Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ქართული სპორტი > "იბერია 1999" თბილისი


Posted by: jjj 27 Feb 2024, 16:47
საფეხბურთო კლუბი "იბერია 1999" თბილისი
დაარსების თარიღი: 1999 წლის 20 აგვისტო
ქალაქი: თბილისი

ტიტულები:
საქართველოს ჩემპიონატი:
ოქრო - 2018
ბრინჯაო - 2019
საქართველოს თასი
გამარჯვებული : 2019, 2021, 2023
საქართველოს სუპერთასი
გამარჯვებული : 2020
ფინალისტი: 2019

საფეხბურთო კლუბმა “საბურთალომ” სახელწოდება ოფიციალურად შეიცვალა და ახალი სეზონიდან კლუბი “იბერია 1999” სახელწოდებით იასპარეზებს.
წარმატებები თბილისის "იბერიას"! love.gif

Posted by: NK.ბებერა 27 Feb 2024, 17:56
ელიგის საიტზე არ შეუცვლიათ ჯერ, ისე კი სწორია, მაინც არ თამაშობდნენ სახელწოდების უბანში.

Posted by: rachveli1 27 Feb 2024, 20:54
QUOTE (NK.ბებერა)
ელიგის საიტზე არ შეუცვლიათ ჯერ,


ელიგის საიტზე კი არა საკუთარ საიტზე და სოციალურ ქსელებში არ შეუცვლიათ

Posted by: jjj 27 Feb 2024, 21:58
QUOTE (rachveli1 @ 27 Feb 2024, 16:54 )
QUOTE (NK.ბებერა)
ელიგის საიტზე არ შეუცვლიათ ჯერ,


ელიგის საიტზე კი არა საკუთარ საიტზე და სოციალურ ქსელებში არ შეუცვლიათ

ასე სწრაფად ვერ გაკეთდებოდა, ჯერ დომენი უნდა შეიცვალოს. რაც შეეხება ახალ ამბავს ეგ დადეს:

https://www.fcsaburtalo.ge/%e1%83%90%e1%83%ae%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%a1%e1%83%94%e1%83%96%e1%83%9d%e1%83%9c%e1%83%98%e1%83%93%e1%83%90%e1%83%9c-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%91%e1%83%a3%e1%83%a0%e1%83%97%e1%83%90/

Posted by: dundee 27 Feb 2024, 22:06
ლოგო მაინც გაეკეთებინათ...
FC Khechika

Posted by: mcenare-99 27 Feb 2024, 22:22
jjj
QUOTE
დაარსების თარიღი: 1999 წლის 20 აგვისტო

ამ გუნდში 1999 წლის გაზაფხულზე დავდიოდი ფეხბურთზე, ნაწილი იოსებიძეზე ვვარჯიშობდით ნაწილი დიდიღომში

user posted image

საბურთალოს 1983-84 წლიანები, გადაღებულია 1999 წლის სექტემბერში.
2000-01 სეზონში რეგიონალურ ლიგაშიც ითამაშა და საქართველოს თასზეც

Posted by: zurabus 27 Feb 2024, 23:37
QUOTE
საფეხბურთო კლუბმა “საბურთალომ” სახელწოდება ოფიციალურად შეიცვალა და ახალი სეზონიდან კლუბი “იბერია 1999” სახელწოდებით იასპარეზებს.


facepalm.gif

Posted by: rachveli1 28 Feb 2024, 10:43
QUOTE (jjj)
ასე სწრაფად ვერ გაკეთდებოდა, ჯერ დომენი უნდა შეიცვალოს. რაც შეეხება ახალ ამბავს ეგ დადეს:


დომენი არც მიგულისხმია, საიტზე განთავსებულ ინფრომაცია მიგულისხმე, ფეისბუკზე ხო საერთოდ წამები უნდა გვედრის სახელის შეცვლას

Posted by: jjj 28 Feb 2024, 17:40
QUOTE
ახალი სეზონი სახელშეცვლილი "საბურთალოსთვის" ერთგვარად საიუბილეო იქნება: დედაქალაქური გუნდი რანგით უმაღლეს ლიგაში მეათე სეზონს ჩაატარებს! ქომაგების მოლოდინი ოპტიმისტური უნდა იყოს: აწ უკვე "იბერია 1999-ს" ხომ მწვრთნელიც კვალიფიციური (გიორგი მიქაძე) ჰყავს და შემადგენლობაც, ტრადიციულად, მეტ-ნაკლებად დაბალანსებული!

კი ბატონო, დანაკლისად უნდა მივიჩნიოთ იური ტაბატაძის, ლევან ნონიკაშვილის, გიორგი ჯინჯოლავასა და ლუკა სილაგაძის წასვლა, მაგრამ "იბერია 1999-მა" შეძლო და ყველა რგოლში შეინარჩუნა ლიდერბი: მეკარე - ლაზარე კუპატაძე, დაცვაში - გიორგი ჯგერენაია, ნახევარდაცვაში - ტყუპი ძმები, ოთარ და გიზო მამაგეიშვილები, ასევე ბაქარ ქარდავა, ხოლო თავდასხმაში - ირაკლი სიხარულიძე.

ამას გარდა, დიდ ინტერესს იწვევს "იბერია 1999-ის" ახალგაზრდა უცხოელ ახალწვეულთა თამაშის ხილვაც, განსაკუთრებით კი, არგენტინული ტრიოსი (გავარა, ვიანო, ლუდუენია)...

"ლელოს" პროგნოზი: ბოლო ათწლეულის ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური ქართული კლუბისგან წლეულსაც მაქსიმალური მიზნებისთვის ბრძოლას უნდა ველოდოთ - როგორც ჩემპიონატში, ასევე თასზე. შეგახსენებთ, რომ ბოლო ხუთ წელიწადში "იბერია 1999-მა" სამჯერ შეძლო საქართველოს თასის მოპოვება!

