Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ტექნიკური და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები > ქარის გენერატორის აწყობა


Posted by: WOO 21 Aug 2010, 17:20
მოკლედ მინდა მარტივი ქარის გენერატორი ავაწყო biggrin.gif ვინმემ რამე ხომ არ იცით ამის შესახებ? ნუ დამჭირდება მოტორი, ფრთები და კიდე პატარ პატარა რაღაცეები. ძლიერი არ იქნება მაგრამ იქნებ 1 ნათურა მაინც ავანთო ოთახში biggrin.gif ან აქ ვიყიდი სადმე რამეს? ან როგორი მოტორი ჭირდება? აი დინამოები და რაღაცეები რო აქ ველოსიპედებს დაახლოებით ეგეთი ხო მგონი? user.gif

Posted by: asphurcela 21 Aug 2010, 18:47
QUOTE
ნუ დამჭირდება მოტორი, ფრთები და კიდე პატარ პატარა რაღაცეები

ქცოდნია უკვე ყველაფერი და ჩვენ რით დაგეხმაროთ? biggrin.gif
QUOTE
1 ნათურა მაინც ავანთო ოთახში 

1 ნათურა, როგორი? ბატარეის 2.5 ვოლტიანი? თუ 220 ვოლტიანი და 60 ვატიანი? smile.gif
სათამაშოდ და გასართობად გინდა, სასწავლად თუ ელ-ენერგიაში ფულის დასაზოგად.


Posted by: WOO 21 Aug 2010, 18:58
asphurcela
biggrin.gif რავი იქნებ ვინმეს აუწყვია უკვე ან სად ვიყიდო რაღაცეები ფასებიც ხომ არ იცის ვინმემ biggrin.gif

თან ქარი იქნება თუ არა ეგეც საკითხავია

და ისა ამ ვატებში და ვოლტებში ვერ ვერკვევი კარგად მოკლედ ყველაზე ცოტა ენერგია რომელს ჭირდება? user.gif

სათამაშოდ გასართობად და ცოტა სასწავლადაც და ფულის დასაზოგადაც მარა 1 ნათურით რა უნდა დავზოგო biggrin.gif

Posted by: aleqsandrosdzma 21 Aug 2010, 21:17
WOO
1.დინამო-10 ლარი
2.ნათურა-0.50 ლარი
3.მრავალწვერა კაბელი-4მ 4ლარი
მაგრამ გექნება ცვლადი დენი რომელიც დამოკიდებული იქნება ქარის სიჩქარეზე .
ასევე შეგიძლია იყიდო დასატენი ელემენტი რომელიც დენზე იტენება. დინამოზე დააყენებ პროპელერს და დინამოდან კაბელს გამოიყვან და შეართებ დასატენ ელემენტზე და მერე ელემენტიდან გამოიყვან ისევ კაბელით და დაუყენებ ნათურას და გექნება უცვლადი დენი.

Posted by: asphurcela 21 Aug 2010, 21:34
QUOTE
და ისა ამ ვატებში და ვოლტებში ვერ ვერკვევი კარგად მოკლედ ყველაზე ცოტა ენერგია რომელს ჭირდება?


ალბათ ნათურებს გულისხმობდი. ხოდა მეტი ვატი რომელსაც აქვს მისას უფრო მეტი ენერგია ჭირდება.

რა გირჩიო, რით გაგახარო. სახლის ნათურას ვერ აანთებ, რადგან:
QUOTE
ვატებში და ვოლტებში ვერ ვერკვევი


ამიტომ, აიღე ... რამე პატარა დინამოსმაგვარი.
არის ასეთი ძVელი, რუჩკიანი ტელეფონი, ადამის დროინდელი, იმას აქვს დაბალბრუნიანი გენერატორი 100 ვოლტამდე იძLევა.
მარა სად იშოვი ეგეთ რამეს. მშრალ ხიდზე არის რაღაც შანსი, მარა მეეჭვება.

ან გადი ელიავაზე, და ძველი 21 -ის (ვილისებსაც ქონდათ ძველს) შუშების საწმენდი ძრავი იყიდე. იმას მაგნიტები აქვს შიგნით და თუ დაატრიალებს ძაბვასაც გაძლევს. გენერატორია იგივე. ოღონდ, კარგად გამოკითხე რომ მაგნიტებიანი იყოს (ნახშირებში არ აგერიოს).
დანარჩენს ნელა ნელა მოაგროვებ, მარა დიდი ნათურის იმედი ნუ გექნება.

არის ალტერნატივა მზის ბატარეა. თბილისში იშოვება ნებისმიერი სიმძლავრის, მაგრამ მე არ ვფლობ არანაირ ინფორმაციას მათ გამყიდვლებზე. მხოლოდ გამიგია.

Posted by: WOO 21 Aug 2010, 22:00
aleqsandrosdzma
ხო ვიფიქრე ბატარიაც და უცვლად დენს მივიღებ მაგრამ ძვირი ეღირება ალბათ ბატარია


მოკლედ ვეცდები რამე დინამოსმაგვარი ვიშოვო, ჩემს ველოსიპედს ქონდა მაგრამ მერე ის ველოსიპედი ვიღაცას მივეცი და ეხლა რო ვკითხე იმას კიდე ვიღაცისთვის უჩუქნია თორე იმის დინამოს ავიღებდი

asphurcela
აჰა, მადლობა

მზის ბატარიები ხო ვიცი. biggrin.gif მაგრამ ძვირი ღირს, აქ რა ღირს ნეტა ეგ მზის ბატარიები.
დღეს ამოვაძრე 2 კალკულატორს პატარა მზის ბატარია biggrin.gif იქნებ LED ები როა ეგენი ავანთო მაგრამ მგონი მაგასაც ვერ აანთებს



Posted by: aleqsandrosdzma 21 Aug 2010, 22:45
WOO
კალკულატორის ვერ აანთებს შანსი არაა
* * *
ეს სატენიანი ელემენტები მაქსიმუმ 5 ლარი დაგიჯდეს.

Posted by: WOO 21 Aug 2010, 22:52
aleqsandrosdzma
ხო რავი

მარა ეგ რამხელა უნდა იყოს ნეტა თვითონ ფრთები? კორპუსში ვცხოვრობ და არამგონია გამომივიდეს biggrin.gif აივანი კი მაქვს სადაც ხშირად უბერავს ქარი და იქ დავდგავდი მარა თუ დიდი ფრთები ექნება არ დაეტევა და პატარა კიდე მგონი ძაან ცოტა ენერგიას გამოიმუშავებს boli.gif

Posted by: aleqsandrosdzma 21 Aug 2010, 23:13
ფრდების სურათს დავდებ და ნახე ნახაზის პონტში.

Posted by: WOO 21 Aug 2010, 23:15
aleqsandrosdzma
კაი დადე და ვნახავ




შენ რას შვები აწყობ თვითმფრინავს? biggrin.gif

Posted by: aleqsandrosdzma 21 Aug 2010, 23:34
http://pix.ge/
მგონი მთლად კარგად ვერ გადმოვეცი ნახაზზე მაგრამ ხომ მიხვდი ფრთები გრკვეული გრადუსით შებრუნებულია ერთმანეთის მიმართ
რაც შეეხება სიგრძეს თითო ფრთა დაახლოებით 30 სმ სმსაკმარისი იქნება თუმცა საერთოდ რაც დიდია ფრთა მით უკეთესი smile.gif

Posted by: asphurcela 21 Aug 2010, 23:45
ვახ რა მაგრები ხართ. ეს თვენი პირველი ნაბიჯებია საინჟინრო სამყაროში.
ფრთები გაქვთ უკვე. ბარებ გენერატორის დაგეხატათ.

ჯერ გენერატორი იშოვეთ.
ნალის და ცხენის ანდაზის არ იყოს:
კაცი 1 ნალს იშოვის და გაიფიქრებს: - 3 ნალი და 1 ცხენიღა მაკლია და ავშენდებიო.

Posted by: WOO 21 Aug 2010, 23:50
aleqsandrosdzma
ხო, ეგეთი უნდა იყოს smile.gif მარა 3 ფრთა რომ ქონდეს არ ჯობია?


asphurcela
biggrin.gif ხო, მთავარი გენერატორია mo.gif

Posted by: aleqsandrosdzma 21 Aug 2010, 23:56
კი 3 ფრთიანი ჯობს დახატვა დამეზარა biggrin.gif

Posted by: lelos 22 Aug 2010, 00:28
ეგ ყველაფერი გასაებია, მაგრამ სიხშირე (ჰერცები) როგორ უნდა დაიჭირო?

Posted by: sv@mp 25 Aug 2010, 22:15
რავი მე ამიწყვია წლის გენერატორი... ძალიან მარტივი იყო... ელ. მოტორს დავუმაგრე ჩაღრმავებული ფრთები (3 ცალი). სადენებით კი ერთ დიოდს მივუერთე... მერე აბაზანაში ონკანიდან წყალი გამოვუშვი. მოტორის ფრთები შევუშვი წყლის ჭავრში, რომელმას ძრავა დაატრიალა. ელ.მაგ. ინდუქციით კი დიოდი აინთო.... რავი ძალიან მარტივია ... მაგრამ ქარზე რომ ატრიალო გრძელი ფრთები დაგჭირდება ჰაერის ნაკადმა ძრავის ღერძსა და კორპუსს შორის ხახუნის დაძლევა რომ შეძლოს და ღერძი რომ დაატრიალოს...

Posted by: aleqsandrosdzma 26 Aug 2010, 10:13
წყლის გენერატორს თუ აწყობ გამადზლიერებელიც უნდა გქონდეს თორე დაბალ დენს მიიღებ.

Posted by: sv@mp 26 Aug 2010, 10:34
aleqsandrosdzma
QUOTE
წყლის გენერატორს თუ აწყობ გამადზლიერებელიც უნდა გქონდეს თორე დაბალ დენს მიიღებ.

ჩემთვის მაგას დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა. ჩემი მიზანი იყო ანთებულიყო დიოდი და მორჩა...

Posted by: aleqsandrosdzma 26 Aug 2010, 12:01
ჩემთან სფელში სახლთან ჩამოდის პატარა ხევი და მასზე გავაკეთე ძველი სარეცხი მაქანის მატორი და სახლში ორ დიდ ნათურას ანთებს.

Posted by: Silverlight 28 Aug 2010, 01:09
WOO
შეგიძლია სათამაშო პულტიან მანქანებს რო მატორები აქ ეგ აიღო და ფრთები და უყენო

Posted by: aleqsandrosdzma 28 Aug 2010, 14:54
Silverlight
პულტიანი მანქანების მატორები ძალიან სუსტია და ზძალიან ჩქარა უნდა დატრიალდეს რო ერთი პატარა ნათურა აანთოს

Posted by: Silverlight 28 Aug 2010, 15:17
ყველაზე მაგარი არის ლიმონის ენერგია

ან კაქტუსის

Posted by: Davion 28 Aug 2010, 17:35
Silverlight
ალუბლის კამპოტმა რა დააშავა smile.gif ჩაყავი ტესტერის შუპები ჭიქაში და გაზომე smile.gif მაგარია ალუბლის კამპოტი smile.gif


Posted by: Silverlight 28 Aug 2010, 19:18
Davion
მალე ჯდება?
ლიმონი მალე ჯდება
კაქტუსზე ამბობენ არ ჯდებაო თუ არ ამოთხრი იასნა
ალბათ ლიმონზეც ეგრე იქნება ხეზე თუ გაუკეთებ მაშინ იმუშავებს

Posted by: HAMZAT 30 Aug 2010, 22:36
ლიმონი ლიმონ მჟავას შეიცავს, მჯავა აკუმლიატორებში გვხვდება, მჯავა მუხტს იჭერს.

