Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ტექნიკური და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები > რა იქნება კარგი?


Posted by: Komponent 9 Feb 2024, 20:32
ამ თემაში შემოვა ადამიანი და თუ ენდომება, დაწერს რა იქნება მისთვის კარგი, მეცნიერება-ტექნოლოგიებთან დაკავშირებული.
ოღონდ უნდა ეცადოთ, ოდნავ მაინც იყოს განხორციელებადი, თქვენი აზრით.
იოლი კი არ არის კარგის მოფიქრება, ზოგისთვის შეიძლება იოლია,
სხვისი არ ვიცი და ეს საკითხი ჩემთვის იოლი არაა. წარმატებულადაც კი მიმაჩნია ისეთი ადამიანი, ვინაც გაიგო, რა იქნება მისთვის კარგი : ) ვფიქრობ, თუ აღნიშნული გაიგო, მიზნამდე მისაღწევი გზის ნახევარზე მეტი გავლილი აქვს.
ასევე ვფიქრობ, რომ თემას აქვს საინტერესო საკითხების პოტენციალი : )

Posted by: ZAZAi 11 Feb 2024, 18:05
გირჩევთ კოლეგავ, უფრო გასაგებად ჩამოაყალიბოთ თქვენი აზრი, თორემ შემოდის ხალხი, დახედავს, ვერ იგებს რა გინდა და გადის ზრდილობიანად

Posted by: Komponent 13 Feb 2024, 00:59
ZAZAi
თანამედროვე ადამიანი სვავს ამ კითხვას, მგონი ყოველდღიურადაც და უნდა დასვას კიდეც.
აქ თუ ნახავს და შეახსენდება და კიდევ ერთხელ დაფიქრდება ამ საკითხზე, არ იქნება ცუდი. თან რომ წერ რაღაცას, უფრო გაფიქრდება რაღაცეები.
თუ არ დაწერს რამეს, მისი ნებაა.
რომ იწერებოდეს, ეგეც კარგია. მაგალითად მე გამიადვილდებოდა კარგის მიხვედრა. არა, მთლად უაზროდაც არ ვარ მაგრამ, უფრო უკეთ გავერკვეოდი ამათუიმ საკითხში.
ახლა დავფიქრდი და მგონი ზედმეტად დააფიქრებს უსერებს ეს თემა, თუ რამე უნდათ, კი ხსნიან კონკრეტულ თემებს. ალბათ ჯობს მეც მასე კონკრეტული გავხსნა ხოლმე. მგონი არ ვარგა ზოგადი თემები.
ერთი ადამიანი მეუბნება ხოლმე, არ იფიქრო არაფერზე თორემ მალე დაბერდებიო და ვერ გავუგე დღემდე. შეიძლება იმ ადამიანმა იფიქრა იფიქრა ვერაფერი მოიფიქრა და ახლა სხვებს უზიარებს გამოცდილებას.

Posted by: grooveco 14 Feb 2024, 11:50
Komponent
მგონი ცოტა ორ აზროვნად გამოგივიდა კითხვა და მაგიტომაც გაუგებარია, ჯერ კითხულობ "რა იქნება მისთვის კარგი, მეცნიერება-ტექნოლოგიებთან დაკავშირებული." და შემდეგ მოგყავს "წარმატებულადაც კი მიმაჩნია ისეთი ადამიანი, ვინაც გაიგო, რა იქნება მისთვის კარგი "
მაგალითს მოგიყვან, პროფესიით ვარ ბუღალტერი, მაგრამ შანსი რომ მომეცეს და დრო, აუცილებლად შევიცვლიდი პროფესიას და ვიმუშავებდი ჩემს საოცნებო სფეროში, ვთქვათ თამაშების შექმნის ინდუსტრიაში,-- ეს სულ სხვა რაღაცაა,
და ჩემთვის კარგი იქნება ვთქვათ ტელესკოპი რომლითაც სამყაროს ყველა პლანეტის დათვალიერება შემეძლება რეალურ რეჟიმში-- ეს სულ სხვა რაღაცაა

