Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ტექნიკური და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები > ციფრი "პი" რომ იყოს ათვლის სისტემის ერთეული.


Posted by: ZAZAi 23 Jan 2024, 20:19
მოგეხსენებათ, ციფრი "პი" არის მათემატიკური კონსტანტა, რომელიც უდრის წრეწირის სიგრძის შეფარდებას მის დიამეტრთან. ის დაახლოებით ტოლია 3,14 ისა, თუმცა რეალურად მისი მნიშვნელობა შეიძლება უსასრულოდ გაგრძელდეს მძიმის მარჯვნივ. ყოველ შემთხვევაში ათობით ათვლით სისტემაში. არადა, ძალიან მნიშვნელოვანი მუდმივაა, ძალიან ბევრ რამეში გამოიყენება.
ხოდა, დამებადა კითხვა: რომ შეიქმნას ისეთი ათვლის სიტემა, (შეიძლება არის კიდეც და მე არ ვიცი) სადაც პი არის ათვლის სისტემის ერთეული და უდრის ერთს. ან ისეთი ათვლის სისტემა, სადაც პი მთელი რიცხვია. საინტერესოა, როგორი იქნებოდა ასეთი მათემატიკა?

Posted by: DRAKONI 24 Jan 2024, 21:35
ZAZAi
სკოლაში მათემატიკას სწავლობდი?

"რიცხვი პი" არ არის რიცხვი, ეს არის ორი რიცხვის შეფარდება, შესაბამისად ის ერთეული ვერ იქნება.

3.14 არის ამ შეფარდების მნიშვნელობა ათობით სისტემაში. ანუ ერთი კონკრეტული შემთხვევა.

Posted by: ZAZAi 24 Jan 2024, 22:15
DRAKONI ჯან, ათობითის გარდა ხომ არსებობს სხვა სისტემები: ორობითი, თექვსმეტობითი. ხომ შეიძლება რომელიმე სხვა სისტემაში მთელი რიცხვი იყოს

Posted by: Curiosity_ 22 Feb 2024, 20:29
DRAKONI
პირდაპირ შეურაწმყოფელ ტონში რომ იწყებთ საუბარს სკოლაში მათემატიკას სწავლობდიო?
აბა როგორ შიძლება ასეთი დამოკიდებულება ერთმანეთში.
იკითხა ადამიანმა, მით უმეტეს რომ მისი კითხვა გაცილებით კორექტულია ვიდრე თქვენი პასუხი.

QUOTE
"რიცხვი პი" არ არის რიცხვი, ეს არის ორი რიცხვის შეფარდება, შესაბამისად ის ერთეული ვერ იქნება.


სასწაულია პირდაპირ, "რიცხვი პი" არ არის რიცხვი biggrin.gif რანაირად?

მერე არგუმენტი გასამართლებლად გადასარევია ანუ ორი რიცხვის შეფარდება რიცხვი არ არის?! ანუ 1/2 რიცხვი არ არის?!
ეგრევე ლანძღვაზე რატომ გადადიხართ, თუ კარგის თქმა არ შეგიძლიათ, სულ ნუ იტყვით ნურაფერს. ცუდს რატომ ამბობთ?

ZAZAi
რაც თქვენ გაინტერესებთ საკმაოდ მარტივი მისახვედრია რა იქნება.
ავიღოთ ნამდვილი რიცხვი x და განვიხილოთ x/pi. ამ შემთხვევაში ახალ სიმრავლეს თუ განიხილავთ ახლა ცხადია, რომ 1 იქნება იმ ადგილას სადაც ადრე იყო pi მაგრამ ეს არაფერს არ შეცვლის.
pi ისევ იარსებებს იმავე სისტემაში, იმიტომ რომ pi^2 არსებობს ნამდვილ რიცხვებში და ა.შ. ანუ სინამდვილეში ნამდვილ რიცხვთა სიმრავლე არ შეიცვლება ამ ოპერაციით.

რა კონტექსტში გინდათ განხილვა უფრო თუ დააზუსტებთ უფრო გასაგები იქნებაყველაფერი.


Posted by: Anna Ricci 4 Mar 2024, 15:03
ირაციონალური ტრანსცენდენტალური არაარითმეტიკული რიცხვია.
მნიშვნელოვანი კონსტანტაა მაგრამ ათვლაშში არ გამოდგება .
არის მეორე კონსტანტა -ფი.

მასთან კავშირშია ფიბონაჩის რიგი.ეს არის თავისებური ათვლა ბიოლოგიაში

https://en.wikipedia.org/wiki/Fibonacci_sequence

user posted image

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)