Posted by: sv@mp 1 Sep 2010, 16:13
Silverlight
QUOTE
ალბათ ლიმონზეც ეგრე იქნება ხეზე თუ გაუკეთებ მაშინ იმუშავებს

lol.gif



გუშIნ ავაწყე ქარის/წყლის გენერატორი... რაღაცნაირი სპეციალური ფრტები დავუმაგრე... ცოტა ყანყალებდა და დამდნარი კანიფოლი დავასხი (drug.gif) და გაამყარა.. 1 წითელ დიოდს კარგად ანათებს... biggrin.gif

Posted by: ZAZAi 2 Sep 2010, 00:13
QUOTE
გუშIნ ავაწყე ქარის/წყლის გენერატორი... რაღაცნაირი სპეციალური ფრტები დავუმაგრე... ცოტა ყანყალებდა და დამდნარი კანიფოლი დავასხი () და გაამყარა.. 1 წითელ დიოდს კარგად ანათებს.
ეხ, ბავშვებო, ბავშვებო smile.gif

Posted by: levani_mt 2 Sep 2010, 16:34
WOO-ს
ქარის გენერატორის აწყობა პრაქტიკულად არ ისე მარტივია როგორც თეორიულად.
თუ გინდა რომ მძლავრი იყოს უნდა გააკეთო შემდეგი პრინციპის მიხედვით:

1)პროპელერის საუკეთესო ვარიანტია 45 გრადუსით დახრილი სამი ფრთა რადგან ქარის ენერგია გამოიყენო ორივე მიმართულებიდან როგორც წინიდან ისე უკნიდან. ხოლო თუ მოწყობილობას დავაყენებთ მბრუნავ კოშკურაზე პროპელერის ფრთებს დახრა უნდა იყოს 30 გრადუსი და 360 გრადუსის მიმართულების ქარს გამოვიყენებთ.

2)ფრთები აუცილებლად უნდა დავამაგროთ რაიმე რედუქტორზე (ან სულაც ჩვენ თვითონ ავაწყოთ ყველაზე მარტივი ვარიანტია ღვედური გადაცემის რედუქტორი) რადგან ფრთების ერთმა ბრუნმა რედუქტორის მეორე ბოლოზე მოგვცეს 3-4-5 და მეტი ბრუნი.

3)დინამოდ შეგიძლია გამოიყენო ნებისმიერი ძრავი რომელსაც გულარის გარშემო ხვიების ნაცვლად აქვს მაგნიტი.

4)იმისათვის რომ მიიღო სტაბილური ძაბვა არსებობს ორი ვარიანტი: პირველი ქარის გენერატორი ტვირთავთ აკუმლატორს(რაიმე მცირე აკუმლატორი) და ამავდროულად ჩვენც გვაწვდის ძაბვას თუ ქარი შენელდა აკუმლატორი გვაძლევს ძაბვას, მეორე ვარიანტია გაკეთდეს 12 ვოლტის სტაბილიზატორი რომელსაც აწვდი 5-22 ვოლტს და გამოსავალზე ყოველთვის 12 ვოლტი გვაქვს ნათურა არ იციმციმებს მაგრამ გენერატორის გაჩერების შემთხვევაში ნათურა სულ ჩაქრება.

5)თუ ააწყობ ცოტა მძლავრ გენერატორს ასე200- 500 ვატი სიმძლავრის შეგიძლია 220 ვოლტი მიიღო და მასში ჩართო ტელეფონის დამტენი პირსაპარსი ტელევიზორი, ლეპტოპი და სხვა, ამისათვის დაგჭირდება ააწყო სქემა რომელიც შენს 12 ვოლტ მუდმივ დენს გარდაქმის ცვლად დენად(ასეთი სქემები ძალიან ბევრია ელექტროტექნიკის რუსულ ვებ-გვერდებზე) და შემდე ტრანსფორმატორის საშუალებით უკვე ცვლად 12 ვოლტს გარდაქმნი 220 ვოლტად.

Posted by: _JaFaRa_ 22 Sep 2010, 20:01
ჟიგულის დინამოს ვერ გამოვიყენებ? biggrin.gif დინამოს რა დაატრიელებს არ აქ მნიშვნელობა, ქარი თუ წყალი.. ეგ დინამო ხო გამოიმუშავებს 12 ვოლტს და ეს 12 ვოლტი ტრანსფორმატორით რო გარდავქმნა 220-ად, არ გამოვა? მანქანებშიც აქვთ ეგ ტრანსფორმატორები, რომლებზეც ტელევიზორს ამუშავებენ, ანუ ეგ დინამო საკმარის ენერგიას გამოიმუშავებს. მთავარი პრობლემა ალბათ ბრუნია, მიაღწევ თუ არა ქარით ან წყლით საჭირო ბრუნის რაოდენობას..

* * *
ეხლა გამახსენდა, მაგ დინამოს მაგნიტები არ აქ.. მავრთულები აქ, რომლებიც ისევ აკუმლატორიდან იყენებს დენს და წარმოქმნის ელექტრულ ველს, თან მანქანის ძრავი აქსელერაციის გარეშე წუთში 900-1000 ბრუნს აკეთებს, მოკლედ მანქანის დინამო ამ საქმისთვის არაა biggrin.gif

Posted by: IUNGER 26 Sep 2010, 13:32
ZAZAi
QUOTE
QUOTE
გუშIნ ავაწყე ქარის/წყლის გენერატორი... რაღაცნაირი სპეციალური ფრტები დავუმაგრე... ცოტა ყანყალებდა და დამდნარი კანიფოლი დავასხი () და გაამყარა.. 1 წითელ დიოდს კარგად ანათებს.
ეხ, ბავშვებო, ბავშვებო

smile.gif
იყო დრო ჩვენც ასე ვთამაშობდით
არ აწყენთ, პირიქით. smile.gif

Posted by: lasha-9 15 Nov 2010, 23:25
ვისაც ქარი გენერატორი გინდათ
http://bioenergy.ge/?page_id=133

Posted by: Kakha 16 Nov 2010, 17:16
lasha-9
QUOTE
ვისაც ქარი გენერატორი გინდათ http://bioenergy.ge/?page_id=133

ფასი?

Posted by: lasha-9 8 May 2011, 07:20
1 ვატი 1$

2 კილოვატამდე 1 ვატი 1.5$

Posted by: asphurcela 8 May 2011, 14:16
lasha-9
QUOTE
2 კილოვატამდე 1 ვატი 1.5$

ძალიან კარგი და მისაღები ფასებია.
მე დავინტერესდი, ოღონდ არ ვარ ჯერ საქართველოში.
რა მაინტერესებს, ეგ საიტი კი ვიცოდი, მაგრამ ფასებისთვის არ მიმიქცევია ყურადღება.

კითხვა ასეთია:
ამბობთ 2 კილოვატამდეო. ხოდა თუ გაქვთ 300 ან 500 ვატიანი და რა იგულისხმება ამ ფასში?
მხოლოდ ტურბინა (ფრთები და მექანიკური ნაწილები) + გენერატორი?
სავარაუდოდ ინვენტორი+ძაბვის სტაბილიზაცია და ასე შემდეგ, რაც 220 ვოლტს იძLევა ეგ ცალკე საკითხი უნდა იყოს და არ უნდა ქონდეს საერთო ამ ფასთან.
სწორად გავიგე?

Posted by: zep 1 Jun 2011, 22:45
დისკავერი საინსზე არის ხოლმე გადაცემა კოლონია,

მანდ გააკეთეს ქარის გენერატორი და გამოიყენეს მანქანის დინამო, საინტერესოდ იყო აწყობილი, თან მინიმალური ინსტრუმენტების პირობებში.


Posted by: dragendo 15 Jun 2011, 04:28
WOO
შენთვის ასეთი მარტივი მექნიზმის წავა



ეს ისე გასართობად


Posted by: marisaxo 15 Jun 2011, 11:42
dragendo
ეს მეორე ვიდეო არალეარულია? გვეთადავება?

Posted by: dragendo 25 Jun 2011, 15:26
marisaxo
რატომ გვეღადავება ნაღდია მარა ძაან პატარა ენერგიაა,

QUOTE
...................me & my NOKIA.............................

P.S. თქვენს მაღაზიაში თუ ყიდით დამტენ აქსესუარებს მაგალითად ასეთს ხელის მოძრაობით რომ იტენება ძალიან საჭიროა როცა მთაში ხარ და ელექტროენერგია არ არის

user posted image

user posted image


ან კიდევ მზის ენერგიაზე დამტენები როგორც ესენია

user posted image

user posted image

Posted by: the undertaker 25 Jun 2011, 16:32
მეორე ვიდეო კაიფია აშკარად biggrin.gif მაგნიტური ძრავა და რამე.......................... მზის ენერგიაზე მომუშავე დამტენები იყიდება საქართველოში????

Posted by: Oto_Oto 25 Jun 2011, 17:25
QUOTE
მზის ენერგიაზე მომუშავე დამტენები იყიდება საქართველოში????

http://gifts.above.ge/index.php?route=product/product&path=54_63&product_id=217

Posted by: marisaxo 25 Jun 2011, 22:37
dragendo
QUOTE
P.S. თქვენს მაღაზიაში თუ ყიდით დამტენ აქსესუარებს მაგალითად ასეთს ხელის მოძრაობით რომ იტენება ძალიან საჭიროა როცა მთაში ხარ და ელექტროენერგია არ არის

მეკაიფებიი?smile.gifsmile.gif

არ ვმუშაობ ნოკიაში და საერთოდაც არ ვმუშაობ არსადsad.gif ეს უბრალოდ ნოკიას და სიმბიანის მოყვარული ვარsmile.gif

ეგ მზის დამტენები რაც დადე უაზრობაა....მაგ ზომის მზის ბატარეა დაახლოებით 100 მილიამპერამდე გამოიმუშავებს 5 ვოლტზე...და ეხლა თავად მიხვდი რამდენიხანი სჭირდება დასატენად...კი შიგნით აქვს ბატარეა მაგრამ რეალურეად არ ვარგა,,,+მაგ დაახლოებით 100 მილიამპერს გამოაკელი დიოდის წინაღობა...

თუ იყიდი ჯობია ნაჭერზე როა დამაგრებულები რამდენიმე მზის დაფა ეგ იყიდე რეალურია უფრო....smile.gif

Posted by: ZAZAi 1 Jul 2011, 10:59
კარგი იდეაა სხვადასხვა სპორტულ ტრენაჟორებზე ელექტრო ენერგიის გენერატორების დაყენება. ახლა ტყუილად ღვრიან ზედ ოფლს და თან ამაში ფულსაც იხდიან. ენერგია გამოიმუშაონ არ ჯობია?
* * *
QUOTE
ეგ მზის დამტენები რაც დადე უაზრობაა....მაგ ზომის მზის ბატარეა დაახლოებით 100 მილიამპერამდე გამოიმუშავებს 5 ვოლტზე...და ეხლა თავად მიხვდი რამდენიხანი სჭირდება დასატენად...
თუ აკუმულატორის ტევადობა იქნება 700 მ.ა./საათი, დაიტენება 7 საათში. მოკლედ, გაჭირვებაში გამოდგება
QUOTE
მაგ დაახლოებით 100 მილიამპერს გამოაკელი დიოდის წინაღობა...
შოტკის დიოდს ძალიან მცირე წინაღობა აქვს. მოსფეტ ტრანზისტორზე რეალიზირებულ გამმართველს კიდევ უფრო მცირე. დაახლოვებით 0,01 ომი

Posted by: exploit 1 Aug 2011, 23:25
ერთი ტელევიზორი და ნათურა რომ ამუშაოს რა ზომის გენერატორია საჭირო?

