Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ქართული სპორტი > თავისუფალი თემა ქართული სპორტის განყოფილებაში


Posted by: მალატესტა 12 Feb 2023, 20:33
მოკლედ გაოფება გამოგვდის ხოლომე თემების

ჰოდა ერთ თემაში მოვუყაროთ თავი

მუდრიკი მართლა თემაა, მსოფლიო ფეხბურთში გამეფებული ავადმყოფობის მსხვერპლი მგონია ეგეც და ნუნიესიც

ამხელა ფული გადაიხადეს და არ გპატიობენ ერთ ჩაგდებულ თამაშსაც


Posted by: Tengiz@@ 12 Feb 2023, 20:44
მალატესტა
კი ეგრეა და ხვიჩაზეც 100 მილიონს გაისვრიან თუ ინგლისსში გაიყიდა და გაპრესავენ თუ იგივე შედეგი არ დადო
თავისიანებს არ ინდობენ ანუ ინგლისელებს.
რეალშიც იგივე მოელის იქ უარესია კიდე

Posted by: მალატესტა 12 Feb 2023, 20:55
Tengiz@@

იტალიაშიც ეგრეა პრინციპში

კეტელარეს გაუჭირდა მაგრად და კია პრესის ქვეშ, აძახებენ რომ ფლოპია.


Posted by: George_Best 12 Feb 2023, 21:23
ნუნიეში რეალურად მართლა ფლოპია
იმენა ტვინში სისხლი ჩამიქცია ამ სეზონში,რამდენს მაზავს ეგ დედა#####ული

Posted by: don gajetino 12 Feb 2023, 22:36
ასტრონომიულ თანხებს იხდიან რენდომ ფეხბურთეკებში. მუდრიკის ტრანსფერი ჩემი აზრით უფრო დახმარება იყო ვიდრე ფეხბურთელის ყიდვა.



Posted by: java83 13 Feb 2023, 11:42
მუდრიკზე ადრეც დავწერე, რომ ჩელსიში მისი გადასვლა სერიოზული რისკი იყო, იმიტომ რომ ჩელსი არის ფლოპების კორპორაცია.
აბრამოვიჩის მოსვლიდან რომ დავიწყოთ ათვლა, არცერთ გუნდში ამდენი შემტევი არ გაფლოპებულა, რამდენიც ჩელსიში.
10-დან 9 შემტევი ან ფლოპდება და მოკრძალებულად ავლენს შესაძლებლობებს არისტოკრატებში.
ჰაკიმ ზიეჩს წელს აქ 0 გოლი და 1 ასისტი 17 თამაშში, შარშან ქონდა 8 გოლი და 6 ასისტი 44 თამაშში. ვერ წარმომიდგენია მისი კლასის ვინგერს ნებისმიერ სხვა გუნდში ეგეთი ცუდი სტატისტიკა ქონდეს....
ხვიჩა რომ ამ გუნდში გადავიდეს მომავალში, შეიძლება გული გამისკდეს biggrin.gif
მუდრიკს რომ დავუბრუნდეთ, მის შრომისმოყვარეობაზე და ხასიათზე ლეგენდები დადის ხოდა იმედია დაძლევს ჩელსის წყევლას ან სალაჰი/რობენივით სხვა გუნდში გამოავლენს შესაძლებლობებს....

Posted by: kolopolo 13 Feb 2023, 13:44
QUOTE (George_Best @ 12 Feb 2023, 21:23 )
ნუნიეში რეალურად მართლა ფლოპია
იმენა ტვინში სისხლი ჩამიქცია ამ სეზონში,რამდენს მაზავს ეგ დედა#####ული

დღეს უნდა იკაცოს.

დღეს მოგებით დიდი ქამბექი დაიწყება.

yes.gif

QUOTE
აბრამოვიჩის მოსვლიდან რომ დავიწყოთ ათვლა, არცერთ გუნდში ამდენი შემტევი არ გაფლოპებულა, რამდენიც ჩელსიში


ტორესის მაგალითი რად ღირს.

მაგის მერე ფეხბურთი აღარ უთამაშია ტიპს

Posted by: java83 13 Feb 2023, 14:01
kolopolo
QUOTE
ტორესის მაგალითი რად ღირს.

მაგის მერე ფეხბურთი აღარ უთამაშია ტიპს

ტორესი, შევჩენკო, რობენი, სალაჰი, დე ბრუინი, ლუკაკუ, ოსკარი, კრესპო - უცებ რაც გამახსენდა biggrin.gif

Posted by: kolopolo 13 Feb 2023, 14:08
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 2023 წელს ორ საერთაშორისო ამხანაგურ შეხვედრას გამართავს

გამიხარდა ეს სათაური რო ვნახე და ლინკი რო გავხსენი ტარანტინოს გიფივით ვიქნევ ხელებს.


user posted image

Posted by: მოთამაშე.. 13 Feb 2023, 14:13
200 ქვეყნიდან 191-ეა მონღოლეთი ფიფას რანკინგში :დ

ნუ ხასიათისთვის გამოდგება 5-0

ვისაც გოლები ჭირდება ჟორჟი/ჩაკვე მაგათთვის კარგი შანსია

Posted by: Koto11x11 13 Feb 2023, 14:19
იაპონიასთან 0-6 და 0-14 წააგეს შესარჩევში biggrin.gif

მაგრამ ასევე ოფიციალურ ტურნირზე 9-0 მოუგეს ჩრდილო მარიანას კუნძულებს biggrin.gif

Posted by: Rizado 13 Feb 2023, 15:14
მოვიდა დრო, ჩვენ მოვუგოთ მონღოლეთს და ხარკი დავაკისროთ.