Posted by: rachveli1 29 Feb 2024, 18:57
შეცვალეს ელიგის საიტზე სახელი

Posted by: jjj 29 Feb 2024, 20:17
QUOTE (rachveli1 @ 29 Feb 2024, 14:57 )
შეცვალეს ელიგის საიტზე სახელი

_____________________________________________________________________ yes.gif

Posted by: Ratatat 1 Mar 2024, 21:19
საბურთალო გახდა ჩემპიონიც და თასებიც საბურთალომ მოიგო, ეგ ტიტულები დარჩა უბანს.
იბერია მშვიდობაში მოიხმაროს ხეჩიკაშვილმა,გლობალური მასშტაბით lol.gif
მინუს ერთი გულშემატკივარი ჩემი სახით,ალბათ ბევრი იქნება კიდევ ჩემნაირი და რამდენს შეიძენს ვნახოთ drug.gif
სიბეცის დაფუძნება იმენა lol.gif

Posted by: rati nwt 1 Mar 2024, 22:05
საბურთალო საკმაოდ კარგად ჟღერს. ჩემი აზრით ბურთთან და ფეხბურთთანაც ასოცირდება.
უცხოელებისთვისაც არ არის რთული წარმოსათქმელი.
ორიგინალური სახელია.

იბერია ჯერ კიდევ აქამდეც რქმევია ქართულ კლუბებს, თან მთელი მსოფლიოსთვის იბერია ასოცირებული იქნება ესპანეთთან და არა საქართველოსთან.

ბევრი წარმატებული კლუბის სახელი ერთი პატარა უბნის სახელია. და ამ კლუბებმა გახადეს ეს უბანი საერთაშორისოდ ცნობილი.

ცალკე, საბურთალომ თასები მოიგო. ისტორია დაწერა და ახლა ყველაფრის წაშლა.


მოკლედ, ეს გადაწყვეტილება მიუთითებს ამ კლუბის მფლობელის ვიწრო მსოფლმხედველობაზე.
ხეჩიკას აზროვნების შესაძლებლობებზე. კაცი, რომელიც ფეხბურთს ასე აღიქვამს, მისგან არ ელი წარმატებული კლუბის აშენებას.
ვიცით რომ ბევრი ფული არ აქვს, მაგრამ არც საკმარისი ჭკუა დაბალ ბიუჯეტიანი კარგი კლუბის გასამართად.


Posted by: otokarcobra 1 Mar 2024, 23:01
QUOTE (Ratatat @ 1 Mar 2024, 21:19 )
საბურთალო გახდა ჩემპიონიც და თასებიც საბურთალომ მოიგო, ეგ ტიტულები დარჩა უბანს.
იბერია მშვიდობაში მოიხმაროს ხეჩიკაშვილმა,გლობალური მასშტაბით lol.gif
მინუს ერთი გულშემატკივარი ჩემი სახით,ალბათ ბევრი იქნება კიდევ ჩემნაირი და რამდენს შეიძენს ვნახოთ drug.gif
სიბეცის დაფუძნება იმენა lol.gif

დადიოდი შიდა ჩემპიონატის თამაშებზე საბურთალოს საგულშემატკივროდ?

Posted by: jjj 1 Mar 2024, 23:13
QUOTE (rati nwt @ 1 Mar 2024, 18:05 )
საბურთალო საკმაოდ კარგად ჟღერს. ჩემი აზრით ბურთთან და ფეხბურთთანაც ასოცირდება.
უცხოელებისთვისაც არ არის რთული წარმოსათქმელი.
ორიგინალური სახელია.

იბერია ჯერ კიდევ აქამდეც რქმევია ქართულ კლუბებს, თან მთელი მსოფლიოსთვის იბერია ასოცირებული იქნება ესპანეთთან და არა საქართველოსთან.

საბურთალო მართლაც კარგი სახელი იყო და მაგაზე არავინ კამათობს. უბრალოდ უბნის გუნდად ვეღარ დარჩებოდა რადგან საბურთალოზე გუნდს არ ქონდა თავისი სტადიონი, მიზეზებზეც ითქვა უკვე. ხოდა დიღომში ითამაშო და საბურთალოს გუნდი იყო არ გამოვიდოდა ეგრე.

რაც შეეხება "იბერიას", რავიცი მაგაზე მეტად თუ კიდევ რამე შეესაბამება საქართველოს მე არ ვიცი smile.gif ძალიან მაგარი სახელია და მშვენიერი გათვლაა.

თუ პრობლემაზე ვლაპარაკობთ მაშინ პრობლემა ის უფროა რომ გარკვეული ნაწილი ცდილობს "დინამოსთან", "ტორპედოსთან", "სპარტაკთან", გინდაც "შტურმთან" ან "მილანთან" მოახდინოს საქართველოს ასოცირება... გაუმარჯოს ქართულ გუნდებს, ქართული სახელებით! love.gif

Posted by: Ratatat 1 Mar 2024, 23:51
otokarcobra
კი,საკმაოდ ხშირად,ევროთასებზე თითქმის სულ.
და ეგ რა შუაშია,გულშემატკივარი არ დადიოდა და იმიტო გადაერქვა სახელი?
მაშინ ყველა გუნდს სახელი უნდა გადაარქვან,მაგით თუ რამეს უშველიან lol.gif
საბურთალოზე გაეკეთებინათ პატარა სტადიონი,ნორმალური პიარი და ხალხი სულ ივლიდა საკმაო რაოდენობით,
მაგრამ არააა,გლობალურ მასშტაბებზე გავიდნენ,იბერიააა უფროო კარგად ჟღერს მარკენტინგულადო ტიპმა lol.gif

რაც მე საბურთალოს თამაშები გამიწურია იუთუბზე,ხალხი მეღადავებოდა ეს რა ###ობას უყურებო
აწი რა მაყურებინებს იბერია 1999ის თამაშებს lol.gif facepalm.gif

Posted by: otokarcobra 2 Mar 2024, 00:00
Ratatat
გასაბრაზებლად არ მიკითხავს. მაინტერესებს მორალური უფლება გქონდა თუ არა გაგეკრიტიკებინა. და შენი ნათქვამიდან გამომდინარე გქონდა. ევროთასები არ ითვლება ისე რო იცოდე. მანდ ყველა დავდივართ. ელიგის თამაშებს გეკითხებოდი და მანდაც თუ ხშირად დადიოდი კი ბატონო, ეკუთვნის შენგან კრიტიკა.