საშუალო რენტაბელობა 1 1.5 წელი რატომაა, ცვდება გენერატორი??

Posted by: mtidan 2 Aug 2011, 00:26
QUOTE
ერთი ტელევიზორი და ნათურა რომ ამუშაოს რა ზომის გენერატორია საჭირო?


საშუალოდ 200 ვატი საკმარისია.

Posted by: Kakha 2 Aug 2011, 09:11
exploit
200-300 ვატი გეყოფა

QUOTE
საშუალო რენტაბელობა 1 1.5 წელი რატომაა, ცვდება გენერატორი??

ალბათ იგულისხმება რომ ამდენ ხანში ამოიღებ მის ღირებულებას.
აბა დავითვალოთ,
1 კვატი 1000$=1650 ლარი
1 კვ/სთ 0.16 ლარი
რენტაბელურობა გამოდის 10312 საათი ~ 1.2 წელიწადი.
ამდენ ხანში ამოიღებ ინვესტირებულ თანხას თუ მიმდინარე მომსახურება არ იქნება ხარჯიანი. შემდეგ უნდა წახვიდე მოგებაზე, მინუს ცვეთა. რამდენი წლის გარანტიაა ეგაა საინტერესო...


* * *
თუმცა რეგიონებში უფრო იაფია ელექტროენერგია და შესაბამისად მეტი დრო დასჭირდება ინვესტიციის ამოღებას.

lasha-9
ადგილზე მიტანა მონტაჟი არ შედის მაგ ფასში? თუ არ შედის აკეთებთ მაგ მომსახურებას და რა ჯდება?

Posted by: exploit 2 Aug 2011, 16:25
QUOTE
რამდენი წლის გარანტიაა ეგაა საინტერესო...

ნამდვილად საინტერესოა

სახლს ვაშენებ და ჯერ ელ. ენერგია არაა მიყვანილი
300$ ში თუ ჩავეტიე მშვენიერი კომერციული სვლა იქნება

Posted by: -Alex- 15 Aug 2011, 02:44
ფრთებად შეიძლება ველოსიპედის ბორბლის გამოენება. სპიცებს შორის დაახვევ რამეს ცერად და მშვენივრად მუშაობს. ეს ჩემი რჩევა ვინც აკეთებთ და ვისაც გაგიკეთებიათ დადეთ სურათები.

Posted by: _AnT_ 17 Aug 2011, 12:27
ხალხნო ასეთი კითხვა მაქვს,
მაქსიმალური წარმადობისათვის, რამდენ გრადუსიანი დახრა უნდა ჰქონდეს ფრთებს ?
რა მეტალია რეკომენდირებული ფრთისთვის ?

Posted by: Berlioz 17 Aug 2011, 12:38
QUOTE (exploit @ 2 Aug 2011, 16:25 )
QUOTE
რამდენი წლის გარანტიაა ეგაა საინტერესო...

ნამდვილად საინტერესოა

სახლს ვაშენებ და ჯერ ელ. ენერგია არაა მიყვანილი
300$ ში თუ ჩავეტიე მშვენიერი კომერციული სვლა იქნება

ეს.. ქარი დაბარებულივით მოვა ხოლმე როცა დაგჭირდება თუ რაიმე სხვა შელოცვა იცი? smile.gif
მინიმუმ 4-5 მ/წმ-ია საჭირო..

Posted by: exploit 17 Aug 2011, 14:58
Berlioz
ქარიანი ადგილია smile.gif







........

Posted by: ZAZAi 17 Aug 2011, 16:02
QUOTE
ფრთებად შეიძლება ველოსიპედის ბორბლის გამოენება. სპიცებს შორის დაახვევ რამეს ცერად და მშვენივრად მუშაობს. ეს ჩემი რჩევა ვინც აკეთებთ და ვისაც გაგიკეთებიათ დადეთ სურათები.

საინტერესო იდეაა

Posted by: Berlioz 17 Aug 2011, 18:24
http://www.amazon.com/gp/aw/d/B004WMD5MW/ref=mp_s_a_2?qid=1313590455&sr=8-2

350$ 300ვატი ალტერნატორით და დ..პ..ბით
მარა ჩამოტანა განბაჟებით ბევრი გამოვა


Posted by: ZAZAi 18 Aug 2011, 19:35
რატომ უნდა ჩამოიტანო, როცა აქ გააკეთებ უკეთესს და უფრო იაფად

Posted by: Onise_ok 25 Aug 2011, 14:36
მეც მინდა წლის გენერატორის აწყობა მაგრამ ცოტა არ იყოს მეშინია . დენთან ცხოვრებაში კავშირ ი არ მქონია . 13 წლის ვარ წელს დავიწყე ფიზიკა user.gif

ისე 2 ნაშრომი მაქვს ტივი (ბოთლები არ მაქვს საკმარისი) და ფანტანი (ბენდუქიძის კლიზმა )

Posted by: masuris 27 Aug 2011, 23:50
_AnT_

QUOTE
ხალხნო ასეთი კითხვა მაქვს,
მაქსიმალური წარმადობისათვის, რამდენ გრადუსიანი დახრა უნდა ჰქონდეს ფრთებს ?
რა მეტალია რეკომენდირებული ფრთისთვის ?


http://www.google.ru/search?hl=ru&q=Wind+Generator&um=1&ie=UTF-8&tbm=isch&source=og&sa=N&tab=wi&biw=1102&bih=756


ისე მთავარია ქარი იყოს და აი რეებით ამუშავებენ gigi.gif

user posted image

Posted by: marisaxo 28 Aug 2011, 10:32
ადრეც ვიკითხე და არავინ მიპასუხა რა..

კოჭებს რა პრინციპით აერტებთ??? მიმდევრობით?პარალერნად? რანაირად?

ვთქვათ ვაპირებ 6 მაგნიტით 6 კოჭით

Posted by: ZAZAi 28 Aug 2011, 12:14
marisaxoეგ დამოკიდებულია გენერატორის კონსტრუქციაზე და იმაზე, თუ რა სახის დენის მიღება გინდა. სამფაზა, ცალფაზა, ცვლადი თუ მუდმივი.
პრინციპში, ალბად მუდმივი, იმიტომ რომ ყველა ვარიანტში დაგჭირდება აკუმულატორის დატენვა,ხოლო შემდეგ აკუმულატორის დენს გარდამქმნელით გარდაქმნი როგორც გინდა.
მუდმივი დენის მისაღებად ყველა კოჭა დიოდების საშუალებით უნდა შეაერთო. იმისდა მიხედვით თუ რა ძაბვის მიღება გინდა, სხვადასხვა შეერთების სქემებია. ნახაზზე მოცემულია ყველაზე გავრცელებული პარალელური შეერთების სქემა

Posted by: pmpn 28 Aug 2011, 16:47
რენტაბელობის დათვლაში თბილისის ტარიფის გამოყენება არ შეიძლება - თუ სახლი ქალაქგარეთაა ...
ჩვეულებრივ კარგ რეჟიმში გენერატორი იმუშავებს მაქსიმუმის 70%-ზე.
ზედმეტი ქარი და ტურბულენტობა აზიანებს გენერატორს - ზოგჯერ ბლოკირებასაც კი აკეთებენ ქარიშხლების დროს რომ დაიცვან.

რაც მთავარია - იაფი გენერატორების შემთხვევაში არასასიამოვნო ფაქტორია აკუსტიკური დაჭუჭყიანება - განსაკუთრებით თუკი პატარა ბავშვები გყავთ სახლში.

Posted by: ZAZAi 29 Aug 2011, 13:28
QUOTE
რაც მთავარია - იაფი გენერატორების შემთხვევაში არასასიამოვნო ფაქტორია აკუსტიკური დაჭუჭყიანება - განსაკუთრებით თუკი პატარა ბავშვები გყავთ სახლში.
ამიტომ უნდა გაკეთდეს არჩევანი დაბალბრუნვიან ვერტიკალურფრთებიან ვარიანტზე

http://www.youtube.com/watch?v=KnE_aVFxJQE&feature=list_related&playnext=1&list=SPAC95E9DEF50830E7

ხმაურობს არა ფრთები, არამედ უხარისხო საკისრები smile.gif
ასეთი გენერეტორის მინიმოდელს აუცილებლად გავაკეთებ პლასტიკური ბოთლებისგან

აი კიდევ მარტივი და ეფექტური ვარიანტი
http://www.youtube.com/watch?v=sERgYkkOp-8

და ფრთების ორიგინალური კონსტრუქცია

Posted by: ZAZAi 30 Aug 2011, 15:14
იქ, სადაც სუსტი ქარია http://www.youtube.com/watch?v=4vSD8z4fzNg&feature=player_embedded

Posted by: pmpn 30 Aug 2011, 18:36
საკისრების რა გითხრა და ყველაზე მავნებელი დაბალსიხშიროვანი ბგერაა, აეროდინამიურად გენერირებული ...

Posted by: ZAZAi 3 Sep 2011, 00:30
მე ავაწყე ახლახანს ქარის პატარა გენერატორი პლასტიკური ბოთლებისგან და ველოსიპედის დინამოსგან. მობილურს ტენის თუ ქარია smile.gif

Posted by: marisaxo 3 Sep 2011, 00:57
ZAZAi
სურატები და დე რა ზაან მაინტერესებს.....

კიმაგრამ ველოს დინამო საკმაოდ ძნელი დასატრიალებელია და ბლასტიკური ბოთლების ფრთა როგორ ერევაა?

Posted by: ZAZAi 3 Sep 2011, 01:25
დინამოს გააჩნია. არსებობს დინამო ნეოდიმის მაგნიტებზე და კოჭებზე გულარის გარეშე. პლასტიკური ბოთლები დიდი ზომისაა

Posted by: marisaxo 3 Sep 2011, 02:46
ZAZAi
აა მე მეგონა 2 ლიტრიანი პივის ბოთლებითbiggrin.gif:D

მე მაქვს საკაიფო 4 -5 ვოლტიანი მატორი მაგნიტზე და ბევრი კბილანით პატარა დატრიალებით 3 ვოლტს გამოყობს დაახლოებით და 300 მილიამპერს...მაგრამ ამ დატვირთვაზე დატრიალება ძნელდება... მე ეგ მაინტერესებს...დატვირთვის გარეშე კი იტრიალებს ნიავზეც კი....