Posted by: მალატესტა 13 Feb 2023, 15:36
შეიძლება ვილის თხოვნაც იყო სუსტი გუნდი აარჩიეთო?

უფრო კარგად იტესტება რამეებიო? მე ეგ აზრი გამიჩნდა. თორემ რავი, სხვა იდეა არ მაქვს. არ მგონია რომ იმდენად სამარცხვინო გუნდი ვიყოთ რომ არავინ გვეთამაშებოდეს.

მსოფლიოში უძლიერესი მაროკო იყო ბოლო თამაში და ახლა ფსკერის ლამის სამოყვარულო გუნდი მონახეს.




Posted by: akkai 13 Feb 2023, 15:43
QUOTE (java83 @ 13 Feb 2023, 14:01 )
kolopolo
QUOTE
ტორესის მაგალითი რად ღირს.

მაგის მერე ფეხბურთი აღარ უთამაშია ტიპს

ტორესი, შევჩენკო, რობენი, სალაჰი, დე ბრუინი, ლუკაკუ, ოსკარი, კრესპო - უცებ რაც გამახსენდა biggrin.gif

Არასწორ დროს იყვანდნენ, ზოგს პატარას და არ ათამაშებდნენ (სალაჰი, დე ბრუინე, რობენი), ზოგს პენსიაზე (შევა, კრესპო, ლუკაკუ, კრესპო)

Posted by: java83 13 Feb 2023, 16:00
akkai
QUOTE
ლუკაკუ

ლუკაკუ და ტორესი პრაიმში გააფლოპეს....
შევჩენკო 29 წლის იყო მხოლოდ....
რობენის გასავითარებლად 3 სეზონი ქონდათ, მითუმეტეს რობენს ცუდად არ დაუწყია...

Posted by: Tengiz@@ 13 Feb 2023, 16:07
ევროსპორტი
https://www.facebook.com/Eurosport/photos/a.10150902179284745/10162826958514745/

Posted by: მალატესტა 13 Feb 2023, 16:46
Liverpool have joined Manchester United in the race to sign Victor Osimhen this summer.
The Napoli striker has scored eight goals in his last six Serie A games.

ზაფხულში ოსიმენზე ისეთი ამბავი იქნება, დედა შვილს არ აიყვანს ხელში.






* * *
კიდო უარესი

იტალიური გამოცემის ცნობით, ლივერპული მთავარი მწვრთნელის პოსტზე სპალეტის განიხილავს


Posted by: Geoaria 13 Feb 2023, 18:21
რაღა უნდა გატესტოს მაგ ამხანაგურში, პროსტა განწყობის ამაღლება იქნება მიზანი ნორვეგიამდე :დ

Posted by: don gajetino 13 Feb 2023, 21:10
მალატესტა


რატოა უარესი?


კვარაც წაიყვანოს ლივერში, გაასწორებს პლის მოგება

Posted by: WAGNERITE 14 Feb 2023, 00:01
QUOTE
იტალიური გამოცემის ცნობით, ლივერპული მთავარი მწვრთნელის პოსტზე სპალეტის განიხილავს

სპალეტი ალბათ იტყვის, თანახმა ვარ, ორ კაცს თუ წამომაყვანინებთო. gigi.gif


Posted by: მალატესტა 14 Feb 2023, 09:13
ნაპოლის მდევრებში არეულობაა, ბარელამ და ლუკაკომ ერთმანეთს წააპნიეს თამაშშივეო

Posted by: akkai 14 Feb 2023, 19:26
ხვიჩას ხათრით ოსიმენსაც გამოვუნახე ადგილი გუნდში.


Posted by: George_Best 14 Feb 2023, 20:42
მესები და მპაბეეპი იქნებიან დღეს?

პლში რა მაგარი ხალხია,მთლიანი პრემიერლიგის მთავარი თამაში დაამთვიეს ლიგას :დ

და იასნა ყველა მაგას უყურებს :დ

Posted by: მალატესტა 15 Feb 2023, 14:15
ტრამვირებული მბაპეც რამხელა ძალაა

სოლერი და მბაპე ცა და დედამიწა

საერთოდ სხვა თამაში წავიდა მბაპეს შემოსვლიდან მოყოლებული..