Posted by: Komponent 15 Feb 2024, 10:33
grooveco
ორთავე შემთხვევა სწორია. ვინაიდან თემა ზოგადია, ანუ მარტო ორაზროვანი კი არა, მრავალ აზროვანი. ასეთი ჩავიფიქრე და ეგ პასუხები ორთავე სწორია.
შეიძლება ვიღაცამ თქვას რა გვეთამაშებაო მაგრამ ისიც შეიძლება ვინმე თანამოაზრე გამოგიჩნდეს და რამე ქნათ ერთად.
ის მეორე, ტელესკოპზე, ეგ თუ გგონია ოდნავ მაინც განხორციელებადი, მაშინ ყოჩაღ შენ : )

Posted by: grooveco 15 Feb 2024, 21:42
Komponent
რიავიცი smile.gif smile.gif გამოქვაბულიდან ვართ გამოსულები და ლამის მარსზე გავფრინდეთ,(თუ დავუჯერებთ იმ ისტორიას რასაც გვასწავლიან) და რაც მაშინ წარმოუდგენელი იყო დღეს ჩვეულებრივია სრულიად, ასე რომ რიავიცი smile.gif

Posted by: eniqsi 16 Feb 2024, 07:12
QUOTE
გამოქვაბულიდან ვართ გამოსულები და ლამის მარსზე გავფრინდეთ,(

ნუ გგონია რომ გამოქვაბულიდან გამოსულები ვათ.მარსი მიორე გამოქვაბულია. smile.gif

Posted by: grooveco 16 Feb 2024, 13:00
eniqsi
არ მგონია არა, მაგიტო დავწერე ეს (თუ დავუჯერებთ იმ ისტორიას რასაც გვასწავლიან)

Posted by: INKVISITOR 22 Feb 2024, 14:08
Komponent
QUOTE
ამ თემაში შემოვა ადამიანი და თუ ენდომება, დაწერს რა იქნება მისთვის კარგი, მეცნიერება-ტექნოლოგიებთან დაკავშირებული.

უნდა გამოგონილიქნას ენერგიის წყარო, რომელიც მზის ენერგიას ჩაანაცვლებს და დედამიწაზე სიცოცხლეს მისგან დამოუკიდებელს გახდის.
ადამიანის ცხოვრების საშუალო ხანგრძლივობა უნდა იყოს 120 წელი (ჩემი აზრით, ეგ არ არის იმდენად ძნელად განსახორციელებელი, როგორც ზოგს წარმოუდგენია).
ჰუმანიზმი, როგორც ცნება და მისი კონცეპცია უნდა მთლიანად შეიცვალოს. დღევანდელი მოცემულობით იგი არის
არასწორი და დამღუპველი.

კიდევ ბევრი რამ არის საფიქრალი, მაგრამ ეს მერე. smile.gif










Posted by: Komponent 22 Feb 2024, 21:26
INKVISITOR
კი, ნამდვილად საინტერესო და სწორია მაგ საკითხებზე მუშაობა. თუმცა მესამე რაღაც ვერ გავიგე, ჰუმანიზმზე. უფრო ვრცლად რომ ყოფილიყო შეიძლება გამეგო და ვინმემ თუ გაიგო ეგეც არ ვიცი.

Posted by: INKVISITOR 23 Feb 2024, 09:17
Komponent
QUOTE
თუმცა მესამე რაღაც ვერ გავიგე, ჰუმანიზმზე. უფრო ვრცლად რომ ყოფილიყო შეიძლება გამეგო და ვინმემ თუ გაიგო ეგეც არ ვიცი.

ის მაქვს მხედველობაში, რომ არსებული ფსევდოჰუმანიზმი ადამიანის დეგენერატიზაციას უწყობს ხელს.
სელექცია უნდა მოხდეს და გამრავლების კონტროლი უნდა განხორციელდეს დადებითი ევგენიკის პრინციპებით.
ამ შემთხევაში ადამიანის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობაც იმატებს და რაც მთავარია, გენოფონდის ხარისხიც.
ცხადია, რომ პარალელურად მეცნიერების და უშუალოდ მედიცინის დონეც უნდა ამაღლდეს და თან გახდეს ყველასთვის თანაბრად მისაწვდომი.
მაგრამ ეგ იმდენად ფაქიზი თემაა, რომ არამგონია უახლოვეს მომავალში ჩვენი ცივილიზაცია მივიდეს ამ ნაბიჯამდე.