Posted by: levancho_kanada 3 Sep 2011, 02:48
ეს მეც უნდა ავაწყო დიდიღომში ქარი თუ არა ნიავი მაინცაა biggrin.gif:D:D:D:D

Posted by: ZAZAi 3 Sep 2011, 11:04
marisaxo
2 ლიტრიანი პივის ბოთლები დაატრიალებს კომპიუტერის სიდი-დივიდი დრაივის პატარა ელექტროძრავს. ის ასე 3-5 ვოლტს მოგცემს. http://www.youtube.com/watch?v=u7uUh8Fq9Kg&feature=related
ყველაზე კარგი ვარიანტია თუ იშოვით ველოსიპედის ბორბალს, რომლის ღერძში დინამოა ჩამონტაჟებული. ბორბალის სპიცებზე სკოჩს დაახვევთ, ისე, რომ პროპელერი გამოვიდეს და ქარის გენერატორი მზადაა აი ასე
http://www.youtube.com/watch?v=ITXqFe_aG1I

Posted by: marisaxo 3 Sep 2011, 11:16
ZAZAi
ხოო მაგარია..იდეაც კაია...smile.gif იშოვება ეგეთები? ვიდეოზე რაც ცანს საკმაოდ წვრილია ის ღერძი და არ მგონია შიგ დინამო იყოს....

არადა მაგარ ადგილზე ვარ რა...თემქაზე და დიღმიდან მომავალი ვეჩნი ქარი უბერავს....

Posted by: ZAZAi 3 Sep 2011, 11:28
ვიდეოზე რაცაა, იქ არაა დინამო ღერძში. იქ მხოლოდ პრინციპია ნაჩვენები

Posted by: levancho_kanada 3 Sep 2011, 13:38
აქ სადმე იყიდება პირდაპირ აწყობილი ქარის გენერატორები? ესე ერთი ორი ნათურა რო ამინთოს და კომპიუტერს რო ეყოს? ეგეთი მინდა

Posted by: marisaxo 3 Sep 2011, 14:15
levancho_kanada
მუღამი რომ აწყობასაქვს...............smile.gif

Posted by: levancho_kanada 3 Sep 2011, 15:37
marisaxo
კი აქ აწყობას მუგამი მაგრამ აი მაგალიუთად რეები მინდა რო ავაწყო დიდიღომში სულ ქარია ქარი თუ არა ნიავია და აქ გამოამდგება და რო ავაწყობ მაგალითად როგორ იმუშავებს და ასე შემდეგ თუ ამიხსნით დიდად მადლობელი დაგჩებით

Posted by: ZAZAi 4 Sep 2011, 02:14
levancho_kanada სანამ ქარის გენერატორს ააწყობდე, აკუმულატორი და უპიესი მოიმარაგე

Posted by: dragendo 6 Sep 2011, 00:43

სად მე არის თბილისში მაღაზია მხოლოდ გენერატირები რომ იყიდებოდეს?

Posted by: Onise_ok 6 Sep 2011, 14:04
dragendo
სარაჯიშვილის მეტროს მოპირდაპირე მხარეს . გზის აქეთ ანუ .

მზის და ქარის გენერატორები არის .

Posted by: the undertaker 6 Sep 2011, 14:18
QUOTE
სარაჯიშვილის მეტროს მოპირდაპირე მხარეს . გზის აქეთ ანუ .

გადავიდნენ მანდედან დიდი ხანია.

Posted by: Onise_ok 6 Sep 2011, 17:26
the undertaker
რა დიდი ხანია გუშინ წინ ცურვიდან რო მოვდიოდი დავინახე და . მაშინ შენობასაც გადაიტანდნენ . ნიავიიყო და ტრიალებდა ის გენერატორი

Posted by: the undertaker 6 Sep 2011, 17:29
Onise_ok
მე სადღაც 2 თვის წინ ვიყავი და მითხრეს რო აქ აღარ არიან გადავიდნენო და ტელეფონებიც ჩამაწერინა.რავი ხშირად მიწევს ხოლმე მანდეთ გავლა და სუ დაკეტილია.გენერატორიც დგას და მზის კოლექტორიც მარა არ არიან და მორჩა.

Posted by: Onise_ok 6 Sep 2011, 18:15
the undertaker
QUOTE
გენერატორიც დგას და მზის კოლექტორიც მარა არ არიან და მორჩა.

ესე გეთქვა შე კაი კაცო : )
* * *
ეს არ წავა ?

http://www.youtube.com/watch?v=cykp2JGZv28&feature=related

Posted by: ZAZAi 9 Sep 2011, 23:40
Onise_ok
მე ასე მგონია, ეგ ჰაერის აღმავალ დინებაზე მუშაობს
აი ძალიან კარგი ვიდეო
http://www.youtube.com/watch?v=EyMTr22dHN0&NR=1&feature=fvwp

Posted by: marisaxo 21 Sep 2011, 19:23
ექსპრონტად დავიწყემინის აწყობა და მალე განახებთsmile.gif

Posted by: kakob 22 Sep 2011, 16:26
გამარჯობათ კეთილი იყოს ჩემი მაუს კალავიატურა ამ ფორუმზე
აქ აწყობენ ქრის გენერატორებს საინტერესო ფორუმია. ფრთების გამოთვლა, რისგან ჭრიან,ძრავების გადაკეტება, რა ძრავისგან გამოდის და ასე შემდეგ.........

http://snim.flybb.ru/

Posted by: ZAZAi 22 Sep 2011, 22:06
kakob
მადლობა, კარგი საიტია

Posted by: marisaxo 23 Sep 2011, 13:08
ცოტა გავიჭედე....კოჭა მაგნიტთან რამდენად ახლოს უნდა იყოს?უნდა ხახუნობდეს?(ეგრე ხომგაცვდება)

Posted by: ZAZAi 23 Sep 2011, 17:18
marisaxoარ უნდა ხახუნობდეს, მაგრამ რაც შეიძლება ახლოს უნდა იყოს

Posted by: temart 3 Oct 2011, 22:35
ZAZAi
QUOTE
ყველაზე კარგი ვარიანტია თუ იშოვით ველოსიპედის ბორბალს, რომლის ღერძში დინამოა ჩამონტაჟებული. ბორბალის სპიცებზე სკოჩს დაახვევთ, ისე, რომ პროპელერი გამოვიდეს და ქარის გენერატორი მზადაა აი ასე

ამ ვარიანტის მთლიანი კომპლექტი, აივანზე დამონტაჟებით რა დაჯდება და რას ამუშავებს?
ერთი იდეა გამიჩნდა,სავენტილაციო არხში ჰორიზონტალურ მდგომარეობაში ქარის გენერატორი ჩავამაგრო, რომელიც თბილი ჰაერის გაწოვით იმუშავებს,რას იტყვი? chest.gif

Posted by: kakob 4 Oct 2011, 14:49

პირდაპირ ვერცერთი გენერატორი და მზის ბატარეა ვერაფერს ვერ ამუშავებს მუდმივად ხან ქარი არ არის ხან მზე . ამიტომ აკუმლიატორებია საჭირო იტენება აკუმლიატორები და შემდეგ მის მიერ დაგროვებულ ენერგიას ვხარჯავთ .

Posted by: ZAZAi 4 Oct 2011, 14:54
QUOTE
პირდაპირ ვერცერთი გენერატორი და მზის ბატარეა ვერაფერს ვერ ამუშავებს მუდმივად ხან ქარი არ არის ხან მზე . ამიტომ აკუმლიატორებია საჭირო იტენება აკუმლიატორები და შემდეგ მის მიერ დაგროვებულ ენერგიას ვხარჯავთ .
აკუმულატორს კი ჭირდება კარგი ელექტრონიკა, რომ ოპტიმალური დენით დატენოს და მისი დენი საჭირო ფორმაში გარდაქმნას. მაგალითად 220ვ 50ჰც სინუსოიდა. ასე რომ მხოლოდ პროპელერით და დინამოთი იოლას ვერ გავალთ

Posted by: kakob 4 Oct 2011, 15:23
სინუსოიდა ძაან ძვირი სიამოვნებაა. მოკლედ ყველაფერი უნდა დავითვალოთ მომხმარებლიდან. მომხმარებელი - გარდამქმნელი (დაგვჭირდება თუ არა სინუსოიდა)- აკუმლიატორები- რეგულიატორი- და ბოლოს ბატარეა ან გენერატორი.

Posted by: temart 6 Oct 2011, 22:12
kakob
QUOTE
სინუსოიდა ძაან ძვირი სიამოვნებაა. მოკლედ ყველაფერი უნდა დავითვალოთ მომხმარებლიდან. მომხმარებელი - გარდამქმნელი (დაგვჭირდება თუ არა სინუსოიდა)- აკუმლიატორები- რეგულიატორი- და ბოლოს ბატარეა ან გენერატორი.

და ჯამში ველოსიპედის ბორბალის ქარის გენერატორი რა დაჯდება ?

Posted by: ZAZAi 9 Oct 2011, 12:13
QUOTE
და ჯამში ველოსიპედის ბორბალის ქარის გენერატორი რა დაჯდება ?

temart, რომ იყიდო თუ რომ გააკეთო?

Posted by: kakob 10 Oct 2011, 10:06
ველოსიპედის ბორბლით ბევრს ვერაფერს მიიღებ თუ შენ თვითონ გინდა ააწყო პატარა გენერატორი აგერ გამზადებული რეცეპტი

http://www.rlocman.ru/shem/schematics.html?di=61075
გადაიკითხე 5 გვერდია ინგლისურად და რუსულადაც არის. მთავარია ძრავი იშოვნო შესაბამისი რაც ყველაზე რთულია.
მაგრამ გასათვალისწინებელია ის რომ ეს ძრავები გათვლილი არ არის გენერაციის რეჟიმში მუდმივ მუშაობაზე და რამდენი ხანი იმუშავებს არ ვიცით.
ბოლო გვერდზე ანგარიშიც აქვს თუ რა დაუგჯდა ეს ყველაფერი.

Posted by: asphurcela 10 Oct 2011, 11:21
temart
QUOTE
და ჯამში ველოსიპედის ბორბალის ქარის გენერატორი რა დაჯდება ?

ჯამში და თეფშში რა დაჯდება დამოკიდებულია შენს ფანტაზიაზე.
შეიძლება ველოსიპედის გადაგდებული ბორბალი აიღო და შეგიძლია მაღაზიაში იყიდო ცალკე.
თუ ჩხირკედელა ხარ და წარმოსახვის კარგი უნარი გაქვს, შეგიძლია ხარჯები მინიმუმადე დაიყვანო.
თუ 10სმ -იანი მავთულის საყიდლადაც ბაზრობაზე/მაღაზიაში გაიქცევი - ჩემი რჩევა იქნება საერთოდ არ მოკიდო ხელი ეგეთ საქმეებს smile.gif

რაც შეეხება ველოს ბორბალს: მისი დიამეტრი მიახლოებით, ვთქვათ, არის 60 სმ. ვნახოთ რა ზიმძლავრის მოცემა შეუძლია.
ქარის სიმძლავრე P = 0.5*S*Ro*V^3 (S-ფთების მიერ შემოწერილი ფართობია, ანუ ის ფართობი რასაც ფრთები შემოწერენ ტრიალის დროს, Ro - ჰაერის სიმკვრივეა, V - ქარის სიჩქარე)
60 სმ დიამეტრის ბორბლის ფართობი იქნება 0.28 მ^2.
Ro = 1.23 კგ/მ^3 ზღვის დონეზე (რაც ზემოთ ადიხარ მით ნაკლებია)
საშუალოდ ქარის სიჩქარე არის ხოლმე 5 - 10 მ/წმ. ავიღოთ 5 მ/წმ
P1 = 0.5 * 0.28 * 1.23 * 125 = 21 ვატი;
თუ ავიღებთ 10 მ/წმ ქარის სიჩქარეს:
P2 = 0.5 * 0.28 * 1.23 * 1000 = 172.2 ვატი.
ეს არის ის მაქსიმალური სიმძლავრე რასაც ბორბალი იძლევა მოცემული სიჩქარის დროს.
აქ გასათვალისწინებელია მარგიქმედების კოეფიციენტი როგორც თვითონ ბორბლის ისევე გენერატორის. რაც ჯამში არის ხოლმე 0.6 -0.7
და საბოლოოდ P1 = 0.7 .* 21 = 14.7 ვატი;
P2 = 172 * 0.7 = 120 ვატი

რა შეიძლება ვამუშავოთ 120 ვატზე?
ალბათ ერთი 60 -70 ვატიანი იანი LCD ტელევიზორი + 30-40 ვატიანი ნათურა.
ან ერთი 100 ვატიანი ნათურა.
ან რამოდენიმე 20 ვატიანი დღიდ განათების ნათურა.