Posted by: akkai 19 Feb 2023, 19:06
ესე თუ გაგრძელდა და ნაპოლი ჩემპიონი ხდება სერია ა -/ს საუკეთესო ფეხბურთელი ოსიმენი გახდება :/
შეკითხვა :- რა უნდა ქნაწ კვარამ სერია ა რო მოიგოს და საუკეთესო გახდეს
:დ

Posted by: მალატესტა 19 Feb 2023, 20:01
akkai

ეგ არ ვიცი და ამ რაშფორდისგან რა გამოთალა ტენ ჰაგმა ერთ სეზონში

აი, ეგ მგონი მართლა გვჯობია ამ ეტაპზე.

საოცრად თამაშობს.

კარგი სულ იყო, მაგრამ ასეთი არა.




Posted by: S_U_S_E 19 Feb 2023, 22:15
იტალიურ გამომცემლობასთან შეთანხმებით, გიორგი კეკელიძე ხვიჩა კვარაცხელიაზე წიგნს წერს...

https://kvirispalitra.ge/article/100698-italiur-gamomcemlobastan-shetanxmebit-giorgi-kekelize-xvicha-kvaracxeliaze-cigns-cers-es-iqo-chveni-kveqana-da-am-kveqanashi-daibada-xvicha-kvaracxelia/


Posted by: მალატესტა 19 Feb 2023, 22:33
S_U_S_E

ნეტა თავი გაანებონ, რა წიგნი და ხოტბები, ყოველთვის ზომიერებას ვკარგავთ ხოლმე.

ერთი ძიუდოისტი გვყავს ჯერ კიდევ მოქმედი, ძალიან ნიჭიერი და წარმატებული, მაგრამ 23 წლის ასაკში ძიუდოს მესის ეძახდნენ, დარბაზი გაუხსნეს მისი სახელობის და ბიჭი ისე ამთავრებს კარიერას, ერთი ოლიმპიური მედალიც არ აქვს.
მასე იცის გადამეტებამ და სულ მეშინია.


Posted by: S_U_S_E 19 Feb 2023, 22:48
მალატესტა
მამამისის და საერთოდ ოჯახის იმედი მაქვს ეგეთ დროს... 99%ით არ უნდა გვემუქრებოდეს მგონია.
ეგ მწერალი პირველი არხიდან მახსოვს წესიერი ჩანდა, თუ წიგნი ქართულ საფეხბურთო ისტორიას და ცოტათი საქართველოსაც გააცნობს იტალიელებს ცუდი არ იქნება. თუ უყვართ კითხვა იტალიელებს საერთოდ D

Posted by: მალატესტა 22 Feb 2023, 19:02
ვინც ერკვევით საკითხში.

დავით ყიფიანი მაგალითად ზინედინ ზიდანის დონის ფეხბურთელი იყო? ძველი გულშემატკივრებიდან ბევრი ამბობს ნაკლები არ იყოო.

Posted by: akkai 23 Feb 2023, 02:26
მალატესტა
ალბათ როგორც ყველა ქართველი პერსპექტიული ოღონდ ზარმაცი :დ



Posted by: wrangler7 23 Feb 2023, 17:16
akkai
ყიფიანი იყო ზარმაცი? biggrin.gif

Posted by: WAGNERITE 23 Feb 2023, 23:01
QUOTE (მალატესტა @ 22 Feb 2023, 19:02)
ვინც ერკვევით საკითხში.

დავით ყიფიანი მაგალითად ზინედინ ზიდანის დონის ფეხბურთელი იყო? ძველი გულშემატკივრებიდან ბევრი ამბობს ნაკლები არ იყოო.

კარგი შედარებაა. ოღონდ ყიფიანი ამას აკეთებდა მაშინდელი დინამოს დონეზე და ზიდანი კიდევ - უმაღლეს საერთაშორისო ასპარეზზე. ზიდანის ადგილას რას იზამდა, კაცმა არ იცის, მარჩიელობა იქნება.

ფეხბურთელთა დატოლება სიძლიერის მიხედვით ყოველთვის სუბიექტურია. მაგრამ ყიფიანს ჰქონდა წარმოუდგენელი ელეგანტურობა. თუ შევთანხმდებით, რომ ის, რის გამოც სპორტის ეს სახეობა გვიყვარს, არის საფეხბურთო ესთეტიკა, მაშინ ყიფიანი მწვერვალზე იდგა. იმ დროს პლატინი ქუხდა, მაგრამ ესთეტიკის თვალსაზრისით ამ უკანასკნელს ყიფიანს ვერც შევადარებდი. განუზომელია ის სიხარული, რაც მას ქართველი ქომაგისთვის აქვს მოტანილი.

ერთი ეგ არის, რომ შედარებით ცოტა ხანს ითამაშა. დაახლოებით 25 წლის ასაკში გაიხსნა (მანამდე პერსპექტიული ფეხბურთელი იყო) და 30 წლისამ დაამთავრა. სულ ხუთიოდე წელი იყო პიკზე.