QUOTE
საბურთალოზე გაეკეთებინათ პატარა სტადიონი,

ეს ძაან ისეტი თემაა. მითხარი აბა საბურთალოზე ადგილი სასტადიონე. ვერ მეტყვი. მერე პლუს ადგილი ხო არაა და ისეთი სტადიონის გაკეთებას სადაც ტრიბუნა იქნება და ხალხი ივლის, 7-8 მილიონი ლარი უნდა. მინიმალურს გეუბნები.

რუსთავში იმიტომ უნდოდა გადასვლა ხეჩიკაშვილს რო ინფრასტრუქტურაა და სწორი იდეა ქონდა. ინფრასტრუქტურა იზიდავს ინვესტორს.

Posted by: jjj 2 Mar 2024, 00:04
QUOTE (Ratatat @ 1 Mar 2024, 19:51 )
აწი რა მაყურებინებს იბერია 1999ის თამაშებს lol.gif facepalm.gif

Ratatat
თუ აქამდე უყურებდი "საბურთალოს" თამაშებს, "იბერიას" რატომ ვერ უყურებ, რა არის შენთვის გამაღიზიანებელი მაგ სახელში?

Posted by: Ratatat 2 Mar 2024, 11:15
otokarcobra

და სულ რომ ტელევიზორიდან მეყურებინა არ მეკუთვნის?
არსენალს ვგულშემატკივრობ ბავშვობიდან,სტადიონზე ერთხელ არ ვარ ნამყოფი,სახელი რომ გადაარქვან არ მაქვს უფლება არ გამისწორდეს? biggrin.gif
სტადიონში დინამო- ლოკომოტივისხელა შენობას არ ვგულისხმობ, 5-7k-იანი ტრიბუნით პატარა სტადიონისთვის ამდენ წელში ნახავდნენ რამეს საბურთალოზე,გუნდის მართლა განვითარება რომ ნდომებოდათ


jjj

აქამდე იმიტომ ვუყურებდი და ვგულშემატკივრობდი რომ უბნის სახელით თამაშობდა
გამაღიზიანებელი კიდევ სახელი კი არაა,სახელის გადარქმევის ფაქტია,არ უნდა იყოს ასე რთულად გასაგები


QUOTE
ეს მარკეტინგულადაც სწორი ნაბიჯია და უცხოელ პერტნიორებთან ურთიერთობაშიც დაგვეხმარება.


აი, ეს თუ ძაან ღადაობა არააა,სახელი ყოფილა თურმე პრობლემა უცხოელ პატნიორებთან ურთიერთობაში lol.gif lol.gif

Posted by: მშპს_მივხედოთ 2 Mar 2024, 12:47
QUOTE
აი, ეს თუ ძაან ღადაობა არააა,სახელი ყოფილა თურმე პრობლემა უცხოელ პატნიორებთან ურთიერთობაში 

lol.gif lol.gif lol.gif lol.gif

მე და ალიქსა ვღადაობდით იმდღეს,ერთი გულშემატკივარი ყავდა მაგ უბედურ გუნდს და ეგეც დაკარგაო :დ

რავა ხარ ბლიად :დ

Posted by: Ratatat 2 Mar 2024, 13:11
QUOTE (მშპს_მივხედოთ @ 2 Mar 2024, 12:47 )
მე და ალიქსა ვღადაობდით იმდღეს,ერთი გულშემატკივარი ყავდა მაგ უბედურ გუნდს და ეგეც დაკარგაო :დ

რავა ხარ ბლიად :დ

lol.gif lol.gif lol.gif facepalm.gif

ჯერ ბიჭო ფორმას ვერ იყიდდი გუნდისას,ერთი ფან ფორმა ვიყიდე ადრე რაღაც,პოლის ტილოდ თუ გამოდგება
რავი ვარ რა,ნერვის ანთება მქონდა ახლა მოვიხოდე biggrin.gif
თამაშის მერე ჩავისხათ ლუდი 21-ში old.gif


Posted by: Flying_Lotus 2 Mar 2024, 13:56
მართლა ეგრეა
რაღაცასთან მაინც იგივდებოდა
ეხლა არაფერთან არ იგივდება lol.gif lol.gif

ან ეს 1999 რა არის
გეგონება 1899 იყოს და დაარსების წელს ამარიაჟებდე
რაღაც ბავშვთა გუნდის ასოციაციას ტოვებს

Posted by: jjj 2 Mar 2024, 14:01
QUOTE (Ratatat @ 2 Mar 2024, 07:15 )
jjj

აქამდე იმიტომ ვუყურებდი და ვგულშემატკივრობდი რომ უბნის სახელით თამაშობდა
გამაღიზიანებელი კიდევ სახელი კი არაა,სახელის გადარქმევის ფაქტია,არ უნდა იყოს ასე რთულად გასაგები

გასაგებია შენი პოზიცია.

მეორე მხრიდან რომ შევხედოთ:
1) გუნდის პრეზიდენტი იძახის რომ მინდოდა საბურთალოზე სტადიონის აშენება, გეგმაც იყო და მიწის ნაკვეთის გამოყოფას არ დააყენეს საშველიო;
2) რეალობაში რომ ვთქვათ უბნის გუნდის არჩეულმა სტრატეგიამ არ გაამართლა, 24 წელი გავიდა და ვერ შემოიკრიბა დიდად გულშემატკივრები, არა აქვს ეხლა მაგის მიზეზებს მნიშვნელობა, ფაქტი ფაქტია, ვერ გახდა საბურთალო საბურთალოს უბნის გუნდი. შენი პოზიციიდანაც ჩანს ეგ, ლამის ერთადერთი გულშემატკივარი ვიყავიო smile.gif
3) მარკეტინგულადაც რომ შევხედოთ, გუნდის პრეზიდენტი რომ ხარ, რატომ უნდა ჩაიკეტო პატარა ბაზარზე? თბილისი გაცილებით დიდი მასშტაბია ვიდრე საბურთალო, რატომ უნდა შეიზღუდო თავი? გყავდეს გულშემატკივარი საბურთალოდანაც, ვაკიდანაც, გლდანიდანაც, დიღმიდანაც, თემქიდანაც... რაც მეტია შესაძლებლობა არ ჯობია? ევროთასებს რაც შეეხება, მგონია ყველა ქართველი ყველა ქართულ გუნდს ქომაგობს, მაგრამ ეროვნულ ჩემპიონატშიც ხომ უნდა გაიჩინო ქომაგი? თბილისის ბაზარი მართლა აუთვისებელია ჯერ, არის ფაქტიურად ორი გუნდი "დინამო" და "ლოკომოტივი", რომლებმაც ვერ გაზარდეს თავისი ქომაგების რიცხვი, თან საკმაო ჰანდიკაპი ქონდათ ძველი ისტორიიდან გამომდინარე. მე თუ მკითხავ ზუსტად სახელია მაგათი პრობლემა. ხოდა, რატომაც არ უნდა სცადოს ბიზნესმენმა ახალი ბაზრის ათვისება? შენ ამბობ რომ მე აღარ ვიქნებიო გულშემატკივარი, მე კი პირიქით ეხლა გავხდი "იბერიას" ქომაგი. ვაპირებ აქტიურად ვიარო ეროვნული ჩემპიონატის თამაშებზე. დანარჩენს დრო გვიჩვენებს.