Posted by: ZAZAi 10 Oct 2011, 17:56
ინტერნეტში არის კონსტრუქციები, სადაც ველოსიპედის ბორბალს უყენია ფრთები, რომელიც ბორბლის დიამეტრზე მეტია.
რითია ველოსიპედის ბორბალი მოხერხებული? იმით, რომ უკვე აქვს ღერძი და საკისრები,ზედ ფრთების დამაგრებაც მოხერხებულია.
მაგრამ გამოდგება მხოლოდ ისეთი ბორბალი, რომელსაც ღერძში აქვს დინამო. ასეთები არსებობს. ევროპიდან ჩამოტანილ ველოსიპედებს აქვს ზოგიერთებს. მე გავსინჯე. პატარა სიჩქარითაც კი კაშკაშით ანთებს ჰალოგენის ნათურას

Posted by: asphurcela 10 Oct 2011, 18:08
ZAZAi
QUOTE
რითია ველოსიპედის ბორბალი მოხერხებული? იმით, რომ უკვე აქვს ღერძი და საკისრები,ზედ ფრთების დამაგრებაც მოხერხებულია.

მართალი ხარ. ხშირ შემთხვევაში "ახლიდან კი არ უნდა გამოვიგონოთ ველოსიპედი", არამედ უკვე გამზადებული უნდა მოვარგოთ ჩვენს საქმეს.
ამაშია ხელოვნება biggrin.gif

QUOTE
მაგრამ გამოდგება მხოლოდ ისეთი ბორბალი, რომელსაც ღერძში აქვს დინამო. ასეთები არსებობს. ევროპიდან ჩამოტანილ ველოსიპედებს აქვს ზოგიერთებს. მე გავსინჯე. პატარა სიჩქარითაც კი კაშკაშით ანთებს ჰალოგენის ნათურას

მე მყავს ეგეთი ველიკი. წინა ბორბლის ღერძში აქ ჩამონტაჟებული შიმანოს დინამო.
არის 6 ვოლტიანი და 3 ვატიანი, როცა ველოსიპედის სიჩქარე 10-15 კმ/სთ -ა.
რამოდენიმე წყვილი მაგნიტები აქ როტორზე. სტატორი (უძრავი) ხვიებია და ძალიან დაბალ ბრუნზეც იძლევა 4-5 ვოლტს.
მიახლოებით, წამში ერთი შემობრუნება (1 ჰერცი ბორბლის) სადღაც 3-4 ვოლტს იძლევა.
კარგი დინამოა, მაგრამ სამწუხაროდ მხოლოდ 3 ვატია. ნუ თუ ძაან დააბზრიალე, ჰა ჰა 12 ვოლტამდე ააქაჩვინო. მარა დენი აქ შეზღუდული ხვიების შიდა წინაღობის გამო. ამიტომ მაქსიმალური სიმძლავრე რაც შეიძლება გამოწურო იქნება ალბათ 4-5 ვატი.
ძაბვას გაზრდი ბრუნვის სიხშირით, მარა მაქსიმალურ დენს ვერ გაექცევი ვერსად (შიდა წინაღობას).

Posted by: exploit 10 Oct 2011, 19:48
QUOTE
ამიტომ აკუმლიატორებია საჭირო იტენება აკუმლიატორები და შემდეგ მის მიერ დაგროვებულ ენერგიას ვხარჯავთ .

აკუმულატორებზე მიდნა გკითხოთ
მაქვს ინვენტორი და დენის გათიშვის შემთხვევაში აკუმულატორიდან ავტომატურად იღებს დენს ზუსტად ისე როგორც UPS

მაგრამ 2 წლის შემდეგ აღარ ვარგა ეს აკუმულატორი
კაი აკუმულატორს ვერ მირჩევთ ინვენტორზე დიდხანს რომ იმუშავებს?

ინვენტორის შეკეთება სად შეიძლება იქნებ ეგეც იცოდეთ

Posted by: ZAZAi 10 Oct 2011, 21:17
exploit
(მაგ ასოს რომ იქნევ ავატარზე პროპელერივით, დინამო რომ მიუერთო, საინტერესოა რამდენ კილოვატ ენერგიას გამოიმუშავებს?) biggrin.gif
UPS ს აკუმულატორი შეგიძლია მოხსნა და დაუყენო მანქანის აკუმულატორი. ხოლო აკუმულატორს კლემებზე მიაერთო პარალელურად დამტენი ქარის გენერატორიდან. ქარის გენერატორი ქარის კაპრიზებზეა დამოკიდებული. ამიტომ აუცილებელია ელექტრონიკა. ანუ DC/DC იმპულსური ძაბვის ამამაღლებელ-სტაბილიზატორი 15 ვოლტს რომ იძლეოდეს და აგრეთვე იმპულსური დენის ძალის სტაბილიზატორი
QUOTE
მაგრამ 2 წლის შემდეგ აღარ ვარგა ეს აკუმულატორი
როცა აკუმულატორს კარგი ხარისხის დამტენით დატენი და ოპტიმალური დატვირთვებით ამუშავებ, 3-4 წელს გაატანს.საერთოდ, აკუმულატორის უფრო მნიშვნელოვანი პარამეტრია არა ასაკი, არამედ დამუხტვა-განმუხტვების რაოდენობა
არსებობს ლითიუმ-იონური აკუმულატორი, რომელსაც გარანტირებულად აქვს 5 წელი რესურსი

Posted by: temart 21 Oct 2011, 14:43
ZAZAi
QUOTE
რომ იყიდო თუ რომ გააკეთო?

გაკეთებაზე ვფიქრობ მარა ძალიან პრაფანი ვარ ამ საქმეში ,სად იყიდება?
biggrin.gif
asphurcela

QUOTE
რა შეიძლება ვამუშავოთ 120 ვატზე? ალბათ ერთი 60 -70 ვატიანი იანი LCD ტელევიზორი + 30-40 ვატიანი ნათურა. ან ერთი 100 ვატიანი ნათურა.

მადლობა ასეთი დეტალური პასუხისთვის , მაგრამ ფასსაც თუ მეტყვი მიახლოვებით ერთი კომპლექტის (ბორბალი,გენერატორო-მოტორი,აკუმლატორი,კონტროლორი),რომელიც 120 ვატს იძლევა.ძალიან დამავალებ.

-----------------------------------------
ერთი კითხვაც, ნებისმიერი ელექტრო მატორი გამოდგება გენერატორად?

Posted by: asphurcela 21 Oct 2011, 16:14
temart
QUOTE
ფასსაც თუ მეტყვი მიახლოვებით ერთი კომპლექტის (ბორბალი,გენერატორო-მოტორი,აკუმლატორი,კონტროლორი),რომელიც 120 ვატს იძლევა.ძალიან დამავალებ.

სამწუხაროდ არ ვიცი საქართველოში სად რა იყიდება და რა ფასებით. 4 წელია არ ვყოფილვარ საქართველოში.
ისევ ზაზაი-ს ეცოდინება მანდაური ფასები.

QUOTE
ერთი კითხვაც, ნებისმიერი ელექტრო მატორი გამოდგება გენერატორად?

კიც და არაც.
კი - იმ შემთხვევაში თუ იგულისხმება გადაკეთება.
კი - კიდევ იმიტომ კი, თუ ასინქრონულ ძრავს კონდენსატორებს მიუერთებ, გენერირებს, მაგრამ საშინლად დაბალი მარგიქმედების კოეფიციენტით.
კი - პირდაპირ იძლევა დენს პაწაწუნა მაგნიტიანი ძრავები. (ეენი გინდ გქონია გინდ არა)
არა - უმრავლესობა ძრავები არაფერს იძლევა გადაკეთების გარეშე. ან დამატებითი ჩარევის გარეშე.

ჩემი რჩევა იქნება, ვინაიდან არ გაქვს გამოცდილება ეგეთ საქმეში, ვფირობ მაგრად გაგიჭირდება შენით ამ ყველაფრის აწყობა.
ამიტომ ამაზონზე მოძებნე wind generator და თავის, ტურბინიან-ფრთებიან-დამტენ-კონტროლერიანად იყიდი.
ერთადერთი აკუმულატორი გექნება დასამატებელი. 300 ვატამდე სიმძლავრისები არ არიან დიდები და თუ ძალიან მოინდომებ აივანზეც დაამაგრებ, მითუმეტეს 100 ვატიანს.
ვთქვათ მაგალითის სახით ეს:
http://www.amazon.com/GudCraft-WG300-12-Volt-Generator-Controller/dp/B004WMD5MW/ref=sr_1_6?ie=UTF8&qid=1319198609&sr=8-6
მშვენივრად მოთავსდება აივანზე.

Posted by: temart 21 Oct 2011, 19:08
asphurcela
QUOTE
ვთქვათ მაგალითის სახით ეს: http://www.amazon.com/GudCraft-WG300-12-Vo...19198609&sr=8-6 მშვენივრად მოთავსდება აივანზე.

ამას კომპლექტში კონტროლიორი მოყვება?

Posted by: ZAZAi 22 Oct 2011, 00:20
temart ამას მოყვება დატენვის დენის სტაბილიზატორი. აკუმულატორი და ინვერტორი არა.

ხალხო, რარაც ყური მოვკარი, გეპეიში ჩამოიტანეს სხვადასხვა სახის გენერატორები და გამოფენა მოაწყესო. ხომ არ გაგიგიათ ამაზე რაიმე?

Posted by: RadioShack 22 Aug 2012, 18:28
QUOTE (lasha-9 @ 8 May 2011, 07:20 )
1 ვატი 1$

2 კილოვატამდე 1 ვატი 1.5$

1.5 კილოვატი უფრო ძვირი დაჯდება ვიდრე 2 კილოვატი?

Posted by: shuma89 3 Aug 2014, 12:31
ეს თემა სულ ჩაიძირა ხოო?

ისე მეც მომესურვა ასე 300-500 ვატი სიმძლავრით სიამოვნებით გავაკეთებდი სმგავს პროექტს.

კომპს და ერთ ნათUრას მაინც თუ გამიქაჩავდა სიამოვნებით დავტკბებოდი უფასო ენერგიით wink.gif


ქარის გენერატორები მაინტერესებს უფრო.

აი მსგავს რამეზე ვიფიქრე, ოღონდ ცოტა რთული მეჩვენება ტექნიკურად.

აბა შეედეთ ნახაზს ., . .