მაგრამ ზიდანი რომ იყო 2006 წლის მსოფლიოზე, დაახლოებით მასეთი ესთეტიკა ჰქონდა ყიფიანის თამაშს ამ ხუთი წლის მანძილზე. ისევ გავიმეორებ, ადგილობრივ დონეზე.

აი ქინქლაძეს ვინც მისტირის, სიძლიერისა და მიღწევების გამო ხომ არა, საფეხბურთო ესთეტიკის გამო უყვარს. ჰოდა პრაიმ ქინქლაძე ყიფიანს კოჭებამდეც ვერ სწვდებოდა. საერთოდ სახსენებელიც არ არის. მარადონას რომ არიელ ორტეგა შეადარო, დაახლოებით ისეა. დარწმუნებული ვარ, ვინც ქინქლაძეს აღმერთებს, ის ყიფიანის თამაშს არ მოსწრებია.

Posted by: მალატესტა 2 Mar 2023, 23:20
დე ლაურენტისი არც სუპერლიგის მომხრეა, მაგრამ უეფას ტურნირებიც არ მოსწონს. ფიქრობს, რომ ფეხბურთში სიახლეებია საჭირო.

„ძალიან ბევრს ვთამაშობთ, ზედმეტად ვანგრევთ ჩვენს მოთამაშეებს და განსაკუთრებული რისკის ქვეშ ვაყენებთ, რაც შეიძლება შემდეგ კაპიტალის მძიმე დანაკარგში გადაიზარდოს სერიოზული ტრავმების შემთხვევაში. დღევანდელი საფეხბურთო სისტემა არ მუშაობს, მკვდარია.

ჩვენ ყველანი ვართ პასუხისმგებელი ახალგაზრდა თაობების ფეხბურთთან გაუცხოებაზე. ფეხბურთი არასდროს განახლებულა, ის უკიდურესად ძველია. თუ NBA და ამერიკული ფეხბურთი წელიწადში 10 მილიარდს გამოიმუშავებს, ამას მიზეზი ექნება. მეორე მხრივ, ევროპაში წარმატებას ვერ ვაღწევთ, რადგან ისევ ჩემპიონთა ლიგა, ევროპა ლიგა და კონფერენს ლიგა გვაქვს. მაგრამ, ვის უნდა კონფერენს ლიგაზე ან ევროპა ლიგაზე თამაში? არავის სურს, მნიშვნელოვნად არავინ განიხილავს.

სუპერლიგას აბსოლუტურად არ ვემხრობი. თუმცა, სხვა გზა უნდა მოვძებნოთ. დღეს არასწორია ევროტურნირებზე თამაში და უეფასთვის 800 მილიონის შეგროვება, რაც არ ვიცით, სად მიაქვთ. გავაკეთოთ ევროპის ჩემპიონატი და მაგიდაზე 10 მილიარდი დავდოთ, სადაც ითამაშებენ წამყვანი ჩემპიონატების საუკეთესო 6-6 გუნდი ან პატარა ჩემპიონატების ჩემპიონებიც“, - თქვა დე ლაურენტისმა


მოკლედ უეფას ნაპოლიც უტევს.


Posted by: wrangler7 4 Mar 2023, 17:39
სამოშნიკოვი ისევ რუბინში ყოფილა, რატო ჩაყვა ქვევით, დავიჯერო პრემერლიგის გუნდებს არ უნდოდა? კარგად უგებდნენ ეგ და კვარა

Posted by: wrangler7 6 Mar 2023, 17:08
ჩვე­ნი მო­მა­ვა­ლი მხო­ლოდ ევ­რო­პუ­ლი შე­იძ­ლე­ბა იყოს. და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დღი­დან, ავად თუ კარ­გად, შევ­ძე­ლით და უკე­თე­სი ქვე­ყა­ნა გავ­ხდით, მაგ­რამ ასეთ გა­დამ­წყვეტ ეტაპ­ზე, პრობ­ლე­მე­ბი ძა­ლით არ უნდა შევ­ქმნათ.

და­უშ­ვე­ბე­ლია ჩვე­ნი არ­ჩე­ვა­ნის­თვის კი­თხვის ნიშ­ნის დას­მა, და­უშ­ვე­ბე­ლია მისი გა­და­ხედ­ვა. ჩვენ არ შევ­დი­ვართ არა­ნა­ირ ევ­რო­პა­ში, ჩვენ მისი ნა­წი­ლი ვართ.თით­ქმის სა­უ­კუ­ნის წინ, საბ­ჭო­თა კავ­შირ­მა აგენ­ტე­ბად და ჯა­შუ­შე­ბად მი­იჩ­ნია სან­დრო ახ­მე­ტე­ლი, მი­ხე­ილ ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი და არა­ერ­თი დიდი ქარ­თვე­ლი, რო­მელ­თა სწორ და პატ­რი­ო­ტულ საქ­მი­ა­ნო­ბას, ის­ტო­რი­ამ სა­ბო­ლო­ოდ ზუს­ტი შე­ფა­სე­ბა მის­ცა.


