძმასთან დიალოგებმა და ამ ბაჭაჭყანა ბავშვის დაწყნარებებმა.

ისე პირველ ნაწილთან შედარებით ბევრად უფრო მრავალფეროვანი ლეველდიზაინები აქვს და მექანიკებიც გამრავალფეროვნებულია.

Posted by: KickOff 16 Mar 2024, 20:38
დავხურე.
ნორმალურია რა. რთული ნაღდად არ არის.
Sling და Crossbow გამაქსე და ეგაა.
ლამაზიც არის.


პ.ს. ჰუგოს დდშვც. ტვინის დღვნა ბავშვი.



გაფრთხილება, თამაშის სპოილერია:
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)