Posted by: ZAZAi 4 Aug 2014, 03:13
shuma89 ესაა ვერტიკალური ქარის გენერატორი. გამოირჩევა დაბალი ბრუნვათა რიცხვით და დაბალი ხმაურით. არაა დამოკიდებული ქარის მიმართულებაზე. კეთდება ადვილად. აიღე პლასმასის კასრი, გაჭერი შუაზე (სიგრძეზე) და დაამაგრე შესაბამისად ღერძზე.

Posted by: androabuladze 11 Aug 2014, 12:53


მზის და ქარის ენერგიის სისტემები რამდენი ხანი ძლებს?




Posted by: temart 18 Aug 2014, 19:18
dragendo
QUOTE
შენთვის ასეთი მარტივი მექნიზმის წავა

ძმურად იქნებ გამარკვიო , პირველ ვიდეოზე მაგნიტების განლაგებას, ცენტრიდან დაშორებას და რაოდენობას აქვს მნოშვნელობა გენერატორის სიმძლავრისთვის?

Posted by: temuri1987 19 Aug 2014, 22:13
გამარჯობათ ფორუმელებო ასევე სტუმრებო მინდა ავაწყო გენერატორი მაინტერესებს როგორმი მატორი დამჭირდება რომ გამოვიმუშაო 12V ან 24V
ფორუმზე ნახსენები უყო OKA_ს ძრავი თუ შეულია მას 12 ან 24 V გამომუშავება ?

Posted by: კატანკა 1 Mar 2015, 18:26
ისევ უშუქოდ ზიხართ?

Posted by: shuma89 6 Mar 2015, 00:57
აბა ბიჭებო 12-24 ვოლტი რო მივიღო დაახლოებით 500-600 ვატი
ეგეთი გენერატორი მინდა, საიდან შეიძლება დავიწყო ძებნა?

ანუ იმას ვგულისხმობ ოპტიმალური ვარიანტი რა შეიძლება იყოს? ფასი გამძლეობა მქკ და ა.შ

და კიდევ ერეთი კითხვა, მძლავრი იუპიესი თU გამოდგება დატენილი აკუდან დენის მისაღებად?

მაგალითად მაქვს 12 ვოლტიანი 24-იანი და მგონი სადღაც 36 იანი UPC მექნება კიდევ, ანუ 1 2 ან 3 აკუმულატორიანი. ეგ არ გამოდგება გარდამქმნელად? დამმუხტველად არ ვიძახი, მხოლოდ დაბალიდან 220-ის მისაღებად.

Posted by: SaIrMe 7 Mar 2015, 16:07
QUOTE
მაგალითად მაქვს 12 ვოლტიანი 24-იანი და მგონი სადღაც 36 იანი UPC მექნება კიდევ, ანუ 1 2 ან 3 აკუმულატორიანი. ეგ არ გამოდგება გარდამქმნელად? დამმუხტველად არ ვიძახი, მხოლოდ დაბალიდან 220-ის მისაღებად.

კი გამოდგება ტელევიზორისა და ნათურის ასანთებად. თუ ძრავის ჩართვა გინდ მაშინ უნდა ნახო ოსილოგრაფით სინუსოიდა თუ გამოდის. როგორც ვიცი რასაც კომპებზე ვხმარობთ უმეტესობიდან არ გამოდის.

Posted by: shuma89 7 Mar 2015, 19:25
QUOTE (SaIrMe @ 7 Mar 2015, 16:07 )
QUOTE
მაგალითად მაქვს 12 ვოლტიანი 24-იანი და მგონი სადღაც 36 იანი UPC მექნება კიდევ, ანუ 1 2 ან 3 აკუმულატორიანი. ეგ არ გამოდგება გარდამქმნელად? დამმუხტველად არ ვიძახი, მხოლოდ დაბალიდან 220-ის მისაღებად.

კი გამოდგება ტელევიზორისა და ნათურის ასანთებად. თუ ძრავის ჩართვა გინდ მაშინ უნდა ნახო ოსილოგრაფით სინუსოიდა თუ გამოდის. როგორც ვიცი რასაც კომპებზე ვხმარობთ უმეტესობიდან არ გამოდის.

არა ძრავი არ მინდა, დასაწყისისთვის მხოლოდ ტელევიზორი, ეკონომნათურა გრძელები როა ნეონებ რო ეძახიან თეთრი, ეგ და კამერები თავის ჩამწერით..

Posted by: SaIrMe 7 Mar 2015, 21:09
QUOTE
დასაწყისისთვის მხოლოდ ტელევიზორი, ეკონომნათურა გრძელები როა ნეონებ რო ეძახიან თეთრი, ეგ და კამერები თავის ჩამწერით

კი ჩაირთვება და კიდევ ეგენი თუ არ ვცდები 12ვოლტზეც ირთვება. ეს თემა სხვაგანაცაა და იქაც დავწერე, მარტო ქარის გენერატორი საქართველოსთვის არ არის მიზანშეწონილი, ეფექტურია მზის ბატარეასთან კომბინაციაში.

Posted by: shuma89 8 Mar 2015, 22:46
მაქვს 3 ჰექტრიანი ნაკვეთი, ახლა შენდება შენობა და ცხვარი მომყავს მოსაშენებლად იმერეთში, ქუთაისთან ახლოს, ბუნებრივი პირობები მიწყობს ხელს ძალიან, ისეთ ადგილზეა ჩემი ნაკვეთი რომ 500 მეტრი რადიუსში საერთოდ არ არის ხე smile.gif ამას დამატებული კილომეტრის რადიუსში აქაიქ არის ალვის ხეები, და საერთოდაც საიდანაც ქარი უბერავს ხოლმე იმხელა ფართობებია ირგვლივ, რომ ხეს ვერც დაინახავ, კანტიკუნტადაა. ქარი სულ არის, გუშინ იყო პირველი დღე 3 თვის განმავლობაში, რომ ქარი არ იყო, უბრალო ნიავი ყოველთვისაა, ზაფხულში როცა ძალიან ცხელა მაშინაც ფაქტიურად ქარი უბერავს, ოღონდ ცხელი ჰაერი biggrin.gif

მოკლედ ქარი თითქმის მუმდმივად მაქვს.


ვფიქრობ ორი ცალი ვერტიკალური ტურბინით გვაკეთო 600 ვატიანები, დასაწყისისთვის რათქმაუნდა ერთიც საკმარისი იქნება, ვნახავ ერთი რა გამოვა, გენერატორად მერსედესის დინამოს ვგეგმავ ჯერჯერობით, მერე ვნახოთ თუ განვვითარდები და შევცვლი სხვა სახის გნერატორით. 80-100 ამპერიანი დინამოა მერსედესის 12 - 14 ვოლტი.

Posted by: procesora 13 Mar 2015, 07:05
shuma89
QUOTE
მაქვს 3 ჰექტრიანი ნაკვეთი, ახლა შენდება შენობა და ცხვარი მომყავს მოსაშენებლად იმერეთში, ქუთაისთან ახლოს, ბუნებრივი პირობები მიწყობს ხელს ძალიან, ისეთ ადგილზეა ჩემი ნაკვეთი რომ 500 მეტრი რადიუსში საერთოდ არ არის ხე smile.gif ამას დამატებული კილომეტრის რადიუსში აქაიქ არის ალვის ხეები, და საერთოდაც საიდანაც ქარი უბერავს ხოლმე იმხელა ფართობებია ირგვლივ, რომ ხეს ვერც დაინახავ, კანტიკუნტადაა. ქარი სულ არის, გუშინ იყო პირველი დღე 3 თვის განმავლობაში, რომ ქარი არ იყო, უბრალო ნიავი ყოველთვისაა, ზაფხულში როცა ძალიან ცხელა მაშინაც ფაქტიურად ქარი უბერავს, ოღონდ ცხელი ჰაერი biggrin.gif

მოკლედ ქარი თითქმის მუმდმივად მაქვს.


ვფიქრობ ორი ცალი ვერტიკალური ტურბინით გვაკეთო 600 ვატიანები, დასაწყისისთვის რათქმაუნდა ერთიც საკმარისი იქნება, ვნახავ ერთი რა გამოვა, გენერატორად მერსედესის დინამოს ვგეგმავ ჯერჯერობით, მერე ვნახოთ თუ განვვითარდები და შევცვლი სხვა სახის გნერატორით. 80-100 ამპერიანი დინამოა მერსედესის 12 - 14 ვოლტი.

იმენა მერსედესის დინამო არ დამიშლია და შესაბამისად არ ვიცი აქვს თუ არა შიგ მუდმივი ნეოდიუმის მაგნიტები... მეორეც კიდე მანქანის დინამოს დიდი აბაროტები უნდა რომ შესაბამისად მოგცეს ნორმალური ძაბვა... და არამგონია მანდ შენს ნაკვეთში ქარის სიჩქარე ძაან დიდი იყოს, მესამეც ცოტა რედუქტორის სახით შესაზლებელია აბაროტები შიგნით მბრუნავ იაკორს გაუზარდო მაგრამ მაგ სემთხვევაში მბრუნავი ფრთები უფრო დიდი უნდა რადგან დატვირთვა ემატება ..... ეს ყველაფერი უნდა გაითვალისწინო და ტყვილა ზეპირად ექსპერიმენტები არ უნდა ატარო...
ქარის გენერატორად ბევრად უკეტესია ისეტი გენერატორი რომელიც ზაან დაბალ ბრუნზეც კი ნორმალურ ძაბვას და სიმზლავრეს მოგცემს პირდაპირ იაკორის ბრუნვისას, ასეთები არის მაგრამ ფასიც შესაბამისი აქვს..
გენერატორი პრობლემა არ არის ბოლო-ბოლო გამზადებულს იყიდი ან გადააკეთებ რამეს ტუ გესმის ჩხილკელდაობა ამ საქმესი... მთავარი მაინც ფრთებია და მისი კონსტრუქცია...რათა მარგი ქმედების კოეფიციენტი მაქსიმუმად მიიღო ქარისგან...
გაიტვალისწინე ყველა ნიუანსი... wink.gif

Posted by: asphurcela 13 Mar 2015, 12:40
shuma89
დინამო მართლაც არ გამოგადგება, როგორც გითხრეს უკვე.
მეეჭვება რომელიმე მანქანის დინამოში მუდმივი მაგნიტები იყოს. რაც მინახავს ყველა დენით აქვს მაგნიტური ველის შექმნის მექანიზმი.
ამდენად, დინამო რომ "ამოქოქო" დიდი ბრუნი ჭირდება და თუ აკუმულატორი დამჯდარია და ვერ მიაწვდის აგზნებისთვის საკმარის დენს, არ დაიწყებს გენერირებას.
ქარის გენერატორებისთვის ზედგამოჭრილია ნეოდიუმის მაგნიტებზე აწყობილი გენერატორი, რადგან მცირე ბრუნვაზეც იძლევა ყოველგვარი წინასწარი აგზნების გარეშე ელ-ენერგიას.
2 ვარიანტი გაქვს:
1) იყიდო უკვე გამზადებული ქარის გენერატორი.
2) იშოვო (იყიდო) ნეოდიუმის მაგნიტები და შენ თვითონ ააწყო. ძნელია მაგრამ ინტერნეტში სტეპ-ბაი-სტებ ტუტორიალები ყრია კილო აბაზად კი არადა და უფასოდ.