-0:04
არ შე­იძ­ლე­ბა კა­ნო­ნი ან მმარ­თვე­ლო­ბა ფლობ­დეს ბერ­კეტს, რომ­ლი­თაც გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აზ­რის ან საქ­მი­ა­ნო­ბის გამო, ადა­მი­ანს აგენ­ტად შე­რა­ცხავს, ეს წარ­სულ­ში დავ­ტო­ვეთ. ეს მი­მარ­თუ­ლია კონ­კუ­რენ­ცი­ის, გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აზ­რის და თა­ვი­სუფ­ლე­ბის შე­ზღუდ­ვის­კენ. ამ ბერ­კე­ტის ფლო­ბა ნიშ­ნავს ცენ­ზუ­რას, კონ­ტროლს და მეტ და­კომ­პლექ­სე­ბულ ადა­მი­ანს - არა­ვის უნდა აგენ­ტის იარ­ლი­ყის ტა­რე­ბა.

ასე არ უნ­დო­და პა­ო­ლო იაშ­ვილ­საც, რო­მე­ლიც რეპ­რე­სი­ე­ბის მსხვერ­პლი გახ­და და საბ­ჭო­თა სის­ტე­მამ სიკ­ვდი­ლის შემ­დე­გაც კი გა­ა­სა­მარ­თლა. რამ­დე­ნი­მე დღეა ვუს­მენ ფერ­მე­რებს, მთა­ში მცხოვ­რებ ადა­მი­ა­ნებს, მე­წარ­მე­ებს, მეც­ნი­ე­რებს, მას­წავ­ლებ­ლებს, სტუ­დენ­ტებს, მწერ­ლებს, არ­ტის­ტებს, აკა­დე­მი­კო­სებს, გა­მოც­დილ დიპ­ლო­მა­ტებს - არ შე­იძ­ლე­ბა, მათი მკა­ფიო პო­ზი­ცია გა­ზი­ა­რე­ბუ­ლი არ იყოს, არ შე­იძ­ლე­ბა ამ­დენ გო­ნი­ერ ადა­მი­ანს ეჩ­ვე­ნე­ბო­დეს, რომ რა­ღაც არას­წო­რად კეთ­დე­ბა.

მარ­თლე­ბი უნდა ვი­ყოთ სა­კუ­თარ თა­ვებ­თან და ჩვე­ნი შვი­ლე­ბის მო­მა­ვალ­თან. რაც მათ და ჩვენ მო­მა­ვალს საფრ­თხეს უქ­მნის და შე­უქ­მნის, ყვე­ლა­ფე­რი არას­წო­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით სი­ა­რულს ემ­სა­ხუ­რე­ბა"


შოთა up.gif
აგენტების კანონზე

Posted by: kolopolo 6 Mar 2023, 21:38
დინამო თბილისი, როგორც საქართველოს იდენტობის ერთ-ერთი მთავარი მატარებელი, არის და იქნება ქართველი ხალხის თვითგამოხატვის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალა. ჩვენი კლუბი, დინამოს დიდი ოჯახი მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ გზას და საფრთხედ მივიჩნევთ ნებისმიერს ინიციატივას, რომელიც ამ გზას საფრთხეს შეუქმნის.

როგორც ჩვენ ფეხბურთს, ისევე ჩვენ ქვეყანას სჭირდება მეტი განვითარება და საქართველოს მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა არაერთხელ დააფიქსირა, რომ ამ განვითარების საშუალებას მხოლოდ ევროპულ ოჯახთან ერთად ხედავს. ევროკავშირში გაწევრიანება უნდა იყოს ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი მიზანი და ამ გზის მართებულობა არ უნდა დაექვემდებაროს გადახედვას.

Posted by: kolopolo 6 Mar 2023, 22:11
დინამო ბათუმის
ფანკლუბი
* * *

Posted by: akkai 19 Mar 2023, 15:44
ის ხო არი სოფო ბედიას ქმარი smile.gif

ეს გახდა ირაკლი ზარქუას დის ქმარი :smile.gif :დ

user posted image

Posted by: WAGNERITE 24 Mar 2023, 08:04
როგორც კანტი იტყოდა, ორი რამ მაოცებს ამ ქვეყნად: ვლადიმერ ვაისი და გარეთ საუთგეიტი.


Posted by: punisher 11 24 Mar 2023, 14:36
მალატესტა
QUOTE
მუდრიკი მართლა თემაა, მსოფლიო ფეხბურთში გამეფებული ავადმყოფობის მსხვერპლი მგონია ეგეც და ნუნიესიც


მუდრიკი ხო მაგრამ ნუნიესს რას ერჩი პირველივე სეზონში თან ჯერ არ დამთავრებულა 14 გოლი აქვს გატანილი.
უკრაინელი კი კრისტალ პალასში თუ არ განათხოვრდა არაფერი უშველის.