Posted by: Komponent 24 Feb 2024, 11:09
INKVISITOR
QUOTE
ის მაქვს მხედველობაში, რომ არსებული ფსევდოჰუმანიზმი ადამიანის დეგენერატიზაციას უწყობს ხელს.
სელექცია უნდა მოხდეს და გამრავლების კონტროლი უნდა განხორციელდეს დადებითი ევგენიკის პრინციპებით.
ამ შემთხევაში ადამიანის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობაც იმატებს და რაც მთავარია, გენოფონდის ხარისხიც.
ცხადია, რომ პარალელურად მეცნიერების და უშუალოდ მედიცინის დონეც უნდა ამაღლდეს და თან გახდეს ყველასთვის თანაბრად მისაწვდომი.
მაგრამ ეგ იმდენად ფაქიზი თემაა, რომ არამგონია უახლოვეს მომავალში ჩვენი ცივილიზაცია მივიდეს ამ ნაბიჯამდე.

რთული თემაა ჩემთვის, არ მქვს რაიმე ნაფიქრი აზრი ამ საკითხზე. სად უნდა იპოვო ისეთი ადამიანები, ვისაც არაფერი სჭირს გენეტიკაში. ალბათ ნებაყოფლობითი უნდა იყოს ეგ. ჩააბარებ მონაცემებს და მიიღებ წვდომას სიაზე თუ ვისთან შეგიძლია შეჯვარება. თუ გარგად ერკვევი გენეტიკაში, შეიძლება ბიზნესიც კი გააკეთო ამ საკითხზე.
ჰო მაგრამ, ვიღაცას რომ არ მოახვედრებ სიაში, მგონი არ გეტყვიან კარგს.
მერე ჩაწყობებიც წავა და მგონი არ გამოვა ეგ საქმე.

Posted by: INKVISITOR 24 Feb 2024, 11:41
Komponent
QUOTE
სად უნდა იპოვო ისეთი ადამიანები, ვისაც არაფერი სჭირს გენეტიკაში.

არა, ეგ ნამეტანი გაიდეალიზებული ვარიანტია. არაა საჭირო უტოპიური"ზეადამიანის" შექმნა, საკმარისია
მინიმალურად საჭირო ქმედებები განახორციელო იმისთვის, რომ საფუძველშივე გამორიცხო უვარგისები.
ამისთვის ჩემი აზრით მეცნიერებას უკვე აქვს საშუალებები, მაგრამ ფსევდოტოლერანტობა, ფსევდოჰუმანიზმი
და მსგავსი მიდგომები უშლიან ხელს.
QUOTE
ალბათ ნებაყოფლობითი უნდა იყოს ეგ.

არ უნდა იყოს ნებაყოფლობითი. ნებაყოფლობითი უკვე გვაქვს და კი მიიყვანა საქმე უფსკრულამდე.
მარტივად რომ ავხსნათ, დედ-მამა თუ დამპალი ლოთია, ფსიქიკური პრობლემა აქვს ან სხვა სახის დაავადება, რომელიც შეიძლება შთამომავლობაზე უარყოფითად იმოქმედოს, მათ შვილების ჰყოლა უნდა აეკრძალოთ.
QUOTE
ჰო მაგრამ, ვიღაცას რომ არ მოახვედრებ სიაში, მგონი არ გეტყვიან კარგს.
მერე ჩაწყობებიც წავა და მგონი არ გამოვა ეგ საქმე.

ჰოდა მეც მაგას ვამბობ, რომ კაცობრიობა უნდა მივიდეს შეგნების ამ დონემდე. ჯერ შორსაა.

Posted by: *Irresistible* 24 Feb 2024, 12:16
ჩემი აზრით, ყველაზე კარგი რამ, რაც კაცობრიობამ ამ საუკუნეში შეიძლება რომ იხილოს არის ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით სიბრმავის, სიყრუის, კიდურების დამბლისა თუ გონებრივი დაავადებების განკურნება.

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)