პირველი, რითიც უნდა დაიწყო რის მცირე თეორია ქარის გენერატორებში.
ტურბინის სიმძლავრე გამოითვლება ფორმულით:
P = 0.5 * Cp * Ro * A * V^3
სადაც Ro = 1.2 kg/m^3 ჰაერის სიმკვრივეა
A - ფრთის წვერის მიერ შემოწერილი წრის ფართობი
V - ქარის სიჩქარე
Cp - ეგრეთწოდებული სიმძლავრის კოეფიციენტი. ხანდახან ტურბინის ეფექტურობას უწოდებენ და ქარხნულ ვარიანტებშიც კი ეს 0.35-0.45 ფარგლებში მერყეობს.
შესაბამისად კუსტარულად ამ მნიშვნელს ვერ მიიღებ და გექნება უკეთეს შემთხვევაში 0.3.

მერე კიდევ არის ბევრი ნიუანსი, მაგალითად ფრთის წვერის და ქარის სიჩქარის თანაფარდობის კოეფიციენთი, რომელიც დიდ როლს თამაშობს ეფექტურობის გასაზრდელად. Cp დიდად არის დამოკიდებული ამ წვერი/სიჩქარის თანაფარდობაზე და აქვს მაქსიმუმი Cp -ს როცა ხსენებული თანაფარდობა 10-ის მახლობლადაა.
ქვევით და ზევით Cp - მაგრად ეცემა ძირს.
ფრთის წვერის სიჩქარესათან თანაფარდობის კოეფიციენტი არინიშნება ლამბდა ასოთი (ლიტერატურაში) და უდრის:
Lambda = 2*pi*niu*R / V
სადაც niu - ფთის ბრუნსვის სიხშირეა (ბრუნი/წამში)
R - ფრთის რადიუსი. ანუ ცენტრიდან წვერამდე მანძილი (იგივე ერთი ცალი ფრთის სიგრძე)
V - ქარის სიჩქარე.
მაშასადამე კარგ კონსტრუქციად ითვლება ტურბინა, თუ მისი ლამდა 10-ის მახლობლადაა (8 დან 12 მდე)
ამ დროს Cp მაქსიმალურად კარგია და ახლოსაა 0.4 - 0.45 თან.

ეს მცირე თეორიული შესავალი.
ამას მერე რაც ტურბინას მოიყვან შენს ჭკუაზე, მერე მოდის ელექტრული მხარე. გენერატორი, შენახვა (აკუმულატორი), გარდაქმნა AC-ში ან პირდაპირ DC ძაბვის მოხმარება. ესენი ცალკე განსახილველებია.

ერთი სიტყვით საინტერესო პროექტია და მთლად ბრმად გაკეთება არ შეიძლება, რადგან რაღაცას მიიღებ, მაგრამ უკეთესის მიღება იქნებოდა შესაძლებელი, როცა ნიუანსებში ხარ გარკვეული.

Posted by: shuma89 15 Mar 2015, 23:25
კარგია გათვლები, როცა ბევრი ხ3ლსაწყო გაქვს, მათი მოხმარება იცი და შესაბამისი ცოდნაც გაქვს, მე გეგმაში მაქვს 5 ცალი ფრთა, თითოს ზომები, 3 მ სიგრძე, 1.15 -1.25 სიგანე, ვერტიკალური ტურბინა. სავარაუდოდ შეიკვრება 2.8 მეტრის დიამეტრის წრეწირი ზევით და ქვევით, მათზე დამაგრდ3ბა ზემოთხსენებული ფრთები. ამ წრეწირის ძირზე დამონტაჟდება დაახლოებით 1 მეტრის დიამეტრის ეგრეთწოდებული სარემნე, ამის შოვნა მიჭირს ძალიან, ცეპი შეიძლება მოვიფიქრო, ცეპისათვის კბილანა უფრო ადვილი მოსაძიებელი მფონია,, მოკლედ რომელსაც ვიშოვი იმით გავაკეთებ, დაცენტვრა იქნება მთავარი საქმე, ვნახოთ რა ფამოვა. ფრთა იშეიძლ3ბა ერთი მოვაკლო, არ ვიცი ჯერ, ძალიან სწრაფი ქარია ჩემთან, და ვფიქრობ, რომ ნაკლები რაოდენობის გრთა ჯობია.

დღეს 3მ 0.8 მ ზომების ჟეშტს ორი კაცი ვერ ვიჭერდით, არ მეგონა ასე თუ იქნებოდა, არადა სულ ასეთი ქარია აქ.

ამხელა ძალა თუ ქონდა არ მეგონა ნამდვილად, ყოჩაღ ბუნება biggrin.gif

Posted by: IUNGER 16 Mar 2015, 02:07
shuma89
მე არ გირჩევდი ღვედურ გადაცემას(რემენს) მაგას ჯობია დაბალრუნიანი გენერტორი ააწყო და პირდაპირ დასვა ფრთებზე. როგორც მითხრეს სამსუნგის რომელიღაც სარეცხ მანქანას აქვს მაგისთვის გამოსადეგი ძრავი. ანუ ადვილად გადაკეთდება დაბალბრუნიან გენერატორად.


Posted by: shuma89 16 Mar 2015, 08:56
IUNGER
კბილანა ცეფი გამოდგება?
. . . . .

Posted by: zumbito 17 Mar 2015, 01:47
რა მაგის პასუხია და იტალიაში მაქვს ნანახი. ბარიდან ნაპოლისკენ რო მიდიხარ ტრასაზე ტყეა ქარის გენერატორების. ასობით დგას.
ვაბშე რა ჯდება ერთი დიდი ეგეთი ქარის გენერატორი და რა სიმძლავრეს იძლევა?
ან ჩვენში არ შეიძლება ეგეთების დაყენება?

Posted by: asphurcela 23 Mar 2015, 11:35
QUOTE
ან ჩვენში არ შეიძლება ეგეთების დაყენება?

როგორ არ შეიძLება, მარა ვინაა პატრონი?
დიდი დიღომი და ნუცუბიძე მიაქვს ქარს..
მარა მერე უსახური ბაითები სადღა ჩადგან ბობოლა ძიებმა? ვინმეს აინტერესებს ენერგოეფექტური მწვანე ელექტროობა?
ოდესმე გვექნება, მაგრამ ჯერ არა. ერთმანეთის დაჭმა და ხალხის ნერვებზე თამაში აქვთ დასამთავრებელი.
ლისის ტბის გასწვრივ ქარის გენერატორებისთვის მისწრება ქედებია უპატრონოდ. რამდენჯერაც პაპანაქება ზაფხულში სასეირნოდ გავსულვარ, სულ ქარია.
დახეტიალობს უგზოუკვლოდ მიტოვებული ცხვარივით ეს შენი ქარი და ბღავის საცოდავად.

Posted by: IUNGER 24 Mar 2015, 13:07

asphurcela
ხომ არ იცით სახლის სახურავზე თუ შეიძლება მცირე ზომის ქარის გენერატორის დადგმა? მაგალითად 9 სართულიანი კორპუსის სახურავზე?shuma89
QUOTE
IUNGER
კბილანა ცეფი გამოდგება?

მე საერთოდ არ გირჩევ გადაცემის გამოყენებას. თუ მაინცდამაინც, ალბათ აჯობებს მულტიპლიკატორი გამოიყენო. დახურული და ზეთიანი, რომ ხახუნზე დანაკარგები შეამცირო მაქსიმალურად.

Posted by: asphurcela 24 Mar 2015, 13:20
QUOTE
ხომ არ იცით სახლის სახურავზე თუ შეიძლება მცირე ზომის ქარის გენერატორის დადგმა?

გააჩნია სამეზობლოს.
ზოგი ისეთ შარს მოგდებს, წყალი ჩამომივიდაო, რო დიდ შარში გაყოფ თავს.
დამოკიდებულია სამეზობლოზე.
ასევე შეიძლება მერიაში გიჩივლოს ვინმემ და მერე მერიამ ცალკე გააჩმახოს.

ჩემთან ისეთი მეზობლები ცხოვრობენ ბოლო სართულზე, რო მტრისას. ანტენაზე რო ავსულვარ ან ვინმე ასულა, აუტეხიათ ერთი ამბავი, ტოლია გადაფარებული და ფეხით გავრა არ შეიძლება, ამტვრევსო და მერე წყალი ჩამოვაო და მოკლედ რა... შარია.

Posted by: shuma89 24 Mar 2015, 23:59
IUNGER
QUOTE
მულტიპლიკატორი


Eგ რა არის? Iქნებ ამიხსნა, გარდაუვალია მემგონი რედუქრორი.

Posted by: shuma89 27 Mar 2015, 23:36
ნეტა ველოსიპეტის ცეფი თუ გამომადგება და მაგის კბილანები.
ოღონდ დიდი კბილანა მინდა იგივე ცეფი რო მოერგოს. დაახლოებით წინა ყველაზე დიდი სიჩქარის კბილანაზე 2-ჯერ დიდი ზომის smile.gif

Posted by: zumbito 6 Apr 2015, 02:48
asphurcela
თან ლამაზიცაა
ტრიალებენ თავისთვის
მწვანე ენერგიის გარდა, ქვეყნის იმიჯსაც "გამოიმუშავებენ".

ამსტერდამის შესასვლელში ვნახე ძველი ქარის წისქვილი და ახალი ქარის გენერატორი მეზობლად დგანან დემონსტრაციისთვის. ფოტოც გადავუღე, სადღაც მაქვს და დავდებ მერე.

Posted by: zumbito 6 Apr 2015, 13:31
ესეც ფოტო

პრინციპში, საქართველოში გასაკვირი რაა, როცა ჩეხეთში, სლოვაკეთსა და უნგრეთში ერთი ქარის გენერატორიც არ მინახავს.

Posted by: rugbyArmazi 12 Apr 2015, 20:27
QUOTE
როგორ არ შეიძLება, მარა ვინაა პატრონი?
დიდი დიღომი და ნუცუბიძე მიაქვს ქარს..

ხო მაგრამ ამბობენ ქარის გენერატორები ფრინველების გადადგირების მიგრაციას უშლისო ხელს და გამართლებულია ისეთ ადგილებში დადგმა სადაც არც მოსახლეა და არც ახლო-მახლო ტყის მასივი ... უნდა ნახო მოტიტვლებული ადგილები და მოსახლეობიდანაც მოშორებული.... პრინციპში ასეთი ადგილების გამონახვაც შეიძლება .... მაგრამ გაჭირვებული კაცი რომ იტყვის პატრონი არა გვყავსო.... მასეა საქმე..