Posted by: qristefore 25 Mar 2023, 00:12
ესეთი უსუსური ჰოლანდია მე არ მახსოვს rolleyes.gif
პ.ს. დე იონგი სადაა რეალთან ითამაშა მგონი biggrin.gif

Posted by: qristefore 18 May 2023, 23:53
ძალიან ინდობენ იუვეს, ამაზე ცხადი პენალტი რა უნდა იყოს არ ვიცი მე smile.gif)
შეიძლება საჯარიმოს გარეთ იყო user.gif
* * *
0:1 jump.gif ძლივს გაიტანეს რამდენი შანსი გაუშვეს.

Posted by: akkai 29 May 2023, 23:47
ეს მართლა
მოხდა?
ჩხუბის ვიდეო კი დევს მარა ვერ გაიგებ ვინ ვის ურტყავს
QUOTE
ყურადღების ცენტრში თბილისში, დინამო არენაზე, რუსეთის მოქალაქემ ქართველი გულშემატკივრების პროვოცირება სცადა, რის შემდეგაც ტრიბუნების ქვეშ ოთახში ჩხუბი დაიწყო.
არსებული ინფორმაციით,  მე-17 ტურის მატჩზე ის კლუბის თბილისელ გულშემატკივრებთან მივიდა და ჟესტიკულაციით შეურაცხყოფა მიაყენა.

ამის შემდეგ, ერთ-ერთმა გულშემატკივარმა სახეში შეაფურთხა

Posted by: qristefore 7 Jun 2023, 23:34
მე მგონი ცოტა არ იყოს ოვერრეითედ არის პრემიერლიგა rolleyes.gif

Posted by: punisher 11 8 Jun 2023, 01:50
მესი ინტერ მაიამიში ხო გადავიდა 200 მილიონად ოთხ წელში , ბენზემა არაბეთში 200 მილიონად 2 წელში ,

კანტეც გადასულა არაბეთში დღეს 200 მილიონად 2 წლიანზე. ეხლა დი მარიაც მოტყდება და იბრაჰიმოვიჩიც.

ბარეღამ ლაშა ტალახაძეც წაიყვანონ ერთი ორას მილიონად ერთი წლით . ალალია მაგაზე.)))

ეს საფეხბურთო ეგზოტიკური ქვენები აშშ, არაბეთი და ყატარი ისეთ პონტში არიან კომუნისტების დროს რომ ვინმე

მსოფლიო ან ოლიმპიურ ჩემპიონს ჭიდაობაში პენსიაზე რომ ღვინის ქარხნის დირექტორად და გაის უფროსად

უშვებდნენ ისეა ამ მსოფლიო ფეხბურთის გადაბერებულ ვარსკვლავებზეც დღეს . პენსიას უნიშნავს მასონთა ლოჟA ))))


P.S წასულიყო სოლომონა ლესტერში თავის დროზე ეხლა ხო მოტყდებოდა 37 მილიონად მაინც ალ -ზირაქში ან

ტორონტო რეპტორსში თუ რაც ჯანდაბა ქვია ფეხბურთის გუნდს.

Posted by: qristefore 10 Jun 2023, 23:25
ძალიან მაგარი ცენტრი ყავს ინტერს. ერთი ბროზოვიჩი ნაპოლისაც დახატავდა და ჩვენს ნაკრებსაც.

Posted by: qristefore 15 Jun 2023, 23:56
ესპანეთი - იტალიას არ უყურებთ? მაგარი თამაშია.

Posted by: qristefore 28 Jul 2023, 21:35
დაუბანიათ იუვენტუსი


Posted by: Messame 28 Jul 2023, 21:42
მუდრიკი მაინტერესებს წელს...თავიდან მეჯავრებოდა ხვიჩაში რომ არ იხდიდნენ ფულს და უკრაინელში რომ გაისროლეს ამხელა კუში...მერე უკვე შემეცოდა და ახლა ვბალეშიკობ...ოღონდ ხვიჩას ნახევარი ტალანტი რომაა,ამ აზრს ვერ შევიცვლი..

Posted by: WAGNERITE 11 Feb 2024, 00:16
ჰაჰაჰაჰა, ყატარს ფინალში სამი პენალტი დაუდეს, 3-1 მოუგო იორდანიას და აზიის ჩემპიონი გახდა.

ჩვენ აქ პლეი-ოფებში ვცოდვილობთ, მაგრამ სანამ სადმე გავალთ, ფეხბურთს უკვე დედა აღარ ეყოლება.