მოკლედ შენი პოზიცია გასაგებია ჩემთვის, გისურვებ მალე გეპოვოს შენი გუნდი ჩვენს ჩემპიონატში საქომაგოდ! რაც მეტი ქომაგი ეყოლება ჩვენს ჩემპიონატს მით უკეთესი ყველასთვის alk.gif

Posted by: Ratatat 2 Mar 2024, 14:11
jjj

რავი,როცა კონკრეტული უბნის სახელით გუნდის მოხოდვა ვერ მოახერხა,დიდ მასშტაბებზე გასვლა როგორ უნდა შეძლოს
ჰყავს თბილისს უკვე ეგეთი გუნდი რომელსაც ყველა უბნიდან ყავს გულშემატკივარი,დინამოა და ზურგს უდიდესი ისტორია უმაგრებს
აი,რიგითი თბილისელი რითი უნდა მიიზიდოს იბერია 1999-მა,რამ უნდა გაუჩინოს სურვილი რომ მაგ გუნდის გულშემატკივრობა დაიწყოს?
აკადემიის ამბავი როგორაა? მაგასაც სახელი გადაარქვეს? საბურთალოზე ბევრს ზუსტად მაგიტო მიყავდა მაგ აკადემიაში ბავშვი,საბურთალო რომ ერქვა


Posted by: jjj 2 Mar 2024, 14:38
QUOTE (Ratatat @ 2 Mar 2024, 10:11 )
jjj

რავი,როცა კონკრეტული უბნის სახელით გუნდის მოხოდვა ვერ მოახერხა,დიდ მასშტაბებზე გასვლა როგორ უნდა შეძლოს
ჰყავს თბილისს უკვე ეგეთი გუნდი რომელსაც ყველა უბნიდან ყავს გულშემატკივარი,დინამოა და ზურგს უდიდესი ისტორია უმაგრებს
აი,რიგითი თბილისელი რითი უნდა მიიზიდოს იბერია 1999-მა,რამ უნდა გაუჩინოს სურვილი რომ მაგ გუნდის გულშემატკივრობა დაიწყოს?
აკადემიის ამბავი როგორაა? მაგასაც სახელი გადაარქვეს? საბურთალოზე ბევრს ზუსტად მაგიტო მიყავდა მაგ აკადემიაში ბავშვი,საბურთალო რომ ერქვა

აკადემიის თემა არ ვიცი...

"დინამოს" რაც შეეხება მე მანდ ზუსტად სახელის პრობლემას ვხედავ smile.gif მეც რიგითი თბილისელი ვარ და ფაქტია მომიზიდა "იბერიამ" smile.gif სტადიონზე რომ ხარ გუნდის სახელი ხომ უნდა იყვირო, ხოდა ხო აქვს მნიშვნელობა რას ყვირიხარ? შინაარსი მნიშვნელოვანია ჩემთვის, სად "დინამო", "სტარტერი" და "პაჩებნიკი" და სად კიდე "იბერია" smile.gif

ი - ბე - რი - ა
ი - ბე - რი - ა
ი - ბე - რი - ა sa.gif sa.gif sa.gif

Posted by: Andrea21 2 Mar 2024, 18:50
ბებერი შოშმანა და 1:0 old.gif

////////

Posted by: jjj 3 Mar 2024, 00:53
_______________
* * *

_________________________________
* * *
https://www.facebook.com/SportShowGeorgia/videos/1547682602679581

Posted by: Andrea21 4 Mar 2024, 14:10
ისე, შაქარა, განაცხადში უნდა ყოფილიყო ახლა, ლუქსებთან და სად არის "ტიპი"

##ე ბედს #####ი

Posted by: Shota° 5 Mar 2024, 08:53
Ratatat
მე არ მაინტერესებდა არც საბურთალო დანარც იბერია მარა უბნის გუნდი საბურთალო ჯამში მაინც არ ყოფილა

ფც გლდანი ვაკეში რო ათამაშო გლდანის გუნდად ვერ იქნება იდენთიფიცირებული, იმ უბანშივე უნდა თამაშობდე

საბურთალოზე სტადიონი? ფეხით რო დავდივარ მეშინია კორპუსს არ შევეჯახო, სად უნდა ააშენო biggrin.gif

უბნის გუნდები ძაან კაი რამე მგონია მარა ბაზირებული იმ უბანშივე თუარ იქნა გუნდი აზრი არ აქვს


Posted by: jjj 6 Mar 2024, 12:50
დღეს სერიოზული გამოცდა გვაქვს:
ტორპედო - იბერია 1999 (19:00)

http://erovnuliliga.ge/ge/game/7538-tor-ibr

Posted by: NK.ბებერა 6 Mar 2024, 13:28
Shota°
ზუსტად ეგრეა.

შარშან რუსთავში უნდოდათ გადასვლა.

Posted by: მშპს_მივხედოთ 6 Mar 2024, 14:35
დინამოს პრობლემა სახელი ყოფილა

რას არ გაიგებ

:დ :დ :დ

Posted by: Shota° 6 Mar 2024, 15:34
მშპს_მივხედოთ
არა ბრუნო, საბურთალოს სახელის ცვლილება იმიტო არ არის ტრაგედია რო ისედაც არ ყოფილა კონკრეტული უბნის გუნდი უსტადიონობის გამო თქო.