Posted by: procesora 14 Apr 2015, 02:04
პირველ რიგში ქარის გენერატორი ისეთი უნდა შეარჩიო რომ იყოს დაბალ აბაროტიანი ან მაღალ ძაბვიანი რათა დაბალ აბაროტზე მაინც მოგცეს სასურველი ძაბვა მაგრამ ამ შემთხვევაში კარგავ სიმძლავრეს....მოკლედ ყველა ვარიანტში თუ დაითრევ ისეთ გენერატორს რომელიც დაბალ აბაროტიანია და მაღალ ძაბვასაც იძლევა მაშინ გამოდის იდიალური ვარიანტი რომ დაბალ ბრუნზეც მიიღო სასურველი ძაბვა, რათქმაუნდა მერე ყველა ვარიანტში დაგჭირდება ძაბვის სტაბილიზატორის დაყენება თორემ ძაბვა ძაან ითამაშებს იმისდა მიხედვით რა სიჩქარის ქარი იქნება, ამ შემთხვევაშიც ძნელია და რთულია სტაბილიზატორის მორგებაც, ყველა ვარიანტში ჯობია სტაბილიზაციის მაგივრად მიუყენო დასამუხტი მოწყობილობა რომელის იქნება გათვლილი ასეთი ცვალებადი ძაბვაზე რათა ნორმალურად მისცეს დამუხტვა აკუმულიატორებს, და მერე ინვერტორი... მოკლედ არ არის ასე ადვილი თუ რათქმაუნდა გინდა ნორმალურად და სტაბილურად მიიღო ელექტრო ენერგია ქარისგან, ამა ქარის სიჩქარე ერთი და იგივე რომ იყოს მაშინ ბევრად ადვილი გამოვიდოდა სისტემა მაგრამ სხვადასხვა სიჩქარეზე შეხამება და სქემის ორგება ცოტა რთულია მაგრამ არა უსაშველო... wink.gif უნდა აიღო საშუალო დელტა სიჩქარე რომლის ფარგლებშიც იცვლება ხოლმე ქარის სიჩქარე მოცემულ ადილას და შესაბამისად უნდა შეუხამო მთელი სისტემა იმ ადგილს....
რა შეეხება ცეფს და კბილანურ გადაცემებს, რა თქმაუნდა იყენებენ ამ სისტემებსაც მაგრამ შენ თუ გინდა თუნდაც ფრთის ერთი ბრუნვა თუნდაც ცეფით და თუნდაც კბილანით გაზარდო იაკორის ბრუნვა ფიზიკის კანონი გამოიყენეთ... გადაცემას დანაკარგები აქვს და ცოტა მეტი ენერგია დაჭირდება ქარს რომ ამ შემთხვევაში დააბრუნოს იაკორი ვიდრე ფრთები უშვალოდ იქნება შეერთებული იაკორზე.... ამიტომ დავწერე ზევითაც... გინდა რაც შეიძლება დაბალ აბაროტიანი და მაღალ ძაბვიანი გენერატორი... გინდ ცვლად დენზე იყოს და გინდა მუდმივზე.... გამომავალი მაინც მუდმივზე უნდა გადაიყენო.........
მოკლედ გინდა კარგი კონტროლერი რომელიც ამ ყველაფერს კარგად გააკონტროლებს...

აბა თქვენ იცით წარმატებები.......

Posted by: IUNGER 14 Apr 2015, 22:18
asphurcela
QUOTE
გააჩნია სამეზობლოს.
ზოგი ისეთ შარს მოგდებს, წყალი ჩამომივიდაო, რო დიდ შარში გაყოფ თავს.
დამოკიდებულია სამეზობლოზე.

მაგისა არ მეშინია, ჩემი გამოცვლილია ბრტყელი გადახურვაც და დრენაჟის მილებიც. მეცხრეზე ვცხოვრობ თან. ერთი ხმა ამოიღონ! smile.gif
QUOTE
შეიძლება მერიაში გიჩივლოს ვინმემ და მერე მერიამ ცალკე გააჩმახოს.

უფრო ეს ამბავია საფიქრალი. საერთოდ თუ არის კანონი, რომელიც ამ ყველაფერს არეგულირებს?
shuma89
QUOTE
IUNGER
QUOTE
მულტიპლიკატორი


Eგ რა არის? Iქნებ ამიხსნა, გარდაუვალია მემგონი რედუქრორი.

მულტიპლიკატორი ბრუნთა რიცხვს ზრდის, რედუცტორი კი ამცირებს, განსხვავება მხოლოდ ესაა. smile.gif

Posted by: asphurcela 15 Apr 2015, 18:47
QUOTE
საერთოდ თუ არის კანონი, რომელიც ამ ყველაფერს არეგულირებს?

არ ვიცი კანონებში ვერ ვერკვევი.
ჯერ მიმართე კორპუსის თავკაცს (ხშირად ქალები არიან ხოლმე), რომელსაც კავშირი აქვს მერასთან.
ან პირდაპირ მერიაში მიდი და აუხსენი, რომ დაიცავ უსაფრთხოების ყველა ზომას (რომ თავში არავის დაეცემა, რომ სახურავს არ დააზიანებ და წყალი არ ჩაუვა მეზობელს, რომ ქალაქის იერსახეს კიარ დაამახნიჯებს, პირიქით დაამშვენებსთქო კორპუსს და ტურისტები პირდაღებულები დაუწყებენ ყურებას და სურათების გადაღებასთქო. ამით ტურისტებს მოვიზიდავ და ქალაქის ბიუჯეტში ჩემს პატარა წვლილს შევიტანთქო.
ანუ შეაბი მერია და აიღე ნებართვა. მას მერე რაც მერიის ნებართვა გექნება, შურიანი მეზობლები ვეღარაფერს გახდებიან.

smile.gif

Posted by: procesora 19 Apr 2015, 02:53
ქარის გენერატორის აწყობის ვიდეო მასალები ბლომად არის იუტუბეზე.. თუ ცოტა მაინც ერტკვევი საკითხში... სულ თავისუფლად ააწყობ დაბალბრუნიან ქარის გენერატორს... მაგრამ მთავარი მაგნიტებია და თანაც კარგი ძლიერი და ცოტა დიდი გაბარიტების ნეოდიუმის მაგნიტების ყიდვა და გამოწერა კარგი ფასი ჯდება, რავი თუ ხართ დაინტერესებული რომელიმე პატარა მონდომება და ფინანსები საჭირო და საკაიფო ქარის გენერატორს აააწყობ კაცი... მითუმეტეს ვიდოები რომელიც დევს იუტუბეზე იმდენად დაღეჭილია რომ სკოლის მოსწავლე 14 წლის ბავშვიც კი ააწყობს... \ biggrin.gif

Posted by: koba71786 11 Jun 2015, 19:19
გამარჯობათ
მაინტერესებს ეს მართალია თუ არა?
ასე მაგნიტებით კი ატრიალებ მარა რეალურად იმდენ დენს გამოიმუშავებს რომ ნათურა აანთოს?


asphurcela
შენ გეცოდინება smile.gif


Posted by: asphurcela 11 Jun 2015, 22:22
koba71786
მტკნარი სიცრუეა, როგორც ბებიაჩემი იტყოდა smile.gif
იუტუბი სავსეა მაგ ნაგვით

Posted by: koba71786 12 Jun 2015, 18:16
asphurcela
გასაგებია.მადლობა
smile.gif


Posted by: web_nts 13 Jun 2015, 13:35
asphurcela
http://www.iflscience.com/technology/new-bladeless-wind-turbine-looks-asparagus

ამაზე რას იტყვი? იდეაში რომ შესაძლებელია ვიცი და ადრეც ატარებდნენ ექსპერიმენტებს, მაგრამ მიაგდეს ეს პროექტი ადრე იმიტომ რომ ძლიერ რხევებს ვერ უძლებს დიდი ხანი ვერცერთი მატერიალიო. ამათმა რა მეთოდი მოიფიქრეს საინტერესოა.

Posted by: shuma89 7 Dec 2023, 00:58
როდინდელი თემა ვნახე.
8 წელია მას მერე, რვა წელში ბევრ თემაზე შეიძლება შევიცვალოთ აზრი, ან წინსვლა გვქონდეს აღნიშნულ საკითხებში.

გავუზიაროთ ერთმანეთს მოსაზრებები და გამოცდილებები.

Posted by: ZAZAi 4 Jan 2024, 17:02
რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ყველაზე ეფექტური, უხმაურო და ბუნებისთვის არასაზიანო აი ეს კონსტრუქციაა:
user posted image

Posted by: ZAZAi 6 Jan 2024, 14:03

ამ ფილმში კარგადაა აღწერილი

Posted by: shuma89 15 Jan 2024, 20:13
ZAZAi
მეც მინახავს მსგავსი ვიდეოები, მაგრამ რამდენად რეალურია ეგ მაფიქრებს, რატომ არ გადადიან მასიურ წარმოებაზე, ეგეც საინტერესოა, პლიუს ზედმეტად ძლიერ ქარში რით შეიძლება დაიცვა ეგეც დასაფიქრებელია, იმიტომ რომ დახრის კუთხეს ან რაიმე მსგავსის ცვლილებით ვერაფერს გახდები მანდ.

Posted by: gubaz_merve 16 Jan 2024, 00:14
მაქვს ტოიოტა პრიუსი-გიბრიდის გენერატორი,მაღალბრუნიანია,ადრე გამოვთვალე7 კილოვატი სიმძლავრის უნდა იყოს ,პადშიპნიკი ქართულად როგორაა?მოკლედ ეგენი დავუყენე და მანდ გავჩერდი რადგან ვიღაცამ ფორუმში დაწერა, რომ მგონი ნისანია მისი გენერატორი დაბალბრუნიანია ,ხომ არ ახსოვს ვინმეს რომელ მარკაზე იყო საუბარი?

Posted by: shuma89 16 Jan 2024, 00:49
gubaz_merve
პრიუსში ორი გენერატორი დევს, არის ოთხი თუ ხუთი თაობა თან პრიუსების და ყველას სხვადასხვა გენერატორი უდგას.
ყველაზე ოპტიმალური არის მეორე თაობა პრიუსის დიდი გენერატორი, 50 კილოვატია და 1200 ბრუნზე აქვს 500 ვოლტი 100 ამპერი.
უფრო დაბალ ბრუნზე მეტი ძაბვაც შეუძლია მოგცეს, ანუ 600 ბრუნზე დაახლოებით შეუძლია 200 ვოლტი, 60 ბრუნზე დაახლოებით 15 ვოლტი, მაგრამ შეგიძლია 15 ვოლტის ნაცვლად 30-45-60 მიიღო, როგორც გჭირდება, რათქმაუნდა გამომუშავებულ სიმძლავრეს ვერ გაუზრდი, და ვერც ზემოთხსენებულ 100 ამპერს ვერ გასცილდები, პირიქით, ძაბვის გაორმაგებით დენს შეამცირებ ორჯერ, მაგრამ შეიძლება ინვერტერი გაქვს რომელსაც განსაზღვრული ძაბვა სჭირდება გამომუშავების დასაწყებად, მოკლედ ამ დროს შეიძლება გამოიყენო ეს ხერხი.
ჩემთვის მთავარია ოპტიპალური გადაწყვეტა თავად ტურბინის, გენერატორს კიდევ მოვარგებ აუცილებლად. ჩემთვის მიზანია 10 კილოვატის ფარგლებში ტურბინის დამზადება, რომელიც 8 მ/წმ ქარში მომცემს 10 კილოვატს, სარიენტაციოდ ეს მჭირდება. გენერატორს რაც შეეხება, პრიუსის ხვიებს ისე გადავანაწილებ, რომ 1200 ბრუნის ნაცვლად 200 ბრუნზე მქონდეს ზემოთხსენებული 500 ვოლტი. სიმძლავრე კი ვერ მექნება სრული 50 კილოვატი რათქმაუნდა, მაგრამ იმის თქმა მინდა, რომ ნებისმიერ ინვერტორს მოვარგებ ძაბვის ამბავში რომ არ გავიჭედო და არც ბრუნის ამაღლებისთვის დავიჭირვებ რედუქტორს.

Posted by: ჭკვიან 5 Jun 2024, 17:07
QUOTE (ZAZAi @ 6 Jan 2024, 14:03 )

ამ ფილმში კარგადაა აღწერილი

აქ პირველი რაც ჩანს, ეგ კონსტრუქცია არის ეფექტური

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)