ნეტა საუდის არაბეთის შეიხი რომელ ნაკრებს გულშემატკივრობს? lol.gif


Posted by: Andrea21 11 Feb 2024, 02:29
https://www.myvideo.ge/?CIA=1&ci_d=mobile&ci_c=mobile&ci_m=video&video_id=4218721


ეს რა არი ძმაო

:loooooooool:

Posted by: Andrea21 22 Mar 2024, 19:15
ოქრო დაიდოოო
დადო ბეჭებზე

შენ შემოგევლე ეთუუ
აუ რა გახარებული ვარ

ბრავოოო

love.gif jump.gif

Posted by: akkai 22 Mar 2024, 19:46
Andrea21
21:30 ზე U18 აქვს თამაში პორტუგალიაში და ლინკი თუ გაეძრო დადე რა
მადლობა

Posted by: Andrea21 22 Mar 2024, 19:56
akkai
კი, სატკაზე ვარ ;დ

ისე, U-21-ც 21:30-ზეა, თურქებთან yes.gif

Posted by: akkai 22 Mar 2024, 20:00
Andrea21
წარმატებები უ21 ს მავრამ უ 18 _ში ჩემი ოჯახის წევრი თამაშობს smile.gif
მთელი სანათესავო ელოდება ამ ლინკს :დ

Posted by: Andrea21 22 Mar 2024, 20:06
akkai
ხო, მივხვდი ;დ

ჯანმრთელობა და წარმატებები თქვენს ოჯახის წევრსა და სრულიად 18-ებს

P.S. ამათგან თუ ვერა, პორტებისგან მაინც ვეცდები გამოვაძრო ლინკი, მარტო აქ კი არ გვაქვს ფორუმი ;დ

Posted by: akkai 22 Mar 2024, 20:16
Andrea21
https://nakrebi.ge/ka/team/men-u18/game/8443

წესით აქ უნდა იყოს
გამზადებული აქვყ უკვე ლაივისთვის გვერდი

Posted by: Andrea21 22 Mar 2024, 20:20
akkai
yes.gif

21-ები არ ჩანს ჯერჯერობით
გამოჩნდება ეგეც

Posted by: Andrea21 24 Mar 2024, 18:58
ლაშას და შერაზას ოქროები დაიდოოო
სუპერ იპონები

დავაი თუშაც და ეგაა (10 წუთში გამოვა - ლაივი საზმაუზე) bis.gif


P.S. მადლობა ეთო/შავი/ლაშა/შერაზა/ინან იმ სიხარულისთვის, რაც მოგვანიჭეთ!!! დავიცალე იმენა, თან სასწაული გარემოა დარბაზში love.gif

ჯ ა ფ ა რ / ბ ა ს ი ლ - არაუშავს !!! love.gif

------

ჩვენი 18-ების ლაივი დანიასთან


* * *
ააააა
დასვა თუშააამ

რა ლამაზი იყო შენ გენაცვალე რა

ავოიეეეე

bis.gif

Posted by: Andrea21 28 Mar 2024, 02:35
1. ჯეო თიმის ვლოგი
2. შაქიროვის ვლოგი
3. აჩი ფეხბურთზე - სტუმრად ძმები არველაძეები
4. სარბიელის პოდკასტი












Posted by: Andrea21 30 Mar 2024, 06:04
ყოჩაღთ, კარგი იყო love.gif


Posted by: Andrea21 4 Apr 2024, 20:52


................

Posted by: Andrea21 9 Apr 2024, 01:02
მეკარეები: სვეტლანა გაბელაია (ელიტა), თათია გაბუნია (კვარტალი), ეკა თაბაგარი (ლანჩხუთი)

გაქრა ხობი (ჩაასწორა სფფ-მ)
ყოჩაღ

ლაივიც იქნება (სფფ ლაივსთრიმზე)

ეროვნული ნაკრებია და მინიმუმ იუთუბზე მაინც უნდა იყოს, მაგრამ არაუშავს, რადგან ამ ეტაპზე ესეც საკმარისი მგონია...

ცოტა მერე მეტიც მოითხოვება იდეაში...


P.S. საზმაუ და ა.შ. facepalm.gif

Posted by: qristefore 9 Apr 2024, 23:18
რეალი-სიტი რა თამაშია smile.gif
---------------------------------

Posted by: Human Rights 9 Apr 2024, 23:27
QUOTE
რეალი-სიტი რა თამაშიაფინალი.


ადრეული ფინალია.

Posted by: qristefore 10 Apr 2024, 00:40
რა გოლები გადის rolleyes.gif
--------------------------------

Posted by: Andrea21 10 Apr 2024, 01:29


___________

Posted by: akkai 11 Apr 2024, 21:59
https://youtu.be/UWEHrqW2bFc?si=o_h8CERNMLmyGj6W

ნაკრების ყველა ფორმა აქვს კოლექციონერს
რა მაგარია <3

Posted by: GRIZLY07 11 Apr 2024, 22:25
QUOTE
ჯეო თიმის ვლოგი
შაქიროვის ვლოგი

ესენი არ ვიცი
QUOTE
აჩი ფეხბურთზე

აჩი არავის ალაპარაკებს. რადიო აქვს გადაყლაპული
QUOTE
სარბიელის პოდკასტი

სამწუხაროდ, გაზეთ სარბიელთან შედარებით უნიჭო პოდკასტია

ტვ-ში რა გადის ამ კუთხით? პარასკევობით სილკ უნივერსალზე ბურთი და მოედანი. კვირაობით ქართულ არხზე მიხიჩა, ხურცილავა და მაჩაიძე (იდიოტობებს ლაპარაკობენ, მაგრამ მაინც ვუსმენ biggrin.gif)

Posted by: Andrea21 12 Apr 2024, 00:37
QUOTE
აჩი არავის ალაპარაკებს. რადიო აქვს გადაყლაპული

დალაგდასავით ;დ

QUOTE
სამწუხაროდ, გაზეთ სარბიელთან შედარებით უნიჭო პოდკასტია

გაჭირვებაში წავა რა ;დ


QUOTE
ტვ-ში რა გადის ამ კუთხით?