რუსთავში რო წავიდეს და იქ დაბანაკდეს ფც საბურთალო, სასაცილოც იქნება smile.gif

უბნის გუნდების მთავარი იდეა იმ უბანშივე თამაშია

Posted by: jjj 6 Mar 2024, 19:52
ყოჩაღ იბერიას! პირველ ტაიმს დამსახურებულად ვიგებთ 1- 0, იმედია მეორე ტაიმშიც კარგად ვითამაშებთ!

Posted by: andro-andro22 6 Mar 2024, 19:53
საღოლ მიქაძეს ,

სადაც მივიდა ყველგან "უძლეველი" გუნდი დააყენა biggrin.gif

Posted by: Andrea21 6 Mar 2024, 19:56
ნუ როგორც ყოველთვის სიმპატიჩნად გამოვიყურებით რა, მაგრამ მიქა სხვა ლეველია

1:1 მგონია ეს თამაში, ისე კი დავახიეთ ბურთი თავზე

ოთოს არ ყოფნა მაგრად დაეტყო გუნდს, რადგან კომახა კი თავისი თაობის ერთ-ერთი ჩემთვის უსაყვარლესი ფეხბურთელია ჩემთვის, მაგრამ დაკარგული აქვს ძველი სისწრაფე/სიხსხარტე და ბენჩზე უნდა იყოს, მის ადგილას კი მამაცა რა თქმა უნდა

გიზი მარჯვენა ვინგერად
მამაცა მარცხენა მცველზე

სილამ რაც გამაზა მაგას კაი ცფ იზი შეასრულებდა
შოშმა ხატავს, მაგრამ უნდა შეეგდო იქ

ეჰ კოხრე. რა მოლოდინები მქონდა... იმედია ელიგას მაინც გაქაჩავს სტაბილურად
ჯგერენაია დგას ძაან მაგრად

კაპანას პასიურობა არ მომწონს. ბოლოს ორჯერ ჩაირბინა და ორივეჯერ თესლად
ბევრად მეტი შეუძლია და უნდა ჩაერთოს რა

პირველივეში უნდა შეეგდოთ 2-3 ბურთი, აწი არამგონია შეძლონ მოგება, მაგრამ ხატავენ

love.gif

Posted by: jjj 6 Mar 2024, 21:02
მოვიგეთ პირველი თამაში 3:2, გილოცავთ "იბერიას" ქომაგებს bis.gif

Posted by: Andrea21 6 Mar 2024, 21:05
bis.gif

////////////////////////////

Posted by: jjj 6 Mar 2024, 23:02
კარგი სანახავია დღევანდელი ცხრილი smile.gif

Posted by: Andrea21 6 Mar 2024, 23:04

Posted by: ცერცვა. 6 Mar 2024, 23:05
მერე იტყვის ზოგი სახელს არ აქვს მნიშვნელობაო. :დ

რუსთავსაც რომ აუშენონ ბათუმის მსგავსი სტადიონი და იბერია რუსთავში გადმოვიდეს კიდევ უფრო წინ წავიდოდა ფეხბურთის. ტეხავს რომ რუსთავს ქუთაისზე და ბათუმზე უკეთესი სტადიონი არ აქვს, ვინც რუსთავს ერთ მოფსმა სტადიონს სტადიონად თვლის გემოვნება ცუდად აქვს. :დ

Posted by: მოთამაშე.. 6 Mar 2024, 23:08
ეს არგენტინელები როტაციისთვის მაინც თუ გამოდგნენ სკამიც კაი გრძელი ეყოლებათ, მარა არ არიან მზად როგორც ჩანს კონკურენციისთვის

ძირითადი 11 არავიზე ნაკლები არ ყავთ

Posted by: Andrea21 6 Mar 2024, 23:11
კოხრე ძაან სერიოზულ კონდიციებშია და იმედია ბოლომდე ჯანზე იქნება

100% მაგარი შეკრება აქვთ გავლილი
მიქა მაგარია.

Posted by: Ratatat 7 Mar 2024, 09:23
QUOTE (ცერცვა. @ 6 Mar 2024, 23:05 )
მერე იტყვის ზოგი სახელს არ აქვს მნიშვნელობაო. :დ


სახელის გამო მოიგეს ეს ორი თამაში? biggrin.gif



Shota°

უბნის გუნდი თუ არ იყო,აბა რისი იყო? ბენდელა ასათიანზეა
პირველი აკადემია ბავშვების,161 სკოლაში,იოსებიძეზეა
გუნდს საბურთალო ერქვა,უბანთან ასოცირდებოდა ყოველთვის
საბურთალოზე რომ პატარა სტადიონი ვერ ააშენეს 25 წელი,ხელმძღვანელობის უტრაკობის ბრალია,თორე გულშემატკივარიც ბევრად მეტი ეყოლებოდა დღეს



კოხრეიძის მოხოდვა მაგრად გაასწორებს,მაგრად ვგულშემატკივრობ მაგ ბიჭს up.gif

Posted by: jjj 7 Mar 2024, 12:15
QUOTE (ცერცვა. @ 6 Mar 2024, 19:05 )
მერე იტყვის ზოგი სახელს არ აქვს მნიშვნელობაო. :დ

რუსთავსაც რომ აუშენონ ბათუმის მსგავსი სტადიონი და იბერია რუსთავში გადმოვიდეს კიდევ უფრო წინ წავიდოდა ფეხბურთის. ტეხავს რომ რუსთავს ქუთაისზე და ბათუმზე უკეთესი სტადიონი არ აქვს, ვინც რუსთავს ერთ მოფსმა სტადიონს სტადიონად თვლის გემოვნება ცუდად აქვს. :დ

რუსთავში კარგი სტადიონის აშენებას მივესალმები, მაგრამ "იბერიას" თავი დაანებეთ smile.gif ყავდა რუსთავს კარგი გუნდი "გორდა" ერქვა, მაგრამ არა არ გვინდაო, "მეტალურგია" ჩვენი ბრენდიო, მსოფლიოს როგორღა ჩავხედოთ თვალებშიო... smile.gif

Posted by: Andrea21 7 Mar 2024, 16:57
ისე კომახა კარგად იდგა დაცვაში, უბრალოდ ის ძველი, მფრინავი კომახა მენატრება, სულ შემორბენაზე და ჩარბენზე რომ მიდიოდა
ეჰ..