აბდაუბდა

Posted by: akkai 13 Apr 2024, 14:13
საჭირო რო გამხდარიყო ჩვენგან ვის უნდა შეესრულებინა მეხუთე 11 მეტრიანი ?

Posted by: Andrea21 13 Apr 2024, 14:16
QUOTE (akkai @ 13 Apr 2024, 14:13 )
საჭირო რო გამხდარიყო ჩვენგან ვის უნდა შეესრულებინა მეხუთე 11 მეტრიანი ?

ქვილითას.

////////////////////////
* * *
U18 გოგონათა ახალგაზრდული ნაკრები
ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მეორე ეტაპზე მესამე შეხვედრას უკრაინის წინააღმდეგ გამართავს


Posted by: Andrea21 16 Apr 2024, 17:34
https://www.facebook.com/100063507854348/videos/435190855589153/

კახა ჩხეტიანმა მითხრა: "ოღონდ ბუდუ აქამდე მომიყვანეო"

ჩხეტიანი ფეხბურთელებს, ქართული, სპორტული სულით მუხტავს - კახა ზივზივაძე


Posted by: akkai 18 Apr 2024, 02:42
არ არის დასაკარგი ეს ფოტო <3
user posted image

Posted by: Andrea21 5 May 2024, 21:06
Master league-ს ნაკრები International Socca Federation-ის მიერ ორგანიზებულ ევროპს თასზე იასპარებზებს.

შემადგენლობა: 1. გიორგი ნადირაძე (თბ.მერია), 3. ნიკა მნათობიშვილი (კრისტალბეთი), 4. მიშა თოფურია (თბილისის მერია), 6. ერეკლე სულთანიშვილი (კავკასიის ავტო იმპორტი) 7. გიორგი ქურდაძე (თბილისის მერია), 9. გიორგი ჯინიკაშვილი (თბილისის მერია), 10. ნიკა ძალამიძე (ბრიჯი), 12. ნიკოლოზ შურღაია (კავკასიის ავტო იმპორტი), 13. ემზარ ნადირაძე (ბრიჯი), 18. გიორგი ნაფიშვილი (ჭაბონამა), 20. ოთარ ხუციშვილი (თბილისის მერია), 22. გიორგი ნავალოვსკი (საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია), 24. გიორგი ივანიშვილი (ბრიჯი).

user posted image
* * *
https://europop.ge/post/sigizhe-bielsasgan%3A-urugvais-nakrebshi-moyvarul-pekhburtels-idzakhebs!/294523/?fbclid=IwZXh0bgNhZW0CMTEAAR3OInrfguGezrMWmJZ0z_TM9VpjovoAvSBvNB0-lsKrc-Ay73Qnl6h7cTU_aem_Ae7eoA5KpLQfEW9jZmpavoZlMZusQ7pFTyqeJzMQo_Xy26JSlsW9nvpXWmBof8nZqea89UxiZX80DJThXyHufhHb

;დდდდდ

Posted by: Andrea21 8 May 2024, 16:20
2:0 ტაიმი თურქებთან
ძალამიძე, ნავალოვსკი

https://www.facebook.com/MasterLeague7x7/videos/331755962993119/

Posted by: Andrea21 9 May 2024, 23:58
თურქებთაან მოვიგეეთ 3:1

აბა წავიდაა ლაივიი პორტებთაან
მოსაგებიაა


* * *
1:1 მორჩა პორტებთან

მაგარი გოლი შეაგდო ნავალოვსკიმ
სერიოზულად დამუშავებული კომბინაცია

ბოლო წუთზე 100% შესაგდები ჰქონდა ძალამიძეს მეკარესთან პირისპირ
ძაან ცუდად გამაზა

არაუშავს


მომდევნო მატჩი დღეს, 21:00-ზე
მასპინძელ მოლდოვასთან

Posted by: Andrea21 11 May 2024, 20:22
მინიზე 1/8-ში ვსაზიზღრდებით სერბებთან
0:4-ა ანგარიში

-----

ფრენბურთში საქ. ჩემპის ფინალის ლაივის ჩანაწერი

ბათუმი 0:3 სტუ


Posted by: Andrea21 16 May 2024, 19:54
ო პაოოოოოოოკ love.gif

https://www.youtube.com/watch?app=desktop&v=jlXtir2GiRc

Posted by: Andrea21 18 May 2024, 18:53
ჩვენი გოგონები დღეს იწყებენ <3


Posted by: Andrea21 20 May 2024, 00:14
პაოკმააა იჩემპიონააა <3

ო პაოოოოკ <3

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)