///////////////

Posted by: Andrea21 8 Mar 2024, 23:41
იბერია 2-ს ფრე ბახმაროსთან
+3 ველოდი

შალამბერიძე ტრენერად

ვალენსია
სანდრო ჭანტურიშვილმა, რატომ ვერ ითამაშა?
როგორ მეიმედებოდა...

Posted by: shavparosaniii14 9 Mar 2024, 00:29
კოლხეთი უნდა დაერქმია და გულშემატკივარი არ მოაკლდებოდა.

ეს იბერია რა იყო უმრავლესობამ არც იცის წესივრად lol.gif lol.gif

აი კოლხობაზე პრეტენზიის მქონე კი ბევრია lol.gif lol.gif
* * *
ან იუმორინა ათას ცხრაას და რაღაცა lol.gif lol.gif

ნინაკა გელაშვილის ხმით.

ფილარმონიის ტაშის თანხლებით lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: jjj 10 Mar 2024, 16:50
QUOTE (shavparosaniii14 @ 8 Mar 2024, 20:29 )
ეს იბერია რა იყო უმრავლესობამ არც იცის წესივრად lol.gif lol.gif

ვინც იმ დონის გაუნათლებელია, რომ იბერია არ იცის, იმან ჯობია ჯერ წიგნები გადაშალოს და ფეხბურთს მერე მოუბრუნდეს.

**********************************************************************************************************************

დღეს 18:00 სთ (დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონი, დასწრება უფასოა)

იბერია - სამტრედია

Posted by: Andrea21 10 Mar 2024, 17:06
აი სილამ რომ უნდა შეაგდოს ისეთი თამაში გვაქვს დღეს yes.gif

-------

გოოოლ შოშიიი

აუ ეს რა კაცი გამოგვაკლდა 21 ების ევროზე რა

--------

რა უაზრო ბურთი გაუშვეს ბიჭო

არა და ისეთი თამაშია ეგრევე 2:0/3:0 იყო წასაყვანი
კოხრე მაგრადაა ძაან

--------

გოოოლ! შეაგდო სილამ!

კვლავ შოშმანამ გააკეთა გოლი
ოქროა რა

-------

ყველანი კარგები არიან, მაგრამ გიზის მაგრად აქვს მომატებული, ბრავო
კაპანაც მაგარ ხოდზეა ძააან

-------

აჰა, ისევ იგივე
სულ ასეთ თამაშებში იკარგება ხოლმე ქულები

მოკლედ, არანაირი არაფერი სიახლე ;დ

Posted by: jjj 11 Mar 2024, 01:48
არა უშავს, პირველ სამ ტურში 7 ქულა მაინც კარგი შედეგია.

შემდეგ ტურში "სამფაზიან ცვლადი დენის გენერატორთან" უნდა მოვიგოთ აუცილებლად. sa.gif sa.gif sa.gif

Posted by: geor-gien 13 Mar 2024, 18:12
იბერიას შემადგენლობაში 20 წლის გაბონელი შემტევი, ფლორის დჯავე ჩაირიცხა.
დჯავე ჩვენს გუნდს ლატვიური რფს-დან შემოუერთდა. მანამდე კი გაბონელი ვინგერი კვიპროსის ჩემპიონატში ასპარეზობდა.
ის ასევე გაბონის 23 წლამდე ნაკრების წევრია.
წარმატებებს ვუსურვებთ ფლორისს იბერიასთან ერთად!
https://www.transfermarkt.co.uk/floriss-djave/profil/spieler/844468

Posted by: Andrea21 14 Mar 2024, 17:35
მოსაგები თამაშია ხვალ
არამგონია გაუჭირდეთ

გასატეხი გატყდა წინა ტურში და დალშე რავი ყველანაირად უკეთესი გუნდია რა
გადაკეტავენ ზონებს და კოხრე კი გაისვრის

Posted by: jjj 14 Mar 2024, 19:40
პარასკევი, 15 მარ. 2024, 19:30
"იბერია" თბ - "დინამო" თბ

დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონი - დასწრება უფასოა, ჰოთდოგი 7 ლარი smile.gif

http://erovnuliliga.ge/ge/game/7548-ibr-dtb?fbclid=IwAR3kwySlTSxWRl-iMcpHqw15LVLwPaXnnpno1GUtQIajF5L7SJOuuES4UNU

Posted by: Andrea21 14 Mar 2024, 19:42
საკაიფო სტადიონია პეტრო არენა, მაგრამ ადგილმდეობარეობა საშინელი
მანდ ფეხბურთის თამაში რავი რა

პზდც ქარია სულ

Posted by: jjj 15 Mar 2024, 16:52
ამინდიც კარგია, "იბერიას" ქომაგებმა არ დაიზაროთ დღეს სტადიონზე მოსვლა love.gif

Posted by: Andrea21 15 Mar 2024, 16:54
jjj
ჰოთ-დოგი ისევ 7 ლარი ღირს?

////

Posted by: jjj 15 Mar 2024, 17:37
QUOTE (Andrea21 @ 15 Mar 2024, 12:54 )
jjj
ჰოთ-დოგი ისევ 7 ლარი ღირს?

////

კი lol.gif givi.gif lol.gif
ლუდის ფასი არ ვიცი, გავიგებ დღეს gigi.gif

Posted by: Andrea21 15 Mar 2024, 18:02
jjj
;დ

მოსაგებია რა
აი ისეთი თამაშია, სადაც კოხრე/მამაცა-ს სტილის ხალხმა, რომ უნდა შეაგდონ

Posted by: jjj 15 Mar 2024, 18:04
QUOTE (Andrea21 @ 15 Mar 2024, 14:02 )
jjj
;დ

მოსაგებია რა
აი ისეთი თამაშია, სადაც კოხრე/მამაცა-ს სტილის ხალხმა, რომ უნდა შეაგდონ

შენს პირს შაქარი smile.gif
_________________

Posted by: Essiittaaa 15 Mar 2024, 18:55
ნონიკა სადაა რატო არაა განაცხადში?

Posted by: Andrea21 15 Mar 2024, 19:26
ოოო მამაგას დაბრუნება კარგიააა
მაინც არ გადააწყო მიქამ, კომახა დარჩა ძირითადში და მამაცა ვინგერად

ნუ შოშმანა დაბრუნდება და მერე შეიძლება გადააწყოს, მაგრამ კომახაც ფორმაშია რავი
შოში წინა თამაშშიც ადრე გავიდა და მიკრო ტრავმაა ეტყობა
* * *
jjj
ჰაა შაქარი? ;დ
კუთხურიდან ;დ

Posted by: jjj 15 Mar 2024, 21:57
QUOTE (Andrea21 @ 15 Mar 2024, 15:26 )
jjj
ჰაა შაქარი? ;დ
კუთხურიდან ;დ

ყოჩაღ smile.gif

ეგეც "ბრენდი" და ცვლადი დენის გენერატორი smile.gif

Posted by: Andrea21 15 Mar 2024, 21:59
jjj
ოქროს ბიჭები არიან რა

კომახა ნახე, რა ხოდზეა
მამაცა სიკლასნე დადგა, ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი ;დ

ბრავო!!!

Posted by: jjj 16 Mar 2024, 23:10
QUOTE (Andrea21 @ 14 Mar 2024, 15:42 )
საკაიფო სტადიონია პეტრო არენა, მაგრამ ადგილმდეობარეობა საშინელი
მანდ ფეხბურთის თამაში რავი რა

პზდც ქარია სულ

ერთი დიდი მინუსი აქვს მაგ სტადიონს, ერთ-კაციანი საპირფარეშო აქვთ sad.gif ბავშვები მყავდა თამაშზე წაყვანილი, გავწამდი რიგში smile.gif
რამდენია სტადიონის ტევადობა, 1000 კაცი მაინც ხო იქნება? ვერ გათვალეს რომ საპირფარეშოც საჭიროა? sad.gif

Posted by: Andrea21 16 Mar 2024, 23:22
jjj
კი, ვიცი
მიწევდა ხოლმე ლიცენზირებაზე (მანდ ტარდება მწვრთნელთა, მსაჯთა და ა.შ.) ;დ

რიგი გვქონდა lol.gif

P.S. სხვათაშორის, ასაკობრივი ნაკრები გუნდები, რომ ჩამოდიან ხოლმე ამხანაგურზე, მანდ ბინავდებიან და რავი აბა ;დ

Posted by: Andrea21 22 Mar 2024, 00:46
მიქა, რას მიკეთებ ჯიგარო

დააბრუნე მამაცა მარცხენა მცველზე
კომახას ვენაცვალე, მაგრამ მამაცა მჭირდება ეროვნულში დარხეული გვაქვს მარცხნიდან დაცვით სქილებში

გიზი ვინგერად, ოთო შუაში რა
ძველებურად

კაპანას გადაეცი ბევრი იშრომოს, ხეჩიკამ უცხოეთი გაუკეთოს და დავაი ნაკრებში მარჯვნიდან

Posted by: Andrea21 26 Mar 2024, 16:45
მამაცა უნდა დაბრუნდეს მარცხენა მცველზე თორემ მაგარი ამოვარდნილია
გაბენჩა სვანამ და სწორიც ქნა ჩემი აზრით, რუხა ბევრად მაგრად არის.

Posted by: Andrea21 29 Mar 2024, 04:59
ხოდზე შოშმააან love.gif

user posted image

Posted by: jjj 29 Mar 2024, 19:11
გავიტანეთ, ვიგებთ უკვე "დილასთან" - 1:0 bis.gif

Posted by: Andrea21 29 Mar 2024, 19:31
jjj
"საბურთალო" არ/ვერ მოიგებდა ამ თამაშს...
+3 გაწურონ დღეს და რაღაც "სხვას" ვირწმუნებ...


Warner Broth. Pictures lol.gif lol.gif lol.gif lol.gif facepalm.gif

Posted by: jjj 29 Mar 2024, 20:55
არა უშავს, კარგი გუნდი გვყავს მაინც - "იბერია" love.gif
* * *
Andrea21
ჩაწყობილი იყო?

Posted by: Andrea21 29 Mar 2024, 21:07
jjj
არა, რა ჩაწყობილი, ხო არ ღადაობ...
ბოლომდე იბრძოლეს ბიჭებმა, მაგრამ არ გაუმართლათ რა...

შოშის გაძევებამ გატეხა გუნდი... smile.gif

Posted by: crack94 29 Mar 2024, 22:52
დაწვა მსაჯმა იბერია თორე პირველ ტაიმში მაგრად ჯობდნენ დილას ჯერ რა უაზრობაზე გაუგდო და მერე პენალტი დაუდო აბსურდი ეგეც.

Posted by: jjj 29 Mar 2024, 23:40
QUOTE (Andrea21 @ 29 Mar 2024, 17:07 )
jjj
არა, რა ჩაწყობილი, ხო არ ღადაობ...
ბოლომდე იბრძოლეს ბიჭებმა, მაგრამ არ გაუმართლათ რა...

შოშის გაძევებამ გატეხა გუნდი... smile.gif

რავი, რაღაცა ვალებიო ახსენებდნენ ელიგის თემაში, ეტყობა არასწორად გავიგე smile.gif

მოკლედ კარგი გუნდი გვყავს მაინც, ჩანს რესურსი smile.gif

Posted by: Andrea21 29 Mar 2024, 23:44
jjj
QUOTE
რავი, რაღაცა ვალებიო ახსენებდნენ ელიგის თემაში, ეტყობა არასწორად გავიგე

დაიკიდე რა, საგიჟეთია
QUOTE
მოკლედ კარგი გუნდი გვყავს მაინც, ჩანს რესურსი

გუნდი ნამდვილად კარგია და დღესაც გამოჩნდა...

Posted by: jjj 2 Apr 2024, 17:40
ბათუმის "ცვლადი დენის გენერატორსაც" ვანადგურებთ, 3-0 უკვე bis.gif bis.gif bis.gif love.gif

Posted by: CurvaFiesole 2 Apr 2024, 17:43
მამაცა რა კაი ბიჭია
ევროთასებზეც გაიბრწყინოს და მოვაწყოთ სადმე ევროპებში love.gif

Posted by: crack94 2 Apr 2024, 19:48
QUOTE (CurvaFiesole @ 2 Apr 2024, 17:43 )
მამაცა რა კაი ბიჭია
ევროთასებზეც გაიბრწყინოს და მოვაწყოთ სადმე ევროპებში love.gif

ძაან მაგარი

ეგეთი დარტყმა.იშვიათად ქართველ ფეხბურთელს სერიოზულ დარტყმას უშვებს თან სიზუსტით.

კოხრეც მაგარ ფორმაშია

Posted by: jjj 2 Apr 2024, 19:54
საინტერესოა ეხლა რას იზამს ბათუმი, მიქაძეს დაეჩალიჩება და გააგდებს დემჩენკოს? smile.gif

Posted by: Andrea21 3 Apr 2024, 14:08
კაპანა/მამაცა/კოხრე up.gif

P.S. ბრავო მიქა!!!

Posted by: Andrea21 7 Apr 2024, 06:11
ტაბატას შეუგდია ჯინჯის პასით
წააგეს 1:4

ხეჩიკა იმენა ხეჩოა რა ბლიად
რა ზლატე მორავცე იობტ ;/

ლეო ნონიკა დატოვოს, დანარჩენი ორი კი მოაბრუნოს რა
მარა ჩემი ###

Posted by: crack94 7 Apr 2024, 09:37
ჯინჯი ბევრი არაფერი აი ტაბატას დაბრუნება სერიოზულად გააძლიერებთ

Posted by: Andrea21 7 Apr 2024, 09:47
ჯინჯის კარგი პასი/ჩაწოდება აქვს (სტიაუასთან აიკლა ფლანგი, გოშთელასაც თავზე დაასვა) + სტანდარტულებს კარგად ასრულებს, დაცვით სქილებშიც მთლად დირკააო ვერ იტყვი + ჟილკა/დუხი აქვს პზდც

ესენი არავის მომყვანი არ არიან, მამაცას ვინგერობას უპირებენ მემგონი და კომახას იმედად რავი (სადღაა ძველი კომახა, თორემ რა ჯინჯი)

P.S. სოლომონ აგბალაკა smile.gif

Posted by: Andrea21 12 Apr 2024, 00:45
შოთიკო ნონიკაშვილიიი smile.gif

კაპო/შოში love.gif


ბრავო მიქას რა
პირველ გოლზე მაგარი დახაზეს

კაპომაც საკაიფოდ შეასრულა

Posted by: jjj 13 Apr 2024, 13:59
კარგი სანახავია ცხრილი bis.gif love.gif bis.gif
______________________________

Posted by: Andrea21 14 Apr 2024, 14:23
23 აპრილი | U-19 | ოქროს ლიგა

*იბერია 1999 vs დინამო თბ*

გააშუქეთ, გთხოვთ... smile.gif

Posted by: jjj 19 Apr 2024, 21:48
შეჭამა იბერიამ თელავი lalala.gif
________________________________

Posted by: Human Rights 19 Apr 2024, 21:52
ძაან სიმპატიური გუნდი ააწყო მიქამ, ამ მომენტისთვის ერთ-ერთი საუკეთესო ქართველი მწვრთნელია.

Posted by: jjj 19 Apr 2024, 21:58
QUOTE (Human Rights @ 19 Apr 2024, 17:52 )
ძაან სიმპატიური გუნდი ააწყო მიქამ, ამ მომენტისთვის ერთ-ერთი საუკეთესო ქართველი მწვრთნელია.

კი, გეთანხმები. სიმართლე რომ ვთქვა არ მქონდა ჩემპიონატის დაწყების წინ დიდი იმედები user.gif

Posted by: GRAZU 20 Apr 2024, 02:15
მიქაძე საუკეთესო ქართველი მწვრთნელია

ბევრჯერ დაამტკიცა უკვე

Posted by: Andrea21 27 Apr 2024, 19:20
დახურეს ;დ

____________________

Posted by: ცერცვა. 27 Apr 2024, 20:01
კიდე იტყვით სახ3ლს არ აქვს მნიშვნელობაო? :დ
სად საბურთალოს რომ ეთამაშები და სად იბერიას. givi.gif

Posted by: Andrea21 27 Apr 2024, 21:08
ყველაფერი იგივეა.

________________________

Posted by: Andrea21 2 May 2024, 14:40
მამაცაშვილი რა ცუდად გაიბენჩა

ჯერ იყო და ვინგერობა, ახლა გაბენჩვა და რავი
მაგარი ბიჭია

Posted by: jjj 19 May 2024, 23:08
მაგარი თამაში მოვატრიალეთ bis.gif bis.gif bis.gif

Posted by: Andrea21 19 May 2024, 23:13
შოოოშ <3
მოდის ნაკრებიიი <3

old.gif

Posted by: jjj 30 May 2024, 21:33
https://goal.ge/news/209194/breaking-iberia-1999-uefas-konferens-ligaze-asparezobs-meore-raundshi-daitsyebs?fbclid=IwZXh0bgNhZW0CMTEAAR1Al5N4VxZFLIClV5wG_UmDZ7vcZt_4oR1y63cEDODFqwhvKdqLP79SBX4_aem_AY_lHy5p6TjmQ0_IVEA5E_B2guPGk6ITS1V-r8WDlBK-0xsq93OQ0MwYkoS-Ye3L5UezxZSO9AJh0_aqyYJds_Bd

QUOTE
საქართველოს დავით ყიფიანის თასის გამარჯვებული "იბერია 1999" უეფას კონფერენს ლიგაზე ასპარეზობას მეორე რაუნდიდან დაიწყებს.

ეს ყველაფერი იმით არის გამოწვეული, რომ "ოლიმპიაკოსი" კონფერენს ლიგის მოგების შემდეგ, მომდევნო სეზონში ევროპა ლიგაზე იასპარეზებს.

ბერძნული კლუბის კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციოდან ჩახსნამ კი "იბერია 1999"-ის და მალტური "სლიემა ვონდერერსის" პირველი ეტაპის ნაცვლად, მეორე ეტაპზე გადასვლა გამოიწვია.

აღსანიშნავია, რომ ქართული გუნდი საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ეტაპზე 4.500 კოეფიციენტით განუთესავი იქნება.


ეს კი კარგია, მაგრამ სამწუხაროდ ეროვნული ჩემპიონატის ბოლო ტურებს ძალიან ცუდად თამაშობს "იბერია" sad.gif

Posted by: giat 30 May 2024, 22:26
და წარმატებები
ძალიან Kარგი და საინტერესო სეზონი გამოვა

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)